6
axali xaragauli 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w როგორ ახდენდა `ერთიანი ნაციონალური მოძრაობახარაგაულში პოლიციის დისკრედიტაციას ბიუროს სხდომაზე ხარაგაულელ გოგა კვინიკაძის დახმარების საკითხზე იმსჯელეს 23 სექტემბერს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომა- რემ, ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა, პარტიის სახელით განცხადება გააკეთა. მან გაზეთი „ჩემი ხარაგაულის” 18 სექტემბრის ნომერში გა- მოქვეყნებულ ქეთევან ზუმბაძის სტატიას, „პა- სუხი ცრუ ბრალდებებზე” უპასუხა. სტატიაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ქეთევან ზუმბაძე ვარლამ (ტატო) თავზა- რაშვილსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომად- გენლებს ნეპოტიზმსა და მოსახლეობის მი- მართ დაპირებების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს. როგორც ქეთევან ზუმბაძე აღნიშნავს, მას სტატიის დაწერა 2015 წლის 7 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მომხდარმა დაპირისპირებამ გადააწ- ყვეტინა. ფრაქცია „ქართული ოცნება – დე- მოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი, ქეთევან ზუმ- ბაძეს პასუხობს და „ერთიან ნაციონალურ მოძ- რაობის” წევრებს მათი წარსული საქმიანო- ბის გადახედვისა და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებისაკენ მოუწოდებს. თავდაპირველად ,,ფრაქცია ქართული ოც- ნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმ- ჯდომარემ პოლიტიკურ ოპონენტებს მათი მმართველობის პერიოდში პოლიციის დისკრე- დიტაციის მაგალითები გაახსენა და ოფიცი- ალურად მოითხოვა ქეთევან ზუმბაძისაგან იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რაზეც ის საუბ- რობს, თითქოსდა ვარლამ (ტატო) თავზარაშ- ვილს სამართალდამცავ ორგანოებთან პრობ- ლემები აქვს. ,,ქალბატონ ქეთევანსა და ბატონ თორნიკეს მინდა, შევახსენო ახლო წარსული, თუ როგორ ახდენდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიციის დისკრედიტაციას. პოლიცია, ფაქ- ტობრივად, მცველებად ჰყავდათ დაყენებული. გამგეობის შენობის შესასვლელში სამართალ- დამცავები იდგნენ და შენობაში მოსახლეობას არ უშვებდნენ. 2012 წლის საპარლამენტო არ- ჩევნების წინა ღამეს გვირეკავდნენ პოლიციის თანამშრომლები და არჩევნების შემდეგ და- ჭერით გვემუქრებოდნენ. მე და ჩემს თანამებ- რძოლებს: პაატა გოგოლაძეს, გივი თხელიძეს, თემურ ფურცელაძეს ბრალს გვდებდნენ თით- ქოსდა ბიძინა ივანიშვილისგან ქრთამი გვქონდა აღებული. უფრო მეტიც, ესენი იყვნენ, იმ რე- ჟიმის წარმომადგენლები, ვინც ჩემს ბიძაშვილ- თან, ხარაგაულის სადგურის უფროს მალხაზ თავზარაშვილთან და რკინიგზის დეპარტამენ- ტის თავმჯდომარესთან ერთად განაცხადეს, თუ არ დავტოვებდი ხარაგაულს, 15 წლით გა- მიშვებდნენ ციხეში ან ხეიბარს დამტოვებდნენ სამუდამოდ. აი, ეს იყო პოლიტიკური პოლიცია და ზუსტად ესაა პოლიციის დისკრედიტაცია.” ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა ციხეში უსამართლოდ გატარებული წლებიც გაიხსენა და დასძინა, რომ თორნიკე ავალიშვილმა მას საკუთარი დედის დატირების საშუალებაც არ მისცა, როცა კანონი ამის უფლებას აძლევდა. ,,ჩემს წარსულზეც საუბრობენ. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი წარსული. მახსოვს ისიც, რომ ვითომდა 500 ლარის თაღლითობისათვის დამაკავეს. ისიც კარგად ვიცი, ვის კაბინეტში დაიგეგმა ჩემი დაპატიმრების ოპერაცია. ეგ- რეთწოდებულმა, ჩემ მიერ „დაზარალებულმა” აღიარა, რა ხდებოდა იმ პერიოდში და როგორ დაგეგმეს ჩემი დაკავება. 5 წელი უსამართ- ლოდ მამყოფეს ციხეში და 8 წელი და 6 თვე პირობითი შემიფარდეს. 6 კაციან საკანში 13 ადამიანი ვიყავით, დასაჯდომი ადგილიც არ გვქონდა. დღეს კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ლიდერები ციხეში ინტერნეტსა და ტელევიზორებს ითხოვენ და იღებენ კიდეც. აი ეს მოიტანა „ქართულმა ოც- ნებამ”. ,,თორნიკე ავალიშვილის ერთი ღამის „ანცო- ბა” რაიონის ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდა - ამბობს ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი და აქვე განმარტავს, დღეს რომ თორნიკე ციხეში არაა, ეს ,,ქართული ოცნების” დანაშაულია. მისივე თქმით, თორნიკე ავალიშვილმა მის დიაბეტით დაავადებულ დას უარი უთხრა წამლებით დახ- მარებაზე, რადგან ის საარჩევნო სიაში ოპოზი- ციური პარტიიდან იყო ჩასმული. მისი დისშვი- ლები კი ფეხბურთის გუნდიდან გაყარა. ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატი- ული საქართველოს” თავმჯდომარის განცხა- დებით ქალბატონი ქეთევანი და ბატონი თორ- ნიკე არიან არშემდგარი ექიმები და არშემდგარი პოლიტიკოსები: ,,მინდა, ვუთხრა მათ, ტატო თავზარაშვილს არც მაშინ და არც ახლა კანონი არ დაურღვევია, არც არავისგან ქრთამი აუღია და არც არავისთვის არაფერი მოუთხოვია. მათ- გან განსხვავებით, მე არ ვიშენებ თბილისში ბი- ნებს. მე ხელფასს ველოდები და ჩემს ხელფასს კიდევ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ელოდება. ელოდება იმიტომ, რომ ხელი გავუ- მართო. მინდა მათ თავიანთი პოლიტიკური ლი- დერების სასამართლო პროცესები გავახსენო. დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანაში დღეს სასა- მართლო პროცესები მედია საშუალებების მიერ შუქდება. მაშინ როცა, თუნდაც ჩემს სასამარ- თლო პროცესზე არათუ ფოტოს გადაღება არ შეიძლებოდა, საკუთარი ახლობლებიც კი ვერ ბედავდნენ მოსვლას. ამათ კიდევ გამბედაობა ჰყოფნით და დემოკრატიაზე საუბრობენ”. საუბრის დასასრულს ვარლამ (ტატო) თავზა- რაშვილმა ,,ერთიან ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს რჩევა-დარიგებაც მისცა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელისუფ- ლების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა. ,,მინდა ქეთევან ზუმბაძეს ვურჩიო „ბილობილი” მიიღოს იმისათვის, რომ მეხსი- ერება გაეხსნას, „კლიმადინოლი” იმიტომ, რომ აუცილებლად დასჭირდებათ, თან ორივენი კარ- გი ექიმები ხართ და გეცოდინებათ, რისი წამა- ლია. რაც შეეხება დაპირებებს, მე ჩამოვთვლი რამდენიმე მათგანს იმ უამრავი შესრულებული დაპირებიდან, რომელიც ჩვენ გავეცით: უფასო ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი განათლება, უფასო სახელმძღვანელოები, სასკოლო მიკროავტო- ბუსები, C ჰეპატიტის არნახული პროგრამა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ 5 ქვეყანაშია, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, უფასო საბავშვო ბაღები...ჩვენ ყველამ ერთად ხარაგაულისთვის უნდა ვიშრომოთ...“ ეკა შავიძე 22 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმარ- თა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალის- წინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ინფორმა- ცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგე- ობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსა- ხურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. ამავე დღეს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა კოლეგებს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- მრეწველების” თავმჯდომარემ, იუზა კელენჯერიძემ. სხდომაზე ასევე ვრცლად ისაუბრა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მალ- ხაზ ფხალაძემ, „სოფლის მხარდამჭერი პროგ- რამის” ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაგეგმილი საპროექტო წინადადებების შეთანხმების შესახებ. ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდამჭე- რი პროგრამისფარგლებში გამოყოფილი თან- ხით 125 პროექტი განხორციელდა. სოფლის პროექტების შესასრულებლად მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონა- ლური განვითარების ფონდიდან 767 473 ლარი იყო გამოყოფილი. აღნიშნული თანხიდან სო- ფელ კიცხში საზოგადოებრივი სახლის მშენებ- ლობის სამუშაოების ელექტრონული შესყიდ- ვისას 5 473 ლარის ეკონომია განხორციელდა, ხოლო სოფელ ვაშლევში ხიდ-ბოგირის საფარის შეცვლის სამუშაოებში 400 ლარი დაიზოგა. ჯამში ამ დროისთვის გამოთავისუფლებული თანხა 5 873 ლარს შეადგენს. ბიუროს სხდომაზე მალხაზ ფხალაძემ ის პროექტები დაასახელა, რომლებიც ზემოთ თქმული ეკონომიით მიღებული თანხით და- ფინანსდება. კერძოდ, სო- ფელ უბისში, მოსახლეობის თხოვნით მგზავ- რთა მოსაცდე- ლი მოეწყობა, რომლისთვისაც 1 182 ლარი დაიხარჯება. სოფელ თეთ- რაწყაროში, ვეფ- ხვაძეებისა და შა- ვიძეების უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის შეკეთების- თვის 2 113 ლარია საჭირო. 1 078 ლარი კი ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის პლასტმასის ავზის შეძენას მოხმარდება. რაც შეეხება დარჩენილ 1 500 ლარს, ინფრასტრუქ- ტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სოფელ თეთრაწყაროში წყლის ავზის შესაძენ თანხას დაემატება. „გამომდინარე აქედან „სოფლის მხარდამჭე- რი პროგრამის” ფარგლებში ხარაგაულის მუნი- ციპალიტეტში განხორციელებულ 125 პროექტს დაემატება სამი და ჯამში მივიღებთ 128 გან- ხორციელებულ პროექტს” - აღნიშნა მალხაზ ფხალაძემ. ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, პაატა გოგოლაძემ, ხარაგაულელ გოგა კვინიკა- ძის დასახმარებლად თანხის (2000 ლარი) გამო- ყოფაზე ისაუბრა. გოგამ ამ ცოტა ხნის წინ ხერ- ხემლის დაზიანება მიიღო და იგი ოპერაციას საჭიროებს. დეპუტატებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ და გადაწყვე- ტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. დასასრულს, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ვარლამ(ტატო) თავზარაშვილმა, სოფლებში და- მისამართებულ ქუჩებზე სახელის მინიჭების თა- ობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, კარგი იქნება იმ სოფლებში, სადაც ქუჩების და- მისამართება უკვე გაკეთებულია, მოვიძიოთ ის ხარაგაულელი გამოჩენილი გმირები, რომელთა სახელიც მიენიჭება ქუჩებს. უფრო ვრცლად აღნიშნული საკითხების შე- სახებ დეპუტატები 5 ოქტომბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. ეკა შავიძე ხარაგაულში ახლად აშენებულ საავადმყოფოსა და მის მიმდებარე ქუჩებზე წყალმომარაგება აღდ- გენილია. რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის ახალი სისტემა, ჩამონტაჟდა 250 ტონიანი ბეტონის ავზი, დაიდგა ახალი ტუმბო, რომელიც 110 კვ. ელექტროენერგიას მოიხმარს და, შესაბამისად, ერთ საათში 100 ტონა წყალს აქაჩავებს. აღნიშნული სამუშაოები შპს „პოლიმერკონტეინერმა” შეასრულა და ჯამში 173 890 ლარი დაიხარჯა. შეგახსენებთ, რომ სისტემა დაახლოებით 20-25 წელია მწყობრი- დან იყო გამოსული და მთელი ამ ხნის განმავლობაში პატარა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი არ მიეწო- დებოდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზე- დამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, არჩილ ლურსმანაშვილი, პირადად დაესწ- რო საცდელ გაშვებას, რომელმაც წარმატებით ჩაი- არა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სისტემის მოსახლეობაში დაერთება, რომე- ლიც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამის შემდეგ პატარა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წყლის ახალი ტუმ- ბოს საშუალებით მომავალში წყლის მიწოდება დაბა ხარაგაულშიც გაუმჯობესდება. წყლის სისტემის მოწყობისთვის 173 890 ლარი დაიხარჯა 23 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმი- რების მუნიციპალურმა ცენტრმა” (დირექტორი ეკა შავიძე) მორიგი შეხვედრა ლეღვნის ადმინისტრა- ციულ ერთეულში გამართა. შეხვედრას ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვე- ლოს” თავმჯდომარე, ვარლამ (ტატო) თავზარაშ- ვილი, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრას- ტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, შალვა ლურსმანაშვილი, დეპუტატი ჯამბულ გამ- ცემლიძე და გამგებლის წარმომადგენელი ლეღვ- მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრიშეხვედრებს განაგრძობს გაგრძელება 2

299 (26) 30 seqtemberi, 2015 w - Kharagaulikharagauli.gov.ge/img/files/30seqtemberi015.pdf · axali xaragauli 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w როგორ ახდენდა

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w - Kharagaulikharagauli.gov.ge/img/files/30seqtemberi015.pdf · axali xaragauli 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w როგორ ახდენდა

axali xaragauli

299 (26) 30 seqtemberi, 2015 w

როგორ ახდენდა `ერთიანი

ნაციონალური მოძრაობა”

ხარაგაულში პოლიციის

დისკრედიტაციას

ბიუროს სხდომაზე ხარაგაულელ გოგა კვინიკაძის დახმარების საკითხზე იმსჯელეს

23 სექტემბერს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომა-რემ, ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა, პარტიის სახელით განცხადება გააკეთა. მან გაზეთი „ჩემი ხარაგაულის” 18 სექტემბრის ნომერში გა-მოქვეყნებულ ქეთევან ზუმბაძის სტატიას, „პა-სუხი ცრუ ბრალდებებზე” უპასუხა. სტატიაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ქეთევან ზუმბაძე ვარლამ (ტატო) თავზა-რაშვილსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომად-გენლებს ნეპოტიზმსა და მოსახლეობის მი-მართ დაპირებების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს. როგორც ქეთევან ზუმბაძე აღნიშნავს, მას სტატიის დაწერა 2015 წლის 7 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მომხდარმა დაპირისპირებამ გადააწ-ყვეტინა. ფრაქცია „ქართული ოცნება – დე-მოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი, ქეთევან ზუმ-ბაძეს პასუხობს და „ერთიან ნაციონალურ მოძ-რაობის” წევრებს მათი წარსული საქმიანო-ბის გადახედვისა და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებისაკენ მოუწოდებს.

