2
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა ტექსტური რედაქტორის გამოყენება: სურათის ჩასმა სასურველ ადგილას; გრაფიკული ელემენტების გამოყენება; სწავლების საფეხური დაწყებითი საფეხური, V კლასი მოსწავლეთა რაოდენობა 20 მოსწავლე გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას, ინფორმაციის ეფექტურად მოძიებას და მის გამოყენებას პრაქტიკაში. გაკვეთილის მიზნები და შედეგები ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს (ის ტექნ. V.I) გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლე: შეძლებს ციფრული მასალის მოძიებას ინტერნეტში, და შესაბამისი ისტ საშუალებების გამოყენებას; ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას შეძლებს გავრცელებულ საძიებო სისტემების გამოყენებას, მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევას და გამოყენებას, ეფექტიანად გამოიყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს; ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, შეძლებს სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაცის შედარებას; შეძლებს ინფორმაციისა და ციფრული მასალის წყაროების ან/და ავტორის მითითებას. წინასწარი ცოდნა მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, ტექსტის შენახვა ( Save, Save As “, „ Export “) და ინტერნეტიდან გრაფიკული და ტექსტური ფაილების მოძიება- გადმოწერა-შენახვა. შეფასების საგანი და პროცედურები მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია: 1. სურათის ჩასმა სასურველ ადგილას , 2. სურათის ჩასმა, ამოჭრა, კოპირება, 3. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები 5 კომპიუტერი, პროექტორი, ყუთი 5 ფურცლით (წინასწარ გამზადებული თემებით). გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ A ფაზა (გამოწვევა) - 15 წთ მასწავლებელი კლასს ყოფს 5 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით: მასწავლებელი 10-10 სტიკერზე წერს ერთიანს, ორიანს, სამიანს, ოთხიანს და ხუთიანს, ყრის ყუთში და თითოეული მოსწავლე იღებს სტიკერს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთანირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად და დაჯდნენ შესაბამისი ნომრის კომპიუტერთან. B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-22 წთ

Ict lesson plan sample

  • Upload
    jgufi8

  • View
    620

  • Download
    1

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Ict lesson plan   sample

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი

თემა

ტექსტური რედაქტორის გამოყენება:

სურათის ჩასმა სასურველ ადგილას; გრაფიკული

ელემენტების გამოყენება;

სწავლების საფეხური დაწყებითი საფეხური, V კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა 20 მოსწავლე

გაკვეთილის

მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას,

ინფორმაციის ეფექტურად მოძიებას და მის გამოყენებას

პრაქტიკაში.

გაკვეთილის მიზნები და

შედეგები

ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის

მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს (ის ტექნ. V.I)

გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლე:

შეძლებს ციფრული მასალის მოძიებას ინტერნეტში, და

შესაბამისი ისტ საშუალებების გამოყენებას;

ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას შეძლებს

გავრცელებულ საძიებო სისტემების გამოყენებას, მათი

კომბინაციების ადეკვატურად შერჩევას და გამოყენებას,

ეფექტიანად გამოიყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს;

ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, შეძლებს

სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაცის

შედარებას;

შეძლებს ინფორმაციისა და ციფრული მასალის

წყაროების ან/და ავტორის მითითებას.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა,

ტექსტის შენახვა (Save, Save As“, „ Export “) და

ინტერნეტიდან გრაფიკული და ტექსტური ფაილების მოძიება-

გადმოწერა-შენახვა.

შეფასების საგანი და

პროცედურები

მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული

რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია: 1. სურათის

ჩასმა სასურველ ადგილას , 2. სურათის ჩასმა, ამოჭრა,

კოპირება, 3.

სასწავლო მასალა და

ტექნიკური რესურსები

5 კომპიუტერი, პროექტორი, ყუთი 5 ფურცლით (წინასწარ

გამზადებული თემებით).

გაკვეთილის

მსვლელობა/საკლასო

მენეჯმენტი

სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ

A ფაზა (გამოწვევა) - 15 წთ

მასწავლებელი კლასს ყოფს 5 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა

ხდება შემთხვევითობის პრინციპით: მასწავლებელი 10-10

სტიკერზე წერს ერთიანს, ორიანს, სამიანს, ოთხიანს და

ხუთიანს, ყრის ყუთში და თითოეული მოსწავლე იღებს

სტიკერს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ

ერთანირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად და დაჯდნენ

შესაბამისი ნომრის კომპიუტერთან.

B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-22 წთ

Page 2: Ict lesson plan   sample

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

მასწავლებელი პროექტორის საშუალებით ხსნის სურათის

ჩასმის, ამოჭრის, კოპირების და გრაფიკული ელემენტების

გამოყენების ბრძანებებს.

შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ დავალება ამოიღონ ყუთიდან ერთი

ფურცელი და უპასუხონ მასზე მითითებულ შესაბამის ერთ

კითხვას:

1. ჩამოთვალეთ შინაური ცხოველები;

2. ჩამოთვალეთ ხილი;

3. ჩამოთვალეთ პლანეტები;

4. ჩამოთვალეთ საქართველოს მდინარეები;

5. ჩამოთვალეთ საქართველოს ქალაქები;

შესაბამისი პასუხი აკრიფონ ტექსტურ რედაქტორში და

ტექსტში ჩასვან ინტერნეტიდან მოძიებული შესაბამისი

სურათები, მოახდინონ მათი ამოჭრა, კოპირება, გადიდება და

დაპატარავება.

შესრულებული დავალების შემდეგ ჯგუფიდან ერთი მოსწავლე

აკეთებს პრეზენტაციას და დავალების ანალიზს.

C ფაზა (გამთლიანება)- 6 წთ

მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას, აკეთებს

დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში

გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს.