28
კავკასია და საქართველო სტრატეგიულ კონტექსტში ანდრო ბარნოვი STanD 6/2010

New Realities for Geo Foreign Policy

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: New Realities for Geo Foreign Policy

კავკასია და საქართველო სტრატეგიულ კონტექსტში

ანდრო ბარნოვი STanD 6/2010

Page 2: New Realities for Geo Foreign Policy

~ 1 ~

წინასიტყვაობა ............................................................................................. 2

ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ..................................................... 3

აშშ საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი ........................................................ 5

ახალი ფაქტორები საერთაშორისო პოლიტიკაში ..................................... 6

მომრავლდება რეპრესიული რეჟიმები, ადამიანის უფლებების პრიმატი განიცდის ეროზიას .............................................. 6

სახელმწიფოთა რეპრესიული შესაძლებლობების ზრდის პარალელურად, ღრმავდება ტერორიზმისა და სახელმწიფო

ექსტრემიზმის ნიადაგი ................................................................................................................................................................ 6

იზრდება რისკი, რომ მასობრივი განადგურების ტექნოლოგიები ადვილად ხელმისაწვდომი გახდება ექსტრემისტებისა

და ტერორისტებისათვის ............................................................................................................................................................ 7

ძირითადი დესტაბილიზატორი შეიძლება გახდეს უკმაყოფილო ბირთვული სახელმწიფოების კამიკაძე დიპლომატია ... 7

რუსეთი ბირთვულ იარაღს შემაკავებელი ფუნქციით აქტიურად იყენებს საკუთარი ტერიტორიის მიღმა გავრცელებით .. 8

რისკები და პასუხები .................................................................................... 9

არსებული მსოფლიო წესრიგის ძირითადი რისკებია (1) ძალადობრივი ექსტრემიზმი და ტერორიზმი (2) ბირთვული

იარაღის გავრცელება და (3) კამიკაძე დიპლომატია ............................................................................................................... 9

აშშ-ს ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანებია (1) თანამშრომლობა რეგიონულ ცენტრებთან, და (2) კონსენსუსი

ბირთვულ გაუვრცელებლობაზე ............................................................................................................................................... 9

ატლანტიდან წყნარ ოკეანემდე.................................................................. 11

გაუვრცელებლობის პოლიტიკის წარმატება გახშირებულ ომებს ნიშნავს ........................................................................... 12

სრული ბირთვული განიარაღება უტოპისტური გეგმაა.......................................................................................................... 12

ბირთვული გაუვრცელებლობის ნაწილობრივი წარმატება მეტ ბირთვულ სახელმწიფოს ნიშნავს ................................... 13

ხმელთაშუადან კასპიამდე.......................................................................... 14

დიდია ალბათობა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სამივე რეგიონული სახელმწიფო ბირთვული იარაღის

მფლობელი გახდება ................................................................................................................................................................ 15

პატარა სახელმწიფოების გადარჩენა დამოკიდებული იქნება შიდა რეგიონულ ბალანსზე ................................................ 16

შიდა რეგიონული ბალანსის პერსპექტივები ............................................. 18

რეგიონული ბალანსის ფორმირებაში უკმაყოფილო სახელმწიფოები არიან ჩართულნი.................................................. 18

რეგიონული ბალანსის ფორმირებაზე გეო-ეკონომიკური ინტერესები გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ......................... 19

ირანი - დაბრუნებული მოთამაშე ............................................................................................................................................. 20

ენერგომატარებლები ირანის კავკასიური პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა .................................................... 21

ახალი კავკასიური გეოპოლიტიკა ცივი ომის შემდეგ ............................................................................................................. 23

დღეს ირანისა და თურქეთის კავკასიური ინტერესები თანხვდება ........................................................................................ 24

აშშ-ს დამოკიდიებულება რეგიონში ირანის გააქტიურების საკითხისადმი ........................................................................... 25

შიდარეგიონული ბალანსის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისათვის .......................................................... 25

გრძელვადიანი ტენდენციები ..................................................................... 27

ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება ევრაზიის გეოპოლიტიკას კიდევ ერთხელ შეცვლის ......................................... 27

Page 3: New Realities for Geo Foreign Policy

~ 2 ~

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და პროგნოზები არც

წინასწარმეტყველებაა და არც ზუსტი კალკულაციის შედეგი -

ასეთი რამ პოლიტიკაში შეუძლებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია

ტენდენციების აღწერა და პროგნოზირების მცდელობა, რადგან

მსოფლიო პოლიტიკაში მართლაც ბევრი ისეთი რამ ხდება, რასაც

არაერთი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი თუ

ჩვეულებრივი მოქალაქე ტრადიციულ პასუხებს ვეღარ არგებს.

დღეს ხშირად ვხვდებით გაოცებით გაშლილ ხელებს და

მსოფლიო ლიდერთა „უტვინობით“ ან „გამყიდველობით“

მოტივირებულ ბუზღუნს, ლანძღვას, სასოწარკვეთას. ხალხი

დაბნეულია და ვერ ხვდება - მართლა მიგვატოვა ამერიკამ?

რატომ აძლევენ რუსეთს ამდენის უფლებას? ევროპამ გაგვყიდა?

თურქები და რუსები ჩვენს მიწა-წყალს ინაწილებენ? - ასეთი

კითხვები დღეს ჩვეულებრივ ამბად იქცა.

ცხადია, არ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველა ამ კითხვას

ამომწურავად ვუპასუხოთ და ვერც დიდად ორიგინალურ პასუხს

შევთავაზებთ ვინმეს. თუმცა, სტატიაში გავაერთიანეთ ის

მოსაზრებები, რომლითაც დღევანდელი გლობალური

ცვლილებების სისტემური მიზეზების ახსნა ჩანს შესაძლებელი.

ვცადეთ, მოგვეხაზა დიდი სცენარი და გამომდინარე ტენდენციები,

რომლებიც გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებასაც

გვაძლევენ. ამ სტატიის მიზანი კი ერთია - ხელი შევუწყოთ

არსებული რეალობის უკეთეს აღქმას პროფესიონალებისა და

დაინტერესებული მოქალაქეების მიერ, გავაუმჯობესოთ

გარემომცველი სამყაროს რაციონალური აღქმა.

ცხადია ასევე, რომ სტატიაში შემოთავაზებული მოსაზრებები

რეალობის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამასთან, ეს არის არა

დეტალური კვლევა, არამედ - დიდი სტრატეგიული სურათის

დახატვის მცდელობა. თუმცა მიგვაჩნია, რომ აქ აღწერილ

ტენდენციებზე დაკვირვება და შესაბამისად გათვალისწინება

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სწორად დაგეგმვისათვის

სასარგებლო იქნება.

Page 4: New Realities for Geo Foreign Policy

~ 3 ~

აშშ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებით

საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. დოკუმენტი

პირველი ოფიციალური ცნობაა იმის შესახებ, რომ საერთაშორისო

ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის ცვლილებებს აქვს

ადგილი.

ასე რომ, ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები უკვე იკვეთება.

მართალია, ეს წესრიგი ჯერ-ჯერობით უწესრიგობას უფრო გავს,

მაგრამ ის ახალი რეალობაა და მასზე თვალის დახუჭვა არც

საჭიროა და აღარც - შესაძლებელი. ახალი წესრიგი გულისხმობს,

რომ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში აღარ არსებობს

ერთი ცენტრი, რომელიც მთელი სისტემის ხასიათს განსაზღვრავს.

