241
ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტო დიდებისა და დაცემის ისტორია ცეზარ ბიროტოსი, პარფიუმერიით მოვაჭრისა, . პარიზის მეორე ოლქის მერის თანაშემწისა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერისა და სხვ. ბატონ ალფონს დე ლამარტინს მისი თაყვანისმცემელი დე ბალზაკი I. ცეზარი დიდების მწვერვალზე ზამთრის ღამეებში სენტ-ინორეს ქუჩაზე ფუსფუსი ძალიან ცოტა ხნით წყდება. როგორც კი წარმოდგენებისა და მეჯლისების შემდეგ ეტლები წავლენ-წამოვლენ, ბოსტნეულთა მოვაჭრეთა დინება იწყება ხოლმე ცენტრალური ბაზრისაკენ. დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სწორედ იმ დროს, როცა პარიზის ხმაურის დიდი სიმფონია მინელდა, ვანდომის მოედანზე მდებარე საპარფიუმერიო დუქნის მფლობელის -ცეზარ ბიროტოს მეუღლე უეცრად საშინელი სიზმრიდან გამოერკვა. პარფიუმერის ცოლმა თავისი თავი ერთბაშად გაორებული ნახა: ჩამოკონკილი, გაძვალტყავებული, დანაოჭებული ხელით ცდილობდა საკუთარი დუქნის კარი გაეღო, სადაც ვითომ კარის ზღურბლზეც იდგა და თავის ჩვეულ ადგილზე - სალაროს მაგიდასთანაც. ის თავის თავს მოწყალებას სთხოვდა, საკუთარი ხმა ესმოდა კართანაც და სალაროსთანაც. ქალბატონმა ბიროტომ გადაწყვიტა ქმარი გაეღვიძებინა, მაგრამ ხელმა სიცარიელე იგრძნო. მაშინ მას თავიდან ფეხებამდე შიშის ჟრუანტელმა დაუარა, თავიც ვეღარ მოაბრუნა, კისერი გაუშეშდა, სული შეუგუბდა და ხმა ჩაუწყდა. ქალი გაინაბა, გადაწეულ ფარდებს უკან მილურსმულივით იწვა თვალებგაფართოებული და უძრავად მისჩერებოდა ერთ წერტილს. თმა ყალყზე დაუდგა, ყურის შხუილი აუტყდა, გული ეკუმშებოდა და ხშირად უცემდა, ერთიანად სიმწრის ოფლში ცურავდა. შიში თითქმის ავადმყოფური მდგომარეობაა ორგანიზმისა და ისე ძლიერ შეარყევს ხოლმე ადამიანს, რომ მისი მოქმედების უნარი უმალ ან უკიდურეს დაძაბულობას იწვევს, ან ძალების სრულ დაცემას. ფიზიოლოგებს დიდხანს არ აძლევდა მოსვენებას ეს ფენომენი, ის მათ თეორიებს უარყოფდა და ყოველგვარ ვარაუდებს თავდაყირა აყენებდა. თუმცა შიში მხოლოდ ელექტრული განმუხტვაა ორგანიზმისა, ის, როგორც ყველა ელექტრული მოვლენა, უცნაურ, ახირებულ ფორმებს ღებულობს. ასეთი განმარტება საყოველთაოდ მიღებული მაშინ გახდება, როცა მეცნიერები მიხვდებიან, რაოდენ დიდ როლს ასრულებს ელექტრობა ადამიანის ფსიქიკაში.

ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

  • Upload
    others

  • View
    11

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ონორე დე ბალზაკი

ცეზარ ბიროტო

დიდებისა და დაცემის ისტორია ცეზარ ბიროტოსი, პარფიუმერიით მოვაჭრისა, ქ.

პარიზის მეორე ოლქის მერის თანაშემწისა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერისა

და სხვ. ბატონ ალფონს დე ლამარტინს

მისი თაყვანისმცემელი დე ბალზაკი

I. ცეზარი დიდების მწვერვალზე

ზამთრის ღამეებში სენტ-ინორეს ქუჩაზე ფუსფუსი ძალიან ცოტა ხნით წყდება.

როგორც კი წარმოდგენებისა და მეჯლისების შემდეგ ეტლები წავლენ-წამოვლენ,

ბოსტნეულთა მოვაჭრეთა დინება იწყება ხოლმე ცენტრალური ბაზრისაკენ.

დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სწორედ იმ დროს, როცა პარიზის ხმაურის

დიდი სიმფონია მინელდა, ვანდომის მოედანზე მდებარე საპარფიუმერიო დუქნის

მფლობელის ბ-ნ ცეზარ ბიროტოს მეუღლე უეცრად საშინელი სიზმრიდან გამოერკვა.

პარფიუმერის ცოლმა თავისი თავი ერთბაშად გაორებული ნახა: ჩამოკონკილი,

გაძვალტყავებული, დანაოჭებული ხელით ცდილობდა საკუთარი დუქნის კარი

გაეღო, სადაც ვითომ კარის ზღურბლზეც იდგა და თავის ჩვეულ ადგილზე -

სალაროს მაგიდასთანაც. ის თავის თავს მოწყალებას სთხოვდა, საკუთარი ხმა ესმოდა

კართანაც და სალაროსთანაც. ქალბატონმა ბიროტომ გადაწყვიტა ქმარი გაეღვიძებინა,

მაგრამ ხელმა სიცარიელე იგრძნო. მაშინ მას თავიდან ფეხებამდე შიშის ჟრუანტელმა

დაუარა, თავიც ვეღარ მოაბრუნა, კისერი გაუშეშდა, სული შეუგუბდა და ხმა ჩაუწყდა.

ქალი გაინაბა, გადაწეულ ფარდებს უკან მილურსმულივით იწვა

თვალებგაფართოებული და უძრავად მისჩერებოდა ერთ წერტილს. თმა ყალყზე

დაუდგა, ყურის შხუილი აუტყდა, გული ეკუმშებოდა და ხშირად უცემდა, ერთიანად

სიმწრის ოფლში ცურავდა.

შიში თითქმის ავადმყოფური მდგომარეობაა ორგანიზმისა და ისე ძლიერ შეარყევს

ხოლმე ადამიანს, რომ მისი მოქმედების უნარი უმალ ან უკიდურეს დაძაბულობას

იწვევს, ან ძალების სრულ დაცემას. ფიზიოლოგებს დიდხანს არ აძლევდა მოსვენებას

ეს ფენომენი, ის მათ თეორიებს უარყოფდა და ყოველგვარ ვარაუდებს თავდაყირა

აყენებდა. თუმცა შიში მხოლოდ ელექტრული განმუხტვაა ორგანიზმისა, ის, როგორც

ყველა ელექტრული მოვლენა, უცნაურ, ახირებულ ფორმებს ღებულობს. ასეთი

განმარტება საყოველთაოდ მიღებული მაშინ გახდება, როცა მეცნიერები მიხვდებიან,

რაოდენ დიდ როლს ასრულებს ელექტრობა ადამიანის ფსიქიკაში.

Page 2: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ქ-ნ ბიროტოს ელდა ეცა... ეს ერთ-ერთი ის სულიერი რყევა იყო, რომელიც რაღაც

გაუგებარი ძალით ასუსტებს ან ძაბავს ნებისყოფას და თითქოს გონებას ნათელს ფენს.

დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, თუ დროს საათებით გავზომავთ, ხოლო თუ

წამიერი შთაბეჭდილებათა რიცხვით ვიმსჯელებთ, მაშინ განუზომლად დიდ დროში,

საცოდავმა ქალმა საოცარი სისწრაფით მოიკრიფა გონი, იმდენი რამ გაიფიქრა და

მოიგონა, რამდენსაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში მთელ დღესაც ვერ მოასწრებდა.

მისი მტანჯველი უსიტყვო მონოლოგის შინაარსი შეიძლება რამდენიმე უაზრო,

ერთმანეთის საწინააღმდეგო თავმოუბმელი სიტყვებით გადმოიცეს.

- ნეტავი რატომ ადგა ბიროტო ღამით? ხბოს ხორცი მეტი ხომ არ მოუვიდა? ცუდად

ხომ არ გახდა? არა, ცუდად რომ ყოფილიყო, გამაღვიძებდა. ცხრამეტი წელიწადია ამ

საწოლში ერთად გვძინავს ამ ჭერქვეშ და ჯერ არ მინახავს ეს საცოდავი ლოგინიდან

ისე ამდგარიყოს, რომ ჩემთვის არ ეთქვას! ეგ იყო, მაშინ არ ათევდა ღამეს შინ, როცა

კორდეგარდიაში მორიგეობდა. ვაითუ სულაც არ დაწოლილა დასაძინებლად? ოჰ,

არა, როგორ არ დაწოლილა, ღმერთო, რა სულელი ვარ?

ქალმა ლოგინს გადახედა და ქმრის ღამის ჩაჩს მოჰკრა თვალი, რომელსაც კონუსის

ფორმა შერჩენოდა.

- ესე იგი, აღარ არის! თავი მოიკლა? რისთვის უნდა ჩაედინა ეს? - ეკითხებოდა ქალი

თავის თავს. - აგერ, უკვე ორი წელიწადი სრულდება, მერის თანაშემწედ დანიშნეს და

მას შემდეგ თავის ჭკუაზე აღარ არის. აბა რა მაგის საქმე იყო ქალაქის მმართველობაში

რომ აირჩიეს! ვაჭრობა, ეტყობა კარგად მიდის, რადგან წამოსასხამი მისაჩუქრა. მაინც,

იქნებ არც ისე კარგად აქვს საქმე? ასე რომ იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა,

თუმცა, თუ ქალი ხარ მიხვდი, რა უდევს ამ კაცებს გულში! კაცებსაც და თუნდაც

ქალებსაც! მაგრამ მთავარი უბედურება ეს არ არის. დღეს ხომ ხუთი ათასი ფრანკის

საქონელი გავყიდეთ. ესეც არ იყოს, მერის თანაშემწეს არ შეუძლია თავის თავს რაიმე

აუტეხოს. სხვამ თუ არა, მან კი შესანიშნავად იცის, რომ ეს კანონით აკრძალულია. მაშ,

სად დაიკარგა?

ქალს ძალა აღარ ერჩოდა ან თავი მოებრუნებინა, ან ხელი ზარის ზონრისკენ გაეწია,

რომ მზარეული ქალი, სამი ნოქარი და დამტარებელი ბიჭი გაეღვიძებინა. კოშმარი

გაღვიძების შემდეგაც არ გამონელებია, მან მეზობელ ოთახში მშვიდად მძინარი

ქალიშვილიც კი დაავიწყა: ბოლოს იყვირა: „ბიროტო!“ არავინ უპასუხა, ქალს ეგონა,

ქმარს დავუძახეო, სინამდვილეში კი მხოლოდ გონებაში წარმოთქვა მისი სახელი.

- ვაითუ, საყვარელი ჰყავს? არა, - დაიმშვიდა თავი, - მაგდენი ჭკუა ვინ მისცა, ესეც არ

იყოს, ძალიან ვუყვარვარ, განა ქალბატონ როგენს არ უთხრა ამას წინათ, ცოლისთვის

გუნებაშიც კი არ მიღალატია არასოდესო. ეს კაცი ზეცით მოვლენილი პატიოსნებაა.

თუ ამქვეყნად ვინმე სამოთხეს იმსახურებს, პირველ რიგში - ბიროტოა. მაგალითად,

რას მოინანიებს თავის აღმსარებელთან? სულ რაღაც აჭია-ბაჭიები უნდა ილაპარაკოს.

მართალია, როიალისტია, მაგრამ ღმერთმა უწყის, როგორ გახდა როიალისტი. არც

ღვთისმოსაობას ამჟღავნებს მაინცდამაინც. ეს საწყალი ფინია რვა საათზე ისე ჩუმად

მიდის წირვაზე, თითქოს გასართობად მიიპარებოდეს სადმე. მას ღმერთისა თვით

ღმერთის გამო ეშინია და ჯოჯოხეთზე სულაც არ ფიქრობს. სულ კუდში დამდევს და

საყვარელს როდისღა გაიჩენს: თავიც კი მომაბეზრა. ამ ქვეყანაზე მე ყველაფერს

ვურჩევნივარ და თვალისჩინივით მიფრთხილდება. ცხრამეტი წლის განმავლობაში

Page 3: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ჩემთან ლაპარაკისას ერთხელაც არ აუწევია ხმა. ჯერ მე ვარ მისთვის და მერე მისი

ქალი. ოჰ, სულ არ გადამავიწყდა! ცეზარინი ხომ აქვეა... ცეზარინ! ცეზარინ! რა ვიცი,

ჯერ არ მახსოვს ბიროტოს თავისი განზრახვები ჩემთვის დაემალოს. განა სრულ

სიმართლეს არ მეუბნებოდა, როცა „პატარა მეზღვაურში“ მოდიოდა და მარწმუნებდა,

მაშინ დამაფასებთ, კარგად რომ გამიცნობთო, ახლა კი სადღაც გაქრა! საკვირველი

ამბავია!

ქ-მა ბიროტომ ძლივძლიობით მოაბრუნა თავი და სწრაფად მოავლო თვალი ოთახს,

რომელიც ამ დროს ღამის საკვირველი ჩრდილებით იყო დასახლებული. მათი

აღწერისას მწერალს სიტყვის ამაოება შეაწუხებს, მხოლოდ ჟანრული მხატვრის

ყალამი თუ შესძლებს ამის გამოსახვას, როგორი სიტყვებით შეიძლება გადმოიცეს

მოცეკვავე სილუეტთა საშინელი კლაკნილები, ქარისგან გამობერილი ფარდების

ფანტასტიკური მოხაზულობა, ღამის ლამპის შუქის თრთოლვა წითელი კოლენკორის

ნაოჭებზე, ცეცხლოვანი ციგლიგი ფანჯრის ფარდების სპილენძის ბალთებზე,

რომლის კრიალა შუაგული ბინაში შემოპარული ქურდის თვალს მოგაგონებს;

ტანსაცმელი მუხლმოდრეკილ მოჩვენებას წააგავს. - ერთი სიტყვით, ყველა ის

უცნაურობანი ჩვენ ფანტაზიას რომ აწამებენ იმ წუთებში, როცა სულიერი განცდების

ტყვეობაში ექცევა და უფრო მეტად აღრმავებს.

ქ-ნ ბიროტოს მოეჩვენა, რომ მეზობელი ოთახიდან კაშკაშა შუქი გამოდიოდა და

იმწამსვე გაიფიქრა: „ხანძარი!“ მაგრამ მისი ყურადღება მაშინვე წითელი ფულარის

ხილაბანდმა მიიპყრო, რომელიც სისხლის გუბედ წარმოესახა და ახლა მისი აზრები

მთლიანად ავაზაკებმა მოიცვეს. უფრო მეტიც: ავეჯის განლაგებაში ახლახან

გადატანილი ბრძოლის კვალი აღმოაჩინა, როცა გაახსენდა, რამდენი ფული იდო

სალაროში, უწმინდესმა თრთოლვამ აიტანა, რამაც ერთნაირად ჩაახშო კოშმარის

გულგამყინავი შიში. თავგზააბნეული პერანგისამარა წამოხტა და ქმრის საშველად

გაიქცა, რომელიც მისი წარმოდგენით მკვლელებს იგერიებდა.

- ბიროტო, ბიროტო! - იყვირა ქალმა შეშინებული ხმით.

პარფიუმერი ქალბატონ ბიროტოს მეზობელ ოთახში დახვდა ხელში დასაკეცი

მეტრით: იგი რაღაცას ზომავდა, ჩითის ყავისფერკოპლებიანი მწვანე საშინაო ხალათი

გახსნოდა, სიცივისგან ფეხები გასწითლებოდა, მაგრამ ისე იყო გართული თავისი

საქმით, რომ ვერაფერს გრძნობდა. ბოლოს მოიხედა და იკითხა: „რა მოხდა კონსტანს“,

სახე დაბნეული ადამიანისა ჰქონდა, რომელიც უეცრად მოწყვიტეს რთულ ანგარიშს

და ისე სულელურად გამოიყურებოდა, რომ ქ-ნ ბიროტოს ხარხარი აუტყდა.

- ღმერთო ჩემო, ცეზარ! - შესძახა მან, - რა უცნაური კაცი ხარ! - რატომ არ მითხარი

თუ დგებოდი. შიშისგან კინაღამ მოვკვდი, არ ვიცოდი, რა მეფიქრა. აქ რას აკეთებ

ორპირ ქარზე? რომ გაცივდე, მერე რას შვრები. გესმის, კაცო?

- მოვდივარ, ჩემო ცოლო, მოვდივარ, - მიუგო პარფიუმერმა და საწოლ ოთახში

გავიდა.

- მოდი, ჩათბი და მიამბე, რა ჟინმა აგიტანა. - განაგრძო ქ-მა ბიროტომ და ნაცარში ჯერ

ისევ მბჟუტავი ნაკვერჩხალი მოჩხრიკა, რომ ცეცხლი გაეღვივებინა. - მთლად

გავიყინე, სულელი ვარ, რამ წამომაგდო პერანგის ამარა! რატომღაც ვიფიქრე, ხომ არ

კლავენ-მეთქი.

Page 4: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

პარფიუმერმა შანდალი ბუხარზე დადგა, ხალათი შეიკრა და ცოლს მექანიკურად

მისი ფლანელის ქვედატანი გაუწოდა.

- აჰა, სულიკო, ჩაიცვი. ოცდაორი თვრამეტზე, - განაგრძო მან შეწყვეტილი

მონოლოგი, - საუცხოო სასტუმრო დარბაზი გამოგვივა.

- კაცო, რას მიედ-მოედები, შენს ჭკუაზე ხარ? მგონი, ბოდავ.

- არა, ჩემო ცოლო, ვანგარიშობ.

- გათენებას ვერ დაუცადე მაგ სისულელეებით, - შესძახა ქალმა და საღამურ კოფთაზე

ქვედატანი შეიკრა, მერე ქალიშვილის ოთახის კარი გამოაღო და შეიხედა.

- ცეზარინს სძინავს, ვერაფერს გაიგონებს, - დასძინა ქ-მა ბიროტომ, - აბა, კარგი, გულს

ნუღარ მიწვრილებ, მითხარი, რა მოხდა?

- მეჯლისი უნდა გავმართოთ.

- მეჯლისი! ჩვენა? მე და ჩემმა ღმერთმა, მართლა ბოდავ, ჩემო კარგო.

- არა, ძვირფასო, სულაც არ ვბოდავ. ერთხელ და სამუდამოდ შეიგნე, რომ ჩვენ ისე

უნდა ვიცხოვროთ, როგორც ამას გვავალებს ჩვენი მდგომარეობა საზოგადოებაში.

მთავრობამ მე გამომარჩია, მე მთავრობას ვეკუთვნი, ჩვენ უნდა გავიმსჭვალოთ მისი

სულით და ხელი შევუწყოთ მის ყოველ განზრახვას: ყოველნაირად დავეხმაროთ მას.

დიუკ დე რიშელიემ[1] უკვე მიაღწია იმას, რომ შემწყდარიყო უცხოური ჯარებით

საფრანგეთის ოკუპაცია და ბატონი დე ლა ბილარდიერის აზრით, თანამდებობის

პირებმა, ასე ვთქვათ, ქალაქ პარიზის წარმომადგენელმა, თავის ვალდებულებად

უნდა ჩათვალონ, თითოეულმა თავის გავლენის სფეროში აღნიშნოს ქვეყნის

გათავისუფლება. ჰოდა, ჩვენც გამოვიჩინოთ ნამდვილი პატრიოტიზმი, ხოლო

სირცხვილისაგან დაე, ყველა ეს წყეული ინტრიგანები დაიწვან, ყველა ეს

ეგრეთწოდებული ლიბერალები, ხომ არ ფიქრობ, რომ მე არ მიყვარს ჩემი სამშობლო?

ლიბერალებს, ჩვენს მტრებს, მე ვაჩვენებ, რომ მეფის სიყვარული საფრანგეთის

სიყვარულს ნიშნავს.

- ჩემო საწყალო ცეზარ, ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ მტრები გვყავს.

- დიახ, ჩემო ცოლო, დიახ, ჩვენ გვყავს მტრები. ჩვენი მეგობრების ნახევარი ამ უბანში

ჩვენი მტრები არიან. ყველანი ერთხმად გაიძახიან: „ბიროტოს ბედი სწყალობს,

ბიროტო არარაობაა, მაგრამ, უყურეთ მერის თანაშემწე გახდა, ყველაფრის შნო აქვსო“.

ამ ხალხს ერთი ელდა კიდევ ელის! შენ პირველი შეიტყობ ამ ახლა ამბავს - უკვე

საპატიო ლეგიონის კავალერი გავხდი. გუშინ მეფემ ბრძანებას ხელი მოაწერა.

- ოო, თუ ასეა მართლაც გვმართებს მეჯლისის მოწყობა, ჩემო მეგობარო, - დაეთანხმა

აღელვებული ცოლი. - კი, მაგრამ რა დამსახურებისთვის გიბოძეს ორდენი?

- როცა ბატონმა ბილარდიერმა გუშინ ეს ახალი ამბავი შემატყობინა, - განაგრძო

შემკრთალმა ბიროტომ, - მართალი გითხრა, თვითონვე ჩავეკითხე ჩემს თავს, ასეთი

რა დავიმსახურე-მეთქი. მაგრამ, როცა შინ ვბრუნდებოდი და ამაზე ვფიქრობდი,

მაშინ მივხვდი, რომ ღირსი ვარ ამ ჯილდოსი და მადლობა შევწირე მთავრობის

გადაწყვეტილებას. სხვა რომ არა იყოს რა, როიალისტი გახლავარ, ვანდემიერში წმ.

Page 5: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

როხის ეკლესიასთან დაჭრილი[2]. პატარა საქმე როდია, ასეთ დროს მეფის მხარეზე

იბრძოდე. ეგეც არ იყოს, როგორც ვაჭართა საზოგადოებაში იტყვიან ხოლმე, მე

პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას კომერციულ სასამართლოში. დაბოლოს,

დღეს უკვე მერის თანაშემწეც ვარ. მეფემ კი ქალაქ პარიზის თვითმმართველობას

ოთხი ორდენი უბოძა. როცა პრეფექტი მერის თანაშემწეებში ჯილდოსთვის

ღირსეულ კაცს ეძებდა, პირველ რიგში მე შემიტანა სიაში. არე შეიძლება მეფე არ

მიცნობდეს. ბებერი რაგონის შემწეობით მე ვამარაგებ პუდრით, რომელსაც მეფე

კეთილინებებს და ხმარობს. განსვენებული დედოფლის, ჩვენი უავგუსტოესი

ტანჯულის პუდრის რეცეპტი ხომ მარტო ჩვენ ვიცით! მერი, რამდენადაც შეუძლია,

ხელს მიწყობს. ჰოდა, მე რაღა ვქნა, თუკი მეფე თვითონვე მაჯილდოებს და ჩემგან

შუამდგომლობაც კი არ არის საჭირო? ვფიქრობ, უარი აღარ გვეთქმის. წინააღმდეგ

შემთხვევაში, ეს მისი უმაღლესობის მიმართ უმადურობა იქნებოდა. მე არც მერის

თანაშემწედ გახდომა მიცდია ჩემდა თავად. ჰოდა, ჩემო ცოლო, რაკი ზურგქარმა

დაბერა, როგორც ბიძაშენი პილიერო იტყვის ხოლმე მხიარულ წუთებში, ვფიქრობ

შესაფერის სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ. თუ მთავრობისათვის რაიმე სარგებლობის

მოტანა შემიძლია, მზად ვარ ის გავხდე, რასაც ღმერთი მიბრძანებს, - თუნდაც

სუპრეფექტი, თუ ასეთია ჩემი ხვედრი. დიდად შეცდები ჩემო ცოლო, თუ გაიფიქრებ,

რომ ჭეშმარიტ მოქალაქეს შეუძლია თავისი ვალი სამშობლოს წინაშე

შესრულებულად ჩათვალოს, აქაოდა, ოცი წელიწადი განუწყვეტლივ საპარფიუმერიო

საქონლით ვვაჭრობდი ამ საქონლით დაინტერესებულ მყიდველთანო. თუ

სახელმწიფო ჩვენგან ცოდნას მოითხოვს, ვალდებული ვართ სამშობლოს შევწიროთ,

ისევე, როგორც, მაგალითად, ვალდებული ვართ ბეგარა გადავიხადოთ მოძრავ

ქონებაზე, კარებზე, ფანჯრებზე და სხვა. შენ რა, ამ სალაროს გინდა უჯდე? მადლობა

ღმერთს, დუქანში ჯდომა არ დაგკლებია. ეს მეჯლისი ჩემი და შენი დღესასწაული

იქნება. მორჩეს საცალო ვაჭრობა, კმარა. ჩვენს აბრას „ვარდების დედოფალს“ დავწვავ

და „ცეზარ ბიროტო, პარფიუმერი, რაგონის მემკვიდრე“ -ს მაგივრად, მხოლოდ ამას

წავაწერ დიდი მოოქრული ასოებით: „საპარფიუმერიო საქონელი“. ანტრესოლებზე

კანტორას, სალაროს და მყუდრო კაბინეტს მოვაწყობთ შენთვის, საქონლის

საწყობისათვის დუქნის უკანა ოთახს, ახლანდელ სასადილოს და სამზარეულოს

გამოვყოფთ. ჩვენ კი მეზობელი სახლის მთელ მეორე სართულს დავიქირავებთ და

კარს გავჭრით აქედან. კიბეს ისე გადავიტანთ, რომ ერთი სახლიდან მეორეში

ადვილად გადავიდეთ. გამოვა ფართო, ფუფუნებით მოწყობილი ბინა! შენს ოთახს

ხელახლა გავაწყობ, ბუდუარს გაგიკეთებ, ცეზარინსაც გამოვუყოფთ პატარა კოხტა

ოთახს. მოლარეს დავიქირავებთ. ის, უფრო დახლიდარი და შენი მოახლე (დიახ,

ქალბატონო, თქვენ საკუთარი მოახლეც გეყოლებათ!) მესამე სართულზე

დაბინავდებიან. მეოთხეზე იქნება სამზარეულო, მზარეულის ოთახი და

დამტარებელი ბიჭის ოთახი. მეხუთე სართულზე მოვაწყობთ საწყობს ბოთლებისა,

ბროლისა და ფაიფურისათვის, შესაფუთავი სხვენზე გვექნება! გამვლელები აღარ

დაინახავენ, როგორ აკრავენ იარლიყებს მუშა ქალები, როგორ ამზადებენ პარკებს,

ახარისხებენ ფლაკონებს, როგორ უკეთებენ შუშებს საცობებს. ის, რაც სენ-დენის

ქუჩას შეეფერებოდა, სენტ-ონორეს ქუჩას აღარ შეშვენის, - აქ ეს ცუდი ტონია. ჩვენი

მაღაზია სალონს უნდა მოგვაგონებდეს. ერთი მითხარი, განა მარტო ჩვენ,

პარფიუმერები ვართ პატივში? შენ იცი, ეროვნული გვარდიის რამდენი ოფიცერი

ვაჭრობს ძმრითა და ხარდლით და მაინც მეფის კარის პატივში არიან. მოდი, მათ

მივბაძოთ, გავშალოთ ვაჭრობა და ამავე დროს მაღალ საზოგადოებაში შევდგათ ფეხი.

Page 6: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- მოიცა, მოიცა ბიროტო, მაგ შენმა ლაპარაკმა ყურები გამომიჭედა. გეტყობა,

თვითონაც არ იცი, რას ებღაუჭები. აბა, მოიგონე, რას გეუბნებოდი, როცა მერად

გიპირებდნენ დანიშვნას. მაშინაც, გირჩევდი, სიმშვიდე ყველაფერს გვერჩივნოს,

როგორც ძროხას არ უხდება უნაგირი, ისე ჩვენ ხალხში გამორჩეულად ყოფნა. ეგ

მაღალი მდგომარეობა დაგვღუპავს-მეთქი. მაგრამ არც მაშინ დამიჯერე და ახლა კი

ვატყობ, დაჰკრა ჩვენი დაღუპვის საათმა. პოლიტიკური წონა რომ მოიპოვო,

ამისათვის ფულია საჭირო. ჩვენ კი მაგდენი ფული არა გვაქვს. რამ მოგაფიქრა აბრის

დაწვა, რომელიც ექვსასი ფრანკი დაგვიჯდა, და „ვარდის დედოფლის“ შეცვლა - ეგ

ხომ შენი ნამდვილი დიდებაა. პატივმოყვარეობა სხვას დაანებე, ცეცხლში ხელს ნუ

ჰყოფ, დაივიწყე, ღმერთმანი, მართალს გეუბნები. ახლა ისეთი დროა, რომ შეიძლება

მთლად დაიბუგოს კაცი პოლიტიკაში. რაღაც ათი ათასი ფრანკი გვაოხრია, თუ

მაღაზიას, ქარხანასა და საქონელს არ ჩავთვლით. თუ კიდევ გინდა ქონება გაზარდო,

მაშინ ისე მოიქეცი, როგორც 1793 წელს: აიღე და რენტა შეიძინე, სახელმწიფო რენტის

კურსი დღეს სამოცდათორმეტი ფრანკია. ათი ათასი ფრანკი გვექნება შემოსავალი, და

საქმეც კარგად წავა. შემთხვევით ისარგებლე, ქალი გაათხოვე, ფირმა გაყიდე და შენს

მშობლიურ მხარეში დავბრუნდეთ. თხუთმეტი წელიწადია სულ იმას ამბობ, რომ

„ტრეზორიერის“ ყიდვა გინდა - მშვენიერი მამულისა შინონის მიდამოებში, სადაც

შენს მფლობელობაში იქნება ტყეები, მინდვრები, ვენახები და ორი სააგარაკო სახლი,

შემოსავალსაც ათას ეკიუს მოგვცემს. ეგ კარ-მიდამო ორივეს მოგვწონს და შეგვიძლია

სამოცი ათას ფრანკად ვიყიდოთ... თქვენ კი, უფალო ჩემო, თავში ჩაგიდიათ

მაინცდამაინც მთავრობის წრეებში შევძვრეთ. ნუ გავიწყდებათ, ჩვენ ერთი უბრალო

პარფიუმერები ვართ. თექვსმეტი წლის წინათ, როცა ჯერ არც „სულთნის ცოლის

ორმაგი პასტა“ გქონდა გამოგონილი, არც „თხიერი კარმინი“, რომ ეთქვათ, საკმარისი

სახსრები გექნებათ „ტრეზორიერის“ შესასყიდადო, სიხარულისაგან ცას ეწეოდი.

ახლა, როცა ნამდვილად უფლება გვაქვს შევიძინოთ ეს მამული, შენ კი ისე გინდოდა

მისი შესყიდვა, რომ წარამარა ამაზე შეგეძლო გელაპარაკა, - რაღაც სისულელეებზე

აპირებ მაგ ფულის დაბანდებას, სიმწრის ოფლით რომ გვაქვს მოპოვებული. გვაქვს

მოპოვებული-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ შენთან ერთად მეც ვეწეოდი ჭაპანს და

დილიდან საღამომდე სალაროს ვუჯექი დაბმული ძაღლივით. საეჭვო

სპეკულაციებში გაბმას, განა არ გვირჩევნია წელიწადში რვა თვე შინონში ვიცხოვროთ,

დედაქალაქში კი თავშესაფარი ქალიშვილთან ვიქონიოთ, რომელსაც პარიზელ

ნოტარიუსს მივათხოვებთ. სახელმწიფო ქაღალდების კურსის აწევას შეუცადე, მაშინ

შეიძლება ქალიშვილს რვა ათასი ფრანკი რენტა მისცე, ჩვენ კიდევ ორი ათასი

დაგვრჩება. ფირმის გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხით კი

„ტრეზორიერი“ ვიყიდოთ. იქ, ჩემო ფინია, ჩვენი ავეჯი გადავიტანოთ, ესეც ხომ

ფული ღირს, და თავადებივით დავიწყოთ ცხოვრება. აქ კი, პარიზში, სულ ცოტა

ერთი მილიონი სჭირდება კაცს, თვალსაჩინო მდგომარეობა რომ დაიკავოს.

- ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი, ჩემო ცოლო, - შენიშნა ცეზარ ბიროტომ, - და მაინც არა

ვარ ისეთი სულელი, რომ ყველაფერი არ გავითვალისწინო (თუმცა შენ მტკნარ

სულელად მთვლი). ჰოდა, ახლა ყურადღებით მომისმინე. ალექსანდრ კროტა

ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი სიძეა, მაგაზე უკეთესს სად იშოვი! როგენის

კანტორაც მის ხელში გადავა. მაგრამ არ გეგონოს, რომ ის ათი ათასი ფრანკი

მზითვით დაკმაყოფილდება. ჩვენ კი ამ თანხის მიცემას მხოლოდ იმ პირობით

შევძლებთ, თუ ყველაფერს გავყიდით და მთელ სახსრებს ჩვენი ქალის მოწყობაში

დავხარჯავთ. მე, რა თქმა უნდა, მზადა ვარ ასე მოვიქცე, რადგანაც მირჩევნია

Page 7: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სიკვდილამდე ხმელი პური ვლოღნო, ოღონდ კი ჩვენი ქალიშვილი, როგორც შენ

ამბობ პარიზელი ნოტარიუსის ცოლი გახდეს და დედოფალივით ბედნიერი იყოს.

მაგრამ ერთი რამ უნდა გაიგო შენ: ათი ათასი თუ რვა ათასი ფრანკი რენტა ისეთი

წვრილმანია, რომ ამით როგენის კანტორას ვერ იყიდი. პატარა ქსანდრო კი, როგორც

ჩვენ მას ვეძახით, ყველა ჩვენი ნაცნობის მსგავსად, ბევრად უფრო მდიდრებად

გვთვლის, ვიდრე სინამდვილეში ვართ. თუ მამამისი, ის სქელ-სქელი ფერმერი, ის

ბებერი კრიჟანი თავის მიწებს ასი ათას ფრანკად ვერ გაყიდის, ქსანდრო

ნოტარიუსობას ვერ ეღირსება, ვინაიდან როგენის კანტორა თუ ხუთასი ათასი არა,

ოთხასი ათასი ფრანკი მაინც ღირს. თუ კროტამ ნახევარი თანხა ნაღდ ფულად არ

გადაიხადა, როგორ გამოძვრება? ცეზარინს მზითვად ორასი ფრანკი უნდა მივცეთ,

გარდა მაგისა, თვითონაც მინდა მოსასვენებლად წასვლა, როგორც თხუთმეტი ათასი

ფრანკი რენტით უზრუნველყოფილ პარიზელ ბურჟუას შეეფერება. ახლა, თუ

დღესავით ნათლად დაგიმტკიცე, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ხომ გააჩერებ

ენას?

- ჰო, რაკი ოქროს საბადოები გიპოვია პერუში...

- დიახ, საყვარელო, დიახ, - მიაგება სიხარულისგან აღელვებულმა,

სახეგაბრწყინებულმა ბიროტომ. ცოლს წელზე ხელი შემოხვია და რამდენჯერმე

მსუბუქად დაარტყა.

- არ მინდოდა შენთან ამაზე ლაპარაკი, ვიდრე საქმეს არ დავასრულებდი. მაგრამ,

გეფიცები, ერთი დღეც და ყველაფერი მზად იქნება! ჰოდა, აი როგენმა საიმედო

სპეკულაცია შემომთავაზა. ის თვითონაც იღებს ამაში მონაწილეობას რაგონთან, ძია

პილიეროსთან და კიდევ ორ სხვა კლიენტთან ერთად. ჩვენ მადლენის ეკლესიის

რაიონში მიწის ნაკვეთებს ვყიდულობთ, რომლებიც როგენის ანგარიშით ახლა იმ

ფასის მეოთხედი ღირს, რომელსაც სამი წლის შემდეგ მიაღწევს, როცა არენდის ვადა

დამთავრდება და ჩვენც მათი სრულუფლებიანი მფლობელნი გავხდებით. ექვსი

მეანაბრიდან თითოეულს შეპირობებული წილი ეძლევა. მე ვდებ სამი ათას ფრანკს

და მივიღებ მთელი მიწის ამ მერვედს, თუ რომელიმე ჩვენთაგანს ფული დასჭირდება,

როგენი მას ჩვენი წილის დაგროვებით იშოვის. მაგრამ მოგეხსენება, ჯერ თავო და

თავო, მერე ცოლო და შვილოო, და მეც გადავწყვიტე ნახევარი წილის მფლობელი

გავხდე პილიეროსა და ჩვენ ძმა რაგონთან ერთად, ჩაწერილი კი ის ჩემ სახელზე

იქნება. როგენი წილში ჩაუდგება ვინმე შარლ კლაპარონს, ჩემს თანამფლობელს,

რომელიც ჩემსავით ვალდებულებას მისცემს თავის კომპანიონებს. საბუთები

შეძენილ მიწის ნაკვეთებზე კერძო წესით გაფორმდება მანამდე, სანამ მთელი მიწის

სრული პატრონები არ გავხდებით. როგენი განიხილავს ხელშეკრულებებს,

რომლებიც რეალიზაციას ექვემდებარებიან, რადგანაც ჯერ დარწმუნებული არა ვარ,

შევძლებთ თუ არა გათავისუფლებას ნაკვეთების რეგისტრაციიდან და ამ

ვალდებულებათა გადაკისრებას იმათზე, ვინც ჩვენგან მიწის ნაწილობრივად

შესყიდვას მოისურვებს.... მაგრამ შენთვის ამის ახსნა გრძელი საქმეა. მიწის

შესყიდვის შემდეგ ჩვენ ისღა დაგვრჩება, რომ გულხელდაკრეფილნი ვისხდეთ და

ველოდოთ, როგორ ჩაგვივარდება ხელში მილიონი სამი წლის შემდეგ. ცეზარინი ოცი

წლისა შესრულდება, ფირმას გავყიდით და ღვთის წყალობით მორიდებით

დავადგებით გზას.

- ჩინებულია, მაგრამ სამასი ათას ფრანკს სად იშოვი? - იკითხა ქალბატონმა ბიროტომ.

Page 8: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ჩემო ფისო, შენ ამ საქმეებისა არაფერი გაგეგება. მე შევიტან ასი-ათას ფრანკს

როგენთან რომ მიდევს, ორმოცი ათასს მივიღებ ტამპლის გარეუბანში რომ სახლი და

ბაღი მაქვს, იმის დაგირავებაში, იქ ხომ ჩვენი ქარხანაა, ამას გარდა ოცი ათასი ფრანკი

პორტფელში მიდევს. ეს სულ ასსამოცი ათას ფრანკს შეადგენს. კიდევ ასსორმოცი

ათასი დამრჩება საშოვნელი. ამ თანხაზე ხელს მოვაწერ თამასუქებს ბანკირ შარლ

კლაპარონის ბრძანებით. ის შეიტანს მათ ღირებულებას დისკონტის პროცენტის

გამოქვითვით. ასე და ამგვარად გადავიხდი სამასი ათას ფრანკს. ამბობენ, სესხსა და

ვალს უნდა მიუხაროდესო. როცა თამასუქების ვადა მოვა, მათ ჩვენი შემოსავლიდან

დავფარავთ; თუ გადახდა ვერ მოვახერხეთ, როგენი ფულს მიშოვის ჩემი მიწის

ნაკვეთების ხუთპროცენტიანი დაგირავებით, მაგრამ ვალის გარეშეც იოლად წავალთ.

მე გამოვიგონე თმის ზრდის საშუალება „კომაგენური ზეთი“. ლივინგსტონმა უკვე

დააყენა სარდაფში ჰიდრავლიკური წნეხი. ამ ზეთს თხილისაგან გამოვხდით.

ძლიერი დაწოლით ერთბაშად გამოვწურავთ მთელ ზეთს თხილისგან. ჩემი

ანგარიშით, ერთ წელიწადში არა ნაკლებ ასი ათასს ამოვიგებ, განცხადებაზე უკვე

დავიწყე ზრუნვა. მას ასე დავიწყებთ: „შორს პარიკები!“ და ფურორს მოვახდენთ. შენ

კი ისიც არ შეგიმჩნევია, რომ ამ ბოლო დროს თეთრად ვათენებ ღამეებს. აი, უკვე სამი

თვეა, რაც „მაკასარის ზეთის“ წარმატება მოსვენებას არ მაძლევს. ის მაკასარია თუ

რაღაცა, უსათუოდ უნდა მოვახრჩო.

- დახეთ, რა გეგმებზე გიმტვრევია თავი აქ ორი თვის განმავლობაში, ჩემთან კი ერთი

სიტყვაც არ დაგცდენია! ჩინებული გეგმებია! ტყუილად კი არ ვნახე ჩემი თავი

სიზმარში მათხოვრად საკუთარი დუქნის ზღურბლზე. ნამდვილი ზეცით

მოვლენილი ნიშანია. სულ მალე წმინდად გავკოტრდებით და ცრემლისგან თვალები

დაგვეთხრება. არა, ბატონო, მანამ მე ცოცხალი ვარ, ეს არ მოხდება, გესმის, ცეზარ?!

ყოველივე ამის იქით რაღაც ბნელი საქმეები იმალება, რომელთაც ვერ ხედავ. შენ

თვითონ იმდენად პატიოსანი და წესიერი ადამიანი ხარ, რომ არ შეგიძლია სხვებზე

მიიტანო ეჭვი ეშმაკობაში. ვითომ რისი გულისთვის მოგართმევენ მილიონებს. მთელ

შენს ქონებაზე რისკს ეწევი. ისეთ ვალდებულებებს კისრულობ, რაც შენს სახსრებს

აღემატება. ერთიც ვნახოთ და შენი „ზეთი“ არ გამოვიდა, ფულს ვერ იშოვი, მიწის

ღირებულების რეალიზაციას ვერ შესძლებ, - მაშინ როგორღა გადაიხდი თამასუქებს:

თხილის ნაჭუჭებით ხომ არა, ჰა? შენ მიისწრაფი საზოგადოებაში უფრო მაღალი

მდგომარეობისაკენ, აღარ გინდა საკუთარი სახელით ივაჭრო, გინდა მოსპო აბრა

„ვარდების დედოფალი“ და ამავე დროს მზად ხარ ფეხქვეშ გაეგო, ელაქუცო

საზოგადოებას, ცეზარ ბიროტოს სახელი ყველა ბოძზე, ყველა ღობეზე, ყველა

მშენებლობისთვის შემოღობილ ადგილზე გამოჭიმო დასანახავად.

- ვერაფერს მიმხვდარხარ! მე ვაპირებ სადმე ლომბარდის ქუჩის რაიონში მაღაზიის

განყოფილება გავხსნა და ის პატარა ანსელმს მივანდო. თან ამით მადლობას

გადავუხდი ცოლ-ქმარ რაგონებს, თუ მათ ძმისწულს ისეთ საქმეში ჩავაბამ, რომელიც

მას უზრუნველყოფს. ჩვენი საცოდავი რაგონები, ეტყობა ამ ბოლო დროს გვარიანად

შეიფერთხნენ...

- დამიჯერე, ყველა შენს ფულს ემუქრება.

- ვინ „ყველა“, ჩემო მშვენიერო? განა მათ რიცხვში შენი ძია პილიერო არ არის,

რომელმაც ლამის სულში ჩაგვიძვრინოს და ყოველ კვირა დღეს ჩვენთან სადილობს?

თუნდაც კეთილი რაგონი აიღე, ჩვენი წინამორბედი? მას ზურგს უკან ორმოცი წლის

Page 9: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

შეუბღალავი საქმიანობა აქვს, ის ხომ ჩვენი უცვლელი პარტნიორია ბოსტონში? იქნებ

როგენს გულისხმობ, მაგრამ ის ხომ ორმოცდაჩვიდმეტი წლის პატივსაცემი კაცია და

უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც პარიზში ნოტარიუსად არის. პარიზელი ნოტარიუსი

კი, - დამიჯერე, საზოგადოების ნამდვილი ნაღებია, თუმცა, რასაკვირველია,

საერთოდ ყველა წესიერი ადამიანი ღირსია ერთნაირი პატივისცემისა. გაჭირვებაში

კომპანიონები დამეხმარებიან. ჰოდა, აბა, სად ხედავ ან აქ შეთქმულებას, ჩემო თეთრო

მტრედო? მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ... ღმერთმანი, დიდი ხანია ეს გულზე

მაწევს. შენ ყოველთვის კურდღელივით მფრთხალი იყავი, როგორც კი დუქანში ორი

სუს საქონელი დაგვიგროვდებოდა, ყოველ მყიდველში ქურდს ხედავდი.

იძულებული ვარ მუხლმოდრეკილი შეგევედრო: ნება მიბოძე გაგამდიდრო-მეთქი!

პარიზელი ქალი ბრძანდები და ერთი ბეწო პატივმოყვარეობა არა გაქვს. ამ

გაუთავებელ შიშს რომ არ იჩენდე ყველაფერში, დედამიწის ზურგზე უბედნიერესი

კაცი ვიქნებოდი. შენთვის რომ ყური დამეგდო ვერასოდეს ვერ დავიწყებდით ვერც

„სულთნის ცოლის პასტის“, ვერც „თხიერი კარმინის“ გაყიდვას. მართალია, დუქანი

ყოველთვის გვაჭმევდა პურს, მაგრამ ამ ორმა აღმოჩენამ და ჩვენმა საპნებმა ასსამოცი

ათასი ფრანკი მოგვცეს სუფთა მოგება. ეს გამომგონებლური ტვინი რომ არ მქონოდა,

- რაც არ უნდა თქვა, ნიჭიერი პარფიუმერი გახლავარ, - წვრილ საცალო მოვაჭრეებად

დავრჩებოდით, თვისთვეობამდე ძლივს გავიტანდით თავს, ვერც ვაჭრებში

გავითქვამდით სახელს, არც კომერციული სასამართლოს წევრობა გვეღირსებოდა და

იქ სხდომებზე ჯდომა, არც მერის თანაშემწედ დამნიშნავდნენ. ვინ ვიქნებოდი მაშინ,

თუ იცი? მედუქნე, ძია რაგონივით. საწყენად არ ვამბობ, რადგანაც მის დუქანს

პატივსა ვცემ, - ჩვენი კეთილდღეობა ხომ მისი წყალობაა! ორმოცი წლის ვაჭრობის

შედეგად, ჩვენ რაგონის მსგავსად სამი ათასი ფრანკი გვექნებოდა შემოსავალი და

ახლა, ამ სიძვირეში, როცა ფასები ერთიორად გაიზარდა, ისეთივე გაჯახირებული

ცხოვრება გვექნებოდა, როგორიც მოხუც რაგონებსა აქვთ. რაც უფრო დრო გადის,

მით უფრო ძალიან მტკივა გული ამ ხალხზე. საჭიროა კარგად გავერკვეთ მათ

საქმეებში. ხვალვე დაწვრილებით ყოველივეს გამოვკითხავ პოპინოს, შენ კი

ბედნიერებას სულ რაღაცის შიშით გვიშხამავ, ერთთავად ცახცახებ, ვაითუ ხვალ

დავკარგო, რაც დღეს ხელში მაქვსო. შენი რჩევისათვის რომ ყური დამეგდო, დღეს

არც კრედიტი მექნებოდა, არც საპატიო ლეგიონის ორდენი, არც პოლიტიკური

კარიერის პერსპექტივა. ჰო, აქნიე თავი რამდენიც გინდა... თუ ჩვენი საქმე გამოდნა,

შეიძლება პარიზის დეპუტატობასაც მივაღწიო, ტყუილად კი არ მქვია ცეზარი.

ყველაფერის შნო მაქვს; არა, ეს პირდაპირ გაუგებარია, - უცხო ადამიანები აფასებენ

ჩვენს ჭკუას, შინ კი ცოლი, ერთადერთი ადამიანი, ვისი კეთილდღეობისთვისაც

ლამის წელში გავწყდე, სულელად მთვლი!

მჭევრმეტყველი პაუზებით ხშირად შეწყვეტილი ეს სიტყვები, რომელთაც

პარფიუმერი ტყვიებივით ისროდა, როგორც ყველა, ვინც სხვისი გამტყუნებით

იმართლებს თავს, ისეთ ღრმა, უსაზღვრო თავდადებას გამოხატავდნენ, რომ ქ-ნი

ბიროტო გულში დიდად ნაამები დარჩა. მაგრამ მანაც, როგორც ეს ყველა ქალს

სჩვევია, ქმრის სიყვარულით ისარგებლა, რათა მასზე გამარჯვება მოეპოვებინა.

- იცი, რას გეტყვი ცეზარ, - უთხრა ცოლმა, - თუ ასე გიყვარვარ, მოდი და ნება მომეცი

ჩემს გემოზე ვიყო ბედნიერი. არც შენა და არც მე არ მიგვიღია

მაღალსაზოგადოებრივი აღზრდა. ჩვენ არც საუბარი ვიცით, არც თავის დაჭერა

მაღალ საზოგადოებაში. დაუფიქრდი, შევძლებთ კი წარმატების მოპოვებას მაღალ

Page 10: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

წრეებში? „ტრეზორიერში“ კი, რომ იცოდე, რა ბედნიერი ვიქნები! მე ყოველთვის

მიყვარდა პირუტყვი და ფრინველები და სიხარულით მოვკიდებ ხელს წიწილების

მოშენებას, მეურნეობას. მოდი, გავყიდოთ ფირმა, ცეზარინი გავათხოვოთ და

მოვეშვათ იმ შენ „იმოგენურ ზეთს“. ზამთრობით პარიზში სიძესთან ჩამოვიდეთ

ხოლმე. ბედნიერი ცხოვრება გვექნება, ვერავითარი ცვლილებები პოლიტიკასა ან

ვაჭრობაში ვერ შეცვლის ჩვენს მშვიდ ცხოვრებას, რისთვის გვჭირდება სხვისი

მოსპობა, განა საკუთარი ქონება არა გვყოფნის? შენ იქნებ, გნებავს მილიონერი გახდე,

დღეში ორჯერ ისადილო და მეორე ცოლიც გაიჩინო? აგერ, ძია პილიეროსგან აიღე

მაგალითი. ის კეთილგონიერად კმაყოფილდება თავისი მცირე ქონებით და მისი

ცხოვრება კეთილი საქმეებითაა აღსავსე. განა მისთვის აუცილებელია საუკეთესო

ავეჯი? დარწმუნებული ვარ, შენ ახალი ავეჯის დაკვეთა გაქვს გადაწყვეტილი. ამას

წინათ ჩვენს დუქანში ბრაშონს მოვკარი თვალი, პარფიუმერიისთვის ხომ არ

მივიდოდა ის კაცი.

- სწორია, ჩემო სულიკო, კარგად მიმხვდარხარ, შენთვის ავეჯი დავუკვეთე. ხვალვე

ბინის გადაკეთებას ვიწყებ ბ-ნი დელა ბილარდიერის მიერ რეკომენდებული

არქიტექტორის ხელმძღვანელობით.

- ღმერთო, შენ შეგვეწიე! - შესძახა ქ-მა ბიროტომ.

- თვითონვე განსაჯე, ჩემო სულიკო, როგორ შეიძლება ოცდაჩვიდმეტი წლის

შენისთანა მომხიბლავმა მანდილოსანმა შინონში დაიმარხოს თავი. მე, ღვთის

წყალობით ოცდაცხრამეტზე მეტისა არა ვარ, ჩემს წინ ბრწყინვალე გზა იშლება,

როგორ გავუშვა ასეთი შემთხვევა? თუ წინდახედულად ვიმოქმედებ, სოლიდურ

ფირმას ჩავუყრი საფუძველს და მას პარიზელი ვაჭრები პატივს მიუგებენ. მე

შევიქნები ბიროტოს სავაჭრო სახლის ფუძემდებელი და არანაკლებ პატივცემული

ვიქნები ყველა იმ კელერებზე, დემარეებზე, როგენებზე, კოშენებზე, გილიომებზე,

ლებაზე, ნუსინგენებზე, საიარებზე, პოპინოებზე, მატიფაზე, ვისი სახელებითაც

დედაქალაქის მთელი რაიონები იწონებენ თავს. ახლა კი, გავათავოთ! ეს უდავო

საქმეა, ნამდვილი ოქროს მადანია!

- უდავო საქმე!

- დიახ, უდავო. აი, უკვე ორი თვეა, რაც ამ საქმეზე თავს ვიმტვრევ. რატუსაში

შევდივარ და ვითომდა სხვათა შორის არქიტექტორებს, მოიჯარეებს მშენებლობის

შესახებ ვეკითხები, ახალგაზრდა არქიტექტორი ბ-ნი გრენდო, ჩვენი სახლის

გადასაკეთებლად რომ მოვიწვიე, სასოწარკვეთილებაშია, რომ უსახსრობის გამო

ჩვენს სპეკულაციაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

- ის ფიქრობს, მშენებლობას დაიწყებენო, და გაქეზებთ, რომ მერე გაგფცქვნათ.

- არა, ისეთ ხალხს, როგორიც პილიერო, შარლ კლაპარონი და როგენია, ვერ გააცურებ.

რატომ არ გჯერა, რომ ეს ისეთივე უტყუარი მოგება იქნება, როგორიც „სულთნის

ცოლის პასტამ“ მოგვიტანა.

- ვთქვათ, ჩემო კარგო, მაგრამ მაინტერესებს, რისთვის დასჭირდა როგენს

სპეკულაციების გაბმა, როცა უკვე კანტორის ფასიც გადაიხადა და ქონებაც დააგროვა?

ხშირად ვხედავ ქუჩაში, მინისტრივით რომ მოაბიჯებს და თავსაც არ იღებს მაღლა. ეს

ცუდი ნიშანია, როგენს უსათუოდ რაღაც უდევს გულში. ამ ბოლო წლებში სახეც ისე

Page 11: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გაუხდა, რომ ბებერ მრუშს დაემსგავსა. ვინ გითავმდებებს, რომ თქვენი ფულებით არ

გაიპარება? ასეთი საქმეებიც ხდება ხოლმე, ჩვენ კი მას არ ვიცნობთ რიგიანად;

მართალია, თხუთმეტი წელიწადია ვმეგობრობთ, მაგრამ მაინც არ ვენდობი. ყური

მიგდე, ამ კაცს ავსუნიანი სურდო სჭირს, ცოლთან არ ცხოვრობს და ალბათ,

საყვარლებს არჩენს. ისინი კი მას ყვლეფენ. მაშ, რატომ დადის ასეთი

დაჯავრიანებული? დილაობით, ჩაცმისას ხანდახან ფანჯარაში ვიყურები და

ფარდებში ვამჩნევ, როგორ ბრუნდება შინ ფეხით. ღმერთმა იცის, საიდან მოდის.

უეჭველია, მეორე ოჯახი აქვს. მასა და მის ცოლს ცალ-ცალკე აქვთ ხარჯები. განა

ნოტარიუსს შეფერის ასე ცხოვრება? თუ როგენებს შემოსავალი ორმოცდაათი ათასი

აქვთ, ისინი კი სამოცი ათასს ჭამენ, მაშინ ოც წელიწადში მთელ თავის ქონებას

მიადნობენ და მშიერ-მწყურვალნი დარჩებიან. მაგრამ რაკი ბრწყინვალე ცხოვრებას

არის შეჩვეული მაღალ საზოგადოებაში, ულმობლად გაძარცვავს თავის მეგობრებს.

ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო, ასე არ არის? ჩვენს ყოფილ ნოქართან,

გაიძვერა დიუ ტიიესთანაც კუდი კუდზე აქვს გადაბმული. მაგათ მეგობრობაში კარგს

ვერაფერს ვხედავ. თუ როგენმა აქამდე დიუ ტიიე ვერ გაიცნო - ბრმა ყოფილა, ხოლო

თუ კბილი მოუსინჯა, მაშინ რაღას ელოლიავება? ახლა შენ იტყვი, დიუ ტიიე მის

ცოლს უყვარსო. ჰოდა, მეც მანდა ვარ. რას უნდა მოელოდე სახეიროს ისეთი

ადამიანისაგან, რომელსაც ცოლი სახელს უტეხს, ის კი რატომღაც ამას ითმენს. ესეც

არ იყოს, კარგი დოყლაპიები ყოფილან ნაკვეთების ახლანდელი პატრონები, რადგან,

რაც ასი ფრანკი ღირს, იმას ას სუდ აძლევენ. მაგალითად, შენ რომ ისეთი ბავშვი

შეგხვდეს, რომელმაც ლუიდორის ფასი არ იცის, გაჩუმდები და არ გააგებინებ?

საწყენად არ გეუბნები და, ეგ თქვენი საქმე, ცოტა არ იყოს, თაღლითობას წააგავს.

- ღმერთო ჩემო! რა სასაცილონი ხართ ხანდახან ეს ქალები, რანაირად ურევთ

ერთმანეთში ყველაფერს! როგენს რომ არ მიეღო საქმეში მონაწილეობა, მაშინ

იტყოდი, ხედავ, ცეზარ, ხედავ, როგენი განაპირდა, ეგ საქმე საეჭვო ხომ არ არისო?

ახლა კი, როცა საქმეში შემოდის და ამით მისი წარმატების გარანტიას იძლევა, ამბობ...

- კარგი, ახლა მითხარი, ვიღაც კლაპარონი რაღა შუაშია?

- იმ შუაშია, რომ ნოტარიუსს არა აქვს უფლება თავისი სახელით მიიღოს

მონაწილეობა სპეკულაციაში.

- მაშინ არც უნდა მოკიდოს ხელი კანონით აკრძალულო საქმეს. ამაზე რას მეტყვი შენ,

კანონის მიმდევარო კაცო?

- დამაცადე, დავამთავრო. როგენი მონაწილეობს ნაკვეთთა შესყიდვაში, შენ მეუბნები

არ ღირს ეგ საქმეო. ჭკვიანურია ეს საქმე, თუ არა? - შენ დასძენ ეგ უკანონობააო.

მაგრამ თუ საჭირო გახდა, როგენი აშკარა მონაწილეობასაც მიიღებს. შენ მეუბნები,

როგენი მდიდარიაო. ეს ხომ ჩემზეც შეუძლიათ თქვან? რას ვუპასუხებდი რაგონსა და

პილიეროს ჩემთვის რომ ეკითხათ, რისთვის წამოიწყეთ ეს საქმე, თქვენ ხომ ისედაც

თავსაყრელი გაქვთ ფულიო?

- ვაჭარი სულ სხვაა და ნოტარიუსი სხვა, - შეესიტყვა ქ-ნი ბიროტო.

- ერთი სიტყვით, ჩემი სინდისი სავსებით სუფთაა, - განაგრძო ცეზარმა, - ადამიანები

მიწას იმიტომ ყიდიან, რომ ეს მათთვის აუცილებელია. ჩვენ კი მათ იმდენადვე

ვპარავთ, რამდენადაც იმ ხალხს, ვისგანაც რენტის ობლიგაციებს ვყიდულობთ. არა

Page 12: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ასად, არამედ სამოცდათხუთმეტ ფრანკად. დღეს ჩემს მიწებს ერთი ფასით ვიძენთ,

ორი წლის შემდეგ კი ისევე აიწევს, როგორც რენტის კურსი იწევს. იცოდეთ, კონსტანს

- ბარბ-ჟოზეფინა პილიერო, - რომ თქვენ ვერასოდეს დაიჭერთ ცეზარ ბიროტოს ისეთ

საქციელში, რაც პატიოსნებას, კანონს, სინდისს და წესიერებას ეწინააღმდეგება. სად

გაგონილა, რომ ადამიანზე, რომელიც თვრამეტი წელიწადია ფირმას სათავეში უდგას,

უპატიოსნობაში მიაქვთ ეჭვი. ისიც თავისსავე ოჯახში.

- კარგი, კარგი, ცეზარ, დამშვიდდი! მე, შენმა ცოლმა იმდენ ხანს ვიცხოვრე შენს

გვერდით, რომ კარგად გიცნობ და მესმის შენი ყველაფერი. ბოლოს და ბოლოს აქ შენა

ხარ ბატონ-პატრონი. ჩვენი ქონება შენი შრომის ნაყოფია. ის შენია და როგორც გინდა

ისე მოიხმარე. თუნდაც უკიდურეს სიღატაკემდე მიგვიყვანოს, მე და შენი ქალისაგან

მაშინაც ვერ გაიგონებ საყვედურს, მაგრამ ყური მიგდე, როცა „სულთნის ცოლის

პასტა“ და „თხიერი კარმინი“ გამოიგონე, რა რისკს ეწეოდი? რაღაც ხუთსა თუ ექვსი

ათას ფრანკს დაკარგავდი, ეგ იყო და ეგ, დღეს კი მთელს შენს ქონებას ჩადიხარ

ფსონში და მარტო კი არ თამაშობ, არამედ პარტნიორებით, რომელთაც შეიძლება

ჭკუაში გაჯობონ. გამართე ეგ შენი მეჯლისი, გადააკეთე ბინა, დახარჯე ათი ათასი

ფრანკი. მართალია უსარგებლოა, მაგრამ გამანადგურებელი არ არის. ხოლო შენი

მიწის სპეკულაციებისა გადაწყვეტით წინააღმდეგი ვარ. პარფიუმერი ხარ და

ბოლომდის პარფიუმერი დარჩი. რა შენი საქმეა მიწის ნაკვეთთა გამყიდველობა, ხომ

იცი, ჩვენ ქალებს არასოდეს გვატყუებს წინათგრძნობა. ერთი სიტყვით, მე

გაგაფრთხილე, ახლა კი შენ იცი, როგორ მოიქცევი. კომერციულ სასამართლოში

იჯექი, კანონები კარგად იცი, ყოველთვის კარგად უძღვებოდი შენს საქმეებს. მე კი

რა... მე უნდა შენ დაგიჯერო, ცეზარ. მაგრამ ვერ დავმშვიდდები, სანამ ჩვენი ქონება

უზრუნველყოფილი არ იქნება და სანამ ცეზარინს კარგ კაცზე არ გავათხოვებ,

ღმერთმა ქნას, სიზმარი არ ამიხდეს!

ასეთმა მორჩილებამ გული ატკინა ბიროტოს და გულუბრყვილო ეშმაკობას მიმართა,

რაც ასეთ შემთხევაში მისთვის ჩვეული იყო.

- კონსტანს, მართალი გითხრა, ჯერ სიტყვა არ მიმიცია, მაგრამ საქმე კი

მოგვარებულია.

- ახ, ცეზარ, უკვე ყველაფერი ითქვა. ნუღარ დავუბრუნდებით ამას. პატიოსნება

სიმდიდრეზე ძვირად ფასობს. დაწექი, მეგობარო, დაიძინე, შეშა უკვე ჩაიწვა.

ლოგინში ვისაუბროთ, თუ გინდა. ახ; ის ავბედითი სიზმარი! ღმერთო! ადამიანმა

საკუთარი თავი ნახოს სიზმარში! ეს ხომ საშინელებაა!.. მე და ცეზარინი წირვას

შევუკვეთავთ შენი საქმის წარმატებისთვის.

- ღვთის შეწევნა, ცხადია, საქმეს არ წაახდენს. - წარმოსთქვა სერიოზულად ბიროტომ,

- მაგრამ იცი, ჩემო ცოლო, რომ თხილის ზეთშიც არის ძლიერება? ამ ახალ

აღმოჩენამდე ისევე შემთხვევით მივედი, როგორც „სულთნის ცოლის“ ორმაგი

პასტის გამოგონებამდე. მაშინ ეს აზრი წიგნის ფურცვლის დროს დამებადა, ახლა კი

ვსინჯავდი გრავიურას „ჰერო და ლეანდრი“. გახსოვს, ის ქალი თავის შეყვარებულს

ზეთს ასხამს თავზე. განა ეს საუცხოო არ არის? ყველაზე უფრო უტყუარი ის

წამოწყებაა, რომლებიც ადამიანებს პატივმოყვარეობაზე, თავმოყვარეობაზე,

მოწონების სურვილზე ურტყამენ. ეს გრძნობები არასოდეს კვდებიან.

- ვაი, რომ შესანიშნავად ვხედავ ამას.

Page 13: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- გარკვეულ ასაკში მამაკაცი ყველაფერზე მიდის, დაკარგული თმა რომ აღიდგინოს.

დალაქებმა მითხრეს, რომ დღეს მათგან მარტო „მაკასარის ზეთს“ კი არ ყიდულობენ,

არამედ ყოველგვარ შინაურ წამლებს თმის შეღებვისა და ზრდისათვის. შემდეგ

მამაკაცები უფრო დასდევენ ლამაზ ქალებს, ქალებს კი მელოტები არ უყვართ, ხი-ხი

ასე არ არის, ჩემო კარგო? ამგვარად, გამოდის, რომ მოთხოვნილება ამ საქონელზე

პოლიტიკური მდგომარეობით აიხსნება. ჩემს თმისცვენის საწინააღმდეგო

საშუალებას პურივით იყიდიან, მით უმეტეს, რომ ის მეცნიერებათა აკადემიის მიერ

აუცილებლად მოწონებული იქნება. ჩვენი კეთილი ბატონი ვოკლენი, იმედია,

ამჯერადაც დამეხმარება. ხვალ ვეწვევი რჩევისათვის და მივართმევ გრავიურას,

რომელიც ორი წლის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა ვიშოვე გერმანიაში. ის ახლა

სწორედ თმის ანალიზზე მუშაობს. ამის შემდეგ მე შევიტყე მისი ქიმიური

პროდუქტების ფაბრიკის კომპანიონის შიფრევილისაგან. თუ ვოკლენის კვლევა-ძიება

ჩემს ვარაუდს დაადასტურებს, ჩვენს ზეთს ქალებიც და კაცებიც პირდაპირ

დააცხრებიან. ჰოდა, კიდევ გიმეორებ ჩემი აღმოჩენა მთელი სიმდიდრეა. ღმერთო, ამ

საქმის გამო ძილიც კი დავკარგე. ახ, ჩვენი ბედი, რომ ამ პატარა პოპინოს მშვენიერი

თმა აქვს! თუ მოლარესაც ისეთს დავიქირავებთ, რომ თმა კოჭებზე სცემდეს, და ნურც

ღვთისა და ნურც ჩვენი მახლობლისათვის საწყენად ნუ იქნება ნათქვამი, ილაპარაკოს

„კომაგენურმა ზეთმა“ მიშველაო (ეს კი სწორედ ზეთი იქნება), მაშინ ყველა ჭაღარა

მოხუცი მას ისე წაეტანება, როგორც კრაზანა თაფლს. მეჯლისზე რაღას იტყვი, ჩემო

მტრედო? ბოროტი ადამიანი არა ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვნახავ სტუმართა

შორის იმ ოინბაზ დიუ ტიიეს, რომელსაც სიმდიდრით მოაქვს თავი და ყოველთვის

თვალს მარიდებს ბირჟაზე. მან იცის, რომ ზოგ-ზოგი მისი ულამაზო საქმეები

ჩემთვის ცნობილია. მართალი გითხრა, ზედმეტი გულკეთილობა გამოვიჩინე

მისდამი. უცნაური არ არის, ჩემო ცოლო, რომ ადამიანი კეთილი საქმეებისათვის

ყოველთვის ისჯება, - ცხადია, ამქვეყნად, მე ხომ მისთვის ნამდვილი მშობელი ვიყავი,

შენ არც კი წარმოგიდგენია, რამდენი კარგი საქმე გავუკეთე.

- მასზე ლაპარაკისას ტანში ჟრუანტელი მივლის. რომ იცოდე, რითი უნდოდა

შენთვის სიკეთის გადახდა, აღარ დააფარებდი ხელს, როცა სალაროდან სამი ათასი

ფრანკი მოგვპარა! მე მივხვდი, რომ საქმე მიაფუჩეჩა. მაგრამ ის რომ პოლიციის

ხელში მიგეცა, კეთილ ხალხს პატარა სამსახურს როდი გაუწევდი.

- რითი უნდოდა სიკეთის გადახდა?

- აღარ ღირს მაგის მოგონება. თუ დღეს ჩემს ნათქვამს შეისმენ, ერთ რჩევას მოგცემ,

ცეზარ: მაგ დიუ ტიიესთან საქმეს ნუღარ დაიჭერ.

- ცოტა უცნაური იქნება ზურგი ვუბრუნო ადამიანს, რომელიც ჩემთან ნოქრად

მსახურობდა და სწორედ ჩემი თავდებით მიიღო ოცი ათასი ფრანკი საკუთარი საქმის

დასაწყებად. მოდი, ისევ ვაკეთოთ სიკეთე სიკეთისთვის. დიუ ტიიეც ხომ

შეიძლებოდა გამოსწორებულიყო.

- აქ, ალბათ, ყველაფრის გადაყირავება მოგვიხდება.

- როგორ თუ გადაყირავება? მაგით რა გინდა თქვა? არა, ყველაფერი ნოტებით უნდა

დავუკრათ. გატყობ, დაგვიწყნია, რაც კიბისა და მეზობელ სახლში ბინის დაქირავების

შესახებ გითხარი, - ქოლგების ვაჭარს კეირონს უვე მოველაპარაკე. ხვალ მე და ის

Page 14: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სახლის მფლობელ ბ-ნ მოლინესთან მივდივართ. დიახ, დიახ, ხვალ იმდენი საქმე

მაქვს, მინისტრსაც რომ არ ექნება...

- მთლად თავგზა ამიბნიე შენი გეგმებით, - უპასუხა კონსტანსმა, ლამის ტვინი

გადამიბრუნდეს. ლამის ჩამეძინოს კიდეც..

- დილა მშვიდობისა, კონსტანს, - მიუგო ქმარმა, - გესმის კონსტანს, „დილა

მშვიდობისა“ -მთქი, გარეთ უკვე გათენდა. ხედავ, უკვე ჩასძინებია საყვარელ ბავშვს!

მშვიდად იძინე. კაცი არ ვიყო, თუ არ გაგამდიდრე, ცეზარი არ მერქვას, თუ ვტყუოდე.

რამდენიმე წუთის შემდეგ კონსტანსი და ცეზარი მშვიდად ფშვინავდნენ.

თუ ამ ცოლ-ქმრის წარსულს გადავავლებთ თვალს დავრწმუნდებით რომ

დადასტურდება ის შთაბეჭდილება, რომელიც მკითხველს აღწერილი სცენის გმირთა

მეგობრული კინკლაობის შედეგად შეექმნა. ამ მოვაჭრეთა ზნე-ჩვეულებების

აღწერით ჩვენი ნარკვევი, გარდა ამისა, იმასაც აგვიხსნის, თუ გარემოებათა რა

არაჩვეულებრივი დამთხვევის ძალით გახდა ცეზარ ბიროტო საპარფიუმერიო

დუქნის მფლობელი და ეროვნული გვარდიის ოფიცერი, ხოლო შემდეგ მერის

თანაშემწე და საპატიო ლეგიონის კავალერი. როცა ყოველი მხრიდან განვიხილავთ

მის ხასიათსა და მისი აღმასვლის მიზეზებს, ძნელი არ იქნება მიხვედრა, რომ

ვაჭართა სამყაროში ყოველგვარი კომერციული ძვრები, რომელთაც ძლიერი

ადამიანები ადვილად სძლევენ, სუსტი და შეზღუდული პიროვნებებისათვის

გამოუსწორებელ კატასტროფად იქცევა ხოლმე. მოვლენები თავისთავად არაფერს

სწყვეტენ. მათი შედეგები მარტოოდენ თვით ადამიანებზეა დამოკიდებული.

უბედურება საფეხურია გენიოსის ამაღლებისათვის, ქრისტიანისთვის ის გამწმენდი

ემბაზია, მოხერხებული კაცისთვის განძია, სუსტი ადამიანისთვის კი უფსკრული.

შინონის მისადგომებში დაბადებულმა ფერმერმა არენდატორმა ჟაკ ბიროტომ ცოლად

შეირთო ერთი მემამულე მანდილოსნის მოახლე ქალი, ვისთანაც ის ვენახს თოხნიდა

ხოლმე. ბიროტოს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა, ცოლი უკანასკნელ მშობიარობას გადაჰყვა

და მასაც დიდხანს აღარ უცოცხლია ცოლის შემდეგ. მემამულე ქალბატონი

გულთბილად ეპყრობოდა თავის მოახლეს, მან თავის შვილებთან ერთად აღზარდა

ფერმერის უფროსი ვაჟი ფრანსუა და მერე სემინარიაში მიაბარა. რევოლუციის

წლებში ფრანსუა ბიროტო იმალებოდა და ფიცმიუცემელი მღვდლის მოხეტიალე

ცხოვრებას ეწეოდა, რომელთაც უმცირესი დანაშაულისთვის ველური ნადირივით

სდევნიდნენ და გილიოტინაზე აგზავნიდნენ. იმ დროს, როცა ეს ამბავი დაიწყო, ის

ტურის ტაძრის ქორეპისკოპოსი იყო და მხოლოდ ერთხელ გასულიყო ქალაქიდან,

როცა თავისი ძმის ცეზარის ნახვა მოესურვებინა. პარიზის ორომტრიალს იმდენად

გაეოგნებინა პატივცემული მღვდელი, რომ ოთახიდან თავის გამოყოფას ვერ

ბედავდა. კაბრიოლეტებს „ნახევარეტლებს“ ეძახდა, ყველაფერი აკვირვებდა. ერთი

კვირის სტუმრობის შემდეგ მღვდელი ისევ ტურში დაბრუნდა და დაიფიცა, რომ

მეორედ აღარ ჩამოვიდოდა დედაქალაქში. მევენახის მეორე შვილი ჟან ბიროტო

არმიაში შევიდა და რევოლუციის პირველი ომების დროს სწრაფად დაიმსახურა

კაპიტნის ჩინი. ტრებიასთაბ ბრძოლაში მაკდონალდმა მოხალისენი გაიწვია, რათა

ერთ-ერთი ბატარეა ჩაეგდოთ ხელში[3]. კაპიტანი ჟან ბიროტო თავისი ასეულით

იერიშზე წავიდა და ბრძოლის ველზე დაეცა. წერა თითქოს ფეხდაფეხ სდევდა ყველა

Page 15: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ბიროტოებს. რა ასპარეზზეც არ უნდა ემოქმედათ, მათ ან ადამიანები ჩაგრავდნენ, ან

მოვლენები.

ყველაზე უმცროსი ბიროტო ამ რომანის გმირია. როცა მან, თოთხმეტი წლისამ, წერა-

კითხვა და ანგარიში ისწავლა, მშობლიური მხარე დატოვა და ჯიბეში ერთი

ლუიდორით პარიზისკენ ქვეითად დაადგა გზა ბედის საძიებლად. ტურის

აფთიაქარის რეკომენდაცია დაეხმარა შიკრიკად დამდგარიყო რაგონთა

საპარფიუმერო დუქანში. იმ დროს ცეზარის მთელ ქონებას შეადგენდა ერთი წყვილი

ნალდაკრული ხმალი, შარვალი, ლურჯი წინდები, დაჩითული ჟილეტი, გლეხური

კურტაკი, ჯვალოს სამი პერანგი და ერთი ხელკეტი. თმა მრგვალად ჰქონდა

შეკრეჭილი ქოროს მგალობელივით, მაგრამ ტურენის მკვიდრთა მაგარი აღნაგობით

გამოირჩეოდა და თუ ხშირად მისი თანამემამულეთათვის დამახასიათებელი

სიზანტე ეუფლებოდა, ამას მასში ქონების დაგროვების სურვილი სძლევდა ხოლმე.

თუ ცეზარს ჭკუაც და განათლებაც აკლდა, სამაგიეროდ თანდაყოლილი

პატიოსნებით და მგრძნობიარობით გამოირჩეოდა, რაც დედისაგან, ტურენელების

გამოთქმით „ოქროსგულიანი ქალისაგან“ ჰქონდა მიღებული. დუქნის პატრონები

ცეზარს აჭმევდნენ და ასმევდნენ, ჯამაგირად თვეში ექვს ფრანკს აძლევდნენ. სხვენზე

მზარეული ქალის მეზობლად ერთი ღარიბული საწოლი მიუჩინეს. ნოქრები

საქონლის შეფუთვას ასწავლიდნენ, დავალებებით აგზავნიდნენ აქეთ-იქით, დუქანს

და ქუჩას აგვევინებდნენ, მუშაობას აჩვევდნენ და, როგორც დუქნებში წესად აქვთ

ხოლმე, გამუდმებით ელაზღანდარებოდნენ, რაც მათი განათლების აუცილებელი

პირობაა. ცოლ-ქმარი რაგონები მას ისე ეპყრობოდნენ, როგორც გოშია ძაღლს, არავის

ესაქმებოდა, თუ შეგირდი დაღლილი იყო, მას კი საღამოობით, განუწყვეტელი

სირბილის შემდეგ ფეხები საშინლად უბჟუოდა და მხრებში ამტვრევდა. სასტიკმა

წესმა „ყველა თავისთვის“ - ყველა დიდი ქალაქების ამ მოციქულებრივმა ცნებამ,

ცეზარი იქამდე მიიყვანა, რომ პარიზული ცხოვრება მეტად მძიმე ეჩვენა.

საღამოობით ტიროდა და ტურენს იგონებდა, სადაც გლეხი იმდენს მუშაობდა,

რამდენიც მის ძალას შესწევდა, სადაც კალატოზს აუჩქარებლად აჰყავს კედლები,

სადაც დასვენება გონივრულად ეხმარება შრომას. მაგრამ ისე იძინებდა, რომ

გაქცევაზე ფიქრს ვერც კი ასწრებდა, რადგან დილიდან ისევ დავალებით უნდა

ერბინა ქალაქში, ამიტომ დარაჯი ძაღლივით ინსტინქტურად ემორჩილებოდა თავის

პატრონებს. თუ ხანდახან დაიჩივლებდა, უფროსი დახლიდარი მხიარულად

ჩაიცინებდა და ეტყოდა: - ეგრეა, ჩემო ბიჭო, ყველაფერი ვარდისფრად არ

გამოიყურება „ვარდების დედოფალში“ შემწვარი ტოროლები პირდაპირ პირში არ

გვიცვივდებიან. მათ ჯერ უნდა ვდიოთ, დავიჭიროთ და მერე მომზადებაც

მოვახერხოთ.

მზარეული, ჩათქვირებული პიკარდიელი ქალი საუკეთესო ნაჭრებს თვითონ

იკერძავდა და ცეზარს მხოლოდ მაშინ გამოელაპარაკებოდა, როცა რაგონების

გალანძღვა მოუნდებოდა, რომლებთანაც „ადამიანი ხეირს ვერ ნახავსო“. ცეზარის

სამსახურის პირველი თვის დამლევს, ერთ კვირა დღეს ეს ქალიშვილი სახლის

მეთვალყურედ დატოვეს. მაშინ იყო, რომ ცეზარს გამოელაპარაკა. როცა ურსულამ

დაიბანა და მოიკაზმა, ჩვენ საბრალო ბიჭს თვალწარმტაცი ეჩვენა. თუ არა ეს

შემთხვევა, საწყალი თავის ცხოვრების გზაზე პირველ ქვაზევე წაიბორძიკებდა.

როგორც ყველა ალერსმოკლებულ არსებათ სჩვევიათ, მან შეიყვარა ქალი, ვინც

ალერსიანი თვალით შეხედა. მზარეულმა ქალმა თავისი მზრუნველი ხელი

Page 16: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გადააფარა ცეზარს და მათ შორის მალული კავშირი გაიბა, რაზეც ულმობლად

ქირქილებდნენ ყველა ნოქრები. საბედნიეროდ, მზარეულმა გოგომ ცეზარს თავი

მიანება თავისი თანამემამულის გულისთვის, რომელიც პარიზში სამხედრო ბეგარას

ემალებოდა. ეს იყო რამდენიმე არპანი მიწის მფლობელი ოცი წლის პიკარდიელი

ბიჭი, - და ურსულამ თავი შეართვევინა.

იმ ორი წლის განმავლობაში მზარეული ქალი პატიოსნად კვებავდა თავის პატარა

ცეზარს. ქალმა მას პარიზის ცხოვრების ზოგიერთი საიდუმლოებანი განუმარტა. იგი

უკუღმა პირიდან დაანახვა, და ეჭვებით გაწამებულმა ყოველგვარი

დროსგასატარებელი ადგილების უღრმესი სიძულვილი ჩაუნერგა, რომელთა

საშიშროება მისთვის, ეტყობოდა, არ იყო უცნობი. 1792 წელს ცეზარის ფეხები უკვე

შეჩვეოდა ქვაფენილებს, მხრები - ყუთების სიმძიმეებს, ჭკუა კი, როგორც თავად

ამბობდა, „პარიზულ ტყუილებს“ როცა ურსულამ მიატოვა, ცეზარმა მალე ინუგეშა

თავი, რადგან ქალი ვერ უპასუხებდა მის ბუნდოვან წარმოდგენას ნამდვილ

ბედნიერებაზე. ავხორცი და ბუზღუნა, ცბიერი და ხელმრუდი, ეგოისტი და ლოთი

ქალი შეურაცხყოფდა ბიროტოს პატიოსან სულს და მომავალში არაფერს უქადდა

სასიკეთოს. ხშირად სიმწრით უფიქრია საცოდავ ბიჭს იმაზე, რომ ის, გულუბრყვილო

ბიჭი, მაგარი კავშირით იყო შეკრული მისთვის არასასიამოვნო პიროვნებასთან, იმ

დროისათვის, როცა ის თავისი გულის ბატონ-პატრონი გახდა, თექვსმეტი წლის ასაკს

მიაღწია. ურსულამ და ნოქრების ლაზღანდარობამ განავითარეს მისი გონება. უფრო

დაკვირვებული გახდა ვაჭრობაში. ერთი შეხედვით გულმიამიტი ბიჭი საზრიანი

გამოდგა. აკვირდებოდა მყიდველებს, მუშაობისაგან თავისუფალ დროს აქეთ-იქით

კითხულობდა საქონლის ავ-კარგს, და ერთ მშვენიერ დღეს გამოირკვა, რომ ცეზარს

საქონლის ხარისხი და ფასი უკვე ესმოდა, ვიდრე საერთოდ ახალბედა ნოქრებმა

იციან. ამ დროიდან რაგონები მას ხანდახან ნოქრის მოვალეობასაც ანდობდნენ

ხოლმე.

რესპუბლიკის მეორე წელს, იმ დღეს, როცა ჯარში მასობრივმა გაწვევამ მთლად

დაცალა მოქალაქე რაგონის სავაჭრო, ცეზარ ბიროტო მეორე ნოქარი გახდა. მან ამ

გარემოებით ისარგებლა და მოიპოვა ჯამაგირი თვეში ორმოცდაათი ფრანკის

რაოდენობით, ამასთან, რაგონთა სუფრაზე ჯდომის უფლებაც, რაც ენით აუწერელ

სიამოვნებას ჰგვრიდა. „ვარდების დედოფლის“ მეორე ნოქარს, უკვე დაგროვილი

ჰქონდა კაპიტალი ექვსასი ფრანკის რაოდენობით. მან ოთახიც მიიღო და როგორც

იქნა ეღირსა კარადასა და კომოდში ლამაზად ჩაელაგებინა შეძენილი ტანისამოსი და

თეთრეული.

დეკადის მეათე დღეს, იმ დროის ყველა ყმაწვილი კაცივით მოდას აყოლილი

გამოპრანჭული, ეს წყნარი და მოკრძალებული გლეხუჭაც მიუხედავად ტლანქი

მანერებისა, იმ ყმაწვილ კაცთა ტოლი ჩანდა. ამით ცეზარმა გადალახა ის ზღუდე,

რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ ნოქრებს ბურჟუაზიისგან ჰყოფდა. 1794 წლის

ზაფხულში ცეზარის პატიოსნებაში დარწმუნებულმა რაგონებმა მოლარის

თანამდებობა უბოძეს. წარმოსადეგი ქ-ნი რაგონი თავად აქცევდა ყურადღებას

თავისი ნოქრის თეთრეულს და დუქნის პატრონებიც მოკლე ხანში ცეზარს ძალიან

დაუახლოვდნენ.

1794 წლის ვანდემიერში[4] ცეზარმა, რომელსაც უკვე ასიოდე ლუიდორი ჰქონდა

დაგროვილი, ექვსი ათასი ფრანკის ასიგნაციებზე გადაცვალა, იყიდა რენტა ოცდაათ

Page 17: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ფრანკად, ქაღალდის ფულის გაუფასურებამდე გაანაღდა და თავისი შენაძენი

აუწერელი ბედნიერების გრძნობით შეინახა. ამ დღიდან ფარული მღელვარებით

დაუწყო თვალყურის დევნება ფასიანი ქაღალდების კურსს და სახელმწიფოებრივ

საქმეთა მსვლელობას. ის გულისფანცქალით უგდებდა ყურს ყოველგვარ მითქმა-

მოთქმას მარცხებსა თუ წარმატებებზე, რომლითაც ესოდენ მდიდარი იყო

საფრანგეთის ისტორიის ეს პერიოდი. ბ-ნი რაგონი, მისი უმაღლესობის დედოფალ

მარი-ანტუანეტას ყოფილი პარფიუმერი, ამ მძიმე დღეებში ცეზარ ბიროტოს

გამოუტყდა დაცემულ ტირანთა მიმართ თავის გულმიდრეკილებაში. ამ გულის

გადახსნამ ძლიერი გავლენა მოახდინა ცეზარის ცხოვრებაზე. შინაური საუბრები

საღამოობით, როცა სავაჭრო უკვე დაკეტილი იყო, დღის მონაგარი უკვე დათვლილი,

ქუჩების სიწყნარე, ყოველივე ეს აღაგზნებდა ახალგაზრდა ტურენელს. ის

როიალისტი გახდა. რაგონთა მიერ ნაამბობი ზღაპრები ლუი XVI სათნოებით აღსავსე

მოქმედებებზე, დედოფლის განმადიდებელი ანეგდოტები ცეცხლს უკიდებდნენ

ცეზარის ფანტაზიას. შიშისმომგვრელი ბედი ორი გვირგვინოსანი პირისა, რომელთა

თავები რაგონის დუქნიდან რამდენიმე ნაბიჯზე ჩამოგორდნენ გილიოტინის დანის

ქვეშ, აღელვებდა და სიძულვილით აღავსებდა მის მგრძნობიარე გულს იმ

მთავრობის სისტემის მიმართ, რომელიც გულგრილად შეხვდა უდანაშაულოდ

დაღვრილ სისხლს. კომერციულმა მოსაზრებებმა დაარწმუნა ცეზარი, რომ

„მაქსიმუმის“ რეჟიმს[5] და პოლიტიკურ ქარიშხლებს, რაც ყოველთვის მტერია

საქმიანი ცხოვრებისა, დამღუპველი გავლენა ჰქონდა ვაჭრობაზე. როგორც

ჭეშმარიტმა პარფიუმერმა, ცეზარმა რევოლუცია იმიტომაც შეიძულა, რომ მან

მოდაში შემოიტანა თმის გაკრეჭა „იმპერატორ ტიტეს ყაიდაზე“ და ხმარებიდან

ამოიღო პუდრი. იმის რწმენამ, რომ მეფის ხელისუფლებას ქვეყანაში შეეძლო

უზრუნველეყო საქმის წარმოებისათვის აუცილებელი სიმშვიდე, ფანატიკოს

როიალისტად აქცია. როცა ბ-ნი რაგონი დარწმუნდა, ბიროტო აშკარად კეთილად იყო

განწყობილი, უფროსი დახლიდარის თანამდებობა მისცა და სავაჭრო „ვარდების

დედოფლის“ საიდუმლოებანი გაანდო. ზოგიერთი მისი მუშტარი ბურბონთა

ყველაზე აქტიური, ყველაზე თავდადებული აგენტი იყო და ამ დუქნით

სარგებლობდა, რათა ხელი შეეწყო მიწერ-მოწერისთვის, რომელიც პარიზსა და

ქვეყნის დასავლეთ ნაწილს შორის არსებობდა. აღფრთოვანებული ისეთ

ადამიანებთან შეხვედრებით, როგორიც იყო ჟორჟი[6], დე ლა ბილარდიერი, მონტო

რანი[7], ბოვანი[8], ლონგი, მანდა, ბერნიე[9], დიუ გენიკი[10] და ფონტენი[11],

ცეზარი ჭაბუკური გზნებით ჩაება 13 ვანდემიერის შეთქმულებაში, რომელიც

როიალისტებსა და ტერორისტებს აერთიანებდა უკვე სულთმობრძავი კონვენტის

წინააღმდეგ ბრძოლაში.

ცეზარს წილად ხვდა პატივი ნაპოლეონს შებრძოლებოდა წმ. როხის ეკლესიის

საფეხურებზე და ბრძოლის დასაწყისშივე დაიჭრა. ყველას ახსოვს, როგორ

დასრულდა აჯანყების მოხდენის ეს ცდა. თუ ყველასათვის უცნობმა ბარასის

ადიუტანტმა მაშინ სახელი გაითქვა, ბიროტო სწორედ იმან გადაარჩინა, რომ არ იყო

სახელგანთქმული. რამდენიმე მეგობარმა მეომარი დახლიდარი დუქან „ვარდების

დედოფალში“ მიიტანეს და იქ, სხვენზე დამალული, საბედნიეროდ ყველასაგან

მივიწყებული, ქ-ნი რაგონის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. ეს იყო ერთადერთი

გაელვება ცეზარ ბიროტოს მხედრული ქველობისა. ვიდრე გამოჯანმრთელდებოდა,

მან მთელი თვის განმავლობაში თავი იმტვრია იმაზე ფიქრით, თუ რა სისულელე იყო

პოლიტიკისა და პარფიუმერიის ერთმანეთთან შეთავსება. გუნებაში როიალისტი

Page 18: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დარჩა და გადაწყვიტა, ამას იქით მხოლოდ წმინდა პარფიუმერი - როიალისტი

ყოფილიყო, აღარასოდეს გაბმულიყო შეთქმულებებში, და მთლიანად ვაჭრობის

საქმიანობას გაჰყოლოდა.

18 ბრიუმერის შემდეგ რაგონებმა მეფის გამარჯვებაში იმედი წარიკვეთეს,

გადაწყვიტეს ვაჭრობისათვის თავი მიენებებინათ, კეთილზნიან ბურჟუათა

ცხოვრებისთვის მიეყოთ ხელი და აღარ გარეულიყვნენ პოლიტიკაში. მათ მოისურვეს

საქმეში დაბანდებული ფული დაებრუნებინათ და ეძებდნენ ადამიანს, არა იმდენად

პატივმოყვარესა და გერგილიანს, რამდენადაც პატიოსანსა და ჯანსაღად მოაზროვნეს.

რაგონმა დუქანი უფროს დახლიდარს შესთავაზა. ბიროტო, ეს სახელმწიფო

ათასფრანკიანი რენტის მფლობელი ახალგაზრდა, მერყეობდა. ის ოცნებობდა, როცა

მისი რენტა ერთნახევარ ათას ფრანკად გაიზრდებოდა, შინონის მიდამოებში

დაბინავებულიყო, ხოლო ტიულრიში გამაგრებული პირველი კონსული სახელმწიფო

ვალის გადახდის საქმეს თვითონვე გაუძღვებოდა. განა ღირს დამოუკიდებელი

მდგომარეობის გაცვლა არასაიმედო კომერციულ შემოსავალზეო, - გულში ამბობდა

ბიროტო და ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ ახალგაზრდობისათვის

დამახასიათებელი მისი ფხიანობის წყალობით შემდგომში მნიშვნელოვანი

კაპიტალის მფლობელი გახდებოდა. ცეზარს მაშინ განზრახული ჰქონდა ტურენში

მისი საკუთარი ქონების შესაფერისი მზითვიანი ქალი შეერთო და პატარა მამული

„ტრეზორიერი“ შეეძინა, რომელზეც ახალგაზრდობიდანვე თვალი ეჭირა. ის

ოცნებობდა თანდათან გაეფართოებინა ეს მამული და მიწის შემოსავალი ათას

ეკიუმდე აეყვანა, აი, მაშინ შეძლებს ნეტარებით მიეცეს ყველასათვის უცნობი

ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას. ის იყო აპირებდა დუქანზე უარი ეთქვა, რომ

სიყვარულმა მოულოდნელად შეცვალა მისი განზრახვები და ათგზის გაზარდა მისი

პატივმოყვარეობა.

ურსულას ღალატის შემდეგ ცეზარი განდეგილივით ცხოვრობდა, რადგან შიში

ჰქონდა ხიფათებისა, რითაც პარიზში ადამიანს სიყვარული ემუქრება. გარდა ამისა,

ყელთამდე ჰქონდა სამუშაო. საკვებს მოკლებული ვნებები გადაულახავ

მოთხოვნილებად რჩებიან. საშუალო კლასის ადამიანისთვის ცოლის შერთვაზე

ფიქრი აკვიატებულ იდეად იქცევა. ქალის მოპოვებისა და მისი დაუფლების

ერთადერთი საშუალება მისთვის ქორწინებაა. ასე მოუვიდა ცეზარ ბიროტოსაც.

დუქანში „ვარდების დედოფალი“ ყველაფერი უფროსი ნოქრის კისერზე იყო. მას

ერთი წუთიც კი არ რჩებოდა გართობისთვის. როცა ასეთი ცხოვრებაა,

მოთხოვნილებები განსაკუთრებით მბრძანებლურად იჩენენ თავს და პირველივე

შეხვედრა ლამაზ ქალიშვილთან, რომელიმე თავაშვებული ნოქარი რომ ზედაც არ

შეხედავდა, აუცილებლად შთაბეჭდილებას მოახდენდა დინჯ ცეზარზე. ერთ

მშვენიერ ივნისის დღეს, როცა მარიას ხიდით სენ-ლუის კუნძულზე გადადიოდა,

ყურადღება მიაქცია ქალიშვილს, რომელიც ანჟუს სანაპიროს კუთხეში მაღაზიის

კარებში იდგა. კონსტანს პილიერო უფროს გამყიდველ ქალად მუშაობდა სიახლეთა

მაღაზიაში სახელწოდებით „პატარა მეზღვაური“. ეს ერთ-ერთი ის მაღაზია იყო,

რომელიც შემდგომში ბევრი გაიხსნა პარიზში ცოტად თუ ბევრად მხატვრული

აბრებით, ფრიალა ბაირაღებით. მათ ვიტრინებში წამოსასხამები ისე ჰკიდია, რომ

საქანელებს მოგვაგონებენ, ჰალსტუხები რაღაც ბანქოს ქაღალდის სახლების მსგავს

ფიგურებს ქმნიან და თვალს იტაცებს ვაჭრობის ათასნაირი ცთუნებანი, წარწერები:

„მტკიცე ფასები“, განცხადებები, რეკლამები, ოპტიკური ფოკუსები და შუქის

Page 19: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ეფექტები ისეთ სრულყოფამდეა მიყვანილი, რომ ეს ვიტრინები ნამდვილ

კომერციულ პოემებად გვევლინებიან. იაფი ფასები ყველა ეგრეთწოდებულ

სიახლეებზე, რომლებიც „პატარა მეზღვაურში იყიდებოდა, ხელს უწყობდა მის

არაჩვეულებრივ პოპულარობას პარიზის ისეთ რაიონში, რომელიც ყველაზე

ნაკლებად იყო ხელსაყრელი, როგორც პოპულარობისათვის, ისე ვაჭრობისათვის.

მაღაზიის უფროსი გამყიდველი ქალი იმ დროს თავისი სილამაზით არანაკლებად

იყო ცნობილი, ვიდრე მოგვიანებით მშვენიერი მებუფეტე ქალი „ათასი

სვეტის“ კაფესთან და კიდევ სხვა მრავალი უბედური არსება, რომლებიც მოდური

სახელოსნოების, კაფეებისა და მაღაზიების ფანჯრებთან უფრო მეტ ახლაგაზრდა და

ბებერ სახეებს იზიდავენ, ვიდრე ქვაფენილზე რიყის ქვას იპოვით. „ვარდების

დედოფლის“ უფროსი ნოქარი, რომელიც წმ. როხის ეკლესიასა და სურდიერის ქუჩის

კუთხეში ცხოვრობდა, ისე იყო თავჩარგული პარფიუმერიაში, რომ ეჭვიც არა ჰქონია,

თუ სადმე მაღაზია „პატარა მეზღვაური“ არსებობდა, ვინაიდან პარიზის წვრილი

მოვაჭრენი ცუდად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ცეზარი იმდენად

დაატყვევა კონსტანსის სილამაზემ, რომ იმწამსვე შევარდა მაღაზია „პატარა

მეზღვაურში“, რათა ტილოს რამდენიმე პერანგი ეყიდა. დიდხანს არჩია საქონელი.

სულ ახალ-ახალი თოფები გადმოაღებინა, თითქოს ინგლისელი ქალბატონი

ყოფილიყო საყიდლებით (shoping) გატაცებული. უფროსმა გამყიდველმა ქალმა

კეთილინება ცეზარის მომსახურება, თან ზოგიერთი ნიშნის მიხედვით, რაც ყველა

ქალისთვის კარგადაა ნაცნობი, შეამჩნია, რომ ყმაწვილი კაცი იმდენად საქონლის

საყიდლად კი არა, უფრო მისი გულისთვის მისულიყო. ცეზარმა გამყიდველთან

თავისი გვარი და მისამართი ახსენა, მაგრამ ქალმა სრული გულგრილობა

გამოამჟღავნა აღტაცებული მყიდველის წინაშე. ამ საცოდავ ნოქარს ურსულასთან

სულაც არ დასჭირვებია ასე თავის გამოდება მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

ის ცხვარივით მიამიტი დარჩა. სიყვარულმა უფრო მეტად გაასულელა ცეზარი.

სიტყვის დაძვრას ვერ ბედავდა, თან ისე დაუბნელდა თვალთ, რომ ვერ შეამჩნია, რა

გულგრილობამ შეცვალა ამ ვაჭრობის ფერიას ღიმილი.

ერთი კვირის განმავლობაში ცეზარი ყოველ საღამოს „პატარა მეზღვაურის“ წინ

ეყუდა იმ ძაღლივით, სამზარეულოს კართან რომ უცდის ძვლის გადაგდებას, და

ელოდა, როდის შეხედავდა ლამაზმანი. ვერც კი გრძნობდა იმ დაცინვას, რასაც მისი

მისამართით გამოხატავდნენ ნოქრები თუ გამყიდველი ქალები, და თვინიერად

უთმობდა გზას მუშტრებს და გამვლელებს, თან ყურადღებით აკვირდებოდა

ყოველგვარ ცვლილებას მაღაზიაში. რამდენიმე დღის შემდეგ ცეზარი ისევ ესტუმრა

სამოთხეს, სადაც მისი ანგელოზი იმყოფებოდა, ესტუმრა არა იმდენად

ცხვირსახოცების საყიდლად, რამდენადაც იმისთვის, რომ ქალთან გამოეთქვა მის

თავში დაბუდებული ბედნიერი იდეა: - ქალბატონო, თუ თქვენი ნება იქნება,

შემიძლია საპარფიუმერიო საქონელი მოგაწოდოთ, - უთხრა, როცა ფულს იხდიდა.

კონსტანს პილიერო ყოველდღიურად ისმენდა ბრწყინვალე წინადადებებს, მაგრამ

არავის წამოსცდენია მისი შერთვა. და თუმცა მისი გული ისეთივე უბიწო იყო,

როგორადაც თეთრ-ყირმიზი მისი შუბლი, ქალმა კეთილინება და მიიღო ცეზარის

აშიკობა, ოღონდ მას აქეთ, რაც ნახევარი წელიწადი გარშემო უტრიალა

დაუცხრომელი სიყვარულის მტკიცებაში. თუმცა მაშინაც ვერაფერს შეპირდა ცეზარს

ქალი. კონსტანსის ეს სიფრთხილე იმით იყო გამოწვეული, რომ დიდძალი

თაყვანისმცემელი ჰყავდა - ბითუმად ღვინის მოვაჭრენი, ყავახანების მდიდარი

Page 20: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

მფლობელები და სხვანი, ვინაც თვალებს პრაწავდა ქალზე. შეყვარებულმა შემწე

იპოვა კონსტანსის მეურვის ბ-ნ კლოდ ჟოზეფ პილიეროს სახით, რომელსაც იმ

წლებში რკინა-კავეულის სავაჭრო ჰქონდა ლაფერაის სანაპიროზე. ცეზარმა

საიდუმლო შპიონაჟს მიმართა, რაც მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს ძალუძს, და ამ

კაცს მიაგნო.

ეს შემოკლებული თხრობა გვაიძულებს აღარაფერი ვთქვათ პარიზული უბიწო

სიყვარულის ბედნიერებაზე, აღარაფერი მოგითხროთ ნოქრების ფუფუნებიან

დროსტარებაზე, ორანჟერეიდან მოტანილ ნესვებზე, რჩეულ სადილებზე ვენუასთან,

რაც თეატრში წასვლით, ან ფიაკრით ქალაქგარეთ საკვირაო გასეირნებით მთავრდება.

თუმცა ცეზარი ლამაზ კაცად არ ჩაითვლებოდა, მაგრამ ისეთი არაფერი ჰქონდა, რომ

სიყვარული დაეფრთხო. პარიზულმა ცხოვრებამ და ნახევრად ბნელ დუქანში ყოფნამ

დაუკარგა სოფლური სიღაჟღაჟე. ხშირი შავი თმა, ნორმალური ცხენივით მაგარი

კისერი, დიდრონი ხელ-ფეხი, სახის ღია, პატიოსანი გამომეტყველება - ყველაფერი

მის სასარგებლოდ განაწყობდა ადამიანს. ძია პილიერო თავისი ძმისწულის

ბედნიერებაზე ზრუნავდა, მან მიიკითხ-მოიკითხა და ტურენელს თხოვნაზე

დასტური მისცა. 1800 წელს, მაისის მშვენიერ თვეში მადემუაზელ პილიერო

დათანხმდა ცოლად გაჰყოლოდა ცეზარ ბიროტოს, რომელმაც სიხარულისგან კინაღამ

გონება დაკარგა, როცა სოფელ სოში, ცაცხვის ძირას კონსტანს - ბარბ-ჟოზეფინმა მისი

წინადადება მიიღო.

- ჩემო შვილო, - უთხრა პილიერომ ძმისწულს, - ურიგო კაცი არ არის შენი საქმრო.

პატიოსანი ბიჭია და ოქროს გული აქვს. წმინდაა, როგორც კრისტალი და ზნეკეთილი,

როგორც ყრმა იესო. ერთი სიტყვით, შემოქმედების მწვერვალია.

კონსტანსმა ცივი უარი განაცხადა მომავლის ბრწყინვალე გეგმებზე, ოდესღაც რომ

ოცნებობდა მაღაზიის ყველა გამყიდველი ქალივით. მან გადაწყვიტა უბრალო

პატიოსანი ქალი, კარგი დედა და დიასახლისი ყოფილიყო და ცხოვრება ისე წაეყვანა,

როგორც ეს საშუალო კლასის რელიგიურ პროგრამას შეეფერებოდა. გარდა ამისა, მის

წარმოდგენებს ეს როლი ბევრად უფრო უხდებოდა, ვიდრე სახიფათო

პატივმოყვარეობა, რაც მრავალი ახლაგაზრდა პარიზელი ქალის ფანტაზიას

აღაგზნებს. კონსტანსი, როგორც გონებაშეზღუდული ქალი, ნამდვილი მეშჩანი იყო.

მშრომელი, მაგრამ ოდნავ ბუზღუნა, თავს ვალდებულად თვლიდა პირველად უარი

ეთქვა იმაზე, რაც თვითონაც სურდა და ძალიან სწყინდა, როცა სიტყვაზე

დაიჭერდნენ. თავისი მოუსვენარი ხასიათით ყველაფერზე ერთნაირად ავლენდა

თავის ყურადღებას, სამზარეულო იქნებოდა ეს, სალარო, რაიმე სერიოზული საქმე

თუ თეთრეულის დაკემსვა. თუ ვინმეს შეუტევდა, სიყვარულით იქნებოდა ეს. მისი

გონება მხოლოდ ყველაზე მარტივ აზრებს სწვდებოდა, აზრის ხურდით

იფარგლებოდა. ყველაფერზე მსჯელობდა, ყველაფრის ეშინოდა და მუდამ აშინებდა

მომავალზე ფიქრი. ქალის ამაყმა, ცივმა სილამაზემ, ამაღელვებელმა იერმა, სიქორფემ

ხელი შეუშალა ბიროტოს დაენახა მისი ნაკლოვანებანი, რისი დაფარვაც ესოდენ

იოლია მეტისმეტად სათუთი, წესიერი, საოცრად შრომისმოყვარე და ნიჭიერი

გამყიდველი ქალისათვის. კონსტანსი მაშინ თვრამეტი წლისა იყო და უკვე

თერთმეტი ათასი ფრანკი ჰქონდა გადანახული.

Page 21: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ცეზარმა, რომელიც სიყვარულის გავლენით მეტისმეტად პატივმოყვარე გახდა,

ფირმა „ვარდების დედოფალი“ შეისყიდა და დუქანი ვანდომის მოედნის ახლოს

ლამაზ სახლში გადაიტანა. ის ჯერ მხოლოდ ოცდაორი წლის ხდებოდა, ცოლად

ლამაზი ქალი ჰყავდა და აღმერთებდა, მის სამფლობელოში იყო სავაჭრო, რომლის

ღირებულების სამი მეოთხედი უკვე გადახდილი ჰქონდა. ცეზარს მომავლი

ვარდისფერად უნდა დაენახა და მართლაც ხედავდა ასეთად, მეტადრე მაშინ, როცა

განვლილ გზას გადაავლებდა თვალს. რაგონების ნოტარიუსმა როგენმა, რომელმაც

ბიროტოს საქორწინო ხელშეკრულება შეადგინა, დამწყებ პარფიუმერს ბრძნული

დარიგება მისცა - დუქნის უკანასკნელი გადასახადი ჯერ არ მიეცა და ცოლის

მზითვისთვის ხელი არ ეხლო.

- მაგ ფულს ხელს ნუ ახლებთ და რაიმე ხელსაყრელ წამოწყებაში დააბანდეთ, ჩემო

ბიჭო, - უთხრა როგენმა ცეზარს.

ბიროტომ ნოტარიუსს აღტაცებით შეხედა, მას შემდეგ ყველაფერში ნოტარიუს

ჰკითხავდა რჩევას და დაუმეგობრდა კიდეც, რაგონსა და პილიეროსავით ისიც

ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა ნოტარიუსის წოდებას, სავსებით ენდობოდა

როგენს და თავს უფლებას არ აძლევდა, ოდნავ მაინც დაეჭვებულიყო რამეში.

ცეზარმა ნოტარიუსის რჩევა ყურად იღო და შეინახა ცოლის თერთმეტი ათასი

ფრანკი, რაც ესოდენ საჭირო გახდა მისთვის საეჭვო საქმეებში. ცეზარი თავის

მდგომარეობას თვით პირველი კონსულის - ნაპოლეონ ბონაპარტეს

მდგომარეობაზეც კი არ გაცვლიდა, რაოდენ ბრწყინვალეც უნდა ყოფილიყო ის.

თავდაპირველად ბიროტოებს მარტო ერთი მზარეული ქალი ჰყავდათ და დუქნის

ზემოთ მდებარე ანტრესოლზე ქირაობდნენ რაღაც საკუჭნაოს მსგავს ოთახს,

რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ კოხტად მორთო ავეჯის გადამკვრელმა. აქ

დაიწყეს ახლადდაქორწინებულებმა თავისი დაუსრულებელი თაფლობის თვე.

ქ-ნი ბიროტო სალაროს ნამდვილ ჯადოქრად მოევლინა. მისმა სახელგანთქმულმა

სილამაზემ უდიდესი გავლენა მოახდინა ვაჭრობაზე. იმპერიის პეწენიკა ყმაწვილ

კაცებს ერთთავად „მშვენიერი ქალბატონი ბიროტო“ ეკერათ პირზე. თუ ცეზარს

როიალიზმში სდებდნენ ბრალს, მის პატიოსნებას მაინც უხდიდნენ ჯეროვანს.

მეზობელი ვაჭრებიდან თუ ვინმეს შურდა მისი ბედნიერება, მაინც ყველას ამის

ღირსად მიაჩნდა. წმ. როხის ეკლესიის კიბეზე მიღებულმა ჭრილობამ მას გულადი

და პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ახლოს მყოფი კაცის სახელი შეუქმნა, თუმცა

მხედრული სიმამაცე ისევე ნაკლებად იყო მის გულში, რამდენადაც პოლიტიკური

იდეები მის თავში. ამიტომ იყო, რომ მისი ოლქის ბურჟუებმა ბიროტო ეროვნული

გვარდიის კაპიტნად აირჩიეს. მაგრამ ნაპოლეონმა ეს არ დაამტკიცა. ბიროტო

ფიქრობდა, ნაპოლეონს, ალბათ, ისევ ახსოვს ჩვენი შეხვედრა ვანდემიერშიო.

ამგვარად, ცეზარმა სულ ადვილად მოიპოვა რეპუტაცია ადამიანისა, რომელსაც

დევნიან. ამან ოპოზიციის წრეებში მისდამი ინტერესი გამოიწვია და ერთგვარი წონა

შესძინა.

აი, ასე წარიმართა ცხოვრება ცოლ-ქმრისა, რომელნიც მუდამ ბედნიერნი იყვნენ

ოჯახურ საქმეებში და დავიდარაბა მხოლოდ სავაჭრო საქმეებში იცოდნენ.

ცეზარ ბიროტომ პირველსავე წელს გაუმჟღავნა ცოლს პარფიუმერიით საცალო

ვაჭრობის საიდუმლოებანი, და კონსტანსიც სრულყოფილად დაეუფლა. კაცი

Page 22: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

იფიქრებდა, ეს ქალი ღმერთმა იმისთვის შექმნა და დედამიწაზე მოავლინა, რომ

მყიდველი მიიზიდოსო. მაგრამ, როცა წლის ბოლოს ბალანსი შეადგინეს,

პატივმოყვარე პარფიუმერს ელდა ეცა. აღმოჩნდა, რომ ყველა ხარჯების ჩათვლით,

მხოლოდ ოცი წლის განმავლობაში შესძლებდა შეეგროვებინა შედარებით მცირე

კაპიტალი ასი ათასი ფრანკის რაოდენობით, რასაც თავისი კეთილდღეობისათვის

აუცილებლად თვლიდა. მაშინ მან გადაწყვიტა უფრო ჩქარა მოეპოვებინა სიმდიდრე

და ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, საცალო ვაჭრობისთვის საქონლის წარმოებაც

დაემატებინა. თუმცა ცოლი წინააღმდეგი იყო, ბიროტომ მაინც აიღო არენდით მიწის

ნაკვეთი და შენობა ტამპლის უბანში, ჭიშკარზე მსხვილი ასოებით გამოყვანილი

წარწერა ჩამოკიდა: „ცეზარ ბიროტოს ქარხანა“. მან გრასიდან ერთი მუშა გადმოიბირა,

რომელთან ერთად სანახევროდ შეუდგა ზოგიერთი სახის საპნის, ესენციების და

ოდეკოლონის დამზადებას. ამ საქმეს ექვს თვეზე მეტს არ უარსებია და მხოლოდ

წაგება მოიტანა, რაც მარტო ცეზარს დააწვა მხრებზე. ბიროტო ცდილობდა იხტიბარი

არ გაეტეხა და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, წარმატება მოეპოვებინა,

ოღონდ კი ცოლის ყვედრება არ გაეგონა. მოგვიანებით ცოლს გამოუტყდა, იმ მძიმე

დღეებში ისე მქონდა თავგზა დაბნეული, რომ მხოლოდ რელიგიურმა რწმენამ

გადამარჩინა სენაში რომ არ გადავვარდიო.

მარცხისაგან ნირწამხდარი ცეზარი ერთხელ სადილის საჭმელად შინ ბრუნდებოდა

და ბულვარებით მოყიალებდა. (უნდა შევნიშნოთ, რომ მოსეირნე პარიზელი უფრო

ხშირად დამწუხრებული კაცია, ვიდრე უსაქმური). ექვს სუდ ღირებულ წიგნებში,

რომლებიც ბუკინისტს პირდაპირ მიწაზე ეწყო კალათით, მისი მზერა მიიპყრო

მტვრისაგან ჩაყვითლებული წიგნის ყდამ, რომელზეც ამოიკითხა: „აბდეკერი, ანუ

ხელოვნება სილამაზის შენარჩუნებისა“. მან აიღო ეს რაღაც რომანის მსგავსი ცრუ

არაბული წიგნი დაწერილი გასული საუკუნის მედიკოსის მიერ და შემთხვევით

სწორედ იმ გვერდზე გადაშალა, რომელიც პარფიუმერიას ეძღვნებოდა. ცეზარი იქვე

ხეს მიეყრდნო და წაიკითხა ერთი შენიშნა, სადაც ავტორი განმარტავდა კანის

საფარველის სხვადასხვა თვისებებს და მიუთითებდა, რომ ესა თუ ის კრემი ან საპონი

ხშირად იმის საწინააღმდეგო მოქმედებას ახენს, რასაც ელი, ვინაიდან კანის

შეფერილობას აძლიერებენ მაშინ, როცა უნდა შეანელო და ანელებენ მაშინ, როცა

უნდა გააძლიერონ. ბიროტომ ამ წიგნში სიმდიდრის საწინდარი განჭვრიტა და

შეიძინა, მაგრამ ნაკლებად ენდობოდა საკუთრი ცოდნას და ცნობილ ქიმიკოს

ვოკლენთან[12] გაემართა, რომელსაც ალალმართალი გულით ჰკითხა, როგორ

შეიძლება დამზადდეს უნივერსალური საშუალება, რომელიც ყველა ადამიანის

კანისთვის იქნება სასარგებლოო. ნამდვილი მეცნიერები, ეს ჭეშმარიტად დიდი

ადამიანები, სიცოცხლეში არასოდეს სარგებლობენ სახელით, რომლის ღირსნიც

უთუოდ არიან თავიანთი დიდად მნიშვნელოვანი, თანამედროვეთათვის გაუგებარი

შრომებით, და თითქმის ყოველთვის ყურადღებითა და გულმოწყალებით ეპყრობიან

გონებაშეზღუდულ ადამიანებს. ვოკლენმა პარფიუმერს მფარველობა აღუთქვა,

უთხრა კრემის რეცეპტი, რომელიც ხელებს ათეთრებდა და ცეზარს უფლება მისცა

თავის აღმოჩენად გაესაღებინა. ბიროტომ ამ კოსმეტიკურ საშუალებას „სულთნის

ცოლის ორმაგი კრემი“ დაარქვა შემდეგ ხელების კრემს ტუალეტის წყალი შეუზავა

და „თხიერი კარმინი“ უწოდა. ცეზარმა ვაჭრობაში მაღაზია „პატარა

მეზღვაურის“ გამოცდილებით ისარგებლა, და პარფიუმერთა შორის იგი პირველი

კაცი იყო, რომელმაც ძვირფას განცხადებებზე, პროსპექტებზე და აბრებზე არ

Page 23: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

იწუწურაქა და ხელი გამოიღო, თუმცა, შესაძლებელია, ამ საქმიანობას უსამართლოდ

უწოდებენ შარლატანობას.

„სულთნის ცოლის კრემმა“ და „თხიერმა კარმინმა“ სახელი გაითქვა საგალანტერიო

და კომერციულ სამყაროში ჭრელ-ჭრელი განცხადებების წყალობით, რომელთაც წინ

უძღოდა სიტყვები „მოწონებულია აკადემიის მიერ“!

ამ ფორმულამ, რომელიც პირველად იქნა გამოყენებული, მაგიური მოქმედება იქონია.

არა მხოლოდ საფრანგეთი, მთელი კონტინენტი აჭრელდა წითელი, ყვითელი,

ლურჯი აფიშებით „ვარდების დედოფლის“ მფლობელისა, რომელიც ამზადებდა,

ყიდდა და ხელმისაწვდომ ფასებში მიჰქონდა საპარფიუმერიო საქონელი. იმ ეპოქაში

ყველას აღმოსავლეთი ეკერა პირზე და კოსმეტიკური საშუალებისთვის სულთნის

ცოლის კრემის სახელის წოდება, ამ სიტყვის ჯადოქრულ ძალაში ჩაწვდომა ისეთ

ქვეყანაში, სადაც ყოველი მამაკაცი სულთანად ყოფნას ოცნებობს, ყოველი ქალი კი

სულთნის ცოლობას, ისეთი შთაგონება იყო, რომელსაც შეიძლებოდა გონება

გაენათებინა, როგორც ჩვეულებრივი, ისე დიდი ჭკუის ადამიანისთვის. მაგრამ

საზოგადოება ყოველთვის უფრო მიღწეულ შედეგებს უწევს ანგარიშს. ბიროტომ

ვაჭართა სამყაროში გამოჩენილი ადამიანის სახელი მოიხვეჭა. კომერციულად რომ

ვთქვათ, მან თვითონ შეადგინა პროსპექტი, რომლის სასაცილო ფრაზეოლოგია მისი

წარმატების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. საფრანგეთში მხოლოდ იმ საგნებსა და

ადამიანებს იგდებენ მასხრად, რომელთა ინტერესიც აქვთ, უხეირო ადამიანის

ინტერესი კი არავისა აქვს. თუმცა ბიროტომ თავისი პროსპექტი სრული

სერიოზულობით შეადგინა და სულაც არ ისულელებდა თავს, მასზე მაინც

ამბობდნენ, როცა სჭირდება, თავის მოსულელებაც შეუძლიაო. ჩვენ ცოტათი

გაგვიჭირდა კიდეც ამ პროსპექტის მოძებნა ლომბარდის ქუჩაზე მდებარე „პოპინოსა

და კომპანიის სააფთიაქო და საპარფიუმერიო საქონლით მოვაჭრე სახლში.“

ეს სასეირო საბუთი იმათ რიცხვს ეკუთვნის რომლებიც უფრო მაღალ სფეროში

ისტორიკოსთა მიერ „წყაროებად“ არის მოხსენიებული. აი, ისიც: „სულთნის ცოლის

ორმაგი კრემი“ და „თხიერი კარმინი“

ც ე ზ ა რ ბ ი რ ო ტ ო ს ი

სასწაულმოქმედი აღმოჩენა.

მოწონებული საფრანგეთის აკადემიის მიერ.

„ევროპაში მამაკაცებიცა და ქალებიც ოდითგანვე ოცნებობდნენ ხელების ისეთ

პასტაზე და სახის ტუალეტის წყალზე, რომელიც კოსმეტიკის დარგში ოდეკოლონზე

უფრო ბრწყინვალე შედეგს მოგვცემდა. ფრიად პატივცემულმა ბ-მა ბიროტომ

პარიზსა და საზღვარგარეთ კარგად ცნობილმა პარფიუმერმა მრავალი წლის

დაუცხრომელი შრომა შესწირა ორივე სქესის კანის საფარველის სხვადასხვა

თვისებათა შესწავლას, რომლებიც სავსებით გასაგები მიზეზების გამო

განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კანის სირბილეს, ელასტიურობას,

ბრწყინვასა და ხავერდოვნებას. მან გამოიგონა ზემოხსენებული კრემი და ტუალეტის

წყალი, რასაც დედაქალაქის რჩეულმა საზოგადოებამ მაშინვე სამართლიანად უწოდა

„სასწაულებრივი“. და მართლაც, ჩვენი კრემი და წყალი საკვირველად მოქმედებს

კანზე და არ იწვევს ნაადრევ ნაოჭებს, რაც გარდაუვალი შედეგია იმ შინაური

Page 24: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

წამლების ხმარებისა, უვიცი და ხარბი ადამიანები რომ ამზადებენ, და ყველა

დაუფიქრებლად ხმარობს დღემდე. ჩვენი აღმოჩენა ეყრდნობა განსხვავებულ

ტემპერამენტს, რაც ორ დიდ ჯგუფად იყოფა; ამაზე მიგვითითებს თვით კრემისა და

ტუალეტის წყლის შეფერილობა: ვარდისფერი ლიმფატიკური კონსტრუქციის

ადამიანებისთვისაა, თეთრი კი სანგვინიკური ტემპერამენტის ადამიანებისთვის.

კრემს ეწოდება „სულთნის ცოლის კრემი“, ვინაიდან ასეთი შემადგენლობა ოდესღაც

უკვე იყო დამზადებული ჰარამხანისთვის ერთი არაბი ექიმის მიერ. ის მოწონებულია

აკადემიაში ჩვენი სახელმოხვეჭილი ქიმიკოსის ვოკლენის მოხსენების საფუძველზე,

როგორც აგრეთვე იმავე პრინციპით შემზადებული ტუალეტის წყალი.

ეს ძვირფასი კრემი საუცხოო სურნელებას ავრცელებს, აცლის ყველაზე უფრო

ჩაშავებულ ჭორფლს, ყველანაირ კანს ათეთრებს და სპობს ხელის ოფლიანობას,

რასაც ქალიც და კაციც ერთნაირად უჩივის.

„თხიერი კარმინი“ სპობს აგრეთვე მუწუკებს, დროდადრო მოულოდნელად რომ

ჩნდება სახეზე და ხშირად ხელს უშლის მანდილოსნებს საზოგადოებაში გამოვიდნენ.

ის არბილებს და აცოცხლებს კანის ფერს იმის მიხედვით, თუ როგორ მოითხოვს

ტემპერამენტი, აფართოებს ან ავიწროებს უჯრედებს. „თხიერი კარმინი“ იმდენად

ცნობილია, როგორც დროის მოქმედებისაგან კანის დასაცავი საშუალება, რომ

მრავალმა მანდილოსანმა მადლიერების გრძნობით „სილამაზის მეგობარი“ უწოდა.

ოდეკოლონი სავსებით ჩვეულებრივი სუნამოა, რომელსაც არავითარი სასარგებლო

თვისებები არ გააჩნია, „სულთნის ორმაგი კრემი“ და „თხიერი კარმინი“ კი

კეთილმოქმედი საშუალებანია და კანის საფარველის თვისებებზე უვნებელსა და

ჩინებულ ზემოქმედებას ახდენენ. ჩვენი კრემისა და ტუალეტის წყლის

კეთილსურნელოვანი, საუცხოო არომატი გულს ახარებს და გონებას აღაგზნებს. ეს

საშუალებანი იმდენად უბრალოა და ისეთი თვისების მატარებელი, რომ ადამიანში

გაოცებას იწვევს. ერთი სიტყვით, ქალთათვის ეს კიდევ ერთი ახალი აღმოჩენაა

მოსახიბლავად, მამაკაცთათვის კი - თავის მოსაწონებლად. ტუალეტის წყლის

ყოველდღიური ხმარებით თავიდან ავიცილებთ კანის ანთებას გაპარსვის შემდეგ,

ტუჩებს დასკდომისაგან იცავს და უნარჩუნებს ალისფერს. მისი ხანგრძლივი ხმარება

აქრობს ჭორფლს და კანს სიქორფეს მატებს. ყოველივე ეს იმას მოწმობს, რომ

ორგანიზმში სწორი სისხლის მიმოქცევაა, რაც ხელს უწყობს იმ პირთა

გამოჯანმრთელებას, ვისაც მტანჯველი შაკიკი აწუხებს. დაბოლოს, „თხიერი

კარმინის“ მუდმივი ხმარება ქალებს აცილებს კანის ავადმყოფობას, ხელს უწყობს

უჯრედების სუნთქვას და მუდმივ ხავერდოვნებას აძლევს.

წერილები საფოსტო ხარჯების გადახდით გამოგზავნეთ დედოფალ მარი-ანტუანეტას

ყოფილი პარფიუმერის როგენის მემკვიდრის, მაღაზია „ვარდების

დედოფლის“ მეპატრონის ცეზარ ბიროტოს მისამართით, პარიზი, სენტ-ონორეს ქუჩა

ვანდომის მოედანთან.

კრემის ფასია სამი ფრანკი, ერთი შუშა ტუალეტის წყლისა - ექვსი ფრანკი.

ყალბი ნაწარმის თავიდან ასაცილებლად ცეზარ ბიროტო საზოგადოებას

აფრთხილებს, რომ კრემები შეხვეულია მის მიერ ხელმოწერილ ქაღალდში, ხოლო

შუშებს ქარხნის ბეჭედი აზის“.

Page 25: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

კრემისა და ტუალეტის წყლის წარმატება კონსტანსის წყალობა იყო, რასაც ცეზარი

ვერც კი ხვდებოდა. სწორედ მან ურჩია ქმარს „თხიერი კარმინი“ და „სულთნის

ცოლის კრემი“ საფრანგეთისა და საზღვარგარეთის ყველა პარფიუმერისთვის

დაეგზავნა და მათთვის ოცდახუთი პროცენტის ფასდაკლებით შეეთავაზებინა,

უკეთუ ისინი თანახმა იქნებოდნენ ამ საქონლის დიდი პარტიებით შესყიდვაზე.

კრემი და ტუალეტის წყალი მართლაც სჯობდა სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს და

გარდა ამისა, უვიცთ მადას უღვიძებდა ტემპერამენტზე მსჯელობით. მოგებას

დახარბებული საფრანგეთის ხუთასი პარფიუმერი თითოეული ყოვეწლიურად

ბიროტოსგან ყიდულობდა სამას გროს[13] ქილა კრემსა და მაგდენსავე შუშა

ტუალეტის წყალს. ასეთმა მოთხოვნამ, მიუხედავად მოგების უმნიშვნელო

პროცენტისა, ცეზარს ვეებერთელა შემოსავალი მისცა. ბიროტომ შესძლო რამდენიმე

პატარა ქოხი და მიწა შეეძინა ტამპლის გარეუბანში, იქ მოზრდილი ქარხანა ააშენა და

შესანიშნავად მოაწყო თავისი მაღაზია „ვარდების დედოფალი“. მის ოჯახსაც ხვდა

წილად შეძლებული ცხოვრების პატარა სიხარული და მის ცოლსაც ხვალინდელი

დღისა ისე აღარ ეშინოდა.

1810 წელს ქ-მა ბიროტომ ბინის გადასახადის გაძვირება განჭვრიტა და ქმარს ურჩია

მთავარი ბინის დამქირავებელი გამხდარიყო იმ სახლში, სადაც მაღაზიას და

ანტრესოლებს ქირაობდნენ, თვითონ კი მეორე სართულზე დასახლებულიყვნენ.

ბიროტომ სახსრები არ დაინანა ოთახების მოწყობილობაზე. კონსტანსს ასე უგონოდ

ფულის ხარჯვაზე ერთმა ბედნიერმა გარემოებამ დაახუჭინა თვალი. პარფიუმერი

კომერციული სასამართლოს წევრად აირჩიეს, ასეთი პატივსაცემი წოდება ცეზარს

მისმა პატიოსნებამ, ყველასათვის ცნობილმა მისმა წესიერებამ და საყოველთაო

პატივისცემამ მოუპოვა. იმ დღიდან ცეზარი ქალაქ პარიზის წარჩინებულ

სოვდაგართა რიცხვში მოვხდა. ის თავის ცოდნის გაღრმავებას ცდილობდა, დილის

ხუთ საათზე დგებოდა, იურიდიულ კრებულებს და წიგნებს კითხულობდა, სადაც

განმარტებული იყო კომერციული პაექრობანი და კამათი. მისმა სამართლიანობის

გრძნობამ, პირდაპირობამ და კეთილმოსურნეობამ, რაიცა ესოდენ მნიშვნელოვანი

თვისებებია საჩივრების განხილვის დროს, ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ

მოსამართლედ აქცია. ცეზარს ნაკლოვანებანიც კი ხელს უწყობდა სახელის მოხვეჭაში.

ცოდნით თავის თავს სხვაზე დაბლა აყენებდა, სიამოვნებით ემორჩილებოდა

კოლეგების გადაწყვეტილებებს და კოლეგებსაც ეამებოდათ, როცა ცეზარი მათს

მსჯელობას ყურადღებით უსმენდა. ერთნი ცდილობდნენ უსიტყვო დასტური

მიეღოთ იმ კაცისა, რომელიც ღრმააზროვან ადამიანად ითვლებოდა, რადგან სხვისი

ყურის დაგდება იცოდა. ზოგნიც მოხიბლული იყვნენ მისი მოკრძალებული,

დამყოლი ხასიათით და ყველანაირად ხოტბას ასხამდნენ. მომჩივანნი

განადიდებდნენ მის კეთილმოსურნეობასა და მშვიდობისმოყვარე ხასიათს, ხშირად

მიმართავდნენ სადაო საკითხების გადაჭრისას, და მაშინ საღი გონება ბრძნულ

გამოსავალს უკარნახებდა. სასამართლოში მოღვაწეობისას ცეზარმა ისწავლა, როგორ

უნდა შეემკო თავისი გამოსვლები გაცვეთილი ჭეშმარიტებებით, სენტენციებით,

მსჯელობებით აეჭრელებინა, თავი გამოედო ლამაზი ფრაზებით, რაც ზერელე

ადამიანებს ჭეშმარიტ მჭევრმეტყველებად მიაჩნდა. ის მოსწონდა გონებაშეზღუდულ

ადამიანთა უმრავლესობას, ვინც ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებში

თავჩარგულნი გამუდმებით საქმეებით იყვნენ გართულნი. ცეზარი სასამართლოში

ბევრ დროს კარგავდა და ცოლმა, როგორც იქნა დაარწმუნა, უარი ეთქვა ამ

მეტისმეტად ძვირადღირებული პატივისათვის.

Page 26: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

1813 წელს ოჯახში გამეფებული ურყევი თანხმობის წყალობით ბიროტოებმა გრძელი

უღიმღამო ცხოვრების შემდეგ ბოლოს და ბოლოს დაინახეს, რომ კეთილდღეობის

ერის დასაწყისი დგებოდა, რაც თითქოს აღარაფერს უნდა დაერღვია. ბიროტოს

მეგობართა წრეში შედიოდნენ მათი წინამორბედნი ცოლ-ქმარი რაგონები, ძია

პილიერო, ნოტარიუსი როგენი, მატიფა, აფთიაქარ-მოსკატელეულით მოვაჭრე

ლომბარდის ქუჩიდან, დუქან „ვარდების დედოფლის“ საქონლის მომმარაგებელი

ჟოზეფ ლება, მაუდით მოვაჭრე, მემკვიდრე გიიომისა „მობურთავე კატის“ აბრიანი

მაღაზიის მფლობელი და სენდენის ქუჩის ერთ-ერთ ვარსკვლავად აღიარებული,

მოსამართლე პოპინო - ქ-ნ რაგონის ძმა, ფირმა „პროტე და

შიფრევილის“ თანამფლობელი შიფრევილი, კოშენი - ხაზინის მოხელე და მატიფას

ფირმის კომპანიონი, მისი მეუღლე, აბატი ლორო, ყველა ამ ღვთისმოსავ ბურჟუათა

სულიერი მამა და აღმსარებელი, და კიდევ რამდენიმე კაცი.

ბიროტო როიალისტად ითვლებოდა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი მას სწყალობდა.

ძალიან მდიდარ კაცად მიაჩნდა, თუმცა მისი თავისუფალი კაპიტალი ასი ათას

ფრანკს არ აღემატებოდა. ბიროტოს უდიდესი ნდობა იმან დაუმსახურა, რომ მუდამ

დიდი წესრიგი ჰქონდა საქმეებში, პუნქტუალური იყო, ჩვეულებრივ ფულს

არავისგან სესხულობდა, არ სარგებლობდა თამასუქებით, ამავე დროს საქონლის

გადასახადით უზრუნველყოფილ თამასუქებს იღებდა იმ პირთაგან, ვისთვისაც

სარგებლობის მოტანა შეეძლო. სხვათა შორის, ბიროტოს მართლაც ბევრი ფული

ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ ქარხნის აშენებამ და საქონლის წარმოებამ დიდძალი

თანხა შთანთქა. ესეც არ იყოს, სახარჯო წელიწადში ოციათასი ფრანკი სჭირდებოდა.

ცოტა როდი ჯდებოდა მათი ერთადერთი ქალიშვილის ცეზარინის აღზრდა,

რომელსაც დედ-მამა პირდაპირ აღმერთებდა. არც ქმარი, არც ცოლი არ ინანებდა

ფულს, როცა შვილის გახარება უნდოდათ რაიმეთი. ისინი ოცნებობდნენ, ცეზარინი

მუდამ გვერდით ჰყოლოდათ. წარმოდგენილი გექნებათ, რა სიხარული ეუფლებოდა

ამ გამდიდრებულ გლეხს, როცა უსმენდა, როგორ უკრავდა ფორტეპიანოზე

შტეიბელტის[14] სონატას მომხიბლავი ცეზარინი, ან რომელიმე რომანსს მღეროდა.

როგორი აღტაცებული შეჰყურებდა მამა, როცა ის სწორად წერდა ფრანგულად, ანდა

როცა რასინ-მამის ან შვილის ნაწარმოებებს უკრავდა ხმამაღლა, თან მათ სილამაზეს

განუმარტავდა, როგორ ხატავდა, ან მონახაზს აკეთებდა სეპიით! რა ბედნიერებაა

კვლავ იხილო სიცოცხლის აღდგენა ესოდენ მშვენიერ, ესოდენ წმინდა ყვავილში,

რომელიც ჯერ არ მოსწყვეტია მშობლიურ ღეროს, ამ ანგელოზში, რომლის

მომხიბლაობა ახლა იფურჩქნებოდა, რომლის პირველ ნაბიჯებს მშობლები ესოდენ

ვნებიანი სიყვარულით ადევნებდნენ თვალს! განა შეიძლება, მათს ერთადერთ

ქალიშვილს არ უყვარდეს მამა, აბუჩად აიგდოს მისი განათლების ხარვეზები, ის ხომ

ჭეშმარიტად ზრდილი ქალიშვილია!

ცეზარმა პარიზში ჩამოსვლამდეც იცოდა წერა-კითხა და ანგარიში. ჰოდა, მისი

განათლება ამის იქით არ წასულა. ვაჭრობამ ხელი შეუშალა გაეფართოებინა გონების

არე და შეეძინა ცოდნა, რომელიც პარფიუმერიასთან არ იქნებოდა დაკავშირებული.

პარფიუმერი ვიწრო პრაქტიკოსი გახდა, რადგან ერთთავად ისეთ ადამიანებს

ხვდებოდა, რომელთაც ლიტერატურასთან და მეცნიერებასთან არაფერი ჰქონდა

საერთო და საერთოდ არაფერი იცოდნენ, გარდა თავისი კომერციისა, რაკი კითხვისა

და თვითგანათლებისთვის დრო არ ჰქონდათ. მან თავისდა შეუმჩნევლად აითვისა

ენა, შეცდომები და მოარული აზრები პარიზელი ბურჟუისა, რომელიც, ასე ვთქვათ,

Page 27: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

მხოლოდ ყურმოკრულად იცნობს მოლიერს, ვოლტერს, რუსოს და აღტაცებულია

მათი შემოქმედებით. ყიდულობს მათ თხზულებებს, მაგრამ არ კითხულობს და

მტკიცედაა დარწმუნებული, რომ უნდა ითქვას „კაბების კარადა“, რაკი ქალები შიგ

კაბებს ჰკიდებენ, და არა „ტანსაცმლის კარადა“.

ის ფიქრობდა, რომ პოტიე[15], ტალმა[16], მადმუაზელ მარსი[17] არქიმილიონერები

იყვნენ და სრულიად განსაკუთრებულად ცხოვრობდნენ, რომ ისინი სრულიადაც არ

არიან უბრალო მოკვდავთა ტოლნი: დიდი ტრაგიკოსი უმ ხორცს შეექცევა, ხოლო

მადმუაზელ მარსი ხანდახან ბრძანებს მარგალიტები შეუწვან სადილად, ერთი

ცნობილი ეგვიპტელი მსახიობის მსგავსად. იმპერატორს ჟილეტზე ტყავის ჯიბეები

აქვს მიკერებული, რათა შესძლოს იქიდან თამბაქო მუჭა-მუჭა ამოიღოს, ვერსალის

ორანჟერიის კიბეზე კი ცხენით ადის. მწერლები და მხატვრები მუდამ საავადმყოფოს

საწოლზე კვდებიან, რაც მათი ორიგინალობის შედეგია. უფრო მეტიც: ისინი ყველანი

ურწმუნონი არიან. მათი სახლში შეშვებაც კი არ შეიძლება. ჟოზეფ ლება

აღშფოთებული ყვებოდა, როგორ მისთხოვდა მისი ცოლისდა ავგუსტინე მხატვარ

სომერვიეს. ასტრონომები თურმე ობობებით იკვებებიან. ფრანგული ენის,

დრამატული ხელოვნების, პოლიტიკის, ლიტერატურის, მეცნიერების ცოდნის ეს

მარგალიტები აშკარად მეტყველებენ პარიზელი ბურჟუას განვითარების დონეზე.

როცა პოეტი ლომბარდის ქუჩაზე გავლისას ნელსაცხებლის სურნელებას იგრძნობს,

ოცნებით აზიაში გადადის. ინდური ნარდის სუნი მის აღგზნებულ ფანტაზიაში

ქარვასლის მოცეკვავე ქალთა სახეებს წარმოქმნის. ჭიაფერის სიკაშკაშით

განცვიფრებული, ბრამინთა პოეზიას, მათ რწმენასა და კასტურ ზნე-ჩვეულებებს

სწვდება. დაუმუშავებელი სპილოს ძვლის დანახვაზე თითქოს სპილოს ზურგზე

ძვრება და იქ მოაბაში მარმაშის ფარდებს ქვეშ ლახორის რაჯასავით ლამაზმანებს

ეალერსება. მაგრამ წვრილმა მოვაჭრემ არ იცის, საიდან მოდის და როგორ იქმნება

საქონელი, რომელთანაც აქვს საქმე. პარმფიუმერ ბიროტოს არაფერი გაეგებოდა არც

ბუნებისმეტყველებისა, არც ქიმიისა. ის თაყვანს სცემდა ვოკლენს, როგორც დიდი

ტალანტის ადამიანს და არაჩვეულებრივ პიროვნებად თვლიდა. თვითონ კი ცოტა

რამით თუ განირჩეოდა გადამდგარი მებაყლე ვაჭრისაგან, რომელიც ეშმაკური

ღიმილით ფიქრობს ჩაის იმპორტზე; „ჩაი ორი გზით შემოდის - ან ქარავნებით, ან

ჰავრიდან“.

ბიროტოსთვის ყური რომ დაგეგდოთ, ალოესა და ოპიუმის შოვნა მხოლოდ

ლომბარდის ქუჩაზე იყო შესაძლებელი. ეგრეთ წოდებული კონსტანტინოპოლის

ვარდის წყალი, როგორც აგრეთვე კელნის ოდეკოლონი, პარიზში მზადდებოდა. მათი

გეოგრაფიული სახელწოდებანი სუფთა წყლის მონაგონი იყო, რათა ფრანგებისათვის

ესიამოვნებინათ, რაკი ისინი არ სწყალობდნენ სამამულო ნაწარმს. ფრანგი ვაჭარი

იძულებულია თავისი აღმოჩენა წარმატებისათვის ინგლისურად გაასაღოს ისევე,

როგორც ინგლისელმა აფთიაქარმა საფრანგეთს უნდა მიაწეროს თავისი გამოგონება.

და მიუხედავად ამისა, ცეზარი არ ჩაითვლებოდა არც ტუტუც, არც უტვინო კაცად.

