17
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული განვითარების (სწავლების) სტანდარტი

მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული განვითარების (სწავლების) სტანდარტი

Page 2: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

1

სარჩევი

თავი I. ზოგადი დებულებები ...................................................................................................................... 2

მუხლი 1. ინსტრუქციის მოქმედების ფარგლები და მიზანი .......................................................................2

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება .......................................................................................................................2

თავი II. სასწავლო პროცესის განხორციელების ეტაპები .......................................................................... 4

მუხლი 3. დაგეგმვა, ადმინისტრირება და ხარისხის მართვა .......................................................................4

3.1. სწავლების საჭიროებათა ანალიზი ...................................................................................................... 4

3.2. ტრენერის შერჩევა ................................................................................................................................... 5

3.3. სასწავლო პროგრამისა და მიზნების განსაზღვრა................................................................................ 6

3.4. სწავლების მეთოდოლოგიის განსაზღვრა ............................................................................................ 6

3.5. სასწავლო მასალის სტანდარტი ............................................................................................................ 7

3.6. სასწავლო კურსის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ........................................................ 8

3. 7. აუდიტორიის მომზადება ...................................................................................................................... 9

3.8. სასწავლო კურსის პროცესი ................................................................................................................... 9

თავი III. ქცევის წესები და ვალდებულებები ............................................................................................. 9

მუხლი 4. მსმენელი ვალდებულია ....................................................................................................................9

მუხლი 5. ცენტრის უფლებამოსილება ...........................................................................................................10

მუხლი 6. ტრენერი ვალდებულია ...................................................................................................................10

მუხლი 7. ტრენერის კომპეტენცია .................................................................................................................11

მუხლი 8. ცენტრის თანამშრომლის ქცევის წესები და მოვალეობები.......................................................11

თავი IV. აკადემიური მოსწრების წესი ...................................................................................................... 12

მუხლი 9. სწავლების პროცესის ხანგრძლივობა ............................................................................................12

თავი V. შეფასების სისტემა ......................................................................................................................... 12

მუხლი 10. შეფასების სახეები ..........................................................................................................................12

მუხლი 11. შეფასების სქემა ...............................................................................................................................13

მუხლი 12. შეფასების მეთოდები და ფორმები ..............................................................................................13

მუხლი 13. გამოცდის გადაბარება და გასაჩივრების წესი ...........................................................................14

მუხლი 14. ზეპირი შეფასებისათვის გამომცდელთა ჯგუფის დაკომპლექტება: ....................................15

თავი VI: სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი ........................ 15

მუხლი 15. ცნობისა და სერტიფიკატის გაცემა .............................................................................................15

მუხლი 16. სერტიფიკატის ხარისხის განსაზღვრა ........................................................................................15

თავი VII: სწავლების ხარისხის მართვა ..................................................................................................... 15

თავი VIII: დონორებთან ურთერთობა ....................................................................................................... 16

Page 3: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

2

დანართი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული განვითარების (სწავლების) სტანდარტი

სტანდარტი წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების

მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის

ცენტრის (სამმართველოს) (შემდგომში ცენტრი) სამუშაო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს სასწავლო

პროგრამების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებსა და ეტაპებს.

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ინსტრუქციის მოქმედების ფარგლები და მიზანი

ა) დოკუმენტი უზრუნველყოფს სწავლებისთვის ერთიანი უნიფიცირებული

პროცედურების შემუშავებას და ხელს უწყობს სასწავლო კურსების შეფასების პროცესის

სტანდარტიზაციას. ინსტრუქციის მიზანია ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო

პროექტებისა და სასერტიფიკაციო პროგრამებში მონაწილე პირთა პროფესიული

განვითარების, ქცევის წესების, ვალდებულებების, სწავლების მეთოდებისა და ფორმების,

შეფასების სისტემებისა და სწავლებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების

განსაზღვრა.

ბ) დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებული

სასწავლო პროექტების შემთხვევაში, სწავლების სტანდარტი განისაზღვრება აღნიშნული

წესებითა და მეორე მხარესთან შეთანხმების გზით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) სასწავლო კურსი - სასწავლო ხასიათის პროფესიული განვითარების ღონისძიება:

ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, მოსამზადებელი კურსი;

ბ) ტრენინგი - სასწავლო კურსი, რომელიც გულისხმობს მსმენელთათვის თეორიული

ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას, ასევე, სწორი დამოკიდებულებების

ფორმირებას სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;

გ) სემინარი - სემინარი წარმოადგენს შემეცნებითი სახის ღონისძიებას, რომელიც მიზნად

ისახავს მონაწილეთათვის კონკრეტული თემატიკის ირგვლივ საფუძვლიანი ცოდნის

მიწოდებას. სემინარის მონაწილეები უნდა ფლობდნენ საბაზისო ცოდნას განსახილველ

საკითხთან დაკავშირებით. ცალკეულ შემთხვევებში, სემინარი შეიძლება წარმოდგენილ

იქნეს დისკუსიის ან დებატების ფორმით;

დ) ლექცია - სწავლების ფორმა, რომელიც ორიენტირებულია მომხსენებლის მხრიდან

ცალმხრივ კომუნიკაციასა და მსმენელთათვის თეორიული მასალის მიწოდებაზე, ლექციის

დროს მონაწილეთა ჩართულობა არის მინიმალური;

Page 4: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

3

ე) კონფერენცია - საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ორგანიზაციების/უწყებების/სფეროს

სპეციალისტების ერთობლივი შეხვედრა, გამოცდილების გაზიარების, პრობლემური

საკითხების განხილვისა და გადაჭრის მიზნით;

ვ) სამუშაო შეხვედრა - ჯგუფური შეხვედრა, რომელიც გულისხმობს შეხვედრის

მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პრობლემატურ საკითხებზე

მსჯელობას - მოხსენებების, დისკუსიებისა თუ პრაქტიკული სიტუაციების განხილვის

საშუალებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მონაწილეთა მოსაზრებები განსხვავდება და

სხვადასხვა მხარე პრობლემის საკუთარი გადაჭრის ხერხებზე და მათ სიკეთეებზე

მსჯელობს;

ზ) მოსამზადებელი კურსი - საბაზისო ხასიათის სასწავლო კურსი, რომელიც

ითვალისწინებს წინასწარ განსაზღვრული პროგრამით საქართველოს პროკურატურის

მუშაკთა და სტაჟიორობის კანდიდატთა მომზადებას;

თ) სასწავლო პროგრამა - დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მსმენელთა საჭიროებებზე

დაფუძნებულ სასწავლო კურსის მიზანს და შედეგს, მასში შემავალ მოდულებს, საკითხებს,

პრაქტიკულ სავარჯიშოებს, საათობრივ განაწილებას, შეფასებების განრიგს (ასეთის

არსებობის შემთხვევაში). სასწავლო პროგრამა მუშავდება ან/და განახლდება არსებული

საჭიროებების შესაბამისად ყოველი კურსის დაწყებამდე;

