21
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ექსპერტთა ჯგუფის წევრები თავმჯდომარე: სიჟბოლტ ნურდა, ამსტერდამის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები წევრები: -ნი ელენე ჯიბლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -ნი ნუცა ჯმუხაძე (სტუდენტი-ექსპერტი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ნი ნოდარ ხერხეულიძე, საქართველოს ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა -ნი მურთაზ კვირკვაია (შრომის ბაზრის ექსპერტი), საქართველო თბილისი 2018

უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

  • Upload
    others

  • View
    6

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის

ექსპერტთა დასკვნა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ექსპერტთა ჯგუფის წევრები

თავმჯდომარე: სიჟბოლტ ნურდა, ამსტერდამის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები

წევრები:

ქ-ნი ელენე ჯიბლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ-ნი ნუცა ჯმუხაძე (სტუდენტი-ექსპერტი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბ-ნი ნოდარ ხერხეულიძე, საქართველოს ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა

ბ-ნი მურთაზ კვირკვაია (შრომის ბაზრის ექსპერტი), საქართველო

თბილისი

2018

Page 2: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

2

ავტორიზაციის დასკვნის რეზიუმე

ზოგადი ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ

საქართველოს საზოგადოებრი საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) დაარსდა 1994 წელს ერთი სამაგისტრო

პროგრამით - საჯარო მმართველობის მაგისტრი (MPA) და აშშ პარტნიორებთან მჭიდრო

თანამშრომლობით, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული საჯარო მმართველობის განვთარების

ხელშეწყობას საქართველოში. ჯიპა კერძო, არა-მომგებიანი ინსტიტუტია, რომელიც დიდ ყურადღებას

უთმობს მის საგანმანათლებლო როლს. ჯიპაში დასაქმებულია 477 პირი, მათ შორის 100

ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი და 377 ფაკულტეტის წარმომადგენელი (80 აფილირებული

აკადემიკოსი, 6 არა-აფილირებული აკადემიკოსი, 291 მოწვეული ლექტორი). უნივერსიტეტში ამჟამად

ფუნქციონირებს ოთხი სკოლა (მმართველობის სკოლა, ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის

კავკასიური სკოლა, სამართლისა და პოლიტიკის სკოლა, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა) და სამი

საგანმანათლებლო ერთეული (ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი, კვლევის დეპარტამენტი,

სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი) და

დაინტერესებულ პირებს ს თავაზობს 22 აკრედიტებულ პროგრამას და რამდენიმე ტრენინგისა და

განვითარების პროგრამას. უნივერსიტეტი 1203 აქტიური სტატუსის სტუდენტს და ათასობით სხვა

პროგრამის მონაწილეს ემსახურება (2018 წლის მდგომარეობით).

ავტორიზაციის ვიზიტის მოკლე მიმოხილვა

ჯიპას თვითშეფასების პროცესს ხელმძღვანელობდნენ რექტორი, ადმინისტრაციის უფროსი და

ხარისხის უზრუნვლეყოფის დეპარტამენტის უფროსი. ანგარიში მომზადდა შვიდი სამუშაო ჯგუფის

მიერ (თითო ჯგუფი-თითო ავტორიზაციის სტანდარტზე). საბოლოო ანგარიში და მასთან

დაკავშირებული დოკუმენტების სრული რაოდენობა გადაეგზავნა განათლების ხარისხის

განვითარების ეროვნულ ცენტრს და დროულად და მოწესრიგებულად გადაეცა შემფასებელ

ექსპერტთა ჯგუფს. დოკუმენტები კარგად იყო სტრუქტურირებული და თითქმის ყველა საკითხი

ხელმისაწვდომი იყო ინგლისურ ენაზე.

2018 წლის 3-5 ოქტომბერს, ჯიპას ეწვია ექსპერტთა ჯგუფი და ჩაატარა 16 ინტერვიუ სრული სესიებით

და 6 პარალელური სესიებით დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, პერსონალთან, დეკანებთან,

ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, კვლევის დირექტორებთან, სტუდენტებთან,

დოქტორანტებთან, კურსდამთავრებულებთან და სხვა გარე დაინტერესებულ პირებთან. ჯგუფმა,

აგრეთვე, მოინახულა უნივერსიტეტის შენობები და ინფრასტრუქტურა.

5 ოქტომბერს, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ ძირითადი მიგნებები წარუდგინა უნივერსიტეტს.

ადგილზე ვიზიტი განხორციელდა ცენტრისა და ჯიპას ორგანიზებით. უზრუნველყოფილი იყო

მაღალი ხარისხის პროფესიული თარგმანი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვა

რეკომენდაციები

ჯიპამ უნდა განახორციელოს ხელმძღვანელობის ახალი სტრუქტურის დეტალური

მონიტორინგი გარე პროფესიული რჩევების გათვალისწინებით.

ჯიპამ II.1, II.4, II.6 და II.7 სტრატეგიული მიზნები უმაღლეს პრიორიტეტად უნდა აქციოს

ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით.

ჯიპამ უნდა გააძლიეროს არა მარტო კვლევის შესაძლებლობები, არამედ განსაკუთრებული

ძალისხმევა მიმართოს სადოქტორო პროგრამის განვითარებაზე და მოიძიოს გზები მის

ინტერდისციპლინური კვლევის განვითარების მიზნით.

Page 3: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

3

ასევე, პრიორიტეტად უნდა იქცეს ახალი კამპუსის პროექტი. საქმიანობისა და

ორგანიზაციული დაგეგმვის პარალელურად - ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობის

პროექტს, რათა მზად იყოს ახალი ნაგებობის ოპტიმალური გამოყენებისთვის.

რჩევების შეჯამება

უნდა გაფართოვდეს სტუდენტთა ჩართულობა ინსტიტუციურ ორგანიზაციასა და

განვითარების პროცესებში, მისი ფორმალური ღირებულებების გათვალისწინებით.

ხარისხის უზრუნველყოფა უნდა გახდეს მთავარი მიმართულება.

ეთიკის კოდექსს უნდა დაემატოს კვლევის ეთიკის კონკრეტული მოდული, რომელთა დაცვაც

აუცილებელია ტრენინგების ჩატარებისა და მითითებების მიცემის დროს.

სტუდენტთა საყოფაცხოვრებო დახმარება დამატებით პრიორიტეტად უნდა იქცეს.

საუკეთესო პრაქტიკები

საერთო საუნივერსიტეტო თანამშრომლობაში ჩართულობა შრომის ბაზრის გადასინჯვის

მიზნით.

ჯიპა ახორციელებს ,,საერთაშორისო კვლევის საგრანტო პროგრამას", რომელიც ოპერირებს,

როგორც ფუნქციური მოდელი ყველა საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა,

სადოქტორო) სტუდენტის, ასევე ფაკულტეტის წევრების, კვლევითი აქტივობების

წახალისებისა და მხარდაჭერისათვის.

ჯიპას დამყარებული აქვს კვლევითი პარტნიორობა აშშ უნივერსიტეტებთან, რომელმაც

შედეგად ერთობლივი კვლევითი აქტივობები და ერთობლივი პუბლიკაციები მოიტანა

ელექტრონულ რეცენზირებად ჟურნალებში. ეს პრაქტიკა, შეიძლება ითქვას, რომ სანიმუშო

გახდეს სხვა ქართული უსდ-ებისთვის.

შემაჯამებელი ცხრილი

სტანდარტი

შეს

აბამ

ისო

ბაშ

ია

მოთ

ხო

ვნებ

თან

მეტ

წილ

ად

შეს

აბამ

ისო

ბაშ

ია

მოთ

ხო

ვნებ

თან

ნაწი

ლო

ბრ

ივ

შეს

აბამ

ისო

ბაშ

ია

მოთ

ხო

ვნებ

თან

არ

არ

ის

შესა

ბამ

ისო

ბაშ

მოთ

ხო

ვნებ

თან

1. უსდ-ს მისია და სტრატეგიული განვითარება ☒ ☐ ☐ ☐

1.1 უსდ-ს მისია ☒ ☐ ☐ ☐

1.2 სტრატეგიული განვითარება ☒ ☐ ☐ ☐

2. უსდ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა ☒ ☐ ☐ ☐

2.1 ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა ☐ ☒ ☐ ☐

2.2 ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები ☒ ☐ ☐ ☐

2.3 ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა ☒ ☐ ☐ ☐

3. საგანმანათლებლო პროგრამები ☒ ☐ ☐ ☐

3.1 საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და

განვითარება

☒ ☐ ☐ ☐

Page 4: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

3.2 საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი ☒ ☐ ☐ ☐ 3.3 სწავლის შედეგების შეფასება ☒ ☐ ☐ ☐ 4 უსდ-ის პერსონალი ☒ ☐ ☐ ☐ 4.1 პერსონალის მართვა ☐ ☒ ☐ ☐ 4.2 აკადემიური/სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის

დატვირთვა ☒ ☐ ☐ ☐

5 სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები ☒ ☐ ☐ ☐ 5.1 სტუდენტის სტატუსის მოპოვების, ცვლილებისა და

