523
HISTORY OF CPSU(B). (Short course). Georgian. საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ისტორია (მოკლე კურსი) კომინტერნის (ს-ხ) საქართველოს სექციის გამოცემა www.joseph-stalin.net თბილისი, 2017

საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ისტორიაciml.250x.com/archive/cpsu/georgian/history_of_cpsu_b_short_course... ·

  • Upload
    others

  • View
    19

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • .

    -1

    HISTORY OF CPSU(B). (Short course) . Georgian.

    ს ა კ ა ვ შ ი რ ო კ ო მ უ ნ ი ს ტ უ რ ი

    პ ა რ ტ ი ი ს( ბ ო ლ შ ე ვ ი კ ე ბ ი ს )

    ი სტორია( მ ო კ ლ ე კ უ რ ს ი )

    კო მინ ტერ ნის (ს-ხ) სა ქარ თვე ლოს სექ ცი ის გა მოცე მაwww.joseph-stalin.net

    თბი ლი სი, 2017

    http://www.joseph-stalin.net

  • .

    0

    მარქსიზმის 5 კლასიკოსი

    მარქსი ენგელსი ლენინი სტალინი ხოჯა

    პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

    პროლეტარებო, გააერთიანეთ ყველა ქვეყანა!

    ★ ★ ★

    საქ. კ. პ. ც. კ-თან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტისკკპ ც. კ-თან არსებული მარქს—ენგელს—ლენინ—სტალინის

    ინსტიტუტის ფილიალი

    სტალინურ–ხოჯაისტური კომუნისტური ინტერნაციონალი —კომინტერნი (ს–ხ)

    კომინტერნის (ს–ხ) საქართველოს სექცია

    © მსოფლიო პროლეტარიატითავისუფალი მოხმარებისა და გავრელებისათვის

  • .

    HISTORY OF CPSU(B). (Short course). Georgian.

    საკავშირო კომუნისტური

    პარტიის (ბოლშევიკების)

    ისტორია

    კომინტერნის (ს-ხ) საქართველოს სექციის გამოცემაwww.joseph-stalin.net

    თბი ლი ს ი , 2 0 17

    1

    http://www.joseph-stalin.net

  • . წინასიტყვაობა ქართულენოვანი ელექტრონული გამოცემისთვის

    წინასიტყვაობა ქართულენოვანი ელექტრონული

    გამოცემისთვის

    კომინტერნის (ს-ხ) საქართველოს სექციამ დაიწყო მარქსისტუ-ლი და დიადი სოციალისტური ლიტერატურის მთლიანად აღდგენი-ლი ელექტრონული ვერსიების გამოცემა მათი თავისუფლად გავრცე-ლების მიზნით. შეძლებისდაგვარად აღდგენილი და გამოცემული იქ-ნება წარუშლელი ისტორიული და სამეცნიერო ღირებულების მქონენაშრომები ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ლიტერატურის სფერო-ებიდან. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ უნიკალურ ისტორიულ-რევოლუციური ხასიათის მქონე, მარქსიზმისა და ბოლშევიზმისერთ-ერთ ფუნდამენტურ, შესწავლისა და პრაქტიკული გამოყენე-ბისთვის პირველ რიგში რეკომენდირებულ ნაშრომს — «საკავშიროკომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ისტორია. მოკლე კურსი».

    «მოკლე კურსში» გადმოცემულმა რუსეთისა და ბოლშევიკებისპარტიის ისტორიული განვითარების კონცეფციამ უდიდესი გავლენამოახდინა საბჭოთა საზოგადოებაზე. ამ პოპულარულმა სახელ-მძღვანელომ არა მარტო განსაზღვრა ბოლშევიკთა საკავშირო კო-მუნისტური პარტიის სწავლება და შესწავლა 1930-იანი წლების შუაპერიოდიდან 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე, არამედ პირდაპი-რი გავლენაც იქონია ისტორიულ მეცნიერებაზე და სსრ კავშირშიისტორიულ პროპაგანდაზე. ვინაიდან მისი კონცეფცია, რომელიი.ბ. სტალინის ხელძღვანელობით შემუშავდა, შორს გასცდა საკუთ-რივ პარტიის ისტორიას და XIX-XX საუკუნეების სამამულო ისტორი-ის გაშუქების ეტალონად გადაიქცა.

    2

  • წინასიტყვაობა ქართულენოვანი ელექტრონული გამოცემისთვის

    რუსეთის სამოქალაქო ისტორიას საფუძვლად პარტიის ისტორი-ის კონცეფცია დაედო. დადგინდა მკაფიო პერიოდიზაცია, რომლისძირითადი ელემენტებიც შემდგომში 1960-1980-იანი წლების ყველასაბჭოთა გამოცემაში გამეორდა: 1) ოქტომბრის სოციალისტური რე-ვოლუციის წინაპირობათა მომწიფების პერიოდი; 2) ოქტომბრის სო-ციალისტური რევოლუციის მომზადება და განხორციელება; 3) უც-ხოური ინტერვენციისა და სამამულო ომის პერიოდი (1918-1920);4) სახალხო მეურნეობის აღდგენის პერიოდი (1921-1925) და ა. შ.

    ეს შესანიშნავი მარქსისტულ-ლენინური მეცნიერების ჭეშმარი-ტი საგანძური და ბოლშევიზმის დაუფლების მახვილი იარაღია.სკპ(ბ)-ის ისტორიის მოკლე კურსი სამეცნიერო-ისტორიული ფრონ-ტის მუშაკებისთვის ფასდაუდებელი სახელმძღვანელოა. იგი გვას-წავლის, თუ როგორ უნდა იქმნებოდეს დიადი სტალინური ეპოქისღირსეული ისტორიული ნაშრომები.

    1938-1953 წლებში «მოკლე კურსი» 301-ჯერ გამოიცა 4,28 მილი-ონი ეგზემპლარის ოდენობით 67 ენაზე. მათგან დღესდღეობით სხვა-დასხვა ქვეყანაში მოვიპოვეთ, ციფრულ ფორმატში გადავიყვანეთდა ჩვენს ვებ-გვერდზე თავისუფლად მოხმარებისთვის განვათავსეთ15 ენაზე, დანარჩენის მოპოვება და გამოცემა ჩვენი საქმიანობისერთ-ერთი ძირითადი ნაწილია.