ახალი რეალობაა ისიც, რომ საერთაშორისო პოლიტიკას

დაუბრუნდა პრაგმატიზმი, იდეალიზმის ხვედრითი წონა

შემცირდა, შემცირდა საერთაშორისო სამართლის წონაც, ძალთა

საერთაშორისო ბალანსის მოშლამ კონსენსუსის ეროზიაც

გამოიწვია: დიდი მოთამაშეები განუწყვეტლივ ერთმანეთს

ადანაშაულებენ საერთაშორისო სამართლის ნორმების

უგულვებელყოფაში, ამ ნორმებს კი ხშირად თავადვე არღვევენ.

ახალი სისტემის კიდევ ერთ ნიშნად გამოყოფენ საზოგადოებათა

უპრეცენდენტო პოლიტიზებას, რაც წინ სწევს საზოგადოების

იდენტობის პრობლემას და სახელმწიფოთა ქცევაზე

შემზღუდველად მოქმედებს. შედეგად, იდენტობაზე გავლენის

სიადვილე განაპირობებს, რომ სახელმწიფოები მეტად

ექვემდებარებიან გარე გავლენებს.

ასე რომ, გლობალიზებული საერთაშორისო ურთიერთობები

დაახლოებით ასე გამოიყურება:

საერთაშორისო სამართალი ვეღარ აპირობებს სუბიექტთა

ქცევას

საერთაშორისო სისტემა გახდა მეტად ქაოტური

სისტემის სუბიექტები ხელმძღვანელობენ პრაგმატული

გათვლებით

რწმენა მშვიდობისადმი დაქვეითებულია

საერთაშორისო კონსენსუსი აღარ არსებობს

Page 5: New Realities for Geo Foreign Policy

~ 4 ~

სისტემის სტაბილობას ძალთა მყიფე ბალანსი

განაპირობებს

აღარ არსებობს მყარი ალიანსები

გაზრდილია ფოკუსი ეკონომიკასა და გეოგრაფიაზე

ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის როლი კიდევ უფრო

იზრდება

სახელმწიფოთა ქცევაზე სულ უფრო მეტად აისახება

საზოგადოების იდენტობა

საზოგადოებებზე ადვილად ახდენენ გავლენას უცხო

ლიდერები, უცხო სახელმწიფოები და ორგანიზაციები

Page 6: New Realities for Geo Foreign Policy

~ 5 ~

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ამ

რეალობაზე პირველ ჩამოყალიბებულ პასუხად შეიძლება

მივიჩნიოთ. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ მსოფლიო

მრავალპოლუსიანი გახდა. ძირითადი საკითხი, რაშიც ვაშინგტონი

თანამშრომლობას ეძებს, ესაა საერთაშორისო წესრიგის

შენარჩუნება, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ

ბრძოლა და ბირთვული გაუვრცელებლობა. აშშ დღევანდელი

ადმინისტრაციის აზრით, ამაზე დიდი საფრთხე ამერიკელ ხალხს

არ ემუქრება.

სტრატეგიის ახალ დოკუმენტში ბევრ კონკრეტულ საკითხზეა

საუბარი, როგორებიცაა მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიების

ხელშეწყობა, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ჩამოგდება,

ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან პრინციპული

დამოკიდებულება, პარტნიორობის გაფართოება, კიბერ-

უსაფრთხოება, რუსეთის მეზობლების ტერიტორიული

მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და სხვა. თუმცა,

დოკუმენტის ქვაკუთხედი ბირთვული შეიარაღების შემცირების

საკითხია. ეს მნიშვნელოვანი შტრიხია ამერიკის თანამედროვე

პოლიტიკის სწორად გასაგებად და მას კარგი დაკვირვება

სჭირდება.

Page 7: New Realities for Geo Foreign Policy

~ 6 ~

არსებობს რამდენიმე გარემოება, რომლებსაც აქვს პოტენცია, რომ

საერთაშორისო სისტემის ხასიათი მთლიანად შეცვალოს.

ერთი გარემოება, რომლის აშკარა ეფექტი ჯერ კიდევ არ ჩანს და

ამიტომ დღეს მხოლოდ წამყვანი პოლიტოლოგები ამახვილებენ

მასზე ყურადღებას, არის ტექნოლოგიების წყალობით

სახელმწმიფოთა მომაკვდინებელი ძალის განუზომელი ზრდა,

რამაც გავლენა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებზე არ

იქონია: ამ გარემოების ძალით, სახელმწიფო ბიუროკრატიას

შეუძლია მთელი მოსახლეობის ნებას ძალით აღუდგეს წინ, ეს კი

ზრდის რისკს, რომ მსოფლიოში რეპრესიული რეჟიმების რიცხვმა

იმატოს, ადამიანის უფლებების პრიმატმა კი ეროზია განიცადოს.

მეორეს მხრივ, ეს გარემოება ზრდის ანტი-სახელმწიფოებრივი

ჯგუფების კიდევ უფრო მეტად აქტივაციის რისკს და მათ

მოტივაციას, რომ თავადაც აღიჭურვონ სახელმწიფოს მსგავსი

ძალით. იგივე მიმართება ყალიბდება დიდ და მცირე

სახელმწიფოებს შორის, განვითარებულ და განუვითარებელ

სახელმწიფოთა შორის და ეს მსგავსი პარადიგმები ორ

ტენდენციაზე აისახება: ერთის მხრივ, ეს არის სახელმწიფო ან

არასახელმწიფო ტერორიზმი, გაგებული როგორც

პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის არასამართლებრივი

ფორმა; მეორეს მხრივ კი - ეს არის ტენდენცია, რომ სულ უფრო

მეტმა სახელმწიფომ თუ არასახელწმიფო პოლიტიკურმა ჯგუფმა

მოიპოვოს მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნოლოგიები.

Page 8: New Realities for Geo Foreign Policy

~ 7 ~

ინფორმაციის, განათლების, კეთილდღეობის გლობალური

ხელმისაწვდომობის პირობებში ძალიან მოიმატა რისკმა, რომ

მაღალი ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კი მასობრივი

განადგურების იარაღი ხელში ჩაუვარდება უკმაყოფილო

სახელმწიფოებს, უპასუხისმგებლო სახელმწიფოებს ან ანტი-

სახელმწიფოებრივ დანაშაულებრივ ჯგუფებს, რაც კიდევ უფრო

საშიშია.

ამ ტენდენციამ შეიძლება ერისა და სახელმწიფოს ფენომენის

სრული ეროზია გამოიწვიოს, მთლიანად შეცვალოს

საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათი, მთელი მსოფლიო

აქამდე არნახულ გადანაწილებასა და ომებში ჩაეფლოს,

მსოფლიოს დაუბრუნდეს მონური შრომის ექსპლოატაცია და ა.შ.

ცხადია, ეს ნიშნავს არსებული წესრიგის სრულ ნგრევას და

სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდის დღეს ვაშინგტონი.

მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ეს შეიძლება ფანტასტიკის

სფეროდ მოეჩვენოს, აღწერილი პერსპექტივა სულაც არ არის

არარეალისტური. პირიქით, თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ

რომ მსოფლიო სწორედ აქეთ მიექანება, სისტემის ნგრევის

ძირითადი მიზეზი კი შეიძლება გახდეს უკმაყოფილო

სახელმწიფოთა უპასუხისმგებლო ქცევა და ამის ერთ-ერთი

საუკეთესო მაგალითი დღეს რუსეთია, რომელიც ამერიკაზე

გავლენის მოპოვების მიზნით ხელს უწყობს ბირთვული

ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადინებას ისეთი რეჟიმებისკენ,

როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, სირია ან ირანი. ასე რომ, დღეს

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ამერიკის წინააღმდეგ არის

უპასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო

სახელმწიფო მსოფლოში სხვაც ბევრია, კრემლის

მფლობელობაში არსებული ბირთვული ქობინებისა და

Page 9: New Realities for Geo Foreign Policy

~ 8 ~

ინტელექტის ფაქტორი რუსეთის ქცევას ყველაზე მტკივნეულს

ხდის.

თუ დავუკვირდებთ, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ რუსეთი

დღეს უკვე აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ბირთვულ

იარაღს და ეს ხდება უკონტროლო რეჟიმებისთვის ბირთვული

ტექნოლოგიების გადაცემის გზით. ეს გარემოება უკვე სცილდება

იმ გამოწვევებს, რასაც კრემლი ბირთვული იარაღისთვის

ტაქტიკური გამოყენების დაშვებით ქმნიდა და არსებული

მსოფლიო წესრიგისთვის რეალური მუქარის რანგში გადადის.

Page 10: New Realities for Geo Foreign Policy

~ 9 ~

როგორც ვთქვით, ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ მისთვის

ყველაზე დიდი რისკია არა ამერიკის გავლენის შემცირება

მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ - საერთაშორისო

ურთიერთობების არსებული სისტემის ნგრევა და ქაოსით

ჩანაცვლება. შესაბამისად, რისკები განისაზღვრა როგორც (1)

ძალადობრივი ექსტრემიზმი და ტერორიზმი და (2) ბირთვული

იარაღის გავრცელება.

ეს უნივერსალური დისკურსია ყველა იმ სუბიექტისთვის,

რომლებიც არსებული წესრიგის პირობებში ახერხებენ

თვითრეალიზაციას. ამიტომ, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ

კონსენსუსს მიაღწევს.

თუმცა, ფაქტია, რომ არსებობენ რუდიმენტული პოლუსები და

უკმაყოფილო სახელმწიფოები, რომლებსაც ხელში ატომური

ბომბი უჭირავთ და მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის

შემთხვევაში საკუთრი თავისა და მთელი სისტემის აფეთქებით

იმუქრებიან. ამიტომ, (3) სახელმწიფოთა ექსტრემიზმი უფრო მეტი

საფრთხეა მსოფლიო წესრიგისათვის, ვიდრე ძალადობრივ

ჯგუფთა მოქმედება.

ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ამერიკისთვის

სახიფათოა ამ რისკების გამკლავება პარტნიორების გარეშე,

რადგან ჯერ ერთი, რეაქცია წარმოშობს უკურეაქციას, რომელიც

ძირითადად სწორედ ტერორიზმის ფორმით ვითარდება და, ამას

გარდა, ეს უკურეაქცია მთლიანად ამერიკისაკენ მიემართება.

Page 11: New Realities for Geo Foreign Policy

~ 10 ~

ამიტომ, ამერიკას სჭირდება თანამშრომლობის პოლიტიკა

იმისათვისაც, რომ რისკები გადანაწილდეს.

ამას გარდა, თანამშრომლობის პოლიტიკა ნიშნავს, რომ ნაკლები

იქნება უკმაყოფილო სახელმწიფოთა რიცხვი და, შესაბამისად,

იარსებებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მეტი

გარანტია. ეს სწორედ ის იდეაა, რომელმაც ამერიკასა და რუსეთს

შორის ცნობილ „გადატვირთვის“ პოლიტიკას მისცა დასაბამი.

შესაბამისად, ამერიკა ცდილობს, რომ ორი ამოცანა გადაჭრას: (1)

ზეწოლის პოლიტიკა შეცვალოს თანამშრომლობის პოლიტიკით,

და (2) მიაღწიოს კონსენსუსს ბირთვულ გაუვრცელებლობაზე.

როგორც ჩანს, ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა

თანამშრომლობის სცენარის დიდად რეალისტურობის, არამედ -

ზეწოლის პოლიტიკის სრული არარეალისტურობის გამო.

თანამშრომლობის პოლიტიკას თავისი არანაკლები რისკები აქვს,

რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ახალ რეალობაში

სამოქმედო სტრატეგიის დასაგეგმად.

Page 12: New Realities for Geo Foreign Policy

~ 11 ~

ახალი რეალობა საინტერესო ტრანსფორმაციებს გვაძლევს

პოლუსების გადანაწილების თვალსაზრისით. ვაშინგტონის

ხედვით, ამერიკა რჩება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ,

მაგრამ მას მალე წამოეწევა ჩინეთი, რომელიც ალტერნატიულ

პოლუსს წარმოშობს. აქვე მოიაზრება ევროკავშირი იმ დათქმით,

რომ ერთიან მოთამაშედ უნდა ჩამოყალიბდეს. ამას გარდა,

სწორედ ბირთვული პოტენციალის წყალობით, რუსეთი ერთ-ერთ

ცენტრად რჩება, თუმცა, რუსეთის მომავლისა ამერიკელებს არ

გრაფიკი I - მშპ: ისტორიული და საპროგნოზო

სჯერათ მისი ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული

პრობლემების ფონზე. პირველი ეშელონის პერსპექტიულ წევრად

აღიქმება ინდოეთიც, რომელმაც წესით მალე უნდა დაიწყოს

სწრაფი ზრდა.

მეორე ეშელონის მოთამაშეთა სიას კვლავ რუსეთი იწყებს პირველ

რიგში ჩარჩენილი ცალი ფეხით. აქვეა ინდივიდუალურად

მოქმედი გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე

0

2000

4000

6000

8000

10000

12000

14000

16000

18000

20000

19

92

19

93

19

94

19

95

19

96

19

97

19

98

19

99

20

00

20

01

20

02

20

03

20

04

20

05

20

06

20

07

20

08

20

09

20

10

20

11

20

12

20

13

20

14

20

15

Brazil (PPP) GDP Billions China (PPP) GDP Billions

Germany (PPP) GDP Billions India (PPP) GDP Billions

Iran (PPP) GDP Billions Japan (PPP) GDP Billions

Russia (PPP) GDP Billions Turkey (PPP) GDP Billions

USA (PPP) GDP Billions

Page 13: New Realities for Geo Foreign Policy

~ 12 ~

იაპონია. ამის შემდეგ კი მოდიან დიდი ოცეულის ქვეყნები, სადაც

პირველ რიგში გამოსაყოფია თურქეთი და ბრაზილია.

თუმცა, მოყვანილი კლასიფიკაცია ძირითადად ეკონომიკურ

სურათს ასახავს, რაც სტრატეგიული ანალიზისათვის საკმარისი არ

არის. დასახელებული ქვეყნების უმრავლესობას ასიმეტრიულად

აქვთ განვითარებული სახელმწიფო ძალის კომპონენტები.

ამასთან, არიან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც რეგიონულ

პოლუსებად ჩამოყალიბების არანაკლებ ამბიციას ავლენენ.

ასეა თუ ისე, დღევანდელი სურათი ასეთია: ამერიკის შეერთებული

შტატები და მას დადევნებული ჩინეთი, ევროკავშირი, ბირთვული

მაგრამ ღარიბი და საშიში რუსეთი, მზარდი ინდოეთი და

„დანარჩენები“, რომელთაგან სამხრეთ ამერიკაში მოიაზრება

ბრაზილია, ევრაზიის სამხრეთ-დასავლეთში კი - ერთის მხრივ

ახლო აღმოსავლეთი თავისი პრობლემებით, მეორეს მხრივ კი

თურქეთი და ირანი.

ცნობილია ბირთვული იარაღის შემაკავებელი ეფექტი. სრული

ბირთვული განიარაღება, რაც დღეს ამერიკის დეკლარირებული

სურვილია, გარდაუვლად გამოიწვევს ახალ პოლუსთა შორის

ძალების გამოთანაბრებას, რაც აუცილებლად გაახშირებს ომებს,

აქტიურად დაიწყება ახალი გადანაწილება და ახალი ბალანსის

ჩამოყალიბების პროცესი. ამიტომ, ობამას დღევანდელი

პოლიტიკა ერთი უბედურებისგან გაქცევაა, რომელიც

აუცილებლობის ძალით მეორე უბედურებაში გადაიზრდება. ასეა

თუ ისე, ამ პოლიტიკის თეორიული წარმატების ეფექტი დღესვე

სრულიად ცხადია - ეს არის რეგიონულ სახელმწიფოთა

გამოთანაბრებული ძალა და მყიფე რეგიონული ბალანსები,

რომელსაც მუდმივად ახლავს ომის ძალიან მაღალი რისკი. ამ

აზრით, ეს არის წინა საუკუნეებში დაბრუნება.

ბირთვული განიარაღების პოლიტიკა განწირულია. ამის პირველი

მიზეზი ისაა, რომ ბირთვული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას

მეტი სახელმწიფო ფლობს, ვიდრე - თავად ტექნოლოგიებს. ამ

Page 14: New Realities for Geo Foreign Policy

~ 13 ~

სახელმწიფოთა ნაწილი უკვე აქტიურად დგას უსაფრთხოების

დილემის წინაშე (ირანი, ჩრდ. კორეა, ისრაელი, პაკისტანი),

ნაწილს კი შეიძლება ახლო მომავალში დადგეს (იაპონია, რუსეთი,

გერმანია და ა.შ.). კონვენციური შესაძლებლობების დახმარებით

საკუთარი უსაფრთხოება დაცვას მათი უმრავლესობა ვერ

მოახერხებს. ამიტომ თავიდანვე გასაგები ხდება, რომ ბირთვული

იარაღის რაციონალური შემცირება შესაძლებელია, სრული

განიარაღება კი - არა. პირიქით, მოსალოდნელია ბირთვული

სახელმწიფოების ზრდა.

რეალურად, ამ პოლიტიკის ნაწილობრივი წარმატება მხოლოდ

იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბირთვული იარაღი ხელში არ

ჩაუვარდებათ ტერორისტებსა და ექსტრემისტებს. მაგრამ ამის

გაკეთება შეუძლებელია ბირთვული იარაღის სრული

განადგურებით, ალტერნატივა კი არის ამ იარაღის „დანებება“ იმ

სახელმწიფოთათვის, რომლებიც ამის სურვილსა და რეალისტურ

ამბიციას გამოიჩენენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის

გავრცელების აღკვეთა არასახელმწიფო ექსტრემისტული და

ტერორისტული ჯგუფების მისამართით, მაგრამ კაპიტულაცია

რეგიონულ ცენტრთა წინაშე, რომლებიც ალბათ ნელ-ნელა

ყველანი აითვისებენ ბირთვულ ტექნოლოგიებს.

საინტერესო აქ ისაა, რომ განიარაღების პოლიტიკის

ნაწილობრივი წარმატება (შემცირება) საბოლოოდ დაახლოებით

იმავე შედეგს მოგვცემს, რასაც - სრული განიარაღება. ოღონდ -

შეზღუდული მასშტაბით: ანუ ომები მაინც გახშირდება, მაგრამ ეს

იქნება ომები არა რეგიონულ ცენტრებს შორის, არამედ - ე.წ.

დაშორებული (proxy) ომები და ესკალაციას ყოველთვის ექნება

გარკვეული ზღვარი. ამიტომ, მცირე სახელმწიფოებისთვის

ბირთვული გაუვრცელებლობის ნაწილობრივი წარმატება

შეიძლება ყველაზე რთული სცენარი აღმოჩნდეს: ომები სწორედ

მათ ტერიტორიებზე გაიმართება და ამ ომების ძირითადი მიზეზი

რეგიონულ ცენტრთა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური

კალკულაციები იქნება.

Page 15: New Realities for Geo Foreign Policy

~ 14 ~

ჩვენს დიდ რეგიონში „მეორე ეშელონის“ დიდი სახელმწიფოები

ერთის მხრივ გადარჩენას, მეორეს მხრივ კი უკეთესი ადგილის

მოპოვებას ცდილობენ. ეს შეეხება რეგიონის სამივე დიდ

სახელმწიფოს: თურქეთს, რუსეთსა და ირანს. მათი გავლენა

რეგიონს შორს სცილდება და ლამის მთელ ევრაზიას მოიცავს,

თუმცა ბალანსი ჯერ კიდევ შემდგარი არ არის.

ზედმეტ თეორიზაციას რომ თავი დავანებოთ, შეგვიძლია

მარტივად შევხედოთ, რომ კავკასიის გარე რკალის

სახელმწიფოთაგან ირანი მოსახლეობის რაოდენობით

მსოფლიოში 17-ე ქვეყანაა (74,2 მილიონი), თურქეთი - მე-18 (72,5

მილიონი), რუსეთი კი - მე-9 (142 მილიონი).

ბუნებრივი აირის მარაგით რუსეთი მსოფლიოში პირველია, ირანი

- მეორე.

ნავთობის მარაგებით ირანი მეორეა, რუსეთი კი - მეშვიდე.

სამხედრო დანახარჯების მიხედვით რუსეთი მსოფლიოში

მეშვიდეა, თურქეთი - მეთერთმეტე, ირანი - ოცდამეოთხე.

ჯამური საცეცხლე ძალის მიხედვით რუსეთი მესამეა, თურქეთი -

მეათე, ირანი კი - მეთვრამეტე.

აქტიური სამხედრო ძალების რაოდენობით რუსეთი მეოთხეა,

ირანი მერვე, თურქეთი - მეცხრე.

თუმცა, გასამხედროებული ძალების რაოდენობით ირანი პირველ

ადგილზეა და ამ მაჩვენებლით 3-ჯერ (!) უსწრებს უახლოეს

მდევარ ჩინეთს, მესამე ადგილზე მყოფ ინდოეთს კი - თითქმის 10-

ჯერ.

სამხედრო ასაკის მოსახლეობის რაოდენობით რუსეთი, ირანი და

თურქეთი მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე ადგილებს

ინაწილებენ შესაბამისად 1.6, 1.5 და 1.3 მილიონით.

მშპ-ს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით თუ გავზომავთ, რუსეთი

მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა, თურქეთი - მეთხუთმეტეზე,

ირანი კი - მეჩვიდმეტეზე.

Page 16: New Realities for Geo Foreign Policy

~ 15 ~

თუმცა, რეალური მშპ-ს მიხედვით რუსეთი მეთორმეტე ადგილზეა,

თურქეთი - მეჩვიდმეტეზე, ირანი - ოცდამეცხრეზე. ერთ სულ

მოსახლეზე შიდა პროდუქტის რაოდენობით რუსეთი

ორმოცდამეთერთმეტე ადგილზეა, თურქეთი სამოცდამეხუთე

ადგილზე, ირანი კი - სამოცდამეთერთმეტეზე.

ეს ციფრები მოწმობს, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი ახლო

მომავალში ვერ შესძლებენ, რომ გლობალურ ცენტრებად

ჩამოყალიბდნენ, თუმცა თურქეთი და ირანი რუსეთის ჩრდილის

ქვეშ ყოფნას არ შეეგუებიან და რეგიონის შიგნით სამივე

სახელმწიფო მეტ-ნაკლებად დააბალანსებს ერთმანეთს. სამივე

მეზობელს საკმარისი რესურსი და ამბიცია აქვს საიმისოდ, რომ

რეგიონულ პოლიტიკაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინონ.

ამ რეგიონში, სადაც დღეს მხოლოდ რუსეთი ფლობს ბირთვულ

იარაღს, მოსალოდნელია, რომ 10-15 წლის პერსპექტივაში ირანი

და თურქეთი ამავე კლუბის წევრები გახდებიან და რეგიონის

სამივე დიდი სახელმწიფო მეტ-ნაკლებად თანაბარ ბალანსს

გააფორმებს. საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდგომი

განსაზღვრისთვის ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა

ექნება.

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იუწყება,

ირანი უკვე ფლობს ორი ქობინისთვის აუცილებელ გამდიდრებულ

ურანს. რაც შეეხება თურქეთს, ბოლო წლებია, ანკარა აქტიურად

ცდილობს, რომ დაიწყოს ატომური ელექტრო სადგურების

მშენებლობა, რაც სავარაუდოდ თურქეთის მიერ ბირთვული

იარაღის ფლობით დასრულდება. 10 მაისს ანკარამ დაამთავრა

მოლაპარაკებები რუსეთთან ატომური ელექტროსადგურის

მშენებლობის თაობაზე. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ

თურქეთში, სულ მცირე, სამი დიდი სახელმწიფო ორგანიზაცია

მუშაობს ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე, რაც იმას ნიშნავს,

რომ ანკარა ძალიან სერიოზულად ეკიდება ბირთვულ

პერსპექტივებს.

Page 17: New Realities for Geo Foreign Policy

~ 16 ~

საქართველო მალე დადგება ძალიან რთული რეალობის წინაშე:

გარემომცველი სამი ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთთან

ბალანსს შექმნის, მაგრამ რეგიონის პატარა სახელმწიფოებისთვის

ეს ისეთი დისბალანსი იქნება, რომ შეიძლება საქართველოს,

სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობა საერთოდ

კითხვის ქვეშ დადგეს.

ამავდროულად, სავარაუდოა, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში

არ იარსებებს სხვა ისეთი ძალა, რომლის დახმარებით რეგიონის

პატარა სახელმწიფოებს რეგიონული „მონსტრების“ დაბალანსება

შეეძლებათ. ამიტომ, გადარჩენა დამოკიდებული იქნება შიდა

რეგიონულ ბალანსზე, რასაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტი

ყურადღება უნდა დავუთმოთ.

რეგიონული ბალანსის ხასიათისთვის განმსაზღვრელი იქნება არა

მხოლოდ ბირთვული იარაღის ფლობა, არამედ - ისეთი

გეოეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც

გრძელვადიან სტაბილურობას შესაძლებელს გახდის. იმ

პირობებში, როდესაც რეგიონის დიდი სახელმწიფოები

ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაბმას გამორიცხავენ,

ძირითადი კონკურენცია მცირე სახელმწიფოების ტერიტორიებზე

გადაინაცვლებს. ამიტომ, პატარა სახელმწიფოებისთვის

გააზრებული მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

„გააზრებული მოქმედება“ პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ

ყველაფერი ვიღონოთ, რათა დროის ნებისმიერ მონაკვეთში რაც

შეიძლება სრულყოფილად გვესმოდეს საერთაშორისო თუ

რეგიონული კონტექსტი, დეტალურად გვქონდეს წარმოდგენილი

მხარეთა ინტერესები და შესაძლებლობები, ღრმად გვესმოდეს

სხვადასხვა სცენართა განვითარების შედეგები და მზად ვიყოთ

შესაბამისი რეაგირებისათვის.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პატარა სახელმწიფოთა

მხრიდან გამოირიცხოს ოპორტუნისტული ან იდიალისტური

საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიაში პრაგმატიზმს მიენიჭოს

გადამწყვეტი უპირატესობა. ნებისმიერი რისკი, რომელსაც პატარა

სახელმწიფო გასწევს, მაქსიმალურად რაციონალური უნდა იყოს.

Page 18: New Realities for Geo Foreign Policy

~ 17 ~

ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც სუსტდება იდეალები და იმატებს

სისასტიკე. ამიტომ, შეცდომის ფასი განუზომლად იზრდება.

Page 19: New Realities for Geo Foreign Policy

~ 18 ~

უნდა ვივარაუდოთ, რომ ბირთვული იარაღის მოპოვების

შემთხვევაში თურქეთიცა და ირანიც შედარებით უსაფრთხოდ

იგრძნობენ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საგარეო

პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრისას ეკონომიკური და

კულტურული ფაქტორები წამოიწევს წინ. თუმცა,

გასათვალისწინებელია, რომ ამ სახელმწიფოების ძირითადი

აქცენტი გლობალურ მოთამაშეებთან ურთიერთობაზე

გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გეო-ეკონომიკური

ფაქტორების მნიშვნელობა სრულიად გადამწყვეტ როლს

მოიპოვებს.

გლობალური გადანაწილების თვალსაზრისით, დღეს რუსეთიც,

თურქეთიცა და ირანიც უკმაყოფილოთა რიგში დგანან. თურქეთს

ამერიკის ჩრდილიდან გამოსვლა და ნეო-ოტომანური სამყაროს

მეთაურობა სურს, ირანს მზის სინათლეზე დაბრუნება და ძლიერ

რეგიონულ მოთამაშედ ჩამოყალიბება უნდა, რუსეთი

ძველებურად ოცნებობს ევრაზიის დედოფლობაზე. ყველაზე

საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოში არავინ, პირველ რიგში კი

ამერიკის შეერთებული შტატები, აღარ აცხადებს, რომ ეს

შეუძლებელია, ან რომ ამ ტენდენციას წინ აღუდგება. პირიქით,

ვაშინგტონი საუბრობს მრავალპოლუსიან მსოფლიოზე და

უპიტარესობას მსოფლიოს ცენტრებთან ურთიერთობას ანიჭებს,

სადაც რუსეთს ლეგიტიმურ ადგილს უთმობს. ეს გარემოება

დასავლეთ ევრაზიულ კონკურენციაში რთავს ირანსა და

თურქეთს, სადაც ირანს ჩინეთთან მჭიდრო კავშირების იმედი

ექნება, თურქეთს კი - ამერიკასთან.

საინტერესოა, რომ კონფრონტაციული რიტორიკის

გარკვეულწილად შენარჩუნების მიუხედავად, ვაშინგტონისა და

თეირანის ურთიერთობები არაბულ სამყაროში დიალოგად

აღიქმება. იმ ნაბიჯთა სირბილე, რომელთაც ამერიკა ირანის მიერ

ბირთვული იარაღის მოპოვების წინააღმდეგ დგამს,

გვაფიქრებინებს, რომ, ნებით თუ იძულებით, ვაშინგტონი უკვე

შეეგუა ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევის პერსპექტივას.

Page 20: New Realities for Geo Foreign Policy

~ 19 ~

რაც შეეხება ევროპას, ის უკვე რამდენიმე წელია, თეირანთან

თანამშრომლობას აძლევს უპირატესობას და გერმანია და

საფრანგეთი მალე ალბათ ღია კონკურენციაზე გადავლენ

ირანული ენერგოსექტორის ათვისების საქმეში. ჩინეთი ირანის

ტრადიციული პარტნიორია, რუსეთი კი, მიუხედავად იმისა, რომ

მოსკოვ-თეირანის მეგობრობა მალე საკმაოდ მწვავე

გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს,

აიათოლების განზრახვას ხელს ვერ შეუშლის. ასე რომ, ახალი

რეგიონული ბალანსის გაფორმება უკვე გადაწყვეტილი ჩანს და

თანდათან თვალსაჩინოც ხდება.

თუ ირანის, თურქეთისა და რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის

სტრუქტურას დავაკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რომ

განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ეს ჩამორჩენილი

ეკონომიკებია. ამიტომ, მათი ამბიციების დასაკმაყოფილებლად

ეკონომიკის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

რუსეთისა და ირანის ეკონომიკებში „ინდუსტრიის“ უჩვეულოდ

მაღალი წილი ბუნებრივი აირისა და ნავთობის სექტორებზე მოდის

და ეს სწორედ ის სფეროებია, რომელზე დაყრდნობითაც ისინი

სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას გეგმავენ. რაც შეეხება

თურქეთს, მისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ

ევროპა-აზიის დამაკავშირებლის როლი შეინარჩუნოს.

22.0

0%

30.0

0%

19.0

0%

23.8

0% 48

.60%

43.0

0%

28.0

0%

39.0

0%

35.5

0%

28.7

0%

63.3

0%

76.8

%

69.0

%

78.9

%

75.0

% 40

.1%

46.0

%

62.8

%

56.0

%

46.0

%

58.3

0%

30.5

0%

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

services:

industry:

agriculture:

Page 21: New Realities for Geo Foreign Policy

~ 20 ~

ნავთობი ირანის ექსპორტის 80%-ს და ბიუჯეტის შემოსავლების

50%-ს შეადგენს. ირანული ბუნებრივი აირის უდიდესი ნაწილი

დღეს ჩინეთისკენ მიემართება, ნავთობის სექტორში კი ირანი

მესამე უდიდესი მიმწოდებელია და ჩინეთის მოხმარების 12%-ს

აკმაყოფილებს. თავის მხრივ, ჩინეთი მეორე უდიდესი

ექსპორტიორია ირანში. ამას გარდა, პეკინსა და თეირანს შორის

შარშან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით ჩინეთი 1.8

მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ირანის

ენერგო-სექტორის განვითარებისათვის.

თეირანს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს ინდოეთთანაც,

რომელსაც მოხმარებული ნავთობის 10%-ს აწვდის და, ასევე

დაკავშირებულია პაკისტანზე გამავალი ბუნებრივი აირის

მილსადენით. თავის მხრივ, იმის გამო, რომ ირანის

ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა ძალიან

განუვითარებელია, ირანი საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო

ნავთობის 40%-ს სწორედ ინდოეთში ამუშავებს და იქიდან

შემოაქვს. საინტერესოა, რომ ინდოეთის ბიზნეს-სექტორი 5

მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს ირანში.

სრულიად განსაკუთრებულია ირანის სავაჭრო ურთიერთობები

გერმანიასთან. 50 დიდ გერმანულ კომპანიას ოფისები აქვს

თეირანსა და სხვა დიდ ქალაქებში, იმ კომპანიათა რიცხვი კი,

რომლებიც ირანში ინდივიდუალური წარმომადგენლების

მეშვეობით ოპერირებენ, 12 000-ს აღწევს. გერმანელების

გათვლით, ირანისთვის სანქციების დაწესება გერმანიას 10 000

სამუშაო ადგილად შეიძლება დაუჯდეს, 40 000 დასაქმებული კი

ირიბად იგრძნობს ამ სანქციების უარყოფით ეფექტს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობებია ირანსა

და საფრანგეთს შორის. ფრანგულ ექსპორტს ირანის ბაზრის 6%-

ზე მეტი უჭირავს, საიდანაც 55% მანქანათმშენებლობის სექტორზე

მოდის. ფრანგული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ირანის

ენერგოსექტორში და ტრანსპორტის სფეროში. თავის მხრივ,

საფრანგეთი ირანული ნავთობის იმპორტიორია, რითიც საკუთარი

მოხმარების 3%-ს ფარავს.

ასევე საყურადღებოა ირანის ურთიერთობები იაპონიასთან,

რომლისთვისაც თეირანი ნავთობის სიდიდით მესამე

Page 22: New Realities for Geo Foreign Policy

~ 21 ~

მიმწოდებელია, და რუსეთთან, რომელიც ამ ეტაპზე ირანის

პარტნიორობას არჩევს.

ირანის გარშემო დიდი სურათი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ირანი ენერგომატარებლების გასაღების ბაზარს ძირითადად

აღმოსავლეთში პოულობს (ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია), ევროპის

დიდი სახლმწიფოები მასთან თანამშრომლობის სურვილს

ავლენენ, თურქეთი თავად არის ირანული ბუნებრივი აირის

იმპორტიორი და მთლიანად განწყობილია თეირანთან

სათანამშრომლოდ, რუსეთმა კი ლამისაა სტრატეგიული

პარტნიორი უწოდოს. ძირითადი, რაც თეირანს ხელს უშლის

საგარეო ურთიერთობების მთელი ძალით ამუშავებაში, ესაა

ბირთვული პროგრამის საკითხი და ახლო აღმოსავლეთის

პოლიტიკა, თუმცა ამ ყველაფრის ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ

ირანი ვერ ეწერება თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში

მიუხედავად იმისა, რომ, ყველა თვალსაზრისით, უძლიერესი

რეგიონული მოთამაშის პოტენციას ფლობს. ეს ხდება ანტი-

ანგლოსაქსონური და ანტი-სიონისტური მეინსტრიმის გამო, რაც

ირანს უკმაყოფილოთა ლიდერად აქცევს.

ამიტომ, ირანმა ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება

რომც მოახერხოს, მის პრობლემებს ეს არ დაამთავრებს. თეირანს

მოუწევს, რომ აირჩიოს თურქეთისა და ჩინეთის მოდელებს შორის,

რაც იმას ნიშნავს, რომ ან, თურქეთის მსგავსად, არსებულ

სისტემაში ინტეგრირება უნდა სცადოს, ანდა - დარჩეს

ცივილიზაციურად იზოლირებულ სახელმწიფოდ, რომელიც

გარესამყაროსთან მხოლოდ ეკონომიკით იქნება ნაწილობრივ

ინტეგრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ირანის მომავალი

დიდწილად სწორედ ამ არჩევანზე იქნება დამოკიდებული, ეს

გავლენას მოახდენს არა მის გეო-ეკონომიკურ ინტერესებზე,

არამედ - საგარეო პოლიტიკის მოუქნელობაზე.

თუ გავიხსენებთ, რომ ირანი ენერგომატარებლების უდიდესი

რეზერვუარია, ავტომატურად მივიღებთ დასკვნას, რომ თეირანის

ინტერესს მსოფლიო ენერგო ბაზრებზე სწრაფი დაბრუნება

შეადგენს. ირანს სჭირდება სასწრაფო ინვესტიციები, რომ

აღადგინოს ნავთობგადამამუშავებელი სექტორი და ააშენოს

Page 23: New Realities for Geo Foreign Policy

~ 22 ~

ახალი მილსადენები, რის გარეშე სწრაფ განვითარებას ირანი ვერ

შესძლებს.

მსოფლიოს ძირითად ენერგო-ბაზრებზე გასაღწევად ირანს სამი

გზა აქვს, რომელთაგან ერთი თურქეთის გავლით ევროპისკენ

მიემართება, მეორე ცენტრალურ აზიაზე გაივლის ჩინეთისა და

ინდოეთისკენ, მესამე კი სპარსეთის ყურეა და ძირითადი

კონკურენტის - საუდის არაბეთის სიახლოვეს გადის. შესაბამისად,

ირანს მინიმუმ სამ გეოპოლიტიკურ კონკურენტთან უწევს საქმის

დაჭერა: რუსეთთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან. ამ

სამიდან ორი საქართველოს უშუალო მეზობელია, რაც ნიშნავს,

რომ თეირანის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში საქართველოს

მნიშვნელოვანი ადგილი ექნება.

ცენტრალურ აზიაში ირანს კონკურენცია უწევს არა მარტო

რუსეთთან, არამედ თურქეთთანაც, რომელიც ნეო-ოტომანურ

იმპულსებს აქტიურად ავლენს და ტრანსკასპიურ სახელმწიფოებს

პანთურქული სამყაროს ნაწილებად აღიქვამს. თურქეთის წმინდად

პრაგმატული ინტერესი კი არის ენერგო-გამანაწილებლის როლის

შესრულება, რასაც მისი გეოგრაფია განაპირობებს. თურქეთს

შეუძლია ტრანსკასპიური ენერგომატარებლები ირანის გავლით

წამოიღოს და ისე მიაწოდოს ევროპას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ამ

მარშრუტით ირანზე გახდება დამოკიდებული და, თუ გავიხსენებთ,

რომ მეორე ენერგომიმწოდებელი თურქეთისთვის რუსეთია, დიდი

შანსია, რომ ამ შემთხვევაში ანკარა ირანსა და რუსეთს შორის

სავაჭრო ობიექტად გადაიქცეს. ცხადია, თურქები ყველაფერს

იზამენ, რომ ეს სცენარი არ დაუშვან, რაც იმას ნიშნავს, რომ

კავკასიური მარშრუტის შენარჩუნება თურქეთის ძალიან

მნიშვნელოვან ინტერესად დარჩება.

კავკასიური დერეფანი თურქეთს საშუალებას მისცემს, რომ

არამარტო ენერგიის მოწოდების ალტერნატიული გზა დაიტოვოს,

არამედ - გეოპოლიტიკური გავლენა შეინარჩუნოს ირანსა და

რუსეთზე და ამით ძირითად მარშრუტთა (რუსული და ირანული)

სტაბილურობა უზრუნველყოს.

Page 24: New Realities for Geo Foreign Policy

~ 23 ~

ცივი ომის შემდეგ ახალი კავკასიური გეოპოლიტიკა წარმოიშვა,

რომელიც ირანის პასიურობისა და აშშ-ს აქტიურობის წყალობით

მიჩქმალული იყო. თუმცა ფაქტია, რომ პირველად რეგიონის

ისტორიაში კავკასია დასტრუქტურირდა

სამ დიდ და სამ პატარა სახელმწიფოდ,

სადაც პატარა სახელმწიფოები პატარა

სამკუთხედზე დალაგდა, დიდები კი - მის

შებრუნებულ დიდ სამკუთხედზე. ამ ორი

სამკუთხედის ურთიერთშებრუნებულ

კუთხეებს შორის სტრატეგიული

ურთიერთობები ჩამოყალიბდა: 90-იანი

წლების პირველივე წლებში გამოიკვეთა

ერთის მხრივ, აზერბაიჯან-თურქეთის,

მეორე მხრივ კი - რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის

ტენდენციები, საქართველო კი, გასაგები მიზეზების გამო ირანის

პასიურობის პირობებში, ჯერ გაუბედავ თურქეთსა და

დასუსტებულ რუსეთს შორის პოულობდა ბალანსს, შემდეგ კი

მყარი პარტნიორი იპოვა აშშ-ს სახით. ამ საკითხებზე ჯერ კიდევ

ორი წლის წინ დაწვრილებით ვწერდით და ახლა აღარ

შევჩერდებით.

საბოლოოდ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სრული რეგიონული

ბალანსი, სადაც თურქეთ-აზერბაიჯანი, რუსეთ-სომხეთი და ირანი-

საქართველო სტრატეგიული პარტნიორობით არიან შეკრულები

და ეს სამკუთხედების ლოგიკა შეიძლება იქცეს იმ გასაღებად,

რომელმაც რეგიონის სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს.

ირანთან კავშირის გაფორმებით საქართველო რუსეთს აყენებს

არჩევანის წინაშე - რომ უარი თქვას ან დათანხმდეს რეგიონში

ირანის ინტერესების გათვალისწინებას, საქართველოს

დამოუკიდებლობის შენარჩუნება კი ირანის სამხრეთ კავკასიური

ინტერესების ქვაკუთხედად შეიძლება იქცეს. ირანი არ არის

შორეული ამერიკა, რომელიც, რაც უნდა ძლიერი იყოს,

გეოგრაფიულად მაინც შეზღუდულია და რუსეთისთვის მასთან

დაპირისპირება უფრო კომფორტულია. თუ საჭიროდ ჩათვლის,

თეირანს შეუძლია რომ უზარმაზარი პრობლემები შეუქმნას

რუსეთსაც და თურქეთსაც. ეს ნამდვილად კარგად ესმით ანკარაში

და, ვფიქრობ, მოსკოვშიც.

Page 25: New Realities for Geo Foreign Policy

~ 24 ~

იმ კითხვაზე საპასუხოდ, თუ „რამდენად საიმედო შეიძლება იყოს

ირანთან კავშირი“, უნდა შევხედოთ ირანის ბერკეტებს და ასევე

იმას, თუ რა ალტერნატიული შეთავაზება შეიძლება მიიღოს

თეირანმა. ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ კავკასიის

აფეთქების შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ,

რუსეთისთვის ირანი შეიძლება მომაკვდინებელ იარაღად იქცეს,

მით უმეტეს, რომ ამ მცდელობებში თურქეთი წინააღმდეგობას კი

არ გაუწევს, არამედ - სიამოვნებით დააკვირდება ირანის

მცდელობებს.

თურქეთთან ირანის მტრობა ნაკლებ რეალისტურია და ეს

ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან საქართველოს ინტერესებშია,

რომ თურქეთთანაც და ირანთანაც უმჭიდროესი კავშირი და

თანამშრომლობა გვქონდეს. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ

არსებული გეოგრაფიის შენარჩუნება ირანის ინტერესებში უფრო

შედის - რაც იმას განსაზღვრავს, რომ სიტუაციის დაძაბვის

შემთხვევაში შეიძლება ირანის ინტერესებისთვის უპირატესობის

მინიჭება მოგვიწიოს. სხვამხრივ, თუ ანკარა არსებული საზღვრების

გადასინჯვას არ შეუდგება, თურქეთი საქართველოს სასურველ

მეგობრად დარჩება.

ირანს თითქმის იგივე ინტერესი აქვს, რაც თურქეთს. თეირანს

სურს, რომ თურქეთი ირანული ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი

გამტარი იყოს, მაგრამ ამ მარშრუტის კონტროლის მექანიზმებიც

სჭირდება. ერთადერთი მეზობელი, რომელიც კავკასიის რეგიონის

მიმართ წმინდად მტაცებლურ ინტერესს შეინარჩუნებს, ეს

რუსეთია. თუმცა, ისიც ცხადია, რომ მოსკოვს ირანისა და

თურქეთის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ეჭვს არ უნდა

იწვევდეს, რომ ირანის ინტერესში არ შედის საქართველოს

განაწილება რუსეთისა და თურქეთის გავლენის ზონებად, რადგან

ამ შემთხვევაში კავკასიაში გავლენის ყველანაირ ბერკეტს კარგავს

და თურქეთსა და რუსეთთან დაბალანსების უმნიშვნელოვანესი

რესურსი ხელიდან ეცლება. ამის ნაცვლად, ირანის ინტერესშია

დამოუკიდებელი საქართველოს შენარჩუნება და მასთან

უმჭიდროესი კავშირის დამყარება. სამაგიეროდ, რუსეთს

Page 26: New Realities for Geo Foreign Policy

~ 25 ~

ეცოდინება, რომ კავკასიაში ირანის ინტერესის შელახვის

შემთხვევაში მიიღებს სერიოზულ პრობლემებს ცენტრალურ

აზიაში, თურქეთი კი დადგება ფაქტის წინაშე, რომ აზერბაიჯანსა

და ტრანსკასპიურ სამყაროსთან დაკავშირება მხოლოდ

საქართველოს გავლით შეეძლება.

დაბოლოს, ისევ ამერიკის შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო,

ზოგიერთმა უკვე დაიწყო სპეკულირება საქართველოს

გადაწყვეტილებით, რომ ირანთან უფრო მჭირდო ურთიერთობები

დაამყაროს. ისინი ცდილობენ, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან

ურთიერთობების ალტერნატივად დახატონ. ცხადია, ეს მართალი

არ არის. ამერიკა რომ ამ ურთიერთობების წინააღმდეგი არ არის

იქიდანაც ჩანს, რომ თეთრი სახლიდან უარყოფითი რეაქცია არ

ყოფილა. ამას გარდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში

მტრობას ჩაშლილი მეგობრობა იწვევს, მტრობის დასრულება კი

მეგობრობას უდრის. ამიტომ, ირანის გააქტიურებისათვის გზის

გახსნა თეირანსა და ბრიუსელ-ვაშინგტონს შორის მომავალი

პარტნიორობის პრელუდიადაც კი შეიძლება აღვიქვათ. ამ მხრივ

შეიძლება საინტერესო იყოს, რომ ვაშინგტონის ახალ სტრატეგიაში

ირანის მიმართ გამოთქმული მაქსიმალური მუქარა გამოხატულია

სიტყვებით „მზარდი იზოლაცია“.

Page 27: New Realities for Geo Foreign Policy

~ 26 ~

საქართველოსა და აზერბაიჯანის სამწუხაროდ, შიდა-რეგიონული

დაბალანსების სცენარი არსებული კონფლიქტების დიდი ხნით

გაყინვას ნიშნავს იმ უპირატესობით, რომ ახალი ესკალაციის შანსი

განუზომლად შემცირდება; სომხეთისთვის თურქეთთან

ურთიერთობების დარეგულირება დიდი ხნით გადაიდება და

ერევანი კვლავ ირანსა და საქართველოზე დაჩება

დამოკიდებული ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით;

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის გავლენის ქვეშ

დარჩება მაგრამ კრემლისთვის ისინი სტრატეგიულ მნიშვნელობას

თანდათან დაკარგავენ, თურქეთი კი იძულებული იქნება, რომ

ირანის ინტერესები მუდმივად გაითვალისწინოს თავის აზიურ

პოლიტიკაში;

შესაბამისად, უპირატესი მეგობრების სია ასე დანაწილდება:

საქართველოსთვის - ირანი და თურქეთი, სომხეთისთვის - რუსეთი

და ირანი, აზერბაიჯანისთვის - თურქეთი და რუსეთი. ცნობილი

იქნება ძირითდი „მტრების“ სიაც: საქართველოსთვის - რუსეთი,

აზერბაიჯანისთვის - ირანი, სომხეთისთვის კი - თურქეთი. ცხადია,

ეს არ ნიშნავს, რომ ეს სახელმწიფოები მაინცდამაინც მტრულ

ურთიერთობებში იქნებიან მუდამ, მაგრამ სიტუაციის გამწვავების

შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ სწორედ ასეთი გადანაწილება

მივიღოთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოსთვის რამდენიმე

ძირითადი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი იკვეთება:

- დაამყაროს ირანთან მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორობა

o ირანთან ურთიერთობაში უპირატესობა მიანიჭოს

ისეთ პროექტებს, სადაც სომხეთიც მონაწილეობს

- შეინარჩუნოს თურქეთთან ძალიან ახლო ურთიერთობები

o თურქეთთან ურთიერთობაში უპირატესობა მიანიჭოს

ისეთ პროექტებს, სადაც აზერბაიჯანი მონაწილეობს

- ეცადოს მტრობის აქტიური ფონის დაცხრობას რუსეთთან

o სცადოს მონაწილეობა რუსეთ-ირანის ან რუსეთ-

თურქეთის მონაწილეობით მიმდინარე პროექტებში

Page 28: New Realities for Geo Foreign Policy

~ 27 ~

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის დიდ მოთამაშეთა ინტერესები

ძირითადად ენერგომატარებლების ტრანზიტს უკავშირდება,

გასათვალისწინებელია რამდენიმე ახალი გარემოება. კერძოდ,

მოსალოდნელია, რომ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში

მოხდება მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკების

თანდათანობითი განთავისუფლება ნავთობსა და ბუნებრივ აირზე

დამოკიდებულებისაგან, რადგან უკვე არსებობს მაღალეფექტური

ტექნოლოგიები, რომლებიც ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს

მოიხმარენ.

ცხადია, ამ დამოკიდებულებისაგან პირველ რიგში ევროპის, აშშ-სა

და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრები განთავისუფლდებიან.

შესაბამისად, თუ დღეს ყველაზე დიდი მომხმარებელი აშშ და

ევროკავშირია, ხვალ ეს ცენტრი ჩინეთისა და ინდოეთისაკენ

გადაინაცვლებს. შესაბამისად, შეიცვლება კონტინენტის

გეოპოლიტიკაც და, სავარაუდოდ, თურქეთსა და ირანს

განსხვავებული ცენტრები მიიზიდავს. თურქეთს - ევროპა, ირანს კი

- ჩინეთი. სავარაუდოდ, რუსეთის პოლიტიკაც უფრო მეტად

აღმოსავლეთისკენ გადაიხრება და რეგიონული კონკურენციის

ცენტრი იქნება უკვე არა კავკასია, არამედ - ცენტრალური აზია. ეს

ცვლილება ევრაზიული გეოპოლიტიკის ძირეულ

ტრანსფორმაციას გამოიწვევს, რაზეც ცალკე მსჯელობაა საჭირო.