20
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი დამტკიცებულია რექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის №254 ბრძანებით, დანართი №1

ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

ევროპის უნივერსიტეტის

სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

დამტკიცებულია რექტორის 2019 წლის 22

ნოემბრის №254 ბრძანებით, დანართი №1

Page 2: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

2

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

დოკუმენტის შინაარსი

მუხლი 1. რეგულირების სფერო ..................................................................................................................... 3

მუხლი 2. ენობრივი კომპეტენციის დადგენას დაქვემდებარებულ პირთა წრე ..................................... 3

მუხლი 3. ენობრივი კომპეტენციის დადასტურება ..................................................................................... 4

მუხლი 4. ენობრივი კომპეტენციის შეფასების მეთოდოლოგია ............................................................. 10

მუხლი 5. ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი .................................................................................. 11

მუხლი 6. გამოცდის შედეგები. აპელაცია ................................................................................................... 12

მუხლი 7. ენობრივი კომპეტენციის დადგენის შედეგები ......................................................................... 12

Page 3: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

3

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. წინამდებარე წესი ადგენს ევროპის უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი“)

საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მქონე სტუდენტებისთვის

/აბიტურიენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი კომპონენტების

სწავლების ენის შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დადგენის შემთხვევებს, ენობრივი

კომპეტენციის საუნივერსიტეტო გამოცდის ჩატარების ვალდებულების მქონე პირებს, გამოცდის

ჩაბარების წესსა და პირობებს, აგრეთვე, ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესების

საუნივერსიტეტო მექანიზმებს.

2. წინამდებარე წესით ასევე განისაზღვრება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით

გათვალისწინებულ უცხოენოვან კომპონენტზე სტუდენტის დაშვების, უცხო ენაში გასავლელი

სასწავლო კურსის დონის დადგენის პროცედურები და უცხო ენის კომპონენტში დამატებითი

კრედიტების ათვისების შესაძლებლობა.

3. წინამდებარე წესის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე

ჩარიცხული პირების შესაბამისი პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევისათვის აუცილებელი

ენობრივი კომპეტენციის დონის დადგენას, აგრეთვე, ენობრივი კომპეტენციის დონის

გასაუმჯობესებლად, საუნივერსიტეტო მექანიზმების ამოქმედებას.

4. საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ კომპონენტებზე დაშვების წესი განისაზღვრება

პროგრამის სასწავლო გეგმაში განსაზღვრული წინაპირობებით.

მუხლი 2. ენობრივი კომპეტენციის დადგენას დაქვემდებარებულ პირთა წრე

1. ენობრივი კომპეტენციის დონის დადგენას ექვემდებარება უნივერსიტეტის პროგრამაზე

ჩარიცხული სტუდენტი/ჩასარიცხი აბიტურიენტი, რომელიც არ განეკუთვნება ამ მუხლის მე-2

პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას.

2. ქართულენოვან პროგრამაზე ენობრივი კომპეტენციის დონის დადგენის ვალდებულებისგან

თავისუფლდებიან შემდეგი პირები:

ა) რომლებმაც ჩააბარეს ერთიანი ეროვნული / საერთო სამაგისტრო გამოცდები სახელმწიფო ენაზე.

ბ) რომლებმაც სრული ზოგადი, ხოლო სამაგისტრო პროგრამებთან მიმართებით - საბაკალავრო

განათლება მიიღეს ქართულ ენაზე.

გ) რომლებსაც გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების პროგრამა, რაც დასტურდება შესაბამისი

სერტიფიკატით.

Page 4: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

4

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

3. ინგლისურენოვან/ქართულენოვან პროგრამებზე ენობრივი კომპეტენციის დონის

დადასტურების ვალდებულება აქვს:

ა) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ პირს.

ბ) მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ

უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის

გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული/ინგლისური ენის დონის განსაზღვრას, რათა

დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი

კომპეტენცია.

მუხლი 3. ენობრივი კომპეტენციის დადასტურება

1. საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ წესის მე-2 მუხლის მე-3

პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით,

პროგრამის ენის ცოდნის დონის დასადგენად, უნივერსიტეტი ატარებს გამოცდას, ადგილზე ან

დისტანციური ფორმით.

ა) ადგილზე გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:

ა.ა) პირველი ეტაპი - საუბრის მოდული (Speaking Module) წარმოადგენს ერთ–ერთ საკვანძო

კომპონენტს. გამომცდელი საუბრის პროცესში აფასებს კანდიდატის ენობრივ კომპეტენციას.

გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი

დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც გამომცდელი ახდენს პირის იდენტიფიცირებას, რომ

აბიტურიენტი ნამდვილად წარმოადგენს გამოსაცდელ პირს. იდენტიფიცირების შემდეგ,

გამომცდელი გამოსაცდელს აცნობს გამოცდის წესებს (გამოცდაზე დაუშვებელია: ა) საუბარი,

ხმაური, ჟესტიკულაციის გამოყენება; ბ) გამოცდაზე ნაბეჭდი მასალის გამოყენება; გ) მობილური

ტელეფონების შეტანა; დ) გამოცდის დასრულებამდე საგამოცდო სივრცის დატოვება ნებისმიერი

მიზეზით, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებულისა. საგამოცდო პერიოდის

განმავლობაში, აღნიშნული გარემოებებისა და სხვა საგამოცდო პროცესისთვის შეუფერებელი

ქცევის არსებობის შემთხვევაში, აბიტურიენტს პირველ ჯერზე მიეცემა შენიშვნა, ხოლო

განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან) და იწყებს საგამოცდო პროცესს. საუბრის

ნაწილში, გამომცდელი გამოსაცდელს უსვამს B2 სირთულის 10 ღია კითხვას. გამოსაცდელს

მოეთხოვება დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში უპასუხოს ერთ კითხვას. საუბრის ნაწილი

მიმდინარეობს არაუმეტეს 30 წუთისა. თითოეული კითხვა უნდა ეხებოდეს სხვადასხვა თემას.

გარკვეული დოზით, შესაძლებელია მოცემული იყოს სხვადასხვა, მაგრამ

ურთიერთდაკავშირებული თემა. გამოცდის პირველი ეტაპის - საუბრის შეფასების მაქსიმალური

ქულაა 80, მინიმალური ბარიერი - 50 ქულა (შეფასების კრიტერიუმები იხ. დანართი №1).

Page 5: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

5

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

ა.ბ) მეორე ეტაპი - საუბრის ნაწილის დასრულების შემდეგ, გამომცდელი გამოსაცდელს აძლევს 20

წუთს წერითი დავალების შესასრულებლად. წერითი დავალება გულისხმობს კონკრეტული

საკითხის ირგვლივ 100-120 სიტყვიანი ესსეს დაწერას. ნამუშევრის დასრულების შემდეგ პირი

ვალდებულია ზეპირად მიმოიხილოს საკითხი. ესსეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 20,

მინიმალური ბარიერი - 10 ქულა (შეფასების კრიტერიუმები იხ. დანართი №2).

ბ) დისტანციური ფორმით გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:

ბ.ა) პირველი ეტაპი - საუბრის მოდული (Speaking Module) წარმოადგენს ერთ–ერთ საკვანძო

კომპონენტს. გამომცდელი საუბრის პროცესში აფასებს კანდიდატის ენობრივ კომპეტენციას.

დიტანციურად გასაუბრება ხორციელდება პროგრამა Skype-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამის

მეშვეობით. გამოცდის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის განმავლობაში, გამომცდელი

ვიდეოკამერის მეშვეობით უნდა ხედავდეს გამოსაცდელ პირს. გამოცდის დაწყებამდე

აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის

მეშვეობითაც გამომცდელი ახდენს პირის იდენტიფიცირებას, რომ აბიტურიენტი ნამდვილად

წარმოადგენს გამოსაცდელ პირს. იდენტიფიცირების შემდეგ, გამომცდელი გამოსაცდელს აცნობს

გამოცდის წესებს (გამოცდაზე დაუშვებელია: ა) საუბარი, ხმაური, ჟესტიკულაციის გამოყენება; ბ)

სხვისაგან დახმარების მიღება ნებისმიერი ფორმით; გ) გამოცდაზე ნაბეჭდი მასალის გამოყენება;

დ) მობილური ტელეფონების შეტანა; ე) გამოცდის დასრულებამდე საგამოცდო სივრცის დატოვება

ნებისმიერი მიზეზით, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებულისა. საგამოცდო

პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული გარემოებებისა და სხვა საგამოცდო პროცესისთვის

შეუფერებელი ქცევის არსებობის შემთხვევაში, აბიტურიენტს პირველ ჯერზე მიეცემა შენიშვნა,

ხოლო განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან) და იწყებს საგამოცდო პროცესს.

დისტანციურად საუბრის ნაწილში, გამომცდელი გამოსაცდელს უსვამს B2 სირთულის 10 ღია

კითხვას. გამოსაცდელს მოეთხოვება დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში უპასუხოს ერთ

კითხვას. საუბრის ნაწილი მიმდინარეობს არაუმეტეს 30 წუთისა. თითოეული კითხვა უნდა

ეხებოდეს სხვადასხვა თემას. გარკვეული დოზით, შესაძლებელია მოცემული იყოს სხვადასხვა,

მაგრამ ურთიერთდაკავშირებული თემა. გამოცდის პირველი ეტაპის - საუბრის შეფასების

მაქსიმალური ქულაა 80, მინიმალური ბარიერი - 50 ქულა (შეფასების კრიტერიუმები იხ. დანართი

№1).

ბ.ბ) მეორე ეტაპი - საუბრის ნაწილის დასრულების შემდეგ, გამომცდელი გამოსაცდელს აძლევს 20

წუთს წერითი დავალების შესასრულებლად. წერითი დავალება გულისხმობს კონკრეტული

საკითხის ირგვლივ 100-120 სიტყვიანი ესსეს დაწერას. ესსე უნდა შესრულდეს Skype-ის მეშვეობით,

გამომცდელთან გახსნილ სასაუბრო ფანჯარაში. წერის დასრულებისთანავე პირი ვალდებულია

გამომცდელს სასაუბრო ფანჯარაში გაუგზავნოს შესრულებული ესსე და ამის შემდეგ

Page 6: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

6

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

ზეპირსიტყვიერად მიმოიხილოს მის მიერ შესრულებული ნამუშევარი. ესსეს შეფასების

მაქსიმალური ქულაა 20, მინიმალური ბარიერი - 10 ქულა (შეფასების კრიტერიუმები იხ. დანართი

№2).

გ) აბიტურიენტი უფლებამოსილია პროგრამის ენობრივი კომპეტენცია დაადასტუროს ამ წესის მე-

3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საერთაშორისო სერტიფიკატის

წარმოდგენის გზით პროგრამისთვის განსაზღვრული უცხოური ენის დონის შესაბამისად.

საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში აბიტურიენტი თავისუფლდება

უცხოური ენის წერითი გამოცდიდან.

