8
კვირეული ვერტყვიჭალის სკოლაში კლასიკური მუსიკის სამყაროში განცხადებები ამინდი „კახორი” და „საუნჯე” შემაჯამებელი კონცერტით მაყურებლის წინაშე სპორტული სიახლეები შემოსავლების კვარტალური გეგმა 78, 2 პროცენტით შესრულდა გაკვეთილები პროფესიის ასარჩევად საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის რას ითხოვს ბაზალეთის მოსახლეობა 3 გვ. 5 გვ. 4 გვ. 5 გვ. 8 გვ. 7-8 გვ. 2 გვ. 4 გვ. 6 გვ. 6 გვ. დღეს ნომერშია მეთორმეტე კლასელებისათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა ამბების აკიდო გვ. 5 როდის დაიწყება ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირება ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, მალე დაიწყება სოფლების გაზი- ფიცირებასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები. მისივე თქმით, 2015 წელს დაგეგმილია თეთრაწყაროში 190 კომლის, ბა- ზალეთში 110 კომლის, ჩხერში 120 და ახალსოფელში 70 კომლის გაზიფიცირება. ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ მისი ინიციატივით სოფელი ბაზა- ლეთი სრულად გაზიფიცირდება. „წელს აუცილებლად ჩაისმება „სოკარის“ გაზიფიცირების გეგმაში ლაშეც. დაპროექტების სამუშაოებს სერიოზული მონიტორინგი დას- ჭირდება თვითმმართველობის მხრიდან, რომ რომელიმე კომლი არ დარჩეს პროექტის მიღმა,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში დე- პუტატმა. ხარაგაული-ფარცხნალის გზის სარეაბილიტაციოდ 2 ივნისის ჩათვლით უნდა მოამ- ზადოს ი/მ ზვიად გოგოლაძემ ხარაგაული-ფარცხნალის 1,1 კმ გზის საპროექტო-სახარჯთაღრიც- ხვო დოკუმენტაცია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი, ამ დოკუმენტაციის მოსამზადებლად, 1 690 ლარზე გამოცხადა. ხელ- შეკრულება კი ხარაგაულის მუ- ნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილსა და ტენდერში გამარჯვებულ ი/მ ზვიად გოგო- ლაძეს შორის 1 640 ლარზე გაფორმდა. ხარაგაული-ფარცხნალის გზის რეაბილიტაციის სავარაუდო ღი- რებულებაა 300 000 ლარი. ხიდ-ბოგირების მოწყობა იწყება საქასრიაში მდინარე საქას - რიულაზე მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირი უნდა მოეწყოს; მაქა- თუბანში მდინარე ხელმოსმულაზე - საცალფეხო ბოგირი; ბაზალეთ- ში, თხელიძეების უბანში - მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირი. სამივე ხოდ-ბოგირის მოსაწყო- ბად 16 აპრილს 32 787 ლარზე გამოცხადდა ტენდერი. ტენდერში მონაწილეობდა ორი მიმწოდებე- ლი - შპს TU-KA და შპს „ფუგო.“ ამჟამად მიმდინარეობს შპს TU-KA-სთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. შპს TU-KA-სგან (დირექტორი ომარი თოთაძე) ელექტრონული ვაჭრობის დროს დაფიქსირებული თანხაა 32 787 ლარი. სატენდერო კომისიამ შპს „ფუ- გოს“ დისკვალიფიკაცია მიანიჭა იმის გამო, რომ მისგან წარმო- დგენილი დაზუსტებული ტექნიკუ- რი დოკუმენტაცია არ შეესაბამე- ბოდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გაბიონებისა და დამცავი კედლების მოსაწყობად ხარაგაულში წერეთლის ქ. 1, თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე ზ. გვე- ლესიანისა და რ. შავიძის სახლთან, თაბუკაშვილის ქუჩაზე ჟ. ბრეგვაძის სახლთან, 9 აპრილის პირველ ჩიხში ორ ადგილზე, 9 აპრილის ქუჩაზე გ. ბანცაძის სახლთან, სო- ფელ ჩხერში ხ. კიკნაძის სახლთან, სოფელ ვახანში საბავშვო ბაღის ეზოსთან, სოფელ ლეღვანში სკო- ლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაწყობია გაბიონები და დამცავი კედლები. საპროექტო-სახარჯ- თაღრიცხვო დოკუმენტაციის შე- სადგენად ტენდერი 2 540 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში მონაწი- ლეობდა ორი მიმწოდებელი: შპს „საბა“ და ი/მ ზვიად გოგოლაძე. ტენდერში გამარჯვებულ ი/მ ზვიად გოგოლაძესთან 2 350 ლარზე გააფორმა ხელშეკრულე- ბა ხარაგაულის მუნიციალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილ- მა. ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო სამუშაოები 8 ივნისის ჩათვლით უნდა შესრულდეს. თავად ამ პროექტების საერთო ღირებულება 120 ათასი ლარია. როდის ჩაბარდება ბიბლიოთეკის აღდგენილი შენობა ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის (ყოფილი საზო- გადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა) სარეაბილიტაციო სამუ- შაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენ- დერში გამარჯვებული შპს „გურო“ (დირექტორი მალხაზ ფცქიალაძე) აწარმოებს. ამ შენობის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 104 949 ლარზე გამო- ცხადდა. ტენდერში ოთხი მშენებე- ლი ორგანიზაცია მონაწილეობდა. შპს „გურომ“ ბიბლიოთეკის მომა- ვალი შენობის აღდგენა 83 950 ლარად ივალდებულა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 3 აგვისტოს ჩათვლით უნდა დასრულდეს. 33 900 ლარი - ტერიტორიის კეთილმოსაწყობად ხარაგაულში მშენებარე საავადმ- ყოფოს მიმდებარე ტერიტორიის კე- თილმოწყობის სამუშაოებს ტენდერ- ში გამარჯვებული შპს „თათიდანი“ (დირექტორი თამაზ მერკვილაძე) 33 900 ლარად განახორციელებს. შპს „თათიდანმა“ ელექტრონული ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის- გან განსაზღვრულზე გაცილებით ნაკლები თანხა დააფიქსირა. ამ სამუშაოებისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 43 292 ლარი. ამიტომ სატენდერო კომი- სიის მოთხოვნით შპს „თათიდანმა“ წარადგინა ექსპერტის დასკვნა, რომ ამ თანხად შესაძლებელია სამუშაო- ების შესრულება. ხარაგაულში მშენებარე საავად- მყოფოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ხელშეკრულების თანახმად, 21 ივნისის ჩათვლით უნდა დასრულდეს. 120 ათასი ლარი ღორეშის გზისთვის მიმდინარეობს ბორითი-მარიამწ- ყარო-ღორეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ტენდერში, რო- მელიც 199 927 ლარზე გამოცხადდა, ექვსი მიმწოდებელი მონაწილეობდა. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ნიუ ვეივმა“ (დირექტორი დავით სურგულაძე), ხარაგაულის მუნიცი- პალიტეტის გამგებელთან დადებუ- ლი ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 120 ათას ლარად 12 ივლისამდე უნდა დაასრულოს. ზვარეში ბანაკი უნდა აღდგეს ზვარეში ახალგაზრდული ბა- ნაკის რეაბილიტაცია იწყება. უნდა აღდგეს არსებული საცხოვრებელი, სასადილო და ადმინისტრაციული შენობები. დაგეგმილია სანიტარულ- ჰიგიენური კვანძის, ღობის, ელექტ- რო სისტემის, გარე განათებისა და წყლის სისტემის აღდგენა, ეზოსა და სათამაშო მოედნის მოწყობა. ზვარეს ახალგაზრდული ბანა- კის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულებაა 300 000 ლარი. ახალგაზრდული ბანაკის აღ- სადგენად საპროექტო-სახარჯთაღ- რიცხვო დოკუმენტაციას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია - შპს „საბა“ 5 ათას ლარად მოამზადებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილ- მა შპს „საბას“ დირექტორს რამაზ კუკულაძეს ხელშეკრულების გა- საფორმებლად 20 მაისს მიმართა წერილობით. ბაზალეთის გზის მშენებელი მალე გამოვლინდება ხარაგაული - ბაზალეთის საავ- ტომობილო გზის მშენებლობისთ- ვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 642 357 ლარად გამო- აცხადა. ტენდერში სამი მშენებელი ორგანიზაცია ჩაერთო. ამჟამად, გზის მშენებლობის დასაწყებად, მიმდინარეობს პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება. 22 მაისი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 18 (638) www.chkh.org

დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

კვირეული ვერტყვიჭალის სკოლაში

კლასიკური მუსიკის სამყაროში

განცხადებები

ამინდი

„კახორი” და „საუნჯე” შემაჯამებელი კონცერტით მაყურებლის წინაშე

სპორტული სიახლეები

შემოსავლების კვარტალური გეგმა 78, 2 პროცენტით შესრულდა

გაკვეთილები პროფესიის ასარჩევად

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

რას ითხოვს ბაზალეთის მოსახლეობა

3 გვ.

5 გვ.

4 გვ.

5 გვ.

8 გვ.

7-8 გვ.

2 გვ.

4 გვ.

6 გვ.

6 გვ.

დღეს ნომერშია

მეთორმეტე კლასელებისათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა

ამბების აკიდო

გვ. 5

როდის დაიწყება ხარაგაულის სოფლების

გაზიფიცირებახარაგაულის მუნიციპალიტე-

ტის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, მალე დაიწყება სოფლების გაზი-ფიცირებასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები. მისივე თქმით, 2015 წელს დაგეგმილია თეთრაწყაროში 190 კომლის, ბა-ზალეთში 110 კომლის, ჩხერში 120 და ახალსოფელში 70 კომლის გაზიფიცირება.

ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ მისი ინიციატივით სოფელი ბაზა-ლეთი სრულად გაზიფიცირდება. „წელს აუცილებლად ჩაისმება „სოკარის“ გაზიფიცირების გეგმაში ლაშეც. დაპროექტების სამუშაოებს სერიოზული მონიტორინგი დას-ჭირდება თვითმმართველობის მხრიდან, რომ რომელიმე კომლი არ დარჩეს პროექტის მიღმა,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში დე-პუტატმა.

ხარაგაული-ფარცხნალის გზის სარეაბილიტაციოდ2 ივნისის ჩათვლით უნდა მოამ-

ზადოს ი/მ ზვიად გოგოლაძემ ხარაგაული-ფარცხნალის 1,1 კმ გზის საპროექტო-სახარჯთაღრიც-ხვო დოკუმენტაცია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი, ამ დოკუმენტაციის მოსამზადებლად, 1 690 ლარზე გამოცხადა. ხელ-შეკრულება კი ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილსა და ტენდერში გამარჯვებულ ი/მ ზვიად გოგო-ლაძეს შორის 1 640 ლარზე

გაფორმდა.ხარაგაული-ფარცხნალის გზის

რეაბილიტაციის სავარაუდო ღი-რებულებაა 300 000 ლარი.

ხიდ-ბოგირების მოწყობა იწყება

საქასრიაში მდინარე საქას-რიულაზე მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირი უნდა მოეწყოს; მაქა-თუბანში მდინარე ხელმოსმულაზე - საცალფეხო ბოგირი; ბაზალეთ-ში, თხელიძეების უბანში - მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირი.

სამივე ხოდ-ბოგირის მოსაწყო-ბად 16 აპრილს 32 787 ლარზე გამოცხადდა ტენდერი. ტენდერში მონაწილეობდა ორი მიმწოდებე-ლი - შპს TU-KA და შპს „ფუგო.“

ამჟამად მიმდინარეობს შპს TU-KA-სთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.

შპს TU-KA-სგან (დირექტორი ომარი თოთაძე) ელექტრონული ვაჭრობის დროს დაფიქსირებული თანხაა 32 787 ლარი.

სატენდერო კომისიამ შპს „ფუ-გოს“ დისკვალიფიკაცია მიანიჭა იმის გამო, რომ მისგან წარმო-დგენილი დაზუსტებული ტექნიკუ-რი დოკუმენტაცია არ შეესაბამე-ბოდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გაბიონებისა და დამცავი კედლების მოსაწყობადხარაგაულში წერეთლის ქ. №1,

თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე ზ. გვე-ლესიანისა და რ. შავიძის სახლთან, თაბუკაშვილის ქუჩაზე ჟ. ბრეგვაძის სახლთან, 9 აპრილის პირველ ჩიხში ორ ადგილზე, 9 აპრილის

ქუჩაზე გ. ბანცაძის სახლთან, სო-ფელ ჩხერში ხ. კიკნაძის სახლთან, სოფელ ვახანში საბავშვო ბაღის ეზოსთან, სოფელ ლეღვანში სკო-ლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაწყობია გაბიონები და დამცავი კედლები. საპროექტო-სახარჯ-თაღრიცხვო დოკუმენტაციის შე-სადგენად ტენდერი 2 540 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში მონაწი-ლეობდა ორი მიმწოდებელი: შპს „საბა“ და ი/მ ზვიად გოგოლაძე.

ტენდერში გამარჯვებულ ი/მ ზვიად გოგოლაძესთან 2 350 ლარზე გააფორმა ხელშეკრულე-ბა ხარაგაულის მუნიციალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილ-მა. ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო სამუშაოები 8 ივნისის ჩათვლით უნდა შესრულდეს.

თავად ამ პროექტების საერთო ღირებულება 120 ათასი ლარია.

როდის ჩაბარდება ბიბლიოთეკის აღდგენილი

შენობახარაგაულის ცენტრალური

ბიბლიოთეკის (ყოფილი საზო-გადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა) სარეაბილიტაციო სამუ-შაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენ-დერში გამარჯვებული შპს „გურო“ (დირექტორი მალხაზ ფცქიალაძე) აწარმოებს.

ამ შენობის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 104 949 ლარზე გამო-ცხადდა. ტენდერში ოთხი მშენებე-ლი ორგანიზაცია მონაწილეობდა. შპს „გურომ“ ბიბლიოთეკის მომა-ვალი შენობის აღდგენა 83 950 ლარად ივალდებულა.

ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 3 აგვისტოს ჩათვლით უნდა დასრულდეს.

33 900 ლარი - ტერიტორიის კეთილმოსაწყობად

ხარაგაულში მშენებარე საავადმ-ყოფოს მიმდებარე ტერიტორიის კე-თილმოწყობის სამუშაოებს ტენდერ-ში გამარჯვებული შპს „თათიდანი“ (დირექტორი თამაზ მერკვილაძე) 33 900 ლარად განახორციელებს. შპს „თათიდანმა“ ელექტრონული ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის-გან განსაზღვრულზე გაცილებით ნაკლები თანხა დააფიქსირა. ამ სამუშაოებისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 43 292 ლარი. ამიტომ სატენდერო კომი-სიის მოთხოვნით შპს „თათიდანმა“ წარადგინა ექსპერტის დასკვნა, რომ ამ თანხად შესაძლებელია სამუშაო-ების შესრულება.

ხარაგაულში მშენებარე საავად-მყოფოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ხელშეკრულების თანახმად, 21 ივნისის ჩათვლით უნდა დასრულდეს.

120 ათასი ლარი ღორეშის გზისთვის

მიმდინარეობს ბორითი-მარიამწ-ყარო-ღორეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ტენდერში, რო-მელიც 199 927 ლარზე გამოცხადდა, ექვსი მიმწოდებელი მონაწილეობდა.

ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ნიუ ვეივმა“ (დირექტორი დავით სურგულაძე), ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის გამგებელთან დადებუ-ლი ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 120 ათას ლარად 12 ივლისამდე უნდა დაასრულოს.

ზვარეში ბანაკი უნდა აღდგეს

ზვარეში ახალგაზრდული ბა-ნაკის რეაბილიტაცია იწყება. უნდა აღდგეს არსებული საცხოვრებელი, სასადილო და ადმინისტრაციული შენობები. დაგეგმილია სანიტარულ-ჰიგიენური კვანძის, ღობის, ელექტ-რო სისტემის, გარე განათებისა და წყლის სისტემის აღდგენა, ეზოსა და სათამაშო მოედნის მოწყობა.

ზვარეს ახალგაზრდული ბანა-კის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულებაა 300 000 ლარი.

ახალგაზრდული ბანაკის აღ-სადგენად საპროექტო-სახარჯთაღ-რიცხვო დოკუმენტაციას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია - შპს „საბა“ 5 ათას ლარად მოამზადებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილ-მა შპს „საბას“ დირექტორს რამაზ კუკულაძეს ხელშეკრულების გა-საფორმებლად 20 მაისს მიმართა წერილობით.

ბაზალეთის გზის მშენებელი მალე გამოვლინდება

ხარაგაული - ბაზალეთის საავ-ტომობილო გზის მშენებლობისთ-ვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 642 357 ლარად გამო-აცხადა. ტენდერში სამი მშენებელი ორგანიზაცია ჩაერთო. ამჟამად, გზის მშენებლობის დასაწყებად, მიმდინარეობს პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება.

22 მაისი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№18 (638)

www.chkh.org

Page 2: დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

2 xtvb [fhfufekb 22 მაისი, 2015 წ.

გთავაზობთ ინფორმაციას ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის თვითმ-მართველი ერთეულის 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შეს-რულების შესახებ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში განისაზ-ღვრა 1700.2 ათ. ლარით, ხოლო ფაქტობრივად მიღებულია 1772,6 ათ. ლარის შემოსულობები. შემოსუ-ლობებში გამოყენებულია 440,0 ათ. ლარის ფინანსური აქტივების კლება, ანუ ნაშთი, ხოლო მუნიციპალიტეტის შემოსავლები დაგეგმილი 1700,2 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 1329,3 ათ. ლარი, რაც გასული 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებზე 395,9 ათ. ლარით ნაკლებია (2014 წლის პირველ კვარტალში მიღე-ბულია 1725,2 ათ. ლარის შემოსავ-ლები). 2015 წლის შემოსავლების კვარტალური გეგმა შესრულებულია მხოლოდ 78,2 პროცენტით და გეგ-მის შესრულებას დააკლდა 370,9 ათ. ლარის შემოსავლები.

გადასახადებიდან მუნიციპალი-ტეტს მიღებული აქვს მხოლოდ 2,6 ათ. ლარი, მათ შორის საწარმოთა ქონების გადასახადი 1,2 ათ. ლარი, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი 0,1 ათ. ლარი და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი 1,3 ათ. ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მი-საღები ტრანსფერები პირველ კვარტალში დაგეგმილი იყო

1430,3 ათ. ლარი. ფაქტობრივად მიღებულმა ტრანსფერმა შეადგინა 1163,0 ათ. ლარი, ხოლო სახელმ-წიფო ბიუჯეტის ფონდებიდან, კერ-ძოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაგეგმილი 142,0 ათ. ლარიდან მიღებული გვაქვს 52,1 ათ. ლარი.

2015 წლის პირველ კვარტალში გასულ 2014 წლის შესაბამის პე-რიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერე-ბის ოდენობა შემცირებულია 230,9 ათ. ლარით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარ-ტალში გათანაბრებითი ტრანსფერი დაგეგმილი 1252,0 ათ. ლარიდან მიღებული გვაქვს 1076,4 ათ. ლარი.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ფინანსთა სა-მინისტრო მუნიციპალიტეტისათვის კუთვნილი წლიური ტრანსფერები-დან გათანაბრებით და მიზნობრივ ტრანსფერებს ყოველთვიურად სტაბილურად გვირიცხვს მუნიციპა-ლიტეტისათვის კუთვნილი თანხის 1/12-ს. მუნიციპალიტეტს აღებული ვალდებულებების შესრულება უწევს აღნიშნული ტრანსფრების 1/12-ისა და საკუთარი სახსრებით მიღებული შემოსავლების და გადასახადების ხარჯზე. ამასთან, შეუძლებელია გათვალისწინებული არ იყოს ის რე-ალობა, რომ გადასახადები და შემო-სავლების ძირითადი სახეები სავადო

გადასახდელებია და ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება უკვე დაწესებუ-ლი ვადების მიხედვით წლის მეორე ნახევარში. ამასთან, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ გააჩნია თავისუფალი ნაშთის გამოყენების შესაძლებლობა, საჭირო არ გამხ-დარა დაგეგმილი ტრანსფერების ჩამორიცხვის მოთხოვნა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნი-ციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების მხრიდან გახშირდა მოთხოვნები დაგეგმილი ხარჯების მომდევნო თვეებიდან წინა თვეებში გადმო-სატანად, რაც, როგორც ზევით ითქვა, აღნიშნული მწირი შემოსავ-ლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრო-ნულ მომსახურეობაზე გადასვლის გამო შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტის ძირითადი მოვალეობის - ინფრასტრუქტურუ-ლი პროექტების დაფინანსებისა და მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობების (მკურნალობა, ერთჯერა-დი დახმარების გაწევა) შემსუბუქებას, ასევე საფრთხეს უქმნის საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების გაცემის სტაბილურობას.

სხვა შემოსავლების გეგმა პირ-ველ კვარტალში განისაზღვრა 261,5 ათ. ლარით. ფაქტობრივად კი მიღებულია 163,7 ათ. ლარის სხვა შემოსავლები, ანუ დაგეგმილზე 97,8 ათ. ლარით ნაკლები, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 161,6 ათ. ლარით ნაკ-ლები. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით შემოსავლის თითქმის ყველა სახეში კლებაა, კერძოდ:

ბანკიდან მისაღები პროცენტები დაგეგმილი 15,0 ათ. ლარის ნაცვ-ლად უკვე მიღებულია 22,4 ათ. ლარი, ე. ი. 7,4 ათ. ლარით მეტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით ობიექტური მიზეზების გამო შემცირებულია 9,4 ათ. ლარით. დაგეგმილზე ნაკლები შემოსავალი არის მიღებული ბუნებ-რივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში და დაგეგმილი 2,0 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 1,6 ათ. ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 8,5 ათ. ლარით ნაკლებია. მიწის იჯარიდან მიღე-ბული შემოსავალი დაგეგმილი 4,5 ათ. ლარიდან მიღებულია 6,8 ათ. ლარი, თუმცა შარშანდელზე 1,4 ათ. ლარით ნაკლები. ჯარიმები, სანქციები და საურავების პირველი კვარტლის გეგმა განისაზღვრა 240,0 ათ. ლარით, ფაქტობრივად კი მიღებულია 131,1 ათ. ლარი, ე. ი. 108,9 ათ. ლარით ნაკლები და გასულ წელთან შედარებით 142,5 ათ. ლარით ნაკლები.

არაფინანსური აქტივების კლე-ბიდან შემოსულია 3,3 ათ. ლარი. აღნიშნულ სახეში შემოსავალი და-გეგმილი არ გვქონდა. ხარაგაულის მუნიციპალიტე-

ტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში გა-ნისაზღვრა 2030,1 ათ. ლარი, ფაქ-ტობრივად კი გაწეულია 1700,9 ათ. ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდში გაწეულ ხარჯებზე 640.6 ათ. ლარით ნაკლებია. 2014 წლის პირველ კვარტალში მუნიციპალი-ტეტს გაწეული აქვს 2341.5 ათ. ლა-რის ხარჯი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბი-უჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ათვისებას, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმ-წიფო ფონდებიდან შესასრულე-ბელი იყო სულ 189,4 ათ. ლარის სამუშაოები. აქედან დელეგირებული უფლებების განსახორციელებლად 36,3 ათ. ლარი, 2013-14 წლების ფონდებიდან დარჩენილი 11,1 ათ. ლარი და მიმდინარე წელს საქართ-ველოს რეგიონებში განსახორცი-ელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 142,0 ათ. ლარი. ფაქტობრივად პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებით გამოყოფილი სახსრებიდან ათვისე-ბული იქნა 87,6 ათ. ლარის სამუშაო, მ. შ. დელეგირებული უფლებების განსახორციელებლად 30,2 ათ. ლარი და საქართველოს რეგიონებ-ში განსახორციელებელი პროექტე-ბის ფონდიდან 57,4 ათ. ლარი.

წარმომადგენლობითი და აღ-მასრულებელი ორგანოების ხარჯე-

ბის დაფინანსებაზე დაგეგმილი 525.4 ათ. ლარიდან გაწეულია 458.3 ათ. ლარი, მათ შორის:

მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესანახი ხარჯები 2015 წლის პირ-ველ კვარტალში განსაზღვრული 155.3 ათ. ლარიდან გაწეულია 135.3 ათ. ლარი და დაფინანსებუ-ლია 87.1 პროცენტით. 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საკრებულოს ხარჯები გაზრდილია 27.8 ათ. ლარით (2014 წლის პირ-ველ კვარტალში საკრებულოსგან გაწეულია 107,5 ათ. ლარის ხარჯი). ხარჯების ზრდის მიზეზი არის შრომის ანაზღაურებისა და სადეპუტატო უფ-ლებამოსილების ხარჯების გაზრდა.

მუნიციპალიტეტის გამგეობის შე-სანახი ხარჯები დაგეგმილი 362,1 ათ. ლარიდან დაფინანსებულია 323,0 ათ. ლარი, 89,2 პროცენტით. 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედა-რებით მუნიციპალიტეტის გამგეობის შესანახი ხარჯები შემცირებულია 19,9 ათ. ლარით (2014 წლის პირველ კვარტალში გამგეობისგან გაწეულია 342,9 ათ. ლარი.) ხარჯების შემცი-რების ძირითადი მიზეზი არის შტატ-გარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ხარჯების შემცირება.

2015 წლის პირველ კვარტალში მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონ-დიდან თანხა არ გახარჯულა.

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების ხარ-ჯების დასაფინასებლად

დაგეგმილი 102,4 ათ. ლარიდან დახარჯულია 97,3 ათ. ლარი, მ.შ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხარჯებში დაგეგმილი 76,5 ათ. ლარი სრულად არის დახარჯული. აღნიშნუ-ლი სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასული წლის შესაბა-მის პერიოდთან შედარებით ხარჯები შემცირებულია 11,8 ათ. ლარით.

თავდაცვის ხარჯები 25,9 ათ. ლარიდან დაფინანსებულია 20,8 ათ. ლარით, ანუ 80,3 პროცენტით. ამასთან, თავდაცვის ხარჯები გასულ წელთან შედარებით შემცირებულია 2,0 ათ. ლარით.

ინფრასტრუქტურის მშენებლო-ბა, რეაბილიტაცია და ექსპლუატა-ცია 2015 წლის პირველი კვარტლის

შედეგების მიხედვით დაგეგმილი 450,3 ათ. ლარიდან დაფინანსებუ-ლია 317,1 ათ. ლარით, რაც გასული წლის პირველი კვარტლის შედე-გებზე 101,8 ათ. ლარით ნაკლებია, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სხვაობა მთლიანად გამოწვეულია სახელმწიფო ფონდებიდან შესასრუ-ლებელი პროექტების გამო. გასულ წელს ინფრასტრუქტურულ პროექ-ტებს სახ. ფონდებიდან პირველ კვარტალში მოხმარდა 248,6 ათ. ლარი და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 57,4 ათ. ლარი.