თავდაპირველად ,,ფრაქცია ქართული ოც-ნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმ-ჯდომარემ პოლიტიკურ ოპონენტებს მათი მმართველობის პერიოდში პოლიციის დისკრე-დიტაციის მაგალითები გაახსენა და ოფიცი-ალურად მოითხოვა ქეთევან ზუმბაძისაგან იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რაზეც ის საუბ-რობს, თითქოსდა ვარლამ (ტატო) თავზარაშ-ვილს სამართალდამცავ ორგანოებთან პრობ-ლემები აქვს.

,,ქალბატონ ქეთევანსა და ბატონ თორნიკეს მინდა, შევახსენო ახლო წარსული, თუ როგორ ახდენდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიციის დისკრედიტაციას. პოლიცია, ფაქ-ტობრივად, მცველებად ჰყავდათ დაყენებული. გამგეობის შენობის შესასვლელში სამართალ-დამცავები იდგნენ და შენობაში მოსახლეობას არ უშვებდნენ. 2012 წლის საპარლამენტო არ-ჩევნების წინა ღამეს გვირეკავდნენ პოლიციის თანამშრომლები და არჩევნების შემდეგ და-ჭერით გვემუქრებოდნენ. მე და ჩემს თანამებ-რძოლებს: პაატა გოგოლაძეს, გივი თხელიძეს, თემურ ფურცელაძეს ბრალს გვდებდნენ თით-ქოსდა ბიძინა ივანიშვილისგან ქრთამი გვქონდა აღებული. უფრო მეტიც, ესენი იყვნენ, იმ რე-ჟიმის წარმომადგენლები, ვინც ჩემს ბიძაშვილ-თან, ხარაგაულის სადგურის უფროს მალხაზ თავზარაშვილთან და რკინიგზის დეპარტამენ-ტის თავმჯდომარესთან ერთად განაცხადეს, თუ არ დავტოვებდი ხარაგაულს, 15 წლით გა-მიშვებდნენ ციხეში ან ხეიბარს დამტოვებდნენ სამუდამოდ. აი, ეს იყო პოლიტიკური პოლიცია და ზუსტად ესაა პოლიციის დისკრედიტაცია.”

ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა ციხეში უსამართლოდ გატარებული წლებიც გაიხსენა და დასძინა, რომ თორნიკე ავალიშვილმა მას საკუთარი დედის დატირების საშუალებაც არ მისცა, როცა კანონი ამის უფლებას აძლევდა.

,,ჩემს წარსულზეც საუბრობენ. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი წარსული. მახსოვს ისიც, რომ ვითომდა 500 ლარის თაღლითობისათვის დამაკავეს. ისიც კარგად ვიცი, ვის კაბინეტში

დაიგეგმა ჩემი დაპატიმრების ოპერაცია. ეგ-რეთწოდებულმა, ჩემ მიერ „დაზარალებულმა” აღიარა, რა ხდებოდა იმ პერიოდში და როგორ დაგეგმეს ჩემი დაკავება. 5 წელი უსამართ-ლოდ მამყოფეს ციხეში და 8 წელი და 6 თვე პირობითი შემიფარდეს. 6 კაციან საკანში 13 ადამიანი ვიყავით, დასაჯდომი ადგილიც არ გვქონდა. დღეს კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ლიდერები ციხეში ინტერნეტსა და ტელევიზორებს ითხოვენ და იღებენ კიდეც. აი ეს მოიტანა „ქართულმა ოც-ნებამ”.

,,თორნიკე ავალიშვილის ერთი ღამის „ანცო-ბა” რაიონის ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდა - ამბობს ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი და აქვე განმარტავს, დღეს რომ თორნიკე ციხეში არაა, ეს ,,ქართული ოცნების” დანაშაულია. მისივე თქმით, თორნიკე ავალიშვილმა მის დიაბეტით დაავადებულ დას უარი უთხრა წამლებით დახ-მარებაზე, რადგან ის საარჩევნო სიაში ოპოზი-ციური პარტიიდან იყო ჩასმული. მისი დისშვი-ლები კი ფეხბურთის გუნდიდან გაყარა.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატი-ული საქართველოს” თავმჯდომარის განცხა-დებით ქალბატონი ქეთევანი და ბატონი თორ-ნიკე არიან არშემდგარი ექიმები და არშემდგარი პოლიტიკოსები: ,,მინდა, ვუთხრა მათ, ტატო თავზარაშვილს არც მაშინ და არც ახლა კანონი არ დაურღვევია, არც არავისგან ქრთამი აუღია და არც არავისთვის არაფერი მოუთხოვია. მათ-გან განსხვავებით, მე არ ვიშენებ თბილისში ბი-ნებს. მე ხელფასს ველოდები და ჩემს ხელფასს კიდევ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ელოდება. ელოდება იმიტომ, რომ ხელი გავუ-მართო. მინდა მათ თავიანთი პოლიტიკური ლი-დერების სასამართლო პროცესები გავახსენო. დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანაში დღეს სასა-მართლო პროცესები მედია საშუალებების მიერ შუქდება. მაშინ როცა, თუნდაც ჩემს სასამარ-თლო პროცესზე არათუ ფოტოს გადაღება არ შეიძლებოდა, საკუთარი ახლობლებიც კი ვერ ბედავდნენ მოსვლას. ამათ კიდევ გამბედაობა ჰყოფნით და დემოკრატიაზე საუბრობენ”.

საუბრის დასასრულს ვარლამ (ტატო) თავზა-რაშვილმა ,,ერთიან ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს რჩევა-დარიგებაც მისცა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელისუფ-ლების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა. ,,მინდა ქეთევან ზუმბაძეს ვურჩიო „ბილობილი” მიიღოს იმისათვის, რომ მეხსი-ერება გაეხსნას, „კლიმადინოლი” იმიტომ, რომ აუცილებლად დასჭირდებათ, თან ორივენი კარ-გი ექიმები ხართ და გეცოდინებათ, რისი წამა-ლია. რაც შეეხება დაპირებებს, მე ჩამოვთვლი რამდენიმე მათგანს იმ უამრავი შესრულებული დაპირებიდან, რომელიც ჩვენ გავეცით: უფასო ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი განათლება, უფასო სახელმძღვანელოები, სასკოლო მიკროავტო-ბუსები, C ჰეპატიტის არნახული პროგრამა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ 5 ქვეყანაშია, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, უფასო საბავშვო ბაღები...ჩვენ ყველამ ერთად ხარაგაულისთვის უნდა ვიშრომოთ...“

ეკა შავიძე

22 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმარ-თა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალის-წინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ინფორმა-ცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგე-ობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსა-ხურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. ამავე დღეს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა კოლეგებს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- მრეწველების” თავმჯდომარემ, იუზა კელენჯერიძემ. სხდომაზე ასევე ვრცლად ისაუბრა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მალ-ხაზ ფხალაძემ, „სოფლის მხარდამჭერი პროგ-რამის” ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაგეგმილი საპროექტო წინადადებების შეთანხმების შესახებ. ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდამჭე-რი პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თან-ხით 125 პროექტი განხორციელდა. სოფლის პროექტების შესასრულებლად მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონა-ლური განვითარების ფონდიდან 767 473 ლარი იყო გამოყოფილი. აღნიშნული თანხიდან სო-ფელ კიცხში საზოგადოებრივი სახლის მშენებ-ლობის სამუშაოების ელექტრონული შესყიდ-ვისას 5 473 ლარის ეკონომია განხორციელდა, ხოლო სოფელ ვაშლევში ხიდ-ბოგირის საფარის შეცვლის სამუშაოებში 400 ლარი დაიზოგა. ჯამში ამ დროისთვის გამოთავისუფლებული თანხა 5 873 ლარს შეადგენს.

ბიუროს სხდომაზე მალხაზ ფხალაძემ ის პროექტები დაასახელა, რომლებიც ზემოთ თქმული ეკონომიით მიღებული თანხით და-

ფ ი ნ ა ნ ს დ ე ბ ა . კერძოდ, სო-ფელ უბისში, მ ო ს ა ხ ლ ე ო ბ ი ს თხოვნით მგზავ-რთა მოსაცდე-ლი მოეწყობა, რომლისთვისაც 1 182 ლარი დ ა ი ხ ა რ ჯ ე ბ ა . სოფელ თეთ-რაწყაროში, ვეფ-ხვაძეებისა და შა-ვიძეების უბანში სტიქიის შედეგად დ ა ზ ი ა ნ ე ბ უ ლ ი გზის შეკეთების-

თვის 2 113 ლარია საჭირო. 1 078 ლარი კი ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის პლასტმასის ავზის შეძენას მოხმარდება. რაც შეეხება დარჩენილ 1 500 ლარს, ინფრასტრუქ-ტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სოფელ თეთრაწყაროში წყლის ავზის შესაძენ თანხას დაემატება.

„გამომდინარე აქედან „სოფლის მხარდამჭე-რი პროგრამის” ფარგლებში ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტში განხორციელებულ 125 პროექტს დაემატება სამი და ჯამში მივიღებთ 128 გან-ხორციელებულ პროექტს” - აღნიშნა მალხაზ ფხალაძემ.

ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, პაატა გოგოლაძემ, ხარაგაულელ გოგა კვინიკა-ძის დასახმარებლად თანხის (2000 ლარი) გამო-ყოფაზე ისაუბრა. გოგამ ამ ცოტა ხნის წინ ხერ-ხემლის დაზიანება მიიღო და იგი ოპერაციას საჭიროებს. დეპუტატებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ და გადაწყვე-ტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

დასასრულს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ვარლამ(ტატო) თავზარაშვილმა, სოფლებში და-მისამართებულ ქუჩებზე სახელის მინიჭების თა-ობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, კარგი იქნება იმ სოფლებში, სადაც ქუჩების და-მისამართება უკვე გაკეთებულია, მოვიძიოთ ის ხარაგაულელი გამოჩენილი გმირები, რომელთა სახელიც მიენიჭება ქუჩებს.

უფრო ვრცლად აღნიშნული საკითხების შე-სახებ დეპუტატები 5 ოქტომბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

ეკა შავიძე

ხარაგაულში ახლად აშენებულ საავადმყოფოსა და მის მიმდებარე ქუჩებზე წყალმომარაგება აღდ-გენილია. რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის ახალი სისტემა, ჩამონტაჟდა 250 ტონიანი ბეტონის ავზი, დაიდგა ახალი ტუმბო, რომელიც 110 კვ. ელექტროენერგიას მოიხმარს და, შესაბამისად, ერთ საათში 100 ტონა წყალს აქაჩავებს. აღნიშნული სამუშაოები შპს „პოლიმერკონტეინერმა” შეასრულა და ჯამში 173 890 ლარი დაიხარჯა. შეგახსენებთ, რომ სისტემა დაახლოებით 20-25 წელია მწყობრი-დან იყო გამოსული და მთელი ამ ხნის განმავლობაში პატარა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი არ მიეწო-

დებოდა.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზე-

დამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, არჩილ ლურსმანაშვილი, პირადად დაესწ-რო საცდელ გაშვებას, რომელმაც წარმატებით ჩაი-არა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სისტემის მოსახლეობაში დაერთება, რომე-ლიც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამის შემდეგ პატარა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წყლის ახალი ტუმ-ბოს საშუალებით მომავალში წყლის მიწოდება დაბა ხარაგაულშიც გაუმჯობესდება.

წყლის სისტემის მოწყობისთვის 173 890 ლარი დაიხარჯა

23 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმი-რების მუნიციპალურმა ცენტრმა” (დირექტორი ეკა შავიძე) მორიგი შეხვედრა ლეღვნის ადმინისტრა-ციულ ერთეულში გამართა. შეხვედრას ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვე-ლოს” თავმჯდომარე, ვარლამ (ტატო) თავზარაშ-ვილი, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრას-ტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, შალვა ლურსმანაშვილი, დეპუტატი ჯამბულ გამ-ცემლიძე და გამგებლის წარმომადგენელი ლეღვ-

“მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი”

შეხვედრებს განაგრძობს

გაგრძელება 2

Page 2: 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w - Kharagaulikharagauli.gov.ge/img/files/30seqtemberi015.pdf · axali xaragauli 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w როგორ ახდენდა

2 #299 (26) 30 seqtemberi 2015 w.axali xaragauli

“მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი” შეხვედრებს განაგრძობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტ “ნორჩი მკითხველის” განხორციელება იგეგმება

ნის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაატა ბურჯანაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, ,,მოქალაქეთა ჩართულო-ბისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” დირექტორი ეკა შავიძე, მო-სახლეობას ცხელი ხაზის სერვისის შესა-ხებ ესაუბრა, რომელიც ცენტრის ბაზაზე უკვე რამდენიმე თვეა, ამოქმედდა. მისივე განმარტებით, ცხელი ხაზის სერვისი ად-გილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკა-ციის კარგი საშუალებაა. ცენტრის წარ-მომადგენელმა, მარიანა ბურჯალიანმა, ყურადღება იმ სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მუნიციპალი-ტეტში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ლეღვნის ადმინისტრაციულ ერ-თეულში მიმდინარე წელს სოციალური კუთხით 16 531 ლარი დაიხარჯა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ვარლამ (ტატო) თავზა-რაშვილმა და იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც გასული სამი წლის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გან-ხორციელდა.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მასშტა-ბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა. მათ შო-რის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამაა. „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარ-გლებში გასული სამი წლის განმავლო-ბაში ხარაგაულის სოფლებში მრავალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექ-ტი განხორციელდა. ქართული ოცნების მნიშვნელოვანი მონაპოვარია საყოველ-

თაო ჯანდაცვა, უფასო განათლება და სასკოლო წიგნებზე ხელმისაწვდომობა, სიტყვის თავისუფლება, სოფლის მეურ-ნეობაში განხორციელებული მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა, კოოპერატივების შექმნის სახელმწიფო დაფინანსება, პროექტი „დანერგე მომავალი” და უამრავი სხვა. მარტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რამდენი-მე სოფელში მოასფალტდა და მოიხრეშა გზები, სანიაღვრე არხებით. ჩვენ გათავი-

სებული გვაქვს, რომ მიუხედავად აქტი-ური მუშაობისა, კიდევ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი 2016 წელშიც. გპირდებით, ეტაპობრივად ყველა პრობლემას მივხედავთ” - დასძინა ვარლამ თავზარაშვილმა.

