49
marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis mogvarebis gzebi I. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და საქმეთა გაჭიანურების პრობლემა II. საქმეთა გაჭიანურებისა და მოსამართლეთა გადატვირთვის მიზეზები III. პრობლემის მოგვარების გზები ქ. თბილისი. 2017 წელი

marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi

gamomwvevi mizezebi da problemis mogvarebis gzebi

I. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და საქმეთაგაჭიანურების პრობლემა

II. საქმეთა გაჭიანურებისა და მოსამართლეთა გადატვირთვისმიზეზები

III. პრობლემის მოგვარების გზები

ქ. თბილისი. 2017 წელი

Page 2: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

სარჩევი

თავი I. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და საქმეთა გაჭიანურების პრობლემა

1. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის სამართლებრივი ასპექტები - გვ. 12. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრაქტიკული ასპექტები - გვ. 23. საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული მდგომარეობა და

წარსულის გამოცდილება - გვ.4

თავი II. საქმეთა გაჭიანურებისა და მოსამართლეთა გადატვირთვის მიზეზები

1. ობიექტური ფაქტორები - საქმეთა მატების დინამიკა - გვ.52. სუბიექტური ფაქტორები - მოსამართლეთა საშტატო რაოდენობის ჯერ

შემცირება და შემდეგ არათანმიმდევრული გაზრდა - გვ.83. მოსამართლეთა უფლებამოსილებების ჯერ გაგრძელება და შემდეგ ერთბაშად

შეწყვეტა - გვ. 114. რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა - გვ. 14

4.1. მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების არათანმიმდევრულად ჩატარება -გვ. 15

4.2.სპეციალიზირებული კოლეგიების შექმნა - გვ. 204.3. საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის შექმნა და გაუქმება - გვ. 21

5. დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურების პრაქტიკა - გვ. 236. განსხვავებული აზრის დევნა და ჯანსაღი კონკურენციის მოსპობა - გვ. 277. დასკვნა - გვ. 29

თავი III. არსებული პრობლემის მოგვარების გზები

1. სასამართლო სისტემის მიერ პრობლემის პრევენციისა და გამოსწორების გზა -გვ. 30

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვა არსებული პრობლემების მოგვარებისთაობაზე - გვ. 31

3. პრობლემების მოგვარების აუცილებლობა სისტემური ცვლილებების გზით -გვ. 34

4. პრობლემის მოგვარების კონცეფცია

Page 3: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

1

I.თავი

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და საქმეთა გაჭიანურებისპრობლემა

1. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის სამართლებრივი ასპექტები

დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლიანი სასამართლოს უფლებისგანსაკუთრებული მნიშვნელობის ფონზე, სასამართლოს ხელმისაწვდომობისუფლება ,,პრაქტიკული და ეფექტური’’ უნდა იყოს და არა მხოლოდ ,,თეორიული’’.შესაბამისად, სახელმწიფოს მოეთხოვება შექმნას ისეთი სისტემა, რომელიცნებისმიერი ადამიანისათვის უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობისპრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობას.

სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში მოიცავს საქმის გონივრულვადებში განხილვის უფლებას, რაც თავის მხრივ სასამართლოს ხელმისაწვდომობასადა გონივრულად სწრაფ მართლმსაჯულებაზე აისახება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისმე-6 პარაგრაფით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილინებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისასყველას ანიჭებს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვისუფლებას კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელისასამართლოს მიერ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით სამოქალაქოსაქმეებზე „გონივრული ვადის“ ათვლა იწყება საქმის წარმოების დაწყების, ხოლოსისხლის სამართლის საქმეებზე „ბრალდების“ წაყენების მომენტიდან.1

სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განუხილველობა თავის მხრივსამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას იწვევს. საქმეში„ციმერმანი და შტაინერი შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ

1 CASE OF BUCHHOLZ v. GERMANY 1981, 6 May 1981

Page 4: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

2

სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა,რომ მისცეს სასამართლოებს შესაძლებლობა იმოქმედონ 6.1 მუხლის მოთხოვნებისდაცვით, მათ შორის „გონივრულ ვადაში“ საქმის განხილვის მოთხოვნის დაცვით.აღნიშნულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან საქმის განხილვისგაჭიანურების მიზეზი იყო სასამართლოების გადატვირთულობა, ადგილი ჰქონდა 6.1მუხლით დაცული საქმის „გონივრულ ვადაში“ განხილვის მოთხოვნის დარღვევასიმდენად, რამდენადაც სახელმწიფომ არ მიიღო ადეკვატური ზომები ამ სიტუაციისგამოსასწორებლად.2 ამდენად, ევროპული სასამართლო საქმეთა გადატვირთულობისმიზეზით საქმის განხილვის გაჭიანურებას სამართლიანი სასამართლოს უფლებისდარღვევად აფასებს.

2. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრაქტიკული ასპექტები

როგორც ზემოთ აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში საქმისგონივრულ ვადებში განხილვის უფლებასაც მოიცავს, რაც თავის მხრივ სწრაფიმართლმსაჯულების პრინციპის უზრუნველყოფასა და სასამართლოს ეფექტიანობაზეაისახება.

ქვეყანაში სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაზე არაერთიპრაქტიკული ასპექტია დამოკიდებული.

ჩვენი მოქალაქეები, ადვოკატები, ფიზიკური და იურიდიული პირები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დიდი ხანია, თავიანთი საქმიანობის შემაფერხებელერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასმიიჩნევენ. მათი მოსაზრებით, იმისათვის რომ ქვეყანაში კერძო სექტორიგანვითარდეს და უცხოური ინვესტიციების შემოვიდეს, სწრაფი, ეფექტიანი დახარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის არსებობაა აუცილებელი. სასამართლოდავების განხილვის წლების განმავლობაში გაჭიანურება ერთის მხრივინვესტიციების განხორციელების შემაფერხებელი ერთ-ერთი გარემოებაა, ხოლომეორეს მხრივ, ადამიანებში ერთგვარი უსამართლობისა და დაუცველობის განცდასამკვიდრებს, რაც საბოლოო ჯამში უკმაყოფილების მუხტის ჩამოყალიბებას უწყობსხელს.

2 CASE OF ZIMMERMANN AND STEINER v. SWITZERLAND, 13 July 1983

Page 5: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

3

უკანასკნელი საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სასამართლოს ეფექტიანობისკუთხით საქართველოს მაჩვენებელი შესამჩნევლად გაუარესდა3. აღნიშნულიმაჩვენებლის გაუარესების უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში დროულიმართლმსაჯულების არარსებობა შეიძლება იყოს. ამასთან, სასამართლოსეფექტიანობის კომპონენტში მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ რამდენად არისსასამართლო სისტემა მზად გონივრულ ვადებში დაიცვას ადამიანის უფლებები დამათი უფლებების დარღვევის წინააღმდეგ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივიღონისძიებები.

მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის გადატვირთულობის პრობლემისმოუგვარებლობა საქართველოში საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად აისახება,რაც ქვეყანაში კერძო ინვესტიციების კლებას გამოიწვევს. ქვეყანაში კერძოინვესტიციების ზრდისათვის სწორედ მართლმსაჯულების სისტემის სტაბილურობააგანმსაზღვრელი.

ვფიქრობ, სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა, სასამართლო სისტემაშიგაატაროს ისეთი რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემისეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ პირდაპირ აისახება:

1. მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობასა და მოქალაქეთასამართლიანობის განცდაზე ;

2. ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე;3. სახელმწიფოს იმიჯზე.

ამდენად, სწრაფ და ხარისხიან მართლმსაჯულებას, როგორც სამართლიანისასამართლოს განმსაზღვრელ ერთ-ერთ ინდიკატორს, სამართლებრივთან ერთადუდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნია. სამართლიანი სასამართლოს უფლებაფიქციაა თუ მისი ცხოვრებაში რეალიზება გონივრული, დარღვეული უფლებისაღდგენისათვის ადეკვატური ვადის დაცვით არ განხორციელდა. თუ სასამართლოვერ უზრუნველყოფს უფლების დაცვისა და აღდგენის დროული მექანიზმებისარსებობას, სამართლიანი სასამართლოს არათუ უფლება, არამედ იდეაც კი,განუსაზღვრელ დროში იკარგება.

3მსოფლიო ეკონომიუკური ფორუმის (World Economic Forum) 2017-2018 წლების გლობალურიკონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა 24 ადგილითგაუარესდა; http://reports.weforum.org/global-competitiveness-index-2017-2018

Page 6: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

4

3. საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული მდგომარეობა დაწარსულის გამოცდილება

დღეის მდგომარეობით ქართული მართლმსაჯულება საზოგადოებისათვისსათანადოდ ხელმისაწვდომი არაა. განსაკუთრებით სამოქალაქო დაადმინისტრაციულ საქმეებზე მხარეები გადაწყვეტილებას წლების განმავლობაშიელოდებიან. ამ მხრივ ურთულესი მდგომარეობაა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისადა გორის საქალაქო სასამართლოებში. საქართველოში მართლმსაჯულებისხელმისაწვდომობა უფრო თეორიულია, ვიდრე პრაქტიკული რეალობა.

ხშირად მოქალაქეებს რამოდენიმე წელი უწევთ ლოდინი მხოლოდ პირველინსტანციაში საქმის განხილვისთვის. ამასთან არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცადასრულებულ საქმეებზე მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს ოთხი, ხუთიდა მეტი თვის დაგვიანებით იღებენ. არსებული პრობლემა იმდენად უდავო ფაქტია,რომ მისი კიდევ უფრო დრამატიზირება ზედმეტად მიგვაჩნია და ამ პრობლემის,როგორც ფაქტის აღწერას, ქვემოთ წარმოგიდგენთ. ამ სიტუაციას შევაფასებდი,როგორც ერთგვარ კრიზისს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს.

მოსამართლეთა არანორმალური დატვირთვა და საქმეთა გაჭიანურება, სიახლეს არწარმოადგენს ქართული რეალობისთვის. ამ პრობლემით განპირობებული კრიზისი2005 წელსაც წარმოიშვა, როდესაც ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგსასამართლოში გატარდა ერთგვარი რეფორმები. კერძოდ, გაუქმდა თბილისისრაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო. ერთიხელის მოსმით ჩატარებულმა, რეფორმამ გამოიწვია ის, რომ თითოეულმოსამართლეს განსახილველად 300 – 400 საქმე აღმოაჩნდა. მაშინ ამ მდგომარეობისდაძლევის გზად საქმეების „კონვეიერული“ სისწრაფით განხილვა შეირჩა, რამაცსაბოლოოდ ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა მართლმსაჯულების ხარისხზედა მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

წარსულის გამოცდილება გვასწავლის, რომ არალოგიკური სისწრაფით საქმეთაგანხილვას სხვა ღირებულებები, მათ შორის, მართლმსაჯულების ხარისხი დასაზოგადოების ნდობა ეწირება.

ამიტომ ჩვენს წინაშე მდგარი იდენტური პრობლემის მოსაგვარებლად, წარსულშიდაშვებული შეცდომების განმეორება აღარ გამოგვადგება. საჭიროა არსებულიმდგომარეობის მიზეზების დადგენა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება,

Page 7: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

5

რომელიც სისტემის ეფექტიან მუშაობასა და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპისუზრუნველყოფას გრძელვადიანი პერსპექტივით მოაგვარებს.

II. თავი

საქმეთა გაჭიანურებისა და მოსამართლეთა გადატვირთვისმიზეზები

ყოველ პრობლემას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, რომელთაანალიზის საფუძველზე შესაძლებელია პრობლემის მოგვარების სწორი გზების პოვნადა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. წარმოდგენილი დოკუმენტის II თავიმიზნად ისახავს, როგორც პრობლემების იდენტიფიცირებას, ასევე მათი გამომწვევიმიზეზების დადგენას. თავის მხრივ, ეს გააადვილებს პრობლემების გადაჭრის გზებისძიებას, რაც მოცემულია წარმოდგენილი დოკუმენტის III თავში.

1. ობიექტური ფაქტორები - საქმეთა მატების დინამიკა

საქმეთა გაჭიანურების ტრადიციული რეალობის განსაკუთრებული მაგალითიათბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობა. ამ სასამართლოშიარსებული დატვირთვის პირობებში საქმეთა განხილვა ხშირ შემთხვევაში 2 წელსაჭარბებს, მაშინ როდესაც საპროცესო კანონმდებლობით, საქმეთა განხილვისათვის 2-დან 5 თვემდე ვადაა დადგენილი.

საქმეთა განხილვის ვადების გაჭიანურების ობიექტური მიზეზს სამოქალაქო საქმეთარაოდენობის მატება წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგშეინიშნება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქმეთა მატება ყველა სამართლის დარგსთანაბრად არ ეხება.

ობიექტური სურათის წარმოჩენისა და თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთზოგადად საერთო სასამართლოების სისტემაში და საკუთრივ თბილისის საქალაქოსასამართლოში საქმეთა ნაკადის მატებისა და კლების დინამიკას 2011 წლიდან 2016წლის ჩათვლით.4

4 სტატისტიკური ინფორმაციის წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულისტატისტიკური მონაცემები მითითებული წლების მიხედვით;

Page 8: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

6

მთელი საქართველოს მასშტაბით საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულსაქმეთა

მოძრაობის დინამიკა

როგორც წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს 2011-2016 წლებში საქართველოსმასშტაბით სამოქალაქო საქმეებმა 107.5%-ით იმატა, ადმინისტრაციული კატეგორიისსაქმეებმა ჯერ საგრძნობლად იკლო, ხოლო ბოლო წელს 6.1%-ით გაიზარდა. რაცშეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, მათი რაოდენობა 1.3%-ით შემცირდა. 5

თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოსულ საქმეთა

მოძრაობის დინამიკა

საანგარიშოპერიოდი

სამოქალაქოსაქმეები

ადმინისტრაციულისაქმეები

სისხლის სამართლისსაქმეები

2011 წელი 15 343 10 251 6453

2012 წელი 17 313 5 144 4357

2013 წელი 19 388 5 328 6808

2014 წელი 23 249 5 348 7605

2015 წელი 28 282 10 417 5936

2016 წელი 40 340 9 512 5848

5 რაოდენობის ცვლილების ამგვარ დინამიკას, რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს, რომელიც ცალკე შესწავლისადა ანალიზის საგანს წარმოადგენს. ხოლო ჩვენს ამოცანას, მოცემულ შემთხვევაში ობიექტური და სუბიექტურიფაქტორების დადგენა და ანალიზი წარმოადგენს;

საანგარიშოპერიოდი

სამოქალაქოსაქმეები

ადმინისტრაციულისაქმეები

სისხლის სამართლისსაქმეები

2011 წელი 33 546 16 378 14 5842012 წელი 33 279 8 909 9 1202013 წელი 35 443 8 748 13 7942014 წელი 42 248 9 246 15 3902015 წელი 51 825 20 010 13 8982016 წელი 69 624 17 384 14 398

Page 9: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

7

თუ მოცემულ სტატისტიკურ ინფორმაციას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ 2016წელს 2011 წელთან შედარებით სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობის კლებაშეინიშნება.

ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა მიმართულებით 2012, 2013 და 2014 წლებშისაგრძნობი კლებაა, მხოლოდ 2015 და 2016 წლებში შეინიშნება კვლავ მატება,რომელიც თითქმის 2011 წლის ნიშნულს უახლოვდება.

საგულისხმოა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა მატებისდინამიკა, რომელიც 2011 წლის შემდეგ ინტენსიურად იზრდება და 2016 წლისათვის40 340 საქმე შეადგინა, რაც 2011 წელთან შედარებით თითქმის 25 000, ხოლო 2015წელთან შედარებით 12 000 საქმით არის გაზრდილი.6

შესაძლოა სამოქალაქო დავების მნიშვნელოვანი მატება ვინმემ ახსნასსასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზეზით, რაც იმთავითვემცდარი მოსაზრებაა, რადგან გაჭიანურებული წარმოება, წლების მანძილზეხელმიუწვდომელი მართლმსაჯულება და ხშირ შემთხვევებში საზოგადოებისმხრიდან სამართლიანად მართლმსაჯულების არაეფექტიანობის გამო გამოთქმულიუკმაყოფილება, საწინააღმდეგოზე მეტყველებს. სწორედ საზოგადოებრივი ნდობააინდიკატორი, რომ გაკეთდეს შეფასება სასამართლო სისტემის ავკარგიანობაზე.თავად დავების განხილვის გაჭიანურებული პროცესები ერთის მხრივ იწვევს საქმეთასასამართლო სისტემაში დაგროვებას, ხოლო მეორეს მხრივ დროში არაგონივრულადგახანგრძლივებული წარმოება ასრულებს ახალი დავების წამოწყებისათვისსტიმულატორის როლს. საქმე იმაშია, რომ მართლმსაჯულების არაეფექტურობა მასუკარგავს დავების პრევენციის დანიშნულებას. დროული და სამართლიანი წარმოებაყოველი პირისათვის განსაზღვრავს ობიექტური შედეგების დადგომისგარდაუვალობას, მაგრამ თუ მართლმსაჯულება დროში დაკარგული პროცესია,ყოველ არაკეთილსინდისიერ მხარეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის დადგომისმიმართ მორიდების განცდას უკარგავს. ეს კი ახალისებს არაკეთილსინდისიერებასდა კონკრეტულ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მოვალეები თავსარიდებენ საკუთარი ვალდებულებების ნებაყოფლობით, სასამართლო დავებისგარეშე შესრულებას. ამ ვითარებაში კრედიტორი იძულებულია დავა წამოიწყოსსასამართლოში. კრედიტორის ეს ნაბიჯი სრულადაც არ ნიშნავს, რომ ის

6 წარმოდგენილი დინამიკა მხოლოდ საანგარიშო პერიოდში შემოსული საქმეებს ასახავს. რეალურად, 2016 წელსთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განსახულველად 69 624 საქმე იყო.

Page 10: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

8

განსაკუთრებული ნდობის გამო მიმართავს სასამართლოს. მან კარგად იცის, რომსასამართლოში დავა დროში გაწელილი, რამდენიმე წლიანი პროცესია, მაგრამ მასსაკუთარი უფლების დაცვის სხვა ლეგიტიმური მექანიზმი არ გააჩნია. ამდენად,უნდა ითქვას, რომ მოსამართლეთა სიმცირე და მათი რაოდენობისადმიარაადეკვატურად მომრავლებული სასამართლო დავები ნაყოფიერი ნიადაგია ახალიდავების წარმოშობისა და სასამართლოს კიდევ უფრო გადატვირთვისა.

მარტივად, რომ ავხსნათ: არაეფექტური სასამართლო და გაჭიანურებული დავებიკიდევ უფრო ხელს უწყობს სასამართლოს გარეთ სამართლებრივ ურთიერთობებშიარაკეთილსინდისიერების ფაქტორის ზრდას, რაც კიდევ უფრო ზრდისსასამართლოსადმი მიმართვიანობას. 2016 წელში თბილისის საქალაქოსასამართლოში ერთბაშად შემოსული 40 340 საქმე ამის დასტურია და ის სულაც არადასტურებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

2. სუბიექტური ფაქტორები - მოსამართლეთა საშტატო რაოდენობის ჯერშემცირება და შემდეგ არათანმიმდევრული გაზრდა

ბუნებრივია, საქმეთა მატების ობიექტური ფაქტორით გამოწვეულიპრობლემისათვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც სასამართლოხელისუფლების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, ადეკვატურად დალოგიკურად უნდა ეპასუხა. ეს კი მოსამართლეთა მატებითა და საქმეთა ნაკადისმართვით იყო შესაძლებელი, რაც ჩვენი აზრით არათანმიმდევრულადგანხორციელდა, კერძოდ:

1. 2011 წელს საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა საშტატორაოდენობა განსაზღვრული იყო 338 ერთეულით, რაც 2012 წლის დეკემბრისმდგომარეობით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 259 საშტატო ერთეულამდე - 79მოსამართლით შეამცირა7. აღნიშნული გადაწყვეტილება ყოველგვარ ლეგიტიმურლოგიკას მოკლებული იყო, ის მართლმსაჯულების ინტერესებს არ შეესაბამებოდა დაშესაბამისად, მიზნად ისახავდა, ხელისუფლების ცვლილების პარალელურად,

7 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 2 აგვისტოს N1/141 გადაწყვეტილება; 2012 წლის 16 ოქტომბრის N1/175გადაწყვეტილება; 2012 წლის 30 ოქტომბრის N1/274 გადაწყვეტილება; 2012 წლის 19 ნოემბრის N1/328გადაწყვეტილება

Page 11: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

9

სასამართლო სისტემის ჩაკეტვასა და ახალი კადრებით სასამართლოსდაკომპლექტების ხელშეშლას.

2. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის პირველიტალღის ფარგლებში განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისახლებური წესი. შესაბამისად განახლდა საბჭოს შემადგენლობა.

3. 2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა იუსტიციისუმაღლეს საბჭოს წერილით მომართეს, რომლითაც გამოხატავდნენ უკმაყოფილებასსაქმეთა სიმრავლესთან დაკავშირებით. ამ პერიოდში ერთ მოსამართლეზესაშუალოდ 200 საქმე მოდიოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სასამართლო კორპუსსა დამოსამართლე წევრებს პრობლემის სწრაფად მოგვარების სამი გზა შევთავაზეთ:

1. მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა (რეზერვი თავის დროზე იქცასასამართლოს მმართველი ჯგუფისადმი დაუმორჩილებელი მოსამართლეებისდასჯის მექანიზმად და ასეთი მოსამართლეების სამოსამართლო საქმიანობიდანჩამოცილების საშუალებად); 2. თბილისის საქალაქო სასამართლოდან სხვარაიონულ/საქალაქო სასამართლოებში მივლინებით გადასროლილიმოსამართლეების უკან დაბრუნება (მივლინება ასევე გამოიყენებოდადაუმორჩილებელი მოსამართლეების დასჯის მექანიზმად); 3. მოსამართლეთარაოდენობის გაზრდა - შტატების დამატება.8

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთმა არამოსამართლე წევრმა „საერთოსასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე, მოვითხოვეთ საბჭოსრიგგარეშე სხდომის გამართვა სწორედ აღნიშნული საკითხების დაუყოვნებლივგადაწყვეტისათვის. თუმცა, მოსამართლე წევრებმა უგულებელყვეს არამოსამართლეწევრთა მხრიდან სხდომის მოწვევის კანონით გათვალისწინებული უფლება დასხდომაზე არ გამოცხადდნენ.9

2014 წლის 11 ივნისს არამოსამართლე წევრების და საზოგადოებრივიორგანიზაციების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და რეზერვიდან სამ მოსამართლესმიეცა სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა; თბილისის

8 იხ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი;9 შენიშვნა: შემდგომში, 2014 წლის 21 მაისის სხდომის ელექტრონული ოქმი, რომლითაც მოსამართლე წევრთამიერ კანონის დარღვევა ფიქსირდებოდა, დაზიანდა და მის გამოყენება შეუძლებელი გახდა. საგულისხმოა, რომამგვარ ფაქტებს არაერთგზის ჰქონდა ადგილი

Page 12: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

10

საქალაქო სასამართლოში სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებიდანმივლინებული იქნა ოთხი მოსამართლე; თბილისის საქალაქო სასამართლოშიმოსამართლეთა საშტატო რაოდენობა გაიზარდა თვრამეტი ერთეულით. კერძოდ, ამსასამართლოს სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებსდაემატა ექვს-ექვსი საშტატო ერთეული.10

აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა გარკვეულწილად, მცირე დროით შეაფერხასასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის კიდევ უფრო განვითარებისდინამიკა. უნდა ითქვას, რომ სათანადო გულისხმიერების პირობებში, დაშვებულიშეცდომების და განზრახ განხორციელებული ქმედებების არ არსებობისშემთხვევებში, შესაძლებელი იქნებოდა საქმეთა რაოდენობის კიდევ უფროეფექტიანი მართვა.

4.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2012 წლის დეკემბერში მიღებულიგადაწყვეტილებიდან გასულია თითქმის ხუთი წელი. ამ დროის მიუხედავად,უმნიშვნელოდ გამოიყურება საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთამატების ტენდენცია. კერძოდ, დღეს მთელს საქართველოში არსებობს კვლავ 338მოსამართლის საშტატო ერთეული, ხოლო რეალურად დანიშნულია 284მოსამართლე. ანუ მთელი ხუთი წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომშტატების მიხედვით მოახერხა და აღადგინა 2012 წლის დეკემბრამდე არსებულიმდგომარეობა. ხოლო სასამართლო სისტემას რეალურად შემატა მხოლოდ 57მოსამართლე.

5.განსაკუთრებით საგულისხმოა თბილისის საქალაქო სასამართლოშიმოსამართლეთა მატების დინამიკა. 2016 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით,სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, იქ სადაც საქმეთა ყველაზე დიდი მატება გვქონდამოსამართლეთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით მხოლოდ 6 ერთეულითგაიზარდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კატეგორიაში, სადაც საქმეთარაოდენობის კლებას ჰქონდა ადგილი, 18 მოსამართლე დაემატა. დღეისმდგომარეობით კი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში უფლებამოსილებას 38, ხოლოსისხლის სამართლის კოლეგიაში 41 მოსამართლე ახორციელებს.

10 იხ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 11 ივნისის N1/53 გადაწყვეტილება

Page 13: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

11

ცხრილის სახით წარმოგიდგენთ თბილისის საქალაქო სასამართლოშიმოსამართლეთა რაოდენობის ცვლილების დინამიკას:

დასკვნა: ბუნებრივია, თუკი საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო საქმეთა მატებისტენდენცია 2012 წელთან შედარებით გაცილებით დიდია, საშტატო ერთეულებისმატებაც და მოსამართლეთა დამატებაც ამ გამოწვევის პროპორციულად დალოგიკურად უნდა განხორციელებულიყო, რაც საბჭომ არ განახორციელა. ამისმიზეზად პირადად მე სისტემის ჩაკეტვის მცდელობა მიმაჩნია, რათა არ მომხდარიყოსისტემის ახალი კადრებით შევსება.

3. მოსამართლეთა უფლებამოსილებების ჯერ გაგრძელება და მერეერთბაშად შეწყვეტა;

საქმეთა გადატვირთულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მოსამართლეთაუფლებამოსილების გაგრძელების კუთხით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსარათანმიმდევრული მოქმედებები წარმოადგენს.

2013 წელს11 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 25 მოსამართლეს, ხოლო 2014 წელს 8მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა მათ წარმოებაში არსებულსაქმეების დასრულებამდე12 (აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა 2012 წლამდე თითქმისარ არსებობდა). აღნიშნული ვითარება ქმნიდა გარკვეულ პრობლემებს საერთოსასამართლოების საქმიანობაში. კერძოდ, საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის

11 იხ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 8 აპრილის, 24 აპრილის, 22 ივნისის, 30 სექტემბრის, 23 დეკემბრისგადაწყვეტილებები მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;12 იხ. 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებები მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისშესახებ;

საანგარიშოპერიოდი

სამოქალაქოსაქმეთა

კოლეგია

ადმინისტრაციულსაქმეთა

კოლეგია

სისხლის სამართლისსაქმეთა

კოლეგიაშტატი რეალურად შტატი რეალურად შტატი რეალურად

2011 წელი 25 27 20 14 20 232012 წელი 25 28 20 19 20 212013 წელი 25 28 18 18 27 292014 წელი 31 30 24 22 33 342015 წელი 33 32 26 23 35 322016 წელი 44 33 27 22 45 39

Page 14: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

12

მიხედვით არ ხდებოდა მოსამართლეთა დატვირთულობისა და განსახილველსაქმეთა განხილვის ეტაპების ინდივიდუალური შეფასება და ყველა მოსამართლესუგრძელდებოდა უფლებამოსილების ვადა. სწორედ ამიტომ, მოსამართლეებზე,რომლებსაც გაგრძელებული ჰქონდათ უფლებამოსილება, ვერ ხდებოდა ახალისაქმეების განაწილება. ამასთან, ვინაიდან თანამდებობა ვაკანტურად არ ითვლებოდა,ამ ადგილებზე კონკურსიც ვერ ცხადდებოდა. გარდა ამისა, ამ პერიოდში, ადგილიჰქონდა მოსამართლეთა გარკვეული ნაწილის მიერ საქმის განხილვის განზრახგაჭიანურებას იმის გამო, რომ თავიანთი უფლებამოსილების ვადა გაეგრძელებინათ.შესაბამისად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც უფლებამოსილება გაგრძელებულიმოსამართლეებს აღარ ეწერებათ განსახილველად ახალი სარჩელები, ამთვალსაზრისით ხსენებული მოსამართლეები აკლდებიან სასამართლო კორპუსს,ყოველი ახალი დავა შემცირებულ სასამართლო კორპუსს კიდევ უფრო უზრდისდატვირთვას, ხანგრძლივი დროის მანძილზე შეუძლებელი ხდება უფლებამოსილებაგაგრძელებული მოსამართლეების საშტატო ერთეულებზე კონკურსის გამოცხადებადა მოსამართლეების დანიშვნა, რომლებთაც სრულფასოვნად გაუნაწილდებოდათგანსახილველად ახალი სარჩელები.

2014 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარედგინა ჩემსმიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება13. ამ საკანონმდებლო ცვლილებისპროექტის მიზანი გახლდათ მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისდარეგულირება, მათ შორის, პროექტი ითვალისწინებდა საქმის განხილვისდასრულებამდე უფლებამოსილება გაგრძელებული მოსამართლის საშტატოერთეულზე კონკურსის გამოცხადების შესაძლებლობას. ამასთან, მოსამართლესუფლებამოსილება უგრძელდებოდა მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელზეც ისგადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ იყო გასული ან საქმის განხილვაპაექრობის ეტაპზე იყო მისული. მოსამართლეს უფლებამოსილების ვადაუგრძელდებოდა საქმის დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს ამ მოსამართლისთანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეული ახალი მოსამართლის გამწესებისა.

ამდენად, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების პროექტით შეთავაზებულიდებულებები ერთის მხრივ უზრუნველყოფდა დავის განხილვის ბოლო ეტაპზეარსებული საქმეების დასრულების უწყვეტობას, ხოლო მეორეს მხრივ ახდენდა

13 იხ. საკანონმდებლო წინადადების სახით საქართველოს პარლამენტში გადაგზავნილი საქართველოს ორგანულიკანონის პროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე, საქართველოს კანონის პროექტი "საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა დაუფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისშეტანის თაობაზე;

Page 15: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

13

არაკეთილსინდისიერების პრევენციას და მოსამართლეს უზღუდავდა დავისგადაწყვეტის უსაფუძვლო გაჭიანურების შესაძლებლობას.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული პროექტის მიღება ვერმოხერხდა.

2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღორეკომენდაცია14, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა მოსამართლეთაუფლებამოსილების ვადის გასვლით გამოწვეული პრობლემები. ამ რეკომენდაციისმიხედვით მოსამართლეებს თავიანთი ათწლიანი უფლებამოსილების ბოლო 2 თვისგანმავლობაში ახალი საქმეები განსახილველად არ გადაეცემოდათ.

აღნიშნული რეკომენდაციის შემუშავება იმ ფონზე მოხდა, როდესაც 2015 წლისბოლოს უფლებამოსილების ვადა საერთო სასამართლოების ათეულობითმოსამართლეს ეწურებოდა. ამ რეკომენდაციით საბჭომ საერთოდ უარი თქვაორგანული კანონის იმ ნორმის პრაქტიკაში გამოყენებაზე, რომლითაც შესაძლებელიიყო კონკრეტული მოსამართლისათვის თავის წარმოებაში არსებულ საქმეთადასრულებამდე უფლებამოსილების ვადის გაგრძელება.

საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციის ამოქმედების შემდეგ, 2015 წლის 21სექტემბრის საბჭოს სხდომაზე, მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა ყველა იმმოსამართლეს, რომლებსაც 2015 წლის 22 სექტემბერს უმთავრდებოდაუფლებამოსილების ვადა და ასევე თანამდებობიდან გათავისუფლდა ყველა ისმოსამართლე, რომელსაც წარმოებაში არსებული საქმეების დასრულებამდესაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გაგრძელებულიჰქონდათ უფლებამოსილების ვადა. გათავისუფლებული მოსამართლეების საერთორაოდენობამ 34 მოსამართლე შეადგინა. შესაბამისად, მათ წარმოებაში არსებულისაქმეები, განსახილველად სხვა მოსამართლეებს გადაეცათ. საყურადღებოა ისფაქტიც, რომ მოსამართლეებს, რომელთაც ათწლიანი სამოსამართლოუფლებამოსილება ეწურებოდათ, ბოლო 2 თვის განმავლობაში ახალი საქმეებიგანსახილველად არ გადაეცემოდათ. შესაბამისად, საბჭოს არათანმიმდევრულიმოქმედებით საერთო სასამართლოების მოსამართლეები მნიშვნელოვნადდაიტვირთნენ. ისედაც არასაკმარისი და ამჯერად კიდევ უფრო შემცირებულირაოდენობის მოსამართლეები ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს მიღმააღმოჩნდნენ მათ წარმოებაში არსებული საქმეთა სიმრავლის გამო. შექმნილ

14 იხ. 2015 წლის 23 ივლისის N1 რეკომენდაცია;

Page 16: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

14

ვითარებაში კი საქმეთა განხილვის ვადების დაცვა ბუნებრივად გამოირიცხა დასაქმის განხილვის გაჭიანურება გარდაუვალ მოვლენად იქცა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არგუმენტი, რომ მოსამართლეებიარაკეთილსინდისიერად, განზრახ აჭიანურებდნენ საქმის განხილვას და ამის გამოგაჭიანურების მიზეზების ინდივიდუალურად შესწავლის გარეშე ყველასშეწყვეტოდა უფლებამოსილება, დაუსაბუთებელია, ვინაიდან საბჭოს უნდა ემოქმედადისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში მისთვის მინიჭებულიკომპენტენციით და თითოეული მოსამართლის ქცევის ინდივიდუალურადშესწავლის შედეგად გამოვლენილი არაკეთილსინდისიერების ფაქტების შესაბამისადყოველი კონკრეტული მოსამართლის მიმართ ეზრუნა დისციპლინურისამართალწარმოების ლოგიკური დასასრულისათვის. ამის მიუხედავად, საბჭოსუმრავლესობამ უფლებამოსილება ყველა მოსამართლეს შეუწყვიტა.

რაც შეეხება იმ მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2015 წლის 22სექტემბერს ეწურებოდათ, საბჭოს, როგორც სასამართლო სისტემის მართვაზეპასუხისმგებელ ორგანოს, ჰქონდა ვალდებულება გადაწყვეტილებამართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მიეღო. საბჭოს სწორად უნდაშეეფასებინა მდგომარეობა და უნდა გაეთვალისწინებინა ყოველი კონკრეტულისასამართლოს დატვირთულობა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურადშეეფასებინა თითოეული სასამართლოს საჭიროება, საბჭომ ერთბაშად, ერთი ხელისმოსმით მართლმსაჯულების სისტემიდან 34 მოსამართლე გაათავისუფლა.გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გათავისუფლებულ მოსამართლეთაწარმოებაში გათავისუფლების დროისათვის ჯამში რამდენიმე ათასი საქმე იყო. ჩვენიგადაწყვეტილებებით ერთი უკიდურესობიდან, მეორე უკიდურესობა ავირჩიეთ დაპრობლემის ზომიერად მოგვარების არცერთი შესაძლებლობა არ გავითვალისწინეთ.

4. რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა

სასამართლო სისტემის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევებისმოგვარების გზების შესახებ ხედვა, არამოსამართლე წევრების მიერ საბჭოსსხდომებზე არაერთხელ იქნა წარმოდგენილი:

2014 წლის 1 სექტემბრის სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრებმაწერილით მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლითაც ითხოვდნენუფლებამოსილება გაგრძელებული მოსამართლეების მიერ საქმეთა განხილვისმაჩვენებლით დაინტერესებას, რადგან ზოგიერთი მოსამართლის მხრიდან

Page 17: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

15

იკვეთებოდა არაკეთილსინდისიერების ფაქტები.15 ნაცვლად იმისა, რომთითოეული ფაქტი შეესწავლა და საჭიროების შემთხვევაში, მათ მიმართდისციპლინური სამართალწარმოება დაეწყო, აღნიშნულ საკითხს იუსტიციისუმაღლესმა საბჭომ ანგარიში არ გაუწია.

ამავე პერიოდში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, კახასოფრომაძემ, საბჭოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობისანალიზი წარუდგინა,16 რომელიც საერთო სასამართლოებში მოსამართლეთარაოდენობის გაზრდას ითვალისწინებდა. საკითხი მოწონებულ იქნა, თუმცაპრაქტიკულად არ განხორციელებულა.

2016 წლის 29 თებერვალს, 21 მარტს; 28 მარტს და 18 აპრილს იუსტიციისუმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ევა გოცირიძემ, საბჭოს შესთავაზაგადაწყვეტილების პროექტი „საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებისშესახებ შესაბამისი მასალების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცებისშესახებ“,17 რომლის 18მიხედვითაც სასამართლოების თავმჯდომარეებსწარმოეშობოდათ ვალდებულება, 6 თვეში ერთხელ საბჭოსათვისწარმოედგინათ ანგარიში საქმეთა განხილვის გაჭიანურების შესახებ,კონკრეტული საქმეების მითითებით. ისევე როგორც სხვა შემთხვევაში,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა ამჯერადაც არ დაეთანხმაარამოსამართლე წევრის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს.

2016 წლის 2 დეკემბერს საბჭოს რეკომენდაციებით მივმართე, რომელიცთბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა დატვირთულობისა დასაქმეთა ვადების გაჭიანურების პრობლემის დაძლევის 8 ღონისძიებასითვალისწინებდა. საბჭოს უმრავლესობამ, რეკომენდაციებს მხარი არდაუჭირა.

4.1. მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების არათანმიმდევრულადჩატარება;

როგორც უკვე აღინიშნა მხოლოდ 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში 40000-ზე მეტი, უპრეცედენტო რაოდენობის სამოქალაქო საქმე შევიდა. ამპერიოდისათვის ამ სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში რეალურად 33მოსამართლე იყო. ამ გარემოების გათვალისწინებით, 2016 წლის 5 სექტემბერს,

15 იხ. არამოსამართლე წევრების წერილი ვადაგაგრძელებული მოსამართლეების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ;ვადაგაგრძელებული მოსამართლეების მიერ საქმეთა განხილვის მაჩვენებელი16 საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობის ანალიზი17იხ. გადაწყვეტილების პროექტი „საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზების შესახებ შესაბამისი მასალებისწარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ18 იხ. გვ. 5

Page 18: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

16

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქოსაქმეთა კოლეგიის საშტატო რაოდენობა 44 ერთეულამდე გაზარდა. ბუნებრივიაშტატების გაზრდას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყოლოდა მოსამართლეთა შესარჩევიკონკურსის ჩატარება, ვინაიდან სულ რაღაც 4-5 თვეში კიდევ 7 მოსამართლესეწურებოდა უფლებამოსილების ვადა, რაც მათ წარმოებაში არსებული 4 500-მდესაქმის სხვა მოსამართლეებზე გადაცემასა და კიდევ უფრო მეტ დატვირთვასგამოიწვევდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სექტემბრის სხდომების დღის წესრიგებში შეტანილიიყო კონკურსის გამოცხადების საკითხები19, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვამიზეზით ხდებოდა მისი გადადება. იმის გამო, რომ გარდაუვალი ხდებოდასასამართლოს გადატვირთულობისა და საქმეთა გაჭიანურების გამო შექმნილიისედაც მძიმე სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება, 2016 წლის 2 დეკემბრის სხდომაზედავაყენე კონკურსის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი, რაც სამწუხაროდ საბჭოსწევრთა უმრავლესობამ არ გაიზიარა.

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა მოსამართლეთა შტატებისგაზრდიდან 9 თვის შემდეგ, რის გამოც მიმდინარე წლის აპრილისა და მარტისთვეებში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა დატვირთვამ საშუალოდერთ მოსამართლეზე 800 - 1200 საქმე შეადგინა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის ასეთი დაგვიანებით ჩატარებასთავისი მიზეზები და ახსნა აქვს. კერძოდ:

2017 წლის 8 თებერვალს, სასამართლო რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულმა კანონმა განიცადა ცვლილება,რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტს ამოქმედდა20. საგულისხმოა, რომ აღნიშნულიკანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ერთი წლით ადრე იყო წარდგენილი დაორი მოსმენით განხილული. თუმცა, ახალი მოწვევის პარლამენტმა ეს კანონი მე-3მოსმენიდან დააბრუნა მეორე მოსმენაზე და საყურადღებოა, რომ მხოლოდ, 35-ემუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალა. ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვედაინსტანციის სასამართლოს მოსამართლეობისათვის გამოცხადებულ კონკურსში

19 იხ. 2016 წლის 12 სექტემბრის, 19 სექტემბრის, 26 სექტემბრის და 30 სექტემბრის საბჭოს დღის წესრიგითგათვალისწინებული საკითხები.20 იხ. 2017 წლის 8 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/3536739#DOCUMENT:1;

Page 19: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

17

უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი მოსამართლის მონაწილეობისშემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ შეისწავლის მათ მიერ განხილულ 5საქმეს და ისინი ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე პირდაპირ, უვადოდინიშნებიან მოსამართლეებად.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასამართლო კორპუსისმოთხოვნით მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსწარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, მოსამართლეებისუმრავლესობასთან შედგა შეთანხმება, რომლითაც თავდაპირველიკანონპროექტიდან უნდა ამოღებულიყო სამწლიანი გამოსაცდელი ვადამოსამართლეობის სტაჟის მქონე პირებისათვის. თუმცა „მესამე ტალღის“კანონპროექტში აღნიშნული შეთანხმება არ აისახა. სამაგიეროდ მხოლოდ უზენაესიდა საკონსტიტუციო სასამართლოების მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს შეეხოთეს დათქმა. საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილიმოსამართლეები საერთო სასამართლოების სხვა ინსტანციის მოქმედი და ყოფილიმოსამართლეებისაგან განსხვავებით აღმოჩნდნენ პრივილეგირებულმდგომარეობაში. მათ არც გამოსაცდელი ვადა, არც სათანადო დროითგანსაზღვრული სამოსამართლო გამოცდილება მოეთხოვებათ და მათი დანიშვნისას,იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სხვა სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირთადანიშვნის შემთხვევისაგან განსხვავებით, არც საქმეების შესწავლის ვალდებულებაგააჩნია.

ამის შემდეგ, 2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოსკონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის41 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო დარაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის 3წლის ვადით გამწესებას, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვსსამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 2017 წლის 1ივლისამდე საქართველოს პარლამენტს დაევალა შესაბამისი ცვლილებებისგანხორციელება. ამდენად, სასამართლო კორპუსის ლეგიტიმური ინტერესისდაკმაყოფილებას დასჭირდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასამწუხაროდ, მოსამართლეთა კანონიერი მოთხოვნის შესრულება ვერ მოხერხდა სხვაგზით.

Page 20: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

18

2017 წლის 17 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისმიღებიდან 2 დღეში გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერმოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და საბუთების მიღების საბოლოო ვადად 2017წლის 19 მარტი განისაზღვრა.

მიუხედავად ჩემი მოსაზრებისა, რომ მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრასაქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისშემდეგ ჩატარებულიყო.21 საბჭომ კონკურსი ფორსირებულ რეჟიმში ჩაატარა დაკანდიდატებს კენჭი 2017 წლის 11 მაისს უყარა. მოსამართლეები თანამდებობაზე იმპირობებში დაინიშნენ, როდესაც ერთი მხრივ სახეზე გვქონდა მოსამართლისთანამდებობაზე გამწესების შესახებ ნორმა, რომელიც თავისი შინაარსითარაკონსტიტუციური იყო22, ხოლო მეორე მხრივ არ არსებობდა ალტერნატიულიმოწესრიგება, რომელიც პარლამენტს 2017 წლის 1 ივლისამდე უნდა მიეღო.

საყურადღებოა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 მაისის გადაწყვეტილებამოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე, ამოქმედდა 2017 წლის 25 მაისს, რასაც თავისილოგიკური ახსნა აქვს. კერძოდ, ამ კონკურსზე მე-3 მოსმენიდან მე-2 მოსმენაზედაბრუნებული და შეცვლილი ორგანული კანონის 35-ე მუხლის საფუძველზემოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა დღევანდელი სააპელაციოსასამართლოს თავმჯდომარე ბატონი მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც უზენაესსასამართლოში უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა 2017 წლის 23 მაისს ეწურებოდა.ამით ბატონ მიხეილს მიეცა შესაძლებლობა ამოეწურა უზენაესი სასამართლოსმოსამართლის ათწლიანი უფლებამოსილების ვადა და კვლავ გამწესებულიყოამჯერად უვადო მოსამართლედ ისე, რომ ერთი დღითაც არ დაეტოვებინასასამართლო სისტემა და მასზე გავლენის ბერკეტები.

ნათელი გახდა, რომ მთელი ეს პროცესი დაუკავშირდა ერთი პიროვნებისინტერესებს, რომელმაც პარალელურად გამოიწვია სხვა, საზოგადოებრივიინტერესის უგულებელყოფა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქოკოლეგიის მოსამართლეთა კიდევ უფრო გადატვირთვა და საქმეთა კიდევ უფროგაჭიანურება.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ პროცესს შეეწირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსრესურსების რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა. 2017 წლის 11 მაისს 3

21იხ. მოსაზრებები და რეკომენდაციები მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით;22 იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსმოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;

Page 21: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

19

წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა 53 მოქმედი და ყოფილი მოსამართლე,რომელთა დანიშვნისას საბჭომ თითოეული მათგანის განხილული ხუთი საქმეშეისწავლა. პარლამენტის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული კანონის თანახმად,თითოეულ მათგანს შეუძლია მოითხოვოს გამოსაცდელი ვადის შეწყვეტა და უვადომოსამართლედ გამწესება. ეს კი საბჭოს ავალდებულებს დანიშვნის პროცესისგანმეორებას - განხილული საქმეების კვლავ შესწავლას, იგივე პირთა შეფასებას დაუახლოეს წარსულში დანიშნული მოსამართლეების ამჯერად უვადოდ დანიშვნისშესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას. გაუმართლებელმა სიჩქარემ (ახალირეგულაციის მიღებამდე კონკურსის ჩატარებამ) გამოიწვია ერთი და იგივე საქმისორჯერ კეთება, რაც ერთი მხრივ არარაციონალურია და მეორე მხრივ გარკვეულსამართლებრივ ბუნდოვანებას იწვევს. 23

23 2017 წლის 16 ივნისს განხორციელებული ცვლილებებით, კანონს დაემატა 794 მუხლი, რომლის მიხედვით 2017წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეებს, რომელთაც აქვთმოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ, მიეცათ შესაძლებლობა განცხადებითმიემართათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის და მოეთხოვათ შემოწმების პროცედურების შეწყვეტა. ამშემთხვევაში, ისინი შეფასდებიან საქმეების შესწავლითა და გასაუბრების შედეგად. კანონის აღნიშნული მუხლიარ ითვალისწინებს დათქმას, აქვთ თუ არა დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნულ მოსამართლეებსკონკურსში მონაწილეობის უფლება, მაშინ როდესაც კანონის ზოგადი 36-ე მუხლი უვადოდ დანიშვნაზე უარისთქმის შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობაზე 3 წლიან შეზღუდვას ითვალისწინებს.იუსტიციის უმაღლესს საბჭოს სურს, კანონი იმგვარად განმარტოს, რომ მოსამართლეებზე, რომელთაც 794

მუხლით გათვალისწინებული წესით ეთქვათ უარი უვადოდ დანიშვნაზე არ გავრცელდეს კონკურსშიმონაწილეობის 3 წლით აკრძალვა და მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მონაწილეობა მიიღონ მოსამართლისვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.კანონის ამგვარად განმარტება ერთის მხრივ ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპეპს, ხოლო მეორესმხრივ მოსამართლეთა შორის დისკრიმინაციას იწვევს .როგორც მოგეხსენებათ, სამართალში არსებობს ზოგადი და სპეციალური ნორმების მიმართება, რომლისმიხედვითაც ზოგადი ნორმა ყველა ურთიერთობისათვის საერთოა, თუ სპეციალური ნორმა მისგან განსხვავებულწესს არ ადგენს. ორგანული კანონის 794 მუხლი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ზოგადი ნორმისაგანგანსხვავებულ დანაწესს, მხოლოდ შეფასების პროცედურების კუთხით ითვალისწინებს, ხოლო კონკურსშიმონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. აქედან გამომდინარე, კონკურსში მონაწილეობისმიღების 3 წლით აკრძალვა საერთოა ყველა იმ მოსამართლისათვის, რომელიც თანამდებობაზე 3 წლისგამოსაცდელი ვადით არის დანიშნული მიუხედავად იმისა, რა ფორმით ეთქვა მას უარი თანამდებობაზეუვადოდ გამოწესებაზე.საბჭოს მიერ კანონის ამგვარად გაგება ერთის მხრივ მოსამარლეთა შორის დისკრიმინაციას იწვევს, ხოლო მეორესმხრივ საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნაზე არასასურველი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობასგააჩენს. მსგავსი პრაქტიკა, არასასურველი მოსამართლეების რაიონულ და ქვემდგომი ინსტანციისსასამართლოებში დანიშვნასა და სისტემის გავლენიანი ჯგუგის ინტერესების შესაბამისად გადაკომპლექტებისქმედით ბერკეტს შექმნის.ამდენად, მიგვაჩნია აზრთა სხვადასხვაობის პირობებში საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდადარეგულირდეს, რაც საჭიროების შემთხვევაში ორგანულ კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასგულისხმობს.

Page 22: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

20

4.2. სპეციალიზირებული კოლეგიების შექმნა;

ჩემს მიერ 2016 წლის 2 დეკემბერს წარდგენილი რეკომენდაციის პირველი პუნქტისმიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაშიუნდა შექმნილიყო მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც განიხილავდასაბანკო მომსახურებიდან და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებსმიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა. ზოგადად, ვიწრო სპეციალიზაციის არსიიმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლეები, რომლებიც ერთი კატეგორიის დავებსიხილავენ, მსგავსი დავების განხილვაში დახელოვნდნენ, რაც თავის მხრივმართლმსაჯულების განხორიციელების ხარისხზე დადებითად აისახება. ვიწროსპეციალიზაციის შექმნის საფუძველს დავის სამართლებრივი კატეგორია და დავისსაგნის არსი წარმოადგენს, ხოლო დავის საგნის ღირებულება განსჯადობისგანმსაზღვრელი შეიძლება იყოს.

მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს 2016 წლის 2 დეკემბრის N1/278გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა მოსამართლეთავიწრო სპეციალიზაცია, რომლის უფლებამოსილებასაც სესხის ხელშეკრულებიდანგამომდინარე მხოლოდ ის დავები დაექვემდებარა, რომლებიც დადებულიაკვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდა ა.შ.) მიერ და რომელთა ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს. ამდენად,იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სპეციალიზაციის შექმნა დაუკავშირასამართალურთიერთობის სუბიექტებს და დავის საგნის ღირებულებას, რაცგაუმართლებელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისგადაწყვეტილებით აღნიშნულ ვიწრო სპეციალიზაციაში თავის უფლებამოსილებას 3მოსამართლე ახორციელებს. თითოეულს საშუალოდ 3000-დან 6500-მდე საქმე აქვთწარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისმოტივაციას 24თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთადატვირთულობის პრობლემის მოგვარება წარმოადგენდა, შედეგად კიდევ უფროდატვირთული მოსამართლეები და არაეფექტური სასამართლო მივიღეთ.

24 თუ დავაკვირდებით თვის განმავლობაში თითოეული მოსამართლისათვის გადაცემული და განხილულისაქმეების რაოდენობას ცხადი ხდება, რომ ამ სპეციალიზაციის ფარგლებში საქმეთა დაგროვებასთან და არასაქმეთა რაოდენობის შემცირებასთან (სასამართლოს განტვირთვასთან) გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი ტოვებსშთაბეჭდილებას, რომ ხსენებული სპეციალიზაციის შექმნა მინიმუმ დაუფიქრებლად განხორციელდა, მხოლოდმექანიკური მანიპულაციის შედეგია ან სულაც დროის გარკვეულ მონაკვეთში საზოგადოების შეცდომაში შეყვანასისახავდა მიზნად. ყველა შემთხვევაში საბჭოს გადაწყვეტილება არათუ მდგომარეობის გამოსწორებას, არამედკიდევ უფრო დამძიმებას უქმნის ნოყიერ ნიადაგს.

Page 23: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

21

გარდა აღნიშნულისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისისგადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაკოლეგიაში კიდევ ერთი ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, რომელიც იმ სამოქალაქოსაქმეებს განიხილავს, რომელთა ღირებულებაც 500 000 ლარს აღემატება (ე.წ.კომერციული დავები). აღნიშნულ ვიწრო სპეციალიზაციაში 5 მოსამართლე გამწესდა.

აღნიშნული სპეციალიზაციების შექმნით სასამართლო სისტემაში ერთგვარისოციალური უთანასწორობა შეიქმნა. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებებით,მართლმსაჯულება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ იმ საქმეებზე,რომელთა დავის საგნის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. სხვაკატეგორიის საქმეებზე კი, დავის განხილვის საპროცესო ვადების დარღვევაძველებურად გრძელდება. ამდენად, ხელმისაწვდომი და ეფექტიანიმართლმსაჯულება ყველა სოციალური ფენისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი არარის.

4.3 .საგამოძიებო და წინასასამართლო განხილვის კოლეგიის შექმნა დაგაუქმება

2016 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე ჩემს მიერ წარდგენილ ერთ-ერთ რეკომენდაციასთბილისის საქალაქო სასამართლოში საგამოძიებო და წინასასამართლო საქმეთაკოლეგიის გაუქმება წარმოადგენდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოდანგამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე მიღებულშედეგებს ეყრდნობოდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საერთო სასამართლოებში ბოლო წლების(2011-2015) განმავლობაში საქმეთა ნაკადმა განსაკუთრებით მოიმატა. ამ მხრივ,განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისის საქალაქო სასამართლოს მდგომარეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციისმიხედვით, 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, წინასასამართლო დასაგამოძიებო საქმეთა კოლეგიის თითოეული მოსამართლის დატვირთვა საშუალოდ9 საქმეს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული კოლეგიის წარმოებაში ჯამში 151 საქმე იყო,მაშინ როცა სისხლის სამართლის არსებითად განხილვის კოლეგიაში ერთმოსამართლეს საშუალოდ ეწერა 100 დან 200 საქმემდე (ეს იმ ფონზე, როდესაცსისხლის ორივე კოლეგიას მოსამართლეთა თანაბარი რაოდენობა ჰყავდა).იმავდროულად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ერთ-ერთ მოსამართლეს იმდროისათვის წარმოებაში 1221 საქმე ჰქონდა. შესაბამისად, საგამოძიებო დაწინასასამართლო საქმეთა კოლეგიის საჭიროება არ არსებობდა. მიგვაჩნდა, რომკოლეგიის გაუქმების შემთხვევაში ამ კოლეგიაში არსებული მოსამართლეების

Page 24: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

22

ნაწილს უფლებამოსილების განხორციელება სისხლის სამართლის საქმეთაკოლეგიაში უნდა გაეგრძელებინა, ხოლო ნაწილს სამოქალაქო საქმეების განხილვადროებით უნდა დავალებოდათ და ამით მომხდარიყო სამოქალაქო საქმეთაგანტვირთვა.25

სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი ასევე ცხადყოფდა, რომ იუსტიციისუმაღლესი საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯები პრობლემის მოგვარებისა დაარსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ არ იყო მიმართული. თბილისისსაქალაქო სასამართლოს კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა საჭიროებიდანგამომდინარე არ იზრდებოდა. უფრო კონკრეტულად, ბოლო წლების განმავლობაში,სისხლის სამართლის საქმეთა კლება შეინიშნება, ხოლო სამოქალაქო საქმეები 2011წელთან შედარებით 2.5-ჯერ იყო გაზრდილი.

საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა რაოდენობა,საქმეთა მომატების პროპორციულად არ გაზრდილა. 2011 წელს, სამოქალაქო საქმეთაკოლეგიაში უფლებამოსილებას 27 მოსამართლე ახორციელებდა, ხოლო სისხლისსამართლის საქმეთა კოლეგიაში - 23. რეკომენდაციების მომზადების დროისათვისსამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში უფლებამოსილებას ახორციელებდა 33 მოსამართლე(გათვალისწინებულია 44 საშტატო ერთეული), ხოლო სისხლის სამართლის საქმეთაკოლეგიასა და წინასასამართლო და საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში ჯამშიუფლებამოსილებას ახორციელებდა - 39 მოსამართლე (შტატით - 45 ერთეული).

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, სადაც, როგორც 2011 წელთან, ასევე 2014წელთან შედარებით შეინიშნებოდა საქმეთა რაოდენობის კლება, ფაქტობრივად 2ჯერ გაიზარდა მოსამართლეთა რაოდენობა, მაშინ როდესაც სამოქალაქო საქმეთაკოლეგიაში შემოსულ საქმეთა რაოდენობა, 2011 წელთან შედარებით თითქმის 2.5 -ჯერ იყო გაზრდილი, ხოლო მოსამართლეთა რაოდენობა მხოლოდ 6 ერთეულითგაიზარდა.

2016 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩემსრეკომენდაციას მხარი არ დაუჭირა. თუმცა 8 თვის დაგვიანების შემდეგ, 2017 წლის24 ივლისის სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერწარმოდგენილი იქნა წინადადებები, რომელიც ფაქტიურად ჩვენი რეკომენდაციებისშესაბამისი იყო. ჩემი რეკომენდაციის მსგავსად ამ წინადადებების მიხედვითაცუქმდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლოსაქმეთა კოლეგია. საკითხის მომხსენებლის (სასამართლოს თავმჯდომარის)

25 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვითაუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერების თავიდან ასაცილებლადსასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მოსამართლეს, მისივე თანხმობით დაავალოს საქმის ამავესასამართლოს სხვა კოლეგიაში განხილვა.

Page 25: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

23

განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანს საქმეთა გადატვირთულობისპრობლემის მოგვარება წარმოადგენდა. გასაუქმებელ კოლეგიაში მყოფიმოსამართლეები თავიანთ უფლებამოსილებას სისხლის სამართლის საქმეთაკოლეგიაში შეასრულებდნენ. აღნიშნული ცვლილებების მიხედვითმართლმსაჯულების სისტემა თბილისის საქალაქო სასამართლოში პირვანდელ სახესუბრუნდებოდა, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 (სამი)კოლეგია არსებობდა: სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, სისხლის სამართლის საქმეთაკოლეგია და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საბოლოოდ კი ნათელი გახდა, რომ ეს ცვლილებაც კერძო ინტერესებს ემსახურებოდადა არა საზოგადოებრივ საჭიროებას - საბჭოს სხდომის მიმდინარეობისასცვლილებების პროექტი შეიცვალა ისე, რომ ამის შესახებ საბჭოს წევრებისინფორმირება არ მომხდარა და ახლად შექმნილ კოლეგიას სისხლის სამართლისსაქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაეწოდა (ანუ ადგილი ჰქონდა ფორმალურ რეორგანიზაციას). ნათელი გახდა, რომწინადადების ინიციატორთა მიზანს არა კოლეგიის გაუქმება, არამედ სისხლისსამართლის კოლეგიის თავმჯდომარის შეცვლა და გავლენების გაძლირებაწარმოადგენდა.

ამის დასტურია ის განზრახვა, რომელიც შემდგომ გამოვლინდა: ამავე სხდომაზექუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ოჯახური მდგომარეობისმიზეზით გადმოყვანილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლოდა არსებითი განხილვის ახლად შექმნილ კოლეგიაში, რომელიც 2 თვეში (2012 წლის2 ოქტომბერს) ამავე კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

აშკარაა, რომ როგორც ახალი კოლეგიის შექმნა, ასევე ქუთაისის საქალაქოსასამართლოს თავმჯდომარის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოყვანაერთმანეთთან არის დაკავშირებული და საბჭოს მიზანს, არა საქმეთა ნაკადის მართვა,არამედ გავლენის სფეროს განმტკიცება წარმოადგენდა.

5. დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურების პრაქტიკა

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო დაადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის ვადა 2-5 თვეს შეადგენს. დღეისმდგომარეობით, ყველა მოსამართლის მიერ თითქმის ყველა საქმეზე საქმისგანხილვისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებისათვის ჩაბარებისვადები ირღვევა.

Page 26: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

24

ხშირად მხარეები ან მათი წარმომადგენლები და ადვოკატები გაჭიანურებულისაქმეების თაობაზე თავიანთი უფლებების დასაცავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოსმიმართავენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური სამართალწარმოება ყოველთვისჭიანურდებოდა და მხარეები თავიანთ განცხადებებზე პასუხებს თვეებისდაგვიანებით იღებდნენ. 2013 წელს დისციპლინური საკითხების განსახილველადმხოლოდ ერთი სხდომა გაიმართა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურისხდომების ინტენსივობით ჩატარება, საბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებისშემდეგ, 2014 წლის ივნისიდან დაიწყო. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაციუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო სხდომებს რამდენიმე თვისგანმავლობაში არ ატარებდა და შემდეგ ერთობლივად ასეულობით საჩირავსერთბაშად იხილავდა. მაგალითად, 2017 წლის 2 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, 6სადისციპლინო სხდომა ჩატარდა, რომლებზეც ჯამში 167 საჩივრის განხილვა მოხდა.ამდენად, საბჭოს მიერ დისციპლინური საჩივრების განხილვა არათანმიმდევრულადმიმდინარეობდა და თითქმის ყველა შემთხვევაში დისციპლინურისამართალწარმოების ვადები ირღვეოდა. ამ ხნის განმავლობაში, იუსტიციისუმაღლესი საბჭოს მიერ საქმეთა განხილვის ვადების გაჭიანურების კუთხითპასუხისგებაში არც ერთი მოსამართლე არ მიცემულა. მსგავსი დატვირთვისპირობებში, მოსამართლეთა პასუხისგებაში მიცემა უსამართლობა იქნებოდა,ვინაიდან საქმეთა განხილვის ვადების დარღვევა არა მათი ბრალეულობით, არამედჩვენი არასწორი მენეჯმენტის გამო ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით სპეციალური ვადები მხარეებისთვისაც არისდადგენილი, რომლის დარღვევის შემთხვევაში მხარეს გარკვეული სანქცია ეკისრებადა მისთვის არახელსაყრელი შედეგების დადგომას იწვევს.

მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, მის მიმართ სანქციას,გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს, მაშინ როდესაც საქმის განხილვის საპროცესოვადების დარღვევა რეაგირების გარეშე რჩება და უფრო მეტიც, ვადებსმოსამართლეთა მიმართ საჩივრის განმხილველი ორგანო - იუსტიციის უმაღლესისაბჭოც არღვევს. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ საზოგადოებასმართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ უსამართლობის განცდა უჩნდება.

ვიღებთ შემდეგ „მოჯადოებულ“ წრეს: მხარე არღვევს კანონით დადგენილ ვადებს დაისჯება, მოსამართლე არღვევს კანონით დადგენილ ვადებს, რასაც მხარეაპროტესტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მრავალი თვის დაგვიანებით იღებს

Page 27: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

25

პასუხს, რომ მოსამართლის გადაცდომა არ დადასტურდა. სასამართლოსმომხმარებლებს და შესაბამისად, საზოგადოებას უჩნდებათ გაურკვევლობისა დაუნდობლობის განცდა. სასამართლო სისტემა განიცდის დისკრედიტაციას.

მსგავსი ხარვეზები უნდა აღმოეფხვრა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს,რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში დაინერგა.26

დღეის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასამდესაჩივარია შემოსული, რომლებშიც მხარეები მოსამართლეების მხრიდან მათიუფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე უთითებენ. კანონმდებლობისთანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორს, აღნიშნულ საჩივრებზე რეაგირება მაქსიმუმორი თვის ვადაში უნდა მოეხდინა. თუმცა, მოქალაქეთა განცხადებების შესწავლადღემდე არ დაწყებულა იმ მიზეზით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომდამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატურა თავის დროზე არ შეარჩია.

დეტალურად წარმოგიდგენთ აღნიშნული პროცესის გაჭიანურების ფაქტობრივგარემოებებს:

2017 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმისე.წ. "მესამე ტალღის" ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით ახალიინსტიტუტი დაამკვიდრა, რომელსაც მოსამართლეთა დისციპლინურისამართალწარმოების პროცესში აქამდე არსებული ხარვეზები უნდააღმოეფხვრა. კანონის ამოქმედების შემდეგ, საბჭოში წარდგენილიდისციპლინური საჩივრების შესწავლა დამოუკიდებელი ინსპექტორისკომპეტენციას დაექვემდებარა. დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსისწესით შერჩევა კი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი 2017 წლის 8 მაისს გამოაცხადა. 2017 წლის 16 ივნისს (3 თვის შემდეგ) საქართველოს პარლამენტმა ცვლილება

შეიტანა 8 თებერვალს მიღებულ კანონში და დამოუკიდებელი ინსპექტორისშერჩევის კრიტერიუმი შეცვალა. კერძოდ, ინსპექტორის სპეციალობითმუშაობის 10 წლიანი გამოცდილება 5 წლამდე შეამცირა.

2017 წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელიინსპექტორის ასარჩევად კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას 10წლის სპეციალობით მუშაობის გამოცდილების მქონე ოცდაათამდეკანდიდატი იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სრულადაკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ვერცერთი

26 იხ. 2017 წლის 8 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/3536739#DOCUMENT:1

Page 28: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

26

კანდიდატი ვერ შეირჩა იმ მიზეზით, რომ საბჭოს 8 მოსამართლე და ერთმაარამოსამართლე წევრმა წინასწარი შეთანხმებით კენჭისყრის ბიულეტენებიგააუქმეს და კონკურსი განზრახ ჩაშალეს.

კონკურსის ჩაშლის შემდეგ, საბჭოს ახალი კონკურსი დაუყონებლივ უნდაგამოეცხადებინა. კონკურსის "დაუყონებლივ" ჩატარება 4 თვის შემდეგ, 2017წლის 20 ოქტომბერს დაიწყო.

2017 წლის 20 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობითდამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩია.

ერთის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის განზრახ ჩაშლა დამეორეს მხრივ პარლამენტის მიერ კენჭისყრამდე ორი დღით ადრედამოუკიდებელი ინსპექტორისათვის სპეციალობით მუშაობის გამოცდილების 5წლით შემცირება, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ამ პროცესის მიმართუნდობლობა გაჩნდა, 49 კანდიდატიდან გასაუბრებაში მხოლოდ 17-მაკანდიდატმა მიიღო მონაწილეობა და ამ კანდიდატთა შორის მოსამართლეობისგამოცდილების მქონე მხოლოდ ერთი კანდიდატი აღმოჩნდა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის პროცესის მსგავსი გაჭიანურებით კვლავმოქალაქეები დაზარალდნენ, ვინაიდან მათი უფლებების შესაძლო დარღვევა ისევგრძელდება.

დისციპლინური საჩივრების განხილვის ვადების გაჭიანურების პრობლემისმოგვარება პარლამენტს მარტივი იურიდიული ტექნიკის გამოყენებით შეეძლო,ისე რომ მხარეები არ დაზარებულიყვნენ. გამართლებული იქნებოდა, კანონისმიღებისას დამოუკიდებელი ინსპექტორის კომპეტენცია მხოლოდ მისი არჩევისშემდეგ შემოსულ საჩივრებზე გავრცელებულიყო. კანონმა კი ინსპექტორისკომპეტენციას ამ ინსტიტუტის შემოღების შემდეგ საბჭოში შესული საჩივრებისგანხილვა მიაკუთვნა. პარლამენტმა ინსპექტორის ინსტიტუტის არსებობადაადგინა 2017 წლის 8 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებით, ხოლო საბჭომინსპექტორის თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატი აირჩია 2017 წლის 20ნოემბერს. შესაბამისად, თითქმის 9 თვის მანძილზე შეიქმნა ვაკუუმი დადისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებაზე 8 თებერვლიდან 20ნოემბრამდე პერიოდში შემოსულ საჩივრებზე არ არსებობდა მათ განხილვაზეკომპეტენციის მქონე ორგანო ან პირი. ახლა კი ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომდამოუკიდებელ ინსპექტორს, დანიშვნისთანავე 100-მდე საჩივარი გადაეცაგანსახილველად.

Page 29: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

27

აქედან გამომდინარე, რეფორმის განხორციელების პროცესის მსგავსადწარმართვის პირობებში, არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ ინსპექტორიდისციპლინურ საჩივრებზე გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებისწარსულში არსებულ პრაქტიკას ვეღარ აღმოფხვრის, რაც მოქალაქეებში არსებულუსამართლობის განცდას კიდევ უფრო გააღრმავებს.

6. განსხვავებული აზრის დევნა და ჯანსაღი კონკურენციის მოსპობა

საქმეთა გაჭიანურების და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულებისხელმიუწვდომლობის პრობლემა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით და მათშორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მოსამართლეთა რაოდენობისსიმცირე. ეს საკითხი დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა პრობლემას, თუმცა ისგანსაკუთრებული სიმწვავით 2014 წლიდან წარმოჩინდა, მას შემდეგ, რაცმოსამართლეთა უმრავლესობისათვის დადგა უფლებამოსილების ვადის ამოწურვისდრო. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო ამ გამოწვევასშეხვედროდა მომზადებული და მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადისამოწურვის ყოველი პერიოდის შესაბამისად უნდა ეზრუნა სასამართლო სისტემიდანმოსამართლეთა ნაკადის გადინების საფრთხის საკომპენსაციოდ.

სამწუხარო რეალობაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედებები ვერ პასუხობსსაკითხისადმი გულისხმიერ დამოკიდებულების სტანდარტს. უფრო მეტიც, საბჭოსმოქმედებებში იკითხება ლეგიტიმური მიზნების უგულებელყოფის ხარჯზესუბიექტური ზრახვების სისრულეში მოყვანა. ამგვარი განზრახვის შესახებსაუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს განსხვავებული აზრის დევნის ფაქტები:

ვინ არიან განსხვავებული აზრის დევნის მსხვერპლნი?! - ქართულიმართლმსაჯულების ისტორიის მანძილზე უპრეცედენტო გახლდათ საერთოსასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა მეორე პროფესიული გაერთიანებისშექმნა. ასეთი გახლდათ ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“,რომელიც 2013 წლის 4 ივნისს დაფუძნდა. მასში გაერთიანებულნი იყვნენ ისმოსამართლეები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სასამართლო სისტემის მართვისწარსულის მაგალითებს და მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისითსასამართლოში შექმნილ სავალალო მდგომარეობას. ამ ასოციაციის წევრთა შორისიყვნენ ის მოსამართლეებიც, რომელთაც საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი 9წლიანი სასამართლოს მართვის სადავეებთან მყოფი პირების უკანონო,

Page 30: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

28

დამოუკიდებლობის გამო დასჯაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.მაგალითად, ის მოსამართლეები, რომლებიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე,მივლინების ინსტიტუტის დამახინჯებული გამოყენების გზით ერთ მშვენიერ დღესსხვა რაიონულ (საქალაქო) ან სულაც სააპელაციო სასამართლოდან ქვედა ინსტანციისსასამართლოებში აღმოჩნდნენ. ამგვარი გადაწყვეტილებები მოსამართლეებსურღვევდა არამარტო კარიერულ თუ სამსახურებრივ უფლებებს, ასევე პირდაპირაუარესებდა მათი დამოუკიდებლობის გარანტიებს. „საქართველოს მოსამართლეთაერთობის“ ორგანიზებით სასამართლო სისტემის და მისი დამოუკიდებლობისსრულყოფის მიზნით მრავალი საზოგადოებრივი ფორუმი მოეწყო და არაერთიმნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა. ეს ორგანიზაცია ასევე აქტიურად იყო ჩართულისასამართლო რეფორმის განხორციელების საკანონმდებლო წინადადებებისშემუშავებისა და მხარდაჭერის ფორმატში.

ამ ასოციაციის წევრმა მოსამართლეებმა გაბედეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსარჩევნებში 2013 წელს თავიანთი კანდიდატურები წარადგინეს მოსამართლეთაკონფერენციის წინაშე. მათ გულწრფელად სურდათ სასამართლო სისტემისრეფორმირება, ინსტიტუციურად და ინდივიდუალურად დამოუკიდებელისასამართლო კორპუსის ფორმირება.

რაში გამოიხატა განსხვავებული აზრის დევნა?! - 2013 წლის ივნისიდან 2017 წლისმაისის ჩათვლით ჩატარდა 9 კონკურსი. ასოციაცია თავის რიგებში 49 წევრმოსამართლეს აერთიანებდა, რომელთაგან დღეის მდგომარეობით 34 მოსამართლედაინიშნა თანამდებობაზე, ხოლო 15 მოსამართლეს დანიშვნაზე უარი უარი ეთქვა.

განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს ამ ასოციაციის წევრთა მოსამართლეებადდანიშვნის პროცესი. საგულისხმოა, რომ ასოციაციის წევრებს კონკურსშიმონაწილეობა 2-ჯერ ან 3-ჯერ აქვთ მიღებული. ეს ფაქტი წარმოშობს ლეგიტიმურკითხვებს - თუ კონკრეტული პირი აკმაყოფილებს მოსამართლეობის კრიტერიუმებს,რატომ ანდომებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის დანიშვნას ორ ან სამ კონკურსს? ამკითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ შემდგომ განვითარებულ მოვლენებში. თითქმისყველა წევრი ასოციაციისა, რომელიც გამწესდა თანამდებობაზე ჯერ ხდებაინერტული ასოციაციის საქმიანობის პროცესში და შემდეგ, თავად ამ პირთა მიერდეკლარირებული ასოციაციის მიზნებისათვის შეუსაბამო ლოგიკით, ტოვებენასოციაციას. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგადაწყვეტილებაუნარიანმა უმრავლესობამ საბჭოს წევრის უფლებამოსილება,რომელიც გულისხმობს მოსამართლის დანიშვნისათვის ხმის მიცემას, გამოიყენაგანსხვავებული აზრის ირგვლივ გაერთიანებული მოსამართლეების

Page 31: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

29

ორგანიზაციული სტრუქტურის დასაშლელად. ამით საბჭოს უმრავლესობამმოახდინა მოსამართლეთა ერთობის დისკრედიტაციაც და იმავდროულად შექმნაპრევენცია სასამართლო კორპუსში ყოველი ახალი აზრის განვითარებისსაწინააღმდეგოდ. ამასთან, ალტერნატიული ასოციაციის დაშლის მაგალითია ისიც,რომ ბათილი ბიულეტენების გამო, მოსამართლის ერთ ვაკანტურ ადგილზე„მოსამართლეთა ერთობის“ წევრთაგან კენჭისყრის შედეგად არცერთი ინიშნება,მიუხედავად იმისა, რომ ორივემ გადალახა კომპეტენტურობის დაკეთილსინდისიერების კუთხით შეფასების ეტაპი.

განვითარებული ქვეყნების სასამართლო სისტემებში მოსამართლეთა სხვადასხვაასოციაციების არსებობა გამართლებულიცაა და მხარდაჭერილიც. მათი არსებობახელს უწყობს განსხვავებული ხედვების წარმოჩენას, რაც საბოლოოდდამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარების წინაპირობაა.განსხვავებული აზრისათვის თავისუფალი სივრცის არსებობა უზრუნველყოფს იმას,რომ სასამართლო, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, პასუხობდესსაზოგადოებრივ გამოწვევებს, გახსნილი იყოს ახალი ან ალტერნატიულიიდეებისადმი, არ ჩაიკეტოს სისტემა და ის ხელში არ ჩაუვარდეს ერთ რომელიმეგავლენიან ჯგუფს.

უნდა ითქვას, რომ საქართველომ ამ ეტაპზე გაუშვა ეს შესაძლებლობა და შედეგმაცარ დააყოვნა. დღეისათვის სასამართლოში კრიტიკული აზრის გამოხატვისთავისუფლება აღარ არსებობს. სადაც არაა კრიტიკა, იქ არ არსებობს აზრთაკონკურენცია, სადაც არაა კონკურენცია, იქ არ უნდა ველოდეთ პროგრესს.

7. დასკვნა

ზემოთ წარმოდგენილი ფაქტების ანალიზისა და შეფასების შედეგად შეიძლებაითქვას, რომ ობიექტურ ფაქტორებთან ერთად იკვეთება სუბიექტურადმოტივირებული, კერძო ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, ხდებაგავლენის სფეროს მოპოვება და გაძლიერება, კონკურენციის დევნა და მოსპობა,ადგილი აქვს არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებასა და მენეჯმენტურპრობლემებს. ეს კი სრულიად აზიანებს საზოგადოებრივ ინტერესებს,მართლმსაულების ხელმისაწვდომობასა და მისდამი საზოგადოების ნდობას.

Page 32: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

30

III თავი

არსებული პრობლემის მოგვარების გზები

1. სასამართლო სისტემის მიერ პრობლემის პრევენციისა და გამოსწორების გზა:

დღეის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაკოლეგიაში თითოეული მოსამართლის დატვირთვა საშუალოდ 350 საქმეს შეადგენს.აღნიშნული დატვირთვა მიმდინარე წლის გაზაფხულთან შედარებითშემცირებულია, თუმცა მოქალაქეები სწრაფ მართლმსაჯულებას მაინც ვერ იღებენ.

თითოეული მოსამართლის დატვირთვის შემცირება ჩემს მიერ წარდგენილირეკომენდაციის (სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობის 7მოსამართლით გაზრდა) 7 თვის დაგვიანებით განხორციელებამ გამოიწვია. 2017წლის 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაშიახალი მოსამართლეები გამწესდნენ და საქმეთა ნაწილი განსახილველად სწორედ ამმოსამართლეებს გადაეცათ. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქოსაქმეთა კოლეგიის სხვა სპეციალიზაციაში თითოეულ მოსამართლეს კვლავ 3000-დან6500-მდე საქმე აქვს წარმოებაში. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია მოსამართლეთასაშუალო დატვირთვის შემცირება, თუმცა სწრაფი მართლმსაჯულებისხელმისაწვდომობის მხრივ არაფერი შეცვლილა - საქმეთა განხილვის ვადები კვლავირღვევა.

თუ თვალს გადავავლებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოსულ დაგანსახილველ საქმეთა დინამიკას, დავინახავთ რომ წარსულში დაშვებულიშეცდომების გამეორება ხდება. კერძოდ, თითოეული მოსამართლე თვეში 100-200საქმეს ასრულებს, რაც რაციონალურ პირობებში წარმოუდგენელია. დღეშისაშუალოდ 8 საქმის დასრულება მართლმსაჯულების ხარისხის ხარჯზემიმდინარეობს. შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ არსებული რაოდენობის საქმეთაპირობებში ნაჩქარევად, სათანადო დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილებათა მიღებისსაფრთხე რეალურია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე კოლეგიაში,სხვადასხვა სპეციალიზაციის მოსამართლეს ერთ შემთხვევაში 350, ხოლო მეორეშემთხვევაში 6500 საქმე აქვს განსახილველი პრობლემის მოგვარებას ვერუზრუნველყოფს. უფრო მეტიც, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას უწყობსხელს.

ამდენად, 2005 წელს წარმოშობილი კრიზისის დაძლევის მეთოდი (ე.წ. საქმეთაკონვეირული წესით განხილვა) დღეს აღარ გამოგვადგება, რადგან განმეორებით

Page 33: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

31

მივიღებთ იმ შედეგებს, რაც 9 წლიან მართლმსაჯულებას ახასიათებდა დასასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობაც შესაბამისი იქნება.

უნდა ითქვას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან განხორციელებულიღონისძიებები პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტისაკენ არაა ორიენტირებული.სასამართლოთა გადატვირთულობის დაძლევის გზა სხვა სისტემურ მოქმედებებთანერთად მოსამართლეთა შტატების გაზრდასა და მოსამართლეთა რაოდენობისრეალურ მატებაზე გადის.

მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს ქვეყანაში არ გვყავს მაღალკვალიფიციურიიურისტები. მიმაჩნია, რომ მაღალკვალიფიციურ და კეთილსინდისიერი კადრებისდეფიციტთან არ გვაქვს საქმე, პრობლემა მათ აღიარებაში და მოსამართლედგამწესების სათანადო ნების არარსებობაში მდგომარეობს.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვა არსებული პრობლემის მოგვარებისთაობაზე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პრობლემის მოგვარების მეორე გზად საქართველოსსამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელება მიაჩნია. 2017 წლის30 ოქტომბრის საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსსადა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონშიცვლილებების შეტანის შესახებ პროექტები,27 რომელსაც მხოლოდ ნაწილობრივდავეთანხმე.

მართალია პროექტი შეიცავს პოზიტიურ დებულებებს, თუმცა რიგი საკითხებიწინააღმდეგობაში მოდის სამართლის ძირითად პრინციპებთან.

მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი პროექტით ხელოვნურად შექმნილი კრიზისისდაძლევა ერთის მხრივ სამართლებრივი პრინციპების იგნორირების ხარჯზე ხდება,ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული ცვლილებები არსებულ პრობლემას ვერმოაგვარებს, პირიქით, სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის უზრუნველყოფასკიდევ უფრო დააბრკოლებს.

27იხ. ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე; კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსში“ცვლილებების შეტანის თაობაზე

Page 34: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

32

წარმოგიდგენთ მოსაზრებებს თუ რა ნაწილში მიმაჩნია პროექტის მიღებაგაუმართლებლად.

სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრი) კომპეტენციის გაზრდა

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საკრედიტო დაწესებულებების მიერდადებული სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5000 ლარამდედავები, რომელსაც დღეის მდგომარეობით მოსამართლე იხილავს, განსახილველადსასამართლოს მოხელეს გადაეცემა. ხოლო სააპელაციო სასამართლოში, მოხელისკომპეტენციას არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხების განხილვადაექვემდებარება.

აღნიშნული ცვლილებების განხორციელება დაუშვებელია, როგორცსამართლებრივი, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

სამართლებრივი თვალსაზრისით: აღსანიშნავია, რომ მოხელეს არ გააჩნიადამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სათანადო გარანტიები. მოხელესთანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე. გარდაამისა, მოხელის მიერ 5000 ლარამდე დავების განხილვა სამოქალაქო სამართლისზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგება. მსგავსი კატეგორიის საქმეებში ფიგურირებსმოპასუხე (მოპასუხეები), სასამართლოს მიერ დგინდება სადავო და უდავოფაქტობრივი გარემოებები, ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულიიყოს მოთხოვნის სანივთო და სხვა სახელშეკრულებო უზრუნველყოფისსაშუალებები ან და მხარე ითხოვდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისგამოყენებას. შესაბამისად, მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა, შესაძლებელიადავა განსაკუთრებული სირთულით ხასიათდებოდეს და არამარტო მოსარჩელისა დამოპასუხის, არამედ მესამე პირთა ინტერესებსაც ეხებოდეს. ამდენად, მსგავსიკატეგორიის დავების სასამართლოს მოხელის კომპეტენციას მიკუთვნებადაუშვებელია და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ლეგიტიმაცია კითხვისნიშნის ქვეშ დადგება. მიზანშეწონილია, მოხელის კომპეტენციას კვლავ მხოლოდუდავო კატეგორიის საქმეების განხილვა დაექვემდებაროს. 28

28სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრი) ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2011 წლის 11ნოემბრის ცვლილებებით დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც უდავო წარმოებას მიკუთვნებული საქმეებისგანხილვა სასამართლოს სპეციალურ მოხელეს დაევალა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვითმსგავსი კატეგორიის დავების სასამართლოს მოხელის მიერ განხილვა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული იმდენად,რამდენადაც მსგავს საქმეებში მოპასუხე არ ფიგურირებდა და სასამართლო მხოლოდ ფაქტის არსებობას ადგენდა.შესაბამისად, იმის გამო რომ სასარჩელო წამოებას არ ჰქონდა ადგილი, გამართლებული იყო მსგავსი დავებისმოხელის მიერ განხილვა.

Page 35: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

33

სამართლებრივი თვალსაზრისით ასევე გაუმართლებელია სააპელაციოსასამართლოში მოხელის მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განხილვა, რადგან თავის დროზე,როდესაც არბიტრაჟთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოსამართლისკომპეტენციას მიეკუთვნა, ამოსავალი წერტილი სწორედ ის იყო, რომ არბიტრაჟისგადაწყვეტილებათა საპროცესო სამართლებრივი კუთხით შემოწმება სასამართლოსმაღალ ლეგიტიმაციას დაქვემდებარებოდა. არბიტრაჟის მიერ განხილული დავისღირებულება უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ მაღალია და სირთულითაც ხასიათდება.მოხელის მიერ მსგავსი საქმეების განხილვა გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმპირობებში, როდესაც მოხელეს დამოუკიდებლობის ის გარანტიები არ გააჩნია, რაცმოსამართლეს.

რაც მთავარია, სამართლებრივი თვალსაზრისით ირღვევა პრინციპი, რომლისთანახმადაც, ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს მისი დავა დამოუკიდებელმა დამიუკერძოებელმა სასამართლომ განიხილოს. სასამართლოში კი დამოუკიდებლობისადა მიუკერძოებლობის მაღალი გარანტიის მქონე მოსამართლე იგულისხმება.

პრაქტიკული თვალსაზრისით, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება არათუ მოსამართლეთა განტვირთვას გამოიწვევს, არამედ ერთ შემთხვევაში პირველიინსტანციის, ხოლო მეორე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოებში საქმეთარაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. პროექტის მიხედვით, მოხელის მიერმიღებული გადაწყვეტილებები იმავე ინსტანციის სასამართლოში საჩივრდება.ამდენად, თუ მოხელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სულ მცირე 30% მაინცგასაჩივრდება, სასამართლოებში საქმეთა რაოდენობა სწორედ ამ მაჩვენებლითგაიზრდება, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსის მიხედვითარბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსმიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამასთან,სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომსააპელაციო სასამართლოს მიერ არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზემიღებული გადაწყვეტილებები არ საჩივრდება საქმის განმხილველი მოსამართლისლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სწრაფიმართლმსაჯულების განხორციელების ინტერესით არის ნაკარნახევი. შესაბამისად,საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში სრულდება, რაც დამატებითირესურსისა და დროის ხარჯვას გამორიცხავს. შემოთავაზებული ცვლილებებით კიერთი და იმავე საქმის ორჯერ განხილვა ერთი და იგივე სასამართლოს მიერ, ერთ

Page 36: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

34

შემთხვევაში მოხელის, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის მიერ უნდამოხდეს. საბოლოოდ კი საქმეთა რაოდენობა კვლავ სასამართლოს ემატება

ცვლილებების პროექტი არბიტრაჟის ინსტიტუტის ძირითადი არსისუგულებელყოფას იწვევს, ვინაიდან საარბიტრაჟო შეთანხმება დავის სწრაფადგადაწყვეტას ემსახურება. მოცემული ცვლილებები კი არბიტრაჟისგადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ორჯერ განხილვის შესაძლებლობას აჩენს დააზრს უკარგავს არბიტრაჟის, როგორც დავის განხილვის ალტერნატიული და სწრაფისაშუალების ძირითად იდეას.

ამდენად, როგორც საარბიტრაჟო, ასევე 5000 ლარამდე დავების მოხელისათვისგანსახილველად დაქვემდებარებით სწრაფი მართლმსაჯულება ვერ მიიღწევა დასაქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაჭიანურდება.

ვფიქრობთ, პრიორიტეტებისა და ღირებულებების სწორად განსაზღვრისშემთხვევაში, როგორც მოსამართლის გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება,ასევე ხელმისაწვდომი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევა შესაძლებელია,რაზეც დეტალურად ქვემოთ მოგახსენებთ.

3. პრობლემის მოგვარების აუცილებლობა სისტემური ცვლილებების გზით

არსებული სისტემა მოძველებულია და დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს,ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ყოველი მცდელობაორიენტირებული უნდა იყოს პრობლემის გრძელვადიანი პერსპექტივითგადაწყვეტაზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, თანამედროვე ცხოვრების პირობებში მსოფლიოსნებისმიერი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების გზა სამართლიან და დროულმართლმსაჯულებაზე გადის. ამ ფონზე ნებისმიერი დავა, რომელიც სასამართლოშიიხილება ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღეს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დავისგანხილვის ვადებს ადგენს. ამ ვადების ზედმიწევნით დაცვის პირობებშიც კი საქმისგანხილვის ვადა 2 წელს აღწევს. მაგალითად, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოშიდავა, რომელიც გარკვეული სირთულით ხასიათდება, 5 თვის ვადაში უნდაგადაწყდეს. სააპელაციო ინსტანციაშიც დავის გადაწყვეტისათვის იგივე ვადაადადგენილი. რაც შეეხება საკასაციო ინსტანციაში დავის განხილვის ვადას, მხოლოდ

Page 37: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

35

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის კანონიითვალისწინებს 3 თვეს, ხოლო დასაშვებად ცნობილი საკასაციო საჩივრისგანხილვისათვის დამატებით კიდევ 3 თვეს, ანუ საბოლოოდ საკასაციოსასამართლოში დავის განხილვის მაქსიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. თუგავითვალისწინებთ იმ გარემოებებსაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსგადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილია 14 დღე, სააპელაციოსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის 21 დღე და მხედველობაშიმივიღებთ გადაწყვეტილებების მომზადებისა და მხარეთათვის გადაწყვეტილებებისჩაბარებისათვის დადგენილ ვადებს (20 დღიდან ერთ თვემდე), ერთი დავისგადაწყვეტას კანონით დადგენილი ვადების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაშისასამართლო სისტემას 19-დან 21 თვემდე ესაჭიროება. 29

ამდენად, უნდა ითქვას, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის დაცვისპირობებშიც კი, სასამართლო ვერ ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისსაქმეში თავის ფუნქციას, ვერ უზრუნველყოფს დროულ მართლმსაჯულებას და ამმიზეზით პრაქტიკულად (შედეგობრივად) უგულებელყოფილია სამართლიანი

29 უნდა ითქვს, რომ ეს ვადა მხოლოდ მაშინაა კანონმდებლობით დადგენილი რეალობა, თუ საქმის განხილვისპროცესში მხარეებმა არ ისარგებლეს ან არ დადგა შუალედური განჩინებების გასაჩივრების უფლებითსარგებლობის შესაძლებლობა. კერძო საჩივრის ინსტიტუტის ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში კანონითშემოთავაზებული დავის განხილვისათვის დადგენილი ვადა მინიმუმ 2 თვით იზრდება.გარდა იმისა, რომ 21 თვის განმავლობაში ბიზნესიც და მოქალაქეც რჩება გაურკვეველ ვითარებაში, ეს ფაქტორიიმთავითვე უარყოფითად მოქმედებს საქმიანი ურთიერთობების პერსპექტივის განსაზღვრაზე.ასევე, საგულისხმოა დავის პროცესში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტორი.თავისთავად სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისათვის, რომსამართლიანი სასამართლოს პრინციპის რეალიზება მოხდეს. რა თქმა უნდა მართლმსაჯულება რეალურცხოვრებაში სამართლის აღსრულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამის გარეშე სამართალწარმოება აზრსდაკარგავდა, მაგრამ ეს არის მედლის ერთი მხარე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება,როგორც წესი, ხდება დავის წარმოების საწყის ეტაპზე და მისი გამოყენების აუცილებლობა დასაბუთებული,მაგრამ მაინც ვარაუდის სტანდარტით განისაზღვრება. ვარაუდი კი, შესაძლოა არ გამართლდეს და ამაშისასამართლო მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს რწმუნდება. წარმოვიდგინოთ ვითარება,როცა სრულიად კანონიერად სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის შუამდგომლობა და გამოიყენა სარჩელისუზრუნველყოფის ისეთი ღონისძიება როგორიცაა მოპასუხე საწარმოს ფულად სახსრებზე ან ქონებაზე ყადაღისდადება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას 21 თვის მანძილზე საკუთარი აქტივითმონაწილეობა მიიღოს სარფიან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში. ის აუცილებლად განიცდისზარალს და ის გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ბიზნეს სუბიექტის გაკოტრების (ლიკვიდაციის) საფუძველიცკი გახდეს. ამიტომ, სწრაფ მართლმსაჯულებას და არა მხოლოდ ფორმალური ნიშნით დავაზე საბოლოოგადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სასამართლოს დროული მოქმედებაპრაქტიკული მნიშვნელობისაა და მასზეა დამოკიდებული ბიზნესის განვითარება. სასამართლო სწორედ, რომსახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის თანამონაწილეა. გამართული სასამართლო სისტემა გარანტიააიქმნებოდეს დოვლათი და ქვეყანა აღწევდეს ეკონომიკურ წარმატებებს.

Page 38: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

36

სასამართლოს უფლება. არსებული საპროცესო რეგულაციები შემუშავებულიათითქმის 20 წლის წინ და დღევანდელ, აჩქარებულ ცხოვრების რიტმს ვეღარპასუხობს.

ეს ვითარება მოქმედი კანონმდებლობის განუხრელად დაცვის პირობებში გვაქვს,თუმცა რეალობა კიდევ უფრო სავალალოა. უდავო ფაქტია, რომ სასამართლოკორპუსი არაა მზად დაიცვას მოძველებული საკანონმდებლო რეგულაციებიც კი დადადგენილ ვადებში სამართალწარმოების განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს.ჩვეულებრივ ამბად იქცა საპროცესო ვადების დარღვევა და აღარავის აქვსმოლოდინი, რომ ქართული მართლმსაჯულების შედეგების მიღება შესაძლებელია19, 21 ან არც თუ იშვიათ შემთხვევებში 30 თვის განმავლობაში. უნდა ითქვას, რომჩვეულ პრაქტიკად იქცა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავისორ წლამდე ვადაში განხილვა.

ამდენად, იმისათვის, რომ თანამედროვე გამოწვევებს ვუპასუხოთ უფრო მოქნილიდა ეფექტური სისტემა გვჭირდება, რომელიც არამარტო უფლებათა დაცვის სწრაფ დასაიმედო მექანიზმებს შექმნის, არამედ ქვეყანას მართლმსაჯულების კუთხითსაინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით მყარ და საიმედო რეპუტაციასდაუმკვიდრებს. შესაბამისად, სისტემური ცვლილებების განხორციელებააუცილებლობად მიგვაჩნია.

4. პრობლემის მოგვარების კონცეფცია

კონცეფცია წარმოდგენილია თეზისების სახით და თვალსაჩინოებისათვისდართული აქვს სქემატური მასალა

სისტემური პრობლემის ძირითადი არსის იდენტიფიცირება

1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქმისგანხილვა და გადასინჯვა სავალდებულოა მინიმუმ ორი ინსტანციითგანხორციელდეს. აღნიშნული პრინციპი ძირითადად სისხლის სამართლისსაქმეებზე ვრცელდება, ვინაიდან სამართლის ეს დარგი პროცესუალური დაცვისმაღალი სტანდარტებითა და მექანიზმებით გამოირჩევა. საგულისხმოა, რომაღნიშნული პრინციპის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისდარგებში გამოყენება არცერთი საერთაშორისო აქტით არაა შეზღუდული.შესაბამისად ევროპის მრავალი განვითარებული ქვეყანა თავიანთ სასამართლო

Page 39: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

37

სისტემას ამ პრინციპის შესაბამისად ქმნის. ანუ ცალკეული კატეგორიის საქმეებისორ ინსტანციანი განხილვა სიახლეს არ წარმოადგენს თანამედროვე სასამართლოსისტემებისათვის.

2. სასამართლოში საქმეთა სხვადასხვა ინსტანციაში განხილვის შესაძლებლობაგანპირობებულია იმით, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ე.წ.სასამართლო შეცდომის ალბათობა. თუმცა სხვა საპროცესო ინსტიტუტებიცასრულებენ შეცდომის არსებობისას მათი გამოსწორებისა და აღმოფხვრისეფექტიან მექანიზმებს (თუნდაც ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილიგარემოებათა ინსტიტუტების სახით).

ქართულ სინამდვილეში ამ თვალსაზრისით სამ ინსტანციანი სასამართლოსისტემა გვაქვს კანონმდებლობით შექმნილი. ესენია: პირველი ინსტანციის,აპელაციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოები.

იხ. საერთო სასამართლოების არსებული სისტემის სქემა N1

არსებული პრობლემის მოგვარებისა და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპისგრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფის გზა, სწორედ ამ პრინციპისმაქსიმალურად გამოყენებაში უნდა ვეძიოთ. მხედველობაში გვაქვს საქმის ორინსტანციანი განხილვის შესაძლებლობა. შესაბამისად ჩვენი სასამართლო სისტემაუნდა გახდეს მოქნილი, რომელიც ერთდროულად უპასუხებს ჩვენი ქვეყნისსამომავლო ამბიციურ პროექტებს და იმავდროულად დამოუკიდებელ, ხარისხიანდა სწრაფ მართლმსაჯულებას უზრუნველყოფს.

3. ამ მიზნით, უნდა შეიქმნას ახალი სისტემა, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდესსაპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება და არა პირიქით,

საპროცესო სამართლის პრინციპების უგულებელყოფის ხარჯზე მოვახდინოთ,

ხელოვნურად შექმნილი კრიზისის ერთჯერადი და დროებითი გადაწყვეტა.

4. საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა სამართლის დარგებისმიხედვით 3 კატეგორიად (ნაწილად) იყოფა: 1.სისხლის სამართლის საქმეთა;2

ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა; და 3. სამოქალაქო სამართლის საქმეთაკატეგორიები. მართალია, სხვა ქვეყნებში არსებობს ისეთი სისტემები, რომლებიცსპეციალიზირებულ სასამართლოებს ითვალისწინებს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში,

ამ ეტაპზეც და უახლოეს პერსპექტივაშიც სისტემის ამ კუთხით ფორმირებაგამართლებულად არ მიმაჩნია.

Page 40: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

38

5. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული სისტემის შეცვლა დამისი მაქსიმალურად ორ ინსტანციან სასამართლო განხილვის პრინციპზე აგება.

სისხლის სამართლის საქმეებზე მიზანშეწონილი იქნება მოქმედი სამ ინსტანციანისისტემის შენარჩუნება. (ვინაიდან ამ კატეგორიაში საქმეთა სიმრავლისთვალსაზრისით განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა არ შეინიშნება დაუფლებათა დაცვის მეტი გარანტიებიც არსებობს).

რაც შეეხება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის დარგებს, თითოეულიმათგანი უნდა დავყოთ (დავაჯგუფოთ) საქმეთა კატეგორიების მიხედვით, რომელთაგარკვეული ნაწილი ძველებურად დაექვემდებარებიან სამ ინსტანციან სასამართლოგანხილვას, ხოლო უდიდესი ნაწილი ორი ინსტანციანი განხილვით დასრულდება.(შენიშვნა. ეს პრეცედენტი ქართულ სინამდვილეში დღესაც არსებობს. კერძოდ,

ცალკეულ საქმეებზე ჩვენ გვაქვს ორ ინსტანციანი განხილვა, მაგალითად საარჩევნოდავები და სხვა)

ახალი სისტემის შექმნა

1. მხარეებმა ყველა დავის წამოწყება უნდა დაიწყონ პირველი ინსტანციისსასამართლოს მეშვეობით. I ინსტანციას მოქმედი სისტემის მიხედვითწარმოადგენენ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოები.

2. ორ ინსტანციურად საქმეთა განხილვის კონცეფციაზე გადასასვლელად,

აუცილებლად მიგვაჩნია დამატებით შევქმნათ ორი ახალი I ინსტანციისსასამართლო - სამხარეო სასამართლოების სახით, რომელთა სამოქმედოტერიტორიები, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებისსამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად განისაზღვრება (ანუ დასავლეთ დააღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებისადმინისტრაციულ ტერიტორიული საზღვრებით).იხ. ახალი სისტემის სქემა N2

3. თითოეულ სამხარეო სასამართლოში უნდა შეიქმნას ორი პალატა სამოქალაქოდა ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კატეგორიების მიმართულებით.

იხილეთ სამხარეო სასამართლოების სისტემის სქემა N34. ორივე სამხარეო სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისათვის 60

მოსამართლე სრულიად საკმარისი იქნება (შენიშვნა: თუმცა ეს საკითხიკონცეფციის საკანონმდებლო სახით დამუშავებისას უნდა იქნას ზედმიწევნითშესწავლილი და გადაწყვეტილი)

Page 41: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

39

5. სამხარეო და რაიონულ სასამართლოების განსჯადობა უნდა განისაზღვროსდავის საგნის ღირებულების მიხედვით ანუ გვარეობითი (საგნობრივი)

განსჯადობის შესაბამისად. პირობითად 300 000 ლარის ოდენობით (შენიშვნა:დავის საგნის ღირებულების განსაზღვრაც ამ საკითხის კანონპროექტებისდონეზე დამუშავებისას უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთებითგადაწყვეტილი).

6. სამხარეო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებაუნდა მოხდეს პირდაპირ საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესსასამართლოში.

7. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებები გასაჩივრდებასააპელაციო წესით და მათი განხილვა საბოლოოდ დასრულდება შესაბამისსააპელაციო სასამართლოებში.

სამოქალაქო საქმეთა დაჯგუფება საგნობრივიგანსჯადობის მიხედვით

სამოქალაქო დავები შედგება ქონებრივი და არაქონებრივი დავებისაგან. ქონებრივიდავების გამიჯვნა (დაჯგუფება) უნდა მოხდეს დავის საგნის ღირებულებისმიხედვით. საპროცესო სამართალში ამგვარი გამიჯვნა გვარეობითი ანუ საგნობრივიგანსჯადობითაა ცნობილი და მრავალ განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული.

დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის მიხედვით უნდა მოვახდინოთ ორინსტანციაში განსახილველ საქმეთა კატეგორიების გამიჯვნა. პირობითად 300 000

ლარი (შენიშვნა: პირობითად, რადგანაც საჭიროა ამ ნიშნით სტატისტიკისდამუშავება და გადაწყვეტილების შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მიღება).

რაც შეეხება, იმ სამოქალაქო საქმეთა კატეგორიებს, რომლებიც კვლავაც სამინსტანციან განხილვას უნდა დაექვემდებაროს უნდა დავაჯგუფოთ სათანადოდდასაბუთებული პრინციპების მიხედვით. კერძოდ, უწინარეს ყოვლისა, სამინსტანციან განხილვას უნდა დაექვემდებაროს საქართველოს სამოქალაქოსაპროცესო კოდექსით გათვალისწინებული 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითგათვალისწინებული დავები, რადგანაც ამ დავების განხილვის ვადა ზემოხსენებულინორმის თანახმად 1 თვეს შეადგენს.

1. ესენია:

- ალიმენტის გადახდევინებასთან დაკავშირებული საქმეები;

Page 42: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

40

- დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით მიყენებული ზიანისანაზღაურების საქმეები;

- შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავები;

- „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობისშესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავები;

2. ასევე, ისეთი საქმეები, როგორიცაა:

- დისკრიმინაციის შესახებ;

- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე დავები;

- პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დავები;

- საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავები;

- ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საქმეები;

- განქორწინებისა და ბავშვის მიკუთვნების თაობაზე დავები;

- და სხვა არაქონებრივ სამართლებრივი დავები.

(შენიშვნა: ამ კატეგორიის ზედმიწევნით განსაზღვრა შესაძლებელი იქნება შესაბამისისაკანონმდებლო პაკეტის მომზადებისას)

აღნიშნულ ჯგუფში ჩამოთვლილია ისეთი საკითხები, რომელთა დაცვაზესახელმწიფოს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია, რომლისუზრუნველყოფისთვისაც თვით სამოქალაქო სამართალწარმოებისდისპოზიციურობის პრინციპიც კი შეზღუდულია ცალკეულ შემთხვევებში ე.წ.

„ოფიციალურობის“ პრინციპით. მაგალითად, როდესაც ბავშვის უფლების დასაცავადსავალდებულო ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართვა,მტკიცებულებების სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვა და ა.შ.)

ადმინისტრაციულ საქმეთა დაჯგუფება საგნობრივიგანსჯადობის მიხედვით

ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა კატეგორიის დაჯგუფება დავის საგნისღირებულების მიხედვით შედარებით რთულია, რადგანაც სამწუხაროდადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა საქართველოში ჯერაცარ განხორციელებულა და ეს ერთადერთი დარგია, რომელიც საბჭოურიმემკვიდრეობის გადმონაშთს წარმოადგენს. ვისარგებლებ შემთხვევით დამოგახსენებთ, რომ აღნიშნული რეფორმა უმოკლეს დროშია განსახორციელებელი,

მითუმეტეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უკვე მომზადებულიაძალიან საინტერესო და პროგრესული კანონპროექტი.

მიუხედავად ამ სირთულისა, დავის საგნის ღირებულების მიხედვით რაიონულ დასამხარეო სასამართლოებს შორის განსჯადობა შესაძლოა განვსაზღვროთ

Page 43: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

41

პირობითად. კერძოდ, ისევე როგორც სამოქალაქო სამართლის საქმეთა შემთხვევაში,დავის საგნის ღირებულების მიხედვით (პირობითად 300 000 ლარის ოდენობით)

უნდა გავმიჯნოთ ცალკეული კატეგორიის საქმეები, რომლებიც დაექვემდებარება ორინსტანციან განხილვას. ესენი შეიძლება იყოს ისეთი საქმეები, რომლებშიცსახელმწიფო მონაწილეობს, როგორც ფინანსური სანქციის დამდგენი სუბიექტი.

მაგალითად:

- საგადასახადო დავები;

- გარემოსდაცვითი სფეროდან წარმოშობილი საქმეები;

- კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებული საქმეები;

- სამშენებლო ნორმების დარღვევიდან გამომდინარე დავები და ა.შ.

(შენიშვნა: ანუ ისეთი კატეგორიები, რომლითაც სახელმწიფო სხვადასხვა ფიზიკურთუ იურიდიულ პირებს სანქციის სახით ჯარიმას უწესებს ან ზიანის ანაზღაურებასითხოვს სხვადასხვა სფეროში დაშვებული დარღვევებისათვის)

რაც შეეხება, სხვა საქმეებს, მათ შორის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისდარღვევასთან დაკავშირებულ დავებს (ადმინისტრაციული აქტების ბათილობა,

აქტის ძალადაკარგულობასთან დაკავშირებული საქმეები) ჩვეულებრივად უნდადაექვემდებაროს სამ ინსტანციან განხილვას.

კასაციის ფუნქციები და როლი ახალ სისტემაში:

1. ახალი სისტემა საკასაციო ინსტანციის სასამართლოს ფუნქციებსა და არსსარსებითად არ ცვლის, თუმცა არაკონცეფტუალური (ცალკეული) ცვლილებებისგანხორციელება მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

2. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსათვის სამხარეო სასამართლოების მიერგადაწყვეტილებით დადგენილი დავის ფაქტობრივი გარემოებები ისევესავალდებულო უნდა იყოს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოების მიერდადგენილ ფაქტობრივ გარემოებების შემთხვევაში არსებობს.

3. იმისათვის, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მაღალ ლეგიტიმაციასთანგვქონდეს საქმე (შეცდომის ალბათობის მინიმალიზაცია მოვახდინოთ), სამხარეოსასამართლოებში საქმეთა განხილვა სასურველია კოლეგიური შემადგენლობითგანხორციელდეს.

4. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ სამხარეო სასამართლოებისგადაწყვეტილებების მიმართ შეტანილი საჩივრები ყველა შემთხვევაშიარსებითად უნდა განიხილოს, თუმცა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისდისკრეციული უფლების შენარჩუნების აუცილებელი შესაძლებლობით (ანუ

Page 44: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

42

სამხარეო სასამართლოების განსჯად საქმეებთან დაკავშირებული საჩივრებიკასაციაში დასაშვები იქნება, იმისათვის რომ სასამართლო შეცდომის ალბათობაკიდევ უფრო შევამციროთ. აღნიშნული არ გადატვირთავს კასაციას, ვინაიდანდიდი რაოდენობა საქმეებისა სააპელაციო დონეზე დასრულდება და უზენაესსასამართლოში ვეღარ მოხვდება).

ახალი სისტემის დადებითი მხარეები:

1. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა სამ ინსტანციანიგანხილვის მინიმუმ 21 თვიანი დროის მონაკვეთი მცირდება 11 თვემდე;

2. საქმეთა განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადებისდაცვის რეალურ შესაძლებლობას იძლევა;

3. სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია დავის საგნის ღირებულებისცვლილებით (ახლებურად განსაზღვრით) არეგულიროს საქმეთა ნაკადი დაამით დააზღვიოს სასამართლოები გადატვირთულობისაგან;

4. მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისა და ზოგადადეკონომიკურ ურთიერთობების მნიშვნელოვნად გააქტიურების შემთხვევაში,

შესაძლებელი იქნება დამატებით სამხარეო სასამართლოების შექმნაშესაბამისი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრით;

5. წარმოდგენილი სისტემა (20-25 წლიან) გრძელვადიან პერსპექტივაში აგვარებსსწრაფი მართლმსაჯულების პრობლემას და იძლევა მისი მართვის მარტივ(უმტკივნეულო) შესაძლებლობებს;

6. წარმოდგენილი სისტემა აიაფებს მართლმსაჯულებას, სასამართლო ხარჯებისთავისთავად შემცირების გზით;

7. წარმოდგენილი სისტემა იძლევა შესაძლებლობას ე.წ. კომერციული დავებისიდეა მასში ინტეგრირდეს.

ახალი სისტემის სუსტი მხარეები:

1. ორ ინსტანციანი სისტემით საქმეთა განხილვის ერთ-ერთ ნაკლად შეიძლებამივიჩნიოთ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისხელისშემშლელი ფაქტორი, იმდენად, რამდენადაც ერთგვაროვანისამართლებრივი ურთიერთობის დავები შეიძლება საბოლოოდ სხვადასხვაინსტანციებში დასრულდეს.

ხსენებული უარყოფითი მხარის საკონპესაციოდ შესაძლებელია ორი ღონისძიებისგატარება:

Page 45: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

43

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის ფუნქციები, როლი დაშემადგენლობა უნდა გაფართოვდეს. პლენუმის შემადგენლობაში უნდა შევიდნენსააპელაციო და სამხარეო სასამართლოების თავმჯდომარეები. პლენუმზეინტენსიურად უნდა ხდებოდეს სასამართლო პრაქტიკის განზოგადება დარეკომენდაციების - ე.წ. „სახელმძღვანელო პრინციპების“ შემუშავება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლით გათვალისწინებული უზენაესისასამართლოს მიერ ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციოდასკვნისათვის მიმართვის შესაძლებლობის მსგავსად, სააპელაციოსასამართლოებს უნდა მიეცეთ ანალოგიური საკონსულტაციო დასკვნისათვისსაქართველოს უზენაესი სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა.

რეკომენდაციები

1. სამხარეო სასამართლოების შექმნა, მისი სამოქმედო ტერიტორიებისგანსაზღვრა, მასში კოლეგიებისა და კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობისგანსაზღვრა უნდა მოხდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულიკანონით, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც დადასტურდა არსებულიპრობლემა არ ეხება მხოლოდ სასამართლო სისტემას და არც მხოლოდ საერთოსასამართლოების მოსაგვარებელია. მართალია ხელისუფლების ეს შტოდამოუკიდებელია, თუმცა მთელი სახელმწიფოს ვალდებულებაა დღესაც დამომავალშიც მაქსიმალურად აკონტროლოს სისტემის გამართულად მუშაობა(დავაზუსტებთ: სისტემის და არა კონკრეტული საქმეების).

2. სამხარეო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფობაჟის ოდენობა უნდა იყოს სააპელაციო საჩივრის ოდენობის შესატყვისი(იდენტური). კერძოდ, მის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაუნდა შეადგენდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამით მოვახდენთმხარეების მიერ დავის საგნის ხელოვნურად გაზრდის ერთგვარ პრევენციას.

3. უნდა გადაიხედოს გაერთიანებულ რაიონულ/საქალაქო სასამართლოთაგადაწყვეტილება და ზოგიერთი მაგისტრატი სასამართლო ჩავანაცვლოთახალი რაიონული სასამართლოთი (მაგალითად, შეიძლება შეიქმნას ახალირაიონული სასამართლო, რომელიც გააერთიანებს რამოდენიმე მაგისტრატ„სასამართლოს“ საქმეთა რაოდენობისა და ტერიტორიული ფაქტორისგათვალისწინებით).

Page 46: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

44

4. უნდა გამოირიცხოს ყველა ის სუბიექტური ფაქტორი, რაც არსებულიპრობლემის შექმნის მიზეზი გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი იდეაგანწირულია წარუმატებლობისათვის.

წარმოდგენილი კონცეფციით დაინტერესების შემთხვევაში, გამოვთქვამთმზადყოფნას წარმოგიდგინოთ საკანონმდებლო პროექტების სრული პაკეტი დათითოეული გადასაწყვეტი საკითხის დასაბუთება.

ვახტანგ მჭედლიშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

02.12.2012.

Page 47: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

საერთო სასამართლოების არსებული სისტემა

სქემა N1

უზენაესი (საკასაციო) სასამართლო

თბილისის სააპელაციოსასამართლო

ქუთაისის სააპელაციოსასამართლო

რაიონული (საქალაქო სასამართლოები)

Page 48: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

ახალი სისტემის სქემა N2

სამ ინსტანციურ განხილვას ქვემდებარე საქმეები

300 000 ლარს ქვემოთ საქმეები

უზენაესი (საკასაციო)სასამართლო

ქუთაისისსააპელაციოსასამართლო

თბილისისსააპელაციოსასამართლო

I ინსტანციაქუთაისისსამხარეოსასამართლო

I ინსტანციათბილისისსამხარეოსასამართლო

I ინსტანციარაიონული (საქალაქო)სასამართლოები

300 000 ლარს ზემოთ საქმეები

Page 49: marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi …hcoj.gov.ge/files... · 2017-12-11 · marTlmsajulebis xelmisawvdomobis problema, misi gamomwvevi mizezebi da problemis

სამხარეო სასამართლოების სისტემის სქემა N3

ქუთაისისსამხარეოსასამართლო

ადმინისტრაციულსაქმეთა პალატა

თბილისისსამხარეოსასამართლო

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

ადმინისტრაციულსაქმეთა პალატა

სამოქალაქოსაქმეთაპალატა