განათლების აღიარების წესი და სტუდენტთა უფლებები ☒ ☐ ☐ ☐

5.2 სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები ☒ ☐ ☐ ☐ 6 კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა ☐ ☒ ☐ ☐ 6.1 კვლევითი საქმიანობა ☐ ☐ ☒ ☐ 6.2 კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია ☒ ☐ ☐ ☐ 6.3 კვლევითი საქმიანობის შეფასება ☒ ☐ ☐ ☐ 7 მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები ☐ ☒ ☐ ☐ 7.1 მატერიალური რესურსები ☐ ☐ ☒ ☐ 7.2 საბიბლიოთეკო რესურსები ☒ ☐ ☐ ☐ 7.3 საინფორმაციო რესურსები ☒ ☐ ☐ ☐ 7.4 ფინანსური რესურსები ☒ ☐ ☐ ☐

ექსპერტთა ჯგუფის წევრების ხელმოწერები

1. სიჟბოლტ ნურდა (თავმჯდომარე) 2. ელენე ჯიბლაძე (წევრი) 3. ნუცა ჯმუხაძე (წევრი) 4. ნოდარ ხერხეულიძე (წევრი) 5. მურთაზ კვირკვაია (წევრი)

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის კომპონენტებთან შესაბამისობის შეფასება 1. უსდ-ს მისია და სტრატეგიული განვითარება უსდ-ის მისია განსაზღვრავს მის როლსა და ადგილს უმაღლესი განათლების სივრცესა და საზოგადოებაში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა შეესაბამება დაწესებულების მისიას, ეფუძნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებს და ასახავს მათი მიღწევის საშუალებებს.

1.1 უსდ-ის მისია

უსდ-ის მისია ითვალისწინებს საქართველოსა და ევროპის უმაღლესი განათლების ძირითად მიზნებს, განსაზღვრავს მის როლსა და ადგილს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში, ადგილობრივ და/ან საერთაშორისო დონეზე.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი ჯიპას მისიის განაცხადი ეხება აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჯიპას ისტორიას და მკაფიოდ განმარტავს დაწესებულების დანიშნულებას, რომ აღზარდოს მაღალი დონის აკდემიური და პროფესიული ცოდნით აღჭურვილი და დემოკრატიული ღირებულებების ერთგული

4

Page 5: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

5

სახელმწიფო ლიდერების ახალი თაობები. იგი მოტივაციას უქმნის სტუდენტებს აქტიური

ჩართულობისა და სოციალურ განვითარებაში წვლილის შესატანად. ჯიპა მოწოდებულია აწარმოოს

საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევა და ამით გააძლიეროს მისი საგანმანათლებლო და

საზოგადოებრივი როლი. ამავდროულად, ჯიპა ხელს უწყობს განხილვებისა და დებატების

მრავალფეროვანი, ღია პლატფორმების არსებობას. მისიის ბოლოდროინდელი რედაქციით, იგი

ძირითადად ასახავს: ა) უნივერსიტეტის უფრო ფართომასშტაბიან მანდატს (წლების განმავლობაში

ჯიპამ განავითარა TVET-ტექნიკური და პროფესიული განათლება და ტრენინგი- შესაძლებლობანი და

მხოლოდ ერთი წლის წინ მიიღო სახელმწიფო ნებართვა TVET-ის პროგრამის განხორციელებისთვის

შესაბამისი ხარისხის მინიჭებით), და ბ) დამატებით აქცენტს ხარისხიან კვლევებზე - როგორც

სტრატეგიულ მიზანს. მისსის განაცხადი ადვილად ხელმისაწვდომია ჯიპას ვებ-გვერდზე.

მისიის განაცხადი და მასთან დაკავშირებული განაცხადები წესდებასა და სტრატეგიული

განვითარების გეგმაში შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

ჯიპას მისიის განაცხადში ცვლილება შევიდა 2018 წლის აპრილში უნივერსტიტეტის

წარმომადგენლობის ფართო მონაწილეობით. თვითშეფასების ანგარიში. გასაუბრება ჯიპას

ხელმძღვანელობასთან.

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

1.2 სტრატეგიული განვითარება

o უსდ-ს აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა (შვიდწლიანი) და სამოქმედო გეგმა

(სამწლიანი).

o უსდ-ს წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში, უზიარებს საზოგადოებას

ინსტიტუციაში დაგროვილ ცოდნას, ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების

პრინციპის განხორციელებას.

o უსდ ახორციელებს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების

მონიტორინგს და სათანადოდ რეაგირებს მონიტორინგის შედეგებზე.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპამ განახორციელა განვლილი სამუშაოს შესრულების მონიტორინგი, შეაფასა და გააანალიზა რა

იქნა მიღწეული და რაზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა და რომელი რელევანტური კონტექსტუალური

ფაქტორები უნდა იქნას სამომავლოდ მხედველობაში მიღებული. ეს პროცესი განხორციელდა

სტანდარტული მეთოდოლოგიის გამოყენებით (SWOT, PESTEL) და უნივერსიტეტის

ხელმძღვანელობისა და ადმინისტრაციული პერსონალის ფართო ჩართულობით. ამ პროცესებში

უზრუნველყოფილი იყო, ასევე, ,,ქვევიდან ზევით" და დაინტერესებული პირების ჩართულობაც. ეს

კარგი და პროფესიული modus operandi-ა (,,მოქმედების ხერხი/ინსტრუმენტი").

მასშტაბისა და სიღრმის ასპექტში, სტრატეგიული განვითარების პროცესი (როგორც ეს

დასაბუთებულია გეგმითა და თვითშეფასების ანგარიშით) საკმაოდ სრულყოფილი იყო. ამავე დროს,

ყოველივე ამის კომპასი ჯიპას განსაკუთრებული პროფილი და მისიაა, როგორც ძლიერი მხარეებისა

და შესაძლებლობების დადგენის, ასევე შედარებითი სისუსტეებისა და გამოწვევების გამოვლენის

ასპექტში. სახეზეა ყველა შესაბამისი სფერო (სწავლების კულტურა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები,

საერთაშორისო ურთიერთობები და პროგრამები, ფაკულტეტების განვითარება, კვლევითი

Page 6: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

6

პორტფოლიოები, ობიექტების განვითარება, პროფესიული პროგრამები, ონლაინ პროგრამები,

კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა).

ყოველლივე ეს თვალნათელ შესაბამისობაშია შესაბამის სტანდარტთან. დამატებით, ექსპერტთა

ჯგუფმა სამი დაკვირვება გააკეთა:

1. სტუდენტთა სტრუქტურირებული ჩართულობა სტრატეგიული განვითარების პროცესში

შედარებით დაბალია. ეს შესაძლოა აიხსნას არაფორმალობისა და ღიაობის კულტურის

არსებობით. თუმცა, ეს მომავალი ინსტიტუტციური განვითარების მიზანი უნდა იყოს.

განსაკუთრებით, საჯარო მმართველობის აქტიური სტუდენტების ჩართულობას კონტექსტის

ანალიზის, მისიის განვითარების და სტრატეგიის განსაზღვრის პროცესებშიმათთვის მკაფიო

ფორმალური ღირებულება აქვს, თანამონაწილეობათან ერთად.

2. სტრატეგიული განვითარების გეგმაში ნახსენებია კონცეპცია ,,სამეწარმეო უნივერსიტეტი"

(სტრატეგიული მიზანი N5). ამ ეტაპზე, სასურველია იმოქმედოთ ფრთხილად ან ხელახლა

დაფიქრდეთ. ჯიპა მუდამ დაინტერესებული იყო მისი იმიჯით/გავლენით

(კურსდამთარვებულთა, ასევე კვლევებისა და საკონსულტაციო მუშაობისა და

საზოგადოებასთან კომუნიკაციის ასპექტში) და შრომის ბაზართან და კერძო/საჯარო

სექტორთან ინტერაქციით. ამ ტიპის რეაგირება/ქმედება კარგ ხარისხზე მეტყველებს და უნდა

შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. კონცეპციას ,,სამეწარმეო

უნივერსიტეტი" კი ქვევით და კომერციალიზაციისკენ მიყავს საქმე. შესაძლოა, ის, რასაც

გულისხმობთ, უფრო უკეთ შეაფასოთ და ჩამოაყალიბოთ, როგორც ,,ქმედითი

უნივერსიტეტი" (უილიამ გ. თირნი) ან ,, ეკოლოგიური უნივერსიტეტი" (რონალდ ბარნეტი).

3. შედარებით მცირე ზომის უნივერსიტეტში დიფერენცირებული როლები და

პასუხისმგებლობები, სადაც დიფერენციაცია მნიშვნელოვანია, შესაძლოა, პრობლემად იქცეს.

არაფორმალური ურთიერთობები და ღიაობა ხშირად მის განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა,

ზოგიერთ შემთხვევაში, დიფერენციაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია, განსაკუთრებით,

რისკის მართვისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგის სფეროებში. მაგ; სტრატეგიული

განვითარების გეგმა ითვალისწინებს სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის

კგუფის შექმნას; ჩვენი რჩევაა, ამ ჯგუფში ნუ შეიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ

განხორციელების პროცესზე არიან პასუხისმგებელნი.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

სტრატეგიული განვითარების გეგმა 2018-2024; 2018-2020 საქმომედო გეგმა; 2012-2018 წლების

წლიური ანგარიშები; ადგილზე ვიზიტი და გასაუბრებები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და

შესაბამის პერსონალთან;

რეკომენდაცები:

რჩევები:

უნდა გაფართოვდეს სტუდენტთა ჩართულობა ინსტიტუციურ ორგანიზაციასა და განვითარების

პროცესებში, მისი ფორმალური ღრებულებების გათვალისწინებით.

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

2. უსდ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა

უსდ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა ითვალისწინებს საგანმანათლებლო სივრცეში

არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, რაც გულისხმობს მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის

მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას მართვის პროცესში. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს

სტრატეგიული გეგმის განხორციელებას, ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქციის ინტეგრირებას

მართვის პროცესში და ხელს უწყობს დაწესებულებაში კეთილსინდისიერებისა და ეთიკური

პრინციპების დამკვიდრებას.

Page 7: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

7

2.1 ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა

o უსდ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს უსდ-ის მიზნებისა და სტრატეგიული

განვითარების გეგმით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას.

o უსდ-ის მართვის ორგანოებში არჩევის/დანიშვნის პროცედურა არის გამჭვირვალე,

სამართლიანი და კანონთან შესაბამისი.

o უსდ-ის ხელმძღვანელობა/მართვის ორგანოები უზრუნველყოფს უსდ-ის საქმიანობის ეფექტურ

მართვას.

o უსდ-ის ხელმძღვანელობა უსდ-ს მისიისა და მიზნის შესაბამისად, ხელს უწყობს

საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო თანამშრომლობას და

ინტერნაციონალიზაციის პროცესს.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპამ ნამდვილად გამოიყენა მიმდინარე ავტორიზაციის პროცესი მისი სტრუქტურის გადასახედად.

ეს, თავისთავად, მისი ორგანიზაციული თვისებების დადებითი მაგალითია. დროის გარკვეული

პერიოდის განმავლობაში, შედარებით სწორხაზოვანი და მცირე ზომის დაწესებულებები დგებიან

გამოწვევის წინაშე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მზარდ მასშტაბებსა და

კომლექსურობას/მრავალფეროვნებას ისეთი დადებითი ფაქტორების დაკარგვის გარეშე, როგორებიცაა:

მოკლე მანძილი, ღია კარები, ზიარი ღირებულებები და არაფორმალური კოლეგიალობა.

ცვლილებებს შორის ერთი-ერთი გამორჩეულია მმართველი საბჭოს/გამგეობის შემცირება და

რესტრუქტურიზაცია და აკადემიური საბჭოს შემოღება ინსტიტუციურ დონეზე. ექსპერტთა ჯგუფს ეს

ბრძნულ ნაბიჯად მიაჩნია, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის მეტ გამჭვირვალობას გარეშე

ზედამხედველობასა და აკადემიურ თვით-მმართველობას შორის.

წესდება და შინაგანაწსი მკაფიოდ განსაზღვრავენ ორგანიზაციის განახლებულ სტრუქტურას ყველა

დონეზე. როგორც ყველგან და ყოველთვის, განხორციელების პრაქტიკა და კულტურა სასიცოცხლოდ

მნიშვნელოვანი იქნება. როგორ ავირიდოთ თავიდან არაეფექტურობა და რეგულაციების სიჭარბე,

როგორ შევინარჩუნოთ კორპორატიული ერთგულება და კოლეგიალობა, როგორ გავაძლიეროთ

დაწესებულება და ეფექტურობა, როგორ უზრუნველვყოთ გამჭვირვალობა და ღიაობა- ყველა ეს ამოცანა

არა მარტო წესდებასა და დებულებებში გაწერით გადაწყდება, არამედ პრაქტიკული განხორციელებით.

შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფი ურჩევს ჯიპას, განახორციელოს ამ იმპლემენტაციის პროცესის

სკრუპულოზული და პროფესიული მონიტორინგი დამდეგ წლებში. საგულისხმოა, რომ დროულად

მოხდეს მორგება და ყველა მოთხოვნის გათვალისწინება.

რისკის მართვის დებულებები სახეზეა. ისინი კარგად არის სტრუქტურირებული და სასარგებლოა

ხარისხის დონეების შენასანურჩენებლად ორგანიზაციაში, ბიზნეს-უწყვეტობის გარდა.

ინტერნაზიონალიზაცია ორგანიზაციის სტრუქტურის ასპექტად მიიჩნევა მიმდინარე ავტორიზაციის

პროცესში. მას, რასაკვირველია, ჯიპა აქტიურად იცავს. საერთაშორისო თანამშრომლობის გავრცელება

ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან ბრძნული ნაბიჯია. დღევანდელი საერთაშორიოს პოლიტიკუირ

სცენის არაპროგნოზირებულობასთან დაკავშირებით, პარტნიორთა სიმრავლე ა რი ს მნიშვნელოვანი

დაზღვევა უწყვეტობის დიდი რისკის წინააღმდეგ.

უფრო ზოგადად კი, შეიძლება აღინიშნოს, რომ ჯიპას სტრატეგიული მიზანი ინტერნაციონალიზაციის

თაობაზე აქცენტს აკეთებს უნივერსიტეტის ორმხრივი პარტნიორიობის გაფართოებაზე, რასაც მრავალი

წლის განმავლობაში ავითარებდნენ. ამ ასპექტში, ჯიპა არ ეცადა ინტერნაციონალიზაციას პირდაპირ

საერთაშორიო სტუდენტების კონტიგენტის მოწვევით, არამედ გააკეთა ინვესტიცია მათ საერთაშორისო

პარტნიორობაში. ამის გათვალისწინებით, ჯიპას მიზანი ინტერნაციონალიზაციასთან მიმართებაში არა

ფინანსური მოგებაა, არამედ პროფესიონალიზმის/კვალიფიკაციის შეძენა (და არაპირდაპირი

ფინანსური სარგებელი პროფესიონალიზმის/კავლიფიკაციის გამო).

მტკიცებულებები/ინდიკატორები

სტრატეგიული განვითარების გეგმა წესდება; შინაგანაწესი; თვითშეფასების ანგარიში გასაუბრებები

ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, ორივე საბჭოს წარმომადგენლებთან.

Page 8: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

8

რეკომენდაცები:

ჯიპამ უნდა განახორციელოს ხელმძღვანელობის ახალი სტრუქტურის დეტალური მონიტორინგი გარე

პროფესიული რჩევების გათვალისწინებით.

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ არსებითად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

2.2 ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები

o უსდ-ში ეფექტურად ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები. უსდ-ის

ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქციის გაძლიერებაზე

და ხელს უწყობს უსდ-ში ხარისხის კულტურის დამკვიდრებას.

o უსდ-ს აქვს სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის მექანიზმი, რომელიც თითოეულ სტუდენტს

მისცემს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ამასთანავე, მიმდინარე ავტორიზაციის პროცესის წყალობით, გაუმჯობესდა შიდა ხარისხის

უზრუნველყოფის დებულებები. ჯიპას ამჟამად გააჩნია ხარისხის უზრუნველყოფის სრულყოფილი

მექანიზმები, რომლებსაც იყენებს საგანმანათლებლო სფეროს მთელი რიგი სფეროებისთვის (სწავლება,

სწავლა, დასაქმების ბაზარი, ჩარიცხვა) და გარკვეულ დონეზე - კვლევისთვისაც. დასაქმების ბაზრის

სრულყოფილი შესწავლის ინიცირება სხვა უნივერსიტეტებთან ერთად (კერძო) ხარისხის

უზრუნველყოფის დეპარტამენტის მუშაობის ერთ-ერთი გამორჩეული შედეგი იყო.

ამგვარად, ნათელია, რომ ჯიპა აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

ამავე დროს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები გარკვეულწილად

მიჩნეულია ,,საკუთარ სამყაროდ", იმის ნაცვლად რომ იყოს სტრატეგიისა და მენეჯმენტის პრცესის

ინტეგრირებული ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ხარისხის უზრუნველყოფა სტრატეგიული განვითარების

გეგმაში მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული (უწყვეტი განათლების კონტექსტში). ხარისხის

უზრუნველყოფის მთავარ მიმართულებად/მეინსტრიმ-პროცესებად გადაქცევა უნივერსიტეტის ყველა

საქმიანობისთვის დიდი წინგაგადგმული ნაბიჯი იქნება.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

სტრატეგიული განვითარების გეგმა; თვითშეფასების ანგარიში; ხარისხის უზრუნველყოფის

ინსტრუქციები- ჯიპა; გასაუბრებები შესაბამის პერსონალთან.