პატიოსნება და გულკეთილობა მის ყოველ მოქმედებას ისეთნაირ შუქს ფენდა, რომ

მათ პატივისცემის ღირსად ხდიდა, რამეთუ კეთილშობილი საქმეების გულისთვის

ყოველგვარ უვიცობას ვურიგდებით. გამუდმებულმა წარმატებამ ცეზარს

თვითდამაჯერებლობა შესძინა, პარიზში კი თვითდაჯერება ძლიერების ნიშნად და

დასტურად ითვლება. როცა ცოლმა ქორწინების პირველი სამი წლის განმავლობაში

ცეზარს კბილი მოუსინჯა, ერთთავად შიშში იმყოფებოდა. ცოლ-ქმრობაში კონსტანსი

Page 28: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გამჭრიახობის, ეჭვიანობის, ოპოზიციის, სიფრთხილის განსახიერება იყო მაშინ, როცა

ცეზარი იყო გამბედავი, პატივმოყვარე და საქმიანი, თანაც საქმეებში ერთთავად

წარმატება ხვდებოდა. მიუხედავად ამ მოჩვენებითი თვისებებისა, ვაჭარი

სინამდვილეში მშიშარა იყო, მისი ცოლი კი ვაჟკაცური და ამტანი. ამგვარად,

მხდალმა, საშუალო ჭკუის, განათლებასა და საკუთარ აზრებს მოკლებულმა, უბირმა,

სუსტი ხასიათის ადამიანმა, რომელსაც თითქოს არავითარი უნარი არ შესწევდა

რაიმე წარმატება მოეპოვებინა არამყარ კომერციულ ასპარეზზე, იმას მიაღწია, რომ

თავდაჭერის, სამართლიანობის გრძნობის, ჭეშმარიტად ქრისტიანული სულიერი

სიკეთის და იმ ერთადერთი ქალისადმი ერთგული სიყვარულის წყალობით,

რომელიც ცოლად ყავდა, სახელი გაითქვა, როგორც თვალსაჩინო, უდრეკმა და

გაბედულმა საქმოსანმა. ხალხი მხოლოდ პრაქტიკული შედეგების მიხედვით

მსჯელობს. მისი წრის წარმომადგენლები, გარდა პილიეროსი და მოსამართლე

პოპინოსი, კარგად არ იცნობდნენ ცეზარს და არაფერი შეეძლოთ მასზე ეთქვათ, ორი

თუ სამი ათეული ნაცნობი, რომლებიც ერთმანეთს ხვდებოდნენ, ერთსა და იგივე

სისულელეებს როშავდნენ და ერთთავად გაცვეთილ ჭეშმარიტებას იმეორებდნენ,

თავიანთ თავს ერთი თავით მაღლა თვლიდნენ იმ გარემოში, სადაც ტრიალებდნენ.

ქალები ცდილობდნენ ერთმანეთისთვის წვეულებებითა და ჩაცმა-დახურვით

ეჯობნათ, და ყველა თითქოს თავს ვალდებულად თვლიდა საკუთარი ქმარი

ათვალწუნებით მოეხსენებინა. მხოლოდ ქ-ნი ბიროტო აზროვნებდა საღად, რომ

საზოგადოებაში ქმარზე პატივისცემითა და რიდით ელაპარაკა. ის თავის ქმარში

ხედავდა ადამიანს, რომელმაც, მიუხედავად გარეშე თვალთაგან დაფარული

უნიჭობისა, ქონება შეიძინა და საყოველთაო პატივისცემა მოიპოვა, რაც თვითონ

მასზეც ვრცელდებოდა. თუმცა ისიც მართალია, რომ ხშირად თავს ეკითხებოდა, მაშ

როგორი ყოფილა საზოგადოება, თუ ყველა ადამიანი ვინც გამოჩენილად ითვლება,

ჩემს ქმარს გავსო. კონსტანსის ასეთი ქცევა ცოტათი როდი უწყობდა ხელს

ბიროტოსადმი პატივისცემას, ჩვენს ქვეყანაში ხომ ქალებს მიდრეკილება აქვთ არად

ჩააგდონ თავიანთი ქმრები და ერთთავად უჩიოდნენ მათ.

იმპერატორის საფრანგეთისადმი საბედნიერო 1814 წლის პირველი დღეები ბიროტოს

ოჯახში ორი მოვლენით აღინიშნა. ეს ამბები ყველა სხვა ოჯახში ნაკლებად იქნებოდა

შესამჩნევი, მაგრამ ცეზარსა და მისი ცოლისთანა მარტივი სულის ადამიანებზე,

რომლებიც თავიანთი წარსულის გადახედვისას მხოლოდ მშვიდსა და სასიხარულო

ამბებს ხედავენ, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

მათ უფროს ნოქრად დაიყენეს ოცდაორი წლის ახალგაზრდა კაცი, სახელად

ფერდინანდ დიუ ტიიე. ეს ვაჟბატონი, რომელსაც თავი დაენებებინა ერთ

საპარფიუმერიო ფირმაში სამსახურისათვის, რაკი მოგების განაწილებაში უარი

უთხრეს, ვაჭრობის ერთგვარ გენიად ითვლებოდა. დიუ ტიიემ პატარა შრომა როდი

დახარჯა, რომ „ვარდების დედოფლის“ სავაჭროში მოხვედრილიყო, რომლის

პატრონებზე, წესრიგსა და შინაგან განაწესზე კარგად ჰქონდა ყველაფერი გაგებული.

ბიროტომ ეს ყმაწვილი თავის მაღაზიაში მიიღო, ჯამაგირად წელიწადში ათასი

ფრანკი დაუნიშნა და აპირებდა შემდგომში თავის მემკვიდრედაც დაეტოვებინა.

ფერდინანდ დიუ ტიიემ იმდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ოჯახის

ცხოვრებაში, რომ აუცილებელია მასზე რამდენიმე სიტყვა ითქვას. თავდაპირველად,

უბრალოდ, ფერდინანდს ეძახდნენ გვარის მოუხსენებლად. ეს გარემოება მისთვის

დიდად სასარგებლო გამოდგა იმ დროში, როცა ნაპოლეონი ჯარისკაცთა ძებნის

Page 29: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დროს დაინტერესებული იყო ყველა ოჯახებითა და გვარებით. ფერდინანდიც

უთუოდ ნაყოფი იქნებოდა ვიღაცის სასტიკი და ავხორცული ჟინისა და სადღაც

იქნებოდა დაბადებული და გაზრდილი. და აი, რამდენიმე ცნობაც მისი

მოქალაქეობრივი მდგომარეობის შესახებ: 1793 წელს ანდელის ახლოს მდებარე

პატარა სოფელ ტიიელმა ერთმა ღარიბმა ქალიშვილმა, ადგილობრივი ეკლესიის

ქორეპისკოპოსის ბაღში ღამით ბავშვი შობა, დარაბაზე დაუკაკუნა და თვითონ

წყალში დაიხრჩო თავი. კეთილმა მღვდელმა ჩვილი იშვილა და იმ წმინდანის

სახელით მონათლა, რომელიც იმ დღეს იყო ნახსენები საეკლესიო კალენდარში. აჭამა,

ასვა და შვილივით გამოზარდა. მღვდელი 1804 წელს გარდაიცვალა, მაგრამ არ

დაუტოვებია მემკვიდრეობა, რაც საკმარისი იქნებოდა ბავშვის მის მიერ დაწყებული

აღზრდის დასასრულებლად. პარიზში მოხვედრილმა ფერდინანდმა

ფლიბუსტიერის[18] ცხოვრებას მიჰყო ხელი. აქ შემთხვევას შეეძლო

სახრჩობელამდეც მიეყვანა და გაემდიდრებინა კიდეც, ვექილის ან ჯარისკაცის

კარიერა შეექმნა, გამხდარიყო ვაჭარი, ან ლაქია. ფერდინანდი იძულებული გახდა

ნამდვილი ფიგაროსავით ეცხოვრა და კომივოიაჟობას მიჰყო ხელი. ხოლო, როცა

მთელი საფრანგეთი მოიარა და საზოგადოება შეისწავლა, პარიზს დაუბრუნდა და

საპარფიუმერიო დუქანში დადგა ნოქრად. მან მტკიცედ გადაწყვიტა რადაც არ უნდა

დასჯდომოდა, წარმატება მოეპოვებინა. 1813 წელს ფერდინანდმა აუცილებლად

ჩათვალა ოფიციალურად დაედგინა თავისი ასაკი და გაერკვია თავისი

მოქალაქეობრივი მდგომარეობა. მან ანდელის სასამართლოში მოითხოვა

ეკლესიიდან მერიაში გადაეცათ ნათლობის აქტის ამონაწერი, მიაღწია იმას, რომ

აქტში შესწორება შეეტანათ და დიუ ტიიეს გვერდით ჩაეწერათ, ვითომდა იმ საბაბით,

რომ ამ სოფელში იყო ნაპოვნი. უდედმამო ფერდინანდს სხვა მეურვე არავინ გააჩნდა,

გარდა იმპერატორის პროკურორისა. უთვისტომო მთელს ქვეყანაზე, არ იყო

ვალდებული ვინმესთვის ანგარიში ჩაებარებინა, გულში სასტიკ სიძულვილს

ატარებდა საზოგადოების მიმართ დ ამას ისე უყურებდა, როგორც ავ დედინაცვალს.

ფერდინანდი მუდამ პირადი სარგებლობით ხელმძღვანელობდა და თვლიდა, რომ

გამდიდრებისათვის ყველა გზა გამოსადეგია. ეს ნორმანდიელი, ბუნებით სახიფათო

მიდრეკილებებით დაჯილდოებული, თავის თავში აერთიანებდა წარმატებისადმი

მისწრაფებას და ძვალ-რბილში გამჯდარ მანკიერებებს, რასაც ჩვეულებრივ მის

თანამემამულეებს უკიჟინებენ ხოლმე სამართლიანად თუ უსამართლოდ. მის

შემპარავ მანერებს მიღმა იმალებოდა შარისთავი კაცი, ყველაზე წარმოუდგენელი

მოდავე. თავხედურად იჩემებდა სხვის უფლებებს და არ თმობდა არაფერს თავისას.

მოწინააღმდეგეს სიცოცხლეს უმწარებდა და თავისი შეუდრეკელი ნებისყოფით

ამარცხებდა. განსაკუთრებით ახასიათებდა ძველი კომედიის სკაპენთა თვისება:

საოცარი გამომგონებლობით გამოირჩეოდა და საოცარი ოსტატობით უვლიდა

გვერდს კანონს, ესწრაფვოდა ყველაფერს, რაც წესიერად არ იდო ადგილზე და რისი

მითვისებაც ღირდა. ერთი სიტყვით, მისდევდა აბატ ტერეის[19] კვალს, თავის ბნელ

საქმეებს სიღარიბით ამართლებდა, როგორც აბატი ამართლებდა მათ

სახელმწიფოებრივი აუცილებლობით, - და ფიქრობდა, უფრო მოგვიანებით გავხდები

პატიოსანი კაციო. დაუოკებელი ენერგიითა და ჯარისკაცული გულადობით

დაჯილდოებულს შეეძლო ყველა ებიძგა ცუდ ან კარგ საქმეზე და თავის

მაძიებლობას საკუთარი გამორჩენის თეორიით ამართლებდა. ძალიან სძულდა

ადამიანი, რადგან ყველას გამყიდველად თვლიდა, ოდნავადაც არაფერს ერიდებოდა

საშუალებათა არჩევაში და ფიქრობდა, ჩემთვის ყველა საშუალება ნებადართულიაო.

თან ისე ჯიუტად მიიწევდა წარმატებისა და ფულის მოსაპოვებლად, როგორც

Page 30: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

მორალის გამანადგურებელი ძალებისაკენ, რომ ადრე თუ გვიან თავისი მიზნისათვის

უნდა მიეღწია.

ასეთი ადამიანი, რომელიც კატორღასა და მილიონერობას შორის ხიმანკლობდა, არ

შეიძლებოდა არ ყოფილიყო შურისმაძიებელი, თავშეუკავებელი,

გადაწყვეტილებებში სწრაფი, მაგრამ გულჩათხრობილი, როგორც ახლადმოვლენილი

კრომველი, რომელსაც სურს თვით პატიოსნებასაც კი მოჰკვეთოს თავი. თავის

ჭეშმარიტ ზნეს დამცინაობისა და ქარაფშუტობის ნიღაბს ქვეშ მალავდა.

საპარფიუმერიო დუქნის ჩვეულებრივი ნოქრის პატივმოყვარეობას საზღვარი არ

ჰქონდა, ის ზიზღით შეჰყურებდა საზოგადოებას და ფიქრობდა; „მე შენ დაგიპყრობ!“.

თავის თავისთვის სიტყვა მიეცა, ორმოც წლამდე ცოლს არ შევირთავო და შეასრულა

კიდეც ფიცი.

გარეგნულად ფერდინანდი მაღალ-მაღალი, ტანადი ყმაწვილი კაცი, მოკრძალებული

ქცევის იყო და ადვილად ეგუებოდა ყოველგვარ საზოგადოებას. მისი ეშმაკური სახე

თავდაპირველად მოგეწონებოდა კიდეც, მაგრამ როცა დააკვირდებოდით, უცნაურ

გამომეტყველებას შეამჩნევდით, ეს თითქოს ანაბეჭდი იყო, რაღაც სულიერი

განხეთქილებისა, შინაგანი ბრძოლისა თუ ფარული სინდისის ქენჯნისა.

ნორმანდიელს სახის ნაზი კანი მეტისმეტად უღაჟღაჟებდა. ლითონივით მოლაპლაპე

სხვადასხვა ფერის თვალებს ერთ საგანზე ვერ აჩერებდა, აქეთ-იქით აცეცებდა და

მიზანში ამოღებულ მსხვერპლს ავისმომასწავებელი ცეცხლით სწვავდა. ხმა მისი

ყრუდ ჟღერდა, ხანგრძლივად მოლაპარაკე ადამიანივით. თხელი ტუჩები ლამაზად

ჰქონდა გამოკვეთილი, მაგრამ წაწვეტებული ცხვირი და გამობერილი შუბლი მის

უბრალო წარმოშობას ამჟღავნებდა. ყორნისფერი, თითქოს შეღებილი თმა

ფერდინანდში სოციალური მეტისის ბუნებას ავლენდა, ჭკუა ვიღაც თავაშვებული

სენიორისგან ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული, სიმდაბლე - შეცდენილი გლეხის

ქალისაგან, ცოდნა - დაუმთავრებელი განათლებიდან, ხოლო ყველა მანკი -

უპატრონო თრევის წყალობით.

ბიროტოს ძალიან გაუკვირდა, როცა შეიტყო, რომ მისი ნოქარი სტუმრად

ელეგანტური ტანისამოსით დადიოდა, შინ გვიან ბრუნდებოდა და ხშირად

მეჯლისებსაც ესწრებოდა ბანკირებთან და ნოტარიუსებთან. ასეთი ბატონკაცური

ჩვევები არ მოეწონა ცეზარს. მისი აზრით, ნოქრებს ფირმის სავაჭრო წიგნები უნდა

შეესწავლათ და მთელი დრო საქმისთვის შეეწირათ. პარფიუმერი ზოგიერთმა სხვა

წვრილმანმაც გააოცა: მან დიუ ტიიეს ზომიერად ისიც აგრძნობინა, მეტისმეტად

ფაქიზი თეთრეული გიყვარს და ეს სადარბაზო ბარათებიც წარწერით: „ფ. დიუ ტიიე“,

ჩემი აზრით, მხოლოდ მაღალი საზოგადოების ადამიანებს შეშვენითო. უნდა ითქვას,

რომ ფერდინანდი ამ ორგონს ტარტიუფის[20] განზრახვით შეუძვრა. მან აშიკობა

დაუწყო ცეზარის ცოლს და მისი შეცდენა სცადა. კონსტანსმაც ხომ კბილი მოუსინჯა

ქმარს, ოღონდ ნოქარმა ბევრად უფრო მალე აუღო ალღო თავის პატრონს. თუმცა დიუ

ტიიე მეტისმეტად თავდაჭერილი, გულჩათხრობილი კაცი იყო და ყოველ სიტყვას

წონიდა, მაგრამ ქ-ნ ბიროტოსთან ერთხელ მაინც წინდაუხედავად წამოსცდა თავისი

შეხედულება ცხოვრებასა და ადამიანებზე, და საშინლად დააფრთხო კდემამოსილი

კონსტანსი, რომელიც ქმარივით ღვთისმოსავი იყო და მახლობელისათვის

მიყენებულ იოტისოდენა ზიანსაც კი დანაშაულად თვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ

ქ-ნი ბიროტო ჩვეული ტაქტით იქცეოდა, დიუ ტიიე მაინც მიხვდა, რომ ქალს

სძულდა. ნოქარმა კონსტანსს რამდენიმე სამიჯნურო უსტარი მისწერა და მალე

Page 31: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ცვლილებაც დაეტყო ქცევაში. მეტისმეტად უტიფარი გახდა, რათა შთაბეჭდილება

შეექმნა, ვითომდა ქალთან ინტიმურად იყო დაახლოებული. კონსტანსმა ქმარს

თავისი ფარული მოსაზრებები არ გაუმჟღავნა, მაგრამ ურჩია ფერდინანდი

მოეცილებინა. ბიროტო ცოლს დაეთანხმა. გადაწყვიტეს ნოქარი დაეთხოვათ.

განთავისუფლებამდე სამი დღით ადრე, შაბათ საღამოს ბიროტო სალაროს ამოწმებდა,

როგორც ყოველთვიურად იცოდა ხოლმე გასინჯვა და აღმოჩნდა, რომ სამი ათასი

ფრანკი აკლდა. ბიროტო შეწუხდა. მას ფულის დაკარგვა იმდენად არ სწყინდა,

რამდენადაც ის გარემოება, რომ ეჭვი უნდა მიეტანა სამ ნოქარზე, მზარეულ ქალზე,

დამტარებელსა და მუშებზე, ვისაც იგი ენდობოდა. ვისთვის დაედო ხელი? ქ-ნი

ბიროტო სალაროს არ სცილდებოდა. ნოქარი, რომელიც სალაროს დავთრებს

აწარმოებდა, ბ-ნი რაგონის ძმისწული, ცხრამეტი წლის ჭაბუკი ოჯახში ცხოვრობდა

და პატიოსნების განსახიერება იყო. მისი ჩანაწერები არ დაემთხვა სალაროს ნაღდ

ფულს, დანაკლისი აშკარად ჩანდა და ეტყობოდა ქურდობა ბალანსის შედგენის

შემდეგ უნდა მომხდარიყო. ცოლ-ქარმა გადაწყვიტა ხმა არ ამოეღოთ და

მოსამსახურეთათვის თვალყური ედევნებინათ.

*

მეორე დღეს, კვირას, ბიროტოსთან სტუმრები უნდა მოსულიყვნენ. ვიწრო წრეში

მყოფი ოჯახები ხშირად მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთში. ბიროტოს თამაშის დროს

ნოტარიუსმა როგენმა მაუდზე რამდენიმე ძველი ლუიდორი დადო და ქ-მა ბიროტომ

მათში ის ფული იცნო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახლახან გათხოვილი ქ-ნ

დ’ესპარისაგან ჰქონდა მიღებული.

- თქვენ რა, შეწირულების ყულაბა ხომ არ გაგიტეხიათ? - შენიშნა პარფიუმერმა

სიცილით.

როგენმა მიუგო, ეს ფული ერთი ბანკირის ოჯახში დიუ ტიიეს მოვუგეო, და მანაც

უსირცხვილოდ დაადასტურა ნოტარიუსის სიტყვები. პარფიუმერს სახეზე ალმური

მოედო. როცა სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ და ფერდინანდმა დასაძინებლად

დააპირა წასვლა, ბიროტომ დუქანში გაიყვანა, საქმიანი ლაპარაკი მინდა თქვენთანო.

- დიუ ტიიე, - მიმართა ნოქარს კეთილმა კაცმა, - ჩვენ სალაროში სამი ათასი ფრანკი

გვაკლია. საფუძველი არა მაქვს ვინმეზე ეჭვი მივიტანო. ძველი ლუიდორების ამბავი

თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობს, და მე არ შემიძლია ეს არ გითხრათ. წინადადებას

გაძლევთ მანამდე არ დავწვეთ, სანამ შეცდომას არ ვიპოვით, რადგან ეს ალბათ,

მხოლოდ შეცდომაა და სხვა არაფერი, ხომ შეგეძლოთ, სალაროდან ფული თქვენი

ჯამაგირის ანგარიშში აგეღოთ.

დიუ ტიიემ დაუდასტურა, რომ მართლაც აიღო ლუიდორები. პარფიუმერმა

დავთრებში ჩაიხედა, ნოქრის ანგარიში ჯერ დახურული არ იყო.

- მეჩქარებოდა და დამავიწყდა პოპინოსთვის მეთხოვა, ეს თანხა ჩაეწერა, - უთხრა

ფერდინანდმა.

Page 32: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

-რასაკვირველია, ეგრე იქნებოდა, - მიუგო იმით შეძრწუნებულმა ბიროტომ, რომ

თავხედი ნორმანდიელი ესოდენ მშვიდად ლაპარაკობდა, ის ხომ მშვენივრად

იცნობდა იმ პატიოსან ადამიანებს, ვისთანაც კაპიტალის დასაგროვებლად მოეწყო.

პარფიუმერმა და დახლიდარმა მთელი ღამე მოანდომეს დავთრების გასინჯვას, და

ამან, როგორც პატივცემული კომერსანტიც ფიქრობდა, არავითარი შედეგი არ

გამოიღო. ცეზარი მაღაზიაში ბოლთას სცემდა, მან დრო იხელთა და სალაროს

კუთხეში შეუმჩნევლად სამი ათასფრანკიანი ბილეთი შედო. მერე, ვითომდა

დავიღალეო, თავი მოიმძინარა და ხვრინვაც კი ამოუშვა. დიუ ტიიემ ბიროტო დიდის

ამბით გააღვიძა და ნაძალადევი სიხარულით აუწყა, ვიპოვე შეცდომაო. მეორე დღეს

ბიროტომ ყველას თანდასწრებით ცოლი და პოლინო დაუდევრობისათვის დატუქსა.

ორი კვირის შემდეგ ფერდინანდ დიუ ტიიე ბირჟის მაკლერთან მოეწყო.

პარფიუმერიით ვაჭრობა ჩემი საქმე არ არის, განზრახული მაქვს საბანკო საქმე

შევისწავლოო, - ამბობდა ის.

ბიროტოსგან წასვლის შემდეგ დიუ ტიიე პარფიუმერის ცოლზე ისე ლაპარაკობდა,

თითქოს ბიროტომ ეჭვიანობის ნიადაგზე დაითხოვა.

რამდენიმე თვის შემდეგ დიუ ტიიე თავის ყოფილ პატრონს ეახლა და თავმდებობა

სთხოვა ოცი ათას ფრანკ თანხაზე. ეს აუცილებლად სჭირდებოდა ბეს შესატანად ერთ

ისეთ საქმეში, რომელიც სიმდიდრეს მოუპოვებდა. როცა დიუ ტიიემ შეამჩნია,

ბიროტო ასეთმა თავხედობამ გააშტერა, შუბლი შეკრა და პარფიუმერს ჰკითხა, უარს

ხომ არ მეუბნები ნდობაშიო. მატიფამ და ორმა სხვა ვაჭარმა, ამ დროს ბიროტოსთან

საქმეზე რომ იყვნენ შემოსულნი, შეამჩნიეს პარფიუმერის აღშფოთება, თუმცა ის თავს

იკავებდა უცხო ადამიანების წინაშე. დიუ ტიიე იქნებ გამოსწორდაო, - გაიფიქრა

ბიროტომ - იქნებ, მისი დანაშაული საყვარელი ქალის მძიმე მდგომარეობით იყო

გამოწვეული, ან ბანქოს თამაშში წააგოო. პატივცემული პიროვნების მიერ საჯარო

გაკიცხვამ, შეიძლება ასეთი, ჯერ კიდევ ახლაგაზრდა კაცი დანაშაულებათა

დაღუპვის კარამდე მიიყვანოს, ის კი, იქნებ უკვე მონანიების გზას ადგასო, და ამ

ანგელოზივით წმინდა კაცმა კალამი აიღო და ხელი მოაწერა თავმდებობას დიუ

ტიიეს თამასუქებზე, თან დასძინა, სიხარულით ვუწევ ამ პატარა სამსახურს ყმაწვილ

კაცს, რომელიც წარსულში დიდად სასარგებლო იყო ჩემთვისო. როცა ამ შეგნებულ

სიცრუეს წარმოთქვამდა, ცეზარს სისხლი მოაწვა სახეზე. დიუ ტიიემ ბიროტოს

მზერას ვერ გაუძლო და უეჭველია, იმ წუთში დაიფიცა, ისე შეეძულებინა ბიროტო,

როგორც სიბნელის სულებს სძულთ სინათლის ანგელოზები.

დიუ ტიიე ოსტატურად ქანაობდა ფინანსური სპეკულაციების დაჭიმულ ბაგირზე და

ელეგანტურად და მდიდრულად გამოიყურებოდა, სანამ ნამდვილად არ გამდიდრდა.

მერე კაბრიოლეტი შეიძინა და მიწაზე ფეხს აღარ ადგამდა. ის იმ მაღალ სფეროებში

ტრიალებდა, სადაც ადამიანები გართობას საქმეებს უთავსებენ, ოპერის ფოიე ბირჟის

განყოფილებად აქვთ ქცეული, და სადაც თანამედროვე ტიურკარები[21] მოღვაწეობენ.

ქ-ნი როგენის წყალობით, რომელიც ბიროტოსთან გაიცნო, ფერდინანდ დიუ ტიიე

საკმარისად სწრაფად შეძვრა ფინანსურ წრეებში. ამასობაში ფრიად თვალსაჩინო

კეთილდღეობასაც მიაღწია. მან კარგი დამოკიდებულება დაამყარა ნუსინგენის

საბანკირო სახლთან, სადაც როგენმა შეიყვანა, სწრაფად დაუახლოვდა მაღალი

საბანკო სფეროების წარმომადგენელ ძმებს კელერებს. არავინ იცოდა, სად

Page 33: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

შოულობდა ეს ყმაწვილი ვეებერთელა კაპიტალს, რომელსაც ატრიალებდა, მის

წარმატებას კი ყველა მის ჭკუასა და პატიოსნებას მიაწერდა.

რესტავრაციამ ცეზარ ბიროტო თვალსაჩინო ადამიანად აქცია და პოლიტიკური

მოვლენების ქარიშხალმა წაშალა მისი ოჯახური ცხოვრების ეს ორი მოვლენა.

როიალისტურმა შეხედულებებმა, რომელთაც ბიროტო გარეგნულად ისევ

იზიარებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიჭრა, ძალზე შეერყა რწმენა, მოგონებამ მეფის

ერთგულებაზე ვანდემიერის დღეებში მას მონარქის მოწყალება მოუპოვა, მით

უმეტეს, რომ თვითონ ამას არ თხოულობდა. ცეზარი ეროვნული გვარდიის

ბატალიონის მეთაურად დააყენეს, თუმცა იმის უნარიც კი არ შესწევდა, რომ

უმარტივესი ბრძანება გაემეორებინა. 1815 წელს ნაპოლეონმა, ბიროტოს

დაუძინებელმა მტერმა, ისევ გადააყენა. ასი დღის[22] პერიოდში ბიროტო

საფრთხობელა გახდა მისი კვარტლის ყველა ლიბერალთათვის, ვინაიდან მხოლოდ

1815 წელს დაიწყო პოლიტიკური განხეთქილება ვაჭართა საზოგადოებაში, რომელიც

მანამდე ერთსულოვანი იყო და ვაჭრობის გაფურჩქვნისათვის აუცილებელი

სიმშვიდისაკენ მიისწრაფვოდა. მეორე რესტავრაციის დროს მეფის მთავრობამ

საჭიროდ ჩათვალა მუნიციპალიტეტი განეახლებინა. პრეფექტს უნდოდა ბიროტო

მერად აერჩია. ცოლის ზეგავლენით პარფიუმერი მხოლოდ მერის თანაშემწის

ნაკლებად საპასუხისმგებლო პოსტს დათანხმდა. ამგვარმა მოკრძალებამ დიდად

გაზარდა საყოველთაო პატივისცემა ბიროტოსადმი და ამასთან მერის, ბ-ნ ფლამე დე

ლა ბილარდიერის მეგობრობა მოუპოვა. ბიროტომ, რომელიც ამ კაცს „ვარდების

დედოფალში“ ჯერ კიდევ იმ დროს ხვდებოდა, როცა დუქანი შეთქმულ

როიალისტთა შეხვედრის ადგილი იყო, თვით მიუთითა დე ლა ბილარდიერზე სენის

ოლქის პრეფექტს, როცა მან კანდიდატებზე რჩევა ჰკითხა. ცოლ-ქმარ ბიროტოებს

მუდამ ეპატიჟებოდნენ მერის ყველა წვეულებებზე. დაბოლოს, ქ-ნი ბიროტო ხშირად

აგროვებდა შესაწირავს წმ. როხის ეკლესიაში საზოგადოების წარმომადგენელ

მანდილოსნებთან ერთად. ლა ბილარდიერმა მხურვალედ დაუჭირა მხარი ბიროტოს

კანდიდატურას, როცა მუნიციპალიტეტის წევრთა ორდენებით დაჯილდოების

საკითხი განიხილებოდა. მან მიუთითა იმაზე, რომ ცეზარს წმ. როხის ეკლესიის

კიბეზე ჭრილობა ჰქონდა მიღებული, დაიმოწმა მისი ბურბონებისადმი მომხრეობა,

პატივისცემა, როლითაც სარგებლობდა. მთავრობა ვარაუდობდა, რომ საპატიო

ლეგიონის ჯვრების უხვი გაცემით არა მხოლოდ დააკნინებდა ნაპოლეონის ამ

ინსტიტუტის მნიშვნელობას, არამედ თავის მომხრეთა რიცხვს გაზრდიდა,

ბურბონთა მხარეზე მოიზიდავდა ვაჭრობის, ხელოვნებისა და მეცნიერების

წარმომადგენელთა. ამიტომ ბიროტო დაჯილდოებულთა პირველივე სიაში შეიტანეს.

ასეთი პატივი სავსებით უხდებოდა ბრწყინვალებას, ბიროტოს გარს რომ ერტყა მის

კვარტალში. ამან ისეთ სიმაღლეზე აიყვანა, რომ ადამიანს, რომელსაც მანამდე

ცხოვრებაში მხოლოდ გამარჯვებები ჰქონდა მოპოვებული არ შეიძლებოდა თავისი

თავი დიდ ვინმედ არ წარმოედგინა. ახალი ამბავი ჯილდოზე, რაც მას მერმა

შეატყობინა, უკანასკნელი ბიძგი იყო, რომელმაც ბიროტო შეაგულიანა წამოეწყო

დიდი საქმე. ის ძალზე ჩქარობდა დამშვიდობებოდა საპარფიუმერიო ვაჭრობას და

პარიზის მსხვილ ბურჟუაზიას მიჰკედლებოდა. ეს გეგმა ცოლსაც გააცნო.

იმხანად ცეზარი ორმოცი წლისა იყო. ქარხანასთან დაკავშირებულმა

დაუსრულებელმა საზრუნავმა ნაადრევი ღარები გაუჩინა სახეზე და ოდნავ

შეუვერცხლა შავი, ხშირი, გრძელი თმა, რასაც გარშემო მბზინავი ზოლი აჩნდა

Page 34: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ქუდისგან. შუბლზე თმის ხუთი ხვეული ზილფი ჩამოშლოდა, რაც მისი ცხოვრების

უბრალო ყაიდაზე მეტყველებდა. მისი ხშირი წარბები არავის აფრთხობდა, რადგან

ცისფერი თვალების კაშკაშა ნათელი გამოხედვა შესანიშნავად ეხამებოდა ამ

პატიოსანი კაცის შუბლს. ბოლოში გამსხვილებული დაბალი ცხვირი მის სახეს

გაკვირვებულ გამომეტყველებას აძლევდა, პარიზელ დოყლაპიებს რომ აქვთ ხოლმე.

სქელი ტუჩები ჰქონდა, დიდი, ტლანქი ნიკაპი, ფართო, ღაჟღაჟა ნაოჭებით

დაფარული სახე და მსხვილი ნაკვთები გლეხურ გულუბრყვილო ეშმაკობას

გამოხატავდა. ძლიერი სხეული, მაგარი აღნაგობა, ფართო ზურგი, ვეებერთელა

ფეხის ტერფები, - ყველაფერი ამჟღავნებდა, რომ იგი პარიზში დამკვიდრებული

გლეხუჭა იყო. დიდრონი ბალნიანი ხელები, გამსხვილებულ სახსრებიანი

დანაოჭებული თითები, გრძელი, ოთხკუთხად მოჭრილი ფრჩხილები, აშკარად

მოწმობდნენ მის წარმოშობას, თუ აღარაფერს ვიტყვით მისი გარეგნობის სხვა

ნაკვთებზე. ტუჩებზე ერთთავად გულითადი ღიმილი დასთამაშებდა, როგორც

ვაჭარს მაღაზიაში შესული მუშტრის დანახვაზე, მაგრამ ეს „კომერციული“ ღიმილი

შინაგანი კმაყოფილების გამოხატულებაც იყო და მის მშვიდ სულიერ

მდგომარეობასაც ასახავდა. ცეზარის უნდობლობა სავაჭრო ოპერაციათა საზღვრებს

არ სცილდებოდა, როგორც კი ბირჟიდან გამოვიდოდა, ან კანტორის დავთრებს

დახურავდა, მაშინვე ალალმართალი კაცის გარეგნობა უბრუნდებოდა. ეჭვიანობა და

ფირმის ანგარიშების ნაბეჭდი ბლანკები ერთი და იგივე იყო მისთვის, ეს იყო თვით

ვაჭრობის ხასიათით გამოწვეული აუცილებლობა. მისი სახე კომერციული

თვითდამაჯერებლობით სუნთქავდა. ერთმანეთთან შეხამებული თვითკმაყოფილება

და გულკეთილობა თავისებურ გამომეტყველებას სძენდა მის სახეს და ამის გამო

ნაკლებად ჰგავდა გატყაპნილსახიან პარიზელ ბურჟუას. ცეზარ ბიროტო თავისი

პერსონით გულუბრყვილოდ აღტაცებული და თავდაჯერებული რომ არ ყოფილიყო,

ალბათ, უზომო პატივისცემას ჩაუნერგავდა ყველას. სასაცილო თვისებები უბრალო

მოკვდავებთან აახლოებდა. ჩვეულებრივად, ლაპარაკის დროს ხელებს ზურგს უკან

იწყობდა. როცა ფიქრობდა, განსაკუთრებით თავაზიანი ვარ, ან ძალიან

ენამოსწრებულად ვთქვი რამეო. შეუმჩნევლად ორჯერ წამოიწევდა ფეხის წვერებზე

და მერე მძიმედ დაეშვებოდა ქუსლებზე, თითქოს ამით თავისი სიტყვების

დადასტურება სურდა. გაცხარებულ კამათში ხანდახან უეცრად მკვეთრად

შემოტრიალდებოდა, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამდა, თითქოს რაღაც

საწინააღმდეგო სათქმელს ეძებდა, და მერე ისევ მიბრჯნით მიადგებოდა

მოწინააღმდეგეს. არასდროს სხვას პირში არ შეებმოდა და ხშირად მსხვერპლი

ხდებოდა ზრდილობის წესების ფრიად პუნქტუალური დაცვისა. სხვები რომ

ერთმანეთს სიტყვებს პირში გლეჯდნენ, ის საცოდავი პირის გაღებასაც ვერ ასწრებდა.

ბიროტომ დიდი კომერციული გამოცდილების შედეგად გარკვეული ჩვევები

შეითვისა, რასაც ზოგიერთები სიგიჟედ თვლიდნენ. თუ რომელიმე მისი თამასუქი

გადახდილი არ იყო, სასამართლოს ბოქაულს უგზავნიდა და მხოლოდ მაშინ

გაიხსენებდა, როცა ფულის, პროცენტების და ხარჯების მიღება იყო საჭირო. ამასთან,

სასამართლოს ბოქაულს ავალებდა, მოვალისათვის მხოლოდ იმ დრომდე ედევნა,

სანამ მას ვალის არგადამხდელად მიიჩნევდა. მაშინ ბიროტო სწყვეტდა ყოველგვარ

სასამართლო დევნას, არ ესწრებოდა კრედიტორთა კრებას, ხოლო საბუთებს ინახავდა.

ეს წესი და შეურიგებელი სიძულვილი გაკოტრებულის მიმართ მან ბ-ნი რაგონისგან

შეითვისა, რომელიც თავისი სავაჭრო მოღვაწეობის განმავლობაში იმ დასკვნამდე

მივიდა, რომ საჩივრები ადამიანს ძალიან ბევრ დროს აკარგვინებდა. ამიტომ ბიროტო

Page 35: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

თვლიდა, კონკურსით მიღებული და არასაიმედო დივიდენდი იმად არ ღირს, რომ

სირბილსა და უსამართლო მოვალის ნიღბის ახდაზე ამდენი ძალა დაიხარჯოს.

- უკეთუ ბანკროტი პატიოსანი კაცია და გაჭირვებულ მდგომარეობას თავს დააღწევს,

თავად გადაგიხდით ვალს, - იტყოდა ხოლმე ბ-ნი რაგონი, - მაგრამ თუ სრულიად

უსახსროდ დარჩა და მთლად გაუბედურდა, რაღად უნდა ვაწვალოთ კაცი? ხოლო,

თუ არამზადა აღმოჩნდა, სულ ერთია, მისგან ვერაფერს მიიღებთ. როცა თქვენს

სიმტკიცეს გაიგებენ, უდრეკი ადამიანის სახელი შეგექმნებათ და მაშინ მიხვდებიან,

რომ შეუძლებელია თქვენთან რაიმე შეთანხმების მიღწევა. მოვალე შეეცდება პირველ

შესაძლებლობისთანავე ვალი გადაგიხადოთ.

ცეზარი საქმიან პაემანზე ზუსტად დანიშნულ დროს მიდიოდა, მაგრამ ათ წუთზე

მეტს არ მოიცდიდა. ამ წესს არაფრის გულისთვის არ გადაუხვევდა. ასეთი

სიზუსტით ყველა, ვინც მასთან საქმეს იჭერდა, წესიერებას მიაჩვია. მისი ტანისამოსი

სავსებით შეესაბამებოდა მის ჩვევებსა და გარეგნობას. ვერაფრით მოაშლევინებდით

თეთრი მუსლინის ჰალსტუხის ტარებას, რომლის ბოლოები, ცოლისა თუ

ქალიშვილის მიერ მოქარგული ზემოთ ჰქონდა ამოღებული. ყველა ღილზე შეკრული

თეთრი პიკეს ჟილეტი დაბლა ეშვებოდა საგრძნობლად გაბერილ ღიპზე: ცეზარს

სიმსუქნე ემატებოდა. ის ატარებდა ლურჯ შარვალს, აბრეშუმის შავ წინდებს და

ბაფთიან ფეხსაცმელს, რომლებიც ხშირად ეხსნებოდა. ზომაზე მეტად ხალვათი

მომწვანო წენგოსფერი სერთუკი და ფართოფარფლიანი ქუდი კვაკერის გარეგნობას

აძლევდა. როცა საკვირაოდ მოიკაზმებოდა, მოკლე აბრეშუმის შარვალს,

ოქროსბალთიან ფეხსაცმელს და მუდამ იმ ჟილეტს იცვამდა, რომლის გადაკეცილი

ბორტებიდან დაპლისული ჟაბო მოუჩანდა. ამ ჩაცმულობას ამთავრებდა გრძელი და

ფართო კალთებიანი ყავისფერი მაუდის ფრაკით. 1819 წლამდე ცეზარი საათს ორ

პარალელურ ძეწკვზე ატარებდა. მეორე ძეწკვს მხოლოდ საზეიმო შემთხვევაში

გადმოუშვებდა ხოლმე ჟილეტზე. ასეთი იყო ცეზარ ბიროტო, კაცი ღირსეული,

მაგრამ ვინც ადამიანის ბედის წინასწარ განმსაზღვრელმა იდუმალმა ძალებმა

პოლიტიკისა და ცხოვრების ურთიერთკავშირში ჩაწვდომის უნარით არ

დააჯიდლოეს, შესაძლებლობა მოუპოვეს საშუალო კალასის საზოგადოებრივ

დონემდე ასულიყო. ცეზარი უკვე გატკეპნილი გზით მიდიოდა. მას თავისი

შეხედულებები სხვისგან ჰქონდა ნასესხები და მათ უცილობელ ჭეშმარიტებად

თვლიდა. უმეცარი, მაგრამ კეთილი, უჭკუო, მაგრამ ღრმად რელიგიური, ალალი

სულის ადამიანი იყო. ერთადერთი გრძნობა ათბობდა მის გულს, რაც შუქი და

ძლიერება იყო მისი ცხოვრებისა, - ცოლ-შვილის თავდადებული სიყვარული, ამან

გამოიწვია აგრეთვე ამაღლების წყურვილი მასში და ცოდნის ის შეზღუდული მარაგი,

რისი შეძენაც მოახერხა.

ქ-ნი ბიროტო იმ ხანებში ოცდაჩვიდმეტი წლისა იყო და ისე გავდა ვენერა მილოსელს,

რომ ყველა ნაცნობი მის გამოსახულებას ხედავდა დიუკ დე რივიერის[23] მიერ

გამოგზავნილ საუცხოო ქანდაკებაში. მაგრამ რამდენიმე თვეში დარდმა ისე სწრაფად

გამოაშრო მისი თეთრყირმიზი კანი, ისე ულმობლად ჩაუღრმავდა და ჩაუშავდა

მოლურჯო ჩრდილები საუცხოო მწვანე თვალების ქვეშ, რომ ბებერ მადონას

დაემსგავსა. რადგან ქალმა უბედურებაშიც კი შეინარჩუნა სულიერი სიფაქიზე,

მწუხარე, მაგრამ ნათელი გამოხედვა, არ შეიძლებოდა არ გეღიარებინათ, რომ ჯერ

ისევ ლამაზი შესახედავი იყო, ხოლო მისი თავდაჭერილი მანერები ღირსების

Page 36: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გრძნობას აღგიძრავდნენ. ცეზარის მიერ განზრახულ მეჯლისზე მას ბედმა არგუნა

უკანასკნელად გაებრწყინა თავისი სილამაზით, რაც ყველა დამსწრემ შენიშნა.

ყოველგვარ არსებობას თავისი აპოგეა აქვს, როცა ზემომქმედი მიზეზები და მისგან

გამომდინარე შედეგები სავსებით ეთანხმებიან ერთმანეთს. ეს არის ცხოვრების

შუადღე, როცა ცოცხალი ძალები სრულ წონასწორობაში იმყოფებიან და მთელ თავის

ბრწყინვალებაში ვლინდებიან. ასეთი აყვავება მხოლოდ ორგანულ არსებებში როდი

ვლინდება, ის ახასიათებს ქალაქებსაც, ერებსაც, იდეებსაც, დაწესებულებებსაც,

ვაჭრობას და საწარმოებს, რომლებიც მსგავსად კეთილშობილი გვარებისა და

დინასტიებისა, ჯერ აღმოცენდებიან, მერე მაღლდებიან და ბოლოს ეცემიან. რით

აიხსნება იმ ამაღლებისა და დაცემის კანონთა უცვლელობა, რაიცა საფუძველია

ყოველივესი, დედამიწის ზურგზე რომ ხდება? დედამიწის სფერო, შესაძლებელია,

სხვა არა არის რა, თუ არა შუშხუნა, ოდნავ სხვაზე უფრო ხანგრძლივად რომ ანათებს.

ისტორიას, რომელიც დედამიწის ზურგზე ყოველივე არსებულის დიდებისა და

დაცემის მიზეზებზე მოგვითხრობს, შეეძლო ადამიანი გაეფრთხილებინა, აი, აქ არის

შენი მისწრაფებების ზღვარიო. მაგრამ არც დამპყრობლები, არც მსახიობები, არც

ქალები, არც მწერლები არ შეისმენენ მის მხსნელ ღაღადისს.

ცეზარ ბიროტო, რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ თავის განდიდებაში

კეთილდღეობის აპოგეას მიაღწია, ეს შეჩერება ისე მიიღო, როგორც შემდგომი

მოძრაობის საწყისი წერტილი. თან ისიც სათქმელია, რომ სრულიად არაფერი

გაეგებოდა ამ საკითხებში, ვინაიდან არც ხალხებს, არც მონარქებს არ უცდიათ

წარუშლელი დამწერლობებით აღებეჭდათ იმ ნგრევათა მიზეზები, რასაც ისტორია

უხვად გვთავაზობს და რის ურცხვ მაგალითსაც მრავალი დინასტიები და სავაჭრო

სახლები იძლევიან. რატომ არ აღმართავენ ახალ პირამიდებს, რათა ყველას და

თითოეულს დღენიადაგ მოაგონდეს ის პირნციპი, რომელიც ხალხთა პოლიტიკისა

და ცალკეულ პირთა ქცევის საფუძვლად ჩაითვლებოდა: „როცა წარმოებული

მოქმედება თავისი მიზეზის პირდაპირ დამოკიდებულებაში აღარ იმყოფება და მას

აღარ შეესაბამება, მაშინ ნგრევა იწყება“. და მაინც, ასეთი ძეგლები ყველგან არსებობს:

ეს არის გადმოცემანი და ქვები, რომლებიც წარსულზე გვესაუბრებიან და

უკვდავჰყოფენ შეუბრალებელი ბედისწერის ჟინიანობას, ვისი ხელიც ჩვენს ოცნებებს

ამსხვრევს და გვიმტკიცებს, რომ თვით ყველაზე დიდი მოვლენებიც კი ერთ აზრზე

დაიყვანება. ტროა და ნაპოლეონო მხოლოდ პოემებია. და დაე, ეს მოთხრობაც გახდეს

პოემა ბურჟუაზიული ცხოვრების უკუღმართობისა, რაზეც არასოდეს არავინ

დაფიქრებულა, ვინაიდან მეტისმეტად უმნიშვნელო ეჩვენებოდათ მაშინ, როცა

სინამდვილეში ესეც უდიდეს მოვლენათა რიცხვში შედის. აქ სიტყვა ეხება არა

ცალკეულ ადამიანებს, არამედ ტანჯულთა მთელ დასს.

დაძინებისას ცეზარი შიშობდა, ცოლი დილას ისევ არ შებმოდა ახალ-ახალი

საწინააღმდეგო მოსაზრებებით, და გუნებაში თავის თავს უბრძანა უთენია

ამდგარიყო და ყოველივე თვითონვე გადაეწყვიტა. გათენებისას, როცა კონსტანსს

ჯერ ისევ ეძინა, ჩუმად გამოვიდა საწოლი ოთახიდან, სწრაფად ტანთ ჩაიცვა და

სწორედ იმ წუთში ჩავიდა მაღაზიაში, როცა დამტარებელი ბიჭი ფანჯრებიდან

დარაბების დანომრილ ფიცრებს ხსნიდა. რაკი ნახა, ნოქრები ჯერ არ მოსულიყვნენ,

ბიროტო დუქანში დარჩა მათ შესახვედრად, თან თვალყურს ადევნებდა, როგორც

ასრულებდა დამტარებელი რაგე თავის მოვალეობას, რაც თვითონ ცეზარმაც კარგად

შეისწავლა ერთ დროს. ციოდა, მაგრამ მშვენიერი ამინდი იდგა.

Page 37: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- პოპინო, - შესძახა ბიროტომ კიბეზე მომავარ ნოქარს, - სელესტენს სთხოვე დუქანში

ჩამოვიდეს, შენ კი ჩაიცვი. ტიულრიში უნდა წავიდეთ, ზოგ რამეზე მინდა

გელაპარაკო.

ანსელმ პოპინო ფერდინანდ დიუ ტიიეს საოცრად სწინააღმდეგო პიროვნებას

წარმოადგენდა. ბედნიერმა შემთხვევამ, რაც ადამიანს განგების რწმენას უნერგავს,

მოახვედრა ცეზარის სახლში, სადაც იმდენად მნიშვნელოვანი როლის შესრულება

მოუხდა, რომ საჭიროდ მიმაჩნია მისი პორტრეტის მოხაზვა. ქ-ნი რაგონი დაბადებით

პოპინო იყო, მას ორი ძმა ჰყავდა. უმცროსი იმხანად სენის დეპარტამენტის პირველი

ინსტანციის სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. უფროსი ძმა

შალეულით ვაჭრობდა, გაკოტრდა, გარდაიცვალა და ერთადერთი ვაჟიშვილი

რაგონებსა და მოსამართლე ძმას დაუტოვა საზრუნავად. ბიჭის დედა მშობიარობას

გადაჰყვა. ქ-ნმა რაგონმა, რათა ანსელმისათვის რაიმე საქმე გაეჩინა, საპარფიუმერიო

დუქანში მოაწყო და იმედი ჰქონდა, დროთა განმავლობაში ბიროტოს მემკვიდრედ

იხილავდა. ანსელმ პოპინო დაბალი ტანისა იყო და კოჭლობდა. ეს იყო ნაკლი,

რომელიც შემთხვევამ ლორდ ბაირონს, ვალტერ სკოტსა და ტალეირანს მიანიჭა,

თითქოს ამით უნდოდა ყველა კოჭლობისაგან ტანჯული ადამიანი გაემხნევებინა.

ღაჟღაჟა სახეზე ჭორფლი ჰქონდა მოფენილი, როგორც ყველა წითურთმიან ადამიანს,

მაგრამ შუბლის სუფთა მოხაზულობა, მუქძარღვიანი რუხი, აქატისფერი თვალები,

ლამაზი პირი, თეთრი კანი, ახალგაზრდული მორცხვი მოძრაობა, ფიზიკური

ნაკლით გამოწვეული გაუბედაობა, ადამიანში სიმპათიას იწვევდნენ და დახმარების

სურვილს აღუთქვამდნენ: სუსტები ხომ მუდამ საყოველთაო სიყვარულით

სარგებლობენ! პოპინო თავისადმი გულისხმიერებას იწვევდა. პატარა პოპინო,

როგორც ყველა მოიხსენიებდა, უაღრესად რელიგიური ოჯახის შვილი იყო, მისი

მშობლები მაღალი ზნეობით გამოირჩეოდნენ, მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდნენ

და ბევრ კეთილ საქმეს სჩადიოდნენ. გასაკვირი არ არის, რომ მოსამართლე ბიძის

მიერ აღზრდილი ყმაწვილი კაცი ახალგაზრდობის დამამშვენებელ ყველა თვისებას

აერთიანებდა თავის თავში: ჭკუას, გულითადობას, ოდნავ გაუბედაობას, მაგრამ

მგზნებარე გული ჰქონდა, კრავივით უწყინარი იყო, მუშაობაში კი მუყაითი,

ერთგული და ზომიერი - ის პირველ ქრისტიანთა ყველა სათნოებით იყო

დაჯილდოებული.

როცა პოპინომ გაიგონა, რომ ასე ადრიანად ტიულრის ბაღში იწვევდნენ

გასასეირნებლად, - თანაც ეს საკვირველი წინადადება მისი პატივცემული პატრონის

პირიდან მოდიოდა, - გადაწყვიტა, ბატონს, ჩემი მოწყობის შესახებ თუ უნდა

საუბარიო და იმწამსვე ცეზარინზე გაიფიქრა, ვარდთა ამ ნამდვილ დედოფალზე,

სავაჭრო სახლის ცოცხალ ფირნიშზე: ყმაწვილი კაცი ქალიშვილში შეყვარებული იყო

იმ დღიდანვე, როცა ბიროტოსთან სამსახური დაიწყო, ორი თვით ადრე დიუ

ტიიემდე. კიბეზე რომ ადიოდა, იძულებული იყო შეჩერებულიყო: სუნთქვა ეკვროდა,

გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. მალე ისევ დუქანში ჩამოვიდა უფროსი დახლიდარის,

სელესტენის თანხლებით. ანსელმი და მისი ბატონი სიტყვის უთქმელად

ტიულრისკენ გაემართნენ. პოპინოს იმხანად ოცდაორი წელიწადი უსრულდებოდა,

მის ასაკში ბიროტო უკვე ცოლიანი კაცი იყო, ამიტომ ანსელმი ვერ ხედავდა

ვერავითარ დაბრკოლებას ცეზარინთან შეუღლებაში, თუმცა პარფიუმერის ქონება და

მისი ქალიშვილის სილამაზე დიდი დაბრკოლება იყო ესოდენ პატივმოყვარე გეგმის

შესრულებაში. მაგრამ სიყვარული ადამიანს იმედით ასხამს ფრთებს, რაც უფრო

Page 38: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

უგუნურია სიყვარული, მით უფრო სჯერათ მისი გამარჯვებისა; რაც უფრო

მიუწვდომელი იყო საყვარელი ქალი, მით უფრო უღვივდებოდა ანსელმს გრძნობა. ეს

ბედნიერი ჭაბუკი იმ წლებში, როცა იშლებოდა საზღვრები საზოგადოების

სხვადასხვა ფენებს შორის, როცა ყველას ერთმანეთის მსგავსი ქუდი ეხურა, რაღაც

დაბრკოლებებს იგონებდა პარფიუმერის ქალსა და თავის თავს, უძველესი

პარიზული გვარის ჩამომავალს შორის! და მაინც, მიუხედავად ეჭვებისა და

მღელვარებისა, ბედნიერი იყო: ყოველდღე ცეზარინთან ერთად სუფრაზე

სადილობდა. ანსელმი იმდენად ახლოს იღებდა გულთან ფირმის ყველა ინტერესებს,

ისეთი მონდომებით ჰკიდებდა ხელს ყოველგვარ საქმეს, რომ სამსახური არავითარ

უსიამოვნებას არ ჰგვრიდა, ყველაფერს ცეზარინისთვის აკეთებდა და არ იცოდა, რა

იყო დაღლა. ოცდაორი წლის ჭაბუკს თავგანწირული სიყვარული სჩვევია.

- ნამდვილი ვაჭარი გამოვა, აუცილებლად მაგრად დადგება ფეხზე. - ანსელმს უქებდა

ცეზარი ქ-ნ რაგონს რაკი იგი ქარხანაში ფაციფუცობდა, საპარფიუმერიო საქმეში

გამჭრიახი იყო, გულმოდგინედ მუშაობდა და იმ დღეებში, როცა საქონელს

გასაგზავნად ამზადებდა, ხელებდაკაპიწებული კოჭლი პოპინო მარტოდმარტო

უფრო მეტ ყუთს ფუთავდა და აჭედებდა, ვიდრე სხვა ნოქრები.

ობოლი პოპინოს გამარჯვებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ცეზარინის ხელის

აშკარა მთხოვნელი ალექსანდრე კროტა, ნოტარიუს როგენის უფროსი კლერკი,

მდიდარი ბრიელი ფერმერის ვაჟიშვილი. მაგრამ პოპინოს ეს სიძნელეები არ

ეჩვენებოდა აგრე რიგად საშინლად! ანსელმი გულის სიღრმეში ფარავდა სამწუხარო

საიდუმლოებას, რომელიც მასა და ცეზარინს შორის უფსკრულს აღრმავებდა.

რაგონების ქონება, რისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა, შერყეული იყო. ყმაწვილ

კაცს ბედნიერება ხვდა წილად რაგონებისთვის თვითონვე გაეწია დახმარება

საკუთარი ღარიბული ჯამაგირიდან. მიუხედავად ამისა, იმედს მაინც არ კარგავდა,

რომ გაიმარჯვებდა!

ანსელმს არაერთხელ დაუჭერია მისკენ მომავალი ცეზარინის ამაყი მზერა! მან

გაბედა და ქალიშვილის თვალთა სიღრმეში ამოიკითხა იდუმალი აზრი, იმედით რომ

ათბობდა მის გულს. იმიტომ იყო, რომ დღეს სიყვარულით აღსავსე, მთრთოლვარე,

მდუმარე ანსელმი ისევე აღელვებული მისდევდა ბიროტოს, როგორიც იქნებოდა

ამგვარ გარემოებაში ყოველი ყმაწვილი კაცი, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ ახლა იწყება.

- პოპინო, - მიმართა პატივისცემით ვაჭარმა, - მამიდაშენი ჯანმრთელად თუა?

- დიახ, ბატონო.

- ისე მეჩვენება თითქოს ამ ბოლო დროს რაღაც აწუხებს. ხომ ყველაფერი რიგზეა

თქვენთან? მოიხედე, ჩემო კარგო, ნურაფერს დამიმალავ, ჩვენ ხომ თითქმის

ნათესავები ვართ. აი, უკვე ოცდახუთი წელიწადი სრულდება, რაც ბიძაშენს ვიცნობ.

მის დუქანში პირდაპირ სოფლიდან მოვედი, ფეხებზე ტლანქი, ნალიანი ხამლები

მეცვა. მართალია, ჩვენს სოფელს „ტრეზორიერი“[24] ერქვა, მაგრამ მთელ ჩემ ქონებას

მარტო ერთი ლუიდორი შეადგენდა, რომელიც მაჩუქა ჩემმა ნათლიამ,

განსვენებულმა მარკიზ დ’იუკზელის მეუღლემ, კონტ და კონტეს ლენონკურების

ნათესავმა, ჩვენი მუდმივი მუშტრები რომ არიან. აი, ამიტომ ვლოცულობ ყოველ

კვირა მისი და მთელი მისი ოჯახის საკეთილდღეოდ. მის ძმიშვილს ქ-ნ დე მორსეფს

ტურენში აქამდე ყოველგვარ საპარფიუმერიო საქონელს ვუგზავნი. ლენონკურები

Page 39: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

განუწყვეტლივ მიგზავნიან მყიდველებს. მაგალითად ბ-ნი დე ვანდენესი

გამომიგზავნა, რომელსაც წელიწადში ათას ორასი ფრანკის საქონელი მიაქვს ჩვენგან.

თუ ალალი გულით არა, ანგარებით მაინც უნდა ვიყო მისი მადლიერი. მაგრამ იცოდე,

შენთვის სულით და გულით ყოველივე სიკეთე მინდა.

- აჰ, ბატონო, ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ თქვენზე უფრო ნათელი გონების

ადამიანი არ მეგულება.

- არა, ჩემო მეგობარო, არა, ეგ არ არის საკმარისი. არ გეკამათები, თავი სხვაზე უარესი

არა მაქვს, მაგრამ ეს კი იყო, რომ პატიოსნებისათვის არ მიღალატია, იცის მაღალმა

ღმერთმა! მუდამ წესიერად ვიქცეოდი, მუდამ მხოლოდ ჩემი ცოლი მიყვარდა.

სიყვარული მძლავრი მამოძრავებელია, როგორც ეს მარჯვედ გამოთქვა გუშინ

პალატაში ბ-მა დე ვილელმა.

- სიყვარული, არა? - შესძახა პოპინომ, - ო, ბატონო, ნუთუ მართლა ეგრეა?..

- ერთი უყურე, ძია როგენი მოლასლასებს. ნეტა რა უნდა მაგ ბებრუცანას დილის რვა

საათზე ლუი მე-15 მოედანზე[25], - თავის თავს ჩაეკითხა ცეზარი, და მთლად

დაავიწყდა ანსელმიცა და თხილის ზეთიც.

ბიროტოს მაშინ ცოლის ეჭვები გაახსენდა და ტიულრის ბაღიდან ნოტარიუსის

შესახვედრად იბრუნა პირი. ანსელმი პატრონს კარგა დიდ მანძილზე მისდევდა და

ვერ გაეგო უეცარი ინტერესი, რომელიც ცეზარმა ერთი შეხედვით ესოდენ

უმნიშვნელო საგანზე გადაიტანა, მეტად კმაყოფილი კი დარჩა წაქეზებით, რაც

ცეზარის სიტყვებში განჭვრიტა ნალებდარტყმულ ხამლებზე, ლუიდორზე და

სიყვარულზე.

მაღალ-მაღალი, ჩასუქებული, სახემუწუკიანი, შავთმიანი და ნახევრად

გამელოტებული როგენი ერთ დროს ულამაზო მამაკაცი არ იქნებოდა.

ახალგაზრდობაში უტიფარი და კერპი ხასიათისა იყო და წვრილი კლერკიდან

ნოტარიუსობას მიაღწია. მაგრამ ახლა გამოცდილი, დაკვირვებული თვალი უთუოდ

შეამჩნევდა ნერვის ოდნავ ცახცახს, სახეს რომ უფუჭებდა და დაღლილობის ნიშანს,

რაც ამქვეყნიური სიამით დატკბობას გამოეწვია. როცა ადამიანი გადაჭარბებით

ეძლევა ბინძურ ვნებებს, ვერ მოახერხებს ამ სიბინძურის კვალი სახიდან მოიშოროს.

ამიტომ უცნაური ნაოჭები და წითელი ლაქები როგენის ლოყებზე სულაც არ

აკეთილშობილებდა მის გარეგნობას. იმ სუფთა ფერების ნაცვლად, რაც ზომიერ

ადამიანებს აცოცხლებს და ჯანმრთელ შესახედაობას აძლევს, მასში იგრძნობოდა

მისი სხეულისათვის ძნელად ასატანი ავხორცული გულისთქმით შეხურებული

უსუფთაო სისხლი. ცხვირი უშნოდ ჰქონდა აპრეხილი, როგორც ეს ხშირად

ლორწოვანი გარსის ანთებით დაავადებულ ადამიანებს აქვთ და მაუწყებელია

საიდუმლო სენისა, რომელსაც საფრანგეთის ერთი სათნო დედოფალი მიამიტად

მამაკაცთა საერთო უბედურებად თვლიდა. და რაკი, გარდა მეფისა, მას არც ერთი

მამაკაცი ახლოს არ ცოდნია, ვერც ვერასოდეს მიხვდა თავის შეცდომას. როგენი

გამწარებით ყნოსავდა ესპანურ თამბაქოს და ამით უნდოდა თავისი სენი დაეფარა,

მაგრამ ეს მხოლოდ აძლიერებდა ავადმყოფობის არასასიამოვნო გამოვლინებებს, რაც

მისი უბედურების მთავარი მიზეზი გახდა.

Page 40: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

განა არ დადგა დრო ბოლო მოვუღოთ პირფერობას საზოგადოების მიმართ, მოვეშვათ

ადამიანთა მუდამ მცდარი ფერებით აღწერის ჩვეულებას? რატომ ვდუმვართ მათი

ჭირ-ვარამის ჭეშმარიტ მიზეზებზე, რომელთაც დაავადებები იწვევენ ასე ხშირად?

დღევანდლამდე ყოფა-ცხოვრების აღმწერელნი ფრიად ნაკლებად იყვნენ

დაინტერესებულნი ადამიანის ზნეობრივი გარეგნობით, მთელი მისი ცხოვრების

ყაიდით, ხორციელი სენის დამანგრეველი გავლენით. ქ-მა ბიროტომ სწორად

გამოიცნო როგენთა საიდუმლო.

ქორწინების პირველსავე ღამეს მშვენიერმა ქალბატონმა როგენმა, ბანკირ შევრელის

ერთადერთმა ასულმა, უბედური ნოტარიუსისადმი დაუძლეველი ზიზღი იგრძნო და

გადაწყვიტა დაუყოვნებლივ მიეღწია გაყრისათვის. როგენმა, დიდად ბედნიერმა

მდიდარი ცოლით, რომელიც ნახევარმილიონიანი ქონების პატრონი იყო სხვა

მემკვიდრეობის ჩაუთვლელად, ქალი დაითანხმა გაყრაზე საქმე არ აღეძრა. მან ცოლს

სრული თავისუფლება მისცა, და ამ შეთანხმების ყველა არასასურველი შედეგი

თავად იკისრა. ქ-ნი როგენი საკუთარი თავის მბრძანებელი გახდა და ქმარს ისე

დაუწყო მოპყრობა, როგორც კურტიზანი ქალი ექცევა ძველ საყვარელს. როგენი

ძალიან მალე მიხვდა, რომ ცოლი მეტისმეტად ძვირად უჯდებოდა და მრავალი

პარიზელი ქმრის მსგავსად, მეორე ოჯახი გაიჩინა. თავდაპირველად ხარჯებში

კეთილგონიერების საზღვარს არ გადადიოდა და ეს ხარჯები არც იყო დიდი.

პირველ ხანებში როგენი მომჭირნედ ცხოვრობდა და კმაყოფილდებოდა მხოლოდ

გრიზეტის[26] ქალებით, რომლებიც მის მფარველობას ძვირად აფასებდნენ, მაგრამ,

აგერ უკვე სამი წელიწადი იყო დაუოკებელ ვნებას მოეცვა, რაც ხშირად

ორმოცდაათიდან სამოცი წლის ასაკის მამაკაცებს ეუფლება. ნოტარიუსის ვნებას

იწვევდა იმ დროის ყველაზე ბრწყინვალე კურტიზანი ქალი, რომელიც პარიზის

პროსტიტუციის ქრონიკებში „ჰოლანდიელი მზეთუნახავის“ სახელით იყო ცნობილი.

მალე ეს ქალი პროსტიტუციის მორევმა ჩაითრია და თავისი სიკვდილით გაითქვა

სახელი. ოდესღაც ეს ლამაზმანი ბრიუგედან პარიზში როგენის ერთ კლიენტს

ჩამოეყვანა. ხოლო, როცა პოლიტიკური მოსაზრებების გამო მას პარიზის დატოვება

დასჭირებოდა, ქალი 1815 წელს ნოტარიუსისთვის გადაელოცა. მოხუცმა საყვარელი

ქალისთვის ელისეს მინდვრებზე პატარა სასახლე იყიდა, მდიდრულად მოუწყო და

მის ყველა ძვირადღირებული ხუშტურების შესრულებას შეუდგა. „ჰოლანდიელი

მზეთუნახავის“ მფარველობამ როგენის მთელი ქონება ჩაყლაპა.

როგორც კი როგენმა თავის კლიენტს თვალი მოჰკრა, მაშინვე სახიდან პირქუში

გამომეტყველება გადაეყარა. ეს აიხსნებოდა გაუგებარი მოვლენებით, რომლებშიც

დიუ ტიიეს მეტისმეტად სწრაფი გამდიდრების საიდუმლოება იმალებოდა. როცა

პარფიუმერის უფროსმა ნოქარმა ერთ კვირა დღეს ბიროტოსთან სტუმრად მოსული

ნოტარიუსი ნახა და როგენისა და მისი ცოლის დამოკიდებულებას დააკვირდა,

მაშინვე შეიცვალა თავდაპირველი გეგმები. დიუ ტიიე ბიროტოსთან უფრო იმიტომ

მოეწყო, რომ მისი ქალიშვილი შეერთო, და არა იმისთვის, რომ მისი ცოლი შეეცდინა.

ცეზარინის შერთვა მას სავსებით დააკმაყოფილებდა კონსტანსის მიმართ

დაუკმაყოფილებელ ვნებაში, მაგრამ როცა დარწმუნდა, ცეზარი სულაც ისეთი

მდიდარი არ არის, როგორც მეგონაო, ადვილად დაანება თავი ამ გეგმას. დიუ ტიიემ

ნოტარიუსს მიაგნო და მისი ნდობა მოიპოვა. მერე იმასაც მიაღწია, რომ

„ჰოლანდიელი მზეთუნახავი“ გაეცნო, გაერკვა, რა სარჩული ჰქონდა როგენთან მის

კავშირს და შეიტყო, რომ ქალი იმუქრებოდა, ნოტარიუსს მივატოვებ, თუ ჩემი

Page 41: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ხარჯები შეკვეცაო. „ჰოლანდიელი მზეთუნახავი“ ისეთ დამთხვეულ ქალთა ჯიშს

განეკუთვნებოდა, რომლებიც არასოდეს კითხულობენ, სად და როგორ შოულობენ

კაცები ფულს, და მშვიდად შეუძლიათ მამისმკვლელის ფულით მოაწყონ მეჯლისი.

ეს ქალი არასოდეს დაფიქრებულა ხვალინდელ დღეზე. მომავალი მისთვის

დღევანდელი საღამოთი იფარგლებოდა, ხოლო თვის ბოლო სადღაც

მარადიულობაში ეკარგებოდა მაშინაც კი, როცა ანგარიშების დაფარვა იყო საჭირო.

დიუ ტიიე კმაყოფილი დარჩა, როცა თავისი გეგმებისათვის აუცილებელი ბერკეტი

იპოვა, და მან უწინარეს ყოვლისა, „ჰოლანდიელი მზეთუნახავი“ დაითანხმა, რომ

როგენი წელიწადში ოცდაათი ათას ფრანკად ჰყვარებოდა, ნაცვლად უწინდელი

ორმოცდაათი ათასისა: ავხორცი ბებრუცუნები იშვიათად ივიწყებენ ამგვარ

სამსახურს.

ერთხელ, ნავახშმევს, როცა კარგად შეთვრნენ, როგენი დიუ ტიიეს თავის ფინანსურ

კრახში გამოუტყდა. ნოტარიუსის უძრავი ქონება მისი ცოლის კანონიერი იპოთეკა

იყო. ამიტომ მოხდა, რომ ვნებამ მას კლიენტების ფული გააფლანგვინა. ეს თანხა კი

მისი კანტორის ღირებულების ნახევარს აღემატებოდა. უბედურ როგენს შუბლზე

ტყვია უნდოდა ეკრა მას შემდეგ, რაც კურტიზანი ქალი მთელ მის შეძლებას

შთანთქავდა: იმედი ჰქონდა საზოგადოების თანაგრძნობას გამოიწვევდა და ამით

შეანელებდა ბანკროტობის საშინელ შთაბეჭდილებას. დიუ ტიიემ გამდიდრებისაკენ

სწრაფი და უტყუარი გზა განჭვრიტა, რამაც ელვასავით გაუნათა ზარხოშის ბურანი.

მან როგენი დაამშვიდა და ნდობისათვის მადლობა გადაუხადა, თან ურჩია

პისტოლეტები ჰაერში დაეცალა.

- როცა თქვენი მდგომარეობის კაცი ასეთ რისკზე მიდის, მან ჭკვიანურად უნდა

იმოქმედოს და არ მიენდოს შემთხვევის ნებას. თქვენ უფრო გადაჭრით უნდა

იმოქმედოთ, - უთხრა დიუ ტიიემ.

და მან ნოტარიუსს წინადადება მისცა, დიუ ტიიესთვის მსხვილი თანხა მიენდო,

რათა მას ბირჟაზე გაბედული ოპერაცია შეესრულებინა, ან რომელიმე იმ ათასნაირ

სპეკულაციაში მიეღო მონაწილეობა იმხანად რომ წარმოებდა. თუ გაუმართლებდა,

საბანკირო სახლს დააარსებდნენ ერთად, მეანაბრეთა ფულს ბრუნვაში გაუშვებდნენ,

შემოსავალი კი როგენის ვნებათა დასაკმაყოფილებლად წავიდოდა. უკეთუ, ბედი

უმტყუნებდათ, როგენი თავს კი არ მოიკლავდა, არამედ საზღვარგარეთ გაიპარებოდა,

ვინაიდან მისი ერთგული მეგობარი დიუ ტიიე მზად იყო მისთვის უკანასკნელი სუც

კი გაენაწილებინა. ეს იყო წყალწაღებული კაცისათვის გადაგდებული თოკი და

როგენმა ვერ შეამჩნია, რომ პარფიუმერი - ნოქარი მას კისერზე თოკს უჭერდა.

როცა დიუ ტიიე როგენის საიდუმლოს დაეუფლა, ერთბაშად დაიმორჩილა ცოლიც,

საყვარელიც და ქმარიც. წინასწარ გაფრთხილებული, რომ გაკოტრების საშიშროება

ელოდა, რაც უწინ ფიქრადაც არ მოსვლია, - ქ-ნი როგენი დიუ ტიიეს არშიყობას

დათანხმდა, ხოლო, მან, დარწმუნდა თუ არა წარმატებაში, უმალვე მიატოვა

პარფიუმერის დუქანი. ყოფილმა ნოქარმა ადვილად დაითანხმა ნოტარიუსის

მიჯნური, გარკვეულ თანხაზე გაეწია რისკი, ვითომდა იმისთვის, რომ მომავალში

უბედურებაშიც კი აღარ მიემართა პროსტიტუციისათვის. როგენის ცოლმა თავისი

ფულადი საქმეები მოაწესრიგა, სწრაფად შეაგროვა პატარა კაპიტალი და მანაც

ჩააბარა მისი ქმრის სანდო პირს, ვინაიდან თვითონ ნოტარიუსმაც აღარ დააყოვნა

თავისი თანამონაწილესათვის ათასი ფრანკის გადაცემა. ქ-ნ როგენთან საქმიან

Page 42: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ნიადაგზე დაახლოებულმა დიუ ტიიემ მოახერხა ეს ლამაზი ქალი თავის

სასარგებლოდ განეწყო და უძლიერესი ვნება აღუძრა. ბუნებრივია, სამივე

მინდობილი პირი მას თავიანთი მოგებიდან განსაზღვრულ წილს გადაუხდიდა,

მაგრამ დიუ ტიიე ამას არ დასჯერდა და თავხედობა ეყო მათი ანგარიშით ბირჟაზე

ეთამაშა. ის უთანხმდებოდა მოწინაღმდეგეს, რომელიც უკანვე უბრუნებდა მის მიერ

ვითომდა წაგებულ თანხას, ვინაიდან დიუ ტიიე ერთსა და იმავე დროს საკუთარი და

თავისი კლიენტების სახელითაც თამაშობდა. როგორც კი ორმოცდაათი ათასი ფრანი

შეაგროვა, დიუ ტიიემ ირწმუნა, რომ გამდიდრდებოდა. თავისი დამახასიათებელი

არწივისებური სიფხიზლით დაუწყო თვალყურის დევნება განვითარების ფაზებს,

რომლებშიც იმ დროის საფრანგეთი იმყოფებოდა. ის 1814 წლის სამხედრო კამპანიის

დროს კურსის დაწევაზე თამაშობდა, ხოლო ბურბონთა დაბრუნების შემდეგ კურსის

აწევაზე. ლუი მე-XVII გამეფების შემდეგ ორ თვესაც არ გაუვლია, რომ ქ-ნ როგენს

უკვე ორასი ათასი ფრანკი ჰქონდა, თვითონ დიუ ტიიეს კი სამასი ათასი.

ნოტარიუსმა, ვისაც ყმაწვილი კაცი მფარველ ანგელოზად ეჩვენებოდა, თავისი

საქმეები გამოასწორა. მაგრამ „ჰოლანდიელი მზეთუნახავი“ უწინდებურად ქარს

ატანდა როგენის ფულებს. ქალი მსხვერპლი გახდა საზიზღარი ობობისა,

იმპერატორის ყოფილი პაჟის ვინმე მაქსიმ დე ტრაისა, რომელიც მას სისხლს სწოვდა.

ერთხელ, როცა კურტიზან ქალთან რაღაც გარიგებას ახდენდა, დიუ ტიიემ მისი

ნამდვილი სახელი შეიტყო. ის ყოფილიყო სარა გობსეკი. გაოცებული, რომ ეს გვარი

იმ მევახშის გვარს ემთხვეოდა, რომლის შესახებაც საკმარისად ბევრი ჰქონდა

გაგონილი, დიუ ტიიე წავიდა მოხუცთან, ახალგაზრდა თავად-აზნაურთა ამ

გაჭირვების ტალკვესთან, რათა გამოერკვია, გამოადგებოდა თუ არა ის რამეში თავის

ნათესავ ქალს. მევახშეთა ამ ბრუტუსმა[27] შეუბრალებლობა გამოიჩინა თავისი

ძმისწულის შვილის მიმართ, მაგრამ თვითონ დიუ ტიიემ მიიქცია მისი მოწყალე

ყურადღება, როგორც სარას ბანკირმა და საბრუნავი კაპიტალის მქონე პირმა.

ნორმანდიელის ბუნება და მევახშის ბუნება სავსებით დაემთხვა ერთმანეთს. გობსეკს

იმხანად სწორედ სჭირდებოდა გაქნილი ყმაწვილი კაცი, რომელიც თვალს

მიადევნებდა ერთ პატარა ფინანსურ ოპერაციას, საზღვარგარეთ რომ აწარმოებდა.

ერთმა სახელმწიფო საბჭოს მომხსენებელმა, რომელსაც ბურბონთა დაბრუნებამ

მოულოდნელად მოუსწრო, გადაწყვიტა მეფის კარზე თავი გამოეჩინა. მისთვის ის

უნდა წასულიყო გერმანიაში და იქ გამოესყიდა ემიგრაციის დროს მეფისწულების

მიერ გაცემული სავალო ვალდებულებანი. დიუ ტიიე ამ მაქინაციის მხოლოდ

პოლიტიკური მხარით დაინტერესდა, მაგრამ დათანხმდა აქედან მიღებული

შემოსავალი იმისთვის მიეცა, ვინც აუცილებელ თანხას ასესხებდა. გობსეკი

სახსრების გაცემაზე მხოლოდ სავალო ვალდებულებათა ყიდვის შემდეგ

თანხმდებოდა, თანაც იმ პირობით, თუ მათ რომელიმე მისი გონიერი

წარმომადგენელი შეამოწმებდა. მევახშეები არავის ენდობიან, ისინი ყოველთვის

უზრუნველყოფას მოითხოვენ. მათთან საქმის დაჭერის დროს ყველაფერი

შემთხვევაზე ჰკიდია: თუ ადამიანი არ სჭირდებათ, ყინულივით ცივი არიან, მაგრამ

მაშინვე შემპარავნი, კეთილგანწყობილნი ხდებიან, როგორც კი ამას მათი ინტერესები

მოითხოვს. დიუ ტიიეს კარგად მოეხსენებოდა, რა დიდ როლს თამაშობდნენ პარიზის

ბირჟის კულისებში სენ-დენის და სენ-მარტენის ქუჩების სავაჭრო სახლთა

დისკონტერები ვერბრუსტი და ჟიგონე, აგრეთვე პუასონიერის გარეუბნის ბანკირი

პალმა, რომელიც თითქოს ყოველთვის გობსეკთან ერთად მონაწილეობდა საქმეებში.

დიუ ტიიემ გობსეკს კარგა მოზრდილი ფულადი გირაო შესთავაზა, ოღონდ

თავისთვისაც მოგების განსაზღვრული პროცენტი გამოაღებინა და უფალ

Page 43: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ფინანსისტებს თანხმობა ჩამოართვა, რომ მათთვის გადაცემულ კაპიტალს ბრუნვაში

გაუშვებდნენ, ამგვარად დიუ ტიიემ მათი მხარდაჭერა მოიპოვა. დიუ ტიიე ბ-ნ

კლემან სარდენ დე ლიუპოს გერმანიაში მოგზაურობისას თან ახლდა, რაც „ასი

დღის“ განმავლობაში გრძელდებოდა, და მეორე რესტავრაციის დროისათვის

დაბრუნდა. მან უფრო საფუძველი ჩაუყარა თავის ქონებას, ვიდრე გაზარდა. იგი

ჩასწვდა პარიზის ყველაზე უფრო გაქნილ ფინანსურ საიდუმლოებათა

საიდუმლოებებს. მოიპოვა იმ კაცის მეგობრობა, ვის სამეთვალყურეოდაც იყო

მიჩენილი, და ამ მოხერხებულმა საქმოსანმა დიუ ტიიეს უმაღლესი პოლიტიკის

ყველა ზამბარა და კანონი გაუხსნა. ფერდინანდი ადამიანთა იმ მოდგმას ეკუთვნოდა,

ვისაც მანამდე ესმის ყველაფერი, სანამ პირს გახსნიდე. მოგზაურობამ დაასრულა

მისი განათლება.

პარიზში ფერდინანდს მისი ერთგული ქ-ნი როგენი შეხვდა. საცოდავი ნოტარიუსიც

მასავით მოუთმენლად ელოდა დიუ ტიიეს, ვინაიდან „ჰოლანდიელ

მზეთუნახავს“ ისევ ერთიანად გაეღლიტა. როცა დიუ ტიიემ „ჰოლანდიელი

მზეთუნახავის“ ამბები გაიგო, გაირკვა, რომ მისი ხარჯები მნიშვნელოვნად

აღემატებოდა მის მიერ თავის თავზე დახარჯულ თანხებს. მაშინ დიუ ტიიემ გაიგო

სარა გობსეკის საიდუმლოება, რასაც ესოდენ გულმოდგინედ უმალავდნენ: ეს იყო

მისი გიჟური ვნება მაქსიმ დე ტრაის მიმართ, ვისმა პირველმა ნაბიჯებმაც

მანკიერებისა და გარყვნილების გზაზე მაშინვე გამოამჟღავნეს ამ კაცის ნამდვილი

არსი. ეს იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკური ვიგინდარა, რომელიც ყველა მთავრობას

აუცილებლად ჰყავს. თამაშისადმი ვნებას ეს კაცი გაუმაძღარი გაეხადა. ამ აღმოჩენამ

დიუ ტიიე გაარკვია იმ ვითარებაში, თუ რატომ ექცეოდა გობსეკი თავის ძმისწულის

შვილს გულგრილად. როცა ბანკირი დიუ ტიიე საქმეში კარგად გაერკვა, - ახლა ის

უკვე ბანკირი გახლდათ, - როგენს დაბეჯითებით ურჩია შავი დღისათვის ფული

დაეგროვებინა და თავისი ცოტად თუ ბევრად შეძლებული კლიენტები საქმეში ჩაება.

ამით მსხვილ თანხებს მოიპოვებდა იმ შემთხვევაში, თუ ბირჟაზე შემდგომი თამაშის

დროს გაკოტრდებოდა. „აწევასა“ და „დაცემაზე“ თამაშის შემდეგ, რამაც მხოლოდ

თვით დიუ ტიიე და ქ-ნი როგენი გაამდიდრა, ბოლოს და ბოლოს ნოტარიუსისათვის

საბოლოო განადგურების საათმაც ჩამოჰკრა. სულთმობრძავ როგენს მისმა ერთგულმა

მეგობარმა თავისთვის ყველა შესაძლებელი ხეირი გამოწურა. დიუ ტიიემ გამოიგონა

მადლენის ეკლესიის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთების სპეკულაცია. თავისთავად

ცხადია, ბიროტოს მიერ როგენისთვის შესანახად მიბარებული ასი ათასი ფრანკი

ხელში ჩაუვარდა დიუ ტიიეს, რომელიც პარფიუმერის დაღუპვას ცდილობდა. დიუ

ტიიემ ნოტარიუსი დაარწმუნა, თუ უახლოეს მეგობრებს ბადეში გახვევ, თავად

ნაკლები საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიო.

- მეგობარი მაშინაც კი გვზოგავს, როცა გვიწყრება, - დაარწმუნა მან როგენი.

დღეს ცოტა ვინმემ თუ იცის, რა იაფი იყო იმ დროს მიწა მადლენის ეკლესიის

რაიონში. მაგრამ ნაკვეთის პატრონები, რომელთაც უნდა მორიგებოდნენ, მაინც

ისარგებლებდნენ შემთხვევით, ფასს აუწევდნენ და უფრო ძვირად გაყიდიდნენ,

ვიდრე იმ ხანებში ფასობდა. დიუ ტიიეს უნდოდა ამ საქმიდან ხეირი ენახა და

გრძელვადიან სპეკულაციასთან დაკავშირებული არავითარი დანაკარგი არ ჰქონოდა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი გეგემა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს წამოწყება

ჩანასახშივე დაეღუპა, თვითონ დაპატრონებოდა და მერე ჩაებერა მასში სიცოცხლე.

ასეთ ვითარებაში საქმოსნები, როგორიც გობსეკი, პალმა, ვერბრუსტი და ჟიგონე

Page 44: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

იყვნენ, დახმარებას უწევდნენ ურთიერთს. მაგრამ დიუ ტიიე ამ ადამიანებთან

იმდენად დაახლოებული არ იყო, რომ შემწეობისთვის მიემართა. გარდა ამისა,

მისთვის აუცილებელი იყო ჩრდილში დარჩენილიყო. მას თანაშემწე სჭირდებოდა, -

მორჩილი იარაღი საკუთარ ხელში, ადამიანი, რომელსაც კომერციულ სამყაროში

შემცვლელ პირს უწოდებენ. თავისი ცრუ პარტნიორი საბირჟო თამაშში დიუ ტიიეს

სავსებით შესაფერისი ეჩვენა ამ როლისათვის და მანაც ხელჰყო მაღალი ღმერთის

უფლებები, რათა თავისთვის საჭირო ადამიანი შეექმნა ერთი ყოფილი

კომივოიაჟერისაგან, რომელსაც არც სახსრები გააჩნდა და არც რაიმე ნიჭი გარდა

იმისა, რომ ყველა თემაზე შეეძლო სისულელეების როშვა, და მხოლოდ იმისთვის

ვარგოდა, რომ შეთავაზებული როლი გაეთამაშა და პიესა არ ჩაეგდო. ეს ადამიანი

დაჯილდოებული იყო თავისებური პატიოსნებით, ესე იგი, მზად იყო საიდუმლო არ

გაემხილა და საკუთარ თავზე ლაფი დაესხა, ოღონდ იმ პირის სახელი გადაერჩინა,

ვინც მას ენდობოდა. ამ სუბიექტისაგან დიუ ტიიემ ბანკირი შექმნა. ეს იყო მსხვილ

კომერციულ საწარმოთა დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, საბანკირო სახლის

უფროსი ვინმე კლაპარონი. შარლ კლაპარონი საბირჟო საქმიანობის მსხვერპლი უნდა

გამხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ დიუ ტიიეს მაქინაციები მის გაბანკროტებას

მოითხოვდნენ, და ეს მან კარგად იცოდა. და აი, ამ საცოდავ ჯეელს, რომელიც

ბულვარებზე დაღვრემილი დაეხეტებოდა და მთელ იმედებს იმ უკანასკნელ ორმოც

სუზე ამყარებდა ჯიბეში რომ ედო ძველი ამხანაგის დიუ ტიიეს შეხვედრისას, ის

მცირე გასაკითხი, ყოველი შესრულებული საქმისათვის რომ ჰპირდებოდნენ

ნამდვილ ელდორადოდ ეჩვენა. დიუ ტიიესადმი მისმა მეგობრულმა განწყობილებამ

და ერთგულებამ, რაც კიდევ უფრო გააძლიერა მადლიერების ანგარიშმიუცემელმა

გრძნობამ იმისათვის, რომ მისი უქმი და აღვირახსნილი ცხოვრების საჭიროებანი

დააკმაყოფილეს, კლაპარონი აიძულა ყველაფერზე დათანხმებულიყო. მან თავისი

პატიოსნება გაყიდა და როცა დაინახა, როგორ წინდახედულად თამაშობდა ამ

პატიოსნებით დიუ ტიიე, ისე აეტორღიალა თავის ძველ ამხანაგს, როგორც ძაღლი

პატრონს. კლაპარონი მეტისმეტად მახინჯი ძაღლი იყო, მაგრამ ერთგული, და

კურციუსის[28] მსგავსად მუდამ მზად გახლდათ უფსკრულში გადავარდნილიყო.

ხსენებული მიწების სპეკულაციაში კლაპარონს ნაკვეთის მყიდველთა ნახევარი უნდა

წარმოედგინა ისევე, როგორც ცეზარ ბიროტო იყო მეორე ნახევრის წარმომადგენელი.

თამასუქები, რომელიც კლაპარონს ბიროტოსაგან უნდა მიეღო, ერთ-ერთ მევახშეს

უნდა გაენაღდებინა, რომლის სახელს დიუ ტიიე ამოეფარებოდა, რათა ბიროტო

გაკოტრების მორევში ჩაეძირა მას შემდეგ, როცა როგენი მის ნაღდ კაპიტალს

გაიტაცებდა. საკონკურსო სამმართველოს წევრები დიუ ტიიეს მითითებით

იმოქმედებდნენ, ის კი პარფიუმერის მიერ შეტანილ თანხებს ხელში ჩაიგდებდა და

მისი ფარული კრედიტორი გახდებოდა. შემდეგ განზრახული ჰქონდა საჯარო

ვაჭრობით გაეყიდა მიწის ნაკვეთები და ნახევარ ფასად შეეძინა. მათს ღირებულებას

როგენის ფულიდან და კონკურსის დივიდენდებიდან გადაიხდიდა. ნოტარიუსმა

დიუ ტიიეს შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო, რადგან ანგარიშობდა თავისთვისაც

დაეძრო გვარიანი თანხა ბიროტოსი და მისი კომპანიონების ქონებიდან. მაგრამ კაცს,

რომელსაც ის ენდო, განზრახული ჰქონდა და კიდევაც მიიტაცა ნადავლის უდიდესი

ნაწილი. როგენი მოკლებული იყო შესაძლებლობას დიუ ტიიე სამართალში მიეცა და

გამოხრული ძვლით დაკმაყოფილდა, თვიდან თვემდე რომ მიუგდებდნენ ხოლმე,

როცა შვეიცარიის ერთ-ერთ გამოყრუებულ სოფელში თავს აფარებდა და იაფასიანი

ლამაზმანებით კმაყოფილდებოდა.

Page 45: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ეს შემზარავი გეგმა თვითონ ცხოვრებამ შექმნა და არა ტრაგიკული ისტორიების

შემთხზველთა ფანტაზიამ, რთულ ინტრიგებს რომ ხლართავს. სიძულვილი

სამაგიეროს გადახდის წყურვილის გარეშე ისეთი თესლია, რომელიც გრანიტის

იატაკზე იღუპება. მაგრამ დიუ ტიიეს შურისძიება ცეზარ ბიროტოზე, მან რომ

დაიფიცა ბოლომდე მივიყვანო, ისეთივე ბუნებრივი იყო, როგორც ბნელეთის სულთა

მტრობა სინათლის ანგელოზებთან. დიუ ტიიეს არ შეეძლო მოეკლა ის ერთადერთი

ადამიანი პარიზში, რომელმაც იცოდა, რომ მან ქურდობა ჩაიდინა. ამით სერიოზული

საფრთხის წინაშე დადგებოდა. მაგრამ შეეძლო ლაფი გადაესხა მისთვის და ამით

მისი, როგორც მოწმის ჩვენებისათვის, ყოველგვარი მნიშვნელობა წაერთვა, დიდხანს

მწიფდებოდა მის გულში სიძულვილი, სანამ ბოლოს და ბოლოს არ გადაიფურჩქნა,

რადგან პარიზში თვით ყველაზე ღვარძლიან ადამიანებსაც არ შეუძლიათ ბევრი დრო

მოანდომონ თავიანთ ხრიკებს: მეტისმეტად სწრაფი და მშფოთვარეა აქ ცხოვრება,

მეტისმეტად ბევრია აქ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ამავე დროს ცხოვრების ეს

გაუთავებელი ცვალებადობა საშუალებას რომ არ გაძლევს წინასწარ მოიფიქრო

რომელიმე გეგმა, საუკეთესოდ უწყობს ხელს იმ ადამიანთა იდუმალ ზრახვებს,

რომელთაც იციან ხელსაყრელი მომენტის დაჭერა მოვლენათა მშფოთვარე დინებაში.

როცა როგენი დიუ ტიიეს თავის გაკოტრებაში გამოუტყდა, ყოფილმა ნოქარმა,

მართალია ბუნდოვნად, მაგრამ მაინც განჭვრიტა ცეზარის დაღუპვის შესაძლებლობა,

და არც შემცდარა. თავის კერპთან განშორების მოლოდინში ნოტარიუსი სიყვარულის

ნექტარს გატეხილი ფიალიდან სცლიდა, ყოველ საღამოს ელისეს მინდვრებზე

დადიოდა პატარა სახლში და იქიდან შინ განთიადისას ბრუნდებოდა. ამგვარად ქ-ნი

ბიროტოს ეჭვები სამართლიანი იყო. როგორც კი ადამიანი დათანხმდება იმ როლს,

რომელიც დიუ ტიიემ როგენს თავს მოახვია, მაშინვე მოიპოვებს უდიდესი

კომედიანტის ნიჭს, ფოცხვერის სიფხიზლეს, ნათელმხილველის შორსმჭვრეტელობას,

თავისი მსხვერპლის დამაგნიტების უნარს. ნოტარიუსმა პარფიუმერი უფრო ადრე

შენიშნა, ვიდრე ის მიაქცევდა ყურადღებას და როცა ცეზარმა შეხედა, როგენი უკვე

ხელს უწვდიდა.

- ამ წუთში ერთი მაღალი თანამდებობის პირის ანდერძი შევადგინე, ეს კაცი ერთ

კვირასაც ვეღარ იცოცხლებს, - თქვა მან სავსებით ბუნებრივი იერით, - მაგრამ ისე

მომექცნენ, როგორც სოფლის ექიმს. ეტლით წამიყვანეს, შინ კი ქვეითად ვბრუნდები.

ამ სიტყვებმა გაფანტეს უნდობლობის ღრუბელი, პარფიუმერს შუბლზე რომ

მოხვეოდა, რაც როგენს არ გამოპარვია. ამიტომაც ნოტარიუსმა ვერ გაბედა პირველს

წამოეწყო საუბარი მიწის ნაკვეთების სპეკულაციაზე, მით უმეტეს, რომ განზრახული

ჰქონდა თავისი მსხვერპლისათვის უკანასკნელს ჩაეცა ლახვარი.

- ხან, ანდერძები, ხან საქორწინო ხელშეკრულებები, - თქვა ბიროტომ. - ასეთია ჩვენი

ცხოვრება! ხო, მართლა, როდის უნდა მოხდეს ჩვენი და მადლენის დანიშვნა, ჰა,

ნათლია როგენ? - დასძინა მან და ნოტარიუსს ღიპზე ხელი დაარტყა.

მამაკაცთა საზოგადოებაში თვით ყველაზე სათნოებით გამსჭვალულ ბურჟუასაც კი

სურს ანცი გამოჩნდეს.

- ეგ თუ ახლავე არ მოხდა, თავის დღეში აღარ მოხდება, - დიპლომატიური

გამომეტყველებით მიუგო ნოტარიუსმა. - მეშინია, ეს საქმე ძალიან არ გახმაურდეს,

ორი ყველაზე მდიდარი ჩემი კლიენტი უკვე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ამ

Page 46: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სპეკულაციაში. ბოლოს და ბოლოს უკვე დროა, ან გადავწყვიტოთ, ან მთლად უარი

ვთქვათ. შუადღის მერე ოქმებს შევამზადებ. მაშასადამე, მოფიქრებისათვის მხოლოდ

პირველ საათამდე გეძლევათ დრო. ნახვამდის. ახლა მინდა გადავათვალიერო შავად

ნაწერი ხელშეკრულება, რომელიც ქსანდროს წუხელ უნდა დაემზადებინა.

- ეგრე იყოს, თანახმა ვარ, - თქვა ბიროტომ და ნოტარიუსს გამოუდგა. - ასი ათას

ფრანკს გაძლევთ, ქალიშვილის მზითვისთვის რომ მაქვს გადადებული.

როგორც კი ბიროტო პოპინოს მიუბრუნდა, მაშინვე მკერდში რაღაცამ მოუჭირა,

სახეში სისხლი მოაწვა, ყურებმა შუილი დაუწყო.

- რა მოგდით, ბატონო? - ჰკითხა ნოქარმა, როცა დაინახა, როგორ გაფითრდა მისი

პატრონი.

- არაფერი, ჩემო კარგო. ამ წუთში ერთი ძალიან დიდი საქმე გადავწყვიტე, თავბრუ

დაგეხვევა, მაშ რა იქნება! ეს საქმე შენც გეხება. ჰოდა, აქ იმისთვის მოგიყვანე, რომ

თავისუფლად მოგელაპარაკო. აქ არავინ გაგვიგონებს. ესე იგი, შენ ამბობ, რომ

მამიდაშენს გაუჭირდა, არა? რანაირად დაკარგა ფული, აბა, მიამბე?

- მამიდაჩემსა და ბიძაჩემს, ბატონო, თავისი დანაზოგი ნუსინგენთან ჰქონდათ

მიბარებული და იძულებული იყვნენ ანაბრის საზღაურად ვორჩინის საბადოების

აქციები აეღოთ, რომლებიც ჯერჯერობით არავითარ შემოსავალს არ იძლევა, მათ

ასაკში კი ძნელია მხოლოდ იმედებით არსებობა.

- მაშ, რა სახსრებით ცხოვრობენ?

- ჩემდა სასიხარულოდ დამეთანხმნენ, რომ დავეხმარო.

- ყოჩაღ, ყოჩაღ, ანსელმ. - უთხრა პარფიუმერმა და თვალებზე ცრემლი მოადგა, -

ტყუილად კი არ შემივარდა შენზე გული. ამას გარდა, შენ გულმოდგინე

სამსახურისათვისაც გელის ღირსეული ჯილდო.

ამ სიტყვებზე პარფიუმერი იმდენადვე გაიზარდა საკუთარ თვალში, რამდენადაც

პოპინოს თვალში. მის სიტყვებს მიამიტი, მეშჩანური მაღალფარდოვნების იერი

ჰქონდა და მის მოჩვენებითს უპირატესობას გამოხატავდა.

- როგორ! თქვენ მიხვდით, რომ მე მიყვარს?

- ვინ გიყვართ? - ჩაეკითხა ბიროტო.

- მადმუაზელ ცეზარინი.

- ოჰო, ჩემო ბიჭო, ძალიან გაკადნიერებულხარ! - შესძახა ცეზარმა. - ეგ არავისთან

წამოგცდეს და სიტყვას გაძლევ, ყველაფერი დავივიწყო. სულ ერთია ხვალ ჩემი

სახლი მაინც უნდა დატოვო. არა, სულაც არ გიწყრები. შენი რომ ვყოფილიყავი,

ალბათ მეც შემიყვარდებოდა. ძალიან ლამაზი კია, ის შეჩვენებული!

- ახ, ბატონო! - წაიბურტყუნა ნოქარმა და იგრძნო, რომ ოფლში გაიწურა და პერანგი

სველ ზურგზე მიეკრო.

Page 47: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- იცოდე, შვილო, რომ ეს საქმე ეგრე ადვილად არ გადაწყდება. ცეზარინი თავის

თავის პატრონია და დედამისიც თავისას ფიქრობს. ამიტომ თავს მოერიე, თვალები

მოიწმინდე, გული დაიცხრე და ნუღარასოდეს დასძრავ ამაზე სიტყვას. მე რომ

მკითხო, შესაფერისი სიძე ხარ. ვითომ რატომ არ შეგიძლია რაგონების ძმისწულს

სხვასავით ხალხში გამოხვიდე? ოღონდ, აქ მრავალი „მაგრამ“ და „თუ“ გვიშლის

ხელს. რა ეშმაკმა დაგაწყებინა ამაზე ლაპარაკი, როცა ახლა საქმეზე თათბირია

საჭირო? ახლა კი მოდი, ამ მერხზე დაჯექი და შეყვარებული ბიჭიდან ისევ ნოქრად

გადაიქეცი, მოიხედე პოპინო, ვაჟკაცური ადამიანი ხარ, თუ არა? გეყოფა თუ არა

სიმამაცე შეებრძოლო იმას, ვინც შენზე ძლიერია, პირისპირ შეება მოწინააღმდეგეს?

- დიახ, ბატონო.

- გაუძლებ კი ხანგრძლივ და სახიფათო ბრძოლას?

- რას გულისხმობთ?

- იმას, თუ როგორ მოვახრჩოთ „მაკასარის ზეთი“! - მიუგო ბიროტომ და პლუტარქეს

გმირივით წელში გასწორდა. - თავს ნუ მოვიტყუებთ, მტერი ძლიერია, კარგად

შეიარაღებული, ულმობელი. „მაკასარის ზეთი“ ჭკვიანურად გაუშვეს საქმეში.

შესანიშნავადაა ჩაფიქრებული. კვადრატული ფლაკონები ორიგინალური ფორმით

იზიდავენ მყიდველს. ჩემი ზეთისთვის თავდაპირველად ვფიქრობდი სამკუთხა

შუშები შემეკვეთა, მაგრამ, როცა კარგად დავუფიქრდი, გადავწყვიტე, რომ უკეთესი

იქნება ლერწმით შემოწნული თხელი შუშის პატარა ბოთლები გავაკეთოთ. მათ

იდუმალი შესახედაობა ექნებათ, მყიდველს კი ყველაფერი მაცდუნებელი უყვარს.

- ეგ ძვირი დაგვიჯდება, - შენიშნა პოპინომ, - ჩვენ კი, რაც შეიძლება, ნაკლები

სახსრები უნდა დავხარჯოთ, რათა საცალო მოვაჭრეები საგრძნობი ფასდაკლებით

მოვიზიდოთ.

სწორი ხარ, ჩემო კარგო, რაც მართალია, მართალია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ

„მაკასარის ზეთისთვის“ ხალხი თავპირს დაიმტვრევს. ეგ ზეთი მარგებელი ჩანს, თან

სახელწოდებაც მაცდუნებელი აქვს. მას, საზღვარგარეთულ ზეთად ასაღებენ, ჩვენი კი,

სამწუხაროდ, სამამულო წარმოშობისაა. მოიხედე, პოპინო, შეგწევს თუ არა ძალა,

მოსპო „მაკასარის ზეთი“? შენ იმით აჯობებ, რომ ჩვენს ზეთს ოკეანის გაღმა გაიტან.

ეგ მაკასარი, მგონი, სადღაც ინდოეთში იმყოფება და ჩემი აზრით უფრო ბუნებრივი

იქნება ინდუსებს ფრანგული ნაწარმი გავუგზავნოთ, ვიდრე ის, რასაც ვითომდა,

თვითონ გვაწვდიან. კოლონიებთან მოვაჭრე ადამიანები შენს განკარგულებაში არიან.

მაგრამ ჩვენ საზღვარგარეთაც გველის ბრძოლა და ჩვენს პროვინციაშიც. „მაკასარის

ზეთის“ რეკლამებმა ხომ ყველას ყურები გამოუჭედა. რაღა დასამალია, და მან ყველას

გული მოუგო, ყველგან შეაღწია, ხალხი აფასებს. არ გვმართებს არხეინად ყოფნა.

- მე კი მოვსპობ! - შეჰყვირა პოპინომ და თვალები აენთო.

- კი მაგრამ, რა საშუალებით? ო, ეს გულფიცხი ახალგაზრდობა! მოიცა, ბოლომდე

დამიგდე ყური.

ანსელმი ისე გაიჯგიმა, როგორც საფრანგეთის მარშლის წინაშე მდგარი ჯარისკაცი.

Page 48: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- პოპინო, მე გამოვიგონე თმის ზრდის ზეთი, ის თავის კანს კვებავს და, როგორც

მამაკაცებს, ისე ქალებს თმის ფერს უნარჩუნებს, ეს ზეთი ნაკლებად როდი გასაღდება,

ვიდრე ჩემი კრემი და ტუალეტის წყალი. მაგრამ არ მინდა თვითონ დავამუშაო ჩემი

აღმოჩენა, რადგან ვაჭრობის მიტოვებას ვაპირებ. შენ მოგიხდება, შვილო ჩემო,

„კომაგენური ზეთის“ გავრცელება. სახელწოდება წარმოსდგება ლათინური

სიტყვიდან კომა, რაც თმას ნიშნავს, როგორც ლეიბ-მედიკოსმა ბ-მა ალიბერმა[29]

ამიხსნა, ეს სიტყვა გვხვდება ტრაგედიაში „ბერენიკა“, რასაც რასინმა თავისი

საუცხოო თმით ცნობილი თვალწარმტაცი დედოფლის საყვარელი კომაგენის მეფე

გამოიყვანა. უთუოდ იმ მეფემ სატრფოს საამებლად უწოდა ეს სახელი თავის

სახელმწიფოს. ხედავ, რაოდენ შორსმჭვრეტნი არიან გენიალური ადამიანები! მათ

თვალებს სულ მცირე რამაც არ ეპარება.

ახალგაზრდა პოპინო სერიოზულად უსმენდა ამ ჩართულ ალთა-ბალთა წინადადებას,

რომელიც, ალბათ, სპეციალურად მისთვის, როგორც გათვითცნობიერებული

ადამიანისთვის იყო განკუთვნილი.

- ანსელმ! ჩემი არჩევანი შენზე შევაჩერე და გადავწყვიტე, ახალი სააფთიაქო სავაჭრო

სახლი დავაარსო ლომბარდის ქუჩაზე, - განაცხადა ბიროტომ. - მე შენი უჩინარი

კომპანიონი ვიქნები და მოწყობილობის ფულს მოგცემ, ოღონდ კი „კომაგენური

ზეთი“ გავიდეს და მერე ვსინჯოთ გამოვუშვათ ვანილის ესენციაც და პიტნის

სპირტიც. ერთი სიტყვით, ჩვენ სააფთიაქო და საპარფიუმერო საქმეში

გადატრიალებას მოვახდენთ, დავიწყებთ კონცენტრირებული და არანატურალური

ზეთების გაყიდვას. აბა, ჩემო პატივმოყვარე ჭაბუკო, მითხარი, კმაყოფილი ხარ, თუ

არა?

ანსელმი ხმას ვერ იღებდა იმდენად დათრგუნა ამოდენა წყალობამ, მაგრამ მისი

ცრემლით აღსავსე თვალები ყოველგვარ სიტყვებზე უკეთესად მეტყველებდნენ.

პარფიუმერის წინადადება თითქოს მამობრივი შემწყნარებლობით იყო ნაკარნახევი, -

ამით ბიროტო თითქოს ეუბნებოდა: „სიმდიდრესა და პატივს მიაღწიე და ცეზარინს

დაიმსახურებო!“

- ჩემო ბატონო, - გამოსცრა როგორც იყო პოპინომ, რომელმაც ბიროტოს მღელვარება

გაკვირვებად მიიღო, - აუცილებლად მივაღწევ წარმატებას!

- აი, ოდესღაც მეც შენისთანა ვიყავი! - შესძახა პარფიუმერმა. - მეც სწორედ ასეთ

პასუხს გავცემდი. იქნება ჩემი სიძე არ გახდე, მაგრამ აუცილებლად გამდიდრდები

მაინც. რა გემართება, ჩემო ბიჭო?

- ნება მიბოძეთ იმედი ვიქონიო, რომ თუ ერთს მივაღწევ, მეორესაც მოვიპოვებ.

- არ შემიძლია იმედის ქონა აგიკრძალო ჩემო ბიჭო, - უთხრა ანსელმის კილოთი

გულაჩუყებულმა.

- მაშინ თუ ასეა, ბატონო, შემიძლია დღესვე შევუდგე დუქნისთვის შენობის ძებნას,

რომ აღარ დავაყოვნოთ საქმის დაწყება.

- ხო, ჩემო მეგობარო. ხვალ მე და შენ ქარხანაში ჩავიკეტებით. სანამ ლომბარდის

ქუჩაზე ძებნას დაიწყებდე, ლივინგსტონთან შედი და გაიგე, შეიძლება თუ არა, ხვალ

ჩემი ჰიდრავლიკური წნეხი ავამუშაოთ. დღეს სადილობისას მე და შენ

Page 49: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სახელგანთქმულ მეცნიერთან ბატონ ვოკლენთან წავალთ და მოვეთათბირებით.

ამჟამად სწორედ თმის აღნაგობის შესწავლას აწარმოებს. ამას წინათ გამოიკვლია

თმის საღებავ ნივთიერებათა თვისებები, მის წარმოშობისა და აგრეთვე თვით თმის

ქსოვილი. ამაშია საქმის მთელი არსი, პოპინო. ჩემს აღმოჩენას შენ გადმოგცემ, შენ კი

შეეცადე კარგად ისარგებლო ამით. სანამ ლივინგსტონთან წახვალ, პიერ ბენართან[30]

შეირბინე, ჩემო მეგობარო, ბატონი ვოკლენის უანგარობა უდიდეს გულისტკივილს

მგვრის: პირდაპირ შეუძლებელია რაიმე საჩუქარი მიაღებინო, საბედნიეროდ,

შიფრევილისგან შევიტყვე, რომ ვინმე მიულერის ნამუშევარი დრეზდენის მადონას

გრავიურა უნდოდა შეეძინა და აი, გერმანიაში ორწლიანი მიწერ-მოწერის შემდეგ,

ბენარმა, როგორც იყო, მოძებნა ამ გრავიურის ანაბეჭდი ჩინურ ქაღალდზე,

უწარწეროდ. ეს გრავიურა, ჩემო ბიჭო, ათასხუთასი ფრანკი ღირს, დღეს, როცა ჩვენი

მწყალობელი დერეფანში გამოგვაცილებს, გრავიურა იქ უნდა იყოს. შენ კი იმაზე

იზრუნებ, რომ ამ დროისათვის გრავიურის ჩარჩო იქნას მზად. ამგვარად, მე და ჩემი

ცოლი ვოკლენს თავს შევახსენებთ. ჩვენს მადლობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, აგერ

უკვე თექვსმეტი წელია ყოველ დღე მისთვის ვლოცულობთ. ცხოვრებაში არ

დავივიწყებ მას, მაგრამ იცოდე, პოპინო: მეცნიერებაში ღრმად წასული ადამიანები

ყველაფერს ივიწყებენ - ცოლსაც, მეგობრებსაც, მათ მიერ გაბედნიერებულ

ადამიანებსაც. ჩვენ, უბრალო ადამიანები ჭკუით არა ვბრწყინავთ, მაგრამ, მხურვალე

გული გვაქვს, და ეს გვამშვიდებს: ყველა ხომ აკადემიკოსი არ იქნება. უფალ

აკადემიის წევრებს ყველაფერი ჭკუაში აქვთ წასული. მათ ეკლესიაში ვერასოდეს

ნახავ. ბატონი ვოკლენი ყოველ ცისმარე დღეს თავის კაბინეტშია ჩაკეტილი ან

ლაბორატორიაში ატარებს, მინდა დავიჯერო, რომ ღმერთს არ ივიწყებს და მის

ქმნილებებს სწავლობს. ერთი სიტყვით, გადაწყვეტილია: მე შენ უზრუნველგყოფ

ვაჭრობისთვის აუცილებელი სახსრებით, ჩემს აღმოჩენას გადმოგცემ, ჩვენ საქმეებს

ნახევარსაწყისებზე ვაწარმოებთ, და ქაღალდზე დაწერილი ხელშეკრულება არ

გვჭირდება. ოღონდ კი ღმერთმა გაგვიღიმოს, და ერთმანეთს არ ვაწყენინებთ. ახლა

კი, გასწი, მეგობარო, მეც ჩემს საქმეებზე წავალ. მოიხედე, პოპინო, სამი კვირის

შემდეგ დიდი მეჯლისი უნდა გადავიხადო, შენთვის ფრაკი შევუკვეთე, მეჯლისზე

ხალხს ისე უნდა ეჩვენო, როგორც უკვე შეძლებული კომერსანტი...

გულმოწყალების ამ უკანასკნელმა გამოვლინებამ ისე აუჩუყა გული პოპინოს, რომ

ცეზარის ვეებერთელა ხელს სწვდა და აკოცა. შეყვარებულ ჭაბუკს ეამა პარფიუმერის

ნდობა, შეყვარებულებმა კი არაფერში იციან თავის შეკავება.

„საცოდავი ბიჭი! - გაიფიქრა ბიროტომ და ტიულრის ბაღით გაქცეულ ანსელმს

გაადევნა თვალი. - რა კარგი იქნებოდა ცეზარინს ანსელმი შეეყვარებინა, მაგრამ

კოჭლობს, თმაც სპილენძის ტაშტივით უბრწყინავს, გოგოები კი ისეთი წუნიები

არიან! არა მჯერა, რომ ცეზარინმა... დედამისიც ხომ სულ იმას ოცნებობს, რომ

ქალიშვილი ნოტარიუსს მიათხოვოს. ალექსანდრ კროტასთან გოგო ფუფუნებაში

იცხოვრებს. საერთოდ, თუ ფული არის, ყველაფერი ადვილი ასატანია, სიღარიბეში

კი ყოველგვარი ბედნიერება ჩამკვდარია, მაგრამ დაე, შვილმა თვითონვე

გადაწყვიტოს თავისი ბედი, ოღონდ სისულელეები არ ჩაიდინოს!“

ბიროტოს მეზობლად ცხოვრობდა ერთი ლანგედოკელი ქოლგებითა და ჯოხებით

მოვაჭრე ღარიბი კაცი, გვარად კეირონი. ამ კაცს საქმეები ცუდად მისდიოდა და

ბიროტოს ხშირად გაუწევია მისთვის ფულადი დახმარება. კეირონი სიამოვნებით

Page 50: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დაუთმობდა მდიდარ პარფიუმერს თავის ორ ოთახს მეორე სართულზე, თვითონ კი

დუქნის უკან გადავიდოდა, რათა სახლის პატრონისთვის ნაკლები გადაეხადა.

- იცი, რა გითხრა, მეზობელო, - ფამილარულად მიმართა ბიროტომ ქოლგების

გამყიდველს დუქანში შესვლისას, - ცოლი დამეთანხმა ბინის გაფართოებაზე! თუ

გინდათ, დღეს თერთმეტ საათზე, ბატონ მოლინესთან მივიდეთ.

- ძვირფასო, ბატონო ბიროტო, - მიუგო ქოლგებით მოვაჭრემ, - მე სიტყვაც არ

ამომიღია გასამცლელო თანხაზე, მაგრამ თავადაც კარგად გესმით, რომ კარგმა

ვაჭარმა ყველაფერში ხეირი უნდა ნახოს.

- დასწყევლოს ეშმაკმა! - უპასუხა პარფიუმერმა, - მე რა, ფულს ნიჩბითა ვხვეტავ? ჯერ

ისიც არ ვიცი დამთანხმდება თუ არა არქიტექტორი, რომელიც ჩემი პროექტის

შესასრულებლად გამოვიძახე! სანამ მოვრიგდებოდეთო, მითხრა მან, უნდა ვნახო

ერთ დონეზეა თუ არა ბინებიო. მერე საჭიროა ბატონ მოლინეს გამოვართვა ნებართვა

კედელში კარის გასაჭრელად, და ჯერ კიდევ საკითხავია, საერთოა თუ არა ის

კედელი. გარდა მაგისა, კიბის მოტრიალება და ბაქნის გადაადგილება იქნება საჭირო,

რომ შესაძლებელი გახდეს პირდაპირ სახლიდან სახლში გადასვლა. აი, რამდენი

ხარჯები მაქვს, გაკოტრებას კი არ ვაპირებ.

- რას ამბობთ, ბატონო! - შეჰყვირა სამხრეთელმა, - უმალ მზე და მიწა

დაქორწინდებიან და მათ პატარა პლანეტები გაუჩნდებათ შვილებად ვიდრე თქვენ

გაკოტრდებით.

ბიროტომ ნიკაპზე ხელი მოისვა, ფეხის წვერებზე წამოიწია და ქუსლებზე მძიმედ

დაეშვა.

- ამასთან, - განაგრძო კეირონმა, - ჩემი თხოვნა მარტო ის იქნება, რომ ზოგიერთი

თამასუქი გამომართვათ.

კეირონმა პარფიუმერს გაუწოდა ერთი დასტა, სადაც ხუთი ათას ფრანკიანი

თექვსმეტი თამასუქი იდო.

- ჰო-ო - გააგრძელა პარფიუმერმა და თამასუქები გადაფურცლა, - ყველა

მოკლევადიანი ყოფილა, ორ-სამ თვიანი...

- ექვსი პროცენტის ანგარიშით მაინც აიღეთ ეგ თამასუქები, - პირმოთნედ სთხოვა

კეირონმა.

- როგორ, დალოცვილო, მევახშე ხომ არა ვარ? - უსაყვედურა პარფიუმერმა.

- ღმერთო ჩემო, მე, ბატონო, თქვენ ყოფილ ნოქართან დიუ ტიიესთან ვიყავი. მან

გადაჭრით უარი მითხრა ამ თამასუქების მიღებაზე. ეტყობა, უნდოდა გამოეცინცლა,

რამდენად დავუთმობდი.

- ეს ხელმოწერები რაღაც არ მეცნობა, - თქვა პარფიუმერმა.

- გასაკვირი არ არის, ესენი ყველანი ხელზე მოვაჭრენი არიან, ჩვენს ვაჭრობაში ცოტა

როდია სასეირო გვარი!

- კეთილი, ყველას აღებას ვერ დაგპირდებით, მოკლევადიანებს კი ავიღებ.

Page 51: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ოთხთვიანი თამასუქი აქ ათასი ფრანკისა მოგროვდება. ნუთუ მაგ ათასის

გულისთვის იმ სისხლისმსმელებს უნდა ველაქუცო, რომლებიც მთელ შემოსავალს

გვწუწნიან! მიყავით სიკეთე, სულ აიღეთ. მე რომ თამასუქების განაღდება შემეძლოს...

მაგრამ არავითარი კრედიტი არა მაქვს და ეს არის რომ გვღუპავს ჩვენ, წვრილ

მოვაჭრეებს.

- ჰო, კარგი ეგრე იყოს, ვიღებ თამასუქს. სელესტენი გადაგიხდით. თერთმეტი

საათისათვის მზად იყავით. აგერ, ჩემი არქიტექტორი ბატონი გრენდოც, - დაუმატა

პარფიუმერმა, დაინახა თუ არა დუქანში შემოსული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც

წინადღით გაეცნო, როცა ბ-ნ დე ლა ბილარდიერთან იყო, - მიუხედავად ნიჭიერ

ადამიანთა ჩვეულებისა, თქვენ ზუსტი ბრძანებით, ბატონო, - უთხრა ცეზარმა

კომერსანტს დახვეწილი თავაზიანობით. - თუ, - როგორც ეს ერთმა მონარქმა,

გონებამახვილმა კაცმა და უდიდესმა პოლიტიკოსმა თქვა, საქმეებში სიზუსტე

მეფეთა ზრდილობააო, ვაჭრისთვის კი პირდაპირ საუნჯეა. დრო ძვირფასია, დრო

ფულია, მეტადრე თქვენთვის, მხატვრებისთვის. გავბედავ და ვიტყვი, რომ

არქიტექტურა ხელოვნების ყველა დარგებს აერთიანებს. დუქანში ნუ გავივლით, ისე

ავიდეთ ზევით, - დასძინა მან და თავისი სახლის კარზე მიუთითა.

ბ-მა გრენდომ ოთხი წლის წინათ არქიტექტურაში პრემია მიიღო. ის ახლა ხანს

დაბრუნდა რომიდან, სადაც სამი წელიწადი დაჰყო სახელმწიფოს ხარჯზე. იტალიაში

ახალგაზრდა არქიტექტორი ხელოვნებაზე ფიქრობდა, პარიზში - კარიერაზე.

მხოლოდ მთავრობას შეუძლია მისცეს არქიტექტორს მისი დიდების

განსამტკიცებლად აუცილებელი მილიონები. ხომ ასე ბუნებრივია, რომ რომიდან

დაბრუნების შემდეგ მან თავი ფონტენად[31] ან პერსიედ[32] წარმოიდგინოს და

ყველა პატივმოყვარე არქიტექტორი განწყობილი იყოს მთავრობის კურსს მიჰყვეს.

ლიბერალი სტუდენტი გრენდო როიალისტი არქიტექტორი გახდა და ცდილობდა

გავლენიან პირთა მფარველობა მოეპოვებინა. როცა ხელოვანი ასე იქცევა, ამხანაგები

მას ინტრიგანს უძახიან. ახალგაზრდა არქიტექტორს არჩევანი ჰქონდა: ან

პარფიუმერის გული მოეგო, ან კარგი გასამრჯელო მიეღო მისი შემწეობით, მაგრამ

ბიროტო, როგორც მერის თანაშემწე, ბიროტო, მადლენის ეკლესიის მიდამოებში

მიწის ნაკვეთთა ნახევრის მფლობელი, სადაც ადრე თუ გვიან აუცილებლად

მშვენიერი შენობები წამოიჭიმებოდა, მისთვის საჭირო კაცი იყო. ამიტომ გრენდომ

გადაწყვიტა დღევანდელი ხეირი მომავალი კეთილდღეობისთვის შეეწირა. თან

მოთმინებით მოისმინა გეგმები, წინადადებანი და მოსაზრებანი ბიროტოსი, ერთ-

ერთი იმ ბურჟუასი, რომლებიც მუდმივი სამიზნე არიან მათი მოძულე მხატვრების

ენამახვილობისა და დაცინვისა, მან ზრდილობიანად გახედა პარფიუმერს თავის

ქნევით, რაც მისი ჩანაფიქრის თანხმობას გამოხატავდა. როცა ცეზარმა ყველაფერი

დაწვრილებით აუხსნა, ახლაგაზრდა არქიტექტორმა მოკლედ მოახსენა ბიროტოს

მისივე საკუთარი გეგმა.

- თქვენი სამი ფანჯარა ქუჩაში გადის, ერთი შიდა ფანჯარა კი კიბის ბაქანზე. ამ ოთხ

ფანჯარას დავამატებთ კიდევ ორს მეზობელი სახლიდან, რომლებიც მათთან ერთ

დონეზე არიან. კიბეს კი ისეთნაირად მოვაბრუნებთ, რომ ქუჩის მხარეს გამავალი

ყველა ოთახი ერთ მთლიან სართულს ქმნიდნენ.

- თქვენ საუცხოოდ გამიგეთ, - უთხრა გაკვირვებულმა პარფიუმერმა.

Page 52: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- თქვენი გეგმის შესასრულებლად ჩვენ მოგვიხდება კიბის განათება ზემოდან,

ცოკოლში კი მეკარის სენაკი მოეწყობა.

- ცოკოლში?

- დიახ, ეს საძირკველია, რომელზეც დაყრდნობილი იქნება...

- მესმის, ბატონო, მესმის...

- ჰოდა, რაც შეეხება ოთახების განლაგებასა და მათ გაწყობას, ამაში მე მომეცით

სრული თავისუფლება. მე მინდა ეს ისე გავაკეთო, რომ ღირსეული იყოს...

- ღირსეული! თქვენ სწორედ საჭირო სიტყვა იპოვეთ, ბატონო.

- რა ვადას მაძლევთ ბინის გადაკეთებისათვის? - იკითხა გრენდომ.

- სამ კვირას.

- რა თანხას დაუშვებთ სამუშაოსათვის? - იკითხა გრენდომ.

- რა ვიცი, რა დაჯდება ასეთი რემონტი?

- არქიტექტორი ახალი შენობის ღირებულებას ერთი სანტიმის სიზუსტით

ანგარიშობს, - მიუგო ყმაწვილმა კაცმა, - მაგრამ რადგანაც ჯერ არ მქონია შემთხვევა

ბურჟუას ბინა გამეწყო... მაპატიეთ, ბატონო ჩემო, ეს გამოთქმა უნებლიეთ წამომცდა,

- უნდა მოგახსენოთ, რომ ბინის გადაკეთებისა თუ რემონტის ფასის განსაზღვრა

შეუძლებელია, ვშიშობ, ერთი კვირის შემდეგაც ძლივს მოვახერხებ შავად ნაწერი

ხარჯთაღრიცხვა მოგართვათ. მომენდეთ: თქვენ გექნებათ ზემოდან გაშუქებული

შესანიშნავი კიბე, ლამაზი სადარბაზო, ცოკოლში კი...

- ისევ ეს ცოკოლი!

- ნუ სწუხხართ, მეკარის სენაკისთვის ადგილს ვიპოვით. დიდის გულმოდგინებითა

და სიყვარულით შევუდგები თქვენი საცხოვრებლის გადაკეთებას და გაწყობას. დიახ,

ბატონო ჩემთვის ხელოვნებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფულს! ეგეც არ

იყოს, განა შეიძლება ისე წაიწიო წინ, თუ ადამიანები არ აალაპარაკე? ჩემი აზრით,

საუკეთესო საშუალება ის კი არ არის, რომ მოიჯარადრეებთან ბნელ გარიგებებზე

წახვიდე, არამედ ის, რომ უმნიშვნელო ხარჯებით საუკეთესო შედეგებს მიაღწიო.

- ამისთანა შეხედულებებით, ყმაწვილო კაცო, - უთხრა ბიროტომ მფარველი კილოთი,

- შორს წახვალთ!

- მაშასადამე, - განაგრძო გრენდომ, - კალატოზებს, მღებავებს, ზეინკლებს,

დურგლებსა და ხუროებს თქვენ თვითონვე მოურიგდებით. ჩემს თავზე ვიღებ

მხოლოდ მათი ანგარიშების გასინჯვას. მე ორი ათას ფრანკზე მეტ ჰონორარს არ

გთხოვთ. დარწმუნებული ვარ, ამ ფულის დახარჯვას არ ინანებთ. ხვალ

შუადღისათვის შენობა დამიცალეთ და მუშები მომაშველეთ.

- მაინც, დაახლოებით რამდენი დამიჯდება ეს საქმე?

Page 53: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ათიდან თორმეტ ათას ფრანკამდე, - მიუგო გრენდომ, - მაგრამ მე არა ვთვლი ავეჯის

განახლებას, რასაც ალბათ მოისურვებთ, მომეცით თქვენი გადამკვრელისა და

მეშპალერის მისამართი, ფერები მასთან უნდა შევარჩიო, რომ კარგი ტონის დაცვაში

არაფერი შეგვცდეს.

- ჩემი მომმარაგებელი ბატონი ბრაშონია, სენტ-ონორეს ქუჩაზე რომ არის, - მიუგო

პარფიუმერმა ბატონკაცური იერით.

არქიტექტორმა პატარა უბის წიგნაკი ამოიღო, ალბათ რომელიმე ლამაზი ქალის

ნაჩუქარი, და მისამართი ჩაიწერა.

- მაშ ასე, ბატონო, - თქვა ბიროტომ, - სავსებით გენდობით, - ცოტა მომიცადეთ, ჯერ

ნუ დაიწყებთ მუშაობას, მეზობელ სახლში ორი ოთახის დათმობასა და კარის გაჭრის

თაობაზე ვარ მოსალაპარაკებელი.

- ამ საღამოს ბარათით შემატყობინეთ, - სთხოვა არქიტექტორმა, - მაგრამ გეგმა უნდა

შევადგინოთ. ჯერ ისევ ბურჟუებისთვის გვირჩევნია ვიმუშაოთ, ვიდრე პრუსიის

მეფისთვის, ესე იგი, ტყუილუბრალოდ. ჯერჯერობით კი ოთახების სიმაღლეს,

ფანჯრების სიდიდესა და შუა კედლებს ავზომავ...

- ყველაფერი დანიშნული დღისთვის უნდა დავამთავროთ. თუ არა, და, სჯობს

სულაც ნუ დაიწყებთ.

- არხეინად ბრძანდებოდეთ! - მიუგო არქიტექტორმა. - მუშაობას დღე და ღამე

ვაწარმოებთ. კედლების გაშრობის ახალ ხერხებს გამოვიყენებთ. ოღონდ, იცოდეთ,

მოიჯარეებმა არ დაგაღალატონ, წინასწარ გაურიგდით და მათთან წერილობით

ვალდებულებებს მოაწერეთ ხელი!

- პარიზი ერთადერთი ქალაქია დედამიწის ზურგზე, სადაც ჯადოქარივით შეგიძლია

სასწაულების მოხდენა, - თქვა ბიროტომ და თავის სიტყვებს ბატონკაცური ჟესტი

დააყოლა, რაც ღირსეული იყო რომელიმე აღმოსავლეთის მბრძანებლისა „ათას ერთი

ღამიდან“. - იმედია, პატივს დაგვდებთ და ჩვენს მეჯლის დაესწრებით, ბატონო,

ყველა ნიჭიერ ადამიანს სრულიადაც არ ეჯავრება ვაჭრები, და თქვენ უეჭველად

შეხვდებით ჩემთან უდიდეს მეცნიერს, აკადემიკოსს ბატონ ვოკლენს. იქნება აგრეთვე

ბატონო დე ლა ბილარდიერი, გრაფი დე ფონტენიც, ბატონი ლებაც და კომერციული

სასამართლოს თავმჯდომარეც. იქნებიან სამოსამართლო დასის წარმომადგენელნი:

გრაფი დე გრანვილი სამეფო სასამართლოდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს

წევრი ბატონი პოპინო, ბატონი კამიუზო კომერციული სასამართლოდან და მისი

ცოლისძმა ბატონი კარდო... შესაძლებელია, მობრძანდეს აგრეთვე თვით დიუკ დე

ლიონკური, მეფის პირველი კამერჰერი. მეგობრებს მე იმისთვის ვეპატიჟები... რომ

ვიდღესასწაულოთ საფრანგეთის გათავისუფლება... და აღვნიშნოთ... ჩემი

დაჯილდოება საპატიო ლეგიონის ორდენით...

გრენდომ გაურკვეველი ჟესტი გააკეთა.

- შესაძლებელია... დავიმსახურე კიდეც ეს ჯილდო... და მონარქის წყალობა... მე ხომ

კომერციული სასამართლოს წევრი ვიყავი... ბურბონებისათვის ვიბრძოდი ცამეტ

ვანდემიერს წმინდა როხის ეკლესიის კიბეზე, იქ დამჭრა ნაპოლეონმა... ეს

დამსახურებანი...

Page 54: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სწორედ ამ დროს კონსტანსი ცეზარინის ოთახიდან გამოვიდა, სადაც ის დილის

ტანისამოსს იცვამდა. ცოლის ერთი შემოხედვა საკმარისი იყო, რომ ბიროტოს

გულახდილობა შეეწყვიტა. ის, რაც შეიძლება უბრალო გამოთქმებს ეძებდა და

ცდილობდა ჯეროვანი სისადავით გაეცნო თავის მახლობლისათვის საკუთარი

დიდება.

- აბა, გაიცანი, ჩემო კარგო: ბატონი გრენდო, ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭით

დაჯილდოებული და ყველასაგან პატივცემული კაცი. იგი ბატონმა ბილარდიერმა

მირჩია არქიტექტორად, რათა ჩვენს ბინაში ზოგიერთი უმნიშვნელო ცვლილებები

მოვახდინოთ.

ცეზარმა სიტყვაზე „უმნიშვნელო“ არქიტექტორს ცოლისაგან შეუმჩნევლად ნიშანი

მისცა ტუჩებზე თითის მიდებით, რასაც არქიტექტორი კარგად მიხვდა.

- კონსტანს, ბატონ გრენდონს უნდა აზომოს ფართობი და ოთახების სიმაღლე, მიეცი

ამის საშუალებ, ძვირფასო, - თქვა ბიროტომ და ქუჩაში გასხლტა.

- ძვირი დაჯდება ეს ყველაფერი? - ჰკითხა კონსტანსმა არქიტექტორს.

- არა, ქალბატონო, თითქმის ექვსი ათასი ფრანკი.

- თითქმის! - შესძახა ქალბატონმა ბიროტომ. - ძალიან გთხოვთ, ბატონო, ნუ

დაიწყებთ მუშაობას სანამ ხარჯთაღრიცხვას არ შევადგენთ და ხელშეკრულებას არ

დასდებთ. მე ვიცი უფალ მოიჯარეთა ჩვეულება: ექვსი ათასი სინამდვილეში ოცი

ათასამდე ავა. როგორ შეგვიძლია ჩვენ თავს ამგვარი თავქარიანობის უფლება მივცეთ.

ჩემი ქმარი, რასაკვირველია, თავის სახლში ბატონ-პატრონია, მაგრამ გემუდარებით,

ბატონო, დრო მიეცით, კარგად მოიფიქროს.

- ქალბატონო, ბატონმა მერის თანაშემწემ დაბეჯითებით მთხოვა სამუშაო სამ

კვირაში დავასრულო. თუ დავაგვიანებთ, ტყუილუბრალო ხარჯების გაწევა

გამოგივათ.

- ხარჯებიც არის და ხარჯებიც, - შენიშნა მშვენიერმა პარფიუმერმა ქალმა.

- ახ, ქალბატონო, ნუთუ ფიქრობთ, რომ არქიტექტორისთვის, რომელიც ძეგლების

აგებაზე ოცნებობს, ბინის რემონტი ასეთი სახარბიელო საქმეა? ამაზე მხოლოდ და

მხოლოდ ბატონი დე ლა ბილარდიერის ხათრით დავთანხმდი, და თუ თქვენ

ხარჯებისა გეშინიათ...

და კარისკენ გასწია, თითქოს წასვლას აპირებდა.

- კარგი, ბატონო, კარგი, - აჩქარდა კონსტანსი და საწოლ ოთახში შებრუნებული

ცეზარინს გადაეხვია ყელზე.

- ო, ჩემო გოგო! მამაშენმა, ეტყობა გადაწყვიტა გაგვაკოტროს. არქიტექტორი მოიწვია,

მას ულვაშები მოუშვია, თავზე ესპანიოლა ახურავს და ძეგლების აგებაზე ოცნებობს!

ეს კაცი მზადაა მთელი სახლი გაანადგუროს, რომ ჩვენ ახალი ლუვრი მოგვიწყოს.

ცეზარს ყოველთვის სული მისდის, როდის ჩაიდენს სისულელეს. წუხელ თავისი

პროექტი მიაბო, ამ დილას კი სისრულეში მოჰყავს.

Page 55: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- კარგი დედა, როგორც უნდა მამას, ისე გააკეთოს, უფალი ღმერთი ყოველთვის ხელს

უწყობდა, - თქვა ცეზარინმა და დედას აკოცა. მერე ფორტეპიანოს მიუჯდა, რათა

არქიტექტორისთვის ეჩვენებინა, რომ არც პარფიუმერის ქალისთვის იყო უცხო

ხელოვნება.

როცა არქიტექტორი საწოლ ოთახში შევიდა, ისე განაცვიფრა ცეზარინის სილამაზემ,

რომ ადგილზე გაშეშდა.

ცეზარინი თავის ოთახიდან დილის ხალათით გამოვიდა: თვრამეტი წლის

ქალიშვილი ქორფა და წითელლოყება იყო, მოხდენილმა და ტანკენარმა, ქერა და

ცისფერთვალება ქალიშვილმა გააოცა არქიტექტორი მოქნილი მიხრა-მოხრით, რაც

ასე ნაკლებ ახასიათებთ პარიზელ ქალებს, მხატვართა საყვარელი ელფერის ნაზი კანი,

ცისფერი ძარღვების ბადით თხელი საფარველის ქვეშ რომ უფეთქდა. და თუმცა ქალი

პარიზის დუქნის დახურულ ატმოსფეროში გაიზარდა და ცხოვრობდა, სადაც ჰაერი

ცუდად იწმინდება და სხივი იშვიათად შედის, მისი ცხოვრება ისე მოეწყო, რომ ჯან-

ღონით იყო სავსე, როგორც ბუნების წიაღში ტიბრის ნაპირზე გაზრდილი რომაელი

ქალი. ზემოთ ავარცხნილი მამის მსგავსი ფუმფულა თმა, ყელის საუცხოო ნაკვთებს

აჩენდა, მხრებზე გულდაგულ დახვეული კულულები ეცემოდა, მსგავსად ყველა

გამყიდველი ქალისა, რომელთაც ისეთი სურვილი აქვთ ყურადღება მიიქციონ, რომ

წმინდა ინგლისური პედანტურობით ეპყრობიან თავიანთი ტუალეტის ყველა

წვრილმანს. ამ გაფურჩქვნილი ქალიშვილის სილამაზე არ გავდა ინგლისელი ლედის,

ან ფრანგი დიუშესის სილამაზეს, ეს იყო სილამაზე გაფურჩქვნილი ოქროსთმიანი

ფლამანდიელი ქალისა რუბენსის ტილოებიდან. ცეზარინსაც მამასავით აპრეხილი

ცხვირი ჰქონდა, მაგრამ შესამჩნევად უფრო ფაქიზად გამოკვეთილი და ჭეშმარიტად

ფრანგული ცხვირების მსგავსი, რომელთაც ასე კარგად ასახავდა ლარჟილიერი[33].

მისი კანი მოგაგონებდათ გლუვსა და დრეკად ქსოვილს, რაც ახალგაზრდულ

სიქორფესა და დაუხარჯავ ძალებზე მეტყველებდა. დედასავით საუცხოო შუბლი

ჰქონდა, მაგრამ მის შუბლს ნათელი უშფოთველობის დაღი აჩნდა, რაც უზრუნველი

ქალიშვილისთვის არის დამახასიათებელი. დაბინდული ცისფერი თვალები

ბედნიერი სიჭაბუკის ნაზი ალერსით აშუქებდნენ. თუ ბედნიერებამ მის თავს ის

პოეტურობა დააკლო, რომლითაც მხატვრები თავიანთ ქმნილებებს აჯილდოებენ,

როცა მათ ერთგვარად გაზვიადებულად, ჩაფიქრებულს გამოხატავენ, ის

გაურკვეველი კაეშანი, რაც დედის კალთის ქვეშ ცხოვრებას შეჩვეული ახალგაზრდა

ქალებისთვისაა ნაცნობი, მაინც რაღაც იდეალურ იერს აძლევდა მის გარეგნობას.

მიუხედავად იმისა, რომ კოხტა ტანი ჰქონდა, ცეზარინი ძლიერი აღნაგობით

გამოირჩეოდა, მისი ფეხები მამის გლეხურ წარმოშობას ამჟღავნებდა, ამასთან,

ბურჟუა ქალებივით წითელი ხელები ჰქონდა. ეტყობოდა ადრე თუ გვიან

გასუქდებოდა. ქალიშვილი მაღაზიაში ხშირად აკვირდებოდა ახალგაზრდა

ელეგანტურ ქალებს და ბოლოს და ბოლოს შეითვისა მათგან ჩაცმის წესი, როგორ

უნდა მოებრუნებინა თავი, როგორ ელაპარაკა. ის საზოგადოების მანდილოსნებს

ბაძავდა და ყველა ნაცნობ ყმაწვილ კაცს თავბრუს ახვევდა. ნოქრებს ცეზარინი

არაჩვეულებრივად ნატიფი ეჩვენებოდათ, პოპინომ ფიცი დადო, ცეზარინის მეტს

არავის შევირთავო. მარტოოდენ ამ ნაზ, ჰაეროვან ქერა ქალს, რომელიც მზად იყო

სულ პატარა საყვედურზეც კი აქვითინებულიყო, შეეძლო მისი მამაკაცური

უპირატესობა ეგრძნობინებინა პოპინოსათვის. ეს მომხიბლავი ქალიშვილი ყველას

სიყვარულს უძღვნიდა და დროსაც არ სტოვებდა იმის საფიქრებლად, ეყოფა თუ არა

Page 56: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ჭკუა, რომ ეს გრძნობა ხელიდან არ გაუშვასო. მაგრამ ვის სჭირდება

სახელგანთქმული ჭკუა იმ გარემოებაში, სადაც ბედნიერების საფუძვლად საღი აზრი

და სათნოება ითვლება? ცეზარინი თავისი ზნეობრივი იერით დედას წააგავდა,

ოღონდ, აღზრდის წყალობით მასში ყველაფერი უფრო დახვეწილი იყო. მას უყვარდა

მუსიკა, ფანქრით ხატავდა რაფაელის „მადონას“, კითხულობდა ქ-ნი კოტენისა[34] და

ქ-ნი რიკობონის[35] წიგნებს ბერნარდერ დე სენ-პიერს[36], ფენელონს[37], რასინს[38].

სალაროს არასოდეს ეკარებოდა, მხოლოდ ხანდახან თუ მიუჯდებოდა სადილობამდე

რამდენიმე წუთით ადრე, ანდა, როცა განსაკუთრებულ შემთხვევაში დედას სცვლიდა.

დედა და მამა, როგორც ყველა ახალგამომცხვარი ბურჟუები, რაც შეიძლება

აღვივებდნენ შვილში უმადურობას, რადგან საკუთარ თავზე მაღლა აყენებდნენ;

ისინი აღმერთებდნენ ცეზარინს, მაგრამ, საბედნიეროდ, ქალიშვილი მეშჩანური

სათნოებით იყო დაჯილდოებული და ბოროტად არ იყენებდა მშობლების

სიყვარულს.