აქედან: 1) საგზაო ინფრასტრუქ-ტურის მშენებლობაზე დაგეგმილი 153,6 ათ. ლარიდან დახარჯულია 70,5 ათ. ლარი, ე. ი. 45,9 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ გასული 2014 წლის პირველ კვარტალთან შედა-რებით საგზაო ინფრასტრუქტურაზე დახარჯულია 220,6 ათ. ლარით ნაკლები.

მათ შორის გზების მშენებლობა, რეკონსტრუქციის მოვლა-შენახვის ხარჯები დაგეგმილი 145,5 ათ. ლა-რიდან დახარჯულია 62,5 ათ. ლარი. გზების რეაბილიტაცია ხორციელ-დებოდა საქართველოს მთავრობის 2015 წ. 13.01.#39 განკარგულებით და დახარჯულია 49,4 ათ. ლარი, სა-კუთარი სახსრებით შესრულებულია 13,1 ათ. ლარის სამუშაოები.

ხიდებისა და ბოგირების შეკეთე-ბაზე მიმდინარე წლის პირველ კვარ-ტალში გეგმით და ფაქტობრივად და-იხარჯა გასული წლის პროექტებიდან 8,0 ათ. ლარი.

2) კომუნალური ინფრასტრუქ-ტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაზე გათვალისწინე-

ბული 186,2 ათ. ლარიდან დახარ-ჯულია 173,9 ათ. ლარი, ე.ი. 93,4 პროცენტი, აქედან:

დასუფთავების ღონისძიებების სუბსიდირებაზე და მაწანწალა ძაღ-ლების იზოლაციაზე დაგეგმილი 132,5 ათ. ლარიდან დახარჯულია 123,2 ათ. ლარი, 93,0 %. ამასთან, დასუფთავების ხარჯები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,7-ჯერ ე.ი. 77,9 ათ. ლარით არის გაზრდილი (2014 წლის პირველ კვარტალში დასუფთავების სუბ-სიდირებაზე 45,3 ათ. ლარი იყო დახარჯული).

გარე განათების სუბსიდირებაზე გეგმით და ფაქტობრივად გაწეულია 50,7 ათ. ლარი, ხოლო ელექტრო-დაერთებისათვის განკუთვნილი 3,0 ათ. ლარი არ დახარჯულა, ვინაიდან აღნიშნული დაერთება განხორციელ-და სოფლის მხარდამჭერი პროგრა-მით გაწეული პროექტებიდან.

საბოლოოდ, 2015 წლის პირველ კვარტალში კომუნალურ ინფრასტ-რუქტურას გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოხმარდა 86,3 ათ. ლარით მეტი. 2014 წლის პირველ კვარტალში ამ პროგრამაზე დახარჯულია მხოლოდ 87,6 ათ. ლარი.

3) მუნიციპალიტეტის კეთილმოწ-ყობის ღონისძიებების დასაფინან-სებლად პირველ კვარტალში გამო-ყოფილი 71,5 ათ. ლარიდან 56,5 ათ. ლარია ათვისებული. აღნიშნული მთლიანად მოხმარდა პარკებისა და სკვერების სუბსიდირებას, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს 31,5 ათ. ლარით აღემატება.

სოფლის მხარდამჭერი პროგრა-მის ფარგლებში განსახორციელე-ბელი პროექტები 2015 წლის პირ-ველ კვარტალში 26,4 ათ. ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანად 2015 წლის პირველი იანვრისათვის არსე-ბული ნაშთიდან იქნა გადმოტანილი. ფაქტობრივად პირველ კვარტალში მოხერხდა მხოლოდ 16,2 ათ. ლარის დახარჯვა, სოფლის მეურნეობის და-ფინანსების პროგრამიდან პირველ კვარტალში თანხები არ დახარჯულა.

განათლებაზე 2015 წლის პირ-

ველ კვარტალში გათვალისწი-ნებული 333,1 ათ. ლარიდან და-ხარჯულია 314,5 ათ. ლარი და დაფინანსებულია 94,4 პროცენტით, მ.შ. სკოლამდელი განათლების სუბსიდირებაზე დაგეგმილი 280,6 ათ. ლარიდან დახარჯულია 266,5 ათ. ლარი, სკოლა-ინტერნატის სუბსიდირებაზე - 24,1 ათ. ლარი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სუბსიდირებაზე 23,9 ათ. ლარი.

სულ განათლების დაფინანსებაზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალ-ში გასული წლის პირველ კვარ-ტალთან შედარებით გაწეულია 44,8 ათ. ლარით ნაკლები ხარჯი, თუმცა გასული წლის პირველი კვარტლის ხარჯებში 359,3 ათას ლარში 176,3 ათ. ლარი იყო სახელმწიფო ფონ-დებიდან გაწეული ხარჯი.

კულტურა, რელიგია, ახალგაზ-რდული და სპორტული ღონისძი-ებების ხარჯები დაგეგმილი 411,5 ათ. ლარიდან დახარჯულია 346,3 ათ. ლარი და დაფინანსებულია 84,2 პროცენტი. აქედან სპორტის განვითარებაზე 147,5 ათ. ლარიდან დახარჯულია 137,6 ათ. ლარი, სა-იდანაც სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე დახარჯულია 0,2 ათ. ლარი, სპორტული სკოლის სუბსი-დირებაზე 60,0 ათ. ლარი, ტურიზმის ცენტრის დაფინანსებაზე 27,7 ათ. ლარი, საფეხბურთო კლუბ ,,ჩხერი-მელა -2009“-ის სუბსიდირებაზე 49,7 ათ. ლარი.

კულტურის განვითარებაზე დაგეგ-მილი 203,9 ათ. ლარიდან დახარჯუ-ლია 198,4 ათ. ლარი და დაფინან-სებულია 97,3 პროცენტით, აქედან:

სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე დაიხარჯა 22,2 ათ. ლარი, ხალხური შემოქმედების სახლის სუბსიდირე-ბაზე 18,4 ათ. ლარი, კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე 68,3 ათ. ლარი, ცენტრალური ბიბლიოთეკის სუბსიდირებაზე 54,6 ათ. ლარი, ის-ტორიული მუზეუმის სუბსიდირებაზე 23,0 ათ. ლარი, რ. თაბუკაშვილის სახ. ლიტერატურული თეატრის სუბ-სიდირებაზე 11,8 ათ. ლარი, გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ სუბსიდირებაზე 10,3 ათ. ლარი, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაზე 5,4 ათ. ლარი.

რელიგიის დაფინანსებაზე 2015 წლის პირველ კვარტალში თანხები არ გაცემულა. მუნიციპალიტეტის მო-სახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე პირველ კვარტალში დაგეგმილი 207,4 ათ. ლარიდან ათვისებულია 167,4 ათ. ლარი. აქედან საზოგა-დოებრივ ჯანდაცვაზე დახარჯულია 24,5 ათ. ლარი და სოციალურ პროგრამებზე დაგეგმილი 176,9 ათ. ლარიდან 142,9 ათ. ლარი. აქედან უფასო სასადილოს სუბსი-დირებაზე დახარჯულია 29,4 ათ. ლარი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სხვადასხვა სოციალური ფენის მოსახლეობის ერთჯერად დახმარებებზე 106,0 ათ. ლარი, ახალდაბადებული ბავშ-ვიანი ოჯახების დახმარებაზე 7,5 ათ. ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის პირველ კვარტალ-ში გაწეული 1700,9 ათ. ლარიდან შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია 346,3 ათ. ლარი (20,3 %); შტატგა-რეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 25,3 ათ. ლარი (1,9 %); მივლინების ხარჯების ანაზღაურებაზე 2,5 ათ. ლარი (0,1 %); საოფისე ხარჯების გაწევაზე 41,3 ათ. ლარი (2,4 %); წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურებაზე 1,5 ათ. ლარი (0,09 %); სატრანსპორტო ხარჯების ანაზ-ღაურებაზე 30,5 ათ. ლარი (1,8 %;) სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებაზე 44,4 ათ. ლარი (2,6 %); სუბსიდირებაზე 882,4 ათ. ლარი (51,9 %); გრანტებზე 79,8 ათ. ლარი (4,7 %); სოციალურ უზრუნველყო-ფაზე 118,5 ათ. ლარი (6,8 %); არა-ფინანსური აქტივების ზრდაზე 128,4 ათ. ლარი (7,5 %).

ვლადიმერ გელაშვილისაფინანსო-საბიუჯეტო

სამსახურის უფროსი

შემოსავლების კვარტალური გეგმა 78,2 პროცენტით შესრულდა

Page 3: დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

3xtvb [fhfufekb22 მაისი, 2015 წ.

კვირეული ვერტყვიჭალის

სკოლაში

მეხუთე წელია, რაც ვერტყვიჭა-ლის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს ცოდნის კვირეული ტარდება. სკოლის დირექტორის, ლენა აბაშიძის ინფორმაციით, კვი-რეულის მიზანია სასწავლო წლის მანძილზე გაწეული შრომის შეჯამე-ბა და მონიტორინგი. „ვდილობთ, დავინახოთ ნაკლოვანი მხარეები, წარმოვაჩინოთ მიღწევები და წა-ვახალისოთ მასწავლებლები მეტი მოტივაციისთვის, - ამბობს ლენა აბაშიძე და მიიჩნევს, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა ზონალური მასშ-ტაბის კვირეულის დაგეგმვა-ჩატარე-ბა. „მაქვს ჩემი კოლექტივის იმედი, რომ თავის შრომას საუკეთესოდ წარმოაჩენენ. კვირეულზე დასასწ-რებად, ურთიერთგამოცდილების გასაზიარებლად ვიწვევთ ხუნევისა და გედსამანიის სკოლების კოლექ-ტივებს,“ - ამბობს ლენა აბაშიძე.

კვირეული 11 მაისს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა და 15 მაისს აკაკი წერეთლის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი ღო-ნისძიებით დასრულდა. ჩატარდა ღია გაკვეთილები ინგლისურში, მათემატიკაში, მესამე კლასში, ინ-ტეგრირებული გაკვეთილი (ის-ტორია-ქართული-ხელოვნება), სპორტული და შემეცნებითი ღონის-ძიებები, მუსიკალური კომპოზიცია. კვირეულში ჩაერთვნენ ესთეტიკის, უცხო ენის, საზოგადოებრივ მეცნი-ერებათა, ხელოვნების, სპორტის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, დაწყებითი კლასების კათედრები.

ვერტყვიჭალის სკოლას 14 მაისს ვესტუმრეთ. მესამე კლასელებმა მასწავლებელ ლეილა ბარბაქა-

ძესთან ერთად ბუქის გამოყენებით საინტერესოდ იმსჯელეს გამო-გონებების შესახებ. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა მათემატიკაში (მას-წავლებელი დოდო ლილუაშვილი).

საყოველთაო მოწონება დაიმ-სახურა დაწყებითი კლასების მოს-წავლეებისგან წარმოდგენილმა მუსიკალურმა კომპოზიციამ „ეს ჩვენი საქართველოა“ (მასწავლებლები ლ. ბარბაქაძე, მ. ტაბატაძე). პატა-რებმა დახვეწილად, გემოვნებით და ლამაზი შესრულებით გვიამბეს საქართველოს ხუთი კუთხის - იმე-რეთის, ქართლის, კახეთის, გურიისა და რაჭის შესახებ. მასწავლებელ გულნაზი აბრამაშვილის დახმა-რებით შეასრულეს სიმღერები. წაიკითხეს ცნობილ პოეტთა ლექ-სები თითოეული კუთხის შესახებ, გადმოგვცეს იუმორით შეზავებული ხალხური გამონათქვამები.

კვირეულის ერთი დღე მოიწონეს და მაღალ დონეზე შეაფასეს ხარა-გაულის საგანმანათლებლო რესურ-სცენტრისა და ადგილობრივი ხე-ლისუფლების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა მუნიციპალიტეტში.

დღის ბოლოს სკოლის დირექ-ტორმა 69-ე სასწავლო-შემოქმედე-ბით კონფერენციაში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელ ზაირა ხაჩიძეს დიპლომები გადასცა.

ნინო კაპანაძეფოტოებზე: სკოლის დირექტო-

რი ლენა აბაშიძე, ღია გაკვეთილები მესამე და მეექვსე კლასებში;

მუსიკალური კომპოზიცია „ეს ჩვენი საქართველოა“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი №62

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორის, ლენა აბაშიძის ინ-ფორმაციით, მათ სკოლაში ფუნქ-ციონირებს რესურსოთახი შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ლენა აბაშიძე ამბობს, რომ ვერტყვიჭალის სკო-ლაში არის ბაზა შშმ ბავშვთა დღის ცენტრის გასახსნელად.

„შშმ ბავშვთა განათლების მი-მართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს განათლების სამინისტრო. ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები სკოლაში ადგილზე გაეცვნენ მდგო-მარეობას. სექტემბრიდან, შესაძლოა, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში შშმ

ბავშვთა დღის ცენტრი ამოქმედდეს. მაქვს ფინანსური მხარდაჭერის იმედი მუნიციპალიტეტისგან. ეს ცენტრი იქნება ძირულას ხეობის ყველა სკოლისთვის,“ - ამბობს ლენა აბაშიძე და განმარტავს, რომ დღის ცენტრს სკოლის პირველი სართული დაეთმობა. მისივე თქმით, სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სარდაფი, სადაც შშმ პირებისთვის სოციალური საწარმოს შექმნა შეიძლება.

ლენა აბაშიძე ამბობს, რომ დღის ცენტრი 10-12 მოსწავლისთვის შეიქმ-ნება. „მნიშვნელოვანია, რომ აქტი-ურად ვითანამშრომლოთ მოსწავლე-თა მშობლებთან, რათა ყველა დარწ-მუნდეს დღის ცენტრის სიკეთეში.“

დღის ცენტრი ვერტყვიჭალაში

Page 4: დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

4 xtvb [fhfufekb 22 მაისი, 2015 წ.

„კახორი“ და საუნჯე“ - ვაგრძელებთ წარსულს

ოქროს მედლები, ათეულობით გრან-პრი, ლაურეატის წოდება, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ჯილდოებისა, რომელთაც წლების მანძილზე ხარაგა-ულის ხალხური შემოქმედების სახლ-თან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები „საუნჯე“ და „კახორი“ საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებზე იმსახურებენ.

წელს ქობულეთში გამართულ ფეს-ტივალზე ხალხური შემოქმედების სახლს გადაეცა გრან-პრი, ხოლო ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე ოქროს მედლით დაჯილ-დოვდა. თელავში გამართულ ფოლკ-ლორულ ფესტივალზე „კახორს“ გადაეცა განსაკუთრებული პრიზი „შენ ხარ ვენახი.“ მარტში საქართველოს საგუნდო საზოგა-დოების მიერ ჩატარებულ ფესტივალში მონაწილე 260 ანსამბლიდან „საუნჯე“ და „კახორი“ ფინალში გავიდნენ და პირვე-ლი ადგილები მოიპოვეს.

17 აპრილს ხალხური შემოქმედების სახლმა კონცერტი სახელწოდებით „ვაგრძელებთ წარსულს“ ხარაგაულში გამართა.

იმერული, გურული, მეგრული, თუშური, რაჭული, სვანური და აფხა-ზური ხალხური სიმღერები, მთიულუ-რი, რაჭული და აჭარული ცეკვები, ხალხური ზეპირსიტყვიერების მარ-გალიტები - ხალხური შემოქმედების სახლის ანსამბლების რეპერტუარი ყოველთვის შთამბეჭდავი, გულწრ-ფელი და განსაკუთრებულია. ამიტომ დაიმსახურეს განსაკუთრებული მად-ლობა ხარაგაულელი მაყურებლებისა და სტუმრებისგან ხალხური შემოქმე-დების სახლის დირექტორმა დალი მაღრაძემ, ლოტბარმა მაია მაღრაძემ, ხალხური ზეპირსიტყვიერების წრის ხელმძღვანელმა თამარ ავალიშვილ-მა, ქორეოგრაფმა რომან ბუაჩიძემ და ხელით ნაკეთობების წრის ხელმ-

ძღვანელმა ინგა ლურსმანაშვილმა. „სასიხარულოა, რომ ხარაგაულში

არსებობს ძლიერი ფესვი, მძლავრი სკოლა ფოლკლორის მიმართულებით, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, - ძალიან არ გვილხინს ჩვენ, მაგრამ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ხარაგაულის შემოქმე-დებით კოლექტივებს. მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალიან ნიჭიერი ადამი-ანები ცხოვრობენ და საჭიროა მათი ხელშეწყობა. მოლითსა და ლეღვანში შევძელით ქორეოგრაფიის წრის გახს-ნა. მაქსიმუმს გავაკეთებთ კულტურული მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.“

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუ-ტატი ნოდარ ებანოიძე მოხარულია, რომ ხარაგაულის მდიდარი ფოლკ-ლორული ტრადიციები გრძელდება და მაღალი დონის მასწავლებლები გვყავს.

ირინე ჩხეიძე, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი: -ვარ თქვენთან ერთად ძალიან ბედნიერი ასეთი ამაღელვებელი კონცერტის შემდეგ. „საუნჯემ“ და „კახორმა“ მთელ საქართ-ველოში გვამოგზაურეს და გვაზიარეს ჩვენს საუნჯეს, ჩვენს ფესვებს. ვაგრ-ძელებთ წარსულს, რომლის სათავეში დგას ბიჭიკო აბაშიძე. არა მარტო გრძელდება წარსული, არამედ უფრო მაღალ სიმაღლეებს ეზიარება.

ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი: -დღეს არაჩვეულებრივი სიამოვნება მი-ვიღე და მიჭირს რაიმე ვთქვა. ცოტა ხნის წინ შევხვდი ამ ანსამბლებს. დღეს მათ აბსოლუტურად სხვა პროგრამა აჩვენეს - უფრო დახვეწილი. „კახორის“ წევრები ყოფილან სტუდენტები. ისინი შაბათ-კვი-რას ჩამოდიან და როცა მატარებლით უკან ბრუნდებან, სადგურშიც აგრძელებენ თურმე რეპეტიციებს. ეს ძალიან დასა-ფასებელია იმ ფონზე, რაც ხდება დღეს

დაღლილ საქართველოში. იმ პატარებზე აღარაფერს ვიტყვი, ხალხურ სიტყვიერე-ბაში ძალიან იმერულ და პეწიან სივრცეს რომ გაუსვეს ხაზი. დიდი მადლობა ასეთი გემოვნებისთვის. უდიდესი მადლობა ამ ბავშვების მშობლებს, ვინც იცით ჩვენი ქვეყნის კულტურის ფასი. განსაკუთრე-ბული მადლობა იმ ბიჭს, რომელმაც

ჩემი ლექსი იმღერა. ეს ძალიან ძველი დიალექტია და იმ არქაული სიტყვების ასე მოთვინიერება რთულია. ეს დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის.

როსტომ ჩხეიძე, მწერალი: -მართ-ლაც იშვიათი და საზეიმო დღეა არა მარტო ხარაგაულისთვის. ასეთი დღეები მთელი საქართველოს კუთვნილებაა.

ის, რაც ჩვენ ვნახეთ, იყო ბუნებრივი და ნამდვილი. ეს ხმები არ უნდა დაიკარგოს და ეს ჰანგები არ უნდა შეიმღვრეს. ბედ-ნიერი ვარ, რომ ვიხილეთ სხვადასხვა თაობა და ერთმანეთში ჰარმონიულად შეზავებული ხმები. მადლობა ყველა პედაგოგს დაუღალავი შრომისთვის.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურცენტრში მოქმედი პროფორიენტაცი-ისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური საჯარო სკოლების მეორე საფეხურის მოსწავლეებს ეხმარება პროფესიის არჩევაში. ამ სამსახურის სპეციალისტის, მარიკა ბააკაშვილის, ინფორმაციით ეს პროგრამა თავდაპირველად ხარა-გაულის №2 და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებში დაინერგა. მე-9 კლასის

მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტესტირება, თუ რომელი პროფესია იყო მათთვის უფრო მიმზიდველი. ამის შემდეგ მათ უტარდებოდათ გაკვეთილები, თუ რო-გორ აირჩიონ მომავალი პროფესია.

2015 წელს ამ პროგრამაში ჩაერთ-ვნენ კიცხის, მარელისისა და ხარაგა-ულის №3 საჯარო სკოლები.

ამ სკოლების მე-9 კლასის მოს-წავლეების სურვილების გათვალის-

წინებით იგეგმება სხვადასხვა ორგა-ნიზაციებში სტუმრობა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახუ-ლეს მუზეუმი, ბიბლიოთეკა, აფთიაქი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საჯარო რეესტრი, პოლიცია, რედაქ-ცია, სოციალური სააგენტო, სტომა-ტოლოგიური კლინიკა. მოსწავლეები გაეცნენ აქ დასაქმებულთა საქმიანობის სპეციფიკას. მოეწყო საინფორმაციო

შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.

15 მაისს კიცხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დამ-რიგებელ ინგა აბაშიძესთან ერთად ხარაგაულში რამდენიმე სამსახური მოინახულეს. თავდაპირველად სახან-ძრო-სამაშველო სამსახურს ეწვივნენ და გაეცვნენ მეხანძრისა და მაშველის პროფესიის თავისებურებებს. მოსწავ-ლეები დაინტერესდნენ მეხანძრის აღჭურვილობითა და ტექნიკით. სა-ხანძრო -სამაშველო სამსახურის თა-ნამშრომელი ზვიად ხუტაშვილი მათ შეკითხვებს ამომწურავად პასუხობდა.

კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე-ები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება ოჯახზე და სხვა რა მომსახუ-რების მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს სოციალურ სამსახურში, - ამ სამსახურის უფროსმა სპეციალისტებმა კახა კალან-დაძემ, ნაზი გველესიანმა და იურისტმა ვიტალი მეტრეველმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და მათი სამუშაო გარემო დაათვალიერებინეს.

სოციალური სამსახურის შემდეგ მოსწავლეები გაზეთ „ჩემი ხარაგა-ულის“ რედაქციას ესტუმრნენ სადაც გაზეთის რედაქტორმა ლაურა გოგო-ლაძემ მოსწავლეებს უამბო ხარაგაულ-ში გაზეთის დაარსების ისტორია, ასევე ესაუბრა „ჩემი ხარაგაულის“ 17-წლიან ისტორიაზე, ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტის პროფესიის მნიშვნელო-ბასა და თანამედროვე გამოწვევებზე.

კიცხის საჯარო სკოლის მოსწავ-ლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია პოლიციელის პროფესიამ. მათ დაათვა-ლიერეს ხარაგაულის პოლიციის შენო-ბა და ადგილზე გაეცვნენ ამ პროფესიის სირთულეებს. დაინტერესდნენ, გარდა დამნაშავეების დაკავებისა, კიდევ რა შედიოდა პოლიციელის მოვალეობებ-ში. მოსწავლეებს ამომწურავად ესაუბრა ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილე უჩა რამიშვილი.

ბოლოს კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხარაგაულის საჯარო რეესტრი მოინახულეს. შორენა ყანჩა-ველისა და ბესო კვირიკაშვილისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა მომსახუ-რეობის მიღება შეუძლიათ მოქალა-ქეებს აღნიშნულ სამსახურში.

კიცხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ირმა გიორგაძე ამბობს, რომ ძალიან მოსწონს გაკვეთილები, რომლებიც წელს მათ კლასს უტარდება პროფესიის არჩევაში დასახმარებლად.

„მარიკა ბააკაშვილის ხელმძღ-ვანელობით გვიტარდება „პროფო-რიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის“ გაკვეთილები - ამბობს კიცხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ერეკ-ლე გამრეკელაშვილი, - გვიტარდება ტესტირებები. ვფიქრობ, ჩვენთვის სა-სარგებლოა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების საქმიანობის გაცნობა.“

თამთა გოგოლაძეფოტოზე: კიცხელი მეცხრეკლა-

სელები სახანძრო -სამაშველო სამ-სახურში

გაკვეთილები პროფესიის ასარჩევად

Page 5: დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

5xtvb [fhfufekb22 მაისი, 2015 წ.

მუსიკის სამყაროში

„მასწავლებელი „გენიოსას“ მეძახის, - დამსწრეთ გაეცნო დავით გურგენაშვილი, - რომ გავიზრდები, დირექტორი უნდა გამოვიდე.“

„დედისერთა ვარ. დედიკოსა და ცირა მასწავლებლის იმედები მინდა რომ გავამართლო. დიდი რომ გავიზრდები, ექიმი მინდა გამოვიდე,“ - სურვილებს გვიმ-ხელს ნინო ხიჯაკაძე.

„მეტსახელად „მსახიობას“ მეძა-ხიან. ცოტა მორცხვი ვარ. მგონი, თავიდან მასწავლებელს არ მოვ-წონდი. ახლა სულ მაქებს,“ - ამ-ბობს მიხეილ ჩიჩილიძე.

დავითმა, ნინომ და მიხეილმა 19 მაისს „ანბანის ზეიმზე“ მშობლე-ბი, მასწავლებლები და უფროსკ-ლასელები მიიწვიეს. ისინი ამი-ერიდან ვარძიის საჯარო სკოლის მეორეკლასელები არიან.

22 წელია, პედაგოგიურ საქმი-ანობას ეწევა მათი მასწავლებელი ცირა კვანჭიანი. მთელი წლის მანძილზე ცირა მასწავლებლისგან შეძენილი ცოდნა, დედა ენისა და სამშობლოს სიყვარული გამო-ავლინეს პატარებმა ლექსებითა და სიმღერებით.

ვარძიის საჯარო სკოლის (დი-რექტორი ჯამბულ ხიჯაკაძე) პირ-ველკლასელებს „ანბანის ზეიმი“ გაულამაზეს ვარძიის საჯარო სკოლასთან მოქმედმა ქორეოგ-რაფიულმა ანსამბლმა „ოდილა“ (ქორეოგრაფები მამუკა გაჩეჩი-ლაძე, ზურაბ კვანტრიშვილი). ღონისძიება მიჰყავდათ მესამეკ-ლასელებს სესილი ხიჯაკაძესა და გიგა მაისურაძეს. მხატვრული ნომრები შეასრულეს მესამეკლა-სელებმა (კლასის ხელმძღვანელი მზია კოჩაძე). მუხრან მაჭავარიანის

ლექსით დაულოცა გზა პირველკ-ლასელებს მეშვიდეკლასელმა თამარ ოკრიბელაშვილმა.

ღონისძიებაში ჩართული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები (კომპიუტერული უზრუნველყოფა მელანო გაბეხაძისა). პირველკ-ლასელთა მასწავლებელ ცირა კვანჭიანთან ერთად ღონისძიების მომზადებაში მონაწილებდნენ მასწავლებლები ლელა კოჩაძე, მარინა ტურაშვილი და მაკა ხი-ჯაკაძე.

პირველკლასელებს სასწავ-ლო წლის წარმატებით დას-რულება მიულოცეს ვარძიის საბავშვო ბაღის (გამგე იზოლდა ხიჯაკაძე) უფროსი ასაკის აღსაზ-რდელებმა. მშობლების სახელით პედაგოგებს გაწეული ამაგისათ-ვის მადლობა გადაუხადა ირმა ჭიღლაშვილმა.

„მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას - ფრთებს, შენს ფანტაზიებს - ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი - ყველაფერს,“ - ამბობდა პლატონი.

„იქ, სადაც სიტყვები მთავრდება, მუსიკა იწყება,“ - ეს ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვებია.

ბონო კი თვლიდა, რომ „მუსიკას შეუძლია შეცვალოს სამყარო, რადგან მას შეუძლია შეცვალოს ადამიანები.“

მართლაც სრულიად სხვა სამ-ყაროში აღმოვჩნდით ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის (დირექტორი ლალი ალექ-სიძე) პედაგოგების - ხათუნა მაჭავარი-ანისა და დარეჯან გვაძაბიას კლასების მოსწავლეთა კონცერტზე. ბგერის სინატიფე და სისადავე, მელოდიის შეგრძნების გასაოცარი უნარი გამო-ავლინეს მოსწავლეებმა. კლასიკური მუსიკის ჰარმონიული ჰანგები ავსებდა დარბაზს. მსმენელი სულგანაბული უსმენდა პირველკლასელთა გაუბედავ თუ უფროსკლასელთა სრულყოფილ აკორდებს. აშკარა იყო, რომ პედაგო-გებმა დარეჯან გვაძაბიამ და ხათუნა მაჭავარიანმა დიდი შრომა გასწიეს მოსწავლეებთან.

მაღალ დონეზე შეასრულეს ჰაიდ-ნის, ხაჩატურიანისა და შუროვსკის ნაწარმოებები პირველკლასელებმა თამარ ტალახაძემ, მარიამ ლაცაბიძემ, ნიკოლოზ მეიფარიანმა. მსმენელი მოიხიბლა მეორეკლასელების - სერ-გი მაჭავარიანის, თეო ჭიპაშვილის, მარიამ ხაჩიძისა და მარიამ ტაბატაძის

მონდომებით, რადგან მაიკაპარის, ცაბაძის, თაქთაქიშვილისა და აზარაშ-ვილის ნაწარმოებების ოსტატურად შესრულება ნამდვილად არაა იოლი. მესამეკლასელებმა ელენე ტალახა-ძემ, მურმან ხიჯაკაძემ, ელენე მესხმა, მარიამ კალატოზმა და ქეთევან მან-ჯავიძემ მსმენელის დიდი მოწონება დაისახურეს.

დარბაზი დაატყვევა მესამეკლა-სელი არმაზ შავიძის შესრულებამ. მან შთამბეჭდავად შეასრულა ბახის „პოლონეზი.“

ინსტრუმენტთან ერთმანეთს ცვლიდნენ საბა ებანოიძე, ქრისტინე ლაცაბიძე, ლიზი ლაცაბიძე, მარიამ მანჯავიძე, ანა მეიფარიანი, სალომე მაჭავარიანი, სალომე კვირიკაშვილი, ნონა მაჭავარიანი, ნინო ყრუაშვილი, ნიკოლოზ ყრუაშვილი, ანი აბაშიძე, თამარ თხელიძე და თამარ კიკნაძე. თითოეული მათგანი დიდი გრძნო-ბითა და გულწრფელობით უკრავდა შესანიშნავ ნაწარმოებებს.

სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ პედაგოგ დარეჯან გვაძაბიასა და მის მოსწავლე სალო-მე მაჭავარიანს გადასცა ჭიათურაში გამართული რესპუბლიკური საფორ-ტეპიანო კონკურსში წარმატების და-მადასტურებელი სიგელები.

კონცერტი დაგვირგვინდა კომპოზი-ტორ დალი მერაბიშვილის სიმღერით „მამული“, რომელიც სამუსიკო სკოლის გუნდმა შეასრულა.

ლაურა გოგოლაძე

15-16 მაისს ონში გაიმართა იოსებ ბერიშვილისა და ავთანდილ მაისურა-ძის სახელობის რესპუბლიკური ტურნი-რი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. შე-ჯიბრში მონაწილეობდნენ ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრის მოჭიდავეები (მწვრთნელი ვეფხვია გამრეკელაშვილი).

წარმატებით იასპარეზა დაჩი კვინი-კაძემ, საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა და სპეციალისტების მოწონება დაიმ-სახურა. მე-4 ადგილი დაიკავა ნოდარ ბააკაშვილმა. ხარაგაულის სპორტულ დარბაზ-

ში 15 მაისს მუნიციპალიტეტის პირადი პირველობა გაიმართა მაგიდის ჩოგ-ბურთში მოსწავლეთა შორის.

ვაჟებს შორის პირველი ადგილი

დაიკავა ნუგზარ მაჭავარიანმა (ლაშე), მეორე ადგილი - თომა ბერაძემ (ბორი), მესამე ადგილი - დიმიტრი წვერავამ (სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრი).

გოგონებს შორის პირველი ადგი-ლი დაიკავა ლანა ღონღაძემ (ბორი), მეორე ადგილი - მადონა შველიძემ (ხა-რაგაულის №2 საჯარო სკოლა), მესამე ადგილი - თამუნა გიორგაძემ (ბორი).

ჩემპიონატს ორგანიზება გაუწიეს მთავარმა სპეციალისტმა დიმიტრი მა-ჭავარიანმა და ჩოგბურთის მწვრთნელ-მა ივანე გოგოლაძემ.

ვეფხვია ღონღაძეხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის

პროგრამების მენეჯერი

მურას ჩასძინებიაბებოს ნაჩუქარი წიწილებიდან ერთი

განსაკუთრებით ცელქი და მოუხელთე-ბელი გამოდგა. მის მოსათვინიერებლად ვერცერთმა ხერხმა ვერ გაჭრა. ყოველთ-ვის ცდილობდა, ადამიანებისგან შორს დაეჭირა თავი. საკენკს რომ დაუყრიდი, სანამ თვალს არ მოაცილებდი, ნისკარტს არ დააკარებდა. ხან გოჭებს ჩაუხტებოდა საჭმელში, ხან პატარა ბოჩოლას ჩაუნის-კარტებდა ფერდში. სხვა ქათმებს აით-ვალწუნებით უყურებდა და ბიბილოებზე ეტანებოდა. ერთი სიტყვით, დიდი აურ-ზაურითა და ხმაურით ათენებ-აღამებდა ჩვენს ეზოში ჩემი პატარა ყვინჩილა.

მხოლოდ მურას არ აინტერესებდა მისი არსებობა. იგი, თავის სიძლიერეში დარწმუნებული, ყურადღებას არ აქცევ-და ეზოში გაფხორილ მამალს, თითქოს ამით აფრთხილებდა კიდეც: ჩემთან მოახლება არ გაბედოო. მამლაყინწაც ხვდებოდა, რომ მურა მისი ტოლი არ იყო და მასთან ურთიერთობას, რო-გორც შეეძლო, თავს არიდებდა.

ერთ დღეს მამალი ძაღლთან ძალიან ახლოს მივიდა. მურამ ჯერ

თვალი აარიდა, მერე კი გათამამებულ მამალს ერთი ისეთი შეუყეფა, რომ ყვინჩილა თავპირისმტვრევით ეზოდან გავარდა და სადღაც გაუჩინარდა.

შეშინებული მამალი მთელი დღე ვეძებე. ბოლოს ვიპოვნე, მაგრამ ვერ დავიჭირე. ხან სად გადაფრინდებოდა, ხან სად. ბოლოს, მამლის დევნით დაღლილს, დედამ მითხრა: შვილო, თავი დაანებე, მურა აქ არ არის? მისი შიშით ეზოში ვერაფერი გაჭაჭანდება. დედას დავუჯერე და მურიას იმედით მამალი ვაშლის ხეზე დავტოვე.

მეორე დილით ეზოში გამოვედი და თვალებს არ დავუჯერე. მთელი ეზო ჩემი მამლის ლამაზი ბუმბულით იყო მოფენილი.

ბებომ სიბრაზისაგან აღარ იცოდა, რა ექნა და მელიას ჯიშს, მოდგმას უწყევლიდა. იქვე მურა იდგა და სირც-ხვილით თვალს ვერ გვისწორებდა. მივხვდი მის გულში რა ცეცხლიც ტრი-ალებდა: იმ ღამით მურას ღრმა ძილით ჩასძინებოდა.

თემო მაღლაკელიძე

სპორტული სიახლეები

„ბოლო ზარი“ ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში მეთორმეტეკლასელ-თათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. საზეიმოდ გამოწყობილი გოგო-ბიჭები დასკვნითი ღონისძიებე-ბისთვის ემზადებოდნენ და თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სურვი-ლებს უწერდნენ. იყო ბევრი ცეკვა, სიმღერა, ხუმრობა, მხიარული „სკეტჩი“ და ცრემლი.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის მე-12 კლასის დამრიგებელი მაია ლომსაძე ამბობს, რომ წელს მათი სკოლა ჩვიდმეტმა ახალგაზრდამ დაამთავრა. „ვუ-სურვებ ყოველივე საუკეთესოს ცხოვრების გზაზე, მშვიდობიან და გაერთიანებულ საქართველოში ეცხოვროთ“.

„ცოტა დაბნეული ვარ, არ მჯერა სკოლას რომ ვამთავრებ, - ამბობს მესამე საჯარო სკოლის კურს-დამთავრებული თამუნა სახვაძე, - მომენატრებიან ჩემი კლასელები, მასწავლებლები. სკოლის პერი-ოდი უბედნიერესი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში. იმედია, ერთმანეთს არ დავკარგავთ“.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლას წელს თორმეტი კურსდამთავ-რებული ჰყავს. მათი დამრიგებე-ლი მარინა ალავიძე ამბობს, რომ ძალიან უჭირს მათთან დაშორება. მარინა მასწავლებელი ყოველივე საუკეთესოს უსურვებს ყველა კურ-სდამთავრებულს.

სკოლის დამთავრებას განიც-

დის ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიგა გელაშვილი - „თორმეტი წელი დიდი დროა და ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, ერთმანეთს არ დავკარ-გავთ,“ - ამბობს გიგა.

„ვულოცავ ჩვენს კურსდამთავ-რებულებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს , - ამბობს ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე, - ცხოვრების ფართო ასპარეზზე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“.

თორმეტ კურსდამთავრებულს გააცილებს წელს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სა-ხელობის გიმნაზია. კლასის დამ-რიგებელის, ზეინაბ ბუაჩიძის, ინფორმაციით მათგან ხუთი ან

ექვსი მედალოსანია. „ერთ-ერთი საუკეთესო კლასი იყო. ღვთის მფარველობასა და წყალობას ვუსურვებ ცხოვრების გზაზე“.

ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის უფროსის დავით კიკნაძის ინფორმაციით წელს ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში 234 კურსდამთავრებულია. „წლევანდელი წელი ძალიან გამორჩეული და სიახლეებით დატვირთული სასწავლო წელი იყო. ხარაგაულელმა მოსწავ-ლეებმა მრავალ კონკურსში, ოლიმპიადაში მიიღეს მონაწი-ლეობა და საუკეთესო შედეგები აჩვენეს,“ - ამბობს დავით კიკნაძე.

წარმატებებს ვუსურვებთ კურს-დამთვარებულებს.

თამთა გოგოლაძე

„ანბანის ზეიმი“ ვარძიაში

Page 6: დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

6 xtvb [fhfufekb 22 მაისი, 2015 წ.

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად მანიპულირების გამოყენება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ხერხია. მიუხე-დავად იმისა, რომ ეს ცუდი თვისებაა, მა-ნიპულირების პრობლემა თანდათანობით უფრო ხშირად იჩენს თავს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. არსებობენ ადამიანები, რომლე-ბიც ამ ნიჭით დაჯილდოებულები იბადებიან და მათ კარგად გამოსდით სხვების თავისდა სასარგებლოდ მანიპულირება. რთულია ამოიცნო და წინააღმდეგობა გაუწიო კარგად დახელოვნებულ მანიპულატორს. თუმცა, ეს შესაძლებელია. საინტერესოა, როგორ უნდა დავიცვათ თავი. ქვემოთ ჩამოთვლილია თავდაცვის გავრცელებული ხერხები.

აიმაღლეთ თვითშეფასება - ძლიერი ნებისყოფისა და სულის ადამიანები, ისინი, რომლებსაც შეუძლიათ თქვან „არა“ და იყვნენ მყარი თავინთ გადაწყვეტილებაში, მეტად ახერხებენ მანიპულირების ზემოქ-მედებიდან თავის დაღწევას. თუ ადამიანს, სიტუაციის შესაბამისად შეუძლია გარკვეული შეთავაზების უარყოფა და მანიპულატორი იგრძნობს სუბიექტის მხრიდან ასეთ კატეგო-რიულობას, ის არც მოისურვებს მსგავსი შე-საძლებლობის ადამიანთან ურთიერთობას. იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ მანიპულატორს, უნდა გახსოვდეთ თქვენი

ღირსებები, უპირატესობები და შესაძლებ-ლობები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაცაში გადანაშაულებენ ან გსაყვედურო-ბენ. არცერთი ადამიანი არ არის უშეცდომო. ისიც კი, ვინც ცდილობს შეცდომებზე და ნაკლოვანებებზე მიგითითოთ, თავადაც არ არის უცოდველი.

