4
me iseTi muxa davrge...Cveni drois aTi mcneba: 1.Sen xar mardiuli , ganuyreli da erTguli wevri da msaxuri mSobeli saqarTvelosi. 2.Seni samSoblos mteri Seni piradi mteria , xolo misi megobari - Seni piradi megobaria. 3.yvelaferi , rac gaqvs da geqneba , Seni sicocxlec ki , Sens mamuls ekuTvnis. Sen xar misi mudmivi movale da ganuyreli Svili. 4.mieci mas wrfeli guliT uovelive da isic mogcems yovelives. 5.mainc mudmiv mxolod Seni Tavis imedi iqonie. ise icxovre , viTom amqveynad arc movale gyolia da arc mSveleli. 6.ganage Tavi Seni da daumorCile gonebas Jini , kerpi guli da urCi survilebi. 7.gzis gakvleva da gamarjveba SeiZleba mxolod SromiT da patiosnebiT. zarmacoba , cuRlutoba da sicrue , adamians adre Tu gvian dahRupaven. 8.sanam sakuTar fexze ar damdgarxar , mSoblebs yvelaferi daujere. imaT SenTvis mxolod sikeTe undaT. jerjerobiT sakuTar Wkuas , Jins da gulis zraxvebs nu ahyvebi. 9.Tavmoyvareoba SeiZine da Tavis Tavis fasi iswavle , magram nu gadaaWarbeb , ar gaamayde.

Mikheil Javakhishvili

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Mikheil Javakhishvili

“ me iseTi muxa davrge...”

Cveni drois aTi mcneba: 1.Sen xar mardiuli , ganuyreli da erTguli wevri da msaxuri mSobeli

saqarTvelosi.

2.Seni samSoblos mteri Seni piradi

mteria , xolo misi megobari - Seni

piradi megobaria.

3.yvelaferi , rac gaqvs da geqneba , Seni sicocxlec ki , Sens mamuls ekuTvnis. Sen xar misi mudmivi

movale da ganuyreli Svili.

4.mieci mas wrfeli guliT uovelive da isic mogcems

yovelives.

5.mainc mudmiv mxolod Seni Tavis imedi iqonie. ise icxovre , viTom

amqveynad arc movale gyolia da arc mSveleli.

6.ganage Tavi Seni da daumorCile gonebas Jini , kerpi guli da

urCi survilebi.

7.gzis gakvleva da gamarjveba SeiZleba mxolod SromiT da patiosnebiT. zarmacoba , cuRlutoba da sicrue , adamians adre Tu

gvian dahRupaven.

8.sanam sakuTar fexze ar damdgarxar , mSoblebs yvelaferi daujere. imaT SenTvis mxolod sikeTe undaT. jerjerobiT sakuTar

Wkuas , Jins da gulis zraxvebs nu ahyvebi.

9.Tavmoyvareoba SeiZine da Tavis Tavis fasi iswavle , magram nu

gadaaWarbeb , ar gaamayde.

Page 2: Mikheil Javakhishvili

10.bolos da bolos , yovelives sjobia sami ram: pirveli – Sroma ,

meore – Sroma da mesame –Sroma.

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 20ნოემბერს , ბორჩალოს მაზრის (მარნეულის

რაიონი) სოფელ წერაქვში.

წინაპრების წარმომავლობის შესახებ შემონახულია ჯავახიშვილის ერთი მოგონება : „ ჩემი

ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს ერთ წინაპარს ვინმე ჯავახიშვილს ქართლში

კაცი შემოკვდომია და იქიდან გამოქცეულა , ქიზიყში გადასულა და გვარად ტოლიკიშვილი

აუღია. შემდეგ ბორჩალოში გადმოვედით და

იქ ადამაშვილების გვარით ვცხოვრობდით.

პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად

ადამაშვილი ავიღეთ.“

მიხეილის მამა იყო საბა ჯავახიშვილი ,

დედა კი ქართლელი ელენე ბურაძე. საბას

და ელენეს ექვსი შვილი ჰყავდათ: ორი ქალი

და ორი ვაჟი. 1894წლამდე მათი ოჯახი

წერაქვში ცხოვრობდა , მოგვიანებით კი

სიონში გადავიდნენ.