ქალბატონი ბიროტო შეშფოთებული, მუდარით ადევნებდა თვალს და შიშით

მიუთითებდა ქალიშვილს დასაკეცი მეტრის, არქიტექტორთა და მოიჯარეთა ამ

ხელჯოხის საოცარ მოძრაობაზე, რომლითაც გრენდო ბინას ზომავდა. ამ მაგიური

კვერთხის კაკუნში ავის მომასწავებელ ნიშნებს ჭვრეტდა. მას უნდოდა, კედლები

უფრო დაბალი ყოფილიყო, ოთახები უფრო პატარა, ვერც კი ბედავდა ახალგაზრდა

კაცისთვის გამოეკითხა მისი ჯადოქრობის შედეგები.

- მშვიდად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო, არაფერს წავიღებ, - თქვა ღიმილით

მხატვარმა.

ცეზარინმა სიცილი ვერ შეიკავა.

- ბატონო ჩემო, - შეემუდარა კონსტანსი, რომელმაც ვერ გაუგო არქიტექტორს

ხუმრობა, - ეკონომიურად გააკეთეთ, მადლობას გადაგიხდით მაგისთვის...

სანამ ცეზარი მეზობელი სახლის პატრონთან, ბ-ნ მოლინესთან წავიდოდა,

გადაწყვიტა როგენის კანტორიდან შინაურულად წამოეღო ბინის არენდით მიღების

შედგენილი ხელშეკრულება, რომელიც ალექსანდრ კროტას უნდა შეემზადებინა

მისთვის. ბიროტომ ქუჩაში გასვლისას როგენის კაბინეტის ფანჯარაში დიუ ტიიე

დაინახა. თუმცა მისი ყოფილი ნოქრის კავშირი ნოტარიუსის ცოლთან საკმარისი

განმარტება იყო იმისა, რომ დიუ ტიიე ასეთ დროს, როცა იქ მიწის ნაკვეთებზე აქტები

მზადდებოდა, ამ სახლში ყოფილიყო, მაგრამ ბიროტო მიუხედავად თავისი

უკიდურესად მიმნდობი ხასიათისა, მაინც შეშფოთდა. დიუ ტიიეს აღგზნებული

სახის მიხედვით, კაბინეტში რაღაცაზე დაობდნენ.

„ნუთუ რაიმე დამოკიდებულება აქვს ამ საქმესთან?“ - გაიფიქრა ბიროტომ და მასში

ვაჭრის დამახასიათებელმა უნდობლობამ გაიღვიძა.

ეჭვმა ელვასავით გასჭრა მისი ტვინი. კვლავ მოიხედა და ფანჯარაში ქ-ნი როგენი

დაინახა, მაშინ ბანკირის იქ ყოფნა აღარ მოეჩვენა აგრე რიგად საეჭვო.

- ვაითუ, კონსტანსი მაინც მართალია? - ჩაეკითხა თავის თავს. - არა, რა სისულელეა

ქალის ბოდვის ყურის დაგდება! მაგრამ ამაზე დღესვე ძიას მოველაპარაკები. ბატავის

ფუნდუკიდან, სადაც მოლინე ცხოვრობს, ბურდონეს ქუჩამდე ორი ნაბიჯია.

Page 57: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

უნდობი კაცი, ბუნებით კომერსანტი, რომელსაც ავაზაკებთან უკვე ჰქონდა საქმე,

ხიფათს გადარჩენოდა. მაგრამ ბიროტოს წარსულმა ცხოვრებამ, მისმა

განუვითარებელმა გონებამ, რომელიც მოკლებული იყო უნარს დაეჭირა და

შეეპირისპირებინა ფაქტები, უნარს, რომელსაც ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი

იმის მიზეზთა მიხვედრამდე მიჰყავს, რაც ხდება, - დაღუპეს ეს კაცი. ჩაცმულ-

დახურული ქოლგებით მოვაჭრე პარფიუმერს უცდიდა და ისინი უკვე აპირებდნენ

სახლის პატრონთან წასვლას, როცა ვირჟინიმ, ბიროტოს მზარეულმა ქალმა ბატონს

სახელოში წაავლო ხელი.

- ბატონო, ქალბატონი გთხოვთ სახლიდან არ გახვიდეთ...

- რა ამბავია! - შესძახა ბიროტომ, - ისევ ქალური ხუშტურები!

- სანამ ერთ ჭიქა ყავას არ დალევთ, უკვე მაგიდაზეა მიტანილი.

- კარგი, ეგ შეიძლება. მეზობელო, - მიმართა ბიროტომ კეირონს. თავში იმდენი საქმე

მაქვს, რომ კუჭი მთლად მავიწყდება. ნუღარ დამიცდით და წადით, გეთაყვა.

მოლინეს კართან შევხვდეთ; კიდევ უკეთესი იქნება, თუ მასთან ახვალთ და ჩვენს

საქმეს აუხსნით. ამგვარად ჩვენ დროს დავზოგავთ.

ბატონი მოლინე, ეს ერთ-ერთი წვრილი რანტიე ახირებული კაცი იყო. ასეთები

მხოლოდ პარიზში გვხვდებიან, ისე, როგორც ლიქენის ხავსის ერთი განსაზღვრული

სახეობა იზრდება მხოლოდ ისლანდიაში. ეს შედარება მით უმეტეს არ არის

უადგილო, რადგან მოლინე განეკუთნება იმ უცნაურ არსებათ, რომლებიც თავის

თავში აერთებენ მცენარეულისა და ცხოველთა სამყაროს თვისებებს, ახალი მერსიე[39]

მას იმ სპოროვანთა სახეობას მიაკუთვნებდა, რომლებიც იზრდებიან, ყვავიან და

ჭკნებიან ლავგარდანებზე, ნაპრალებში ან ძველი, მყრალი სახლების კედლის

ძირებში; სწორედ აქ გვხვდებიან ეს არსებანი უპირატესად. ერთი შეხედვით ვერ

იტყოდით თუ ეს ადამიან-მცენარე ქოლგისებრთა კლასიდან, რომლის თავსაც

ლურჯი მრგვალი კარტუზი აგვირგვინებს და ორად გაყოფილი ღერო ჰქონდა მწვანე

პანტალონით შემოსილი, ბოლქვისებური ფესვები რბილ ნაწიბურიან ფეხსაცმელში

ჩამალული და გამოხუნებული, ბრტყელი სხვა შხამიანთა სახეობას განეკუთვნებოდა.

ამ უცნაურ სუბიექტში თქვენ მიიჩნევდით ტიპიურ აქციონერს, რომელიც

პერიოდულ პრესაში ტიპოგრაფიული საღებავით შემაგრებულ ყველა ხმას უჯერებდა

და ყველაფერზე თავისი პასუხი ჰქონდა: „წაიკითხეთ ბატონო გაზეთი!“ ბურჟუა

თავისი ბუნებით, წესრიგის მეგობარი, სიტყვიერად კი მთავრობის წინააღმდეგ

გალაშქრებასაც არ დაერიდება, თუმცა მისდამი ყველაფერში გამგონია. საერთოდ,

სუსტი არსებაა, ხანდახან კი მძვინვარეა. სასამართლოს ბოქაულივით უგრძნობელი,

როცა მის ქონებრივ უფლებებს ეხება, ეს ბურჟუა დიდის მზრუნველობით აპურებს

ჩიტებს საპოვნელას თესლით და კატას - თევზის ძვლებით, ბინის ქირის მიღების

ხელწერილის წერას შეწყვეტს, იადონის ჰანგი რომ დაუსტვინოს; თუმცა

მედილეგესავით უნდობელია, მაინც საეჭვო წამოწყებებში აბანდებს ფულს, მერე კი

ცდილობს საზიზღარი სიძუნწით აინაზღაუროს დაკარგული. მსგავსი ჰიბრიდის

მავნე ბოროტება მხოლოდ მასთან მჭიდრო შეხებით მჟღავნდება, მისი შემაზრზენი

სიმწვანე რომ იგრძნო, მასთან ერთ ქვაზე უნდა მოიხარშო, შენი ინტერესები მის

ინტერესებს უნდა შეეჯახოს. მოლინესაც, როგორც ყველა პარიზელს, ხელისუფლება

სწყუროდა, ცოტა თუ ბევრად ყველა ადამიანს რომ გააჩნია, თვით მეკარესაც კი,

Page 58: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

თავისი მსხვერპლის მიმართ, ცოტა ჰყავს ის თუ ბევრი. ყოველი ადამიანი ვინმეს

აწამებს: ცოლს, შვილს, მდგმურს, ნოქარს, ცხენს, ძაღლს, ან მაიმუნს, და მასზე

ანთხევს ბრაზს შეურაცხყოფისათვის, იმ მაღალ საზოგადოებაში რომ მიაყენეს,

საითაც ყველა ადამიანი მიისწრაფვის. დაგვალულ, ღიჯინა ბებრუცანა მოლინეს არც

ცოლი ჰყავდა, არც შვილები, არც ძმიშვილები. სასტიკად დაებრიყვებინა ეკონომი

ქალი, მაგრამ მთლად ვერ მოეთელა, ვინაიდან ქალი ყველანაირად თავს არიდებდა

მასთან ურთიერთობას, თუმცა ბეჯითად ასრულებდა თავის მოვალეობას. მოლინეს

ტირანიის წყურვილი ჰკლავდა. ამ წყურვილის დასაოკებლად მოთმინებით და

ზედმიწევნით შეისწავლა კანონები ბინის დაქირავების და გამყოფი კედლების

შესახებ, მოხერხებულად განმარტავდა ყველა კანონს, რაც კი ეხებოდა საცხოვრებელ

ბინებს, ნაკვეთთა საზღვრებს, სხვადასხვა გადასახადებს, ქუჩებისა და ქვაფენილების

დასუფთავებას, ქალაქის სადღესასწაულო მორთვას, განათებას, ჩასადინარ მილებს,

იმას, რომ დაუშვებელია ქუჩების გადატვირთვა ქვაფენილზე წინ წამოწეული

სახლებით, და მყრალი ნაგებობების სიახლოვით. მისი ნიჭი, საქმიანობა, მთელი

გონება იქით იყო მიმართული, რომ ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი

ბინისმფლობელური კანონების დასაცავად. მისთვის ეს გასართობი იყო, მაგრამ

ასეთი გასართობი მანიას წააგავდა. ის ხალისით გამოდიოდა „თანამოქალაქეთა

უფლებებზე უკანონო ხელყოფის წინააღმდეგ“, მაგრამ საბაბი საჩივრისათვის

შედარებით იშვიათი იყო, და ეს ვნება ბოლოს და ბოლოს მის მდგმურთა წინააღმდეგ

წარიმართა. მდგმური - მისი მტერი, მისი ხელქვეითი, მისი ქვეშევრდომი, მისი

ვასალი ხდებოდა. ის თავის თავისადმი პატივისცემას მოითხოვდა და ყველას

უხეშად და უკმეხად სთვლიდა, ვინც ხმის ამოუღებლად ჩაუვლიდა ხოლმე კიბეზე.

მოლინე ანგარიშებს საკუთარი ხელით წერდა და მათ შუადღისას უგზავნიდა

მდგმურებს, როცა გადახდის ვადა დადგებოდა. ურჩ გადამხდელს გადახდაზე

მოთხოვნა ეგზავნებოდა უკანასკნელი ვადის აღნიშვნით. მერე კი ამას მოსდევდა

ქონების აღწერა, სასამართლოს ხარჯები, მთელი სასამართლოს კავალერია თავს

ესხმოდა უბედურ მდგმურს იმ მოწყობილობის სისწრაფით, რასაც ჯალათი

„მექანიკას“ უწოდებს. მოლინესთვის დაუშვებელი იყო ვადის გაგრძელებაც და

დაგვიანებაც; როგორც კი სიტყვა ბინის ქირაზე ჩამოვარდებოდა, მისი გული ქვად

იქცეოდა ხოლმე.

- თუ ახლა გიჭირთ, ფულს გასესხებთ, - გამოუცხადებდა გადახდისუნარიან

მდგმურს. - ოღონდ ბინის ქირა ვადაზე შემოიტანეთ, ყოველგვარი დაყოვნება

პროცენტების დაკარგვას იწვევს, რასაც კანონი არ გვინაზღაურებს.

როცა გარკვეული დროის მანძილზე მოლინე შეისწავლიდა თავისი თავქეიფა

მდგმურების ხუშტურებს, რომლებიც ყველა ერთიანად შერეკილებად მიაჩნდა,

ვინაიდან, როცა იცვლებოდნენ ჩვეულებრივად სამეფო დინასტიებივით ანგრევდნენ,

რაც მათ წინამორბედებს ჰქონდათ გაკეთებული, მაშინ საკუთარ ქარტიას

მიართმევდა ხოლმე და მას წმინდად ასრულებდა. სიტყვამ მოიტანა და უნდა ვთქვა,

რომ ეს ბებრუცანა ბინის მფლობელი არასოდეს აკეთებდა რემონტს. მისი ღუმელები

არ ბოლავდნენ, კიბეები სისუფთავისაგან კრიალებდა, ჭერი მუდამ თეთრი იყო,

კარნიზები უზადო, პარკეტი არ იზნიქებოდა, ბათქაში არ ცვიოდა. კლიტეები ახალი

ნაყიდი იყო, ყველა შუშა მთელი, კედლები არ იბზარებოდა. დაზიანებას მხოლოდ

მაშინ ამჩნევდა, როცა მდგმური ბინას ტოვებდა. პატრონისთვის ბინის ჩაბარება

ხდებოდა ზეინკლის, მღებავის და მეშუშის თანდასწრებით: „ხათრიანი ხალხია, -

Page 59: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

იტყოდა ხოლმე ის, - ძვირს არ დაგიფასებთ“. დამქირავებელსაც ეძლეოდა ნება

ხელახლა გაეწყო ბინა. მაგრამ, როგორც კი ის გაუფრთხილებელი კაცი ამ სურვილს

განახორციელებდა, მოლინე თავის მტვრევას შეუდგებოდა, როგორ გაეგდო მდგმური

და გარემონტებულ ბინას დაპატრონებოდა, უთვალთვალებდა უბედურს,

უსაფრდებოდა, ათასგვარ ხრიკებში ხვევდა. შესანიშნავად ერკვეოდა პარიზის

კანონმდებლობის ყველა უმცირეს ნიუანსებში ბინის გაქირავების შესახებ. მოდავე და

ხრიკის ოსტატი დათაფლულ, თავაზიან წერილებს სწერდა მდგმურებს, მაგრამ ეს

სტილი ისევე, როგორც მისი გულისამრევი, შემპარავი მანერები, შეილოკის სულს

ფარავდნენ. ის მდგმურისაგან აუცილებლად მოითხოვდა ქირის გადახდას ექვსი

თვით ადრე, დაქირავების ბოლო პერიოდზე დარიცხვით და შემავიწროებელი

პირობების მთელ სისტემას თხზავდა. უსათუოდ გასინჯავდა, როგორი ავეჯი ედგა

მდგმურს და თუ შეიძლებოდა, მისი დატოვება გირაოდ. როგორც კი ახალი მდგმური

გამოჩნდებოდა, მოლინე მაძებარივით აგროვებდა მასზე ცნობებს, ვინაიდან

ზოგიერთი პროფესიის ადამიანებს გაურბოდა, ერთი ბეწო უცნაურობაც კი აშინებდა

მდგმურისა. როცა მდგმურთან ხელშეკრულების დადება უხდებოდა, ამაზე ფიქრს

ერთი კვირით ადრე იწყებდა, შიშობდა არაფერი გამორჩენოდა და შარს არ

გადაჰყროდა. ის, ვინც ჟან-ბატისტ მოლინეს სახლის მფლობელად არ იცნობდა,

კეთილ, ხათრიან ადამიანად ეჩვენებოდა. ბოსტონის თამაშის დროს ერთთავად

როდი უჩიჩინებდა გამოუცდელ პარტნიორს. იცინოდა იმაზე, რაზეც ყველა

ბურჟუები იცინიან, იმაზე ლაქლაქებდა რაზეც ყველა ლაქლაქებს; მეფუნთუშეთა

აღმაშფოთებელ საქციელზე, მყიდველს წონაში რომ ატყუებდნენ, პოლიციის

ლმობიერებაზე, „მარცხენის“ ჩვიდმეტ გმირ დეპუტატზე. მოლინე კითხულობდა

„მღვდელ მელიეს საღ აზრს“[40] და წირვაზე დადიოდა, თუმცა ჭკუა არ ყოფნიდა

გადაეწყვიტა დავა დეიზმსა და ქრისტიანობას შორის. მაგრამ მას არასოდეს მიჰქონდა

სეფისკვერი ეკლესიაში და მუდამ აღშფოთებაში მოდიოდა ეკლესიის მსახურთა

თავხედურ გადასახადებზე. დაუღალავი შარისთავი, დაუსრულებლად წერილებით

უტევდა გაზეთებს, მაგრამ მათ არ ბეჭდავდნენ და უპასუხოდ ტოვებდნენ. ერთი

სიტყვით, მოლინე ისე იქცეოდა, როგორც ყველა პატივცემული ბურჟუა, რომელიც

ბუხარში საზეიმო სახით სდებს საშობაო შეშის ღერს, კინგს თამაშობს, ნაირნაირ

საპირველაპრილო ნაკვესებს იგონებს, კარგ ამინდში ბულვარებზე დასეირნობს,

სიამოვნებით აჭყეტს თვალებს მოციგურავეებზე, ფეიერვერკების დღეებში კი, ორი

საათიდანვე ჯიბეში ფუნთუშით ლუი XV- ის მოედნისაკენ მიიჩქარის, რომ იქ

საუკეთესო ადგილი დაიჭიროს.

*

ბატავის ფუნდუკი, სადაც ეს ბებრუცუნა ცხოვრობდა, ერთ-ერთი იმ უცნაური

სპეკულაციის შედეგად აღმოცენდა, რომლებიც მათი დასრულებისთანავე გაუგებარი

ხდებიან. ეს არის მონასტრის ტიპის თლილი ქვით ნაგები შენობა თაღებითა და

შინაგანი გალერეებით. წყალს მოწყურებულ შადრევანს უფრო იმისათვის დაუღია

ლომის ხახა, რომ გამვლელებს წყალი სთხოვოს და არა თვითონ მიაწოდოს. - ეჭვი არ

არის, ეს შენობა სენ-დენის უბნის შესამკობად იყო გამოგონებული, როგორც მსგავსება

პალე-როიალისა, ამ აშმორებულ, ყოველი მხრიდან მაღალი სახლებით ჩაჭედილ

ფუნდუკებში სიცოცხლე და მოძრაობა მხოლოდ დღისით შეინიშნება. აქ თავს იყრიან

ბნელი გასასვლელები, რომლებიც ამ ადგილზე ერთმანეთს ჰკვეთენ და

Page 60: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ცენტრალური ბაზრის კვარტალს ცნობილ კენკამპუას ქუჩით სენ-მარტენის

კვარტალთან აერთებენ. ამ ნესტიან ქუჩაბანდებში ადამიანები რევმატიზმით

ავადდებიან. ღამით მთელ პარიზში ვერ მოძებნით ამ, ჩვენ ვიტყოდით, სავაჭრო

კატაკომბებზე უფრო უკაცრიელ ადგილს. აქ ბევრია წვრილი სახელოსნო, ეს

სამრეწველო კლოაკაა, ცოტაა ბატავა[41] და ძალიან ბევრი საბაყლოები. ამ სავაჭრო

სასახლის ფანჯრები ეზოში გადის და ამიტომ ბინის ქირა ძალზე დაბალია. ბ-ნი

მოლინე ეზოს სიღრმეში ცხოვრობდა. ის ჰიგიენური მოსაზრებებით მეშვიდე

სართულზე დაბინავდა, ჰაერი ხომ მხოლოდ მიწიდან სამოცდაათი ფუტის

სიმაღლეზეა სუფთა. აქედან ეს ღირსეული ბინის მესაკუთრე მონმარტის

წისქვილების მშვენიერი სანახაობით ტკბებოდა, აივანზე სეირნობდა საწვიმარი

ღარების გასწვრივ, სადაც ყვავილები ეთესა, მიუხედავად იმისა, რომ პარიზის

პოლიციას აკრძალული ჰქონდა კიდული ბაღების მოწყობა ამ თანამედროვე

ბაბილონში. მისი ბინა ოთხი ოთახისაგან შედგებოდა, თუ მხედველობაში არ

მივიღებთ მათ ზემოთ განლაგებულ მისთვის ესოდენ ძვირფას „სატუალეტო

ოთახებს“. იმ ოთახებში გასაღებს თვითონვე ინახავდა, ეს მისი საკუთრება გახლდათ,

თვითონვე მოიწყო: აქ დაცული იყო ყველა წესი. ბინაში შესვლისთანავე თვალში

გეცემოდათ ოთახების უცნაური სიცარიელე, რაც მაშინვე გაფიქრებინებდათ, რაოდენ

ძუნწი იყო მათი პატრონი, დერეფანში იდგა ექვსი ცალი სკამი, ქაშანურით

მოპირკეთებული ღუმელი, ბოთლისფერ ქაღალდგადაკრულ კედელზე აუქციონზე

ნაყიდი ოთხი გრავიურა ეკიდა. სასადილოში ოთხი ბუფეტი იდგა, ჩიტებით სავსე

ორი გალია, მუშამბაგადაფარებული მაგიდა, ძუით დატენილი წითელი ხის სკამები,

ბარომეტრი, ხოლო შემინული კარი კიდულ ბაღებში გადიოდა. სასტუმრო ოთახებში

მწვანე აბრეშუმის გაცრეცილი იაფფასიანი ფარდები ეკიდა, და მწვანე უტრეხტული

ხავერდით გადაკრული თეთრად შეღებილი ავეჯი იდგა. ბებერი ბერბიჭას საწოლი

ოთახი ლუი XV დროის ავეჯით იყო გაწყობილი, მაგრამ ხანგრძლივი ხმარებისაგან

ყოველგვარი შესახედაობა დაჰკარგვოდა და იმდენად იყო გაზინთული, რომ

თეთრკაბიანი ქალი შიშით ზედ ვერ დაჯდებოდა, გამიჭუჭყიანდებაო. ბუხარს

ამშვენებდა ორსვეტიანი საათი სვეტებს შუა მოთავსებული ციფერბლატით, რასაც

ეყრდნობოდა შუბლმოღერებული ღმერთქალ პალადას გამოსახულება, -

მითოლოგიური სიუჟეტი. იატაკი მოფენილი იყო ნასუფრალით სავსე კატის ჯამებით,

ისე, რომ ფეხსაც ვერსად დაადგამდით. ვარდისფერი ხის კომოდის ზემოთ პასტელით

შესრულებული მოლინეს ახალგაზრდობის პორტრეტი ეკიდა. მაგიდაზე ეყარა

წიგნები და რაღაც საძაგელი მწვანე საქაღალდეები. კონსოლს[42] იადონების

ფიტულები ამშვენებდა; ოთახის მოწყობილობა კარმელიტების მონაზვნის სარეცლის

მსგავსი გაცივებული საწოლით მთავრდებოდა.

ცეზარ ბიროტო აღტაცებაში მოიყვანა მოლინეს ეგზომ დახვეწილმა თავაზიანობამ.

რუხი მოლეტონის ხალათში გახვეული მოლინე, პატარა რკინის ქურაზე რძეს

ადუღებდა და ყავის დურდოს ფრთხილად ასხამდა თიხის პატარა ქოთნიდან

ყავადანში. ქოლგებით მოვაჭრემ, სახლის მფლობელის სიმშვიდე რომ არ დაერღვია,

თვითონ გაუღო ბიროტოს კარი. მოლინე მერებსა და მათ თანაშემწეებს თაყვანს

სცემდა და მათ „ჩვენ მუნიციპალურ ხელისუფალთ“ უწოდებდა. თანამდებობის

პირის დანახვაზე ფეხზე წამოდგა და ასე იდგა ხელში ქუდით, სანამ დიდებული

ბიროტო სავარძელში არ ჩაბრძანდა.

Page 61: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- არა, ბატონო... დიახ, ბატონო... ოჰ, ბატონო ჩემო, რა ვიცოდი, თუ ისეთ პატივს

ვეღირსებოდი, რომ ჩემს სამფლობელოში ქალაქ პარიზის მუნიციპალიტეტის წევრს

ვიხილავდი. მერწმუნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს ვალად ჩავთვლიდი

თვითონვე გხლებოდით, თუმცა თქვენი სახლის პატრონი ვარ, ან საცაა გავხდები...

ბიროტომ ხელით ანიშნა ბებერს ჩაჩი დაეხურა.

- არა არა, თავზე არ დავიხურავ, მანამ არ დაჯდებით და თვითონ არ დაიხურავთ

ქუდს. ვაითუ გაცივდეთ, ოთახში გრილა... მცირედი შემოსავალი ნებას არ მაძლევს...

იციცოხლეთ, ბატონო მერის თანაშემწევ.

ბიროტომ დააცემინა და მომზადებული აქტები ამოიღო. ისინი მოლინეს გადასცა და

ზედმეტი ჯიჯღინი თავიდან რომ აეცილებინა, დასძინა, ნოტარიუსმა როგენმა

ყოველივე, როგორც საჭირო იყო, ისე შეადგინა ჩემს ხარჯზეო.

- ვერ გავბედავ შევედავო ბატონი როგენის საქმეში ჩახედულებას, მისი სახელი კარგა

ხანია პარიზის ნოტარიუსთა შორის დამსახურებული პატივით სარგებლობს. მაგრამ

მე ჩემი ჩვევები მაქვს, ჩემს საქმეებს თვითონვე ვაწარმოებ, ერთგვარად მისატევებელი

მიდრეკილებაა, და ჩემი ნოტარიუსი...

- კი მაგრამ, ჩვენი საქმე საკმაოდ მარტივია, - უთხრა პარფიუმერმა შეჩვეულმა

კომერსანტებისთვის დამახასიათებელ სწრაფ გადაწყვეტილებებს.

- მარტივი! - შესძახა მოლინემ, - მარტივი არაფერია დაქირავების საქმეში. ო, ბატონო,

თქვენი ბედი, რომ ბინის მფლობელი არა ხართ! რომ იცოდეთ, რა უმადური ხალხია

ბინის დამქირავებელნი, და როგორ ფხიზლად უნდა იყოთ მათთან! ავიღოთ, ბატონო

ასეთი შემთხვევა, - მე მყავს ერთი მდგმური...

ბარემ თხუთმეტი წუთი უამბობდა მოლინე ბიროტოს, როგორ ატყუებდა მხატვარი ბ-

ნი ჟანდრენი მის მეკარეს სენტ-ონორეს ქუჩაზე. ბ-ნი ჟანდრენი თავის თავს ნებას

აძლევდა ისეთი უსაქციელობა ჩაედინა რაც მხოლოდ რომელიმე მარატისათვის[43]

არის ღირსეული და სურათებსაც კი ხატავდა. ეს სურათები შეურაცხყოფდნენ

საზოგადოებრივ სათნოებას, პოლიცია კი ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, მას ფულსაც

აძლევდა! ამ ჟანდრენს, უაღრესად ზნედაცემულ ადამიანს, შინ მსუბუქი ყოფაქცევის

ქალები მოჰყავდა, ისე რომ, სხვა მდგმურებს კიბეზე გავლაც კი არ შეეძლოთ. ასეთი

თავშექცევა სავსებით შეეფერება მთავრობის საწინააღმდეგო კარიკატურების მხატვარ

ადამიანს. რატომ სჩადიოდა ასეთ სისაძაგლეებს, იმიტომ, ბატონო, რომ სთხოვეს

ბინის ქირა ყოველთვიურად თხუთმეტი რიცხვისათვის შემოეტანა. საქმე კინაღამ

სასამართლომდე მივიდა, რადგან მხატვარი გროშსაც არ იხდიდა და თავის ცარიელ

ბინაში იჯდა. მოლინე ანონიმურ წერილებს იღებდა. მას, აბა, სხვა ვინ იქნებოდა, თუ

არა ჟანდრენი, - ემუქრებოდნენ, ბატავის ფუნდუკის ქუჩაბანდებში მოგკლავენ

ღამითო.

- დიახ, ბატონო, - განაგრძო მოლინემ, - საქმე იმით გათავდა, რომ პოლიციის

პრეფექტს მივმართე. (შემთხვევით ვისარგებლე და რამდენიმე სიტყვა მოვახსენე ამ

დარგში კანონთა შეცვლის შესახებ), - და მან ნება მომცა ჩემი პირადი უსაფრთხოების

დასაცავად პისტოლეტები მეტარებინა.

ბებრუცანა პისტოლეტების ასაღებად წამოდგა.

Page 62: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- აი, ჩემო ბატონო, - შესძახა მან.

- ჩემი მხრიდან, ბატონო, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ასეთი რამ არ მოგელით, -

უთხრა ბიროტომ ღიმილით და კეირონს ისე გადახედა, რომ ამ მზერაში არ

შეიძლებოდა ცხადად არ ამოგეკითხათ ზიზღნარევი სიბრალული მოლინეს მიმართ.

ბებერმა ეს მზერა შეამჩნია და უღრმესი შეურაცხყოფა იგრძნო მუნიციპალიტეტის

წარმომადგენლის მხრივ, რომელიც ვალდებულია თავისი სამეურვეო პირები

დაიცვას. ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, იქნებ ეპატიებინა, მაგრამ ბიროტოს ვერ აპატია.

- ჩემო ბატონო, - განაგრძო მან ცივად, - კომერციული სასამართლოს ყელაზე უფრო

პატივცემულ ერთ-ერთ წევრს, მერის თანაშემწეს, სახელოვან ვაჭარს, რასაკვირველია,

არ აინტერესებდა ამგვარი უბრალო რამ, ვინაიდან ეს წვრილმანებია! მაგრამ ამ

შემთხვევაში აუცილებელია თქვენი სახლის მფლობელის კონტ დე გრანვილის

თანხმობა მივიღოთ კედლის გაჭრაზე. აუცილებელია მორიგება, დაქირავების ვადის

გასვლის შემდეგ კედლის აღდგენის პირობებზე. დაბოლოს, ამჟამად ბინის ქირა

ძალიან დაბალია, მაგრამ აიწევს, ვანდომის მოედანზე ბინები ძვირდება, უკვე

გაძვირებულია კიდეც! კასტილიონეს ქუჩას სჭრიან! მე კი ხელ-ფეხი მებოჭება... ხელ-

ფეხი...

- მოდით, გავათაოთ, - წარმოთქვა შეღონებულმა ბიროტომ, - რამდენს თხოულობთ?

მე თვითონ საქმიანი ადამიანი ვარ და მესმის, რომ ყველა მოსაზრება უძლურია ერთი

უმაღლესი მოსაზრების - ფულის წინაშე! მოკლედ, რამდენს თხოულობთ?

- სათანადო ფასს, ბატონო მერის თანაშემწევ. რამდენი წლითა გაქვთ დაქირავებული

ბინა?

- შვიდი წლით, - მიუგო ბიროტომ.

- წარმოდგენილი მაქვს, რა ეღირება შვიდი წლის შემდეგ ჩემი მეორე სართული! -

შეჰყვირა მოლინემ. - რა ფასს მომცემენ ავეჯით გაწყობილ ორ ბინაში ასეთ

კვარტალში? უთუოდ, თვეში ორას ფრანკსაც კი არ დაინანებენ, ან უფრო მეტსაც.

ხელშეკრულებით კი ვიბოჭები, ხელ-ფეხს ვიკრავ. კარგი, ათას ხუთასი ფრანკი იყოს

წელიწადში. ამ ფასად თანახმა ვარ ორი ოთახი ბატონი კეირონის ბინიდან გამოვყო -

თქვა მან და მოვაჭრეს ალმაცერად გადახედა, - მე თქვენ შვიდწლიან

ხელშეკრულებაზე გიწერთ ხელს. კედლის გაჭრა თქვენ ხარჯზე ხდება, თუ კონტი დე

გრანვილი თავის თანხმობას მოგვცემს და არავითარ პრეტენზიას არ განაცხადებს -

კედლის გარღვევის ყოველგვარ შედეგზე თქვენ აგებთ პასუხს, მე კი ჩემს თავზე

ვიღებ ვალდებულებას კედელი აღვადგინო, ოღონდ ანაზღაურებისთვის ხუთას

ფრანკს გადამიხდით; ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვართ, სულაც არ მინდა

სხვას ვემუდარო, კედელი აღმიდგინეთ-მეთქი.

- ეგ პირობები მეტნაკლებად მისაღებად მეჩვენება, - დაეთანხმა ბიროტო.

- ახლა, განვაგრძოთ, - წამოიწყო ისევ მოლინემ, - თქვენ მე hic et nune[44] შვიდას

ორმოცდაათ ფრანკს დამითვლით, რაც უკანასკნელი ნახევარი წლის საფასურში

ჩაგეთვლებათ. ამის ხელწერილს მოგცემთ. ხო, გარანტია რომ არ დავკარგო, მზად ვარ

პატარა თანხის, ეგრეთ წოდებული ბინის დასაქირავებელი თამასუქი მივიღო რა

ვადითაც გინდათ. საქმეებში დამყოლი კაცი ვარ, ბევრი ლაპარაკი არ უნდა. მაშ ასე,

Page 63: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

შევთანხმდით; ერთი პირობა კიდევ დავდოთ, თქვენ ჩემს კიბეზე კარს ამოქოლავთ

და მასზე არავითარ უფლებას არ განაცხადებთ. ამას თქვენი სახსრებით გააკეთებთ...

აგურით ამოქოლავთ. არხეინად იყავით, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ

აგურის კედლის დანგრევაზე ხარჯების დაფარვას არ მოგთხოვთ, ამას იმ ხუთას

ფრანკში ჩაგითვლით. აი, ნახავთ, ბატონო, რაოდენ სამართლიანი ვარ.

- ჩვენ, კომერსანტები არც ასეთი წვრილმანი ხალხი ვართ, - შენიშნა პარფიუმერმა, -

ასეთი ფორმულირებით საქმეს ვერ მოაბამ თავს.

- ო, ვაჭრობა სულ სხვა საქმეა, მით უმეტეს პარფიუმერია. იქ არაფერს წყალი არ გაუვა,

- კუშტი ღიმილით მიუგო მოლინემ, - საბინაო საქმეები კი სულ სხვაა, ბატონო,

არაფერი არ უნდა გაუშვა ხელიდან. მაგალითად, მე მყავს ერთი მდგმური

მონტორგეის ქუჩაზე...

- ბატონო ჩემო, - შეაწყვეტინა ბიროტომ, - ძალიან ვწუხვარ, რომ საუზმის დროს ხელი

შეგიშალეთ. ხელშეკრულებას გიტოვებთ, რომ გადახედოთ, თანახმა ვარ ყველა

თქვენს მოთხოვნილებაზე. მას ხვალ მოვაწეროთ ხელი, დღეს კი სიტყვიერად

შევთანხმდეთ საბოლოოდ; ხვალ დილას არქიტექტორი მუშაობას უნდა შეუდგეს.

- ბატონო, - განაგრძო მოლინემ და ქოლგების მოვაჭრეს გადახედა, - ბატონ კეირონს

ქირის გადახდის ვადა გაუვიდა, ის კი არ აპირებს გადახდას; ჩვენ მისი

ვალდებულებანი დანარჩენ თამასუქებს შევუერთოთ და ანგარიში დავიწყოთ

იანვრიდან - იანვრამდე. ასე უკეთესი იქნება.

- იყოს თქვენი ნება, - დაეთანხმა ბიროტო.

- მეკარეს, მისი სამსახურისთვის, როგორც წესი...

- ეგ რიღასთვის? - აღშფოთდა ბიროტო. - კიბისა და სადარბაზო შესასვლელით

სარგებლობაზე უფლება წამართვით... ეს რა სამართალია!

- კი მაგრამ, ბინის დამქირავებელი ხომ თქვენა ხართ, - გაბედულად განაცხადა

ქონდარა მოლინემ და ჯორზე შეჯდა, - კარებსა და ფანჯრებზე ხომ იხდით

გადასახადს, ამ სახლის ხარჯებშიც მიიღეთ მონაწილეობა. როცა ყველაფერზე კარგად

შეთანხმდები, ბატონო, სიძნელეებიც აღარ არის. რაკი ბინას იფართოებთ, მაშასადამე

საქმეებიც კარგად მიგდით, არა?

- ჩემ საქმეებს არაუშავს - დაუდასტურა ბიროტომ, - მაგრამ ბინას სულ სხვა მიზეზით

ვიფართოებ. მეგობრებს ვეპატიჟები, რომ საფრანგეთის გათავისუფლება და ჩემი

საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოება ვიდღესასწაულოთ.

- აა! - შესძახა მოლინემ. - დამსახურებული ჯილდოა!

- დიახ, - შენიშნა ბიროტომ, - შესაძლებელია მართლაც დავიმსახურე ჯილდო და

მეფის წყალობა, მე ხომ კომერციული სასამართლოს წევრი ვიყავი, ბურბონთა

მხარეზე ვიბრძოდი ცამეტ ვანდემიერს წმინდა როხის ეკლესიის კიბეზე, იქ

ნაპოლეონმა დამჭრა; ეს დამსახურება...

- ღირსია ჩვენი არმიის სახელოვან ჯარისკაცთა საგმირო საქმეებისა. ორდენის ლენტი

იმიტომ არის წითელი, რომ სისხლითაა შეღებილი.

Page 64: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გაზეთ „კონსტიტუსიონელიდან“[45] ამოღებული ეს წინადადება ფრიად ეამა

ბიროტოს და მოლინე მეჯლისზე მიიწვია.

ბებერმა მადლიერების სიტყვები დააფრქვია და თითქმის მზად იყო

პარფიუმერისთვის მისდამი ზიზღი ეპატიებინა. მან ახალი მდგმური კიბეზე

მიაცილა და უამრავი საამო სიტყვა უთხრა. როცა ეზოში გავიდნენ, ბიროტომ

კეირონს დამცინავად შეხედა.

- არც კი წარმომედგინა, თუ ასეთი საცოდავი ადამიანები არსებობენ! - კინაღამ არ

წამოსცდა „სულელი ადამიანებიო!“.

- აჰ, ჩემო ბატონო, ყველა ხომ თქვენისთანა ნიჭიერი არ არის, - მიუგო კეირონმა.

ბიროტოს შეეძლო ადვილად დაეჯერებინა საკუთარი უპირატესობა, მეტადრე

მოლინესთან შეხვედრის შემდეგ. ქოლგებით მოვაჭრის შენიშვნაზე მან კმაყოფილად

გაიღიმა და კეირონს მეფურად გამოეთხოვა.

„აი, ბაზარიც, ახლა თხილის საქმეს შევუდგეთ“ - გაიფიქრა ბიროტომ.

მან თითქმის ერთი საათი ბაზარში იხეტიალა და მერე იქაური ქალების რჩევით

ლომბარდის ქუჩისკენ გასწია, სადაც საშაქარლამო ნაწარმისათვის თხილი

იყიდებოდა. იქ თავის მეგობარ მატიფების საშუალებით შეიტყო, რომ თხილით

საბითუმო ვაჭრობას ეწევა ვინმე ანჟელიკა მადუ, რომელიც პერენგასლენის ქუჩაზე

ცხოვრობს, და რომ მხოლოდ მასთან შეიძლება კაცმა იშოვოს ნამდვილი, ტყის

გარეული კაკალი და ალპური მთების თეთრი, მსუყე თხილი.

პერენ-გასლენის ქუჩა წარმოადგენს ლაბირინთის განშტოებას, რომელიც იმ

ოთხკუთხედშია - სანაპიროს, სენ-დენის, ფერონრის და მონეს ქუჩები რომ ქმნიან, და

პარიზის ერთგვარ წიაღად გვევლინება.

აქ შემოდის ნაირ-ნაირი საქონელი. ყველაფერი ერთადაა დახვავებული -

აყროლებული ქაშაყი და ნაზი მუსლინი, აბრეშუმი და თაფლი, კარაქი და ლეჩაქი. აქ

ძალიან ბევრია პატარა დუქნები, რომელთა არსებობის შესახებ პარიზი ბაიბურშიც არ

არის, როგორც ადამიანთა უმრავლესობა არ ფიქრობს კუჭისქვეშა ჯირკვლის

მუშაობას. ყველა ამ სავაჭრო დაწესებულებათაგან წვენის გამომწოვი წურბელა იყო

ვინმე ბიდო, მეტსახელად ჟიგონე გრენეტის ქუჩელი დისკონტერი. ყოფილი

საჯინიბოები აქ სავსეა ერბოიანი ქილებით, საკარეტო ფარდულები პირამდე

გატენილია ბამბის წინდების დასტებით. აქ მდებარეობს ყოველგვარი ხორაგეულის

საბითუმო საწყობები, ცენტრალურ ბაზარზე საცალო ვაჭრობით რომ იყიდება.

წარსულში თევზით მოვაჭრე ანჟელიკა მადუმ ათი წლის წინ დაიწყო „ხმელი

ხილით“ ვაჭრობა. დაუკავშირდა ერთ კაკლის გამყიდველს და ცენტრალური ბაზრის

ჭორიკნები კარგა ხანს აღავღავა თავის საქციელზე. ერთ დროს ფაშფაშა, თვალში

ჩასავარდნი ქალი იყო ანჟელიკა, მაგრამ წლების მანძილზე მეტისმეტად გასუქდა.

ანჟელიკა მადუ ცხოვრობდა ერთი ყვითელი, ნახევრადდანგრეულ რკინის

ჯვარედებით გამაგრებული სახლის პირველ სართულზე, მის განსვენებულ

თანამეცხედრეს როგორღაც მოეხერხებინა ყველა კონკურენტებისგან გამოყოფილიყო

და თავისი ვაჭრობა მონოპოლიად გადაექცია. მიუხედავად იმისა, რომ განათლებაში

ზოგიერთი ხარვეზი ჰქონდა, მემკვიდრეს იმდენი უნარი ეყო, რომ უკვე აწყობილი

საქმე გაეგრძელებინა. ქალი აკითხავდა თავის საწყობებს, საკარეტო ფარდულებს,

Page 65: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

საჯინიბოებს ყოფილ სახელოსნოებში რომ ჰქონდა გამართული და წარმატებით

ებრძოდა მწერებს. მას არც კანტორები ჰქონდა, არც სალაროები, არც საანგარიშო

დავთრები, ვინაიდან არც კითხვა იცოდა, არც ანგარიში. წერილებს, რომელთაც

პირად შეურაცხყოფად ღებულობდა, დეიდა მადუ მუშტის დაკვრით უპასუხებდა.

მაგრამ ეს ლოყებღაჟღაჟა ქალი არ იყო ურიგო ადამიანი. ჩაჩზე თავშალის მოხვევა

იცოდა, ხმა კი ისეთი რიხიანი ჰქონდა, რომ ყველა მეფორნე, ვისაც მისთვის

საქონელი მოჰქონდა პატივისცემით ექცეოდა. თუ რაიმეზე წაკინკლავდებოდნენ,

თეთრი ღვინით ყველაფერს მოაგვარებდა. მისთვის უცხო იყო ყოველგვარი

გაუგებრობა გლეხებთან, ვისგანაც ხმელ ხილს ნაღდ ანგარიშზე ყიდულობდა, -

თეთრი ღვინო ერთადერთი საშუალება იყო ამ გლეხებთან საერთო ენის გამონახვისა,

ზაფხულობით კი დეიდა მადუ მათთან სტუმრად ჩადიოდა ხოლმე. ბიროტომ ეს

პირველქმნილი ვაჭარი ქალი თხილით, წაბლით და კაკლით სავსე ტომრებს შორის

იპოვა.

- გამარჯობა, ძვირფასო ქალბატონო, - დაუდევრად მიმართა ბიროტომ.

- რაო, ძვირფასოო! - აღშფოთდა ქალი. - ხედავთ, როგორი ენამოთაფლული ყოფილა?

ვითომ, რაო, მე და შენ ბავშვები ხომ არ მოგვინათლავს ერთად?

- მე პარფიუმერი ვარ, უფრო მეტიც, მე ვარ პარიზის მეორე ოლქის მერის თანაშემწე.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და მყიდველი ზრდილობიან მოპყრობას

მოვითხოვ.

- ჯვარს უთქვენოდაც კარგად ვიწერ, - განაცხადა აშარმა დედაკაცმა. - მერიაში

არაფერს ვყიდულობ, მერის თანაშემწეებს თავს არაფრით ვაბეზრებ. მყიდველები

მდაბალი სალმით მხვდებიან და მათ ისე ველაპარაკები, როგორც მსურს. ვისაც არ

მოსწონს, გზა მშვიდობისა!

- ესეც მონოპოლიის შედეგები! - წაიბურტყუნა ბიროტომ.

- რაო, პოპოლიო? ჩემი ნათლული! ნუთუ კიდევ რამე დააშავა? თქვენ ამიტომ ხომ არ

მობრძანდით, მოწყალეო ხელმწიფევ? - ახლა ოდნავ უფრო ალერსიანად თქვა ქალმა.

- არა, უკვე პატივი მქონდა მომეხსენებინა, რომ ისე მოვედი, როგორც მყიდველი.

- კარგი, რა გვარი ხარ, ჩემო კეთილო? რაღაც მგონი პირველადა გხედავ.

- გეტყობათ თხილს იაფადა ჰყიდით, ასე რომ ელაპარაკებით მყიდველს, - შენიშნა

ბიროტომ და თავისი გვარი და წოდება მოახსენა.

- აჰაა, მაშ ეს თქვენა ხართ ის სახელგანთქმული ბიროტო ლამაზი ცოლი რომ ჰყავს.

რამდენი გინდათ ნუხლი, ჩემო კარგო?

- ექვსი ათასი გირვანქა.

- ეგ ხომ მთელი ჩემი ქონებაა, - ხრინწიანი ფლეიტასავით ამოიხრიალა ვაჭარმა ქალმა.

- თქვენა, ჩემო შეუდარებელო, გეტყობათ, დროს არ კარგავთ, ქალიშვილებს

ათხოვებთ კიდეც და სუნამოსაც ასხურებთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ტყუილად

არ გამცდარხართ. მაშ, მაშ... თქვენისთანა მუშტრით ვიამაყებ და თქვენ იმ ქალის

გულში დაიკავებთ ადგილს, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია...

Page 66: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- რომელი ქალისა?

- უკეთილესი ქალბატონი მადუსი.

- რა ღირს თქვენი თხილი?

- მხოლოდ თქვენ, ჩემო ბატონო, თუ ერთიანად წაიღებთ ას გირვანქაში ოცდახუთ

ფრანკს გამოგართმევთ.

- ოცდახუთ ფრანკს! - გაიმეორა ბიროტომ, - ეს გამოდის ათას ხუთასი ფრანკი! მე კი

შეიძლება ასი ათასი გირვანქა დამჭირდეს წელიწადში.

- შეხედეთ, რა საქონელია, სულ ნარჩევია! - თქვა ქალმა და წითელი ხელი გარეული

თხილით სავსე ტომარაში ჩაყო. - ვერც ერთ ჭიანას ვერ ნახავთ. თქვენ თვითონ

იფიქრეთ, მებაყლეები მთლად ნაგავს ყიდიან გირვანქას ოცდახუთ სუდ, ყოველ ოთხ

გირვანქაზე ერთ გირვანქას დაობებულს შემოგატყუებენ. რა ვქნა, მე ვიზარალო და

თქვენ გახეიროთ? ეჭვი არ არის, კაი ბიჭი ხართ, მაგრამ ჯერ ჩემთვის თავბრუ არ

დაგიხვევიათ! თუ მაგდენი გინდათ, ოც ფრანკზე მოვრიგდეთ. მერის თანაშემწეს

სულ ცარიელს ხომ ვერ გაგიშვებთ, ვაი, თუ, ახალდაქორწინებულები ფათერაკს

რასმე შეჰყაროთ. აბა, გასინჯეთ, რა საქონელია, როგორი ხორციანი. ყველა სავსეა,

ერთიც არ გამოერევა ფუჭი!

კარგი, გამომიგზავნეთ ექვსი ათასი გირვანქა. ათას ორას ფრანკს გადაგიხდით. ფულს

სამი თვის შემდეგ მოგცემთ. ხვალ დილით პირდაპირ ჩემს ქარხანაში მოატანინეთ,

ფობურ-დიუ-ტამპლის ქუჩაზე.

- ისე ავჩქარდები, როგორც საპატარძლო ჯვრისწერაზე, კარგად მენახეთ, ბატონო

მერო, აუგად ნუ მახსენებთ. მაგრამ, უკეთესი იქნება, - დაუმატა მან, როცა ბიროტოს

ეზოში აცილებდა, - თამასუქები მოგეცათ ორმოცი დღის ვადით, ისედაც ბევრი

დაგითმეთ, განაღდებაზე რაღად ვიზარალო! ჩვენს ძია ჟიგონეს, მართალია, კეთილი

გული აქვს, მაგრამ მაინც ობობასავით გვწოვს სისხლს.

- ეგრე იყოს, თამასუქებს მოგცემთ ორმოცდაათი დღის ვადით! ოღონდ ერთი

პირობით, ერთ ჯერზე ას-ას გირვანქას ავწონით, რომ ბევრი ჭიანი არ მოგვხვდეს.

სხვანაირად საქმე არ წავა.

- აი, ქოფაკი, ამისთანას ვერ გააცურებ, - ჩაიბურდღუნა მადუმ, - ბალანზე უკუღმა

ხელს ვერ გადაუსვამ! ეტყობა, ლომბარდის ქუჩის ვიგინდარებმა ასწავლეს ჭკუა. იმ

მამალმა მგლებმა პირი შეჰკრეს დაგვჭამონ საცოდავი კრავები.

კრავი სიმაღლით ხუთი ფუტი იყო, სამი ფუტის სიგანე ჰქონდა და წააგავდა რუმბს,

რომელზეც ზოლიანი ბამბის კაბა გადაეცვათ უქამროდ.

პარფიუმერი სენტ-ომორეს ქუჩით მიდიოდა და გეგმებს აწყობდა. იგონებდა

„მაკასარის ზეთთან“ ბრძოლის ყოველგვარ ხერხს. იგონებდა იარლიყებს, შუშებისა

და საცობების ფორმას, განცხადებათა ფერს, კიდევ იტყვიან, ვაჭრობა მოკლებულია

პოეზიასო? ნიუტონს ნაკლები უფიქრია თავის ცნობილ ბინომზე, ვიდრე ბიროტოს

თავის „კომაგენურ ესენციაზე“; ზეთი უკვე ესენციად იქცა. ცეზარი ერთი

სახელწოდებიდან მეორეზე გადადიოდა ისე, რომ მათი შინაარსი არც კი ესმოდა.

Page 67: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

თავში ერეოდა ნაირ-ნაირი პროექტები და ეს წყლის ნაყვა შემოქმედებით

მოღვაწეობად ეჩვენებოდა. ფიქრში წასულმა ვერ შეამჩნია, როგორ გაიარა ბურდონეს

ქუჩა და როცა ძია მოაგონდა, იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო.

კლოდ ჟოზეფ-პილიერო, რომელიც ერთ დროს რკინა-კავეულით ვაჭრობდა დუქან

„ოქროს ზარში“, მტკიცე ხასიათის სრულყოფილი ადამიანი იყო. მისი ტანისამოსი და

ზნე-ჩვეულებები, ჭკუა და გული, სიტყვები და აზები, - ყველაფერი ერთმანეთს

შეესაბამებოდა. ეს კაცი ერთადერთი ნათესავი იყო ქალბატონი ბიროტოსი და მთელი

თავისი სიყვარული კონსტანსსა და ცეზარზე გადაიტანა მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ

მედუქნედ ყოფნის დროს ერთმანეთის მოყოლებით დაკარგა ცოლი და ვაჟიშვილი,

ხოლო შემდეგ შვილობილიც - ვაჟი მისი მზარეული ქალისა. ულმობელმა

დანაკლისმა აიძულა მოხუცი ქრისტიანული სტოიციზმისთვის მიემართა და ეს

საუკეთესო დოქტრინა მისი ცხოვრების დაისს ზამთრის მზის კაშკაშა და ცივი შუქით

ანათებდა. მისი გამხდარი, მკაცრი და ჩამუქებული სახე, რომლის ტონებში

ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს ოქრა და ბისტრი, საოცრად მოგაგონებდათ

დროის ღვთაების ნაკვთებს, - როგორსაც მას მხატვრები გამოსახავენ; მაგრამ ვაჭრის

ძვალ-რბილში გამჯდარმა თვისებებმა ერთგვარად გაატლანქეს გარეგნულად და

შეარბილეს მონუმენტური, მკაცრი ხასიათი ღვთაებისა, რასაც მხატვრები,

მოქანდაკენი და ოქრომჭედელნი გვაძლევენ, როცა ბუხრის საათს ამკობენ. საშუალო

ტანის, ჩაფსკვნილი და ჯმუხი პილიერო თითქოს ხანგრძლივი შრომითი

ცხოვრებისთვის იყო შექმნილი. მისი ფართო მხრები გვანიშნებდნენ, რომ მაგარი

აღნაგობა ჰქონდა. თავშეკავებული და თითქმის გულგრილი გარეგნულად, სულაც არ

გახლდათ გულქვა ადამიანი. მშვიდი საქციელი და მოღუშული სახე მოწმობდა, რომ

უთქმელი კაცი იყო. სულის სიღრმეში მგრძნობიარე პილიეროს არ ახასიათებდა

ყოველგვარი მაღალფარდოვნება და ქედმაღლობა. მისი შავწინწკლებიანი მწვანე

თვალების ნათელი გამოხედვა ადამიანს აოცებდა. ნაოჭებით დაღარულ

საფეთქლებთან შეყვითლებულ, დაბალ კუშტ შუბლს გარს ევლებოდა მოკლედ

შეჭრილი, თახვის მსგავსი თმა. თხელი პირი იმას ადასტურებდა, რომ ანგარიშიანი

ადამიანი იყო, კეთილგონიერი მაგრამ არა ძუნწი, მისი ცოცხალი გამოხედვა

მეტყველებდა კმაყოფილ ცხოვრებასა და შესანიშნავ ჯანმრთელობაზე. და ბოლოს,

პატიოსნება, ვალდებულების გრძნობა, ჭეშმარიტი სისადავე, - დამაჯერებლობას

სძენდა მთელ მის გარეგნობას. სამოცი წლის განმავლობაში ეწეოდა ის

მკლავმოუღლელი მშრომელი კაცის მკაცრსა და ფხიზელ ცხოვრებას. მისი ისტორია

მოგვაგონებდა ცეზარის ისტორიას, ოღონდ პილიეროს ნაკლებად სწყალობდა ბედი.

ოცდაათი წლის ასაკამდე ნოქრად იმსახურა და თავისი დანაზოგი იმ დროს დააბანდა

ვაჭრობაში, როცა ცეზარმა რენტაში მოათავსა თავისი ფული. მან თავის თავზე

გამოსცადა „მაქსიმუმის“ შედეგები, როცა მისი ნიჩბები, წერაქვები და კავეული

საქონელი რეკვიზირებული იქნა. ზომიერმა და მშვიდმა ხასიათმა, მისთვის

დამახასიათებელმა წინდახედულებამ და მათემატიკურმა ნიჭმა პილიეროს

დახმარება გაუწიეს შრომის საკუთარი წესის გამომუშავებაში. უმრავლეს

შემთხვევაში გარიგებებს სიტყვიერად სდებდა და იშვიათად თუ უნანია. ყველა

გულისყურიანი ადამიანივით დაკვირვებული, თავადაც ისე სწავლობდა

მახლობლებს, რომ მათ ლაპარაკში არ ერეოდა, ხშირად უარი უთქვამს ერთი

შეხედვით ხელსაყრელ გარიგებაზე, რაშიც მისი მეზობლები შემცდარან; მერე კი

მასზე უთქვამთ, პილიერო არამზადებს შორიდანვე ყნოსვით სცნობსო: ის მსხვილ,

მაგრამ გაბედულ სპეკულაციებს პატარა, ნაღდ შემოსავალს ამჯობინებდა. პილიერო

Page 68: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ვაჭრობდა ბუხრის გისოსებით, ზედადგრებით, თუჯისა და რკინის ქვაბებით,

თოხებითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღით. ასეთი საქონლის ადგილიდან

დაძვრა ადვილი არ არის, ეს გამყიდველისგან საკმარისად დიდ ფიზიკურ დაძაბვას

მოითხოვს. შემოსავალი კი ვერ ეფარდებოდა დახარჯულ შრომას. პილიერო გროშებს

იღებდა ამ ვეებერთელა საგნებზე, რომლებიც მოუხერხებელი იყო გადასატანადაც და

საწყობში შესანახადაც. ცოტა ყუთი როდი დაუჭედია, ცოტა საქონელი კი არ ჩაუწყვია

და არ ამოულაგებია, ცოტა ფორანი არ მიუღია და არ გაუგზავნია. და ალბათ, არც

არსებობდა სხვა ასე ღირსეულად, ასე კანონიერად, ასეთი პატიოსანი გზით ნაშოვნი

ქონება, როგორიც პილიეროს ქონება იყო. არასოდეს მოგთხოვდათ იმაზე მეტს, რაც

საქონელი ღირდა, არასოდეს გამოჰკიდებია მყიდველს. უკანასკნელ წლებშიც,

ჩვეულებრივ, თავის დუქნის ზღურბლზე იჯდა, ჩიბუხს ეწეოდა, გამვლელებს

შეჰყურებდა და ნოქრების მუშაობას ადევნებდა თვალყურს. 1814 წელს, როცა

პილიერომ ვაჭრობას თავი მიანება, მისი ქონება შეადგენდა სახელმწიფო

ქაღალდებში მოთავსებულ სამოცდაათი ათას ფრანკს, რაც ხუთი ათას ფრანკზე მეტს

აძლევდა ყოველწლიურ რენტას. ამას გარდა, მარაგად რჩებოდა ორმოცი ათასი

ფრანკი, რომელიც ყოველგვარი პროცენტის გარეშე მისთვის უნდა გადაეხადა მისი

დუქნის შემსყიდველ ნოქარს. ოცდაათი წლის განმავლობაში პილიეროს

ყოველწლიური ბრუნვა დაახლოებით ასი ათას ფრანკს შეადგენდა, მისი მოგება კი

აღწევდა ამ თანხის შვიდ პროცენტს. შემოსავლის ნახევრით თავს ირჩენდა. ასეთი

იყო პილიეროს ბალანსი. მეზობლებს არ შურდათ მისი ესოდენ მცირე შემოსავალი,

მას კეთილგონიერებისთვის აქებდნენ, მაგრამ არ კი ესმოდათ ეს საქციელი.

მონესა და სენტ-ონორეს ქუჩების კუთხეში მდებარეობს კაფე „დავიდი“. აქ

პილიეროსავით ძველი კომერსანტები საღამოობით ერთი ფინჯანი ყავის დასალევად

შემოდიან. რაკი პილიერომ თავისი მზარეული ქალის ბავშვი იშვილა, აქ ხშირად

იცოდნენ ხოლმე ხუმრობა. ასეთი ხუმრობა საერთოდ იციან პატივსაცემი ადამიანის

მიმართ; კავეულის დუქნის პატრონი გარშემო მყოფთა შორის დიდ პატივისცემას

იწვევდა და თუმცა თვითონვე სცემდა თავს პატივს, სხვისგან ამასვე არ მოითხოვდა.

როცა პილიეროს ნაშვილები მოკვდა, საცოდავი ბიჭის კუბოს ორას კაცზე მეტი

აცილებდა სასაფლაოზე. მოხუცს ვაჟკაცურად ეჭირა თავი. მისმა თავშეკავებულმა

მწუხარებამ, ძლიერ ადამიანთა მწუხარებამ, რომელთაც არ უყვართ თავის დარდზე

ლაპარაკი, უფრო მეტად გაზარდა იმ კვარტლის მცხოვრებთა სიმპათია ამ „ჩინებული

კაცის“ მიმართ, როგორც მასზე ამბობდნენ, რაღაც განსაკუთრებული, ამ სიტყვების

აზრის გამაღრმავებელი და გამაკეთილშობილებელი კილოთი. ერთი რომ შეეჩვია

ზომიერებასა და თავშეკავებას, კლოდ პილიერო არ დანებდა უქმი არსებობის

ცთუნებებს, რაც ჩვეულებრივ ასე ხრწნის დასასვენებლად გადამდგარ პარიზელ

ბურჟუას. მან განაგრძო თავისი ცხოვრების ჩვეული წესრიგი და სიბერეში

პოლიტიკამაც გაიტაცა. იგი „უკიდურეს მემარცხენეთა“ შეხედულებებს ემხრობოდა.

პილიერო მოსახლეობის იმ მშრომელ ფენებს ეკუთვნოდა, ვინც რევოლუციის

შედეგად შეძლება შეიძინა და ბურჟუაზიას შეუერთდა. მისთვის მხოლოდ ის

შეიძლებოდა ესაყვედურათ, რომ მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას აძლევდა

რევოლუციის მონაპოვართ, დიდად აფასებდა თავის უფლებებს, თავისუფლებას -

რევოლუციის ამ ნაყოფს; დარწმუნებული იყო, რომ მის კეთილდღეობასა და

პოლიტიკურ სიმშვიდეს ემუქრებიან იეზუიტები, რომელთა ფარულ ხრიკებს

ლიბერალები ხდიდნენ ნიღაბს და იმ ხასიათის აზრები, რომელთაც

„კონსტიტუსიონელი“ მეფის ძმას მიაწერდა. თავის რწმენაში ისეთივე ზომიერი იყო,

Page 69: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

როგორც ცხოვრებაში. პოლიტიკური შეხედულებები შეზღუდული არ ჰქონდა,

არასოდეს არ შეურაცხყოფდა მოწინააღმდეგეს, თავს არიდებდა კარის დეპუტატებს

და სჯეროდა რესპუბლიკელთა სათნოება. მანიუელი წარმოდგენილი ჰყავდა,

როგორც ყოველგვარი უკიდურესობისაგან შორს მყოფი კაცი, გენერალ ფუას დიდ

ადამიანად თვლიდა, კაზიმირ პერიეს სრულიადაც არ მიიჩნევდა პატივმოყვარე

ადამიანად, ლაფაიეტი პოლიტიკურ წინასწარმეტყველად მიაჩნდა, კურიე კი

საუცხოო ადამიანად[46]. ერთი სიტყვით, მას კეთილშობილი ილუზიებისკენ ჰქონდა

მიდრეკილება. ეს ღირსეული მოხუცი სიამოვნებით დადიოდა ოჯახებში, ხშირად

სტუმარი იყო რაგონებისა, თავისი ძმისწულისა, მოსამართლე პოპინოსი, ჟოზეფ

ლებასი, ცოლ-ქმარ მატიფებისა, თავის საჭიროებაზე მხოლოდ ათას ხუთას ფრანკს

ხარჯავდა წელიწადში. დანარჩენი ფული მიდიოდა კეთილ საქმეებზე და ძმის

შვილიშვილის საჩუქრებზე. წელიწადში ოთხჯერ აზარის ქუჩაზე თავს მეგობრებს

რესტორატორ როლანთან უმასპინძლდებოდა სადილით და თეატრში მიჰყავდა. ისე

იქცეოდა როგორც ის ხნიერი უცოლო კაცები, რომელთაც გათხოვილი ქალები

სინდისის ქენჯნის გარეშე ახდევინებდნენ ფულს თავიანთ ახირებულ სურვილებში, -

ქალაქგარეთ სეირნობებში, ოპერის ლოჟაში, ბოჟონის გორაკებიდან სრიალში.

პილიერო ბედნიერი იყო, როცა სხვებს ასიამოვნებდა, უხაროდა სხვისი სიხარული.

დუქნის გაყიდვის შემდეგ მან არ მოინდომა გამოეცვალა უბანი, რომელსაც შეჩვეული

იყო და ბურდონეს ქუჩაზე ერთი ძველი სახლის მეხუთე სართულზე დაიქირავა

სამოთახიანი ბინა. როგორც მოლინეს ხუშტურებმა დაასვეს ბეჭედი მისი

საცხოვრებლის უცნაურ მოწყობილობას, ასევე დააჩნდა პილიეროს ბინის

მოწყობილობას მისი უბრალო და სუფთა ცხოვრება. ბინა შედგებოდა დერეფნისა,

სასტუმროსა და საწოლი ოთხისაგან, ეს უკანასკნელი სენაკზე ოდნავ უფრო დიდი

იყო და მასავით უბრალოდ იყო მოწყობილი. დერეფანში - წითელი გაპრიალებული

იატაკი, ფანჯარაზე წითელ ნაყშიანი პერკალის ფარდები, წითელი ტარსიკონით

გადაკრული წითელი ხის სკამები ოქროს ლურსმნებით. მუქმწვანე ქაღალდაკრულ

კედლებზე ეკიდა სურათები: „ამერიკელთა ფიცი“, „ბრძოლა აუსტერლიცთან“ და

ბონაპარტეს, პირველი კონსულის პორტრეტი. სასტუმრო ოთახის ავეჯი უეჭველად

ავეჯისგადამკვრელი ოსტატის მიერ იქნებოდა შერჩეული. იქ იდგა ყვითელი ავეჯი

როზეტებით, ხალიჩა, ბუხარი თავისი ბრინჯაოს გისოსით, რომელიც არ იყო

მოოქრული, მოხატული თეთრი, პატარა მაგიდა, ზედ მინის თალფაქგადახურული

ყვავილების ლარნაკით და ლიქიორის სერვიზიანი ნოხისებური

სუფრაგადაფარებული მრგვალი მაგიდა ლანგრით. ამ ოთახის ახალთახალი

მოწყობილობა აშკარად ღაღადებდა იმ მსხვერპლზე, რაც მოხუც პილიეროს

მაღალსაზოგადოებრივ წესებისთვის მიეტანა, რადგან თავის სახლში იშვიათად

იღებდა სტუმრებს. ბერის ან ჯარისკაცის სენაკივით სადა საწოლ ოთახში, იმ

ადამიანთა ყურადღებას ვინც ცხოვრების ფასი კარგად იცის, იპყრობდა საწოლის

თავთან წალოში გადაკიდებული ჯვარცმა სასხურებლით. უდრეკი

რესპუბლიკელისაგან რწმენის ასეთი აშკარა აღიარება ადამიანს გრძნობას უშლიდა.

პილიეროს მეურნეობას ერთი მოხუცი ქალი ეწეოდა, მაგრამ მისი პატივისცემა

ქალებისადმი ისე შორს მიდიოდა, რომ მოსამსახურე ქალს ფეხსაცმელსაც არ

აწმენდინებდა და ერთთავად წაღების მწმენდავთან დაჰქონდა. პილიერო

ყოველთვის სადად და ერთნაირად იცვამდა, ჩვეულებრივ, ლურჯი მაუდის

სერთუკსა და ასეთსავე შარვალს, ბამბის ჭრელი ქსოვილის ჟილეტს, თეთრ

ჰალსტუხს, დახურულ ფეხსაცმელს ატარებდა. დღესასწაულებში ბრჭყვიალა

ლითონის ღილებიან ფრაკს იცვამდა. დილას დგებოდა, საუზმობდა, შინიდან

Page 70: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გადიოდა, სადილობდა, საღამოობით ისევ გადიოდა და შინ მუდამ დანიშნულ დროს

ბრუნდებოდა, რადგან სამართლიანად თვლიდა, წესიერი ცხოვრების ყაიდა

ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარიაო. პილიერო არასოდეს

პოლიტიკურ კამათს არ იწყებდა ცეზარ ბიროტოსთან, რაგონებთან, აბატ ლოროსთან,

- ამ წრის ადამიანები ერთმანეთს მეტისმეტად კარგად იცნობდნენ და ამიტომ იმედი

არ ჰქონდათ, რომ რომელიმეს თავის რწმენაზე მოაქცევდნენ. პილიეროც თავისი

ძმისწულისა და რაგონების მსგავსად, სავსებით ენდობოდა როგენს. პარიზელი

ნოტარიუსი წესიერ, პატიოსნებით აღსავსე ადამიანად წარმოედგინა. პილიერომ

გადაწყვიტა მიწის ნაკვეთების სპეკულაციაში მონაწილეობა მხოლოდ იმის შემდეგ

მიეღო, როცა ყურადღებით განიხილავდა ამ საკითხს, ამით გათამამებული ცეზარიც

გაბედულად ებრძოდა ცოლის წინათგრძნობებს.

პარფიუმერმა აიარა სამოცდათვრამეტი საფეხური, რომელთაც ბიძის ბინის პატარა

ყავისფერი კარისაკენ მიჰყავდა. მან გაიფიქრა, მოხუცი, ეტყობა, ჯერ საკმარისად

მხნედ და ღონივრად გრძნობს თავს რაკი ამ სიმაღლეზე ასვლას არ ჩივის ხოლმეო.

ბიროტომ შეამჩნია, რომ ლურჯი სერთუკი და შარვალი კარადაში აღარ ეკიდა და

მოხუცი მადამ ვაიანი ჯაგრისით წმენდდა. საშინაო ნაცრისფერი მოლტონის

სერთუკიანი პილიერო, ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, ბუხართან იჯდა, საუზმობდა და

გაზეთ „კონსტიტუსიონელში“ რომელიც იმ წლებში „ჟურნალ დე კომერს“ -ად

იწოდებოდა, საპარლამენტო პაექრობის ანგარიშს კითხულობდა.

- ბიძაჩემო, - მიმართა ცეზარმა, - საქმე გადაწყვეტილია, ხელშეკრულება უნდა

დაიდოს, მაგრამ თუ თქვენ რაიმე შიში ან ეჭვი გაქვთ, უარის თქმა ჯერ გვიანი არ

არის.

- რაღაზე ვთქვა უარი? სარფიანი საქმეა, ეს არის რომ, შემოსავლის ლოდინი დიდხანს

დაგვჭირდება, მაგრამ უეჭველი საქმეები მუდამ ასეა. ბანკში ორმოცდაათი ათასი

მაქვს, გუშინ კი უკანასკნელი ხუთი ათასი მივიღე დუქნისა. რაგონებიც მთელ თავის

ქონებას სდებენ ამ საქმეში.

- როგორღა იცხოვრებენ?

- ჯავრი ნუ გაქვს, როგორმე თავს გაიტანენ.

- მესმის, ბიძაჩემო, - თქვა გულაჩუყებულმა ბიროტომ და მკაცრ მოხუცს ხელზე ხელი

მოუჭირა.

- პაი როგორ განაწილდება? - მოულოდნელად იკითხა პილიერომ.

- ჩემი წილი უდრის სამ მერვედს, თქვენი და რაგონებისა - ერთ მერვედს. ამ თანხას

ჩვენი ანგარიშის კრედიტში ჩავთვლით, ჯერ ნოტარიალური აქტები შედგენილი არა

გვაქვს.

- ჩინებულია, მაგრამ შენ, გეტყობა მდიდარი კაცი ხარ, ჩემო ბიჭო, თუ ამ საქმეში

ერთბაშად სამი ათას ფრანკს სდებ. დიდი თანხის რისკს ეწევი და მეშინია, ამან შენს

ვაჭრობას ზიანი არ მიაყენოს. თუმცა თავად იცი შენი საქმისა. თუ გაგიჭირდა, იცოდე,

- რენტამ ოთხმოცამდე აიწია და მე შემიძლია გავყიდო ფასიანი ქაღალდები,

რომელთაც ორი ათასი ფრანკი მოაქვთ შემოსავალი, მაგრამ გაფრთხილდი, მეგობარო:

თუ ჩემს დახმარებას მიმართავ, საკუთარი ქალიშვილის ქონებას შეამცირებ.

Page 71: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ბიძაჩემო, თქვენ ისე უბრალოდ ლაპარაკობთ უკეთილშობილეს საქციელზე, რომ ამ

სიტყვებმა ამაღელვა.

- ამ წუთში, ჩემო ბიჭო, გენერალმა ფუამ სულ სხვანაირად ამაღელვა! ახლა წადი,

საქმე გადაწყვეტილია: ის მიწის ნაკვეთები თავის ადგილზე იქნება და ნახევარფასად

ჩაგვივარდება ხელში. ექვსი წელიწადიც რომ ვიცადოთ, მაშინაც მივიღებთ რაღაც

მოგებას - შეშის საწყობების შემოსავალს მაინც. ჰოდა, დანაკარგების შიში ნუღარ

გექნება. ოღონდ, ვაითუ როგენმა გაიტაცოს ჩვენი კაპიტალი, მაგრამ ეს ხომ

შეუძლებელია...

- სწორედ წუხელის მეუბნებოდა ამაზე ცოლი, ეშინია...

- რომ როგენი ფულს მოიპარავს? - იკითხა პილიერომ სიცილით. - რატომ ფიქრობს

ამას?

- ის ამბობს, როგენს ძალიან აწუხებს თავისი სიმახინჯე და როგორც ყველა მამაკაცი,

ვისაც არ შეუძლია ქალი იყოლიოს, გადარეულიაო...

პილიერომ უნდობლად ჩაიცინა, წიგნაკიდან ფურცელი ამოხია, თანხა დაწერა და

ხელი მოაწერა.

- აი, ჩეკი ასიათას ფრანკზე - ჩემი და რაგონის მაგივრად. საცოდავებმა ვორჩინის

მაღაროების თხუთმეტი აქცია იმ თაღლით დიუ ტიიეს მიჰყიდეს, საჭირო ფული რომ

შეეგროვებინათ. ეს კეთილი ადამიანები ახლა გაჭირვებაში ჩაცვივდნენ და გული

მტკივა, როცა მათზე ვფიქრობ. თან რა ღირსეული და კეთილშობილი ადამიანები

არიან, ეს ხომ ძველი ბურჟუაზიის ნაღებია! მათმა ნათესავმა მოსამართლე პოპინომ

არაფერი იცის, მას ყველაფერს უმალავენ, რომ საქველმოქმედო საქმეებში ხელი არ

შეუშალონ. ჩემსავით ისინიც მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში ჭაპანს

ეწეოდნენ...

- ღმერთმა ქნას, „კომაგენურმა ზეთმა“ გაიმარჯვოს, - შესძახა ბიროტომ. - მაშინ

ორმაგი ბედნიერება მელის. ნახვამდის, ძია, კვირას ჩვენთან მოდით სადილად

რაგონებთან, როგენთან და ბატონ კლაპარონთან ერთად. ხელშეკრულებას ზეგ

მოვაწეროთ ხელი, ხვალ ხომ პარასკევია, პარასკევს კი არ მინდა საქმის დაწყება...

- ასეთ ცრურწმენებს ყურადღებას აქცევ?

- ძია, ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ის დღე, როცა ადამიანებმა ძე ღვთისა

მოაკვდინეს, ბედნიერი იყო. ოცდაერთ იანვარს ხომ ყველა თავს ანებებს თავის საქმეს?

- მაშ ასე, კვირამდე, - მკვახედ მოუჭრა პილიერომ.

„მისი პოლიტიკური შეხედულებები, რომ არა, - ფიქრობდა კიბეზე მიმავალი

ბიროტო, - დედამიწის ზურგზე ვერ იპოვი ძიაზე უკეთეს ადამიანს. რა საეშმაკოდ

გაება ამ პოლიტიკაში. რა ჩინებული ადამიანი იქნებოდა, პოლიტიკაზე ფიქრისათვის

რომ თავი დაენებებინა. ეს მისი სიჯიუტე მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ქვეყანაზე

არაფერია სრულყოფილი“.

- უკვე სამი საათია, - თქვა ცეზარმა შინ დაბრუნებისას.

Page 72: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- თქვენ ამ ვალდებულებებს იღებთ, ბატონო? - ჰკითხა სელესტენმა და ქოლგებით

მოვაჭრის თამასუქები აჩვენა.

- დიახ, ექვსი პროცენტის ანგარიშით, საკომისიო რომ არ ჩავთვალოთ. ჩემო ცოლო,

აბა, ტანისამოსი მომიმზადე, ბატონ ვოკლენთან მივდივარ, ხომ იცი რისთვისაც.

თეთრი ჰალსტუხი მინდა აუცილებლად.

პარფიუმერმა განკარგულება გასცა ნოქრებზე. პოპინო მაღაზიაში არ იყო და ცეზარი

მიხვდა, რომ მისი მომავალი კომპანიონი ტანისამოსს იცვლიდა. ის საჩქაროდ ავიდა

თავის ოთახში და დაინახა „დრეზდენის მადონა“, რომელიც მისი განკარგულებით

ლამაზ ჩარჩოში იყო ჩასმული.

- ურიგო სურათი არ არის, ჰა, რას იტყვი? - უთხრა ქალიშვილს.

- ეგრე ნუ ლაპარაკობ, მამა, დაგვცინებენ, მშვენიერი სურათია!

- როგორ მოგწონთ, შვილი მამას ჭკუას ასწავლის!.. მე რომ მკითხოთ, მაგალითად,

„ჰერო და ლეანდრი“ სულაც არ არის მაგაზე უარესი. მადონა რელიგიური სიუჟეტია,

მაგისი ადგილი სამლოცველოშია „ჰერო და ლეანდრი“ კი... აჰ, იმ სურათს

აუცილებლად ვიყიდი, იქ რომ ზეთიანი ბოთლი ხატია, იმან შთამაგონა...

- მამა, არ მესმის რას ლაპარაკობ.

- ვირჟინი, ეტლს დაუძახე! - ხმამაღლა დაიყვირა ცეზარმა და პირის პარსვა

დაამთავრა. სწორედ ამ წუთში ოთახში პოპინო შემოვიდა. ცეზარინი რომ დაინახა,

შემცბარმა კიდევ უფრო უმატა კოჭლობას.

შეყვარებულს ეჭვიც არ შესდიოდა, თუ მისი ნაკლი უკვე აღარ არსებობდა მისი

რჩეულისათვის, შესანიშნავი საბუთი სიყვარულისა, რაც მხოლოდ მას ხვდება წილად,

ვისაც ბუნებამ გულს დააკლო.

- ჩემო ბატონო, - მიმართა ყმაწვილმა კაცმა, - ხვალ წნეხის ამუშავება უკვე შეიძლება.

- ძალიან კარგი! მაგრამ რა მოგდის, პოპინო? - ჰკითხა ცეზარმა როცა დაინახა, როგორ

გაწითლდა ანსელმი.

- ეს სიხარულისაგან მომდის, ბატონო. სენკ-დიამინის ქუჩაზე დუქანი აღმოვაჩინე

კანტორით, სამზარეულოთი, ზემოთა ოთახებითა და საწყობებით, ყველაფერ ამაში

მხოლოდ ათას ორას ფრანკს თხოულობენ წელიწადში.

- თვრამეტ წელიწადზე უნდა დავუდოთ ხელშეკრულება. ახლა კი ბატონ

ვოკლენისკენ გავწიოთ, გზაზე ვილაპარაკოთ.

ცეზარი და პოპინო ეტლში ჩასხდნენ. ნოქრებმა თვალი გააყოლეს. გაკვირვებულნი

იყვნენ მათი საზეიმო შესახედაობით და ეტლით ამ უცნაური გამგზავრებით. აბა,

საიდან ეცოდინებოდათ „ვარდების დედოფლის“ პატრონის დიდი გეგმები.

- ახლა ყოველივეს გავარკვევთ თხილის შესახებ, - ჩაილაპარაკა პარფიუმერმა.

- რა თხილისა?

Page 73: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ხედავ, როგორ წამომცდა და გაგანდე ჩემი საიდუმლო, - უთხრა პარფიუმერმა, -

სწორედ თხილშია „მთელი საქმე“. მხოლოდ თხილის ზეთი ახდენს სასიკეთო

ზემოქმედებას თმაზე, და ეს ჯერჯერობით არც ერთ პარფიუმერს არ მოსვლია აზრად.

როცა სურათს „ჰერო და ლეანდრს“ შევხედე გავიფიქრე: „ჩვენი წინაპრები ტყუილად

როდი ისხამდნენ ამდენ ზეთს თავზე, მათ იცოდნენ, რას აკეთებდნენ, იმიტომაც

არიან წინაპრები-მეთქი!“ ეს ჩვენი ჭკუის კოლოფები, რასაც არ უნდა ამბობდნენ, მე

მაინც ბუალოს[47] შეხედულებებს ვიზიარებ ძველებზე. აი, ამან დამიბადა აზრი

თხილის ზეთზე, თან შენმა სახლიკაცმა, მკურნალის შეგირდმა ბიანშონმა დამიმატა,

სამედიცინო სასწაულებში თხილის ზეთს ხმარობენ, რომ ულვაშები და ქილვაშები

სწრაფად იზრდებოდესო. ჩვენ მხოლოდ სახელგანთქმული ვოკლენის მოწონებაღა

გვაკლია. ის მითითებებს მოგვცემს და ჩვენც საზოგადოებას არ გავაწბილებთ. ამ

წუთში ბაზრიდან მოვდივარ, თხილით მოვაჭრეს გავურიგდი ნედლეულის

მოწოდებაზე. ერთი-ორი წუთის მერე საფრანგეთის უდიდეს მეცნიერთან ვიქნები, და

გავიგებ, როგორ უნდა გამოვიყვანოთ თხილიდან კვინტესენცია. მართალია ანდაზა -

უკიდურესობები ერთმანეთს ხვდებიანო. ხედავ, ჩემო ბიჭო, ვაჭრობა შუამავალია

ბუნებასა და მეცნიერებას შორის. ანჟელიკა მადუ თხილს ყიდულობს, ბატონი

ვოკლენი მისგან ესენციას იღებს, ჩვენ მას ვყიდით. გირვანქა თხილი ხუთი სუ ფასობს,

ბატონი ვოკლენი მათ ფასს ასჯერ ზრდის და ჩვენ, შესაძლებელია, მთელს

კაცობრიობას გავუწიოთ სამსახური, ვინაიდან პატივმოყვარული სურვილი, რომ

ყველას თავი მოაწონოს, ადამიანს დიდ ტანჯვას აყენებს. ამ წუთში კარგი

კოსმეტიკური საშუალება მისთვის დიდი წყალობაა.

პოპინო ცეზარინის მამას მოკრძალებული პატივისცემით უსმენდა და ეს ბიროტოს

უფრო უღვიძებდა მჭევრმეტყველებას. ის ისეთ შეუსაბამო სენტენციებს

წარმოთქვამდა, რაც მხოლოდ ბურჟუას თავში შეიძლება წარმოიქმნას.

- მოკრძალებით გეჭიროს თავი, ანსელმ, - უთხრა პარფიუმერმა, როცა ეტლმა იმ

ქუჩაზე გაუხვია, სადაც ვოკლენი ცხოვრობდა, - ჩვენ ახლა ფეხს შევდგამთ

მეცნიერების წმიდათაწმიდა ტაძარში. „მადონა“ სასადილო ოთახში სკამზე დადგი,

რომელიმე გამოსაჩენ ადგილას, მაგრამ ისე, რომ ძალიანაც არ ხვდებოდეს თვალში.

ნეტავი არ დავიბნე და ზედმეტები არ წამოვროშო! - გულმართლად აღიარა ბიროტომ.

- პოპინო, ეს კაცი ქიმიურ ზემოქმედებას ახდენს ჩემზე. მისი ხმა გულ-მუცელში

ცეცხლს მიჩენს, გვერდში ჩხვლეტა მეწყება. რამდენი სიკეთე გაუკეთებია ჩემთვის.

სულ მალე შენი კეთილისმყოფელიც გახდება.

ამ სიტყვებზე პოპინოს ტანში გასცრა. ისე ფრთხილად მიდიოდა, თითქოს

დამტვრეულ შუშას ადგამდა ფეხს, და აქეთ-იქით იყურებოდა შიშით. ბ-ნი ვოკლენი

თავის კაბინეტში იმყოფებოდა, როცა ბიროტოს მისვლა მოახსენეს. აკადემიკოსმა

იცოდა, რომ პარფიუმერი მერის თანაშემწე იყო და ხელისუფალთა კეთილგანწყობით

სარგებლობდა. მან ბიროტო მიიღო.

- განდიდებული ბრძანდებით და მაინც არ მივიწყებთ, - უთხრა მეცნიერმა, - თუმცა

ქიმიკოსსა და პარფიუმერს შორის ერთი ნაბიჯია.

- ვაი, რომ თქვენ გენიოსი ბრძანდებით, მე კი ერთი უბრალო კაცი ვარ,

გაუნათლებელი. ერთმანეთს უფსკრული გვყოფს. თქვენ უნდა გიმადლოდეთ იმას,

Page 74: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

რასაც ჩემს „დიდებას“ ეძახით. და მე არასოდეს დაგივიწყებთ, არც სააქაოსა და არც

საიქიოს.

- ეჰ, საიქიოს, ამბობენ, ყველა თანაბარნი ვიქნებითო - მეფეებიცა და მეწაღეებიც.

- თქვენ, რა თქმა უნდა, მხედველობაში გაქვთ მეფეები და მეწაღეები, რომელთაც

წმინდანთა დარად იცხოვრეს, - წამოაყრანტალა ბიროტომ.

- ეს თქვენი ვაჟიშვილია? - ჰკითხა ვოკლენმა და ჩია პოპინოს შეხედა, რომელსაც

მთლად აბნეოდა თავგზა, რაკი მეცნიერის კაბინეტში ვერაფერი ენახა

არაჩვეულებრივი. ის მოელოდა, რომ აქ რაღაც საფრთხობელებს, გიგანტურ მანქანებს,

მფრინავ ლითონებს, სულჩადგმულ მატერიას იხილავდა.

- არა, ჩემო ბატონო, ეს ყმაწვილი ჩემი შვილი არ არის, მაგრამ ძალიან მიყვარს. ახლა

თქვენთან მოვიდა, რადგანაც იმედი აქვს თქვენი სიკეთისა, რაც თქვენი ტალანტის

თანაბარია და ამიტომ უსაზღვროა! - მიუგო ცეზარმა მრავალმნიშვნელოვნად. -

თექვსმეტი წლის შემდეგ კვლავ თქვენ მოგმართეთ რჩევისათვის ერთ ჩვენთვის

ფრიად საჭირო საქმეზე, რაშიც მე, უბრალო პარფიუმერს, არაფერი გამეგება.

- აბა, თქვით, ვნახოთ რა არის.

- გავიგე, თითქოს ამჟამად თმის აღნაგობას შეისწავლით! თქვენ შრომობთ

სახელისათვის, მე კი შემოსავალი მაინტერესებს.

- ძვირფასო ბატონო ბიროტო, სახელდობრ რა გინდათ გაიგოთ? თმის შემადგენლობა?

ვოკლენმა ერთი ფურცელი ქაღალდი აიღო.

- უახლოეს დროში ვაპირებ მოხსენება გავაკეთო ამ თემაზე. თმა შეიცავს ლორწოვანი

მატერიის მნიშვნელოვან რაოდენობას, ცოტა თეთრ, და ბევრ მომწვანო-შავ ზეთოვან

ნივთიერებებს, რკინას, რამდენიმე მარცვალ მარგანეცის ჟანგს, კირიან ფოსფატებს,

ნახშირმჟავა კირს, ძალიან მცირე რაოდენობით კაჟმიწას და გოგირდის მნიშვნელოვან

რაოდენობას. ამ ნივთიერებათა სხვადასხვა პროპორციებზე დამოკიდებულია თმის

ფერი. მაგალითად, წითურებს ბევრად უფრო მეტი მომწვანო შავი ზეთი აქვთ, ვიდრე

სხვებს.

ცეზარმა და პოპინომ გაკვირვებისაგან თვალები დააჭყიტეს.

- ცხრა ნივთიერება! - შესძახა ბიროტომ. - როგორ! თითოეულ თმაში ლითონი და

ზეთი შედის? ეს რომ ვინმე სხვას ეთქვა და არა თქვენ, ადამიანს, რომელსაც მე

ვეთაყვანები, - არ დავიჯერებდი. არაჩვეულებრივი ამბავია! დიდ არს სიბრძნე

უფლისა, ბატონო ვოკლენ!

- თმა, - განაგრძო დიდმა ქიმიკოსმა, - ფოლიკურალური ორგანოს პროდუქტია,

რომელსაც ორივე მხრიდან ღია პარკის ფორმა აქვს: ერთი ბოლოთი დაკავშირებულია

ნერვებთან და სისხლძარღვებთან, მეორე ბოლოდან კი გამოდის თმა. ზოგიერთი ჩემი

კოლეგა, მათ შორის ბატონი ბლენვილიც[48] ფიქრობენ, რომ თმა მკვდარი ქსოვილია

და გამოიყოფა რბილი ნივთიერებით სავსე ამ პარკუჭით თუ რაღაც ჩანთით.

Page 75: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- უჯრედებში შედედებული ოფლის მსგავსად, არა? - შესძახა პოპინომ, რომელსაც

პარფიუმერმა ოდნავ ფეხი გაჰკრა.

ვოკლენმა პოპინოს სიტყვებზე გაიღიმა.

- ნიჭიერი ყმაწვილია, არა? - შენიშნა მაშინ ცეზარმა და პოპინის შეხედა, - მაგრამ,

ბატონო ვოკლენ, თუ თმა მკვდარი ქსოვილია, მაშასადამე მისი გაცოცხლება

შეუძლებელი იქნება და, ჩვენი საქმეც დაღუპულად ჩაითვლება, უაზრო განცხადება

გამოგვივა. თქვენ ვერ წამოიდგენთ, რამდენად ჭირვეულია საზოგადოება, მას ხომ

ვერ ეტყვი...

- რომ თავზე სანაგვე აქვს, - ჩაურთო პოპინომ ვოკლენის გამხიარულების სურვილით.

- უფრო სწორად, საჰაერო კატაკომბები, - მიუგო ქიმიკოსმა, რათა საუბრის სახუმარო

კილო დაეცვა.

- მე კი გამეხარდა და თხილი ვიყიდე! - შესძახა ზარალით შეშინებულმა ბიროტომ. -

მაშინ რატომ ჰყიდიან სხვადასხვა...

- დამშვიდდით, თქვა ღიმილით ვოკლენმა, - როგორც მე მესმის, საქმე ეხება ისეთ

რასმე შემაგდენლობას, რომელიც მას ცვენისაგან, ან გაჭაღარავებისაგან იცავს, ჰოდა,

როცა თმაზე ვმუშაობდი, შემდეგ დასკვნამდე მივედი.

პოპინომ ყურები ცქვიტა დამფრთხალი კურდღელივით.

- გაუფერულება თმისა - ამ მკვდარი თუ ცოცხალი მატერიისა, ჩემის აზრით,

დაკავშირებულია მღებავი ნივთიერების გამოყოფის შეწყვეტასთან. ამავე მოვლენით

აიხსნება ისიც, რომ ცივკლიმატიან ქვეყნებში ბეწვიანი ნადირის ბალანი ზამთარში

ფერს კარგავს და თეთრდება.

- რას ამბობ! გესმის, პოპინო?

- როგორც ჩანს, განაგრძო ვოკლენმა, - თმის ფერისცვალება დამოკიდებულია

გარემომცველი ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობაზე.

- გარემომცველი ტემპერატურისა, პოპინო, დაიხსომე, დაიხსომე, პოპინო, - შესძახა

ცეზარმა.

- დიახ, - თქვა ვოკლენმა, - სითბოს და სიცივის ცვალებადობაზე, ან იმ შინაგან

პროცესებზე, რომლებიც ამავე შედეგს იწვევენ. ამგვარად, სავსებით შესაძლებელია,

რომ შაკიკი და თავის ტკივილი შთანთქავენ, ფანტავენ, ანდა ადგილს უცვლიან

მკვებავ წვენებს. შინაგანი მიზეზის მოშორება ექიმის საქმეა, თმის გარეგან გამაგრებას

კი თქვენი კოსმეტიკური საშუალებანი უნდა ეხმარებოდეს.

- ახ, ბატონო ვოკლენ, - შვებით წარმოთქვა ბიროტომ, - თქვენ სიცოცხლე

დამიბრუნეთ. მე ვაპირებდი გასაყიდად გამომეშვა თხილის ზეთი, რადგან მახსოვდა,

რომ ჩვენი წინაპრები ხმარობდნენ თმისთვის ზეთს, მათ კი კარგად იცოდნენ, რას

აკეთებდნენ, მაშ რისთვის არიან უძველესი დროის ხალხი! სავსებით ვეთანხმები

ბუალოს. ათლეტებიც იმიტომ იზელდნენ ზეთით სხეულს.

Page 76: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ზეითუნის ზეთი სულაც არ არის თხილის ზეთზე უარესი! - თქვა ვოკლენმა,

რომელიც გაჭირვებით უსმენდა ბიროტოს. - რომელი ზეთიც არ უნდა აიღოთ, ყველა

შესანიშნავად დაიცავს ბოლქვს მასში შემავალ ნივთიერებაზე მავნე

ზემოქმედებისაგან. მე ვიტყოდი, ხსნარში შემავალ ნივთიერებაზე-მეთქი, თუ ქიმიურ

პროცესს განვიხილავთ. შესაძლებელია, თქვენ მართალიც იყოთ: თხილის ზეთი,

როგორც ამაზე დიუპიუტრენმა[49] თქვა, თმის ზრდას ხელს უწყობს. ამიერიდან

შევუდგები სხვადასხვაგვარი ზეთების - წიფლისა, შალგისა, ზეთისხილისა, კაკლისა

და სხვათა თვისებებისა და თავისებურებების შესწავლას.

- გამოდის, რომ არ შევმცდარვარ, - აღტაცებით წარმოთქვა ბიროტომ. ჩემი აზრი

დაემთხვა დიდი ადამიანის აზრს. ახალა კი დაიღუპა „მაკასარის“ საქმე!

„მაკასარი“ თმის ზრდის კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ძვირად, ძალიან

ძვირად იყიდება, ბატონო ვოკლენ.

- უკეთილესო ბატონო ბიროტო, - შენიშნა ვოკლენამ, - მაკასარიდან ევროპაში ორი

უნცია ზეთიც კი არ შემოსულა: მაკასარის ზეთი სულაც არ ეხმარება თმის ზრდას,

მაგრამ მალაელი ქალები ოქროს ფასად ყიდიან, იმიტომ, რომ თმას ცვენისაგან

ინახავს... მათ წარმოდგენაც არა აქვთ, თუ ამ მხრივ ვეშაპის ცხიმიც ასეთივე

სასარგებლოა. არავითარ ძალებს არ ზოგავენ, არც ქიმიურს არც ღვთაებრივს...

- ოჰ! ღვთაებრივს როგორ არა, მაგას ნუ იტყვით, ბატონო ვოკლენ.

- დიახ, ჩემო ძვირფასო, მაგრამ ღმერთის მთავარი კანონია არ ეწინააღმდეგებოდეს

თავისსავე თავს: ერთიანობის გარეშე არ არსებობს ძალაუფლება...

- ო, ეგ სხვა საქმეა...

- ვერავითარი ძალა მელოტს თმას ვერ ამოუყვანს, როგორც არ შეიძლება ურისკოდ

გადაიღებოთ წითური ან ჭაღარა თმა; მაგრამ თუ ზეთს აქებთ, ამით არც არავის

შეიყვანთ შეცდომაში, არც არავის მოატყუებთ და ვფიქრობ, ისინი, ვინც ზეთს

იხმარებენ, შეინარჩუნებენ თავიანთ თმას.

- ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ სამეფო მეცნიერებათა აკადემია მას მოწონების

ღირსად ჩათვლის?..

- არა, აქ არავითარი აღმოჩენა არ არის, - შეესიტყვა ვოკლენი, - ესეც არ იყოს,

ყოველგვარ შარლატანებს ისე ხშირად გამოუყენებიათ აკადემიის სახელი ბოროტად,

რომ მისი მოწონება ბევრს არაფერს მოგცემთ. სიმართლე გითხრათ, მე ვერ

განვიხილავ თხილის ზეთს, როგორც რაღაც სასწაულს.

- გვითხარით, ბატონო, როგორ უკეთესია ამ ზეთის გამოყვანა, გამოხარშვით თუ

დაწნეხვით? - ჰკითხა ბიროტომ.

- თუ თხილს ცხელი ფილებით დაწნეხავთ, მეტ ზეთს მიიღებთ, მაგრამ უფრო

დაბალი ხარისხისა იქნება, ვიდრე ცივი დაწნეხვით მიღებული ზეთი. ზეთი

პირდაპირ კანში უნდა შეიზილოს, თმაზე წასმა საკმარისი არ არის, ასე არავითარი

მოქმედება არ ექნება, - უთხრა მშვიდად ვოკლენმა.

- ყველაფერი დაიმახსოვრე, პოპინო, - შესძახა ბიროტომ, რომელსაც სახეზე

აღტაცებისაგან ალმური მოსდებოდა. - ბატონო ვოკლენ, ამ ყმაწვილი კაცისთვის

Page 77: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დღევანდელი დღე უბედნიერესი იქნება მის ცხოვრებაში. ის გიცნობთ და პატივს

გცემთ, თუმცა ჯერ არც კი ენახეთ. ო, ჩვენ სახლში ხშირად გახსენებენ: სახელი,

რომელსაც გულში ატარებ, ერთთავად პირზეც გაკერია: ცოლი, შვილი და მე

თვითონაც - ყოველდღე ღმერთს ვავედრებთ თქვენს თავს, ჩვენს კეთილისმყოფელს.

- ეგ კი მეტისმეტია! მაგდენი ხომ არაფერი გამიკეთებია, - შენიშნა პარფიუმერის მიერ

გამოთქმული მრავალსიტყვიერი მადლობით დარცხვენილმა ვოკლენმა.

- ოოო, რა სათქმელია! - წამოისროლა ბიროტომ, - როგორ შეგიძლიათ აგვიკრძალოთ

თქვენი სიყვარული, თუმცა მუდამ უარს მეუბნებით საჩუქარზე. თქვენ, როგორც მზე,

გვანიჭებთ სინათლეს, თქვენგან შუქმოსილ ადამიანებს კი ძალა არ შესწევთ

სამაგიერო მოგიზღოთ.

მეცნიერმა გაიღიმა და წამოდგა, პარფიუმერიც და პოპინოც წამოდგნენ.

- მიიხედ-მოიხედე, ანსელმ, კარგად დაათვალიერე ეს კაბინეტი. ხომ ნებას მოგვცემთ,

ბატონო? თქვენი ყოველი წუთი ძვირფასია, ეს ყმაწვილი კი შეიძლება თავის დღეში

აღარ მოხვდეს თქვენთან.

- თქვენი საქმეები როგორღა მიდის? - ჰკითხა ვოკლენმა, - კაცმა რომ თქვას, ჩვენ ხომ

ორივენი ვაჭრობის საკეთილდღეოდ ვიღწვით...

- მადლობას მოგახსენებთ, გვარიანად, - მიუგო ბიროტომ და სასადილო ოთახისკენ

წავიდა, სადაც ვოკლენიც გაჰყვა, - მაგრამ ეს ზეთი რომ გასაყიდად გავუშვა (ვფიქრობ

მას „კომაგენური ესენცია“ დავარქვა,) მნიშნელოვანი თანხებია საჭირო...

- ესენცია და ისიც კომაგენური, - მეტისმეტად მყვირალა სახელწოდებაა. უკეთესია

დაარქვათ „ბიროტოს ზეთი“! ხოლო თუ თქვენი გვარის გამოცხადება არ გინდათ,

რომელიმე სხვა გვარი აიღეთ... მაგრამ ამას რას ვხედავ... რაფაელის მადონა... აჰ,

ბატონო ბიროტო, მე და თქვენ მგონი ვიჩხუბებთ.

- ბატონო, ვოკლენ, - თქვა პარფიუმერმა, - ამ საჩუქრის ფასი მხოლოდ ის დაჟინებაა,

რითაც მას ვეძებდი. მთელი გერმანიის გადაქექვა მოგვიხდა, სანამ ამ გრავიურას

ვიპოვიდით, იგი ჩინურ ქაღალდზეა გადაბეჭდილი და წარწერა არა აქვს. მე ვიცოდი,

რომ გინდოდათ მისი შეძენა, მაგრამ ძებნისათვის დრო არ გქონდათ, ესე იგი, მე

მხოლოდ თქვენი კომივოიაჟერი ვარ. მაშ, მიიღეთ ეს სრულიად უფასური გრავიურა,

როგორც საბუთი ჩემი უღრმესი ერთგულებისა, რაც ჯახირსა, მცდელობასა და

მზრუნველობაში გამოიხატება. ჩემი სურვილი იქნებოდა, რაიმე ისეთი

მოგესურვებინათ, რაც ზღვის ფსკერზე მექნებოდა საშოვნელი, და შემძლებოდა

თქვენთან მოვსულიყავი სიტყვებით: „აი, ესეც-მეთქი!“ ნუ მეტყვით უარს. ჩვენი

დავიწყება იოლი საქმეა, მაშ ნება გვიბოძეთ ყველას: მე, ჩემ ცოლს, ჩემ ქალიშვილს და

მომავალ სიძეს ამ გრავიურით მოგაგონოთ თავი. როცა „მადონას“ შეხედავთ, იტყვით:

„არიან ქვეყანაზე უბრალო ადამიანები, ჩემზე რომ ფიქრობენო“.

- კეთილი, დავიტოვებ ამ საჩუქარს.

პოპინოს და ბიროტოს მღელვარებისაგან თვალზე ცრემლი მოადგათ, ისეთი კეთილი

გულით იყო ნათქვამი ეს სიტყვები.

- მაშ, ბოლომდე სულგრძელი იყავით, - უთხრა პარფიუმერმა.

Page 78: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- კიდევ რითი შემიძლია გემსახუროთ?

- მეგობრებს ვეპატიჟები...

და ფეხის წვერებზე წამოიწია, მაგრამ თავმდაბალი იერი მაინც შეინარჩუნა.

- ...რათა ვიდღესასწაულო საფრანგეთის გათავისუფლება და აღვნიშნო ჩემი

დაჯილდოება საპატიო ლეგიონის ორდენით.

- რას ბრძანებთ, მართლა? - იკითხა გაკვირვებულმა ვოკლენმა.

- დიახ, შესაძლებელია დავიმსახურე კიდეც ეს ჯილდო და მონარქის წყალობა. მე ხომ

კომერციული სასამართლოს წევრი ვიყავი და ცამეტ ვანდემიერს ბურბონთა მხარეზე

ვიბრძოდი. წმინდა როხის ეკლესიის კიბეზე ნაპოლეონმა დამჭრა. სამი კვირის

შემდეგ, კვირა დღეს, ჩემი მეუღლე მეჯლისს მართავს. მობრძანდით ჩვენთან, ბატონო

ვოკლენ. დაგვდეთ პატივი და ამ დღეს ჩვენთან ისადილეთ. ეს ჩემთვის ორდენის

მეორედ მიღებას უდრის. წინასწარ შეგატყობინებთ.

- კეთილი, ბატონო, მოვალ, - უთხრა ვოკლენმა.

- გული სიხარულით მევსება, - შესძახა პარფიუმერმა ქუჩაში გასვლისას, - ვოკლენი

ჩემთან მოვა, ოღონდ რაც თმაზე ილაპარაკა, ის არ დაგვავიწყდეს, ხომ ყველაფერი

დაიმახსოვრე, პოპინო?

- რასაკვირველია, ბატონო. ოცი წლის შემდეგაც მეხსომება.

- რაოდენ დიდი ადამიანია! როგორი გაქანება აქვს აზრისა, როგორი ჭვრეტის უნარი!

იმ წამსვე მიგვიხვდა აზრებს და რჩევა მოგვცა, როგორ ვაჯობოთ „მაკასარის ზეთს“. აა!

ვერ გაგივა, „მაკასარო!“ თმის ზრდას ვერაფერი შველის! ვერაფერი, ჩემო პოპინო,

სიმდიდრე პირდაპირ ხელებში გვივარდება. მაშ ასე, ხვალ შვიდ საათზე ქარხანაში

იყავი: თხილი უნდა მოგვიტანონ და დავიწყოთ ზეთის გამოხდა. ადვილად ამბობს

ვოკლენი, ყოველგვარი ზეთი სასარგებლოაო, მაგრამ ეს რომ ხალხმა შეიტყოს,

ყველაფერი დაიღუპება. ჩვენს საშუალებას ცოტაოდენი თხილის ზეთი და

ნელსაცხებელი რომ არ დავუმატოთ, ისე ვერ მოვახერხებთ ოთხი უნციის სამ-ოთხ

ფრანკად გასაღებას.

- თქვენ რა ორდენი მოგანიჭეს, ჩემო ბატონო? - ჰკითხა პოპინომ, - რა პატივია...

- ვაჭართა საზოგადოებისათვის, არა, მეგობარო?

ნოქართა ყურადღება მიიპყრო წარმატებაში დარწმუნებული ცეზარ ბიროტოს

მოზეიმე შესახედაობამ და მათ მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს.

ფიაკრით წასვლამ, მოლარისა და პატრონის საზეომო ჩაცმულობამ, მათი ყველაზე

უფრო ფანტასტიკური ვარაუდი წარმოშვა. ცეზარისა და ანსელმის თვალებმა, მათს

უერთიერთდამოკიდებულებას რომ გამოხატავდნენ, ორჯერ ცეზარინისადმი

მიპყრობილი იმედით აღსავსე მზერა პოპინოსი რაღაც არაჩვეულებრივ რამეს

ამცნობდნენ ნოქრებს და მათ ვარაუდებს ადასტურებდნენ. ისინი დილიდან

საღამომდე თითქმის მონასტრულ პირობებში მუშაობდნენ და თვით ყველაზე უფრო

ნაკლებმნიშვნელოვანი ამბებისადმიც კი ინტერესს იჩენდნენ, როგორც პატიმარს

აინტერესებს საპატიმროს წვრილ-წვრილი შემთხვევები. ქალბატონი ბიროტოს

Page 79: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

საქციელი, უნდობლად რომ შეხვდა ქმრის ძლევამოსილად გამომზირალ თვალებს,

მათ აფიქრებინებდა, უთუოდ რაღაც ახალი საქმე იწყებაო. დიასახლისის მჭმუნვარე

სახე, მით უმეტეს შესამჩნევი იყო, თუ გაცხოველებული ვაჭრობა დუქანში

ჩვეულებრივ მას სიამოვნებას ჰგვრიდა, იმ დღის ნავაჭრი ექვსიათას ფრანკს

შეადგენდა, რადგან ზოგიერთ მოვალეს ვადაგასული ანგარიშები დაეფარა, და

ქალბატონი ბიროტო კმაყოფილი უნდა ყოფილიყო.

სასადილო ოთახსა და ეზოში ფანჯრიან სამზარეულოს დერეფანი ჰყოფდა.

დერეფანში გამოდიოდა კიბე, რომელიც დუქნის უკანა ოთახს აერთიანებდა

ანტრესოლებთან, სადაც უწინ ცეზარი და კონსტანსი ცხოვრობდნენ. ამ სასადილო

ოთახში, პატარა სასტუმრო ოთახს რომ მოგაგონებდათ, მათ თაფლობის თვე

გაატარეს. სადილობისას დუქანში მხოლოდ დამტარებელი რაგე რჩებოდა, ჩაროზის

შემოტანამდე ნოქრები დუქანში ჩადიოდნენ, ცეზარი კი ცოლით და ქალიშვილით

მარტო რჩებოდნენ და ბუხართან მჯდომნი სადილს ამთავრებდნენ. ეს ჩვეულება

ბიროტოებმა რაგონებისაგან გადაიღეს, რომელნიც წმინდად ინახავდნენ ვაჭართა

ძველებურ ზნე-ჩვეულებებს, რითაც იცავდნენ იმ დიდ მანძილს თავის თავსა და

ნოქრებს შორის ოდესღაც ოსტატებსა და მათ ქარგალთა შორის რომ არსებობდა.

ცეზარინი და კონსტანსი პარფიუმერს ერთ ჭიქა ყავას უმზადებდნენ, ისიც ბუხართან

იჯდა სავარძელში და სვამდა. ამ დროს ცეზარი ცოლს უამბობდა იმ დილით

მომხდარ ამბებს, ყველაფერს, რაც ენახა და გაეგონა ქალაქში, უამბობდა იმას, თუ რა

ხდებოდა ტამპლის უბანში, რა სიძნელეების გადალახვა უხდებოდა ფაბრიკაში.

- ჩემო ცოლო, - მიმართა მან კონსტანსს, როცა ნოქრები მაღაზიაში ჩავიდნენ, - იცოდე,

დღეს უდიდესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში! თხილი შევისყიდეთ, ჰიდრავლიკურ წნეხს

ხვალ ავამუშავებთ, მიწის ნაკვეთებზე უკვე გავურიგდით. აი, ეს შეინახე, - უთხრა და

პილიეროს საბანკო ჩეკი გადასცა. ბინის გადაკეთებაზე უკვე მოლაპარაკებული ვარ,

ბინას გავაფართოებთ. ღმერთო, ეს რა უხიაგი რამე ვნახე დღეს ბატავის ფუნდუკში!

და ბ-ნი მოლინე აღწერა.

- მე ერთსა ვხედავ, - შეაწყვეტინა ცოლმა მასლაათი, - ორასი ათასი ფრანკი დაგიდვია

ვალად!

- მართალი ხარ, - ჩემო ციცუნია, - დაუდასტურა პარფიუმერმა ნაძალადევი

მორჩილებით. - მერე ნეტავ, როგორ დავაღწევთ თავს ვალებს, - ღმერთო დიდებულო!

შენ ხომ, რასაკვირველია, არაფრად მიგაჩნია მიწის ნაკვეთები მადლენის ეკლესიის

რაიონში, სადაც მომავალში პარიზის საუკეთესო კვარტალი გაშენდება.

- მომავალში, ცეზარ.

- რა უბედურებაა, რომ ექვსი წლის შემდეგ ჩემი პაის სამი მერვედი მხოლოდ და

მხოლოდ მილიონი ეღირება, - განაგრძო მან ხუმრობა, - სად ვიშოვო ფული, რომ

ორასი ათასი ფრანი გადავიხადო? - და ცეზარმა ვითომდა, საშინელებააო, ხელები

გაასავსავა. - მაგრამ ჩვენ მაინც გამოვძვრებით და აი, ვინ გადაიხდის, - თქვა მან და

ჯიბიდან დეიდა მადუსთვის გამორთმეული საგულდაგულოდ შენახული თხილი

ამოიღო. ცეზარს თხილი ორ თითში ეჭირა და ცოლსა და ქალიშვილს აჩვენებდა.

ქალბატონმა ბიროტომ არაფერი თქვა, ცეზარინმა კი მამას ყავა მიაწოდა და

გაკვირვებულმა ჰკითხა: - შენ უთუოდ ხუმრობ, მამა, არა?

Page 80: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

პარფიუმერმა, როგორც ნოქრებმაც, სადილის დროს შეამჩნიეს, რა თვალებით

შეჰყურებდა პოპინო ცეზარინს, და თავისი ეჭვების შემოწმება მოუნდა.

- შვილო, ეს თხილი ჩვენ სახლში გადატრიალებას მოახდენს, ამ საღამოს ერთი კაცი

ჩვენს კერას დატოვებს.

ცეზარინმა მამას ისე შეხედა, თითქოს უნდოდა ეთქვა: „ეგ მე რა მესაქმებაო!“..

- პოპინო მიდის ჩვენგან.

თუმცა ცეზარი დიდი დამკვირვებელი ადამიანი არ იყო და უკანასკნელი ფრაზა

მარტო იმიტომ არ მოამზადა, რომ შვილისთვის ბადე დაეგო, არამედ იმისათვისაც,

რომ უნდოდა ლაპარაკი წამოეწყო „ა. პოპინო და კომპანიის“ სავაჭრო სახლის

დაარსების შესახებ, - მამობრივმა სიყვარულმა ისე ქნა, რომ ჩასწვდა შვილის გულში

აღმოცენებულ ბუნდოვან გრძნობებს წითელი ვარდებით რომ ააგიზგიზეს მისი

ლოყები, კაშკაშა შუქით რომ ააელვარეს მისი დახრილი თვალები. ცეზარმა ისიც კი

გაიფიქრა, ცეზარინსა და პოპინოს შორის ალბათ უკვე მოხდა სიყვარულის

აღიარებაო. მაგრამ შეცდა. ამ ბავშვებს, როგორც ყველა გაუბედავ შეყვარებულებს,

ერთმანეთისა უსიტყვოდ ესმოდათ.

ზოგიერთი მორალისტი ფიქრობს, სიყვარული ყველაზე უნებლიე, ყველაზე უანგარო,

ყველაზე უანგარიშო გრძნობაა ყველა გრძნობათა შორის, თუ, რასაკვირველია,

მხედველობაში არ მივიღებთ დედობრივ გრძნობასო. ეს დიდად შემცდარი აზრია.

მართალია, ადამიანთა უმრავლესობას ეჭვიც არ შესდის სიყვარულის ჭეშმარიტ

მიზეზებში, მაგრამ ყოველგვარი ფიზიკური და სულიერი მისწრაფება

ერთმანეთისადმი თავის საფუძველში გონების, გრძნობის ან მგრძნობიარობის

ანგარიშებს ემყარება. სიყვარული, უწინარეს ყოვლისა, ეგოისტური გრძნობაა.

ეგოიზმი კი უწინარეს ყოვლისა, ანგარიშია. ამრიგად, ადამიანებს, რომელთათვის

უცნობია გრძნობათა ღრმა ანალიზი, შეიძლება უცნაურად და დაუჯერებლად

მოეჩვენოთ, რომ ისეთ ლამაზ ქალიშვილს, როგორიც ცეზარინი იყო, ეს საცოდავი,

კოჭლი, წითური ყმაწვილი კაცი შეუყვარდა. მაგრამ ამგვარი მოვლენა სრულიადაც

არ ეწინააღმდეგება ბურჟუაზიულ გრძნობათა არითმეტიკას. ამის განმარტება იმას

ნიშნავდა, ვითომც ისეთი ცოლ-ქმრობა გაგვეგოს, რაც ჩვეულებრივ ჩვენს გაოცებას

იწვევს, - თვალტანადი ლამაზი ქალები შეუხედავ მამაკაცებს რომ მიჰყვებიან,

უსანდომო გოგოები კი წარმოსადეგ მამაკაცებს. ყოველი ადამიანი, ვისაც რომელიმე

ფიზიკური ნაკლი გააჩნია, ფეხის სიმრუდე იქნება ეს, სიკოჭლე, კუზი, უსახურობა,

წითელი ლაქები ლოყებზე, მეჭეჭები, როგენის სენი, თუ სხვა რამ მშობელთა ნება-

სურვილზე დამოუკიდებელი სიმახინჯე, იძულებულია ან საშიში ადამიანი, ან

სიკეთის განსახიერება გახდეს. მას უფლება არა აქვს დარჩეს არც ავი, არც კარგი, რაც

ადამიანთა უმრავლესობის ხვედრია. პირველ შემთხვევაში მას ეხმარება ნიჭი, გენია

ან ძალა. ბოროტისმქმნელი ადამიანი შიშის ძრწოლას იწვევს ადამიანებში, გენიოსი

პატივისცემას იწვევს თავისი თავისადმი, ენაკვიმატი კი - შიშს. მეორე შემთხვევაში

მან უნდა მოახერხოს თავისი თავის სიყვარული ჩაუნერგოს ადამიანებს, ურიგდება

ქალის ტირანიას, უფრო დაოსტატებულია სიყვარულში, ვიდრე უნაკლო აღნაგობის

ადამიანი.

ანსელმი, აღზრდილი ისეთი დარბაისელი და სათნოებით გამსჭვალული ბურჟუების

მიერ, როგორიც რაგონები და მისი ბიძა პოპინო იყვნენ, გამოირჩეოდა შესანიშნავი

Page 81: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ხასიათით და ყოფაქცევით. მისი უმნიშვნელო ფიზიკური ნაკლი ამით სავსებით

გამოისყიდებოდა. სიჭაბუკისათვის დამახასიათებელ მის კეთილშობილ

მისწრაფებებს აღტაცებაში მოჰყავდა კონსტანსი და ცეზარი და ისინი ხშირად

აქებდნენ ანსელმს ცეზარინის თანდასწრებით. ცოლსაც და ქმარსაც, ყოველდღიურ

ცხოვრებაში წვრილმანი, ამაღლებული სული ჰქონდა და მშვენივრად ერკვეოდნენ

გრძნობებში. მათმა ხოტბამ ანსელმის მიმართ გამოძახილი ჰპოვა ქალიშვილის

გულში, რომელმაც, მიუხედავად უმანკოებისა, ანსელმის სუფთა თვალებში

თაყვანისცემა ამოიკითხა, რაც ყოველთვის საამოა, როგორიც არ უნდა იყოს

შეყვარებულის ასაკი, მდგომარეობა და გარეგნობა. პატარა პოპინოს ბევრად უფრო

მეტი საფუძველი ჰქონდა ქალი ჰყვარებოდა, ვიდრე რომელიმე ლამაზ მამაკაცს.

ლამაზი ქალი რომ ცოლად შეერთო, სულს მის სიყვარულში დალევდა, სიყვარული

მასში პატივმოყვარეობას გააღვივებდა, სიცოცხლეს ცოლის ბედნიერებას შესწირავდა,

მას ოჯახის სრულუფლებიან დიასახლისად გადააქცევდა, მას დაემონებოდა.

ცეზარინი თავისდა უნებურად ასე ფიქრობდა, თუმცა, შესაძლებელია, არა ასე

გულახდილად. ის აფრენილი ჩიტის სიმაღლიდან უყურებდა სიყვარულის

ჭირნახულს და ერთმანეთს ადარებდა: დედის ბედნიერება მის თვალთა წინ იყო და

თავისთვის სხვანაირი ცხოვრება არ სურდა. მას ინსტინქტი უკარნახებდა, რომ

ანსელმში მეორე ცეზარს ჰპოვებდა, ოღონდ განათლებით ისეთივე სრულყოფილს,

როგორიც თვითონ იყო. ოცნებაში ანსელმი ოლქის მერად წარმოედგინა, თავის თავს

კი შესაწირავის ამკრეფლად, როგორც ამას დედამისი აკეთებდა წმინდა როხის

სამრევლოში. ბოლოს ცეზარინი უკვე ვეღარ ამჩნევდა განსხვავებას ანსელმის

მარცხენასა და მარჯვენა ფეხს შორის. შეიძლება გაკვირვებით ეკითხა კიდეც: „როგორ,

განა კოჭლობსო“. მას მოსწონდა ვაჟის სუფთა თვალები და სიამოვნებით ადევნებდა

თვალს, როგორ აღელვებდა ყმაწვილ კაცს მისი მზერა: როგორ სევდიანად დახრიდა

ხოლმე თვალებს უმანკოების ცეცხლით რომ ინთებოდნენ. როგენის უფროსი კლერკი

ალექსანდრე კროტა, რომელიც საქმოსანთა წრეში ტრიალებდა და ნაადრევი

გამოცდილება ჰქონდა მიღებული, თავისი ცინიკური და თან უწყინარი მანერებით არ

იზიდავდა ცეზარინს, რომელიც ისედაც აღშფოთებული იყო ზოგიერთი მისი

მსჯელობის გაცვეთილი წინადადებებით. პოპინოს სიტყვაძვირობა კი მის მშვიდ

ხასიათზე მეტყველებდა, ცეზარინს მოსწონდა, როგორი სევდიანი ღიმილით

უსმენდა ის გაცვეთილსა და უხამს ლაპარაკს, ცეზარინში რომ ზიზღის გრძნობას

იწვევდა. როცა პოპინო იღიმებოდა, ცეზარინიც იღიმებოდა, როცა პოპინო

დაღონდებოდა, ისიც მოიწყენდა. სულიერი უპირატესობა არ უშლიდა ანსელმს

ბეჯითად ემუშავა და მისი დაუღალავი შრომისმოყვარეობა მოსწონდა ცეზარინს. ის

ხვდებოდა, რომ საცოდავი, კოჭლი, წითური ანსელმი არ კარგავდა მისი ხელის

მოპოვების იმედს, თუმცა სხვა ნოქრები ამბობდნენ: „ცეზარინი ბატონი როგენის

უფროს კლერკს გაჰყვება ცოლადო“. დიდი იმედი დიდი სიყვარულის

დამადასტურებელია.

- სად მიდის? - ჰკითხა ცეზარინმა მამას და შეეცადა გულგრილობა გამოეხატა.

- საკუთარ სავაჭროს ხსნის სენკ-დიამანის ქუჩაზე! ღმერთმა ხელი მოუმართოს! -

მიუგო ბიროტომ და მის შეძახილს ვერც დედა მიუხვდა, ვერც ქალიშვილი.

როცა ბიროტო ზნეობრივი ხასიათის რაიმე სიძნელეს განიცდიდა, ისე იქცეოდა,

როგორც მწერი დაბრკოლების წინაშე: მას ან ერთი, ან მეორე მხრიდან შემოუვლიდა;

ალხაც გადაწყვიტა მოგვიანებით ელაპარაკა ცოლთან ცეზარინის შესახებ და საუბრის

Page 82: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

თემა გამოცვალა: - ბიძაშენს როგენის გამო შენს შიშსა და ეჭვებზე ველაპარაკე და

გულიანად იცინა, - განუცხადა კონსტანსს.

- ნურასოდეს გადასცემ სხვას, რასაც მე და შენ ერთმანეთში ვიტყვით, - აღშფოთდა

კონსტანსი. - ის საცოდავი როგენი, შესაძლებელია უპატიოსნესი კაცი იყოს

დედამიწის ზურგზე, ორმოცდათვრამეტი წლისაა, და ალბათ უკვე აღარ ფიქრობს...

კონტანსი უეცრად გაჩუმდა, რადგან შეამჩნია, რომ ცეზარინი ყურადღებით უსმენდა,

და თვალით ქალიშვილზე ანიშნა.

- ესე იგი, სწორი ვქენი, რომ ეს გარიგება მოვახდინე, - შენიშნა ბიროტომ.

- ოჯახის უფროსიც მაგიტომ ხარ, - მიუგო ცოლმა.

ასეთი პასუხი ყოველთვის გამოხატავდა მის მდუმარე დასტურს ქმრის გეგმებზე.

ცეზარმა კონსტანსი მიიზიდა და შულზე აკოცა.

- მოიხედეთ, - მიმართა პარფიუმერმა ნოქრებს კიბეზე ჩავლისას, - დუქანი ათ საათზე

დაკეტეთ. ყველა მე უნდა მომეხმაროთ. ამაღამ ავეჯს მეორიდან მესამე სართულზე

გადავზიდავთ. აქედან ყველაფერს გამოვიტანთ, რომ არქიტექტორს, როგორც

იტყვიან, მოქმედების ასპარეზი გავუწმინდოთ. პოპინო ისე წასულა, არ

გავუფრთხილებივარ, - თქვა ცეზარმა, რაკი ვერ დაინახა. - ეჰ, მთლად დამავიწყდა,

რომ დღეს აქ არ იძინებს, „პოპინო ბატონი ვოკლენის შენიშვნების ჩასაწერად წავიდა,

- გაიფიქრა ცეზარმა, - ან იქნებ მაღაზიისთვის უნდა ბინის დაქირავება.“

- ჩვენ ვიცით, ბატონო, რისთვისაც გინდათ ბინის გადაკეთება, - განაცხადა

სელესტენმა მის ზურგს უკან მდგარი ორი სხვა ნოქრის და რაგეს სახელით, - ნება

გვიბოძეთ, ბატონო, მოგილოცოთ პატივი, რაც ყველა ჩვენგანის პატივიცაა... პოპინომ

გვითხრა, ბატონო, რომ თქვენ...

- დიახ, ყმაწვილებო, რაღა დაგიმალოთ და ორდენი მიბოძეს. ჰოდა, მეგობრები მინდა

დავპატიჟო, რომ საფრანგეთის განთავისუფლება ვიდღესასწაულო და აღვნიშნო ჩემი

დაჯილდოება საპატიო ლეგიონის ორდენით. შესაძლებელია, დავიმსახურე კიდეც ეს

ჯილდო და მონარქის წყალობა, მე ხომ კომერციული სასამართლოს წევრი ვიყავი,

ბურბონების მხარეზე ვიბრძოდი და მათ ვიცავდი... თქვენი ასაკისა ვიყავი, როცა

ცამეტ ვანდემიერს წმინდა როხის ეკლესიის საფეხურებზე... დალახვროს ეშმაკმა, მე

ხომ ნაპოლეონმა დამჭრა, ეგრეთწოდებულმა იმპერატორმა. ფერდში ვიყავი

დაჭრილი და ქალბატონი რაგონი ჭრილობას მიხვევდა. იყავით მამაცები და თქვენც

მოგანიჭებენ ჯილდოს. როგორც ხედავთ, ჩემო ბიჭებო, ზოგი ჭირი მარგებელია.

- ამიერიდან ქუჩებში აღარ იქნება ბრძოლები, - შენიშნა სელესტენმა.

- მაგის იმედი უნდა გვქონდეს, - მიუგო ბიროტომ და შემთხვევით ისარგებლა, რათა

ერთი გრძელი სიტყვა წარმოეთქვა. დასასრულს კი ნოქრები მეჯლისზე მიიპატიჟა.

მეჯლისის პერსპექტივამ ნოქრები, რაგე და ვირჟინი ფრიად გაამხნევა და

ეკვილიბრისტის სიმკვირცხლე შესძინა. ავეჯმოკიდებულებმა ბევრი ირბინეს

კიბეებზე და არც არაფერი გაუტეხიათ. ღამის ორი საათისთვის ყველაფერი

დაამთავრეს, ცეზარი და მისი ცოლი მესამე სართულზე დაწვნენ დასაძინებლად.

Page 83: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

პოპინოს ოთახში სელესტენი და მეორე ნოქარი მოთავსდნენ. მეოთხე სართული

დროებით ავეჯის საწყობად გადააქციეს.

პოპინო შეუნელებელი ნერვული აგზნების ტყვეობაში იყო და შეყვარებულ

ადამიანთა გაოცებას აღაფრთოვანებს, როცა ისინი დიდ ჩანაფიქრთა იმედით

ცხოვრობენ. ჩვეულებრივ თვინიერი მშვიდი პოპინო სადილის შემდეგ ადგილზე

ვეღარ ისვენებდა, როგორც ჯიშიანი ცხენი დოღის წინ: - რა მოგდის? - ჰკითხა

სელესტენმა.

- ეს რა დღე გამითენდა დღეს, ძმაო! დამოუკიდებელ საქმეს ვიწყებ, - ჩასჩურჩულა

პოპინომ სელესტენს, - ბატონი ბიროტო კი ორდენით დააჯილდოეს.

- იღბლიანო! ბატონი ყველაფერში ხელს გიწყობს, - შესძახა სელესტენმა.

პოპინომ არაფერი უპასუხა და გაქრა, თითქოს ქარიშხალმა, წარმატების ქარიშხალმა

გაიტაცა სადღაც!

-იღბლიანი? - უთხრა ნოქარმა, რომელიც დასტა-დასტა უწყობდა ხელთათმანებს

თავის მეზობელს, იარლიყებს რომ სინჯავდა, -პატრონმა შენიშნა, რომ პოპინო

მადმუაზელ ცეზარინის თვალებს უპრაწავს. ჩვენი პატრონი კი კარგი ეშმაკია, ეტყობა,

გადაწყვიტა ანსელმი თავიდან მოიშოროს. უარის თქმა უხერხულად მიიჩნია

ნათესავების გამო. ჩვენ სელესტენს კი დიდ წყალობად ეჩვენება ეს ეშმაკობა.

ანსელმ პოპინო სენტ-ონორეს ქუჩაზე დაეშვა და დეზ-ეკიუს ქუჩაზე გაიქცა, რათა

ერთ ყმაწვილ კაცს შეხვედროდა. ვაჭრული ალღო უკარნახებდა, რომ ეს კაცი მისი

გამდიდრების მთავარი იარაღი გახდებოდა. მოსამართლე პოპინოს ოდესღაც რაღაც

საქმე გაეკეთებინა პარიზის ერთ ყველაზე უფრო მოხერხებულ კომივოიაჟერისთვის,

რომელსაც შემდგომში მისი ძლევამოსილი ლაქლაქისა და საოცარი სიმარჯვისათვის

„სახელოვანი“ შეარქვეს. კომივოიაჟერთა ეს მომავალი მეფე ქუდებსა და პარიზულ

მოდურ საგნებს ასაღებდა და იმ დროს უბრალოდ გოდისარი ერქვა. ოცდაორი წლის

ასაკში მან უკვე გამოამჟღავნა ვაჭრული ლაყაფის დიდი უნარი. ეს პირხმელი,

სიცოცხლით სავსე მკვირცხლი კაცი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალე

მეხსიერებითა და ვაჭრობაში ესოდენ საჭირო მუშტრის დაყოლიების უნარით. ის

სავსებით იმსახურებდა „კომივოიაჟერთა მეფის“ ტიტულს, რომელიც მოგვიანებით

მოიპოვა. ჭეშმარიტი ფრანგი იყო.

*

რამდენიმე დღის წინათ პოპინო გოდისარს შეხვდა და გაიგო, რომ სამოგზაუროდ

ემზადებოდა. შეყვარებულს იმედი ჰქონდა, კომივოიაჟერს ჯერ კიდევ დაიჭერდა

პარიზში და დეზეკიუს ქუჩაზე გაიქცა, სადაც უთხრეს, კომივოიაჟერმა საფოსტო

კარეტაში დაუკვეთა ადგილიო. გოდისარი, სანამ თავის სანუკვარ დედაქალაქს

დატოვებდა, ვოდევილის თეატრში წავიდა ახალი წარმოდგენის სანახავად, პოპინომ

გადაწყვიტა დაეცადა მისთვის. თხილის ზეთის გავრცელების მინდობა რეკლამის

ესოდენ სახელმოხვეჭილი ოსტატისათვის უმდიდრესი სავაჭრო ფირმები რომ

ყველანაირად თავს ევლებოდნენ, განა იმას არ ნიშნავდა, რომ იღბალი თავის

მფარველ ხელს გადააფარებდა ამ საქმეს! პოპინოს შეეძლო სავსებით მინდობოდა

Page 84: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გოდისარს. კომივოიაჟერი, რომელიც ასე მოხერხებულად ჩაიჭერდა ხოლმე ყველაზე

ჯიუტ ადამიანებსაც კი - წვრილ პროვინციელ მოვაჭრეებს, - მოულოდნელად ჩაერთო

ბურბონთა საწინააღმდეგო შეთქმულებაში „ასი დღის“ შემდეგ რომ გაიხსნა.

გოდისარი - ეს ლაღი ფრინველი, - ციხეში ჩააგდეს და მძიმე დანაშაული წაუყენეს.

მოსამართლე პოპინომ, რომელსაც საქმე მიჰყავდა, ძიება შეწყვიტა და სცნო, რომ

გოდისარი მხოლოდ წინდაუხედაობითა და დაუდევრობით იქნა შეთქმულებაში

ჩათრეული. პოპინოს ადგილას რომ ისეთი მოსამართლე ყოფილიყო, რომელიც

ნდობის მოპოვებას მოისურვებდა, ან რომელიმე როიალისტი, ბედკრულ

კომივოიაჟერს ეშაფოტზე უკრავდნენ თავს. გოდისარს ესმოდა, რომ თავი

გამომძიებლის წყალობით შერჩა და არ იცოდა, როგორ გამოეხატა მადლობის

გრძნობა თავისი მხსნელისთვის. მან ვერ გაბედა მოსამართლისათვის მადლობა

გადაეხადა სამართლიანი განსჯის გამო, მხოლოდ რაგონებთან მივიდა და განაცხადა,

დღეიდან პოპინოთა მთელი მოდგმის ერთგული მსახური ვარო.

გოდისარის მოლოდინში ანსელმმა, რასაკვირველია, აღარ დააყოვნა, დაათვალიერა

დუქანი სენკ-დიამანის ქუჩაზე და პატრონის მისამართიც გაიგო, რათა მასთან

ხელშეკრულება დაედო. პოპინო ცენტრალური ბაზრის ბნელ შუკებში

დაბორიალებდა და იმაზე ფიქრობდა, როგორ მიეღწია სწრაფი წარმატებისათვის.

ობრი-ლე-ბუსეს ქუჩაზე გამარჯვების მომასწავებელმა ბედნიერმა შემთხვევამ

გაუღიმა და მოუნდა, რაც შეიძლება ჩქარა გაეხარებინა ბიროტო. ღამის თორმეტი

საათი იქნებოდა, როცა „კომერციულ სასტუმროსთან“ დარაჯად მდგარ ანსელმს

შორიდან, გრენელის ქუჩიდან ვოდევილის ფინალური კუპლეტი შემოესმა.

გოდისარი მღეროდა, თან ქვაფენილზე ხელჯოხის გამომეტყველი კაკუნით

აკომპანიმენტს აყოლებდა.

- ბატონო ჩემო, - უეცრად მოევლინა მას ანსელმი ჭიშკრიდან, - ორი სიტყვა მაქვს

თქვენთან.

- ათი იყოს, - მიუგო კომივოიაჟერმა და მძარცველს თავისი მძიმე ხელჯოხი მოუქნია.

- ეს მე ვარ, პოპინო, - უთხრა შეშინებულმა ანსელმმა.

- ძალიან კარგი, - მიუგო გოდისარმა, რომელმაც იცნო პოპინო. - რა გინდათ? ფული?

ფული დროებით შვებულებაშია, მაგრამ ჩვენ ვიშოვით? დუელში გინდათ გასვლა,

თქვენი მონა-მორჩილი გახლავართ. - და გოდისარმა დაამღერა: აგერ, ხედავ,

მოაბიჯებს

ჩვენი ფრანგი ჯარისკაცი.

- თქვენთან სალაპარაკო მაქვს. თქვენს ოთახში შეიძლება ყური დაგვიგდონ. სჯობს

ორლოჟის სანაპიროზე წავიდეთ. ამ დროს იქ სულიერი არავინ ჭაჭანებს, - უთხრა

პოპინომ, - საქმე ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას ეხება.

- თუ აგრე სასწრაფოა, წავიდეთ!

ათი წუთის შემდეგ გოდისარმა პოპინოს საიდუმლოება გაიგო და მისი მნიშვნელობა

დააფასა.

Page 85: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- „აბა, ჩემთან, დალაქებო, ვაჭრებო, პარფიუმერებო!“ გააჯავრა გოდისარმა ლაფონს

სიდის[50] როლში. - საფრანგეთისა და ნავარის ყველა მედუქნეს ხელში ჩავიგდებ,

ავლაგმავ. ეჰეი! ჩინებული საქმეა! წასვლა მინდოდა, მაგრამ დავრჩები და პარიზელ

პარფიუმერთა წარმომადგენელი გავხდები.

- კი, მაგრამ, რისთვის?

- თქვენი კონკურენტების მოსახრჩობად, არიფო! წარმომადგენელი რომ გავხდები,

მათ თავისსავე ესენციებში ჩავახრჩობ, ყელზე დაადგებათ მათივე ვერაგული

კოსმეტიკური საშუალებანი, მე კი მარტო თქვენს ზეთს დავუწყებ ქებას, ხო, ხო, ჩვენ

ნამდვილი დიპლომატები ვართ ვაჭრობისა. ჩინებულია! თქვენი განცხადების საქმეს

კი თვითონვე ვიკისრებ. მე მყავს ერთი ბავშვობის მეგობარი ანდოშ ფინო, დიუკოკის

ქუჩაზე ცხოვრობს, ქუდების მოვაჭრის შვილია, იმ ბებრისა, ვისი წყალობითაც

კომივოიაჟერი გავხდი. ანდოში ჭკუის კოლოფია; მან ყველა თავებიდან, რომელთაც

მამამისის ქუდები ამშვენებს, აზრები დაისესხა, ლიტერატორია და „სანახაობათა

მოამბეში“ პატარ-პატარა თეატრებზე წერს რეცენზიებს. მამამისი, ის ბებერი ქოფაკი

ვერ იტანს ჭკუის კოლოფებს, არა სწამს გონიერება და ვერაფრით ვერ შეაგნებინებ,

რომ ჭკუით ვაჭრობენ, რომ ჭკუას კაპიტალი მოაქვს. თვითონ ბერიკაცი სრული

უმეცარია. ახლაგაზრდა ფინოს სიცოცხლეს უმწარებს. ანდოში ნიჭიერი კაცია,

იმიტომაც არის ჩემი მეგობარი, - უტვინოებთან მე მარტო ვაჭრობაში ვიჭერ საქმეს.

ჰოდა, ეს ფინო განცხადებებს ადგენს „ერთგული მწყემსი გოგოსთვის“ და ამაში

ფულს უხდიან. გაზეთები კი, სადაც წელმოწყვეტით მუშაობს, ცარიელი დაპირებით

კვებავენ. რომ იცოდეთ, რა შურიანი ხალხია იქ? სწორედ ისეთები, მოდური

პარიზული საგნებით რომ ვაჭრობენ. ფინომ მშვენიერი ერთაქტიანი პიესა დაწერა

სახელოვანთა შორის ყველაზე სახელოვან მადმუაზელ მარსისთვის, რომელიც მე

ნამდვილად მიყვარს! ჰოდა, მერე რა, თავისი პიესა რომ სცენაზე ენახა, იძულებული

იყო თეატრ გეტესთვის მიეცა. ანდოშს ესმის რა ხეირიც არის განცხადებებში, ის

განიმსჭვალება ხოლმე ვაჭრული აზრებით, სულაც არ არის ამაყი კაცი, განცხადებას

უფასოდ გამოგვიცხობს! ღმერთმანი, ერთი ჭიქა პუნში და ნამცხვარი, და

გავსწორდებით კიდეც! ხუმრობა იქით იყოს და, იცით, პოპინო, არც საკომისიოს

ავიღებ და არც სამგზავროს, ყველაფერს თქვენი კონკურენტები გადაიხდიან. ისე

გავაპამპულებ, თქვენი მოწონებული, მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ. თქვენი

ზეთის წარმატება ჩემთვის ღირსების საქმეა. ამ საქმეში ჩემთვის ჯილდო იქნება, თუ

თქვენს ქორწილზე მეჯვარედ დამნიშნავთ. იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში,

ყველგან ყველა ენაზე აფიშებს წავიღებ, ყველგან გავაკრავ, სოფლებში ეკლესიების

კარებზე, ყველა ღობეზე, რომლებიც კი პროვინციაში ვიცი. ეგ თქვენი ზეთი

გაბრწყინდება, აინთება, ყველას თავებს მოუქონავს. ქორწილს ვერცხლის ფულით კი

არა ოქროთი გადავიხდით. ან თქვენ ცეზარინის მეუღლე გახდებით, ანდა მე აღარ

ვიქნები სახელოვანი გოდისარი, როგორც ძია ფინომ შემარქვა იმისთვის, რომ მის

ნაცრისფერ ქუდებს მოვუპოვე წარმატება. თქვენი „ზეთის“ გაყიდვისას, ჩემი თავის

ერთგული ვრჩები და ადამიანის თავზე ვზრუნავ; როგორც ცნობილია, ზეთიცა და

ქუდებიც ერთნაირად იცავენ თმის ვარცხნილობას.

პოპინო მამიდამისთან წავიდა, სადაც ღამე უნდა გაეთია. მომავალი წარმატებებით

მთვრალი პოპინო ისეთი აღგზნებული იყო, რომ ეჩვენებოდა, თითქოს მთელ ქუჩებს

ზეთი სდიოდა. ღამით ცუდად ეძინა და ესიზმრა, რომ თმა საოცრად გაზრდოდა და

ორმა ანგელოზმა, როგორც მელოდრამაშია ხოლმე, მის წინაშე გრაგნილი გახსნეს

Page 86: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

წარწერით: „ცეზარის ზეთი!“ გაღვიძებისას ეს სიზმარი მოაგონდა და გადაწყვიტა

სწორედ ასე დაერქვა თხილის ზეთისთვის, რადგან ამაში ზეცით მოვლენილი ნიშანი

შეიცნო.