სამასალე ხე-ტყეზე მიუწვდომლო-ბა, სოციალური დახმარებების მოხსნა, ელექტროენერგიის სისტემის მოუწეს-რიგებლობა, ეს ის პრობლემებია, რა-ზეც ლეღვნის მოსახლეობა შეხვედრაზე საუბრობდა.

ადგილობრივების თქმით, სოფელში არ არის მოწესრიგებული ელექტრო ბო-ძები და არ ჰყავთ ელექტრიკოსი.

,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინ-ფორმირების მუნიციპალური ცენტრის” დირექტორის, ეკა შავიძის, ინიციატი-ვით შეხვედრას ეროვნული სატყეო სა-აგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი, ვლადიმერ მანჯავიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების უფროსი სო-ციალური აგენტი, თამილა მაჭავარიანი, ესწრებოდნენ.

ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსმა, ვლადიმერ მანჯავიძემ, შეკრებილებს განუმარტა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, აქტი-ურად მუშაობს იმისათვის, რომ მოსახ-ლეობას სამასალე ხე-ტყეზე ხელი მიუწვ-

დებოდეს. რაც შეეხება საშეშე მასალას, ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის თქმით, ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

სოციალური კუთხით დასმულ კით-ხვებს ხარაგაულის სოციალური სა-აგენტოს უფროსი სოციალური აგენტი თამილა მაჭავარიანი პასუხობდა. მან ქულების დათვლის ახალ მექანიზმზე ისაუბრა და გადასამოწმებლად რამ-დენიმე ადამიანის მონაცემებიც ჩა-ინიშნა. ორ ოჯახს კი, პირადად, სახ-ლში ესტუმრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

რაც შეეხება ელექტროენერგიის სის-ტემის გაუმართაობას, ეკონომიკის, ქო-ნების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ლურსმანაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა, რომ ,,ენერ-გო-პრო ჯორჯია” კერძო კომპანიაა და ხელისუფლება მათ საქმიანობაში ვერ ერევა. თუმცა იგი მოსახლეობას დაჰ-პირდა, რომ იმ პრობლემებზე, რაც მათი მხრიდან გამოიკვეთა, პირადად ისაუბ-რებდა ,,ენერგო-პრო ჯორჯას” ხელმძღ-ვანელ პირებთან.

შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეთა ჩარ-თულობისა და ინფორმირების მუნიცი-პალური ცენტრი” მომავალშიც განაგრ-ძობს მსგავსი ტიპის შეხვედრებს.

თამარ მაღრაძე

1 გვ.

21 სექტემბერს ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ, მარინა ვეფხვაძემ, დე-პუტატებს საკუთარი პროექტის „ნორჩი მკითხველის” გეგმა წარუდგინა. პროექ-ტის მიზანია, მოსწავლე-ახალგაზრდობას გააცნოს ლიტერატურა და შეაყვაროს წიგნი. „ნორჩი მკითხველი” ორი ასაკობ-რივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის (7-10 და 11-14 წელი) იქნება გათვალისწინე-ბული. პროექტის ფარგლებში კვირაში ერთი საათი კითხვას დაეთმობა.

,,დღეს განათლებული თაობები მო-დიან, მაგრამ უმეტესად ეს ზოგადი გა-ნათლებაა, პროფესიული საგნებიდან, სოციალური ქსელიდან მიღებული გა-ნათლება. მართალია, თავისთავად ეს ძალიან კარგია, მაგრამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი წიგნს აღარ კითხულობს. ეს უკანასკნელი კი, ბავშვს ყველაზე მე-ტად ეხმარება ინტელექტის ამაღლებაში და წარმოსახვის უნარის გამდიდრებაშიც უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ძალით ვერ წავაკითხებთ მოსწავლეს წიგნს, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორად შერჩეული დრო, წიგნი და თემა, აუცილებლად გაამართ-ლებს” - აღნიშნა სხდომაზე მარინა ვეფხ-ვაძემ.

პროექტის ავტორმა „ნორჩი მკითხ-

ველის” საპილოტე ვარიანტი მიმდი-ნარე წლის ზაფხულში სოფელ საქა-რიქედის ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობაში უკვე განახორციელა. მან წიგნის საკითხავად რამდენიმე ბავშვი შეკრიბა, მათი ასაკიდან გამომდინარე, ედიშერ ყიფიანის წიგნი „ათფურცლი-ანი რვეულები” შეარჩია. ნორჩი მკით-ხველები ინტერესით ელოდნენ ყოველ შემდეგ გაკვეთილს.

„განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ რამდენიმე ბავშვს სურ-ვილი გაუჩნდა თავიდან, დამოუკიდებ-

ლად წაეკითხა წიგნი. მთხოვეს, მათ-თვის სხვა ლიტერატურაც შემერჩია... ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ზაფ-ხულის მიწურულს, ბავშვებს დავუ-რიგე რვეულები და ავტოკალმები და ვთხოვე, დაეწერათ, რა დაამახსოვრ-დათ, რა მოეწონათ გასული ზაფხულის განმავლობაში. განსაკუთრებული ინ-ტერესი გამოიწვია იმან, რომ დავპირ-დი - მათ ნაწერს არავის წავაკითხებდი, შევინახავდი და ხუთი წლის შემდეგ ყველანი ერთად წავიკითხავდით” - განაცხადა განათლების, კულტურისა

და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.

ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში 2268 მოსწავლე სწავლობს. მა-რინა ვეფხვაძის სურვილია, პროექტი „ნორჩი მკითხველი” ზონების მიხედვი-თაც განხორციელდეს.

„სოფლებში კულტურულ-საგანმა-ნათლებლო კერების აღორძინება დღეს საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა. იმედი მაქვს, „ნორჩი მკითხველის” გან-ხორციელებით ახალგაზრდებს შევაყ-ვარებთ ლიტერატურას, მეტად დავაახ-ლოებთ შემოქმედებასთან, ზოგადად წიგნთან, რაც გაამდიდრებს მათ სულიერ სამყაროს და ჩვენც მართალნი ვიქნებით, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დადე-ბითი როლი შევასრულეთ მათი განვითა-რებისათვის”.

დეპუტატებმა პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ კარგი იქნება, თუ პარალელურად სოფლებშიც დაიწყება მისი განხორცი-ელება.

საბიბლიოთეკო გაერთიანების დი-რექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პროექტში არა მარტო საბავშვო, არამედ ცენტრალური ბიბლი-ოთეკაც დიდი სიამოვნებით ჩაერთვება.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრის უფროსის დავით კიკნაძის

თქმით, ,,სკოლებში დამრიგებლის საათი არსებობს. კვირაში ერთხელ მასწავლებე-ლი ვალდებულია თავის სადამრიგებლო კლასში რაიმე სახის აქტივობა ჩაატა-როს, კარგი იქნება თუ ამ პროექტსაც შეუერთდებიან და ერთ საათს წიგნის წაკითხვას დაუთმობენ”.

სხდომის დასასრულს, ქალბატონმა მარინამ, პედაგოგებს მასწავლებელთა დღეც მიულოცა: ,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოახლოებული მასწავ-ლებლის დღე მივულოცო ხარაგაულელ პედაგოგებს. წარმატებებს ვუსურვებ მათ! ძალიან მინდა ეს წელი პედაგოგე-ბის დაფასების, შრომის ნაყოფიერების ამაღლების, მოსწავლეებთან ურთიერ-თობის გაუმჯობესების წელი იყოს. სა-ქართველო, როგორც პატარა ქვეყანა, ყოველთვის დიდი ქვეყნების ზეგავ-ლენას განიცდიდა, მაგრამ ჭეშმარი-ტი ეროვნული სულისკვეთების მქონე პედაგოგები ცდილობდნენ და უმეტეს შემთხვევაში ახერხებდნენ სწორად ეს-წავლებინათ ის ძირითადი საგნები, რაც ჩვენი ერის განვითარებისა და წინსვლი-სათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. მინდა, განსაკუთრებული სითბო გამოვხატო პენსიონერი პედაგოგების მიმართ. ჩვენ გვახსოვს და გვიყვარს ისინი.”

ეკა შავიძე

ხარაგაულში ბორის საჯარო სკოლა-პან-სიონის ბაზაზე დღის ცენტრი გაიხსნება. გა-ნათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით საქართველოში დღის ცენტრების გახსნა სკოლების ბაზაზე ან სკოლებთან ახლოს გადაწყდა. რადგან აქ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვე-ბისთვის უფრო მეტად ადაპტირებული გარე-მოა. ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ბაზაზე არსებული დღის ცენტრი 15 ბენეფიციარზეა გათვლილი. ცოტა ხნის წინ ბორის სკოლაში ცენტრის ფუნქციონირებისთვის ინფრასტ-რუქტურა მოეწყო, გარემონტდა ოთახები, გაკეთდა სპეციალური პანდუსები. აღნიშნუ-ლი სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37000 ლარით დაფინანსდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განსაკუთრე-ბული საჭიროების მქონე ბავშვებთან იმუშა-

ვებენ სპეცპედაგოგები, ფსიქო-ლოგები. ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის აქტივობებში, მონაწილეობას მიიღებენ ისეთ ღონისძიებებში, რაც მათ საზოგა-დოებაში უფრო ინტეგრირებულს გახდის. ბორის საჯარო-სკოლა პანსიონის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, დღის ცენტრი სკოლის ბაზაზე, სავარა-უდოდ, ზამთარში უკვე მიიღებს ბენეფიციარებს. „ჩვენ გვაქვს მო-ლაპარაკებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩვენი სკოლის ამერიკელ მეგობრებთან, რომლე-ბიც მომავალში ფიქრობენ, რომ სკოლის ბაზაზე არსებულ დღის ცენტრში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ. მიმ-

დინარეობს მოლაპარაკებები ბენეფიციარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ვფიქ-რობ, მომავალში აქ ისეთი გარემო შეიქმნება ბავშვიც და მშობელიც კმაყოფილი იქნება. დღის ცენტრი 6-დან 17 წლამდე ასაკის გან-საკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე იქნება გათვლილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ცენტრისთვის ცენტრალური გათბო-ბის სისტემის მოწყობაზე მიმდინარეობს მო-ლაპარაკებები“- აღნიშნა ჰამლეტ ბერაძემ.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონში მართლაც კომფორტული გარემოა დღის ცენტრის შესაქ-მნელად. არაჩვეულებრივი ეზო, სასადილო, ბიბლიოთეკა, მშვიდი და მშობლიური გარემო.

თეა ბერიძემთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან

ურთიერთობის საკითხებში

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ბაზაზე დღის ცენტრის გახსნა იგეგმება

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. საქართვე-ლოში მცხოვრები 18 – დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებული არიან, შესაბამის სამსახურში გამოცხადდნენ. გადავადების შემთხვევაში კი მოსაკრებე-ლის საფასური, 2 000 ლარი, უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაიხადონ. სამხედ-რო - სავალდებულო სამსა-ხურში მოქალაქეთა საშემოდ-გომო გაწვევის პროცესი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის, დავით ლომსაძის ინფორმაციით, ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს გეგმა-დავალებით აგვის-ტოს თვეში 3 წვევამდელის ჩარიცხვა ჰქონდა განსაზღვრული. რაიონულ გამწვევ კომისიაზე გატარებულ იქნა 35 წვევამდელი. აქედან სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ცხრა პირი დაექვემდებარა, ექვს წვევამ-დელს ქ.თბილისის ცენტრალურმა გამწვევმა სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ, ჯანმრთელობის მდგო-მარეობის გამო, სხვადასხვა ვადით სამკურნალო პერიოდი მისცა, ხოლო სამი ახალგაზრდა შეიარაღებულ ძა-ლებში ჩაირიცხა. ოქტომბერ-ნოემ-ბრის თვეში ხარაგაულიდან გეგმა-

დავალებით კიდევ 15 წვევამდელი უნდა გაიწვიონ, რომლისთვისაც ამ-ჟამად მიმდინარეობს სამუშაოები.” - აღნიშნა დავით ლომსაძემ.

წვევამდელები თავდაცვის სა-მინისტროს, შინაგან საქმეთა სამი-ნისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებულ ნაწილებში იგზავნებიან. სამხედრო - სავალდებულო სამსახურის ვადა კი ერთი წელია.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო სამ-სახურში გაწვევის გადავადებას ექ-ვემდებარება: პირი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემებისას; თუ არის უმაღლე-სი ან საშუალო სასწავლებლის სტუ-დენტი, ვიდრე არ დაასრულებს, თუ მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის-სამართლებრივი დევნა - შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწ-ყვეტილების მიღებამდე; ჰყავს ორი

ან მეტი შვილი; ჰყავს ერთი შვი-ლი - შეძენის დღიდან სამი წლის ვადით; მუშაობს სოფლის მასწავ-ლებლად ან ექიმად; მის კმაყოფა-ზეა ოჯახის უუნარო წევრი; მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან ობოლი და-ძმა; არის დედი-სერთა; არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სას-წავლებელში; თუ წვევამდელი გაწვევის დღისთვის კანონმ-დებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას გაწ-ვევა გადაუვადდება არჩევნების

შედეგების დამტკიცებამდე. ხოლო პარლამენტის წევრად არჩევის შემ-ხვევაში იგი თავისუფლდება სამ-ხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისაგან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახლ-გაზრდებს საკუთარი სურვილის შემ-თხვევაში შეუძლიათ საკონტრაქტო სამსახურში გააფორმონ ოთხწლიანი ხელშეკრულება და ჰქონდეთ შესაბა-მისი ანაზღაურება, მთავარია საკონტ-რაქტო პირობებს აკმაყოფილებდნენ. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურ-ში მსახურებას კანონი არც გასაწვევი ასაკის ახალგაზრდას უზღუდავს. თუ ის საკონტრაქტო სამსახურში ბო-ლომდე იმსახურებს, მაშინ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ავტომატურად ჩაეთვლება.