რეკომენდაცები:

რჩევები:

ხარისხის უზრუნველყოფა უნდა გახდეს მთავარი მიმართულება.

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

საერთო საუნივერსიტეტო თანამშრომლობაში ჩართულობა შრომის ბაზრის გადასინჯვის მიზნით.

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

Page 9: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

9

2.3. ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა

o უსდ-ში შემუშავებულია რეგულაციები და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ეთიკისა

და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას. აღნიშნული რეგულაციები საჯაროდ

ხელმისაწვდომია.

o უსდ-ს დანერგილი აქვს პლაგიატის აღმოჩენისა და თავიდან აცილების მექანიზმები.

o უსდ იცავს აკადემიური თავისუფლების პრინციპებს.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ეთიკისა და ქცევის კოდექსში ჯიპა მკაფიოდ განმარტავს ფაკულტეტის, პერსონალის და სტუდენტთა

ნორმებსა და პასუხისმგებლობებს და აღწერს ადეკვატურ დებულებებს დარღვევებისა და

დისციპლინური გადაცდომების შემთხვევებში..

კოდექსის პრინციპები კარგადაა შერჩეული და ჩამოყალიბებულია გასაგებ ენაზე. სტუდენტები ამ

პრინციპების შესახებ პირველ კურსზე იღებენ ინფორმაციას. დეკანებთან, პროგრამის

ხელმძღვანელებთან, პერსონალსა და სტუდენტებთან გასაუბრებებმა დაგვარწმუნა, რომ პრაქტიკა

შესაბამისობაშია დადგენილ რეგულაციებთან. გასაუბრებებმა გამოავლინა, რომ სწავლების პირველ

კურსზე, სტუდენტები (რამდენიმე კლასში) განმეორებით იღებენ ინფორმაციას და შეხსენებას ეთიკისა

და ქცევის კოდექსის, პლაგიატის, აკადემიური დარღვევის, ჯიპას ორგანიზაციული კულტურის,

პრინციპებისა და ეთიური ღირებულებების შესახებ.

პლაგიატის აღკვეთა ციფრული მექანიზმებით დამუშავების პროცესშია, რადგან ჯიპამ ამ ბოლო დროს

შეწყვიტა თანამშრომლობა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტთან “Strike Plagiarism” (ქართულ ენაზე

ტექსტებთან/ნაშრომებთან დაბალი თავსებადობის გამო) და შეუერთდა სხვა ქართული

უნივერსიტეტების კონსორციუმს, რომელიც გეგმავს გამოიყენოს Turn-it-in პროგრამული

უზრუნველყოფა, როგორც პლაგიატის აღმოჩენისა და აღკვეთის ეფექტური ხელსაწყო.

ამასობაში კი ჯიპა იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს, რათა სტუდენტებს გააცნოს პლაგიატის

დამანგრეველი შედეგები ყველა ლექციაზე, ყველა ლექტორის მიერ, ინდივიდუალურად და ჯგუფში.

ლექტორებიც გულდასმით ცდილობენ პლაგიატის აღმოჩენას, აქვთ რა განვითარებული საკუთარი

გზები პლაგიატის გამოსავლენად, როგორიცაა საეჭვო წინადადებების დაგუგლვა, შერჩევითი

დაგუგლვა, და ა.შ. გასაუბრების დროს, მოგვაწოდეს პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევისა და და მათ

წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების რამდენიმე მაგალითი (რაც, თავისთავად, ემსახურება

პლაგიატის პრევენციის იდეას).

ჯიპა აკმაყოფილებს ამ სტანდარტის მოთხოვნებს.

თუმცა, განვითარებისთვისაც არის ადგილი: განსაკუთრებით მკვლევარებისა და დოქტორანტურის

კანდიდატებისთვის. საჭიროა ჩამოყალიბდეს სანდო კვლევითი სამუშაოს ჩატარების სპეციფიური

ეთიკა და შესაბამისი პრაქტიკული ტრენინგი/ინსტრუქცია. აქ მრავლადაა კარგი საერთაშორისო

მაგალითები.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

ეთიკისა და ქცევის კოდექსი; თვითშეფასების ანგარიში გასაუბრებები.

რეკომენდაცები:

რჩევები:

ეთიკის კოდექსს უნდა დაემატოს კვლევის ეთიკის კონკრეტული მოდული, რომელთა დაცვაც

აუცილებელია ტრენინგების ჩატარებისა და მითითებების მიცემის დროს.

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

Page 10: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

10

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

3. საგანმანათლებლო პროგრამები

უსდ-ს აქვს პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, განვითარებისა და გაუქმების

პროცედურები. პროგრამის სწავლის შედეგები ნათლად არის ჩამოყალიბებული და შესაბამისობაშია

ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. პროგრამა უზრუნველყოფს დასახული მიზნებისა და

მოსალოდნელი სწავლის შედეგების მიღწევას.

3.1 საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება

უსდ-ს აქვს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების, განხორციელებისა და

განვითარების პოლიტიკა.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპას საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების

ჯანსაღი პოლიტიკა აქვს, რომელშიც ჩართულია შესაბამისი გარეშე დაინტერესებული პირები და

რომელიც შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამ მიზნისთვის მტკიცე

მეთოდოლოგია გამოყენება. პროგრამის განახლება დამოკიდებულია რიგითი სტუდენტების, გარეშე

დაინტერესებული მხარეების და დამსაქმებლების მიერ მოწოდებულ უკუკავშირზე. უნდა აღინიშნოს,

რომ ჯიპას დამხმარე ფაკულტეტების უმრავლესობა აქტიური და პოტენციური დამსაქმებელია, და

პროგრამის ფორმალური შეფასების გარდა, ისინი არაფორმალურად დახმარებას უწევენ პროგრამის

ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს. მთლიან პროცესში პროგრამის ხელმძღვანელებს, ბუნებრივია,

გადამწყვეტი როლი აქვთ. დამსაქმებლის ჩართულობა განიხილება, როგორც სასიცოცხლოდ

მნიშვნელოვანი ფაქტორი პროგრამის განვითარებისათვის. ამის კარგი მაგალითია სამართლის

პროგრამის კურიკულუმის განახლება და მასში ,,ვერბალური კომუნიკაციის უნარების" შეტანა სწორედ

დამსაქმებლის მიერ მიწოდებული უკუკავშირის საფუძველზე.

ექსპერტთა ჯგუფმა სიხარულით აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და

გაძლიერება N1 სტრატეგიულ მიზნადაა მიჩნეული. ეს სწორედ ასეც უნდა უნდა იყოს ნებისმიერ

უნივერსიტეტში.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

თვითშეფასების ანგარიში სტრატეგიული განვითარების გეგმა; ხარისხის უზრუნველყოფის

ინსტრუქციები - ჯიპა; გასაუბრებები პერსონალთან და სტუდენტებთან

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

3.2 საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი

Page 11: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

11

o პროგრამის სწავლის შედეგები ნათლად არის ჩამოყალიბებული და შესაბამისობაშია უმაღლესი

განათლების საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

o ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მეშვეობით უსდ უზრუნველყოფს სტუდენტების

განსხვავებული მოთხოვნების, საჭიროებებისა და აკადემიური მომზადების გათვალისწინებას

და მათ შეუფერხებელ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუქცია უზრუნველყოფს მკაფიო და ადეკვატურ საინფორმაციო

მოდელს ჯიპას ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შესახებ. იგი მოიცავს ყველა შესაბამის ასპექტს,

მათ შორის, სწავლის შედეგებს/მიზნებს, უმაღლესი განათლების კანონმდებლობის დონეზე.

ინდივიდუალური სასწავლო პროგრამები მზადყოფნაშია და სახეზეა. ინდივიდუალური სასწავლო

გეგემბი, ასევე, გამოყენებულ იქნა სხვა უსდ-ებიდან მობილობის პროცესით გადმოსული, ან სტატუს-

აღდგენილი სტუდენტებისთვის. ყველაზე ბოლოდროინდელი მაგალითია ერაზმუს პლუსის

სტუდენტთა გაცვლის პროგრამა, როდესაც სკოლის წარმომადგენლებმა დაიქირავეს ინდივიდუალური

სასწავლო პროგრამის შემომავალი (უცხოელი) და გამავალი (ჯიპა) სტუდენტები, რათა გამოევლინათ

და მოეგვარებინათ გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების პროგრამებს შორის არსებული

განსხვავებები.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

თვითშეფასების ანგარიში სტრატეგიული განვითარების გეგმა; ხარისხის უზრუნველყოფის

ინსტრუქციები - ჯიპა; ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა; გასაუბრებები პერსონალთან

და სტუდენტებთან.

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

3.3 სწავლის შედეგების შეფასება

უსდ-ში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისი, სწავლის შედეგების ადეკვატური, გამჭვირვალე და

სამართლიანი შეფასების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების აკადემიური მიღწევების

გაუმჯობესებას.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპას წავლის შედეგების შეფასების ადეკვატური სისტემა აქვს. შეფასების პროცესის გამჭვირვალობა

უზრუნვლეყოფილია. სტუდენტები კარგად არიან ინფორმირებული შეფასების სისტემის, ასევე,

გასაჩივრების პროცედურების შესახებ, რომლებიც ფუნქციონირებენ უნივერსიტეტში.