ცეზარი დ პოპინო ტამპლის გარეუბანში თავის ქარხანაში ბევრად უფრო ადრე

მივიდნენ, ვიდრე იქ თხილი მოიტანეს. მადამ მადუს მზიდავების მოლოდინში,

გამარჯვებით გახარებულმა პოპინომ ცეზარს გოდისართან მეგობრული

მოლაპარაკების შესახებ უამბო.

- სახელოვანი გოდისარი ჩვენს მხარეზეა. მილიონერები გავხდებით! - შესძახა

პარფიუმერმა და თავის მოლარეს ისეთი სახით გაუწოდა ხელი, თითქოს ლუი XIV

ყოფილიყოს, როცა მან დენენთან ბრძოლიდან დაბრუნებული მარშალი ვიიარი[51]

მიიღო.

- ეს კიდევ ყველაფერი არ არის, - დაუმატა ბედნიერმა ნოქარმა და ჯიბიდან გოგრის

ფორმის თლილი შუშა ამოიღო. - ათი ათასი ასეთი შუშა ვიშოვე, გამზადებული და

გამოთლილი. თითოეულს ოთხ სუდ გვაძლევს, იმ პირობით, რომ ოთხ თვეში ნაწილ-

ნაწილ გადავიხადოთ.

- ანსელმ, - ზეიმით წარმოთქვა ბიროტომ და ინტერესით შეათვალიერა უცნაური

ფორმის ფლაკონი, - გუშინ ტიულრიში, დიახ, სწორედ გუშინ იყო, რომ მითხარი, „მე

მივაღწევ წარმატებასო“. დღეს კი თვითონ გეუბნები: „უსათუოდ გაიმარჯვებ-

მეთქი.“ ოთხი სუ! ნაწილ-ნაწილ ფულის გადახდა ექვს თვეში! ორიგინალური ფორმა!

ამას რომელი „მაკასარი“ გაუძლებს! ეს ლახვარია „მაკასარისთვის“, ნამდვილი

ლახვარი! კიდევ კარგი, რაც თხილი იყო პარიზში, სულ შევისყიდე! ეს ფლაკონები

სადღა იშოვე?

- გოდისარის მოლოდინში ქუჩებში დავბორიალებდი...

- როგორც ოდესღაც, მეც... - შეაწყვეტინა ბიროტომ.

- მივდივარ ორბი-ლებუშეს ქუჩით და დიდი საწყობის პატრონის, შუშის ნაწარმისა

და ყუთები ბითუმად მოვაჭრის მაღაზიაში ამ შუშას ვხედავ... ოო! მისმა ელვარებამ

თვალები მომჭრა. რაღაც ხმამ ჩამძახა: „ეს ის არის, რაც შენ გინდოდაო!“

- ვაჭრობის ნიჭი დედის მუცლიდან დაჰყოლია! დე, გახდეს ცეზარინის ქმარი, -

ჩაიბურტყუნა ცეზარმა.

- შევდივარ და ვხედავ, ათასობით ასეთი შუშა ყუთებში ალაგია.

- და სთხოვე, ეჩვენებინათ შენთვის?

- ნუთუ ეგრეთი ყეყეჩი გგონივართ? - სიმწრის გრძნობით შესძახა ანსელმმა.

- პირწავარდნილი ვაჭარია! - გაიმეორა ბიროტომ.

- მოვიკითხე ყუთები ქრისტეს ცვილის ფიგურებისთვის. ყუთების დათვალიერებაში

ფლაკონის ფორმა მასხარად ავიგდე, უინტერესოდ შევხედე, ვაჭარმა თანდათან

გული გადამიხსნა და გამომიტყდა, რომ ფაი და ბუში, სწორედ ისინი, ამას წინათ რომ

გაკოტრდნენ, თურმე რაღაც კოსმეტიკური საშუალების გამოშვებას აპირებდნენ და ეს

Page 87: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

უცნაური ფორმის ფლაკონები დაუკვეთეს. ვაჭარი არ ენდო და მოსთხოვა ნახევარი

ფასი ნაღდი ანგარიშით გადაეხადათ. ფაიმ და ბუშომ წარმატების იმედით ფული

გადაუხადეს. გაკოტრებამ სწორედ შუშების დამზადების დროს მოუსწრო,

საკონკურსო სამმართველო გადახდის მოთხოვნის მიღებისას მორიგებაზე წავიდა:

ვაჭარს შუშები და ბე დაუტოვეს უცნაური გაუსაღებელი საქონლის დამზადების

ხარჯების ასანაზღაურებლად. შუშები მას თითო რვა სუ დასჯდომია, მაგრამ ახლა

იმისიც მადლიერი ვიქნები ოთხ სუდ თუ გავასაღებ, ღმერთმა უწყის რამდენ ხანს

ეყრება საწყობში ეს ყოვლად უსარგებლო ფლაკონებიო. „ხომ არ დათანხმდებით ათი

ათასი ფლაკონი მოგვაწოდოს თითო ოთხ სუდ? იქნებ გაგათავისუფლოთ ამ

ფლაკონებისაგან, მე ბატონი ბიროტოს ნოქარი გახლავართ-მეთქი“. ჰოდა, ხან იქიდან

მოვუარე, ხან აქედან, გავიტაცე, შევაგულიანე, წავაქეზე - და ჩემიც გავიტანე.

- ოთხი სუ! - შესძახა ბიროტომ. - შენ იცი, რომ ჩვენ შეგვიძლია თითო ბოთლი ზეთი

სამ ფრანკად გავყიდოთ. ამრიგად თუ ოც სუს საცალო მოვაჭრეებს დავუტოვებთ,

თითო ფლაკონზე ოცდაათ სუს მოვიგებთ.

- „კეისრის ზეთი!“ - შესძახა პოპინომ.

- „კეისრის ზეთი“? ო, ბატონო შეყვარებულო, თქვენ გინდათ მამასაც და

ქალიშვილსაც ერთად მოუგოთ გული. კეისრებმა მთელი ქვეყანა დაიპყრეს, მათ

ალბათ, ლომის ფაფარი ჰქონდათ.

- კეისარი მელოტი იყო, - ჩაილაპარაკა პოპინომ.

- იმიტომ, იტყვიან კლიენტები, რომ ჩვენი ზეთით არ სარგებლობდაო! „კეისრის

ზეთი“ სამ ფრანკად. „მაკასარის ზეთი“ კი ორჯერ უფრო ძვირია, გოდისარი ჩვენს

მხარეზეა. ჩვენ ერთ წელიწადში ასიათას ფრანკს მოვიგებთ, ვინაიდან ყოველ თავისი

თავის პატივისმცემელ კაცს წელიწადში თორმეტ ფლაკონს მივყიდით. ეს ჩვენ

თვრამეტ-თვრამეტ ფრანკს მოგვიტანს! ვთქვათ, ასეთი თავი თვრამეტი ათასი

შეგროვდა - მაშასადამე, ას ოთხმოც ათას ფრანკს მოვიგებთ. ესე იგი - მილიონერები

ვართ და ეგ არის.

როცა თხილი მოიტანეს, რაგე, მუშები, პოპინო და ცეზარი მათ მტვრევას შეუდგნენ

და უკვე ოთხი საათისთვის რამდენიმე გირვანქა ზეთი იქნა მომზადებული. პოპინო

მის საჩვენებლად ვოკლენთან მივიდა, მან ანსელმს აჩუქა რეცეპტი თხილის ესენციის

ნარევისა უფრო იაფფასიან ზეთებთან და ნელსაცხებელთან. პოპინომ იმწამსვე

შეიტანა თხოვნა მისთვის პატენტი მიეცათ გამოგონებასა და გაუმჯობესებისათვის.

მადლიერმა გოდისარმა პოპინოს ფული ასესხა საღერბო გადასახადის შესატანად,

ვინაიდან ანსელმს მაინცდამაინც უნდოდა ფირმის ხარჯებში სანახევროდ მიეღო

მონაწილეობა.

წარმატება ერთგვარ თავბრუსხვევას იწვევს, საშუალო დონის ადამიანებს არ შესწევთ

ძალა მისთვის წინააღმდეგობის გაწევისა. ასეთი თავბრუდამხვევი შედეგების

გამოცნობა ძნელი არ არის. მოვიდა გრენდო და მოიტანა საღებავებით

შესრულებული მშვენიერი ნახაზი მომავალი ბინისა და მისი ავეჯისა. აღტაცებული

ბიროტო ყველაფერზე დათანხმდა. და მაშინვე აკაკუნდა კალატოზთა ჩაქუჩები,

აკვნესდა სახლი, აკვნესდა კონსტანსიც. სამღებრო სამუშაოთა მდიდარი მოიჯარადრე

ლურდუა ცეზარს შეპირდა, რომ არაფერი გამორჩებოდა და წინადადება მისცა

Page 88: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სასტუმრო დარბაზი ოქროს ვარაყით გაეწყოთ. კონსტანსმა ეს რომ გაიგონა,

ლაპარაკში ჩაერია: - ბატონო ლურდუა, თქვენ ოცდაათი ათასი ფრანკი გაქვთ რენტა,

საკუთარ სახლში ცხოვრობთ და ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, რასაც

მოინდომებთ, ერთი ჩვენცა გვკითხეთ...

- ქალბატონო, ვაჭართა საზოგადოება უნდა ბრწყინავდეს... ნებას ნუ მისცემთ

არისტოკრატებს დაგჯაბნონ. ნუ გავიწყდებათ, რომ ბატონი ბიროტო ხელისუფლების

წარმომადგენელია, მისი ცხოვრება ყველასათვის მაგალითია...

- ეგ კი ეგრეა, მაგრამ ბატონი ბიროტო ჯერჯერობით ვაჭრობას ეწევა, - თქვა

კონსტანსმა, რომელიც არ მოერიდა იქ მყოფ რამდენიმე მყიდველს და ნოქრებს, ამ

ლაპარაკს რომ უსმენდნენ. - არც მე, არც ის, არც მისი მეგობრები და არც მტრები ამას

არ დაივიწყებენ.

ბიროტომ ხელები ზურგზე შემოიწყო, ფეხის წვერებზე წამოიწია და რამდენჯერმე

ქუსლებზე დადგა.

- ჩემი ცოლი მართალია, კეთილდღეობაშიც თავდაჭერილობა გვმართებს, როცა

ვაჭრობას ეწევი, ხარჯებში ზომიერება გმართებს, ფუფუნებაში თავის შეკავება, - ამას

ჩვენ კანონი გვავალებს, მეტისმეტი ხელგაშლილობა დაუშვებელია. ბინის

გაფართოებისა და გაწყობის ხარჯები რომ გარკვეულ საზღვარს გადასცილდეს, ჩემი

მხრიდან ეს არაკეთილგონივრული იქნება და თქვენ თვითონაც გამკიცხავთ,

ლურდუა, მთელი უბანი ხედავს, რა ცხოვრებას ვეწევი, ხოლო იმ ადამიანებს, ვისი

საქმეებიც კარგად მიდის, გარშემო მუდამ შურიანი ადამიანები და მტრები ახვევია!

დიახ, თქვენ ამაში მალე დარწმუნდებით, ახალგაზრდავ, - მიუბრუნდა იგი გრენდოს;

- ჩვენზე ათას რამეს ამბობენ, ნუ მივცემთ არაკეთილმსურველთ ჩვენზე ავყიაობის

საბაბს.

- არც ცილისწამება და არც ავყიაობა არ შეიძლება თქვენ შეგეხოთ, - უთხრა

ლურდუამ, - თქვენ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ბრძანდებით და იმდენად

მდიდარი კომერციული გამოცდილება გაქვთ, რომ დაუფიქრებლად არასოდეს

იმოქმედებთ. თქვენ ხერხიანი კაცი ხართ.

- რაც მართალია, მართალია, ზოგი რამ მესმის საქმეებში. იცით, რატომ გადავწყვიტე

ბინის გაფართოება? თუ სამუშაოს დამთავრების დაგვიანებისთვის დიდი საუპირო

გადასახადით ხელფეხს გიკრავთ, ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ...

- რისთვის აკეთებთ?

- იმისთვის, რომ მე და ჩემი ცოლი მეგობრებს ვპატიჟებთ, გვსურს გადავიხადოთ

საფრანგეთის გათავისუფლებისა და ჩემი საპატიო ლეგიონის ორდენით

დაჯილდოების დღესასწაული.

- რაო? რა თქვით? ჯვრით დაგაჯილდოეს? - შესძახა ლურდუამ.

- დიახ, შესაძლებელია ეს ჯილდო და მონარქის წყალობა დავიმსახურე კიდეც, მე ხომ

კომერციული სასამართლოს წევრი ვიყავი, ბურბონთა მხარეზე ვიბრძოდი, ცამეტ

ვანდემიერს წმინდა როხის ეკლესიის საფეხურებზე ნაპოლეონმა დამჭრა.

უმორჩილესად გთხოვთ, ცოლითა და ქალიშვილით გვეწვიოთ...

Page 89: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- უღრმესი მადლობა პატივისათვის, - უთხრა ლიბერალმა ლურდუამ, - დიდი ეშმაკი

ყოფილხართ, ძია ბიროტო! თქვენ გინდათ დარწმუნდეთ, რომ ჩემს სიტყვას

შევასრულებ და იმიტომ მეპატიჟებით, მაშ კარგი, ყველაზე გულმოდგინე ოსტატებს

წამოვიყვან, ჯოჯოხეთის ცეცხლს გავაჩაღებთ კედლების გასაშრობად. გაშრობის

საგანგებო მეთოდს გამოვიყენებთ: აბა, ნესტიან ბინაში როგორ შეიძლება ცეკვა.

კედლებს ლაქით დავფარავთ და ამით ყოველგვარ სუნს მოვსპობთ.

სამი დღის შემდეგ უბნის ყველა მოვაჭრე ააღელვა ცნობამ ბიროტოს მეჯლისის

შესახებ. თუმცა ყველას თვითონაც შეეძლო დაენახა კიბის გადასაადგილებლად

სახელდახელოდ აღმართული ხარაჩოები სახლის გარშემო, ხის ოთხკუთხი ღარები,

რომლითაც სახლთან მდგარ ფორნებში ღორღს და ნაგავს ყრიდნენ. საჩქარო სამუშაოს

ჩირაღდნების შუქზე აწარმოებდნენ, ვინაიდან მუშები დღე და ღამე შრომობდნენ და

ქუჩაში ცნობისმოყვარეობას უღვივებდნენ მოცლილებსა და ცნობისმოყვარეთ. ამ

სამზადისის შემყურე ჭორიკანები წინასწარმეტყველებდნენ, ბიროტო

წარმოუდგენელი ბრწყინვალებით აწყობს მეჯლისსო.

კვირა დღე, როცა გარიგება უნდა მომხდარიყო ცოლ-ქმარი რაგონები და ძია

პილიერო, დღის ოთხ საათზე, წირვის შემდეგ, პირდაპირ ეკლესიიდან მოვიდნენ.

ცეზარმა აუხსნა, რემონტის გამო დღეს მხოლოდ შარლ კლაპარონი, კროტა და

როგენი დავპატიჟეო. ნოტარიუსმა მოიტანა გაზეთი „ჟურნალ დე დება“[52],

რომელშიაც ბატონი დე ლა ბილარდიერის თხოვნით შემდეგი ცნობა იყო

მოთავსებული: „ჩვენ გვატყობინებენ, რომ ქვეყნის გათავისუფლებას

ოკუპანტებისაგან მთელი საფრანგეთი აღტაცებით იდღესასწაულებს. პარიზში

მუნიციპალიტეტის წევრებმა იგრძნეს, რომ დროა დედაქალაქში დაბრუნდეს ის

ბრწყინვალება, რომელიც ოკუპაციის დროს შეუფერებელი იყო. მერებსა და მათ

თანაშემწეებს განზრახული აქვთ მეჯლისების მოწყობა. მათი პატრიოტული

წამოწყება ცოტა მიმდევარს როდი პოვებს. ამიტომ ზამთრის სეზონი ბრწყინვალე

გართობას გვპირდება. მომავალ დღესასწაულთა შორის გაცხოველებულ სჯა-ბაასს

იწვევს მეჯლისი ბატონ ბიროტოსთან, რომელსაც საპატიო ლეგიონის კავალერის

წოდება აქვს მინიჭებული და ცნობილია სამეფო სახლისადმი თავისი ერთგულებით.

ბატონმა ბიროტომ, ცამეტ ვანდემიერს წმ. როხის საფეხურებზე დაჭრილმა და

კომერციული სასამართლოს ერთ-ერთმა ყველაზე უფრო პატივსაცემმა წევრმა,

ორმაგად დაიმსახურა ასეთი წყალობა“.

- რა კარგად წერენ ჩვენს დროში, - შესძახა ცეზარმა, - ჩვენზე გაზეთებში

ალაპარაკდნენ, - უთხრა პილიეროს.

- მერედა, რას მოელით მანდედან? - მიუგო ბერიკაცმა, რომელიც ვერ იტანდა

„ჟურნალ დე დებას“.

- ეს წერილი აუცილებლად დაგვეხმარება უფრო მეტი „სულთნის ცოლის კრემი“ და

„თხიერი კარმინი“ გავასაღოთ, - ჩუმად უთხრა ქ-ნ რაგონს კონსტანსმა, რომელიც არ

ინაწილებდა ქმრის აღტაცებას.

მაღა-მაღალი ხმელ-ხმელი ქალბატონი რაგონი ნაოჭიანი სახით, მოკუმული

ტუჩებითა და თხელი ცხვირით, ძველი დროის მარკიზის ცოლებს მოგაგონებდათ.

თვალები ამოლურჯებული ჰქონდა, როგორც მრავალ ჭირგამოცდილ ხანში შესულ

ქალს. თუმცა მის მკაცრ, მაგრამ ღირსებით აღსავსე მანერებს გულითადობის იერი

Page 90: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ჰქონდა, რაც უღრმეს მოწონებას იწვევდა. ამ ქალში იყო რაღაც უცნაური რამ, რაც

ყურადღებას იზიდავდა. მაგრამ არაფერი იყო კომიკური, ყველაფერი აიხსნებოდა

მისი ტანადობითა და ტანისამოსით: ის ატარებდა უთითო თათმანებს, გვერდიდან

არასოდეს იცილებდა მაღალ ქოლგას, იმ ქოლგის მსგავსს, რომლითაც მარია-

ანტუანეტა სეირნობდა ტრიანონში. კაბები ჩვეულებრივად ბაცი ყავისფერი,

ეგრეთწოდებული ხმელი ფოთლის ფერი ეცვა, რაღაც განსაკუთრებული ნაკეცებით

მორთული, რომელთა საიდუმლოება ძველი დროის ხანდაზმულმა მანდილოსნებმა

სამარეში თან ჩაიტანეს. მაქმანებიან შავ, მსხვილუჯრებიან მანტილიას ატარებდა,

ძველისძველი თარგის თავსაბურავები შიგ ჩატანებული არშიებითა და

გარშემოვლებული ფესტონებით კოხტა ჩარჩოს ნაყშებიან ჩუქურთმას მოგაგონებდათ.

ის ბურნუთს ყნოსავდა, თან გაოცებდათ თავისი სიფაქიზითა და გრაციოზული

მიხრა-მოხრით, რამაც ესოდენ დიდხანს იცის შემორჩენა ყმაწვილი კაცების

მეხსიერებაში, რომელთაც ბედნიერება ჰქონიათ ხშირად ენახათ, როგორი ამბით

მიიდგამდნენ ხოლმე მაგიდას მათი ბებიები და დეიდები, ზედ ოქროს სათუთუნეებს

დააწყობდნენ და თამბაქოს მტვერს იბერტყდნენ ყელსახვევებიდან.

ბატონი რაგონი ტანმორჩილი მოხუცი იყო. სიმაღლით არანაკლებ ხუთი ფუტისა.

სახე მაკნატუნას მიუგავდა, რომელზეც მკვეთრად გამოირჩეოდა ცოცხალი თვალები,

წამახვილებული ყვრიმალები, ცხვირი, ნიკაპი. კბილები უკვე დაკარგული ჰქონდა და

ამიტომ ნახევარ სიტყვებს ყლაპავდა, გალანტური იყო და მანჭია, სიტყვები ნაკადად

სდიოდა და გამუდმებით თავაზიანად იღიმებოდა ისევე, როგორც ოდესღაც

უღიმოდა მის დუქანში შემოსულ ლამაზმანებს. დაპუდრული, გულდასმით

გადავარცხნილ საფეთქლებთან აფუებული თმა თავის ქალაზე ნახევარმთვარესავით

ერტყა და უკან ბაფთით შემოჭერილ ნაწნავად ეკიდა. ღიღილოსფერ ფრაკს, თეთრ

ჟილეტს, აბრეშუმის შარვალს და აბრეშუმის წინდებს იცვამდა, ოქროსბალთიან

ფეხსაცმელს და შავი აბრეშუმის ხელთათმანებს ატარებდა. მისი ყველაზე

ორიგინალური ჩვეულება ის იყო, რომ ქუჩაში ქუდს კი არ იხურავდა, ხელში ეჭირა.

ეს კაცი მოგაგონებდათ პერთა პალატის რომელიმე შიკრიკს, ან მეფის კაბინეტის

რომელიმე კარის დარაჯს, - ერთი სიტყვით, ერთ-ერთ იმ ადამიანს, რომლებიც ისე

ახლოს დგანან უფლებამოსილებასთან, რომ მათი ბრწყინვალების ანარეკლი

ეფინებათ, თვითონ კი არარაობას წარმოადგენენ.

- ჰა, ბიროტო, - მიმართა შთაგონებული ხმით, - იმედია, ჩემო კარგო, არ ნანობ, რომ

ერთ დროს დაგვიჯერე? განა ჩვენ ოდესმე ეჭვი შეგვპარვია ჩვენი უსაყვარლესი

მონარქების მადლიერებაში?

- თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ, ჩემო ჩიტო, - უთხრა ქ-მა რაგონმა ქ-ნ ბიროტოს.

- ო, დიახ. - მიუგო მშვენიერმა პარფიუმერმა ქალმა, რომელიც ყოველთვის

აღტაცებაში მოჰყავდა ქ-ნი რაგონის ძველებურ ქოლგას, მის პეპლისებურ

თავსაბურავს, ვიწრო სახელოებსა და ფართო ყელსახვევს.

- ცეზარინი მშვენიერია. აბა, ჩემთან მოდი, ჩემო ბავშვო, - ცივი ხმით წარმოთქვა ქ-ნმა

რაგონმა და მფარველობით შეხედა ახალგაზრდა ქალს.

- რა ვქნათ, დავიწყოთ სადილობამდე საქმე? - იკითხა ძია პილიერომ.

- ბატონ კლაპარონს ველით, - მიუგო როგენმა, - იცვამდა, რომ დავტოვე.

Page 91: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ბატონო როგენ, - მიმართა ცეზარმა, - თქვენ, რასაკვირველია, გააფრთხილეთ, რომ

დღეს ამ უბადრუკ ბინაში მოგვიხდება სადილობა?

- ამ ჩემ ქმარს თექვსმეტი წლის განმავლობაში ეს ბინა მშვენიერი ეგონა, -

წაიჩურჩულა კონსტანსმა.

- ...ნაგავსა და მუშების საზოგადოებაში.

- თვითონვე დარწმუნდებით, როგორი უბრალო და კარგი კაცია, - შენიშნა როგენმა.

- რაგე სადარაჯოდ დავაყენე დუქანში, - სადარბაზო კარიდან შემოსვლა

შეუძლებელია, ხომ თვითონვე ნახეთ, დანგრეულია, - უთხრა ცეზარმა ნოტარიუსს.

- რატომ თან არ მოიყვანეთ თქვენი ძმისწული? - ჰკითხა პილიერომ ქ-ნ რაგონს.

- არ მოვა? - იკითხა ცეზარინმა.

- არა, ჩემო გოგონა, - მიუგო ქ-მა როგენმა, ჩემი საწყალი ანსელმი კატორღელივით

მუშაობს, ის სენკ-დიამანის ქუჩა ძალიან მაშინებს, ისეთი პირქუშია, მზის სხივი ვერ

აღწევს, უჰაეროა; იქ, თხრილებში მუდამ ლურჯი, მწვანე და შავი წყალი დგას.

ანსელმი დაღუპავს თავის ჯანმრთელობას, მარგამ თუ ყმაწვილმა კაცებმა თავში

რაიმე ჩაიდეს... - მიმართა ცეზარინს და ხელის მოძრაობით აჩვენა, რომ ამ

შემთხვევაში „თავი“ „გულს“ ნიშნავს.

- მან უკვე დადო ხელშეკრულება? - იკითხა ცეზარინმა.

- გუშინვე და ნოტარიუსსაც კი დაამოწმებინა, - ჩაურთო როგენმა. კონტრაქტის

დადება თვრამეტი წლის ვადით მოხერხდა, მაგრამ ფასს ნახევარი წლით ადრე

თხოულობენ.

- მითხარით, ბატონო რაგონ, კმაყოფილი ხართ ჩემით? - ჰკითხა პარფიუმერმა. - მე

ანსელმს ერთი აღმოჩენის საიდუმლო გადავეცი... ერთი სიტყვით...

- კარგად გიცნობთ, ცეზარ, - მიუგო ბებრუცანა რაგონმა და გულთბილად მოუჭირა

ხელზე ხელი.

როგენი მოუთმენლად ელოდა კლაპარონის მოსვლას, რომლის მანერებსა და

ლაპარაკს შეეძლო დაეფრთხო ჭკუადამჯდარი ბურჟუები. ამიტომ მიზანშეწონილად

ჩათვალა მათი გონება შეემზადებინა.

- თქვენ ახლა ერთ ახირებულ კაცს გაიცნობთ, - მიმართა რაგონს, პილიეროს და

მანდილოსნებს, - კაცს, რომელსაც ძალიან ცუდი მანერები აქვს, მაგრამ შესანიშნავი

ნიჭის პატრონია. ის მხოლოდ თავისი ჭკუის წყალობით ამოძვრა ქვედა ფენებიდან.

ბანკირთა წრეში ტრიალისას ეს კაცი უეჭველად ისწავლის წესიერ ქცევას. თქვენ

შეიძლება მას შეხვდეთ ბულვარზე ან კაფეში მთვრალს, თმააწეწილს, ბილიარდის

მოთამაშეს; ერთი შეხედვით დიდი დარდიმანდი გეგონებათ. მაგრამ არა, ამ დროს ის

სწავლობს, ფიქრობს, როგორ გამოაცოცხლოს მრეწველობა ახალ-ახალი

გამოგონებებით.

- ეგ მე შესანიშნავად მესმის! - შესძახა ბიროტომ, - ყველაზე ბრწყინვალე აზრები

სწორედ მაშინ მომდიოდა, როცა ქუჩებში დავეხეტებოდი. ასე არ არის, ფისო?

Page 92: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- დღისით ძებნასა და კომბინაციებში დაკარგულ დროს, კლაპარონი ღამით

ინაზღაურებს, - განაგრძო რაგონმა. ყველა ნიჭიერი ადამიანი უცნაურ, ლამის

წარმოუდგენელ ცხოვრებას ეწევა. და მიუხედავად მათი დაუდევრობისა, კლაპარონი

თავისას აღწევს, ამის მოწმე მე თვითონ ვარ. სწორედ მან გამოავლო პირში ჩალა ჩვენი

ნაკვეთების პატრონებს, - ისინი ჯერ ეწინააღმდეგებოდნენ, რაღაცაზე ყოყმანობდნენ,

მან კი ჭკუაში იმით აჯობა, რომ ნელ-ნელა ყოველდღიურად გულს უწყალებდა, და აი,

ბოლოს ჩვენ ნაკვეთები მივიღეთ.

დამახასიათებელმა „ბრუმ, ბრუმ“ -მა, ხრინწიანმა ჩახველებამ, რაც ერთი ჭიქა

არაყისა და მაგარი ლიქიორის გადამხუხავთა თვისებაა, საზოგადოებას აუწყა მოსვლა

ამ ისტორიის ყველაზე უხამსი პერსონაჟისა, რომელიც შემდგომში ცეზარ ბიროტოს

ბედ-იღბლის გადამწყვეტი გამოდგა. პარფიუმერი ვიწრო, ბნელი კიბისკენ გაიქცა,

რომ რაგესთვის ეთქვა, მაღაზია დაკეტეო, თან კლაპარონს სასწრაფოდ ბოდიში

მოუხადა, ისევ ძველ სასადილოში გიღებთ ანტრესოლშიო.

- რა სათქმელია! აქაც ძალიან კარგად შევთითხ... მე ვამბობ, კარგად გავჩარხავთ-

მეთქი ჩვენს საქმეს.

ყოველნაირად ცდილობდა როგენი საზოგადოებისათვის მოეწონებინა ეს სტუმარი,

მაგრამ კეთილგონიერი ბურჟუები, ცოლ-ქმარი რაგონები, დაკვირვებული პილიერო,

ცეზარინი და დედამისი პირველ წუთებში ფრიად უსიამოვნოდ გაკვირვებული

დარჩნენ ამ ვითომ „დიადი გაქანების ბანკირის“ მანერებით.

ეს ოცდარვა წლის ყოფილი კომივოიაჟერი მთლად გამელოტებულიყო და წვრილად

დახუჭუჭებულ პარიკს ატარებდა. მაგრამ კულულები მაშინ არის კარგი, როცა სახეს

ქალწულებრივი სიქორფე აქვს, კანი თეთრყირმიზია, მომხიბლავი ქალური გრაციით

არის დაჯილდოებული. ეს პარიკი კი მხოლოდ ხაზს უსვამდა მუწუკებიანი

დილიჟანსის მეეტლესავით ქარდაკრულ აგურისფერი სახის სიმახინჯეს. ნაადრევი

ნაოჭების ღრმა, მახინჯი ღარები ამჟღავნებდნენ, რომ აღვირახსნილ ფათერაკებიან

ცხოვრებას ეწეოდა, რასაც ადასტურებდა მისი დამპალი კბილები და

ფერიმჭამელებით მოფენილი ხორკლიანი სახის კანი. კლაპარონი მოგაგონებდათ

კუდაბზიკა პროვინციელ მსახიობს, ყველა როლში რომ გამოდის, რომლის

საკმარისად ნათრევ სახეზე ვეღარ ჩერდება ფერუმარილი.

თქვენს წინაშეა ყოველგვარი სიჭარბისაგან გულმოყირჭებული ტაკიმასხარა,

რომელსაც ქვედა ტუჩი დაშვებია, ურცხვად იხედება და მოურიდებლად იქცევა. ეს

კაცი გალეშილიც კი მზად არის დაუსრულებლად როშოს სისულელეები. კლაპარონს

სახეზე თითქოს ჯერ ისევ დასთამაშებდა პუნშის მხიარული ალის ათინათები და

ვერაფრით ვერ იტყოდით საქმიანი კაცის სახე აქვსო. ამ კაცმა ცოტა როდი იტრიალა

სარკის წინ, რომ მაღალი მდგომარეობის შესაფერისი თავდაჭერა გამოემუშავებინა.

დიუ ტიიე დაესწრო კლაპარონის სამზადისს, რადგან ისე ღელავდა, როგორც

თეატრის დირექტორი ღელავს ხოლმე თავისი საუკეთესო მსახიობის დებიუტზე. იგი

შიშობდა კლაპარონის აღვირაშვებული ცხოვრების ტლანქ ჩვევებს არ გაემჟღავნებინა

ამ ვითომდა ბანკირის ჭეშმარიტი სახე.

- ნაკლები ილაპარაკე, - ურჩია კლაპარონს, - ბანკირი არასოდეს ბევრს არ ლაქლაქებს:

ის მოქმედებს, ფიქრობს, აზროვნებს, უსმენს და სწონის. თუ გინდა, რომ ბანკირად

მიგიღონ, ბევრს ნუ ილაპარაკებ, რამე უმნიშვნელო საგანზე ისაუბრე. ეგ თვალები

Page 93: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

რომ ერთთავად ეშმაკურად გიბრწყინავს, ეცადე სერიოზულობა მისცე შენს მზერას;

უარეს შემთხვევაში სულელად ჩაგთვლიან და ეგ იქნება. პოლიტიკაზე საუბრისას

მთავრობის აზრებს მიემხრე და საერთო ფრაზები იკმარე, მაგალითად ასეთები:

ბიუჯეტი დამამძიმებელია-თქო, პარტიებს შორის შეთანხება შეუძლებელია.

ლიბერალები საშიშნი არიან. ბურბონები ყოველგვარ გართულებებს უნდა ერიდონ-

თქო. ლიბერალიზმი სხვა არა არის რა, თუ არა თეჯირი, რომლის უკან მეგობრულ

შეთანხმებას აღწევენ. ბურბონები კეთილდღეობის ერას შეგვიქმნიან. იძულებულნი

ვართ თუ არა გვეყვარებიან, ხელი მაინც შევუწყოთ. ეყოფა-თქო საფრანგეთს

პოლიტიკური ცდები, და სხვა ამგვარი. საჭმელს ნუ დააწვები, ნუ დაივიწყებ, რომ

მილიონერის ღირსებები უნდა დაიცვა. თუთუნი ყნოსე, ინვალიდივით ცხვირის

ფრუტუნს მოეშვი, პასუხის გაცემამდე სათუთუნე აათამაშე, თვალები დახარე, მერე

მაღლა ააპყარი, - ერთი სიტყვით, ღრმააზროვანი შესახედაობა მიიღე. დაეხსენ მაგ

უხეირო ჩვეულებას, ყველაფერს რომ ხელით ეხები ხოლმე. საერთოდ ბანკირი მაღალ

საზოგადოებაში თავს ისე უნდა აჩვენებდეს, თითქოს იმდენად მოქანცულია, რომ არ

შეუძლია ყველა საკითხს შეეხოს. მუდამ გახსოვდეს, მთელ ღამეებს მუშაობაში

ატარებ, ანგარიშებით თავი გაქვს გამოლაყებული. განა ყოველი საქმის დაწყებას

ცოდნის შეგროვება და ბევრი ფიქრი არ სჭირდება? საქმეებზე რაც შეიძლება მეტი

იწუწუნე. საქმეები სამძიმოა, ძნელია, რთული და დამღლელი-თქო. მარტო ამაზე

ილაპარაკე, წვრილმანებს ნიუ გამოეკიდები. სუფრაზე ბერანჟეს სიმღერები არ

გაბედო და რაც შეიძლება ნაკლები სასმელი დალიე. არ დათვრე, თორემ დაღუპავ

შენს კარიერას. როგენი ალბათ თვალყურს გადევნებს. შენ მოხვდები სათნო და

კეთილგონიერი ბურჟუების, მაღალზნეობრივი ადამიანების საზოგადოებაში, იცოდე,

უწმაწურ ლაზღანდარობას არ მოჰყვე, ხალხი არ დააფრთხო.

დიუ ტიიეს ჩაგონებამ შარლ კლაპარონის გონებაზე ისეთივე მოქმედება იქონია,

როგორიც ახალმა კოსტიუმმა მისი თავდაჭერის მანერაზე. ეს უზრუნველი

დარდიმანდი შეჩვეული იყო მოხერხებულ ნათრევ ტანისამოსს, რომელიც

მოძრაობაში არ აწუხებდა, როგორც სიტყვები არ ავიწროებდნენ მის აზრებს. ახლა,

ახალ ტანისამოსში თავს შებოჭილად გრძნობდა. ტანსაცმელი გვიან მოუტანეს,

ამიტომ დღეს პირველად ჩაიცვა. გაჯგიმული იდგა, როგორც ჯარისკაცი პარადზე.

ეშინოდა ზედმეტად ხელი გაენძრია, ზედმეტი რამ ეთქვა, ბოთლისკენ ან კერძისკენ

რომ ხელს გაიწვდიდა, მაშინვე უკან სწევდა, წინადადებას ნახევარ სიტყვაზე

სწყვეტდა და პილიეროს ყურადღება იმით მიიქცია, რომ ასე სასაცილოდ

ეწინააღმდეგებოდა თავისსავე თავს. კლაპარონის წითელი სახე და წვრილად

დახვეული პარიკი ვერ ეთანხმებოდა მის მანერებს, როგორც მისი აზრები - სიტყვებს.

მაგრამ კეთილმა ბურჟუამ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ყველა ეს უცნაურობა

ბანკირის მოუცლელობით აიხსნებოდა.

- თავსაყრელი საქმე აქვს ამ კაცს, - იმეორებდა როგენი.

- იმ საქმეებს წესიერების კანონები ვერ უსწავლებია მაგისთვის, - გესლიანად თქვა ქ-

მა რაგონმა და ცეზარინს მიხედა.

როგენმა ეს წინადადება რომ გაიგონა, თითი ტუჩებზე მიიდო, დაიხარა და ქ-ნ რაგონს

უთხრა: - ეს კაცი მდიდარია, ფხიანი, საოცრად პატიოსანი.

- ასეთი ღირსებებისთვის ბევრი რამ შეიძლება ვაპატიოთ, - შენიშნა პილიერომ.

Page 94: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- სადილობამდე ხელშეკრულებას გავეცნოთ, - შეთავაზა როგენმა, - მარტო ვართ, აქ

უცხო არავინ არის.

ქალბატონი როგნი, ცეზარინი და კონსტანსი ოთახიდან გავიდნენ და მარტო

დატოვეს კომპანიონები - პილიერო, რაგონი, ცეზარი, როგენი და კლაპარონი.

ალექსანდრ კროტამ საარენდო ხელშეკრულება წაიკითხა. ცეზარმა ორმოცდაათ

ფრანკზე მოაწერა ხელი ვალდებულებას, როგენის ერთ-ერთი კლიენტის სახელით,

თან ეს ვალდებულება უზრუნველყო თავისი მიწის ნაკვეთებით და ტამპლის

გარეუბანში მდებარე ქარხნით. მან უხელწერილოდ გადასცა როგენს პილიეროს

საბანკო ჩეკი და თამასუქები ოციათას ფრანკზე თავისი პროტფელიდან. გარდა ამისა,

კლაპარონის ბრძანებით ასორმოცი ათასი ფრანკის თამასუქი გასცა.

- საჭირო არ არის თქვენთვის ხელწერილის მოცემა, - უთხრა კლაპარონმა, - თქვენც

და ჩვენც ერთნაირად ვართ დაკავშირებული ბატონ როგენთან. მიწის გამყიდველები

ფულს მისგან მიიღებენ, მე მხოლოდ ვკისრულობ ვიშოვო ასორმოცი ათასი ფრანკი,

რომელიც თქვენ არ გყოფნით თქვენი თამასუქებით.

- სწორია, - დაუდასტურა პილიერომ.

- ახლა კი, ბატონებო, ჩვენი მანდილოსნები მოვიწვიოთ, მათ გარეშე, გეგონება, ცივა, -

თქვა კლაპარონმა და როგენს შეხედა, თითქოს ეკითხებოდა მეტისმეტად

მოურიდებელი ხუმრობა ხომ არ იყოო.

- მოწყალეო ქალბატონო!.. ახ, ეს ქალიშვილი უთუოდ თქვენი შვილი ბრძანდება, -

შესძახა კლაპარონმა, გასწორდა და ბიროტოს შეხედა. - ვხედავ, თავს არავის

დააჩაგვრინებთ. ვერც ერთი ვარდი, რომლისგანაც ზეთსა ხდით, მას ვერ შეედრება

და შესაძლებელია, სწორედ იმიტომაც, რომ თქვენ ვარდების გამოხდას აწარმოებთ...

- უნდა გამოგიტყდეთ, - შეაწყვეტინა როგენმა, - მომშივდა.

- ძალიან კარგი, მოდით, ვისადილოთ. - თქვა ბიროტომ.

- მაშასადამე, ჩვენ, ასე ვთქვათ, ვსადილობთ ნოტარიუსის თანდასწრებით, -

მაღალფარდოვნად განაცხადა კლაპარონმა.

- თქვენ, ალბათ ძალიან დატვირთული ხართ საქმეებით, - თქვა პილიერომ და

სუფრაზე განზრახ გვერდით მიუჯდა კლაპარონს.

- საშინლად ვარ დატვირთული, ვეღარ ავუდივარ საქმეებს, - მიუგო ბანკირმა, - თან

ყველა საქმე ისეთი რთულია, ისეთი აწეწილი, განსაკუთრებით არხების საქმე, ო, ეს

ტიალი არხები! ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი დავიდარაბაა არხებთან

დაკავშირებული! მაგრამ ეს გასაგებიცაა. მთავრობას უნდა არხების გაყვანა. არხებში

ჩვეულებრივად ყველაზე მეტად პროვინციაა დაინტერესებული, მაგრამ როგორც

თქვენც გესმით, ეს მთელი ვაჭრობისთვისაც მნიშვნელოვანი საქმეა! მდინარეებიო, -

თქვა პასკალმა, - მოძრავი გზებიაო. ჩვენ ბაზრები გვჭირდება. ბაზრები გზებზეა

დამოკიდებული, გზები კი ყველა უხეიროა, ვეებერთელა მიწის სამუშაოების

ჩატარებაა საჭირო, მიწის სამუშაოები კი ღარიბებს კვებავენ. ესე იგი სესხია საჭირო,

რაც ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ღარიბ-ღატაკთათვისაა სასარგებლო! ვოლტერმა

თქვა: „Canaux, conard, canialles[53], მაგრამ მთავრობას ინჟინრები ემსახურებიან და

Page 95: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

არც ისე ადვილია მათი თვალის ახვევა, საერთო ენა უნდა გამონახო, აქ კიდევ

პალატაა ანგარიშგასაწევი... ახ, ბატონო, რომ იცოდეთ, რანაირად გვიძნელებს საქმეს

პალატა! არ უნდათ გაიგონ, რომ ფინანსური საკითხების უკან პოლიტიკური

საკითხები იმალება. ყველგან არაკეთილსინდისიერებას ვხვდები. დამიჯერებთ, თუ

არა, აი, მაგალითად, კელერები... ორატორი ფრანსუა კელერი მთავრობას ანადგურებს

ფინანსების საკითხებშიც და არხების საკითხებშიც. შინ დაბრუნებული ეს ვაჟბატონი

ჩვენს წინადადებებს ისმენს და, წამოიდგინეთ, მოსწონს, მაგრამ სწორედ მერე იმ

მთავრობას უნდა შეუთანხმდეს, რომელსაც წეღან თავს ესხმოდა. ორატორისა და

ბანკირის ინტერესები ერთმანეთს ხვდება, ჩვენ კი ორ ცეცხლს შუა ვართ! ახლა

გესმით, რატომ არის ჩვენი გზა ასეთი ეკლიანი? ყველას უნდა მოეფერო: ჩინოვნიკებს,

წარჩინებულებს, მოხელეებს, დეპუტატებს, მინისტრებს...

- მინისტრებს? - ჩაეკითხა პილიერო, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა კბილი

მოესინჯა ამ კომპანიონისთვის.

- დიახ, ბატონო, მინისტრებს.

- გამოდის, რომ გაზეთები არ ტყუიან, - შენიშნა პილიერომ.

- ეჰ, ბიძაჩვენიც გადავარდა პოლიტიკაში, - თქვა ბიროტომ, - ბატონი კლაპარონი

ცეცხლზე ზეთს გვისხამს.

- ჭირსაც წაუღია ეგ ლაქლაქა მეგაზეთეები, - განაგრძო კლაპარონმა. - ბატონო ჩემო,

გაზეთები ყველაფერს ართულებენ, ზოგჯერ კიდევაც გვიწევენ სამსახურს, მაგრამ

ხშირად მთელი ღამეები თეთრად გამათენებინეს. მე ვირჩევდი ის ღამეები

სხვანაირად გამეტარებინა. იმდენი ვიკითხე და ვიანგარიშე, რომ ბოლოს და ბოლოს

თვალები გავიფუჭე.

- ჩვენ ისევ მინისტრებს დავუბრუნდეთ, - არ ცხრებოდა პილიერო იმის იმედით, რომ

რაიმე მხილებებს მოისმენდა.

- მინისტრები ჭეშმარიტად მთავრობის შესაფერის მოთხოვნილებებს ადგენენ. მაგრამ

რა კერძია ეს? ამბროზია! - შეწყვიტა თავისივე სიტყვა კლაპარონმა. - კარგი საწებელია!

ის მხოლოდ წესიერ ოჯახში შეგიძლიათ გასინჯოთ, სამიკიტნოში ვერასოდეს

ნახავთ...

ამ სიტყვაზე ქ-ნი რაგონის თავსაბურზე ყვავილები ციკნებივით შეკუნტრუშდნენ,

კლაპარონი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და საქმის გამოსწორებას შეეცადა.

- უმაღლეს საფინანსო სფეროებში, - განმარტა მან, - სამიკიტნოებს ვერის საუცხოო

მოდურ რესტორნებს, „პროვანსალელ ძმებს“ უწოდებენ. ჰოდა, არც უბადრუკი

მიკიტნები, არც ჩვენი განსწავლული მზარეულები არასოდეს მოგართმევენ ასეთ ნაზ

საწებელს, - ერთნი ლიმონისწვენიანი წყლით გაგიმასპინძლდებიან, - მეორენი -

ქიმიური ხსნარებით.

მთელი სადილის განმავლობაში პილიერო ამაოდ ცდილობდა კლაპარონი

შეემოწმებინა.

ბერიკაცმა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და სახიფათო ადამიანად მიიჩნია.

Page 96: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- საქმე საუცხოოდ მიდის, - წასჩურჩულა როგენმა კლაპარონს.

- უჰ! საღამოს აუცილებლად ტანისამოსს გამოვიცვლი, ჩაიბურდღუნა კლაპარონმა, -

ლამის დავიხჩო.

- ბატონო ჩემო, - მიმართა ბიროტომ, - სასადილო ოთახი სასტუმრო დარბაზად

გადავაკეთეთ, ვინაიდან ორკვირანახევრის შემდეგ მეგობრებს ვეპატიჟებით

იმისთვის, რომ ვიდღესასწაულოთ საფრანგეთის განთავისუფლება და...

- ძალიან კარგი, ბატონო; მე თვითონაც მთავრობის ერთგული ვარ. მე Status quo[54]-ს

პრინციპებს ვემხრობი, რომელთაც დიდი ადამიანი, ავსტრიის სამეფო სახლის ბედის

განმგებელი იყენებს. ჭეშმარიტად ყოჩაღი ვინმეა! შეინარჩუნო რათა შეიძინო, და რაც

მთავარია - შეიძინო, რათა შეინარჩუნო... სავსებით ვიზიარებ თავად მეტერნიხის

აზრს და ვამაყობ ამით!..

- ...და აღვნიშნო ჩემი დაჯილდოება საპატიო ლეგიონის ორდენით, - განაგრძო

ცეზარმა.

- ხო, ხო, ვიცი. ვინ მითხრა ამის შესახებ? კელერებმა თუ ნუსინგებმა?

ასეთი რიხიანი ლაპარაკით განცვიფრებულ როგენს აღტაცების შეძახილი აღმოხდა.

- ო, არა, არა, ამის შესახებ პალატაში გავიგონე.

- პალატაში, ბატონი დე ლა ბილარდიერისგან ხომ არა? - იკითხა ცეზარმა.

- დიახ, სწორედ მისგან.

- რა სასიამოვნო კაცია, - წასჩურჩულა ცეზარმა ბიძამისს.

- იმდენს ლაქლაქებს, ლამის ყველა დაგვამუნჯოს.

- ...შესაძლებელია, ეს ჯილდო კიდევაც დავიმსახურე... - წამოიწყო ისევ ბიროტომ.

- თქვენი შრომით საპარფიუმერო საქმეში, - ჩაურთო კლაპარონმა. - ბურბონებმა

იციან სამაგიეროს გადახდა დამსახურებისათვის, ვიყოთ ერთგული ჩვენი

სულგრძელი კანონიერი მონარქებისა, რომლებიც გაუგონარ კეთილდღეობას

მოგვიტანენ... მერწმუნეთ, რესტავრაციას კარგად ესმის, რომ იმპერიას უნდა

შეეჯიბროს. ის სავსებით მშვიდობიანად დაიპყრობს ქვეყანას და ჩვენ ყველანი ამ

დამპყრობთა მოწმენი გავხდებით!

- ბატონო კლაპარონ, თქვენ უთუოდ დაგვდებთ პატივს და ჩვენთან მეჯლისზე

მობრძანდებით, - უთხრა ქ-მა ბიროტომ.

- თქვენთან საღამოს გატარება ისეთი ბედნიერებაა, რომ მზად ვარ ამის გულისთვის

მილიონებზე ვთქვა უარი.

- მართლა, რა ყბედი ყოფილა ეს კაცი, - უთხრა ცეზარმა ბიძამისს.

როცა პარფიუმერთა შორის ყველაზე სახელოვანი პარფიუმერი ბიროტო თავისი

დიდების ჩასვენების წინ უკანასკნელად აპირებდა გაბრწყინებას, სავაჭრო

ჰორიზონტზე გაუბედავად ამოდიოდა ახალი ვარსკვლავი. სწორედ ამ დროს ჭაბუკი

Page 97: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

პოპინო სენკ-დიამანის ქუჩაზე თავისი კეთილდღეობის საფუძველს ყრიდა. სენკ-

დიამანის ქუჩა პატარა და ვიწროა, რომელზეც ძლივძლივობით დადიან ფორნები,

იგი ერთი ბოლოთი ლომბარდის ქუჩას ებჯინება, მეორეთი კი, სწორედ ობრი ლე-

ბუშეს ქუჩის პირდაპირ კენკამპუას ქუჩაზე გადის, ძველი პარიზის ამ სახელოვან

ქუჩაზე, ესოდენ ცნობილი რომ არის საფრანგეთის ისტორიაში. მიუხედავად იმისა,

რომ მაინცდამაინც მოხერხებული არ არის, სააფთიაქო საქონლითა და

მოსკატილეულით მოვაჭრეებმა სწორედ სენკ-დიამანის ქუჩა შეარჩიეს, ამგვარად,

ანსელმ პოპინოს არჩევანიც სწორი გამოდგა.

შენობა, სადაც ის დაბინავდა, ლომბარდის ქუჩის კუთხიდან მეორე სახლი, ისე

ბნელოდა, რომ ზოგჯერ დღისით-მზისით ლამპის ანთება უხდებოდათ. დამწყებმა

ვაჭარმა წინა საღამოს დაიკავა ეს განსაკუთრებით ბინძური და უგვანო ბინა. მის

წინამორბედს, ბადაგითა და შაქრის ვაჟინით მოვაჭრეს, თავისი ვაჭრობის კვალი

ყველგან დაეტოვებინა: კედლებზე საწყობში, ეზოში. წარმოიდგინეთ ვრცელი,

თავისუფალი დუქანი მწვანე ფერის მძიმე, რკინის სალტეებით შეკრული სოკოს

ქუდებივით მსხვილი ლურსმნით მოჭედილი კარით. ფანჯრებს ჩაზნექილი რკინის

მასიური რიკულები აკრავს, ძველი საფუნთუშე დუქნების მსგავსად, იატაკზე

დაგებული დიდრონი თეთრი ფილები, ალაგ-ალაგ დამტვრეულია, კედლები კი

შიშველი აქვს და ყვითელი, თითქოს ყაზარმააო. დუქნის უკან კიდევ ერთი ოთახია

და სამზარეულო ეზოში გამავალი ფანჯრებით. ეზოში მეორე საწყობიცაა, რომელიც

ოდესღაც საჯინიბო ყოფილა. დუქნის უკანა ოთახიდან შიგნითა კიბე ზემოთ ადის,

სადაც განლაგებულია ორი ოთახი ქუჩაში გამავალი ფანჯრებით. პოპინომ განიზრახა

აქ მოეწყო სალარო, თავისი კაბინეტი და კანტორა. საწყობის თავზე, რომელიც

მეზობლის სახლის კედელს ებიჯნებოდა, სამი ვიწრო ოთახი იყო ეზოში გამავალი

ფანჯრებით. სწორედ იქ აპირებდა პოპინო ცხოვრებას. ამ მოუვლელი ოთახების

ფანჯრებიდან მხოლოდ ბნელი მიხვეულ-მოხვეული ეზო მოჩანდა. მას ყოველი

მხრიდან ერტყა კედლები, რომლებიც სინესტისაგან მშრალ ამინდშიც კი

ახლადშეღებილს ჰგავდნენ. ეზოში, რიყის ქვებში, ბადაგსა და შაქრის ვაჟინში

შერეული შავი მყრალი ტალახი ჩატბორებულიყო, ბუხარი მარტო ერთ ოთახში იყო.

დანარჩენ სამს ქაღალდიც არ ჰქონდა გაკრული, იატაკი ქვის ფილებით მოეფინათ.

გოდისარი და პოპინო, რომელნიც მღებავის დახმარებით კომივოიაჟერს სადღაც

ეპოვნა, დილიდანვე შეუდგნენ იმ საძაგელ ოთახში იაფფასიანი ქაღალდის გაკვრას,

სადაც მღებავმა წინასწარ შეათეთრა ჭერი. ოთახის მოწყობილობას შეადგენდა

წითელი ხის ვიწრო საწოლი, ერთი საცოდავი ღამის მაგიდა, ძველისძველი კომოდი,

მაგიდა, ორი სავარძელი და მოსამართლე პოპინოსაგან ძმისწულისთვის ნაჩუქარი

ექვსიოდე სკამი. გოდისარმა ბუხარი დაამშვენა შემთხვევით ნაყიდი სარკით,

რომელსაც დაბინდული მინა ჰქონდა. საღამოს მერვე საათი იქნებოდა, როცა

მეგობრები მოგიზგიზე ბუხარს მიუსხდნენ და საუზმის ნარჩენებით შეუდგნენ

ვახშმობას.

- შორს ცივი ცხვრის ხორცი! რა საკადრისია ჩვენისთანა ახალ ბინადრებისთვის? -

შეჰყვირა გოდისარმა.

- ვაი, რომ ძალიანაც საკადრისია! - წაიბურტყუნა პოპინომ და ერთადერთი

ოცფრანკიანი დაანახვა, რომელსაც განცხადების გადასახდელად ინახავდა, - მაგრამ...

Page 98: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- მაგრამ...... - მიუგო გოდისარმა და ორმოცფრანკიანი თვალზე მონოკლივით მიიდო.

ამ დროს ეზოში ჩაქუჩის კაკუნი გაისმა. ეზო კვირა დღეებში უცნაური და

მიყუჩებულია, რადგან ამ დღეს ყველა მუშა საამქროს სტოვებს და შინ მიდის.

- აი, პოტრის ქუჩელი ჩემი ერთგული მეგობარიც, ხედავთ, - განაგრძო სახელოვანმა

გოდისარმა, - აქ მთავარია არა „მე“, არამედ „ჩემი“!

და მართლაც, რესტორნის ოფიციანტებმა და მზარეულის ორმა შეგირდმა სამი

კალათით სადილი და ექვსი ბოთლი საგანგებოდ შერჩეული ღვინო შემოიტანა.

- ამოდენა ხორაგს როგორ მოვერევით? - იკითხა პოპინომ.

- ჩვენი ლიტერატორი დაგავიწყდათ? - შესძახა გოდისარმა. - ფინოს უყვარს ღრეობა

და ამაოება ამაოებათა. მიამიტი ბავშვი, ის ახლა განსაცვიფრებელი პროსპექტით

მობრძანდება ჩვენთან. კარგი სიტყვაა, ჰა? ჰოდა, პროსპექტებს კი მუდამ სწყურიათ.

თუ გინდა ყვავილები გქონდეს, თესლი უნდა მორწყა. განმერიდეთ მონებო, - უთხრა

მან პატარა მზარეულებს მანჭვით, - აი, თქვენ ოქრო.

და თავის კერპ ნაპოლეონივით ხელის ღირსეული მოძრაობით მათ ათი სუ გაუწოდა.

- გმადლობთ, ბატონო გოდისარ, - მიუგეს ბიჭებმა ხუმრობით უფრო კმაყოფილებმა,

ვიდრე ფულით.

- შენ კი, შვილო ჩემო, - უთხრა მან ლაქიას, რომელიც მომსახურებისათვის დარჩა, -

მეკარე ქალი მოძებნე. იმ ღრმა გამოქვაბულში ცხოვრობს და ხანდახან საჭმელს

ამზადებს, როგორც ოდესღაც ნავზიკაია[55] რეცხდა ხოლმე სარეცხს სულის

მოსათქმელად. წარუდექ, მუხლი მოიყარე მისი სისუფთავის წინაშე და შეევედრე

შეათბოს ეს კერძები. უთხარი, რომ ამისთვის მას დალოცავს, რაც მთავარია - პატივს

მიუგებს, უღრმეს პატივს მიუგებს ფელიქს გოდისარი, ჟაკ-ფრანსუა გოდისარის

შვილი, შვილიშვილი გოდისარებისა, შთამომავალი მრავალ გოდისართა,

საძულველთა მდაბიოთა, მის წინაპართა. ახლა კი გასწი და გწყალობდეს ღმერთი,

არადა, ისე მოგთელავ, რომ შენიანიც ვეღარ გიცნობს.

ისევ ჩაქუჩის კაკუნი გაისმა.

- აი, გონებამახვილი ანდოშიც! - აუწყა გოდისარმა.

შემოვიდა ჩასუქებული, სქელლოყა, საშუალო ტანის ახალგაზრდა კაცი, ნამდვილი

ჭონის შთამომავალი, მისი გადღაბნილი სახის ნაკვთები სიდინჯის ნიღაბს ქვეშ

ცბიერებას ფარავდა. მისმა დაღვრემილმა სახემ, როგორიც ყველა გაჭირვებისაგან

ტანჯულ ადამიანს აქვს, გაშლილი სუფრისა და მრავლისმეტყველი ფირნიშებიანი

ბოთლების დანახვაზე მხიარული გამომეტყველება მიიღო.

პასუხად გოდისარის შეძახილზე ამ კაცს ღიაცისფერი თვალები აუელვარდა,

ვეებერთელა თავი გაიქნია და მეგობრებს მიუბრუნდა. პოპინოს უცნაურად მიესალმა,

არავითარი პირფერობა და საერთოდ არავითარი პატივისცემა არ გამოუმჟღავნებია

მის მიმართ, როგორც ადამიანს, რომელიც სადღაც მისთვის შეუფერებელ ადგილს

მოხვდა და არც აპირებს რაიმე დათმოს. იმხანად ფინოს უკვე ესმოდა, რომ

არავითარი ლიტერატურული ნიჭი არ გააჩნდა და იმაზე ზრუნავდა,

Page 99: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ლიტერატურულ სამყაროში სხვა გზით დამკვიდრებულიყო. იმის ნაცვლად რომ

იაფად ანაზღაურებული ნაწარმოებები შეეთხზა ახლა უნდოდა ნიჭიერი ადამიანების

უნარის ექსპლუატატორის როლში გამოსულიყო და საქმეები გაეჩარხა. უკვე

დარწმუნებულმა, რომ მორიდებული თხოვნითა და დამცირებით ვერაფერს

გახდებოდა, მსხვილი ფინანსისტების მსგავსად გადაწყვიტა მკვეთრად შეეცვალა

გეზი და თავხედური მანერები მოემარჯვებინა. კარიერის დაწყებისათვის სახსრები

აკლდა. გოდისარმა ფულის შოვნის შესაძლებლობაზე მიუთითა პოპინოს ზეთის წინ

წაწევის საშუალებით.

- გაზეთებთან მოლაპარაკება დაიწყეთ მის ხარჯზე, მაგრამ ანსელმი არავითარ

შემთხვევაში არ მოატყუოთ, თორემ საშვილიშვილოდ გადაგემტერებით. მისი ფული

წყალში არ უნდა გადაიყაროს!

პოპინო „კალმოსანს“ შეწუხებული შეჰყურებდა. ვაჭარი ხალხი მწერლებს შიშის,

შეცოდებისა და ცნობისმოყვარეობის შერეული გრძნობით უცქერის. თუმცა პოპინოს

კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ნათესავების თვალსაზრისი, მათი

ცრურწმენები და დუქანსა და სალაროში გამომატვინებელი მუშაობა მის

შეხედულებაში გამომჟღავნდა და გარემოს ზნე-ჩვეულებებს დაუქვემდებარა. ასეთი

მოვლენა საზოგადოდ შეიმჩნევა, თუ დავაკვირდებით იმ ცვლილებებს, რაც ათი

წლის განმავლობაში მოსდის ასობით სკოლის ამხანაგს, რომლებიც მაგალითად,

ერთნაირად აზროვნებდნენ კოლეჯისა და პანსიონის დამთავრებისას. ანდოშმა

პოპინოს დაბნეულობა უღრმესი აღტაცების ნიშნად მიიღო.

- მოდით, სადილობამდე კარგად განვიხილოთ პროსპექტი, მერე კი ყველა საქმე

გადავდოთ და დავლიოთ, - წამოაყენა წინადადება გოდისარმა. - ადვილი როდია

მაძღარ კუჭზე კითხვა. ენაც ხომ მონაწილეობს საჭმლის მონელებაში.

- ბატონო, - მიმართა პოპინომ, - ხანდახან პროსპექტიც მთელი სიმდიდრეა.

- ჩემთვის ღარიბ-ღატაკისთვის კი სიმდიდრე მხოლოდ პროსპექტშია.

- კარგი ნათქვამია! - თქვა აღტაცებულმა გოდისარმა. ჩვენს ხუმარა ანდოშს ორმოცი

კაცის ენამახვილობა აქვს.

- ასისა, - შესძახა ფინოს ხუმრობით გაოცებულმა პოპინომ.

სულწასულმა გოდისარმა ხელნაწერი აიტაცა და ხმამაღლა, რიხიანად წაიკითხა: -

„კეფალური ზეთი“!

- მე ვირჩევდი „კეისრის ზეთს“, - ჩაურთო პოპინომ.

- მეგობარო, - მიმართა გოდისარმა. - შენ პროვინციელებს არ იცნობ. ეგ სახელწოდება

ჰქვია ერთ ქირურგიულ ოპერაციას, პროვინციელები კი ისეთი შტერები არიან, რომ

შენს ზეთს მშობიარობის დამხმარე საშუალებად მიიჩნევენ. მიდი და უმტკიცე, ასეთი

არ არისო.

- არ ჩაგაცივდებით, - შენიშნა პროსპექტის ავტორმა, - ოღონდ ნება მიბოძეთ შევნიშნო,

რომ „ფეკალური ზეთი“ თარგმანში ნიშნავს „თავის ზეთს“, და, მაშასადამე, ეს

სახელწოდება სავსებით გამოხატავს თქვენს აზრს.

Page 100: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- გვაჩვენეთ, - მოუთმენლად უთხრა პოპინომ.

- აი, ეს პროსპექტიც, რომელიც დღემდე ათიათას ეგზემპლარად იგზავნება ყველგან

(მეორე ისტორიული დოკუმენტი.) „კეფალური ზეთი“

ოქროს მედალი მიიღო 1827 წლის გამოფენაზე.

Q LIBRARY

პატენტი აქვს გამოგონებასა და გაუმჯობესებაზე.

არც ერთი კოსმეტიკური საშუალება არ უწყობს ხელს თმის ზრდას, როგორც ქიმიური

მღებავი პრეპარატი არ არის უვნებელი გონების ადგილსამყოფელისათვის. ამ ცოტა

ხნის წინათ მეცნიერებამ აღმოაჩინა, რომ თმა წარმოადგენს მკვდარ ნივთიერებას და

ვერავითარი საშუალებით ვერ შევწყვეტთ მის ცვენასა და გაჭაღარავებას. რათა ხელი

შევუშალოთ მის ხმობასა და გამელოტებას, საკმარისია თმის ძირები დავიცვათ

ჰაერის გარეშე გავლენისაგან და მუდამ შევინარჩუნოთ თავისთვის ჩვეული

ტემპერატურა. და აი, მეცნიერებათა აკადემიის მიერ დადგენილ პრინციპთა

საფუძველზე შემზადდა „კეფალური ზეთი“, რომელიც იცავს მას. ამას იკვლევდნენ

ჯერ კიდევ ძველი რომაელები, ბერძნები და ჩრდილოეთის ხალხები, დიდად რომ

უფრთხილდებოდნენ ხშირ თმას. მეცნიერთა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ

მაღალი წოდების წარმომადგენელნი, რომლებიც უწინ გრძელი თმით

გამოირჩეოდნენ, სხვა არავითარ საშუალებას არ ხმარობდნენ. დაკარგული იყო

მხოლოდ ზეთის მომზადების წესი, რაც დღეს ოსტატურად აღადგინა „კეფალური

ზეთის“ გამომგონებელმა ა. პოპინომ.

შევინარჩუნოთ თმა! იმის ნაცვლად, რომ შეუძლებელს წავეპოტინოთ ან მავნებელი

ზემოქმედების ძიებას შევუდგეთ - აი, რას ემსახურება „კეფალური ზეთი!“ ეს ზეთი

ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას და აქვს სასიამოვნო სუნი თავისი

შემადგენლობის წყალობით, რომლის საფუძველს ნიგვზის ესენცია შეადგენს. როცა

თავს ჰაერის ზემოქმედებისაგან ვიცავთ, ეს ამავე დროს გვიცავს გაციებისა, სურდოსა

და თავის ტკივილისათვის ყოველგვარი მავნებელი ავადმყოფური მოვლენებისგან.

ამგვარად, თმის ძირებზე, რომლებიც მკვებავ ტენს შეიცავენ, არასოდეს არ

იმოქმედებს არც სიცივე, არც სიცხე. ვინც ჩვენს ზეთს ხმარობს, მისი თმა, -

შესანიშნავი სამკაული, ესოდენ დიდად რომ აფასებენ მამაკაცები და ქალები, -

მოხუცებამდე ინარჩუნებენ ბრწყინვალებას, სიმსუბუქეს, პეწს, ასე რომ ამშვენებს

ყრმათა თავებს.

ხმარების წესი დაბეჭდილია ყოველი ფლაკონის გარსახვევზე.

სრულიად უსარგებლოა ზეთის წასმა თმაზე. ეს არა მარტო სასაცილო ცრუ აზრია,

არამედ უხერხულობის გამომწვევი ჩვევაც, ვიანიდან ზეთი ყველგან კვალს ტოვებს.

Page 101: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

საკმარისია, ყოველ დილას, მას შემდეგ, რაც წინასწარ თმას ჯაგრისით და

სავარცხლით კარგად დავივარცხნით, ზეთში პატარა ღრუბელი ჩაასველოთ და

თანდათანობით თმის გადაყოფილ ძირებზე შეიზილოთ, რომ კანი ზეთის თხელი

ფენით დაიფაროს.

„კეფალური ზეთი“ იყიდება ფლაკონებით, რომელთაც ნაყალბევის თავიდან

ასაცილებლად თან ერთვის გამომგონებლის ხელმოწერა. ფასი - ფლაკონი სამი

ფრანკი. მიმართეთ ბატონ პოპინოს. სენკ-დიამანის ქუჩა, ლომბარდის უბანი - პარიზი.

უმორჩილესად გთხოვთ გადაიხადოთ ფოსტის ხარჯები.

შენიშვნა: სავაჭრო სახლი პოპინო და კ. ამარაგებს, აგრეთვე, სააფთიაქო ზეთებით:

ნარინჯის, ლავანდის, ნუშის, კაკაოს, ყავის, სასაქმებელი და სხვა ზეთებით“.

- ძვირფასო მეგობარო, - გაუღიმა სახელოვანმა გოდისარმა ფინოს, - საუცხოოდაა

დაწერილი. დალახვროს ეშმაკმა! ძალიან არ გადავვარდით მეცნიერებაში! მაგრამ

ჩვენ არ ვთვალთმაქცობთ, პირდაპირ გადავდივართ შეტევაზე, სულით და გულით

გილოცავთ. აი, ამას ჰქვია სასარგებლო ლიტერატურა.

შესანიშნავი პროსპექტია! - შესძახა აღტაცებით პოპინომ.

- პროსპექტი პირველივე სიტყვიდანვე ყელსა სჭრის „მაკასარის ზეთს“, - განაცხადა

გოდისარმა სერიოზულად, წამოდგა და მკაფიოდ, პარლამენტის ორატორის

ჟესტებით წარმოთქვა: „არც ერთი კოსმეტიკური საშუალება ხელს არ უწყობს თმის

ზრდას. არ არსებობს უვნებელი თმის საღებავი“. აი, სად არის წარმატების საწინდარი;

თანამედროვე მეცნიერება არ უარყოფს წინაპართა ჩვეულებებს. აუხსნი მოხუცებსაც

და ახალგაზრდებსაც. ბებრუცანას ეტყვით: „დიახ, დიახ, ბატონო, ძველი ბერძნები

და რომაელები მართალნი იყვნენ, არც ისეთი სულელები გახლდნენ, ზოგი რომ

ფიქრობს“. ახალგაზრდას კი განუცხადებთ: „ძვირფასო ყმაწვილო კაცო, ეს კიდევ

ერთი ახალი აღმოჩენაა, რასაც განათლებას უნდა ვუმადლოდეთ, ჩვენ წინ მივიწევთ,

წინ! თქვენ იცით, კიდევ რამდენ რასმე მოგვცემს ორთქლი, ნაირნაირი ტელეგრაფები

და სხვა აღმოჩენები. ეს ზეთი, ბატონი ვოკლენის კვლევის შედეგია!“ ხომ არ

დაგვებეჭდა ამონაწერი მეცნიერებათა აკადემიაში ბატონი ვოკლენის მიერ

გაკეთებული მოხსენებისა, რაც ჩვენს დაპირებას დაამოწმებდა. კარგი იქნებოდა!

ახლა კი, ფინო, სუფრას მივუსხდეთ! ვჭამოთ და ვსვათ, სანამ მოგვეწყინება!

დავცალოთ ჭიქა შამპანური ჩვენი პოპინოს გამარჯვებისა!

- მე მგონია, - თქვა თავმდაბლად ავტორმა, - ფუქსავატმა და სახუმარო პროსპექტებმა

ჭირი მოგვჭამა. ახლა მეცნიერების ერაში შევდივართ, - აუცილებელია

დოქტორალური, ავტორიტეტული კილო, სხვანაირად საზოგადოებას ვერ მოხიბლავ.

- მაშ დავასველოთ ეს ზეთი. ენა მექავება, ხელების ფხანა ამიტყდა, - ყველას

წარმომადგენელი უნდა გავხდე, ვინც კი თმას ულოლიავებს. ყველანი არანაკლებ

ოცდაათ პროცენტს იძლევიან ფასდაკლებას. ორმოც პროცენტზე უნდა წავიდეთ და

ვკისრულობ ნახევარ წელიწადში ასი ათასი ფლაკონი გავყიდო. იერიშს მივიტან

აფთიაქარებსა, ბაყლებსა და დალაქებზე. ისინიც ორმოც პროცენტად გააბრიყვებენ

თავიანთ მყიდველებს.

Page 102: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ყმაწვილი კაცები მგლებივით ჭამდნენ, შვეიცარიელებივით სვამდნენ და „კეფალური

ზეთის“ მომავალი გამარჯვებით თვრებოდნენ.

- ეგ ზეთი მაგრად აგვივარდა თავში! - შესძახა სიცილით ფინომ.

გოდისარს დაეშრიტა ყველა შესაძლებელი კალამბური, სადაც კი სიტყვები „ზეთი“,

„თმა“, „თავი“ ერია. ჩაროზის დროს ჰომერულ სიცილში სამმა მეგობარმა, თუმცა

ხმამაღლა გაჰყვიროდნენ სადღეგრძელოებს და ყოველივე სიკეთეს უსურვებდნენ

ერთმანეთს, კარის ჩაქუჩის კაკუნი გაისმა.

- უთუოდ ბიძაჩემია ჩემს დასახედად მოსული! - შესძახა პოპინომ.

- ბიძა თქვენი? - უთხრა ფინომ, - ჩვენ კი ზედმეტი ჭიქაც არა გვაქვს!

- ჩემი მეგობრის პოპინოს ბიძა მოსამართლეა, - განუმარტა გოდისარმა ანდოს ფინოს.

- არ გაბედო მისი მასხარად აგდება, მან სიცოცხლე გადამირჩინა. ო, ვინც ჩემს

მდგომარეობაშია ნამყოფი, როცა გილიოტინის პირისპირ ვიდექი, როცა „კრიჭი“ და

უნდა გამოვთოხვებოდი თმას! - დასძინა მან, თან ხელის მოძრაობით თვალბედითი

დანის დაცემა გამოსახა, - მას სამუდამოდ დაახსომდება ყოვლად პატივსადები

გამომძიებელი, ვინც შამპანურისთვის ხახა შეუნარჩუნა! გალეშილიც რომ იყოს, მაინც

არ დაივიწყებს თავის მხსნელს. ნუ დაიფიცებ, ფინო! ვაითუ ოდესმე შენც დაგჭირდეს

ბატონი პოპინო. დალახვროს ეშმაკმა! მოდი და ნუ დავიზარებთ მისთვის სალამსა და

მოკითხვას.

ყოვლად „პატივსადები გამომძიებელი“ მეკარე ქალს მართლაც ძმისწულის ამბავს

ეკითხებოდა. როცა მისი ხმა იცნო, ანსელმი ხელში სანთლით კიბეზე დაეშვა გზის

გასანათებლად.

- გამარჯობათ ბატონებო, - მიმართა მოსამართლემ.

სახელოვანმა გოდისარმა თავი მდაბლად დაუკრა. ფინომ მოსამართლეს მთვრალი

მზერა მიაშტერა და გადაწყვიტა, ალბათ ცოტა მოჩერჩეტოაო.

- ვერ იტყვის კაცი, მდიდრული სადგომი იყოს, თქვა მოსამართლემ და ოთახს თვალი

მოავლო. - არაუშავს ჩემო ბიჭო, თუ დიდი კაცი გინდა გახდე, პატარით უნდა დაიწყო.

- უჭკვიანეს კაცი ყოფილა! - წასჩურჩულა გოდისარმა ანდოშს.

- ეგ ფრაზა გაზეთის წერილიდანაა! - მიუგო ჟურნალისტმა.

- აა, ეს თქვენა ხართ ჩემო ბატონო? - იცნო მოსამართლემ კომივოიაჟერი, - აქ რომელმა

ქარმა გადმოგაგდოთ?

- ბატონო, მე, რამდენადაც ჩემს სუსტ ძალას შესწევს, ხელი მინდა შევუწყო თქვენს

კეთილ ძმისწულს მისი საქმის გამარჯვებაში. ამ წუთში ვთათბირობდით

პროსპექტზე, რომელიც მისი ზეთის განდიდებისთვისაა საჭირო, ხოლო პროსპექტის

ავტორიც აგერაა, თქვენს წინაშე, ეს პროსპექტი მე წარმომიდგება, როგორც, ასე

ვთქვათ, საქალაქო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუში.

მოსამართლემ ფინოს შეხედა.

Page 103: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ბატონო ჩემო, - განაგრძო გოდისარმა, - ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ანდოშ ფინო,

ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ახლაგაზრდა ლიტერატორი, მას მთავრობის

გაზეთებში ბეჭდავენ, წერს მაღალ პოლიტიკაზეც და პატარა თეატრებზეც. ეს კაცი

ჯერჯერობით სხვისი მსახურია, მაგრამ მომავალში თვითონაც გახდება სხვათა

ბედის წარმმართველი.

ფინომ გოდისარს სერთუკის ჯიბეზე მოსწია.

- ძალიან კარგი, ყმაწვილებო, - მიუგო მოსამართლემ, ვისთვისაც ნათელი გახდა ამ

სიტყვების მნიშვნელობა, როცა მაგიდაზე ღრეობის ნარჩენებს შეხედა. - მეგობარო, -

მიუბრუნდა შემდეგ ანსელმს, - ტანისამოსი გამოიცვალე, ბატონ ბიროტოსთან უნდა

წავიდეთ სადარბაზოდ. ამხანაგური ხელშეკრულება უნდა დადოთ, ყველაფერი

გულდასმით მოვიფიქრე. ზეთის დამამზადებელი ქარხანა მის კუთვნილ მიწაზე

მდებარეობს ტამპლის რაიონში და, ვფიქრობ, უკეთესი იქნება ბიროტომ არენდით

გადმოგცეს. უფრო გვიან, ვაითუ მემკვიდრეებმა იჩინონ თავი. როცა თავიდანვე

ყველაფერზე კარგად ხარ მოლაპარაკებული, მერე გაუგებრობა აღარ ხდება. კედლები

აქ ნესტიანი მეჩვენება, საწოლთან ჭილოფები დაკიდე, ანსელმ.

- აი, ბატონო მოსამართლევ, - დაიწყო გოდისარმა მლიქვნელი კაცის შემპარავი

კილოთი, დღეს ჩვენ თვითონვე ვაკრავდით ქაღალდს კედლებზე, ჯერ... კარგად

გამშრალი... არ არის...

- სანაქებო მომჭირნეობაა, - მოუწონა მოსამართლემ.

- მოიხედე, - წასჩურჩულა გოდისარმა ფინოს. - ჩემი მეგობარი პოპინო სათნოებით

გამსჭვალული ყმაწვილია, ის საღამოს ბიძასთან გაატარებს, ჩვენ კი კუზინებისკენ

გავწიოთ.

ჟურნალისტმა ჟილეტის ჯიბე გადმოაბრუნა. პოპინო ჟესტს მიუხვდა და პროსპექტის

ავტორს ოცფრანკიანი მიაჩეჩა.

მოსამართლეს ქუჩის კუთხეში ეტლი ელოდა და მოხუცმა ძმისწული ბიროტოსთან

წაიმძღვარა. როცა ბიროტოსთან მივიდნენ, ბ-ნი პილიერო, ცოლ-ქმარი რაგონები და

როგენი ბოსტონს თამაშობდნენ, ცეზარინი კი თავსაფარს ქარგავდა. როგენმა,

რომელიც ქ-ნი რაგონისა და ცეზარინის პირისპირ იჯდა, შეამჩნია, როგორ გაეხარდა

ქალიშვილს ანსელმის მისვლა, როგორ აელეწა ლოყები მწიფე ბროწეულივით, და

თავის უფროს კლერკს თვალი ჩაუკრა.

- ჩანს, დღეს ბედმა აქტების ხელმოწერა გვარგუნა, - შენიშნა პარფიუმერმა, როცა

მოსამართლემ მისალმებისას თავისი მოსვლის მიზეზი აუხსნა.

ცეზარი, ანსელმი და მოსამართლე მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც პარფიუმერს

დროებით საწოლი ოთახი ჰქონდა გამართული, რათა ქარხნის არენდის პირობები და

მოხუცი პოპინოს მიერ შედგენილი ამხანაგური ხელშეკრულება განეხილათ. არენდის

ხელშეკრულება თვრამეტი წლის ვადით დადეს, იმავე ვადით, რომლითაც შენობა

დაიქირავეს სენკ-დიამანის ქუჩაზე. ეს თითქოსდა ნაკლებმნიშვნელოვანი გარემოება

შემდგომში ბიროტოსათვის სასარგებლო აღმოჩნდა. როცა ცეზარი და მოსამართლე

ქვევით ჩამოვიდნენ, მოხუცი პოპინო საშინლად გააკვირვა სახლში გამეფებულმა

ორომტრიალმა და მუშების დანახვამ კვირა დღეს ესოდენ რელიგიური ადამიანის

Page 104: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ოჯახში. მან ბიროტოს სთხოვა აეხსნა, რა ხდებოდა. პარფიუმერიც სწორედ ამას

ელოდა.

- მართალია, თქვენ მაღალსაზოგადოებრივ გართობათა მოყვარული არა ხართ, მაგრამ

იმედი მაქვს არ დამძრახავთ, რომ ვაპირებ საფრანგეთის განთავისუფლება ვიზეიმო.

მაგრამ მარტო ამას არ ვჯერდები. მეგობრებს იმიტომ ვეპატიჟები, რომ ჩემი საპატიო

ლეგიონის ორდენით დაჯილდოება ვიზეიმო.

- ხოო! - გააგრძელა მოსამართლემ, რომელიც არასოდეს ყოფილა ორდენით

დაჯილდოებული.

- შესაძლებელია, ეს ჯილდო და მონარქის წყალობა მართლაც დამსახურებული მაქვს,

მე ხომ სასამართლოს წევრი გახლდით... კომერციულისა, რასაკვირველია, და ცამეტ

ვანდემიერს ბურბონებისთვის ვიბრძოდი წმიდა როხის...

- ხო, ვიცი, ვიცი, - თქვა მოსამართლემ.

- ...წმიდა როხის საფეხურებზე. იქ ნაპოლეონმა დამჭრა, იმედია...

- სიამოვნებით მოვალ, - უპასუხა მოსამართლემ, - თუ ცოლი ჯანმრთელად იქნება,

მასაც წამოვიყვან.

- ქსანდრო, - უთხრა წასვლისას როგენმა თავის კლერკს. - ცეზარინის შერთვაზე

ფიქრს მოეშვი. თვენახევარიც არ გავა, რომ ჩემს კეთილ რჩევას დააფასებ.

- რატომ?

- ბიროტო, ჩემო კარგო, მეჯლისზე ასი ათასი ფრანკის დახარჯვას აპირებს, ეგეც არ

იყოს, მიუხედავად ჩემი რჩევისა, მთელ თავის ქონებას მიწის ნაკვეთების

სპეკულაციაში ათავსებს. თვენახევრის შემდეგ ეს ხალხი ულუკმაპუროდ დარჩება.

სჯობს მადმუაზელ ლურდუა შეირთო, სამღებრო სამუშაოთა მოიჯარის ქალიშვილი.

სამასი ათასი ფრანკი აქვს მზითვი. ერთადერთ გამოსავალს ამაში ვხედავ. მე კი ასი

ათასი ფრანკი ჩამითვალე, და ხვალვე შეგიძლია ჩემი კანტორა ჩაიბარო.

ბრწყინვალე მეჯლისზე, რომლის გამართვასაც პარფიუმერი აპირებდა გაზეთებმა

მთელ ევროპას აუწყეს. ვაჭართა საზოგადოებამ კი სხვა გზით გაიგო, - იმ მითქმა-

მოთქმით, რემონტის დროს ღამით მუშაობამ რომ გამოიწვია. ირწმუნებოდნენ, ცეზარ

ბიროტომ სამი სახლი დაიქირავაო, დარბაზები მთლად მოოქრული იქნებაო,

სადილად ამ შემთხვევისათვის სპეციალურად მომზადებულ კერძებს მოართმევენ

სტუმრებსო. ერთნი ამბობდნენ, ვაჭრებს მეჯლისზე არ მოიწვევენო, დღესასწაული

მხოლოდ ხელისუფალთათვის იმართებაო. მეორენი სასტიკად გმობდნენ

პარფიუმერის პატივმოყვარეობას, დასცინოდნენ მის პოლიტიკურ პრეტენზიებს,

ზოგიერთს ეჭვიც კი ეპარებოდა, იყო თუ არა ოდესმე მართლად დაჭრილი. ბევრი

ინტრიგა წარმოშვა მეჯლისმა მეორე ოლქში. მეგობრები საქმეს არ უჭირებდნენ

ბიროტოს, მაგრამ ადამიანები რომლებიც ძლივს იცნობდნენ პარფიმუერს, არაფერს

უწევდნენ ანგარიშს. ყოველგვარი კეთილდღეობა მლიქვნელებს წარმოშობს. ბევრი

გამოჩნდა ისეთი, ვინც ათასნაირი ხერხით ცდილობდა თავი დაეპატიჟებინა

მეჯლისზე. ცოლ-ქმარი ბიროტოები დააშინა ამოდენა მანამდე მათთვის უცნობმა

მეგობრებმა. მეჯლისზე მოხვედრის ასეთმა წყურვილმა დააფრთხო ქ-ნი ბიროტო,

Page 105: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

რაც უფრო ახლოვდებოდა ზეიმის დღე, მით უფრო პირქუში ხდებოდა ქალი.

კონსტანსი ცეზარს გამოუტყდა, არ ვიცი, როგორ მოვიქცეო. მას შიშსა ჰგვრიდა ის

აურაცხელი წვრილმანი საქმე, ასეთ ზეიმებს თან რომ სდევს მუდამ. სად იშოვოს

ვერცხლეული, ბროლი, გამაგრილებელი სასმელები, ჭურჭელი. მსახურნი, ვინც

გაუწევს მეთვალყურეობას ყველაფერს ამას? ქმარს თხოვა სტუმრებს კარებშივე

დახვედროდა და მხოლოდ მოპატიჟებულნი შემოეშვა, რადგან ხშირად ჰქონდა

გაგონილი ისეთი უცნაური ამბები, თითქოს ბურჟუაზიულ სახლებში მეჯლისებზე

ვიღაც უცხო პირები მოდიან, თავს მეგობრებად ასაღებენ, მაგრამ მათი სახელი და

გვარი მასპინძელს არც კი გაუგონია.

*

17 დეკემბრის იმ ღირსსახსოვარ კვირამდე ათი დღით ადრე ბრაშონმა, გრენდომ,

სამშენებლო სამუშაოთა მოიჯარეებმა ლურდუამ და შაფარუმ დაადასტურეს, რომ

ბინა ვადაზე იქნებოდა მზად. საღამოს პატარა სასტუმრო ოთახში სასეირო თათბირი

გაიმართა ცეზარსა, მის ცოლსა და ქალიშვილს შორის, როცა სტუმართა სიის

შედგენისა და მოსაწვევი ბარათების დაგზავნის დრო დადგა. იმ დილას ტიპოგრაფის

მიერ გამოგზავნილი ბარათები ბურჟუაზიული თავაზიანობის კოდექსის ყველა წესის

გათვალისწინებით ვარდისფერ ქაღალდზე იყო კოხტა შრიფტით დაწერილი.

- ღმერთო, ნეტავ არავინ დაგვავიწყდეს! - შესძახა ბიროტომ.

- ჩვენ თუ დაგვავიწყდა, თვითონ არ დაივიწყებენ თავს, - მიუგო კონსტანსმა, -

ქალბატონი დერვილი, რომელსაც ჩვენთან ჯერ ფეხი არ მოუდგამს, გუშინ დიდის

ამბით გამოგვეცხადა.

- მე მომეწონა ის ქალი, - შენიშნა ცეზარიმა.

- დიახ, მაგრამ გათხოვებამდე ჩემზე უბრალო იყო, - თქვა კონსტანსმა, - მონმარტზე

თეთრეულის დუქანში მუშაობდა და მამაშენს პერანგებს უკერავდა.

- მაშასადამე, ჯერ ყველაზე წარჩინებულნი შევიტანოთ სიაში, არა? - ბრძანა ბიროტომ.

- ჩაწერე, ცეზარინ, დიუკ და დიუშეს დე ლენონკურები...

- ღმერთო, ჩემო ცეზარ? - შეჰღაღადა კონსტანსმა. - შენი ჭირიმე, ნუ გაუგზავნი

მოწვევას ასეთ პირთ, ვისაც მარტო ისე იცნობ, როგორც საქონლის მიმწოდებელი.

თავადის მეუღლე ბლამონ-შოვრიც ხომ არ გინდა დაპატიჟო, ის უფრო ახლობელი

ნათესავია შენი ნათლიის, განსვენებული დ’იუკზელის მეუღლის, ვიდრე დიუკ დე

ლენონკური! შენ, იქნება იმასაც აპირებ, ბარემ ორივე ვანდენესიც მოვიწვიოო, ან დე

მარსე, ან რონკეროლი, ან დ’ეგლემონი? - ერთი სიტყვით, ყველა შენი მუშტარი?

მთლად გადაირიე, თვბრუ დაგასხა პატივმა...

- მაპატიე, მაგრამ კონტ დეფონტენს კი უსათუოდ დავპატიჟებ თავისი ჯოხით, ჯერ

კიდევ იმ ცამეტი ვანდემიერის ღირსსახსოვარ დღემდე „ვარდების

დედოფალში“ შემოვიდა „დიდი ჟაკის“ სახელით „ვაჟკაცთან“ - მარკიზ

მონტორანთან და ბატონ დე ლა ბილარდიერთან ერთად, რომელიც იმ დროს

„ნანტელის“ მეტსახელით იყო ცნობილი. ოჰ, რა გულმხურვალედ ჩამომართვეს ხელი.

Page 106: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

„აბა, გაბედულად, ძვირფასო ბიროტო, გაბედულად! დაე, დავიხოცოთ მართალი

საქმისათვის!“ ოო, მე და ის ძველი ნაცნობები ვართ შეთქმულების შემდეგ.

- კარგი, კარგი, ეგ ჩაწერე, - დაეთანხმა კონსტანსი. ბატონი ბილარდიერი და მისი

ვაჟიშვილი თუ მოვლენ ხომ უნდა ყავდეთ ვინმე ხმის გამცემი.

- წერე, ცეზარინ, - მიმართა ბიროტომ, - „Primo“ - სენის დეპარტამენტის პრეფექტი.

მოვა თუ არ მოვა, მისი საქმეა, მაგრამ მუნიციპალიტეტის თავია, და მგელს მგლურად

დაუხვდი, მელას მელურადაო. ბატონი ბილარდიერი ვაჟიშვილით, მერი.

დაპატიჟებულთა რიცხვი გვერდზე ჩამოწერე. ჩემი კოლეგა, ბატონი გრანე, მერის

თანაშემწე ცოლით. დიდი მახინჯი კია, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით! ბატონი

კიურელი, ოქრომჭედელი, ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, ცოლითა და ორი

ქალიშვილით... უფროსები, მგონი ყველაა. ახლა - დიდგვაროვანნი! კონტი და კონტეს

დე ფონტენები და მათი ქალიშვილი მადემუაზელ ემილია დე ფონტენი...

- კადნიერი ქალბატონი, ყოველთვის გამიყვანს ხოლმე მაღაზიიდან და შენც, კეთილ

ინებე, იდექი მისი ეტლის კართან და ელაპარაკე, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, -

თქვა ქ-მა ბიროტომ. - დამიჯერე, თუ მოვიდა, მხოლოდ იმისთვის მოვა, რომ

მასხარად აგვიგდოს.

- თუ ასეა, მაშ, აუცილებლად მოვა, - თქვა ცეზარმა, რომელსაც სული მისდიოდა

თავის ოჯახში დიდგვაროვანნი ენახა, - განაგრძე წერა, ცეზარინ: კონტი დე გრანვილი

მეუღლით, ჩემი ბინის მფლობელი, ყველაზე ნათელი გონების ადამიანი მეფის კარზე,

როგორც დერვილი გვიმტკიცებს, აა, ხო, ბატონი დე ლა ბილარდიერი ხვალ კონტ დე

ლასეპედს[56] წარმიდგენს, რომელმაც პირადად უნდა გადმომცეს ორდენი. კარგი

იქნებოდა მეჯლისზეც და სადილზეც გაგვეგზავნა მოპატიჟება საპატიო ლეგიონის

ორდენის დიდი კანცლერისთვის. შემდეგ - ბატონი ვოკლენი, ჩანიშნე ცეზარინ -

მეჯლისზეც და სადილზეც. ხო, რომ არ დაგვავიწყდეს, ჩაწერე ყველა შიფრევილები

და პროტესები. შემდეგ: სენის დეპარტამენტის მოსამართლე ბატონი პოპინო

მეუღლით, მეფის კაბინეტის მეკარე ბატონი ტირიონი მეუღლით, - ესენი, რაგონების

ნაცნობები არიან. მათი ქალიშვილი სულ მალე უნდა მისთხოვდეს ბატონი კამიუზოს

ერთ-ერთ ვაჟიშვილს პირველი ცოლისგან.

- ცეზარ, ორას ბიანშონი არ დაგვავიწყდეს. ბატონი პოპინოს დისწული და ანსელმის

მამიდაშვილი, - გაახსენა ქმარს კონსტანსმა.

- როგორ დამავიწყდება! ცეზარინმა უკვე დაწერა პოპინოსთვის ოთხი მოწვევა.

ბატონი რაბურდენი, ბატონი დე ლა ბილარდიერის კანცელარიის უფროსი ცოლით.

იმავე უწყებიდან მატიფას კომპანიონი, ბატონი კოშენი ცოლით და ვაჟით და ბატონი

მატიფა მეუღლითა და ქალიშვილით.

- ცოლ-ქმარმა მატიფებმა, - შენიშნა ცეზარინმა, - თავისი მეგობრების, კოლვილებისა

და ტიუიეს დაპატიჟება გვთხოვეს, აგრეთვე საიარებისაც.

- ვნახოთ, - უპასუხა ცეზარმა. - ჩვენი ბირჟის მაკლერი ჟიულ დემარე ცოლით. - ო, ეგ

ყველაზე ლამაზი მანდილოსანი იქნება მეჯლისზე, - შესძახა ცეზარინმა, - ეგ ქალი

ყელაზე უფრო მომწონს!

- ცოლ-ქმარი დერვილები.

Page 107: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ცოლ-ქმარი კოკლენებიც ჩაწერე, ძია პილიეროს მემკვიდრეები, - სთხოვა

კონსტანსმა. - ისეთი იმედი აქვს, რომ დავპატიჟებთ! საწყალმა ჩემს მკერავთან

თეთრი აბრეშუმის სარჩულიანი ვარდკაჭაჭას ყვავილებით ამოქარგული ლეჩაქის

მშვენიერი სამეჯლისო კაბა შეიკერა. კიდევ კარგი, ფიქრად არ მოუვიდა

ოქრომკერდით მოქარგული კაბა შეეკერა, როგორსაც კარის მეჯლისზე იცვამენ. ისინი

რომ არ დავპატიჟოთ, მოსისხლე მტრებად გადაგვეკიდებიან.

- შეიტანე სიაში, ცეზარინ, ვაჭართა საზოგადოებას პატივი უნდა მივუგოთ, ჩვენც ხომ

მას ვეკუთვნით. ცოლ-ქმარი როგენებიც მიაწერე.

- დედა, ქალბატონი როგენი აუცილებლად ბრილიანტის ფარღულს გაიკეთებს, ყველა

სამკაულებს ჩამოიკონწიალებს, რაც კი გააჩნია და მაქმანებით გაწყობილ კაბას

ჩაიცვამს.

- ცოლ-ქმარი ლება, - კარნახობდა ცეზარი. - შემდეგ ბატონი კომერციული

სასამართლოს თავმჯდომარე მეუღლითა და ორი ქალიშვილით. უფროსების

ჩამოთვლისას ესენი გამომრჩენ. ბატონი ლურდუა ცოლითა და ქალიშვილით.

ბატონი კლაპარონი, ბანკირი, ბატონი დიუ ტიიე, ბატონი გრენდო, ბატონი მოლინე,

პილიერო და მისი ბინის მფლობელი, ცოლ-ქმარი კამიუზოები, აბრეშუმით მოვაჭრე

მდიდრები ვაჟიშვილებით. ერთი მათგანი პოლიტექნიკური სკოლის მასწავლებელია,

მეორე ვექილი.

- მალე მოსამართლის ადგილზე დანიშნავენ პროვინციაში, მადემუაზელ ტირიონის

შერთვის წყალობით, - შენიშნა ცეზარინმა.

- ბატონი კარდო, უფროსი კამიუზოს სიმამრი, ოჯახით. მოიცა, კინაღამ დამავიწყდა;

გიიომები კოლომბიეს ქუჩიდან, ლებას სიდედრი და სიმამრი. ბებრუცუნები სულ

კედელ-კედელ ივლიან... ალექსანდრ კროტა, სელესტენი...

- მამა, არ დაგვავიწყდეს ბატონი ფინო და ბატონი გოდისარი. ეს ყმაწვილი კაცები

ძალიან საჭირონი არიან ბატონ ანსელმ პოპინოსთვის.

- გოდისარი! მაგას სასამართლოში ჰქონია საქმე. ჰო, კარგი, რამდენიმე დღის შემდეგ

პარიზსა სტოვებს და პროვინციაში მიემგზავრება ჩვენი ზეთის გასასაღებლად...

ჩაწერე! უფალი ანდოს ფინო რაღად გვინდა?

- ბატონო პოპინო ამბობს, ფინო შორს წავა, ვოლტერივით ჭკვიანი კაციაო.

- ეგ კალმოსანი? ეგენი ყველანი ურწმუნონი არიან.

- ჩავწეროთ მამა: მოცეკვავენი ცოტა გვყავს. ესეც არ იყოს, საუცხოო პროსპექტი

დაწერა ჩვენი ზეთის საქებრად.

- მას ჩვენი ზეთი სწამს? თქვა ცეზრმა, - შეიტანე ეგ კაცი სიაში, შვილო.

- მეც მყოლია ჩემი პროტეჟეები, - შენიშნა ცეზარინმა.

- ჩაწერე ჩვენი სასამართლოს ბოქაული ბატონი მიტრალი, ჩემი ექიმი ბატონი ოდრი, -

ისე, რა თქმა უნდა, პატივისცემისთვის, თორემ ხომ არ მოვა.

- ბანქოს ხათრით მოვა, - თქვა ცეზარინმა.

Page 108: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ცეზარ, იმედია, სადილზე აბატ ლოროს დაპატიჟება არ დაგვავიწყდება.

- უკვე მივწერე, - მიუგო ცეზარმა.

- მოდით, ლებას ცოლისდა ავგუსტინ დე სომერვიეც დავპატიჟოთ, - გაიხსენა

ცეზარინმა, - საცოდავი, თურმე ძალიან იტანჯება, - ლება ამბობს, ჯავრისაგან

კვდებაო.

- აი, რას ნიშნავს მისთხოვდე მხატვარს, - შესძახა პარფიუმერმა.- შეხე, დედამ

ჩათვლიმა, - წასჩურჩულა ცეზარმა ქალიშვილს. - ნანა, ნანინა!! ძილი ნებისა, ჩემო

ცოლო. დედას კაბა როდისღა იქნება მზად? ჰკითხა მან ცეზარინს.

- მოესწრება, მამა. დედას ჰგონია, რომ ისეთივე აბრეშუმის კაბა ექნება, როგორც მე.

მკერავი მარწმუნებს, დაუზომელად შევკერავო.

- სულ რამდენი კაცია დაპატიჟებული? - ხმამაღლა იკითხა ცეზარმა, როცა შეამჩნია,

რომ ცოლი თვალს ახელდა.

- ნოქრებთან ერთად ას ცხრა, - მიუგო ცეზარინმა.

- სად უნდა დავტიოთ ამოდენა ხალხი? - იკითხა ქ-ნმა ბიროტომ, - ბოლოსდაბოლოს

ეს კვირადღეც ჩაივლის როგორმე. - დასძინა მიამიტად მანვე.

უბრალოდ არაფერი კეთდება იმ ადამიანებში, რომელნიც სოციალური კიბის ერთი

საფეხურიდან მეორეზე ადიან. არც ქ-ნ ბიროტოს, არც ცეზარინს არ უნდოდათ

წინასწარ დაეთვალიერებინათ მეორე სართული. ცეზარი მაღაზიის დამტარებელ

რაგეს ახალ კოსტიუმს შეჰპირდა მეჯლისის დღისთვის, ოღონდ წესიერად დაეცვა

შესასვლელი და უცნობები არ შემოეშვა. ბიროტოს, მსგავსად ნაპოლეონისა, როცა

მარია-ლუიზა ავსტრიელთან ქორწინების დროს კომპიენში სასახლეს ამშვენებდა, -

სურდა ყველაფერი ერთბაშად ეხილა და მოულოდნელობით დამტკბარიყო. ამრიგად,

ორი ძველი მტერი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეეჯახა ისე, რომ ამაში თვითონაც არ

მიუტანიათ ეჭვი, მაგრამ არა ბრძოლის ველზე, არამედ ბურჟუაზიული

პატივმოყვარეობის ნიადაგზე. ბ-მა გრენდომ ცეზარს ხელი ხელში გაუყარა და ისე

აჩვენა მისი ბინა, როგორც ჩიჩერონე ათვალიერებინებს ცნობისმოყვარე მოგზაურს

სურათების გალერეას. ამას გარდა ოჯახის ყოველი წევრი თავის სიურპრიზს

ამზადებდა. კეთილმა ბავშვმა ცეზარინმა თავისი პატარა კაპიტალი ასი ლუიდორი

დახარჯა და მამას წიგნები უყიდა. ბ-მა გრენდომ ერთ დილას მას საიდუმლოდ

უთხრა ცეზარის კაბინეტში ორი წიგნის კარადა იქნებაო. ეს იყო არქიტექტორის მიერ

გამზადებული სიურპრიზი. ცეზარინმა წიგნის გამყიდველის დახლზე მთელი

თავისი დანაზოგი გადმოალაგა და მამას საჩუქრად უყიდა ბოსიუეს[57], რასინის[58],

ვოლტერის[59], ჟან-ჟაკ რუსოს[60], მონტესკიეს[61], მოლიერის[62], ბიუფონის[63],

ფენელონის[64], დე ლილი[65], ბერნრდ დე სენ პიერის[66], ლაფონტენის[67],

კორნელისეეე[68], პასკალის[69], ლაჰარპის[70], თხზულებანი

- ერთი სიტყვით, ტრაფარეტული ბიბლიოთეკა, წიგნები, რომელთაც აშკარაა

ბიროტო არასოდეს წაიკითხავდა. შიშით ელოდა ცეზარინი ამკინძველისაგან დიდ

ანგარიშს. სახელგანთქმული მხატვარი, - ამკინძველი ტუვენენი, რომელიც არ

გამოირჩეოდა პირიანობით, შეპირდა აკინძული წიგნები თექვსმეტში შუადღისთვის

ჩაებარებინა: ცეზარინი ძია პილიეროს თავის გაჭირვებაში გამოუტყდა და მან

Page 109: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გადაუხადა ანგარიში. ცეზარი ცოლს სიურპრიზს უმზადებდა, - მაქმანებით

გაწყობილ ალუბლისფერ ხავერდის კაბას. წეღან სწორედ მასზე ეკითხებოდა

ცეზარინს, თავის მესაიდუმლეს. ხოლო ქ-მა ბიროტომ ახალგამომცხვარ საპატიო

ლეგიონის კავალერს ორი ოქროს ბალთა და ალმასის ქინძისთავი მიართვა საჩუქრად.

ბოლოს ყველასათვის სიურპრიზი იყო ახლადგაწყობილი ბინა, ხოლო მოგვიანებით,

ორი კვირის დასასრულს, - გადასახადი ანგარიშები.

ცეზარი თავს იტეხდა იმაზე ფიქრით, ვისთვის პირადად გადაეცა მოწვევა, და

ვისთვის დამტარეებელი ბიჭის ხელით. მასნ ეტლი დაიქირავა და ცოლთან ერთად

შიგ ჩაჯდა, რომელსაც ფრთებით გაწყობილი ქუდით დაემახინჯებინა თავი, მხრებზე

კი ქმრის უკანასკნელი საჩუქარი, მისი თხუტმეტი წლის ოცნების საგანი, - ქიშმირის

შალი ჰქონდა წამოსხმული. ამნაირად მოპრანჭულმა ცოლ-ქმარმა პარფიუმერებმა

ერთ დილას ოცდაორი ვიზიტი გააკეთეს.

ცეზარმა ცოლს ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ნაირნაირი საჭმელების

მომზადების დავიდარაბა აარიდა. დიპლომატიურად მოურიგდა ცნობილ შევეს.

შევემ იკისრა მიეწოდებინა საუცხოო ვერცხლეული, რასაც მისთვის მეტი შემოსავალი

მოჰქონდა, ვიდრე სხვისთვის მიწის გაცერმას არენდით, მოემზადებინა სადილი,

მოეტანა ღვინო, კეთილსახიერი მეტროდელის უფროსობით გამოეგზავნა თავისი

ქცევითა და მუშაობით სანიმუშო მსახურნი. მოითხოვა, მის განკარგულებაში

გადაეცათ სამზარეულო და ანტრესოლებზე მდებარე სასადილო, რათა იქ შტაბ-ბინა

მოეწყო. შევე კისრულობდა საღამოს ექვსი საათისთვის დაემზადებინა სადილი ოცი

კაცისთვის და ჩინებული ცივი ვახშამი ღამის პირველი საათისათვის. „კაფე

ფუაში“ ბიროტომ ხილის ნაყინი დაუკვეთა, რომელიც ვერცხლის სინებით უნდა

შემოეტანათ ლამაზ ლარნაკებში მოოქრული კოვზებით. ტანრადმა, მეორე

სახელოვანმა პიროვნებამ თავს იდო გამაგრილებელი სასმელები მოეტანა.

- ნურაფერზე წუხხარ, - უთხრა ცეზარმა ცოლს ზეიმის წინა საღამოს, როცა შეამჩნია,

რომ ძალიან ღელავდა - შევე ტანრადი და “კაფე ფუა“ ანტრესოლებს დაიკავებენ,

ვირჟინი მესამე სართულს უდარაჯებს, მაღაზია დაკეტილი იქნება. მეჯლისისათვის

მხოლოდ მეორე სართულს გამოვყოფთ.

16 დეკემბერს დღის 2 საათზე ცეზარს ბ-ნმა დე ლა ბილარდიერმა შემოუარა, რათა

მასთან ერთად საპატიო ლეგიონის კაპიტულის კანცელარიაში წასულიყო. აქ

ბიროტოს ათიოდე სხვა კავალერისტთან ერთად კონტ დე ლა ლასეპედისაგან

ორდენი უნდა მიეღო. მერს პარფიუმერი საშინლად გულაჩუყებული შეხვდა:

კონსტანსს ის იყო მისთვის ოქროს ბალთები და ალმასის ქინძისთავი მიერთმია.

- რა ტკბილია, როცა იცი, რომ ასე ნაზად უყვარხართ; - თქვა პარფიუმერმა ეტლში

ჩაჯდომისას, როცა ნოქრები, ცეზარინი და კონსტანსი აცილებდნენ.

ესენი თვალს არ აშორებდნენ შავი აბრეშუმის შარვალში, შავ წინდებსა და ახალ

ღიღილოსფერს ფრაკში გამოწყობილ ცეზარს, რომლის მკერდი მალე უნდა

დაემშვენებინა „სისხლით მოსვრილ“ ბაფთს, როგორც ეს მოლინემ გამოთქვა.

ცეზარი სადილზე სიხარულისაგან ფერწასული დაბრუნდა. ყველა სარკეში

იყურებოდა და თავისი ჯვრით ტკბებოდა, ვინაიდან თავბრუსხვევების პირველ

Page 110: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

აღმაფრენაზე ბაფთით არ დაკმაყოფილდა და ყოველგვარი მორიდების გარეშე

ორდენიც გაიკეთა.

- ჩემო ცოლო, - მიმართა კონსტანსს, - ორდენის დიდი კანცლერი სანდომიანი კაცია,

დასძრა თუ არა ამაზე ენა, ბ-ნმა ლა ბილარდიერმა, მაშინვე მიიღო დაპატიჟება, ბატონ

ვოკლენთან ერთად მოვა. ბატონი დე ლასეპედი დიდი ადამიანია, დიახ, ბატონ

ვოკლენზე არანაკლები. ორმოცი ტომის ავტორია! მაგრამ ის კაცი მარტო მწერალი არ

არის საფრანგეთის მერიცაა. არ დაივიწყოთ “თქვენი წყალობა“, ანდა “ბატონი

კონტი“ უწოდეთ.

- არ დაივიწყო, რომ უნდა ისადილო, - შეაწყვეტინა კონსტანსმა. - ეს მამაშენი მთლად

პატარა ბავშვივითაა, - დაიჩივლა ქალიშვილთან.

- როგორ გშვენის ორდენი! - უთხრა ცეზარინმა, - წამო ქუჩაში გავიაროთ,

სამხედროსავით მოგესალმებიან.

- ხო, ახლა ყველა გუშაგი ვალდებულია სალამი მომცეს.

სწორედ ამ დროს გრენდო და ბრაშონი შემოვიდნენ, მათ ცეზარს წინადადება მისცეს

სადილის შემდეგ ცოლითა და ქალიშვილით ბინა დაეთვალიერებინათ. ბრაშონის

უფროსი ათისთავი ამთავრებდა უკვე დიდ დარბაზში ფარდებზე ბაფთების

მიმაგრებას, სამი კაცი კი სანთლებს ანთებდა.

- ასოცი სანთელი დაგვჭირდება - შენიშნა ბრაშონმა.

- ტრიუდონის ანგარიში ორას ფრანკზეა, - წამოიწუწუნა კონსტანსმა, მაგრამ

კავალერმა ბიროტომ ერთი შეხედვით შეაწყვეტინა გოდება.

- ჩინებული დღესასწაული გექნებათ, ბატონო კავალერო, - უთხრა ბრაშონმა.

ბიროტომ გაიფიქრა: „აი, მლიქვნელებიც გაჩნდნენ. ტყუილად კი არ მაფრთხილებდა

აბატი ლორო, მათს სახეებს ერიდეო, თავმდაბლად და უბრალოდ მოიქეციო. არ უნდა

დამავიწყდეს ჩემი წარმოშობა.“

ცეზარი ვერ მიუხვდა სენტ-ანტუანის ქუჩელი მდიდარი მეშპალერეს გადაკრულ

სიტყვას. ბრაშონმა თერთმეტჯერ სცადა თავი დაეპატიჟებინა ცოლ-შვილიანად და

დედა-სიდედრიანად, მაგრამ უშედეგოდ. ბიროტოს მტრად გადაეკიდა. წასვლისას

უკვე აღარ უწოდებდა ბიროტოს “ბატონო კავალეროო“.

დაიწყო გენერალური რეპეტიცია. ცეზარი, მისი ცოლი და ცეზარინი მაღაზიიდან

გამოვიდნენ ადა ბინაში სადარბაზო შესასვლელით ავიდნენ. შესასვლელი კარი

მონუმენტურ სტილზე იყო გადაკეთებული. ახლა ის პრიო ფრთისგან შედგებოდა,

თანასწორ ოთხკუთხედებად იყო გაყოფილი და შუაზე თუჯისაგან გაკეთებული

არქიტექტურული ორნამენტებით შემკული. ასეთი კარი, ახლა პარიზში ყოველ

ნაბიჯზე რომ გვხვდება, იმ დროს დიდ სიახლეს წარმოადგენდა. ვესტიბიულის

სიღრმეში კიბის ორ საქცევს შუა მოჩანდა ცოკოლი, რომელიც ასე აწუხებდა ბიროტოს.

აქ ფართობი ერთგვარი კოლოფივით იკვრებოდა, სადაც შეიძლებოდა რომელიმე

ბებრუცანა მოწყობილიყო საცხოვრებლად. ვესტიბიულს თეთრი და შავი

მარმარილოს იატაკი ჰქონდა. კედლები მარმარილოსებურად მოხატული და ერთი

ოთხსანათურიანი, ანტიკური ლამპით განათებული. არქიტექტორს აქ სიმდიდრე და

Page 111: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

უბრალოება შეეხამებინა ერთმანეთისათვის. პემზით მოპრიალებულ ქვის კიბის

საფეხურთა სითეთრე კიდევ უფრო ქათქათა ჩანდა ზედ დაფენილი ვიწრო, წითელი

ფარდაგის ფონზე. კიბის პირველი ბაქნიდან ანტრესოლები მოჩანდა. ბინაში

შესასვლელი კარი სადარბაზო კარის ყაიდაზე იყო გაკეთებული, ოღონდ ხისა იყო და

ჩუქურთმებით დამშვენებული.

- რა მოხდენილად არის ყველაფერი გაკეთებული! - შესძახა ცეზარინმა, - თან ისე

სადად, რომ თვალს არ გჭრის.

- მართალი ბრძანებაა, მადემუაზელ, მოხდენილობა შეიქმნება ზუსტი

პროპორციებით სვეტთა საფუძვლებს პლინთუსებსა და ლავგარდანებსა და

ორნამენტებს შორის. ესეც არ იყოს, ოქრო არსად არ მიხმარია, რბილი და მქრქალი

საღებავები შევარჩიე.

- ეს მთელი მეცნიერებაა, - შენიშნა ცეზარინმა.

ყველანი შევიდნენ ვრცელ ტალანში, რომელსაც პარკეტის იატაკი ჰქონდა და

უბრალოდ, გემოვნებით იყო გაწყობილი. აქედან გავიდნენ დარბაზში, რომლის სამი

ფანჯარა ქუჩაში გადიოდა და გაწყობილი იყო თეთრი და წითელი ფერებით, კოხტად

გამოჭრილი კარნიზებით და ლამაზად მოხატული შპალერით. არაფერი იყო

აჭრელებული. თეთრი მარმარილოს სვეტებიან ბუხარზე გემოვნებით შერჩეული

სამშვენისი იდგა. იგი თვალს არ ეხამუშებოდა და შესანიშნავად ეხამებოდა ოთახის

სხვა ავეჯს, ერთი სიტყვით სასტუმრო დარბაზში ის საამო ჰარმონია მეფობდა, რისი

შექმნაც მხატვრებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა სულ მცირე წვრილმანებშიც კი

ოსტატურად იცავენ მოწყობილობის განსაზღვრულ სტილს. ეს ბურჟუათათვის

მიუწვდომელია, მაგრამ აღტაცებაში მოჰყავს. ოცდაოთხსანთლიანი ქორკანდელი

ათინათებს ათამაშებდა წითელი აბრეშუმის ნაოჭებზე, პარკეტი ისე გამომწვევად

პრიალებდა, რომ ცეზარინს ცეკვაც კი მოუნდა. თეთრი და მწვანე ფერებით აწყობილი

ბუდუარი ცეზარის კაბინეტში გადიოდა.

- აქ საწოლი მოვათავსე, - თქვა გრენდომ და ორ საბიბლიოთეკო კარადას შორის

ოსტატურად ჩამალული წალოს კრეტსაბმელი გადასწია. - თუ თქვენ, ან თქვენი

მეუღლე შეუძლოდ შეიქნებით, თითოეულს საკუთარი ოთახი გექნებათ.

- ეს ბიბლიოთეკა საიდანღა გაჩნდა, შეკინძული წიგნებით, ოოო, ჩემო, ცოლო, ჩემო,

ცოლო! - შესძახა ცეზარმა.

-არა, ეს ცეზარინის საჩუქარია.

- მაპატიეთ გულაჩუყებულ მამას, - მიმართა არქიტექტორს და ცეზარინს გადაეხვია

საკოცნელად.

- ნუ გრცხვენიათ, ნუ გრცხვენიათ, ბატონო ბიროტო, - მიუგო გრენდომ. - საკუთარ

სახლში ბრძანდებით.

კაბინეტში ადგილ-ადგილ მწვანეფერგარეული ყავისფერი ტონები სჭარბობდა,

მთელი ბინის ერთობას ერთმანეთში ჰარმონიულად გარდამავალი ტონები ქმნიდა.

ამგვარად, ერთი ოთახის ძირითადი ფერი, მეორე ოთახის მოსართავად იყო

Page 112: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გამოყენებული და პირუკუ. ცეზარის კაბინეტის ერთ კედელს გრავიურა “ჰერო და

ლეანდრი“ ამშვენებდა.

- შენ ამინაზღაურებ ყველაფერ ამას, - მხიარულად თქვა ცეზარმა და გრავიურას

შეხედა.

- ეს საუცხოო გრავიურა ანსელმმა მოგართვათ, - უთხრა ცეზარინმა.

ანსელმსაც მოესურვებინა სიურპრიზის გაკეთება.

- მშვენიერი ბიჭია, მაგანაც ის გამიკეთა, რაც მე ვოკლენს გავუკეთე.

შემდეგ ქ-ნი ბიროტოს ოთახში შევიდნენ. აქ არქიტექტორს სახსრები არ დაეშურებინა,

ყველივე ფუფუნებით მოეწყო, რათა გული მოეგო ამ კეთილი ხალხისათვის, რაკი

ერთხელ შეპირებოდა, კეთილსინდისიერად გაგიკეთებთ ბინის „რესტავრაციასო“.

ოთახის კედლებს ამშვენებდა თეთრსახიანი ცისფერი აბრეშუმი, ავეჯს გადაკრული

ჰქონდა ცისფერი სირმით გაწყობილი თეთრი კაზიმირი. თეთრი მარმარილოს

ბუხარზე მდგარი საათი გამოსახავდა შესანიშნავი თეთრი მარმარილოს ლოდზე

მჯდომ ვენერას. საწოლი ოთახის იატაკზე დაფენილი თურქული ნახატიანი

ხავერდის ლამაზი ხალიჩა შესანიშნავად ეხამებოდა ცეზარინის ოთახს, რომელსაც

სპარსული ქსოვილი ჰქონდა გაკრული. იქ იდგა ფორტეპიანო, ლამაზი სარკიანი

კარადა, ქალიშვილის ვიწრო საწოლი სადა ფერებით ყოველგვარი წვრილმანი

ავეჯით, რაც ესოდენ უყვათ ახალგაზრდა ქალებს. სასადილო ოთახი ცეზარის

კაბინეტსა და მისი მეუღლის საწოლი ოთახის უკან იყო და იქ კიბით შეიძლებოდა

ასვლა, იგი ლუი მეთხუთმეტის სტილით გაეწყოთ. ამ ოთახის ავეჯი გახლდათ ბლის

გაკეთებული კედლის საათი და კუს ბაკნისა და სპილენძის ინკრუსტაციებით

დამშვენებული ბუფეტები, კედელს კი მოოქრული ლურსმებით ჰქონდა გაკრული

ქსოვილი.

შეუძლებელია აღიწეროს ამ სამი ადამიანის სიხარული, განსაკუთრებით როცა თავის

ოთახში შემობრუნებულმა ქალბატონმა ბიროტომ საწოლზე მისი ქმრის საჩუქარი,

მაქმანებით გაწყობილი ალუბლისფერი ხავერდის კაბა დაინახა, ვირჟინის მალულად

რომ შემოეტანა და იქ დაედო.

- ბატონო გრენდო, ამ ბინის მოწყობა დიდ პატივს დაგდებთ, - უთხრა კონსტანსმა

არქიტექტორს, - ხვალ ჩვენთან ასზე მეტი კაცი მოიყრის თავს და ალბათ, ყველა

ხოტბას შეგასხამთ.

- ჩემს სტუმრებთან წარგადგენთ, - დაუმატა ცეზარმა, - მე გაგაცნობთ კომერციული

საზოგადოების ნაღებსა და ერთ საღამოში უფრო ცნობილი გახდებით, ვიდრე მაშინ,

ასი სახლი რომ აგეშენებინათ.

გულაჩუყებული კონსტანსი ქმრის მფლანგველობაზე აღარ ფიქრობდა, აღარც

კიცხავდა, და აი, რატომ. დილას, როცა ანსელმ პოპინომ, რომელსაც კონსტანსი

ძალიან ჭკვიან და მოხერხებულ ადამიანად თვლიდა, „ჰერო და ლეანდრი“ მოიტანა,

დაარწმუნა „კეფალური ზეთის“ დიდ წარმატებაში, რის მოსაპოვებლადაც

უმაგალითო მონდომებით მუშაობდა. შეყვარებული ანსელმი პირობას სდებდა,

რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო ბიროტოს მიერ გამოწვეული უზომო ხარჯები,

უსათუოდ ექვს თვეში დაფარავს მისი წილი ზეთის გაყიდვითო, ცხრამეტი წლის

Page 113: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

შიშისა და ღელვის შემდეგ იმდენად საამური იყო ერთი დღე მაინც გაეხარათ, რომ

კონსტანსმა ქალიშვილს აღუთქვა, ყოველგვარი კეთილგონიერი შენიშვნებით

ქმრისთვის ბედნიერება აღარ ჩაეშხამებინა და მოვლენები თავის ნებაზე მიეშვა.

საღამოს თერთმეტ საათზე, როცა გრენდო წავიდა, კონსტანი ქმარს კისერზე

ჩამოეკიდა და სიხარულისაგან ცრემლმორეულმა უთხრა: - აჰ, ცეზარ, ლამის

ჭკუიდან შევიშალო, ისეთი ბედნიერება მომანიჭე!

- ოღონდ კი ასე გაგრძელდეს, არა? - მიუგო ცეზარმა და გაეღიმა.

- ასე გაგრძელდება, მაგის შიში აღარა მაქვს, - უპასუხა ქ-მა ბიროტომ.

- ღმერთმა ხელო მოგიმართოს! - უთხრა პარფიუმერმა, - როგორც იქნა, დამაფასე.

საკმარისად გონიერი ადამიანები, რომელნიც ხედავენ თავიანთ სისუსტეებს,

დაგვეთანხმებიან, რომ ობოლი ქალიშვილი, თვრამეტი წლის წინათ გამყიდვლად

რომ მუშაობდა მაღაზია “პატარა მეზღვაურში“ სენ-ლუის კუნძულზე, და ღარიბ-

ღატაკი ტურენელი გლეხი, რომელიც პარიზში ფეხით ჩამოვიდა და

ნალებდაჭედებული ხამლებისა და ჯოხის მეტი არაფერი გააჩნდა, ფრიად

კმაყოფილნი იყვნენ და ბედნიერად გრძნობდნენ თავს, რაკი ამოდენა ზეიმს

მართავდნენ ესოდენ საპატიო საბაბის გამო.

- ღმერთო ჩემო, ას ფრანკს შევწირავდი, - თქვა ცეზარმა, - ოღონდ კი ახლა ვინმე

მოვიდეს ჩვენთან სტუმრად.

- აგერ აბატი ლოროც, - მოახსენა ვირჟინმა.

კარებში აბატი ლორო გამოჩნდა. იმ ხანებში ეს მღვდელი სენ-სულპისის ეკლესიის

ქორ-ეპისკოპოსი იყო. ალბათ, სულით სიძლიერე ისე მკვეთრად არავისში

გამომჟღავნებულა, როგორც ამ წმინდა მამაში, ვისაც უღრმესი კვალი დაეტოვებინა

ყველა იმ ადამიანის მეხსიერებაში, ვინც კი იცნობდა. იმდენად მახინჯი და პირქუში

პირისახე ჰქონდა რომ ყველაში უნდობლობას იწვევდა, მაგრამ ასკეტურ ცხოვრებას

ქრისტიანული სათნოებით გაესხივოსნებინა და მისი ნაკვთები თითქოს ციურ

სიკაშკაშეს გამოსცემდნენ. სისხლში გამჯდარი სულიერი სიფაქიზე აშუქებდა მისი

მახინჯი სახის ნაკვთებს და გულმოწყალების სითბო აკეთილშობილებდა მათ.

მასთან შედარებით სრულიად საწინააღმდეგო ფენომენს წარმოადგენდა გარეგნობა

კლაპარონისა, ვისშიც მანკიერებას ყოველივე გადაეგვარებინა და ცხოველურ

ინსტინქტად ექცია.

მის ნაოჭებში გამოკრთოდა ადამიანის სამი კეთილშობილური სათნოება: სასოება,

რწმენა და გულმოწყალება. მან ალერსიანი, დინჯი და გულშიჩამწვდომი ლაპარაკი

იცოდა. ყველა პარიზელი მღვდელივით მუქი ყავისფერი სერთუკი ეცვა. არავითარი

პატივმოყვარე ქვენა აზრები არ ბუდობდნენ მის წმინდა გულში, რაც ანგელოზებს

ზეციერისთვის უნდა მიეტანათ ძღვნად, როგორ პირველყოფილი უმანკოება. ლუი VI

ქალიშვილის მოკრძალებული ძალდატანება გახდა საჭირო, რომ აბატ ლოროს

პარიზში მრევლი მიეღო, და ისიც მეტად მწირი მრევლი. მან შეშფოთებით მოავლო

თვალი მორთულ სასტუმროს, სამ აღტაცებულ კომერსანტს გაუღიმა და ჭაღარა თავი

გააქნია.

Page 114: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- შვილნო ჩემნო, - წარმოთქვა მან, - ჩემი მოწოდება ზეიმებზე სიარული არ არის, მე

დამწუხრებულთ უნდა ვცე ნუგეში. აქ მოვედი, რაა ბატონ ცეზარს მადლობა

მოვახსენო და მივულოცო. ერთადერთ დღესასწაულზე აქ მაშინ მოვალ, როცა

მშვენიერი ბავშვის ქორწილს გადაიხდით.

აბატი თხუთმეტი წუთის შემდეგ წავიდა. ვერც პარფიუმერმა, ვერც მისმა ცოლმა ვერ

გაბედეს მისთვის ბინა ეჩვენებინათ. დარბაისელი აბატის მოსვლამ თითქმის ცივი

წყალი გადაასხა ბიროტოს მჩქეფარე სიხარულს. ესოდენ ნანატრი ავეჯეულობით

გარემოცული ბიროტოები მათთვის მიჩენილ საუცხოო საწოლებში ჩაწვნენ.

ცეზარინმა დედამისს თეთრ მარმარილოში ჩასმულ სარკიან ტუალეტთან გახადა

ტანისამოსი, ცეზარს მოუნდა დამტკბარიყო მისი ნაყიდი ზოგიერთი სრულიად

უსარგებლო ნივთით. ყველამ ხვალინდელი სასიხარულო დღის მოლოდინში ჩაიძინა.

ცეზარინი და დედამისი წირვას დაესწრნენ, ოთხი საათისთვის ჩაიცვეს,

ანტრესოლები კი შევესაგან გამოგზავნილ მსახურებს გადასცეს სამოქმედოდ. ეს

მოკლესახელოებიანი, არშიებით მორთული ალუბლისფერი ხავერდის კაბა ისე

მოუხდა ქ-ნ ბიროტოს, როგორც არც ერთი. საუცხოო ფერის მდიდრული ქსოვილი

შესანიშნავად აჩენდა მის ლამაზ მოყვანილ ახალგაზრდულ მკლავებს, მის

თეთრყირმიზ მკერდსა და ყელს, მშვენიერი მოხაზულობის მხრებს. გულუბრყვილო

კმაყოფილებამ, რომელსაც ყველა ქალი განიცდის, როცა თავისი მომხიბლაობის

სიძლიერეს გრძნობს, ერთგვარი წარმტაცობა შეჰმატა პარფიუმერი ქალის ბერძნულ

პროფილს, თავისი მოხდენილობით კამეას რომ მოგვაგონებდა. ცეზარინს ტანთ

თეთრი კრეპის კაბა ემოსა. თავზე თეთრი ვარდების გვირგვინი ედგა, ქამართანაც

ერთი ვარდი ჰქონდა დაბნეული, მხრებზე და მკერდზე შარფი წამოეგდო უმანკოდ.

მან მთლად გადარია პოპინო.

- ამ ხალხმა ძალიან დაგვჯაბნა, - თქვა ქალბატონმა როგენმა როცა ბინა დაათვალიერა.

ნოტარიუსის მეუღლე გაშმაგებული იყო, რადგან ქალბატონ ბიროტოს ვერ

შეედრებოდა სილამაზით. განა ყველა ქალმა თავის გულის სიღრმეში შესანიშნავად

არ იცის, ვინ უკეთესია, ისა თუ მისის მეტოქე?

- სისულელეა! ასე დიდხანს არ გასტანს! მალე თავადვე თავს ლაფს დაასხამ ამ ქალს,

როცა გაკოტრებულს, ქუჩაში ფეხით მოსიარულეს დაინახავ. - უთხრა როგენმა

ხმადაბლა ცოლს.

ვოკლენმა დიდი თავაზი გამოიჩინა, ის თავისი აკადემიის კოლეგით, ბატონი

ლასეპედით მოვიდა, რომელსაც კარეტით შეევლო მისთვის. სახეგასხივოსნებული

პარფიუმერი მანდილოსანი ორივე მეცნიერმა მაღალფარდოვანი ქათინაურებით

შეამკო.

- ქალბატონო, თქვენ ისეთი ახალგაზრდა და ლამაზი ბრძანდებით, უსათუოდ რაღაც

საიდუმლოებას ფლობთ, რაც მეცნიერებისთვის უცნობია, - უთხრა ქიმიკოსმა.

- ჩემს ოჯახში თქვენ ისე უნდა ბრძანდებოდეთ, როგორც საკუთარ სახლში, ბატონო

აკადემიკოსო, - მიმართა მას ბიროტომ, - დიახ, ბატონო კონტ, - მიუბრუნდა ის

საპატიო ლეგიონის დიდ კანცლერს, - ჩემი ქონება ბატონი ვოკლენის წყალობითა

მაქვს შეძენილი. მაქვს პატივი თქვენს უბრწყინვალესობას წარვუდგინო კომერციული

სასამართლოს ბატონი თავმჯდომარე. ეს ბატონი გახლავთ საფრანგეთის პერი კონტ

Page 115: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დე ლასეპედი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი, დაწერილი აქვს ორმოცი

ტომი თხზულებებისა, ორმოცი ტომი! - მიუბრუნდა ბიროტო ჟოზეფ ლებას,

რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს ახლდა თან.

სტუმრები თავის დროზე შეიკრიბნენ. სადილმა ისე ჩაიარა, როგორც ყველა სადილი

ჩაივლის ხოლმე ვაჭართა ოჯახებში. სუფრაზე დიდი მხიარულება იყო,

ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი სტუმრები ოდნავ ტლანქად ხუმრობდნენ, რაც

ყოველთვის სიცილს იწვევს ადამიანებში. რჩეული კერძები, საუკეთესო ღვინოები,

სათანადოდ იქნა შეფასებული. როცა საზოგადოება სასტუმრო დარბაზში გავიდა

ყავის დასალევად, ათის ნახევარი იყო. უკვე რამდენიმე ეტლი მოსულიყო

მოუთმენელი ცეკვის მოყვარულებით. ერთი საათის შემდეგ სასტუმრო დარბაზი

სტუმრებით აივსო და მეჯლისი საზეიმო დარბაზობას დაემსგავსა. ბატონი დე

ლასეპედი და ბატონი ვოკლენი წავიდნენ, რითაც დიდი სასოწარკვეთილებაში

დატოვეს ბიროტო. მან ისინი კიბეზე ჩააცილა, თან თხოვა კიდევ დარჩენილიყვნენ,

მაგრამ თხოვნამ არ გაჭრა. ცეზარმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მოსამართლე პოპინო

და ბ-ნი დე ლა ბილარდიერი დაეტოვებინა კიდევ ერთხანს. აქ იყო სამი

მანდილოსანი, რომლებიც არისტოკრატიას, ფინანსურ სამყაროს და მოხელეთა წრეს

წარმოადგენდნენ, მადმუაზელ დე ლა ფონტენი, ქალბატონი ჟიულ დემარე და

ქალბატონი რაბურდენი, რომელთა თვალისმომჭრელი სილამაზე, ჩაცმულობა და

მანერები მკვეთრად გამოირჩეოდა ამ კრებულში. ყველა ქალი მათს გარდა

უგემოვნოდ და ულაზათოდ, მაგრამ მდიდრულად იყო ჩაცმული, რაც

ბურჟუაზიიდან გამოსულ ქალებს ესოდენ ვულგარულ შესახედაობას აძლევს

ყოველთვის; ეს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს მათს განსხვავებას

ზემოხსენებული სამი მანდილოსნის ჰაეროვნებასა და გრაციოზულობასთან.

სენ-დენის ქუჩის ბურჟუაზიამ დიდის ამბით გამოფინა აქ თავი და მთელი სისავსით

წარმოაჩინა თავისი უფლებები სასაცილო სისულელეებში, ეს სწორედ ის ბურჟუები

იყვნენ, თავიანთ ბავშვებს ულანისა თუ ეროვნული გვარდიის ფორმას აცმევდნენ.

ყიდულობდნენ კრებულს „გამარჯვებები და დაპყრობები“, კედელზე ეკიდათ

სურათი „მხვნელი ჯარისკაცი“, აღტაცებაში მოდიოდნენ „ღატაკი კაცის დამარხვით“,

დიდად ესიამოვნებოდათ გვარდიის აღლუმზე დასწრება, კვირაობით თავის

აგარაკზე დადიოდნენ, ზრუნავდნენ, რომ არისტოკრატიული მანერები

შეეთვისებინათ და მუნიციპალურ პატივზე ოცნებობდნენ. ბურჟუები ყველას შურის

თვალით შესცქერიან, მიუხედავად ამისა მაინც კეთილნი, დაუზარელნი, ერთგულნი,

გულისხმიერნი არიან. ფულს სწირავენ გენერალ ფუას[71] ბავშვების სასარგებლოდ,

იმ ბერძენთა სასარგებლოდ, რომელთა მეკობრეობის შესახებ ზღვაზე არაფერი

სმენიათ, სწირავენ შან დ’აზილის[72] სასარგებლოდ იმ დროს, როცა ის უკვე აღარ

არსებობს. საკუთარი სათნოების მსხვერპლთ მაღალი საზოგადოება სასაცილოდ

იგდებს მათ ნაკლოვანებების გამო, თუნდაც თვითონ მათი ღირსნი არც არიან.

რამეთუ ამ კეთილშობილ მეშჩანებს ახასიათებთ გულკეთილობა, რაშიც არ არის

არავითარი პირობითობანი. ესენი საუკეთესო თვისებებით დაჯილდოებულ

გულმართალ შრომისმოყვარე ქალიშვილებს ზრდიან, ხოლო მაღალ კლასებთან

ურთიერთობის დროს ეს თვისებები სწრაფად ქრება. ამ ალალ ქალიშვილებს შორის

გულკეთილი კრიზალი[73] უთუოდ აირჩევდა საცოლეს. ბურჟუაზია აქ ნათლად იყო

წარმოდგენილი ლომბარდის ქუჩის მოსკატელეულის ვაჭრების ცოლ-ქმარი

Page 116: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

მატიფების სახით, რომელთა სავაჭრო სახლი აგერ უკვე სამოცი წელია „ვარდების

დედოფალს“ ნედლეულით ამარაგებდა.

ქალბატონმა მატიფამ მოინდომა ღირსეული შესახედაობა ჰქონოდა და დოლბანდით

თავდამშვენებული ცეკვავდა, ტანთ ოქრომკერდით მოქარგული ალისფერი კაბა ეცვა,

რაც სავსებით შეესაბამებოდა მის ამაყ გამოხედვას, რომაულ ცხვირს და აჭარხლებულ

სახეს. ბ-ნი მატიფა, ესოდენ შეუდარებლად რომ გამოიყურებოდა ხოლმე ეროვნული

გვარდიის აღლუმებზე და ვისი მომრგვალებული მუცელი ორმოცდაათ ნაბიჯზეც კი

თვალში გეცემოდათ ზედ მოკრიალე ბრელოკებითა და საათის ძეწკვის ციმციმით, ამ

ვაჭართა ეკატერინე II მონა-მორჩილი გახლდათ. ჩასუქებული, ცხვირზე სათვალე

ჩამოცმული და კეფაში შედგმული პერანგის საყელოიანი მამაკაცი დაბალი

ბარიტონით და თავისი მდიდარი ლექსიკონით იქცევდა ყურადღებას. უბრალოდ

არასოდეს იტყოდა „კორნელი“ -ო, აუცილებლად ამბობდა „დიდებული კორნელი“,

რასინი მისთვის „ნეტარი რასინი“ იყო, ვოლტერი „ო, ვოლტერი!“ „ყველა ჟანრში

მეორე ადგილი უჭირავს, მეტი გონებამახვილობა აქვს, ვიდრე გენიოსობა,

მიუხედავად ამისა, მაინც გენიალური ადამიანია!“ რუსო - “პირქუში სულის

ადამიანია, უსაზღვროდ ამაყი, ცხოვრებაც იმით დაასრულა, რომ თავი ჩამოიხრჩო“.

ბ-ნი მატიფა გულისგამაწვრილებლად ჰყვებოდა უხამს ანეგდოტებს პირონზე,

რომელიც ბურჟუაზიულ წრეში არაჩვეულებრივ ადამიანად იყო მიჩნეული. მსახიობ

ქალთა ვნებიან თაყვანისმცემელ მატიფას ოდნავ ენაბილწაობის მიდრეკილება

ჰქონდა. იმასაც კი ამბობდნენ, თითქოს კეთილი კარდოსისა და მდიდარი კამიუზოს

მსგავსად მასაც ჰყავდა საყვარელი. ხანდახან, როცა ქ-ნი მატიფას შეამჩნევდა რომ

მისი ქმარი ანეგდოტის მოყოლას იწყებდა, მაშინვე ეტყოდა: “ჩემო ბუთხუზა, ჯერ

დაუფიქრდი რა გინდა გვიამბო“. ცოლი უბრალოდ „ბუთხუზას“ ეძახდა.

მოსკატელეულით მოვაჭრე ამ ფაშფაშა დედოფალმა იძულებული გახადა

მადემუაზელი დე ფონტენი თავისი არისტოკრატიული თავდაჭერილობისათვის

ეღალატა. ამპარტავანმა ქალიშვილმა ღიმილი ვერ შეიკავა, როცა ქალბატონი მატიფას

სიტყვები გაიგონა.

- უნახავივით ნუ დააცხრები ნაყინს, ჩემო ბუთხუზა, წესი არ არის!

ალბათ იმის ახსნა უფრო ძნელია, რა განსხვავებაა ბურჟუაზიასა და

მაღალსაზოგადოებას შორის, ვიდრე ის, რომ ბურჟუაზიამ ეს განსხვავება წაშალოს.

თავიანთი სამეჯლისო ტანისამოსით შებოჭილი ქალები დიდად მოკაზმულად

გრძნობდნენ თავს და აშკარად ამჟღავნებდნენ სიხარულს, რაც მოწმობდა, რომ

მეჯლისი იშვიათი მოვლენა იყო მათს მოუცლელ ცხოვრებაში. სამი მანდილოსანი კი,

რომელთაგან თითოეული მაღალი საზოგადოების განსაზღვრულ წრეს

წარმოადგენდა, იმ დღესაც ისე იქცეოდა, როგორც ხვალ მოიქცეოდნენ, ისინი არ

იმჩნევდნენ, რომ განსაკუთრებულად ეცვათ, თავს არ იწონებდნენ თავიანთი

სამკაულებით, თითქოს რაღაც უჩვეულო საოცრება ყოფილიყო, არც იმაზე წუხდნენ,

რა შთაბეჭდილებას ახდენდნენ. მათთვის ჩაცმულობაზე ყოველგვარი ზრუნვა მაშინ

მთავრდებოდა, როცა უკანასკნელად შეახებდნენ ხელს კაბას სარკის წინ. მათი

სახეები არ გამოხატავდა არაფერს განსაკუთრებულს, და ისეთი გრაციით ცეკვავდნენ,

უცნობმა გენიოსებმა ანტიკურ ქანდაკებებს რომ შთაბერეს. დანარჩენ ქალებს კი,

პირიქით, საზრუნავ-საფიქრალით მოღლილთ ვულგარული მიხრა-მოხვრა ჰქონდათ

და მეტისმეტად ეძალებოდნენ მხიარულებას. ისინი ზედმეტ ცნობისმოყვარეობას

იჩენდნენ. მათი ხმები არ იყო შეჩვეული იმ მსუბუქ ჩურჩულს, რაც მეჯლისების

Page 117: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

საუბრებს განუმეორებელ პიკანტურობას აძლევენ. და რაც მთავარია, არ

ახასიათებდათ ის დამცინავი სერიოზულობა, რაც თავის თავში ეპიგრამის ჩანასახს

შეიცავს, არც ის მშვიდი საქციელი, რაც კარგად თავის დაჭერის უნარიან ადამიანებს

გააჩნიათ. ამიტომაც ქ-ნი რაბურდენი, ქ-ნი ჟულ დე მარე და მადმუაზელ დე ფონტენი,

წინასწარ ხმარობდნენ განუსაზღვრელად, რომ პარფიუმერის მეჯლისზე გვარიანად

თავს შეიქცევდნენ. ყველა ამ ბურჟუა ქალებში ისინი გამოირჩეოდნენ სხეულის

სიმსუბუქით, დახვეწილი გემოვნებით შერჩეული ტანსაცმლით, კეკლუცი მიხრა-

მოხრით, როგორც ოპერის პრიმადონა გამოირჩევა სტატისტთა მძიმე კავალერიის

ფონზე. სხვები მათ დაბნეული და შურიანი თვალებით შეჰყურებდნენ. ქ-ნი როგენი,

კონსტანსი და ცეზარინი ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლი გახდნენ კომერციულ

სამყაროსა და ამ სამ არისტოკრატ ქალს შორის. როგორც ყველა მეჯლისზე, აქაც

დადგა გაცხოველებული წუთი, როცა შუქის, მხიარულობის, მუსიკის და ცეკვის

ნაკადი დამათრობელ თავბრუსხვევას იწვევს და ყველა ეს ნაირნაირი ელფერის

საერთო აღმავლობაში ინთქმება. მეჯლისზე ხმაურმა იმატა და მადემუაზელ დე

ფონტენმა წასვლა დააპირა, მაგრამ, როგორც კი პატივსაცემი ვანდეელის მკლავი

მოძებნა დასაყრდნობად, ბიროტომ, მისმა ცოლმა და ქალიშვილმა მოირბინეს, რათა

არისტოკრატიისათვის ნება არ მიეცათ მათი მეჯლისის დატოვებისა.