ეკა შავიძე

ხარაგაულიდან ოქტომბერ-ნოემბრის თვეში სამხედრო სავალდებულო სამსახურში 15 წვევამდელს გაიწვევენ

Page 3: 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w - Kharagaulikharagauli.gov.ge/img/files/30seqtemberi015.pdf · axali xaragauli 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w როგორ ახდენდა

3#299 (26) 30 seqtemberi 2015 w. axali xaragauli

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები” დაფუძნდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველო-ბის არჩევნების შემდეგ დროებითი სა-მანდატო კომისიის მიერ წარმოდგენი-ლი დასკვნის საფუძველზე 2014 წლის 14 ივლისის #51 განკარგულებით.

ფრაქციას აქვს წესდება და პო-ლიტიკური პლატფორმა და მისი საქ-მიანობა ეფუძვნება „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქარ-თველოს ორგანული კანონის, საკრე-ბულოს დებულების, პარტიის პლატ-ფორმით განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებსა და ამოცანებს.

ფრაქცია შედგება საკრებულოს სამი წევრისაგან, რომლებიც რეგლა-მენტის შესაბამისად გაერთიანებული არიან საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში. ფრაქციის წარდგინებით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფ-ლების აღიარების კომისიის თავმჯ-დომარედ საკრებულომ დაამტკიცა ფრაქციის წევრი, ვარძიის მაჯორი-ტარი დეპუტატი გივი ხიჯაკაძე, რო-მელიც მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება სადეპუტატო უფლება-მოვა-ლეობის განხორციელებას.

ფრაქცია თავის საქმიანობას ძირითადად წარმართავს დამტკიცე-ბული სამუშაო გეგმის შესაბამისად, რომლის შედგენა ხდება დეკემბერში და მის ორგანიზაციულ ფორმას ახორ-ციელებს საკრებულოს აპარატი.

განსახილველ საკითხთა ნუსხა მო-იცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქ-ციის წარმოებისა და გადამუშავების, ეკონომიკის ამოწევისა და მართვის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობი-სა და გააქტიურების საკითხებს.

საანგარიშო პერიოდში ჩატარებუ-ლია ფრაქციის 12 სხდომა.

2014 წლის 4 აგვისტოს შედგა „ქართული ოცნება-მრეწველების” პირველი სხდომა. მოსმენილი იქნა სახელმწიფო პროგრამა /პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა/ „აწარმოე საქართველოში”. სხდომაზე გამახვილდა ყურადღება ამ მნიშვ-ნელოვანი პროგრამის ირგვლივ. გა-მოითქვა აზრი, რომ ახლო კონტაქტი დავამყაროთ მოსახლეობასთან. გა-ვაცნოთ პროგრამის კომპონენტები, შევისწავლოთ მათი წინადადებები, მივცეთ მხარდაჭერა მევენახეობის, მეაბრეშუმეობის კოოპერატივების, სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამუშავების საწარმოს შექმნის აუცილებლობას იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი კრედი-ტების უზრუნველყოფის

გზით. იმავე დღეს საკრებულოს სხდომაზე გავაკეთე განცხადება აღ-ნიშნული პროექტის მნიშვნელობის შესახებ და ვთხოვე დეპუტატებს მო-სახლეობისათვის ინფორმაციის მი-წოდება. აღნიშნულ თემასთან დაკავ-შირებით გააქტიურდა მოქალაქეთა მიღება საკრებულოში და შეხვედრები მოსახლეობასთან.

სოფელ ფარცხნალში მცხოვრებ-მა ელდარი ბუაჩიძემ დააყენა საკითხი აბრეშუმის მურის წარმოების აღდგე-ნის შესახებ, რომლის მწარმოებელი პიროვნებები სოფლად არიან და გა-მოცდილებაც გააჩნიათ. მოითხოვა მხარდაჭერა ხელისუფლებისაგან მეაბრეშუმეობის შემდგომი განვითა-რებისათვის სანედლეულო ბაზის შე-საქმნელად თუთის ნერგის წარმოები-სა და გამოყვანის თაობაზე.

2014 წლის 11 აგვისტოს ფრაქ-ციის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ტალახაძემ მთელი პასუხისმგებლო-ბით დააყენა საკითხი ზვარის მინე-რალური წყლის უმოქმედობისა და იქ არსებული პრობლემების შესახებ. ზვარეს ჩამომსხმელ ქარხანაში ათე-ულობით პიროვნებები იყო დასაქმე-ბული და მათ მატერიალურ საარსებო წყაროს წარმოადგენდა და რაიონის ეკონომიკაშიც გარკვეული წილი მასზე მოდიოდა. საჭიროა და მოსახ-ლეობა იმედის თვალით უყურებს ამ მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექ-ტის დროულად ამოქმედებას.

ასევე წიფის დეპუტატმა ისაუბრა წიფის ტერიტორიაზე არსებული გრა-ნიტის საბადოს შესახებ, რომელსაც წარსულში ჩიტაძეების საგვარეულო აწარმოებდა და სადღეისოდ მისი ამოქმედება მოსახლეობის ინტერე-სებიდან გამომდინარე მეტად პერს-პექტიულია. იყო თხოვნა სათანადო ინსტანციებზე დაისვას საკითხი ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწ-

ყვეტად. 2014 წლის 22 სექტემბერს ფრაქ-

ციის სხდომაზე მოსმენილი იქნა სა-კითხი მუნიციპალიტეტში ცხოველთა სასაკლაოს შექმნის თაობაზე. დაბის ტერიტორიული ერთეულის მცხოვ-რებლები: რეზო და ნუნუ ბერაძეები; ვერიკო ხარაძე, გივი, აკაკი, ბესო, გოჩა, ჯემალი მაღლაფერიძეები, სა-კოლმეურნეო ბაზრის თანამშრომ-ლები, ისლარში მცხოვრები ლევან ტაბატაძე სისტემატურად გამოთქვავ-დნენ გულისტკივილს ამ სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად. პირუტ-ყვის სასაკლაოს შექმნის თემა წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლე-ობას. არის კანონის გვერდის ავლის, ხორცის ფარულად გაყიდვის შემთხ-ვევები, რაც ხალხის ჯანმრთელობის დარღვევის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს.

სხდომაზე მოწონებული იქნა მტკივნეული სოციალური პრობლემის ამოწევა,

რაზედაც ფრაქციის წევრების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი ამ თე-მასთან დაკავშირებული ყველა პრო-ცედურა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N15 დადგენილებით არსებობს ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველთა სასაკლაოების ტიპობ-რივი წესის” დამტკიცების შესახებ, სადაც ზოგად წესებში აღნიშნულია -„ცხოველების სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ სასაკლაოებზე ვეტერინა-ლურ-სანიტარული ზედამხედველო-ბის ქვეშ. ქვეყნის თითოელ ადმინის-ტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აუცილებელია არანაკლებ ერთი სა-საკლაოს არსებობა.”

2014 წლის 3 ნოემბერს საკრებუ-ლოს სხდომაზე საკრებულოს დებულე-ბის 82-ე მუხლის საფუძველზე მრეწ-ველთა ფრაქციამ ინიცირების წესით – წერილობითი განცხადებით დააყენა საკითხი, რომ აღმასრულებელმა ხე-ლისუფლებამ შეიმუშაოს პირუტყვის სასაკლაოს შექმნის აუცილებლობა და წარმოადგინოს ტექნიკურ-ეკონომი-კური დასაბუთების პროექტი მომავა-ლი წლის ბიუჯეტში შესაძლებლობის ფარგლებში ერთჯერადი დაფინანსე-ბისათვის.

დაყენებული საკითხი სადღეისოდ კვლავ პრობლემატურია, გადაწყვე-ტას საჭიროებს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზეპირსიტყვიერი განმარ-ტებით ობიექტური მიზეზის გამო 2015 წლის ბიუჯეტში შეუძლებელი გახდა ერთჯერადი თანხის გამოყოფა მიზნობრივი დანიშნულებით პირუტყ-ვის სასაკლაოს მოსაწყობად. ამ პრობ-ლემის გადასაწყვეტად აღმასრულებე-ლი ხელისუფლების დამოკიდებულება პოზიტიურია, საკითხის მოგვარება სამომავლო ინტერესებში შედის.

2014 წლის 24 ნოემბერს ფრაქციის სხდომაზე მოსმენილი იქნა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განხილვისათ-ვისს, სხდომაზე გამოითქვა შენიშვ-ნები და წინადადებები საბიუჯეტო თანხების მიზნობრივად ხარჯვაზე. ვაზის სანერგე მეურნეობის შემდგომი სრულყოფისათვის 2015 წელს მოთ-ხოვნილი იყო 50,0 ათასი ლარი. ფაქ-ტიურად ჩასმულია 30,0 ათასი, რაც არ არის საკმარისი. პირუტყვის სასაკ-ლაოს მოწყობისათვის დაყენებული საკითხი არ დაფინანსდა.

მოხსენებითი ბარათი აღნიშნული შენიშვნებით ჩაბარდა საკრებულოს აპარატს.

2014 წლის 27 ნოემბერს სოფელ ფარცხნალში ადმინისტრაციული შე-ნობის სააქტო დარბაზში შედგა ამომ-რჩეველთა შეხვედრა. ესწრებოდა 60-70 ამომრჩეველი. იყო კონკრეტუ-ლი საუბარი სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე. ასევე დააყენეს საკით-ხი პირუტყვის სასაკლაოს მოწყობის

შესახებ. განსაკუთრებული მოთ-ხოვნა იყო ვაზის ნერგების გაცემის თაობაზე. განემარტათ, რომ ვაზის ნერგები სოციალურად დაუცველ პი-როვნებებზე შერჩევის წესით გაიცემა 2015 წლის აპრილში, რაზედაც აუცი-ლებელი იქნება მიწის ნაკვეთის მომ-ზადება.

ამომრჩევლებთან შეხვედრის ოქმი ჩაბარდა საკრებულოს აპარატს.

2015 წლის 23 თებერვალს ფრაქ-ციის სხდომაზე მოსმენილი იქნა სო-ფელ ღარიხევში მცხოვრები ანზორ კამკამიძის წინადადებით ნატურა-ლურ პროდუქტებზე დამზადებული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმე-

ლის შექმნის შესახებ. წარმოადგინა ახალ პროდუქციაზე სასარგებლო ხარისხობრივი მაჩვენებლების ანო-ტაცია: აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, წვავს ზედმეტ ქოლესტერინს, მეტად სასარგებლოა ჭარბი წონის მქონე ადამიანებისათვის, სპორტს-მენებისათვის, ბავშვებისათვის და სხვა/. აღნიშნული თემა გახდა მსჯე-ლობის საგანი. ჩვენი გადაწყვეტი-ლებით ნიმუშები წარადგინა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში,სადაც გაიარა საგამოც-დო ლაბორატორიული შემოწმება-ექ-სპერტიზა და მიიღო დადებითი შე-ფასება. ამით წინაპირობაა შექმნილი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის. დგას კოოპერატი-ვის შექმნისა და იაფი დაფინანსების საკითხი.

2015 წლის 30 აპრილს „ქართული ოცნება-მრეწველების” სხდომაზე გან-ხილული იქნა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. ფრაქციის წევრებმა გაამახვილეს ყურადღება ზოგიერთ ხარვეზებზე, რაც ანგარიშ-ში იყო წარმოდგენილი.

ბესიკ ტალახაძის შეკითხვაზე ვლადიმერ გელაშვილმა უპასუხა, რომ ვაზის სანერგე მეურნეობაზე 30.0 ათასი ლარის ნაცვლად გაცემულია 25.0 ათასი ლარი ფაქტიურად შესრუ-ლებული სამუშაოების მიხედვით.

კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში.

აუდიტის დასკვნა მიღებული იქნა ცნობად.

2015 წლის 15 მაისს შედგა ფრაქ-ცია „ქართული ოცნება-მრეწველების” სხდომა. სხდომას ესწრებოდა გამგებ-ლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში თემური ჩხეიძე, მოსმენილი იქნა ვაზის სანერგე მეურნეობის სპე-ციალისტის ამირან ოქრომჭედლიძის ინფორმაცია გეგმიურ საკითხზე: „ვა-ზის სადედეს შექმნის, ვაზის სამყნობი და საძირე მასალების მოძიების, ნამ-ყენი ნერგის წარმოებისა და გაშენები-სათვის გაწეული მუშაობის შესახებ”.

როგორც ა.ოქრომჭედლიძე აღ-ნიშნავს 2014 წლიდან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ვა-ზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაფინანსდა 30 ათასი ლარით, რომე-ლიც შეიქმნა სოფელ კიცხში 3000 მ2 მიწის ნაკვეთზე. მოეწყო ვაზის სადე-დე 0,4 ჰა ფართობზე. მოძიებული და შეძენილი იქნა კახეთის რეგიონიდან 11000 ვაზის საძირე ლერწი. გამოყე-ნებული იქნა ადგილობრივი სანამყენე კვირტი ციცქის ჯიშისაგან, მყნობა განხორციელდა მოწვეული პროფესი-ონალი მყნობელებისაგან 9300 ძირ-ზე. ერთი წლის შემდეგ მოხდა ვაზის ნერგის ამოღება გრუნტიდან, დახა-რისხება და უფასოდ გაცემა სოცი-ალურად დაუცველ ბენეფიციალებზე. 2015 წლის აპრილისა და მაისის თვეში მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძა-ნებით სულ 13 ადმინისტრაციულ ერ-თეულში გაცემულია 70 პიროვნებაზე 6000 ცალი ვაზის ნამყენი ნერგი.

ფრაქციის წევრებმა დადებითად შეაფასეს გაწეული საქმიანობა და აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის უშუალო მხარდაჭერის შედეგია ამ მნიშვნელო-ვანი პროექტის განხორციელება.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწ-ველების” პოლიტიკურ ინტერესში გათვალისწინებული იყო ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობის დრო-ული ფუნქციონირებისათვის კიცხისა და წყალაფორეთის ტერიტორიაზე არ-სებული 23 ჰექტარი მიწის გადმოცე-მა. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის აქტიური პოზიციების, დასაბუთებული, არგუმენტირებული წინადადებების საფუძველზე სახელმ-წიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 ივლისის N1/1-2756 ბრძანებით განხორციელდა აღნიშნუ-ლი 23.0 ათასი მ2 სასოფლო-სამეურ-ნეო სახნავი დანიშნულების მიწის ფართობის ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკუთრებაში დამატებითი ქო-ნების სახით გადმოცემა. ეს პროცესი წინგადადგმული ნაბიჯია მოსხახლე-ობის დასაქმების, ვაზისა და ხეხილის ნერგების წარმოების გეგმაზომიერი განვითარებისათვის. საჭიროა ამ უბანზე სწორი აგრარული პოლიტი-კის განხორციელება მოკლევადიან პერსპექტივაში. მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს ნიადაგის ბიოქიმი-ური კვლევის საფუძველზე ვაზისა და

ხეხილის სანერგეების გაშლა-გაფარ-თოება, უპირატესი, პერსპექტიული კოოპერატივების (მევენახეობის, მე-ხილეობის, თუთის ნერგის წარმოების) შექმნა. ვისურვებდი სტრატეგია გავთ-ვალოთ უერო შორეულ მომავალზეც.

როგორია ჩვენი ხედვა ამ მიმარ-თულებით?

სტატისტიკით საქართველოში მოსახლეობის 53-55% დასაქმებულია სოფლად. მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი არის 9,5 %. ეს დაბალი მაჩვენებელია. (ხარაგაულში კიდევ უფრო დაბალი).

1992 წლიდან მიწის რეფორ-მის შემდეგ, როცა მოქალაქეებს გა-დაეცათ მიწის ნაკვეთები, ძალიან დაქუცმაცდა მიწის ფართობები, განსაკუთრებით ზემო იმერეთში, ხა-რაგაულში კიდევ უფრო მეტად. ნაკ-ვეთები გაფანტული და დანაწევრე-ბულია და თანაც ძნელად მისადგომი. უმეტეს შემთხვევაში სასოფლო-სა-მეურნეო ტექნიკაც ვერ მუშაობს და შრომის რენტაბელობის დონე დაბა-ლია.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება დაადგა კოოპერი-რების გზას. კოოპერირება ეს არის ნებაყოფილებითი გაერთიანების პროცესი, რომ ამ პროცესში გაერთი-ანებულმა ადამიანებმა დაინახონ ურ-თიერთთანამშრომლობის სიკეთეები. ამ კანონით დაიგეგმა კოოპერატივე-ბისათვის გრანტები, საგადასახადო შეღავათები და სხვა.

კოოპერატივის მთავარი სიკეთე არის, რომ დაქუცმაცებული მიწის ნაკვეთები გააერთიანოს და შრომის ნაყოფიერება აამაღლოს, გამოვიყე-ნოთ თანამედროვე ტექნიკა, თანა-მედროვე ტექნოლოგიები და ცოდნა. ამიტომ კოოპერირება არის არა მარ-ტო მექანიკური გაერთიანება, არამედ სოციალური სოლიდარობის, ურთიერ-თდახმარების გამოხატულება, რაც მეტად ეფექტურია და ჩვენს შემთხვე-ვაში სოფლად ბევრ ადამიანს აკლია.

მიწის გადმოცემის შემდეგ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ უბანზე შეიქმნას პერსპექტიული, უპირატესი მევენახე-ობის, მეხილეობის, თუთისა და სხვა-დასხვა ნერგების წარმოების კოოპე-რატივები. ამაში ჩვენი მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ.

ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში პირველ ეტაპზე უნდა გადაწყდეს წყლით უზრუნველყოფა სამარაგო ტევადობებით და ამოქმედ-დეს წვეთოვანი მორწყვის სისტემა.

-მოწესრიგდეს სასათბურე მოწ-ყობილობა მყნობის ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილად დაცვი-სათვის ტემპერატურული და ტენი-ანობის ოპტიმალური რეჟიმის გათვა-ლისწინებით.

-შეძენილი იქნას სათანადო ტექნი-კა შეუფერხებელი აგროსამუშაოების ჩასატარებლად.

-უნდა დაწესდეს მოსახლეობაზე გაცემული ნერგების მოვლა-პატრო-ნობაზე ზედამხედველობა და კონტ-როლი ადმინისტრაციული ერთეულე-ბის თანამდებობათა პირებისაგან.

-ეთხოვოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო – სა-კონსულტაციო რეგიონალურ სამსა-ხურს გაუწიოს მოსახლეობას სათანა-დო კონსულტაცია – რეკომენდაციები დროული აგროტექნიკური ღონისძი-ებების გასატარებლად ნერგების გა-ნაშენიანების სრულყოფის საქმეში.

-მიზანშეწონილად უნდა ჩაით-ვალოს შემდგომში ვაზისა და ხილის ნერგები გაიცეს ამ საქმით დაინტერე-სებულ, გამოცდილ პიროვნებებზე.

-მიგვაჩნია სავენახედ გათვალის-წინებული მიწის ნაკვეთების ბიოქი-მიური ანალიზების კვლევა-რეკომენ-დაციების განხორციელება. ისე, რომ მომავალი ღვინის ხარისხი ვენახიდან შედგეს. უნდა დაწესდეს ვენახების კადასტრის და მევენახის რეესტრის შექმნის აუცილებლობა. აქედანვე უნდა გავატაროთ კანონით „ვაზისა და ღვინის შესახებ” გათვალისწინებული თანმიმდევრული ღონისძიებანი, რომ ხარაგაულის უნიკალურ რეგიონში შევძლოთ ადგილწარმოშობის, კონ-ტროლირებადი მაღალხარისხოვანი პროდუქციის გამოშვება საშუალო ვა-დიან პერსპექტივაში.

საანგარიშო პერიოდში როგორც საკრებულოს წევრს მქონდა შეხვედ-რები ამომრჩევლებთან. მოვისმინე, ჩავინიშნე მათი წინადადებები. სო-ფელ ბაზალეთში 2014 წლის სექტემ-ბერში თხელიძეებისა და დევდარიანე-

ბის უბანში მოსახლეობა მოითხოვდა წყაროს აღდგენას, სოფელ ქროლის მაცხოვრებლები ასევე წყლით უზ-რუნველყოფის საკითხს. სოფელ ზედა ღარიხევში დეკანოსიძეების უბნის მკვიდრნი მოითხოვდნენ 200 გრძივ მეტრზე სამანქანო გზის დახრეშვა შეკეთებას. დაყენებულ საკითხებზე ბაზალეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ვიმსჯელეთ, გავააქტიურეთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და შეტანილი იქნა მიმდინარე წლის გან-სახორციელებელ სამუშაო ნუსხაში.

2015 წლის ივნისში დაბა ხარა-გაულში 9 აპრილის მეორე და მესამე ჩიხის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე გამახვილდა ყურდღება რახიელის კა-ლაპოტში არსებული მდგომარეობის შესახებ. სტიქიით გამოწვეული ნიაღ-ვრის შედეგად ამოვსილია კალაპოტი ხის ნარჩენებისა და ღორღისაგან. ჭარბი წვიმიანობის დროს იქმნება დიდი საფრთხე მიმდებარე ტერიტო-რიის მასიურად დატბორვისა. შეიძლე-ბა ითქვას, რომ მდგომარეობა თითქ-მის საგანგაშოა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მ/წლის ივლისის საკრებულოს სხდომა-ზე გავაკეთე განცხადება გადაუდე-ბელი სამუშაოების დროულად გან-ხორციელების თაობაზე, რაზედაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 27 ივლისს მიეცა დავალება ა(ა)იპ „ხა-რაგაულდასუფთავებას” არსებული მდგომარეობის ოპერატიულად შეს-წავლისა და პრობლემის მოსაგვარებ-ლად. საკითხი კონტროლზე პირადად მაქვს აყვანილი.

არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც სერიოზულ დაბრკოლე-ბებს ქმნის რეგიონის სოციალურ-ეკო-ნომიკურ მდგომარეობის ამაღლების საქმეში. ძირითადად ეს ეხება სამრეწ-ველო წარმოების საქმიანობას. მრეწ-ველობა ხომ ეკონომიკური წინსვლისა და ქვეყნის სიძლიერის საფუძველია. ფაქტია, რომ უჭირს ღვინის საწარ-მოებს, უმცირესი წარმადობით ფუნქ-ციონირებს მარელისის გრეხილ-ავე-ჯის ფაბრიკა. გაუქმებულია და აღარ ფუნქციონირებს ზვარის მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა, უბისის საკონსერვო წარმოება, მარმარილოსა და გრანიტის მაღაროთა სამმართვე-ლო, გამთიშველების ქარხანა და სხვა, სადაც ასეულობით ადამიანები იყვნენ დასქამებულნი და უდიდესი წვლილი შეჰქონდათ რაიონის ეკონომიკაში.

გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მოსახლეობა უკმაყოფი-ლებას და უდიდეს გულისტკივილს გამოხატავს ხე-ტყით სარგებლობის მიუწვდომლობის საკითხში, რაზედაც არაერთჯერ აღუნიშნავთ ჩვენს კო-ლეგებს – დეპუტატებს საკრებულოს სხდომებზე თუ ოფიციალურ შეხვედ-რებზე.

ბუნებრივი რესურსების გარკვე-ული დიდი მარაგი არსებობს ჩვენს რეგიონში, რომელსაც კარგავს მოსახ-ლეობა, რადგან დღემდე ვერ მოგვარ-და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების საწარმოს შექმნა, რაც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული, თუმცა მუნი-ციპალიტეტის ხელმძღვანელობას ამ თემასთან დაკავშირებით მზაობა და პოზიციური დამოკიდებულება გააჩ-ნია.

მინდა შევეხო საკრებულოს საქ-მიანობის ზოგიერთ პრინციპებს და გულწრფელად ავღნიშნავ, რომ თვით-მმართველი ერთეულის წარმომადგენ-ლობითი ორგანო მხლოდ კანონიერე-ბას, საჯაროობას და კოლეგიურობას, ანგარიშვალდებულებას უნდა ემსახუ-რებოდეს მოსახლეობის წინაშე.

მახარებს მთელი რიგი წარმატებე-ბი, რაც ბოლო პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მწყენს რაც არ ეკადრება საკანონმ-დებლო ორგანოს, საკრებულო ნამდ-ვილად არ არის უპატივცემლობის, კაცთა შორის ურთიერთ დამოკიდე-ბულების გარკვევის ადგილი და სა-შუალება. არაკოლეგიური დამოკიდე-ბულება დაღს უსვავს საკრებულოს საერთო წარმატებებს.

ვაკეთოთ რაც ჩვენს უფლება-მოვალეობებშია, სიკეთე და წარმა-ტებები მოუტანოთ ჩვენს მშობლიურ ხარაგაულს, ინტელექტულურ-სათაყ-ვანებელ ხარაგაულელებს.

ფრაქცია „ქართულიოცნება–მრეწველების”

თავმჯდომარე: ი.კელენჯერიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის” მოხსენება გაწეული მუშაობის შესახებ

Page 4: 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w - Kharagaulikharagauli.gov.ge/img/files/30seqtemberi015.pdf · axali xaragauli 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w როგორ ახდენდა

4 #299 (26) 30 seqtemberi 2015 w.axali xaragauli

ეკონომიკისა და ქონების მართ-ვის სამსახური თავისი სპეციფი-კიდან გამომდინარე, მუშაობას წარმართავს საქართველოს ორ-განული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და საქართველოს კანონმდებლო-ბით გათვალისწინებული მოთ-ხოვნილებებიდან გამომდინარე.

მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური ახორციელებდა მუნიციპალი-ტეტისათვის საჭირო სახელმ-წიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტე-ტის საკუთრებაში გადმოცემის პროცესს. არსებული კანონმ-დებლობის შესაბამისად ქონების მოთხოვნის შესახებ საჭირო დო-კუმენტაცია მომზადდა და სა-კითხი დაყენებულ იქნა სსიპ სა-ხელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსა-ხურების ცენტრში.

2015 წლის განვლილ პერიოდ-ში მუნიციპალიტეტს საკუთრე-ბაში გადმოეცა და დარეგისტ-რირდა სოფელ წყალაფორეთში მდებარე 953 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სოფელ უბისაში 223, 6მ2, 20 მ2, და 27მ2 არასასოფ-ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელიც მოთ-

ხოვნილ იქნა მუნიციპალური გან-ვითარების ფონდის მიერ უბისის სამონასტრო კომპლექსის მიმ-დებარედ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებ-ლად. აღნიშნული მიწის ნაკვეთე-ბი გადაეცა მუნიციპალური გან-ვითარების ფონდს სარგებლობის უფლებით უსასყიდლო აღნა-გობის ფორმით 2 წლის ვადით. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ქონება გადმოეცემა მუნიციპალიტეტს საკუთრება-ში. აგრეთვე დავარეგისტრირეთ დაბა ხარაგაულში, სოლომონ მე-ფის მეორე შესახვევში მდებარე 777მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოთხოვნილ იქნა ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავების სამსახურის ტექნიკის განსა-თავსებლად. დავარეგისტრირეთ სოფელ ხიდარში 957 მ2, სოფელ ფონაში- 522 მ2, სოფელ ხევში- 501 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელზეც აშენდა სარიტუალო შენობები. ფიზიკური პირების მოთხოვნის საფუძველზე დავა-რეგისტრირეთ სოფელ ჭარტალ-ში 500 მ2 და დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის პირველ ჩიხში 30 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, შემდგომი პრივატიზების მიზ-ნით.

დამატებითი ქონების სახით სახელმწიფო ქონების ეროვნუ-ლი სააგენტოდან მუნიციპალი-ტეტს საკუთრებაში გადმოეცა და დარეგისტრირდა: დაბა ხარა-გაულში სოლომონ მეფის ქ.N7-ში მდებარე 37, 96 მ2 შენობის ფარ-თი, რომლითაც ამჟამად სარგებ-ლობს ხარაგაულდასუფთავების სამსახური, აგრეთვე დაბა ხარა-გაულში, სოლომონ მეფის ქ. N90 ა-ში მდებარე 14465 მ2 არასა-სოფლო-სამეურნეო დანიშნულე-ბის მიწის ნაკვეთი და მასზე გან-თავსებული შენობა-ნაგებობები N39, 9 მ2, N2 43,23 მ2, N3 68,58 მ2, N4 12, 82 მ2 ფართით (ჭაბურ-ღილი), რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს ამჟამად. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოეცა სოფელ ზვარეში მდე-ბარე ყოფილი პიონერთა ბანაკის 12408 მ2 არასასოფლო-სამეურ-ნეო დანიშნულების მიწის ფართი და მასზე განთავსებული შენო-ბა-ნაგებობა. დავარეგისტრირეთ სოფელ ვარძიაში ამბულატო-რიის შენობა-ნაგეობობა, სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 620 მ2 ხაზობრივი ნაგეობობა.

