135
სამაგისტრო პროგრამის საგამოცდო საკითხავი Ecology, Forestry, Natural Resources 2012 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 7/25/2012

სამაგისტრო პროგრამის საგამოცდო ...iliauni.edu.ge/uploads/other/15/15584.pdf · 2015-08-04 · სამაგისტრო

  • Upload
    others

  • View
    12

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

სამაგისტრო

პროგრამის

საგამოცდო

საკითხავი Ecology, Forestry, Natural Resources

2012

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

7/25/2012

1

სარჩევი თავი 1 ............................................................................................................................................................ 4

რა არის ბიომრავალფეროვნება? ............................................................................................................... 4

სახეობათა მრავალფეროვნება ............................................................................................................... 5

რა არის სახეობები? ............................................................................................................................. 5

სახეობათა მრავალფეროვნების გაზომვა ........................................................................................ 9

გენეტიკური მრავალფეროვნება ......................................................................................................... 11

ეკოსისტემის მრავალფეროვნება ........................................................................................................ 13

ტროფული დონეები ......................................................................................................................... 15

კვებითი ჯაჭვები და კვებითი ქსელები ........................................................................................ 16

საკვანძო სახეობები და გილდიები ................................................................................................ 17

საკვანძო რესურსები ......................................................................................................................... 19

ეკოსიტემების დინამიკა ................................................................................................................... 19

მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება .................................................................................................... 20

რამდენი სახეობა არსებობს?............................................................................................................ 20

სად გვხვდება მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება? ..................................................................... 25

თავი 4 .......................................................................................................................................................... 31

ბიომრავალფეროვნების საფრთხე ........................................................................................................ 31

მოსახლეობის ზრდა და მისი გავლენა .............................................................................................. 33

ჰაბიტატის განადგურება...................................................................................................................... 35

ტროპიკული ტყეები ......................................................................................................................... 37

ზომიერი სარტყელის ბალახოვნები .............................................................................................. 42

ჭარბტენიანი ტერიტორიები (ვეთლენდი) ................................................................................... 43

სანაპირო წყლები ............................................................................................................................... 44

გაუდაბნოება ...................................................................................................................................... 45

ჰაბიტატის დანაწევრება (ფრაგმენტაცია) ......................................................................................... 46

ფრაგმენატაციით გამოწვეული საფრთხეები ............................................................................. 48

კიდეების ეფექტი ............................................................................................................................... 50

გარემოს განადგურება და დაბინძურება ........................................................................................... 53

პესტიციდები ..................................................................................................................................... 55

წყლის დაბინძურება ........................................................................................................................ 56

ჰაერის დაბინძურება ........................................................................................................................ 58

2

გლობალური კლიმატური ცვლილება .............................................................................................. 60

კლიმატის ცვლილება და ზღვის გარემო ...................................................................................... 64

გლობალური დათბობის საერთო შედეგი .................................................................................... 65

გადაჭარბებული ექსპლუატაცია ........................................................................................................ 66

ბუნებრივი რესურსების გამოყენება ტრადიციულ საზოგადოებებში .................................... 67

გარეული სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობა ......................................................................... 69

მოსავლის კომერციული მიზნებით აღება .................................................................................... 70

ინვაზიური სახეობები ......................................................................................................................... 74

ინვაზიური სახეობები კუნძულებზე ............................................................................................. 76

ინვაზიური სახეობები წყლის გარემოში ..................................................................................... 77

სახეობის უნარი გახდეს ინვაზიური ............................................................................................. 79

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ........................................................................................... 82

დაავადება ............................................................................................................................................... 83

ისტორია და მისი გავლენა ტყის მართვაზე (მენეჯმენტზე) .............................................................. 91

შესავალი ................................................................................................................................................. 91

გარემოს დამცველების ფსევდო-ისტორიები ................................................................................... 92

სატყეო პროფესიასთან დაკავშირებული ფსევდო-ისტორიები ................................................ 93

ტყის მენეჯმენტის განსაზღვრება................................................................................................... 94

ტყის მმართველობის ტიპოლოგია ................................................................................................. 95

ტყის მმართველობითი სისტემის ისტორიის შესწავლა ................................................................ 95

ტყის მართვის მტკიცებულებები პრეისტორიულ ბრიტანეთში .............................................. 96

ბოლო დროინდელი მიღწევები ტყის ისტორიაში ...................................................................... 97

პრობლემები მტკიცებულებების მოძიებასა და ინტერპრეტირებაში ...................................... 98

ტყის საფარის ისტორია ...................................................................................................................... 101

პირველყოფილი ადამიანის გავლენა ტყის საფარზე: ნადირობა და ხანძარი ...................... 103

სოფლის მეურნეობამდე: საკვების წარმოება ტყეების კონტროლის გზით ......................... 107

ტყეების მოხმარებიდან მის მენეჯმენტამდე .................................................................................. 108

ტყეებისა და ხის გამოყენება პრეისტორიულ სამყაროში ......................................................... 108

რატომ იმართებიან ტყეები? რატომაც არა? ............................................................................... 110

როდის იქცევა მოხმარება მენეჯმენტად? ................................................................................... 112

ტყის მართვა არაპროფესიონალების მიერ ...................................................................................... 113

შესავალი ............................................................................................................................................... 113

3

ტყის მართვა ნეოლითურ ხანაში ცენტრალურ ევროპაში ........................................................ 114

წმინდა ტყეები კლასიკური ეპოქის ევრაზიაში ......................................................................... 116

უბრალო არსებობის მიღმა: ტყეების ღირებულება ადრეული შუასაუკუნეების

ბრიტანეთსა და გვიანდელი შუასაუკუნეების ნორმანდიაში ................................................. 117

ტყეების ინტენსიური მართვა გლეხების მიერ გვიანი XIX საუკუნის ჩინეთში .................... 118

მეტყევეების დამარცხება მათსავე თამაშში: სუმატრაზე გლეხების მიერ გაშენებული

Shorea Javanica-ს ტყეები ................................................................................................................. 119

ტყის მართვა პროფესიონალთა მიერ ............................................................................................... 120

რეპრესიული ფესვები: სამეფო ტყეების დაცვა ხალხისგან შუა საუკუნეების ინგლისში .. 121

თანამედროვე მეტყევეობის ღრმა ფესვები ................................................................................. 122

ობერვოლფახი: ფემელვალდიდან ჭადრაკის დაფის სტილის მეტყევეობამდე და უკან ... 123

ოპერაცია წარმატებით დასრულდა, პაციენტი გარდაცვლილია: მალაიზიის

ერთგვაროვანი სისტემა .................................................................................................................. 125

ფართოფოთლოვანი ტყეები წიწვოვანი ხეების სამსახურში: ერთობლივი ტყის აღდგენის

სამუშაოები ნეპალში ....................................................................................................................... 125

ტყის მმართველობის ზეგავლენა ტყეებზე ..................................................................................... 126

ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ტყის მმართველობის უგულვებელყოფით .................. 128

დასკვნა: ისტორიის საზღვრების დატოვება .................................................................................. 130

მეტყევეობის პროფესია: უმჯობესდება დროსთან ერთად? .................................................... 131

აპრობირებული სატყეო პოლიტიკების გამოგონება ................................................................ 132

მეტყევეობის განვითარების მხარდაჭერა: ევრო-პროფესიონალიზმის დაძლევის სწავლება

............................................................................................................................................................ 132

დაე იხაროს ათასმა ტყემ ................................................................................................................ 133

4

თავი 1

რა არის ბიომრავალფეროვნება?

იოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა კონსერვაციული ბიოლოგიის მთავარი

ამოცანაა. ტერმინი ბიოლოგიური მრავალფეროვნება, ან უბრალოდ

ბიომრავალფეროვნება, გამოიყენება სახეობებისა და ბიოცენოზების მთელი

რიგი სახეობების, ისევე როგორც გენეტიკურ სახეობათა მრავალფეროვნებისა და

მთლიანად ეკოსისტემური პროცესების გამოსახატავად. განასხვავებენ

ბიომრავალფეროვნების სამ დონეს:

სახეობათა მრავალფეროვნება. დედამიწის ყველა სახეობა, ერთუჯრედიანი

ბაქტერიის, მიკროორგანიზმისა და არქეის ჩათვლით, ისევე როგორც

მრავალუჯრედიანი მცენარეები, სოკოები და ცხოველები.

გენეტიკური მრავალფეროვნება. გენების განსხვავებულობა სახეობათა შორის,

როგორც გეოგრაფიულად განცალკევებულ პოპულაციებს შორის, ასევე

პოპულაციის შიგნით.

ეკოსისტემების მრავალფეროვნება. განსხვავებული ბიოცენოზები და

პროცესები, რომლებიც ქიმიურ და ფიზიკურ გარემოში მიმდინარეობს.

სამივე დონე აუცილებელია სიცოცხლის, იმ ფორმით როგორადაც ჩვენ მას ვიცნობთ,

გადასარჩენად და ყველა მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის (Levin 2001). სახეობათა

მრავალფეროვნება გამოხატავს სახეობათა ევოლუციური და ეკოლოგიური

ადაპტაციის (შეგუების) მთლიან სპექტრს ცალკეული საბინადრო გარემოების მიმართ.

ის ხალხს უზრუნველყოფს რესურსების მრავალფეროვნებით, საჭიროების

შემთხვევაში გამოსაყენებლად; მაგალითად, ტყე, მრავალი სახეობის საშუალებით,

უზრუნველყოფს მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებას და შეიძლება

გამოყენებულ იქნას საკვებად, თავშესაფარად და სამკურნალოდ. გენეტიკური

მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს სახეობებს შეინარჩუნონ

კვლავწარმოებითობის, დაავადებისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ცვლადი

პირობებისადმი შეგუების უნარი. კულტურულ მცენარეებსა და მოშინაურებულ

ცხოველებში გენეტიკურ მრავალფეროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,

განსაკუთრებით მოშენების პროგრამებში, რომლებიც აუცილებელია სოფლის

მეურნეობის განვითარებისა და ასეთი სახეობების დაავადებებისადმი ამტანიანობის

გაზრდისათვის. ეკოსისტემების მრავალ-ფეროვნება ასახავს ურთიერთმოქმედი და

ურთიერთდამოკიდებული სახეობების ერთობლივ დამოკიდებულებას გარემოსთან

5

დაკავშირებულ სხვადასხვა პირობაზე. ბიოცენოზები, რომლებიც უდაბნოებში,

მინდვრებში, ჭაობებსა და ტყეებში გვხვდებიან, უზრუნველყოფენ ადამიანებს

დასალევი წყლით და სოფლის მეურნეობისათვის საჭირო პირობებით;

აკონტროლებენ წყალდიდობას, იცავენ ნიადაგის დაშლისაგან; ფილტრავენ ჰაერსა და

წყალს. განვიხილოთ ბიომრავალფეროვნების თითოეული დონე.

სახეობათა მრავალფეროვნება

სახეობათა მრავალფეროვნება მოიცავს დედამიწაზე არსებულ სახეობათა

ერთობლიობას. მათი ამოცნობა და კლასიფიკაცია გარემოსდაცვითი ბიოლოგიის ერთ-

ერთი უმთავრესი მიზანია(Morell 1999).

როგორ ხდება ცალკეული სახეობების ამოცნობა დედამიწაზე მცხოვრებ უამრავ

ორგანიზმებს შორის, რომელთაგან უმრავლესობა პატარა ზომითა და მცირედი

განმასხვავებელი ნიშნებით გამოირჩევა? და რა არის ახალი სახეობების წარმომშობის

მიზეზი? იმ პროცესის კვლევა, როდესაც რომელიმე სახეობა გარდაიქმნება ერთ ან მეტ

ახალ სახეობად, თანამედროვე ბიოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ახალი

სახეობების წარმოქმნა ჩვეულებისამებრ ნელი პროცესია, რომელიც ასობით, თუ არა

ათასობით, თაობების განმავლობაში მიმდინარეობს. უფრო მაღალი დონის

ტაქსონების ევოლუცია, როგორებიც ახალი გვარები და ოჯახებია, კიდევ უფრო ნელი

პროცესია, რომელიც ასი ათასობით და შეიძლება მილიონობით წელსაც გაგრძელდეს.

საპირისპიროდ, ადამიანებს ამ ნელი ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოქმნილი

უნიკალური სახეობების განადგურებისათვის სულ რამოდენიმე ათწლეული

სჭირდება.

რა არის სახეობები?

სახეობების განმარტება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ პრაქტიკული

გამოყენებისათვის მათი განსაზღვრება, როგორც წესი, შემდეგიდან ერთ-ერთის

საშუალებით ხდება:

1. ინდივიდების ჯგუფი, რომელიც მორფოლოგიურად, ფიზიოლოგიურად ან

ბიოქიმიურად გამორჩეულია სხვა ჯგუფებისაგან მნიშვნელოვანი დამახა-

სიათებელი თვისებებით; ეს არის სახეობის მორფოლოგიური განმარტება.

6

2. ინდივიდების ჯგუფი, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად გამრავლებას

ველურ გარემოში და რომელიც არ მრავლდება სხვა სახეობის ინდივიდებთან

შეჯვარებით; ეს არის სახეობათა ბიოლოგიური განმარტება.

გამომდინარე იქიდან, რომ მეთოდები და მოსაზრებები, რომლებსაც ეს განმარტებები

იყენებენ განსხვავებულია, სახეობათა განსაზღვრის ეს ორი საშუალება ყოველთვის არ

იძლევა ერთიდაიგივე შედეგს.

ინდივიდის მორფოლოგია არის მისი ფორმა და სტრუქტურა - ან უფრო მარტივად

მისი გარეგნობა. სულ უფრო ხშირად, ბიოქიმიური განსხვავებები დნმ-ის

თანამიმდევრობებსა და სხვა მოლეკულურ მარკერებში, გამოიყენება ისეთი

სახეობების გარჩევისათვის, რომლებიც თითქმის იდენტურად გამოიყურებიან,

როგორებიც, მაგალითად, ხვადასხვა სახეობის ბაქტერიებია (Cagnato and Sun 2007).

სახეობების მორფოლოგიური განმარტება ყველაზე ხშირად ტაქსონომისტების (ესაა

ბიოლოგები, რომლებიც აჯგუფებენ უცნობ ეგზემპლარებსა და სახეობებს) მიერ

გამოიყენება.

ტაქსონომისტები ნიმუშებს ბუნებაში აგროვებენ და შემდეგ ინახავენ ისეთ

ადგილებში, როგორებიც მსოფლიოს 6500 ბუნების ისტორიის მუზეუმია. ეს

კოლექციები საფუძველს უყრიან სახეობათა დახასიათებებსა და კლასიფიკაციის

სისტემებს. თითოეულ სახეობას ენიჭება უნიკალური ორნაწილიანი სახელი (ბინომი),

ისეთები როგორიცაა, მაგალითად, Canis lupus რუხი მგლისთვის. სახელის პირველი

ნაწილი, Canis, აღნიშნავს გვარს (ძაღლი). სახელის მეორე ნაწილი, lupus, აღნიშნავს

სახეობას, ამ შემთხვევაში რუხი მგელი. სახელების მინიჭების ეს სისტემა როგორც

განასხვავებს სახეობებს ერთმანეთისაგან, ასევე აკავშირებს მათ მსგავს სახეობებთან -

ისეთებთან როგორებიცაა Canis aureus - ტურა ან Canis rufus - წითელი მგელი.

სახეობების ბიოლოგიური განმარტება ყველაზე ხშირად ევოლუციის მკვლევარი

ბიოლოგების მიერ გამოიყენება, რომლებიც შეისწავლიან დროის განმავლობაში

სახეობათა შორის ცვლილებებს. ბიოლოგიური განმარტება ხაზს უსვამს

მემკვიდრეობას - გამრავლებისა და გენეტიკურ ურთიერთობებს - და არა ფიზიკურ

მახასიათებლებს, რომლებზეც გარემომ შეიძლება იქონიოს გავლენა. თუმცა

პრაქტიკაში, სახეობების ბიოლოგიური განმარტების გამოყენება რთულია

გამომდინარე იქიდან, რომ ის მოითხოვს ზუსტ ცოდნას იმისა, თუ რომელ

ინდივიდებს აქვთ ერთმანეთთან შეჯვარების პოტენციალი, ისევე როგორც მათი

ერთმანეთის მიმართ ბიოლოგიური ურთიერთობების გაგებას - ინფორმაცია,

რომელიც იშვიათად არის ხელმისაწვდომი.

პრობლემები სახეობებს შორის განსხვავებებისა და მსგავსებების დადგენაში უფრო

ხშირია ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს (Bickford et al. 2007; Haig et al. 2007).

7

ცალკეულ სახეობებს შეიძლება ჰქონდეთ რამოდენიმე ადვილად შესამჩნევი

მორფოლოგიური განსხვავებები, მაგრამ ამავე დროს ინდივიდები შეიძლება იყვნენ

საკმარისად მსგავსნი იმისათვის, რომ

ერთმანეთში შეჯვარება შეძლონ და

შესაბამისად განიხილულ იქნან ერთ

ბიოლოგიურ სახეობად. მაგალითად, ყველა

მოშინაურებული ძაღლი მიეკუთვნება ერთ

სახეობას (Canis familiaris) და მზად არიან

შეჯვარებისათვის მიუხედავად მათ შორის

შესამჩნევი მორფოლოფიური განხვავებისა

(სურათი 2.1.). ალტერნატიულად,

„სიბლინგი“ (დედმამიშვილები) სახეობები

მიუხედავად იმისა, რომ მორფოლოგიურად

და ფიზიოლოგიურად ძალზედ მსგავსები

არიან, ბიოლოგიურად განხვავდებიან და

მათი შეჯვარება არ ხდება.

ტაქსონომისტებმა ახლა იციან, რომ რაც

ერთიდაიგივე სახეობების განსხვავებულ

პოპულაციებად მოიაზრებოდა ხშირად

გენეტიკურად განხვავებული, სხვადასხვა

სახეობებია. სულ უფრო ხშირად,

განსხვავებები დნმ-ის თანამიმდევრობებსა

და სხვა მოლეკულურ მარკერებში

გამოიყენება ისეთი სახეობების

გარჩევისათვის, რომლებიც თითქმის

ერთნაირად გამოიყურებიან - ბაქტერიების

მრავალი სახეობის, მცენარეებისა და

ცხოველების ჩათვლით. მაგალითად,

კალიფორნიული გვირილა, დასავლეთ

ამერიკის ველური ყვავილი, განიხილება

ერთ სახეობად - Lasthenia californica. დნმ-ის

სტრუქტურის შესწავლამ ამ მცენარის 60

პოპულაციაზე დაკვირვებით, ბოტანიკოსები

მათი ორ ჯგუფად გამოყოფის დასკვნამდე

მიიყვანა, რომლებიც გენეტიკურად

განსხვავდებიან და სავარაუდოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთისაგან

დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ (Chan et al. 2002). შემდგომმა კვლევებმა

8

გამოავლინა შეუმჩნეველი განსხვავებები მორფოლოგიაში, რამაც დაადასტურა, რომ

მცენარეთა პოპულაციების უმეტესობა L. californica-ს სხვადასხვა სახეობებს

მიეკუთვნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოპულაციები გარეგნულად იდენტურია.

ასეთ სიტუაციებს ეწოდება შენიღბული ბიომრავალფეროვნება (cryptic biodiversity) -

შეუსწავლელი სახეობების არსებობა, რომელთა ხელოვნური დაჯგუფება მოხდა

მსგავსი გარეგნობის მქონე სახეობებთან (Lahaye et al. 2008).

სხვა შემთხვევებში მონათესავე, მაგრამ განსხვავებული სახეობების ინდივიდები

შესაძლებელია შემთხვევით შეჯვარდნენ და წარმოშვან ჰიბრიდები, შუალედური

ფორმები, რომლებიც აფერმკრთალებენ განსხვავებებს სახეობათა შორის. ზოგჯერ

ჰიბრიდები უფრო ადვილად ეგუებიან გარემოს, ვიდრე რომელიმე მშობელი და ახალ

სახეობად ყალიბდებიან. ჰიბრიდიზაცია

განსაკუთრებით ხშირია გაუსაძლის

გარემო პირობებში აღმოცენებულ

მცენარეებში. ცხოველებსა და მცენარეებს

შორის ჰიბრიდიზაციას ხშირად აქვს

ადგილი, როდესაც იშვიათი სახეობის

რამდენიმე ინდივიდი გარშემორტყმულია

მრავალრიცხოვანი მონათესავე

სახეობებით. ამის კარგი მაგალითია

წითელი მგელი ამერიკის შეერთებულ

შტატებში. ამ სახეობათა დაცვის

აუცილებლობის საკითხი კითხვის ნიშნის

ქვეშ დადგა, რადგან მორფოლოგიურმა და

გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ

დარჩენილი წითელი მგლები,

რეალურად, ტურასთან ხანგრძლივი

პერიოდის განმავლობაში შეჯვარების

შედეგად გაჩენილი ჰიბრიდებია (სურათი

2.2; Brownlow 1996).

ერთი სახეობის მეორისაგან ცალსახად

გარჩევის შეუძლებლობა, მახასიათებელი

თვისებების მსგავსებისა თუ დამაბნეველი

მეცნიერული დასახელებების გამო,

საგრძლობლად აფერხებს სახეობათა

დაცვის ძალისხმევას (Gerson et. al. 2008).

რთულია შეიმუშავო ზუსტი, ეფექტური

კანონმდებლობა სახეობების დასაცავად

9

თუ მათი ზუსტი განსაზღვრებები არაა ცნობილი. ათობით ათასი ახალი სახეობის

აღწერა ყოველ წელს ხდება, მაგრამ ესეც არაა საკმარისი. ამ პრობლემის

გადაჭრისათვის სულ უფრო მეტი ტაქსონომისტის მომზადებაა აუცილებელი,

განსაკუთრებით მრავალი სახეობებით დასახლებულ ტროპიკებში სამუშაოდ (Wilson

2003).

სახეობათა მრავალფეროვნების გაზომვა

გარემოსდამცველ ბიოლოგებს ხშირად სურთ დაადგინონ მდიდარი

ბიომრავალფეროვნების მქონე ადგილები. ეკოლოგებმა შეიმუშავეს სახეობათა

მრავალფეროვნების რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომელთა საშუალებით შეიძლება

მრავალფეროვნების შედარება (Legendre et al. 2005; Novotny et al. 2007).

სამი რაოდენობრივი ინდექსი გამოიყენება სახეობათა მრავალფეროვნების სამი

განსხვავებული გეობრაფიული მასშტაბის აღწერისათვის:

სახეობათა მრავალფეროვნება განისაზღვრა როგორც რომელიმე კონკრეტულ

ეკოსისტემაში სახეობათა რაოდენობა, საზომი რომელსაც სახეობათა

რიცხოვნობა ან ალფა მრავალფეროვნება ეწოდა (Gabriel et al. 2006).

გამა მრავალფეროვნება ვრცელდება უფრო ფართო გეობრაფიულ მასშტაბებზე,

როგორც სახეობათა რიცხვი, რომელიც ბინადრობს დიდი ზომის რეგიონებში,

რამდენიმე ეკოსისტემემის ფარგლებში, მაგალითად კონტინენტზე.

ბეტა მრავალფეროვნება აერთიანებს ალფა და გამა მრავალფეროვნებას.

მაგალითად, თუკი რეგიონის ყველა წყაროში ბინადრობენ თევზების

ერთიდაიგივე სახეობები, ბეტა მრავალფეროვნება დაბალი იქნება; მეორეს

მხრივ, თუკი ფრინველთა სახეობები, რომლებიც ერთ ტყეში ბინადრობენ

რადიკალურად განსხვავდებიან მახლობელი, მაგრამ სხვა ტყის

ფრინველებისაგან, ბეტა მრავაფეროვნება მაღალი იქნება. მისი გაზომვა

შესაძლებელია გამა მრავალფეროვნების შეფარდებით ალფა

მრავალფეროვნებასთან.

წარმოვიდგინოთ სამი განსხვავება სურათი 2.3-ში მოცემული თეორიული მაგალითის

საშუალებით. რეგიონი 1 ხასიათდება ყველაზე მაღალი ალფა მრავალფეროვნებით,

სახეობათა მეტი საშუალო რაოდენობით მთაში, ვიდრე ეს სხვა ორ რეგიონშია;

რეგიონში 2 წარმოდგენილია ყველაზე მაღალი გამა მრავალფეროვნება, სულ 10

სახეობის რაოდენომით. გამას გაყოფა ალფაზე საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რომ

რეგიონში 3 ყველაზე მაღალი ბეტა მრავალფეროვნებაა.

10

სურათი 2.3 ბიომრავალფეროვნების ინდექსი სამი რეგიონისათვის, რომელთაგან

თითოეული შედგება სამი განსხვავებული მთისაგან. თითოეული ასო წარმოადგენს

სახეობათა პოპულაციებს; ზოგიერთი სახეობა მხოლოდ ერთ მთაზეა, მაშინ როდესაც სხვები

წარმოდგენილია ორ ან სამ მთაზე. ალფა, ბეტა და გამა მაჩვენებლები ნაჩვენებია თითოეული

რეგიონისათვის. თუკი მხოლოდ ერთი რეგონის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი ეს

რეგიონი 2 უნდა იყოს რადგან იქ ყველაზე დიდი გამა მაჩვენებელია. თუმცა, თუ მხოლოდ

ერთი მთის დაცვა იქნებოდა შესაძლებელი რეგიონი 1-ის მთა უნდა იქნას არჩეული, რადგან

მას ყველაზე მაღალი ალფა მრავალფეროვნება აქვს.

პრაქტიკაში, მრავალფერვნების ინდექსები ხშირად ურთიერთდამოკიდებულია.

ანდების მთათა სისტემის აღმოსავლეთ მთისწინეთში გავრცელებული მცენარეები,

მაგალითად, გამოირჩევიან მაღალი ალფა,

ბეტა და გამა მრავალფეროვნების

მაჩვენებლებით. მრავალფეროვნების ეს

რაოდენობრივი განსაზღვრებები გამოიყენება

უპირველესად ტექნიკურ ეკოლოგიურ

ლიტერატურაში და მოიცავენ მხოლოდ

ნაწილს იმ ფართო ბიომრავალფეროვნების

განსაზღვრისა, რომელსაც ეკოლოგები იყენებენ. თუმცა, ისინი სასარგებლოა

სახეობათა გავრცელების მოდელებზე საუბრისა და მსოფლიოს რეგიონების

სახეობათა მრავალფეროვნების შეს-

წავლა ეხმარება ბიოლოგებს დაად-

გინონ ადგილები, რომლებსაც ყველა-

ზე დიდი ყურადღება სჭირდებათ

11

შედარებისათვის; ასევე ღირებულია ისეთი ტერიტორიების დასადგენად, რომლებიც

ბევრი ადგილობრივი სახეობით არიან დასახლებულნი და საჭიროებენ კონსერვაციას.

გენეტიკური მრავალფეროვნება

ბიომრავალფეროვნების თითოეულ დონეზე - სახეობების, გენეტიკისა და

ეკოსისტემის - ბიოლოგები შეისწავლიან მექანიზმს, რომელიც ცვლის ან ინარჩუნებს

მრავალფეროვნებას. გენეტიკური განსხვავება სახეობათა შორის ხშირად

დამოკიდებულია ინდივიდების რეპროდუქციულ ქცევაზე. პოპულაცია არის

ინდივიდთა ჯგუფი, რომლებიც პოტენციურად ეჯვარებიან ერთმანეთს და ჰყავთ

შთამომავლები; სახეობები შესაძლბელია აერთიანებდნენ ერთ ან რამდენიმე

პოპულაციებს, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება შედგებოდნენ მხოლოდ რამდენიმე

ან მილიონი ინდივიდისაგან იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ინდივიდს

შთამომავალი სხვასთან ერთად ჰყავს.

ინდივიდები პოპულაციის შიგნით გენეტიკურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს

გენეტიკური მრავალფეროვნება, უფრო კონკრეტულად კი გენეტიკური ცვალებადობა

წარმოიშობა იმიტომ, რომ ინდივედებს ოდნავ განსხვავებული დნმ-ის წყობა აქვთ,

რომელიც გენს წარმოშობს - ფუნქციური ერთეული, რომელიც ცილის სინთეზისთვის

ყველა საჭირო ინფორმაციას შეიცავს (ენზიმები ძუძუმწოვრების საჭმლის მონელების

სისტემაში ან ჰემოგლობინი, რომელსაც ჟანგბადს გადააქვს სისხლში). გენების

სხვადასხვა ფორმები ალელების სახელით არის ცნობილი და განსხვავებები როგორც

წესი წამოიშობა მუტაციის საშუალებით, რომელიც დნმ-ის თანმიმდევრულობას

ცვლის. გენების განსხვავებულმა ალელებმა შესაძლებელია ინდივიდის ორგანიზმის

განვითარებასა და ფიზიოლოგიაზე იქონიონ გავლენა, ისევე როგორც მის ამტანობაზე

- ინდივიდის გადარჩენისა და რეპროდუქციის უნარი (სურათი 2.4).

რეპროდუქციის შედეგად გენეტიკური სახესხვაობების ზრდა გამოწვეულია გენების

რეკომბინაციით. კერძოდ, ქრომოსომებს შორის გენების გაცვლის შედეგად იქმნება

ახალი კომბინაციები - ორი მშობლის ქრომოსომა ერწყმის ახალი უნიკალური ნაყოფის

ფორმირებისათვის. მუტაციისაგან განსხვავებით, სხვადასხვა კომბინაციების

ალელების შემთხვევითი გადაადგილება - რაც რეპროდუქციის უნარის მქონე

სახეობებს ახასიათებთ - დრამატულად ზრდის გენეტიკური სახესხვაობების

პოტენციალს.

12

გენებისა და ალელების ერთობლიობას პოპულაციაში გენოფონდი ეწოდება, მაშინ

როდესაც ინდივიდისათვის დამახასიათებელი გენების ერთობლიობას გენოტიპი

ჰქვია. ინდივიდის ფენოტიპი გამოხატავს მის მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ,

ანატომიურ და ბიოქიმიურ მახასიათებლებს, რომლებიც წარმოიშობა მისი გენოტიპის

გამოვლინებით კონკრეტულ გარემოში. ფენოტიპების მაგალითებია თვალის ფერი,

სისხლის ჯგუფი და სპეციფიკური ცილები. ეს არის ფიზიკური მახასიათებლები,

რომლებიც წინასწარ განისაზღვრება ინდივიდის გენოტიპით.

გენეტიკური სახესხვაობების რაოდენობა პოპულაციაში განისაზღვრება როგორც

პოლიმორფული გენების - გენები რომლებსაც ერთზე მეტი ალელი აქვთ - რიცხვით,

ისევე ალელების რაოდენობით, რომელიც თითოეულ გენს გააჩნია. პოლიმორფული

გენის არსებობა ასევე ნიშნავს, რომ პოპულაციის ზოგიერთი ინდივიდი

ჰეტეროზიგოტური იქნება გენების თვალსაზრისით; ანუ ისინი მიიღებენ იგივე გენის

განსხვავებულ ალელს თითოეული მშობლისაგან. საპირისპიროდ, ზოგი ინდივიდი

ჰომოზიგოტური იქნება: ისინი მიიღებენ

ერთიდაიგივე ალელს თითოეული მშობლისაგან.

ამ გენეტიკური სახესხვაობების ყველა დონეს

წვლილი შეაქვს პოპულაციის უნარში შეეგუოს

ცვალებად გარემოს.

ბევრ იშვიათ სახეობას ნაკლები გენეტიკური

ცვალებადობა ახასიათებს ვიდრე ფართოდ გავრცელებულ სახეობებს და შედეგად,

ნაკლები უნარი შეეგუონ შეცვლილ გარემოს, რაც საბოლოო ჯამში

განადგურებისადმი მიდრეკილს ხდის მათ. გენეტიკური ცვალებადობა ასევე

სახეობათა გენეტიკური მრავალფე-

როვნება საშუალებას მისცემს მათ

გაუმკლავდნენ შეცვლილ გარემოს

13

მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის და შინაური

ცხოველებისათვის, რომლებზეც ჩვენ დამოკიდებულები ვართ.

ეკოსისტემის მრავალფეროვნება

ეკოსისტემები მრავალფეროვანია და ეს მრავალფეროვნება ცალკეულ

ლანდშაფტებშიც შესამჩნევია. მაგალითად, მთის მწვერვალზე ასვლისას,

წარმოდგენილი მცენარეებისა და ცხოველების სახეობები მნიშვნელოვნად

განსხვავდებიან მთის, დაბლობის თუ ჭალის ტყეებში, ალპურ მინდვრებსა თუ ცივ,

კლდოვან მთის მწვერვალებზე. ფიზიკური პირობები (ნიადაგის სახე, ტემპერატურა,

ნალექები და ა.შ.) სივრცეში იცვლება და თანდათანობით იცვლებიან სახეობებიც,

რომლებიც ერთ გარემოში ბინადრობენ და შედეგად ვხვდებით ახალ სახეობებს,

რომლებიც სხვაგან არარაა წარმოდგენილი. ლანდშაფტი დინამიურია და იცვლება

გარემოს ფიზიკური და ბიოლოგიური კომპონენტების მიხედვით.

ბიოცენოზი განისაზღვრება, როგორც სახეობათა ერთობლიობა, რომლებიც რომელიმე

განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ურთიერთკავშირები ამ სახეობათა

შორის. ბიოცენოზსა და მასთან დაკავშირებულ ფიზიკურ თუ ქიმიურ გარემოს

ეკოსისტემა უწოდებენ. ეკოსისტემის მრავალი მახასიათებელი დამოკიდებულია

მიმდინარე ეკოლოგიურ პროცესებზე, წყლის, საკვები და ენერგეტიკული ციკლების

ჩათვლით. წყალი ორთქლდება ფოთლებიდან, ნიადაგიდან და სხვა ზედაპირებიდან,

იმისათვის, რომ შემდგომში სადმე წვიმად ან თოვლად მოვიდეს და შეავსოს

სახმელეთო და საზღვაო გარემო. ნიადაგი შედგება დედაქანისაგან და ფხვიერი

ორგანული ნივთიერებისაგან. ფოტოსინთეზის უნარის მქონე მცენარეები შთანთქავენ

მზის ენერგიას, რომელიც გაზრდისათვის გამოიყენება. ეს ენერგია შემდგომში

ცხოველებში გადადის, რომლებიც ჭამენ მცენარეებს და სხვა ცხოველებში, რომლებიც

ამ ცხოველებით იკვებებიან. ენერგია ასევე გამოიყოფა სითბოს სახით - როგორც

ცხოველების სიცოცხლისას, ასევე მათი დაღუპვისა და მცენარეთა ლპობის შემდეგ.

მცენარეები შთანთქავენ ნახშირბადის დიოქსიდს და გამოყოფენ ჟანგბადს

ფოტოსინთეზის დროს, მაშინ როდესაც ცხოველები და სოკოები სუნთქვის პროცესში

შთანთქავენ ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშირბადის დიოქსიდს. მინერალური საკვები

ნივთიერებები, როგორც აზოტი და ფოსფორი, ბრუნავენ ეკოსისტემის ცოცხალ და

არაცოცხალ კომპონენტებს შორის. ეს პროცესები სხვადასხვა გეოგრაფიულ

მასშტაბებში მიმდინარეობს, დაწყებული ჰექტრებით, კვადრატული მეტრებითა და

კილომეტრებით, დამთავრებული რეგიონალური მასშტაბით რაც ათობით და

ათასობით კვადრატულ კილომეტრს გულისხმობს (MEA 2005a).

14

ფიზიკური გარემო, განსაკუთრებით ტემპერატურისა და ნალექების ყოველწლიური

ბრუნვა (ციკლი) და მიწის ზედაპირის მახასიათებლები, ბიოცენოზის სტრუქტურასა

და თვისებებზე ახდენენ გავლენას და საფუძვლიანად განსაზღვრავენ იქნება გარემო

ტყიანი, ბალახოვანი, უდაბური თუ წყლიანი. წყლის ეკოსისტემებში ისეთი ფიზიკური

მახასიათებლები, როგორიც მღელვარება, ხილვადობა, ქიმიური შემადგენლობა,

ტემპერატურა და სიღრმეა, გავლენას ახდენენ ბიოტაზე (ცოცხალ ორგანიზმებზე).

თავის მხრივ ბიოცენოზებსაც შეუძლიათ შეცვალონ გარემოს ფიზიკური პირობები.

მაგალითად, სახმელეთო მცენარეულობას - ქარზე, ტენიანობასა და ტემპერატურაზე.

აგრეთვე წყლის სახეობათა კოლონიებს, როგორიც ლამინარია და მარჯნის რიფებია,

შეუძლიათ იმოქმედონ წყლის ტემპერატურასა და მღელვარებაზე.

ბიოცენოზის შიგნით სახეობებს განსხვავებული როლი ეკისრებათ და სხვადასხვა

მოთხოვნები გააჩნიათ გადარჩენისათვის. მაგალითად, იმისთვის, რომ მცენარეების

სახეობი იდეალურ გარემოში იზრდებოდნენ აუცილებელია ნიადაგის რომელიღაც

კონკრეტული სახეობა, მზის განათებისა და სინოტივეს გარკვეული პირობები,

მწერების მხოლოდ განსაზღვრული სახეობების მიერ დამტვერვა და თესლების

მხოლოდ ფრინველთა კონრეტული სახეობის საშუალებით მიმოფანტვა-გავრცელება.

ცხოველთა სახეობები განსხვავდებიან თავიანთი მოთხოვნებით, მაგალითად საკვების

კატეგორიებით, რომლებსაც ისინი მოიხმარენ და დასასვენებელი ადგილებით,

რომლებსაც ისინი ირჩევენ. ნებისმიერი ამ მოთხოვნებიდან შეიძლება იქცეს

შემზღუდავ რესურსად, რომელიც ზღუდავს პოპულაციის ზომასა და სახეობათა

გავრცელებას.

თავისი ცალკეული მოთხოვნების, ქცევებისა ან უპირატესობების შესაბამისად,

სახეობები წყვეტენ არსებობას ეკოლოგიური

სისტემის სუკცესიის გარკვეულ ეტაპზე.

სუკცესია სახეობათა შემადგენლობის,

ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის ან

მიკროკლიმატური მახასიათებლების

თანდათანობითი ცვლაა, რომელსაც ადგილი

აქვთ ბუნებრივი პროცესების ან ადამიანის

მიერ ჩარევის შედეგად.

ბიოცენზების შემადგენლობა ხშირად

დამოკიდებულია კონკურენციაზე. მტაცებლები არიან ცხოველები, რომლებიც

ნადირობენ და კლავენ ნადავლს (მსხვერპლს). მტაცებლებს შეუძლიათ საგრძნობლად

შეამცირონ ასეთი სახეობების სიმჭიდროვე და გაანადგურონ კიდევაც ცალკეული

სახეობები გარკვეულ ადგილებში.

თანასაზოგადოებაში სხვადასხვა სახეო-

ბებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ საკ-

ვებზე, თავშესაფარზე, ნიადაგის სახე-

ობაზე, წყალსა და სხვა რესურსებზე,

რომელთაგან ნებისმიერს შეუძლია

შეამციროს მათი რიცხვოვნობა

15

ტროფული დონეები

ორგანიზმის ტროფული დონე არის მისი ადგილი კვების ჯაჭვში. ნაბიჯების

რაოდენობით, რომლებითაც ორგანიზმი დაშორებულია ჯაჭვის დასაწყისიდან, ხდება

მისი ტროფული დონის გამოთვლა. საკვები ჯაჭვები იწყება პირველი ტროფული

დონით, რომელზეც არიან პროდუცენტები, ორგანიზმები, რომლებიც არიან

ნივთიერებათა წარმომქმნელები ანუ ავტოტროფული ორგანიზმები. პრედუცენტები,

როგორც წესი, წარმოადგენენ მცენარეებსა ან წყალმცენარეებს, რომლებიც არ

იკვებებიან სხვა ორგანიზმებით, არამედ საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან ან

ოკეანიდან იღებენ და აწარმოებენ თავის საკვებს ფოტოსინთეზის მეშვეობით.

მეორე ტროფული დონე მოიცავს ჰერბივორებს (მცენარისმჭამელებს), რომლებიც

იკვებებიან ფოტოსინტეზის უნარის მქონე სახეობებით და ამიტომაც პირველი რიგის

მომხმარებლების სახელით არიან ცნობილნი. ჰერბივორების შეხების ინტენსიურობა

ხშირად განსაზღვრავს სახეობების სიუხვეს და საერთო წონას და მცენარეების მიერ

წარმოდგენილი ნედლეულის რაოდენობასაც კი.

მტაცებლები არიან მესამე და უმაღლეს ტროფულ დონეზე მყოფი ორგანიზმები.

მტაცებლები (კონსუმენტები) მოიპოვებენ ენერგიას სხვა ცხოველების ჭამის შედეგად.

მესამე დონეზე არიან მეორე რიგის მომხმარებლები (მაგ. მელიები), მტაცებლები,

რომლებიც ჰერბივორებით იკვებებიან (მაგ. კურდრლებით). მეოთხე ტროფულ

დონეზე მესამე რიგის მომხმარებლები (მაგ. ქორჭილა), მტაცებლები რომლებიც

მიირთმევენ სხვა მტაცებლებს (მაგ. ბაყაყები). ზოგიერთი მეორე და უფრო მაღალი

დონის მომხმარებელი აერთიანებს მტაცებლებისა და საპროფაგების (მკვდარი

ორგანჰიზმების მჭამელების) მახასიათებლებს, ხოლო სხვები ომნივორების სახელით

ცნობილები, იკვებებიან როგორც ცხოველებით, ასევე მცენარეებით. ზოგადად

მტაცებლები უფრო დაბალი სიმჭიდროვით არსებობენ ვიდრე მათი მსხვერპლები,

ხოლო მაღალი ტროფული დონის პოპულაციები შეიცავენ ნაკლებ ინდივიდებს

ვიდრე ისინი, რომლებიც ქვედა დონეებზე არიან წარმოდგენილნი.

პარაზიტები და დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები მტაცებელთა მნიშვნელოვან

ქვე ჯგუფს აყალიბებენ. ცხოველების პარაზიტები, მწერების, ტკიპების, კუჭ-ნაწლავის

ჭიებისა და პროტოზოების ჩათვლით, ისევე როგორც დაავადების გამომწვევი

ორგანიზმები, როგორიც ზოგიერთი ბაქტერია და ვირუსია, მიკროსკოპულები არიან

ზომაში და სწრაფად არ კლავენ თავის მასპინძლებს (თითქმის საერთოდ არ კლავენ)..

მცენარეებიც შეიძლება ბაქტერიების, ვირუსების და მრავალფეროვანი პარაზიტების

თავდასხმის მსხვერპლად იქცნენ, კერძოდ სოკოების, სხვა მცენარეების (როგორიც

ფითრია), მრგვალი ჭიებისა და მწერების. პარაზიტების ზეგავლენა მასპინძლებზე

განსხვავებულია დაწყებული შეუმჩნეველი სისუსტით, დამთავრებული სრული

დაუძლურებითა და სიკვდილითაც კი დროთა განმავლობაში. პარაზიტებისა და

16

დაავადებების გავრცელება მოშინაურებული ცხოველებიდან, მაგალითად

ძაღლებიდან გარეულ ცხოველზე, მაგალითად ლომზე, სერიოზულ საფრთხეს

წარმოადგენს ზოგიერთი იშვიათი სახეობისათვის.

რედუცენტები და საპროფაგები იკვებებიან მკვდარი მცენარეებითა და ცხოველებით,

რის დროსაც გარდაქმნიან ქსოვილების რთულ და ორგანულ მოლეკულებს მარტივ

ელემენტებად, რომლებიც თავის მხრივ პირველად ნედლეულს წარმოადგენენ.

რედუცენტები აბრუნებენ ნიტრატებსა და ფოსფატებს ნიადაგსა და წყალში, სადაც

მათი ხელახალი მოხმარება შეუძლიათ მცენარეებსა და წყალმცენარეებს.

რედუცენტები უფრო ნაკლებად შესამჩნევები არიან, ვიდრე საპროფაგები და

მტაცებელები, მაგრამ მათი მნიშვნელობა ეკოლოგიისათვის გადამწყვეტია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რედუცენტები არიან სოკოები და ბაქტერიები, მაგრამ

ბევრი სხვა სახეობაც ღებულობს მონაწილეობას ორგანული ნივთიერებების

განადგურებაში. მაგალითად, სვავები და სხვა საპროფაგები ანაწევრებენ და ჭამენ

მკვდარ ცხოველევს, ნეხვის ხოჭოები იკვებებიან და მიწაში აფლობენ ცხოველების

ნაკელს, ხოლო ჭიები ანადგურებენ ჩამოცვენილ ფოთლებსა და სხვა ორგანულ

ნივთიერებებს. კიბორჩხალები, ჭიები, მოლუსკები, თევზები და მრავალი სხვა

ორგანიზმი იკვებება ორგანული ნარჩენებით. რედუცენტების გაქრობის შემთხვევაში

ორგანული ნივთიერება დაგროვდება, რის შედეგადაც მცენარეების ზრდა

საგრძნობლად შემცირდება.

კვებითი ჯაჭვები და კვებითი ქსელები

მიუხედავად იმისა, რომ სახეობების დაყოფა ზოგადად შესაძლებელია ტროფულ

დონეებად, მათი ძირითადი მოთხოვნილებები ან კვების ჩვევები კვებითი ჯაჭვის

ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს. მაგალითისათვის, წარმოვიდგინოთ, რომ

ჭიამაიის ერთ-ერთი სახეობა მხოლოდ გარკვეულ ბუგრებს ჭამს, ხოლო თავის მხრივ

ბუგრის ეს სახეობა მხოლოდ ერთი კონკრეტული მცენარით იკვებება. ამ სპეციფიურ

კვებით ურთიერთობებს კვებითი ჯაჭვები ეწოდება. გავრცელებულია შემთხვევა,

როდესაც კონკრეტული სახეობა იკვებება მის ქვემდგომ ტროფულ დონეზე მყოფი

სახეობებით, კონკურენციას უწევს სხვა სახეობებს თავის ტროფულ დონეზე და

საბოლოო ჯამში საკვებს აწვდის უფრო მაღალი დონის სახეობებს. შედეგად,

ბიოცენოზების მოწყობის უფრო ზუსტი განმარტება იქნება კვებითი ქსელები, სადაც

სახეობებს ერთმანეთთან აკავშირებს რთული კვებითი ურთიერთობა. სახეობები,

რომელბიც ერნაირ გარემოში ბინადრობენ და იდენტურ რესურსებს მოიხმარენ

კონკურენტი სახეობების გილდიად განიხილება. ადამიანებს შეუძლიათ

მნიშვნელოვნად შეცვალონ ურთიერთობები კვებით ქსელებში (Becker and Beisssinger

2006; Levy 2007). მაგალითად, ქალაქის პირობებში, ფრინველთა რაოდენობა შეიძლება

17

გაიზარდოს მტაცებელთა მცირერიცხვოვნობის გამო, რაც თავის მხრივ მწერების

რაოდენობას შეამცირებს (Faeth et al. 2005).

საკვანძო სახეობები და გილდიები

ბიოცენოზების ფარგლებში, გარკვეულმა სახეობებმა ან გილდიებმა, რომლებსაც

მსგავსი ეკოლოგიური მახასიათებლები აქვთ, შეიძლება სხვა სახეობების

თანასაზოგადოებაში არსებობა განსაზღვრონ (სურათი 2.6). ეს საკვანძო სახეობები

ისეთ დიდ გავლენას ახდენენ ეკოსისტემაზე, რომ რთული წარმოსადგენიცაა ამ

ინდივიდების ბიომასა ან რიცხვი (Mumby et al. 2006). საკვანძო სახეობათა დაცვა

კონსერვაციული ღონისძიებების პრიორიტეტული ამოცანაა, რადგან მათმა დაკარგვამ

შესაძლებელია რიგი სხვა სახეობათა დაკარგვაც გამოიწვიოს.

ზედა დონის მტაცებლები შესაძლებელია იყვნენ საკვანძო სახეობები იმდენად,

რადმენადაც ისინი გავლენას ახდენენ პოპულაციების ქცევაზე. რამდენიმე

მტაცებელის გაქრობამაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი თანასაზოგადოების

18

სურათი 2.6 საკვანძო სახეობები განსაზღვრავენ სხვა სახეობების არსებობას. მიუხედავად

იმისა, რომ ასეთი სახეობები თანასაზოგადოების სრული ბიომასის მხოლოდ მცირედ რიცხვს

შეადგენენ, რომელიმეს გაქრობა სრული თანასაზოგადოების გაქრობას გამოიწვევს. იშვიათ

სახეობებს მცირე ბიომასა გააჩნიათ და ასევე მცირე გავლენა მთლიან თანასაზოგადოებაზე.

დომინანტი სახეობები ბიომასის პროცენტულად დიდ ნაწილს წარმოადგენენ და ასევე დიდ

გავლენას ახდენენ სხვა სახეობებზე. ზოგიერთ სახეობას ზოგადად გავრელების მიუხედავად

არ აქვთ დიდი გავლენა სრულ თანასაზოგადოებაზე (Power et al. 1996).

მასშტაბებით უმნიშვნელოა, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები იქონიოს

მცენარეულობაზე და ზიანი მოუტანოს ბიომრავალფეროვნებას, რასაც ტროფულ

კასკადს უწოდებენ. მაგალითად, იმ ადგილებში, სადაც რუხი მგლები და სხვა

მტაცებლები ადამიანთა ნადირობის შედეგად გადაშენდა, ირმების რიცხვი გაიზარდა.

მათ მიერ მიწების გამუდმებით საძოვრად გამოყენებამ არაერთი ბალახისა და ბუჩქის

სახეობის განადგურება გამოიწვია. ამ მცენარეულობის დაკარგვა, თავის მხრივ,

საზიანოა ირმებისთვის და სხვა ჰერბივორებისთვისაც, მწერების ჩათვლით.

მცენარეული საფარის შემცირებულმა რაოდენობამ შეიძლება ნიადაგის ეროზია

გამოიწვიოს. თუ მგლები დაუბრუნდებიან ეკოსისტემას,

ტროფული ურთიერთობები შეიძლება როდისმე აღდგეს

(Beyer et al. 2007).

სახეობებს, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის

განმავლობაში თავისი ქმედებებით ცვლიან ფიზიკურ

გარემოს, ხშირად „ეკოსისტემურ ინჟინერებს“ უწოდებენ

და ასევე საკვანძო სახეობებად მოიაზრებიან (Byers et al.

2006). მაგალითად, თახვების მიერ ჯებირების აგების

შედეგად იტბორება ტყეები და იქმნება ახალი

ჭარბტენიანი ადგილები (ჭაობები), რომელიც მრავალი

სახეობის საცხოვებელ გარემოდ შეიძლება იქცეს.

საკვანძო სახეობათა ამოწყვეტამ შეიძლება ჯაჭვისებურად გამოიწვიოს სხვა

სახეობების გადაშენებაც. ეს პროცესი გადაშენების ჯაჭვის სახელით არის ცნობილი და

სახეობათა დაცემული მრავალფეროვნების შედეგად დეგრადირებულ ეკოსისტემას

გვაძლევს. ტროპიკული ტყეების მრავალ თანასაზოგადოებას შორის ფიკუსები

საკვანძო სახეობად მიიჩნევიან გამომდინარე იქიდან, რომ მათ ხანგრძლივი

ნაყოფიერების სეზონი აქვთ და მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენენ არაერთი

ფრინველისა და ძუძუმწოვრისათვის. თუკი ფიკუსების რაოდენობა სწრაფად და

საგრძნობლად შემცირდება, ეს დანაკლისი გავლენას იქონიებს არამხოლოდ იმ

ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე, რომლებიც მისი ნაყოფით იკვევებიან, არამედ

უკლებლივ ყველა იმ მტაცებელზე, რომლებიც ფიკუსის მჭამელებით საზრდოობენ;

თუ მეცნიერები შეძლებენ

საკვანძო სახეობების გამოვ-

ლენას ადამიანის ზეგავ-

ლენის ქვეშ მყოფ თანასა-

ზოგადოებებში, ასეთი სახე-

ობების დაცვა იქნება შესაძ-

ლებელი

19

საბოლოო ჯამში ეფექტი კვებით ჯაჭვზე კატასტროფული იქნება. შესაბამისად,

ტროპიკებში ხის გადასამუშავებლად შერჩევისას ფიკუსები და სხვა მნიშვნელოვანი

ხეების დაცვა უნდა მოხდეს, მაშინ როდესაც სხვა სახეობები, რომლებსაც არ აქვთ

საკვანძო მნიშვნელობა, შეიძლება შემცირდნენ რაოდენობაში, რადგან ეს

ბიომრავალფეროვნებისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოშობს.

საკვანძო რესურსები

ცალკეულ განსხლების ადგილებს შეიძლება ახასიათებდეთ ფიზიკური ან

სტრუქტურული საკვანძო რესურსები, რომლებიც აუცილებელია ბევრი

სახეობისათვის ცენოზის ფარგლებში. მაგალითად, ტბორები წყაროებში, ნაკადულებსა

და წყალსატევებში შესაძლებელია ერთადერთ თავშესაფრად იქცეს თევზებისა და სხვა

წყლის სახეობებისათვის ზაფხულის გვალვიან პერიოდში, როდესაც წყლის დონე

იკლებს. ხმელეთის ცხოველებისათვის წყლის ეს რესურსები კი შეიძლება ერთადერთი

სასმელი წყალი იყოს ხანგრძლივი მანძილის განმავლობაში. ფუღუროიანი ხეები

აუცილებელია მრავალი სახეობის ფრინველისა და ძუძუმწოვრის გამრავლებისათვის.

საკვანძო რესურსის დაკარგვამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი დანაკარგები

გამოიწვიოს ცხოველების რიგ სახეობებში, განსაკუთრებით ზოგიერთ ფრინველსა და

ძუძუმწოვრებში. ხერხემლიანი ცხოველების სახეობების დაკარგვამ შესაძლბელია

მცენარეების იმ სახეობების გადაშენების ჯაჭვი გამოიწვიოს, რომლებიც ამ

ცხოველებზე არიან დამოკიდებულნი დამტვერვისა და თესლების გადატანის

მეშვეობით.

ეკოსიტემების დინამიკა

ბიოცენოზების ურთიერთქმედებისას ფიზიკურ და ქიმიურ გარემოსთან, მთავარ

ეკოსისტემურ პროცესებს წარმოადგენს ენერგიის გადაცემა; ბიომასის გამომუშავება;

ნახშირბადის, აზოტისა და სხვა საკვები ნივთიერებების ციკლები და წყლის მიმოქცევა

(MEA 2005b). ეკოსისტემას, რომელიც დაზიანდა ადამიანის ქმედებებით, დაკარგა

გარკვეული სახეობები და შედეგად პროცესები, მაგალითად, წყლის შეჩერების უნარი

ქარიშხლის შემდეგ, დაკარგული აქვს თავისი მთლიანობა. ეკოსისტემის მთლიანობა

კონსერვაციის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის გარემო, როდესაც ეკოსისტემა

ხელუხლებელი და მოქმედია.

ჯანმრთელ ეკოსისტემაში პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს, იმის მიუხედავად

არის თუ არა სახეზე ადამიანის ჩარევა. ზოგიერთი სახეობის დაკარგვით

ეკოსისტემები მდგრადობას მაინც ინარჩუნებენ, რადგან არსებობს ერთგვარი

20

გადაფარვა ეკოლოგიურად მსგავს სახეობათა ფუნქციებში (Seabloom 2007).

ეკოსისტემებს, რომლებსაც ერთი მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლიათ სტაბილური

ეკოსისტემები ეწოდება. ეკოსისტემა სტაბლური შეიძლება იყოს ჩარევის ნაკლებობისა

ან სპეციფიური მახასიათებლების გამო, რომლებიც საშუალებას აძლევენ შეინარჩუნოს

სტაბილურობა ჩარევის შემთხვევაშიც. ეს სტაბილურობა შესაძლებელია გამოწვეული

იყოს წინააღმდეგობის გაწევისა და აღდგენის უნარების გამოვლენით. წინააღმდეგობა

არის ჩარევის მიუხედავად იგივე მდგომარეობის შენარჩუნების უნარი, ხოლო

აღდგენადობა არის ჩარევის შედეგად შეცვლილი ადრინდელი მდომარეობის სწრაფად

აღდგენის შესაძლებლობა. მაგალითად, თუკი თევზებით დაუსახლებელ ტბაში მათი

მოთავსების შემდეგ, ადგილობრივად მობინადრე სახეობების რიცხვი საგრძნობლად

შემცირდება, ტბას სავარაუდოდ დაბალი წინააღმდეგობის გაწევის უნარი აქვს; ხოლო

თუ თევზები გადაშენდებიან და ადგილობრივი სახეობები სწრაფად გამრავლდებიან,

ეს მის მაღალი აღდგენის უნარზე მიუთითებს (Knapp et al. 2005).

მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება

კონსერვაციული ბიოლოგიის სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებელია იმის

სიღრმისეული შესწავლა, თუ რამდენი არსება ცხოვრობს დედამიწაზე და ასევე ამ

სახეობათა გავრცელების არეალები. პასუხების გაცემა ორივე შეკითხვაზე რთული

შეიძლება აღმოჩნდეს.

რამდენი სახეობა არსებობს?

დღეისათვის, დაახლოებით 1.5 მილიონი სახეობაა აღწერილი. ამ მონაცემის სულ

მცირე გაორმაგებული ოდენობა (უპირველესად მწერები და სხვა ფეხსახსრიანები

ტროპიკებში) კვლავ შეუსწავლელი რჩება სურათი 2.7). ჩვენი ცოდნა სახეობების

შესახებ არაზუსტია, რადგან უმეტესობის სათანადო კლასობრივი დაყოფა ჯერაც არ

მომხდარა. მაგალითად, ობობები, ნემატოდები და სოკოები, რომლებიც ნიადაგში

ცხოვრობენ და ტროპიკულ ტყეებში მობინადრე მწერები, პატარები და რთულად

შესასწავლადები არიან. ასეთი ნაკლებად შესწავლილი ჯგუფები ასობით ათასობით

და შესაძლებელია მილიონობით სახეობასაც ითვლიან. სავარაუდოდ, ჯამში 5-დან 10

მილიონამდე სახეობა არსებობს (Gaston and Spicer 2004).

ყოველწლიურად დაახლოებით 20,000 ახალი სახეობის აღწერა ხდება. მაშინ როდესაც

ფრინველების, ძუძუმწოვრებისა და ყვავილოვანი მცენარეების სახეობები

მეტნაკლებად ცნობილია, რიგი ახალი სახეობების აღმოჩენა ყოველწლიურად მაინც

ხდება ამ ჯგუფებში (Donoghue and Alverson 2000; Peres 2005). ისეთ შესწავლილ

ჯგუფებს შორისაც კი, როგორებიც პრიმატებია, მაიმუნის 10 ახალი სახეობის

21

ბრაზილიაში და ლემურის 3 ახალი სახეობის მადაგასკარზე - აღმოჩენა მოხდა 1990

წლის შემდეგ. 500-600 ახალი სახეობის ამფიბიების აღწერა ხდება ყოველი

ათწლეულის განმავლობაში.

ახალი სახეობების აღმოჩენა მოულოდნელად შეიძლება მოხდეს, როგორც ეს

მაგალითად, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის შემთხვევაში იყო, რომლებმაც

ლაოსის სურსათის ბაზარში უცნაური საკვები შეამჩნიეს გრილზე. ადგილობრივები

მას „kha-nyou”-ს უწოდებდნენ; მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი მღრნელთა რიგს

მიეკუთვნებოდა, ის არ წარმოადგენდა აქამდე ცნობილ რომელიმე სახეობის ცხოველს.

2006 წელს, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩონჩხებისა და მკვდარი სახეობების

შესწავლის შემდგომ, ტაქსონომისტებმა დაადგინეს, რომ ის იქამდე უცნობ

მღრღნელების სახეობას მიეკუთვნება, რომლებიც 11 მილიონი წლის წინ

გადაშენებულად თვლიდნენ (Dawson et al. 2006).

22

სურათი 2.7 (A)დაახლოებით 1.5 მილიონი სახეობა არის შესწავლილი მეცნიერების მიერ. (B)

აღწერილი სახეობები მუქადაა გამოსახული, აღუწერელი ღიად

ახლად აღმოჩენილ სახეობას მეცნიერული სახელი Laonastes aenigmamus ან „კლდეში

მობინადრე, ამოუცნობი თაგვი“ ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ლაოსის

მთის ვირთხას ან ციყვს ეძახიან, ეს მღრღნელი არც თაგვი, არც ვირთხა ან ციყვი,

არამედ უნიკალური ტაქსონომიური ჯგუფის წარმომადგენელია (სურათი 2.8).

23

სურათი 2.8 მკვლევარებმა პირველად Laonastes aenigmamus დელიკატესად გაყიდვისას

აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენილი სახეობა მღრღნელებს მიეკუთვნება და გადაშენებულად

მიიჩნეოდა. 2006 წელს, ფლორიდის უნივერსიტეტიდან, მოაწყო ექსპედიცია, რომელმაც

შეძლო და მოიპოვა ამ სახეობის პირველი ფოტოსურათი (©Uthai Treesucon, Research in Review,

FSU.)

ახალ სახეობებთან ერთად, სრულიად ახალი ბიოცენოზების აღმოჩენა ხდება, როგორც

წესი განსაკუთრებულად მოშორებულ და იზოლირებულ ადგილებში. ეს

თანასაზოგადოებები ხშირად შედგებიან შეუმჩნეველი ბაქტერიების, სხვა

მიკროორგანიზმებისა და პატარა უხერხემლო ცხოველებისაგან, რომლებიც აქამდე

ტაქსონომისტების ყურადღებას გამოეპარნენ. კვლევის სპეციალური ტექნიკები

სასარგებლოა ღრმა წყლებისა და ტყის ზედა ფენებში კვლევისას. ზოგიერთი ბოლო

პერიოდში არმოჩენილი თანასაზოგადოებები ხასიათდებიან შემდეგით:

ცხოველების მრავალფეროვანი თანასაზოგადოებები, განსაკუთრებით მწერები,

ადაპტირებულები არიან ტროპიკული ტყეების ზედა ფენებსა და იშვიათად,

ჩამოდიან დაბლა (Lowman et al. 2006). ცოცვისათვის საჭირო აღჭურვილობა,

კიბეები და მაღალი ამწეები ამ ჰაბიტატის შესწავლის საშუალებას იძლევა.

24

დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენებით პირველადი ტროპიკული ტყეების

ფოთლების შიგთავსის შესწავლისას, გამოვლინდა სოკოების

განსაკუთრებულად დიდი ჯგუფი, რომლებიც ათასობით ახალი სახეობისაგან

შედგებიან (Arnold and Lutzoni 2007). ეს სოკოები,

როგორც ჩანს, ეხმარებიან მცენარეებს საზიანო

ბაქტერიებისაგან განკურნებაში.

ბაქტერიული თანასაზოგადოებების შესწავლამ

იზოლირებულ ადგილებში, ნიმუშების აღების

ახალი მეთოდების გამოყენებით, აქამდე

მოულოდნელი სახეობები გამოავლინა.

მაგალითად, ღრმა ზღვის ფსკერისათვის

დამახასიათებელია ბაქტერიებისა და ისეთი

ცხოველების უნიკალური თანასაზოგადოებები,

რომლებიც იზრდებიან გეოთერმული ხვრელების ირგვლივ ან ზღვის ლამში.

ბურღვამ წარმოაჩინა, რომ მრავალფეროვანი ბაქტერიების ცენოზები

ბინადრობენ დედამიწის ქერქის 2.8 კმ სიღრმეში, ერთ გრამ ნიადაგზე 100

მილიონი ბაქტერიის სიმჭიდროვით (Fisk et al. 1998). ეს ბაქტერიული

თანასაზოგადოებები აქტიურად განიხილება ახალი ქიმიური ნივთიერებების

წყაროებად, მათი პოტენციური გამოსადეგობის გამო ტოქსიკური

ნივთიერებებების განადგურებაში და იმისათვისაც, რომ დადგინდეს შეიძლება

თუ არა არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის გარემო ბიომრავალფეროვნების მშვენიერი

მაგალითია, იქ ინფორმაციის შეგროვების სირთულემ შეზღუდა ჩვენი ცოდნა ზღვის

სახეობების შესახებ (Koslow 2007). სრულიად ახალი ცხოველი, Cycliophora, პირველად

აღიწერა 1995 წელს. ეს ნორვეგიული ლობსტერის (ასთაკვის) პირის აპარატში

მობინადრე პატარა, წამწამისებური არსებებაა (Funch and Kristensen 1995).

უკანასკნელი ექსპედიციებისას ჩრდილოეთის ოკეანეში, შეაგროვეს 674 დასახელების

განსხვავებული მცირე კიბოსნაირების - იზოპოდების - სახეობა (ამ ჯგუფში ცნობილი

ნამისჭიებიც ერთიანდებიან). ამ კოლექციიდან 585 ახალ სახეობას წარმოადგენდა

(Brandt et al. 2007).

ბაქტერიები განსაკუთრებით ცუდად არიან შესწავლილნი და შესაბამისად,

არასრულყოფილად წარმოდგენილები დედამიწის სახეობათა სრულ ნუსხაში (Azam

and Worden 2004). მხოლოდ 5000-მდე სახეობის ბაქტერიაა დღეისათვის აღწერილი

მიკრობიოლოგების მიერ. თუმცა, ბაქტერიების დნმ-ის შესწავლამ დაადგინა, რომ

ნიადაგის ერთეულ გრამში 6400-დან 38000-მდე სახეობის, ხოლო ზღვის ერთ ლიტრში

160 - ბაქტერია შეიძლება იყოს (Nee 2003). წარმოდგენილი მრავალფეროვნება ასეთ

დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ

ბაქტერიების ბევრი სახეობა

დღესაც დაუდგენელია და

ზოგიერთი ამ სახეობებიდან

განსაკუთრებული

მნიშვნელობისაა

25

მცირე ზომის ნიმუშებზე იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ არსებობს ათასობით ან

მილიონობით შეუსწავლელი ბაქტერიების სახეობები.

თუკი მსოფლიოს სახეობათა შესწავლა გაგრძელდება იმ ტემპებით, როგორითაც ის

ახლა მიმდინარეობს, ის ვერ დასრულდება 250 წლის განმავლობაში. ეს ხაზს უსვამს

იმ კრიტიკულ აუცილებლობას, რომ ტაქსონომისტები ახალი მოლეკულური

ტექნოლოგიების გამოყენებასა და ინტერნეტ-ქსელის საშუალებით ინფორმაციის

გაზიარებაში უნდა გადამზადნენ. საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, როგორიც

მაგალითად, Global Biodiversity Information Facility http:// data.gbif.org და The

Encyclopedia of Life www. eol.org, სახეობათა სახელწოდებებსა და აღწერილობებს

უფრო ფართოდ ხელმისაწვდომს გახდიან.

სად გვხვდება მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება?

სახეობებით განსაკუთრებით მდიდარ ადგილებს წარმოადგენენ ტენიანი

ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყეები), ნახევრად მარადმწვანე ტროპიკული ტყეები,

მარჯნის რიფები, ღრმა ზღვები და დიდი ტროპიკული ტბები (Groombridge and Jenkins

2002). ტენიანი ტროპიკული ტყეების მრავალფეროვნება უმეტესად მწერების

სიმრავლითაა გამოწვეული, მაგრამ იქ ასევე ფრინველების, ძუძუმწოვრებისა და

მცენარეების ბევრი სახეობაა წარმოდგენილი. მარჯნის რიფებსა და ღრმა წყლებში

მრავალფეროვნება გაცილებით მეტ ტაქსონომიურ ჯგუფზე ვრცელდება, ვიდრე

ხმელეთის თანასაზოგადოებებში. ზღვის ეს ეკოსისტემები მოიცავენ დღეისათვის

არსებული ცხოველების 35 წარმომადგენილი ტიპიდან 34-ს; ამ ტიპების მესამედზე

მეტი მხოლოდ წყლის გარემოში ბინადრობს (Lambshead and Schalk 2001).

მრავალფეროვნება დიდ ტროპიკულ ტბებში შეიძლება აიხსნას თევზებისა და სხვა

სახეობების სწრაფი ევოლუციური გამრავალფეროვნებით იზოლირებულ ჰაბიტატში.

მაღალი მრავალფეროვნება ასევე აღინიშნება მდინარეთა სუფთა წყლის ეკოსიტემაში.

სახეობათა მრვალფეროვნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტროპიკულ ტყეებშია.

მიუხედავად იმისა, რომ მათ მსოფლიოს ტერიტორიის 7%-ზე ნაკლები უკავიათ (და

ეს მაჩვენებელი სისტემატურად იკლებს), ტყეებში მსოფლიოში არსებული

სახეობებიდან ნახევარზე მეტია წარმოდგენილი (Primack and Corlett 2005). ეს

შეფასება ეფუძნება მწერებისა და ფეხსახსრიანების მაგალითებს, რომლებიც ჯერ-

ჯერობით მსოფლიო სახეობათა უმეტესობას აერთიანებენ. შეუსწავლელ სახეობათა

დადგენილი რაოდენობა ტროპიკულ ტყეებში 5 მილიონიდან 10 მილიონამდე

მერყეობს. თუკი უკანასკნელი მაჩვენებელი ნამდვილი აღმოჩნდება, ტროპიკული

ტყეების მწერების სახეობათა რაოდენობა მსოფლიოს სახეობათა უმრავლესობას

შეადგენს. ინფორმაცია სხვა ჯგუფებზე, მაგალითად მცენარეებსა და ფრინველებზე,

26

უფრო ზუსტია. მსოფლიოს ყვავილოვანი მცენარეების დაახლოებით 40% ტროპიკულ

ტყეებშია ნაპოვნი.

მარჯნის რიფები სახეობათა ასევე მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევიან (სურათი

2.9). პატარა მარჯნის პოლიპებისა და წყალმცენარეების კოლონიური გაერთიანება

დიდ მარჯნულ ეკოსისტემას ქმნის - ზღვის გარემო, რომელიც ტროპიკული ტყების

სურათი 2.9 მარჯნის რიფები აგებულია ბილიონობით ცხოველის ძვლებისაგან. ისინი ქმნიან

ჰაბიტატს სხვა ბევრი სახეობისათვის. ეს რიფები მალდივიური.

ეკვივალენტურია, როგორც სახეობათა სიმდიდრეში, ასევე სირთულეში (Spalding et al.

2001). ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთი მიზეზი მარჯნის რიფების მაღალი

პირველადი პროდუქტიულობაა, რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში

2500 გრამ ბიომასას შეადგენს, ოკეანის ღია წყლის მიერ 125 გრ/მ2/წ გამოყოფილ

ბიომასასთან შედარებით. მარჯნების ეკოსისტემის სუფთა წყალი საშუალებას აძლევს

მზის სხივს ღრმად შეაღწიონ, შესაბამისად ფოტოსინთეზის პროცესი მიმდინარეობას

შეუწყოს ხელი იმ წყალმცენარეებში, რომლებიც მარჯნებს შიგნით იზრდებიან.

მარჯნის რიფებზე მობინადრე სახეობათა განსაკუთრებით სპეციალიზებული

ბიოცენოზები და სხვადასხვა დონის ჩარევებისადმი მათი მაღალი ადაპტაციის უნარი

შესაძლბელია ასევე იყოს ამ ეკოსისტემის მრავალფეროვნების მიზეზი.

27

მსოფლიოში უდიდეს რიფს ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს,

ფართობით 349,000 კმ2. ის აერთიანებს მარჯნების 350-ზე მეტ, თევზების 1500,

მოლუსკების 4000 და კუების 5 სახეობას. ის ასევე გამრავლების ადგილია 252

სახეობის ფრინველისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ოკეანის ზედაპირის

მხოლოდ 0.1%-ს ფარავს, დიდ ბარიერულ რიფში მსოფილიოს თევზების სახეობების

8% ბინადრობს. მეცნიერები იკვლევენ ღრმა წყლების მარჯნებს, რომლებიც ცივ

გარემოში სინათლის გარეშე ცხოვრობენ (Roberts and Hirshfield 2004). ღრმა წყლების

მარჯნების ეს თანასაზოგადოებები კვლავაც ცუდადაა შესწავლილი, მაგრამ

საგრძნობლად და სწრაფად ნადგურდება ბადეებით თევზაობის შედეგად.

მცენარეთა სახეობების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა აღმოჩენილი სამხრეთ-

დასავლეთ ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკის კონცხის რეგიონში, კალიფორნიაში,

ცენტრალურ ჩილესა და ხმელთაშუა ზღვის აუზში, რომლებიდანაც თითოეული

ხასიათდება ხმელთაშუა ზღვის კლიმატისათვის დამახასიათებელი ნოტიო

ზამთრებითა და ცხელი, მშრალი ზაფხულებით (Rundel 2001). ხმელთაშუა ზღვის

აუზი უდიდესია მოცულობით (2.3 მილიონი კმ2) და აერთიანებს ყველაზე მეტ

მცენარეთა სახეობებს (25,000), მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკის კონცხის რეგიონში

უნიკალურ სახეობათა ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა (8550) შედარებით პატარა

ტერიტორიაზე (70,000 კმ2). ბუჩქებისა და ბალახების სახეოებების

თანასაზოგადოებების მრავალფეროვნება ამ რეგიონში სავარაუდოდ გამოწვეულია

გარემოსა და განსახლების ადგილის პირობების სიმკაცრითა და თავისებურებებით

(ხშირი გვალვები და ხანძრები) (Richardson et al. 2001).

ორგანიზმთა თითქმის ყველა ჯგუფის სახეობების რაოდენობა იზრდება ტროპიკების

მიმართულებით. მაგალითად, ტაილანდში ბინადრობს 265 სახეობის ძუძუმწოვარი,

მაშინ როდესაც საფრანგეთში მხოლოდ 93, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას

მსგავსი ტერიტორია უკავია (ცხრილი 2.1). კონტრასტი განსაკუთრებით შესამჩნევია

ხეებისა და სხვა ყვავილოვანი მცენარეების მაგალითზე: ტყის 10 ჰა ამაზონურ პერუსა

ან ბრაზილიაში, შეიძლება მოიცავდეს 300 ან მეტი სახეობის ხეს, მაშინ როდესაც

დაახლოებით იგივე ფართობის ტყეები ევროპასა ან ამერიკის შეერთებულ შტატებში

გააერთიანებენ დაახლოებით 30 ან ნაკლებ სახელობას.

მრავალფეროვნება ხმელეთის ცხოველებს შორის მსგავსია ზღვის ცხოველების

მრავალფეროვნებისა, კვლავაც სახეობათა რაოდენობის ზრდით ტროპიკების

მიმართულებით (Worm et al. 2005). მაგალითად, დიდ ბარიერული რიფში

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 50 მარჯნის სახეობა არსებობს, მაშინ

როდესაც მხოლოდ 10 სახეობაა მის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ყველაზე მეტადაა

დაშორებული ტროპიკებიდან.

28

ცხრილი 2.1

ძუძუმწოვარ სახეობათა რიცხვი ტროპიკულ და ზომიერ სარტყეში სახელმწიფოების

ზომასთან შედარებით

ტროპიკული

ქვეყანა

ფართობი

(1000 კმ)

ძუძუმწოვარ

სახეობათა

რიცხვი

ზომიერი

ქვეყნები

ფართობი

(1000 კმ)

ძუძუმწოვარ

სახეობათა

რიცხვი

ბრაზილია 8456 417 კანადა 9220 193

კონგო 2268 450 არგენტინა 2737 320

მექსიკა 1909 491 ალჟირი 2382 92

ინდონეზია 1812 457 ირანი 1636 140

კოლუმბია 1039 359 სამხრეთ აფრიკა 1221 255

ვენესუელა 882 323 ჩილე 748 91

ტაილანდი 511 265 საფრანგეთი 550 93

ფილიპინები 298 158 დიდი

ბრიტანეთი

242 50

რუანდა 25 151 ბელგია 30 58

წყარო: WRI 2000

სახეობათა ცალკეული ჯგუფები საერთო მრავალფეროვნების ინდიკატორებად

გამოიყენება და მაღალი მრავალფეროვნების ადგილმდებარეობის სწრაფი

გამოთვლის საშუალებას იძლევა. ბიოლოგები იყენებენ ამ მეთოდს იმიტომ, რომ

ორგანიზმების ცალკეული ჯგუფების სახეობათა მრავალფეროვნების გავრცელება

გავლენას ახდენს მრავალფეროვნებაზე ფართო მასშტაბით (Lamoreaux et al. 2006).

ჩრდილოეთ ამერიკაში ამფიბიების, ფრინველების, პეპლების, ძუძუმწოვრების,

რეპტილიების, ლოკოკინების, ხეების, ჭურჭლოვანი მცენარეებისა და ხოჭოების

სახეობათა მრავალფეროვნება მნიშნვნელოვნად ურთიერთდამოკიდებულია. ეს არის

რეგიონი, სადაც ერთი ჯგუფის მრავალრიცხოვანი სახეობების არსებობა იწვევს სხვა

ჯგუფის უამრავი სახეობის გაჩენას. თუმცა, ადგილობივ დონეზე, ეს ურთიერთობა

შეიძლება გაწყდეს. მაგალითად, ამფიბიების ყველაზე მაღალი მრავალფეროვნება

ტენიან, ჩრდილოვან გარემოშია მოსალოდნელი, მაშინ როდესაც ერთწლოვანი

მცენარეები მშრალ, ღია ჰაბიტატში ხარობენ. გლობალური მასშტაბით, ცოცხალი

ორგანიზმების თითოეულმა ჯგუფმა თავისი სახეობის მრავალფეროვნებას

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში შეიძლება მიაღწიოს, ისტორიული გარემოებებისა

და გარემოს მიერ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიხედვით.

კლიმატის ადგილობრივი ცვლილებები, მზე და წვიმები, ტოპოგრაფია და

გეოლოგიური ასაკი ასევე წარმოადგენენ ფაქტორებს, რომლებიც სახეობათა

მრავალფეროვნებაზე ახდენენ გავლენას (Huston 1994; Gaston 2000). ხმელეთის

თანასაზოგადოებებში, სახეობათა მრავალფეროვნება მეტია მზიან, დაბლობიან და

29

უხვნალექიან ადგილებში. ის შესაძლებელია გაიზარდოს რთულ ტოპოგრაფიულ და

გეოლოგიურად პირობებშიც, რაც გარემოს მრავალფეროვნების საშუალებით

გენეტიკური იზოლაციის, ლოკალური ადაპტაციისა და მრავალფეროვანი

სახეობების გაჩენის საშუალებას შექმნის.

კვლევისა და შესწავლის გაუმჯობესებული მეთოდების დახმარებით ჩვენ დღეს

საშუალება გვაქვს შევაფასოთ ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება. ჩვენი საუკუნე

ნამდვილად ბიოლოგიური აღმოჩენების ოქროს ერაა. ამ ცოდნასათან ერთად მოდის

გააზრება ადამიანის გამანადგურებელი ზეგავლენისა, რომელიც მნიშვნელოვნად

ამცირებს ჩვენს თვალწინ არსებულ მრავალფეროვნებას.

30

დასკვა

1. დედამიწის ბიომრავალფეროვნება მოიცავს ყველა ცოცხალ სახეობას, სახეობათა

შორის გენეტიკურ სახესხვაობებს, ბიოცენოზებს რომლებშიც სახეობები

ცხოვრობენ და ეკოსისტემების პროცესებს, რომლებიც ქიმიურ და ფიზიკურ

გარემოში მიმდინარეობენ.

2. ცალკეული სახეობები მნიშვნელოვანია სხვა სახეობების გადარჩენის უნარის

შენარჩუნებისათვის თანასაზოგადოებებში. ამ საკვანძო სახეობების გარეშე,

ბევრი სხვა სახეობა გადაშენდება.

3. მსოფლიოს სახეობათა უმეტესობას კვლავაც არ აქვს მინიჭებული სახელი და

ისინი არ არიან შესწავლილები.

4. ბიოლოგიური მრავალფეროვნების ყველაზე მაღალი დონე ტროპიკულ

ტყეებში, მარჯნის რიფებში, ტროპიკალ ტბებში, ღრმა ზღვებში და ხმელთაშუა

ზღვის კლიმატის პირობებში ბუჩქნარით დაფარულ ტერიტორიებზეა.

განხილვისათვის

1. ფრინველების, მცენარეების, მწერების, ძუძუმწოვრებისა და სოკოების რამდენი

სახეობის ამოცნობა შეგიძლიათ თქვენს ირგვლივ? როგორ შეიძლება ისწავლოთ

მეტის ამოცნობა? გჯერა თუ არა, რომ ადამიანების ახლანდელ თაობას

მეტნაკლებად შეუძლია ამოიცნოს სახეობები წინა თაობებთან შედარებით?

რატომ გგონია რომ ასეა?

2. რა ფაქტორები უწყობენ ხელს ბიომრავალფეროვნების ზრდას? რამ შეიძლება

გამოიწვიოს ბიომრავალფეროვნების შემცირება გარკვეულ გარემოში?

31

თავი 4

ბიომრავალფეროვნების საფრთხე

ანსაღი გარემოს შენარჩუნება ყველა მისი კომპონენტის - ეკოსისტემების,

ბიოცენოზების, სახეობების, პოპულაციებისა და გენეტიკური

მრავალფეროვნების - შენარჩუნებას ნიშნავს. ყველა ამ კომპონენტისთვის

საწყისი საფრთხე შესაძლოა მათი სრული განადგურებით დასრულდეს. ბიოცენოზები

შეიძლება განადგურდნენ და შემცირდნენ ზომაში, ხოლო მათმა ღირებულებამ

ხალხისთვის იკლოს, მაგრამ სანამ ყველა ორიგინალური სახეობა ცოცხალია,

ეკოსისტემები ინარჩუნებენ აღდგენის პოტენციალს. ანალოგიურად, მიუხედავად

იმისა, რომ პოპულაციის ზომის შემცირებისას სახეობებში გენეტიკური

მრავალფეროვნება ეცემა, მისი დაბრუნება მუტაციისა და რეკომბინაციის მეშვეობით

ხდება როგორც წესი. მაგრამ, როგორც კი სახეობა გადაშენდება, უნიკალური

გენეტიკური ინფორმაცია, რომელსაც დნმ-ი შეიცავს, სამუდამოდ დაიკარგება,

პოპულაციები ვერ აღდგება, ეკოსისტემები სადაც ისინი ბინადრობენ გაღარიბდება და

პოტენციური სარგებლობა, რომელიც ადამიანებისათვის შეეძლო მოეტანა,

ყოველთვის გამოუყენებელი დარჩება.

თუ სახეობები, ეკოსისტემები და პოპულაციები მორგებულნი არის ადგილობრივ

გარემო პირობებს, მაშინ ჩნდება კითხვები: რატომღა დგანან გადაშენების ზღვარზე?

რატომ ვერ არსებობენ ერთიდაიგივე გარემოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში?

რატომ ვერ ეგუებიან ცვალებად გარემოს? ამ კითხვებს ერთი მარტივი პასუხი აქვს:

ადამიანების მასობრივმა ჩარევამ, იმდენად შეცვალა, დაანგრია და გაანადგურა

ლანდშაფტები, რომ სახეობები და მთელი თანსაზოგადოებებიც კი გადაშენების

ზღვარზე მიიყვანა.

32

სურათი 4.1 ბიომრავალფეროვნების ძირითად საფრთხებს ადამიანის საქმიანობა

წარმოადგენს. ამ შვიდი ფაქტორის ურთიერთქმდებან შესაძლებელია ბიომრავალფეროვნების

დაკარგვა დააჩქაროს (Groom et al. 2006).

არსებობს ბიომრავალფეროვნების შვიდი ძირითადი საფრთხე: ჰაბიტატის

განადგურება; ფრაგმენტაცია; დეგრადაცია (დაბინძურების ჩათვლით); გლობალური

კლიმატური ცვლილებები; ადამიანის მიერ სახეობების გადაჭარბებული გამოყენება;

ეგზოტიკური სახეობების ინვაზია და დაავადებების გავრცელება (სურათი 4.1).

გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან უმრავლესობაზე სულ მცირე ორი ან მეტი

საფრთხე განიცდის ზემოქმედებას, რომლებსაც ურთიერთმოქმედების შედეგად

შეუძლიათ დააჩქარონ გადაშენების პროცესი და ხელი შეუშალონ

ბიომრავალფეროვნების დაცვას (MEA 2005b; Burgman et al. 2007). შვიდივე საფრთხე

დაკავშირებულია მსოფლიო მოსახლეობის მიერ ბუნებრივი რესურსების მოხმარების

ზრდასთან.

33

მოსახლეობის ზრდა და მისი გავლენა

უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში, მოსახლეობის ზრდის ტემპი შედარებით

დაბალი იყო, შობადობის დონე მხოლოდ მცირედ აღემატებოდა სიკვდილიანობას.

ბიოცენოზების ყველაზე დიდი განადგურება ბოლო 150 წლის განმავლობაში მოხდა,

როდესაც ადამიანების რიცხვი 1850 წლის 1 მილიარდიანი მაჩვენებლიდან 6

მილიარდამდე გაიზარდა 2000 წელს. ასეთი

ზრდა განპირობებულია იმით რომ, შობადობის

დონე კვლავაც მაღალი დარჩა, მაშინ როდესაც

სიკვდილიანობამ იკლო თანამედროვე

მედიცინის, სანიტარული პირობებისა და

უსაფრთხო საკვების არსებობის წყალობით.

მოსახლეობის ზრდა შედარებით შემცირდა

მსოფლიოს ინდუსტრიულ ქვეყნებში, თუმცა ის

კვლავ მაღალია ტროპიკული აფრიკის,

ლათინური ამერიკისა და აზიის რეგიონებში - ეს კი სწორად ის ადგილებია, სადაც

მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნება გვხვდება. თუკი ეს ტროპიკული ქვეყნები

შეიმუშავებენ მოსახლეობის კონტროლის ეფექტურ პროგრამებს, შესაძლოა მაქსიმუმმა

„მხოლოდ“ 8 მილიარდს მიაღწიოს 2050 წლისთვის.

დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, მეტი ადამიანი მეტ ზემოქმედებას და ნაკლებ

ბიომრავალფეროვნებას ნიშნავს (ცხრილი 4.1). აზოტით დაბინძურების ყველაზე

მაღალი მაჩვენებელი არის მდინარეებში, რომლებიც იმ რეგიონებში მოედინებიან,

სადაც ყველაზე მაღალია მოსახლეობის რიცხვი. ხშირდება ტყეების გაჩეხვაც.

სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის რიცხვის მკაცრი

კონტროლი ბიომრავალფეროვნების დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

ცხრილი 4.1

სამი გზა, რომლითაც ადამიანი დომინირებს გლობალურ ეკოსისტემაზე

1. დედამიწის ზედაპირი

მიწათმოქმედებამ და რესურსების გამოყენებამ, ყინულისგან თავისუფალი ხმელეთის ნახევარი

გარდაქმნა.

2. აზოტის ციკლი

ყოველწლიურად ადამიანის საქმიანობა იწვევს მიწაში მეტი რაოდენობით აზოტის დაგროვებას,

ვიდრე ეს ბუნებრივი ბიოლოგიური და ფიზიკური პროცესების დროს ხდება.

3. ატმოსფერული ნახშირბადის ციკლი

ჩვენი ასწლეულის შუა პერიოდისათვის ადამიანის მიერ წიაღისეული საწვავის უხვი მოხმარების

შედეგად, ატმოსფეროში ნახშირბადის გამოყოფა გაორმაგდა.

ბიომრავალფეროვნების ყველა

მნიშვნელოვანი საფრთხე - ჰაბიტატის

განადგურება, გარემოს დაბინძურება,

გლობალური კლიმატის ცვლილება,

ინვაზიური ეგზოტიკური სახეობები და

დაავადებების გავრცელება -

ადამიანების რაოდენობის ზრდას

უკავშირდება

34

ბიოცენოზების არსებობა დასახლებულ ადგილებთან შესაძლებელია ადამიანის

საქმიანობის მკაცრი კონტროლის პირობებში. ამის მაგალითებია აფრიკის,

ინდოეთისა და ჩინეთის სოფლების მახლობლად შენარჩუნებული ღვთიური

კორომები - დაცული ბიოცენოზები. წესრიგის დარღვევისას ომის, არეულობის ან

სხვა სოციალური არასტაბილურობის შემთხვევაში, როგორც წესი იმ რესურსების

მოპოვება და გაყიდვა ხდება, რომლებიც გამოიყენებოდა თაობების მანძილზე. რაც

უფრო დიდია მოსახლეობის სიმჭიდროვე, მით უფრო მეტად უნდა

რეგულირდებოდეს ადამიანის საქმიანობა, ბუნების განადგურების თავიდან

აცილების მიზნით (Grimm et al. 2008).

ბუნებრივი რესურსების უხეში და უთანასწორო სარგებლობა, ასევე უწყობს ხელს

ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. ადამიანები ინდუსტრიულ ქვეყნებში (და

მდიდარი უმცირესობა განვითარებად ქვეყნებში) არაპროპორციულად მოიხმარენ

მსოფლიოს ენერგიას, მინერალებს, ხის პროდუქტებს და საკვებს, შესაბამისად,

არაპროპორციულად ზემოქმედებენ გარემოზე (სურათი 4.2; Mayers and Kent 2004).

ღარიბი ქვეყნების გარემოს განადგურება, საქონლის მდიდარ ქვეყნებში საექსპორტო

წარმოებას უკავშრდებადა. ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატები,

მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ით, მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების დაახლოებით

25-30% მოიხმარს.

