12
იიიიი იიიიიიიიიიი

საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

სოლომონის სიბრძნე და დიდება

თავდაპირველად სოლომონი იყო ისეთივე კეთილმსახური, სათნო და ერთგული ღვთისა, როგორც დავითი, მამა მისი. ამიტომ მას ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა. ერთხელ სოლომონმა დიდხანს ილოცა მხურვალედ და გულმოდგინედ კრებულის კარავში. იმავე ღამეს უფალი გამოეცხადა სოლომონს სიზმარში და უთხრა: მთხოვე, რაც გინდა, და მოგანიჭებ. სოლომონი მეტად გონივრულად მოიქცა ამ შემთხვევაში, მან მიმართა ღმერთს შემდეგი თხოვნით: უფალო! შენ დამაყენე მრავალი ხალხის მეფედ, ხოლო მე ჯერ ყმაწვილი და გამოუცდელი ვარ; მისი კეთილად მართვა მიძნელდება ძალიან. ამისათვის გევედრები. მომანიჭო მე გონება და სიბრძნე, რათა შემეძლოს სწორედ განსჯა ხალხისა, მისი მოვლა და მართვა, შეუცდენლად ვარჩევდე ბოროტს კეთილისაგან და ვიდგე სწორ გზაზედ. ღმერთს მეტად ეამა ამგვარი გონიერი თხოვნა. მან უპასუხა სოლომონს: რადგან შენ არ მთხოვე არც დღეგრძელობა, არც სიმდიდრე და არც დიდება, ამისთვის აგისრულებ სურვილს: მოგანიჭებ ინისთანა გონებას და სიბრძნეს, რომ შენი ბადალი მთელ ხმელეთზედ არ იყოს; ამასთან მოგცემ შენ იმასაც, რაც არა მთხოვე _ გაგამდიდრებ და აგავსებ დიდებითა. და თუ შეურყევლად იდგები შენს სიცოცხლეში ჩემს მცნებებზე, მოგანიჭებ დღეგრძელობასაც. სოლომონმა დიდის ამბით გადაუხადა მადლობა ამისთანა უხვი მოწყალებისათვის. პირველად სოლომონმა თავისი სიბრძნე ასე გამოიჩინა: მასთან ორი დედაკაცი მოვიდა საჩივლელად. ერთმა დაიწყო: ხემწიფევ, ჩვენ ორივენი ერთად ვცხოვრობთ და ორივეს თითქმის ერთდროულად მოგვეცა თითო ვაჟი; ერთ ღამეს ამ დედაკაცს მოუკვდა ვაჟი; აიღო, თურმე, მკვდარი ბავშვი, ჩემს გვერდით ჩუმად დასდო, ჩემი ცოცხალი ვაჟი კი მომპარა და დაიჩემა. მეორე დილაზედ, ერთიც ვნახოთ ჩემთან წევს მკვდარი ბავშვი; დავხედე, ჩემი არ არის. მეორე დედაკაცი ამბობდა: სტყუის, ჩემო ხელმწიფევ, სულ სტყუის. მკვდარი ვაჟი მაგისი იყო. ეს ცოცხალი კი ჩემია. შეება ერთი-ერთმანერთს ეს ორი დედაკაცი სოლომონის წინ და ცილობდნენ ცოცხალ ბავშვზედ: "არა, ჩემია, _ ამბობდა ერთი, არა, ჩემია, _ უპასუხებდა მეორე. საქმე გაჭირდა, ამიტომ რომ მოწმე არავინა ჰყავდათ. მაშინ სოლომონმა სთქვა:

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

თქვენ ორივე იჩემებთ ამ ვაჟსა, მოიცა, შუაზე გაგიყოფთ, მოიტანეთ მახვილი! როცა მახვილი მოიტანეს, ბრძანა: გასჭერით შუაზედ ეგ ბავშვი და ნახევარ-ნახევარი მიეცით მაგ დედაკაცებს. მაშინ ჭეშმარიტმა დედამ დაიკივლა: ხელმწიფევ, ნუ მოაკვლევინებ ბავშვს. დაე მისცენ ამ დედაკაცს ჩემი ვაჟი! მეორემ კი სიხარულით სთქვა: დაე, არც მე მერგოს ბავშვი და არც შენა, გააპეთ შუაზედ. სოლომონსაც ეს უნდოდა: აი, ვაჟის ნამდვილი დედა, _ სთქვა სოლომონმა პირველ დედაკაცზე, რომელმაც სთქვა, არ მოკლათ ბავშვიო _ მაგას მიეცით ვაჟი! ისრაელთ ცხადად დაინახეს თავისი ახალგაზრდა მეფის სიბრძნე და უფრო მომეტებული პატივი და სიყვარულიმიაგეს მას. დიდი ჭკუის გარდა, უფალმა მისცა სოლომონს დიდი სიმდიდრეც, მისი ხომალდები ბევრს შორეულ ქვეყნებში დასცურავდნენ და მოჰქონდათ იქიდან ათასნაირი ძვირფასეულობა. მთელ ხმელეთზედ გავარდა ხმა სოლომონის სიბრძნისა და სინდიდრისა. ბევრნი უცხო მეფენი ეძებდნენ მის მეგობრობას; სხვანი თვითონ მიდიოდნენ მის კარზე, რომ გაეგონათ თავისი ყურით მისი გონიერი საუბარი და ენახათ მისი აუარებელი სიმდიდრე. თან მიჰქონდათ ძვირფასი საჩუქრები, რომ სოლომონის გული მოეგოთ. ერთმა დედოფალმა, რომელიც სოლომონს ეწვია და ნახა მისი ავლადიდება, განცვიფრებით სთქვა: უწინ მე არ მჯეროდა, რასაც შენს გონიერებაზედ და საქმეებზედ მეუბნებოდნენ, ახლა კი ჩემი თვალით დავრწმუნდი, რომ ჩემთვის შენზედ ნახევარიც არ უთქვამთ. ბედნიერია შენი ხალხი, ბედნიერნი არიან შენი ქვეშერდომნი, იდიდოს სახელი უფლისა, რომელმაც მისცა მათ შენისთანა მეფე. მართლაც არასდროს ისრაელის ხალხს არა ჰქონია იმისთანა ბედნიერი ცხოვრება, როგორიც ჰქონდა სოლომონის მეფობის დროსორმოცმა წელმა სოლომონის მეფობისამ ისე გაიარა, რომ ერთი ომიც არ მომხდარა. ებრაელი ხალხი ამ ხნის მანძილზე ცხოვრობდა მშვიდობიანად.. (3 მეფ. 3,5 _ 28; 19,1 _ 9; 4,24 _ 25)

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

ტაძრის აშენებაგამეფდა თუ არა სოლომონი, მაშინვე შეუდგა მშვენიერი ტაძრის აშენებას იერუსალიმში, თანახმად თავისი მამის ანდერძისა. დავითმა სიკვდილის შემდეგ სოლომონს დაუტოვა მომზადებული არა მხოლოდ გეგმა და გარე სახე ეკლესიისა, არამედ აუარებელი მასალა. მარტო ოქრო და ვერცხლი, ტაძარზედ მოსახმარებელი, დაუტოვა დავითმა ასოცდახუთი ათასი ფუთი; დამზადებულ სპილენძს, რკინას, ხე-ტყეს და თლილ მარმარილოს ხომ რიცხვი არ ჰქონდა. სოლომონმა ამ მასალას თავის მხრითაც მიუმატა. დაიბარა უცხო ქვეყნებიდან საუკეთესო ოსტატები და მეოთხე წელიწადს თავისი გამეფების შემდეგ ჩააგდო საძირკველი. შვიდ წელიწადს უკან უკვე დასრულებული იყო უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ბადალი მთელ ხმელეთზედ არ მოიპოვებოდა. წმინდა, თლილი მარმარილოს კედლები შიგნიდან იყო შემკული ოქროთი და ძვირფასი ქვებით. ყოველი ნივთეულობა ტაძრისა გაკეთებული წმინდა ოქროთი; ტაძარი ისევე იყო მოწყობილი როგორც კრებულის კარავი , ე. ი. იყო გაყოფილი ორ ნაწილად. პირველ ნაწილს შეადგენდა "წმინდა წმინდათა”, ხოლო მეორეს "საწმინდაო”, გარშემო ტაძარს ერტყა ფართო ეზო, მშვენიერი გალავნით შემოზღუდული. კურთხევა ტაძრისა სოლომონმა ჩაატარა მეტად დიდი ამბით. ტაძრის კურთხევაზედ დაიბარა უხუცესნი და მოთავენი ხალხისანი, აგრეთვე უთვალავი ხალხი მოაწყდა ყოველი ქალაქიდან. ჯერ დიდძალი მსხვერპლი შეამზადეს, შემდეგ მღვდლები შევიდნენ კრებულის კარავში, აიღეს სჯულის კიდობანი და გალობით გადმოიტანეს ტაძარში. დადგეს თუ არა ახალ ადგილას სჯულის კიდობანი, იმწამსვე მთელი ტაძარი გაივსო ღრუბლით, ასე რომ მღვდლები იძულებულნი იყვნენ შეეწყვიტათ წირვა. ამით ღმერთმა ყველას ცხადად დაანახა, რომ ახლად აგებული ტაძარი მან ჰქმნა წმინდა ადგილად და დასახა თავის სმყოფელ სახლად. ამ დროს სოლომონმა დაიჩოქა, აღაპყრო მაღლა ხელები და ხმამაღლა წარმოსთქვა შემდეგი ლოცვა ტაძარზედ და ხალხზედ: უფალო, ისმინე ყოველ ჟამს ლოცვა ამ წმინდა ადგილს მომსვლელთა და მიანიჭე ყოველი წყალობა, რაიც კი გთხოვონ, არათუ ისრაელთა, არამედ წარმართაც. ამ ლოცვის პასუხად უფალმა სოლომონს აჩვენა ახალი ნიშანი თავის წყალობისა. უცებ ზეციდან გაჩნდა ცეცხლი და დასწვა მომზადებულნი მსხვერპლნი. ხალხმა რომ ეს დაინახა, დაემხო პირქვე და ადიდებდა უფალსა. დღესასწაულმა გასტანა მთელი კვირა. უთვალავი მსხვერპლი დაჰკლა ამ დროს სოლომონმა, მარტო შეწირული ხარების რიცხვი ავიდა ოცდაორ ათასამდის, ხოლო ცხვრებისა _ ას ოც ათასამდის. ტაძრის აგების შემდეგ სოლომონი შეუდგა იერუსალიმის გამშვენიერებას, ააშენა სასახლები, გაამშვანიერა დიდი ბაღები, გააკეთებინა შიგ ქალაქში პატარ-პატარა გზები და ისე მორთო თავის სატახტო ქალაქი, რომ მასზედ უკეთესი შეუძლებელი იყო.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

მაგრამ ბოლოს ეს დიდი სიბრძნის პატრონიც შესცდა და იმისთანა ღვთის საწინააღმდეგო საქმეები ჩაიდინა, რომ უკანასკნელი უგუნური კაცი არ იზამდა: მას ცოლებად ჰყავდა წარმართი ქალები და მათი ჩაგონებით იერუსალიმის ახლოს ააშენა საკერპო საყდრები, შიგ დაასვენებინა კერპები და მისცა ნება თავის ცოლებს და სხვა წარმართებს ევლოთ იქ და ელოცათ. ესეც არ იკმარა. მალე თვითონაც დაიწყო ამ საკერპოში სიარული, ლოცულობდა, თაყვანს სცემდა, მსხვერპლს სწირავდა და დღესასწაულებს უმართავდა კერპებს. ხალხი რომ უყურებდა თავისი მეფის ამნაირ ქცევას, გული უცრუვდებოდა თავის სარწმუნოებაზედ და ჭეშმარიტ ღმერთს ივიწყებდა. ამიტომ, ღვთის ბრძანებით, გამოეცხადა სოლომონს ერთი წინასწარმეტყველი, ამხილა მას მისი უგუნურება და უთხრა, რომ: შენი შეცოდების გამო შენი სახელმწიფო შენი სიკვდილის შემდეგ დაირღვევა და ორად გაიყოფაო. სოლომონი ბოლო ჟამს მოდიოდა გონზედ, შეინანა წრფელი გულით თავისი შეცოდებანი და სიბრძნე გამოხატა რამდესამე წიგნში, რომლებიც ძველ აღთქმაში არიან მოქცეულნი. (3 მეფ. 5; 6; 7; 8; 9; 10; 11)