    ელექტრონული გამოცემა მომზადდა 1950 წლის ქართული გამო-ცემის საფუძველზე და მას თითქმის უცვლელად იმეორებს. ალაგ-ალაგ შევასწორეთ ის სიტყვები ან გამოთქმები, რომლებიც დღეს-დღეობით უკვე მოძველებულია და თანამედროვე მკითხველისთვისარქაულად ჟღერს (მაგალითად, ადრე იხმარებოდა «განთავისუფლე-ბა», დღეს კი იხმარება «გათავისუფლება»; ადრე ხშირად იხმარებო-და რუსული ენიდან საკმაოდ მოუქნელად კალკირებული «იქნა» და-ბოლოებიანი გამოთქმები, მაგალითად, «შესრულებულ იქნა», «შეს-წავლილ იქნა», ახლა კი იხმარება უფრო მართებული და მოქნილი«შესრულდა», «შესწავლილი იყო»), ზოგი სიტყვა კი თანამედროვექართული ენის სალიტერატურო ნორმების მიხედვით ან ახალი ორ-თოგრაფიული ლექსიკონის საფუძველზე შევასწორეთ (მაგალითად,«ექსპლუატაცია» და არა «ექსპლუატაცია»). გარდა ამისა, გავასწო-

    3

  • . წინასიტყვაობა ქართულენოვანი ელექტრონული გამოცემისთვის

    რეთ ძველ გამოცემაში გაპარული ზოგიერთი უზუსტობანი. გვერ-დებზე ტექსტის განლაგება განახლებულია თანამედროვე ელექ-ტრონული გამოცემების მოთხოვნათა შესაბამისად. ყოველივე ზე-მოთქმულის გამო, ცხადია, გვერდების ნუმერაცია ორიგინალურ გა-მოცემისას არ ემთხვევა. ამის გამო წინამდებარე გამოცემა ტექნიკუ-რად მთლიანად დამოუკიდებელ, ახალ გამოცემად უნდა ჩაითვალოს.

    წლის 25 ოქტომბერს (ახალი ყაიდით — 7 ნოემბერს) შესრულდე-ბა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავი.«საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ისტორია. მოკ-ლე კურსი», რომლის ახალ ელექტრონულ გამოცემასაც ამ დიად თა-რიღს ვუძღვნით, ფაქტობრივად დიადმა სტალინმა დაწერა, ყოველშემთხვევაში მას ეკუთვნის არა მარტო ტექსტის 90%-ზე მეტი, არა-მედ მთელი გამოცემის საერთო კონცეფცია და მისი ზედმიწევნითდაწვრილებითი რედაქტირება. როდესაც მზადდებოდა იოსებ სტალი-ნის თხზულებათა მრავალტომეულის გამოცემა, გადაწყდა, რომ იგიამ გამოცემის მეთხუთმეტე ტომად უნდა გამოსულიყო. სამწუხაროდ,ხრუშჩოველი რევიზიონისტების კონტრრევოლუციური ხროვის მიერდიადი სტალინის მკვლელობამ და საბჭოთა კავშირში კაპიტალიზმისრესტავრაციის დაწყებამ შეუძლებელი გახადა არა მარტო ამ მრა-ვალტომეულის დასრულება, არამედ, მეტიც, სათავე დაუდო აღვი-რახსნილ ანტისტალინიზმს, როგორც კონტრრევოლუციის შენიღბულფორმას, რაც ჩვენს დროში, 1991 წელს საბჭოთა კავშირში კაპიტა-ლიზმის რესტავრაციის შემდეგ, გაათმაგებული ძალით მიმდინარე-ობს. წინამდებარე წიგნი 1956 წლის შემდეგ ფაქტობრივად ხმარები-დან ამოიღეს, მის მაგივრად შექმნეს რევიზიონისტული «სკკპ ისტო-რია» და 1991 წლამდე საბჭოთა მოქალაქეებს მისით უჩლუნგებდნენპოლიტიკურ სიფხიზლეს — თავწამოყოფილი ბურჟუაზიის ნარჩენე-ბი და გადაგვარებული პარტიული ნომენკლატურა საბჭოთა პროლე-ტარიატს, უდიდეს მასებს, დასამარცხებლად ამზადებდნენ.

    წინამდებარე წიგნი კომინტერნის (ს-ხ) საქართველოს სექციამმრავალ ენაზე აღადგინა და განათავსა თავის ვებ-გვერდზე თავისუ-ფალი მოხმარებისთვის, მაგრამ მიმდინარე გამოცემით იგი აგრძე-ლებს ფუნდამენტური მარქსისტული ლიტერატურის მთლიანად,

    4

  • წინასიტყვაობა ქართულენოვანი ელექტრონული გამოცემისთვის

    ციფრულად აღდგენილი, გადამუშავებული და შესწორებული გამო-ცემების სერიის გაგრძელებას. ამ სერიაში პირველი იყო კარლ მარ-ქსისა და ფრიდრიხ ენგელსის «კომუნისტური პარტიის მანიფესტი».

    «მოკლე კურსის» გარეშე წარმოუდგენელია მარქსიზმის, ბოლ-შევიზმისა და საერთოდ კომუნისტური მოძრაობის შესწავლა და გა-გება, მის გარეშე ნებისმიერი «მარქსისტი» ფაქტობრივი რევიზიო-ნიზმის ან ნეორევიზიონიზმის ჭაობიდან ვერასდროს ვერ დააღწევსთავს, მას ყოველთვის მიიტყუებენ სარეველა ბალახივით მომრავლე-ბული ფსევდო-მარქსისტული და ფსევდო-რევოლუციური თეორიე-ბი. ამიტომ ამ გამოცემას გარდუვალი აქტუალობა გააჩნია. სწორედამის გამო ცდილობდნენ და ცდილობენ მუშათა კლასის მტრები, საბ-ჭოთა და მსოფლიო რევიზიონისტები და კონტრრევოლუციონერებიამ წიგნის ხმარებიდან ამოღებას და დავიწყებისთვის მიცემას, მასზეათასგვარი ჭორისა და ინსინუაციის შეთითხნას, თუმცა მათი მცდე-ლობა ამჯერადაც კრახით დამთავრდა და დღეს ყველა მარქსისტს,ბოლშევიკსა და მუშათა კლასის ნებისმიერ წარმომადგენელს, მსოფ-ლიოს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია მისიმეშვეობით მარქსიზმისა და რევოლუციური მოძრაობის დიადი ის-ტორიის შესწავლა მსოფლიოს ძირითად ენებზე.

    ორიგინალურ გამოცემაში გამოყენებული მოძველებული, ე. წ.«ინგლისური მეტრული სისტემა» მთლიანად შევცვალეთ თანამედ-როვე, მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობაში (აშშ-ის, მიანმარის დალიბერიის გარდა) ოფიციალურად მიღებული, გაზომვის ათობითსისტემაზე აგებული ე. წ. სი სისტემით, რომელიც ემყარება მეტრსადა კილოგრამს. მაგალითად, ორიგინალურ გამოცემაში არსებული«600 მილიონის ფუთი»-ს მაგივრად წინამდებარე გამოცემაში სწე-რია «36,6 მილიონი ტონა» (1 ფუთი = 16,381კგ). ჩვენი აზრით, ეს თა-ნამედროვე მკითხველს დაეხმარება უკეთ წარმოიდგინოს და, საჭი-როების შემთხვევაში, ადვილად შეადაროს ისინი თანამდეროვე ანა-ლოგიურ მონაცემებს.

    მადლობელი დავრჩებით ყველასი, ვინც იპოვნის და მოგვაწო-დებს ჩვენს გამოცემებში გაპარულ უზუსტობებს, სტილისტურ, ორ-თოგრაფიულ ან სხვა სახის შეცდომებს. გამომდინარე იქედან, რომ

    5

  • . წინასიტყვაობა ქართულენოვანი ელექტრონული გამოცემისთვის

    ეს გამოცემები მხოლოდ ელექტრონული სახით არსებობენ, მათიშესწორება ძალზე ადვილი იქნება, და გამოცემების განახლებულვერსიებს მკითხველი უმოკლეს ვადაში მიიღებს. გარდა ამისა, მოვუ-წოდებთ ყველას, შეძლებისდაგვარად გამონახონ თავისუფალი დროდა მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილი გამოცემების რედაქტირებასაან კორექტირებაში.

    სტალინურ-ხოჯაისტური კომინტერნიCOMINTERN (STALINIST-HOXHAISTS)

    www.ciml.250x.com

    კომინტერნის (ს-ხ) საქართველოს სექციაGEORGIAN SECTION OF COMINTERN (SH)

    www.joseph-stalin.net

    კობა კახიძე (ტექსტის აღდგენა და გადამუშავება)

    Koba Kakhidze (Restoration and processing of the text) e-mail: [email protected]

    6

  • შესავალი

    შესავალისაკავშირო კომუნისტურმა პარტიამ (ბოლშევიკებისა) განვლო

    დიდი და სახელოვანი გზა პირველი მცირერიცხოვანი მარქსისტულიწრეებიდან და ჯგუფებიდან, რომლებიც გაჩნდნენ რუსეთში გასულისაუკუნის 80-იან წლებში, ბოლშევიკთა დიად პარტიამდე, რომელიცამჟამად ხელმძღვანელობს მსოფლიოში პირველ მუშათა და გლეხთასოციალისტურ სახელმწიფოს.

    საკ. კ. პ. (ბ) აღმოცენდა რევოლუციამდელი რუსეთის მუშათამოძრაობის საფუძველზე მარქსისტული წრეებიდან და ჯგუფებიდან,რომლებიც მუშათა მოძრაობას დაუკავშირდნენ და რომლებმაც ამმოძრაობაში სოციალისტური შეგნება შეიტანეს. საკ. კ. პ. (ბ) ხელ-მძღვანელობდა და ხელმძღვანელობს მარქსიზმ-ლენინიზმის რევო-ლუციური მოძღვრებით. მისმა ბელადებმა იმპერიალიზმის, იმპერი-ალისტური ომებისა და პროლეტარული რევოლუციების ეპოქისახალ პირობებში შემდგომ განავითარეს მარქსისა და ენგელსის მოძ-ღვრება, აიყვანეს იგი ახალ საფეხურზე.

    საკ. კ. პ. (ბ) იზრდებოდა და მტკიცდებოდა პრინციპულ ბრძო-ლაში მუშათა მოძრაობის შიგნით არსებული წვრილბურჟუაზიულიპარტიების — ესერების (ხოლო უფრო ადრე მათი წინამორბედების— ნაროდნიკების), მენშევიკების, ანარქისტების, ყველა ჯურის ბურ-ჟუაზიული ნაციონალისტების, პარტიის შიგნით კი — მენშევიკური,ოპორტუნისტული მიმდინარეობების, — ტროცკისტების, ბუხარინე-ლების, ნაციონალ-უკლონისტების და სხვა ანტილენინური ჯგუფე-ბის წინააღმდეგ.

    საკ. კ. პ. (ბ) მტკიცდებოდა და იწრთობოდა რევოლუციურბრძოლაში მუშათა კლასის ყველა მტრის, მშრომელთა ყველა მტრის— მემამულეების, კაპიტალისტების, კულაკების, მავნებლების, ჯა-შუშების, კაპიტალისტური გარემოცვის ყველა დაქირავებული აგენ-ტის წინააღმდეგ.

    საკ. კ. პ. (ბ) ისტორია არის ისტორია სამი რევოლუციისა:1905 წლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციისა, 1917წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციისადა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისა.

    7

  • . შესავალი

    საკ კ. პ. (ბ) ისტორია არის ისტორია ცარიზმის დამხობისა, მემა-მულეთა და კაპიტალისტთა ძალაუფლების დამხობისა, ისტორია სა-მოქალაქო ომის დროს უცხოეთის შეიარაღებული ინტერვენციის გა-ნადგურებისა, ისტორია ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა სახელმწიფოს დასოციალისტური საზოგადოების აშენებისა.

    საკ. კ. პ (ბ) ისტორიის შესწავლა გვამდიდრებს სოციალიზმისათ-ვის ჩვენი ქვეყნის მუშებისა და გლეხების მიერ წარმოებული ბრძო-ლის გამოცდილებით.

    საკ. კ. პ. (ბ) ისტორიის შესწავლა, მარქსიზმ-ლენინიზმის ყველამტერთან, მშრომელთა ყველა მტერთან ჩვენი პარტიის ბრძოლის ის-ტორიის შესწავლა გვეხმარება ბოლშევიზმის დაუფლებაში, გვიმაღ-ლებს პოლიტიკურ სიფხიზლეს.

    ბოლშევიკური პარტიის გმირული ისტორიის შესწავლა გვაიარა-ღებს საზოგადოებრივი განვითარებისა და პოლიტიკური ბრძოლისკანონების ცოდნით, რევოლუციის მამოძრავებელი ძალების ცოდნით.

    საკ. კ. პ. (ბ) ისტორიის შესწავლა განგვიმტკიცებს ლენინ-სტა-ლინის პარტიის დიადი საქმის საბოლოო გამარჯვების რწმენას.მთელ მსოფლიოში კომუნიზმის გამარჯვების რწმენას.

    ამ წიგნში მოკლედ გადმოცემულია საკავშირო კომუნისტურიპარტიის (ბოლშევიკების) ისტორია.

    8

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    თავი I

    ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    (1883 — 1901 წლე ბი )

    1. ბატონყმობის გაუქმება და სამრეწველო კაპიტალიზმისგანვითარება რუსეთში. თანამედროვე სამრეწველო პროლე-ტარიატის გაჩენა. მუშათა მოძრაობის პირველი ნაბიჯები

    მეფის რუსეთი სხვა ქვეყნებზე უფრო გვიან დაადგა კაპიტალის-ტური განვითარების გზას. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე რუ-სეთში ძალიან ცოტა იყო ფაბრიკები და ქარხნები. სჭარბობდა თავა-დაზნაურ-მემამულეთა ბატონყმური მეურნეობა. ბატონყმური წყო-ბილების დროს მრეწველობას ჯეროვნად განვითარება არ შეეძლო.ყმათა იძულებითი შრომა იძლეოდა შრომის დაბალ ნაყოფიერებასსოფლის მეურნეობაში. ეკონომიური განვითარების მთელი მსვლე-ლობა ბიძგს იძლეოდა ბატონყმობის მოსპობისათვის. მეფის მთავ-რობა, ყირიმის კამპანიის დროს ომში დამარცხებით დასუსტებულიდა მემამულეთა წინააღმდეგ გლეხთა «ბუნტებით» შეშინებული,იძულებული გახდა 1861 წელს ბატონყმობა გაეუქმებინა.

    მაგრამ ბატონყმობის გაუქმების შემდეგაც მემამულენი განაგ-რძობდნენ გლეხების ჩაგვრას. მემამულეებმა გაძარცვეს გლეხები,«გათავისუფლების» დროს წაართვეს, ჩამოაჭრეს მათ იმ მიწის მნიშ-ვნელოვანი ნაწილი, რომლითაც გლეხები წინათ სარგებლობდნენ.მიწის ამ ნაწილს გლეხებმა «ჩამონაჭრები» უწოდეს — გლეხები აი-

    9

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    ძულეს ეძლიათ მემამულეებისათვის თავისი «გათავისუფლების» გა-მოსასყიდი — დაახლოებით ორი მილიარდი მანეთი.

    ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გლეხები იძულებული იყვნენუაღრესად მძიმე პირობებში იჯარით აეღოთ მემამულეთა მიწა. გარ-და ფულადი საიჯარო ქირისა, მემამულე ხშირად აიძულებდა გლე-ხებს მუქთად დაემუშავებინათ გლეხური იარაღებითა და ცხენებითმემამულის მიწის განსაზღვრული რაოდენობა. ამას ეწოდებოდა «მუ-შაობით ანაზღაურება» («ოტრაბოტკი»), «საბატონო ბეგარა» («ბარ-შჩინა»). უფრო ხშირად გლეხი იძულებული იყო მემამულისათვის მი-წის საიჯარო ქირა ეძლია ნატურით მოსავლიდან თავისი მოსავლისნახევრის რაოდენობით. ამას ეწოდებოდა «სანახევროდ» მუშაობა.

    ამრიგად, რჩებოდა თითქმის იგივე მდგომარეობა, რაც ბატონ-ყმობის დროს იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა გლეხი პი-რადად თავისუფალი იყო, აღარ შეიძლებოდა იგი გაეყიდათ ან ეყი-დათ, როგორც ნივთი.

    მემამულეები უკანასკნელ ძალ-ღონეს აცლიდნენ ჩამორჩე-ნილ გლეხურ მეურნეობას სხვადასხვა მძარცველური ხერხებით(იჯარა, ჯარიმები). გლეხობის ძირითად მასას მემამულეებისმხრით ჩაგვრის გამო არ შეეძლო თავისი მეურნეობის გაუმჯობე-სება. აქედან წარმოსდგებოდა სოფლის მეურნეობის უკიდურესიჩამორჩენილობა რევოლუციამდელ რუსეთში, რაც იწვევდა ხშირმოუსავლიანობასა და შიმშილობას.

    ბატონყმური მეურნეობის ნაშთები, ვეებერთელა ხარკები და მე-მამულეებისათვის გამოსასყიდი ფასის გადახდა, რაც ხშირად გლეხუ-რი მეურნეობის შემოსავლიანობას აღემატებოდა, იწვევდნენ გლეხთამასების გაჩანაგებას, გაღატაკებას, აიძულებდნენ გლეხებს წასულიყ-ვნენ სოფლებიდან საშოვრის საძებნელად. ისინი მიდიოდნენ ფაბრი-კებსა და ქარხნებში. მეფაბრიკეები იაფ მუშა-ხელს შოულობდნენ.

    მუშებსა და გლეხებს მბრძანებლობდა მთელი არმია ისპრავნიკე-ბისა, ურიადნიკებისა, ჟანდარმებისა, პოლიციელებისა, ჩაფრებისა,რომლებიც იცავდნენ მეფეს, კაპიტალისტებს, მემამულეებს მშრო-მელთა წინააღმდეგ, ექსპლუატირებულთა წინააღმდეგ. 1903 წლამ-დე არსებობდა ფიზიკური დასჯა. მიუხედავად ბატონყმობის გაუქმე-

    10

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    ბისა, გლეხებს როზგავდნენ ოდნავი დანაშაულისათვის, ხარკის გა-დაუხდელობისათვის. მუშებს სცემდნენ პოლიცია და ყაზახები, გან-საკუთრებით გაფიცვების დროს, როდესაც მუშები სწყვეტდნენ მუ-შაობას, რადგან ისინი მეფაბრიკეების მხრით შევიწროებას ვეღარიტანდნენ. მუშებსა და გლეხებს მეფის რუსეთში არავითარი პოლი-ტიკური უფლებები არა ჰქონდათ. მეფის თვითმპყრობელობა ხალ-ხის უბოროტესი მტერი იყო.

    მეფის რუსეთი ხალხთა საპყრობილე იყო. მეფის რუსეთის მრა-ვალრიცხოვანი არარუსი ხალხები სრულიად უუფლებონი იყვნენ. გა-ნუწყვეტლივ განიცდიდნენ ყოველგვარ დამცირებასა და შეურაც-ხყოფას. მეფის მთავრობა აჩვევდა რუს მოსახლეობას ისე ეცქირა ნა-ციონალური ოლქების მკვიდრი ხალხებისათვის, როგორც დაბალირასისათვის, ოფიციალურად უწოდებდა მათ «ინოროდცებს», ნერ-გავდა ზიზღსა და სიძულვილს მათდამი. მეფის მთავრობა შეგნებუ-ლად აღვივებდა ნაციონალურ შუღლს, ამხედრებდა ერთ ხალხს მე-ორის წინააღმდეგ, აწყობდა ებრაელთა დარბევებს, თათარ-სომეხთახოცვა-ჟლეტას ამიერკავკასიაში.

    ნაციონალურ ოლქებში ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოთანამდებობანი რუს ჩინოვნიკებს ეჭირათ. მთელი საქმეები დაწესე-ბულებებში, სასამართლოებში რუსულ ენაზე სწარმოებდა, აკრძა-ლული იყო ნაციონალურ ენებზე გაზეთებისა და წიგნების გამოცემა.სკოლებში აკრძალული იყო დედაენაზე სწავლა. მეფის მთავრობამიისწრაფოდა ჩაეხრჩო ნაციონალური კულტურის ყოველგვარი გა-მოვლინება, ატარებდა არარუს ეროვნებათა ძალდატანებითი «გა-რუსების» პოლიტიკას. ცარიზმი არარუს ხალხთა ჯალათად დამტანჯველად გამოდიოდა.

    ბატონყმობის გაუქმების შემდეგ რუსეთში სამრეწველო კაპიტა-ლიზმის განვითარება საკმაოდ სწრაფად წავიდა, მიუხედავად ბატონ-ყმობის ნაშთებისა, რომლებიც კიდევ აფერხებდნენ ამ განვითარებას.25 წლის მანძილზე, 1865-დან 1890 წლამდე, მუშათა რაოდენობა მარ-ტო დიდ ფაბრიკებში, ქარხნებში და რკინიგზებზე გაიზარდა 706 ათა-სიდან 1.433 ათასამდე, ესე იგი ერთი-ორად და უფრო მეტად.

    11

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    კიდევ უფრო სწრაფად იწყო განვითარება კაპიტალისტურმამსხვილმა მრეწველობამ რუსეთში 90-იან წლებში. 90-იანი წლების დამ-ლევისათვის მუშების რაოდენობა დიდ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამ-თო მრეწველობაში, რკინიგზებზე, ევროპის რუსეთის მარტო 50 გუბერ-ნიაში 2.207 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მთელ რუსეთში — 2792 ათა-სამდე. ეს იყო თანამედროვე სამრეწველო პროლეტარიატი, რომელიცძირფესვიანად განსხვავდებოდა ბატონყმური პერიოდის ფაბრიკებისმუშებისაგან და წვრილი, კუსტარული და ყოველგვარი სხვა მრეწვე-ლობის მუშებისაგან, როგორც მსხვილ კაპიტალისტურ საწარმოებშითავმოყრით, ისე თავისი საბრძოლო რევოლუციური თვისებებით.

    90-იანი წლების სამრეწველო აღმავლობა პირველ რიგში დაკავ-შირებული იყო რკინიგზების გაძლიერებულ მშენებლობასთან. ათიწლის განმავლობაში (1890-1900 წლები) გაიყვანეს 21 ათას ვერსზემეტი ახალი რკინიგზები. რკინიგზებს უდიდესი რაოდენობით სჭირ-დებოდათ ლითონი (რელსებისა, ორთქლმავლებისა და ვაგონები-სათვის), სჭირდებოდათ სულ უფრო და უფრო მეტი სათბობი, ქვა-ნახშირი და ნავთი. ამან გამოიწვია მეტალურგიისა და სათბობ მასა-ლათა მრეწველობის განვითარება.

    ისევე როგორც ყველა კაპიტალისტურ ქვეყანაში, რევოლუციამ-დელ რუსეთში სამრეწველო აღმავლობის წლები იცვლებოდა სამრეწ-ველო კრიზისების, მრეწველობის ერთ წერტილზე შეჩერების წლებით,რომლებიც დიდად აუარესებდნენ მუშათა კლასის მდგომარეობას,უმუშევრობასა და სიღატაკეში აგდებდნენ ასეულ ათასობით მუშებს.

    თუმცა კაპიტალიზმის განვითარება ბატონყმობის გაუქმებისშემდეგ რუსეთში საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა, მაინც რუსეთიძალიან ჩამორჩებოდა თავისი ეკონომიური განვითარებით სხვა კა-პიტალისტურ ქვეყნებს. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჯერკიდევ სოფლის მეურნეობას მისდევდა. თავის განთქმულ წიგნში«კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში» ლენინს მოჰყავდა დიდმნიშვნელოვანი ციფრები მოსახლეობის საყოველთაო აღწერისა,რომელიც მოხდა 1897 წელს. აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობაშიჩაბმული იყო მთელი მოსახლეობის დაახლოებით ხუთი მეექვსედი,ხოლო მსხვილ და წვრილ მრეწველობაში, ვაჭრობაში, რკინიგზის და

    12

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    წყლის ტრანსპორტზე, მშენებლობაში, ხე-ტყის დამუშავებაზე და ასეშემდეგ ჩაბმული იყო მთელი მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებითერთი მეექვსედი ნაწილი.

    ეს ცხადჰყოფს, რომ რუსეთი, მიუხედავად მასში კაპიტალიზმისგანვითარებისა, იყო აგრარული, ეკონომიურად ჩამორჩენილი ქვეყა-ნა, წვრილბურჟუაზიული ქვეყანა, ესე იგი ისეთი, რომელშიც კიდევსჭარბობდა წვრილმესაკუთრული, მცირედ ნაყოფიერი ერთპიროვ-ნული გლეხური მეურნეობა.

    კაპიტალიზმის განვითარება მიმდინარეობდა არა მარტო ქალა-ქად, არამედ სოფლადაც. გლეხობა, რევოლუციამდელი რუსეთისყველაზე მრავალრიცხოვანი კლასი, იშლებოდა, ფენებად იყოფოდა.სოფლად ყველაზე შეძლებული გლეხებიდან გამოიყოფოდა კულაკუ-რი ზედაფენა, სოფლის ბურჟუაზია, ხოლო, მეორე მხრით, ბევრიგლეხი ღატაკდებოდა, იზრდებოდა ღარიბი გლეხების, სოფლის პრო-ლეტარებისა და ნახევრად პროლეტარების რაოდენობა. საშუალოგლეხების რაოდენობა კი წლითი-წლობით მცირდებოდა.

    1903 წელს რუსეთში ითვლებოდა დაახლოებით 10 მილიონი გლე-ხური კომლი. თავის ბროშურაში «ღარიბი გლეხობისადმი» ლენინმაგამოიანგარიშა, რომ კომლთა ამ რაოდენობიდან არანაკლებ სამნახე-ვარი მილიონი კომლისა უცხენო გლეხები იყვნენ. ეს უღარიბესი გლე-ხური კომლები ჩვეულებრივად მიწის უმნიშვნელო ნაკვეთს თესავ-დნენ დანარჩენ მიწას კი კულაკებს იჯარით აძლევდნენ, ხოლო თვი-თონ საშოვარზე მიდიოდნენ. თავისი მდგომარეობით უღარიბესი გლე-ხები ყველაზე ახლოს იდგნენ პროლეტარიატთან. ლენინი მათ სოფლისპროლეტარებს ანუ ნახევრად პროლეტარებს უწოდებდა.

    მეორე მხრით, მილიონნახევარმა მდიდარმა, კულაკურმა გლეხურ-მა კომლმა (სულ არსებული 10 მილიონ გლეხურ კომლიდან) ხელში ჩა-იგდო გლეხობის მთელი ნათესების ნახევარი. ეს გლეხური ბურჟუაზიამდიდრდებოდა იმით, რომ ავიწროებდა ღარიბ და საშუალო გლეხო-ბას, ჯიბეს ისქელებდა მოჯამაგირეთა და დღიურ მოქირავეთა შრო-მის ხარჯზე და იქცეოდა სასოფლო-სამეურნეო კაპიტალისტებად.

    გასული საუკუნის უკვე 70-იან და განსაკუთრებით 80-იან წლებ-ში მუშათა კლასმა რუსეთში გამოღვიძება იწყო და დაიწყო ბრძოლა

    13

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    კაპიტალისტების წინააღმდეგ. მუშების მდგომარეობა მეფის რუ-სეთში არაჩვეულებრივად მძიმე იყო. 80-იან წლებში სამუშაო დღეფაბრიკებსა და ქარხნებში 12½ საათზე ნაკლები არ იყო, ხოლო სა-ფეიქრო მრეწველობაში 14-15 საათს აღწევდა. ფართოდ სწარმოებ-და ქალთა და ბავშვთა შრომის ექსპლუატაცია. ბავშვები იმდენსავესაათს მუშაობდნენ, რამდენსაც სრულასაკოვანნი, მაგრამ ღებულობ-დნენ, ისევე როგორც ქალები, გაცილებით ნაკლებ ხელფასს. ხელფა-სი მეტისმეტად დაბალი იყო. მუშების მეტი ნაწილი თვეში 7-8 მა-ნეთს ღებულობდა. ყველაზე მაღალხელფასიანი მუშები ლითონისდამმუშავებელ და სამსხმელო ქარხნებში ღებულობდნენ არაუმეტეს35 მანეთისა თვეში. არ არსებობდა შრომის არავითარი დაცვა, რაციწვევდა მუშების მასობრივ დასახიჩრებასა და სიკვდილს. არ იყომუშების დაზღვევა, სამედიცინო დახმარებას მხოლოდ ფასით უწევ-დნენ. არაჩვეულებრივად მძიმე იყო საბინაო პირობები. პატარ-პატა-რა ბნელ ოთახებში, მუშათა ყაზარმებში, 10-12 მუშა ცხოვრობდა. მე-ფაბრიკეები ხშირად ატყუებდნენ მუშებს ანგარიშში, აიძულებდნენმეწარმის დუქნებში ეყიდათ პროდუქტები ერთი-სამად უფრო ძვი-რად, ჯარიმების საშუალებით ძარცვავდნენ მუშებს.

    მუშებმა დაიწყეს ერთმანეთთან შეთანხმება და ფაბრიკის, ქარ-ხნის პატრონისათვის ერთად მოთხოვნის წარდგენა თავისი აუტანე-ლი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ისინი სტოვებდნენ სა-მუშაოს, ესე იგი აცხადებდნენ გაფიცვას. პირველი გაფიცვები 70-იანდა 80-იან წლებში ჩვეულებრივად წარმოიშვებოდა აუტანელი ჯა-რიმების, მუშებთან ანგარიშის გასწორების დროს მათი თვალის ახ-ვევის, მოტყუების, შეფასებათა დაკლების გამო.

    მოთმინებიდან გამოსული მუშები პირველი გაფიცვების დროსზოგჯერ ამტვრევდნენ მანქანებს, ამსხვრევდნენ მინებს ფაბრიკის შენო-ბებში, ანადგურებდნენ ფაბრიკის პატრონის დუქნებსა და კანტორებს.

    მოწინავე მუშებმა თანდათანობით შეიგნეს, რომ კაპიტალისტებ-თან წარმატებით ბრძოლისათვის საჭირო იყო ორგანიზაცია. უკვეჩნდებოდნენ მუშათა კავშირები.

    14

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    1875 წელს ოდესაში მოეწყო «სამხრეთ-რუსეთის მუშათა კავში-რი». ამ პირველმა მუშათა ორგანიზაციამ 8-9 თვეს იარსება, შემდეგიგი მეფის მთავრობამ გაანადგურა.

    პეტერბურგში 1878 წელს მოეწყო «რუს მუშათა ჩრდილოეთისკავშირი», რომლის სათავეშიც იდგნენ დურგალი ხალტურინი და ზე-ინკალი ობნორსკი. ამ კავშირის პროგრამაში ნათქვამი იყო, რომ თა-ვისი ამოცანებით იგი დასავლეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათაპარტიებს ემხრობოდა. კავშირის საბოლოო მიზნად დასახული იყოსოციალისტური რევოლუციის გატარება — «სახელმწიფოს არსებუ-ლი პოლიტიკური და ეკონომიური წყობილების დამხობა, როგორცუაღრესად უსამართლო წყობილებისა». კავშირის ერთ ერთი ორგა-ნიზატორი — ობნორსკი — ერთხანს საზღვარგარეთ ცხოვრობდა,იქ გაეცნო მარქსისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიებისა და Iინტერნაციონალის საქმიანობას, ინტერნაციონალისა, რომელსაცმარქსი ხელმძღვანელობდა. ამან თავისი კვალი დააჩნია «რუს მუშა-თა ჩრდილოეთის კავშირის» პროგრამას. თავის უახლოეს ამოცანადეს კავშირი ისახავდა ხალხისათვის პოლიტიკური თავისუფლებისადა პოლიტიკური უფლებების (სიტყვის, პრესის თავისუფლების, კრე-ბების უფლებისა და ასე შემდეგ) მოპოვებას. უახლოეს მოთხოვნათაშორის იყო აგრეთვე სამუშაო დღის განსაზღვრა.

    კავშირის წევრთა რიცხვი 200 კაცს აღწევდა, და ამდენივე იყოთანამგრძნობი. კავშირი იწყებდა მონაწილეობის მიღებას მუშათაგაფიცვებში, ხელმძღვანელობდა მათ. მეფის მთავრობამ მუშათა ესკავშირიც გაანადგურა.

    მაგრამ მუშათა მოძრაობა ზრდას განაგრძობდა, სულ ახალ დაახალ რაიონებს ედებოდა. 80-იან წლებში დიდძალი გაფიცვები მოხ-და. ხუთ წელიწადში (1881-1886 წლები) მოხდა 48-ზე მეტი გაფიცვა,რომლებშიც მონაწილეობდა 80 ათასი მუშა.

    რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში განსაკუთრებით დიდიმნიშვნელობა ჰქონდა დიდ გაფიცვას, რომელმაც იფეთქა 1885 წელსმოროზოვის ფაბრიკაში ორეხოვო-ზუევოში.

    ამ ფაბრიკაში დაახლოებით 8 ათასი მუშა მუშაობდა. მუშაობისპირობები დღითიდღე უარესდებოდა: 1882-დან 1884 წლამდე ხუთ-

    15

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    ჯერ მოხდა ხელფასის დაკლება, ამასთან 1884 წელს შეფასებები ერ-თბაშად შემცირებულ იქნა ერთი მეოთხედით, ე. ი. 25 პროცენტით.მაგრამ გარდა ამისა მეფაბრიკე მოროზოვმა მუშები ჯარიმებით გა-აწამა. როგორც გაფიცვის შემდეგ სასამართლოში გამოირკვა, ყოვე-ლი გამომუშავებული მანეთიდან მუშას ჯარიმების სახით მეფაბრი-კის სასარგებლოდ ართმევდნენ 30-დან 50 კაპიკამდე. მუშებმა ვე-ღარ აიტანეს ეს ძარცვა და 1885 წლის იანვარში გაფიცვა გამოაცხა-დეს. გაფიცვა წინასწარ ორგანიზებული იყო. მას ხელმძღვანელობდამოწინავე მუშა პეტრე მოისეენკო, რომელიც წინათ «რუს მუშათაჩრდილოეთის კავშირის» წევრი იყო და უკვე ჰქონდა რევოლუციუ-რი გამოცდილება. გაფიცვის წინადღით მოისეენკომ სხვა, ყველაზემეტად შეგნებულ ფეიქრებთან ერთად შეიმუშავა მეფაბრიკისათვისწარსადგენად მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც დაამტკიცეს მუ-შათა ფარულ თათბირზე. უწინარეს ყოვლისა მუშები მოითხოვდნენმძარცველურ ჯარიმათა შეწყვეტას.

    ეს გაფიცვა შეიარაღებული ძალით ჩააქრეს. 600-ზე მეტი მუშადააპატიმრეს, რამდენიმე ათეული მათგანი სამართალში მისცეს.

    ასეთივე გაფიცვები ხდებოდა 1885 წელს ივანოვო-ვოზნესენსკისფაბრიკებში.

    შემდეგ წელს მეფის მთავრობა, მუშათა მოძრაობის ზრდით შე-შინებული, იძულებული გახდა გამოეცა კანონი ჯარიმათა შესახებ.ამ კანონში ნათქვამი იყო, რომ ჯარიმებით შემოსული ფული მეფაბ-რიკის ჯიბეში კი არ უნდა მიდიოდეს, არამედ თვით მუშათა საჭი-როებებს ხმარდებოდესო.

    მოროზოვის ფაბრიკაში მომხდარი და სხვა გაფიცვების გამოც-დილებით მუშებმა შეიგნეს, რომ მათ ბევრის მიღწევა შეეძლოთ ორ-განიზებული ბრძოლით. მუშათა მოძრაობამ დაიწყო თავისი წრიდანუნარიან ხელმძღვანელთა და ორგანიზატორთა გამოყოფა, რომლე-ბიც მტკიცედ იცავდნენ მუშათა კლასის ინტერესებს.

    ამავე დროს მუშათა მოძრაობის ზრდის ნიადაგზე და დასავლეთევროპის მუშათა მოძრაობის გავლენით რუსეთში იწყება პირველიმარქსისტული ორგანიზაციების შექმნა.

    16

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    2. ნაროდნიკობა და მარქსიზმი რუსეთში. პლეხანოვი და მი-სი «შრომის გათავისუფლების» ჯგუფი. პლეხანოვის ბრძო-ლა ნაროდნიკობასთან. მარქსიზმის გავრცელება რუსეთში

    მარქსისტული ჯგუფების აღმოცენებამდე რევოლუციურ მუშაო-ბას რუსეთში ეწეოდნენ ნაროდნიკები, რომლებიც მარქსიზმის მოწი-ნააღმდეგენი იყვნენ.

    რუსეთის პირველი მარქსისტული ჯგუფი აღმოცენდა 1883წელს. ეს იყო ჯგუფი «შრომის გათავისუფლება», რომელიც გ. ვ.პლეხანოვმა მოაწყო საზღვარგარეთ, ჟენევაში, სადაც იგი იძულებუ-ლი გახდა წასულიყო, რევოლუციური მოღვაწეობისათვის მეფისმთავრობის მხრივ დევნის გამო.

    პლეხანოვი მანამდე თვითონ იყო ნაროდნიკი. ემიგრაციაში იგიგაეცნო მარქსიზმს, რის შემდეგ გასწყვიტა კავშირი ნაროდნიკობას-თან და გახდა მარქსიზმის გამოჩენილი პროპაგანდისტი.

    «შრომის გათავისუფლების» ჯგუფმა შეასრულა დიდი მუშაობამარქსიზმის გასავრცელებლად რუსეთში. მან თარგმნა რუსულ ენაზემარქსისა და ენგელსის შრომები: «კომუნისტური პარტიის მანიფეს-ტი», «დაქირავებული შრომა და კაპიტალი»,. «სოციალიზმის განვი-თარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ» და სხვანი, დაბეჭდა ისინისაზღვარგარეთ და იწყო მათი ფარულად გავრცელება რუსეთში. გ.ვ. პლეხანოვმა, ზასულიჩმა, აქსელროდმა და ამ ჯგუფის სხვა მონა-წილეებმა დასწერეს აგრეთვე მთელი რიგი ნაწარმოებები, რომლებ-შიც ისინი განმარტავდნენ მარქსისა და ენგელსის მოძღვრებას, გან-მარტავდნენ მეცნიერული სოციალიზმის იდეებს.

    მარქსი და ენგელსი, პროლეტარიატის დიდი მასწავლებლები,პირველნი იყვნენ, რომლებმაც, წინააღმდეგ სოციალისტ-უტოპისტე-ბისა, განმარტეს, რომ სოციალიზმი მეოცნებეთა (უტოპისტთა) გამო-ნაგონი კი არ არის, არამედ თანამედროვე კაპიტალისტური საზოგა-დოების განვითარების აუცილებელი შედეგია. მათ გვიჩვენეს, რომკაპიტალისტური წყობილება დაეცემა ისევე, როგორც დაეცა ბატონ-ყმური წყობილება, რომ კაპიტალიზმი თვითონვე ჰქმნის თავის მე-საფლავეს პროლეტარიატის სახით. მათ გვიჩვენეს, რომ მხოლოდპროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლა, მხოლოდ პროლეტარიატის

    17

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    გამარჯვება ბურჟუაზიაზე იხსნის კაცობრიობას კაპიტალიზმისაგან,ექსპლუატაციისაგან.

    მარქსი და ენგელსი ასწავლიდნენ პროლეტარიატს შეეგნო თავი-სი ძალები, შეეგნო თავისი კლასობრივი ინტერესები და გაერთიანე-ბულიყო ბურჟუაზიის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისათვის.მარქსმა და ენგელსმა აღმოაჩინეს კაპიტალისტური საზოგადოებისგანვითარების კანონები და მეცნიერულად დაამტკიცეს, რომ კაპი-ტალისტური საზოგადოების განვითარებას და ამ საზოგადოებაშიკლასობრივ ბრძოლას გარდუვალად უნდა მოჰყვეს კაპიტალიზმისდაცემა, პროლეტარიატის გამარჯვება, პროლეტარიატის დიქტატურა.

    მარქსი და ენგელსი გვასწავლიდნენ, რომ კაპიტალის ძალაუფ-ლებისაგან თავის დაღწევა და კაპიტალისტური საკუთრების გადაქ-ცევა საზოგადოებრივ საკუთრებად შეუძლებელია მშვიდობიანიგზით, რომ ამის მიღწევა მუშათა კლასს შეუძლია მხოლოდ რევო-ლუციური ძალდატანების გამოყენებით ბურჟუაზიის წინააღმდეგ,პროლეტარული რევოლუციის გზით, თავისი პოლიტიკური ბატონო-ბის — პროლეტარიატის დიქტატურის — დამყარების გზით, რო-მელმაც უნდა დათრგუნოს ექსპლუატატორთა წინააღმდეგობა დაშექმნას ახალი, უკლასო კომუნისტური საზოგადოება.

    მარქსი და ენგელსი გვასწავლიდნენ, რომ სამრეწველო პროლე-ტარიატი წარმოადგენს კაპიტალისტური საზოგადოების ყველაზერევოლუციურ და ამიტომ — ყველაზე მოწინავე კლასს, რომ მხო-ლოდ ისეთ კლასს, როგორიც არის პროლეტარიატი, შეუძლია შემო-იკრიბოს გარშემო კაპიტალიზმით უკმაყოფილო ყველა ძალები დაწაიყვანოს ისინი იერიშზე კაპიტალიზმის წინააღმდეგ. მაგრამ ძველისამყარო რომ დაამარცხოს და შექმნას ახალი უკლასო საზოგადოება,პროლეტარიატს უნდა ჰყავდეს თავისი საკუთარი მუშათა პარტია,რომელსაც მარქსი და ენგელსი კომუნისტურ პარტიას უწოდებდნენ.

    მარქსისა და ენგელსის შეხედულებათა გავრცელებას შეუდგაკიდეც რუსეთის პირველი მარქსისტული ჯგუფი, პლეხანოვის «შრო-მის გათავისუფლების» ჯგუფი.

    «შრომის გათავისუფლების» ჯგუფმა აღმართა მარქსიზმისდროშა რუსულ საზღვარგარეთულ პრესაში იმ მომენტში, როდესაც

    18

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    რუსეთში ჯერ კიდევ არ იყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა.აუცილებელი იყო ამ მოძრაობისათვის გზის გაკაფვა უწინარეს ყოვ-ლისა თეორიულად, იდეურად. იმ დროს მარქსიზმისა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის გავრცელების გზაზე მთავარი იდეურიდაბრკოლება იყო ნაროდნიკული შეხედულებები, რომლებიც სჭარ-ბობდნენ მაშინ მოწინავე მუშებსა და რევოლუციურად განწყობილინტელიგენციაში.

    რუსეთში კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად მუშათა კლა-სი გარდაიქმნებოდა მძლავრ მოწინავე ძალად, რომელსაც შესწევდაორგანიზებული რევოლუციური ბრძოლის უნარი. მაგრამ ნაროდნი-კებს არ ესმოდათ მუშათა კლასის მოწინავე როლი. რუსი ნაროდნი-კები შეცდომით თვლიდნენ, რომ მთავარ რევოლუციურ ძალას წარ-მოადგენს არა მუშათა კლასი, არამედ გლეხობა, რომ მეფისა და მე-მამულეთა ძალაუფლების დამხობა შეიძლება მხოლოდ გლეხური«ბუნტების» გზით. ნაროდნიკები არ იცნობდნენ მუშათა კლასს დამათ არ ესმოდათ, რომ მუშათა კლასთან კავშირის გარეშე და მისიხელმძღვანელობის გარეშე მარტო გლეხები ვერ შესძლებენ ცარიზ-მისა და მემამულეთა დამარცხებას. ნაროდნიკებს არ ესმოდათ, რომმუშათა კლასი წარმოადგენს საზოგადოების ყველაზე რევოლუციურდა ყველაზე მოწინავე კლასს.

    ნაროდნიკები თავდაპირველად შეეცადნენ აემხედრებინათ გლე-ხები მეფის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ მიზნით რე-ვოლუციური ინტელიგენტური ახალგაზრდობა, გლეხის ტანსაცმელ-ში გადაცმული, დაიძრა სოფლისაკენ — «ხალხში», როგორც მაშინამბობდნენ. აქედან წარმოსდგა თვით სახელწოდება «ნაროდნიკები»(ხალხოსნები). მაგრამ გლეხობა არ გაჰყვა მათ, ვინაიდან ისინი არცგლეხებს იცნობდნენ, როგორც საჭიროა, და არც ესმოდათ მათი. ნა-როდნიკების უმრავლესობა დააპატიმრა პოლიციამ. მაშინ ნაროდნი-კებმა გადასწყვიტეს განეგრძოთ ბრძოლა მეფის თვითმპყრობელო-ბის წინააღმდეგ მარტო თავისი ძალებით, უხალხოდ, რასაც კიდევუფრო სერიოზული შეცდომები მოჰყვა.

    ნაროდნიკულმა ფარულმა საზოგადოებამ «ნაროდნაია ვოლიამ»იწყო მეფის მოკვლის მზადება. 1881 წლის 1 მარტს ნაროდოვოლ-

    19

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    ცებმა ნასროლი ყუმბარით შესძლეს მეფე ალექსანდრე II მოკვლამაგრამ ამან ხალხს არავითარი სარგებლობა არ მოუტანა. ცალკეულპირთა მოკვლით არ შეიძლებოდა მეფის თვითმპყრობელობის დამ-ხობა, არ შეიძლებოდა მემამულეთა კლასის მოსპობა. (მოკლული მე-ფის ადგილი დაიკავა სხვამ — ალექსანდრე III, რომლის დროსაც მუ-შათა და გლეხთა ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდა).

    ცალკეულ მკვლელობათა საშუალებით, ინდივიდუალური ტერო-რის საშუალებით ცარიზმთან ბრძოლის გზა, რომელიც ნაროდნიკებ-მა აირჩიეს, მცდარი და რევოლუციისათვის მავნე იყო. ინდივიდუა-ლური ტერორის პოლიტიკა გამომდინარეობდა არასწორი ნაროდნი-კული თეორიიდან აქტიური «გმირებისა» და პასიური «ბრბოს» შე-სახებ, რომელიც «გმირებისაგან» საგმირო საქმეებს მოელის. ესყალბი თეორია ლაპარაკობდა, რომ მხოლოდ ცალკეული გამოჩენი-ლი ერთეულები ჰქმნიან ისტორიას, ხოლო მასას, ხალხს, კლასს,«ბრბოს», როგორც აგდებულად ამბობდნენ ნაროდნიკი მწერლები,არ შესწევს უნარი შეგნებული, ორგანიზებული მოქმედებისა, მას შე-უძლია მხოლოდ ბრმად მისდიოს «გმირებს». ამიტომ ნაროდნიკებმახელი აიღეს გლეხობასა და მუშათა კლასში მასობრივ რევოლუციურმუშაობაზე და ინდივიდუალურ ტერორზე გადავიდნენ. ნაროდნიკებ-მა აიძულეს იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი რევოლუციონერი სტე-ფანე ხალტურინი შეეწყვიტა მუშაობა რევოლუციური მუშათა კავ-შირის ორგანიზაციის ხაზით და მთლიანად ტერორზე გადასულიყო.

    ნაროდნიკები მშრომელთა ყურადღებას აშორებდნენ მჩაგვრელ-თა კლასთან ბრძოლას იმით, რომ მიმართავდნენ ამ კლასის ცალკე-ულ წარმომადგენელთა მკვლელობას, რაც რევოლუციისათვისუსარგებლო იყო. ისინი აფერხებდნენ მუშათა კლასისა და გლეხობისრევოლუციური ინიციატივისა და აქტივობის განვითარებას.

    ნაროდნიკები ხელს უშლიდნენ მუშათა კლასს შეეგნო თავისიხელმძღვანელი როლი რევოლუციაში და აფერხებდნენ მუშათა კლა-სის დამოუკიდებელი პარტიის შექმნას.

    თუმცა ნაროდნიკების ფარული ორგანიზაცია დაამსხვრია მეფისმთავრობამ, მაგრამ ნაროდნიკული შეხედულებები კიდევ დიდხანსრჩებოდა რევოლუციურად განწყობილ ინტელიგენციაში. ნაროდნიკე-

    20

  • თავი I. ბრძოლა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნისათვის რუსეთში

    ბის ნაშთები დაჟინებით უწევდნენ წინააღმდეგობას მარქსიზმის გავ-რცელებას რუსეთში, ხელს უშლიდნენ მუშათა კლასის ორგანიზებას.

    ამიტომ მარქსიზმი რუსეთში შეიძლებოდა გაზრდილიყო და გან-მტკიცებულიყო მხოლოდ ნაროდნიკობასთან ბრძოლაში.

    «შრომის გათ