165
კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკ 1. XX კკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკ-კკ კკკკკკკკკკკკკ „კკკკკკკკ კკკკკკკ“-კ კკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკ, კკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკ კკ კკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკ. 2. კკკკკკკ კკკკკკ კკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკ 2001 კკკკ კკკკკ, კკკკკკკკ კკკკკკკკკ 7 კკკკკკკ კკკკ კკკკკკკკ „კკკკკ კკკკკკკკკკკკკკ“, კკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ „კკკკკ“ კკკკკკ. კკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკ 3-4 კკკკკკკ კკკკ კკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკ, კკკკკკკკკკკკკ „კკკკკკ„. 3. კკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ, კკკკკკკკ ( კკკკკ. 1,8 კკკკკკკ კკკკ კკკკკკკკკ), კკკკკკკ კკკკკკკკკ, კკკკკკკკ, კკკკკკკ, კკკკკკკკკკკ. 4. კკკკ კკკკ კკკკკ კკკკკ – კკკკკ კკკკ კკკკ, კკკკკკკკკ; კკკ კკკკ კკკკ, კკკკკკკკკ კკ კკკკკ კკკკ კკკკ, კკკკკკკ.

worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

კონსპექტები ისტორიაში1. XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მიმდინარეობდა „მაიმუნის პროცესი“-ს სახელით ცნობილი სასამართლო, სადაც განიხილებოდა ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს სკოლაში დარვინის მოძღვრების სწავლების ნება.

2. უძველეს ნაშთად დღეს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს 2001 წელს ჩადში, აფრიკაში აღმოჩენილ 7 მილიონი წლის წინანდელ „ჩადის საჰელანთროპუსს“, რომელსაც ზედმეტსახელი „ტუმაი“ მისცეს. მანა ჩამოართვა პირველობა მასზე 3-4 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ავსტრალოპითეკს, ზედმეტსახელად „ლიუსის„.

3. ადამიანის უძველესი სადგომები აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში ( დაახლ. 1,8 მილიონი წლის წინანდელი), აგრეთვე ესპანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში.

4. ქვის ხანა იყოფა სამად – ძველი ქვის ხანა, პალეოლითი; შუა ქვის ხანა, მეზოლოითი და ახალი ქვის ხანა, ნეოლითი.

5. ძვ. წ. XVII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა გაურკვეველი წარმომავლობის ტომებმა – ჰიქსოსებმა.

6. ძვ. წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში მეფობდა ფარაონი- რეფორმატორი, ამენხოტეპ IV რომელსაც ზოგი მეცნიერი მსოფლიოს „პირველ პიროვნებად“ აღიარებს. ამენხოტეპ IV-მ სცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

Page 2: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ეგვიპტელთა ურიცხვ ღვთაებას ერთი ღმერთი – ატონი ჩაენაცვლა. ამ ღვთაების სახელზე ააგო ქალაქი.

7. რამსეს II-ის მიერ ქადეშის მახლობლად ძვ. წ. 1274 წელს გადახდილი ბრძოლა ხეთებთან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ძველ სამყაროში.

8. ახ. წ. VII ს-ში, არაბების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ ძველი ეგვიპტე , როგორც კულტურული და პოლიტიკური ფენომენი საბოლოოდ წყვეტს არსებობას. ძველ ეგვიპტელთა პირდაპირ მემკვიდრეებად დღევანდელ ეგვიპტეში კოპტები არიან მიჩნეულნი.

9. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონმა დაკარგა დამოუკიდებლობა, რადგან ის სპარსელებმა დაიპყრეს.

10. ასურეთის იმპერიის დაპყრობები: არამ-დამასკო(ძვ.წ. 732), ისრაელი (ძვ. წ. 722), ეგვიპტე (დროებით, ძვ.წ. 671), ურარტუ(ძვ.წ. 714), დაიმორჩილეს სავაჭრო სახელმწიფოს, ფინიკიის ქალქები (ტიროსი, სიდონი, ბიბლოსი), დაანგრიეს ბაბილონი (ძვ.წ.689), თავის მოხარკედ აქციეს კვიპროსი (ძვ. წ. 709).

11. ასურეთის სამხედრო ექსპანსია გრძელდებოდა მანამ, სანამ ახალბაბილონურმა სამეფომ და მიდიამ, სკვითების დახმარებით, ბოლო არ მოუღეს ასურეთის იმპერიას მისი ორივე დედაქალაქის – აშურისა(ძვ.წ. 614) და ნინევიის(ძვ.წ. 612).

12. ასურეთის იმპერიის ერთ-ერთი „გამოგონება“ იყო ხალხის მასობრივი დეპორტაცია და იძულებითი ასიმილაცია.

Page 3: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ასურულ წყაროებში მოთხრობილია ისრაელის ხალხის დეპორტაციის ამბავი( ძვ.წ. 722).

13. ხეთებმა მეფე მურსალის სარდლობით ძვ. წ. 1531 წ. ბაბილონს მიაღწიეს და ხამურაბის დინასტიას ბოლო მოუღეს.

14. ურარტუს ძლიერების ხანაში აშენდა დღევანდელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი.

15. ძვ.წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს მიდიელებმა, მისი მოსახლეობა კი ჩრდილოეთით გადასახლდა და ქართველურ ტოემბს შეერია.

16. ძვ.წ. 558 წელს სპარსულ-აქემენურ სამეფოს სათავეში აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (ძვ.წ. 558-530), რომელმაც 550 წელს დაამარცხა მიდიელები.

17. ძვ.წ. 539 წელს კიროს II-მ დაიპყრო ბაბილონი და იქ გადმოსახლებული ებრაელები დააბრუნა სამშობლოში.

18. კიროს II-ის მემკვიდრის, კამბისეს II-ის( ძვ. წ. 530-522) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე19. ძვ.წ. 490 წელს გაიამრთა მარათონის ბრძოლა.

20. ძვ.წ. 480 წელს გაიმართა სალამინის საზღვაო ბრძოლა21. ძვ.წ. 479 წელს გაიმართა პლატეასა და მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლა22. ძვ.წ. 334 წელს ბერძნულ-მაკედონიური არმია შეიჭრა აქემენიანთა სახელმწიფოს საზღვრებში და რამდენიმე წელიწადში აქამენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

Page 4: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

23. ძვ.წ. 814 წელს დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი კართაგენი, რომელსაც გადმოცემა ტვიროსის მეფის, პიგმალიონის სახელს უკავშირებს.

24. ფინიკიელებს მიეკუთვნება გემთმშენებლობის ხელოვნების დახვეწა და მათი ერთ-ერთი გამოგონება ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩნდა – ანბანი.

25. ძველ საბერძნეთში სხვადასხვა სახის მმართველობას ვხვდებით, მაგრამ ბერძენი ფილოსოფოსები არც ერთს ემხრობიან. პლატონი თავის „სახელმწიფოშ“ გვთავაზობს იმ მოდელს, სადაც სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას, ხოლო თუკიდიდე ერთგვარად შერული მოდელისკენ იხრება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებით განხორციელდა რომში და დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში.

26. სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ პელოპონესის დიდი ნაწილის დაპყრობის შედეგად.

27. სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც სარდლის, მოსამართლისა და ქურუმის ფუნქციებს ასრულებდნენ. უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა უხუცესთა საბჭო – გერუსია და სახალხო კრება. მაგრამ რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი ეფორისაგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა.

28. დრაკონის კანონები ჩამოყალიბდა ძვ. წ. 624 წელს ათენში.

Page 5: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

29. ძვ.წ. VII საუკუნეში ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“ : კორინთოს ტირანი პერიანდროსი, ათენელი სოლონი, ქილონ სპარტელი, მილეტელი თალესი, ბრიას პრიენელი, პიტაკოს მიტილენელი, კლებულოს ლინდოსელი.

30. ძვ.წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა საბოლოოდ დაამკვიდრა დემოკრატია ათენში.

31. ბერძნული კოლონიზაცია შავი ზღვის სანაპიროს შეეხო, მათი ორიენტირი საქართველოსაც შეეხო. მათ დაარსეს : ფაზისი(ქ.ფოთი), გიენოსი(ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია(ქ. სოხუმთან), დიდი პიტიუნტი(ბიჭვინთა). ასევე სავაჭრო დასახლება უნდა არსებულიყო ქობულეთ-ფიჭვნარის რაიონში.

32. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მიმოქცევაში იყო ადგილობრივთა მიერ მოჭრილი ვერცხლის ფული, რომელსაც „კოლხურ თეთრს“ უწოდებენ.

33. ძვ. წ. VII-IV საუკუნეებში კოლხეთი სამეფო დაყოფილი იყო სკეპტუხიებად.

34. ძვ.წ. VI ს. მიწურულს დარიოს I-მა ბოსფორის სრუტეზე ხიდი ააგო და ევროპაში გადავიდა სკვითების დასალაშქრად.

35. სპარსელებთან ომის დროს, ათენის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, შეიქმნა „საზღვაო კავშირი“, რომლის ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა, რომელშიც მრავალი ზღვისპირა პოლისი გაერთიანდა. მას ზოგჯერ „დელლოსის კავშირსაც“ უწოდებენ.

36. პელოპონესის ომი მიმდინარეობდა ძვ.წ. 431-404 წლებში.

Page 6: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

37. პელოპონენის ომის პირველ ეტაპს სპარტის მეფის სახელის მიხედვით არქიდამოსის ომი ჰქვია. ეს ეტაპი ათ წელიწადს გაგრძელდა და დასრულდა ძვ.წ. 421 წელს ნიკეასის ზავით.

38. პელოპონესის ომში ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბრძოლა გაიმართა მანტინეასთან. ამ ბრძოლაში სპარტელებმა არგოსელების კოალიცია დაამარცხეს.

39. პელოპონესის ომში ათენი დამარცხდა. ხანგრძლივმა საბრძოლო ოპერაციებმა გამოფიტა ომში დაპირისპირებული ორივე მხარე.

2

1. ალექსანდრე მაკედონელი იყო მაკედონიის მეფე, ფილპე II-ისა და ოლიმპიადას ვაჟი.

2. ალექსანდრე მაკედონელი მაკედონიის სამეფოს ძვ.წ. 336 წელს უდგება სათავეში.

3. პირველი დიდი გამარჯვება სპარსულ ჯართან მაკედონელმა მოიპოვა ძვ.წ. 333 წელს ისოსთან, რომლის შემდეგ დარიოსი გაიქცა.

4. ძვ.წ. 331 წლის ოქტომბერში ალექსანდრე მაკედონელმა სასწაულებრივი გამარჯვება მოიპოვა დარიოსის გრანდიოზულ არმიაზე თავისი მცირერიცხოვანი ჯარით.

Page 7: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

5. ძვ.წ. 324 წელს მაკედონელმა სპარსეთის დედაქალაქ სუსაში გრანდიოზული ქორწინებით აღმიშნა თავისი ლაშქრობების დასასრული. მან 10 000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე.

6. ძვ.წ. 323 წელს მაკედონელი ბაბილონში გარდაიცვალა – ოფიციალური ვერსიის თანახმად, მალარიისაგან.

7. ალექსანდრე მაკედონელის მეფობის ჟამს ხელოვნურად ჩამოყალიბდა ბერძნული ენის ზედიალექტი – კონიე. ის ელინისტური კულტურის ნაწილი იყო.

8. ალექსანდრე მაკედონელის სარდლებს დიადოქოებს უწოდებდნენ.

9. ალექსანდრე მაკედონელის სარდლებმა იმპერია ასე გადაინაწილეს:

ანტიპატროსი – მაკედონია; საბერძნეთილისიმაქოსი – თრაკია; პონტოანტიგონოსი – ფრიგია; ლიკია; პამფილიაპტოლემაიოსი – ეგვიპტესელევკოსი – ბაბილონი; სირია10. ტერმინი ელინიზმი XIX ს-ში დაამკვიდრა გერმანელმა ისტორიკოსმა, იოჰან გუსტავ დროიზენმა მაკედონელის დაპყრობების შედეგად ბერძნული კულტურის არაბერძენ ხალხებში გავრცელების აღსანიშნავად.

Page 8: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

11. ელინისტური ხანა იწყება ძვ.წ. 323 წელს (მაკედონელის სიკვდილით) და სრულდება ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა VII-ის აღსასრულით – ძვ.წ. 31 წელს.

12. ძვ.წ. 30 წლის 12 აგვისტოს თავი მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრა VII-მ.

13. ფარნავაზ ქართლის მეფემ სამეფო დაყო 8 საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ.

14. ძვ.წ. 753 წელს რომულუსმა და რემუსმა დაარსეს ქალაქი რომი.

15. რომის პირველი მეფე რომულუსი გახდა, ხოლო მეორე მეფეს, ნუმა პომპილიუსს, თქმულების თანახმად, შეუქმნია კანონები რომაელთათვის.

16. რომის უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს სუპერბუსი საკუთარი ამპარტავნობის გამო ტახტიდან გადააგდეს და ძვ.წ. 509 წელს ქვეყანაში რესპუბლიკური წყობა დაამყარეს.

17. რომის რესპუბლიკის თანამდებობები:

კონსული – ლაშქრის სარდალი, განაგებდა ფინანსებს, განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნებოდა დიქტატორად.

ცენზორი – თვალს ადევნებდა ადათებისა და ქონებრივი ცენზის დაცვას.

პრეტორი – აწარმოებდნენ სამართალს, განიხილავდნენ რომის მოქალაქეთა დავებსკვესტორი – პასუხისმგებლი იყო ხაზინაზეედილი – პასუხისმგებეი იყო საქალაქო სამსახურებზე

Page 9: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

18. პირველი პუნიკური ომი მიმდინარეობდა ძვ.წ. 264-241 წლებში. ის სიცილიის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში კართაგენისა და რომის ჩარევას მოჰყვა.

19. ძვ.წ. 219 წელს ჰანიბალი თავს დაესხა რომის მოკავშირე საგუნტუმს ესპანეთში. რითაც მეორე პუნიკური ომი დაიწყო. ის მიმდნარეობდა ძვ.წ. 218-201 წლებში.

20. ძვ.წ. 216 წელს ჰანიბალმა იტალიაში კანესთან ბრძოლის დროს ხაფანგში შეიტყუა და გაჟლიტა რომაელთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი.

21. მეორე პუნიკურ ომში ჰანიბალი დამარცხდა აფრიკის ტერიტორიაზე ზამასთან. ის პუბლიუს კორნელიუს სციპიონმა დაამარცხა, რის გამოც „აფრიკელის“ წოდება მიიღო.

22. ძვ.წ. 183/2 წელს ჰანიბალმა თავი მოიკლა.

23. რომის მოკავშირე ნუმიდიასთან კართაგენელთა კონფლიქტი გახდა მესამე პუნიკური ომის საბაბი – ძვ.წ. 149-146 წლებში.

24. კართაგენი რომაელებმა სციპიონ ემილიანუსის სარდლობით დაანგრიეს.

25. ე.წ. ილირიული ომები მიმდინარეობდა: 1) პირველი ილირიული ომი – ძვ.წ. 229-228 წლებში; 2) მეორე ილირიული ომი – ძვ.წ. 219 წელს. ამ ომებით მან ადრიატიკის სანაპირო ჩაიგდო ხელში.

26. ძვ.წ. 200-190 წლებში კელტებთან გამარჯვებით რომი გახდა ჩრდილოეთ იტალიის მპყრობელი.

Page 10: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

27. ძვ.წ. 190 წელს რომმა დაამარცხა სელევკიდების სამეფო და ხელში ჩაიგდო მცირე აზიის ნახევაკუნძულის ტერიტორიები.

28. ძვ.წ. 146 წელს რომმა დაასრულა საბერძნეთის დაპყრობა29. ძვ.წ. 129 წელს რომი პერგამონის სამეფოს დაპყრობით და იქ აჯანყებების ჩახშობის შემდეგ ქმნის პროვინციას სახელწოდებით აზიას.

30. მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ პირველად ბრძოლაში რომმა სასტიკი დამარცხება განიცადა, რადგან მტერმა ამოხოცა 80 ათასი რომაელი . ეს ფაქტი ისტორიაში „ეფესოს საღამოს“ სახელით შევიდა.

31. სულას დიქტატურა გამოიწვია: „ეფესოს საღამოს“ შედეგ ის გადააყენეს მაგრამ მან დიქტატურა დაამყარა ძვ.წ. 82-79 წლებში. მან თავისი ხელით მოიხსნა დიქტატურის უფლებები და ერთ წელში გარდაიცვალა.

32. მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ რომმა სამი ომი აწარმოა: 1) ძვ.წ. 89-84; 2) ძვ.წ. 83-82; 3) ძვ.წ. 74-64.

33. ძვ.წ. 60 წელს იქმნება პირველი ტრიუმვირატი: პომპეუსი, კრასუსი, კეისარი.

34. ძვ.წ. 53 წელს პართებთან ბრძოლაში დაიღუპა კრასუსი.

35. ძვ.წ. 58-51 წლებში იულიუს კეისარმა რომის საზღვრებში მოაქცია გალია.

36. ძვ.წ. 49 წელს კეისარმა გადალახა მდ. რუბიკონი ფრაზით: „წილი ნაყარია“ და დაიპყრო რომი და იტალია.

Page 11: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

37. ძვ.წ. 48 წელს კეისარმა ფარსალუსთან დაამარცხა პომპეუსის 20000-იანი სამხედრო ძალა. პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა სადაც მოკლეს.

38. ძვ.წ. 47 წელს იულიუსმა აღმოსავლეთში დაამარცხა ფარნაკეს პონტოელი, რასაც გამოხატავს მისი სიტყვები: „მივედი, ვნახე გავიმარჯვე“.

39. ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს კასიუსმა და ბრუტუსმა მოკლეს კეისარი.

40. იულიუს კეისრის მემკვიდრედ გამოცხადდა ოქტავიანე ავგუსტუსი. მან ძვ.წ. 31 წელს დაამარცხა მარკუს ანტონიუსი.

41. ოქტავიანე ავგუსტუსმა მოქნილი პოლიტიკის შედეგად დააბრუნა რესპუბლიკური მმართველობის ნიშნები და ის მონარქიას შეუთავსა.

42. ავგუსტუსის პირველკაცობას ფორმალურად განსაზღვრავდა პირველი სენატორის, პრინცეპსის თანამდებობა, ამის გამო ამ წყობას პრინციპატი ეწოდა.

43. ოქტავიანე ავგუსტუსი ქვეყნის სათავეში იყო ძვ.წ. 31-დან ახ.წ. 14 წლამდე. მისი მმართველობის პერიოდს „ოქროს ხანად„ მოიხსენიებენ.

44. აღმოსავლეთით ყველაზე შორს რომმა ტრაიანეს დროს (ახ.წ. 98-117 წლებში) წაიწია და დროებით შუამდინარეთიც დაიპყრო.

45. 198-217 წლებში იპერატორ კარაკალას ედიქტით რომის იმპერიაში მცხოვრებთ რომის მოქალაქეობა მიენიჭა(212 წელს).

Page 12: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

46. იმპერატორი დიოკლეტიანე ცხოვრობდა 284-305 წლებში. მან გააუქმა რესპუბლიკური მმართველობის სისტემა და იმპერატორი ქვეყნის აბსოლუტური ბატონად იქცა.

47. იმპერატორ დიოკლეტიანეს რეფორმების შედეგად იმპერია დაიყო ოთხ ნაწილად, რომლებსაც თანაკეისრები მართავდნენ.

48. ძვ.წ. 73-71 წლებში რომში მიმდინარეობდა მონათა დიდი აჯანყება, რომელიც სპარტაკის, თრაკიელი გლადიატორის ხელმძღვანელობით მიმდინარებდა.

49. რომაელები ქართლს ძვ.წ. 65 წელს მოადგნენ. ამ დროს ქართლში არტაგი მეფობდა.

50. 128 წელს იმპერატორ ადრიანეს მოწვევა რომში მიუვიდა ქართლის მეფე ფარსმან II-ს, მაგრამ ქართლის მეფე არ ჩავიდა რომში. ფარსმან II რომში მხოლოდ ადრიენს გარდაცვალების შემდეგ ანტონიუს პიუსის მმართველობის დროს ჩავიდა.

51. რომაელების მიერ გერმანელებისგან თავდასაცავად აგებულ 500 კმ-იან თავდაცვით ზღუდეს ლიმეს უწოდებენ.

52. სასანიანთა დინასტია ირანში ბატონობდა 226-650 წლებში.

53. გერმანელ ტომთა გადასახლებას, რომელიც IV-VII საუკუნის ჩათვლით გრძელდებოდა ისტორიაში შევიდა „ხალხთა დიდი გადასახლების“ სახელწოდებით.

54. რომის დაარსების შემდეგ პირველად ქალაქი ახ.წ. 410 წელს დაეცა. ის ვესტგოთებმა ალახირის სარდლობით აიღო.

Page 13: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

55. 451 წელს კატალაუნის ველზე ერთმანეთს დაუპირისპირდა ჰუნების ლიდერი ატილა და გერმანული ტომების, რომაული არმიის სარდალი აეციუსი. ისტორიაში ერთ-ერთ სასტიკ და დიდ ბრძოლად ჩაითვალა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.

56. 455 წელს ვანდალთა ფლოტმა მეფე ჰაიზერიხის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში დაარბია ქალაქი რომი, სასტიკი დარბევის გამო ისტორიას სამუდამოდ შემორჩა სიტყვა „ვანდალიზმი“.

57. 476 წელს გერმანელმა სახელად ოდოაკრმა მოაწყო აჯანყება და იმპერატორი ტახტიდან ჩამოაგდო, შემდეგ კი სენატს დასავლეთ რომის იმპერია გააუქმებია.

58. 330 წელს კონსტანტინე დიდმა დაარსა ქალქი კონსტანტინოპოლი.

59. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი იყო თეოდოსიუს I რომელიც 379-395 წლებში მმართველობდა.

კონსპექტები ისტორიაში – 2

1. ქრისტიანული ეკლესიის ისტროიის იმ პერიოდს, როცა მორწმუნეები კატაკომბებში საიდუმლოდ იკრიბებოდნენ კატაკომბური ეწოდება.

Page 14: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

2. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი – მილანის ედიქტი. ამ ედიქტით ის რომის იმპერიაში ოფიციალურად ნებადართულ რელიგიად იქცა.3. ნაშრომ „კონსტანტინეს ცხოვრების აღწერა“ ავტორია ევსები კესარიელი(260-339).4. 312 წელს მაქსტენციუსზე გამარჯვებას ევსები კესარიელი მიაწერს სასწაულს – როდესაც კონსტანტინე I-მა ბრძოლის წინა დღეს ცაზე დაინახა ჯვარი წარწერით- „ამით სძლიე“.5. ფრანკთა მოქცევა ქრისტიანობაზე მეფე ხლოდვიგის(466-511) მეფობის პერიოდს მიეწერება. ფრანკთა მეფე მეუღლემ მოაქცია და გადმოცემის თანახმად მის მოსანათლავად ფრანკთა მოციქულ რემიგიუსს მტრედის სახით ანგელოზი გამოეცხადა და „წმინდა ჭურჭლით“ ხლოდვიგის ნათლობისთვის მირონი მოუტანა. ეს ჭურჭელი საფრანგეთის რევოლუციის დროს გატყდა.6. საფრანგეთის მეფეთა ჰერალდიკური ნიშანი იყო შროშანი.7. ფრანკთა მეფის ხლოდვიგის ნათლობა შედგა 496 წლის 25 დეკემბერს რეიმსის ტაძარში.8. რეიმსის ტაძარი გახდა ის ადგილი სადაც საფრანგეთის მეფეები და იმპერატორები გვირგვინს იდგამდნენ.9. გადმოცემის თანახმად მირიან მეფეს მცხეთის ახლოს თხოთის მთაზე მოევლინა სასაწაული (ირგვლივ სიბნელე ჩამოწვა).

Page 15: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

10. ქრისტიანობის გამოცხადების ტრადიციულ ისტორიულ თარიღად „სომხეთის სახელმწიფო და ერთადერთ რელიგიად“ 301 წელი ითვლება.(repetitori.wordpress.com)11. სომხეთის პირველი კათალიკოსი და მომქცევი იყო გრიგოლ განმანათლებელი, რომელმაც სასტიკი მეფე თრადატ III ქრისტიანობაზე მოაქცია.12. საქართველოში ქრისტიანობის პირველ გამავრცელებლებად ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი ითვლება.13. ქართლის გაქრისტიანების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ თარიღად დღეს ხშირად 326 წელი მიიჩნევა.14. V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგალის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმის შედეგად, ქართულმა ეკლესიამ ბიზანტიური ეკლესიისაგან დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია მოიპოვა.15. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება სწორედ კონსტანტინე დიდმა მოიწვია.16. 381 წელს კონსტანტინოპოლში გაიმართა მეორე მსფლიო საეკლესიო კრება.17. პირველი ორი საეკლესიო კრებებმა სამუდამოდ დაადგინეს, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა დამოუკიდებელი და თანაბარი საწყისებია და არსებობენ ერთობაში.

Page 16: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

18. პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, ხოლო მეორეს – ქართლის ეპისკოპოსი პანტოფილე.19. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში 431 წელს. კრებაზე განიხილავდნენ კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ნესტორის ცრუსწავლებას. კრებამ დაგმო ნესტორიანელობა.20. 451 წელს კონსტანტინოპოლის მახლობლად ქალაქ ქალკედონში მოწვეული მეოთხე საეკლესიო კრება განიხილავდა დიოფიზიტობის და მონოფიზიტობის საკითხებს.21. 553 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ იუსტინიანე I-ის ინიციატივით ჩატარდა მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება.22. 680-681 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარდა მეექვსე საეკლესიო კრება.23. მშვიდე და უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 787 წელს ნიკეაში, როდესაც დაიგმო ხატმებრძოლეობა.24. 1054 წელს ოფიციალურად გაიყო ქრისტიანული ეკლესია კათოლიკურ და მართმადიდებლურ ეკლესიებად.25. სასანიანურმა ირანმა 428 წელს სომხეთში მეფობა გააუქმა.26. V საუკუნის 60-იან წლებში ირანის შაჰმა პეროზმა ვახტანგ გორგასალი 7 წლით გაიწვია შუა აზიაში ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად.(repetitori.wordpress.com)

Page 17: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

27. ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი 466 წელს გაემგზავრა ირანის შაჰთან.28. ვახტანგს მისი ისტორიკოსი მოიხსენიებს როგორც – „მეფობდა ვითარცა ლომი შორის ცხვართა“.29. 482 წელს ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა მოღალატე ვარსქენ პიტიახში.30. ნახარარი არის სომხური ჩინი და დიდებულს ნიშნავს.31. ვახტანგ გორგასალი სამგორის ველზე დიდაზნაურთა ღალატის მიზეზით დამარცხდა და დაჭრილი მეფე უჯარმაში გარდაიცვალა. ის დაკრძალულია სვეტიცხოველში.32. გამოთქმა: „იმპერატორს არასოდეს სძინავს“ – ეკუთვნის ბიტანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს(527-565).33. წარმართებისადმი გამოცხადებული ომის გამო იუსტინიანე I-მა 529 წელს დახურა ათენის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ძლიერ დაკნინებული იყო.34. ველისარიუსი იო დიდი სარდალი, რომელიც იუსტინიანე I-ის დროს მოღვაწეობდა.35. ირანის შაჰ ხოსრო I ანუშირვანის(ანუშირვანი სპარსულად „უკვდავ სულს“ ნიშნავს) დროს სპარსეთში გავრცელდა ჭადრაკი და შეიქმნა პირველი ტრაქტატი ჭადრაკის შესახებ. გადმოცემით, მის დროს სპარსეთში გამოიგონეს ნარდის თამაში.36. 542-562 წლებში ეგრისში ბიზანტია-სპარსეთის დაპირისპირებას „დიდი ომიანობა ეგრისში“ ეწოდება.