სურათი 4.2 გამოთვლილია ქვეყნის გლობალური ეკოლოგიური კვალი იმის მიხედვით, თუ

რა რაოდენობის გლობალური ჰექტარია საჭირო საშუალოდ ამ ქვეყნის თითეული

მოქალაქისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული მეთოდები სადავოა, თავად იდეა

ნათელია. ეკონომიკური განვითარების ინდექსთან გრაფიკულად შეფარდებისას გლობალური

ნაკვალევი ასახავს განვითარებულ ქვეყნებში ბუნებრივი რესურსების არაპროპორციულ

გამოყენებას (Global Footprint Network and UNDP 2006).

35

ნებისმიერი მოსახლეობის გავლენა (I) გარემოზე გამოისახება ფორმულით I = P x A x T,

სადაც P არის ადამიანების რიცხვი, A საშუალო შემოსავალი და T მოსახლეობის

ტექნოლოგიური დონის ამსახველი ფაქტორი. მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ეს

ზემოქმედება ხშირად უფრო მეტად იგრძნობა დიდ დისტანციებზე. ისეთი

ინდუსტრიული ქვეყნები, როგორიც აშშ, საფრანგეთი, გერმანია და იაპონიაა,

უშუალოდ ზემოქმედებენ სხვა ქვეყნების გარემოზე იმდენად, რამდენადაც იყენებენ

რესურსებს, მაგალითად, საკვებს, ტყისა და საწვავ წიაღისეულს. თევზი, რომელსაც

მიირთმევენ ევროპულ რესტორნებში, შესაძლოა იყოს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთის

წყლებიდან, სადაც მისი უხვი ჭერის გამო იკლო მკვლელი ვეშაპების, ზღვის

ლომების და წავების რიცხვმა; შოკოლადის ტორტი და ყავა, რომელსაც საჭმლის

შემდეგ ნიუ იორკში, რომსა ან პარიზში მიირთმევენ, შესაძლოა იმ პლანტაციიდან

იყოს, სადაც მეურნეობამ დააჩქარა კოლუმბიის წვიმის ტყეების განადგურება.

სწორედ ეს იდეა ჩაიდო ეკოლოგიურ ნაკვალევში, რომელიც განსაზღვრავს თუ რა

გავლენა აქვს ადამიანთა ჯგუფებს, როგორც განსახლების ადგილებზე, ასევე

გარემოზე, მსოფლიოს მასშტაბით. თანამედროვე ქალაქის ნაკვალევის ფართობის

ოდენობა 290-დან 1130-მდე მერყეობს. მაგალითად, ტორონტო მხოლოდ 630 კმ2

იკავებს, მაგრამ თითოეულ მოქალაქეს გარემოს 7,7 ჰექტარის (0.077 კმ2) ოდენობით

მოხმარება სჭირდება, საკვებით, წყლითა და ნარჩენების მოშორებით

უზრუნველსაყოფად; ამდენად, 2.4 მილიონიანი ტორონტოს ეკოლოგიური ნაკვალევი

185,000 კმ2-ია, ფართობი რომელიც ნიუ ჯერსის შტატსა ან სირიის სახელმწიფოს

უტოლდება.

რესურსის გაზრდილი გამოყენებით ცხოვრების წესი გავრცელდა განვითარებადი

ქვეყნების საშუალო ფენაზეც - მჭიდროდ დასახლებული და სწრაფად განვითრებადი

ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით - შესაბამისად გაიზარდა გარემოს მასიური

განადგურების ალბათობაც (Grumbine 2007). განვითარებული ქვეყნების შეძლებულმა

მოქალაქეებმა უნდა გაიზიარონ, რომ რესურსების დიდი ოდენობით მოხმარება -

განსაკუთრებით საწვავის - სახიფათოა.

ჰაბიტატის განადგურება

ბიომრავალფეროვნების დაკარგვის მთავარი მიზეზი არა ადამიანის პირდაპირი

ექსპლუატაცია, არამედ ჰაბიტატის განადგურება, რომელიც მოსახლეობის ზრდის და

მისი საქმიანობის გარდაუვალი შედეგი ხდება. მომდევნო ათასწლეულების

განმავლობაში ასეთი ექსპანსია, ხმელეთის ეკოსისტემებისათვის ნგრევის მთავარი

ფაქტორი იქნება. ეს სავარაუდოდ მოყვება გადაჭარბებულ ექსპლუატაციას, კლიმატის

ცვლილებას და ინვაზიური სახეობების გავრცელებას (სურათი 4.3; IUCN 2004).

ვინაიდან ბიომრავალფეროვნების ძირითადი საფრთხე დეგრადაცია და ბუნებრივი

36

ჰაბიტატის დაკარგვაა, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მისი დაცვა და შენარჩუნებაა.

„ჰაბიტატის დაკარგვა“ გარემოს პირდაპირ განადგურებას, დაბინძურებას და

ფრაგმენტაციას ნიშნავს. ჰაბიტატის განადგურდების შემდეგ, მცენარეებს, ცხოველებს

და იქ მობინადრე სხვა ორგანიზმები როგორც წესი იღუპებიან.

მსოფლიოს ბევრ ადგილებში, განსაკუთრებით კუნძულებზე და იქ, სადაც

მოსახლების სიმჭიდროვე მაღალია, თავდაპირველი ჰაბიტატი უკვე განადგურებულია

(MEA 2005a). ჰაბიტატის მძიმე განადგურება სახეზეა მთელს ევროპაში, სამხრეთ და

აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ფილიპინებსა და იაპონიაში; სამხრეთ და დასავლეთ

ავსტრალიაში; დასავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ ამერიკაში, კარიბის კუნძულებსა და

აღმოსავლეთ და ცენტრალურ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ რეგიონებიდან

უმეტესში ბუნებრივი ჰაბიტატის 50% დარღვეული ან უკვე განადგურებულია.

ევროპაში მიწის ფართბის მხოლოდ 15% რჩება უცვლელი ადამიანის საქმიანობის

შედეგად.

სურათი 4.3 ბიომრავალფერვნების დაკარგვა და დეგრადაცია ყველაზე დიდ საფრთხეს

წარმოდგენს, რასაც მოჰყვება ჭარბი გამოყენება. მიუხედავად ამისა, სახეობათა მრავალი

ჯგუფი სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგას; ბევრ ფრინველს, ემუქრება ინვაზიური სახეობები,

ხოლო ამფიბიები დაავადების საშიშროების წინაშე არიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბუნებრივი მცენარეულობის მხოლოდ 42% დარჩა,

ხოლო ახლო აღმოსავლეთის ბევრ რეგიონებში - 25%-ზე ნაკლები (Steinet al. 2000).

კვლევებმა დაგვანახა, რომ ევროპელების დასახლების შემდეგ, ამერიკის ზოგიერთი

ბიოცენოზის ფართობი 98%-ით შემცირდა (Noss et al. 1995).

37

ამერიკის შეერთებულ შტატებში, განადგურების პირას მყოფილი სახეობებისთვის

მთავარ საფრთხეს სოფლის მეურნეობა (38%), კომერციული განვითარებები (35%),

წყლის პროექტები (30%), ბუნებაში რეკრეაცია (27%), მეცხოველეობა (22%),

დაბინძურება (22%), ეკოსისტემის ცეცხლით განადგურება (13%) და ტყის

გაჩეხვა(12%) წარმოადგენს.

ჰაბიტატის ფრაგმენტაციის, მიწათმოქმედების, ხის დამუშავებისა და ადამიანის

სხვა საქმიანობის შედეგად, ძალიან მცირე რაოდენობის ტყეები - დიდი ზომის ტყის

ხელუხლებელი მასივები - შემორჩა ძირითადად ძველი სამყაროს ტროპიკულ

ქვეყნებში. ველური ბუნების 50%-ზე მეტი განადგურებულია ისეთ ქვეყნებში,

როგორც ტაილანდი, ინდოეთი და ვიეტნამი (WRI 2000). ხმელთაშუა ზღვის რეგიონში,

რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მჭიდროდ იყო დასახლებული, ტყის

საფარის მხოლოდ 10% დარჩა. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველთა სამყარო

დაკარგვის პროპორციულად იკარგება. მიუხედავად იმისა, რომ ტყეების ჰაბიტატი

ჯერ კიდევ გვხვდება ადგილებში, ფრინველების, პეპლების, მინდვრის ყვავილების,

ბაყაყებისა და ხავსების ადრე არსებული სახეობების დაახლოებით 90% დღეს აღარ

არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდა მომავალშიც

გაგრძელდება, სასოფლო-სამეურნეო წარმოება სავარაუდოდ 30-50%-ით მოიმატებს

მომდევნო 30 წლის განმავლობაში; შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების დაცვა

პირდაპირ კონფლიქტში იქნება ახალი სასოფლო-სამეურნეო მიწების

აუცილებლობასთან (Tilman et al. 2001).

ტროპიკული ტყეები

ტროპიკული წვიმის ტყეების განადგურება სახეობების დაკარგვის სინონიმად იქცა.

როგორც ეს წინა თავში ითქვა, მართალია ტროპიკული ტყეები დედამიწის

ზედაპირის მხოლოდ 7%-ს იკავებენ, მაგრამ არსებულ სახეობათა 50%-ზე მეტს

შეიცავენ. ბევრი ამ სახეობებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილობრივი და

მსოფლიო ეკონომიკებისათვის. წვიმის ტყეებს რეგიონალური მნიშვნელობა აქვს

წყალშემკრები აუზების დაცვისა და კლიმატის რეგულირების თვალსაზრისით; ასევე

ადგილობრივი და გლობალური - როგორც თავშესაფარი ადგილობრივი ხალხისათვის

ერთის მხრივ და საწვავის წვის შედეგად დიდი ოდენობით გამოყოფილი

ნახშირორჟანგის მშთანთქავი საშუალება, მეორეს მხრივ.

ტროპიკული წვიმის ტყეებში გვხვდება ადგილებში 1800 მეტრის სიმაღლის ქვემოთ,

სადაც წლის განმავლობაში სულ მცირე 100 მმ ნალექი მოდის ყოველთვიურად. ისინი

ხასიათდებიან სახეობათა მრავალფეროვნებითა და ამ სახეობათა

ურთიერთდამოკიდებულებისა და სპეციალიზაციის სხვაგან არნახული სირთულით.

38

ტროპიკული ტყეების განადგურება ადვილია, რადგან ნიადაგები ხშირად საკვები

ნივთიერებებით ღარიბი და არანოყიერია გაუტყეურების შედეგად.

სამეცნიერო ლიტერატურაში სერიოზულად განიხილება სისწრაფე, რომლითად ტყის

საფარის განადგურების პროცესი მიმდინარეობს. ამჟამად, წვიმიანი ტყეების

დაახლოებით 150,000 კმ2 იკარგება ყოველწლიურად - ტერიტორია, რომელიც

მოცულობით აღემატება ტენესის შტატისა და გვატემალას ფართობს (სურათი 4.4). ამ

ტერიტორიის თითქმის ნახევარი მთლიანადაა განადგურებულია ისე, რომ სახეობათა

შემადგენლობა, პროცესები თანასაზოგადოებებსა და ეკოსისტემებში მნიშვნელოვნად

შეცვლილია (Primack and Corlett 2005). ყოველწლიურად არსებული ტყის საფარის

დაახლოებით 1% ნადგურდება (Laurance 2007). მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი

მაჩვენებლის გამოთვლა რთულია, ტროპიკული ტყეების განადგურების ტემპები

საგანგაშოდ მაღალი და მზარდია.

წვიმის ტყეების 60% განადგურებულია ღარიბი, უმიწაწყლო ფერმერების მიერ

მოსავლის მოგროვებით, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა სასოწარკვეთის

ან სახელმწიფოს მიერ დაფინასებული პროგრამების წყალობით წამოიწყეს (Zarin et al

2005). ამ მიწების ნაწილი მუდმივ ფერმებად და საძოვრებად გადაიქცა, ხოლო

უმეტესი - მუშავდება ე.წ. მონაცვლეობითი კულტივაციის მეთოდით (სურათი 4.5).

მონაცვლეობითი კულტივაციის დროს ხეების გაჩეხვა და შემდგომ დაწვა ისე ხდება,

რომ საკვები ნივთიერებები ფერფლში რჩება. გასუფთავებული ადგილები ორი ან სამი

სეზონის განმავლობაში გამოიყენება, რის შემდეგაც ნიადაგისა და მოსავლის

ნაყოფიერება მცირდება. შედეგად, ნაჩეხების მიტოვება და ახალი ტერიტორიების

ათვისება ხდება.

39

მუქი ადგილები ბოლო პერიოდის დამწვრობებია

სურათი 4.4 A) შეფასებები დაფუძნებულია ტროპიკული

წვიმის ტყეების სატელიტურ გამოსახულებებზე.

ეს ტყეები ოდესღაც გაცილებით მეტ

ეკვატორულ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის,

აფრიკისა და აზიის ტერიტორიების ფართობებს

ფარავდნენ.

B)დისტანციური გამოსახულებები მდინარე

ამაზონის აუზში მდებარე ბრაზილიის შტატ

რონდონიიდან, რომელიც ასახავს 15 წლის

განმავლობაში მიმდინარე ტყის საფარის

განადგურებას. ტყის მასივები გაიჩეხა

საძოვრებისა და საქონლის სადგომებად

გამოყენების მიზნით, ასევე მცირე ოჯახური

ფერმერების საგზაო ქსელის ასაშენებლად. მუქი

ადგილები სავარაუდოდ მიუთითებენ არც თუ

ისე დიდი ხნის წინ გადამწვარ ადგილებზე (M.

Doughty, based on UNEP/WCMC database 2004)

40

სურათი 4.5 ტროპიკული ტყეების

გაჩეხვას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ამ

შემთხვევაში, ბრაზილიის მკვიდრმა

პემონის ტომის წევრებმა გაჩეხეს ხეები

თავშესაფრის ასაშენებლად, ხოლო

გადამწვარ საფარს ნათესებისთვის

იყენებენ. ასეთი დასახლებული

პუნქტების მიტოვება, როგორც წესი,

რამდენიმე სეზონის შემდეგ ხდება,

ნაყოფიერების შემცირების გამო.

ტროპიკული ტყეების

განადგურების მიზეზი მათი შეშად

გამოყენების გამოც ხდება - 2

მილიარდზე მეტი ადამიანი საკვებს

შეშაზე ამზადებს. წვიმის ტყეების

კიდევ დაახლოებით 20%

განადგურებულია კომერციული მიზნებით, ხოლო 10% უკავია წვრილფეხა

საქონლის ფერმებს ლათინურ ამერიკაში. გაჩეხვას ზეთის ხილი, კაკაოს და სხვათა

გამრავლების, გზების მშენებლობისა და სამთო მრეწველობის მიზნით დანარჩენი 5-

10% მიაქვს.

ტყის საფარის განადგურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაახლოებით 1,2%

წელიწადში აზიაშია, ფართობის დაკარგვის თვალსაზრისით ტროპიკულ ამერიკაში -

წელიწადში დაახლოებით 75000 კმ2 ტერიტორია. დღეისათვის არსებული დანაკარგის

ტემპით, 2050 წლისთვის ტროპიკული ტყეები პრაქტიკულად არსად დარჩება,

ამაზონის, კონგოსა და ახალი გვინეის დაცული მცირე ტერიტორიების გარდა.

სიტუაცია პროგნოზირებადზე გაცილებით მძიმეა, რადგან მოსახლეობის რიცხვიც და

ბევრი განვითარებული ტროპიკული ქვეყნების დონის მაჩვენებელიც იზრდება.

ტყის განადგურების მიზეზი, ხშირად, ინდუსტრიული ქვეყნების მოთხოვნაა ისეთ

პროდუქციაზე, როგორიც კაკაო, შაქარი, ზეთის ხილი, ფორთოხლის წვენი, ბანანი,

საქონლის ხორცი, ასევე სოიოს იაფი და ხის სხვადასხვა პროდუქციაა (Primack and

Corlett 2005; Nepstad et al. 2006). 1980-იანი წლების განმავლობაში კოსტა-რიკასა და

ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში გაუტყეურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

საქონლის რანჩოების გაშენების გამო დაფიქსირდა. შემდეგ საქონლის ხორცის დიდი

ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში

41

იაფფასიანი ჰამბურგერების დასამზადებლად გაიყიდა. საზოგადოებრივმა

გამოხმაურებამ და მომხმარებელთა ბოიკოტმა რამდენიმე ამერიკული რესტორნის

ქსელს აიძულა შეეჩერებინა ხორცის იმპორტი ასეთი რანჩოებიდან. მიუხედავად

იმისა, რომ ტყეების გაჩეხვა ლათინურ ამერიკაში გაგრძელდა, საზოგადოების

ინფორმირებულობა საერთაშორისო ქსელის შესახებ, რომელიც ტყის განადგურებას

იწვევს, მნიშვნელოვანი იყო. გარემოსდაცვითი ბიოლოგიის პრიორიტეტი სწორედ

ინფორმაციის მიწოდებაა საზოგადოებისათვის, რაც წვიმის ტყეების დიდი

რაოდენობით გადარჩენას შეუწყობს ხელს.

მადაგასკარის მაგალითი. მადაგასკარი, წარმოადგენს დიდ კუნძულს სამხრეთ

ამერიკის სანაპიროსთან, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი

სერიოზული და სწრაფი შეიძლება იყო ტყის საფარის განადგურება. მადაგასკარის

ტენიანი ტყეები, თავისი მდიდარი (განსაკუთრებით 28 სახეობის ლემური; სურათი

4.6) ენდემური სახეობებით, თავდაპირველად მოიცავდა 114,000 კმ2. 1996

წლისთვის, ტყის თავდაპირველი ფართობი შემცირდა 13%-მდე

სურათი 4.6 Propithecus verreauxi წარმოადგენს ლემურს პრიმატების ოჯახიდან. ლემურები

ბინადრობენ მხოლოდ მადაგასკარზე და ფაქტიურად ყველა სახეობა გადაშენების საფრთხის

წინაშეა ტყეების განადგურების გამო (© Kevin Schafer/Alamy).

მონაცვლეობითი კულტივაციის, საძოვრებისა და ხანძრების გამო, ხოლო დარჩენილი

მნიშვნელოვნად განადგურდა. მადაგასკარის ტყეების დღევანდელი გაჩეხვის

ტემპებით ნადგურდება მათი 1100 კმ2 წელიწადში. ასე გაგრძელების შემთხვევაში,

2020 წლისთვის მადაგასკარის წვიმის ტყე აღარ იარსებებს, გარდა კუნძულზე დაცული

42

ტერიტორიისა, რომელიც 1,5%-ს შეადგენს (Primack and Corlett 2005). ვინაიდან,

მადაგასკარის ტყეები არის ერთადერთი ადგილი

სადაც ლემურები ბუნებრივ პირობებში

ცხოვრობენ, მათი დაკარგვა ლემურების ბევრი

სახეობის გადანადგურებასაც გამოიწვევს.

ტროპიკული ფოთოლმცვენი ტყეები. ყველა

ტროპიკული ტყე არ წარმოადგენს წვიმის ტყეს.

შედარებით მცირე ფართბი უკავიათ ტროპიკულ ფოთოლმცვენ ტყეებს, რომლებიც

ხასიათდებიან გრძელვადიანი მშრალი და ნალექიანი სეზონების მონაცვლეობით.

მშრალი სეზონის განმავლობაში ხეების გარკვეული სახეობები კარგავენ ფოთლებს,

ისევე როგორც ფოთლოლმცვენი ხეები ზომიერი კლიმატის პირობებში - ზამთარში.

მადაგასკარის ტროპიკული ტყეების ნაწილი ფოთოლმცვენია. ამ ტიპის ტყეები

განსაკუთრებით კარგად შეისწავლეს ცენტრალურ ამერიკაში.

ტროპიკული ფოთოლმცვენი ტყეებით დაფარული მიწის საფარი გაცილებით მეტადაა

გამოსადეგი სოფლის მეურნეობისთვისა და მესაქონლეობისთვის, ვიდრე

ტროპიკული წვიმის ტყეები. ასევე, ამ ტყეებისგან გაწმენდა და დაწვა უფრო

ადვილია. წვიმის ტყეებისგან განსხვავებით, აქ ნალექი გაცილებით ზომიერია

(წლიური 250-დან 2000 მმ-მდე ოდენობით) და შესაბამისად საკვები ნივთიერებების

ნიადაგში შენარჩუნებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის

სიმჭიდროვე ცენტრალური ამერიკის ფოთოლმცვენი ტყეების მიმდებარე

ტერიტორიებზე 5-ჯერ აღემატება მეზობელი წვიმის ტყეებისას. დღეისათვის,

ცენტრალური ამერიკის წყნარი ოკეანეს სანაპიროებზე თავდაპირველი ფოთოლმცვენი

ტყეების მოცულობის მხოლოდ 0,1% დარჩა და ხოლო მადაგასკარზე 8%-ზე ნაკლები

(Gillespie et al. 2000).

ზომიერი სარტყელის ბალახოვნები

არა მხოლოდ ტროპიკულ ეკოსისტემებს ემუქრება საფრთხე. ჩრდილოეთისა და

სამხრეთის რეგიონების ზომიერ სარტყელში მდებარე ველები და მდელოები

თითქმის მთლიანადაა განადგურებული ადამიანის ზემოქმედების შედეგად,

უპირველესად სოფლის მეურნეობის გამო. მით უფრო, რომ დიდი ველების ფერმებად

და საძოვრებად გადაქცევა შედარებით ადვილია.

ზომიერი სარტყელის ეს ველები ბევრგან სხვადასხვა სახელწოდებებითაა ცნობილი,

მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში - არგენტინის პამპასისა და ნაყოფიერი ველების

სახელით, რუსეთისა და უკრაინის გაშლილი ველები - სტეპების სახელით.

ცენტრალური ამერიკის „პურის კალათად“ წოდებული უსაზღვრო ველები ოდესღაც

1800 წლიდან 1950-იან წლებამდე,

ჩრდილოეთ ამერიკის პრერიების

97% ფერმებად გადაკეთდა

43

ბალახით იყო დაფარული, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკის პრერიის სახელით ცნობილი

დარჩენილი მცირე ტერიტორია დღეს ფრაგმენტირებული და განადგურებულია

(White et al. 2000). მისი გადარჩენის მცდელობა მიმდინარეობს, მაგრამ სოფლის

მეურნეობის ზრდასთან შედარებით, უმნიშვნელო მასშტაბებით.

ჭარბტენიანი ტერიტორიები (ვეთლენდი)

ჯანსაღ ჭარბტენიან ადგილებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ თევზების,

ამფიბიების, წყლის უხერხემლო ცხოველებისა და ასევე მრავალი ფრინველის

კეთილდღეობისთვის. მათ მნიშვნელობა აქვთ ასევე სურსათის რესურსების

კონტროლის, წყლის გაწმენდის, ნარჩენების გადამუშავებისა და ენერგიის

წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბტენიან ადგილებში მობინადრე

უმეტესი სახეობა ფართოდაა გავრცელებული, ზოგიერთი მათგანი ცნობილია თავისი

მაღალი ენდემურობის დონით, რაც გულისხმობს სახეობის თვისებას გვხვდებოდეს

მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას და სხვაგან არსად.

ხშირად ჭაობები ამოვსებული, სახეშეცვლილი და ქიმიური ნივთიერებებით

დაბინძურებული სახით გვხვდებიან (Gardner et al. 2007; Gonzalaz-Abraham et al. 2007).

მიმდებარე მიწები და ნაპირები კი დაზიანებული საქალაქო დაგეგმარების გამო.

უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატების დაჭაობებული

ტერიტორიების ნახევარზე მეტი, ხოლო ქვეყნის დაახლოებით 5,2 მილიონი კმ-ის

ნაკადულების 98% განადგურდა იმ დონემდე, რომ ვეღარც მიიჩნევიან ასეთებად

(Harrison and Stiassny 1999).

ჭარბტენიანი ფართობის განადგურება ასევე მძიმეა ინდუსტრიული სამყაროს სხვა

ნაწილებშიც. ეკოსისტემები მდინარე რაინისა და მისი შენაერთების გასწვრივ,

მუდმივად იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში არხების, კაშხლების, ჯებირების

მშენებლობისა და დაბინძურების შედეგად. იაპონიის 30,000 მდინარიდან მხოლოდ

ორს აქვს შენარჩუნებული პირველადე სახე, კაშხლებისა და სხვა მნიშვნელოვანი

ცვლილებების გარეშე.

უკანასკნელი 50 წლის მანძილზე განვითარებულ ქვეყნებში მდებარე ჭაობებს

მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნათ კაშხლების მასიურად მშენებლობის გამო. ჩინეთში

მდინარე იანძიზე მდებარე Three Gorges Dam ამის ერთ-ერთი ბოლო თვალსაჩინო

მაგალითია. საბოლოო ჯამში ის მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური

იქნება. მაგრამ, იმ დროისათვის, როცა მიმდინარე სამუშაოები დასრულდება -

დაახლოებით 5 წელიწადში - 1,4 მილიონზე მეტი ადამიანის გადასახლება მოხდება

თავისი საცხოვრებელიდან და განადგურდება ბიოლოგიური ნაირსახეობების

აუარებელი რაოდენობა. მართალია, პროექტის ფინანსური მოგება მნიშვნელოვანია,

44

მაგრამ მოსახლეობის უფლებებისა და ეკოსისტემის ღირებულების ადეკვატური

განხილვაც უნდა ხდებოდეს.

სანაპირო წყლები

ადამიანთა განსაკუთრებულად დიდი ნაწილი სანაპიროს გასწვრივ სახლობს. შედეგად

ზღვის სანაპირო ტერიტორიის 20% განადგურებული ან შეცვლილია ადმაიანების

საქმიანობის შედეგად. მსოფლიოს მასშტაბით ინტენსიური თევზჭერა, მოლუსკებისა

და ზღვის პროდუქტების გამოყენება საგრძნობლად გარდაქმნის ზღვის გარემოს

(Halpern et al. 2007). დაბინძურება, დანალექება, დესტრუქციული თევზჭერის

პრაქტიკა, ტემპერატურის ზრდა და ინვაზიური სახეობების გავრცელების საშიშროება

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ადამიანის გავლენა ზღვის გარემოზე

ხმელეთთან შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი, მაგრამ სავარაუდოდ ისეთივე

სახიფათოა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორი სანაპირო ჰაბიტატის სახეობა:

მანგრის ტყეები და მარჯნის რიფები.

მანგრის ტყეები. მანგროს ტყეები ტროპიკული რაიონების ჭარბტენიანი

ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ისინი მოიცავენ

სახეობებს, რომლებსაც შეუძლიათ მარილიან წყალთან შეგუება და მდებარეობენ

სანაპირო რაიონებში, სადაც წყალი მარილიანი და მოშავო მღვრიე ფსკერითაა. მათ

უდიდესი მნიშვნელობა აქვთ თევზისა და კრევეტების გამრავლებისათვის

ავსტრალიაში. მაგალითად, მეთევზეების მიერ დაჭერილი თევზის 2/3

დამოკიდებულია მანგრის ტყის ეკოსისტემაზე.

მიუხედავად მათი უდიდესი მნიშვნელობისა შტორმებისა და ცუნამისგან დაცვაში,

ტყეების ხშირი გაჩეხვა ხდება ბრინჯის გაშენებისა და კრევეტების გამრავლების

მიზნით. მაგალითად, სამხრეთ აზიის ქვეყნებში, სადაც თითქმის ნახევარი უკვე

განადგურებულია (Barbier 2006). ასევე დიდი ნაწილი საწვავად გამოყენება. შედეგად

უკვე განადგურებულია მანგრის ეკოსისტემის 35% და უფრო მეტი ყოველწლიურად

ნადგურდება.

მარჯნის რიფები. ტროპიკული მარჯნის რიფები (სურათი 2.8) განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია, შეიცავენ რა მსოფლიოში არსებული თევზის სახეობების

დაახლოებით ერთ მესამედს ოკეანის სრული ფართობის მხოლოდ 0,2%-ში (სურათი

4.7). მარჯნის რიფების 20% უკვე განადგურებულია. კიდევ 20% სახეცვლილია

ინტენსიური თევზაობის, დაბინძრებისა და ინვაზიური სახეობების გავრცელების

შედეგად (MEA 2005a). გლობალური დათბობა, რომელზეც იქნება საუბარი ამ თავში,

ასევე თამაშობს თავის როლს მარჯნის რიფების განადგურებაში.

45

სურათი 4.7 მომდევნო 40 წლის განმავლობაში ადამიანის საქმიანობის შედეგად მარჯნის

რიფების უდიდესი ნაწილი განადგურდება, თუ არ გატარდა დამცავი ღონისძიებები.

ყველაზე მძიმეა განადგურებები ფილიპინებზე, სადაც რიფების 90% მკვდარი ან

სიკვდილის პირასაა. ამის მთავარი მიზეზი ან დაბინძურებაა, რომელიც პირდაპირ

კლავს მარჯანს და ხელს უწყობს წყალმცენარეების გადაჭარბებულ ზრდას, ან

სედიმენტაცია (ნალექების დაგროვების პროცესი) ტყის საფარის განადგურების

შედეგად; ასევე გადაჭარბებული რაოდენობის თევზების, მოლუსკებისა და სხვა

ცხოველების ჭერა; და ბოლოს, დინამიტის გამოყენება თევზჭერისათვის, რომელიც

დიდი ოდენობით ციანიდს გამოყოფს.

გაუდაბნოება

მშრალი კლიმატური სეზონის დროს ბიოლოგიური გარემოს დიდი ნაწილი, რომელიც

ადამიანის ზეგავლენას განიცდის, უდაბნოდ გადაიქცევა გაუდაბნოების სახელით

ცნობილი პროცესით (Reynolds et al. 2007). ეს მგრდძნობიარე ნახევრად არიდული

თანასაზოგადოებები მოიცავენ ველებს, ტროპიკულ ფოთოლმცვენ ტყეებსა და

ზომიერი სარტყლის ბუჩქები.

არიდული და ნახევრად არიდული ადგილები ხმელეთის დაახლოებით 40%-ს

შეადგენენ და თავშესაფარს წარმოადგენენ დაახლოებით 1 მილიარდი

ადამიანისათვის. დაახლოებით 10-20% ამ არიდული მიწებისა სულ მცირე საშუალოდ

გაუდაბნოებულია, შედეგად კი 25%-ზე მეტი პროდუქტიულობის უნარი აქვთ

დაკარგული (Neff et al. 2005). ეს რაიონები საწყის ეტაპზე გამოდგებიან სოფლის

მეურნეობისთვის, მაგრამ განმეორებითი კულტივაცია შეუძლებელია,

განსაკუთრებით მშრალ და ქარიან წლებში, რომელსაც მივყავართ ნიადაგის ეროზიასა

46

და წყლის შენარჩულების უუნარობამდე. შინაური პირუტყვის მიერ მცენარეულობის

ჭარბი მოხმარება და ხეების გაჩეხვა ხელს უწყობს ბიოლოგიური

თანასაზოგადოებების განადგურებას, რის შდეგადაც გარემო უდაბნოს იერსახეს

იღებს.

მსოფლიოს მასშტაბით, 9 მილიონი კმ2 ნახევრადარიდული ტერიტორია

ხელოვნურადაა გადაქცეული უდაბნოდ. გაუდაბნოების პროცესი ყველაზე შესამჩნევი

საჰელის რეგიონში, აფრიკაშია (საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე რეგიონი),

სადაც ძუძუმწოვრების უმეტესობას გადაშენება ემუქრება. პრობლემის კიდევ ერთი

მაგალითი ისაა, რომ საჰარის 100 მილიონიანი მოსახლეობა 2.5-ჯერ აღემატება

გარემოს ტევადობის უნარს. მომავალში გაუდაბნოება, როგორც ჩანს, გარდაუვალია,

თუ არ შემუშავდება სოფლის მეურნეობის მეთოდების, სიღარიბის შემცირებისა და

მოსახლეობის ზრდის კონტროლის გაუმჯობესებული პროგრამები.

ჰაბიტატის დანაწევრება (ფრაგმენტაცია)

ჰაბიტატის განადგურება არ არის ერთადერთი საფრთხე. ჰაბიტატის ფრაგმენტაცია

(დანაწევრება) არის პროცესი, რომლის დროსაც მისი ერთიანი ფართობი არამარტო

მცირდება ზომაში, არამედ იყოფა ორ ან მეტ ფრაგმენტად. ჰაბიტატების დიდი

ნაწილი, რომელიც ადრე ხელუხლებელი და სახეუცვლელი იყო, დღეს დაყოფილია

ნაწილებად გზების, ქალაქების და ადამიანის მიერ შექმნილი სხვა

ინფრასტრუქტურებით (სურათი 4.8A). გარემოს ფრაგმენტები არა მხოლოდ

იზოლირებულია ერთმანეთისგან, არამედ თითოეული ფრაგმენტის კიდეები გარემოს

ცვლილებას განიცდის, რასაც კიდეების ეფექტი ეწოდება. ასეთი ფრაგმენტები ხშირად

ისეთ ადგილებზე ჩნება, როგორიც ფერდობები, ღარიბი ნიადაგები და მიუდგომელი

ადგილებია (Huste and Bouliner 2007; Laurance and Luizao 2007).

47

სურათი 4.8 (ა) ვორვიკშერის (ინგლისი)

ტყიანი ადგილები საუკუნეების მანძლზე

განიცდიდნენ დანაწევრებასა და

ტერიტორიების შემცირებას გზების, სოფლის

მეურნეობის და ადამიანის დასახლებების

გამო, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვ.წ-მდე 400

წლით თარიღდება, როდესაც რომაელებმა

ტყიან ლანდშაფტში ააშენეს ქალაქები და

გზებით დააკავშირეს ისინი. 1960 წლისთვის

ტყეებისგან შემორჩა მხოლოდ რამდენიმე

პატარა ფრაგმენტი. (ბ) შემოვლითი ფართო

გზა (მასშტაბისათვის გაითვალისწინეთ

მანქანის სიდიდე) გაიყვანეს წვიმის ტყეში

ტაილანდში გაზსადენის მშენებლობისას.

ასეთი დარღვევები ხშირად იწვევს ჰაბიტატის

ფრაგმენტაციას ყოვლისმომცველი ეფექტით.

(A, Wilcove et al. 1986; B, © Mike

Abrahams/Alamy.)

ფრაგმენტაციას თითქმის ყოველთვის აქვს ადგილი ჰაბიტატის მნიშვნელოვანი

შემცირების დროს, ასევე გზებისა და რკინიგზების გაყვანისას, საზღვრებისა და

ბარიერების შექმნისას. ეს ყველაფერი ხელს უშლის ცხოველების თავისუფალ

გადაადგილებას (სურათი 4.8B). ზოგჯერ ველური ბუნების დამცველები განზრახ

ახდენენ ხელუხლებელი ადგილების ფრაგმენტაციას ღია-კიდის ჰაბიტატების შექმნის

მიზნით (ახალი განაშენიანებით), რომელიც იდეალურია ირმების, ზოგიერთი

ფრინველისა და გარკვეული სახეობის ცხოველებისათვის.

48

ჩრდილოეთის ირემი, სკანდინავიური კულტურის ერთ-ერთი სიამაყე, ჰაბიტატის

ფრაგმენტაციის ბევრი პრობლემის ილუსტრირებას ახდენს. ამ სახეობის უკანასკნელი

ველური პოპულაცია სამხრეთ ნორვეგიაში ბინადრობს (Nellemann et al. 2001). 1900

წლამდე ამ სახეობის ირმები რეგიონში მიგრირებად ერთ ჯოგად ცხოვრობდნენ.

ინფრასტრუქტურის განვითარებამ, განსაკუთრებით გზებისა და მილსადენების

გაყვანამ, ისინი 26 ჯოგად დაყო;

ირმების თავდაპირველი რაოდენობის

მხოლოდ 10% ცხოვრობს დღეს ამ

პირობებში. ეს იზოლირებული ჯოგები

მიგრირებენ და შედეგად

გადაჭარბებულად ძოვენ საფარს თავის

ფრაგმენრირებულ გარემოში. ირმებზე

აქტიურად უნდა ნადირობდნენ, რადგან

არ გაიზარდოს მათი რიცხვი და შესაბამისად, საკვების ნაკლებობის ალბათობა. მაგრამ

თუკი დამატებითი გზების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და კურორტების აშენება

კვლავაც გაგრძელდება, ჩრდილოეთის ირმების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ

დადგება.

ფრაგმენატაციით გამოწვეული საფრთხეები

ჰაბიტატის ფრაგმენტები განსხვავდებიან თავდაპირველი (ორიგინალური)

გარემოსგან სამი ნიშნით:

1. ოდესღაც მდგრადი გარემო მრავალრიცხოვანი პოპულაციებით, დანაწევრდა

მცირე ნაწილებად (კიდევ უფრო პატარა პოპულაციების შემადგენლობით).

2. ფრაგმენტების ჰაბიტატებს უფრო მეტი ნაპირები აქვთ (შესაბამისად კიდის

ეფექტის მეტი ალბათობაა).

3. თითოეული ჰაბიტატის ცენტრი უფრო ახლოსაა კიდეებთან.

გარემოს ფრაგმენტაცია ზღუდავს სახეობების განვითარებისა და კოლონიზაციის

პოტენციალს (Bhattacharya et al.2003; Baur 2005). ტყის ფრინველების, ძუძუმწოვრებისა

და მწერების ბევრი სახეობა არ გადაკვეთს ღია ადგილებს მტაცებლების თავდასხმისა

და განსაკუთრებით ცხელი, მზიანი ან მშრალი გარემოსათვის თავის არიდების

ზინით. უფრო მეტიც, ფრაგმენტაციის შედეგად ცხოველების დისპერსიის

(განსახლების) შემცირება გამოიწვევს ამ ცხოველებზე დამოკიდებული მცენარეების

განადგურებასაც. ამგვარად, ზოგიერთი ფრაგმენტი დაუსახლებელი დარჩება იმ

სახეობების მიერ, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ამ გარემოში არსებობა.

სახეობების გაუჩინარებასთან ერთად ბუნებრივი სუკცესიის გამო, ეს ბარიერები ხელს

ფრაგმენტაცია ამცირებს ცხოვლების საჭმლის,

შეჯვარებისა და მიგრაციის უნარებს; ის ქმნის

ქვეპოპულაციებს, რომლებიც გადაშენებისკენ

არიან მიდრეკილები

49

შეუშლიან ახალ და რიგ ადგილობრივ სახეობებს ჰაბიტატის ფარგლებში

დასახლებაში. ადგილობრივ დონეზე გადაშენდება განსაკუთრებით მწვავე და სწრაფი

ჰაბიტატების პატარა ფრაგმენტებში იქნება შესამჩნევი.

ფრაგმენტაციის მეორე უარყოფითი მხარე ისაა, რომ შემცირდება საკვების მოპოვების

უნარი ცხოველებში, რომლებსაც ცალკეულ ინდივიდებად ან ჯგუფებად უნდა

შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება, სეზონურად ხელმისაწვდომი საკვებისა და

წყლის მოსაპოვებლად. მოცემული რესურსის მოპოვება შეიძლება საჭირო იყოს,

რამდენიმე კვირის განმავლობაში, ან თუნდაც მხოლოდ ერთხელ რამდენიმე

წელიწადში, მაგრამ როდესაც გარემო დანაწევრებულია, სახეობები შეზღუდულნი

არიან და მხოლოდ მის ფარგლებში ეძებენ საკვებს. მაგალითად, შემოღობილი

საზღვრები ხელის შემშლელია ისეთი დიდი ზომის ცხოველების ბუნებრივი

მიგრაციისთვის, როგორიც ანტილოპები (გნუ) და ბიზონებია; ეს აიძულებთ

მოიხმარონ საკვების გადაჭარბებული რაოდენობა ამისთვის შეუთავსებელ გარემო

პირობებში, რასაც საბოლოო ჯამში ცხოველების შიმშილობასა და ჰაბიტატის

განადგურებამდე მივყავართ (Dudley and Platania 2007).

გარემოს ფრაგმენტაციას შეუძლია გამოიწვიოს სახეობების შემცირება და ცხოველების

გადაშენება ორ ან მეტ ქვეპოპულაციად დაყოფით, შეზღუდული ფართობის

ფარგლებსა და შეზღუდული არჩევანის პირობებში. ასეთი მცირე პოპულაციები უფრო

მეტად არიან მიდრეკილები ვიწრონათესაური შეჯვარების დეპრესიების, გენეტიკური

დრეიფებისა და სხვა პრობლემებისადმი. მაშინ, როდესაც დიდი ზომის ჰაბიტატებს

რამდენიმე დიდი პოპულაციის უზრუნველყოფა შეუძლია, მისი ფრაგმენტი ერთი

ქვეპოპულაციით დაკმაყოფილებასაც ვერ შეძლებს.

მსოფლიოს ბევრ ადგილას ადამიანები ყველაზე დიდ მტაცებელს წარმოადგენენ. მას

შემდეგ, რაც გზების გაყვანა მოხდება, მონადირეებს უფრო ინტენსიურად შეუძლიათ

ნადირობა და ახალი ადგილების ასათვისება (Laurance et al. 2006). თავშესაფარის არ

არსებობის გამო ცხოველების პოპულაციები მცირდება. მაგალითად, ფრაგმენტაციის

გავლენის ქვეშ მყოფ ფართობებზე შინაური კატები ხშირად მნიშვნელოვანი

მტაცებლები არიან. მიჩიგანის ერთ-ერთ რეგიონში, მიწათმფლობელების 26%

ჰყავდათ კატები. თითოეული კვირაში საშუალოდ ერთ ჩიტს კლავდა, მათ შორის

განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფ სახეობებს (Lepczyk et al. 2003). ამ პრობლემის

გამო შექმნეს სპეციალური დიზაინის საყელოები, რომლებიც მკვეთრი ფერების გამო

აფრთხობს პოტენციურ მსხვერპლს და საგრძნობლად ამცირებს კატების უნარს

დაიჭირონ ფრინველები, რეპტილიები და მცირე ძუძუმწოვრები.

ჰაბიტატის ფრაგმენტაციის შედეგად ველური და შინაური ცხოველები

ურთიერთობაში შედიან ერთმანეთთან. შინაური ცხოველების დაავადებები

(მაგალითად,შინაური ძაღლებისა და კატების ჭირი) გადადის გარეულ ცხოველებზე,

50

რომლებსაც ხშირად სუსტი იმუნური სისტემა შეიძლება გააჩნდეთ. შესაძლებელია

პირიქითაც მოხდეს. ტყის ფრაგმენტების შესწავლამ აჩვენა, რომ არსებობს ლიმის

ავადმყოფობით დაავადებული თაგვებისა და ტკიპების სახეობები, რომლებიც

დაავადების ადამიანებზე გავრცელებას უწყობენ ხელს (Allan et al. 2003).

კიდეების ეფექტი

ჰაბიტატის ფრაგმენტაცია მკვეთრად ზრდის კიდეებს შიდა ჰაბიტატის

რაოდენობასთან მიმართებით. მარტივი მაგალითებით შეგვიძლია დავინახოთ რა

პრობლემები შეიძლება ამას მოყვეს. წარმოვიდგინოთ კვადრატული ფორმის დაცული

ტერიტორია (სურათი 4.9), რომლის თითოეული მხარის სიგრძეა 1კმ (1000მ). მისი

საერთო ფართობია 1 კმ2. კიდეების მთლიანი პერიმეტრი 4000მ. წერტილი რეზერვის

ცენტში 500 მეტრითაა დაშორებული უახლოეს პერიმეტრს. თუკი კიდეების ეფექტის

მთავარი მიზეზი შინაური კატები და ვირთხები არიან, რომლებიც კიდეებიდან ტყის

მიმართულებით 100 მეტრში ნადირობენ, გამოდის რომ მხოლოდ შიდა 64 ჰა არის

ტერიტორია, რომელზეც ფრინველებს შეუფერხებლად შეუძლიათ გამრავლება და

ბარტყების აღზრდა. კიდე ჰაბიტატი, რომელიც გამოუსადგარია გამრავლებისათვის,

შეადგენს 36 ჰა.

სურათი 4.9 ჰიპოთეტური მაგალითი გვიჩვენებს, როგორ მცირდება ჰაბიტატის გართობი

ფრაგმენტაციის და კიდეების ეფექტის გამო. (ა) ეს დაცული ზონა (1კმ2) არ არის

ფრაგმენტირებული. სავარაუდოდ, თუ კიდეების ეფექტი 100 მეტრზე გავრცელდება,

მხოლოდ 64 ჰა იქნება ხელმისაწვდომი ფრინველების ბუდობისთვის. (ბ) რეზერვი

გაყოფილია ავტოსაგზაო და სარკინიგზო გზებით (მიუხედავა იმისა, რომ ისინი დიდ

51

ადგილს არ იკავებენ) ეს ზრდის კიდეების ეფექტს, შესაბამისად ფრინველების ბუდობისთვის

განკუთვნილი არეალის თითქმის ნახევარი განადგურებულია.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ პარკი დაიყო ოთხ თანაბარ ნაწილად 10 მეტრი სიგანის

ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულების გზით და ასევე 10 მეტრის სიგანის

დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულების რკინიგზით. ამას პარკის 19,900 მ2

(2ჰა) დასჭირდა და გამომდინარე იქიდან, რომ ეს სრული პარკის მხოლოდ 2%-ია

დამგეგმარებლები ამტკიცებდნენ, რომ პარკზე ზეგავლენა უმნიშვნელო იქნებოდა.

ის დაიყო ოთხ ფრაგმენტად, თითოეული 495მ x 494მ ფართობით. ფრაგმენტის

ცენტრიდან უახლოეს პერიმეტრის წერტილამდე მანძილი, 247 მეტრით შემცირდა,

რაც პირველადი მანძილის ნახევარზე ნაკლებია. კატებსა და ვირთხებს ტყეში

მოხვედრა საავტომობილო და სარკინიგზო გზებიდან შეუძლიათ, ისევე როგორც

კიდეებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრინველებს შეუძლიათ გამოჩეკონ ბარტყები

მხოლოდ ფრაგმენტების უკიდურესად შიდა ტერიტორიებზე. თითოეული ასეთი

ტერიტორიის ფართობია 8,7 ჰა, რაც საერთო ჯამში 34,8 ჰა-ს შეადგენს. ამდაგვარად,

მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო და სარკინიგზო გზებისთვის გამოყენებულ

იქნა დაცული ტერიტორიის მხოლოდ 2%, ამან ორჯერ შეამცირა ფრინველებისთვის

ხელმისაწვდომი ჰაბიტატი კიდეების ეფეტის გამო. შედეგად, ფრინველებს არ

შეეძლებათ ჩვეული არსებობა და გამრავლება ასეთ პატარა ფრაგმენტებზე.

ფრაგმენტის კიდეების მიკროგარემო განსხვავდება ტყის შიდა გარემოსაგან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ მხრივ არის სინათლის, ტემპერატურის,

ტენიანობისა და ქარის მომეტებული რადენობა (Laurance et al. 2002). კიდეების ეს

ეფექტები შესამჩნევია დაახლოებით 250 მეტრის მანძილზე ტყის შუაგულისკენ,

ზოგიერთი კი უფრო სიღრმეშიც (სურათი 4.10).

52

სურათი 4.10 კიდეების ეფექტი ამაზონის წვიმის ტყეში. სურათზე ნაჩვენებია, თუ რა

სიღრმეზე შეიძლება გავრცელდეს ეფექტი. მაგალითად, ხეებს, რომლებიც იზრდებიან

კიდეებიდან 300 მეტრში, აქვთ განადგურების უფრო დიდი რისკი. ასევე მათი სიმაღლის

საშუალო მაჩვენებელი მცირდება კიდეებიდან 100 მეტრის მანძილზე (Laurance et al.2007).

გამომდინარე იქიდან, რომ მცენარეთა და ცხოველთა სახეობები მორგებულნი არიან

ტემპერატურის, ტენისა და სინათლის გარკვეულ დონეს, ამ პირობების შეცვლის

შედეგად რიგი სახეობები ქრებიან. ჩრდილის მოყვარული ველური ყვავილების

სახობები, ტროპიკული ტყეების სუკცესიური ხეების სახეობები და ტენისადმი

მგრძნობიარე ამფიბიები მნიშვნელოვნად ზარალდებიან (თითქმის ქრებიან)

ფრაგმენტაციის შედეგად.

ტყის ფრაგმენტირებისას მოჭარბებული ქარი, ნაკლები ტენი და მომატებული

ტემპერატურა ტყის კიდეებზე ხანძრის გაჩენის დიდ ალბათობას ქმნის. ხანძარის

53

გავრცელება შესაძლებელია მოხდეს ახლომდებარე სოფლის მეურნეობებიდან, სადაც

რეგულარულად მიმდინარეობს ისეთი პროცესები, როგორიცაა საჭირო წიაღისეულის

წვა, შაქრის ლერწმის მოსავლის აღება ან ფრაგმენტული კულტივაცია. ბორნეოსა და

ბრაზილიის ამაზონისპირეთში, ტროპიკული ტენიანი ტყის მილიონობით ჰექტარი

დაიწვა უჩვეულო მშრალი პერიოდში 1997 და 1998 წლებში.

კიდეების ეფექტი ზრდის ფრაგმენტების დაუცველობას ეგზოტიკური ინაზიური (არა

ადგილობრივი) და ადგილობრივი პარაზიტი სახეობების შემოჭრისგან (Vander Haegen

2007; Malt and Lank 2007). ტყის ნაპირი არის დაზიანებული გარემო, სადაც მავნე

(პარაზიტი) ორგანიზმებს ადვილად შეუძლიათ გახარება, გამრავლება და შემდგომ

ტყის მთელ ტერიტორიაზე გავრცელება. ომნივორი სახეობები, მღრღნელებისა და

ზოგიერთი ფრინველის მსგავსად, შესაძლებელია იმატონ რაოდენობაში, რითაც

შეამცირებენ ტყის ადგილობრივ მობინადრეებს. ასეთმა კიდეს-ადაპტირებულმა

სახეობებმა შესაძლოა გაანადგურონ ტყის ფრინველების ბუდეები, შეჭამონ კვერცხები,

ასევე ხელი შეუშალონ მათ გამრავლებას (Lampilla et al. 2005). ტრუპიალები (Cowbirds),

რომლებიც კვერცხებს სხვა ფრინველების ბუდეებში დებენ, ხელს უშლიან ბევრი

მიგრირებადი ფრინველის გამრავლბას. გარემოს ფრაგმენტაციის კომბინაციამ

გაზარდა ბუდეების განადგურება, რამაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირა

სხვადასხვა მომთაბარე მგალობელი ფრინველების სახეობის რიცხვი ჩრდილოეთ

ამერიკაში, განსაკუთრებით შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში (Valiela

and Martinetto 2007).

გარემოს განადგურება და დაბინძურება

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰაბიტატს არ შეხებია დაზიანება ან ფრაგმენტაცია, ის მაინც

შეიძლება დაზარალდეს ადამიანის ზემოქმედების შედეგად. ეკოსისტემები შეიძლება

განადგურდნენ, ხოლო სახეობები გადაშენდნენ გარკვეული გარე ფაქტორების გამო,

რომლებიც არ ცვლიან მცენარეების სტრუქტურასა ან სიჯანსაღეს ჰაბიტატში,

შესაბამისად ზარალი თვალსაჩინო არაა. მაგალითად, ზედმეტად ბევრი საქონლის

მოშენებამ შესაძლებელია გარემო დატოვოს ველად, მაგრამ თანდათან შეცვლის

ეკოსისტემას, გააქრობს რა ბუნებრივ სახეობებს და ხელს შეუწყობს ეგზოტიკურ

სახეობებს, რომლებიც იტანენ საძოვრის ჭარბ ძოვებსა და გადათელვას. საგზაო

სატრანსპორტო საშუალებები ხშირად ანადგურებენ მცენარეებსა და ცხოველებს.

საზოგადოების თვალისაგან მოშორებით, სათევზაო ტრალები ყოველწლიურად

ზღვის ფსკერის დაახლოებით 15 მილიონ კმ2 ფართობს ანადგურებენ, ფართობი

რომელიც 150-ჯერ აღემატება ტერიტორიას, რომელზეც განადგურდა ტყის საფარი

დროის იგივე მონაკვეთში. ტრალების საშუალებით თევზჭერა ანადგურებს ისეთ

უნიკალურ ქმნილებებს, როგორიცაა ფრინტები და ზღვის ღრუბლები. ამასთანავე ის

54

ამცირებს სახეობათა მრავალფეროვნებას, ბიომასასა და თანასაზოგადოებების

სტრუქტურას (სურათი 4.11).

სურათი 4.11 წყლის გარემო მრავალი საფრთხის ქვეშ არის, როგორც ოკეანისათვის ზიანის

მომტანი აქტივობების ამ სქემაზეა ასახულია. ტრალებით აღჭურვილი გემი ათრევს ბადეს

ფსკერზე, რაც არის თევზჭერის ერთ-ერთი ხერხი და იღებს ყველაფერს, განურჩევლად

კომერციული გათვლებით საჭირო თევზის რაოდენობისა და სახეობისა, რითაც აზიანებს

ზღვის თანასაზოგადოების სტრუქტურას.

გარემოს განადგურების მეტად შეუმჩნეველი ფორმა არის დაბინძურება, როგორც წესი

გამოწვეული პესტიციდებით, ჩამდინარე წყლებით, სამრეწველო ქიმიური და

ქარხნების ნარჩენებითა და სხვა ნარჩენებით (Relyea 2005). ამ ტიპის დაბინძურება

ვიზუალურად არ ჩანს, მაშინაც კი, როცა ეს ხდება ყოველდღიურად, მსოფლიოს

ყველა ნაწილში. დაბინძურების ეფექტი წყლის, ჰაერისა და გლობალური კლიმატის

ხარისხზე, სერიოზული შეშფოთების საფუძელს იძლევა, არა მხოლოდ

ბიომრავალფეროვნებაზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გამო.

მიუხედავად ზოგი თვალსაჩინო მაგალითისა, როგორიცაა ნავთობის მასობრივი

ჩაღვრები, სწორედ ასეთი უხილავი დაბინძურების ფორმები არის ყველაზე

სახიფათო.

55

პესტიციდები

პესტიციდების საშიშროებას ყურადღება 1962 წელს, რეიჩელ კარსონის მიერ

დაწერილი წიგნის ”მდუმარე გაზაფხული”-ს საშუალებით მიექცა, სადაც აღწერილია

ბიოლოგიური ამპლიფიკაციის პროცესი, რომლის დროსაც დიქლორ-დიფენილ-

ტრიქლოროეთანი (დდტ) და სხვა ორგანული პესტიციდები ხვდებან კვებით ჯაჭვში.

ადამიანების მიერ პესტიციდები გამოიყენება მცენარეების შესაწამლად და

მწერებისაგან თავის დაცვის მიზნით უაღრესად საზიანოა ველური ბუნების

პოპულაციებისთვის, განსაკუთრებით ფრინველების, რომლებიც დიდი რაოდენობით

მწერებით იკებებიან, თევზებისთვის და სხვ. ფრინველებში პესტიციდების

რაოდენობის დაგროვება, განსაკუთრებით ისეთ მტაცებლებში, როგორებიცაა ქორი და

არწივი, მათ დასუსტებას და განსაკუთრებულად თხელ ნაჭუჭებიანი კვერხების

დადებას იწვევს, რომლებიც იმსხვრევიან ინკუბაციის დროს. შედეგად, მსოფლიოში ამ

ფრინველების რიცხვმა დრამატულად იკლო.

ამ პრობლემის აღიარებამ 1970 წლებში ბევრი ინდუსტრიული ქვეყანა მიიყვანა

გადაწყვეტილებამდე, აეკრძალათ დდტ-სა და ქიმიური შემადგენლობით მსგავსი

ნივთიერებების გამოყენება. ამ აკრძალვამ საბოლოო ჯამში ნაწილობრივ აღადგინა

პოპულაციები, განსაკუთრებით შევარდნების (Falco peregrinus), შაკის (Pandio haliaetus)

და თეთრთავა ფსოვის (Haliaee leucocephalus). მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა ქვეყანა

აგრძელებს საწამლავების გამოყენებას, რაც კვლავ იწვევს შეშფოთებას, არამარტო

ცხოველებზე ზემოქმედების, არამედ ადამიანზე - განსაკუთრებით მუშებზე,

რომლებსაც უწევთ ამ ნივთიერებებთან შეხება - ზეგავლენის გამო (Reylea 2005; Daly et

al. 2007). გარდა ამისა, იმ ქვეყნებშიც კი სადაც პესტიციდების აკრძალვა

ათწლეულების წინ მოხდა, ისინი არსებობენ გარემოში, სადაც გადამწყვეტი

მნიშვნელობა აქვთ წყალში მცხოვრები და ხმელეთის სახეობების გამრავლების

სისტემებზე. პესტიციდებს ჯერ კიდევ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სოფლის

მეურნეობაში, მავნებელი მწერების შემცირების, მსოფლიო სასურსათო მარაგის

შენარჩუნების მიზნითა და მწერების მიერ გადატანადი დაავადებების

კონტროლირებისათვის, როგორიც მაგალითად მალარიაა. და მაინც, აუცილებელია

შემუშავდეს ნაკლბად შხამიანი და შედარებით ხანმოკლე მოქმედების პერიოდის

მქონე ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გამოყენება მხოლოდ უკიდურესი

საჭიროების დროს მოხდება.

56

წყლის დაბინძურება

წყლის დაბინძურებას უარყოფითი შედეგები მოაქვს ადამიანებისთვის, ცხოველებისა

და წყალში მობინადრე ყველა სახეობისთვის: ის ანადგურებს კვების წყაროებს და

აბინძურებს სასმელ წყალს ქიმიკატებით, რომლებიც მყისიერ და ხანგრძლივ ზიანს

აყენებენ ადამიანისა და სხვა სახეობების ჯანმრთელობას (Niemi and McDonald 2004).

მდინარეები, ტბები და ოკეანეები ხშირად ნარჩენების, სამრეწველო ჩამდინარე

წყლებისა და კანალიზაციების ჩაშვების მზა სატევარია. რაც უფრო დიდია

მოსახლეობა, მით უფრო დაბინძურებულია წყალი. პესტიციდების, ჰერბიციდების,

ნავთობ პროდუქტების, მძიმე ლითონების (მაგალითად, ვერცხლისწყალი, ტყვია და

თუთია), საწმენდი საშუალებებისა და სამოქალაქო ჩამდინარე წყლების გარემოში

მოხვედრა პირდაპირ კლავს იქ მობინადრე ორგანიზმებს. ამერიკის შეერთებული

შტატების გადაშენების პირას მყოფი თევზებისა და ორკარიანი ნიჟარების

განადგურების 90%-ს დაბინძურება იწვევს (Wilcove et al. 1998). მზარდი ტემპებით,

კრევეტებისა და ორაგულის ფერმებიდან გადაყრილი ნარჩენები აბინძურებენ

სანაპირო ტერიტორიებს; ეს იწვევს ევტროფიკაციასა (იხ. ქვემოთ) და სხვა

პრობლემებს.

ტოქსიკური ნარჩენებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი რაოდენობით ადგილ-

ადგილ გვხვდება ხმელეთზე, წყლის გარემოში მოხვედრისას ისინი იბნევიან. წყალში

მოხვედრილი ნივთიერებები, მცირე დოზითაც კი, შესაძლბელია ლეტალური

აღმოჩნდეს წყლის ორგანიზმებისათვის ბიოლოგიური ამპლიფიკაციის პროცესის

შედეგად, რომელსაც ადგილი აქვს, მაშინ როდესაც ისეთი სახეობები როგორც

ხამანწკები, მოლუსკები და გარკვეული ტიპის პლანქტონები, გადაამუშავებენ

დაბინძურებულ წყალს მათთვის საჭირო საკვები ნივთიერებების გამოსამუშავებლად.

შედეგად ამ სახეობებით მკვებავი სახეობები შთანთქავენ ტოკსიკურ ნივთიერებებს

კიდევ უფრო მაღალი კონცენტრაციით. საბოლოოდ, ზღვის ზოგიერთი პროდუქტი,

როგორიც ხმალთევზა და თინუსია, შესაძლოა შეიცავდეს ადამიანის

ჯანმრთელობისათის მავნებელი რაოდენობით ვერცხლისწყალს(Ellison 2004).

მინერალები, რომლებიც სასარგებლოა მცენარეებისა და ცხოველებისათვის,

გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარების შენთხვევაში შეიძლება მავნე

დამბინძურებლებად გადაიქცნენ (Rabalast et al. 2007). კანალიზაცია, სოფლის

მეურნეობის სასუქები, საწმენდი საშუალებები, წარმოების ნარჩენები და დაშლილი

ნიადაგი ხშირად გამოყოფს დიდი რაოდენობით აზოტსა და ფოსფორს მდინარეებში,

ტბებში და წყალსატევებში, რის შედეგად იწყება ევტროფიკაციის პროცესი. ამ

ნივთიერებების გაზრდილი რაოდენობა ასაზრდოვებს დაავადებულ ”აყვავილებულ”

წყალმცენარეებსა და სხვა ფოტოსინთეზის უნარის მქონე ბაქტერიებს წყალსატევებსა

და ტბებში. ამ ყვავილების სიმჭიდროვემ შესაძლებელია დააზიანოს და დაჩრდილოს

სხვა ადგილობრივი პლანქტონური (მოტივტივე) სახეობები, შესაბამისად შეამციროს

57

თევზებისა და წყლის ეკოსისტემის სხვა სახეობების საკვები რესურსები (სურათი

4.12). როდესაც წყალმცენარეების საფარი სქელდება, მისი ქვედა დონე იძირება და

კვდება. ამით ხარობენ მომაკვდავი წყალმცენარეების დამშლელი ბაქტერიები და

სოკოები შთანთქავენ რა თითქმის მთელ ჟანგბადს. ჟანგბადის გარეშე კი, იღუპებიან

დარჩენილი ცოცხალი ორგანიზმები (რაც ზოგჯერ თვალსაჩინო ხდება მკვდარი

მოტივტივე თევზის მაგალითზე). ამ ყველაფერს მოყვება გაღატაკებული და

გამარტივებული თანასაზოგადოება - ”მკვდარი ზონა”, რომელიც შეიცავს მხოლოდ იმ

რამდენიმე სახეობას, რომლებსაც შეუძლიათ არსებობა დაბინძერებულ წყალსა და

ჟანგბადის დაბალი დონის პირობებში.

ევტროფიკაციას შეუძლია გავლენის მოხდენა ზღვის იმ სისტემებზეც, რომლებიც

ადამიანის მიერ წარმოებული საკვები ნივთიერებების ზემოქმედებას განიცდიან,

განსაკუთრებით სანაპიროებსა და წყლის შემოსაზღვრულ ტერიტორიებში,

მაგალითად მექსიკის ყურეში; ხმელთაშუა, ჩრდილოეთის, კასპიის და ბალტიის

ზღვები; ასევე იაპონიის ”შიდა ზღვებში” (Beman et al. 2005). თბილ ტროპიკულ

წყლებში, ევთროფიკაციით გაზრდილი და გაძლიერებული წყლის მცენარეები,

მარჯნის რიფებზეც გვხვდება, რითაც სრულიად ცვლიან იქ მობინადრე ბიოცენოზებს.

სოფლის მეურნეობის შედეგად დაშლილ და განადგურებულ ნიადაგს ასევე შეუძლია

ზიანი მიაყენოს წყლის ეკოსისტემებს (Thrush et al. 2004). ფარვატერები შეიძლება

გაყავისფერდეს და აიმღვრეს ბევრი საეჭვო სედიმენტის შედეგად.

58

სურათი 4.12 ევტროფიკაცია. ადამიანის ზემოქმედების გამო წყლის ეკოსისტემაში

მატულობს აზოტისა და ფოსფორის დონე, ასევე წყალმცენარეების და ფოტოსინთეზის

უნარის მქონე ორგანიზმების რიცხვი. ეს ანადგურებს მცენარეებს, ფიტავს წყალს

ჟანგბადისგან და ”კლავს” ეკოსისტემას, ხდის რა მას თევზებისა და სხვა სახეობებისაგან

დაცარიელებულს (©Dianne Maire /iStockphoto).

ამღვრეული წყალი ამცირებს სიღრმესა და ფოტოსინთეზის შესაძლებლობას; ასევე

ხელს უშლის სახეობებს მხედველობაში, კვებასა და არსებობაში. ეს განსაკუთრებით

მავნეა მარჯნის ბევრი სახეობისათვის, რომლებსაც არსებობისთვის სუფთა და

გამჭვირვალე წყალი ესაჭიროებათ.

ჰაერის დაბინძურება

ბოლო პერიოდამდე, ხალხი ფიქრობდა, რომ ატმოსფერო იმდენად დიდია, რომ

ჰაერში გავრცელებული ნივთიერებები გაიფანტებოდა მინიმალური უარყოფითი

ეფექტით, მაგრამ ჰაერის დაბინძურების რამდენიმე ტიპი ისე გავრცელდა, რომ

ანადგურებს მთელ ეკოსისტემას და ადამიანების ჯანმრთელობას, მით უფრო რომ

სულ უფრო აშკარად ჩანს ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირი. მიუხედავად

იმისა, რომ ჰაერის დაბინძურების დონემ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის რიგ

რეგიონებში იკლო, ის განაგრძობს ზრდას ჩინეთსა და აზიის სხვა მჭიდროდ

დასახლებულ ქვეყნებში (Zhao et al. 2006).

ჰაერის დაბინძურების კონტროლი მოითხოვს გაცილებით ნაკლები გამონაბოლქვით

ძრავების შექმნას, ჰიბრიდული სისტემების მეტად განვითარება-გავრცელებას და

ენერგიის გამოყენების შემცირებას. უმეტესობა უკვე ტარდება ევროპის ქვეყნებსა და

იაპონიაში. ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ ჩამორჩება ამ მხრივ სხვა

ინდუსტრიულ ქვეყნებს, განსაკუთრებით ავტომობილის ძრავის მიერ გამონაბოლქვის

გამოყოფასა და საწვავის გამოყენების შემცირებაში.

მჟავური წვიმები. მჟავური წვიმა წარმოიქმნება, როდესაც სხვადასხვა სამრეწველო

ოპერაციების შედეგად დიდი ოდენობის აზოტისა და გოგირდის ოქსიდები

გამონაბოლქვის სახით ხვდება ჰაერში, სადაც უერთდებიან ატმოსფერულ ტენს და

გარდაიქმნებიან აზოტისა და გოგირდის მჟავებად. ამერიკის შეერთებულ შტატებში,

ყოველწლიურად ამ ნივთიერებების დაახლოებით 40 მილიონი ტონა ხვდება

ატმოსფეროში. აზოტმჟავა და გოგირდმჟავა ღრუბლების სისტემის ნაწილად იქცევა

59

და საგრძნობლად ამცირებს pH-ის (მჟავიანობის სტანდარტული საზომი) დონეს

წვიმის წყლებში, რასაც შედეგად ხეების დასუსტება და განადგურება მოჰყვება.

მჟავური წვიმა, თავის მხრივ, ამცირებს ნიადაგის, ტბებისა და წყალსატევების

ტენიანობის pH-ს დონესა და ზრდის ტოქსიკური ლითონების, მაგალითად ალუმინის,

კონცენტრაციას. გაზრდილი მჟავიანობა ვნებს მცენარეებსა და ცხოველების ბევრ

სახეობას; წყლის ბევრი სახეობა ვეღარ მრავლდება ან ნადგურდება. დაავადებებისა და

ჰაბიტატის განადგირებასთან ერთად, მომატებული მჟავიანობა და წყლის

დაბინძურება წარმოადგენს ორ ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს მრავალი

ამფიბიური სახეობის განადგურებას მსოფლიოში (Norris 2007). ამფიბიების უმეტესი

ნაწილი დამოკიდებულია წყალზე თავისი სიცოცხლის ციკლის გარკვეულ პერიოდში,

შესაბამისად წყალში pH-ის დაცემა იწვევს სიკვდილიანობის ზრდას კვერცხებსა და

ახალგაზრდა ცხოველებში. მჟავიანობა ასევე აფერხებს მიკრობული პროცესის

დაშლას, მინერალების გადამუშავებას და ეკოსისტემის პროდუქტიულობას.

განვითარებულ ქვეყნებში მდებარე ბევრი წყალსატევისა და ტბების ეკოსისტემები

განადგურდა მჟავა წვიმების გამო. ამ ტიპის წვიმების პრობლემა ნელ-ნელა

კლებულობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ბევრ ნაწილში,

დაბინძურების უკეთესი კონტროლის გამო, მაგრამ განვითრებად ქვეყნებში,

მაგალითად ჩინეთში, წვიმების მჟავიანობა კვლავაც მატულობს (MEA 2005a).

ოზონის გამომუშავება და აზოტის დაგროვება. ავტომობილების,

ელექტროსადგურების და საწარმოების მუშაობის შედეგად ნარჩენების სახით

გამოიყოფა ნახშირწყალბადები და აზოტის ოქსიდები. მზის სხივების არსებობისას,

ეს ნივთიერებები შედიან რეაქციაში ატმოსფეროსთან. შედეგად წარმოიქმნება

ოზონი და სხვა მეორადი ნივთიერებები, რომლებსაც ერთად ფოტოქიმიური ნისლი

(სმოგი) ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ოზონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს

ატმოსფეროს ზედა ფენებში ულტრაიისფერი გამოსხივების გაფილტვრაში, მიწის

ზედაპირზე მისი მაღალი კონცენტრაცია იწვევს მცენარეების ქსოვილების

დაზიანებას, ბიოცენოზების განადგურებას და სოფლის მეურნეობის

პროდუქტიულობის კლებას. ოზონიც და სმოგიც ჩასუნთქვისას მომწავლელია,

როგორც ადამიანებისთვისაც, ასევე ცხოველებისთვის. შესაბამისად, სარგებლობას

იღებენ ადამიანიც და ცხოველებიც, ჰაერის დაბინძურების კონტროლით.

როდესაც ჰაერში არსებული აზოტი ილექება წვიმისა და მტვრის სახით, ბიოლოგიური

თანასაზოგადოებები მსოფლიოს მასშტაბით ზიანდება და იცვლებიან ამ

ნივთიერებების ტოქსიკურობის გამო. სწორედ ეს არის მიწის სოკოების

განადგურების მიზეზი, რომლებსაც ბენეფიციური კავშირები აქვთ ხეებთან: სოკოების

გარეშე, ხეები გაცილებით მეტად არიან მიდრეკილები სისუსტისა და ხმობისაკენ.

60

ტოქსიკური ლითონები. ტყვიის, თუთიის, ვერცხლისწყლისა და სხვა ტოქსიკური

ნივთიერებების დიდი ოდენობით ატმოსფეროში გამოყოფა ეთილირებული ბენზინის

(კვლავაც გამოიყენება ბევრ განვითარებულ ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში

აკრძალვის მიუხედავად) გამოყენების, საბურღი და გამდნობი სამუშაოების დროს

ხდება (Driscoll et al. 2007). ეს შხამიანი ნივთიერებები საშიშია მცენარეებისთვის და

ცხოველებისთვის, ასევე დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვებს.

გლობალური კლიმატური ცვლილება

ნახშირორჟანგი, მეთანი და რამოდენიმე სხვა აირები გამჭვირვალეა, რაც საშუალებას

აძლევს მზის სხივებს გაათბოს დედამიწის ზედაპირი. ეს აირები, ღრუბლებთან

ერთად, აკავებენ რადიაციას, ანელებენ სიჩქარეს, რომლითაც სითბო ტოვებს

დედამიწის ზედაპირს და ბრუნდება უკან კოსმოსში (სურათი 4.13). მათ სათბურის

აირებს უწოდებენ, რადგან იგივე ფუნქცია აქვთ რაც მინას სათბურში, რომელიც

გამჭვირვლეა და შესაბამისად ატარებს სინათლეს სათბურში, მაგრამ იკავებს ენერგიას

შიგნით, როდესაც ის სითბოდ გარდაიქმნება. აირების მსგავს გათბობას დედამიწაზე

სათბურის ეფექტი ეწოდება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს შუშა დედამიწის

ცაზე: რაც უფრო მეტია აირების კონცენტრაცია, მეტია დაკავებული სითბო და

მაღალია დედამიწის ტემპერატურა. სათბურის ეფექტის გარეშე, ტემპერატურა

დედამიწაზე საგრძნობლად დაეცემოდა.

61

სურათი 4.13 სათბურის ეფექტს ადგილი აქვს, როდესაც აირები და ღრუბლები ფენად

ერტყმიან დედამიწას და მოქმედებენ, როგორც სათბურის შუშის სახურავი, აკავებენ რა

სითბოს დედამიწის ზედაპირზე.

უკანასკნელი 100 წლის მანძილზე, ნახშირორჟანგის (CO2), მეთანისა და ზოგიერთი

აირის დონე თანდათანობით მატულობდა, განსაკუთრებით საწვავის წიაღისეულის,

ნავთობისა და ბუნებრივი აირის გამოწვის გამო (IPCC 2007). ტყეების გაჩეხვა

სამეურნეო სამუშაოებისა და შეშად გამოყენების მიზნით (გათბობა და საჭმლის

მომზადება), განსაკუთრებით ტროპიკებში, ასევე უწყობს ხელს CO2-ის

კონცენტრაციის ზრდას. ეს კონცენტრაცია გაიზარდა 290 ppm-დან(parts per million) 383

ppm-მდე უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ კიდევ გაორმაგდება

ამ საუკუნის ბოლოსთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნები მნიშვნელოვნად

შეამცირებენ CO2-ის გამოშვებას ატმოსფეროში, ცვლილება თითქმის შეუმჩნეველი

იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ CO2-ის მოლეკულები ილექებიან ატმოსფეროში

სულ მცირე 100 წლით, სანამ საბოლოოდ გაქრებიან მცენარეებისა და გეოქიმიური

პროცესების ზემოქმედების შედეგად. ამის გამო, CO2-ის დონე ატმოსფეროში

მომატებასაც კი გააგრძელებს, სულ მცირე რამდენიმე წლის მანძილზე.

არსებობს ფართო სამეცნიერო შეთანხმება კლიმატის ცვლილების

სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) წევრებს შორის, რომ ადამიანის

საქმიანობის შედეგად წარმოებული სათბურის აირების გაზრდილმა დონემ იმოქმედა

კლიმატსა და ეკოსისტემებზე მსოფლიოში და რომ მომავალში ეფექტი კიდევ უფრო

გაიზრდება (ცხრილი 4.2). მტკიცებულებების საფუძვლიანი მიმოხილვა განამტკიცებს

დასკვნას, რომ დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა გაიზარდა 0.60C-ით გასული

ასწლეულის განმავლობაში (IPCC 2007) და ოკეანეების წყლების ტემპერატურაც -

დაახლოებით 0.060C-ით უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. ტერმინი გლობალური

დათბობა გამოიყენება იმისთვის, განმარტონ ტემპერატურის მიმდინარე მატება;

გლობალური კლიმატის ცვლილება ეხება კლიმატის თავისებურებების მთლიან

კომპლექსს, მაგალითად ნალექებსა და ქარს, რომლებიც იცვლებიან და განაგრძობენ

ცვლას მომავალშიც.

კლიმატოლოგების კომპიუტერული მოდელები მიუთითებენ იმაზე, რომ 2100

წლისათვის მსოფლიოს ზედაპირის საშუალო ტემპერატურა სავარაუდოდ 2-40C-ით

გაიზრდება, ნახშირორჟანგისა და სხვა სათბურის აირების მაღალი დონის გამო (IPCC

2007). მატება შესაძლებელია უფრო მაღალიც იყოს, თუკი ნახშირორჯანგის დონე

იმაზე სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ამას ვარაუდობენ; თუმცა მან შესაძლებელია

დაიკლოს, თუ ყველა ქვეყანა ახლო მომავალში შეამცირებს სათბურის აირების

გამოყოფას. ტემპერატურის ზრდა ყველაზე შესამჩნევი მაღალ განედებში და დიდ

62

კონტინენტებზე იქნება (სურათი 4.14). ნალექის ზრდა უკვე დაიწყო მსოფლიო

მასშტაბით და ის გაგრძელდება, მაგრამ განსხვავებული იქნება რეგიონების

მიხედვით.

სურათი 4.14 (ა) გლობალური კლიმატის კომპიუტერული მოდელების პროგნოზით,

ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც CO2-ის დონე გაორმაგდება ამ საუკუნის

ბოლოს. ტემპერატურის მოსალოდნელი მატება 2080-2099 წლებისათვის, აღემატება 1980-1999

წლებში მიღებულ საშუალო შედეგებს (ბ) ყველა პროგნოზით, დათბობა განსაკუთრებით

63

მტკივნეული ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში იქნება. ყინულების გალღობა უკვე

საგანგაშო სისწრაფით მიმდინარეობს, როგორც ამ ლომვეშაპების მაგალითზე ჩანს. (A, IPCC

2007; B, © Budd Christman)

ცხრილი 4.2

გლობაური დათბობის მტკიცებულებები

1. მომატებული ტემპერატურა და სითბური ტალღები

მაგალითები: 1998 და 2005 წლები მიჩნეულია ორ ყველაზე ცხელ წლად, მას შემდეგ რაც თანამედროვე

ჩანაწერები არსებობს (სულ მცირე 125 წელი). 2003 წლის აგვისტოში სიცხის ტალღებმა საფრანგეთში 10,000-ზე

მეტი ადამიანი იმსხვერპლა, როდესაც ტემპერატურამ 40 0C მიაღწია (1040F).

2. მყინვარებისა და პოლარული ყინულების ლღვობა მაგალითები: არქტიკის ზაფხულის ყინულის საფარმა 15%-ით დაიკლო უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში.

1850 წლის შემდეგ, ევროპული ალპების მყინვარების 30-40% გაუჩინარდა.

3. ზღვის დონეების მატება მაგალითი: 1938 წლიდან, ჩესაპიკის ყურის სანაპიროს ჭაობიანი ადგილების ერთი მესამედი დაიტბორა ზღვის

დონის მატების გამო.

4. მცენარეების ადრეული ყვავილობა მაგალითი: მცენარეთა სახეობების ორი მესამედი დღეს შედარებით ადრე ყვავის ვიდრე რამდენიმე ათეული

წლის წინ.

5. ადრეული გაზაფხული მაგალითი: ინგლისის ფრინველების ერთი მესამედი კვერცხებს იმაზე ადრე დებს, ვიდრე ამას 30 წლის წინ

აკეთებდნენ, ხოლო მუხის ხეებს ფოთლები უფრო ადრე სცვივათ, ვიდრე 40 წლის წინ.

6. ცვლილებები სახეობათა რაოდენობებში

მაგალითი: შესწავლილი ევროპული პეპლების სახეობების ორი მესამედი დღეს 35-დან 250 კილომეტრით

უფრო ჩრდილოეთით ბინადრობენ, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ

7. პოპულაციების გაქრობა მაგალითი: ადელის პინგვინების (Pygoscelis adeliae) პოპულაციები ერთი მესამედით შემცირდნენ ზომაში

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, რაც ანტარქტიკის ზღვის ყინულებმა დნობა დაიწყო.

წყარო: Union of Concerned Scientists (ucsusa.org)

სავარაუდოდ იმატებს ისეთი ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა ქარიშხლები,

წყალდიდობები და რეგიონული გვალვები (Westerling et al. 2006; Jentsch et al. 2007).

მშრალ ტყეებში და სავანებში, დათბობა გამოიწვევს ხანძრის კერების გაჩენას.

ზღვისპირა რეგიონებში, შტორმები გამოიწვევენ მოზღვავებულ წყალდიდობებს;

განადგურდება ქალაქები, ადამინთა დასახლებები, მნიშვნელოვანწილად დაზიანდება

სანაპირო მცენარეულობა, სანაპიროები და მარჯნის რიფები. ქარიშხლების სერია,

რომელმაც გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატები 2005 წელს, ქარიშხალ

კატრინას ჩათვლით, ბევრის აზრით, სწორად მომავალს ასახავს.

მას შემდეგ, რაც მთავრობებმა და საზოგადოებამ გაიაზრეს კლიმატური ცვლილებების

შედეგები კაცობრიობის კეთილდრეობასა და ბუნებრივ გარემოზე, ჩამოყალიბდა

64

მტკიცე განზრახვა შეემცირებინათ ნახშინორბადის დიოქსიდისა და სხვა სათბურის

აირების გაფრქვევები. მსოფლიოს ძირითად შეთანხმებას წარმოადგენს 1997 წელს

მიღებული კიოტოს პროტოკოლი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს

უზრუნველყონ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის სტაბილურობა

ისეთ დონეზე, რომელიც დედამიწის კლიმატისთვის საშიში არ იქნება. სამწუხაროდ,

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის რიგი

ქვეყნები დაუყოვნებლივ არ დათანხმებულან ხელშკრულების მოთხოვნებს; თუმცა

ხელისუფლების წარმომადგენლები 2007 წლის დეკემბერში შეხვდნენ ბალიზე

(ინდონეზია), რათა შეთანხმებულიყვნენ ახალ ხელშკრულებაზე, რომელიც მისაღები

იქნებოდა მეტი ქვეყნებისთვის. ნობელის პრემიის მინიჭებამ ამერიკის შეერთებული

შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალბერტ (ელ) გორისა და IPCC-სთვის,

საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად მიაპყრო ამ საკითხის. აღიარებულია, რომ

სათბურის აირების გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე

მოქმედებები, კლიმატის ცვლილებების შემდგომ ეფექტს შეამცირებს.

გლობალური კლიმატის ცვლილებების შედეგად, სამხრეთისა და ჩრდილოეთის

ზომიერი სარტყლების რეგიონების კლიმატი, სავარაუდოდ პოლუსებისაკენ

გადაინაცვლებს. მცენარეთა და ცხოველთა სახეობების 10%-ზე მეტი ვერ გადაიტანს

უფრო თბილ კლიმატურ პირობებს; ახალ ადგილებში მიგრირების შეუძლებლობის

პირობებში (როგორც წესი პოლუსების მიმართულებით), მოსალოდნელია სახეობათა

გადაშენება (Malcolm et al. 2006). ჰაბიტატის ფრაგმენტაცია, რომელიც ადამიანის

ქმედებებით არის განპირობებული, ხელს შეუშლის სახეობების მიგრაციას

ადგილებში, სადაც მათთვის ხელსაყრელი გარემო პირობებია. სუსტი და

მცირერიცხოვანი სახეობები გადაშენდებიან, ხოლო მრავალრიცხოვანი სახეობები

თავისუფლად მოიპოვებენ დომინაციას (Miller-Rushing and Primack 2004; Sekercioglu et

al. 2008). მთლიანი ბიოცენოზები შეიცვლება თუკი დომინანტი სახეობები ვერ

შეეგუებიან შეცვლილ გარემო პირობებს (Botkin et al. 2007; Gullison et al.2007).

დანაკარგი კიდევ უფრო დიდი იქნება, თუკი თბილი პირობები და ნახშირბადის

დიოქსიდის გამოყოფის მაღალი დონე, გაამრავლებს ინვაზიურ სახეობებსა და

პესტიციდებს.

კლიმატის ცვლილება და ზღვის გარემო

თბილი ტემპერატურა უკვე იწვევს მყინვარებისა და პოლარული ყინულების დნობას

(სურათი 4.14B). ეს კიდევ უფრო დაჩქარდება. ამ პროცესების შედეგად ზღვის

დონეები 2100 წლისთვის მოიმატებს 20-60 სმ-ით - თუ მეტით არა - რაც ბევრი

65

სანაპირო თანასაზოგადოების დატბორვას გამოიწვევს (IPCC 2007). შესაძლებელია,

ზღვის დონის მომატებამ გაანადგუროს ან რადიკალურად შეცვალოს ამერიკის

შეერთებული შტატების ჭაობიანი ტერიტორიების 25-80%. ზღვის დონიდან დაბალ

სიმაღლეზე მდებარე ბანგლადეში და კუნძულოვანი სახელმწიფოები კატასტროფული

შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან.

ზღვის ტემპერატურის მატება ასევე სახიფათოა მარჯნის რიფებისთვის (Graham et al.

2007). არანორმალურად მაღალმა ტემპერატურის მაჩვენებლებმა წყნარ და ინდოეთის

ოკეანეში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, უკვე გამოიწვია იმ

წყალმცენარეების განადგურება, რომლებიც მარჯანს ნახშირწყლებით ამარაგებდნენ.

”გახუნებული” მარჯნების უმეტესობა ნადგურდება 70%-ული სიკვდილიანობის

მაჩვენებლით ინდოეთის ოკეანეში. ტემპერატურის პროგრესულად მატება

გამანადგურებელია მარჯნის კუნძულებისათვის და შედეგად ზღვის სხვა

სახეობებისთვისაც, რომლებიც დამოკიდებულები არიან მათზე. ნახშირბადის

დიოქსიდის მომატებულ მაჩვენებელს ატმოსფეროში შეუძლია ზღვების მჟავიანობის

მომატების გამოიწვევა, რაც თავის მხრივ შეამცირებს ზღვის სახეობების უნარს

გამოყონ კალციუმის კარბონატი და დამღუპველი იქნება წყლის გარემოსათვის

(Graham et al. 2007; Stone 2007).

გლობალური დათბობის საერთო შედეგი

გლობალური კლიმატის ცვლილებას ბიოლოგიური თანასაზოგადოებებისა და

სახეობების რადიკალურად რესტუქტურიზაციის პოტენციალი აქვს. ასეთმა

ცვლილებებმა შესაძლებელია სახეობათა მრავალფეროვნებისა და განფენის უნარი

დააკნინოს. არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს (იხ.

ცხრილი 4.2) ფრინველთა, მწერებისა და მცენარეთა ადრეული გამრავლების

მაგალითებზე დაყრდნობით (Parmesan 2006; Miller-Rushing et al. 2006; Cleland et al.

2007). დათბობამ უკვე იქონია გავლენა სანაპირო წყლებში სახეობათა გავრცელებაზე

(Vilchis e al. 2005). გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური კლიმატის ცვლილების

შედეგებს ასეთი დიდი გავლენა აქვთ, ბიოცენოზები, ეკოსისტემების ფუნქციები და

კლიმატი საჭიროებენ ფრთხილ და დაკვირვებულ მონიტორინგს მომავალი

ათწლეულის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, მაღალმა ტერმპერატურამ და

ადრეულმა გამრავლებამ შეიძლება მოსავლისა და ტყეების განადგურება გამოიწვიოს

წარმოუდგენელი ეკოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური ღირებულებების

შედეგებით.

66

გლობალურ კლიმატურ ცვლილებებეს ასევე უზარმაზარი გავლენა ექნება იმ

მოსახლეობაზე, რომელიც ნაპირებზე ცხოვრობს. ღარიბი მოსახლეობა ყველაზე

ნაკლებად შეძლებს თავიდან აირიდოს შედეგები (Srinivasan et al. 2008). თუმცა

დაზარალდება მსოფლიოს ყველა ქვეყანა და შესაბამისად დროა ყველა დაფიქრდეს

გლობალური კლიმატის ცვლილებაზე.

სავარაუდოდ, კლიმატური ცვლილებების გამო ბევრ არსებულ დაცულ

ტერიტორიებში მობინადრე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების

გადარჩენა ვერ მოხერხდება (Miller-Rushing and Primack 2004). ამიტომ აუცილებელია

ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა იქ, სადაც მსგავსი სახეობები გადარჩენას

შეძლებენ, მაგალითად, ამაღლებულ ადგილებში(Hannah et al. 2007). ტემპერატურის

მატებასთან ერთად ისინი ზევით გადაადგილდებიან, რათა იგივე კლიმატური

პირობები შეინარჩუნონ. ამიტომ საჭიროა, რომ პოტენციური სამიგრაციო გზები,

სავარაუდოდ ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გამოვლინდეს და დაცულ

იქნას. თუკი სახეობას ბუნებაში გადაშენება დაემუქრება, გლობალური კლიმატის

ცვლილების გამო უკანასკნელი ინდივიდები შესაძლებელია დაიჭირონ და შემდეგში

გაუშვან უფრო შესაფერის გარემოში.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებები შემაშფოთებელია,

ამან არ უნდა დაგვავიწყოს ჰაბიტატის ფრაგმენტაციის საკითხი, რადგან სწორედ ეს

არის სახეობების გადაშენების ძირითადი მიზეზი. ხელუხლებელი და პირველადი

თანასაზოგადოებების შენარჩუნება და განადგურებულის აღდგენა უპირველესი

საზრუნავი უნდა იყოს, განსაკუთრებით ზღვის სახეობებში. ხანგრძლივ

პერსპექტივაში უნდა იკლოს საწვავის წიაღისეულის გამოყენებამ და გაიზარდოს

ტყეებისა და დაცული ტერიტორიების ფართობები იმისთვის, რომ შემცირდეს

სათბურის აირების დონე.

გადაჭარბებული ექსპლუატაცია

ხალხი ყოველთვის ნადირობდა და აგროვებდა მისთვის საჭირო რესურსს. იქამდე,

სანამ მოსახლეობა მცირერიცხოვანი, ხოლო ნადირობის მეთოდები მარტივი იყო,

ადამიანებს შეეძლოთ მოეპოვათ ველური ბუნებიდან მცენარეები და მოენადირათ

ცხოველები ისე, რომ მათ ამოწურვის საფრთხე არ შექმნოდათ; მაგრამ მოსახლეობის

ზრდასთან ერთად, გარემოს რესურსების გამოყენებაც გაიზარდა. ბევრ ადგილებში

ამან დიდი ცხოველების თითქმის სრული გამოლევა და უცნაურად ”ცარიელი”

ჰაბიტატების წარმოქმნა გამოიწვია. ტექნოლოგიური უპირატესობების შედეგად

განვითარებად მსოფლიოშიც კი, ტროპიკულ ტყეებსა და სავანებში ნადირობისას

67

ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება ისრებისა და შუბების ნაცვად; გზების გაყვანის

შედეგად სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა შესაძლებელი; ძლიერ

ძრავიანი და ”სამრეწველო გემები” (factory ships) იჭერენ თევზებს ოკეანეებში და

ყიდიან მსოფლიოს მასშტაბით (სურათი 4.15). ადამიანის მხრიდან რესურსების ასეთი

გადაჭარბებული გამოყენება საფრთხის ქვეშ აყენებს გადაშენების პირას მყოფი

ძუძუმწოვრებისა და ფრინველების ერთ მესამედს (IUCN 2004).

სურათი 4.15 ინტენსიურმა თევზჭერამ კრიზისულ მაჩვენებელს მიაღწია მსოფლიოს ბევრ

ადგილებში. ეს ცისფერი თინუსი გადმოიტანეს თევზსაჭერი ტრალერიდან ”სამრეწველო

გემზე”, საიდანაც თევზების დიდი რაოდენობა ადამიანების გამოყენებისთვის აქტიურად

იგზავნება. ეს აქტიურობა და ქმედითობა ხშირად გადაჭარბებულ თევზჭერაში ვლინდება.

(©Images&Stories/Alamy.)

ბუნებრივი რესურსების გამოყენება ტრადიციულ საზოგადოებებში

წარსულში, ტრადიციული საზოგადოებები ხშირად აწესებდნენ კულტურულ

შეზღუდვებს, რომ აღეკვეთად ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული გამოყენება

68

(Cinner and Aswani 2007). მაგალითად, გარკვეული ტერიტორიები მკაცრად იყო

დაცული და შესაბამისად, იკრძალებოდა მოსავლის აღება და ნადირობა. არსებობდა

წესები, რომლებიც კრძალავდნენ მდედრებზე, ახალგაზრდა და მცირერიცხოვან

ცხოველებზე ნადირობას. ეს შეზღუდვები, ტრადიციულ საზოგადოებებს საშუალებას

აძლევდნენ რესურსები ხანგძლივი დროის მანძილზე ზომიერად გამოეყენებინათ,

მსგავსია იმ მოთხოვნებისა, რომლებიც დღესაცაა გავრცელებული ინდუსტრიულ

ქვეყნებში თევზჭერასთან დაკავშირებით.

დღეს რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა

მოქმედებს და მსოფლიო პრაგმატულად გამოიყენება (de Merode and Cowlishaw 2006).

ბაზრის არსებობის შემთხვევში, ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს გარემოს, რათა

საჭირო პროდუქტი მოიპოვოს და გაყიდოს. სოფლის მეურნეობისათვის ოდესღაც

დაწესებული სამთავრობო და ტრადიციული შეზღუდვები ძალზედ შესუსტებულია.

ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო არეულობებს ჰქონდა ადგილი, მაგალითად

კოლუმბიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სუდანში, ცეცხლსასროლი

იარაღი გლეხების ხელში მოხვდა. შედეგად საკვების გადანაწილების ბუნებრივი

ქსელების გაწყვეტამ გარემოს რესურსები ნებისმიერის ხელში შეიძლება მოაქციოს

(Hart and Hart 2003). მოხერხებული მონადირე კლავს მეტ ცხოველს, ყიდის მეტ ხორცს

და იღებს მეტ ფულს. შედეგად, პრიმატების რიგი სახეობები, მაგალითად,

გორილებისა და შიმპანზეების, ისევე როგორც სხვა ძუძუმწვრების, შეიძლება

შემცირდნენ 80%-ით. ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით კი გზებთან ახლო

ტერიტორიებზე მობინადრე, შესაძლოა საერთოდ გაქრეს.

მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში, ე.წ. bushmeat (აფრიკული გარეული ცხოველების ხორცი),

წარმოადგენს პროტეინის მნიშვნელოვან წყაროდ. გადაჭარბებული ნადირობის

შედეგად ასეთი ცხოველების რიცხვის კლება ველური ბუნების დამცველთა მთავარი

საზრუნავია, განსაკუთრებით აფრიკაში (www.bushmeat.org). გარდა ამისა, პრიმატების

ხორცის საკვებად გამოყენებამ, შესახლოა სხვადასხვა დაავადებების ადამიანებზე

გავრცელება გამოიწვიოს. აფრიკიდან ევროპაში თევზის ექსპორტის გამო, გარეული

ცხოველების ხორცი მაღალმოთხოვნადი ხდება პროტეინის მარაგის შევსების მიზნით

(Brashares et al. 2004). პრობლემის მოგვარებისათვის აუცილებელი ზომები მოიცავს,

აფრიკული გარეული ცხოველების ხორცის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვების

დაწესებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გაყიდვაზე

კონტროლს, საკანონმდებლო აკრძალვების გავრცელებას გადაშენების პირას მყოფ

ცხოველებზე; დაცული ტერიტორიების შექმნას, სადაც ნადირობა ნებადართული

არ იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობის პროტეინის შემცველი

ალტერნატიული წყაროებით უზრუნველყოფას.

69

გარეული სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობა

მსოფლიოს მასშტაბით გარეული სახეობებით ვაჭრობას, საკვებად გამოყენებადი

თევზის გამოკლებით, წელიწადში 10 მილიარდი ამერიკული დოლარი მოაქვს.

გარეული სახეობებით ლეგალურად და არალეგალურად ვაჭრობის შედეგად არაერთი

სახეობა შემცირდა რაოდენობაში (Pomeroy et al. 2006; Loder 2007). ამის ერთ-ერთი

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია ბეწვეულით საერთაშორისო ვაჭრობა, რომელმაც

შეამცირა ისეთი სახეობების რიცხვი, როგორიცაა შინშილა, ვიკუნია, გიგანტური წავი

და კატისებრთა ოჯახის სხვა სახეობები. კოლექციონერების მიერ დიდი რაოდენობით

პეპლების; მებაღეების მიერ ორქიდეების, კაკტუსებისა და სხვა მცენარეების;

მოლუსკების ნიჟარების კოლექციონერებისა და ტროპიკული თევზების -

აკვარიუმებისთვის შეგროვება, კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ როგორია

ბიოლოგიურ თანასაზოგადოებებზე საერთაშრისო მოთხოვნა (ცხრილი 4.3).

დადგინდა, რომ 500 მილიარდი ტროპიკული თევზი იყიდება მსოფლიოში

აკვარიუმებში განსათავსებლად და მათი დიდი ნაწილი იღუპება შეგროვების და

ტრანსპორტირების დროს. აკვარიუმის ორგანიზმების მთლიანი წლიური

ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაჩინო მაგალითია ზღვის ცხენებზე გაზრდილი

მოთხოვნა ჩინეთში, რის გამოც მათმა რიცხვმა მსოფლიოს მრავალ ადგილას

საგრძნობლად იკლო. ჩინელები იყენებენ გამხმარ ზღვის ცხენებს ტრადიციულ

მედიცინაში, ვინაიდან ისინი წააგავენ დრაკონებს (ჩინელების სათაყვანო სიმბოლო)

და მიჩნეულია, რომ გააჩნიათ სხვადასვხა სამკურნალო თვისებები.

ყოველწლიურად მათი დაახლოებით 45 ტონა გამოიყენება, რაც უხეშად 16 მილიონ

ერთეულს შეადგენს. დღეს ამ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება და რეგულირება

საერთაშორისო ხელშეკრულებით ხდება (Foster and Vincent 2005).

ცხრილი 4.3

გარეული სახეობებით ვაჭრობის ძირითადი სამიზნე სახეობები

ჯგუფი

ყოველწლიურად

გაყიდული რაოდენობა კომენტარი

პრიმატები 35, 000 უმეტესად გამოიყენება ბიომედიცინის კვლევებისათვის;

ასევე შინაურ ცხოველებად, ზოოპარკებისთვის, ცირ-

კებისა და კერძო კოლექციებისათვის.

ფრინველები 2-5 მილიონი ზოოპარკები და შინაური ცხოველები; ასევე 80, 000

თუთიყუშის ლეგალური და არალეგალური დაჭერა

70

რეპტილიები 2-3 მილიონი ზოოპარკები და შინაური ცხოველები; ასევე 10-15

მილიონი გადაუმუშავებელი ტყავი; რეპტილიები

გამოიყენება 50 მილიონი დასახელების პროდუქციაში

ორნამენტული

თევზები

500-600 მილიონი უმეტესობა მარილიანი წყლების ტროპიკული

თევზებისა გარეულია და დაჭერილია უკანონო

მეთოდებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვა სახეობებსა და

მარჯნის რიფებს

მარჯნები 1000-2000 ტონა მარჯნის რიფები საუკეთესო საშუალებაა აკვარიუმების

დეკორა-ციისათვის და მარჯნის სამკაულებისათვის

ორქიდეები 9-10 მილიონი საერთაშორისო ვაჭრობის დაახლოებით 10% ველური

ბუნებიდანაა

კაქტუსები 7-8 მილიონი ვაჭრობის დაახლოებით 15% ველური ბუნებიდანაა

წყარო: Hemley 1994, WRI 2005.

კიდევ ერთი მაგალითი არის მსოფლიოში ბაყაყის ფეხებით ვაჭრობა.

ყოველწლიურად ინდონეზია ახდენს ბაყაყების ფეხების 94-დან 235 მილიონამდე

ექსპორტს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ეს დელიკატესია. არ არსებობს

რაიმე მონაცემები იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენა აქვს ამას ბაყაყებზე,

ტყის ეკოლოგიასა და სოფლის მეურნეობაზე; და ალბათ არ არის გასაკვირი, რომ

ბაყაყების სახელწოდებები შეფუთვებზე არეულია, რაც პრობლემის რაოდენობრივ

შესწავლას ხელს უშლის (Veith et al. 2000; www.traffic.org).

გადაჭარბებული გამოყენების მაგალითები მცენარეებსა და ცხოველებში, ხშირ

შემთხვევაში სამწუხაროდ მსგავსია: რესურსი იდენტიფიცირებული,

კომერციული ბაზარი განვითარებული, ხოლო მოსახლეობა მობილიზებულია ამ

რესურსის შეძლებისდაგვარად დიდი ოდენობით მოპოვებასა და გაყიდვისთვის.

როდესაც მიწოდება მცირდება იზრდება ფასი, ეს კი ძლიერი სტიმულია რესურსის

გადაჭარბებული ექსპლუატაციისათვის. ზოგი რესურსი ასეთი მოხმარების გამო

ილევა და ქრება; მაშინ ბაზარი ახდენს ახალი რესურსის ან რეგიონის

იდენტიფიცირებას და იწყებს ექსპლუატაციას. ამის კარგი მაგალითია თევზით

კომერციული ვაჭრობა, რაც სახეობას სახეობაზე ამცირებს.

მოსავლის კომერციული მიზნებით აღება

მთავრობები და ინდუსტრიები ხშირად აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ თავი

აარიდონ გარემოს რესურსების გადაჭარბებულ გამოყენებას, თანამედროვე

71

სამეცნიერო მენეჯმენტის პრინციპების გამოყენებით. ამ მიდგომის ნაწილად,

სამეცნიერო ლიტერატურის დიდი ნაწილი დაეთმო ველური ბუნებისა და

თევზჭერის მენეჯმენტს, მეტყევეობას კი იმ მიზნით, რომ აღეწერათ

მაქსიმალურად მდგრადი მიწათსარგებლობა: რესურსების მაქსიმალური

რაოდენობა, რომლის აღება შესაძლებელია ყოველწლიურად დაზიანების გარეშე.

როდესაც რესურსები დათვლადია, მაგალითად ხე-ტყის ნარგავები, შესაძლებელი

იქნება მაქსიმალური მდგრადი მიწათსარგებლობის მიღწევა. თუმცა, ბუნებრივ

პირობებში, სახეობების აღება თეორიულ დონეზე ვერ იქნება მდგრადი, ისეთი

მოულოდნელი ფაქტორების გამო, როგორიცაა ამინდი, დაავადებები, უკანონო

მოპოვება (მოსავლის აღება) და დაზიანება ამ აღების დროს (Berkes et al. 2006).

ასევე, კომერციულ პირებსა და ხელისუფლების წარმომადენლებს ხშირად არ აქვთ

შესაბამისი ბიოლოგიური ცოდნა, რომელიც საჭიროა სწორი გათვლების

გასაკეთებლად.

სხვა არამიზნობრივი სახეობებიც ხშირად ზიანდება და ნადგურდება თუნდაც

თევზჭერის დროს, როდესაც ხდება მათი ე.წ. თანჭერა - შემთხვევით დაჭერა და

შემდეგ ჩამოწერა როგორც უვარგისის, ან როდესაც მათი ჰაბიტატები ზღვის

ფსკერზე ზიანდება ექსკავატორებითა თუ ბადეებით (Cox et al. 2007). ხშირად

ხდება ისე, რომ თევზჭერის მეთოდების შეცვლა იწვევს მნიშვნელოვან შემცირებას

თანჭერაში. მაგალითად, დიდი ოდენობით ზღვის კუები იხოცებოდნენ როდესაც

მათ შემთხვევით იჭერდნენ ჰავაიზე მოქმედი ხმალთევზაზე მონადირე ნავებით.

როდესაც ნავებმა ”J” ფორმის კაუჭები შეცვალეს მრგვალი კაუჭებით, კუების

დაჭერა თითქმის 80% შემცირდა (Gilman et al. 2007).

ინტენსიური ექსპლუატაციის გამო ზღვის თევზთა ჯგუფების რაოდენობაში

შემცირება თვალშისაცემია (Hilborn et al. 2006; Davies et al. 2007). კანადური

თევზჭერის ფლოტი აგრძელებდა დიდი რაოდენობით ვირთევზას ჭერას

ნიუფაუნდლენდთან 1980-იან წლებში, მიუხედავად პოპულაციის შემცირებისა.

საბოლოოდ ვირთევზების რაოდენობა 1% შემცირდა და 1992 წელს მთავრობა

იძულებული იყო თევზჭერა დახურულ ბიზნესად გამოეცხადებინა, რამაც 35,000

სამუშაო ადგილი გააქრო (MEA 2005a). იმისთვის, რომ დაიცვან ადგილობრივი

ბიზნეს ინტერესები და სამსახურები, მთავრობები ნადირობისა და

თევზჭერისთვის საკმაოდ მაღალ ზღვრებს აწესებენ, რაც საბოლოო ჯამში

რესურსების დაზიანებას იწვევენ. ძალიან რთულია საერთაშორისო შეთანხმებების

მიხედვით კოორდინირება და მოსავლის მდგრადობის დაცვის მონიტორინგი,

როდესაც სახეობები გადაადგილდებიან საერთაშორისო წყლებსა და სხვადასხვა

ქვეყნების საზღვრებში. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია ამ მხრივ

იქნება ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების რეგულარული

72

მონიტორინგი და შემდეგ მოპოვების კვოტების დადგენის მუდმივი ცვლილება

მის ადეკვატურად.

ყველაზე აქტიური დებატები ველური ბუნების გამოყენებასთან დაკავშირებით

შეეხებოდა ვეშაპებზე ნადირობას. დებატების მიზეზი ნაწილობრივ დასავლეთის

ქვეყნების ხალხების ემოციური დამოკიდებულებაა ვეშაპებისადმი. მას შემდეგ

რაც დადგინდა რომ მათი რაოდენობა სახიფათოდ დაბალია, ვეშაპებზე

ნადირობის საერთაშორისო კომისიამ საბოლოოდ აკრძალა ამ ძუძუმწოვრებზე

კომერციული ნადირობა 1986 წელს. მიუხედავად ამ აკრძალვისა, გარკვეული

სახეობების რიცხვი კვლავაც ნორმაზე ბევრად ნაკლებ ნიშნულზე რჩება. ასეთი

სახეობების რიცხვს მიეკუთვნება ცისფერი და ჩრდილოეთის ვეშაპი, რომლებიც

შესაბამისად დაცულია 1967 და 1935 წლებიდან. სხვა სახეობების რაოდენობა,

მაგალითად ნაცრისფერი ვეშაპის, როგორც ჩანს, გაიზარდა (ცხრილი 4.4).

ვეშაპებზე ნადირობა ნებადართულია იაპონიის მთავრობის მიერ იმ არგუმენტით,

რომ აუცილებელია დამატებითი სამეცნიერო მტკიცებულებები მათი

რიცხვოვნობის დასადგენად.

არაბუნებრივი სიკვდილიანობის ფაქტორები ვეშაპებში, ნადირობის გარდა,

შეიძლება იყოს ასევე გემების შეჯახება. ასევე ყოველწლიურად ათასობით

დელფინი და ვეშაპების გაურკვეველი ნაწილი იხრჩობა, თინუსის, ვირთევზის

და სხვა თევზებისთვის განკუთვნილ სათევზაო ბადეებში მოხვედრისას.

დელფინებისათვის უსაფრთხო თევზაობის წარმოების მოთხოვნა მხოლოდ

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მტრული დამოკიდებულება გააჩინა ქვეყნებს

შორის.

73

ცხრილი 4.4

ვეშაპების სახეობები, რომელთა რეწვა ადამიანების მიერ ხდება

წყარო: Sea World 2000; American Cetacean Society (www.acsonline.org); Roman and Palumbi

2003; Alter et al. 2007.

გამომდინარე იქიდან, რომ გადაჭარბებული მოხმარების სახეობები იმდენად

იშვიათებად იქცნენ, რომ მათი კომერციულად გამოყენება არ არის

მომგებიანი, მათი გადარჩენის შესაძლებლობ ჩნდება. სამწუხაროდ

სახეობები, როგორიცაა მარტორქა და ზოგიერთი ველური კატა, იმდენად

შემცირდნენ სასტიკი ნადირობისა და გარემოს განადგურების კომბინაციის

გამო, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო მათ აღსადგენად. თუ სახეობების

მოხმარება შემცირდება საერთაშორისო წესების აღსრულების შედეგად,

როგორიცაა საერთაშორისო კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ფლორითა

და ფაუნით ვაჭრობის შესახებ (CITES), ასევე მსგავსი ეროვნული

რეგულაციების გავლენით, ისინი შესაძლებელია აღდგნენ. ზღვის წავები,

ალიგატორები და ვეშაპების ზოგიერთი სახეობა ნათელი მაგალითია, რომ

შესაძლებელია გადაჭარბებული ექსპლუატაციის შეჩერების შედეგად

სახეობების აღდგენა.

სახეობები რაოდენობა

რეწვამდე

ახლანდელი

რაოდენობა

მთავარი კვებითი

რაციონი

ცისფერი 200, 000 9000 პლანქტონი

გრელანდიური

ვეშაპი

56, 000 8200 პლანქტონი

ფინვალი 475, 000 123, 000 პლანქტონი, თევზი

ნაცრისფერი 23, 000 21, 000 კიბოსნაირნი

კუზიანი 150, 000 25, 000 პლანქტონი, თევზი

მინკე (პატარა) 140, 000 850, 000 პლანქტონი, თევზი

ჩრდილოეთის უცნობი 1300 პლანქტონი

სერვალი 100, 000 55, 000 პლანქტონი, თევზი,

კალმარი

სამხრეთის 100, 000 1500 პლანქტონი

ბელუგა უცნობი 50, 000 თევზი, კიბოსნაირი

ნარვალი უცნობი 35, 000 თევზი, კალმარი,

კიბოსნაირი

კაშალოტი 2, 400,000 1, 950,000 თევზი, კალმარი

74

ინვაზიური სახეობები

ეგზოტიკური სახეობები არიან სახეობები, ადამიანის საქმიანობის შედეგად

გავრცელდნენ ბუნებრივი არეალის ფარგლებს გარეთ. მიზანმიმართულად

თუ შემთხვევით, ადამიანის ქმედებების შედეგად სახეობებ გავრცელდნენ

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც დაირღვა ბუნებრივი გავრცელების

საზღვრები. ეს ახალი, უფრო ერთგვაროვანი სახეობათა განაწილება იმდენად

მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ჩვენ ახალ

ევოლუციურ ეპოქაში შევდივართ, რომელსაც ”ჰომოგეოცენს” უწოდებენ.

ეგზოტიკური სახეობების უმრავლესობა ვერ დაფუძნდება ახალ ადგილებში

უბრალოდ იმის გამო, რომ ეს გარემო არ იყო მათთვის შესაფერისი.

მიუხედავად ამისა, გარკვეულმა პროცენტულმა რაოდენობა წარმატებით

დაფუძნდა ახალ ”სახლებში” და მათი უმრავლესობა ინვაზიურ სახეობებად

განიხილება, მრავლდებიან რა ადგილობრივი სახეობების ხარჯზე (Lodge et

al. 2006; Parker et al. 2006). ინვაზიური ეგზოტიკური სახეობები წარმოადგენენ

საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების გადაშენების ზღვარზე მყოფი

სახეობების 49%-სთვის (Wilcove et al. 1998). ასეთი სახეობებისათვის

საფრთხის გამო მათ შესაძლებელია ”საფრთხის შემქმნელი სახეობები”

ვუწოდოთ. დადგენილია, რომ ათასობით არაადგილობრივი სახეობის მიერ

მოტანილი ზიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში 137 მილიარდ დოლარს

შეადგენს ყოველწლიურად (Pimentel et al. 2000b). მრავალი ასეთი სახეობის

წარმატების მიზეზები შემდეგია:

ევროპის კოლონიზაცია. როდესაც ახალ ტერიტორიაზე დაბინავდნენ,

ევროპელმა კოლონისტებმა წამოიყვანეს ასობით სხვადასხვა სახეობის

ევროპული ფრინველი, თევზი და ძუძუმწოვარი ადგილებში,

როგორიცაა ჩრდილოეთ ამერიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და

სამხრეთ აფრიკა, იმ მიზნით, რომ სოფლები დამსგავსებოდნენ მათ

ჩვეულ გარემოს და ამასთანავე უზრუნველყოფილნი გამხდარიყვნენ

ნადირობისა და თევზაობისათვის საჭირო რესურსებით.

მებაღეობა, სოფლის მეურნეობა და წყლის კულტურა. მცენარეების

დიდი ნაწილი ინტროდუცირებული (შემოყვანილი) იყო დეკორაციული

მიზნებით, ნაწილი როგორც სოფლის მეურნეობის სახეობა ან/და

საძოვრებისთვის. რაც უფრო ფართოვდება წყლის კულტურა მით მეტი

სახეობა ხდება ინვაზიური ზღვის და მტკნარ წყალში (Chapman et al.

2003).

75

შემთხვევითი ტრანსპორტირება. ხშირად სახეობების ტრანსპორტირება

ხდება უნებლიედ. მაგალითად, სარეველა ბალახების თესლები

შემთხვევით აღმოჩნდა კომერციულ თესლებს შორის და დაითესა ახალ

ფართობებზე; ვირთხები, გველები და მწერები შემთხვევით გაყვნენ

სავაჭრო გემებს; ბაქტერიები და სხვა პარაზიტი ორგანიზმები

მოგზაურობენ მათ მასპინძელ (გადამტან) სახეობებთან ერთად;

ოკეანეში მცურავი დიდი გემები შეიცავენ დაახლოებით 150,000 ტონის

ბალასტ წყალს, მასთან ერთად კი წყლის სამყაროს მრავალფეროვან

სახეობებს. მთავრობები მუშაობენ რიგ რეგულაციებზე ამ

ტრანსპორტირების შეჩერებისათვის, როგორიცაა მაგალითად ასეთი

წყლის ოფშორულ ზონებში დაცლის მოთხოვნა პორტში შესვლამდე

(Costello et al. 2007).

ბიოლოგიური კონტროლი. როდესაც ეგზოტიკური სახეობები ხდებიან

ინვაზიურები, გამოსავალს ხშირად წარმოადგენს ასეთი სახეობის

თავდაპირველი გარემოდან ისეთი სახეობის ჩამოყვანა, რომლებიც

მოიხმარენ და ამით გააკონტროლებენ მათ რაოდენობას (Elkington et al.

2006). მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური კონტროლი ხშირად

წარმატებულია, არსებობს შემთხვევები, როდესაც კონტროლის ასეთი

აგენტი თავად ხდება ინვაზიური. მაგალითად, პარაზიტი ბუზების

სახეობა (Compsilura concinnata), რომლებიც შეიყვანეს ჩრდილოეთ

ამერიკაში პეპლის სახეობის (Lymantria dispar) კონტროლისათვის

აღმოჩნდა, რომ ანადგურებდნენ 200-ზე მეტ ადგილობრივ სახეობას, რაც

ხშირ შემთხვევაში პოპულაციების მნიშვნელოვან შემცირებას იწვევდა.

მსოფლიოს დიდი ნაწილი დაზარალებულია ეგზოტიკური სახეობების გამო.

ამერიკის შეერთებული შტატებში დღეისათვის 20-ზე მეტი ძუძუმწოვრის, 97

ფრინველის, 70 თევზის, 88 მოლუსკის, 2000 მცენარისა და მწერების 2000

(სურათი 4.16) ეგზოტიკური სახეობაა წარმოდგენილი. ადამიანებით

დასახლებულ ადგილებში შინაური კატები ყველაზე დიდ საფრთხეს

წარმოადგენენ ფრინველებისა და მცირე ძუძუმწოვრებისათვის.

ისეთი მწერები, როგორიცაა ევროპული ფუტკარი (Apis mellifera) და ევროპული

ბაზი (bombus terrestris) განგებაა შემოყვანილი აშშ-ში. სხვა მწერები, მაგალითად,

ცეცხლოვანი ჭიანჭველა (Solenopsis invicta) და აფრიკული ფუტკარი, (Apis

mellifera scutellata), შემთხვევით მოხვდნენ კონტინენტზე. ამ ინვაზიური

76

სახეობების ეფექტი ადგილობრივ სახეობებზე შესაძლებელია

გამანადგურებელი იყოს.

შემოყვანილი ევროპული ჭიაყელის სახეობა მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში

ცვლის ნიადაგის შემადგენლობას. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გავლენას

იქონიებს ეს ადგილობრივ სახეობებზე(Holdsworth et al.2007).

სურათი 4.16 ეგზოტიკური მოლუსკის, თევზის, მცენარეებისა და მწერების რიცხვი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დროთა განმავლობაში იზრდება. (Office of Technology

Assessment 1993)

ინვაზიური სახეობები კუნძულებზე

კუნძულის ჰაბიტატის იზოლაცია ხელს უწყობს უნიკალური ენდემური

სახეობების ჩამოყალიბებას, მაგრამ ასევე დაუცველად ტოვებს ამ სახეობებს

ინვაზიური სახეობების შემოტევის შემთხვევაში. ხშირად, ცხოველები,

რომლებსაც კუნძულებზე ავრცელებენ, ანადგურებენ ადგილობრივ სახეობებს.

ახალი მცენარეული სახეობები, როგორც წესი, უფრო ადვილად ეგუებიან

ჩლიქოსან სახეობებს, როგორიცაა თხები და საქონელი, განსხვავებით

ადგილობრივი ნაზი სახეობებისა. დროთა განმავლობაში, ეგზოტიკური

სახეობები დომინანტებად იქცევიან. კუნძულის ცხოველებს, რომლებიც

შეეჩვინენ ისეთ გარემოს, სადაც ძუძუმწოვარი მტაცებლები თითქმის არ არიან,

თავდაცვის დაბალი უნარი გააჩნიათ ისეთი ინვაზიური სახეობებისაგან,

როგორებიც შინაური კატები და ვირთხებია. გარდა ამისა, კუნძულის სახეობებს

77

ხშირად არ გააჩნიათ ბუნებრივი იმუნიტეტი, რომ გაუმკლავდნენ დაავადებებს;

როდესაც სახეობები ხვდებიან კუნძულებზე, მათ მოყვება ბაქტერიები,

რომლებიც შესაძლებელია არ იყოს სასიკვდილო მატარებლებისათვის, მაგრამ

გაანადგურებენ ადგლობრივ პოპულაციას.

ერთი ეგზოტიკური სახეობის კუნძულზე შეყვანამაც კი მთელი რიგი

ადგილობრივი სახეობის განადგურება შეიძლება გამოიწვიოს. ყავისფერი ხის

გველის შემოყვანამ წყნარი ოკეანის მრავალ კუნძულზე ადგილობრივი

ფრინველების რიცხვი მკვეთრად შეამცირა. გველი ჭამს კვერცხებს, ბარტყებს

და ზრდასრულ ფრინველებს. მარტო გუამზე, ყავისფერმა გველმა 11

სახეობიდან 8-ის გადაშენება გამოიწვია (Wiles et al. 2003). ვიზიტორებმა

სიმღერაც კი მიუძღვნეს ფრინველების არ არსებობას: ”სიჩუმისა და

აბლაბუდების გამო, გუამის წვიმის ტყეები საფლავებს დაემსგავსა” (Jaffe 1994).

შესაძლებელია სწორედ ახალ მსხვერპლზე ნადირობისას გველი მძინარე

ადამიანებსაც ესხმოდეს თავს. ხელისუფლება ყოველწლიურად 6.4 მილიონ

ამერიკულ დოლარს ხარჯავს ყავისფერ ხის გველებთან საბრძოლვლად, მაგრამ

კვლავაც უშედეგოდ.

ინვაზიური სახეობები წყლის გარემოში

მტკნარი წყლის თანასაზოგადოებები გარკვეულწილად წააგავენ კუნძულებისას,

გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც იზოლირებულნი და გარშემორტყმულნი

არიან მათთვის გამოუსადეგარი და არამეგობრული გარემოთი. ეგზოტიკურ

სახეობებს შესაძლებელია სერიოზული გავლენა ჰქონდეთ დაუცველი ტბის

თანასაზოგადოებებსა და იზოლირებული ნაკადულების სისტემებზე. არსებობს

გრძელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ კომერციული და

ეგზოტიკური სახეობები ტბებში; მაგალითად, ტილაპია და ნილოსის ქორჭილა

ტბა ვიქტორიაში (აღმოსავლეთ აფრიკა) შეიტანეს. მსოფლიოს თევზის 120-ზე

მეტი სახეობა შეტანილ იქნა მდინარის შესართავებისა და ჩაკეტილ ზღვებში.

მიუხედავად იმისა, რომ სახეობათა ნაწილის გადაადგილება

მიზანმიმართულად მეთევზეობის განვითარების მცდელობას უკავშირდება,

მათი უმრავლესობა დაუგეგმავად არხების მშენებლობისა და გემებით

ბალასტური წყლის ტრანსპორტირების დროს გადმოყვა. ხშირად ეს

78

ეგზოტიკური სახეობები უფრო აგრესიულები არიან ვიდრე ადგილობრივი

თევზის ფაუნა და მათ შეუძლიათ საბოლოოდ გადააშენონ ადგილობრივი

სახეობები (Maezone et al. 2005). ამ ინვაზიურ სახეობების გაქრობის შემთხვევაში,

ადგილობრივი სახეობების აღდგენა შესაძლებელი ხდება (Vredenburg 2004).

წყლის აგრესიულ ეგზოტიკურ სახეობებში ასევე შედიან მცენარეები და

უხერხემლო ცხოველები. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა იყო ჩრდილოეთ

ამერიკაში 1988 წელს ზებრისებრი მიდიის მოხვედრა დიდ ტბებში. ეს პატარა

კასპიის ზღვის ბინადარი, სავარაუდოდ, შემოყვა ევროპული ტანკერის წყლის

ბალასტს და შევიდა ერის ტბაში. 2 წლის განმავლობაში მათი სიხშირე გახდა

700000 ინდივიდით ტბის ყოველ კვადრატულ მეტრზე (სურათი 4.17A) და ამ

პროცესში ადგილობრივი სახეობები გაანადგურეს. ზებრისებრი მიდიები უკვე

გავრცელდნენ მდინარე მისისიპის საშუალებით სამხრეთით და ისევე როგორც

დიდი ტბების და სხვა შენაკადების მიმართულებით (სურათი 4.17B).

ეგზოტიკური სახეობების გავრცელება უდიდეს ეკონომიკურ ზარალს აყენებს

მეთევზეობას, ჯებირებს, ელექტროსადგურებს და წყლის ობიექტებს, ისევე

როგორც ანადგურებს მთელ წყლის ეკოსისტემას.

ყველაზე აგრესიული ინვაზიური სახეობები წარმოადგენენ აკვარიუმის და

დეკორაციულ ნაირსახეობებს, რომლებით ვაჭრობა წელიწადში შეადგენს 25

მილიარდ ამერიკულ დოლარს (Keller and Lodge 2007); ამ სახეობების მავნე

ზემოქმედება ამ ვაჭრობის ნაწილად უნდა იქნეს განხილული.

79

სურათი 4.17 ზებრისებრი მიდიის (Drissena polymorpha), კასპიის ზღვიდან

შემთხვევით შემოტანილ იქნა ერის ტბაში 1988 წელს. (ა) ეს კონკრეტული საზომი

ამოღებულ იქნა მიჩიგანის ტბიდან მას შემდეგ რაც ათასობით ზებრისებრმა მიდიამ ის

მწყობრიდან გამოიყვანა. ის ასევე ადგილობრივი მოლუსკების სახეობებსა და სხვა

ორგანიზმებს ანადგურებს. ბ) რუკაზე ნაჩვენებია ზებრისებრი მიდიების გავრცელება

ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. (A, © M.

McCormick, NOAA/Great Lakes Environmental Research Laboratory; B, U.S. Geological

Survey.)

სახეობის უნარი გახდეს ინვაზიური

რატომ შეუძლია ასე ადვილად ზოგიერთ გადაადგილებულ ეგზოტიკურ

სახეობას თავს დაესხას და დომინანტი გახდეს ადგილობრივ სახეობზე? ერთ-

ერთი მიზეზი არის მტაცებლებისა და პარაზიტების არ არსებობა, რომლებიც

თავის მხრივ გააკონტროლებენ მათ რიცხვობრივ ზრდას (Torchin and Mitchell

2004). მაგალითად, ავსტრალიაში შეყვანილი ბოცვრების უკონტროლო

80

გამრავლებამ გადაშენების პირას მიიყვანა მცენარეები იმიტომ, რომ მათზე არც

ერთი მტაცებელი ცხოველი ნადირობდა. შედეგად, ავსტრალიამ ხელოვნურად

გაავრცელა დაავადება, კურდღლების მხოლოდ აუცილებელი რაოდენობის

შესანარჩუნებლად.

ადამიანის საქმიანობას შეუძლია შექმნას გარემო, მაგალითად მინერალური

სასუქების დაგროვება, ნიადაგის დაშლა, ხშირი ხანძრები, ზედმეტი განათება

და ჰაბიტატის ფრაგმენტაცია, სადაც ეგზოტიკური სახეობები უფრო

ახერხებენ ადაპტაციას, ვიდრე ადგილობრივი (Facon et al. 2006). ინვაზიური

სახეობების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ადამიანების საქმიანობის

შედეგად შექმნილ გარემოშია. არაადგილობრივი მცენარეები დომინანტები

ხდებიან ადგილებში, სადაც შინაური ცხოველები არის შემოყვანილი (Parker et

al. 2006). თუ ჰაბიტატს გლობალური კლიმატის ცლილებაც შეეხეო,

სავარაუდოდ, მათი მდგომარეობა უფრო მძიმე გახდება.

ტერმინი „ინვაზიური სახეობა“ აღნიშნავს სახეობებს, რომლებიც დიდი

რაოდენობით გავრცელდნენ არა მშობლიურ ადგილებში, თუმცა გარკვეული

სახეობები ადგილობრივად განიცდიან აყვავებას, განსაკუთრებით კი

ადამიანის მიერ შექმნილ შეცვლილ გარემოში; შესაბამისად ისინი ისეთივე

სახიფათოა, როგორც ეგზოტიკური სახეობები. ჩრდილოეთ ამერიკაში ტყის

ფრაგმენტაციამ, გზების მშენებლობამ, ნაგვის ხელმისაწვდომობამ და სხვა

პირობებმა ხელი შეუწყეს ადგილობრივი კოიოტების, მელიებისა და

თოლიების დიდი რაოდენობით გამრავლებას. ადგილობრივი მედუზები

გაცილებით გამრავლდნენ მექსიკის ყურეში, რადგან ისინი იყენებენ

ნავთობის პლატფორმებსა და ხელოვნურად დაჭაობებულ რიფებს

კვერხცხების დასადებად, პლანქტონებს საკვებად, რომელიც თავის მხრივ

ასტიმულირებს აზოტით დაბინძურებას. ეს აგრესიული სახეობები

იზრდებიან ადგილობრივი სახეობების ხარჯზე, რაც დამატებით გამოწვევას

წარმოადგენს დაუცველი სახეობების დამცველთათვის.

კიდევ ერთი განსაკუთრებული კლასი ინვაზიური სახეობების არის,

სახეობები, რომლებიც ენათესავებიან ადგილობრივ სახეობებს. როდესაც

ინვაზიური სახეობები ეჯვარება ადგილობრივს, უნიკალური გენოტიპი

შეიძლება სრულად გაქრეს და უამრავი, ახალი სახეობა წარმოიქმნას, წაშალოს

რა საზღვრები სახეობათა შორის (Bleeker et al.2007). ამ სიტუაციას ზოგჯერ

გენეტიკურ დატბორვას (Genetic swamping) უწოდებენ. ამერიკის სამხრეთ-

დასავლეთში აპაჩის კალმახის (Oncorhynchus apache) მრავალფეროვნება

81

შემცირდა ჰაბიტატის განადგურებისა და ახალ სახეობებთან კონკურენციის

შედეგად. ეს სახეობა ასევე შეერწყა ფერად კალმახს, რომელიც თევზაობისათვის

გავრცელებულ თევზს წარმოადგენს.

ინვაზიური სახეობები წარმოადგენენ ყველაზე დიდ საფრთხეს ამერიკის

შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სისტემისთვის. მაშინ როდესაც,

გარემოს დეგრადაციის, ფრაგმენტაციის და დაბინძურების მიზეზების

აღმოფხვრა შესაძლებელია ათასწლეულების განმავლობაში, რადგან

ორიგინალური სახეობები ჯერ კიდევ არსებობენ, ფართოდ გავრცელებული

ეგზოტიური სახეობების ამოღება კი შეიძლება ვეღარ მოხერხდეს

მათი

სურათი 4.18 ინვაზიური სახეობების გავლენის შემცირების სტრატეგია მოიცავას

ადრეულ თავდაცვას, შეჩერებას და ხანგრძლივ მენეჯმენტს. ეს სტრატეგია

ილუსტრირებულია აზიური ხოჭოს (Anoplophora glabripennis) მაგალითზე. ის გაჩნდა

ამერიკაში ხის მასალის ჩამოტანასთან ერთად. ის ანადგურებს ხეების დიდ

რაოდენობას. ერთადერთი ეფექტური გამოსავალია მოიჭრას დაავადებული ხეები და

განადგურდეს ტყე (Chornesky et al. 2005).

82

რაოდენობისა და გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, რაც ძალიან

რთული და ძვირი იქნება.

ინვაზიური სახეობების გავრცელების საფრთხეები იმდენად დიდია, რომ მათი

შეტანის რაოდენობას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს კონსერვაციის

დროს (სურათი 4.18). მთავრობები ახლა იღებენ და აღასრულებენ კანონებსა და

საჯარიმო სანქციებს, რომელთა მიზანია ეგზოტიკური სახეობების შემოტანა.

დიდი რესურსები იხარჯება ფართოდ გავრცელებული ეგზოტიკური

სახეობების კონტროლისათვის, მაგრამ არაძვირადღირებული და სწრაფი

რეაგირება პირველივე ნიშნების დროს შესაძლებელია შეაჩერებდა სახეობების

გავრცელებას ახალ ადგილებში (Lodge et al. 2006; Keller et al. 2008). ადგილობრივ

მოსახლეობას და დაცული ტერიტორეიების თანამშრომლებს უტარდებათ

ტრეინინგები ინვაზიური სახეობების დაუყოვნებლივ ამოცნობაზე და

კონტროლზე. ზოგ შემთხვევაში ინვაზიური სახეობის კონტროლმა შესაძლოა

მოითხოვოს ფიზიკური ჩარევაც, ამოღებით და შეწამლვით (Howald et al. 2007).

როდესაც ინვაზიური ვირთხები ამოიღეს ახალი ზელანდიის კუნძულებიდან,

ტუატარას პოპულაციების მდგომარეობა საგრძობლად გაუმჯობესდა (Towns et

al. 2007). ფართო საზოგადოებრივი განათლების პროგრამები საჭიროა

იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს, რატომ არის საჭირო ინვაზიური

სახეობების მოცილება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი

წარმოადგენენ ისეთ ძუძუმწოვრებს, როგორიცაა თხა, ცხენი და კურდღელი.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

ბიოლოგების კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი არის გენეტიკურად

მოდიფიცირებული ორგანიზმების (GMOs) მზარდი გამოყენება სოფლის

მეურნეობაში, სატყეო სამუშაოებში, აქვაკულტურაში და ტოქსიკური

ნარჩენების გაწმენდაში (Snow et al. 2005). ამ ორგანიზმებში მეცნიერებმა

დაამატეს სხვა გენი (სხვა სახეობის გენი) სახეობის გენეტიკურ კოდში,

კომბინირებული დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენებით. ასეთი გენების

ტრანსფერი არამხოლოდ სახეობებს შორის, არამედ ტაქსონომურ დომენებს

შორისაც ხდება, როდესაც, მაგალითად, ბაქტერიული გენი, რომელიც მწერის

83

ტოქსინს წარმოშობს, გადატანილი იქნა ისეთ მარცვლეულ სახეობაში,

როგორიცაა სიმინდი, ბამბა. გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველები

განვითარების პროცესში არიან, მაგალითად, ორაგული და ღორი, რომლებსაც

დიდი კომერციული პოტენციალი გააჩნიათ.

რეალურად, ადამიანები ცდილობდნენ მარცვლეულებისა და შინაური

ცხოველების გენების მოდიფიკაციას ცივილიზაციის დაარსების მომენტიდან -

როდესაც არჩევდნენ გამრავლებისათვის ინდივიდებს, აჯვარებდნენ მათ და

გამოჰყავდათ ჰიბრიდები. სახეობათაშორისი შეჯვარების შიშმა მთავრობა

აიძულა განეხორცილებინა განსაკუთრებული კონტროლი ამ ტიპის კვლევებსა

და კომერციულ პროგრამაზე. ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ევროპაში,

სჯერა, რომ გენმოდიფიცირებულ მცენარეთა ჰიბრიდული სახეობები ახალი

აგრესიული და დაავადებების სახეობების ინვაზიას მოახდენენ (Kuparinen et al.

2007). გარდა ამისა, GMO-ებს პოტენციურად შეუძლიათ გაანადგურონ სხვა

სახეობები, მაგალითად ფრინველები და ნიადაგში მობინადრე ორგანიზმები.

უფრო მეტიც, ზოგიერთ ადამიანს სჭირდება მტკიცებულება რომ

გენმოდიფიცირებული საკვების მიღება არ ავნებთ მათ ორგანიზმს და არ

გამოიწვევს უჩვეულო ალერგიულ რეაქციას.

ისიც აშკარაა, რომ გენმოდიფიცირებულ მარცვლეულ სახეობებს გააჩნიათ

უნარი დააკმაყოფილონ მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილება საკვებზე, ასევე

ახალ და იაფ მედიკამენტებზე. საბოლოო ჯამში კი, გენმოდიფიცირებული

სახეობების უპირატესობები უნდა იქნეს შესწავლილი და შედარებული

შესაძლო რისკებთან. საუკეთესო შემთხვევა იქნება, ფრთხილი დაკვირვება,

კომერციულ გამოცემამდე წინასწარი გამოძიება და გარემოსა და

ჯანმრთელობაზე შემდგომი მონიტორინგის წარმოება.

დაავადება

ადამიანის საქმიანობის შედეგად, დაავადებების გადაცემის გაზრდილი რისკი,

წარმოადგენს მთავარ საფრთხეს სახეობებსა და ბიოცენოზებისთვის.

დაავადებების გამომწვევ ისეთ ორგანიზმებს, როგორიცაა ბაქტერია, ვირუსები,

სოკო და პროტისტები, შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალონ მთელი

ბიოლოგიური თანასაზოგადოებების სტრუქტურა (Breed et al. 2007).

84

ადამიანის ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს დაავადებების სიხშირე, ასევე

ინფექციის გადამტანთა რიცხვი, როგორიცაა გარკვეული მწერები.

ურთიერთობა ადამიანებსა და მათ შინაურ ცხოველებს შორის, გარეულ

ცხოველებს საფრთხეს უქმნიან (Jones et al. 2008). ადამიანებისა და ეგზოტიკური

სახეობების გავრცელება ასევე ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას.

ინფექციური დაავადებები დღეს გავრცელებულია როგორც გარეულ, ასევე

შინაურ ცხოველებშიც და შეუძლია გამოიწვიოს საფრთხის ქვეშ მყოფი

მგრძნობიარე პოპულაციების რიცხვობრივი კლება.

დაავადება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ზოგიერთი

იშვიათი სახეობისთვის. რამდენიმე სახეობის ბაყაყის პოპულაციის შემცირება

ავსტრალიის ხელუხლებელი მთიანი რეგიონიდან, ჩრდილოეთ ამერიკასა და

ცენტრალურ ამერიკაში, სავარაუდოდ უკავშირედება ეგზოტიკური დაავადების

გავრცელებას. შავი ქრცვინების (Mustela nigrepes) უკანასკნელი პოპულაციები,

რომელიც ველურ გარემოში არსებობდა, ძაღლის შავი ჭირით განადგურდა

1987 წელს. ხელოვნურ პირობებში შექმნილი პოპულაციების დასაცავად

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი დაცვა ძაღლის ჭირის, ადამიანის

ვირუსებისა და სხვა დაავადებებისაგან. ეს განხორციელდა მკაცრი კარანტინისა

და ხელოვნური კოლონიის დაყოფით გეოგრაფიულად დაშორებულ რამდენიმე

ჯგუფად. (სურათი 6.9).

ეპიდემიოლოგიის სამ პრინციპს აქვს აშკარა და პრაქტიკული მნიშვნელობა

გადაშენების პირას მყოფი სახეობებების შენარჩუნებისათვის. პირველ რიგში,

როგორც გარეული, ასევე შინაური ცხოველები მჭიდროდ დასახლებულ

პოპულაციებში შესაძლებელია პარაზიტებისა და დაავადებების მძიმე წნეხის

ქვეშ აღმოჩდნენ. ფრაგმენტირებულად დაცულ ფართობებზე ცხოველების

რიცხვი შესაძლოა დროებით გაიზარდოს, რაც ხელს შეუწყობს დაავადების

გადაცემას. ბუნებრივ პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა მცირდება,

როდესაც ცხოველები მიგრირებენ ცხოველთა სკორესგან, ნერწყვისგან, ძველი

ტყავისგან და სხვა ინფექციის წყაროებისგან თავის დასაღწევად. ხელოვნურ

პირობებში კი ცხოველები რჩებიან ინფექციის პოტენციურ წყაროებთან და

დაავადების გადაცემის შესაძლებლობა იზრდება. ზოოპარკებში, ცხოველები

ხშირად მჭიდროდ არიან მოთავსებული გალიებში, სხვადასხვა სახეობები

ერთმანეთის გვერდიგვერდ, შესაბამისად, თუ ერთი ცხოველი ავადდება,

პარაზიტი ან ინფექცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს დანარჩენებზეც.

85

მეორე, გარემოს განადგურების არაპირდაპირი ეფექტი, ზრდის ორგანიზმის

მგრძნობელობას დაავადებისადმი. როდესაც პოპულაციები მჭიდროდაა

დასახლებული მათი ჰაბიტატის განადგურების გამო, თავად გარემო და საკვები

ნადგურდება, რაც საკვების ხარისხს აქვეითებს და საბოლოო ჯამში, ასუსტებს

ორგანიზმებს, რომლებსაც, ამის გამო, დაავადებისათვის წინააღმდეგობის

გაწევის უნარი უქვეითდებათ.

მესამე, ბევრ დაცულ ადგილებში, ზოოპარკებში, ეროვნულ პარკებსა და ახალი

სოფლის მეურნეობის ადგილებში, სახეობები შედიან კონტაქტში სხვა

სახეობებთან, რომლებსაც ველურ გარემოში ვერ შეხვდებოდნენ - ადამიანისა

და შინაური ცხოველების ჩათვლით - ამიტომ ინფექციები როგორიცაა ცოფი,

გრიპი, ძაღლის ჭირი, ჰანტავირუსები და ფრინველის გრიპი გადადის მათზეც

(სურათი 4.19). ადამიანების იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) შეიძლება

გავრცელდეს როგორც ადამიანებზე, ისევე ველური ბუნების ბინადრებსა და

შინაურ ცხოვლებზე. ასევე მომაკვდინებელი ებოლა ვირუსი აღმოჩნდა,

რომელიც ველური ბუნებიდან გავრცელდა ადამიანებსა და შინაურ

ცხოველებზე.

86

სურათი 4.19 ფრინველის გრიპის გავრცელება. ველური წყლის ფრინველი, ქათამი და

ადამიანები - ყველა შეიძება გახდეს ამ დაავდების გადამტანი და სამიზნე, როგორც

ნაჩვენებია ურთიერთ გადამფარავი წრეებით. (Daszak et al. 2000.)

ჩამოთვლილ დაავადებებს შეუძლიათ განადგურონ მრავალრიცხოვანი

სახეობებიც კი. სახეობები, რომლებიც უძლებენ დაავადებებს შესაძლბელია

იქცნენ დაავადებების ერთგვარ რეზერვუარებად, რომლებიც შემდგომ

გადასცემენ ამ დაავადებებს სხვა სახეობებს. მაგალითად, 1990-იან წლებში

87

ტანზანიაში, სერენგეტის ნაციონალურ პარკში, ლომების 25% განადგურდა

ძაღლის ჭირით, რომლებიც როგორც ჩანს დაავადნენ პარკის მახლობლად

მცხოვრები 30,000 შინაური ძაღლებიდან ერთერთისგან (Kissui and Packer 2004).

დაავადება შესაძლებელია გავრცელდეს მრავალრიცხოვან და მიტოვებულ

სახეოებებზეც. ამერიკული წაბლის ხეები, რომლებიც ოდესღაც ფართოდ იყო

გავრცლებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრაქტიკულად გაანადურა

სურათი 4.20 ყვავილოვანი შვიდის პოპულაციები (cornus florida) ნადგურდება

ჩრდილოეთ ამერიკაში Discula destructive-ს სოკოს გავრცელების შედეგად (© J.P. Evans.)

სოკოვანმა ინფექციამ, რომელიც ჩინეთის წაბლის ხეებისგან გადაედოთ და

ამერიკაში გავრცელდა ნიუ იორკში იმპორტირებული ამ სახეობის

ეგზეპლარებისაგან. არსებობს სოკოს სხვა სახეობაც, რომელიც კლავს შვინდის

ხეებს ყავილობისას (სურათი 4.20). ასევე წყლის სოკოვანი პარაზიტი, რომელიც

კატასტროფულად ასუსტებს ამფიბიების პოპულაციებს მთელს მსოფლიოში

(Whiles et al. 2006).

88

შეჯამება

1. ბიომრავალფეროვნების კრიზისი გამოწვეულია ადამიანების მზარდი

მოსახლეობით, ყოვლისმომცველი სიღარიბისა და რესურსების

უთანასწორო მოხმარების შედეგად. ძირითად საფრთხეებს

წარმოადგენენ: ჰაბიტატის დაკარგვა, დაბინძრება და ფრაგმენტაცია. ეს

საფრთხეები ემუქრება წვიმის ტყეებს, წყალჭარბ ტერიტორიებს, მარჯნის

რიფებსა და სხვა თანასაზოგადოებებს.

2. ჰაბიტატის ფრამენტაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ჰაბიტატის

ერთიანი ტერიტორია მცირდება ზომაში ან/და დაყოფილია ორ ან მეტ

ფრაგმენტად. ჰაბიტატის ფრაგმენტაციამ შეიძლება გამოიწვიოს

დარჩენილი სახეობების სწრაფი დაკარგვა, რადგან ის უქმნის

ბარიერებს გავრცელების, კოლონიზაციისა და საკვების მოპოვების

ნორმალურ პროცესებს.

3. გარემოს დაბინძურება აქრობს მრავალ სახეობას ეკოსისტემიდან,

მაშინაც კი როდესაც მათი თანასაზოგადოებების სტრუქტურა არ არის

აშკარად დარღვეული. გარემოს დაბინძურების სპექტრი მოიცავს ჭარბი

გამოყენების შედეგად პესტიციდების რაოდენობის გაზრდას, წყლის

დაბინძურებასა და ნარჩენების გამოყოფას; ჰაერის დაბინძურებას

შედეგად მოსდევს მჟავური წვიმები, ჭარბი აზოტის დაგროვება, სმოგი

და ოზონის მაღალი დონე.

4. გლობალური კლიმატის ცვლილებება, განსკაკუთრებით დამთბარი

ამინდი, უკვე სახეზეა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგისა და სხვა

სათბურის აირების საწვავი წიაღისეულის მოხმარების შედეგად.

სავარაუდო ტემპერატურის მატება შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი

იყოს, რომ ბევრმა სახეობამ ვერ გაუძლოს ამას და გადაშენდეს.

5. მრავალი სახეობების ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა მათი გადაშენება

გამოიწვიოს. ეს გამოწვეულია მოპოვების უფრო და უფრო ეფექტური

მეთოდებითა, ასევე პროდუქტზე ბაზრის გაზრდილი მოთხოვნითა და

უწინ ხელუხლებელი ტერიტორიების ათვისების შესაძლებლობით.

6. ადამიანმა შეგნებულად და შემთხვევით ათასობით სახეობა მსოფლიოს

ახალ რეგიონში გადაიტანა. ზოგიერთი ამ ეგზოტიკური სახეობებიდან

გადაიქცა ინვაზიურად, მნიშვნელოვნად გამრავლდა რა ადგილობრივი

სახეობების ხარჯზე.

7. დაავადების გავრცელების დონეეები ხშირად იზრდება, როდესაც

ზოოპარკებსა და ეროვნულ პარკებში ცხოველებს შემჭიდროვებულად

89

ათავსებენ და მათ არ აქვთ ფართო ტერიტორიებზე განსახლების

შესაძლებლობა. ზოოპარკებსა და ბოტანიკურ ბაღებში დაავადებები

ხშირად ცხოველებისა და მცენრეების მონათესავე სახეობებიდან

ვრცელდება. დაავადება ასევე შეიძლება გავრცელდეს შინაურ და

გარეულ ცხოველებს შორის ისევე, როგორც ადამიანსა და გარეულ

ცხოველს შორის.

90

91

ისტორია და მისი გავლენა ტყის მართვაზე (მენეჯმენტზე)

შესავალი

რატომ უნდა იყოს ტყეების შესახებ სახელმძღვანელოში თავი, რომელიც

მეტყევეობის ისტორიას შეეხება? მაშინაც კი, თუ ვაღიარებთ, რომ ისტორია

ინტელექტის სტიმულატორია.

წარსული დროის მეცნიერებს მაინც უჩნდებათ კითხვები: რა პრაქტიკული

ღირებულება აქვს ტყეების მართვას დღევანდელობაში? ეჭვგარეშეა, რომ ამ

კითხვაზე ბევრი პასუხი არსებობს, მაგრამ შესაძლოა ყველაზე შესაბამისი

ერთის, რომელიც ოლივერ რექჰემს ეკუთვნის: მეტყევეობა არის ხელოვნება,

სადაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეცდომები მიეცემა დავიწყებას,

მათგან არავინ სწავლობს და შესაბამისად, ამდაგვარი შეცდომები კვლავ

მეორდება.

ტყეების ისტორიისა და მისი მართვის ცოდნა შესაძლოა დაეხმაროს

საზოგადოებას თავიდან აიცილოს შეცდომების განმეორება. გარდა ამისა, ამ

ისტორიის ცოდნა და ინტერპრეტაცია, დაეხმარება ტყის მმართველებს,

გაზარდონ დამთვალიერებლების ინტერესი და კმაყოფილება.

განათლება ტყეების ისტორიისა და მეტყევეობის შესახებ, ზოგადად

საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ეპოქაში,

როდესაც ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა (ელექტორატი) ნაკლებად ერკვევა

ტყეების მენეჯმენტსა და მოსავლის აღების საკითხებში. როგორც რექჰემმა

აღნიშნა, ეს ამომრჩევლები ძირითადად ეყრდნობოდნენ ცრუ ინფორმაციებს,

რომლებსაც არანაირი კავშირში არ აქვთ არსებულ რეალობასთან. ისინი

გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ადვილად შეჰყავთ შეცდომაში, მაგალითად

ისეთი საკითხებზე, როგორიცაა გარემოსდაცვითი გრანტები, ხის მოსავლის

მოყვანა და მეტყველების განვითარების ხელშეწყობა.

92

გარემოს დამცველების ფსევდო-ისტორიები

არსებობს სხვადასხვაგვარი ისტორიები ტყეებისა და მათი მართვის შესახებ,

რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს. ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს

შორის გამოირჩევიან გარემოსდამცველები და მეტყევეები.

არსებობს ორი ვარაუდი ხის მოხმარების ისტორიის შესახებ: ერთ–ერთი

ვარაუდის მიხედვით, უმეტესი ხის პროდუქცია მოიპოვებოდა მმართველობის

გარეშე დარჩენილი ტყიდან, ხოლო მეორის მიხედვით - ტყეებიდან ხის მიღება

შემდგომში გარდაუვლად იწვევდა ტყის საფარის განადგურებას. ეს ვარაუდი არ

შეიძლება გავრცელდეს მთელი მსოფლიოს კაცობრიობის ისტორიაზე, რადგან

შესაძლოა ის არსებობდა მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე და გარკვეულ

პერიოდში.

ცნობილი გარემოსდამცველები და ავტორები, რომელთა ერთ-ერთი

წარმომადგენელია ჯონ პერლინი, სასიამოვნო წიგნის - ”ტყის მოგზაურობა, ხის

როლი ცივილიზაციის განვითარებაში” - ავტორი, აშკარად ეგება ამ ხაფანგში.

თუმცა მისივე ნამუშევრის ილუსტრაციები სხვა რამეზე მიუთითებენ. XV

საუკუნის ხის მოპოვების აღმწერი, მისი ორგინალი დანართი, (სურათი 1.1)

აღწერს თუ როგორ მიაქვთ ხალხს ხის ნაჭრები სახლში ტყიდან. დაკვირვება

ცხადყოფს, რომ ხის კონები

შედგება ერთნაირი ზომის

კარგად ჩაწყობილი მსგავსი

ტოტებისგან, შესაბამისად

არსებობს დიდი ალბათობა,

რომ ისინი ზედამხედველობის

ქვეშ მყოფ ტყეში იყვნენ

მოყვანილნე.

სურათი 1.1 არასწორად

ინტერპეტირებული გრავიურა? ეს

XV საუკუნის გრავიურა აღწერს სამ

ადამიანს, რომელთაც სახლში ხის

ნაჭრები მიაქვთ, რომლითაც უნდა

მოამზადონ საკვები და გაათბონ

საკუთარი სახლები (Perlin-გან

გამოქვეყ-ნების უფლებით)

93

ზომაზე დიდი ხის მორები, რომლებიც გამოიყენებოდა პრესტიჟული

სამშენებლო პროექტებისა და ფლოტის გაზრდისთვის, უმეტესწილად

მოშორებული ადგილებიდან მოჰქონდათ. სავარაუდოდ, ძალზე ხშირად ამას

ადგილი ჰქონდა ზედმეტად გამოყენებად მომწიფებულ ტყეებში. თუ ასეთი ხის

მოჭრის მოქმედებები ხორციელდებოდა მთიან რელიეფზე, ეს ტყისა და

ნიადაგის განადგურებას იწვევდა, რასაც საბოლოოდ ტყის საფარის სრულ

განადგურებამდე მივყავდით. მაგრამ რამდენად ხშირად ჰქონდა ასეთ

მოვლენებს ადგილი? და რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის ქვეშ იყვნენ ასეთი

ადგილები, გამომდინარე იქიდან, რომ ხე მოთხოვნადი, დაბალი ღირებულების

პროდუქტია, რომლის ტრანსპორტირებაც შორ მანძილზე ეკონომიკურად არ

არის გამართლებული.

არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ დაზიანებული ხეები კარგავდნენ თავის

ღირებულებას და შეუძლებელი იყო მათი გამრავლება. დეტალური

გამოკვლევა, ბევრ განვითარებად ქვეყანაში, გვიჩვენებს, რომ ძირითადი ხის

ნაწარმი, რომელსაც გამოიყენებენ ყოველდღიურად არ მოიპოვება ტყისგან,

არამედ სამეურნეო ლანდშაფტიდან; ამის მაგალითებია: ღობეები, ფერმა და

სხვა. იმის გამო, რომ ზოგიერთი რესურსი მაღალი ღირებულის მქონეა, ის

საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს და გამონაკლისის გარეშე

მმართველობის ქვეშაა მოქცეული. არსებობს ვარაუდი, რომ ანალოგიურს

ადგილი აქვს ყველა დასახლებულ რეგიონში. მაგალითად, როგორიცაა ჩინეთის

ნაწილი და ევროპა. ჰოლანდიაში არისტოკრატია ყიდულობდა ხეების გზების

გასწვრივ დარგვის უფლებას, აგრეთვე ხელოვნური არხების გაყვანის

ნებართვას, რისთვისაც ქირაობდნენ ფერმერებს. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მე–

16 საუკუნეში ხდებოდა.

სატყეო პროფესიასთან დაკავშირებული ფსევდო-ისტორიები

მეტყევეებს აქვთ ე.წ. პფროფესიული ისტორია, თუმცა როგორც პროფესიების

უმრავლესობაში ხდება, ეს უფრო მითის ნაწილია, რომელიც მოიცავს ორივეს -

ნამდვილ და გამოგონილ ამბებს. ფსევდო-ისტორია ვითარდება შემდეგნაირად:

თავდაპირველად თითქმის ყველაფერი ტყით იყო დაფარული. შემდეგ

არაშორსმჭვრეტელმა და უმეცარმა ადამიანმა, მეტწილად ღარიბმა გლეხმა,

94

დაიწყო მთლიანი ტყის საფარის განადგურება. ამის შემდეგ მეტყევეები

იბრძოდნენ გმირულად, რომ დაეცვათ იგი და გაემწვანებინათ უნაყოფო მიწები,

რითაც გადაერჩინათ საზოგადოება განწირვისაგან. როგორც ჩვენ აღვნიშნეთ

სინამდვილეში მათი რეგულირება უფრო რთულია, ვიდრე ეს შეიძლება გარეშე

თვალისთვის იყოს შესამჩნევი.

ტყის მენეჯმენტის განსაზღვრება

მრავალი პუბლიკაცია ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ტყის მმართველობის

ისტორია რეალურად ტყის მოშენების ისტორიაa, რომელიც პრაქტიკაში კიდევ

უფრო დაიხვეწა მე–18 და მე–19 საუკუნეებიდან მოყოლებული. ეს ძალზე

საინტერესო სფერო, რომელმაც რეალურად კლასიკურ ნაშრომებს დაუდო

საფუძველი (e.g., Dawkins&Philip 1998 onthetropics), ეხება ამ სფეროში

გაკეთებული მიზანმიმართული მოქმედებების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს,

რომელიც სხვადასხვა ხალხებმა, მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეებში,

განახორციელეს. შესაბამისად, მოცემული თავი უფრო ფართოდ განიხილავს

ტყის მმართველობის სისტემას.

მენზი (1995) და ეს თავი განიხილავს ტყის მმართველობას, როგორც ”წესებისა

და მეთოდების ერთობლიობას, რომელიც ხალხმა გამოიგონა ტყეების

სასურველი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, იმ პროცესების ჩათვლით,

რომელთა მეშვეობით ეს წესები და მეთოდები უნდა მიესადაგოს ცვალებად

გარემოებებს”. მმართველობა, მოიცავს ხის ნაწარმის მოსავლიანობობაზე

ზღვრების დაწესებას და შემდგომ ამის კონტროლს, ისევე როგორც

რესურსებიდან მიღებული მოგებისა და ხარჯების განაწილების სისტემის

არსებობას. ითვლება, რომ სისტემა მდგრადია თუ ის დროთა განმავლობაში

ტყის სასურველი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ახერხებს მოერგოს

ცვლილებებს და გაუძლოს ზეწოლას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს

განსაზღვრება არ გულისხმობს, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე მეტყევეების

ჩართვა ან დაწერილი მენეჯმენტის გემგების გამოყენებაა აუცილებელი.

პირიქით, მრავალი ადგილობრივი მართვის სისტემა დაფუძნებულია

დაუწერელ წესებზე, რომელსაც ფერმერები და მწყემსები უფრო მეტად

გამოიყენებენ, ვიდრე პროფესიონალების მიერ დანერგილ გეგმებს.

95

ტყის მმართველობის ტიპოლოგია

ტყის მენეჯმენტის სისტემა შესაძლოა დახასიათდეს სამი ატრიბუტით: ბაზარზე

ორიენტაციით, მასშტაბსა და გადაწყვეტილების მიღების ადგილით.

თითოეული ეს სამი თვისება შეიძლება მუდმივად არსებობდეს მხოლოდ

არსებობისთვის და არ გამოიყენებოდეს კომერციულ ბაზარზე. მაგალითად,

ტყის დაცული ტერიტორიები დროთა განმავლობაში გარდაიქმნება პატარა,

არსებობაზე ორიენტირებულ ადგილად. შემდეგ უფრო ფართო მასშტაბს

ღებულობს, ხდება რა ბაზარზე ორიენტირებული და საბოლოოდ

ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ ექცევა. ასეთ დროს ტყეების მართვა,

როგორც წესი, ხორციელდება პროფესიონალი მეტყევეების მიერ, მაშინ

როდესაც მცირე, ადგილობრივად კონტროლირებადი სისტემები, რომლებიც

აერთიანებს არსებობისა და ბაზარზე ორიენტირებულობის ღირებულებებს,

იმართება არაპროფესიონალების მიერ.

ტყის მმართველობითი სისტემის ისტორიის შესწავლა

ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულებები იმისა, რომ კაცობრიობა ტყეების

მენეჯმენტს იმაზე უფრო ადრე ახორციელებდა, ვიდრე წერას დაიწყებდა. ეს

ორი ძირითადი აზრის მატარებელი დებულებაა. პირველი და აშკარა ის, რომ

ტყეების მენეჯმენტი პრეისტორიულ ეპოქაშიც არსებობდა. სხვა სიტყვებით რომ

ვთქვათ, წერილობითი წყაროები ტყეების მენეჯმენტის შესახებ, რეალურ

სურათს მისი ისტორიის შესახებ ვერ ასახავს. ამდენად, საკითხზე ნათელის

მოფენისთვის არქეოლოგიური კვლევები არსებით მნიშვნელობას იძენს.

არქეოლოგიური აღმოჩენები ხშირად იწვევენ ჩვენს გაოცებას თავისი

არაზუსტობით. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენები,

ტექნოლოგიების არსებობის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს კიდევ უფრო უკან

წევს. ხის დამუშავების თემატიკაც არ წარმოადგენს ამ მხრივ გამონაკლისს.

ასეთი აღმოჩენების ცნობილი მაგალითებია, მთამსვლელი ოთზი და

ფენლანდის ბილიკები.

96

ტყის მართვის მტკიცებულებები პრეისტორიულ ბრიტანეთში

იმისათვის, რომ გადაელახათ ინგლისის საგრაფოს ტორფის ჭაობი, ნეოლითურ

პერიოდში, ხალხი აშენებდა ბილიკებს. ზოგიერთი მათგანი დაფარული იყო

ტორფის ფენით. ამის ყველაზე პირველი მაგალითია „სვიტ ტრეკი“, რომელიც

ქრისტეშობამდე 3900 წელს მიეკუთვნება. იგი არის კარგად დამუშავებული და

დახვეწილი ნიმუში ძველი ცივილიზაციის. შედგება სხვადასხვა სახეობის

ხეების ბოძებისგან. შეიცავს მუხას, იფანს, ცაცხვს, თხილნარს, თხმელას და

ბალბას, რომლებიც სტრუქტურიდან გამომდიანრე არიან სხვადასხვა ზომის,

ნარჩევი და განსაკუთრებული ფუნქციის მატარებელნი. მნიშვნელოვანია, რომ

იმ პერიოდში ძელებსა და სვეტებს ძირითადად ბუჩქნარისაგან აკეთებდნენ. ხე–

ტყის მასალის მოჭრა და გადაადგილება უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვდა

და მას ძირითადად ხომალდების აგებისათვის იყენებდნენ.

”სვიტ ტრეკსა“ და სხვა მსგავს აღმოჩენებს უდიდესი გავლენა აქვთ ჩვენს

აღქმაზე, თუ რას იყენებდნენ ნეოლითურ პერიოდში და როგორი

დამოკიდებულება ჰქონდათ მაშინდელ ხალხს ტყეების მიმართ. სოფლის

მეურნეობის გავრცელებასთან ერთად, ტყიანი ტერიტორიები, ეჭვგარეშეა,

მნიშვნელოვნად განადგურდა და ადგილი დაუთმო საძოვრებსა და სახნავ

მიწებს.

იმ პერიოდში ხალხი აქტიურად იყენებდა ხეს სახლების შემოსაღობად, გზების

ასაშენებლად, სამზარეულოებისათვის, გასათბობად, სახელოსნოებისათვის და

მეტალურგიისათვის.

არსებობს კიდევ ერთი პრეისტორიული ვერსია ტყის მმართველობის

წარმოშობის შესახებ. მანამდე, სანამ გავრცელდებოდა კომუნიკაციები,

სარწმუნო წერილობითი წყაროები და საქალაქთაშორისო სატრანსპორტო

საშუალებები ხელმისაწვდომი გახდებოდა, ტყის მმართველობა იყო

დამოუკიდებელი, როგორც სოფლის მეურნეობა. ეს გულისხმობს, რომ

არსებობდა არა მხოლოდ ერთი ისტორია ტყის მმართველობის შესახებ, არამედ

ბევრი სხვადასხვა ისტორია, განპირობებული სხვადასხვა ბიოფიზიკური,

სოციოკულტურული და ეკონომიკურად განსხვავებული

ადგილმდებარეობებით.

97

ბოლო დროინდელი მიღწევები ტყის ისტორიაში

ბოლო პერიოდამდე, ტყეების ისტორია და დებულებები მათი მმართველოის

შესახებ, ფაქტობრივად დაწერილი იყო ძირითადად მეტყევის პროფესიის მქონე

ადამიანების მიერ, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღებისას წამყვანი

ადგილი ეკავათ. ეს სიტუაცია შეიცვალა ბოლო რამდენიმე ათეული წლის წინ,

რაც გამოწვეული იყო მთელი რიგი ტენდენციებით, ორივე მმართველობით

ისტორიისა და სატყეო პროფესიების კუთხით. მეტყევეობის პროფესიაში

თავდაპირველად უამრავ შეცდომას ვაწყდებოდით, ძირითადად ეს ხდებოდა

განვითარებად ქვეყნებში. რაც გამოწვეული იყო სოფლის მოსახლეობის

მხრიდან სატყეო რესურსების მიმართ გონივრული დამოკიდებულების

ნაკლებობით. ტყის მცველების, აგრეთვე ანთროპოლოგებისა და ეკოლოგების

ტრადიციულ ფერმერული და ტყის მართვასთან დაკავშირებულ სისტემაზე

სიღრმისეულმა მუშაობამ, მსოფლიოს ბევრ ადგილას, ცხადყო მისი

საფუძვლიანობა და გამოსადეგეობა და ამით ფაქტობრივად მოხდა სოფლის

მოსახლეობის იგნორირება, რომელთა ფუნქციები განვითარებად ქვეყნებში

შეითავსეს ტყის მმართველებმა.

აკადემიკოს-ისტორიკოსებს შორის უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა იმ

მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც იყვნენ უბრალო გლეხები,

მოვაჭრეები და ა.შ. (Le Roy Ladurie1979). ამან მოგვცა საშუალება ხელახლა

შეგვეფასებინა ისტორია, რომელიც ძირითადად დომინანტი სოციალური

კლასების იდეოლოგიას ასახავდა. არ იყო გასაოცარი, რომ ცვლილებებზე

ორიენტაცია განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნებოდა ტყეების შემთხვევაში,

სადავო ტყის რესურსების მართვისას. ეს მიმართულება თან ახლდა

რაოდენობრივ განსაზღვრაზე აქცენტის გაკეთებას. ახალი საკვლევი

ტექნოლოგიები, როგორიცაა ყვავილის მტვრის ანალიზი, ღრმა ზღვის

ნალექების და ნახშირბადის ძიება საშუალებას აძლევს ისტორიკოსებს, პასუხი

გასცენ დღემდე ამოუცნობ შეკითხვებს.

98

პრობლემები მტკიცებულებების მოძიებასა და ინტერპრეტირებაში

ზოგიერთ რეგიონში არსებობს უამრავი წერილობითი მტკიცებულება ტყის

მენეჯმენტის ისტორიასთან და მენეჯმენტის პრაქტიკის ძველ ფორმებთან

დაკავშირებით. მიწის გასხვისებებთან დაკავშირებული ჩანაწერები, ტყიანი

ადგილების საზღვრების დანაწილებასთან დაკავშირებული სასამართლო

საქმეები, ტყის პროდუქტზე საბაზრო ფასებთან დაკავშირებული საკითხები -

ათასი წლის წინ იყო ხელმისაწვდომი, მაგალითად, ევროპის ნაწილსა და

ჩინეთში. მაგრამ სხვა რეგიონში და უფრო ადრეულ პერიოდში, ტყეების შესახებ

ისტორიების წერილობითი წყაროები და აგრეთვე მათ მმართველობასთან

დაკავშირებული წყაროები, არ არსებობდა. მხოლოდ არქეოლოგიური კვლევები

ცდილობდა მტკიცებულებათა უზრუნველყოფას.

უფრო მეტი ისტორიული მტკიცებულებები დაწერილი თუ დაუწერელი და

მათი შედეგები, შეიქმნა არქეოლოგების მიერ, თუმცა მაინც გაურკვეველი რჩება

საკითხები, რომლებიც იძლევა მათი ინტერპრეტაციის საშუალებას. ძირითადი

პრობლემა ორგანული მატერიის აღმოჩენების განმარტებებია, რადგან

თანამედროვე პეიზაჟები იშვიათადაა შემონახული და ყოველთვის რთულია

მათი განმარტება.

რასაც არქეოლოგები ჩვეულებრივ პოულობენ არის მატერიალური კულტურის

ნაწილი, მაგალითად ძირითადად შემონახულია ძვლის და ქვის იარაღები,

ქვისგან დამზადებული მასალები კი იშვიათად თუ შეგვხვდება.

არქეოლოგიური კვლევა ორიენტირებულია წყლის გარემოზეც, როგორიცაა

ტბის მიმდებარე დასახლებები, სადაც ორგანული მასალის შენარჩუნებისათვის

უფრო ხელსაყრელი პირობებია. მატერიალური მტკიცებულებების სასარგებლო

შედეგებს შეიძლება მოჰყვეს სხვა წყაროების რაოდენობის გაზრდაც.

მაგალითად, მოსახლეობის სიხშირე ზოგიერთ ადგილებში უფრო მეტად

შეიმჩნევა, სხვებთან შედარებით. ხალხი ტბისა და მდინარეების

ხელმისაწვდომობის გარეშეც ნადირობდა, შემგროვებლობას, მეტყევეობას და

ფერმერობას ეწეოდა.

შემდეგი სირთულეა წარმოადგენს განმარტება, მაგალითად, როგორ

გამოიყენება და როგორ იმართება მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტური

ზონა. მაგალითად, ადვილად ადაპტირებადი ხეების შემცირება მეურნეობის

განვითარებას მიეწერება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცეცხლისა და სითბოს

მიზმიმართულად გამოყენება ხალხს უადვილებს ნადირობას და აგრეთვე,

99

წყალობს ისეთ ხეებს, რომლებიც სინათლისკენ არიან მიდრეკილნი და მასზე

დამოკიდებულნი.

ინფო ყუთი 1.1 ბერძნული ცეცხლი თუ მიზანმიმართული თვითანთება?

პრეისტორიული კაცობრიობის თითის ანაბეჭდები ოკეანეში

ბოლო მილიონი წლის განმავლობაში ტყის საფარი არსებობდა გამყინვარების

პერიოდში, როდესაც ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული მდგომარეობა

ე.წ. გამყინვარებათაშორისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც კლიმატი

უფრო თბილი და სველი ხდებოდა. ადამიანის განვითარებასთან, ერთად იგივე

ერაში, იყო პერიოდი, როდესაც ადამიანის ჩარევასთნ ერთად ბუნების

ვარიაციებმა შექმნა ნაცრისფერი ზონა: ბუნდოვანი გახდა ბუნების რომელი

ცვლილებები იყო გამოწვეული ბუნების მიერ და რომელი კულტურის?

ხანძრის, გარემოს შემცვლელად განხილვამ, მკვლევარები მიიყვანა

მოსაზრებამდე, რომ პრეისტორიული ადამიანები შეიძლება მნიშვნელოვნად

ცვლიდნენ მცენარეულობას ხშირი ხანძრებით. არსებობს ვარაუდი, რომ

აფრიკაში პრეისტორიული ადამიანები ცეცხლს იყენებდნენ ნახირის

მოშინაურების პარალელურად, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია საჰელის

გაფართოება ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში. სხვა

კომენტატორები უდაბნოს გაფართოების მიზეზად ბუნებრივ მოვლენებს

მიიჩნევენ.

ზღვის ნალექები ინახავენ ქარის მიერ მოტანილ ნაფოტებს, რომლებიც

ტყეებისა და სტეპების ხანძრების შედეგად რჩება. ზღვის ნალექები სავსებით

გამოსადეგია იმისთვის, რომ დადგინდეს ხანძრების სიხშირე ხანგრძლივი

პერიოდის განმავლობაში. ეს არის შედარებით ხელუხლებელი,

თანმიმდევრული დათარიღებული მონაცემები. ნალექების ნიმუშების აღება

ხმელეთიდან მოშორებით უნდა განხორციელდეს, რათა უზრუნველყოფილ

იქნეს ის, რომ სიგნალის ინტეგრირება არ მოხდეს ფართო კონტინენტურ

ნაწილზე და შესაბამისად არ იყოს მგრძნობიარე კლიმატის ცვლილებით

გამოწვეული განედებზე შეცვლილი მცენარეული საფარის მიმართ. იმისთვის,

რომ გამოიკვლიონ მილიონ წლიანი მონაცემები ხანძრების სიხშირის შესახებ

სუბ-საჰარულ აფრიკაში, 21 მ სისქის ზღვის ნალექის ბირთვის ანალიზი გახდა

საჭირო სიერა-ლეონეს წყალქვეშა მაღლობიდან. ნალექები წარმოადგენენ

ტალახიან შლამს, რომელიც შედგება ფორამინების, ზღვის უხერხემლო

სახეობების, ამორფული კაშისა და ქარის მიერ მოტანილი მტვერისგან - ეს

უკანასკნელი შეიცავს ნახშირბადის ელემენტს ხმელეთის დამწვარი

100

ბიომასისგან.

ნალექის შემადგენელი ორგანული ნახშირბადის ანალიზი იძლევა ორი

მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას. ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ

ბოლო 400 000 წლის განმავლობაში, მცენარეულ საფარში ხანძრებს ყველაზე

ინტენსიურად ადგილი მაშინ ჰქონდათ, როდესაც მსოფლიო კლიმატი

გამყვინვარებათაშორის პერიოდიდან გამყვინვარების ფორმაში გადადიოდა. ეს

მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ დროს კლიმატს მზარდი ცვალებადობა

ახასიათებს, რაც რეალურად საწვავის ავზებს ქმნიდა წვიმიანი პერიოდების

დროს, რასაც შემდგომში ხშირად მოყვებოდა მშრალი პერიოდებით

გამოწვეული ხანძრები. არც გამყინვარებათაშორისი პერიოდები

ხასიათდებოდნენ თბილი, ნესტიანი პირობებითა და ტყის ჩრდიოლეთ

რეგიონებში ექსპანსიით და არც გამყინვარებების დროს, შედარებით მშრალი

და გრილი კლიმატის დროს ხდებოდა უდაბნოს ზრდა სამხრეთის

მიმართულებით და ხანძრების გახშირებით. ამ თანმიმდევრობიდან ერთი

გამონაკლისი არსებობს: ნახშირბადის ელემენტის ნალექებში

განსაკუთრებული მატება ბოლო გამყინვარებათაშორის პერიოდში. ეს

მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებმა სუბ საჰარული აფრიკის რეგიონში

აქტიურად ჩამოაყალიბეს ცეცხლის რეჟიმები სულ მცირე ბოლო 10 000 წლის

განმავლობაში. (Bird and Cali 1998).

მეორე დასკვნა კი გახლავთ ის, რომ ცეცხლი არ იყო ნაცნობი ფენომენი სუბ-

საჰარულ აფრიკაში 400 000 წლის წინ და უფრო ადრე. არის კი ხანძრების

სიხშირის ზრდა ჰომო ერექტუსისა და ჰომო საპიენსების მიერ ცეცხლის

მოთვინიერების დამადასტურებელი მტკიცებულება? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი

შესაძლოა ვერასდროს გავიგოთ.

ნეოლითური პერიოდის ფერმერების მიერ უწყვეტად მეცხოველეობის

განვითარებაზე ზრუნვა შესაძლებლობას აძლევს პრეისტორიული პერიოდის

მკვლევარებს, რომ განასხვავონ მარცვლეულისა და ხორბლეულის ყვავილის

მტვერი მათი ველური წინაპრებისაგან. არქეოლოგები დაინტერესებულნი არიან

ტყის მმართველობით, კერძოდ იმით, თუ რა მსგავსებაა ველურ ბუნებასა და

მმართველობას დაქვემდებარებულ ბუნებას შორის. პრეისტორიული

ლანდშაფტის შემეცნებისათვის საჭიროა კიდევ სხვა დამამტკიცებელი

საბუთები.

101

ისტორიული მტკიცებულებების ინტერპრეტაციის პრობლემები მხოლოდ

არქეოლოგიური მონაპოვრებით არ შემოიფარგლება. წერილობითი წყაროებიც

იგივე გულისყურით ინტერპრეტირებას საჭიროებენ.

ტყის საფარის ისტორია

ტყის მენეჯმენტის მისი ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ეს უკანასკნელი

შეიძლება ნაკლებად ორაზროვნად გვეჩვენოს, მაგრამ წარმოადგენს დიდი

აზრთა სხვადასხვაობის საგანს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საუკუნის

წინანდელი მაგალითები. საუკუნეების წინ ფართო ტყის საფარის მასშტაბური

განადგურება ჯერ კიდევ არ იწვევდა ხალხის შეშფოთებას, დღევანდელი

სიტუაციისგან განსხვავებით. თუმცა ხალხის შეშფოთების ხარისხი არ არის

შესაბამისი ან შესაძლებელია მის გამოვლენას რაიმე უშლის ხელს ხელი.

ინფო ყუთი 1.2 პრეისტორიული ლანდშაფტის გაშიფვრა: ქვის და ბრინჯაოს

ხანებში ბოდენის ტბის ტყის საფარის ცვლილება

მანფრედ რიოშმა (1996) შეაგროვა ბოტანიკური ადგილობრივი და მიმდებარე

მონაცემები დასავლეთ ბოდენის ტბიდან (სამხრეთ დასავლეთი გერმანია).

ადგილის გარე მონაცემები შედგებოდა დამტვერიანების მაღალი ხარისხის

დიაგრამებისგან, რომელიც მიღებული იყო ბუნებრივად დაგროვებული

მასალისგან, როგორიცაა ტბის ნალექები და ტორფი. ხოლო ადგილობრივი

მონაცემები ეფუძნებოდა კულტურული შრეებიდან მიღებულ მტვერს,

რომელიც ამოღებულ იქნა ჩვეულებრივი არქეოლოგიური გათხრების

შედეგად, პრეისტორიული ტბის სანაპირო დასახლებებიდან. მონაცემები

გვაჩვენებენ დიდ სხვაობას ნეოლითურ და ბრინჯაოს ხანებს შორის, ეს შეეხება

ტყის შემადგენლობას, მარცვლეულს, მის თესლებს და ხის ნახშირს. ეს

ცვლილებები აიხსნება მიწათმოქმედების სისტემაში და შესაბამისად

კულტურულ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებებით.

გვიანდელი ნეოლითის ხანაში, ძვ. წ. აღ 4300 წლიდან, მნიშვნელოვნად იკლო

ისეთი მრავალწლოვანი ჩრდილის ამტანი ხეების რაოდენობამ, როგორიცაა

წიფელი, თელა და ცაცხვი. ადგილზე ტყის ანალიზით აღმოჩნდა, რომ ამ ხეებს

102

იყენებდნენ, ნათესების კულტივირებისთვის. გაჩეხვა და დაწვა საუკეთსო

ახსნაა მათი რაოდენობის შემცირებისთვის. როდესაც სახნავი მიწები მიატოვეს,

ისეთი ბუჩქნარის სწრაფმა გამრავლებამ, როგორებიცაა თხილი და არყის ხე,

ხელი შეუშალეს ტიპიური სახნავი მეურნეობისა და ჩრდილის ამტანი

მრავალწლოვანი ხეების გავრცელებას. საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის,

რომ გარემო ბუჩქებითა და ტყის კიდეებისთვის დამახასიათებელი

მცენარეულობით დაიფარა.

ბრინჯაოს ეპოქაში, ადრეული შუა საუკუნეების მსგავსად ტყეები იცვლებოდა

გარკვეული დოზით მეტნაკლებად მუდმივ საძოვრებად და შედარებით მცირე

პერიოდით სახნავ მიწებად. დარჩენილმა ტყეებმა მცირედ თუ შეიცვალა

შემადგენლობა, გაიზარდა მუხა, მეჩხერი ტყე და ბუჩქნარი იძლეოდა ადგილის

საძოვრად გამოყენების საშუალებას.

არ არსებობს ტყის საფართან დაკავშირებული ცალსახა შეფასებები და არც

ახლანდელი შეფასებებია ერთმნიშვნელოვანი. პრობლემები მოიცავს არჩევანს

განმარტებებს, განსაზღვრებებს და სტანდარტულ კრიტერიუმებს შორის.

ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ადამიანის ზეგავლენა

არსებულ ტყის საფარზე, თარიღდება ბევრად უფრო გვიანდელი პერიოდით,

ვიდრე ეს ჩანს. ცეცხლის მოპოვება და ნადირობა მეურნეობის განვითარებამდე

მოხდა: ერთეული მაგალითი ამ ფაქტის არის ცეცხლის წაკიდების მეთოდები,

აგრეთვე ნადირობა და შემგროვებლობა, რაც გავრცელევბული იყო

ავსტრალიელ აბორიგენებში, რომელიც არსებობდა ათობით ათასი წლის წინათ.

მსგავსი მაგალითები გვხვდება აღმოსავლეთ აფრიკაში, 100 000 წლის წინაც.

სოფლის მეურნეობის გამოჩენა აღმოჩნდა გამყოფი ადამიანსა და ტყის საფარს

შორის, იმ შემთხვევაშიც თუ საზოგადოება წარმოადგენდა დიდი ფართობის

ტყეებსა და ხე–ტყის მიდამოებს, ფერმებსა და საძოვრებს. ეს გარდაქმნა მოხდა

თანდათანობით ერთი მმართველობით. მეტყევეობა მოიცავს შემდეგ ქმედებებს:

დაწყებას, გაჩერებას და ცვლილებებს ძველ და ახლანდელ დროში.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ითვისებს ახალ ტექნოლოგიებს, რაც ხშირად

იწვევს ტყის საფარის სწრაფ განადგურებას. მაშინ, როდესაც ემიგრაცია

არსებობდა, რაც გამოწვეული იყო სოციალ–ეკონომიკური ვითარებით,

არასასოფლო–სამეურნეო სიმდიდრე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე წინ

უძღვოდა ტყის აღდგენის უნარს. დარჩენილი თავების ნაწილები შეეხება იმ

103

ნაკლებად ცნობილ საშუალებებს, რომელთა მეშვეობით ადამიანი თავისი

გავლენის ქვეშ აქცევს ტყის საფარს.

პირველყოფილი ადამიანის გავლენა ტყის საფარზე: ნადირობა და ხანძარი

130 მილიონი წლის წინათ ფართოფოთლოვანი ხეები იწყებდნენ შეჯიბრს

სივრცისთვის, წიწვოვანი ხეების, პალმებისა და გვიმრების წინააღმდეგ. იმ

დრომდე, სანამ ადამიანები თავიანთ გავლენას მცენარეულ პროდუქტზე

გაავრცელებდნენ, რამდენიმე ათასი წლის წინ, ტყის საფარის ისტორია

ძირითადად განისაზღვრებოდა კლიმატის ცვლილებებით. სოფლის მეურნეობა

ხშირად არის ამოსავალი წერტილი, რითაც საზოგადოების ტყეებზე გავლენა

აღიწერება. თუმცა ცეცხლისა და ნადირობის გამოყენებით ადამიანებმა უკვე

მოიპოვეს თავიანთი გავლენა სოფლის მეურნეობაზე და ტყის საფარზე.

ცხრილი 1.1 ტყეების მართვის ისტორიის წერილობით მტკიცებულებებში

შეცდომებისა და მიკერძოებულობების მაგალითები

ინფორმაციის

წყარო

მტკიცებულების

ხასიათი

შეცდომებისა და

მიკერძოებულობის მიზეზები

მითითება

ავტორზე

მითები, ლეგენდები

და სხვა

ლიტერატურა

ხეების სახელები,

რომლებიც

გამოიყენებოდა

სამშენებლო და სხვა

მიზნებისთვის

სახელების სხვადასხვაგვარი

გამოყენება სხვადასხვა

ადგილებსა და დროში

Meiggs 1982

გადასახადების

აღიცხვის წიგნები

და სხვა სავაჭრო

ჩანაწერები

გაყიდული ტყის

პროდუქტების

მოცულობა და

მახასიათებლები

განსაკუთრებული ხაზგასმა

საექსპორტო ვაჭრობაზე

ადგილობრივ გამოყენებასთნ

შედარებით; ვაჭრობის

მიმდინარეობაში ცვლილებების

ინტერპრეტაცია

Tossavainen

1996

Tossavainen

1996

104

ადრეული მეთოდები, რომლითაც ადამიანებმა მოიპოვეს კონტროლი ტყის

საფარზე, რასაკვირველია, ასევე ცეცხლის მოთვინიერებასაც გულისხმობდა

(Bird & Caali 1998). თუმცა ადრეული კვალი ადამიანის მიერ მოთვინიერებული

ცეცხლის მოიპოვება სამხრეთ აფრიკასა და კენიაში, თარიღდება 1,6 მილიონი

წლის წინა პერიოდით. არქეოლოგიური მონაცემები მილიონი წლიდან 700 000

წლამდე გვხვდება მხოლოდ, კერიის ნანგრევებში ზომიერი სარტყლის ჩინეთში.

ცეცხლი დიდ საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ დაიცვან თავი. ის იცავს მათ

მტაცებლებისაგან და ადვილი გზაა ნადირობისათვის; აძლევს შესაძლებლობას

დაიპყროს ახალი არეები.

სასამართლო

წიგნები და სხვა

იურიდიული

დოკუმენტაცია

ტყის გამოყენების

წესები და მათი

დარღვევები

განსაკუთრებული ხაზგასმა

ტყეების, როგორც უმაღლესი

იურისდიქციის იბიექტებზე;

წესების დარღვევის ფაქტების

გამუქებული შეფასება

Menzies 1995

დამპყრობლებისა და

მოგზაურების

ბუღალტრული

აღრიცხვა

ტყეების ბუნება და

მნიშვნელობა

ლანდშაფტისთვის

არასწორი ინტერპრეტაცია

ავტორების ან გვიანდელი

ინტერპრეტატორების მიერ

Leach &

Fairhead

1996; Baasen

1940

ტყეების ისტორიები რაოდენობრივი

გამოთვლები ხეების

პროდუქტად

გამოყენების შესახებ

ტყის გამოყენების მაჩვენებლის

გათანაბრება ტყის საფარის

დაკარგვასთან

Leach &

Mearns 1988

პროფესიონალი

მეტყევეების მიერ

დაწერილი ტყის

ისტორიები

არაპროფესიონალუ

რი მართვის ბუნება;

პროფესიონალური

მართვის

უპირატესობა

მართვის წესების და მიზნების

არასწორი ინტერპრეტაცია;

მეტყევეების პროფესიის მიერ

საკუთარი თავის გამართლება

Veer 1980

ადგილობრივი

კაზუსების შესწავლა

ტყის გამოყენების

დეტალები და

მენეჯმენტი

ლოკალიზებულ დროში

შეზღუდული კვლევების

განზოგადება

Perlin 1989

105

ინფო ყუთი 1.3 უფრო მეტი ტყე ვიდრე ისტორიულ წარსულში?

ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკა

საუკუნის დასაწყისში ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებს, როგორიცაა ვერმონტი

და ნიუ ჰემფშირი, არეალის დაახლოებით 10% ტყიანი ჰქონდათ.

თავდაპირველი ტყის აბსოლუტური უმრავლესობა სახნავ მიწებად

გადაკეთდა პირველი ახალი ინგლისის კოლონისტების მიერ. ბოლო კვლევები

აჩვენებენ, რომ ახლა ამ შტატების 80% დაფარულია ტყეებით, მხოლოდ

უწინარესად მიტოვებულ ფერმებში ტყის სპონტანური აღდგენის გამო.

მართლაც, მთელს აშშ-ში 239 000 კმ2 ცარიელი მიწა, სავარაუდოდ,

დაუბრუნდა ტყიან მდოგმარეობას 1910-1979 წლებში (Tuiner et al. 1990)

კონგოს აუზი

არც ისე დიდი ხნის განმავლობაში, ისტორიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევდა,

რომ მიგრაციის მარშრუტების უმრავლესობა ე.წ. დასავლეთ ბანტუს ექსპანსია,

რომელმაც მოიცვა აფრიკის კონტინენტის უმრავლესი ცენტრალური,

აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილები, გარს უვლიდა კონგოს აუზის ტყეებს.

თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა ეჭვის ქვეშ დააყენა კონგოს აუზის, როგორც

აფრიკის უკანასკნელი შეურყვნელი ტყეების არეალის სტატუსი. ფეიმ (1997)

ნახშირბადით დანიშნა ზეთის პალმის მარცვლები, რომელიც მან ნიმუშად

აიღო 16 მდინარეში ნოუაბალ-ნდოკის ეროვნულ პარკში - ამჟამად

დაუსახლებელი ტყეების ტერიტორიაზე, 2340-დან (+-90) 990-მდე (+-80) BP.

პალმის მარცვლების განსაკუთრებით დიდი ოდენობა, რომელსაც ის

გადააწყდა მიუთითებეს, რომ ხე დასავლეთ აფრიკის სანაპირო სავანადან,

ინტენსიურად ინერგებოდა და გამოიყენებოდა ფერმერებისთვის ჩრდილოეთ

კონგოში. ამას თან ახლავს ის, რომ ისტორიული ჩანაწერები და ანტიკური

მექოთნეობის ნიმუშები ნაპოვნია კონგოს აუზის ფართო ტერიტორიაზე.

შესაბამისად ის, რასაც ჩვენ ხელუხლებელ ტყეს ვუწოდებთ წარმოიშვა ბოლო

1500 წლის განმავლობაში მიტოვებული ფერმებიდან.

მრავალი მეტყევე, ვისთანაც მე ვმუშაობდი ცენტრალურ აფრიკაში

აღნიშნავდა, რომ ზოგიერთი ხის სახეობა, როგორიცაა სიპო და საპელი,

რეგენერაციას უკეთ ახდენენ გაჩეხილ ტყეში, ვიდრე გაუჩეხავში. ეს

მიუთითებს, რომ მათი განსაკუთრებული ოდენობით არსებობა და

გავრცელება კონგოს აუზში, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ადამიანის

მიერ ტყის ადრეული გაჩეხვით.

106

ადრეული ადამიანების დასახლებებში ევროპის განედებში და აზიაში

მონადირეები განზრახ უკიდებდნენ ცეცხლს მცენარეებს მშრალ ამინდებში, რომ

გაეახლებინათ იგი ახალი ბალახით, მოეზიდათ ბალახის მჭამელები, რის

შემდეგაც ისინი იქცეოდნენ მსხვერპლად. ეს გაუთვითცნობიერებლად, მაგრამ

მაინც გვალვების პერიოდში მოსავლისათვის სახიფათო იყო.

არსებობს ცრუ რწმენა ტყის გარემოზე ცეცხლის უარყოფით გავლენასთან

დაკავშირებით, მაგრამ ცეცხლი არის სატყეო მენეჯმენტის აუცილებელი

ინსტრუმენტი, პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი ტყის

მენეჯერებისათვის. ინდოელთა კულტურის წარმომადგნელები უფრო მეტად

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იყენებდნენ ცეცხლს, როგორც საკუთარი

მიზნების განხორციელების საშუალებას, რაც გარდაუვლად გაანადგურებდა

ზოგიერთ მცენარეს, ხეს და ცხოველების გავრცელების არსებობას ძირს

გამოუთხრიდა. ხეები ძალიან ფრთხილად გამოიყენებოდა და მას ძალიან

დიდი დადებითი ეფექტი მოჰქონდა. რეგულარული და კონტროლირებადი

მიწის, ძირითადად სათიბ–საძოვრების და მაგარ მერქნიანი ხეების გადაწვა ისე,

როგორც ამას ინდიელები აკეთებდნენ, იწვევს სხვადასხვა ჯიშების სახეობებისა

და რაოდენობის ზრდას. ამის შედეგად კი ბალახის დიდი რაოდენობა

ხელმისაწვდომი ხდება ბალახის მჭამელებისათვის. ტყეებში რეგულარული

ყოველწლიური გადაწვა თავიდან აგვარიდებს ფართო ხანძრის საფრთხეს და

დაიცავს მას გავრცელებისაგან. იგი აგრეთვე სტიმულაციას უწევს ისეთი ხეების

ზრდას, როგორიცაა წაბლი და მუხა. იწვევს ტყის საფარის გაზრდას, აგრეთვე

ბიზონების პატარა ცხოველების და ჩიტების.

ცხოველების დიდი ნაწილი მთელს მსოფლიოში გადაშენდა, მაგრამ

განსაკუთრებით ამას ადგილი ამერიკაში ჰქონდა: ძუძუმწოვრების ¾ უეცრად

გაქრა. კატასტროფული გაქრობა გამოიწვია ამერიკაში ქრისტეშობამდე 10000

წელს გამოცდილი მონადირეების ერთდროულმა ჩამოსვლამ. თუ

არქეოლოგებს დაუჯერებთ, ისინი იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც

ახალი მსოფლიოს დასახლებას შეუწყეს ხელი. ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ ამაში

კლიმატის ცვლილებებიც დიდ როლს თამაშობს განსაკუთრებით მაშინ,

როდესაც ტემპერატურა სეზონურად გამოხატულია, რაც თავისთავად დარტყმას

წარმოადგენს ახალგაზრდა სახეობებისათვის და იწვევს სხვადასხვა

ძუძუმწოვრების გაქრობას.

107

სოფლის მეურნეობამდე: საკვების წარმოება ტყეების კონტროლის გზით

არქეოლოგებს უფროდაუფრო სჯერათ, რომ ნადირობიდან და

შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობასა და პირუტყვის მოშინაურებაზე

გადასვლა თანდათანობით, ეტაპობრივად მოხდა. საინტერესო ჰიპოთეზა

საკვების პრდუქციის წარმომომავლობის შესახებ სამხრეთ აღმოსავლეთ

ევროპაში ხაზს უსვამს იმას, რომ გამყინვარების პერიოდის შემდგომ ტყეები

ისევ გაიზარდნენ ფართობში, რამაც დიდი როლი ითამაშა ადამიანების მიერ

სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარებაზე. ვინაიდან ბოლო ყინულოვანი

პერიოდის შემდგომ კლიმატმა იწყო დათბობა და გახდა უფრო ნოტიო,

სხვადასხვა ბალახებმა ასევე იწყეს გაზრდა და გავრცელება, რომლებიც

მეზოლითის დროინდელ ადამიანებს უზრუნველყოფდნენ საკვებით. შემდგომ,

როდესაც ხეებმა დაიწყეს გავრცელება, ადგილი ბალახისთვის შემცირდა და

ისევე, როგორც საკვების რაოდენობა ადამიანებისთვის. მომდევნო პერიოდში

ადამიანებმა იწყეს ტყეების დაწვა რათა გაეთავისუფლებინათ ადგილი ბალახის

ამოსასვლელად. ნაკვეთები თანდათან უბრუნდებიან ძველ მდგომარეობას და

უზრუნველყოფენ საძოვრებს გარეული თხებისთვის და სხვა ცხოველებისთვის,

რომლებზეც ნადირობდა ადგილობრივი მოსახლეობა. ცხვრის მოშინაურების

გამო, აღნიშნული მიწების გამოყენება უკვე საძოვრებად შეიძლება. ამრიგად,

მოხდა პროდუქტიული და მრავალფეროვანი მცენარეული საფარის ფორმირება

(Fagan 1995).

დროთა განმავლობაში სოფლის მეურნეობამ ისე ძლიერ გადაასხვაფერა ტყის

ლანდშაფტი, როგორც არცერთმა სხვა საქმიანობამ რასაც ადამიანი ეწეოდა.

ტყეების დიდი რაოდენობა სოფლის მეურნეობისა და სხვა მიწათმოქმედების

ობიექტი გახდა. თუმცაღა სხვა მხრივ სოფლის მეურნეობა იყო მხოლოდ დროის

საკითხი და ტყეებმა კვლავ აღიდგინეს თავიანთი დაკარგული პოზიციები. ამის

ცნობილი მაგალითებია უძველესი ტაძრები კამბოჯაში (ანგკორი), მექსიკასა

(მაია) და პერუში (მაჩუპიქჩუ), რომლებიც აღმოჩენისას ჯუნგლებით იყვნენ

დაფარულნი.

108

ტყეების მოხმარებიდან მის მენეჯმენტამდე

ტყეებისა და ხის გამოყენება პრეისტორიულ სამყაროში

1991 წელს ალპებში, იტალიის ტერიტორიაზე, ავსტრიის საზღვართან ახლოს,

აღმოჩენილ იქნა ადამიანის ცხედარი, რომელიც ყინულით იყო დაფარული. მას

შემდეგ რაც ამ ცხედრის იდენტიფიცირების შესახებ ბევრი ვარაუდი გამოითქვა,

დაკარგული ტურისტისა და XVI საუკუნის ჯარისკაცის ჩათვლით, აღნიშნული

ნეშტი დათარიღდა 3300-3200 წლებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რაც

დადასტურდა სარწმუნო სამეცნიერო კვლევებით.

ნეოლითის ხანის ბოლო პერიოდის საზოგადოების წარმომადგენლის აღმოჩენა

მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ მისი სხეულის რბილი ქსოვილები და

ტანსაცმელი კარგად იყო შენახული ყინულში, არამედ იმიტომაც რომ იგი არ

იყო დამარხული მიწაში. ამიტომ ის, რაც სხეულზე იქნა ნაპოვნი, როგორც ჩანს,

წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ იცმევდნენ და რა სახის

იარაღს იყენებდნენ იმ პერიოდის ადამიანები. რატომ აინტერებს ყველას, ვინც

დაინტერესებულია ტყეების ისტორიით, აღნიშნული ცხედარი, რომელიც 5000

წელზე დიდი ხნისაა? საქმე მდგომარეობს მის კარგად შემონახულ იარაღსა და

ნივთებში, რომლებიც ბევრს გვეუბნებიან ტყეებისა და ხეების შესახებ

ნეოლითის ხანაში.

ცხრილი 1.2 ხის სახეობები, რომელსაც გამოიყენებდა გამყინვარების პერიოდის

ადამიანი 5000 წლის წინ

ხე სამეცნიერო

სახელწოდება

გამოყენებული ნაწილი გამოყენების

ტიპი

მურყანი alnus viridis ხე საწვავი

მუშმულა amelanchier ovaltis ხე საწვავი

იფანი fraxinus excelsior ხე ხმლის ტარად

არყის ხე betula sp. მერქანი; წვენი კონტეინერი;

წებო, გუდრონი

კვრინჩხი prunus spinosa ნაყოფი საჭმელი

შინდი cornus sp. ხე (ტოტები) ისრის

სახელური

109

თელა ulmus sp. ხე საწვავი

თხილი corylus avellana ხე (ღეროები) U ფორმის

ზურგჩანთა,

ისრების

ჩასაწყობი

ღვია juniperus sp. წიწვები ?

წიწვიანა larix decidua ხე ზურგჩანთა,

საწვავი

ცაცხვი tilia sp ხე (შტოები); ლაფანი რეტუშირების

იარაღი;

შესაკრავი

მასალა

ნორვეგიული

ნეკერჩხალი

acer platanoides ფოთლები საიზოლაციო

მასალა

ნორვეგიული

ნაძვი

picea abies ხე, წიწვები საწვავი, ?

ფიჭვი pinus sp. ხე საწვავი

ბადისებრი

ტირიფი

salix reticulata t. ხე საწვავი

მოხეტიალე ხე viburnum lantana ხე (ტოტები) ისრის

სახელური

ურთხელი taxus baccata ხე მშვილდი,

ცულის ტარი

ყინულის კაცის ხურჯინი, მოიცავს მასალას, რომელიც შედგება 17

განსხვავებული ხის სახეობებისგან (იხილეთ ცხრილი 1.2), ანუ მარტივად

შეიძლება ვივარაუდით, რომ ნეოლითის ფერმერებს ჰქონდათ ხის სახეობების

ფართო სპექტრის შესახებ ღრმა ცოდნა ჰქონდათ. ეს არ არის გასაკვირი თუ

გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პერიოდის ადამინების არსებობა

დამოკიდებული იყო ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე. ზემოთ

აღნიშნული ხის პროდუქტებს შორის ასევე აღმოჩენილ იქნა ისეთი პროდუქტი,

რომელიც არ იყო დამზადებული ხისგან, როგორიცაა არყის ხის ფისი, იგივე

პრეისიტორიული ხის წებო. ყინულის კაცმა სავარაუდოდ ბევრი რამ იცოდა

ხეების შესახებ. როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ პატარა ნიშნავს ლამაზს,

რადგან ხის მასალის უმეტესობა, რომლებიც აღმოჩენილ იქნა მის ხურჯინზე 3

სმ-ზე პატარაა დიამეტრში. აქ არის გარკვეული ლოგიკა: თხილის ხის

110

მასალისგან დამზადებული ხურჯინი იქნებოდა ძალიან მძიმე, ხოლო თხელი

შინდის ხისგან მისი დამზადება გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვდა და

არის ბევრად მჩატე. დღევანდელი პროფესიონალი მეტყევეებისგან განსხავებით

ყინულის კაცი, როგორც ჩანს, ბევრად იყო დამოკიდებული ხეებსა და მათ

მოხმარებაზე. მაგალითად, მისი ცული დამზადებილი იყო ნატურალური

ხისგან, ყოველგვარი დამუშავების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული ხის სახეობას

ბუნებრივად ჰქონდა ჩანგლის ფორმა. რა თქმა უნდა, ეს ხეები დღეს უკვე აღარ

გამოიყურებიან ისე როგორც პრეისტორიულ ხანაში.

რატომ იმართებიან ტყეები? რატომაც არა?

ალპინისტებმა, ბევრი რამ იციან ტყეების შესახებ და იმის შესახებ, თუ

რამდენად საჭირო პროდუქტის მიღებაა მისგან შესაძლებელი, მაგრამ იციან კი

ტყის და მისი მენეჯმენტის შესახებ? სანამ ამ კითხვას გაეცემოდეს პასუხი,

დავუბრუნდეთ ძირითად სათქმელს: როგორ და რატომ მოექცა ტყე

მმართველობის ქვეშ. თავდაპირველად, ლანდშაფტის ტყიანი ნაწილი

განიხილებოდა, როგორც მისი რესურსი. შესაბამისად უნდა

განხორციელებულიყო გარკვეული ქმედებები, რომ გაკონტროლებულიყო ის

გზები, რითაც ამ რესურსის მიღება ხდებოდა იმისათვის, რომ

შენარჩუნებულიყო მისი სარგებლიანობა.

დანაკლისის ცნება ითვალისწინებდა მსოფლიოს რესურსის გამოყენებას, რაც

უნდა გავიგოთ არა ეკონომიკური მნიშვნელობით, არამედ პოლიტიკური და

ეთიკური საჭიროების მიხედვით. ხის და მისი პროდუქციის ნაკლებობა

შესაძლოა აუცილებელი მდგომარეობა იყოს სატყეო მენეჯმენტისათვის, მაგრამ

არა საკმარისი. არსებობს სამი ძირითადი სტრატეგია: ტყის მენეჯმენტის

შეთვისების უნარი იმპორტირებული პროდუქციის შემოტანის ნაკლებობისას,

არა სატყეო პროდუქციით ჩანაცვლება და ხეების ინტეგრირება მეურნეობის

სისტემებში.

ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციამ იმპორტი დაიწყო 40 000 წლის წინათ. ტყის

ნაკლებობა როგორც ჩანს მხოლოდ საკუთარი მეურნეობის შექმნისათვის არ

ყოფილა მთავარი, არამედ ტერიტორიის დაპყრობებისთვისაც.

ყველაზე ადრინდელი ტყის იმპორტი განხორციელდა ბრიტანეთში

სკანდინავიიდან 1230 წელს. ძალიან ბევრი ქვეყანა მსოფლიოში არის წმინდა

111

ტყის იმპორტიორი, ზოგიერთ ქვეყანას ჰყავს დიდი მოსახლეობა (დასახლებები)

და პატარა ტყე, როგორიცაა მაგალითად ნიდერლანდები.

ინფო ყუთი 1.4 ხეები ტყეებამდე: წაბლის მნიშვნელობა, როგორც საკვების

სამხრეთ ევროპაში

გვიანდელ შუა საუკუნეებში, მზარდი პოპულაციებისა და სტაგნაციაში მყოფი

მარცვლეულის ნაყოფების გამო მასიური შიმშილობები არარეალური

არასდროს ყოფილა. საკვების უსაფრთხოების საკითხში ხეებმა ძალიან დიდი

როლი ითამაშეს. წაბლი იძლეოდა ფქვილს, რომლის ცომიც ცნობილი იყო ხის

პურად სევენსა და კორსიკაზე. იტალიაში, თუ მარცვლეული

შემოაკლდებოდათ ხალხს უწევდა ეჭამა pane di castagni e legume პური

დამზადებული წაბლისა და ბარდისგან. აქვიტანიაში (სადაც მათ

მოიხსენიებდნენ როგორც ballotes) და ყველგან სხვაგან, ისინი ასრულებდნენ,

როლს რომელიც შემდგომში, XIX საუკუნეში კარტოფილმა იტვირთა. სამხრეთ

ევროპაში ხალხი გაცილებით მეტად იყო დამოკიდებული წაბლზე ვიდრე ეს

ერთი შეხედვით წარმოდგვიდგენია. კარლოს V მაჟორდომი, რომელიც მის

ბატონთან ცხოვრობდა ჟანარანდილაში, კასტილიურ ესტრემადურაში, 1556 წ.

აღნიშნავდა: ”აქ კარგი წაბლია და არა პურის თავთავები, თან პური აქ

საშინლად ძვირია.” თუმცა, რკოს მოხმარება, როგორც ეს დოფინმა გააკეთა

1674-76 წლებში დიდი გამონაკლისი იყო და საშინელი შიმშილობის

სიმპტომზე მიუთითებდა (Braudel 1991).

იზრდებოდა ეს წაბლი ტყეში? სავარაუდოდ მათი უმრავლესობა არა. წაბლის

ხეები ტყეებზე მეტად უფრო ღობეებად გამოიყენებოდა და მისგან საკმარისი

რაოდენობის მოსავლის აღება ვერ მოხერხდებოდა.

პერ კაპიტა საშუალო მოხმარება პიემონტში (იტალია) 1750 წ. (Braudel 1991)

მარცვლეული რაოდენობაჰექტოლიტრებში ჯამურიპროცენტი

პური 0.94 35

ჭვავი 0.91 34

სხვამარცვლეული 0.41 15

წაბლი 0.45 17

ჯამი 2,71

101 (არა 100 დამრ

გვალების გამო)

მრავალი ხე არ დაიკარგა აგროკულტურულ ლანდშაფტში (მაგ., ტყე-

112

საძოვრები), თუკი მათ მისცემდნენ საშუალებას თავისუფლად

გაზრდილიყვნენ, გასხლავდნენ. 2 მილის დაშორებით ადგილიდან სადაც

ახლა ვარ, შვეიცარული იურის მთების ძირში, ბოლო ტყეში გასეირნებისას

დიდი რაოდენობით წაბლის ხეებს გადავაწყდი. დეტალურმა დაკვირვებამ

აჩვენა, რომ ისინი ხელახლა გაიზარდნენ დიდი ოდენობით გაჩეხვის შემდეგ.

ზოგიერთი მათგანი შეიძლება იმ დროიდან მოდიოდეს, როდესაც ბორცვების

უმრავლესობა დაფარული იყო საძოვრებითა და მიმოფანტული ხეებით და

არა ვენახებითა და ტყეებით, როგორც ახლა.

ტყის მარაგის შემოტანის საჭიროება იმიტომ დგას, რომ ადგილებში ტყეები არ

არის კარგი მოსავლიანობისათვის. მაგალითად, იაპონია არის ყველაზე ტყიანი

ქვეყანა ფინეთის შემდეგ, სადაც ტყის მასივი 68%-ს შეადგენს. მაგრამ ტყის

ძირითადი ნაწილი არის მიუდგომელი, ფერდობებზე განფენილი.

სხვა შემთხვევაა, როდესაც ტყის პროდუქციის ნაკლებობისას ტყის

პროდუქტებს ანაცვლებენ არა სატყეო პროდუქციით. მაგალითად, ქვანახშირის

გამოყენება ხის საწვავის ნაცვლად და სასუქის - ნეშომპალის ნაცვლად.

საბოლოოდ ხეებს შეუძლიათ სასოფლო სამეურნეო სისტემაში შედიოდნენ

სხვადასხვა გზით. მაგალითად, მინდვრებში და საძოვრებში მიმოფანტვით,

მინდვრების მოსაზღვრე ღობეებად, ან გზებისა და არხების საზღვრების სახით.

ამგვარი მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ, სადაც ძირითადი ნაწილი

არის განკუთვნილი სოფლის მეურნეობისათვის და მოსახლეობაც ჭარბადაა

დასახლებული.

როდის იქცევა მოხმარება მენეჯმენტად?

„სოფლის მეურნეობაში ჩაერევის გარეშე, მარცვლეული იმდენი იქნება, რომ მას

ვერავინ შეჭამს. თუ ბადეები არ მიუახლოვდებიან აუზებსა და წყალსატევებს,

თევზები და კუები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე მოხმარება შეიძლება. როდესაც

მარცვლეული, თევზეულობა და კუები არის იმაზე მეტი ვიდრე ჭამა შეიძლება

და ხე იმაზე მეტია ვიდრე მოხმარება შეიძლება ეს საშუალებას აძლევს ხალხს

დაანაყრონ ცხოვრება და იგლოვონ თავიანთ გარდაცვლილებზე ისე, რომ ცუდს

არავის მიმართ იზრახვოდნენ. ასეთი პირობები, როდესაც ხალხი კმაყოფილია

ცხოვრებით და მარხავენ თვიანთ მკვდრებს ისე, რომ არ სურთ არავის მიმართ

113

ჰქონდეთ ცუდი გრძნობა, არის პირველი ნაბიჯი მეფურ მმართველობამდე.“ -

მენციუსი 272-289 ძვ. წ. აღ. (Legge 1894)

ჩინეთი ის ადგილია, სადაც მრავალ სხვა საკითხთან, ერთად ტყეების ისტორიაც

შესწავლის ობიექტს წარმოადგენს. ზემოთ მოყვანილი ციტირებიდან ჩანს

(მენციუსის 1970), ტყეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენება 2300

წლის წინ. ასეთი სახის კონტროლის გამოყენება - ხეების მოჭრისთვის

დადგენილი შემზღუდველი დროები - უწყობდა კი ხელს ტყეების მენეჯმენტს?

ტყეების მენეჯმენტის შესახებ მოცემული თვის მიხედვით, უწყობდა. მაგრამ

რაც არ უნდა იყოს განსაზღვრება, რომელსაც მივიღებთ, ის ყოველთვის არის

”ნაცრისფერი” - არეალი სადაც მენეჯმენტი ჩრდილშია და რთულია დასკვნების

გაკეთება.

ტყის მართვა არაპროფესიონალების მიერ

შესავალი

ცივილიზაციის ისტორიის მანძილზე, ტყეები იმართებოდა

არაპროფესიონალების მიერ და ხე-ტყის მასალა არც იმდენად აუცილებელ

პროდუქტს წარმოადგენდა. ტყიანი ტერიტორიები მიწათმოქმედების და

სოფლის მეურნეობის მიმდევრების განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა, როგორც

წყარო ფოთლების ნეშომპალად ქცევის და სასოფლო-სამეურნეო მიზნით

გამოყენების, ასევე შინაური ცხოველების გამოსაკვებად და ადამიანთა

სულიერი (რელიგიური) კულტურისთვის. (ნახაზი 1.3)

მოცემული შემთხვევა აღწერს ტყის მმართველობის პროცესს

არაპროფესიონალების მიერ; ადრე და შორეულ წარსულში მსოფლიოს

სხვადახვა ნაწილში შემზარავ პრაქტიკას და მმართველობის არასწორი

განხორციელების მაგალითებს.

114

ტყის მართვა ნეოლითურ ხანაში ცენტრალურ ევროპაში

დაახლოებით 7500 წლის წინ გლეხებმა დაიწყეს პირველი გადასახლების ეტაპი

დასავლეთ უნგრეთის დაბლობიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით, რაც

ითვლება ნეოლითური ხანის დასაწყისად. ისინი იპყრობდნენ მშრალ და თბილ

ტერიტორებს, სადაც წლიური ნალექი 600 მმ-ზე ნაკლები და საშუალო

ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსი ცელსიუსი იყო. მათ კულტურას

ეწოდება ხაზოვანი კერამიკის კულტურა, ვინაიდან მათ კერამიკის ჭურჭელზე

ამოკვეთილი იყო ხაზისმაგვარი ორნამენტები. ხაზოვანი კერამიკის კულტურა

გავრცელდა საკმაოდ დიდ ფართობზე მდინარე რაინსა და დასავლეთ უკრაინას

- ჰარცის მთებსა და ალპების მთისწინეთს, შორის. ჩვენს წელთაღრიცხვამდე

5300 წლის წინ ნაპოვნი ტანსაცმელი მუხის ქერქებით და ნახშირით, ცხადყოფს,

რომ გლეხები გამოცდილი ხეზე მომუშავეები იყვნენ. ისმის კითხვა:

შეიძლებოდა თუ არა აგრეთვე ყოფილიყვნენ ტყიანი ადგილების მენეჯერები?

ადრეულ ცენტრალურ ევროპაში გლეხებმა შექმნეს ორმოები, თხრილები და

არქეოლიგიური გათხრის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება სპეციალური

იარაღები. ინტერდისციპლინარული კვლევის დროს გუნდმა გააანალიზა

თავისი მახასიათებლები და მათი შინაარსი. დასავლეთ გერმანიასა და

ავსტრიაში 10 გადარჩენილი დასახლებიდან აღებული დამწვარი მცენარის

(მარცვლეული, ხილი და ხე) ნესტიან საცერზე, 20 000 ლიტრში გატარების

შედეგად, 1000 სახეობაზე მეტი მცენარე აღმოჩნდა. ეს მცენარის მასალა

განიმარტა, როგორც იმ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და

გარემოს რეკონსტრუქციის მცდელობა.

ამ ათ ადგილზე ნახშირზე ხის სახეობების ანალიზის შედეგად გაირკვა მათი

მსგავსება და უფრო მეტად ადგილობრივი სახეობების გადატანა, მიმდებარე

ტყიან ადგილებზე დამტვერვის შედაგად.

ნახშირი შეიძლებოდა შეშად გამოყენებულიყო. ნეოლითურ გრძელ სახლებს

ზომით 30X7მ-ზე გასათბობად ნახევარი წლისათვის ძალიან დიდი ოდენობის

შეშა სჭირდებოდა. როგორ შეეძლო ნეოლითის ხანის ადამიანს შეშის მოპოვება?

ვარაუდი, რომ ისინი შეშად მკვდარ და დაზიანებულ ხეებს იყენებდნენ

უსაფუძვლოა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნახშირზე ანალიზი მაღალი

ალბათობით გვიჩვენებს პატარა ტერიტორიაზე ხეების ჯიშების შერჩევით

გამოყენებას. და ბოლოს, ობის სოკოს ბოჭკოები, რომელიც მოსალოდნელი იყო,

რომ განვითარებულიყო ქარისგან ჩამოგდებულ ხეზე, ნახშირის ნიმუშიდან არ

115

დადასტურდა. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმით, რომ შეშის წყარო

გარემოცული იყო გაუვალი ტყით ან იგი, როგორც არაძირითადი ნაწარმი,

სუფთავდებოდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის.

ხის ნასხლავის ანალიზის შედეგი არის ის, რომ იგი არ აღმოჩნდა ტყის პირებზე,

საიდანაც შეშით მარაგდებოდნენ, ბუჩქნარსა და ღობეებში. შეშად შესაძლოა

გამოყენებულიყო მინდვრისპირა გაზრდილი ბუჩქები. როგორ შეიძლებოდა

გაჩენილიყო ეს ბუჩქები? გლეხების მიერ მიწის დასუფთავება იწვევს იმას, რომ

სინათლის მოყვარული ჯიშები აღმოცენდება მინდვრის პირებში. შემდგომი

გადარეცხვის შედეგად ტყის პირები შეიძლება ხელუხლებელი დარჩენილიყო

იმ მიზეზების გამო, რაზეც ქვევით ვისაუბრებთ. ეს შეიძლება განვითარდეს

ბუჩქის ზრდის დასაწყისში, როდესაც აუცილებელია თავიდან აიცილოს

ეკლიანი ჯიშების გადაფარვა. ბუჩქები, ცოცხალი ღობეებია გლეხებისთვის

თავისუფლად გაშვებული შინაური პირუტყვისათვის, რომელმაც შეიძლება

უზარმაზარი ზიანი მიაყენოს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. მინდვრის

პირებზე ტყის მცენარეების გამოყენება არ არის დამახასიათებელი მხოლოდ

სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებისათვის. ხშირია მათი გამოყენება ტყეებში,

სადაც ტროპიკული წვიმებია. ადრეული პერიოდიდანვე ხშირი იყო სასაზღვრო

დავები, რაზეც იურიდიული ჩანაწერებიც არსებობს. ამის ერთადერთი შესაძლო

ახსნა, არის მეზობელ გლეხებს შორის კონფლიქტების შემცირების მიზანი.

უდავოა, რომ საკმაოდ რთულია მტკიცება იმისა, რომ ადრეული ნეოლითის

ხანაში არსებობდა გასხვლა, ბუჩქებად დარგვა და დაჩეხვა, თუ არ არის

შენარჩუნებული მაშინდელი ტყის სტრუქტურა. თუმცა ყველა არაპირდაპირი

მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ნეოლითური გაუვალი ტყეები ცენტრალურ

ევროპაში გარდაიქმნა მართვად ტყიან ტერიტორიებად, და ეს, როგორც წესი,

იყო სახნავი მიწები.

ცხრილი 1.3 ხის ბიომასა გამოყენებული/ან მართვადი პრეისტორიული პერიოდიდან

მოყოლებული

ხის მცენარეულობის ტიპები უპირატესი გამოყენება/მენეჯმენტის

მოქმედებები

წმინდა ადგილები მაღალ ტყეში შიდა დაცვა (რიტუალური

დანიშნულებისთვის) და ხელახალი

დარგვა

მაღალი ტყე მოპოვებითი გამოყენება(ნადირობა,

შემგროვებლობა, დაცვენილი ფოთოლი)

116

მეორადი ტყე გაჩეხვა და დაწვა, მზარდი კულტივაცია

ბუჩქნარები საწვავისთვის, საკვებად და საჭიროების

მიხედვით საშენ მასალად

გმაოყენებისთვის

ბუჩქებისა და მესერის მწკრივები ბუჩქნარის გაშენება და გასხვლა

საწვავისთვის საკვებად

წმინდა ტყეები კლასიკური ეპოქის ევრაზიაში

ჩვენი წელთაღწიცხვით მე-4 საუკუნეში კერპთაყვანისმცემლები ბრიტანეთიდან

და სირიიდან ქალაქებსა და ქალაქგარე ტერიტორიებზე გარშემორტყმულნი

იყვნენ წმინდა ხეების მწკრივებით. ასეთმა ტყემ, რომელიც შედგებოდა

ჩრდილო ლიდიის მუხისგან, კოსის კვიპაროსებისგან, ატისის ფიჭვისაგან,

თავის საუკეთესო ასაკს და სიმწიფეს მიაღწია. მათ მოაშენეს ირემი და ძაღლი,

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, გველი და უჩვეულო ფრინველები. აზიის

სამხრეთ-დასავლეთით ლაგინაში საჭურისები და საჯარო მონები ქურუმის

სასტიკი ბრძანების საფუძველზე ჰეტაკას წმინდა ტაძარში მუშაობდენ და

რგავდნენ რომელიმე სახეობას, რომელიც გადაშენდა. ლინდოსის აკროპოლისის

კედლებზე ამოტვიფრული ტექსტი, რომელიც კუნძულ როდოსზე მდებარეობს

პატივს მიაგებდა აგლოქარტოსსა და ათენის ქურუმს, რომელიც მეტყევეობაში

მიღწეული ღვაწლისათვის ღმერთების მეტოქედ იქნა მიჩნეული. ნათელი

მოვფინოთ იმასაც, რომ მან თავისი ხარჯით გადარგო ღმერთების

მონაცრისფრო-მწვანე ზეთისხილი სურნელოვანი ნაყოფით. სამოქალაქო

კანონებისადმი შეუპოვრობამ, რომელიც მიმართული იყო წმინდა ხეების

დაცვისა და შენარჩუნებისკენ, აჩვენა თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას

ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადგილობრივი მოსამართლეები ჯარიმას

აკისრებდნენ თავისუფლად შობილ დამნაშავეებს და გაწკეპლვას მონებისათვის,

ერთი ან ორი დარტყმა ერთი დრაჰმის ტოლფასი იყო ერთი თავისუფალი

ადამიანისათვის. ეს შეგვახსენებს ჩვენ, რომ შეურაცხყოფა გარკვეულწილად

მიმზიდველი იყო, განსაკუთრებით მისთვის ვისაც ცოტა საწვავი ჰქონდა

ხმელთაშუა სასტიკი ზამთრისთვის. (Lane Fox 1983)

117

უბრალო არსებობის მიღმა: ტყეების ღირებულება ადრეული შუასაუკუნეების

ბრიტანეთსა და გვიანდელი შუასაუკუნეების ნორმანდიაში

შუა საუკუნეებში ტყიანი ადგილები ბრიტანეთში კარგად იყო ათვისებული.

ხისგან ნაწარმოები მასალა განხვავდებოდა ადრეული საუკუნეებისაგან თავისი

მრავალფეროვნებით. თუმცა ტყეებს საერთო მხარე ჰქონდათ და კერძო

საკუთრების ნაწილს წარმოადგენდა. ბევრ ტყეს ნაპირზე გამოყოფილი

საზღვარი, ღობე ან ბუჩქნარი ჰქონდა. ხშირ შემთხვევაში ტყეები ადგილობრივ

ლორდს ეკუთვნოდა, რომლის მოიჯარეებიც მასზე სამომხმარებლო

უფლებებით სარგებლობდნენ ტყის შეზღუდული რაოდენობის

გამოსაყენებლად საწვავად, ღობეებად და სამშენებლო მასალად.

ტყიან ადგილებს დიდი ეკონომიკური ღირებულება ჰქონდათ, მაგრამ ხის

მასალა იშვიათად თუ იყო ტყის ყველაზე ძვირფასი პროდუქტი. ხშირად ტყის

სხვადასხვა სახეობის ნედლეულს, მწყემსისათვის და შინაური ცხოველების

გამოკვებისათვის უფრო მეტად ჰქონდა შემოსავლის მოტანის უნარი, ვიდრე

მიწათმოქმედებას. ტყიანი ადგილების ათვისებადობა აგრეთვე მოწმობს იმ

ფაქტს, რომ იგი ჯერ კიდევ 825 წლიდან გახდა სარჩელის საგანი. (Rackham

1990)

ჟილ დე გობერვილი, მე-16 საუკუნეში მოღვაწე კეთილშობილი, რომელმაც

დიდი ქონება დააგროვა ნორმანდიის ტყით (bocage - ნორმანდიული სიტყვაა და

ტყეს მიშნავს), თავის შედგენილ დღიურში, საინტერესოდ აღწერს ფარდობითი

შემოსავალსსახნავი მიწიდან და ტყიდან. მან გამოიყენა თავისი მიწა დიდი

ოდენობის მარცვლეულის მოსაყვანად, გამოსცადა სამწლიანი დასათესი მიწის

გადანაცვლება ხორბლისა და ბარდის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. ღორის

ხორცი ფულის შემოსავლის წყაროდ ექცა. გობერვილმა გაყიდა ღორების

გამოსაკვები ადგილი და მის ტყეებში საკმაოდ მაღლა აიწია ფასებმა - 50

ლირაზე მეტი წელიწადში, იმაზე მატი, ვიდრე ის იღებდა თავისი

მარცვლეულის ბაზარზე გაყიდვის შედეგად. და ბოლოს, მისი ნაკვები ღორები

დაკლეს, დაამარილეს და გააგზავნეს შორს პარიზში 50-80 ლირად (Le Roy

Ladurie 1979).

118

ტყეების ინტენსიური მართვა გლეხების მიერ გვიანი XIX საუკუნის ჩინეთში

ტყის მმართველობის უამრავი სისტემა იქნა გამოცდილი XVII-XIX საუკუნეების

ჩინეთში, რომლებიც დღემდე მოქმედებენ. იცვლებოდა მჭიდროდ დარგული

სწრაფად მზარდი ხეები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სისტემებით.

წარმატებული სისტემის გამოხატულებაა ტაუნგია (ხეებისა და და საკვების

ახალი ნათესებით ურთიერთჩანაცვლება), რომლის დანიშნულება იყო ტყის

მთლიანი დახურვა და მათი შენახვა საიმპერატორო ნადირობებისთვის.

ჩინეთის მხარეები თავიდანვე პოპოლარული გახდა, გლეხები ითვისებდნენ

ტყეს და არ ცვლიდნენ მიწათმოქმედებაში ხისა და ხის მასალის წარმოებას.

მთაგორიანი მანჯურიის ტყეების დიდი ნაწილი ფრთხილად იქნა ათვისებული.

მიწის კერძო მფლობელები მთებში ზრდიდა ტყეებს, რომლებიც შედგებოდა

ფიჭვისაგან და იშვიათად თუ იყვნენ 25 ფუტზე მაღლები (8 მ). ისინი

გადაჭიმული იყო ფერდობებზე, როგორც რეგულარული მოსავალი. ხეები

გასაყიდად იჭრებოდა 3-5 ან შეიძლება 10 წლის შემდგომ, როგორც საწვავი და

ხის ლატანები, თუმცა ზოგიერთი მათგანი 20 წელიც კი იდგა ხელშეუხებლად.

მორებიც და ღრმად გადგმული ფესვებიც ითხრებოდა და გამოიყენებოდა

საწვავად. ინტენსიურმა თხრამ გამოიწვია ის, რომ ახალი ხეები სწრაფად

ამოვიდა მიმოფანტული თესლიდან და ფესვებიდან, ასე რომ დარგვა არ იყო

აუცილებელი. პატარა ფიჭვები მთელ ტყეს იცავდნენ პაპანაქება სიცხისაგან.

ამ მთაგორიან ტყეებში იწარმოებოდა არა მხოლოდ შეშა, არამედ დიდი

ოდენობით სხვა პროდუქტი; ხელსაყრელ პირობებში მოჰყავდათ სოკო,

რომელზეც მოდიოდა 2,5 ნახევარი წილი ხის ერთიანი ნაწარმის. მუხა

არაერთხელ გადაიკაფა მოკლე ინტერვალით (2-3 წელი). იგი ასევე

გამოიყენებოდა როგორც მწვანე საკვები ან ველური აბრეშუმის ჭიისათვის,

რომელიც იზრდებოდა ახალგაზრდა ცვრიანი მუხის ფოთლებზე.

მოშინაურებული აბრეშუმის ჭიის ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია

დიდი ოდენობით თუთის ხის ფოთოლი, 123 დან 164 გირვანქამდე (56-75 კგ)

ფოთოლისაგან 1 გირვანქა აბრეშუმი გამოდის. სამხრეთ ჩინეთში თუთის ხეები

საერთოდ იზრდებოდა გადაჭრილ ფესვებზე და როგორც წესი არხის ტალახში.

ზოგიერთ რაიონში, ნაყოფიერი მიწების ნახევარზე მეტში სწორედ ასეთი ხეები

იყო დარგული და მწვანე ფოთოლის მოსავალიც, არც ისე სარწმუნო წყაროს

მიხედვით, უფრო მეტი იყო, ვიდრე 13 ტონა. სამხრეთ განედებზე ფოთლის

პირველი მოსავალი მიღებულ იქნა წინა წლების რტოების გაკაფვით, ხოლო

119

მეორე და მესამე წელს - ფოთლების მოკრეფით. ფოთოლი იყიდებოდა

აბრეშუმის მწარმოებლებზე.

მეტყევეების დამარცხება მათსავე თამაშში: სუმატრაზე გლეხების მიერ

გაშენებული Shorea Javanica-ს ტყეები

სამხრეთ სუმატრას დასავლეთ სანაპიროზე, ბუკიტ ბარისანის მთაგრეხილის

ძირში, გაშენებულია ხუის დამარის ბაღები. ჩვეულებრივი

დამკვირვებლისათვის ეს ბაღები ბუნებრივი ტყეების მსგავსია: დიდი ხნის,

მრავალი სახეობის ხის ჯიშები და ლიანები იზრდება 45 მეტრზე მაღლა. ხეების

უმეტესობა ადგილობრივი გლეხების დარგულია, რომლებიც იღებდნენ

მოსავალს და ყიდიდნენ დამარას, რომელიც იწარმოებოდა დიფტეროკარპის

(shorea javanica) ხისგან ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნიდან მოყოლებული.

თავდაპირველად სავარაუდოდ ადგილობრივმა გლეხებმა შემთხვევით იპოვეს

ბუნებრივად განლაგებული ხეები ტყეში. ხოლო 1782 წელს უკვე ბრიტანელმა

კოლონიზატორებმა აღმოაჩინეს დიდი ოდენობის დამარის ტყეები.

ბაღები საინტერესოა მრავალი მიზეზის გამო. ერთი მათგანი ტექნიკურია.

პროფესიონალ მეტყევეებს არასოდეს მოუხერხებიათ ასე წარმატებით

გაეზარდათ დიფტეროკარპის სახეობები პლანტაციებში, თუმცა ამ

ექსპერიმენტულ სასწორზე ცოტაოდენი წარმატება მაინც მოვიდა. სერიოზული

წარუმატებლობაა ტყის გაჩეხვის ოპერაციები ვინაიდან დიფტეროკარპი

უმთავრეს ხის მასალას წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და

სწრაფად მცირდება. სუმატრას მცხოვრებლებმა 54000 ჰა-ზე მეტი

დიფრეროკარპი დარგეს დამარის ბაღებში. მათი წარმატების კიდევ ერთი

მიზეზი არის ის, რომ ისინი აგროვებენ წყლიდან მიწიანად წამოღებულ

მცენარეებს თავიანთ ბაღებში დასარგავად; ამით ინახებოდა მიკორჰიზა, რაც

აუცილებელია ხის ზრდისათვის. ამ დროის განმავლობაში, ეს მეთოდი

მოქმედებს!

გარემოსდაცვითი თვალთახედვით ბაღები კვლავ საკმაოდ ღირსშესანიშნავია.

ამჟამინდელი შედარებითი კვლევიდან ჩანს, რომ რეგიონის მიწების გამწვანების

აღმოჩენილ იქნა დამარის 120 ჯიში, მაშინ როცა რეზინის მამულებს აქვთ მარტო

10 სახეობა. ბაღები დაცულია გარეული ცხოველების თავდასხმისაგან,

120

როგორიცაა სუმატრული მარტორქა და ვეფხვი (de Foresta & Michon in Halladay

& Gilmour 1995).

ეკონომიკური თვასაზრისით ბაღები მაღალი ღირებულების მქონეა: დამარის

ფისოვანი (ან ფისის) პროდუქცია დაკავშირებულია ხილის კომერციული

მნიშვნელობის ხეებთან როგორიცაა დურიანი (durio ziberthinus), რამბუტანი

(nephelium lappaceum), ნანგკა (artocarpus heterophyllus), მენტეგი (baccaurea

racemosa), დუკუ (aglaia dookkoo), მანგისი (garcinia mangostana), მანგო (mangifera

indica) და პეტაი (parkia speciosa). ფერმერული ოჯახები ქირაობენ 127 ადამიანს

დღეში შერეული დამარის ბაღის 1 ჰა-ზე სამუშაოდ, წელიწაში ისინი

დაახლოებით 1200-1800 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ. კრუის, სუმატრა,

ინდონეზია მაცხოვრებლებმა წარმატებით შეინარჩუნეს ტრადიციული

სოციალური დაცვის საშუალებები, როგორიცაა შეზღუდვის დაწესება მიწის

გაყიდვაზე. შესაბამისად, შემოსავლის განაწილება საკმაოდ სამართლიანია.

1990-იან წლებში ინდონეზიის მთავრობამ გააქირავა 29000 ჰა დამარის ბაღები,

რომელიც ფორმალურად მდებარეობს ტყის ზონის შიგნით (ინდონეზიის

კანონმდებლობა არ აღიარებს წინარე პერიოდში არსებულ ჩვეულებით

სამართალს). კომპანიამ საფრთხე შეუქმნა სოფლის მცხოვრებლების მიერ

დარგული 3 მილიონი ძვირფასი ხის არსებობას. ამავე დროს ნავთობკომპანიებმა

ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით ნავთობი მოიპოვეს კრუის აგრო-

ტყეებში. 1996 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ გაჩეხა 12 ჰექტარზე მეტი დამარის

პლანტაცია კრუის სამხრეთ ნაწილში. უკანასკნელ პერიოდში არასამთავრობო

ორგანიზაციებმა და მკვლევარებმა გადაარჩინეს დამარის აგროტყეები კრუის

რეგიონის მიმართ არსებული კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე.

მთავრობის თანხმობით რეგიონს მიენიჭა სპეციალური სამართლებრივი

სტატუსი - ექსპერიმენტული ერთიანი სატყეო სივრცე (Poffenberger 1999).

ტყის მართვა პროფესიონალთა მიერ

წინა თავმა დაგვანახა თუ როგორ მოახდინა ევოლუცია ველური ბუნების

პრიმიტიული მანიპულაციის ფორმებმა არაპროფესიონალების მიერ მართვად

მაღალგანვითარებულ ადაპტირებად მენეჯმენტის სისტემებამდე. მიუხედავად

ამისა, ბევრი მმართველი ისტორიის მანძილზე არ ერიდებოდა ტყეების ცუდი

121

მართვისთვის ბრალდებების გამოთქმას, როდესაც აცნობიერებდნენ, რომ ხე-

ტყისა და ველური ბუნების სფეროში თავისი ინტერესების დაცვა სხვა

სუბიექტების ხარჯზე მოუწევდათ (Kuechli 1998). შედეგად, შეიქმნა მეტყევის

პოზიცია, რომელიც მოწოდებული იყო გარკვეული რაციონალიზმი მოეტანა

სფეროში, რომელიც აღიქმებოდა როგორც უვიცი გლეხების მიერ ტყეების

ხარჯვისა და განადგურების ისტორია.

ფონ კარლოვიცი, რომელმაც 1713 წელს დაწერა პირველი ტრაქტატი გერმანიაში

მეტყევეობის შესახებ (ანონიმური 1989), ადგილობრივ ტყის მომხმარებლებს

შემდეგნაირად მიმართავს: ”კალათის მქმნელნო და მეკასრეებო, სოკოს

შემგროვებლებო და ანძების მთლელნო, ფრინველზე მონადირენო, მწყემსებო

და ტყეების სხვა მავნებელნო!”

დროთა განმავლობაში, მეტყევეების რაოდენობის ზრდამ საშუალება მოგვცა

სოფლის მოსახლეობასთან უფრო კოლაბორაციული ურთიერთობის

განვითარების. მოცემული აღნიშვნა მიუთითებდა იმაზე, თუ რამდენად

მრავალი მიმართულებით უწევთ მეტყევეებს მუშაობა ადგილობრივებთან

საერთო ენის გამოძებნისთვის.

რეპრესიული ფესვები: სამეფო ტყეების დაცვა ხალხისგან შუა საუკუნეების

ინგლისში

თავიანთი სიამოვნებისათვის შუა საუკუნეების ინგლისის მეფეებმა გამონახეს

საშუალებები, რომ დაეცვათ გარეულ ცხოველებზე ნადირობა და უფრო მეტად

„ის, რაც მათთვის დელიკატესს წარმოადგენდა“. უმრავლეს შემთხვევაში,

მეფეებმა აკრძალეს ნადირობა, არავის შეეძლო დაეჭრა, დაეზიანებინა ან

წაეყვანა ნებისმიერი გარეული ცხოველი ან ფრინველი თუნდაც საკუთარ

მიწაზე. გარდა ამისა, აიკრძალა ტყეების გაჩეხვა, რომელიც შეიძლებოდა

თავშესაფარი ყოფილიყო გარეული ცხოველებისათვის.

ანგლო-საქსების მეფე კანუტმა 1016 წელს მიიღო კოდექსი, რითაც განამტკიცა

თავისი ქვეშევრდომების უფლება ენადირათ თავიანთ საკუთარ მიწაზე, გარდა

სამეფო ტყეებისა. უილიამ დამპყრობელმა და მისმა შვილმა, უილიამ რუფუსმა,

უფრო ტირანული რეჟიმი დააწესა 1066 წლიდან არა მხოლოდ ტყეებთან

122

მიმართებით. უილიამ დამპყრობელმა დაანგრია 60 სამოსახლო იმ მიზნით, რომ

იქ მოეშენებინათ ტყეები, რომელთაც გამოიყენებდა თვითონ და თავისი

შთამომავლებისათვის სანადიროდ; ის სიკვდილით სჯიდა ხალხს ირმის

გარეული ტახის ან კურდღლის მკვლელობისთვის. რაც შეეხება მის შვილსს,

უილიამ რუფუსს, იგი თავის სიკვდილს „ახალ ტყეში” შეეგება, რომლისთვისაც

მან 18 სამოსახლო დაანგრია”. ხალხის გადმოცემით „ღმერთის სამართალმა

გადაიარა მათზე თავიანთი სისასტიკისა და მიწის თვითნებური

დასაკუთრებებისთვის, რომელიც ადამიანთა მოდგმისთვის და მხეცებისთვის

საკვების მიმცემია“.

რიჩარდ პირველის მეფობის დროს 100 წელზე მეტი წლის შემდეგ სამეფო

ტყეებში ნადირობა თვალების ამოთხრით და ხელის ან ფეხის მოჭრით

ისჯებოდა. სასჯელები იყო უმკაცრესი, მოიცავდა ჯარიმებს ან მისი გადახდის

შეუძლებლობისას, საპყრობილეს ერთი წლითა და ერთი დღით. ნებისმიერი,

ვინც დაარღვევდა სამეფო ტყეებში ნადირობის აკრძალვის მოთხოვნას,

დაკარგავდა თვალებს და კასტრირება გაუკეთდებოდა. ეს დრაკონული

საშუალებები საბოლოოდ გაუქმდა მაგნა ქარტასა (1215) და ტყის ქარტიის (1225)

მიღებით, როდესაც ინგლისის თავადაზნაურობამ შეთანხმებას მიაღწია მეფე

ჯონსა და ჰენრი III-ს შორის.

მოგვიანებით, ჩარლზ I-მა აღადგინა მივიწყებული ძალაუფლება ტყის

კანონებზე (ან სამართალზე), რამაც თანდათანობით ძალა დაკარგა. მან შექმნა

ტყის სასამართლოები და აიყვანა საკუთარი კონტროლის ქვეშ არა ნადირობის

წყურვილის დაკმაყოფილების, არამედ იმისათვის, რომ შეემცირებინა საკუთარი

ფინანსური დამოკიდებულება პარლამენტზე (Brown1883).

თანამედროვე მეტყევეობის ღრმა ფესვები

1713 წელს ჰანს კარლ ვონ კარლოვიცის მიერ ცენტრალურ ევროპაში დაწერილმა

პუბლიკაციამ Silvicultura Oecomomica პირველად მოაქცია ფოკუსში მეტყევეობა.

ვონ კარლოვიცი თავად არ იყო მეტყევე, არამედ მეტალურგიის დირექტორი

საქსონიაში. მისი წიგნი სავსეა შეგონებებით ტყეების გაუმჯობესებისა და

გაშენების თაობაზე. იგი შეეცადა ეჩვენებინა ტყის დიდი დანაკლისის

უარყოფითი შედეგები, რაც ევროპაში 30 წლიანმა ომმა გამოიწვია.

123

ვონ კარლოვიცის მიხედვით მეტყევეობა მოდის უძველესი დროიდან, ხოლო

მეტყევეობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა:

• თესვა: თესლის შეგროვება და შენახვა, ნიადაგის მომზადება,

განოყიერების ჩათვლით, გათოხვნა და გამარგვლა, თესლის მომზადება

დასათესად (გამოსადეგობის ტესტის ჩათვლით), დათესვა (უმჯობესია

შემოდგომაზე ამინდისა და მთვარის კალენდრის გათვალისწინებით)

• დარგვა: ნათესიდან ჩითილის ამოღება და გადარგვა (გამოყვანილიც და

ბუნებრივიც), ფესვების მოვლა, გასხვლა, განოყიერება

• მეტყევეობა: ახალი ჯიშების გამოყვანა, გასხვლა, დასათესი ხის ჯიშების

შერჩევა ჯგუფურად ან ინდივიდუალურად განთავსების მიზნით

გაჩეხვის ადგილებში, ბუჩქნარის მოშენება, სართულზე დაბალი და

სართულზე მაღალი სილვიკულტურა

ობერვოლფახი: ფემელვალდიდან ჭადრაკის დაფის სტილის მეტყევეობამდე და

უკან

სოფლის საზოგადოებებს შავ ტყეში ტყის ნაწარმზე დაფუძნებული ეკონომიკა

ჰქონდათ. შვიდი საუკუნის წინ, ისინი უკვე აწარმოებდნენ ფისს, ხე-ტყესა და

სხვადასხვა პროდუქციას. იმ პერიოდში, გლეხების უმეტესობა დამოკიდებული

იყო ხე-ტყის მასალიდან მიღებულ რეგულარულ შემოსავალზე, კერძო და

საჯარო მიწებიდან. ერთწლიანი მცენარეების კულტივიზაცია კი მთიან

რეგიონებში მაღალი რისკის შემცველი იყო.

ფემელვალდი, რომლის შვეიცარიული სინონიმი პლენტერვალდია, არის

სისტემა, რომელიც გულიხსმობს მაღალი ფასის მქონე დიდი ხეების წარმოებას

და შემდგომ ერთეულთა შერჩევის საფუძველზე, მათ გაჩეხვას. ტყის გაჩეხვა

ხდება მაშინ, როდესაც თემს სჭირდება გზების ინფრასტრუქტურა ან

მეურნეობას დაცვა. მოჭარბებული მოსავლიანობა კომპენსირდება შეზღუდული

გაჩეხვით. ფემელვალდი გამოცდილ იქნა გერმანიის შავ ტყეში საუკუნეების წინ

და გამძლეობით ხასიათდება. იგი არ აზიანებს ტყის ეკოსისტემას. გლეხები

სისტემატიურად აჯერებენ სოჭის, ნაძვის და წიფლის ხეებით ტყეს, ვინაიდან

იგი ხელს უშლის ტყის გამეჩხრებას.

124

ადრეულ მე-19 საუკუნეში უზარმაზარი შემოსავალი იქნა მიღებული ხე-ტყის

მასალის ვაჭრობით ჰოლანდიასა და სხვა ტყის არმქონე ქვეყნების მეშვეობით.

ძლიერმა კერძო ინტერესებმა საჯარო სექტორის მეტყევეების გადმობირებაც

მოახერხა, რომ სწრაფად გაეშენიანებინათ შერეული ტყე, რომელიც შავი

ტყეების ჩრდილოეთ ნაწილის ხელახალ განაშენიანებას გულისხმობდა. 1833

წელს ”მეცნიერული” შერეული ტყე ბადენის კანონით აიკრძალა - აღნიშნული

ქმედება კაკონის მიხედვით, არაეფექტური და არაეკონომიური მეთოდი იყო,

რომელიც ეწინააღმდეგებოდა მეტყევეობის წესებს. გლეხებმა ძლიერი

წინააღმდეგობა გაუწიეს ამ ავტორიტარულ რეჟიმს. მრავალმა საზოგადოებამ

არაერთხელ მიმართა პეტიციით მთავრობას, ხოლო მეტყევე მოხელეები

ძალადობის სამიზნეები გახდნენ.

მე-19 საუკუნის ბოლოს გამანადგურებელი შტორმებმა, თოვლმა და მავნებელმა

პარაზიტებმა ეჭვები გაუფანტა მეტყევეებს გადარგვისა და სრული გაჩეხვის

მიმართ, რადგან პლენტერვალდი მონოკულტურულ ტყეებთან შედარებით

უფრო გამძლე აღმოჩნდა. გარდა ამისა, პლენტერვალდი არის ქარის

შემაკავებელი კარგი საშუალება, რადგანაც ახალგაზრდა ხეებს ღრმად აქვთ

ფესვები გადგმული და განმტკიცებული.

ჯოზეფ შაცლემ შავი ტყის ხუროს შვილმა, რომელიც ვოლფახის რაიონის

მეტყევე გახდა, 1870 წელს საკანონმდებლო დონეზე უარყო პლენტერვალდის

სისტემა. საბოლოოდ, გლეხების მხრიდან მტკიცე ოპოზიციამ და მოხელეების

პასიურმა მიდგომამ ბადენის ტყის ადმინისტრაცია აიძულა თავი შეეკავებინა

ერთი სახეობის ხის გადარგვისაგან - თუმცა იგი ფორმალურად ძალაში დარჩა

1976 წლამდე.

ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გაანდგურდა. მიუხედავად იმისა, რომ

პლენტელვალდის სისტემამ კარგად შეინახა ბიომრავალფეროვნება და

გენეტიკური ვარიაციები, შერეული/ჭადრაკისებური ტყეები მაინც ძლიერ

შემცირდა გაჩეხვისა და მონოკულტურების დარგვის გამო, რამაც უარყოფითი

შედეგი გამოიღოე ტყეების გამძლეობაზე ცვალებად გარემო პირობებთან

მიმართებაშიც (Kuechli 1998).

125

ოპერაცია წარმატებით დასრულდა, პაციენტი გარდაცვლილია: მალაიზიის

ერთგვაროვანი სისტემა

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტროპიკული ტყეების სისტემა მალაიზიის

ერთიანი სისტემა (MUS) ჩამოყალიბდა 1960 წელს, რომ დაეცვა ერთ-ერთი

ყველაზე პროდუქტიული მალაიზიის ნახევარკუნძულის დიფტეროკარპის

ტყეები. სისტემა ეფექტური ჩანდა არა მხოლოდ ხის მასალის წარმოების, არამედ

ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მხრივაც (Poore et al. 1995). MUS იყო

შექმნილი იმისთვის, რომ შემოეტანა ინდუსტრიაში მექანიზებული ამოძირკვა

და ბაზარზე ნელა მზარდი, ჩრდილის ამტანი მძიმე და გამძლე ხის ნაწარმის

მოთხოვნა ჩაენაცვლებინა უფრო მსუბუქი ხის სახეობებით (Dawkins &Philip

1998).

MUS-ის მიხედვით გაჩეხვის ციკლი შეესაბამება როტაციის ხანგრძლივობას

(დაახლოებით 60-70 წელში) და თესლის რეგენერაცია დამოკიდებულია მიწაზე

ტყის გაჩეხვის დროზე. როგორც ყველა სატყეო სისტემაში, აქაც იყო

დაბრკოლებები, მაგალითად, ხშირი ბუჩქნარი გაჩეხვის წარუმატებლობა,

მაგრამ სისტემის ადრეული შედეგები იმედს იძლეოდა. სამწუხაროდ, ტყეებში,

სადაც კარგი ნიადაგი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, რეზინის

და პალმის ზეთის პლანტაციების გარდამქნის პირველი ციკლის შემდეგ მოხდა

მიწების გასხვისება მთავრობის მიერ. გარდა ამისა MUS ტიპის ერთგვაროვანი

მეთოდები ცუდად არის მორგებული არსებული ბორცვის დიპტეროკარპის

ტყეების პირობებზე (Poore et al 1995).

ფართოფოთლოვანი ტყეები წიწვოვანი ხეების სამსახურში: ერთობლივი ტყის

აღდგენის სამუშაოები ნეპალში

ნეპალისა და ავსტრალიის საერთო სატყეო პროექტი (NACFP) არის ორმხრივი

პროექტი ავსტრალიის საერთაშორისო განვითარებისა და დახმარების ბიუროსა

და ნეპალის მთავრობს შორის. მოქმედების არეალი მდებარეობს შუა ბორცვების

(ან მთის) ორ რეგიონში: სინდუ პალჩოკსა და კაბრე პალანჩოკს შორის.

პროექტის დასაწყიდან უნდა ჩაითვალოს 1978 წელი, იმ პრიორიტეტით, რომ

ტყით დაფარვის ზონა შენარჩუნდეს 14 წელი, თუმცა ხეების სიხშირე შემცირდა

- იმის გათვალისიწნებით, რომ ტყის განადგურების პროცესი გარდაუვალი იყო.

126

პროექტის ფარგლებში 1978 წლიდან 1995 წლამდე დაახლოებით 14000 ჰა-ზე

გაშენდა პინუსის პლანტაციები. ეს 1987 წელს გაზომილი მთელი ტყის 14%-ია.

როდესაც დაიწყო ფართოფოთლოვანი ჯიშების ხელახლა გადარგვა ძველი

ფიჭვების ადგილას, მეტყევეებმა შენიშნეს ადგილობრივების ენთუზიაზმი ამ

ჯიშების დაბრუნებისადმი. საპასუხოდ, პროექტი დაეხმარა სამუშაო ჯგუფებს

განევითარებინათ სატყეო კულტურა ფიჭვის ხეების თანდათანობით

ფართოფოთლოვანით ჩანაცვლების გზით. შედეგად, პლანტაციები იქცევა

ბუნებრივ ტყეებად და ადგილობრივ მენეჯერებს თუ დავუჯერებთ, ისინი

მალე დაუბრუნებენ განადგურებულ ადგილებს თავდაპირველ სახეს.

დაბოლოს, პროექტი მიმდინარეობდა ადგილობრივი მცხოვრებლების

დახმარებით. სრულყოფილი მენეჯმენტის ზედამხედველობით, აღადგა

ბუნებრივი ტყის 200 ნაკვეთი, რომელმაც 1988-დან 1995 წლებში 5500 ჰა მიწა

დაფარა (Ingles in Halladay & Gilmour 1995).

ტყის მმართველობის ზეგავლენა ტყეებზე

შეუძლებელია ამ თავით მოვახერხოთ და სათანადო ყურადღება დავუთმოთ

მოცემულ საგანს. მცირე ცვლილებებმა მენეჯმენტის სისტემასა და მეტყევეობის

პრაქტიკაში შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს ტყეებსა და მათ

ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე.

ტყის მმართველობის ზეგავლენამ განსაკუთრებით ხე-ტყის მასალაზე,

ბიომრავალფეროვნებაზე, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-

ერთი ფაქტორი, რომელიც ართულებს ტყის მენეჯმენტის სისტემების განსჯას

გახლავთ ის, რომ ეკოსისტემების უმრავლესობა ფუნდამენტურად შეიცვალა

ნადირობის, შემგროვებლობის და ხანძრების გამო მანამ, ვიდრე რაიმე სახის

ტყის მართვის სისტემა იქნებოდა გამოცდილი. დაბოლოს, ტყეების საკმაოდ

დიდი რაოდენობა სასოფლო სამეურნეო მიწად გარდაიქმნა არსებობის

განსაზღვრულ ეტაპზე. ასე, რომ შეუძლებელია გაკეთდეს ზუსტი დასკვნები და

შედარებები იმასთან დაკავშირებით ჯობია თუ არა მართული ტყე ველურს.

ბოლოდროინდელი შეფასებით ხეების სახეობების გადაშენებამ მსოფლიოს

მასშტაბით მათ ბიომრავალფეროვნებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა.

ხეებისა და ტყის ფლორის საერთაშორისო შეფასებებით დაახლოებით 100 000

127

ჯიშიდან და სახეობიდან გადარჩენილის სტატუსი მიენიჭა 10 000 მათგანს. 8753

განადგურებულია სრულიად.

როგორც ეს ნათლად ჩანს ცხრილიდან 1.4, ხეების უმრავლესობას ჰაბიტატის

დაკარგვის საფრთხე ემუქრება (ფერმებად გადაკეთების, გადაძოვის,

დასახლებების, ხანძრებისა და ინვაზიური სახეობების გამო), ზედმეტი

მოსავლის აღება ხისა და არა ხე-ტყის პროდუქტების სახით. ზოგიერთი

მაგალითი ხის სახეობების, რომლებიც ტყეების მართვის გამო არიან საფრთხის

ქვეშ მოცემულია ინფო ყუთში 1.5.

ცხრილი 1.4 ყველაზე ხშირად დაფიქსირებული საფრთხეები გლობალურად რისკის

ქვეშ მყოფი ხეების სახეობების მიმართ (წყარო ანონიმური 1998)

საფრთხე

კრიტიკული

საფრთხე საფრთხე მოწყვლადი ჯამი

გაკაფვა 168 360 762 1290

აგროკულტურა 127 232 560 919

დასახლებები 119 209 423 751

გადაძოვა 97 122 198 417

ხანძრები 50 77 158 285

ინვაზიური ნარგავები 88 78 79 245

ტყის მენეჯმენტი 12 61 141 214

ლოკალური გამოყენება 13 55 105 173

წიაღისეულის

მოპოვება 19 31 101 151

ტურიზმი 23 51 60 134

ინბფო ყუთი 1.5 ტყის არასწორი მენეჯმენტის შედეგად საფრთხის ქვეშ მყოფი

ხეების მაგალითები. წყარო: ანონიმური (1998)

shorea bentongensis; dipterocarpaceae malaysia (მალაიზიის ნახევარკუნძული)

არის საფრთხის ქვეშ. მალაიზიისთვის ენდემური ეს ხე ველების

სიღმეებისთვის ჩვეულებრივობას წარმოადგენს. ის აქტიურად გამოიყენება

მრეწველობაში. თუმცაღა ხე ნელა იზრდება და არ შეუძლია გაუძლოს გაჩეხვას,

რადგან მისი რეპროდუქციული ციკლი უფრო დიდია ვიდრე ჭრის ციკლები.

gonystylus bancanus, thymelaeaceae brunei, ინდონეზია (კალიმანტანი, სუმატრა)

მალაიზია (მალაიზიის ნახევარკუნძული, საბა, სარავაკი); მოწყვლადი

128

ჯგუფურად მცხოვრები, დაბალი მიწების ჭაობებისა და ტორფული ჭობების

ტყეების დომინანტი ხე. საარსებო გარემოს შევიწროვება მისი გაქრობის ერთ-

ერთი მთვარი მიზეზია. ბოლო გამოკვლევებმა ჰოლანდიელი და მალაიზიელი

ექსპერტების მიერ ცხადყო, რომ bancanus არ იმყოფება გაქრობის წინაშე

მალაიზიის ჭაობების ტყეებში, თუმცა რეგენერაცია გადაჭარბებული

მოხმარების გამო მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდის.

nothofagus alessandri; fagaceae chile (maule) საფრთხის ქვეშ იმყოფება

ჩილეს მაულეს რეგიონის ენდემური სახეობები ერთ დროს საკმაოდ ვრცელ

ტერიტორიას იკავებდნენ, მაგრამ ახლა კორდილიერების სანაპიროების 8

მცირე ტყიანი არეალებით შემოიფარგლება. ყველა ეს ადგილი წარმოადგენს

ე.წ. მეორად ტყეებს, რომელიც გადაჩეხვის შემდეგ აღდგა. 1983 და 1991 წლებში

მათი ოდენობა 60%-ით იყო შემცირებული pinus radiata პლანტაციების

მოშენების შედეგად.

ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ტყის მმართველობის უგულვებელყოფით

ე.წ. ბუნებრივ ტყეებს ხშირად ადამიანის ინტერვენციის დიდი ისტორია აქვთ.

ზოგიერთი მათგანი ცალსახად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ტყის მენეჯმენტად,

ხოლო სხვები როგორც დაუგეგმავი და განგრძობითი. მიუხედავად

მომხმარებლების და მენეჯერების განზრახვებისა ბიოლოგები მიიჩნევენ, რომ

ჯიშების უმეტესობის აყვავებისთვის აუცილებელია ადამიანის ჩარევა.

ბიომრავალფეროვნების შემცირება დასავლეთ ევროპაში მრავალსაუკუნოვანი

ტყის მართვის პრაქტიკის შედეგია. ეს საკითხი დეტალურად იქნა

გამოკვლეული ბერვუდის ტყისა და მისი იშვიათი ჯიშის პეპლების

მაგალითზე.

ცხრილი 1.5 ტყეების მენეჯმენტის გავლენა ლეპიდოტერაზე ბერნწვუდის ტყეში

სახეობები პირველი

დაფიქსირება

ბოლო

განგაში მიზეზი შემცირების/ზრდის

catocala promisa ღია

ჟოლოსფერი

ბოლოფრთიანი

1700 წ-მდე? 1947

მუხლუხა ჭია დღისით იმალება

ზრდასრული მუხის მერქანში,

რომელიც გაუჩინარდა 1900-1952

წლებში

dicycla oo

გულისფორმის

პეპელა

1700 წ-მდე? 1940 მსგავსი დამოკიდებულებაა

ზრდა-სრულ მუხაზე

129

hemaris tityus

კაუჭიანი

ბაზისებრი

1400 წ-მდე? 1952

გვხვდება ნესტიან მდელოებზე,

ტყეების მიმდებარე

ტერიტორიებზე (სადაც

ზრდასრულები ეძებენ ნექტარს)

hyloicus pinastri

ფიჭვის პეპელა 1900 N/A

შოტლანდიური ფიჭვების

დარგვა ხდებოდა იმთავითვე,

როგორც კი ის აღმოაჩინეს

1930იანებიდან, მაგრამ ფიჭვის

პეპელა უპირატესობას

ზრდასრულ ხეებს ანიჭებს

pseudopanthera

macularia

ჭორფლიანი

ყვითელი

1600 წ-მდე? 1920იანები

ჩრჩილი იკვებება ღია ტყეების

ნარგავებით, რომელიც შემცირდა

როდესაც ბუჩქების დარგვა

პრაქტიკიდან ამოიღეს

strymonidia pruni

შავი თმაზოლიანი 1400 წ-მდე? N/A

ეს სახეობა უპირატესობას

ანიჭებს კვრინჩხს ტყის

ნაპირებში და ზრდასრულ

ბუჩქნარებში. მისი არსებობა,

მართალია შემცირებული

ოდენობით მაგრამ მაინც

გამოწვეული იმით რომ

ბერნვუდში ზრუნავენ მისთვის

შესაბამისი პირობების შექმნაზე

შუა საუკუნეების ლანდშაფტი ბერნვუდის ტყის ირგვლივ ძირითადად ტყით

იყო გარშემოცული 1600 წალმდე, როდესაც ტყისა და ტყის საძოვრების

უდიდესი ნაწილი გაიწმინდა მუდმივი საძოვრების გასაკეთებლად. 1600

წლამდე ჰაბიტატი მოზაიკა მისი სხვადასხვა ელემენტებით ძალზე

განგრძობითი გამოდგა - ხე-ტყის მიდამოები, გაჩეხვა, საძოვრები, ტყით

დაფარული მინდორი, ნაყოფიერი მიწები - ამ ყოველივემ მთელი ტყე მოიცვა და

ერთი მეორეს ანაცვლებდა. 1600 წლის შემდგომ პერიოდში, ტყის ჰაბიტატი

შემოიფარგლა იმ ადგილებით, სადაც აგროკულტურული ლანდშაფტი

ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ტყის შიგნით

სტრუქტურული ვარიაციები გაიზარდა. სისტემური ბუჩქების დარგვის

გაქრობამ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, გამოიწვია ჰაბიტატის

მნიშვნელოვანი დაზიანება ვიდრე არ მოხდა ტყეების გაჩეხვისა და მწერების

მართვის სისტემების, როგორც თანამედროვე მეტყევეობის ელემენტების

130

დანერგვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან აგრო კულტურულმა

ინტენსიფიკაციამ მწერების სახოებების უმრავლესობისთვის ძალიან

არასტუმართმოყვარე გარემო შექმნა. დრენაჟმა, სასუქების დაყრამ და

ადრეულმა მოხვნამ გაანადგურა სახეობებით მდიდარი მდელოები, ხოლო

მოხნული მიწები და საძოვრები ტყეების დასრულებისთანავე იწყება. შედეგად

ტყის მიმდებარე ბუჩქნარები რეალურად არ არსებობს (R.C. Thomas in Kirby &

Watkins 1998).

დასკვნა: ისტორიის საზღვრების დატოვება

მსოფლიოს დიდ ნაწილში, ფერმერები, მწყემსები და სხვა არაპროფესიონალები

მართავდნენ ტყეებს საუკუნეების მანძილზე, რაც დღესაც გრძელდება. მათი

თვალთახედვით, ბუჩქნარი და არასაშენი ხე-ტყის პროდუქცია ყოველთვის

უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თავად საშენი ხე-ტყე. შეშა და სხვა ტყის

პროდუქტი მიიღება ფერმებში გაშენებული ხეებისგან ადგილობრივ

მმართველობას დაქვემდებარებული ტყიანი ადგილებიდან.

მართვა ყოველთვის მარტივ დაუწერელ წესებს იყენებდა რთულ

მმართველობით გეგმებთან შედარებით. შედეგად, მმართველობითი სისტემები

და მეთოდები ხშირად განსხვავდება იმ პრაქტიკისაგან, რასაც პროფესიონალი

მეტყევეები აღწერენ. თუმცა ადგილობრივ მმართველებს ხშირად

გამოუვლენიათ ადაპტაციისა და ინოვაციის უნარები.

ბევრი რამ დაიწერა ტრადიციული მართვის სისტემების ჩამოყალიბებასთან

დაკავშირებით ლიტერატურაში, რაც გამოწვეული იყო დემოგრაფიული

ფაქტორებითა და კოლექტიურ მართვაში არსებული კონფლიქტების

წარმოჩენის სურვილით. რეალობა ყოველთვის უფრო რთულია. მოსახლეობის

ზრდა და მიგრაცია ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ტყის დეგრადაციასა და

ზოგადად გაუტყეურებაში, მაგრამ ეს კიდევ არ არის მთავარი პრობლემა;

მთავარი პრობლემა კი არის სოფლის ჯგუფების უუნარობა დაიცვან ტყეები

ძალაუფლებით სავსე უცხო ხალხებისაგან, რომლებიც ცდილობენ მათ

გამოყენებას. თუკი ტყეებზე კუთვნილება სამართლებრივად არ მტკიცდება და

გამანადგურებელი გამოყენება გრძელდება, სასოფლო საზოგადოებები ხშირად

131

ერთვებიან ხელჩართულ ბრძოლებში იმ მიზნით, რომ მცირე მოგება მაინც

ნახონ ადრე მათ კუთვნილი მიწებიდან „მოპარვით“.

მეტყევეობის პროფესია: უმჯობესდება დროსთან ერთად?

უმეტესი პროფესიონალი მეტყევე უკანასკნელ პერიოდამდე საჯარო

სექტორისათვის მუშაობდა, მაგრამ ეს ტენდენცია სწრაფად იცვლება. ასეთი

საჯარო სააგენტოების პარადოქსი ის არის, რომ მიუხედავად საჯარო

ინტერესების დაცვის მიზნით შექმნისა, მხოლოდ მცირედს შესძლებია ამის

საშუალება. უმეტესად პროფესიონალი მეტყევეები უინტერესოდ ეკიდებოდნენ

საქმეს, სარგებელის მიღების მიზნით ასხვისებდნენ ტყეებს გარკვეული

ხარჯების დასაფარად. შედეგად, ადგილობრივების უფლებები შეიზღუდა და

სოფლის მოსახლეობა უფლებადაკარგული აღმოჩნდა, ხოლო გარემოს დაცვის

ამოცანები ნაწილობრივ იქნა შეასრულებული (Westoby 1987).

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მეტყევეები ამაყობენ თავიანთი

წინასწარმეტყველური განჭვრეტის უნარებით, რეალურად დროის ფაქტორი

ხშირად მათთვის მაინც მთავარ პრობლემად რჩება. როდესაც ყანა მომწიფდება,

ან მეტყევეობასთან დაკავშირებული ტექნიკები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ,

გაამართლებენ, მნიშვნელოვანი გადასვლა არის სოციოეკონომიკური

გარემოებები, რომლებიც უზრუნველყოფენ რომ ეს ყველაფერი არაფრად იქცეს.

შავი ფიჭვის ნარგავები ჰოლანდიაში კარგი მაგალითია: ქვანახშირის საბადო

დაიხურა იქამდე, სანამ ხე-ტყის გაჩეხვა გახდებოდა შესაძლებელი. ახლა

მეტყევეები ექსპერიმენტებს ატარებენ იმ მიზნით, რომ მრავალფეროვნების

შენარჩუნებასთან ერთად გახსნან ისინი თავიდან. მალაელების ერთიანი

სისტემა წარმოადგენდა წარმატებული მეტყევეობის მაგალითს, მაგრამ ტყე

რომლისთვისაც ის იყო შექმნილი ახლა რეზინისა და ზეთის პალმის

მოსაპოვებლად გამოიყენება და შესაბამისად, მეთოდები ვეღარ ამართლებს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს წინ გადადგმული ნაბიჯებიც

პროფესიონალურ მეტყევეობაში. ტრადიციული პროფესიული პრაქტიკა

განვითარებული სატყეო ტრადიციის მქონე ქვეყნებში, როგორიც გერმანია და

იაპონიაა, ხელმიუწვდომელი გახდა მაღალი გადასახადებისა და მექანიზაციის

გამო. გერმანიასა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაღალი

გადასახადების პრობლემამ კი ხელი შეუწყო ჩაურევლობას და ეკოლოგიურ

პრაქტიკას.

132

აპრობირებული სატყეო პოლიტიკების გამოგონება

სატყეო პოლიტიკაზე მომუშავე ადამიანებისათვის და კორპორატიულად

გადაწყვეტილების მიმღებთათვის კარგად გაწერილი სატყეო მენეჯმენტის

სისტემა, უფრო გამონაკლისია ვიდრე წესი. იგივე შეიძლება ითქვას ტყის

მასივების აღდგენაზე, მათ შორის ბევრი ე.წ. განვითარებული ქვეყანის

ჩათვლით, მაგალითად აშშ, რომელიც ამაყობს სატყეო ტრადიციებით.

მაგალითად, ვერმონტსა და ნიუჰემფშირში, ტყის საფარი 10%-დან 80%-მდე

გაიზარდა ერთი საუკუნის განმავლობაში მეტწილად ფერმების სპონტანურად

აღდგენილით და არა მეტყევეების ძალისხმევით. მაშინ როდესაც მთავრობის

მიერ დაფინანსებული ტყის მართვა და გაშენიანება კაცობრიობის მომავლის

განუყოფელი ნაწილია, საჭიროა განვსაზღვროთ თუ რატომ არის იგი ასეთი

მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ ეს ძირითადად მიწათსარგებლობის დინამიური,

სოციოეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტია, საიდანაც დიდი ნაწილი

ტყის მართვის ბიუროკრატიულ სისტემაში ხშირად ცუდად არის

ადაპტირებული. მეორეს მხრივ, არსებობს ტყიანი ადგილები, რომლებიც

მდგრადი მმართველობის ქვეშ იყვნენ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე,

ზოგიერთი მათგანი 5500 წელსაც ითვლის. ასეთები ივნენ ხალხი, რომლებსაც

მეტყევეობის შესახებ თეორიული ცოდნაც კი არ ქონდათ, როგორც ამას

მეტყევეობის მამად წოდებული ჰანს ვონ კარლოვიცი ამბობდა. საბოლოოდ,

ტყის პოლიტიკის გამწერებმა ბევრად უფრო მეტ დაინტერესულ პირს

(სთეიქჰოლდერს) უნდა მისცენ საშუალება გამოხატონ ტყეების მართვის

სხვადასხვა ინტერესი და არ იფიქრონ მხოლოდ მართვის სადავეებზე.

მეტყევეობის განვითარების მხარდაჭერა: ევრო-პროფესიონალიზმის დაძლევის

სწავლება

სატყეო პროფესიის კონკრეტული მიმართულებები ძირითადად

გავრცელებულია ევროპაში. სატყეო მეურნეობა მთლიანადაა გამოყოფილი

სოფლის მეურნეობისაგან და ყურადღებას ამახვილებს ხეების გაშენებაზე.

მეტყევეობის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირება არ არის ამ კონცეფციის

უკან გადადგმული ნაბიჯი, არამედ ლოგიკური ნაბიჯი განადგურების პირას

მყოფი სოფლის მეურნეობის გაძლიერებისათვის ბევრ ქვეყანაში. ტყით

სარგებლობის პროექტები მარცხის წინაშე დგას, ამიტომ უკვე იძულებულნი

გახდნენ რამდენიმე წამახალისებელი ექსპერიმენტი ეჩვენებინათ, როგორიცაა

133

ნეპალში. ფერმერებისა და მწყემსების საქმიანობის შესწავლა, აგრეთვე

გარკვეული ექსპერიმენტები, რაც უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის

გაუმჯობესებას - წინ გადადგმული ნაბიჯია სატყეო საქმის დახმარებისათვის -

თუკი მას მომავალი აქვს.

დაე იხაროს ათასმა ტყემ

სასურველი იქნებოდა, მოცემული თავი არაორაზროვნად, პოზიტიურად

დაგვემთავრებინა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი დასკვნის გაკეთება

შეუძლებელია. უდავოა, ის გასაოცარი მრავალფეროვნება ტყის მართვის

სისტემებში, რომელიც შემუშავებულია ფერმერების, მწყემსების და

პროფესიონალი მეტყევეების მიერ, უმეტესობა რომელთაგანაც მოწოდებულია

დაიცვას ბალანსი გარემოს, სოციალური და ეკონომიკურ იმპერატივებს შორის.

გარდა ამისა, ტყეების უმეტესობამ გამოავლინა მდგრადობა - მათ შეუძლიათ

რეგენერაცია და სხვა გამანადგურებელი პროცესების შეწყვეტა. თუმცა სულ

უფრო მეტი და მეტი ტყის ფართობი გარდაიქმნება სასოფლო სამეოურნეო

ნაკვეთებად ან და სხვა ფორმით იმართება. გაუტყეურება კიდევ უფრო

დაჩქარდა ტროპიკულ ტყეებში, იქ, სადაც ფრაგმენტებად დაყოფილ

მონაკვეთებში ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა მაღალია. ადგილ-ადგილ

გამოყენება ანუ დეფრაგმენტაცია, კვლავაც იწვევს გადაჭარბებულ

ექსპლუატაციას თუმცა ზოგიერთი ცდა მისი შემცირების წარმატებულია,

როგორც მაგალითად მოსავლიანობის კონტროლი და რეგენერაციის

ხელშეწყობა. თუ ბიზნესი იმავე ტემპით გაგრძელდება, სატყეო მენეჯმენტი,

როგორც ერთგვარი საქმიანობა, ისტორიას დარჩება.

ტყის რესურსებისადმი მოთხოვნილება კვლავაც იზრდება, და არ არსებობს

კონკრეტული მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა „იხეირონ“ ცალკეულმა ტყეზე

დამოკიდებულმა სასოფლო სამეურნეო საზოგადოებებმა ახლებური

მეტყოვეობით იმაზე მეტად, ვიდრე ეს ტრადიციულად ხდებოდა ბოლო

პერიოდის განმავლობაში. არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი, ტყეებში

ნახშირბადის სეკვესტრირებასთან დაკავშირებით, რაზეც მოწმობს კონვენვენცია

კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში გადასახადები

განვითარებად ქვეყნებში მერყეობს 3 დოლარიდან 18 დოლარამდე 1 ტონა

ნახშირბადში.

134

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტყის მენეჯმენტის მიმართულებით დროში

გამოცდილი, გამძლე, პოზიტიური აქტივობები ე.წ. გვერდითი მოქმედებებიდან

გამომდინარეობს. თუ სოფლის მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს უფლება

გამოიყენოს და მართოს მათ გარშემო არსებული ტყეები, ასეთი ტყეები

გახდებიან სიმბოლოები ზეწოლის და ნაპერწკლები შემდეგი პოლიტიკური

ამბოხის შემთხვევაში. ან უკმაყოფილო ელექტორატის ზრდის პარალელურად

იქნებიან პოლიტიკოსების გულგრილობის ობიექტები. სამთავრობო სატყეო

სააგენტოებისთვის გამოწვევაა ადგილობრივი დაინტერესებული ხალხთა

ჯგუფების უუფლებობის აღკვეთა, რომლებიც მდგრადად მართავენ ტყეებს და

უფრო ზუსტად საზღვრავენ თუ რა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს

თითოეულ და ყველა ტყეში, რომლებზეც მათი პასუხისმგებლობა ვრცელდება.

მთავრობებისთვის ასევე გამოწვევაა იპოვონ ადგილობრივი ხალხის

დაჯილდოვების მეთოდები, იმ გლობალური საჯარო სიკეთისთვის, რომელსაც

ადგილობრივები ქმნიან და გადაუხადონ კომპენსაცია თუ ხალხის ინტერესები

ეწინააღმდეგება ეროვნულ ან გლობალურ პრიორიტეტებს. მხოლოდ ასე

იყვავილებს ათასი ტყე.