მიხეილ ჯავახიშვილს და და დედა

ავაზაკებმა მოუკლეს, მამა საბა , კი

ნერვიულობას გადაჰყვა და გარდაიცვალა.

დანარჩენი დები ადგილობრივ ბერძნებზე

იყვნენ გათხოვილები. ერთ–ერთი და ტასო

ბერძენზე გათხოვდა და სოფელ ალავერდში

ცხოვრობდა. ის 1910 წელს გარდაიცვალა. მას

ორი ვაჟი დარჩა. უმცროსი მაქსიმე 21 წლისა

იყო , როცა 1921 წლის თებერვალში ,

გამოუცდელობით ემიგრანტებს გაჰყვა

უცხოეთში და საბერძნეთში დასახლდა. მან

თავისი შეცდომა მალევე იგრძო და იმ

დღიდან მოyolებული განუწყვეტლივ

სამშობლოში მოისწრაფოდა. ნათესავებიც

წუხდნენ და დიდი სურვილიც ჰქონდათ , როგორმე ეშველათ მისთვის , საქართველოში

დაებრუნებინათ , მაგრამ არა გამოდიოდა რა.

მიხეილ ჯავახიშვილმა და მისმა მეუღლემ ლუბა ჭავჭავაძემ ერთმანეთi ვლადიკავკაზში

გაიცნეს და 1912 წელის 1 აპრილs იქორწინეს. აი , როგორ იგონებდა ლუბა ჭავჭავაძე ამ

ამბავს: „ 1912წლის 13–14 იანვარი იყო ძველი სტილით. ეს თარიღი ჩემთვის დაუვიწყარია ,

რადგანაც აქედან დაიწყო გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. 1911 წლის ივნისს დავამთავრე

ვლადიკავკაზის ოლღას სახელობის გიმნაზია და მინდოდა სწავლის გასაგრძელებლად

მოსკოვში წავსულიყავი , მაგრამ არ მოხერხდა , რადგანაც ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით

წარიმართა. ჯერ – ჯერობით არ ვმუშაობდი იმ მიზეზით , რომ სწავლას მოსკოვში

გავაგრძელებდი. აი , მოახლოვდა ახალი წელი. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწვიტეთ ახალი

წლის ღამეს გვემკითხავა. მე ჭიქაში ჩავასხი წყალი და შიგ ბეჭედი ჩავდე , ცოტახნის მერე

გამოჩნდა კაცი პროფილში. შავი წვერი ჰქონდა და სადRაც იყურებოდა. ეს იყო და ეს. მე

ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.’’

Page 3: Mikheil Javakhishvili

Llubam მეუღლე რომ გაიცნო, თვალწინ ნათლად დაუდგა ის სურათი, რაც ახალი წლის

ღამეს ნახა. თვითონაც უკვირდა ამის. შემდეგ ასე იხსენებს: „ 14 იანვარს წმ.ნინოს

დღესასწაული იყო. ამხანაგები დიდი ამბით ვემზადებოდით ეკლესიში წასასვლელად.

წავედით წირვაზე. ეს დღე უფრო საზეიმო იყო. იყვნენ სკოლის მასწავლებლებიც. ის უცნობიც

იქ იყო, რომელიც წინა დღეს ნახა შემთხვევით. ვარლამ მასწავლებელს ელაპარაკებოდა ,

თურმე ჩემზე ჰქონიათ ლაპარაკი. მერე ვარლამა გამაცნო: მიხეილ ჯავახიშვილი –ასე მოკლედ

თქვა. მე ძალიან შემრცხვა. მას , რომ შევხედე ნაცნობი მეჩვენა და გამახსენდა მკითხაობის

ღამე. იგი ძალიან კარგ ხასიათზე იყო , ბევრი გვაცინა და მერე გამაცილა სახლში. ამის

შემდეგ ხშირად ვხვდებოდით. მან მიამბო თავისი თავგადასავალი. 1911 წელს მეტეხში რომ

იჯდა და როგორი გაჭირვება განიცადა , სანამ სამსახურს იშოვიდა. ხშირი ურთიერთობა

გვქონდა , ზოგი მეუბნებოდა იქნება

კატორღელია , იქნება ცოლიანა და

დაგღუპავსო , მაშინ ნათლიაჩემმა

გადაწყვიტა , თავისი ნათესავისთვის ,

ექიმ ვახტანგ მუსხელიშვილისთვის

წერილი მიეწერა და მის შესახებ რაიმე

გაეგო. მან მოსწერა , რომ მიხეილი

უპატიოსნესი კაცი იყო , მე მას კარგად

ვიცნობო. ამ წერილმა ძალიან გაგვახარა.

მე დავთანხმდი ცოლად გავყოლოდი

მას და 1 აპრილს ჯვარი დავიწერეთ.

ჩავსხედiT მატარებელში და როსტოვში

გავემგზავრეთ. მიხეილი ძალიან ნაზი

და ალერსიანი ქმარი გამოდგა , მაგრამ

გულჩათხრობილი ადამიანი იყო ,

დევნამ და ციხეში გატარებულმა

დღეებმა თვისი დაღი დაასვა და ის

კაეშანი არ მოშორებია სიკვდილამდე. „

ლუბა როსტოვიდან ვლადიკავაზში დაბრუნდა , მიხეილი კი სამსახურის საქმეების გამო იქ

დარჩა. მიხეილი ყოველთვის პატივსცემით ეპყრობოდა ლუბას. მის აზრს ანგარიშს უწევდა და

აფასებდა. სიდედრის მიმართ თბილი და ალერსიანი დამოკიდებულება ჰქონდა.

მიხეილი და ლუბა საცხოვრებლად გადავიდნენ ელბაქიძის დაღმართზე და ცხოვრება

თავიდან დაიწყეს. მიხეილი დიდი გულისხმიერება გამოიჩინა ლუბას დედა და ძმა

კავკასიიდან თბილისში გადმოიყვანა. სიდედრსაც ძალიან უყვარდა სიძე. იგი 1940 წლის 1

იანვარს გარდაიცვალა , ძალიან მორწმუნე ქალი იყო.

ლუბა ჭავჭავაძემ რთული და მძიმე ცხოვრების გზა გაიარა და 90 წლის ასაკში 1981 წლის

თებერვალში გარდაიცვალა. ცხოვრება მას მკაცრად მოექცა. მიხეილის სიცოცხლეში ბევრი

სიხარულით და ბედნიერებით აღსავსე დღეები ახსოვდა , სამაგიეროდ მრავალი შიში და

გაჭირვება გამოსცადა , ციხის კaრებზე გატარებული დღეებიც დაამახსოვრა. მიხეილის

სიკვდილის შემდეგ , 1937 წლიდან სიკვდილის დღემდე მან საკუთარი თავი თვითონვე აწამა.

ოთხ კედელს შორის ჩაიკეტა და გარეთ აღარ გამოდიოდა. ქმრის დაკარგვამ და ოჯახის

დანგრევამ მის სულს წარუშლელი დაღი დაასვა. გული ჰქონდა ნატკენი ბოროტი

ადამიანებისაგან. ლუბა ჭავჭავაძის გარდაცვალებიs შემდეგ, mასზე ასეთი რამ ითქვა: „

ცხოვრობდა ამ ქვეყნად , როგორც ხალხის მტრის ცოლი, ამ სოფლიდან კი წავიდა , როგორც

დიდი ერისკაცის და მწერლის მეუღლე.“

Page 4: Mikheil Javakhishvili

ლუბა გულჩათხრობილი და ჩუმი ქალი

იყო. ოჯახისთვის მძიმე წლებში კი კერვას

მიჰყო ხელი და ოჯახს ასე არჩენდა.

მიხეილს და ლუბას ჰყავდათ ორი

ქალიშვილი რუსუდანი და ქეთევანი.

ქეთევანი ქმარგაშორებული შვილთან

რამაზთან ერთად ცხოვრობდა , რუსუდანი კი

დღესაც ცოცხლია და 81 წლის ასაკში

ცხოვრობს მიხეილ ჯავახიშვილის სახლ –

მუზეუმში. ქეთევანმა , დაწერა მოგონებები

ადრევე 1958 ეწელს რადგან ეშინოდა , რომ

დედამისს რაიმე არ დავიწყებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა: 1.ქეთევან ჯავახიშვილის: „ მიხეილ ჯავახიშვილი , მოგონებები. „

ანანო ომიაძე