Page 18: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

37. ეგრისის მეფე გუბაზის მოკვლის შემდეგ ეგრისში მოწვეულ სახალხო კრებაზე ერთმანეთს ორი ორატორი აიეტი და ფარტაძი დაუპირისპირდა. აიეტი ირანელების მხარეზე იყო, ხოლო ფარტაძი ბიზანტიისკენ დადგომას ემხრობოდა. ფარტაძმა გაიმარჯვა.38. 562 წელს ქ. დარაში ბიზანტიამ დადო ზავი სპარსეთთან, რომლითაც ეგრისი 50 წლით დაეთმო კონსტანტინოპოლს.39. სამი წოდების თეორიის თანახმად, ღმერთის მიერ თითოეულ ადამიანს განსაზღვრული აქვს ადგილი მლოცველთა, მეომართა და მშრომელთა სამი დიდი ჯგუფიდან ერთ-ერთში.40. 445 წელს რომის იმპერატორმა რომის პაპს ევროპელი ეპისკოპოსები დაუქვემდებარა.41. 751 წელს ფრანკთა სამეფოში მეროვინგთა დინასტია ჩაანაცვლა კაროლინგთა დინასტიამ, მეფე პიპინ მოკლეს ხელშეწყობით.42. პიპინ მოკლე(751-768) ატარებდა ტიტულს: „ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე“.43. პიპინ მოკლემ რომის პაპისგან მეფედ კურთხევის სანაცვლოდ ხელი შეუწო პაპების „საეკლესიო სამეფოს“ ჩამოალიბებას, რომელიც 1870 წელს ერთიანი იტალიური სამეფოს შექმნის შემდეგ გაუქმდა.44. 1929 წელს ლატერანის კონკორდატით ბენიტო მუსოლინიმ აღადგინა პაპის სახელმწიფო ვატიკანის სახით.45. ინვესტიტურისთვის ბრძოლას უწოდებენ X-XIII საუკუნეში საერო და სასულიერო ხელისუფლების დაპირისპირებას.

Page 19: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

46. 1059 წელს ლატერანის საეკლესიო კრებაზე სამღვდელოებას აეკრძალა სასულიერო თანამდებობების მიღება საერო პირთა ხელიდან.47. 1059 წელს ლატერანის საეკლესიო კრებაზე განისაზღვრა „პაპის დეკრეტი“, ანუ ამ განსაზღვრებით პაპი კარდინალების მიერ ირჩეოდა.48. რომის პაპ გრიგოლ VII-ის(1073-1085) მიერ გატარებული რეფორმით ჩამოყალიბდა ე.წ. „პაპის დიქტატი“, რომლითაც საერო ხელისუფლებას ეკლესიის ძალაუფლებას უქვემდებარებდა.49. 1122 წელს რომის პაპისა და იმპერატორ ჰაინრიხ V-ის(1106-1126) შეთანხმებით დასრულდა საერო და სასულიერო ხელისუფლების დაპირისპირება გერმანიაში. შეთანხმებას ვორმსის კონკორდატი ეწოდება.50. „ავინიონის ტყვეობა“ ეწოდება საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზის(1285-1314) მიერ პაპის რეზიდენციის რომიდან საფრანგეთში გადატანას.51. 1316 წელს რომში აირჩიეს მეორე პაპი, რომელსაც იტალია,გერმანია, ინგლისი უჭერდა მხარს.52. 1414-1418 წლებში კონსტანცაში მიმდინარე საეკლესიო კრებამ ბოლო მოუღო კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ განხეთქილებას. რომი კვლავ კათოლიკური ეკლესიის ერთადერთი ცენტრი გახდა.53. გილდია ვაჭართა პროფესიული გაერთიანება იყო.54. ხარი მთვარის ღვთაების, არმაზის წმინდა ცხოველი იყო.

Page 20: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

55. წიგნი „ჰო და არა“ ეკუთვნის პიერ აბელარს(1079-1142).56. ევროპის პირველი უნივერსიტეტი დაარსდა იტალიის ქალაქ ბოლონიაში 1088 წელს. სწორედ მისი დაარსების აქტშია მოხსენიებული სიტვა „უნივერსიტეტი“.57. 1231 წელს პარიზულმა გილდიებმა პაპის ბულით მიიღეს უფლება სწავლებისა პროფესიული სასწავლებლების სახით.58. 1445 წელს გერმანელმა გამომგონებელმა იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა პირველი წიგნი(ბიბლია).59. 1215 წელს ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწლოს დიდებულებმა აიძულეს მოეწერა „თავისუფლების დიდი ქარტიისათვის“.60. 1295 წელს ინგლისში მოწვეული პარლამენტი იყო პირველი, რომლის წევრები უფელბამოსილნი იყვნენ მათ მიერ ვისაც წარმოადგენდნენ.61. 1302 წელს ფილიპე IV-მ მოიწვია ფრანგი ხალხის წარმომადგენელთა ჯრება, რომელსაც გენერელური შტატები ეწოდა. ის მეფის ბრძანებით კრიტიკულ სიტუაციებში იკრიბებოდა.62. ასწლიანი ომი მიმდინარეობდა 1337-1453 წლებში.63. 1358 წელს საფრანგეთში მიმდინარეობდა „ჟაკერიის“ სახელით ცნობილი ამბოხი.64. გენერელური შტატები უკანასკნელად 1614 წელს მარია მედიჩიმ თავისი ვაჟის, ლუი XIII-ის სახელით მოიწვია.

Page 21: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

65. ესპანეთში, ლეონის სამეფოში კორტესებს 1188 წელს ჩაეყარა საფუძველი და ეს წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო იო პირველი ევროპაში.(repetitori.wordpress.com)66. 1230 წელს შეიქმნა კასტილიისა და ლეონის სამეფოს ერთიანი კორტესები.67. გერმანულ სახელმწიფოებში შუა საუკუნეებში არსებობდა წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები – ლანდთაგები.68. საქართველოში თამარ მეფის მეფობის დროს იყო მცდელობა არადიდგვაროვანი მოქალაქეების მცდელობისა, ყუთლუ არსლანის მეთაურობით, შექმნილიყო სამეფო დარბაზის მსგავსი ორგანო „კარავი“.69. ჰერაკლე კეისარი საიმპერატორო ტახტზე 610-641 წლებში იჯდა.70. 604 წელს სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ხანგრძლივი სისხლისმღვერლი ომი დაიწყო. ამ ომის ქრონიკა:607 წლისთვის სპარსელებს მთელი მესოპოტამია დაპყრობილი ჰქონდა.612 წელს სპარსელებმა აიღეს ანტიოქია.615 წელს სპარსელებმა აიღეს დამასკო.615 წელს სპარსელებმა აიღეს იერუსალიმი და საკუთარ სატახტო ქალაქში გადაიტანეს ქრისტიანული რელიკვიები.617 წელს სპარსელთა ხელში გადავიდა ეგვიპტე.627 წელს ჰერაკლე კეისარმა ნინევიასთან დაამარცხა სპარსელები

Page 22: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

628 წელს ქტესიფონთან ჰერაკლე კეისარმა გაიმარჯვა სპარსელებზე და ქრისტიანული რელიკვიები იერუსალიმში დააბრუნა.71. 730 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა აკრძალა ხატების თაყვანისცემა.72. 843 წლის 11 მარტი გამოცხადდა ხატმებრძოლეობის მსხვერპლთა მოხსენიების დღედ.73. 1442 წლიდან, გერმანიაში კარლ IV-ის მეფობისას გერმანიას გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერია ეწოდა.74. იოანე შავთელი იო XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე ქართველი პოეტი და სასულიერო პირი. მას ეკუთვნის ნაწარმოები „აბდულმესიანი“, რომელიც თამარისადმია მიძღვნილი.75. საქართველოს მეფე გიორგი II-ის სამეფო ტიტული იყო: „ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა კესაროსი“.76. გაერთიანებული რუსეთის პირველმა მეფემ ივანე IV მრისხანემ, რუსეთი „მესამე რომად“ გამოაცხადა და რომის კეისრის, იგივე ცეზარის, რუსული გამოთქმით ცარის ტიტული მიიღო.

2

1. ქალაქ მედინას ძველი სახელი იყო იასრიბი.

Page 23: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

2. ისლამამდელი არაბების რელიგიურ წარმოდგენებს ეწოდა „ჯაჰილიაა“.3. ქალაქ მექაში ჩამოედინება მუსლიმთათვის წმინდა წყარო – ზემზემის ჭიდან.4. ისლამის შემქმნელი მუჰამედი დაიბადა დაახლ. 570 წელს მექაში, კურაიშის ტომის, ჰაშიმის გვარის ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში.5. მექაში დევნილი მუჰამედი 622 წელს მედინაში თანამოაზრეებთან ერთად გადასახლდა. მედინა მოციქულის ქალაქს ნიშნავს.6. 622 წელი ჰიჯრის -„გადასახლების“ წელია და მუსლიმური კალენდრის დასაბამად ითვლება.7. სიტყვები – „არ არის ძალდატანება რელიგიაში“ – ეკუთვნის მუჰამედს.

8. მუჰამედს მოუწია მექელებთან შეიარაღებული დაპირისპირება, რის შემდეგაც მან დაიკავა მექა.9. მუჰამედი გარდაიცვალა მედინაში 632 წელს.10. ხალიფა არაბულად ნიშნავს როგორც მოადგილეს, ისე მემკვიდრეს.11. პირველი ოთხი ხალიფას დროს დაიწყო არაბთა დაპყრობები.აბუ ბაქრი (632-634)ომარი (634-644)

Page 24: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ოსმანი ( 644-656)ალი (656-661)12. ისლამი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: სუნიზმად და შიიზმად.13. მუჰამედის სიკვდილიდან ასი წლის მანძილზე არაბებმა საფრანგეთამდე მიაღწიეს, სადაც პუატიესთან 732 წელს მათი წინსვლა კარლოს მარტელმა შეაჩერა.14. დაპყრობილ ქვეყნებში ისინი, ვინც არ მიიღებდნენ ისლამს ვალდებულნი იყვნენ გადაეხადათ სპეციალური გადასახადი – ჯიზია.15. ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოში ომაიანთა საგვარეულოს( 661-750) დინასტიური მმართველობა დამყარდა. ხალიფა მუავიამ სათავე დაუდო ომაიანთა სახალიფოს, რომლის დედაქალაქიც გახდა დამასკო.16. ომაიანთა ხელმძღვანელობით არაბებმა 711 წელს გიბლატარის სრუტე გადალახეს და შეუდგნენ ესპანეთის დაპყრობას. 1212 წელს ქრისტიანებმა შეძლეს მუსლიმთა დამარცხება.17. არაბული სახალიფოს სათავეში აბასიანთა დინასტია მოვიდა 750 წელს – 750-1258 წწ.18. აბასიანებმა არაბული სახალიფოს დედაქალაქი დამასკოდან ბაღდადში გადაიტანეს.19. ხალიფა ჰარუნ არ-რაშდის მმართველობის ხანა (786-809) მიჩნეულია აბასიანთა სახალიფოს ძლიერების მწვერვალად.

Page 25: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

20. ხალიფა ალ-მამუნმა ბაღდადში „სიბრძნის სახლი“ დაარსა, რომელიც უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ცენტრად იქცა.21. ავეროესი(იბნ რუშდი) ცხოვრობდა 1126-1198 წწ. ის ქალაქ კორდობაში მოღვაწეობდა.22. ავიცენა ირანელი მედიკოსი და ფილოსოფოსი იყო 980-1037 წწ.-ში.23. 1122 წელს დავით IV-მ აიღო თბილისი, რითაც წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი ხელახლა აქცია გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად.24. ქართლის დაპყრობით ლაშქრობას ხელმძღვანელობდა არაბი სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა.25. 724 წ. არაბთა სარდალმა, ჯარაჰმა განაახლა „დაცვის სიგელი“ და სულადობრივ გადასახადთან (ჯიზიასთან) ერთად ქართლის მოსახლეობას ახალი საადგილმამულო გადასახადი – ხარაჯაც დააკისრა.26. ბაღდადის ხალიფა ჰიშამმა (724-743 წწ) ამიერკავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზართა გასანადგურებლად 735 წელს 120 000-იანი ლაშქრით გამოგზავნა თავისი ბიძაშვილი, ცნობილი სარდალი მერვინ იბნ მუჰამედი.27. 853 წელს არაბთა ხალიფას ბრძანებით ქართლში თბილისელი ამირას დასჯის მიზნით გამოიგზავნა ბუღა თურქი, რომელმაც თბილისელი მოსახლეობის უმრავლესობა ამოწყვიტა.

Page 26: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

28. საქართველოს გაერთიანება იაოანე მარუშის ძემ და დავით III კურაპალატმა იკისრეს. მათ გადაწყვიტეს ხელი შეეწყოთ დავით III-ის შვილობილის, ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონის გამეფებისათვის. მართალია, ბაგრატი ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი, მაგრამ იგი თავის თავში აერთიანებდა სამი ტახტის მემკვიდრეობას: მამის ხაზით იგი იყო მემკვიდრე „ქართველთა მეფის“ ტიტულის მქონე გურგენისა, დედის ხაზით იგი იყო დისშვილი და მემკვიდრე უსინათლო და უშვილო „აფხაზთა მეფე“ თეოდოსისა და მემკვიდრე-შვილობილი ტაოს მეფე დავით III-ისა.29. 975 წელს დავით III-მ უფლისციხეში ქართლის განმგებლობა ბაგრატს გადასცა, ხოლო ქართლის დიდაზნაურებს მიმარტა ისტორიული სიტყვით: „ესე არს მემკვიდრე ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი(ე.ი მეურვე) ამისი და თანაშემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი“.30. დავით III-მ 978 წელს მეფობიდან გადააყენა უსინათლო თეოდოსი და ქუთაისში „აფხაზთა მეფედ“ საზეიმოდ აკურთხა ბაგრატ III. 980 წლიდან უკვე სრულწლოვანი და საკმაოდ გამოწრთობილი ბაგრატი დამოუკიდებელ მეფობას შეუდგა.31. 1001 წელს დავით III გარდაიცვალა.32. 1008 წელს გურგენ ბაგრატიონი გარდაიცვალა და ბაგრატ III-მ მისი უშუალო სამფლობელო (შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი) დაიკავა და ქართველთა მეფის ტიტულიც მიიღო. იგი ოფიციალურად იწოდებოდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა, კურაპალატი“.

Page 27: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

33. 1010 წელს ბაგრატი კახეთში ჯარით შევიდა, მისი მეფე კვირიკე III დაატყვევა და ქვეყანაც დაიკავა.34. ბაგრატ III 1014 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს.35. ბაგრატ IIIის მემკვიდრეებს, გიორგი I-სა(1014-1027) და ბაგრატ IV-ს(1027-1072) მეტ-ნაკლები წარმატებით უხდებოდათ ბიზანტიის შემოტევის მოგერიება.36. 1023 წელს იმპერატორ ბასილ II-ს და მეფე გიორგი I-ს შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც საქართველოს მეფე იძულებული გახდა, დიდ დათმობებზე წასულიყო ბიზანტიის მიმართ.37. ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომახის(1042-1055 წწ) მეფობის დროს მოხდა სქიზმა, ე.ი. დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიების, კათოლიკობის და მართმადიდებლობის გათიშვა.38. თოღრულ ბეგი (1037-1063) ითვლება „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს დამაარსებლად.39. სელჩუკთა იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა სულთნების ალფ არსლანისა(1063-1072) და მალიქშაჰის (1072-1092) მმართველობის პერიოდში.40. ალფ არსლანის მთავარ დამსახურებას წარმოადგენს ბიზანტიის თავდაცვითი ხაზის განადგურება.41. 1071 წელს ალფ არსლანმა მანაზკერტთან გაანადგურა ბიზანტიის არმია, თავდ კეისარი კი ტყვედ ჩაუვარდა თურქებს.

Page 28: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

42. მალიქშაჰის პერიოდში სელჩუკთა სახელმწიფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მას შორეული იემენიც კი ემორჩილებოდა.43. ნიზამ ალ-მულქი იყო სელჩუკთა სახელმწიფოს ვეზირი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე. მას ეკუთვნის პოლიტიკური ტრაქტატი „სიასეთ ნამე“ („პოლიტიკის წიგნი“).44. 1092 წელს ნიზამ ალ-მულქი ისმაილიტებმა მოკლეს. ეს იყო სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლის პირველი ტერორისტული ქმედება.45. კავკასიაში სელჩუკები 1048 წელს შეიჭრნენ და იმ დროს ბიზანტიის კუთვნილი სომხეთი დაიკავეს.46. სელჩუკები საქართველოში ალფ არსლანის მმართველობის ხანაში გამოჩდნენ. 1064 წელს სულთნის მეთაურობით სელჩუკთა უზარმაზარი ლაშქარი სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა.47. პირველი ლაშქრობა ალფ არსლანს აღარ გაუგრძელებია და, პირიქით, დამოყვრებაც კი შესთავაზა ბაგრატ IV-ს. მართლაც, ბაგრატმა საკუთარი დისწული მიათხოვა სელჩუკ სულთანს, თავისი ასული კი ბიზანტიაში გაათხოვა.48. 1068 წელს ალფ არსლანის საქართველოში ლაშქრობის შემდეგ იწყება ქართულ მიწებზე თურქების ჩამოსახლების პროცესი.49. 1080 წლიდან საქართველოში დაიწყო ე.წ. „დიდი თურქობა“.

Page 29: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

50. 1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება მოხდა. ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა აიძულეს გიორგი II გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟისთვის – დავითისთვის დაეთმო.51. 1101-1104 წლებში დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი ადგილობრივ დიდაზნაურთა მეცადინეობით შემოიერთა და მისი დიდი ნაწილი სამეფო დომენად აქცია.52. 1104 წელს დავით IV-მ ერწუხთან სასტიკად დაამარცხა განძის ათაბაგი, რომელიც საქართველოს მეფეს კახეთ-ჰერეთს ეცილებოდა.53. 1104 წელს მეფის ბრძანებით მოიწვიეს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელიც ცნობილია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელწოდებით.54. პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო მეფის აღმზრდელი და უახლოესი მრჩეველი გიორგი მონაზონი.55. 1110 წელს დავით IV-მ აიღო უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი სამშვილდე.56. 1115 წელს ქართველებმა ქალაქი რუსთავი გაათავისუფლეს.57. 1117 წელს ქართველებმა აიღეს ჰერეთის უკიდურესი აღმოსავლეთის განაპირა ქალაქი გიში.58. 1118 წელს დავითმა დაისაკუთრა უმნიშვნელოვანესი ციხე-სიმაგრე ლორე.59. 1118 წელს დავით IV და მისი მწიგნობართუხუცესი გიორგი დარიალის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში

Page 30: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

გადავიდნენ და ოსები დაიმორჩილეს. ამით მათ უზრუნველყვეს ყივჩაღთა მშვიდობიანი გადმოსახლება საქართველოში.60. 1120 წელს დემეტრე უფლისწულის მეთაურობით ქართველებმა აიღეს შარვანის ქალაქი ყაბალა.61. 1121 წლის ზაფხულში თურქ-მაჰმადიანთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი ქართლში რამდენიმე გზით შემოვიდა და წალკა-მანგლის-თრიალეთის მიდამოებში განლაგდა.62. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მთლიანად გაანადგურა მაჰმადიანთა კოალიციური არმია დავით IV აღმაშენებელმა.63. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი.64. 1123 წელს დავით IV-მ აიღო ქალაქი დმანისი.65. 1132 წელს სომეხ თავკაცთა თხოვნით დავითმა ანისი აიღო.66. დემეტრე I მეფობდა 1125-1156 წწ.67. გიორგი III მეფობდა 1156-1184 წწ.68. 1138 წელს დემეტრე I-ის მეთაურობით ქართველებმა აიღეს განძა.69. 1162 წელს ქართველებმა გიორგი III-ის მეტაურობით აიღეს ქალაქი დვინი.70. დემნას აჯანყება 1177 წელს დაიწყო და რამდენიმე თვე გასტანა. აჯანყებულები მეფემ სასტიკად დასაჯა.

Page 31: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

71. გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყავდა. ამიტომაც, პოლიტიკური გართულებებისაგან თავის ასარიდებლად, მან სიცოცხლეშივე, 1179 წელს, ტახტზე თავისი ქალიშვილი თამარი აიყვანა და მასთან ერთად მეფობდა სიკვდილამდე, 1184 წლამდე.72. სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით, თამარ მეფის ქმარი დაალოებით 1185 წელს გახდა რუსული სამთავროების, ვლადიმირისა და სუზდალის მთავრის, ანდრეი ბოგოლიუბსკის ვაჟი, საკუთარი სამშობლოდან გამოძევებული იური. ორი წლის შემდეგ ქორწინება გაუქმდა.73. შემდეგ თამარ მეფემ თავად ამოარჩია საქმრო – ოსი უფლისწული, ბაგრატიონთა მონათესავე და საქართველოს სამეფო კარზე გაზრდილი დავით სოსლანი.74. 1203 წელს ბასიანის ველზე ქართველებმა, დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს მეფის შეურაცხმყოფელი რუქნ ად-დინი.75. გიორგი III და თამარ მეფე იწოდებოდნენ: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, შარვან შაჰი, შაჰინშაჰი, მეფეთ მეფე, სრულიად აღმოსავლეთისა და დასავლეთის მპყრობელი“.

კონსპექტი ისტორიაში – 3

Page 32: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

1. ქართული სამოხელეო აპარატი, თამარ მეფის ეპოქაში, ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველში შედიოდნენ „დარბაზის კარს მყოფი“ მოხელენი (ვაზირები და მათზე დაქვემდებარებული მოხელეები), მეორეში კი – „საქვეყნოდ გამრიგენი“ (ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მმართველები და მათი ხელქვეითნი).2. „ხელმწიფის კარის გარიგება“-ში დაწვრილებით იყო აღწერილი სამეფო დარბაზის წესრიგი (მაგ., ვინ სად და როგორ უნდა მჯდარიყო ან მდგარიყო).3. 1095 წლის კლერმონის(საფრანგეთი) საეკლესიო კრებაზე ურბან II-მ მორწმუნეებს აღმოსავლეთში გალაშქრებისკენ მოუწოდა.4. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1096 წელს დაიწყო. ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში შეიკრიბნენ და მათი რაოდენობა 300 000 აღემატებოდა.

ა) 1097 წლის აპრილში ჯვაროსნებმა გადალახეს ბოსფორის სრუტებ) 1098 წელს, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, მათ აიღეს ქალაქი ანტიოქია და მალე იერუსალიმის კედლებს მიადგნენ.გ) 1099 წლის 15 ივლისს იერუსალიმი ჯვაროსანთა ხელში გადავიდა. ქალაქის მბრძანებელი გახდა გრაფი ჯოფრუა ბულონელი, რომელმაც მიიღო „მაცხოვრის საფლავის მცველის“ ტიტული.

Page 33: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

5. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ოთხი ქრისტიანული პოლიტიკური ერთეული შეიქმნა:ა) ედესის საგრაფო 1098 წელს დააფუძნა ბალდუინ I ბულონელმა. სამთავრომ იარსება 1146 წლამდე;ბ) ანტიოქიის სამთავრო 1098 წელს დაარსა ბოემუნდ I ტარენტელმა. სამთავრომ 1268 წლამდე იარსება;გ) იერუსალიმის სამეფომ იარსება 1291 წლამდე;დ) ტრიპოლის საგრაფო 1105 წელს დაარსა ტულუზის გრაფმა რაიმონდ IV-მ. საგრაფომ 1289 წლამდე იარსება.6. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1147-1149 წლებში. მას საფრანგეთის მეფე ლუი VII და გერმანიის იმპერატორი კონრად III მეთაურობდნენ.7. 1174 წელს ნიჭიერმა მუსლიმმა მხედარმთავარმა სალაჰ ად-დინმა დაიმორჩილა სირია და სულთნის ტიტული მიიღო.8. 1187 წელს სალადინმა ჰატინის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ჯვაროსნები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბერს მუსლიმებმა ქალაქი აიღეს.9. მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას სათავეში გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა, საფრანგეთის მეფე ფილიპ II ავგუსტი და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული ედგნენ. ფრიდრიხ ბარბაროსა მცირე აზიაში, მდინარეში დაიხრჩო. ფილიპ ავგუსტმაც მალევე დატოვა ბრძოლა.10. 1202-1204 წლებში მიმდინარეობდა IV ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც კონსტანტინოპოლში დასრულდა. 1204 წლის 12 აპრილს მათ აიღეს კონსტანტინოპოლი და

Page 34: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

გაძარცვეს ქალაქი. ჯვაროსნებმა აქ ლათინთა იმპერია შექმნეს, რომელმაც 1261 წლამდე იარსება.11. უშედეგოდ დასრულდა წარმატებით დაწყებული V ჯვაროსნული ლაშქრობა 1217-1221 წლებში.12. VI ჯვაროსნულ ლაშქრობა მიმდინარეობდა 1228-1229 წლებში, მას სათავეში ედგა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ II ჰოჰენშტაუფენი. მან დიპლომატიით დაიბრუნა იერუსალიმი 1229 წელს, თუმცა მუსლიმებმა 1244 წელს ისევ დაიბრუნეს წმინდა ქალაქი.(თქვენი online რეპეტიტორი)13. ორი უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა 1248-1254 და 1270 წლებში მიმდინარეობდა. ისინი დაკავშირებული არიან საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის სახელთან. მეშვიდე ლაშქრობის დროს ლუი IX ტყვედ ჩავარდა და ის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაატავისუფლეს. მერვე ლაშქრობის დროს კი, ჩრდილოეთ აფრიკაში ტუნისის აღების მცდელობისას, საფრანგეთის მეფე შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი გახდა.14. უძველესი სარაინდო ორდენი დაარსდა XII ს-ის დასაწყისში იერუსალიმში, ჰოსპიტალიერების ანუ იოანიტების ორდენის სახელწოდებით.15. მეორე იყო ტრამპლიერთა ორდენი, რომელიც ფრანგმა რაინდებმა დაარსეს იერუსალიმში დაახლ. 1118-19 წლებში. ორდენის მეთაურები 1313 წელს მწვალებლობის ბრალდებით კოცონზე დაწვეს.