განხორციელდა მუნიციპა-ლიტეტის საკუთრებაში გადმო-ცემული ქონების, სოფელ მარე-ლისის კლუბის, უბისის ყოფილი კლუბის შენობის, ვერტყვიჭალის კლუბის და მასზე დამაგრებული

მიწის ფართობის დაზუსტება სა-ჯარო რეესტრში.

მუნიციპალიტეტის საკუთ-რებაში აგრეთვე გადმოცემული იქნა და რეგისტრაცია გავუკე-თეთ საჯარო რეესტრში: სოფელ კიცხში 20385 მ2 და სოფელ ლა-ხუნდარაში 211141მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.

სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზურფრუქტით გადავეცით: სოფელ ღორეშის ადმინისტრაციული შენობის პირველ და მეორე სართულზე მდებარე 4 ოთახი 127 მ2 ფარ-თით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ა(ა)იპ ხარაგაულის კულტურის ცენტრს კინოთეატრის შენობა წლის ბო-ლომდე, ეროვნული აღსრულე-ბის ბიუროს დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქ. N19 ა-ში მე-ორე სართულზე 9,29 მ2 ფართი, ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებიას სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზურფ-რუქტის წესით არსებობის ვადით გადავეცით: სოფელ ბორითის, კიცხის, წყალაფორეთის, ვარ-ძიის, ხიდრის, ზვარის, ვახანის, ლეღვნის საბავშვო ბაღები.

თხოვების წესით გადაეცა: ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავებას” ავტომანქანა უაზ 3154, სახელ-

მწიფო N LEO -632, ორი წლის ვადით, ა(ა)იპ ხარაგაულკეთილ-მოწყობას ავტომანქანა უაზ 3154 სახელმწიფო ნომრით: LEO- 634, და შპს ,,ხარაგაულ-2011-ს” ავ-ტობუსი პაზ 672, სახელმწიფო ნომრით: WVV- 758, ავტობუსი პაზ 686, სახელმწიფო ნომრით: BIB-092, სახელმწიფო რწმუნე-ბულის-გუბერნატორის ადმინის-ტრაციას ავტომანქანა HONDA CR-V2,4 სახელმწიფო ნომრით: GE-111-BI.

მიმდინარე წელს განსაკუთ-რებული ყურადღება მიექცა დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას. სამსახურის მიერ გა-ფორმებულია დასუფთავების გადასახადის 50 ხელშეკრულება საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, ინდმეწარმეებთან და ფიზიკურ პირებთან. სულ შემოსულია 4900 ლარი. დღემდე გაფორმებული ხელშეკრულებით წლის ბოლომ-დე ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის ბიუჯეტში შემოსატანია 1200 ლარი.

განვლილ პერიოდში საიჯარო ქირიდან შემონატანი ადგილობ-რივ ბიუჯეტში შეადგენს 20332 ლარს.

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

როინ გელაშვილი

ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ

გაწეული მუშაობის შესახებ

საქართველოს კანონის ,,საქართვე-ლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ-სის” 63–ე მუხლის საფუძველზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრე-ბულომ გადაწყვიტა:

მუხლი.1 შეტანილ იქნეს ცვლილება ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს 2015 წლის 6 აპრილის #50/11 გან-კარგულებაში ,,საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ”.

მუხლი 2. განკარგულებით დამტკიცებუ-ლი N1 დანართიდან ამოღებული იქნეს

პუნქტი 1. ავტოფარეხი დაბა ხარაგაულ-ში მასზე დამაგრებული მიწის ფართით( ს/კ 36.01.33.017 )

პუნქტი 2.სოფელ კიცხში საბავშვო ბაღი (ყოფილი) შენობა მიწის გარეშე (ს/კ 36.10.35.013).

პუნქტი 3. სოფელი კიცხი საბავშვო ბაღი მშენებარე მასზე დამაგრებული მიწის ფარ-თით (ს/კ 36.10.32.015).

პუნქტი 4. თეთრაწყაროს ყოფილი კოლ-მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა მასზე დამაგრებული მიწის ფართით (ს/კ 36.10.39.009)

პუნქტი 8. სოფელ მაქათუბანში შენო-ბა ქვის მასზე დამაგრებული მიწით(ს/კ 36.03.41.005) .

პუნქტი 9.ბორითის ყოფილი ამბულა-ტორია მასზე დამაგრებული მიწით(ს/კ 36.03.33.022)

პუნქტი 15. სოფელ ღორეშის კლუ-ბი, ბიბლიოთეკა, კანტორა (დანგრე-ული შენობა) მასზე დამაგრებული მიწით (ს.კ.36.06.32.005).

პუნქტი 16. სოფელ ღორეშის ბიბლიოთე-კა (დანგრეული შენობა) მასზე დამაგრებუ-ლი მიწით (ს.კ.36.06.32.005).

პუნქტი 17. სოფელ ღორეშის კანტორა (დანგრეული შენობა) მასზე დამაგრებული მიწით ( ს.კ.36.06.32.005). 20. საბავშვო ბა-ღის შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული მიწით (ს/კ 36.12.36.003).

პუნქტი 21.სოფელ ლახუნდარის ყოფილი კლუბ-კანტორა მასზე დამაგრებული მიწით (ს/კ 36/08/00391).

პუნქტი22. სოფელ ხონის ყოფილი კლუბ-კანტორა მასზე დამაგრებული მიწით (ს/კ 36/08/00319). პუნქტი 40. არასასოფლო სა-მეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი (ს/კ 36.10.38.004)

მუხლი 3. განკარგულებით დამტკიცებუ-ლი N1 დანართს დაემატოს შემდეგი

საპრივატიზაციო ობიექტები: 1.სოფელ ჭარტალში მდებარე 500კვმ

არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების

მიწის ფართობი (ს/კ 36.17.35.049). 2. დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის

პირველ ჩიხში მდებარე 30 კვმ არასასოფ-ლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე-თი ს.კ 36.01.31.201.

3.სოფელ კიცხში მდებარე სახერხი , ნა-გებობის ფართი 88,60 კვმ მასზე დამაგრე-ბული 448,00 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართით.

4. სოფელ ლეღვანში მდებარე სახერხი, ნაგებობის ფართი 100,00კვმ მასზე და-მაგრებული 613,00 კვმ არასასოფლო სა-მეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (ს.კ.36.15.40.001).

5. სოფელ მარელისში მდებარე სახერხი, ნაგებობის ფართი 9,00კვმ მასზე დამაგ-რებული 1272,00 კვმ არასასოფლო სა-მეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (ს.კ.36.15.38.004).

6. სოფელ ღარიხევში მდებარე სახერ-ხი, ნაგებობის ფართი 79,00კვმ მასზე და-მაგრებული 467,00 კვმ არასასოფლო სა-მეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (ს.კ.36.02.32.004).

7. სოფელ მიროწმინდაში მდებარე სა-ხერხი, ნაგებობის ფართი 119,36 კვმ მასზე დამაგრებული 722,00 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით

(ს.კ.36.07.33.002). 8. სოფელ საბეში მდებარე სახერხი,

ნაგებობის ფართი 52,65 კვმ მასზე და-მაგრებული 580,00 კვმ არასასოფლო სა-მეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (ს.კ.36.07.35.003).

9. სოფელ ღორეშაში (კვადოური) მდება-რე სახერხი (ნაგებობა არ არსებობს) 459,00 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულე-ბის მიწის ფართი (ს/კ 36.06.33.001).

10. სოფელ ფარცხნალში მდებარე სახერ-ხი (ნაგებობა არ არსებობს) 564,00 კვმ არა-სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (ს/კ 36.09.32.010).

11. სოფელ წყალაფორეთში (ხონი) მდე-ბარე სახერხი, ნაგებობის ფართი 46,30კვმ მასზე დამაგრებული 481,00 კვმ არასასოფ-ლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე-თით (ს.კ.36.12.31.001)

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.

მუხლი 5. განკარგულება შეიძ-ლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონის,,საქართველოს ზოგადი ადმინისტ-რაციული კოდექსის” 180–ე მუხლით დად-გენილი წესით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის #50/11 განკარგულებაში ,,საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ” ცვლილების

შეტანის თაობაზე

Page 5: 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w - Kharagaulikharagauli.gov.ge/img/files/30seqtemberi015.pdf · axali xaragauli 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w როგორ ახდენდა

5#299 (26) 30 seqtemberi 2015 w. axali xaragauli

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდახარაგაულის მუნიციპალიტეტ-

ში გასულ წელს შვიდი ახალი ბაღი (ლეღვანი, ვახანი, ზვარე, კიცხი, ვარძია, ხიდარი, წყალაფორეთი) გაიხსნა. მოხდა ბორითის საბავშვო ბაღის შენობის შესყიდვა და შემდეგ გარემონტება. ასევე ბორითის სა-ბავშვო ბაღს დაემატა ორი ჯგუფი. როგორ წარიმართა გასული სასწავ-ლო წელი, არის თუ არა სიახლეები გაერთიანებაში. ამ და სხვა კითხ-ვებზე ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელი გაერთიანების დი-რექტორს, ირმა სებისკვერაძეს, ვე-საუბრეთ.

-ქალბატონო ირმა, 2014 წელს შვიდი საბავშვო ბაღი გაიხსნა. რო-გორ მიმდინარეობდა გასული სას-წავლო წელი ბაღებში?

-გასულ სასწავლო წელს, ახლა-დაშენებულ ბაღებში, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პირველი წელი იყო, მუშაობა დამაკმაყოფილებ-ლად მიმდინარეობდა. დაცული იყო სასწავლო დღის რეჟიმი. წლის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხ-ვა პრეზენტაცია, ზეიმები, ბაღები ჩართული იყვნენ სხვადასხვა აქ-ტივობებში. წელს ახლადაშენებულ ბაღებში პირველად ჩატარდა გა-მოსაშვები საღამოები, რამაც ნათ-ლად გამოავლინა აღმზრდელთაგან გაწეული შრომა და აღსაზრდელთა ნიჭს ფართო ასპარეზი მისცა. ბა-ღებში მუშაობა სასწავლო სააღმ-ზრდელო პროგრამით მიმდინა-რეობდა. ეს არის მოდერნიზებული სასწავლო - სამუშაო სქემა, რომე-ლიც ცოდნის შეძენასა და გამოყე-ნებას ითვალისწინებს. ეს ფორმა თანმიმდევრობით მიმდინარეობ-და და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. ახალ საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალს ჩაუტარდა

ტრენინგები, მოხდა მათი გადამზა-დება. ჩვენ ასევე გვყავს დატრენინ-გებული სარეზერვო ჯგუფი, ანუ პირები, რომელთაც სურთ ბაღში დასაქმება. საჭიროების შემთხვე-ვაში ჩვენ მათ აუცილებლად გამო-ვიძახებთ. გადამზადდა თითქმის ყველა დასაქმებული კადრი, გარდა დამლაგებლისა.

- ახალი საბავშვო ბაღები 25 აღ-საზრდელზეა გათვლილი. ხომ არ მოხდა ჯგუფების დამატება?

ვახანის საბავშვო ბაღში კონ-ტიგენტი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე გათვლილი იყო. წელს 35 მშობლის განცხადება იყო შემო-სული ვახანიდან და ამიტომ იქ ჯგუფის დამატებას ითხოვენ. ეს საკითხი უკვე დაყენებულია ადგი-ლობრივი ხელისუფლების დონეზე და ვცდილობთ, მალე მოვაგვა-როთ. ვახანში რამდენიმე სოფელს ემსახურება ერთი ბაღი და სწო-რედ ამან გამოიწვია კონტიგენ-ტის გაზრდა. ჯგუფის დამატებას ითხოვენ ასევე ხევისა (ბავშვების რაოდენობა 32) და ვერტყვიჭალის (ბავშვების რაოდენობა 38) საბავშ-ვო ბაღები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბაღში მოგვარებულია ეზოს პრობლემა. ვერტყვიჭალის საბავშ-ვო ბაღში „სოფლის მხარდამჭერი პროგრამით” მოხდა სათავსო ოთა-ხის გარემონტება, ხოლო ლეღვნის საბავშვო ბაღში ამავე პროგრამით-ეზოს მოპირკეთება. სოფელ მო-ლითში საბავშვო ბაღის საძინებლის ფანჯრები შეკეთდა. იმ ბაღებში, სადაც ბავშვების რაოდენობა 25-ს აღემატება, ორსართულიანი საწო-ლები შევიტანეთ. მისასალმებელია, რომ გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად არიან ჩართული სკო-

ლამდელი აღზრდის სფეროში და ახერხებენ „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში თანხების ბაღებისთვის გამოყოფას. მინდა ამისთვის განსაკუთრებული მად-ლობა გადავუხადო მათ.

- ხომ არ იგეგმება კიდევ რამდე-ნიმე ახალი ბაღის გახსნა?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულის აღმასრულებელმა ხე-ლისუფლებამ პრიორიტეტად ახა-ლი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაისახა. ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რათა ბავშვმა თავი იგრძნოს, როგორც ფიზიკუ-რად, ისე ფსიქოლოგიურად დაცულ გარემოში. გამგებელმა კობა ლურს-მანაშვილმა ახალი ბაღების პროექ-ტები უკვე მოგვთხოვა. ამ ეტაპზე ღორეშისა და ხევის საბავშვო ბაღე-ბის პროექტირებაზე ვმუშაობთ. ღო-რეშაში ბაღი საერთოდ არაა, არის საავადმყოფოს ძველი შენობა და ამ შენობის სკოლამდელ დაწესებუ-ლებათა გაერთიანების საკუთრება-ში გადმოცემას მოვითხოვთ, რათა 2016 წელში იქ ახალი ბაღის გახსნა შევძლოთ. მომავალში ასევე იგეგ-

მება ბაღის გახსნა სოფელ წიფაშიც, სადაც ძველი საბავშვო ბაღის შენო-ბაა შენარჩუნებული, ხოლო ვახანის ბაღში ერთი ჯგუფის დამატებაა გათვალისწინებული.