ი) სასწავლო კურსის მოდული - სასწავლო კურსის სტრუქტურის ნაწილი, რომელიც

წარმოადგენს ერთი თემის ქვეშ გაერთიანებულ საკითხთა ერთობლიობას;

კ) სასწავლო მასალა - სასწავლო კურსის ჩატარებისთვის საჭირო ძირითადი

სახელმძღვანელო, პრეზენტაცია, დამხმარე სახელმძღვანელო, პრაქტიკული სავარჯიშოები

და სხვა;

ლ) მსმენელი - სასწავლო კურსში ცოდნის მიღების მიზნით მონაწილე პირი;

მ) ტრენერი – სწავლების პროცესში, მსმენელებისათვის ცოდნის მიწოდების მიზნით,

ხელშეკრულებით ან მის გარეშე ჩართული პირი, რომელიც ორიენტირებულია

მსმენელთათვის გამოცდილების გაზიარებაზე, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული

უნარების გაუმჯობესებაზე/გამომუშავებზე;

ნ) სერტიფიკატი - მსმენელის მიერ შესაბამისი კურსის გავლისა და მიღებული ცოდნის

დონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ო) შეფასება - გულისხმობს, სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად, მსმენელის მიერ

მიღებული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარების შემოწმებას, წინასწარ

განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმით (სისტემით). როგორიცაა: დასწრება, აქტიურობა,

მიმდინარე შეფასება, შუალედური შეფასება, საბოლოო შეფასება, შესრულებული

დავალებები და სხვა. მსმენელის მიერ მიღებული სერტიფიკატის ხარისხი (ასეთის

არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება საბოლოო შედეგით;

პ) საბოლოო შედეგი - წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მსმენელის

მიერ მიღებული შეფასებების ჯამური შედეგი, რაც ასახავს მსმენელის ცოდნის დონესა და

განსაზღვრავს მის მიერ მიღებული სერტიფიკატის ხარისხს (ასეთის არსებობის

შემთხვევაში);

Page 5: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

4

ჟ) შეფასების მასალა - მიმდინარე, შუალედური, საბოლოო შეფასებების ინსტრუმენტი,

მაგალითად: ტესტები, კითხვები, კაზუსები და შეფასების სხვა საშუალებები;

რ) სწავლების ფორმა - განისაზღვრება ჯგუფის საჭიროებისა და სასწავლო თემატიკიდან

გამომდინარე. ის შესაძლოა განხორციელდეს ტრენინგის, ლექციის, სამუშაო შეხვედრის,

სემინარისა და სხვა ფორმატის შესაბამისად;

ს) მეთოდოლოგია - იმ მიდგომებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება

სასწავლო მიზნების მისაღწევად. აუცილებელია მოხდეს მეთოდოლოგიის ადეკვატური

შერჩევა და გამოყენება - სასწავლო კურსის შინაარსის, სამიზნე ჯგუფისა და

საჭიროების/მიზნის გათვალისწინებით. შერჩეული მეთოდოლოგიის საფუძველზე

შესაძლებელი უნდა იყოს: თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება,

მონაწილეთა ჩართულობა, მობილიზება და სწავლების შედეგების მიღწევა;

ტ) მენეჯმენტი - მთავარი პროკურატურის, საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და

მათი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები;

უ) სასწავლო ვიზიტი - სასწავლო ვიზიტი წარმოადგენს შემეცნებითი ხასიათის

ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებისათვის სხვადასხვა

ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების წარმატებული გამოცდილების ადგილზე

გაზიარებას;

ფ) სასწავლო მივლინება - ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული პირის

მივლინება ხდება მიზნობრივ ქვეყანასა და ორგანიზაციაში, მისი პროფესიული ცოდნის,

უნარების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. აღნიშნული სწავლების

ფორმატით, მონაწილე უშუალოდაა ჩართული და გამოცდილებას სამუშაო პრაქტიკაში

იღებს.

თავი II. სასწავლო პროცესის განხორციელების ეტაპები

მუხლი 3. დაგეგმვა, ადმინისტრირება და ხარისხის მართვა

სასწავლო პროცესი მოიცავს აქტივობათა ერთობლიობას, რომელთა გათვალისწინებით ხდება

განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა, ადმინისტრირების უზრუნველყოფა და ხარისხის

მართვა.

3.1. სწავლების საჭიროებათა ანალიზი

სწავლების საჭიროებათა ანალიზი ხორციელდება ცენტრის მიერ, საქართველოს პროკურატურის

ორგანოებსა და მათ სტრუქტურულ დანაყოფებთან აქტიური თანამშრომლობით. კვლევა შეიძლება

ატარებდეს, როგორც გამოკითხვის სახეს, ასევე ემყარებოდეს თანამშრომელთა შეფასების შედეგებს,

რომელიც ადგენს თუ რა ტიპის სასწავლო აქტივობების ჩატარებაა საჭირო პროკურატურის

მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.

საჭიროებათა ანალიზის კვლევა მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

Page 6: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

5

ა) მენეჯმენტის ინფორმირება კვლევის შესახებ - მნიშვნელოვანია თავიდანვე მოხდეს მენეჯმენტის

ინფორმირება საჭიროებათა ანალიზის ჩატარების პროცესსა და მეთოდოლოგიაზე. ასევე, მათი

ჩართულობა პრიორიტეტების განსაზღვრისა და რესურსების უზრუნველყოფის ეტაპზე;

ბ) მიზნების და გეგმის განსაზღვრა - განისაზღვროს საჭიროების ანალიზის მიზანი, სამიზნე

ჯგუფი, მეთოდი, მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშის მომზადების პერიოდი/ვადები;

გ) ინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირება - კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ეს შეიძლება

იყოს მენეჯერი, მუშაკი, ან ორივე ერთად;

დ) მეთოდოლოგიის განსაზღვრა - ინფორმაციის წყაროს განსაზღვრის შემდეგ, ხდება

კვლევისათვის საჭირო მეთოდოლოგიის განსაზღვრა. შესაძლებელია გამოყენებული იყოს ერთი ან

რამდენიმე მეთოდი, მათ შორის: ფოკუს ჯგუფი, ინტერვიუ, კითხვარი, სამუშაოს შესრულებაზე

დაკვირვება და ა.შ.;

ე) საკვლევი ობიექტის ინფორმირება - შერჩეული მეთოდოლოგიის შესაბამისად, კვლევის შესახებ

მიზნობრივი აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის კვლევის ფორმის, დროის,

ხანგრძლივობის, ადგილისა და სხვა გარემოებების შესახებ;

ვ) ინფორმაციის შეგროვება - ინფორმაციის წყაროდან, შერჩეული მეთოდის გამოყენებით,

მიღებული მონაცემების (თვისობრივი ან რაოდენობრივი) თავმოყრა;

ზ) მონაცემების ანალიზი და საჭიროებათა იდენტიფიცირება - გულისხმობს მიღებული

მონაცემების ანალიზს, ხდება ყველაზე მოთხოვნადი/პრიორიტეტული თემებისა და საკითხების

გამოყოფა, თუ რა მიმართულების და ხასიათის სასწავლო კურსების ჩატარებაა საჭირო;

თ) ანგარიშის მომზადება - ანალიზის საბოლოო შედეგების წარმოდგენა, გამოყენებული

მეთოდოლოგიისა და სამიზნე ჯგუფის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა;

ი) საქართველოს პროკურატურის განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი

საკითხების, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინურ საკითხთა

განმხილველი საკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის განხორციელებული აქტივობების

ანგარიშის, გამოვლენილი საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების წარდგენა;

კ) სასწავლო აქტივობების კალენდარი - მიღებული შედეგის გათვალისწინებით, მენეჯმენტთან

შეთანხმებით, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დაგეგმილი სასწავლო აქტივობების დროში

გაწერა.

3.2. ტრენერის შერჩევა

ჩატარებული ანალიზის ან პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით ხდება მომდევნო

წლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, სასწავლო კურსის შესაბამისად კი ხორციელდება

ტრენერის/ტრენერების მოძიება/შერჩევა, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსების გამოყენებით.

ტრენერის შერჩევამდე განისაზღვრება ტრენერისთვის საჭირო ძირითადი კომპეტენციები. ამის

Page 7: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

6

შემდეგ ხდება საკონკურსო საფეხურების განსაზღვრა, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს

გასაუბრებას, საჩვენებელ პრეზენტაციას, რეკომენდაციას და ა.შ. კანდიდატები, საჭიროების

შემთხვევაში, დამატებით გაივლიან ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგს (TOT).

3.3. სასწავლო პროგრამისა და მიზნების განსაზღვრა

სასწავლო კურსის დაგეგმვის ეტაპზე სასურველია მოხდეს ცენტრის წარმომადგენლის,

მოწვეული/შერჩეული ტრენერისა და სამიზნე აუდიტორიის ერთობლივი შეხვედრა, სადაც

მხარეებს შორის მოხდება შეთანხმება სწავლების მისაღწევ შედეგსა და სასწავლო კურსის

პროცესთან დაკავშირებულ სამომავლო საკითხებზე, მათ შორის: განისაზვრება სასწავლო კურსის

მიზანი, დასახელდება მსმენელებისათვის ყველაზე აქტუალური და პრობლემური საკითხები.

არსებული საჭიროებისა და სამიზნე აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად განხორციელდება

სასწავლო პროგრამის შედგენა. სასწავლო კურსის დაწყებამდე ტრენერი წარმოადგენს

შემუშავებულ სასწავლო პროგრამას წერილობითი ფორმით.

3.4. სწავლების მეთოდოლოგიის განსაზღვრა

ცენტრი, საქართველოს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული განვითარებისა და მომზადების

მიზნით, ხელმძღვანელობს ზრდასრულთა სწავლების მეთოდებით. პროგრამის მიზნებიდან

გამომდინარე, თეორიული და პრაქტიკული სწავლება ხდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.

მაგალითად: პრეზენტაცია, დისკუსია, როლური თამაში, პრაქტიკული დავალება, შემთხვევის

ანალიზი (Case study), ჯგუფური მუშაობა, სასწავლო ექსკურსია, რეალური მაგალითების ანალიზი,

დემონსტრირებით სწავლება და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება.

ა) პრეზენტაცია - პრეზენტაცია წარმოადგენს მსმენელებისთვის ინფორმაციის გადაცემის პროცესს,

რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი ელექტრონული პროგრამები,

როგორიც არის MS PowerPoint და სხვა ფორმატები. მომხსენებლის/ტრენერის მიერ თეორიული

მასალის წარდგენა ხდება ვიზუალური პრეზენტაციის სახით. აგრეთვე პრეზენტაცია შეიძლება

წარმოდგენილი იყოს პრაქტიკული დავალების სახით მსმენელების მიერ ჯგუფურად ან

ინდივიდუალურად, რომელიც მიზნად ისახავს მსმენელის მიერ ვერბალური და არავერბალური

უნარების დახვეწას. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ხდება განვლილი თემატიკის წარმოდგენა,

მათი ინტერპრეტაცია და მიღებული ცოდნის გამეორება-განმტკიცება;

ბ) დისკუსია - დისკუსია გულისხმობს, მსმენელებს შორის ან მსმენელსა და ტრენერს შორის,

სადავო საკითხის განხილვას და მის ირგვლივ არგუმენტირებულ მსჯელობას, რაც ეხმარება

ჯგუფის წევრებს პრობლემის გადაწყვეტის ახალი გზების აღმოჩენასა და კრიტიკული აზროვნების

უნარის განვითარებაში. სწავლების ამ მეთოდის გამოყენებისას ტრენერი წარმოაჩენს პრობლემას,

უძღვება დისკუსიას და დასკვნით ნაწილში აჯამებს დისკუსიის შედეგებს. აღნიშნული მეთოდი

ხელს უწყობს ცოდნის გამეორება-განმტკიცებას და მის ახალ სიტუაციაში გადატანას;

გ) როლური თამაში - ჯგუფური/ინდივიდუალური ტიპის სამუშაო, სადაც მსმენელებისათვის

საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება/გამომუშავება მიიღწევა ამა თუ იმ სიტუაციის

მოდელირებისა და იმიტაციის გზით. მონაწილე იღებს რომელიმე როლს და მოქმედებს ამ როლის

შესატყვისად. როლური თამაში ეხება სიტუაციას, რომელშიც ორი ან მეტი განსხვავებული

მოსაზრება ან პერსპექტივა არსებობს. სცენარი უნდა იყოს წინასწარ შედგენილი და სასწავლო

თემის შესაბამისი;

დ) პრაქტიკული დავალება - პრაქტიკული დავალება გულისხმობს ზეპირი/წერილობით ფორმით

შესრულებულ სამუშაოს/დავალებას, რომელიც მიმართულია თეორიული ცოდნის გამყარებისკენ

Page 8: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

7

და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისკენ. პრაქტიკული დავალება შეიძლება იყოს ჯგუფური

ან/და ინდივიდუალური;

ე) შემთხვევის ანალიზი (Case study) - შემთხვევის ანალიზი მოიცავს რეალურ და პრობლემურ

სიტუაციებს/საკითხებს, რომლებიც მსმენელებისგან მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას,

მსჯელობას და აზრის გამოხატვას - რაც მსმენელთა აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას

იწვევს. სწავლების ეს სტრატეგია ხელს უწყობს შესწავლილი მასალის გახსენებას, განმტკიცებასა და

მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას;

ვ) ჯგუფური მუშაობა - სწავლების პროცესში ჯგუფური მუშაობა გამოიყენება იმ შემთხვევაში,

როდესაც საჭიროა საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა, ახალი იდეებისა და

მიდგომების მოძიება, როდესაც არავინ იცის საკითხზე სწორი პასუხი. ასევე, როდესაც საჭიროა

ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების გამომუშავება. ჯგუფური მუშაობა

განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც პრობლემა აქტუალური და საინტერესოა

მსენელებისთვის;

ზ) სასწავლო ექსკურსია - სასწავლო ექსკურსია წარმოადგენს ზრდასრულ მსმენელთა ჯგუფის მიერ

დაწესებულებისა თუ სხვა ორგანიზაციის მონახულებას მისი პრაქტიკული საქმიანობის გაცნობის

მიზნით. სადაც მსმენელებს საშუალება ეძლევათ რეალურ გარემოში დააკვირდნენ სამუშაო

სიტუაციას და გაეცნონ ამ სფეროსათვის დამახასიათებელ თავისებურებებს. სასწავლო ექსკურსიას

სწავლების დამოუკიდებელ მეთოდად ვერ განვიხილავთ, მას უფრო მეტად დამხმარე,

საილუსტრაციო ფუნქცია აქვს;

თ) რეალური მაგალითი - რეალური მაგალითის ანალიზი, როგორც სწავლების მეთოდი

გამოიყენება მსმენელებისათვის შესასასწავლი თემის პრაქტიკული ასპექტების გაცნობის მიზნით.

ამ დროს განიხილება კონკრეტული მაგალითები რეალური პროფესიული ცხოვრებიდან. ხშირ

შემთხვევაში, სიტუაცია, რომელსაც ტრენერი განიხილავს მსმენელებთან, წარმოდგენილია

წერილობით და ადაპტირებულია სასწავლო მიზნებთან;

ი) დემონსტრირებით სწავლება - დემონსტრირება არის პრაქტიკული სწავლების ფორმა და

გულისხმობს დავალების, პროცედურის უშუალოდ მსმენელების წინ შესრულებას, რასაც

ტრენერის ახსნა-განმარტება ახლავს თან. ეს მეთოდი მიზნად ისახავს პრაქტიკული უნარ-ჩვევების

განვითარებას ფაქტების, პროცესებისა და კონცეფციის იმიტირებისა და ახნის გზით. აღნიშნული

მეთოდის გამოყენებისას აუდიტორია პასიურია და მთელი ყურადღება ტრენერისკენ არის

მიმართული;

კ) პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება – სწავლების სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს

კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარის განვითარება-გაუმჯობესებას.

მსმენელები უპირისპირდებიან განსაზღვრულ პრობლემას და მისი გადაწყვეტის გზების

გამონახვას ცდილობენ. ტრენერი არის ფასილიტატორის როლში, რომელიც ინიცირებას უკეთებს

და წარმართავს დისკუსიას. ასევე, აჯამებს დისკუსიის შედეგებს. პრობლემაზე ორიენტირებული

სწავლებისას შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი სასწავლო მეთოდები, როგორიცაა: დისკუსია,

როლური თამაში და შემთხვევის ანალიზი (Case Study).

3.5. სასწავლო მასალის სტანდარტი

სასწავლო კურსისთვის საჭირო მასალები უნდა აკმაყოფილებდეს ცენტრის შემდეგ სტანდარტებს:

ა) MS PowerPoint პრეზენტაცია - მომზადებული უნდა იყოს ცენტრის მიერ შემუშავებულ

ფორმატში. გამოყენებული უნდა იყოს Sylfaen unicod. პრეზენტაციის პირველ სლაიდზე

მითითებული უნდა იყოს ტრენერის სახელი და გვარი, თემის სახელწოდება და თარიღი.

Page 9: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

8

მომდევნო სლაიდზე მოცემული უნდა იყოს პრეზენტაციის მიზნები, შემდეგ კი განსახილველი

საკითხების ჩამონათვალი. თითო სლაიდზე სასურველია იყოს საშუალოდ 5-30 სიტყვა.

მნიშვნელოვანია პრეზენტაციაში გამოყენებულ იქნას თემატიკის შესაბამისი ვიზუალური

ეფექტები (ანიმაციები, ფოტოები და ა.შ.);

ბ) MS Word სახელმძღვანელო - უნდა შეესაბამებოდეს სწავლების დადგენილ სტანდარტს.

გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ Sylfaen unicod. სახელმძღვანელო უნდა შედგებოდეს სამი

ძირითადი ნაწილისგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. ძირითადი ნაწილი ჩაშლილი

უნდა იყოს თავებად და ქვეთავებად. სახელმძღვანელო ასევე უნდა შეიცავდეს სარჩევს, სქოლიოს

და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს;

გ) საგამოცდო მასალებში გამოყენებული უნდა იყოს Sylfaen unicod. მასალები შეიძლება

მომზადდეს როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული და ზეპირი გამოცდებისათვის. საგამოცდო

მასალას მითითებული უნდა ჰქონდეს ავტორის სახელი და გვარი, მომზადებული საკითხების

რაოდენობა და გამოცდის ხანგრძლივობა. ასევე, ტესტური დავალების სწორი პასუხები.

3.6. სასწავლო კურსის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

სასწავლო კურსის დაგეგმვის ეტაპზე ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების

გათვალისწინება:

ა) სასწავლო კურსის განრიგის შედგენა და შესაბამისი ჯგუფების დაკომპლექტება - ამ ეტაპზე

ხდება დაგეგმილი სასწავლო კურსის განრიგის შედგენა, იქმნება ე.წ ცხრილი, სადაც დეტალურად

გაიწერება სასწავლო კურსის დღის წესრიგი, ჩატარების დრო და პერიოდი. მოხდება მონაწილეთა

სიის ფორმირება და ჯგუფების დაკომპლექტება;

ბ) მონაწილეთა ინფორმირება სასწავლო კურსის თარიღებისა და ფორმატის შესახებ - გამონაკლისი

შემთხვევების გარდა, აუცილებელია მონაწილეთა ინფორმირება სასწავლო კურსის დაწყებამდე

მინიმუმ 2 დღით ადრე, სატელეფონო ან/და წერილობითი კომუნიკაციის გზით;

გ) მონაწილეთა კვებით უზრუნველყოფა - საჭიროა სასწავლო კურსის დაწყებამდე შეთანხმდეს

კვებასთან (ყავა-შესვენება, ლანჩი) დაკავშირებული პროცედურული საკითხები (კვებით

უზრუნველყოფის შემთხვევაში);

დ) სასწავლო ოთახის განსაზღვრა - სწავლების ფორმატისა და მსმენელთა რაოდენობის

გათვალისწინებით მნიშველოვანია წინაწარ მოხდეს სასწავლო ოთახის განსაზღვრა (მაგიდებისა და

სკამების რაოდენობა, განლაგება) და/ან დაჯავშნა;

ე) საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა - სასწავლო პროცესის განსახორციელებლად

წინასწარ ხდება საჭირო საკანცელარიო ნივთების მომარაგება და მომზადება შესაბამის

სტრუქტურულ დანაყოფთან თანამშრომლობით.

სასწავლო კურსის დაწყებამდე/მიმდინარეობისას უნდა განხორციელდეს შესაბამისი მასალებისა და

ფორმების მომზადება, მათ შორის:

დღის წესრიგი;

მსმენელებზე/ტრენერებზე საშვების დაშვება და მათი შენობაში შემოსვლის უზრუნველყოფა

(ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

დასწრების აღრიცხვის ჟურნალი;

მსმენელისათვის სახელმძღვანელო მასალები;

დამატებითი სასწავლო მასალა (სავარჯიშოები, კაზუსები და ა.შ);

მსმენელის პერსონალური მონაცემების ბლანკი (საჭიროების შემთხვევაში);

ტრენერისათვის საჭირო ინვენტარი;

Page 10: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

9

გამოცდის მასალები;

უკუკავშირის ფორმები (საჭიროების შემთხვევაში);

სერტიფიკატები (საჭიროების შემთხვევაში).

3. 7. აუდიტორიის მომზადება

აუცილებელია აუდიტორიის წინასწარ მოწყობა სასწავლო კურსის ფორმატის შესაბამისად.

საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს:

მაგიდებისა და სკამების შესაბამისი განლაგება (საჭირო რაოდენობით);

აუდიტორიაში შესაბამისი ტემპერატურა;

სასწავლო და საკანცელარიო ნივთების განლაგება;

შესვენებისათვის განკუთვნილი ადგილი (საჭიროების შემთხვევაში).

აუცილებელია მოხდეს სასწავლო პროცესის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკის გამართული

მუშაობის უზრუნველყოფა (როგორიცაა: კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო კამერა, ხმის

გამაძლიერებლები, ხმის ჩამწერი აპარატურა და სხვა).

3.8. სასწავლო კურსის პროცესი

სასწავლო კურსის პროცესი გულისხმობს გეგმაზომიერ და დინამიურ მიმდინარეობას შესაბამისი

მეთოდოლოგიის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს წინასწარ განსაზღვრული მიზნის მიღწევას და

მოსალოდნელი შედეგების მიღებას. აღნიშნული პროცესის განსახორციელებლად აუცილებელია:

დროის რაციონალური განაწილება და პროცესის ორგანიზება;

სასწავლო კურსის განრიგის დაცვა;

სასწავლო კურსის ზოგადი თემატიკისა და პროგრამის მიხედვით გაწერილი თემების

ზუსტი შესაბამისობა;

მიწოდებული ინფორმაციის საჭიროებისა და პრაქტიკული მნიშვნელობის ხაზგასმა;

სასწავლო კურსის შინაარსობრივი მხარის სწორი სტრუქტურირება;

თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს შორის ბალანსის დაცვა;

ეფექტიანი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკების გამოყენება;

მონაწილეთა ჩართულობა და გააქტიურება;

ვიზუალური საშუალებების გამოყენება;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მონაწილეთათვის საჭირო და დამატებითი

ინფორმაციის მიწოდება (სასურველია კავშირის ჩვენება ძირითად თემასთან მიმართებაში).

თავი III. ქცევის წესები და ვალდებულებები

მუხლი 4. მსმენელი ვალდებულია

დაიცვას ეთიკის, ზნეობის, სუბორდინაციის ნორმები და დისციპლინის წესები;

სათანადოდ მოეპყრას და მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ცენტრის ინვენტარი

და ტექნიკური მოწყობილობები;

პატივი სცეს და ხელი არ შეუშალოს მიმდინარე სასწავლო პროცესებს;

თავი აარიდოს ყოველგვარ დაპირისპირებას მსმენელთან, ტრენერთან ან/და პერსონალთან;

Page 11: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

10

დროულად გამოცხადდეს და სრულად დაესწროს სასწავლო პროცესს, ასევე სასწავლო

პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

შესვენებების დროს დაიცვას ღონისძიებით გათვალისწინებული დღის წესრიგი;

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას არ ისარგებლოს მობილური ტელეფონით;

აუცილებლობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესისის გაცდენის, ან სასწავლო პროცესიდან

დროზე ადრე გასვლის შემთხვევაში, მსმენელმა წინასწარ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია

ცენტრის წარმომადგენელს, ხოლო უშუალო მენეჯერმა - ცენტრის უფროსს.

მუხლი 5. ცენტრის უფლებამოსილება

ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში მსმენელის მიმართ შესაძლებელია შემდეგი მექანიზმების

გამოყენება:

სიტყვიერი გაფრთხილება;

მიმდინარე სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა;

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაციის

მიწოდება და შესაბამისი მიმართულების მენეჯერის ინფორმირება.

მუხლი 6. ტრენერი ვალდებულია

დაიცვას პროფესიული ეთიკის, ზნეობის, კოლეგიალობის პრინციპები და დისციპლინის

წესები;

სათანადოდ მოეპყრას და მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ცენტრის ინვენტარი და

ტექნიკური მოწყობილობები;

პატივი სცეს და ხელი არ შეუშალოს მიმდინარე სასწავლო პროცესებს;

თავი აარიდოს ყოველგვარ დაპირისპირებას მსმენელთან, კოლეგებთან, ცენტრის

თანამშრომლებთან;

ცენტრის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს კურსის პროგრამის,

სწავლების პროცესში სასწავლო (პრეზენტაციების, სალექციო კურსების, დამხმარე

თვალსაჩინოებების და სხვა საჭირო სასწავლო მასალების) და შეფასების მასალების

მომზადება, სასწავლო პროცესში გამოყენება;

განახორციელოს აკადემიური საქმიანობა და მსმენელთა შეფასება მიუკერძოებლად. ჩაატაროს

ყველა სესია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საათების მიხედვით. საჭიროების

შემთხვევაში, გაუწიოს მსმენელებს კონსულტაცია;

დროულად გამოცხადდეს სესიაზე, ასევე შეფასებებზე (იმ შემთხვევებში, როდესაც შეფასების

პროცესებში დაშვებულია ტრენერის დასწრება);

მიმდინარე, შუალედური და საბოლოო შეფასებების საკითხები შეუთანხმოს ცენტრს, რათა

მოხდეს მიღებული მასალების გადახედვა/გადამოწმება და გამოცდისთვის მომზადება;

უზრუნველყოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო მასალებისა და

მსმენელთა შეფასების შედეგების გადაცემა ცენტრის წარმომადგენელისათვის წინასწარ

შეთანხმებულ ვადებში;

შეფასების მასალებზე მიღებული პრეტენზიის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს მათი

გადახედვა, ცენტრისთვის არგუმენტირებული პასუხის მიწოდება და კორექტირება

(საჭიროების შემთხვევაში);

მინიმუმ ერთი დღით ადრე აცნობოს ცენტრს მის მიერ სესიის გაცდენის შესაძლებლობისა და

მიზეზის შესახებ. ისეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, რომლის გათვალისწინებაც

Page 12: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

11

ტრენერს წინასწარ არ შეეძლო, შესაძლებელია გაფრთხილება მოხდეს სესიის დღესაც,

ტრენინგის დაწყებამდე. სასწავლო კურსის პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობის

უზრუნველსაყოფად სასურველია ტრენერმა წარმოადგინოს შემცვლელი. ცენტრის უფროსი

იღებს გადაწყვეტილებას ტრენერის ჩანაცვლების ან სესიის გადადებისა და მოგვიანებით მისი

აღდგენის შესახებ;

დაიცვას კონფიდენციალურობა სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში

მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ

პერიოდში ჩატარებული შეფასების საკითხების შინაარსი და სხვა მსგავსი ინფორმაცია;

არ დაუშვას ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი სასწავლო და შეფასების

მასალების ცენტრთან შეთანხმების გარეშე გამოყენება;

დაიცვას ყველა სხვა ვალდებულება, რომელიც მას აკისრია აღნიშნული სტანდარტის,

ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს კანონმდებლობის

შესაბამისად.

მუხლი 7. ტრენერის კომპეტენცია

ტრენერი, რომელთანაც თანამშრომლობს ცენტრი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად

მოთხოვნებს:

იყოს დარგის სპეციალისტი, სრულყოფილად ფლობდეს ტრენინგის/სასწავლო კურსის თემის

შესახებ ცოდნას და კომპეტენტურად პასუხობდეს შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებს;

სასურველია იყოს პრაქტიკოსი სპეციალისტი - გარდა თეორიული ცოდნისა გააჩნდეს

პრაქტიკული გამოცდილება, რასაც აქტიურად გამოიყენებს სასწავლო კურსის განმავლობაში

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების განსახორციელებლად;

სასურველია კარგად ერკვეოდეს ზრდასრულთა სწავლების ძირითად თავისებურებებში,

სწავლებისა და შეფასების მეთოდებში;

ფლობდეს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარს. ტრენერი კარგად უნდა იყენებდეს ვერბალური და

არავერბალური კომუნიკაციის ხერხებს;

იყოს პროფესიონალი და ეთიკური - ტრენერმა უნდა დაიცვას პროფესიული ეთიკა როგორც

მსმენელებთან, ასევე კოლეგებთან და ცენტრის თანამშრომლებთან მიმართებაში. მან არ უნდა

გასცეს კონსულტაციები ისეთ საკითხზე, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის;

სასურველია იცნობდეს უწყების მიზნებსა და ამოცანებს და მოქმედებდეს მათ შესაბამისად;

ფლობდეს საჭირო საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს;

იყოს აქტიური და მოტივირებული.

მუხლი 8. ცენტრის თანამშრომლის ქცევის წესები და მოვალეობები

სასწავლო კურსის ეფექტიანად განხორციელების მიზნით თითოეულ მათგანში ერთვება ცენტრის

თანამშრომელი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს სტანდარტის შესაბამისად კურსის

ეფექტიანი და თანმიმდევრული მიმდინარეობა პროგრამის დაგეგმვიდან მისი დასრულების

ეტაპამდე, კერძოდ:

დაიცვას პროფესიული ეთიკის, ზნეობის ნორმები და იყოს ობიექტური;

ითანამშრომლოს ჯგუფთან და ტრენერთან;

იყოს კოლეგიალური ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობაში;

მოახდინოს საორგანიზაციო საკითხების ადმინისტრირება;

Page 13: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

12

უზრუნველყოს სასწავლო მასალების გადახედვა და მსმენელთათვის დროულად მიწოდება;

უზრუნველყოს სასწავლო კურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მსმენელთათვის დროულად

და სრულყოფილად მიწოდება;

სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმოქმედოს ცენტრის სხვა

თანამშრომლებთან და პროცესში ჩართულ მხარეებთან კოორდინირებულად;

უზრუნველყოს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ სასწალო პროცესთან

დაკავშირებული ხარვეზების დროულად გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეფასება წინასწარ შემუშავებული ფორმებით, (ან

საჭიროებისამებრ ინტერვიუს მეთოდით) მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანგარიშის

მომზადება.

თავი IV. აკადემიური მოსწრების წესი

მუხლი 9. სწავლების პროცესის ხანგრძლივობა

მსმენელისათვის სასწავლო პროცესზე დასწრების სავალდებულო ხანგრძლივობა განსაზღვრულია

შემდეგი წესით:

ა) სასწავლო კურსზე, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 24 საათს, გაცდენის საპატიო საათების

რაოდენობა განისაზღვრება საათების ჯამური ოდენობის 30 %-ით;

ბ) სასწავლო კურსზე, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს ან არ აღემატება 24 საათს, გაცდენის

საპატიო საათების რაოდენობა განისაზღვრება საათების ჯამური ოდენობის 20 %-ით;

გ) სასწავლო კურსზე, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს ან არ აღემატება 6 საათს, გაცდენის

საპატიო საათების რაოდენობა განისაზღვრება საათების ჯამური ოდენობის 10 %-ით;

დ) საპატიო გაცდენა - გაცდენა საპატიოა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო

მსმენელი/მონაწილე ვერ ახერხებს სასწავლო პროცესზე დასწრებას. ამ შემთხვევაში მან

წინასწარ უნდა გააფრთხილოს პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი (ცენტრის

თანამშრომელი), ხოლო უშუალო მენეჯერმა - ცენტრის უფროსი;

ე) მსმენელს, სავალდებულო კურსებზე სასწავლო საათების საპატიო მიზეზით გაცდენის

შემთხვევაში, ტრენინგის გავლის შესაძლებლობა განმეორებით მიეცემა.

თავი V. შეფასების სისტემა

მუხლი 10. შეფასების სახეები

ა) სასწავლო კურსის შედეგების დამუშავება და მსმენელების რეიტინგის განსაზღვრა ხდება

წინასწარ განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე. მიღებული შეფასებიდან

დაანგარიშებული საბოლოო შედეგი განსაზღვრავს მსმემენელის სერტიფიკატის ხარისხს (ასეთის

არსებობის შემთხვევაში).

სულ გამოიყენება შეფასების სამი სახე:

მიმდინარე გამოცდა - მსმენელისათვის ჩატარებული წერითი/ელექტრონული/ზეპირი

გამოცდა, სასწავლო პროგრამის ფარგლებში განვლილი მასალიდან კონკრეტული საკითხის

შესახებ მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით;

შუალედური გამოცდა - სასწავლო პროგრამის მიმდინარეობისას, ერთი ან რამდენიმე სასწავლო

მოდულის დასრულების შემდეგ ჩატარებული გაერთიანებული შეფასება;

Page 14: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

13

დასკვნითი გამოცდა - მსმენელისათვის სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ

ჩატარებული წერითი/ელექტრონული/ზეპირი ხასიათის შემაჯამებელი გამოცდა, რომელიც

მოიცავს სრული სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის შემოწმებას.

ბ) საბოლოო შეფასება - გამოითვლება კურსის განმავლობაში ჩატარებული ყველა შეფასების

კრიტერიუმის გათვალისწინებით. საბოლოო შეფასებისთვის გამოიყენება შემდეგი ერთი, ან

რამდენიმე კრიტერიუმი:

ტრენინგზე დასწრება;

ჩართულობა ტრენინგის პროცესში;

გამოცდის/გამოცდების ფარგლებში მიღებული შეფასება (ასეთის არსებობის

შემთხვევაში).

მუხლი 11. შეფასების სქემა

სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებული შეფასება უნდა იყოს ვალიდური და მოიცავდეს იმ

საკითხებს, რომელიც მსმენელმა სასწავლო პერიოდის განმავლობაში გაიარა. სასწავლო კურსის

ფარგლებში მსმენელის შეფასება ძირითადად ხორციელდება 3 სქემის შესაბამისად:

ზეპირი;

წერითი (ბეჭდური/ელექტრონული);

კომბინირებული.

გამოიყენება შეფასების მაქსიმუმ 100 ქულიანი სისტემა.

სასწავლო კურსი გავლილად ჩაითვლება თუ მსმენელი მიიღებს მაქსიმალური ქულის 75%-ს და

მეტს.

მუხლი 12. შეფასების მეთოდები და ფორმები

ა) ტესტი - ტესტი შეიძლება შედგებოდეს ღია და დახურული კითხვებისგან.

დახურული კითხვა მოიცავს რამდენიმე სავარაუდო პასუხს, საიდანაც მხოლოდ ერთია სწორი.

ტესტში წარმოდგენილი პასუხები ერთმანეთს არ უნდა ფარავდეს და იმეორებდეს. ბეჭდური

ტესტირების დროს, თუ მსმენელი რამდენიმე პასუხს მიუთითებს, იგი შეფასდება ნული

ქულით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ერთ-ერთ პასუხად სწორი ვარიანტი აქვს მითითებული.

ტესტის პასუხის შეცდომით დაფიქსირების შემთხვევაში, მსმენელი შეცდომით მითითებულ

პასუხს გადახაზავს და დააფიქსირებს სასურველ პასუხს. გადასწორებული პასუხის გასწვრივ

მსმენელის მიმართვის საფუძველზე ხელს აწერს გამოცდის დამკვირვებელი. დამკვირვებლის

ხელმოწერის გარეშე გადასწორებული ტესტი შეფასდება ნული ქულით.

ღია ტიპის კითხვა - გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მსმენელს ვთხოვთ საკითხის

შესახებ თავისი შეხედულებისა და მსჯელობის დაფიქსირებას. ღია კითხვის შეფასებისთვის

გამოიყენება შეფასების შემდეგი კრიტერიუმები:

პასუხის სიზუსტე და შესაბამისობა დავალების მოთხოვნასთან;

თეორიული ცოდნის წარმოჩენა;

აზრის მკაფიოდ და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების უნარი;

არგუმენტაცია;

გრამატიკა და ლექსიკა.

ბ) კაზუსი - არის შეფასების მეთოდი, რომლის დროსაც ხდება რეალობასთან მიახლოებული

სიტუაციური ამოცანის მოყვანა. კაზუსის ბოლოს მოცემულია შეკითხვა/შეკითხვები, რომლის

Page 15: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

14

მიზანია კაზუსში მოყვანილი სიტუაციის გაანალიზება სხვადასხვა წყაროების გამოყენებით.

კაზუსის ამოხსნის დროს მნიშვნელოვანია შინაარსი და ინფორმაციის სტრუქტურირება.

შინაარსი ასახავს, თუ რამდენად საკმარისი თეორიული ცოდნა, ინფორმაცია აქვს მსმენელს

ამოცანის შესასრულებლად; ინფორმაციის სტუქტურირება კი ასახავს, რამდენად

თანმიმდევრულად და ლოგიკურად ავითარებს მსმენელი მსჯელობას. კაზუსის

შეფასებისთვის გამოიყენება შეფასების შემდეგი კრიტერიუმები:

პასუხის სიზუსტე და შესაბამისობა დავალების მოთხოვნასთან;

თეორიული ცოდნის წარმოჩენა;

აზრის მკაფიოდ და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების უნარი;

არგუმენტაცია;

გრამატიკა და ლექსიკა.

ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, ტრენერმა, შემთხვევის ანალიზის შეფასებისას,

კომენტარის სახით უნდა მიუთითოს რა ხარვეზები და შეცდომები იყო დაშვებული პასუხში.

გ) როლური თამაში - იმიტირებული სიტუაცია, სადაც მონაწილეები ახდენენ განვლილი

თეორიული მასალის პრაქტიკულ გამოყენებას. როლური თამაშის შეფასებისთვის გამოიყენება

შეფასების შემდეგი კრიტერიუმები:

ტრენინგზე ნასწავლი ტექნიკების ადეკვატური გამოყენება;

თეორიული ცოდნის წარმოჩენა;

აზრის მკაფიოდ და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების უნარი;

არავერბალური კომუნიკაცია;

სწორი დამოკიდებულების წარმოჩენა.

დ) ზეპირი გამოცდა - ზეპირი გამოცდის შეფასების დროს ხდება სხვადასხვა კრიტერიუმების

გამოყენება (თეორიული ცოდნა, ინფორმაციის გადმოცემის, არგუმენტაციის უნარი,

ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია და ა.შ.);

ე) დასწრება - თუ სასწავლო კურსი არ მოიცავს სხვა სახის შეფასებას, მსმენელის მიერ სასწავლო

კურსის გავლა და სერტიფიკატის მიღება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოკიდებულია

დასწრების მაჩვენებელზე.

მუხლი 13. გამოცდის გადაბარება და გასაჩივრების წესი

1. მსმენელს გამოცდის გადაბარების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების

გამო (ხელმძღვანელის დავალება, ავადმყოფობა, სტიქიური უბედურება, ოჯახის წევრის, ახლო

ნათესავის გარდაცვალება და ა.შ.) ვერ ახერხებს გამოცდაზე დასწრებას. ამ შემთხვევაში მან

წინასწარ უნდა გააფრთხილოს პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი (ცენტრის

თანამშრომელი);

2. გადაბარების პროცესი განხორციელდება გამოცდიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში;

3. მსმენელს უფლება აქვს ნახოს მისი საგამოცდო ნაშრომი შედეგის შეტყობინებიდან 2 სამუშაო

დღის განმავლობაში და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში წერილობით მიმართოს ცენტრის

უფროსს;

4. წარმოდგენილ პრეტენზიას ცენტრის უფროსი განიხილავს შესაბამის ტრენერთან და

საჭიროების შემთხვევაში, პრეტენზიის მქონე მსმენელთან ერთად. განხილვის საფუძველზე

მიღებული გადაწყვეტილება, ცენტრის მიერ, მსმენელს ეცნობება გონივრულ ვადაში;

5. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგი აისახება ჯგუფის ყველა მსმენელის

შეფასებაზე.

Page 16: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

15

მუხლი 14. ზეპირი შეფასებისათვის გამომცდელთა ჯგუფის დაკომპლექტება:

1. გამომცდელთა ჯგუფი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) იკრიბება ზეპირი ან

კომბინირებული საბოლოო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს სამი დღისა და მისი

უფლებამოსილება წყდება შეფასების შედეგების მიღებისთანავე;

2. გამომცდელთა ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს არანაკლებ 3 წევრისგან. თემატიკიდან

გამომდინარე, შემფასებელთა შორის იქნებიან შესაბამისი სფეროს სპეციალისტები (არანაკლებ

2 წარმომადგენლისა). ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების

მართვისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;

3. თითოეული წევრი მსმენელს აფასებს მაქსიმუმ 100 ქულიანი შეფასების სისტემით და საკუთარ

შეფასებას ადასტურებს ხელმოწერით;

4. მსმენელის ზეპირი გამოცდის საბოლოო ქულა გამოითვლება შეფასების ჯგუფის მიერ

დაწერილი შედეგების საშუალო არითმეტიკულით.

თავი VI: სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის

წესი

მუხლი 15. ცნობისა და სერტიფიკატის გაცემა

ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ცნობა - სასწავლო პროცესში კანდიდატის მონაწილეობის

თაობაზე და ორი ხარისხის სერტიფიკატი, კერძოდ:

1. სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

2. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

სასწავლო კურსზე, რომელიც არ ითვალისწინებს შეფასების ნაწილს, გაიცემა მხოლოდ კურსის

გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მსმენელის მიერ მიღებული შედეგი აისახება თანამშრომელთა შეფასების სისტემაში.

მუხლი 16. სერტიფიკატის ხარისხის განსაზღვრა

შეფასების არსებობის შემთხვევაში:

1. მსმენელს გადაეცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თუ მისი საბოლოო

შეფასება შეადგენს 75 - 90 %.

2. მსმენელს გადაეცემა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თუ

მისი საბოლოო შეფასება შეადგენს 91-100 %.

თავი VII: სწავლების ხარისხის მართვა

სწავლების ხარისხის მართვის მიზანს წარმოადგენს სწავლების სტანდარტით განსაზღვრული

კრიტერიუმების მიხედვით სასწავლო კურსის ეფექტიანობის შეფასება. ამ მიზნით თითოეულ

კურსს პერიოდულად ესწრება კოორდინატორი, რომელიც პროცესის განმავლობაში, ასევე მისი

დასრულების ეტაპზე ახორციელებს სასწავლო პროცესის შეფასებას სპეციალურად შემუშავებული

კითხვარების საშუალებით. უკუკავშირის მისაღებად ცენტრი სარგებლობს 3 ტიპის მეთოდით და

საჭიროების შემთხვევაში ატარებს ინტერვიუსაც:

ინტერვიუ/ფოკუს ჯგუფი - მსმენელთა გამოკითხვის სიხშირე და რაოდენობა დამოკიდებულია

ტრენინგის/სასწავლო კურსის ხანგრძლივობაზე.

Page 17: მუშაკთა პროფესიული ...pog.gov.ge/uploads/1f660c53-swavlebis-standarti-POG.pdf2 დანართი საქართველოს პროკურატურის

16

კითხვარი - სასწავლო კურსის დასრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი მიმდინარეობის

ეტაპზე, ხდება მსმენელებისაგან უკუკავშირის მიღება, შესაბამისი ანონიმური კითხვარის

მეშვეობით, რომელიც გულისხმობს სასწავლო კურსის შედეგისა და ეფექტიანობის შეფასებას.

მონაცემების დამუშავების შედეგად ცენტრი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და აცნობს ჩართულ

მხარეებს, სამომავლოდ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

გრძელვადიანი უკუკავშირი - კურსის დასრულებიდან 3-6 თვის შემდეგ, პროგრამის მიზნებიდან

გამომდინარე, შესაძლებელია ცენტრის მიერ ჩატარდეს მსმენელებისა და მათი მენეჯერების

გამოკითხვა, სადაც ისინი დააფიქსირებენ საკუთარ ხედვას, თუ რამდენად გამოიყენეს მიღებული

ცოდნა სამუშაო პრაქტიკაში.

თავი VIII: დონორებთან ურთერთობა

ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული

განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი სასწავლო პროექტების განხორციელების პროცესში

აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის პროცესში

მნიშვნელოვანია დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის უზრუნველყოფილი იყოს:

საქართველოს პროკურატურის ტრენინგ საჭიროებებზე ინფორმაციის დროულად მიწოდება;

წინასწარი სამუშაო შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფთან, სასწავლო პროექტის ფარგლებში

განსახილვევლი თემატიკის, საკითხებისა და სწავლების ფორმატის შეთანხმების მიზნით;

ცენტრის წარმომადგენელი ჩართული იყოს შესაბამისი ექსპერტის მოძიებისა და სასწავლო

პროგრამის (მათ შორის დღის წესრიგის) შედგენისა და მომზადების პროცესში;

ტრენინგის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, მონაწილეთა სიის მიწოდება;

ტრენინგის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და სხვა

ხარჯებთან დაკავშირებით (სასტუმროში განთავსება, ტრანსპორტირება, კვებით

უზრუნველყოფა) ინფორმაციის მიწოდება;

ცვლილებებთან დაკავშირებით პარტნიორი/დონორი ორგანიზაციის დროული ინფორმირება;

შეთანხმების შესაბამისად, ცენტრის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და

შესაბამისი რესურსის უზრუნველყოფა (ინფრასტრუქტურა, ტრენერები, ტექნიკური

აღჭურვილობა და ა.შ.);

საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის წარმომადგენელი გასვლითი ტრენინგების შემთხვევაშიც

ესწრება სასწავლო პროცესს და უწევს მას შესაბამის ორგანიზებას;

განხორციელებულ სასწავლო აქტივობებსა და ერთობლივ პროექტებზე ანგარიშების

მომზადება და მიწოდება.