Page 35: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

16. მესამე დიდი სასულიერო-სარაინდო ორდენის წევრთა წევრთა უმრავლესობა გერმანელები იყვნენ, ამიტომ საძმოს ხშირად გერმანულ, ანუ ტევტონთა ორდენს უწოდებდნენ.17. რომის პაპმა 1221 წლის 7 ივნისს ლაშა-გიორგის გაუგზავნა წერილი სათაურით: „საქართველოს ბრწყინვალე მეფეს – მოწოდება წმინდა მიწის დასაცავად“.18. 1206 წელს, მდინარე ონონის სათავესთან გამართულ თავყრილობაზე მონღოლურმა ტომებმა ჩინგიზ ყაენს ერთგულების ფიცი დაუდეს.19. 1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა და მონღოლთა წინსვლა დროებით შეჩერდა.20. 1231 წელს ჯალალ ად-დინი დაიღუპა და მის მიერ მახვილით შეკოწიწებული სახელმწიფოც დაიშალა.21. 1240 წლისთვის მონღოლთა ხელში უკვე დასავლეთ ირანიც იყო. 1243 წელს მათ დაამარცხეს ანატოლიის სელჩუკი სულთნის ჯარი.22. 1258 წელს მონღოლთა ჯარები ბაღდადში შეირნენ. მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ-მუსთასიმი სიცოცხლეს გამოასალმეს.(repetitori.wordpress.com)23. მონღლთა ძლევამოსილი წინსვლა ეგვიპტის მამლუქთა არმიამ შეაჩერა, რომელმაც 1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლაში გაანადგურა მონღოლთა ლაშქარი. 1277 წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მონღოლები და ეგვიპტელები. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ. ამ ბრძოლებში 3000 ქართველი იბრძოდა.

Page 36: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

24. ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს შორის მონღოლთა იმპერია შემდეგ ნაწილებად დაიყო:ა) დიდი ყაენის იმპერია – აღმოსავლეთ აზიის დიდი ნაწილი მონღოლეთისა და ჩინეთის ჩათვლით.ბ) ჩაღატაის სახანო – ცენტრალური აზია და ჩრდილოეთ ირანი.გ) ოქროს ურდო – რუსეთი.დ) ილხანთა სახელმწიფო – ირანი, თანამედროვე თურქმენეთი, ავღანეთის ნაწილი, მცირე აზიის ნაწილი და სამხრეთ კავკასია.25. „ჰაშარის“ სამხედრო ტაქტიკას იყენებდნენ მონღოლები.26. ჩინგიზ ყაენის მემკვიდრემ დიდი ყაენის ტახტზე, უგედეი ყაენმა ( 1229-1241) ისტორიაში პირველად შემოიღო საფოსტო სისტემა.27. პოსტმონღოლურ ირანში მოღვაწეობდნენ პეტები საადი (1184-1291) და ჰაფეზი (1320-1389), ასტრონომი კუტბ ალ-დინი (გარდ. 1310) და არქიტექტორი კავამ ალ-დინი (გარდ. 1439).28. 1295 წელს მონღოლები მოექცნენ ისლამზე.29. რაშიშ ად-დინი იყო ებრაული წარმოშობის სპარსელი ისტორიკოსი, მან შეადგინა მსოფლიო ისტორია „ჯამი ათ-თავარიხი“.30. 1220 წელს მონღოლებს პირველად მოუწიათ ქართულ ლაშქართან შეტაკება.

Page 37: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

31. 1225 წლის შემოდგომაზე ჯალალ ად დინი შემოიჭრა ქართული სამეფოს საზღვრებში. ქარტული ლაშქრის მეთაურების უნიათობის გამო, ქართველები დამარცხდნენ.32. რუსუდან მეფის მიერ მონღოლებთან ხელშეკრულების დადების შედეგად, საქართველოს ყაენისთვის უნდა გადაეხადა 50 ათასი პერეპერა( ოქროს ფული).33. 1245 წელს რუსუდან მეფე გარდაიცვალა.34. საქართველოში დამკვიდრების შემდეგ მონღოლებმა ქვეყანა რვა დუმნად, ანუ სამხედრო რეგიონად დაყვეს.35. მონღოლთა ყაენმა მთავარ მეფედ ცნო ლაშა-გიორგის ვაჟი დავით VII, ხოლო რუსუდანის ვაჟი, დავით VI უმცროს სუვერენად.36. 1254 წელს მონღოლებმა ჩაატარეს საყოველთაო აღწერა. მათ აღწერეს ადამიანები, საქონელი, სარწყავი არხები, ბაღ-ვენახები და ა.შ.37. 1259 წელს დაიწყო დავით ნარინის აჯანყება, ხოლო შემდეგ 1260 წელს დავით ულუს აჯანყებაც. ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ხლებოდა ქართული ლაშქრით ყაენს ეგვიპტის წინააღმდეგ საბრძოლველად.38. დავით ნარინისა და დავით ულუს აჯანყების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში დასვეს მათთვის სანდო პირი, წარმოშობით სომეხი შადინი და მისთვის ქვეყნის გამგებლის წოდების მინიჭებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ დავით ულუ ყანეთან მოლაპარაკებებზე წავიდა და მონღოლთა ეს იდეა არ განხორციელდა.

Page 38: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

39. დავით ნარინი ილხანთა წინააღმდეგ მოლაპარაკებებს მართავდა ეგვიპტის განმგებელთან, მან 1364/65 და 1368 წლებში ელჩები გააგზავნა ეგვიპტეში.40. დავით ულუ 1270 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი, დემეტრე II (1270-1289) აიყვანეს. მეფის მცირეწლოვნების გამო რეგენტი გახდა სადუნ მანკაბერტელი.41. XIII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მონღოლებმა კიდევ ერთხელ ჩაატარეს მოსახლეობის აღწერა. შედეგმა ცხადყო, რომ ილხანთა სამფლობელოების დიდი ნაწილი, საქართველოს ჩათვლით, გაპარტახებული იყო.42. დემეტრე II შეეცადა დანგრეული ქვეყნის აღდგენას. თბილისში, სამეფო სასახლის გვერდით ააგებინა მეტეხის ტაძარი.43. 1334 წელს გიორგი ბრწყინვალემ თვითონვე დაადგინა გარდაცვლილი მთავრის სარგისის შვილი ყვარყვარე სამცხის მთავრად. ეს კი ნიშნავდა სამეფო ხელისუფლების უზენაესობის აღდგენას სამცხეში.44. გიორგი V-ის სპეციალური ბრძანებით, სპეციალურმა კომისიამ მთიანი რეგიონებისთვის შეიმუშავა კანონთა კრებული „ძეგლისდების“ სახელწოდებით. მისი ეპოქის მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტია „ხელმწიფის კარის გარიგება“, რომელიც აჩვენებს პოლიტიკური რეჟიმის ორგანიზაციის მაღალ დონეს და ასევე ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორებას.45. გიორგი V-ის დროს მოიჭრა ქართული ფულის „გიორგაულის“ სახელწოდებით.

Page 39: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

46. გიორგი V-ის თხოვნით, ეგვიპტის სულთანმა დაუბრუნა ქართველებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ქართველებმა ასევე მიიღეს სხვადასხვა სახის პრივილეგიები წმინდა მიწაზე.47. ილხანთა სახელმწიფო 1335 წელს დაიშალა. 30-იან წლებში კი საქართველომ შეუწყვიტა ხარკის გადახდა მონღოლებს და ამით დასრულდა მონღოლთა თითქმის საუკუნოვანი ბატონობა.48. თავდაპირველად თემურ ლენგი ოქროს ურდოს ყაენ თოხთამიშთან დაპირისპირების გამო შემოიჭრა კავკასიაში. 1386 წელს თემურ ლენგმა აიღო თბილისი.49. 1386 წლიდან 1403 წლამდე თემურ ლენგის ლაშქრობები არ წყდებოდა.50 1403 წელს გიორგი VII-მ თემურ ლენგთან ზავი დადო. ქართული მხარე კისრულობდა ხარკის გადახდას და დამხმარე ჯარის გამოყვანის ვალდებულებას, თემური კი ცნობდა საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს, არსებობას.51. თემურ ლენგი 1405 წელს გარდაიცვალა და მისი შეკოწიწებული სახელმწიფოც დაიშალა.52. ირანის ტერიტორიაზე შავბატკნიან თურქმენებთან ბრძოლას შეეწირნენ გიორგი VII და მისი ვაჟი, მეფე კონსტანტინე.53. ალექსანდრე I დიდი მეფობდა 1412-1442 წლებში.54. ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII მეფობდა 1446-1466 წლებში.

Page 40: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

55. მცირე აზიაში პატარა თურქულ სახელმწიფოებს ბეილიქები ეწოდებოდა.56. ოსმალეთის სახელმწიფოს დაარსების თარიღად ითვლება 1299 წელი. მისი ფუძემდებელი იყო ერთ-ერთი ბეილიქის მთავარი ოსმანი(1258-1326). ოსმალეთს ევროპაში ბრწყინვალე პორტად მოიხსენიებდნენ.57. მუსლიმი ოსმალები საკუთარ თავს ღაზიებს – „წმინდა ომის“ მებრძოლებს უწოდებდნენ. მოგვიანებით ოსმალო სულთნები თავს „რომელთა იმპერატორებადაც“ მოიხსენიებდნენ, ამით ისინი ხაზს უსვამდნენ რომ ისინი რომის იმპერიის მემკვიდრეებიც იყვნენ.58. ოსმალთა დედაქალაქი (კონსტანტინოპოლის აღებამდე) იყო ქალაქი ბურსა.59. 1352-54 წწ. თურქებმა დაიკავეს გალიპოლის ნახევარკუნძული. ამგვარად დაიწყო ოსმალების ევროპული დაპყრობების პერიოდი.60. 1387 წელს თურქები დაეუფლნენ მნიშვნელოვან ბერძნულ ქალაქს თესალონიკს.61. 1389 წელს ოსმალებმა დაამარცხეს სერბები კოსოვოს ბრძოლაში.62. 1396 წელს ნიკოპოლისის ბრძოლაში ოსმალებმა დაამარცხეს ევროპელთა კოალიციური ლაშქარი.63. 1397 წელს ოსმალებმა საბოლოოდ დაამარცხეს მათი მეტოქე ყარახანიდები და მთლიანად გაბატონდნენ ანატოლიაში.

Page 41: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

64. 1402 წელს ანკარასთან შედგა ბრძოლა ოსმალებსა და თემურ ლენგის ჯარებს შორის. თემურ ლენგმა გაიმარჯვა , ხოლო ოსმალო სულთანი ბაიაზიდ II ტყვედ ჩავარდა.65. სულთანმა მურად II-მ (ზეობდა 1421-1451) დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც თემურ ლენგთან დამარცხების შემდეგ გამოეყო ოსმალებს.66. თურქებისგან შევიწროებული ბიზანტიის იმპერატორი იოანე VII თავად ეწვია რომს და ფლორენციის საეკლესიო კრებაზე პაპ ევგენიუს VI-სთან ერთად ხელი მოაწერა უნიას, ანუ გაერთიანებას. მისი მიზანი იყო აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების ერთიანობის აღდგენა.67. ბიზანტიის ფლოტის მთავარსარდალსა და იმპერატორის კარზე ყველაზე გავლენიან პირს, ლუკას ნოტარას მიაწერენ სიტყვებს: „მირჩვენია, ქალაქში ვიხილო სულთნის ჩალმა, ვიდრე პაპის ტიარა.68. 1461 წელს ოსმალებმა მცირე აზიაში ქრისტიანთა უკანასკნელი სახელმწიფო – ტრაპიზონის იმპერია საბოლოოდ დაასამარეს.69. რომის პაპმა პიუს II-მ საქართველოში მოავლინა ლუდოვიკო ბოლონიელი 1456-57 წწ.70. გიორგი VIII-მ ევროპაში პაპთან გაგზავნა საპასუხო ეჩობა. საქართველოს ელჩებს, ნიკოლოზ თბილელსა და ხარდან ხაჩიკიანს ახლდნენ ასევე სომხების, სპარსელების, ტრაპიზონის იმპერიის წარმომადგენლები. ელჩები ესტუმრნენ გერმანიის იმპერატორ, ფრიდრიხ III-ს(1440-1493), შემდეგ ისინი პატივით მიიღეს ვენეციის სენატში.

Page 42: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

1460 წელს კი გაიმართა საქართველოს ელჩობის შეხვედრა რომის პაპთან.

2

1. ქრონოლოგიურად რენენსანსის ეპოქა მოიცავს პერიოდს XIV საუკუნის შუა ხანებიდან XVI საუკუნის ბოლომდე.

2. სიტყვა რენენსანსი დაამკვიდრა XIX საუკუნის ფრნაგმა ისტორიკოსმა, ჟიულ მიშლემ.3. მიქელანჯელო – 1475-1564 წწ4. ლეონარდო და ვინჩი – 1452-1519 წწ5. ალბრეხტ დიურერის – 1471-1528 წწf

6. ნიკოლაი კოპერნიკმა (1413-1543) სპეციალურ გამოთვლებზე დაყრდნობით შეიმუშავა ჰელიოცენტრული სამყაროს თეორია.7. გალილეო გალილეი – 1564-1642 წწ8. ქრისტეფორე კოლუმბი – 1451-1506 წწ.9. ფერნანდო მაგელანი – 1480-1521 წწ.

Page 43: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

10. ჰუმანისტმა მეცნიერმა, ლორენცო ვალამ (1407-1457) ცნობილი დოკუმენტის, კონსტანტინეს ნაბოძების“ კრიტიკული შესწავლის გზით დაადგინა მისი სიყალბე.11. ერაზმუს როტერდამელი – 1469-1536 წწ.12. იოჰანეს როიხლინი – 1455-1522 წწ.13. ნეტარი ავგუსტინე – 354-430 წწ.14. იოჰან გუტენბერგი – 1398-1468 წწ.15. ბენჯამინ ფრანკლინი – 1706-1790 წწ.16. 1418 წლიდან პრინც ენრიკე ნავიგატორის ინიციატივითა და მხარდაჭერით პორტუგალიელებმა დაიწყეს აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გამოკვლევა. მათ აღმოაჩინეს კ მადეირა (1419 წ.) და აზორის კუნძულები (1427 წ.).17. XV საუკუნის შუა ხანებში პორტუგალიაში ააგეს კარაველა – ორანძიანი გემი.18. 1488 წელს ბარტოლემეუ დიაშმა მიაღწია აფრიკის უკიდურეს სამხრეთს, რომელსაც „ქარიშხლების კონცხი“ უწოდა. სულ მალე პორტუგალიის მეფე დონ ჟოაო II-მ მას სახელი გამოუცვალა და „კეთილი იმედის კონცხი„ დაარქვა.19. 1498 წელს ვასკო და გამამ შეძლო ინდოეთამდე მიღწევა.20. 1492 წელს კოლუმბმა აღმოაჩინა „ახალი სამყარო“ ანუ ამერიკა, თუმცა ის ამტკიცებდა, რომ ეს „ინდოეთი“ იყო.21. 1513 წელს პორტუგალიელები მიადგნენ ჩინეთს.

Page 44: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

22. 1543 წელს პორტუგალიელებმა ფეხი დადგეს იაპონიაში და იქ კათოლიციზმის გავრცელებას შეეცადნენ.23. 1522 წელს ესპანურმა ესკადრამ პორტუგალიელი მაგელანის მეთაურობით მსოფლიოს გარს შემოუარა.24. 1494 წელს, „ტორდესილიასის ხელშეკრულებით“, ესპანეთმა და პორტუგალიამ „გამიჯნეს მსოფლიო“, ანუ გაინაწილეს სხვა არაქრისტიანული მიწები.25. 1497 წელს ინგლისელი ვაჭრების დაფინანსებულმა ექსპედიციამ სებასტიან კებოტის მეთაურობით ხელახლა აღმოაჩინა ჩრდ. ამერიკა.26. ჰოლანდიელებმა 1606 წელს აღმოაჩინეს ავსტრალია, 1642 წელს ახალი ზელანდია, 1778 წელს კი ჰავაის კუნძულები.27. მესოამერიკული ცივილიზაციებია: ოლმეკთა, ტეოტიჰუაკანის, მაიას, ტოლტეკთა, აცტეკთა და სხვ.28. მაიას ტომის ყველაზე დიდი ქალაქი იყო ტიკალი.29. მექსიკას დედაქალაქი იყო ტენოჩტიტლანი დღევანდელი მეხისკოს ადგილზე, რომლის მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებდა.30. 1519 წელს აცტეკებს თავს ესპანელები ერნან კორტესის მეთაურობით დაესხნენ.31. 1521 წელს აცტეკთა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. აცტეკთა იმპერატორი, მონტესუმა II ბრძოლაში დაიღუპა.32. ინკების იმპერია, რომლის დედაქალაქი იყო კუსკო (პერუში), 1438-1533 წლებში მოიცავდა დღევანდელი

Page 45: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

პერუს, ბოლივიის, ჩილეს, კოლუმბიის, არგენტინის ნაწილებს. ის უდიდესი სახელმწიფო იყო კოლუმბამდელ ამერიკაში.33. მექსიკის მთავრობა სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგიონულ ენებად ცნობს 68 ენას, მათ შორის არის მაიას ენები, რომლებზეც დღემდე ლაპარაკობენ.34. ინკებმა შექმნეს „კვანძოვანი დამწერლობა“ – კიპუ.35. „შვიდწლიანი ომი“ მიმდინარეობდა 1756-1763 წლებში.36. „ისტ-ინდია კომპანი“ იყო ბრიტანული სახელმწიფო კომპანია, რომელიც დამოუკიდებლად ეწეოდა ომებს და აარსებდა კოლონიებს. ის დაარსდა 1600 წელს37. „კოლონიალიზმს“ უწოდებენ XVI-XX საუკუნეებში ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკურ ბატონობას სხვა ქვეყნებზე – უპირატესად ევროპის გარეთ.38. მარტინ ლუთერი – 1483-1546 წწ.(repetitori.wordpress.com)39. 1517 წელს მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი „95 თეზისი“.40. 1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ.41. 1520 წელს პაპმა ლეო X-მ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან განკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა.

Page 46: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

42. გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის იმპერატორმა კარლ V-მ ვორმსში მოიწვია გერმანელ მტავართა კრება, სადაც უნდა დაგმობილიყო ლუთერის მოძღვრება, მაგრამ მარტინ ლუთერი გერმანელმა მთავრებმა გადაარჩინეს.43. 1531 წელს ლუთერანი თავდები კარლ V-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და შექმნეს „შმალკალდენის კავშირი“. იმპერატორმა ისინი დაამარცხა.44. გერმანელ თავადთა შეთქმულებას მოჰყვა საფრანგეთ გერმანიას შორის ომი. 1555 წელს აუსბურგში დაიდო რელიგიური ზავი, რომლის მიხედვითაც ყოველ თავადს საკუთარ სამფლობელოში მისი ქვეშევრდომებისთვის აღმსარებლობის არჩევის უფლება ენიჭებოდა.45. ჟან კალვინმა(1509-1564) ჟენევაში 1541 წელს ქალაქის საბჭოსთან ერთად შეიმუშავა ეკლესიის მოწყობის წესი და ჩამოაყალიბეს კალვინისტური მოძღვრება.46. ინგლისის მეფე ჰენრი VIII – 1509-1547 წწ.47. 1521 წელს რომის პაპმა ლეო X-მ ანტილუთერანული პამფლეტისათვის საპატიო წოდება – „რწმენის დამცველი“ მიანიჭა ჰენრი VIII-ს. ის თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო.48. 1525 წელს, მას შემდეგ რაც რომის პაპმა მეფეს უარი უთხრა განქორწინებაზე, ჰენრი VIII განუდგა რომს და თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა.49. კათოლიკური ეკლესიის თვითრეფორმირება დაიწყო პაპ პავლე III-ის თაოსნობით. 1545 წელს მან მოიწვია საეკლესიო კრება ტრიენტში. კრება თითქმის 20 წლის

Page 47: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

განმავლობაში იკრიბებოდა(1545-1563) და ძირითადად საეკლესიო დოგმატიკის საკითხებზე და ეკლესიაში მანკიერებათა აღმოფხვრის გზებზე ბჭობდა.(თქვენი online რეპეტიტორი)50. 1542 წელს პაპმა პავლე II-მ დაარსა რომის ინკვიზიცია, საეკლესიო დაწესებულება, რომელიც ერეტიკოსებს სდევნიდა. ინკვიზიციის განაჩენი საჯაროდ აღესრულებოდა (აუტოდაფე).51. კონტრრეფორმაციის რადიკალური გამოვლინება იყო ბასკი დიდგვაროვნის, იგნასიო ლუიოლას (1491-1556) მიერე 1534 წელს შექმნილი „იესოს საზოგადოება“, შემდეგომში ცნობილი იეზუიტთა ორდენის სახელწოდებით.52. 1530 წელს (25 ივნისს) აუგსბურგში ახალ რაიხსტაგზე შეკრებილმა პროტესტანტებმა კარლ V-ს წარუდგინეს ლუთერანობის საფუძვლის 28 მუხლი – „აუგსბურგის აღსარება“.53. მიუნსტენის კომუნა იყო თეოკრატიული რეჟიმი, რომელიც ადგილობრივმა პროტესტანტებმა დაარსეს მიუნსტერში (ვესტფალიაში) 1534-35 წლებში, ნიდერლანდელი მეფუნთუშის იან მატისის მეთაურობით, ხოლო მისი დაღუპვის შემდგომ (1534 წ-ის 5 აპრილი), კომუნის მეთაურობა ხელში აიღო ნიდერლანდელმა მკერავმა იოან ლეიდენსელმა.54. 1555 წელს აუგსბურგში კარლ V-მ დადო რელიგიური ზავი. იმპერატორმა ვერ შეძლო გერმანიაში ძლიერი საიმპერატორო ხელისუფლების შექმნა და იგი ტახტიდან გადადგა.

Page 48: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

55. 1559 წელს საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუამ გამოსცა ედიქტი, რომელიც ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.56. 1560 წელს გამოააშკარავეს შეთქმულება გიზების(კათოლიკე დიდგვაროვანთა გვარი) წინააღმდეგ, რომელსაც მეთაურობდა ბურბონთა მომხრე პრინცი კონდე და დაიწყო პროტესტანტების დასჯა.57. ფრანსუა II-ის მცირეწლოვანი ძმის შარლ IX-ის (1560-1574) დროს ხელისუფლება ფაქტრობრივად თავის ხელში აიღო დედამისმა ეკატერინე მედიჩიმ.58. 1572 წლის 24 აგვისტოს, პარიზში წმინდა ბართლომეს დღესასწაულზე კათოლიკეებმა მოაწყვეს ჰუგენოტთა ხოცვა-ჟლეტა.59. 1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ანრი ნავარელი ავიდა და მას ანრი IV ეწოდა. საფრანგეთში ბურბონთა მმართველობის ხანა დაიწყო.60. „პარიზი მესად ღირს“ – ეს სიტყვები ანრი IV ბურბონს ეკუთვნის.

კონსპექტი ისტორიაში – 4

1. ნიდერლანდები დაბალ მიწებს ნიშნავს.2. 1568 წელს აჯანყდა ჩრდილოეთ ნიდერლანდების შვიდი პროვინცია რომელთაც 1581 წელს გადაყენებულად

Page 49: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

გამოაცხადეს მეფე ფელიპე II და შექმნეს ნიდერლანდების შეერთებული პროვინციების რესპუბლიკა.3. ვილემ I ნიდერლანდების აჯანყების მეთაური გახდა. აჯანყება და ომი, შესვენებით, ოთხმოცი წელი გაგრძელდა. მხოლოდ 1648 წელს ცნო ესპანეთის მეფემ ჰოლანდიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.4. ოთხმოცწლიანი ომის დროს „ზღვის გიოზები“ (ჰოლანდიელები) ეფექტიანად ებრძოდნენ ესპანურ ფლოტს. 1639 წელს ჰოლანდიის რესპუბლიკამ საბოლოოდ მოუღო ბოლო ესპანეთის საზღვაო ჰეგემონიას.5. XVI საუკუნეში ინგლისში მეფობდა ტიუდორების დინასტია, რომლის დროსაც სამეფოში ჩამოყალიბდა აბსოლუტიზმი.

6. 1455-185 წლებში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი – „ვარდების ომი“.7. 1600 წელს ლონდონში დაარსდა მსოფლიოში პირველი სააქციონერო კომპანია „ისტ-ინდია კომპანი.8. 1603 წელს ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი მონარქი ელიზაბეთ I გარდაიცვალა და მემკვიდრედ ჯეიმზ VI სტიუარტი დატოვა, რომელიც ჯეიმზ I-ის სახელით ავიდა ტახტზე.9. პარლამენტით გაღიზიანებულმა ჯეიმზ I-მა 1629 წელს დაითხოვა ის და 11 წლის განმავლობაში მისი სანქციის გარეშე აწესებდა და კრეფდა გადასახადებს.

Page 50: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

10. 1640 წელს ინგლისში შეკრებილ პარლამენტს „ხანგრძლივი“ დაერქვა, რადგან ის 1653 წლამდე იჯდა უესტმინსტერში, სადაც მისი სხდომები ტარდებოდა.11. 1642 წელს ინგლისში დაიწყო სამოქალაქო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.12. 1644 და 1645 წლებში ინგლისის პარლემენტის არმიამ ოლივერ კრომველის მეთაურობით დაამარცხა ჩარლზ I13. 1649 წლის 30 იანვარს მეფეს თავი მოჰკვეთეს და 19 მაისს ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა.14. ინგლისში ოლივერ კრომველის დიქტატურა დამყარდა. მან 1657 წელს უარი თქვა მეფის ტიტულზე.15. 1657 წელს კრომველმა ებრაელებს ნება დართო დაბრუნებულიყვნენ ინგლისში, საიდანაც ისინი განდევნეს 1290 წელს მეფე ედუარდ I-ის დროს.16. 1658 წელს კრომველი გარდაიცვალა და 1660 წელს ინგლისის ტახტზე მოიწვიეს ჩრლზ II სტიუარტი.17. 1689 წლის 16 დეკემბერს ინგლისის პარლამენტმა მიიღო „უფლებათა ბილი“, რომელმაც შეზღუდა მონარქის უფლებები და გააფართოვა პარლამენტის უფლებები.18. 1689 წელს ინგლისში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონსტიტუციური მონარქია19. აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ფრნაგი მონარქის ლუი XIV-ის ერთპიროვნული მმართველობა (1661-1715). მისი დევიზი იყო – „სახელმწიფო მე ვარ“!