-როგორ მიმდინარეობს კვების პროცესი?

-კვების მხრივ მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი მოწესრიგებუ-ლია. ბაღების მომარაგება სასურ-სათო კონტეინერებით მოხდა. სურ-სათის უვნებლობის სამსახურისგან მივიღეთ შენიშვნები, რომლებზეც რეაგირება უკვე მოვახდინეთ. ყვე-ლა ბაღის სამზარეულოში დამონ-ტაჟდა გამწოვი და ვენტილაცია. ასევე გაკეთდა მწერებისაგანს დამ-ცავი ბადეები. მოვახდინეთ წყლის ბიოლოგიურ-ტექნიკური შემოწმება. N1 საბავშვო ბაღის სამზარეულოს ჩაუტარდა რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, სათავსოები და სამრეცხაო. N2 ბაღში კი ორ ჯგუფ-ში სველი წერტილები გარემონტდა. ასევე გაკეთდა მოლითის ბაღის სა-პირფარეშო და საძინებელი ოთახი. გარემონტდა ვერტყვიჭალის ბაღის სათავსო ოთახი. ხოლო ხუნევის ბაღში შესრულდა სხვადასხვა სამუ-შაო.

-2015 წელს რამდენი აღსაზრდე-ლი და თანამშრომელია სკოლამდე-ლი აღზრდის გაერთიანებაში?

- 2015 წელს ბაღების გაერთი-ანების საშტატო რაოდენობა 160 შეადგენს, ხოლო ბავშვთა რაოდე-ნობა - 534, აქედან 190 ახლად მო-სულია. როდესაც დაგვემატება ზვარე და ხიდარი აღსაზრდელთა რაოდენობა 570 -მდე გაიზრდება. რაც შეეხება ხიდრის ბაღს, აქ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე მთავრდება.

- დღეის მდგომარეობით რამდენი

ბაღი შედის გაერთიანებაში? რო-დის იგეგმება ხიდრისა და ზვარის ბაღების გახსნა?

გაერთიანებაში დღეის მდგომა-რეობით არის მოქმედი 12 საბავშვო ბაღი. სულ მალე იგეგმება 2 ახალი ბაღის გახსნა ხიდარსა და ზვარეში. ხიდარში ბაღი თვის ბოლოს გაიხს-ნება, ხოლო ზვარეში ბაღის გახსნა წლის ბოლომდე მოხდება. გაერთი-ანებაში ფსიქოლოგი მხოლოდ ოთხ ბაღშია, ხოლო ექთანი - რვაში.

- როგორ ემზადებით ზამთრისთ-ვის?

- ზამთრისათვის მზადება უკვე დავიწყეთ. გამოვაცხადეთ შეშის ტენდერი. ასევე გვაქვს წინა წლის შეშის მცირე მარაგიც. ყველა ბაღი მომარაგებულია ელექტრო ღუმე-ლებით. ასე რომ, ზამთარს მომზა-დებულები შევხვდებით.

-როგორ შეაფასებით გასულ სას-წავლო წელს და რას ეტყოდით აღმ-ზრდელ-აღსაზრდელებს?

- გაერთიანების თანამშრომლებს 2014 წელს გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუხდი. სკოლამდელი აღზრდის ორგანიზაციას აღსაზრ-დელთა სიმრავლეს ვუსურვებ. ყვე-ლას მივულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებისა და ბავშვთა სიმრავლის წელი ყოფილი-ყოს. მადლობას ვუხდი ადგილობ-რივ ხელისუფლებას, მუნიციპა-ლიტეტის გამგებელს, ბატონ კობა ლურსმანაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს ქალბატონ ინგა მაღრაძეს ჩვენ გვერდით დგომი-სათვის. ბავშვებს ვუსურვებ, რომ იყვნენ დღეგრძელები, ბედნიერები და ეცხოვროთ დამოუკიდებელ სა-ქართველოში.

თამარ მაღრაძე

„მომენატრა მზე, სინათლის მფენი,მომენატრა ზღვა, რომელიც შორია...“ამ სტრიქონებს წერდა დიდი გალაკტი-

ონი მაშინ, როცა ქართველებისათვის აფხა-ზეთში ნებისმიერ კურორტზე სტუმრობას და ულამაზესი შავი ზღვის მონახულებას წინ არაფერი ბარიერი ეღობებოდა.

ახლა? ახლა ნამდვილად „შორია” აფხაზე-თი და შავი ზღვა, სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა, რიცა, ახალი ათონი...

დიახ, როგორც გაზეთი „კვირის პალიტ-რა” ჯერ კიდევ 2004 წლის 14 სექტემბერს წერდა: „სოხუმი ახლა იმაზე შორსაა, ვიდ-რე ოდესმე იყო ქართველთათვის... ის აკ-რძალულ ქალაქად იქცა და ყრუ კედელია აღმართული აკრძალულ ქალაქსა და ჩვენ შორის.”

გადავწყვიტე, ერთხელ კიდევ გამეთავი-სებინა ის ტკივილი, რაც საკუთარ სამშობ-ლოში დევნილად ქცეულ პიროვნებათაგან განუშორებელია...

ჩემი რესპონდენტი ხარაგაულელთათვის ერთ-ერთი საყვარელი ექიმის, ღირსეული ოჯახის თავკაცის, აწ განსვენებულ გიორგი (გოგი) ცხადაძის ქალიშვილი ნუნუ ცხადა-ძეა, რომლისთვისაც სოხუმი 1992 წლიდან „აკრძალულ ქალაქად” იქცა.

„ჩემი ოჯახის ბედნიერი ყოფის წლებია დაკავშირებული სოხუმთან - მიამბობს ქალბატონი ნუნუ - რასაკვირველია, ბედ-ნიერებაში მარტოოდენ ჩემი ქმარ-შვილისა და ახლობლების სიკეთეს არ ვგულისხმობ. ბედნიერება იყო ის ტკბილი ადამიანური

ურთიერთობები, რაც ამ ქალაქის საზოგა-დოებასთან გვაკავშირებდა. სოხუმში რკი-ნიგზის სადგურთან, ოთხსადარბაზოიან მრავალსართულიან კორპუსში ვცხოვრობ-დით. ქართველი, აფხაზი, რუსი, ბერძენი, სომეხი, ებრაელი - ინტერნაციონალური იყო ჩვენი სამეზობლო. არ გვქონია არავი-თარი შური მტრობა დაპირისპირება, ერთ ჭერქვეშ ერთურთის ჭირსა და ლხინს ვიზი-არებდით...

1992 წლის აგვისტოში ჩვეულებრივად წამოვედი ჩემი სამი შვილით, რომ მომენა-ხულებინა ჩემი ხარაგაული, თბილისი და სასწავლო წლის დასაწყისისათვის კვლავ უკან დავბრუნებულიყავით...

მაგრამ ძალიან მოკლე ხანში ყველაფერი შეიცვალა, სამომავლო ყველა გეგმამ სხვა შინაარსი შეიძინა...

მენატრება სოხუმი, მენატრება მისი ულამაზესი ქუჩები, ზღვა, ჩემი სამეზობ-ლო. დავტოვე ნალოლიავები კერა, დავ-ტოვე ყოველივე, რაც მე და ჩემს მეუღლეს

წლების განმავლობაში პატიოსანი შრომით გვქონდა შეძენილი. მატერიალურ დანაკ-ლისს შევეგუე, მაგრამ დღემდე განვიცდი იმ საოჯახო ფოტოალბომების დაკარგვას, იქიდან ხომ ჩემი ადრე წასული დედის სული მეფერებოდა...

(მოვიძიე ნათესავებში და კვლავ შევქმენი მცირედი ფოტოთეკა, მაგრამ ის სულ სხვა იყო... )

მადლობა უფალს, რომ ჩემი წამოსვლი-დან ერთი წლის შემდეგ, სოხუმის დაცემამ-დე ორიოდე დღით ადრე უვნებლად დაგვიბ-რუნდა ოჯახის წინამძღოლი...

ქვეყანა დიდია, ღმერთი თავის გაჩენილს არ გაწირავს. შეგვიკედლა თბილისმა. ბევ-რი გაჭირვება გამოვიარეთ. მიუხედავად ამისა მე და ჩემმა მეუღლემ, ომარ ტყაბლა-ძემ, ღირსეულ მოქალაქეებად აღვზარდეთ სამი შვილი: ალექსანდრე, გრიგოლი და თა-მარი.

ჩემი დიდი ტკივილია სოხუმი. იმედი ყვე-ლაზე ბოლოს კვდება. ჩემი იმედი სიცოცხ-ლისკენ სწრაფვით ივსება და ძლიერდება. ვლოცულობ, რომ ჩემი შვილები და შთამო-მავლობა მაინც აღარ მოიცვას „აკრძალუ-ლი ქალაქის სევდამ” და „ზღვა, რომელიც ასე შორია”, კვლავ ახლო გახდეს ქართველ-თათვის...

* * *ძვირფასო მკითხველო! დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ნუნუს

იმედიანი განწყობილება ყველას გადაგვე-დება. მოგონებებს მინდა, თავი დავაღწიო და რეალობაში აღვიქვა იმ დღეების სითბო, რაც აფხაზეთთან მაკავშირებს...

ამას წინათ ჩემი თანაკურსელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტო-რი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი შემომეხმიანა და მთხოვა, ის ფოტო გადა-მეგზავნა ინტერნეტით, რომელიც 1959 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუ-ტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენ-ციაში მონაწილეობის შემდეგ გადავიღეთ ახალი ათონის (ფსირცხის) მონასტერთან. თხოვნა შევუსრულე და ქართულ-აფხა-ზური ტრადიციული ურთიერთობების აღდგენის იმედით ამ ფოტოს მკითხველ-საც ვთავაზობ.

მერი გიორგიძე

„აკრძალული ქალაქის სევდა”

მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი კამპანია ,,დაასუფთა-ვე მსოფლიო“( Clean Up the World) საქარ-თველოში 2011 წლიდან ხორციელდება. პროექტი ჩვენს ქვეყანაში შვედეთის საერ-თაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით წარმატებით მიმ-დინარეობს და მას ,,დავასუფთავოთ საქარ-თველო” ეწოდება. კამპანიის მიზანია საზო-გადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი ნარჩენების მართვის გაუმ-ჯობესების პროცესში. საერთაშორისო კამ-პანია ,,დავასუფთავოთ მსოფლიო ” ყოველი წლის სექტემბრში ტარდება და მასში მონა-წილეობას 135 ქვეყანა და 40 მილიონამდე ადამიანი ღებულობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქცია წელს 19 სექტემბერს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მიმ-დინარეობდა. დასუფთავების საყოველთაო აქციას ხარაგაულიც შეუერთდა. კამპანიაში ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, სხვადასხვა სამსახურები, ა(ა)იპ-ები, ადმინისტრაციული ერთეულები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯა-რო სკოლებისა და კერძო სექტორის წარ-მომადგენლები. მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიები საყოფაცხოვრებო და ბიოლო-გიური ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

ეკა შავიძე

აქციას ,,დაასუფთავე საქართველო” ხარაგაულის

მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

27 სექტემბერი - სოხუმის დაცე-მის დღე- ყველა ჩვენგანის უკურნებელი ჭრილობაა. აფხაზეთის ტრაგედიამ 14 ათას ადამიანზე მეტი იმსხვერპლა.

ხარაგაულელი 19 ახალგაზრდის სი-ცოცხლე შეიწირა ამ კოშმარმა...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავში-რებით ხარაგაულის ადგილობრივი ხე-ლისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენი რაიონის გმირების საფლავები მოინახუ-ლეს და მათ ხსოვნას სათანადო პატივი მიაგეს.

Page 6: 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w - Kharagaulikharagauli.gov.ge/img/files/30seqtemberi015.pdf · axali xaragauli 299 (26) 30 seqtemberi, 2015 w როგორ ახდენდა

6 #299 (26) 30 seqtemberi 2015 w.axali xaragauli

გამომცემელი ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი"

მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქ.№15, ტელ: 22 10 25; ტირაჟი 1000 ცალი დირექტორი: ეკა შავიძე; ტელ.: 595 51 98 12

ქართული სიტყვის მეჩუქურთმე

იზა ვეფხვაძის ელეგან-ტური არტისტიზმის არსს შემოქმედებითი რეჟისორუ-ლი გზის დასაწყისში, მე, რო-გორც მაყურებლის რანგში, დიდი ხნის დაკვირვების შემ-დეგ მივხვდი მის ჩანაფიქრს. მას უნდოდა, ახალი სიტყვა ეთქვა ლიტერატურულ სარ-ბიელზე, რომელმაც გაამარ-თლა კიდეც.

იზა ვეფხვაძისთვის ლი-ტერატურული თეატრი კონკრეტული დროის გამომ-ხატველია, რომელიც მის ცხოვრებისეულ მსოფლმ-ხედველობას ესადაგება. იმი-სათვის, რომ შეიცნო თეატ-რის არსი, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. მისთვის ყო-ველი ახალი მონოსპექტაკლი თეატრალური ზეიმია, რო-მელმაც უნდა შეგძრას, აღ-გაშფოთოს და კუნთურ-ნერ-ვული შეგრძნებით აგავსოს, მოგცეს ენერგია და გაგიჩნ-დეს სურვილი ბრძოლისა სა-მართლიანობისათვის.

იზა ვეფხვაძისათვის ლი-ტერატურული თეატრი და ყოველწლიური კონკურსი

„ოდეონი“ ცალ-ცალკე არ არსებობს. რეჟისორისთვის ორივე ერთიანია, ერთად ცოცხლობს და სუნთქავს.

მონოსპექტაკლის გმირე-ბი იმ დიდი მიზნების მატა-რებლები არიან, რაც ყველა ეპოქაში კაცობრიობის ცნო-ბიერებას ისტორიულ მონაკ-ვეთში აღელვებდა.

იზა ვეფხვაძე თავის მო-წოდებას სიკეთის სახელით იწყებს. მთავარი ამ მონოს-პექტაკლებისა მდგომარეობს იმაში, რომ ქართულმა სიტყ-ვამ და აზროვნებამ არ და-კარგოს თავისი მნიშვნელობა სულიერი წონასწორობისა.

ზოგჯერ ინტუიციასაც ეყრდნობა, ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნებს, ვინაიდან მისი მაყურებელი სხვადასხვა ინტელექტის ადამიანები არიან. ღია, გუ-ლახდილ კონტაქტს მაყუ-რებელთან მივყავართ ღრმა ფსიქოლოგიურ ექსპრესიამ-დე.

იზა ვეფხვაძის შემოქმედე-

ბითი გზა შრომატევადობით გამოირჩევა, ნაბიჯ-ნაბიჯ აუჩქარებლად სიღრმიდან ამოსვლას მოასწავებს. იგი გენეტიკურად ქართული სიტყვის ოსტატიცაა, დაჯილ-დოებულია ორატორული ნიჭით ხარაგაულელი დიდი მამულიშვილების ტრადი-ციების გამგრძელებელია, ამაღლებული და თავისუფა-ლია ნებისმიერ სიტუაციებში. მებრძოლი, რათა არ დამორ-ჩილებოდა ბედს, არ გამხდა-რიყო მართვადი, ყოველთვის იცოდა თავისი ადგილი.

შემოქმედ ადამიანს სჭირ-დება მეგობრების სითბო და ყურადღება, თავადაც ხომ მეგობრობაში უშურველი, უღალატო, გულწრფელი და ტკბილად მოსაუბრეა. მან თავისი მონო-სპექტაკლებით ძვირფასი საჩუქარი გაუკე-თა ქართულად მოაზროვნე მაყურებელს და იმ ახალგაზ-რდა თაობას, რომლებიც ნაკ-ლებად იცნობდნენ ღირსეულ მამულიშვილებს, რომელთა

ცხოვრებაც შინაგანიც და გარეგანიც ტრაგიზმით და ესთეტიზმით სულის უკვდა-ვების ტოლფასი იყო.

მრავალი შთაბეჭდილება, მილოცვა და წერილი დამი-წერია პრესის ფურცლებზე ჩემს მეგობარზე, მაგრამ ამ-ჯერად ცოტა სხვა კუთხით მინდა დაგანახოთ მისი გზა თეატრალურ სამყაროში.

იზა ვეფხვაძის ყოველი ახალი ჩანაფიქრი ორიგინა-ლობითაც გამოირჩევა, ჩემ-თვის იგი ადამიანი-ორკესტ-რია, ვინაიდან ერთ ადამიანში არის სცენარისტიც, რეჟისო-რიც მსახიობიც, ისტორიის მემატიანეც, პოეტიც და პუბ-ლიცისტიც.

ფასდაუდებელია და მად-ლობის ღირსია მისი ოთხ-ტომეული ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე , რომ-ლებშიც ვლინდება ავტორის უსაზღვრო სიყვარული ხარა-გაულელებისადმი.

იზა არის ძალდაუტანებე-ლი მოჭირნახულე ყოველგვა-

რი ქართულისა. ხარაგაულის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა განუმეორებელი მონოსპექტაკლი, რომელიც მიეძღვნა ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან ურთიერთობის საიუბილეო თარიღს სათაურით „ამ მე-გობრობით შევცვლით სამ-ყაროს“, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუტანა დიდი გა-მარჯვება თეატრალურ ასპა-რეზზე.

ჩემო იზა, ერთგულო მე-გობარო! შენი მონოსპექტაკ-ლებით მიზანსწრაფულად იჭრები სივრცეში და აფრქ-ვევ სიყვარულს, რომელიც ასე სჭირდება დღევანდელ ქართველობას, განსაკუთ-რებით ახალგაზრდობას და მომავალ თაობებს, რომლებ-საც შთამბეჭდავად აცნობ დიდებულ ქართველთა სა-ხეებს უძლიერებ სურვილს, თუ როგორ უნდა უყვარდეთ სამშობლო და იღვაწონ მის საკეთილდღეოდ.

გფარავდეს უფალი ღმერ-თი!

ამინ!ნინა ჯიბუტი

ღორეშის მემორიალური მუზეუმის დირექტორი

თეატრს ვულოცავ იუბილეს

C ჰეპატიტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო - სო-ციალური პრობლემაა. ინფიცირე-ბულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს. იგი სისხლის გზით გადამ-დები ვირუსია, რომლითაც ძირი-თადად ინფიცირდება ღვიძლის უჯრედები. სახელმწიფო პროგრა-მის „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე” ფარგლებში, C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში, საქართ-ველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება, უფასოდ მიიღოს მკურ-ნალობა. C ჰეპატიტის გამომწვე-ვი მიზეზების, გადაცემის გზების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესების შესახებ ესაუბრა სა-ზოგადოებას ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი, შმა-გი ხიჯაკაძე. მისი ინფორმაციით: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ოქტომბერში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები იწყება. ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ის C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია. ინფიცირება შეიძლება მოხდეს ვირუსით დაბინძურებული სისხ-

ლის კონტაქტით მეორე ადამიანის სისხლთან. ასეთი რამ ხდება: ინფი-ცირებული სისხლის გადასხმისას; ნარკოტიკების მოსამზადებლად საზიარო ჭურჭლის გამოყენები-სას; სისხლმდენი ღრძილების მქო-ნე ადამიანის კბილის ჯაგრისის გამოყენებისას; დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტისას; მანიკურისა და კოსმეტიკური მა-ნიპულაციებისას... იგი არ გადადის საყოფაცხოვრებო კონტაქტებით (დაცემინება, დახველება, ხელის ჩამორთმევა, საზიარო ჭურჭელი) და ძუძუთი კვების დროს. გარდა სიყვითლისა C ჰეპატიტს აქვს სხვა სიმპტომები, რომლებიც ხშირად სხვა დაავადებებს მიეწერება. მა-გალითად: დეპრესია, დაღლილობა, კანის დაზიანება, უძილობა, ტკივი-ლი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. პა-ციენტების დიდ ნაწილს აქვს სხვა-დასხვა ლოკალიზაციის ტკივილი და კანის ქავილი. უმრავლესობაში ტკივილი მძაფრია (მუცლის მარ-ჯვენა ზედა კუთხეში), რაც ზოგ

შემთხვევაში შესაძლოა ძალზე სა-განგაშოც გახდეს. თუმცა, ამგვარი ტკივილი აუცილებელად არ ნიშ-ნავს ღვიძლის მძიმე დაზიანებას. C ჰეპატიტის სამკურნალოდ მოწოდე-ბულია კომბინირებული ანტივირუ-სული მკურნალობა ანუ რამდენიმე პრეპარატის კომბინაცია. აუცილე-ბელია დროულად დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს ეს ვირუსი. დაინ-ტერესებულმა პირმა უნდა მიმარ-თოს ხარაგაულის საზოგადოებრი-ვი ჯანდაცვის ცენტრს. ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩაიტაროს C ჰეპატიტის ანალიზი, თხუთმეტწუ-თიანი სწრაფი ტესტის მეშვეობით და გაიგოს, ხომ არ არის ვირუსით ინფიცირებული. საქართველოში 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძო-ლის წლადაა გამოცხადებული, რო-მელსაც ხარაგაულიც უერთდება.”

იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძ-ღვანელის თანაშემწე ნანა ბერაძე კი საზოგადოებას არტერიულ ჰი-პერტენზიაზე ესაუბრა. მან რეკო-მენდაციები მისცა მოსახლეობას თემებზე - რა არის არტერიული ჰიპერტენზია, რა რისკ-ფაქტო-

რები იწვევს არტერიული წნევის მომატებას, რა დამახასიათებელი ჩივილები ახასიათებს მას და ა.შ. „არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელე-ბული დაავადებაა საქართველოში. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სა-ქართველო იმ 5 ქვეყანათა შორის იმყოფება, რომელთა მოსახლეობა-შიც აღინიშნება არტერიული წნე-ვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. არტერიული ჰიპერტენზია (წნევა) არის დაავადება, რომლის დრო-საც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლი-დან. გამოკვლევების მიხედვით ნორმა არის 120 – 80 მმ.ვწყ.სვ. ორი კვირის მანძილზე, ერთსა და იმავე დროს,მოსვენებულ მდგომარეობა-ში, დღეში სამჯერ, სახლის პირო-ბებში უნდა გაისინჯოთ წნევა და თუ ამ ორი კვირის განმავლობაში სამჯერ მაინც დაფიქსირდა მომა-ტებული მაჩვენებელი, აუცილებ-ლად უნდა მიმართოთ ექიმს. ასაკის მიუხედავად აკონტროლეთ არტე-რიული წნევა; იკვებეთ სწორად და შეზღუდეთ მარილის მოხმარება; ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქ-მედებს ნიკოტინი და ჭარბი რა-ოდენობით ალკოჰოლი; გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა; ჭარბი წონის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილოგრამები; იძინეთ 7-8 საათი და შეამცირეთ ემოციური დაძაბუ-ლობა - ეს ის ზოგადი რეკომენდა-ციებია, რომლებიც დაგეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირე-ბაში.” - განმარტა ნანა ბერაძემ.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ზემოთ აღნიშ-ნულ დაავადებათა შესახებ მოსახ-ლეობის ინფორმირებას მომავალ-შიც განაგრძობს.

მარინა ბურჯალიანი

„სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგ-ლებში სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში 3 პროექტი განხორციელდა. სოფელ სარგვეშ-ში აშენდა ახალი ბიბლიოთეკა, მოხდა შენობის გადახურვა, სამუშაოებზე სულ 8 ათასი ლარი გაიხარჯა. ახალი ბიბლიოთეკა აშენდა ასევე სოფელ საბეში, რისთვისაც 5 ათასი ლარი გა-მოიყო. აღნიშნული პროექტები გარდამავალია და ბიბლიოთეკების მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. სარგვეშის ადმინისტრაციულ ერ-თეულში გამგებლის წარმომადგენლის, ამირან კამკამიძის ინფორმაციით, გარდა ზემოთ აღ-ნიშნული პროექტებისა, „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში სოფელ ხორითში დევ-დარიანების, კაპანაძეებისა და კალანდაძეების უბანში შეკეთდა სოფლის საუბნო გზები, აღნიშ-ნულ სამუშაოებზე 5 ათასი ლარი გაიხარჯა.

სოფელ სარგვეშსა და საბეში ახალი

ბიბლიოთეკები აშენდა

9 აგვისტოს მდინარე ჩხერიმელაზე მომხ-დარი უბედური შემთხვევის შედეგად, 23 წლის ხარაგაულელმა ახალგაზრდამ, გოგა კვინიკა-ძემ ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. გოგას მდგომარეობა რთულია. საჭიროა მკურნალო-ბა, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ უნდა ჩატარდეს და დიდ თანხებთან არის დაკავ-შირებული. გოგას ოჯახს დახმარება სჭირდება. 25 სექტემბერს, ხარაგაული მის დასახმარებლად გაერთიანდა და კინოთეატრში საქველმოქმე-დო კონცერტი, სახელწოდებით „ჩვენ ამას შევძ-ლებთ”, გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდ-ნენ კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერის ანსამბლი “უბისი”, ინდივიდუალური შემსრულებლები თიკო და თამარ ლურსმანაშვი-ლები, თიკო ჯანიაშვილი, სალომე კვირიკაშვილი, ანა შარიქაძე, სპეციალური მოწვევით ცეკვავდ-ნენ სტუდია “თელას” მოცეკვავეები, შესრულდა ლევან კიკნაძის დებიუტი. აქციის ფარგლებში, სულ 2 500 ლარამდე თანხა შემოვიდა, ხოლო მუ-ნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯე-ტიდან გოგას დასახმარებლად დამატებით 1 400 ლარს გამოყოფს. გოგა პროფესიით მოცეკვავეა, ჰყავს მეუღლე და 3 წლის შვილი ანდრია. გოგა კვინიკაძის ოჯახი მადლობას უხდის მუნიციპა-ლიტეტის გამგეობას და ყველა ხარაგაულელს გულწრფელი ქველმოქმედებისთვის.

“ჩვენ ამას შევძლებთ!“

ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგ-ლებში 30 ათასი ლარის ღირებულების 10 პროექტი განხორციელდა.

ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამ-გებლის წარმომადგენლის, კახა კვინიკაძის ინფორმაციით, სოფელ ლაშეში შეკეთდა ცენტრალური და საუბნო გზები, მოწეს-რიგდა სანიაღვრეები (6 ათასი ლარი), აღდ-გენითი სამუშაოები ჩაუტარდა ავღანეთის ომში დაღუპული მეომრის მემორიალს (1000 ლარი), სოფლისათვის შეძენილ იქნა სასმელი წყლის მილები (3 ათასი ლარი). ლაშის ადმი-ნისტრაციული ერთეულის სოფელ ღვერკში 5100 ლარი გაიხარჯა შიდა საუბნო გზების

რეაბილიტაციისათვის. 900 ლარით შეძენილ იქნა ელექტროწისქვილის ძრავი.სოფელ ხემე-ღალში 3 000 ლარი დაიხარჯა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის შესაკეთებლად. ამავე სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაცი-ისათვის 2 000 ლარი, ხოლო სოფელ უჩამეთში წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციისათვის 800 ლარი გაიხარჯა.

სოფელ უჩამეთში გზის გარკვეულ მონაკ-ვეთზე (38 მეტრზე) დაიგო ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულებამ 4 200 ლარი შეადგინა. სოფელ იგორეთში მოხდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ( 4 000 ლარი), აღნიშნული სა-მუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბი-უჯეტიდან დამატებით 2 000 ლარი გამოიყო.

,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში” ლაშის ადმინისტრაციულ

ერთეულში 30 000 ლარი დაიხარჯა

რეაბილიტირებული ავღანეთის ომში და-ღუპული მეომრის მემორიალი

შინაგან საქმე-თა სამინისტროს ხარაგაულის რა-იონული სამმარ-თველოს თანამშ-რომლები ღრმა მწუხარებით იუწ-ყებიან, რომ გარ-დაიცვალა მათი თანამშრომელი, უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი, ჭეშმარიტად მაღალი ადამიანური ღირსებებით დაჯილდო-ებული ახალგაზრდა

ირაკლი ბახოს ძე ბუხნიკაშვილი

და თანაუგრძნობენ განსვენებუ-ლის ოჯახსა და ახლობლებს.

სამძიმარი

ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში არტერიული ჰიპერტენზიისა და C ჰეპატიტის შესახებ ღია ლექცია-სემინარი გაიმართა