სწავლის შედეგების შეფასება ასევე ასახავს ჯიპას ხუთივე სკოლის სწავლის საგნების სპეციფიკას.

დისციპლინებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები ისეა ასახული, რომ სასწავლო

გამოცდილებები ორგანიზებული და შეფასებულია. ამის კარგი მაგალითია ჟურნალისტიკისა და

მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა. აქ პროგრამები პრაქტიკაზე დაფუძნებული და შეფასების

მექანიზმები შეესაბამება კონკრეტულ, სპეციფიურ პროგრამებს (და, შესაბამისად, მათ კურსებს), მაგ;

მზადებას მედია პროექტებისათვის და ა.შ. მეორე მაგალითია ბიზნეის ადმინისტრირების სამაგისტრო

პროგრამა მმართველობის სკოლაში, სადაც იმიტირებული ბიზნეს-პროექტები კარგად აპრობირებული

შეფასების მექანიზმია.

Page 12: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

12

შეფასების მეტად გაცრცელებული მეთოდი, რაც პროგრამებზე გამოიყენება გახლავთ ტესტები.

უნივერსიტეტი იყენებს არა-კომპიუტერულ (ქაღალდზე) ტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი

უმკლავდება ამას სტუდენტთა შედარებით მცირე რიცხვის გამო, ეს უკვე მოძველებულ პრაქტიკად

მიიჩნევა და საჭიროა მისი გაუმჯობესება. ჯიპას წარმომადგენლებმა იციან ამ საკითხის შესახებ და

აპირებენ კომპიუტერული ტესტების დანერგვას სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში 2018-19

აკადემიურ წელს.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

თვითშეფასების ანგარიში სტრატეგიული განვითარების გეგმა; ხარისხის უზრუნველყოფის

ინსტრუქციები- ჯიპა; გასაუბრებები პერსონალთან და სტუდენტებთან

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

4. უსდ-ის პერსონალი

უსდ უზრუნველყოფს, რომ დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალი

(აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული/ ადმინისტრაციული/დამხმარე) იყოს მაღალკვალიფიციური,

რათა მათ შეძლონ საგანმანათლებლო, კვლევითი/სამეცნიერო/შემოქმედებითი/საშემსრულებლო და

ადმინისტრაციული პროცესის ეფექტურად წარმართვა და დაწესებულების სტრატეგიული გეგმით

განსაზღვრული შედეგების მიღწევა. თავის მხრივ, ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს თავისი

პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.

4.1. პერსონალის მართვა

o უსდ-ს განსაზღვრული აქვს პერსონალის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რაც

უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის და სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული სხვა

აქტივობების განხორციელებას.

o უსდ უზრუნველყოფს აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული/ადმინისტრაციული/დამხმარე

პერსონალის პოზიციებზე სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრების დასაქმებას.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპამ ნამდვილად გამოიყენა მიმდინარე ავტორიზაციის პროცესი მისი ადამიანური რესურსების

პოლიტიკისა და პროცედურების გადასახედად წარმატებული და სამართლიანი რეკრუტინგის

პროცესების, ადეკვატური შეფასების/ დაჯილდოებისა და ინდივიდუალური განვითარების

სტიმულირების ჭრილში. სპეციალურმა ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ძირითადი ადამიანური

რესურსების მართვის დოკუმენტი, როგორც მომავლი პრაქტიკის საფუძველი, რაც 2018-2024 წლების

სტრატეგიული განვითარების გეგმის ინტეგრირებული ნაწილი გახდა. ექსპერტთა ჯგუფი ძალიან

აფასებს ამ მიდგომას ადამიანური რესურსების მართვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროს

მიმართ. მისი წარმატებული განხორციელებისათვის საჭიროა პასუხისმგებელი ლიდერების აქტიური

და თავდადებული ჩართულობა სხვადასხვა დონესა და სხვადასხვა ადილზე. ეს საკმაოდ დიდი

გამოწვევა ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის.

სტრატეგიული მიზნები II.1, II.4, II.6 და II.7 ნამდვილად უმაღლესი პრიორიტეტი უნდა იყოს

ადამიანური რესურსების განვითარების ასპექტში. არა მარტო ინდივიდუალური სტუდენტების

კურატორობის გაწევის მიზნით, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობის, ქართულ ენაზე

სახელმძღვანელოებისა და სტუდენტის მასალების გამოცემის და მნიშვნელოვანი კვლევითი

პროტფოლიოს განვითარების მიზნით მომავალში. საღი ემპირიული კვლევა და მაღალი რანგის

პროფესიული ექსპერტიზა ნებისმიერი კარგი საჯარო მმართველობის სკოლის საფუძველია.

Page 13: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

13

ეხლახან შემუშავებული ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და პროცედურები

შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან. ეს აამაღლებს განვითარების პრსპექტივას და ხარისხს

როგორც უკვე დასაქმებული, ასევე მომავალში დასასაქმებელი თანამშროლებისთვის. საშუალოდ,

ფაკულტეტის ასაკი შედარებით ახალგაზრდაა (რაც განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს.) ჯიპა

სწორად აკეთებს აქცენტს უწყვეტ განვითარებაზე. ა მ პ როც ე ს შ ი კარგი კოლეგიალური

ზედამხედველობა, აუცილებელი პირობაა.

და კიდევ, უნივრსიტეტის ადმიანურ რესურსებს (აკადემიური და მოწვეული პერსონალი) დიდი

პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, რაც სტუდენტებს ეხმარება პრაქტიკული ცოდნისა და უნარების

ჩამოყალიბებასა და მათივე კონკურენტუნარიობის გაზრდაში შრომის ბაზარზე.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

ჯიპას ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა (ყურადღება მიაქციეთ, რომ დოკუმენტის

ინგლისური თარგმანი ზოგიერთ სერიოზულ შეცდომას მოიცავს). ახალი თანამშრომლების

გზამკვლევი სტრატეგიული განვითარების გეგმა (II, XV). სამოქმედო გეგმა ინტერვიუ შესაბამის

პერსონალთან.

რეკომენდაცები:

ჯიპამ II.1, II.4, II.6 და II.7 სტრატეგიული მიზნები უმაღლეს პრიორიტეტად უნდა აქციოს ადამიანური

რესურსების განვითარების მიზნით.

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

4.2. აკადემიური/სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის დატვირთვა

უსდ-ის აკადემიური/სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის რაოდენობა და დატვირთვა უსდ-ში

განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების/სამეცნიერო- კვლევითი/შემოქმედებითი

საქმიანობისა და სხვა მათზე დაკისრებული ფუნქციების ადეკვატურია.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპამ მოგვაწოდა შედარებით ვრცელი ანგარიშები დატვირთვის შეფასებისა და ინდივიდუალური

ფაკულტეტის ფაქტიური დატვირთვის შესახებ. ეს გარანტიაა დადებითი დასკვნის, რომ სწავლება და

კურატორობა ნამდვილად პრიორიტეტებია, და რომ ყველა აფილირებულ ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს

საკონსულტაციო მუშაობისა და კვლევის შესაძლებლობა. ყველა კატეგორიისთვის მსგავსი

სტანდარტის გამოყენება კარგი აზრია.

პერსონალი-სტიდენტების თანაფარდობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია უმრავლეს შემთხვევებში და

ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ხარჯები მისაღებ ფარგლებშია. ჯიპას ახალი

ადამიანური რესირსების პოლიტიკა აკადემიური პერსონალის ოთხ კატეგორიას აწესებს. კატეგორიები

ა, ბ, გ და დ ერთმანეთისგან კონკრეტულად დატვირთვითა და სწავლების, კვლევითი, საკონსულტაციო

საქმიანობებითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობებით თანაფარდობით განსხვავდებიან.

თანაფარდობა კვლევასა და სწავლებას შორის მცირდება A-დან D-მდე. არსებული კატეგორიები და

დატვირთვის განაწილება უზრურნველყოფს ხარისხიან სწავლებას და ასახავს უნივერსიტეტის ერთ-

ერთ უმთავრეს მიზანს - სასწავლო კომპონენტის ინტერნაციონალიზაციას. მრავალი კატეგორიის

დანერგვამ ასევე აკადემიური პერსონალისთვის გარკვეული მოქნილობა უზრუნველჰყო მათი

ინტერესებისა და სამუშაო უნარების მორგებისათვის უნივერსიტეტის მოთხოვნებთან.

აფილირებული ფაკულტეტის ფარდობითი წილის შემდგომი გაუმჯობესება კარგი ნაბიჯია.

ყოველივე ზემოთხსენებული ნათლად მიუთითებს, რომ ჯიპა შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს

აკმაყოფილებს.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

Page 14: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

14

ჯიპას ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა (ყურადღება მიაქციეთ, რომ დოკუმენტის

ინგლისური თარგმანი ზოგიერთ სერიოზულ შეცდომას მოიცავს). აკადემიური პერსონალის

დატვირთვის კვლევის ანგარიში; სტრატეგიული განვითარების გეგმა; გასაუბრება შესაბამის

პერსონალთან.

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

5. სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები.

უსდ უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და მათი უფლებების დაცვას;

სთავაზობს სტუდენტებს შესაბამის სერვისებს, მათ შორის, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებს,

უზრუნველყოფს სტუდენტების მაქსიმალურ ინფორმირებას, ახორციელებს მრავალფეროვან

ღონისძიებებს და ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას ამ ღონისძიებებში. სტუდენტთა

მხარდამჭერი ღონისძიებების გასაუმჯობესებლად უსდ ითვალისწინებს სტუდენტთა გამოკითხვის

შედეგებს.

5.1. სტუდენტის სტატუსის მოპოვებისა და ცვლილების წესი, და განათლების აღიარება, სტუდენტის

უფლებები

o უსდ-ს თითოეული საგანმანათლებლო საფეხურისათვის შემუშავებული აქვს სტუდენტის

სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, კვალიფიკაციის მინიჭების,

საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების

აღიარების წესები.

o უსდ უზრუნველყოფს სტუდენტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპა სრულად შეესაბამებაა შესაბამის სტანდარტს ამ საკითხშიც. ჯიპას გააჩნია ადეკვატური

რეგულაცია სტუდენტის სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ თითეული

საგანმანათლებლო საფეხურისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომია.

სტუდენტთა ინტერესების დამცველი წესებისა და რეგულაციების გარდა, როგორც ჩანს, სტუდენტებს

აქვთ საკმარისი წვდომა კურატორობასა და რჩევებზე. ნათელია, რომ ღია კარის დღის პრაქტიკა

მაინცდამაინც არ ხორციელდება. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიტანონ მათი იდეები

ხელმძღვანელობის ყურამდე და რაგულარულად იქცევიან კიდეც ამგვარად.

ზოგადად, სტუდენტთა ჩართულობა ძალიან მაღალია. თუმცა, შესაძლებელია მათი

წარმომადგენლობის გაუმჯობესება ფორმალურ დონეზე (იხ. ზემოთ 1.2.). მიუხედავა იმისა, რომ

უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს ღია კომუნიკაცია აქვთ, სტუდენტები

ოფიციალურად არ არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჯიპას მენეჯმენტისთვის

ცნობილია ეს ფაქტი და გეგმავს თანდათანობით გაზარდოს სტუდენტური წარმომადგენლობა ჯერ

სკოლის, და შემდეგ, თუ საჭირო გახდა, უნივერსიტეტის დონეზე.

მანამდე სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები არ ხორციელდებოდა ინსტიტუციურ დონეზე, მან

2018 წლის დასაწყისში მიიღო ოფიციალური სახე და ,,სტუდენტების მხარდაჭერისა და კარიეული

განვითარების ცენტრად" ჩამოყალიბდა. ამასთან ერთად, ჯიპამ შემოიღო ინკლუზიის კოორდატორის

პოზიცია, ორმელსაც ევალება სპეციალური მოთხოვნილებების მქონე სტუდენტების გამოვლენა და

მათთვის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

Page 15: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

15

თვითშეფასების ანგარიში სასწავლო პროცესის წესი; ეთიკისა და ქცევის კოდექსი; გასაუბრებები.

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

5.2 სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები

o სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად უსდ-ში

მოქმედებს საკონსულტაციო მომსახურება.

o უსდ-ში ფუნქციონირებს კარიერული მხარდაჭერის სერვისი, სადაც სტუდენტები იღებენ

შესაბამის კონსულტაციას და მხარდაჭერას დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან

დაკავშირებით.

o უსდ უზრუნველყოფს სტუდენტთა ინფორმირებას და მათ ჩართულობას სხვადასხვა

საუნივერსიტეტო, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში, ასევე ხელს

უწყობს სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას.

o უსდ-ს გააჩნია სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის, მათ შორის, ფინანსური

მხარდაჭერის მექანიზმები.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

სტუდენტების მხრდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი კიპას მიერ სტუდენტებისთვის

მიწოდებულ სერვისებში ბოლო დამატებაა. ადრე და ამგვარი მხარდაჭერის გარეშე, სტუდენტები

კარგად ერგებოდნენ დასაქმების ბაზარს. ეს, რასაკვირველია, უნდა მივაწეროთ ძლიერ და

მრავალფეროვან ურთიერთქმედებას ჯიპასა და დასაქმების ბაზრის შესაბამის სექტორებს (მოწვეული

ლექტორების. კურსდამთვრებულების, სტაჯირებების, და ა.შ. საშუალებით) შორის. ასე რომ, ახალი

კარიერული განვითარების ცენტრი სწორედ მუშაობის დაწყების პროცესშია.

ჯიპა თანამშრომლობს პოტენციურ დამსაქმებლებთან, ითვალისწინებს რა შრომის ბაზრის მოთხოვნებს

სხვადასხვა მიმართულებით; კონკრეტულად, გასაუბრებებისა და უნივერსიტეტის მიერ

წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დადასტურებულია, რომ:

1) აკადემიური პროგრამების ჩამოყალიბებისა და გაუმჯობესების პროცესების ფარგლებში

უნივრსიტეტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს პოტენციურ დამსაქმებლებსა და სხვა

დაინტერესებუ მხარეებთან.

2) უნივერსიტეტს მუდმივი კონტაქტი აქვს კურსდამთავრებულებთან, ეხმარება მათ კარიერის

განვითარებაში, აქვს მათი სამსახურების მონაცემთა ბაზა, პოზიციები და კარიერის

განვითარების დინამიკა. უნივერსიტეტის იყენებს კურსდამთავრებულების

რჩევებს/რეკომენდაციებს სტუდენტთა კონკურენტულობის გასაზრდელად შრომის ბაზარზე.

3) უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტს კარიერის დაგეგმვასა და განვითარების პროცესში. ამ

მიზნით უნივერსიტეტი ორგანიზებას უწევს სხვადასხვა აქტივობებს როგორც

სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულთათვის.

4) პოტენციური დამსაქმებლები ინფორმირებული არიან უნივერსიტეტის პროგრამების,

სტუდენტთა კვალიფაკაციისა და უნარების შესახებ. გასაუბრებების დროს დამსაქმებლებმა

ისაუბრეს მათ ორგანიზაციაში დასაქმებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების

შესახებ.

Page 16: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

16

5) ჯიპა რეგულარულად აწვდის სტუდენტებს ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული

ვაკანსიების შესახებ.

სტუდენტთა სოციალური დახმარება სხვა თემაა. საკმაოდ მაღალი რაოდენობის სტუდენტს აქვს

სტატუსი შეჩერებული. ექსპერტთა ჯგუფმა ვერ მოიძია ამ სიტუაციის რაიმე სტრუქტურული ანალიზი.

ალბათ აქ გარკვეულ როლს თამაშობს პასუხისმგებლობათა კონფლიქტი (სწავლალ და მუშაობა

პარალელურად) და ფინანსური პრობლემები. ამ ასპექტის გათვალისწინებით, გირჩევთ, სოციალური

დახმარება ერთ-ერთ პრიორიტეტად აქციოთ. სტუდენტები საკმაოდ დადებითად აფასებენ მათ

არჩევანს - ესწავლათ ჯიპაში. ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროთ მათ, სადაც ეს

შესაძლებელია, მიაღწიონ უნივერსიტეტის დასრულებას.

ამასთან ერთად, ჯგუფმა იმსჯელა კოოპერაციულ განათლებაზე (სასწავლო პროგრამის დუალური

მოდული, რომელიც აერთიანებს სამსახურსა და უნივერსიტეტში სწავლას. კანადის მსგავს ქვეყნებში,

სოციალური მეცნიერებების სფეროში შესაძლებელია მოიძებნოს ასეთი სასწავლო პროგრამა.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

თვითშეფასების ანგარიში სასწავლო პროცესის წესი; გასაუბრებები.

რეკომენდაცები:

რჩევები:

სტუდენტთა სოციალური დახმარება დამატებით პრიორიტეტად უნდა იქცეს.

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

6. კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა

უსდ, სახისა და დარგ(ებ)ის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზრუნავს საკუთარი კვლევითი ფუნქციის

გაძლიერებაზე, უზრუნველყოფს კვლევების ხელშემწყობი პირობების შექმნასა და კვლევითი

საქმიანობის ხარისხის ამაღლებას.

6.1 კვლევითი საქმიანობა

o უსდ, სახისა და დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახორციელებს კვლევით/შემოქმედებით

საქმიანობას.

o სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

o უსდ-ს აქვს დარგის სპეციფიკის შესაბამისი სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის

საჯარო, გამჭირვალე და სამართლიანი პროცედურები.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპას მისიის განაცხადის შესაბამისად, ფაკულტეტი ახორციელებს სოციალურ მეცნიერებათა

კვლევისა და განვითარების პროექტებსა და პროგრამებს, ასევე სადოქტორო პროგრამას. კვლევის

დეპარტამენტი კოორდინაციასა და მხარდაჭერას უწევს ამ აქტივობებს სკოლებთან თანამშრომლობით.

სადოქტორო პროგრამა დოქტორანტი სტუდენტებისათვის შედარებით ახალი ფენომენია (2012

წლიდან). ზედამხედველობისა და შეფასების ადეკვატური წესები და რეგულაციები სახეზეა.

ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალი გამოიცემა 2016 წლიდან აშშ-ს პარტნიორ

დაწესებულებასთან ერთად. აფილირებული ფაკულტეტი მუდმივად გამოსცემს კვლევით

პუბლიკაციებს და სხვა გამოყენებით კვლევით პროდუქტებს (მაგ; სახელმძღვანელოებს).

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტის ჩართულობას კვლევით საქმიანობებში.

გამოყენებითი კვლევისა და განვითარების აქტივობებს კოორდინირებასა და დახმარებას უწევს

პოლიტიკის შეფასების ცენტრი. ამ და სხვა აქტივობების განსახორციელებლად სტრუქტურულად

Page 17: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

17

ხდება საერთაშორისო თანამშრომლობებისა და საერთაშორისო/ეროვნული ფონდების მოძიება და

რეალიზაცია.

ყოველივე ამას ჯიპა ახორციეებს შესაბამისი სტანდარტების თანახმად. მისი დღევანდელი სტრატეგია

მიმართულია გაფართოებისა და გაუმჯობესებისაკენ ყველა ასპექტში. ეს, ცხადია, ჯიპას

ინსტიტუციური განვითარების სქემის მნიშვნელოვანი თვისებაა.

განსაკუთრებულად გვსურს ორი საკითხზე შევჩერდეთ: 1) დოქტორანტი - კანდიდატების წარმატების

გასაჯაროების მხარდაჭერა; დოქტოტრანტი კანდიდატების უმრავლესობა ან ნახევარ-განაკვეთზეა

სტუდენტი, ან საერთოდ შეჩერებული აქვს სტატუსი. საკმაოდ დიდი გამოწვევაა სტატუსის

შენარჩუნება. უკვე მიიღება ზომები ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. გვსურს გირჩიოთ, რომ

იფიქროთ უფრო მსხვილმასშტაბიან კვლევით პროექტებზე, უფრო დიდ მონაცემთა ბაზებთან

მუშაობაზე, სადაც ჩართავთ შეძლებისდაგვარად ბევრ დოქტორანტს. ასეთი თანამშრომლობით

შესაძლოა შეინარჩუნოთ დოქტორანტები და შემცირდეს წარუმატებლობის ინდიკატორი. რაც, ალბათ,

ძალიან მისასალმებელი იქნება ერთის მხრივ დოქტორანტი კანდიდატების ინდივიდუალური

წარმატების ჭრილში და მეორე მხრივ - ჯიპას შესაძლებლობათა განვითარებისათვის, ასევე ზოგადად,

ქართული უმაღლესი განათლებისა და საზოგადოებისათვის. 2) ინტერდისციპლინური

თანამშრომლობა სტანდარტული მიდგომა ხდება საერთაშორისო დონეზე საზოგადოებასთან

დაკავშირებული კვლევების წარმოების დროს. ბევრი სოციალური ფენომენი და გამოწვევა არ გვარდება

სწორედ მხოლოდ ერთი დისციპლინის მკვლევარების მიერ. ჯიპას ზომისა და პროფილის

უნივერსიტეტისათვის ზედგამოჭრილია ჩაებას ინტერდისციპლინურ პროექტებში. ალბათ

კეთილგონიერი იქნებოდა საერთაშორისო პარტნიორების მოძებნა, რომლებსაც ამ საკითხში მაღალი

პროფესიონალიზმი გააჩნიათ.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

კვლევის დეპარტამენტის 2012-2018 წლების ანგარიში; თვითშეფასების ანგარიში; სტრატეგიული

განვითარების გეგმა (VIII, X, XI). გასაუბრებები.

რეკომენდაცები:

ჯიპამ უნდა გააძლიეროს არა მარტო კვლევის მიმართულება, არამედ განსაკუთრებული ძალისხმევა

მიმართოს სადოქტორო პროგრამის განვითარებაზე და მოიძიოს გზები ინტერდისციპლინური კვლევის

განვითარების მიზნით.

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

6.2. კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია

o უსდ-ს გააჩნია კვლევის, განვითარებისა და სახელოვნებო-შემოქმედებითი საქმიანობის

მხარდაჭერის ეფექტური სისტემა.

o ახალი კადრების მოზიდვა და ჩართვა კვლევით/სახელოვნებო საქმიანობაში.

o უსდ ზრუნავს კვლევითი/განვითარების/ შემოქმედებითი საქმიანობის

ინტერნაციონალიზაციაზე.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპა ანგარიშგასაწევ მხარდაჭერას ს თავაზობს კვლევისა და განვითარების საქმიანობებს, მათ შორის,

,,შიდა კვლევის საგრანტო პროგრამას", რომელიც იძლევა დაფინანსებისა და თანადაფინანსების

შესაძლებლობებს 500.000 ლარიანი ბიუჯეტით მისი სტუდენტებისა და ფაკულტეტისათვის.

(დაფინანსება, შესაძლოა, გაიზარდოს კვლევის მასშტაბისა და მნიშვნელობის შესაბამისად). თუ

გავითვალისწინებთ, რომ სტუდენტთა ჩართულობა ჩაბარებული პროექტების შერჩევისას ერთ-ერთი

მთავარი კრიტერიუმია, ეს აშკარად წაახალისებს და მხარს უჭერს კვლევით საქმიანობებს ფაკულტეტზე

და სტუდენტთა შორის ყველა საფეხურზე (BA, MA and PhD). ეს მოდელი არ არის იშვიათი

Page 18: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

18

საერთაშორისო კონტექსტში; თუმცა, ის არ ითვლება საყვარელ პრაქტიკად საქართველოს რეალობაში

(განსაკუთრებით, კერძო უსდ-ებს შორის).

ვინაიდან ჯიპა ცდილობს გააფართოვოს მისი აფილირებული ფაკულტეტი და ხელი შეუწყოს მათ

კვლევით საქმიანობებს, იგი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ყველა სახის საერთაშორისო ქსელში

კველვისა და განვითარების სტიმულირების მიზნით. ქვემოთ მოცემულია პროექტები, რომლებიც

აღნიშვნის ღირსია და შეიძლება ეწოდოს კვლევის ინტერნაციონალიზაციის ბრწყინვალე პრაქტიკა:

1) ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალი, რომელიც გამოიცემა აშშ პარტნიორ ორგანიზაციასთან

ერთად 2016 წლიდან (ტროის უნივერსიტეტი);

2) კვლევითი თანამშრომლობა ჯორჯ მეისონის უნივერისტეტთან (ერთ-ერთი მაღალ-რეიტინგული

უნივერსიტეტი მსოფლიო მასშტაბით კერძო/საჯარო და საჯარო მმართველობის სფეროებში), რაც

დასრულდა ერთობლივი კვლევითა და ერთობლივი პუბლიკაციით 2017 წელს.

შესაბამისად, ჯიპა აკმაყოფილებს სამივე კრიტერიუმს, რომელიც მოყვანილია ამ ქვე-სტანდარტში.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

კვლევის დეპარტამენტის 2012-2018 წლების ანგარიში; თვითშეფასების ანგარიში სტრატეგიული

განვითარების გეგმა; გასაუბრებები.

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

ჯიპა ახორციელებს ,,საერთაშორისო კვლევის საგრანტო პროგრამას", რომელიც ოპერირებს,

როგორც ფუნქციური მოდელი ყველა საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სადოქტორო)

სტუდენტის, ასევე ფაკულტეტის წევრების, კვლევითი აქტივობების წახალისებისა და

მხარდაჭერისათვის.

ჯიპას დამყარებული აქვს კვლევითი პარტნიორობა აშშ უნივერსიტეტებთან, რომელმაც შედეგად

ერთობლივი კვლევითი აქტივობები და ერთობლივი პუბლიკაციები მოიტანა ელექტრონულ

რეცენზირებად ჟურნალებში. ეს პრაქტიკა, შეიძლება ითქვას, რომ სანიმუშო გახდეს სხვა ქართული

უსდ-ებისთვის.

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

6.3. კვლევითი საქმიანობის შეფასება

უსდ-ს გააჩნია კვლევითი/შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის, სამეცნიერო-კვლევითი

ერთეულებისა და აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასებისა

და ანალიზის სისტემა.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპას ა ქ ვ ს კარგი სისტემა კვლევითი საქმიანობების აღწერისა და შეფასებისათვის, ასევე კვლევითი

ერთეულების პროდუქტიულობისათვის. ზოგიერთი მექანიზმი მოიცავს წლიურ ანგარიშს,

სტუდენტთა ჩართულობის ანალიზს, შესაბამისი მიმდინარე გამოწვევების შეფასებას და ა.შ., რომელიც

სრულდება წლიური რჩევებით მომავალი განვითარებისათვის.

ჯიპას არ გააჩნია საყოველთაო ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მიძღვნილია კვლევის ხარისხის

შეფასებისათვის. თუმცა, ფაქტი, რომ აკადემიური კვლევითი საქმიანობების უმრავლესობა ორ-მხრივი

ან სამ-მხრივი თანამშრომლობის შედეგია ცნობილ აშშ და ევროპულ უნივერსიტეტებთან ან შესაბამისი

რეცენზირების პროცესები და პროფესიული პერიოდული გამოცემები მოქმედებს, როგორც ბუნებრივი

ხარისხის გამაძლიერებლები და უზრუნველყოფს ორგანიზაციის შიგნით მაღალი ხარისხის აკადემიურ

კვლევას.

Page 19: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

19

ჯიპა, ასევე, აქტიურადაა ჩართული გამოყენებითი კვლევის წარმოებაში სხვა საერთაშორისო

ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც წარმოდეგნილები არიან საქართველოსა და რეგიონში.

გამოყენებითი კვლევის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების

საჭიროება ყოველი პროექტისათვის ასევე ხარისხს მოითხოვს.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

კვლევის დეპარტამენტის 2012-2018 წლების ანგარიში; თვითშეფასების ანგარიში; გასაუბრებები.

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

7. მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები

უსდ-ის მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები უზრუნველყოფს დაწესებულების

მდგრად, სტაბილურ, ეფექტიან და ეფექტურ ფუნქციონირებას და სტრატეგიული განვითარების

გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.

7.1 მატერიალური რესურსები

o უსდ-ს საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს მატერიალური რესურსი (უძრავი და მოძრავი

ქონება), რომელიც გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად,

სათანადოდ პასუხობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი საქმიანობის

მოთხოვნებს და შეესაბამება არსებულ და/ან დაგეგმილ სტუდენტთა რაოდენობას.

o დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო გარემო:

სანიტარიული კვანძები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის ცენტრალური

სისტემა.

o დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

o დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპა თავის სტრატეგიული განვითარების გეგმაში აღწერს არსებულ ინფრასტრუქტურას, რაც

თანდათანობითი ზრდის შედეგია, როგორც მომავალი განვითარების დაბრკოლება, ფინანსური

ტვირთი და რთული მენეჯმენტ-პროცესები. ამასთან ერთად, ის მხოლოდ ნაწილობრივ

უზრუნველყოფს წვდომას სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

სტრატეგიული მიზანი 12 (კამპუსის მშენებლობა) ამ საჭიროებას ზოგადი ტერმინებით ეხება, და არა

დეტალურად. ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მაღალი დანახარჯისა და შემოსავლის პროექტია,

რომელიც შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტს მისი განვითარების ახალ ფაზას კარგი ხარისხით,

მაღალი ადეკვატურობით საერთაშორისოდ საინტერესო იმიჯის მქონედ შეხვდეს. ექსპერტთა ჯგუფი

სიხარულით ხვდება ამ პროექტს; ჩვენ კვლავა დაგვიდასტურეს, რომ ჯიპას ხელმძღვანელობას ეს

ამოცანა კონტროლზე ჰ ყავს აყვანილი. თუმცა, პროექტის მენეჯმენტის კონკრეტული მოთხოვნები არ

არის ხელმისაწვდომი და მისი განხილვაც არ მომხდარა. იგივენაირად, ჯგუფს ჯერ არ უნახავას

მომავალი საქმიანობების მაჩვენებლები ან ორგანიზაციული დაგეგმვა ამ ახალ კამპუსში.

ამ ეტაპისათვის, მნიშვნელოოვნად რჩება არსწებული შენობის შენარჩუნება და განახლება. ასე რომ,

ხარისხის არ არის იდეალური, მაგრამ მისაღებია. ეფექტიანობის თვალსაზრისით, არსებული სიტუაცია

რთულია (ძალიან პატარა სივრცე სერვისებისა და ობიექტებისთვის) ურთიერთ-დისციპლინური

თანამშრომლობის თვალსაზრისით როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ფაკულტეტისთვის,

საერთაშორისო იმიჯის ასპექტშიც, არსებული სიტუაცია ნამდვილად არ არის მომგებიანი.

Page 20: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

20

მტკიცებულებები/ინდიკატორები

სტრატეგიული განვითარების გეგმა; თვითშეფასების ანგარიში; ინტერვიუები ხელმძღვანელობასთან

და პერსონალთან.

რეკომენდაცები:

რეკომდენდირებულია, რომ პრიორიტეტად იქცეს ახალი კამპუსის პროექტი. საქმიანობისა და

ორგანიზაციული დაგეგმვის პარალელურად, ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობის პროექტს, რათა

მზად იყოს ახალი ნაგებობის ოპტიმალური გამოყენებისთვის.

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

7.2. საბიბლიოთეკო რესურსები

ბიბლიოთეკაში არსებული გარემო, რესურსები და მომსახურება ხელს უწყობს სასწავლო და კვლევითი

საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას და უსდ მუდმივად ზრუნავს მის განვითარებაზე.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

საბიბლიოთეკო რესურსები ხელმისაწვდომია მისაღები სტანდარტებით, მათ შორის, ხელმისაწვდომია

ელექტრონული (საერთაშორისო) მასალები და KOHA-ს კატალოგები. მომხმარებელთა კმაყოფილება

ელექტრონული სერვისებით უფრო მაღალია, ვიდრე ანალოგური რესურსებით.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

თვითშეფასების ანგარიში; ბიბლიოთეკის საქმიანობებისა და სერვისების კითხვარი; გასაუბრება

შესაბამის პერსონალთან.

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

7.3 საინფორმაციო რესურსი

o უსდ-ში შექმნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა და

უზრუნველყოფილია მისი ადმინისტრირება და ხელმისაწვდომობა.

o ელექტრონული სერვისები და მართვის ელექტრონული სისტემები დანერგილია და არსებობს

მისი მუდმივი განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები.

o უსდ-ის მიერ უზრუნველყოფილია ვებგვერდის ფუნქციონირება ქართულ და ინგლისურ

ენებზე.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპა ს თავაზობს ადეკვატურ საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერას ინფრასტრუქტურით,

ასევე სისტემით და სერვისებით, მათ შორის, ორენოვან ვებ-გვერდს. ჯგუფზე შთბეჭდილება მოახდინა

გამოვლენილი პროფესიონალიზმის მაღალმა დონემ საკმაოდ მცირემასშტაბიან ორგანზაციაში.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

თვითშეფასების ანგარიში; გასაუბრება შესაბამის პერსონალთან.

Page 21: უმაღლესი საგანმანათლებლო ... · 2019-01-23 · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

21

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒შესაბამისობაშია მოთხოვნებთან

7.4 ფინანსური რესურსები

o უსდ-ის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების გამოყოფა ეკონომიკურად

მიღწევადია.

o უსდ-ის ფინანსური მდგომარეობა უზრუნველყოფს სტრატეგიული განვითარებისა და

სამოქმედო გეგმებში გაწერილი აქტივობების შესრულებას.

o უსდ-ის ფინანსური რესურსები ორიენტირებულია დაწესებულების ძირითადი საქმიანობის

ეფექტურ განხორციელებაზე.

o უსდ-ის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევებისა და ბიბლიოთეკის

ფუნქციონირება-განვითარების დაფინანსება.

o უსდ-ში არსებობს ანგარიშვალდებულების, ფინანსური მართვისა და კონტროლის ეფექტური

სისტემა.

სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი

ჯიპას ეფექტიანი და პროფესიული ფინანსური სისტემა აქვს, რომელიც დაწესებულებას საშუალებას

აძლევს დაგეგმოს, განახორციელოს და გააკონტროლოს ბიუჯეტი ეფეტურად. მისი შუალედური

დაფინანსება საშუალებას აძლევს ჯიპას უწყვეტად დააფინანსოს მისი აქტივობები და ასევე მზად იყოს

ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ფინანსური შემთხვევისთვის. მიღებული აუდიტის ანგარიშებისა და

შუალედური ბიუჯეტის გაგმების განხილვის შემდეგ, ჯგუფმა დაასკვნა, რომ 2018-2020 სამოქმედო გეგმა

ფინანსურად განხოციელებადია.

მტკიცებულებები/ინდიკატორები

თვითშეფასების ანგარიში; აუდიტის წლიური ანგრიშიბი; წლიური ბიუეჯეტები; გასაუბრება შესაბამის

პერსონალთან.

რეკომენდაცები:

რჩევები:

საუკეთესო პრაქტიკა (-ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

შეფასება

☒ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან