Upload
nino-abuladze
View
224
Download
2
Embed Size (px)
Citation preview
ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე [email protected]
რა მნიშვნელობა აქვს ხელნაწერების შესწავლას ისტორიაში
ნახატებიდან ანბანის შექმნამდე
რომელი საუკუნიდან, რაზე და როგორ წერდნენ ქართველები?!
როგორ შემიძლია ვიმუშაო წერილობით წყაროებთან?!
რატომ უნდა დავინტერესდე წერილობით წყაროებით ?!
პრეზენტაცია ჩვენ დაგვეხმარება , გავიგოთ, გავიხსენოთ
წინარეისტორიულ ხანაში , სანამ ადამიანი ჩანაწერების გაკეთებას დაიწყებდა, არსებობდა მხოლოდ ხატოვანი დამწერლობა, ანუ პიქტოგრაფია ...
როგორ შეგვიძლია წავიკითხოთ პიქტოგრამა
მოდი ერთად ვცადოთ
რა „ჩანაწერი“ დაგვიტოვეს ესკიმოსებმა?
სამუშაოფურცლებზე გავაკეთოთჩანაწერი
სამუშაო ფურცელი N 1
დავალება :
დავასრულოთ
წინადადება ;
დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება
ნახატზე მე ვხედავ....
მე ვფიქრობ, რომ აქ არის აღწერილი ..
ეს მასალა მე მეხმარება ....
შეკითხვა - როგორ ფიქრობ, მსგავსი ხატოვანი ნიშნები მხოლოდ შეიძლება თუ არა შეგვხვდეს საქართველოში?
(პასუხი მარტივია, მაგრამ დასაბუთება აუცილებელია )
მაშ, ასე დამწერლობა თავიდან პიქტოგრაფიული იყო
დავშალოთ სიტყვა
„პიქტუს“- ლათინური სიტყვაა, ნიშნავს „ნახატს“
„გრაფოს“ - ბერძნული , ნიშნავს „ვწერ“
პიქტოგრაფია , ანუ ხატოვანი დამწერლობა, როგორ უკვე ვნახეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვხვდება , მათ შორის საქართველოშიც...
ალჟირინადირობის სცენა
ქალის და მამაკაცის გამოსახულებებიესპანეთის და საფრანგეთის გამოქვაბულებიდან
საქართველოს ტერიტორიაზეშემორჩენილია სკრიპტოგრაფიული (ფარული) ნიშნები
თუ ვიმსჯელებთ , შევადარებთ და გამოვიკვლევთ ამ გამოსახულებებს, შეგვიძლია მივიდეთ ვარაუდამდე, რომ ფარული ნიშნები იყო ქართული დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი
გავიხსენოთ, რა ვიცით ქართული დამწერლობისშესახებ ?!
სამუშაო ფურცელი2
დავალება 2
გაიხსენე რა იცი, გაგვიმხილე რა გინდა გაიხსენო და არ გახსოვს, შეგვახსენე რის შესახებ ისურვებდი ცოდნის გაღრმავებას
ვიცი ----------------------------------------------------------არ მახსოვს --------------------------------------------------------
მინდა ვიცოდე ----------------------------------------------------
ანბანური დამწერლობაში თითოეულ ბგერას თავისი ასონიშანი შეესაბამება
პირველი ანბანი შექმნეს ფინიკიელებმადაახლოებით 3000 წლის წინ, რომელშიც მხოლოდ22 თანხმოვანი იყო, აქედან ისვრცელდება ძველ საბერძნეთში ,რომელიც გამარტივდა , აქედან შემოდის ჩვენთანაც, მაგრამ ანბანის წარმოშობის ისტორია საქართველოში არ დასტურდება წერილობით წყაროებში მოცემული ფაქტით, კერძოდ ....
„ ქართულ საიტორიო მწერლობაში არსებობს ერთადერთი ცნობა, რომელიც ქართული ანბანის შექმნას ეხება. ეს ცნობა, რომლის თანახმად, ქართული ანბანი ანუ მწიგნობრობა შექმნა ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა, XI ს. ისტორიკოსს ლეონტი მროველს მიეწერება.“
ეს წყარო დღეს არ არის დადასტურებული, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფარნავაზის დროინდელი დამწერლობის არც ერთი ნიმუში...
“ქართლის ცხოვრება” (მარიამისეული) როსტომ ხანის მეუღლის დაკვეთით გადაწერილი 1633-1646
ადრეულ პერიოდისაა საქართველოში აღმოჩენილი წარწერები , რომელიც არ არის ქართული ანბანით შესრულებული , მაგრამ მნიშვნელოვანია ;
გავიხსენოთ არმაზის ბილინგვა-საფლავის ქვის ორენოვანი წარწერა
აღმოჩენილია მცხეთასთან ახლოს , არმაზისხევში;
თარიღდება ახ. წ-აღ II ს.
წაარწერა შესრულებულია ბერძნულ და არამეულ ენებზე
დავალება 3
გაეცანი წყაროს;
რა ინფორმაცია გაიგეთ გარდა იმისა, რომ აქ ულამაზესი ქალბატონი სერაფიტა განისვენებს
ვიცოდი
ახლა გავიგე
არ ვიცი ეს რას ნიშნავს
„სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა.“
ბერძნული თარგმანი
რაც შეეხება პირველ ქართულ წარწერას , უძველესი საქართველოში გვხვდება ბოლნისის სიონში, ხოლო ჩვენი სამშობლოს გარეთ, ასევე ასომთავრული წარწერა გვხვდება ბეთლემის მახლობლად , ქართულ მონასტერში
ბოლნისის სიონის კედლის წარწერაV საუკუნის ბოლო
ბეთლემის ქართული წარწერაუძველესი (V ს-ის 30-იანი წლები)
რას გულისხმობს პალეოგრაფიული შესწავლა?
პალეოგრაფიული შესწავლა გულისხმობს ანბანის მოხაზულობისა და წერასთან დაკავშირებული საკითხების (საწერი მასლა, იარაღები, ფურცელთა წიგნად შეკვრა-აკინძვის წესი, ყდა, წიგნის ფურცლებისა და ყდის მხატვრული თავისებურებები) დაქარაგმების, ანუ სიტყვათა შემოკლების წესების, ჭვირნიშნების, სასვენი და პირობითი ნიშნების კვლევას
რა მასალას იყენებდნენ საწერად ძველად?საწერად იყენებდნენ ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ ფურცლებს, ანუ ეტრატს, ჭილს, ანუ პაპირუსს, რომელსაც აწარმოებდნენ ჭილისებრთა ოჯახის მცენარეებისაგან ( ჟუნცუს) და ქაღალდს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გვერდიდან
ეს საინტერესოა
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული საწერი მასალა იყო ეტრატი , ანუ პერგამენტი
პერგამენტიეს სახელწოდება უკვაშირდება ქალაქ პერგამოსს.უძველეს პერიოდში სწორედ იქ ამზადებდნენ საუკეთესო ტყავის საწერ მასალას
ანტიკური ქალაქი მცირე აზიის სანაპიროზე,
რატომ პერგამენტი და არა პაპირუსი?!
1. უფრო გამძლეა;2. უფრო მოქნილია3. შეიძლებოდა მისი
წიგნად აკინძვა
„ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების ფაქტში (326 წ.) უნდა ვეძებოთ....ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნული ანბანი ივარაუდება. „
მოქვის სახარება . 1300 წელი
• მე ვფიქრობ, რომ---------------------------------------------
რამდენად ეთანხმები იმ
მოსაზრებას, რომ ქრისტიანობის
გავრცელებამ ხელი შეუწყო
დამწერლობის გავრცელებას?
• მე ვფიქრობ რომ-------------------------------------------
რამდენად არეთანხმები იმ
მოსაზრებას, რომ ქრისტიანობის
გავრცელებამ ხელი შეუწყო
დამწერლობის გავრცელებას ?
რომელი საუკუნით
თარიღდება უძველესი
ქართული ხელნაწერები?
.
უძველესი ქართული ხელნაწერები-პალიმფსესტური ფურცლები თარიღდება V-VII საუკუნეებით.
ტყავის ფურცელს, ანუ ეტრატს, რომელზეც გადარეცხილია თავდაპირველი ნაწერი და ხელმეორედ გამოიყენება საწერად.
ტყავის მელნით გაჟღენთის წყალობით შესაძლებელია თავდაპირველი ტექსტის წაკითხვაც
ქართული ტექსტების შემცველი პალიმფსესტური, ანუ ეტრატის გადარეცხვის შემდეგ საწერად ხელმეორედ გამოყენებული ფურცლები ინახება როგორც საქართველოში, ასევე ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ოქსფორდში, კემბრიჯში, ბოდლის ბიბლიოთეკაში, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის
წიგნსაცავში.
ქართულ-ებრაული პალიმფსესტების ქართული ტექსტი შეისწავლა და გამოსცა ივანე ჯავახიშვილმა, ხოლო კემბრიჯში დაცული ორი ფურცელისა -აკაკი
შანიძემ.
ისტორიკოსიივანე ჯავახიშვილი
ფილოლოგიაკაკი შანიძე
ქართული დამწერლობის
ნიმუშები
ასომთავრული
ნუსხური
მხედრული
პირველი 25 ასო ზუსტად ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას
„წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“
ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა.
ავტორი -იაკობ ხუცესი
დაწერის თარიღი 476-483 წ.წ
„შუშანიკის წამების“ დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდებელს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო“
გმადლობთყურდღებისათვის
1.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2. Pergamos3.პიქტოგრაფია 4.ქართული ხელნაწერების წიგნი5. http://bugabooks.com/book/131-mir-kultury-osnovy-kulturologii/36--2-osnovnye-yetapy-razvitiya-pervobytnoj-kultury.html6.ქართული ანბანი და მეფეთა ცხოვრება 7. არმაზის ბილინგვა 8. ისტორიის შესავალი -პაატა რამიშვილი9. ისტორია -ზურაბ კიკნაძე10. საქართველოს ისტორიის ნარკვევები 11.შუშანიკის წამება