10
იიიიიიიიიი (იიიიი იიიიიი)

ილია ისტორიკოსი

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ილია ისტორიკოსი

ისტორიკოსი(ჯფუფი მეოთხე)

Page 2: ილია ისტორიკოსი

ილია ისტორიკოსი ეროვნული ინტერესები აიძულებდა

ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი, ისტორია“ და „ქვათა ღაღადი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც“ - „ივერიის“ საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“).

Page 3: ილია ისტორიკოსი

,, რა გითხრათ? რით გაგახაროთ ? ’’ ილიას მიაჩნდა, რომ „როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა“,

რომელსაც „აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც... თავისი ისტორია არ ახსოვს“, ამიტომაც ახსენებდა თანამემამულეებს წარსულ დიდებას, ქართველთა თავდადებას რწმენისა და მამულის დასაცავად: „რა არ გარდაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გევუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავინ შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?... დრო-ჟამი ამას გვიქადის“ („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“)...

Page 4: ილია ისტორიკოსი

,,მამული ,ენა, სარწმუნოება’’ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად

Page 5: ილია ისტორიკოსი
Page 6: ილია ისტორიკოსი

ილია მეფეების შესახებუპირველესად უნდა ითქვას, რომ ილია განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით წერს ყველა იმ მეფეთა შესახებ, რომლებსაც თავი გამოუჩენიათ,ერის წინაშე თავიანთი მოღვაწეობით.ფარნავაზიდან მოყოლებული ("აჩრდილი") დიდებით მოიხსენიებს საქართველოს ღირსეულ მეფეთა სახელებს: გორგასალს, დავითს, თამარს ("აი, ისტორია"). მთელ პოემას წერს დიმიტრი თავდადებულზე. ცალკე წერილებს უძღვნის დავით აღმაშენებელსა და ლუარსაბ წამებულს. შარავანდედით მოსავს თამარის სახელს სრულიად სხვადასხვა ნაწარმოებებში.მაგრამ იმისათვის, რომ დაამკვიდროს ხალხში მეფის ერისადმი მზრუნველობისა და თავდადების იდეა, ილია ხშირად მიმართავს მათი ღვაწლის ზოგადად წარმოსახვას:ა). ქართველი მეფეები იბრძვიან საქართველოს სახელის სადიდებლად სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ:"საქართველოს მეფენი, ჰგრძნობდნენ რა სიდიდეს წმიდათა მამათა მოღვაწეობისას საქართველოს გარეთ, არა ჰზოგავდნენ არა სახსარს, რომ ქონებით უღონობა და ნაკლებულობა არა ჰქონოდათ მონასტრებსა და ეკლესიებს, ქართველებისას. ამიტომაც ყველაზე უფრო შემწირველნი მეფენი იყვნენ. დიდძალი მამულები შეჰსწირეს, დიდძალი ყმები, რომ ამ გზით წყარო ცხოვრებისა შეუწყვეტელი ყოფილიყო ქართველთა მოღვაწეთათვის საქართველოს გარეთ სადიდებლად და გასაძლიერებლად ქრისტეს სარწმუნოებისა" ("ათონის ქართული სავანის შესახებ", ტ.8, გვ. 306).

Page 7: ილია ისტორიკოსი

ილია თამარის შესახებ

ქართველ მეფეთადმი ასეთი დამოკიდებულება მჟღავნდება ილიას ყოველ ნაწარმოებში, მაგრამ გამორჩეული ადგილი მაინც თამარ მეფეს ეკუთვნის. "გლახის ნაამბობში" სიკეთის მადლით ცხებული მღვდლის პირით სრულიად განსაკუთრებული სიამაყითა და ღირსებით აღწერს ილია თამარის ეპოქას:"თუ წელში გამართულა როდისმე ჩვენი ქვეყანა, ეგ იმის მეფობის დროს გაიმართა. მზეს თუ როდისმე საქართველო გაუნათებია და გაუთბია, იმის დროს ყოფილა; სიტყვას თუ ძალა გამოუჩენია, გულსა სიმტკიცე, მკლავსა სიმაგრე, ეგ დალოცვილის მეფის თამარის დედობის დროს მომხდარა! ის დედა იყო, ჩვენ შვილები"...როდესაც ილია თამარს "დედას" უწოდებს, მხოლოდ სვიანი მეფობა და დიდთა საერო საქმეთა ქმნა არა აქვს მხედველობაში. მანამდე ქართველ ერს დედა-ღვთისმშობლის გარდა "დედა" ასეთი ყოვლისმომცველი მნიშვნელობით არავისთვის უწოდებია. როდესაც ილია თამარს უწოდებდა "დედას", აქ მისი ღვაწლის მიღმა ბაგრატიონთა გვარის ღვთაებრივი წარმომავლობაც ჰქონდა უთუოდ ნაგულისხმევი.

Page 8: ილია ისტორიკოსი

ერი და ისტორია …შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ

დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი _ ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თვითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.

ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდგია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამის საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის. რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში

Page 9: ილია ისტორიკოსი

,,ისტორია იმითია დიდი...’’ილია თავის წერილებშიც დიდ როლს ანიჭებდა წინაპართა შეცდომების მხილებას. იგი წერდა: ,,ისტორია იმითია დიდი, რომ გვიჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანვე გვასწავლის ჭკვას, როგორ უნდა მოვიქცეთ… თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლისა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ… ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს… აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულის მოყვარე და არა ის, ვინც მეტის-მეტად დამჟავებული სიყვარულისა გამო ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების აღიარება ნახევარი გასწორებაა…’’

Page 10: ილია ისტორიკოსი