- თქვენს ბინაში ჭეშმარიტად კარგი გემოვნების ატმოსფერო მეფობს, რამაც დიდად

გამაოცა, - უთხრა კადნიერმა ქალიშვილმა პარფიუმერს, - უნდა მოგილოცოთ.

ბიროტო იმდენად იყო შეზარხოშებული მილოცვებით, რომ ვერ მიხვდა კბენას. მისი

ცოლი კი გაწითლდა, მაგრამ არაფერი უპასუხა.

- ნამდვილი ეროვნული ზეიმია და ეს თქვენ პატივს გდებთ, - უთხრა კამიუზომ.

- მე იშვიათად დავსწრებივარ ასეთ მშვენიერ მეჯლისს, - უთხრა ბ-ნმა ბილარდიერმა,

ვისაც თანამდებობრივი ტყუილი არაფრად უღირდა.

ბიროტოს ყველა ქათინაური მართალი ეგონა.

- რა საუცხოო სანახაობაა! რა მშვენიერი ორკესტრია! ხშირად გაგვიმართავენ ასეთ

მეჯლისებს? - ჰკითხა ქალბატონმა ლებამ.

- რა ლამაზად მოგიწყვიათ ბინა! ყველაფერი თქვენი გემოვნებით გააკეთეთ? -

ჩაეკითხა ქ-ნი დემარე.

ბიროტომ იცრუა და მიუგო, რომ ყოველივე მის მიერ იყო შერჩეული. ცეზარინი,

რომელსაც ყველა ცეკვაზე იწვევდნენ, მიხვდა რაოდენი დელიკატობა ჰქონდა

ანსელმს.

- მარტო ჩემს სურვილებზე რომ ვზრუნავდე, - წასჩურჩულა ანსელმმა ცეზარინს,

როცა სუფრიდან დგებოდნენ, - გთხოვდით, ჩემთან ერთი კადრილი იცეკვეთ-მეთქი.

მაგრამ ჩემი ბედნიერება ძალიან ძვირი დაუჯდებოდა ჩემსა და თქვენს

თავმოყვარეობას.

ცეზარინი კი ფიქრობდა, რომ ის მამაკაცი, ვინც არ კოჭლობს, საერთოდ არ დადის

ლამაზად, - და გადაწყვიტა მეჯლისი პოპინოსთან ერთად გაეხსნა. ანსელმი

გამხნევებული ძალუას მიერ, რომელმაც ურჩია გაბედული ყოფილიყო, გაკადნიერდა

Page 118: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

და მომხიბლავ ქალიშვილს კადრილის დროს სიყვარულში გამოუტყდა, მაგრამ

მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკობდა, როგორც გაუბედავ შეყვარებულთ სჩვევიათ

საერთოდ.

- ჩემი სიმდიდრე თქვენზეა დამოკიდებული, მადმუაზელ

- მაინც, როგორ ?

- მხოლოდ იმედს შეუძლია შემაგულიანოს მის მოსაპოვებლად.

- იმედი იქონიეთ.

- კარგად გესმით თუ არა, რამდენს მეუბნება ეგ ერთი სიტყვა? - შესძახა პოპინომ.

- იმედი იქონიეთ წარმატებისა, - მიუგო ცეზარინმა ეშმაკური ღიმილით.

- გოდისარ! გოდისარ! - მივარდა კადრილის შედეგ ანსელმი თავის მეგობარს და

ჰერკულესური ღონით ჩამოართვა ხელი ... - მოიპოვე წარმატება, თორე ტყვიას ვიხლი

თავში.

გამარჯვება - ცეზარინის შერთვაა, თვითონ მითხრა ეს. აბა შეხედე რა

თვალწარმტაცია!

- ხო ჩაცმულიც ლამაზად არის, - მიუგო გოდისარმა, - თანაც მდიდარია, ჩვენს

ზეთზეც კარგად შევბრაწავთ.

ქალბატონმა ბიროტომ მადემუაზელ ლურდუასი და როგენის მომავალი მემკვიდრის

ალექსანდრ კროტას კეთილგანწყობა შენიშნა. გული დასწყდა, რომ თავის ქალიშვილს

ვერ იხილავდა პარიზელი ნოტარიუსის ცოლად. ძია პილიერო კაფანდარა მოლინეს

მიესალმა და წიგნის კარადასთან სავარძელში ჩაჯდა: ის ხან ბანქოს მოთამაშეებს

შეჰყურებდა, ხან სხვადასხვა მოსაუბრეებს უგდება ყურს, დროდადრო კი კართან

მიდიოდა და მოცეკვავე კალათებს უყურებდა, მულინეს მოცეკვავე მანდილოსანთა

თავებს რომ წააგავდნენ. თავი ნამდვილი ფილოსოფოსივით ეჭირა. მამაკაცები

ყველანი უმსგავსნი იყვნენ, გარდა დიუ ტიიესი, რომელსაც უკვე შეეთვისებინა

მაღალი წრის ადამიანების მანერები, მომავალი დენდის ახალგაზრდა დე ლა

ბილარდიერისა, ბ-ნ ჟიულ დემარესი და ოფიციალური პირებისა. მაგრამ ამ სიცილის

მომგვრელ პიროვნებათა შორის, ვისი წყალობითაც ეს თავყრილობა მომხდარიყო,

ერია ერთი, რესპუბლიკის დროინდელი ასსუიანი მონეტის მსგავსად გადახუნებული,

განსაკუთრებულად უფერული სახის პატრონი, რომელიც ამავე დროს ფრიად

სასეირო შესახედავი იყო თავისი ჩაცმულობის გამო. მკითხველი ალბათ მიხვდა, რომ

ეს იყო ჩვენი ობროდი ბატივის ფუნდუკიდან. მოლინეს ეცვა უჯრაში დებისგან

გაყვითლებული თხელი პერანგი და ხალხს თვალს უბრმავებდა შთამომავლობით

მიღებული არშიის ჟაბოთი, რომელიც მოიისფრო კამეიანი ქინძისთავით ჰქონდა

დაბნეული. შავი აბრეშუმის მოკლე შარვალში ჩხირა ფეხები მოუჩანდა, რაზედაც ასე

გაბედულად ეყრდნობოდა მისი სხეული. ცეზარმა დიდის ამბით აჩვენა ბერიკაცს

არქიტექტორის მიერ გადაკეთებული ოთხი ოთახი მეორე სართულზე.

- კარგია, კარგია! ეს უკვე თქვენი საქმეა ბატონო ჩემო, - უთხრა მოლინემ. - ასე

გალამაზებული ჩემი სართული ახლა უკვე ათას ეკიუზე მეტი ეღირება.

Page 119: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ბიროტომ პასუხად რაღაც გაიხუმრა, მაგრამ თითქოს ნემსი ატაკეს, ისეთი კილოთი

წარმოთქვა ჩია ბერიკაცმა ეს წინადადება.

“ჩემი მეორე სართული მალე ისევ დამიბრუნდება, ეს კაცი გაკოტრდება!“ ამას

გულისხმობდა მოლინე, როცა უთხრა “ეღირება“, რამაც თითქოს ბრჭყალებით

დაუფხაჭნა ცეზარს გული.

დიუ ტიიე გააკვირვა ბინის პატრონის ცვილისფერმა სახემ და სვავისებურმა მზერამ.

მისი ყურადღება ადრევე მიეპყრო საათის ძეწკვს, და ზედ ჩამოკიდებულ მთელ

გირვანქა ნაირნაირ წკრიალა ბრელოკებს, უცნაურად აპრეხილ საყელოიან

თეთრძაფნარევ მწვანე ფრაკს, ფრაკს, ბებრუცანას ჩხრიალა გველს რომ ამსგავსებდა.

ბანკირი ქონდარა მევახშეს მიუახლოვდა, აინტერესებდა გაეგო, რა შემთხვევას

მოეყვანა აქ დროის გასატარებლად.

- აი აქ ბატონო, - უთხრა მოლინემ და ცალი ფეხი ბუდუარში შედგა, - ბ-ნი კონტ დე

გრანვილის სამფლობელოში ვიმყოფები. აქ კი, - განაგრძო მან და მეორე ფეხზე

მიუთითა, საკუთარ სამფლობელოში ვარ, რადგან ამ სახლის პატრონი გახლავართ.

მოლინემ ხალისიანად იცოდა ჩაბმა საუბარში ყველასთან ვინც უსმენდა. დიუ ტიიეს

ყურადღებით მოხიბლულმა მოლინემ თავი მოიწონა და დაუწყო ლაპარაკი თავის

ჩვეულებებზე. უამბო ბ-ნი ჟარდენის თავხედობა და პარფიუმერთან თავისი

შეთანხმების შესახებაც უთხრა, თან ისიც დასძინა, ეს რომ არ ყოფილიყო მეჯლისი

ვერ მოეწყობოდაო.

- როგორ, ბ-ნმა ცეზარმა ბინის ქირა წინასწარ გადაგიხადათ? ეს ხომ მის ჩვეულებებს

ეწინააღმდეგება.

- ო, ეგ მე ვთხოვე, მე ჩემს მობინადრეებთან საერთო ენის გამონახვა ვიცი!

„თუ ბიძია ბიროტო გაკოტრდა, გაიფიქრა დიუ ტიიემ, - ეს ქონდრის კაცი უბადლო

სინდიკი იქნება. შარიანი რომ არის, ეს საუკეთესო თვისებაა. ეს კაცი ალბათ სახლში

მარტო ყოფნის დროს დომინიციანესავით ბუზებს ხოცავს და ამით ირთობს თავს.“

დიუ ტიიე ბანქოს მიუჯდა, სადაც მისი მორჩილი კლაპარონი მისივე მოთხოვნით

უკვე დამჯდარიყო. დიუ ტიიე ფიქრობდა, სათამაშო მაგიდასთან აბაჟურის ჩრდილს

ქვეშ მჯდარი ცრუ ბანკირი აღარ მიიქცევდა ყურადღებას. მათ ისე ეჭირათ თავი

ერთმანეთთან, თითქოს უცნობები იყვნენ და თვით ყველაზე უფრო

დაინტერესებული კაციც კი ვერ შეიტანდა ვერავითარ ეჭვს მათს თანამოაზრეობაში.

გოდისარმა, რომელიც კარგად იცნობდა კლაპარონს, ვერ გაბედა მიახლოვებოდა,

რადგან გამეტიჩრებულმა “ბანკირმა“ ამპარტავნულად და ცივად შეხედა ამხანაგს,

ვითომდა რაში მჭირდება შენი თავის დაკვრაო.

კაშკაშა შუშხუნის მსგავსი მეჯლისი დილის ხუთ საათზე ჩაქრა. ამ დროისთვის ასზე

მეტი ეტლიდან, რომლებიც სენტონორეს ქუჩაზე იყვნენ გაჩხირული, მხოლოდ

ორმოციოდეღა დარჩენილიყო. ახლა სტუმრები ბულანჟერს ცეკვავდნენ, რაც

მოგვიანებით კოტილიონმა და ინგლისურმა გალოპმა შეცვალა. დიუ ტიიე, როგენი,

უმცროსი კარდო, კონტი გრანვილი და ჟიულ დემარე ბუიოტს თამაშობდნენ, დიუ

ტიიეს სამი ათასი ფრანკი ჰქონდა მოგებული. ოთახებში დღის სინათლე შემოიჭრა,

სანთლების შუქი გაიცრიცა და მოთამაშეები უკანასკნელი კადრილის სანახავად

Page 120: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გავიდნენ. ბურჟუაზიულ ოჯახებში დიდი მხიარულება არ შეიძლება

უკიდურესობაში არ გადავიდეს, ღირსშესანიშნავი სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ,

დამათრობელმა ცეკვამ, დახუთულმა ჰაერმა, თვით ყველაზე უფრო უვნებელ

სასმელებში ჩამალულმა სპირტმა მოადუნა გამოკანკლული ხანდაზმული

მანდილოსნები, მათ ხათრის გულისთვის დაიწყეს კადრილის ცეკვა და წუთიერ

მხიარულებას მისცეს თავი, სიცხისგან კაცებს აწეწილი თმა სახეზე ჩამოეშალათ და

სიცილისაღმძვრელი უცნაური შესახედაობა მიეცათ. ახალგაზრდა ქალები

თავქარიანად იქცეოდნენ, თმიდან ყვავილები უცვიოდათ. სცენაზე გამოვიდა

ბურჟუაზიული მომუსი[74] მთელი თავისი ოინებით. ატყდა ხარხარი, ყველა

დაეშურა მხიარულებას, რადგან იცოდნენ, რომ ხვალ შრომა ისევ წაუყენებდა თავის

უფლებებს. მატიფას თავზე ქალის ქუდი ეხურა და ისე ცეკვავდა. სელესტენი

სტუმრებს სცინებდა, ზოგი მანდილოსანი გაცხარებით უკრავდა ტაშს, როცა ამის

გაუთავებელი კადრილის ილეთები მოითხოვდა.

- რა კარგად მხიარულობს ეს ხალხი! - შესძახა კმაყოფილმა ბიროტომ.

- ნეტავი არაფერს დამიმტვრევდნენ, - წასჩურჩულა კონსტანსმა ბიძამისს.

თქვენისთანა ბრწყინვალე მეჯლისს ჯერ არ დავსწრებივარ, მე კი მოგეხსენებათ,

ცოტა მეჯლისი არ მინახავს, - უთხრა დიუ ტიიემ თავის ძველ პატრონს

გამომშვიდობებისას.

ბეთჰოვენის რვა სიმფონიაში არის ერთი ფანტაზია, დიდებული პოემა, რითაც

სიმფონია დო-მინორის ფინალი მთავრდება. როცა უდიდესი ჯადოქრის მიერ

თანდათანობითი შემზადების შემდეგ (ესოდენ კარგად რომ ჩასწვდა ჰაბენეკი[75])

შთაგონებული დირიჟორის ხელის აქნევაზე დეკორაციის მდიდრული ფარდა

იხსნება, ქამანს წარმტაცი მოტივი გამოჰყავს, სადაც თავმოყრილია მუსიკის მთელი

დამატყვევებელი ძლიერება. პოეტები, ვისაც იმ დროს გული უთრთის, გაიგებენ, რომ

მეჯლისმა ბიროტოზე ისევე იმოქმედა, როგორც მოქმედებენ სულებზე ამ ფინალური

მელოდიის მაცოცხლებელი ხმები, რომლის წყალობითაც სიმფონია დო-მინორი

თავის ბრწყინვალე დებს სჯობნის. სხივმოსილი ფერია ხელში ჯადოსნური ჯოხით

მიჰქრის. ანგელოზები სწევენ ძოწისფერი აბრეშუმის ფარდას და გაისმის შრიალი.

ფლორენციული სამრეკლოს მსგავსი ოქროს სკულპტურული კარი თავის ალმასის

ანჯამებზე შეტრიალდება. თვალს სჭრის გადაშლილი დიდებული სრა-სასახლეები,

საიდანაც ზეციური არსებები გამოდიან. იკმევა ნეტარების საკმეველი, გიზგიზებს

ბედნიერების საკურთხეველი, ჰაერში კეთილსურნელება ტრიალებს! თქვენს

თვალწინ მსუბუქად ჩაიქროლებენ ცისფერ არშიაშემოვლებულ თეთრტუნიკიანი

ღვთაებრივ ღიმილმოფენილი რაღაცა არსებანი და მოგაჯადოებენ არაადამიანური

სილამაზითა და სხეულის სრულყოფილი სინარნარით ფრენენ ანთებულ

ჩირაღდნიანი ამურები! თქვენ გრძნობთ რომ საყვარელი ხარ, თქვენ ბედნიერებით

ტკბებით, მას შეისუნთქავთ შეუცნობლად და ეხვევით ჰარმონიის ტალღებში.

ნაკადად რომ მოედინება და ყოველ მათგანს მის მისერ ამორჩეულ ამბროზიას ასხამს.

თქვენი გული დაკოდილია იდუმალი იმედებით. და ისინი ერთი წუთით

განხორციელდებიან. გრძნეული ჯერ ცაში აგიყვანთ, შემდეგ კი ბანების ღრმა და

საიდუმლო ძლიერებით ცივი სინამდვილის ჭაობში ჩაგაგდებთ, რათა ისევ

აგტყორცნოთ ცაში, როცა ღვთაებრივ მელოდიებს მოწყურებული თქვენი სული

ემუდარება: „კიდევ! კიდევ!“ ადამიანის სულიერი განცდების თანმიმდევრობას, ამ

Page 121: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

საუცხოო ფინალში რომ არის გამოხატული, შეიძლება დავარქვათ გრძნობათა

ისტორია, რომელიც ცეზარინმა და მისმა ცოლმა მათი დღესასწაულის დღეს

განიცადეს, კოლინემ[76] შეთხზა და თავის სალამურზე შეასრულა მათი

კომერციული სიმფონიის ფინალი.

სამივე ბიროტომ მოქანცულმა, მაგრამ ბედნიერმა გამთენიისას ჩაიძინა, როცა

მიწყნარდა ხმები მეჯლისისა, რომლის სამშენებლო სამუშაოები, შეკეთება,

ავეჯეულობა, სუფრა, ტუალეტები და ცეზარინის შესყიდული ბიბლიოთეკა, - რაზეც

ცეზარს წარმოდგენა არ ჰქონდა, - ყველაფერი ერთად სამოცი ათასი ფრანკი დაჯდა.

აი, რა ძვირი დაუჯდა პარფიუმერს ის საბედისწერო წითელი ლენტი, რომელიც

მეფემ მას ღილის კილოში გაუკეთა.

თუ ცეზარ ბიროტოს ბედმა უმუხთლა, ეს საზღვარგადასული დანახარჯებიც ეყოფა

იმისთვის, რომ გამასწორებელი პოლიციის ხელში მოხვდეს. ვაჭარს შეიძლება

დასწამონ გაკოტრება გაუფრთხილებლობის გამო, თუ მისი დანახარჯები

მეტისმეტად უზომოდ ჩათვალეს. სასამართლო პალატის მეექვსე განყოფილების

წინაშე წარდგომა რაიმე უბრალო შეცდომის ან გაუფრთხილებელი ნაბიჯის გამო,

შესაძლებელია უფრო საშინელი იყოს, ვიდრე ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარდგომა

რაიმე დიდი დანაშაულისათვის. ზოგიერთი ადამიანის თვალში, უმჯობესია

დანაშაული ჩაიდინო, ვიდრე სულელი იყო.

II. ცეზარი უბედურებასთან ბრძოლაში

ერთი კვირის შემდეგ დღესასწაულიდან, რომელიც უკანასკნელი აფეთქება იყო

თვრამეტი წლის კეთილდღეობისა და ახლა ჩაქრობას აპირებდა, ცეზარი თავისი

დუქნის ფანჯრებიდან გამვლელებს შეჰყურებდა და ფიქრობდა, რაოდენ

გაფართოვდა მისი კომერციული საქმეები და როგორ გაუჭირდა ყველაფრის

გაძღოლა. მანამდე მისის ცხოვრება მარტივი იყო: საქონელს აწარმოებდა, ჰყიდდა ან

ყიდულობდა, რომ ხელახლა გაეყიდა. ახლა კი მიწის ნაკვეთების საქმე, მისი

მონაწილეობა “პოპინო და კომპანიის“ სავაჭრო სახლში, ასსამოცი ათასი ფრანკის

შოვნა ვალის დასაფარავად, რისთვისაც საჭირო იქნება ან ახალი ოპერაციების

თამასუქები, რაც მის ცოლს არაფრად მოეწონებოდა, ან პოპინოს წარმოუდგენელი

წარმატება, - ეს ანგარიშები საცოდავ ბიროტოს აშინებდა თავისი სირთულით. მას

ეჩვენებოდა, რომ ხელში ბევრი გორგალი ჰქონდა და ვერ მოახერხებდა ყველას ბოლო

დაეჭირა. როგორ გაუძღვება ანსელმი თავის საქმეს? ცეზარი ისე ეპყრობა ანსელმს,

როგორც რიტორიკის მასწავლებელი თავის მოწაფეს, - არ ენდობა პოპინოს

შესაძლებლობას და ნანობდა, ზურგში რატომ არ ვუდგევარო. ვოკლენთან რომ მოქაჩა,

დაჩუმდიო, იმას მოწმობდა, რომ პარფიუმერს მაინცდამაინც იმედი არ ჰქონდა

ახალგაზრდა ვაჭრისა. ბიროტო ძალიან ცდილობდა არაფრით გაეცა თავისი თავი

ცოლთან, ქალიშვილთან და უფროს დახლიდართან. ის სენის უბრალო მენავეს

ჰგავდა, რომელმაც მინისტრმა მოულოდნელად რეგატის მეთაურობა დაავალა. ეს

ფიქრები ნისლივით ეხვეოდა მის ტვინს, რაც ესოდენ ნაკლებად იყო მომზადებული

აზროვნებისათვის, და ახლა ფანჯარასთან მდგარი იმაზე ფიქრობდა, როგორ

დაეღწია თავი ამ ბურუსიდან. სწორედ ამ დროს ქუჩაში გამოჩნდა ადამიანი, რომლის

მიმართ განუზომელ ანტიპათიას გრძნობდა, ეს იყო მისი მეორე სახლის პატრონი

ქონდარა მოლინე. ყველას გვინახავს მოვლენებით სავსე სიზმრები, რომლებიც

Page 122: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

თითქოს მთელ ცხოვრებას წარმოსახავენ, სიზმრები, სადაც ხშირად გვევლინებიან

ფანტასტური, ავისმომასწავებელი არსებანი, თეატრალური ავკაცის როლს რომ

თამაშობენ ხოლმე. ბიროტოს ეჩვენებოდა, მოლინე სწორედ ის კაცი იყო, ვისაც მის

ცხოვრებაში რაღაც შემთხვევის წყალობით ეს როლი უნდა შეესრულებინა. მათ

დღესასწაულზე ამ ბებრუცანას სახე სატანისებურად ეღრიჯებოდა და ბოროტი

თვალებით შეჰყურებდა ესოდენ დიდ ფუფუნებას. მოლინეს დანახვაზე ცეზარს

გაახსენდა, რა საძაგელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამ „ქონდარა

წუწურაქმა“ პირველად (ეს სიტყვა მისის ლექსიკონიდან იყო), მისმა უეცარმა

გამოჩენამ ფიქრი შეაწყვეტინა და კიდევ უფრო დაუძლეველი ზიზღის გრძნობა

გამოიწვია მასში.

- ბატონო ჩემო, - დაიწყო ქონდრის კაცმა თავისი გულშემზარავად წვრილი ხმით, -

ჩვენი შეთანხმება ისე ნაუცბათევად შევთითხნეთ, რომ თქვენ მასზე ხელის მოწერა

დაგავიწყდათ.

ბიროტომ ხელშეკრულება აიღო, რათა დაუდევრობა გამოესწორებინა. ამ დროს

არქიტექტორი შემოვიდა, პარფიუმერს მიესალმა და დიპლომატიური სახით მის

გარშემო დაიწყო ტრიალი.

- ბატონო ბიროტო, - უთხრა ბოლოს ყურში ცეზარს, - კარგად იცით, როგორ უჭირს

ყველა პროფესიის დამწყებს. რაკი ჩემით კმაყოფილი დარჩით, დიდად დამავალებთ

თუ კუთვნილ ჰონორარს მომცემთ.

ბიროტო უკაპიკოდ იყო, ვინაიდან ნაღდი ფული დახარჯული ჰქონდა, მთელი

ფასიანი ქაღალდები კი მიმოქცევაში გაეშვა. სელესტენს უთხრა გაემზადებინა

თამასუქები ორი ათას ფრანკზე სამი თვის ვადით და ხელწერილი შეედგინა.

- ჩემი იღბალი, რომ მეზობლის მაგივრად თქვენ იკისრეთ ბინის ქირის გადახდა, -

უთხრა მოლინემ და ქვეშ-ქვეშ ჩაიცინა. ამ დილას ჩემმა მეკარემ მაუწყა კეირონი

გაქცეულა და მომრიგებელ მოსამართლეს იმ ვაჟბატონის ქონება დაულუქავს.

„ისღა მაკლდა ხუთი ათას ფრანკზე მახეში გავბმულიყავი“ - გაიფიქრა ბიროტომ.

- ყველა ფიქრობდა, მისი საქმეები შესანიშნავად მიდიოდა, - წარმოთქვა ლურდუამ,

რომელიც სწორედ ამ დროს შემოვიდა, რათა თავისი ანგარიში პარფიუმერისათვის

გადაეცა.

- კომერსანტი მაშინ არის დაზღვეული ბედის უკუღმართობისაგან, როცა უკვე

გადამდგარია, - ბრძანა ჭეშმარიტება ქონდარა მოლინემ და თავისი კონტრაქტი

დიდის გულმოდგინებით დაკეცა.

არქიტექტორმა ჩია ბებრუცანა სიხარულით შეათვალიერა; ასეთ სიხარულს ყოველი

მხატვარი განიცდის, როცა ბურჟუას შესახებ მისის აზრების დამამოწმებელ

კარიკატურას დაინახავს.

- როცა თავზე ქოლგა გაქვს გაშლილი, ფიქრობ წვიმა საშიში არ არისო, - თქვა

გრენდომ.

მოლინემ ბევრად უფრო დიდი ინტერესი არქიტექტორის ულვაშებსა და ესპანურ

ყაიდაზე დაყენებულ წვერის მიმართ გამოიჩინა, ვიდრე მისი სახისა, და ისეთივე

Page 123: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ზიზღის გრძნობით აივსო, როგორითაც არქიტექტორი იყო აღვსილი მისადმი.

მოლინე ცოტა ზხნს კიდევ დაყოვნდა დუქანში, რომ წასვლისას ერთხელ კიდევ ჩაესო

ბრჭყალები გრენდოსთვის. კატების გარემოცვაში მცხოვრებ მოლინეს თვითონაც

რაღაც ჰქონდა კატური ქცევასა და თვალების გამომეტყველებაში.

ამ დროს მაღაზიაში რაგონი და პილიერო შემოვიდნენ.

- ჩვენი საქმის შესახებ მოსამართლეს ველაპარაკეთ, - ჩაუჩურჩულა ყურში რაგონმა

ცეზარს, - ის გვიმტკიცებს, ამგვარი სპეკულაციების დროს საჭიროა გამყიდველთა

ხელწერილი და დაპატრონების საბუთები, რათა ყველანი კანონიერი

თანამფლობელნი გახდეთო.

- აა, თქვენ მადლენის ეკლესიის ნაკვეთთა ყიდვაში მონაწილეობთ? - იკითხა

ლურდუამ, - ამბობენ იქ სახლების აშენებას აპირებენო.

მოიჯარე - მღებავმა, რომელიც ანგარიშით ფულის მისაღებად მოსულიყო, გაიფიქრა

უმჯობესია რ დავაჩქარო პარფიუმერიო.

- ჩემი ანგარიში იმიტომ წარმოგიდგინეთ, რომ წელიწადი თავდება, - ჩასჩურჩულა

ცეზარს ყურში, - ისე სულაც არ მეჩქარება.

- რა დაგემართათ, ცეზარ? - მიმართა პილიერომ, როცა სახეზე გაკვირვება შეამჩნია

სიძეს, რომელსაც ისეთი ელდა ეცა ანგარიშის დანახვაზე, რომ სიტყვა პირში გაუშრა,

და ვერც რაგონსა და ვერც ლურდუას ვეღარ უპასუხა.

- ეჰ, მაგდენი არაფერი!, ჩემს მეზობელს, ქოლგებით მოვაჭრეს ხუთი ათასი ფრანკის

თამასუქი გამოვართვი, თურმე გაკოტრებულა. ვაითუ უხეირო თამასუქები

შემომაჩეჩა და მეც გამაბა მახეში.

- სულ იმას გეუბნებოდით, - შესძახა როგენმა, - როცა კაცი იხრჩობა, თავის

გადასარჩენად საკუთარი მამის ფეხსაც კი მოეჭიდება და თან ჩაითრევს-მეთქი.

გაკოტრებულების მეტი რა მინახავს! როცა კაცი ვალის გადახდაზე უკან იხევს, ჯერ

კიდევ არ ითქმება არამზადააო. მერე ხდება თაღლითი, - აუცილებლობის გამო.

- ეგ მართალია, - შენიშნა პილიერომ.

- თუ ოდესმე დეპუტატთა პალატაში მოვხვდი, ან მთავრობაში გავლენა მოვიპოვე, -

თქვა ბიროტომ, ფეხის წვერებზე აიწია და ქუსლებზე გადაქანდა.

- რას გააკეთებდი მაში? - ჰკითხა ლურდუამ, - თქვენ, ასეთი ჭკვიანი კაცი?

მოლინე, რომელსაც ყოველგვარი საუბარი სამართალსა და კანონმდებლობაზე

დიდად აინტერესებდა, ერთხანს მაღაზიაში შეჩერდა, ხოლო ვინაიდან სხვისი

ყურადღება შენც ყურადღებიანს გხდის, - პილიეროცა და რაგონიც, რომლებმაც

იცოდნენ ცეზარის მოსაზრებანი, ისევე ყურადღებით უსმენდნენ, როგორც ეს სამი

უცხო პირი.

- წინადადებას შევიტანდი, - მიუგო პარფიუმერმა, - დაეწესებინათ უცვლელ

მოსამართლეთა ტრიბუნალი პროკურორის მონაწილეობით, როგორც ეს სისხლის

სამართლის სასამართლოშია. ძიების დამთავრებისას, რომლის დროსაც დღევანდელი

Page 124: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

აგენტების, სინდიკის და ნაფიცი მეურვის მოვალეობას უშუალოდ თვითონ

მოსამართლე ასრულებს, ვაჭარი შეიძლება მიჩნეულ იქნას ვალაუვალ მოვალედ

რეაბილიტაციის უფლებით, ან ბანკროტად. თუ ბანკროტს რეაბილიტაციის უფლება

აქვს, ის ვალდებულია მთლიანად გადაიხადოს თანხა, მაშინ ის ხდება მცველი,

როგორც თავისი, ისე ცოლის ქონებისა. ხოლო ყველა მისი უფლება, მათ შორის

მემკვიდრეობის უფლებაც, ამ დღიდან მის კრედიტორებს ეკუთვნის. ის თავის

საქმეებს უკვე კრედიტორების სასარგებლოდ, მათი მეთვალყურეობის ქვეშ

აწარმოებს და ხელს აწერს „ესდა ეს ვალაუვალი მოვალე.“ ასე გაგრძელდება მანამდე,

სანამ ვალი მთლიანად არ დაიფარება. ბანკროტს კი, როგორც ძველად იყო, ახლაც

მიესჯება ორი საათი სამარცხვინო ბოძთან იდგეს ბირჟის დარბაზში თავზე მწვანე

ჩაჩით. მთელი მისი და მისი ცოლის ქონება და უფლებები კრედიტორთა ხელში

გადავა, თვითონ მას კი სახელმწიფოს ფარგლებიდან გააძევებენ.

- მაშინ ვაჭრობა უფრო საიმედო გახდებოდა, - თქვა გაღიზიანებულმა ცეზარმა, - ასი

ვაჭრიდან ორმოცდაათზე მეტი ისე აფართოებს სავაჭრო ბრუნვას, რომ თავისი

ვალდებულებების სამოცდათხუთმეტ პროცენტსაც კი ვერ ფარავს. ან საქონელს მის

ნამდვილ ფასზე ოცდახუთი პროცენტით ნაკლებ ყიდის და ამით კომერციას ძირს

უთხრის.

- ბატონი ბიროტო მართალია, - წარმოთქვა მოლინემ, - თანამედროვე კანონი

მეტისმეტად რბილია. ბანკროტმა ან სულ უარი უნდა თქვას თავის ქონებაზე, ან

სახელის გატეხა არჩიოს.

- დასწყევლოს ეშმაკმა! - შესძახა ბიროტომ, - თუ საქმე ასე წავიდა, ვაჭარი მალე

წმინდა წყლის ქურდად იქცევა. თავისი ხელმოწერით ყველა სალაროში შეუძლია

ჩაყოს ხელი.

- არ ყოფილხართ მაინცდამაინც შემბრალებელი, ბატონო ბიროტო, - შენიშნა

ლურდუამ.

- ეს კაცი მართალია, - თქვა მოხუცმა რაგონმა.

- ყველა ვალაუვალი მოვალე საეჭვოა, - წარმოთქვა ცეზარმა ჭეშმარიტება, უფრო

მეტად გაღიზიანებულმა პატარა დანაკარგით, რამაც ყურებში ისე გაუზრიალა,

როგორც მონადირის პირველი ყიჟინა გაიხმიანებს ხოლმე ირემის ყურში.

ამ დროს მეტროდელმა შევესაგან ანგარიში მოუტანა. იმას მოჰყვა ხელქვეითი ბიჭი

ფელიქსის საშაქარლამოდან, ამას ლაქია „კაფე ფუადან“, კლარნეტისტი კოლინესგან,

ყოველ მათგანს თავისი დაწესებულების ანგარიში ეჭირა ხელში.

- დადგა განკითხვის ჟამი, - თქვა რაგონმა ღიმილით.

- ღმერთმანი, უმაგალითო წვეულება გამოგივიდათ, - თქვა ლურდუამ.

- ახლა არ მცალია, - უთხრა ცეზარმა ყველა ბიჭს. მათ ანგარიშები დატოვეს და

გაეცალნენ.

- ბატონო გრენდო, - მიმართა ლურდუამ არქიტექტორს, როცა დაინახა, რომ ბიროტოს

მიერ ხელმოწერილ თამასუქებს კეცდა, - გასინჯეთ და შეაჯამეთ ჩემი ანგარიში.

Page 125: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

მარტო აზომვა არის საჭირო, ფასებზე ხომ უკვე შევთანხმდით ბატონი ბიროტოს

სახელით.

პილიერომ ლურდუასა და გრენდოს გადახედა.

- არქიტექტორი და მოიჯარე ფასებზე ერთმანეთს შეთანხმებიან, - წასჩურჩულა ბიძამ

სიძეს. - კარგად გაუფრცქვნიხართ.

გრენდო გავიდა, მოლინე უკან გაჰყვა და იდუმალად უთხრა: - ჩემო ბატონო,

მართალია მისმენდით, მაგრამ ეტყობა ვერ გამიგეთ: გისურვებთ ქოლგა შეიძინოთ.

გრენდო შიშმა აიტანა. რაც უფრო არაკანონიერია მოგება, მით უფრო ებღაუჭება

ადამიანი მას. ასეა შექმნილი ადამიანის ბუნება. ხელოვანმა მართლაც სიყვარულით

შეისწავლა ბიროტოს ბინა, მთელი ცოდნა და დრო მას მოანდომა, ათი ათასობით

ფრანკად ღირებული შრომა დახარჯა, მაგრამ საკუთარი პატივმოყვარეობის გამო

გაბრიყვებული დარჩა. ამიტომ მოიჯარეებს აღარ გასჭირვებიათ მისი გადაბირება:

გამორჩენის უცილობელმა არგუმენტმა და კარგად გაგებულმა მუქარამ

ცილისწამებით გავნებთო, ისე ძლიერ ვერ იმოქმედა მასზე, როგორც ლურდუას მიერ

გამოთქმულმა მოსაზრებამ მადლენის საყდრის რაიონის მიწის ნაკვეთის საქმის

შესახებ: ბიროტო, ეტყობოდა, არ აპირებდა იქ სახლების აშენებას, ის მხოლოდ მიწის

ფასებზე ეწეოდა სპეკულაცია. არქიტექტორები და მოიჯარადრეები ისე არიან

ერთმანეთთან დაკავშირებულნი, როგორც დრამატურგები და მსახიობები: ისინი

ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. გრენდომ, რომელსაც ბიროტომ ფასებზე

მოლაპარაკება დაავალა, ბურჟუებს მოიჯარადრეები მიუსია. ამიტომ სამმა მსხვილმა

მოიჯარადრემ ლურდუამ, შაფარუმ და ხურო თორეინმა განაცხადეს “შესანიშნავი

ბიჭია და მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებააო“. გრენდო მიხვდა, რომ ანგარიშებს,

რომლებშიც მას წილი ჰქონდა, ისევე, როგორც მის ჰონორარს, მართლაც

თამასუქებით გადაიხდიდნენ. ბებრუცუნა მოლინემ მას ამ თამასუქთა განაღდებაში

ეჭვი გაუღვივა; მაშინ გრენდომ გადაწყვიტა, ულმობელი ყოფილიყო ისევე, როგორც

სახელოვანნი არიან ბურჟუათა მიმართ შეუბრალებელნი. დეკემბრის

დასასრულისათვის ცეზარს სამოცი ათასი ფრანკის ანგარიში დაუგროვდა. ფელიქსმა,

“კაფე დე ფუამ“, ტანრადმა და წვრილმა კრედიტორებმა, რომელთათვისაც ნაღდი

ფული უნდა გადაეხადა, სამჯერ გამოუგზავნეს შიკრიკები პარფიუმერს. ასეთი

წვრილმანები კომერციაში თვით უბედურებაზე უარესია. ისინი მოასწავებენ

უბედურებას. როცა დანაკარგი უკვე აშკარაა, მისი რაოდენობაც გარკვეულია, მაგრამ

პანიკას საზღვარი არა აქვს. ბიროტო ხედავდა, რომ მისი სალარო დაცარიელდა,

პარფიუმერი შიშმა შეიპყრო, მას ჯერ ასეთი რამ არ დამართნოდა მთელი მისი

კომერციული ცხოვრების მანძილზე. ცეზარი ისეთივე სუსტი იყო სულიერად,

როგორც ყველა ადამიანი, ვისაც ხანგრძლივად არ უბრძოლია სიღარიბესთან. და ამ

მდგომარეობამ, რაც უმრავლეს პარიზელ წვრილ მოვაჭრეთა ცხოვრებაში

ჩვეულებრივი ამბავი იყო, ცეზარს მთლად დაუბნია გონება.

პარფიუმერმა სელესტენს უბრძანა მათი მუშტრებისათვის ანგარიშები დაეგზავნა,

მაგრამ პირველმა დახლიდარმა, ვიდრე ბრძანებას შეასრულებდა, კიდევ

გაამეორებინა ცეზარს ეს ბრძანება. კლიენტები (როგორც დიდის ამბით შეარქვეს

თავიანთ მყიდველებს საცალო მოვაჭრეებმა, ამ სიტყვას ცეზარიც ხმარობდა,

მიუხედავად მისი ცოლის წინააღმდეგობისა, რომელმაც ბოლოსდაბოლოს უთხრა,

Page 126: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

“როგორც გინდა ისე დაუძახე, ოღონდ კი ფული გადაიხადონო“) - შეძლებული

ხალხი იყო. ისინი ბიროტოს არასოდეს ზარალს არ აყენებდნენ, მაგრამ ფულს ისე

იხდიდნენ, როგორც მოეპრიანებოდათ, და ხშირად ორმოცდაათი ან სამოცი ათასი

ფრანკი ედებოდათ ვალად. უმცროსმა ნოქარმა დავთარი აიღო და დაიწყო ყველაზე

მსხვილი დავალიანებების ამოწერა. ცეზარს ცოლის ეშინოდა. აქაოდა არ დაინახოს,

რა ნაღველი გამიჩინა უბედურების გრიგალმაო, შინიდან გასვლა დააპირა.

- გამარჯობა ბატონო, - თქვა დუქანში შემოსულმა გრენდომ დაუდევრად, როგორც

მხატვრებს სჩვევიათ, როცა ვითომდა მათთვის სრულიად უცხო ფულად საქმეზე

ლაპარაკობენ, - თქვენი თამასუქით, ერთი გროშის მიღებაც ვერ მოვახერხე და

იძულებული ვარ გთხოვოთ ნაღდ ფულზე გადამიცვალოთ. ჩემდა სავალალოდ ეს

ნაბიჯი უნად გადავდგა, რადგან არ მინდა მოიჯარადრეებს მივმართო. იმდენი კი

მესმის კომერციაში, რომ მივხვდე როგორ წააგებს ამით თქვენი კრედიტი: ამიტომაც

თქვენი ინტერესისთვის...

- ბატონო, - უთხრა გაშტერებულმა ბიროტომ, - ცოტა უფრო ხმადაბლა ილაპარაკეთ,

თავზარი დამცა თქვენმა ტონმა.

შემოვიდა ლურდუა.

- საქმე ის არის, ლურდუა... - მიმართა ბიროტომ ღიმილით.

მაგრამ სიტყვა პირში გაუშრა. ის საცოდავი აპირებდა ალალი გულით სასაცილოდ

აეგდო არქიტექტორი, როგორც ამას თავის თავში დარწმუნებული კომერსანტი იზამს

და ლურდუასთვის ეთხოვა, გრენდოს თამასუქი გამოართვიო. მაგრამ როცა

კოპებშეკრულ ლურდუას შეხედა, შეაძრწუნა თავისსავე წინდაუხედაობამ. ეს

უწყინარი ხუმრობა მისი შერყეული კრედიტისათვის მომაკვდინებელი იქნებოდა.

ასეთ შემთხვევაში შეძლებული კომერსანტი თავის თამასუქს უკან იღებს და მას უკვე

აღარავის სთავაზობენ. ბიროტოს თავბრუ დაეხვა, თითქოს მის წინაში გადახსნილ

უფსკრულში ჩაიხედა.

- ჩემო ძვირფასო ბატონო ბიროტო, - მიმართა ლურდუამ და მაღაზიის სიღრმისკენ

წაიყვანა. - ყველაფერი აზომილია, ანგარიში შეჯამებულია და შემოწმებული, ძალიან

გთხოვთ ხვალისთვის ფული დამიმზადოთ. ჩემს ქალს ახალგაზრდა ნოტარიუს

კროტაზე ვათხოვებ, მას კი ნაღდი ფული სურს, ნოტარიუსები კომერსანტები არ

არიან, ესეც არ იყოს, არასოდეს თამასუქებზე ხელი არ მომიწერია.

- ზეგ მომაკითხეთ, - ამაყად მიუგო ბიროტომ, რომელსაც იმედი ჰქონდა კლიენტების

ანგარიშებიდან შეაგროვებდა ფულს, - თქვენც, აგრეთვე, - მიუბრუნდა ის გრენდოს.

- რატომ ახლავე არა? - ჰკითხა არქიტექტორმა.

- დღეს ჩემი ქარხნის მუშებს უნდა გავუსწორდე, - მიუგო ცეზარმა, რომელსაც

მანამდე არასოდეს ტყუილი არ უთქვამს.

ბიროტომ ქუდი აიღო და დააპირა გრენდოსთან და ლურდუასთან ერთად გასულიყო

სახლიდან, მაგრამ კარის ზღურბლზე კალატოზმა, თორეინმა და შაფარუმ შეაჩერეს.

- ბატონო ბიროტო, - უთხრა შაფარუმ, - ფული ძალიან გვჭირდება.

Page 127: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ეე, ოქროს საბადო კი არა მაქვს პერუში, თქვე დალოცვილებო? - წარმოთქვა

მოთმინებადაკარგულმა ცეზარმა და სასწრაფოდ გაშორდა მათ. “აქ რაღაც ამბავია, იმ

წყეული მეჯლისის გამო ყველას მილიონერი ვგონივარ. სხვათა შორის, ლურდუას

რაღაც უცნაური საზე ჰქონდა. - გაიფიქრა მან, - არა, აქ რაღაც იმალება“.

ბიროტო სენტ-ონორეს ქუჩაზე მიდიოდა და უმიზნოდ და გარიყულივით გრძნობდა

თავს: ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში ცეზარი ალექსანდრ კროტას წააწყდა, როგორც

ამოცანის გადაწყვეტაში ფიქრწასული მათემატიკოსი შეეჯახება გამვლელს ან ცხვარი

დაეტაკება ცხვარს.

- აა, ბატონო ცეზარ, - უთხრა მომავალმა ნოტარიუსმა, - ერთი კითხვა მაქვს! გადასცა

როგენმა თქვენი ოთხასი ათასი ფრანკი ბ-ნ კლაპარონს?

- ეგ ხომ თქვენს თვალწინ მოხდა. ბ-ნმა კლაპარონმა მე არავითარი ხელწერილი არ

მომცა... ჩემი თამასუქები ჯერ გასანაღდებელი იყო. როგენს მისთვის უნდა გადაეცა...

ჩემი ორასორმოცი ათასი ფრანკი ნაღდი ფული... მან თქვა, ნასყიდობის საბუთები

საბოლოოდ იქნება გაფორმებულიო... ბატონი პოპინო, მოსამართლე, ფიქრობს...

ხელწერილი!... მაგრამ რისთვის მეკითხებით ამას?

- რატომ გაძლევთ ასეთ შეკითხვას? იმიტომ, რომ გავიგო ვისთანაა თქვენი

ორასორმოცი ათასი ფრანკი, კლაპარონთან თუ როგენთან, როგენი ისე ხანგრძლივად

იყო თქვენთან მეგობრულ დამოკიდებულებაში, რომ შეეძლო ხათრი გაეწია და

ფული კლაპარონისთვის გადაეცა, და თქვენც ბედნიერად დააღწევდით ხიფათს თავს!

მაგრამ რა სულელი ვარ! მან ის ფულიც წაიღო და ბ-ნი კლაპარონისაც, რომელსაც,

საბედნიეროდ, ასი ათასი ფრანკის მეტი არ მიუცია. როგენი გაიქცა, მან ჩემგან ასი

ათასი ფრანკი მიიღო ჩემს კანტორაში, - ყოველგვარი ხელწერილის გარეშე. მას ისევე

ვენდე როგორც თქვენ განდობდით ჩემს ქისას. მიწის გამყიდველებს გროშიც კი არ

მისცა, ამ წუთში ჩემთან იყვნენ. თქვენი მიწის გირავნობის ფული არც თქვენს

სახელზე და არც თქვენი სესხის მომცემის სახელზე არ აღმოჩნდა: როგენმა ეს ფული

ისევე გაფლანგა, როგორც თქვენი ასი ათასი ფრანკი... ფული მას უკვე დიდი ხანია

აღარ აქვს... თქვენი უკანასკნელი ასი ათასი ფრანკიც წაღებულია, ახლა მაგონდება მე

თვითონ წამოვიღე ბანკიდან.

ცეზარს თვალები ისე უზომოდ გაუფართოვდა, რომ მხოლოდ გავარვარებულ

ცეცხლოვან ფარდას ხედავდა წინ.

- ბანკიდან წამოღებული თქვენი ასი ათასი ფრანკი, ჩემი ასი ათასი ნოტარიალური

კანტორისა, ასი ათასი ბატონი კლაპარონისა, აი უკვე სამასი ათასი ფრანკი, რომელიც

როგენმა აგვწაპნა, და ახლა კიდევ სხვა რამდენი ნაქურდალი აღმოჩნდება, - განაგრძო

ახალგაზრდა ნოტარიუსმა. ქ-ნი როგენი საშინელ სასოწარკვეთილებაშია

ჩავარდნილი, ბ-ნი დიუ ტიიე მთელი ღამე არ მოშორებია. თვითონ დიუ ტიიე კი

ბედნიერად გადაურჩა ამ საქმეს! მთელი ერთი თვე თავს აბეზრებდა, რომ ამ მიწის

ნაკვეთის საქმეში ჩაეთრია, მაგრამ მის საბედნიეროდ დიუ ტიიეს მთელი ფული

ნუსინგენის საბანკირო სახლის რაღაც სპეკულაციაში აქვს დაბანდებული. როგენმა

ცოლს შემზარავი წერილი დაუტოვა! ეს არის ახლა წავიკითხე. თურმე უკვე ხუთი

წელია თავისი კლიენტების ფულს ფლანგავს. და მერე რისი გულისთვის, როგორ

გგონიათ? საყვარლისთვის, „ჰოლანდიელი მზეთუნახავის“, გაქცევიდან ორი კვირით

ადრე დაშორებია ამ ქალს. ის ფანტია უკაპიკოდ დარჩენილა, თამასუქები გაუცია და

Page 128: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

მთელი მისი ავეჯი აუქციონზე გაყიდულა. ქალი ბრალმდებელს გაექცა და პალე-

როიალის ერთ-ერთ საროსკიპოს შეაფარა თავი, სადაც გუშინ ერთმა კაპიტანმა

სიცოცხლეს გამოასალმა. ახია! ღმერთმა დასაჯა! როგენის მთელი ქონება ხომ ეჭვი არ

არის, მისი შეჭმულია. არიან ქალები, რომელთათვის წმინდა არაფერია.

წარმოგიდგენიათ, მთელი სანოტარო კანტორის ასე გაცამტვერება? ქალბატონი

როგენი მთლად უსახსროდ დარჩება, თუ არ ისარგებლა თავისი კანონიერი

უფლებით იპოთეკაზე, რადგან იმ ავაზაკის მთელი სარჩო-საბადებელი მის ვალებს

ვერ აუვა. კანტორა სამი ათას ფრანკად არის გაყიდული. მე სულელს კი მეგონა ხელი

სარფიან საქმეს მოვკიდე-მეთქი!. მაგრამ ამის მაგივრად ზედმეტი ასი ათასი ფრანკი

მივაჭედე და ხელწერილიც არა მაქვს. აქ ისეთ დარღვევებთან გვაქვს საქმე, რომ,

ალბათ კანტორის ღირებულება და გირაოც დაიკარგება. მე რომ ჩემს ასი ათას

ფრანკზე სიტყვა დავსძრა კრედიტორები გადაწყვეტენ, როგენის თანამზრახველი

ყოფილაო, ხოლო როცა ადამიანი ეს არის იწყებ მუშაობას, საგანგებოდ უნდა იზრუნო

შენს რეპუტაციაზე. თქვენ ოცდაათ ოც პროცენტს ძლივს მიიღებთ. მე კი ხედავთ, ჩემს

ასაკში რა ვაი-ვაგლახში ჩავვარდი? გაგიგონიათ სამოცი წლის კაცი ქალის

გულისთვის გაკოტრდეს! შეაჩვენოს ღმერთმა ის ბებერი ყაჩაღი! წარმოგიდგენიათ,

რა მითხრა, ბიროტოები მალე ულუკმაპუროდ დარჩებიანო!

ალექსანდრ კროტას კიდევ დიდხანს შეეძლო ექაქანა: ბიროტო გაქვავებული იდგა

მის წინ. ყოველ წინადადებაზე თითქოს კომბალს ურტყამდნენ თავში. მას აღარაფერი

ესმოდა, გარდა სამგლოვიარო ზარის რეკვისა, როგორც დასაწყისში ვერაფერი

დაინახა, გარდა საკუთარ თავზე დანათებული ხანძრისა. ალექსანდრ კროტა,

რომელიც პატივცემულ პარფიუმერს ძლიერ და მედგარ ადამიანად თვლიდა,

შეშინდა, როცა სახეგაფითრებული და გახევებული დაინახა. როგენის მემკვიდრემ არ

იცოდა, რომ ნოტარიუსმა ცეზარს მხოლოდ მისი ქონება არ მოსტაცა. ბიროტოს,

ესოდენ მორწმუნე ადამიანს, ერთბაშად თვითმკვლელობის აზრმა გაუელვა.

თვითმკვლელობა ასეთ შემთხვევაში იმის საშულებაა, რომ ათასი ადამიანის

სიკვდილი თავიდან აიცილო. ერთი ადამიანის სიკვდილი თითქოს უფრო

ლოგიკურია. ალექსანდრ კროტამ ხელი გაუწოდა ცეზარს, რომ ადგილიდან დაეძრა,

მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, პარფიუმერს მთვრალი კაცივით ეკვეთებოდა

ფეხები.

- რა გემართებათ? - ჰკითხა კროტამ - აბა, ყოჩაღად, ჩემო კარგო ბატონო ცეზარ! ჯერ

ყველაფერი არ დაგვიკარგავს, თქვენს ორმოცი ათას ფრანკს ხომ უკან მიიღებთ, ეს

თანხა თქვენს სესხის მომცემს არ აღმოაჩნდა ნაღდი ფულით და ვერ გადაგიხადათ -

აქ არის იმის საფუძველი, რომ ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვოთ.

- მეჯლისი... ორდენი, ორასი ათასი ფრანკის თამასუქები... ცარიელი სალარო...

რაგონები... პილიერო... ჩემმა ცოლმა ხომ ყოველივე წინასწარ განჭვრიტა!

მოზღვავებული მტანჯველი ფიქრებით გამოწვეულმა უთავბოლო სიტყვებმა

სეტყვასავით დაუშინა და დაამსხვრია „ვარდების დედოფლის“ ყვავილნარი.

- ჩემი ერთადერთი სურვილია, ახლავე წამაგდებინონ თავი. - ამოილუღლუღა ბოლოს

ბიროტომ, - არაფრის მაქნისია, მხოლოდ მიშლის...

- საცოდავი ძია ბიროტო! - შესძახა ალექსანდრემ, - ნუთუ ეს ამბავი დაგღუპავთ?

Page 129: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- მღუპავს!

- ყოჩაღად იყავით, უნდა იბრძოლოთ!

- უნდა ვიბრძოლო! - გაიმეორა ბიროტომ.

- დიუ ტიიე თქვენი ნოქარი იყო, თავიანი ბიჭია, დაგეხმარებათ.

- დიუ ტიიე?

- წამოდით, წამოდით!

- ღმერთო ჩემო! ასეთ მდგომარეობაში არ მინდა შინ დავბრუნდე, - თქვა ბიროტომ, -

თქვენ ხომ ჩემი მეგობარი ხართ, თუ საერთოდ არსებობენ მეგობრები, თქვენ

ყოველთვის სიმპათიას მიღვიძებდით, ჩემთან ხშირად სადილობდით, - ჩემი

მეუღლის გულისთვის გთხოვთ, ქსანდრო, ეტლში ჩამსვით და შინ წამიყვანეთ...

ახალგამომცხვარმა ნოტარიუსმა დიდი ვაივაგლახით შეათრია ეტლში უგრძნობელი

სხეული, რომელსაც სახელად ცეზარ ბიროტო ერქვა.

- ქსანდრო, - უთხრა პარფიუმერმა ყელში მომდგარი ქვითინით, რადგანაც სწორედ ამ

დროს თვალთაგან ცრემლი წამოსცვივდა, და რკინის სალტე, თავზე რომ უჭერდა,

თითქოს ცოტათი მოეშვა. - ჩემთან წავიდეთ, თქვენ ელაპარაკეთ სელესტენს ჩემს

მაგივრად. მეგობარო, უთხარით, რომ ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის ეს სამკვდრო-

სასიცოცხლო საქმეა. უთხარით, რომ არავითარ შემთხვევაში არავის არ წამოსცდეს

სიტყვა როგენის გაქცევის შესახებ. ცეზარინს გამოუძახეთ და სთხოვეთ ყურადღება

მიაქციოს, დედამისთან ამაზე სიტყვა არავინ დაძრას. უნდა ვერიდოთ ჩვენს

საუკეთესო მეგობრებს, პილიეროს, რაგონებს, ყველას...

კროტა ძალიან გააკვირვა ბიროტოს შეცვლილმა ხმამ და მიხვდა, რა დიდი

მნიშვნელობა ჰქონდა ამ განკარგულებას ბიროტოსთვის. სენტ-ონორეს ქუჩა

მოსამართლე პოპინოს სახლისკენ მიიმართებოდა. მან შეასრულა პარფიუმერის

თხოვნა, სელესტენს და ცეზარინს კი თავზარი დაეცათ, როცა ეტლის სიღრმეში

ფერწასული, გონდაკარგული ცეზარი დაინახეს.

- ეს საქმე საიდუმლოდ შემინახეთ, - უთხრა მათ პარფიუმერმა.

„ოჰო, გონს მოვიდა, - გაიფიქრა ქსანდომ, - მე კი გადავწყვიტე, სააქაო პირი აღარ

უჩანს-მეთქი“.

ალექსანდ კროტას და მოსამართლის თათბირი კარგა ხანი გაგრძელდა. კაცი

გაგზავნეს ნოტარიალური პალატის თავმჯდომარის მოსაყვანად. ცეზარს ისე

დაათრევდნენ აქეთ-იქით, როგორც ფუთას, განძრევის თავი არა ჰქონდა, ხმას არ

იღებდა. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, როცა ალექსანდრ კროტამ პარფიუმერი

სახლში მიიყვანა. იმ აზრმა, რომ კონსტანსს პირისპირ უნდა შეხვედროდა, ცეზარს

სიცოცხლე დაუბრუნა. ახალგაზრდა ნოტარიუსმა გულშემატკივრობა გამოიჩინა, წინ

გაუსწორ და ქ-ნი ბიროტო გააფრთხილა, ცეზარს სისხლის ჩაქცევისმაგვარი რამ

დაემართაო.

Page 130: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- თავი აქვს ცოტათი არეული, - უთხრა მან და ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა,

როგორადაც ჩვეულებრივ ანიშნებენ, კაცი ჭკუაზე შეცდაო. - ალბათ საჭირო იქნება

სისხლის გამოშვება ან წურბელების დასხმა.

- ეს მოსალოდნელი იყო, - თქვა კონსტანსმა, რომელიც ძალიან შორის იყო იმ

აზრისგან, რომ გაკოტრება ეფიქრა. - ზამთრის დამდეგიდან არ მიუღია

გამაფრთხილებელი წამალი, ორი უკანასკნელი თვე კი კატორღელივით მუშაობდა,

თითქოს ლუკმა პური ჰქონდა საშოვნი.

ცოლი და შვილი შეეხვეწნენ ლოგინში ჩაწოლილიყო, მოხუც ოდრისთან, ცეზარის

მკურნალ ექიმთან კაცი გაგზავნეს მოსაყვანად. ოდრი მოლიერის მკურნალებს

წააგავდა: დიდი პრაქტიკოსი და დიდი თაყვანისმცემელი ძველისძველი

რეცეპტებისა, კარგი ექიმბაშივით სჭყიპავდა თავის ავადმყოფებს ყოველგვარი

შინაური წამლებით. ოდრი მოვიდა, ცეზარს ზეზეულად დახედა და წინადადება

მისცა დაუყოვნებლივ მდოგვის საფენები დაედო ფეხის გულებზე: მან წვეთის

დაცემის ნიშნები შეამჩნია ცეზარს.

- რას შეეძლო გამოეწვია ეს? - იკითხა კონსტანსმა.

- ნესტიან დარს, - მიუგო ექიმმა, რომლისთვისაც ცეზარინს მოესწრო რამდენიმე

სიტყვის თქმა.

ექიმებს ხშირად უხდებათ აშკარა სისულელეების წამოყრანტალება, რათა

ავადმყოფის გარშემო მყოფ ჯანმრთელ ადამიანთა სიცოცხლე თუ პატივი

გადაარჩინონ. მოხუც ექიმს იმდენი რამ ჰქონდა ნახული ცხოვრებაში, რომ მაშინვე

მიხვდა ყველაფერს, ცეზარინმა კიბეზე ჩააცილა, რათა გამოეკითხა, როგორი რეჟიმით

მოეარათ ავადმყოფისთვის.

- სიმშვიდე და სიწყნარე, - მიუგო ექიმმა, - მერე კი, როცა თავი ცოტათი

შეუმსუბუქდება, რაიმე გასამაგრებელი წამლის მიცემასაც გავბედავთ.

ქალბატონმა ბიროტომ ორი დღე და ღამე გაატარა ქმრის სასთუმალთან, რომელიც

მისი თქმით ხშირად ბოდავდა: ცოლის ლამაზ, ცისფერ ოთახში მწოლიარე ცეზარი

ფარდებისა, ავეჯისა და ყველა ამ ძვირადღირებული მოწყობილობის შეხედვაზე

კონსტანსისთვის რაღაც გაუგებარ სიტყვებს ლუღლუღებდა.

- მგონია, ჭკუაზე შეცდა, - უთხრა ერთხელ კონსტანსმა ცეზარინს, როცა ცეზარმა

ლოგინზე წამოიწია და საზეიმო ხმით სავაჭრო წესდებიდან პარაგრაფების ნაწყვეტ-

ნაწყვეტი გამეორება დაიწყო.

- „თუ ხარჯები გადაჭარბებულად არის მიჩნეული“ - მოხსენით ფარდები!

სამი საზარელი დღის შემდეგ, რაც ცეზარის გონება შიშს იწვევდა, ტურენელი

გლეხის ძლიერმა ორგანიზმმა გაიმარჯვა და ბურანიდან გამოერკვა. მაშინ ექიმმა

ოდრიმ გულის საშუალებანი და გაძლიერებული კვება დაუნიშნა. ერთ დღეს ყავის

დალევის შემდეგ ბიროტო ფეხზე წამოდგა არაქათგამოცლილი კონსტანსი კი

შეენაცვლა თავის ქმარს და ჩაწვა.

- საცოდავი! - თქვა ცეზარმა ჩაძინებული ცოლის დანახვაზე.

Page 131: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- მამაჩემო, გულს ნუ გაიტეხთ. თქვენ ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, რომ

უსათუოდ გაიმარჯვებთ. ყველაფერი მოგვარდება, ბატონი ანსელმი დაგეხმარებათ.

ცეზარინმა ეს მნიშვნელოვანი სიტყვები ისე ალერსიანად წარმოთქვა და იმდენი

სინაზე ჩააქსოვა, რომ ისინი ყველაზე უფრო დამწუხრებულ ადამიანსაც შესძენდნენ

სიმხნევეს. ასე აძინებს ნანინათი დედა შვილს, როცა პატარას კბილები ამოსდის.

- ხო, ჩემო შვილო, უნდა ვიბრძოლო, მაგრამ ერთი სიტყვაც არ დასძრა არავისთან,

არც პოპინოსთან, რომელსაც ვუყვარვართ, არც ბიძაშენ პილიეროსთან. უპირველეს

ყოვლისა, ჩემს ძმას უნდა მივწერო წერილი. ის მგონი კანონიკია, ტაძრის

ქორეპისკოპოსი. არაფერს ხარჯავს, ფული ექნება დაგროვილი. თუ წელიწადში ათას

ეკიუს დებს, ოც წელიწადში ასი ათას ფრანკს შეაგროვებდა თავისუფლად.

პროვინციაში მღვდლებს დიდი გავლენა აქვთ.

ცდეზარინმა სასწრაფოდ მოუტანა მამას პატარა მაგიდა და ყველაფერი, რაც წერილის

დასაწერად იყო საჭირო, თან ვარდისფერ ქაღალდზე დაბეჭდილი მოსაწვევი

ბარათები მოაყოლა, მეჯლისის შემდეგ რომ დარჩენილიყო.

- ესენი ახლავე დაწვი! - იყვირა ვაჭარმა. მხოლოდ ეშმაკს თუ შეეძლო ჩემთვის

ჩაეგონებინა ამ მეჯლისის მოწყობა. თუ მარცხი არ ამცდა, ყველას თაღლითი

ვეგონები. დაწვი, დაწვი, ულაპარაკოდ!

ცეზარის წერილი ფრანსუა ბიროტოს.

„ძვირფასო ძმაო, ჩემი კომერციული საქმეები ამჟამად ისეთ მძიმე მდგომარეობაშია,

რომ გემუდარები, გამომიგზავნო მთელი ფული, რაც კი გაგაჩნია, იმ შემთხვევაშიც კი

თუ სხვისგან დასესხება დაგჭირდა.

შენი ცეზარი“

„შენი ძმისწული ცეზარინი ამ წერილის წერას ესწრება, ვიდრე ჩემს საბრალო ცოლს

სძინავს, და მთხოვს მისი მოკითხვა და კეთილი სურვილები გადმოგცე“.

ეს მინაწერი ცეზარმა შვილის სურვილით დაუმატა და ცეზარინმა წერილი რაგესთან

წაიღო.

- მამაჩემო, - უთხრა დაბრუნებისას, - ბატონი ლება მოვიდა თქვენთან სასაუბროდ.

- ბატონი ლება! - შეჰყვირა შეშინებულმა ცეზარმა, თითქოს უკვე გაკოტრებული

ბოროტმოქმედი ყოფილიყო, - მოსამართლე!

- ჩემო ძვირფასო ბატონო ბიროტო, მე მინდა რაც შეიძლება მხურვალე მონაწილეობა

მივიღო თქვენს უსიამოვნებაში, - მიმართა ცეზარს შესვლისთანავე მდიდარმა

მემაუდემ, - ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, ჩვენ ხომ პირველად, ორივენი

ერთად ვიყავით მოსამართლეებად არჩეულნი, ამიტომ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ

ვინმე მევახშე ბიდოს, მეტსახელად ჟიგონეს თქვენი თამასუქები აქვს უგარანტიოდ,

რომლებიც კლაპარონის საბანკირო სახლმა გასცა. ეს სიტყვა არა თუ მარტო სახელის

გატეხა, არამედ სიკვდილიცაა თქვენი კრედიტისათვის.

Page 132: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ბატონ კლაპარონს სურს თქვენი ნახვა, - მოახსენა შემოსულმა სელესტენმა, -

შეიძლება ამოვიყვანო?

- ახლა გავიგებთ, რამ გამოიწვია ეს უპატივცემულობა, - თქვა ლებამ.

- ბატონო ჩემო, - მიმართა პარფიუმერმა ოთახში შემოსულ კლაპარონს, - ეს გახლავთ

ბატონი ლება, კომერციული სასამართლოს მოსამართლე და ჩემი მეგობარი...

- აჰ, თქვენ ბატონი ლება ბრძანდებით, - შეაწყვეტინა კლაპარონმა. - ბატონი ლება

კომერციული სასამართლოდან, ბატონო ლება... ბატონო ლება, კარგია თქვენი ხლება...

ქვეყანზე ხომ უთვალავი ლებაა...

- ბატონმა ლებამ ნახა თამასუქები, რომლებიც თქვენ მოგეცით, - შეაწყვეტინა ყბედს

ბიროტომ. - თქვენ მარწმუნებდით, რომ არ გაუშვებდით ბრუნვაში. მან კი ნახა ზედ

წაწერილი სიტყვა „უგარანტიო“.

- მერე რა, - მიუგო კლაპარონმა, - ის თამასუქები მართლაც არ წავა ბრუნვაში, ისეთი

კაცის ხელშია, ვისთანაც მრავალ საქმეს ვაწარმოებ, - ძია ბიდოსი. ამიტომაც დავაწერე

„უგარანტიო“. თამასუქები ბრუნვაში გასაშვები რომ ყოფილიყო, თვითონვე

გავუკეთებდით ჩვეულებრივ წარწერას. ბატონი მოსამართლე გაიგებს ჩემს

მდგომარეობას. რას წარმოადგენს ეს თამასუქები? ეს არის უძრავი ქონების

ღირებულება. ვინ უნდა გაანაღდოს ეს უძრავი ქონება? ბიროტომ. მაშ რად გინდათ, მე

ვუთავმდებო ბიროტოს ჩემი ხელმოწერით? ყოველმა ჩვენგანმა თავისი წილი უნდა

გადაიხადოს ამ ათს გადასახადში. ჰოდა, განა საკმარისი არ არის ერთი საერთო

თავმდებობა გამყიდველებთან? მე ერთ მტკიცე წესს ვემორჩილები კომერციაში:

ჰაიჰარად არ ვიძლევი გარანტიას, როგორც არც ხელწერილს გავცემ მიუღებელ

თანხაში. ყველაფერს ვითვალისწინებ. ვინც ხელს აწერს, ის იხდის კიდეც. მე კი არ

მინდა იძულებული გავხდე სამჯერ გადავიხადო.

- სამჯერ გადაიხადოთ? - შეჰყვირა ცეზარმა.

- დიახ, ბატონო ჩემო, - მიუგო კლაპარონმა. - მე უკვე უთავმდებე ბიროტოს მიწის

გამყიდველებთან, ახლა ბანკირთან რაღად უნდა ვუთავმდებო? ჩვენ დღეს მძიმე

მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგენმა ასი ათასი ფრანკი მომტაცა. ამნაირად,

მიწების ჩემი ნაწილი ახლა ოთხასი ათასი ფრანკის მაგივრად უკვე ხუთასი ათასი

მიღირს. როგენმა თან წაიღო აგრეთვე ბიროტოს ორას ორმოცი ათასი ფრანკი. თქვენ

როგორ მოიქცეოდით ჩემს მდგომაროებაში, ბატონო ლება? წამოიდგინეთ თავი ჩემს

ადგილზე. არა მაქვს პატივი თქვენ იმაზე მატად გიცნობდეთ, ვიდრე ბიროტოს

ვიცნობ. ჰოდა, ყურადღებით მომისმინეთ. ჩვენ ამ საქმეში ნახევარ საწყისებზე

ვიღებთ მონაწილეობას. თქვენ ნაღდი ფულით შემოგაქვთ თქვენი წილი, მე ჩემსას

თამასუქებით ვიხდი. ამ თამასუქებს თქვენ გთავაზობთ. თქვენ კი მხოლოდ და

მხოლოდ ხათრის გულისთვის კისრულობთ მათ ფულად გადაქცევას. და აი, თქვენ

შეიტყობთ, რომ მდიდარი, პატივსაცემი ბანკირი კლაპარონი, რომელიც,

წარმოვიდგინოთ, თითქოს დედამიწაზე არსებული ყველა სათნოებით იყოს

დაჯილდოებული, ეს ღირსეული კლაპარონი-მეთქი, ვამბობ, გაკოტრდა და ექვსი

მილიონი დაედო ვალად: ასეთ დროს დათანხმდებოდით ხელის მოწერას ჩემს

ვალდებულებებზე? მაშინ ხომ ჭკუათმყოფელი არ იქნებოდით. ჰოდა, ბატონო ლება,

ბიროტო ახლა სწორედ ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც მე კლაპარონი ჩავაყენე

Page 133: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ვარაუდით. განა არ გესმით, რომ გარდა ნაკვეთების ჩემი წილი გადასახადისა, მე, თუ

ბიროტოს თავმდებობა ვიკისრე, იძულებული ვიქნები გადავიხადო აგრეთვე მისი

ვალიც მის მიერ გაცემული თამასუქების თანხით, ამავე დროს არ მივიღო...

- ვის უნდა გადაუხადოთ ვალი? - გააწყვეტინა სიტყვა პარფიუმერმა.

- ამავე დროს არ მივიღო ნახევარი მისი მიწის ნაკვეთებისა, - არ მიაქცია ბიროტოს

შეკითხვას ყურადღება კლაპარონმა და განაგრძო: - რადგან არავითარი უპირატესობა

არ მექნება. მაშინ მისი ნახევრის შესყიდვაც დამჭირდება. ჰოდა, გამოდის, რომ

სამჯერ უნდა გავიღო ფული.

- ვის უნდა გადაუხადოთ ვალი? - ჩაეკითხა ისევ ბიროტო.

- თავისთავად ცხადია, თამასუქების წარმომდგენს, უკეთუ გადასაცემი წარწერა

გავაკეთე და თქვენც უბედურება დაგემართათ.

- მე გადახდას არ შევწყვეტ, ბატონო, - თქვა ბიროტომ.

- ძალიან კარგი, - მიუგო კლაპარონმა, - მაგრამ თქვენ მოსამართლე იყავით,

გამოცდილი კომერსანტი ხართ, ძალიან კარგად იცით, რომ ყველაფერია

გასათვალისწინებელი, მაშ ნუღარ გიკვირთ, თუ მეც ჩემს საქმეს ვაკეთებ.

- კლაპარონი მართალია, - თქვა ჟოზეფ ლებამ.

- დიახ, მართალი ვარ, მართალი ვარ კომერციული თვალსაზრისით. მაგრამ ეს საქმე

მიწებს შეეხება, თვითონ მე რაღა უნდა მივიღო? ფული, იმიტომ რომ გამყიდველებს

ჩვენ ნაღდი ფული უნდა გადავუხადოთ. თავი დავანებოთ ორასორმოცი ათას ფრანკს,

რომელსაც ბატონი ბიროტო, დარწმუნებული ვარ, იშოვის, - თქვა კლაპარონმა და

ლებას შეხედა. დღეს იმისთვის მოვედი, რომ სულ ცოტა ოცდახუთი ათასი ფრანკი

გთხოვოთ, - მიუბრუნდა ის ბიროტოს.

- ოცდახუთი ათასი ფრანკი! - შეჰყვირა ცეზარმა და იგრძნო, რომ სისხლი გაეყინა

ძარღვებში, - კი მაგრამ, რისთვის, ბატონო?

- იმისთვის, ძვირფასო ბატონო ბიროტო, რომ ჩვენ იძულებული ვართ ნასყიდობის

ქაღალდი ნოტარიალური წესით შევადგინოთ. ნაკვეთთა საფასურის გადახდაზე ჩვენ

შეგვიძლია ერთმანეთში საერთო ენა გამოვნახოთ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო

ხაზინასთან ლაპარაკს - უკაცრავად ვართ, ხაზინას როდი უყვარს ლიტონი სიტყვები,

დიდხანს ცდაც არ უყვარს და ამ კვირაში ალბათ ორმოცდაოთხი ათასი ფრანკის

საღერბო გადასახადი უნდა ჩავუთვალოთ. როცა აქ მოვდიოდი, სულაც არ ველოდი

საყვედურებს, ვინაიდან გადავწყვიტე რა, რომ ეს ოცდახუთი ათასი ფრანკი თქვენ

გაგიძნელდებათ, მინდოდა შემეტყობინებინა, რომ მხოლოდ და მხოლოდ

შემთხვევის წყალობით, გადაგირჩინეთ...

- რაო? - შეჰყვირა ბიროტომ სასოწარკვეთილი ხმით.

- სულ ცოტაოდენი! ოცდახუთი ათასი ფრანკი, სხვადასხვა პირთა თამასუქებში რომ

გერგებოდათ და როგენმა დამავალა გამენაღდებინა. მათი აღრიცხვის ხარჯებს, რაც

მე გავწიე ვიანგარიშებ და ანგარიშებს გამოგიგზავნით. როცა ნასყიდობის ქაღალდის

Page 134: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

შედგენის თქვენს წილს გადაგიხდით, ექვსი თუ შვიდი ათასი ფრანკიღა დაგრჩებათ

ჩემთვის მოსაცემი.

- ეს ყველაფერი სრულიად სამართლიანად მეჩვენება, - თქვა ლებამ. - ბატონი

კლაპარონის ადგილას, რომელიც ჩემის აზრით, შესანიშნავად ერკვევა საქმეებში,

ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი უცნობი კაცის მიმართ.

- ბატონ ბიროტოს ეს არ მოკლავს, - თქვა კლაპარონმა. ბებერ მგელს ერთი ტყვია

როდი ჰყოფნის. მგელი მინახავს თავში ტყვია ჰქონდა, მაინც დარბოდა, როგორც...

დასწყევლოს ღმერთმა! როგორც ნამდვილი, ცოცხალი მგელი, ისე დარბოდა.

- ვინ იფიქრებდა, რომ როგენი ასე უსინდისოდ მოიქცეოდა? - თქვა ლებამ ერთიანად

შეშინებულმა, როგორც ცეზარის დუმილით, ისე ესოდენ დიდი გაქანების

სპეკულაციით, რასაც პარფიუმერიასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

- ცოტა დარჩა, კინაღამ ბატონ ბიროტოს ხელწერილი არ მივეცი ოთხასი ათასი

ფრანკის მიღებაზე, - თქვა კლაპარონმა, - აი, მაშინ კი გავებმებოდი ხათაბალაში! ის

იყო წინა დღით გადავეცი როგენს ასი ათასი ფრანკი. ჩვენმა ურთიერთობამ

გადამარჩინა, ჩვენ ყველა ვფიქრობდით, სულ ერთი იყო, სად იქნებოდა ჩვენი

ფულადი ფონდები ამ გარიგების საბოლოო გაფორმებამდე, ნოტარიალურ კანტორაში

თუ ჩემთან.

- უმჯობესი იქნებოდა თავისი ფული ყველას ბანკში ჰქონოდა, ვიდრე გადახდის დრო

მოვიდოდა, - თქვა ლებამ.

- როგენი ჩემთვის ბანკი იყო, - თქვა ცეზარმა, - თვითონაც ხომ მონაწილეობს ამ

საქმეში, - დასძინა მან და კლაპარონს შეხედა.

- კი მაგრამ, მხოლოდ მეოთხედი წილით, და ისიც მარტო სიტყვიერად, - უპასუხა

კლაპარონმა. - ერთი სისულელე ჩავიდინე, ფული რომ გავატანე, მაგრამ კიდევ უფრო

დიდი სისულელე იქნება ამ საქმეში წილი შევუნახოთ, ჯერ ჩემი ასი ათასი ფრანკი

გამომიგზავნოს და კიდევ ორასი ათასი თავისი წილი, და მერე ვნახოთ! ის,

რასაკვირველია, თავს შეიკავებს ისეთი მიწის ნაკვეთებში ფულის დაბანდებაზე, რაც

მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მოგვცემს პირველ ჭირნახულს. ამბობენ, სამასი ათას

ფრანკზე მეტი არ წაუღიაო, მაგრამ უცხოეთში რომ წესიერად იცხოვროს ადამიანმა,

თხუთმეტი ათასი ფრანკი მაინც უნდა წლიური შემოსავალი.

- მძარცველი!

- ღმერთო ჩემო, როგენი ხომ ამ ნაბიჯამდე მისმა ვნებებმა მიიყვანა. და, მითხარით,

რომელი ბებერი გვითავმდებებს, რომ თავის უკანასკნელ თავშეუკავებელ ვნებას არ

დაემორჩილება და მისი მსხვერპლი არ გახდება? არც ერთმა ჩვენგანმა, ესოდენ

კეთილგონიერნი რომ ვბრძანდებით, არ ვიცით, რა ბოლო აქვს როგენს. უკანასკნელი

სიყვარულია ხოლმე ასეთი თავაწყვეტილი! აბა, შეხედეთ ყველა ამ კარდოებს,

კომიუზოებს, მატიფებს... ყველას საყვარლები ჰყავთ! და თუ ჩავცვივდით, ეგ ჩვენივე

ბრალია, ასე არ არის? რისთვის მივენდეთ ნოტარიუსს, რომელიც სპეკულაციაში

ჩაება. ყოველი ნოტარიუსი, ყოველი ბირჟის მაკლერი, ან კომისიონერი, რომელიც

ასეთ საქმეში ჩაებმევა, საეჭვოა. როცა თავს ვალაუვალად აცხადებენ, ეს მუდამ

განზრახ შექმნილი გაკოტრებაა. ისინი სატუსაღოს ღირსნი არიან, მაგრამ

Page 135: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

საზღვარგარეთ გაქცევას ირჩევენ ყოველთვის. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილია. უნდა

გითხრათ, ჩვენ სისუსტეს ვიჩენთ, უხერხულად მიგვაჩნია მოვითხოვოთ იმ

ადამიანის დაუსწრებელი გასამართლება, ვისთანაც პური გვიჭამია, ვისაც კარგი

მეჯლისები გაუმართავს. ერთი სიტყვით, საზოგადოების ადამიანების გასამართლება!

არავინ მათ არ უჩივის, და სწორედ ესაა სამწუხარო!

- დიდი შეცდომაა, - თქვა ბიროტომ, - ვალაუვალობასა და გაკოტრებაზე კანონი

ხელახლა გადასასინჯია.

- თუ რამეში დაგჭირდით, - მიმართა ლებამ ბიროტოს, - მზად ვარ გემსახუროთ.

- ბატონ ბიროტოს არავინ დასჭირდება, - განაცხადა ენამოუღლელმა ყბედმა,

რომელსაც დიუ ტიიემ გზა გაუხსნა. (კლაპარონი იმეორებდა გაკვეთილს, რომელიც

ესოდენ ეშმაკურად უკარნახა დიუ ტიიემ) - მისი საქმე აშკარაა: როგორც ახალგაზრდა

კროტამ მითხრა, როგენის ქონების ლიკვიდაცია კრედიტორებს ასზე ორმოცდაათ

დივიდენდს მისცემს. ბატონი ბიროტო ამ დივიდენდის გარდა კიდევ ორმოცი ათას

ფრანკს მიიღებს, რაც მისი სესხის მიმცემს არ აღმოაჩნდა. გარდა ამისა, მას შეუძლია

თავისი უძრავი ქონების დაგირავებითაც იშოვოს ფული. ჩვენ კი მხოლოდ ოთხი

თვის შემდეგ შევძლებთ ჩავაბაროთ ორასი ათასი ფრანკი მიწის გამყიდველებს.

მანამდე ბატონი ბიროტო თავის თამასუქებს გადაიხდის. ამ თამასუქების

გადასახდელად მას როგენის მიერ წაღებული ფულის იმედი ხომ არ უნდა ჰქონოდა.

მაგრამ თუ ბატონ ბიროტოს მაინც ოდნავ გაუჭირდება... არა უშავს, ცოტა ჭკვიანური

საქონლის ბრუნვა და თავს დაიძვრენს.

პარფიუმერი სულიერად გამხნევდა, როცა დაინახა, როგორი გარკვეული იყო

კლაპარონი მის საქმეში, როგორ გამოჰყავდა შედეგები და უკარნახებდა, რა გეგმით

მოქცეულიყო შემდგომში. ახლა მას უკვე მტკიცედ ეჭირა თავი და მაღალ შეფასებას

აძლევდა ყოფილი კომივოიაჟერის ნიჭს. დიუ ტიიემ თავისთვის ხელსაყრელად

ჩათვალა კლაპარონისთვის მოეჩვენებინა, თითქოს ისიც როგენის მსხვერპლი იყო.

მან კლაპარონს ასი ათასი ფრანკი მისცა როგენისთვის გადასაცემად, ნოტარიუსმა კი

უკან დაუბრუნა. შეწუხებული კლაპარონი სავსებით გულწრფელად თამაშობდა

თავის როლს, როცა, ვისაც არ გინდა ეუბნებოდა, როგენმა ასი ათასი ფრანკი

დამაძროო. დიუ ტიიე არ თვლიდა კლაპარონს მთლად საიმედო ადამიანად. ის

ფიქრობდა, კლაპარონი პატიოსანი და კეთილსინდისიერიაო, და არ უნდოდა მთლად

გაენდო თავისი გეგმები. ხოლო კლაპარონი რომ ამ გეგმებს ვერ მიხვდებოდა,

ფერდინანდი ამაში დარწმუნებული იყო.

- თუ ჩვენი პირველი მეგობარი, ჩვენი თაღლითობის პირველივე მსხვერპლი არ

შეიქმნება, მაშინ როგორღა ვიპოვით მეორეს? - უთხრა ფერდინანდმა იმ დღეს, როცა

კლაპარონის, ამ კომერციული მაჭანკლის საყვედური მოისმინა.

ბ-ნი ლება და კლაპარონი ერთად გავიდნენ ბიროტოსგან.

„მე მგონია, შემიძლია თავი დავიხსნა, - გაიფიქრა ბიროტომ, - იმ თამასუქებით,

რომელთაც ვადა გასდით, გადასახდელი მაქვს ორას ოცდათხუთმეტი ათასი ფრანკი,

აქედან სამოცდათხუთმეტი ათასი სახლისა და ას სამოცდათხუთმეტი ათასი მიწის

ნაკვეთებისა. ამ თამასუქების დასაფარავად მექნება თანხა, რასაც როგენის კანტორის

ლიკვიდაციის შემდეგ მივიღებ, - შესაძლებელია ასი ათასი ფრანკი გამოვიდეს,

Page 136: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

შეიძლება მოხერხდეს ჩემი ნაკვეთების სესხის გაუქმებაც, ესე იგი, სულ გამოდის ას

ორმოცი ათასი ფრანკი. საჭიროა „კეფალურ ზეთზეც“ ასი ათასი ფრანკი მოვიგო და

მეგობრული თამასუქების შემწეობით, ან რომელიმე ბანკირის კრედიტით იმ დღემდე

გავძლო, სანამ დანაკარგის დაბრუნებას მოვახერხებ და მიწის ნაკვეთების ფასი

აიწევს“.

თუ უბედურებაში მყოფი ადამიანი ცოტად თუ ბევრად გონივრული მსჯელობით

შესძლებს შეითხზას იმედების საამური ამბები და თავის დასადებად სასთუმალად

გამოიყენებს, მაშინ ის უმეტეს შემთხვევაში გადარჩენილია. ხშირია, როცა

ილუზიებით გამოწვეულ რწმენას ადამიანები ენერგიის გამოვლინებად თვლიან.

შესაძლებელია, იმედი სანახევროდ ვაჟკაცობაა, - კათოლიკურმა რელიგიამაც ხომ

სათნოებად გამოაცხადა იგი. განა იმედი ნუგეში არ არის სუსტთათვის, რაკი დრო

აძლევს ბედნიერ შემთხვევას დაელოდონ ცხოვრებაში?

ბიროტომ გადაწყვიტა ცოლის ბიძასთან წასულიყო და თავისი გასაჭირი ეამბნა,

ვიდრე სხვას მიმართავდა დახმარებისთვის. როცა სენტ-ონორეს ქუჩით ბურდონეს

ქუჩამდე მივიდა, ისეთი გულის ხუთვა დაეწყო, მანამდე რომ არასოდეს გამოეცადა,

საშინლად აღელდა და გაიფიქრა, ახლა კი ნამდვილი საფრთხე ელის ჩემს

ჯანმრთელობასო. მას მუცელში თითქოს ცეცხლი ეკიდა. მგრძნობიარე ადამიანები

გულის არეში გრძნობენ მუდამ ტკივილებს, ხოლო ის, ვინც ყველაფერს ჭკუით

აღიქვამს, თავის ტკივილებით იტანჯება. დიდი განცდების დროს ადამიანის

ორგანიზმი მისი ტემპერამენტის მიხედვით იმ ადგილას განიცდის ტკივილს, სადაც

მისი სასიცოცხლო ცენტრია. სუსტებს მუცლის გვრემა ეწყებათ, ნაპოლეონს კი ძილი

მოერეოდა ხოლმე. ვიდრე პატიოსანი ადამიანები საკუთარი სიამაყის ყველა ჯებირის

გადალახვის შემდეგ ნდობის მოსაპოვებლად შეტევაზე გადავიდოდნენ. მათ, ალბათ,

გულში არაერთგზის უნდა განიცადონ დეზების ჩხვლეტა აუცილებლობისა, ამ

ულმობელი მხედრისა! ცეზარი ორ დღეს ითმენდა ასეთი დეზების ცემას, ვიდრე ძია

პილიეროსთან გაემართებოდა და ისიც ნათესაურმა გრძნობებმა გააბედვინა ეს

ნაბიჯი: ყველა შემთხვევაში ის ვალდებული იყო თავისი მდგომარეობა

რკინაკავეულის პირქუში მოვაჭრისთვის აეხსნა. და მაინც, როცა პილიეროს კარს

მიუახლოვდა, ისეთი საერთო სისუსტე იგრძნო, თითქოს ბავშვი იყო კბილის ექიმთან

მისული. მაგრამ მას გული უთრთოდა, არა წარმავალი ტკივილის შიშით, არამედ

იმიტომ, რომ საქმე მთელ მის ცხოვრებას შეეხებოდა. კიბეზე ნელი ნაბიჯით ავიდა.

მოხუცი ბუხრის კუთხეში მიმჯდარიყო და „კონსტიტუსიონელს“ კითხულობდა, წინ

პატარა მრგვალი მაგიდა ედგა მწირი საუზმით: ფუნთუშა, კარაქი, ყველი ბრი და

ერთი ფინჯანი ყავა.

- აი, ჭეშმარიტი ბრძენი! - შენატრა ბიროტომ ბიძის მშვიდ ცხოვრებას.

- ყური მიგდე, - უთხრა პილიერომ და სათვალე მოიხსნა, - გუშინ კაფე

„დავიდში“ გავიგე როგენის ამბავი და „ჰოლანდიელი მზეთუნახავის“ მოკვლა.

იმედია, ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ, რომ მიწის ფაქტიური მფლობელები

გავმხდარიყავით, კლაპარონს ხელწერილი გამოართვი?

- ვაგლახ, ბიძაჩემო! თქვენ ჩემს იარას აღიზიანებთ, უბედურებაც იმაშია, რომ არა.

Page 137: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ეჰ, ის წყეული! გაკოტრებულხარ და ეგ არის! - შესძახა პილიერომ და ხელიდან

გაუვარდა გაზეთი, რომელსაც ბიროტო ასაღებად დასწვდა, თუმცა ეს

„კონსტიტუსიონელი“ იყო.

პილიერო ფიქრებმა ისე დათრგუნეს, რომ მის მკაცრ, თითქოს ოსტატისაგან

გამოჭედილ მედალზე ამოტვიფრულ სახეს ბრინჯაოს ფერი დაედო. ის გაშეშებული

იჯდა, ფანჯარაში მეზობელი სახლის კედელს გაშტერებული შეჰყურებდა და

ბიროტოს გრძელ ამბებს უსმენდა. უეჭველი იყო უსმენდა და სჯიდა, სწონიდა ყველა

მის „დადებითსა“ და „უარყოფითს“ იმ ახალი მინოსის მიუდგომლობით, რომელმაც

კომერციის სტიქსი გადაცურა და მორფონდიუს სანაპირო მეოთხე სართულის პატარა

ბინაზე გაცვალა.

- რას იტყვით, ბიძაჩემო? - ჰკითხა ბიროტომ, როცა თავისი ნაამბობი დაამთავრა

თხოვნით, სამოცი ათასი ფრანკის რენტა გაეყიდა, და პასუხს შეუცადა.

- რა გითხრა, ჩემო საცოდავო სიძევ, მაგას ვერ ვიზამ, ძალიან აგწეწია საქმეები,

რაგონები და მე, თითოეული ორმოცდაათი ათას ფრანკს დავკარგავთ. ამ ღირსეულმა

ადამიანებმა ჩემი რჩევით თავიანთი ვირჩინის მაღაროების აქციები გაყიდეს. თუ

ზარალის შემთხვევაში დანაკარგი არ ავუნაზღაურე, ვალდებული ვარ დავეხმარო

მაინც. უნდა დავეხმარო აგრეთვე ჩემს ძმისწულს და ცეზარინს. ვაი თუ,

ულუკმაპუროდ დარჩეთ, ხომ უნდა მოგაწოდოთ...

- ულუკმაპუროდ, ბიძაჩემო?

- დიახ, ულუკმაპუროდ! სიმართლეს თვალებში შეხედე: მაგ საქმიდან ვერ

გამოძვრები! ხუთი ათას ექვსას ფრანკ რენტიდან, ოთხი ათასი შემიძლია გამოვიღო

და თქვენ და რაგონებს გაგიყოთ. მე ხომ ვიცნობ კონსტანსს: რაკი თავს უბედურება

დაგატყდათ, მუშაობით წელში გაწყდება, ყველაფერზე უარს იტყვის, შენც ასეთი ხარ,

ცეზარ!

- ჯერ ხომ ყველაფერი დაკარგული არ არის, ბიძაჩემო!

- მე საქმეს სხვანაირად ვუყურებ.

- მე კი დაგიმტკიცებთ, რომ სცდებით.

- მაგაზე მეტად არაფერი გამახარებს.

ბიროტოს აღარაფერი უპასუხნია, ისე დატოვა პილიერო. აქ ის ნუგეშისა და

დახმარებისთვის მოვიდა და კიდევ ერთი ელდა ეცა. მართალია, პირველზე ნაკლები,

მაგრამ უკვე არა თავში, არამედ გულში. ამ საცოდავი კაცის მთელი ცხოვრება გულში

იყო მოქცეული. რამდენიმე საფეხური რომ ჩაიარა, უკან მიბრუნდა.

- ბატონო ჩემო, - უთხრა პილიეროს ცივი ხმით. - კონსტანსმა ამ საქმისა არაფერი იცის,

საიდუმლოდ მაინც შემინახეთ, რაგონებს სთოხვეთ, ნუ დამირღვევენ ოჯახურ

სიმშვიდეს, ეს აუცილებელია ჩემთვის უბედურებასთან ბრძოლაში.

პილიერომ თვის დაქნევით დასტური მისცა.

Page 138: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- მხნედ იყავი, ცეზარ! - დასძინა მან. - გატყობ, მიწყრები, მაგრამ მოგვიანებით

გამამართლებ, როცა ცოლ-შვილზე დაიწყებ ზრუნვას.

ცეზარი ბიძას შორსმჭვრეტელ ადამიანად თვლიდა და ახლა ნირწამხდარი მისი

აზრებით, იმედებისა და რწმენის სიმაღლიდან ეჭვების შლამიან ჭაობში ჩავარდა.

როცა ასეთ საშინელ კომერციულ ქარიშხლებში ადამიანს არა აქვს ისეთი

გამობრძმედილი სული, როგორიც პილიეროს ჰქონდა, ის მოვლენათა სათამაშო

ხდება... ხან სხვის აზრებს მისდევს, ხან საკუთარი აზრებით მოქმედებს, მოციმციმე

შუქის მაძიებელი მოგზაურივით იმის მაგივრად, რომ მიწას განერთხოს, სანამ

გრიგალი გადაივლის, თავს მისცემს მის ქროლვას და თან გაჰყვება, მერე კი

მოსწყდება და მიწას დაენარცხება. დარდით გულდამძიმებულ ბიროტოს თავის

სესხთან დაკავშირებული დავა გაახსენდა. ის ვივიენის ქუჩაზე წავიდა თავის ვექილ

დერვილთან, რომ რაც შეიძლება ადრე დაიწყოს საქმე, უკეთუ ვექილი იმედს

გამოთქვამდა, რომ გარიგების გაუქმებას შესძლებდნენ. ვექილი ბიროტოს შინ

დახვდა. ის თეთრი მოლტონის საშინაო ხალათში გახვეული ბუხარს უჯდა, მშვიდად

და დარბაისლურად, როგორც ყველა შემაძრწუნებელ აღიარებას შეჩვეულ ვექილს

შეჰფერის. ბიროტომ პირველად შეამჩნია ეს წინასწარ განზრახული გულგრილობა. ის

ცივ წყალს ასხამდა ყველა ვნებაშეპყრობილ, გულდაკოდილ ადამიანს ვისაც კი

აუტანელი ტკივილები სტანჯავდა თავისი ცხოვრების, პატივის, ცოლ-შვილის გამო,

ყველა ცხოვრების ინტერესებსა და პატიოსნებაში თავმოყვარეობა შებღალულ კაცს

როგორც თვით ბიროტო იყო, ახლა რომ თავის უბედურების ამბავს ყვებოდა.

- თუ დამტკიცდება, - უთხრა დერვილმა მოსმენის შემდეგ, - რომ სესხის მიმცემს უკვე

აღარ ჰქონდა როგენთან თქვენთვის სასესხებელი თანხა, რაკი ფული არ იყო

გაცემული, გარიგება შეიძლება დაირღვეს. სესხის მიმცემიც, ისევე, როგორც თქვენ,

თქვენს ასი ათას ფრანკს, ამ თანხას კანტორის გირაოდან მიიღებთ. ასეთ შემთხვევაში

მე იმდენად ვაგებ პასუხს, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია. თქვენ იცით,

რომ წინასწარ მოგებული საქმეები არ არსებობს.

ესოდენ ჭკვიანი იურისტის აზრის მოსმენისას პარფიუმერს გული მიეცა. მან

დერვილს სთხოვა ორ კვირაში მოეხერხებინა სასამართლოს გადაწყვეტილების

მიღება. მაგრამ ვექილმა უპასუხა, გარიგების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება სამ

თვეზე ადრე არ მოხერხდებაო.

- სამ თვეზე ადრე! - შესძახა პარფიუმერმა, რომელიც ვარაუდობდა, რომ საჭირო

სახსრების ნაწილი უკვე ნაშოვნი ჰქონდა.

- კიდევაც რომ მოვახერხოთ საქმის სწრაფი გარჩევა, მოწინააღმდეგეს ხომ ვერ

ვაიძულებთ ჩვენი ნაბიჯით იაროს: ის ყველა კანონიერი საბაბით ისარგებლებს, რომ

პროცენტი გააჭიანუროს. ადვოკატები ყოველთვის არ დადიან სასამართლოში, ვინ

იცის, იქნებ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოში არც კი გამოცხადდეს? ყველაფერი

ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, პატივცემულო, - დაასრულა დერვილმა

ღიმილით.

- კი მაგრამ, კომერციულ სასამართლოში როგორღაა? - ჰკითხა ბიროტომ.

- ო, კომერციული სასამართლოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს შორის

დიდი განსხვავებაა, - მიუგო ვექილმა, - იქ თქვენ საქმეებს სახელდახელოდ შეწყვეტთ.

Page 139: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ჩვენთან კი, სასამართლოში, ყველაფერი ფორმის მიხედვით კეთდება. ფორმა არის

დამცველი კანონიერებისა. მოგეწონებოდათ ჰაიჰარად გადაწყვეტილი საქმე,

რომელიც ორმოცი ათას ფრანკს დაგაკარგვინებდათ? ჰოდა, ეს თქვენი

მოწინააღმდეგეც, როცა დაინახავს, რომ მისი ფული საფრთხეშია, თავს დაიცავს.

ყოველგვარი ვადის გაგრძელება სასამართლოს მახეებია.

- მართალი ბრძანდებით, - მიუგო ბიროტომ და მთლად განადგურებული

გამოეთხოვა დერვილს. - ყველანი მართალნი არიან, ფული! ფული! - იმეორებდა

გზაზე მიმავალი ბიროტო და თავის თავს ეუბნებოდა, როგორც ყველა შეწუხებული

კაცი ამ მოფუსფუსე და მშფოთვარე პარიზში, ერთმა თანამედროვე პოეტმა

მოთუხთუხე კოჭობს რომ შეადარა.

როცა დუქანში შევიდა, ნოქარმა, რომელიც კლიენტებთან იყო გაგზავნილი

ანგარიშებით, მოახსენა, ახალი წლის მოახლოების გამო, ანგარიშის მიღებაზე ყველამ

ხელი კი მოაწერა, მაგრამ ანგარიშები თვითონ დაიტოვესო.

- მაშ, შეუძლებელი ყოფილა ფულის შოვნა! - წამოიძახა ხმამაღლა პარფიუმერმა,

მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა, რადგან ყველა ნოქარმა მისკენ მოიხედა.

*

ამგვარად გავიდა ხუთი დღე, ხუთი დღე, რომლის განმავლობაში ბრაშონმა,

ლურდუამ, თორეინმა, გრენდომ, შაფარუმ - ყველა ანგარიშგაუსწორებელმა

კრედიტორმა მთელი რიგი ქამელეონისებური გარდასახვა განვლო, რასაც

ჩვეულებრივ კრედიტორი განიცდის, ვიდრე ნდობის მშვიდი მდგომარეობიდან

კომერციული ბელონის[77] სისხლიან სიშმაგეში გადავა. პარიზში ადამიანები

სწრაფად ვარდებიან სულისშემხუთველ უნდობლობაში, და ნდობის გამომხატველ

გულისთქმას ძნელად უცხადებენ ერთმანეთს. მაგრამ როგორც კი კრედიტორი

შიშიანობისა და კომერციული სიფრთხილის გზას დაადგება, ისეთ შემაძრწუნებელ

საძაგლობას სჩადის, რაც მას მოვალეობაზე დაბლა აყენებს. კრედიტორთა

ენამოთაფლული თავაზიანობა შეცვალა მძვინვარე მოუთმენლობამ, აბეზარმა გულის

გაწყალებამ, ხშირმა წყრომამ, გამყინავად გულგრილმა შეუცვლელმა

გადაწყვეტილებებმა, თავხედურად შემზადებულმა სასამართლოს უწყებებმა.

ბრაშონმა, სენტ-ანტუანის გარეუბნის მდიდარმა მეავეჯემ, პირველმა დაჰკრა ბუკ-

ნაღარა, რადგან თავმოყვარეობა შელახული იყო მეჯლისზე რომ არ მიიწვიეს. ის

მოითხოვდა ოცდაოთხი საათის განმავლობაში გადაეხადათ მისთვის ვალი:

თხოულობდა გარანტიას, არა ავეჯის აღწერით, არამედ ორმოცი ათასი ფრანკის

საწინდარით ტამპლის გარეუბნის მიწებზე. მიუხედავად კრედიტორთა გაშმაგებული

დავისა, ბიროტოს მაინც ჰქონდა ხოლმე სულის მოთქმის წუთები.

მაგრამ იმის მაგივრად, რომ რაიმე ურყევი გადაწყვეტილების მიღებით როგორღაც

დაეძლია მისი მძიმე მდგომარეობით გამოწვეული ეს პირველი უთანხმოება, ცეზარმა

მთელი თავისი ჭკუა იმას მოანდომა, რომ ცოლს, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც

კეთილი რჩევით შეეძლო მისი დახმარება, არაფერი გაეგო ამ საქმეზე. ის დუქნის

კარებში იდგა და გუშაგივით იცავდა კონსტანსს. ბიროტომ თავისი დროებითი

გასაჭირი სელესტენს გაანდო, ის გაკვირვებული ცნობისმოყვარეობით

Page 140: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ათვალიერებდა თავის პატრონს: ცეზარი მის თვალში მცირდებოდა, როგორც

მცირდებიან გასაჭირში წარმატებას მიჩვეული ყველა საშუალო გონების ადამიანები,

ვისი ძალაც ცხოვრებაში მოწიფულობა და ხელმარჯვეობაა. თუმცა ცეზარს არ ჰქონდა

იმდენი ენერგია, რომ თავი დაეცვა ყოველი მხრიდან შემოტეული

უსიამოვნებებისაგან, მას მაინც ეყო სიმამაცე, თავის მდგომარეობაში გარკვეულიყო.

სახლის გადაკეთების ანგარიში რომ გაესწორებინა, ბინის ქირა გადაეხადა, დაეფარა

სასწრაფო გადასახადები, მას 30 დეკემბრისათვის და 15 იანვრისათვის სამოცი ათასი

ფრანკი ნაღდი ფული სჭირდებოდა, აქედან ოცდაათი ათასი ოცდათერთმეტი

დეკემბრისთვის, მთელი მისი სახსრები კი ძლივს აღწევდა ოც ათას ფრანკს. ესე იგი,

ათი ათასი ფრანკი აკლდა. მაგრამ აგრე რიგად უიმედოდ არ ეჩვენებოდა

მდგომარეობა, ვინაიდან ახლა უკვე მომავლისკენ აღარ იყურებოდა და

თავგადასავლის მაძიებელთა მსგავსად ყოველი დღით ცხოვრობდა. სანამ მისი

უფულობა გახმაურდებოდა, ცეზარმა გადაწყვიტა, მისი აზრით ძალიან ჭკვიანური

ნაბიჯი გადაედგა და ცნობილი ფრანსუა კელერისათვის მიემართა. ეს იყო ბანკირი,

კარგი ორატორი და ფილანთროპი, სახელგანთქმული თავისი კეთილი საქმეებით და

სურვილით სარგებლობა მოეტანა პარიზის კომერციული სამყაროსთვის, რათა ამით

პალატაში ქალაქ პარიზის დეპუტატის ადგილი შეენარჩუნებინა. ბანკირი ლიბერალი

იყო, ბიროტო - როიალისტი. მარგამ ბიროტო ყველაფერს საკუთარი არშინით

ზომავდა და განსხვავებას შეხედულებებში ისე უყურებდა, როგორც კრედიტის

მიღების კიდევ ერთ ზედმეტ საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუ გარანტიას

მოსთხოვდნენ, ბიროტოს იმედი ჰქონდა, რომ ოცდაათი ათასი ფრანკის თამასუქებს

პოპინო მისცემდა, რომლის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარებოდა. ეს ხელს შეუწყობდა

დავის მოგებაში და ყველაზე უფრო ხარბი კრედიტორების გასტუმრებაში.

პარფიუმერი, ეს გულღია ადამიანი, რომელიც შეჩვეული იყო საყვარელი

კონსტანსისათვის თავისი ცხოვრების უწვრილმანესი ამბებიც კი გაეზიარებინა, მასში

სიმამაცის წყარო დაენახა და ცოლის შესიტყვებაში ეძებნა სწორი გადაწყვეტა

საკითხისა, ახლა ვეღარ ახერხებდა ლაპარაკს თავის გაჭირვებაზე ვერც უფროს

დახლიდართან, ვერც ბიძამისთან, ვერც ცოლთან. და საზრუნავი ორმაგ ტვირთად

ედებოდა. მაგრამ თავგანწირულ წამებულს ერჩივნა თვითონ ეტანჯა, ვიდრე ცოლის

გულში გაეჩაღებინა ცეცხლი. მაშინ აპირებდა ყველაფრის მოყოლას, როცა

საშიშროება ჩაივლიდა. ის იქნება ამ შემზარავ გულახდილობას უფრთხოდა. შიში,

ცოლის გამო რომ განიცდიდა, უბედურებაში ამხნევებდა. ყოველ დილას წმ. როხის

ეკლესიაში დადიოდა წირვაზე და თავის უბედურებას მაცხოვარს უზიარებდა.

„თუ ეკლესიიდან შინ დაბრუნებისას არც ერთი ჯარისკაცი არ შემხვდა გზაზე, მაშინ

ჩემი ლოცვა შეწყნარებულია, ეს ღვთის წყალობა იქნება“, - ფიქრობდა ცეზარი, როცა

შეწევნას სთხოვდა ღმერთს.

და როცა ჯარისკაცს არ შეხვდებოდა, მართლაც ბედნიერი იყო. მაგრამ გული მაინც

საშინლად ჰქონდა დამძიმებული და ახლობელი ვინმე სჭირდებოდა, რომ თავისი

ვარამი გაემხილა. ცეზარინს ხომ მაშინვე გამოუტყდა გულისნადებს, როგორც კი

შეიტყო ეს საბედისწერო ამბავი. ისინი ერთმანეთს მალულად გადახედავდნენ ხოლმე

და ამ მზერაში გამოსჭვიოდა სასოწარკვეთა, ან გულში ჩახშული იმედები. ერთნაირი

მგზნებარებით ევედრებოდნენ ღმერთს, ერთმანეთის თანამგრძნობი კითხვა-პასუხი

ჰქონდათ. ერთი სიტყვით, მათ შორის, სრული ურთიერთგაგება სუფევდა. ბიროტო

ცოლს თავს მხიარულად და ხალისიანად აჩვენებდა. როცა კონსტანსი რამეს

Page 141: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ჰკითხავდა, ო, როგორ არა, საუცხოოდ მიდის საქმეებიო, - მიუგებდა. პოპინო,

რომელიც ცეზარს აღარც კი აგონდებოდა, - იფურჩქნებაო, „ზეთი“ დატაცებაზეაო!

კლაპარონის თამასუქები გადახდილი იქნება - ეგ საწუხარი არ არისო. საშინელი იყო

ეს ყალბი სიხარული. როცა კონსტანსი თავის მდიდრულ სარეცელში იძინებდა,

ბიროტო საწოლში ჩაჯდებოდა და თავის უბედურებაზე ფიქრს მისცემდა თავს.

ხანდახან ფეხშიშველი და პერანგისამარა, თეთრ მხრებზე შალწამოგდებული

ცეზარინი გამოვიდოდა მასთან.

- მამა, შენი ტირილი მესმის, - ეტყოდა და თვითონაც ცრემლებად იღვრებოდა.

მას შემდეგ, რაც ბიროტომ დიდ ფრანსუა კელერს წერილი მისწერა და მიღებას

სთხოვდა, ისეთ უგრძნობელ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ცეზარინმა ქალაქში

გაიყვანა სასეირნოდ. მხოლოდ მაშინ შეამჩნია ცეზარმა ქუჩაში გამოკრული

ვეებერთელა წითელი აფიშები და თვალში მოხვდა სიტყვები „კეფალური ზეთი“.

იმ დროს, როცა „ვარდების დედოფლის“ მზე ტრაგიკულად უნდა ჩასვენებულიყო,

ჰორიზონტზე წარმატების სხივებში ამოდიოდა მეორე ვარსკვლავი „ა. პოპინოს

სავაჭრო სახლი“. გოდისარისა და ფინოს რჩევა-დარიგებით გამხნევებულმა ანსელმმა

გაბედულად გაუშვა გასაყიდად თავისი ზეთი. სამი დღის განმავლობაში ორი ათასი

აფიშა გააკრეს პარიზის ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში. შეუძლებელი იყო ცხვირი

არ მიგედო „კეფალურ ზეთზე“ და არ წაგეკითხა ფინოს მიერ შედგენილი სხარტი

წინადადებები იმის შესახებ, რომ შეუძლებელია თმის ხელახლა გაზრდა და საშიშია

მათი შეღებვა, რასაც თან ერთვოდა მეცნიერებათა აკადემიაში ვოკლენის მეირ

წაკითხული მოხსენებიდან ამოღებული ციტატები. ეს აშკარა გარანტია იყო მკვდარი

თმის გასაცოცხლებლად იმათთვის, ვინც „კეფალურ ზეთს“ იხმარებდა. პარიზის

ყველა დალაქმა, პარიკმახერმა და პარფიუმერმა თავიანთი კარები შეამკეს მოოქრულ

ჩარჩოში ჩასმული ველენის ქაღალდზე საუცხოოდ დაბეჭდილი რეკლამით, რომლის

ზემო ნაწილში მოთავსებული იყო გრავიურა „ჰერო და ლეანდრი“ ეპიგრაფად

მოცემული შემდეგი გამონათქვამით „უძველესი დროის ხალხები თავიანთ თმას

„კეფალური ზეთის“ ხმარებით ინარჩუნებდნენ. „ამ ბიჭს უცვლელი ჩარჩოები

გამოუგონია, ეს ხომ სამუდამო რეკლამაა“! - გაიფიქრა ბიროტომ და

განცვიფრებულმა შეათვალიერა „ვერცხლის ზარის“ ვიტრინა.

- განა არ გინახავს ჩვენს მაღაზიაში ასეთივე ჩარჩო - ჰკითხა ქალიშვილმა. - ბ-მა

ანსელმმა ხომ თვითონვე მოგვიტანა. ამას სამასი შუშა ზეთიც მოაყოლა და

სელესტენს გადასცა.

- არ მინახავს, - მიუგო ბიროტომ.

- სელესტენმა ორმოცდაათი შუშა უკვე შემთხვევით გამვლელებს მიჰყიდა, სამოცი კი

ჩვენს მუდმივ კლიენტებს.

- ხო... - თქვა ცეზარმა.

პარფიუმერი, გაოგნებული ათასი ზარის ზრიალით, გაჭირვება რომ თავის

მსხვერპლს აყრუებს, გამუდმებული თავბრუსხვევის მდგომარეობაში ცხოვრობდა.

წინადღით პოპინომ ერთი საათი უცადა და წავიდა. კონსტანსმა და ცეზარინმა

უთხრეს ერთი დიდი საქმით არის გართულიო.

Page 142: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- აა, ხო, ალბათ მიწის ნაკვეთების საქმე იქნება!

საბედნიეროდ, პოპინოს, რომელიც აგერ უკვე ერთი თვე სრულდებოდა სენ-დიამანის

ქუჩიდან არ გამოსულიყო და ღამეებითა და კვირაობითაც ქარხანაში მუშაობდა, არ

ენახა არც რაგონები, არც პილიერო, არც თავისი მოსამართლე ბიძა. საწყალი ბიჭი,

დღე-ღამეში ორ საათზე მეტს არ იძინებდა. მას მხოლოდ ორი ნოქარი ჰყავდა, მაგრამ

საქმეები ისე მისდიოდა, რომ მალე ოთახიც დასჭირდებოდა. კომერციაში შემთხვევა

ყველაფერია. ვინც წარმატებას ცხენივით შეკაზმავს, ბედნიერებას ხელიდან გაუშვებს.

პოპინო ფიქრობდა, რომ ბიძამისი და ძალუამისი გულში ჩაიკრავდნენ, როცა ექვსი

თვის მერე ეტყოდა: „ახლა აღარაფერი გამიჭირდება, დიდი ქონება დავაგროვეო!“ -

მას იმედი ჰქონდა, რომ ბიროტოც კარგად მიიღებდა, როცა ექვსი თვის შემდეგ თავის

წილს, - ოცდაათ თუ ორმოცი ათას ფრანკს მიუტანდა. ანსელმმა არაფერი იცოდა არც

როგენის გაქცევისა, არც ცეზარის უბედურებასა და უფულობაზე და ამიტომ

ვერაფერი წამოსცდებოდა ქ-ნ ბიროტოსთან. თუ ფინო თითო გაზეთში თვეში სამჯერ

მოათავსებდა რეკლამას და „კეფალურ ზეთს“ ახსენებდნენ, პოპინო მას დიდ

გაზეთებში გამოცხადებაზე ხუთასი ათას ფრანკს პირდებოდა, პატარებში კი - სამასი

ათას ფრანკს. ასეთი გაზეთები ოცამდე იყო. ფინო ხედავდა, რომ ამ რვაასი ათას

ფრანკიდან სამასი ათასი მას დარჩებოდა და ეს იქნებოდა მისი პირველი ჩასვლა

სპეკულაციის ვეებერთელა სათამაშო მაგიდაზე. ისიც ლომივით ეძგერა თავის

მეგობრებსა და ნაცნობებს. განუწყვეტლივ რედაქციებში ტრიალებდა, დილაობით

რედაქტორებს საწოლ ოთახში უვარდებოდა, საღამოობით კი ყველა თეატრების

ფოიეებში დაბორიალებდა. „ჩემი ზეთი არ დაივიწყო, მეგობარო, აქედან, ცხადია, მე

არაფერი სარგებლობა მაქვს, მხოლოდ გოდისარის, იმ ლოთიბაშის გულისთვის

ვცდილობო“. ასეთი იყო ყოველი მისი საუბრის თავი და ბოლო. მან შეტევით აიღო

ყველა გაზეთის უკანასკნელი სვეტების კაბადონები, სადაც საკუთარ შენიშვნებს

ათავსებდა, ჰონორარს კი რედაქტორებს უტოვებდა. სცენის სტატისტივით გაქნილი,

რომელიც ცდილობს მსახიობად გაძვრეს, ცქვიტი, როგორც შიკრიკი, თვეში რომ

სამოც ფრანკს შოულობს, - ფარისევლურ წერილებს წერდა, ადამიანთა

პატივმოყვარეობაზე თამაშობდა, მთავარ რედაქტორებს ბინძურ სამსახურს უწევდა,

ოღონდ კი მისი წერილები დაებეჭდათ ფული, სადილები, უხამსობა, - არაფერს

ერიდებოდა თავის გაცხარებულ საქმიანობაში. თეატრის ბილეთებით მოისყიდა

სტამბის მუშები, შუაღამისას რომ გაზეთის უკანასკნელ გვერდს ავსებენ რაიმე

შენიშვნით „შემთხვევებიდან“, რაც მუდამ ყველა გაზეთს მზადა აქვს ყოველი

შემთხვევისთვის. ფინო ამ დროს საქმიანი სახით სტამბაში ტრიალებდა, ვითომდა

რაღაც წერილი მინდა კიდევ გადავიკითხოო. მთელი ქვეყნის მეგობარმა ფინომ

„კეფალურ ზეთს“ ხელი შეუწყო დაეჩრდილა „რენიოს კრემი“, „ბრაზილიური

ბალზამი“ და სხვა კოსმეტიკური საშუალებები, თუმცა მათ გამომგონებლებს

გენიალობა ეყოთ, პირველნი მიმხვდარიყვნენ, რა დიდ გავლენას ახდენს

საზოგადოებაზე საგაზეთო შენიშვნებში ხშირად გამეორებული რეკლამა. იმ ნეტარ

დროში ბევრი ჟურნალისტი, ხარის მსგავსად, ვერ გრძნობდა თავის ძლიერებას და

ერთობოდა მსახიობი ქალებით - ფლორინათი, ტულიათი, მარიეტათი[78] და

სხვებით. ეს ქალები ყველას მბრძანებლობდნენ, თვითონ კი ხეირი არაფერი ჰქონდათ.

ანდოში არც იმაზე იკლავდა თავს, ამა და ამ მსახიობ ქალს ტაში დაუკრანო, არც

თეატრში პიესის მიღება აწუხებდა, არც თავისი ვოდევილის დადგმისათვის

იბრძოდა, არც სტატიებისათვის ჰონორარის მოპოვებაზე ზრუნავდა, პირიქით,

საკუთარ ფულსაც კი სთავაზობდა სესხად, როცა ეს საჭირო იყო და საუზმეზე

Page 143: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დაპატიჟებაც დროზე იცოდა, ამიტომ არ არსებობდა გაზეთი, რომელიც „კეფალურ

ზეთზე“ არ ლაპარაკობდა და არ ამტკიცებდა თავისი შემადგენლობით ვოკლენის

ანალიზებს ეფარდებაო. მოუწოდებდა სასაცილოდ არ აეგდოთ ისინი, ვისაც

სჯეროდა ხელოვნურად თმის ზრდა და გაეფრთხილებინა, რომ შეღებვა საშიშიაო.

ეს შენიშვნები ფრიად ახარებდა გოდისარის გულს, რომელიც გაზეთებით ისე

სარგებლობდა, როგორც იარაღით ცრურწმენათა წინააღმდეგ და პროვინციაში იმას

აკეთებდა, რასაც შემდეგში სპეკულანტებმა მისი მიბაძვით „მთელი ძალღონით

შეტევა“ უწოდეს. იმ დროს პარიზის გაზეთები ბატონობდნენ პროვინციაში, - მაშინ

საცოდავ პროვინციელებს ჯერ საკუთარი ორგანოები არ ჰქონდათ, იქ გაზეთებს

დიდის გულისყურით ჩაჰკირკიტებდნენ, სათაურიდან დაწყებული გამომცემლის

გვარით გათავებული ზეპირად სწავლობდნენ. სწორედ ამ პწკარში შეიძლებოდა

დამალული ყოფილიყო იმ ადამიანთა ირონია, თავიანთი რწმენისათვის რომ იყვნენ

დევნილნი. გოდისარმა პრესაზე დაყრდნობით პირველივე ქალაქში ბრწყინვალედ

გაიმარჯვა თავისი ენის წყალობით. ყველა პროვინციელმა მედუქნემ მოინდომა

ჰქონოდა ჩარჩოში ჩასმული რეკლამა გრავიურით „ჰერო და ლეანდრი“. ფინომ

„მაკასარის ზეთი“ მშვენიერ სახუმარო ვოდევილში გამოიყვანა, თეატრ

„ფიუნამბულში“ ასე რომ აცინებდა ხალხს: პიერო ხელს წამოავლებს იატაკის

დაფაცხავებულ ჯაგრისს, ზედ „მაკასარის ზეთს“ დაასხამს და ჯაგრისი უმალვე

ტყესავით გახშირდება. ეს სასაცილო სცენა მთელ დარბაზში ხარხარს იწვევდა.

მოგვიანებით, ფინო მხიარულად ყვებოდა ეს ათასი ეკიუ რომ არა მქონოდა,

შიმშილითა და დარდით სული ამომძვრებოდაო. ათასი ეკიუ მისთვის მთელი

სიმდიდრე იყო. ამ კამპანიაში ის პირველი მიხვდა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა

რეკლამას, რომელიც შემდეგ ფართოდ და ჭკვიანურად გამოიყენა. სამი თვის შემდეგ

ფინო უკვე პატარა გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო, რომელიც შემდგომში

შეისყიდა და სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი მის სიმდიდრეს. პოპინოს სავაჭრო

სახლის გაფურჩქვნა იმ „მთელი ძალღონით შეტევის“ წყალობა იყო, პროვინციაში და

საზღვარგარეთ რომ ჩაატარა სახელოვანმა გოდისარმა, კომივოიაჟერმა და ამ

მიურატმა[79], ხოლო ხალხში პოპულარობა ფირმამ გაზეთის გაცხარებული იერიშით

მოიპოვა, რამაც წარმოქმნა ის ფართო რეკლამა, რომელსაც აგრეთვე მიმართეს

„ბრაზილიურმა ბალზამმა“ და „რენიოს კრემმა“. საზოგადოებრივი აზრის ამ იერიშმა

დასაწყისში სამი კარიერა, სამი ქონება წარმოშვა, ხოლო შემდეგ გამოიწვია ფულის

მოყვარულ ადამიანთა მთელი ურდოს შემოსევა, რომელიც პრესის ასპარეზს მიაწყდა,

სადაც ფასიანი განცხადებები შექმნეს და ამით მთელი რევოლუცია მოახდინეს.

მაგრამ სწორედ ამ დროს „პოპინოსა და კომპ. სავაჭრო სახლის“ რეკლამა უკვე ყველა

კედელზე და ყველა ვიტრინაში იწონებდა თავს. ბიროტოს არ შესწევდა უნარი აეწონა

ასეთი რეკლამის მნიშვნელობა და ისღა უთხრა ცეზარინს: „პატარა პოპინო ჩემს

კვალს მისდევს“. მას არ ესმოდა, რომ დრო შეიცვალა, ვერ აფასებდა წარმოების ახალ

მეთოდებს, რომელთა სისწრაფე და მოცულობა ახლა ბევრად უფრო სწრაფად

ეუფლებოდა კომერციულ სამყაროს.

ბიროტოს მეჯლისის შემდეგ თავის ქარხანაში ფეხი აღარ შეუდგამს. არ იცოდა, რა

ცხარე მუშაობა გააჩაღა აქ პოპინომ. ანსელმმა ბიროტოს ყველა მუშა თან წაიყვანა და

თვითონაც იქ ათევდა ღამეს. ყველგან ცეზარინი ეჩვენებოდა, ის ყველა ყუთში იჯდა,

ყველა გასაგზავნ ამანათში იჯდა, მისი სახე თითქოს ყველა ზედნადებზე იყო

დაბეჭდილი. როცა სერთუკს გაიხდიდა, სახელოებს დაიკაპიწებდა და ყუთების

Page 144: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დაჭედებას მოჰყვებოდა სხვადასხვა მხარეს დავალებებით დაგზავნილ ნოქართა

მაგივრად, გუნებაში ფიქრობდა, ცეზარინი ნამდვილად ჩემი ცოლი გახდებაო!

ცეზარმა მთელი ღამე იფიქრა, რა ეთქვა და რა არ ეთქვა ბანკირთა საზოგადოების

ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებისათვის, და მეორე დღეს ჰუსეს ქუჩაზე გამოცხადდა.

ის გულისფანცქალით მიუახლოვდა ლიბერალი ბანკირის სახლს, რომელიც იმათ

რიცხვს ეკუთვნოდა, ვისაც სრულიად სამართლიანად აბრალებდნენ ბურბონთა

დამხობის განზრახვას. პარფიუმერსაც, როგორც ყველა პარიზელ წვრილ მოვაჭრეს,

არაფერი გაეგებოდა ბანკის მაღალი სფეროების ადამიანთა და მათი ზნე-

ჩვეულებებისა.

პარიზში, ბანკირის მაღალ სფეროსა და კომერციულ საზოგადოებას შორის არსებობს

მეორეხარისხოვანი საბანკირო სახლები, ბანკებისთვის მოხერხებული შუამავალნი,

რაც კიდევ ერთი ზედმეტი გარანტიაა ბანკებისთვის. კონსტანსს და ცეზარს,

რომელნიც არასოდეს გადასცდენიან თავიანთ შესაძლებლობათა საზღვრებს,

სალაროში ფული არასოდეს გამოლევიათ და თამასუქებს თავიანთ პორტფელში

ინახავდნენ, არც ამ მეორე რანგის საბანკირო სახლების დახმარება დასჭირვებიათ

ოდესმე. რასაკვირველია, მათ კიდევ უფრო ნაკლებად იცნობდნენ უმაღლეს

საბანკირო სფეროებში. იქნება შეცდომაც იყოს, რომ კრედიტი არ გაიჩინეს, თუნდაც

ეს მათთვის საჭირო არ ყოფილიყო. ამაზე მრავალი სხვადასხვა აზრი არსებობს. ასე

თუ ისე, ბიროტო ახლა ძალიან ნანობდა, რომ ერთხელაც არ გამოუშვა თავისი

ხელმოწერა. მაგრამ, ფიქრობდა, მისთვის, როგორც მერის თანაშემწისთვის და

პოლიტიკაში გარეული ადამიანისთვის, საკმარისი იქნებოდა გამოჩენილიყო და

მაშინვე მიიღებდნენ. ფიქრადაც არ მოსდიოდა, თუ იმ ბაკონთან აუდიენციის

მიღებას თითქმის იმდენივე ხალხი ცდილობდა, რამდენიც მეფესთან. ბიროტო

შეიყვანეს დარბაზში, რომელიც ესოდენ მრავალმხრივ ცნობილი პიროვნების

მოსაცდელი ოთახი იყო და ის აღმოჩნდა დეპუტატების, მწერლების, ჟურნალისტების,

ბირჟის მაკლერების, მსხვილი კომერსანტების, საქმოსნების, ინჟინრების

მრავალრიცხოვან საზოგადოებაში. მაგრამ მან შენიშნა, რომ აქ ჭარბობდა „შინაური

ხალხი“, რომლებიც ხალხს მიარღვევდნენ, კაბინეტის კარზე თავისებურად

აკაკუნებდნენ და შიგ ურიგოდ შედიოდნენ. „რას წარმოვადგენ მე ამ ვეებერთელა

მექანიზმში?“ - გაიფიქრა ამ იდეათა სამჭედლოს ხმაურით გაყრუებულმა ბიროტომ,

სადაც ოპოზიციისთვის მზადდებოდა პური არსობისა, სადაც დიდი

ტრაგიკომედიისათვის როლებს იზუთხავდნენ „მემარცხენეთა“ წარმომადგენლები.

მის მარჯვნივ რამდენიმე კაცი იხილავდა საკითხს სესხზე, რომელიც არხების მთავარ

ხაზებზე სამუშაოთა დამთავრებას ეხებოდა. მას იძლეოდა ხიდებისა და

გზატკეცილების სამმართველო, და ლაპარაკი იყო მილიონებზე! მის მარცხნივ -

ჟურნალისტები, რომელთაც ბანკირი პატივმოყვარეობის გულისთვის ნადავლს

უნაწილებდა, ერთმანეთში პალატის გუშინდელ სხდომაზე და პატრონის

იმპროვიზირებულ გამოსვლაზე მასლაათობდნენ. ორი საათის ლოდინის

განმავლობაში ბიროტომ შენიშნა, რომ პოლიტიკოსი ბანკირი სამჯერ გამოვიდა

თავისი კაბინეტიდან და რამდენიმე ნაბიჯზე გააცილა განსაკუთრებით

ანგარიშგასაწევი პირები. უკანასკნელი მათგანი, გენერალი ფუა ფრანსუა კელერმა

მოსაცდელ ოთახში მიაცილა.

„დავიღუპე“, - გული შეეკუმშა ბიროტოს.

Page 145: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

როცა ბანკირი თავის კაბინეტში შებრუნდებოდა ხოლმე, მლიქვნელთა, მეგობართა

და მთხოვნელთა ჯგუფი ისე აედევნებოდა, როგორც ძაღლები ლამაზ ძუკნა ძაღლს.

რამდენიმე თავხედი გოშია მის ნებადაურთველად ტაძარშიც კი ძვრებოდა. საუბარი

ხუთი, ათი, ხანდახან თხუთმეტი წუთიც გრძელდებოდა. ზოგიერთი უკმაყოფილო

გამოდიოდა, ზოგი კი აშკარად კმაყოფილი, ანდა დიდად გაბღენძილი. დრო

გადიოდა ბიროტო შეშფოთებული შეჰყურებდა კედლის საათს. ფიქრადაც არავის

მოსვლია ყურადღება მიექცია მისი ფარული წამებისა და უხმო გმინვისთვის,

ადამიანისა, ბუხრის კუთხეში მოოქრულ სავარძელში რომ მიმჯდარიყო იმ კაბინეტის

კართან, სადაც მეფობდა უებარი წამალი სახელად - კრედიტი. ცეზარი

გულისტკივილით ფიქრობდა, ერთ დროს ხომ მეც ისევე ვმეფობდი ჩემს

სამფლობელოში, როგორც ეს კაცი მეფობს აქ ყველა დილასო, და თავისი დაცემის

მთელ სიღრმეს ზომავდა. მწარე ფიქრები უტრიალებდა თავში. რამდენი ცრემლი

ჩაიხშო გულში ამ ერთი საათის მანძილზე! რამდენჯერ შესთხოვა ღმერთს მისკენ

მოექცია ეს სასარგებლო კაცი! ვინაიდან გარეგნულად თვალსაჩინო გულთბილობის

სქელი საბურველის ქვეშ ის კელერში ხედავდა გულზვიადობას, გულფიცხ

დესპოტიზმს და მბრძანებლობის მკაცრ სურვილს და ეს ყველაფერი აძრწუნებდა

პარფიუმერის ნაზ სულს. ბოლოს, როცა მისაღებ ოთახში ათი თუ თორმეტი კაციღა

იყო დარჩენილი, ბიროტომ გადაწყვიტა, როგორც კი კაბინეტის კარი გაიჭრიალებდა,

ამდგარიყო, მიახლოებოდა დიდ ორატორს და ეთქვა „მე ბიროტო ვარო!“ გრენადერს,

რომელიც პირველად ეძგერა მოსკოვთან რედუტს[80], ალბათ არ გამოუჩენია უფრო

დიდი გმირობა, რაც პარფიუმერს დასჭირდა ამ ნაბიჯის გასაბედად. „სხვა რომ არა

იყოს რა, მერის თანაშემწე ხომ ვარ“, - გაიფიქრა მან და წამოდგა, რომ თავისი გვარი

მოეხსენებინა.

ფრანსუა კელერმა პარფიუმერის წითელი ლენტის დანახვაზე გულითადი იერი

მიიღო, მან ალბათ გადაწყვიტა თავაზიანი ყოფილიყო, უკან დაიწია, კაბინეტის კარი

გამოაღო და ცეზარს შესვლა ანიშნა. თვითონ ერთხანს შეჩერდა და გამოელაპარაკა ორ

კაცს, რომლებიც გრიგალივით მივარდნენ ბანკირს.

- დეკაზს თქვენთან საუბარი სურს, - უთხრა ერთმა მათგანმა.

- მარსანის[81] პავილიონი უნდა მოვსპოთ! მეფეს ყველაფერი კარგად ესმის, მხარს

დაგვიჭერს! - შესძახა მეორემ.

- ჩვენ პალატაში ერთად წავალთ, - განაცხადა ბანკირმა და ისე გაიბღინძა, როგორც

ბაყაყი, რომელიც ცდილობს ხარს დაემსგავსოს.

„ თავის საქმეებზე ზრუნვას როდისღა ასწრებს?“ - ჩაეკითხა თავს განცვიფრებული

ბიროტო.

უპირატესობის კაშკაშა შუქი ისე სჭრიდა თვალს პარფიუმერს, როგორც დღის

სინათლე აბრმავებს ღამის ფარვანას, რომელსაც საღამოს ჟამი და ნათელი ღამის

ბინდ-ბუნდი ურჩევნია. ვეებერთელა მაგიდაზე მან შეამჩნია ბიუჯეტის პროექტები,

პალატის სხდომების დაბეჭდილი ანგარიშები, გაზეთ „მონიტორის“[82] გახსნილი

დასტები, გადასინჯული და ჩანიშნული იმ მიზნით, რათა რომელიმე

მინისტრისთვის მის მიერ ოდესღაც თქმული აწ დავიწყებული სიტყვები ცხვირში

ეხალა და აეძულებინა უარი ეთქვა იმ გულუბრყვილო ბრბოს ტაშისცემაზე,

რომელსაც უნარი არა აქვს მიხვდეს, რომ ქვეყანაზე ყველაფერი იცვლება

Page 146: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე მაგიდაზე გროვად ეყარა საქაღალდეები,

მოხსენებითი ბარათები, პროექტები, ათასი ცნობა, შედგენილი კაცისთვის, ვისი

სალაროთიც ყველა ახლადშექმნილი წარმოება ცდილობდა ესარგებლა. ცეზარმა

კარგად შეამჩნია მეფური სიმდიდრე კაბინეტისა, რომელიც სავსე იყო სურათებით,

ქანდაკებებით, ხელოვნების ნაწარმოებებით. ბუხარზე უხვად დალაგებული

ძვირფასი ნივთები, ახუხულავებული სამამულო თუ უცხოური ფასიანი ქაღალდების

მთელი დასტები, - ყველაფერმა ამან ჟრუანტელი მოჰგვარა ბიროტოს, დაამცირა, შიში

გაუძლიერა და სისხლი გაეყინა. ფრანსუა კელერის სამუშაო მაგიდაზე დასტებად

ეყარა თამასუქები, ჩეკები, სავაჭრო ცირკულარები. ბანკირი დაჯდა და სწრაფად

შეუდგა ხელისმოწერას წერილებზე, რომლებიც გადასინჯვას არ საჭიროებდნენ.

- ბატონო ჩემო, რას უნდა ვუმადლოდე თქვენს მოსვლას? - ჰკითხა მან ცეზარს.

ამ სიტყვებზე იმ ადამიანის ხმა, ვისაც მთელი ევროპა უგდებდა ყურს და ახლა

მხოლოდ მისკენ იყო მიმართული, ვიდრე მისი ხარბი ხელი ქაღალდებზე

მიმოდიოდა, საცოდავ პარფიუმერს მოეჩვენა, თითქოს გახურებული შანთი

გაეყაროთ მუცელში. მას სახეზე მაამებელი გამომეტყველება გამოესახა, რასაც

ბანკირი უკვე ათი წლის განმავლობაში ამჩნევდა იმ ადამიანთა სახეზე, ვისაც

მხოლოდ თავისთვის ხელსაყრელ საქმეში უნდოდა მისი გახლართვა, ეს კი

უპირატესობას ნიშნავდა. ამიტომ ფრანსუა კელერმა ცეზარს გამჭვალავი,

ნაპოლეონისებური მზერა სტყორცნა. ნაპოლეონის მზერის მიბაძვა იმ დროში

სასაცილო ჩვეულება იყო ზოგიერთი მეტიჩარასი, რომელთაც თავიანთი

იმპერატორის დროს გროშის ფასიც არა ჰქონიათ. ეს მზერა ისე ჩაესო

„მემარჯვენე“ ბიროტოს, ხელისუფლების ფანატიკურ მომხრეს, მონარქისტ

ამომრჩეველს, თითქოს ის საქონელი იყო, რომელსაც საბაჟოს მოხელე პლომბს

ადებდა.

- მე არ მინდა, ბატონო, დრო დაგაკარგვინოთ, ამიტომ მოკლედ გეტყვით ჩემს

სათხოვარს. წმინდა კომერციულ საქმეზე ვარ მოსული, მინდა გკითხოთ, შემიძლია

თუ არა მივიღო თქვენგან კრედიტი. მე კომერციული სასამართლოს ყოფილი წევრი

ვარ, ბანკში მიცნობენ და პორტფელში რომ თამასუქები მქონოდა, კარგად

მოგეხსენებათ, პირდაპირ ბანკს მოვმართავდი, რომლის გამგეობაშიც თქვენ

შედიხართ. პატივი მქონდა კომერციულ სასამართლოში სხდომებს დავსწრებოდი

სააღრიცხვო კომიტეტის თავმჯდომარე ბარონ ტიბონთან ერთად და ის,

რასაკვირველია, უარს არ მეტყოდა, მაგრამ აქამდე არ მიმიმართნია კრედიტისთვის

და არ მომიწერია ხელი თამასუქებზე. ჩემი ხელმოწერა ჯერ არ გამომიყენებია და

თქვენ კარგად იცით, რა ძნელია ასეთ შემთხვევაში თამასუქის განაღდება.

კელერმა თავი გაიქნია და ბიროტომ ეს მოუთმენლობის ნიშნად მიიღო.

- აი, რაშია საქმე, ბატონო, - განაგრძო მან, - მე ჩემი კაპიტალი დავაბანდე მიწის

ნაკვეთების ოპერაციაში, რასაც საერთო არაფერი აქვს ჩემს კომერციასთან.

ფრანსუა კელერი, რომელიც ქაღალდებზე ხელის მოწერას განაგრძობდა და ისე

კითხულობდა, თითქოს არც კი უსმენდა ბიროტოს, მობრუნდა და თავი თანხმობით

დაუქნია, რამაც ცეზარს სიმხნევე შემატა. ბიროტომ გაიფიქრა, კარგად მიდის ჩემი

საქმეო, და შვებით ამოისუნთქა: - განაგრძეთ, გისმენთ, - უთხრა კელერმა

კეთილგანწყობით.

Page 147: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- მე ვყიდულობ მადლენის ეკლესიის რაიონში მყოფ მიწის ნაკვეთთა ნახევარს.

- დიახ, ამას წინათ ნუსინგენთან შევიტყვე ამ „დიდი საქმის შესახებ“, კლაპარონის

საბანკირო სახლს რომ წამოუწყია.

- დიახ, და ასი ათასი ფრანკი კრედიტი, - განაგრძო პარფიუმერმა, - გარანტირებული

ჩემი წილით ამ საქმეში ან ჩემი სავაჭრო საწარმოებით, საკმარისი იქნებოდა, რათა

მოეცადა იმ მომენტისათვის, ვიდრე ერთი წმინდა პარფიუმერული ოპერაციის

შედეგად მივიღებდი მოგებას. თუ საჭირო გახდა, შემიძლია თამასუქები ერთი ახალი

სავაჭრო სახლის საშუალებით დაგიფაროთ. ეს არის „პოპინოს სავაჭრო სახლი“,

თუმცა ახალი გახსნილია, მაგრამ...

„პოპინოს სავაჭრო სახლმა“, როგორც ეტყობა, ნაკლებად დააინტერესა კელერი და

ბიროტო მიხვდა, რომ სწორი გეზი არ აიღო. ჯერ შეჩერდა, მერე კი დუმილით

შეშინებულმა განაგრძო: - ხოლო, რაც შეეხება პროცენტებს, ჩვენ...

- დიახ, დიახ, ეგ საქმე შეიძლება კიდევაც მოგვარდეს, ეჭვი ნუ გეპარებათ ჩემს

სურვილში, თქვენ გასიამოვნოთ. მაგრამ ძალიან დატვირთული ვარ. ევროპის

ფინანსები ჩემს კისერზეა, პალატაც სრულიად არ მიტოვებს დროს, ამიტომ, ნუ

გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ უმეტეს წილად საქმეებს განსახილველად ჩემს

კანტორაში ვაგზავნი. ჩადით ქვემოთ და ჩემი ძმა ადოლფი ინახულეთ, მას აუხსენით

რა გარანტიები შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ. თუ მისაღებად ჩათვალა ოპერაცია,

მაშინ მასთან ერთად ხვალ ან ზეგ დილით ადრიანად მოდით. იმ დროს მე

გულდასმით ვეცნობი საქმეებს, ჩვენ ბედნიერნი ვიქნებით და ვიამაყებთ, თუ თქვენს

ნდობას დავიმსახურებთ. თქვენ ერთ-ერთი ის ურყევი როიალისტი ხართ, რომლის

პოლიტიკური მტერი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ რომლის პატივისცემაც

ფრიად საამაყოა...

