9
თბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტისსოციალურდაპოლიტიკურმეცნიერებათაფაკულტეტისსასწავლოგაზეთი 3 მაისს, მსოფლიოს სპორტის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბუ- რი საქველმოქმედო აქცია კახეთ- ში უკვე მეორედ გაიმართა. აქცია ზურგის ტვინის დაავადებულთათვის თანხის გადარიცხვას ითვალის- წინებს. გარბენში მონაწილეობის მისაღებად წელს 5000 ადამიანი დარეგისტრირდა,რაც, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებუ- ლი მაჩვენებელია.დარეგისტრირე- ბული მსოფლიო რბენა ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებს, მმართველი პარ- ტიის საშინაო თუ საგარეო ორიენტირს საზოგადოება განსხვა- ვებულად აფასებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ახალი საზოგადოებრივი ენერგიის მობილიზება, იგი ვერ იქცა სახელმწიფოებრივი იდეების გენერატორად, ნა- წილი კი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული აქვს სახელმწიფოებრივი განვითარების კონ- ცეფცია, რომელსაც წარმატებულად ახორციელებს. ბოლოდ- როინდელ აქტუალურ საკითხებსა და განხორციელებულ რე- ფორმებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ლექტორ - ოთარ აბესაძეს გავე- საუბრეთ. საქართველო პოლიტიკური რეფორმებისა და მოვლენების კვალდაკვალ „არა შრომით ექსპლუატაციას“ 1 მაისი მშრომელთა უფლე- ბების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს მასშ- ტაბით აღინიშნება და პატივს მიაგებენ მუშათა კლასს. საქართ- ველო უკვე რამდენიმე წელია აღ- ნიშნავს ამ დღეს. წელს კი, აქცია პარალელურად 5 ქალაქში: ჭი- ათურაში, ბათუმში, გორში, თბი- ლისსა და ქუთაისში გაიმართა. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება - იმუნიზაციის მნიშვნელობის შესა- ხებ ინფორმირებულობის გაზრდა. მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნე- ლობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთე- ლობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბი- ურომ 2015 წლის 20 -25 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართ- ველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზა- ციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან. ევროპის იმუნიზაციის კვირეული 19-დან 26 აპრილის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზი დამთვალიერებელს რამდენიმე ღონისძიებას სთავაზობდა. სტუმრების რაოდენობამ კვირის განმავლობაში პიკს მიაღწია. გამოფენის პირველი სართულზე, მთავარ დარბაზში, წარმო- დგენილი იყო ფრანგი ფოტოგრაფის გრეგუარ ელუას ფოტოები, რომ- ლებიც დიზაინერ ჯონ გალიანოს 2004-2010 წლების დეფილეებზეა გადაღებული. გამოფენა სახელწოდებით „ გედის ჩრდილში“ საქართ- ველოში პირველადაა წარმოდგენილი თბილისის მოდის კვირეულისა და „თბილისის ფოტო ფესტივალ 2015“ -ის პარტნიორობის ფარგ- ლებში.„დიორის“ მოდის სახლის ერთერთი საუკეთესო დიზაინერის დეფილეების რეტროსპექტივა მხოლოდ ერთი კვირით ანებივრებდა ქართველ დამთვალიერებელს. გრეგუარ ელუა საქართველოში 21 აპრილს ერთი დღით ესტუმრა და გამოფენაზე სტუმრებსაც შეხვდა. "მომა თბილისი" 2015 წლის 26 იანვარს, გოგო- ნამ საქართველოდან, ინდოელ ინტერნეტ მეგობარს თავისივე გადაღებული ფოტო გაუგზავნა და საპასუხო სურათიც „ბოლივუდის“ ქვეყნიდან მალევე მიიღო. მე- გობრებს შორის ყოველდღიურად ფოტოების გაცვლით დაწყებული ტრადიცია, დღეს უკვე საინტერესო პროექტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ამ ორი ქვეყნის მსგავსებებსა და თავისებურებებს, კულტურას, ისტორიასა და ამჟამინ- დელ საცხოვრებელ გარემოს. თბილისი-დელი გვ. 4 გვ. 3 გვ. 3 გვ. 9 გვ. 10 გვ. 12

SEE MORE - Newspaper

Embed Size (px)

DESCRIPTION

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაზეთი

Citation preview

Page 1: SEE MORE - Newspaper

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო გაზეთი

3 მაისს, მსოფლიოს სპორტის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბუ-რი საქველმოქმედო აქცია კახეთ-ში უკვე მეორედ გაიმართა. აქცია ზურგის ტვინის დაავადებულთათვის თანხის გადარიცხვას ითვალის-წინებს. გარბენში მონაწილეობის მისაღებად წელს 5000 ადამიანი დარეგისტრირდა,რაც, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებუ-ლი მაჩვენებელია.დარეგისტრირე-ბული

მსოფლიო რბენა

ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებს, მმართველი პარ-ტიის საშინაო თუ საგარეო ორიენტირს საზოგადოება განსხვა-ვებულად აფასებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ახალი საზოგადოებრივი ენერგიის მობილიზება, იგი ვერ იქცა სახელმწიფოებრივი იდეების გენერატორად, ნა-წილი კი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული აქვს სახელმწიფოებრივი განვითარების კონ-ცეფცია, რომელსაც წარმატებულად ახორციელებს. ბოლოდ-როინდელ აქტუალურ საკითხებსა და განხორციელებულ რე-ფორმებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ლექტორ - ოთარ აბესაძეს გავე-საუბრეთ.

საქართველო პოლიტიკური რეფორმებისა და მოვლენების

კვალდაკვალ

„არა შრომით ექსპლუატაციას“

1 მაისი მშრომელთა უფლე-ბების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს მასშ-ტაბით აღინიშნება და პატივს მიაგებენ მუშათა კლასს. საქართ-ველო უკვე რამდენიმე წელია აღ-ნიშნავს ამ დღეს. წელს კი, აქცია პარალელურად 5 ქალაქში: ჭი-ათურაში, ბათუმში, გორში, თბი-ლისსა და ქუთაისში გაიმართა.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება - იმუნიზაციის მნიშვნელობის შესა-ხებ ინფორმირებულობის გაზრდა. მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნე-ლობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთე-ლობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბი-ურომ 2015 წლის 20 -25 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართ-ველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზა-ციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.

ევროპის იმუნიზაციის კვირეული

19-დან 26 აპრილის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზი დამთვალიერებელს რამდენიმე ღონისძიებას სთავაზობდა. სტუმრების რაოდენობამ კვირის განმავლობაში პიკს მიაღწია.

გამოფენის პირველი სართულზე, მთავარ დარბაზში, წარმო-დგენილი იყო ფრანგი ფოტოგრაფის გრეგუარ ელუას ფოტოები, რომ-ლებიც დიზაინერ ჯონ გალიანოს 2004-2010 წლების დეფილეებზეა გადაღებული. გამოფენა სახელწოდებით „ გედის ჩრდილში“ საქართ-ველოში პირველადაა წარმოდგენილი თბილისის მოდის კვირეულისა და „თბილისის ფოტო ფესტივალ 2015“ -ის პარტნიორობის ფარგ-ლებში.„დიორის“ მოდის სახლის ერთერთი საუკეთესო დიზაინერის დეფილეების რეტროსპექტივა მხოლოდ ერთი კვირით ანებივრებდა ქართველ დამთვალიერებელს. გრეგუარ ელუა საქართველოში 21 აპრილს ერთი დღით ესტუმრა და გამოფენაზე სტუმრებსაც შეხვდა.

"მომა თბილისი"

2015 წლის 26 იანვარს, გოგო-ნამ საქართველოდან, ინდოელ ინტერნეტ მეგობარს თავისივე გადაღებული ფოტო გაუგზავნა და საპასუხო სურათიც „ბოლივუდის“ ქვეყნიდან მალევე მიიღო. მე-გობრებს შორის ყოველდღიურად ფოტოების გაცვლით დაწყებული ტრადიცია, დღეს უკვე საინტერესო პროექტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ამ ორი ქვეყნის მსგავსებებსა და თავისებურებებს, კულტურას, ისტორიასა და ამჟამინ-დელ საცხოვრებელ გარემოს.

თბილისი-დელი

გვ. 4

გვ. 3

გვ. 3

გვ. 9

გვ. 10

გვ. 12

Page 2: SEE MORE - Newspaper

2 3

ხელნაწერთა ეროვნული ცენტ-რის თანამშრომლები საქართვე-ლოს ხელისუფლებას მიმართავენ. როგორც მათ განცხადებაშია აღ-ნიშნული, საქართველოს განათლე-ბის და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის რამდენიმე საკითხის შესა-ხებ უთანხმოება წარმოიქმნა.

„განათლების სამინისტროს სურ-ვილი იყო ცენტრი მოგვეხსენი-ებინა, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნა-წერთა ეროვნული ცენტრი, მე კი ამას არასოდეს დავწერ“, - განაც-ხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენ-ტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა კუდავამ.

კუდავას თქმით, განათლები-სა და მეცნიერების სამინისტრომ ცენტრს ახალი შენობისთვის ად-გილი სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შესთა-ვაზა, რაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის მი-უღებელია. კუდავას თქმით, ცენტრი დამოუკიდებელი ორგანოა, იმ შემთ-ხვევაში თუ ის სამების ტაძრის ეზოში განთავსდება, ტაძრის კომპლექსის ნაწილად აღიქმება, რაც მისთვის მი-უღებელია.

„ინფრაქსტრუქტურის მიმართუ-ლ ე ბით, გადაწყვეტილებები ჩვენი გვერდის ავლით მიიღება. ვცდი-

ლობდით საჯარო არ გაგვეხადა ის პრობლემები, რომლებიც ცენტრსა და განათლების სამინისტროს შო-რის არსებობდა, თუმცა სხვა გამო-სავალი აღარ დაგვრჩა“, - აღნიშნა ბუბა კუდავამ.

კუდავას თქმით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აუდიტის სამსა-ხური წინასწარ განზრახული მიზნით შევიდა.

„მათ სურდათ აღმოეჩინათ დარღ-ვევები ფინანსებთან და კორუფციას-თან დაკავშირებით“.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევ რის,

რა ტი ამაღლობელის თქ მით, გა ნათ-ლების სამინისტრო პრობლემებს ტოტალიტარული გზ ით წყ ვ ეტს. მი სი თქმით, ცენტრის ბედი საზოგადო-ებამ უნდა გადაწყვიტოს. ამაღლო-ბელმა განათლების სამინისტროს ქმედებას უპასუხისმგებლო უწოდა და პროტესტი გამოხატა.

„მეგობართა საზოგადოება მუ-შაობს იმაზე, რომ მივმართოთ გა-ნათლების სამინისტროს და დავა-ფისქსიროთ საკუთარი პოზიცია“, - აღნიშნა ამაღლობელმა.

დაპირისპირება განათლების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მთავრო-ბის განახლებული შემადგენლობის წარდგენაზე ხელის მოწერა ერთი კვირით გადადო. მისი განცხადებით, იგი კონსტიტუტიით მინიჭებულ უფ-ლებას იყენებს.

„არსებულ ვითარებაში, როცა რამდენიმე დღეში მინისტრების მყი-სიერი ცვლილება ვნახე, როცა ვხე-დავთ, რომ მხოლოდ ორი მინისტრი უნდა შეცვლილიყო და სამი შეიც-ვალა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორულ

რეჟიმში მუშაობს. როგორც მთავარ-სარდალმა, მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავ-დაცვის მინისტრებს? პრემიერს და პარლამენტს მოვუწოდებ, კონსულ-ტაციები უფრო მშვიდ ვითარებაში განახორციელონ,“ - განაცხადა მარ-გველაშვილმა.

„კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხ-ლის თანახმად, პრეზიდენტი ვალ-დებულია დაამტკიცოს მთავრობის ის შემადგენლობა, რომელსაც მას წარუდგენენ“, - ეს განმარტება “See More“-თან საუბრისას კონსტიტუცი-

ონალისტმა ვახუშტი მენაბდემ გააკე-თა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტს ცვლილებების განხორ-ციელების კომპეტენეცია არ აქვს.

„ხელმოწერის ერთკვირიანი ვადა - ეს არის საერთო ვადა, პოლიტიკუ-რი მოლაპარაკებებისთვის, პარლა-მენტისთვის, მთავრობისა და პრე-ზიდენტისთვის,“ - განმარტა ვახუშტი მენაბდემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაც-ვის მინისტრის თანამდებობაზე სა-პარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი წარადგინა. აღნიშ-ნულ პოზიციას მინდია ჯანელიძე იკა-ვებდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურ-სების მინისტრად, ღარიბაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გიგლა აგულაშვილი წარადგნინა, რომლის წინამორბედი ელგუა ხოკრიშვილი იყო. თანამდე

ბობა დატოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტ-რმაც, ლევან ყიფიანმა, რომელსაც პრემიერის თქმით, ტარიელ ხეჩი-კაშვილი შეცვლის.

პრეზიდენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას არ ამტკიცებს

სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ბავშვობაში არც მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, არც მაღაზიაში მუშა-ობაზე და მითუმეტეს, არც ექიმო-ბაზე. დიდი რომ გავიზრდებოდი, მინდოდა, უბრალოდ დაკავებული ადამიანი ვყოფილიყავი. არ ვიცი, ბავშვობის ოცნება ამისრულდა, თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია - არც ანა მქვია, არც ზაქარაიაა ჩემი გვარი, მაგრამ მასსავით, ერთ სივრცეში, მეც რამდენიმე თანამდებობაზე ვმუშაობ. სახლში ხან ძალიან დაღლილი მივ-დივარ, ხან საერთოდ ვერ ვბრუნდე-ბი. ხშირად, არც თარიღი ვიცი, არც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არც დოლარის კურსის გამეგება რამე. ჩამოვრჩი მოვლენებს და მხო-ლოდ სოციალური ქსელების მეშ-ვეობით თუ გავიგებ ხოლმე რაიმე ახალს.

“je suis Charlie“-ს და დუდუსთან დარეკვის არ იყოს, ვერც ხოხბიჩებ-ზე გამოქვეყნებული სტატუსების ში-ნაარსს ვერ ჩავწვდი, სანამ ერთერ-თმა მეგობარმა შამპანურის ბოთლზე არ მომნიშნა. სურათს მილოცვაც ახ-ლდა: „ქრისტე აღსდგა!“ აღსდგა და არა აღდგა. „აბა ხოხბიჩებო, არ წა-ვიდეთ ეკლესიაში?“

20 წელია, ყოველ აღდგომას თბილისში ვხვდები - ნამდვილი თბი-ლისელი ვარ, გავიფიქრე, წელში გავიმართე და ამაყად ჩავიღიმე.

არ ვიცი, რა უფრო სამწუხაროა - ადამიანების მუდმივი ლტოლვა ქალაქელობისადმი, თუ სრულიად საქართველოში გამეფებული პრო-ვინციალიზმი. ძალიან საინტერესოა, რატომ ითვლება თბილისელობა პრიორიტეტად და რა დამსახურე-ბა აქვს ხოხობს ასეთი, რომ ყველა მის ნათესაობას იბრალებს. საკუთარ კუთხესა და მშობლებს მოშორებუ-ლი, მათივე გამოგზავნილი ფულით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სხდე-ბიან კაფეებში და ფეისბუკით გვიზი-არებენ: „მარიამი is Feeling excited at Abashidze Street”. ბუნებრივია, რაც უფრო ძვირიანი და პრესტიჟუ-ლია ადგილი, მით უფრო მეტი მო-წონება აქვს სტატუსს.

დღეს 28 აპრილია, არც აღდგო-მაა, არც ნათლისღება და თბილისიც ჩვეულებრივ რუტინაშია. ვინმე ანუკა ანა კი is Feeling Tired: „არ შეგვჭამეს ამ სოფლელებმა?!“

feeling tired

(მოსაზრების სვეტი)

პოლიტიკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ბევრმა უკვე მონათლა ბოლო ოც-წლეულის ყველაზე მწვავე საერ-თაშორისო კრიზისად, რომელმაც შესაძლოა ცივი ომის განახლებას დაუდოს საფუძველი. ანალიტიკოს-თა უმეტესობა უკრაინის კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად რუსე-თის მიმართ დასავლეთის არასწორ, ზედმეტად ტოლერანტულ პოლიტი-კას ასახლებს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლი-ტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ისახავდა მიზნად და პუტინის რეჟიმის ნაკლოვანებებზე ხშირად ზედმეტად ხუჭავდა თვალს. ამასთან დაკავშირე-ბით ვესაუბრეთ თბილისის ფაბიანუ-რი საზოგადოების დამფუძნებელს, ექსპერტ ლევან ლორთქიფანიძეს.

-როგორ შეაფასებდით რუსეთის ქმედებებს და უკრაინაში განვითარე-ბულ მოვლენებს?

ბოლო ორი საუკუნის განმავლო-ბაში რუსეთის გეოპოლიტიკური აზ-რის წარმომადგენლები (სავიცკი, გუმილოვი, ტრუბეცკოი, დუგინი ) ერთსა და იმავე თემაზე საუბრობენ. ისინი ძირითად ევრაზიის (ყოფილი სსრკ და აღმოსავლეთ ევროპა) რუ-სული ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე და დასავლური, ატლანტიკური სივ-რცისა ლტერნატიული პოლუსის შექ-

მნაზე სვამენაქცენტს. გასული ასწლე-ულების განმავლობაში მათ მიზანს არაერთხელ მიაღწიეს. ჯერ ცარის-ტულ რუსეთს ჩაუყარესსაფუძველი, შემდეგ კი ევრაზიული ნაციონალის-ტური იდეის განხორციელება კომუ-ნისტური ნიღბის გამოყენებით სცა-დეს.

დღეს რუსეთიც არისტული და საბჭოთა იმპერიებთან შედარებით, მცირე ტერიტორიას ფლობს. ევრა-ზიული იდეების მომხრეებისათვის, ამდენი ხნის შემდეგ, რუსეთის გავ-ლენების ასეთი შემცირება განსაკუთ-რებული დამცირების ტოლფასია. აქედან გამომდინარე, ისინი 1991 წლიდან დღემდე, უპირისირდებიან რუსეთის დემოკრატიზაციასა და მშვიდობაზე ორიენტირებული საგა-რეო პოლიტიკის გატარებას. 2000 წელს ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლით, მათ პირველად ამოცანას მიაღწიეს. შემდეგი ნაბიჯე-ბი იმპერიის ხელახალი გაფართო-ების პროცესი უნდა ყოფილიყო, რაც 2008 წელს საქართველოდან დაიწყო.

რაც შეეხება უკრაინას, მისი ტრა-გედიის მიზეზი ადგილობრივ ოლი-გარქებს შორის მიმდინარე დაპი-რისპირება გახლდათ, რომლი თაც ტრადიციულად ისარ გებლა ევრაზი-ული გაფართოებისაკენ მიდ რე კილ-მა, აგრესიულმა იმპერიამ.

-შესაძლებელია თუ არა რუსულ-ქართულსა და რუსულ-უკრაინულ კონფლიქტებს შორის პარალელის გავლება? არის თუ არა აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ყი რიმ-ში განვითარებული მოვლენების მი-ნი-მოდელი ? მოქმედებდა თუ არა რუსეთი იმავე სცენარით ყირიმში?

აფხაზეთსა და ყირიმს შორის რამ-დენიმე უმნიშვნელოვანესი პრინ-ცი პული განსხვავება არსებობს. პირველი, ყირიმი, ფაქტობრივად, მო ნოეთნიკური ავტონომიური ე-რ თეული გახლდათწ (თუ არ ჩავ-თვლით ყირიმელ თათართა თემს), იქ მოსახლეობის უდიდესი უმ რავ-ლესობა, დაახლოებით 90% რუსულ ეთნოსს წარმოადგენდა. აფხაზთი კი, კონფლიქტამდეც და კონფლიქ-ტის შემდეგაც, მრავა ლეთ ნიკური ადგილობრივი მოსახ ლეობით ხა-სიათდება (აფხაზები, რუსები, სომ-ხები, ქართველები). ყირიმელთაგან განსხვავებით, აფხა ზებს აფხაზებით დასახლებული დი დი იმპერია არ უმაგრებთ ზურგს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დამო-უკიდებლობის ოცდაორი წლის გან-მავლობაში, ყირიმზე კიევისიურის დიქცია ვრცელდებოდა, აფხაზეთი კი თავიდანვე წარმოადგენდა “გა-ყი ნულ“ კონფლიქტში ჩათრეულ სე-პა რატისტულ რეგიონს, რო მელშიც ქართველთა ეთნიკური წმენდა გან-ხორ ციელდა. ჩვენგან გან სხვავებით, კონფლიქტის შემდეგ უკრაინაში დევნილების პრობლემა არ წარმო-ქმნილა.

თუმცა, ცხადია, ორ მოვლენას შო-რის უამრავი მსგავსებაც არსებობს. კერძოდ, ორივე შემთხვევაში კონფ-ლიქტის ეთნიკურ ნიადაგზე ესკალა-ციას ხელი რუსეთმა შუწყო. ორივე შემთხვევაში სეპარატისტულ ძალებს სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის რეგულარულმა არიმიამ გაუწია. ორივე რეგიონი საერთაშორისო იზოლაციისთვის არის განწირული. ყირიმ შიც და აფხაზეთშიც სპეცი ალუ-რი სტატუსი სსამხედრო ძალები გან-ლაგდნენ.

მაშასადამე, განსხვავებების მი-უხე დავად, ორ შემთხვევას შორის უამ რავი პარალელის გავლება შე-იძ ლება, მაგრამ მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, მაინც უცხო ქვეყნის მიერ ადგილებზე სამხედრო ბაზე-ბის განლაგებაა. რაც მთავარია, ამ ბაზების მთავარი მიზანი რეგი ონზე სამხედრო კონტროლის უზრუნველ-ყოფა გახლავთ, რაც, თავის მხრივ, კვლავ ევრაზიულ გეოპოლიტიკურ იდეებს უკავშირდება.

-არსებობს მოსაზრება, რომ რუ-სეთი მესამე ჩეჩნურ ომს წამოიწყებს იმისთვის, რომ დასავლეთთან ურ-თიერთობა დაალაგოს და მათი ყუ-რადღება უკრაინასთან მომხდარი კონფლიქტიდან ისლამური სახელ-მწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაიტანოს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

რუსეთის დღევანდელი ხელისუფ-ლების მხრიდან გამორიცხული არა-ფერია, მითუმეტეს, რომ დასავლეთი

ყოველთვის შეუფერებლად დუმდა ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლე-ნებზე. აშშ-მაც და ევროპამაც თავის დროზე არაფრად ჩააგდეს ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები, მილიონო-ბით უდანაშაულო ადამიანის განად-გურების წარმატებული მცდელობა.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩეჩნეთში გასანადგურებელი და საომარი აღარაფერი დარჩა. რამ-დენიმე შეიარაღებულ ფორმირებას-თან მუდმივ საომარ მდგომარეობაში ყოფნა კი რუსეთს ყოველთვის მო-უწევს. ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ დიდხანს ძალიან გავლენიანები იქნე-ბიან ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევრები, მაგრამ მათი შესაძლებ-ლობები ამ ეტაპზე ომის წამოწყების მიზეზი, ალბათ, არ უნდა გახდეს.

თან ყურადღების გადატანა არც არის საჭირო. ატლანტიკურ სივრცე-ში პირველხარისხოვან პრობლემად-განიხილება “ISIS“-ის მოქმედებები საქართველოს სამხრეთით, ირან-აშშ-სურთიერთობები და ა.შ.

-შეაფასეთ დასავლეთის პოლიტი-კა რუსულ-უკრაინულ კონფლიქტ-თან დაკავშირებით, რამდენად ეფექ-ტურია მათი პოლიტიკა?

დასავლეთი ზომიერი და გონივ-რული მოქმედებებით გამოირჩევა. მათ ეკონომიკური სანქციების გზა აირჩიეს, რაც უმძიმეს ტვირთად უკვე დააწვარუსეთის ეკონომიკას. ირანთან ურთიერთობების დათბო-ბის რეალისტური შანსები ნავთობის ფასის უფრო მეტად გაუფასურების წინაპირობა შეიძლება გახდეს, რაც დამატებითი სირთულე იქნება რუსე-თისათვის. პარალელურად, ძლიერ-დება უკრაინის ფინანსური რესურსე-ბით დახმარების ტენდენციაც. აშშ-ზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ გერმანიამ უკრაინას ნახევარ მი-ლიარდ ევროზე მეტი დახმარება გამოუყო. ევროპა ომში ვერ ჩაერე-ვა. ისინი ჯერ საკუთარ მოქალაქეებ-ზე, მათ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და მხოლოდ შემდეგ იწყებენ მოქმე-დებებ სსაერთაშორისო სამართლის ნორმების დასაცავად.

ცხადია, კიდევ ერთხელ უნდა გა-ვიმეოროთ, რომ დღეს დასავლე-თისთვის სიმძიმის ცენტრი ახლო აღმოსავლეთშია გადანაცვლებული.

-თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ურთიერთობის დარეგული-რება უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობიანი გზით?

დღევანდელი გადმოსახედიდან ეს, ფაქტობრივად, გამორიცხულია. რუსულ-უკრაინული ურთიერთობე-ბის განვითარების შემდეგი ეტაპი კი „გაყინული კონფლიქტების“ ჩამო-ყალიბების პროცესი იქნება.

თუმცა, აქვე ცალკე საკითხია, აუკ-რაინის დღევანდელი ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები. საკითხა-ვია, რამდენად შესწევთ მათ ძალა დემოკრატიული სახელმწიფოს მშე-ნებლობისა, რომელიც ანტიევრაზი-ული პოლიტიკის ეფექტიანად გატა-რებას მოახერხებს.

მარიამ სირაძე

რუსეთ-უკრაინის გაყინული კონფლიქტი

კესო მთავრიშვილი

კესო მთავრიშვილი ნინო ნიკოლოზაშვილი

Page 3: SEE MORE - Newspaper

4 5

ბოლო პერიოდის პო-ლიტიკურ მოვლენებს,მმართველი პარტიის საშინაო თუ საგარეო ორიენტირს საზოგადოება განსხ-ვავებულად აფასებს. ნაწილი მიიჩ-ნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ახალი საზოგადოებრი-ვი ენერგიის მობილიზება, იგი ვერ იქცა სახელმწიფოებრივი იდეების გენერატორად,ნაწილი კი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას უკვე მკა-ფიოდ ჩამოყალიბებული აქვს სა-ხელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია,რომელსაც წარმატებუ-ლად ახორციელებს.ბოლოდროინ-დელ აქტუალურ საკითხებსა და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს გა-ნათლებისა და მეცნიერების მინისტ-რის მრჩეველს,თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტის დოქტორანს, ლექტორ - ოთარ აბესაძეს ვესაუბ-რეთ.

-რას თვლით განათლების სისტე-მის ყველაზე ეფექტურ და მთავარ მიღწევად?

-ჩვენი განათლებისა და მეცნიერე-ბის სამინისტროს გუნდის მთავარი მიღწევა არის ეფექტური მენეჯმენ-ტი. ამან გამოიწვია შემდეგ ის რე-ფორმები ,რაც განხორციელდა ამ სისტემაში. ვფიქრობ, 2012 წლიდან მოყოლებული გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ჩამოგითვლით:

1. საქართველოში ყველა სა-ჯარო სკოლაში პირველიდან მე-თორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე იღებს უფასოდ სასკოლო სახელმძღვანელოს

2. აშენდა 9 ახალი სკოლა და წელს დაიგეგმა 8 ახალი სკოლის მშენებლობა

3. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1500 ზე მეტ სკოლას

4. შემუშავდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი სტან-დარტი

5. გაიზარდა მასწავლებლის

საბაზისო ხელფასი 2013 წელს სა-შუალოდ 50-80 ლა რამდე, ხოლო 2015 წლის სექტემ ბრიდან საბაზისო კვლავ გაიზრდება 50 ლარით და მოხდება სა ხელფასო ფონდის ჩა მო-ყალიბება 4 ეტა პად კვა ლიფიკაციის მი ხედ ვით

6. სკოლებში დაბრუნ და ექი მის კა ბინეტი

7. სკოლის ავტობუსი, რომე-ლიც ემსახურე ბა მოსწავლეებს უფა-სოდ

8. მანდატურის სამსახურის რე-ფორმა

9. 21 სპეციალობაზე სწავლა სახელმწიფოს მხრიდან სრულად იქნა დაფინანსებული

10. ვითარდება ბიბლიოთეკები11. ხორციელდება ინფრასტ-

რუქტურული პროექტები12. დაფინანსდა დოქტორანტუ-

რა13. გაორმაგებულია სახელმწი-

ფოს მხრიდან სოც. ვალდებულებე-ბი სტუდენტის სწავლის საფასურთან დაკავშირებით

14. ზამთრის და ზაფხულის სკო-ლები

ესაა მოკლედ ის ჩამონათვალი, თუ რა პროგრამებს ვახორციელებთ ამ ეტაპზე, თუმცა კიდევ უფრო მეტი გამოწვევა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს დიდი მხარდა-ჭერით უფრო ეფექტურს გავხდით აღნიშნულ პროექტებს.

-„კორუფცია გაქრა, მაგრამ სად არის ხარისხი?“ - იძლევა თუ არა ქართული საგანმანათლებლო სივ-რცე ხარისხიან ცოდნას, რომელიც აკმაყოფილებს სა ერთაშო რი სო სტანდარტებს?

-აღნიშნულ საკითხე პრაქტიკუ-ლად სრულდება სამუშაოები გა-ნათლების ხარისხის განვითარების ცენტრში, რომელიც უახლოეს მომა-ვალში წარმოგ ვიდგენს სტრატეგიას, რომელსაც გაყვება საქართველოში განათლების სისტემა. აღნიშნული სტრატეგია მუშავდება როგორც ად-

გილობრივ ისე საერთაშორისო ექ-სპერტებთან და ორგანიზაციებთან ერთად.

ასევე გათვალისწინებულია ასო-ცირების ხელშეკრულების შედეგად ნაკისრი ვალდებულებები.

- „უკვე 2 წელია განათლების სამინისტრო ითვისებს ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ინტელექტუალურ საკუთრებას, უკა-ნონოდ ბეჭდავს წიგნებს ტენდერის გარეშე შერჩეულ სტამბებში ,“ - ქარ-თველმა გამომცემლებმა პარლამენ-ტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მი-ნისტრს ამ განცხადებით მიმართეს. გახდა თუ არა წიგნი მართლაც კერ-ძო ინტერესისა და სარგებლის საგა-ნი?

2013 წლის სექტემბერში ზემოაღ-ნიშნულმა გამომცემლებმა თბი-ლისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს შესაბამისი სარჩელი; სასარჩელო მოთხოვნას სამინის-ტროს „უკანონო ქმედების“ (რაც გამოიხატა სასკოლო სახელმძღვა-ნელოების უკანონო ბეჭდვა-გავრ-ცელებაში) და მთავრობის ამ გან-კარგულების ბათილად ცნობა, ასევე სამინისტროსათვის მოსარჩელეები-სათვის მიყენებული ზიანის, ჯამში დაახლოებით 22 მილიონი ლარის, ანაზღაურების დაკისრება წარმო-ადგენდა თბილისის საქალაქო სასა-მართლოს 2014 წლის 22 ოქტომბ-რის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამჯერად ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და მიმდინა-რეობს შესაბამისი სამართალწარმო-ება თბილისის სააპელაციო სასამარ-თლოში. ვფიქრობ, არის თუ არა ამ პროექტში გარკვეული იურიდიული გადაცდომა, ამას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო გადაწყვეტს.

-რას ფიქრობთ სირიაში ახალ-გაზრდების მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით და მუშაობს თუ არა ხელისუფლება ამ პრობლემის მო-საგვარებლად?

-რა თქმა უნდა,ვმუშაობთ.ეს არ არის მარტივი საკითხი. მსგავსი ფაქტები ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში,რაც არ არის კარგი.

-თანამედროვე სახელმწიფოში დემოკრატიული მართვის სისტემა პირდაპირ ასოცირდება სამოქალა-ქო საზოგადოებასთან.მოსახლე-ობის დიდი ნაწილი ფიქრობს,რომ დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დიდი ნაწილი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების სისუს-ტის შედეგია.რას ფიქრობთ ამ სა-კითხთან დაკავშირებით?რამდენად მძლავრია დღეს სამოქალაქო სექტორის გავლენა ხელისუფ-ლების გადაწყვეტილებებზე და , ზოგადად,ქვეყნის განვითარების პროცესში?

-ვფიქრობ,დღეს ჩვენ, საქართვ-ლეოს მთავრობა და სამოქალაქო სექტორი ვთანამშრომლობთ ძა-ლიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აისახება ჩვენი ქვეყნის

მომავალ განვითარებაზე. ეს არის ჯანსაღი, ღია, გამჭვირვალე და მუშა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს პრაქტიკულად ყოველდღიურ რე-ჟიმში. ნებისმიერ დაინტერესბულ პირს შეუძლია გაეცნოს თანამშრომ-ლობის ეტაპებს და სტადიებს. სა-მოქალაქო სექტორის სისუსტეს და-ვარქმევდი იმას, რომ არიან უფრო მეტად მომთხოვები და კრიტიკულე-ბი იმ საკითხებში, რომლებშიც უპირ-ველესად სახელმწიფო ინტერესებია პრიორიტეტული.

ვფიქრობ,რაც უფრო მეტად იქ-ნება გამჯდარი სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუ-ტების პატივისცემა და სახელმწიფო სისტემის მშენებლობა,მით მალე გადავალთ ახალ საფეხურზე. ასე რომ, როგორც ყველა დემოკრა-ტიულ სახელმწიფოში, ჩვენც ვკამა-თობთ, ვდებატობთ, ვთანამშრომ-ლობთ და სწორედ ამ კამათიდან იბადება ჭეშმარიტება და ვთანხმ-დებით ძალიან მნიშვნელოვან დე-ტალებზე, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ცხოვ-რებაზე. ეს ურთიერთობა ჰგავს ცოცხალ ორგანიზმს და მიხარია, რომ ვარ იმ სახელისუფლებო გუნ-დის წევრი, რომელიც ესე ღიად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან.

-რას მიიჩნევთ დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად და რას - ნაკლად ?

-დღევანდელი ჩვენი მთავარი მიღწევა არის ის, რომ მოსახლეობას დავუბრუნეთ სიტყვის და არჩევანის თავისუფლება, რაც დემოკრატი-ული საზოგადოების მთავარი მო-ნაპოვარია. არ ვაპირებ გავიხსენო, რა იყო ადრე, ვფიქრობ მხოლოდ მომავალზე და ძალიან კარგი საწ-ყისია. როდესაც ენით აღუწერელი რეპრესიების შემდეგ ასეთი ჭარბი დოზით იღებ დემოკრატიის მთავარ საწყისს-არჩევანის და სიტყვის თავი-სუფლებასის რომ მედია არის აბსო-ლუტურად თავისუფალი, ის რომ არ ხდება რეკეტი და ა.შ. -ეს არის იდე-ალური “სტარტი“. ჩვენ საცხოვრებ-ლად გადავედით აბსოლუტურად სხვა ღირებულებების მქონე ქვეყა-ნაში. ასევე გამოვყოფდი ინფრასტ-რუქტურულ პროექტებს,რომლებიც ბლომად გახორციელდა და ნაკლს სწორედ ამას მოვაყოლებ.ადრე ერ-თის სამად წარმოჩენა ხდებოდა და დღეს ჩვენ სამს ერთად ვერ წარმო-ვაჩენთ. აი, ეს არის ის ნაკლი, რაც გვაქვს და სწორედ ამ მხრივ არის მდომარება გამოსასწორებელი.

ვფიქრობ, ჩვენი მთავარი გამო-წვევა არის ეკონომიკა და მჯერა იმის,რომ ამ პრობლემასაც გადა-ვლახავთ. ამ საკითხის მოგვარება ავტომატურად შექმნის ახალ სამუ-შაო ადგილებს, გაზრდის ბიუჯეტს და სახელმწიფოს მისცემს მეტი გა-საქანის საშუალებას.

საქართველო პოლიტიკური რეფორმებისა და მოვლენების კვალდაკვალ

პოლიტიკა ახალი ამბები

1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით აღი-

ნიშნება და პატივს მიაგებენ მუშათა კლასს. საქართველო უკვე რამდენი-მე წელია აღნიშნავს ამ დღეს. წელს

კი, აქცია პარალელურად 5 ქალაქ-ში: ჭიათურაში, ბათუმში, გორში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. თბილისში აქცია ორ ადგილას, თბი-ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ვარდების მოედანზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოასწ-ყვეს პარლამენტის ყოფილ შენო-ბამდე, შემდეგ კი, ეკონომიკის სამი-ნისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც პატივი მიაგეს სამუშაო ადგილზე და-ღუპულ მუშათა ხსოვნას.

აქციის მონაწილეები შრომითი-პირობების გაუმჯობესებასა და და-საქმებულთა უფლებების დაცვას მოითხოვდნენ. მათ ასევე შრომითი კოდექსის შეუსრულებლობა გააპ-როტესტეს და სახელმწიფოსგან მოითხოვეს დროულად აამოქმედონ შრომის ინსპექცია.

„ჩვენ ვითხოვთ არამხოლოდ ღირ-სეულ სამუშაო პირობებს, არამედ წლების განმავლობაში აქსიომად აღიარებულ დერეგულაციის პო-

ლიტიკის გადახედვას. მოვითხოვთ, აქტიურ სახელმწიფოს, რომელმაც უნდა გაატაროს პასუხისმგებლიანი, მემარცხენე პოლიტიკა, რომელიც ინდუსტრიალიზაციასა და სერვისუ-ლი ეკონომიკიდან წარმოებით ეკო-ნომიკაზე გადასვლას გულისხმობს,“ - აცხადებს აქციის ერთერთი ორგა-ნიზატორი „ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები“.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 518 ადამიანი სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპა.

მშრომელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დემონს-ტრაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა. საქართ-ველოსგან განსხვავებით, შეტაკებე-ბით დასრულდა 1 მაისი თურქეთსა და უკრაინაში, სადაც პოლიციამ ათე-ულობით ადამიანი დააკავა.

შორენა ღვინიანიძე

„არა შრომით ექსპლუატაციას!“

საქართველოს ქალ მოჭადრაკე-თა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ჩინეთში გამართულ ჩემპიონატზე, ქართველმა მოჭადრაკეებმა ზედი-ზედ 8 დაპირისპირება მოიგეს, ფი-ნალში მასპინძელთა ნაკრები 2,5 : 1,5 დაამარცხეს და პირველად გახ-დნენ ჩემპიონები.

ფინალურ შეხვედრაში, 19 წლის მერი არაბიძემ ჩინელ შენ იანგს სძლია და გუნდსაც მოაპოვებინა გამარჯვება. მერი არაბიძესთან ერ-თად ჩინეთში ითამაშეს ბელა ხეტე-ნაშვილმა, აღსანიშნავია, რომ ქალ-თა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2007 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოს ნაკრებისთვის საუკე-თესო შედეგად აქამდე 2013 წელს, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დაკავე-

ბული მესამე ადგილი ითვლებოდა.“ჩვენ გუნდის ლიდერის ნანა

ძაგნიძის გარეშე ვითამაშეთ. თავი-დან ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის საუკეთესო სამეულში მოხვედრა კარგი შედეგი იქნებოდა, მთავარი მწვრთნელის დიდი დამსახურე-ბაა, რომ ნაკრებმა ეს გამარჯვება მოიპოვა,“ - განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სა-ქართველოს ქალთა ნაკრების მეხუ-თე უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა: 1992, 1994, 1996 და 2008 წლებში ჩვენმა გუნდმა ოლიმპიადა მოიგო.

მსოფლიო ჩემპიონი პირველად

"სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში”

თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტი “სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში” რუს-თაველის თეატრში გაიხსნა,სადაც თეატრის მუზეუმში დაცული რო-ბერტ სტურუას შექსპირული დადგ-მების ისტორიული მასალებისა და უნიკალური ექსპონატების გამო-ფენა გაიმართა.პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინტელექ-ტუალურ განვითარებას.პროექტში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს მოუწევთ,როგორც შექსპირის ტექს-ტების ,ასევე თეატრალური დად-გმების შესწავლა და შემდგომში კვლევა.პროექტის ფარგლებში მოს-

წავლეებს ლექციებს წაუკითხავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავ-რიატის წარჩინებული სტუდენტები.ახალგაზრდები რეჟისორ ,რობერტ სტურუასაც,შეხვდებიან.პროექტის დასასრულს კი,მოსწავლეებს ესეს დაწერა დაევალებათ,სადაც მათ სტურუას შექსპირის სამყაროში ასა-ხული თემებიდან,მათთვის საინ-ტერესოზე უნდა გაამახვილონ ყუ-რადღება. პროექტი 9 ივნისამდე გაგრძელდება.

მარიამ ბერიაშვილი

ნინი გელაშვილი მაია ჯიმშიტაშვილი

Page 4: SEE MORE - Newspaper

6 7

ბოლო რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოების გულისტკივილი და ემოციური შეფასებები თვალშისაცემი გახდა სირიაში მიმდინარე მოვლე-ნებზე, კერძოდ კი, იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ასურელი მოსახ-ლეობა დგას. სოციალურ ქსელში და მედიაში განსაკუთრებული ყურადღე-ბა ექცევა ვიდეოებს, რომლებშიც იქ მცხოვრები ბავშვები დახმარებას ით-ხოვენ. ინტერნეტსივრცეში შეიქმნა პეტიცია სახელწოდებით - „საქართ-ველომ შეინახოს ასურელი ოჯახები“. აღნიშნულთან დაკავშირებით განც-ხადება გააკეთა დიასპორის საკით-ხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ,საქართველოშიმცხოვრე-ბასირიელებთანშეხვედრისშემდეგ. მინისტრი ამბობს, რომ 500-მდე ქარ-თულიოჯახი მზადაა, ასურელი ბავშ-ვი იშვილოს.

”აისისი” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები თავად იღებენ კად-რებს, აფორმებენ მუსიკალურად და წარმოუდგენელ სისასტიკეს ასა-ჯაროვებენ. განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ეროვნებისა თუ აღმსა-რებლობისა, ხოცავენ ადამიანებს. ბავშვებს ოჯახი სწევრების თვალწინ დანით აჭრიან თავებს. ისინი განსა-კუთრებულ სისასტიკეს იჩენენ ასირი-ელების მიმართ.

რამდენიმე ვიდეოში ქრისტიანებს სარწმუნოების შეცვლას სთხოვენ, უარისშემთხვეაში დაუნდობლად ხოცავენ. გამოქვეყნებული ვიდეო-ებიდან საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს ბავშვებმა, რომლებიც დახ-მარებას ითხოვენ. მსგავსი ინფორმა-ცია ყოველდღიურდ აღწევს საქარ-თველოში მცხოვრები ასირიელების ყურამდე, რომლებიც მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში სულ 4 ათასამდე ასირიელი ცხოვრობს. წერა-კითხვის უცოდინრობის მიუხედავად, მათ ასი-რიული ენა ზეპირსიტყვიერად შემო-ინახეს. წმინდა წერილების მიხედვით, მაცხოვარი არამეულადსაუბრობდა, ამიტომ უწოდებენ ამ ენას უფლისას. ენის შესანარჩუნებლად ოჯახებში ერ-თმანეთს ასირიულად ესაუბრებიან. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანამემა-

მულეებთან სოციალური ქსელების საშულებით ურთიერთობენ.

„ისლამური სახელმწიფო“ - ეს არის მოვლენა, რომელსაც ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციაში ნო-მერ პირველი საფრთხის სტატუსი მი-ენიჭა, რაც გაერომაც გაიზიარა. მას რამდენიმე სახელი აქვს - „ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწი-ფო“, „არაბული ხალიფატი“, „ISIS“, „ISIL“. როგორც ექსპერტები მიიჩ-ნევენ, „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაში და გაძლიერებაში შეერთებული შტატების წვლილი-ცაა, რომელიც საკმაოდ სერიოზული დაფინანსებითა და გამალებულიშე-იარაღებით ეხმარებოდა იმ ამბოხე-

ბულებსადაც გაურკვეველი წარმო-შობის ტერორისტებს, რომლებსაც მისთვის არასასურველი რეჟიმების წინააღმდეგ იყენებდა, დღეს კი გაძ-ლიერებულმა ტერორისტულმა დაჯ-გუფებებმა სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ტერორისტული დაჯგუფების ასეთ გაძლიერებას ხელი შეუწყო ერაყის ომმა და სადამ ჰუსეინის ხელისუფ-

ლების განადგურებამ, რადგან ახა-ლი ხელისუფლების ჩამოყალიბება არცისეადვილი აღმოჩნდა და ასეთმა ორგანიზებულმა სამხედრო დაჯგუ-ფებამ სწრაფად შეძლო დიდი ტერი-ტორიის დაკავება. ისლამური სახელ-მწიფოს წინამორბედი ორგანიზაციის სახელი იყო „ალ-ქაიდაერაყში“. ეს ორგანიზაცია დააფუძნა მოჯაჰედინ-მა, წარმოშობით იორდანელმა აბუ მუსაბალ-ზარქავიმ, ერაყში ამერიკუ-ლი ინტერვენციისთვის წინააღმდე-გობის გაწევისმიზნით. ყველაზე დიდ წარმატებას ჯგუფმა 2014 წელს მიაღ-წია, როცა დომინოსპრინცი პითიმ აიღო სხვადასხვა ქალაქები ერაყში.

ისლამისტურმა დაჯგუფებამ ხალი-ფატი სშექმნის შესახებ 2014 წელს გამოაცხადა. მათ ღიად განაცხადეს, რომ მთლიანად გეგმავენ ერაყისა და სირიისტერიტორიების დაკავებას, სამომავლო პერსპექტივაში კი ლი-ბანის, პალესტინის, იორდანიის და სხვა მიმდებარე ქვეყნების დაკავებას, ასევე, კავკასიის გათავისუფლებასაც (ანუ, ორგანიზაციის მიზანი ხმელთა-შუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე ისტორიული ხალიფატის აღდგე-ნაა). ასე რომ, ხალიფატი არა მარ-ტო გლობალურ, არამედ დიდ რე-გიონალურ საფრთხეებსაც შეიცავს. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრ-ძოლებიძირითადად სუნიტები არიან, რომლებიც ორ შიიტურ ხელისუფ-ლებას ებრძვიან სირიასა და ერაყ-ში. მათ უკვე, ფაქტობრივად, მთელი ერაყი და სირიის დაახლოებით 70% აქვთ დაკავებული.

გაერომ შეძლებისდაგვარად დახ-

მარება გაუწია ასურელ მოსახლე-ობას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყ-ნები კი სოლიდარობას უცხადებენ დაღუპული ოჯახის წევრებს,მათ შო-რისაა საქართველოც. 19 აპრილს თბილისში გაიმართა ასურელი ქრის-ტიანების მხარდამჭერი აქცია.

აქციის მთავარიგზავნილია, დაიგ-მოს ის ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც დღეს სირიაში ხდება. აქციაზე სქიმ-არქიმანდრიტ სერაფი-

მემ განაცხადა,რომ ასურელი ქრის-ტიანები ვიდეოებს ხშირად უგზავ-ნიან და დახმარებას სთხოვენ. „მე და არა მარტო მე, ვიღებ სირიიდან ვიდეოებს, რომლებშიც ასურელი ქრისტიანები ითხოვენ დახმარებას, შველას. ამ გენოციდისშესახებ მსოფ-ლიოში მასშტაბური აქციები იმარ-თება. ამ ქვეყნებს საქართველოც შეუერთდა. მე არ ვფიქრობ, რომ მუსლიმანური სარწმუნოება ქადაგებს იმას, რომ წადი, მოკალი ყველა, რომ სამოთხის გასაღები დაიჭირო ხელში,,ბავშვებსხოცავენ... ქრისტეს რჯულისთვის იდევნებიან. მუსულმა-ნობა ამას არ ქადაგებს. ესენი რა-საც აკეთებენ, ეს არის ტერორიზმი. ყველა ასირიული ეკლესია არის განადგურებული. მძევლად აიყვანეს დედები. ჯერ მღვდელს ესროლეს, შემდეგ კი, დიაკონს პირდაპირ წმინ-და ტრაპეზთან და დანარჩენ იმრევ-ლი, ვინციქიდგა, ყველა დაცხრილეს დაწყებული ბავშვიდან, დამთავრებუ-ლი მოხუცებამდე. რა ჰქვია ამას, თუ ეს არ არის ქრისტიანთა გენოციდი“, - ამბობს მამა სერაფიმე.

ჟურნალისტი თამარ კიკაჩეიშ-ვილი კი ასირიელთა გენოციდზე ამბობს,რომ ეს ფაქტი ხანგრძლივია და მსოფლიომ ჯერაც ვერ შეძლო კონფლიქტის მოგვარება. აღნიშნულ-მა მოვლენებმა სირიაში ჟურნალის-ტების მუშაობაც შეზღუდა. ქალბა-ტონი თამარი არ აკეთებს აქცენტებს მხოლოდ ქრისტიან ბავშვებზე, რად-გან სირიაში მხოლოდ ქრისტიანებს არ ხოცავენ,მათ შორის არიან ქურ-თებიც. ამბობს,რომ სახელწიფოს პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრე-ბოდეს რელიგიური პრიორიტეტების მიხედვით და იდეალური შემთხვევა იქნება თუ დავაკმაყოფილებთ და-ზარალებულ ოჯახებს და მივიღებთ საქართველოში ჩვენი რესურსების შესაბამისად,მაგრამ ეს მხოლოდ სახელწიფოს გადასაწყვეტია. „დახ-მარება არ იქნება სწორი მხოლოდ ქრისტიან ადამიანებზე და ეს გადა-წყვეტილება უნდა იყოს ყველანაირი რელიგიური კონტექსტიდან თავი-სუფალი. ჩვენ არ ვეხმარებით მხო-ლოდ მუსულმანებს, ქრისტიანებს, ზოგადად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც კონფლიქ-ტის დროს დაზარალდა და ზოგა-დად, საზოგადოების დამოკიდებუ-ლება ტერორიზმის მიმართ უნდა იყოს მკაცრი“.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სრულიად ახალი მოვლენაა ტერორიზმის ის-ტორიაში. თუ აქამდე ტერორისტები დამოუკიდებელი ორგანიზაციის სა-ხელით მოქმედებდნენ და ახორცი-ელებდნენ ტერორს საკუთარი მიზ-ნების მისაღწევად, დღეს ისინი, უკვე სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრო-ცესში არიან. ათობით მილიარდი დოლარისა და ათასობით მებრძო-ლის ფონზე. სადამდეგაგრძელდება მათი ამბიციები, რთულისათქმელია.

ტერორიზმს არ აქვს რელიგია

ინკლუზიური განათლების პროგ-რამა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საჯარო სკო-ლებში განათლების მიღების საშუ-ალება თანატოლების გარემოც-ვაში. ერთხმად ვაღიარებთ, რომ მიუხედავად განსხვავებული სქე-სის, ფიზიკური თუ გონებრივი შე-საძლობლობისა, ჩვენ თანასწორი უფლებებით დავიბადეთ, მაგრამ, რეალურად, შეზღუდული შესაძ-ლებლობების ადამიანები დიდხანს იყვნენ საზოგადოებისგან გარი-ყულები. ადაპტირებული სკოლე-ბის არარსებობის გამო, მათ არ ჰქონდათ თანატოლებთან ერთად სწავლის საშუალება, ამიტომ ვერ იყენებდნენ თავიანთ უფლებას, მიეღოთ სრულფასოვანი განათ-ლება. დღეს უკვე დაწყებულია სსსმ პირებისთვის განკუთვნილი სასწავ-ლო რეფორმის გატარება.

ამ რეფორმის განხორციელე-ბა სკოლებში 2006 წელს დაიწყო და უკვე საქართველოს 200-მდე სკოლაში ხორციელდება. განათ-ლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ბრძანებით, ინკ-ლუზიური განათლება ყველა სკო-ლაში ფუნქციონირებს, მაგრამ მი-უხედავად იმისა, რომ სამინისტრომ სკოლებში სპეცსასწავლებლის შტატები დაუშვა, რომლებიც რე-სურს ოთახების საჭიროებას ავტო-მატურად გულისხმობს, დღეს სკო-ლების უმრავლესობა მაინც მზად არაა, მიიღოს სსსმ მქონე ბავშვები. ამისთვის არ არის პანდუსები, ადაპ-ტირებული საპირფარეშოები, ასევე თვალსაჩინოებები და სხვადასხვა შიდა მოწყობილობა, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არის აუცილებელი.

რუსთავის მე-18 სკოლაში დღეს 15 სპეციალური საგანმანათლებ-ლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს. მათ ერთი ფსიქოლოგი და ერთი სპეცპედაგოგი ხელმძღ-

ვანელობს. სკოლის ფსიქოლოგის თქმით, რაც უფრო მეტი სსსმ მოს-წავლე არის სკოლაში, პედაგოგე-ბის მით უფრო მეტი შტატი იქნე-ბა დაშვებული. ყოველ ექვს სსსმ პირზე ერთი სპეცპედაგოგია გათ-ვლილი. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინე-ბული პროგრამა ყველა მოსწავ-ლეზე ინდივიდუალურად არის მო-დიფიცირებული.

„ჩვენ აკომოდაციას ვუკეთებთ თითოეული ბავშვის უნარ-ჩვევებს. მაგალითად, გვყავს ერთერთი მოსწავლე, რომელსაც მხოლოდ ერთი თითით შეუძლია მოქმედების შესრულება. შესაბამისად, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და მას ვასწავ-ლეთ კომპიუტერზე ბეჭდვა. დღეს ის კომპიუტერით ასრულებს საში-ნაო დავალებებს. ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ვმუ-შაობთ ბავშვებთან და მთავარი სა-მუშაო სწორედ ის არის, რომ მოს-წავლეში ვიპოვოთ ძლიერი მხარე და ამის გამოყენებით გავაძლი-ეროთ მისი სისუსტეები,“ - აღნიშ-ნავს ფსიქოლოგი რუსუდან ქურას-ბედიანი.

ამავე სკოლის დირექტორი ნატო ჯავახიშვილი ამბობს, რომ საზოგა-დოების დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იცვლება, რაც ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების განვითარე-ბას და ჩვენი ქვეყანის დემოკრა-ტიულ სტანდარტებთან მიახლო-ვებას: „ადრე თუ საზოგადოების მხრიდან იყო პროტესტი იმის გამო, რომ მშობლებს არ სურდათ მათ შვილებს სსსმ ბავშვების გვერდით ესწავლათ, ეს შეხედულება დღეს უკვე შეცვლილია. საზოგადოების პროგრესულ აზროვნებაში ინკ-ლუზიური განათლების რეფორმის გატარებამ უდიდესი წვლილი შე-იტანა, მაგრამ ის ჯერ კიდევ დასახ-ვეწია და მომავალში უკეთესობის-კენ შეიცვლება“.

„უკვე მე-3 წელია, რაც ნიკა სპეცი-

ალიზირებული სასწავლებლიდან საჯარო სკოლაში გადავიყვანე. ის დღეს უკვე მე-9 კლასის მოსწავ-ლეა. თავიდან იყო რაღაც დაბრ-კოლებები – ბავშვს ეგონა,რომ დასცინებდნენ, თავის მეგობრად არ მიიღებდნენ. მეც ვნერვიულობ-დი. ვღელავდი, რომ ის უფრო მეტად არ დათრგუნულიყო გან-სხვავებული შესაძლებლობების ბავშვებს რომ შეხვდებოდა, მაგ-რამ დღეს, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ნიკას ეს კომპლექსი მოხსნილი აქვს და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ვატ-ყობ, ჩემი შვილი უფრო მეტად გან-ვითარდა, შეიძინა ახალი მეგობ-რები და უფრო მეტად დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი,“- აღნიშნავს ერთერთი მოსწავლის მშობელი მანანა ჭკუასელი.

სსსმ ბავშვების მშობლებთან საუბრისას გაირკვა, რომ მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა მოდი-ფიცირებული სკოლების საცხოვ-რებელი ადგილიდან შორს მდე-ბარეობაა. მათ დასახლებასთან ახლოს მდებარე სკოლები არ არის აღჭურვილი სპეციალური ინვენტა-რით, რის გამოც ყოველ დილით არც თუ ისე პატარა მანძლის გავ-ლა უწევთ. ეს დისკომფორტს უქმ-ნის ბავშვებს, რადგან ზოგიერთი მათგანი ეტლით გადაადგილდება და ქალაქში პანდუსების უქონლო-ბის გამო მოძრაობა უჭირთ. მიუხე-დავად ამ პრობლემისა, ისინი და-დებითად აფასებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წამოწყებულ პროგრამას და აღ-ნიშნავენ, რომ ეს პროცესი უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო, რად-გან ყველა ბავშვს აქვს სწავლის უფლება. ისინი იმედოვნებენ, რომ ნელ-ნელა ყველა სკოლა იქნება მზად მიიღოს სპეციალური საგან-მანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

ინკლუზიური განათლების პროგ-რამა პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე უწყვეტი და ხარისხიანი განათლების უზ-რუნველყოფასაც ითვალისწინებს. პროფესიული განათლების სისტე-მაში ინკლუზიური განათლების და-ნერგვა ნიშნავს, რომ სსსმ პირებს მიეცეთ უფლება და საშუალება, რომ დაეუფლონ მათთვის საინტე-რესო პროფესიას, რათა შემდგომ-ში დასაქმდნენ და თითოეულმა მათგანმა საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიკავოს.

დავითი 21 წლის არის და სსიპ პროფესიულ კოლეჯ “მოდუსის“ სტუდენტია. ის ზეინკალ-სანტექ-ნიკოსის პროფესიას ეუფლება. „მიუხედავად ძალიან დიდი სურ-ვილისა, 2013 წლამდე მე არ მქონ-და საშუალება მესწავლა ის, რაც მაინტერესებდა. დღეს ეს უკვე შე-მიძლია. ვფიქრობ, რომ მთავრობა ბევრს მუშაობს, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გათანაბრება უზრუნველყოს და

ხელი შეუწყოს მათ ადაპტაციას სა-ზოგადოებაში.

„მე ბევრად კარგად ვგრძნობ თავს. თუ რამდენიმე წლის წინ თავი უფუნქციო მეგონა, ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი ხელსაქმით შეიძლება ვიღაცას დახმარების ხელი გავუ-წოდო ,“- ამბობს სტუდენტი დავით დათუაშვილი.

ივანე ჯავახიშვილის სახელო-ბის თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტში ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. პანდუსები უნივერსიტეტის 4 კორ-პუსშია დამონტაჟებული. შსს პი-რებს კი ელექტრო ლიფტით გადა-ადგილების საშუალება მხოლოდ პირველ კორპუსსა და მეათე (მაღ-ლივი) კორპუსში აქვთ. წელიწად-ნახევრის წინ, პროექტის ფარგლებ-ში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყო სპეციალური კუთხე, სადაც მხედველობის პრობლემების მქო-ნე სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ სპეციალური კომპი-უტერითა და პრინტერით. შოთა რუსთაველის სახელობის ცენტ-რალური სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელმა ხათუნა ჩუგოშ-ვილმა აღნიშნა, რომ დაინტერე-სება დიდი არაა. კომპიუტერების დამონტაჟების შემდეგ ბიბლიოთე-კაში მოეწყო პრეზენტაცია, სადაც მოიწვიეს სკოლის მოსწავლეებიც, მაგრამ ამ კომპიუტერებს არავინ იყენებდა. თვე-ნახევრის წინ მათ-თან მივიდა იურიდიული ფაკულ-ტეტის სტუდენტი, რომელსაც ამ კომპიუტერის გამოყენება სურდა, მაგრამ ინგლისურენოვანი პროგ-რამის გამო ის ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ უნივერსიტეტმა თანხა გამოჰყო და დღეს კომპიუტერებ-ში ქართულენოვანი პროგრამებია ჩატვირთული. პროგრამებზე მუშა-ობა ამა წლის 29 მარტს დასრულ-და.

„ახლა გვაქვს ყველანაირი პროგრამა, რაც კი უსინათლო ადა-მიანებს სჭირდებათ. გვაქვს ქართუ-ლენოვანი პრინტერი და სკანერი, რომელიც მხოლოდ ინგლისურე-ნოვან ტექსტს ხედავს. ყველა მო-ქალაქეს ვიწვევთ ჩვენს გარემოში, სადაც გვაქვს ყველანაირი პირობა, რომ მათ კომფორტულად იგრძ-ნონ თავი და, ამასთან ერთად, თუ რამე შენიშნვნები ექნებათ, უნივერ-სიტეტი მზადაა, რომ ყველაფერი მათი მოთხოვნების შესაბამისად გამოასწოროს,“ – განაცხადა ხათუ-ნა ჩუგოშვილმა.

ინკლუზიური განათლების პროგ-რამა სკოლებში 2006 წელს დაიწყო და მისი დახვეწა დღემდე მიმდი-ნარეობს. 2013 წელს ამ პროგრა-მაში პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიც ჩაერთვნენ. სა-მომავლო გეგმები და რეფორმები კი სსსმ პირების დასაქმებას უკავ-შირდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ინკლუზიური განათლების პროგრამა საქართველოში

სოფო წითლანაძე

საზოგადოება საზოგადოება

მარიამ მეტრეველი

Page 5: SEE MORE - Newspaper

8 9

ოთხსართულიანი ყვითელი ფე-რის კერძო სახლი, გარაჟით და დიდი ეზოთი, კარგ, მზიან ამინდ-ში მყუდროდ გამოიყურება. ეზოში ორი ჯიშიანი ძაღლი აბია. სახლის კარი ღიაა, ქალბატონი თინათინი შემოსასვლელში მეგებება. ის შავებ-შია გამოწყობილი. სახლში სიჩუმეა, იქვე დივანზე ბავშვი ზის თავისთვის გართულია თოჯინებთან საუბრით. ბიბლიოთეკის ოთახში შევედით, იქ პატარა გოგონა წითელკოპლებიან კაბაში კომპიუტერთან ზის და რაღა-ცას თამაშობს. ქალბატონი თინათინი მას სიტყვა “დედათი” მიმართავს და სთხოვს ხმას ჩაუწიოს. როგორც კი სახლში შედიხარ წინ ორი კიბეა ქვე-მოთ და ზემოთ მიმავალი. ქვემოთ საკმაოდ დიდი სატრაპეზოა, უკანა ეზოში გასასვლელი კარით. მესამე სართულზე ერთი კედელი სალო-ცავებს უჭირავს. იქვეა ტყავის დივა-ნი და ორი სავარძელი. სამი ოთახი საწოლებით. ერთ-ერთ ოთახში აივა-ნია, საიდანაც სხვა, აგარაკის ტიპის სახლები ჩანს. ეზო ახალი გაკეთე-ბული ჰქონიათ. მეოთხე სართული ბავშვებისთვის განკუთვნლი სათა-მაშო ოთახია: ბარბის სახლი, დიდი დათუნია, მანქანები და სათამაშოები. ამ ოთახში ბავშვები ერთამანეთთან თამაშში ატარებენ დროს. საერთო გასაჭირში მყოფნი, საერთო დაავა-დებით, გაერთიანებულნი არიან ამ პატარა ოჯახში, სადაც მათ ჰყავთ მე-ორე დედა, რომელიც მათზე მთელი გულით ზრუნავს. ეს საერთო სახლი ეხმარება მათ ფსიქოლოგიურად და ფინანსურად დაძლიონ თავიანთი დაავადება. ქალბატონი თინათინი ამბობს: “ფონდი არის ოჯახი. რო-გორც ოჯახი ზრუნავს კონკრეტულ ერთ შვილზე, ვისაც განსაცდელი მოევლინება და დადგება ცხოვრე-ბაში ის მომენტი, როდესაც დაუდ-გენენ ავთვისებიან სიმსივნეს ბავშვს,

და ოჯახი მთლიანად გადართულია მის დასახმარებლად. ასე ვზრუნავთ ყველა იმ ბავშვზე, ვინც მოხვდება ჩვენთან. ვზრუნავთ, ისევე როგორც ვზრუნავდით მამა ანდრიაზე.”

ფონდს აქვს თავისი ანგარიშის ნომერი, სადაც უბრალო ადამიანე-ბი რიცხავენ თანხებს. ეს თანხები მთლიანად მკურნალობას ხმარდება. ერთადერთი შემოსავალი ანგარიშ-ზე ჩარიცხული და საქველმოქმედო საღამოებზე შემოწირული თანხებია. ისინი ვინც საზოგადოებრივ ტრანს-პორტში და ქუჩაში ყუთებით დადიან “ბერია ანდრიას ფონდის” სახელით, ჩვეულებრივი თვითმარქვიები არიან. ქალბატონი თინათინის თქმით, ასე-თი ყუთებით ძალიან ბევრი დადის ქუჩაში, რისი გაკონტროლებაც უნდა ხდებოდეს. საკრებულოს აქვს დადე-ბული მემორანდუმი, რომელის მი-ხედვითაც, კვებისათვის ყოველთვე 1700 ლარამდე ურიცხავენ ფონდს. ის, ვისაც, საზღვარგარეთ მკურნა-ლობა სჭირდება, ფონდი ვერ ეხ-მარება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა, ამ დროს ფონდი მიმართავს სახელმწი-ფოს. ქალბატონი თინათინი ამბობს რომ თუ, ამ შემთხვევაში, ბავშვი თბილისიდან არის უხარია, რადგან თბილისის მერია ძალიან ეხმარება, და უკვე მისი ორი ბავშვიც კი გაუშ-ვა უცხოეთში სამკურნალოდ. რეგი-ონებში კი გამგეობა მცირედი თანხი-თაც კი არ ეხმარება მათ თუმცა კი შეუძლიათ, მაგრამ თავს იკავებენ. ქალბატონმა თინათინმა მაგალითი მოიყვანა, რომ მისი ერთერთი ბავშვი ,რომელიც კასპის რაიონიდან იყო, ფონდმა იქაურ გამგეობას მიმართა, მაგრამ მას უარი უთხრეს. როდესაც ამ დროს ქუთაისში და საჩხერეში უპრობლემოდ გაუწიეს დახმარება. ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვები, თითო კვირა, კიდევ ცხოვრობენ იქ.

დედა თინათინი მადლობას უხდის მარტინ აბელოვის სახელობის კი-ბოს კვლევის ცენტრს დახმარებისთ-ვის ფინანსურ საკითხებში და ასევე, სხვა ქველმოქმედ ადამიანებს, რომ-ლებიც სულიერად და ფინანსურად უდგანან გვერდში.

ბერი ანდრიას მშობლებმა დასა-ხულ მიზანს მიაღწიეს, ისინი აბედნი-ერებენ ბავშვებს, რომლებიც ნაად-რევ ასაკში საშინელი სენით არიან დაავადებულნი და უწევთ ტკივი-

ლებთან გამკლავება. მათ შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო და საშუალება აქვთ გადაარჩინონ უფრო მეტი პატარა სიცოცხლე.

„ძალიან მეხმარება მამა ანდრია ახლაც, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ მის თანადგომას, მის ჩემთან არსებო-ბას. არამარტო მამა ანდრიასი ,სხვა

გარდაცვლილი ბავშვებიც მუდმი-ვად ჩვენს გვერდში არიან, რაღა-ცებს გვანიშნებენ, როგორც სახარე-ბაში წერია: „ვისაც თვალები აქვს - ვისაც უნდა ნახავს, ვისაც უნდა ვერ ნახავს” -ამბობს ბერი ანდრიას დედა.

ალბათ ბევრმა იცის, რომ თბი-ლისში, დიდ დიღომში, მირიან მე-ფის 23 ნომერში არსებობს ფონდი, რომელიც შეიქმნა ბერი ანდრიას გარდაცვალების შემდეგ, ონკოლი-გიური სენით დაავადებული ბავშ-ვების დასახმარებლად. გარდა-ცვალებამდე, ბერი ანდრია თავად ზრუნავდა ამ ბავშვებზე, დღესასწა-ულებზე თავის პალატაში შემოჰყავ-და, ურიგებდა საჩუქრებს, ლოცავ-და, ესაუბრებოდა. ის ანალოგიური დაავადებით გარდაიცვალა და თავის მშობლებს სთხოვა, მისი გარდაცვალების შემდეგაც ეზრუნათ ამ ბავშვებზე. ბერი ანდრიას დედა, ქალბატონი თინათინი, ოთხი წე-ლია, რაც ამ ფონდს სათავეში უდ-გას. ამ ოთხი წლის განმავლობაში ფონდმა არაერთი ქველმოქმედი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა, ისინი მუდმივად ზრუნავენ ბავშვებ-ზე: დაჰყავთ ექსკურსიებზე, უწყობენ საქველმოქმედო საღამოებს. ფონ-დის მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს და მათ მშობლებს ამ დაავადებების

დაძლევაში. ბავშვები, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან, აქ ინაზღა-ურებენ ცოდნას. ფონდი ეხმარება მშობლებს დაზღვევის გაკეთებაში და წარმოქმნილი სირთულეების გადა-ლახვაში. იქ მისული მშობლები არ ფიქრობენ არც ფულზე, არც იმაზე რომ ბავშვებს ბევრი რამ აკლია და ვერ უვსებენ ამ დანაკლისს იმის გამო, რომ ძალიან ძვირი და ხანგრძლივია მკურნალობა. აღნიშნული პრობლე-

მის გამო ბევრ რამეზე უწევთ უარის თქმა, ელემენტარულ სურვილებსაც ვერ უსრულებენ თავიანთ შვილებს. ფონდი კი ზრუნავს ბავშვების ცხოვ-რების ხარისხი ამაღლებაზე.

„ამ ბავშვებით გვტკივა...“ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის

მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება - იმუნიზაციის მნიშვნელობის შესა-ხებ ინფორმირებულობის გაზრდა. მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნე-ლობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრ-თელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბი-ურომ 2015 წლის 20 -25 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართ-ველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზა-ციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავა-დებათა კონტროლისა და საზოგა-დოებრივი ჯანმრთელობის ეროვნუ-ლი ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად პრეს-კონფერენცია სლოგანით «აცერი და დაიცავი“ გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ ჯანდაცვის სამინისტ-როს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელო-ბის ეროვნული ცენტრის და მერიის ხელმძღვანელი პირები . ასევე, ჯან-მრთელობის მსოფლიო ორგანიზა-ციის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამერიკის განვითარების სა-აგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონ-დის საქართველოს ოფისის წარმო-მადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები. როგორც ამირან გამყრელიძემ აღ-ნიშნა, აცრა საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მომავალ თაობას მთელი რიგი ინფექციების განვითარებისაგან იცავს. მან საზოგადოებას აცრების კალენდარში ჩახედვისკენ და გამო-ტოვებული აცრების შემთხვევაში,

პოლიკლინიკაში მისვლისკენ მო-უწოდა.

«საქართველოში ყველა ვაქცინა, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს, უფასო, მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებულია ჯანმრთელო-ბის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, აბსოლუტურად უვნებელია გვერდი-თი მოქმედებების გარეშე და სხვა-დასხვა ინფექციური დაავადების წი-ნააღმდეგ მაღალი დაცვის პროცენტი აქვს», - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

იმუნიზაციის კვირეული ფოკუსი-რებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მარ-თვადი ინფექციები). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცე-მებით, 2013 წელს გარდაიცვალა 5 წლამდე ასაკის 6,3 მლნ ბავშვი, ანუ გარდაცვალების მაჩვენებელი დღე-ში დაახლოებით 17 000-ია. ამას-თან, შემთხვევათა ნახევარზე მეტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ხელმისაწვდომი პრევენციული მეთოდებით.დედაქალაქის საკრე-ბულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადე-ბით, მოსახლეობას აცრების არ უნდა ეშინოდეს. მისივე თქმით, მოსახლე-ობის კულტურის ნაწილი უნდა გახ-დეს, რომ აუცრელი არავინ დარჩეს.

2013 წელს საქართველოში დაიწ-ყო წითელას შემთხვევების მნიშვნე-ლოვანი მატება, რომელმაც ეპიდა-ფეთქების სახე მიიღო დადღემდე გრძელდება. მიმდინარე პერიოდი-სათვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შემთხვევათა რაოდენო-

ბამ 11 ათასს გადაჭარბა, აქედან 4 დასრულდა ლეტალურად. მიუხე-დავად ამისა, საკმაოდ დაბალია მოსახლეობის ინტერესი წითელას საწინაღმდეგო აცრების მიმართ. კერძოდ, ქ თბილისში დამატებითი აცრების კამპანიის ფარგლებში აიც-რა მხოლოდ კონტინგენტის 8,6%; 2000-2013 წლების პერიოდში მსოფ-ლიოში ვაქცინაციის შედეგად წითე-ლათი გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა 75%-ით, 544 200-დან 145 700-მდე. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუ-ნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლე-ობისათვის, მედიისათვის, ჯანდაც-ვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანი-ზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძი-ებები: პრეს-კონფერენციები, საუბრე-ბი მრგვალ მაგიდასთან, სემინარები,

გამოფენები და სხვა. კვირეულს სა-ქართველოც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით.

არავაქცინირებული პირი საფრთ-ხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასე-ვე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.დაავადებათა კონტროლის დეპარ-ტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშ-ვილმა განუცხადა აუცილებელია წითელა-წითურას ვაქცინაცია ერთი წლის ასაკის ბავშვებს ჩაუტარდეს. «მთავრობის განკარგულების შესა-ბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და არის 29 წლამდე ასაკის, წითელა-წითურა-ზე ვაქცინაცია ჩაუტარდება უფასოდ, უფასოა 29 წელს გადაცილებული იმ ადამიანების ვაქცინაციაც, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან. ოფიციალური მონაცემებით, დღე-ისათვის აცრილია 150 ათასამდე ადამიანი.

ნინო მარტიაშვილი

ევროპის იმუნიზაციის კვირეული

სატელევიზიო სივრცე და ქუჩა სარეკლამო კომპანიების საუკეთე-სო სცენაა, ხოლო ფასდაკლებუ-ლი პროდუქცია და ე.წ “SALE”-ები საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვების საუკეთესო გზაა.

მიუხედავად ფასდაკლებული პროდუქციისა და რეკლამების მრავალფეროვნებისა, საზოგა-დოების გარკვეული ნაწილი ვერ სარგებლობს კომპანიებისგან შე-თავაზებული პროდუქციის სიახ-ლით.

მაღალმთიან რეგიონებში, იშ-ვიათად შეხვდებით მაღაზიებს, უკვე მაცხოვრებლებსაც, სადაც მცირე ზომის ჯიხურების მეპატრო-ნეები ქალაქებიდან სოფლებში მიტანილ პროდუქტებს, გზის ხარ-ჯებს უმატებენ. ასეთ სოფლებში დასახლებული მაცხოვრებლების-თვის რეკლამა და ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ

ვიზუალურად აღიქმება. „მახსოვს ფასდაკლება გამო-

ცხადდა შაქარზე, ჯერ ძალიან იყო გაძვირებული და ვიფიქრე ვიყი-დი, გაიაფებულა-მეთქი. მაგრამ აქ რაც მოიტანეს იგივე ფასი ჰქონდა. მიუხედავდა იმისა, რომ ქალაქი-დან შორს არ ვცხოვრობთ, ფასი მაინც მაღალი იყო რეკლამისგან შედარებით. კიდევ იყო ლუდზე, ლიმონათზე. თბილისში ამის გამო რომ ჩავიდე შეიძლება უფრო მეტი დამეხარჯოს გზაში, მაგრამ მაღაზიაში შეძენილიც ძვირია.“- ამბობს 34 წლის ირინე ლილუაშ-ვილი, რომელიც დუშეთის რაიონ-ში ცხოვრობს.

საინტერესოა, არსებობს თუ არა რეგულაციები მაღაზიის მეპატრო-ნეებისათვის, თუმცა არსებული შემთხვევები იმდენად მასშტაბუ-რია ,რომ შეუძლებელია კონტ-როლი.

კომპანია “ნატახტარის“ სა-ზოგადოებასთან ურთიერთო-ბის სუპერვაიზერი ნინო სურმავა განმარტავს: „თუ კეთდება რეკ-ლამა აქციაზე, მაშინ ეს ნათქვა-მია რეკლამაში,პოსტერზე, ზოგ შემთხვევაში ეტიკეტზეც. ჩვენი გა-ყიდვების დეპარტამენტის წარმო-მადგენლები ცდილობენ, რომ ფასი ყველა ობიექტში , საქარ-თველოს ნებისმიერ წერტილში იყოს ერთი და იგივე. ასევე გვაქვს სარეკომენდაციო ფასები, თუმ-ცა ამ ფასებს იმერატიულად ვერ ვაწესებთ.მაგრამ უმეტესწილად პროდუქციას რეკომენდირებუ-ლი ფასები აქვს. საბოლოო ჯამ-ში ფასს ეკონომიკური უხილავი ხელი ადგენს“.

მიუხედავად საქართველოს სადისტრიბუციო კომპანიების და-ბალი ტარიფების, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრი-

რებული ინდ მეწარმეების მომმა-რაგებლები არიან,საქართველოს ტერიტორიაზე არსებობას განაგ-რძობენ ისეთი მაღაზიებიც, რო-მელთა მეპატრონეებიც არ არიან დარეგისტრირებული ინდ.მეწარ-მეებად.პროდუქციაზე ფასები ხე-ლოვნურად მათ მიერ არის გაზ-რდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების რეგულირება ასეთი და-წესებულებების არსებობის შემთხ-ვევაში შეუძლებელია.

ხელოვნურად გაზრდილი ფასები ფასდაკლებულ პროდუქციაზე

ეკონომიკასაზოგადოება

ხატია მიშელაშვილი ლანა ოსიშვილი

Page 6: SEE MORE - Newspaper

10 11კულტურა

1999 წლის 2 ოქტომბერს, მარ-ჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექ-ტაკლის “ART-ხელოვნება“ პრემიერა შედგა, რომელიც ქართველმა რეჟი-სორმა, თემურ ჩხეიძემ, იასმინ რიზას პიესის მიხედვით დადგა. მას შემდეგ 16 წელი გავიდა, თუმცა მაყურებელ-თა აღფრთოვანებას დღესაც ისევე

იწვევს როგორც პრემიერის პირველ დღეს. ამ სპექტაკლში თითქოს ყვე-ლაფერია თავმოყრილი, ბრწყინ-ვალე მსახიობების სამეული, ზურა ყიფშიძის, მიშა გომელაურისა და ალეკო მახარობლიშვილის სახით, საინტერესო ისტორია მეგობრობაზე, ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა ხე-

ლოვნებაზე.სპექტაკლ “ART-ხელოვნებაში”

სასცენო დეკორაციები მინიმალურ დონემდეა დაყვანილი, რაც მას უფრო გენიალურს ხდის, რადგან სპექტაკლზე მისულ მაყურებელს ყურადღება არ გადააქვს არაფერ-ზე, გარდა მსახიობებისა, რომლებიც მთელ სულს დებენ და ბოლომდე იხარჯებიან როლის განსახიერების დროს. სპექტაკლი სამი მეგობრის და ერთი ხელოვნების ნიმუშის ირგვ-ლივ ვითარდება. მამია(ზურა ყიფში-ძე), სერგო (მიშა გომიაშვილი) და ვა-ნიკო (ალეკო მახარობლიძე) მთელი ცხოვრებაა მეგობრობენ. ისინი თამა-მად რომ ვთქვა საუკეთესო მეგობ-რებიც კი არიან, იციან ერთმანეთის დარდიც, გასაჭირიც და კამათითაც იშვიათად კამათობენ, მანამ, სანამ სერგო, რომელიც გიჟდება ხელოვ-ნებაზე და ყველაფერზე რაც მასთა-ნაა დაკავშირებული, იყიდის უზარ-მაზარ ტილოს, რომელიც ერთ-ერთ გამოფენაზე არც თუ ისე დაბალ ფა-სად “ჩაიგდო” ხელში. მეგობართან სტუმრად მისული მამია და მასთან ერთად მაყურებელიც მოუთმენლად ელოდება ხელოვნების ბოლო შე-დევრის ნახვას, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები ცარიელი, თეთრი ტილო აღმოჩნდება. აი აქ კი ჩნდე-ბა უფსკრული მრავალწლიან მე-გობრობას შორის და იწყება კამათი. ორივე თავის სიმართლეშია დარწმუ-ნებული და არც ერთი არ იხევს უკან. ვინც თქვა გემოვნებაზე არ დაობენო, მას ნამდვილად არ ჰქონდა ნანახი

‘’არტ-ხელოვნება’’. სპექტაკლში სამი განსხვავებული

პერსონაჟია წარმოდგენილი, ორი უკიდურესი და ერთი ნეიტრალური, რომელიც ყველაზე მშივიდის შთა-ბეჭდილებას ტოვებს, სხვებთან შედა-რებით, თუმცა სიმშვიდესაც აქვს საზ-ღვარი. ვანიკო, მამიასა და სერგოს შორის განმანეიტრალებლის ფუნქ-ციას ასრულებს, ცდილობს არც ერთს აწყენინოს და ორივეს ემხრობა, რაც უფრო აღრმავებს უფსკრულს მათ შორის. სპექტაკლის მსვლელობისას სამი ყველაზე ახლო ადამიანი გაუც-ხოებას განიცდის. მათი მეგობრობა გამოცდას გადის. წლების განმავ-ლობაში დაგროვებული სათქმელი ერთიანად იფეთქებს და მაყურებელ-თა წინაშე იფრქვევა იუმორით, სარ-კაზმით და სიბრძნით გაჯერებული ხელოვნება.

თუ მეგობრობა ნამდვილია ის ყველანაირ წინააღმდეგობას გაუძ-ლებს და უფრო გაძლიერდება. ჩემი აზრით, ეს იყო რეჟისორის მთავარი სათქმელი, რაც იმდენად სასიამოვ-ნო სანახავია, რომ არც ერთი ასაკის მაყურებელს არ დატოვებს გულგ-რილს. სპექტაკლის ბოლოს აღფ-რთოვანებული აპლოდისმენტები, ერთი ორად უსვამს ხაზს იმას, რომ “ART-ხელოვნება“ აუცილებლად უნდა ნახოთ.

“ART-ხელოვნება“ - სპექტაკლი მეგობრობაზე

კულტურა

3 მაისს, მსოფლიოს სპორტის ის-ტორიაში, ყველაზე მასშტაბური საქ-ველმოქმედო აქცია კახეთში უკვე მე-ორედ გაიმართა. აქცია ზურგის ტვინის დაავადებულთათვის თანხის გადა-რიცხვას ითვალისწინებს . გარბენში მონაწილეობის მისაღებად წელს 5000 ადამიანი დარეგისტრირდა,რაც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორ-მაგებული მაჩვენებელია.დარეგისტრი-რებული მონაწილიდან 600 -ზე მეტი უცხოელია მსოფლიოს 35 სხვადასხვა ქვეყნიდან. მსოფლიოს მასშტაბით კი მარათონმა ასი ათასობით ადამიანი გააერთიანა.ზუსტად ერთსა და იმავე დროს სტარტი 33-მა ქვეყანამ აიღო. ორგანიზატორების განცხადებით წლე-

ვანდელმა მარათონმა ყოველგვარ მო-ლოდინს გადააჭარბა და აქციაში მონა-წილეობის მსურველების რაოდენობა 5000-მდე გაზარდეს. „ძალიან მიხარია ,რომ ეს დღე შედგა.ბევრი სტუმარი ეწვია საქართველოს ამ ღონისძიების გამო,რაც სასიხარულოა. დღევანდე-ლი ღონისძიება წინა წლისგან მონაწი-ლეების რაოდენობით განსხვავდება. თუ შარშან 3000 მონაწილე გვყავდა, წელს უკვე 5000 ადამიანი ჩაერთო ამ საქველმოქმედო აქციაში.ყველას მინ-და ვუსურვო ჯანმთელობა და წელს ვინც ვერ მოახერხა მონაწილეობის მიღება , მინდა მოვუწოდო ,რომ დღე-იდან დაიწყონ მომზადება , რათა მო-მავალ წელს გავაოთხმაგოთ აქციაში

მონაწილეთა რაოდენობა“.-აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორ-განიზატორმა მაია აზარაშვილმა. საქველმოქმედო აქციაში მოხალისეთა დიდი ჯგუფია გაერთიანებული. ისინი ერთობლივი ძალებით ცდილობენ , დაგეგმილმა ღონისძიებამ, წარმატე-ბულად ჩაიაროს: “როგორც მოხალი-სე წელს უკვე მეორედ ვიღებ ამ საქ-ველმოქმედო აქციაში მონაწილეობას. ვფიქრობ, ახალგაზრდების ჩართულო-ბა ასეთი სახის აქციებში მნიშვნელოვა-ნია. მოხალისეები ვცდილობთ ორგა-ნიზატორებს ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში დავეხმაროთ და ჩვენი წვლილი ამ კუთხით შევიტანოთ ასეთ გლობალური სახის აქციაში“-აღნიშნა სალომე ფაშალიშვილმა. წელს მსოფლიო რბენაში მონაწილე-ების რაოდენობა თითქმის გაორმაგე-ბულია.წინა წელთან შედარებით წელს უფრო დიდი გამოხმაურება მოყვა ამ აქციას. გუჯა ცინცაძემ წელს პირვე-ლად მიიღო მონაწილეობა. „ წელს პირველად ვარ და ვნანობ შარშან რომ არ ჩავერთე აქციაში. თითქ-მის 9 კილომეტრი გავირბინე და ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ . თუმცა ვფიქრობ აქ კილომეტრებზე არაა სა-უბარი და ჩვენ ერთი დიდი კეთილი საქმისთვის ვართ გაერთიანებული. ერთად გვინდა დავეხმაროთ ზურ-გის ტვინით დაავადებულ ადამიანებს.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და მთელს მომსა-ხურე პერსონალს ღონისძიების ასეთი

მაღალი ხარისხსით ჩატარებისთვის.მომავალ წელს აუცილებლად ოჯახ-თან ერთად ვირბენ . მნიშვნელოვანია ვირბინოთ ისეთი ადამიანებისთვის ,ვი-საც ეს არ შეუძლიათ. ჩვენ ამით მათ სიცოცხლეს ვუნარჩუნებთ და აუცილე-ბელია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდეს მათ დასახმარებლად.. საქართველიში წლევანდელი მსოფ-ლიო რბენის გამარჯვებული, კაცების კატეგორიაში ისევ წინა წელს პირველ ადგილზე გასული 33 წლის ანატოლ ოლეინიკოვი გახდა.მან 2014 წლის შედეგი 5 კმ-ით გააუმჯობესა და წელს 57 კმ. გაირბინა, ხოლო ქალების კა-ტეგორიაში კი პირველი ადგილი ნი-დერნადელმა ლინდა ვან ფლიტმა დაიმსახურა, რომელმაც წინა წელს გამარჯვება თავი ქვეყანაში მოიპოვა და წელს კი საქართველოში ჩატა-რებულ მსოფლიო რბენაში სტუმ-რის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. პროექტი საქართველოს სპორტი-სა და ახალგაზრდობისა საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ თბილი-სის მერიის მხარდაჭერით განხორ-ციელდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულიად wings for life-ის ფონდ გადაერიცხება ,რო-მელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანე-ბის სამკურნალოდ ახორციელებს.

მსოფლიო რბენა-ვირბინოთ მათთვის,ვისაც არ შეუძლია

19-დან 26 აპრილის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის საგა-მოფენო დარბაზი დამთვალიერე-ბელს რამდენიმე ღონისძიებას სთა-ვაზობდა. სტუმრების რაოდენობამ კვირის განმავლობაში პიკს მიაღწია.

გამოფენის პირველი სართულზე, მთავარ დარბაზში, წარმოდგენილი იყო ფრანგი ფოტოგრაფის გრეგუარ ელუას ფოტოები, რომლებიც დი-

ზაინერ ჯონ გალიანოს 2004-2010 წლების დეფილეებზეა გადაღებული. გამოფენა სახელწოდებით „ გედის ჩრდილში“ საქართველოში პირვე-ლადაა წარმოდგენილი თბილისის მოდის კვირეულისა და „თბილისის ფოტო ფესტივალ 2015“ -ის პარტ-ნიორობის ფარგლებში. „დიორის“ მოდის სახლის ერთერთი საუკეთე-სო დიზაინერის დეფილეების რეტ-

როსპექტივა მხოლოდ ერთი კვირით ანებივრებდა ქართველ დამთვალი-ერებელს. გრეგუარ ელუა საქართ-ველოში 21 აპრილს ერთი დღით ესტუმრა და გამოფენაზე სტუმრებსაც შეხვდა.

„მოდის ფოტოგრაფია დოკუმენ-ტურისგან მხოლოდ ფასით განსხვავ-დება, ის კომერციულია და ძვირად ფასდება, თუმცა, ვეცადე არც ფასიან ნამუშევრებში დამეკარგა ხედვა და ბანალური გლამურის ნაცვლად, მოდური სამყარო შავ-თეთრ ფერებ-ში დავხატე, “ - განაცხადა გრეგუარ ელუამ გამოფენაზე შეკრებილ სტუმ-რებთან შეხვედრისას.

თბილისის ფოტო ფესტივალის სამხატვრო ხელმძხვანელი ნესტან ნიჟარაძე ამბობს, რომ ეს არის მო-ულოდნელი გამოფენა თბილისური პუბლიკისთვის, რომელიც არ არის განებივრებული მაღალი ხარისხის მოდის ფოტოგრაფიით.

პარალელურად, 23 აპრილს, ამა-ვე საგამოფენო დარბაზის მეორე სართული „ოქროს ფრთა 2015“-ის დაჯილდოვებას დაეთმო. საღამოზე მიწყვეულები იყვნენ ქართული საზო-გადოების ცნობილი სახეები, ჯილ-დოს მფლობელებს ჟურნალისტთა კავშირის თორმეტკაციანი ჟიური არ-ჩევდა, გამარჯვებულები კი გახდნენ ტელეგადაცემა „ექიმების“ წამყვანე-ბი, სერიალ „ტიფლისის“ მონაწილე მსახიობები, მომღერალი ნანი ბრეგ-ვაძე, საგამოძიებო ჟურნალისტი ვახ-ტანგ კომახიძე და „პრაიმ ტაიმის“

რედაქტორი თამარ გორთამაშვილი. ეს „ოქროს ფრთის“ რიგით მეთოთხ-მეტე დაჯილდოვება იყო.

„მომა თბილისის“ პირველი სარ-თულის ორი დარბაზი დაკავებული აქამდე აქვს მხატვარ ომარ ჩხაიძის ნამუშევრებს საერთო სახელწო-დებით „გზა სინათლისა“. როგორც მხატვარი ამბობს, სინათლე არა ფი-ზიკური მოვლენა, არამედ მეტაფიზი-კური სუბსტანციაა, ამიტომ იგი თავს ფერწერაში მეტაფიზიკურ რეალის-ტად მიიჩნევს. მისი ნახატები არ არის აბსტრაქტული, ისინი კონკრეტულია. მხატვარი სინათლეს ფერად გარდა-ქმნის და ამით გადმოგვცემს სათქ-მელს.

„ქართველ მხატვრებს შორის, ომარ ჩხაიძის ნახატები სრულიად ახალი სიტყვის ნიმუშებია, უყურებ ნახატს და ხვდები, რომ ის არაა მარტივი, საკმაოდ რთულია, თუმ-ცა, იმდენად სულიერია რომ მასთან ადვილად მივდივარ და მხოლოდ ხელოვნების ნიმუშად არ აღვიქვამ,“ - ამბობს 27 წლის დამთვალიერებე-ლი ბელა გიგაური.

უნდა დავამატოთ, რომ გამოფენის მეორე და მესამე სართულები მუდ-მივად დათმობილი აქვს ზურაბ წე-რეთლის ნახატებს, მონუმენტებს და მინანქრის ნამუშევრებს, რომლის მონახულებაც ნებისმიერ დროსაა შე-საძლებელი, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით.

ღონისძიებებით დატვირთული კვირა - „მომა თბილისში“

სოფო წითლანაძე

ნინო ნარიანიძე

მაშინ მიისწრაფვოდნენ პეტერ-ბურგისკენ, თერგს გადაღმა, უცხო მხარეში, რათა მიეღოთ ის განათ-ლება, რასაც ვერ ჰპოვებდნენ სამ-შობლოში.

დღეს ისევ მივდივართ, გვინდა სადღაც შორს - შუა ევროპაში, ვოც-ნებობთ, ოკეანის გადაღმა არსებულ უნივერსიტეტებზე - აზიაში? არა, იქ იშვიათად, მხოლოდ, სამოგზა-უროდ... და რატომ გვინდა სულ „იქ“ და რა არ გვაკმაყოფილებს „აქ“ ? რაც უფრო შორსაა, მით უფრო გგო-ნია, რომ კარგია, საუკეთესოა, ყო-ველ შემთხვევაში, შენსას ჯობს და აი, შენც ცდილობ გააკეთო ყველაფერი. თუ მატერიალური შესაძლებლობა ხელს გიწყობს, მაშინ ყველა მიმარ-თულებით გზა უფრო ხსნილი გაქვს.

რატომ ვოცნებობთ მოვხვდეთ ინ-გლისში, საფრანგეთში და არა აქვე, ჩვენს მეზობელ სომხეთში ან აზერ-ბაიჯანში? მეტისმეტად ახლოა ხომ? ის არვის ახსოვს, რომ სომხეთის გა-ნათლების დონე, თურმე, აღემატება საქართველოსას და იქ არსებული უნივერსიტეტების ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ, ოხ, ეს სტერე-ოტიპები... კურიკულუმ ვიტეში, რო-მელიმე შუა ევროპის ქვეყანა უფრო მიმზიდველად ჟღერს, ვიდრე ამიერ-კავკასიის ...

ჰოლივუდური ფილმები კი, უფრო ამძაფრებს სურვილსა და ოცნებას

უცხოეთზე. რეალურად, ჩვენ ვეყრდ-ნობით დაახლოებით წარმოდგენებს, სხვის აზრებს, იმის შესახებ, თუ რა ხდება იმ მიუწვდომლად საოცნებო ადგილას, გვჯერა, რომ შევძლებთ დიდი ხნით ჩვენიანების გარეშე ცხოვ-რებას და არ გაგვიჭირდება ახალ გა-რემოში ადაპტაცია. ეს რაღაცნაირად გაქცევის საშულებაა, იქ ცხოვრება კი თითქოს აუცილებელ ბედნიერებას ან წარმატებას გვიქადის , თუმცა, მონდმებისა და შრომის გარშე არც არაფერი გამოვა.

ნინო, ილიას სახელმწიფო უნი-ვერსიტეტის მეორე კუსრსის სტუდენ-ტია, იგი ჯერ არ ფიქრობს საზღვარ-გარეთ წასვლაზე. თვლის, რომ აქ აუცილებელია სწავლის დასრულება:

„თავიდან კავკასიის მედია სკოლა-ში ვსწავლობდი, შემდეგ მობილობა გავაკეთე ილიაუნიში. ასე ვთქვათ, აქ უფრო ვიპოვნე ჩემი თავი. ამ ეტაპ-ზე ვთვლი, რომ აქ უკეთესია დარ-ჩენა და შემდგომ, ალბათ, გავაგრ-ძელებ მაგისტრატურას ევროპაში... არ მიყვარს, როცა ხაზს უსვამენ თუ რა დაბალი დონეა ჩვენთან და ამაზე გამუდმებით წუწუნებენ. ვთვლი, რომ თუ გინდა სწავლა, არის ამის რესურ-სი, ასე თუ ისე და უნდა გამოიყენო ყველა საშუალება“.

ყველა არსებულიდან გაქცევას ვცდილობთ და არა მის შეცვლას. რა გვაკლია ქართულ უნივერსიტეტებ-

ში? ყველაზე მეტად ეს არის პრაქტი-კა - თეორიულ ცოდნასთან ერთად. უმრავლეს შემთხვევაში, დამქირა-ვებლები რამდენიმეწლიან გამო-ცდილებას ითხოვენ, აქვე გიჩნდება კითხვა - სად უნდა დააგროვო ეს გამოცდილება? პრატქიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა ანუ სტაჟირება, რომელიც ანაზღაურებადია ჩვენს საოცნებო ევ-როპაში, ჩვენთან კი, ენთუზიაზმზე გი-წევს საქმის კეთება ....

ილია, თბილისის სამედიცინო სა-ხელმწიფომ უნივერსიტეტში სწავ-ლობს მეოთხე კურსზე , ქირურგობა უნდა : „ ჩემი პროფესიის დაუფ-ლებას დიდი დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, ვისურვებდი წასვლას იქ სადაც უფრო განვითარებული და დახვეწილი სასწავლო სისტემა აქვთ,ლაბორატორიები კი ბევრად კეთილ მოწყობილი . ასე მგონია უცხოეთში , გინდა ევროპა ან ამე-რიკა , უფრო ბევრი ხელშეწყობაა. მეორე წელია ვსწავლობ ინგლი-სურს, ჩემით, შორეულ პერსპექტივა-ში მინდა წავიდე ოღონდ აუცილებ-ლად დავბრუნდები. ჩემი ძმაკაცია ამერიკაში ისეთებს მიყვება რატომ არ მოგინდება(იცინის) „ -ამბობს 21 წლის ილია .

დაახლოებით ასე გამოიყურება სურათი ჩვენთან არსებული მდგომა-რეობისა - ყველას თუ არა , ურავ-ლესობას სურს წასვლა . კითხვაზე

- „ რატომ ? “ - უჭირთ გაგცენ სწო-რად არგუმენტრიებული პასუხი , ძი-რითადად , რაღაც შეხედულებებსა და მონაყოლებს იშველიებენ . ..

ანანო ჯერ მეთორმეტე კლასსშია , წელს ამთავრებს ,აირჩია უნივერ-სიტეტები , მაგრამ არა თავისი სურ-ვილით , დედა „დაეხმარა“ ძირითა-დად - „ შეიძლება ანომალიურად ჟღერდეს , მაგრამ აი სულ უცხოეთში წასვლაზე ვცონებობდი და დღემდე ასეა . იქ მინდოდა სადმე სწავლის გაგრძელება , მაგრამ ოჯახი არ მიშ-ვებს, მაგისტატურაზე წადიო. იცი რა-ტომ მინდა ? აი , რაღაც , რომ გინ-და რა გულით შიგნიდან . სულ ასე ვიყავი , ცოტა უცნაურად აღვწერე ... უბრალოდ მინდა რა.. „ - გვიყვება 18 წლის ანანო.

მთავარი ამ წასვლაში თავის დრო-ზე დაბრუნებაა და ცოდნის დაგრო-ვება , რომელიც ქვეყნის განვითა-რების ეტაპზე უნდა გამოიყენო და მოახმარო მას . ამის გააზრება და გა-ხორციელება ერთად ძნელი წარმო-სადგენია , მათთვის ვინც ახლა მხო-ლოდ უცხოეთზე ფიქრობს . რაც უფრო მეტს ვისწავლით განვითარე-ბული ქვეყნებისგან, ეს მით უფრო დასაფასებელი და საყურადღებოა , მაგრამ ბოლოს ვისი გორისანი ვართ ვერ და არ უნდა დავივიწყოთ ...

„რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები .... „ ანუ რატომ გვინდა ევროპაში სწავლა...

სალომე ქეშელაშვილითამარ ლიპარტელიანი

Page 7: SEE MORE - Newspaper

12 13

თქვენ, ალბათ შეხვედრილხართ მარიამს, შესაძლოა ყოველდღი-ურად საერთო ტრანსპორტითაც მგზავრობთ, მაგრამ არ გახსოვთ. დიახ, მასში ერთი შეხედვით გან-საკუთრებული არაფერია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. ამბო-ბენ, მასისგან განსხვავებულ ინდი-ვიდებს თვალის ერთი შევლებითაც აღმოაჩენო, მარიამი კი ან გამო-ნაკლისია ან საკუთარ ორიგინა-ლურობას ოსტატურად მალავს. თქვენს მიერ გადასაყრელად გამზა-დებული ნივთებისგან ის ხელოვნე-ბის ნიმუშებს, ბრინჯის მარცვლების-

გან კი ადამიანისეულ სახეებს ქმნის. თავის პირველ ნამუშევრად თევზის ფხისა და გუაშით შექმნილი „სასა-ცილო კაცის“ პორტრეტი მიაჩნია. სპილენძით ხატვა კი სპონტანურად დაიწყო: „სახლში ძველი მავთულე-ბი ვიპოვნე და ვიფიქრე მათი ნახატის კონტურებზე დაწეპებით საინტერესო შედეგს მივიღებდი“. ცნობისმოყვარე-ობით დაწყებული ჰობი უკვე მესამე წელია გრძელდება და ათეულობით ნამუშევარს ითვლის. მის ნაცნობ-მე-გობრებს კი სპილენძის ნებისმიერი

ნატეხი ნაგავსაყრელის ნაცვლად ახლა უკვე მარიამთან მიაქვთ. ამბობს, რომ ხატვა უყვარს, მაგრამ ეს მისი ძლიერი მხარე არაა, სპი-ლენძში კი საკუთარი ნიშა და თავის გამოხატვის საუკეთესო გზა იპოვნა. თითოეულ ნახატზე მუშაობისას მი-ღებული სიამოვნების მიუხედავად მუშაობის პროფესი მაინც დამღლე-ლი და შრომატევადია. სახელოს-ნოდ გადაკეთებულ პატარა ოთა-ხი კი ამ მიზეზით არაერთი უძილო ღამის მომსწრე გამხდარა. „დღის საათებში ვერ ვმუშაობ, ამიტომ ძი-რითადად ყველა ნახატს საღამოს

ვაკეთებ და უმეტესწილად ვათე-ნებ კიდეც. ადრე ვცდილობდი რაც შეიძლება ადრე დამესრულებინა ნამუშევარი ახლა თიითოეულ მათ-განს უფრო დიდ დროს ვუთმობ და ყველა დეტალზე დიდხანს ვმუშაობ“ ბოლო მათგანი დიდი ხნის დაიწყო, თუმცა როგორც თავად ამბობს და-სასრულებლად მუზას-სიყვარულს ელოდება. დამთვარიელებელი კი ავტორისეულ დამოკიდებულებას ამ გრძნობის მიმართ ყველა ფო-ტოში შენიშნავს. თბილი ფერები,

აბსტრაქტული სახეები და წყვილე-ბის სიჭარბე, ასე შეიძლება დახა-სიათდეს უბრალო მნახველისათ-ვის მარიამ მელაძის შემოქმედება. ბოლო დროს მოდილიანმა გაიტა-ცა და სპილენძში მისი სამი ნახა-ტიც შეასრულა, ერთ-ერთი მათგანი კი 12 ივლისს, მოდილიანის 132-ე იუბილის აღსანიშნავად გამართულ გამოფენაზე ესტონეთში იქნება წარმოდგენილი. კითხვაზე რატომ ამადეო, პასუხობს რომ მის ნახატებ-შიც არაერთგზის შეხვდებით უპრო-პორციო სახის მქონე ქალბატონებს -სხვა გალაქტიკიდან. ძირითადად

სწორედ აბსტრაქტულ პორტრეტებ-ზე მუშოაბს, მაგრამ მათ იდეებსა და შინაარსზე თავად არ საუბრობს: „ვფიქრობ თითოეულ მნახველს უნდა შეეძლოს საკუთარი ხედვით შე-ხედოს ნახატს და ამოიკითხოს ავტო-რის აზრები, ამიტომ არასდროს ვამ-ბობ თავად მე რა ჩავდე ნამუშევარში“ ავტორის აზრით მისი ნახატები: ახალ-გაზრდა წყვილები, მულატი ქალბა-ტონების სახეები თუ ჭრელი მოზა-იკისგან შექმნილი ყვავილები ზოგს შესაძლოა ბავშვურადაც მოეჩვენოს,

მაგრამ ფაქტია სწორედ ეს „სიმჩატე“ და სილაღე ქმნის მის ხელწერას, რაც მისი შემოქმედების შეძენის მსურ-ველთა რიცხვზეც აისახება. მიუხედა-ვად მსურველებისა ჯერ ჰონორარი ხელოვნებისათვის არ აუღია, საკუ-თარ ნაშრომს მატერიალურად ვერ აფასებს თუმცა მსურველების უარით გასტუმრებაც არ სურს და ნახატე-ბის უმრავლესობა გაჩუქებული აქვს. მომავლის გეგმებზე საუბრისას სა-ხიდან ღიმილი არ შორდება, ცოტა ხნის წინ საკუთარი დიზაინით სამოსის შექმნა დაიწყო და ამ ეტაპზე სრულა-დაა ამ საქმიანობაზე გადართული,

სულ მალე ხატვის ტექნიკის დახვეწა-სა და სპილენძის ნამუშევრების ახა-ლი ეგზემპლიარებით გამდიდრებას აპირებს, რაც სავარაუდოდ პერსო-ნალური გამოფენით დასრულდება. მანამდე კი ბოლო ნახატის დასას-რულებლად მუზა-სიყვარული უნდა იპოვნოს.

თამარ უმფრიანი

Spilen ძ 3D

ნაგავი ჩვენს დედაქალაქში. ან-დაც რატომ მხოლოდ დედაქალაქ-ში?! ნაგავი ჩვენს ქვეყანაში! ჩემთვის თბილისში სანაგვესთან დაგდებული ნაბეღლავის თავსახურის პოლი-ეთინელის გადასაკრავი ისეთივე უარყოფით ემოციებს იწვევს, რო-გორსაც იგი ბათუმის ქუჩებში გამო-იწვევდა. ეს თემა მართლაც, რომ, უკვე გაცვეთილია და ინტერნეტში ძიების შედეგად ასეთ ასობით სტა-ტიას, სვეტს ან ბლოგს იპოვნით. მი-უხედავად ამისა, მე ჩემს 5 თეთრს დავამატებ და სათქმელსაც ვიტყვი: ავიღოთ მაგალითად ავტობუსით მგზავრობა. როდესაც ყვითელჟი-ლეტიანი კონტროლიორები ჩვენ-თვის ჯერ კიდევ ახალი რამ იყო, მგაზვრების უმეტესობა ბილეთს არ იღებდა, მაგრამ დადგა დრო და ამ ყვითელჟილეტიანებს შეემატნენ “City Park“-ის ლურჯჟილეტიანი ინ-კვიზიტორები და შედეგად დღეს ძალიან რთულია უბილეთო მგზავ-რის პოვნა, ან თუ მაინც იპოვნეს, ეს მგაზვრები 5-ლარიან ჯარიმას ვეღარ გაექცევიან. მოკლედ რომ ვთქვათ, წესების გამკაცრებას მოყვა სასრუველი შედეგი. ეს უკვე კარგია, მაგრამ ამას უკვე მეორე პრობლემა

მოსდევს. დავუშვათ კონტროლი-ორი არ შეხვდათ, იდეალურ სამყა-როში მგზავრი გადმოვა და ბილეთს სანაგვეში ჩააგდებს. მაგრამ ჩვენ სამყაროში ეს ბილეთი ან ავტობუს-შივე ვარდება და მგზავრების ბათინ-კების წყალობის ქვეშაა ან ქუჩაშივე, ქართან ერთად მგზავრობას იწყებს. რატომ არ შეიძლება იმ ხალხის და-ჯარიმება, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს სად და რას ანაგვი-ანებს და მერე სოციალურ ქსელებ-ზე ერს ლანძღავს და იმ შორეულ მომავალზე ოცნებობს, როდესაც “ამ ქვეყნიდან წავა’’. ამას წინათ, გადა-ხდის აპარატიდან ტელეფონის ანგა-რიშზე ჩარიცხვა მინდოდა, ჩემს წინ ერთი ქალბატონი იდგა, რომელიც იმავე გადახდის აპარატით სარგებ-ლობდა, ოპერაციის დასრულების შემდეგ მან მიაჭირა ჩეკის მიცემის თანხმობას, მისი გამოსვლისთანავე აიღო და გვერდზე მოისროლა. 100 საყვედური მოვიფიქრე, რომლის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ სად-ღაც 67-ე საყვედურზე ეს ქალი უკვე გამქრალი იყო, ბოლოს კი მე მო-მიწია ამ ჩეკის იმ სანაგვეში ჩაგდე-ბა, რომელიც ზუსტად 8 ნაბიჯში იყო (დავითვალე). ყველას შეგვიძლია

რაღაცის გაკეთება, რომ პრობლე-მა მოვაგვაროთ, აი გინდ ამ აპა-რატების ‘’დამდგმელ-მფლობელ-პატრონებმა ისიც უნდა გათვალონ, რომ გვერდით სპეციალური სანაგვე ურნა იყოს მიმაგრებული, სადაც ჩე-კების გადაყრა მარტივი იქნება. ასე ზედმეტი რამდენიმე ნაბიჯის გადა-დმა არ დაგვჭირდება ურნის მისაგ-ნებად. იმ ქალმაც გაიაზროს ჩეკს რატომ იღებს თუ მაშინვე უნდა გადა-

აგდოს და იმ ქართველმაც გაიაზ-როს, რომ საქართველო, როგორც მათი თქმით ‘’SUCKართველო (‘’წოვს’’-ართველო)’’ ზუსტად ასეთი ხალხის გამო არის. მინდა რომ ქა-ლაქის იერსახე გავალამაზოთ და როგორც მოაზროვნე რასა, წინ წა-ვიწიოთ.

გაცვეთილი თემა - შეუცვლელი პრობლემა

მუშტაედის ბაღი . ეს ის ადგი-ლია, სადაც ჯერ კიდევ ცოცხ-ლობენ ბავშვობის მოგონებები. გახსენდება ძველი ბასტი-ბუბუს სიმღერები და გონება უამრავი ფერად წლებში მომხდარი ამ-ბებით იტენება. ბაღი დროსთან ერთად შეიცვალა . აურას ვერა-ფერი მოუხერხეს, მაგრამ ადგი-ლი ნამდვილად შეცვლილია. თანამედროვე ატრაქციონებმა ჩაანაცვლეს წლებგამოვლილი და გახუნებული წითელი ზარები. დიდი, დანჯღრეული მანქანები და სიცილის ოთახი . თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ჯერ კიდევ კო-მუნისტური ფერების შენობების შორის კახა ბაკურაძე საკუთარი მსახიობების დასთან ერთად ჯა-დოსნურ სამყაროს ააშენებდა. თეატთრის შესასვლელად პატა-რა, გამჭირვალე კარების გაღება

გჭირდება და პირდაპირ ჭრელ ოთახში ხვდები, სადაც შენს ყუ-რადღებას უამრავი დეტალი იპყ-რობს, რისი ინტერესიც კი ოდეს-მე გაგჩენია ყველაფერი ერთად გიტივტივდება გონებაში. იქნება ეს ძველებური საკრავი, ტელეს-კოპი თუ ძველი ფირფიტები. ოთახის სანათის მაგივრად დიდი ტელესკოპური მთვარის ფოტო მთელ ჭერზეა გადატანილი და კოსმიურ სამყაროში გაგდებს. აქ შეიძლება მოისმინო ნამდვი-ლი ჯაზი, ძველი ნიუ-იორკული ქანთრი სტილის კომპოზიციები. სხვა კულტურის მუხტი და სუნი რომ ერთდროულად მოაქვს. შეგიძლია კომფორტულ სავარ-ძელშო მოკალათდე , მოდუნდე და ფილმური სიტუაციით დატკ-ბე. არსებობს მეორე ვარიანთიც, გააგრძელო მოძრაობა თეტრის-კენ და მომდევნო ოთახში შეხ-ვიდე წარმოდგენის სანახავად. ნებისმიერი წარმოდგენა აზრს შეგიცვლის თანამედროვე თეატ-რის , ფიზიკის წესების და მუსიკის სტანდარტული გაგების შესახებ. ეს არის თეატრი, სადაც არ არ-სებობს დოგმები,ჩარჩოები, სცე-ნარი. ტანგოს ერთდროულად ცეკვავენ კედელზე, ჰაერში და მიწაზე. მაყურებელი მთავარი მსახიობი ხდება და ავიწყდება , რომ კარს მიღმა ისევ ნამდვილი სამყაროა, საიდანაც ცოტა ხნის წინ თავისი ნებით შემოვიდა აქ .

კახა ბაკურაძის დასის თითოეულ პერმორმანს საკუთარი სათქმე-ლი მოაქვს მაყურებლამდე. სათ-ქმელი ბევრია ... ისევე როგორც გამოხატვის საშუალება. ამჯერად მაყურებლისთვის მარტრიარ-ქატის შესახებ სურს მოყოლა. ქალური ამბების და ტკივილის მოყოლა. მოყოლა ციდან , სცე-ნიდან და თეატრის კედლები-დან. მუსიკით სიტყვით , ცეკვით და აკრობატულ ნომრებით. ყვე-ლა ხერხით და ყოველი მხრი-დან. უნდა რომ ფიქრის საბაბი

შექმნას. ქალები აალაპარაკოს და მოყვნენ გოგოური, ქალური თუ ოჯახური პრობლემები. მთა-ვარია ყველამ ერთად იმოძრაოს თეატრიკენ . სადაც გველოდე-ბა ჩვენი ყოველდღიური სამყა-როს ალტერნატივა . და მაინც, ვინ წარმოიდგენდა რომ ამდენი ზღაპრული რამ იმალება ერთი შეხედვით ნაცრისფერ სპერო-სებრ შენობაში.

იმოძრავე თეატრისკენ....

ქალაქი ამბობსპროფაილი

რეზო კილაძე

ნინო საბაური

Page 8: SEE MORE - Newspaper

1514

2015 წლის 26 იანვარს, გოგო-ნამ საქართველოდან, ინდოელ ინტერნეტ მეგობარს თავისივე გადაღებული ფოტო გაუგზავნა და საპასუხო სურათიც „ბოლივუდის“ ქვეყნიდან მალევე მიიღო. მე-გობრებს შორის ყოველდღიურად ფოტოების გაცვლით დაწყებული ტრადიცია, დღეს უკვე საინტერესო პროექტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ამ ორი ქვეყნის მსგავსებებსა და თავისებურებებს, კულტურას, ისტორიასა და ამჟა-მინდელ საცხოვრებელ გარემოს. ავტორები ამბობენ, რომ ეს წამო-წყება მათ ერთმანეთის უკეთ გაცნო-ბასა და ფოტოგრაფიის ანა-ბანას სწავლაში დაეხმარათ. ფიქრობენ, მათ ფოტონამუშევრებში განსხვა-ვებული ან ახალი არაფერია, მაგ-რამ დამთვალიერებელი თითოე-ული მათგანის ინდივიდუალურობას აუცილებლად შენიშნავს, რასაც ავ-ტორის თვალის დანახული კონკ-რეტული მოვლენა წარმოადგენს, რომელსაც ათეულობით ადამიანი შეესწრო, მაგრამ კადრში მხოლოდ ერთმა აღბეჭდა. გთავაზობთ ინ-

ტერვიუს პოტოპროექტის ერთ-ერთ ავტორთან:

მოგივყევით თქვენსა და პროექ-ტის თავდაპირველი იდეის შესახებ.

მე ალოკი ვარ, 24 წლის, ინ-დოეთიდან. მსოფლიოს ქვეყნების კულტურითა და ისტორიით ვარ დაინტერესებული, ამიტომაც ვცდი-ლობ ვეკონტაქტო ადამიანების ყვე-ლა კუთხიდან. მიყვარს ფოტოგრა-ფია და მსურს, ახლო მომავალში ჩემი მოგზაურობა მსოფლიოს გარ-შემო ფირზე ავღბეჭდო. რაც შეეხება პროექტს, იდეა ჩემს ქართველ მე-გობარს ეკუთვნის, სიმართლე გით-ხრათ, თავიდან ფოტოს ყოველდ-ღიურად გადაღებას ვეჭვობდი, ჩემი სიზარმაცის გამო, მაგრამ აქამდე არც ერთი დღე გამომიტოვებია.

რა არის პროექტის მთავარი აზრი და რას ემსახურება ის?

თავდაპირველად, სურათების გადაღება მხოლოდ ინფორმაციის გაცვლისათვის დავიწყეთ, გვსურ-და ჩვენი საცხოვრებელი გარემო, ყოველდღიურობა, ტრადიციები და კულტურა ერთმანეთისთვის გაგ-ვეზიარებინა. დროის გასვლასთან ერთად კი, გავაცნობიერეთ, ჩვენი

ნამუშევრების ნახვა სხვებისთვისაც საინტერესო და ინფორმაციული იქნებოდა. ბევრ ფოტოში შეიმჩნე-ვა აშკარა მსგავსება ჩვენს კულტუ-რებს შორის, ზოგში კი, რადიკალუ-რი განსხვავება ჩანს. ასევე ხშირად ვუგზავნიდით ერთმანეთს ერთი ში-ნაარსის ფოტოებს დაუგეგმავად და პროექტის საყვარელი ნაწილიც ჩემ-თვის სწორედ ესაა.

როგორ შეცვალა თქვენი ცხოვ-რება თუ ხედვა ამ წამოწყებამ?

უპირველეს ყოვლისა, ყოველდ-ღიურად უკეთესი ნამუშევრის შექ-მნის სურვილით, ჩემი, როგორც დამწყები ფოტოგრაფის უნარები ბევრად განვითარდა. ჩემი მეგობ-რის ფოტოებმა კი, მსოფლიო სხვა პერსპექტივიდან დამანახა. ჩვენ საკ-მაოდ განსხვავებული ხედვა გვაქვს, ის ყველაფერში დეტალებს ეძებს, ამიტომ, თითოეული მისი ფოტოს ნახვა ჩემთვის ახლის მომცემი იყო. უცნობი საქართველო, დღეს უკვე ჩემთვის ახლობელი და საყვარელი ადგილია, ხშირად გამიცოცხლე-ბია კადრები გონებაში და ძველი თბილისის ქუჩებშიც კი მისეირნია. ამ პროექტის მთავარი შედეგი კი,

ალბათ, მაინც ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება და ერთმანეთის პი-როვნების უკეთ შეცნობაა.

რა გეგმები გაქვთ მომავალში ამასთან დაკავშირებით?

ფოტოების გაყიდვით ფულის შოვნას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, ჩვენ უბრალოდ მოყვა-რულები ვართ, ზედმეტი ამბიციები გარეშე. სინამდვილეში, ამ თემა-ზე ჯერ არ გვისაუბრია, ფოტოების გაცვლას ყოველდღიურად ერთი წელი ვაპირებთ, ვიმედოვნებ ამ დროის განმავლობაში საქართვე-ლოში ჩამოსვლასა და ფოტოების გადაღებას მოვახერხებ, რაც ბევ-რად უფრო საინტერესოს გახდის პროექტს. ყველა გენიალური იდეა საკუთარი თავის გამოხატვისა და ამის საზოგადოებამდე მიტანის სურ-ვილისგან მოდის, ასე რომ, თუკი შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი მე-გობრული წამოწყება ფართო აუდი-ტორიამდე მივიტანოთ, ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. გთავაზობთ რამდენი ფოტოს ქარ-თულ-ინდური ფოტოპროექტიდან.

თბილისი-დელი

ფოტორეპორტაჟი ფოტორეპორტაჟი

28 იანვარი. თბილისი 28 იანვარი. დელი

5 მარტი. თბილისი 5 მარტი. დელი

16 აპრილი. თბილისი 16 აპრილი. დელი

თამარ უმფრიანი

Page 9: SEE MORE - Newspaper

მე რომ დავიბადე... იყო მარტი , და დედაჩემი იყო ისეთი ლამაზი როგორიც მე არასდროს ვიქნები..ბავშვობის წლებიდან ხშირად მახსენდება...ჩემი კაბები, რომლებსაც ახლაც ვინახავ.ბიჭად რომ დავბადებულიყავი...ვიქნებოდი ყველა კაცზე საძაგელი ვისაც ვიცნობვარ.... მშიშარა, ცოტა კატისებურიარ ვარ.... ჩექმებიანი კატა, სამწუხაროდჩემთვის სახლი არის... სიზმარივით, რომელიც შემთხვევით გაწყდა და იქცა რეალობად.ადამიანებში ვეძებ... არა ჩემნაირობასვგრძნობ... სიცარიელესვემალები...ადამიანებსვდარდობ... რომ, არ ვარ ბებიაჩემი რომელიც მოკვდა...მახსოვს , როცა პირველად...შევედი მდინარეშიმაიტერესებს... რას ფიქრობენ სკამებიარ მაინტერესებს... როდის მოკვდებიან ჩემი მეზობლებიბოლოს მუცლის ტკივილამდე ვიცინე როცა... ჩემმა მეგობარმა მითხრა ,რომ შეყვარებულს ვგავარ5 წლის შემდეგ ვიქნები... ცისფერთმიანირომ არა ის რაც ვარ ვიქნებოდი... ქათმების მომშენებელიყოველდღიურად ვკარგავ... სიცოცხლის სურვილს (ზოგჯერ ვპოულობ)მიკვირს როცა... მჯერა, რომ ცოცხალი ვარუარვყოფ... .რაც მითქვამს უცხო ადამიანებთან ჩემს თავზევინახავ... ყველაფერსვიცი, რომ შემიძლია ... გადავხტე პარაშუტის გარეშემეშინია... ყველასი, ვინც მიცნობსვპატიობ... ყველას, ყველაფერსვივიწყებ... ყველაფერს რაც მახსოვს, ჩემი თავის ჩათვლითვიცინი... ხმადაბლაჩემ შემდეგ დარჩება.... სიჩუმე, რომელიც იქნება ხმაურირომ არა საქართველო, დავიბადებოდი... სადმე ჩრდილოეთში , ვიცხოვრებდი თოვლის სახლში და მეყოლებოდა ირმებიმინდა რომ... ზოგჯერ მაინც, ზუსტად ვიცოდე რა მინდავუსმენ... ადამიანებს , რომლებიც ცოტას ლაპარაკობენმიყვარს... ყველა უბედური, ყველა საწყალი, ყველა.. ვინც მოკვდა და არ იცის რომ მოკვდავალამაზებ... სრულიად სამყაროს ჩემი არსებობითდავცინი... ყველა მოცემულობასვიტყუები როცა... ვამბობ, რომ მიყვარს და როცა ვამბობ რომ არ მიყვარს80 წლის ვიქნები... არავის ბებიადა ბოლოს, ვიტყოდი რომ .... სამსახურში ისევ მაგვიანდება

16 ID ბარათი

ნინო საბაური

მთავარი რედაქტორი:

ნინო საბაური

ნომრის რედაქტორი:

შორენა ღვინიანიძე

ტექნიკურ რედაქტორი: ხატია მიშელაშვილი

დამკაბადონებლები: ზურაბ კუპრაშვილი,

ბექა რეხვიაშვილი

სტილისტ კორექტორები:კესო მთავრიშვილი,

მაია ჯიმშიტაშვილი,

ნინო მარტიაშვილი

ხელმძღვანელი:

ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

see more

ლია ლიქოკელი დაიბადა 1986 წლის 6 მარტს.

მისი სადებიუტო წიგნი „დევის ცოლის სიცილი“ 2013 წელს გამოვიდა. ლიამ მონაწილეობა მიიღო ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ ფესტივალში „ინსომნია“, მისი მოთხრობა შესულია საფესტივალო კრებულში. აგრეთვე მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსში „წერო“, სადაც ჟიურისა და კულტურის სამინისტროს რჩეული გახდა.

"დევის ცოლის სიცილი" ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2014 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი გახდა.

ლია ლიქოკელი ხევსურეთში, კერძოდ ბარისახოში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. იქაურობა ძალიან ჩაკეტილი სივრცე იყო, ამიტომ სახლიდან არ გამოდიოდა და ძირითად დროს კითხვაში ატარებდა. როგორც თვითონ ამბობს, მუთაქაზე მეტად ზარმაცია. უყვარს ფოლკნერი, ამბობს, რომ ესმის თუ რატომ და როგორ წერდა. უყვარს თომას მანი და განსაკუთრებით „ ჯადოსნური მთა“, თვლის, რომ მასზეა დაწერილი და პათოლოგიურ სიამოვნებას იღებს მისი კითხვისას. უყვარს ერლომ ახვლედიანის

მთელი შემოქმედება.მოწონს თანამედროვე ქართული

პოეზიაც. განსაკუთრებით ქალი პოეტები, არა იმიტომ, რომ ქალები არიან. უბრალოდ, მიაჩნია, რომ ქალებმა უფრო თამამად იციან თავისი ამბების მოყოლა. მის შემთხვევაშიც ასეა. შეიძლება ზოგს აღიზიანებს, როგორ ჰყვება ასე გულწრფელად, როგორი სენტიმენტალურია, იმიტომ, რომ მიჩვეული ვართ ადამიანები, რომ რაღაც უნდა დავმალოთ, წერის დროსაც კი, მაგრამ მიაჩნია, რომ პოეზიას აქვს ის ღირსება, მოჰყვე ყველაფერი შენს თავზე. გულწრფელობას ყველაზე მეტად აფასებს. მასზე ამბობენ, ერთხელ უკვე დაბერებული და თავიდან დაბადებულიაო, აბა ასეთი ახალგაზრდა გოგო ამდენ ტკივილს და ემოციას როგორ იტევსო. ამას თვითონაც არ უარყოფს.

წერა არის ის, რის ნაკლებობასაც გრძნობდა მთელი ცხოვრება და აწუხებდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ წარმოედგინა, თუ წერას დაიწყებდა. ისევე, როგორც ყველაფერი მის ცხოვრებაში, ესეც დაუგეგმავად მოხდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ ლექსი უნდა დაეწერა. წერა ბევრი – გაურკვევლად და უშინაარსოდ და შემდეგ წამოვიდა ტექსტი, რომელზეც არ უფიქრია თავიდან და დაწერა ლექსი

- „ნეტა საფერთხელებს არ ვაცხობდეთ“ , რომლითაც იწყება მისი ლექსების პირველი კრებული – „დევის ცოლის სიცილი“. ლიას არასოდეს უზრუნია თავისი ლექსების გავრცელებაზე. მხოლოდ სოციალურ ქსელში აქვეყნებდა საკუთარ გვერდზე. დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი. პროფესიით კინორეჟისორია. ამბობს, რომ რეჟისორობა აქტიურ ადამიანების საქმეა, რომლებსაც ხალხთან მუშაობა უყვართ. თვითონ კი, გუნდური მუშაობა არ შეუძლია. მეგობრებმა გადაწყვიტეს მისი ლექსები რამდენიმე ლიტერატურულ ჟურნალში დაებეჭდათ. კრებულის გამოცემაც მეგობრების დიდი ძალისხმევით მოხდა. „დევის ცოლის სიცილმა“ იმდენად აღაფრთოვანა ლიტერატურული საზოგადოება, რომ „საბაც“ გადაეცა წლის დებიუტისთვის. შემდეგ იყო ლიტერატურულ კონკურს „წეროში“ გამარჯვება. პროზაც ისეთივე საოცარი და ემოციურად მძიმე გამოუვიდა, როგორიც თავისი ლექსებია. ამბობს, რომ წინა „წეროსგან“ განსხვავებით, რომელზე წარდგენილ ნაწარმოებშიც თავის ამბავს მოჰყვა და ჟიურის სიმპათიაც დაიმსახურა, წელს შეეცადა რაიმე ამბავი შეექმნა.

წითელი თმა და ჩაცმის განსაკუთრებული სტილი აქვს.

ძირითადად, დიდი „ბათინკებითა“ და ზურგჩანთით დადის. ქუჩებში სიარული და ფიქრი უყვარს. განსაკუთრებით ხიდებზე. ამბობს, რომ დღე არ გავა, რომ ერთ ხიდზე მაინც არ გადავიდეს. გაჩერდება შუა ადგილას და გადაჰყურებს წყალს. ამბობს, რომ ასე უფრო კარგად ფიქრობს.

„ფიქრის დღეები მაქვს. ასეთ დღეებში მარტო ვფიქრობ, სხვას არაფერს ვაკეთებ, არც ვლაპარაკობ. წარმოიდგინეთ, ბოლთას ვცემ ოთახში, უკან ჩემი კატა დამდევს და გულის გამაწვრილებლად წივის. კარგი სანახაობა ვართ. ისე ვერაფერს მოვყვები ჩემზე ხუმრობისა და ირონიის გარეშე. აღმოვაჩნე, რომ თუ რამე აფუჭებს ჩვენს ცხოვრებას, ზედმეტი სერიოზულობაა. საკუთარი თავი კარგი გასართობია, აი, ვუყურებ და ვხალისობ. თუ ოდესმე მივხვდი, ვინ ვარ და რა მინდა, ყოველგვარი ირონიისა და ხუმრობის გარეშე, ჩათვალეთ, რომ ცხოვრების აზრის პრობლემა გადავჭერი. თუმცა დიდი იმედი მაქვს, ეს არ მოხდება - მაშინ ხომ საინტერესოც აღარაფერი იქნება“ .

შორენა ღვინიანიძე