22
Confidential სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი ფინანსური ანგარიშგება დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნასთან ერთად 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშო წლისათვის

Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

Confidential

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო

ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგება

დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნასთან ერთად

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშო წლისათვის

Page 2: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგება

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშო წლისათვის

Confidential

შინაარსი:

დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა ............................................................................... 3

ფინანსური ანგარიშგება:

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება ............................................................................ 5

სრული შემოსავლის ანგარიშგება ..................................................................................... 6

საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება ................................................................. 7

ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება ....................................................................... 8

ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები:

1. ზოგადი ინფორმაცია ............................................................................................. 9

2. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა ........................................................................... 9

3. მნიშვნელოვანი სააღრიცხვო შეფასებები და გადაწყვეტილებები ..................................... 15

4. წინა პერიოდის რეკლასიფიკაცია............................................................................. 16

5. საინვესტიციო ქონება ........................................................................................... 16

6. ინვესტიციები ..................................................................................................... 17

7. მოთხოვნა გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან ................................................. 17

8. სავაჭრო და სხვა მოთხოვნები ................................................................................. 17

9. სააქციო კაპიტალი ............................................................................................... 18

10. მიღებული სესხები .............................................................................................. 18

11. სავაჭრო და სხვა ვალდებულებები ........................................................................... 19

12. საიჯარო შემოსავლები .......................................................................................... 19

13. სხვა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები ............................................................ 19

14. ფინანსური ინსტრუმენტები – რისკების მართვა .......................................................... 19

15. ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან ................................................................... 22

Page 3: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის მენეჯმენტს და აქციონერებს.

მოსაზრების გამოთქმაზე უარი

ჩვენ არ გამოვხატავთ მოსაზრებას სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე

კაპიტალის (შემდეგში კომპანია) თანდართულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. მოსაზრების გამოთქმაზე

უარის საფუძვლის აბზაცში მოცემული საკითხების მნიშვნელობის გამო, ვერ შევძელით საკმარისი

და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება აუდიტორული მოსაზრების

გამოსათქმელად საჭირო საფუძვლის შესაქმნელად

ჩვენ ჩართულები ვიყავით კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტში, რომელიც მოიცავს

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასევე სრული

შემოსავლის, კაპიტალში ცვლილებებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგებებს 2017

წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის, ასევე შესაბამისი სააღრიცხვო

პოლიტიკის მოკლე მიმოხილვასა და სხვა ახსნა–განმარტებით შენიშვნებს.

მოსაზრების გამოთქმაზე უარის საფუძველი

როგორც ეს მე-5 შენიშვნაშია განმარტებული 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

ფინანსურ ანგარიშგებაში საინვესტიცო ქონება წარმოდგენილია 897,508 და 2,567,704 ლარით

შესაბამისად. კომპანიას არ წარმოუდგენია პირველადი დოკუმენტაცია რის საფუძველზეც

შევძლებდით რომ დაგვედასტურებინა ისტორიული ღირებულება ზემოთ მოცემულ თარიღებში,

ასევე კომპანიას არ გაუკეთებია გაუფასურებაზე ტესტი და რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაშიფვრა 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, როგორც ეს მოთხოვნილია ბასს-36-ის და ბასს-40-ის მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად, არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, საჭირო იყო თუ არა კორექტირებები წარდგენილ საინვესტიციო ქონებასთან,

ცვეთის ხარჯთან და საინვესტიციო ქონების რეალიზაციიდან მიღებულ მოგებასთან დაკავშირებით.

2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსურ ანგარიშებაში ინვესტიციები

წარდგენილია თვითღირებულებით 502,500 და 5,677,500 ლარით. ეს ნაშთი მოიცავს 2009 წელს

გაცემული სესხების სანაცვლოდ 2,000,000 ლარად ინვესტიციის შეძენას. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ დაგვედასტურებინა იყო თუ არა გაცემული სესხის სანაცვლოდ მიღებული

ინვესტიცია აღიარებული რეალური ღირებულებით. შესაბამისად, ჩვენ ვერ გამოვხატავთ

მოსაზრებას ინვესტიციების თანხობრივ სისწორეზე 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის

მდგომარეობით.

კომპანიამ არ მოამზადა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება 2017 და 2016 წლის 31

დეკემბრის მდგომარეობით და ანგარიშგებაში არ ასახა შვილობილი კომპანიების ინფორმაცია, რადგან ვერ შეძლო ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში კონსოლიდაციისთვის საჭირო

აუცილებელი და საკმარისი ინფორმაციის მიღება შვილობილი კომპანიებიდან. ამგვარად,

მოცემული ინვესტიციები აღრიცხულია თვითღირებულების საფუძველზე. ფინანსური ანგარიშგების

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო ამ შვილობილი

კომპანიების კონსოლიდირება, რადგან მათ აკონტროლებს ხსენებული კომპანია. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება განგვესაზღვრა იქონიებდა თუ არა მნიშვნელოვან გავლენას ფინანსურ ანგარიშგებაზე

შვილობილი კომპანიების დაკონსოლიდირება.

მენეჯმენტის პასუხისმგებლობები ფინანსურ ანგარიშგებაზე

ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და სამართლიან წარდგენაზე ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე, შიდა კონტროლზე, რომელსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს ისეთი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, რომელიც არ შეიცავს თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას.

Page 4: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია შეაფასოს კომპანიის შესაძლებლობა განაგრძოს ფუნქციონირება საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირების პრინციპით, სადაც აუცილებელია გახსნას ინფორმაცია საქმიანობის უწყვეტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და

გამოიყენოს მსგავსი პრინციპი მანამ, სანამ ხელმძღვანელობას არ გაუჩნდება სურვილი მოახდინოს კომპანიის ლიკვიდაცია ან შეწყვიტოს მუშაობა, ან არ ექნება რაიმე სხვა რეალური ალტერნატივა, გარდა ზემოთ განსაზღვრული მოქმედებისა.

მართვის უფლებით აღჭურვილი პირები პასუხისმგებელნი არიან ზედამხედველობა გაუწიონ კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესს.

აუდიტორთა პასუხისმგებლობები

ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენ მიერ ჩატარებული აუდიტის საფუძველზე გამოვთქვათ მოსაზრება წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაზე. აუდიტს წარვმართავდით აუდიტის საერთაშორისო

სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, მოსაზრების გამოთქმაზე უარის საფუძვლის ამსახველ აბზაცში

აღწერილი საკითხის გამო, ვერ შევძელით საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული

მტკიცებულების მოპოვება აუდიტორული მოსაზრების გამოსათქმელად საჭირო საფუძვლის

შესაქმნელად.

„ბუღალტერთა ეთიკის სტანდარტების საერთაშორისო საბჭოს“ „პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის“ (IESBA კოდექსი) შესაბამისად, ჩვენ ვართ კომპანიისგან დამოუკიდებლები და ასევე ვართ შესაბამისობაში IESBA კოდექსის სხვა ეთიკურ პასუხისგებლობებთან.

აუდიტორთა დასკვნაში წარმოდგენილ შედეგებზე პასუხისმგებელი გარიგების პარტნიორი:

ივანე ჟუჟუნაშვილი

შპს „ბიდიოს“ სახელით

თბილისი, საქართველო

15 მაისი 2018 წელი

Page 5: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია.

გვერდი 5 - 22

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

(ლარში)

შენიშვნა

2017

2016

აქტივები

გრძელვადიანი აქტივები

საინვესტიციო ქონება 5

897,508

2,567,704

ძირითადი საშუალებები

4,177

11,764

არამატერიალური აქტივები

6,944

8,170

ინვესტიციები 6

502,500

5,677,500

მოთხოვნა გრძელვადიანი აქტივების

რეალიზაციიდან 7

4,118,864

1,628,552

5,529,993

9,893,690

მოკლევადიანი აქტივები

სავაჭრო და სხვა მოთხოვნები 8

17,536

66,907

მისაღები დივიდენდები

-

106,929

ფული და ფულის ეკვივალენტები

5,196

22,901

22,732

196,737

სულ აქტივები

5,552,725

10,090,427

აქციონერთა კაპიტალი და ვალდებულებები

აქციონერთა კაპიტალი

სააქციო კაპიტალი 9

232,168

232,168

გაუნაწილებელი მოგება

599,090

1,707,048

831,258

1,939,216

გრძელვადიანი ვალდებულებები

მიღებული სესხები 10

2,748,981

5,377,570

ვალდებულება საინვესტიციო ქონების

შესყიდვიდან

-

134,812

2,748,981

5,512,382

მოკლევადიანი ვალდებულებები

მიღებული სესხები 10

1,645,547

2,478,540

სავაჭრო და სხვა ვალდებულებები 11

311,159

142,624

საგადასახადო ვალდებულებები

15,780

17,665

1,972,486

2,638,829

სულ აქციონერთა კაპიტალი და ვალდებულებები

5,552,725

10,090,427

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგება მენეჯმენტის მხრიდან

დამტკიცებულია 2018 წლის 15 მაისს შემდეგი პირების მიერ:

დირექტორი ფ. ხუფენია

ფინანსური მენეჯერი ჯ. მაჭავარიანი

Page 6: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია.

გვერდი 6 - 22

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

სრული შემოსავლის ანგარიშგება

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

შენიშვნა

2017

2016

საოპერაციო შემოსავლები

საიჯარო შემოსავლები 12

1,113,773

1,215,204

სხვა შემოსავლები

1,421

2,159

1,115,194

1,217,363

საოპერაციო ხარჯები

ხელფასის ხარჯი

(217,686)

(221,870)

კომუნალურები

(111,532)

(120,348)

ცვეთა და ამორტიზაცია (67,015)

(87,967)

სხვა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 13 (162,197) (214,048)

(558,430) (644,233)

საოპერაციო მოგება 556,764 573,130

მოგება გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან 5

683,378

324,253

საპროცენტო შემოსავლები 5

200,134

14,793

ზარალი წილის გაყიდვიდან 6

(2,008,543)

(46,344)

საპროცენტო ხარჯები

(568,003)

(843,985)

მისაღები დივიდენდების გაუფასურების რეზერვი (106,929) -

საკურსო სხვაობის შემოსავალი (ხარჯი), წმინდა

135,241

(368,978)

მთლიანი სრული ზარალი (1,107,958) (347,131)

ზარალი ერთ აქციაზე (ძირითადი და განზავებული)

(6.45)

(2.02)

Page 7: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია.

გვერდი 7 - 22

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

სააქციო

კაპიტალი

გაუნაწილებელი

მოგება

ჯამი

ნაშთი 2015 წლის 31 დეკემბრისთვის 232,168

2,054,179

2,286,347

მთლიანი სრული ზარალი -

(347,131)

(347,131)

ნაშთი 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 232,168

1,707,048 1,939,216

მთლიანი სრული ზარალი -

(1,107,958)

(1,107,958)

ნაშთი 2017 წლის 31 დეკემბრისთვის 232,168

599,090

831,258

Page 8: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია.

გვერდი 8 - 22

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

შენიშვნა

2017

2016

ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო

საქმიანობიდან

ზარალი დაბეგვრამდე

(1,107,958)

(347,131)

კორექტირებები:

ცვეთა და ამორტიზაცია

67,015

87,967

საპროცენტო ხარჯები

568,003

843,985

საპროცენტო შემოსავლები 7

(200,134)

(14,793)

მოგება გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან

(683,378)

(324,253)

ზარალი წილის გაყიდვიდან 6

2,008,543

46,344

მისაღები დივიდენდების გაუფასურები რეზერვი 106,929 -

საეჭვო ვალების რეზერვი

-

2,014

საკურსო სხვაობის (შემოსავალი) /ხარჯი

(135,241)

368,978

ფულადი სახსრები საოპერაციო საქმიანობაზე

საბრუნავ კაპიტალში ცვლილებამდე

623,779

663,111

სავაჭრო და სხვა მოთხოვნების შემცირება /(ზრდა)

597

(25,557)

სავაჭრო და სხვა ვალდებულებების ზრდა /

(შემცირება) 145,540

(33,590)

საგადასახადო ვალდებულებების (შემცირება) / ზრდა

(1,885)

45,543

საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი

სახსრები 768,031

649,507

გადახდილი პროცენტი

(486,580)

(649,139)

საოპერაციო საქმიანობისთვის გამოყენებული

წმინდა ფულადი სახსრები 281,451

368

ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობიდან

ძირითადი საშუალებების შეძენა

-

(1,289)

არამატერიალური აქტივების შეძენა

-

(5,559)

საინვესტიციო ქონების შეძენა

(121,453)

-

საინვესტიციო ქონების გაყიდვა

-

260,424

მიღებული დივიდენდი

-

5,000

საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა

ფულადი სახსრები (121,453)

258,576

ფულადი სახსრები ფინანსური საქმიანობიდან

მიღებული სესხები

3,175,000

3,225,983

მიღებული სესხების დაფარვა

(3,321,557)

(3,466,882)

ფინანსური საქმიანობითვის გამოყენებული წმინდა

ფულადი სახსრები (146,557)

(240,899)

წმინდა ფულადი სახსრების ზრდა/(შემცირება)

13,441

18,045

ფულადი სახსრები წლის დასაწყისისათვის

22,901

27,825

ფულისა და ფულის ეკვივალენტების გადაფასების

ეფექტი

(31,146)

(22,969)

ფულადი სახსრები წლის ბოლოსთვის

5,196

22,901

Page 9: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 9 - 22

1. ზოგადი ინფორმაცია

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი (შემდგომში კომპანია) დარეგისტრირებულია 2011 წლის 10 მაისს და საქმიანობას ეწევა საქართველოს კანონმდებლობის

შესაბამისად. კომპანია არის სს საქტრანსპროექტი მწვანე კაპიტალის სამართალ მემკვიდრე,

რომელიც რეგისტრირებული იყო 1995 წლის 21 დეკემბერს.

კომპანიის მთავარ საქმიანობას წარმოდგენს ქ.თბილისში უძრავი ქონების მართვა.

კომპანიის უმაღელს მმართველ ორგანოა აქციონერთა საერთო კრება.

კომპანიის იურიდიული მისამართია ქ. თბილისის, დ. აღმაშენებლის გამზ. N154

კომპანიის დირექტორია ფილიპე ხუფენია.

კომპანიის აქციონერები და წილების გადანაწილება, ასევე ინფორმაცია ბენეფიციარი მფლობელების

შესახებ 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოცემულია მე-9 შენიშნაში.

2. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა

მომზადების საფუძველი

წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო

სტანდარტების კომიტეტის (ბასსკ) მიერ გამოშვებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო

სტანდარტების, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და ინტერპრეტაციების

(მთლიანად ფასს-ების) შესაბამისად, გარდა ფასს 10-ის „კონსოლიდირებული ფინანსური

ანგარიშგება“ მოთხოვნებისა.

ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ისტორიული ღირებულების საფუძველზე. კომპანიის

საანგარიშგებო პერიოდი მოიცავს კალენდარულ წელს 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

ფინანსური ანგარიშგების ფასს-ების შესაბამისად მომზადება ითხოვს გარკვეული შეფასებებისა და დაშვებების გაკეთებას. ის ასევე მოითხოვს კომპანიის მენეჯმენტისგან, რომ მსჯელობის

საფუძველზე მოახდინოს ყველაზე შესაფერისი სააღრიცხვო პოლიტიკის მიღება და დანერგვა. მნიშვნელოვანი სააღრიცხვო შეფასებები და გადაწყვეტილებები მოცემულია ფინანსური

ანგარიშგების მე-3 შენიშვნაში.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ქართულ ლარში, რომელიც წარმოადგენს კომპანიის ფუნქციონალურ და წარსადგენ ვალუტას.

საქმიანობის უწყვეტობა

ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია საქმიანობის უწყვეტობის საფუძველზე იმ დაშვებით, რომ

კომპანია განაგრძობს ფუნქციონირებას პროგნორიზებად მომავალში. მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს სურვილი აქვთ, განავითარონ საქმიანობა საქართველოში. მენეჯმენტს სჯერა, რომ

უწყვეტობის პრინციპის გამოყენება შესაფერისია კომპანიისათვის.

ახალი ფასს-ების მიღება

ა) 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ ძალაში მყოფი ახალი სტანდარტები, ინტერპრეტაციები, და შესწორებები:

არც ერთ ახალ სტანდარტს, ინტერპრეტაციას ან შესწორებას, რომელიც ეფექტურია 2017 წლის 1

იანვრიდან არ ჰქონია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა.

ბ) ახალი სტანდარტები, ინტერპრეტაციები და შესწორებები, რომლებიც გამოიცა მაგრამ ჯერ არ არის

ძალაში შესული:

ფასს 15 – შემოსავალი კლიენტებთან გაფორმებული კონტრაქტებიდან. 2014 წლის მაისში გამოიცა ფასს 15, რომელიც მეწარმე პირებს კლიენტებთან გაფორმებული კონტრაქტებიდან მიღებული

შემოსავლების აღრიცხვის ერთიან, სრულ მოდელს სთავაზობს. ძალაში შესვლის შემდეგ ფასს 15

ჩაანაცვლებს შემოსავლის აღიარების არსებულ პრინციპს, მათ შორის ბასს 18 – შემოსავლები, ბასს 11

– სამშენებლო კონტრაქტები და მათთან დაკავშირებულ ინტერპრეტაციებს. ფასს 15-ის ამოსავალი

პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ პირმა შემოსავალი ისე უნდა აღიაროს, რომ ამით ასახოს

კლიენტებისათვის ნაკისრი საქონლისა თუ მომსახურების გადაცემა ისეთი თანხით, რომელიც

Page 10: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 10 - 22

2. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა (გაგრძელება)

ასახავს ანაზღაურებას, რის მიღებასაც პირი ვარაუდობს ამ საქონლისა და მომსახურების

სანაცვლოდ. კერძოდ, სტანდარტი გვთავაზობს ერთ, პრინციპებზე დაფუძნებულ, ხუთეტაპიან

მოდელს, რომელიც კლიენტებთან გაფორმებულ ყველა კონტრაქტზე ვრცელდება:

• კლიენტთან კონტრაქტის იდენტიფიცირება;

• საკონტრაქტო ვალდებულებების დადგენა;

• ტრანზაქციის ფასის განსაზღვრა;

• ტრანზაქციის ფასის მიკუთვნება საკონტრაქტო ვალდებულებასთან;

• შემოსავლის აღიარება, როდესაც (ან თუ) პირი საკონტრაქტო ვალდებულებას შეასრულებს.

ფასს 15-ის მიხედვით, საწარმო შემოსავალს აღიარებს საკონტრაქტო ვალდებულების შესრულებისას,

ანუ მაშინ, როდესაც შესაბამის ვალდებულებასთან დაკავშირებულ საქონელსა თუ მომსახურებაზე

“კონტროლი” კლიენტს გადაეცემა. უფრო დირექტიული ხასიათის ინსტრუქცია დაემატა ისეთ

თემებს, როგორებიცაა, მაგალითად, შემოსავლის აღიარების მომენტი, ცვლადი ანაზღაურების

აღრიცხვა, კონტრაქტის შესრულებისა და მიღების ხარჯები და სხვა მსგავსი ასპექტები. ასევე

შემოდის შემოსავლის განმარტების ახალი მოთხოვნები.

კომპანიის ხელმძღვანელობა არ აპირებს ფასს-15-ის ვადაზე ადრე გამოყენებას და თვლის რომ ახალი სტანდარტი ძალაში შესვლის შემდეგ არ მოახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას კომპანიის ფინანსურ

ანგარიშგებაზე.

ფასს 9 - ფინანსური ინსტრუმენტები - ფასს 9 ახალ მოთხოვნებს აწესებს ფინანსური აქტივების

აღიარების, კლასიფიკაციისა და გაზომვის თვალსაზრისით. 2014 წლის ივლისში ბუღალტრული

აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ გამოაქვეყნა ფასს 9-ის საბოლოო ვერსია. ის

ჩაანაცვლებს ბასს 39-ს, რომელიც უკავშირდება ფინანსური ინსტრუქციების კლასიფიკაციას და გაზომვას. ფასს 9 ინარჩუნებს, მაგრამ ამარტივებს შერეულ გაზომვის მოდელს და აწესებს სამ

ძირითად გაზომვის კატეგორიას ფინანსური აქტივებისთვის: ამორტიზებადი ღირებულება, რეალური ღირებულება სხვა სრულ შემოსავალში და რეალური ღირებულება მოგებასა და ზარალში.

ფინანსური აქტივების კლასიფიცირება დამოკიდებულია ორგანიზაციის ბიზნეს-მოდელსა და ფინანსური აქტივების საკონტრაქტო ფულადი სახსრების მოძრაობის მახასიათებლებზე.

ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში იზომება რეალური ღირებულებით მოგებასა და ზარალში. გარდა ამისა, ფასს 9-ის მიხედვით, პირს შეუძლია შეუქცევადად წარმოადგინოს

კაპიტალში ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების რეტროსპექტიული ცვლილებები სხვა სრულ

შემოსავალაში. ფასს 9-ში შემოტანილია ფინანსური აქტივების გაუფასურების გაზომვის

“მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგის” მოდელი, რაც ბასს 39-ის საკრედიტო დანაკარგის

მოდელის საპირისპიროა. ფინანსური ვალდებულებები ბასს 39-ის მიხედვით კლასიფიცირდება და იზომება, გარდა საკრედიტო რისკის ცვლილების აღიარებისა სხვა სრულ შემოსავალში, რომელიც

უკავშირდება იმ ვალდებულებებს, რომლებიც აისახება რეალური ღირებულებით მოგებასა და ზარალში.

ფასს 9-ში შემოტანილია ჰეჯირების აღრიცხვის ახალი მოდელი, რომელიც უკეთესად შეესაბამება ფინანსური და არაფინანსური რისკის ზემოქმედების ჰეჯირებისას ორგანიზაციის რისკის მართვის

ზომების ხასიათს. ფასს 9 ორგანიზაციის სთავაზობს უფრო მოქნილ მიდგომას ჰეჯირების

აღრიცხვის ტრანზაქციების ტიპებთან მიმართებაში. კერძოდ, გაფართოებულია იმ ინსტრუმენტების

სახეობათა რიგი, რომლებიც კლასიფიცირდება ჰეჯირების ინტრუმენტებად. გარდა ამისა, ეფექტურობის ტესტი გაუქმდა და ჩანაცვლდა “ეკონომიკური ურთიერთობის” პრინციპით. ასევე,

აღარ არის საჭირო ჰეჯირების ეფექტურობის რეტროსპექტიული შეფასება. გაზრდილია მოთხოვნები

ორგანიზაციის რისკის მართვის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ახსნა-განმარტებით შენიშვნებზე.

კომპანიის ხელმძღვანელობა არ აპირებს ფასს-9-ის ვადაზე ადრე გამოყენებას და თვლის რომ ახალი სტანდარტი ძალაში შესვლის შემდეგ არ მოახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას კომპანიის ფინანსურ

ანგარიშგებაზე.

ფასს 16 - იჯარა - ფასს 16 იჯარა ჩაანაცვლებს არსებული იჯარის აღრიცხვის შემდეგ მეთოდურ

მითითებებს: ბასს 17 ლიზინგი, IFRIC 4 განვსაზღვროთ. შეიცავს თუ არა ხელშეკრულება იჯარას,

SIC-15 საოპერაციო იჯარა - სტიმულირება და SIC-27 გარიგების შინაარსის შეფასება, რომელიც

შეიცავს იჯარის სამართლებრივ ფორმას. იგი აუქმებს მოიჯარეთათვის არსებულ დღევანდელ ორმაგ

სააღრიცხვო პრინციპს, რომელიც განასხვავებს ბალანსზე აღრიცხულ ფინანსურ ლიზინგს და ბალანსზე აღურიცხავ საოპერაციო ლიზინგს. სანაცვლოდ, რჩება ერთი ბალანსზე აღრიცხვის

Page 11: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 11 - 22

2. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა (გაგრძელება)

მოდელი, რომელიც ჰგავს დღევანდელ ფინანსური ლიზინგის აღრიცხვის პრინციპს. იჯარით

გამცემის აღრიცხვის პრინციპები არსებული პრაქტიკის შესაბამისი რჩება - ე.ი. იჯარით გამცემი

განაგრძობს ლიზინგის კლასიფიკაციას ფინანსურ და საოპერაციო იჯარებად. ფასს 16 მოქმედებს

ყოველწლიური საანგარიშგებო პერიოდებისთვის, რომელიც იწყება 2019 წლის 1 იანვარს ან ამ

თარიღის შემდეგ. მისი ვადაზე ადრე მიღება დაშვებულია, თუ ამავდროულად მიღებული იქნება ფასს 15 შემოსავალი მომხმარებელთან არსებული კონტრაქტებიდან. კომპანია არ გეგმავს ამ

სტანდარტის ადრე დანერგვას. ამჟამად, კომპანია აფასებს ზემოაღნიშნული სტანდარტების

გამოყენების მოსალოდნელ გავლენას მის ფინანსურ ანგარიშგებებზე.

ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას გამოყენებული მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა მოცემულია ქვემოთ. აღნიშნული პოლიტიკა თანმიმდევრულადაა გამოყენებული ფინანსურ

ანგარიშგებაში წარმოდგენილ ყველა ინფორმაციაზე, თუ ეს სხვაგვარად არაა აღნიშნული.

ოპერაციები უცხოურ ვალუტაში

უცხოურ ვალუტაში ასახული აქტივები და ვალდებულებები გადაიანგარიშება საქართველოს

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად, წლის

ბოლოსათვის. კონვერტაციის დროს წარმოშობილი კურსთაშორის სხვაობები აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშებზე. წლის ბოლოს კონვერტაცია არ ეხება არაფულად აქტივებს. არაფულადი

აქტივები, რომლებიც შეფასებულია უცხოური ვალუტით პირვანდელი ღირებულების მეთოდით

გადაიანგარიშება ოპერაციის შესრულების თარიღისათვის არსებული სავალუტო კურსით.

2017 და 2016 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოურ

ვალუტაში არსებული ნაშთების კონვერტაციისთვის გამოყენებული გაცვლითი კურსი იყო შემდეგი:

აშშ დოლარი ევრო

კურსი 2017 წლის 31 დეკემბრისთვის 2.5922 3.1044

კურსი 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 2.6468 2.7940

ფინანსური ინსტრუმენტები

ფინანსური ინსტუმენტები მათი კლასიფიკაციის მიხედვით წარმოდგენილია რეალური

ღირებულებით, თვითღირებულებით ან ამორტიზებული ღირებულებით, როგორც ქვემოთაა აღწერილი:

ფინანსური აქტივები

კომპანია განსაზღვრავს მისი ფინანსური აქტივების კლასიფიკაციას თავდაპირველი აღიარებისას

ქვემოთ განმარტებული ჯგუფების მიხედვით.

კომპანიას არ ფლობს დაფარვის ვადამდე ფლობილ ინვესტიციებს, გასაყიდად არსებულ ან რეალური

ღირებულებით აღრიცხულ ფინანსურ აქტივებს მოგებაში ან ზარალში ასახვით.

სესხები და მოთხოვნები

ეს აქტივები წარმოადგენს არაწარმოებულ ფინანსურ აქტივებს ფიქსირებული ან განსაზღვრადი

გადასახდელებით, რომელთა ფასი არ არის კოტირებული აქტიურ ბაზრებზე. მათი თავდაპირველი

აღიარება ხდება რეალური ღირებულებით იმ ტრანზაქციის დანახარჯების ჩათვლით, რომელიც

პირდაპირაა დაკავშირებული მის შეძენასა ან გაცემასთან, ხოლო შემდგომ აღიარებულია გაუფასურების რეზერვით შემცირებული ამორტიზებადი ღირებულებით, ეფექტური საპროცენტო

განაკვეთის მეთოდის გამოყენებით.

კომპანიის სესხები და მოთხოვნები მოიცავს სავაჭრო და სხვა მოთხოვნებსა და ფულს და ფულის

ეკვივალენტებს.

ფინანსური აქტივების გაუფასურება

კომპანია ანგარიშგების შედგენის თარიღით ახდენს ფინანსური აქტივების გაუფასურების რეზერვის

შეფასებას. თუ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამორტიზირებული ღირებულებით

ასახული აქტივის გაუფასურებით გამოწვეული იქნება ზარალი, ზარალის მოცულობა აისახება როგორც სხვაობა აქტივის საბალანსო ღირებულებასა და სავარაუდო სამომავლო ფულადი ნაკადების

მიმდინარე მოცულობას შორის (სამომავლო ზარალის გამოკლებით, რომელსაც ადგილი არ ჰქონია),

Page 12: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 12 - 22

2. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა (გაგრძელება)

რომელიც დისკონტირებულია ფინანსური აქტივის ეფექტური საპროცენტო განაკვეთით (ე.ი. იმ

ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, რომელიც გაანგარიშებულია თავდაპირველად აღიარებისას).

აქტივის საბალანსო ღირებულების შემცირება შესაძლებელია რეზერვის ანგარიშის გამოყენებით.

ზარალის აღიარება ხდება სრული შემოსავლის ანგარიშგებაში.

თუ შემდგომ პერიოდში გაუფასურების ზარალის თანხა მცირდება და შემცირება შესაძლოა

ობიექტურად დაუკავშირდეს გაუფასურების აღრიცხვის შემდგომ მოვლენას, ხდება წინასწარ

აღიარებული გაუფასურების ზარალის კომპენსირება. გაუფასურების ზარალის ნებისმიერი

შემდგომი კომპენსირება აისახება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში იმ პირობით, რომ აქტივის

საბალანსო ღირებულება არ აღემატება მის ამორტიზებულ ღირებულებას კომპენსირების დღეს.

ფინანსური აქტივების აღიარების შეწყვეტა

კომპანია წყვეტს ფინანსური აქტივის აღიარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:

- ფინანსური აქტივიდან მისაღები ფულადი სახსრების მიღების საკონტრაქტო უფლებებს ვადა გასდის; ან

- იგი გადასცემს ფინანსურ აქტივთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მიღების უფლებას, ან

შედის ისეთ გარიგებაში, როდესაც: (i) აქტივის გასვლასთან ერთად ხდება ყველა არსებითი

რისკისა და სარგებლის კომპანიიდან გასვლა; ან (ii) კომპანია არ გადასცემს აქტივის ფლობასთან

დაკავშირებულ არსებით რისკსა და სარგებელს, მაგრამ ასევე არ ინარჩუნებს კონტროლს ამ

აქტივზე. კონტროლის შენარჩუნება ხდება, თუ კონტრაგენტს არ აქვს უფლება, გაყიდოს აქტივი

მესამე მხარეზე, გაყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვების გათვალისწინების

გარეშე.

ფინანსური ვალდებულებები

ფინანსური ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია მიღებული სესხების და სავაჭრო და სხვა ვალდებულებების სახით. ფინანსური ვალდებულებები თავდაპირველად

შეფასებულია რეალური ღირებულებით, განეტებული ტრანზაქციების ხარჯებით. ფინანსური

ვალდებულებები შემგომ აღიარდება ამორტიზებული ღირებულებით, ეფექტური საპროცენტო

მეთოდის მიხედვით.

ეფექტური საპროცენტო მეთოდი წარმოადგენს ფინანსური ვალდებულების ამორტიზებული

ღირებულების გამოთვლისა და ასევე საპროცენტო ხარჯის შესაბამის პერიოდზე განაწილებისათვის

გამოყენებულ მეთოდს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის განაკვეთი, რომელიც ზუსტად

ახდენს მომავალი ფულადი გადახდების დისკონტირებას ფინანსური ვალდებულების

მოსალოდნელი პერიოდის განმავლობაში, ან (სადაც საჭიროა) მოკლევადიანი პერიოდის

განმავლობაში, საწყისი აღიარების წმინდა საბალანსო ღირებულებამდე.

ფინანსური ვალდებულებების აღიარების შეწყვეტა

კომპანია ფინანსური ვალდებულებების აღიარებას წყვეტს მაშინ, როდესაც ვალდებულება სრულდება, უქმდება, ან გასდის ვადა. სადაც არსებული ფინანსური ვალდებულება ენაცვლება მეორეს იმავე მსესხებლის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავებული პირობებით, ან არსებული

ვალდებულების პირობები მნიშვნელოვნად იცვლება, ამგვარი ცვლილება ან მოდიფიკაცია ითვლება თავდაპირველი ვალდებულების აღიარების შეწყვეტად და ახალი ვალდებულების აღიარებად და სხვაობა საბალანსო ღირებულებასა და გადახდილ, ან გადასახდელ ანაზღაურებას შორის აისახება მოგებასა და ზარალში.

რეალური ღირებულებით შეფასება.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგებაში წარმოდგენილი ზოგიერთი აქტივისა და ვალდებულებისთვის მოითხოვება რეალური ღირებულებით შეფასება და განმარტება. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების რეალური ღირებულებით შეფასებისათვის კომპანია იყენებს ხელმისაწვდომ საბაზრო მონაცემებს. რეალური ღირებულების შეფასებას კომპანია ახდენს შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

დონე 1: აქტიურ ბაზარზე იდენტური ერთეულის კოტირებული ფასების გამოყენებით (არაკორექტირებული).

Page 13: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 13 - 22

2. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა (გაგრძელება)

დონე 2: თუ ასეთი ფასი არ არსებობს, სხვა პირდაპირ ან არაპირდაპირი ემპერიული მონაცემების მიხედვით, როგორიცაა ისეთი ბაზრის კოტირებული ფასი, რომელიც არ არის აქტიური იმ იდენტური ერთეულისათვის, რომელსაც სხვა მხარე ფლობს, როგორც აქტივს.

დონე 3: არასაბაზრო მონაცემების საფუძველზე. თუ პირველ და მეორე დონეებში აღწერილი ემპერიული ფასები არ არსებობს, მაშინ ხდება შეფასების სხვა მეთოდების გამოყენება.