არ გაჩუმდეთ - თუ თქვენთვის უსიამოვ-ნოა გარკვეული საუბარი ან სიტუაცია, პირ-დაპირ უნდა გამოხატოთ თქვენი გრძნობები. თუ გეჩვენებათ, რომ ცდილობენ თქვენს გამოყენებას და ამას ხვდებით, ხმამაღლა უნდა განაცხადოთ ამის შესახებ, რათა არ გაებათ მახეში. მანიპულატორი, რომლის გეგმაც თქვენ ამხილეთ, შემდგომში თქვენს დაჯაბვნას და თქვენზე უპირატესობის მოპო-ვებას ვეღარ შეძლებს.

იყავით ფხიზლად - მანიპულატორ-თა არსენალში არის ისეთი იარაღი, როგორიცაა კომპლიმენტი. ამიტომაც ისწავლეთ ერთმანეთისგან განასხვავოთ ფარისევლობა და გულწრფელობა. თუ ადამიანი ზედმეტად ცდილობს თქვენს შექებას ან ხვდებით, რომ თქვენი მისა-მართით გაჟღერებული კომპლიმენტები გადაჭარბებულია, მადლობა გადაუხადეთ მანიპულატორს და ჩხუბის გარეშე დაასრუ-ლეთ მასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ,

მსგავს სიტუაციაში, მანიპულატორს ეცო-დინება თქვენ პოზიცია და შეძლებთ, უარი უთხრათ მას სხვადასხვა შემოთავაზებაზე. ასევე შეძლებთ აგრძნობინობთ ის, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ სინამდვილეში.

განდევნეთ შიში - როდესაც მანიპუ-ლატორი აგრესიულად ცდილობს თქვენს შეშინებას, უმჯობესია შეინარჩუნოთ სიმშ-ვიდე. დანაშაულის გრძნობა ყოველთვის კარგ შედეგს ვერ მოიტანს, განსაკუთრე-ბით მაშინ, როდესაც თქვენ მართლა ვერ მოახერხეთ ამა თუ იმ დავალებული საქმის შესრულება. შეატყობინეთ მოსაუბრეს მშვიდი ტონით, რომ თქვენ აღარ აპირებთ მასთან ურთიერთობას ამ რაკურსით და დროებით დატოვეთ ის ტერიტორია, სადაც გიწევთ ამ, უკვე არასასიამოვნო, ადამიან-თან ურთიერთობა. თუ თქვენ იქნებით თავაზიანები და არ დაუწყებთ საკუთარ თავს ღრღნას, თქვენი სიმშვიდე დადე-ბითად იმოქმედებს თქვენს გრძნობებზე. მანიპულატორი თავისი გეგმის შესასრუ-ლებლად სწორედ იმ დროს ელოდება, როდესაც თქვენ იქნებით არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაში. ასეთ დროს ის უფრო სწრაფად შეძლებს იმის მიღწევას, რაც მას სურდა.

შეგეძლოთ უარის თქმა - თუ სიტუაცი-აში, სადაც ხვდებით, რომ თქვენზე მანიპუ-ლირებენ და ამავდროულად, ეს სიტუაცია თქვენთვის არ არის განსაკუთრებით მნიშვ-ნელოვანი, უნდა შეგეძლოთ უარის თქმა. თქვენ, როგორც ყველა ადამიანს, გაქვთ უფლება უარყოთ ნებისმიერი შეთავაზება, თუ ის არ მოგწონს ან არ გსიამოვნებთ. ამისათვის საჭირო არ არის საკუთარი თავისათვის ძალის დატანება. საჭიროა მხოლოდ სიტუაციის სწორად გაანალიზება და აღქმა. უნდა გაითვალისწინოთ თქვენი გრძნობები და თქვათ თავაზიანი „არა“. თუ ხვდებით, რომ თქვენზე მანიპულირებენ და ამავდროულად აცნობიერებთ, რომ ნივთი, რომლის შეძენაც ამ სიტუაციაში გსურდათ, თქვენთვის აუცილებელია, მაშინ შეჩერდით და გააანალიზეთ არსებული სიტუაცია. თუ აღმოაჩენთ, რომ ნივთის აუცილებლობას მხოლოდ არსებული სიტუაცია განსაზღვრავს, მაშინ თამამად შეგიძლიათ მასზე უარის თქმა.

ბაია კუბლაშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების

მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი

ჩვენს უმრავლესობას სატელევი-ზიო რეკლამებიდან სმენია, რომ 17 ივნისს საქართველო ციფრულ მაუწ-ყებლობაზე გადავა და ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო სიგნალი ქვეყანაში სრულად გაითიშება. სანაც-ვლოდ, საქართველოს მოსახლეობა მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებ-ლობას ციფრული ხარისხით უყურებს. ეს სასიამოვნო ცვლილებაა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ქვეყნისთ-ვის. თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც შეწუხებულია მოსალოდნელი ცვლილებით. მათ არ იციან, როგორ შეძლებენ ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღებას ან რა დასჭირდე-ბათ ამისთვის. ამ საკითხზე მკითხ-ველისგან საკმაოდ ბევრი კითხვა მივიღეთ და გვინდა, რომ მათგან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ:

რას ნიშნავს ციფრულ მაუწყებლო-ბაზე გადასვლა და როდის მოხდება ეს?

გადასვლა მიწისზედა სატელევიზიო სისტემის ციფრულ ფორმატში კონვერ-ტაციას გულისხმობს. საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცნობით, 2015 წლის 17 ივნისი არის ბოლო ვადა, როდესაც ქვეყანაში ანა-ლოგური მიწისზედა სიგნალის გაციფ-რულება უნდა მოხდეს.

საიდან მოდის ციფრული სიგნალი და რა შეიცვლება ჩემთვის 17 ივნისის შემდეგ?

ციფრული ტელევიზია გადაცემის ერთ პლათფორმაზე არ არის მიბმული. ციფრული სიგნალის მიღება შესაძლე-ბელია ციფრული მიწისზედა ანტენით, ციფრული კაბელით, ინტერნეტით ან სა-ტელიტით. უკანასკნელი ორი - IPTV და სატელიტი უკვე ციფრულია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ამჟამად ტელევიზორს ინტერნეტის ან სატელიტის მეშვეობით უყურებთ, გადასვლის პროცესი თქვენ-ზე გავლენას არ მოახდენს. ხოლო თუ თქვენ ტელევიზორს ანალოგური მი-წისზედა ქსელის მეშვეობით უყურებთ, მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ, თუ რა გზით გააგრძელებთ სატელევიზიო სიგ-ნალის მიღებას.

როგორ შემიძლია ციფრული სატე-ლევიზიო სიგნალის მიღება?

ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღების სამი ძირითადი გზა არსებობს: შეიძინოთ ციფრული სეთ-თოფ-

ბოქსი, რომ ციფრულ მიწისზედა მაუწ-ყებლობას უყუროთ, მიიღოთ ციფრული სიგნალი ინტერნეტის ან სატელიტის მეშვეობით. სატელიტის შემთხვევაში თეფშის შეძენა დაგჭირდებათ, ინტერნე-ტის კი - თავად ინტერნეტ კავშირი. შეიძინოთ ახალი ტელევიზორი,

რომელშიც ციფრული სიგნალის მიმღე-ბია ჩაშენებული მიწისზედა ან სატელი-ტური მიღებისთვის. ისარგებლოთ საკაბელო სერ-

ვისით და დაელოდოთ, როდის მოგაწვ-დით პროვაიდერი ციფრულ სიგნალს.

რომელ სატელევიზიო არხებს მი-ვიღებ?

ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პროვაიდერზე: თუ თქვენ ციფრულ მიწისზედა ქსელს აირჩევთ, მიიღებთ სა-ქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებ-ლის პირველ და მეორე არხებს, ასევე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. სხვა არხების მიღების შესაძლებლობა ადგილობრივ ციფრულ მიწისზედა სიგნალის პროვაიდერთან უნდა გადა-ამოწმოთ. თუ თქვენ სატელიტურ ან საკა-ბელო პროვაიდერს აირჩევთ, პაკეტების და არხების დიდი არჩევანი გექნებათ. მაგალითად, საქართველოს პირველი სატელიტური პროვაიდერი „მაგთისატი“ 100-ზე მეტ არხს გთავაზობთ.

აუცილებელია, რომ 17 ივნისს დავე-ლოდო და ამ დროს შევწყვიტო ძველი ანალოგური ანტენის გამოყენება და ციფრული სიგნალი მივიღო?

რა თქმა უნდა, არა. თქვენ შეგიძ-ლიათ ციფრული სიგნალი დღესვე მიიღოთ. ამის უმარტივესი გზა არის, რომ დაუკავშირდეთ „მაგთიკომს“ და „მაგთისატის“ ინსტალატორები გამო-იძახოთ. ისინი გამოძახებიდან 7 დღის პერიოდში მოვლენ და ციფრული ტელევიზიის აქტივაციისთვის საჭირო ყველა სამუშაოს შეასრულებენ. თქვენ კი შეგიძლიათ სხვადასახვა პაკეტები და არხები აირჩიოთ ოჯახის გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს ბიუროს 18 მაისის სხდომაზე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მაცხოვრებლები ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშ-ვილმა მიიწვია. მოქალაქეების განცხადე-ბით, სხდომაზე იმის დასადასტურებლად მივიდნენ, რომ ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა ნამდვილად მათი სურვილია. მოქალაქეებმა გააპროტეს-ტეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ბიუჯეტიდან სუბსიდიით დაფი-ნანსებულ გაზეთში „ახალი ხარაგაული“ გამოქვეყნდა.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღ-რაძის თქმით, არ არის სიმართლე, რასაც ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს და არც ის, რაც გაზეთში გამოქვეყნდა. მისი განმარტებით, მან ზოგადად გამოხატა დამოკიდებულება სოფელში ჩატარებულ კრებებთან დაკავში-რებით. „ჩემი პოზიცია ასეთია, - მოსახლე-ობამ უნდა დააყენოს თვითონ პრობლემები და მერე ჩვენ დავალაგოთ სიმწვავის მიხედ-ვით. მე არ წავსულვარ თქვენი სურვილის წინააღმდეგი. შეკითხვა დავსვი, მოდიოდა თუ არა ინიციატივა თქვენგან,“ - აღნიშნა ინგა მაღრაძემ.

სოფელ ქროლის მცხოვრებმა ნანი მა-ქაძემ ის დღე გაიხსენა, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მასთან სახლში მივიდა და ჰკითხა, ნამდვილად ჩატარდა თუ არა სოფელში კრება. „ის რატომ არ მკითხეთ, რა მიჭირდა. ბატონი ებანოიძე ავირჩიეთ ხალხმა ვალერითი და ერთხელ მაინც ვერ მოვიდა მას შემდეგ სოფელში, რომ ეკითხა, რა გვიჭირს და რა გვილხინს. ის ვეღარ ეღირსება ხალხისგან ხმის მიღებას.“

ანზორ კამკამიძე, ღარიხევის მკვიდრი: -აქ იმისთვის მოვედით, რომ გითხრათ, - ვალერი ჭიპაშვილი ჩვენთან შეთანხმე-ბით წყვეტს ყველაფერს. დადგა კრებაზე სხვადასხვა საკითხები, მაგრამ არ იყო მნიშვნელოვანი. შევჯერდით იმაზე, რომ კარგი იქნებოდა გარე განათების მოწყობა ცენტრალურ გზაზე. ყველას მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

ეკა მაქაძე, სოფელ ქროლში მცხოვრები: -ჩვენ წინასწარ ვიმსჯელეთ, რისი გაკეთება შეიძლებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგ-რამით გამოყოფილი თანხებით. ხალხი-დან წამოვიდა განათების მოწყობის იდეა. მეორეც, მაინტერესებს, - გაზეთი „ახალი ხარაგაული“ ვის ხელქვეით არის, რატომ ხდება საკრებულოს თავმჯდომარის გამო-ნათქვამების დამახინჯება.

ინგა მაღრაძის თქმით, გაზეთი, რომელ-საც ადგილობრივი ხელისუფლება 40 ათასი ლარით აფინანსებს, მისი ოპონირებითაა დაკავებული.

მარინა ცუცქირიძე, სოფელ ბაზალეთის მცხოვრები: -არ მომწონს ის, რაც აქ ხდება. ჩვენ ყველას ერთად მოგეცით ხმა. არჩევნე-ბი კიდევ მოვა. ის, რაც საერთოა და ყველას სასიკეთოდ გამოადგება, ამ საკითხში ერთ-სულოვანნი ვართ.

ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, - „მზად ვარ დავტოვო დეპუტატობა იმისთვის, რომ თავი შეგწიროთ თქვენ, რესპუბლიკე-ლებსა და ნაციონალებს. ეს არის თქვენი მთავარი მიზანი, რომ ეწევით პოლიტიკურ დისკრედიტაციას. ეს ხალხი შეგაფასებთ არჩევნებზე.“

ნინო კაპანაძე

რას ითხოვს ბაზალეთის მოსახლეობა

როგორ გავიმარჯვოთ მანიპულატორზე

Page 7: დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

7xtvb [fhfufekb22 მაისი, 2015 წ.

7 ნოემბერი, შენი დაბადების დღე, ჩვენი ოჯახისათვის ტრაგი-კულად იქცა. რა დღესაც 88 წლის შესრულდი, სწორედ იმ დღეს წახვედი სამუდამოდ ჩვენგან.

მოუღალავი, მშრომელი ადა-მიანი იყავი. ძალიან გიყვარდა შენს მამულში საქმიანობა. შენი გარდაცვალების შემდეგ შენგან ნალოლიავებ ეზო-კარმიდამოს, ნასათუთევ ნამყენებს თითქოს მწუხარება დაეტყო.

ძალიან დააკლდა უშენობა შენს ოჯახს. განსაკუთრებით კი მე მიჭირს შენთან განშორება. ჩვენ ხომ სამი შვილი - დათო, გელა და ბიძინა აღვზარდეთ ერთად.

ყველა მუდამ სიყვარულით გიხ-სენებთ. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი შენი მშობლიური სოფ-ლის მიწა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული.

მეუღლე ლილი მაღრაძე ოჯახით

ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავ-ლე თეკლა თხელიძე და მისი მშობლე-ბი თანაუგრძნობენ მარი ბერაძეს მამის

ტარიელ ბერაძისგარდაცვალების გამო.

ვახანის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა ყოფილი პედაგოგი

მურთაზ მანჯავიძედა თანაუგრძნობენ მის მეუღლე

ლილი მანჯავიძეს და ოჯახს.

ზვარეს საჯარო სკოლის თანამშ-რომლები თანაუგრძნობენ ამავე სკო-ლის პედაგოგს ნინო ფანქველაშვილს დედამთილის

ნათელა არჩვაძე-შარიქაძისგარდაცვალების გამო.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თა-ნაუგრძნობს ღვაწლმოსილ პედაგოგს, ვახანის საჯარო სკოლის ყოფილ დი-რექტორს ლილი მანჯავიძეს მეუღლის

მურთაზ მანჯავიძისგარდაცვალების გამო.

სამუსიკო სკოლის პედკოლექტივი თანაუგრძნობს ლია კვირიკაშვილს მეუღლის

როლანდი ქურდოვანიძისგარდაცვალების გამო.

ნანული, ჩვენო დიდო დანაკლი-სო, დიდო მწუხარებავ, მოურჩენელო სატკივარო. იმქვეყნად შენმა წასვლამ დიდი დარტყმა მოგვაყენა შენს დედ-მამიშვილებს. უფროსები დედ-მამას ეხმარებოდით უმცროსების გაზრდაში. იყავი კეთილი, წყნარი, სტუმართმოყვა-რე. მეუღლეც კეთილი, კარგი ხასიათის გყავთ, მოყვრების მოყვარული. გვიყვარ-და 23 ნოემბერი, გიორგობის დღესას-წაულზე შენ ოჯახში შეკრება. იყო ხალისი, სიმღერა, მოზღვავებული სიყვარულის გამოხატვა. შემდეგ მანანა გამოგვაკლდა ტრაგიკული სიკვდილით. მერე - შენი უფროსი შვილი რამაზი, შემდეგ ძმა ბონდო. ამდენ მწუხარებას გულმა ვეღარ გაუძლო. ჩვენ რა დაგვრჩენია ცრემლე-ბის მეტი. ყოველი სანთლის ანთებაზე გამოვხატავთ დიდ წუხილს. ღმერთმა ცათა სასუფეველში დაგიმკვდროს სულის სიმშვიდე. განისვენე ზეციურ სამყაროში, დაღლილო ქალო.

დედმამიშვილების სახელით ლალი (ნანა) ყრუაშვილი

ნანული ყრუაშვილი-

ლომსაძე

გასული საუკუნის ცხოვრებისეულმა სირთულემ თქვენს მხრებზე გადაიარა, ქალბატონო ნორა. წახვედი ამქვეყნიდან შრომით დაღლილი. ჯერ კიდევ სრუ-ლიად ახალგაზრდამ გამოცადეთ შვი-ლის დაკარგვით გამოწვეული სიმწარე. ეს ტკივილი არ გამქრალა თქვენში. შვი-ლის საკურთხის გაკეთება იყო პირველი და მთავარი აზრი თქვენი ცხოვრებისა. მოსვენება არასოდეს გქონიათ. საკუთარი ჯანმრთელობა შეალიე შენი ვაჟკაცების, - გელასა და თემურის აღზრდას.

პატიოსანი, მშრომელი, გულთბილი და გულჩათხრობილი, - ასე გიცნობდა მთელი სამეზობლო. ყველას გული დაწყვიტე. არ გვემეტებით, კეთილო ადამიანო. უდიდესი ტკივილი, სევდა და მონატრება დაგვიტოვე. იძინე მშვი-დად. ნათელში გამყოფოს უფალმა. გწამდეს, მუდამ გვემახსოვრება დიდე-ბული დედის, მეზობლის, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე ადამიანის - ნორა ხიჯაკაძის სახელი.

სოფელ ვარძიის ხიჯაკაძეების უბნის მეზობლები

ნორა ბერაძე-ხიჯაკაძე

ადამიანის გარდაცვალებით ამქ-ვეყნიური ცხოვრების დასასრული დგება, იხურება ცხოვრების ფარდა და ფარდის მიღმა რჩება უამრავი სევდა და მოგონება.

ის, რაც ჩვეულებრივი და უბრა-ლო გვეჩვენება, სიკვდილი მას სხვა ელფერს სძენს. სხვანაირი თვალით გვიჩვენებს ადამიანს, რომელიც ავ-სებდა ჩვენ ცხოვრებას და თუ ასეთი ცხოვრება გვენატრება, ეს ადამიანი

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.ძვირფასია ანზორ შათირიშვილის

ხსოვნა, - კაცისა, რომელიც დააკლდა ოჯახს, შვილებს, მეუღლესა და სო-ფელს. იგი გამოირჩეოდა ინდივიდუ-ალურობით, განსხვავებული ხასიათით, მოხდენილი ქართველის იერით, კარგი სიტყვა-პასუხითა და ღირებულებებით, რაც მას პიროვნულობას სძენდა.

მაისში 78 წელი და ქორწინების 50 წლისთავი შეგისრულდებოდა. განვ-ლილ გზაზე მრავალი დაბრკოლება შეგხვდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლე კარგი ადამიანის სახელით დაასრულე და ვალმოხდილი წახვედი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

ხშირად გვგონია სახლში მისულს, შენთვის საყვარელი სვანური ქუდით, ჭკვიანური გამოხედვით ისევ გვეტყვი გონივრულად ნაფიქრ ფრაზებს. ეს მოგონებები დიდხანს გაგვყვება ჩვენ და შენ შვილიშვილებს, რომლებსაც ბაბუა განსაკუთრებულად უყვარდათ.

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს შენს სულს მარადიულ სამყოფელში.

ოჯახი

ანზორ შათირიშვილის გახსენება

ჩემო საყვარელო შვილო, ლევან. 1 ივნისს შენი დაბადების დღეს მესამედ შევხვდებით უშენოდ.

იმქვეყნიურ ცხოვრებაში 53 წელი შე-გისრულდება. ვაი შენს დედას, შვილო.

1 ივნისს სიყვარულით გიხსენებთ და ცრემლიანი თვალებით ვებრძვით შენი მონატრების გრძნობას. რაც დრო გა-დის, უფრო ვრწმუნდებით, თუ როგორ ავსებდი ჩვენს ყოფას შენი არსებობით. გიხსენებთ და შევნატრით წარსულს.

შენი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე გაგვ-ყვება ყველას, - მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, დას და მის ოჯახს, ბიძას, დეიდებს და მათ ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებიც ყოველ წელს იკრიბებიან შენს საფლავზე და იგონებებ შენთან გატარებულ წლებს.

დედა გენაცვალოს, შვილო ლევან. შენ სახლში ივნისის თვეში დაიბადება შენი შვილიშვილი ვაჟი და ბაბუა გახდები. ვიცი, დედა, შენ მუდმივ სამყოფელში გაიგებ ყველაფერს და გაგიხარდება. მა-

დედან დალოცე შენი ცოლ-შვილი, რომ გამრავლდნენ და ყველასთვის საყვარე-ლი თაობა დაიბადოს და გაიზარდოს.

ძნელია, შვილო, სიცოცხლე შვილმ-კვდარი დედისა და ყოველდღიური მოლოდინი შინ მოუსვლელი შვილისა. კიდევ და კიდევ გილოცავთ ამ დღეს სევდიანი გულით და ალალი გრძნო-ბით. ნათელში იყოს შენი უკვდავი და უბოროტო სული.

შენი ტანჯული დედ-მამა ომარი და ცემარი

ლევან მაღრაძის გახსენება

ძნელია შენზე წარსულში საუბარი. ძალიან გვიჭირს უშენობა შენს ოჯახს, განსაკუთრებით შენს მეუღლეს. შენ

ხომ ასეთი თბილი, კეთილი, უწყინა-რი, ცოლ-შვილის მოყვარული იყავი, შვილებსა და შვილიშვილებზე თანგა-დაყოლილი. გვიმძიმს უშენობა, მაგრამ ვერაფერს ვშველით.

ვამკობთ შენს სამუდამო სამყო-ფელს ყვავილებით და უფალს ვევედ-რებით, ნათელში გვიმყოფოს შენი ლამაზი სული.

ყველა კეთილად გიხსენებს, ვინც კი გიცნობდა. ერთი წუთით არ დაიხევდი უკან, თუ ვინმეს დახმარება სჭირდებო-და. შრომისმოყვარე, ალალმართალი და უბოროტო კაცი იყავი.

ღმერთმა მუდამ ნათელში გამ-ყოფოს. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

მეუღლე ჟუჟუნა არევაძე, ოჯახი

ჟორა კიკნაძის სხოვნას

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ და მარადიულ სასუფეველში დაიდე ბინა, საყვარელო მამა. უსაშველოდ გვენატრები. ძალიან დაგვაკლდა უშენობა.

სიყვარულით გიგონებენ შენი შვი-ლიშვილები თეა, თამთა, სიძე იუზა თაბუკაშვილები. უშენობა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მუდამ გიგონებთ და ვლოცულობთ შენთვის. უფალს ვევედრებით, ნათელში ამყოფოს შენი სული. შენს სახელს დავიწყება არ უწერია. იძინე მშვიდად შრომით დაღ-

ლილო და ყველასათვის საყვარელო ადამიანო.

შვილი ნანი კიკნაძე ოჯახით

ჟორა კიკნაძის გახსენება

20 წელი გავიდა, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ, ჩემო მეუღ-ლევ. ამ 20 წელიწადში ბევრი სიხარული და ბევრი ტკივილი გადავიტანეთ. მძიმე ავადმყოფო-ბამ 62 წლის ასაკში დაგვაშორა ერთმანეთს. შვილიშვილის ნატ-რული წახვედი იმქვეყნად, მაგრამ შენი გარდაცვალების წლისთავზე შენი სეხნიას დაბადებამ გაგვი-ხარა გული. შემდეგ იყო თიკო, გოგა, გაგა.

ხანმოკლე აღმოჩნდა ჩვენი ბედნიერება, - დათო ჭიპაშვილის უდროოდ წასვლამ უმძიმესი ტკი-ვილი და სევდა მოგვაყენა. დათო

ხომ შენი საყვარელი სიძე იყო. მომეცი ძალა, რომ ვანუგეშო ჩვენი გულდათუთქული შვილი მანანა და შვილიშვილები.

თქვენ იმქვეყნად დაიმკვიდ-რეთ ორივემ სასუფეველი. მე კი ვეცდები, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა შენსავით ღირსეულად განვლონ ცხოვრე-ბის გზა.

მენატრებით, ძალიან მენატრე-ბით და გულისტკივილით გიხსე-ნებთ ყველა.მეუღლე თინა ფოცხვერაშვილი-

ჩიტაძე, შვილები, რძლები, შვილიშვილები

მეუღლე ლილი, შვილები ემელი-ანე, შორენა, ეკატერინე, რძალი ნეს-ტანი, სიძეები ზაურ არევაძე, დიმიტრი დოხტურიშვილი, შვილიშვილები მირანგულა, მირო, გიორგი, ლაშა, სოფო, მიშიკო, ანა ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

მურთაზ ემელიანის ძე მანჯავიძედაკრძალვა 24 მაისს ვახანში.

უბისის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერსო-ნალი თანაუგრძნობენ ამავე სკო-ლის პედაგოგს მანანა ყველაიძეს დედის

ლიდა ობგაიძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

გრიგოლ ტაბატაძის ხსოვნას

სოფლის მეურნეობაში ეკოლო-გიურად სუფთა და უხვი პროდუქ-ტების მისაღებად მნიშვნელოვა-ნია ბიოლოგიური პრეპარატების ფართო მასშტაბით გამოყენება. თითქმის 8-9 წელია, ჩვენთან უცხოური წარმოების ორგანულ აქტივანტებს აქტიურად ვიყენებთ მცენარეთა ფუჭყვავილიანობის, ნაყოფის შეთხელების, ზოგიერთი დაავადების, მცენარეთა ზრდა-განვითარების, არახელსაყრელი პირობების მიმართ გამძლეობის უნარის გასაძლიერებლად. ამ მხრივ არაჩვეულებრივი შედე-გები აჩვენა ბორომიქსის, რანის, სოლინურის, ატლანტე და ამინო-კატის გამოყენებამ. მათგან გამო-რჩეულია ზღვის წყალმცენარეების ექსტრატზე დამზადებული რანის შედეგები.

ამჯერად „ფიტოაფთიაქი მდივ-ნიშვილები“ დიდი ინტერესით ჩაება პროექტში „ქართველი მეცნიერე-ბის მიღწევების დანერგვა სოფლის მეურნეობაში - ბიოაქტივატორების გამოყენებით“. პროექტს ახორცი-ელებს ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის ხელისუფლება. ამ პროექ-ტის კოორდინატორები არიან მურმან არჯევანიძე და გია თავ-ზარაშვილი. მათი თხოვნით ჩვენს აფთიაქში განთავსდა ბიოლოგი-ურად სუფთა აქტივანტი ბიორაგი. ბიორაგი, ინსტრუქციული მონაცე-მების მიხედვით, საოცრებაა არა მარტო მემცენარეობაში.

მუშაობის პროცესში გამო-ვლინდნენ ამ პრეპარატით კმა-ყოფილი ძველი და ახალი მომხ-მარებლები.

ცეზარ დვალი, სოფელ წყა-ლაფორეთის მცხოვრები: -ხუთი წელია ვიყენებთ ბიორაგს. ბოსტან-

ბაღჩაში პატარა ფართობზე მოსავ-ლის დაკრეფას ვერ ავუდივართ.

ავთანდილ ყრუაშვილი, სო-ფელ საღანძილეს მცხოვრები: -ვაზის ფესვი დავაზიანე და მასში შპრიცით შევიყვანე ბიორაგის ხსნა-რი. ახლა ვაზს თითო ყლორტზე სამზე ნაკლები მტევანი არ აქვს.

მინდა აღვნიშნო, რომ გავრ-ცელდა მოსაზრება, თითქოს ბი-ორაგი გამორიცხავს მინერალური და ორგანული სასუქების მოხმარე-ბას, ან მცენარეთა მავნე მწერებ-თან ბრძოლის საჭიროებას. სასუქი კვებავს ნიადაგს იმ ელემენტებით, რაც მას აკლია. მავნე მწერებთან ბრძოლა კი მათი ზღვარს ზემოთ გავრცელებისას კვლავ საჭირო ხდება.

ბიორაგი არის აქტივანტი, რო-მელიც ააქტიურებს მის მიმღებს, ცხოველებს, ფრინველს, ფუტკარს. მცენარეებს უვითარებს მძლავრ ფოთოლთა და ფესვთა სისტემას, აქტიურად იწოვს ნიადაგიდან და ჰაერიდან საჭირო და სასარგებ-ლო ნივთიერებებს. ბიორაგი სძენს სიცოცხლის უნარს, ზრდის და-ავადებათა და არახელსაყრელი ფაქტორებისადმი მდგრადობას, აჩქარებს ნაყოფის მოცემას, ასამ-მაგებს მოსავალს და ა. შ.

ყურადღებით ვადევნებთ თვალს შედეგებს. მივმართავ მოსახლე-ობას, გთხოვთ გაასაჯაროვოთ თქვენი შეხედულება და გაგვაცნოთ ინფორმაცია მიღწეულ შედეგებზე.

ბიორაგი შეგიძლიათ შეიძინოთ ფიტოაფთიაქში შემდეგ მისამარ-თზე: ხარაგაული, გალაკტიონის ქ. №1.

მერი მდივნიშვილი ენტიმოლოგი-ფიტოპათოლოგიმცენარეთა დაცვის სპეციალისტი

ჯანმრთელი პროდუქტი - ჯანმრთელობის გარანტი

თენგიზ ჩიტაძის მოგონება

Page 8: დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-638-2015w.pdf · 2015-05-20 · 2 xtvb [fhfufekb

8 xtvb [fhfufekb 22 მაისი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დ. ხარაგაული22.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +30ºC, ღამე +21ºC;23.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +27ºC, ღამე +20ºC;24.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +28ºC, ღამე +20ºC;25.05 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +31ºC, ღამე +21ºC;26.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +31ºC, ღამე +22ºC;27.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +30ºC, ღამე +22ºC.

ბორითი22.05 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +27ºC, ღამე +18ºC;23.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +17ºC;24.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +24ºC, ღამე +17ºC;25.05 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +29ºC, ღამე +18ºC;26.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +31ºC, ღამე +18ºC;27.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +30ºC, ღამე +17ºC.

კიცხი22.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +29ºC, ღამე +19ºC;23.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +26ºC, ღამე +18ºC;24.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +26ºC, ღამე +18ºC;25.05 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +29ºC, ღამე +19ºC;26.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +30ºC, ღამე +21ºC;27.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +30ºC, ღამე +21ºC.

მოლითი22.05 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +26ºC, ღამე +17ºC;23.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +16ºC;24.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +15ºC;25.05 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +28ºC, ღამე +16ºC;26.05 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +29ºC, ღამე +16ºC;27.05 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +29ºC, ღამე +17ºC.

amindi

ფოტო საოჯახო ალბომიდან

დაბა ხარაგაულში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „სათნოების სახლი“, რომელიც ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯე-ტიდან. სათნოების სახლი ემსახურება სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ადამიანებს. სათნოების სახლს ემსახუ-რება გულისხმიერი და სიკეთით აღვ-სილი მაკა შველიძე. სათნოების სახლში დაცულია ჰიგიენური ნორმები, მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა. მომხმა-რებლები დიდად კმაყოფილნი არიან კვების რაციონით. ამზადებენ შესანიშნავ კერძებს. ყველა თანამშრომელი ზრუნავს

მომხმარებლებზე. ჰყავთ მედდა მაკა აბაშიძე, რომელიც გულისხმიერებით ემსახურება ბენეფიციარებს. სადღესასწა-ულო დღეებში მომხმარებლებს უძღვნიან საჩუქრებს. ავადმყოფებისთვის უშანგი ვეფხვაძეს კერძი ბინაზე მიაქვს. ძალიან დიდი სიკეთეა, რომ ასეთი სათნოების სახლი ფუნქციონირებს ხარაგაულში.

დიდ მადლობას ვუხდი მუნიციპა-ლიტეტის გამგეობას ყურადღებისა და გვერდში დგომისათვის.

ბენეფიციართა სახელითნორა კიკნაძე, გოგი ჯღამაძე

ვულოცავთ გიორგი ჭიპაშვილ-სა და თეონა კურტანიძეს ქორწი-ნებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შვილთა სიმრავლეს, ულევ სიხა-რულს ცხოვრების გზაზე. ღმერთი იყოს მათი ახლადშექმნილი ოჯახის მფარველი.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა

სამსახურის თანამშრომლები

ვულოცავთ გულო ტალახაძეს ძმისშვილის - ლაშას ბედნიერებას, ახლადშეძენილ მეუღლე ნინოსთან ერთად ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შვილთა სიმრავლეს და დიდხანს სიცოცხლეს, პატივისცემით: მერი ბერაძე, გოჩა და გელა ბუაჩიძეები, გურამ ანდრეიჩუკი

ვახანის საჯარო სკოლის პედა-გოგს, იზოლდა ოსანაძესა და მის მეუღლეს, რამაზ არევაძეს, ვუ-ლოცავთ შვილის, ლაშა არევაძის, სამსახურეობრივ წარმატებას.

ვუსურვებთ ლაშას ცხოვრებაში წინსვლას, ჯანმრთელობასა და პირად ბედნიერებას. უფალი ფა-რავდეს მის ყოველ ნაბიჯს.

ვახანის საჯარო სკოლოს პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვახანის საჯარო სკოლის პე-დაგოგს, ნინო ღონღაძესა, და მის მეუღლეს, ზურაბ ღონღაძეს, ვულოცავთ პირველი შვილიშვი-ლის შეძენას. ვუსურვებთ პატა-რა ანზორ ფერაძეს სასახელო ვაჟკაცად აღზრდასა და ღვთის მფარველობას.

ვახანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

დაბადების დღეს ვულოცავთ მოლითის საჯარო სკოლის პე-დაგოგებს ინგა კაკიაშვილს და მედეია ლაცაბიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, ღვთის წყალობას. წარმატებები გქონოდეთ როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.

მოლითის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ მაკა ბუაჩიძესა და გოგი ალავიძეს შვილების ანა ალავიძისა და მირიან შარიქაძის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდა-ქორწინებულებს მტკიცე, ლამაზი, ქართული ოჯახის შექმნას, ულევ სი-ხარულს, ბედნიერებას, შვილთა სიმ-რავლეს და უფლის მფარველობას.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და

პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავთ მაისში დაბადებულ მასწავლებელს სოფიკო წიქარიშ-ვილს და მოსწავლეებს თამარ გამ-ცემლიძეს, ნიკა კურტანიძეს, ნატო წიქარიშვილს, ანა პაქსაშვილს, თეკლა თხელიძეს, მირიან კურ-ტანიძეს, ეკა წიქარიშვილს, ია წი-ქარიშვილს დაბადების დღეს. ვუ-სურვებთ მათ ჯანმრთელობას, ბედ-ნიერებას, მოსწავლეებს - კარგ სწავლას და უფლის მფარველობას.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

12 წლის იუბილეს ვულოცავთ ანა კვინიკაძეს. ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას, ბედნიერებას და სი-ხარულს თავის ოჯახთან ერთად. უფალი იყოს მისი მფარველი.

მარინა კვირიკაშვილი

ჰერა და პაატა კაპანაძეებს ვუ-ლოცავთ მეოთხე შვილის, პატარა ელენეს დაბადებას.

ვუსურვებთ პატარა ქალბატონს, ჰქონოდეს ბედნიერი ბავშვობა, გაზ-რდილიყოს სასახელო ქართველი ქალი. ღმერთი იყოს მისი მფარველი.

დედა ლიანა ყიფიანი და დედმამიშვილები ოჯახებით

ჩვენს ნაზ და ლამაზ თანაკლა-სელს მარიამ მერაბის ას ნიქაბაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურ-ვებთ წარმატებებს სწავლაში, ულევ სიხარულს და საუკეთესო მომავალს.

ვარძიის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები და

კლასის ხელმძღვანელი მელანო გაბეხაძე

ვულოცავთ ვახანის საჯარო სკოლის მასწავლებელს ლალი ჭიქავას შვილიშვილის დაბადებას. ვუსურვებთ პატარა ლუკას სასახე-ლო ვაჟკაცად აღზრდას და ღვთის მფარველობას.

ვახანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ მა-მიდაშვილს გიორგი მაღრაძეს ათი წლის იუბილეს. რამდენჯერაც მოვი-დეს 23 მაისი, იმდენს დაესწარი. გი-სურვებთ ღმერთის მფარველობას, ჯანმრთელობას, კარგად სწავლას და სასახელო ვაჟკაცად გაზრდას.დიდი სიყვარულით, ბიძაშვილები

თემუკა და ანდრია ხიჯაკაძეები

18 მაისს ხარაგაულის ისტო-რიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) დაიწყო მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღ-ვნილი კვირეული.

კვირეულის პირველ დღეს გა-იმართა უკვე ტრადიციად ქცეული აქცია „მუზეუმების ღამე.“ განახლე-ბულ დარბაზებში წარმოდგენილი იყო ფერწერისა და გრაფიკის რესტავრირებული ნიმუშები.

კვირეულის ფარგლებში და-გეგმილია, რომ განხორციელდეს საგანმანათლებლო პროექტები: „მოხალისე გიდები,“ „მოხატული კერამიკა,“ „ნორჩი არქეოლოგები“ და „პატარა რესტავრატორები.“

„მუზეუმების ღამე“ ისტორიულ მუზეუმში

1950 წელს ხარაგაულში გადა-ღებული ეს ფოტო სოფელ ვანში მცხოვრებმა ლილი მაღრაძემ მოგვაწოდა. მასზე, ქალბატონ ლილისთან ერთად, აღბეჭდილნი არიან მისი თანაკლასელები, - ლეღვნის საჯარო სკოლის 1950 წელს რვაკლასდამთავრებულები და მათი მასწავლებლები.

უკანა რიგში დგანან: სიმონ მაღრაძე, ოთარი მაღრაძე, ლილი

მაღრაძე, ვალიდა შარიქაძე, რეზო შარიქაძე, ერლიხი მაღრაძე;

მეორე რიგში: მამია შარიქაძე, თაზიკო შარიქაძე, რუდიკო ჩხეიძე, მაცაგან რამიშვილი, იროდი შარი-ქაძე, მარგალიტა ვეფხვაძე;

მესამე რიგში: ჟენია ფერაძე, აზა შარიქაძე, გუგული პერანიძე (მასწავლებელი), შურა მაღრაძე (საქმის მწარმოებელი) გულო კვინიკაძე (ბიოლოგიის მასწავ-

ლებელი), ანი რამიშვილი (მშო-ბელი);

წინ სხედან: გივი გოგოლაძე, ნინო შველიძე, ნორა შარიქაძე, ია ცხვედაძე, ლილი მაღრაძე, ცისანა მაღრაძე.

მადლობა ქალბატონ ლილის ფოტოს მოწოდებისათვის. რედაქ-ცია სიამოვნებით გამოაქვეყნებს საინტერესო ფოტოებს თქვენი საოჯახო ალბომიდან.

მაისის დასაწყისიდან ერთი კვირის განმავლობაში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდე-ბოდა. ექიმი გოჩა ჩხაბერიძე იმყო-ფებოდა ჩემს მეზობლად ავადმყოფ-თან. გასინჯვის შემდეგ გოჩა ექიმმა დამიდგინა ფარული სისხლდენა და შემომთავაზა საავადმყოფოში წაყ-ვანა. ჩემი ფსიქოლოგიური სტრესის გამო, რაც გამოწვეული იყო მეუღლის გარდაცვალებით, საავადმყოფოში სამკურნალოდ ვერ წავიდოდი. გოჩა ექიმი ხუთი დღის განმავლობაში ინ-ტენსიურად მმკურნალობდა და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. დიდი მადლო-ბა ექიმ გოჩა ჩხაბერიძეს ჩემი გამო-ჯანმრთელებისათვის. ჯანმრთელად და ბედნიერად ყოფილიყვნენ მისი ავადმყოფები და მისი ოჯახის წევრები. ღმერთმა დაგლოცოთ, გოჩა ექიმო.

პატივისცემით, ციალა გაფრინდაშვილი

სოფელი ნებოძირი

მადლობა ექიმს

მადლობა გულისხმიერებისათვის

***

***

***

******

***

***

***

***

***