დ) გამომცდელი გასაუბრების, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ფორმით ჩატარების დროს

კანდიდატის ენობრივ კომპეტენციას აფასებს საუბრის პროცესში. ამასთან, ხორციელდება

გასაუბრების ვიდეოჩაწერა და უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ვიდეოჩანაწერის

ხელმისაწვდომობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის

სამინისტროსთვის.

2. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, უცხო ენის კომპონენტის დონის განსაზღვრას

ექვემდებარება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში,

რომელიც ითვალისწინებს უცხო ენის/ენების შესწავლას და მიმართავს უნივერსიტეტს შესაბამისი

დონის განსაზღვრის მიზნით; საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ენის კომპონენტის

დონის განსაზღვრა ხორციელდება სადიაგნოსტიკო ტესტით.

3. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ევროპის უნივერსიტეტში ჩარიცხული პირები, რომლებიც არ

გამოცხადდებიან შიდასაუნივერსიტეტო ენის დონის განსაზღვრის გამოცდაზე, უცხო ენის

სასწავლო კურსზე გადანაწილებისთვის გამოიყენება:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის, რომლებსაც ერთიან

ეროვნულ გამოცდებზე აქვთ ჩაბარებული ის ენა, რომელსაც ირჩევენ პროგრამის უცხო ენის

კომპონენტის ფარგლებში, მაგრამ არ გამოცხადდა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ

გამოცდაზე, დონის განსაზღვრისათვის გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის

ტესტის შედეგები, შემდეგი წესის დაცვით:

ა.ა.) ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში 91% და მეტი შედეგი უზრუნველყოფს

სტუდენტის B2 დონის უცხო ენის სასწავლო კურსზე დაშვებას.

ა.ბ.) ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში 61% - 90% შედეგი უზრუნველყოფს

სტუდენტის B1 დონის უცხო ენის სასწავლო კურსზე დაშვებას.

Page 7: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

7

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

ა.გ.) ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში 30% - 60% შედეგი უზრუნველყოფს

სტუდენტის A2 დონის უცხო ენის სასწავლო კურსზე დაშვებას.

ა.დ.) ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში 30% - მდე შედეგი უზრუნველყოფს

სტუდენტის A1 დონის უცხო ენის სასწავლო კურსზე დაშვებას. ანალოგიური წესი გამოიყენება იმ

შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს პროგრამის

სავალდებულო უცხო ენის კომპონენტისგან განსხვავებული უცხო ენა, ან პროგრამა

ითვალისწინებს კონკრეტულ უცხო ენას, ან არ მიმართავს უნივერსიტეტს შესაბამისი დონის

განსაზღვრის მიზნით;

ბ) სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადგენად წარმოადგინოს

შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEIC, TOEFL, IELTS, Cambridge Exam). სერტიფიკატით

დადასტურებული ენობრივი კომპეტენციის დონე საუნივერსიტეტო სწავლების დონეს შეესაბამება

შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

TOEIC TOEFL

Paper

TOEFL

CBT

TOEFL

IBT

IELTS Cambridge

Exam

CEFR /

საუნივერსიტეტო

სასწავლო კურსი

0 - 250

0 - 310 0 - 30 0 - 8 0 - 1.0

310 -

343

33 - 60 9 - 18 1.0 -

1.5

A1

255 -

400

347 -

393

63 - 90 19 - 29 2.0 -

2.5

A1

397 -

433 93 - 120 30 - 40

3.0 -

3.5

KET

(IELTS

3.0)

A2

PET

(IELTS

3.5)

B1

405 -

600

437 -

473

123 -

150

41 - 52 4.0 PET B1

477 -

510

153 -

180 53 - 64

4.5 -

5.0

PET

(IELTS

4.5)

B1

FCE

(IELTS

5.0)

B2

605 -

780

513 -

547

183 -

210

65 - 78 5.5 -

6.0

FCE B2

550 -

587

213 -

240

79 - 95 6.5 -

7.0

CAE C1

785 -

990

590 -

677

243 -

300

96 -

120

7.5 -

9.0

CPE C2

Page 8: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

8

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

გ) საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების უცხო ენის კომპეტენცია

დგინდება შესაბამის პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული მისაღები სამაგისტრო

გამოცდის უცხო ენის გამოცდის შედეგებით ან შესაბამისი პროგრამის მოთხოვნებით

გათვალისწინებული ენობრივი კომპეტენციის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის გზით.

პროგრამის ენის ცოდნის დასადგენად, უნივერსიტეტი ატარებს გამოცდას. გამოცდა ტარდება ორ

ეტაპად:

ა) პირველი ეტაპი - საუბრის მოდული (Speaking Module) წარმოადგენს ერთ–ერთ საკვანძო

კომპონენტს. იგი ტარდება გამომცდელთან ერთი–ერთზე ინტერვიუს სახით პირისპირ ან

დისტანციურად. გამომცდელი ლაპარაკის პროცესშივე აფასებს კანდიდატის შესაძლებლობებს.

ლაპარაკის მოდულში აპლიკანტის მაქსიმალური ქულა შეადგენს 25, მინიმალური ბარიერი 15

ქულა.

ბ) მეორე ეტაპი - ტესტი (ტარდება წერითი ფორმით) ამოწმებს კანდიდატის სამ ძირითად ენობრივ

უნარს: მოსმენა, კითხვა და წერა. ტესტის მაქსიმალური შეფასება 75 ქულა, მინიმალური ბარიერი

45 ქულა.

დ) საბაკალავრო განათლება მიიღეს პროგრამაზე დადგენილი შიდა სამაგისტრო გამოცდებისთვის

დადგენილ უცხო ენაზე;

ე) რომლებსაც აქვთ პროგრამის ფარგლებში შიდა სამაგისტრო გამოცდებისთვის დადგენილი უცხო

ენის ფლობის დონის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი სერტიფიკატი:

გერმანული ენა Goethe – Zertifikat B2

Zertifikat Deutsch für den Beruf, DAF, sprachdiplom

kultusministerkonferenz

Konferenz, ZMP, Zentrale Oberstufenprüfung,

Kleines/Grosses Deutsches Sprachdiplom, DSH

ინგლისური ენა

CEFR B2

IELTS exam – 5

BEC exam and CELS exam – Vantage

Cambridge exam – FCE

Pritman ESOL International

TOEIC – 600

Page 9: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

9

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

TOEFL – 510 (paper - based)

173 (computer - based)

61 (internet - based)

ფრანგული ენა

Diplome de Langue Francaise (DL) (AF)

Diplome d’Etudes en Langue Francaise DELF/B2

(CIEP)

გ) პირი, რომელიც უნივერსიტეტში ჩარიცხულია ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო

სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, მობილობის წესით გადასვლა სურს ევროპის

უნივერსიტეტში, ვალდებულია გაიაროს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა

შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით უნივერსიტეტის

,,სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად;

ჩარიცხვის მიზნით პროგრამის ენის ცოდნის დასადგენად, უნივერსიტეტი ატარებს გამოცდას.

გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:

ა) პირველი ეტაპი - ლაპარაკის მოდული (Speaking Module) წარმოადგენს ერთ–ერთ საკვანძო

კომპონენტს. იგი ტარდება გამომცდელთან ერთი–ერთზე ინტერვიუს სახით პირისპირ ან

დისტანციურად. გამომცდელი ლაპარაკის პროცესშივე აფასებს კანდიდატის შესაძლებლობებს.

ლაპარაკის მოდულში აპლიკანტის მაქსიმალური ქულა შეადგენს 25, მინიმალური ბარიერი 15

ქულა.

ბ) მეორე ეტაპი - ტესტი (ტარდება წერითი ფორმით) ამოწმებს სტუდენტის სამ ძირითად ენობრივ

უნარს: მოსმენა, კითხვა და წერა. ტესტის მაქსიმალური შეფასება 75 ქულა, მინიმალური ბარიერი

45 ქულა.

გ) მობილობის წესით ევროპის უნივერსიტეტში გადმომსვლელი პირი უფლებამოსილია

პროგრამის ენობრივი კომპეტენცია დაადასტუროს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“

ქვეპუნქტით დადგენილი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის გზით პროგრამისთვის

განსაზღვრული უცხოური ენის დონის შესაბამისად. საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის

შემთხვევაში აბიტურიენტი თავისუფლდება უცხოური ენის წერითი გამოცდიდან.

დ) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული პირები, რომლებსაც ერთიანი

ეროვნული გამოცდების უცხო ენის გამოცდაში ჩაბარებული ენა განსხვავდება უნივერსიტეტის

პროგრამით გათვალისწინებული / მათ მიერ არჩეული ენისგან, ენობრივი კომპეტენციის დონის

დადასტურებას ახდენენ საუნივერსიტეტო უცხოური ენის დონის განსაზღვრის გამოცდის

მეშვეობით, ამ წესის გათვალისწინებით.

Page 10: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

10

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება

უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული დასავლური (ინგლისური, რუსული, გერმანული,

ფრანგული, ესპანური) ენების მიმართ. აღმოსავლური ენების შესწავლა ხდება საგანმანათლებლო

პროგრამით გათვალისწინებული საწყისი დონიდან.

მუხლი 4. ენობრივი კომპეტენციის შეფასების მეთოდოლოგია

1. ენობრივი კომპეტენციის დონის დადგენისთვის, უნივერსიტეტში გამოყენებულია ენობრივი

კომპეტენციის ევროპული ჩარჩოს (CEFR) მიერ აპრობირებული კომპეტენციათა დონე, რომლის

შესაბამისად, თითოეულ ენობრივ კომპეტენციას შეესაბამება თავისი პირობითი აღმნიშვნელი.

2. ენობრივი კომპეტენციის შეფასების დონეებია:

ა) A დონე- დაწყებითი კომუნიკაციის კომპეტენცია

ბ) B დონე - დამოუკიდებელი კომუნიკაციის კომპეტენცია

გ) C დონე - პროფესიული კომუნიკაციის კომპეტენცია

3. ენობრივი კომპეტენციის დონის შედეგების აღმწერი:

ა) A1 - ნაცნობი, ყოველდღიურად ხმარებადი გამონათქვამებისა და უმარტივესი წინადადებების

გაგებისა და გამოყენების უნარი, რომელთა მიზანსაც კონკრეტული მოთხოვნილებების

დაკმაყოფილება შეადგენს. სხვებისათვის საკუთარი თავის წარდგენისა და სხვების წარდგენის,

ასევე ადამიანებისათვის მათ შესახებ კითხვების დასმის უნარი - მაგ.: სად ცხოვრობენ ისინი, რა

ადამიანებს იცნობენ ან რა ნივთებს ფლობენ - და ასევე მათზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა.

მარტივ დონეზე კონტაქტის დამყარების უნარი, როდესაც პარტნიორი მოსაუბრე ნელა და

გარკვევით ლაპარაკობს და მზადაა დახმარებისათვის.

ბ) A2 - წინადადებებისა და ხშირად ხმარებადი გამონათქვამების გაგების უნარი, რომლებიც

გარკვეული სფეროების უშუალო მნიშვნელობებთანაა დაკავშირებული (მაგ.: ინფორმაცია

პიროვნებისა და ოჯახის, საყიდლების, სამუშაოს, უშუალო გარემოცვის შესახებ). მარტივ,

ყოველდღიურ სიტუაციებში კონტაქტის დამყარების უნარი, სადაც ინფორმაციის მარტივ და

უშუალო გაცვლაზე და ნაცნობ, ჩვეულ საგნებზეა საუბარი. მარტივი გამონათქვამებით საკუთარი

წარმოშობისა და განათლების, უშუალო გარემოცვისა და უშუალო მოთხოვნილებებთან

დაკავშირებულ საგნების აღწერის უნარი.

გ) B1 - მარტივი სტანდარტული ენის გამოყენებისას და ნაცნობ საგნებზე, სამუშაოს, სკოლის,

დასვენებებისა და ა. შ. სფეროებიდან მთავარი საკითხების გაგების უნარი. მოგზაურობისას

Page 11: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

11

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

წარმოშობილი უმეტეს ენობრივ სიტუაციასთან გამკლავების უნარი. ნაცნობ თემებსა და

პიროვნულ ინტერესებზე მარტივად და თანმიმდევრულად საუბრის უნარი. გამოცდილებებისა და

მოვლენების გადმოცემის, ოცნებების, იმედებისა და მიზნების აღწერისა და გეგმებისა და

შეხედულებების შესახებ მოკლე არგუმენტაციის ან ახსნის უნარი.

დ) B2 - კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შექმნილი კომპლექსური ტექსტების მთავარი აზრის

გაგება; საკუთარ პროფესიულ სფეროში ასევე საგნობრივი დისკუსიების გაგების უნარი.

სპონტანურად და თავისუფლად კონტაქტში შესვლის უნარი, ისე რომ უცხოენოვან მოსაუბრესთან

დიდი ძალისხმევის გარეშე ორმხრივად კარგად წარიმართოს საუბარი. თემების ფართო სპექტრის

შესახებ გასაგებად და დეტალურად საუბრის, აქტუალურ საკითხზე საკუთარი პოზიციის

გამოხატვისა და სხვადასხვა შესაძლებლობების პრიორიტეტებისა და ნაკლოვანაბათა განმარტების

უნარი.

ე) C1 - რთული, ვრცელი ტექსტების ფართო სპექტრის გაგებისა და იმპლიციტური მნიშვნელობის

წვდომის უნარი. სპონტანურად და თავისუფლად აზრების გამოხატვის შესაძლებლობა, ისე რომ არ

არსებობდეს სიტყვების ძებნის ხშირი და აშკარად თვალში საცემი საჭიროება. ენის

საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში ან სწავლის პროცესში ეფექტურად და მოქნილად

გამოყენების უნარი. კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით ნათლად, სტრუქტურირებულად

და დეტალურად აზრის გამოთქმისა და ამ პროცესში ტექსტის შემაკავშირებლად სხვადასხვა

შესაბამისი საშუალებების გამოყენების უნარი.

ვ) C2 - პრაქტიკულად ყოველივე მოსმენილისა და წაკითხულის მარტივად გაგების უნარი.

სხვადასხვა წერილობითი და ზეპირი წყაროებიდან ინფორმაციების შეჯამებისა და მათთან

დაკავშირებული არგუმენტაციისა და განმარტებების მწყობრად გადმოცემის შესაძლებლობა.

აზრების სპონტანურად, ძალზე თავისუფლად და ზუსტად გადმოცემისა და კომპლექსურ

საკითხებზე საუბრისას ფაქიზი ნიუანსების გამოკვეთის უნარი.

მუხლი 5. ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

1. ენობრივი კომპეტენციის დონის დადგენა ხდება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული

გამოცდის მეშვეობით, რომლის საკითხები რელევანტურია ენობრივი კომპეტენციის შესაბამისი

დონისა.

2. საგამოცდო საკითხების ფორმატი და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება

შესაბამისი ენობრივი ტესტის მიხედვით. გასაუბრების ჩატარების შემთხვევაში პირმა ენის ცოდნა

უნდა დაასაბუთოს დონის შესაბამისი ლექსიკური მარაგით.

Page 12: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

12

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

3. საგამოცდო საკითხების მომზადებას, დამტკიცებას და ორგანიზებას უზრუნველყოფს

უნივერსიტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შექმნილი დროებითი კომისიები.

4. კომპეტენციის დადგენა გამოცდის მეშვეობით ხდება ცენტრალიზებულად, ან უნივერსიტეტის

გადაწყვეტილებით - ინდივიდუალურად, სტუდენტთა კონკრეტული ნაკადიდან გამომდინარე.

მუხლი 6. გამოცდის შედეგები. აპელაცია

1. ენობრივი კომპეტენციის დასადგენი გამოცდის შედეგები ეცნობება სტუდენტს გამოცდის

ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 დღისა;

2. სტუდენტს უფლება აქვს შეიტანოს აპელაცია გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით,

შედეგების გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში. აპელაციის საკითხს განიხილავს შესაბამისი

საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შექმნილი დროებითი კომისია.

3. ენობრივი კომპეტენციის დადგენის გამოცდის საბოლოო შედეგები ქვეყნდება აპელაციების

განხილვის დასრულების შემდეგ და ეცნობება ყველა სტუდენტს.

მუხლი 7. ენობრივი კომპეტენციის დადგენის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამებზე ენობრივი კომპეტენციის დადგენის გამოცდის საბოლოო

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებას მიიღებენ ის

სტუდენტები, რომელთა ენობრივი კომპეტენცია აღწევს B2 დონეს, შესაბამისი ტესტის შეფასების

სისტემის მიხედვით ან/და გასაუბრების შედეგად.

Page 13: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

13

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

დანართი №1

გამოცდის პირველი ეტაპის - საუბრის ნაწილის

შეფასების კრიტერიუმები

ქულა ზოგადი აღწერილობა თავისუფლად

მეტყველება

ლექსიკურ-

გრამატიკური

გამართულობა

სასაუბრო

თემის გავრცობა

71-80

პასუხი დავალების მოთხოვნების შესატყვისია, მცირე შეცდომებით. საუბარი გასაგებია და წარმოადგენს ერთიან, გამართულ დისკუსს.

არსებითად, თავისუფლად საუბარი. მეტყველება მკაფიოა. შეიძლება მოიცავდეს მცირე შეცდომებს ან დაბრკოლებებს გამოთქმის ან ინტონაციის ფორმებთან მიმართებით, რაც საუბრის საერთო აღქმას ზიანს არ აყენებს.

პასუხი გრამატიკისა და ლექსიკის ეფექტური გამოყენების დემონსტრირებას წარმოადგენს. ის გამოხატავს საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტომატიზმს, ძირითადი და რთული სტრუქტურების კარგი ფლობით. შეინიშნება მცირე (ან სისტემური) შეცდომები, რომლებიც აზრის გამოხატვას არ აბუნდოვანებენ.

პასუხი სრულია და აკმაყოფილებს დავალების მოთხოვნებს. ზოგადად, ის კარგად ჩამოყალიბებული და გამართულია. იდეებს შორის კავშირები ნათელია (ან იდეების ნათელი თანმიმდევრობაა).

61-70

პასუხი, მეტწილად, დავალების მოთხოვნების შესატყვისია, მცირე შეცდომებით. საუბარი გასაგებია და წარმოადგენს მეტწილად ერთიან, გამართულ დისკუსს.

არსებითად, თავისუფლად საუბარი. მეტყველება მეტწილად მკაფიოა. შეიძლება მოიცავდეს მცირე შეცდომებს ან დაბრკოლებებს გამოთქმის ან ინტონაციის ფორმებთან მიმართებით, რაც საუბრის საერთო აღქმას ზიანს არ აყენებს.

პასუხი, მეტწილად, გრამატიკისა და ლექსიკის ეფექტური გამოყენების დემონსტრირებას წარმოადგენს. ის გამოხატავს საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტომატიზმს, ძირითადი და რთული სტრუქტურების კარგი ფლობით. შეინიშნება მცირე (ან სისტემური) შეცდომები, რომლებიც აზრის გამოხატვას არ აბუნდოვანებენ.

პასუხი მეტწილად სრულია და აკმაყოფილებს დავალების მოთხოვნებს. ის, ზოგადად, კარგად ჩამოყალიბებული და გამართულია. იდეებს შორის კავშირები მეტწილად ნათელია (ან იდეების ნათელი თანმიმდევრობაა).

Page 14: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

14

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

51-60

პასუხი დავალებას შესაბამისად პასუხობს, თუმცა, სრულად სრულად ჩამოყალიბებული არ არის. ზოგადად, პასუხი გასაგები და მთლიანია , თუმცა 2-3 შეცდომა იდეების გამოხატვისას შესამჩნევია.

მეტყველება, ზოგადად, ნათელია, გამოხატვა საკმაოდ თავისუფალი. თუმცა, მცირე დაბრკოლებები გამოთქმის, ინტონაციის და ტემპის კუთხით შესამჩნევია და დროდადრო, შესაძლოა, მსმენელის ძალისხმევას მოითხოვდეს. ამასთანავე, ეს საუბრის საერთო აღქმას ზიანს არ აყენებს.

პასუხი გრამატიკისა და ლექსიკის საკმაოდ ავტომატური, ეფექტური გამოყენებისა და შესაბამისი იდეების საკმაოდ გამართული გამოხატვის დემონსტრირებას წარმოადგენს. პასუხი, შესაძლოა, ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების არაზუსტი გამოყენების რამდენიმე შემთხვევასაც მოიცავდეს ან გარკვეულწილად შეზღუდული იყოს ამ სტრუქტურების გამოყენებისას. ამ ფაქტორმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თავისუფლად მეტყველებაზე, თუმცა, კომუნიკაციის გზავნილის გადაცემას მნიშვნელოვნად არ აფერხებს.

პასუხი მეტწილად გამართული და ერთიანია და შესაბამის იდეებს/ინფორმაციას გადმოსცემს. საერთო განვითარება გარკვეულწილად შეზღუდულია; როგორც წესი, აკლია სისრულე ან სპეციფიკურობა. იდეებს შორის მიმართებები ზოგჯერ მაშინვე ცხადი არ არის.

41-50

პასუხი დავალებას შესაბამისად პასუხობს, თუმცა, სრულად ჩამოყალიბებული არ არის. ზოგადად, პასუხი გასაგები და მთლიანია, თუმცა 5-6 შესამჩნევი შეცდომა იდეების გამოხატვისას შესამჩნევია.

მეტყველება გარკვეულწილად ნათელია, გამოხატვა საკმაოდ თავისუფალი, თუმცა, მცირე დაბრკოლებები გამოთქმის, ინტონაციის და ტემპის კუთხით შესამჩნევია და დროდადრო, შესაძლოა, მსმენელის გარკვეულ ძალისხმევას

პასუხი გრამატიკისა და ლექსიკის მეტ-ნაკლებად ავტომატური, ეფექტური გამოყენებისა და შესაბამისი იდეების საკმაოდ გამართული გამოხატვის დემონსტრირებას წარმოადგენს. პასუხი, შესაძლოა, ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების არაზუსტი გამოყენების 5-6 შემთხვევას მოიცავდეს ან

პასუხი გარკვეულწილად გამართული და ერთიანია და შესაბამის იდეებს/ინფორმაციას გადმოსცემს. საერთო განვითარება გარკვეულწილად შეზღუდულია, როგორც წესი, აკლია სისრულე ან სპეციფიკურობა. იდეებს შორის მიმართებები ზოგჯერ

Page 15: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

15

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

მოითხოვდეს. ამასთანავე ეს საუბრის საერთო აღქმას მნიშვნელოვნად არ აფერხებს .

გარკვეულწილად შეზღუდული იყოს ამ სტრუქტურების გამოყენებისას. ამ ფაქტორმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თავისუფლად მეტყველებაზე, თუმცა, კომუნიკაციის გზავნილის გადაცემას მნიშვნელოვნად არ აფერხებს.

მაშინვე ცხადი არ არის.

31-40

პასუხი დავალებას პასუხობს, მაგრამ საკითხის განვითარება შეზღუდულია. მეტყველება გასაგებია, თუმცა, გადმოცემასთან და/ან საერთო გამართულობასთან დაკავშირებული პრობლემები შესამჩნევია. აზრი ზოგჯერ ბუნდოვანია.

მეტყველება ძირითადად გასაგებია, თუმცა, არამკაფიო გამოთქმის, შეუსაბამო ინტონაციის ან არამწყობრი რიტმის გამო მსმენელს საუბრის გასაგებად ძალისხმევა სჭირდება. აზრი ზოგჯერ ბუნდოვანია.

პასუხი გრამატიკის და ლექსიკის შეზღუდული გამოყენებისა და კონტროლის დემონსტრირებაა. ეს შეზღუდვები ხშირად იდეათა სრულ გამოხატვას ხელს უშლის. მეტწილად, მხოლოდ წინადადების ბაზისური სტრუქტურები გამოიყენება წარმატებით და თავისუფლად გამოიხატება მეტყველებისას. სტრუქტურები და ლექსიკა შესაძლოა გამოხატავდეს, ძირითადად, მარტივ (მოკლე) და/ან ზოგად აზრებს მათ შორის მარტივი და არამკაფიო კავშირებით.

პასუხი დავალებასთან კავშირშია, თუმცა გამოხატულ იდეათა რაოდენობა ან იდეათა განვითარება შეზღუდულია. მეტწილად, მარტივი იდეებია გამოხატული, რომელთა შემდგომი გაღრმავება შეზღუდულია (დეტალებისა და კონკრეტიკის კუთხით). ზოგჯერ, შესაბამისი სასაუბრო მასალა შესაძლოა ბუნდოვნად იყოს გამოხატული ან აზრი მეორდებოდეს. იდეებს შორის კავშირი მკაფიო არ არის.

21-30

პასუხი დავალებას პასუხობს, მაგრამ საკითხის განვითარება მნიშვნელოვნად შეზღუდულია. მეტყველება მეტწილად გასაგებია, თუმცა გადმოცემასთან და/ან საერთო გამართულობასთან დაკავშირებული პრობლემები შესამჩნევია. აზრი

მეტყველება ძირითადად გასაგებია, თუმცა ხშირად არამკაფიო გამოთქმის, შეუსაბამო ინტონაციის ან არამწყობრი რიტმის გამო, მსმენელს საუბრის გასაგებად ძალისხმევა სჭირდება. აზრი ხშირად ბუნდოვანია.

პასუხი გრამატიკის და ლექსიკის მნიშვნელოვნად შეზღუდული გამოყენებისა და კონტროლის დემონსტრირებაა. ეს შეზღუდვები ხშირად იდეათა სრულ გამოხატვას ხელს მნიშვნელოვნად უშლის. მეტწილად, მხოლოდ წინადადების ბაზისური სტრუქტურები გამოიყენება წარმატებით და თავისუფლად გამოიხატება

პასუხი დავალებასთან გარკვეულწილად კავშირშია, თუმცა გამოხატულ იდეათა რაოდენობა ან იდეათა განვითარება ძალიან შეზღუდულია. მეტწილად, მარტივი იდეებია გამოხატული, რომელთა შემდგომი გაღრმავება შეზღუდულია (დეტალებისა და

Page 16: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

16

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

ხშირად ბუნდოვანია. მეტყველებისას. სტრუქტურები და ლექსიკა შესაძლოა გამოხატავდეს ძირითადად მარტივ (მოკლე) და/ან ზოგად აზრებს მათ შორის მარტივი და არამკაფიო კავშირებით.

კონკრეტიკის კუთხით). ზოგჯერ შესაბამისი სასაუბრო მასალა შესაძლოა ბუნდოვნად იყოს გამოხატული ან აზრი მეორდებოდეს. იდეებს შორის კავშირი მკაფიო არ არის.

11-20

პასუხი ძალიან შეზღუდულია შინაარსის და/ან ერთიანობის თვალსაზრისით ან მხოლოდ მინიმალურად არის დაკავშირებული დავალებასთან ან მეტყველება მეტწილად გაუგებარია.

გამოთქმასთან, მახვილთან და ინტონაციასთან დაკავშირებული ხშირი პრობლემები მოითხოვს მსმენელის მნიშვნელოვან ძალისხმევას. საუბარი წყვეტილი, ფრაგმენტული ან ტელეგრაფიულია; შეიმჩნევა ხშირი პაუზები და შეყოვნებები.

გრამატიკისა და ლექსიკის გამოყენება მნიშვნელოვნად ზღუდავს ან აფერხებს იდეათა გამოხატვას და მათ შორის კავშირების დამყარებას. ზოგიერთი ნაკლები სირთულის პასუხი, შესაძლოა, ძირითადად წინასწარ დამუშავებულ ან შაბლონურ ენობრივ ერთეულებს ეყრდნობოდეს.

შესაბამისი შინაარსი შეზღუდულადაა გამოხატული. პასუხი ძალიან მარტივი იდეების გამოხატვას არ სცდება. მოსაუბრეს არ შეუძლია გაბმულად იმეტყველოს დავალების შესასრულებლად და შესაძლოა, ძირითადად, მინიშნების გამეორებაზე იყოს დამოკიდებული.

1-10

პასუხი ძალიან შეზღუდულია შინაარსის და/ან ერთიანობის თვალსაზრისით ან თითქმის არ არის დაკავშირებული დავალებასთან ან მეტყველება მეტწილად გაუგებარია.

გამოთქმასთან, მახვილთან და ინტონაციასთან დაკავშირებული ხშირი პრობლემები მოითხოვს მსმენელის მნიშვნელოვან ძალისხმევას. საუბარი წყვეტილი, ფრაგმენტული ან ტელეგრაფიულია; შეიმჩნევა მუდმივი პაუზები და შეყოვნებები.

გრამატიკისა და ლექსიკის გამოყენება მნიშვნელოვნად ზღუდავს ან აფერხებს იდეათა გამოხატვას და მათ შორის კავშირების დამყარებას. ზოგიერთი ნაკლები სირთულის პასუხი, შესაძლოა, ძირითადად წინასწარ დამუშავებულ ან შაბლონურ ენობრივ ერთეულებს ეყრდნობოდეს.

შესაბამისი შინაარსი შეზღუდულადაა გამოხატული. პასუხი ძალიან მარტივი იდეების გამოხატვას არ სცდება. მოსაუბრეს არ შეუძლია გაბმულად იმეტყველოს დავალების შესასრულებლად და შესაძლოა,

Page 17: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

17

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

ძირითადად, მინიშნების გამეორებაზე იყოს დამოკიდებული.

0 მოსაუბრე არ ცდილობს, რომ უპასუხოს ან პასუხი თემასთან არ არის დაკავშირებული.

Page 18: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

18

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

გამოცდის მეორე ეტაპის - ესსეს

შეფასების კრიტერიუმები

ქულა

დავალების შესრულება

16-20

ჩანს თემისადმი და დავალებისამი ეფექტური მიდგომა.

ესეი კარგად ორგანიზებული და განვითარებულია, გამოყენებულია შესაბამისი არგუმენტაცია, მაგალითები და/ან დეტალები.

ესეი აჩვენებს ერთიანობას, თანმიმდევრობასა და სისტემურობას. მასში ჩანს ენის გამოყენების უნარი, დემონტრირება ხდება სინტაქსური სხვადასხვაობისა და ლექსიკის სისტემურად გამოყენების უნარის, თუმცა, ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს მცირე ლექსიკური და გრამატიკული შეცდომები.

11-15 თემასთან და დავალებასთან მიდგომა კარგია, თუმცა რამდენიმე პუნქტი შესაძლოა სრულად შესრულებული არ იყოს.

ზოგადად, ესეი კარგად ორგანიზებული და განვითარებულია, გამოყენებულია შესაბამისი და საკმარისი არგუმენტაცია, მაგალითები და/ან დეტალები.

ესეიში ჩანს ერთიანობა, თანმიმდევრულობა და სისტემურობა, თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა მოიცავდეს გადაჭარბებას, გადახვევას ან ბუნდოვან კავშირებს.

ესეიში ჩანს ენის გამოყენების უნარ-ჩვევა, სინტაქსური სხვადასხვაობისა და ლექსიკის გამოყენების უნარი, თუმცა, შეინიშნება შესამჩნევი მცირე შეცდომები სტრუქტურაში, სიტყვის ფორმების გამოყენებაში, რაც მნიშვნელობას არ აზიანებს.

6-10

ესეიში ჩანს თემისა და დავალებისადმი მიდგომა, ჩამოყალიბებული ახსნით, მაგალითებით და/ან დეტალებით.

ჩანს ერთიანობა, თანმიმდევრულობა და სისტემურობა, თუმცა იდეათა შორის კავშირი დროდადრო ბუნდოვანია.

შესაძლოა, ჩანდეს შეუსაბამობები წინადადების ფორმირებასა და სიტყვათა შერჩევაში, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიცხადის ნაკლებობასა და დროდადრო ბუნდოვან მნიშვნელობაში.

შესაძლოა გამოხატავდეს ზუსტ, მაგრამ შეზღუდული მოცულობის სინტაქსურ

Page 19: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

19

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი

სტრუქტურებსა და ლექსიკას.

1-5 ამ ეტაპზე, ესეის ახასიათებს შემდეგი მნიშვნელოვანი სისუსტეები:

მნიშვნელოვანი ხასიათის სტრუქტურული პრობლემები ან ესეის არარელევანტური განვითარება.

მცირე კონკრეტიკა ან დეტალების არარსებობა, შეუსატყვისი მაგალითები ან პასუხები.

მნიშვნელოვანი და ხშირი შეცდომები წინადადების სტრუქტურაში ან გამოყენებაში.

0 დავალება არ არის შესრულებული ზემოთ ნახსენები კრიტერიუმების მიხედვით ან

საერთოდ არ შესრულებულა.

Page 20: ევროპის კომპეტენციის დადგენის წესი დოკუმენტის …ƒ¡ტუდენტის... · გ) რომლებსაც

20

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი