9
1 EU GEORGIA Issue 9 July 2015 ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ,,საქართველოს ახალი შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან“ ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით 27 აპრილს ბრიუსელში გაიხსნა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ,,საქართველოს ახალი შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან.“ კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქ- ტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორი გერჰარდ შუმან–ჰიცლერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. 2 2 3 4 6 8 9 ფოტო: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო gamoSveba 9 ivnisi 2015 Sinaarsi gamoSveba 9 ivnisi 2015 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახე- ლწოდებით ,,საქართველოს ახალი შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან“ ევროკავშირის დაფინანსებით სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დახმარების პროექტი დაიწყო თვალის ერთი გადავლებით: ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში 45 მილიონი თხილისა და კაკლის ექსპორტიდან საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სახელმწიფო სააგენტო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ერთ–ერთი მექანიზმია იცით თუ არა რომ … ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან გატანილი საქონლის სიაში პირველი ადგილი კაკალმა და თხილმა დაიკავა დაგეგმილი ღონისძიებები: სემინარი: ,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების პერსპექტივები“

ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

  • Upload
    others

  • View
    6

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

1 1

EU GEORGIAIs

sue

9 Ju

ly 2

015

ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ,,საქართველოს ახალი შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან“

ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს

ორგანიზებით 27 აპრილს ბრიუსელში

გაიხსნა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით

,,საქართველოს ახალი შესაძლებლობები

- თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან.“

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქ-

ტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო

მინისტრი დავით ბაქრაძე, ევროკომისიის

სამეზობლოსა და გაფართოების

დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს

დირექტორი გერჰარდ შუმან–ჰიცლერი და

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

2

2

34

6

8

9

ფოტო: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო

gamoSveba 9 ivnisi 2015Si

naar

siga

moSv

eba

9 iv

nisi

2015

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

• ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახე-ლწოდებით ,,საქართველოს ახალი შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან“

• ევროკავშირის დაფინანსებით სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დახმარების პროექტი დაიწყო

თვალის ერთი გადავლებით:

• ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში

• 45 მილიონი თხილისა და კაკლის ექსპორტიდან

• საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სახელმწიფო სააგენტო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ერთ–ერთი მექანიზმია

იცით თუ არა რომ …

• ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან გატანილი საქონლის სიაში პირველი ადგილი კაკალმა და თხილმა დაიკავა

დაგეგმილი ღონისძიებები:

• სემინარი: ,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების პერსპექტივები“

Page 2: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

2

ბიზნესი, ისევე როგორც მთავრობა, ევროკავშირთან ასოცირების პროცესის ერთ–ერთი მთავარი მონაწილე და მოსარგებლეა; ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. 65 დიდ, საშუალო და მცირე ქართულ საწარმოს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო კონფერენციაში და შეხვედროდა ევროკავშირის სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ფინანსურ სერვისებში, ტექსტილის წარმოებაში, ტურიზმსა და სხვა სფეროებში დასაქმებულ საწარმოებს იმ მთავარ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზოგიერთი მუხლის ამოქმედებას მოჰყვა.

საქართველოში კანონმდებლობის ჰარმონიზება მხოლოდ ახლა იწყება და სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ბიზნესკონფერენციის ჩატარება ასეთ დროს. კონფერენციამ ხელი შეუწყო ევროპულ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს უშუალოდ ბიზნესისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოში არსებული სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შე-სახებ, რაც გავლენას მოახდენს ბიზნესის და

მომსახურების სფეროებზე. ამასთან, კონფერენციამ შესაძლებლობა მისცა ბიზნესის წარმომადგენ-ლებს, წარმოეჩინათ თავიანთი საქმიანობა და ეფიქრათ ევროპულ კომპანიებთან შესაძლო პარტნიორობაზე.