რეალური ღირებულების კლასიფიკაცია დონეებად დამოკიდებულია გამოყენებული ინფორმაციის დონეზე და რეალური ღირებულების გაანგარიშებაში მის მნიშვნელობაზე. დონეებს შორის გადატანა აისახება იმ პერიოდში, როდესაც ადგილი აქვს ასეთ მოვლენას.

ძირითადი საშუალებები

ძირითადი საშუალების ერთეულის საწყისი აღიარება ხდება თვითღირებულებით.

თვითღირებულების კომპონენტები მოიცავს შეძენის ფასსა და უშუალოდ დაკავშირებულ

დანახარჯებს, რომელიც აუცილებელია აქტივის სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად.

შემდგომი დანახარჯები ჩაირთვება აქტივის საბალანსო ღირებულებაში ან აღიარდება, როგორც

დამოუკიდებელი აქტივი, მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია აღნიშნული ტიპის

დანახარჯისაგან მომავალი ეკონომიკური სარგებლის მიღება და შესაძლებელია მისი ღირებულების

საიმედოდ განსაზღვრა. შეცვლილი კომპონენტის საბალანსო ღირებულება ჩამოიწერება. ყველა სახის

სხვა დანახარჯი, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე ტიპის რემონტებთან, აღიარდება როგორც

ხარჯი მისი გაწევის პერიოდში.

ძირითადი საშუალებები აღირიცხება ისტორიულ ღირებულებას, დაგროვილ ცვეთასა და გაუფასურების ზარალს შორის სხვაობის თანხით. ცვეთა ერიცხება აღნიშნულ აქტივთა ჯგუფს,

მთლიანად მათი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში. კომპანია იყენებს ცვეთის წრფივი

დარიცხვის მეთოდს ძირითადი საშუალებებისა ყველა ჯგუფისათვის.

ჯგუფი სასარგებლო მომსახურების ვადა (წელი)

ოფისის აღჭურვილობა 5-8

სატრანსპორტო საშუალებები 10

სხვა 5-8

სასარგებლო მომსახურების პერიოდი და ცვეთის მეთოდი მიმოიხილება ყოველი საანგარიშგებო

პერიოდის ბოლოს, ღირებულების ცვლილების ეფექტის გათვალისწინებით, პერსპექტიულ

საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი საშუალებების თითოეულ კომპონენტს გააჩნია განსხვავებული

ექსპლუატაციის პირობები, მაშინ ამდაგვარი აქტივთა ჯგუფი აღირიცხება ინდივიდუალაურად.

შემოსავალი ან ზარალი ძირითადი საშუალებების გასვლის შედეგად განისაზღვრება საბალანსო

ღირებულებისა და მიღებული თანხის შედარებით და ჩაირთვება სხვა შემოსავლების/ხარჯების

კატეგორიაში, სრული შემოსავლის ანგარიშგებაში.

არამატერიალური აქტივები

კომპანიის არამატერიალური აქტივები წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფის სახით (რვა წლიანი სასარგებლო მომსახურების ვადით). არამატერიალური აქტივები აღირიცხება

თვითღირებულებისა და აკუმულირებული ამორტიზაციის სხვაობის თანხით.

არამატერიალურ აქტივებზე ამორტიზაციის დარიცხვა ხდება მათი სასარგებლო მომსახურების

ვადის განმავლობაში, სისტემატურ საფუძველზე, წრფივი მეთოდით.

საინვესტიციო ქონება

საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობები ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც

ფლობს საიჯარო შემოსავლების მიღების ან კაპიტალის ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით.

საინვესტიციო ქონება ფინანსურ ანაგრიშგებაში წარმოდგენილია თვითღირებულების მოდელით.

საინვესტიციო ქონების საწყისი აღიარება ხდება თვითღირებულებით. თვითღირებულების

კომპონენტები მოიცავს შეძენის ფასს და უშუალოდ დაკავშირებულ დანახარჯებს.

Page 14: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 14 - 22

2. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა (გაგრძელება)

ქვემოთ მოცემულია საინვესტიციო ქონების სასარგებლო მომსახურების ვადები კატეგორიების

მიხედვით:

ჯგუფი სასარგებლო მომსახურების

ვადები (წელი)

მიწა არ იცვითება

შენობა-ნაგებობები 25

დაბეგვრა

მოგების გადასახადის ხარჯი წარმოადგენს პერიოდის მოგების მიმდინარე საგადასახადო

ვალდებულებების ჯამს. მიმდინარე გადასახდელი გადასახადი დაფუძნებულია დასაბეგრ მოგებაზე.

დასაბეგრი მოგება განსხვავდება სრული შემოსავლის ანგარიშგებაში წარმოდგენილი მოგებისგან,

რადგან არ მოიცავს იმ შემოსავლებს და ხარჯების, რომლებიც არ იბეგრება ან არ გამოიქვითება მიმდინარე პერიოდში. კომპანიის მიმდინარე გადასახადის ვალდებულება გამოითვლება გადასახადის იმ განაკვეთის გამოყენებით, რომელიც მოქმედებდა ან ამოქმედდა საანგარიშგებო

პერიოდის ბოლოს.

საქართველოს საგადასახადო სისტემის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, საანგარიშგებო

პერიოდისთვის, რომელიც დასრულდა 2017 და 2016 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში

რეგისტრირებული კონპანიებისთვის აქტივებს და ვალდებულებების საბალანსო და საგადასახადო

ღირებულებებს შორის არ არსებობს სხვაობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გადავადებული

საგადასახადო აქტივების ან ვალდებულებების აღიარება.

საქართველოს საგადასახადო კანოკმდებლობაში შესული ცვლილების მიხედვით, 2016 წლის

პირველი იანვრიდან, გადასახადების გადახდა ხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის

გადასახადებისათვის განკუთვნილ ერთიან სახაზინო კოდზე. შედეგად 2017 და 2016 წლის 31

დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში კომპანიას საგადასახადო

აქტივები და ვალდებულებები წარმოდგენილი აქვს დანეტებულად.

ფული და ფულის ეკვივალენტები

ფულადი სახსრები და მისი ეკვივალენტები წარმოადგენს აქტივთა ჯგუფს, რომლის კონვერტირებაც

შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული ღირებულებით და უმნიშვნელო რისკის მატარებელია ღირებულების ცვლილებების თვალსაზრისით. ფული და ფულადი ეკვივალენტები მოიცავს ნაღდ

ფულს, ფულად სახსრებს საბანკო ანგარიშებზე და მოთხოვნამდე საბანკო დეპოზიტებს 3 თვემდე

დაფარვის ვადით. ფულადი სახსრები, რომელთა გამოყენება შეზღუდულია 3 თვეზე მეტი ვადის

განმავლობაში, გამოირიცხება აღნიშნული აქტივების ჯგუფიდან.

მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი

შემოსავალი რეალიზაციიდან აღიარდება, როდესაც მოსალოდნელია, რომ მოცემული ოპერაციიდან

კომპანია მიიღებს წინასწარ შეთანხმებულ ეკონომიკურ სარგებელს და შესაძლებელია მისი

საიმედოდ შეფასება. როდესაც კომპანიას შეუძლია საიმედოდ შეაფასოს გაწეული მომსახურების

შედეგები, მასთან დაკავშირებული შემოსავლის აღიარება ხდება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს,

გაწეული მომსახურების შესრულების სტადიის მიხედვით.

თუ ამონაგები უკვე აღიარებულია და შემდეგ საეჭვო გახდება გადასახდელი თანხის ამოღება, ამოსაღები თანხა აღიარდება ხარჯის სახით და არა როგორც უკვე ასახული ამონაგების თანხის

კორექტირება.

ხარჯების აღიარება

ხარჯების აღიარება ხდება სრული შემოსავლის ანგარიშგებაში, თუ წარმოიშობა მომავალი

ეკონომიკური სარგებლის შემცირება, რაც დაკავშირებულია აქტივის შემცირებასა ან ვალდებულების

ზრდასთან, რაც შეიძლება საიმედოდ განისაზღვროს.

ხარჯები გაწევისთანავე აღიარდება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, თუ ხარჯებისგან

ეკონომიკური სარგებლის მოტანა მომავალში აღარაა მოსალოდნელი ან თუ მომავალი ეკონომიკური

სარგებელი აღარ აკმაყოფილებს ბალანსში აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.

Page 15: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 15 - 22

2. ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკა (გაგრძელება)

საპროცენტო შემოსავლისა და ხარჯის აღიარება

საპროცენტო შემოსავალი და ხარჯი აისახება ყველა ფინანსურ ინსტრუმენტთან მიმართებაში

დარიცხვის პრინციპის საფუძველზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით დისკონტირდება მომავლში მისაღები ან

გადასახადელი სავარაუდო ფულადი სახსრები ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი

მომსახურების ვადის განმავლობაში, ან ფინანსური აქტივისა თუ ფინანსური ვალდებულების

წმინდა საბალანსო ღირებულების მოკლე პერიოდის განმავლობაში. საპროცენტო შემოსავალი და ხარჯი აღიარდება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში.

ხელფასები

ხელფასები, ბონუსები და არაფულადი სარგებელი აღიარდება დარიცხვის მეთოდით იმ პერიოდში,

როდესაც შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიამ დასაქმებულისგან.

ბალანსის შედგენის თარიღის შემგომი მოვლენები

ბალანსის შედგენის თარიღის შემდგომი მოვლენები და ფინანსური ანგარიშგების ავტორიზაციის

თარიღამდე მომხდარი მოვლენები, რომლებიც დამატებით ინფორმაციას იძლევიან კომპანიის

ფინანსური პოზიციის შესახებ, აისახება ფინანსურ ანგარიშგებაში. ბალანსის შემდგომი მოვლენები,

რომლებიც გავლენას არ ახდენენ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ბალანსის შედგენის

თარიღისთვის, მაგრამ არსებითი მნიშნველობისაა, აისახება ფინანსური ანგარიშგების თანდართულ

შენიშვნებში.

ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან

ბასს 24-ის ,,დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ თანახმად, დაკავშირებულ

მხარეებს შეიძლება წარმოადგენდეს:

ა) მხარე პირდაპირ ან ერთი ან რამდენიმე შუალედური რგოლის საშუალებით არაპირადაპირ

აკონტროლებს კომპანიას, კონტროლდება კომპანიის მიერ ან იმყოფება ერთობლივი

კონტროლის ქვეშ (ეს მოიცავს სათავო და შვილობილ კომპანიებს) კომპანიაში ისეთი ოდენობის

წილის მფლობელია რომ შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოპოვება მასზე.

ბ) მხარე არის კომპანიის ან მისი მფლობელის უმაღლესი მმართველი პირი;

გ) მხარე არის (ა) ან (ბ) პუნქტით გათვალისწინებული პიროვნებების ოჯახის წევრი;

დ) მხარე არის საწარმო, რომელსაც აკონტროლებს, ერთობლივად აკონტროლებს ან მასზე

მნიშვნელოვანი გავლენა აქვს (ბ) და (გ) პუნქტში გათვალისწინებულ რომელიმე პირს ან,

რომელშიც მნიშვნელოვანი გავლენის უფლებით პირდაპირ ან არაპირადპირ სარგებლობენ ეს

პირები.

როდესაც ხდება დაკავშირებულ მხარესთან ურთიერთობის ანალიზი, გაითვალისწინება არა მხოლოდ ურთიერთობის იურიდიული ფორმა, არამედ მისი არსი.

3. მნიშვნელოვანი სააღრიცხვო შეფასებები და გადაწყვეტილებები

კომპანია ახდენს გარკვეული სააღრიცხვო შეფასებებისა და გადაწყვეტილებების შემუშავებას მომავალი

პერიოდებისათვის. შეფასებები და გადაწყვეტილებები შემუშავებულია გამოცდილებასა და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს კომპანიის ფუნქციონირებას განსაზღვრული

მომავლის პირობებში. მომავალ პერიოდებში მიღებული გამოცდილება შესაძლოა განსხვავებული იყოს

ამ შეფასებებისა და დაშვებებისაგან. ქვემოთ მოყვანილია ის შეფასებები და დაშვებები, რომლებიც

მომდევნო ფინანსურ წელში აქტივებისა და ვალდებულებების საბალანსო ღირებულებებში არსებითი

ცვლილებების რისკის მატარებელია.

ძირითადი საშუალებების და საინვესტიციო ქონების სასარგებლო მომსახურების ვადები. ძირითად

საშუალებებზე და საინვესტიციო ქონებაზე ცვეთის დარიცხვა ხდება მათი სასარგებლო მომსახურების

ვადების განმავლობაში. სასარგებლო მომსახურების ვადების განსაზღვრა ხდება ხელმძღვანელობის

შეფასებებზე დაყრდნობით, თუ რა პერიოდის განმავლობაში აპირებს ორგანიზაცია აქტივიდან

სარგებლის მიღებას. სააღრიცხვო შეფასებების ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ვარიაციები

გამოიწვიოს საბალანსო ღირებულებებსა და პერიოდის სრული შემოსავლის მუხლებში.

Page 16: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 16 - 22

4. წინა პერიოდის რეკლასიფიკაცია

2016 წელს შეიცვალა შესადარისი მონაცემები, რათა ისინი მოსულიყვნენ თანხვედრაში 2017 წლის

კლასიფიკაციასთან. ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს, წინა პერიოდში გამოცემულ ფინანსურ

ანგარიშებაში მომხდარი რეკლასიფიკაციების ეფექტს 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:

გადაანგარიშებამდე რეკლასიფიკაცია გადაანგარიშებული

კომუნალურები - (120,348) (120,348)

საეჭვო ვალების რეზერვი (2,014) 2,014 -

სხვა საერთო და

ადმინისტრაციული ხარჯები (332,382) 118,334 (214,048)

5. საინვესტიციო ქონება

ისტორიული ღირებულება მიწები და შენობები

2015 წლის 31 დეკემბრისთვის 4,545,603

შეძენა 126,646

გასვლა (1,604,530)

2016 წლის 31 დეკემბრისთვის 3,067,719

გასვლა (1,611,994)

2017 წლის 31 დეკემბრისთვის 1,455,725

დაგროვილი ცვეთა

2015 წლის 31 დეკემბრისთვის (483,796)

ცვეთა (70,819)

გასვლა 54,600

2016 წლის 31 დეკემბრისთვის (500,015)

ცვეთა (58,202)

2017 წლის 31 დეკემბრისთვის (558,217)

ნარჩენი ღირებულება

2016 წლის 31 დეკემბრისთვის 2,567,704

2017 წლის 31 დეკემბრისთვის 897,508

2017 წლის 25 და 18 ნოემბერს კომპანიამ გაყიდა შემდგომი გადახდის პირობით, 60 თვიანი ვადით,

ქ. თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 80,461 კვ.მ.

2016 წლის 25 და 18 ნოემბერს კომპანიამ გაყიდა ქ. თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 10

მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 56,604 კვ.მ და ქ. თბილისში, აბაშიძის 27 ნომერში მდებარე

კომერციული ფართი.

ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში მენეჯმენტს არ უმსჯელია აქტივების

თავდაპირველი აღიარება და შემდგომი შეფასება შეესაბამება თუ არა ფინანსური ანგარიშგების

საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. მენეჯმენტი გეგმავს ფასს-ზე გადასვლის თარიღისთვის

(2014 წლის 1 იანვარი) განსაზღვროს საინვესტიციო ქონების ღირებულება ფასს-ის შესაბამისად 2018

წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას.

2016 და 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შენობა აღმაშენებლის გამზირზე საბალანსო

ღირებულებით 783,938 და 837,145 ლარი, წლების შესაბამისად, ჩადებული იყო მიღებული სესხების

უზრუნველყოფაში (დეტალები იხილეთ მე-10 შენიშვნაში)

Page 17: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 17 - 22

6. ინვესტიციები

წილი 2017 2016

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკროკრედიტი 100% 500,000 500,000

შპს კაფეინი 50% 2,500 2,500

შპს გრინ დეველოპმენტი* 100% - 5,175,000

502,500 5,677,500

* 2017 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიამ

მიყიდა მის აქციონერ კომპანიას, შპს პრივატ კაპიტალ პარტნერსს შპს გრინ დეველოპმენტის 100%-ის

იანი წილი 3,166,457 ლარად. წილის გაყიდვიდან მიღებული ზარალი 2,008,543 ლარი წარდგენილ იქნა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში, როგორც ზარალი წილის გაყიდვიდან.

2017 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიამ

მიყიდა მის აქციონერ კომპანიას, შპს პრივატ კაპიტალ პარტნერსს შპს გრინლანდიას 100%-ის იანი

წილი. კომპანიამ 2016 წლის 21 ივნისს დააფუძნა შპს გრინლანდია და ინვესტიციის გაყიდვის

მდგომარეობით არ ჰქონდა განხორციელებული ინვესტიცია შპს გრინლანდიაში.

7. მოთხოვნა გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან

კომპანიამ 2017 და 2016 წელს გაყიდა თავის დაკავშირებულ მხარეზე, შპს გრინლანდიაზე, მიწის ნაკვეთები 5 წლიანი დაფარვის პირობით. კომპანიამ მოთხოვნები აღრიცხა მომავალი ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულებით, შედეგად, 2017 და 2016 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთით დარიცხული საპროცენტო შემოსავლები იყო 200,134 და 14,793 ლარი შესაბამისად. გაყიდვის ოპერაციასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები განმარტებულია მე-5 შენიშვნაში.

8. სავაჭრო და სხვა მოთხოვნები

2017 2016

ფინანსური აქტივები დაკლასიფიცირებული, როგორც სესხები

და მოთხოვნები

სავაჭრო მოთხოვნები 29,378 47,980

სხვა მოთხოვნები 11,326 43,775

სავაჭრო მოთხოვნების საეჭვო ვალების რეზერვი (21,537) (21,537)

სხვა მოთხოვნების საეჭვო ვალების რეზერვი (9,463) (9,463)

9,704 60,755

არაფინანსური აქტივები

გადახდილი ავანსები 38,280 36,600

გადახდილი ავანსების საეჭვო ვალების რეზერვი (30,448) (30,448)

7,832 6,152

სულ სავაჭრო და სხვა მოთხოვნები 17,536 66,907

ვადაგადაცილებული ან გაუფასურებული ფინანსური აქტივები წარმოდგენილია შემდეგნაირად:

2017 2016

არავადაგადაცილებული 9,704 60,755

ვადაგადაცილებული და ინდივიდუალურად გაუფასურებული 31,000 31,000

40,704 91,755

საეჭვო ვალების რეზერვი (31,000) (31,000)

9,704 60,755

ფინანსური აქტივების დაყოფა ვალუტების მიხედვით წარმოდგენილია მე-14 შენიშვნაში.

Page 18: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 18 - 22

9. სააქციო კაპიტალი

სააქციო კაპიტალი 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარმოდგენილია შემდეგნაირად:

აქციების მფლობელები წილი

გამოშვებული

აქციების

რაოდენობა

ერთი აქციის

ღირებულება

ლარებში

თანხა

შპს პრივატ კაპიტალ პარტნერს 88% 151,114 1.3521 204,321

სხვა 12% 20,600 1.3521 27,847

100% 171,714

232,168

სხვა განყოფილებაში გაერთიანებულია რამოდენიმე აქციონერი, რომლებიც ინდივიდუალურად

ფლობენ კომპანიაში 1.5%-ზე ნაკლებ წილს.

2017 და 2016 წლის 31 დეკემბრისთვის კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია შეზღუდული

პასუხისმგებლობის საზოგადოება მ2 ფემილი ტრასტ, კვიპროსი.

10. მიღებული სესხები

პროცენტი 2017 2016

გრძელვადიანი ნაწილი

ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები 11.8% 2,748,981 2,977,570

ფიზიკური პირები 9% - 2,400,000

2,748,981 5,377,570

მოკლევადიანი ნაწილი

ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები 9-11.8% 246,306 341,724

ფიზიკური პირები 10-17% 1,367,713 2,074,732

სხვა 22% 31,528 62,084

1,645,547 2,478,540

სულ მიღებული სესხები

4,394,528 7,856,110

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისგან და ფიზიკური პირებიგან მიღებული სესხების უზრუნველყოფის სახით იპოთეკით დატვირთულია

კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება (დეტალები იხილეთ მე-5 შენიშვნაში)

2017 წლის 20 თებერვალს დადებული სამხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა ურთიერთგაქვითვა 3,166,467 ლარის მოთხოვნის წილის გაყიდვიდან, არსებული შპს პრივატ

კაპიტალ პარტნერსს მიმართ და ამავე თანხის სასესხო ვალდებულების, არსებული ფიზიკური პირის

მიმართ.

2017 წლის 5 ივლისს დადებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა შპს მიკროკრედიტის მიმართ

არსებული მოთხოვნისა და ამავე თანხის სასესხო ვალდებულების ურთიერთგაქვითვა, 49,010

ლარის ოდენობით.

ფინანსური ვალდებულებების რეკონსილაცია წარმოდგენილია შემდეგნაირად:

2016 წლის 31 დეკემბერი 7,856,110

სესხის აღება 3,175,000

პროცენტის დარიცხვა 553,174

სესხის დაფარვა (3,321,557)

პროცენტის გადახდა (486,580)

გადაფასება (166,152)

სესხის ძირისა და პროცენტის გაქვითვა (3,215,467)

2017 წლის 31 დეკემბერი 4,394,528

მიღებული სესხების ლიკვიდურობა და დაყოფა ვალუტების მიხედვით წარმოდგენილია მე-14

შენიშვნაში.

Page 19: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 19 - 22

11. სავაჭრო და სხვა ვალდებულებები

2017 2016

ფინანსური ვალდებულებები შეფასებული ამორტიზირებადი

ღირებულებით

სავაჭრო ვალდებულებები 204,681 43,221

სხვა ვალდებულებები 3,371 3,261

208,052 46,482

არაფინანსური ვალდებულებები

მიღებული ავანსები 103,107 96,142

სულ სავაჭრო და სხვა ვალდებულებები 311,159 142,624

ფინანსური ვალდებულებების დაყოფა ვალუტების მიხედვით წარმოდგენილია მე-14 შენიშვნაში.

12. საიჯარო შემოსავლები

კომპანია ძირითად საიჯარო შემოსავლებს ღებულობს აღმაშენებლის გამზირზე არსებული შენობის

ფართის გაქირავებით სხვადასხვა კომპანიებზე, რომელიც მოიცავს გასაქირავებელ 3,286 კვ.მ.

ფართს. 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას გაქირავებული ჰქონდა გასაქირავებელი ფართის 87% და 93%, წლების შესაბამისად. 2017 და 2016 წლის გასაქირავებელი

კვ.მ-ის ფასი მერყეობდა 9 დოლარიდან 30 დოლარამდე დამატებითი ღირებულების გადასახადის

გარეშე.

13. სხვა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები

2017 2016

საგადასახადო ხარჯი, მოგების გადასახადის გარდა (59,394) (60,523)

რემონტის და შეკეთების ხარჯი (29,097) (57,148)

საკონსულტაციო და პროფესიული მომსახურება (30,862) (42,534)

დაზღვევა (12,954) (16,540)

სხვა (29,890) (37,303)

(162,197) (214,048)

14. ფინანსური ინსტრუმენტები – რისკების მართვა

საქმიანობის პროცესში კომპანია დგას შემდეგი ფინანსური რისკების წინაშე:

• საკრედიტო რისკი

• ლიკვიდურობის რისკი

• საბაზრო რისკი:

- სავალუტო რისკი

- საპროცენტო განაკვეთის რისკი

სხვა ბიზნესების მსგავსად, კომპანია დგება სხვადასხვა რისკის წინაშე ფინანსური ინსტრუმენტების

გამოყენების შედეგად. ეს შენიშვნა აღწერს კომპანიის მიზნებს, პოლიტიკასა და პროცესებს, რათა მართოს აღნიშნული რისკები და წარმოადგენს მეთოდებს მათ შესაფასებლად. დამატებითი

ციფრობრივი მონაცემები აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით წარმოდგენილია მოცემული

ფინანსური ანგარიშგების სხვადასხვა ნაწილში.

ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები წარმოდგენილია შემდეგნაირად:

• მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები

• ფული ბანკში

Page 20: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 20 - 22

14. ფინანსური ინსტრუმენტები – რისკების მართვა (გაგრძელება)

• მიღებული სესხები

• სავაჭრო და სხვა ვალდებულებები

ზოგადი მიზნები, პოლიტიკა და პროცესები

კომპანიის მენეჯმენტს გააჩნია საერთო პასუხისმგებლობა კომპანიის რისკების მართვის მიზნებისა და პოლიტიკის განსაზღვრისთვის, ამასთანავე პასუხისმგებლობის შენარჩუნებასთან ერთად,

მიზნებისა და პროცესების ეფექტურად დანერგვისთვის მას დელეგირებული აქვს პროცესების

შემუშავებისა და ოპერირების უფლება კომპანიის ფინანსური მხარისთვის.

საკრედიტო რისკი

საკრედიტო რისკი არის ფულადი ზარალის მიღების რისკი დებიტორის ან სხვა კონტრაგენტის მიერ

კრედიტორული დავალიანების არდაფარვის შემთხვევაში. კომპანიის საფრთხეს საკრედიტო რისკთან

დაკავშრებით განაპირობებს თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური მახასიათებლები.

ფინანსური აქტივების საბალანსო ღირებულება წარმოადგენს მაქსიმალურ საკრედიტო რისკს.

საკრედიტო რისკის მაქსიმალური ოდენობა 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

წარმოდგენილია შემდეგნაირად:

კომპანია აღიარებს გაუფასურების ანარიცხს, რომელიც წარმოადგენს სავაჭრო მოთხოვნებისადმი

მომავალი შესაძლო დანაკარგების შეფასებას. აღნიშნული ანარიცხის მთავარი კომპონენტია ინდივიდუალური ანარიცხი, რომელიც გამოითვლება კლიენტთა ინდივიდუალური ანალიზით.

გრძელვადიანი მოთხოვნები არ არის ვადაგადაცილებული და გაუფასურებული 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრისთვის. მოკლევადიანი მოთხოვნების ვადაგადაცილებაზე ინფორმაცია მოცემულია მე-7

შენიშვნაში.

ლიკვიდურობის რისკი

ლიკვიდურობის რისკში იგულისხმება საკმარისი ფინანსური რესურსის არსებობა, რათა მოხდეს

სესხებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შესაბამის ვადაში. ლიკვიდურობის

რისკის მართვისთვის კომპანია ახორციელებს სისტემატიურ ზედამხედველობას მოსალოდნელ

მომავალ ფულად ნაკადებზე, რომელიც წარმოადგენს აქტივებისა და ვალდებულებების მართვის

პროცესის ნაწილს. ლიკვიდურობის ანალიზი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

წარმოდგენილია შემდეგნაირად:

1 წლამდე

1-დან

5 წლამდე

5 წელზე

მეტი

სულ

ფინანსური აქტივები

მოკლევადიანი და გრძელვადიანი

მოთხოვნები 9,704 4,118,864 - 4,128,568

ფული ბანკში 4,697 - - 4,697

14,401 4,118,864 - 4,133,265

ფინანსური ვალდებულებები

მიღებული სესხები 1,645,547 1,228,324 1,520,657 4,394,528

სავაჭრო და სხვა ვალდებულებები 193,223 - - 193,223

1,838,770 1,228,324 1,520,657 4,587,751

ლიკვიდურობის სხვაობა (1,824,369) 2,890,540 (1,520,657)

აკუმულირებული ლიკვიდურობის

სხვაობა (1,824,369) 1,066,171 (454,486)

2017 2016

მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები 4,128,568 1,689,307

ფული ბანკში 4,697 22,648

4,133,265 1,711,955

Page 21: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 21 - 22

14. ფინანსური ინსტრუმენტები – რისკების მართვა (გაგრძელება)

ლიკვიდურობის ანალიზი 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარმოდგენილია

შემდეგნაირად:

1 წლამდე

1-დან

5 წლამდე

5 წელზე

მეტი

სულ

ფინანსური აქტივები

მოკლევადიანი და გრძელვადიანი

მოთხოვნები 60,755

1,628,552

-

1,689,307

ფული და ფულის ეკვივალენტები 22,901 - - 22,901

83,656 1,628,552 - 1,712,208

ფინანსური ვალდებულებები

მიღებული სესხები 2,478,540 1,722,670 3,654,900 7,856,110

სავაჭრო და სხვა ვალდებულებები 46,482 134,812 - 181,294

2,525,022 1,857,482 3,654,900 8,037,404

ლიკვიდურობის სხვაობა (2,441,366) (228,930) (3,654,900)

აკუმულირებული ლიკვიდურობის

სხვაობა (2,441,366)

(2,670,296)

(6,325,196)

საბაზრო რისკი

საბაზრო რისკი არის რისკი იმისა, რომ ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება შემცირდება საბაზრო ფაქტორების ცვლილების შედეგად.

საბაზრო რისკი შეიძლება წარმოიშვას კომპანიის მიერ პროცენტიანი ან უცხოურ ვალუტაში

არსებული ფინანსური ინსტრუმენტების ფლობის შედეგად. არსებობს რისკი, რომ ფინანსური

ინსტრუმენტის რეალური ღირებულება ან მომავალი ფინანსური ნაკადები იმერყევებს საპროცენტო

განაკვეთის ცვლილების გამო (საპროცენტო რისკი) და უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის

ცვლილების გამო (სავალუტო რისკი).

სავალუტო რისკი

სავალუტო რისკი არის რისკი იმისა, რომ ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება იმერყევებს

უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობის გამო. კომპანიის ფინანსური აქტივები და ვალდებულებები 2017 და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სრულად ნომინირებულია ლარში, გარდა მიღებული სესხებისა ჯამური ღირებულებით 1,324,450 და 3,702,084 ლარი თარიღების შესაბამისად, რომლებიც ნომინირებულია დოლარში.

სავალუტო რისკის მგრძნობელობა

მოცემული ცხრილი წარმოადგენს კომპანიის მგრძნობელობას აშშ დოლარის ლართან მიმართებაში

20%-ით. 20% არის მგრძნობიარობის განაკვეთი, რომელიც გამოიყენება მენეჯმენტის მიერ სავალუტო

რისკის შიდა კონტროლისთვის და წარმოადგენს სავალუტო კურსის სხვაობის შეფასებას

მენეჯმენტის მიერ. 2017 და 2016 წლის 31 დეკემბერს ნეტო მოგებაზე და კაპიტალზე გავლენა დამყარებული აქტივების ღირებულებაზე:

2017 2017 2016 2016

სავალუტო რისკის მგრძნობელობა +20% -20% +20% -20%

აშშ დოლარის ეფექტი მოგება/(ზარალი) (264,890) 264,890 (740,417) 740,417

საპროცენტო რისკი

საპროცენტო განაკვეთის რისკი წარმოიშობა საბაზრო საპროცენტო განაკვეთების პოტენციური

ცვლილების გამო, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს კომპანიის ფინანსური

აქტივებისა და ვალდებულებების რეალურ ღირებულებებზე. ეს რისკი შესაძლოა წარმოიშვას

აქტივებისა და ვალდებულებების მიღება/დაფარვის ვადების შეუსაბამობით, ასევე იმ შემთხვევაში

თუ ასეთი აქტივები და ვალდებულებები დამოკიდებულია კურსის ცვლილებაზე.

Page 22: Financial Statements - Batumi Branch of JSC IS Bank Turkey ... · 9 - 22 გვერდებზე წარმოდგენილი შენიშვნები ფინანსური

სს მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის

(ლარში)

გვერდი 22 - 22

14. ფინანსური ინსტრუმენტები – რისკების მართვა (გაგრძელება)

კომპანიას არ გააჩნია საპროცენტო რისკი, რადგან არ ფლობს ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე

ფინანსურ ინსტრუმენტებს.

კაპიტალის მართვა

კაპიტალის მართვისას კომპანია მიზნად ისახავს:

• უზრუნველყოს ფუნქციონირებადი საწარმოს შენარჩუნების უნარი, ისე რომ არ შეწყვიტოს

აქციონერებისათვის სარგებლის მოტანა; და

• გამოიმუშაოს აქციონერებისათვის სარგებელი რისკის დონის თანაბარზომიერად მომსახურების

შეფასებით.

კომპანია განსაზღვრავს კაპიტალის სიდიდეს რისკის პროპორციულად. კომპანია მართავს

კაპიტალის სტრუქტურას ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებებისა და ძირითადი

აქტივებისათვის მახასიათებელი რისკების გათვალისწინებით.

15. ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან

კომპანიასა და დაკავშირებულ მხარეებს შორის არსებული ოპერაციები და ნაშთები 2017 წლის 31 დეკემბრისთვის წარმოდგენილია შემდეგნაირად:

დედა

კომპანია

საერთო

კონტროლს

ქვეშ

შვილობილი უმაღლესი

ხელმძღვანელობა

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

მოთხოვნა გრძელვადიანი აქტივების

რეალიზაციიდან - 4,118,864 - -

მიღებული სესხები - - 31,528 43,264

სავაჭრო და სხვა ვალდებულებები - 236,573 - -

სრული შემოსავლის ანგარიშგება

საიჯარო შემოსავლები - 7,697 101,386 -

საპროცენტო ხარჯი - - - 43,264

მოგება გრძელვადიანი აქტივების

გაყიდვიდან - 683,378 - -

ზარალი წილის გაყიდვიდან 2,008,543 - -

ადმინისტრაციული ხარჯები - - - 95,000

კომპანიასა და დაკავშირებულ მხარეებს შორის არსებული ოპერაციები და ნაშთები 2016 წლის 31 დეკემბრისთვის წარმოდგენილია შემდეგნაირად:

საერთო

კონტროლს ქვეშ შვილობილი

უმაღლესი

ხელმძღვანელობა

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება მოთხოვნა გრძელვადიანი აქტივების

რეალიზაციიდან 1,628,552 - -

მიღებული სესხები - 62,084 4,091,942

ზარალი ინვესტიციის გაყიდვიდან 223,608 - -

სრული შემოსავლის ანგარიშგება

საიჯარო შემოსავლები 7,697 15,757 -

საპროცენტო ხარჯი - - 466,546

ადმინისტრაციული ხარჯები - - 78,638