Page 51: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

20. „დაშნის აზნაურებს“ საფრანეგთში ძველ არისტოკრატიული საგვარეულოების წარმომადგენლებს უწოდებდნენ.21. „მანტიის აზნაურებს“ საფრანგეთში უწოდებდნენ სათავადაზნაურო წოდების ქვედა ფენას.22. 1678 წელს ლუი XIV-მ პარლამენტს ჩამოართვა სამეფო კანონების შეჩერების უფლება.23. აბსოლუტური რეჟიმის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მერკანტალიზმის სახელითაა ცნობილი, მთლიანად უკავშირდება ლუი XIV-ის ფინანსთა მინისტრს, ჟან ბატისტ კოლბერს და ამდენად მას კოლბერტიზმს უწოდებენ.24. „აქტიური სავაჭრო ბალანსის“ პრინციპები მარტივია: ექსპორტის გაზრდა და იმპორტის შემცირება.25. შვიდწლიან ომს უინსტონ ჩერჩილმა „პირველი მსოფლიო ომი უწოდა“.26. შვიდწლიან ომში ერთმანეთს დაუპირისპირდა ინგლის-პრუსიისა და საფრანგეთ-ავსტრია-რუსეთის კავშირები.27. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II შვიდწლიან ომში მოწინააღმდეგე მხარეს „სამი დედაკაცის კავშირს“ უწოდებდა. მარია ტერეზა ავსტრიაში, ელიზავეტა რუსეთში და მადამ პომპადური საფრანგეთში.28. 1759 წლის 12 აგვისტოს მოხდა შვიდწლიანი ომის ცნობილი ბრძოლა კუნერსდორფთან, სადაც პრუსიის ჯარმა რუსეთ-ავსტრიის ჯარებთან სრული მარცხი განიცადა.

Page 52: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

29. შვიდწლიან ომში პრუსია, 1762 წელს, კატასტროფისგან იმპერატორ ელიზავეტა I-ის გარდაცვალებამ იხსნა.30. 1762 წლის 5 იანვარს რუსეთში პეტრე III გამეფდა და მან პრუსიასთან ზავი დადო. ის გამეფებიდან 6 თვეში გადააგდეს.31. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ ჩაუყარა საფუძველი რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას.32. 1784 წელს გამოქვეყნდა გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის წიგნი „რა არის განმანათლებლობა?“33. რაციონალიზმს განმანათლებლობის აზროვნების წესში დასაბამი მისცა ფრანგი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის, რენე დეკარტის (1596-1650) ცნობილმა ფორმულამ: „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“.34. ბევრი განმანათლებლის მიერ ადამიანისა და საზოგადოების „ბუნებრივი მდგომარეობა“ აღქმული იყო, როგორც ადამიანის თავდაპირველი უცოდველობა. ამას უპირისპირდება დენი დიდრო(1713-1784). ის თვლიდა, რომ ევროპელებს დაკარგული ჰქონდა ბუნებრიობა. ამგვარი აღქმის შედეგად, განმანათლებლობაში შეიქმნა „კეთილშობილი ველურის“ ხატი.35. დენი დიდროს მიერ შეკრებილი ინტელექტუალური საზოგადოების მიერ გამოცემული „ენციკლოპედიები“ აბსოლუტური სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი ზედამხედველობის, ცენზურის ქვეშ ვრცელდებოდა.36. ფიზიოკრატებს უწოდებდნენ, საფრანგეთში „ენციკლოპედიასთან“ დაახლოებულ აბსოლუტური მონარქების ფინანსთა მინისტრებს.

Page 53: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

37. კერძო საკუთრების, ქონებრივი უთანასწორობისა და თავისუფალი კონკურენციის არსებობა ფიზიოკრატებისათვის ეკონომიკის ბუნებრივი კანონებია. „მიეცი მოქმედების თავისუფლება“ – იყო მათი მთავარი პრინციპი.38. სიტყვები – „ჩვენ კრიზისის მდგომარეობასა და რევოლუციების საუკუნეს ვუახლოვდებით“ – ეკუთვნის ჟან ჟაკ რუსოს.39. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში მოღვაწეობდა ანტონ კათალიკოსი, რომელსაც ეკუთვნის თხზულება „სპეკალი“. მას აგრეთვე ეკუთვნის „საქართველოს ისტორიის“ პირველი სასკოლო სახელმძღვანელო.40. იოანე ბაგრატიონს ეკუთვნის წიგნი „კალმასობა“.41. ალექსამდრე ამილახვარს ეკუთვნის „ბრძენი აღმოსავლეთისა.42. ფრანგული განმანათლებლობის დროს საქართველოში არსებულ მოძრაობას „ქართულ ვოლტერიანობადაც“ მოიხსენიებენ.43. დავით ბატონიშვილმა თარგმნა მონტესკიეს „კანონთა გონი“ სათაურით „გულისხმისყოფისათვის სჯულისა“.44. 1588 წელს ინგლისელებმა მოახერხეს ესპანეთის საზღვაო ფლოტის – „უძლეველი არმადას“ დამარცხება.45. 1607 წელს 129 ადამიანმა სამი ხომალდით გადალახა ატლანტის ოკეანე და ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისური მუდმივი კოლონია – ჯეიმზთაუნი დაარსა.

Page 54: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

46. 1732 წლამდე ატლანტის ოკეანის ჩრდილოამერიკულ სანაპიროზე 13 ინგლისური კოლონია შეიქმნა: ვირჯინია,მასაჩუსეტსი, მერილენდი, როდ აილენდი, კონეკტიკუტი, დელავერი, ნიუ ჰემფშირი, ჩრდილო და სამხრეთ კაროლინა, ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, პენსილვანია და ჯორჯია.47. 1770 წლისათვის უკმაყოფილებამ ბრიტანული მთავრობისადმი კოლონისტებს შორის ზედა ზღვარს მიაღწია.48. 1773 წელს ბრიტანელთა მიერ ამერიკაში გაზრდილი გადასახადების წინააღმდეგ განხორციელდა სიმბოლური საპროტესტო აქტი, რომელსაც „ბოსტონის ჩაის სმა“ ეწოდება.49. ინგლისის პარლამენტმა მასაჩუსეტსის წინააღმდეგ სადამსჯელო კანონები მიიღო, საპასუხოდ კი ცამეტივე კოლონიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქალაქ ფილადელფიაში პირველ კონტინენტურ კონგრესზე (1774).50. მასაჩუსეტსის სამხედრო გუბერნატორმა კოლონისტების რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება დააპირა, ამიტომ მეფის ჯარს საკუთარი შეიარაღებული რაზმებით დაუპირისპირდნენ ლექსინგტონსა და კონკორდთან, 1775 წელს.51. 1775 წლის 17 ივნისს ბრიტანელებმა ბოსტონთან ბანკერ ჰილის ბრძოლაში დაამარცხეს კოლონისტები.52. 1775 წლის მაისში მუშაობა დაიწყო მეორე კონტინენტურმა კონგრესმა.53. 1776 წლის მაისში კონგრესმა, ჯონ ადამსის (შემდგომ აშშ-ის მეორე პრეზიდენტი – 1797-1801) წინადადებით

Page 55: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ოფიციალურად გამოხატა ბრიტანეთისაგან თავისუფალი შტატების შექმნის ნება.54. კონგრესის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გახდა 1776 წლის 4 ივლისს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მის შედგენაზე ხუთკაციანი კომისია მუშაობდა. მისი საბოლოო ტესტი კი თომას ჯეფერსონმა (აშშ-ის მესამე პრეზიდენტი – 1801-1809) მოამზადა.55. ამერიკელი კოლონისტების ჯარის მთავარსარდლად II კონტინენტურმა კონგრესმა ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799, შემდგომ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, 1798-1799) დანიშნა.56. 1776 წლის შობის ღამეს ჯორჯ ვაშინგტონი წინ წაუძღვა კოლონისტების ჯარს, მათ გადალახეს გაყინული მდინარე დელავერი და ტრეტონის ბრძოლაში, რომელიც მთავარი გადამწყვეტი შეტაკება იყო, დაამარცხეს ინგლისელები.57. 1778 წელს კოლონისტებს ფრნაგებმა აღმოუჩინეს დახმარება ინგლისელების წინააღმდეგ.58. 1781 წელს, იორკთაუნთან, ჯორჯ ვაშინგტონმა ფრანგ არისტოკრატ მარკიზ დე ლაფაიეტთან ერთად დაამარცხა ბრიტანეთის არმიის მთავარი ნაწილები.59. ბრიტანეთმა 1783 წელს პარიზის ზავით აღიარა 13 კოლონიის დამოუკიდებლობა.60. 1789 წელს, საფრანგეთში დაწყებულმა „დიდმა რევოლუციამ“ ბოლო მოუღო აბსოლუტისტურ სახელმწიფო სისტემას, რომელსაც თავის დროზე რევოლუციონერებმა „ძველი რეჟიმი“ უწოდეს.

Page 56: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

61. იაკობინელები მმართველობდნენ საფრანგეთში 1793-1794 წწ.62. თავადაზნაურული საგვარეულოების წარმომადგენლებისგან შემდგარი, ტიტულების მატარებელი ზედაფენაა „დაშნის აზნაურებს“ უწოდებდნენ.63. მდიდარი ბურჟუაზიიდან გამოსული სამოხელეო თავადაზნაურობას „მანტიის აზნაურებს“ უწოდებდნენ.64. 1788 წელს მეფე ლუი XVI-ის (1774-1793) ფინანსების გენერალურმა კონტროლიორმა (ფინანსთა მინისტრმა), ნეკერმა გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რითაც პირველად აბსოლუტიზმის ისტორიაში საჯარო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტი.65. ლუი XV-ს ეკუთვნის გამონათქვამი : „ჩვენ შემდეგ ყველაფერი წყალსაც წაუღია“.66. 1789 წლის მაისში ლუი XVI-მ გადაწყვიტა მოეწვია გენერალური შტატები, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების მიზნით.67. 1789 წლის 17 ივნისს შეკრებილმა გენერალურმა შტატებმა კრება „ეროვნულ კრებად“ გამოაცხადეს. 9 ივლისს კი წარმომადგენლებმა თავი „დამფუძნებელ(საკონსტიტუციო) კრებად“ გამოაცხადეს.68. 1789 წლის 14 ივლისს შეიარაღებულმა სამოქალაქო პირებმა აიღეს ბასტილიის მეფე.69. პარიზელების რევოლუციური მაგალითი მისაბაძ ნიმუშად იქცა ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქების მოსახლეობისთვისაც. აქ არბევდნენ და ქმნიდნენ

Page 57: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

მუნიციპალური მმართველობის ახალ არჩევით ორგანოებს. ამდენად, ეს უკანასკნელი მოვლენები „მუნიციპალური რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი.70. 1780 წლის 4-5 აგვისტოს ღამის სხდომაზე, ეროვნულმა კრებამ, ფეოდალური პრივილეგიები გაუქმებულად გამოაცხადა.71. საფრანგეთში გლეხობის სრული და უსასყიდლო გათავისუფლება მხოლოდ მოგვიანებით, 1793 წლის ივლისში, როგით მესამე რევოლუციური პარლამენტის – კონვენტის დადგენილებით მოხდა.72. 1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო საფრანგეთის პირველ კონსტიტუციას.73. 1789 წლის 2 ნოემბერს, საფრანგეთში, დამფუძნებელმა კრებამ საეკლესიო მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა.74. 1791 წლის ივნისში მსახურის სამოსში გადაცმული საფრანგეთის მეფე და დედოფალი ქალაქ ვარენთან ამოიცნეს და დააკავეს. ამ ფაქტს „ვარენის კრიზისი„ ეწოდება.75. 1791 წლის 13 სექტემბერს, საფრანეგთის მეფის მიერ ხელმოწერილი და დამფუძნებელ კრებაზე დამტკიცებული კონსტიტუცია ძალაში შევიდა.76. 1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ახალი კანონის საფუძველზე არჩეული ეროვნული კრება,

Page 58: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

რომელსაც ამჯერად საფრანგეთის საკანონმდებლო კრება ეწოდა.77. 1791 წლის აგვისტოში ავსტრიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის ერთობლივ განცხადებაში („პილნიცის დეკლარაცია“) აშკარად გაისმა ომის მუქარა საფრანგეთისადმი.78. მაქსიმილიან რობესპიერს ეკუთვნის ფრაზა:„არავის უყვარს შეიარაღებული მისიონერები“.79. 1792 წლის 20 აპრილს ლუი XVI-მ და საკანონმდებლო კრებამ ომი გამოუცხადეს ავსტრიის იმპერატორს, მაგრამ საფრანგეთის არმია არ იყო მზად ომისთვის. ამ ომში მიმავალი რუჟე დე ლილის „რაინის არმიის სიმღერას“, რომელსაც ფრონტზე მიმავალი მარსელელი მოხალისეები მღეროდნენ, მალე მთელი ქვეყანა მღეროდა.80. პარიზი XVIII საუკუნის 90-იან წლებში 48 კომუნის სექციად იყოფოდა.81. 1792 წლის 25 ივლისს საფრანგეთის ინტერვენტთა ჯარების მთავარსარდალმა ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა გამოსცა მანიფესტი, საფრანგეთის მეფის ხელშეუხებლობის შესახებ. ამის უკან პარიზელებმა მეფის „ღალატი“ დაინახეს.82. 1792 წლის 21 სექტემბერს, ფრანგულმა რევოლუციურმა არმიამ ვალმისთან გამარჯვება მოიპოვა. ამ მოვლენის მეორე დღეს შეიკრიბა ნაციონალური კომიტეტი, რომელმაც საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაუქმდა ტრადიციული წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან და

Page 59: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

1792 წლის 21 სექტემბერი „ახალი ხანის“ ათვლის თარიღად და რესპუბლიკის პირველ წლად გამოცხადდა.83. კონვენტში ერთდ დროს ერთიან მემარცხენე პოზიციაზე მდგარი ჟირონდისტები და იაკობინელები საპირისპირო პოლუსებზე აღმოჩდნენ. 200 ჟირონდისტი დეპუტატი ახალ მემარჯვენე ძალად, 120 იაკობინელი კი მემარცხენე „მთის“ პარტიად ჩამოყალიბდა. „მთასა“ და „ჟირონდას“ შორის აღმოჩნდა მერყევი ცენტრი, რომელიც კონვენტის უმრავლესობას შეადგენდა. დეპუტატთა ამ ჯგუფს „ჭაობი“ ეწოდა.84. 1793 წლის 21 იანვარს მეფე ლუი XVI-ს თავი მოჰკვეთეს ახლად გამოგონილი მექანიზმით, გილიოტინით, რომლის შექმნაზეც, თავის დროზე, თავად ლუი XVI-მ გასცა პატენტი.85. 1793 წლის მარტში კონვენტმა შექმნა საგანგებო სასამართლო ორგანო – რევოლუციური ტრიბუნალი. გილიოტინას კი იაკობინელებმა „თანასწორობის ნამგალი“ შეარქვეს.86. 1793 წლის 2 ივნისს 8 ათასი შეიარაღებული მოქალაქე და გვარდიელი კონვენტში შეიჭრა და დააპატიმრა 29 წამყვანი ჟირონდისტი დეპუტატი. ძალაუფლება „მთის“ პარტიის ხელში გადავიდა.87. 1793 წლის ივლისში იაკობინელებს სათავეში რობესპიერი ჩაუდგა სათავეში და დაიწყო „დიდი ტერორი“.88. 1794 წლის 27 ივლისს დააპატიმრეს რობესპიერი და მისი მომხრეები, მეორე დღეს კი სიკვდილით დასაჯეს.

Page 60: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

89. 1795 წელს კონვენტის ზომიერმა „ცენტრმა“ ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა. კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი იყო, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება კონცენტრირებული იყო ხუთკაციანი „დირექტორიის“ ხელში.90. 1799 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ დაამარცხა ავსტრიელთა ჯარები და დადო კამპოფორმიოს ზავი. ამ ზავით ავსტრია იატალიაში კარგავდა სამფლობელოებს, ვენეციის გარდა.91. 1798 წლის 21 ივლისს ნაპოლეონის ჯარმა გაანადგურა მამლუქები პირამიდებთან ბრძოლაში და დაიკავა კაირო.92. 1798 წლის 1 აგვისტოს, საზღვაო ბრძოლაში აბუკირთან, ინგლისის საზღვაო ესკადრამ ადმირალ ნელსონის მეთაურობით გაანადგურა ფრანგული სამხედრო ხომალდები.93. 1799 წლის ოქტომბერში ნაპოლეონმა მოულოდნელად მიატოვა თავისი არმია ეგვიპტეში და დაბრუნდა პარიზში, სადაც ჩართო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში.94. 1799 წლის 9 ნოემბრეს (18 ბრიუმერი) გეგმა განხორციელდა. ძალაუფლება სამი კონსულის, ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის“ – ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში გადავიდა.95. ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ ინგლისი, ხოლო მისი დაწყების ტარირად XVIII საუკუნის 60-იანი წლებია მიჩნეული.

Page 61: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

96. ინგლისის სავაჭრო და კოლონიების მპყრობელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება 1651 წელს „სანავიგაციო აქტის“ მიღებითა და ესპანეთისათვის „შაქრის კუნძძულის“, იამაიკის წართმევით (1655 წ) დაიწყო.97. 1713 წლის უტრეხტის ზავით, რომლითაც დასრულდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701-1713) ინგლისმა მიიღო გიბლატარი, მონოპოლია მონობით ვაჭრობაზე ესპანურ კოლონიებთან (ე.წ. ასიენტო).98. 1694 წელს დაარსდა „ინგლისის ბანკი“.99. 1661 წელს ინგლისში დაარსდა „მეცნიერებათა სამეფო აკადემია“.100. 1765 წელს ინგლისელმა ფეიქარმა ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის სართავი მექანიზმი გამოიგონა – „სართავი ჯენი“.101. მსოფლიოში პირველმა რკინიგზამ მანჩესტერი და ლივერპული დააკავშირა ერთმანეთთან 1825 წელს.

2

1. ოსმალეთის ცხენოსან არმიას სიფაჰიებს უწოდებდნენ.2. 1475 წელს ყირიმის ხანმა ოსმალეთს მორჩილება აღუთქვა.3. 1514 წელს სულთანმა სელიმ I-მა ჩალდირანის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სეფიანთა ირანის ახლადშექმნილ სახელმწიფოზე.

Page 62: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

4. 1517 წელს ოსმალებმა ეგვიპტე შემოიერთეს5. სულეიმან I-ს (1520-1566) ევროპელები ბრწყინვალეს უწოდებდნენ, ხოლო თურქები კანონმდებელს.6. 1526 წელს ოსმალებმა მოჰაჩის ბრძოლაში დაამარცხეს უნგრელები. ამის შემდეგ საუკუნეზე მეტხანს, უნგრეთი და ასევე ცენტრალური ევროპის რამდენიმე რეგიონი ოსმალეთის სამფლობელოებში მოექცა.7. 1529 წელს ოსმალებმა ვენაზეც მიიტანეს იერიში, მაგრამ ცივმა ზამთარმა მათ ხელი შეუშალა ქალაქის აღებაში.

8. 1555 წელს ოსმალთა ქიშპი ირანთან ამისიის ზავით დროებით დასრულდა. ამ ზავით ორმა იმპერიამ სამხრეთ კავკასია, მათ შორის, საქართველო, ორად გაიყვეს. 9. 1535 წელს საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო „მშვიდობის, მეგობრობის და ვაჭრობის“ ხელშეკრულება. საფრანგეთს ამიერიდან მუდმივი წარმომადგენელი ჰყავდა კონსტანტინოპოლში და კონსული – ალექსანდრიაში.10. 1571 წელს ლეპანტოს (საბერძნეთის ნაპირებთან) საზღვაო ბრძოლაში ევროპელებმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ოსმალებზე. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა დიდი ესპანელი მწერალი სერვანტესი.11. 1683 წელს ოსმალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ვენაზე, მაგრამ ევროპელებმა, პოლონეთის მეფე იან სობეისკის მეთაურობით, მოახერხეს მათი უკუგდება.

Page 63: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

12. ევროპულმა სახელმწიფოებმა შექმნეს ე.წ. „საღვთო ლიგა“ ოსმალეთის წინააღმდეგ. დაიწყო „დიდი თურქული ომი“, რომელიც ოსმალეთისთვის არასახარბიელოდ წარიმართა. 1699 წლის კარლოვაცის ზავით ოსმალეთმა დათმო უნგრეთი და სხვა ევროპული ტერიტორიების ნაწილი.13. პირველმა სეფიანმა შაჰმა ისმაილ I-მა (1501-1524) შეძლო ირანის გაერთიანება. ახალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა თავრიზი.14. შაჰ თამაზ I მეფობდა – 1524-1576 წლებში.15. 1538 წლისათვის შაჰ თამაზმა მოახერხა შირვანშაჰების სახელმწიფოს (დღევანდელი აზერბაიჯანის ნაწილი) განადგურება.16. 1578 წელს ოსმალები შეიჭრნენ ირანში და პოზიციები გაიმყარეს სამხრეთ კავკასიაში.17. შაჰ აბას I – 1587-1629 წწ.18. ირანული არმიის რეფორმირებისათვის შაჰ აბასმა მოიწვია ინგლისელი ძმები ენტონი და რობერტ შერლები. მათთან ერთად დიდი როლი ითამაშა ქართული წარმოშობის ალავერდი ხან უნდილაძემ.19. ომი სმალეთთან 1603 წელს განახლდა. ხანმოკლე შესვენებებით ამ ომმა 30 წელზე მეტხანს გასტანა და საბოლოო „საუკუნო“ ზავი დაიდო მხოლოდ შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ, 1639 წელს.

Page 64: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

20. შაჰ აბასმა 1603 წელს მოახერხა პორტუგალიელების განდევნა სპარსეთის ყურის კუნძულ ბაჰრეინიდან და 1622 წელს კუნძულ ჰორმუზიდან.21. შაჰ აბასმა ირანის სატახტო ქალაქი ჩრდილოეთში მდებარე თავრიზიდან ირანის ცენტრალურ ნაწილში – ისფაჰანში გადაიტანა. მას „ქვეყნიერების სახეს“ უწოდებდნენ.22. შაჰ აბას II – 1642-1666 წწ.23. რუსული მატიანის მიხედვით, სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები მოუწვევიათ სამი ძმის – რიურიკის, სინეუსისა და ტრუვერის მეთაურობით. სწორედ რიურიკი ჩაუდგა სათავეში კიევის რუსეთს და საფუძველი ჩაუყარა რიურიკოვიჩების დინასტიას.24. კიევის რუსეთი თავისი ძლიერების მწვერვალს აღწევს ვლადიმირ დიდის (980-1015) და იაროსლავ ბრძენის (1019-1054) დროს.25. 988 წელს კიევის რუსეთში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად.26. 1237-1241 წლებში მონღოლებმა დაიპყრეს რუსული სამთავროები.27. ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრე ნეველმა მიაღწია მონღოლებთან შეთანხმებას და მათი მხარდაჭერით მოახერხა 1240 წელს მდ. ნევასთან შვედების დამარცხება.28. ალექსანდრე ნეველმა 1242 წელს ჩუდის ტბაზე ბრძოლაში ტევტონთა ორდენის რაინდები დაამარცხა და ამ ბრძოლას „ყინულზე ხოცვა-ჟლეტა“ ეწოდა.

Page 65: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

29. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლაში, დიმიტრი დონელის სარდლობით რუსებმა დაამარცხეს მონღოლები.30. 1382 წელს მონღოლებმა კვლავ დაიმორჩილეს რუსები.31. ივანე III-ის ზეობისას რუსეთი მონღოლთა ბატონობისგან გათავისუფლდა. 1480 წელს მდ. უგრასთან პირისპირ მდგარი რუსული და მონღოლური ჯარები უბრძოლველად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ დაპირისპირებამ „უგრაზე დგომის“ სახელი მიიღო.32. რუსეთის ცენტრალიზაციის პროცესი დასრულდა ივანე IV მრისხანეს (1547-1584) მეფობის პერიოდში. მან პირველად მიიღო „სრულიად რუსეთის მეფის“ ტიტული.33. 1552 და 1556 წლებში ივანე IV-მ მოახდინა ყაზანისა და ასტრახანის სახანოების ანექსირება და ვოლგისპირეთი რუსეთს შემოუერთა.34. ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების მიზნით ივანე IV-მ წამოიწყო ხანგრძლივი, 24-წლიანი ომი შვედეთის, პოლონეთისა და ლიტვის კოალიციის წინააღმდეგ, რომელიც ლივონიის ომის სახელწოდებითაა ცნობილი და რომელიც რუსეთისათვის უშედეგოდ დამთავრდა.35. ივანე მრისხანეს გარდაცვალებიდან სულ მალე დასრულდა რიურიკოვიჩების დინასტიის მეფობის ხანა. მას მოჰყვა არეულობები ქვეყანაში, ცნობილი ე.წ. „შფოთის დროის“ სახელით, სანამ 1613 წელს, რომანოვების ახალი სამეფო დინასტიის წარმომადგენელმა არ დაიკავა ტახტი.36. რეჩ პოსპოლიტა ეწოდებოდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი საჰერცოგოს გაერთიანებულ სახელმწიფოს,

Page 66: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

რომელიც 1569 წელს შეიქმნა პოლონეთსა და ლიტვას შორის დადებული ლიუბლინის უნიის ხელშეკრულებით.37. რეჩ პოსპოლიტას მართავდა არჩეული მონარქი და საერთო სეიმი. სატახტო ქალაქს კი წარმოადგენდა პოლონური ქალაქი კრაკოვი, XVII საუკუნის ბოლოს კი დედაქალაქი ვარშავა გახდა.38. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ევროპულმა სახელმწიფოებმა და რუსეთმა სამჯერ დაიყვეს რეჩ პოსპოლიტა – 1772, 1793 და 1795 წლებში.39. 1795 წელს გადადგა რეჩ პოსპოლიტას მეფე სტანისლავ ავგუსტი და ამით დასრულდა ამ სახელმწიფოს არსებობა.40. პეტრე I მეფობდა – 1682-1725 წწ.41. პეტრე I-მა 1700-1721 წლებში შვედების წინააღმდეგ აწარმოა დიდი ომი – „ჩრდილოეთის ომი“.42. 1703 წელს რუსები დაეუფლნენ ციხესიმაგრე ნიენშანცს მდინარე ნევას შესართავთან. სწორედ აქ შეუდგა ის სანკტ-პეტერბურგის მშენებლობას.43. 1709 წელს რუსულმა ჯარებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს შვედეთის არმიაზე პოლტავის ბრძოლაში44. 1714 წელს რუსულმა ფლოტმა მოახერხა შვედების დამარცხება განგუტის ბრძოლაში.45. 1721 წლის 22 ოქტომბერს(ახალი სტილით 2 ნოემბერს) პეტრე I-მა მიიღო „სამშობლოს მამის, სრულიად რუსეთის იმპერატორის, პეტრე დიდის„ ტიტული.

Page 67: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

46. 1713 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ადრიანოპოლის ხელშეკრულება, რითაც რუსეთმა დათმო შავ ზღვაზე გასასვლელი.47. 1722 წელს პეტრე I-მა დაიწყო კასპიის(სპარსეთის ლაშქრობა).48. XV საუკუნის ბოლოს კახეთის მეფეებმა სამეფო საერისთავოებზე უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებად – სამოურავოებად დაყვეს. კახეთის სამეფო ოთხ სადროშოდ, სამხედრო-ტერიტორიულ ერთეულად დაიყო, რომელსაც ეპისკოპპოსი მართავდა.49. კახეთი განსაკუთრებით გაძლიერდა ალექსანდრე II-ის (1574-1605) მეფობის დროს.50. ლუარსაბ I მეფობდა – 1527-1556 წწ.51. სიმონ I მეფობდა – 1556-1600 წწ.52. 1545 წელს იმერეთის მეფე ბაგრატი(1510-1565) და ქართლის მეფის გაერთიანებული ჯარი დამარცხდა ოსმალებთან სოხოისტასთან ბრძოლაში ერზურუმის პროვინციაში. ეს მარცხი იქცა სამცხე-საათაბაგოს საქართველოდან საბოლოოდ ჩამოცილების მომასწავებლად.53. თეიმურაზ მეფის დედა ქეთევან დედოფალი როგორც ქართულმა მართმადიდებლურმა, ისე კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.54. თეიმურაზ მეფე 1663 წელს ირანში, ასტრაბადში გარდაიცვალა.

Page 68: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

55. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე ქართველებმა გიორგი სააკაძის დახმარებით დაამარცხეს ყიზილბალშთა ლაშქარი და სრულიად განდევნეს ქართლ-კახეთიდან ირანული ჯარები.56. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში ყიზილბაშებმა დაამარცხეს ქართველები, მაგრამ ვერ შეძლეს სრული კონტროლის დამყარება.57. 1626 წელს ბაზალეთის ტბასთან ერთმანეთს თეიმურაზ მეფე და გიორგი სააკაძე დაუპირისპირდნენ. თეიმურაზ მეფემ გაიმარჯვა.58. 1629 წელს გიორგი სააკაძე ოსმალო სულთნის კარის ინტრიგებს შეეწირა.59. 1632 წლიდან სპარსეთსა და ქართლს შორის ურთიერთობის ახალი ფორმა დამყარდა. ამ დროიდან დაწყებული საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ქართლი იმართებოდა მუსლიმი ბაგრატიონების მიერ. ისინი ატარებდნენ „ვალის“ ტიტულს. მათგან პირველი იყო როსტომი(1633-1658), იგივე ხოსრო მირზა.60. ვახტანგ V, იგივე შაჰნავაზი მეფობდა – 1658-1675 წწ.61. 1659 წელს კახეთში დაიწყო დიდი ბახტრიონის აჯანყება. მას მეთაურობდა შალვა და ელიზმარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი. ისინი ყიზილბაშებმა სიკვდილით დასაჯეს.62. სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის ბატონობის პერიოდში ჩილდირის საფაშო ეწოდა.

Page 69: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

63. სეფიანთა ირანში ყულიებად გამუსლიმებული ქართველი სამხედრო ჭაბუკები იწოდებოდნენ.64. 1588 წელს შაჰ აბას I-მა შექმნა პირადი დაცვა, რომელიც შედგებოდა 12 ათასი ქართველი მეომრისაგან. საერთო ჯამში ქართველთა კავალერიის რიცხვი სპარსეთის არმიაში 8 ათასიდან 40 ათასამდე აღწევდა.65. რომში 1629 წელს დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, შედგენილი სტეფანო პაოლინის და ნიკიფორე ირბახის მიერ.66. 1711 წელს სპარსეთის შაჰის ხელდასმით ქართლის მეფე ვახტანგ VI გახდა, ისლამზე მოქცევაზე უარის გამო ის საკმაო ხნის მანძილზე იმყოფებოდა მძველად ისფაჰანში.67. 1714 წელს სულხან-საბა ლუი XIV-მ მიიღო ვერსალში.68. 1722 წელს ავღანელებმა სეფიანთა სატახტო ქალაქი ისფაჰანი აიღეს. ათიოდე წელიწადში კი სეფიანთა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.69. „მყრელობა“ ეწოდებოდა ვახტანგ VI-ის მიერ გატარებულ რეფორმას, რომელიც ომიანობის შედეგად საკუთარი მიწებიდან გახიზნული გლეხების დაბრუნებას ისახავდა მიზნად.70. 1737 წელს ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანი.71. 1709 წელს ვახტანგ VI-მ თბილისში დაარსა სტამბა ანთიმოზ ივერიელის დახმარებით. 1712 წელს გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“.

Page 70: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

72. 1724 წ. რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ე.წ. „განაწილების ხელშეკრულება“, რომლითაც მათ კავკასია დაიყვეს.73. 1741 წელს ყიზილბაშებმა აღმოსავლეთ საქართველოში აღწერა ჩაატარეს და თითოეულ მამაკაცს ათი წლიდან გადასახადი დააკისრეს.74. 1748 წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელად გადაუხადა ხარკი ირანის შაჰს, გაუგზავნა მას ასი ქართველი მეომარი და რამდენიმე ქალი.75. 1761 წელს თეიმურაზ II რუსეთში გაემართა დახმარების სათხოვნელად და იქვე გარდაიცვალა 1762 წელს. ის დაკრძალულია ვახტანგ VI-ის გვერდით.76. 1774 წელს ერეკლე II-მ შექმნა ე.წ. „მორიგე“ ლაშქარი.77. 1762 წელს ერეკლე II-ს ქერიმ ხანმა დიდძალი საჩუქრებით დატვირთული ელჩების პირით სთხოვა აზატ ხანის მასთან გაგზავნა, რომელიც ირანის ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას. ერეკლე დათანხმდა.78. 1770 წელს ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში დაამარცხა თურქები.79. 1757 წელს ქართველებმა იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ხრესილის ბრძოლაში ოსმალეთის წინააღმდეგ.80. 1774 წელს ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, რუსეთი აღიარებდა ოსმალეთის სუვერენობას დასავლეთ საქართველოზე, მაგრამ ქვეყანა თავისუფლდებოდა ხარკისგან.

Page 71: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

81. XVIII საუკუნის მიწურულს ირანში ხანგრძლივი შინაომები დასრულდა და აღა მოჰამად (მაჰმად) ხანმა გაიმარჯვა. მან დაუდო ახალ, ყაჯართა დინასტიას.82. 1790 წელს სოლომონ ლიონიძის წყალობით დამყარდა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ერეკლე II-ს, სოლომონ II-ს, გრიგოლ დადიანსა და სიმონ გურიელს შორის.83. სოლომონ II მეფობდა 1789-1810 წწ.84. 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ ირანელებთან ბრძოლაში. ამის შემდეგ აღა მაჰმად ხანმა თბილის დაარბია.85. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი XII, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე.86. 1587 წელს რუსეთის ელჩებთან კახეთის მეფე ალექსანდრემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რომლითაც რუსეთი კახეთის სამეფოს მფარველობას კისრულობდა. ხელშეკრულება 1589 წელს დაადასტურა რუსეთის ხელმწიფემ „წყალობის სიგელით“.87. 1639 წელს თეიმურაზ მეფემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რომელიც ფაქტობრივად იმეორებდა ალექსამდრე მეფის დროს ხელმოწერილ ანალოგიური სახელის ხელშეკრულებას.88. 1699 წელს არჩილ მეფე რუსეთში გადასახლდა და მოსკოვის მახლობლად ვსესვიატსკოეში საკუთარ მამულში გარდაიცვალა.

Page 72: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

89. 1783 წელს გეორგიევსკში ხელი მოეწერა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელით ცნობილ ხელშეკრუელბას.90. 1800 წლის მიწურულს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში საბოლოოდ დაირღვა გეორგიევსკის ტრაქტატი და მალე ქართლ-კახეთი რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად გამოცხადდა.

3

1. სახალხო რეფერენდუმმა 1802 წელს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის „სამუდამო პირველ კონსულად“ დანიშვნას, ორი წლის შემდეგ კი – „ფრანგების იმპერატორად“ კურთხევას.

2. ნაპოლეონის მმართველობის დროს დაარსდა „საფრანგეთის ბანკი“.3. 1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით (შეთანხმებით) მოხდა კათოლიკურ ეკლესიასთან შერიგება. კათოლიციზმი „ფრანგების უმრავლესობის რელიგიად“ გამოცხადდა.4. 1804 წელს ნაპოლეონმა შემოიღო „სამოქალაქო კოდექსი“, რომელიც კანონის წინაშე თანასწორობასა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას განსაზღვრავდა.5. 1800 წელს მარენგოსთან ავსტრიისა და 1805 წელს

Page 73: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

აუსტერლიცთან ავსტრია-რუსეთის გაერთიანებული ჯარის ნაპოლეონთან დამარცხებით ავსტრია საფრანგეთზე დამოკიდებული გახდა. 1806 წელს იენასთან და აურშტედტთან პრუსიაზე, 1807 წელს ფრიდლანდთან მის მოკავშირე რუსეთზე „დიდი არმიის“ მიერ მოპოვებული გამარჯვებების შედეგად, ანტიფრანგულ კოალიციას კიდევ ორი წევრი გამოეთიშა. 1807 წლის 24 ივნისს ტილზიტში დადებული ზავით პრუსიამ დაკარგა ტერიტორიები, მას დაეკისრა სხვადასხვა ვალდებულებები, ხოლო რუსეთი საფრანგეთის მოკავშირედ იქცა.6. 1805 წელს ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმირალ ნელსონის მეთაურობით საფრანგეთისა და იმ დროს მისი მოკავშრე ესპანეთის გაერთიანებული ფლოტი გაანადგურა.7. პორტების ინგლისური საქონლისათვის ჩაკეტვის მიზნით 1807 წელს ფრანგულმა ჯარმა პორტუგალია, 1808 წელს კი ესპანეთი დაიკავა. იმავე მიზნით 1810 წელს ანექსირებულ იქნა ჰოლანდია და ჩრდილო-დასავლეთი გერმანია.8. 1809 წელს ნაპოლეონმა ვაგრამთან დაამარცხა ავსტრიელები. ეს გამარჯვება კი დაასრულა ე.წ. „ავსტრიული ქორწინებით“. ნაპოლეონი დაქორწინდა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე.9. 1812 წელს 600 ათასიანი „დიდი არმიით“ ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა. სექტემბრის დასაწყისში სოფ. ბოროდინოსთან გამართული ბრძოლის შემდეგ ფრანგები ცარიელ მოსკოვში შევიდა. რუსეთის კამპანია მარცხით დასრულდა.

Page 74: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

10. რუსეთმა და პრუსიამ 1813 წლის ოქტომბერში გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ნაპოლეონს ლაიფციგთან გამართულ „ხალხთა ბრძოლაში“. 1814 წლის მარტში, მოკავშირეთა ჯარები პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე. ტახტზე კი ბურბონი ლუი XVI-ის უმცროსი ძმა ლუი XVIII ავიდა. მაგრამ ნაპოლეონმა შეძლო ელბადან გამოქცევა და ხელისუფლების დაბრუნება და მისი ასი დღით შენარჩუნება.11. 1815 წლის ივნისში ვატერლოოსთან ნაპოლეონი დამარცხდა თავის უკანასკნელ ბრძოლაში ინგლისისა და პრუსიის გაერთიანებული ჯარების წინააღმდეგ. 22 ივნისს ნაპოლეონმა უარი თქვა ტახტზე და ინგლისელებს ჩაბარდა. ამჯერად ის წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.12. პარიზის 1814 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით გადაწყდა კონგრესის მოწვევა ვენაში ნაპოლეონის იმპერიის ტერიტორიების გადასანაწილებლად. კონგრესი ნოემბერში დაიწყო და 1815 წლის 9 ივნისს დასრულდა. კონგრესს თავმჯდომარეობდა ავსტრიის კანცლერი გრაფი ფონ მეტერნიხი. საფრანგეთს კი ლუი XVIII-ის მინისტრი ტალეირანი წარმოადგენდა.13. ვენის კონგრესზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნა გერმანული კონფედერაცია(იარსება 1866 წლამდე), რომელიც დაყოფილი იყო 39 „სახელმწიფოდ“. ამავე დროს, შეიქმნა ე.წ.ევროპის კონცერტის სისტემა. ამდენად ვენის კონგრესმა 1848 წლის ლებერალური რევოლუციებისთვის მოამზადა ნიადაგი.

Page 75: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

14. XIX საუკუნის 30-40-იან წლებში, ინგლისში, მიიღეს პირველი შრომითი საკანონმდებლო აქტები – „საფაბრიკო აქტები“.15. საფრანგეთის მეფე შარლ X – 1824-30 წწ.16. შარლ X-ის რევოლუციური გზით ტახტიდან გადაგდების შემდეგ, მეფე გახდა ლუი-ფილიპი(1830-48). ამდენად, ამ მონარქიას „ბურჟუაზიულ მონარქიას“, ხოლო ლუი-ფილიპს „მეფე ბურჟუას“ უწოდებენ.17. 1840 წელს იმპერატორმა ლუი-ფილიპმა, ნაპოლეონის კუბო წმ. ელენეს კუნძულიდან პარიზში გადმოატანინა.18. ფრანგი სოციალისტი ლუი ბლანი – 1811-82 წწ.19. 1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა (მეორე რესპუბლიკა 1848-52 წწ).20. 1848 წლის დეკემბერში ჩატარდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ახალი კონსტიტუციის საფუძველზე. ხმათა 75%-ით პრეზიდენტი ლუი-ნაპოლეონი გახდა.21. ვენაში რევოლუცია 1848 წლის 13 მარტს, ძველი რეჟიმის სახედ ქცეული მეტერნიხის გადადგომით დაიწყო.22. გერმანულ სახელმწიფოებსა და ავსტრიაში ჩატარებული არჩევნები შემდეგ 1848 წლის მაისში მუშაობას შეუდგა კონსტიტუციური ნაციონალური კრება მაინის ფრანკფურტში.23. 1848 წლის დეკემბერში ფრანკფურტის ნაციონალურმა კრებამ ჩამოაყალიბა „გერმანელი ხალხის ძირითადი უფლებები“, 1849 წლის მარტში კი დაასრულა კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობა.

Page 76: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

24. ფრანკფურტის კრებამ გაერთიანებული გერმანუი სახელმწიფოს მეთაურად პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV აირჩია. მაგრამ ამ უკანასკნელმა სამხედრო ძალა გამოიყენა და ძალით დაშალა ნაციონალური კრება, გააუქმა კრების კანონები და აღადგინა ძველი ბუნდესტაგი.25. ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII 1800 წლის მიწურულს გარდაიცვალა. ამ პერიოდში კი რეალური ძალაუფლება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის კოვალენსკისა და რუსული ჯარების მხედართმთავრის, ლაზარევის ხელში იყო.26. 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლამდე ქართული ეკლესია საეგზარქოსოს სახით რუსეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა.27. მძიმე სოციალური პირობებისა და ეროვნული ჩაგვრის გამო, 1804 წელს აჯანყდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები, ხოლო 1812 წელს დიდი აჯანყება მოხდა კახეთში. აჯანყებები სასტიკად ჩაახშეს.28. 1810 წელს იმერეთის სამეფო გაუქმდა. ოსმალეთში გადახვეწილი სოლომონ II კი მალე გარდაიცვალა ტრაპიზონში. უკანასკნელი ბაგრატიონი მეფის ნეშტი 1990 წელს გადმოასვენეს თურქეთიდან და დაკრძალეს გელათში.29. 1804 წლის ოქტომბერში რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ყულევი და იქ ააგეს პატარა ციხე-სიმაგრე რედუტ-კალეს სახელით.30. 1825 წელს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა ე.წ. „დეკაბრისტთა“ ამბოხი.

Page 77: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

31. 1832 წლის შეთქმულება გასცეს და 38 შეთქმული დააპატიმრეს. სოლომონ დოდაშვილი კი ვიატკაში გადაასახლეს.32. 1840 წელს სამხრეთ კავკასიაში მოხდა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, რის შედეგად ჩამოყალიბდა რუსული პროვინციების მსგავსი ადმინისტრაციული მოწყობა.33. 1845 წელს რუსეთის მეფის მთავრობამ მეფისნაცვლის თანამდებობა შემოიღო კავკასიაში.34. „აღმოსავლეთის საკითხი“ ეწოდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის ქიშპს დასუსტებული ოსმალეთის იმპერიაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად.35. 1787-92 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც იასის ზავით დასრულდა.36. 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების შესაბამისად, რუსებმა დაიპყრეს ბესარაბია, ანუ დღევანდელი მოლდოვა.37. 1830 წელს ფრანგებმა დაიპყრეს, ოსმალეთის კუთვნილი სამფლობელო ალჟირი.38. 1839 წელს ბრიტანეთმა მოახდინა ანექსირება ოსმალეთის კუთვნილი იემენის.39. ოსმალეთის იმპერიასთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოებისა და რუსეთის ქიშპი გადაიზარდა 1853-56 წლების ყირიმის ომში.40. რუსეთ-ოსმალეთის უკანასკნელი ომი მიმდინარეობდა 1877-78 წლებში. 1878 წლის სან-სტეფანოს საზავო

Page 78: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ხელშეკრულებით გადაწყდა, ხოლო 1879 წლის ბერლინის კონგრესზე დადასტურდა, რომ აჭარა ამიერიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.41. 1807 წელს, ე.წ. ფინკენშტაინის ხელშეკრულებით ნაპოლეონი დაპირდა ირანს აღმოსავლეთ საქართველოს „დაბრუნებას“.42. 1804-13 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-სპარსეთის ომი.43. რუსეთ-თურქეთის ერთ-ერთი ომი მიმდინარეობდა 1806-12 წლებში.44. 1826-28 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის ომი, რომელიც თურქმენჩაის ზავით დასრულდა.45. 1828-29 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. ის დამთავრდა ადრიანოპოლის ზავით, რითაც თურქეთმა უარი თქვა სამცხის ტერიტორიის ერთ ნაწილზე.46. 1829-30 წლებში სომეხთა და ბერძენთა 6 ათას ოჯახზე მეტი დაასახლეს ახალციხის, ახალქალაქისა და წალკის რეგიონებში.47. 1828 წელს რუსეთმა გააუქმა გურიის სამთავრო, 1857 წელს – სამეგრელოს, 1858 წელს- სვანეთის, 1864 წელს – აფხაზეთის.48. პირველები ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ სერბები აჯანყდნენ. სერბეთის რევოლუციამ(1804-15) საფუძველი ჩაუყარა ბალკანეთის ხალხების გამოღვიძებას. 1829 წელს სერბეთი სუვერენულ სამეფოდ იქცა.

Page 79: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

49. 1829 წელს ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დასრულდა და საბერძნეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა ჯორჯ გორდონ ბაირონი.50. სამხრეთ ამერიკელი სომონ ბოლივარი მოღვაწეობდა 1783-1830 წლებში.51. საქართველოში 1852 წელს დაარსდა ჟურნალი „ცისკარი“, 1863 წელს – „საქართველოს მოამბე“, ხოლო 1877 წელს – „ივერია“.52. 1879 წელს შეიქმნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.53. 1848 წელს სარდინიის სამეფო კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა.54. „რისორჯიმენტო“ ნიშნავს იტალიის გაერთიანების მცდელობას, რომელსაც ჯუზეპე გარიბალდი და ჯუზეპე მაძინი მეთაურობდნენ. 1849 წელს მაძინიმ ხანმოკლე დროით შეძლო „რომის რესპუბლიკის“ შექმნა.55. 1859 წელს ავსტრიის არმიას მაჯენტასა და სოლფერინოს ბრძოლაში დიდი დარტყმა მიაყენა ფრანგულმა ჯარებმა.56. 1859-60 წლებში ჩრდილოეთ იტალიის ყველა სახელმწიფო (ვენეციის გარდა) შეუერთდა სარდინიის სამეფოს. იტალიის სამეფოს შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა ქ. ტურინში 1861 წელს. ვენეცია შეუერთდა იტალიას 1866 წელს.

Page 80: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

57. 1929 წელს იტალიის სამეფოსა და რომის პაპს შორის დაიდო ლატერანის შეთანხმება და ოფიციალურად შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო.58. 1806 წელს პრაქტიკულად უმოქმედო „საღვთო რომის იმპერია“ გაუქმნა.59. გერმანიის გამაერთიანებლად ითვლება პრუსიის პრემიერ-მინისტრი ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898 წწ.).60. 1866 წელს სადოვასთან, ჩეხეთში(გერმანიაში ამას კიონიგგრაცის ბრძოლას უწოდებენ), პრუსიის არმიამ გენერალ ჰელმეტ ფონ მოლტკეს მეთაურობით დაამარცხა ავსტრიელები.61. 1867 წელს ავსტრიის იმპერიას „ავსტრია-უნგრეთი“ დაერქვა.62. 1870 წლის 1-2 სექტემბერს ფრანგულმა არმიამ მძიმე მარცხი განიცადა სედანთან ბრძოლაში. 2 სექტემბერს იმპერატორი ნაპოლეონ III ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. 4 სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. 19 სექტემბერს პრუსიის არმიამ უკვე პარიზის ალყა დაიწყო. 1871 წლის 18 იანვარს ვერსალში გამოცხადდა გერმანიის იმპერიის შექმნა. პრუსიის მეფე ვილჰელმ I გერმანიის იმპერატორი გახდა.63. 187 წელს საფრანგეთში მიიღეს მესამე რესპუბლიკის კონსტიტუცია.64. 1905 წელს საფრანგეთში ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს, რომელსაც სეკულარიზაცია ეწოდება.

Page 81: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

65. მესამე რესპუბლიკამ 1946 წლამდე იარსება, ხოლო 1946 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკას.66. 1861-65 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელსაც შეეწირა სულ ცოტა 620 ათასი ჯარისკაცი და დაუდგენელი რაოდენობის სამოქალაქო პირი.67. 1804 წლამდე ჩდრილო-აღმოსავლეთ შტატებში მონობა აიკრძალა, ხოლო 1807 წელს აშშ კონგრესმა აკრძალა საერთაშორისო მონათვაჭრობა.68. 1862 წელს მოხერხდა „ჰოუმსტედების აქტის“ მიღება, რაც მიზნად ისახავდა თავისუფალი მეურნეობის დაარსებასა და დიდი ნაკვეთების უფასოდ ან შეღავათიან ფასად დარიგებას.69. აბოლიციონისტები იყვნენ აშშ-ში მონობის გაუქმების მომხრეები.70. 1834 წელს დიდმა ბრიტანეთმა მონობა აკრძალა, როგორც ქვეყანაში ასევე კოლონიებშიც.71. 1854 წელს აშშ-ში დაარსდა რესპუბლიკური პარტია, რომლის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი აბრაჰამ ლინკოლნი იყო.72. 1861 წლის 4 მარტს „ღრმა სამხრეთის“ შვიდმა შტატმა (სამხ. კაროლინა, მისისიპი, ფლორიდა, ალაბამა, ჯორჯია, ლუიზიანა და ტეხასი) შექმნა ამერიკის კონფედერაციული შტატები და გამოაცხადა აშშ-სგან გამოყოფა. მათ მალე შეუერთდნენ: ჩრდ. კაროლინა, ვირჯინია, არკანზასი და ტენესი. პრეზიდენტად კი ჯეფერსონ დევისი აირჩიეს.

Page 82: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

73. ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე 23 შტატი აშშ-ს ერთგული დარჩა და მათ კავშირს უწოდებდნენ.74. 1861 წლის 12 აპრილს კონფედერანტებმა დაიწყეს პირველი სამხედრო ოპერაცია და თავს დაესხნენ ფორტ სამტერის სამხედრო ბაზას. დაიწყო სამოქალაქო ომი.75. 1863 წლის 1 იანვარს აბრაჰამ ლინკოლნმა გამოაცხადა, რომ მონობა ოფიციალურად უქმდებოდა.76. 1863 წლის 1-3 ივნისის გეთისბერგის ბრძოლა სამოქალაქო ომის დროს ყველაზე სისხლიანი გამოდგა – ორივე მხარემ 50 ათასზე მეტი მოკლული ჯარისკაცი დაკარგა. იქამდე უძლეველი კონფედერანტების გენერალი რობერტ ლი დაამარცხა ჩრდილოელთა გენერალმა ჯორჯ გორდონ მიიდმა. გეთისბერგი ომის შემობრუნების მომენტად იქცა.77. 1865 წლის 1 აპრილს კონფედერანტთა დედაქალაქი რიჩმონდი დაეცა.78. 1865 წლის 9 აპრილს გენერალი რობერტ ლი დანებდა კავშირის ჯარების გენერალს ულისეს გრანტს. სამოქალაქო ომი დამთავრდა.79. 1865 წლის 14 აპრილს, კონფედერანტების მომხრე ტერორისტმა მოკლა პრეზიდენტი ლინკოლნი. მის ნაცვლად მეორე დღესვე პრეზიდენტი გახდა ენდრიუ ჯონსონი.80. სამოქალაქო ომის დროსვე დაიწყო ამერიკის კონსტიტუციის მე-13 დამატების მიღების პროცედურა: ის ითვალისწინებდა მთელ ქვეყანაში მონობის გაუქმებას. სენატმა ის მიიღო 1864 წლის 8 აპრილს, წარმომადგენელთა პალატამ – 1865 წლის 31 იანვარს.

Page 83: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

შტატების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ მე-13 დამატება ძალაში შევიდა 1865 წლის 6 დეკემბერს. 4 მილიონამდე მონა თავისუფალი გახდა.81. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ 1861 წლის 19 თებერვალს გამოსცა ბრძანება ბატონყმობის გაუქმებისა და გლეხთა გათავისუფლების შესახებ.82. 1864 წელს რუსეთში გატარდა სასამართლო რეფორმა.83. 1881 წელს პეტერბურგში „ნაროდნიკების“ ერთ-ერთმა რადიკალურმა ფრთამ „ნაროდნაია ვოლია“-მ ტერორისტული აქტით მოკლა ალექსანდრე II.84. 1864 წელს ბატონყმობა საქართველოშიც გაუქმდა.85. საქართველოში მარქსიზმის გავრცელება დაკავშირებულია ეგნატე ნინოშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობასთან. მათ „მესამე დასი“ ეწოდათ.86. 1904 წელს ჟენევის კონფერენციაზე დაფუძნდა „ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია“. მათი ლიდერი არჩილ ჯორჯაძე იყო.87. I მსოფლიო ომის წინ მენშევიკები დომინირებდნენ საქართველოში, ბოლშევიკები კი, რომლებმაც 1912 წლის პრაღის კონფერენციაზე ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, არ სარგებლობდნენ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით.88. იმპერიალიზმის ეპოქა ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს დაახლოებით XIX ს-ის 70-იანი წლებიდან I მსოფლიო ომამდე.

Page 84: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

89. „პანსლავიზმი“ ეწოდება რუსულ იდეოლოგიას, რომლიც ეყრდნობოდა მოწოდებას- ეხსნა „სრულიად სლავები და დაეცვა მართმადიდებლობა.90. „ჯინგოიზმი“ ეწოდება ბრიტანულ რადიკალურ ნაციონალიზმს, რომელიც იმპერიის სიმდიდრიდან კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას ესწრაფვოდნენ.91. ევროპული სახელმწიფოების იმპერიალისტურ კონკურენციას აფრიკის კოლონიზაციის პროცესში „აფრიკისათვის რბოლას“ უწოდებენ.92. 1904-05 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-იაპონიის ომი.

კონსპექტი ისტორიაში – 5

1

პირველი მსოფლიო ომის წანამძღვრები

1. I მსოფლიო ომის რეალური მიზეზი კოლონიების ფლობისათვის ძლიერი სახელმწიფოების მეტოქეობა და მსოფლიო ჰეგემონობისათვის ბრძოლაში სხვისი „წინგაშვების“ შიში იყო.

Page 85: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

2. გერმანიამ 1898 წელს დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობა.3. 1904 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება, რომელსაც „ანტანტა“ ეწოდა( ქართულად გულითად შეთანხმებას ნიშნავს). საფრანგეთი უკვე 1893 წლიდან იყო ანტიგერმანულ სამხედრო კავშირში რუსეთთან.4. 1907 წელს რუსეთმა და ბრიტანეთმა „ანგლო-რუსულ ანტანტის“ ხელშეკრულებით, გავლენის ზონებად გაიყვეს სპარსეთი და შუაში „ნეიტრალური ზონა“ დატოვეს, ავღანეთი ბუფერულ ზონად გამოაცხადეს, ხოლო ტიბეტზე უფლება ჩინეთს გადასცეს.5. ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის, ბულგარეთის, იტალიის ალიანსს გერმანიასთან „ცენტრალური სახელმწიფოები“ ეწოდა.6. 1914 წლის 28 ივნისს ტერორისტული ორგანიზაცია „შავი ხელის“ წევრმა, ბოსნიელმა გავრილო პრინციპმა სარაევოში ვიზიტად მყოფი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე დახოცა. პრინცის მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა.

7. რეკომენდაცია: გაეცანით მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს 99-ე გვერდზე მოცემული ცხრილს – „I მსოფლიო ომის გამოცხადების ქრონიკა“. ავტორები: ნინო კიღურაძე, რევაზ გაჩეჩილაძე, გიორგი სანიკიძე.

Page 86: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

საომარი მოქმედებები I მსოფლიო ომის პერიოდში

8. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიის ჯარებმა შეძლეს ბელგიის გავლით საფრანგეთის ტერიტორიაზე შეჭრა. გერმანიის არმიის ეს წინსვლა ფრანგულ-ბრიტანულმა ძალებმა მდინარე მარნასთან, პარიზის მახლობლად, 1914 წლის შემოდგომაზე შეაჩერეს. იმავე წლის აგვისტოში რუსეთის ორი არმია შეიჭრა გერმანიაში, მაგრამ უკვე აგვისტოს ბოლოს მისი ერთი არმია გერმანელებმა მთილიანად გაანადგურეს, მეორე კი განდევნეს.9. 1914 წლის 2 ნოემბერს რუსეთმა ოსმალეთს გამოუცხადა ომი, მას შემდეგ რაც ოსმალეთის ფლოტმა სამხედრო პროვოკაცია მოაწყო და დაბომბა შავი ზღვის რუსული ნავსადგურები.10. 1915-16 წლებში რუსულმა ჯარებმა დაიპყრო ოსმალეთის მრავალი მნიშვნელოვანი ქალაქი. 1917 წელს რუსეთის გენშტაბი ამზადებდა შეტევას სტამბოლზე, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა პეტროგრადში მომხდარმა რევოლუციებმა.11. 1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ წარუმატებლად სცადა დარდანელის სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა. ამის შემდეგ დარდანელის სრუტის დასავლეთით მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულზე ანტანტის ჯარების დიდი დესანტი გადასხდა დარდანელის სრუტის გახსნის იმედით. მაგრამ ოსმალთა ჯარებმა

Page 87: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

გერმანელი გენერალის ლიმან ფონ სანდერსის მეთაურობით ანტანტის ჯარები დაამარცხეს.12. ახლო აღმოსავლეთის ფრონტებზე დიდი ბრიტანეთი ისევ გააქტიურდა 1916 წელს. იმ წელს მან აუჯანყა არაბები ოსმალეთს, 1917 წელს აიღო ბაღდადი და იერუსალიმი, 1918 წელს კი – დამასკო და ბეირუთი.13. I მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს ტანკები, ავიაცია, წყალქვეშა ნავები და ქიმიური იარაღი(ქიმიურ იარაღს იპრიტი ეწოდა, რადგან ის ბელგიის ქალაქ იპრთან ბრძოლის დროს გამოიყენეს პირველად.).14. 1915 წლის 7 მაისს გერმანულმა გემებმა ჩაძირეს ამერიკიდან ინგლისში მიმავალი ბრიტანული სამგზავრო გემი „ლუზიტანია“. დაიღუპა 1200-მდე სამოქალაქო პირი.15. „ციმერმანის დეპეშა“ ისტორიაში შევიდა იმის გამო, რომ ამ დეპეშით გერმანია ცდილობდა მექსიკის ჩართვას აშშ-ს წინააღმდეგ ომში. ეს ამერიკულმა დაზვერვამ გამოაშკარავა.16. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ფლოტების უდიდესი საზღვაო ბრძოლა გაიმართა სკაგერაკის სრუტეში იუტლანდის ნახევარკუნძულთან 1916 წლის 31 მაისს-1 ივნისს. სადაც გერმანული ფლოტი დამარცხდა მცირე დანაკარგით ბრიტანულ დანაკარგთან შედარებით.17. 1916 წელს ვერდენის ბრძოლაში ორივე მხრიდან დაიღუპა ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე ადამიანი. ამბრძოლას „ვერდენის ხორცსაკეპი“ ეწოდა.18. 1917 წლის 15 დეკემბრის დაზავებით , რუსეთი მსოფლიო ომს საბოლოოდ გამოეთიშა. 1918 წლის 3 მარტს

Page 88: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო სეპარატული საზავო ხელშეკრულება გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის.19. 1917 წლის 5 აპრილიდან ცენტრალური სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება.20. 1918 წლის 11 ნოემბერს 11 საათზე ცეცხლი შეწყდა. ომი დამთავრდა. ზავი დაიდო პარიზის ახლოს, კოპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებლის ვაგონში.

რეოვოლუციები რუსეთში

21. 1917 წლის 3 მარტს(ახ. სტილით 16 მარტს) რუსეთის მეფე ნიკოლოზ II გადადგა.22. 1917 წლის 1 სექტემბერს რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.23. 1917 წლის 6-7 ნოემბერს ღამით(ძველი სტილით 24-25 ოქტომბერს – ამიტომაც ეწოდა შემდგომ ამ მოვლენებს ოქტომბრის რევოლუცია) დაიწყო ბოლშევიკთა ამბოხი. იმავე თვეში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც ბოლშევიკები დამარცხდნენ და ყველაზე მეტი ადგილი სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ მიიღო.24. 1917 წლის ნოემბერში პეტრდოგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომ აიღო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია და შექმნა სახალხო კომისართა საბჭო. საბჭოს თავმჯდომარე გახდა ვლადიმერ ლენინი.

Page 89: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

25. 1918 წლის 6 იანვარს(ახ. სტილით 19 იანვარს) ბოლშევიკებმა სამხედრო ძალით დაშალეს დამფუძნებელი კრება. მალე ბოლშევიკთა პარტიამ სახელი შეიცვალა და მას რუსეთის კომუნისტური პარტია ეწოდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

26. რუსეთში მომხდარი რევოლუციების შემდეგ სამხრეთ კავკასიიდან გავიდნენ რუსული სამხედრო ნაწილები. 1917 წლის 19-24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ყრილობა და 22 ნოემბერს მან აირჩია საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული საბჭო.27. 1918 წლის 10 თებერვლიდან 22 აპრილამდე სამხრეთ კავკასიას ნომინალურად მართავდა ამიერკავკასიის სეიმი (პარლამენტი), რომელშიც შევიდნენ1 1917 წლის ბოლოს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში სამხრეთ კავკასიიდან არჩეული დეპუტატები.28. 1918 წლის 22 აპრილს თბილისში გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს – ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ფედერაციიდან პირველი გამოვიდა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, ასევე თბილისში 28 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა აზერბაიჯანმა და სომხეთმა.29. თბილისში 1918 წლის დასაწყისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი.

Page 90: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

30. 1919 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ყოფილ თავად-აზნაურობას ჩამოერთვა მიწის ნაწილი და დაურიგდა გლეხობას.31. 1919 წლის თებერვალში ქვეყანაში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც მენშევიკებმა მოიპოვეს უმრავლესობა. მთავრობის თავმჯდომარედ კი ნოე ჟორდანია აირჩიეს.32. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია.33. 1918 წლის 10 ივნისს თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა, რაც საქართველო-გერმანიის შეთანხმებას პროტექტორატზე ადასტურებდა.34. ბრიტანულმა სამხედრო ნაწილებმა 1920 წლის 9 ივნისს დატოვეს სამხრეთ კავკასია.35. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 1920 წლის 7 მაისს მან რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკასთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან გრიგოლ ურატაძემ მოაწერა. რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო.36. 1920 წლის მიწურულს საქართველომ ვერ მოაგროვა აუცილებელი ხმები ერთა ლიგის წევრობისათვის. მან მხოლოდ ათი ხმა მოაგროვა, ხოლო ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უარი თქვა.37. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის რესპუბლიკამ სცადა ძალით დაეკავებინა ლორე. ამას მოჰყვა სამხედრო

Page 91: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

კონფლიქტი, რომელშიც საქართველოს სამხედრო ნაწილებმა მძიმედ დაამარცხა სომეხი სამხედროები. მაგრამ ბრძოლები ანტანტის ზეწოლით მირებულმა დაზავებამ შეაჩერა.38. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა წარმატებას მიაღწია სამოქალაქო ომში. 28 აპრილს აღებულ იქნა ბაქო, 2 დეკემბერს კი ერევანი.39. 1920 წლის შემოდგომაზე ქემალისტებმა(თურქებმა) დაამარცხეს სომხეთის არმია და 2 დეკემბერს ალექსანდროპოლში (დღევ. გიუმრი) მოაწერინეს ხელი კაბალურ ხელშეკრულებაზე სომხეთის მთავრობას.40. „მეგობრობისა და ძმობის შესახებ“ მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა რუსეთი თანხმდებოდა, ეცნო თურქეთის საკუთრებად ყარსის ოლქი და ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი, მაგრამ ბათუმისა და მის რაიონს რუსეთი ითხოვდა.41. 1921 წლის 13 ნოემბერს ყარსში საბჭოთა საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საზღვრის შესახებ. ეს ხელშეკრულება არ გაბათილებულა და ჯერ კიდევ მოქმედებს.42. 1921 წლის 16 თებერვალს დაბა შულავერში შეიქმნა საქართველოს „რევოლუციური კომიტეტი“(რევკომი), რომელმაც „საქართველოს აჯანყებული პროლეტარიატისათვის დასახმარებლად მოიწვია“ საბჭოთა რუსეთი, რომლის მე-11 არმია უკვე 15 თებერვალს სომხეთის მხრიდან შემოსული იყო საქართველოში.

Page 92: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

43. 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან, კოჯორ-ტაბახმელასთან, წითელ არმიას მედგარი სამხედრო წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა, სანამ დედაქალაქს აიღებდა. 24 თებერვალს მთავრობამ თბილისი დატოვა, 17 მარტს კი ბათუმიდან საფრანგეთში გაიქცა.44. 25 თებერვალს ბოლშევიკური არმია უბრძოლველად შევიდა თბილისში და იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა.45. საქართველოს დამპყრობელ მე-11 არმიას სახელი გამოეცვალა და მას „კავკასიის განსაკუთრებული არმია“ ეწოდა.46. 1922 წელს თბილისში ჩატარდა საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა, რომელმაც მიიღო „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია“. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა.

I მსოფლიო ომის დასასრული. ომის შედეგები.

47. I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები 1919 წლის 18 იანვარს შეიკრიბნენ პარიზში საზავო კონფერენციაზე და დაიწყეს მოლაპარაკება მსოფლიო სამომავლო მშვიდობიანი მოწყობის თაობაზე.”48. საფრანგეთის პრემიერ-მინისტირს, ჟორჟ კლემენსოს მთავარი დევიზი იყო – „გადმოვუბრუნოთ ჯიბეები ბოშებს“.

Page 93: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

საფრანგეთი თავისი მთავარი მეტოქის, გერმანიის მაქსიმალურად დასუსტებას ესწრაფვოდა.49. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი ევროპის კონტინენტზე „ძალთა წონასწორობის“ შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული პოლიტიკით ხელმძღვანელობდა პარიზის კონფერენციაზე.50. მსოფლიო წესრიგის დამყარების სრულიად ახლებური გეგმა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო უილსონს. ეს გეგმა ისტორიაში შევიდა უილსონის „14 პუნქტის“ სახელწოდებით. გეგმა „ერთა ლიგის“ შექმნას ითვალისწინებდა.51. 1919 წლის 24 აპრილს პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთა ლიგის წესდება.52. მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიასთან ზავს ხელი მოაწერეს 1919 წლის 28 ივნისს, „სარაევოს გასროლის“ ხუთი წლის თავზე, ვერსალის სარკეებიანა დარბაზში. გერმანიისთვის მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის ხელშეკრულების 231-ე პარაგრაფი, რომელიც ომის გაჩაღებაში მხოლოდ გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ცნობდა.53. 1924 წლის ლოკარნოს (იტალია) ხელშეკრულებით(„რაინის საგარანტიო პაქტით“), გერმანია ცნობდა თავის ახალ დასავლეთის საზღვრებს და მათ ურღვეობას აღიარებდა.54. ლიკარნოს ხელშეკრულების გაფორმებამ ხელი შეუწყო გერმანიის მიღებას ერთ ლიგაში 1926 წელს.

Page 94: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

55. 1928 წელს აშშ-სა და საფრანგეთს შორის დადებული ბრიან-კეოლოგის პაქტით იგმებოდა ომი, როგორც პოლიტიკის წარმართვის საშუალება.56. საბჭოთა რუსეთმა 1918-19 წლებში დაიპყრო უკრაინა და ბელარუი, 1920-21 წლებში კავკასიის რესპუბლიკები, 1940 წელს – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.57. 1922 წელს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის შეერთებული სამეფოს ნაწილში, კუნძულ ირლანდიაზე, შეიქმნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო – ეირე.58. 1932 წელს საუდიანთა დინასტიის დამაარსებელმა აბდალაზიზ ას-საუდმა დაიპყრო მუსლიმთა წმინდა ქალები და გამოაცხადა საუდის არაბეთის შექმნა.

2

დიქტატორული რეჟიმები XX საუკუნეში

1. 1917 წლის 7 ნოემბერს(ძველი სტილით 25 ოქტომბერს) პეტროგრადში შეიცვალა რუსეთის რესპუბლიკის მთავრობა: რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მემარცხენე, ბოლშევიკური, ფრთა ვლადიმერ ლენინის(ულიანოვის) ხელმძღვანელობით, ძალადობრივად დაეუფლა ხელისუფლებას. ამას ოქტომბრის რევოლუცია დაერქვა.

Page 95: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

2. 1917 წლის ბოლოს ლენინის მითითებით მისმა თანამებრძოლმა ფელიქს ძერჟინსკიმ შექმნა “ჩეკა“ ანუ „საგანგებო კომისია“. 1918 წლის სექტემბრიდან ყველანაირი წინააღმდეგობის დასათრგუნავად ლენინის მთავრობამ „წითელი ტერორი“ წამოიწყო.3. 1922 წლის ბოლოს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი(სსრკ).4. 1922 წლიდან, როდესაც ლენინი ავადმყოფობის გამო ხელმძღვანელობას ჩამოშორდა(ის1924 წლის დასაწყისში გარდაიცვალა) იგი შეცვალა იოსებ სტალინმა. ის რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო 1922-1952 წ-მდე, ხოლო 1941-1953 წლებში საბჭოთა მთავრობის მეთაურიც.

5. 1928 წელს საბჭოთა კავშირში მოხდა წარმოების ყველა საშუალების, აგრეთვე ქალაქის საბინაო ფონდის დიდი ნაწილის ნაციონალიზაცია.6. გოლოდომორი ეწოდება უკრაინაში ხელოვნურად გამეფებულ შიმშილს, საბჭოთა რუსეთის მხრიდან.7. 1933 წელს თეთრი ზღვიდან ონეგის ტბამდე გაიყვანეს „სტალინის სახელობის თეთრი ზღვა-ბალტიის არხი“(ბელომორკანალი), რომელიც 150 ათასი პოლიტიკური პატიმრის ხელითაა გათხრილი.8. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. 1956 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე დაიგმო სტალინის კულტი.

Page 96: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

9. 1933 წლის იანვარში გერმანიის სათავეში მოვიდნენ ნაციონალ-სოციალისტები, რომლებმაც პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის განცხადებით ამოშალეს ისტორიიდან 1789 წელი და შექმნეს ფიურერის -ადოლფ ჰიტლერის კერპი.10. ნაციონალ-სოციალისტების კანონი „უფლებამოსილებით აღჭურვის შესახებ“ ითვალისწინებდა მათთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას.11. 1933 წლის ოქტომბერში ნაცისტებმა რაიხსტაგი საერთოდ დაშალეს და ერთი თვის შემდეგ არჩეული პარლამენტი სულ ნაცისტურმა პარტიამ შეადგინა. ქვეყანაში დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა. ეს მონაპოვარი განმტკიცდა კანონით „პარტიისა და სახელმწიფოს ერთობის უზრუნველყოფის შესახებ“.12. 1933 წლის 10 მაისს ნაცისტმა სტუდენტებმა „აუტოდაფე“ მოუწყვეს(კოცონზე დაწვეს) „არაგერმანული სულით“ გაჟღენთილ წიგნებს.13. ჰოლოკოსტი ეწოდება ნაცისტების მიერ 6 მილიონი ებრაელის განადგურებას გერმანიაში.14. ე.წ. ნიურბერგის კანონები „გერმანული სისხლისა და ღირსების დაცვის შესახებ“ ითვალისწინებდა ებრაელების გამოდევნას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.15. 1938 წელს პარიზში მომხდარი მკვლელობის (ებრაელმა ახალგაზრდამ მოკლა გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი) საბაბით, ნაცისტებმა 9-10 ნოემბერს ებრაელთა სასტიკი დარბევა მიაწყვეს, რომელიც „ბროლის ღამის“ სახელითაა ცნობილი.

Page 97: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

16. 1919 წლის 23 მარტს მილანში ყოფილმა სოციალისტმა და ჟურნალისტმა ბენიტო მუსოლინიმ(1883-1945) დააფუძნა ორგანიზაცია სახელწოდებით „ფაში და კომბატიმენტო“ – ბრძოლის კავშირი. იტალიაში იწყება ფაშისტური მოძრაობა.17. ბენიტო მუსოლინიმ შექმნა სპეციალური რაზმები („სკუადრე“), რომლებსაც „შავპერანგიანებსაც“ უწოდებდნენ და წარმოადგენდნე გასამხედროებულ ჯგუფებს.18. 1922 წლის 24 ოქტომბერს ნეაპოლში გაიმართა ფაშისტთა ყრილობა, ხოლო 30 ოქტომბერს – მოაწყვეს ცნობილი „მსვლელობა რომისკენ“. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-მ, სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად მუსოლინს დააკისრა მთავრობის ხელმძღვანელობა.19. 1925 წელს ბენიტო მუსოლინის მთავრობამ აკრძალა პარტიები გარდა ფაშისტურისა.20. 1925 წლიდან მუსოლინი დუჩედ(წინამძღოლად) იწოდებოდა. 1934 წლიდან კი საბოლოოდ ყალიბდება დუჩეს კულტი.21. ფაშისტური პარტიის 1936 წლის საგანგებო დადგენილებამ იტალიელი ერის მიერ „ფაშისტური სტილის“ დაცვა მოითხოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელ ერს ფაშისტების მიერ დადგენილი ცხოვრების წესით უნდა ეცხოვრა.22. მასობრივი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მუსოლინის მთავრობამ 1929 წელს ე.წ. ლატერანის ხელშეკრულება

Page 98: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

გააფორმა რომის წმინდა საყდართან, რომლის საფუძველზე შეიქმნა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო.23. 1935 წელს მუსოლინის ჯარები შეიჭრნენ ეთიოპიაში და დაიპყრეს ის. 1939 წელს კი მან ალბანეთის ოკუპაცია მოახდინა.24. 1943 წლის ივლისში იტალიაში მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ და ფაშისტური რეჟიმი დაემხო.25. 1946 წლის რეფერენდუმით იტალიაში მონარქია გაუქმდა და დამყარდა რესპუბლიკური წყობა.26. ესპანეთში პირველად 1923 წელს პრიმო დე რივერამ დაამყარა დიქტატურა. 1930 წელს კი მან ქვეყანა დატოვა.27. 1939 წლიდან 1975 წლამდე გენერალი ფრანკო მართავდა ესპანეთს. 1936 წლიდან ფრანკო გენერალსიმუსის წოდებას ატარებდა. მას ასევე მოიხსენიებდნენ კაუდილიოს – წინამძღოლის – სახელითაც.28. 1936-39 წლებში ესპანეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნაციონალისტები და რესპუბლიკელები. ნაციონალისტებმა გაიმარჯვეს.29. 1939 წელს, ნაციონალისტების გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში დამყარდა გენერალ ფრნაკოს სამხედრო დიქტატურა. აიკრძალა ყველა პარტიის მოღვაწეობა, გარდა ფრანკოს მხარდამჭერი „ფალანგისა“. პარტიის იდეოლოგია ეყრდნობოდა ანტიკომუნიზმს, კათოლიციზმს და ნაციონალიზმს. 1949 წელს ფალანგისტთა პარტიის საფუძველზე ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“.

Page 99: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

30. 1947 წელს ესპანეთი სამეფოდ გამოცხადდა, მაგრამ ტახტი თავისუფალი იყო 1975 წლამდე, როცა ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ხუან კარლოს I ბურბონი(ის ტახტის მემკვიდრედ ფრანკომ 1969 წელს დაასახელა).31. 1953 წელს ესპანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს მადრიდის პაქტს, რითაც ესპანეთი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდა.32. 1869 წლის ე.წ. მეიძის რესტავრაციის შემდეგ, იაპონია გაიღო გარე სამყაროსათვის და ეს უკანასკნელიც გაიხსნა მისთვის.33. 1915 წელს იაპონიამ ჩინეთზე ზეწოლის მიზნით მას ე.წ. „23 მოთხოვნა“ წამოუყენა, რომელიც ეკონომიკურ დაქვემდებარებას ისახავდა მიზნად. საბოლოოდ იაპონიამ უარი თქვა ამ მოთხოვნებზე.34. ჩინეთზე მომავალში სრული კონტროლის დამყარების მიზნით, სამხედრო ინტერვენცია წამოიწყეს იაპონელებმა. ინტერვენციის უშუალო საბაბი გახდა 1931 წელს მუკდენის ინციდენტი. იაპონელებმა დაიკავეს მანჯურია და იქ მარიონეტული სახელმწიფო მანჯოუ-კუო შექმნეს. ის 1945 წლამდე არსებობდა.35. 1937 წლის ივლისში ჩინეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო, იაპონიის არმია შეიჭრა ჩინეთში და ქვეყნის იმდროინდელ დედაქალაქ ნანკინში სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო.

Page 100: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მისი დაძლევის ამერიკული გზა

36. 1929 წლის 25 ოქტომბერს უოლ სტრიტის ბირჟაზე, ნიუ იორკში კატასტროფულად დაეცა აქციათა კურსი. საბირჟაო კატასტროფას აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში „დიდი დეპრესიის“ სახელითაა ცნობილი.37. აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა(1933-45 წწ) შეძლო ქვეყნის „დიდი დეპრესიიდან“ გამოყვანა ისე, რომ მისი თქმით, „შიმშილისთვის დემოკრატია არ გადაუყოლებია“.38. გამონათქვამი – „ქარხნის მშენებელი ადამიანი ტაძრის მშენებელია, მასში მომუშავე ადამიანი კი ღვთისმსახური“ – ეკუთვნის აშშ-ს პრეზიდენტ კულიჯს.გამონათქვამი – „ნაკლები მთავრობა ბიზნესში და მეტი ბიზნესი მთავრობაში“ – ეკუთვნის აშშ-ს პრეზიდენტ ჰარდინგს.39. ინტერვენციული და სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება აშშ-ში უკავშირდება პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის სახელს და მის ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. რუზველტის „ახალი კურსი“ ინგლისელი ეკონომისტის ჯ.მ. კეინსის მოძღვრებას ეფუძნებოდა, რომლის თანახმადაც ბაზრის მიერ თვითრეგულირების უნარის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა და პროცესების რეგულირება. „ახალ

Page 101: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

კურსს“ ბევრი აფასსებს, როგორც „მესამე ამერიკულ რევოლუციას“.