- ბატონო ჩემო, - უთხრა ტრიბუნის ამ ფრაზით აღფრთოვანებულმა პარფიუმერმა, -

მე იმდენად ღირსი ვარ თქვენს მიერ ჩემდამი პატივისცემისა, რამდენადაც ორდენისა,

რაც მონარქის წყალობის ნიშანია. მე ის დავიმსახურე კომერციულ სასამართლოს

სხდომებითა და შეტაკებაში...

- დიახ, დიახ, - გააწყვეტინა ბანკირმა, - თქვენს მაგივრად თქვენი რეპუტაცია

ლაპარაკობს, ბატონო ბიროტო. შეგიძლიათ მხოლოდ შესაძლებელი საქმე

შემოგვთავაზოთ, შეგიძლიათ ჩვენი დახმარების იმედი იქონიოთ.

უეცრად გაიღო კარი, რომელიც ბიროტოს აქამდე არ შეემჩნია და გამოჩნდა ქ-ნი

კელერი, საფრანგეთის პერის კონტ დე გონდრევილის ასული.

- ჩემო მეგობარო, მინდა პალატაში წასვლამდე გნახო, - უთხრა ქმარს.

- უკვე ორი საათი ყოფილა, - შესძახა ბანკირმა, - შეხლა-შემოხლა დაწყებულია.

მაპატიეთ, ბატონო, სამინისტრო უნდა ჩამოვაგდოთ... ჩემი ძმა ინახულეთ.

მან პარფიუმერი მოსაცდელი დარბაზის კარამდე მიაცილა და ერთ-ერთ მსახურს

უთხრა: - ბატონ ადოლფთან მიაცილეთ.

საეგებისო დაპირების იმედით ფრთებშესხმული პარფიუმერი ლივრეიანმა მსახურმა

კიბეთა ლაბირინთით სახლის პატრონის კაბინეტზე ნაკლებ მდიდრულ, მაგრამ

Page 148: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

უფრო საქმიან კაბინეტში მიიყვანა. ბიროტო სიამოვნებით ნიკაპს ისრესდა, როცა

სახელგანთქმული კაცის სიტყვებზე ფიქრობდა, რაც კარგის მომასწავებელ ნიშნად

ეჩვენებოდა. მხოლოდ იმას ნანობდა, რომ ბურბონთა მტერი ასეთი თავაზიანი,

ყოველმხრივ დაჯილდოებული და ასეთი დიდი ორატორი იყო.

ამ ილუზიებით აღსავსე ცეზარი შევიდა გამოცარიელებულ, ცივ კაბინეტში, რომლის

მოწყობილობას ორი თავდასახური სეკრეტორი და ორი შელანძღული სავარძელი

შეადგენდა. ოთახს აგრეთვე ამშვენებდა დაუდევრად ჩამოკიდებული ფარდები და

გაქექილი ხალიჩა. ეს კაბინეტი პირველის მიმართ იგივე იყო, რაც სამზარეულოა

სასადილო ოთახისთვის, ქარხანა - მაღაზიისთვის. აქ შიგნავდნენ საბანკო და

კომერციულ საქმეებს, აქ შეისწავლიდნენ ყოველგვარ ოპერაციებს და წინასწარ

აძრობდნენ მოგების ნაწილს ყველა სამრეწველო წამოწყებებს, თუ ოდნავ მაინც

ხელსაყრელად მიაჩნდათ. აქ მზადდებოდა ის თავხედური კომბინაციები, რითაც

ცნობილნი იყვნენ ძმები კელერები კომერციულ სამყაროში და რის შემწეობითაც

ისინი რამდენიმე დღეში ქმნიდნენ მონოპოლიებს და დაუყოვნებლივ

სარგებლობდნენ ამით. აქ სწავლობდნენ კანონმდებლობის ხარვეზებს და

უსირცხვილოდ იპირობებდნენ მოგებას, რასაც ბირჟის ენაზე „მსუქანი ნაჭერი“ ჰქვია.

სულ პატარა სამსახურისთვის საკომისიო ფულს ახდევინებდნენ ვითომდა იმ

საბაბით, რომ თავისი სახლით დახმარება გაუწიეს წამოწყებას და კრედიტი გაუხსნეს.

აქ მზადდებოდა ყოველგვარი ყალთაბანდობა ოსტატურად დაფარული

კანონიერების ფიანდაზებით, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველგვარი

ვალდებულების გარეშე სუბსიდიას აძლევდნენ საეჭვო წამოწყებებს, რათა შეეცადათ

მისი გაფურჩქვნისათვის, მერე, კი კრიტიკულ მომენტში, უკან სთხოვდნენ თავიანთ

კაპიტალს და საქმის მოხრჩობით თვითონ ეპატრონებოდნენ - ასეთი სასტიკი

მანევრის შემწეობით მათ უამრავი აქციონერი გააბეს მახეში.

ძმებმა ერთმანეთის როლები გაინაწილეს. ზემოთ ფრანსუა, ბრწყინვალე კაცი,

პოლიტიკოსი, სამეფო სიუხვით არიგებდა თავაზიანობასა და დაპირებებს,

ცდილობდა ყველასთვის ესიამოვნებინა. მასთან დამოკიდებულებაში თითქოს

ყველაფერი ადვილი იყო. სულგრძელი იყო, დაპირებებში, ახალბედა და

ახლადგამოჩეკილ სპეკულანტებს თავბრუს ახვევდა შემპარავი მჭევრმეტყველებითა

და კეთილგანწყობილებით და მათს წინაშე მათსავე იდეებს ავითარებდა. ქვემოთ კი

ადოლფი ბოდიშს იხდიდა თავისი პოლიტიკოსი ძმის მოუცლელობის გამო და

მარჯვედ ხვეტავდა მონაგებს სათამაშო მაგიდიდან. მან დაუყოლიებელი, მომთხოვნი

კაცის როლი იკისრა. ამგვარად, ამ ვერაგ ფირმასთან შესათანხმებლად ორჯერ უნდა

მოგეპოვებინა მისი თანხმობა. ხშირად, მდიდრული კაბინეტის მოწყალე თანხმობა

ცივ უარად იქცეოდა ხოლმე ადოლფის კაბინეტში. გაჯანჯლების ასეთი სისტემა

ბანკირებს დაფიქრების დროს აძლევდა და ხშირად გამოუცდელი კომერსანტების

თვალის ახვევის საშუალება ხდებოდა.

როცა ცეზარი კაბინეტში შევიდა, ბანკირის ძმა სახელგანთქმულ პალმას

ემუსაიფებოდა, კელერთა ფირმის მრჩეველსა და მისანდო პირს, იგი პარფიუმერის

გამოჩენაზე ადგა და კაბინეტიდან გავიდა. როცა ბიროტო ადოლფს საქმის ვითარება

აუხსნა, მან, ორ ძმას შორის უფრო მზაკვარმა, ნამდვილმა ფოცხვერმა - გამჭვალავი

თვალების, თხელი ტუჩებისა და ყვიციანი სახის პატრონმა თავი ჩაღუნა და ბიროტოს

სათვალის ზემოდან ისე ახედა, როგორც ეს ბანკირს ახასიათებს და ერთდროულად

Page 149: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გამოხატავს ორბისა და ვექილის თვისებებს: ის ხარბი და გულცივია, ნათელი და

ბნელი, ბრწყინვალე და პირქუში.

- გამომიგზავნეთ საბუთები მადლენის ახლომდებარე მიწების შესყიდვაზე, - უთხრა

ადოლფ კელერმა ცეზარს, - შეიძლება კრედიტის გახსნაში გარანტიად გამოგვადგეს.

მაგრამ ვიდრე კრედიტს გაგიხსნიდეთ და პროცენტებზე მოვილაპარაკებდეთ,

საბუთებს უნდა გავეცნო. თუ საქმე ხელსაყრელია, თქვენ რომ აღარ გაგსარჯოთ,

შეგვიძლია სააღრიცხვო პროცენტის მაგივრად მოგების ნაწილს დავჯერდეთ.

„გასაგებია, სად ურტყამენ, - გაიფიქრა შინ მიმავალმა ბიროტომ. - როგორც

მომწყვდეულ ნადირს, ალბათ, ტყავის ნაწილი უნდა წამგლიჯონ. რას იზამ, მთლად

დაღუპვას სჯობს გამატყაონ“.

იმ დღეს ბიროტო შინ მხიარული დაბრუნდა და ამჯერზე მისი სიხარული ნამდვილი

იყო.

- გადავრჩი, - უთხრა ცეზარინს, - კელერები კრედიტს მაძლევენ.

მხოლოდ 29 დეკემბერს ეღირსა ცეზარს ადოლფ კელერის კაბინეტში მეორედ

მოხვედრა. როცა მასთან პირველად მივიდა, ადოლფი პარიზიდან ექვს ლიეზე

წასულიყო ერთი მამულის სანახავად, რომლის შეძენას თურმე აპირებდა ეს დიდი

ორატორი. მეორედ ორივე კელერი მთელი დილა საქმით იყო დაკავებული. საქმე

ეხებოდა სესხის მოთავსების საკითხს, რომელიც პარლამენტში იყო შეტანილი, და

მათ ბატონ ბიროტოს სთხოვეს მომავალ პარასკევს მოსულიყო. საქმის გაუთავებლად

გადადება კლავდა ბიროტოს. მაგრამ ბოლოს დადგა პარასკევიც და, როგორც იქნა,

იგი კელერის კაბინეტში შევიდა. ის ბუხრის კუთხეში იჯდა და თვალებში ფანჯრის

სინათლე სცემდა, მოპირდაპირე მხარეს ადოლფ კელერი იჯდა.

- ეს ყველაფერი კარგია, ჩემო ბატონო, - უთხრა ბანკირმა და საბუთებზე მიუთითა, -

მაგრამ რამდენი გაქვთ უკვე გადახდილი ნაკვეთებში?

- ასორმოცი ათასი ფრანკი.

- ფულით?

- თამასუქებით.

- უკვე დაფარულია?

- მხოლოდ ახლა გასდის ვადა.

- კი მაგრამ, თუ თქვენ ნაკვეთებში უფრო მეტი გადაიხადეთ, ვიდრე ისინი დღეს

ფასობენ, რითი შეგიძლიათ გარანტიის მიცემა? ეს გარანტია დამყარებული იქნება

მხოლოდ ნდობაზე, რასაც თქვენ იმსახურებთ, და პატივისცემაზე, რომლითაც თქვენ

სარგებლობთ, მაგრამ საქმეებში გრძნობებს ვერ დავემყარებით. ორასი ათასი ფრანკი

რომ გადაგეხადათ, და თუ ვიგულისხმებთ, რომ ამ ნაკვეთთა მისაღებად ასი ათასი

ზედმეტი მიეცით, მაშინ იმ გირაოდ გაცემული ათი ათასი ფრანკის გარანტიად მეორე

ათი ათასი ფრანკი გვექნებოდა. ხოლო, თუ თქვენს მაგივრად გადავიხადეთ ის, რაც

საჭიროა, მაშინ ჩვენ გავხდებით თქვენი წილის მესაკუთრენი. ისიც გამოსარკვევია,

სახეიროა თუ არა ეგ საქმე. ვიდრე ხუთი წელიწადი ვიცადოთ, რომ კაპიტალი ორჯერ

Page 150: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გაიზარდოს, განა უკეთესი არ არის საბანკო ოპერაციაში მოვათავსოთ? რამდენი რამ

შეიძლება მოხდეს! თქვენ გსურთ როგორმე ხელი მოიმართოთ, რომ გადაიხადოთ

თამასუქები, რომელთაც ვადა გასდით, ეს კი სახიფათო მანევრია! თქვენ უკან იხევთ,

რომ უკეთესად გადახტეთ. ეგ საქმე ჩვენ ხელს არ გვაძლევს.

ამ სიტყვებზე ბიროტოს ჯალათმა თითქოს გავარვარებული რკინით დაასვა მხარზე

დაღი. კაცი მთლად გაოგნდა.

- მომისმინეთ, - მიმართა ადოლფმა ცეზარს, - ჩემი ძმა თქვენს საქმეში მხურვალე

ინტერესს იჩენს, ის მელაპარაკა თქვენზე, მოდით, მაინც გადავსინჯოთ თქვენი

საქმეები, - თქვა მან და პარფიუმერს იმ კურტიზანი ქალის თვალით შეხედა,

რომელსაც ბინის ქირის გადახდას აჩქარებენ.

ბიროტო ბებერ მოლინეს დაემსგავსა, ვისაც უწინ ამპარტავნულად დასცინოდა.

ბანკირს სიამოვნებას ჰგვრიდა საცოდავი ცეზარისთვის ისე დაეფქვევინებინა

ყვლაფერი, როგორც გამომძიებელი პოპინო დაჰკითხავდა ხოლმე ბოროტმოქმედს და

გაბრიყვებულმა ვაჭარმაც მთელი თავისი განზრახვები ჩაუყაჭა. მან საქმეში ჩაურია

„სულთნის ცოლის ორმაგი კრემიც“, „თხიერი კარმინიც“, როგენის საქმეც და თავისი

გირავნობის მოწმობაც, რომლითაც ერთი გროშიც კი არ მიუღია. როცა კელერის

დაფიქრებულ სახეს უყურებდა როგორ იღიმებოდა და თავს იქნევდა ის, ბიროტო

გუნებაში ამბობდა: „ეს კაცი მისმენს! ჩემი საქმით დაინტერესდა! უსათუოდ მომცემს

კრედიტს!“ მაგრამ ადოლფ კელერი სწორედ ისევე იგდებდა მასხრად ბიროტოს,

როგორც თვითონ ბიროტო იგდებდა მასხრად მოლინეს. ცეზარმა მოუშვა ენა, რაც

უბედურებით გაბრუებულ ადამიანს სჩვევია, და ჭეშმარიტი ბიროტო გამოამჟღავნა.

მან თავისი ნამდვილი ფასი იმით აჩვენა, რომ გარანტიად „კეფალური ზეთი“ და

უკანასკნელ ფსონად „პოპინოს სავაჭრო სახლი“ შესთავაზა. ყალბი იმედებით

მოტყუებულმა კეთილმა კაცმა თავი გვარიანად მოასინჯვინა ადოლფ კელერს,

რომელმაც პარფიუმერში გაკოტრებამდე მისული გონებაჩლუნგი როიალისტი

განჭვრიტა. კელერს საშინლად უხაროდა, რომ, მათი ოლქის მერის თანაშემწეს,

ამასწინათ დაჯილდოებულ, ხელისუფლების მომხრე კაცს გაკოტრება ელოდა. მან

გადაჭრით უთხრა ბიროტოს, არც კრედიტის გახსნა შემიძლია და არც რაიმე საიმედო

აზრის თქმა თქვენს საქმეზე დიდი ორატორის, ჩემი ძმა ფრანსუასთვისო. ფრანსუა

კიდევაც რომ აჰყვეს თავისი სულგრძელობის უაზრო აღტყინებას და ისეთი სიშტერე

გამოიჩინოს, რომ მოწინააღმდეგე შეხედულებების ადამიანებსა და თავის

პოლიტიკურ მტრებს დახმარება გაუწიოს, მე პირადად, ადოლფი რომ მქვია,

ყოველნაირ წინააღმდეგობას გავუწევ ამას. უფლებას არ მივცემ ჩემ ძმას დახმარების

ხელი გაუწოდოს წმ. როხის კიბეზე დაჭრილ ნაპოლეონის ძველ მტერსო.

იმედწაკვეთილ ბოროტოს უნდოდა ორიოდე სიტყვა ეთქვა ბანკის სფეროების

წარმომადგენელთა სიხარბეზე, მათ გულქვაობასა და მოჩვენებითს

ადამიანისმოყვარეობაზე, მაგრამ ისე იყო დაჯავრიანებული, რომ ძლივსღა

წაილუღლუღა რამდენიმე წინადადება საფრანგეთის ბანკის მდგომარეობაზე,

საიდანაც კელერები თავიანთ სახსრებს კრებდნენ.

- საფრანგეთის ბანკი არასოდეს მოახდენს ისეთი თამასუქის განაღდებას, რაზედაც

ჩვეულებრივ საბანკირო სახლი ამბობს უარს, - შეეპასუხა ადოლფ კელერი.

Page 151: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- მე ყოველთვის მეჩვენებოდა, - უთხრა ბიროტომ, რომ ბანკი არ ასრულებს თავის

დანიშნულებას! თუ მას დიდ დამსახურებად მიაჩნია, რომ მოგებათა ანგარიშების

წარმოდგენისას პარიზის ვაჭრობაში რაღაც ასი ან ორასი ათასი ფრანკი დაკარგა. ამით

ხომ ამ ვაჭრობას მეურვეობს.

ადოლფმა ჩაიცინა და წამოდგა, სახეზე ეწერა, თავი შემაწყინა ამ საუბარმაო.

- ბანკი რომ ფინანსური სამყაროს ყველა მეტად არასაიმედო და თაღლით ვაჭარს -

გაჭირვებული კომერსანტის დახმარებას შეუდგეს, ერთ წელიწადში თვითონაც

გაკოტრდება. მას უკვე უჭირს ბრძოლა ზედმეტი აქციების გამოშვებასთან და

მომძლავრებულ, გაბერილ ფასეულობებთან. აბა, როგორ შევძლებთ გავერკვეთ ყველა

საქმეში, ვინც დახმარებას თხოულობს“.

„მე როგორღა ვიშოვო ათი ათასი ფრანკი, რომელიც ხვალ, შაბათს, ოცდაათ

დეკემბერს მჭირდება?“ - ფიქრობდა ეზოში მიმავალი ბიროტო. ჩვეულებრივ თუ

ოცდათერთმეტი დეკემბერი დასვენების დღეა, ოცდაათში უნდა გადაიხადო ფული.

ალაყაფიდან გამოსულმა პარფიუმერმა ცრემლმორეული თვალებით ძლივს გაარჩია,

რომ სახლთან გაქაფული საუცხოო ინგლისური ცხენი გაჩერდა. ის შებმული იყო

ერთ-ერთ იმ კოხტა კაბრიოლეტში, რომელთაც პარიზის ქვაფენილებზე

დააქროლებდნენ. გაიფიქრა, ნეტავი გამიტანოს ამ კაბრიოლეტმაო, უბედური

შემთხვევით დაიღუპებოდა, მის აწეწილ საქმეებს კი ამ შემთხვევას

გადააბრალებდნენ. ცეზარმა ვერ იცნო დიუ ტიიე. თვალტანადმა დილის ელეგანტურ

ტანისამოსში გამოწყობილმა ფერდინანდმა აღვირი მსახურს გადაუგდო და საოფლე

გახვითქულ ზურგზე წამოაფარა ჯიშიან ცხენს.

- აქ რომელმა ქარმა გადმოგაგდოთ? - ჰკითხა დიუ ტიიემ თავის ყოფილ პატრონს.

დიუ ტიიემ კარგად იცოდა, რომ კელერებმა კლაპარონთან გაიკითხეს ბიროტოს

ამბავი, მან კი დიუ ტიიე დაიმოწმა და ამით მთლად შეარყია პარფიუმერის ძველი

რეპუტაცია. საბრალო მოვაჭრემ სცადა სწრაფად შეეკავებინა ცრემლები, მაგრამ ვერ

შესძლო.

- ნუთუ ვაჭრობის ამ სულთამხუთავებს, ამ ავაზაკებს მიმართეთ დახმარებისათვის?

ეგენი ხომ უსაზიზღრეს საქმეებს სჩადიან. მაგალითად, შეისყიდიან ინდიგოს და

მერე ფას აუწევენ, ანდა დასწევენ ბრინჯის ფასს, მას იაფად შეისყიდიან და ბაზრის

მაზანდაც მაგათ ხელშია. მაგ ულმობელ, უსულგულო ავაზაკებს არც სინდისი აქვთ,

არც პატიოსნება! თქვენ ალბათ, წარმოდგენა არა გაქვთ რისი ჩამდენი არიან. თუ

რაიმე სახეირო საქმე გაქვთ, კრედიტს გაგიხსნიან, შეიცდიან, სანამ მთელ თქვენს

სახსრებს არ დააბანდებთ ამ საქმეში, მერე კრედიტს დაგიხურავენ და გაიძულებენ

საქმე მათ დაუთმო ჩალის ფასად. ჰავრში, ბორდოსა და მარსელში მათ შესახებ ბევრი

რამ შეუძლიათ გიამბონ. მერწმუნეთ, პოლიტიკური მოღვაწეობა მათ ძალიან

ეხმარება ბინძური საქმეების დაფარვაში. ამიტომაც ვუწევ ექსპლოატაციას

უსინდისოდ. მოდით, გავიაროთ, ძვირფასო ბიროტო. ჟოზეფ, ცხენი მთლად

გაქაფულია, ცოტა გაატარ-გამოატარე, ათასი ეკიუ, რაც არ უნდა იყოს, დიდი ფულია!

- და დიუ ტიიე ბულვარებისკენ გაუძღვა ცეზარს.

- ყური მიგდეთ, ძვირფასო პატრონო, - თქვენ ხომ მართლაც ჩემი პატრონი იყავით, -

უთუოდ ფული გჭირდებათ, ეს ოხერი კი ალბათ გარანტიას გთხოვთ, არა? მე ხომ

Page 152: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

კარგად გიცნობთ, შემიძლია ფული მოგცეთ უბრალო თამასუქით. ჩემი ქონება

პატიოსნად მაქვს დაგროვილი აუტანელი წვალების ფასად. ამ ქონებისთვის

გერმანიაში წავედი. დღეს უკვე შემიძლია ყველაფერი გიამბოთ: მე შევიძინე მეფის

სავალო ვალდებულებანი სამოც პროცენტიანი ფასდაკლებით, და თქვენი თავდებობა

მაშინ ძალიან სასარგებლო გამოდგა ჩემთვის. მე კი, - მე ვიცი მადლობის გადახდა!

თუ ათი ათასი ფრანკი გჭირდებათ, - ინებეთ!

- როგორ, დიუ ტიიე, მართალს ამბობთ? ხომ არ მეხუმრებით? - შეჰყვირა ცეზარმა, -

დიახ, ამჟამად ოდნავ შეზღუდული ვარ, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს...

- ვიცი, ეგ როგენის საქმემ გიყოთ, - მიუგო დიუ ტიიემ, - მაგ საქმეში მეც წავაგე ათი

ათასი ფრანკი, ის გაიძვერა მესესხა და მერე გაიქცა. მაგრამ ქალბატონი როგენი იმ

ფულს დამიბრუნებს იმ ნაწილიდან, რომელიც მას კანონით ეკუთვნის. მე საცოდავ

ქალს ვურჩიე, სისულელე არ ექნა და თავისი ქონება არ შეეწირა ქუჩის ქალისათვის

დადებული ვალების საფარავად. ამას აზრი ექნებოდა იმ შემთხვევაში, მას რომ

შესძლებოდა მთლიანად გადაეხადა ვალი, მაგრამ როგორ მისცემ უპირატესობას

ერთს მეორის საზარალოდ? თქვენ როგენისთანებს არ გავხართ, მე ხომ გიცნობთ, -

უთხრა დიუ ტიიემ, - თქვენ უმალ შუბლში ტყვიას იკრავთ, ვიდრე მე ერთ სუს

დამიგვიანებთ. აი, შოსე დ’ანტენის ქუჩაზეც მივედით, ავიდეთ ჩემთან.

მეტიჩარა დიუ ტიიემ დიდად ისიამოვნა იმით, რომ ცეზარი პირდაპირ კანტორაში კი

არ შეიყვანა, არამედ მთელ ბინაზე გაატარა, რათა კარგად ეჩვენებინა. ნელი ნაბიჯით

ჯერ ლამაზ, მდიდრულად მოწყობილ სასადილო ოთახში შეუძღვა, რომლის

კელდებს გერმანიაში შეძენილი სურათები ამშვენებდა, მერე ორი ნატიფი

გემოვნებითა და ფუფუნებით გაწყობილ დარბაზზე გაატარა, რომელთა მსგავსი

ბიროტოს მხოლოდ დიუკ ლენონკურთან ჰქონდა ნანახი.

ბურჟუას თვალი მოსჭრა ამდენი ოქროს ვარაყიანმა ჩარჩომ, ხელოვნების

ნაწარმოებთა სიმრავლემ, უძვირფასესმა საგნებმა, ძვირადღირებულმა ლარნაკებმა,

ათასგვარმა წვრილმანმა, რომელთა წინაშე მთლად გაუფერულდა კონსტანსის ბინის

მდიდრული მოწყობილობა. და რაკი კარგად იცოდა რამდენი დაუჯდა თავისი

საკუთარი უგუნურობა, გაიფიქრა: „სად იშოვა ფერდინანდმა ეს მილიონებიო“.

შევიდნენ საწოლ ოთახში, რომელთან შედარებით მისი ცოლის საწოლი ოთახი

ისეთივე უბადრუკი ეჩვენა, როგორც რომელიმე მეოთხე სართულში შეყუჟული

გუნდის მომღერალი ქალის ოთახი მოეჩვენებოდა ოპერის პრიმადონის სასახლესთან

შედარებით. ჭერს იისფერი ატლასი ჰქონდა გაკრული და მას ჩრდილს აყენებდა

თეთრი ატლასის ნაკეცი ზოლი. ყარყუმის საფენი საწოლთან ლამაზ ლაქად

იხატებოდა ლევანტის მოიისფრო ხალიჩაზე. ავეჯი და სხვა მოწყობილობა

გამოირჩეოდა ფორმის სიახლითა და ექსტრავაგანტური დახვეწილობით.

პარფიუმერი შეჩერდა ამურითა და ფსიქეათი შემკულ საუცხოო საათთან, რომელიც

ერთი ცნობილი ბანკირის დაკვეთით იყო გამზადებული. დიუ ტიიეს როგორღაც

მოეხერხებინა მისი ერთადერთი ასლის შოვნა. ბოლოს ძველი პატრონი და ნოქარი

კაბინეტში შევიდნენ. ეს იყო კოხტად მორთული ლამაზი ოთახი, რომელიც

სიყვარულისთვის უფრო გამოდგებოდა, ვიდრე საფინანსო საქმეებისთვის.

ეტყობოდა, ქ-ნ როგენს, აქაოდე ჩემს ქონებაზე ზრუნვა გამოიჩინეო, მადლობის

გამოსახატავად დიუ ტიიესთვის მოჩუქურთმებული ოქროს ქაღალდის საჭრელი

Page 153: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დანა, ჭიდურზედაპირიანი მალაქიტის პრესპაპიე, და კიდევ მავალი ფუფუნების

საგანი მიეძღვნა. ხალიჩა, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ბელგიური ხელოვნებისა,

თვალს ახარებდა შესანიშნავი მოხატულობით, ისეთი ხშირი და რბილი ხაო ჰქონდა,

რომ ფეხი შიგ იფლობოდა. დიუ ტიიემ გაშტერებული, შემკრთალი საცოდავი

პარფიუმერი ბუხართან დასვა.

- ხომ არ ვისაუზმოთ?

ზარი დარეკა. ოთახში ბიროტოზე უკეთესად ჩაცმული ლაქია შემოვიდა.

- ბატონ ლეგარს უთხარით ჩემთან ამოვიდეს. მერე ჟოზეფთან წადით და გადაეცით,

დაბრუნდეს, მას კელერების სახლის კართან ნახავთ. ადოლფ კელერთან შედით და

გადაეცით, რომ ვერ მივალ და ჩემთან დავუცდი ბირჟის გაღებამდე. უთხარით,

საუზმე ამოიტანონ, სწრაფად!

ამ სიტყვებმა გააშტერა ბიროტო. „როგორ! იმ საშინელ ადოლფ კელერს კაცს

უგზავნის მოსაყვანად, ისე დაუსტვინა, როგორც ძაღლს! ამან, ამ დიუ ტიიემ!“

ცეროდენა ბიჭმა ისეთი პატარა დასაკეცი მაგიდა გახსნა, რომ ბიროტომ ვერც კი

შეამჩნია. მან ზედ დაალაგა ბატის ღვიძლის პაშტეტი, ერთი ბოთლი ბორდო და

უამრავი რჩეული კერძები, რომლებიც ბიროტოსთან მხოლოდ დიდ

დღესასწაულებზე მოჰქონდათ ხოლმე სუფრაზე. დიუ ტიიე ტკბებოდა. მასში უხვად

გადაიფურჩქნა სიძულვილი იმ ერთადერთი ადამიანის მიმართ, რომელსაც უფლება

ჰქონდა ის არ ჰყვარებოდა. ბიროტომ თავის ნოქარს ის დიდად ამაღელვებელი

გრძნობა აღუძრა, რომელიც ვეფხვის ბრჭყალებში მოძაგძაგე კრავის დანახვაზე

აღეძრებოდა. ერთი ეკთილშობილი აზრი დაებადა გულში: თავისთავს ჩაეკითხა,

იქნებ უკვე საკმარისია შურისძიებაო, და მერყეობა დაიწყო გაღვიძებულ

გულმოწყალების და მიყუჩებული სიძულვილის გრძნობას შორის.

„შემიძლია ეს კაცი გავანადგურო, როგორც კომერსანტი, - ფიქრობდა დიუ ტიიე. -

ჩემს ხელთაა სიცოცხლე მაგისი, მაგისი ცოლისა, რომელმაც გამაწბილა და მაგისი

ქალისა, რომლის შერთვა ერთ დროს დიდ საუნჯედ მეჩვენებოდა. მისი ფული ჩემს

ხელთაა. იქნებ აჯობოს, იმას დავჯერდე, რომ ამ უბადრუკმა ჩერჩეტმა ზედაპირზე

იტივტივოს ბაგირის შემწეობით, რომლის ბოლოც მე მეჭირება ხელში?“

პატიოსან ხალხს ტაქტი არ ჰყოფნის. მათ არავითარი ზომიერების გრძნობა არა აქვთ

სიკეთეში, რადგან ყველაფერს ალალმართლად და უთვალთმაქცოდ უდგებიან.

ბიროტომ თავისი დაღუპვა თვითონვე დაასრულა იმით, რომ მიამიტი პატიოსნებით

ვეფხვი გააშმაგა, თავისდაუნებურად მას გული გაუგმირა: ერთი სიტყვით, ერთი

ხოტბით, ერთი ჭკუის დამრიგებლური წინადადებით საშინლად გააცხარა იგი.

ბანკირი ულმობელი გახდა.

როცა მოლარე შემოვიდა, დიუ ტიიემ ცეზარზე მიუთითა: - ბატონო ლეგრა,

მომიტანეთ ათი ათასი ფრანკი და მოამზადეთ ამ თანხის თამასუქი ჩემი ბრძანებით

სამი თვის ვადით ბატონი ბიროტოს სახელზე, რომელსაც თქვენ იცნობთ.

დიუ ტიიემ პარფიუმერს პაშტეტი გადაუღო, ბორდოს ღვინო დაუსხა, ბიროტო კი

თავს გადარჩენილად თვლიდა, შეუჩერებლად იცინოდა, საათის ძეწკვს აწვალებდა

Page 154: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

და პირში ლუკმას არ იდებდა, ვიდრე მისი ყოფილი ნოქარი არ ეტყოდა: „რატომ

არაფერს მიირთმევთო“.

თავისი ქცევით ბიროტო ამჟღავნებდა, რაოდენ ღრმა იყო უფსკრული, რასაც დიუ

ტიიეს ხელმა გადაისროლა, ახლა რომ ამოჰყავდა და ისევ შეეძლო უკან ჩაეგდო.

როცა მოლარე დაბრუნდა, ცეზარმა თამასუქს ხელი მოაწერა, ჯიბეში ათი საბანკო

ბილეთი მოსინჯა და თავი ვეღარ შეიკავა. ერთი წუთის წინათ მის უბანს, ბანკს,

ყველას უნდა შეეტყო, მისი გაღატაკება, იძულებული გახდებოდა ცოლისთვისაც

გაემჟღავნებინა გაკოტრება, ამ წუთში კი ყველაფერი გამოსწორდა! გათავისუფლების

სიხარული იმდენადვე ძლიერი იყო, რამდენადაც აუტანელი იყო შიში დაღუპვისა.

საცოდავი პარფიუმერის თვალებს უნებურად ცრემლი მოადგა.

- რა გემართებათ, ძვირფასო პატრონო? - ჰკითხა დიუ ტიიემ, - განა თქვენ ხვალ

იმასვე არ იზამდით ჩემთვის, რასაც მე დღეს ვაკეთებ თქვენთვის? ეს ხომ სავსებით

ბუნებრივია!

- დიუ ტიიე, - წარმოთქვა პათეტიკური, მნიშვნელოვანი კილოთი კეთილმა კაცმა,

წამოდგა და თავის ყოფილ ნოქარს ხელი მოკიდა, - მთლიანდ დამიბრუნებია შენთვის

ჩემი პატივისცემა.

- როგორ, განა დაკარგული მქონდა? - ჰკითხა დიუ ტიიემ და გაწითლდა კიდეც,

რადგან მიუხედავად თავის კეთილდღეობისა მაინც თავმოყვარეობაშელახული იყო.

- არა, დაკარგული კი არა... - ბორძიკით უთხრა თავისი სისულელით

თავზარდაცემულმა პარფიუმერმა, - მაგრამ მე მითხრეს რომ თქვენ ქ-ნ როგენთან

გაქვთ კავშირი. დასწყევლოს ღმერთმა, სხვისი ცოლის მიჯნურობა...

„რაებს მიედ-მოედები ბებერო“ - გაიხსენა თვისი ძველი ხელობის ჟარგონიდან ეს

გამოთქმა დიუ ტიიემ.

ამის გაფიქრება იყო და, იმწამსვე მიუბრუნდა თავის გეგმას - გაენადგურებინა ეს

სათნოება, ფეხით გაექელა, თავს ლაფი დაესხა პარიზის სავაჭრო საზოგადოების

წინაშე იმ კეთილი და პატიოსანი ადამიანისთვის, ვინც ოდესღაც დანაშაულის

ადგილზე წაასწრო. ყოველგვარ სიძულვილს, რომელსაც ქალი განიცდის ქალის

წინაშე, კაცი - კაცის წინაშე, პოლიტიკაში ხდება ეს თუ პირად ცხოვრებაში, მუდამ

ამგვარი მოულოდნელობა უძევს საფუძვლად. ადამიანებს ერთმანეთი სძულთ არა

მიყენებული ზიანისთვის, არამედ მიყენებული ჭრილობისთვის, ან სილის

გარტყმისთვის. ყველაფერ ამას ეშველება. უბედურება ის არის, როცა

ბოროტმოქმედების ჩადენისას ადგილზე წაგასწრებენ!.. დუელი ბოროტმოქმედების

ჩამდენსა და მის დამნახველს შორის უსათუოდ ან ერთის ან მეორის სიკვდილით

მთავრდება.

- აა, ქალბატონი როგენი? - თქვა დამცინავად დიუ ტიიემ, - ეს ხომ ერთი ზედმეტი

ფოთოლია ახალგაზრდა კაცის დაფნის გვირგვინში! მესმის, ძვირფასო პატრონო:

თქვენ, ალბათ, გითხრეს, რომ ის ფულს მაძლევდა სესხად... არა, პირიქით, მე

დავეხმარე მას აღედგინა ქონება, რომელიც მთლად გაებნა ქმრის საქმეების გამო. ჩემი

შენაძენი ქონების წყარო, როგორც უკვე მოგახსენეთ, სავსებით სუფთაა. თქვენ იცით,

რომ გახვრეტილი გროშის პატრონიც კი არ ვიყავი. ახალგაზრდა კაცები ზოგჯერ

Page 155: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

საშინელ გაჭირვებაში ვარდებიან, ხანდახან უკიდურეს სიღარიბემდეც კი მიდიან. და

თუ ისინი რესპუბლიკის მსგავსად იძულებით სესხს მიმართავენ, მერე რა, ამ ვალს

შემდგომში იხდიან და მაშინ საფრანგეთზე უფრო პატიოსანნი ხდებიან.

- ეგ მართალია, - თქვა ბიროტომ, - ჩემო ბიჭო... ღმერთო... მგონი, ეს ვოლტერმა თქვა

„მონანიება მოკვდავთა სათნოებას მივაწერეო[83]“.

- უკეთუ ისინი მდაბლად და უსინდისოდ არ ფლანგავენ მახლობლის ქონებას, -

განაგრძო ციტატით კიდევ უფრო ღრმად შეურაცხყოფილმა დიუ ტიიემ, - რაც

შეიძლება მოხდეს, თუ თქვენ უახლოეს სამ თვეში გაკოტრდებით, და ჩემი ათი ათასი

ფრანკი წყალში გადაიყრება...

- მე გავკოტრდები!.. - შესძახა ბიროტომ, რომელსაც სამი ჭიქა ღვინო ჰქონდა

დალეული, მაგრამ სიხარულისგან უფრო მეტად ერეოდა გონება. - ჩემი აზრი

გაკოტრებაზე ყველასთვის ცნობილია! გაკოტრება - სიკვდილია კომერსანტისათვის!

სიკვდილი მირჩევნია!

- თქვენი სადღეგრძელო იყოს! - უთხრა დიუ ტიიემ.

- შენი კეთილდღეობისა იყოს! - მიუგო პარფიუმერმა, - რატომ ჩემს მაღაზიაში არ

ყიდულობ საქონელს, დიუ ტიიე?

- უნდა გამოგიტყდეთ, ცოტათი ქალბატონი ბიროტოსი მეშინია, ღმერთმანი.

ყოველთვის მომწონდა... და თქვენ რომ ჩემი პატრონი არ ყოფილიყავით, ალბათ...

- აა, შენ პირველი კაცი არა ხარ, ვისაც ქ-ნი ბიროტო მოსწონს, მისი შერთვაც ბევრს

უნდოდა, მაგრამ მას მე ვუყვარვარ! ახალ კი დიუ ტიიე, - განაგრძო ბიროტომ, -

მოდით და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

- როგორ?

ბიროტომ დიუ ტიიეს მიწის ნაკვეთების საქმე გაუმჟღავნა, რაზეც მან

გაკვირვებისაგან თვალები ჭყიტა, პარფიუმერს ოპერაცია მოუწონა და შეაქო

გამჭრიახობისა და შორსმჭვრეტელობისათვის.

- ძალიან მიხარია, რომ საქმე მომიწონე. თქვენ, დიუ ტიიე, ბანკირთა წრეში ერთ-ერთ

უჭკვიანეს ადამიანად ითვლებით! ჩემო შვილო, შეგიძლიათ დამეხმაროთ, რომ

საფრანგეთის ბანკში კრედიტი მივიღო, რათა საშუალება მომეცეს „კეფალური

ზეთისგან“ მოგების მიღებამდე ხელი მოვიმართო?

- მე შემიძლია ნუსინგენის საბანკო სახლში გაგგზავნოთ, - მიუგო დიუ ტიიემ, რადგან

გადაწყვიტა თავისი მსხვერპლისთვის ყველა ილეთები გაეკეთებინა ცეკვაში,

რომელთაც ჩვეულებრივ ბანკირები ცეკვავენ.

ფერდინანდი საწერ მაგიდას მიუჯდა და შემდეგი წერილი შეადგინა: „ბატონ ბარონ

ნუსინგენს.

პარიზი

ძვირფასო ბარონ!

Page 156: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ამ წერილის წარმომდგენი გახლავთ ცეზარ ბიროტო, მეორე ოლქის მერის თანაშემწე

და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი წარმომადგენელი პარიზის საპარფიუმერიო

მრეწველობისა. მას სურს თქვენთან საქმიანი დამოკიდებულება დაიჭიროს, გთხოვთ,

სრული ნდობით მოეკიდოთ ყველაფერს, რასაც ის შემოგთავაზებთ. მისი სამსახურის

გაწევით დიდად დავალებული დავრჩები.

თქვენი მეგობარი ფ. დ ი უ ტ ი ე“.

როცა დიუ ტიიემ ხელი მოაწერა, ერთი „ი“ გამოტოვა თავის გვარში. ყველასთვის,

ვისთანაც ეს კაცი საქმეს აწარმოებდა, ეს იყო პირობითი ნიშანი. ასეთ შემთხვევაში

მის წერილში არავითარი ფასი არ ჰქონდა ყველაზე უფრო მხურვალე რეკომენდაციას,

ყველაზე დაბეჯითებულ, დაჟინებულ თხოვნას. ეს წერილები, რომელშიც დიუ ტიიე,

თუმცა მუხლმოდრეკილი რაღაცას იხვეწებოდა და ყოველი ძახილის ნიშანი რაღაცას

ღაღადებდა, უცილობელი მოსაზრებებით იყო დაწერილი, რადგან არ შეეძლო უარი

ეთქვა რეკომენდაციის გაწევაში. მაგრამ ამისთვის არ უნდა გაეწიათ ანგარიში. როცა

მისი მეგობარი ორი „ი“ -ს მაგივრად ერთს დაინახავდა, მთხოვნელს ფუჭი

დაპირებებით ისტუმრებდა. მრავალი მაღალი საზოგადოების კაცი და

მნიშვნელოვანი პიროვნება გაუსულელებიათ ასე ბავშვივით საქმოსან ადამიანებს,

ბანკირებს, ადვოკატებს, რომლებიც ორი ხელმოწერით სარგებლობდნენ, ერთი

ნამდვილით, მეორე კი - ტყუილით. ყველაზე უფრო გამჭრიახი ადამიანებიც კი

ეგებოდნენ ამ ანკესზე. ასეთი ხრიკი რომ გამოიცნო, საკუთარ თავზე უნდა

გამოსცადო სხვადასხვანაირი მოქმედება თბილი და ცივი რეკომენდაციებისა.

- თქვენ ჩემი მხსნელი ხართ, დიუ ტიიე! - უთხრა ცეზარმა, როცა წერილი წაიკითხა.

- ღმერთო ჩემო, ახლავე წადით ნუსინგენთან ფულისთვის, ჩემი წერილის წაკითხვის

შემდეგ იმდენს მოგცემთ, რამდენსაც მოისურვებთ. სამწუხაროდ, ჩემი ფული

რამდენიმე დღით სხვაგან არის დაკავებული, თორემ არ გაგგზავნიდით ამ ბანკების

მაგნატთან, - კელერები ხომ პიგმეები არიან ბარონ ნუსინგენთან შედარებით. ეს არის

ახლადგამოცხადებული ლოუ[84]. ჩემი წერილი უფლებას მოგცემთ 15 იანვარს

გადაიხადოთ ფული, მერე კი, ვნახოთ, ნუსინგენი და მე უახლოესი მეგობრები ვართ

და მილიონის გულისთვისაც კი არ მაწყენინებს.

„ეს ხომ იგივე თამასუქით თავმდებობაა, - ფიქრობდა დიუ ტიიესადმი მადლიერებით

აღსავსე შინ მიმავალი ბიროტო, „სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს!“ მერე

თავდავიწყებით შეუდგა ფილოსოფოსობას. მაინც ერთი რამ უმღვრევდა სიხარულს.

რამდენიმე დღის განმავლობაში კარგად მოახერხა ცოლისთვის სავაჭრო დავთარში

ჩახედვის ნება არ მიეცა, მან სალარო სელესტენს დააკისრა და თვითონაც ეხმარებოდა,

ვითომდა ის უნდოდა, მისი ცოლ-შვილი დამტკბარიყო მშვენიერი ბინით, მათთვის

რომ გადააკეთა და მოაწყო. მაგრამ როგორც კი ამ მცირე ბედნიერების პირველივე

სიხარული გაქრა, ქ-მა ბიროტომ გადაწყვიტა, უმალ მოვკვდე, ვიდრე მაღაზიას

მეთვალყურეობის გარეშე დავტოვებ და „საქმეს თვითონვე არ გავუძღვებიო“.

ბოროტო გრძნობდა, რომ ჩიხში მოექცა. მან ყველანაირი ფანდი იხმარა, რომ ცოლს

მისი ფულადი გასაჭირის ნიშნები არ შეემჩნია. კონსტანსი ძალიან გაჯავრდა, როცა

გაიგო მუშტრებისთვის ანგარიშები დაუგზავნიათო, ნოქრებს გაუწყრა და სელესტენი

დატუქსა, ფირმის დაღუპვა გინდაო, რადგან ფიქრობდა, ეს აზრი მას ეკუთვნოდა.

სელესტენს კონსტანსისთვის სიტყვა არ შეუბრუნებია, რადგან ბიროტოსგან ასე

Page 157: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ჰქონდა ნაბრძანები. ნოქრების აზრით ქალბატონი თავის დუდუკზე აცეკვებდა

ცეზარს. საკითხის გარკვევაში, თუ ვისა აქვს უპირატესობა ოჯახში, უცხო ხალხი

შეიძლება მოატყუო, ოჯახის წევრებს კი ვერაფრით აუხვევ თვალებს. ახლა საჭირო

გახდა ცოლისთვის მდგომარეობის განმარტება, რადგან დავთრებში იყო

გასატარებელი ანგარიშები დიუ ტიიესთან, შინ დაბრუნებულ ცეზარს გული

გადაუქანდა, როც დაინახა, რომ კონსტანსი სალაროს უჯდა. ის თამასუქების ვადებს

სინჯავდა და ალბათ სალაროსაც ითვლიდა.

- რით აპირებ ხვალ გადახდას? - ჩურჩულით ჰკითხა ქმარს, როცა ის გვერდზე

მიუჯდა.

- ფულით, - მიუგო ბიროტომ, ჯიბიდან საბანკო ბილეთები ამოიღო და სელესტენს

ანიშნა, აიღეო.

- საღამოს გიამბობ. სელესტენ, ჩაიწერეთ: მარტის ბოლოს ათი ათასი ფრანკის

თამასუქით დიუ ტიიეს ბრძანებით.

- დიუ ტიიესი? - გაიმეორა შეშინებულმა კონსტანსმა.

- ახლა პოპინოსთან წავალ, - თქვა ცეზარმა, - არ არის კარგი, რომ აქამდე ვერ

ვინახულე. ნეტავი თუ გადის მისი ზეთი?

- სამასი ფლაკონი, რომელიც ჩვენ მოგვცა, უკვე გაიყიდა.

- ჯერ არ წახვიდე, ცეზარ, შენთან სალაპარაკო მაქვს, - უთხრა კონსტანსმა, ხელი

მოკიდა და თავისი ოთახისკენ ისე აჩქარებით წაიყვანა, რომ სხვა გარემოებაში ეს

უთუოდ სასაცილოდ გამოჩნდებოდა.

- დიუ ტიიე! - დაიწყო მან, როცა დარწმუნდა რომ მარტო იყო თავის ქმართან და

ცეზარინის მეტს არავის შეეძლო მათი გაგონება. - დიუ ტიიემ, რომელმაც სამი ათასი

ეკიუ მოგვპარა... შენ იმ ნადირთან, დიუ ტიიესთან დაიჭირე საქმე... რომელსაც ჩემი

შეცდენა უნდოდა, - უთხრა ქმარს ყურში.

- ეგ სიყმაწვილის ოინები იყო, - განაცხადა უეცრად თავისუფალ მოაზროვნე კაცად

ქცეულმა ბიროტომ.

- მოიხედე, ცეზარ, გატყობ შეწუხებული ხარ, ქარხანაში აღარ დადიხარ. ვგრძნობ,

რაღაც ამბავია. ყველაფერი უნდა მითხრა, მინდა ვიცოდე, რა ხდება.

- მაშ, კარგი, გეტყვი, - უთხრა ბიროტომ, - ცოტა დარჩა არ გავკოტრდით. ჯერ კიდევ

დღეს დილას ასეთი მდგომარეობა იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი გამოსწორდა.

და მან ცოლს უამბო, რა საშინელი ორი უკანასკნელი კვირა გაატარა.

- აი რა ყოფილა შენი ავადმყოფობის მიზეზი! -შესძახა კონსტანსმა.

- ხო, დედა, - ჩაერია ცეზარინი - მამაჩემმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა. მე ვნატრობ

ისე ვუყვარდე ჩემს ქმარს, როგორც შენ მამას უყვარხარ. სულ იმაზე ფიქრობდა,

შენთვის მწუხარება არ მოეყენებინა.

Page 158: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ხედავთ, როგორ ახდა ჩემი სიზმარი, - თქვა საცოდავმა ქალმა და მკვდარივით

გაფითრებული უღონოდ დაეშვა ბუხართან მდგომ პატარა სავარძელზე. - ეს

ყველაფერი წინასწარ ვიცოდი, გახსოვს, იმ ავბედით ღამეს, ჩვენს ძველ საწოლ

ოთახში რომ ვიყავით და გეუბნებოდი, თვალები დაგვეთხრება ცრემლისაგან-მეთქი.

ჩემო საწყალო ცეზარინ! მე...

- ახლა შენ დაიწყე! - შეჰყვირა ბიროტომ, - შენი ჭირიმე, ნუ მისპობ იმედს, რომელიც

ამ წუთს ასე მჭირდება.

- მაპატიე, მეგობარო, - უთხრა კონსტანსმა, ცეზარს ხელი გამოართვა და ისე ნაზად

მოუჭირა, რომ საწყალ კაცს კინაღამ გული შეუღონდა. - რასაკვირველია, დამნაშევე

ვარ. კარს უბედურება მოგვადგა, მაგრამ მე ხმას არ ამოვიღებ, ბედს დავემორჩილები

და გავმაგრდები. ნუ გეშინია, აღარ გაიგონებ ჩემგან ჩივილს. მერე ცეზარს გადაეხვია

და ტირილით უთხრა: - ყოჩაღად იყავი, მეგობარო, თუ საჭირო გახდა, ჩემი სიმამაცე

ორივეს გვეყოფა!

- ჩემი „ზეთი“, ჩემო ცოლო, ჩემი „ზეთი“ გვიხსნის!

- ღმერთი იყოს ჩვენი მწყალობელი! - თქვა კონსტანსმა.

- ნუთუ ანსელმი ვერ დაგვიხსნის გასაჭირიდან, მამა? - ჰკითხა ცეზარინმა.

- ახლავე წავალ მასთან, - შესძახა ცოლის გულგამგმირავი კილოთი შეძრწუნებულმა

ცეზარმა, მიუხედავად ცხრამეტი წლის ცოლქმრობისა, თურმე აქამდე ხეირიანად

რომ არ იცნობდა, - კონსტანს, ნუღარაფრის გეშინია. აგერ, წაიკითხე დიუ ტიიეს

წერილი ბ-ნ დე ნუსინგენთან, კრედიტს დანამდვილებით მივიღებ. მანამდე

პროცესსაც მოვიგებ. გარდა მაგისა, - დასძინა მან, რადგან ტყუილიც აუცილებელი

იყო, - ჩვენა გვყავს ძია პილიერო. ვაჟკაცობა გვმართებს, მეტი არაფერი.

- საქმე რომ მარტო ეგ იყოს! - უთხრა კონსტანსმა ღიმილით.

ბიროტომ ისეთი შვება იგრძნო, თითქოს სატუსაღოდან გამოშვებული პატიმარი იყო;

მაგრამ ახლა ერთგვარ უღონობასაც გრძნობდა, რაც დაძაბულ სულიერ ბრძოლას

მოსდევს ხოლმე, როცა მეტი ნერვული ენერგია, მეტი ნებისყოფა იხარჯება, ვიდრე

მათი ყოველდღიური ხარჯვაა საჭირო; როცა, ასე ვთქვათ, სასიცოცხლო ძალების

მთავარი კაპიტალიდან გვიხდება მათი სესხება. ცეზარი უეცრად დაბერდა.

„ა. პოპინოს სავაჭრო სახლი“ სენ-დიამანის ქუჩაზე ორი თვის განმავლობაში ძალიან

გამოიცვალა. დუქანი ხელმეორედ შეღებეს. შუშებით გამოჭედილი განახლებული

კარადები ახარებდნენ ყოველი ვაჭრის თვალს, ვისთვისაც კარგად არის ნაცნობი

კეთილდღეობის ნიშნები. დუქნის იატაკზე დიდძალი შესახვევი ქაღალდი ეყარა,

საწყობი სავსე იყო სხვადასხვა ზეთებით სავსე პატარ-პატარა კასრებით, რომელიც

პოპინოს საკომისიოდ ჰქონდა მიცემული ერთგული გოდისარის წყალობით.

დავთრები, ბუხჰალტერია და სალარო ზემოთ, დუქნის თავზე და დუქნის უკან იყო

მოთავსებული. ბებერი მზარეული ქალი საჭმელს ამზადებდა პოპინოსა და სამი

ნოქრისთვის. თვითონ პოპინოს მინით გადატიხრულ პატარა კანტორაში დაედო ბინა

და წარამარა გამორბოდა მაღაზიაში სარჟის წინსაფრიანი, მწვანე სამკლავურები რომ

ეკეთა და ყურში ფრთა გაერჭო. თუ ახლანდელივით, როცა ბიროტო მივიდა, ზვინად

დახვავებულ ქაღალდებში არ ჰქონდა ჩარგული თავი, იჯდა და ფოსტას არჩევდა -

Page 159: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

უამრავ შეკვეთებს და გადასარიცხ თამასუქებს. როცა მისმა ყოფილმა პატრონმა

მიმართა „როგორ არის საქმე, ჩემო ბიჭოო“, პოპინომ თავი ასწია, თავისი ხუხულა

გასაღებით გადაკეტა და მხიარული სახით შეეგება. ანსელმს ცხვირის წვერი

გასწითლებოდა, დუქაში ღუმელი არ ენთო, კარი კი გამუდმებით ღია იყო.

- მე კი მეშინოდა, ვაი თუ სულ აღარ მოვიდეს-მეთქი, - უთხრა პოპინომ

პატივისცემით.

მაშინვე მოცვივდნენ ნოქრები, რომ დაენახათ ეს პარფიუმერიის დიდკაცი, ორდენით

დაჯილდოებული მერის თანაშემწე, მათი პატრონის კომპანიონი. ასეთი უსიტყვო

დაფასება დიდად ეამა პარფიუმერს. ბიროტომ, ცოტა ხნის წინ გასაცოდავებული რომ

იყო კელერებთან, ახლა მათი წაბაძვა მოისურვა“ ჯერ ნიკაპი მოისრისა, ამაყად

წამოიწია ფეხის წვერებზე, მერე ქუსლებზე დადგა და გაცვეთილ ჭეშმარიტებათა

გადმოლაგებას მოჰყვა.

- ადრე თუ დგებით, ჩემო ბიჭო? - ჰკითხა პოპინოს.

- ხშირად არც კი ვწვებით დასაძინებლად, - მიუგო ანსელმმა, - გამარჯვებას მაგრად

უნდა მობღაუჭება...

- გახსოვს, რას გეუბნებოდი? „ჩემი ზეთი“ ნამდვილი საუნჯეა.

- მართალია ბატონო, მაგრამ მისი ხმარებაში გაშვებაც ხომ რამეს ნიშნავს. თქვენი

ბრილიანტი მე კარგ ბუდეში ჩავსვი.

- კარგი. ახლა მითხარი, როგორ მიდის საქმე? არის თუ არა მოგება?

- როგორ, ერთ თვეში? - შესძახა პოპინომ, - რა ბრძანებაა? ჩემი მეგობარი გოდისარი

სულ რაღაც სამი კვირაა გზას გაუდგა, სხვათა შორის, ჩემთვის არც უთქვამს ისე

დაიქირავა საფოსტო კარეტა. ო, თქვენ არ იცით, როგორი ერთგულია ჩვენი,

ბიძაჩემის მადლიერნიც უნდა იყოთ! გაზეთები კი - უთხრა მან ყურში ბიროტოს, -

თორმეტი ათასი ფრანკი გვიჯდება.

- გაზეთები?.. - გაიკვირვა მერის თანაშემწემ.

- განა არ წაიკითხეთ გაზეთები?

- არა.

- მაშ არაფერი გცოდნიათ, - უთხრა პოპინომ. ოცი ათასი ფრანკი მარტო აფიშებზე,

ჩარჩოებზე და ნაბეჭდ რეკლამებზე წავიდა. ნაყიდია ათი ათასი ბოთლი! ამ დროს

ხომ ყველა ინტერესები საქმეს უნდა შეეწიროს! წარმოება ძალიან გავაფართოეთ.

თქვენ რომ გარეუბანში გახვიდეთ და ქარხანას დახედოთ, სადაც ხშირად მე მთელ

ღამეებს ვათენებ, მექანიკურ მაშას დაინახავთ თხილის სამტვრევად. ეს ჩემი

გამოგონებაა და უნდა გითხრათ, უხეირო არ არის. უკანასკნელი ხუთი დღის

განმავლობაში სამი ათასი ფრანკი მარტო საპარფიუმერიო ზეთებზე მოვიგე

საკომისიო.

- აი თავი! - თქვა ბიროტომ, კაფანდარა პოპინოს თმაში ჩაავლო ხელი და ისე მოქაჩა,

თითქოს ბავშვი იყო, - წინასწარვე ვხვდებოდი, რომ ასე იქნებოდა.

Page 160: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დუქანში რამდენიმე მყიდველი შემოვიდა.

- მაშ ასე, კვირამდე. კვირას მამიდაშენ რაგონთან ვსადილობთ, - უთხრა ბიროტომ და

პოპინო თავის საქმეებთან დატოვა, რადგან მიხვდა, რომ ახალთახალი საკლავი,

რამაც თავისი სუნით მოიზიდა, ჯერ არ იყო დანაწილებული.

„უცნაური არ არის, რომ ნოქარი ოცდაოთხ საათში ვაჭარი ხდება? - ფიქრობდა

ბიროტო, რომელიც პოპინოს წარმატებით და რიხიანობით არა ნაკლებ იყო

განცვიფრებული, ვიდრე დიუ ტიიეს მდიდრული სახლით: - როცა ანსელმს თმაში

წავავლე ხელი, ისე დაიღრიჯა, თითქოს უკვე ფრანსუა კელერი გამხდარიყო.“

ცეზარმა იმაზე კი არ იფიქრა, რომ იმ წუთში მათ ნოქრები შეჰყურებდნენ და რომ

ფირმის უფროსს თავისი ღირსების დაცვა სჭირდებოდა. აქ, ისევე როგორც დიუ

ტიიესთან, კეთილმა კაცმა სისულელე ჩაიდინა თავისი გულითადობით, მან ვერ

შეიკავა თავი, მართალია, გულწრფელი, მაგრამ მეშჩანურად გამოხატული გრძნობები.

ამით ცეზარი ანსელმის გარდა ყველას შეურაცხყოფას მიაყენებდა.

კვირა დღის სადილს რაგონებთან ბედად ეწერა უკანასკნელი სიხარული ყოფილიყო

ბიროტოს ცხრამეტი წლის ბედნიერი ცოლ-ქმრული ცხოვრებისა, და უნდა ითქვას, ეს

იყო უმწიკვლო სიხარული. რაგონები ცხოვრობდნენ პტი-ბურბონსენ-სულპისის

ქუჩაზე, ერთი ძველისძველი ღირსეული შესახედაობის სახლის მესამე სართულზე,

ძველი ბინის იაქთაღები მოხატული იყო კრინოლინიანი მოცეკვავე მწყემსი

გოგონებითა და ცხვრებით, ბალახს რომ სძოვდნენ. აქ მე-18 საუკუნის სტილი

მეფობდა - დინჯი და დარბაისელი ბურჟუაზია, რომელთა თავშესაქცევი ზნე-

ჩვეულებები, არისტოკრატიის წინაშე ქედმოხრა, მეფისა და ეკლესიის თაყვანისცემა

შესანიშნავად იყო წარმოდგენილი თვით რაგონთა გარეგნობით. ავეჯს, საათებს,

თეთრეულს, ჭურჭელს, - ყველაფერს სიძველის ნიშანი ედო და სწორედ ამის გამო

არაჩვეულებრივი შესახედავი იყო. სასტუმრო ოთახის კედლებს ძველებური

ქსოვილი ჰქონდა გაკრული, ფანჯრებს შალის ქსოვილის ნაკეცებიანი ფარდები

ამშვენებდა. აქ იდგა შეზლონგები, ქალის პატარა საწერი მაგიდები, კედელზე ეკიდა

ლატურის მიერ შესრულებული ქალაქ სანსერის მამასახლისის ქ-ნი რაგონის მამის -

პოპინოს პორტრეტი. ამ მშვენიერ პორტრეტზე ბ-ნი პოპინო ისე იღიმებოდა, როგორც

დიდების მწვერვალზე მყოფი მეტიჩარა. ქ-ნი რაგონის კინგ-ჩარლზის ჯიშის პატარა

ინგლისური ძაღლი მეტად ეფექტურად გამოიყურებოდა როკოკოს სტილის მომცრო

მრგვალი დივნიდან, რომელსაც, რასაკვირველია, არასოდეს უთამაშია კრებიიონის[85]

მიერ აღწერილი დივნის როლი. სხვა ღირსებების გარდა, რაგონები ცნობილნი იყვნენ

აგრეთვე თავიანთი ძველი ღვინოების კოლექციით, თუმცა თითქმის უკვე ელეოდათ.

აქვე ეგულებოდათ ქ-ნი ანფუს ლიქიორებიც, რაც, როგორც ამბობდნენ, ლამაზი ქ-ნი

რაგონისთვის თურმე ანტილის კუნძულებიდან ჩამოჰქონდათ უიმედო ჯიუტ, და

როგორც ამბობდნენ ერთგულ თაყვანისმცემლებს. ამიტომ იყო, რომ რაგონთა

სადილებს ასე აფასებდნენ მათი მეგობრები. მოხუცი მზარეული ჟანეტა ბრმა

ერთგულებით ემსახურებოდა და მზად იყო სადმე ხილიც კი მოეპარა, ოღონდ

ბატონებისთვის მურაბები ეკეთებინა. საბრალოს თავისი ფული შემნახველ

სალაროში კი არ შეჰქონდა, ლატარიის ბილეთებს ყიდულობდა იმ იმედით, აქაოდა,

ერთხელაც იქნება და მსხვილ მოგებას მივუტან ჩემს მოხუცებსო. კვირაობით, როცა

სტუმრები ჰყავდათ, მიუხედავად სამოცი წლის ასაკისა, ისე მსუბუქად დაჰქროდა

სამზარეულოსა და სასადილოში და ისე დასტრიალებდა სუფრას, რომ

Page 161: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სიმკვირცხლეში ადვილად შეეძლო გასჯიბრებოდა „ფიგაროს

ქორწინებაში“ სიუზანის როლის შემსრულებელ მადემუაზელ მარსს.

სადილად მოპატიჟებული იყვნენ: მოსამართლე პოპინო, ძია პილიერო, ანსელმი,

სამივე ბიროტო და აბატი ლორო. ქ-ნი მატიფა, რომელიც ამასწინათ მეჯლისზე

ჩალმით თავდამშვენებული მოვიდა, ახლა ლურჯი ხავერდის კაბით შემოსილიყო,

ფეხზე ბამბის სქელი წინდები და თხის ტყავის ფეხსაცმელები ჩაეცვა, ხელებს ნატის

მწვანე კანტშემოვლებული ხელთათმანები უმშვენებდა, ვარდისფერსარჩულიანი

ქუდი კი ფურისულას ყვავილებით ჰქონდა შემკული. ათივე სტუმარი ხუთ საათზე

შეიყარა. მოხუცი რაგონები ყოველთვის სთხოვდნენ თავიანთ მეგობებს სადილზე არ

დაეგვიანათ. როცა ამ პატივსაცემ ცოლ-ქმარს სადმე ეპატიჟებოდნენ, სადილს

ზუსტად დანიშნულ დროზე იწყებდნენ, ვინაიდან სამოცდაათი წლის მოხუცების

კუჭები ვეღარ ეგუებოდა კარგი ტონით დაწესებულ სხვა დროს.

ცეზარინმა იცოდა, რომ ქ-ნი რაგონი მას ანსელმის გვერდით დასვამდა: ქალები,

ყველანი - როგორც ფარისევლები, ისე მიამიტებიც - მუდამ კარგად ერკვევიან

სიყვარულის საქმეებში. პარფიუმერის ქალი ისე მოიკაზმა, რომ საბოლოოდ გადარია

პოპინო. კონსტანსი, გულისტკივილით შეელია ნოტარიუს სიძეს, რომელიც მის

წარმოდგენაში მემკვიდრე უფლისწულს უდრიდა, სევდიანად ეხმარებოდა

ქალიშვილს ჩაცმაში. შორსმჭვრეტელმა დედამ დაბლა დააწევინა გაზის უბიწო

წამოსასხამის საბმელი, რათა ოდნავ უფრო მეტად გაეშიშვლებინა ცეზარინის

მშვენივრად მოყვანილი ყველი. ხუთი ნაკეცით მარჯვნიდან მარცხნივ

გადაჯვარედინებული ბერძნული სტილის კორსაჟი ოდნავ იხსნებოდა და

თვალისმომჭრელ მრგვალ ფორმებს აჩენდა. მერინოსის სირმაშემოვლებული,

ფურჩალებიანი ტყვიისფერი კაბა ლამაზად ედგა მოყვანილ წელსა და სხეულზე,

რომელიც ჯერ არ ეხილათ ესოდენ მოხდენილი და მოქნილი. ყურებს ოქროს

ფილიგრანული საყურე უმშვენებდა. ჩინურ ყაიდაზე ავარცხნილი თმა საშუალებას

გაძლევდათ დამტკბარიყავით მშვენიერი ქორფა კანის ცქერით, რომელსაც ცისფერი

ძარღვები აჩნდა. მქრქალი კანის ქვეშ თითქოს თვით უწმინდესი სიცოცხლე ფეთქდა.

ერთი სიტყვით, ცეზარინი ისეთი მომხიბვლელი იყო, რომ ქ-ნმა მატიფამ თავი ვერ

შეიკავა ეს არ დაედასტურებინა და ვერ შეამჩნია, რომ დედა-შვილი მიხვდა, რა

აუცილებელი იყო ახალგაზრდა პოპინოს მოხიბვლა.

არც ბიროტო, არც მისი ცოლი, არც ქ-ნი მატიფა, არ უშლიდნენ შეყვარებულებს, როცა

ისინი ფანჯრის სიოში ნელი ხმით ნაზად საუბრობდნენ და ვერ ამჩნევდნენ, როგორ

უბერავდა ჩრდილოეთის ქარი ფანჯრის ხვრელებიდან. და აი, უფროსთა მასლაათიც

გაცხოველდა, როცა მოსამართლე პოპინომ სიტყვა როგენის გაპარვაზე ჩამოაგდო და

შენიშნა, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ნოტარიუსის გაკოტრებისა და ძველ დროში

ასეთი ბოროტმოქმედება არავის გაუგონიაო. როგენის ხსენებაზე ქ-ნმა რაგონმა თავის

ძმას, პილიეროს ფეხი ჰკრა, მანაც ხმას აუწია, რათა მოსამართლის სიტყვები ჩაეხშო,

და ორივემ ქ-ნ ბიროტოზე მიუთითა.

- უკვე ყველაფერი ვიცი, - უთხრა კონსტანსმა მეგობრებს წყნარი და სევდიანი ხმით.

- თქვენი ფული რამდენი გაიტაცა? - ჰკითხა ქ-ნმა მატიფამ ბიროტოს, რომელმაც

მოკრძალებით ჩაღუნა თავი, - თუ ხმებს დავუჯერებთ, გაკოტრებული ხართ.

Page 162: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- როგენს ჩემი ორასი ათასი ფრანკი ჰქონდა. რაც შეეხება ორმოციათას ფრანკს,

რომელიც ვითომდა ჩემთვის ერთ-ერთი თავისი კლიენტისგან ისესხა, ვისი ფულიც

მან საერთოდ გაფლანგა, ამ საქმეზე სასამართლოში ვჩივით.

- საქმეს ამ კვირაში გაარჩევენ, - თქვა პოპინომ. მე ვფიქრობ, უარს არ იტყვიან, თუ

თქვენს მდგომარეობას ბ-ნ სასამართლოს თავმჯდომარეს ავუხსნი. მან განკარგულება

გასცა გაესინჯათ როგენის ქაღალდები მოსამართლეთა სათათბიროში იმის

გამოსარკვევად, თუ რამდენი ხანია მას შემდეგ, რაც სესხის მიმცემის ანაბრები

გაფლანგა. გარდა ამისა, მე მინდა ის დერვილის მიერ წარმოდგენილ გაფლანგვის

საბუთებს გაეცნოს, რათა ხარჯები აგაცილოთ, თვითონ გამოდის ხსენებულ საქმეზე.

- ნეტავი თუ მოვიგებთ საქმეს? - იკითხა ქ-ნმა ბიროტომ.

- არ ვიცი, - მიუგო პოპინომ. - მართალია, საქმე იმ განყოფილებაში მოვიდა, სადაც მე

ვმუშაობ, მაგრამ კიდევაც რომ დამნიშნონ, თავს შევიკავებ მისი განხილვისაგან.

- ნუთუ შეიძლება კიდევ დაეჭვება ასეთ აშკარა საქმეში? - იკითხა პილიერომ. - განა

აქტში არ უნდა იყოს მითითება თანხის გადაცემაზე, და განა ნოტარიუსმა არ უნდა

დაამოწმოს, რომ მისი დასწრებით გადაეცა ფული სესხის მიმცემისაგან მოვალეს?

როგენი რომ მართლმსაჯულებას ხელში ჩავარდნოდა, ხომ კატორღაში

ამოაყოფინებდნენ თავს.

- მე რომ მკითხოთ, - მიუგო პოპინომ, - ფულის მიმცემს სესხი როგენის

ნოტარიალური კანტორის გირაოდან და მისი გაყიდვის შემდეგ აღებული ფულიდან

უნდა აუნაზღაურდეს. მაგრამ სასამართლოს უფრო აშკარა საქმეებშიც კი თანაბრად

იყოფა მოსამართლეთა ხმები: ექვსი ექვსის წინააღმდეგ.

- აა, მადემუაზელ, ბ-ნი როგენი გაიქცა? - იკითხა ანსელმმა, როცა ბოლოს და ბოლოს

გაიგონა, რაზე ლაპარაკობდნენ უფროსები. - ბატონ ცეზარს ჩემთვის არაფერი

უთქვამს ამაზე, მე კი მზად ვარ მისთვის სისხლის უკანასკნელი წვეთი არ დავზოგო...

ცეზარინი მიხვდა, რომ ეს „მისთვის“, მთელ მათს ოჯახს გულისხმობდა, ვინაიდან,

თუ ეს მიამიტი ქალიშვილი ინტონაციაში შეცდებოდა, მისკენ მიმართული

ცეცხლოვანი მზერა მაინც ყველაფერს გამოამჟღავნებდა.

- ვიცი და კიდევაც ვეუბნებოდი მამას, მაგრამ მან დედასაც კი ყველაფერი დაუმალა

და მარტო მე მენდო.

- თქვენ მამას ჩემი თავი მოაგონეთ ასეთ მძიმე მდგომარეობაში? - უთხრა ანსელმა

ცეზარინს. - უთუოდ ჩემს გულისნადებსაც კითხულობთ, მაგრამ ყველაფერი თუ

წაიკითხეთ?

- შესაძლებელია.

- დიდად ბედნიერი ვარ, - უთხრა ანსელმმა, - თუ ამ ეჭვებს მომისპობთ. ერთ

წელიწადში ისე გავმდიდრდები, რომ მამათქვენი ასე ცუდად აღარ მიმიღებს, როცა

ჩვენს მეუღლეობაზე დავიწყებ ლაპარაკს. ამიერიდან დღეში ხუთ საათზე მეტს აღარ

დავიძინებ...

Page 163: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ოღონდ თავს არაფერი მოიწიოთ, - უთხრა ცეზარინმა შეუდარებელი კილოთი და

ანსელმს ისე შეხედა, რომ ვაჟმა მთელი მისი ფიქრები ამოიკითხა.

- ჩემო ცოლო, - სუფრიდან წამოდგა ცეზარი. - ეტყობა, ამ ახლაგაზრდებს ერთმანეთი

უყვართ.

- უყვართ და მით უკეთესი, - მიუგო კონსტანსმა სერიოზული ხმით, - ესე იგი ჩემს

ქალიშვილს საზრიანი და ენერგიული კაცი ეყოლება ქმრად. ტალანტი საუკეთესო

მზითვია ყოველი საქმოსნისათვის.

ამ სიტყვებზე კონსტანსი ადგა და ქ-ნი რაგონის ოთახისკენ გაეშურა. სადილობისას

ცეზარმა რამდენიმე ისეთი წინადადება თქვა, რომ თავისი სრული უვიცობა

გამოამჟღავნა და პილიეროსა და მოსამართლე პოპინოს ღიმილი მოჰგვარა. ამან

უბედურ ქალს ერთხელ კიდევ გაახსენა, რა უძლური იყო მისი საცოდავი ქმარი

უბედურებასთან ბრძოლაში. კონსტანს გულზე ლოდი აწვა, ინსტინქტით გრძნობდა

უნდობლობას დიუ ტიიესადმი, ვინაიდან ყველა დედამ ლათინურიც რომ არ იცოდეს,

კარგად უწყის: „Timeo Danaos et dona terentes[86]“. ცეზარინს და ქ-ნ როგენს

კონსტანსისთვის ხელი მოეხვია, იგი ქვითინებდა, მაგრამ არ უნდოდა გაემჟღავნებინა

თავისი ცრემლების მიზეზი.

- ნერვების ბრალია, - თქვა მან.

საღამოს მოხუცმა ქაღალდების თამაშში გაატარა, ახალგაზრდებმა კი ფანტი ითამაშეს,

ეს სასიამოვნო გასართობი, რომელსაც „უწყინარ“ თამაშს ეძახიან, რადგან მასში

მეშჩანური სიყვარულის უწყინარი ოინები იმალება. ცოლ-ქმარმა მატიფებმაც მიიღეს

ფანტში მონაწილეობა.

- ცეზარ, - უთხრა კონსტანსმა ქმარს შინ დაბრუნებისას, - სამ რიცხვში ბარონ

ნუსინგენთან წადი, რომ წინასწარ დარწმუნებული იყო, შესძლებ თუ არა

თხუთმეტში ვალის გადახდას, რაიმე დაბრკოლება რომ მოხდეს, ერთბაშად ხომ ვერ

იშოვი საჭირო თანხას?

- წავალ, ჩემო ცოლო, - მიუგო ცეზარმა და კონსტანსსა და ცეზარინს ხელები მოუჭირა

- ჩემო მტრედებო, კარგი საჩუქარი არ მოგიმზადეთ საახალწლოდ?

ჩაბნელებულ ფიაკრში ქალები ვერ ხედავდნენ საცოდავ პარფიუმერს, მაგრამ

ხელებზე მისი ცხელი ცრემლები იგრძნეს.

- ყველაფერი კარგად იქნება, მამა. ბატონმა ანსელმ პოპინომ მითხრა, უკანასკნელ

სისხლის წვეთსაც კი არ დავიშურებო.

- ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, არა? - უთხრა მამამ და შეეცადა მხიარულად

მოეჩვენებინა თავი.

ცეზარინმა მამას ხელი მოუჭირა, რითაც უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ ანსელმი

საქმროდ ჰყავდა დასახული.

ახალი წლის პირველ სამ დღეს ბიროტოებმა ორასამდე საახალწლო მილოცვის

ბარათი მიიღეს. ეს ყალბი მეგობრული ყურადღების ნაკადი, ეს მოჩვენებითი

დამოწმება გულითადობისა საშინელებაა იმ ადამიანთათვის, ვინც ხედავს, რომ

Page 164: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

უბედურების მორევი ითრევს. ბიროტო სამჯერ ეახლა სახელმოხვეჭილ ბანკირს

ბატონ ნუსინგენს სახლში, მარგამ ამაოდ. ახალი წლის დასაწყისი და მასთან

დაკავშირებული დღესასწაულები სავსებით ამართლებდა ფინანსისტის

მოუცლელობას. უკანასკნელ მისვლაზე პარფიუმერმა ბანკირის კაბინეტამდე შეაღწია,

სადაც მისმა უფროსმა მოხელემ, ერთმა გერმანელმა აუწყა, ბ-ნი ნუსინგენი შინ

დილის ხუთ საათზე დაბრუნდა კელერთა მეჯლისიდან და მისი ნახვა ათის

ნახევრამდე შეუძლებელიაო. ბიროტომ შესძლო თავისი საქმით დაეინტერესებინა ეს

მოხელე, ვისაც თითქმის ნახევარი საათი ესაუბრა. დღისით ნუსინგენის საბანკირო

სახლის ამ მსახურმა ცეზარს შეატყობინა, რომ ბარონი მეორე დღეს, 3 იანვარს

შუადღის თორმეტ საათზე მიიღებდა. თუმცა ლოდინის ყოველ საათს ახალი სიმწარე

მოჰქონდა, დღემ მაინც საშინელი სისწრაფით გაირბინა. პარფიუმერი ეტლით მივიდა

და შორიახლოს გააჩერებინა სახლიდან, რომლის ეზო სავსე იყო ეკიპაჟებით. საცოდავ

ალალ-მართალ ცეზარს გული შეეკუმშა ცნობილი საბანკირო სახლის ამ

ბრწყინვალებაზე.

„ორჯერ კი იყო ლიკვიდირებული“ - გაიფიქრა ცეზარმა, როცა ყვავილებით მორთულ

საუცხოო კიბეზე ადიოდა და აიარა ფუფუნებით გაწყობილი პალატები, რითაც

ბარონის მეუღლემ დელფინ ნუსინგენმა სახელი გაითქვა. ბარონის მეუღლეს მიზნად

ჰქონდა მეტოქეობა გაეწია სენ-ჟერმენის გარეუბნის უმდიდრესი ოჯახებისთვის,

სადაც ჯერ არ იყო მიღებული. ბარონი ცოლთან ერთად საუზმობდა, და თუმცა

მოსაცდელში უამრავი ხალხი ელოდა, განაცხადა, დიუ ტიიეს მეგობრებს

დაუყოვნებლივ ურიგოდ მივიღებო. ბიროტოს სიხარულით გული შეუფანცქალდა,

როცა დაინახა, როგორ გამოეცვალა ლაქიას მანამდე კადნიერი სახის გამომეტყველება.

- მომიტევე, ჩემო ძვირფასო, - უთხრა ბარონმა ცოლს, თან წამოდგა და ბიროტოს

ოდნავ დაუკრა თავი, - ეს კაპიტანი რიგიანი როიალისტია და დიუ ტიიეს ახლო

მეგობარი. ესეც არ იყოს, მეორე ოლქის მერის თანაშემწეა და მეჯლისებს

აღმოსავლური ფუფუნებით მართავს. ეჭვი არ არის, სიამოვნებით გაიცნობ მას.

- ჩემთვის დიდად საამური იქნება ქ-ნ ბიროტოსგან გაკვეთილების აღება,

ფერდინანდმა ხომ... (როგორ! - გაიფიქრა პარფიუმერმა, ასე შინაურულად ეძახის

ფერდინანდს!) ისეთი აღტაცებით გვიამბო თქვენს მეჯლისზე, და ეს მით უფრო

დასაფასებელია, რომ ის საერთოდ არაფრით არის ხოლმე აღტაცებული. ფერდინანდი

მკაცრი კრიტიკოსია, მაშასადამე, ყველაფერი ჩინებული ყოფილა. კიდევ მალე ხომ არ

აპირებთ მეჯლისის მოწყობას? - მეტად თავაზიანად იკითხა ნუსინგენის მეუღლემ.

- ქალბატონო, ჩვენისთანა ხელმოკლე ხალხი იშვიათად თუ ერთობა. - მიუგო

პარფიუმერმა, რომელმაც არ იცოდა, დაცინვა იყო ეს, თუ უბრალო ქათინაური.

- თქვენი ბინის გადაკეთებას მგონი ბათონმა გრენდომ უხელმძღვანელა, არა! -

იკითხა ბარონმა.

- ახ, გრენდო? ეს ის ახალგაზრდა არისტოკრატია, რომელიც ახლახანს დაბრუნდა

რომიდან? - შესძახა დელფინ დე ნუსინგენმა. - გადარეული ვარ მისით. ისეთი

თვალწარმტაცი ნახატები გამიკეთა ალბომში!

Page 165: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

წამების დროს არც ერთი ვენეციელი შეთქმული არ იგრძნობდა თავს უარესად

„ესპანურ ჩექმაში, ვიდრე ბიროტო გრძნობდა თავს ჩვეულებრივ ტანისამოსში. ყოველ

სიტყვაში დაცინვა ესმოდა.

- შვენც ვაწყობთ პათარა მეჯლისებს, - თქვა ბარონმა და პარფიუმერს

ინკვიზიტორული თვალით შეხედა. - როგორც ჰხედავთ, ამით ყველა ერთობა ცოტა-

ცოტა!

- მოდით, ჩვენთან ისაუზმეთ, ბატონო ბიროტო! - მიმართა დელფინმა და

მდიდრულად გაშლილ სუფრაზე მიუთითა.

- ქალბატონო, მე საქმეზე მოვედი და...

- დიაჰ, - თქვა ბარონმა, - თუ ნებას მოგვცემთ, ქალბატონო, საქმე გვაქვს...

დელფინმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და ბარონს უთხრა: - საპარფიუმერიო

საქონლის ყიდვას ხომ არ აპირებთო?

ბარონმა მხრებო აიჩეჩა და სასოწარკვეთილებაში მყოფ ცეზარს მიუბრუნდა: - დიუ

ტიიე თკვენდამი ერთობ ცჰოველ ინტერესს იჩენს, - უთხრა ცეზარს.

„როგორც იქნა, მივუახლოვდით საქმეს,“ - გიფიქრა საცოდავმა სოვდაგარმა.

- მისი ცერილის მიჰედვით თქვენ ჩემს ბანკში უნდა მიიგოთ კრედიტი, რამდენის

ნებასაც შემი საკუთარი კონება მომცემს...

ის მარგებელი ბალზამი, რომელსაც ანგელოზის მიერ უდაბნოში აგარისათვის

მოწოდებული წყალი შეიცავდა, ალბათ იმ ცხოველმყოფელ ცვარნამს წააგავდა,

პარფიუმერის ძარღვებში რომ ჩაიღვარა ამ დამტვრეული ფრანგულით ნათქვამ

სიტყვებზე. ცბიერმა ბარონმა განზრახ იხმარა საძაგელი გამოთქმა გერმანელი

ებრაელებისა, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ, ფრანგულად ვლაპარაკობთო. ამას

იმისთვის აკეთებდა, რომ შემდგომში მიზეზი ჰქონოდა თავის სიტყვებზე უარი ეთქვა,

ვითომდა ვერ გამიგო თანამოსაუბრემო.

- შვენ მიმდინარე ანგარიშს გაგიხსნიტ. აი, როგორ მოვიქცევით შვენ, - თქვა

ელზასური გულითადობით კეთილმა, ღირსეულმა, დიდმა ფინანსისტმა.

ბიროტოს ეჭვი აღარაფერში ეპარებოდა. ის კომერსანტი იყო და კარგად ესმოდა, რომ

თუ ადამიანი სესხის მიცემას არ აპირებს, არ მოინდომებს გარიგების წვრილმანებში

გარკვევას.

- შემგან იმის სცავლება არ გინდათ, რომ დიდი ადამიანებისა და პატარა

ადამიანებისაგან ბანკი ერთნაირად მოითჰოვს სამ ჰელმოწერას. მაშასადამე, ტქვენ

მოიტანეტ ტამასუქები ჩვენი მეგობრის დიუ ტიიეს ბრძანებით. მე დაუკოვნებლივ

ბანკში გავგზავნი შემი ხელმოწერით და იმავე დგეს ოთჰ საათზე ტქვენ მიიგებთ იმ

თანჰას, რომელზეც დილას ტამასუქებს მოაწერთ. არც საკომისიოს, არც სააღრიცხვო

პროცენტი არ მინდა. მე მხოლოდ საბანკო პროცენტი მინდა. დიდად მოხარული

ვიქნები, თუ გამოგადგებით. მაგრამ ერთი პირობით, - თქვა მან და ცხვირზე

საჩვენებელი თითი მიიდო შეუდარებელი ცბიერებით.

Page 166: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ბატონო ბარონ, ყოველგვარ პირობაზე წინაწარ გეთანხმებით, - უთხრა ბიროტომ,

რომელსაც ეგონა, წილი უნდა მოგებაში გამომართვასო.

- პირობა, რომელსაც მე დიდ მნიშვნელობას ვაძლევ: ქალბატონმა ნუსინგენმა,

როგორც მან თქვა, - გაკვეთილები აიღოს ქალბატონ ბიროტოსგან.

- ბარონ, გემუდარებით, ნუ დამცინით.

- ბატონო ბიროტო, - განაგრძო ბარონმა სავსებით სერიოზული კილოთი, - უკვე

შევთანხმდით: თქვენ გვეპატიჟებით თქვენს მომავალ მეჯლისზე, ჩემს ცოლს სურს,

მას უნდა ნახოს ბინა, რომელზეც ყველა ამდენს ლაპარაკობს.

- ბატონო ბარონ!

- ო, თუ უარს იტკვით, მეც უარს ვიტკვი თქვენთან საკმის დაჩერაზე! ტკვენ დიდი

სახელი გაქვტ. დიახ, მე ვიცი ტკვენთან მოსვლა უნდოდა თვით სენის პრეფექტს.

- ბატონო ბარონ!

- ტქვენთან იჰო ბატონი ბილარდიერი, მეფის კამერჰერი, ძველი ვანდეელი, ისიც

წმინდა როჰას ეკლესიასთან იჰო დაჭრილი.

- ცამეტ ვანდემიერს, ბარონ!

- ტქვენთან იჰვნენ ბატონი ლასეპედი, აკადემიკოსი ვოკლენი...

- ბატონო ბარონ!..

- აჰ, ეშმაკმა წაიღოს, რატომ ხართ ასეთი თავმდაბალი, ბატონო მერის თანაშემწე.

როგორც გავიგე, მეფემ თქვა, რომ თქვენი მეჯლისი...

- მეფემ? - იკითხა ბიროტომ, მაგრამ ამის მეტი ვეღარაფერი გაიგო.

ოთახში შინაურულად შემოვიდა ახალგაზრდა კაცი. როცა მშვენიერმა დელფინ დე

ნუსინგენმა მისი ნაბიჯების ხმა შორიდანვე გაიგონა, საშინლად გაწითლდა.

- გამარჯობა ძვირფასო დე მარსე! - მიმართა ბარონ დე ნუსინგენმა. - ჩემს ადგილზე

დაბრძანდით, ჩემს კანტორაში ბევრი მთხოვნელი მოსულა. მე ვიცი, რატომ!

ვირსინის საბადოიებს ორმაგი დივიდნედი მოაქვს. ქალბატონო დე ნუსინგენ, ტკვენ

ახლა ასიატსი ფრანკით მეტი სემოსავალი გაკვთ. სეგიზლიათ ბევრი ლამაზი

ტანსაცმელი და სამკაული იჰიდოთ, რომ ლამაზი იჰოთ, მაგრამ, მგონი, ეს თკვენ არ

გჩირდებათ.

- ღმერთო ჩემო! რაგონებმა კი გაყიდეს თავისი აქციები! - შესძახა ბიროტომ.

- რაგონები ვინღა არიან? - იკითხა ღიმილით მოკოხტავე ჭაბუკმა.

- აი, - თქვა ბ-ნმა დე ნუსინგენმა და კართან მისული უკან დაბრუნდა, - ეგენი, მე

მგონია... დე მარსე, ეს ბატონი ბიროტოა, თკვენი პარფიუმერი, ეს კაცი მეჯლისებს

აგმოსავლური პუპუნებით მართავს, და მეფემ ორდენით დააჯილდოვა.

Page 167: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დე მარსემ თვალებზე ლორნეტი მიიდო და თქვა: - დიახ, დიახ, მართალია, მომეჩვენა,

თითქოს თქვენი სახე როგორღაც მეცნობა. ესე იგი, თქვენ განზრახული გაქვთ თქვენი

საქმეები არომატული საშუალებებით დააინანთოთ, ზეთი წაუსვათ, არა?

- ჰოტა, იმ რაკონეპს, - განაგრძო ბარონმა და უკმაყოფილოდ დაიღრიჯა, - ჩემტან

პული ჰკონტათ, და მე მივექმარეპოტი კონეპის სეკმნაში, მაგრამ მათ არ მოისურვეს

კიტევ ერტი დგე მოესადატ.

- ბატონო ბიროტო! - შესძხა ბიროტომ.

კეთილი ბიროტო ხედავდა, რომ მისი საქმე ფრიად ბუნდოვანი იყო და ბანკირს ისე

გაეკიდა უკან, რომ არც მის ცოლს, არც დე მარსეს არ გამომშვიდობებია. ბატონმა

ნუსინგენმა უკვე კიბე ჩაათავა და ის იყო თავის კანტორაში უნდა შესულიყო, რომ

პარფიუმერი წამოეწია. ნუსინგენმა კარი გააღო და როცა დაინახა, რომ უბედურმა

ვაჭარმა სასოწარკვეთით გაასავსავა ხელი, რადგან იგრძნო უფსკრულში ეშვებოდა,

უთხრა: - მაშასადამე გატავცყვიტეთ, ინახულეტ დიუ ტიიე და კველაპერზე მას

მოელაპარაკეტ.

ბიროტომ გადაწყვიტა, უთუოდ დე მარსეს ექნება ბარონზე გავლენაო, და

მერცხალივით აფრინდა კიბეზე, სასადილო დარბაზში შეიპარა, სადაც ქალბატონი

ნუსინგენი და მარსე ეგულებოდა: როცა ოთახიდან გამოვიდა, დელფინი ხომ ყავას

ელოდა. ყავა მაგიდაზე იდგა, ქ-ნი დელფინი და მოკოხტავე ყმაწვილი კაცი კი

სადღაც გამქრალიყვნენ. ლაქიას გაეღიმა, როცა კიბეზე ჩამავალი პარფიუმერის

განცვიფრებულ სახეს შეხედა.

ბიროტო დიუ ტიიესთან გაიქცა, მაგრამ უთხრეს, ქ-ნ როგენთან არის აგარაკზეო...

პარფიუმერმა კაბრიოლეტი დაიქირავა და გულუხვად გადაუხადა, რათა საფოსტო

კარეტასავით სწრაფად წაეყვანა ნოჟან-სიურ-მარნში. მაგრამ ნოჟან-სიურ-მარნში

მეკარემ უთხრა, ბატონი და ქალბატონი უკანვე გაბრუნდნენ პარიზშიო.

ილაჯგაწყვეტილი ბიროტო შინ დაბრუნდა. როცა ცოლსა და შვილს თავისი ვაი-

ვაგლახი უამბო, საშინლად გაუკვირდა, რომ კონსტანსმა, რომელიც სულ პატარა

კომერციულ მარცხსაც კი ყოველთვის უბედურების მომასწავებელ ნიშნად თვლიდა,

ახლა ნაზი ალერსით დაუწყო ნუგეშისცემა და დარწმუნება, ნუ გეშინია, ყველაფერი

რიგზე იქნებაო.

მეორე დღეს, დილის შვიდ საათზე, ჯერ კარგად არც კი გათენებულიყო, რომ

ბიროტო დიუ ტიიესთან გაჩნდა. მან კარისკაცს ათფრანკიანი ჩაუდო ჯიბეში და

სთხოვა დიუ ტიიეს კამერდინერისთვსი დაეძახნა. როგორც კი ცეზარს კამერდინერის

დანახვა ეღირსა, მასაც ორი ოქრო მიაჩეჩა და სთხოვა, დიუ ტიიე გაიღვიძებს თუ არა,

შემიყვანეო. ამ მცირე ფულადმა გამოსაღებმა და დიდმა დამცირებამ, რაც კარისკაცთა

და მთხოვნელთათვის კარგადაა ცნობილი, პარფიუმერი მიზნამდე მიიყვანა. ცხრის

ნახევარზე მისი ყოფილი ნოქარი მთქნარებით და ზმორებით გამოვიდა ნამძინარევი

და ბოდიში მოიხადა, რომ დილის ხალათით შეხვდა თავის ძველ პატრონს. ბიროტო

პირისპირ აღმოჩნდა მძვინვარე ვეფხვთან, რომელშიც ისევ თავის ერთადერთ

მეგობარს ხედავდა.

- ნუ წუხდებით, ნუ წუხდებით.

- რა გნებავთ, ჩემო კარგო ცეზარ.

Page 168: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ცეზარმა საშინელი გულისკანკალით უამბო ბარონ დე ნუსინგენის პასუხი და

მოთხოვნილება. დიუ ტიიე უყურადღებოდ უსმენდა, თან ცეცხლის გასაღვივებელ

საბერველს ეძებდა და ლაქიას ტუქსავდა, რად აგვიანებს ცეცხლის გაჩაღებასო.

ლაქია სმენად იყო გადაქცეული, მაგრამ ცეზარს არ დაუნახავს. როცა შენიშნა,

შემკრთალი დადუმდა და ხმა ვეღარ ამოიღო, ვიდრე ბანკირმა ისევ არ წააქეზა.

- განაგრძეთ, განაგრძეთ, გისმენთ! - უთხრა უგულისყუროდ დიუ ტიიემ.

უბედურ ბიროტოს პერანგი ოფლისგან გასაწური გახდომოდა, მაგრამ, როცა დიუ

ტიიემ თავისი ოქროსფრად დაძარღვული ფოლადის თვალები მახვილივით გაუყარა

და გულის სიღრმემდე განგმირა სატანისებური ელვარებით, ცივმა ოფლმა დაასხა.

- ძვირფასო პატრონო, რა ჩემი ბრალია, თუ ბანკმა უარი გითხრათ თქვენი

თამასუქების განაღდებაზე, რომელიც კლაპარონის საბანკირო სახლმა ჟიგონეს

გადასცა წარწერით: „თავმდებობის გარეშე“? როგორ მოხდა, რომ თქვენ,

კომერციული სასამართლოს ძველი წევრი ასე მოტყუვდით? მე, უწინარეს ყოვლისა,

ბანკირი ვარ. შემიძლია ფული მოგცეთ, მაგრამ არ ვიცი მიიღებს თუ არა ბანკი ჩემს

ხელმოწერას, და არ მინდა, უარი მითხრას. მე მხოლოდ კრედიტით ვარსებობ. ჩვენ

ყველას ამით გვიდგია სული. ფული გინდათ?

- შეგიძლიათ იმდენი მომცეთ, რამდენიც მჭირდება?

- თანხას გააჩნია. რამდენი გინდათ?

- ოცდაათი ათასი ფრანკი.

- საწყალ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო, - გადაიხარხარა დიუ ტიიემ.

ამ სიცილის გაგონებაზე, დიუ ტიიეს სიმდიდრით დაბრმავებულმა ცეზარმა

გაიფიქრა, ასე მხოლოდ ისეთ მდიდარ კაცს შეუძლია სიცილი, ვისაც ეს თანხა

სასაცილოდაც არ ჰყოფნისო, და შვებით ამოისუნთქა. დიუ ტიიემ დარეკა.

- მოლარეს დამიძახეთ.

- ჯერ არ მოსულა, ბატონო, - მიუგო ლაქიამ.

- მასხარად მიგდებს ის ცუღლუტი! უკვე ცხრის ნახევარია, ამ დროისთვის მილიონი

ფრანკის საქმე შეიძლება გაიჩარხოს.

ხუთი წუთის შემდეგ ბ-ნი ლეგრა ამოვიდა.

- რამდენი გვაქვს სალაროში ფული?

- მხოლოდ ოცი ათასი ფრანკი. თქვენ ხომ მიბრძანეთ ოცდაათი ათასი ფრანკის რენტა

მეყიდა თხუთმეტში ნაღდ ფულზე გადახდით.

- მართალია, ეტყობა ჯერ არ გამოვფხიზლებულვარ.

მოლარემ ბიროტოს ალმაცერად გადახედა და ოთახიდან გავიდა.

Page 169: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ჭეშმარიტება დედამიწის ზურგიდან რომ გაეძევებინათ, თავისი უკანასკნელი

სიტყვის თქმას მოლარეს მიანდობდა. - ბრძანა დიუ ტიიემ. - პატარა პოპინოს მიერ

ამასწინათ დაწყებულ საქმეში ხომ არ გირევიათ ხელი? - ჰკითხა ბოლოს საზარელი

პაუზის შემდეგ. ამ კითხვაზე პარფიუმერის შუბლს ცივმა ოფლმა დაასხა.

- დიახ, - მიამიტურად უპასუხა ბიროტომ, - ხომ არ შეგიძლიათ მისი თამასუქები

გაანაღდოთ რაიმე მნიშვნელოვან თანხაზე?

- მომიტანეთ ორმოცდაათი ათასი ფრანკის მისი თამასუქი და მე მოგეხმარებით

გაანაღდოთ ზომიერი პროცენტით ვინმე გობსეკთან[87], იგი ფირად დამყოლი

ხასიათის კაცია, როცა ბევრი ფული აქვს დასაბანდებელი, ფული კი ყოველთვის

ბევრი აქვს.

ბიროტო შინ გულდამძიმებული დაბრუნდა, ჯერ ვერ გაეგო, რომ ბანკირები მის თავს

ბურთივით ერთმანეთს უგდებდნენ. კონსტანსი კი მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო

კრედიტის მიღება. თუ უკვე სამმა ბანკირმა უთხრა უარი, ეს იმას ნიშნავდა, რომ

ყველამ შეაგროვა ცნობა ისეთ თვალსაჩინო კაცზე, როგორიც მერის თანაშემწე იყო, და

საფრანგეთის ბანკის იმედი უკვე აღარ უნდა ჰქონოდათ.

- თამასუქების ვადის გადადება სცადე, - უთხრა კონსტანსმა, - შენს კომპანიონ ბ-ნ

კლაპარონთან მიდი, მიდი ყველასთან, ვისაც შენი თამასუქები ვადით თხუთმეტამდე

აქვს და სთხოვე ვადა გაუგრძელონ. პოპინოს თამასუქების განაღდებას კი

ყოველთვის მოასწრებ.

- ხვალ ხომ ცამეტია! - აღმოხდა მთლად განადგურებულ ბიროტოს.

მისივე პროსპექტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიროტოს სანგვინიკური ტემპერამენტი

ჰქონდა, რაც გრძნობებისა და გონებრივი ძალების დიდ დახარჯვას მოითხოვდა და

მათ აღსადგენად ძილი იყო საჭირო. ცეზარინმა მამამისი სასტუმრო დარბაზში

გაიყვანა და მის გასართობად ჰეროლდის მშვენიერი ნაწარმოები „რუსოს

სიზმარი“ დაუკრა. კონსტანსიც იქვე დაჯდა და მუშაობას შეუდგა. საცოდავმა

ცეზარმა თავი დივანის ბალიშს დაადო და ყოველთვის, როცს ცოლს შეხედავდა, მის

ბაგეზე ნაზ ღიმილს ამჩნევდა. მან ასე ჩაიძინა.

- ეს საცოდავი! - თქვა კონსტანსმა, - რამდენი წამება მოელის კიდევ!.. ძალა მაინც არ

უმტყუნებდეს!

- რა მოგდის, დედა? - ჰკითხა ცეზარინმა, როცა მტირალი დედა დაინახა.

- ჩემო საყვარელო გოგო, ვხედავ, გაკოტრება არ აგვცდება. თუ მამაშენმა თავი

გაკოტრებულად გამოაცხადა, არავისგან არ უნდა ველოდეთ შებრალებას: ჩემო

შვილო, მზად იყავი უბრალო გამყიდველი გახდე. როცა დავინახე, რომ უბედობას

ვაჟკაცურად იტან, მეც მოვიკრებ ძალას, ცხოვრება თავიდან დავიწყოთ. მამაშენის

ხასიათი რომ ვიცი, ერთ გროშსაც არ გადამალავს. მეც უარს ვიტყვი ჩემს უფლებაზე

და მთელი ჩვენი სარჩო-საბადებელი გაიყიდება. შენ კი, შვილო, შენი კაბები და

სამკაულები ძია პილიეროსთან გადაიტანე, შენ ხომ არავითარი პასუხისმგებლობა არ

გადევს ამ საქმეში.

Page 170: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ცეზარინს თავზარი დასცა ამ რელიგიური მორჩილებით ნათქვამმა სიტყვებმა. ერთი

კი გადაწყვიტა ანსელმის სანახავად წასულიყო, მაგრამ მორიდებული ხასიათის გამო

ეს ნაბიჯი ვერ გადადგა.

*

მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე ბიროტო პროვანსის ქუჩაზე გამოცხადდა. ახლა

უკვე სულ სხვა დარდი სტანჯავდა. კრედიტის თხოვნა სულ უბრალო რამ არის

კომერციაში. რაიმე საქმის წამოწყებისას მუდამ საჭიროა კაპიტალის გამოძებნა,

თამასუქის ვადის გადაწევის თხოვნა კი კომერციულ იურისპრუდენციაში პირველი

ნაბიჯია გაკოტრებისაკენ და მას გაკოტრებული ჯერ გამასწორებელ პოლიციაში

მიჰყავს, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლის საქმედ მიიჩნევა და ნაფიც მსაჯულთა

სასამართლოში ამოაყოფინებს თავს. თქვენი ფულადი სიძნელეები და გადახდის

უუნარობა ყველასათვის აშკარა ხდება. ხელ-ფეხშეკრული სოვდაგარი მეორე ვაჭრის

ხელში გადადის, გულმოწყალება კი ბირჟაზე არ გამოიყენება.

ამას წინათ რიზის ქუჩებში მიმავალი ჯერ კიდევ რწმენის თვალით შემყურე

პარფიუმერი, ახლა ეჭვებით ქანცგამოლეული, ყოყმანობდა, შესულიყო თუ არა

ბანკირ კლაპარონთან. ახლაღა ხვდებოდა, რომ ბანკირთა გული მხოლოდ მათი

სისხლის მიმოქცევის ორგანოა. კლაპარონი მას თავისი ტინგიცობით იმდენად

თავდაუჭერელ ადამიანად ეჩვენებოდა, რომ ეშინოდა კიდეც მასთან ახლოს მისვლა.

„ის უფრო ახლოა ხალხთან, ეგებ ნაკლებ უგულო აღმოჩნდეს!“ ასეთი იყო პირველი

საყვედური, მისმა აუტანელმა მდგომარეობამ რომ ათქმევინა. ცეზარმა სულის

სიღრმეში უკანასკნელი გამბედაობა მოიკრიბა და ერთი პატარა საძაგელი

ანტრესოლის კიბეზე ავიდა, რომლის ფანჯრებზე მზისგან გამოხუნებული მწვანე

ფარდები დალანდა. კარებზე გაკრულ ოვალურ სპილენძის პატარა დაფაზე შავად

ამოტვიფრული იყო სიტყვა „კანტორა“. დააკაკუნა, არავინ უპასუხა, შევიდა. ეს, მეტი

რომ არა ვთქვათ, უბრალო სამყოფელი, ღარიბულად, წუწურაქულად და

უპატრონოსავით გამოიყურებოდა. ერთი მოხელეც არ ჩანდა შეუღებავი ხის ვალანზე

დამაგრებულ თითბრის გისოსს უკან, სადაც ჩაშავებული მაგიდები და სალაროები

იდგა. დაცარიელებულ მაგიდებზე ობმოკიდებული სამელნეები ელაგა, საიდანაც

ქუჩის ბიჭების თმასავით აბრუძგნული, ან მზის სხივებით გაფარჩხული ბატის

ფრეთები მოჩანდა. აქვე ეყარა უთუოდ სრულიად უსარგებლო საქაღალდეები და

ბლანკები. იატაკის პარკეტი ისეთი ნესტიანი, ბინძური და გაცვეთილი იყო, როგორც

რომელიმე პანსიონის მისაღები ოთახისა. მეორე ოთახი, რომლის კარს ამშვენებდა

წარწერა „სალარო“, სავსები შეეფერებოდა პირველი ოთახის პირქუშ სილაზათეს.

ერთ კუთხეში სპილენძის გისოსიანი, გასაწევ სარკმელიანი მუხის დიდი გალია იყო

მოთავსებული. შიგ ჩადგმული რკინის დიდი ზანდუკი, უეჭველად ვირთხების

ანაბარა თუ იყო მიტოვებული. ამ გალიის ღია კარში მოჩანდა აგრეთვე ერთი

უცნაური საწერი მაგიდა და საძაგელი, დაფლეთილი მწვანე სავარძელი, რომლის

გახვრეტილი საჯდომიდან ცხენის ძუა ამოჩრილიყო თვით კლაპარონის ხუჭუჭა

პარიკივით კეკლუცად დახვეული. ეს ოთახი, ოდესღაც, ალბათ ამ ბინის სასტუმრო

დარბაზი იქნებოდა, სანამ ბანკის კანტორად გადააკეთებდნენ; მის მთავარ

მოწყობილობას წარმოადგენდა მწვანე მაუდგადაკრული მრგვალი მაგიდა, გარშემო

ელაგა ვარაყგადაცლილი ლურსმნებით მიჭედილი ძველი, შავტყავგადაკრული

Page 171: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სკამები, საკმარისად ლამაზი მოყვანილობის ბუხარს არავითარი კვალი არ აჩნდა, თუ

ოდესმე ცეცხლი დაენთოთ. მისი თუჯის ფილა სუფთა იყო. მისი ბუზებით

დასკინტლული სარკე საცოდავად გამოიყურებოდა და სავსებით ეხამებოდა წითელი

ხის საათს, რომელიც, ალბათ, რომელიმე ბებერი ნოტარიუსის ავეჯეულობის

აუქციონზე იყო შეძენილი. ეს საათი სევდიანად მოჩანდა უამისოდაც ნაღვლიანად

გამომზირალი ორი უსინათლო, მტვრით დაფარულ შანდლის გვერდით.

ვარდისფერი არშიით შემოვლებული თაგვისფერი კედლის ქაღალდი ისე

გამჭვარტლულიყო, რომ ეტყობოდა, თამბაქოს მოყვარულნი მჯდარიყვნენ

ხანგრძლივად. ყველაფერი მოგაგონებდათ გაზეთის ჩვეულებრივ „სარედაქციო

ოთახებს“. ბიროტო უტაქტობას მოერიდა და პირდაპირ კარზე სამჯერ დააკაკუნა.

- შემოდით, - დაიყვირა კლაპარონმა და მისმა ხმამ დაამოწმა, თუ რა შორს იყო, და

როგორი ცარიელი უნდა ყოფილიყო გვერდით ოთახი. იქიდან პარფიუმერს შეესმა

ცეცხლის ტკაცუნი ბუხარში, მაგრამ თვითონ ბანკირი, ეტყობოდა, იქ არ იჯდა. ეს

ოთახი მართლაც კლაპარონის პირადი კაბინეტი იყო. კელერის დიდებულ კაბინეტსა

და ამ ვითომდა დიდი საქმოსნის საოცრად თავმინებებულ სადგომს შორის ისეთივე

განსხვავება იყო, როგორც ვერსალსა და ჰურონის ტომის ბელადის ვიგვამს შორის

არის. პარფიუმერს, რომელსაც ნანახი ჰქონდა სიდიადე ბანკისა, ახლა მისი სამასხრო

პაროდია უნდა ეხილა.

კლაპარონი ლოგინზე იწვა კაბინეტის უკანა კედელში მოწყობილ საწოლში.

კაბინეტში იდგა დაუდევარი ცხოვრებისაგან საშინლად გაფუჭებული, ბინძური,

გაქონილი, მიყრილ-მოყრილი, დამტვრეული, დაფლეთილი, მთლად ხმარებიდან

გამოსული ავეჯი, რომელიც თავდაპირველად, ალბათ, კოხტა და ლამაზი იქნებოდა.

ბიროტოს დანახვაზე კლაპარონი თავის ზინზლიან ხალათში გაეხვია, ჩიბუხი დადო

და ისე საჩქაროდ გადასწია საწოლის კრეტსაბმელი, რომ მიამიტი პარფიუმერიც კი

დაეჭვდა მის ზნეობრიობაში.

- დაბრძანდით, ბატონო, - უთხრა ამ ვითომ ბანკირმა.

თავზე ირიბად შემოხვეული რაღაც ფულარიანი უპარიკო კლაპარონი ბიროტოს

უფრო საზიზღარი ეჩვენა, ვიდრე მისი საშინაო ხალათი, რომლის ქვეშიდან ოდესღაც

თეთრი, დიდი ხნის ხმარებისაგან გამურული სათბურა მოუჩანდა.

- ხომ არ ისაუზმებთ ჩემთან ერთად? - ჰკითხა კლაპარონმა, რადგან პარფიუმერის

მეჯლისი გაიხსენა და უნდოდა მისთვის პატივისცემა გადაეხადა, თან ამ

მიპატიჟებით თვალი აეხვია.

მართლაც, მრგვალი მაგიდა, რომელზეც ნაჩქარევად აელაგებინათ ქაღალდები, იმას

მეტყველებდა, რომ აქ სასიამოვნო საზოგადოებას მოელხინა. მაგიდაზე ეწყო პაშტეტი,

ხამანწკები, თეთრი ღვინო, შამპანურში ჩადებული და თავისივე წვენში გაციებული

თირკმელები. ბუხრის ნაღვერდალი ოქროსფერ ათინათებს აციმციმებდა

ტრიუფელიან ერბოკვერცხზე. დაბოლოს, წინაღამის ვახშმის შემდეგ დარჩენილი ორ

სულზე გაშლილი ჭურჭელი და გასვრილი ხელსაწმენდები თვით უწმინდეს

უამნკოებასაც კი აუხელდა თვალს. უარის მიუხედავად, კლაპარონი ბიროტოს

დაბეჯითებით ეპატიჟებოდა თავის უფლებებში დარწმუნებული ადამიანივით.

Page 172: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- წუხელის ერთ ადამიანს ველოდი, მაგრამ სადღაც გაქრა, არ მოვიდა, - თქვა

ხმამაღლა ეშმაკმა კომივოიაჟერმა, რათა იმ პიროვნებას გაეგონა, ვინც მის ლოგინში

იყო საბანში ჩაფლული.

- ბატონო ჩემო, მე მხოლოდ საქმეზე ვარ მოსული და დიდხანს არ დაგაყოვნებთ.

- მეტისმეტად გადატვირთული ვარ სამუშაოთი, - უპასუხა კლაპარონმა და მიუთითა

სეკრეტერსა და მაგიდაზე დახვავებულ ქაღალდებზე - საკუთარი თავისთვის წუთიც

აღარ მრჩება. მთხოვნელს მარტო შაბათობით ვიღებ, მაგრამ თქვენთვის, ძვირფასო

ბიროტო, მუდამ შინ ვარ. დრო აღარა მაქვს არც სიყვარულისთვის, არც

სეირნობისთვის. საქმიანობის ყოველგვარი ალღო დავკარგე, რის

შესანარჩუნებლადაც ცოტაოდენი უქმად ყოფნაა საჭირო. მე კი იმის დროც აღარ

მრჩება, ცოტა ბულვარზე მაინც გავისეირნო ხოლმე. საქმეებმა ისე გამიწყალეს გული,

რომ მათი გაგონებაც აღარ მინდა. ფული საკმარისი მაქვს, ბედნიერება კი ყოველთვის

მაკლია. ღმერთმანი, მოგზაურობა ყველაფერს მირჩევნია, იტალიის ნახვა მენატრება,

მაგალითად! ოჰ! მშვენიერო იტალიავ! უკუღმართი ბედი გქონდა, მაგრამ მაინც

ლამაზი ხარ! ეს ის წარმტაცი ქვეყანაა, სადაც მშვენიერი მიბნედილი იტალიელი

ქალი მელის! მე ყოველთვის მიყვარდა იტალიელი ქალები. თქვენ ხომ არ გყოლიათ

ოდესმე საყვარლად იტალიელი ქალი? არა? მაშ წამოდით, ერთად წავიდეთ

იტალიაში! ვნახავთ ვენეციას, - დოჟების სასახლეს. ეს ქალაქი სამწუხაროდ უვიცი

ავსტრიელების ხელში მოხვდა, მათ ხომ ხელოვნებისა არაფერი გაეგებათ. მოვრჩეთ!

მოვეშვათ ამ დავიდარაბას, არხებს, სესხებს, ყველა სახელმწიფოებრივ საქმეებს! მე

კეთილი ბიჭი ვარ, როცა ქისა სავსე მაქვს. დაწყევლოს ღმერთმა, მაშ წავიდეთ,

გავწიოთ სამოგზაუროდ!

- ერთი სიტყვა, ჩემო ბატონო, და დაგტოვებთ, - უთხრა ბიროტომ, - ჩემი თამასუქები

თქვენ ბ-ნ ბიდოს გადაეცით?

- თქვენ გინდათ თქვათ ჟიგონესო. კარგი ბიჭია ჟიგონე, დამყოლი, მუდამ მზად არის

მარყუჟივით მოგეჭიროს კისერზე.

- დიახ, - განაგრძო ცეზარმა, - მე მინდოდა... ამაში მე თქვენი კეთილშობილებისა და

დელიკატობის იმედი მაქვს...

კლაპარონმა თავი დაუკრა.

- მე მინდოდა ვადის გადადება მეთხოვა...

- შეუძლებელია, - მოკლედ მოუჭრა ბანკირმა, - საქმეს მარტო მე არ ვაწარმოებ, მთელი

საბჭო გვაქვს, ნამდვილი დეპუტატთა პალატა. თუმცა ერთმანეთისა ყველაფერი

კარგად გვესმის და ისე ვშიშხინებთ, როგორც ქონი ტაფაზე. მაგრამ, დასწყევლოს

ეშმაკმა, ერთმანეთს ყველაფერზე ვეთათბირებით. მადლენის ეკლესიის მიწები რას

მიქვია, ჩვენ სხვა უკეთეს ადგილებშიც ვაწარმოებთ საქმეებს. ეე, ჩემო კარგო, ჩვენ

რომ წილი არ გვქონდეს ელისეს მინდვრებზე იმის გარშემო, სადაც ბირჟა შენდება, ენ-

ლაზარის კვარტალსა და ტივოლის ახლოს, მაშინ „ამტენ საკმეს ვერ

დავათრიალებდით“, როგორც დონდროხა ნუსინგენი ამბობს. რა დიდი საქმეა

ჩვენთვის მადლენის მიწები? სულ არაფერი! ჩვენ, ჩემო კარგო, არ გვიყვარს

წვრილმანების გამოკიდება - თქვა მან, ბიროტოს მუცელზე ხელი დაარტყა და წელზე

Page 173: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

შემოეხვია, - მოდით, მოდით, ვისაუზმოთ, თანაც ვისაუბროთ, - უთხრა კლაპარონმა,

რომ ცოტათი შეერბილებინა თავისი უარი.

- სიამოვნებით, - მიუგო ბიროტომ.

„მით უარესი ჩემი თანამესაუბრისთვის“, - გაიფიქრა პარფიუმერმა, იმ იმედით, რომ

კლაპარონს გამოათრობდა და გამოსტყუებდა, ვინ იყვნენ სინამდვილეში მისი

ნამდვილი კომპანიონები მიწის ნაკვეთების სპეკულაციაში, რაც უკვე საეჭვო

ეჩვენებოდა.

- ძალიან კარგი! ვიქტორია! - დაიძახა ბანკირმა.

ამ ძახილზე შემოვიდა თევზის გამყიდველი ქალივით გამოწყობილი ნამდვილი

ლეონარდი[88].

- ჩემს მოხელეებს უთხარით, რომ კანტორაში არა ვარ არავისთვის, ვინც არ უნდა

იყოს, ნუსინგენები იქნება ეს, კელერები, ჟიგონე თუ კიდევ სხვა ვინმე.

- ბატონი ლამპერერის მეტი ჯერ არავინ მოსულა.

- მერე რა, მაგან კი იცის, როგორც უნდა მიიღოს მაღალი საზოგადოების

წარმომადგენლები. წვრილფეხობას პირველი ოთახის აქეთ ნუ გადმოუშვებთ. ყველას

უთხარით, რომ მე ვფიქრობ იმაზე, თუ... როგორ გადავხუხო შამპანური.

ძველი კომივოიაჟერის დათრობა შეუძლებელია. ცეზარი ცდილობდა სიმართლე

დაეცდევინებინა თავისი კომპანიონისთვის და მისი უშნო ლაქლაქი სიმთვრალის

ნიშნად მიიღო.

- ის არამზადა როგენი კიდევ არის თქვენთან კავშირში? - უთხრა ბიროტომ, - განა არ

შეგიძლიათ მისწეროთ, რომ დაეხმაროს მისი გულისთვის დაზარალებულ მეგობარს,

ადამიანს, ვისთანაც ყოველ კვირა დღეს სადილობდა, ვისაც უკვე ოცი წელიწადია

იცნობს?

- როგენი?.. ის ხომ რეგვენია! ნაკვეთების მისი წილი ჩვენი გახდება. ნუ დაღონდებით,

ჩემო კარგო, ყველაფერი გამოსწორდება, თხუთმეტში ფული გადაიხადეთ, და მერე

ვნახოთ! მე კი ვამბობ, ვნახოთ-მეთქი... (კიდევ ერთი ჭიქა ღვინო), მაგრამ თვითონ

ხომ არ ვიღებ მონაწილეობას მაგ საქმეში. მე რა! თუ გინდათ, სულაც ნუ გადაიხდით,

მე ამას არ მოვითხოვ, ამ საქმის მონაწილე იმიტომ გავხდი, რომ გაყიდვისას

საკომისიო მივიღო და მოგებაში წილი მერგოს, - ნაკვეთთა მფლობელებთან მე მაქვს

ურთიერთობა... გასაგებია? თქვენ საიმედო კომპანიონები გყავთ, მე, ჩემო კარგო,

სულაც არ მეშინია. ჩვენს დროში სხვადასხვანაირად შეიძლება საქმეში მონაწილეობა!

ყოველი საქმე სულ ნაირნაირი ნიჭის მქონე ადამიანებს თხოულობს, რატომ არ

გინდათ ჩვენს საქმეებში მიიღოთ მონაწილეობა? მოეშვით მაგ თქვენს ქილებსა და

შუშებს, პომადასა და სავარცხლებს - ეგ სულ სისულელეებია, არაფრის მაქნისი საქმე!

მოდი და ახლა ხალხი კრიჭეთ, სპეკულაციაში ჩაებით.

- სპეკულაციაში? - ჩაეკითხა პარფიუმერი. - ეგ რაღა სარეწია?

- ეგ განყენებული სარეწია, - მიუგო კლაპარონმა. - სარეწი, რომელიც კიდევ ერთი ათი

წელიწადი უმრავლესობისათვის საიდუმლოდ დარჩება, როგორც გვარწმუნებს დიდი

Page 174: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ნუსინგენი, ფინანსების ეს ნაპოლეონი, ვინც სპეკულაციას ეწევა, ვინც მოიცავს

რიცხვთა მთელს ერთობლიობას, ნაღებს ხდის ჯერ არმიღებულ შემოსავალს. ეს არის

გენიალური წვდომა, საშუალება იმისა, რომ რეგულარულად კრიჭო იმედი, -

დაბოლოს, ეს არის ახალი პოლიტიკური კრამოლა! ჩვენ ჯერ მხოლოდ ათი თუ

თორმეტი ბრძენი ვართ, რომელთაც ამ საუცხოო კომბინაციათა კაბალისტიკური

საიდუმლოებანი ვიცით.

ცეზარმა თვალები დააჭყიტა, ყურები ცქვიტა და შეეცადა გარკვეულიყო ესოდენ

რთულ ფრაზეოლოგიაში.

- ყური მიგდეთ, - განაგრძო კლაპარონმა პატარა პაუზის შემდეგ. - ასეთი

საქმეებისთვის ადამიანებია საჭირო. საჭიროა ადამიანები იდეებით, რომელსაც

გახვრეტილი გროშიც კი არ უგდია ჯიბეში, როგორც საერთოდ ყველა იდეებიან

ადამიანს. ტვინს კი ამოძრავებენ, მაგრამ ფულებსაც ბევრს ფანტავენ და სხვაზე

აღარაფერზე ზრუნავენ. წარმოიდგინეთ, ღორი რომ ტყეში გაუშვან, სადაც ბევრი

სოკოა. მას უკან მისდევს ყოჩაღი ბიჭი, ფულიანი კაცი, და უცდის, როდის გაიგონებს

იმის მომასწავებელ ღრუტუნს, რომ რაღაც იპოვა. როგორც კი იდეებიანი კაცი რაიმე

კარგ საქმეს წააწყდება, ფულიანი კაცი მას მხარზე ხელს დაარტყამს და ეტყვის: „რა

ამბავია, სად მიძვრებით? თქვენ ამისი წელი არა გაქვთ, ჩემო კარგო. აი, თქვენ ათასი

ფრანკი, საქმის დაწყება კი მე მომანდეთ“, კარგი! მერე ბანკირი მოიწვევს მრეწველებს:

„აბა, შეუდექით მუშაობას მეგობრებო! რეკლამა გაუშვით, დახსენით ტყუილის

გუდები!“ ისინიც ააყვირებენ ბუკსა და ნაღარას, რაც ძალი და ღონე აქვთ: „ასი ათასი

ფრანკი ხუთ სუდ!“ ან „ხუთი სუ ასი ათას ფრანკად - „ოქროს საბადოები“,

„ქვანახშირის მაღაროები“... ერთი სიტყვით, ატყდება ჩვეულებრივი კომერციული

ხიმანკლობა. ყიდულობენ მეცნიერებისა და ხელოვნების ადამიანთა აზრებს, და

იწყება ბალაგნური წარმოდგენა. ხალხი იკრიბება და ყველა იმას ღებულობს, რაც

ეკუთვნის თავის ფულზე. შემოსავალი კი ჩვენ ჯიბეში გადადის. ღორს საღორეში

შეაგდებენ და კარტოფილს დაუყრიან, საქმოსნები კი ხვეტენ საბანკო ბილეთებს და

არიან განცხრომაში. ხედავთ, რა ხდება ჩემო ძვირფასო. მიჰყეთ ხელი ნამდვილ საქმეს.

აირჩიეთ, ვინც გინდა იყოთ? ღორი დოყლაპია, კვაჭი თუ მილიონერი? კარგად

დაუფიქრდით ამას. მე თანამედროვე სესხის თეორია აგიხსენით. ხშირად

შემომიარეთ ხოლმე, მხიარული და კეთილი ბიჭი ვარ. ჩვენი ფრანგული მხიარულება,

ერთსა და იმავე დროს სერიოზულიც არის და ქარაფშუტულიც, საქმეს არ ვნებს,

პირიქით. ჭიქების მიჭახუნებაში უფრო ადვილად პოულობენ ადამიანები საერთო

ენას! აბა, ერთი ჭიქა შამპანური კიდევ, ჰა? საუკეთესო მარკაა, გარწმუნებთ, ეს ღვინო

პირდაპირ ეპერნედან გამომიგზავნა ერთმა კაცმა, რომელსაც ერთხელ ბევრი ღვინო

გავუყიდე და კარგ ფასადაც (მაშინ ღვინოებზე ვმუშაობდი). სამუდამოდ მადლიერი

დარჩა და ახლაც კი, როცა ჩემი საქმეები კარგად მიდის, ხშირად მიგზავნის ღვინოს.

ეს კი იშვიათად ხდება.

ბიროტო, გაკვირვებული იმით, რა თავქარიანივით და უზრუნველად ლაპარაკობდა

ეს კაცი, ვისაც ყველა ღრმა ჭკუისა და უნარის ადამიანად მიიჩნევდა, ვეღარ

უბედავდა რამის კითხვას. შამპანურით უკვე შეზარხოშებულს მაინც მოაგონდა

სახელი, რომელიც დიუ ტიიემ ახსენა და ჰკითხა, ვინ არის ბანკირი გობსეკი და სად

ცხოვრობსო.

Page 175: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- როგორ! იმისაც მისწვდით, ბატონო ჩემო? - შესძახა კლაპარონმა. - გობსეკი ისეთივე

ბანკირია, როგორიც, მაგალითად, პარიზელი ჯალათი ექიმი. ის პირველივე

სიტყვიდან ორმოცდაათ პროცენტს თხოულობს. ეს არის ჰარპაგონის სკოლის კაცი:

შემოგთავაზებთ კანარის ჩიტებს, ბოას ფიტულებს, ზაფხულში ბეწვეულს, ზამთარში

ხატაურს, მაგრამ, რა უზრუნველყოფას შესთავაზებთ თქვენ? მარტო თქვენი

ხელმოწერით რომ მიიღოს თამასუქი, თქვენ მოგიხდებათ მასთან დააგირაოთ თქვენი

ცოლი, ქალიშვილი, თქვენი ქოლგა, ყველაფერი, თქვენი ქუდის ყუთიც კი, თქვენი

ფლავის ქვაბი (მგონი სწორედ ახლა, ჩაფლავებული ხართ, არა?) თქვენი ბუხრის მასა,

აქანდაზი და შეშა, სარდაფში რომ გიწყვიათ! გობსეკი! გობსეკი! ვერაფერი საქმეა! ვინ

მიგასწავლათ ეს ფინანსური გილიოტინა?

- ბ-ნმა დიუ ტიიემ.

- ახ, იმ ცუღლუტმა! განა არა, მეცნო მისი ოინები. ერთ დროს მე და ის მეგობრები

ვიყავით, მერე კი ისე ვიჩხუბეთ, რომ ერთმანეთს აღარ ვესალმებით. დამიჯერეთ,

ჩემი ზიზღი მისდამი სავსებით საფუძვლიანია: მე მოვახერხე მისი ბინძური სულის

სიღრმეში ჩამეხედა. იმ თქვენს მშვენიერ მეჯლისზე მთლად წამიხდა გუნება, ვერ

ვიტან მის ფუქსავატურ შესახედაობას. ხომ იცით, ნოტარიუსის ცოლი ჰყავს

საყვარლად. მე რომ მოვინდომო, მაგალითად, მარკიზის მეუღლეს გავიჩენ

საყვარლად, ის კი ჩემს პატივისცემას ვერასოდეს მოიპოვებს. ვერ ეღირსება, ვერა,

ჩემს პატივისცემას, როგორც პრინცესას დანახვას ვერ ეღირსება თავის ლოგინში.

თქვენ კი, ჩემო ძამია, დიდი მასხარა ვინმე ყოფილხართ. ისეთი მეჯლისი გამართეთ,

ორი თვის შემდეგ კი თამასუქების გადავადებაზე მიგიდგათ საქმე? თქვენ შორს

წახვალთ ჩემო კარგო, მოდით, ერთად ვჩარხოთ საქმეები, კარგი რეპუტაცია გაქვთ -

ეგ მე გამომადგება, ოო, დიუ ტიიე იმისთვის არის გაჩენილი, რომ გობსეკს

შეუხმატკბილდეთ, მაგრამ ბირჟაზე კარგი დღე არ ელის. თუ ეგ დიუ ტიიე, როგორც

ამბობენ, იმ ბებერი გობსეკის ენის მიმტანია, დიდხანს ვერ იბოგინებს. გობსეკი ისეა

მიყუჩებული თავის ქსელში, როგორც ბებერი ობობა, დედამიწის ყველა მხარეს რომ

აბამს ქსელს. ადრე თუ გვიან, ჰამ! და მევახშე ისე გადაყლაპავს თავის თანაშემწეს,

როგორც მე ამ ჭიქა ღვინოს. ახი იქნება დიუ ტიიეზე! ოო. მე ისეთი საქმე დამმართა...

იმ საქმისთვის სახრჩობელის ღირსია!

ბიროტომ საათნახევარი დაკარგა ამ უაზრო ლაყბობაში, დაბოლოს წასვლა დააპირა.

ამ დროს ყოფილმა კომივოიაჟერმა ერთი მარსელელი დეპუტატის თავგადასავლის

მოყოლა წამოიწყო. ეს კაცი შეყვარებული ყოფილიყო მსახიობ ქალში, რომელიც

მშვენიერი არსენის როლში გამოდიოდა და პარტერში მჯდარმა როიალისტებმა

სტვენით გაისტუმრეს.

- ის წამოდგა, - თქვა კლაპარონმა, - გაიმართა თავის ლოჟაში და ყვირის: - დაიჭირეთ,

ვინც უსტვენს! თუ ქალია - მიმიფურთხებია, თუ კაცია - გამოვიდეს, მეჩხუბოს, თუ

არც ერთია, არ მეორე - ღმერთი იყოს მაგისი მსაჯული!.. იცით, როგორ დამთავრდა

ეს შემთხვევა?

- მშვიდობით, ბატონო, - უთხრა ბიროტომ.

- ერთხელ კიდევ მოგიხდებათ ჩემთან მოსვლა, - უთხრა მაშინ კლაპარონმა, -

კეირონის პირველი პატარა თამასუქი პროტესტით დაბრუნდა ჩვენთან, გადასაცემი

Page 176: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

წარწერა ჩემია, ჩემი და გადავიხადე კიდეც. გამოგიგზავნეთ. საქმეები უწინარეს

ყოვლისა!

ბიროტო ამ ცივმა, მანჭია თავაზიანობამ გულის სიღრმემდე არანაკლებ შეაძრწუნა,

ვიდრე კელერის გულქვაობამ და ნუსინგენის გერმანულმა ლაზღანდარობამ. ამ კაცის

უბოდიშო ლაპარაკმა, შამპანურით შეხურებულმა ცინიკურმა გულახდილობამ

დაუმძიმა პატიოსან პარფიუმერს სული და ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს

ქურდების ბუნაგიდან გამოვიდა. თვითონაც არ იცოდა, სად მიდიოდა, კიბეზე

ჩამოვიდა, და ქუჩაში აღმოჩნდა. ბულვარებისკენ აიღო გეზი, სენ-დენის ქუჩამდე რომ

მივიდა, მოლინე მოაგონდა და ბატავის ფუნდუკისკენ გაემართა. მერე იმ ბინძურ

გრეხილ კიბეს აჰყვა, ამას წინათ ესოდენ ამაყად და ამპარტავნულად რომ ავიდა. როცა

წვრილმანი და ხარბი მოლინე მოაგონდა, შეძრწუნდა, რომ კიდევ ხვეწნით უნდა

მიემართა მისთვის. ახლაც, როგორც პირველ მოსვლაზე, ბინის მესაკუთრე ბუხარს

უჯდა კუთხეში, საუზმე უკვე გათავებული ჰქონდა და ინელებდა.

ბიროტომ აუხსნა სათხოვარი.

- ათასორასფრანკიანი თამასუქის ვადის გადაწევა? - უთხრა მოლინემ და უნდობლად

ჩაიცინა. - არ გამოვა, ბატონო, თუ თქვენ არა გაქვთ ათას ორასი ფრანკი, რომ

თხუთმეტში გადაიხადოთ, მაშინ ბინის ქირასაც ვერ გადამიხდით. ეს ჩემთვის

ძალიან არასასიამოვნო ამბავია, სულაც არ მეპრიანება ფულის საკითხებში დათმობა,

ჩემი შემოსავალი ბინის ქირაა. რომ არ მქონდეს, მე როგორღა გადავიხადო ჩემი

გადასახადები? თქვენ, როგორც კომერსანტმა არ უნდა დამძრახოთ ამის გამო, ფული

არავის არჩევს. ფულს არც ყური აქვს არც გული. სუსხიანი ზამთარი დაგვიდგა,

ხედავთ, როგორ გაძვირდა შეშა. თუ თხუთმეტში არ გადაიხადეთ, თექვსმეტში

შუადღისას უწყებას ელოდეთ. ო! კეთილი მიტრალი, თქვენი და ჩემი სასამართლოს

აღმასრულებელი, კონვერტში ჩადებულ უწყებას გამოგიგზავნით მთელი იმ

პატივისცემით, თქვენს მაღალ მდგომარეობას რომ შეჰფერის.

- ჩემო ბატონო, ჩემს დღეში არ მიმიღია სასამართლო უწყება! - აღმოხდა ბიროტოს.

- საქმე ერთხელ დაწყებაა, - მიუგო მოლინემ.

ბერიკაცის დაუფარავმა გულქვაობამ მთლად გაანადგურა ცეზარი. საცოდავს

ყურებში გაკოტრების სამგლოვიარო ზარების რეკვა მოესმა. ზარის ყოველი დარტყმა

იმ სასტიკი სიტყვების მოგონებას უღვიძებდა, რომელთა ულმობელი კანონიერებით

ერთ დროს ბანკროტებს გმობდა. ახლა ეს სიტყვები მის ტვინში ცეცხლოვანი

შუშხუნებივით ფეთქდებოდნენ.

- ჰო, მართლა, - უთხრა მოლინემ, - დაგვიწყებიათ თქვენს თამასუქზე წაგეწერათ:

„შენობის დაქირავებისთვის“, რაც მე უპირატესობას მაძლევს ვალის მიღებაში.

- ჩემი მდგომარეობა უფლებას არ მაძლევს ჩემს კრედიტორებს რაიმე ზარალი

მივაყენო, - მიუგო თავზარდაცემულმა პარფიუმერმა, რაც წინ გადახსნილი

უფსკრული დაინახა.

- კარგი, ბატონო, ძალიან კარგი. მე კი მეგონა, ბინადრებისგან ბინის ქირის გადახდის

ოინებით ჭკუა კარგად ვისწავლე-მეთქი. ახლა თქვენი წყალობით ისიც ვისწავლე,

რომ ბინის გადასახდელში თამასუქების მიღება თურმე არ შეიძლება... ო, მე ამას

Page 177: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გავასაჩივრებ, ვინაიდან თქვენი პასუხიდან ჩანს, რომ ვალდებულების შესრულებას

არ აპირებთ, ეს საკითხი პარიზის ყველა ბინის მფლობელთათვის საინტერესო იქნება.

მოლინესგან გამოსულმა ბიროტომ ცხოვრებისადმი სიძულვილი იგრძნო. მისი

მსგავსი ნაზი და მგრძნობიარე ადამიანები პირველივე უარის მიღებაზე

სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, პირველი წარმატება ფრთებს ასხამს. ცეზარს

აღარავითარი იმედი აღარ შერჩა, მხოლოდ ერთგული პატარა პოპინო გაახსენდა,

როცა „უბიწოთა“ ბაზართან აღმოჩნდა.

„საწყალი ბიჭი, ამას ვინ იფიქრებდა, განა სულ ახლახანს, ამ თვენახევრის წინ არ იყო,

რომ ტიულრიში საქმის დაწყებაში ხელი შევუწყე.“

დღის ოთხი საათი იქნებოდა, ის დრო, როცა სასამართლოს მოხელეები ჩვეულებრივ

სასამართლოს შენობიდან გამოდიან. მოსამართლე პოპინო შემთხვევით ძმისწულის

სანახავად მოსულიყო. ეს მოსამართლე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამჭრიახი

გონების ადამიანი მორალის საკითხებში, დაჯილდოებული იყო ალღოთი,

რომლითაც ადამიანთა ყველა იდუმალ განზრახვას სწვდებოდა, ხვდებოდა მათი,

ერთი შეხედვით, თითქოს უწყინარ, მაგრამ უღირს საქციელს, იჭერდა

ბოროტმოქმედებას თავის ჩანასახში, ეძიებდა დანაშაულის ფესვებს. მან სწორედ

ასეთი თვალით შეხედა ბიროტოს, მაგრამ ბიროტომ ეს ვერც კი შეამჩნია. ბიროტოს

ეწყინა, რომ ანსელმთან ბიძამისი დახვდა. ის მოსამართლეს შემკრთალი, ნაღვლიანი

და შეფიქრიანებული მოეჩვენა. მუდამ საქმით გართული ყურში კალამგაჩრილი

კაფანდარა პოპინო, ჩვეულებისამებრ, ფეხქვეშ ეგებოდა თავისი ცეზარინის მამას.

მოსამართლეს მოეჩვენა, რომ გაცვეთილი ფრაზები, რომლითაც ცეზარი თავის

კომპანიონს მიმართავდა, იმის მაგივრად, რომ წასულიყო, პირიქით დარჩა, თუმცა

ძმისწულს ეტყობოდა ეს არ უნდოდა. მას იმედი ჰქონდა, რომ პარფიუმერი, მის

თავიდან მოსაცილებლად, ადგებოდა და თვითონ გავიდოდა. როცა ბიროტო წავიდა,

მოსამართლეც გავიდა დუქნიდან, მაგრამ მან შენიშნა, რომ ბიროტო სენკ-დიამანის

ქუჩის იმ ადგილას სეირნობდა, რომელიც ობრი-დე-ბუშეს ქუჩისკენ მიემართება, ამ

თითქოს და უმნიშვნელო გარემოებამ მოხუცი პოპინო დააეჭვა ცეზარის ნამდვილ

განზრახვაში. ის ლომბარდის ქუჩისკენ გაემართა, მაგრამ როცა დაინახა, რომ

პარფიუმერი ისევ შებრუნდა ანსელმთან, თვითონაც დაბრუნდა.

- ძვირფასო პოპინო, - მიმართა ცეზარმა თავის კომპანიონს, - ერთი სამსახური მინდა

გთხოვოთ.

- რის გაკეთებას მთხოვთ? - მიაგება ანსელმმა ფიცხლად და თავგამოდებით.

- ახ, ჩემო ბიჭო, შენ სიცოცხლეს მიბრუნებ! - შესძახა ბიროტომ, გახარებულმა

გულმხურვალებით, რამაც ყინულოვან სამყაროში თითქმის ერთი თვის ხეტიალის

შემდეგ სითბო მოჰფინა მის სულს... - გთხოვ ახლავე მომცე ორმოცდაათი ათასი

ფრანკი ჩემი მოგების ანგარიშში. გადახდაზე ერთმანეთს შევუთანხმდებით.

ანსელმმა ჯერ თვალი თვალში გაუყარა ცეზარს, მერე დახარა. სწორედ ამ დროს

მოსამართლეც გამოჩნდა კარებში.

- ჩემო ბიჭო... - ახ, უკაცრავად, ბატონო ბიროტო! - ჩემო ბიჭო, დამავიწყდა შენთვის

მეთქვა...

Page 178: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

და მართლმსაჯულების მსახურმა ძმისწული მბრძანებლური მოძრაობით ქუჩაში

გაიყვანა ისე, როგორც იყო, კურტაკითა და უქუდოდ. ლომბარდის ქუჩისკენ წაუძღვა,

რათა იქ კარგად ჩაეგონებინა ის, რისი თქმაც უნდოდა.

- ჩემო ძმისწულო, შენი ყოფილი პატრონის საქმეები ისე შეირყა, რომ იძულებული

გახდება თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს, ხოლო ვიდრე ამ ნაბიჯს გადაწყვეტენ

ადამიანები, რომელთაც ორმოცი წლის პატიოსანი ცხოვრება აქვთ განვლილი, თვით

ყველაზე უფრო სათნო ადამიანებიც კი, ცდილობენ სახელი შეინარჩუნონ. ისინი

გაცხარებულ ბანქოს მოთამაშეებს ემსგავსებიან. შეუძლიათ ყველაფერი ჩაიდინონ:

ყიდიან ცოლებს, ქალიშვილებით ვაჭრობენ, ღუპავენ საუკეთესო მეგობრებს,

აგირავებენ ყველაფერს, რაც მათ არ ეკუთვნით. სამორინოებში დარბიან,

ტაკიმასხარაობენ, ცრუობენ, ტირიან... ერთი სიტყვით, ათასი საოცარი შემთხვევა

მინახავს. შენ ხომ თვითონ იყავი მოწმე იმისა, რა სათნო ადამიანად გვაჩვენებდა

როგენი თავს, - აღსარებაც კი არ უნდოდა, პირდაპირ ზიარებაზე შემეძლო გამეშვა. ამ

მკაცრ დასკვნებს მე ბატონ ბიროტოს არ ვაკუთვნებ, ის რიგიან კაცად მიმაჩნია. მაგრამ,

თუ გთხოვა ისეთი რამ ჩაიდინო, რაც კომერციის კანონებს ეწინააღმდეგება,

როგორიცაა, მაგალითად, მეგობრულ თამასუქებზე ხელის მოწერა და მათი ბრუნვაში

გაშვება - ეს, ჩემი აზრით, უკვე თაღლითობის დასაწყისი იქნება, ვინაიდან ეს იქნება

ყალბი თამასუქები. პირობა მომეცი, რომ არაფერს მოაწერ ხელს, სანამ რჩევას არ

მკითხავ. გახსოვდეს, თუ მისი ქალი გიყვარს, სწორედ ამიტომ, შენივე ინტერესი

მოითხოვს, არ დაღუპო შენი მომავალი. თუ ბატონი ბიროტო უნდა გაკოტრდეს, შენ

რაღად უნდა მიჰყვე? მაშინ ხომ ორივე დაკარგავთ ყოველგვარ შანსს, რომ შენი

სავაჭრო სახლის საქმეები წარმატებით წავა, რომელიც, სრულიად შესაძლებელია,

ერთ მშვენიერ დღეს მისთვის თავშესაფარი გახდეს.

- გმადლობ, ბიძაჩემო, მესმის. კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდა, - მიუგო

ანსელმმა, რომელსაც ახლა ემცნაურა პარფიუმერის მწარე წამოძახილი.

არომატული და სხვადასხვა ზეთებით მოვაჭრე პოპინო თავის ბნელ დუქანში

შეწუხებული შემობრუნდა, ბიროტომ ეს ცვლილება შეამჩნია.

- პატივი დამდეთ და ჩემს ოთახში ამომყევით, იქ უკეთესად ვილაპარაკებთ. ეს

ნოქრები საქმით არიან გართულნი, მაგრამ მაინც შეიძლება ყური ჩვენკენ ეჭიროთ.

ბიროტო ისე გაჰყვა უკან პოპინოს, როგორც სიკვდილმისჯილი, რომელმაც ჯერ არ

იცის შეიცვლება სასჯელი, თუ ძალაში დარჩება.

- ჩემო კეთილისმყოფელო პატრონო, - მიმართა ანსელმმა, - ეჭვი ნუ შეგეპარებათ ჩემს

ერთგულებაში. ჩემი ერთგულება უსაზღვროა, ოღონდ უფლება მომეცით გკითხოთ,

ეყოფა თუ არა ეს თანხა თქვენი საქმის გადარჩენას, თუ მხოლოდ ცოტა ხნით

გადასდებს კატასტროფას? ასეთ შემთხვევაში, რა ჭკუაა ჩემი ჩათრევა? თქვენ გინდათ

თამასუქები სამი თვის ვადით, მაგრამ სამი თვის შემდეგ მე, რასაკვირველია, ვერ

გადავიხდი.

გაფითრებული ბიროტო ამაყად წამოდგა და თვალი თვალში გაუყარა ანსელმს.

ელდანაცემმა ანსელმმა შეჰყვირა: - ხელს მოგიწერთ თამასუქებზე, თუ მაინცდამაინც

გინდათ!

Page 179: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- უმადურო! - უთხრა პარფიუმერმა და ამ სიტყვაში მთელი თავისი გულისწყრომა

ჩააქსოვა, რათა მით ანსელმის უმსგავსი საქციელი დაეგმო.

ბიროტო კარისკენ გაემართა და ოთახიდან გავიდა. როგორც კი ანსელმი გონს მოეგო

ელდის შემდეგ, ამ საშინელმა სიტყვამ რომ დასცა, შურდულივით დაეშვა კიბეზე,

ქუჩაში გავარდა, მაგრამ პარფიუმერი ვეღარ დაინახა. მას აქეთ ცეზარინის

შეყვარებულს გამუდმებით ყურში უჟღერდა ეს საშინელი განაჩენი, მას ერთთავად

თვალწინ ედგა უბედური ცეზარის შეშლილი სახე. ერთი სიტყვით, ამის შემდეგ

პოპინო ჰამლეტივით მის გვერდით მყოფი მრისხანე აჩრდილით ცხოვრობდა.

ბიროტო მთვრალივით გარშემო უვლიდა იმ უბნის ქუჩებს. ბოლოს სანაპიროზე

აღმოჩნდა, მას გაჰყვა და სევრამდე მივიდა, სადაც ჯავრისაგან გონებაამღვრეულმა

რომელიღაც ფუნდუკში გაათია ღამე. შეშინებულმა ცოლმა ვერც კი გაბედა მისი

მოძებნა. ასეთ შემთხვევებში გაუფრთხილებლად ატეხილი განგაში შეიძლება

საბედისწერო ყოფილიყო. ჭკვიანმა კონსტანსმა საკუთარი მღელვარება ჩაიხშო ქმრის

კომერციული რეპუტაციის გულისთვის. მთელი ღამე ელოდა ქმარს, შფოთავდა,

ლოცულობდა. ხომ არ დაიღუპა ცეზარი? იქნებ უკანასკნელმა იმედმა სადმე პარიზს

გარეთ გაიყვანა? მეორე დღეს თავი ისე ეჭირა, თითქოს კარგად იცოდა ქმრის შინ

არყოფნის მიზეზი. მაგრამ, როცა ცეზარი დღის ხუთ საათზეც აღარ დაბრუნდა,

ბიძამისს დაუძახა და სთხოვა მორგში მოეკითხა. მამაცი ქალი მთელი დღე სალაროს

უჯდა, ქალიშვილი კი მის გვერდით ხელსაქმობდა. ორივენი შუბლშეკრული

ისხდნენ და სევდიანი, შეკავებული ღიმილით უპასუხებდნენ მუშტრებს.

პილიერო ცეზართან ერთად დაბრუნდა. ბირჟაზე რომ მოეძებნა და წამოსულიყო,

პალე-როიალში შეხვედროდა, სადაც ბიროტო თურმე სამორინესთან იდგა და ვერ

გაებედა შესვლა. თოთხმეტი იანვარი იყო. სადილზე ცეზარმა პირში ლუკმაც ვერ

ჩაიდო. გულ-მუცელი ეწვოდა, საჭმელს ვერ იღებდა. სადილის შემდეგ უარეს

მდგომარეობაში ჩავარდა. უკვე მეასეჯერ განიცადა კომერსანტმა ის სასტიკი

მონაცვლეობა იმედისა და უიმედობისა, რაც სულს ჯერ უმხიარულესი განცდების

ბურუსში ხვევს, მერე კი უღრმეს სევდას ჰგვრის და მთლად ძალას აცლის სუსტი

ბუნების ადამიანებს. ბიროტოს ვექილი დერვილი მოვიდა და აქოშინებული შევარდა

მდიდრულ სასტუმრო ოთახში, სადაც ქ-ნი ბიროტო ძლივს აკავებდა თავის საცოდავ

ქმარს, რომელსაც სხვენზე უნდოდა ასვლა დასაწოლად, რათა, როგორც თვითონ

ამბობდა, საკუთარი „სიგიჟის მოწმე არ ყოფილიყო.“

- საქმე მოვიგეთ, - აუწყა დერვილმა.

ამ სიტყვებზე ბიროტოს ტანჯვისაგან შეშლილი სახე ოდნავ გაუბრწყინდა, მაგრამ ამ

სიხარულმა პილიერო და დერვილი ძალიან შეაშინა. თავზარდაცემული ქალები

ცეზარინის ოთახში გაცვივდნენ, რათა იქ ტირილით მოეჯერებინათ გული.

- მაშ, სესხის მიღება შემიძლია? - შესძახა პარფიუმერმა.

- არა, ეს გაუფრთხილებელი საქციელი იქნებოდა. მათ საოპერაციო საჩივარი შეაქვთ,

სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შეიძლება გადასინჯონ. მაგრამ ერთ თვეში

უკვე გვექნება სასამართლოს გადაწყვეტილება.

- ერთ თვეში?

Page 180: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ცეზარი ისე იყო, თითქოს არაფერს გრძნობდა, რაც მის გარშემო ხდებოდა, არავინ

ცდილობდა მის გამოყვანას ამ მდგომარეობიდან ამ უცნაურ კატალეფსიაში, რომლის

დროსაც სხეული ცოცხლობს და იტანჯება, ხოლო გონებრივი ფუნქციები

შეჩერებულია. ამ შემთხვევით სულის მოთქმაში, კონსტანსმა, ცეზარინმა, პილიერომ

და დერვილმა ღვთის წყალობა დაინახეს სამართლიანად. მისი წყალობით ბიროტომ

შესძლო უსასტიკესი განცდები გადაეტანა იმ ღამით. ის ბუხართან ღრმა სავარძელში

იყო ჩაფლული, პირდაპირ კი ცოლი ეჯდა და თვალს არ აშორებდა. ქალის ბაგეზე

მოთამაშე სათნო ღიმილი მოწმობდა, რომ ქალები უფრო უახლოვდებიან

ანგელოზისებურ ხასიათს, ვიდრე მამაკაცები, ვინაიდან მათ უნარი შესწევთ

შეაერთონ განუსაზღვრელი სინაზე და დიდი გულშემატკივრობა, - საიდუმლოება,

რაც მხოლოდ ანგელოზებს ახასიათებთ, ხანდახან, იშვიათად, სიზმრებში

გვესტუმრებიან ხოლმე. ცეზარინი დედის ფეხებთან პატარა ტაბურეტზე იჯდა და

დროდადრო თავისი კულულებით მამის ხელს ეალერსებოდა. ასე ცდილობდა

გამოეხატა ის სინაზე, რაც, ესოდენ კრიტიკულ წუთებში ხმამაღლა გამოთქმული,

უთუოდ ყველას ყურს მოსჭრიდა.

პილიერო სავარძელში ისე იჯდა, როგორც კანცლერ ლ’ოპილატის[89] ქანდაკება ზის

დეპუტატთა პალატის პერისტალში. ეს ყველაფრისათვის მზად მყოფი ფილოსოფოსი,

რომლის სახეზე თითქოს ეგვიპტურ სფინქსთა სახეზე აღბეჭდილი სიბრძნე იყო

გამოსახული, დერვილს ხმადაბლა ებაასებოდა. კონსტანსი ფიქრობდა რჩევა ეკითხა

ვექილისთვის, რომლის მოკრძალება არავითარ ეჭვს არ იწვევდა. კონსტანსმა

ზეპირად იცოდა თავისი ფირმის ბალანსი და ვექილს ჩურჩულით გააცნო საქმის

ვითარება. თითქმის ერთი საათის თათბირის შემდეგ, რაც მთლად გამოთაყვანებული

პარფიუმერის წინაშე მიმდინარეობდა, დერვილმა პილიეროს გადახედა და თავი

გააქნია.

- ქალბატონო, - თქვა მან საქმიანი ხალხისთვის დამახასიათებელი გულგრილობით, -

ვალაუვალობა უნდა გამოაცხადოთ. ვთქვათ, რაიმე ოსტატური მოქმედებით, ხვალ

შესძელით ვალების გადახდა, მაგრამ სანამ თქვენს მიწის ნაკვეთებს დააგირავებენ,

სულ ცოტა სამასი ათასი ფრანკი ხომ უნდა გადაიხადოთ. ხუთასორმოცდაათი ათას

ფრანკ პასივთან თქვენ გაქვთ მშვენიერი მეტად შემოსავლიანი აქტივი, მაგრამ ის

რეალიზაციას არ ექვემდებარება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ ერთია, ერთ მშვენიერ

დღეს გაკოტრდებით. მე ვფიქრობ, სჯობს ახლავე გადახტეთ ფანჯარაში, ვიდრე მერე

კიბეზე დაგორდეთ.

- მეც მაგ აზრისა ვარ, ჩემო შვილო, - თქვა პილიერომ.

ქ-ნმა ბიროტომ და პილიერომ დერვილი გააცილეს.

- საცოდავი მამა, - თქვა ცეზარინმა, წამოდგა და მამას შუბლზე ნაზად აკოცა. -

ანსელმმა ალბათ ვერ შესძლო დახმარება, არა? - იკითხა მან, როცა დედამისი და

ბიძამისი ოთახში შემობრუნდნენ.

- უმადური! - შესძახა ცეზარმა. ამ სიტყვამ ისე დაარტყა მისი გონების ერთადერთ

ცოცხალ ადგილს, როგორც ჩაქუჩი ურტყამს სიმს, თუ ფორტეპიანოს კლავიშს შეეხები.

იმ წუთიდან, რაც პატარა პოპინოს ეს სიტყვა ანათემასავით მიახალეს, მის თვალებს

რული არ მიჰკარებია, ერთი წუთიც არ ჰქონია მოსვენება. საცოდავი ყმაწვილი

Page 181: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ბიძამისს სწყევლიდა, რად ჩაერია ჩემს საქმეშიო, დაბოლოს ისევ მასთან მივიდა.

ანსელმმა, რათა მოედრიკა კანონიერების ეს ძველი, მრავალნაცადი მსახური,

სიყვარულის მთელი მჭევრმეტყველება მოიხმარა იმ იმედით, რომ გულს

მოულბობდა გამომძიებელს, ადამიანს, ვისაც ისევე სცვიოდა თამასუქების სიტყვები,

როგორც კედელს ცერცვი.

- კომერციული თვალსაზრისით თუ მივუდგებით, - დაიწყო ანსელმმა, - მიღებულია,

რომ კომპანიონი - განმკარგულებელ კომპანიონ-მეანაბრეს რაიმე თანხას აძლევს

ავანსის სახით მოსალოდნელი შემოსავლის ანგარიშში. ეს შემოსავალი კი ჩვენ

აუცილებლად გვექნება. როცა ჩემს საქმეებს საგულდაგულოდ ჩავხედე, მივხვდი,

რომ საკმარისად მომდევს წელი სამ თვეში ორმოცი ათასი ფრანკი გადავიხადო! - ბ-ნი

ბიროტოს პატიოსნება უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს ორმოცი ათასი ფრანკი

მისი თამასუქების გადახდაზე წავა. ამიტომ, თუ გაკოტრდა კიდეც, კრედიტორები

ვერაფერს გვისაყვედურებენ. ესეც არ იყოს, ბიძაჩემო, ცეზარინის დაკარგვას ორმოცი

ათასი ფრანკის დაკარგვა მირჩევნია. მან, ალბათ, უკვე იცის ჩემი უარი და პატივს

აღარ მცემს. მე პირობა დავდე სიცოცხლეც კი შევწირო ჩემს კეთილისმყოფელს და

ახლა იმ მეზღვაურის როლში ვიმყოფები, რომელიც თავის კაპიტანთან ერთად უნდა

დაიღუპოს ზღვაში ან კიდევ ის ჯარისკაცი ვარ ვისი ვალიცაა თავის გენერალთან

ერთად დალიოს სული.

- ვაჭრად არ ვარგიხარ, მაგრამ გული კეთილი გაქვს და ამის გამო პატივსა გცემ, -

უთხრა მოსამართლემ და გულთბილად დაადო ხელი თავის ძმისწულს. ამაზე ბევრი

ვიფიქრე, - განაგრძო მან, - ვიცი ცეზარინი გაგიჟებით გიყვარს და ვფიქრობ, შეგიძლია

ისე მოიქცე, რომ სიყვარულის კანონებიც დააკმაყოფილო და კომერციისაც.

- ეჰ, ბიძაჩემო, თუ ასეთ საშუალებას მიპოვით, იხსნით ჩემს პატივს!

- წინასწარ მიეცი ბიროტოს ორმოცდაათი ათასი ფრანკი, მან კი დაგითმოს თავისი

წილი თქვენს „ზეთში“ უკან გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ქაღალდს მე

შეგიდგენ.

ანსელმი ბიძამისს გადაეხვია. შინ დაბრუნებულმა გაამზადა თამასუქები

ორმოცდაათი ათას ფრანკზე და სენკ-დიამანის ქუჩიდან ვანდომის მოედანზე

გაქანდა. სწორედ იმ წუთში, როცა გაოცებული ცეზარინი, დედამისი და ძია

პილიერო ცეზარს დასცქეროდნენ შეშინებულნი, ეს რა სიტყვა წარმოთქვა

სამარისებური ხმითო, სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და პოპინო შევიდა.

- ჩემო ძვირფასო და უსაყვარლესო პატრონო, - მიმართა და შუბლიდან ოფლი

მოიწმინდა, - აი, ისიც, რაც მთხოვეთ, - და თამასუქები გაუწოდა, - მე კარგად

მოვისაზრე ჩემი მდგომაროება, ნუ გეშინიათ, შევძლებ გადახდას. გადაარჩინეთ,

იხსენით თქვენი სახელი!

- ანსელმის ერთგულებაში დარწმუნებული ვიყავი! - შეჰყვირა ცეზარინმა, პოპინოს

ხელი მოკიდა და კონვულსიურად მოუჭირა.

ქ-ნი ბიროტო ანსელმს გადაეხვია. პარფიუმერმა ისე წამოიწია, როგორც წმინდანმა

საშინელი სამსჯავროს საყვირის გაგონებაზე. ის თითქმის მკვდრეთით აღდგა, მერე

ხარბად გამოსწია ხელი ორმოცდაათი ღერბიანი ქაღალდის წასავლებად.

Page 182: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- გვადროვეთ! - თქვა ულმობელმა ძია პილიერომ და პოპინოს თამასუქები

გამოგლიჯა, - ერთი წუთით გვადროვეთ!

ყველა წევრი ამ ოჯახისა - ცეზარი და მისი ცოლი, ცეზარინი და პოპინო - ძია

პილიეროს საქციელით და მისი კილოთი გაკვირვებულები, შიშით შეჰყურებდნენ,

როგორ ხევდა ქაღალდებს და ბუხარში ისროდა დასაწვავად, ვერავინ მოასწრო მისი

შეჩერება.

- ძია!

- ძია!

- ბიძაჩემო!

- ბატონო ჩემო!

ეს ოთხი შეძახილი ოთხი ერთად შერწყმული გულის ძახილი იყო. ძია პილიერო

პატარა პოპინოს გადაეხვია, გულზე მიიკრა და შუბლზე აკოცა.

- ვისაც გული აქვს, ყველა პატივსა გცემს და ღირსიც ხარ, - უთხრა მან. - ჩემი ქალი

რომ გყვარებოდა და მას მილიონი ჰქონოდა მზითვი, შენ კი აი, ამის გარდა არაფერი

(მან ბუხარში ფერფლი აჩვენა), და მასაც ჰყვარებოდი, ორ კვირაში ჯვარს

გადაგწერდით. შენი პატრონი, - განაგრძო მან და ცეზარზე მიუთითა, - ჭკუას

გადასცდა. ჩემო სიძევ, - მკაცრად მიმართა პილიერომ ცეზარს, - ჩემო სიძევ,

სიმართლეს თვალებში შეხედე! საქმეში მთავარია ფული და არა გრძნობები. ეს

ყველაფერი ფრიად მაღალფარდოვანია, მაგრამ ყოვლად უსარგებლო. ორი საათი

გავატარე ბირჟაზე. შენ ერთი გროშის კრედიტიც არა გაქვს. ყველა შენს გაკოტრებაზე

ლაპარაკობს, ამბობენ, თამასუქების ვადის გაგრძელება ვერ მოახერხაო, ბანკირებთან

არაფერი გაუვიდაო. ყველა შენს სულელურ საქციელზე ლაპარაკობს. მეშვიდე

სართულზე რომ ასულხარ იმ კაჭკაჭივით ყბედ ბინის გამქირავებელთან და

გითხოვია ათას ორასი ფრანკის თამასუქები განეახლებინა, ამბობენ, მეჯლისიც

იმისთვის მოაწყო, რომ უსახსრობა დაეფარაო... ისიც კი გამაგონეს, თითქოს როგენს

სულაც არ ჰქონია შენი ფული. შენს მტრებს რომ ყური დაუგდო, როგენი, საერთოდ,

საბაბიაო, ამბობენ. ერთმა მეგობარმა, რომელსაც ვთხოვე ყველაფერი გაეგო, ჩემი

ეჭვები დაამოწმა. ყველა პოპინოს თამასუქების გამოშვებას ელის. ამბობენ, თითქოს

პოპინო შენ იმისთვის გამოყავი, რომ მისი საშუალებით მისი თამასუქები გაგეშვა

ბრუნვაში. ერთი სიტყვით, ბირჟაზე მოარულ ყველა ასეთ ცილისწამებას და კილვას

გარდაუვლად თავს მოიწევს ისეთი ადამიანი, ვისაც სოციალურ კიბეზე ერთი

საფეხურით უფრო მაღლა უნდა ასვლა. ერთ კვირას სულ ამაოდ ირბენ ერთი

კანტორიდან მეორეში პოპინოს ორმოცდაათი თამასუქით, და მხოლოდ

დამამცირებელ უარს მიიღებ ყველგან. მათ არავინ აიღებს, არავინ იცის, რამდენი

თამასუქი გაქვს გაცემული და ყველას ჰგონია, საკუთარი თავის გადასარჩენად

სწირავ მსხვერპლად ამ საწყალ ყმაწვილ კაცს. ამით ვერაფერს მიაღწევ. მხოლოდ

ზიანს მიაყენებ პოპინოს სავაჭრო სახლის კრედიტს. იცი, რამდენის მოცემას გაბედავს

ამ ოცდაათი ათას ფრანკში ყველაზე თავგამოდებული დისკონტერი? ოცი ათასს,

მხოლოდ ოცი ათასს, გესმის? კომერციულ საქმეებში ხანდახან არის ისეთი მომენტი,

როცა შენ ხალხის თვალწინ სამი დღე მშიერი უნდა გასძლო, თავი კი ისე მოაჩვენო,

თითქოს ყელამდე მაძღარი ხარ. მაშინ, მეოთხე დღეს აუცილებლად დაგიშვებენ

Page 183: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

კრედიტის ბეღელში. შენ ამ სამ დღესაც ვერ გაუძლებ. და აი, საქმეც ეს არის, ჰოდა,

ჩემო სიძევ, გამაგრდი, თავი გაკოტრებულად უნდა გამოაცხადო. როგორც კი ნოქრები

დასაძინებლად წავლენ, მე და პოპინო შევუდგებით მუშაობას, რომ ეს წამება

თავიდან მოგაშოროთ.

- ბიძაჩემო!... - აღმოხდა პარფიუმერს და ხელები პილიეროს გაუწოდა.

- ცეზარ, ნუთუ ისე გინდა დაისხა თავს ლაფი, რომ ბალანსში აქტივი აღარ დაგრჩეს?

შენი მონაწილეობა პოპინოს საქმეში იხსნის შენს კეთილ სახელს.

ცეზარს თითქოს გონება გაუნათა ამ უკანასკნელმა საბედისწერო სინათლის სხივმა

და ჭეშმარიტება მთელი თავისი სიღრმით დაინახა. ის ჯერ სავარძელში ჩაეშვა, მერე

სავარძელთან მუხლებზე დაიჩოქა; გონება დაუბნელდა, თითქოს ბავშვად იქცა. მის

ცოლს შეეშინდა, კვდებაო, მანაც დაიჩოქა, რომ ქმარი აეყენებინა, მაგრამ დაინახა,

რომ ცეზარმა ხელები გულზე გადაიჯვარედინა, თვალები ზეაღაპყრო და

გულმწუხარე მორჩილებით ბიძამისის, მისი ქალიშვილის და პოპინოს

თანდასწრებით დიდებული კათოლიკური ლოცვა დაიწყო. რასაც მისი ცოლიც

შეუერთდა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი,

მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.

პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი,

ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ

განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი

და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ, ამინ.“

სტოიკოს პილიეროს თვალებზე ცრემლი მოადგა. გულდამშვიდებულმა ცეზარინმა

თავი მხარზე დაადო და გაფითრებულ, ქანდაკებასავით გაშეშებულ პოპინოს და

ატირდა.

- ქვევით ჩავიდეთ, - თქვა ყოფილმა რკინა-კავეულით მოვაჭრემ და ყმაწვილ კაცს

ხელი გაუყარა.

თორმეტის ნახევარზე მათ ცეზარი მის ცოლსა და შვილს დაუტოვეს მოსავლელად და

წავიდნენ. მაშინ უფროსი დახლიდარი სელესტენი, რომელიც ამ ფარული ქარიშხლის

დღეებში დუქნის საქმეებს განაგებდა, ზემოთ ავიდა და სასტუმრო ოთახის კარი

შეაღო. სელესტენის ნაბიჯების გაგონებაზე, ცეზარინი საჩქაროდ კარისკენ გაიქცა,

რომ მას არ დაენახა პატრონის შეჭირვებული მდგომარეობა.

- ამ საღამოს მოსულ წერილებში ერთი ტურინიდანაა გამოგზავნილი, - უთხრა

სელესტენმა ცეზარინს, - მისამართი შეცდომით აწერია და დიდხანს ყოფილა გზაში.

მე გავიფიქრე, ბატონის ძმისგან არის-მეთქი და არ გავხსენი.

- მამაჩემო, - შესძახა ცეზარინმა, - ბიძაჩემის წერილია ტურინიდან!

- ახლა კი არაფერი მიჭირს! - შესძახა ცეზარმა. - ჩემი ძმა! ჩემი ძმა! - იმეორებდა

ცეზარი და წერილს კოცნიდა.

ფრანცუას პასუხი ცეზარ ბიროტოს

ტური, ამა თვის 17

Page 184: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

„დიდად საყვარელო ჩემო ძმაო, შენმა წერილმა უაღრეს მწუხარებაში ჩამაგდო. მისი

წაკითხვის შემდეგ წირვა გადავიხადე და მაღალ ღმერთს შევევედრე ჩვენი

ღვთაებრივი მხსნელის მისი შვილისაგან ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სახელით,

თავისი მოწყალე მზერა შენზე მოეპყრო. იმ წუთში, როცა ლოცვის სიტყვებს „Dro meo

fratre Caesare1 –“ წარმოვთქვამდი, თვალები ცრემლით მქონდა სავსე და იმაზე

ვფიქრობდი რომ, საუბედუროდ, სწორედ მაშინ ვარ შენგან შორს, როცა ჩემი ძმური,

მეგობრული დახმარება გჭირდება. მაგრამ იმედი მქონდა, ღირსეული, პატივცემული

ბ-ნი პილიერო ჩემს მაგივრობას გაგიწევდა უეჭველად. ძვირფასო ცეზარ, მუდამ

გახსოვდეს შენს მწუხარებაში, რომ ჩვენი ცხოვრება განსაცდელითაა აღსავსე და

წარმავალია. დადგება დღე, როცა ღვთის გულმოწყალებითა და წმინდა ეკლესიის

მეოხებით ჯეროვანი მოგვეზღვება ჩვენი ტანჯვისათვის და მოგვეზღვება ჯილდო

სახარების მცნებათა დაცვისათვის, სათნოებით აღსავსე ცხოვრებისათვის.

სხვანაირად წესრიგს ამა ქვეყნისა არ ექნებოდა აზრი. თუმცა შენი ღვთისმოსაობა და

სათნოება კარგად ვიცი, მაინც გიმეორებ ამ ჭეშმარიტებებს, ვინაიდან ხდება ხოლმე,

როცა შენდაგვარი ადამიანები, ჩათრეულნი ცხოვრების აბობოქრებულ მორევში და

ამქვეყნიური ამაოების დამღუპველ ოკეანეში გადატყორცნილნი, მწუხარებით

შეჭირვებულნი ამ ბედუკუღმართობაში თავს ნებას აძლევენ მკრეხელობა ჩაიდინონ.

ნუ შეაჩვენებ ნურც ადამიანთ, რომელთაც შეგლახეს შენ, ნურც ღმერთს, ვინაც შენს

ცხოვრებას სიმწარე შეურია. ნუ დახრი თვალთა შენთა ძირს, პირიქით, ზეცას აღაპყარ

თვალნი შენნი, ზეცა უგზავნის ნუგეშს სუსტთა, ზეცაშია სიმდიდრე ღარიბთა და

შიშის ზარი მდიდართა...

- კარგი, გეთაყვა, ეგ გამოტოვე და წაიკითხა, გიგზავნის თუ არა რამეს, - გააწყვეტინა

ცოლმა.

- ამ წერილს კიდევ ხშირად წავიკითხავ, - წარმოთქვა ვაჭარმა და წერილი გახსნა,

საიდანაც გადმოვარდა ჩეკი სახელმწიფო ხაზინის სახელზე, - დარწმუნებული ვიყავი

ჩემი ძმის სიკეთეში, - დასძინა ბიროტომ და ჩეკი აიღო.

„...ქალბატონ ლისტომერთან წავედი, - განაგრძო ცეზარმა კითხვა ქვითინით, - და

მიზეზის გაუმჟღავნებლად ვთხოვე ესესხებინა იმდენი, რამდენსაც შესძლებდა, რათა

საკუთარი დანაზოგის ნაყოფი გამეზარდა. მისი გულუხვობის წყალობით შევადგინე

თანხა ათასი ფრანკის რაოდენობით. ამას გიგზავნი ქ. ტურის საგანაკვეთო

მოსაკრებლის მთავარი მმართველის ჩეკით ხაზინის სახელზე“.

- კარგი დახმარებაა, მე და ჩემმა ღმერთმა! - თქვა კონსტანსმა და ცეზარინს გადახედა.

„პატარა მომჭირნეობით შევძლებ სამ წელიწადში უკანვე დავუბრუნო ქ-ნ

ლისტომერს მის მიერ ნასესხები ოთხასი ფრანკი ისე, რომ შენ ამაზე ნუ შეწუხდები,

ძვირფასო ძმაო. რაც გამაჩნია, ყველაფერს შენ გიგზავნი და ღმერთსა ვთხოვ, ამ

თანხამ დახმარება გაგიწიოს და ბედნიერად დააღწიო თავი შენს კომერციულ

სიძნელეებს, რაც, ეჭვი არ არის, დროებითი იქნება. რაკი შენი ფაქიზი ხასიათი ვიცი,

ვჩქარობ წინასწარვე გაგაფრთხილო: ნურც გაიფიქრებ, რომ ამ თანხის პროცენტები

მომცე, ანდა საერთოდ დამიბრუნო შენი საქმეების გამოსწორებისთანავე, - ეს კი მალე

მოხდება, უკეთუ ღმერთი ინებებს შეისმინოს მუდარა ჩემი ყოველდღიური.

უკანასკნელი შენი წერილის მიხედვით, რომელიც ორი წლის წინ მივიღე, მდიდარ

კაცად გთვლიდი და ვფიქრობდი, ჩემს დანაზოგს ღარიბებზე დავხარჯავდი. მაგრამ

Page 185: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ახლა, რაც კი გამაჩნია - ყველაფერი შენ გეკუთვნის. როცა ქარიშხალი დაცხრება, ეგ

ფული ჩემი ძმისწულის, ცეზარინისთვის შეინახე და თავის ოჯახს რომ გაიჩენს, მაგ

ფულით რაიმე წვრილმანი იყიდოს თავისი მოხუცი ბიძის მოსაგონრად, ვისი

ხელებიც მუდამჟამს ღმერთის ვედრებაში იქნება ზეაპყრობილი, მისი და ყველა

მისთვის ძვირფასი ადამიანის დასალოც-საკურთხებლად. და კიდევ, გახსოვდეს, ჩემო

ცეზარ, რომ მხოლოდ ერთი საწყალი მღვდელი ვარ, ღვთის წყალობით მინდვრის

ტოროლასავით ვცხოვრობ, მორჩილად და უხმოდ მივდევ კვალსა ჩემსა და ვცდილობ

დავემორჩილო ჩვენი ღვთაებრივი მხსნელის მცნებას, ამიტომ ძალიან ცოტა რამ

მჭირდება ცხოვრებაში. ასე და ამგვარად, არავითარი რიდი და კრძალვა გულში არ

გაივლო და მაგ მძიმე მდგომარეობაში ისე მიგულე, როგორც შენი ნაზად მოყვარული

ძმა. მისი მაღალღირსება აბატი შაპლუ, რომლისთვისაც შენი მდგომარეობა არ

მიამბნია, მაგრამ იცის, რომ გწერ, მთხოვს გულითადესი სალამი გადმოგცე შენ და

შენი ოჯახის ყველა წევრს და ყოველგვარ კეთილდღეობას გისურვებს. მშვიდობით,

ძვირფასო და დიდად საყვარელო ძმაო. ღმერთსა ვთხოვ, მაგ მძიმე მდგომარეობაში

ჯანმრთელობა შეგინარჩუნოს შენა, შენს ცოლსა და შვილსა. გისურვებთ ყველას

თმენასა და გამაგრებას თქვენს განსაცდელში.

ფ რ ა ნ ს უ ა ბ ი რ ო ტ ო

ქ. ტურის წმ. გატიენის კათედრალური ტაძრის

მღვდელი და ქორექპისკოპოსი“

- ათასი ფრანკი! - შეჰყვირა აღშფოთებულმა ქ-ნმ ბიროტომ.

- შეუნახე ეგ! - უთხრა სერიოზულად ბიროტომ. - მაგის მეტი არა ჰქონდა. სხვა რომ

არა იყოს რა ეგ ჩვენს ქალს ეკუთვნის, თანაც დაგვეხმარება საცხოვრებლად ისე, რომ

კრედიტორებს აღარაფერს ვთხოვთ.

- მათ ეგონათ, დიდი თანხა დაუმალე.

- წერილს ვაჩვენებ და აღარ ეგონებათ.

- იტყვიან, ეგ თვალის ასახვევად არისო დაწერილი.

- ო, ღმერთო ჩემო! - შეჰყვირა შეწუხებულმა ბიროტომ, - მეც ხომ ასე ვფიქრობდი

ხოლმე ზოგიერთ უბედურზე, რომელიც ჩემსავე გაჭირვებაში იმყოფებოდა.

ცეზარის მდგომარეობით შეწუხებული დედა-შვილი ღრმა დუმილს მოეცვა, ორივეს

საკერავი ეჭირა. ღამის ორ საათზე პოპინომ ფრთხილად შეაღო სასტუმროს კარი და ქ-

ნ ბიროტოს ანიშნა გამოსულიყო. ძმისწულის დანახვაზე პილიერომ სათვალე

მოიხსნა.

- ჩემო შვილო, კიდევ არის რაღაც იმედი, - უთხრა მას, - ჯერ ყველაფერი დაკარგული

არ არის. მაგრამ შენი ქმარი ისეთ მდგომარეობაშია, ვერ შესძლებს მოლაპარაკება

აწარმოოს და მე და ანსელმი ვკისრულობთ ამ საქმეს. ხვალ მაღაზიაში იყავი და

ყველას მისამართი ჩაიწერე, ვისაც თამასუქი ეკუთვნის. დღის ოთხ საათამდე დრო

გაქვს. აი, ჩემი გეგმა: არც ბ-ნი რაგონის და არც ჩემი შიში არ უნდა გქონდეთ. ახლა

წარმოვიდგინოთ, რომ როგენთან დადებული თქვენი ასი ათასი ფრანკი

სინამდვილეში მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე წავიდოდა, - დღეს ისევე არ გექნებოდათ

Page 186: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ეს ფული, როგორც ახლა არა გაქვთ. თქვენ ასორმოცი ათასი ფრანკი უნდა

გადაიხადოთ კლაპარონზე გაცემული თამასუქებით, ეს კი ყველა შემთხვევაში

მოგიხდებოდათ. ამგვარად, როგენის გაკოტრება როდი გღუპავთ. ვალდებულებათა

გადასახდელად გაგაჩნიათ ორმოცი ათასი ფრანკი, რასაც ადრე თუ გვიან თქვენი

ქარხნის გირაოში მიიღებთ და სამოცი ათასი ფრანკიც პოპინოს თამასუქებით. ასე

რომ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ ბრძოლა. შემდეგში საშუალება მოგეცემათ დააგირაო

მადლენის რაიონის მიწებიც. თუ თქვენი მთავრი კრედიტორი დათანხმდება

ცოტაოდენი ანგარიში გაგიწიოთ, მე ჩემს ქონებას არ დავინანებ, რენტად გავყიდი,

პურის უკანასკნელ ლუკმასაც თქვენ დაგითმობთ. პოპინოც გამოიღებ უკანასკნელ

სახსრებს. მართალია, სულ მცირე კომერციულ შემთხვევითობაზე იქნებით

დამოკიდებული, მაგრამ იმედია „ზეთი“ დიდ შემოსავალს მოგიტანთ. პოპინომ და მე

მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ დაგეხმაროთ ამ ბრძოლაში. ო, მე სიხარულით

დავჯდები ხმელ პურზე, ოღონდ კი ჰორიზონტზე წარმატებამ გაიბრწყინოს, მაგრამ

ყველაფერი ჟიგონესა და კლაპარონის კომპანიონებზეა დამოკიდებული. დილის

შვიდ ან რვა საათზე მე და პოპინო ჟიგონესთან წავალთ და გავიგებთ, რას ფიქრობს,

როგორი მოქცევა გვმართებს ჩვენ.

აღელვებული კონსტანსი ბიძამისს მკლავებში ჩაუვარდა. ყელში მობჯენილი

ცრემლები და ქვითინი საშუალებას არ აძლევდა სიტყვა ამოეღო. არც პოპინოს და არც

პილიეროს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჟიგონედ წოდებული ვინმე ბიდო და

კლაპარონი სხვა არავინ იყვნენ, თუ არა თვით დიუ ტიიე, რომელსაც ერთი სული

ჰქონდა, „უწყისებში“ როდის ამოიკითხავდა შემდეგ თავზარდამცემ ცნობას:

„კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილება, პარიზში, სენ-ონორეს ქ. №397

მცხოვრებ საპარფიუმერიო საქონლით მოვაჭრე ბ-ნ ცეზარ ბიროტოს ვალაუვალად

გამოცხადებისა, ვიდრე შეიცვლებოდეს, ძალაში შედის 1819 წლის თექვსმეტი

იანვრიდან. ნაფიცი მეურვე ბ-ნი გობენჰეიმ-კელერი, აგენტი ბ-ნი მოლინე“.

ანსელმი და პილიერო გათენებამდე მოუნდნენ ცეზარის საქმეების გადასინჯვას.

დილის რვა საათზე ეს ორი გმირი მეგობარი, ერთი - ძველი ჯარისკაცი, მეორე - -

გუშინდელი ლეიტენანტი, რომელთაც მხოლოდ მინდობილობით მოუხდებოდათ

გაცნობა იმ ადამიანთა სასტიკ წამებასთან, ვინც ბიდოს, მეტსახელად ჟიგონეს კიბეზე

ასულა, - მდუმარედ გაუდგნენ გზას გრენეტას ქუჩისკენ. ორივენი იტანჯებოდნენ.

პილიერო წარამარა შუბლზე ისვამდა ხელს.

გრენეტას ქუჩა პარიზის ერთ-ერთი ისეთი ქუჩაა, სადაც უამრავი სავაჭროებია

თავმოყრილი და სადაც სახლებს საძაგელი შესახედაობა აქვთ. ყველა უხეიროდ არის

აშენებული. აქ მეფობს საშინელი სიბინძურე, როგორც ყველა იმ რაიონში, სადაც

სახელოსნო და ქარხანაა. ბებერი ჟიგონე ცხოვრობდა ერთი სახლის მეორე

სართულზე, რომელსაც გადასახსნელი წვრილი გისოსიანი ფანჯრები ჰქონდა, დიდი

ხნის გაუწმენდავი მინებით. კიბე პირდაპირ ქუჩაში გამოდიოდა, მეკარე ქალი

ცხოვრობდა ანტრესოლზე, ერთ ბნელ სოროში, სადაც შუქი მხოლოდ კიბიდან

აღწევდა. ჟიგონეს გარდა ყველა მდგმური რაღაც ხელობას მისდევდა.

დაუსრულებლად მიდი-მოდიოდნენ მუშები. კიბის ბინძური საფეხურები სველი თუ

მშრალი დარისა თუ ავდრის მიხედვით, ნაგვით იყო სავსე. ამ აყროლებული კიბის

ყოველ ბაქანზე თვალში გეცემოდათ წითელი ლაქით დაფარული რკინის დაფა,

რომელზეც ოქროს ასოებით ეწერა სახელოსნოს მფლობელის გვარი და გამოსახული

იყო მისი ხელოვნების ნიმუში. კარი ხშირად ღია იყო და მოჩანდა უცნაური სადგომი,

Page 187: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

რომელიც ერთსა და იმავე დროს საცხოვრებელი ბინაც იყო და სახელოსნოც. აქედან

გამოდიოდა გამაყრუებელი ყვირილი, სიმღერა და სტვენა, როგორც ზოოლოგიურ

ბაღში დღის ოთხ საათზე, როცა ცხოველებს აჭმევენ. მეორე სართულის საძაგელ

ხულაში ამზადებდნენ ძვირად ღირებულ საბეჭურებს პარიზის მოდური

მაღაზიებისთვის. მესამეზე კი, გულისამრევ ნაგავში ჩამსხდარი მუშები აკეთებდნენ

ულამაზეს მუყაოს კოლოფებს, ახალი წლის დღისათვის რომ ამშვენებენ ხოლმე

მაღაზიების თაროებს. ჟიგონე, რომელიც ერთი მილიონ რვაასი ათასი ფრანკის

მფლობელი იყო, ამ სახლის მეოთხე სართულზე დალია სული. ამ ბინას ვერაფრით

შეელია მიუხედავად მისი ძმისშვილის ქ-ნი საიარის დაჟინებული თხოვნისა,

რომელიც რუაიალის მოედანზე ერთ მშვენიერ სახლში სთავაზობდა ბინას.

- აბა, ყოჩაღად! - თქვა პილიერომ და ირმის ფეხს მოსწია, რომელიც ზარს ჰქონდა

გამობმული ჟიგონეს ნაცრისფრად შეღებილ სუფთა კარზე.

ჟიგონემ თვითონ გააღო კარი. პარფიუმერის მეურვეებმა მის მოახლოებულ

გაკოტრებას რომ ასე თავგამოდებით ებრძოდნენ, გაიარეს პირველი ცივი და

წესიერად მილაგებული ოთახი, რომელსაც ფანჯრებზე ფარდები არ ეკიდა, და

მასპინძლიანად მეორე ოთხში დასხდნენ. დისკონტერი ბუხარს მიუჯდა, სადაც

ნაცარში შეშა ბჟუტავდა. მევახშის მწვანე საქაღალდეების დანახვამ, სარდაფივით

ნესტიანმა მონაზვნურმა კაბინეტმა, პოპინოს სული გაუყინა. მან დაბნეულად

შეათვალიერა კედელზე გაკრული წვრილი ფერადი ყვავილებით მოხატული

იაფფასიანი ცისფერი შპალერი, რომელსაც ალბათ ოცდახუთი წლის ხანდაზმულობა

ჰქონდა და მერე სევდიანი მზერა ბუხარზე გადაიტანა, რომელსაც ქნარის ფორმის

საათი და უხვად მოფერილ სპილენძის ჩუქურთმებში ჩასმული სევრის მოგრძო

ლურჯი ლარნაკები ამშვენებდა. პირდაპირ დანგრეული ვერსალიდან წამოღებული

ეს ნამსხვრევები ძველის დიდებისა, დედოფლის ბუდუარის ნივთები იყო. მაგრამ ამ

საუცხოო ნივთების გვერდით იდგა დაჭედილი რკინის ორი უბადრუკი შანდალი და

ეს საოცარი კონტრასტი მოგვაგონებდა, რა გარემოებაში მოხვედრილიყვნენ ესოდენ

ძვირფასი ლარნაკები იქ.

- ვიცი, საკუთარ საქმეზე არა ხართ მოსული, - უთხრა მათ ჟიგონემ, - არამედ დიდი

ბიროტოს საქმეზე. რა ხდება, მეგობრებო?

- ცხადია, თქვენ ყველაფერი იცით, ამიტომ მოკლედ მოვჭრით, - უთხრა პილიერომ. -

თუ გაქვთ გაცემული თამასუქები კლაპარონის ბრძანებით.

- დიახ, მაქვს.

- ხომ არ შეგიძლიათ გადაგვიცვალოთ პირველი ორმოცდაათი ათასი აი, ამ ბატონ

პოპინოს თამასუქებზე, თავისთავად ცხადია, დისკონტით.

ჟიგონემ თავისი საშინელი მწვანე კარტუზი მოიხადა, რომელიც თითქოს დედის

საშოდან დაჰყოლოდა ამ ქვეყანაზე, ვეებერთელა ახალი კარაქისფერი მელოტი თავი

გამოაჩინა, ვოლტერისებურად გაიღრიჯა და თქვა: - თქვენ გინდათ თმის ზეთით

გადამიხადოთ, მაგრამ რის მაქნისია ეგ ჩემთვის?

- თქვენ ისეთი ხუმრობის გუნებაზე ხართ, ალბათ ცხენი უნდა შევკაზმო გასაქცევად, -

უთხრა პილიერომ.

Page 188: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ჭეშმარიტად ბრძენივით ლაპარაკობთ, და ასეთიც ბრძანდებით, - მიექლესა

ღიმილით ჟიგონე.

- მაშ კარგი, იქნებ ბ-ნ პოპინოს თამასუქებზე გადასაცემი წარწერა გავაკეთო, ჰა? -

სცადა უკანასკნელი წინადადების მიცემა პილიერომ.

- თქვენ, ბატონო პილიერო, ნამდვილი ოქროს ზოდი ხართ, მაგრამ მე ოქრო არ

მჭირდება, დამიბრუნეთ მხოლოდ ჩემი ვერცხლი.

პილიერომ და პოპინომ თავი დაუკრეს და გავიდნენ. როცა კიბეზე ჩადიოდნენ,

პოპინო ისევ გრძნობდა, როგორ უცახცახებდა ფეხები.

- ეს კაცი ადამიანია? - ჰკითხა მან პილიეროს.

- ამბობენ, არისო, - მიუგო მოხუცმა, - სამუდამოდ დაიმახსოვრე, ანსელმ, ეს ხანმოკლე

შეხვედრა! ამ წუთში შენ ნახე ბანკი შეუფერადებლად. გაუთვალისწინებელი

მოვლენები საწნეხის ხრახნია, ჩვენ ყურძენი ვართ, ბანკირები კი - ღვინის კასრები.

მიწის ნაკვეთების სპეკულაცია, ეტყობა, სახეირო საქმეა. ჟიგონეს, თუ მის ზურგში

მდგომ ვიღაც სხვას ცეზარის დახრჩობა უნდა, რომ თვითონ დაისაკუთროს მისი

წილი. ყველაფერი აშკარაა და ამას ვერაფრით უშველი. აი, რა არის ბანკი. ეცადე,

არასოდეს მიმართო ბანკს!

იმ აუტანელ დილას ქ-მა ბიროტომ თავის ცხოვრებაში პირველად გამოართვა

მისამართები ყველას, ვინც თავისი ფულისთვის მოაკითხა მათ, ბანკის შიკრიკს კი

ფული არ გადაუხადა. თერთმეტ საათზე მამაცმა ქალმა, გახარებულმა, რომ ეს საქმე

მაინც ააშორა ქმარს, დაინახა, რომ ანსელმი და პილიერო, რომელთაც დიდის

მღელვარებით ელოდა, დაბრუნდნენ. კონსტანსმა მათ სახეზე განაჩენი ამოიკითხა:

გაკოტრება გარდაუვალი იყო.

- საწყალი, მოკვდება ჯავრისაგან, - თქვა უბედურმა ქალმა.

- ნეტამც ასე მოხდეს, - მკაცრად მიუგო პილიერომ, - მაგრამ ცეზარი ისეთი

ღვთისმოსავია, რომ ახლა ერთადერთ ადამიანს, მხოლოდ აბატ ლოროს შეუძლია

მისი გადარჩენა.

პილიერო, პოპინო და კონსტანსი იცდიდნენ, სანამ გაგზავნილი ნოქარი აბატ ლოროს

მოიყვანდა, მერე კი აპირებდნენ ცეზარისთვსი ხელის მოსაწერად მიეცათ

სელესტენის მიერ შემზადებული ბალანსი. ნოქრები ძალიან წუხდნენ, მათ

უყვარდათ ბატონი. ოთხ საათზე კეთილი მღვდელიც მოვიდა. კონსტანსმა უამბო

მათს თავზე დამტყდარი უბედურება და აბატი ისე მტკიცე ნაბიჯით გაემართა

ცეზარის ოთახისკენ, როგორც ჯარისკაცი მიდის საბრძოლო პოსტზე.

- ვიცი, რატომ მოხვედით! - იყვირა ბიროტომ.

- შვილო ჩემო, - მიმართა მღვდელმა, - თქვენი ღვთის ნებისადმი მორჩილება ჩემთვის

დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ახლა ეს საქმით უნდა დაამტკიცოთ. მიაპყარით

თვალნი თქვენნი ჯვარცმას, ნუ მოაშორებთ, და იფიქრეთ, რაოდენი დამცირება

გადაიტანა ადამიანთა მხსნელმა, რაოდენ სასტიკად ეწამა იგი, და მაშინ შესძლებთ

ღვთის მიერ გარდმოვლენილი განსაცდელის გადატანას...

Page 189: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ჩემმა მღვდელმა ძმამ უკვე შემამზადა საამისოდ, - უთხრა ცეზარმა და გაუწოდა

წერილი, რომელსაც მეორედ კითხულობდა.

- თქვენ ღირსეული ძმა გყავთ, გყავთ სათნო და უწყინარი ცოლი, თვინიერი

ქალიშვილი, ორი ნამდვილი მეგობარი - ბიძათქვენი და კეთილი ანსელმი, ორი

შემწყნარებელი კრედიტორი - რაგონები. ყველა ეს კეთილი გულის ადამიანები

გამუდმებით ბალზამს მოსცხებენ თქვენს ჭრილობებს და დაგეხმარებიან ზიდოთ

ჯვარი თქვენი. აღმითქვით, რომ მარტვილის სიმტკიცეს გამოიჩენთ და მამაცად

დახვდებით ლახვარს ბედისას.

აბატმა დაახველა, რათა ნიშანი მეიცა სასტუმრო ოთახში მყოფი პილიეროსთვის.

- ჩემი მორჩილება უსაზღვროა, - მშვიდად მიუგო ცეზარმა, - თავი მომეჭრა, ახლა

იმაზე უნდა ვიზრუნო, რომ ლაფი გადავირეცხო.

საცოდავი პარფიუმერის ხმამ და მისმა შესახედაობამ გააოცა ცეზარინი და მღვდელი.

მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივი იყო. ყოველი ადამიანი უფრო ადვილად იტანს უკვე

მომხდარ, აშკარა უბედურებას, ვიდრე ულმობელ მერყეობას ბედისწერაში, რასაც

ყოველ წუთს მის ცხოვრებაში ან აუწერელი სიხარული მოაქვს, ან უკიდურესი

მწუხარება.

- ოცდაორი წელიწადი მძინებია, დღეს კი გავიღვიძე ჩემი ხელკეტით ხელში, - თქვა

ისევ ტურენელ გლეხადქცეულმა ცეზარმა.

ამ სიტყვებზე პილიერო სიძეს გადაეხვია. ცეზარმა ცოლი, ანსელმი და სელესტენი

დაინახა. ქაღალდები, უფროს დახლიდარს რომ ხელში ეჭირა, საკმარისად ნათლად

მეტყველებდნენ. ცეზარმა მშვიდად მოავლო თვალი ამ ადამიანებს, რომელთა

სევდიანი გამოხედვა უდიდეს თანაგრძნობას ამჟღავნებდა.

- ერთი წუთი, - თქვა მან, ორდენი მოიხსნა და აბატ ლოროს გადასცა, - მაშინ

დამიბრუნეთ, როცა ტარება აღარ შემრცხვება, სელესტენ, - მიმართა ნოქარს, -

დაწერეთ ჩემი თხოვნა მერის თანაშემწის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ბ-

ნი აბატი გიკარნახებთ, თოთხმეტი რიცხვით დაათარიღეთ და რაგეს ხელით ბ-ნ დე

ლა ბილარდიერს გაუგზავნეთ.

სელესტენი და აბატი ლორო ქვევით ჩავიდნენ. თითქმის თხუთმეტი წუთის

განმავლობაში ცეზარის კაბინეტში სრული დუმილი მეფობდა, ოჯახი

განცვიფრებული იყო ცეზარის სიმტკიცით. როცა სელესტენი და აბატი დაბრუნდნენ,

ცეზარმა გადადგომის ქაღალდს ხელი მოაწერა. პილიერომ ახლა ბალანსი მიაწოდა,

მაგრამ საცოდავმა ცეზარმა სასტიკი ნერვული ცახცახი ვეღარ დაფარა.

- ღმერთო შემეწიე! აღმოხდა ცეზარს, საბედისწერო ქაღალდს ხელი მოაწერა და

სელესტენს გაუწოდა.

- ბატონო ჩემო, ქალბატონო, თქვა მაშინ ანსელმ პოპინომ, რომლის მოღუშულ შუბლს

თითქოს სინათლის სხივი მოეფინა, - პატივი მაქვს გთხოვოთ ცეზარინის ხელი.

ამ სიტყვებზე ყველა იქ მყოფს, ცეზარის გარდა, თვალზე ცრემლი მოადგა. ის

წამოდგა, ანსელმს ხელი ჩამოართვა და ყრუ ხმით უთხრა: - ჩემო შვილო, შენ თავის

დღეში არ შეირთავ ბანკროტის ქალს.

Page 190: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ანსელმმა ბიროტოს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა: - ჩემო ბატონო, თუ

მადმუაზელი თანახმაა გახდეს ჩემი ცოლი, გთხოვთ, თქვენი ოჯახის თანდასწრებით

აღმითქვათ, რომ შეუღლებაზე თანხმობას მომცემთ იმავე დღეს, როგორც კი თქვენს

უფლებებს აღიდგენთ.

ერთ წუთს დუმილი ჩამოვარდა. ყველა ააღელვა განაწამები პარფიუმერის სახეზე

მომხდარმა ცვლილებებმა.

- პირობას გაძლევ, - თქვა მან ბოლოს.

ანსელმმა აუწერელი სინაზით გამოართვა ხელი ცეზარინს და ეამბორა.

- თქვენც ხომ თანახმა ხართ? - ჰკითხა ცეზარინს.

- დიახ, - მიუგო ქალმა.

- ესე იგი, ამიერიდან მეც ამ ოჯახის წევრი ვარ და უფლება მაქვს თქვენს საქმეებში

გავერიო, - თქვა მან რაღაც გაუგებარი კილოთი.

იგი საჩქაროდ გავიდა, რათა არ ეჩვენებინა თავისი სიხარული, ასე რომ

განსხვავდებოდა მისი პატრონის მწუხარებისგან. თქმა არ უნდა, მას არ უხაროდა

თავისი პატრონის გაკოტრება, მაგრამ სიყვარული ისეთი ყოვლისმომცველი, ისეთი

ეგოისტური რამ არის! თვითონ ცეზარინიც გრძნობდა გულის სიღრმეში, რომ ეს

სიხარული ეწინააღმდეგებოდა მის მწვავე განცდებს.

- რაკი ამდენი გავბედეთ, მოდით და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე, - უთხრა

პილიერომ ყურში ცეზარინს.

ქ-ნმა ბიროტომ ისეთი მოძრაობა გააკეთა, რაც უფრო გულისტკივილს გამოხატავდა,

ვიდრე თანხმობას.

- ახლა რას აპირებ, ჩემო სიძევ? - მიმართა პილიერომ ცეზარს.

- ვაჭრობის გაგრძელებას.

- არ გირჩევ, - უთხრა პილიერომ. - გააუქმე საქმე, კრედიტორებს ფული დაურიგე და

ბირჟაზე ნუღარ გამოჩნდები, მე ხშირად წარმომიდგენია ჩემი თავი შენს

მდგომარეობაში. კომერციაში ყველაფერს უნდა ელოდეს კაცი! როცა ვაჭარი

გაკოტრებას არ ითვალისწინებს, იმ გენერალს ჰგავს, რომელსაც ჰგონია, არასოდეს

დაამარცხებენ. ასეთი ვაჭარი ნახევრადაა კომერსანტი. მე, მაგალითად, აუცილებლად

შევწყვეტდი ვაჭრობას. რაო ჩემო, განა ღირს ადამიანი ერთთავად წითლდებოდეს იმ

ხალხის წინაშე, ვინც მან ზარალში ჩააგდო, ერთთავად მათს უნდობელ შემოხედვასა

და ჩუმ საყვედურებს უძლებდეს? მესმის - გილიოტინა იყოს... თვალის

დახამხამებაში ყველაფერი თავდება. მაგრამ თავი განუწყვეტლივ გეზრდებოდეს და

ყოველდღე გჭრიდნენ - ეს ისეთი წამებაა, რომელსაც ვერასგზით ვერ გაუძლებდი!

მართალია, ბევრი გაკოტრებული განაგრძობს თავის საქმიანობას ისე, თითქოს

არაფერი მომხდარიყოს! დიდება მათ ვაჟკაცობას... ისინი უფრო ძლიერნი ყოფილან

კლოდ-ჟოზეფ პილიეროზე, მაგრამ თუ საქმე ნაღდი ფულით წაიყვანე, - და სწორედ

ესე მოგიხდებათ საქმის წარმოება, - იტყვიან, ფული გადაუნახიაო. ხოლო, თუ

თვითონ დარჩი უკაპიკოდ, თავს ვერასოდეს წამოსწევ. ამიტომ არ ღირს! სჯობს

Page 191: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

აქტივი კრედიტორებს გადასცე. დაე, გაყიდონ შენი ფირმა, შენ კი სხვა საქმეს მოკიდე

ხელი.

- აბა, რა საქმეს მოვკიდო ხელი? - ჰკითხა ცეზარმა.

- სამსახური მოძებნე რამე, - უპასუხა პილიერომ. რამდენი გავლენიანი ნაცნობი გყავს.

დიუკი და დიუშეს დე ლენონკურები, ქალბატონი დე მორსოფი, ბ-ნი დე ვანდენესის

მისწერე, მოინახულე, ისინი მოგაწყობენ მეფის კარის მოხელეებში, ჯამაგირიც ათასი

ეკიუ გექნება. შენი ცოლი და ქალიშვილიც, ალბათ, ამდენსავე იშოვიან, არც ისეთი

უიმედო მდგომარეობაა. თქვენ სამივენი წელიწადში ათი ათას ფრანკამდე

შეაგროვებთ. ათი წლის შემდეგ შესძლებ გადაიხადო ასი ათასი ფრანკი, ვინაიდან

ჯამაგირიდან არაფერი გექნება დასახარჯი. შენი ცოლი და ქალიშვილი ჩემგან

სახარჯოდ ათას ხუთას ფრანკს მიიღებენ, ხოლო რაც შეგეხება შენ, - ვნახოთ!..

ამ ბრძნულმა სიტყვებმა კონსტანსი დააფიქრა, მაგრამ ცეზარმა ერთ ყურში შეუშვა,

მეორედან გაუშვა. პილიერო ბირჟისკენ გაემართა. იმ დროს ბირჟა დროებით

იმყოფებოდა ხის მრგვალ შენობაში, რომელსაც ფეიდოს ქუჩიდან ჰქონდა

შესასვლელი. უკვე გავრცელებული იყო ხმა პარფიუმერ ბიროტოს გაკოტრებისა. ეს

თვალსაჩინო კაცი, მუდამ შურის გრძნობას რომ აღძრავდა, ათასგვარი მითქმა-

მოთქმის საგანი გამხდარიყო მსხვილ კომერსანტთა შორის, იმ დორს რომ

კონსტიტუციონურად იყვნენ განწყობილნი. ლიბერალი კომერსანტები ბიროტოს

მეჯლისს ისე უყურებდნენ, როგორც მათი გრძნობების თავხედურ ხელყოფას.

ოპოზიციის მომხრეები სამშობლოს სიყვარულს თავიანთ მონოპოლიად სთვლიდნენ.

როიალისტებს მეფის სიყვარულის ნება ეძლეოდათ, ხოლო სამშობლოს სიყვარული

„მემარცხენეთა“ პრივილეგია იყო: მათ ეკუთვნოდა ხალხი. ხელისუფლება იმაში იყო

დამნაშავე, რომ მისი ორგანოები ისეთ მოვლენებს შეჰხაროდნენ, რომელთა

გამოყენება ლიბერალებს მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის უნდათ. ისეთი

ადამიანის დაცემამ, ვისაც მეფის კარი მფარველობდა, ვინც მთავრობის მომხრე იყო,

იყო გამოუსწორებელი როიალისტი, ვინც ცამეტ ვანდემიერს შეურაცხყო

თავისუფლება და წინ აღუდგა სახელოვან საფრანგეთის რევოლუციას, - დიდი

ჭორები და სიხარული გამოიწვია ბირჟაზე. პილიეროს უნდა გაეგო, როგორი იყო

საზოგადოებრივი აზრი. ერთ-ერთ ყველაზე გაცხარებით მოსაუბრე ჯგუფში მან

შენიშნა დიუ ტიიე, გონენჰეიმ-კელერი, ნუსინგენი, მოხუცი გიიომი და მისი სიძე

ჟოზეფ ლება, კლაპარონი, ჟიგონე, მონჟენო, კამიუზო, გობსეკი, ადოლფ კელერი,

პალმა, შიფრევილი, მატიფა, გრენდო და ლურდუა.

- ხედავთ, როგორ უნდა გაფრთხილდეს კაცი, - ეუბნებოდა გობენჰეიმი დიუ ტიიეს, -

ცოტას გადარჩა, ჩემმა ბიძაშვილებმა კრედიტი გაუხსნეს ბიროტოს!

- მე კი ათი ათასი ფრანკი გამივარდა ხელიდან. ორი კვირის წინ უბრალო

ხელწერილით ვასესხე, - თქვა დიუ ტიიემ. - მაგრამ ოდესღაც კარგი საქმე გამიკეთა და

არ ვნანობ ამ ფულის დაკარგვას.

- ეგ თქვენი სიძე სხვაზე უკეთესად როდი იქცეოდა, - მიუბრუნდა ლურდუა

პილიეროს, - ასე გასინჯეთ, მეჯლისებსაც კი მართავდა! მესმის, როცა რომელიმე

ოინბაზს თვალი უნდა აგიხვიოს, რომ ნდობა დაიმსახუროს, მაგრამ როცა ისეთი კაცი,

რომელიც ცნობილია, როგორც პატიოსნების განსახიერება, ასე თვალნათლივ ეწევა

შარლატანობას, რასაც ჩვენ აუცილებლად წამოვეგებით ხოლმე!..

Page 192: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- უფრო სწორად, წურბელებივით დავეწებებით ხოლმე, - თქვა გობსეკმა.

- მხოლოდ ისეთ კაცს ენდეთ, ვინც კლაპარონივით ხულაში ცხოვრობს, - თქვა

ჟიგონემ.

- კი მაგრამ, - მიუბრუნდა დიუ ტიიეს სქელ-სქელი ნუსინგენი, - ტკჯვენ კინდოდატ

შემტვის ოინი კაგეკეტებინატ ტკვენი პირიტრომ კამომიკზავნეთ. არ ვისი, რათომ არ

კამომიგზავნა კასი იმ პირობიტ ორმოცდაათი ატასი ფრანკისტვის - მიუბრუნდა ის

ფართლეულის სოვდაგარს გობენჰეიმს, - უსატუოთ მივსემდი.

- ო, არა, ბატონო, - უთხრა ჟოზეფ ლებამ, - თქვენთვის, ალბათ, კარგად იყო ცნობილი,

რომ სახელმწიფო ბანკმა, თამასუქების მიღებაში უარი უთხრა, თქვენ ხომ ისინი

სააღრიცხვო კომიტეტში გაგზავნეთ, იმ საცოდავი ბიროტოს საქმეში, რომელსაც მე

დღესაც უაღრესად ვცემ პატივს, უცნაური რამ მოხდა...

პილიერომ ჟოზეფ ლებას შეუმჩნევლად ხელი მოუჭირა.

- მართლაც, ძნელი ასახსნელია, რა მოხდა, - თქვა მონჟენომ, - თუ მხედველობაში არ

მივიღებთ იმას, რომ ჟიგონეს ზურგს უკან იფარებიან ბანკირები, რომელთაც

მადლენის ეკლესიის რაიონის მიწების საქმე უნდათ მოსპონ...

- ბიროტოს იგივე დაემართა, რაც ემართება ყველას, ვინც მისთვის შეუფერებელ

საქმეს კიდებს ხელს, - შეაწყვეტინა კლაპარონმა, - იმის მაგივრად, რომ პარიზში მიწის

ნაკვეთები შეესყიდა და მათი ფასი აეწია, სჯობდა თავისი „კეფალური

ზეთი“ გაევრცელებინა. ის მარტო როგენისთვის მიცემულ ასი ათას ფრანკს

დაკარგავდა, გაკოტრდებით კი არ გაკოტრდებოდა. ახლა, ალბათ, პოპინოს ფირმის

სახელით იმუშავებს.

- უფრთხილდით, პოპინოს, - განაცხადა ჟიგონემ.

ამ ნეგოციანტთა ჯგუფის თვალში როგენი „უბედური როგენი“ იყო, პარფიუმერი კი -

„ეს საცოდავი ბიროტო“. ერთს თითქოს ამართლებდა დიდი ვნება, მეორეს

დანაშაული კი უფრო მწვავდებოდა მისი მეტისმეტი მოთხოვნილებებით. როცა

ჟიგონე ბირჟიდან გავიდა, ვიდრე გრენეტას ქუჩისკენ წავიდოდა, პერენ-გასლენის

ქუჩაზე გაუხვია და ხმელი ხილით მოვაჭრე მადამ მადუსთან შეიარა.

- ჩემო ფაშფაშავ, როგორ მიდის შენი ვაჭრობა? - ჰკითხა ქალს ნაძალადევი

გულკეთილობით.

- ნელ-ნელა, - მიუგო მადამ მადუმ მოწიწებით და მევახშეს თავისი ერთადერთი

სავარძელი ისეთი მონური მოკრძალებით მიართვა, როგორსაც ოდესღაც მხოლოდ

თავისი „ძვირფასი განსვენებულის“ მიმართ იჩენდა.

დეიდა მადუს შეეძლო ძირს დაეხეთქებინა ჭირვეული ან მეტისმეტად თავხედი

მეფორნე, ის არ შეეშინდებოდა ტიულრიზე მიეტანა იერიში ათ ოქტომბერს,

ელაზღანდარებოდა თავის საუკეთესო მუშტრებს და შეეძლო მეფისთვისაც კი

წარბშეუხრელად მიემართა ცენტრალური ბაზრის გამყიდველი ქალების სახელით.

და ეს ანჟელიკა მადუ უღრმესი პატივისცემით ხვდებოდა ჟიგონეს, მისი კრძალვა და

შიში ჰქონდა, ცახცახებდა მის გამჭვალავ მზერაზე. უბრალო ადამიანებს კიდევ

დიდხანს ექნებათ ჯალათის შიში, ჟიგონე კი წვრილი კომერსანტების ჯალათი იყო.

Page 193: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ცენტრალურ ბაზარზე არც ერთი ადამიანის ძალაუფლება ისე არ ფასდება, როგორც

მევახშისა. მასთან შედარებით სხვა პროფესიის ადამიანები არაფერს წამოადგენენ.

ბაზრის თვალში მართლმსაჯულებაც მხოლოდ პოლიციის კომისარშია

განხორციელებული, რომლის მოარშიებაც სავსებით შესაძლებელია. მევახშე კი,

თავის მწვანე საქაღალდეებში ჩამჯდარი მევახშე, რომელსაც მუდამ

გულისფანცქალით ემუდარებიან, ხუმრობის ყოველგვარ სურვილს კლავს, ყელში

გიჭერს, ყოველგვარ ამაყ გამოხედვას ანელებს, უბრალო ადამიანებს მოწიწებას

უნერგავს.

- ხომ არაფერი გნებავთ ჩემგან? - ჰკითხა ქალმა.

- არაფერი მაინცდამაინც: მზად იყავით ბიროტოს თამასუქების გადახდისათვის,

ძიაკაცი გაკოტრდა, ყველა მისი თამასუქი წარდგენილია გადასახდელად, ხვალ

დილას ანგარიშს გამოგიგზავნით.

მადამ მადუს ჯერ თვალები კატასავით დაუვიწროვდა, მერე ცეცხლივით აენთო.

- ო, ის არამზადა! ო, ის იშკილბაზი! აქ თავისი ფეხით მობრძანდა, ვითომ ასეო და

ისეო, მერის თანაშემწე ვარო, ოო, ის გაიძვერა ისა?! აი, ასეთები არიან ახლა

კომერსანტები! მერებმაც დაკარგეს პატიოსნება! მთავრობაც ჩვენ გვიბრიყვებს!

დამაცადოს, გადავახდევინებ მაგას!..

- რას იზამ, ჩემო გოგო, ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა დაუძვრეს მაგ საქმეს! - თქვა

ჟიგონემ და ოდნავ გაიქნია ფეხი, როგორც კატამ, რომელიც გუბეზე აპირებდა

გადახტომას. სწორედ ამის წყალობით შეარქვეს მას მეტსახელად ჟიგონე. - ზოგიერთი

ბობოლაც თავს იმტვრევს, როგორ გამოძვრეს ამ საქმიდან.

- კარგი! კარგი! როგორმე მოვახერხებ ჩემი თხილის გადარჩენას. მარი-ჟან! ჩქარა, ჩემი

ფეხსაცმელი და შალი მომიტანე! ცოცხლად, თორემ ისეთ სილას გაჭმევ, ლოყები

აგეწვას!

„ახლა კი აირევა მონასტერი ქუჩის მეორე თავში, - გაიფიქრა ჟიგომენ და ხელები

მოისრისა. - სკანდალი მთელ კვარტალს მოედება, დიუ ტიიე კმაყოფილი დარჩება. არ

ვიცი, რა დაუშავა იმ საცოდავმა პარფიუმერმა. მე ისე მეცოდება, როგორც

ფეხგადაჭრილი ძაღლი. ეგ ხომ კაცი არ არის, ერთიბეწო სიმტკიცე არ გააჩნია!“

საღამოს შვიდ საათზე სენტ-ანტუანის გარეუბანივით აბობოქრებული დეიდა მადუ

თავს დაატყდა საცოდავ ბიროტოს და გააფთრებით შელეწა მისი კარი, რადგან

სირბილისაგან უფრო მეტად გაცეცხლებულიყო.

- ეი, თქვენ, ახლავე მომეცით ჩემი ფული, აბა, ჩქარა, ფული დამიბრუნეთ, თორემ

ყველაფერს მოვტეხავ, ამ თქვენ საათებს, მარაოებს, მთელ ატლასის ხარახურას ჩემი

ორი ათასი ფრანკის ფასად. სად გაგონილა, მერები ხალხს ძარცვავდნენ! თუ ჩემი

ფული არ მომეცით, მაგას კატორღაში ვუკრავ თავს, მეფის პროკურორთან მივალ,

მთელ სასამართლოს შევძრავ! აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ჩემს ფულს არ

მივიღებ.

მერე ვითომ დააპირა ერთ-ერთი კარადის შუშა გაეწია და იქიდან ძვირფასი ნივთები

გამეღო.

Page 194: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ძალიან გვირევს ეს დეიდა მადუ, - უთხრა სელესტენმა მის გვერდით მდგარ ნოქარს.

ვაჭარმა ქალმა ეს სიტყვები გაიგონა და, ვინაიდან ვნებათა ღელვის დროს ჩვენი

შეგრძნებები ჩლუნგდებიან ან მახვილდებიან, ორგანიზმის აღნაგობის მიხედვით,

სელესტენს ისეთი სილა გააწნა, როგორსაც საპარფიუმერიო მაღაზიაში ჯერ არავინ

მოსწრებია.

- ისწავლე ქალების პატივისცემა, ჩემო ანგელოზო, - უთხრა მან, - და, იმათ, ვისაც

ღლეტავთ, შეურაცხყოფას მაინც ნუღარ აყენებ.

- ქალბატონო, - მიმართა მაღაზიის უკანა ოთახიდან გამოსულმა კონსტანსმა, სადაც

იმ წუთში შემთხვევით მისი ქმარიც იმყოფებოდა. ძია პილიეროს მისი იქიდან გაყვანა

სდომებოდა, მაგრამ ცეზარი იქამდე იყო დამცირებული, რომ კანონის მორჩილებას

შეეგუა და ციხეშიც კი წავიდოდა თავისი ნებით; - ქალბატონო, თუ ღმერთი გწამთ,

ხალხს ნუ შეგვიყრით.

- შემოვიდნენ, გაიგონონ! - იყვირა ვაჭარმა ქალმა, - ყველაფერს გადმოვულაგებ!

მასხარად მიგდებთ, თუ როგორ არის! ჩემი ოფლით მოგებული ფული და საქონელი

უსირცხვილოდ ჩაიჯიბეთ, მეჯლისები გამართეთ! აი, როგორი გამოპრანჭული

ბრძანდებით, საფრანგეთის დედოფალივით! ამ შალისთვის კი ჩემისთანა საცოდავი

კრავები გაკრიჭეთ, არა! იესო მაცხოვარო! მე რომ ვიყო, მხრებს დამწვავდა მოპარული

ქონება! აგერ, ამ ერთი შალის მეტი არაფერი გამაჩნია, მაგრამ სხვისთვის არ

მომიპარია! ქურდებო, ავაზაკებო, ახლავე დამიბრუნეთ ფული, თორემ...

მადამ მადუ ლამას ინკრუსტირებულ ყუთს მივარდა, სადაც ტუალეტის ძვირფასი

ნივთები ელაგა.

- მაგას ხელი არ ახლოთ, ქალბატონო, - უთხრა კარებში გამოჩენილმა ცეზარმა, - აქ

ჩემი აღარაფერია, ყველაფერი ჩემს კრედიტორებს ეკუთვნის, საკუთარი თავის მეტი

არაფერი გამაჩნია და თუ ის გინდათ, რომ ციხეში ჩამსვათ, პატიოსან სიტყვას

გაძლევთ (თვალებზე ცრემლი მოადგა), აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სასამართლოს

აღმასრულებელს და მის თანამოწმეს დაველოდები.

ბიროტოს კილომ და ჟესტებმა, შეხამებულმა მის ქცევასთან, დააშოშმინა მადამ მადუ.

- ჩემი ფული ერთმა ნოტარიუსმა გაიტაცა და ბრალი არ მიმიძღვის, ხალხი რომ

გასაჭირში ჩავაგდე, - განაგრძო ცეზარმა, - მაგრამ დრო გავა და თქვენს ვალს სრულად

გადაგიხდით, მუშაობისგან წელში რომ გავწყდე, თუნდაც შავ მუშად, მეკურტნედ

ვიმუშაო ბაზარში...

- ჰო, კარგი, თქვენ, გეტყობათ, პირიანი კაცი ხართ, - განაცხადა ბაზრის დედაკაცმა.

უკაცრავად ვარ ჩემი სიტყვებისთვის, ქალბატონო, მაგრამ ლამის წყალში გადავვარდე,

ჟიგონე სულს ამომხდის. მე კი სხვა არაფერი მაქვს, გარდა იმ წყეული თამასუქებისა,

რომელთაც კიდევ ათი თვე აქვთ ვადა.

- ხვალ დილას ჩემთან მოდით დუქანში, - უთხრა მაღაზიაში შემოსულმა პილიერომ, -

მე გაგინაღდებთ მაგ თამასუქებს ხუთი პროცენტით ერთ-ერთ ჩემ მეგობართან.

- მოიცათ! ეს ჩვენი ძია პილიერო არ არის? ეს ხომ მართლაც ბიძათქვენია, -

მიუბრუნდა კონსტანსს, ესე იგი, თქვენ პატიოსანი ხალხი ხართ, და მე აქ არაფერი

Page 195: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დამეკარგება ასე არ არის? აბა, ხვალამდის, ბებერო ბრუტუს, - უთხრა ყოფილ რკინა-

კავეულით მოვაჭრეს.

ცეზარს მაინცდამაინც ის უნდოდა, თავისი კეთილდღეობის ნანგრევებს არ

გასცლოდა, ვითომდა ასევე ავუხსნი საქმის ვითარებას ჩემს კრედიტორებსო.

მიუხედავად ძმისშვილის ხვეწნისა, ძია პილიერომ ჯერ მოიწონა ცეზარის სურვილი,

მერე კი თავის ოთახში აიყვანა. ეშმაკი მოხუცი ბ-ნ ოდრისთან გაიქცა, ბიროტოს

მდგომარეობა აუწერა, ძილის წამლის რეცეპტი გამოართვა, შეუკვეთა და მერე უკან

დაბრუნდა, რომ მთელი საღამო სიძესთან გაეტარებინა. ცეზარინის დახმარებით მან

ცეზარი აიძულა ყველასთან ერთად ღვინო დაელია. საძილე საშუალებამ ბიროტო

მაგრად ჩააძინა და თორმეტი საათის შემდეგ ძია პილიეროს ტყვეობაში გაღვიძა მის

საწოლ ოთახში, ბურდონის ქუჩაზე ძია პილიეროს სასტუმრო ოთხში ეძინა დასაკეც

საწოლზე. როცა კონსტანს შეესმა ქუჩაში მიმავალი ფიაკრის ხმა, რომლითაც ძია

პილიეროს ცეზარი მიჰყავდა, სიმამაცემ უმტყუნა. ჩვენ ხშირად იმის შეგნება

გვიორკეცებს ძალებს, რომ ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენზე უფრო სუსტ არსებას.

ქალიშვილთან მარტო დარჩენილმა საცოდავმა ქალმა იმდენი იტირა, თითქოს წინ

მკვდარი ცეზარი ედო.

- დედიკო, - დაუჯდა მუხლებზე ცეზარინი დედას და ისე მიამიტად დაუწყო ლაციცი

კატასავით, როგორადაც მხოლოდ ქალები ახერხებენ ერთმანეთის ალერსს, - ხომ

მითხარი, თუ ყოჩაღად შევხვდები შენს ხვედრს, მაშინ მეც მოვიკრებ ძალას ჭირთა

თმენისათვისო. ნუ იტირებ, ჩემო დედიკო. მე მზად ვარ რომელიმე მაღაზიაში

დავდგე გამყიდველად და სულაც აღარ მოვიგონებ, რანი ვიყავით. მეც, შენსავით, ხომ

გახსოვს ახალგაზრდობაში რომ იყავი, უფროს გამყიდველად ვიმუშავებ და

ვერასოდეს გაიგონებ ჩემგან ჩივილს ან სინანულს. დიდი იმედები მაქვს. ვერ

გავიგონე, რა თქვა ბ-მა პოპინომ?

- საყვარელი ბიჭი, ჩემი სიძე არ იქნება...

- ო, დედა!..

- ღვიძლი შვილი იქნება.

- აი, ხედავ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, იტყვიან, - უთხრა ცეზარინმა დედას და აკოცა,

- ეგ ჭირი ჩვენ ნამდვილად მეგობრების გაცნობაში გვეხმარება.

ცეზარინმა ბოლოს და ბოლოს მოახერხა დედის დამშვიდება, ისე მოეფერა, როგორც

დედა შვილს. მეორე დილას კონსტანსი მეფის ერთ-ერთ კამერჰერთან, დიუკ

ლენონკურთან მივიდა და წერილი დაუტოვა, სადაც სთხოვდა დაენიშნა საათი, როცა

მის მიღებას შესძლებდა. მანამდე ბ-ნი დე ლა ბილარდიერი მოინახულა, აუხსნა

მდგომარეობა, რაშიც ნოტარიუსის გაქცევამ ჩააყენა ცეზარი, სთხოვა დიუკის წინაშე

მისთვის დაეჭირა მხარი და თავადაც დახმარებოდა, რადგან შიშობდა, თვითონ

ხეირიანად ვერ განმარტავდა საქმის ვითარებას. ის თხოულობდა რაიმე სამსახურს

ბიროტოსათვის. ცეზარი, მაგალითად, გამოდგებოდა, როგორც უპატიოსნესი მოლარე,

თუ საერთოდ, შესაძლებელია ერთი პატიოსნება მეორისაგან განვასხვაოთ.

- მეფემ სწორედ ამ რამდენიმე ხნის წინ კონტ დე ფონტენს მიანდო ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი თანამდებობა კარის სამინისტროს სამმართველოში. დასაკარგი დრო

აღარ არის.

Page 196: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

*

შუადღის ორ საათზე ლა ბილარდიერი და ქ-ნი ბიროტო ლენონკურის სახლის

სადარბაზო კიბეზე ავიდნენ სენ-დომინიკის ქუჩაზე. ისინი შეიყვანეს მეფის

კამერჰერთან, ვისაც განსაკუთრებით სწყალობდა ლუი მე-18, თუკი ის საერთოდ

სწყალობდა ვინმეს. კარის დიდებულმა, რომელიც იმ ერთ მუჭა ნამდვილ

არისტოკრატებს მიეკუთვნებოდა გასულმა საუკუნემ ჩვენს საუკუნეს რომ უანდერძა,

თავაზიანად მიიღო ქ-ნი ბიროტო, რამაც დიდი იმედი ჩაუსახა კონსტანსს.

პარფიუმერის ცოლმა თავის მწუხარებაში დიდი უბრალოება და სულიერი სიდიადე

გამოიჩინა. მწუხარება საშუალო ადამიანებსაც კი აკეთილშობილებს, რადგან მასში

არის რაღაც ამაღლებული, და საკმარისია იყო გულწრფელი, რათა შენს თავზე მისი

ანარეკლი განიცადო - კონსტანსი მეტისმეტად ალალმართალი ადამიანი იყო.

გადაწყდა, დაუყოვნებლივ მეფისთვის მიერთმიათ თხოვნა.

ამ საუბრის შემდეგ დიუკს ბ-ნი დე ვანდენესის მოსვლა აუწყეს და მან შეჰყვირა: - აი,

ვინ არის თქვენი მხსნელი!

ბ-ნი დე ვანდენესისთვის არ იყო უცნობი ქ-ნი ბიროტო, რომელთანაც ხშირად

შესულა დუქანში რაიმე წვრილმანი ნივთისთვის, რაც ხანდახან იმდენად საჭიროა,

რამდენადაც სხვა რამ აუცილებელი ნივთი. დიუკმა მას დე ლა ბილარდიერის

განზრახვა უამბო. როცა დე ვანდენესმა შეიტყო მარკიზ დ’იუქსელის მეუღლის

ნათლულის თავზე დამტყდარი უბედურება, იმწამსვე ბილარდიერთან ერთად კონტ

დე ფონტენთან გაემართა, ქ-ნ ბიროტოს კი სთხოვა იქ დაეცადა.

კონტი დე ფონტენი ბილარდიერივით ერთ-ერთი მამაცი პროვინციელი

თავადიშვილი იყო, თითქმის უცნობი გმირი ვანდეის აჯანყებისა[90], ბიროტოს

ცოტათი იცნობდა, ოდესღაც „ვარდების დედოფალში“ ენახა. იმ დროს ადამიანები,

რომელთაც მეფისთვის სისხლი ჰქონდათ დაღვრილი, პრივილეგიებით

სარგებლობდნენ, რასაც მეფე არ ახმაურებდა, რათა ლიბერალები არ დაეფრთხო.

ლუი მე-18-ის ერთ-ერთი ფავორიტი ბ-ნი დე ფონტენი ის პიროვნება იყო, ვინც მეფის

სრული ნდობით სარგებლობდა. კონტი არამც თუ დაბეჯითებით შეჰპირდა

ბიროტოსთვის რაიმე ადგილის გამოძებნას, არამედ თვითონ მივიდა დიუკ დე

ლენონკურთან, რომელიც იმ საღამოს სასახლეში მორიგეობდა, რათა თავისთვის

მეფესთან ერთხოვა აუდიენცია, ბილარდიერისთვის კი, მეფის ძმასთან, რომელსაც

ძალიან უყვარდა ვანდეელი დიპლომატი.

იმავე საღამოს ბ-ნი კონტ დე ფონტენი ტიულრიდან პირდაპირ ქ-ნ ბიროტოსთან

მივიდა და შეატყობინა, რომ მისი ქმარი კრედიტორებთან შეთანხმების შემდეგ,

ოფიციალურად დაინიშნებოდა სამუშაოდ სახელმწიფო ვალის დაფარვის კომისიაში

ორი ათას ხუთასი ფრანკის ჯამაგირით. კარის სამინისტროში ყველა თანამდებობა

უკვე დაკავებული ჰქონდათ ზეშტატურ მოხელეებს თავადაზნაურობიდან, ვისაც ეს

ადგილები წინასწარ ჰქონდათ შეპირებული.

ეს მიღწევა ნაწილი იყო ქ-ნი ბიროტოს მიერ ნაკისრი ამოცანისა. საცოდავი ქალი სენ-

დენის ქუჩაზე გაემართა „მობურთავე კატის“ სახლში ჟოზეფ ლებას სანახავად. გზაზე

საუცხოო ეკიპაჟით ქ-ნი როგენი შეხვდა, რომელიც უთუოდ საყიდლებზე იყო

Page 197: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გამოსული. მათ ერთმანეთს შეხედეს. ფუფუნებაში მცხოვრებმა მანდილოსანმა ვერ

დაფარა სირცხვილის გრძნობა განადგურებული ქალის დანახვაზე და ამან კონსტანსს

გამბედაობა შესძინა.

„არა, აღარასოდეს გავივლი ეტლით სხვის ხარჯზე“ - გაიფიქრა კონსტანსმა.

ჟოზეფ ლებამ კონსტანსი გულთბილად მიიღო, მან ლებას სთხოვა ცეზარინისთვის

რომელიმე დარბაისლური სავაჭრო ფირმაში მოეძებნა ადგილი. ლება წინასწარ

არაფერს შეპირდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ცეზარინმა ადგილი მიიღო ბინითა

და საჭმელ-სასმელით, ათასი ეკიუ ჯამაგირით მოდურ საქონლით მოვაჭრე პარიზის

ერთ-ერთ ყველზე უფრო მდიდარ სავაჭრო სახლში, რომელმაც ცოტა ხნის წინათ

იტალიელთა ბულვარის რაიონში გახსნა განყოფილება. სალარო და მაღაზიის

მეთვალყურეობა პარფიუმერის ქალს დაევალა, რომელსაც ექვემდებარებოდა

უფროსი გამყიდველი ქალი. ცეზარინი აქ მაღაზიის პატრონებს სცვლიდა.

ქალბატონი ბიროტო კი იმავე დღეს პოპინოსთან მივიდა და სთხოვა მისთვის

სალაროს დავთრების წარმოება და მეურნეობის გაძღოლა მიენდო. ანსელმი მიხვდა,

რომ მისი მაღაზია ერთადერთი ადგილი იყო, სადაც პარფიუმერის ცოლი მისთვის

შესაფერისი პატივისცემით იქნებოდა გარემოცული და ღირსეულ მდგომარეობას

დაიკავებდა. კეთილშობილმა ყმაწვილმა მას წელიწადში სამი ათასი ფრანკი

დაუნიშნა ჭამა-სმითა და ბინით. მან კონსტანსს თავისი ოთახი დაუთმო და

სპეციალურად მისთვის გააწყო, თვითონ კი სხვენის ოთახში გადავიდა, სადაც

მანამდე ერთი მისი ნოქარი ცხოვრობდა.

ამგვარად, მომხიბლავი პარფიუმერი ქალი, რომელმაც მხოლოდ ერთ თვეს ისიამოვნა

თავისი ბინის ფუფუნებით, იძულებული იყო დაბინავებულიყო იმ საზარელ, ბნელ

და ნესტიან ეზოში გამავალ ოთახში, სადაც გოდისარმა, ანსელმმა და ფინომ

„კეფალურ ზეთს“ ჩაუყარეს საფუძველი.

როცა მოლინე, რომელიც კომერციული სასამართლოს მიერ აგენტად იყო დანიშნული,

ცეზარ ბიროტის აქტივის ჩასაბარებლად მოვიდა, კონსტანსმა, სელესტენის

დახმარებით, მასთან ერთად საინვენტარო ჩანაწერები გასინჯა. შემდეგ უბრალოდ

ჩაცმული დედა და შვილი ქვეითად გაემართნენ ძია პილიეროსთან ისე, რომ აღარც კი

მოუხედიათ ამ სახლისკენ, სადაც თავიანთი ცხოვრების მესამედი გაატარეს. ისინი

მდუმარედ მივიდნენ ბურდონეს ქუჩამდე და აქ, ცეზარის წასვლის შემდეგ

პირველად, ყველამ ერთად ისადილა. სადილი სევდიანი იყო. თითოეულ მათგანს

მოესწრო დაფიქრებულიყო თავის მდგომაროებაზე, თავის თავზე აღებულ

მოვალეობათა სიმძიმე განესაზღვრა, თავისი სიმამაცე მოესინჯა. სამივენი იმ

მეზღვაურებს ჰგავდნენ, რომლებიც მზად არიან შეებრძოლონ ავდარს და არ

შეუშინდნენ საფრთხეს. ბიროტო გამხნევდა, როცა გაიგო, რაოდენ დიდი ყურადღება

გამოიჩინეს მისი ხვედრისადმი დიდკაცებმა. მაგრამ როცა შეიტყო, რა ელოდა

ცეზარინს, ატირდა, მერე კი, როცა გაიგო, როგორ ვაჟკაცურად შეუდგა ისევ მუშაობას

კონსტანსი, ცოლს მაგრად ჩამოართვა ხელი.

ძია პილიეროს, იქნებ უკანასკნელად თავის სიცოცხლეში, თვალები ცრემლებით

აევსო იმ ამაღელვებელი სურათის დანახვაზე, რომელშიც სამი პიროვნება

მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს მაგრად გადაეხვივნენ; ცეზარმა, ყველაზე სუსტმა

და ყველაზე დამწუხრებულმა, ხელი ასწია და წარმოთქვა: ნუ მოვისპობთ იმედს.

Page 198: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ეკონომია რომ გავწიოთ, - უთხრა ცეზარს ძია პილიერომ, - ჩემთან უნდა იცხოვრო.

ჩემს ოთახში მოთავსდი, ჩემი ლუკმა გავინაწილოთ. კარგა ხანია, მარტოობა მიმძიმს,

შენ შემიცვლი ჩემს დაკარგულ შვილს. აქედან ორატუარის ქუჩამდე, სადაც შენი

კომისიაა, ორი ნაბიჯია.

- მოწყალეო ღმერთო! - შესძახა ბიროტომ, - აი, ჩემი გზის მანათობელი ვარსკვლავი

წყვდიად ღამეში!

ბედს დამორჩილებულმა უბედურმა ცეზარმა ბოლომდე შესვა სიმწრის ფიალა.

ბიროტოს დაცემა ამ წუთში დასრულდა და მან ისევ იგრძნო თავის თავში ძალა.

მას შემდეგ, რაც თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ვაჭარს თითქოს იმაზე უნდა

ეზრუნა, რომ საფრანგეთში ან სადმე საზღვარგარეთ, წყნარი თავშესაფარი მოენახა,

რათა არავითარ საქმეში აღარ გარეულიყო და ბავშვის მდგომარეობაში არ

აღმოჩენილიყო, რადგან გაკოტრებული ადამიანი კანონის თვალსაზრისით სწორედ

ასეთი ბავშვია არასრულწლოვანი და უფლებაუუნარო ყველა იურიდიულ აქტებში,

სამოქალაქო უფლების თუ სახალხო უფლების სფეროში. სინამდვილეში კი ასე არ

არის. ვიდრე ქუჩაში გამოსვლას გაბედავს, ბანკროტი დაუცდის შეუვალობის

მოწმობას, რაზეც მას არასოდეს უარს არ ეუბნებიან არც ნაფიცი მეურვე, არც

კრედიტორები, ვინაიდან თუ ეს მოწმობა თან არა აქვს, სატუსაღოში ჩასვამენ. ამ

საშვებით აღჭურვილი ის პარლამენტიორივით დადის აქეთ-იქით მტრის ბანაკში, არა

ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს მის წინააღმდეგ

მომართული ულმობელი კანონის შესრულებას გაკოტრებულებზე რომ ვრცელდება.

ყოველი კანონი, რომელიც კერძო საკუთრებას ეხება, უამრავი თაღლითური

ფანდების შესრულებას უწყობს ხელს. ისევე, როგორც ყოველი ადამიანი, ვისი

ინტერესებიც კანონს ეწინააღმდეგება, ბანკროტიც ცდილობს გვერდი აუხვიოს ამ

კანონს. მოქალაქეობრივი სიკვდილის მდგომარეობა, რომლის დროსაც

გაკოტრებული პეპელას ჭუპრს ემსგავსება, სამ თვემდე გრძელდება. ეს დრო საჭიროა

იმ ფორმალურობის შესასრულებლად საკანონმდებლო ორგანოში მისვლამდე, სადაც

კრედიტორებსა და მოავლეს შორის მშვიდობის ხელის მოწერა ხდება. ამას

შეთანხმება ეწოდება, ეს სიტყვა საკმარისად ნალად მიანიშნებს იმას, რომ

ერთმანეთისადმი მკვეთრად მოწინააღმდეგე ინტერესებით გამოწვეული ქარიშხლის

შემდეგ თანხმობა მეფდება.

ვალაუვალის ბალანსის გასინჯვის შემდეგ კომერციული სასამართლო ნიშნავს ნაფიც

მეურვეს, რომელმაც უნდა დაიცვას როგორც უკვე ცნობილი, ასევე, ჯერ არ

გამოცხადებული კრედიტორთა ინტერესები და ამასთანავე გაშმაგებული

კრედიტორების თავდასხმისაგან თვით ბანკროტიც დაიცვას. ნაფიც მეურვეთა ეს

ორმაგი როლი შესანიშნავი იქნებოდა, მათ რომ ამის დრო ჰქონოდათ. ნაფიცი მეურვე

აგენტს უფლებას ანიჭებს ყადაღა დაადოს მოვალის ფულს, ძვირფასეულობას,

საქონელს, ბალანსში ნაჩვენები აქტივის გასინჯვით. ამის შემდეგ კომერციული

სასამართლოს კანცელარია იწვევს კრედიტორთა კრებას და გაზეთების

განცხადებების საშუალებებით ტყდება ზარის რეკვა, რასაც მთელი ქვეყანა შეიტყობს.

ყველა კრედიტორს, ყალბსა თუ ნამდვილს, წინადადებას აძლევენ თავი მოიყარონ და

ერთად აირჩიონ დროებითი სინდიკები, რომლებიც სცვლიან აგენტებს და იმდენად,

რამდენადაც ამის ნებას კანონიერი ფიცი აძლევს, გაკოტრებულის ტყავში ძვრებიან,

ესე იგი, თვითონ იქცევიან იმ ბანკროტად: მათ შეუძლიათ ყველაფრის ლიკვიდაცია,

Page 199: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ყველაფრის გაყიდვა, ათასგვარი გარიგების წარმოება, ერთი სიტყვით, შეუძლიათ

ყველაფერი გააკეთონ კრედიტორთა სასარგებლოდ, იმ შემთხვევაში თუ ვალაუვალი

ამის წინააღმდეგ არ წავა. პარიზელ ბანკროტთა უმრავლესობა დროებით სინდიკებზე

ჩერდება, და აი, რატომ: ერთი ან რამდენიმე მუდმივი სინდიკის დანიშვნა

შურისძიების ერთ-ერთი უსასტიკესი საშუალებაა, რომელსაც შეიძლება მიმართონ

მოტყუებულმა, გამასხარავებულმა, გაბრიყვებულმა, გაძარცულმა, თვალახვეულმა,

გაცურებულმა, მშრალზე დატოვებულმა კრედიტორებმა. თუმცა კრედიტორები

საერთოდ არიან ხოლმე მოტყუებული, გამასხარავებული, გაბრიყვებული,

გაძარცვული, თვალახვეული, გაცურებული და მშრალზე დარჩენილნი, მაინც არ

არსებობს კომერციულ პარიზში ვნებები, რომლებიც სამ თვეში არ დაცხრეს. მხოლოდ

ის სავაჭრო თამასუქები, რომლებიც გადახდას საჭიროებს, შეიძლება ასე

ხანგრძლივად იყოს ბრუნვაში. სამი თვის შემდეგ მოვალის გაკოტრებასთან

დაკავშირებული დავიდარაბით არაქათგამოცლილ კრედიტორებს თავიანთი

საყვარელი ცოლების გვერდით სძინავთ მშვიდად. ეს ყველაფერი დაეხმარება

უცხოელს მიხვდეს, რატომ არის, რომ საფრანგეთის დროებითი ხშირად მუდმივია,

ათასი დროებით სინდიკიდან ხუთი თუ გამოვა, რომ მუდმივი იყოს. ხოლო, რატომ

ჩაცხრება ხოლმე ბანკროტის მიერ გამოწვეული სიძულვილი, შემდგომი

გარემოებიდან ხდება ბათილი. - და ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ ბედნიერება

კომერსანტები იყვნენ, საჭიროა განემარტოს, რას წარმოადგენს ბანკროტის დრამა,

რათა გაიგონ, რანაირად იქცევა ეს დრამა კანონის საოცარ დაცინვად და რატომ იყო

ცეზარის გაკოტრება დიდი გამონაკლისი. ამ საინტერესო კომერციულ დრამაში სამი

აქტია: პირველი აქტი - აგენტია, მეორე აქტი - სინდიკი, მესამე - შეთანხმება. როგორც

ყველა თეატრალური სანახაობა, ისიც ორმაგ სანახაობას წარმოადგენს:

მაყურებლისთვის განკუთვნილი დადგმა და მაყურებლისაგან ფარული საშუალებანი.

წარმოდგენა, რომელიც პარტერიდან ჩანს და წარმოდგენა, რომელიც მხოლოდ

კულისებში დაინახება. კულისებშია ბანკროტი და მისი ვექილი, კრედიტორთა

ადვოკატი, სინდიკები, აგენტი და ბოლოს ნაფიცი მეურვე.

პარიზს გარეთ არავინ იცის, მაგრამ პარიზში კი ყველამ კარგად უწყის, რომ

კომერციული სასამართლოს წევრი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო განსაცვიფრებელი

თანამდებობაა, რაც კი საზოგადოებას აქამდე შეუქმნია. აქ მოსამართლეს ყოველ

წუთში უნდა ეშინოდეს, რომ მართლმსაჯულება შეიძლება მის წინააღმდეგ

მობრუნდეს. პარიზი მომსწრეა იმისა, როცა კომერციული სასამართლოს

პრეზიდენტი იძულებული გამხდარა თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინა. იმის

მაგივრად, რომ ეს პატივსაცემი თანამდებობა ვინმე საქმეებიდან გადამდგარ

კომერსანტს მიანდონ, ვისთვისაც ის პატიოსნად გაკოტრებული ცხოვრების

საზღაური იქნებოდა, მას აძლევენ ისეთ ვაჭარს, ვინც ვეებერთელა საქმეს აწარმოებს,

თავში უდგას რომელიმე მსხვილ სავაჭრო სახლს. მოსამართლის თანამდებობაზე

რატომღაც ირჩევენ საკუთარი სააქმეებით მეტად გადატვირთულ ადამიანს მაშინ,

როცა მის ვალდებულებას შეადგენს გაერკვეს აურაცხელ კომერციულ პროცესში,

ზვავივით რომ დაიტანს ხოლმე დედაქალაქს. ეს კომერციული სასამართლო, იმის

მაგივრად რომ გარდამავალი საფეხური იყოს, რომლის საშუალებითაც ვაჭარს

ყოველგვარი ქირქილის თავის დაღწევით შესაძლებლობა ჰქონდეს მაღალ

საზოგადოებაში ფეხის შედგმისა, შეგდება ისეთი კომერსანტებისაგან, რომლებსაც

ჯერ ისევ საქმეებში აქვთ ხელი, ამიტომ მათ საშიშროება ელით, რომ გამოტანილი

Page 200: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

განაჩენი ზიანს მიაყენებთ, როცა უკმაყოფილო მხარეს საქმიან ნიადაგზე შეხვდებიან,

როგორც მაგალითად ბიროტომ წააგო დიუ ტიიეს შურისძიების გამო.

ამგვარად, სავალდებულოა, რომ ნაფიცი მეურვე ისეთი პერსონაჟი იყოს, რომლის

წინაშეც შეიძლება ბევრი ილაპარაკო. ის უსმენს, მაგრამ საკუთარ საქმეებზე უფრო

ფიქრობს და საზოგადოებრივ საქმეებში თავის რწმუნებულებას აკისრებს სინდიკებს

და რწმუნებულს, გარდა იმ საინტერესო შემთხვევებისა, როცა ძარცვა

განსაკუთრებით სასეირო ფორმას ღებულობს, და კრედიტორებიც და მოვალეც,

როგორც იტყვიან „დიდი კვაჭები“ აღმოჩნდებიან. ეს პერსონაჟი, რომელიც დრამაში

იმავე როლს თამაშობს, რასაც მეფის ბიუსტი სასამართლოს სხდომათა დარბაზში,

დილის ხუთსა და შვიდ საათს შორის თავის ხე-ტყის საწყობში იმყოფება, უკეთუ ის

ხე-ტყის ვაჭართა დუქანშია, - თუ ის პარფიუმერია, როგორიც ერთ დროს ბიროტო

იყო, შეიძლება ხანდახან შინაც ნახოთ ნასადილევს, ჩაროზის დროს. მაგრამ ის მუდამ

სადღაც მიიჩქარის. ეს პერსონაჟი საერთოდ მუდამ უსიტყვოა. მივუგოთ ჯეროვანი

კანონს: კანონმდებლობა ამ საკითხში ნაჩქარევადაა შექმნილი და ხელ-ფეხს უკრავს

ნაფიც-მეურვეს, ისე რომ, ხშირ შემთხვევაში, იძულებულია ხელი დააფაროს

თაღლითურ ოინებს, თუმცა მათი ხელის შეშლა, როგორც ამას შემდგომში

დავინახავთ, მას არ ძალუძს.

აგენტს, იმის, მაგივრად, რომ კრედიტორთა ინტერესი დაიცვას, შეუძლია მოვალის

კაცი გახდეს. ყოველ კრედიტორს იმედი აქვს, რომ ბანკროტთან ხელსაყრელ

მდგომარეობაში მოხვდება და თავის წილს გაზრდის, რადგან მუდამ ყველას ეჭვი

აქვს, ბანკროტს უამრავი ფული ექნება გადანახულიო. აგენტები ორივე მხრისთვის

შეიძლება იყოს სასარგებლო: ბანკროტისათვის იმ შემთხვევაში, თუ მის საქმეს

საბოლოოდ არ დაღუპავს, კრედიტორისთვის, - თუ მათ რაიმე გამორჩება, მათ შორის

უფრო გავლენიანი პირისთვის. ამგვარად, ის თითქოს მგლისკენაც არის და

თხისკენაც. თუ აგენტი მოხერხებული კაცია ხშირად აღწევს სასამართლოს

გადაწყვეტილების გაუქმებას და თამასუქების შესყიდვით ხელს უწყობს ფეხზე

წამოდგეს მოვალე, რომელიც რეზინის ბურთივით ხტის ამ დროს. აგენტი იქით

იზამს პირს, სადაც უფრო სავსე სანაყრე ეგულება. ის ან კრედიტორების ინტერესს

დაიცავს მოვალის საზიანოდ, ანდა მათ ინტერესებს შესწირავს ბანკროტის მომავლის

საკეთილდღეოდ. როგორც, ვხედავთ, პირველი, აგენტის აქტი უკვე განსაზღვრავს

პიესის დასასრულს. ამ კაცს და კომერციული სასამართლოს რწმუნებულს შეუძლიათ

პიესაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ, თუ დარწმუნებულნი არიან ჰონორარის

მიღებაში. ათას გაკოტრებაში ცხრაას ორმოცდაათ შემთხვევაში აგენტი ბანკროტის

ხელშემწყობია. იმ დორს, როცა ეს ამბავი ხდებოდა, რწმუნებულები თითქმის

ყოველდღე მოდიოდნენ ნაფიც-მეურვესთან და სთხოვდნენ აგენტად მათი კაცი

დაენიშნათ, რომელიც, ვითომდა კარგად იცნობდა გაკოტრებულის საქმეებს და

შეეძლო შეეგროვებინა კრედიტორთა და უბედურებაში ჩავარდნილი პატივსაცემი

კომერსანტის ინტერესები. უკვე რამდენი წელიწადია გამოცდილი ნაფიცი-მეურვეები

იხვეწებიან დაუსახელონ მათ აგენტობის სასურველი კანდიდატი, რათა მისი

კანდიდატურა აიცილონ და დანიშნონ ადამიანი, რომელიც თვითონ მათ მიაჩნიათ

პატიოსან კაცად.

შემდეგი აქტის დროს სცენაზე გამოდიან ცრუ და ნამდვილი კრედიტორები

დროებითი სინდიკების ასარჩევად, რომლებიც, როგორც უკვე ითქვა, მუდმივნი

არიან. ამ საარჩევნო კრებაზე ხმა აქვთ იმათაც, ვისაც ორმოცდაათი სუ ეკუთვნის და

Page 201: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

იმათაც, ვისაც ორმოცდაათი ფრანკი ეკუთვნის. აქ ხმები ითვლება, მაგრამ არ იწონება.

ამ კრებაზე, რომელსაც ესწრებიან აგრეთვე ბანკროტის მიერ შერჩეული ცრუ

ამომრჩევლები და, უნდა ითქვას, რომ სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც

მუდამ ესწრებიან არჩევნებს, კანდიდატებს ირჩევენ იმ პირთა რიცხვიდან,

რომელთაგან ნაფიცი მეურვე, თავმჯდომარე საარჩევნო კრებისა, ვისაც არავითარი

ძალაუფლება არაა აქვს, ვალდებულია სინდიკები აირჩიოს. ამგვარად, ნაფიც მეურვეს

ყოველთვის ისეთი სინდიკები ჰყავს, რომელთა ყიდვაც გაკოტრებულისთვის

ხელსაყრელია. ეს მეორე უფლების დარღვევაა, რაც ბანკროტობის კატასტროფას ერთ-

ერთ იმ სამახსოვრო კომედიად აქცევს, მართლმსაჯულება რომ მფარველობს. მაშინ

უბედურებაში ჩავარდნილი პატივსაცემი პიროვნება, მდგომარეობის ბატონ-პატრონი,

აკანონებს მის მიერ წინასწარვე მოფიქრებულ ქურდობას. უნდა ითქვას, რომ პარიზის

წვრილი მოვაჭრეები სუფთანი არიან ასეთ საქმეში. თუ რომელიმე მედუქნე ვეღარ

იხდის გადასახდელს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უკვე გაყიდა თავისი ცოლის

წამოსასხამი, დააგირავა სუფრის ვერცხლეული, ყოველგვარი ღონე იხმარა და ისე

გაკოტრდა, რომ იმის შესაძლებლობაც კი არა აქვს, სასამართლოს რწმუნებულს

ფული მისცეს. ეს უკანასკნელი კი მასზე სრულიადაც არ ზრუნავს.

კანონს სურს, რომ შეთანხმება, რომელიც კომერსანტს ხსნის მისი ვალის ნაწილს და

მას საქმის წარმოების უფლებას უბრუნებს, მიღებული იქნას კენჭისყრით იმ

კრედიტორთა უმრავლესობაში, ვისაც უფრო დიდ თანხაზე აქვს პრეტენზია. ეს დიდი

მუშაობა ოსტატურ დიპლომატიას მოითხოვს გაკოტრებულისა, მისი სინდიკებისა და

რწმუნებულებისაგან, რადგან აქ ერთმანეთს საწინააღმდეგო ინტერესები ეჯახება.

ყველაზე მარტივი, ჩვეულებრივი ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ მოვალე იმ

კრედიტორთა ნაწილს, რომელიც კანონის მიერ მოთხოვნილ უმრავლესობას

შეადგენს, გარდა შეთანხმებით კუთვნილი დივიდენდისა, კიდევ სთავაზობს რაღაც

დამატებით მისაგებელს. ამ უდიდეს თაღლითობასთან ბრძოლა შეუძლებელია.

ოცდაათი კომერციული სასამართლო გამოიცვალა, მაგრამ ამ საქმეს არაფერი ეშველა.

ბოლოს, დიდი ხნის გამოცდილების შემდეგ, გადაწყდა გაეუქმებინათ გაბერილი

თამასუქები; ბანკროტები უჩივიან ასეთ „გამოძალვას“, მოსამართლეებს კი იმედი

აქვთ, ამგვარად გააჯანსაღებენ გაკოტრების საქმეს. მაგრამ ვაითუ, გაუარესდეს

მდგომარეობა: კრედიტორები რაიმე უფრო დიდ ხრიკებს გამოიგონებენ, რასაც

კომერციული სასამართლოს წევრები დაგმობენ, როგორც მოსამართლეები, ხოლო

თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ, როგორც კომერსანტები.

ერთი მეტად გავრცელებული ხრიკია კიდევ ის, რომ ჩვენ ვიცით გამოთქმით

„სერიოზული და კანონიერი კრედიტორი“, ეს გამოიხატება ფიქტიური

კრედიტორების შექმნაში, როგორც, მაგალითად, დიუ ტიიემ დაარსა ფიქტიური

საბანკირო სახლი. ასეთ შემთხვევაში საქმეში შეჰყავთ განსაზღვრული რაოდენობა

კლაპარონებისა, რომელთა ზურგს უკან ბანკროტი იმალება; ამგვარად, იგი ამცირებს

ნამდვილ კრედიტორების წილს და თვითონ იგროვებს ქონებას მომავლისთვის, ამავე

დროს, უზრუნველყოფს შეთანხმებისათვის აუცილებელ ხმათა რაოდენობას და

თანხებს. „გაბერილი და უკანონო კრედიტორები“ იგივეა, რაც ყალბი ამომრჩევლები

არჩევნებში. რა შეუძლია გააკეთოს „სერიოზულმა და კანონიერმა კრედიტორმა:

„გაბერილი, უკანონო კრედიტორის“ წინააღმდეგ? მათ წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღოს

და თავიდან მოიშოროს... კეთილი. მაგრამ, რათა თავიდან მოიშოროს უკანონოდ

მიტმასნებული „გაბერილი კრედიტორი“, „სერიოზულმა და კანონიერმა

Page 202: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

კრედიტორმა“ თავის საქმეებს თავი უნდა მიანებოს და კომერციული სასამართლოს

რწმუნებულს მიმართოს. რწმუნებულს კი ამ საქმეში არაფერი აქვს გამოსარჩენი და

მას ურჩევნია „უხელმძღვანელოს“ კონკურსის საქმეს, მაგრამ დავას მეტისმეტად

დაუდეგრად უძღვება. რათა „გაბერილი კრედიტორები“ განდევნონ, საჭიროა

აწეწილ-დაწეწილ ოპერაციებში გარკვევა, განვლილი მოვლენების გახსენება, სავაჭრო

დავთრების მოჩხრეკა, სასამართლოს შემწეობით მიღწევა იმისა, რომ ცრუ

კრედიტორმა თავისი დავთრები წარმოადგინოს, გამოაშკარავება ფაქტიური

გარიგებისა და მოსამართლეების წინაშე ამის დამტკიცება, სასამართლოში გამოსვლა,

მისვლა-მოსვლა და მრავალი ცივი გულის შეხურება. ასეთი დონკიხოტური ბრძოლის

გადახდაა საჭირო ყოველ „გაბერილ და უკანონო კრედიტორთან“, რომელიც, მას

მერე, რაც ამხილებენ, რომ „გაბერილია“, თავს დაუკრავს მოსამართლეებს და მიდის

სიტყვებით: „უკაცრავად, მაგრამ სცდებით, მე ძალიან სერიოზული კრედიტორი

ვარო“. ეს ყველაფერი სრულიადაც არ ართმევს უფლებას ბანკროტს, დონ კიხოტზე

სასამართლოში საჩივარი შეიტანოს. ამ ხნის განმავლობაში თვითონ დონ კიხოტს

ეწეწება საქმეები და ისიც ლამის გაკოტრდეს.

დასკვნა: მოვალე თვითონ ისახელებს სინდიკებს, თვითონვე სინჯავს თავის

სავალალო ვალდებულებას, თვითონვე აწყობს თავის შეთანხმებებს.

თუ ყველაფერ ამას მხედველობაში მივიღებთ, ადვილად მიხვდებით, რა ინტრიგებს,

რა სგანარელის[91] მატრაბაზობას, რა ფრონტენის[92] იშკილებს, რა მასკარილის[93]

ხიმანკლობას, რა სკაპენის[94] ოინებს ანვითარებს ეს ორი სისტემა. ავტორს,

რომელიც ამის აღწერას მოისურვებს, ყოველი ბანკროტობა იმდენ მასალას მისცემს,

რაც ახალ „კლარისა ჰარლოუს[95]“ თოთხმეტ ტომს ეყოფა. ამისთვის ერთი

მაგალითიც საკმარისია. სახელმოხვეჭილი გობსეკი, ყველა პალმათა, ჟიგონეთა,

ვერბრუსტთა, კელერთა და ნუსინგენთა მაგისტრი, ერთხელ მონაწილეობას იღებდა

საკონკურსო სამმართველოში და განზრახული ჰქონდა სასტიკად გასწორებოდა მის

გამაბრიყვებელ ვაჭარს, მისგან თამასუქები ჰქონდა მიღებული და შეთანხმების

შემდეგ უნდა დაეფარა. ეს თამასუქები მევახშის წილ დივიდენდთან ერთად

მთლიანად ფარავდნენ მის პრეტენზიას ბანკროტის მიმართ. გობსეკმა იმდენი ქნა,

რომ შეთანხმდნენ ვალაუვალისთვის მისი ვალის სამოცდათხუთმეტი პროცენტი

მოეხსნათ. დანარჩენი კრედიტორები გობსეკის სასარგებლოდ გააცურეს. მაგრამ

ვაჭარმა გობსეკისთვის მიცემულ თამასუქებს მაშინ მოაწერა ხელი, როცა ის უკვე

გაკოტრებული იყო, ესე იგი, უკანონოდ მოაწერა ხელი და მან მოახერხა ამ

თამასუქებზე გაევრცელებინა შეთანხმებული სამოცდათხუთმეტპროცენტიანი

დაკლება. და გობსეკმა - თვით დიდმა გობსეკმა ორმოცდაათი პროცენტიც ძლივს

მიიღო. მას შემდეგ, როცა თავის მოვალეს ხვდებოდა, ერთთავად ირონიული

პატივით უკრავდა თავს.

ვალაულვალის მიერ გაკოტრებამდე ათი დღით ადრე დადებული ყველა გარიგება

შეიძლება დაგმობილ იქნას, ამიტომ წინდახედული ადამიანები წინასწარ

უთანხმდებიან იმ კრედიტორებს, რომლებიც ბანკროტივით დაინტერესებულნი

არიან, საჩქაროდ მიაღწიონ შეთანხმებას. ცბიერი კრედიტორები მიდიან მიამიტ ან

საქმით დატვირთულ კრედიტორებთან, მათ ძალიან მუქ ფერებში აღუწერენ მომავალ

შეთანხმებას და მათგან ბანკროტის თამასუქებს იმის ნახევარ ფასად ყიდულობენ, რა

ღირებულებაც საბოლოო ლიკვიდაციის დროს ექნებათ. ამ გზით ისინი ახერხებენ

თავიანთი ფულის უკან დაბრუნებას, და, როგორც თვითონ აცხადებენ, მათი ნაყიდი

Page 203: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ვალდებულებებიდან, კუთვნილი დივიდენდების გარდა, კიდევ ნახევარ, მესამედ ან

მეოთხედ დივიდენდს იღებენ.

ბანკროტობა ცოტად თუ ბევრად მჭიდროდ კეტავს ყველა კარს სახლში, სადაც

გაძარცვის შემდეგ მაინც რჩება რამდენიმე ტომარა ფული. ბედნიერია ის ვაჭარი, ვინც

როგორღაც მოახერხებს შეძრომას ამ სახლში ფანჯრიდან, სახურავიდან, სარდაფიდან,

თუ რომელიმე სხვა ხვრელიდან, ერთ-ერთ ტომარას წამოიღებს და თავის წილს

გაზრდის! ამ არეულ-დარეულობაში, როცა ისე ყვირიან, როგორც ბერეზინაზე[96]

გადასვლისას; „არიქა, თავს უშველეთ, ვისაც შეგიძლიათო!“ ყველაფერი კანონიერიც

არის და უკანონოც, მართალიც და ყალბიც, პატიოსანიც და უპატიოსნოც. ადამიანს

თაყვანს სცემენ თუ მან მოსახვეჭელი მოიხვეჭა. ხოლო მოიხვეჭო, ეს იმას ნიშნავს,

რომ რაიმე ფასეულობა დაიტაცო სხვა კრედიტორების საზიანოდ. მთელი

საფრანგეთი შესძრა გრანდიოზულმა ბანკროტობამ, რომელიც ერთ პროვინციულ

ქალაქში მოხდა, სადაც სამეფო სასამართლომ ჩაატარა სხდომები. მოსამართლეებს

ბანკროტთან მიმდინარე ანგარიშები ჰქონდათ და ისეთი წყალგაუმტარი ლაბადებით

აღიჭურვნენ, რომ მართლმსაჯულების წამოსასხამებიდან ძონძების მეტი აღარაფერი

დარჩა. იმის გამო, რომ მოსამართლეთა მიუდგომლობა ეჭვს იწვევდა, საქმის გარჩევა

სხვა ოლქის სასამართლოს გადასცეს, ვინაიდან იმ ქალაქში, სადაც ბანკროტობა

მოხდა, არ აღმოჩნდა არც ერთი მოუსყიდველი მოსამართლე, არც ერთი

მიუდგომელი ნაფიცი მეურვე და აგენტი. ეს საშინელი კომერციული დავი-დარაბა

შესანიშნავად შეაფასა პარიზმა და ახლა ყოველი ვაჭარი, თუკი მან ძალიან

მნიშვნელოვანი თანხა არ დაკარგა, როგორადაც არ უნდა იყოს დატვირთული, სხვის

გაკოტრებას არ უყურებს, როგორც უბედურ შემთხვევას, რომლისგანაც არავინაა

დაზღვეული. ის თავის დანაკარგს შემოსავლისა და გასავლის ანგარიშიდან ჩამოწერს

და დღის დაუკარგავად ისევ თავის საქმეებს ატრიალებს. წვრილ მოვაჭრეებს კი,

რომლებმაც ყოველი თვის ბოლომდე არ იციან, როგორ გაიტანონ თავი და

გამწარებით ელიან ბედნიერ შემთხვევას, მარტო აზრიც კი აშინებთ გრძელსა და

გამანადგურებელ სასამარლო პროცესზე. ისინი არც ცდილობენ ამ პროცესში

გარკვევას, მსხვილ კომერსანტთა მიბაძვით მორჩილად თავს ხრიან და დანაკარგს

ანგარიშობენ.

მსხვილი კომერსანტები აღარ აცხადებენ თავს გაკოტრებულად, ისინი მშვიდობიანი

მორიგებით ახდენენ საქმის ლიკვიდაციას. კრედიტორები სჯერდებიან იმას, რასაც

მისცემენ და ხელწერილს იძლევიან. ასეთნაირად თავიდან იცილებენ შერცხვენას,

სასამართლოს გაჯანჯლებულ პროცესს, რწმუნებულის ასაყვან ხარჯებს, საქონლის

გაუფასურებას. ყოველი მათგანი თვლის, რომ მოვალის გაკოტრება ნაკლებს მისცემს,

ვიდრე ლიკვიდაცია. ამიტომ პარიზში მეტი ლიკვიდაციაა, ვიდრე ბანკროტობა.

დრამის მეორე აქტი, აქტი სინდიკებისა, მოწოდებული დაგვიმტკიცოს, რომ სინდიკი

მოუსყიდველია, რომ მას და გაკოტრებულს შორის არავითარი საიდუმლო

შეთანხმება არ არსებობს. მაგრამ მაყურებელმა, რომელიც თვითონაც ყოფილა

სინდიკი, იცის, რომ სინდიკი ისეთი ადამიანია, რომელმაც მოიხვეჭა მოსახვეჭელი.

მაყურებელი უსმენს, მაგრამ იმის სჯერა, რაც მისთვის სახეიროა, და აქტივისა და

პასივის გადასინჯვაზე დახარჯული სამი თვის შემდეგ მოდის, რომ შეთანხმებას

ხელი მოაწეროს. მაშინ დროებითი სინდიკები კრედიტორთა კრებას პატარა

მოხსენებას უკეთებენ, რაც დაახლოებით შემდეგნაირად გამოითქმის: „ბატონო, ჩვენ

ყველას მთლიანად მილიონი გვეკუთვნის. ჩვენი მოვალე ისე დავინაწევრეთ, როგორც

Page 204: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დაღუპული ფრეგატი. ლურსმნებმა, რკინამ, ხემ, სპილენძმა სამასი ათასი ფრანკი

მოგვცეს. ესე იგი, ოცდაათი პროცენტი ჩვენი კრედიტისა. ბედნიერებაა, რომ ეს თანხა

მაინც არსებობს, რადგან, ხომ შეიძლებოდა მოვალეს ასი ათას ფრანკზე მეტი არ

დაეტოვებინა. ამიტომ მას ვაცხადებთ ახალ არისტიდედ, ვანიჭებთ წამახალისებელ

პრემიას, თავზე გვირგვინს ვადგამთ და ვთავაზობთ მის აქტივს. ვალის დაპირებული

ორმოცდაათი პროცენტი კი ათი თორმეტი წლის ვადაში გადაგვიხადოს. ასეთია

შეთანხმება, მოდით მაგიდასთან და ხელი მოაწერეთ“.

ამ სიტყვების გაგონებაზე გახარებული ვაჭრები ერთმანეთს ულოცავენ და ეხვევიან.

სასამართლოს მიერ ამ შეთანხმების დამტკიცებისთანავე მოვალე ისეთივე

კომერსანტია, როგორც მანამდე იყო. უბრუნებენ აქტივს, ეს განაგრძობს თავის

საქმეებს. მაგრამ არ ერთმევა უფლება ისევ გამოაცხადოს თავი ვალაუვალად, რათა არ

გადაიხადოს დაპირებული ვალის ორმოცდაათი პროცენტი. ეს, ასე ვთქვათ

„ბადიშიშვილი“ ბანკროტობა ისევე ხშირად შეინიშნება, როგორც შვილის გაჩენა იმ

დედის მიერ, რომელმაც მანამდე ცხრა თვით ადრე ქალი გაათხოვა.

თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, კრედიტორები ასახელებენ მუდმივ სინდიკებს და

საგანგებო ზომებს მიმართავენ. ისინი ერთიანდებიან და იწყებენ თავიანთი მოვალის

ქონებიდან და კომერციული საქმიდან ყველაფრის მითვისებას, იმისასაც კი, რაც

მოვალეს მომავალში ეკუთვნის, - მამის მემკვიდრეობას, დედის მემკვიდრეობას,

დეიდისას და სხვ. ამ სასტიკი ღონისძიების განხორციელება ხდება ამხანაგობის

ხელშეკრულების შემწეობით.

ამგვარად, არსებობს გაკოტრების ორი სახე: გაკოტრება ვაჭრისა, რომელსაც სურს

დაუბრუნდეს თავის საქმეს, და გაკოტრება ვაჭრისა, რომელიც უდრტვინველად

ემორჩილება თავის ბედს. პილიერომ კარგად იცოდა, რაში მდგომარეობდა

განსხვავება ამ ორ გაკოტრებას შორის. ისიც და რაგონიც, ორივენი ფიქრობდნენ, რომ

პირველი სახის ბანკროტობიდან ისევე ძნელია სუფთად თავის დაღწევა, როგორც

მეორე სახის ბანკროტობიდან მდიდრად დარჩენა. მან ცეზარს ურჩია საერთოდ უარი

ეთქვა ქონებრივ უფლებებზე და კომერციული სასამართლოს ერთ რწმუნებულს,

რომელიც ბირჟაზე ყველაზე პატიოსან კაცად ითვლებოდა, სთხოვა ბანკროტის

ქონება აეწერა, მისთვის ლიკვიდაცია გაეკეთებინა და ყველა ფასეულობანი

კრედიტორთა განკარგულებაში გადაეცა. კანონი ავალდებულებს კრედიტორებს,

მთელი ამ დროის განმავლობაში ბანკროტი და მისი ოჯახი არჩინონ. მაგრამ

პილიერომ ნაფიც მეურვეს შეატყობინა, ჩემს ძმისწულსა და სიძეზე ზრუნვას

თავადვე ვკისრულობო.

დიუ ტიიემ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ბანკროტობა მისი ყოფილი პატრონისთვის

ერთ დაუსრულებელ, სულთმობრძაობად გადაქცეულიყო, და აი როგორ: პარიზში

დრო ძვირია, ამიტომ ორი სინდიკიდან, ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი აწარმოებს

გაკოტრების საქმეს. მეორე ფორმალურია: ის მხოლოდ ხელს აწერს საბუთებს

მსგავსად მეორე ნოტარიუსისა ნოტარიალური აქტების შედგენისას. ის სინდიკი კი,

რომელიც ბანკროტის საქმეებს აწარმოებს, ძალიან ხშირად ეყრდნობა კომერციული

სასამართლოს რწმუნებულს. ამის წყალობით, პარიზში პირველი სახის გაკოტრების

დროს კონკურსი ისე სწრაფად ხდება, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში

ყველაფერი დამთავრებულია, გადაწყვეტილია, შესრულებულია, მოგვარებულია!

Page 205: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სამი თვის შემდეგ ნაფიც მეურვეს უკვე შეუძლია გაიმეოროს პირქუში სიტყვები

ერთი მინისტრისა: „ვარშავაში წესრიგი სუფევსო“.[97]

დიუ ტიიეს პარფიუმერის კომერციული სიკვდილი სურდა. დიუ ტიიეს გავლენით

დანიშნულ სინდიკთა გვარები უკვე ნიშანდობლივი იყო პილიეროსთვის. მთავარი

კრედიტორი ბ-ნი ბინო, მეტსახელად ჟიგონე, არაფერში არ უნდა გარეულიყო. ყველა

საქმის შესრულება მინდობილი ჰქონდა აბეზარ ბებრუცანა მჭლე მოლინეს, რომელიც

არაფერს კარგავდა ბანკროტობაში. დიუ ტიიემ ღირსეული ვაჭრის გვამი

გასაჯიჯგნად და შესაჭმელად ამ პატარა ტურას მიუგდო. კრების შემდეგ, რომელზეც

კრედიტორებმა სინდიკები დანიშნეს, ქონდარა მოლინე, როგორც თვითონ ბრძანა

„თავის თანამოქალაქეთა მიერ ნდობით აღჭურვილი“ დაბრუნდა შინ. ის ბედნიერი

იყო, რომ ამიერიდან ისე გაიხარებდა ბიროტოს წამებით, როგორც პატარა ბავშვს

უხარია დაჭერილი მწერის წვალება. ბინის მესაკუთრემ შეკაზმა თავისი საყვარელი

ცხენი, - კანონი და დიუ ტიიეს სთხოვა მისთვის დახმარება გაეწია რჩევა-დარიგებით

და სავაჭრო წესდებაც შეეძინა. პილიეროსაგან გაფრთხილებულმა ჟოზეფ ლებამ

საბედნიეროდ თავის დროზე მოახერხა კომერციული სასამართლოს

თავმჯდომარისთვის ნაფიც-მეურვედ კეთილგანწყობილი, შორსმჭვრეტელი კაცი

დაენიშნინებინა. გობენჰეიმ-კელერიც, რომლის დანიშვნას დიუ ტიიე ვარაუდობდა,

კომერციული სასამართლოს წევრით, კამიუზოთი შეცვალეს. ეს იყი მდიდარი,

აბრეშუმით მოვაჭრე ლიბერალი, იმ სახლის პატრონი, რომელშიც პილიერო

ცხოვრობდა, და, როგორც ამბობდნენ, ღირსეული კაცი იყო.

ცეზარის ცხოვრებაში ყველაზე შემზარავი იყო მისი იძულებითი ლაპარაკი

ქონდრისკაც მოლინესთან, რომელიც სრულ არარაობად მიაჩნდა, ახლა კი,

იურიდიული ფიქციის წყალობით, ეს კაცი თვით ცეზარი ბიროტოს განასახიერებდა.

პარფიუმერს ბიძამისთან ერთად ბატავის ფუნდუკში მოუხდა წასვლა. მეშვიდე

სართულზე აფოფხდება და ისევ შესვლა მისი მეურვის, ყველა კრედიტორთა

წარმომადგენლის, მისი მსაჯულთა მსაჯულის ბებერი მოლინეს საძაგელ ბუნაგში.

- რა მოგივიდა? - ჰკითხა პილიერომ, როცა ცეზარის შეძახილი გაიგონა.

- ეჰ, ბიძაჩემო, თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რა ადამიანია ეს მოლინე!

- თხუთმეტი წელიწადი იქნება, რაც დროდადრო კაფე „დავიდში“ ვხვდები ხოლმე.

იქ საღამოობით დომინოს თამაშობს. ამიტომ წამოგყევი დღეს.

ბატონი მოლინე პილიეროს არაჩვეულბრივი თავაზიანობით შეხვდა, ბანკროტს კი

არადჩამგდები შემწყნარებლობით შეხედა. ქონდრისკაცმა წინასწარვე მოიფიქრა,

როგორ წარემართა საუბარი, როგორ დაეჭირა თავი და რა მოსაზრებები

წამოეყენებინა.

- რა ცნობები გინდათ მიიღოთ? - ჰკითხა პილიერომ. - კრედიტორთა

მოთხოვნილებებში ხომ არ წამოჭრილა რაიმე საკითხი?

- ოო, - მიუგო მოლინემ, - სავალო ვალდებულებანი წესრიგშია, ყოველივე

შემოწმებულია, სერიოზული და კანონიერი კრედიტორები გყავთ, მაგრამ კანონი,

ბატონო, კანონი... - ვალაუვალის ხარჯები არ შეესაბამებოდა მის შესაძლებლობას...

დადგენილია, რომ მეჯლისი...

Page 206: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- რომელზეც თქვენ ბრძანდებოდით, - შეაწყვეტინა პილიერომ. - დაჯდა სამოც ათას

ფრანკამდე. ყოველ შემთხვევაში, მეჯლისთან დაკავშირებით იყო ეს თანხა

დახარჯული. მოვალის აქტივი კი მაშინ ასი ათას ფრანკს არ აღემატებოდა... აქ არის

საფუძველი იმისა, რომ გაკოტრებულის საქმე სისხლის სამართლის სასამართლოს

განსაკუთრებულ განყოფილებას გადაეცეს და ბანკროტს ბრალი დაედოს

გაუფრთხილებელ საქციელში.

- თქვენ ასე ფიქრობთ? - ჰკითხა პილიერომ, როცა შეამჩნია, როგორ დაეცა სულიერად

ბიროტო ამ სიტყვებზე!

- ბატონო ჩემო, ხომ არსებობს განსხვავება. ბატონი ბიროტო თანემდებობის პირი

იყო...

- მე ვფიქრობ, თქვენ მაინც იმისთვის არ დაგვიძახეთ, მოგვახსენოთ, რომ სისხლის

სამართლის დანაშაული მიგვიძღვის? - უთხრა პილიერომ. - ამ საღამოს კაფე

„დავიდში“ ყველა მასხარად აგიგდებთ მაგ საქციელისთვის.

კაფე „დავიდის“ მეინახეთა აზრის ხსენებამ თითქოს ძალიან დააფრთხო

ქონდრისკაცი და მან პილიეროს დაბნეულად შეხედა. სინდიკს გათვალისწინებული

ჰქონდა, ბიროტო მარტო მოვაო და აპირებდა მის წინაშე უზენაესი მსაჯულის,

იუპიტერის როლი გაეთამაშა. მას იმედი ჰქონდა წინასწარ მომზადებული მრისხანე

საბრალდებო სიტყვებით დაეშინებინა ბიროტო, მის თავზე კანონიერების მსახვრელი

მახვილის ქნევით, პარფიუმერის შიშითა და ძრწოლით დამტკბარიყო, მერე კი ვითომ

მისთვის დაეთმო, მორბილებულიყო და თავისი მსხვერპლის გული სამუდამო

მადლიერებით აღევსო. მაგრამ უსუსური მწერის მაგივრად მოლინე ძველ

კომერციულ სფინქსს წააწყდა.

- ბატონო ჩემო, აქ სასაცილო არაფერია, - უთხრა მან პილიეროს.

- მომიტევეთ, მაგრამ თქვენ მეტისმეტ დათმობას იჩენთ ბ-ნ კლაპარონთან

მოლაპარაკების დროს, - შეესიტყვა პილიერო, - თქვენ არაფრად აგდებთ დანარჩენ

კრედიტორთა ინტერესებს და ცდილობთ საკუთარი მოთხოვნილება

დაიკმაყოფილოთ. მაგრამ მე, როგორც კრედიტორს, შემიძლია ჩავერიო ამ საქმეში.

ხომ არსებობს ნაფიცი მეურვე.

- ბატონო ჩემო, მე მოუსყიდველი ადამიანი ვარ, - უთხრა მოლინემ.

- ვიცი, - მიუგო პილიერომ, - თქვნ მხოლოდ შეეცადეთ მშრალად გამოსულიყავით ამ

საქმიდან. ეშმაკი ხართ, თქვენ აქ ისევე მოიქეცით, როგორც ერთი თქვენი ბინის

დამქირავებლის საქმეში...

- ო, ბატონო ჩემო! - შესძახა ისევ ბინის მეპატრონედ გადაქცეულმა სინდიკმა,

როგორც ერთ ზღაპარში კატად იქცა ქალი და თაგვს მივარდა, - ჩემი საჩივარი

მონტორგეის ქუჩაზე მცხოვრებ ბინადართან ჯერ არ გარჩეულა. იქ წარმოიშვა ერთი,

როგორც ამბობენ, მეორეხარისხოვანი გარემოება. ჩემი ბინადარი მთავარი ბინის

დამქირავებელია. დღეს ის ინტრიგანი აცხადებს, რომ ვინაიდან ერთი წლით ადრე

გადაიხადა ქირა და ერთ წელიწადზე მეტი არ უცხოვრია...

ამ სიტყვებზე პილიერომ ცეზარს გადახედა და ანიშნა ყურადღებით ესმინა.

Page 207: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- რაკი ერთი წლის ქირა გადახდილი აქვს, ამიტომ, ვითომდა შეუძლია ბინიდან

თავისი ავეჯი გამოიტანოს. ეს იწვევს ახალ პროცესს. მაგრამ მე ჩემი გარანტიები ხომ

უნდა შევინახო, ვიდრე საბოლოოდ ერთმანეთს ანგარიშს არ გავუსწორებთ? - იქნებ

დამჭირდეს, რომ რემონტის ღირებულება გადავახდევინო.

- კი მაგრამ, - შენიშნა პილიერომ, - ბინის დამქირავებლის ავეჯი კანონით მარტო

ბინის ქირის გარანტიად შეიძლება გამოგადგეთ.

- დამატებით ხარჯების საგარანტიოდაც გამოდგება. - შესძახა მოლინემ, რომელსაც

კაკალ გულში მოხვდა პილიეროს სიტყვები, - წესდების ეს მუხლი უკვე გარკვეულია

ამ საკითხზე შედგენილ სასამართლოს გადაწყვეტილებებში. მაგრამ კანონი

შესწორებას მოითხოვს ხანდახან. მე ამჟამად მისი უმაღლესობა იუსტიციის

მინისტრისათვის მოხსენებით ბარათს ვწერ კანონმდებლობაში ამ ხარვეზის

შესავსებად. კარგი იქნებოდა მთავრობას უძრავი ქონების მფლობელებზეც ეზრუნა.

ჩვენ სახელმწიფოს ვჭირდებით, ჩვენ გადასახადის მთავარი გადამხდელები ვართ.

- თქვენ უეჭველად უნარი გაქვთ გაანათლოთ სახელმწიფო, - უთხრა პილიერომ, -

მაგრამ ჩვენ, ჩვენ როგორღა შეგვიძლია თქვენ გაგანათლოთ ამ ჩვენს საქმეში?

- მე მინდა ვიცოდე, - თქვა მოლინემ მაღალფარდოვნად და ავტორიტეტულად, -

მიიღო თუ არა ბატონმა ბიროტომ ბატონი პოპინოსაგან რაიმე თანხა.

- არა, ბატონო, - თქვა ბიროტომ.

ამას მოჰყვა მსჯელობა ბიროტოს მონაწილეობაზე პოპინოს სავაჭრო საქმეში, რომლის

დროსაც გაირკვა, რომ პოპინოს უფლება ჰქონდა კონკურსში შეუსვლელად

ბიროტოსაგან სრულად მიეღო მაღაზიის მოწმობაზე დახარჯული თანხის ნახევარი.

პილიეროს მიერ მოხერხებულად წარმართულ საუბარში სინდიკი მოლინე თანდათან,

შეუმჩნევლად მოლბა, რაც იმას მოწმობდა, თუ რაოდენ დიდად უწევდა ანგარიშს

კაფე „დავიდის“ მეინახეთა აზრს. ბოლოს და ბოლოს საქმე იმით დამთავრდა, რომ

მან ნუგეშისცემა დაუწყო ცეზარს და საბოლოოდ ორივე სტუმარი მოკრძალებულ

სადილზე მიიპატიჟა. ჩვენი ყოფილი პარფიუმერი მარტო რომ მოსულიყო, ვაი თუ

მოლინე გაეღიზიანებინა და საქმე გამწვავებულიყო. ამ შემთხვევაშიც, როგორც სხვა

დროს მრავალჯერ, მოხუცი პილიერო ცეზარს მფარველ ანგელოზად მოევლინა.

კომერციული წესები გაკოტრებულ კაცს საშინელ ტანჯვა-ვაებაში აგდებს: ის

დროებით სინდიკებთან და ნაფიც მეურვესთან ერთად პირადად უნდა დაესწროს

კრებას, სადაც კრედიტორები მის ბედს წყვეტენ, ეს მძიმე ცერემონია ნაკლებად

აშინებს ისეთ ვაჭარს, რომელსაც უნარი შესწევს ყველაფერზე მაღლა დადგეს, ან

განზრახული აქვს ისევ დაუბრუნდეს საქმეს. მაგრამ ცეზარ ბიროტოსთანა კაცისთვის

ეს სცენა ისეთი წამებაა, რომელიც სიკვდილმისჯილის უკანასკნელ წუთებს თუ

შეედრება. პილიერო ყოველნაირად შეეცადა ეს საშინელი დღე თავისი სიძისთვის

შეემსუბუქებინა.

აი, რა კომერციული ოპერაციები აწარმოა მოლინემ გაკოტრებულის თანხმობით.

ფობურ-დიუ-ტამპლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთთა საჩივარი მოგებული იყო

სამეფო სასამართლოში, სინდიკებმა დაადგინეს ეს ნაკვეთები გაყიდულიყო. ცეზარი

არ წავიდა ამის წინააღმდეგ. დიუ ტიიემ, ვისთვისაც ცნობილი იყო, რომ მთავრობა

აპირებდა არხის გაყვანას, რომელსაც ტამპლის გარეუბანში უნდა გაევლო და სენ-

Page 208: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დენი სენის ზემო დინებასთან შეეერთებინა, ბიროტოს ნაკვეთები სამოცდაათი ათას

ფრანკად შეიძინა. ცეზარის უფლებები მადლენის მიწების საქმეში კლაპარონს

დაეთმო იმ პირობით, რომ ის ბიროტოს აღარ მოსთხოვდა ხარჯების საზღაურის

ნახევარს, რომელიც ხელშეკრულების დადებაზე და საბაჟო გადასახადზე წავიდა.

აგრეთვე წინანდელ მიწის პატრონებს გადაუხდიდა განსხვავებას მიწის მთლიან

ფასსა და იმ დივიდენდში, რომელსაც კონკურსით მიიღებდნენ. პარფიუმერის წილი

ფირმაში „პოპინო და კომპ.“ მიეყიდა ზემოხსენებული პოპინოს ორმოცდარვა ათას

ფრანკად. მაღაზია „ვარდების დედოფალი“ სელესტენ კრეველმა შეიძინა

სამოცდაჩვიდმეტი ათას ფრანკად ხელშეკრულებასთან ერთად, რაც

ითვალისწინებდა ბინის, ავეჯის, საქონლის, „სულთნის ცოლის კრემის“ და „თხიერი

კარმინის“ პატენტების გაცემას, აგრეთვე ქარხნის არენდით გადაცემას თორმეტი

წლის ვადით. ქარხნის მოწყობილობაც მასვე მიეყიდა, ლიკვიდაციის აქტივმა

ოთხმოცდაცხრამეტი ათასი ფრანკი შეადგინა, მას სინდიკებმა დაუმატეს

სამოცდაათი ათასი ფრანკი, რომელიც ბიროტოს ეკუთვნოდა

„ბედუკუღმართი“ როგენის კანტორის ლიკვიდაციის შედეგად. ამგვარად, აქტივის

საერთო თანხა ორას ორმოცდათხუთმეტ ათას ფრანკს, პასივი კი ორას ორმოც ათას

ფრანკს უდრიდა და კრედიტორებს ორმოცდაათ პროცენტზე მეტი ხვდებოდათ.

ბანკროტობა ერთგვარი ქიმიური ცდაა, საიდანაც მოხერხებული ვაჭარი ცდილობს

ძალიან მჭლე არ გამოვიდეს. ბანკროტობის რეტორტაში ბიროტოს ერთიანად

დისტილირებულმა შედეგმა საშინლად განარისხა დიუ ტიიე. დიუ ტიიე

პატივისამყრელ გაკოტრებას ცდილობდა ბიროტოსთვის, ამის მაგივრად კი დაინახა,

რომ საქმე კეთილსაიმედოდ წარიმართა. დიუ ტიიე გულგრილად უყურებდა თავის

მოგებას, თუმცა მადლენის რაიონის მიწები გროშის ფასად ჩაუვარდა ხელში, და

ეწადა საცოდავი ვაჭარი პატივახდილი, განადგურებული, შეგინებული ენახა.

კრედიტორები კი საერთო კრებაზე პარფიუმერს, ეჭვი არ იყო, ტრიუმფალურ

შეხვედრას მოუწყობდნენ.

იმის მიხედვით, თუ რამდენად ემატებოდა ბიროტოს სიმამაცე, იმდენად ბიძამისი,

ჭკვიანი ექიმივით, დოზების გაზრდით სინდიკთა მოქმედებას აცნობდა მას. ყოველი

ულმობელი ზომა ლახვარი იყო ცეზარისთვის. როგორ შეუძლია ვაჭარს

გულმტკივნეულად არ შეხედოს, თუ რაოდენ უფასურდება ამ დროს ყველაფერი,

რაზეც ამოდენა ფული, ამოდენა ძალ-ღონე დახარჯა. ბიძამისის მიერ ყოველი ახალი

არასასიამოვნო ამბის მოტანაზე ცეზარი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა.

- ორმოცდაჩვიდმეტი ათასი ფრანკი „ვარდების დედოფალში“! კი, მაგრამ მარტო

დუქანი დამიჯდა ათი ათასი ფრანკი, ბინა ღირს ორმოცი ათასი ფრანკი, ქარხნის

მოწყობილობა, ხელსაწყოები, ყალიბები და ქვავები ღირდა მარტო ოცდაათი ათასი

ფრანკი. დუქანში ორმოცდაათი პროცენტის დაკლებითაც კი ათი ათასი ფრანკის

საქონელია, რომ არც ერთ შემოსავლიან ფირმას არ ჩამოუვარდება!

საცოდავი, განადგურებული ცეზარის ეს მწარე ჩივილი არ აშინებდა პილიეროს.

ყოფილი ვაჭარი ამას ისე შეჰყურებდა, როგორც ცხენი, რომელსაც თავლის კართან

თავსხმამ მოუსწრო. მას აშინებდა პარფიუმერის პირქუში დუმილი, როცა

კრედიტორთა კრებაზე ჩამოვარდებოდა ხოლმე სიტყვა. ვისთვისაც გასაგებია

პატივმოყვარეობა და ყველა სოციალური სფეროს ადამიანისთვის დამახასიათებელი

სისუსტე, ადვილად მიხვდება, რა აუტანელი წამება იყო უბედური ცეზარისთვის

Page 209: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ბანკროტად გამოჩენა კომერციულ სასამართლოს შენობაში, სადაც თვითონ იყო

ყოველთვის მოსამართლე. მისულიყო თავის დასამცირებლად იქ, სადაც ამდენჯერ

მიუღია მადლობა ყურადღებისათვის, ბიროტოს, ვისი მტკიცე შეხედულებანი

გაკოტრებაზე პარიზის კომერციულ სამყაროში ყველასთვის იყო ცნობილი, მისი,

ვისაც ეკუთვნოდა გამოთქმა; „როცა ვაჭარი თავს ვალაუვალად აცხადებს, ჯერ კიდევ

პატიოსანი კაცია, მაგრამ კრედიტორთა კრებიდან ის უკვე კარგად გამოქექილი

გამოდისო“. ბიძამისმა რამდენჯერმე დრო შეურჩია, რათა ცეზარი იმ აზრისთვის

შეეგუებინა, რომ კანონის მოთხოვნილების შესაბამისად კრედიტორთა კრებას უნდა

წარსდგომოდა. ეს აუცილებლობა კლავდა ბიროტოს. პილიეროს ძლიერ აშფოთებდა

მისი უსიტყვო მორჩილება. მოხუცს ღამღამობით ხშირად ესმოდა როგორ ყვიროდა

ტიხარს იქით ცეზარი: - არასოდეს! არასოდეს! სიკვდილი მირჩევნია!

პილიეროს, ესოდენ ძლიერ ადამიანს, თავისი უბრალო ცხოვრების გამო სხვისი

სისუსტეც ესმოდა. მან გადაწყვიტა აეშორებინა ცეზარისთვის ტანჯვა, რომელსაც,

ალბათ, გადაყვებოდა კიდეც, კრედიტორის წინაშე გამოცხადების გარდაუვალი სცენა!

ამ საკითხში კანონი ზუსტი, ცხადი და აუცილებელია. ვაჭარი, რომელიც უარს ამბობს

წარსდგეს კრედიტორთა კრების წინაშე, მხოლოდ ამ მიზეზით და იმ საბაბით

შეიძლება გაიგზავნოს გამასწორებელ პოლიციაში, თუ გაუფრთხილებლობით

გაკოტრდა. ამასთან, თუ კანონი მოითხოვს გაკოტრებულის სასამართლოში

გამოცხადებას, მას არ შეუძლია კრედიტორებს დააძალოს გამოცხადება.

კრედიტორთა კრებას მხოლოდ გარკევულ შემთხვევებში ეძლევა მნიშვნელობა,

მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია არამზადა ბანკროტს უფლება

წაერთვას ქონებაზე, თუ აუცილებელია ხელის მოწერა იმისათვის, რომ შედგეს

მეგობრობა მოვალის საქმეთა გასარჩევად, იმ შემთხვევაში, თუ უთანხმოება არსებობს

გამორჩეულ კრედიტორებსა და თავიდან მოშორებულთა შორის, უკეთუ შეთანხმება

ავაზაკურია და გაკოტრებული საჭიროებს კრედიტორთა საეჭვო უმრავლესობის

მხარდაჭერას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბანკროტის აქტივი მთლიანად

რეალიზებულია ან საქმეში გამოცვეთილი ბანკროტი უკვე წინასწარ შეუთანხმდა

კრედიტორებს, კრედიტორთა საერთო კრება სუფთა ფორმალობად იქცევა ხოლმე.

პილიერომ ყოველ კრედიტორს სათითაოდ სთხოვა კრებაში მონაწილეობისათვის

თავის მაგივრად რწმუნებული დაესახელებინა. ყოველ მათგანს, გარდა დიუ ტიიესი,

ახლა, როცა ცეზარი მოსპეს, გულწრფელად ეცოდებოდა იგი. იცოდნენ, რაოდენ

ღირსეულად ეჭირა ცეზარს თავი, როგორ წესრიგში იყო მისი დავთარი, რაოდენ

კეთილსინდისიერად აწარმოებდა თავის საქმეებს. კრედიტორები კმაყოფილი იყვნენ,

რომ მათ შორის არც ერთი „გაბერილი“ არ აღმოჩნდა. მოლინემ, თავდაპირველად

აგენტმა, მერე კი სინდიკმა, ცეზარის სახლში ნახა ყველაფერი, რაც საცოდავ

პარფიუმერს ებადა, პოპინოს მიერ ნაჩუქარი გრავიურა, „ჰერო და ლეანდრიც“ კი.

მისი პირადი ძვირფასი ნივთები: ჰალსტუხის ქინძისთავები, ოქროს ბალთები, ორი

ჯიბის საათი, რასაც ყველაზე პატიოსანი კაციც კი წაიღებდა ისე, რომ პატიოსნების

წინაშე არ შესცოდებდა. კონსტანსმა დატოვა თავისი სამკაულების სადა ზარდახშა.

ვაჭართა საზოგადოება დიდად გააკვირვა კანონისადმი ამ გულისამაჩუყებელმა

მორჩილებამ. ბიროტოს მტრებმა ისე შეხედეს ამას, როგორც მისი სისულელის ნიშანს,

მაგრამ გონიერმა ადამიანებმა ამაში სამართლიანად დაინახეს მისი უმწიკვლო

პატიოსნების გამოვლინება. ორი თვის შემდეგ ბირჟამ სავსებით შეიცვალა აზრი

ბიროტოზე, ყველაზე გულგრილად განწყობილი ადამიანებიც კი აღიარებდნენ, ეს

Page 210: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ბანკროტობა ერთ-ერთი უიშვიათესი კომერციული სასწაული იყო პარიზის სავაჭრო

სამყაროშიო. კრედიტორებიც, რაკი იცოდნენ, რომ სამოც პროცენტამდე მიიღებდნენ,

დათანხმდნენ პირლიეროს თხოვნას. კომერციულ სასამართლოში რწმუნებულები

ცოტაა, ამიტომ რამდენიმე კრედიტორს ერთიდაიგივე რწმუნებული ერგო.

პილიერომ მოახერხა და ბიროტოსათვის შიშისმომგვრელი კრების მონაწილეთა

რიცხვი უმცირესობამდე დაიყვანეს, მას უნდა დასწრებოდა მხოლოდ სამი

რწმუნებული, თვითონ პილიერო, რაგონი, ორი სინდიკი და ნაფიცი მეურვე.

იმ ღირსშესანიშნავ დილას პილიერომ თავის სიძეს უთხრა: - ცეზარ, დღევანდელ

კრებაზე გულგამაგრებული წადი, ნუ გეშინია, არავინ იქნება.

ბატონმა რაგონმა მოისურვა თავის მოცალეს წაჰყოლოდა. „ვარდების

დედოფლის“ ყოფილი პატრონი გაფითრდა, როცა თავისი წინამორბედის წვრილი

ხმა შემოესმა. მაგრამ კეთილმა მოხუცმა ბიროტოს გადახვევნა მოინდომა, და ცეზარი

ისე ჩაუვარდა მკლავებში, როგორც შვილი მამას. მათ ერთმანეთი ცრემლით დანამეს.

ბანკროტს გული მიეცა რაგონის ასეთ გულშემატკივრობაზე და ბიძამისთან ერთად

ეტლში ჩაჯდა. სრულ თერთმეტის ნახევარზე სამივენი სენ-მერის მონასტერში

მივიდნენ, სადაც მაშინ კომერციული სასამართლო იმყოფებოდა. დარბაზი,

რომელშიც ბანკროტების საქმე ირჩეოდა, იმ მომენტში ცარიელი იყო. დღე და საათი

შერჩეული იყო სინდიკებთან და ნაფიც მეურვესთან შეთანხმებით. რწმუნებულები,

რომლებიც თავიანთ კლიენტებს წარმოადგენდნენ, უკვე მისულიყვნენ. თითქოს

არაფერი ჰქონდა ცეზარს ასაღელვებელი, მაგრამ ის მაინც მღელვარებით შევიდა ბ-ნი

კამიუზოს კაბინეტში, რომელიც შემთხვევით მისი ყოფილი კაბინეტი აღმოჩნდა.

საცოდავი გულისფანცქალით ელოდა აქედან გაკოტრებულთა დარბაზში გადასვლის

წუთს.

- დღეს როგორღაც ცივა, - მიუბრუნდა ბ-ნი კამიუზო ბიროტოს, - მე მგონი ეს

ბატონები უარს არ იტყვიან, აქ დავრჩეთ და დარბაზში არ გავიდეთ გასაყინად. (მან

გამოტოვა სიტყვა „ბანკროტების“), დაბრძანდით ბატონებო.

ყველა დაჯდა და მოსამართლემ თავისი სავარძელი შემკრთალ ბიროტოს შესთავაზა.

რწმუნებულებმა და სინდიკებმა ხელი მოაწერეს.

- ვინაიდან სავსებით უარი თქვით ქონებრივ უფლებებზე, - უთხრა კამიუზომ

ბიროტოს, - კრედიტორებმა ერთხმად გაპატიეს დარჩენილი ვალი. შეთანხმება ისეთი

გამოთქმებით არის შედგენილი, რომ ამას შეუძლია დააშოშმინოს თქვენი მწუხარება.

თქვენი რწმუნებული დაუყოვნებლივ დაამოწმებს სასამართლოს შეთანხმებას, და

თქვენც თავისუფალი იქნებით, ძვირფასო ბატონო ბიროტო, - უთხრა კამიუზომ

ცეზარს და ხელები მოკიდა, - კომერციული სასამართლოს ყველა წევრი

შეწუხებულია თქვენი მდგომარეობით. თქვენი ვაჟკაცური თავდაჭერილობა არავის

გაჰკვირვებია და თქვენს პატიოსნებას უკლებლივ ყველამ მიუგო ჯეროვანი.

უბედურებაში ისევე ღირსეულად გეჭირათ თავი, როგორც აქ, სასამართლოში. ოცი

წელიწადია, კომერციულ საქმეებს ვაწარმოებ და ეს მეორედ ვნახე გაკოტრებული

კომერსანტი, რომელსაც საზოგადოების პატივისცემა არ დაუკარგავს.

თვალებზე ცრემლმომდგარმა ბიროტომ მოსამართლეს ორივე ხელი ხელებზე

მოუჭირა. კამიუზო ჩაეკითხა, რის გაკეთებას აპირებთ მომავალშიო, ბიროტომ

უპასუხა, რომ მუშაობას აპირებდა, რათა კრედიტორები მთლიანად გაესტუმრებინა.

Page 211: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- თუ მაგ კეთილშობილი განზრახვის შესრულებაში რამდენიმე ათასი ფრანკი

დაგჭირდებათ, მუდამ შეგიძლიათ ჩემი იმედი იქონიოთ, - უთხრა კამიუზომ, -

სიამოვნებით მოგართმევთ ფულს, რათა მოწმე ვიყო ესოდენ იშვიათი მოვლენისა

პარიზში.

პილიერო, რაგონი და ბიროტო სასამართლოდან გავიდნენ.

- ხედავ, როგორც ქუხს, ისე არა წვიმს, - უთხრა სიძეს პილიერომ სასამართლოდან

გამოსვლისას.

- ამას თქვენს მცდელობას უნდა ვუმადლოდე, ბიძაჩემო, - მიუგო გულაჩუყებულმა

ბიროტომ.

- ახლა უკვე აღდგენილი ხართ თქვენს უფლებებში, - უთხრა რაგონმა, - სენკ-დიამანის

ქუჩიდან ორ ნაბიჯზე ვართ, ჩემს ძმისწულთან შევიაროთ.

ბიროტო სასტიკად აღელდა, როცა დუქნის ზემოთ დაბალ და ბნელ ანტრესოლში

ერთიბეწო კანტორაში შეყუჟული კონსტანსი დაინახა. ფანჯრის მესამედს აბრა

ეფარებოდა წარწერით: „ა. პოპინო“

- აი, ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი თანამებრძოლი, - მწარედ ჩაიცინა

ბიროტომ და აბრაზე აჩვენა.

ამ ნაძალადევ მხიარულებაზე, რომელშიც გულუბრყვილოდ გამოსჭვიოდა

ბიროტოსათვის ჩვეული საკუთარი უპირატესობის გრძნობა, ტანში ჟრუანტელმა

დაუარა სამოცდაათი წლის მოხუც რაგონს. როცა ცეზარმა პოპინოსთან ქაღალდებზე

ხელის მოსაწერად კიბეზე ჩამოსული თავისი ცოლი დაინახა, ცრემლები ვერ შეიკავა

და სახე გაუფითრდა.

- გამარჯობა ჩემო კარგო, - მხიარულდ მიესალმა კონსტანსი ქმარს.

- ენა არ მიბრუნდება გკითხო, კარგად გრძნობ თუ არა აქ თავს-მეთქი - უთხრა

ცეზარმა და პოპინოს შეხედა.

- აქ ისე ვარ, როგორც საკუთარ შვილთან, - მიუგო კონსტანსმა ისე გულჩვილად, რომ

ყოფილ ვაჭარს გული შეეკუმშა.

ბიროტო პოპინოს გადაეხვია, აკოცა და უთხრა: - მე კი სწორედ ახლა დავკარგე

უფლება ანსელმს ჩემი შვილი ვუწოდო.

- იმედს ნუ დაკარგავთ, - უთხრა პოპინომ. - თქვენი „ზეთი“ გავიდა. მე შევეცადე

მისთვის გაზეთების საშუალებით რეკლამა შემექმნა, გოდისარმა კი მთელი

საფრანგეთი მოიარა და განცხადებებითა და პროსპექტებით გაავსო ქალაქები. ახლა

სტრასბურგში ბეჭდავს პროსპექტებს გერმანულად და გერმანიის დალაშქვრას

აპირებს. უკვე სამი ათასი გროსის გაყიდვა მოვახერხეთ.

- სამი ათასი გროსის! - შესძახა ცეზარმა.

- და სენ-მარსის გარეუბანში ხელსაყრელ ფასად შევიძინე მიწის ნაკვეთი, სადაც

ქარხანა შენდება. იმასაც შევინარჩუნებ, ტამპლის გარეუბანში რომ გვაქვს.

Page 212: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ჩემო ცოლო, წასჩურჩულა ცეზარმა კონსტანსს, - ცოტაოდენი დახმარება და ამ

უბედურებიდან გამოვძვრებით.

ამ ღირსსახსოვარი დღის შემდეგ ცეზარმა, მისმა ცოლმა და ქალიშვილმა თითქმის

პირი შეკრეს. საცოდავმა მოხელემ მიზნად დაისახა ისეთი რამისთვის მიეღწია, რაც

თუ მთლად მიუწვდომელი არ იყო, ყოველ შემთხვევაში, გოლიათური შრომის

დახარჯვას თხოულობდა. ეს იყო ვალის მთლიანად გასტუმრება! ეს სამი არსება

აღჭურვილი მათთვის დამახასიათებელი უსაზღვრო პატიოსნებით, საშინლად

გაძუნწდა, ისინი ყველაფერს იკლებდნენ, თითოეულ გროშს დაჰკანკალებდნენ.

ცეზარინი მთელი თავისი ახალგაზრდული გზნებით შეუდგა ვალდებულების

შესრულებას. ღამღამობით არ ეძინა, ათასნაირად ცდილობდა სავაჭრო სახლის

წარმატებისთვის. ქსოვილების ნახატებს თვითონ არჩევდა და თანდაყოლილ

კომერციულ ნიჭს ამჟღავნებდა. ისე გულმოდგინედ მუშაობდა, პატრონები ხანდახან

აკავებდნენ კიდეც. ისინი ცდილობდნენ საჩუქრებით გადაეხადათ მადლობა, მაგრამ

ცეზარინი შორს იჭერდა ყოველგვარ მორთულობასა თუ სამკაულს. „ფული!“ - იყო

მისი ერთადერთი სურვილი. მთელი თავისი ჯამაგირი და მოკრძალებული

დანაზოგი ყოველთვიურად ძია პილიეროსთან მიჰქონდა. ასე იქცეოდა ცეზარიც,

ასევე აკეთებდა ქ-ნი ბიროტო. არც ერთი მათგანი საქმეებში თავს ფხიან ადამიანად არ

თვლიდა და არ უნდოდათ ვალდებულება ეკისრათ სახსრების დაბანდებაში, ამიტომ

მათ პილიეროს დააკისრეს თავიანთი დანაზოგის მოთავსების საქმე. ხელახლა

ვაჭრად გადაქცეული პილიერო ბირჟაზე თამაშობდა და ფულს ბრუნვაში უშვებდა.

როგორც შემდგომში ცნობილი გახდა, მოხუცს ამ საქმეში ეხმარებოდნენ ჟიულ დე

მარე და ჟოზეფ ლება, რომლებიც ერთმანეთს არ აცლიდნენ პილიეროსთვის

შეეტყობინებინათ, რომელი საქმე წაუგებელი იყო და რომელი არა.

ყოფილი პარფიუმერი ისევ თავის ბიძასთან ცხოვრობდა და ვერ ბედავდა მისთვის

ეკითხა, როგორ იყენებდა ის მასა და მისი ცოლ-შვილის მონაგარ ფულს. ქუჩაში

ცეზარი თავჩაღუნული დადიოდა, ხალხს თვალს არიდებდა, რომ მისი

დაჯავრიანებული, ჩამომჭკნარი, გამოთაყვანებული სახე არ დაენახათ. იმაშიც კი

უსაყვედურებდა თავს, თხელი მაუდის ტანისამოსი რომ ეცვა.

- იმით მაინც ვარ დამშვიდებული, - ეუბნებოდა ბიძამისს უწყინარი ხმით, - რომ ჩემი

კრედიტორების პურს არა ვჭამ. - თქვენი ლუკმა ჩემთვის ტკბილია, თუმცა

გულმოწყალებით მინაწილებთ. მაგ თქვენი გულკეთილობის წყალობით

ჯამაგირიდან ფულის გამოკლება აღარ მიხდება.

როცა ნაცნობი ვაჭრები მოხელე ბიროტოს ხედავდნენ, მასში ყოფილი პარფიუმერის

ნიშანწყალსაც ვეღარ ხედავდნენ. თვით ყველაფრისადმი გულგრილი ადამიანებიც კი

უნდა დაფიქრებულიყვნენ ბედის უკუღმართობაზე, როცა დაინახავდნენ ამ კაცს, ვის

სახეზეც უღრმესი მწუხარების კვალი აღბეჭდილიყო და რომლის არსებაშიც,

ეტყობოდა ყოველივე თავდაყირა დაეყენებინა მისთვის მანამდე უცნობ ძალას - ა ზ რ

ო ვ ნ ე ბ ა ს! ყველას როდი ერევა უბედურება! ფუქსავატი, არაკეთილსინდისიერი

ადამიანები, ვინც ყველაფერს გულგრილად უყურებენ, არასოდეს გვეჩვენებიან

უბედურებისგან დათრგუნვილნი. მხოლოდ რელიგია ასვამს განსაკუთრებულ დაღს

ბედისაგან დაჩაგრულ ადამიანებს: მათ სწამთ მომავალი ცხოვრება, განგება; მათში

არის მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ერთგვარი გრძნობის აღმძვრელი

ნაპერწკალი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ აქ ერთმანეთში შერწყმულია

Page 213: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ღვთისმოსავური მორჩილება და იმედი. მათ იციან, რა დაკარგეს მსგავსად სამოთხის

კართან მტირალი ზნედაცემული ანგელოზისა. ვალაუვალს ბირჟაზე კარი აქვს

ჩაკეტილი. პატიოსნების საკანიდან გაძევებული ცეზარი მიტევების მთხოვნელ

ზნედაცემულ ანგელოზს ჰგავდა.

უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც უბედურებით გამოწვეული რელიგიური ფიქრებით

გართულმა ბიროტომ ყოველგვარ გასართობზე უარი თქვა. თუმცა დარწმუნებული

იყო რაგონთა მეგობრობაში, ვერაფრით მოხერხდა მისი წაყვანა მათთან სადილზე.

არც ლებასთან მისულა, არც მატიფასთან, არც პროტესებთან, არც შიფრევილთან, ბ-ნ

ვოკლენთანაც კი არ მიუდგამს ფეხი. ესენი კი ყველანი ცდილობდნენ

დაერწმუნებინათ თავისი პატივისცემა ცეზარის მაღალი პატიოსნების გამო. ცეზარი

ერიდებოდა კრედიტორებთან შეხვედრას, მას ერჩივნა მარტო მჯდარიყო თავის

ოთახში. მეგობრების უგულითადეს თავაზიანობაზე კიდევ უფრო მეტად

აგონდებოდა მისი მდგომარეობის სიმწარე, კონსტანსიც და ცეზარინი იმხანად

არასად დადიოდნენ. კვირაობით და უქმე დღეებში, როცა ყველანი თავისუფალი

იყვნენ, ცოლი და შვილი ცეზარს შეუვლიდნენ წირვაზე წასაყვანად, ხოლო

რელიგიური მოვალეობის შესრულების შემდეგ დროს მის გვერდით ატარებდნენ ძია

პილიეორსთან. პილიერო აბატ ლოროს იწვევდა, ვისი საუბრებიც ცეზარს ჭირ-ვარამს

უმსუბუქებდა, და მაშინ ყველა ერთად ატარებდა დროს. რკინა-კავეულის ყოფილი

მოვაჭრე, რომელიც თვითონ იყო უდიდესი ქომაგი პატიოსნებისა, დიდად აფასებდა

ცეზარის ასეთ გრძნობათა სიფაქიზეს. ამიტომ ცდილობდა გაეზარდა იმ ადამიანთა

რიცხვი, რომელთა შორის ვალაუვალი შეძლებდა თავაწეული გამოჩენილიყო და არ

გაწბილებულიყო.

1821 წლის მაისის თვეში ეს ოჯახი, ასე ვაჟკაცურად რომ ებრძოდა თავსდამტყდარ

უბედურებას, დაჯილდოვდა პირველი დღესასწაულით, რომელიც მისი ბედის

გამგებელმა მოუწყო. მაისის თვის უკანასკნელი კვირა იმ დღის წლისთავი იყო, როცა

კონსტანსი ცეზარს ცოლად გაყოლაზე დათანხმდა. პილიერომ რაგონებთან ერთად

სოში ერთი აგარაკი დაიქირავეს, რათა იქ მხიარულად ედღესასწაულათ

ახალბინადრობა.

- ცეზარ, - უთხრა პილიერომ სიძეს შაბათ საღამოს, - ხვალ ქალაქგარეთ მივდივართ

და შენც უნდა წამოხვიდე ჩვენთან ერთად.

ცეზარს, რომელსაც მშვენიერი ხელრთვა ჰქონდა, საღამოობით დერვილისათვის და

რამდენიმე ვექილისათვის საბუთების ასლებს იღებდა. კვირაობით კი თავის კიურეს

ნებართვით შავ მუშასავით მუშაობდა.

- ვერ შევძლებ, - მიუგო მან, - ბ-ნი დერვილი მეურვეობის ანგარიშს ელოდება.

- შენი ცოლ-შვილი იმსახურებს ჯილდოს. იქ მეგობრების მეტი არავინ იქნება! აბატი

ლორო, რაგონები, პოპინო და მისი ბიძა. შენი ჭირიმე, ძალიან გთხოვ წამოხვიდე.

ყოველდღიური საქმეების ქარბუქში გახვეულმა ცეზარმა და კონსტანსმა ვერასოდეს

მოიცალეს, რომ სოში წასულიყვნენ, თუმცა დროდადრო ორივენი ნატრობდნენ

ენახათ ის ხე, რომლის ძირშიც ოდესღაც „ვარდების დედოფლის“ უფროს

დახლიდარს კინაღამ გული გადაუფერდა. ცეზარი და მისი ცოლ-შვილი ეტლში

ისხდნენ, რომელიც პოპინოს მიჰყავდა. გზაში კონსტანსი ქმარს მრავლისმთქმელი

Page 214: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

გამომეტყველებით უყურებდა, მაგრამ ვერა და ვერ მოჰგვარა სახეზე ღიმილი. ყურიც

წასჩურჩულა რაღაც, მაგრამ ცეზარმა პასუხად თავი დაიქნია. გამუდმებულმა,

დაჟინებულმა სინაზემ ცოლის მხრიდან ვერ გაუხსნა ცეზარს დაღვრემილი სახე,

პირიქით, უფრო მოიწყინა და ცრემლიც კი მოადგა თვალზე, რაც საჩქაროდ დაფარა.

საცოდავს, მოაგონდა, რომ ოცი წლის წინათ, როცა პირველად ამ გზაზე იარა, ის,

იმედებით აღსავსე შეძლებული ახალგაზრდა, გაგიჟებით იყო შეყვარებული ლამაზ

ქალიშვილზე, როგორიც ახლა ცეზარინი იყო. მაშინ ბედნიერებაზე ოცნებობდა, ახლა

კი ეტლის სიღრმეში უყურებდა უძილო ღამეებისგან ფერწასულ თავგანწირულ

ქალიშვილს, თავის მამაც ცოლს, რომელსაც მხოლოდ კვალიღა შერჩენოდა წარსული

სილამაზისა, როგორც ლავით წალეკილ ქალაქს შერჩება ვულკანის ამოფრქვევის

შემდეგ. მარტო სიყვარული გადარჩა ძველი! ცეზარის დაღვრემილი სახე სიხარულს

უხშობდა გულში მის ქალიშვილსა და ანსელმს, რომლებიც წარსულის საუცხოო

სურათს აღადგენდნენ მის თვალწინ.

- ბედნიერები იყავით, შვილებო, თქვენ ამის უფლება გაქვთ, - უთხრა მათ საცოდავმა

ცეზარმა გულში ჩამწვდომი ხმით - ალალ-მართალი გულით შეგიძლიათ

ერთმანეთის სიყვარული.

ამ სიტყვებზე ცეზარმა ცოლის ხელები აიტაცა და აღტაცებული სინაზით მოწიწებით

ეამბორა, რამაც ქალი უფრო ააღელვა, ვიდრე ააღელვებდა ყველაზე ძლიერ

გამოხატული სიხარული. როცა სოფელში მივიდნენ, სადაც პილიერო, რაგონები,

აბატი ლორო და მოსამართლე პოპინო ელოდათ, ცეზარი მაშინვე დამშვიდდა,

რადგან ამ ხუთი მეგობრის ქცევა, სიტყვები და გამოხედვა მეტყველებდნენ, რაოდენ

აღელვებდა მათ ცეზარის მდგომარეობა, რომელიც ასე განიცდიდა თავის

უბედურებას, თითქოს გუშინდელი საქმე ყოფილიყო.

- წადით, ონეს ტყეში გაისეირნეთ, - უთხრა ძია პილიერომ და ცეზარს კონსტანსის

ხელები ხელში ჩაუდო, - წადით, და ცეზარინიც და ანსელმიც წაიყვანეთ. ოთხ საათზე

კი დაბრუნდით.

- საცოდავები! ჩვენი აქ ყოფნა მაგათ მხოლოდ შეაწუხებთ, - სთქვა ქ-ნმა რაგონმა

გულაჩუყებულმა თავისი მოვალის ჭეშმარიტი მწუხარებით. - მაგრამ რა სიხარული

ელის!

- ეს მონანიებაა, ოღონდ შეუცოდავად! - თქვა აბატმა ლორომ.

- უბედურებამ სულიერად განადიდა, - თქვა მოსამართლემ.

დავიწყება უდიდესი ნიჭია ძლიერი და შემოქმედი ბუნების ადამიანთათვის.

დავიწყება იმის მსგავსად, როგორც ივიწყებს ბუნება, რომელიც არ იცნობს წარსულს

და ყოველ წუთიერ განაახლებს ახლადშობის საუკუნო იდუმალებას. სუსტი

პიროვნებები, როგორიც იყო ბიროტო, მწუხარებაში განაგრძობენ ცხოვრებას იმის

ნაცვლად, რომ მისგან ცხოვრების სიბრძნის გაკვეთილები მიიღონ. ისინი თავის

ტანჯვით ტკბებიან და ყოველდღიურად თავს იწამებენ წარსული განცდებით.

როცა ორივე წყვილი დაადგა ონეს ტყის ბილიკს, რომელიც პარიზის შემოგარენის

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ ბორცვს აგვირგვინებს, და როცა მგლის ხეობა გამოჩნდა

მთელი თავისი თვალწარმტაცი სილამაზით, - საუცხოო ამინდმა, პეიზაჟის

სიმშვენიერემ, ახლად აბიბინებულმა ბალახმა და საამურმა მოგონებებმა

Page 215: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ახალგაზრდობის უბედნიერეს დღეზე, მოადუნეს მწუხარების სიმები ცეზარის

გულში. მან მთრთოლვარე გულზე ცოლის ხელები მიიდო, თვალებმა შუშისებური

უძრაობა დაკარგეს და მათში სიხარულის შუქი ჩადგა.

- დღეს ისევ ძველი ცეზარი ხარ, ჩემო საწყალო! ჩვენ ისე უბრალოდ ვცხოვრობთ, რომ

ხანდახან მგონია, შეგვიძლია პატარა სიხარულის ნება მივცეთ თავს.

- განა მე ამის უფლება მაქვს? - შესძახა საცოდავმა ცეზარმა, - ახ, კონსტანს, შენი

სიყვარული ერთადერთი სიმდიდრეა, რაც კიდევ შემრჩენია... ხო, მე ყველაფერი

დავკარგე, ჩემი თავის რწმენაც კი, ძალა გამომელია, ერთადერთი ჩემი სურვილია

იქამდე ვიცოცხლო, სანამ ამქვეყნიურ ვალებს გავისტუმრებ. შენ კი, ჩემო ძვირფასო,

შენ, მუდამ ჩემი ჭკუა და ჩემი სიფრთხილე იყავი, შენ მუდამ წინდახედული იყავი და

არაფერში გეთქმის საყვედური, შენ უფლება გაქვს მხიარული იყო. ჩვენ სამიდან

მხოლოდ მე ერთადერთი ვარ დამნაშავე. წლინახევრის წინ, იმ ჩვენ საბედისწერო

მეჯლისზე შენ, ჩემო კონსტანს, ერთადერთი ქალი, რომელიც ცხოვრებაში მყვარებია,

კიდევ უფრო ლამაზი იყავი, ვიდრე მაშინ, როცა ახალგაზრდა ჩემთან ერთად

სეირნობდი აი, ამ ბილიკებზე, სადაც ახლა ჩვენი ბავშვები სეირნობენ!... ამ

წელიწადნახევარში მე დავღუპე ის სილამაზე, რომლითაც სრული უფლებით

ვამაყობდი. და მით უფრო ძლიერად შეგიყვარე, რაც უფრო უკეთესად გაგიცანი... ო,

ჩემო ძვირფასო! - შესძახა ცეზარმა ისეთი გრძნობით, რომ კონსტანს გულის

სიღრმემდე ჩასწვდა მისი ხმა. მირჩევნია მიწყრებოდე, ვიდრე ასე მიცოდებდე და

მეფერებოდე!

- რა მაფიქრებინებდა, - უთხრა კონსტანსმა, - თუ ოცი წლის ერთად ცხოვრების

შემდეგ ცოლის სიყვარული ქმრის მიმართ ასე შეიძლებოდა გაძლიერებულიყო.

ამ სიტყვებმა ცეზარს ერთი წუთით დაავიწყა თავისი ჭირ-ვარამი, რადგან მისი

მგრძნობიარე გულისთვის ეს ნათქვამი მთელი საუნჯე იყო. ის უკვე მხიარული

სახით მიუახლოვდა „მათ ხეს“, რომელიც შემთხვევით ისევ თავის ადგილზე იდგა.

ცოლ-ქმარი დაჯდა ხის ქვეშ და დაუწყო ცქერა ანსელმს და ცეზარინს, რომლებიც

სულ ერთსა და იმავე მდელოს უვლიდნენ გარშემო, მაგრამ ამას ვერ ამჩნევდნენ და

ეგონათ, წინ მიდიოდნენ.

- მადემუაზელ, - ეუბნებოდა ანსელმი, - ნუთუ ისეთი რეგვენი და ხარბი გგონივართ,

რომ შემიძლია ვისარგებლო მამათქვენის წილით „კეფალური ზეთის“ შემოსავალში!

მე სიყვარულით ვინახავ იმ წილს, მისთვის ვუფრთხილდები. თამასუქების

განაღდებისას ბ-ნი ბიროტოს ფულით ვსარგებლობ. თუ საეჭვო თამასუქი შემხვდა,

ჩემთვის გადავდებ ხოლმე. ჩვენ მხოლოდ მამათქვენის რეაბილიტაციის შემდეგ

შევძლებთ ერთმანეთთან დაკავშირებას, ამიტომ მთელი ჩემი სიყვარულის ძალით

ვცდილობ დავაჩქარო ეს დღე.

ანსელმი ვერ ბედავდა ეს საიდუმლო მომავალი სიდედრისთვის გაენდო. ყველაზე

ალალი გულის შეყვარებულებიც კი ცდილობენ მუდამ დიდ რამედ მოაჩვენონ თავი

მიჯნურს.

- მალე დადგება ეს დრო? - ჰკითხა ცეზარინმა.

- მალე, - მიუგო ანსელმმა ისეთი გულში ჩამწვდომი ხმით, რომ უმანკო, სუფთა

ცეზარინმა საყვარელ ანსელმს შუბლი მიუშვირა, მან კი ზედ ხარბი, მაგრამ

Page 216: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

პატივისმცემელი კოცნა აღბეჭდა, იმდენი შინაგანი კეთილშობილება დაინახა

ახალგაზრდა ქალის მოქმედებაში.

- მამა, საქმე კარგად არის, - უთხრა ცეზარინმა მამას ეშმაკური სახით. - ახლა შუბლი

გახსენი, გვესაუბრე, ნუღარ იდარდებ.

როცა ეს ტკბილი ოჯახი პილიეროს სახლში დაბრუნდა, ცეზარმა კი, თუმცა

დაკვირვების უნარით არ გამოირჩეოდა, რაგონების ქცევაში ერთგვარი ცვლილება

შენიშნა. ეტყობოდა, რაღაც მომხდარიყო. ქ-ნი რაგონი იყო განსაკუთრებით

გულაჩუყებული. მისი თვალები და თითქოს მისი ლაპარაკის კილოც ამბობდნენ:

„ჩვენი ვალი მთლიანად გასტუმრებულიაო“.

ჩაროზის დროს სოს ნოტარიუსი მოვიდა, ძია პილიერომ სუფრასთან მიიწვია და

ცეზარს გადახედა. მან იგრძნო, რომ რაღაცას უმზადებდნენ მოულოდნელად, თუმცა

ვერ მიმხვდარიყო სიურპრიზის მნიშვნელობას.

- ჩემო სიძევ, შენმა ცოლმა ქალიშვილმა და შენ წელიწადნახევარში ოცი ათასი ფრანკი

შეაგროვეთ. ოცდაათი ათასი ფრანკი მე მივიღე დივიდენდი ჩემს პრეტენზიაზე. ესე

იგი, ორმოცდაათი ათასი ფრანკი გვაქვს შენი კრედიტორების გასასტუმრებლად. ბ-

ნმა რაგონმა ოცდაათი ათასი ფრანკი მიიღო თავისი დივიდენდი, ახლა კი ბ-მა სოს

ნოტარიუსმა ხელწერილი მოგვიტანა, რომ მთლიანად, პროცენტებიანად გადახდილი

გვაქვს შენი მეგობრების ვალი. დანარჩენი ფული კონსტანსთანაა, იმით გადაიხდი

ლურდუას, დეიდა მადუს, კალატოზის, დურგლის და სხვა უფრო მოუთმენელი

კრედიტორების ვალს. მომავლ წელს კი ვნახოთ. მონაწილეს მოცდა უნდაო, იტყვიან.

შეუძლებელია აიწეროს ბიროტოს სიხარული. მან ძია პილიერო ტირილით გულში

ჩაიკრა.

- დღეს ცეზარმა თავისი ორდენი გაიკეთოს, - უთხრა რაგონმა აბატ ლოროს.

მოძღვარმა წითელი ორდენის ლენტი ცეზარს ღილკილოში გაუყარა, ის კი

სიხარულისაგან ცხრაჯერ მივიდა იმ საღამოს სარკესთან თავისი თავის დასანახად.

სიხარულის ასეთ გამოვლინებაზე ზოგიერთ ამპარტავან ადამიანს შეიძლება

სასაცილოდაც კი აეგდო ცეზარი, მაგრამ კეთილ ბურჟუებს ეს ბუნებრივად

ეჩვენებოდათ. მეორე დღეს ბიროტო მადამ მადუსთან მივიდა.

- აჰაა, მობრძანდით პატივცემულო, - უთხრა ქალმა, - ვეღარც კი გიცანით, ისე

გაჭაღარავებულხართ. მაგრამ თქვენისთანებს დიდხანს არ გაუჭირდებათ, თქვენთვის

მუდამ იქნება ადგილი. მე კი, მე ცოდვილს, აი, რა ძაღლუმადური ცხოვრება მაქვს.

- მადამ, კი მაგრამ...

- არა, თქვენ არ გისაყვედურებთ, - შეაწყვეტინა დეიდა მადუმ, - ჩვენ ხომ ქვით ვართ.

- იმის სათქმელად მოვედი, რომ დღეს ნოტარიუს კროტასთან თქვენი ვალის ნარჩენსა

და პროცენტებს გადაგიხდით...

- როგორ? მართლა?

- თორმეტის ნახევარზე ნოტარიუსთან მოდით...

Page 217: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- აი, ამას ჰქვია პატიოსნება! უკლებლივ გადახდა და ისიც ოთხით ასზე! - შესძახა

ვაჭარმა ქალმა და გულუბრყვილო აღტაცებით შეხედა ბიროტოს. - იცით, კარგო

ბატონო, მე იმ თქვენი წითური ბიჭისგან კარგ ფულს ვიღებ, ურიგო ბიჭი არ არის -

ფასზე არც კი მევაჭრება, რომ ზარალი ავინაზღაურო. მოიტათ, ქვითარზე ხელს

მოგიწერთ, ფული კი თქვენთვის გქონდეთ, ძიაკაცო. დეიდა მადუმ აფეთქება იცის,

მყვირალაა, მაგრამ აი, აქ გული უძგერს! - თქვა მან და ხელები დაირტყა სხეულის

ყველაზე უფრო ფუმფულა ბალიშებზე, როგორიც კი ოდესმე ცენტრალურ ბაზარში

უნახავთ.

- არავითარ შემთხვევაში! - უთხრა ცეზარმა, - კანონი ამის შესახებ ზუსტია და მე

მინდა თქვენ არ იზარალოთ.

- მაშ, მოგიკვდეს შემხვეწნი, - ხვალ მთელ ბაზარს მოვდებ, ძია ბიროტო ასეთი

პატიოსანი კაცია-მეთქი. ასეთ რამეს არავინ შევსწრებივართ!

ასეთივე სცენა გათამაშდა კროტას სიმამრ, სამღებრო სამუშაოთა მოიჯარადრესთან,

ოღონდ ოდნავ შეცვლილად. წვიმდა. ცეზარმა სველი ქოლგა კუთხეში მიაყუდა

კართან. როცა გამდიდრებულმა მღებავმა დაინახა, რომ მისი ლამაზი სასტუმრო

ოთახის იატაკზე, სადაც იმ წუთში ის და მისი ცოლი საუზმობდნენ, გუბე გაჩნდა,

ცეზარს არ შეხვდა მაინდამაინც თავაზიანად.

- ახლა რაღა გინდათ, საცოდავო ბიროტო? - ისე მკვახედ უთხრა, როგორც აბეზარ

მათხოვრებს ეტყვიან ხოლმე.

- თქვენმა სიძემ არაფერი გითხრათ, ბატონო?..

- რაზე? - შეაწყვეტინა ლურდუამ მოუთმენლად, რადგან ეგონა, საქმე კიდევ რაიმე

სათხოვარს ეხებოდა.

- რომ თქვენ ამ დილას თერთმეტ საათზე მასთან მიხვიდეთ, ჩემი ვალი სრულიად

მიიღოთ და ხელწერილი მომცეთ.

- აა, ეგ სხვა საქმეა... დაბრძანდით, დაბრძანდით, ბატონო ბიროტო. ჭამეთ რამე

ჩვენთან ერთად...

- მიირთვით, ნუ გვაწყენინებთ, - დაუმატა ქ-მა ლურდუამ.

- ეტყობა, თქვენი საქმეები გამოსწორებულა, არა? - ჰკითხა სქელ-სქელმა ლურდუამ.

- არა, ბატონო, ფული რომ დამეზოგა, მთელი დღეები ხმელ პურზე ვიჯექით.

სამაგიეროდ, იმედი მაქვს, ცოტა ხანში ყველას ავუნაზღაურებ ჩემ მიერ მიყენებულ

ზარალს.

- თქვენ მართლაც წესიერი კაცი ყოფილხართ, - უთხრა მოიჯარადრემ და პირში

გადაუძახა პურის ნაჭერი ზედ წასმული ბატის პაშტეტით.

- ქალბატონი ბიროტო რაღას აკეთებს? - ჰკითხა ლურდუას ცოლმა.

- ის ბ-ნ ანსელმ პოპინოსთან დავთრებსა და სალაროს საქმეებს განაგებს.

- საწყლები! - უთხრა ხმადაბლა ქ-ნმა ლურდუამ ქმარს.

Page 218: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ბატონო ბიროტო, თუ ჩემი თავი რამეში დაგჭირდეთ, მობრძანდით, - უთხრა

ცეზარს ლურდუამ, - აუცილებლად დაგეხმარებით...

- დღეს თერთმეტ საათზე დამჭირდებით, ბატონო, - უთხრა ბიროტომ და წავიდა.

ამ პირველმა შედეგმა გაამხნევა ბიროტო, მაგრამ სიმშვიდე მაინც ვერ დაუბრუნდა.

პატიოსანი სახელის დაბრუნების სურვილმა დიდი ორომტრიალი შეიტანა მის

ცხოვრებაში, სახე აღარ უღვიოდა უწინდებურად, თვალები ჩაუქრა, ლოყები

ჩაუცვივდა. ხანდახან ცეზარს ძველი ნაცნობები ხვდებოდნენ, როცა ორატუარის

ქუჩით დილის რვა საათზე სამსახურში მიდიოდა, ან დღის ოთხ საათზე იქიდან

ბრუნდებოდა. ის ერთი და იგივე სერთუკში იყო გამოწყობილი, რაც დაცემის

დღიდან არ გაუხდია და ისე უფრთხილდებოდა, როგორც საცოდავი ლეიტენანტი

უფრთხილდება თავის მუნდირს. ფერწასულს, მფრთხალს, მთლად გაჭაღარავებულს

ხანდახან შეაჩერებდნენ ხოლმე, მაგრამ მას არ ესიამოვნებოდა, მოუსვენრად თვალებს

აქეთ-იქით აცეცებდა და ცდილობდა კედლის გასწვრივ შეუმჩნევლად, ქურდივით

გაპარულიყო.

- ყველამ იცის თქვენი ცხოვრება, მეგობარო, - ეუბნებოდნენ ცეზარს, - და ყველას

ეცოდებით, რომ თქვენცა და თქვენმა ცოლ-შვილმაც ასე დაიტანჯეთ თავი.

- ცოტათი მაინც მოითქვით სული, - ეუბნებოდნენ მეორენი, - ფულადი ჭრილობები

ხომ სასიკვდილო არ არის.

- ფულადი არა, მაგრამ სულიერი ჭრილობა კი კლავს ადამიანს, - უპასუხა ერთ დღეს

მატიფას საცოდავმა ჯანგამოცლილმა ცეზარმა.

*

1823 წლის დასაწყისში საბოლოოდ გადაწყდა სენ-მარტენის არხის გაყვანა. ტამპლის

გარეუბანში მდებარე მიწების ღირებულება სასტიკად ავარდა. არხმა პროექტს

მიხედვით შუაზე გაჭრა დიუ ტიიეს ნაკვეთი, რომელიც უწინ ცეზარ ბიროტოს

ეკუთვნოდა. კომპანიას, რომელსაც კონცესია ჰქონდა აღებული არხის გაჭრაზე,

გადაწყვეტილი ჰქონდა დიდი თანხა გამოეღო, უკეთუ ბანკირი თავის მიწას

გარკვეულ ვადაზე კომპანიას გადასცემდა. მაგრამ საქმეს ხელს უშლიდა საარენდო

ხელშეკრულება, რომელიც ცეზარსა და პოპინოს ჰქონდათ დადებული. ბანკირი სენ-

დიამანის ქუჩაზე მივიდა პარფიუმერიის და სააფთიაქო საქონლის ვაჭართან, თუ

დიუ ტიიე პოპინოს სრული გულგრილობით ეპყრობოდა, სამაგიეროდ ცეზარინის

საქმრო განიცდიდა მის მიმართ უდიდეს სიძულვილს. მან არაფერი იცოდა იმ

ბედნიერი ბანკირის ქურდობაზე და არც მის საზიზღარ კომბინაციაზე, მაგრამ რაღაც

შინაგანი ხმა ჩასძახოდა, „ეს კაცი - დაუსჯელი ქურდია-ო“. პოპინო არავითარ საქმეს

არ დაიჭერდა მასთან, თვით მისი შეხედვაც კი ზარავდა, მეტადრე იმ დროს, როცა

ხედავდა როგორ მდიდრდებოდა დიუ ტიიე თავისი ყოფილი პარტნიორის ხარჯზე,

რადგან ფასები მადლენის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ისე ავარდა, რომ უკვე

შეიძლებოდა წინასწარ განჭვრეტა მათი არაჩვეულებრივი აწევისა, რაც 1827 წელს

მოხდა კიდეც. და როცა ბანკირმა ანსელმს თავისი მისვლის მიზეზი აუხსნა, მან

თავშეკავებული გულისწყრომით შეხედა დიუ ტიიეს.

Page 219: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- საარენდო ხელშეკრულების დარღვევაზე უარს არ გეუბნებით, მაგრამ ამაში სამოცი

ათასი ფრანკი უნდა მომცეთ და ერთ კაპიკსაც ვერ დაგითმობთ.

- სამოცი ათასი ფრანკი! - შესძახა დიუ ტიიემ და უკან დაიხია.

- საარენდო ხელშეკრულება კიდევ თხუთმეტი წლით მაქვს, ქარხნის გამოცვლა კი

ყოველწლიურად ზედმეტი სამი ათასი ფრანკი უნდა დამიჯდეს. ჰოდა, ერთი

სიტყვით, სამოცი ათასი ფრანკი, და ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, - დაასრულა

პოპინომ და მაღაზიაში შებრუნდა.

ატყდა ცხარე დავა, ბიროტოს სახელიც ახსენეს და მის გაგონებაზე კონსტანსი ძირს

ჩამოვიდა. მან დაინახა დიუ ტიიე, რომელიც იმ ღირსსახსოვარი მეჯლისის შემდეგ

აღარ ენახა. ბანკირმა განცვიფრება ვერ დაფარა, როცა ყოფილი დიასახლისი ესოდენ

გამოცვლილი დაინახა და თავისი ნამოქმედარით თავზარდაცემულმა თვალები ძირს

დახარა.

- ბატონო დიუ ტიიე, - მიმართა პოპინომ ქ-ნ ბიროტოს, - თქვენს მიწაზე სამასი ათას

ფრანკს იგებს, ჩვენ კი სამოცი ათას ფრანკზე გვეუბნება უარს ჩვენი საარენდო

ხელშეკრულების დარღვევაში...

- ეს სამასი ათასი ფრანკი ხომ წლიური შემოსავალია! - შესძახა დიუ ტიიემ პათოსით.

- სამასი ათასი ფრანკი!.. - უბრალო, მაგრამ გამომეტყველი ხმით გაიმეორა ქ-მა

ბიროტომ.

დიუ ტიიეს ფერი ეცვალა, პოპინომ ქ-ნ ბიროტოს გადახედა. ერთხანს ღრმა დუმილი

ჩამოვარდა, რამაც ანსელმისათვის ეს სცენა კიდევ უფრო გაუგებარი გახადა.

- აი, კროტას მიერ ჩემი დავალებით შედგენილი უარი არენდაზე, - თქვა დიუ ტიიემ

და გვერდის ჯიბიდან ღერბიანი ქაღალდი ამოიღო, - ხელი მომიწერეთ, სამოცი ათასი

ფრანკის ჩეკს მოგცემთ საფრანგეთის ბანკის სახელზე.

პოპინომ ქ-ნ ბიროტოს შეხედა და განცვიფრება ვერ დაფარა, ეგონა, სიზმარში ვარო,

სანამ დიუ ტიიე მაღალ მაგიდაზე ჩეკს წერდა, კონსტანსი ისევ ანტრესოლზე ავიდა.

პოპინომ და ბანკირმა ერთმანეთს საბუთები გაუცვალეს, დიუ ტიიე ცივად

დაემშვიდობა ანსელმს და წავიდა.

- ახლა კი, ამ უცნაური გარიგების შემდეგ, ცეზარინი რამდენიმე თვეში ჩემი ცოლი

გახდება, - ჩაილაპარაკა ანსელმმა თავისთვის და თვალი გააყოლა ლომბარდის

ქუჩისკენ მიმავალ დიუ ტიიეს, სადაც მისი ეტლი იდგა, - საყვარელი ცეზარინი წელს

აღარ მოიწყვეტს მუშაობით. პირდაპირ გასაკვირია! შეხედა თუ არა, ქ-ნმა ბიროტომ,

საკმარისი იყო! რა უნდა ჰქონდეს საერთო იმ ყაჩაღთან? უცნაური რამ ხდება.

პოპინომ ბანკში კაცი გაგზავნა ჩეკზე ფულის მისაღებად, თვითონ კი ზემოთ ავიდა ქ-

ნ ბიროტოსთან სალაპარაკოდ. მაგრამ ქალი სალაროში არ დახვდა, ეტყობოდა, თავის

ოთახში გასულიყო. ანსელმსა და კონსტანს ერთმანეთში ტკბილი დამოკიდებულება

ჰქონდათ, როგორც სიძეს და სიდედრს, რომელთაც ერთმანეთს ხასიათი შეუწყვეს. ის

ქალბატონ ბიროტოს ოთახისკენ გაეშურა. ეს დაშურება ბუნებრივი იყო

შეყვარებულისთვის, რომელიც საცაა უნდა გაბედნიერდეს. ახლაგაზრდა ვაჭარი

თავის მომავალ სიდედრს კატასავით ჩუმად წაადგა თავს და საშინლად განცვიფრდა,

Page 220: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

როცა დაინახა, რომ ის დიუ ტიიეს წერილს კითხულობდა. ანსელმმა იცნო ბიროტოს

ყოფილი ნოქრის ხელრთვა. ანთებული სინათლისა და იატაკის ქვის ფილებზე

მიმობნეული საქაღალდის ნამწვის დანახვაზე ანსელმი შეკრთა. მისმა გამჭრიახმა

თვალებმა უნებურად ამოიკითხეს პირველი წინადადება წერილისა, რომელიც

კონსტანსს ეჭირა ხელში: „თაყვანსა გცემთ, ეს თქვენ იცით, ჩემო სიცოცხლის

ანგელოზო, მაშ რატომ...“

- დიდი გავლენა გქონიათ დიუ ტიიეზე, თუ თქვენს დანახვაზე მაშინვე დაგვთანხმდა,

- უთხრა კოსტანსს და ისე კონვულსიურად ჩაიცინა, რასაც ჩვეულებრივი

გამოუთქმელი, მაგრამ არასახარბიელო დაეჭვება იწვევს ადამიანში.

- ნუ ვილაპარაკებთ ამაზე, - მიუგო კონსტანსმა და ძლიერი დაბნეულობა ვერ დაფარა.

- მართალია, - თქვა მთლად თავზარდაცემულმა პოპინომ, - თქვენი წამების

მოახლოებულ დასასრულზე ვილაპარაკოთ.

ანსელმი ქუსლებზე შემოტრიალდა, ფანჯარასთან მივიდა, მინებზე თითები ააკაკუნა

და ეზოში დაიწყო ცქერა.

„მერე რა, - გაიფიქრა მან, - კონსტანს დიუ ტიიე რომ ჰყვარებოდა კიდეც, მე რატომ არ

უნდა მოვიქცე, როგორც პატიოსანი კაცი?“

- რა მოხდა, ჩემო ბიჭო? - ჰკითხა საცოდავმა ქალმა.

- „კეფალური ზეთის“ სუფთა მოგება ორასორმოცდაორი ათას ფრანკს აღწევს. - თქვა

უეცრად პოპინომ, - ნახევარი იქნება ასოცდაერთი ათასი ფრანკი, თუ ამ თანხას

გამოვაკლებთ ორმოცდარვა ათას ფრანკს, რაც მე ქ-ნ ბიროტოს ვასესხე, დარჩება

სამოცდაცამეტი ათასი, თუ მას მივუმატებთ სამოცი ათას ფრანკს, ხელშეკრულების

დარღვევისა რომ მივიღეთ, გამოგივათ ასოცდაცამეტი ათასი ფრანკი.

ქალბატონ ბიროტოს ასეთმა ბედნიერებამ მღელვარება და თან შიშის თრთოლა

მოჰგვარა. პოპინოს მოეჩვენა, რომ მისი გულის ბაგა-ბუგი შეესმა.

- მე ბ-ნ ბიროტოს ყოველთვის ისე ვუყურებდი, როგორც ჩემს კომპანიონს, - განაგრძო

მან, - ამ თანხით ჩვენ შეგვიძლია მისი მოვალეები გავისტუმროთ. თუ ამას

დავუმატებთ თქვენს დანაზოგს ოცდარვა ათას ფრანკს, რაც ძია პილიერომ ბრუნვაში

გაუშვა, მაშინ გვექნება ას სამოცდაერთი ათასი ფრანკი. ძია პილიერო,

რასაკვირველია, უარს არ გვეტყვის ოცდახუთი ათასი ფრანკის ხელწერილის

მოცემაზე. ჰოდა, არ არსებობს არავითარი ადამიანური ძალა, რომელიც ხელს

შემიშლის ჩემს სიმამრს ვასესხო ფული მომავალი წილის მოგების ანგარიშში. ეს

თანხა საკმარისი იქნება, რომ კრედიტორებს საბოლოო ანგარიში გაუსწოროთ... და

ის... რეაბილიტირებული იქნება.

- რეაბილიტირებული! - შესძახა ქ-ნმა ბიროტომ და მუხლებზე დაეცა. წერილი

ხელიდან გააგდო, ხელები შეაერთა და ლოცვა დაიწყო: - ძვირფასო ანსელმ,

ძვირფასო შვილო, - გამოისახა პირჯვარი კონსტანსმა, ანსელმს თავზე ხელები მოხვია,

შუბლზე აკოცა, გულში ჩაიხუტა, კინაღამ გადაირია სიხარულისაგან, - ცეზარინი

ახლა უკვე შენია! ჩემი ქალი ბედნიერი იქნება! იმ მაღაზიას თავს დაანებებს, სადაც

ლამის არის თავი შეაკლას მუშაობას.

Page 221: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- სიყვარულისთვის, - წარმოთქვა პოპინომ.

- რასაკვირველია, - მიუგო დედამ ღიმილით.

- ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, - განაგრძო პოპინომ, თან ცალი თვალით

საბედისწერო წერილს გადახედა, - მე სელესტენს ფული ვასესხე, რომ მისთვის

თქვენი დუქნის შესყიდვა გამეადვილებინა, მაგრამ ერთი პირობა დავუდე. თქვენი

ბინა ხელუხლებელია. ერთი ოცნება მქონდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ბედი ასე

გაგვიღიმებდა. სელესტენი შემპირდა, რომ თქვენს ბინას მოგვაქირავებს, სადაც მას

ფეხიც არ შეუდგამს. მთელი ავეჯიც თქვენია. ჩემთვის მესამე სართული შემოვინახე,

იქ მე და ცეზარინი ვიცხოვრებთ, - ის ხომ არასოდეს დაგშორდებათ. ქორწინების

შემდეგ აქ ვივლი დილის რვა საათიდან საღამოს ექვს საათამდე. თქვენს

უზრუნველსაყოფად კი ასი ათას ფრანკად შევიძენ ბ-ნ ცეზარის წილს ჩვენს ფირმაში;

ამრიგად, თქვენ მის ჯამაგირთან ერთად ათი ათას ფრანკამდე წლიური შემოსავალი

გექნებათ, ნუთუ მაშინაც აღარ იქნებით ბედნიერი?

- ნუღარაფერს მეტყვით, ანსელმ, თორემ სიხარულისგან გავგიჟდები.

ქალბატონი ბიროტოს ანგელოზისებურმა სათნოებამ, მის ამ გულღია შემოხედვამ,

მშვენიერი მოხაზულობის შუბლმა, სავსებით უარყვეს შეყვარებული ანსელმის თავში

არეული ათასნაირი აზრები და მან გადაწყვიტა ერთბაშად მოეღო ბოლო თავისი

საზარელი ეჭვებისთვის. ყოველგვარი ცოდვა სრულიად შეუთავსებელი ჩანდა

პილიეროს ძმისწულის ცხოვრებასა და გრძნობებთან.

- ჩემო ძვირფასო, სათაყვანებელო დედიკო, - უთხრა ანსელმმა, - ჩემდა უნებურად

საშინელი ეჭვი შემეპარა გულში. თუ გინდათ, რომ ბედნიერი ვიყო, ახლავე უარყავით

ის.

პოპინო იატაკზე დაგდებულ წერილს დასწვდა და აიღო.

- უნებურად წავიკითხე, - განაგრძო მან კონსტანსის სახეზე გამოსახული შიშით

გაოცებულმა, - პირველი სიტყვები დიუ ტიიეს წერილისა ისე უცნაურად ემთხვევა

იმას, თქვენ რომ წეღან მასზე გავლენა მოახდინეთ, როცა დაუფიქრებლად დაეთანხმა

ჩემს მეტისმეტ მოთხოვნილებას, რომ ყველა ადამიანი ამას ისე ახსნიდა, როგორც მე,

ჩემდა უნებურად ბოროტი სული ჩამძახის ყურში. ერთი თქვენი შემოხედვა, სამიოდე

სიტყვა საკმარისი იქნებოდა...

- შეჩერდით, - შეაწყვეტინა ქალბატონმა ბიროტომ, წერილი გამოართვა და მის

თვალწინ ცეცხლზე დაწვა - სასტიკად დავისაჯე სულ მცირე შეცდომისათვის. მსურს

ყველაფერი იცოდეთ, ანსელმ! არ მინდა, დედაზე მიტანილმა ეჭვებმა მის ქალიშვილს

ავნოს. სასირცხვილო არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი შემიძლია ვთქვა... რასაც

ახლა თქვენ გეტყვით, ჩემს ქმარსაც არ დავუმალავდი. დიუ ტიიე შეეცადა ჩემს

შეცდენას, ცეზარი მაშინვე გავაფრთხილე, ბ-ნმა ბიროტომ დიუ ტიიეს დათხოვნა

გადაწყვიტა. იმ დღეს, როცა ცეზარი მის განთავისუფლებას აპირებდა, დიუ ტიიემ

სამასი ათასი ფრანკი მოგვპარა!

- სწორედ მაგის ეჭვი მქონდა! - თქვა პოპინომ და კილოში მთელი თავისი

სიძულვილი გამოხატა დიუ ტიიესადმი.

Page 222: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- ანსელმ, თქვენი მომავლისათვის, თქვენი ბედნიერებისათვის საჭირო იყო ამ

საიდუმლოს გამხელა, მაგრამ ის ისევე უნდა ჩაკვდეს თქვენს გულში, როგორც ჩემსა

და ცეზარის გულში ჩაკვდა. თქვენ, ალბათ, გახსოვთ რა ხმაური ატეხა ჩემმა ქმარმა,

სალაროში ფული რომ დააკლდა. ბ-ნმა ბიროტომ, რათა საქმე სასამართლომდე არ

მიეყვანა და ის კაცი არ დაეღუპა, თვითონ ჩადო სალაროში სამასი ათასი ფრანკი,

ჩემთვის ქიშმირის შალის საყიდლად გადადებული ფული, რაც მე მხოლოდ სამი

წლის მერე მივიღე. აი, ამით აიხსნება ჩემი შეძახილი, მაგრამ, შვილო ჩემო, ახლა

უნდა გამოგიტყდეთ, რა ბავშვური საქციელი ჩავიდინე. დიუ ტიიემ სამი

სასიყვარულო წერილი მომწერა, რომელშიც ისე ლამაზად იყო გრძნობა აღწერილი, -

თქვა მან ამოოხვრით, და თვალები დახარა, - რომ შევინახე ისე,

ცნობისმოყვარეობისთვის, ერთის მეტად აღარც გადამიკითხავს. მაგრამ მათი შენახვა

გაუფრთხილებლობა იყო. დიუ ტიიეს ნახვაზე წერილები მომაგონდა, მაღლა ავედი,

რომ დამეწვა და სწორედ მესამე წერილს ვკითხულობდი, როცა თქვენ შემოხვედით...

აი, მთელი ეს ამბავი, ჩემო კარგო.

ანსელმმა ცალი მუხლით დაიჩოქა და ქალბატონ ბიროტოს ხელზე ისეთი

მგრძნობიარე აღტაცებით ეამბორა, რომ ორივე თვალებზე ცრემლი მოადგა.

სიდედრმა სასიძო წამოაყენა, ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა.

ის დღე ცეზარისთვის სასიხარულო იყო. მეფის პირადი მდივანი ბ-ნი დე ვანდენესი

ბიროტოსთან სალაპარაკოდ შევიდა კანცელარიაში. ისინი ერთად გავიდნენ

სახელმწიფო ვალის დაფარვის სალაროს პატარა ეზოში.

- ბატონო ბიროტო, - მიმართა ვიკონტ დე ვანდენესმა, - მეფემ სრულიად შემთხვევით

შეიტყო, როგორ ცდილობთ მთლიანად გაისტუმროთ კრედიტორები. მისი

უმაღლესობა მოხიბლა ესოდენ იშვიათმა საქციელმა და რაკი იცის, რომ

მოკრძალების გამო არ ატარებთ საპატიო ლეგიონის ორდენს, დამავალა გადმოგცეთ,

რომ გიბრძანებთ, ისევ გაიკეთოთ ორდენი. გარდა ამისა, მეფეს უნდა რითიმე

დაგეხმაროთ ვალების გასტუმრებაში და მიბრძანა გადმოგცეთ მისი პირადი

კოლოფიდან ეს თანხა. ნანობს, რომ ამაზე მეტით ვერ გეხმარებათ. ეს ყველაფერი

სრულ საიდუმლოებად უნდა დარჩეს. მისი უმაღლესობა ფიქრობს, მონარქმა არ

უნდა გაახმაუროს თავისი კეთილი საქმეები, - დასძინა მეფის პირადმა მდივანმა და

ენით აუწერელი მღელვარებით შეპყრობილ ბიროტოს ექვსი ათასი ფრანკი ჩაუდო

ხელში.

ბიროტომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წაიბურტყუნა უთავბოლოდ, ვანდენესმა კი

ხელი დაუქნია და ღიმილით გაშორდა. გრძნობები, რომლებიც ამოძრავებდნენ

საცოდავ ბიროტოს, ისეთი იშვიათი ხილია პარიზში, რომ მისი ცხოვრება აღტაცების

საგანი გახდა ყველასთვის. ჟოზეფ ლება, მოსამართლე პოპინო, კამიუზო, აბატი

ლორო, რაგონი, დირექტორი მსხვილი ფირმისა, სადაც ცეზარინი მუშაობდა,

ლურდუა, ბ-ნი დე ლა ბილარდიერი, - ყველა მასზე ლაპარაკობდა. საზოგადოებრივი

აზრი ცეზარის სასარგებლოდ შეიცვალა და ახლა ცამდე აჰყავდათ.

„აი, პატიოსნების განსახიერება!“ - ეს სიტყვები ხშირად აღწევდა ცეზარის ყურს,

როცა ქუჩაში მიდიოდა და ისეთ გრძნობას ჰგვრიდა, როგორსაც მწერალს, როცა მასზე

ამბობენ ხოლმე „ეს ის არისო!“ ცეზარის ასეთი ქება გულში ლახვარივით ესობოდა

დიუ ტიიეს. როცა ცეზარმა მეფის მიერ ნაბოძები ფული მიიღო, იმწუთშივე გაიფიქრა

Page 223: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

თავისი ყოფილი ნოქრისთვის გადაეხადა ვალი. ცეზარი შოსე დ’ანტენის ქუჩაზე

გაეშურა: სწორედ იმ დროს ბანკირი შინ ბრუნდებოდა და კიბეზე ყოფილ პატრონს

შეხვდა.

- რას მეტყვით, ჩემო საწყალო ბიროტო! - თვალთმაქცური თანაგრძნობით ჰკითხა

ცეზარს.

- საწყალოო? - შეჰყვირა ამაყად მოვალემ. - პირიქით ძალიან მდიდარი ვარ. ამაღამ

გემრიელად დავიძინებ, როცა მეცოდინება, რომ თქვენი ვალი სრულიად გადავიხადე.

ამ უსპეტაკესი კეთილსინდისიერებით გამოთქმულმა სიტყვებმა სასტიკად დაკოდეს

დიუ ტიიეს გული. თუმცა მას ყველა პატივს სცემდა, თვითონ აღარ სცემდა თავის

თავს პატივს. შინაგანი ხმა ულმობლად ჩასძახოდა ბიროტოზე: „აი, დიდებული

ადამიანი!“

- ჩემი ვალი გადაიხადოთ! ისევ წამოიწყეთ საქმეები, თუ როგორ?

ყოფილმა პარფიუმერმა, დარწმუნებულმა, რომ დიუ ტიიე არსად გაიმეორებდა მის

საიდუმლოს, გული გაუხსნა; - მე, ჩემო ბატონო, არავითარი საქმეების წარმოებას

აღარ ვაპირებ. არავითარ ადამიანურ ძალას არ შესწევს წინასწარ განსჭვრიტოს ის, რაც

მე დამემართა: ვინ იცის, ვაითუ ისევ რომელიმე სხვა როგენის მსხვერპლი გავხდე?

მაგრამ ჩემმა საქციელმა მეფის ყურამდე მიაღწია, მან თავისი თანაგრძნობა

მიწყალობა, ჩემი წახალისება მოიწადინა და ახლახან საკმარისად მსხვილი თანხა

გამომიგზავნა, რაც...

- ალბათ, ხელწერილი გინდათ, - შეაწყვეტინა დიუ ტიიემ, - ფული გინდათ მომცეთ...

- მთლიანად და პროცენტებითაც კი. გთხოვთ, ამისათვის ბ-ნ კროტასთან წამომყვეთ,

აქვეა, ორ ნაბიჯზე.

- ნოტარიუსის თანდასწრებით გინდათ გადამიხადოთ?

- რატომაც არა, ჩემო ბატონო, სრულიადაც აკრძალული არა მაქვს ჩემს პატიოსან

სახელზე ვიზრუნო, - უთხრა ცეზარმა, - ჩვენ ხომ ვიცით, რომ უდავოდ მხოლოდ

ნოტარიუსთან დამოწმებული საკუთრება ითვლება...

- წავიდეთ, - უთხრა დიუ ტიიემ და ბიროტოსთან ერთად სახლიდან გავიდა, -

წამოდით, ეს მართლაც ყურის ძირშია, მაგრამ გასაკვირია, სად იღებთ ამდენ ფულს!

- არსად არ ვიღებ, ეს ფული ჩემი ოფლითაა მონაგარი.

თქვენ ხომ დიდძალი ფული გმართებთ კლაპარონის საბანკო სახლისა.

- ვაი, რომ მმართებს. ეგ ჩემი ყველაზე დიდი ვალია, მეშინია მაგ ვალის გადახდამდე

მუშაობისაგან სული არ ამომძვრეს.

- მაგ ვალს თქვენ ვერასოდეს გადაიხდით, - მტკიცედ უთხრა დიუ ტიიემ.

„მართალს ამბობს“, - გაიფიქრა ბიროტომ.

Page 224: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

შინ დაბრუნებისას ცეზარი უნებლიეთ სენტ-ონორეს ქუჩაზე მოხვდა. იქ

ჩვეულებრივად წრეს უვლიდა, რომ თავისი მაღაზია და თავისი ბინის ფანჯრები არ

დაენახა. პირველი შემთხვევა იყი მისი დაცემის შემდეგ, რომ ეს სახლი დაინახა,

სადაც მისი ცხოვრების უბედნიერესმა თვრამეტმა წელმა განვლო, ახლა რომ

ერთიანად გადაშალა უკანასკნელი სამი თვის ჭირ-ვარამმა.

„მე კი მეგონა, ამ სახლში დავლევდი სულს, - გაიფიქრა ცეზარმა“ და ნაბიჯს აუჩქარა,

რადგან მაღაზიაზე ახალი აბრა შეამჩნია.

„სელესტენ კრეველი

ცეზარ ბიროტოს მემკვიდრე“

- ხომ არ მეჩვენება? ნუთუ ცეზარინი იყო? - შეჰყვირა, როცა გაახსენდა, რომ

ფანჯარაში ქერათმიან თავს მოჰკრა თვალი.

მან მართლაც დაინახა თავისი ქალიშვილი, ცოლი და პოპინო. შეყვარებულებმა

იცოდნენ, რომ ცეზარი არასოდეს დადიოდა თავისი ძველი სახლის წინ, მათ

წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ ცეზარი იმ წუთში იქ იქნებოდა და მისულიყვნენ,

რათა ბინა შეემზადებინათ დღესასწაულისათვის, რომელსაც ცეზარს უმზადებდნენ

მოულოდნელად. ამ უცნაური ხილვით განცვიფრებული ბიროტო ადგილზე გაშეშდა.

- ხედავთ, ბატონი ბიროტო თავის ძველ ბინას როგორ შეჰყურებს, - უთხრა ბ-მა

მოლინემ „ვარდების დედოფლის“ პირდაპირ მდებარე დუქნის პატრონს.

- საწყალი კაცი, - მიუგო პარფიუმერის ყოფილმა მეზობელმა, - მანდ არ იყო, ის

დიდებული მეჯლისი რომ მოაწყო... მაშინ, მგონი, ორასი ეტლი იდგა სახლთან.

- მეც ვიყავი მიპატიჟებული, სამი თვის შემდეგ გაკოტრდა, - თქვა მოლინემ, - მე

სინდიკად ამირჩიეს.

ბიროტო უკანმოუხედავად გაიქცა, მას ფეხები ეკვეთებოდა, მაგრამ ძია პილიერომდე

მაინც მიირბინა. პილიერომ უკვე იცოდა, რაც სენკ-დიამანის ქუჩაზე მოხდა და

შიშობდა, რომ მისი სიძე ვერ გადაიტანდა რეაბილიტაციით გამოწვეულ სიხარულს.

ის ყოველდღიური მოწმე იყო საცოდავი ცეზარის ტანჯვისა, რომელიც არ

ღალატობდა თავის მტკიცე თეორიებს ვალაუვალთა შესახებ და სულიერი ძალების

მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობდა. დაკარგული პატივი ცეზარისთვის ის

მიცვალებული იყო, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მკვდრეთით აღმდგარიყო. ეს

იმედი უფრო მეტად ამწვავებდა მის მწუხარებას. პილიერომ ითავა თვითონ

შეემზადებინა სიძე ახალი ამბების შესახვედრად. როცა ბიროტო ბიძასთან შევიდა,

პილიერო სწორედ იმაზე იყო დაფიქრებული, როგორ გაეკეთებინა ეს. პილიეროს

კარგ ნიშნად ეჩვენა სიხარული, რომლითაც ცეზარმა მისდამი მეფის თანაგრძნობა

უამბო. ბიროტოს გაკვირვება კი თავისი ქალის „ვარდების დედოფლის“ ფანჯარაში

დანახვის გამო, კარგი შესავალი იყო ამ საქმეში.

- იცი, ცეზარ, - უთხრა პილიერომ, - საიდან მოდის ეს ყველაფერი? იქიდან, რომ

პოპინოს მოთმინება აღარ ჰყოფნის, ისე უნდა ცეზარინის შერთვა. მას აღარ სურს და

არც ვალდებულია პატიოსნებაზე შენი გაზვიადებული შეხედულებების გულისთვის

ხელიდან გაუშვას თავისი ახალგაზრდობა და ხმელი პური ლოღნოს, როცა კარგი

Page 225: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სადილის გემრიელი ოხშივარი მისდის. პოპინოს უნდა შენ თანხა მოგცეს, რომ

საბოლოოდ გაუსწორდე კრედიტორებს.

- ის ცოლს ყიდულობს, - თქვა ბიროტომ.

- განა საძრახისია, თუ მას უნდა სიმამრს პატიოსანი სახელის აღდგენაში დაეხმაროს.

- წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა აცილების მიზეზი... გარდა მაგისა...

- გარდა მაგისა... - ჩამოართვა სიტყვა ბიძამისმა ვითომდა წყრომით! - საკუთარი თავი

შეგიძლია გასწირო, შვილის გაწირვის უფლება კი არა გაქვს.

ცხარე კამათი გაიბა და პილიერო ცდილობდა ცეცხლზე ნავთი დაესხა.

- კარგი, თუ პოპინო მაგ ფულს სესხად არ გაძლევს, - შეჰყვირა პილიერომ, - თუ ის შენ

თავის პომპანიონად გთვლის, თუ მიაჩნია, რომ თანხა, რომელსაც კრედიტორებს

გადაუხდის, შენი წილია „კეფალური ზეთიდან“, როგორც შემოსავლის ავანსი, შენ

რომ არ გაგღლიტოს...

- მაშინ იფიქრებენ, მასთან თანხმობით მოვატყუე ჩემი კრედიტორები.

პილიერომ თავი ისე მოაჩვენა, თითქოს დაამარცხა ამ საბუთმა. ის საკმაოდ კარგად

იცნობდა ადამიანის გულს და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს ღირსეული ადამიანი ამ

საკითხზე თავის თავს დაუწყებდა დავას და ასეთი შინაგანი ბრძოლა

რეაბილიტაციის აზრს შეაჩვევდა.

- კი მაგრამ, რატომ იყვნენ ჩემი ცოლი და ჩემი შვილი ჩვენს ძველ ბინაში? - იკითხა

მან სადილობისას.

- ანსელმს უნდა ის ბინა თავისთვის და ცეზარინისთვის დაიქირავოს. შენი ცოლი

სავსებით ემხრობა მის აზრს. შენი დასტური რომ მიეღოთ, არ გითხრეს და ისე

მოილაპარაკეს ქორწინების გამოცხადებაზე. პოპინო ამბობს, თუ ცეზარინი შენი

რეაბილიტაციის მერე შეირთო, ეს მისთვის ნაკლები დამსახურება იქნება.

დალოცვილო, მეფეს ართმევ სამოცი ათას ფრანკს და ახლობლებისაგან კი გროშიც არ

გინდა მიიღო! მაგალითად მე, სიამოვნებით მოგცემდი ხელწერილს ჩემი კუთვნილი

თანხის მიღებაზე, - განა უარს მეტყვი?

- არა, - თქვა ცეზარმა, - მაგრამ ეს ხელს არ შემიშლიდა, ყოველი გროში მეგროვებინა,

რომ მთლიანად გადამეხადა თქვენი ვალი.

- ჭკუას ძალას ატან და მეტი არაფერი, - უთხრა პილიერომ, - პატიოსნების

საკითხებში მეც მესმის ცოტა რამ. რა სისულელე თქვი ამ წუთში, არ მესმის. რაღა

მოტყუება გამოდის, თუ მთლიანად გაუსწორდები იმ შენს კრედიტორებს?

ცეზარმა ყურადღებით შეათვალიერა პილიერო, მან კი მღელვარებით დაინახა, ამ

სამი წლის განმავლობაში პირველად როგორ გააშუქა ღიმილმა მისი სიძის მჭმუნვარე

სახე.

- მართალი ხარ, - უთხრა მან, - ვალი გადახდილი იქნება... მაგრამ ეს ხომ შვილის

გაყიდვას ნიშნავს!

Page 226: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- მე კი მინდა მიყიდონ! - შესძახა პოპინოსთან ერთად კარებში გამოჩენილმა

ცეზარინმა.

შეყვარებულებმა ეს უკანასკნელი სიტყვები გაიგონეს, როცა დედასთან ერთად მათი

ბიძის პატარა ბინის დერეფანში ფეხაკრეფით შემოვიდნენ. სამივემ ეტლით შემოიარა

ყველა კრედიტორი, ვისი ვალიც დარჩენილი ჰქონდათ, ისინი ალექსანდრ კროტას

კანტორაში მიიწვიეს, სადაც ამ დროს ხელწერილები მზადდებოდა. შეყვარებული

პოპინოს უცილობელმა ლოგიკამ გაიმარჯვა ცეზარის მეტისმეტ წესიერებაზე, თუმცა

ის ჯიუტად იმეორებდა ვალში ვარო, და ირწმუნებოდა, კანონს ვღალატობ, ერთ

ვალდებულებას რომ მეორით ვცვლიო.

მაგრამ პარფიუმერის დავა თავის სინდისთან პოპინოს შეყვირებამ შეწყვტა.

- თქვენ საკუთარი შვილის სიკვდილი გდომებიათ?

- როგორ თუ საკუთარი შვილის სიკვდილი! - გაიმეორა დაბნეულმა ცეზარმა.

- მაშ, კარგი, მაქვს თუ არა უფლება გაჩუქოთ ფული, რომელიც, სინდისის ქვეშ რომ

ვთქვათ, თქვენად მიმაჩნია; იქნებ ამაზეც უარს მეუბნებით?

- არა, - მიუგო ცეზარმა.

- აბა, ამ საღამოს ალექსანდრ კროტასთან წავიდეთ და საქმე გავათაოთ. ამ საქმეს

ნუღარ მოვუბრუნდებით. იქვე ხელს მოვაწერთ საქორწინო ხელშეკრულებაზეც.

შუამდგომლობა რეაბილიტაციაზე ყველა საჭირო საბუთის თანდართვით დერვილმა

შეიტანა პარიზის სამეფო სასამართლოს გენერალური პროკურორის სახელზე.

მთელი თვის განმავლობაში, სანამ ცეზარის შუამდგომლობის გამო საბუთების

გაფორმება ხდებოდა და ცეზარინის და ანსელმის ქორწინების გამოცხადებას მოუნდა,

ბიროტოს მღელვარებისაგან ციებ-ცხელება ჰქონდა შემდგარი. წუხდა, ეშინოდა, რომ

ვერ მიაღწევდა იმ დიდ დღემდე, როცა სასამართლოს დადგენილებას მიიღებდა.

როგორც თვითონ ამბობდა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე უეცრად ძლიერი

გულისძგერა ემართებოდა, გარდა მაგისა, ყრუ ტკივილებს უჩიოდა გულში, ესოდენ

მოქანცული რომ ჰქონდა მტანჯველი განცდებისაგან და ახლა რომ ვერ იტანდა დიდი

სიხარულის გრძნობებსაც.

დადგენილება რეაბილიტაციაზე იშვიათი მოვლენაა პარიზის სამეფო სასამართლოს

საქმიანობაში. ასეთი შემთხვევა ათ წელიწადში ერთხელ გვხვდება. იმ

ადამიანთათვის, ვინც სათანადო სერიოზულობით უყურებს საზოგადოებას,

მართლმსაჯულების აპარატი რაღაც უდიდესსა და მნიშვნელოვან რამეს

წარმოადგენს. საზოგადოებრივ დაწესებულებათა მნიშვნელობა მთლიანად

დამოკიდებულია მათთან დაკავშირებულ ადამიანთა გრძნობებზე და სიდიადეზე,

რომელშიც თვითონ ადამიანის აზროვნება ხვევს მათ. ამიტომ, როცა ხალხი კარგავს

არათუ მარტო რელიგიას, არამედ თვით რწმენის უნარსაც კი, როცა სწავლა-

განათლება პირველივე ნაბიჯებიდან ანგრევს ყველა ბურჯებს და ბავშვებს ულმობელ

ანალიზს აჩვევს, - მაშინ ხდება დაცემა ერისა; რამეთუ ის მანამდე ერთიანი სხეულია

ქვენა მატერიალური ინტერესებისა და ეგოიზმით წარმოშობილი კულტის მცნებათა

წყალობით. რელიგიური იმედებით გამსჭვალული ბიროტოსთვის

Page 227: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

მართლმსაჯულება სწორედ ის იყო, რაც უნდა იყოს კიდეც ადამიანთა თვალში; თვით

საზოგადების განსახიერება, დიადი სიმბოლო ყველას მიერ აღიარებული კანონისა,

მიუხედავად იმისა, თუ რა სახეს იღებს ეს კანონი; რაც უფრო ხანდაზმულია,

მოტეხილია, გაჭაღარავებულია მოსამართლე, მით უფრო საამაყოა მისი სამსახური,

ეს კი ადამიანთა და გარემოებათა ღრმა შესწავლას მოითხოვს, რაც სრულიად კლავს

სიბრალულს კანონიერების მღვდელმსახურთა გულში და ისინი ადამიანთა

საჭირბოროტო ინტერესებისადმი გულქვანი ხდებიან.

ჩვენს დროში უფრო იშვიათად გვხვდება ისეთი ადამიანი, რომელიც უღრმეს

მღელვარებას განიცდის, როცა სამეფო სასამართლოს კიბეზე ადის პარიზის

ძველისძველი მართლმსაჯულების სასახლის შენობაში. ყოფილი კომერსანტი ერთი

ამათგანი იყო.

ცოტა ვინმეს თუ შეუმჩნევია, რაოდენ დიადი შეხედულება აქვს იმ კიბეს, რომელიც

უფრო დიდი შთაბეჭდილების მოსახდენად გარეთა პერისტილზე მდებარეობს,

მართლმსაჯულების სასახლეს რომ ამშვენებს. მისი შესასვლელი გაკეთებულია

გალერეის შუა ნაწილში, ერთი ბოლოთი „დაკარგულ ნაბიჯთა“ ვეებერთელა

დარბაზს უერთდება, მეორეთი კი - სენტ-საპელკის სამრეკლოს, ამ ორ ისტორიულ

ძეგლს, რომელთა წინაშე გარშემო ყველაფერი შეიძლება საცოდავად მოგეჩვენოს.

წმიდა ლუის სამრეკლო ერთ-ერთი უბრწყინვალესი შენობაა პარიზში, მისი

შესასვლელიც გალერეის სიღრმეში მეტად პირქუში და რომანტიკულია. „დაკარგულ

ნაბიჯთა“ დიდი დარბაზი კი, პირიქით, მთლიანად სინათლის ღვარში იძირება და

ძნელია იმის დავიწყება, რომ საფრანგეთის ისტორია ამ დარბაზთან არის

დაკავშირებული. რაოდენ მონუმენტური უნდა იყოს ეს კიბე, თუ ამ საუცხოო

ნაგებობათა შორისაც ესოდენ მნიშვნელოვნად გამოიყურება. დამსწრეთა სულში,

შესაძლებელია, სწორედ ის იწვევს მღელვარებას, რომ მართლმსაჯულების სასახლის

მდიდრული მესერიდან ის ადგილი მოჩანს, სადაც სასამართლოს განაჩენები

გამოაქვთ. ამ კიბეს მივყავართ ვრცელ ოთახში, რომლის უკან სამეფო სასამართლოს

პირველი პალატის სხდომათა დარბაზი მდებარეობს.

წარმოიდგინეთ, რა უნდა ეგრძნო გაკოტრებულ ბიროტოს, რომელზეც აუცილებლად

იმოქმედებდა ეს დიადი სურათი, როცა სასახლის კიბეზე ადიოდა მეგობრებთან

ერთად. მას ახლდნენ: ლება, იმ დროს უკვე კომერციული სასამართლოს

თავმჯდომარე, კამიუზო - მისი ძველი ნაფიცი მეურვე, ყოფილი პატრონი რაგონი და

მოძღვარი - აბატი ლორო. მღვდელმა თავისი მსჯელობით ხაზი გაუსვა ადამიანის

ხელით შექმნილ მართლმსაჯულების ტაძრის სიმშვენიერეს, რითაც უფრო მეტი

მნიშვნელობა შესძინა ცეზარის თვალში. პილიერომ ამ პრაქტიკოსმა ფილოსოფოსმა,

გადაწყვიტა წინასწარვე გაეძლიერებინა ცეზარისთვის სიხარული, რათა დაეცვა ამ

დღესასწაულის მოულოდნელი განცდებისაგან. როცა ყოფილი ვაჭარი ჩაცმას

ამთავრებდა, მასთან მივიდნენ ერთგული მეგობრები, რომლებიც თავიანთი

პატიოსნების ვალად თვლიდნენ სასამართლოს დარბაზში გაჰყოლოდნენ. ამ ამალის

დანახვამ ცეზარს ისეთი კმაყოფილება და აღტაცება მოჰგვარა, რომ ადვილად

გადაიტანა დამქანცველი სასამართლო პროცედურა. საზეიმო სხდომათა დარბაზში,

სადაც სასამართლოს თორმეტი წევრი მართავდა სხდომას, ბიროტომ სხვა

მეგობრებიც შენიშნა.

Page 228: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

ბიროტოს საქმეთა სიის წაკითხვის შემდეგ მისმა რწმუნებულმა თავისი

შუამდგომლობა რამდენიმე სიტყვით ჩამოაყალიბა. შემდეგ თავმჯდომარეს

წინადადებით გენერალური პროკურორი წამოდგა თავისი დასკვნის მისაცემად.

გენერალურმა პროკურორმა, ადამიანმა, ვინც საზოგადოებრივ ბრალდებას

ასახიერებდა, თვითონვე მოითხოვა პროკურორის სახელით კომერსანტისთვის

აღედგინათ პატივი, რომელიც ერთგვარად დროებით ჰქონდა დაგირავებული და არა

დაკარგული. ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან დამნაშავე მხოლოდ და

მხოლოდ შეიძლება შეიწყალონ. გულშემატკივარი ადამიანები ადვილად

წარმოიდგენენ ბიროტოს მღელვარებას ბ-ნი გრანვილის სიტყვის მოსმენისას, რაც

მოკლედ შემდგომში მდგომარეობდა: - ბატონებო, წარმოთქვა სახელმოხვეჭილმა

მოსამართლემ, - 1820 წლის 16 იანვარს სენის ოლქის კომერციული სასამართლოს

მიერ ბიროტო გაკოტრებულად იქნა გამოცხადებული. ამ კომერსანტის ფულის

გადაუხდელობა არ იყო გამოწვეული არც მისი გაუფრთხილებლობით, არც საეჭვო

სპეკულაციებით, არც სხვა რამით, რაც მის პატიოსნებას შებღალავდა. ჩვენ საჭიროდ

ვთვლით ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ამ უბედურების მიზეზი იყო ერთ-ერთი ის

კატასტროფა, რაც, დიდად სამწუხაროდ მართლმსაჯულებისა და ქალაქ პარიზისა,

უკანასკნელ ხანებში ისევ იჩენენ თავს. ჩვენს საუკუნეს, რომლის დროსაც კიდევ

დიდხანს ვიქნებით დამღუპველ რევოლუციური იდეათა და ზნე-ჩვეულებათა

დუღილის მოწმენი, ბედმა არგუნა იხილოს, როგორ ასცდნენ წარსულის დიად

ტრადიციებს პარიზელი ნოტარიუსები და უკანასკნელი რამდენიმე წლის

განმავლობაში იმდენი ბანკროტობა გამოიწვიეს, რამდენიც ძველი მონარქიის დროს

ორასი წლის განმავლობაშიც არ მომხდარა. იოლი მომხვეჭელობის სენმა შეიპყრო

ნოტარიუსები, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ეს მეურვენი, ეს სასამართლო

წოდების შუამავალნი!

ამას მოჰყვა გრძელი ტირადა, რომელშიც გენერალური პროკურორი კონტ დე

დერვილი, ასრულებდა რა მასზე დაკისრებულ როლს, თავს დაესხა ლიბერალებს,

ბონაპარტისტებს და ტახტის სხვა მტრებს. შემდგომმა მოვლენებმა ცხადჰყვეს, რომ

პროკურორი მართალი იყო, როცა ასეთ შიშს გამოთქვამდა.

- პარიზელი ნოტარიუსის გაქცევამ, რომელმაც თან გაიტაცა ბიროტოს მიერ მისთვის

მიბარებული ფული, მთხოვნელის დაღუპვა გამოიწვია, - განაგრძო მან, -

სასამართლო განაჩენი გამოიტანა როგენის საქმეზე, რაც იმას გვიმოწმებს, თუ

რაოდენ უსინდისოდ უღალატა ნოტარიუსმა თავის კლიენტთა ნდობას. მიღწეული

იქნა შეთანხმება ვალაუვალსა და მის კრედიტორებს შორის. მთხოვნელის საპატიოდ

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოპერაცია სრულდებოდა უკიდურესი

კეთილსინდისიერებით, რაც არც ერთ სკანდალურ ბანკროტობაში არ შეგვხვედრია,

ყოველდღიურად რომ ჩირქსა სცხებს პარიზის კომერციულ ცხოვრებას. ბიროტოს

კრედიტორებს ყველაზე უმნიშვნელო ნივთიც კი ადგილზე დახვდათ, რაც უიღბლო

ვაჭარს გააჩნდა. მათ, ბატონებო, ადგილზე დახვდათ მისი ტანისამოსი, ნივთები,

თვით პირადი მოხმარების საგნებიც კი, და არა მარტო მისი, არამედ მისი ცოლისაც,

რომელმაც სავსებით უარი თქვა თავის უფლებებზე, რათა აქტივი გაეზარდა. ასეთ

პირობებში ბიროტომ დაამტკიცა, რომ სავსებით ღირსია იმ პატივისცემისა, რომლის

წყალობითაც მუნიციპალურ თანამდებობაზე იქნა არჩეული, ვინაიდან მაშინ მეორე

ოლქის მერის თანაშემწე იყო და მანამდე ცოტა ხნით ადრე საპატიო ლეგიონის

ორდენიც ჰქონდა მიღებული. ეს ჯილდო მან მიიღო, როგორც ერთგულმა

Page 229: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

როიალისტმა, რომელიც ვანდემიერში წმინდა როხის კიბეებზე იბრძოდა და თავისი

სისხლით მორწყა; მან ორდენი მიიღო აგრეთვე, როგორც კომერციული სასამართლოს

წევრმა, თავისი ცოდნის წყალობით პატივცემულმა, თავისი მშვიდობისმოყვარე

ხასიათით საყვარელმა ადამიანმა, დაბოლოს, როგორც მოკრძალებულმა

მუნიციპალურმა მრჩეველმა; მან თავის დროზე უარი თქვა მერის პატივსადებ

თანამდებობაზე, რათა იგი დაეთმო უფრო ღირსეული ადამიანისთვის დიდად

პატივცემულ ბარონ დე ლა ბილარდიერისთვის, ერთ-ერთი უკეთილშობილესი

ვანდეელისთვის, ვისი პატივის მიგებაც ბიროტომ ჯერ კიდევ თავის მძიმე დღეებში

ისწავლა.

- ეს ფრაზა ჩემსაზე უფრო მაგარია. - წასჩურჩულა ბიროტომ ყურში ბიძამისს.

ამიტომ კრედიტორებმა, რომლებმაც ბიროტოს ვალდებულებებით ასზე სამოცი

პროცენტი მიიღეს, ვინაიდან კეთილსინდისიერმა ვაჭარმა, მისმა ცოლმა და შვილმა

ყველაფერზე უარი თქვეს, რაც კი გააჩნდათ, თავისი პატივისცემა შეთანხმებაში

გამოხატეს და მოუხსნეს ვალის ნარჩენები. თვითონ ფორმა ამ შეთანხმებისა

გვიმოწმებს კრედიტორთა პატივისცემას მოვალის მიმართ და იგი ღირსია

სასამართლოს ყურადღებისა.

აქ გენერალურმა პროკურორმა შეთანხმების მოტივების ნაწილი წაიკითხა.

- ბატონებო, ასეთი კეთილგანწყობილი განკარგულებების დროს ბევრი ვაჭარი

იფიქრებდა, ყოველგვარი ვალდებულებებისაგან თავისუფალი ვარო და ამაყად

ისეირნებდა ქალაქში. მაგრამ ბიროტო შორს იყო ამისგან. ის არ დაეცა სულით და

მტკიცედა და კეთილსინდისიერად დაისახა გეგმა მისთვის სასახელო დღისთვის

მიეღწია, რომელიც სწორედ დღეს დადგა აქ. ის არ შეუშინდა არავითარ მსხვერპლს.

ჩვენმა დიდად საყვარელმა მონარქმა, რათა ადამიანისთვის, რომელიც წმ. როხას

ეკლესიის კიბეზეა დაჭრილი, ლუკმა პური მიეცა, ის თანამდებობა უბოძა,

ვალაუვალი პიროვნება მთელ თავის ჯამაგირს ზოგავდა კრედიტორთა

დასაკმაყოფილებლად და თავის საჭიროებისათვის არაფერს იტოვებდა, ვინაიდან

ნათესავებმაც ხელი გაუწოდეს გაჭირვებაში...

ცრემლმორეულმა ბიროტომ ბიძამისს ხელი მოუჭირა.

- მისმა ცოლმა და შვილმა თავისი შრომის ნაყოფით გაზარდეს თანხა. ისინი სავსებით

შეუერთდნენ ბიროტოს კეთილშობილ განზრახვას. ორივემ თავისი უწინდებური

დამოუკიდებელი მდგომარეობა ხელქვეითის მდგომარეობით შეცვალა. ამგვარი

მსხვერპლის გაღება, ბატონებო, უდიდეს მოწონებას იმსახურებს, ვინაიდან ამის

ჩადენა უძნელესი საქმეა. აი, როგორი იყო ბიროტოს მიერ დასახული ამოცანა.

აქ გენერალურმა პროკურორმა ბიროტოს ბალანსის შედეგი წაიკითხა და აღნიშნა,

ვისი რამდენი ემართა კიდევ.

- ბატონებო, ყოველი ეს თანხა პროცენტებით იყო გადახდილი, იგი მტკიცდება არა

კერძო პირთა უბრალო ხელწერილებით, არამედ ნოტარიუსის მიერ დამოწმებული

საბუთებით, რომლებიც სასამართლოს სრულ ნდობას იმსახურებენ. მაგრამ ამან,

რასაკვირველია, ხელი ვერ შეუშალა მოსამართლეებს თავიანთი ვალდებულება

შეესრულებინათ და კანონით გათვალისწინებული გამოკვლევა მოეხდინათ. თქვენ

ბიროტოს დაუბრუნებთ არა პატივს, რაც არსებითად არც დაუკარგავს, არამედ

Page 230: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

დაკარგულ უფლებებს, და ამით მართლმსაჯულებას შეასრულებთ. ჩვენს სხდომებზე

ამგვარი მოვლენები იმდენად იშვიათია, რომ არ შეგვიძლია მთხოვნელს ჩვენი

აღტაცება არ გამოვუთქვათ მისი მოქმედებით, რამაც უკვე დაიმსახურა უდიდესი

მოწონება და მხარდაჭერა.

შემდეგ პროკურორმა წაიკითხა სასამართლოს წარმოების წესით შედგენილი თავისი

დასკვნა.

სასამართლომ გაუსვლელად გამოიტანა გადაწყვეტილება და თავმჯდომარე მის

გამოსაცხადებლად წამოდგა.

- სასამართლოს მიერ დავალებული მაქვს, - თქვა მან დასასრულს, - ბატონ ბიროტოს

მოვახსენო, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დიდი კმაყოფილების გრძნობით

გამოაქვს. - მდივანს ვთხოვ რიგით შემდეგი საქმე გამოაცხადოს.

ბიროტომ სახელმოხვეჭილი გენერალური პროკურორის მოსმენის შემდეგ იგრძნო,

თითქოს უკვე საპარადო მუნდირით იყო შემოსილი. მას სიხარულისაგან თავგზა

ებნეოდა, რადგან სამეფო სასამართლოს პირველი თავმჯდომარის საზეიმო

წინადადება იმას მოწმობდა, რომ თვით კანონის მსახურთა აღუშფოთველი გულებიც

კი შეთრთოლდა მღელვარებისაგან. ვეღარც კი შეინძრა თავის სკამზე, თითქოს

მიჭედილი იყო ადგილზე. დაბნეული შეჰყურებდა მოსამართლეებს, როგორც

ანგელოზებს, რომლებმაც ისევ გაუხსნეს კარი საზოგადოებრივი ცხოვრებისა.

ბიძამისმა ხელი გაუყარა და მეზობელი დარბაზისაკენ წაიყვანა. ცეზარმა, მანამდე

რომ არ დაემორჩილა ლუი მე-18-ის სურვილს, ახლა მექანიკურად გაიკეთა კილოში

საპატიო ლეგიონის ორდენის ლენტი. მეგობრები მაშინვე გარს შემოეხვივნენ და

ტრიუმფით წაიღეს ეტლისკენ.

- სად მიგყავართ, მეგობრებო? - ჰკითხა ჟოზეფ ლებას, პილიეროს და რაგონს.

- თქვენს სახლში.

- არა, ახლა სამი საათია. მე მინდა ბირჟაში შევიდე და ჩემი უფლებებით ვისარგებლო.

- ბირჟაში, - უთხრა პილიერომ მეეტლეს და ლებას მეტყველი ნიშანი მისცა, რადგან

რეაბილიტირებულ ვაჭარს დამაფიქრებელი სიმპტომები შეამჩნია და შიშობდა, ჭკუას

არ გადასცდესო.

ყოფილი პარფიუმერი ბირჟაში შევიდა ბიძამისისა და ლებას, ამ ორი პატივცემული

კომერსანტის თანხლებით. იქ უკვე იცოდნენ მისი რეაბილიტაციის შესახებ. პირველი,

ვინც ეს სამი ვაჭარი და მათს უკან მომავალი რაგონი დაინახა, დიუ ტიიე იყო.

- აა, ჩემო ძვირფასო უფროსო, აღტაცებული ვარ, რომ მშვიდობით დააღწიეთ თავი

გაჭირვებას. მეც ხომ, ალბათ, ცოტათი შევუწყვე ხელი თქვენი საქმის ბედნიერად

დასრულებას იმით, რომ პატარა პოპინოს უდრტვინველად მივეცი თავი

გასაფრცქვნელად. თქვენი ბედნიერება ისე მიხარია, თითქოს ჩემი ბედნიერება იყოს.

- ასეთი ბედნიერების გამოსაცდელად სხვა შემთხვევა არ გექნება. თქვენ ხომ ასეთი

რამ არასოდეს დაგემართებათ.

- როგორ გავიგოთ, ბატონო ბიროტო? - ჰკითხა დიუ ტიიემ.

Page 231: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

- დასწყევლოს ღმერთმა! რასაკვირველია, კარგი აზრით - ჩაერია ლება და გაეღიმა

პილიეროს შურის მაძიებელ დაცინვაზე, რომელმაც არაფერი იცოდა, მაგრამ ამ კაცს

მაინც ისე უყურებდა, როგორც არამზადას.

მატიფამ ცეზარი შეამჩნია. მაშინვე ყველაზე პატივცემული ვაჭრები გარს

შემოეხვივნენ ყოფილ პარფიუმერს და ნამდვილი ბირჟის ოვაცია მოუწყვეს. ბევრი

სასიამოვნო ქათინაური უთხრეს, მეგობრულად ხელს ართმევდნენ და ბევრს ეჭვიც კი

აღეძრა, ზოგს სინდისის ქენჯნა გაუჩნდა, ვინაიდან ასი ბირჟაზე მოსეირნე

კომერსანტიდან ორმოცდაათზე მეტს მაინც ჰქონდა ნაგემი საქმის ლიკვიდაცია. ერთ

კუთხეში მოსაუბრე ჟიგონე და გობსეკი პატიოსან პარფიუმერს ისეთი

ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ, როგორც ალბათ ფიზიკოსებმა შეხედეს

მათთვის პირველად მოტანილ ე ლ ე ქ ტ უ რ ლ გ ვ ე ლ თ ე ვ ზ ა ს . ეს ლეიდენის

ქილის თვისებებით დაჯილდოებული თევზი ცხოველთა სამყაროს ყველაზე დიდ

საკვირველებას წარმოადგენდა.

შეისუნთქა თუ არა თავისი ზეიმის საკმეველი ცეზარმა, ისევ ეტლში ჩაჯდა და

შინისკენ გასწია, სადაც ძვირფასი ცეზარინის და ერთგული პოპინოს ქორწინების

ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერათ ხელი. ბიროტოს ნერვული სიცილი აუტყდა და

ამან მისი სამი ძველი მეგობარი დიდად შეაშფოთა.

ახალგაზრდული ასაკის ერთ-ერთი დამახასიათებელი შეცდომა ის არის, რომ ყველა

მასავით ძლიერი ჰგონია, ეს შეცდომა მისი თვისებიდან გამომდინარეობს: იმის

მაგივრად, რომ ადამიანებსა და საგნებს სათვალით შეხედოს, სიყმაწვილე საკუთარი

ცეცხლის ანარეკლით აფერადებს, მოხუცებსაც კი ჭარბად უნერგავს სიცოცხლის

ძალას. პოპინოც, ცეზარინისა და კონსტანსის მსგავსად, გულში ინახავდა მშვენიერ

მოგონებას ბიროტოს მეჯლისზე. უკანასკნელი სამი მტანჯველი წლის განმავლობაში,

თუმცა ერთმანეთს არ უმჟღავნებდნენ, კონსტანსსა და ცეზარს ხშირად ყურში ედგათ

კოლინეს ორკესტრის ხმები, ცოცხლად ხედავდნენ საზეიმოდ მოკაზმულ სტუმრებს,

და ტკბებოდნენ სიხარულით, რისთვისაც შემდგომში ასე სასტიკად დაისაჯნენ.

ალბათ, ასევე აგონდებოდათ ადამს და ევას ის აკრძალული ხილი, მათს

შთამომავლობას სიცოცხლე და სიკვდილი რომ მოუტანა, რადგან ანგელოზთა

გამრავლება, როგორც ჩანს, ციურ საიდუმლოებად რჩება. პოპინოს იმ დღესასწაულზე

შეიძლებოდა, სინდისის ქენჯნის გარეშე, სიამოვნებითაც კი ეოცნება. ცეზარინმა, ამ

ნანატრმა საცოლემ, საბრალოს ცოლობა აღუთქვა. იმ საღამოს ანსელმი დარწმუნდა,

რომ ქალს ის, თვითონ უყვარდა ყოველგვარი ანგარების გარეშე. ამიტომ იყო, რომ

გენერლის მიერ გადაკეთებული ბინა სელესტენისგან იმ პირობით შეისყიდა, თუ იქ

ყველაფერი ხელუხლებელი დარჩებოდა. მან სასოებით შეინახა ყოველი სულ

უმნიშვნელო საგანიც კი, რომელიც ცეზარსა და კონსტანსს ეკუთვნოდა და ახლა

ოცნებობდა იქ თავისი საკუთარი საქორწინო მეჯლისი გაემართა.

ანსელმი სიყვარულით ემზადებოდა ამ ზეიმისათვის, მაგრამ თავის პატრონს

მხოლოდ აუცილებელ ხარჯებში ბაძავდა და არა უგუნურ მხარჯველობაში,

წარსულში უკვე საკმარისი უგუნურება იყო ჩადენილი. ახლაც სადილი შევესთან

შეუკვეთეს, დაპატიჟებულიც თითქმის იგივენი იყვნენ. მხოლოდ საპატიო ლეგიონის

ორდენის კავალერი აბატმა ლორომ შეცვალა, კომერციული სასამართლოს

თავმჯდომარე ლება კი ამჯერად აუცილებლად უნდა დასწრებოდა სადილს. პოპინომ

დაპატიჟა აგრეთვე ბ-ნი კამიუზო, რათა მისთვის მადლობა გადაეხდა ცეზარისადმი

Page 232: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

კეთილი განწყობისათვის. როგენების მსგავსად მოპატიჟებული იყვნენ ბ-ნი დე

ვანდენესი და ბ-ნი დე ფონტენი. ცეზარინმა და ანსელმმა მოსაწვევი ბარათები დიდი

შერჩევით დაგზავნეს. არც ცეზარინს და არც ანსელმს არ უნდოდათ ხალხმრავალი

ქორწილის გადახდა, რათა თავიდან აეცილებინათ გრძნობათა შელანძღვა, როგორც

ეს ნაზი და წმინდა გულის ადამიანებს მოსდით ხშირად, და გადაწყვიტეს მეჯლისი

ჯვრისწერის დღეს კი არა, საქორწინო კონტრაქტის დადების დღეს გაემართათ,

კონსტანსმა ისევ ის ალუბლისფერი ხავერდის კაბა ჩაიცვა, რომელშიც მხოლოდ ერთ,

ესოდენ სწრაფად გაქცეულ დღეს გაიბრწყინა. ცეზარმა მოინდომა ანსელმისთვის

სიურპრიზი გაეკეთებინა და იმ სამეჯლისო მორთულობით გამოჩენილიყო,

რომელზეც ანსელმი ხშირად ლაპარაკობდა ხოლმე. ერთი სიტყვით, ბინა ბიროტოს

იმავე მოჯადოებული სახით უნდა დახვედროდა, რაშიც მხოლოდ ერთი საღამოს

განმავლობაში მიიღო სიამოვნება. არც კონსტანსმა, არც ცეზარინმა, არც ანსელმმა არ

გაითვალისწინეს ამ ვეებერთელა სიხარულის საფრთხე. უკვე ოთხი საათი იყო,

მოლოდინში სამივენი ბავშვებივით მხიარულობდნენ.

ცეზარს, ამ კომერციული პატიოსნების გმირს, ბირჟაზე განცდილი ენით აუწერელი

მღელვარების შემდეგ კიდევ მოელოდა უეცარი ელდა სენტ-ონორეს ქუჩაზე. როცა

თავისი ყოფილი სახლის კიბის თავში, მას შემდეგ რომ არაფრით გამოცვლილიყო,

ალუბლისფერ კაბაში გამოწყობილი თავისი ცოლი, ცეზარინი, კონტი დე ფონტენი,

ვიკონტ დე ვანდენესი, ბარონი დე ლა ბილარდიერი და სახელმოხვეჭილი ვოკლენი

დაინახა, თვალებზე მსუბუქი ლეჩაქი გადაეკრა და ბიძამისმა პილიერომ, ხელი რომ

ჰქონდა მის მკლავში გაყრილი, იგრძნო, როგორ შეჟრჟოლდა მთელი ტანით.

- ეს კი მეტისმეტია, - უთხრა მოხუცმა ფილოსოფოსმა შეყვარებულ ანსელმს, - შენ

იმოდენა ღვინოს უსხამ, რომ თავის დღეში ვერ მოერევა.

იმდენად მოეცვა სიხარულს ყველა იქ დამსწრეს გული, რომ ცეზარის მღელვარება და

მისი ბორძიკით სიარული ყველას ბუნებრივ, აღტაცებაში გამოწვეულ

თავბრუსხვევად მოეჩვენა, თუმცა, საუბედუროდ, ეს ხშირად სიკვდილის

მომასწავებელია.

როცა შინ დაბრუნებულმა ცეზარმა ისევ თავის სასტუმრო ოთახში შედგა ფეხი,

დაინახა თავისი სტუმრები, რომელთა შორის სამეჯლისოდ გამოწყობილი

მანდილოსნები მიდი-მოდიოდნენ, უეცრად მის თავსა და გულში ბეთჰოვენის დიდი

სიმფონიის ფინალი აჟღერდა. ეს სრულყოფილი, ამაღლებული მუსიკა აგიზგიზდა,

გაკაშკაშდა, სიყვარულის ხმებით ამღერდა მის დაქანცულ ტვინში, სადაც ტრაგიკულ

ფინალად უნდა გადაქცეულიყო.

შინაგანი ჰარმონიით გაოგნებულ ცეზარს სახეში სისხლი მოაწვა, ცოლის ხელს

დაეყრდნო და წასჩურჩულა: - თავს ცუდად ვგრძნობ!

შეშინებულმა კონსტანსმა ქმარი დიდი გაჭირვებთ თავის ოთახში შეიყვანა, აქ ის

სავარძელში ჩაეშვა და წაილუღლუღა: - ბატონი ორბი! ბატონი ლორო!

ოთახში აბატი ლორო შემოვიდა, მას ახლდნენ სტუმრები და სამეჯლისოდ

მორთული მანდილოსნები. ყველანი ადგილზე გაშეშდნენ გაოცებულნი. ამ

მორთულ-მოკაზმული საზოგადოების თვალწინ ცეზარმა თავის მოძღვარს ხელი

მოუჭირა, და მისი თავი, იქვე ჩაჩოქილი ცოლის მხარზე დაეცა. საბრალოს გულში

Page 233: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

სისხლძარღვი გასკდომოდა და ანევრიზმამ ჩაახშო ცეზარის უკანასკნელი

ამოსუნთქვა.

- აი, სიკვდილი ალალმართალი კაცისა! - თქვა აბატმა ლორომ მნიშვნელოვანი ხმით

და ცეზარზე იმ შეუდარებელი მოძრაობით მიუთითა, როგორიც რემბრანდტმა

აღბეჭდა თავის სურათზე „ქრისტე ლაზარეს მკვდრეთით აღადგენს“.

იესო მიწას უბრძანებს, თავისი მსხვერპლი დაუბრუნოს. წმინდა მოძღვარი კი ცას

მიუთითებდა ამ კომერციული პატიოსნების მარტვილზე, რათა ის მარადიული

გვირგვინით შეემკო.

პარიზი - 1837 წ. ნოემბერი - დეკემბერი.

[1]რიშელიე, არმან ემანუელ დიუპლესი, დიუკი (1766-1822) - ფრანგი პოლიტიკური

მოღვაწე. რესტავრაციის დროს პრემიერ-მინისტრი იყო (შენიშვნები მთარგმნელისაა).

[2] რესპუბლიკის მეოთხე წლის 13 ვანდემიერს, ესე იგი 1795 წლის 5 ოქტომბერს

როიალისტებმა პარიზში აჯანყება მოაწყვეს ბურჟუაზიული თერმიდორიანული

კონვენტის წინააღმდეგ. აჯანყება იმავე დღეს ჩააქრეს მთავრობის ჯარებმა,

რომელთაც ნაპოლეონ ბონაპარტე მეთაურობდა. აჯანყების ბოლო ეპიზოდი იყო

შეტაკება წმ. როხის ეკლესიასთან, სადაც აჯანყებულთა სათადარიგო ძალები იყვნენ

გამაგრებული.

[3] იტალიაში მდ. ტრებიასთან 1799 წ. რუსეთ-ავსტრიის ჯარებმა სუვოროვის

მეთაურობით დაამარცხეს საფრანგეთის ჯარები, რომელთაც გენერალი მაკდონალდი

მეთაურობდა.

[4] 1793 წლის მეორე ბურჟუაზიული რევოლუციის დროს საფრანგეთში შემოღებული

იქნა კალენდარი, რომელიც ახალ წელთაღრიცხვას იწყებდა რესპუბლიკის

დამყარების დღიდან 1792 წლის 22 სექტემბრიდან.

[5]ბალზაკს მხედველობაში აქვს დეკრეტები, რომელიც კონვენტმა 1793 წ.

სექტემბერში მიიღო სანოვაგესა, საწარმოო საქონელსა და ნედლ მასალაზე მყარი

ფასების დაწესების შესახებ. ეს დეკრეტები მიმართული იყო სპეკულიანტების

წინააღმდეგ, რომლებიც ფასებს მაღლა სწევდნენ.

[6] ჟორჟ კადუდალი (1771-1804) - შუანთა ერთ-ერთი ბელადი, მეფის ხელისუფლების

მომხრე. ვანდეის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ კადუდალმა შეთქმულება მოაწყო

ბონაპარტეს წინააღმდეგ. 1800 წ. ინგლისში, გაიქცა, 1803 წელს საფრანგეთს

დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო პირველი კონსულის მოტაცების ორგანიზებაში.

18041 წ. დაიჭირეს და თავი მოჰკვეთეს.

[7] აფონს დე მონტორანი, მარკიზი - შუანთა ერთ-ერთი ბელადი. ცოლად შეირთო

მარი დე ვერნეი - ჯაშუში ქალი, მაგრამ ცოტა ხნის მერე რესპულიკელებმა ორივე

დახოცეს.

[8] დე ბოვანი, კონტი - მონტორანის ერთ-ერთი მეგობარი და აგრეთვე შუანთა

ბელადი.

Page 234: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

[9] ბერნიე, ეტიენ ალექსანდრ (1764-1806) - რევოლუციის დროს მრვლად იყო, შემდეგ

ბრეტონელ გლეხთა აჯანყებას ჩააუდგა სათავეში. ვანდეის აჯანყების ერთ-ერთი

ცნობილი ხელმძღვანელი. მოგვიანებით ბონაპარტეს შესთავაზა შუამავლობა

ხელისუფლებასა და აჯანყებულებს შორის. 1892 წ. ბონაპარტემ ორლეანის

ეპისკოპოსად დანიშნა.

[10] დიუ გენიკე, ბარონ - შუანთა აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე. ირლანდიაში

გაქცევის შემდეგ კვლავ დაბრუნდა 1814წ. საფრანგეთში 1832წ. ვანდეის აჯანყებაში

ჩაება. გარდაიცვა 1837წ.

[11] დე ფონტენი კონტი - 1799წ. ვანდეის აჯანყების ხელმძღვანელი. ლუი მე-18

მეგობარი, საფრანგეთის პერი შარლ მე-10 დროს. გარდაიცვალა 1824წს.

[12]ვოკლენი, ლუი-ნიკოლა (1763-1829) - ფრანგი მეცნიერი, ქიმიკოსი.

[13] გროსი უდრის თორმეტ დუჟინს. უპირატესად მიღებულია საგალანტერიო

საგნების საზომ ერთეულად.

[14] სტეიბელტი, დანიელ (1764-1823) - ფორტეპიანოს ფაბრიკანტის ვაჟი, ცნობილი

პიანისტი და კომპოზიტორი.

[15] პოტიე შარლი (1775-1838) - ფრანგი კომიკოსი მსახიობი.

[16] ტალმა, ფრანსუა - ჟოზეფ (1763-1826) სახელგანთქმული ფრანგი ტრაგიკოსი

მსახიობი.

[17] მარს ანა-ფრანსუაზ (1779-1847) - ცნობილო ფრანგი მსახიობი.

[18]ფლიბუსტიერი (ფრ.) - მატყუარა თაღლითი, ქურდი.

[19]ტერეი, ჟოზეფ-მარი (1715-1778) - სასულიერო პირი, ფრანგი პოლიტიკური

მოღვაწე.

[20] ორგონი და ტარტიუფი - მოლიერის კომედიის „ტარტიუფის ანუ

მატყუარას“ (1669წ.) მოქმედი პირნი.

[21]ტიურკარე - ფრანგი მწერლის ალენ-რენე ლესაჟის (1668-1748) ამავე

სახელწოდების მოქმედი პირი, ყოფილი ლაქია, რომელიც სპეკულაციის გზით

გამდიდრდა.

[22] ასე ეწოდებოდა კუნძულ ელბადან გაქცეულ ნაპოლეონ 1-ის მეორედ ტახტზე

ასვლის პერიოდს, რომელიც ასი დღე გაგრძელდა - 1815 წლის 20 მარტიდან 22

ივნისამდეა.

[23]რაფარდენი, დიუკ დე-რივიერი, შარლ-ფრანსუა (1763-1828) საფრანგეთის პერი.

1816-1820 წლებში საფრანგეთის ელჩი იყო კონსტანტინოპოლში, სადაც კუნძულ

მილოსზე ნაპოვნი ვენერას ქანდაკება შეიძინა და შემდეგ ლუვრის მუზეუმს

მიუძღვნა.

[24] სიტყვათა თამაში - „ტრეზორიერი“ ფრანგულად ხაზინადარს ნიშნავს.

Page 235: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

[25] 2ლუი მე-15 მოედანი, - ახლანდელი თანხმობის მოედანი, გაკეთდა ლუი მე-15

მეფობის დროს. მასზე აღმართული იყო ცხენზე ამხედრებული ქანდაკება ამ მეფისა.

რევოლუციის დროს მას რევოლუციის მოედანი დაარქვეს, 1795 წ. თანხმობის

მოედანი ეწოდა, მერე ისევ შეუცვალეს სახელი, ხოლო საბოლოოდ 1830 წელს

რევოლუციის დროს ისევ თანხმობის მოედანი დაერქვა.

[26] გრიზეტი - თავისი შრომით მცხოვრები ახალგაზრდა ქალი (მკერავი,

გამყიდველი და სხვ.) - სატრფო სტუდენტისა, მსახიობისა, მხატვრისა და სხვა.

[27] ბრუტუსი, მარკუს იუნიუსი (85-42 ჩვ. წ. აღრ.) - იულიუს კეისრის წინააღმდეგ

შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მისის მკვლელობის მონაწილე.

[28] ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5. საუკ. რომში, ფორუმის წინ მიწის ძვრის შედეგად

დიდი უფსკრული გაჩნდა, რომელსაც ვერაფრით ავსებდნენ. წინასწარმეტყველთ

გამოაცხადეს, უფსკრული პირს არ შეჰკრავს, სანამ შიგ რომის ძლიერებას არ

ჩააგდებენო. მაშინ ახალგაზრდა პატრიციუსმა მარკუს კურციუსმა გადაწყვიტა, რომ

რომის ძლიერება სიმამაცესა და იარაღში მდგომარეობდა და იარაღასხმული ცხენით

უფსკრულში გადაეშვა. ხალხმა უფსკრულში ყვავილები და ხილი ჩაყარა და

უფსკრულმაც პირი შეკრა.

[29]ალიბერი, ჟან-ლუი (1766-1837) - ლუი XVIII და შარლ X მკურნალი ექიმი.

იკვლევდა კანის დაავადებებს, დაწერილი აქვს შრომა „სენ-ლუის საავადმყოფოში

შესწავლილ კანის დაავადებათა აღწერა“, და სხვ.

[30]პიერ ბენარს ესტამპების მაღაზია ჰქონდა მონმარტის ბულვარზე. 1823 წლის

გამოფენაზე მიღებულ აქვს ჯილდო.

[31]ფონტენი, პირ-ფრანსუა-ლეონარი (1762-1853) - ფრანგი არქიტექტორი.

პერსიესთან ერთად იყო ნაპოლეონის კარის ფავორიტი. მისი გაჭრილია რივოლის

ქუჩა, მან ააგო კარუსელის ტრიუმფალური თაღი და მოსანანიებელი სამლოცველო.

[32] პერსიე, შარლ (1764-1838) - ფრანგი არქიტექტორი. ამპირის სტილის ერთ-ერთი

თვალსაჩინო წარმომადგენელი, აგებული აქვს კარუსელის ტრიუმფალური თაღი

(ფონტენთან ერთად). მისი აშენებულია ლუვრისა და ტიულრის ნაგებობები.

[33]ლარჟილიერი, ნიკოლა (1656-1746) - ფრანგი მხატვარი, სწავლობდა ანტვერპენში,

განიცდიდა რუბენსის გავლენას. საფრანგეთში დაბრუნებისას ბურჟუაზიის

საყვარელი პორტრეტისტი გახდა.

[34] ქ-ნი კოტენი (1773-1807) ავტორი რომანებისა „მალვინა“, „ამელი მენსფილდი“,

„მატილდა“ და სხვა.

[35] ქ-ნი რიკობონი (1714-1792) - თავდაპირველად იტალიური თეატრის მსახიობი.

დაწერილი აქვს რომანები „ჟიული კატესბის წერილები“, ავტობიოგრაფიული „ფანი

ბალტერის წერილები“ და სხვ.

[36] ბერნარდერ დე სენ-პიერი, ანრი (1737-1814) ფრანგი მწერალი, რუსოს მიმდევარი.

დაწერილი აქვს რომანები „პოლი და ვირჟინი“, „ინდური ქოხი“ და სხვ.

Page 236: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

[37] ფენელონი ფრანსუა დე სალინიაკ დე ლა მოტი (1651-1715) - ფრანგი პრელატი და

მწერალი, მისი ნაწარმოებებია „ტელემაქეს, უილისის ძის თავგადასავალი“,

„მიცვალებულთა დიალოგი“ და სხვ.

[38] რასინი, ჟან (1639-1699) - ფრანგი დრამატურგი, მისი ტრაგედიებია „ანდრომაქე“,

„ბრიტანიკუსი“, „ბერენიკა“, „ფედრა“ და სხვ.

[39] მერსიე, ლუი სებასტიენ (1740-1814) - ფრანგი მწერალი. ავტორი ესეებისა და

პოპულარული დრამებისა. იძლევა თავისი დროის საზოგადოების სატირულ აღწერას.

[40]მელიე, ჟან (1664-1729) - ფრანგი მატერიალისტი და ათეისტი. თავის ნაწარმოებში

„ანდერძში“ მელიემ გამოთქვა პროტესტი მისი თანამედროვე ფეოდალური

წყობილების წინააღმდეგ, ბალზაკი ახსენებს მე-18 საუკუნის ფრანგი მატერიალისტის

და ათეისტის პოლ-ანრი ჰოლბახის (1723-1789) ნაწარმოებს, სადაც ის განმარტავს

მელიეს „ანდერძის“ აზრს.

[41]ბატავა - სალათის სახეობა - სიტყვათა თამაში.

[42] კონსოლი (ფრ.) კედელზე მიყრდნობილი მაგიდა ორი გამოზნექილი ფეხით.

[43]მარატი, ჟან-პოლ (1743-1793) - მე-18 საუკუნის დასასრულის საფრანგეთის

ბურჟუაზიული რევოლუციის მოღვაწე, იაკობინელთა ერთ-ერთი ბელადი,

მგზნებარე ტრიბუნი და პუბლიცისტი. მოკლულ იქნა შარლოტ კორდეს მიერ

ჟირონდელების წაქეზებით.

[44] აქვე და ახლავე (ლათ.) [45]„კონსტიტუსიონელი“ - ფრანგული გაზეთი, რომელიც

რესტავრაციის წლებში კონსტიტუციონალისტ-როიალისტთა შეხედულებებს

ატარებდა.

[46] მანიუელი, ფუა, კაზიმირ პერიე, ლაფაიეტი, კურიე - ფრანგი პოლიტიკური

მოღვაწენი, რომელნიც რესტავრაციის პერიოდში ლიბერალური ოპოზიციის

სხვადასხვა დაჯგუფებებს ეკუთვნოდნენ.

[47] ბუალო, ნიკოლა (1636-1711) - ფრანგი პოეტი და კლასიციზმის თეორეტიკოსი. ამ

თეორიის წესები და ნორმები ჩამოაყალიბა თავის მთავარ ნაწარმოებში„პოეტური

ხელოვნება“.

[48] ბლენვილი, ანრი-მარი-დიუკროტუა (1777-1850) - ფრანგი მეცნიერი,

ნატურალისტი. ცნობილი ბუნებისმეტყველის, კიუვიეს მოწაფე. შემდგომში მისი

მოწინააღმდეგე. დატოვა მრავალი ნაშრომი, სადაც კიუვიეს თეორიებს ებრძვის.

[49] დიუპიუტრენი, გიიომ (1777-1837) თავისი დროის ერთ-ერთი ცნობილი ექიმი,

ლუი XVIII კარი დასტაქარი, საფრანგეთის აკადემიის წევრი.

[50]ფრანგი ტრაგიკოსი მსახიობი პიერ ლაფონი (1773-185.6) - კორნელის ტრაგედიაში

„სიდი“ წარმოთქვამს: „ჩემთან, ნაძირალებო, მავრებო, კასტილიელებო!“ მას ბაძავს

გოდისარი.

Page 237: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

[51] ვიიარი, კლოდ ლუი ჰექტორი (1653-1734) - საფრანგეთის მარშალი. მრავალი

გამარჯვება მოუპოვა საფრანგეთს, მათ შორის გამარჯვება დენენთან. 1712 წ.

მოახერხა ავსტრიასთან ზავი დაედო გერმანიის ქალაქ რეასტაში.

[52]„ჟურნალი დე დება“ – 1789 წ. დაარსებული ყოველდღიური გაზეთი.

რესტავრაციისა და ივლისის მონარქიის პერიოდში როიალისტთა ორგანო იყო.

[53] არხები, კანარის ჩიტები, მამაძაღლები (ალიტერაცია).

[54] არსებული, უცვლელი მდგომარეობა (ლათ.) [55]ნავზიკაია - მით. - თეაკიელების

მეფის ალკინოეს ქალიშვილი, რომელმაც ქარიშხლისაგან ნაპირზე გამორიყული

ოდისევსი იპოვა, ტანთ ჩააცვა და მამის კარზე მიიყვანა. მითის მიხედვით ნავზიკაია

ამ დროს ტანისამოსს რეცხდა წყალზე.

[56] კონტ დე ლასეპედი, ბერნარ ჟერმენ - ეტიენ დე ლავილი (1756-1825) -

სახელმოხვეჭილი ფრანგი ნატურალისტი, ბიუფონის მოძღვრების გამგრძელებელი,

შესანიშნავი მუსიკოსი. ცნობილია აგრეთვე, როგორც პოლიტიკური მოღვაწე.

[57]ბოსიუე, ჟაკ-ბენენი (1672-1704) - გამოჩენილი ფრანგი ღვთისმეტყველი,

ისტორიკოსი და მქადაგებელი.

[58] რასინი, ჟან (1639-1699) - ფრანგი დრამატურგი, კლასიციზმის წარმომადგენელი.

მისი ტრაგედიებია “ანდრომახა“, “ბრიტანიკი“, “ბერენიკა“, “ფედრა“, “ბაიაზეთი“ და

სხვა.

[59]ვოლტერი, ფრანსუა, მარი არუე (1694-1778) - ფრანგი მწერალი დაფილოსოფისი -

განმანათლებელი. იყო პოეტი, დრამატურგი, პროზაიკოსი.

[60] რუსო ჟან-ჟაკ (1712-1778) - ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, მწერალი.

მისი ნაწარმოებებია “საზოგადოებრივი ხელშეკრულება და პოლიტიკური

სამართლის პრინციპები“, მხატვრული ნაწარმოებები “იულია, ანუ ახალი ელოიზა“,

“აღსარება“ და სხვა.

[61]მონტესკიე შარლ-ლუი (1689-1755) - ფრანგი განმანათლებელი, იბრძოდა

აბსოლუტიზმის წინააღმდეგ. მისი მთავარი თხზულებებია „სპარსული წერილები“,

„კანონის სულის შესახებ“.

[62]მოლიერი, ჟან ბატისტი (1622-1673) - სახელგანთქმული ფრანგი კომედიოგრაფი.

მისი ნაწარმოებებია „გააზნაურებული მდაბიო“, „ძუნწი“, „ტარტიუფი“,

„მიზანთროპი“ და სხვა.

[63] ბიუფონი, ჟორჟ-ლუი - ლეკლერკი(1707-1788) - ფრანგი ნატურალისტი,

საფრანგეთის აკადემიის წევრი. თავის შრომაში „ბუნებისმეტყველების ისტორია“ (36

ტომად) გამოთქვა აზრი მცენარეული და ცხოველური სამყაროს ერთიანობის შესახებ.

წამოაყენა ჰიპოთეზა დედამიწის ევოლუციაზე.

[64] ფენელონი, ფრანსუა (1651-1715) - ფრანგი მწერალი. მისი მთავარი ნაწარმოებებია

„ულისის ვაჟის ტელემაქეს თავგადასავალი“, „მკვდრების დიალოგი“.

Page 238: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

[65] დე ლილი, ჟაკ (1738-1813) - ფრანგი პოეტი, ვერგილიუსის მთარგმნელი. ავტორი

დიდაქტიკური ლექსებისა.

[66] ბერნარდენ დე სენ პიერ, ანრი (1737-1814) ფრანგი მწერალი, ავტორი რომანებისა

„პოლი და ვირჟინი“, „ბუნების ეტიუდები“.

[67] ლაფონტენი, ჟან (1621-1625) - სახელოვანი ფრანგი მწერალი, იგავ-არაკების

ავტორი, [68] კორნელი, პიერ (1606-1684) - სახელოვანი ფრანგი დრამატურგი,

ტრაგედიების ავტორი.

[69]პასკალი, ბლეზ (1623-1662) - ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ფილოსოფოსი.

მისი ფილოსოფიური თხზულებაა „აზრები“, სადაც იძლევა ქრისტიანული

რელიგიის აპოლოგიას.

[70] ლაჰარპი ჟან ფრანსუა (1739-1803) - კლასიკური მიმართულების ფრანგი

კრიტიკოსი. დაწერა ლიტერატურის სახელმძღვანელო.

[71] ფუა, მაქსიმალიენ-სებასტიენი (1775-1825) ლიბერალურ იდეებს ქადაგებდა

დეპუტატთა პალატაში. სიკვდილის შემდეგ მისი შვილები საფრანგეთის მთავრობამ

მფარველობის ქვეშ აიყვანა, მათ სასარგებლოდ შეგროვილმა თანხამ ერთ მილიონს

გადააჭარბა.

[72] შან-დ’აზილი - მეორე რესტავრაციის დროს ბონაპარტეს მომხრეები და

ლიბერალები ლტოლვილ იქნენ ამერიკაში, სადაც დასახლდნენ ტეხასში და თავიან

მიწას დაარქვეს შან-დ’აზილი. 1818 წელს დაიწყო ფულის შეგროვება მათს

სასარგებლოდ. როგორც კი საფრანგეთში უფრო ლიბერალური მთავრობა შედგა,

ლტოლვილნი უკანვე დაბრუნდნენ სამშობლოში.

[73] მოლიერის კომედიის „განსწავლული ქალების“ გმირი, - კეთილგონიერი ბურჟუა.

[74] ბერძნულ მითოლოგიაში ხუმრობისა და ქირდვის ღმერთი

[75] ჰაბენეკი ფრანსუა ანტუანი (1781-1848) - ფრანგი მუსიკოსი, დირიჟორი,

კომპოზიტორი. მრავალი წლის განმავლობაში დირიჟორობდა გრანდოპერის

ორკესტრს, იყო მისი დირექტორი. შექმნილი აქვს კონცერტები, დუეტები,

ნოქტიურნები, კაპრიჩიო ვიოლინოსათვის და ორკესტრისათვის.) [76]ფლეიტაზე

დამკვრელი, თეატრ „ვარიეტეში“. დიდი ოსტატობით უკრავდა სალამურზე. მან

ჩამოაყალიბა სალამურზე დაკვრის მეთოდი. დაწერა მრავალი ნაწარმოები ამ

საკრავისათვის - უპირატესად ცეკვები.

[77] ბელონი - ომის ღმერთქალი რომაულ მითოლოგიაში.

[78]ფლორინი (სოფი გრინიო), ტულია (კლოდინ შაფარუ), მარიეტა (მარი გოდეშალი)

- იმ დროის მსახიობი და მოცეკვავე ქალები პარიზში.

[79] მიურატი, იოაქიმ (1767-1815) - საფრანგეთის მარშალი, ნაპოლეონის ომების

მონაწილე. ნაპოლეონის იმპერიის დაცემის შედეგ დახვრიტეს.

[80] ავტორს, ალბათ, მხედველობაში აქვს შევარდინის რედუტი ბოროდინოსთან,

რომელსაც რუსი ჯარისკაცები იცავდნენ ფრანგებისაგან 1812 წელს.

Page 239: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

[81] მარსანის პავილიონი მდებარეობდა ტიულრიში. ეს იყო მეფის ძმის კონტ

დ’არტუას რეზიდენცია. აქ ის თავს უყრიდა ულტრა-როიალისტებს, რომელთანაც

კავშირი ჰქონდა, როცა პოზიციას ხელმძღვანელობდა ლუი მე-18-ის პოლიტიკის

წინააღმდეგ.

[82]„მონიტორი“ - გაზეთი დაარსებული 1789 წელს. ნაპოლეონის იმპერიის,

რესტავრაციისა და ივლისის მონარქიის პერიოდებში მთავრობის ოფიციალური

ორგანო იყო.

[83] ვოლტერმა თავის ტრაგედია „ოლიმპიაში“ თქვა: „ღმერთმა მონანიება

მოკვდავთა სათნოებას მიაწერაო“.

[84] ლოუ ჯონ (1671-1729) - ფინანსისტი - მან გააკოტრა საფრანგეთის მრავალი

წვრილი მეანაბრე.

[85] კრებიიონი, კლოდ (1707-1777) - წერდა რომანებს ზნეობრივ საკითხებზე, ხშირად

უხამსი შინაარსით. მისი ამ ხასიათის ნაწარმოებია „დივანი“.

[86] „მეშინია დანაელების, თუნდაც ძღვენი მოჰქონდეთო“ - ამას ამბობს ლაოკოონი

რომაელი პოეტის ვერგილიუსის პოემა „ენეიდაში“.

[87]გობსეკი, ჟან-ესთერ, ვან-მდიდარი და ძუნწი მევახშე, წარმოშობით ჰოლანდიელი.

მიუხედავად დიდძალი ქონებისა, სიღარიბეში გარდაიცვალა. ბალზაკს ის

გამოყვანილი ჰყავს მრავალ თავის ნაწარმოებში („გობსეკი“, „მამა გორიო“ და სხვ.).

[88] ავაზაკების მზარეული ქალი პიერ-ლესაქის რომანში „ჟილ ბლასის

თავგადასავალი“, ავტორის აღწერილობით კუდიანს ჰგავდა.

[89] ლ’ოპილატი, მიშელ დე (1506-1573) - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე,

საფრანგეთის კანცლერი.

[90] ვანდეის აჯანყება - კონტრრევოლუციური აჯანყება შეძლებული გლეხებისა,

რომელიც მოხდა დასავლეთ საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში

18-ე ს. დამლევსა და 19-ე ს. დასაწყისში. მას თავადაზნაურობა და კათოლიკური

სამღვდელოება ხელმძღვანელობდა.

[91] სგანარელი - მოლიერის კომედიების გმირი, განასახიერებს კეთილგონიერ

მდაბიოს.

[92] ფრონტენი - თამამი, გამჭრიახი მსახურის ტიპი ძველ კომედიაში.

[93] მასკარილი - ცუღლუტი, ხრიკიანი მსახურის ტიპი მე-17 და მე-18 საუკუნის

კომედიებში.

[94] სკაპენი - მსახური იტალიურ კომედიაში. მოლიერმა ის გამოიყვანა თავის

კომედიაში „სკაპენის ოინები“.

[95] ინგლისელი მწერლის სემუელ რიჩარდსონის (1689-1761) რომანი წერილებში.

[96] მდინარე ბერეზინაზე გადასვლა - ერთ-ერთი უკანასკნელი სამხედრო ეპიზოდი

იყო ნაპოლეონის არმიის დამარცხებისა რუსეთში 1812 წელს.

Page 240: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი

[97]ეს სიტყვები საფრანგეთის მარშალმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიანიმ

დეპუტატთა პალატაში თქვა. 1831 წ. 8 სექტემბერს რუსებმა სისხლიანი რეპრესიებით

ჩაახშეს ვარშავის აჯანყება. პასუხად ოპოზიციის აღშფოთებისა, სებასტიანიმ იმავე

თვის 16-ში განაცხადა „წესრიგი სუფევს ვარშავაშიო“.

Page 241: ონორე დე ბალზაკი ცეზარ ბიროტოapi.ning.com/files/7j71GRa9aZKSNtiE6fzFHznSYqxzxP2... · ონორე დე ბალზაკი