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

ისრაელთა სამეფოს ორად გაყოფა სოლომონის სიკვდილის შემდეგ ისრაელთა შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა. ამის მიზეზი იყო შემდეგი: სოლომონის მეფობის უკანასკნელ წლებში ხალხი დიდ გასაჭირში ჩავარდა; სოლომონს გამოელია იმ დროისათვის მამისაგან დარჩენილი სიმდიდრე. რადგან მდიდრულ ცხოვრებას დიდი ხნიდან მიჩვეული იყო, ამიტომ ხალხს ხარჯი ერთი ორად მოუმატა, რომ უწინდებურად ეცხოვრა და ემოქმედნა. ხალხს დიდი გაჭირვება დაადგა. მაგრამ რადგანაც თავისი მოხუცებული და ბრძენი მეფის წყენა არ უნდოდა, ამიტომ მოითმინა და მაშინ ხმა არ ამოიღო, ხალხმა ხარჯის შემცირებაზედ ზრუნვა გადასდო სოლომონის სიკვდილამდის. მოკვდა თუ არა სოლომონი, ხალხისაგან ამორჩეულნი უხუცესნი მოგროვდნენ ერთ ქალაქში და სოლომონის უფროს შვილს რობუამს მოახსენეს: დიდ გაჭირვებაში ჩავარდით ამ ბოლო ხანს, ამდენი ხარჯის ძლევა აღარ შეგვიძლიან; უნდა როგორმე ტვირთი შეგვიცირო და შეგვიმსუბუქო. მაგრამ წინდაუხედავმა რობუამმა უპასუხა: თუ მამაჩემმა დიდი ტვირთი დაგადოთ კისერზედ, მე ამ ტვირთს ერთი-ორად დაგიმძიმებთ. ამისთანა უდიერი სიტყვებით რობუამს თავის ჭკუაში ხალხი უნდა შეეშინებინა, მაგრამ მოტყუვდა: ხალხი საშინლად აღელდა, გაცეცხლდა და ზოგიერთმა სთქვა: რას ჩავციებივრათ ამ დავითის გვარეულობას? ამოვირჩიოთ სხვა გვარიდან ჩვენი გულის კაცი მეფედ და დავსვათ ტახტზედ, ხარჯიც მოგვაკლდება და ცხოვრებაც გაგვიადვილდება. ეს აზრი ძალიან მოეწონათ იაკობის ათი შვილი შთამომავლებს და მაშინვე გამოაცხადა ყველა მათგანმა თავისი თანხმობა, მაგრამ იუდას შთამომავალნი, რომელთაგანაც იყო დავითის სახლობა წინ აღუდგნენ ამ აზრსა და მტკიცე ერთგულება გამოიჩინეს დავითის სახლობისა. ამათივე მხარე დაიჭირეს ბენიამენის შთამომავალთაცა. მაშინ იაკობის ათი შვილის შთამომავალთა თქვეს: შინ დავბრუნდეთ თავთავის სახლებში და ამოვირჩიოთ ცალკე მეფე. ესენი კი რამდენ ხანსაც უნდოდეთ, იმდენ ხანს ემონენ დავითის სახლობასა; სთქვეს და აასრულეს: მეფედ ამოირჩიეს ერთი თავიანთ შორის გამოჩენილი კაცი, სახელად იერობუამი. სოლომონის უფროს შვილს რობუამს ხელქვეითად დარჩა მარტო იუდას და ბენიამენის შთამომავალნი. რობუამს უნდოდა ძალით დაემორჩილებინა განდგომილი ისრაელნი, შეჰკრიბა დიდი ჯარი იერუსალიმში და გასწია საომრად, მაგრამ გზაზედ შეხვდა მას ერთი ღვთის კაცი, წინასწარმეტყველი, და თანახმად ღვთის ბრძანებისა, უთხრა რობუამს: ღმერთს არ ნებავს, რომ თქვენ იომოთ თქვენს ძმებთან, დაბრუნდით უკანვე თქვენს სახლებში. რობუამი და მისი ჯარი დაემორჩილნენ ღვთის სიტყვასა, ბრძოლაზედ ხელი აიღეს და დაბრუნდნენ შინა. ასე გაიყო ორ სამეფოდ ღვთისგან არჩეული ისრაელის ერი, იერობუამის სახელმწიფოს ეწოდა უწინდელივე სახელი: ი ს რ ა ე ლ ი ს სამეფო, ხოლო რობუამისას დაერქვა ი უ დ ა ს სამეფო.

(4 მეფ. 12,1 _ 33)

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

Eeg kaci Sena xar …

ბედი ისრაელის სამეფოსი

იერობუამი მანამ მეფობას მიიღებდა, იყო უბრალო კაცი, რომელსაც სოლომონმა ჩააბარა მშენებელთა ზედამხედველობა. ამისთანა კაცს დიდი მადლიერება მართებდა უფლისა, რომელმაც მას მიანიჭა ასეთი დიდი პატივი, მაგრამ იერობუამი გამოდაგა ცუდი, უმადური კაცი და ავი მეფე. გამეფების შემდეგ მან მაშინვე ზურგი შეაქცია უფალს და თავისი ხალხიც გადაიბირა. იერობუამი ასე ფიქრობდა: მთელს ჩვენ ქვეყანაში მარტო ერთი იერუსალიმის ტაძარია; ჩემი ხალხი რომ დარჩეს ერთგული თავისი სარწმუნოებისა, სალოცავად ისევ იერუსალიმის ტაძარში უნდა იაროს, იქ შეიძლება დაუახლოვდეს, დაუმეგობრდეს იუდევლებს, შეუორგულდეს და ხელმეორედ რობუამის ქვეშერდომობა მოინდომოს. ამიტომ საჭიროა, რომ ჩემ ხალხს დავავიწყო მისი ღმერთი და იერუსალიმის ტაძარი და შევაჩვიო იგი წარმართ სარწმუნოებას. ასე იფიქრა და ასეც მოიქცა: იერობუამმა ჩამოასხმევინა ორი ხბოს ქანდაკება, ერთი თავის თავის სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში დაადგმევინა, მეორე _ დასავლეთ ნაწილში და გამოუცხადა ხალხსა: ახლა იერუსალიმში სიარული თქვენთვის საჭირო აღარ არის; აი, აქვე გყვანან თქვენ ღმერთი, რომელთაც გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან; ილოცეთ ესენი და თაყვანი ეცით მათ. შემდეგ დააწესა დღეობა ამ კერპებისა, შეჰკრიბა ხალხი და ყველაზედ პირველად თვითონ შესწირა მსხვერპლი ახლად აშენებულ სამსხვერპლოს,

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

ამიტომ უსჯულოებამ და წარმართობამ ისრაელის სამეფოში თანდათან უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. ჭეშმარიტი ღმერთი თითქმის ყველამ დაივიწყა. მის მაგივრად თაყვანს სცემდნენ კერპებს. ყოველ სერზედ, ყოველ ჩრდილოვანი ხის ქვეშ ისრაელთ ედგათ კერპები, მართავდნენ მათ წინაშე მსხვერპლთშეწირვებს, დღესასწაულებს და ადიდებდნენ მათ. ათი მცნება და სხვა უფლის სჯულის კანონი ხალხმა სრულიად დაივიწყა. ამიტომ ზნეობა დაეცა, გარყვნილება გავრცელდა და სხვადასხვა ბიწიერებას შეეჩვია ხალხი. ბევრგვარი ღონისძიება იხმარა უფალმა ისრაელთა მოქცევისათვის, მაგრამ ტყუილად; მრავალმა რჩევამ, ხშირად მუქარამ წინასწამეტყველთა პირით, ბევრჯერ სასტიკმა დასჯამ ფუჭად ჩაიარა და ვეღარ მოაქცია სწორე გზაზედ წარმართობისაკენ გადაბირებული ხალხი. მაშინ განსისხებულმა უფალმა სრულიად აიღო ხელი ისრაელის სამეფოზედ, მოაკლო მას თავის შემწეობა და მთლად ააოხრებინა მტრებს. ეს მტრები იყვნენ ა ს უ რ ე ლ ნ ი, რომელნიც წარმართები იყვნენ; ასურელნი დაეცნენ ისრაელის სამეფოს და ადვილად დაამარცხეს მისი ჯარი, რადგანაც უფალი აღარ იყო ისრაელთა შემწე. ჯარის დამარცხების შემდეგ ისინი შეესივნენ ისრაელთა სახელმწიფოს, მრავალი ხალხი გაწყვიტეს, ქალქები, სოფლები მთლად გადაბუგეს და ააოხრეს და რაც ხალხი ცოცხალი გადაურჩათ, მოხვიეს ხელი და წაასხეს ტყვედ თავის ქვეყანაში.… ისრაელთა ნაცვლად ასურელებმა გადმოასახლეს აქ სხვადასხვა ქვეყნიდან წარმართი ხალხი; ეს ხალხი შეერია იმ ისრაელებში, რომლებიც აქა-იქ მიმალულ ადგილებში გადაურჩნენ ტყვეობას და ცხოვრობდნენ თავის სამშობლო ქვეყანაში.

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

მათგან წარმოსდგნენ სამარიტელნი, რომელთაც ეს სახელი დაერქვათ იქიდან, რომ სატახტო ქალაქს ისრაელის სამეფოსას იმჟამად ერქვა ს ა მ რ ი ა. სამარიტელთ გაიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი თავის მეზობელ იუდეველთაგან, მაგრამ თავიანი კერპებიც ისევ სწამდათ.(3 მეფ. 12,26 _ 33; 13,1 _ 6; 33 _ 34; 18,9 _ 12)

Page 11: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
Page 12: საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~

გაფორმება: კობა ქსოვრელი