საერთაშორისო ვითარება II მსოფლიო ომის წინ

40. 1933 წლის ოქტომბერში გერმანიამ დატოვა ერთა ლიგა.41. 1935 წლის იანვარში საფრანგეთის მმართველობაში მყოფ ზაარის ოლქში ჩატარდა გამოკითხვა თუ სად სურდა ყოფნა მოსახლეობას. მათ გერმანია აირჩიეს.42. 1935 წლის მარტში ჰიტლერმა ქვეყანაში აღადგინა ვერსალის ზავით გაუქმებული საყოველთაო სავალდებულო სამსახური.43. 1936 წლის ნოემბერში გერმანიამ დადო ხელშეკრულება იაპონიასთან საერთაშორისო კომუნისტურ ორგანიზაცია – კომინტერის“ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. 1937 წელს ამ ხელშეკრულებას შეუერთდა იტალიაც. ამრიგად გამოიკვეთა სახელმწიფოთა ალიანსი – ე.წ. ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო. ალიანსში შემავალ სახელმწიფოებს „ღერძის ქვეყნებსაც“ უწოდებდნენ.44. 1937 წლის აპრილში გერმანულმა ავიაციამ გაანადგურა ესპანური ქალაქი გერნიკა.45. 1935 წლის ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ განსაზღვრავდა ხომალდების რაოდენობას, ხოლო თვით ინგლისის ნევილ ჩემბერლენის „დაყვავების

Page 102: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

პოლიტიკას“ აგრძელებდა. 1939 წლის აპრილში ჰიტლერმა გააუქმა ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ.46. 1936 წელს ბერლინში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები.47. 1938 წელს გერმანიამ შემოიერთა ჰიტლერის მშობლიური ავსტრია („ანშლუსი“)48. 1938 წელს, მიუნხენში, ინგლისმა და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება გერმანიასთან და მის მოკავშირე იტალიასთან გერმანიისათვის ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის გადაცემის შესახებ.49. 1939 წლის მარტში ჩეხოსლოვაკიას გამოეყო სლოვაკია და გადავიდა გერმანიის მფარველობის ქვეშ. დანარჩენი ჩეხოსლოვაკია კი დაიყო „რაიხის პროტექტორატებად“, რომლებიც ბერლინიდან დანიშნული მოხელეების მიერ იმართებოდა.50. 1939 წელს საგანგებო განცხადებით ინგლისმა და საფრანგეთმა პოლონეთს მასზე თავდასხმის შემთხვევაში დაცვა აღუთქვეს. საპასუხოდ, ჰიტლერმა 1939 წლის აპრილში გააუქმა ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ, 1934 წლის შეთანხმება პოლონეთთან თავდაუსხმელობის შესახებ და შეკრა სამხედრო კავშირი იტალიასთან(„ფოლადის პაქტი“).51. 1939 წლის აგვისტოში, სრულიად მოულოდნელად გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა დადეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება – „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი“. ეს ხელშეკრულება გახდა სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის მოპოვების სამართლებრივი საფუძველი, საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს.

Page 103: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

II მსოფლიო ომი

52. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. საპასუხოდ გერმანიას ომი გამოუცხადა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. პოლონეთზე გერმანიის თავდასხმიდან 17 დღის შემდეგ იმავე პოლონეთს აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირი დაესხა თავს.53. 1939 წლის 1 დეკემბერს საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, ხოლო 14 დეკემბერს ერთა ლიგამ თავისი რიგებიდან გარიცხა საბჭოთა კავშირი.54. 1940 წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა უბრძოლველად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ანექსირება, ხოლო რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია(მოლდოვა) და ჩრდილოეთ ბუკოვინა.55. 1940 წლის 9 აპრილს გერმანიამა რამდენიმე საათში დაიკავა დანია.56. 1940 წლის 10 მაისს გერმანაიამ დაარღვია ბელგიის, ნიდრელანდებისა და ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი. 21 მაისს ვერმახტი ლა-მანშის სრუტეზე გავიდა და ქ. დრიუკერკთან მოიმწყვდია ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი.57. 1940 წლის 14 ივნისს გერმანელები პარიზში შევიდნენ, 22 ივნისს კი საფრანგეთის ახლადდანიშნული მარშალი ანრი პეტენი დაუზავდა ნაცისტებს და საფრანგეთმა

Page 104: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

კომპიენის ტყეში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კაპიტულაციის შესახებ, მარშალ ფოშის ვაგონში.58. 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. ჰიტლერმა გადაწყვიტა ოპერაცია „ბარბაროსას“ განხორციელება. ის ითვალისწინებდა ბლიც-კრიგს(ელვისებურ ომს).59. 1941 წლის ბოლოს აშშ-ს თავს დაესხა იაპონია, ამიტომ საბჭოთა კავშირს „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ფარგლებში უზარმაზარი მატერიალური დახმარება აღმოუჩინა ამერიკამ.60. 1940 წლის ივნისადან 1941 წლის მაისამზე გრძელდებოდა „ბრიტანეთის ბრძოლა“.61. 1941 წლის 16 ოქტომბერს გერმანული სატანკო კოლონები მიადგნენ დედაქალაქ მოსკოვს.62. 1942 წლის შემოდგომაზე ქ. ალექსანდრიის დასავლეთით ელ-ალამეინთან ბრიტანელმა გენერალმა ბერნარდ მონტგომერიმ ოქტომბერ-ნოემბერში დაამარცხა ფელდმარშალ ერვინ რომელის გერმანულ-იტალიური არმია.63. 1942 წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე გრძელდებოდა სტალინგრადის ბრძოლა. გერმანელები დამარცხდნენ.64. ე.წ. „მეორე ფრონტი“ ნაცისტურ გერმანიას გაუხსნენ 1944 წლის 6 ივნისს ოპერაცია „ოვერლორდით“, როდესაც ჩრდ. საფრანგეთის პროვინცია ნორმანდიაში დესანტირება მოახდინა ამერიკულ-ბრიტანულ-კანადურმა უზარმაზარმა არმიამ.

Page 105: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

65. 1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ თუ რა ზონების ოკუპაციას მოახდენდნენ დამარცხებულ გერმანიაში.66. 1945 წლის 8 მაისს, ბერლინის დაცემის შემდეგ, გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ სრული კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი.67. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაციამ მოულოდნელი შეტევა მიიტანა ჰავაის კუნძულებზე მდებარე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორზე. ამ დღეს აშშ გამოვიდა ტრადიციული იზოლაციონიზმიდან და მსოფლიო პოლიტიკაში ჩაერთო.68. 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს აშშ-მ ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი თითო ატომური ბომბითა გაანადგურა. 14 აგვისტოს იაპონიის არმიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა.69. 1945 წლის 2 სექტემბერს ოფიციალურად დამთავრდა II მსოფლიო ომი.70. იალტისა და პოსტდამში მიღწეული შეთანხმებათა საფუძველზე გერმანია დაიყო ოთხ საოკუპაციო ზონად: საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონად. რომელთაც მაკოორდინებელი ორგანო – „მოკავშირეთა საკონტროლო საბჭო“ ხელმძღვანელობდა.

3

1.1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებელ ანრი დიუნანის

Page 106: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

თავმჯდომარეობით, მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია. მონაწილეებმა მიიღეს ჟენევის კონვენცია „ბრძოლის ველზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილ მებრძოლთა პირობების გაუმჯობესების შესახებ“. დღესდღეისობით ჟენევის კონვენციას 194 ქვეყანა არის მიერთებული. საქართველო ჟენევის 4 კონვენციასა და 1977 წლის ორ დამატებით ოქმს 1993 წელს მიუერთდა, ხოლო 2005 წლის ოქმს – 2006 წელს.2. 1941 წლის აგვისტოში რუზველტმა და ჩერჩილმა ხელი მოაწერეს „ატლანტიკის ქარტიას“, რომელსაც მოგვიანებით საბჭოთა კავშირიც შეუერთდა. ის ითვალისწინებდა ერების თვითგამორკვევის უფლებას.3. აშშ-ს „ერთიანი მსოფლიოს“ კონცეფცია ითვალისწინებდა „ერთიანი თავისუფალი ბაზრის“ ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ-ლიბერალური პროცესების წარმართვას.4. 1946 წელს ჩერჩილმა ქ. ფულტონში(აშშ) გამოსვლისას, მოუწოდა თავისუფალ ერებს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ კომუნიზმის წინააღმდეგ,5. „შეკავების პოლიტიკა“ – ამ დოქტრინის ავტორი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ფ. ჯენანი იყო. ის მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის შეჩერაბს ძალისმიერი პოლიტიკით.6. „ტრუმენის დოქტრინა“ – 1947 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა თავის მიმართვაში კონგრესისადმი გამოაცხადა მზადყოფნა დახმარებოდა საბერძნეთს დაემარცხებინა კომუნისტები. „ტრუმენის დოქტრინით“

Page 107: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

გათვალისწინებულმა სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ სასურველი შედეგი გამოიღო.7. მარშალის გეგმა – „შეკავების პოლიტიკის“ კიდევ ერთი ხერხი დასავლეთ ევროპის ომისშემდგომი დანგრეული მეურნეობის აღდგენა იყო. ეკონომიკურად ძლიერი ევროპა კომუნიზმისთვის გადაულახავ სიმაგრედ უნდა ქცეულიყო. 1947 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა, ევროპას ეკონომიკის აღდგენი პროგრამა შესთავაზა. ევროპის სახელმწიფოებმა კი 1948 წელს შექმნეს „ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია“. 16 ევროპულმა სახელმწიფომ აშშ-სგან მიიღეს 14 მლრდ. დახმარება.8. „ჟდანოვის დოქტრინა“ იყო „მარშალის გეგმისადმი“ საბჭოთა კავშირის რეაქცია. მასში გამოიკვეთა რომ მსოფლიო გაყოფილია ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად.9. 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ორმა ამერიკულმა და ათმა ევროპულმა სახელმწიფომ შეკრა „ჩრდილო ატლანტიკური კავშირი – ნატო“,10. 1955 წლის 14 მაისს საბჭოთა კავშირმა შექმნა საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია – „ვარშავის პაქტი“, რომელშიც შევიდნენ : პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, უნგრეთი, გდრ, ალბანეთი(დატოვა კავშირი 1968 წ.)11. 1949 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა.

Page 108: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

12. კორეა საოკუპაციო ზონებად იყო დაყოფილი: 38-ე პარალელის ჩრდილოეთით მდებარეობდა საბჭოთა, სამხრეთთ კი – ამერიკული ზონა. 1948 წელს ჩრდილოეთ კორეა „სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გამოცხადდა. 1950 წლის ივნისში კი ჩრდ. კორეა თავს დაესხა სამხრ. კორეას. გაერომ-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საერთაშორისო ჯარები გაგზავნა ამერიკელი გენერლის დაგალს მაკარტურის ხელმძღვანელობით. ომი მსოფლიო ომამდე მივიდოდა, მაგრამ შეწყვიტეს ბრძოლები და 1953 წელს ზავი დადეს.13. „უკუგდების დოქტრინა“ – 1954 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ფ. დალესმა გამოაცხადა კომუნიზმის „უკუგდების“ ახალი დოქტრინა. ის მიზნად ისახავდა კომუნიზმის გავლენის სფეროების შესუსტებას დაპყრობილ ტერიტორიებზე.14. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა.15. 1959 წელს კუბაში დაემხო ბატისტას სიქტატორული რეჟიმი. ძალაუფლება ხელში აჯანყებულთა ლიდერმა ფიდელ კასტრომ აიღო. 1961 წლის დასაწყისში კასტრომ თავის აჯანყებას „მუშათა და გლეხთა რევოლუცია“ უწოდა.16. 1962 წლის ოქტომბერში მსოფლიო რამდენიმე დღის განამვლობაში ატომური ომის ზღურბლზე იდგა. კარბის კრიზისი მოლაპარაკებებით დასრულდა.17. 1968 წელს მიღწეული შეთანხმებით აიკრძალა ატომური იარაღის გავრცელება.

Page 109: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

18. „მოქნილი რეაგირება“ – 1967 წელს ნატო-მ მიიღო ახალი სტრატეგიული დოქტრინა სახელწოდებით „მოქნილი რეაგირება“, რომელიც მოითხოვდა თავდასხმელისათვის მისი აგრესიის ფორმის შესაბამისი პასუხის გაცემას.19. 1954 წელს ფრანგები დამარცხდნენ ვიეტნამელებთან ბრძოლაში.20. 1954 წელს ჟენევის კონფერენციის გადაწყვეტილებით, ვიეტნამი ორ ნაწილად გაიყო (საზღვარი მე-17 პარალელის გასწვრივ გაიდო). ჩრდილოეთ კომუნისტური, ხოლო სამხრეთს ავტორიტარული რეჟიმი მართავდა.21. 1960 წელს სამხრეთ ვიეტნამში შეიქმნა „ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი“ რომელიც მსოფლიოსთვის „ვიეტკონგის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი. შეიქმნა კომუნიზმის ვიეტნამის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე. აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება ჩაბმულიყო ვიეტნამის ომში.22. 1964 წლიდან აშშ-ს ავიაციამ დაიწყო ვიეტნამის დაბობვა. საერთო ჯამში ომის სისასტიკემ მხარეები 1973 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამდე მიიყვანა.23. 1970 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას ჩამოაყალიბა ახალი საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია („ნიქსონის დოქტრინა“): აშშ-მ უარი უნდა თქვას „გლობალურ პასუხისმგებლობაზე“.24. 1972 წელს ზესახელმწიფოებს შორის დაიდო ხელშეკრულება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ. 1974 წელს შეიზღუდა ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობა.

Page 110: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

25. „ევროპაში უშიშროებისა და თამაშრომლობის კონფერენციაზე“ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს საკუთარი პოზიცია და საბოლოოდ ჩამოყალიბეს მისაღები ძირითადი დოკუმენტების ტექსტი.26. 1975 წლის 1 აგვისტოს „ჰელსინკის აქტს“ ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. მასში გამოცხადებული იყო 10 ძირითადი პრინციპი, რომლებიც ევროპაში მშვიდობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.27. 1992 წელს ჰელსინკის პროცესს შეუერთდა საქართველო. 1994 წლის ბუდაპეშტის შეხვედრის გადაწყვეტილებით, 1995 წლიდან „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი“ საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაიქმნა – ეუთო.28. „სამკუთხა დიპლომატიის“ ავტორი იყო აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, 1973 წლიდან სახელმწიფო მდივანი – ჰენრი კისინჯერი. მისი აზრით, ზესახელმწიფოებს შორის ძალთა თანაფარდობის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ჩინეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს მსოფლიო პოლიტიკაში ჩაბმა. 1971 წელს აშშ-მ გააუქმა „წითელი ჩინეთის“ მიმართ 21 წლის განამავლობაში მოქმედი სავაჭრო ემბარგო. იმავე წელს ჩინეთი მიიღეს გაეროში.29. 1978 წელს გაფორმდა ჩინეთ-იაპონიის ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ. 1979 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გააუქმა ხელშეკრულება საბჭოთა კავშირთან მეგობრობის შესახებ (1950 წლის).

Page 111: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

30. დევიზი „ძალისმიერი მშვიდობა“ ეკუთვნის რონალდ რეიგანს, რომელმაც დასავლეთს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობისკენ“ მოუწოდა.31. „კოკომის სია“ წარმოადგენდა 1982 წელს ნატო-ს ქვეყნების მიერ საბჭოთა კავშირისთვის ასაკრძალ საექსპორტო საქონლის სიას.32. „შულცის დოქტრინა“ ითვალისწინებდა აშშ-ს წინააღმდეგობას საბჭოთა კავშირისადმი მსოფლიოს ყველა კუთხეში.33. 1979 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ავღანეთში ჯარები შეიყვანა.34. 1985 წელს ჟენევაში მოეწყო გორბაჩოვ-რეიგანის შეხვედრა, ხოლო მეორე შეხვედრა 1086 წელს რეიკავიკში. შეხვედრაზე გამოიკვეთა ორი საკითხი: 1. ევროპის გათავისუფლება რაკეტებისგან და 2. სტრატეგიული იარაღის რაოდენობის განახევრება.35. 1990 წლის ნოემბერში პარიზში ეუთოს წევრმა 34-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას. პარიზის შეხვედრის მონაწილეებმა საზეიმოდ გამოაცხადეს მსოფლიოში „ცივი ომის“ დასრულება.36. 1945 წლის 26 ივნისს, სან-ფრანცისკოში 50-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა „გაერთიანებული ერების ქარტიას“. დოკუმენტი ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ამიტომ ეს თარიღი მსოფლიოში აღინიშნება, როგორც გაერთიანებული ერების დღე. 1992 წელს ამ ორგანიზაციის რიგით 179-ე წევრი გახდა საქართველო.

Page 112: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

37. 1926 წელს შეიკრიბა პირველი „პანევროპული“(სრულიად ევროპული) კონგრესი.38. 1946 წელს ციურიხში გამოსვლისას, უინსტონ ჩერჩილმა შესთავაზა ევრპელებს შეექმნათ „ევრპის შეერთებული შტატები“. 1949 წ. ლონდონში დაარსდა კიდეც პირველი ინტეგრაციული ორგანო – ევროპის საბჭო. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წელს გახდა.39. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რობერ შუმანს ეკუთვნის ფრანგულ-გერმანული ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის მართვის ერთობლივი ორგანოს შექმნის საკითხის იდეა 1950 წელს.40. 1952 წელს ძალაში შევიდა ხელშეკრულება „ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის დარგში ევროპული თანამეგობრობის“ („სამთამადნო კავშირის“) შექმნის შესახებ.41. 1957 წელს რომში შეიქმნა „ევროპის ატომური თანამეგობრობა“ (ევრატომი), რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობას ატომური ენერგეტიკის დარგში. „რომის ხელშეკრულენა“ ძალაში შევიდა 1958 წლის 1 იანვარს.42. 1967 წელს შეიქმნა სამი ევროპული ორგანიზაციის(„სამთამადნო კავშირი“, „ეკონომიკური თანამეგობრობა“ და „ევრატომი“) ერთიანი ხელმძღვანელობა. ასე ჩამოყალიბდა „ევროპის თანამეგობრობა“. მას 1973 წელს შეუერთდა დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია, 1981 წელს – საბერძნეთი, 1986 წელს – ესპანეთი და პორტუგალია.

Page 113: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

43. 1991 წლის დეკემბერში მაასტრიხტში (ნიდერლანდი) გაფორმდა ახალი ხელშეკრულება „ევროპის თანამეგობრობის“ წევრ ქვეყნებს შორის. „მაასტრიხტის ხელშეკრულებამ“ განავრცო და შეასწორა „რომის ხელშეკრულება“. ამ დოკუმენტში (ძალაში შევიდა 1993 წლის 1 ნოემბერს) ლაპარაკია უკვე „ევროპის კავშირზე“ და მის სამომავლო გეგმებზე.44. I მსოფლიო ომამდე დიდმა ბრიტანეთმა დომინიონის სტატუსი მიანიჭა ყოფილ საახალშენო კოლონიებს: 1901 წელს -ავსტრალიის კავშირს, 1906 წელს – ახალ ზელანდიას, 1910 წელს – სამხრეთ აფრიკის კავშირს. 1867 წლიდან დომინიონის სტატუსს უკვე ფლობდა კანადა.45. 1945 წლის 17 აგვისტოს გამოცხადდა ინდონეზიის რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ჰოლანდიამ სცნო მხოლოდ 1949 წელს, საკმაოდ ხანგრძლივი ომის შემდეგ.46. 1946 წელს დამოუკიდებელი გახდა ფილიპინები.47. 1948 წელს კორეის ნახევარკუნძულზე იაპონიის ყოფილი კოლონიის ადგილზე შეიქმნა ორი სახელმწიფო, სამხრეთით – კორეის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით – კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა. 1950 წელს ჩრდლ. კორეამ ძალით სცადა გაერთიანება, მაგრამ სისხლიანი ომი1953 წელს, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა.48. 1946 წელს დიდმა ბრიტანეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა სამანდატო რრანსიორდანიას (1948წლიდან მან სახელად დაირქვა იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფო), ხოლო 1948 წელს დატოვა პალესტინა, რომლის დიდ ნაწილში ისრაელის სახელმწიფო აღმოცენდა.

Page 114: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

49. 1947 დიდმა ბრიტანეთმა ხელი შეუწყო ინდოეთისა და პაკისტანის გაყოფას. ინდოეთმა 1950 წელს რესპუბლიკის სტატუსი მიიღო.50. 1965 წელს სინგაპური გამოეყო მალაიზიის ფედერაციას.51. 1997 წელს ბრიტანეთმა ჩინეთს ჰონკონგი დაუბრუნა.52. 1945 წელს ვიეტნამმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მხოლოდ მძიმე სამხედრო მარცხის შემდეგ, 1954 წელს, სცნო საფრანგეთმა მისი დამოუკიდებლობა. საფრანგეთის ბატონობისგან განთავისუფლდნენ 1949 წელს ლაოსი, ხოლო 1953 წელს – კამბოჯა.53. 1975 წელს ხანგრძლივი ომის შემდეგ პორტუგალიამ დატოვა ანგოლა და მოზამბიკი. მან ასევე დათმო ეკვატორული გვინეა, გვინეა-ბისაუ.54. 1951 წელს ყოფილი იტალიური კოლონია ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბია, დამოუკიდებელ სამეფოდ გამოცხადდა.55. 1956 წელს დამოუკიდებლობა მიენიჭა აფრიკაში მდებარე სუდანს, იმავე წელს საფრანგეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა თავის ჩრდილოაფრიკულ პროტექტორატებს – ტუნისსა და მაროკოს.56. „შავი აფრიკის“ დეკოლონიზაციის დასაწყისად ითვლება 1957 წელი, როდესაც ბრიტანულმა კოლონია, ოქროს ნაპირმა, მიიღო დამოუკიდებლობა და განა დაირქვა სახელად.

Page 115: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

57. 1962 წელს გაერომ დეკოლონიზაციის სპეციალური კომიტეტი შექმნა. პროცესი გაგრძელდა და აფრიკაში 55 სახელმწიფო გაჩნდა.58. ტერმინის „მესამე სამყარო“ შექმნა ფრანგმა დემოგრაფმა ალფრედ სოვიმ 1952 წელს, როდესაც უკვე ნათელი გახდა, რომ კოლონიური სისტემა ადრე თუ გვიან დაიშლებოდა.59. ცივი ომის პირობებში „მესამე სამყაროს“ ქვეყნებმა შეძლეს შეექმნათ „მიუმხრელობის მოძრაობა“, რომელიც ეყრდნობოდა იმ დროს მოქმედი რამდენიმე პოლიტიკური ფიგურის ავტორიტეტს: ესენი იყვნენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ, იუგოსლავიის კომუნისტი პრეზიდენტი იოსიპ ბროზ ტიტო,ინდონეზიისა და ეგვიპტის პრეზიდენტები აჰმედ სუკარნო და გამალ აბდელ ნასერი. 1954 წელს მათ შეუერთდა (ჩრდილოეთ) ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰო ში მინი, ხოლო 1955 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერი ჯოუ ენლაი.60. 1961 წელს „მიუმხრელობის მოძრაობა“ ოფიციალურად გაფორმდა ბელგრადში, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია.61. 1976 წელს ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის მომდევნო პრეზიდენტმა ანვარ სადათმა საბოლოოდ თქვა უარი თანამშრომლობაზე საბჭოთა კავშირთან და ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორი პრო-ამერიკული გახადა.

Page 116: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

4

1921 წლის მაისში საქართველოს რევკომმა ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მაგრამ უკვე 16 დეკემბერს რკპ ცკ-ის რეკომენდაციით თბილისსა და სოხუმს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთის სსრ შევიდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში, როგორც ე.წ. „სახელშეკრულებლო რესპუბლიკა“, ფაქტობრივად, ავტონომიის უფლებებით.1921 წლის ივნისში აჭარას მიეკუთვნა ასსრ-ის სტატუსი, რაც, არსებითად, გამომდინარეობდა იმავე წლის 16 მარტს მოსკოვის რუსულ-თურქული ხელშეკრულებიდან.1922 წლის აპრილში საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.1988 წელს გაიხსნა როკის გვირაბი და საქართველოში დაუყოვნებლივ წამოყო თავი ოსურმა სეპარატიზმმა.1922 წლის სექტემბერში სტალინმა წამოაყენა კავკასიის ახალშექმნილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში ავტონომიების სახით გაერთიანების გეგმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის კომუნისტების უმრავლესობა დაეტანხმა, ხოლო ქართველებისა კი არა. 1922 წლის ბოლოს სტალინის დაჟინებული მოთხოვნით შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური რესპუბლიკა.საბჭოთა კავშირში „ნაციონალ-უკლონიზმი“ ეწოდა პარტიის გენერალური ხაზიდან ეროვნულ ნიადაგზე გადახრას.

Page 117: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

კავშირის საბჭო წარმოადგენდა, ევროპაში, ემიგრაციაში მყოფი ამირკავკასიის ქვეყნების დევნილი მთავრობების საკოორდინაციო მუდმივი ორგანო.1922 წლის დამდეგიდან პარტიზანული ბრძოლები დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თავის რაზმთან ერთად, რომელიც 1024 წლის აგვისტოში ჩაახშეს. 1922 წლის აგვისტოში კახეთსა და ფშავ-ხევშურეთში აჯანყებას სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. მალე დააპატიმრეს მთელი „სამხედრო ცენტრი“.1920-იან წლებში საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ე.წ. ნეპ-ი – „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“.საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციით გაუქმდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა.საბჭოთა კონსტიტუციის ბაზაზე 1937 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ კონსტიტუცია.1931 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა ლავრენტი ბერია. 1938 წლის ბოლოს სტალინმა ბერია მოსკოვში წაიყვანა და ის საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ჩაუყენა სათავეში, მის ნაცვლად კი 1938-1952 წლებში საქართველოს პირველ მდივნად კანდიდ ჩარკვიანი დანიშნა.1953-72 წლებში საქართველოს პირველი მდივანი იყო ვასილ მჟავანაძე, რომლის დროსაც საქართველოში გაჩნდა „ჩრდილოვანი ეკონომიკა“, ფართოდ გაიფურჩქნა კორუფცია.

Page 118: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

1972-85 წლებში საქართველოში კომპარტიის პირველ მდივნად დაინიშნა რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.1985-1089 წლებში პირველი მდივანი იყო ჯუმბერ პატიაშვილი.1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში დამთავრდა, თუმცა რესპუბლიკა რჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშ მის საბოლოო დაშლამდე -1991 წლის 21 დეკემბრამდე.1921 წლის 6 აპრილს ახლაგასაბჭოებულმა საქართველოს რევკომმა კომუნისტური იდეოლოგიის შესაბამისად მოახდინა მიწის სრული ნაციონალიზაცია და აიკრძალა მისი ყიდვა-გაყიდვა ან იჯარი გაცემა.1944 წელს დაიწყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა, ომის შემდეგ ქუთაისში ააწყვეს გერმანიიდან ჩამოტანილი საავტომობილო ქარხანა.დავით კარაჭიშვილმა შეადგინა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნთსაცავის სრული აღწერილობა, დაარსა ბიბლიოთეკა და მუზეუმი.1918 წლის 26 იანვარს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი. ამ საქმის მთავარი სულისჩამდგმელი ივანე ჯავახიშვილი იყო. უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდა პეტრე მელიქიშვილი, შემდეგ კი მას ივანე ჯავახიშვილი ჩაენაცვლა.

Page 119: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

1922 წელს თბილისში გაიხსნა სამხატვრო აკადემია, 1924 წელს – კონსერვატორიას მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი(შეიქმნა 1917 წელს). მალე უნივერისტეტის შესაბამისი ფაკულტეტების ბაზაზე ცალკე უმაღლეს სასწავლებლებად ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.1928 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის დადგენილებით აიკრძალა ცალკეული ლიტერატურული ჯგუფებისა თუ ასოციაციების შექმნა.1953 წელს გარდაიცვალა იოსებ სტალინი1956 წელს კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობას მოჰყვა საპროტეტსტო აქციები თბილისში. მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სამხედრო ძალა გამოიყენა, რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვრეპლა.1956 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ შეიქმნა პირველი არალეგალური ეროვნული ორგანიზაციები: „გორგასლიანი(შექმნა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ), „სიღნაღის ახლგაზრდა გვარდია“, „სამშობლოსათვის მებრძოლთა კავშირი“.1961 წელს პარტიის XXII ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ახალი ხედვა წარმოადგინა „ახალი საბჭოთა ერის“ შექმნის თაობაზე.1976 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით შეიქმნა „ადამიანის უფლებათა დაცვის

Page 120: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

საინიციატივო ჯგუფი“. ამ ჯგუფის თაოსნობით დაარსდა იმავე წელს „ჰელსინკის ჯგუფი“.1977 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქად ილია II (შიოლაშვილი) აირჩიეს.1978 წლის 14 აპრილს, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციის საბოლოო დამტკიცების დროს რუსთაველის გამზირზე ზღვა ხალხი შეიკრიბა. ისინი აპროტესტებდნენ კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც ქართულ ენას რესპუბლიკის სახელმწიფო ენად აცხადებდა.1989 წლის 4 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო ფართომასშტაბიანი პერმანენტული მიტინგი, რომლის უშუალო მიზეზი იყო აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები. თანდათანობით მომიტინგეთა უპირველეს მოთხოვნად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 9 აპრილს საბჭოთა შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმებმა მომიტინგეების დაშლით სისხლში ჩაახშეს სახალხო გამოსვლა.1985 წელს კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ გენერალურ მდივნად აირჩია თავისი ყველაზე ახალგაზრდა წევრი 54 წლის მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც მალე წამოიწყო „პერესტროიკა“ – რეფორმების სერია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გარდაქმნის მიზნით. 1988 წელს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტად აირჩიეს.საბჭოთა კავშირი 1979 წელს ჩაება ავღანეთის ომში, რომლის შეწყვეტა მხოლოდ 1989 წელს მოხერხდა.

Page 121: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილში აფეთქდა ატომური ელექტროსადგურის ერთი ბლოკი, რამაც რადიაციული დაბინძურება და დიდი ფართობის გამოუსადეგრობა გამოიწვია.1990 წელს ბორის ელცინი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, 1991 წლის 12 ივნისს კი საყოველთაო არჩევნების შედეგად – რუსეთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად.1961 წლიდან აღმოსავლეთ ბერლინსა და დასავლეთ ბერლინს ბეტონის მაღალი კედელი აშორებდა.1949 წელს დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი ნატო-ს გასაწონასწორებლად კრემლმა ჩამოაყალიბა სამხედრო ბლოკი, ცნობილი არაოფიციალური სახელით – „ვარშავის პაქტი“. 1955 წლის 1 მაისს საბჭოთა კავშირმა პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან, გდრ-სთან და ალბანეთთან ერთად ხელი მოაწერა „ ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.1956 წელს უნგრეთმა სცადა ვარშავის პაქტიდან გასვლა, რაც მისი სუვერენული უფლება იყო, ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები შევიდნენ და დიდი სისხლისღვრის ფასად უნგრეთში „კომუნისტური წესრიგი“ აღადგინეს. სისხლის ღვრის გარეშე ჩაიარა ჩეხოსლოვაკიის მცდელობამ ვარშავის პაქტიდან გასვლის შესახებ.რუმინეთის კომუნისტი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს ხელმძღვანელობით სანახევროდ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებდა, თუმცა „ვარშავის პაქტიდან“ ის არ გასულა და არც სოციალიზმზე ამბობდა უარს.

Page 122: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

1968 წელს „ვარშავის პაქტიდან“ გავიდა ალბანეთი.1980 წელს პოლონეთში შეიქმნა მასობრივი არალეგალური მოძრაობა „სოლიდარნოსტი“, რომელიც საბოლოოდ კომუნისტური რუსეთის უღლისგან პოლონეთის გათავისუფლების ხელშემწყობ ძალად იქცა.1989 წლის 27 ივნისს დაიწყო „სოციალისტური“ ბანაკის“ საზღვრების მოშლა. ეს რეჟიმის დაცემის პრელუდია გახდა. იმ დღეს კომუნისტურ უნგრეთსა და კაპიტალისტურ ავსტრიას შორის უნგრეთის მოსახლეობამ მოშალა საზღვარი. უნგრეთის სასაზღვრო დაცვას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას იმავე 1989 წელს მოჰყვა გდრ-ის მოსახლეობის მიერ „ბერლინის კედლის“ დანგრევა, 1990 წელს – გერმანიის გაერთიანება, უსისხლო რევოლუციები ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, ალბანეთში, სისხლიანი რევოლუცია – რუმინეთში, „ვარშავის პაქტის“ დაშლა, მრავალპარტიული არჩევნები ყველა ამ ქვეყანაში და არაკომუნისტური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა.1990 წლის 12 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიას დართეს ნება გაერთიენებულიყო. 3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობა დას რული სუვერენიტეტი აღდგა.1990 წელს გორბაჩოვს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იმისათვის, რომ მან აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა.1990 წელს „ვარშავის პაქტიდან“ გამოვიდა ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანა. ორგანიზაციის საბოლოო დაშლა

Page 123: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ოფიციალურად 1991 წელს გამოცხადდა. ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის „გარე იმპერის“ ნგრევა იყო.1990 წლის 11 მარტს ლიტვის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. იმავე წლის 4 მაისს იგივე გააკეთა ლატვიამ, ხოლო 8 მაისს – ესტონეთმა1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულმა საქართველოს ახალი უმაღლესი საბჭოს (მალე მას „უზენაესი საბჭო“ ეწოდა) არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა ბლოკს „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით.1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეთა 97 პროცენტმა მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობის აღდგენას. იმავე წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 26 მაისს ჩატარებული არჩევნებით კი პრეზიდენტად აირჩიეს ზვიად გამსახურდია.1991 წლის 18-20 აგვისტოს მოსკოვში იყო მცდელობა სრულად აღედგინათ საბჭოთა ხელისუფლება (აგვისტოს პუტჩი), რაც მარცხით დასრულდა.1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი და ჯერ სომხეთში გადასულიყო, ხოლო იქედან ჩეჩნეთისათვის შეეფარებინა თავი.1992 წლის იანვარში ძალაუფლებას დაეუფლა „სამხედრო საბჭო“ ტენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის

Page 124: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

შემადგენლობით; პრემიერ-მინისტრად მათ დააბრუნეს ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული და მის დროსვე გადამდგარი თენგიზ სიგუა. იმავე წელს სამხედრო საბჭომ ქვეყანაში მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძე სიტუაციის დასარეგულირებლად.1992 წლის ოქტომბერში სამი წლის ვადით ირჩიეს საქართველოს ახალი პარლამენტი, რომლის თავჯდომარედ და სახელმწიფოს მეთაურად ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს.1990 წლის შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ცალკე მოკავშირე რესპუბლიკად გამოაცხადა თავის. აქ დაიწყო სერიოზული კონფლიქტი, რომელიც 1992 წლის ზაფხულში რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებით („დაგომისის შეთანხმება“) დაკონსრევდა, რადგან კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის გზა მხარეებმა ვერ მონახეს.1992 წლის ივლისში აფხაზეტის უმაღლესმა საბჭომ კანონდარღვევით მიიღო „დეკლარაცია აფხაზეთის ასსრ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ“. თენგიზ კიტოვანმა ამის გამო 14 აგვისტოს შეიყვანა გვარდია აფხაზეთში, სადაც გაღვივდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა.1999 წელს საქართველო მიიღეს ევროპის საბჭოში, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანის პროგრესის მაჩვენებელი იყო.2003 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბების გამო საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოეთქვა. 23 ნოემბერს

Page 125: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ოპოზიციამ აიძულა შევარდნაძე გადამდგარიყო, რასაც „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა.2004 წლის იანვარში საქართველოს ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ სააკაშვილი. პრემიერ-მინისტირ გახდა ზურაბ ჟვანია(ის 2005 წლის მარტში ტრაგიკულად დაიღუპა).2008 წლის აგვისტოში რუსეთის წაქეზებით ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს პროვოკაციები, რასაც მოჰყვა რუსეთის არმიის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ნათელი გახდა. 2008 წლის 26 აგვისტოს პროვინციები რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოაცხადა.

კონსპექტი ისტორიაში – 6ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს სამხრეთის მხრიდან საქართველოს ესაზღვრებოდა მითანი და ასურეთი. მითანი ჩვ. წ.-აღ-მდე XIII საუკუნეში გაანადგურეს ასურელებმა და დაიწყეს შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით.

ურარტუს სახელმწიფოო წარმოიქმნა ძვ.წ. IX საუკუნეში, ამიერკავკასიის სამხრეთ ნაწილში.

ურარტუს მეფეების შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი, მაგრამ მისი მთლიანი დაპყრობა მათ ვერ შეძლეს. დიაოხის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ – კოლხამ.

Page 126: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

VIII საუკუნეში დიაოხმა არსებობა შეწყვიტა.

დიაოხის განადგურების შემდეგ ურარტუ უშუალოდ გაუმეზობლდა კოლხას და მათ შორისაც დაიწყო საომარი შეჯახებები.

ძვ.წ. VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის ვრცელი ტრამალებიდან ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ მომთაბარე-მეომარი ტომები, რომლებიც კიმერიელების სახელით არიან ცნობილი. ამავე საუკუნის ბოლოს ვოლგისპირა სტეპებიდან დარუბანდისა და დარიალის გადმოსასვლელებით ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ სკვითები.

ძვ.წ. 590 წ. ურარტუს სამეფოს ბოლო მოუღეს მიდიელებმა. მათ დაამარცხეს და გაანადგურეს ასურეთი.

ბერძენი ავტორების ცნობით, ძვ.წ. VI-V საუკუნეებში კოლხეთი საკმაოდ დაწინაურებული ქვეყანა იყო. აქ განვითარებული ყოფილა მარცვლეული მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა. ტრადიციულად მაღალ დონეზე იდგა ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგია, ძვირფასი ლითონების დამუშავება. ყოველივე ამას თვალნათლივ ადასტურებს არქეოლოგიური მასალაც.

ფარნავაზმა ქვეყანა 8 საერისთავოდ, ხოლო შიდა ქართლი ცალკე საგანმგებლო ერთეულად გამოყო და მის სათავეში სპასპეტი (მთავარსარდალი) ჩააყენა.

ძვ.წ. II საუკუნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოხდა ქართლის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობაში. მისი სიძლიერე გარკვეულად შეარყია შინაურმა ბრძოლებმა,

Page 127: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

რაც ატყდა მეფის ხელისუფლებასა და ერისთავებს შორის. ამ ბრძოლებში საგარეო ძალებიც ერეოდნენ.

რომაელებმა ძვ.წ. 190 წელს დაამარცხეს სელევკიანები, რითაც ისარგებლეს სომხეთის მმართველებმა და მათი ბატონობისაგან თავი გაითავისუფლეს. სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო – სოფენეს სამეფო და დიდი არმენია. ამ სამეფოებში საქართველოს სამხრეთი ტერიტორიის ნაწილი შევიდა.

რომაულმა ლეგიონებმა, პომპეუსის სარდლობით ძვ.წ. 65 წელს ქართლის სამეფო დალაშქრეს.

63 წელს რომსა და პართიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სომხეთი ორმაი დამოკიდებულების ქვეშ ექცეოდა: სომხეთში იმეფებდნენ პართიის სამეფოს გვარის – არშაკიანების წარმომადგენლები, მხოლოდ იმ პირობთ, რომ ისინი რომის ვასალები იქნებოდნენ.

IV ს-ს ბოლოს სასანიანთა ირანმა გააქტიურა თავისი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ. 298 წლის ნისიბინის ზავით სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უპირატესობა რომმა მოიპოვა. ზავის პირობებით ქართლის მეფეს სამეფო ნიშნები რომისგან უნდა მიეღო.

338 წელს, როდესაც ნისიბინის ზავის დრო ჯერ გასული არ იყო, ირანის შაჰმა დაიწყო ბრძოლა რომის წინააღმდეგ. ომი შესვენებით 25 წელს გაგრძელდა. 363 წელს ზავი დაიდო. ირანელები ქართლში შეიჭრნენ, მათ ჯერ ქართლის გაყოფას მიაღწიეს და მტკვრის მარჯვენა ქართლის ნაწილი ირანელთა

Page 128: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ხელთ იყო, ხოლო მტკვრის მარცხენა ნაპირი – რომაელების, მაგრამ შემდეგ ირანელებმა ქართლი მთლიანად დაიკავეს.

ირან-ბიზანტიას შორის მიმდინარე ომის პირობებში ქართლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ შორის 387 წ. დადებულ ზავს, რომლის თანახმად სომხეთი ირანმა და ბიზანტიამ გაიყვეს.

IV საუკუნის ბოლოს და V საუკუნის დასაწყისში ირანმა მკვიდრად მოიკიდა ფეხი სომხეთში და 428 წელს იქ მეფის ხელისუფლება გაუქმდა. 463 წელს ასევე გააუქმეს მეფობა ალბანეთში.

V ს-ის 40-იან წლებში გარდაიცვალა ქართლის მეფე მირდატი, რომელსაც 7 წლის მემკვიდრე ვახტანგი დარჩა. ვახტანგ I-ის, გორგასლად წოდებულის არც გამეფებისა და არც გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ არსებობს. ცნობილია, რომ ის მეფობდა V ს-ის II ნახევარში.

V ს-ის 60-იან წლებში, ირანის შაჰმა, პეროზმა (459-484) ვახტანგ მეფე თავისი ლაშქრით გაიწვია ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად. სპარსელებმა დაამარცხეს მოწინააღმდეგენი 468 წელს.

523 წელს ქართლის მეფე გურგენმა ირანელთა წინააღმდეგ აჯანყება სცადა, მაგრამ დამარცხდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ბიზანტიისგან მიიღებდა დახმარებას, მაგრამ 532 წელს ბიზანტია-ირანს შორის დაიდო ე.წ. „საუკუნო ზავი“, რომლის თანახმად ბიზანტიამ სცნო აღმოსავლეთ საქართველოზე ირანლეთა ბატონობა. ირანელებმა ქართლში თავისი მმართველი -მარზაპანი დანიშნეს.

Page 129: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ეგრისის მეფე გუბაზმა 542 წელს ირანში ელჩობა გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. შაჰი წინადადებას დათანხმდა. ამავე წელს ეგრისს ირანელთა ლაშქარი მოადგა, საზღვარზე მას ეგრისელები დახვდნენ და წინ გამოუძღვნენ. დაიწყო ე.წ. „დიდი ომიანობა“ ეგრისში, რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა.

554 წელს მუხანათურად მოკლეს გუბაზ მეფე.

562 წელს ბიზანტიელებმა და ეგრისლებმა საერთო ძალებით დასავლეთ საქართველოდან ირანელები განდევნეს და დაიდო ე.წ. ორმოცდაათწლიანი ზავი.

ბაგრატიონთა გვარი წარმოშობით ძველი ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციიდან, სპერიდანაა (ისპირი დღ. თურქეთი). სპერიდან გამოსულ ბაგრატიონთა ერთი შტო საქართველოში დამკვიდრდა, ერთი – სომხეთში. სომხეთში მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს და 885 წ. სომეხთა მეფედ იკურთხნენ. 1045 წელს ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანტინე IX მონომარხმა, გაგიკ II ბაგრატუნი (1041-1045) გაიწვია კონსტანტინოპოლში და სომხეთის ანისის სამეფო გააუქმა. ბაგრატიონები ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დინასტიაა.

608 წელს აბრამ სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა „საყოველთაო ეპისტოლე“, რომლითაც სომხებს ვაჭორბის გარდა აეკრძალათ ყოველგვარი ურთიერთობა ქართველებთან.

735 წელს მურვან ყრუ საქართველოში 120 ათასიანი ლაშქრით შემოვიდა, აიღო და დაანგრია აღმოსავლეთ საქართველოს

Page 130: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

უამრავი ციხე და ქალაქი, მოსახლეობა სასრიკად დაარბია და ამოხოცა.

816-837 წლებში ალბანეთში დიდი აჯანყება მოხდა არაბთა წინააღმდეგ, რომელსაც სახალხო გმირი, ბაბექი მეთაურობდა.

X საუკუნის მეორე ნახევარში (978 წ.) ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ე.წ. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო – ქართულ-სომხური, ქალკედონურ-გრიგორიანული მოსახლეობით, რომელსაც განაგებდა შირაკის ბაგრატუნთა დინასტიის განშტოება.

979 წ. ბიზანტიის იმპერიაში სარდალი ბარდა სკლიაროსი აჯანყდა. საიმპერატორო კარს აჯანყებულებთან ბრძოლა გაუძნელდა და დახმარებისათვის დავით ტაოელს მიმართა, რომელმაც 12 ათასიანი ცხენოსანი ლაშქარი გაუგზავნა სახელოვანი ქართველი სარდლების, თორნიკე ერისთავისა და ჯოჯიკის მეთაურობით.

990 წ. დიდი ბრძოლების შემდეგ დაიკავა მანაზკერტი, განდევნა მაჰმადიანები და ქალაქსა და მის ოლქში ქართველი და სომეხი მართლმადიდებლები ჩაასახლა. 997 წელს დავით ტაოელის ლაშქარი ციხე-ქალაქ ხლათისათვის იბრძოდა, მაგრამ უშედეგოდ.

დავით III ტაოელის გაძლიერება მეზობელ მაჰმადიან მფლობელებს აშფოთებდა. 998 წელს მაჰმადიანები დავითის წინააღმდეგ შეიკრიბნენ, მაგრამ ქართველებმა, რომელთა მხარდამხარ სომხებიც იბრძოდნენ , განდევნეს მტერი.

Page 131: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული ეკლესია. იგი თავიდანვე განასახიერებდა ქართველი ხალხის ერთიანობას და როგორც წესი, მხარში ედგა მეფის ხელისუფლებას. ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას მისი საეკლესიო გაერთიანება უსწრებდა წინ, მცხეთის ტახტს ემორჩილებოდა კახეთის, ჰერეთის, ტაო-კლარჯეთისა და დასავლეთ საქართველოს ეკლესია.

2

მართალია, პიროვნებები არ ქმნიან ისტორიას, მაგრამ ქვეყნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის კვალს ამჩნევენ ისტორიული პროცესების განვითარებას. ამ დროს საქართველოს ისტორიაში ასეთი პიროვნებები იყვნენ: ივანე მარუშის ძე, დავით III ტაოელი(კურაპალატი), ბაგრატ ბაგრატიონი(მომავალი მეფე ბაგრატ III).

975 წელს დავით კურაპალატი ჯარით შიდა ქართლში შევიდა, დაიკავა უფლისციხე, მიიწვია ადგილობრივი დიდგვაროვნები და თავისი ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა. ამ დროს, მან შეჯრებილთ მოახსენა, რომ ბაგრატი არის ქართლის და აფხაზეთის მემკვიდრე, მათ ბაგრატის მორჩილება უბრძანა, თვითონ კი თავისი თავი მის „თანაშემწედ“ გამოაცხადა.

978 წეკს დავით კურაპალატი გადავიდა დასავლეთ საქართველოში, გადააყენა თეოდოსი და უკვე

Page 132: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

სრულწლოვანი ბაგრატ ბაგრატიონი ქუთაისში „აფხაზთა“ მეფედ აკურთხა.

980 წელს ბაგრატმა მტკიცედ აიღო ხელთ ძალაუფლება, სასტიკად დაამარცხა მის წინააღმდეგ შეკრებილი, შოდა ქართლის ძლიერი ფეოდალური სახლის წარმომადგენლები – ტბელები და შესაბამისად დასაჯა ისინი.

1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი და მის მფლობელობაში არსებული შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი ბაგრატს მემკვიდრეობით გადაეცა.

1010 წ. ბაგრატმა დაატყვევა ბოჭორომის ციხეში გამაგრებული კახთა მეფე კვირიკე და კახეთ-ჰერეთიც ერთიან საქართველოს შემოუერთა.

ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხეში, საიდანაც გადმოასვენეს და დაკრძალეს მის მიერ აგებულ ბედიის მონასტერში.

IV საუკუნის საქართველოში არსებული ფილოსოფიური აზროვნებისთვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთ საქართველოში ფაზისთან არსებული უმაღლესი ფილოსოფიურ-რიტორიკული სკოლის არსებობას, ე.წ. ფაზისის აკადემიას.

1014 წელს ტახტზე ბაგრატ III-ის მემკვიდრე, მისი შვილი, გიორგი I ავიდა.

1021 წელს ქართველებსა და ბიზანტიელებს შორის მოხდა შირიმნთან ბრძოლა.

Page 133: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

გიორგი I 1027 წელს გარდაიცვალა. სამეფო ტახტზე ავიდა მისი ჯერ კიდევ ყმაწვილი მემკვიდრე, ბაგრატ IV (1027-72 წწ).

1032 წელს ლიპარიტ ლიპარიტის ძემ და ქართლის ერისთავმა, ივანე აბაზას ძემ თბილისიდან გამოიტყუეს და შეიპყრეს ამირა ჯაფარი. დატყვევებულ ამირას ჩამოართვეს ბირთვისის ციხე. აქ თავი იჩინა შინაურმა უთანხმოებამ: ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდებულთა რჩევით, მეფემ შეიწყალა ამირა და თბილისში დააბრუნა.

1064 წელს თურქთა სულთანი ალფ-არსლანი საქართველოს შემოესია, ახალქალაქი აიღო, მაგრამ ძალიან დაზარალდა და ბაგრატ IV-ს მშვიდობა და მოყვრობა შესთავაზა.

1064 წელს სულთანი ალფ-არსლანი საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გამოემართა. მის მხარეს დადგნენ ბაგრატ IV-სადმი მტრულად განწყობილი აღსართან კახთა მეფე და სომეხთა მეფე კვირიკე.

1071 წელს მანაზკერტთან ბრძოლაში ალფ-არსლანმა გაანადგურა ბიზანტიის ჯარი და თვითონ იმპერატორიც ტყვედ იგდო. ბიზანტიის ამ მძიმე მარცხის შემდეგ საქართველო ფაქტობრივად მარტო დარჩა უძლიერესი დამპყრობლის წინაშე.

ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მემკვიდრე გიორგი II (1072-89 წწ.) ავიდა.

თავისი მეფობის დასაწყისში გიორგი II-მ შეძლო, გარკვეული წარმატებებისთვის მიეღწია. მან ფარცხისთან დაამარცხა სულთნის ლაშქარი, ამასთან, ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის არასახარბიელო მდგომარეობით და დაიბრუნა წართმეული

Page 134: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

ანაკოფია, აფხაზეთის მთავარი ციხე, და ასევე არაერთი სიმაგრე კლარჯეთში, შავშეთსა და არტაანში.

1080 წელს დაწყებულ „დიდ თურქობას“ დიდი სტიქიური უბედურებაც დაერთო. 1088 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომელიც პერიოდულად თითქმის მთელი წლის მანძილზე მეორდებოდა და ისედაც აოხრებული ქვეყანა კიდევ უფრო გააპარტახა.

IX-XI საუკუნეებში ქარტული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლები შეიქმნა, დაიწერა ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის თხზულებები: ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.

1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება მოხდა. ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა პირებმა აიძულეს მეფე გიორგი II, გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟისთვის, დავითისთვის დაეთმო. დავით IV-მ მართლაც გამოიჩინა თავი, როგორც შესანიშნავმა მოღვაწემ.

1104 წელს მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც შიდა ქართლის საეპისკოპოსოების – რუსისა და ურბნისის მახლობელ სანახებში გაიმართა.

1124 წელს დავითთან მოვიდნენ სომხეთის დედაქალაქის, ანისის წარმომადგენლები და ქალაქის თურქთაგან განთავისუფლება სთხოვეს. სამი დღის ბრძოლის შემდეგ დავითმა ანისი აიღო.

Page 135: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

სიცოცხლის მიწურულს დავით IV-მ თვითონ დაადგა გვირგვინი თავის მემკვიდრეს, დემეტრეს. ამის შემდეგ დიდხანს არ გაუვლია, რომ დავით IV აღმაშენებელი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა. იცოცხლა 53 წელი, იმეფა 36 წელი.

1126 წელს საქართველო იძულებული გახდა, ფადლონ IV-სათვის გადაეცა ქალაქი ანისი, სამაგიეროდ ფადლონმა საქართველოს მეფის ყმადნაფიცობა იკისრა.

საქართველოს სამეფომ მთლიანად ვერ შეინარჩუნა შირვანიც, რომელიც 1129-30 წლებში ორად გაყვეს.

დემეტრე I-მა ილაშქრა განძაშიც, 1139 წელს აიღო იგი და ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანა.

1156 წელს დემეტრე I გარდაიცვალა და საქართველოს მეფე გახდა გიორგიგიორგი III-მ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქალაქ ანისს, რომელიც 1161 წლის ზაფხულში ბრძოლით აიღო და მისი მართვა საქართველოს ამირსპარსალარს – ივანე ორბელს მიანდო.

1162 წელს გიორგი III-მ ბრძოლით აიღო სომხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მდიდარი ქალაქი დვინი.

1179 წელს გიორგი III-მ თანამოსაყდრედ აკურთხა თამარი. მეფემ თავად დაადგა გვირგვინი თამარს, დიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე. ამის შემდეგ მამა-შვილი ერთად მეფობდა 6 წელიწადს.

Page 136: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც

საქართველოს ლაშქარმა 1192-93 წლებში ტახტის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის დაბადების აღსანიშნავად ბარდავი დალაშქრა და ხელთ იგდო დიდძალი ტყვე, რომლებიც „ათავისუფლეს დღეგრძელობისათვის თამარისა და ძისა მისისა“.

1206 წელს ქართულმა ლაშქარმა დაიპყრო ყარსი.

1210 წელს ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით ქართველებმა ჩრდილო ირანი დალაშქრეს.

თამარ მეფის გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ ვიცით; ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, თამარი 1213 წელს გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი დაკრძალულია გელათის ტაძარში.

1207 წლიდან ლაშა-გიორგი მეფის თანამოსაყდრე იყო. ის მონღოლებთან ბრძოლისას დაიჭრა, მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა (1223 წ). ამავე წელს რუსუდანმა დაიკავა სამეფო ტახტი1225 წელს საქართველოს ჯალალ ად-დინი შემოესია, ქართული ლაშქარი სარდლობის უნიათობის გამო დამარცხდა. მტერმა მალე თბილისიც აიღო.

1235 წელს საქართველოს საზღვართან ახალი დამპყრობლები – მონღოლები გამოჩნდნენ.

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ (1245 წ.), სანამ ახალ მეფეს დაამტკიცებდნენ, მონღოლებმა საქართველო თავიანთი წესის მიხედვით საგამგებლო ერთეულებად – დუმნებად დაყვეს.

Page 137: worldhistory188.files.wordpress.com · Web viewსცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც