13

ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

  • Upload
    -98-

  • View
    6.264

  • Download
    2

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
Page 2: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

პოემა “აჩრდილი” (განხილვა)

ნაწარმოებს უძღვნის მწერალი ივანე პოლტორაცკისა და ილია წინამძღვრიშვილს. ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი (პოლტარაცკი) (დ. 1836— გ. 11 სექტემბერი 1892) — უკრაინული წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე. მსახურობდა თბილისში მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ნოტარიუსად. ახლოს იყო ილია ჭავჭავაძესთან; მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ „საქართველოს მოამბის“ დაარსებაში. ივანე პოლტორაცკის რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“ „ოთარაანთ ქვრივი“, „გლახის ნაამბობი“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ივანე პოლტორაცკი გარდაიცვალა 1892 წლის 11 სექტემბერს; დაკრძალულია სოფელოქროყანაში. ილია წინამძღვრიშვილი დაიბადა 1834 წლის 13 სექტემბერს. იმის გამო, რომ მაშინ საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, როგორიც ახალგაზრდობას სასოფლო სამეურნეო განათლებას მისცემდა. წინამძღვრიშვილმა 1883 წლის 4 სექტემბერს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 55 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და ტყე და 20 ათასი ლიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი საწნეხითა და ქვევრებით, შენობა კლასებისა და მუზეუმებისათვის, სახლი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი, ორი სასადილო თავისი სამზარეულოთი და სარდაფით, პურის საცხობი და სახელოსნოები. სკოლას ჰქონდა საკუთარი სახელმძღვანელოები და მანქანა-იარაღები. წინამძღვრიშვილის მოთხოვნით, სკოლაში იღებდნენ მოსწავლეებს განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა. გარდაიცვალა 1920 წელს, დასაფლავებულია წინამძღვრიანთკარში.1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინამძღვრიანთკარის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 3: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

“აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი, ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ, იგივ დიადი, იგივ მძვინვარი, იგივ დიდებულ და დადუმებულ. ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი დასცქერის რისხვით და მუქარებით.”

მყინვარის მრისხანებას მშვენიერი განთიადი აძაბუნებს, საეჭვო სიმშვიდემ დააფიქრა ლირიკული გმირი და გაორებული ებრძვის საკუთარ ფიქრებს: მკაცრი მყინვარია რაიმეს მაუწყებელი,თუ განთიადის მოჩვენებითი სიმშვიდეა სარწმუნო? ამ ფიქრთა ჭიდილში საკუთარი გონების ხმა ჩაესმის:

„ნუ გჯერსო, - მითხრა, - ეს მყუდროება, სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა!

ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,

მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს მადლი ცისა არ მიჰკარებია.

პოემა იწყება მრავლისმთქმელი და ერთობ მეტყველი პეიზაჟით,რომელიც წინასწარი განწყობის შექმნას ემსახურება მთავარი სათქმელისა თუ საწუხარის გამოსათქმელად,ის შესავალი კარია,რასაც ნაწარმოების იდეურ და თემატურ არსში შევყავართ.

Page 4: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ... ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი, -

ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ, თვით მაგ დუმილში რა წყევლა არი!..“

შინაგანმა ხმამ აუწყა ლირიკულ გმირს,რომ ამგვარი დილა არაერთხელ გასთენებია სამშობლოს,რომ არ ინდობა გამეფებული მყუდროება და რეალურ სურათს ქვეყნის ბედიღბლისას ეს წყევლანარევი დუმილი იტევს. პოეტი ძალუმად ებრძვის პესიმისტურ ფიქრებს, ვერ იჯერებს,რომ ამგვარ მომხიბვლელობაში,მშვენიერებაში შესძლოს მიმალვა ეშმაკეულმა ძალამ, ისევ საამო სასოებას აჰყვება ფეხდაფეხ,რომ არ დაკარგოს სამშობლოს უკეთესი მომავლის რწმენა.

“ვსთქვი, თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს, ღამე ესეთის დილით თენდება,

სადც მზის ნათელი ეგრე ბრწყინვალებს, იქ ძალუძს კაცსაც ბედნიერება. ამა ნუგეშით აღძრული სული აღმევსო ნელის სიხარულითა, ეჭვთაგან წინად გვემული გული

განცხოვლდა წმიდის სიყვარულითა;”

Page 5: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

ლირიკული გმირი უეცრად შენიშნავს საქართველოს უკვდავ სულს მოხუცის სახით, რომლის“ გარეშემო შვენოდნენ მთანიდა მათ ფეხთა ქვეშ თერგიც გაჰყეფდა.” აზვირთებული მრისხანე თერგი თითქოს დაჭრილი ლომივით დაშმაგებული მობღაოდა , არაგვი კი - ქვეყნის უტყვი მატიანე - შესწრებია მრავალგზის გაბრწყინებულ ქვეყანას, საშური მამულიშვილობისა და თავგანწირვის შემსწრე ყოფილა,ამადაც შეჰხარის პოეტი არაგვს:

“შენ ზვირთებშორის ჩემის ქვეყნისა გრძელი მოთხრობა დამარხულია და წმინდა სისხლი ქართველებისა შენს კიდეებზედ გადასხმულია. .. შენს ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენი და საუკუნეთ - იგი ქართველნი!..”

მაგრამ მყინვარზე არეკლილ მოხუცს ყურადღება არც მთებისათვის მიუპყრია,არც მდინარეებისათვის,ის ქვეყნის ობოლ მარგალიტს დააცქერდა და გამოეპასუხა მგოსანს:

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..

მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.”

Page 6: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა, შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,

მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა, შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.

წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება, ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი, შენცა გფენია ქვეყნის მადლი - თავისუფლება, ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი... და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,

განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული, მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.”

მწარე რეალობის ანარეკლი დაგვიხატა მგოსანმა ამ უძლიერესი პასაჟით, მამულიშვილობის გაუშინაარსებლობა,სამშობლოს ბედის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება,მონობის უღელთან ნებით და ნებიერად შენივთება გახდა მიზეზი გაუქმებული ტაძარივით მიტოვებული ქვეყნის მდგომარეობის ამსახველი სურათისა. თავისუფლების მადლდაკარგული ქვეყნის ტანჯული გმვინვაა მოხუცის სიტყვები,მაგრამ გამოსავლის ძიებას ემსახურება ეს ტანჯვა, უსაზმნო ვაების უფლება აღარ დარჩა ქართველობას.

Page 7: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

“ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული,

ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას, იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,

უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის, მაგრამ არ ირწმენს, წამებული, შენს აღდგენასა და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის ჰღაღადებს მხოლოდ შისა შენის უძლურებასა.”

მოხუცს მდგომარეობიდან გამოსავლად “საზოგადო ცხოვრების დენას” მიიჩნევს, იმ მსხვერპლშეწირვის აუცილებლობას,საკუთარი ,პირადი ინტერესების დაძაბუნება რომ ჰქვია სახელად საზოგადო საწუხარის საზეოდ. როცა “მე” გახდება “ჩვენ” და ეგოინტერესებს შეიწირავს მამულიშვილობა. დღეს კი,ამბობს მოხუცი:

„აქ არვის - დიდსა თუ პატარასა - ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,

დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა, ღვთად მოუცია მარტო მამული; დაჰვიწყებია, რომ დიდი არი ღვთისა წინაშე იგი ცხოვრება,

რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი ქვეყანასავე შეეწირება.”

Page 8: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

ერს საყვედურობს მგოსანი იმას,რომ ვერ გაუსიგრძეგანებიათ მამულიშვილური პასუხისმგებლობა,რომ ყველა თავის ეგო-ინტერესთა ნაჭუჭში შემძვრალა, სამშობლო კი კვნესას ვეღარ აგონებს გულგრილ, გამყინვარებულ შვილებს.მგოსანი შენატრის მათ , ვისაც მამულისათვის თავდადება ეღირსა, ამ სიტყვის უდიადესი გაგებით, რადგან მადლმოსილი და გამართლებულია მხოლოდ იმგვარი ცხოვრების წესი,სამშობლოზე ფიქრსა და ზრუნვას რომ ხმარდება დღენიადაგ საქმით თუ სიტყვით,თითოეული გადადგმული ნაბიჯით,რადგან სწორედ ამ გმირთა კვალს უნდა გაჰყვნენ თაობები,მამულს მაჯისცემა რომ არ შეუწყდეს,სწორედ მათმა ნამღერმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ უნდა გაზარდოს აკვანში ყრმა, გმირულმა წარსულმა უნდა შვას თავისუფალი სამშობლოს განთიადი.

“წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება!.. ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება. მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა, შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს, და არაერთხელ ჭაბუკთა ყრმათა

ხმლის ტარზედ ძლიერ აუთრთოლებს ხელს. იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი, სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს, გმირის სიკვდილი სახელოვანი

ახლად ცხოვრებას მას მოანდომებს;

“აკვანზედ დედა უმღერებს შვილსა ტკბილისა ხმითა იმ სიმღერასა,

და თუ ინატრებს რამეს მისთვისა, - ინატრებს გმირის მის დიდებასა;

და უფრო ხშირად იმღერს ქალწული, გმირს მოიგონებს და გამხნევდება; ”

Page 9: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

“სიმღერაში” იგულისხმება პატრიოტულ ფიქრთა ჰარმონიულობა, თანაზიარობა, მხოლოდ ამგვარ სულისკვეთებას ძალუძს მამულის გათავისუფლება.

“ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული გმირი იმ მღერით დაიბადება.”

და აქვე ჩაგვესმის მგოსნის ღაღადისი: „მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი,

რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი? იგი აღარ გყავთ... მის მოედანი

ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა”, მიზეზიც გაცხადებულია ამგვარი ტრაგიკული სურათისა,ასეთი დაძაბუნებული ქვეყნის შენელებული მაჯისცემისა-იმიტომ გავერანებულა და ჩამკვდარა მამულიშვილთა სარბიელი,რომ:

” გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა და წაწყმედილა.

გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას, დაგინგრევიათ დიდი მამული, -

რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას?

რითი აღტკინდეს ქველისთვის გული? ...რომ დაგიგდიათ უმწოდ, უნუგეშ, თქვენის სიავით დაწყლულებულა,

თქვენგან გმობილი, უცხოს კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულა.”

Page 10: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

ვისაც მცირედით მაინც შერჩენიათ მამულზე ზრუნვის სურვილი,მათაც ერთმანეთის მიმართ დაუკარგავთ ნდობა, ამიტომაცაა,რომ

“თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ, თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.”

მგოსანი სოციუმში განფენილ ტრაგიზმზეც საუბრობს,რომელიც ერთიანად მონაწილეობს საზოგადო საწუხარშიც. ბატონისა და ყველა მაღალი ფენის წარმომადგენელთა ბუნებაში მძვინვარებს დიდი მჩაგვრელი,რომელსაც არ შეუძლია გაიგოს მონის ტკივილი, მაშ ქვეყანამ გმინვა როგორღა უნდა შეასმინოს თავად ინსტინქტების მონას-ბატონს?!

“ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული, ვინც მონებას თვით ემორჩილება.”

პოეტი გვიხატავს დედაქალაქის ცხოვრების გულსაკლავ სურათს: ” გრძნობას ოქროსა ფასად ჰყიდიან, მთავრის ღიმილზე - პატიოსნებას,

და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან თავის მამულის თავისუფლებას.”

მცხეთის წარსული დიდებაც ლანდად შემორჩენია რეალობას, აწმყო ჩრდილსღა ირეკლავს “გმირთა სავანეს”. ამის მნახველი პოეტი ღაღადებს:

” აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი, ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა”.

Page 11: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

მგოსანი თვალს გადაავლებს სამშობლოს გმირულ წარსულს,მის უძლეველ ისტორიას, მამულიშვილთა სისხლით მორწყულ მიწას...

„ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო, რამდენს ვაებას შენსა თავზედ გადაუვლია!..

ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო, ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია? სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარი გამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს? შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი, რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს.

შენთა შვილთ გული შენთა მტერთა შეაკლეს ზედა, ორი ათასის წლის ბრძოლაში მათ სისხლი ჰღვარეს,

მაგრამ ამაყი თვისი თავი ქვეყანაზედა არავის წინა სამუდამოდ არ მოიხარეს.

ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღწვოდა, - ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა, - მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა, ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.

Page 12: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

ნაწარმოები მთავრდება მოხუცის ლოცვით და ცაზე “ტკბილი იმედის” მაუწყებელი ცისარტყელა გამოისახება.

„დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი მხვედრია... შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;

სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია, ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა! რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,

მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა, სახელოვანი განუახლე ჩაგრულთ დღეთ ყოფა, მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.

ძლიერო ღმერთო! შენთვის ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი, დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა...

იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი, თუ რამ შეგცოდეს, - შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.

მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..

ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა, რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..“

იმედს არ კარგავს რეალისტი მწერალი, რომ ქვეყანა გამოიღვიძებს და “გმირის დამბადი დიდი საგანი”-სამშობლოს სიყვარული კვლავ იქნება ყრმათა მასაზრდოებელი.

Page 13: ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"

ამ ოცნების ახდენას შეეწირა მწერლის პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული სიცოცხლე, ამადაც განუგმირეს ილიას მამულის სიყვარულით მფეთქავი გული, მისი მოკვლით საქართველოს მტრებმა სამიზნედ სწორედ ქვეყანა მონიშნეს, რადგან ილია საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, იგი იმ მყინვარზე გამოსახული მოხუცის ლანდივით მუხლმოყრილი ლოცულობდა სამშობლოს თავისუფლებაზე, მამულისათვის დამიზნებულ ტყვიას გული დაუხვედრა, მშობელმა მიწამ მიიბარა ქვეყნის მამა და მოძღვარი... დატოვა გმირული საზოგადო ცხოვრების მაგალითი თაობათა აღსაზრდელად...

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული.

შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.”