8
იიიი იიიიიიიიიიი (იიიიი იიიიი)

ილია თეატრმცოდნე

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ილია თეატრმცოდნე

ილია თეატრმცოდნე (მეორე ჯგუფი)

Page 2: ილია თეატრმცოდნე

ილია და თეატრი ილია ჭავჭავაძის, როგორც ქართული თეატრის

პატრონისა და ჭირისუფლის, ღვაწლი კარგადაა შესწავლილი და შეფასებული.შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ილია იყო განუხორციელებელი რეჟისორი და მსახიობი, მას სისხლში ჰქონდა გამჯდარი თეატრის, სცენის სიყვარული და ეს იყო ბიძგი იმისა, რომ მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის დასაწყისში თავად მოგვევლინა რეჟისორის ამპლუაში. როცა ილია ქართულ თეატრს სათავეში ჩაუდგება, თავის გარშემო შემოიკრებს მაშინდე თეატრალებს: გ. თუმანიშვილს, დ. ერისთავს, ნ. ავალიშვილს და ჩამოაყალიბებს მუდმივ დასს — ქართველ მსახიობთა კოლექტივს. სრულიად დაუღალავი და უანგარო იყო მისი შრომა, ბრძოლა ქართული თეატრის ფეხზე წამოსაყენებლად.

Page 3: ილია თეატრმცოდნე

თეატრი ეროვნული თვითშეგნების ერთ - ერთი ტაძარი

მან საჯარო კრების მოწვევა განიზრახა და თავისი ხელმოწერით ბარათები დაუგზავნა იმ პირებს, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა, რათა შექმნილიყო ქართული თეატრი (თუმცა ყველამ როდი დაუჭირა მხარი, თუნდაც გრიგოლ ორბელიანმა, რომელმაც მაშინ ზედმეტად მოუმზადებლად მიიჩნია ქართული თეატრის აღორძინების ილიასეული მცდელობა-მონდომება (ბახტრიონი 1922). ილია თავის წერილებში არწმუნებდა საზოგადოებას, რომ მათი მხარდაჭერით თეატრი თავს შეინახავდა, რომ „წელიწადში სამასი თუმანი სულ ფეხზე დააყენებს ჩვენს თეატრს იმ მხრივ მაინც, რომ დასი ეყოლება“ (დაწვრ. იხ. შალუტაშვილი 1969: 13). ილია თავგამოდებით იცავდა მუდმივი დასის შექმნის იდეას და აღასრულა კიდეც 1881 წელს, რადგან მისთვის ქართული თეატრი ეროვნული თვითშეგნების ერთ - ერთი ტაძარი იყო.

Page 4: ილია თეატრმცოდნე

თეატრის შენობა ქართული თეატრის

სპექტაკლებისათვის გამონახეს მუდმივი შენობა. ეს იყო თეატრად გადაკეთებული ქარვასლის ნაწილი, ყოფილი სასახლის ქუჩაზე. ქართული თეატრის შენობა იდგა იქ, სადაც ახლა უნივერმაღი და მეტროს სადგურია. ამ შენობაში მოთავსებული იყო ქართული თეატრი და სხვა კულტურული ორგანიზაციები. აქ საინტერესო იყო ამპირული ნაგებობის ნაშთი – მძლავრი კოლონადა ქუჩის კორპუსის მეორე სართულის ღია გალერეისა – წინანდელი ქარვასლა. თვით თეატრი უფრო ახალი იყო, მეოცე საუკუნის ათიანი წლებისა. ამ შენობაში ქართული თეატრი მუშაობდა 1914 წლამდე. გაუგებარი მიზეზის გამო ის ძველი თაეტრი და კოლონადა დაანგრიეს.

Page 5: ილია თეატრმცოდნე

ილია იყო განუხორციელებელი მსახიობი

ორი საბუთი არსებობს იმის საჩვენებლად, რომ ი. ჭავჭავაძეს ჰქონდა დაუოკებელი წყურვილი სცენაზე თამაშისა, პირველი: ცოცხალ სურათებად წარმოდგენილ „მეფე ლირში“ იგი თავად განასახიერებდა ლირს და მეორე, გრ. ყიფშიძის თქმით, მას შემდეგ, როცა მოეწყო „მეფე ლირის“ საჯაროდ კითხვა, 1874 წელს, ილიას იმავე წლებში სცენაზე უთამაშია ამ პიესაში და შეუსრულებია კენტის როლი . საინტერესოა ისიც, რომ ივ. მაჩაბელთან ერთად დაწყებული „მეფე ლირის“ თარგმნის პერიოდში, მაშინ, როცა ცოცხალ სურათებად უკვე წარმოდგენილი და ნათამაშები ჰქონდა ლირი, სიცილით აღუთქვა ვანოს: შენს თარგმნილ ლირს პირველად მე ვითამაშებო

Page 6: ილია თეატრმცოდნე

,, ზნეობის განმასპეტაკებელი, ხალხის მწვრთნელი და გამზრდელი…’’

ილია ცდილობდა ქართული თეატრი ეროვნული თვითშეგნების ერთ-ერთი მძლავრი კერა გამხდარიყო. გარდა ამისა, მან ქართულ თეატრს შეუქმნა მებრძოლი ხელოვნების ტრადიცია . ზოგადად, ილიას თეატრის ეროვნული მნიშვენლობა ორი პლანით წარმოუდგებოდა, როგორც: ა) ერთიანი ქართული ენის დამკვიდრების საქმე; ბ) ზნეობის განმასპეტაკებელი, ხალხის მწვრთნელი და გამზრდელი.

იგი წერდა: ,,ქართული თეატრი ქართველთათვის ბევრის სიკეთის მომასწავებელია... თეატრი ბევრს შემთხვევაში მარტო ხელოვნების მსახური არ არის. ადგილი, დრო და გარემოება მას ზოგჯერ სხვა სამსახურსაც კისრად სდებს და ამ მხრით თეატრი დაუფასებელი რამ არის და ჩვენ არ ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ეგრე გამარჯვებულად, სასწრაფოდ და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და მოძრაობაზედ“

Page 7: ილია თეატრმცოდნე

ილია თეატრალური რეცენზენტი და კრიტიკოსი ილია იყო თეატრალური

რეცენზენტი და კრიტიკოსი. მან მრავალი ქართველი მსახიობის სცენური პორტრეტი შექმნა (გაბუნია, საფაროვა, აბაშიძე, ყიფიანი, გამყრელიძე, სვიმონიძე...) და ამით შთამომავლობას შემოუნახა მათი სახელები. „ილიას ღრმა რწმენით, თეატრალური კრიტიკოსი უნდა იყოს გულწრფელი, სინდისიერი, უშიშარი, განვითარებულ-განათლებული ხელოვნების, განსაკუთრებით მეცნიერების იმ დარგის კარგი მცოდნე, რომელსაც ესთეტიკას უწოდებენ“რაზეც უნდა წერდეს, ილიას უმთავრესი ამოსავალი მაინც ეთიკა, კაცადკაცობა და ღირსების გამძაფრებული შეგრძნება რჩება.

Page 8: ილია თეატრმცოდნე

,,მსახიობი დიდი მოქალაქე უნდა იყოს...’’

მსახიობი მხოლოდ კარგად მოთამაშე კი არა, საინტერესო და მაღალზნეობრივი პიროვნება, დიდი მოქალაქე უნდა იყოს, ილიაც ისეთ თეატრზე ოცნებობს, რომელსაც შეუძლია ადამიანში ყველაზე ადამიანურის გამოღვიძება, პიროვნებად სრულქმნა. ერთგან ასე წერს; „ოღონდ ადამიანურმა ღირსებამ დუღაბსავით შეჰკრას ჩვენი სცენა და მაგარს საფუძველზედ დაამყაროს“