ამ ფორუმის მთავარი მიზანი არ იყო მხოლოდ ზოგადი პარტნიორობის შესაძლებლობების შეთა-ვაზება და საუკეთესო მაგალითების გაზიარება – საუბარი იყო კონკრეტულ პროექტებზე. ევრო-პულმა და ქართულმა ბიზნესებმა ბიზნესფორუმის ფარგლებში მოწყობილი კონკრეტული B2B შეხვედრები სწორედ ამ მიზნით გამოიყენეს. კონფერენციას მოჰყვა ბიზნესექსპო და ეკონომიკური ფოტოგამოფენა, სადაც ქართულმა კომპანიებმა თავიანთი პროდუქციის საუკეთესო ნიმუშები წარმოაჩინეს.

კონფერენციის დაფინანსება მოხდა ევრო-

კავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს დახმარების ვრცელი პროექტიდან, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ასოცირების შეთანმხებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოპულარიზებას საწარმოებში, სავაჭრო კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

2015 წლის 6 ივლისს თბილისში მოეწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დახმარების პროექტის ოფიციალური გახსნა. პროექტი, რომლის ღირებულება 1,5 მლნ ევროა, მიზნად ისახავს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს განვითარებას ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად. პროექტს განახორციელებს საკონსულტაციო კომპანია ACE International Consultants, კომპანიებთან AENOR და Expertise France კონსორციუმის ფარგლებში, შვედეთის სტანდარტების ინსტიტუტსა და სლოვაკეთის სტანდარტების, მეტროლოგიის და ტესტირების

სამსახურთან ერთად. პროექტში გათვალისწინებულია სტანდარტებისა და მეტროლოგიის განყოფილებების შესაძლებლობების გაზრდა, რომ სხვა საქმიანობასთან ერთად მათ შეძლონ სააგენტოს ხარისხის მართვის სისტემებისა და ტექნიკური კომიტეტების მუშაობის გაუმჯობესება. ევროკავშირმა დაიწყო ასევე 500 000 ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც აკრედიტაციის სფეროს დაეხმარება. ექსპერტთა პირველი შეხვედრა 14 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გაიმართა. ყველა ეს პროექტი ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამის ვაჭრობის კომპონენტიდან ფინანსდება.

ევროკავშირის დაფინანსებით სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დახმარების პროექტი დაიწყო

http://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/news/2015/20150427_01_en.pdf

-

http://eeas.europa.eu/delegations/georgia/eu_georgia/trade_relation/index_en.htm

-

ფოტო: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო

Page 3: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

2 3

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ადმი-ნისტრაციული მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ევროკავშირში მათი არალეგალური რეგისტრაციისა და ფალსიფიცირებისგან; ასევე, ფალსიფიცირებული ქართული საქონლის გაუვრცელებლობას ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე. ტრადიციული ქართული პროდუქტების უმეტესობა (ღვინო, მინერალური წყლები, სხვადასხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქტები) ექსპორტზეა ორიენტირებული და ხშირად, სხვადასხვა ევროპულ ბაზრებზე ხდება მათი ფალსიფიცირება, რაც ამ სახეობის ქართული პროდუქციის რეპუტაციას აზარალებს.

გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის შემუშავების მიზნით, საქართველოს ერო-ვნული ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი ,,საქპატენტი“ აგრძელებს პოტენციური ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ძიებასა და შეფასებას, მათი სამომავლო რეგისტრაციის მიზნით. ,,საქპატენტი“ საქართველოს რეგიონებში ისეთ პროდუქტებს ეძებს, რომლებიც მაღალი ხარისხით და უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ეს კონკრეტული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობებითაა გამოწვეული. ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დახმარებით ,,საქპატენტმა“ დაიწყო მუშაობა გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლის სისტემისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც ევროკავშირის

სტანდარტების შესაბამისი იქნება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების მე–9 თავში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს შეეხება, ორი მთავარი მიზანია განსაზღვრული: პირველი დაკავშირებულია ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქციის წარმოებასა და კომერციალიზაციასთან, ხოლო მეორე მოითხოვს შესაბამისი დონის ინტე-ლექტუალური საკუთრების უფლების შექმნასა და მის ადეკვატურად და ეფექტურად დაცვას.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირს წვლილი შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში საზოგადოების ინფორმირებასა და ამ სფეროში საზოგადოების ზოგადი ცნობიერების ამაღლებში პროცესში. სწორედ ამ მიზანს ისახავდა ევროკავშირის წარმომა-დგენლობის მონაწილეობა ,,საქ-პატენტის“ მიერ 2015 წლის 26 აპრილს თბილისში ორგანიზებული ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღნიშვნაში. ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილ მიღებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბატონი რიჩარდ ნორლანდი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ბორის იაროშევიჩი და ,,საქპატენტის“ თავმჯდომარე ბატონი ნიკოლოზ გოგილიძე.

ამ ღონისძიებიდან რამდენიმე დღეში, 28 აპრილს თბილისმა პირველად უმანსპინძლა ორგანიზაცია CICAS–ის (ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებათა

საერთაშორისო კონფედერაცია, ასევე მოიხსენიება, როგორც კოლექტიური მართვის ორგანიზაციები ანუ CMO–ები). ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ (GCA) ერთადერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციაა საქართველოში. საავტორო გადასახადის გადახდის მაჩვენებელი ბოლო 4 საბიუჯეტო წლის განმავლობაში (2011–2014) ძალზე შთამბეჭდავი

იყო და 584.172 ლარიდან 2.712.847 ლარამდე გაიზარდა. 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ,,საქართველოს საავტო-რო უფლებათა ასოციაციას“ საავტორო გადასახადის შეგროვების და განაწილების სპეციალურად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა გადასცა.

მაისში თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა – საქართველოს ეწვია ,,ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WIPO) დირექტორი ფრანსის გარი. ამ ვიზიტის ფარგლებში 27 მაისს საქართველომ და ,,ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ ხელი მოაწერეს ინტელექტუალური საკუ-თრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რომლის მიზანი იყო ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის სტრატეგიისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის შემუშავება.

ფოტო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=17&info_id=1017

-

ფოტო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Page 4: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

4

28 და 29 მაისს ,,ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ და ,,საქპატენტმა“ თბილისში ორგანიზება გაუწიეს რეგიონულ სემინარს პეკინის და მარაკეშის ხელშეკრულებების თემაზე, რომელიც შეეხება აუდიოვიზუალური წარმოების დაცვის საკითხებს და გამოცემულ ნაშრომებზე წვდომის გამარტივებას უსინათლოების, მხედველობადაქვეითებულებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც კითხვა სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია. სემინარს ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და საავტორო და მომიჯნავე უფლებების პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული პირები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, რუმინეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან, ასევე, სხვადასხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საქართველოში

45 მილიონი თხილისა და კაკლის ექსპორტიდან

2015 წლის პირველმა კვარტალმა საქართველოს სტატისტიკური სურათი შეცვალა - ევროკავშირის ქვეყნებში გატანილი საქონლის სიაში პირველი ადგილი კაკალმა და თხილმა დაიკავა - 39 მლნ 600 ათასი ევროს მაჩვენებლით. საერთო სურათში ეს პროდუქცია მესამე ადგილს იკავებს სპილენძის მადნების კონცენტრატებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ (54 მლნ, 51 მლნ, და 45 მლნ ევრო შესაბამისად).

კაკალი და თხილი ნამდვილად არ მიეკუთვნება ზამთრის სეზონის პროდუქტს. მაგრამ თანამედროვე საწარმოების გაჩენამ შესაძლებელი გახადა მრაველსეზონური ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-მარტში გაყიდული კაკალი და თხილი 2014 წლის ზაფხულის მოსავლისაა და მწარმოებელთა ნაწილმა პროდუქცია იქამდე შეინახა, სანამ ბაზარზე მისთვის სასურველი პირობები არ შეიქმნა.

გასულ წელს ქართულ თხილის ბიზნესს ისედაც ძლიერ გაუმართლა. მართალია, ეს მეზობელი თურქეთის მწარმოებლების ხარჯზე მოხდა, მაგრამ დამნაშავე მხოლოდ ბუნება იყო -

უჩვეულო ყინვებისა და ქარის გამო შარშანდელი მოსავალი თურქეთში

მ ე ს ა მ ე დ ი თ განადგურდა.

რადგან ეს ქ ვ ე ყ ა ნ ა ,

ტრადიციულად, მსოფლიო წარმოების 70%-ს ფარავს, კრიზისმა იმოქმედა ფასებზე ყველა კონტინენტზე. Freeworld Trading-ის გათვლით, შარშან შემოდგომაზე ბრიტანეთში თხილი 3-5 ევროს ეკვივალენტიდან 8-10 ევრომდე გაძვირდა და უკანასკნელი 10 წლის საფასო პიკს მიაღწია.

საქართველო, არანაირ ამინდში, არ ქმნის ამინდს მსოფლიო თხილისა და კაკლის ინდუსტრიაში, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი გლობალურ ბაზარზე საკმაოდ გაიზარდა.

შედარებისთვის - კრიზისული წლის მიუხედავად, Hazelnut Promotion Group-ის გათვლით,თურქეთმა თხილის ექსპორტით 2014 წლის შემოდგომაზე 2 მილიარდი ევრო მიიღო. დაახლოებით 50-ჯერ მეტი საქართველოზე, სადაც მოსავალი ძალიან კარგი იყო.

„ბოლო წლებში ქართული ექსპორტი ძალიან გაიზარდა და ახლა უნდა მოვემზადოთ, აღარ დავკარგოთ შარშან დაკავებული ნიშა იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2015 წელს თურქეთში კარგი მოსავალი იქნება. მსოფლიო ბაზარზე ხარისხი გადამწყვეტია“ - ასე აღწერს თხილის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო მოწერილია მთავარ საფრთხეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=17&info_id=1041

-

ევროკავშირის წარმომადგენლობიდან.

23 ივნისს ექსპოჯორჯიაში ,,საქპატენტმა“ ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტი-ტუციური მშენებლობის პროექტის ფარ-გლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, შემოსავლების სამსახურთან და საქა-რთველოს აკრედიტაციის სამსახურთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუწია უწყებათაშორის შეხვედრას მრგვალ მაგიდას – გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელების, ბიო-ეკონომიური სერტიფიცირებისა და რეგისტრაციისა და კონტროლის პროცედურების საკითხებზე. განხილვის ერთ–ერთი თემა იყო ინტელექტუალური საკუთ-რების დაცვა, საქართველოს კანონმდებლობის გაცნობა, უწყებების ინსტიტუციური გაუმჯობესება და რეგიონული

განვითარება. ,,საქპატენტი“ და ინტე-ლექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ერთობლივად მუშაობენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. ამ მიზნით დაგეგმილია შეხვედრები კერძო და სახელმწიფო სექტორთან, ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან, ევროკავშირის წარმომადგენლობის ჩათ-ვლით, იმისთვის, რომ შემუშავდეს ერთობლივი პროექტები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.

Page 5: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

4 5

უკანასკნელ 6 წელიწადში, მაგალითად, წარმოებამ 19 პროცენტით მოიმატა.

დღეს საქართველო თხილის წარმოებაში მეორე-მესამე ადგილებისთვის ებრძვის იტალიასა და მეზობელ აზერბაიჯანს. ქართული თხილის გულს მსოფლიო ექსპორტის 10.8% უჭირავს (2013 წლის მონაცემებით), რაც მისთვის ისტორიული მაქსიუმია.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამ სფეროსთვის კიდევ უფრო დიდ მომავალს გეგმავს: „თხილის ექსპორტმა ღვინისას გადაუსწრო. ამ დარგს, სულ ცოტა, გასამმაგების პოტენციალი აქვს, რაც არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს დაეტყობა. ჩვენ ვითვალისწინებთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს დარგის წასახალისებლად - აგროტექნიკის, ასევე ინოვაციების შემოტანას, რაც ორჯერ ან სამჯერ გაზრდის მოსავლიანობას. დღეს თუ ჰექტარზე საშუალოდ 1 ტონას ვვარაუდობთ, უახლოეს მომავალში 2 ტონამდე თავისუფლად ავალთ. ეს უნდა გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული კულტურა“

ჰექტარზე 2-ტონიანი მოსავალი მსოფლიოსთვის, კერძოდ კი, თურქეთისთვის, ჩვეულებრივი მაჩვენებელია. საკუთარ გათვლებს აქვეყნებს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის „დოქტრინას“ დირექტორი მიხეილ დუნდუა:

„2019 წლისთვის თხილის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი არ იქნება 255 მილიონ ევროზე ნაკლები. ეს ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა, განსაკუთრებით რეგიონებში“.

დღეისათვის თხილის ბიზნესში 50 000 ისეთი ოჯახია ჩართული, რომლისთვისაც იგი შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. მაგრამ საერთაშორისო დონორების წუხილია, რომ მათი შემოსავალი არსებული ფასების შენარჩუნების პირობებშიც კი შეიძლება უფრო დიდი იყოს. პრობლემის სათავე ქართველ ფერმერთა მოუმზადებლობა და ბაზრის უცოდინრობაა.

„პირველადი ნედლეულის მწარმოებელი ფერმერების ხვედრითი წილი არ აღემატება 30-35 პროცენტს. სამწუხაროდ, ფერმერები პირდაპირ ვერ გადიან საექსპორტო ბაზარზე და დამოკიდებულები არიან შუამავლებზე. ამოცანაა, მოხდეს დარგის უკეთესი ორგანიზება, გაიზარდოს პროდუქციის ხარისხი, ტექნოლოგიების ცოდნა და ამის საფუძველზე პირველადი ნედლეულის მწარმოებელ გლეხს შეეძლება მაქსიმალურად მოიგოს ფასში და გაიზარდოს ოჯახის კეთილდღეობა“, - ამბობს ბრიტანული ორგანიზაცია „ოქსფამის“ პროგრამის მენეჯერი ლევან დადიანი.

ფოტო: ენპარდი

„დოქტრინას“ დირექტორი მიხეილ დუნდუა დარგის კიდევ ერთ პრობლემას ასახელებს - 2012 წელს, მაგალითად, ქართველ მწარმოებელს 22 000 კილოგრამი თხილი უხარისხობის საბაბით უკან მოუბრუნეს.

წვრილ მწარმოებლებს არც ცოდნა აქვთ და არც შესაძლებლობა, რომ ააწყონ ექსპორტის სრული ციკლი. ძალიან ბევრი მათგანი თხილს ვადამდე, ჯერ კიდევ ტენიანს, კრეფს და სათანადოდ არ აშრობს. ასეთი თხილი წონით მეტია, მაგრამ გაცილებით უფრო იოლად ობდება და დიდი შანსია, რომ ხანგრძლივ მგზავრობას ვერ გაუძლოს. ობის გაჩენას ხელს ისიც უწყობს, რომ ბევრი გლეხი თხილს ჩენჩოიანად კრეფს და ინახავს.

როგორც წესი, ქართველ მწარმოებლებს აკლიათ საჭირო სტანდარტის საწყობები და საშრობები. მოსავალს ისინი მოკრეფიდან საკმაოდ მოკლე ხანში - 3-4 თვეში, ძირითადად, შემოდგომაზე, ყიდიან, როდესაც თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზე ყველაზე დაბალია.

„ფული, რომელიც თხილის მწარმოებელმა გლეხებმა აიღეს, ძირითადად ისევ თხილის წარმოების განვითარებაში ჩაიდო. მაგრამ თითო გლეხი ვითარებას ვერ შეცვლის. მწვავე პრობლემაა შხამ-ქიმიკატები, მიწის ექსპერტიზა, სუბსიდიები, რომელიც შეიძლება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყოს“, - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.

გამოსავალი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფერმერული მეურნეობების გაერთიანებაშიცაა. მწარმოე-ბელთა 80 პროცენტს თხილი 0.5 ჰექტარზე ნაკლებ ფართობზე მოჰყავს. შესაბამისად, შედა-რებით მსხვილი ფერმერების

წილი 20 პროცენტს არ აღემატება.

ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული საქართველოში თხილის სექტორის მოდერნიზებასა და განვითარებაში. პროდუქციის წარმოების გასაზრდელად, თხილის მწარმოებელ მცირე ფერმერებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენპარდის“ პროგრამა, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სა-შუალებით ეხმარება, ჩამოაყალიბონ თხილის კოოპერატივები. დღეისათვის, დასავლეთ საქართველოში ოცზე მეტი ასეთი კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელთაც “ენპარდი“ ტექნიკურ დახმარებას უწევს მცირე კაპიტალური ინვესტიციით, მათ შორის მანქანა-დანადგარების და თანამედროვე ტექნიკის აღჭურვილობით. „ენპარდი“ ასევე აფინანსებს თანამედროვე სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, რათა გააუმჯობესოს მოსავლიანობა თხილის ბაღებში და ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სექტორის უკეთესად განვითარებაში. ასევე, ევროკავშირი ფინანსურ დახმარებას უწევს ფერმერებს თხილის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და ამ მიზნით ინვესტიციას დებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მოდერნიზებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

http://www.enpard.ge/

-

Page 6: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

6

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სახელმწიფო სააგენტო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ერთ–ერთი მექანიზმია

საქართველო სტანდარტებისა და მეტროლოგიის სახელმწიფო სააგენტო (GEOSTM) პასუხისმგებელია სტანდარტებსა და მეტროლოგიაზე. ის ერთი–ერთია იმ სამი უწყებიდან, რომელიც საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის სფეროზეა პასუხისმგებელი. სააგენტოს ძირითადი ფუნქცია გაზომვითი სტანდარტების შემუშავება და შენარჩუნებაა, ასევე საერთაშორისო აღიარების მოპოვება და მეტროლოგიისა და სტანდარტების ისეთი განახლებული და მოქმედი სისტემის შექმნა, რომელიც ევროპის ხარისხის ინფრასტრუქტურაში იქნება ჩართული.

ხარისხის ძლიერი და კომპეტენტური ეროვნული ინფრასტრუქტურა სასი-ცოცხლოდ აუცილებელია საქონლის კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარ-დასაჭერად, საქონლის ბაზარზე უსაფრთხოდ გატანის, ტექნიკური ბარიერების მოხსნის და, ზოგადად, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების

პროცესში საქართველოში ეს ინტიტუტები მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას იწყებენ, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გადმოტანის გზით.

ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სახელმწიფო სააგენტო რამდენიმე საერ-თაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. მათ შორისაა BIPM (Bureau International des Poids et Mesures – ზომისა და წონის საერთაშორისო ბიურო), OIML (International Organization of Legal Metrology – სამართლებრივი მეტროლოგიის საერთაშორისო ორგა-ნიზაცია), ISO (International Organization for Standardization – სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაცია), IEC (International Electrotechnical Commission – საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია), COOMET (Euro-Asian Cooperation of National Metrological Institutions – ეროვნული მეტროლოგიური სამსახურების ევრაზიული თანამშრომლობა), CEN (European Committee for Standardization– სტანდარტების

ევროპული კომიტეტი), CENELEC (European Committee for Electrotechnical Standardization – ელექტროტექნიკური სტანდარტების ევროპული კომიტეტი), EASC (the Interstate Council for Standardization, Metrology and Certification of the CIS – დსთ–ს სტანდარტების, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის – სახელმწიფოთაშორისი საბჭო).

მაღალი დონის საერთაშორისო აღიარებამ საქართველო სტანდარტებისა და მეტროლოგიის სახელმწიფო სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტს შესაძლებლობა მისცა განეხორციელებინა ხარისხის მართვის სისტემა ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ეს სისტემა აღიარებულ იქნა მეტროლოგიის რეგიონული ორგანიზაციის (COOMET) მიერ, რომლის ,,ხარისხის ფორუმის ტექნიკურმა კომიტეტმა“ გასცა აღიარების სერტიფიკატი (QSF-R32). ამასთან, სააგენტოს ელექტრო, მასის და ტემპერატურის გაზომვის ლაბორატორიებმა მეტროლოგიის რეგიონული ორგანიზაციის ექსპერტების მიერ განხორციელებული შეფასების შედეგად საერთაშორისო აღიარება მიიღეს.

ზომისა და წონის საერთაშორისო ბიურომ (BIPM) ელექტრო, მასის და ტემპერატურის გაზომვის სფეროში უფლება მიანიჭა სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტს კალიბრაციის სერტიფიკატის გაცემისას, გამოიყენოს ზომისა და წონის ურთიერთაღიარების საერთაშორისო კომიტეტის (CIPM MRA) ლოგო, რაც ნიშნავს, რომ გაზომვის მათ მიერ გამოყენებული სტანდარტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ისევე, როგორც მათ მიერ

Page 7: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

6 7

გაცემული კალიბრაციის და გაზომვის სერტიფიკატი.

საქართველოს სტანდარტებისა და მე-ტროლოგიის სახელმწიფო სააგენტოში დღეისათვის სტანდარტის ხუთი კომიტეტი მოქმედებს. მათი პასუხისმგებლობის სფე-როებია: ელექტროტექნიკური სტანდარტები, შესაბამისობის შეფასება და მართვის სტანდარტები, სასურსათო პროდუქტების, ტურიზმის და მშენებლობის სფეროს სტანდარტები. მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრის პარალელურად სტანდარტების ტექნიკური კომიტეტების უფრო დიდი რაოდენობა ამოქმედდება. დღეისათვის საქართველოს მიღებული აქვს დაახლოების 6 000 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევრო-კავშირის წარმომადგენლობამ დაიწყო ტექნიკური დახმარების სამი პროექტი, რომლებიც დაეხმარება ხარისხის უზრუნ-ველყოფის სამსახურების ტექნიკური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების

გაზრდას ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გადმოტანის გზით. ამ დახმარების მიმღები ორგანიზაციები, რომელთა მხარდაჭერა განხორციელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში შემდეგია: საქართველოს სტანდარ-ტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს აკრედი-ტაციის ცენტრი და ტექნიკური მშენებლობის და ზედამხედველობის ცენტრი (ბაზრის ზედამხედველობა). ამ პროგრამების წამოწყებით ევროკავშირი ადასტურებს წამყვან როლს ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. ევროკავშირი მოელის, რომ ეს უწყებები მეტ ცნობადობას მოიპოვებენ საზოგადოებაში სანდო, კომპეტენტური და გამჭვირვალე საქმიანობით და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირების უნარით. მოსალოდნელია პარტნიორთა შორის ძლიერი

სინერგია და თანამშრომლობა (ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით) იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი იქნეს მიღწეული. ეს პროექტები უფრო დიდი – ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური მშენებლობის – პროგრამის ნაწილია და ვაჭრობის სეგმენტის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.

Page 8: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

8

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან გატანილი საქონლის სიაში პირველი ადგილი კაკალმა და თხილმა დაიკავა

ზემოთ გამოსახულ ინფოგრაფიკაზე სტატისტიკური მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან, რომელიც ანგარიშდება ამერიკულ დოლარში. Eurostat-ზე, პუბლიკაციის გამოცემის პერიოდისთვის, სტატისტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო.

saqarTvelos sagareo vaWroba 2015

saqarTvelo-evrokavSirs Soris vaWroba ianvari marti 2015

637 M (26%) 0.4saqarTvelos mTliani vaWroba brunva evrokavSiris wevr qveynebTan

467 milioni 5importi

169 milioni 21eqsporti

umsxvilesi savaWro partniorebi evrokavSiris qveynebidan ianvari marti 2015

137

22%

81

13%

62

10%

47

7%

43

6%

30

5%

27

4%

26

4%

25

3%

24

3%

FERROALLOYS

FERTILISERS PETROLEUM

27%

44 41

25 %

9

6 %

8

5 %

8

5 %

6

3 %

3 2

1.8 %

2

1.8 %

2

1.8 %1.9 %

saqarTvelodan evrokavSiris qveynebSi eqsportirebuli umsxvilesi sasaqonlo jgufebi

wyaro: saqstati avtori: erTad SevegeboT evropas

Page 9: ბრიუსელში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია სახელწოდებით ...eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/newsletters/... ·

8 9

დაგეგმილი ღონისძიებები:

12

,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების პერსპექტივები“

პროექტი ,,ერთად შევეგებოთ ევროპას“ საქართველოს რეგიონებში ატარებს სემინარებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ. სემინარების მსვლელობისას ხდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან დაკავშირებული რეფორმებისა და შესაძლებლობების განხილვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ,,საქპატენტის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით. მომდევნო სემინარი გაიმართება:

სექტემბერი 2015 რაბათის საკონფერენციო დარჩაზი, ახალციხე, სამცხე–ჯავახეთის რეგიონი.