159
წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა: www.ChiaturaINFO.GE https://www.facebook.com/groups/ELLIB/

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

  • Upload
    others

  • View
    17

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა საიტმა: www.ChiaturaINFO.GE

https://www.facebook.com/groups/ELLIB/

User
Typewritten text
ალექსანდრე ბელიაევი
User
Typewritten text
„ადამიანი ამფიბია“
Page 2: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚
Page 3: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ახალგაზრდა მაძიებლებს‚ - ჯერ კიდევ ათი წლის ბიჭუნა ვიყავი‚ როდესაც მამამ

სასწავლებლად ტენდერზე ვინმე ხოზეს მიმაბარა. მას თორმეტი შეგირდი ჰყავდა.

გვწვრთნიდა ასე: წყალში თეთრ ქვას ან ნიჟარას ჩააგდებდა და გვიბრძანებდა: აბა‚

ჩაყვინთე და ამოიღე. ქვას კი თანდათან უფრო ღრმა წყალში ისროდა. არ ამოიღებდი

და - ლინით[1] ან მათრახით აგიჭრელებდა ზურგს‚ ან ძაღლის ლეკვივით გისროდა

წყალში. სხვა რა გზა იყო‚ უნდა გეყვინთა. ასე გვასწავლა ხოზემ ყვინთვა. შემდეგ

გვასწავლა‚ როგორ უნდა გაგვეძლო წყალქვეშ დიდხანს. ეს ძველი‚ გამოცდილი

მაძიებელი წყლის ფსკერზე ჩაეშვებოდა და ღუზაზე კალათას ან ბადეს მიაბამდა. ჩვენ

კი უნდა ჩაგვეყვინთა და მოგვეხსნა ის. სანამ არ მოვხსნიდით‚ ზევით ცხვირს ვერ

ამოვყოფდით. აბა, გაგვებედა‚ ლინი ან მათრახი მზად იყო.

უმოწყალოდ გვცემდნენ. ბევრმა ვერ გაუძლო. მე მაძიებლებში პირველი ვიყავი, კარგ

ფულსაც ვშოულობდი.

როდესაც ბალთაზარი მოხუცდა‚ მარგალიტის მაძიებლის სახიფათო ხელობას თავი

გაანება. მარცხენა ფეხი ზვიგენის კბილებით ჰქონდა დასახიჩრებული‚ ფერდი კი

ღუზის ჯაჭვს გამოეფლითა. ბუენოს-აირესში ერთი პატარა დუქანი ჰქონდა და

მარგალიტებით‚ მარჯნებით‚ ნიჟარებითა და ზღვის ნაირ-ნაირი იშვიათობებით

ვაჭრობდა. მაგრამ ხმელეთზე მოწყენილობა გულს უწყალებდა და ამიტომ ხშირად

გაჰყვებოდა ხოლმე მარგალიტის მაძიებლებს ზღვაზე. მრეწველები აფასებდნენ მის

გამოცდილებას. ბალათაზარზე უკეთ არავინ იცოდა ლა-პლატას ყურე‚ მისი ნაპირები

და ის ადგილები‚ სადაც მარგალიტიანი ნიჟარების პოვნა შეიძლებოდა. მარგალიტის

მაძიებელნი პატივს სცემდნენ და ბერიკაცსაც ყველა მადლიერი ჰყავდა -

მაძიებლებიცა და მრეწველებიც.

ახალგაზრდა მაძიებლებს ის თავისი რთული ხელობის ყველა ხერხს ასწავლიდა:

როგორ შეეკავებინათ სუნთქვა‚ როგორ მოეგერიებინათ ზვიგენის თავდასხმა და‚

თუკი ბედი გაუღიმებდა‚ იმასაც გაუმხელდა‚ როგორ გადაემალათ პატრონისგან

იშვიათი მარგალიტი.

ხომალდის მფლობელ-მწარმოებლები ბალთაზარს კარგად იცნობდნენ და კიდეც

აფასებდნენ‚ რადგან მარგალიტს ერთი შეხედვით უშეცდომოდ შეაფასებდა და

საუკეთესოებს პატრონს სწრაფად გადაურჩევდა.

ამიტომ მწარმოებლებს იგი ხშირად აჰყავდათ თანაშემწედ და მრჩევლად.

ბალთაზარი მომცრო კასრზე იჯდა და მსხვილ სიგარას დინჯად აბოლებდა. ანძაზე

მიმაგრებული ფარნის სინათლე სახეზე ეცემოდა. მას ნამდვილი არაუკანელის[2] სახე

ჰქონდა - მოგრძო სახით‚ სწორი ცხვირით და დიდრონი, ლამაზი თვალებით.

ბალთაზარი ნელა ხუჭავდა და ახელდა თვალებს. თვლემდა. მაგრამ, როცა მის

თვალებს ეძინა‚ ყური ფხიზლობდა და‚ თუ რაიმე საფრთხე ელოდა‚ უმალვე

აფრთხილებდა‚ თუნდაც ღრმა ძილში ყოფილიყო წასული. ახლა ბალთაზარს

Page 4: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მხოლოდ მძინარეთა ხვნეშა და ლუღლუღი ესმოდა. სანაპიროდან მოდიოდა

მარგალიტის შემცველი საპინების ლპობის სუნი‚ - მათ საგანგებოდ ალპობდნენ‚ რათა

უფრო ადვილად გამოერჩიათ მარგალიტები: ცოცხალი საპინის ნიჟარის გახსნა

ადვილი არ არის. ეს სუნი უჩვევ კაცს გულს აურევდა‚ მაგრამ ბალთაზარს არც ისე

უსიამოვნოდ ეჩვენებოდა. იგი ხომ ერთი მოხეტიალე კაცი იყო‚ მარგალიტის

მაძიებელი‚ და ეს სუნი თავისუფალი ცხოვრების სიხარულსა და ფათერაკებს

ახსენებდა.

მარგალიტის გამორჩევის შემდეგ‚ მოზრდილი ნიჟარები „მედუზაზე“ აჰქონდათ.

ზურიტა ანგარიშიანი კაცი იყო‚ ნიჟარებს ფაბრიკაში ჰყიდდა‚ სადაც მათგან ღილებს

ამზადებდნენ.

ბალთაზარს ჩაეძინა. მოდუნებული თითებიდან მალე სიგარაც გაუვარდა. თავი

მკერდზე გადმოეხარა.

უცებ ძილში რაღაც ხმა ჩაესმა. ეს ხმა შორიდან‚ ოკეანიდან მოდიოდა. მერე უფრო

ახლოს განმეორდა. ბალთაზარმა თვალი გაახილა. თითქოს ვიღაც ბუკს აყვირებდა.

შემდეგ თითქოს ვიღაც ახალგაზრდამ მხნედ დაიყვირა: ა! - და შემდეგ ოქტავით

მაღლა: ა-ა!

ბუკის მუსიკალური ბგერა სულაც არ ჰგავდა გემის სირენის მკვეთრ კივილს.

მხიარული ძახილი არც წყალწაღებულის განწირულ ყვირილს მოგაგონებდათ. ეს

რაღაც ახალი‚ უცნობი ხმა იყო. ბალთაზარი წამოდგა. მოეჩვენა‚ თითქოს აგრილდა.

ქიმთან მივიდა და ოკეანის ზედაპირი გულდასმით მოათვალიერა. არსაიდან ხმა‚

არსად კაცის ჭაჭანება. ბალთაზარმა ფეხი ჰკრა იქვე‚ გემბანზე მწოლიარე ინდიელს

და‚ როდესაც იგი წამოდგა‚ ჩუმად უთხრა:

- ყვირის‚ ალბათ ისაა...

- მე რომ არ მესმის‚ - ასევე ჩუმად უპასუხა გურონა-ინდიელმა‚[3] რომელიც

დაჩოქილი სმენად იყო ქცეული. უცებ სიჩუმე ისევ დაარღვია ბუკის ხმამ და

ყვირილმა:

- ა-ა!

ამის გაგონებაზე გურონა შოლტდარტყმულივით მოიკუნტა.

- კი‚ უსათუოდ ის არის‚ - თქვა მან. შიშისაგან კბილები უკაწკაწებდა.

სხვა მაძიებლებმაც გაიღვიძეს. ისინი ხოხვით შეჯგუფდნენ ფარნით განათებულ

ადგილას‚ თითქოს სიბნელისგან ხსნას ამ ყვითელი სინათლის სუსტ სხივებში

ეძებდნენ. ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ და უსმენდნენ. ბუკის და ადამიანის

ხმა შორიდან ერთხელ კიდევ მოისმა და შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა.

- ისაა...

Page 5: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- „ზღვის ეშმაკი“‚ - ჩურჩულებდნენ მაძიებლები.

- ჩვენი აქ დარჩენა არ შეიძლება!

- ის ზვიგენზე საშინელია!

- პატრონს დავუძახოთ!

შიშველი ფეხების ფლატუნი მოისმა და მთქნარებითა და ბალნიანი გულმკერდის

ქექვით ბანზე პედრო ზურიტა ამოვიდა. იგი ტილოს შარვლის ამარა იყო. ფართო,

ტყავის ქამარზე რევოლვერის ბუდე ეკიდა. ზურიტა ხალხს მიუახლოვდა. ფარანმა

გაანათა მისი ნამძინარევი‚ მზემოკიდებული‚ ბრინჯაოსფერი სახე. ხშირი, ხუჭუჭა

თმა შუბლზე ბღუჯად ეცემოდა. შავი წარბები‚ აპრეხილი ულვაშები და მოკლედ

შეკრეჭილი‚ ჭაღარაშერეული წვერი ფარნის შუქზე კარგად მოჩანდა.

- რაო‚ რა მოხდა?

მისმა მშვიდმა‚ ოდნავ უხეშმა ხმამ და გულდაჯერებულმა მოქმედებამ ინდიელები

დააშოშმინა.

ყველანი ერთად ალაპარაკდნენ.

ბალთაზარმა ხელი შემართა‚ იმის ნიშნად‚ რომ გაჩუმებულიყვნენ და თქვა:

- ჩვენ გავიგონეთ მისი ხმა... „ზღვის ეშმაკისა“.

- მოგეჩვენათ! - ნამძინარევი ხმით უპასუხა პედრომ და თავი ჩაქინდრა.

- არა‚ არ მოგვჩვენებია. ყველამ გავიგონეთ ა-ა და ბუკის ხმა! - იყვირეს ერთხმად

მაძიებლებმა.

ბალთაზარმა ისინი ხელის აწევით ისევ გააჩუმა და თქვა:

- მე თვითონ გავიგონე. მხოლოდ „ეშმაკს“ შეუძლია‚ ბუკი ასე აახმიანოს. ზღვაში ასე

არც არავინ ყვირის და არც ბუკს უკრავს. საჩქაროდ უნდა გავეცალოთ აქაურობას.

- სისულელეა‚ - ისევ ზანტად უპასუხა პედრო ზურიტამ. მას არ უნდოდა‚ ჯერ კიდევ

გაუხრწნელი‚ მყრალი ნიჟარები ნაპირიდან ხომალდზე ამოეტანა, მაგრამ ინდიელები

ვერ დაითანხმა. ისინი შფოთავდნენ‚ ხელებს იქნევდნენ‚ ყვიროდნენ‚ იმუქრებოდნენ‚

თუ ზურიტა ღუზას არ აუშვებს‚ ხვალვე გადავალთ ნაპირზე და ბუენოს-აირესამდე

ფეხით ვივლითო.

- ჯანდაბამდე გზა გქონიათ თქვენცა და იმ თქვენს „ზღვის ეშმაკსაც“! კარგი‚

გათენებისას ავუშვებთ ღუზას! - და კაპიტანი ბუზღუნით გაემართა კაიუტისკენ.

მას უკვე აღარ ეძინებოდა. ლამპა აანთო‚ სიგარა მოწია და ვიწრო კაიუტაში ბოლთის

ცემას მოჰყვა. თან იმ გაუგებარ არსებაზე ფიქრობდა‚ რომელიც ეს რამდენიმე ხანია‚

Page 6: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

აქაურ წყლებში გამოჩნდა და ასე აშინებს მებადურებსა და სანაპიროს ყველა

მცხოვრებს.

ის ჯერ არავის ენახა‚ მაგრამ რამდენჯერმე უკვე გაახსენა ხალხს თავი. მის შესახებ

ათასნაირ ზღაპარს თხზავდნენ. მეზღვაურები ჩურჩულით ყვებოდნენ ამ ზღაპარს და

თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ‚ ეშინოდათ‚ ურჩხულმა ჩვენს ლაპარაკს ყური

არ მოჰკრასო.

ეს არსება ზოგს ზიანს აყენებდა და ზოგს მოულდნელად ეხმარებოდა. - ზღვის

ღმერთი თუა‚ - ამბობდნენ მოხუცი ინდიელები‚ - ღმერთი‚ რომელიც ოკეანის

სიღრმიდან ათას წელიწადში ერთხელ ამოდის‚ რომ მიწაზე სამართალი დაამყაროს.

კათოლიკე მღვდლები ცრუმორწმუნე ესპანელებს არწმუნებდნენ‚ „ზღვის ეშმაკიაო“

და ხალხს იმიტომ მოევლინა‚ რომ ისინი წმიდა კათოლიკურ საყდარს ივიწყებენო.

ამ მითქმა-მოთქმამ ბუენოს-აირესამდეც მიატანა. რამდენიმე კვირის განმავლობაში

„ზღვის ეშმაკი“ ბულვარული გაზათების ქრონიკიორებისა და ფელეტონისტების

საყვარელ თემად იქცა. თუ რაიმე გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაიძირებოდა

ხომალდი‚ მეთევზის ნავი‚ ან თევზსაჭერი ბადე გაფუჭდებოდა‚ ყველაფერს „ზღვის

ეშმაკს“ მიაწერდნენ, მაგრამ ზოგნი იმასაც ამბობდნენ‚ რომ ის „ეშმაკი“ მებადურეთა

ნავში ხანდახან დიდ თევზს შემოისროდა‚ ხოლო ერთი-ორჯერ კაციც გადაარჩინა

დახრჩობასო.

ყოველ შემთხვევაში‚ ერთი დახრჩობას გადარჩენილი იმასაც ამბობდა‚ - როდესაც

წყალში ვიძირებოდი‚ ამ დროს ვიღაცამ ქვევიდან ზურგში ხელი ჩამჭიდა‚ ნაპირამდე

ცურვით მიმიყვანა და ქვიშაზე ფეხი დავდგი თუ არა‚ უმალვე ზღვის ტალღებს

შეერიაო.

მაგრამ ყველაზე საკვირველი მაინც ის იყო‚ რომ თვითონ „ეშმაკი“ თვალით არავის

ენახა. არავის შეეძლო აეწერა‚ როგორი იყო ეს იდუმალი არსება. რასაკვირველია‚

ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ‚ რომელნიც ვარაუდობდნენ‚ თუ როგორი იქნებოდა

„ეშმაკი“. „ეშმაკი“ მათ რქიანი თავით‚ თხის წვერით‚ ლომის თათებითა და თევზის

ბოლოთი წარმოედგინათ. ზოგი იმასაც კი ამბობდა‚ ეგ თქვენი ეშმაკი უზარმაზარი

რქოსანი გომბეშოა‚ რომელსაც კაცის ფეხები აბიაო.

ბუენოს-აირესის მთავრობის მოხელეები თავდაპირველად არაფრად აგდებდნენ ამ

ამბებსა და საგაზეთო შენიშვნებს. ყოველივე ეს მათ მტკნარ ჭორად მიაჩნდათ.

მაგრამ მღელვარება‚ უმთავრესად‚ მეთევზეთა შორის თანდათან გაძლიერდა. ბევრი

მათგანი უკვე ვეღარ ბედავდა ზღვაში გასვლას. თევზის ჭერა შემცირდა‚ მოსახლეობა

ამ სურსათის ნაკლებობას განიცდიდა. მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ

გადაწყვიტა‚ გამოერკვია‚ რაში იყო საქმე. სანაპიროს დაცვის პოლიციის რამდენიმე

კატარღა და მოტორიანი ნავი ნაპირის გასწვრივ გაგზავნეს და დაავალეს:

Page 7: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

დაეკავებინათ ის უცნობი პირი‚ რომელიც მცხოვრებთა შორის გაურკვევლობასა და

პანიკას სთესდა.

პოლიცია ორი კვირის განმავლობაში დაწანწალებდა ლა-პლატის ყურესა და

სანაპიროს შორის‚ დააკავა რამდენიმე ინდიელი‚ რომელთაც ცრუ ხმების გავრცელება

და შფოთის ატეხვა ბრალდებოდათ‚ მაგრამ თვითონ „ეშმაკი“ ვერ იქნა და ვერ

დაიჭირეს.

პოლიციის უფროსმა ოფიციალური ცნობა გამოაქვეყნა‚ რომ არანაირი „ეშმაკი“ არ

არსებობს‚ რომ ყველაფერი ეს მოგონილია გაუნათლებელი ადამიანების მიერ‚

რომელნიც უკვე დაპატიმრებულები არიან და სათანადოდაც დაისჯებიანო. ეს

ოფიციალური ცნობა არწმუნებდა მებადურებს‚ მოჭორილ ხმებს ნუ დაუჯერებთ და

თევზის ჭერა განაგრძეთო.

ამან დროებით შეაბრუნა საქმე, მაგრამ „ეშმაკს“ თავისი ოინები მაინც არ შეუწყვეტია.

ერთხელ ღამით სანაპიროდან კარგა შორს მყოფი მეთევზეები ციკნის კიკინმა

გააღვიძა. ციკანი რაღაც სასწაულით გაჩენილიყო მათ კარაპაში. სხვა მეთევზეების

ბადეები კი წყლიდან ამოღებისას დანაკუწებული აღმოჩნდა.

„ეშმაკის“ ხელახლა გამოჩენით გახარებული ჟურნა­ლისტები ახსნა-განმარტებას უკვე

მეცნიერებისგან მოელოდნენ.

მეცნიერებმაც დიდხანს არ დააყოვნეს.

მათი აზრით‚ ოკეანეში არ შეიძლება არსებობდეს მეცნიერებისთვის შეუსწავლელი

ზღვის საოცრება‚ რომელიც იმას აკეთებს‚ რისი გაკეთებაც მხოლოდ ადამიანს

შეუძლია. „სხვა საქმე იქნებოდა‚ - წერდნენ ისინი‚ - ასეთი არსება ოკეანის ნაკლებად

შესწავლილ სიღრმეებში გამოჩენილიყო“. მაგრამ ისინი მაინც ვერ დაუშვებდნენ‚ რომ

ასეთ არსებას გონიერი მოქმედება შესძლებოდა. მეცნიერებსა და საზღვაო პოლიციის

უფროსს ყოველივე ეს ვიღაც თავზეხელაღებული კაცის ოინებად მიაჩნდათ.

მაგრამ ყველა მეცნიერი როდი ფიქრობდა ასე.

ზოგი გამოჩენილი გერმანელი ნატურალისტის კონრად გესნერის[4] აზრს

იზიარებდა. გესნერმა ერთხელ ზღვის ქალწული‚ ზღვის ეშმაკი‚ ზღვის ბერმონაზონი

და ზღვის ეპისკოპოსიც კი აღწერა.

„ბოლოს და ბოლოს‚ ბევრი რამ‚ რასაც ძველი და შუა საუკუნეების მეცნიერები

წერდნენ‚ გამართლდა‚ მიუხედავად იმისა‚ რომ ახალი მეცნიერება არ სცნობდა ამ

ძველ მოძღვრებას. ღვთის ქმნილებანი აურაცხელია და ჩვენ‚ მეცნიერებს‚ დასკვნის

გამოტანისას სხვებზე მეტი თავმდაბლობა და სიფრთხილე გვმართებს“‚ - წერდნენ

ისინი.

Page 8: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ძნელი იყო‚ მეცნიერი გეწოდებინათ ასეთი თავმდაბალი და ფრთხილი

ადამიანებისთვის. მათ სასწაულები უფრო სწამდათ‚ ვიდრე მეცნიერება და მათი

ლექციებიც ქადაგებას უფრო წააგავდა.

ბოლოს და ბოლოს‚ სადავო საკითხის გადასაჭრელად გადაწყვიტეს‚ სამეცნიერო

ექსპედიცია გაეგზავნათ...

ექსპედიციის წევრებს არ ჰქონდათ „ეშმაკთან“ შეხვედრის ბედნიერება. სამაგიეროდ‚

მათ ბევრი ახალი რამ შეიტყვეს ამ „უცნაური არსების“ მოქმედების შესახებ.

მოხსენებაში‚ რომელიც გაზეთებში გამოქვეყნდა‚ ექსპედიციის წევრები წერდნენ:

1. ზოგ ადგილას‚ ლამოვან მეჩეჩზე‚ ჩვენ შევამჩნიეთ ადამიანის ტერფის ვიწრო

კვალი. ნაკვალევი ზღვიდან აქეთ მოემართებოდა და ისევ ზღვისკენ ბრუნდებოდა.

ასეთი ნაკვალევი შეეძლო დაეტოვებინა მხოლოდ ადამიანს‚ რომელიც ნაპირს ნავით

მოადგა.

2. ჩვენ მიერ დათვალიერებული ბადეები ისეა დაჭრილი‚ რომ აშკარაა‚ ბასრი იარაღი

უხმარიათ. შესაძლებელია‚ ბადეები მოედო წყალქვეშა კლდის წვეტს‚ ან ჩაძირული

გემის რკინის ნამსხვრევებს და დაიფლითა.

3. მნახველთა ნაამბობის მიხედვით‚ ღელვისგან ნაპირზე წყლიდან საკმაო მანძილით

გამორიყული დელფინი ვიღაცას წყალში ჩაუთრევია. ამავე დროს‚ ქვიშაზე

შემჩნეულია ფეხებისა და თითქოს გრძელი ფრჩხილების კვალიც. ვინ იცის‚ იქნებ

რომელიმე გულშემატკივარმა მებადურმა დელფინი ისევ ზღვაში ჩააგდო.

ცნობილია‚ რომ დელფინები ნადირობის დროს თევზს მეჩეჩებისკენ ერეკებიან‚

რითაც მებადურებს ხელს უწყობენ. მებადურები კი‚ თავის მხრივ‚ ხშირად შველიან

განსაცდელში ჩავარდნილ დელფინებს. ფრჩხილების კვალი შეიძლება დაეტოვებინა

ადამიანის თითებსაც და წარმოსახვამ იგი ბრჭყალებს დაამსგავსა.

4. შესაძლებელია, ციკანი ვინმე ლაზღანდარას ნავით მოეყვანა და გემზე ჩუმად

შეეგდო.

სწავლულებმა იპოვეს‚ აგრეთვე‚ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზები‚ რათა

„ეშმაკის“ მიერ დატოვებული ნაკვალევის წარმოშობა აეხსნათ.

ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე‚ რომ ზღვის არც ერთ ურჩხულს არ შეეძლო ჩაედინა

ესოდენ რთული ოინები.

და მაინც ამ განმარტებებმა ყველა როდი დააკმაყოფილა. თვით სწავლულთა შორისაც

კი აღმოჩნდნენ ისეთები‚ რომელთაც ეს ახსნა-განმარტება საეჭვოდ ეჩვენებოდათ.

როგორ შეეძლო‚ თუნდაც ყველაზე მკვირცხლსა და შეუპოვარ ლაზღანდარას ამდენი

საქმე ისე ჩაედინა‚ რომ ადამიანს არ დანახვებოდა? მაგრამ მთავარი‚ რაზედაც

სწავლულები თავიანთ მოხსენებაში სდუმდნენ‚ იყო ის‚ რომ „ეშმაკი“‚ როგორც ეს

Page 9: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

უკვე დადგენილი იყო‚ თავის საგმირო საქმეებს აკეთებდა სულ მოკლე დროში‚ თან

ურთიერთისგან დიდად დაშორებულ ადგილებში. მაშასადამე‚ „ეშმაკი“ ან

გაუგონარი სისწრაფით ცურავდა‚ ან რაღაც განსაკუთრებული მოწყობილობები

ჰქონდა. ანდა ერთი კი არა‚ რამდენიმე „ეშმაკი“ იყო. მაგრამ მაშინ ეს ოინი უფრო

გაუგებარი და საშიში ხდებოდა.

პედრო ზურიტამ კაიუტაში ფიქრის დროს გაიხსენა მთელი ეს გასაოცარი ამბავი.

არ შეუმჩნევია‚ როგორ ინათა და როგორ შემოიჭრა ილუმინატორის სარკმელში

ვარდისფერი სხივი. პედრომ ლამპა ჩაქრო და ხელ-პირის დაბანას შეუდგა.

თბილ წყალს თავზე რომ ისხამდა‚ გემბანიდან შეშინებული შეძახილები მოესმა.

დაბანა მიატოვა და საჩქაროდ ავიდა კიბეზე.

ქვედატანზე ტილოშემოკრული მარგალიტის ტიტველი მაძიებლები ქიმთან იდგნენ‚

ხელებს იქნევდნენ და ყაყანებდნენ. პედრომ ქვემოთ გადაიხედა და დაინახა‚ რომ

ღამით წყალზე დატოვებული ნავები ვიღაცას აეხსნა. ღამის ნიავს ისინი შორს‚ ღია

ოკეანეში გაეტაცა. დღის ნიავი კი ახლა ნელა ისევ ნაპირისკენ ერეკებოდა. ნავის

მიმობნეული ნიჩბები კი აქვე‚ ყურეში ტივტივებდა.

ზურიტამ მაძიებლებს უბრძანა‚ ნავები ერთად შეეგრო-ვე-ბინათ‚ მაგრამ გემბანიდან

ჩასვლას ვერავინ ბედავდა. ზურიტამ ბრძანება ისევ გაიმეორა.

- თუ კარგია‚ იმ „ეშმაკს“ შენ თვითონ ჩაუვარდი ბრჭყალებში‚ - უპასუხა ვიღაცამ.

ზურიტამ ხელი გაივლო რევოლვერის ბუდეზე. მაძიებლებმა უკან დაიხიეს და

ანძასთან შეჯგუფდნენ. ისინი მტრულად შეჰყურებდნენ ზურიტას. შეხლა-შემოხლა

თითქოს გარდაუვალი იყო‚ მაგრამ ამ დროს საქმეში ბალთაზარი ჩაერია.

- არაუკანელს არავისი ეშინია‚ - თქვა მან‚ - ზვიგენმა ვერ შემჭამა‚ ჩემი ბებერი ძვლები

კი „ეშმაკსაც“ ყელში გაეხირება‚ - ხელები თავზე შემოიწყო‚ ქიმიდან წყალში გადაეშვა

და უახლოესი ნავისკენ გაცურა. მაძიებლები ახლა ქიმს მიუახლოვდნენ და შიშით

უთვალთვალებდნენ ბალთაზარს. მიუხედავად სიბერისა და ავადმყოფი ფეხისა‚ ის

ჩინებულად ცურავდა. ხელის რამდენიმე მოქნევით ინდიელი ნავთან მივიდა. ზღვის

ზედაპირზე ატივტივებული ნიჩაბიც დაიჭირა და ნავში ავიდა.

- თოკი დანითაა გადაჭრილი‚ - დაიძახა‚ - და კარგადაცაა გადაჭრილი‚ დანა

სამართებელივით ბასრი ყოფილა.

მებადურებმა რომ დაინახეს‚ ბალთაზარს არაფერი შეემთხვაო‚ რამდენიმემ მის

მაგალითს მიბაძა.

დელფინით მოგზაურობა

Page 10: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მზე ის-ის იყო ამოვიდა და უკვე უმოწყალოდ აცხუნებდა. მოვერცხლისფრო-

მტრედისფერ ცაზე ღრუბლის ნასახიც არ ჩანდა. ოკეანე წყნარი იყო. „მედუზა“

ბუენოს-აირესს სამხრეთით უკვე ოცი კილომეტრით დაშორებოდა. ბალთაზარის

რჩევით‚ ღუზა ერთ მომცრო ნავსადგურში, კლდოვან ნაპირთან ჩაუშვეს‚ რომელიც

წყლიდან ორ საფეხურად ამოწეულიყო.

ნავები ყურეში მიმოიფანტნენ. თითოეულ ნავში‚ ჩვეულებისამებრ‚ ორი მაძიებელი

იჯდა. ერთი წყალში ყვინთავდა‚ მეორეს მყვინთავი წყლიდან მოჰყავდა‚ შემდეგ კი

ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

ერთი ნავი საკმაოდ ახლოს მოადგა ნაპირს. ერთმა მყვინთავმა ფეხზე მოიბა თოკი‚

რომელზეც კირქვის დიდი ნატეხი ეკიდა და წყალში სწრაფად ჩაეშვა.

წყალი ძალზე თბილი და გამჭვირვალე იყო‚ - ფსკერზე ყოველი ქვა გარკვევით ჩანდა.

ნაპირთან ახლოს ფსკერიდან ამობურცულიყო წყალქვეშა ბაღნარის ბუჩქები. ბუჩქებს

შორის ოქროსფრად და ვერცხლისფრად მოპრიალე წვრილი თევზები

დაფუსფუსებდნენ.

მყვინთავი ფსკერზე დაეშვა‚ დაიღუნა და სწრაფად შეუდგა ნიჟარების შეგროვებასა

და გვერდზე მიბმულ ტომსიკაში ჩაყრას. ამ დროს მის ამხანაგს‚ ინდიელ გურონას

ხელში თოკის ბოლო ეჭირა და ნავის ქიმიდან გადახრილი წყალში იყურებოდა. უცებ

მან დაინახა‚ რომ მყვინთავი სწრაფად გაიმართა‚ მერე ხელები მაღლა აიქნია‚ თოკს

მოებღაუჭა და ისე ღონივრად მოქაჩა‚ რომ კინაღამ გურონაც წყალში ჩაითრია. ნავი

შეირყა. ინდიელმა ამხანაგი საჩქაროდ ამოსწია მაღლა და ნავში ამოსვლაში უშველა.

მყვინთავს პირი დაეფჩინა და მძიმედ სუნთქავდა‚ თვალები გაფართოებოდა. მუქი

ბრინჯაოსფერი სახე განაცრისფერებოდა.

- ზვიგენი?

მყვინთავმა ვერაფერი უპასუხა და ნავის ფსკერზე ჩაიკეცა.

რას უნდა შეეშინებინა ის ზღვის ფსკერზე? გურონა დაიხარა და წყალს ჩააშტერდა. იქ‚

მართლაც‚ რაღაც სასიკეთო ამბავი არ ხდებოდა. წვრილ-წვრილი თევზები‚ როგორც

ჩიტები ქორის დანახვაზე‚ ისე დამფრთხალიყვნენ და ჩქარობდნენ‚ წყალქვეშა ტყის

ხშირ მცენარეებში თავი შეეფარებინათ.

უცებ‚ ინდიელმა გურონამ დაინახა‚ რომ ამოწვეტილი წყალქვეშა კლდის მეორე

მხრიდან გამოჩნდა რაღაც‚ წითელი კვამლის მსგავსი. კვამლი ნელ-ნელა გაიშალა და

წყალი ვარდისფრად შეიღება. მაშინ რაღაც მუქი გამოჩნდა. ეს იყო ზვიგენის ტანი. იგი

წყნარად შებრუნდა და კლდის შვერილს იქით გაუჩინარდა. წითელი წყალქვეშა

კვამლი შეიძლებოდა მხოლოდ ოკეანის ფსკერზე დაღვრილი სისხლი ყოფილიყო. რა

მოხდა იქ? გურონამ ამხანაგს შეხედა‚ მაგრამ ის პირაღმა, გაუნძრევლად იწვა‚

Page 11: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

პირდაღებული სუნთქავდა და ცას უაზროდ მიშტერებოდა. ინდიელმა ნიჩბები

ამოიღო და აჩქარდა‚ რათა ცუდად გამხდარი მეგობარი „მედუზაზე“ გადაეყვანა.

ბოლოს მყვინთავი გონს მოვიდა‚ მაგრამ თითქოს მეტყველება დაჰკარგვოდა -

მხოლოდ ბღაოდა‚ თავს აქეთ-იქით აქნევდა და ტუჩებს მანჭავდა.

ხომალდზე მყოფი მაძიებლები გარს შემოერტყნენ და მოუთმენლად ელოდნენ ახსნა-

განმარტებას.

- ხმა ამოიღე‚ - უყვირა ბოლოს ახალგაზრდა ინდიელმა და მყვინთავი მაგრად

შეანჯღრია‚ - ხმა ამოიღე‚ თუ არ გინდა‚ შენი მშიშარა სული სხეულს გაშორდეს.

მყვინთავმა თავი შეატრიალა და ყრუდ თქვა:

- „ზღვის ეშმაკი“.

- ის?

- თქვი‚ ჩქარა თქვი! - მოუთმენლად უყვიროდნენ მაძიებელები.

- ზვიგენი დავინახე‚ პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა. ჩემი აღსასრული მოახლოვდა-

მეთქი‚ გავიფიქრე. დიდი‚ შავი ხახა დაეღო და‚ ვფიქრობდი‚ აი‚ ახლა შემსანსლავს-

მეთქი. ვხედავ - კიდევ მოცურავს...

- მეორე ზვიგენი?

- „ეშმაკი“!

- „ეშმაკი“ როგორიღაა‚ თავი აქვს?

- თავი? კი‚ თითქოს აქვს. თვალები ჭიქისოდენა აქვს.

- თუ თვალები აქვს‚ მაშინ თავიც უნდა ჰქონდეს‚ - დარწმუნებით თქვა ახალგაზრდა

ინდიელმა, - თვალები ხომ უნდა ჰქონდეს რაიმეზე მიმაგრებული. თათები თუ აქვს?

- თათები ბაყაყის თათებს მიუგავს. გრძელი თითები აქვს‚ მწვანე ბრჭყალებით და

ფარფლებით. თვითონ ბრწყინავს‚ როგორც თევზის ქერცლი. მიცურდა ზვიგენთან და

ბრჭყალი აბრჭყვიალდა. ჩხრკ! და ზვიგენის მუცლიდან სისხლმა იფეთქა...

- ფეხები? ფეხები როგორი აქვს? - ჰკითხა ერთმა მაძიებელთაგანმა.

- ფეხები? - მყვინთავი ცდილობდა, გაეხსენებინა‚ - ფეხები საერთოდ არ აქვს. დიდი

კუდი აქვს. კუდის ბოლოში - ორი გველი.

- შენ რისი უფრო შეგეშინდა - ზვიგენის თუ ურჩხულის?

- ურჩხულის‚ - უყოყმანოდ უპასუხა მან‚ - ურჩხულის‚ თუმცა სიკვდილს მან

გადამარჩინა. ეს იყო ის...

Page 12: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- „ზღვის ეშმაკი“‚ - თქვა ინდიელმა.

- ზღვის ღმერთი‚ რომელიც გაჭირვებულების საშველად მოევლინა ქვეყანას‚ -

გაუსწორა სიტყვა მოხუცმა ინდიელმა.

ეს ამბავი სწრაფად მოედო ყურეში მცურავ ყველა ნავს. მებადურები ხომალდისკენ

მოიჩქაროდნენ‚ ნავებიც გემზე აიტანეს.

ყველანი გარშემოერტყნენ მყვინთავს‚ რომელიც „ზღვის ეშმაკმა“ გადაარჩინა‚ და

დაუსრულებლად ამეორებინებდნენ ამ ამბავს. ისიც იმეორებდა და თან სულ ახალ-

ახალ წვრილმანებს ურთავდა. გაიხსენა‚ რომ ურჩხული ნესტოებიდან წითელ ალს

აფრქვევდა‚ კბილები კი ბასრი და გრძელი ჰქონდა. თითო კბილი - თითისოდენა.

ყურები უქანქარებდა და გვერდებზე საცურაო ფარფლები ჰქონდა. უკან კი ნიჩაბივით

კუდი მოუჩანდა.

წელამდე ტიტველი პედრო ზურიტა‚ რომელსაც მოკლე, თეთრი შარვალი ეცვა‚

შიშველი ფეხები ფოსტლებში წაეყო და თავზე მაღალი‚ განიერფარფლებიანი ქუდი

ეხურა‚ ფოსტლების ფლატუნით გემბანზე მიმოდიოდა და ლაპარაკს ყურს უგდებდა.

რაც მეტი გატაცებით ყვებოდა მაძიებელი თავის ამბავს‚ მით უფრო რწმუნდებოდა

პედრო‚ რომ ყველაფერი ეს ზვიგენის მოახლოებით შეშინებული კაცის მოგონილი

იყო.

„თუმცა‚ შესაძლებელია‚ ყველაფერი არც იყოს მოგონილი. ვიღაცამ ხომ გამოფატრა

ზვიგენს მუცელი? აკი წყალი ყურეში ვარდისფრად შეიღება. ინდიელი ცრუობს‚

მაგრამ ამ ამბავში არის სიმართლის ნატამალიც. უცნაური მოვლენაა‚ დალახვროს

ეშმაკმა!“

ზურიტას ფიქრები ბუკის ხმამ შეწყვიტა. ეს ხმა კლდის მეორე მხრიდან მოისმა.

მეხივით დაეცა თავზე ეს ხმა „მედუზას“ ეკიპაჟს. მაშინვე ხმა გაკმინდეს

მყვინთავებმა. ყველანი გაფითრდნენ და თავზარდაცემულები შეაცქერდნენ კლდეს‚

საიდანაც ბუკის ხმა ისმოდა.

კლდის სიახლოვეს‚ ოკეანის ზედაპირზე დელფინები ანცობდნენ. ერთი დელფინი‚

თითქოს ბუკის მოწოდების საპასუხოდ‚ ხროვას გამოეყო‚ ერთი ხმამაღლა

დაიფრუტუნა‚ საჩქაროდ გაცურა კლდისკენ და მალე მიიმალა. გავიდა კიდევ მძიმე

ლოდინის რამდენიმე წამი. უცებ მეზღვაურებმა დაინახეს‚ რომ კლდის მეორე

მხრიდან გამოჩნდა დელფინი‚ რომლის ზურგზეც‚ როგორც ცხენზე‚ ისე იჯდა

უცნაური სულიერი - „ეშმაკი“‚ სწორედ ის‚ ვის ამბავსაც ამ ცოტა ხნის წინათ ყვებოდა

მყვინთავი. ურჩხულს ადამიანის ტანი ჰქონდა. სახეზე კი ვეებერთელა‚ ძველებური

საათისოდენა თვალები მზის სხივებზე აელვარებულ ავტომობილის ფარებს უგავდა.

კანი მოცისფრო-ვერცხლისფრად უბრწყინავდა‚ ხელის ფარფლიანი მტევნები კი

ბაყაყისას მიუგავდა. ფეხები მუხლს ქვევით წყალში ჰქონდა ჩაყოფილი. ასე რომ‚ კაცი

Page 13: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ვერ გაარჩევდა‚ ფეხებზე კუდები ჰქონდა გამობმული‚ თუ ჩვეულებრივი ადამიანის

ფეხები იყო. უცნაურ არსებას ხელში გრძელი ნიჟარა ეჭირა. ეს ნიჟარა მან ბუკივით

აახმიანა‚ მერე მხიარულად‚ ადამიანივით გაიცინა და უცებ წმინდა ესპანურ ენაზე

დაიყვირა:

- ჩქარა‚ ლიდინგ‚[5] წინ! - ბაყაყისნაირი თათები დელფინის ლაპლაპა ზურგს

დაარტყა და მერე ფერდებში დეზი ჰკრა. დელფინმა‚ როგორც კარგმა ცხენმა‚

სიჩქარეს უმატა.

მაძიებლებს უნებლიე ყვირილი აღმოხდათ.

უჩვეულო მხედარმა მოიხედა. როგორც კი ხალხი დაინახა‚ ხვლიკივით

ჩამოსრიალდა დელფინის ზურგიდან და მის სხეულს ამოეფარა. მერე მწვანე თათი

ცხოველს ზურგზე შეახო და მორჩილი დელფინი ურჩხულთან ერთად წყალში

ჩაიძირა.

უცნაურმა წყვილმა ნახევარწრე შემოხაზა და წყალქვეშა კლდის მიღმა მიიმალა.

ეს უჩვეულო ამბავი სულ ერთ წუთს გაგრძელდა‚ მაგრამ მნახველები გაკვირვებისგან

გონს დიდხანს ვერ მოვიდნენ.

გემბანზე მიმორბოდნენ და რატომღაც თავზე ხელს ივლებდნენ. ინდიელები

დაჩოქილები ევედრებოდნენ ზღვის ღმერთს‚ შეგვიწყალე‚ ნუ გაგვწირავო. ყმაწვილი

მექსიკელი შიშისაგან ანძაზე აცოცდა და იქედან გაჰკიოდა. ზანგები ტრიუმში

ჩაილალნენ და კუნჭულებში მიიყუჟნენ.

მუშაობაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. პედრომ და ბალთაზარმა ძლივს აღადგინეს

წესრიგი. „მედუზა“ ადგილიდან დაიძრა და გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო.

ზურიტას მარცხი

„მედუზას“ კაპიტანი თავის კაიუტაში ჩავიდა‚ რომ მომხდარ ამბებში გარკვეულიყო.

- შეიძლება კაცი გაგიჟდეს! - ჩაილაპარაკა ზურიტამ და თავზე დოქით თბილი წყალი

გადაივლო‚ - ზღვის ურჩხული ლაპარაკობს წმინდა კასტილიურ კილოზე. რა არის

ეს? ჯადოქრობაა? სიგიჟე? მაგრამ ხომ არ შეიძლება ერთბაშად მთელი ეკიპაჟი

გაგიჟდეს?! სიზმარი რომ სიზმარია‚ ისიც ორ კაცს ერთნაირად არ ესიზმრება. ჩვენ კი

ზღვის ეშმაკი საკუთარი თვალით ვნახეთ. ამას ვერ უარვყოფთ. მაშასადამე‚ რამდენიც

არ უნდა თქვა‚ ეს შეუძლებელიაო‚ ეშმაკი ნამდვილად არსებობს. - ზურიტამ კიდევ

გადაივლო თავზე წყალი და გასაგრილებლად ილუმინატორში გაიხედა‚ - მაგრამ‚ -

განაგრძობდა უკვე ოდნავ დამშვიდებული‚ - ეს გასაოცარი არსება დაჯილდოებულია

ადამიანის გონებით. როგორც ჩანს‚ კარგად გრძნობს თავს წყალშიც და წყლის

ზედაპირზეც. შეუძლია ესპანურად ლაპარაკი‚ მაშასადამე‚ შეიძლება მოელაპარაკოს

Page 14: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

კაცი. რა იქნება‚ რომ... რა იქნება‚ რომ დავიჭირო ეს ურჩხული‚ მოვაშინაურო და

მარგალიტების ძებნა დავაწყებინო? ამ ერთ გომბეშოს‚ რომელსაც წყალში ცხოვრების

უნარი აქვს‚ შეუძლია მაძიებელთა მთელი ჯგუფი შეცვალოს. მერე სარგებლობას არ

იკითხავ? მარგალიტის თითოეულ მაძიებელს‚ ასეა თუ ისე‚ იძულებული ვარ‚

მოპოვებული მარგალიტების მეოთხედი ვაძლიო. ეს გომბეშო კი არაფერი არ

დამიჯდება. ასე ხომ შეიძლება‚ სულ მოკლე დროში ასეული‚ ათასეული‚ მილიონი

პესო ვიშოვო!

ზურიტა ოცნებამ გაიტაცა. აქამდე გამდიდრების იმედი ასულდგმულებდა.

მარგალიტიან ნიჟარებს ისეთ ადგილებში ეძებდა‚ სადაც ჯერ არავინ მიჰკარებოდა.

სპარსეთის ყურე‚ ცეილონის დასავლეთი ნაპირი‚ წითელი ზღვა‚ ავსტრალიის

წყლები - მარგალიტით მდიდარი ყველა ეს ადგილი შორსაა და ხალხი დიდი ხანია‚ იქ

მარგალიტს ეძებს. მექსიკის ან კალიფორნიის ყურეში‚ ან კიდევ თომას ან

მარგალიტას კუნძულებისკენ ხომ არ წავიდეს? ვენესუელას ნაპირებისკენ ცურვა‚

სადაც საუკეთესო ამერიკულ მარგალიტს პოულობდნენ‚ ზურიტას არ შეეძლო. არც

ხომალდი უვარგოდა და ხალხიც საკმაოდ არა ჰყავდა. მაშასადამე‚ სხვანაირად უნდა

მოქცეულიყო‚ საამისოდ კი ფული არ ჰყოფნიდა‚ ამიტომაც იძულებული იყო‚

არგენტინის ნაპირებთან დარჩენილიყო. ახლა კი საქმე სულ სხვანაირად

დატრიალდა! ერთ წელიწადში შეძლებს გამდიდრებას‚ თუკი „ზღვის ეშმაკს“

როგორმე ხელთ იგდებს.

ის უმდიდრესი კაცი გახდება მთელ არგენტინაში და‚ შესაძლოა‚ ემერიკაშიც. ფული

გზას გაუკაფავს ძალაუფ-ლე-ბისკენ. პედრო ზურიტას სახელი ყველას პირზე ეკერება.

ოღონდ დიდი სიფხიზლე ჰმართებს. უწინარეს ყოვლისა‚ ყოველივე ეს საიდუმლოდ

უნდა დარჩეს.

ზურიტა გემბანზე ავიდა‚ მთელ ეკიპაჟს მოუყარა თავი‚ მზარეულიც კი არ დაივიწყა

და განაცხადა:

- იცით‚ რა ბედი ეწია იმათ‚ ვინც ხმებს ავრცელებდა „ზღვის ეშმაკზე“? ისინი

პოლიციამ დააპატიმრა და ახლაც ციხეში სხედან. მოვალე ვარ‚ გაგაფრთხილოთ:

ყოველ თქვენგანს ეს ბედი მოელის. თუ ერთი სიტყვა მაინც წამოგცდათ‚ რომ „ზღვის

ეშმაკი“ ნახეთ‚ ციხეში ჩაგალპობენ. გაიგონეთ? ამიტომ‚ თუ სიცოცხლე ძვირად

გიღირთ‚ კრინტი არავინ დაძრას.

„სულ ერთია‚ მაგათ მაინც არავინ დაუჯერებს‚ ყველაფერი ეს ზღაპარს უფრო

წააგავს“‚ - გაიფიქრა ზურიტამ. შემდეგ ბალთაზარი კაიუტაში მიიხმო და თავისი

გეგმა მხოლოდ მას გაუზიარა.

ბალთაზარმა ყურადღებით მოუსმინა უფროსს და შემდეგ უპასუხა:

- ჰო... კარგი საქმეა. „ზღვის ეშმაკი“ ასეულობით მაძიებელს უდრის. კარგია‚ თუ

საქმეში „ეშმაკს“ გამოიყენებ, მაგრამ‚ როგორ დავიჭიროთ?

Page 15: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ბადით‚ - უპასუხა ზურიტამ.

- ზვიგენს მუცელი გამოფატრა და ბადეს ვერ გაჭრის?

- შეგვიძლია‚ ლითონის ბადე შევუკვეთოთ.

- მერედა‚ ვინაა მისი დამჭერი? ჩვენს მყვინთავებს ტყუილად რომ უხსენო „ეშმაკიო“‚

შიშით მუხლები წაერთმევათ. ოქროთი სავსე ტომარას რომ დაჰპირდე‚ მაინც არ

დაგთანხმდებიან.

- შენ‚ ბალთაზარ? შენ რაღას იტყვი?

ინდიელმა მხრები აიჩეჩა.

- ზღვის ეშმაკებზე არასოდეს მინადირია. მისი ხელში ჩაგდება‚ ალბათ‚ ადვილი არ

იქნება. მოკვლა კი‚ თუ ის ხორცისა და ძვლისგან არის შექმნილი‚ არ არის ძნელი,

მაგრამ თქვენ ხომ ცოცხალი ეშმაკი გჭირდებათ?

- ხომ არ გეშინია მისი‚ ბალთაზარ? რას ფიქრობ „ზღვის ეშმაკზე“?

- რა შემიძლია ვიფიქრო ვეფხვზე‚ რომელიც ზღვის ზედაპირზე დაფრინავს‚ ან

ზვიგენზე‚ რომელიც ხეებზე დაფოფხავს? უცნობი მხეცი უფრო საშინელია, მაგრამ მე

მიყვარს საშინელ მხეცებზე ნადირობა.

- იცოდე‚ უხვად დაგაჯილდოებ‚ - ზურიტამ ხელი ჩამოართვა ბალთაზარს და ბებერ

მყვინთავს უფრო გულახდილად გადაუშალა თავისი გეგმა. - რაც ნაკლები მონაწილე

გვეყოლება‚ მით უკეთესი იქნება. ყველა არაუკანელს მოელაპარაკე. მამაცები არიან

და თანაც გამჭრიახი გონება აქვთ. ხუთი კაცი ამოარჩიე‚ მეტი არ გინდა. თუ ჩვენებს

ვერ დაითანხმებ‚ სხვაგან მოძებნე. „ეშმაკი“ სანაპიროსთან ჩნდება. უწინარეს

ყოვლისა‚ მის ბუნაგს უნდა მივაკვლიოთ. მაშინ ბადით მისი დაჭერა უფრო ადვილი

იქნება.

ზურიტა და ბალთაზარი სწრაფად შეუდგნენ საქმეს. ზურიტამ დაამზადებინა

მავთულის ბადე‚ რომელიც ფსკერგახსნილ, დიდ კასრს მოგაგონებდათ. ბადის

შიგნით ქერელის მახეები გაჭიმა‚ რომ „ეშმაკი“ შიგ ისე გაბმულიყო‚ როგორც ობობას

ქსელში. მარგალიტის მაძიებლები დაითხოვეს. „მედუზას“ ეკიპაჟიდან „ეშმაკზე“

ნადირობაში მონაწილეობის მისაღებად ბალთაზარმა ორი არაუკანელი ინდიელი

დაითანხმა. დანარჩენი სამი კი ბუენოს-აირესში გადაიყვანა.

გადაწყვიტეს‚ „ეშმაკის“ დევნა იმ ყურედან დაეწყოთ‚ სადაც „მედუზას“ ეკიპაჟმა მას

პირველად მოჰკრა თვალი. „ეშმაკს“ რომ ეჭვი არ აღძვროდა‚ ხომალდმა ღუზა ვიწრო

ყურედან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩაუშვა ზღვაში. ზურიტა და მისი

თანამგზავრები დროდადრო თევზაობდნენ‚ ვითომდა ეს იყო მათი მიზანი. ამავე

დროს სამი მათგანი‚ ნაპირზე ქვებს ამოფარებული‚ ფხიზლად ადევნებდა

თვალყურს‚ თუ რა ხდებოდა ყურეში.

Page 16: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მეორე კვირა გადიოდა‚ მაგრამ „ეშმაკის“ ჩამიჩუმიც რა ისმოდა.

ბალთაზარმა ნაცნობობა გააბა სანაპიროზე მცხოვრებ ინდიელ ფერმერებთან და

იაფად აძლევდა მათ თევზს. ხშირად სხვადასხვა საგნებზე მუსაიფს დაიწყებდა და

შეუმჩნევლად სიტყვას „ზღვის ეშმაკზე“ ჩამოაგდებდა. მათი ნალაპარაკევიდან

მოხუცმა ინდიელმა გაიგო‚ რომ ნადირობისთვის მათ სწორად ჰქონდათ ადგილი

შერჩეული. ყურესთან ახლო მცხოვრებ ინდიელთაგან ბევრს გაეგონა ბუკის ხმა და

სილაზე ფეხის ნაკვალევიც ენახათ. ისინი ირწმუნებდნენ‚ რომ „ეშმაკს“ ტერფი

ადამიანის აქვს‚ მაგრამ თითები საგრძნობლად წაგრძელებულიო. ხანდახან

ინდიელები სილაზე ზურგის ნაჭდევსაც ამჩნევდნენ. ეს იყო ნაპირზე „ეშმაკის“

წოლის კვალი.

სანაპიროს მცხოვრებთ „ეშმაკი“ არანაირ ზიანს არ აყენებდა და ისინიც ყურადღებას

აღარ აქცევდნენ ნაკვალევს‚ რომლითაც „ეშმაკი“ დროდადრო იქაურებს თავს

შეახსენებდა ხოლმე‚ ნახვით კი ის არავის ენახა.

ორი კვირის განმავლობაში იდგა „მედუზა“ ზღვის ყურეში და სხვების თვალის

ასახვევად თევზის ჭერით იყო გართული. ორი კვირა ზურიტა‚ ბალთაზარი და

დაქირავებული ინდიელები თვალმოუშორებლივ აკვირდებოდნენ ოკეანის

ზედაპირს‚ მაგრამ „ზღვის ეშმაკი“ არა და არ ჩანდა. ზურიტა მოუსვენრობამ შეიპყრო.

ბუნებით ის ერთი მოუთმენელი და ძუნწი კაცი იყო. ყოველი დღე ფულად უღირდა‚

„ეშმაკი“ კი გამოჩენას აყოვნებდა. პედრომ უკვე ყოყმანი დაიწყო. თუ „ეშმაკი“

ზებუნებრივი არსებაა‚ მას ვერანაირი ბადით ვერ დაიჭერ. სახიფათოცაა ასეთი ქაჯის

გადაკიდება. ზურიტა ცრუმორწმუნე იყო. იქნებ „მედუზაზე“ მღვდელი მოგვეწვია

ჯვრითა და წმიდა ნაწილებით? ეს ახალი ხარჯი იქნებოდა. მაგრამ შესაძლებელია

„ზღვის ეშმაკი“ სრულებითაც არ არის ეშმაკი‚ არამედ ვინმე ლაზღანდარაა‚ კარგი

მცურავი‚ რომელიც ეშმაკად ხალხის შესაშინებლად გამოეწყო. დელფინი? მაგრამ ის‚

როგორც ყველა სხვა ცხოველი‚ შეიძლება მოაშინაურო და გაწვრთნა. იქნებ სჯობდეს‚

ხელი ავიღო ამ განზრახვაზე?

ზურიტა ჯილდოს დაჰპირდა იმას‚ ვინც „ეშმაკს“ პირველად შენიშნავდა‚ და

გადაწყვიტა‚ კიდევ რამდენიმე დღე დაეცადა.

ზურიტას სასიხარულოდ‚ მესამე კვირის დასაწყისში „ეშმაკი“ გამოჩნდა.

მთელი დღის თევზაობის შემდეგ ბალთაზარმა თევზით სავსე ნავი ნაპირთან დატოვა

- დილაადრიან მყიდველები უნდა მოსულიყვნენ. შემდეგ ნაცნობი ინდიელის

სანახავად ფერმაში წავიდა და‚ როდესაც სანაპიროზე დაბრუნდა‚ ნავი ცარიელი

დახვდა. ბალთაზარმა სწრაფად მოისაზრა‚ - ეს „ეშმაკის“ საქმეაო.

ნუთუ მარტო თვითონ შესანსლა ამდენი თევზი? - გაუკვირდა ბალთაზარს.

Page 17: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

იმავე ღამეს ერთმა მორიგე ინდიელმა ყურეს სამხრეთით ბუკის ხმა გაიგონა. კიდევ

ორი დღის შემდეგ‚ დილაადრიან‚ ახალგაზრდა არაუკანელმა ამბავი მოიტანა‚ ბოლოს

და ბოლოს მოვახერხე „ეშმაკისთვის“ მიმეკვლიაო. ის დელფინთან ერთად

მოცურდაო. მხოლოდ ამჯერად „ეშმაკი“ დელფინზე კი არ იჯდა‚ არამედ მის

გვერდით მიცურავდა, ტყავის ფართო საყელოში ხელჩავლებული. „ეშმაკმა“

დელფინს საყელო მოხსნა‚ ცხოველს ხელი მოუთათუნა და ყურეს სიღრმეში ციცაბო

კლდის ძირას ჩაიმალა‚ დელფინი კი ზევით ამოცურდა და სადღაც გაქრაო.

ზურიტამ კარგად მოუსმინა არაუკანელს‚ მერე მადლობა გადაუხადა‚ ჯილდოსაც

დაჰპირდა და თქვა:

- საეჭვოა‚ რომ „ეშმაკი“ დღეს კიდევ ამოცურდეს იმ თავისი საფარიდან, ამიტომ

ყურეს ფსკერი უნდა დავათვალიეროთ. ვინ შეძლებს ამას?

არავის სურდა ოკეანის ფსკერზე დაშვება‚ ურჩხულთან პირისპირ შეყრა და

სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.

ბალთაზარი წამოდგა.

- მე შევძლებ! - მოკლედ თქვა. ის თავისი სიტყვის ერთგული იყო.

„მედუზა“ ჯერ კიდევ ღუზაზე იდგა. ყველანი‚ მორიგეების გარდა‚ ნაპირზე ჩავიდნენ

და ციცაბო კლდისკენ გაეშურნენ.

ბალთაზარმა წელზე თოკი შემოიხვია‚ რომ‚ ვინიცობაა‚ დაჭრილიყო‚ მისი ამოყვანა

შესძლებოდათ. აიღო დანა‚ ფეხებს შორის ქვა მოიქცია და ზღვაში ჩაეშვა.

არაუკანელები შესჩერებოდნენ ლაქას‚ რომელიც კლდეებისგან დაჩრდილული ყურეს

მოცისფრო ბურუსში კრთოდა და მოუთმენლად ელოდებოდნენ ბალთაზარის

დაბრუნებას. გავიდა ორმოცი‚ ორმოცდაათი წამი‚ წუთი. ბალთაზარი არ

ბრუნდებოდა. ბოლოს მან თოკი მოსწია და ზევით ამოიყვანეს. ბალთაზარმა სული

მოიბრუნა და თქვა:

- ვიწრო გასასვლელს გამოქვაბულში შევყავართ. იქ ისეთი სიბნელეა‚ როგორც

ზვიგენის სტომაქში. „ზღვის ეშმაკს“ მხოლოდ იმ გამოქვაბულში შეეძლო

დამალულიყო. მის გარშემო გლუვი კედელია.

- ჩინებულია! - წამოიძახა ზურიტამ‚ - თუ ბნელა‚ მით უკეთესი. ბადე გავშალოთ და

თევზიც გაებმება.

ჩქარა‚ მზის ჩასვლის შემდეგ‚ ინდიელებმა მავთულის ბადე მაგარი თოკით წყალში

ჩაუშვეს გამოქვაბულის შესასვლელთან. ბაწრის ბოლოები ნაპირზე დაამაგრეს.

ბალთაზარმა კი ბაწრებს ზანზალაკები მიაბა‚ რომელთაც ბადის ოდნავი შეხების

დროსაც ჟღარუნი უნდა დაეწყოთ.

Page 18: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზურიტა‚ ბალთაზარი და ხუთი არაუკანელი ნაპირზე ჩამოსხდნენ და უხმოდ

დაიწყეს ლოდინი.

ხომალდზე არავინ დარჩენილა.

მალე სულ ჩამობნელდა. მთვარე ამოვიდა და მისი შუქი ოკეანის ზედაპირზე

აირეკლა. სიჩუმე იყო. ყველაფერი უჩვეულო მღელვარებას მოეცვა. შეიძლება‚ ახლა

იხილონ ის უცნაური არსება‚ რომელიც შიშის ზარს სცემდა მეთევზეებს და

მარგალიტის მაძიებლებს.

ღამე ნელა მიიზლაზნებოდა. ყველას თვლემა მოერია. უცებ ზანზალაკები

აჟღარუნდა. ყველანი ფეხზე წამოცვივდნენ‚ ეცნენ ბაწრებს და დაიწყეს ბადის

ამოქაჩვა‚ რაც ძალიან ემძიმათ. ბადეში რაღაც ფართხალებდა.

აგერ ბადე ოკეანის ზედაპირზე გამოჩნდა. მთვარის მკრთალ შუქზე ჩანდა‚ რომ

ბადეში აქეთ-იქით აწყდებოდა ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის

სხეული. ვეებერთელა თვალები და ვერცხლისფერი ქერცლი ელვარებდა. „ეშმაკი“

წარმოუდგენელ ძალას იჩენდა‚ რომ ბადეში გახლართული ხელი

გაეთავისუფლებინა. მოახერხა კიდეც: იძრო ბარძაყთან წვრილ თასმაზე შებმული

დანა და ბადეს ჭრა დაუწყო.

- ასე ადვილად ვერ გაჭრი! - ჩაილაპარაკა ნადირობის ეშხში შესულმა ბალთაზარმა.

მაგრამ‚ მისდა გასაკვირად‚ დანამ მავთულის ბადე გაჭრა. „ეშმაკმა“ მარჯვედ

გააგანიერა ხვრელი. მებადურები კი ცდილობდნენ‚ ბადე რაც შეიძლება სწრაფად

გამოეტანათ ნაპირზე.

- უფრო ღონივრად! ჰოპ! ჰოპ! - ყვიროდა ბალთაზარი.

მაგრამ სწორედ იმ წუთს‚ როდესაც ეგონათ‚ რომ მსხვერპლი ჩვენს ხელთააო‚ „ეშმაკი“

გაჭრილი ბადიდან დგაფუნით ჩავარდა წყალში‚ მბრწყინავი წვეთების მთელი

ჩანჩქერი მიმოფანტა და წყლის სიღრმეში გაუჩინარდა.

ინდიელებმა სასოწარკვეთით დაუშვეს ბადე.

- დანაც ამას ჰქვია, მავთულს ჭრის! - აღტაცებით თქვა ბალთაზარმა‚ - წყალქვეშა

მჭედლებს უჯობნიათ ჩვენებური მჭედლებისთვის.

ზურიტა ისეთი თვალებით იყურებოდა წყალში‚ გეგონებოდათ მთელი მისი

სიმდიდრე იქ ჩაიძირაო.

შემდეგ თავი ასწია‚ ხშირი ულვაში მოიწიწკნა და ფეხი დააბაკუნა:

- არამც და არამც! - დაიყვირა‚ - უმალ შენ ჩაძაღლდები შენს წყალქვეშა

გამოქვაბულში‚ ვიდრე მე უკან დავიხევ. არანაირ ფულს არ დავზოგავ‚ გამოვიწერ

Page 19: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მყვინთავებს‚ მთელ ყურეს ბადეებითა და მახეებით მოვფენ და შენ ხელიდან ვერ

წამიხვალ!

პედრო ზურიტა გამბედავი‚ კერპი კაცი იყო. ტყუილად ხომ არ სჩქეფდა მის

ძარღვებში ესპანელ დამპყრობთა სისხლი. რისთვისაც ახლა იბრძოდა‚ ღირდა

ბრძოლად.

„ზღვის ეშმაკი“ არ აღმოჩნდა ზებუნებრივი‚ ყოვლის შემძლე არსება. ბალთაზარის

თქმისა არ იყოს‚ ძვლებისა და ხორცისგან იყო შექმნილი, მაშასადამე შეიძლება,

დაიჭირო‚ ჯაჭვით დააბა‚ აიძულო ზურიტასთვის ოკეანის ფსკერიდან სიმდიდრე

ზიდოს. რადაც უნდა დაუჯდეს‚ ზურიტა ხელში ჩაიგდებს მას‚ თუნდაც თვით

ღმერთი ნეპტუნი დაუდგეს „ზღვის ეშმაკს“ მფარველად.

ექიმი სალვატორი

ზურიტას სისრულეში მოჰყავდა თავისი ქადილი. ყურეს ფსკერზე მან ბევრი

მავთულხლართი დააგო‚ ყველა მიმართულებით გაჭიმა ბადეები‚ მრავალი მახე

გამართა‚ მაგრამ ჯერჯერობით მისი მსხვერპლი მხოლოდ თევზები იყვნენ. „ზღვის

ეშმაკს“ კი თითქოს მიწამ უყო პირი. იგი არ ჩანდა და არც არაფრით ახსენებდა თავს

ვინმეს. მოთვინიერებული დელფინი კი ყოველდღე ჩნდებოდა‚ ყვინთავდა და

ფრუტუნებდა‚ თითქოს სათამაშოდ იწვევდა თავის უჩვეულო მეგობარს, მაგრამ ის არ

ჩანდა. დელფინმა უკანასკნელად ერთი ბრაზიანად დაიფრუტუნა და თავი ღია ზღვას

მისცა.

ამინდი გაფუჭდა. აღმოსავლეთის ქარმა ოკეანის ზედაპირი შეარხია და ყურეში

წყალი ფსკერიდან წამოსული ქვიშით აიმღვრა. ყველაფერს ქაფმორეული ქოჩორა

ტალღები გადაეფარა. არავის შეეძლო დაენახა‚ რა ხდებოდა წყალქვეშ.

ზურიტა საათობით იდგა ნაპირზე და ტალღებს გასცქეროდა.

უზარმაზარი ზვირთი ზვირთს მოსდევდა‚ ვეებერთელა ტალღებად ეხეთქებოდა

ნაპირს‚ წყლის ქვედა ფენა კი სველ სილაზე უფრო აქეთ მოსრიალებდა და კენჭებისა

და ნიჟარების გორებით ზურიტას ფეხებამდე აღწევდა.

- არა‚ ასე არაფერი გამოვა‚ - ამბოდა ზურიტა‚ - სხვა რამე უნდა ვიღონო. „ეშმაკს“

ზღვის ფსკერზე მოუკალათებია და არ უნდა თავშესაფრიდან გამოვიდეს. მაშასადამე‚

რომ დავიჭიროთ‚ მასთან უნდა მივიდეთ - ფსკერზე დავეშვათ. ეს ცხადია! - ზურიტა

მიუბრუნდა ბალთაზარს‚ რომელიც ახალ‚ უფრო რთულ მახეს ამზადებდა და უთხრა:

- დაუყოვნებლივ გაემგზავრე ბუენოს-აირესში და ჩამოიტანე ორი საყვინთი

მოკაზმულობა თავისი ჟანგბადის ბალონებით. ჩვეულებრივი საყვინთი ტანსაცმელი

აქ არ გამოდგება. შესაძლებელია‚ მცირე წყალქვეშა მოგზაურობაც დაგვჭირდეს.

ელექტროფარნების წამოღებაც არ დაგავიწყდეს.

Page 20: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- „ეშმაკს“ გსურთ ესტუმროთ? - ჰკითხა ბალთაზარმა.

- რა თქმა უნდა‚ შენთან ერთად‚ მოხუცო.

ბალთაზარმა თავი დაუქნია და გზას გაუდგა.

მალე მან არა მარტო საყვინთი აღკაზმულობა და ფარნები‚ არამედ წყვილი

საგანგებოდ მოკაუჭებული ბრინჯაოს გრძელი დანაც ჩამოიტანა.

- ახლა უკვე ვეღარ აკეთებენ ასეთებს‚- თქვა მან‚ - ეს არაუკანელთა ძველებური

დანებია‚ რომლითაც ჩემი მამა-პაპანი ოდესღაც მუცელს უფატრავდნენ თეთრებს. არ

გეწყინოთ და‚ თქვენს მამა-პაპებს.

ეს ისტორიული ცნობა მაინცდამაინც ჭკუაში არ დაუჯდა ზურიტას‚ მაგრამ დანები კი

მოეწონა.

- შენ ძალიან წინდახედული კაცი ხარ‚ ბალთაზარ.

მეორე დღეს‚ რიჟრაჟზე‚ მიუხედავად ძლიერი ღელვისა‚ ზურიტამ და ბალთაზარმა

საყვინთი ტანსაცმელი ჩაიცვეს და ზღვაში ჩაეშვნენ. დიდი შრომა დასჭირდათ‚ სანამ

ისინი წყალქვეშა გამოქვაბულის შესასვლელთან გაშლილ ბადეს მოხსნიდნენ და შიგ

შეძვრებოდნენ. ირგვლივ ბნელოდა. მყვინთავები ფეხზე დადგნენ‚ დანები იძრეს და

ფარნები აანთეს. შუქით შეშინებული წვრილი თევზები აქეთ-იქით მიაწყდნენ.

შემდეგ ფარანთან მოცურდნენ და ახლა მოცისფრო შუქზე მწერების გუნდივით

ირეოდნენ.

ზურიტამ ხელის აქნევით გაფანტა ისინი‚ რადგან ქერცლის ბზინვარებით თვალს

სჭრიდნენ. ეს საკმაოდ დიდი გამოქვაბული იყო‚ სიმაღლეში არანაკლებ ოთხი მეტრი

და განით ხუთი-ექვსი მეტრი იქნებოდა. ბალთაზარმა ყველა კუნჭული მიათვალიერ-

მოათვალიერა. გამოქვაბული ცარიელი იყო. როგორც ჩანს‚ აქ მხოლოდ წვრილი

თევზების გუნდი აფარებდა თავს.

ზურიტა და ბალთაზარი ფრთხილად მიიწევდნენ წინ. გამოქვაბული თანდათან

ვიწროვდებოდა. უცებ ზურიტა გაოცებული შეჩერდა. ფარნის სინათლემ გაანათა

მსხვილი რკინის გისოსი‚ რამაც მათ გზა გადაუჭრა.

ზურიტამ თვალს არ დაუჯერა. რკინის მესერს ხელი სტაცა და მოქაჩა‚ რომ მოეხსნა‚

მაგრამ გისოსი არც შერხეულა. ზურიტამ ფარანი კარგად მიანათა და დარწმუნდა‚

რომ ეს მარყუჟიან-საკეტიანი გისოსი გამოქვაბულის თლილ კედლებში მჭიდროდ

იყო ჩაშენებული.

ზურიტას ახალი თავსატეხი გაუჩნდა.

ეს „ზღვის ეშმაკი“ არა მხოლოდ გონიერი არსება‚ განსაკუთრებული ნიჭის მქონეც

უნდა იყოს. მან შეძლო დელფინის მოთვინიერება‚ მისთვის ცნობილია ლითონების

Page 21: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

დამუშავებაც. ბოლოს და ბოლოს‚ შეძლო ზღვის ფსკერზე შეექმნა რკინის მაგარი

ზღუდეები‚ რომლებიც მის სამყოფელს საიმედოდ იცავენ. მაგრამ ეს ხომ ყოვლად

წარმოუდგენელია! წყალქვეშ რკინის ჭედვა როგორ შეძლებდა. ცხადია‚ ის წყალში არ

ცხოვრობს‚ ანდა დიდი ხნით ამოდის ხოლმე წყლიდან. ზურიტას საფეთქლებში

რაღაც ისე უკაკუნებდა‚ თითქოს საყვინთავ ხუფში საკმაო ჟანგბადი გამოლეულიყოს‚

თუმცა წყალში სულ რამდენიმე წუთს დაჰყო.

ბალთაზარს ანიშნა და წყალქვეშა გამოქვაბულიდან გამოვიდნენ. და რაკი იქ უკვე

აღარაფერი ესაქმებოდათ‚ ზედაპირზე ამოტივტივდნენ.

არაუკანელები მოუთმენლად ელოდნენ მათ და ძალიან გაუხარდათ‚ როდესაც

უვნებლები დაინახეს.

ზურიტამ სკაფანდრი მოიხსნა‚ სული მოიბრუნა და თქვა:

- აბა‚ რას იტყვი‚ ბალთაზარ?

არაუკანელმა ხელები გაასავსავა.

- უნდა გითხრა‚ რომ ჩვენ აქ დიდხანს მოგვიწევს ცდა. „ეშმაკი“ უთუოდ თევზეულით

იკვებება და თევზს კი იქ რა გამოლევს. შიმშილით მას გამოქვაბულიდან ვერ

გამოვიტყუებთ. ისღა დაგვრჩენია‚ გისოსი დინამიტით ავაფეთქოთ.

- აზრად ხომ არ მოგსვლია‚ ბალთაზარ‚ რომ გამოქვაბულს ორი შესასვლელი

ჰქონდეს: ერთი - ყურედან და მეორე კი - მიწის ზედაპირიდან?

ბალთაზარს ეს არ უფიქრია.

- ესეც უნდა ვიფიქროთ. არა‚ აქამდე როგორ ვერ მოვისაზრეთ ამ არემარეს

დათვალიერება? - თქვა ზურიტამ.

ისინი ახლა ნაპირის შესწავლას შეუდგნენ.

ამ შესწავლის დროს ზურიტა წააწყდა თეთრი ქვის მაღალ გალავანს‚ რომელიც

დაახლოებით ათ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს გარს შემორტყმოდა. ზურიტამ კედელს

ირგვლივ შემოუარა. მთელ გალავანს მხოლოდ ერთი ალაყაფის კარი ჰქონდა

დატანებული. ეს კარი სქელფურცლოვანი რკინისგან იყო დაჭედილი. ალაყაფის

კარშივე იყო მოქცეული რკინისავე პატარა კარი‚ რომელიც შიგნიდან კოჭაკით იყო

ჩაკეტილი.

„ეს ნამდვილი საპატიმრო ან ციხე-კოშკია‚ - გაიფიქრა ზურიტამ‚ - რასაკვირველია!

ფერმერები როდი აგებენ ასეთ სქელსა და მაღალ გალავანს. არსად სინათლე არ

გამოსჭვივის და არც ხვრელია‚ რომ შიგ შეხედვა შეიძლებოდეს“.

ირგვლივ კი უბედური‚ ერთი ველური ადგილი იყო. შიშველი რუხი კლდეები‚ აქა-იქ

კაქტუსებით დაბურდული ეკლიანი ჯაგნარი. იქ კი‚ ქვევით‚ ზღვის ყურე მოჩანდა.

Page 22: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზურიტა რამდენიმე დღეს დაბორიალობდა გალავნის ირგვლივ‚ დიდხნობით

აკვირდებოდა რკინის ალაყაფის კარს‚ მაგრამ კარი არ გაღებულა‚ არც არავინ

შედიოდა და არც არავინ გამოდიოდა; კედლის იქიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა.

იმავე საღამოს‚ „მედუზაზე“ რომ დაბრუნდა‚ ზურიტამ ბალთაზარს დაუძახა და

ჰკითხა:

- ხომ არ იცი‚ ამ ზღვის ყურეს ზემოთ, ციხე-კოშკში ვინ ცხოვრობს?

- როგორ არ ვიცი‚ ფერმაში მომუშავე ინდიელებს ვკითხე და მითხრეს‚ იქ სალვატორი

ცხოვრობსო.

- ვინ არის ეგ სალვატორი?

- ღმერთი‚ - უპასუხა ბალთაზარმა.

ზურიტამ გაოცებისგან თავისი შავი‚ ხშირი წარბები მაღლა აძაგრა.

- ხუმრობ‚ ბალთაზარ?

ინდიელს გაეღიმა.

- მე იმას ვამბობ‚ რაც გავიგონე. ინდიელები ამბობენ‚ ექიმი სალვატორი ჩვენი

ღმერთი და მხსნელიაო.

- მერედა‚ რისგან დაიხსნა მან ინდიელები?

- სიკვდილისგან. ასე ამბობენ‚ ყოვლის შემძლეაო. სიცოცხლე და სიკვდილი მის

ხელთ არისო. უფეხოს ახალ ცოცხალ ფეხს გამოაბამს‚ ბრმას არწივის მზერას ანიჭებს

და მკვდრებსაც კი აცოცხლებსო.

- ეშმაკსაც წაუღია მაგის თავი! - ჩაიბუზღუნა ზურიტამ და ხშირი ულვაში ზევით

ასწია‚ - ყურეში „ზღვის ეშმაკი“‚ ყურეს ზემოთ „ღმერთი“. რას იტყვი‚ ბალთაზარ? ხომ

შეიძლება‚ რომ „ეშმაკი“ და „ღმერთი“ ერთმანეთს ეხმარებოდნენ?

- მე რომ მკითხონ‚ ყველაფერს ის ჯობია‚ აქაურობას რაც შეიძლება სწრაფად

გავეცალოთ. წავიდეთ‚ სანამ ყველა ამ საკვირველებისგან ტვინი ამჟავებულ რძესავით

არ აგვჭრია.

- სალვატორისგან განკურნებული თუ გინახავს ვინმე?

- კი, მინახავს. ერთი ფეხმოტეხილი კაცი მაჩვენეს. სალვატორთან მკურნალობის

შემდეგ მუსტანგივით დარბოდა. სალვატორის მიერ გაცოცხლებული ინდიელიც

მინახავს. მთელი სოფელი იმას ამბობს‚ რომ ეს ინდიელი‚ როცა სალვატორთან

მიჰქონდათ‚ უსიცოცხლო ლეში იყო‚ თავი გაპობილი ჰქონდა და ტვინი უჩანდაო.

Page 23: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

სალვატორისგან კი ის ცოცხალი და მხიარული დაბრუნდა. სიკვდილის შემდეგ

იქორწინა‚ კარგი გოგონა შეირთო. ამას გარდა‚ ინდიელთა ბავშვებიც ვნახე...

- მაშ‚ სალვატორი მკურნალობს ვინმეს?

- მხოლოდ ინდიელებს. ისინიც მასთან ყოველი მხრიდან მოდიან. ცეცხლოვანი

მიწიდან და ამაზონკიდან‚ ატაკამისა და ასუნსიონის უდაბნოებიდან.

ბალთაზარისგან ამ ცნობების მიღების შემდეგ ზურიტამ ბუენოს-აირესში

გამგზავრება გადაწყვიტა.

იქაც დაუდასტურეს‚ რომ სალვატორი მკურნალობს მხოლოდ ინდიელებს და მათ

შორის სასწაულმოქმედის სახელიც აქვს გავარდნილი. ზურიტამ ექიმებსაც მიმართა

და გაიგო‚ რომ სალვატორი ნიჭიერი‚ თითქმის გენიალური ქირურგია‚ მაგრამ

როგორც ბევრი გამოჩენილი ადამიანი‚ დიდად ახირებული ვინმეც არის.

სალვატორის სახელი ფართოდ იყო ცნობილი ძველი და ახალი ქვეყნების

სწავლულთა შორის. ამერიკაში თავისი გაბედული ქირურგიული ოპერაციებით

გაითქვა სახელი. როდესაც ავადმყოფის მდგომარეობა უნუგეშოდ ითვლებოდა და

ოპერაციის გაკეთებაზე ექიმები უარს განაცხადებდნენ‚ - მაშინ სალვატორს ეძახდნენ

და ისიც არასდროს არ ამბობდა უარს. მისი გამბედაობა და საზრიანობა უსაზღვრო

იყო. იმპერიალისტური ომის დროს საფრანგეთის ფრონტზე იმყოფებოდა და

თითქმის მხოლოდ კეფის ოპერაციებზე მუშაობდა. მრავალი ათასი კაცი უნდა

უმადლოდეს მას‚ რომ გადარჩა. ზავის დადების შემდეგ თავის სამშობლოში‚

არგენტინაში გაემგზავრა. საექიმო პრაქტიკითა და მიწის მარჯვე სპეკულაციით

სალვატორმა დიდი ქონება შეიძინა. ბუენოს-აირესის ახლოს მიწის დიდი ნაკვეთი

იყიდა და გარს ვეებერთელა გალავანი შემოავლო. ესეც მისი ერთ-ერთი

ახირებათაგანი იყო. დასახლდა იქ და ყოველგვარი პრაქტიკა შეწყვიტა. თავის

ლაბორატორიაში სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა. ახლა მხოლოდ ინდიელებს

მკურნალობდა‚ რომელნიც მას მიწაზე ჩამოსულ ღმერთს უწოდებდნენ.

ზურიტამ ერთი წვრილმანიც გაიგო. ეს წვრილმანი სალვატორის ცხოვრებას

შეეხებოდა. იქ‚ სადაც ახლა სალვატორის სამფლობელოა‚ მანამდე თურმე ერთი

პატარა სახლი იდგა თავისი ბაღით‚ ისიც გალავანშემოვლებული. მთელი იმ დროის

განმავლობაში‚ სანამ სავლატორი ფრონტზე იმყოფებოდა‚ ამ სახლს ერთი ზანგი და

რამდენიმე დიდი ძაღლი დარაჯობდნენ. ეს მოუსყიდველი დარაჯები ეზოში არავის

აჭაჭანებდნენ.

უკანასკნელ ხანებში სალვატორი კიდევ უფრო დიდმა საიდუმლოებამ მოიცვა. საქმე

იქამდე მივიდა‚ რომ ახლა უნივერსიტეტის მეგობრებსაც აღარ იკარებს.

ზურიტამ ყოველივე ეს რომ გაიგო‚ გადაწყვიტა:

Page 24: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

„თუ სალვატორი მართლა ექიმია‚ უფლება არ აქვს‚ უარი თქვას ავადმყოფის

მიღებაზე. რა იქნება‚ რომ ავად გავხდე? როგორც ავადმყოფი‚ სალვატორთან

შევაღწევ‚ დანარჩენი კი მერე ვნახოთ“.

ზურიტა რკინის ალაყაფის კარისკენ გაემართა‚ რომელიც სალვატორის

სამფლობელოს მტკიცედ იცავდა და დააკაკუნა. აკაკუნებდა დიდხანს და

შეუპოვრად‚ მაგრამ კარს არავინ უღებდა. გააფთრებულმა ზურიტამ დიდი ქვა აიღო

და იმით დაუწყო კარს ბრახუნი. ისეთი ხმაური ატეხა‚ რომ მკვდარსაც კი

გაეღვიძებოდა.

შორს‚ კედლის მიღმა ძაღლები აყეფდნენ და ბოლოს ვიღაცამ კარის რაზა ასწია.

- რა გნებავთ? - იკითხა დამტვრეულ ესპანურ ენაზე.

- ავადმყოფი ვარ‚ გააღეთ ჩქარა! - უპასუხა ზურიტამ.

- ავადმყოფები ასე არ აკაკუნებენ‚ - დინჯად უპასუხა იმავე ხმამ და რაზის

ჭუჭრუტანაშიც გამოიხედა‚ - ექიმი არავის არ იღებს.

- ის ვერ გაბედავს‚ უარი უთხრას ავადმყოფს დახმარებაზე‚ - გაცხარდა ზურიტა.

რაზა-კოჭაკი ჩაიკეტა. ფეხის ხმაც მიწყდა‚ მხოლოდ ძაღლები არ ცხრებოდნენ‚

საშინლად ყეფდნენ.

როცა ზურიტას ლანძღვის მთელი მარაგი შემოელია‚ თავისი ხომალდისკენ

გაბრუნდა.

უჩივლოს სალვატორს ბუენოს-აირესში? მაგრამ აქედან რა გამოვა? ზურიტა ბრაზით

ცახცახებდა და მის ხშირსა და შავ ულვაშებს საშიშროება მოელოდა‚ რადგან ისე იყო

აღელვებული‚ რომ წარამარა ექაჩებოდა.

ზურიტა თანდათან დაშოშმინდა და ჩაფიქრდა.

რაც უფრო მეტს ფიქრობდა‚ მისი მზისგან დამწვარი თითები დაფანჩულ ულვაშებს

სულ მაღლა ექაჩებოდა.

ბოლოს ზურიტა გემბანზე ავიდა და ყველასთვის მოულოდნელად ბრძანება გასცა‚

ღუზა აეწიათ.

„მედუზა“ ბუენოს-აირესისკენ გაემართა.

- აი‚ ეს კარგია‚ - თქვა ბალთაზარმა‚ - რამდენი დრო დავკარგეთ ტყუილუბრალოდ.

ორივე ეშმაკსაც წაუღია - ის „ეშმაკიც“ და ის „ღმერთიც“.

ავადმყოფი შვილიშვილი

Page 25: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მზე უმოწყალოდ აცხუნებდა. მტვრიან შარაგზაზე‚ რომელიც ხორბლის‚ სიმინდისა

და შვრიის ბარაქიან ყანებს მიუყვებოდა‚ ქანცგამოლეული მოხუცი ინდიელი

მილასლასებდა. სამოსი ტანზე შემოფლეთოდა‚ ხელში აყვანილი ავადმყოფი

ბავშვისთვის‚ მზისგან დასაცავად‚ პატარა საბანი წაეფარებინა. ბავშვს თვალები

ნახევრად დაეხუჭა. კისერზე დიდი სიმსივნე ემჩნეოდა. ხანდახან‚ როდესაც მოხუცი

წაიბორძიკებდა‚ ბავშვი ხრინწიანი ხმით წამოიკვნესებდა და თვალებს ოდნავ

გაახელდა. მოხუცი თვალს არ აშორებდა ბავშვს და‚ როგორმე რომ გაეგრილებინა‚

მზრუნველობით სულს უბერავდა.

- ოღონდ ცოცხალი მივიყვანო და‚ - წაიჩურჩულა მოხუცმა და ფეხს აუჩქარა.

როდესაც რკინის ალაყაფის კართან მივიდა‚ ინდიელმა ბავშვი მარცხენა ხელით

მკერდზე აიხუტა და მარჯვენათი ოთხჯერ დააბრახუნა კარზე. რაზა-კოჭაკი გაიხსნა

და ჭუჭრუტანაში ვიღაცამ გამოიხედა. მერე ურდული აჭრიალდა და კარიც გაიღო.

ინდიელმა ზღურბლს მორიდებით გადააბიჯა. მის წინაშე იდგა თეთრხალათიანი

მოხუცი ზანგი‚ რომელსაც ხუჭუჭა თმა მთლად გაჭაღარავებოდა.

- ექიმთან‚ ბავშვი ავადაა‚ - უთხრა ინდიელმა.

ზანგმა უხმოდ დაუქნია თავი‚ კარი ჩაკეტა და ანიშნა‚ გამომყევიო.

ინდიელმა თვალი მოავლო იქაურობას. ის ქვის ფართო ფილებით მოგებულ პატარა

ეზოში იმყოფებოდა. ეზო ერთ მხარეს მაღალი გარე კედლით იყო შემოზღუდული‚

მეორე მხრიდან - უფრო დაბალი კედლით‚ რომელიც ეზოსა და მთელ კარ-მიდამოს

შიგნითა ნაწილისგან მიჯნავდა. არც ბალახი‚ არც ერთი ბუჩქი - ნამდვილი

საპატიმროს ეზო იყო. ეზოს კუთხეში‚ მეორე კედლის კართან‚ დიდი‚

განიერფანჯრებიანი თეთრი სახლი იდგა. სახლის გვერდით‚ მიწაზე

მოეკალათებინათ ინდიელებს - ქალებსა და კაცებს. ბევრი მათგანი ბავშვით იყო.

თითქმის ყველა ბავშვი ჯანსაღად გამოიყურებოდა. ზოგი მათგანი ნიჟარებით

თამაშობდა‚ სხვები ჩუმად ჭიდაობდნენ. ჭაღარა მოხუცი ზანგი მკაცრად ადევნებდა

თვალყურს‚ რომ ბავშვებს არ ეხმაურათ.

მოხუცი ინდიელი მორჩილად დაეშვა სახლის ჩრდილში მიწაზე და უმოძრაო‚

გალურჯებულ ბავშვს სახეში სულის ბერვა დაუწყო. იქვე, გვერდით, ფეხგასიებული

მოხუცი ქალი იჯდა. მან ინდიელის მუხლებზე მწოლიარე ბავშვს დახედა და ჰკითხა:

- თქვენი შვილია?

- არა‚ შვილიშვილი‚ - უპასუხა ინდიელმა.

დედაბერმა თავი გააქნია და თქვა:

Page 26: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ჭაობის სული აჰყოლია მაგ შენს შვილიშვილს‚ მაგრამ ის მავნე სულზე ძლიერია‚

ჭაობის სულს განდევნის და ეგ შენი შვილიშვილი კარგად გახდება.

ინდიელმა ნათქვამი თავის ქნევით დაუდასტურა.

ავადმყოფებს თეთრხალათიანმა ზანგმა ჩამოუარა‚ ინდიელის ბავშვს დახედა და

სახლის კარისკენ მიუთითა.

ინდიელი ქვის ფილებით მოგებულ დიდ ოთახში შევიდა. შუა ოთახში

თეთრზეწარგადაფარებული გრძელი‚ ვიწრო მაგიდა იდგა. მეორე‚ მქრქალმინებიანი

კარიც გაიღო და თეთრხალათიანი მაღალი‚ მხარბეჭიანი‚ შავგვრემანი ექიმი

სალვატორი ოთახში შემოვიდა. შავ წარბ-წამწამს გარდა‚ ექიმს თავზე ერთი ღერი თმა

არ ჰქონდა. ალბათ‚ მუდამ თუ იპარსავდა‚ რაკი სახეზე და თავზეც მზე

მოჰკიდებოდა. საკმაოდ დიდი‚ კეხიანი ცხვირი, ოდნავ წინ წაშვერილი მახვილი

ნიკაპი მჭიდროდ მოკუმულ ტუჩებიანად მთელ მის სახეს მკაცრსა და თითქმის

მტაცებლურ იერს ანიჭებდა. მუქი თაფლისფერი თვალები ცივად გამოიყურებოდნენ.

ამ თვალების შემოხედვამ ინდიელს გუნება გაუფუჭა. მან ექიმს თავი მდაბლად

დაუკრა და ბავშვი მიაწოდა. სალვატორმა ჩქარი‚ დარწმუნებული და ამავე დროს

ფრთხილი მოძრაობით მოხუცს ავადმყოფი გოგონა ჩამოართვა და ძონძები‚

რომელშიც ავადმყოფი იყო გახვეული‚ სწრაფად შემოხსნა. ეს ჩვრები იქვე‚ ოთახის

კუთხეში მიდგმულ ყუთში მარჯვედ ჩაყარა. ინდიელი ყუთისკენ წაბანდალდა‚

ძონძების ამოღება უნდოდა‚ მაგრამ სალვატორმა მკაცრად უბრძანა:

- თავი ანებე, ხელი არ ახლო!

შემდეგ გოგონა მაგიდაზე დააწვინა და დაიხარა. ის გვერდულად იყო დახრილი და

ავადმყოფის პატრონს უცებ‚ რატომღაც მოეჩვენა‚ რომ ექიმი კი არა‚ სვავი იყო

დახრილი პატარა ჩიტის გასაწიწკნად. სალვატორმა თითების ფათურით ბავშვის

ყელთან სიმსივნე მოსინჯა. ამ თითებმაც გააკვირვა ინდიელი. ექიმს გრძელი‚

უჩვეულოდ მოძრავი თითები ჰქონდა. იფიქრებდი‚ ამ თითებს‚ როცა უნდა‚

სახსრებში არა მხოლოდ ქვემოთ‚ არამედ გვერდით და ზემოთაც მიხრი-მოხრისო.

თუმცა ინდიელი მხდალი სრულებით არ იყო‚ მაგრამ ცდილობდა‚ როგორმე არ

აეტანა იმ შიშს‚ რომელსაც გულში მას ეს უცნაური კაცი უნერგავდა.

- ძალიან კარგი, ჩინებულია! - ამბობდა სალვატორი‚ თითქოს ბავშვის ყელის სიმსივნე

და მისი სინჯვა სიამოვნებას ჰგვრისო.

გასინჯვას რომ მორჩა‚ სალვატორმა სახე ინდიელისკენ მიაბრუნა და უთხრა:

- ახლა ახალი მთვარეა. ერთი თვის შემდეგ‚ მომდევნო ახალი მთვარის დროს მოდი

და შენს გოგონას სრულიად ჯანმრთელს ჩაგაბარებ.

ექიმმა ბავშვი შემინულ კარს მიღმა გაიყვანა‚ სადაც სააბაზანო‚ საოპერაციო და

ავადმყოფების ოთახები იყო განლაგებული.

Page 27: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზანგს კი მისაღებ ოთახში უკვე ახალი პაციენტი‚ ფეხმტკივანი დედაბერი

შემოჰყავდა.

ინდიელმა მდაბლად დაუკრა თავი მინიან კარს‚ რომელიც სალვატორის უკან

დაიხურა და გამობრუნდა.

სწორედ ოცდარვა დღის შემდეგ გაიღო იგივე მინიანი კარი.

კარში ახალ კაბაში გამოწყობილი ჯანმრთელი‚ ლოყებღაჟღაჟა გოგონა იდგა და

ბაბუას დამფრთხალი თვალებით უყურებდა. ინდიელი ბავშვს მივარდა‚ ხელში

აიტაცა და ჩაკოცნა‚ მერე ყელი გაუსინჯა. სიმსივნის კვალიც არ დარჩენილიყო‚

მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი მოწითალო ნაჭრილობევი თუ მოგაგონებდათ

ჩატარებულ ოპერაციას.

გოგონა ცდილობდა‚ ბაბუა ხელით მოეშორებინა და წამოიყვირა კიდეც‚ როდესაც

ბერიკაცმა დიდიხნის გაუპარსავი წვერით სახე დაუფხაჭნა. ინდიელი იძულებული

გახდა‚ ბავშვი იატაკზე დაესვა. სალვატორი გოგონას ფეხდაფეხ შემოჰყვა. ექიმმა

ახლა გაიღიმა კიდეც‚ გოგონას თავზე ხელი მოუცაცუნა და ინდიელს უთხრა:

- აჰა‚ ჩაიბარე შენი გოგონა. სწორედ დროზე მომიყვანე. კიდევ რამდენიმე საათი და

მეც უძლური ვიქნებოდი‚ მისთვის სიცოცხლე დამებრუნებინა.

მოხუც ინდიელს სახე დაემანჭა. ტუჩები აუცახცახდა და თვალებიდან ცრემლები

წასკდა. ბავშვი ხელში ისევ აიყვანა და გულზე მიიკრა‚ მერე სალვატორის წინ

მუხლებზე დაეცა და ცრემლმორეულმა ათრთოლებული ხმით უთხრა:

- თქვენ შეუნარჩუნეთ სიცოცხლე ჩემს შვილიშვილს. რა შეუძლია ღარიბ ინდიელს

საჩუქრად მოგართვას‚ გარდა თავისი სიცოცხლისა?

- რად მინდა შენი სიცოცხლე? - გაიკვირვა სალვატორმა.

- მოვხუცდი‚ მაგრამ ჯერ ისევ ჯანზე ვარ‚ - არ ამდგარა‚ ისე განაგრძობდა ინდიელი‚ -

ჩემს შვილიშვილს დედამისს ჩავაბარებ და თქვენთან დავბრუნდები. მინდა‚ მთელი

ჩემი დარჩენილი სიცოცხლე შემოგწიროთ იმ სიკეთისთვის‚ რაც თქვენ გამიკეთეთ.

ძაღლივით გემსახურებით... გთხოვთ‚ უარს ნუ მეტყვით ამ მოწყალებაზე.

სალვატორი ჩაფიქრდა.

მაინცდამაინც არ უყვარდა ახალი მსახურების აყვანა‚ თუმცა საქმე საკმაო ჰქონდა.

ჯიმი მარტო ბაღის მოვლას ვერ აუდიოდა. ეს ინდიელი კი შესაფერი კაცი ჩანდა‚

მაგრამ ექიმს მაინც ზანგი ერჩივნა.

- შენს სიცოცხლეს მთავაზობ‚ მთხოვ‚ მოწყალება მივიღო და ეგ შენი საჩუქარი

მივიღო? კარგი, ეგრე იყოს. როდის მოხვალ?

Page 28: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ჯერ კიდევ მთვარის პირველი მეოთხედი არ იქნება დასრულებული‚ რომ აქ

გავჩნდები‚ - თქვა ინდიელმა და სალვატორის ხალათის კალთას ეამბორა.

- შენი სახელი?

- ქრისტო... ქრისტეფორე.

- წადი‚ ქრისტო და გელოდები.

- წავიდეთ‚ ბაბუ‚ - მიუბრუნდა ქრისტო გოგონას და ისევ ხელში აიყვანა. გოგონა

ატირდა.

ჯადოსნური ბაღი

როდესაც ერთი კვირის შემდეგ ქრისტო ამ სახლში ისევ გამოცხადდა‚ ექიმმა

სალვატორმა თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:

- ყური დამიგდე‚ ქრისტო, სამსახურში მიგიღებ, სასმელ-საჭმელი და კარგი ჯამაგირი

გექნება.

ქრისტომ ხელები გაასავსავა.

- არა‚ მე არაფერი მინდა, ოღონდ თქვენთან მამსახურეთ.

- ჩუმად იყავი და მისმინე‚ - განაგრძობდა სალვატორი‚ - ყველაფერი გექნება‚ მაგრამ

ერთს კი მოვითხოვ: რასაც აქ ნახავ‚ იმაზე ხმა‚ კრინტი არავისთან დაგცდეს.

- უმალ ენას მოვიჭრი და ძაღლებს გადავუგდებ‚ სანამ თუნდაც ერთი სიტყვა

წამომცდება.

- მაშ‚ ფრთხილად იყავი‚ რომ ასეთი რამ არ შეგემთხვეს‚ - გააფრთხილა სალვატორმა.

ამავე დროს ექიმმა თეთრხალათიანი ზანგი გამოიძახა და უბრძანა:

- ბაღში ჩაიყვანე და ჯიმს ჩააბარე.

ზანგმა უსიტყვოდ დაუკრა თავი და ინდიელი თეთრი სახლიდან გაიყვანა. მერე

ქრისტოსთვის უკვე ნაცნობ ეზოში გაატარა და მეორე კედლის ჭიშკარს მიუკაკუნა.

კედელს იქით ძაღლების ყეფა გაისმა. ჭიშკარიც აჭრიალდა და გაიღო. ზანგმა

მუჯლუგუნის კვრით ქრისტო ბაღში შეაგდო. კარს უკან მდგომ მეორე ზანგს

ხორხისმიერი ხმით რაღაც მიაძახა და წავიდა.

ქრისტო შიშისგან კედელს აეკრა. საშინელი ყეფით მისკენ გამორბოდნენ უცნაური‚

მუქლაქიანი‚ მოწითალო-ყვითელი ფერის მხეცები. ქრისტო რომ მათ პამპასებში

წასწყდომოდა‚ აგუარები ეგონებოდა‚ მაგრამ ისინი აგუარები როდი იყვნენ‚

Page 29: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ძაღლურად ყეფდნენ. თუმცა ახლა ქრისტოსთვის სულ ერთი იყო‚ რა ცხოველები

ესხმოდნენ თავს. იქვე მდგომ ხეს ეძგერა და მოულოდნელი სისწრაფით დაიწყო ზედ

აძრომა. ზანგმა გაბრაზებული კობრასავით დაუსისინა ძაღლებს‚ რამაც უცებ

დაამშვიდა ისინი. ყეფა მიატოვეს‚ მიწაზე გაწვნენ‚ გამოშვერილ თათებზე თავი

ჩამოსდეს და ზანგს ალმაცერად ახედეს.

ზანგმა ხეზე ასულ ქრისტოს ისევ დაუსისინა და ხელების ქნევით ანიშნა‚ ძირს

ჩამოსულიყო.

- რას სისინებ გველივით? - უთხრა ქრისტომ ისე‚ რომ საფარი არ მიუტოვებია‚ - ენა

ხომ არ გადაგიყლაპავს?

ზანგმა ბრაზიანად დაიზმუილა.

„ალბათ‚ მუნჯია“‚ - გაიფიქრა ქრისტომ და სალვატორის გაფრთხილება გაახსენდა.

ნუთუ სალვატორი მართლა ენას აჭრის მსახურს‚ რომელიც მის საიდუმლოებას

გათქვამს? იქნებ ამ ზანგსაც ამოგლიჯეს ენა... ქრისტო უცებ ისეთმა შიშმა აიტანა‚ რომ

ხიდან კინაღამ ჩამოვარდა. აქედან‚ რადაც უნდა დაჯდომოდა‚ საჩქაროდ უნდა

გაქცეულიყო. ხიდან‚ რომელზედაც იჯდა‚ მანძილი კედლამდე თვალით გაზომა.

ვერა‚ ვერ გადახტება... ამასობაში ზანგი ხესთან მივიდა‚ ინდიელს ფეხში ხელი

წაავლო და მოუთმენლად დაქაჩა. ინდიელი იძულებული გახდა‚ დამორჩილებოდა

და ხიდან ჩამოხტა. ზანგს‚ რაც შეეძლო‚ თავაზიანად გაუღიმა‚ ხელი მეგობრულად

გაუწოდა და ჰკითხა.

- ჯიმი ხარ?

ზანგმა თავი დაუქნია.

ქრისტომ მაგრად ჩამოართვა ხელი‚ „რაკი ჯოჯოხეთში მოხვდი‚ ეშმაკსაც უნდა

შეეწყოო“‚ - გაიფიქრა და ხმამაღლა განაგრძო:.

- მუნჯი ხარ?

ზანგმა არ უპასუხა.

- ენა არა გაქვს?

ზანგი წეღანდელივით დუმდა.

„ერთი მაგის პირში ჩამახედა“‚ - გაიფიქრა ქრისტომ, მაგრამ ჯიმი‚ ეტყობოდა‚

მუნჯური საუბრის გაბმასაც არ აპირებდა. ქრისტოს ხელი მოჰკიდა‚ მოწითალო-ჟღალ

მხეცებთან მიიყვანა და რაღაც წაუსისინა. მხეცები ფეხზე წამოიშალნენ‚ ქრისტოს

მიუახლოვდნენ და როცა დაყნოსეს‚ მშვიდად გაბრუნდნენ. ქრისტოს გულს ოდნავ

მოეფონა.

ჯიმმა ხელი დაუქნია და ქრისტო ბაღის დასათვალიერებლად წაიყვანა.

Page 30: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ქვებით მოკირწყლული ამ მოსაწყენი ეზოს შემდეგ‚ ბაღის მცენარეულობისა და

ყვავილების სიუხვემ განსაკუთრებით გააოცა. ბაღი აღმოსავლეთისკენ, ზღვის

ნაპირისკენ ეშვებოდა. წვრილად დაფშვნილი, მოწითალო ნიჟარებით მოფენილი

ბილიკები სხვადასხვა მხარეს იფანტებოდა. უცნაური კაქტუსები‚ მოცისფრო-მწვანე

აგავები[6] და ასფურცელა ყვავილები გზის პირებზე ჩამწკრივებულიყვნენ. ატმისა და

ზეთისხილის ხეები აყვავებულ მოლს ჩრდილს უხვად ჰფენდა. მოლში აქა-იქ თეთრი

ქვით ნაშენი აუზები ლაპლაპებდა. ცად ატყორცნილი შადრევნები იქაურობას

აგრილებდა.

ბაღი ნაირ-ნაირი ხმებით - ფრინველთა გალობით და ჟრიამულით ავსებულიყო.

ცხოველთა ღრიალი და ხავილ-წივილი იქაურობას აყრუებდა.

ამდენი უცხო ფრინველი და ცხოველი ქრისტოს არასდროს ენახა. ეს ბაღი რაღაც

უცნაურ ცხოველთა თავშესაფარი იყო.

აი‚ გზა გადაჭრა მოჟანგისფრო-მწვანე ქერცლით მოლაპლაპე ექვსფეხა ხვლიკმა.

ორთავიანი გველი ხეზე ეკიდა. ამ ორთავიანმა ქვემძრომმა ორი წითელი ენით

დაისისინა‚ ქრისტო შიშით განზე გახტა. ზანგმა მას უფრო ხმამაღალი სისინით

უპასუხა‚ რის შემდეგაც გველმა თავები გააქნია‚ ხიდან ძირს ჩამოვარდა და შამბნარში

მიიმალა. მავთულხლართს იქით გოჭი ღრუტუნებდა და შუბლზე ამოზრდილი

ერთადერთი დიდი თვალით ქრისტოს მისჩერებოდა.

ტანით შეზრდილი ორი თეთრი ვირთაგვა ვარდისფერ გზაზე ორთავიანი‚ რვაფეხა

ურჩხულივით გარბოდა. ეს ორთავა არსება ხანდახან თავისსავე თავს ეჩხუბებოდა:

მარჯვენა ვირთაგვა მარჯვნივ ეწეოდა‚ მარცხენა - მარცხნივ და ორივენი

უკმაყოფილოდ წრიპინებდნენ. მაგრამ მაინც მუდამ მარჯვენა სჯობნიდა. იქვე

ფერდშეზრდილი „სიამის ტყუპი“ ბალახს სძოვდა. ეს ნაზმატყლიანი ორთავიანი

ცხვარი ვირთაგვებივით როდი ჩხუბობდა. ჩანდა‚ მათ ორ თავს შორის‚ დიდი ხანია‚

დამყარებულიყო ნება-სურვილის ერთიანობა. ერთმა მახინჯმა ცხოველმა

განსაკუთრებით გააოცა ქრისტო. ეს დიდი‚ უბალნო‚ ვარდისფერი ძაღლი იყო.

თითქოს ამ ძაღლის სხეულიდან ზურგის ადგილას‚ პატარა მაიმუნი მკერდით‚

ხელებით და თავით ამომძვრალიყო. ძაღლი ქრისტოსთან მივიდა და კუდი გაიქნია.

მაიმუნი კი თავს აქეთ-იქით ატრიალებდა‚ ხელებს იქნევდა და ძაღლს‚ რომელთანაც

ის ერთ მთლიან სხეულს წარმოადგენდა‚ ხელის გულებს ზურგზე უტყაპუნებდა‚ თან

ქრისტოს შესცქეროდა და გაჰკიოდა. ქრისტომ ჯიბეში ხელი ჩაიყო‚ შაქრის ნატეხი

ამოიღო და გაუწოდა, მაგრამ ვიღაცამ ქრისტოს ხელი სწრაფად განზე გასწია. მის

ზურგს უკან სისინი გაისმა. ქრისტომ მიიხედა - ჯიმი იყო. მოხუცმა ზანგმა ხელების

ქნევით აუხსნა ქრისტოს‚ რომ მაიმუნის კვება არ შეიძლება. ქრისტოს

თუთიყუშისთავიანმა ბეღურამ ელვის სისწრაფით ჩამოუფრინა‚ შაქრის ნატეხი

გამოსტაცა და ბუჩქს მიეფარა. ძროხისთავიანი ცხენი კი ცოტა მოშორებით კორდზე

აბღავლდა.

Page 31: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ორმა ლამამ ცხენის კუდების ქნევით ველზე გაიქროლა. ბალახებიდან‚ ბარდებიდან‚

ხის ტოტებიდან ქრისტოს საოცარი ქვეწარმავლები‚ მხეცები და ფრინველები

უცქერდნენ: კატისთავა ძაღლები‚ მამლისთავა ბატები‚ რქიანი ტახები‚ არწივის

ნისკარტიანი ნანდუ-სირაქლემები‚ პუმასტანიანი ცხვრები.

ქრისტოს ეგონა‚ მაბოდებსო. თვალები მოიფშვნიტა‚ თავზე შადრევნის ცივი წყალი

დაისხა‚ მაგრამ არაფერმა უშველა. თევზისთავა-ლაყუჩებიანი გველები‚

ბაყაყისთავიანი თევზები‚ ხვლიკივით გრძელტანიანი, ვეებერთელა გომბეშოები

აუზში დასრიალებდნენ.

ქრისტოს ისევ უნდოდა‚ რომ აქედან გაქცეულიყო.

მაგრამ აი‚ ჯიმმა ქრისტო სილამოყრილ ვრცელ მოედანზე გაიყვანა. შუა მოედანზე

პალმებით გარშემორტყმული მავრიტანული სტილის თეთრი მარმარილოს ვილა

იდგა. პალმებს შორის თაღები და სვეტები მოჩანდა. სპილენძის შადრევნები ოქროს

თევზებით სავსე წყალგამჭვირვალე აუზებში ნაკადულებად იფრქვეოდა.

ყველაზე დიდი შადრევანი მთავარი შესასვლელის წინ‚ დელფინზე მჯდომ ჭაბუკს

გამოხატავდა - მითიური ტრიტონის[7] მსგავსად‚ პირთან გრეხილი ნიჟარის ბუკი

მიეტანა. ნიჭიერი ხელოვანისგან შექმნილი ეს ქანდაკება განცვიფრებას იწვევდა.

ვილას უკან რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და შრამელი იდგა. იმის იქით კი‚

თეთრ გალავნამდე‚ ეკლიანი კაქტუს-ბარდები აშლილიყო.

„ისევ გალავანი!“ - გაიფიქრა ქრისტომ. ჯიმმა ინდიელი ერთ პატარა‚ გრილ ოთახში

შეიყვანა. ხელების მოძრაობით ანიშნა‚ ეს ოთახი შენიაო და ქრისტო მარტო დატოვა.

მესამე გალავანი

ქრისტო ნელ-ნელა ეჩვეოდა იმ არაჩვეულებრივ სამყაროს‚ რომელშიც მოხვდა.

აქაური ბაღის ბინადარი მხეცები‚ ფრინველები და ქვეწარმავლები კარგად იყვნენ

მოშინაურებულები. ზოგ მათგანს ქრისტო დაუმეგობრდა კიდეც. აგუარისტყავიანი

ძაღლები‚ რომელთაც ასე შეაშინეს ის პირველ დღეს‚ ახლა ფეხდაფეხ დასდევდნენ‚

ხელებს ულოკავდნენ‚ ელოლიავებოდნენ. ლამები ხელიდან ართმევდნენ პურს‚

თუთიყუშები მხრებზე ასხდებოდნენ.

ბაღსა და მხეცებს თოთხმეტი ზანგი უვლიდა. ისინიც ისეთივე ჩუმი ან მუნჯი

არსებები იყვნენ‚ როგორიც ჯიმი. ქრისტოს არასდროს გაუგონია‚ რომ ისინი

ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ. ყველანი უხმოდ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. ჯიმი

თითქოს მათი უფროსი იყო. ის თვალყურს ადევნებდა ზანგებს და სამუშაოს

უნაწილებდა. ქრისტო კი‚ თავისდა განსაცვიფრებლად‚ ჯიმის თანაშემწედ იყო

დანიშნული. სამუშაო არც ისე ბევრი ჰქონდა ქრისტოს. ჭამითაც კარგად აჭმევდნენ.

Page 32: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ასე რომ‚ თავის ყოფაზე მას სამდურავი არ ეთქმოდა. მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა -

ზანგების ეს ავისმომასწავებელი დუმილი. ქრისტო დარწმუნებული იყო‚ რომ

სალვატორმა მათ ყველას ენა დააჭრა და‚ როდესაც ხანდახან სალვატორი

გამოიძახებდა‚ ინდიელი მუდამ იმის ფიქრში იყო: ენის მოსაჭრელად ხომ არ

მიბარებსო‚ მაგრამ მალე ეს შიშიც გაქრა.

ერთხელ ქრისტომ დაინახა‚ რომ ჯიმს ზეთისხილის ხეების ჩრდილში ეძინა. ზანგი

პირდაღებული იწვა ზურგზე. ქრისტომ ამით ისარგებლა და ფრთხილად ჩახედა

მძინარეს პირში. როცა დარწმუნდა‚ მოხუც ზანგს ენა თავის ადგილას ება‚ ცოტა

დამშვიდდა.

სალვატორს თავისი სამუშაო დღე განაწილებული ჰქონდა. დილის შვიდიდან ცხრა

საათამდე ავადმყოფ ინდიელებს იღებდა; ცხრიდან თერთმეტამდე ოპერაციებს

აკეთებდა‚ შემდეგ კი თავის ვილაში მიდიოდა და იქ ლაბორატორიაში საქმიანობდა.

ოპერაციების შედეგს დიდხანს თვალყურს ადევნებდა. როდესაც დაკვირვებებს

დაამთავრებდა‚ სალვატორი ცხოველებს ბაღში გზავნიდა. ქრისტო სახლის

დალაგების დროს ხანდახან ლაბორატორიაშიც შეძვრებოდა. რაღაც ხსნარებით სავსე

ქილებში სხეულის სხვადასხვა ნაწილები ფეთქავდნენ. მოკვეთილი ხელ-ფეხი

სიცოცხლეს განაგრძობდა. და როდესაც ეს ცოცხალი სხეულისგან მოკვეთილი

ნაწილები ავადდებოდნენ‚ სალვატორი მათ მკურნალობდა და მიმქრალ სიცოცხლეს

აღუდგენდა.

ქრისტოს ყოველივე ეს თავზარს სცემდა. ერჩია‚ ბაღში ცოცხალ მახინჯებს შორის

ყოფილიყო.

მიუხედავად იმ ნდობისა‚ რომელსაც სალვატორი მისდამი იჩენდა‚ ქრისტო მესამე

გალავანს იქით გადაბიჯებას მაინც ვერ ბედავდა. ეს კი ძალიან აინტერესებდა.

ერთხელ‚ როგორღაც გალავანთან მივიდა. კედელს იქიდან ბავშვების ხმა მოესმა და

ინდიელთა ლაპარაკიც გაარჩია‚ მაგრამ ბავშვების ხმას ხანდახან რაღაც უფრო

წვრილი‚ მწივანა ხმები უერთებოდა. ეს ხმები თითქოს ედავებოდნენ ბავშვებს და

რომელიღაც გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდნენ.

ერთხელ სალვატორი ქრისტოს ბაღში წააწყდა. მასთან მივიდა‚ ჩვეულებისამებრ‚

თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:

- ქრისტო‚ უკვე თვეა‚ რაც ჩემთან ხარ. კმაყოფილი ვარ შენი მუშაობით. ქვემო ბაღში

ერთი მსახური გამიხდა ავად. შენ შეცვლი მას და თან ბევრ ახალ რამესაც ნახავ,

მაგრამ გახსოვდეს ჩვენი პირობა: ენას კბილი დააჭირე‚ თუ არ გინდა‚ რომ ენა

დაკარგო.

- ექიმო‚ ამ თქვენს მუნჯ მოსამსახურეებში ყოფნით ლაპარაკს თითქმის გადავეჩვიე‚ -

უპასუხა ქრისტომ.

Page 33: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- მით უკეთესი. იცოდე‚ რომ დუმილი ოქროა. თუ ასე განაგრძობ‚ ოქროს პესოებს

ბლომად მიიღებ. იმედი მაქვს‚ იმ ავადმყოფ მსახურს ორ კვირაში ფეხზე დავაყენებ.

ერთი ეს მითხარი‚ ანდის მთებს კარგად იცნობ?

- მთებში ვარ დაბადებული.

- ძალიან კარგი. მინდა‚ ეს ჩემი სამხეცე ახალი ცხოველებითა და ფრინველებით

შევავსო. თან უნდა წაგიყვანო. ახლა წადი, ჯიმი ქვემო ბაღში წაგიყვანს.

ბევრი რამეს უკვე შეეჩვია ქრისტო, მაგრამ იმან‚ რაც მან ქვემო ბაღში ნახა‚ ყოველგვარ

მოლოდინს გადააჭარბა.

მზით განათებულ დიდ მინდორზე ტიტველი ბავშვები და მაიმუნები თამაშობდნენ.

ისინი სხვადასხვა ტომის ინდიელთა ბავშვები იყვნენ. სულ პატარებიც ერივნენ‚ არა

უმეტეს სამი წლისა. უფროსები კი თორმეტი წლისები თუ იქნებოდნენ. ეს ბავშვები

სალვატორის პაციენტები იყვნენ. ბევრ მათგანს რთული ოპერაცია ჰქონდა

გადატანილი და სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ სალვატორს უმადლოდნენ.

გამოჯანსაღებული ბავშვები ლაღად თამაშობდნენ‚ ბაღში დარბოდნენ და შემდეგ‚

როდესაც ჯან-ღონე დაუბრუნდებოდათ‚ მშობლებს ისინი შინ მიჰყავდათ.

ბავშვებს გარდა‚ აქ მაიმუნებიც ცხოვრობდნენ. უკუდონი და ისეთებიც‚ რომელთაც

ტანზე ბალნის ნამცეციც არ ჰქონდათ.

ყველაზე განსაცვიფრებელი კი ის იყო‚ რომ მაიმუნებმა ცოტად თუ ბევრად ლაპარაკი

იცოდნენ. ისინი ბავშვებს ეკინკლავებოდნენ‚ ეჩხუბებოდნენ‚ წრიპინებდნენ.

მაიმუნები ისე კარგად შეწყობოდნენ ბავშვებს‚ რომ იმაზე მეტად მაინც არ

ეჩხუბებოდნენ‚ ვიდრე ეს ბავშვებმა ერთმანეთში იციან ხოლმე. ქრისტო ხშირად

ვეღარც არკვევდა‚ ნამდვილი მაიმუნები იყვნენ ისინი‚ თუ ადამიანები.

როდესაც ქრისტო ბაღს გაეცნო‚ შეამჩნია‚ რომ ეს ბაღი ზემო ბაღზე პატარა იყო‚ ზღვის

ყურესკენ უფრო დაქანებული. იგი კედელივით შვეულ კლდეს მჭიდროდ

ებჯინებოდა.

ამ კედელს იქით ალბათ ზღვა ახლოს იყო‚ რადგან ტალღების ხმაური აქამდეც

აღწევდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ქრისტომ ეს კლდე გამოიკვლია და დარწმუნდა‚ რომ

ხელოვნური იყო. იყო კიდევ ერთი კედელი - მეოთხე. გლიცინიის ბარდებში კი

ვიწრო რკინის კარი აღმოაჩინა.

ქრისტომ რაღაცას მიაყურა. ზვირთების ხმაურს გარდა‚ კლდის მეორე მხრიდან

არანაირი ხმა არ მოდიოდა. სად გავყავარ ამ ვიწრო კარს? ზღვის სანაპიროზე?

Page 34: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

უცებ ბავშვის აღგზნებული ყვირილი მოისმა. ბავშვები ცას შეჩერებოდნენ. ქრისტომ

აიხედა და პატარა, წითელი ბურთი დაინახა. ეს ბურთი ცაში ნელა მიფრინავდა. აი‚

ბაღს თავზე გადაუარა და ქარმა იგი ზღვისკენ გააქანა.

ამ ჩვეულებრივმა საბავშვო ბურთმა ბაღს თავზე რომ გადაუარა‚ ქრისტო ძალზე

ააღელვა‚ მოსვენება დაკარგა‚ როგორც კი გამოჯანსაღებული მსახური ბაღში ისევ

დაბრუნდა‚ ქრისტო სალვატორთან მივიდა და უთხრა:

- ექიმო! მალე ჩვენ ალბათ ანდებისკენ გავწევთ და‚ შესა-ძ-ლოა‚ კარგა ხნითაც. ნება

მომეცით‚ შვილი და შვილი-შვილი მოვინახულო.

სალვატორს არ უყვარდა‚ როცა მისი მსახურები გარეთ გადიოდნენ. ერჩივნა‚

მსახურად მარტოხელები ჰყოლოდა. ქრისტო თვალებში უცქეროდა სალვატორს და

პასუხს უხმოდ ელოდებოდა.

სალვატორმა ცივად შეხედა ქრისტოს და გაახსენა:

- გახსოვდეს ჩვენი პირობა. ენას უფრთხილდი! წადი. სამ დღეში უკან დაბრუნდი.

მოიცა!

სალვატორი მეორე ოთახში გავიდა‚ იქიდან ნატის ქისა გამოიტანა. ქისაში ოქროს

პესოები ჩხრიალებდა.

- ეს შენს შვილიშვილს. შენი სიჩუმის საფასურიც ეს იყოს.

თავდასხმა

- ბალთაზარ, თუ ის დღესაც არ მოვიდა‚ შენს დახმარებაზე უარს ვიტყვი. უფრო

მარჯვე და სანდო ხალხს მოვიწვევ‚ - ამბობდა ზურიტა და ხშირ ულვაშებს

მოუთმენლად იწიწკნიდა. ზურიტა ახლა თეთრ, ქალაქურ ტანსაცმელში იყო

გამოწყობილი და თავზე პანამაც ეხურა. ბალთაზარს ის ბუენოს-აირესის მიდამოებში

გადაეყარა‚ იქ‚ სადაც ყანები თავდება და პამპასები იწყება.

ბალთაზარი‚ რომელსაც თეთრი ხალათი და ლურჯზოლებიანი შარვალი ეცვა‚ გზის

პირას უხმოდ ჩამომჯდარიყო და დარცხვენილი მზისგან გამხმარ ბალახს წიწკნიდა.

სანანებლად ის გახდომოდა‚ რომ სალვატორთან ჯაშუშად თავისი ძმა ქრისტო

გაგზავნა.

ქრისტო ათი წლით უფროსი იყო ბალთაზარზე. მიუხედავად ასეთი წლოვანებისა‚

ქრისტოს დღემდე შერჩენოდა ძალ-ღონე და სიმარჯვე. ის ცბიერი იყო‚ როგორც

პამპასების კატა‚ და საიმედო კაცად ვერ ჩაითვლებოდა. ჯერ იყო და‚ სოფლის

მეურნეობისთვის ხელის მოკიდება სცადა‚ მაგრამ ეს საქმე მალე მოსწყინდა. შემდეგ

ნავსადგურში სამიკიტნო გახსნა‚ მაგრამ ღვინის სმას მიჰყო ხელი და გაკოტრდა.

Page 35: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

უკანასკნელ ხანს მეტად ბნელ საქმეებში იყო ჩათრეული. თავის არაჩვეულებრივ

მოხერხებას ხშირად იჩენდა და ხანდახან არც ვერაგობაზე იტყოდა უარს. ასეთი კაცი

ჯაშუშად იყო ზედგამოჭრილი‚ მაგრამ მისი ნდობა არ შეიძლებოდა. პირადი

სარგებლობისთვის ღვიძლ ძმასაც კი უღალატებდა. ბალთაზარმა კარგად იცოდა ეს

ამბავი და ზურიტაზე ნაკლებ როდი წუხდა.

- დარწმუნებული ხარ‚ რომ ქრისტომ დაინახა ის შენი საჰაერო ბურთი?

ბალთაზარმა მხრები გაურკვევლად აიჩეჩა. ძალიან უნდოდა‚ ამ საქმისთვის რაც

შეიძლება მალე მიენებებინა თავი‚ შინ წასულიყო‚ ყელი ცივი წყალ-ღვინით

გაესველებინა და დასაძინებლად ადრიანად დაწოლილიყო.

ჩამავალი მზის უკანასკნელმა სხივებმა ბორცვზე ავარდნილი მტვრის კორიანტელი

გაანათა. ამავე დროს‚ მკვეთრი‚ გაჭიანურებული სტვენაც მოისმა.

ბალთაზარი აწრიალდა.

- ისაა!

- როგორც იქნა!

ქრისტო მათ მხნე ნაბიჯით უახლოვდებოდა. ის უკვე აღარ ჰგავდა არაქათგამოცლილ

მოხუც ინდიელს. მან ერთხელ კიდევ ყოჩაღად დაუსტვინა‚ მივიდა და მიესალმა

ბალთაზარსა და ზურიტას.

- რა ჰქენი‚ გაიცანი „ზღვის ეშმაკი“? - ჰკითხა ზურიტამ.

- ჯერ არა‚ მაგრამ ის იქაა. სალვატორს „ეშმაკი“ ოთხკლიტულში ჰყავს დამალული.

მთავარი საქმე მაინც გაკეთდა. მე სალვატორის მსახური ვარ და ის მენდობა.

ავადმყოფი შვილიშვილის ამბავი კარგად გამომივიდა‚ - ქრისტომ გაიღიმა და

თვალები მაცდურად მოჭუტა‚ - როდესაც ბავშვი მორჩა‚ საქმე კინაღამ გამიფუჭა. მე

ვეხვეოდი და ვკოცნიდი‚ როგორც ეს შვილიშვილის მოყვარულ ბაბუას შეჰფერის‚ ის

ბრიყვი კი ტლინკებს ისროდა და ტირილს აღარაფერი ეკლდა, - ქრისტოს ისევ

გაეცინა.

- შვილიშვილი სად გამონახე? - შეეკითხა ზურიტა.

- შენ ფულის შოვნა მკითხე‚ თორემ გოგონების პოვნა ადვილია‚ - უპასუხა ქრისტომ‚ -

ბავშვის დედა კმაყოფილია. მისგან ქაღალდის ხუთი პესო მივიღე‚ თვითონ კი

საღსალამათი შვილი ჩაიბარა.

სალვატორისგან რომ ოქროს პესოებით სავსე საკმაოდ მძიმე ქისა მიიღო‚ ქრისტომ ეს

აღარა თქვა: რა თქმა უნდა‚ ის არც აპირებდა‚ ეს ფული ბავშვის დედისთვის გადაეცა.

- რა სასწაულებს არ ნახავს კაცი სალვატორთან. ნამდვილად სამხეცეა‚ - და ქრისტო

მოჰყვა ყველაფერს‚ რაც იქ ნახა.

Page 36: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ყველაფერი ეს ძალიან კარგია‚ - თქვა ზურიტამ სიგარის წევით‚ - მაგრამ ყველაზე

მთავარი - „ეშმაკი“ რომ არ გინახავს. ახლა რაღას აპირებ‚ ქრისტო?

- ახლა? მცირე ხნით ანდებში გასეირნებას‚ სალვატორი მხეცებზე სანადიროდ

ანდებში წასვლას აპირებს.

- ჩინებულია! - წამოიძახა ზურიტამ‚ - სალვატორის ნაკვეთი შორსაა დასახლებისგან.

მისი იქ არყოფნის დროს სალვატორის სამფლობელოს დავეცეთ და „ზღვის ეშმაკი“

გამოვიტაცოთ.

ქრისტომ უარის ნიშნად თავი გააქნია.

- აგუარები თავს წაგაცლიან და ვერც „ეშმაკს“ მიაგნებთ. თავიც რომ მხრებზე გებათ‚

მაშინაც ვერ იპოვით‚ რადგან მეც ვერ მივაკვლიე.

- მაშ‚ აი‚ რა გითხრა‚ - თქვა ზურიტამ დაფიქრების შემდეგ: - ჩავუსაფრდეთ

სალვატორს‚ როცა სანადიროდ გაემგზავრება‚ ტყვედ ჩავიგდოთ და გამოსასყიდად ის

„ზღვის ეშმაკი“ მოვთხოვოთ.

ქრისტომ მოხერხებულად ამოიღო ჯიბიდან ზურიტას სიგარა.

- მადლობა მომიხსენებია. ჩასაფრება სჯობს‚ მაგრამ ერთია... სალვატორი

მოგვატყუებს. შეგვპირდება გამოსასყიდს და აღარ მოგვცემს. ეს ესპანელები... -

ქრისტომ ჩაახველა.

- მაშ რაღას გვირჩევ? - უკვე გაჯავრებით ჰკითხა ზურიტამ.

- მოთმინება იქონიე‚ ზურიტა‚ სალვატორი მე მენდობა, მაგრამ ეს ნდობა მეოთხე

გალავნამდეა მხოლოდ. საჭიროა‚ ექიმმა ისევე დამიჯეროს‚ როგორც საკუთარ თავს

უჯერებს და მხოლოდ მაშინ მაჩვენებს „ეშმაკს“.

- მერე?

- ჰოდა‚ ასე. სალვატორს თავს დაესხმიან ავაზაკები‚ - და ქრისტომ ზურიტას მკერდში

თითი აძგერა‚ - მე კი‚ - მკერდზე დაიკრა ხელი‚ - პატიოსანი არაუკანელი‚ მას

გადავარჩენ. მაშინ ქრისტოსთვის სალვატორის სასახლეში საიდუმლო აღარ

იარსებებს‚ - „და ჩემი ქისაც აივსება ოქროს პესოებით“‚ - გაივლო გუნებაში.

- არა უშავს‚ ცუდად არ არის მოფიქრებული.

ისინი შეთანხმდნენ‚ რა გზით წაიყვანდა ქრისტო სალვატორს.

- წასვლის წინადღეს გალავნიდან წითელ ქვას გადმოგიგდებთ და მზად იყავით...

მიუხედავად იმისა‚ რომ თავდასხმის გეგმა საფუძვლიანად იყო მოფიქრებული‚

ერთმა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ საქმე კინაღამ ჩაშალა.

Page 37: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზურიტამ და ბალთაზარმა ათი თავზეხელაღებული კაცი მოძებნეს. გაუჩოს[8]

კოსტიუმებში ჩაცმულ-შეიარაღებულები ისინი ცხენებზე ისხდნენ და მსხვერპლს

დასახლებული ადგილიდან მოშორებით‚ პამპასებში უცდიდნენ.

ბნელი ღამე იყო. მხედრები ცხენების თქარა-თქურის გაგონების მოლოდინში სმენად

იყვნენ ქცეულნი.

მაგრამ ქრისტომ არ იცოდა‚ რომ სალვატორი სანადიროდ ისე აღარ დადიოდა‚

როგორც რამდენიმე წლის წინათ.

ავაზაკებმა მოულოდნელად გაიგონეს მოტორის ხმაური‚ რომელიც სწრაფად

ახლოვდებოდა. ბორცვის მეორე მხრიდან თვალისმომჭრელად გამობრწყინდა

ფარების სინათლე. ვეებერთელა, შავმა ავტომობილმა მხედრებს გვერდზე ჩაუქროლა

და‚ სანამ ისინი მოისაზრებდნენ‚ რა მოხდა‚ გაქრა.

ზურიტა ლანძღვას მოჰყვა‚ რაზეც ბალთაზარს გაეცინა.

- ნუ ცხარობთ‚ პედრო‚ - უთხრა ინდიელმა‚ - დღისით ცხელა და ისინი ღამით

სიარულს არჩევენ. სალვატორს ორი მზე აქვს მანქანაზე. დღისით დაისვენებენ. ჩვენ

შეგვიძლია მათ ამ დროს დავეწიოთ‚ - ბალთაზარმა დეზი ჰკრა ცხენს და

ავტომობილის კვალდაკვალ გაქუსლა. მას მიჰყვნენ დანარჩენებიც.

ორი საათის მგზავრების შემდეგ ცხენოსნებმა შორს კოცონი დაინახეს.

- ისინი არიან. ჩანს‚ რაღაც შეემთხვათ. გაჩერდით. მე ხოხვით მივალ და ყველაფერს

გავიგებ. თქვენ აქ დამელოდეთ.

ბალთაზარი ცხენიდან ჩამოხტა და მიწაზე გველხოკერასავით გასრიალდა.

ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა.

- მანქანა გაფუჭებიათ და იმას უტრიალებენ. ქრისტო სადარაჯოზეა‚ უნდა ვიჩქაროთ.

დანარჩენი ძალიან სწრაფად მოხდა. ავაზაკები თავს დაესხნენ და სალვატორი ჯერ

კიდევ გონს ვერ მოსულიყო‚ რომ მას‚ ქრისტოსა და სამ ზანგს ხელფეხი შეუკრეს.

ერთმა დაქირავებულმა ავაზაკთაგანმა‚ ბრბოს მეთაურმა (ზურიტა არ ჩანდა)‚

სალვატორს ძალიან დიდი გამოსასყიდი მოსთხოვა.

- გადავიხდი‚ ოღონდ გამათავისუფლეთ‚ - უპასუხა სალვატორმა.

- ეს შენი ფასი‚ მაგრამ შენი სამი თანამგზავრის გამოსყიდვაშიც ამდენივე უნდა

გადაიხადო‚ - როდი დაიბნა ავაზაკი.

- ერთბაშად ასეთი თანხის გადახდა არ შემიძლია‚ - ფიქრის შემდეგ უპასუხა

სალვატორმა.

Page 38: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- მაშინ სიკვდილი მაგას! - დაიღრიალეს ავაზაკებმა.

- თუ ამ პირობებს არ მიიღებთ‚ გარიჟრაჟზე მოგკლავთ და ის იქნება‚ - უთხრა

ავაზაკმა.

სალვატორმა მხრები აიჩეჩა:

- ასეთი თანხა თან არ მაქვს.

სალვატორის სიმშვიდემ ავაზაკიც კი გააკვირვა.

თავდამსხმელებმა გათოკილები მანქანის უკან დაყარეს და მერე იქაურობა

გადააქოთეს. მხოლოდ კოლექციებისთვის წამოღებული სპირტი იპოვეს. ავაზაკებმა

უმალვე შესვეს და მთვრალები მიწაზე დაეყარნენ.

გათენებას ცოტაღა აკლდა‚ რომ სალვატორთან ვიღაც მიხოხდა.

- ეს მე ვარ‚ - ჩუმად უთხრა‚ - როგორც იქნა‚ ღვედი შემოვიხსენი. მივეპარე თოფიან

ავაზაკს და მოვკალი. დანარჩენები მთვრალები ყრიან‚ მძღოლმაც მანქანა შეაკეთა.

უნდა ვიჩქაროთ.

ყველანი საჩქაროდ ჩასხდნენ ავტომობილში. მძღოლმა მოტორი აამუშავა. მანქანა

დაიძრა და მერე გაქანდა.

უკნიდან ყვირილი და უწესრიგო სროლა მოისმა. სალვატორმა ხელი მაგრად

ჩამოართვა ქრისტოს.

ზურიტამ მხოლოდ სალვატორის გაქცევის შემდეგ შეიტყო იმ თავისი ავაზაკებისგან‚

რომ სალვატორი თანახმა იყო გამოსასყიდის გაღებაზე. „იქნებ მიჯობდა‚ - ფიქრობდა

ზურიტა‚ - გამოსასყიდი ამეღო‚ ვიდრე იმ „ზღვის ეშმაკის“ მოტაცება ვცადო. ამ

„ეშმაკზე“ სიმართლე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული‚ არავინ იცის‚ რას

წარმოადგენს“. მაგრამ სარფიანი შემთხვევა ხელიდან იყო გაშვებული და ახლა ისღა

დარჩენოდა‚ ეცადა‚ ქრისტო რას შემოუთვლიდა.

ადამიანი ამფიბია

ქრისტოს იმედი ჰქონდა‚ რომ სალვატორი მივიდოდა და ეტყოდა: ქრისტო‚ შენ მე

სიცოცხლე შემინარჩუნე‚ ჩემს სამფლობელოში შენთვის ახლა არანაირი საიდუმლო

აღარ არსებობს. წამო‚ „ზღვის ეშმაკს“ გაჩვენებო.

მაგრამ სალვატორი ამას არ აპირებდა. გადარჩენისთვის ქრისტო გულუხვად

დააჯილდოვა და თავის სამეცნიერო მუშაობაში ყელამდე ჩაეფლო.

ქრისტომაც დრო არ დაკარგა და მეოთხე გალავნისა და ფარული კარის შესწავლა

დაიწყო. დიდხანს ვერაფერი გაიგო‚ მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა საიდუმლოს

Page 39: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ამოხსნა. ერთხელ‚ როდესაც ამ კარის გაღებას ცდილობდა‚ რაღაც პაწია შვერილს

ხელი დააჭირა. კარი მორჩილად გაიღო. ის მძიმე იყო და ისე სქელი‚ როგორც უწვავი

კარადის საგდული. ქრისტო სწრაფად შეძვრა კარში‚ რომელიც უცებ ჯახუნით

დაიხურა. ამან ცოტა შეაფიქრიანა ქრისტო. ის ათვალიერებდა კარს‚ თითს აჭერდა

რაღაც შვერილებს‚ მაგრამ კარი მაინც არ იღებოდა.

- მე თვითონ ჩავიგდე თავი ხაფანგში‚ - ჩაილუღლუღა ქრისტომ.

მაგრამ რა უნდა ექნა? ისღა დარჩენოდა‚ სალვატორის ეს უკანასკნელი‚ უცნობი ბაღი

დაეთვალიერებინა.

ქრისტო ხშირი, მცენარეულობით დაბურულ ბაღში აღმოჩნდა, რომელიც

ხელოვნური კლდით გარსშემოვლებულ პატარა ქვაბულს წარმოადგენდა. არა

მხოლოდ ტალღების ხმაური‚ ნაპირზე შემოყრილი კენჭების ჩხრიალიც ისმოდა.

აქ იყო ხეები და ბუჩქები‚ რომელთაც ჩვეულებრივ ტენიანი მიწა უყვართ. დიდ,

ჩრდილოვან ხეებს შორის‚ მზის სხივებისგან ბაღს ასე კარგად რომ იცავდა‚ წყაროები

მორაკრაკებდა. შადრევნები ჰაერს საკმაოდ აგრილებდა. აქ ისეთივე ნესტი იყო‚

როგორც მისისიპის დაბალ ნაპირებზე იცის ხოლმე. შუა ბაღში კი

ბრტყელსახურავიანი‚ პატარა ქვის სახლი იდგა. კედლები მთლად სუროთი იყო

დაფარული. ფანჯრებზე მწვანე დარაბები ჩამოეშვათ. სახლში არავინ არ უნდა

ყოფილიყო.

ქრისტო ბაღის ბოლომდე მივიდა. გალავანთან‚ რომელიც იმ კარმიდამოს ზღვის

ყურესგან ჰყოფდა‚ ხეებით მჭიდროდ შემორაგული დიდი, კვადრატული აუზი იყო.

ამ აუზს არანაკლებ ხუთასი კვადრატული მეტრი ფართობი ეკავა‚ ხოლო სიღრმე

ხუთი მეტრი თუ იქნებოდა.

ქრისტოს მოახლოებაზე ბაღნარიდან რაღაც არსება შეშინებული გამოქანდა და

დგაფუნით აუზში ჩავარდა. ქრისტო შეშფოთებული შედგა. ის არის‚ „ზღვის ეშმაკი“!

ბოლოს და ბოლოს‚ ქრისტო ნახავს მას.

ინდიელი აუზთან მივიდა და გამჭვირვალე წყალში ჩაი-ხედა. აუზის ფსკერზე‚ ქვის

ფილებზე‚ უზარმაზარი მაიმუნი იჯდა და ქრისტოს წყლიდან შიშითა და

ცნობისმოყვარეობით შემოსცქეროდა. ქრისტო გაკვირვებისგან გონს ვერ მოსულიყო -

მაიმუნი წყალში სუნთქავდა. მისი ფერდები ადი-ჩადიოდა.

გაოცებამ რომ გაუარა‚ ქრისტოს უნებურად გაეცინა: „ზღვის ეშმაკი“‚ მეთევზეებს

თავზარს რომ სცემდა‚ ერთი წყალხმელეთის მკვიდრი მაიმუნი აღმოჩნდა. „რა არ

ხდება ქვეყანაზე“‚ - გაიფიქრა მოხუცმა ინდიელმა.

ქრისტო კმაყოფილი იყო‚ რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდა‚ მაგრამ ახლა‚

ცოტა არ იყოს‚ იმედიც გაუცრუვდა. მაიმუნი სრულიადაც არ ჰგავს იმ საშინელ

ურჩხულს‚ მნახველები რომ აღწერდნენ. რას არ წარმოიდგენს შეშინებული კაცი!

Page 40: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚
Page 41: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

სალვატორი შედგა და კედელზე ხელი მოაფათურა. აი‚ ჩამრთველიც გატკაცუნდა და

იქაურობას კაშკაშა სინათლე მოეფინა. ისინი სტალაქტიტურ მღვიმეში‚ პირში

რგოლგაჩრილ ლომისთავიან ბრინჯაოს კარის წინ იდგნენ. სალვატორმა ერთი

რგოლი მოსწია. მძიმე კარი ნელა გაიღო და ისინი ბნელ დარბაზში შევიდნენ.

ჩამრთველი ისევ გატკაცუნდა და მინის მქრქალმა ბურთმა ვრცელი გამოქვაბული

გაანათა. ამ გამოქვაბულის ერთი კედელი მთლად მინის იყო. სალვატორმა შუქი

გადართო და გამოქვაბული ისევ სიბნელემ მოიცვა. მინის იქითა მხარე კი ამ დროს

მძლავრმა პროჟექტორმა გაანათა. ეს უზარმაზარი აკვარიუმი‚ უფრო სწორად რომ

ვთქვათ‚ ზღვის ფსკერში ჩადგმული მინის სახლი იყო. წყალმცენარეები და მარჯნის

ბუჩქები მიწიდან ამოშვერილიყვნენ და შიგ თევზები დაცქრიალებდნენ. უცებ

ქრისტომ თვალი მოჰკრა‚ რომ შამბნარიდან ადამიანისებური რაღაც არსება გამოვიდა.

ამ არსებას დიდი, გამობერილი თვალები და ბაყაყის თათები ჰქონდა. უცნობის

სხეული მოლურჯო-მოვერცხლისფრო ქერცლით ელვარებდა და აქეთ-იქით მარჯვედ

დასრიალებდა. აი‚ მინის კედელთან მოცურდა და სალვატორს თავი დაუკრა. მერე

მინის საკანში შევიდა და კარი გაიხურა. წყალი საკნიდან იქით სწრაფად გადაიღვარა.

ამ მართლაც რაღაც უცნობმა ქმნილებამ მეორე კარი გამოაღო და გამოქვაბულში

შემოვიდა.

- მოიხსენი სათვალე და ხელთათმანები‚ - უთხრა სალვატორმა.

უცნობმა მორჩილად მოიხსნა სათვალე და ხელთათმანები. ქრისტოს წინ ლამაზი

ახალგაზრდა კაცი იდგა.

- გაიცანით, იხტიანდრი‚ ადამიანი-თევზი‚ ან უკეთ რომ ვთქვათ‚ ამფიბია‚ იგივე

„ზღვის ეშმაკი“‚ - წარუდგინა ინდიელს ვაჟი სალვატორმა.

ვაჟმა ინდიელს ხელი თავაზიანი ღიმილით გაუწოდა და ესპანურად უთხრა:

- გამარჯობა!

ქრისტომ გამოწვდილი ხელი ჩამოართვა. იგი ისე იყო განცვიფრებული‚ რომ ენა

მუცელში ჩაუვარდა.

- იხტიანდრის მსახური ზანგი ავად გახდა‚ - განაგრძო სალვატორმა‚ - რამდენიმე

დღით იხტიანდრთან შენ დაგტოვებ. და, თუ საქმეს თავს გაართმევ‚ მის მუდმივ

მოსამსახურედ დაგაყენებ.

ქრისტომ სალვატორს თავი უსიტყოდ დაუკრა.

იხტიანდრის დღე

ჯერ ღამეა‚ მაგრამ‚ აი‚ საცაა ინათებს კიდეც.

Page 42: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

თბილი და ტენიანი ჰაერი მაგნოლიების‚ რეზედებისა და ტუბეროზების საამო

სუნითაა გაჟღენთილი. არც ერთი ფოთოლი არ ირხევა. სიჩუმეა. იხტიანდრი ბაღის

ქვიშანაყარ ბილიკზე მიდის. ქამარზე თანაბრად ირხევა ხანჯალი‚ სათვალე‚

ხელთათმანები და ფეხთათმანები‚ რომელთაც ქრისტო „ბაყაყის თითებს“ ეძახის.

ფეხქვეშ მხოლოდ ნიჟარებიანი ქვიშა ტკაცუნობს. ბილიკი ძლივს მოჩანს. ბუჩქები და

ხეები შავ‚ უსახო ლაქებად შემოჰხვევია მას. წყალსატევებიდან ჯანღი ამოდის.

იხტიანდრი ხანდახან ტოტს თუ წამოედება და მის თმასა და გახურებულ ლოყებს

ცვარი ეპკურება.

ბილიკი მკვეთრად უხვევს მარჯვნივ და მერე ქვემოთ მიექანება. ჰაერი სულ უფრო

გრილი და ტენიანი ხდება. იხტიანდრი ფეხქვეშ ქვის ფილებს გრძნობს და ნაბიჯს

უკლებს. ბოლოს ჩერდება. აუჩქარებლად იკეთებს სქელშუშებიან სათვალეს‚

ხელთათმანებსა და ფეხთათმანებს იცვამს. ფილტვებიდან ჰაერს ამოისუნთქავს და

აუზში ხტება. წყალი საამოდ აგრილებს ტანს‚ სიცივე ლაყუჩებამდე ატანს. ლაყუჩების

ხვრელები რიტმულ მოძრაობას იწყებენ და‚ აი‚ ადამიანი თევზად იქცა.

ხელის რამდენიმე მოქნევა და იხტიანდრი აუზის ფსკერზეა.

ყმაწვილი თავისუფლად ცურავს უკუნ სიბნელეში. ხელს გაიშვერს და ქვის კედელში

დატანებულ რკინის გამირს იპოვის. იქვეა მეორე‚ მესამე გამირიც... ასე აღწევს ის

ყელამდე წყლით სავსე გვირაბამდე. შემხვედრ ცივ მდინარებას არას დაგიდევთ‚

ფსკერზე მიაბიჯებს. ფსკერიდან ზევით ამოყვინთავს და თითქოს თბილ აბაზანაში

ეხვევა. ბაღის აუზებში გამთბარი წყალი გვირაბს აღმა მიემართება და ღია ზღვას

ერთვის. ახლა იხტიანდრს შეუძლია წყლის მიმართულებით იცუროს. ხელებს

ჯვარედინად იწყობს მკერდზე‚ ზურგზე წვება და თავით წინ მიცურავს.

გვირაბის ბოლო ახლოა. იქ‚ სწორედ ოკეანეში გასასვლელთან‚ ქვევით‚ კლდის

ნაპრალიდან ძლიერი წნევით ცხელი წყარო გადმოსჩქეფს. მის ნაკადებში ჩაძირული

კენჭები და ნიჟარები შრიალებენ.

იხტიანდრი მუცელზე წვება და წინ იყურება. ბნელა. ხელს წინ იშვერს. წყალი ოდნავ

გრილდება. ხელისგულები რკინის გისოსს ეხება. გისოსის რიკულები რბილი და

ლიპი ზღვის მცენარეულობითა და ხორკლიანი ნიჟარებითაა დაფარული. ყმაწვილი

გისოსს მოეჭიდება. რთულ გამომრთველს იპოვის და ხსნის. მძიმე, მრგვალი,

გისოსიანი კარი ნელ-ნელა იღება. იხტიანდრი სწრაფად მიძვრება ხვრელში და

გისოსის კარი ხმაურით იხურება.

ადამიანი-ამფიბია წყალს ხელ-ფეხის მოსმით ჭრის და ოკეანისკენ მიემართება.

წყალში ჯერ კიდევ ბნელა. შავ სიღრმეში მხოლოდ აქა-იქ ციმციმებენ ბნელმაშუქთა

მოცისფრო ნაპერწკლები და ვარდისფერი მედუზები. მაგრამ მალე ინათებს და ეს

მანათობელი ცხოველები ერთიმეორის მიყოლებით ჩააქრობენ თავის პაწია ფარნებს.

Page 43: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

იხტიანდრი ლაყუჩებში ათასობით წვრილ ჩხვლეტას გრძნობს და სუნთქვა თანდათან

უმძიმს. ალბათ კლდოვანი კონცხი გაიარა. კონცხს იქით ზღვის წყალი აყალო მიწით

არის ამღვრეული‚ სილითა და სხვადასხვა ნაყარნუყარით გაჭუჭყიანებული. წყალიც

მომტნაროა‚ რადგან მახლობლად ოკეანეს მდინარე ერთვის.

„საკვირველია‚ როგორ შეუძლიათ ამ მდინარის თევზებს მღვრიე‚ მტკნარ წყალში

ცხოვრება‚ - ფიქრობს იხტიანდრი‚ - ალბათ მათი ლაყუჩები სილასა და შლამს კარგად

იტანს“.

იხტიანდრი ცოტათი მაღლა იწევს‚ მკვეთრად შემობრუნდება მარჯვნივ‚

სამხრეთისკენ‚ - შემდეგ სიღრმეში ეშვება. იქ წყალი უფრო სუფთაა. იხტიანდრი ცივ‚

წყალქვეშა დინებაში ხვდება‚ რომელიც ნაპირის გასწვრივ სამხრეთიდან

ჩრდილოეთისკენ მდინარე პარანის შესართავამდე მიედინება. ეს უკანასკნელი კი ცივ

დინებას აღმოსავლეთისკენ უზამს პირს და დიდ სიღრმეში გადის‚ სადაც მისი ზედა

ზღვარი ზედაპირიდან თხუთმეტ-ოც მეტრზე იმყოფება. ახლა იხტიანდრს შეუძლია

ისევ დანებდეს დინებას‚ რომელიც მას შორს‚ ღია ოკეანეში შეაცურებს.

ცოტა წათვლემაც შეიძლება. არანაირი საშიშროება მას აქ არ ელის. ჯერ ისევ ბნელა და

ზღვის მტაცებლებს სძინავთ. მზის ამოსვლის წინ ძალიან სასიამოვნოა თვლემა. კანი

გრძნობს‚ როგორ იცვლება წყლის ტემპერატურა წყალქვეშა დინებაში.

აგერ ყურთასმენამდე აღწევს ყრუ‚ მოჩხრიალე ხმა. მას მოჰყვება მეორე‚ მესამე. ეს

ღუზის ჯაჭვებია‚ რომ ჩხრიალებენ. ყურეში‚ იხტიანდრისგან რამდენიმე

კილომეტრის დაშორებით მეთევზეთა ორანძიანი ნავები წყლიდან ღუზებს იღებენ.

მოახლოვდა განთიადიც. შორიდან თანაბარი გრგვინვა მოისმის. ეს დიდი

ინგლისური საოკეანო გემის „გოროკსის“ ხრახნია და მოტორი გრგვინავს. ეს გემი

ბუენოს-აირესსა და ლივერპულს შორის მიმოდის. „გოროკსი“ აქედან ორმოც

კილომეტრზეა და ნახე‚ მისი ხმაური როგორ ისმის! ზღვის წყალში ბგერა წამში ათას

ხუთას მეტრს გადის. რა ლამაზია „გოროკსი“ ღამით! მაგრამ ეს რომ ნახო‚ საჭიროა‚

საღამოთივე შორს‚ ღია ზღვაში გაცურო. ბუენოს-აირესში „გოროკსი“ მზის

ამოსვლისას მოდის ხოლმე. მაშინ კი ის განათებული აღარაა. არა‚ არც ძილის დროა.

„გოროკსის“ ხრახნებისა და მოტორის გუგუნი‚ მისი კორპუსის რხევა‚

ილუმინატორებისა და პროჟექტორების შუქი ოკეანის ბინადართ აღვიძებს.

„გოროკსის“ მოახლოება პირველად დელფინებმა იგრძნეს და ცურვა-ყვინთვით

მსუბუქი ღელვა გამოიწვიეს‚ რამაც იხტიანდრს ყურები დააცქვეტინა. იფიქრა‚

დელფინები ალბათ გემის შესახვედრად გაქანდნენო.

* * *

სხვადასხვა მხრიდან მოისმის გემების მოტორების ხმაური. ნავსადგური და ზღვის

ყურე იღვიძებს. იხტიანდრი თვალს ახელს‚ თავს ისე იქნევს‚ თითქოს თვლემა უნდა

Page 44: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მოიშოროსო. მკლავების ქნევითა და ფეხების უკუბიძგით ზღვის ზედაპირზე

ამოტივტივდა.

ფრთხილად ამოყო წყლიდან თავი. მიმოიხედა. ახლოს არც ნავები იყო და არც

კარჭაპები. წელამდე ამოიწია და ფეხების წყნარი შენაცვლებით თავი შეიმაგრა.

ოკეანეზე თევზიყლაპიები და თოლიები ფრენენ. ხან მკერდით‚ ან ფრთის ბოლოთი

ზღვის სარკისებრ ზედაპირს ეხებიან და წრეს ხაზავენ. ეს წრეები მერე ნელ-ნელა

იშლება. თეთრი თოლიების კივილი ბავშვის ტირილს წააგავს. ვეებერთელა ფრთების

სტვენითა და ქარის ქროლვით იხტიანდრს უზარმაზარი‚ თოვლივით თეთრი

ქარიშხალა ალბატოროსი გრიგალივით თავს გადაევლო. ფრთები შავი აქვს‚ ნისკარტი

წითელი‚ ყვითელი კაუჭით‚ თათები კი - ნარინჯისფერი. ის ზღვის ყურესკენ

მიემართება. იხტიანდრმა ერთგვარი შურით გააყოლა თვალი. ფრენის დროს

ფრინველის გაშლილი თალხი ფრთები ოთხ მეტრზე ნაკლები არ იქნება. აი‚ ასეთი

ფრთები რომ მისცა!

დასავლეთში ღამე შორეულ მთებს მიღმა მიიმალა. აღმოსავლეთი ვარდისფრად

შეიღება. ოკეანის გლუვ ზედაპირზე ოდნავ შესამჩნევი‚ მშვიდი ფრთონა ატყდა და

ზედ ოქროს ჭავლები აკიაფდა. თოლიებიც ამომავალი მზისგან ვარდისფრად

იღებებიან.

წყლის ზედაპირზე აქა-იქ ჭრელი‚ ცისფერი და ლურჯი ბილიკები დაიკლაკნა. ეს

ქარის პირველი ქროლვის ნიშანი იყო. ლურჯი ბილიკები უფრო და უფრო გახშირდა.

ქარი გაძლიერდა. სილიან ნაპირზე უკვე გაჩნდა ზვირთცემის პირველი‚ თეთრ-

მოყვითალო ენები. ნაპირთან წყალი გამწვანდა.

მეთევზეთა ორანძიანი ხომალდების მთელი ქარავანი ახლოვდება. მამამ უბრძანა‚

ხალხს თვალით ნუ დაენახვებიო. იხტიანდრმა უფრო ღრმად ჩაყვინთა წყალში. აი‚

ცივი დინებაც იპოვა. ამ მდინარებამ კიდევ უფრო შორს გაიტაცა აღმოსავლეთით‚ ღია

ოკეანეში. ირგვლივ ზღვის სიღრმის ლურჯ-ლილისფერი სიბნელეა.

სადღაც ზემოდან რაკრაკი მოისმის. ეს სამხედრო ჰიდროპლანია‚ რომელმაც წყლის

ზედაპირს ახლო გადაუფრინა.

ერთხელ ასეთი ჰიდროპლანი წყალზე დაჯდა. იხტიანდრი შეუმჩნევლად ჩაებღუჯა

ჰიდროპლანის ტივტივის საყრდენს და... კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა.

ჰიდროპლანი წყალს მოსწყდა და იხტიანდრმა ათი მეტის სიმაღლიდან ისკუპა.

* * *

იხტიანდრი თავს მაღლა სწევს. მზის სინათლე თითქმის ზედ მის თავზემოთაა.

შუადღე ახლოვდება. წყლის ზედაპირი უკვე აღარა ჰგავს სარკეს‚ რომელიც ირეკლავს

მეჩეჩის ქვებს‚ მსხვილ თევზებსა და თვით იხტიანდრსაც კი. ახლა სარკე გამრუდდა‚

გაიზნიქა და განუწყვეტელ მოძრაობაშია.

Page 45: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

იხტიანდრმა ამოცურა. ტალღები აქანავებენ. აი‚ მან წყლიდან ამოიხედა და ტალღის

ქოჩორს აჰყვა. მერე დაეშვა და ისევ აჰყვა. ეჰე‚ რა ხდება ირგვლივ! ნაპირთან წყალი

მოყვითალო-მწვანე გახდა. უბერავს სამხრეთ-დასავლეთის ქარი. ტალღები იზრდება.

მათ ქოჩრებზე თეთრი ლაქები ბრწყინავს. შხეფები იხტიანდრს ხვდება და ეს მას

კიდევაც სიამოვნებს.

„რატომაა‚ - ფიქრობს იხტიანდრი‚ - თუ ტალღების შემხვედრად ცურავ‚ მუქლურჯად

გეჩვენება‚ მოიხედავ უკან და - ეს ფერები ქრება“.

ტალღებს გრძელფარფლიანი მფრინავი თევზების გუნდები სწყდება. ხან მაღლა

აიწევენ‚ ხან ქვევით ეშვებიან. ტალღების ქოჩორს გადალახავენ‚ ასიოდე მეტრს

გაიფრენენ და დაეშვებიან; ერთი-ორი წუთის შემდეგ კი წყლიდან ისევ ამოხტებიან.

წკრიალებენ‚ კვნესიან თეთრი თოლიები. განიერი ფრთებით ჰაერს ჭრიან ყველაზე

ფეხმარდი ფრინველები - ფრეგატები. მათ ვეება მოკაუჭებული ნისკარტი და ბასრი

ბრჭყალები აქვთ. მუქყავისფერ ბუმბულიანებსა და მომწვანო-ლითონისფერ

ფრეგატებს ჩიჩახვი ნარინჯისფერი აქვთ. ეს მამალია. შორიახლოს კი მეორე ფრეგატი‚

უფრო ღია ფერისა და თეთრმკერდიანი - დედალია. აი‚ ის ქვასავით ეშვება წყალში.

წუთიც და მის მრუდე ნისკარტში მოვერცხლისფრო თევზი ფართხალებს. გრიგალა

ალბატროსებიც დაფრინავენ. ქარიშხალია მოსალოდნელი.

საავდრო ღრუბლის შესაგებებლად ახლა ალბათ უკვე მიქრის შესანიშნავი გულადი

ფრინველი - პალამედეა. ის ყოველთვის სიმღერით ხვდება ჭექა-ქუხილს.

სამაგიეროდ‚ მეთევზეთა ორანძიანი ხომალდები და ორჩხომელები მიიჩქარიან

ნაპირისკენ‚ მოახლოებულ ქარიშხალს თავს არიდებენ.

ირგვლივ მომწვანო ბინდი ჩამოწვა‚ მაგრამ წყლის სისქეში კიდევ შეიძლება გარჩევა‚

სად იმყოფება მზე - დიდი, ნათელი ლაქა. ეს საკმარისია‚ რომ მიმართულება

განისაზღვროს. სანამ ღრუბელი მზეს დაფარავს‚ მეჩეჩამდე უნდა მიასწროს‚ თორემ

უჭმელი დარჩება. დიდი ხანია‚ რაც მოშივდა. სიბნელეში ვერ იპოვი ვერც ერთ მეჩეჩს

და ვერც წყალქვეშა კლდეს. იხტიანდრი სწრაფად უსვამს ხელ-ფეხს და ისე ცურავს‚

როგორც ბაყაყი. დროდადრო ზურგზე წვება და ამოწმებს‚ თუ რა მიმართულებით

მიცურავს‚ ამოწმებს ნათელი ზოლის მიხედვით‚ წყლის სქელ ლურჯ-მომწვანო

ბინდბუნდში ძლივს რომ ჩანს. ხანდახან ყურადღებით იცქირება წინ‚ გამოჩნდა თუ

არა მეჩეჩიო. ლაყუჩებითა და კანით გრძნობს‚ როგორ იცვლება დინება. მეჩეჩის

ახლოს წყალი ისე მკვრივი როდია‚ უფრო მლაშეა და ჟანგბადიც მეტია‚ სასიამოვნო

და მსუბუქია. წყლის გემოს ენით სინჯავს‚ როგორც ეს ძველმა გამოცდილმა

მეზღვაურმა იცის. მართალია‚ მიწა ჯერ კიდევ არ დაუნახავს‚ მაგრამ მის მოახლოებას

მხოლოდ მისთვის ცნობილი ნიშნების მიხედვით მაინც კარგად გრძნობს.

მუქი ფერი თანდათან მატულობს. მარჯვნივ და მარცხნივ დიდი ხნის ნაცნობი

წყალქვეშა კლდეები თანდათან ინაკვთება. მათ შორის ერთი პატარა ტაფობია და

Page 46: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

შემდეგ კი - ქვის კედელი. ამ მყუდრო ადგილს იხტიანდრი წყალქვეშა ყურეს

უწოდებს. აქ დიდი ღელვის დროსაც სიწყნარეა.

მაინც რა ბევრ თევზს მოუყრია თავი ამ წყნარ წყალქვეშა ყურეში. ისინი

ფუთფუთებენ‚ თითქოს მოჩუხჩუხე ქვაბში იყვნენ ჩაყრილები - პატარა‚ მუქი‚

შუატანზე გარდიგარდმო შემოვლებული ყითელი ზოლით‚ ყვითელივე

ირიბზოლიანი ბოლოთი‚ წითელი‚ ცისფერი და ლურჯი თევზები. ისინი ხან უეცრად

გაქრებიან და ხან ისევ მოულოდნელად იმავე ადგილზე ჩნდებიან. ზედაპირთან

ახლოს უამრავი თევზია‚ ქვევით კი უკვე აღარ არიან‚ თითქოს მიწამ უყო პირიო.

დიდხანს ვერ მიმხვდარიყო იხტიანდრი‚ რატომ ხდებოდა ასე. სანამ ერთხელ ერთი

ტანბრტყელი და ხელისგულისოდენა თევზი არ დაიჭირა. ამიტომ იყო თევზის

ზემოდან დანახვა ძნელი.

ესეც შენი საუზმე. ციცაბო კლდის მახლობლად სწორ მოედანზე ბევრი ხამანწკაა.

იხტიანდრი მიცურდა იმ მოედანთან‚ სწორედ ნიჟარებთან წამოწვა და ჭამას შეუდგა.

ნიჟარიდან ხამანწკა ამოაქვს და პირისკენ მიაქანებს. ის ნაჩვევია წყალში ჭამას.

ლუკმას პირში ჩაიდებს და ნახევრად მოკუმული ტუჩებიდან პირში მოხვედრილ

წყალს უცებ გადმოღვრის. საჭმელთან ერთად‚ რა თქმა უნდა‚ წყალსაც ყლაპავს‚

მაგრამ ეგ არაფერი‚ მიჩვეულია ზღვის წყალს.

მის ირგვლივ ირწევიან წყალმცენარეები - ნასვრეტებით დაწინწკლული აგარის

მწვანე ფოთლები‚ მექსიკური კაულერპის ბუსუსებიანი მწვანე ტოტნარი და ნაზი,

ვარდისფერი ნიტროფილები, მაგრამ ახლა ისინი მუქი რუხი ფერისა ჩანან. წყალში

ბინდია‚ ჭექა-ქუხილი და გრიგალი კი ისევ გრძელდება. ხანდახან ყრუდ გაისმის

ქუხილი. იხტიანდრი ზევით იყურება.

ასე უცებ რატომ ჩამობნელდა? ზევით‚ სწორედ იხტიანდრის თავზე რაღაც შავი ლაქა

გამოჩნდა. რა უნდა იყოს ეს? საუზმეს სასწრაფოდ მორჩა. ახლა ზედაპირზედაც

შეიძლება ახედვა. იხტიანდრი ციცაბო კლდის გასწვრივ ცურვით ფრთხილად

მიიწევს იმ ბნელი ლაქისკენ. თურმე ნუ იტყვი‚ წყალზე ვეებერთელა ალბატოროსი

დამჯდარა. ფრინველის ნარინჯისფერი ფეხები სულ ახლოა იხტიანდრთან. ხელებს

წინ იშვერს და ფეხებში ავლებს ალბატროსს. შეშინებული ფრინველი ფრთებს შლის‚

მაღლა იწევს და იხტიანდრსაც წყლიდან მაღლა მიათრევს. მაგრამ ჰაერში

იხტიანდრის სხეული სწრაფად მძიმდება‚ ალბატროსი მასთან ერთად წყალზე ეცემა

და თავისი ფაფუკი მკერდით ჭაბუკს ფარავს. იხტიანდრმა მოასწრო‚ სანამ გრიგალა

თავის წითელ ნისკარტს თავში ჩაჰკრავდა‚ ერთი ჩაყვინთა და რამდენიმე წამის

შემდეგ ზედაპირზე სხვა ადგილას ამოცურდა. ალბატროსი აღმოსავლეთისკენ

გაფრინდა და ქარიშხალით აგორებულ მთისოდენა ტალღებს იქით მიიმალა.

იხტიანდრი პირაღმა წევს. ჭექა-ქუხილი უკვე შეწყდა და ახლა სადღაც შორს‚

აღმოსავლეთისკენ ქუხს. კოკისპირული წვიმაა. იხტიანდრი სიამოვნებისგან

თვალებს ნაბავს. ბოლოს თვალს ახელს‚ დგება და წყალში ნახევრად ჩამალული

Page 47: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

იქაურობას ათვალიერებს. ახლა დაინახა‚ რომ უმაღლესი ტალღის ქოჩორზე ყოფილა

მოქცეული. მის ირგვლივ ცა‚ ოკეანე‚ ქარი‚ ღრუბლები‚ ღვართქაფი და ტალღები -

ყველაფერი სველ‚ მბრუნავ გორგლად აწეულა და ეს გორგალი გუგუნებს‚ ხმაურობს‚

ბღავის‚ ქუხს‚ ქოჩორზე ქაფი ხუჭუჭდება და ტალღების კალთებზე ცოფმორეული

იკლაკნება. წყლის მთები სწრაფად მირბის ზევით და ძირს ზვავებად ეცემა‚ მერე ისევ

მაღლა იწევს და ზვავები‚ კოკისპირული წვიმა ხმაურობს‚ გააფთრებული ქარი

ღმუის.

ის‚ რაც შიშის ზარს ჰგვრის მიწიერს‚ იხტიანდრს‚ პირიქით‚ ახარებს. რა თქმა უნდა‚

სიფრთხილეა საჭირო‚ რომ წყლის მთა თავზე არ დაგასკდეს‚ მაგრამ იხტიანდრს

თევზებზე ნაკლებ როდი ემარჯვება ტალღებში ცურვა. ოღონდ კარგად უნდა იცოდე‚

როცა ერთი ტალღა გეწევა ზევით ან ქვევით‚ მოხედვასაც ვერ მოასწრებ‚ რომ მეორე

თავზე გადაგივლის. იხტიანდრმა ისიც იცოდა‚ თუ რა ხდებოდა ტალღების ქვეშ.

იცოდა‚ როგორ იკარგება ტალღები‚ ქარი რომ ჩადგება; კარგად იცოდა‚ როცა პატარა

ტალღები ქრება‚ მათ მოზრდილები მიჰყვება. იხტიანდრს სანაპირო ტალღების

ცემაში ყირაზე გადასვლა უყვარდა‚ მაგრამ იცოდა‚ რომ ეს სახიფათოც იყო. ერთხელ

ტალღამ მოულოდნელად გადააბრუნა‚ თავი ფსკერს დაჰკრა და გული წაუვიდა.

ჩვეულებრივი ადამიანი დაიხრჩობოდა‚ მარამ იხტიანდრმა გულწასულმაც

შეინარჩუნა წყალზე წოლის უნარი.

წვიმა შეწყდა. ჭექა-ქუხილთან ერთად‚ სადღაც აღმოსავლეთისკენ გაიტაცა წყალმა

იხტიანდრი. ქარმა მიმართულება იცვალა. აი‚ ტროპიკული ჩრდილოეთიდანაც

სითბომ მოჰბერა. აქა-იქ ღრუბლებიდან გამოატანა და ტალღებს დაეცა. სამხრეთ-

აღმოსავლეთით‚ ჯერ ისევ ბნელსა და ღრუბლიან ცაზე ორმაგი ცისარტყელა

გამოიხატა. ოკეანეს ახლა ვერ იცნობ. მოტყვიისფრო მუქი კი არა‚ ლურჯია‚ ხოლო იქ‚

სადაც მზის სხივები ეცემა‚ მწვანე ლაპლაპა ლაქები დასჩენია.

მზე! ერთ წამში ცამ და ოკეანემ‚ სანაპირომ და შორეულმა მთებმა სულ სხვა იერი

მიიღო. რა საუცხოო‚ მსუბუქი‚ გრილი ჰაერია ჭექა-ქუხილისა და ქარიშხლის შემდეგ.

იხტიანდრი ხან ფილტვებით შეისუნთქავს სუფთა‚ ჯანსაღ ზღვის ჰაერს‚ ხან

ლაყუჩებით იწყებს სუნთქვას. ადამიანებში მხოლოდ იხტიანდრმა იცის‚ რა ადვილია

სუნთქვა მას შემდეგ‚ როცა ქარიშხალი‚ ჭექა-ქუხილი‚ ქარი‚ ტალღები და წვიმა ცას

ოკეანესთან და ჰაერს წყალთან შეაერთებს‚ როცა ჟანგბადით წყალს გაჟღენთავს. მაშინ

ყველა თევზი‚ ზღვის ყველა ქმნილება გამოცოცხლდება.

ჭექა-ქუხილის და ქარიშხლის შემდეგ‚ ზღვის წყალქვეშა შამბნარის ბარდებიდან‚

კლდეების ვიწრო ნაპრალებიდან‚ ყოვლად უცნაური მარჯნებისა და ღრუბლების

ტევრიდან წვრილი თევზები გამოცურდებიან და მათ აქამდე წყლის სიღრმეში

ჩამალული მოზრდილი თევზები მიჰყვებიან. ბოლოს‚ როდესაც ღელვა მთლად

მიწყნარდება‚ ნაზი‚ სუსტი მედუზები ატივტივდებიან. გამჭვირვალე და სიფრიფანა

კიბორჩხალები‚ სიფონოფორები‚ ბიმბილები ვენერას სარტყელში აციმციმდებიან.

Page 48: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

აი, მზის სხივი ტალღას დაეცა. წყალი ირგვლივ უცებ გამწვანდა. ბრწყინავენ წვრილი

ბუშტულები‚ ქაფი შიშინებს... იხტიანდრის ახლოს ანცობენ მისი მეგობარი

დელფინები‚ რომლებიც ხშირად იხედებიან მისკენ მაცდური და ცნობისმოყვარე

თვალებით. მათი ლიპი‚ მუქი ზურგები ტალღებში ლაპლაპებენ‚ ჭყუმპალაობენ‚

ფრუტუნებენ და ერთმანეთს მისდევენ. იხტიანდრი იცინის‚ იჭერს დელფინებს‚

მათთან ერთად ისიც ცურავს და ყვინთვს. ასე ჰგონია‚ რომ ეს ოკეანე‚ ეს დელფინები‚

ეს ცა და მზე მხოლოდ მისთვისაა შექმნილი.

იხტიანდრი თავს ხანდახან მაღლა წამოსწევს‚ თვალ-მოჭუტული შესცქერის მზეს‚

რომელიც დასავლეთისკენ იხრება. საღამო ახლოვდება. დღეს შინ ადრე დაბრუნება

არ უნდა. ასე იქანავებს ზღვაში‚ სანამ ეს ლურჯი ცა არ ჩამო-ბნელდება და

ვარსკვლავებით არ მოიჭედება.

მაგრამ უქმად ყოფნა იხტიანდრს მალე ჰბეზრდება. იქვე‚ მის ახლო, ზღვის პატარა

არსებები იღუპებიან. იხტიანდრს შეუძლია ისინი იხსნას. წყალში წამოიმართება და

შორეულ ნაპირს გაჰყურებს. იქით‚ მეჩეჩისკენ‚ სილიან შლამთან, ყველაზე მეტად

იქაა საჭირო მისი დახმარება. ზვირთები იქ მძვინვარებენ.

ეს გააფთრებული ზვირთცემა ყოველი ქარიშხლის შემდეგ ნაპირზე რიყავს ხოლმე

წყალმცენარეებსა და ზღვის ბინადართა მთელ ხროვას: მედუზებს‚ კიბორჩხალებს‚

თევზებს‚ ზღვის ვარსკვლავებს და ზოგჯერ გაუფრთხილებელ დელფინებსაც.

მედუზები ძალიან სწრაფად იღუპებიან. თევზებიდან კი ზოგი აღწევს წყლამდე‚

მაგრამ ბევრი მთაგანი სულს ნაპირზე ღაფავს. ხოლო კიბორჩხალები თითქმის

ყველანი ბრუნდებიან ოკეანეში. ზოგჯერ ისინი წყლიდან თვითონ გამოდიან

ნაპირზე და ზვირთცემის მსხვერპლთ დაერევიან. იხტიანდრს უყვარს ნაპირზე

გამორიყული ზღვის ცხოველების გადარჩენა.

ქარიშხლის შემდეგ იგი საათობით დაეხეტებოდა ნაპირ-ნაპირ‚ რათა გადაერჩინა

ისინი‚ რომელთა გადარჩენა როგორმე კიდევ შეიძლებოდა. უხაროდა‚ როდესაც

ხედავდა‚ მის მიერ წყალში ჩაგდებული თევზი კუდის ხალისიანი მოქნევით რომ

გაცურავდა. დიდ ნეტარებას განიცდიდა‚ როცა მთვლემარე თევზები‚ გვერდით ან

მუცლით მცურავნი‚ ბოლოს და ბოლოს მოცოცხლდებოდნენ. ნაპირზე ნაპოვნი დიდი

თევზი ახლა იხტიანდრს წყლისკენ მიჰქონდა; თევზი ხელებში თრთოდა‚ იხტიანდრი

კი იცინოდა და თევზს ურჩევდა‚ არ შეშინებოდა და ცოტაც კიდევ მოეთმინა. ამავე

თევზს ის სიამოვნებით შეახრამუნებდა‚ თუკი ოკეანეში მშიერ კუჭზე დაიჭერდა‚

მაგრამ ეს ხომ გარდაუვალი ბოროტებაა. აქ კი‚ ნაპირზე‚ იგი ზღვის ბინადართა დიდი

მფარველი‚ მეგობარი და მხსნელი იყო.

იხტიანდრი‚ ჩვეულებრივ‚ ზღვის წყალქვეშა დინებას აყოლილი‚ როგორც

მიცურავდა ნაპირიდან‚ უკანაც ისევე ბრუნდებოდა, მაგრამ დღეს მას წყალქვეშ

დიდხანს ყოფნის სურვილი არ ჰქონდა‚ იმდენად ლამაზი იყო ეს ცა და ოკეანე.

Page 49: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ჭაბუკი ჩაყვინთავდა‚ გაცურავდა წყალქვეშ და‚ თევზებზე მონადირე ზღვის

ფრინველის მსგავსად‚ ისევ ზედაპირზე გამოჩნდებოდა.

მზის უკანასკნელი სხივები ქრება. დასავლეთით კიდევ ელავს ყვითელი ზოლი.

პირქუში ტალღები‚ მუქი ნაცრისფერი ლანდების მსგავსად‚ ერთიმეორეს მისდევენ.

გრილი ჰაერის შემდეგ წყალში ისევ თბილა! ირგვლივ სიბნელეა‚ მაგრამ ახლა სულაც

არაა საშიში. ამ დროს არავინ არავის ესხმის თავს. დღის მტაცებლებს უკვე სძინავთ‚

ღამისანი კი ჯერ სანადიროდ არ გამოსულან.

აი‚ ის‚ რაც მას ასე სჭირდება: ჩრდილოეთის დინება‚ რომე-ლიც სულ ახლოა ოკეანის

ზედაპირიდან.

დღეს მან შორს გასცურა, ჩრდილოეთისკენ. ახლა ეს თბილი დინება მას მიიყვანს

გვირაბამდე მიიყვანს. მხოლოდ ესაა‚ არ ჩასთვლიმოს და არ გასცდეს გვირაბს‚

როგორც ეს ერთხელ მოუვიდა. ხან ხელებს თავზე შემოიწყობს‚ ხან განზე გაჭიმავს‚

ფეხებს ნელა შლის და ისევ კრუნჩხავს - ვარჯიშობს. დინებას ის სამხრეთისკენ

მიჰყავს. თბილი წყალი და ხელ-ფეხის ნელი მოძრაობა დამამშვიდებლად მოქმედებს

მასზე.

იხტიანდრი მაღლა იყურება - ზემოთ თაღია‚ მთლად მოჭედილი მტვერივით

გაფანტული ვარსკვლავებით. ღამისნათურა თევზებმა აანთეს თავიანთი პატარ-

პატარა ფარნები და ოკეანის ზედაპირისკენ მიიწევენ. სიბნელეში აქა-იქ მოჩანს

მოცისფროდ და მოვარდისფროდ გაშუქებული ნისლოვანებანი, ანუ უმცირეს

მანათობელ არსებათა მჭიდრო გროვაები. ნელა მოცურავენ ბურთები‚ რომელნიც

ბაცმომწვანო სინათლეს გამოასხივებენ. იხტიანდრისგან სულ მცირე მანძილზე

მოცურავს მედუზა - ის ბაბთებიან და გრძელფოჩებიან აბაჟურს წააგავს. ყოველი

მოძრაობის დროს მის ფოჩებს თითქოს მსუბუქი ნიავი აქანავებს. მეჩეჩებზე ზღვის

ვარსკვლავები უკვე აინთო. დიდ სიღრმეში სწრაფად მოძრაობს ღამის მტაცებლების

შუქი. ისინი ერთმანეთს მისდევენ‚ ნავარდობენ‚ ქრებიან და ისევ ინთებიან.

ისევ მეჩეჩი. მარჯნის უცნაური ღერო და ცისფერი‚ ვარდისფერი‚ მწვანე და თეთრი

ცეცხლით შიგნიდან განათებული ტოტები გამოჩნდა. ზოგი მარჯანი მკრთალად

მოციმციმე შუქით ანათებს‚ ზოგიც - გავარვარებული ლითონივით.

ღამით მიწიდან ხან მთვარე და ხან მხოლოდ შორეული, პაწია ვარსკვლავები ჩანან

ცაზე‚ აქ კი ათასობით ვარსკვლავია‚ ათასი მთვარე‚ ათასობით ნაირფერი მზე‚

რომლებიც ნაზი შუქით ანათებენ. ღამე ოკეანეში გაცილებით ლამაზია‚ ვიდრე

მიწაზე.

და‚ აი‚ ერთმანეთს რომ შეადაროს ოკეანისა და დედამიწის ღამე‚ იხტიანდრი წყლის

ზედაპირზე ამოცურდა.

Page 50: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ჰაერი გათბა. თავს ვარსკვლავებით მოჭედილი‚ მუქი ლურჯი ცის თაღი დასქცერის.

ჰორიზონტზე მთვარის ვერცლისფერი დისკო ამოზიდულა‚ ხოლო მთვარიდან მთელ

ოკეანეზე ვერცხლის ბილიკი გაჭიმულა.

ნავსადგურიდან მოისმის საყვირის დაბალი‚ ხანგრძლივი გუგუნი. ეს გიგანტი

„გოროკსია“‚ რომელიც უკან გასაბრუნებლად ემზადება. ხედავ‚ რა დრო გასულა!

საცაა ინათებს. თითქმის ერთი დღე და ღამე გასულა მას შემდეგ‚ რაც იხტიანდრი

შინიდან წამოვიდა. მამა ალბათ დატუქსავს.

იხტიანდრი გვირაბისკენ მიემართება. რიკულებში ხელს შეჰყოფს‚ რკინის გისოსს

აღებს და გვირაბში ბნელით მოცული მიცურავს. მუდამ ასეა - უკან დაბრუნების

დროს ცურვა ქვევით უწევს ხოლმე‚ ზღვიდან ბაღის აუზამდე გამდინარე ცივ

დინებაში.

ბეჭში მსუბუქი ბიძგი აღვიძებს. ის აუზშია. სწრაფად იწევს მაღლა და ახლა

ფილტვებით იწყებს სუნთქვას. ყვავილების ნაცნობი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს

სუნთქავს.

რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე გულის ძილით სძინავს საწოლში. ასეთია მამის

ბრძანება.

ქალიშვილი და შავგვრემანი კაცი

ერთხელ ჭექა-ქუხილის შემდეგ იხტიანდრი ოკეანეში დაცურავდა. როცა ზედაპირზე

ამოვიდა‚ ტალღებზე რაღაც საგანი შეამჩნია. იგი მეთევზის ორანძიანი ხომალდის

თეთრი იალქნიდან მოგლეჯილ ნაფლეთს ჰგავდა. როდესაც უფრო ახლოს მიცურდა‚

სახტად დარჩა. დაინახა, რომ ეს ადამიანი იყო - ახალგაზრდა ქალი. ქალიშვილი

ფიცარზე იყო დაკრული. ნუთუ ეს ლამაზი ქალი მკვდარია? იხტიანდრი ისე

შეაშფოთა ამ ამბავმა‚ რომ პირველად აღეძრა გულში მტრული გრძნობა ოკეანისადმი.

შეიძლება‚ ქალმა ეს წუთია‚ დაკარგა გრძნობა? იხტიანდრმა ქალს უღონოდ

ჩაქინდრული თავი გაუსწორა‚ ფიცარს ჩაეჭიდა და ნაპირისკენ ცურვით წაიღო.

რაც ძალი და ღონე ჰქონდა‚ სწრაფად მიცურავდა‚ ოღონდ ხანდახან შეჩერდებოდა‚

რომ ქალს როგორმე მიშველებოდა‚ როცა მას თავი ფიცრიდან ჩამოუვარდებოდა. ის

ეჩურჩულებოდა მას‚ ეუბნებოდა‚ როგორც გასაჭირში ჩავარდნილ თევზს: ცოტა

მოითმინეო. იხტიანდრს უნდოდა‚ რომ ქალს თვალი გაეხილა‚ თუმცა ამისიც

ეშინოდა. უნდოდა ცოცხალი ენახა‚ მაგრამ აწუხებდა‚ ვაითუ ჩემი შეეშინდესო. იქნებ

სჯობია‚ სათვალე და ხელთათმანები მოიხსნას? მაგრამ ამას დრო უნდა და თანაც

უხელთათმანოდ ცურვა ძნელია.

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა საიტმა: www.ChiaturaINFO.GE

https://www.facebook.com/groups/ELLIB/

Page 51: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

აი‚ ზვირთცემის ზოლსაც მიუახლოვდა. აქ სიფრთხილე იყო საჭირო. ტალღები

თვითონ მიაქანებდნენ. იხტიანდრი ხანდახან ფსკერს ფეხით სინჯავდა‚ ბოლოს

წყალმარჩხამდე მიაღწია და ნაპირზე გაიტანა. შემდეგ ქალი ახსნა და ჩირგვნარით

დაბურული დიუნის ჩრდილში გაიტანა‚ ხელოვნური სუნთქვით მოსულიერება

დაუწყო.

იხტიანდრს მოეჩვენა‚ რომ ქალს ქუთუთოები აუთრთოლდა და წამწამები შეარხია.

მკერდზე თავი დაადო და დააყურადა. გულისცემა ოდნავ მოესმა. ცოცხალია... ლამის

სიხარულისგან დაიყვირა. ქალმა თვალები გაახილა. იხტიანდრს შეხედა და სახეზე

შიში გამოეხატა. მერე თვალები დახუჭა. იხტიანდრი გულნატკენიც იყო და

გახარებულიც. რაც უნდა იყოს‚ ქალი ხომ მაინც გადაარჩინა‚ ახლა კი უნდა გაეცალოს

იქაურობას - ფრთხილობს‚ რომ არ შეაშინოს. მაგრამ შეიძლება კი‚ ამ უმწეო ქალის

მიტოვება? სანამ ამ ფიქრში იყო‚ ვიღაცის მძიმე, ჩქარი ნაბიჯების ხმა გაიგონა.

ყოყმანი აღარ შეიძლებოდა‚ იხტიანდრი თავით გადაეშვა ზვირთებში და ჩაყვინთა.

წყალქვეშა ლოდებისკენ გასცურა‚ მერე ამოტივტივდა და კლდის ნამსხვრევებს

შორის ჩამალულ ნაპირს ჩუმად დაუწყო თვალთვალი.

დიუნებიდან ვიღაც შავგვრემანი‚ ესპანიოლიანი ულვაშა კაცი გამოვიდა‚ მან

ესპანურად ჩუმად თქვა: აი‚ ესეც‚ დიდება‚ ღვთისმშობელო მარიამ - და მისკენ

თითქმის გაიქცა. შემდეგ მოულოდნელად ოკეანისკენ შებრუნდა და წყალში

გადაეშვა. მთლიანად დასველებულმა ქალთან ისევ მიირბინა, მერე დაიხარა და...

აკოცა. რაღაცას ჩქარა და ცხარედ ელაპარაკებოდა. იხტიანდრამდე მხოლოდ

ცალკეული სიტყვები აღწევდა: გაფრთხილებდით... სიგიჟე იყო... რა კარგია‚ რომ

თქვენი ფიცარზე დაკვრა მოვიფიქრე.

ქალმა თვალი გაახილა და თავი ასწია. სახეზე შიში გამოეხატა. ეს შიში უეცრად

გაკვირვების‚ წყრომისა და უსიამოვნების გრძნობამ შეცვალა. ესპანიოლიანი კაცი

ცხარე ლაპარაკს განაგრძობდა. მერე ქალი ფეხზე წამოაყენა‚ მაგრამ ის ჯერ კიდევ

სუსტად იყო და სილაზე დაეშვა‚ მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ გაუდგნენ გზას.

სწორედ იმ ლოდებთან ჩაიარეს‚ სადაც იხტიანდრი მიმალულიყო. ქალიშვილი

სომბრეროიან კაცს მიუბრუნდა და წარბშეკვრით უთხრა:

- მაშ‚ თქვენ გადამარჩინეთ? გმადლობთ‚ ღმერთი მოგიზღავთ სამაგიეროს.

- ღმერთი კი არა‚ თქვენ უნდა მომიზღოთ სამაგიერო‚ - უთხრა შავგვრემანმა.

ქალიშვილმა ეს სიტყვები თითქოს ვერც გაიგონაო. გაჩუმდა. შემდეგ თქვა:

- მე კი მომეჩვენა‚ თითქოს ჩემთან რაღაც უცნაური არსება იყო.

- ეს‚ რა თქმა უნდა‚ მოგელანდათ‚ - უპასუხა კაცმა‚ - მაგრამ შესაძლოა‚ ეს მართლაც

ეშმაკი იყო. ალბათ მკვდარი ეგონეთ და თქვენი სულის გატაცებას აპირებდა. ლოცვა

თქვით და დამეყრდენით. როცა ჩემთან ხართ‚ ვერანაირი ეშმაკი ვერ შეგეხებათ.

Page 52: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ასე ჩაიარეს იხტიანდრის გვერდით იმ საუცხოო ქალმა და ძალზე ცუდმა

შავგვრემანმა კაცმა‚ რომელმაც ქალი დაარწმუნა‚ მე გადაგარჩინეო. იხტიანდრს ხომ

არ შეეძლო მისი ტყუილში დაჭერა‚ მაგრამ დაე‚ როგორც სურთ‚ ისე მოიქცნენ‚ -

იხტიანდრმა ხომ თავისი საქმე გააკეთა.

ქალი და მისი თანამგზავრი დიუნებს მიღმა გაუჩინარდნენ‚ იხტიანდრი კი ისევ

მათკენ იცქირებოდა. შემდეგ ოკეანისკენ იბრუნა პირი. რა ვეება და უდაბურია ეს

ოკეანე!

ზვირთცემამ სილაზე ლურჯი‚ ვერცლისფერმუცლიანი თევზი გამოაგდო.

იხტიანდრმა მიმოიხედა‚ - არავინ იყო‚ საფარიდან ერთბაშად გამოიჭრა‚ თევზს ხელი

სტაცა და ისევ ზღვაში გადაისროლა‚ თევზმა გაცურა‚ მაგრამ იხტიანდრს გულს

რატომღაც სევდა შემოაწვა. ამ უდაბურ სანაპიროზე წინ და უკან დაეხეტებოდა‚

აკრეფილი თევზები და ზღვის ვარსკვლავები წყლისკენ მიჰქონდა. ამ საქმემ

თანდათან ისე გაიტაცა‚ რომ ისევ კარგ გუნებაზე დააყენა. ასე იწვალა საღამომდე‚

მხოლოდ ხანდახან თუ ჩაეშვებოდა წყალში‚ როდესაც სანაპირო ქარი ლაყუჩებს

დასწვავდა და გაუშრობდა.

იხტიანდრის მსახური

სალვატორმა გადაწყვიტა‚ ქრისტო‚ რომელიც ჩინებულად ემსახურებოდა

იხტიანდრს‚ მთებში არ წაეყვანა. ამან ძალზე გაახარა ინდიელი. სალვატორის

არყოფნის დროს ბალთაზარის ნახვას უფრო თავისუფლად მოახერხებდა. ქრისტომ

უკვე მოასწრო ბალთაზარისთვის შეეტყობინებინა‚ რომ მან ნახა „ზღვის ეშმაკი“ და

ახლა მხოლოდ ის უნდა მოესაზრებინათ‚ როგორ მოეტაცათ იგი.

ქრისტო ახლა სუროში გახვეულ თეთრ სახლში ცხოვრობდა და ხშირად ხვდებოდა

იხტიანდრს. ისინი მალევე დამეგობრდნენ. ადამიანებთან ურთიერთობას

მოკლებული იხტიანდრი შეეთვისა მოხუც ინდიელს‚ რომელიც მას მიწაზე

ცხოვრების ამბებს მოუთხრობდა. იხტიანდრმა კი ზღვის ყველა ასავალ-დასავალი

ცნობილ სწავლულებზე უკეთ იცოდა და ქრისტოს წყალქვეშეთის საიდუმლოებებს

უმხელდა. იხტიანდრმა საკმაოდ კარგად იცოდა გეოგრაფია. მისთვის ცნობილი იყო

ოკეანეები‚ ზღვები და უდიდესი მდინარეები; ცოტაოდენი წარმოდგენა ჰქონდა

ასტრონომიაზე‚ ნაოსნობაზე‚ ფიზიკაზე‚ ბოტანიკაზე და აგრეთვე‚ ზოოლოგიაზე.

ადამიანს კი ცუდად‚ ძალიან ცუდად იცნობდა. იცოდა ზოგი რამ დედამიწის

მოსახლეობის შესახებ. ხალხთა ისტორიაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა;

ადამიანთა შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე კი მისი ცოდნა

ხუთი წლის ბავშვის ცოდნას არ აღემატებოდა.

დღისით‚ როდესაც დაცხებოდა‚ იხტიანდრი მიწისქვეშა მღვიმეში ჩაეშვებოდა და

ცურვით სადღაც იკარგებოდა. თავის თეთრ სახლში მხოლოდ აგრილების შემდეგ

Page 53: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მოდიოდა და დილამდე რჩებოდა. მაგრამ, თუ წვიმდა‚ ან ზღაზე ღელვა ატყდებოდა‚

მაშინ მთელ დღეს შინ ატარებდა. ნესტიან ამინდში ის ხმელეთზე თავს არც ისე

ცუდად გრძნობდა.

სახლი დიდი არ იყო. სულ ოთხი ოთახისგან შედგებოდა. ერთი ოთახი

სამზარეულოსთან‚ ქრისტოს ეკუთვნოდა. გვერდით სასადილო და მის შემდეგ -

დიდი ბიბლიოთეკა იყო. იხტიანდრმა ესპანური და ინგლისური ენები კარგად

იცოდა. ბოლოს‚ უკანასკნელ‚ ყველაზე დიდ ოთახში‚ იხტიანდრის საწოლი იდგა.

ოთახის შუაგულში აუზი იყო‚ საწოლი კი კედელთან მიედგათ. იხტიანდრს საწოლზე

ეძინა‚ მაგრამ აუზში წოლა ერჩივნა. სალვატორმა გამგზავრების წინ ქრისტოს

უბრძანა‚ ყურადღება მიექცია‚ რომ იხტიანდრს კვირაში სამ დღეს მაინც ჩვეულებრივ

საწოლზე სძინებოდა. საღამოობით ქრისტო იხტიანდრთან მიდიოდა და‚ თუ ჭაბუკს

საწოლზე დაძინება არ უნდოდა‚ მოხუც ძიძასავით აბუზღუნდებოდა.

- რა ვქნა‚ თუ წყალში ძილი უფრო მსიამოვნებს და მეხერხება‚ - უკმაყოფილოდ

ამბობდა იხტიანდრი.

- ექიმმა ბრძანა‚ საწოლში უნდა იძინოსო. მამას უნდა უჯერებდე.

იხტიანდრი‚ მართალია‚ მამას ეძახდა სალვატორს‚ მაგრამ ქრისტოს მათ ნათესაობაში

ეჭვი ეპარებოდა. იხტიანდრის სახისა და ხელების კანი საკმაოდ წითელი ფერის იყო‚

თუმცა შესაძლებელია‚ ეს წყალში ხანგრძლივად ყოფნით ყოფილიყო გამოწვეული.

იხტიანდრის სახის ოვალი‚ სწორი ცხვირი‚ თხელი ტუჩები და დიდრონი‚ სხივიანი

თვალები - არაუკანელ ინდიელთა სახეს უფრო მოგაგონებდათ. თვითონ ქრისტოც ამ

ტომს ეკუთვნოდა.

ქრისტოს ძალიან უნდოდა ენახა‚ რა ფერის სხეული ჰქონდა იხტიანდრს, მაგრამ ის

მჭიდროდ იყო დაფარული რაღაც უცხო მასალისგან დამზადებული ქერცლოვანი

სამოსით.

- არც ღამე იხდი? - ჰკითხა ერთხელ ჭაბუკს.

- რატომ‚ ეს ჩემი ქერცლი ხელს სულაც არ მიშლის და ძალიან მოხერხებულიც არის.

სულ არ აბრკოლებს ლაყუჩებითა და კანით სუნთქვას‚ ამასთან‚ საიმედოდ მიცავს.

ვერც ზვიგენის კბილი‚ ვერც ბასრი დანა ამ ჯავშანს ვერ ჭრის‚ - ეუბნებოდა

იხტიანდრი და თან დასაძინებლად წვებოდა.

- ამ სათვალეს რატომ იკეთებ და ხელთათმანებს რისთვის იცმევ? - ჰკითხა ქრისტომ

და საწოლთან დალაგებულ რაღაც უცნაურ მომწვანო რეზინის გრძელსახსროვან

ლერწმისთითებიან ხელთათმანებს სინჯვა დაუწყო. ამ თითებზე ფარფლიანი

რეზინი იყო წამოცმული და ფეხებზე ეს ფარფლიანი თითები კიდევ მეტად იყო

დაგრძელებული.

Page 54: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ხელთათმანებით უფრო სწრაფად ვცურავ და იმიტომ. სათვალე კი თვალებს

შლამისგან იცავს‚ როცა გრიგალს იგი ზღვის ფსკერიდან ამოაქვს. ყოველთვის როდი

ვიკეთებ‚ მაგრამ უსათვალოდ წყალში თითქოს ყველაფერი ბურუსში არის გახვეული‚

- იხტიანდრს გაეცინა და მერე სიცილით განაგრძო: - როდესაც პატარა ვიყავი‚ მამა

ხანდახან ნებას მაძლევდა‚ მეზობელ ბაღში მცხოვრებ ბავშვებთან მეთამაშა.

გამიკვირდა‚ როცა დავინახე‚ რომ ისინი უხელთათმანოდ ცურავდნენ აუზში. „ნუთუ

შეიძლება ცურვა უხელთათმანოდ?“ - ვკითხე მე. მათ ვერც გაიგეს‚ რაზე

ველაპარაკებოდი‚ რადგან მათი თანდასწრებით არასოდეს მკეთებია ხელთათმანები.

- ახლაც დაცურავ ჩვენი ზღვის ყურეში? - დაინტერესდა ქრისტო.

- რა თქმა უნდა. ოღონდ გვერდითა წყალქვეშა გვირაბიდან გავცურავ ხოლმე.

ერთხელ ვიღაც ბოროტმა ადამიანებმა კინაღამ ბადით დამიჭირეს და ახლა ძალიან

ფრთხილად ვარ.

- ოჰო... მაშ სხვა წყალქვეშა გვირაბიც ყოფილა! და ამ გვირაბს ზღვის ყურეში

შევყავართ‚ არა?

- არის ასეთი გვირაბი და რამდენიმეც. რა სამწუხაროა‚ რომ ჩემთან ერთად წყალქვეშ

ცურვა არ შეგიძლია. საოცარ რამეებს გაჩვენებდი. რატომ არ შეუძლია ყოველ

ადამიანს წყალქვეშ ცხოვრება? ჩემი ზღვის ცხენით ვისეირნებდით.

- ზღვის ცხენით? ეს რაღაა?

- ეს დელფინია‚ მე მოვაშინაურე ის საბრალო. გრიგალმა ერთხელ ნაპირზე გარიყა და

ფარფლი ძალიან დაუზიანდა. ძლივს ჩავათრიე წყალში! რომ იცოდე‚ რა მძიმე

სამუშაო იყო. დელფინები ხმელეთზე ბევრად უფრო მძიმენი არიან‚ ვიდრე წყალში.

საერთოდ‚ აქ‚ თქვენთან‚ ყველაფერი უფრო მძიმეა... საკუთარი სხეულიც. წყალში

ცხოვრება უფრო ადვილია. ჰოდა‚ როგორც იქნა‚ წყალში ჩავათრიე დელფინი. მაგრამ

ცურვა ვეღარ შესძლო. მაშასადამე‚ თვითონ ვერ ისაზრდოებდა. რა მექნა‚ ისევ მე

ვკვებავდი დიდხანს‚ ერთი თვე. ამ ხნის განმავლობაში არათუ შემეჩვია‚ აღარც

მშორდებოდა. და‚ აი‚ ასე დავმეგობრდით. სხვა დელფინებიც მიცნობენ. ძალზე

სახალისოა დელფინებთან ანცობა ზვაში. ტალღები‚ შხეფები‚ მზე‚ ქარი‚ ხმაური!

ფსკერზეც კარგია. თითქოს შედედებულ ცისფერ ჰაერში მიცურავ. ირგვლივ კი

სიწყნარეა. შენს საკუთარ სხეულსაც ვერ გრძნობ. თავისუფალი‚ მსუბუქი და შენი

ყოველი მოძრაობის მორჩილი ხდება... რომ იცოდე‚ რამდენი მეგობარი მყავს ზღვაში.

პატარა თევზებს ისე ვაპურებ‚ როგორც თქვენ - ფრინველებს. გუნდ-გუნდად

დამდევენ ხოლმე.

- მტერი ხომ არ გყავს?

- როგორ არა‚ მტერიც მყავს: ზვიგენები‚ რვაფეხები‚ მაგრამ მათი არ მეშინია. თან დანა

დამაქვს.

Page 55: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- კი მაგრამ‚ შეუმჩნევლად რომ მოგეპარონ?

იხტიანდრი ამ კითხვამ გააკვირვა.

- მე ხომ შორიდანვე მესმის მათი ხმა.

- წყალში გესმის? - გაუკვირდა თავის მხრივ ქრისტოს‚ - მაშინაც კი‚ როცა ისინი ჩუმად

მოცურავენ?

- რა თქმა უნდა‚ რა არის აქ გაუგებარი? ჩემი ყურები და მთელი ჩემი სხეული

სმენადაა ქცეული. ისინი ხომ წყლის რყევას იწვევენ. წყლის ეს რყევა მათ წინ უსწრებს

და ამ რყევას როგორც კი ვიგრძნობ‚ მაშინვე იქით მივიხედავ.

- მაშინაც‚ როცა გძინავს?

- რა თქმა უნდა.

- თევზებს რაღა ემართებათ?

- თევზებს უეცარი თავდასხმა როდი ღუპავს. ისინი იმიტომ იღუპებიან‚ რომ მათზე

ძლიერ მტერს ვერ უმკლავდებიან‚ მე კი მათზე ღონიერი ვარ. ზღვის მტაცებლებმა ეს

იციან. ჩემთან მოსვლას ვერ ბედავენ.

„ზურიტა მართალია: ასეთი ჭაბუკის გამო მართლაც ღირს‚ რომ გაისარჯო‚ - გაიფიქრა

ქრისტომ‚ - მაგრამ წყალში მისი დაჭერა ადვილი არ იქნება. - მთელი ჩემი სხეული

სმენადააო ქცეული, - მხოლოდ ხაფანგში თუ გაებმება. ზურიტა უნდა

გავაფრთხილო“.

- რომ იცოდე‚ რა ლამაზია წყალქვეშეთი‚ - განაგრძობდა აღტაცებით იხტიანდრი‚ -

არა‚ მე არასდროს არ გავცვლი ზღვას თქვენს სულის შემხუთველ მტვრიან მიწაზე...

- რატომ ჩვენს მიწაზე? შენც ხომ მიწიერი ხარ‚ - თქვა ქრისტომ‚ - ვინ იყო დედაშენი?

- არ ვიცი... - ყოყმანით თქვა იხტიანდრმა‚ - მამა ამბობს‚ დედაშენი მაშინ

გარდაიცვალა‚ როცა შენ დაიბადეო.

- შესაძლებელია‚ მაგრამ ის ხომ ნამდვილი ქალი იყო‚ ადამიანი და არა - თევზი.

- შესაძლებელია‚ - დაეთანხმა იხტიანდრი.

ქრისტოს გაეცინა.

- ერთი ეს მითხარი‚ რატომ აწვალებდი მეთევზეებს‚ რატომ უჭრიდი ბადეებს და

ნავებიდან თევზებს უყრიდი.

- იმიტომ‚ რომ ისინი იჭერდნენ იმაზე მეტ თევზს‚ ვიდრე შეჭმა შეუძლიათ.

- ისინი ხომ გასაყიდად იჭერდნენ.

Page 56: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

იხტიანდრმა ამ სიტყვის ვერაფერი გაიგო.

- რომ სხვა ადამიანებსაც ეჭამათ‚ - განუმარტა ინდიელმა.

- ნუთუ ადამიანები ასე ბევრნი არიან? - გაუკვირდა იხტიანდრს‚ - ნუთუ ფრინველები

და ცხოველები არ ჰყოფნით? ოკეანეში რა უნდათ?

- შენ ამას ერთბაშად ვერ გაიგებ‚ - უთხრა ქრისტომ მთქნარებით‚ - ძილის დროა.

ფრთხილად‚ არ ჩაძვრე მაგ აბაზანაში‚ თორემ მამა გაჯავრდება‚ - ქრისტო წავიდა.

დილით ადრე ქრისტოს იხტიანდრი შინ არ დაუხვდა. ქვის იატაკი სველი იყო.

- ისევ აბაზანაში სძინებია‚ - ბუზღუნებდა ინდიელი‚ - შემდეგ კი ალბათ ზღვაში

შეცურა.

იხტიანდრმა საუზმეზე ძალიან დაიგვიანა.

თითქოს უკმაყოფილოც იყო. ბიფშტექსის ნაჭერი ჩანგლით გასინჯა და თქვა:

- ისევ შემწვარი ხორცი!

- ისევ! - მკაცრად უპასუხა ქრისტომ‚ - ექიმმა ასე მიბრძანა. შენ კი ისევ ნედლ თევზს

მიაძეხი ზღვაში‚ არა? ასე შემწვარ საჭმელს სულმთლად გადაეჩვევი. წუხელ კიდევ

აბაზანაში გძინებია. საწოლში ძილიც კი არ გინდა. ლაყუჩები ჰაერს გადაეჩვევა და

მერე მოჰყვები წუწუნს‚ გვერდებში რაღაც მჩხვლეტსო. საუზმეზეც დაიგვიანე. აბა‚

ექიმი მოვიდეს‚ ნახავ‚ თუ არ დაგასმინო‚ სულ არ მიჯერებ...

- ნუ ეტყვი‚ ქრისტო‚ არ მინდა მამას ვაწყენინო‚ - იხტიანდრმა თავი ჩაქინდრა და

ჩაფიქრდა. შემდეგ‚ უცებ თავისი დიდრონი‚ მაგრამ ამჯერად სევდიანი თვალებით

ინდიელს შეხედა და უთხრა:

- ქრისტო‚ მე ერთი ქალი ვნახე. იმაზე ლამაზი არასოდეს არაფერი მინახავს‚ ოკეანის

ფსკერზედაც კი...

- მაშ‚ რატომ ლანძღავდი ჩვენს დედამიწას? - ჰკითხა ქრისტომ.

- დელფინთან ერთად ნაპირ-ნაპირ ვცურავდი და ბუენოს-აირესის ახლოს‚

სანაპიროზე თვალი მოვკარი. ის ლურჯთვალა და ოქროსთმიანია‚ - გაჩუმდა‚ მერე კი

დაუმატა: - იმანაც დამინახა‚ მაგრამ შეეშინდა და გაიქცა. რატომ გავიკეთე ეს სათვალე

და ხელთათმანები? - სიჩუმის შემდეგ‚ ოდნავ გასაგონი ხმით განაგრძო: - ერთხელაც

ვიღაც ქალი დახრჩობას გადავარჩინე. მაშინ ვერ დავიმახსოვრე‚ როგორი იყო. ეგებ ეს

ისაა? მგონი‚ იმასაც ოქროსფერი თმა ჰქონდა. კი‚ კი‚ მახსენდება... - ჭაბუკი ჩაფიქრდა‚

მივიდა სარკესთან და სიცოცხლეში პირველად თავისი თავი დაკვირვებით

ჩაათვალიერა.

- შემდეგ რა ჰქენი?

Page 57: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ველოდი‚ მაგრამ არ დაბრუნებულა! ქრისტო‚ ნუთუ აღარასოდეს აღარ გამოვა

სანაპიროზე?

„კარგია‚ ქალი რომ მოეწონა“‚ - ფიქრობდა ქრისტო. აქამდე‚ როგორადაც არ აქებდა

ქალაქს‚ ქრისტომ მაინც ვერ დაითანხმა იხტიანდრი‚ რომ ბუენოს-აირესის სანახავად

წაეყვანა. იქ მას ზურიტა ხელში ადვილად ჩაიგდებდა.

- შეიძლება‚ ის ქალი სანაპიროზე არც გამოვიდეს‚ მაგრამ არაფერია‚ გაპოვნინებ.

ქალაქურ ტანსაცმელს ჩაიცმევ და წამომყვები.

- მერედა‚ ვნახავ? - წამოიძახა იხტიანდრმა.

- იქ ბევრი ქალიშვილია. შესაძლებელია‚ სანაპიროზე რომ იჯდა‚ ისიც ნახო.

- ახლავე წავიდეთ.

- ახლა გვიანაა. ქალაქამდე ფეხით წასვლა ეგრე ადვილი როდია.

- სულ დელფინით ვიცურავებ‚ შენ კი ნაპირ-ნაპირ იარე.

- რა სულსწრაფი ხარ‚ - უპასუხა ქრისტომ‚ - ხვალ განთიადზე ერთად

გავემგზავრებით. შენ ზღვის ყურეში ამოცურავ‚ მე კი ქალაქური ტანსაცმელით

სანაპიროზე დაგელოდები. ტანსაცმელსაც ხომ შოვნა უნდა („ღამის განმავლობაში

მოვასწრებ ძმის ნახვას“‚ - გაიფიქრა ქრისტომ). - მაშ ასე‚ ხვალ‚ განთიადზე!

ქალაქში

იხტიანდრმა ყურედან მაღლა ამოცურა და სანაპიროზე გამოვიდა. ქრისტო იქვე

ელოდა‚ ხელში თეთრი ტანსაცმელი ეჭირა. იხტიანდრმა ტანსაცმელს ისეთი

თვალებით დახედა‚ თითქოს მისთვის გველის ტყავი მიეტანოთ‚ და ოხვრით ჩაიცვა.

ეტყობოდა‚ ტანსაცმელს იშვიათად ატარებდა. ინდიელი ჭაბუკს ჰალსტუხის

გამონასკვაში დაეხმარა და‚ როცა ახედ-დახედა‚ მისი გარეგნობით კმაყოფილი დარჩა.

- წავიდეთ‚ - მხიარულად უთხრა ქრისტომ.

ინდიელს უნდოდა განეცვიფრებინა იხტიანდრი‚ ამიტომ ქალაქის მთავარი ქუჩებით -

ავენი და ალვეარითა და ვერტისით წაიყვანა. აჩვენა ვიქტორიას მოედანი თავისი

კათედრალური ტაძრითა და მავრიტანული სტილის რატუშით‚ ფუერტოსა და

თავისუფლების ობელისკით დამშვენებული ოცდახუთი მაისის[9] მოედნები და

ხეებით გარშემორტყმული პრეზიდენტის სასახლე.

მაგრამ ქრისტო მოტყუვდა. დიდი ქალაქის ხმაურმა‚ მოძრაობამ და მტვერმა‚

შეხუთულმა ჰაერმა და აურზაურმა სულ დაარეტიანა იხტიანდრი. ცდილობდა‚ ამ

Page 58: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზღვა ხალხში ის ქალი ეპოვა და ქრისტოს ხელს ხელში წარამარა ავლებდა‚ თან

ჩურჩულებდა:

- ისაა‚ ის! - მაგრამ იმწამსვე შეამჩნევდა‚ რომ შეეშალა და იქვე დაუმატებდა: - არა‚ ეს

სხვაა...

შუადღემაც მოაღწია. სიცხე აუტანელი გახდა. ქრისტომ იხტიანდრს სარდაფის ერთ

პატარა რესტორანში სასაუზმოდ შესვლა შესთვაზა. იქ გრილოდა‚ მაგრამ ირგვლივ

ხმაური იდგა და ჰაერიც შეხუთულიყო. უსუფთაო‚ ცუდად ჩაცმული ხალხი მყრალ

სიგარებს ეწეოდა. იხტიანდრს ბოლში სული ეხუთებოდა. იქ კი ხმამაღლა

კამათობდნენ‚ დაჭმუჭნილ გაზეთს იქნევდნენ და რაღაც გაუგებარ სიტყვებს

გაიძახოდნენ. იხტიანდრმა ცივი წყალი ბლომად დალია‚ მაგრამ საუზმეს ახლოს არ

მიჰკარებია. ბოლოს ნაღვლიანად თქვა:

- ოკეანეში ნაცნობი თევზის პოვნა უფრო ადვილია‚ ვიდრე ადამიანისა ამ ზღვა

ხალხში. რა საზიზღარი რამ ყოფილა ეს თქვენი ქალაქები. სულშემხუთავი‚ მყრალი

ჰაერი გვერდებში მჩხვლეტს და შინ მინდა‚ ქრისტო.

- კარგი‚ - დათანხმდა ქრისტო‚ - ოღონდ ერთ ჩემს მეგობართან შევივლი და მერე

წავიდეთ.

- არ მინდა ხალხში გამოჩენა.

- გზად შევიაროთ. არ დაგაყოვნებ.

ქრისტომ საუზმის ფასი გადაიხადა და იხტიანდრთან ერთად ქუჩაში გამოვიდა.

იხტიანდრი მძიმედ სუნთქავდა. თავჩაღუნული ქრისტოს კვალდაკვალ მიჰყვებოდა.

თეთრ სახლებს‚ კაქტუსებით‚ ზეთისხილითა და ატმის ხეებით ამწვანებულ ბაღებს

ჩაუარეს. ინდიელს იხტიანდრი თავის ძმასთან‚ ბალთაზართან მიჰყავდა. ის იქვე‚

ახალ ნავსადგურში ცხოვრობდა.

ზღვასთან გასული იხტიანდრი ხარბად სუნთქავდა ტენიან ჰაერს. ძალიან უნდოდა

ტანზე სამოსი შემოეგლიჯა და წყალში გადაშვებულიყო.

- ახლავე მივალთ‚ - უთხრა ქრისტომ და თან ფრთხილად შეათვალიერა თანამგზავრი.

აი‚ რკინიგზის ლიანდაგიც გადაჭრეს.

- აჰა‚ მივედით. აქაა‚ - თქვა ქრისტომ და ვიწრო დუქანში ჩავიდნენ.

როდესაც იხტიანდრმა თვალები ბინდბუნდს შეაჩვია‚ გაკვირვებით მიიხედ-მოიხედა.

დუქანი ზღვის ფსკერს აგონებდა. თაროები და იატაკის ერთი ნაწილი მოფენილი იყო

წვრილი‚ მსხვილი‚ ხვეული და საგდულიანი ნიჟარებით. ჭერიდან კი მარჯნის

ძაფები‚ ზღვის ვარსკვლავები და ზღვის თევზების ფიტულები‚ გამხმარი

კიბორჩხალები და ზღვის უცნაური ბინადარნი ეშვებოდნენ. დახლზე‚ მინის ქვეშ‚

Page 59: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ყუთებში მარგალიტები ეყარა. ერთ ყუთში ვარდისფერი მარგალიტები‚ მაძიებლები

„ანგელოზის ტყავს“ რომ ეძახიან‚ ის ეყარა. იხტიანდრი ნაცნობი საგნების ნახვამ‚

ცოტა არ იყოს‚ დააწყნარა.

- დაისვენე‚ აქ გრილა და სიწყნარეა‚ - უთხრა ქრისტომ და ჭაბუკი მოძველებულ

წნულ სკამზე დასვა.

- ბალთაზარ! გუტიერე! - დაიძახა ინდიელმა.

- შენა ხარ‚ ქრისტო? - გამოეხმაურა ვიღაც ოთახიდან‚ - აქ მოდი!

ქრისტო მეზობელი ოთახის დაბალ კარში შესასვლელად დაიხარა.

იქ ბალთაზარს ლაბორატორია ჰქონდა გამართული. მჟავას სუსტი ხსნარით

მარგალიტებს სინესტისგან დაკარგულ ფერს უბრუნებდა. ქრისტომ კარი მჭიდროდ

გაიხურა. ჭერის პატარა სარკმლიდან სუსტი სინათლე ჩამოდიოდა და ეს სინათლე

ძველ‚ გაშავებულ მაგიდაზე დაწყობილ შუშებსა და კოლბებს ანათებდა.

- გამარჯობა‚ ძმაო! გუტიერე სადაა?

- მეზობელთან წავიდა‚ უთოს ვინათხოვრებო. სულ მაქმანები და ლენტები ელანდება.

ახლავე მოვა‚ - უპასუხა ბალთაზარმა.

- ზურიტა რას აკეთებს? - მოუთმენლად ჰკითხა ქრისტომ.

- სადღაც დაიკარგა‚ წყეული. გუშინ ცოტათი წავკინკლავდით.

- ისევ გუტიერეს გამო?

- ჰო! ზურიტა ცდილობს‚ მისი გული მოიგოს‚ მაგრამ გოგოს პასუხი სულ ერთი და

იგივეა‚ - არ მინდა და არ მინდაო. რას გააწყობ? უხიაგი და ჯიუტი ვინმეა‚ თავის

თავზეც დიდი წარმოდგენისაა. არ ესმის‚ რომ ყოველი ინდიელი ქალი‚ თუნდაც

პირველი მზეთუნახავი იყოს‚ ბედნიერებად მიიჩნევდა ასეთ კაცზე გათხოვებას.

საკუთარი ორანძიანი ხომალდი აქვს‚ მარგალიტების მაძიებელთა არტელი‚ -

ბუზღუნებდა ბალთაზარი და თან ხსნარში მარგალიტს ავლებდა‚ - ზურიტა ახლა

ალბათ ისევ ლოთობაში იქარვებს გულის ჯავრს.

- მერედა‚ რა უნდა ვუყოთ ამას?

- მოიყვანე თუ?

- აქ ზის.

ბალთაზარი მიუახლოვდა კარს და საკეტის ჭუჭრუტანაში ცნობისმოყვარეობით

გაიხედა.

- ვერ ვხედავ‚ - თქვა ჩუმად.

Page 60: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- სკამზე ზის‚ დახლთან.

- ვერ ვხედავ‚ იქ გუტიერეა.

ბალთაზარმა საჩქაროდ გააღო კარი და ქრისტოსთან ერთად დუქანში შევიდა.

იხტიანდრი იქ აღარ იყო. ბნელ კუთხეში კი ქალი იდგა - ბალთაზარის ნაშვილები

გუტიერე. ქალს თავისი სილამაზით ამ ახალი ნავსადგურის გარეთ ჰქონდა სახელი

გავარდნილი. ამავე დროს მორცხვი და თავნება იყო. ძალიან ტკბილად‚ მაგრამ

მტკიცე ხმით იცოდა უარის თქმა:

- არა!

გუტიერე მოეწონა პედრო ზურიტას. უნდოდა ცოლად შეერთო. მოხუცი

ბალთაზარიც წინააღმდეგი არ იყო‚ დამოყვრებოდა ხომალდის მფლობელს და

საქმეში შეამხანაგებოდა.

მაგრამ ზურიტას ყველა წინადადებაზე ქალი ერთსა და იმავეს გაიძახოდა: არა!

როდესაც მამა და ქრისტო ოთახში შევიდნენ‚ ქალი თავჩაღუნული იდგა.

- გამარჯობა‚ გუტიერე‚ - მიესალმა ქრისტო.

- სად არის ახალგაზრდა კაცი? - შეეკითხა ბალთაზარი.

- ახალგაზრდა კაცებს მე არ ვმალავ‚ - ღიმილით უპასუხა ქალმა‚ - როდესაც შემოვედი‚

რაღაც უცნაურად შემომხედა‚ თითქოს ჩემი შეეშინდაო‚ მერე წამოდგა‚ უცებ გულზე

ხელი იტაცა და გაიქცა. მიხედვაც ვერ მოვასწარი‚ რომ ის უკვე გარეთ იყო.

„აი‚ თურმე ვინ ყოფილა ის ქალი“‚ - გაიფიქრა ქრისტომ.

ისევ ზღვაში

იხტიანდრი ქოშინით მირბოდა ზღვის ნაპირის გასწვრივ. როგორც კი თავი დააღწია

ამ საშინელ ქალაქს‚ მკვეთრად გადაუხვია გზიდან და პირდაპირ ზღვის ყურესკენ

გაეშურა. ნაპირზე ლონდარს ამოეფარა‚ ერთი მიიხედ-მოიხედა და სწრაფად

გაშიშვლდა. მერე ტანსაცმელი ლოდებში ჩამალა და წყალში გადაეშვა.

მიუხედავად დაღლილობისა‚ ასე სწრაფად მას თავის დღეში არ უცურავია. თევზები

შიშით აქეთ-იქით გარბოდნენ. მხოლოდ მას შემდეგ‚ რამდენიმე მილით რომ გასცდა

ქალაქს‚ იხტიანდრი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა და ისე განაგრძო ცურვა. აქ

უკვე თავს ისე გრძნობდა‚ როგორც სახლში. ყოველი წყალქვეშა ქვა‚ ყოველი

გამოქვაბული ზღვის ფსკერზე ნაცნობი იყო მისთვის. აგერ, სილიან ფსკერზე

გაფენილან შინჯდომია კამბალები. შემდეგ იზრდება წითელი მარჯნის ბუჩქები‚

რომლებიც თავიანთ ტოტებში წითელფარფლებიან, წვრილ თევზებს მალავენ.

Page 61: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ჩაძირულ ორჩხომელში რვაფეხას ორი ოჯახი დამკვიდრებულა თავისი ახლად

გამოჩეკილი სინსილებით. რუხი ქვების ქვეშ კი კიბორჩხალები ცხოვრობენ.

იხტიანდრს უყვარდა მათთვის საათობით თვალყურის დევნება. იცოდა მარჯვე

ნადირობით გამოწვეული მათი პატარა სიხარული და მწუხარება მარწუხა ფეხის

დაკარგვის ან რვაფეხას თავდასხმის გამო. სანაპირო კლდეებთან კი ბლომად იყო

ხამანწკიანი ნიჟარები.

ბოლოს‚ ყურესთან ახლოს‚ იხტიანდრმა წყლიდან თავი ამოყო. მან დაინახა

დელფინების ხროვა‚ რომლებიც ტალღებს შორის ნავარდობდნენ და ხმამაღლა‚

გაბმით დაიყვირა. პასუხად დიდმა დელფინმა მხიარულად დაიფრუტუნა. ტალღის

ქეჩოზე სლიპინა ზურგის ლაპლაპით მეგობრისკენ სწრაფად გაცურა.

- სწრაფად‚ ლიდინგ‚ სწრაფად! - დაიყვირა იხტიანდრმა‚ თან დელფინის

შესახვედრად გაქანდა და ჩაებღაუჭა‚ - სწრაფად გავცუროთ‚ შორს‚ წინ!

დელფინი ჭაბუკის ხელს დაემორჩილა და ქარისა და ტალღების შესაგებებლად

გაცურა. მკერდით ჭრიდა და აქაფებდა ტალღებს. მიჰქროდა‚ მაგრამ იხტიანდრს ეს

სისწრაფეც საკმარისად არ მიაჩნდა.

- აბა‚ აბა‚ ლიდინგ! ჩქარა‚ უფრო ჩქარა.

იხტიანდრმა ქანცი გაუწყვიტა ლიდინგს‚ მაგრამ ტალღებზე მოგზაურობამ მაინც ვერ

დაამშვიდა. გაცბუნებული დატოვა თავისი მეგობარი‚ როდესაც მოულდნელად

ჩამოსრიალდა მისი სიპი ზურგიდან და ისევ ზღვაში ჩაეშვა. დელფინი ერთხანს

უცდიდა‚ მერე ერთი დაიფრუტუნა‚ ჩაყვინთა‚ ამოცურდა‚ ერთხელ კიდევ

უკმაყოფილოდ დაიფრუტუნა‚ ბოლო მოიქნია და ნაპირისკენ გაემართა‚ თან

დროდადრო უკან იხედებოდა. მისი მეგობარი ზედაპირზე აღარ გამოჩენილა და

ლიდინგი შეუერთდა ხროვას‚ სადაც მას მხიარულად შეხვდნენ ახალგაზრდა

დელფინები. იხტიანდრი სულ უფრო ღრმად ეშვებოდა ოკეანის ბნელ სიღრმეში. მას

მარტოობა უნდოდა‚ რომ გონს მოსულიყო‚ ახალ შთაბეჭდილებებში გარკვეულიყო

და ნახული და გაგონილი აეწონ-დაეწონა. ფიქრით გართულმა ისე შორს გასცურა‚

რომ ხიფათზე არც უფიქრია. უნდოდა გაეგო‚ რატომ არ არის ისეთი‚ როგორიც

ყველანი. რატომ არის ასე უცხო ზღვისა და მიწისთვის.

იხტიანდრი სულ უფრო მძიმედ ეშვებოდა ზღვაში. წყალი თანდათან მკვრივდებოდა‚

წნევა მატულობდა‚ სუნთქვაც თანდათან ძნელდებოდა. ირგვლივ მომწვანო-რუხი

ბინდი იდგა. ზღვის ბინადარნიც ნაკლებად ხვდებოდა. ბევრ მათგანს იხტიანდრი

ვერც ცნობდა‚ - ასე ღრმად ის ჯერ არასდროს ჩაშვებულა. ერთხანს შეაძრწუნა კიდეც

ამ ჩუმმა და ბინდში გახვეულმა სამყარომ. სწრაფად ამოვიდა ზედაპირზე და

ნაპირისკენ გაცურა. ჩამავალი მზის წითელი სხივები წყალს ნარნარად აციმციმებდა.

წყლის სილურჯეში გაზავებული სხივები ნაზ მოლილისფრო-მოვარდისფრო და

მომწვანო-ცისფერი იერით ელვარებდა.

Page 62: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

იხტიანდრი უსათვალოდ იყო და ამიტომ ქვევიდან ზღვის ზედაპირს ისე ხედავდა‚

როგორც ეს თევზებს ეჩვენებათ: წყლის სიღრმიდან ზედაპირი ბრტყლად კი არა‚

კონუსივით მოჩანდა და იხტიანდრი თითქო უზარმაზარი ძაბრის ფსკერში

იმყოფებოდა. ამ კონუსის კიდეები კი წითელ-ყვითელი‚ ლურჯ-მწვანე და იისფერი

არშიებით იყო შიგნიდან მოვლებული. კონუსს იქით წყლის კრიალა ზედაპირი

გაფენილიყო. ამ ზედაპირზე‚ ისე‚ როგორც სარკის მინაზე‚ წყალქვეშეთი: კლდეები‚

წყალმცენარეები და თევზები ასახულიყვნენ.

იხტიანდრი პირაღმა დაწვა‚ ნაპირისკენ გაცურა და მეჩეჩებთან ახლოს წყალქვეშა

კლდეებს შორის ჩამოჯდა. მეთევზეები წყალში ჩასულიყვნენ და ნავს ნაპირისკენ

ეწეოდნენ. ერთ-ერთმა ფეხი წყალში მუხლამდე ჩაყო. იხტიანდრი ხედავდა უფეხო

მეთევზეს‚ წყალში კი - მხოლოდ მის ფეხებს. ისინი თავის მხრივ ისევ ირეკლებოდნენ

ტალღების ზედაპირის სარკეში. აი‚ მეორე მეთევზე კისრამდე ჩაეშვა და წყალში ისე

გამოჩნდა‚ თითქოს რაღაც უცნაური‚ უთავო‚ მაგრამ ოთხფეხა არსება იყო. თითქოს

ორი ერთნაირი კაცისთვის თავი ვიღაცას ამოეკვეთოს და ერთი კაცის მხრები მეორე

კაცის მხრებზე დაედგას. როდესაც ხალხი ნაპირს უახლოვდებოდა‚ იხტიანდრი

ხედავდა მათ‚ როგორც თევზები ხედავენ ხოლმე. ისინი თითქოს სფეროში

არეკლილიყვნენ და ელოდა‚ სანამ ნაპირთან ახლოს მივიდოდნენ. ამიტომ ის მუდამ

მანამ ასწრებდა იქაურობას მოშორებოდა‚ სანამ ხალხი შეამჩნევდა.

ეს უცნაური სხეულები - ოთხხელა და უთავონი‚ უსხეულო თავები იხტიანდრს ახლა

უხამსად მოეჩვენა. ადამიანები... ისინი იმდენს ხმაურობენ და თან საშინელ სიგარებს

ეწევიან‚ ცუდი სუნი ასდით. არა‚ ისევ დელფინებთან ყოფნა სჯობია‚ სუფთა და

მხიარულები მაინც არიან. იხტიანდრს გაეცინა. მოაგონდა‚ როგორ დალია ერთხელ

დელფინის რძე.

შორს‚ სამხრეთით‚ არის ერთი პატარა ყურე. წვეტიანი წყალქვეშა კლდეები და

გრძლად გაზიდული ქვიშის ნალექი ნავებს მისკენ გზას არ აძლევს. სანაპირო იქ

კლდოვანი და ციცაბოა. არც მეთევზეები და არც მარგალიტის მაძიებელნი იქ არ

არიან. ფსკერი არც ისე ღრმა და დაფარულია წყალმცენარეთა მჭიდრო ნაქსოვი

ნოხით. თბილ წყალში ბევრი წვრილი თევზი ბუდობს. ვინ მოთვლის‚ რამდენ

წელიწადს მოცურავდა აქ ხშირად ერთი დედა-დელფინი და ზღვის ამ თბილ ყურეში

შვილებს ყრიდა - ორს‚ ოთხს‚ ზოგჯერ ექვსსაც. იხტიანდრს ძალზე ართობდნენ

პატარა დელფინები და‚ შამბნარში უძრავად ჩამალული‚ დიდხანს ადევნებდა მათ

თამაშს თვალყურს. პატარა დელფინები წყლის ზედაპირზე ხან ყირას სასაცილოდ

გადადიოდნენ‚ ხანაც დედას მიესეოდნენ‚ ძუძუს სწოვდნენ‚ თან დიდი ჩხუბი

მოსდიოდათ. იხტიანდრმა ფრთხილად დაუწყო მათ მოშინაურება: იჭერდა თევზს

და უმასპინძლდებოდა. ახალგაზრდა დელფინები და მათი დედა თანდათან ისე

შეეჩვივნენ‚ რომ იხტიანდრი მათთან ერთად ანცობდა. ხელით იჭერდა‚ მაღლა

შეაგდებდა და მოსვენებას არ აძლევდა. ეტყობოდა‚ მათ ეს მოსწონდათ. ერთი

წუთითაც არ სცილდებოდნენ იხტიანდრს და მის დანახვაზე ყოველთვის ჯგუფად

Page 63: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

გამოქანდებოდნენ. პატარებს საჩუქრებს მოუტანდა - პაწია გემრიელ თევზებს‚ ან

კიდევ უფრო გემრიელ თოთო რვაფეხებს.

ერთხელ‚ როდესაც ამ ნაცნობმა დედა-დელფინმა შვილები დაყარა და ისინი ჯერ

კიდევ ჩვილი ძუძუმწოვრები იყვნენ‚ - ჭამა არ იცოდნენ და მხოლოდ დედის რძით

იკვებებოდნენ‚ - იხტიანდრმა იფიქრა‚ - ვითომ რა მოხდება‚ რომ დელფინის რძეს

გემო გავუსინჯოო.

დედა-დელფინს შეუმჩნევლად ქვევით მოექცა‚ ხელები ტანზე შემოჰხვია და წოვა

დაუწყო. ასეთ თავდასხმას დელფინი სულაც არ მოელოდა და‚ სანამ ზარდაცემული

ზღვის ყურეს მოსწყდებოდა‚ იხტიანდრმა ხელი გაუშვა ცხოველს. მის რძეს თევზის

გემო დაჰკრავდა.

შეშინებულმა დელფინმა მოულოდნელ ძუძუს მწოვარს თავი დააღწია და წყლის

უფსკრულს მიაშურა. მისი პატარები კი აირივნენ და უთავბოლოდ აქეთ-იქით

აწყდებოდნენ. იხტიანდრი დიდხანს უყრიდა თავს ერთ ადგილას ამ პაწია სულელ

დელფინებს‚ სანამ დედამ არ მოაკითხა და სხვა ყურეში არ წაიყვანა. მხოლოდ კარგა

ხნის გასვლის შემდეგ აღდგა მათი ურთიერთნდობა და მეგობრობა.

* * *

ქრისტო ძალიან წუხდა. სამი დღე და ღამეა‚ რაც იხტიანდრი არ გამოჩენილა. და‚ აი‚

როგრც იქნა‚ მოვიდა ის დაღლილი‚ გაფითრებული‚ მაგრამ კმაყოფილი.

- სად დაიკარგე? - მკაცრად იკითხა იხტიანდრის მოსვლით გახარებულმა ინდიელმა.

- ფსკერზე‚ - უპასუხა იხტიანდრმა.

- რატომ ხარ ასე გაფითრებული?

- მ... მ... კინაღამ დავიღუპე‚ - თავის სიცოცხლეში პირველად იცრუა იხტიანდრმა და

ქრისტოს დიდი ხნის წინათ თავს გადახდენილი ამბავი მოუყვა.

ოკეანის სიღრმეში ერთი კლდოვანი ზეგანია ამოზნექილი. ზემოთ კი‚ ზეგანის შუაში‚

მრგვალი, მოგრძო ღრმულია‚ ნამდვილად წყალქვეშა მთის ტბა.

იხტიანდრი ამ წყალქვეშა ტბაში ცურავდა და გაოცებული იყო მისი ფსკერის ბაც-

ლეგა ფერით. ღრმად რომ ჩაეშვა‚ კიდევ უფრო გაოცდა. იქ ზღვის ცხოველების

ნამდვილი სასაფლაო იყო. წვრილი თევზებით დაწყებული‚ ზვიგენებითა და

დელფინებით დამთავრებული‚ სულ იქ იყვნენ დამარხულები. აი‚ ახლახან

დაღუპულებიც იქ ეყარნენ‚ მაგრამ ჩვეულებისამებრ‚ მათ ახლოს არ ირეოდნენ

კიბორჩხალები და წვრილი თევზები. ყველაფერი მკვდარი და უმოძრაო იყო.

მხოლოდ აქა-იქ ფსკერიდან ზედაპირზე გაზის ბუშტუკები ამოდიოდა. იხტიანდრი

ღრმულის პირას მიცურავდა. მერე ცოტა ქვევით ჩაეშვა და უცებ ლაყუჩებში ისეთი

მწვავე ტკივილი იგრძნო‚ რომ სული შეეხუთა‚ თავბრუ დაესხა და გონების დაკარგვას

Page 64: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

აღარაფერი აკლდა. ღრმულის კიდეზე უმწეოდ დაეშვა. საფეთქლებში თითქოს რაღაც

უკაკუნებდა‚ გული უფრთხიალებდა‚ თვალებს წითელი ნისლი გადაეფარა.

დახმარება არავისგან მოსალოდნელი არ იყო. და‚ აი‚ უცებ შეამჩნია‚ რომ მის

გვერდით‚ ფსკერზე ზვიგენი ეშვებოდა. ისიც კრუნჩხვით იკლაკნებოდა. ალბათ‚

იხტიანდრს გამოუდგა‚ მაგრამ თვითონ მოხვდა წყალქვეშა ტბის ამ საშინელ

მომწამვლელ წყალში. მუცელი და ფერდები ხან ებერებოდა და ხან ეჩუტებოდა. პირი

დაეღო და თეთრი, თლილი კბილები დაეკრიჭა. ზვიგენი სულს ღაფავდა. იხტიანდრი

შეძრწუნდა ამის დანახვაზე. ყბები შეკუმშა‚ რომ ლაყუჩებში წყალი არ შესვლოდა და

ზღვისქვეშა ტბიდან ოთხით ნაპირზე ამოცოცდა. მერე წამოდგა და წავიდა, მაგრამ

გზაში თავბრუ ისევ დაესხა და ხელახლა დავარდა. შემდეგ რუხი ქვებიდან ფეხების

მიბჯენით უკუიქცა‚ ხელები მოიქნია და ათიოდე მეტრით მაინც დაშორდა ტბის

კიდეს...

ამბავი რომ დაამთავრა‚ იხტიანდრმა ისიც დაუმატა‚ რაც ოდესღაც სალვატორისგან

გაეგონა:

- ალბათ‚ გამოქვაბულში რაღაც მავნე გაზები დაგროვდა. შესაძლებელია,

გოგირდწყალბადი, ანდა ნახშირის ანჰიდრიდი‚ - თქვა იხტიანდრმა‚ - ოკეანის

ზედაპირზე ეს გაზები იჟანგება და ასე როდი იგრძნობა‚ ქვაბულში კი‚ სადაც ისინი

გამოიყოფა‚ ძალზე ბევრია დაგროვილი. აბა‚ ახლა კი მოდი‚ რამე მაჭამე‚ მშია.

იხტიანდრმა საჩქაროდ ისაუზმა. გაიკეთა სათვალე‚ ხელთათმანები და კარისკენ

წავიდა.

- მხოლოდ ამისთვის მოხვედი? - ჰკითხა ქრისტომ და სათვალეზე მიუთითა‚ - რატომ

არ გინდა მითხრა‚ რა გემართება?

იხტიანდრის ხასიათში ახალმა თვისებამ იჩინა თავი: გულჩათხრობილი გახდა.

- ნუ მეკითხები‚ ქრისტო! თვითონაც არ ვიცი‚ რა მემართება‚ - და ჭაბუკი სწრაფად

გავიდა ოთახიდან.

შურისგება

როდესაც მარგალიტების გამყიდველის‚ ბალთაზარის დუქანში იხტიანდრი

მოულოდნელად ცისფერთვალება ქალს გადაეყარა‚ თავგზა ისე აებნა‚ რომ დუქნიდან

გამოვარდა და ზღვისკენ გაქანდა. ახლა კი ისევ მოუნდა იმ ქალის გაცნობა‚ მაგრამ არ

იცოდა‚ როგორ მოეხერხებინა. ყველაზე ადვილი ის იყო‚ რომ დახმარება

ქრისტოსთვის ეთხოვა და მასთან ერთად წასულიყო‚ მაგრამ ქრისტოს

თანდასწრებით ქალთან შეხვედრა არ უნდოდა. იხტიანდრი ყოველდღე

მიცურდებოდა ზღვის ნაპირთან‚ სწორედ იმ ადგილას‚ სადაც პირველად ქალი ნახა‚

და დილიდან საღამომდე იჯდა ქვებს უკან დამალული. ქალი რომ არ შეეშინებინა‚

Page 65: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ნაპირთან მიცურდებოდა თუ არა‚ სათვალესა და ხელთათმანებს მოიხსნიდა და

თეთრ კოსტიუმს ჩაიცვამდა. ხშირად ნაპირზე მთელ დღე-ღამეს ასე ატარებდა. ღამით

ზღვაში ჩაეშვებოდა და თევზებსა და ხამანწკებს ჭამდა. მერე მოუსვენრად ეძინა.

დილაადრიანად‚ ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე‚ ისევ თავის საგუშაგოზე იყო.

ერთ საღამოს იხტიანდრმა მარგალიტის გამყიდველის დუქანთან მისვლა გაბედა.

კარი ღია იყო‚ მაგრამ დახლთან მოხუცი ინდიელი იჯდა‚ - ქალი არ ჩანდა.

იხტიანდრი ისევ ზღვას დაუბრუნდა. კლდოვან ნაპირზე ქალი იდგა. ტანთ თეთრი,

თხელი კაბა ეცვა და თავზე ჭილის ქუდი ეხურა. იხტიანდრი შეჩერდა‚ მისვლას ვერ

ბედავდა. ქალი ვიღაცას ელოდებოდა. მოუთმენლად სცემდა ბოლთას და

დროდადრო გზისკენ იხედებოდა. იხტიანდრს‚ რომელიც კლდის შვერილს

ამოფარებოდა‚ ვერ ამჩნევდა.

მაგრამ აი‚ ქალმა ვიღაცას ხელი დაუქნია. იხტიანდრმა მიიხედა. გზაზე ჩქარი

ნაბიჯით მომავალი ტანმაღალი და მხარბეჭიანი ახალგაზრდა დაინახა. იხტიანდრს

ჯერ არსად ენახა ასეთი ღია ფერის თმა და თვალები‚ როგორც ამ უცნობს ჰქონდა.

გოლიათი მივიდა ქალთან‚ ფართო ხელი გაუწოდა და ალერსით უთხრა:

- გამარჯობა‚ გუტიერე.

- გაგიმარჯოს‚ ოლსენ‚ - უპასუხა ქალმა.

უცნობმა მაგრად ჩამოართვა პატარა ხელი გუტიერეს.

იხტიანდრმა მტრულად გახედა უცნობს. გულს რაღაც სევდა შემოაწვა და კინაღამ არ

ატირდა.

- მოიტანე? - ჰკითხა გოლიათმა‚ როდესაც დაინახა გუტიერეს მარგალიტის მანიაკი.

ქალმა თავი დაუქნია.

- მამა ხომ ვერ გაიგებს? - ჰკითხა ოლსენმა.

- არა‚ - უპასუხა ქალმა‚ - ეს ჩემი საკუთარი მარგალიტია და შემიძლია‚

სურვილისამებრ მოვიხმარო.

გუტიერე და ოლსენი წყნარი ბაასით კლდოვან სანაპიროსთან მივიდნენ. გუტიერემ

მარგალიტის მანიაკი შეიხსნა და ძაფის ბოლოს ხელი ჩაჰკიდა‚ მერე მაღლა ასწია‚

აღტაცებით შეავლო თვალი და თქვა:

- ხედავ‚ დაისის შუქზე მარგალიტები რა ლამაზად ბრწყინავს? გამომართვი‚ ოლსენ...

ოლსენმა ხელი გაუწოდა‚ მაგრამ გუტიარეს მანიაკი უცებ ხელიდან გაუსხლტა და

ზღვაში ჩაუვარდა.

- ეს რა ვქენი! - წამოიყვირა ქალმა.

Page 66: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

შეწუხებული ოლსენი და გუტიერე უძრავად იდგნენ ზღვასთან.

- იქნებ როგორმე ამოვიღოთ? - თქვა ოლსენმა.

- აქ წყალი ძალიან ღრმაა‚ - უთხრა გუტიერემ და დაუმატა: - ეს რა უბედურება

დაგვემართა‚ ოლსენ!

იხტიანდრმა დაინახა‚ როგორ შეწუხდა ქალი. მას უცებ დაავიწყდა‚ რომ ქალს

მარგალიტი ქერა გოლიათისთვის უნდოდა. იხტიანდრს არ შეეძლო‚ გულგრილად

ეცქირა ქალის წუხილისთვის‚ კლდეს მოსცილდა და გუტიერეს გაბედულად

მიუახლოვდა.

ოლსენი მოიღუშა. გუტიერემ კი ცნობისმოყვარეობით და გაკვირვებით შეხედა

იხტიანდრს. მიხვდა‚ რომ ეს ის ჭაბუკი იყო‚ მოულოდნელად რომ გაიქცა დუქნიდან.

- თქვენ‚ მგონი‚ მარგალიტის მანიაკი ჩაგივარდათ ზღვაში‚ არა? - ჰკითხა

იხტიანდრმა‚ - თუ გნებავთ‚ ამოვიღებ.

- მამაჩემიც კი‚ რომელიც მარგალიტის საუკეთესო მაძლიებლად ითვლება‚ ვერ

შეძლებს იმის ამოღებას‚ - უპასუხა ქალმა.

- ვცდი‚ - მორიდებით უპასუხა იხტიანდრმა და გუტიერესა და მისი თანამგზავრის

გასაკვირად‚ მაღალი ნაპირიდან ტანგაუხდელად გადაეშვა წყალში და ტალღებში

ჩაიმალა.

ოლსენმა არ იცოდა‚ რა ეფიქრა.

- ვინ არის ის? აქ საიდან გაჩნდა?

გავიდა წუთი‚ გავიდა მეორე წუთი‚ ჭაბუკი მაინც არ ჩანდა.

- დაიღუპა‚ - შეშფოთებით თქვა გუტიერემ‚ რომელიც ტალღებს დასცქეროდა.

უნდოდა, ქალს სცოდნოდა‚ რომ მას წყალში ცხოვრება შეეძლო. ძებნით გართულმა

დრო ვერ გამოზომა და წყალქვეშ მეტხანს დაჰყო‚ ვიდრე ეს მარგალიტის მაძიებელს

შეუძლია. ბოლოს წყლის ზედაპირზე ამოყვინთა და ღიმილით თქვა:

- ცოტა მოთმინებაა საჭირო. ფსკერზე კლდის ნამტვრევებია და ძნელი მოსაძებნია‚ -

და ისევ ჩაყვინთა.

გუტიერეს არა ერთხელ უცქერია‚ როგორ ეძებენ მარგალიტებს‚ მაგრამ მაინც

გაუკვირდა‚ რომ ჭაბუკი‚ რომელმაც წყალქვეშ თითქმის ორი წუთი დაჰყო‚ დინჯად

სუნთქავდა და დაქანცულობაც არ ეტყობოდა.

ორი წუთის შემდეგ იხტიანდრის თავი ისევ გამოჩნდა‚ სახე სიხარულისგან

უბრწყინავდა‚ წყლიდან ხელი ამოსწია და მანიაკი დაანახვა.

Page 67: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- კლდის წამონაშვერს გამოსდებია‚ - თქვა იხტიანდრმა მშვიდად‚ არც ქოშინებდა‚

თითქოს მეორე ოთახიდან გამოსულიყო‚ - მარგალიტი ნაპრალში რომ

ჩავარდნილიყო‚ უფრო გავწვალდებოდი.

კლდეზე აირბინა‚ გუტიერესთან მივიდა და მანიაკი გაუწოდა. წყალი ღვარად

ჩამოსდიოდა ტანსაცმლიდან‚ მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.

- ინებეთ.

- გმადლობთ‚ - უპასუხა გუტიერემ და ისევ ცნობისმოყვარეობით შეხედა ჭაბუკს.

ერთხენს სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთმა არ იცოდა‚ როგორ მოქცეულიყო. გუტიერეს

ვერ გადაეწყვიტა, იხტიანდრის თანდასწრებით ოლსენისთვის მანიაკის გადაცემა.

- ვგონებ‚ გინდოდათ‚ მარგალიტი ამისთვის გადაგეცათ, - უთხრა იხტიანდრმა და

ოლსენზე მიუთითა.

ოლსენი გაწითლდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა გუტიერემ კი თქვა:

- დიახ‚ დიახ‚ - და ოლსენს მანიაკი გაუწოდა. მან უსიტყვოდ გამოართვა და ჯიბეში

ჩაიდო.

იხტიანდრი კმაყოფილი იყო. მისი მხრივ ეს პატარა შურისძიება იყო. თუმცა

გოლიათმა დაკარგული მარგალიტი საჩუქრად გუტიერეს ხელიდან მიიღო‚ მაგრამ ეს

მაინც მისგან‚ იხტიანდრისგან იყო.

იხტიანდრმა ქალს თავი დაუკრა და საჩქაროდ გაუდგა გზას.

მაგრამ ეს წარმატება გასახარად დიდხანს არ ეყო. თავში ახალი აზრები და კითხვები

ებადებოდა. ის კარგად არ იცნობდა ხალხს. ვინ უნდა იყოს ეს ქერა გოლიათი? რატომ

აჩუქა გუტიერემ თავისი მანიაკი? რაზე მუსაიფობდნენ ისინი კლდეზე დამსხდარნი?

იმ ღამით იხტიანდრი დელფინთან ერთად ისევ დაქროდა ზღვის ტალღებში და

სიბნელეში ყვირილით მეთევზეებს აფრთხობდა.

მომდევნო დღე იხტიანდრმა წყალქვეშ გაატარა. მართალია‚ სათვალე ეკეთა‚ მაგრამ

უხელთათმანოდ იყო. მოსილულ ფსკერზე დახოხავდა და მარგალიტიან ნიჟარებს

ეძებდა. საღამოს მოინახულა ქრისტო‚ რომელიც ბუზღუნით შეხვდა. დილას კი უკვე

ჩაცმული იმ კლდესთან იმყოფებოდა‚ სადაც გუტიარე და ოლსენი ერთმანეთს

შეხვდნენ. საღამოს‚ მზის ჩასვლისას‚ როგორც წინათ‚ დანიშნულ ადგილას

პირველად გუტიერე მოვიდა.

იხტიანდრი კლდის მეორე მხრიდან გამოვიდა და ქალს მიუახლოვდა. გუტიერემ ის

დაინახა‚ როგორც ნაცნობს‚ თავი დაუკრა და ღიმილით ჰკითხა:

- თვალს მადევნებთ?

Page 68: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- დიახ‚ - უბრალოდ უპასუხა იხტიანდრმა‚ - მას შემდეგ‚ რაც პირველად გნახეთ... - და

ჭაბუკმა დარცხვენით განაგრძო: - თქვენ აჩუქეთ მანიაკი იმას... ოლსენს... მაგრამ სანამ

გადასცემდით‚ ესიყვარულებოდით მარგალიტს. გიყვართ მარგალიტი?

- კი‚ როგორ არა.

- მაშ‚ აი‚ ეს... ჩემგან გქონდეთ‚ - და ჭაბუკმა მარგალიტი გაუწოდა.

გუტიერემ კარგად იცოდა მარგალიტის ფასი. მარგალიტი‚ რომელიც იხტიანდრს

ხელისგულზე ედო‚ აღემატებოდა ყოველივეს‚ რაც მას ენახა და რაც იცოდა

მარგალიტის შესახებ მამის ნაამბობის მიხედვით. უნატიფესი‚ თეთრი‚ სპე-ტაკი‚

ვეებერთელა მარგალიტი არანაკლებ ორას კარატს იწონიდა და ალბათ მილიონ

ოქროს პესოზე ნაკლები არ ღირდა. გაოცებული‚ ხან არაჩვეულებრივ მარგალიტს

დასცქეროდა‚ ხან კი ლამაზ ჭაბუკს. მის წინ ღონიერი‚ მოქნილი‚ ჯანმრთელი‚ მაგრამ

ცოტა არ იყოს‚ მორცხვი ყმაწვილი იდგა. ტანთ თეთრი, დაჭმუჭნული კოსტიუმი

ეცვა. სრულიად არ ჰგავდა ბუენოს-აიერსის მდიდარ ჭაბუკებს და მაინც ისეთ

ძვირფას საჩუქარს სთავაზობდა ქალს‚ რომელსაც თითქმის არც იცნობდა.

- გამომართვით‚ გთხოვთ‚ - დაჟინებით გაუმეორა იხტიანდრმა.

- არა‚ - უპასუხა გუტიერემ და თავი უარის ნიშნად გააქნია‚ - ასეთ ძვირფას საჩუქარს

ვერ მივიღებ.

-არა‚ ეს სრულიადაც არ არის ძვირფასი‚ - გულმხურვალედ უთხრა იხტიანდრმა‚ -

ოეკენის ფსკერზე ასეთი ათასებია.

გუტიარეს გაეღიმა. იხტიანდრი შეშფოთდა‚ გაწითლდა და ცოტა ხნის შემდეგ

დასძინა:

- ძალიან გთხოვთ.

- არა.

იხტიანდრმა შუბლი შეიკრა. ის შეურაცხყოფილი იყო.

- თუ თქვენთვის არ გსურთ‚ - დაჟინებით სთხოვდა იხტიანდრი‚ - იმისთვის მაინც

აიღეთ... ოლსენისთვის. უარს არ იტყვის.

გუტიერეს გული მოუვიდა.

- მას თავისთვის კი არ უნდოდა‚ - მკაცრად უპასუხა. - თქვენ არაფერი არ იცით.

- არა?

- არა!

Page 69: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მაშინ იხტიანდრმა მარგალიტი ზღვაში შორს გადაისროლა. მერე თავი უსიტყვოდ

დაუქნია‚ შებრუნდა და გზას გაუდგა.

ამ საქციელმა ძალიან გააკვირვა გუტიერე. განცვიფრებისგან ადგილიდან ფეხიც ვერ

მოიცვალა. მილიონის ქონება‚ როგორც კენჭი‚ ზღვაში ისე გადაისროლა. თავისი

თავის თვითონვე შერცხვა‚ რადგან ამ უცნაურ ჭაბუკს აწყენინა.

- მოითმინეთ‚ სად მიდიხართ? - გასძახა.

იხტიანდრი თავჩაღუნული მიდიოდა. გუტიერე დაეწია. ხელი ხელში ჩაავლო და

სახეში ჩახედა. ჭაბუკს ღაწვებზე ცრემლები ჩამოსდიოდა. წინათ მას არასოდეს ეტირა

და ახლა ვერ გაიგო‚ რატომ იყო‚ რომ ყველაფერს ირგვლივ ბინდი ეფარებოდა‚

თითქოს წყალში უსათვალოდ ცურავდა.

- მაპატიეთ‚ გაწყენინეთ‚ - უთხრა ქალმა და ორივე ხელზე ხელი ნაზად მოჰკიდა.

ზურიტას სულწასულობა

ამ შემთხვევის შემდეგ იხტიანდრი ყოველ საღამოს მიცურდებოდა ხოლმე ნაპირზე‚

რომელიც ქალაქის შორიახლოს იყო‚ გამოიტანდა ქვებში დამალულ ტანსაცმელს‚

ჩაიცვამდა და იმ კლდესთან გაჩნდებოდა‚ სადაც გუტიერე გამოდიოდა. ისინი

ნაპირის გასწვრივ სეირნობდნენ და გულითადად მუსაიფობდნენ. რა კაცი იყო

გუტიერეს ეს ახალი მეგობარი‚ თვითონაც ვერ გეტყოდათ. საკმაოდ ჭკვიანი ვაჟი იყო‚

გონებამახვილი‚ ბევრი რამ იცოდა‚ ისიც კი‚ რაც გუტიერეს არც გაეგონა‚ მაგრამ‚ ამავე

დროს‚ ისეთი უბრალო რამეები გაუკვირდებოდა ხოლმე‚ რაც ყოველი ქალაქელი

ბიჭისთვის იყო ცნობილი. გუტიერემ არ იცოდა‚ როგორ აეხსნა ყოველივე ეს.

იხტიანდრი თავის თავზე მუდამ უხალისოდ ლაპარაკობდა. არ უნდოდა‚ სიმართლე

ეთქვა. ქალმა მხოლოდ ის გაიგო‚ რომ იხტიანდრი ექიმის შვილი იყო. როგორც ჩანდა‚

მამამისი დიდი ქონების პატრონი იყო და შვილი ქალაქისა და ხალხისგან მოშორებით

აღეზარდა. თავისებური ცალმხრივი განათლება მიეცა.

ზოგჯერ ისინი დიდხანს რჩებოდნენ სანაპიროზე. ფეხებთან ახლოს ტალღების ხმა

ისმოდა და ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ამ დროს ისინი არ ლაპარაკობდნენ.

იხტიანდრი ბედნიერი იყო.

- წასვლის დროა‚ - ეტყოდა ქალი.

იხტიანდრი უღიმღამოდ წამოდგებოდა‚ ქალს გარეუბნამდე გააცილებდა და შემდეგ

საჩქაროდ უკანვე ბრუნდებოდა. ტანთ გაიხდიდა და შინ მიცურავდა. დილით‚

საუზმის შემდეგ‚ თეთრი პურის დიდი ნაჭერი მიჰქონდა და ზღვის ყურეს

მიაშურებდა. დასილულ ფსკერზე მჯდარ წვრილ თევზებს აპურებდა. ისინი მასთან

მოცურდებოდნენ‚ გარს ეხვეოდნენ და თითებში უძვრებოდნენ‚ სველ პურს ხელიდან

Page 70: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ხარბად სტაცებდნენ. ზოგჯერ ამ გუნდში დიდი თევზები შეიჭრებოდნენ და

პატარებს ერჩოდნენ. იხტიანდრი წამოდგებოდა და მტაცებლებს ხელების ქნევით

ერეკებოდა. წვრილი თევზები ამ დროს მის ზურგს უკან იყვნენ დამალულები.

მან მარგალიტების შეგროვება დაიწყო და მათ წყალქვეშა მღვიმეში ინახავდა. ის

სიამოვნებით მუშაობდა და მალე ბევრი რჩეული მარგალიტიც დააგროვა.

ამგვარად‚ თვითონაც არ იცოდა‚ ისე გახდა უმდიდრესი კაცი მთელ არგენტინაში. ვინ

იცის‚ იქნებ მთელ სამხრეთ ამერიკაშიც. რომ მოესურვებინა‚ მსოფლიოში ყველაზე

მდიდარი კაციც გახდებოდა‚ მაგრამ ქონება სრულებით არ აფიქრებდა.

ასე გადიოდა მშვიდი დღეები. იხტიანდრი მხოლოდ იმაზე წუხდა‚ რომ გუტიერე

მტვრიან, შეხუთულ და ახმაურებულ ქალაქში ცხოვრობდა. ნეტავ იმასაც შეეძლოს

წყალქვეშ ცხოვრება‚ შორს ხმაურისა და ხალხისგან. რა კარგი იქნებოდა! იხტიანდრი

აჩვენებდა ახალ‚ ჯერ კიდევ უცნობ ქვეყანას‚ წყალქვეშა ველების წარმტაც ყვავილებს.

მაგრამ გუტიერეს წყალქვეშ ცხოვრება არ შეუძლია. თვითონ კი მიწაზე ვერ ძლებს.

ისედაც დიდ დროს ატარებს ამ ბოლო დროს ჰაერზე და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია.

სულ უფრო ხშირად და ძლიერ სტკივა ფერდები‚ როცა ქალთან ერთად ზღვის პირას

ზის. მაგრამ ეს ტკივილი‚ თუნდაც აუტანელი ყოფილიყო‚ იხტიანდრი მანამ არ

სტოვებდა ქალს‚ სანამ ის თვითონ არ წავიდოდა. ერთი რამ კიდევ აწუხებდა ჭაბუკს:

ვერ გაეგო‚ რას ელაპარაკებოდა გუტიერე იმ ქერა გოლიათს. იხტიანდრი ცდილობდა

ეკითხა‚ მაგრამ შიშობდა‚ ვაითუ ეწყინოსო.

ერთ საღამოს ქალიშვილმა იხტიანდრს უთხრა‚ ხვალ ვერ მოვალო.

- რატომ? - ჰკითხა იხტიანდრმა და შუბლი შეიკრა.

- არ მცალია.

- რატომ არ გცალიათ?

- ასეთი ცნობისმოყვარე არ უნდა იყოთ‚ - ღიმილით უპასუხა ქალმა‚ - ნუ გამაცილებთ‚

- დაუმატა მან და წავიდა.

იხტიანდრი ზღვაში ჩაეშვა. მთელი ღამე ხავსმოდებულ ქვებზე იწვა. გული

როგორღაც ეთანაღრებოდა. განთიადისას შინ გაცურა.

ყურეს მახლობლად დაინახა‚ რომ მეთევზეები ნავებიდან დელფინებს თოფს

ესროდნენ. ტყვიით დაჭრილი დიდი დელფინი წყლის ზედაპირზე მაღლა შეხტა და

მძიმედ დაეშვა.

- ლიდინგი! - შიშით წაიჩურჩულა იხტიანდრმა.

Page 71: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ერთი მეთევზე ნავიდან ზღვაში გადახტა და დაელოდა‚ როდის ამოცურდებოდა

დაჭრილი ცხოველი ზედაპირზე‚ მაგრამ დელფინმა მდევრისგან თითქმის ასი

მეტრის დაშორებით ამოიყურყუმალავა‚ სული მოიბრუნა და ისევ წყალში ჩაეშვა.

მეთევზე სწრაფად მიცურავდა დელფინისკენ. იხტიანდრიც აჩქარდა მეგობრის

დასახმარებლად. აი‚ დელფინი ამოვიდა ზედაპირზე. სწორედ ამ დროს მეთევზემ

დელფინის ფარფლს ხელი სტაცა და არაქათგამოცლილი ცხოველი ნავისკენ წაათრია.

იხტიანდრი წყალქვეშ ცურვით მეთევზეს დაეწია და ფეხზე უკბინა.

სასოწარკვეთილმა მეთევზემ‚ რომელსაც ეგონა‚ ზვიგენი მეცაო‚ ფეხების სავსავი

დაიწყო და‚ თავდაცვის მიზნით‚ ალალბედზე მტერს დანა მოუქნია‚ რომელიც მას

მეორე ხელში ეჭირა. იხტიანდრს დანა ქერცლით დაუფარავ კისერში მოხვდა. ხელი

უშვა მეთევზის ფეხს და ისიც სწრაფად გაცურდა ნავისკენ. დაჭრილმა დელფინმა და

დაჭრილმა იხტიანდრმა ყურესკენ გაცურეს. ჭაბუკმა უბრძანა დელფინს‚ მომყევიო

და წყალქვეშა გვირაბში ჩაყვინთა. წყალი აქ მხოლოდ გვირაბის ნახევრამდე აღწევდა.

ნაპრალებიდან ჰაერი შედიოდა. აქ შეეძლო დელფინს უშიშრად სულის მობრუნება.

იხტიანდრმა ჭრილობა გაუსინჯა‚ მაგრამ საშიში არ იყო. ტყვია კანქვეშ, ქონში

გაჩერებულიყო. იხტიანდრმა ტყვია ხელით ამოუღო‚ რაც დელფინმა მოთმინებით

გადაიტანა.

- მოშუშდება‚ - თქვა იხტიანდრმა და მეგობარს ალერსით ზურგზე ხელი მოუთათუნა.

ახლა თავის თავზეც უნდა ეფიქრა. იხტიანდრმა სწრაფად გაცურა წყალქვეშა გვირაბი

და ბაღის გავლით თეთრ სახლში შევიდა. დაჭრილი იხტიანდრი რომ დაინახა‚

ქრისტოს შეეშინდა.

- რა მოგივიდა?

- დელფინს ვიცავდი და მეთევზეებმა დამჭრეს‚ - უპასუხა იხტიანდრმა‚ მაგრამ

ქრისტომ არ დაუჯერა.

- კიდევ იყავი ქალაქში უჩემოდ? - ეჭვით შეეკითხა‚ თან ჭრილობას უხვევდა.

იხტიანდრი დუმდა.

- ერთი ეგ ქერცლი აიწიე‚ - უთხრა ქრისტომ და მხარი გადაუღეღა.

ინდიელმა ბეჭზე მოწითალო ლაქა შეამჩნია.

ამ ლაქის დანახვამ ინდიელი შეაშინა.

- ნიჩაბი მოგარტყეს? - ჰკითხა მან და მხარი გაუსინჯა, მაგრამ სიმსივნე არ აჩნდა‚

ცხადია‚ ეს თანდაყოლილი ლაქა იყო.

- არა‚ - უპასუხა იხტიანდრმა.

Page 72: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ჭაბუკი თავის ოთახში გავიდა დასასვენებლად‚ მოხუცმა ინდიელმა კი თავი ხელებში

ჩარგო და ჩაფიქრდა. დიდხანს იჯდა‚ შემდეგ წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

ქრისტო საჩქაროდ წავიდა ქალაქში‚ ქშენით შევიდა ბალთაზარის დუქანში‚ დახლთან

მჯდომ გუტიერეს იჭვნეულად გადახედა და ჰკითხა:

- მამა შინაა?

- იქ არის‚ - უპასუხა ქალმა და თავის გაქნევით მეორე ოთახის კარზე ანიშნა.

ქრისტო ლაბორატორიაში შევიდა და კარი მიიხურა.

ძმა თავის კოლბებს ეჯდა და მარგალიტების რეცხვით იყო გართული. როგორც

პირველად‚ ბალთაზარი ახლაც ცუდ გუნებაზე იყო.

- ჭკუიდან შეშლით ადამიანს‚ - დაიწყო ბუზღუნი ბალთაზარმა‚ - ზურიტა ბრაზობს‚

აქამდე რომ არ მოუყვანე ის „ზღვის ეშმაკი“. გუტიერე მთელი დღით სადღაც მიდის

ხოლმე‚ ზურიტას სახელის ხსენებაც კი არ უნდა. დაუჟინია: არა‚ არაო. ზურიტა კი

ამბობს: მომბეზრდა ლოდინი! ავიღებ და მოვიტაცებ‚ ტირილით გულს იჯერებს და

დაწყნარდებაო. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ქრისტომ ძმის ჩივილი მოისმინა და შემდეგ უთხრა:

- მისმინე‚ „ზღვის ეშმაკის“ მოყვანა იმიტომ ვერ შევძელი‚ რომ გუტიერესის არ იყოს‚

ისიც მთელი დღით უჩემოდ მიდის ხოლმე სახლიდან. ჩემთან ერთად ქალაქში არ

მოდის. აღარაფერს მიჯერებს. ვიცი‚ ექიმისგან ლანძღვა არ ამცდება. მეტყვის‚

იხტიანდრს ცუდად უვლიო.

- მაშასადამე‚ საჭიროა‚ რაც შეიძლება‚ ჩქარა გავიტაცოთ‚ ან მოვიპაროთ იხტიანდრი.

შენ კი სალვატორის ჩამოსვლამდე დატოვებ იქაურობას.

- მოითმინე‚ ბალთაზარ! სიტყვას ნუ მაწყვეტინებ. ამ საქმეში სიჩქარე არ

გამოგვადგება.

- ვითომ რატომაო?

ქრისტომ ისე ამოიოხრა‚ თითქოს თავისი აზრის გამხელა ვერ გადაეწყვიტა.

- იცი‚ რა გითხრა... - დაიწყო.

მაგრამ დუქანში ამ დროს ვიღაც შემოვიდა და ძმებმა ზურიტას ხმამაღალი ლაპარაკი

გაიგონეს.

- აჰა‚ ისევ‚ - წაილუღლუღა ბალთაზარმა და მარგალიტი აბაზანაში ჩააგდო‚ - ისევ ის!

ზურიტამ კარი ხმაურით შემოაღო და ლაბორატორიაში შემოვიდა.

Page 73: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- აჰა‚ ორივე ძმა აქ ბრძანდება! დიდხანს გინდათ კიდევ მატყუოთ? - ჰკითხა და

თვალი ბალთაზარიდან ქრისტოზე გადაიტანა.

ქრისტო წამოდგა და თავაზიანი ღიმილით უპასუხა:

- ყველაფერს ვაკეთებ‚ რისი კეთებაც შემიძლია. მოთმინება იქონიეთ. „ზღვის ეშმაკი“

თევზის ჭიჭყინა კი არაა‚ მორევიდან უცებ ვერ ამოიყვან. ერთხელ შევძელი იმის

მოყვანა და თქვენ მაშინ აქ არ იყავით. „ეშმაკმა“ ნახა ქალაქი‚ არ მოეწონა და ახლა

აღარ უნდა აქეთ წამოსვლა.

- არ უნდა და ნუ უნდა. მომბეზრდა ამდენი ცდა. გადავწყვიტე‚ ამ კვირაში ერთბაშად

ორი საქმე გავაკეთო. სალვატორი ჯერ ხომ არ ჩამოსულა?

- ამ დღეებში მოელიან.

- მაშ‚ ჩვენც უნდა ვიჩქაროთ. ელოდეთ სტუმრებს. საიმედო ხალხი შევკრიბე. ქრისტო‚

შენ კარს გაგვიღებ‚ დანარჩენი კი მე ვიცი. ბალთაზარს ვეტყვი‚ როცა ყველაფერი

მზად ექნება‚ - მერე ბალთაზარს მიუბრუნდა და უთხრა: - შენ კი ხვალაც

მოგელაპარაკები. მხოლოდ გახსოვდეს‚ ეს უკანასკნელი ლაპარაკი იქნება.

ძმებმა უხმოდ დაუკრეს თავი და‚ როდესაც ზურიტა შებრუნდა‚ ინდიელების სახეზე

თავაზიანი ღიმილი გაქრა. ბალთაზარმა ხმადაბლა შეიგინა. ქრისტო კი თითქოს

რაღაცას ფიქრობდა.

დუქანში ზურიტა ხმადაბლა ებაასებოდა გუტიერეს.

- არა! - გაიგონეს ძმებმა გუტიერეს პასუხი.

ბალთაზარმა თავი დარდიანად ჩაიქნია.

- ქრისტო! - დაუძახა ზურიტამ‚ - წამომყევი‚ დღეს დამჭირდები.

არასასიამოვნო შეხვედრა

იხტიანდრი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. კისრის ჭრილობა სტკიოდა. სიცხეც

ჰქონდა. ამას გარდა‚ ჰაერზე ყოფნა და სუნთქვა უჭირდა.

მაგრამ დილით‚ მიუხედავად იმისა‚ რომ შეუძლოდ იყო‚ გუტიერესთან შესახვედრად

სანაპიროს ზღუდესკენ მაინც გაემართა. გუტიერე შუადღისით მოვიდა. აუტანელი

სიცხე იყო. გახურებული ჰაერისა და თეთრი მტვრისგან იხტიანდრს სული

ეხუთებოდა. ზღვის პირას უნდოდა დარჩენა‚ მაგრამ გუტიერეს ქალაქში ეჩქარებოდა.

- მამა საქმეზე მიდის და მის მაგივრად დუქანში მე უნდა დავრჩე.

Page 74: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- მაშ‚ გაგაცილებთ‚ - უთხრა ჭაბუკმა და ქალაქისკენ მიმავალ გავარვარებულ მტვრიან

გზას გაჰყვნენ.

თავჩაღუნულ ოლსენს პირისპირ შეეფეთნენ. ის რაღაცით იყო შეშფოთებული და

გვერდით ისე ჩაუარა‚ რომ გუტიერე არც კი შეუმჩნევია, მაგრამ ქალი თვითონ

გამოეხმაურა.

- მხოლოდ ორი სიტყვა მინდა ვუთხრა‚ - ჩაულაპარაკა გუტიერემ იხტიანდრს‚ უკან

გაბრუნდა და ოლსენს მიუახლოვდა. ისინი ჩუმად და ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდნენ.

თითქოს ქალი მის დაყოლიებას ცდილობდა.

იხტიანდრი მათ რამდენიმე ნაბიჯზე უკან მიჰყვებოდა.

- კარგი‚ დღეს ნაშუაღამევს‚ - მოესმა ოლსენის ხმა.

გოლიათმა ხელი ჩამოართვა ქალს‚ თავი დაუქნია და გზა საჩქაროდ განაგრძო.

როდესაც გუტიერე იხტიანდრთან მივიდა‚ ჭაბუკს ლოყები და ყურები ეწვოდა.

გადაწყვიტა‚ გუტიერეს ოლსენის შესახებ დალაპარაკებოდა‚ მაგრამ სიტყვებს

როგორღაც ვერ პოულობდა და სულიც ეხუთებოდა.

- ასე მეტი აღარ შემიძლია‚ - დაიწყო‚ - უნდა გავიგო... ოლსენი... თქვენ რაღაცას

მიმალავთ. თქვენ მას ღამით უნდა შეხვდეთ. გიყვართ?

გუტიერემ ხელი ხელზე დაადო იხტიანდრს‚ ალერსით შეხედა და ღიმილით ჰკითხა:

- ჩემი თუ გჯერათ?

- მჯერა‚ თქვენც იცით‚ რომ მიყვარხართ‚ - ახლა ეს სიტყვა იხტიანდრმა კარგად

იცოდა‚ - მაგრამ მე... ჩემთვის ეს მეტად მძიმეა.

იხტიანდრმა სრული სიმართლე თქვა. ეს გაურკვევლობა სტანჯავდა მას, მაგრამ

ახლა‚ ამ წუთას ის კიდევ უფრო მწვავე ტკივილებს გრძნობდა ფერდებში. სუნთქვა

უმძიმდა‚ ლოყებს ვარდისფერი დაეკარგა‚ სახე გაფითრებოდა.

- თქვენ ნამდვილად ავად ხართ‚ - უთხრა შეწუხებულმა გუტიერემ‚ - დამშვიდდით‚

გთხოვთ. დაწყნარდით‚ ჩემო საყვარელო ბიჭო. მე არ მინდოდა თქვენთვის

ყველაფერი მეთქვა‚ მაგრამ‚ რომ დაგაწყნაროთ‚ გეტყვით. აბა‚ მისმინეთ.

მათ წინ ვიღაც ცხენოსანმა ჩაიქროლა‚ გუტიერეს რომ თვალი მოჰკრა‚ ცხენი

საჩქაროდ მოაბრუნა და ახალგაზრდებს მიუახლოვდა. იხტიანდრმა შავგვრემანი‚

არცთუ მთლად ახალგაზრდა კაცი დაინახა. დაფანჩული ულვაშები მაღლა

აპრეხვოდა და პატარა ესპანიოლი თითქოს კიდევაც უხდებოდა.

იხტიანდრს ეს კაცი სადღაც თითქოს ენახა. ქალაქში? არა... ჰო‚ იქ‚ სანაპიროზე.

Page 75: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მხედარმა წკეპლა ჩექმაზე აატკაცუნა და იჭვნეულად‚ მტრულად შეათვალიერა

იხტიანდრი. გუტიერეს ხელი გაუწოდა და მაგრად მოუჭირა. მერე მოულოდნელად

უნაგირზე ასწია‚ ხელზე ეამბორა და გაიცინა.

- ხომ დაგიჭირე‚ - მოღუშულ გუტიერეს ხელი გაუშვა და დაცინვითა და თან

წყრომით განაგრძო: - სად გინახავთ‚ რომ საპატარძლო ქორწილის წინა დღეს

ახალგაზრდა ყმაწვილთან დასეირნობდეს?

გუტიერე გაბრაზდა‚ მაგრამ კაცმა ხმის ამოღება არ აცადა‚ განაგრძო:

- მამა დიდი ხანია გელოდებათ. მეც ერთ საათში დუქანში მოვალ.

იხტიანდრს უკანასკნელი სიტყვები არ გაუგონია. მან იგრძნო‚ რომ თვალთ

უბნელდებოდა‚ ყელში ბოღმა მოაწვა და სუნთქვა შეუჩერდა. ჰაერზე ყოფნა აღარ

შეეძლო.

- მაშ თქვენ... მაინც... მომატყუეთ... - თქვა გალურჯებული ბაგეებით. მას უნდოდა

ელაპარაკა‚ უნდოდა გამოეთქვა მთელი თავისი გულისტკივილი‚ გაეგო ყველაფერი‚

მაგრამ ფერდები აუტანლად ასტკივდა და ლამის გული შეწუხებოდა.

იხტიანდრი ადგილს მოსწყდა‚ ნაპირისკენ გაიქცა და ციცაბო კლდიდან ზღვაში

გადაეშვა.

გუტიერემ ერთი წამოიყვირა და წაბარბაცდა. შემდეგ პედრო ზურიტას მივარდა:

- ჩქარა... უშველეთ!

მაგრამ ზურიტა არც განძრეულა.

- მე არ მჩვევია‚ ხელი შევუშალო ვინმეს‚ თუ თავის დახრჩობა უნდა‚ - თქვა და

გაჩუმდა.

გუტიერე ნაპირისკენ გაიქცა‚ უნდოდა წყალში ჩავარდ-ნილიყო‚ მაგრამ ზურიტამ

ცხენს დეზები ჰკრა‚ დაეწია‚ ქალს მხრებში ხელი დასტაცა‚ ცხენზე მოიგდო და

გააჭენა.

- მე არ მჩვევია ხელი შევუშალო მას‚ ვინც მე ხელს არ მიშლის. აი‚ ასე სჯობს! კარგი

ერთი‚ გონს მოდი‚ გუტიერე!

მაგრამ გუტიერე ხმას არ სცემდა. თურმე გული წასვლოდა. მხოლოდ მამის დუქანთან

მოვიდა გონს.

- ვინ იყო ის ახალგაზრდა? - ჰკითხა პედრომ.

გუტიერემ დაუფარავი ზიზღით შეხედა ზურიტას და უთხრა:

- გამიშვით!

Page 76: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზურიტამ წარბები კუშტად შეიჭმუხნა. „სისულელეა‚ - გაიფიქრა‚ - მისი რომანის

გმირი ზღვაში გადავარდა. მით უკეთესი“. შემდეგ ზურიტა დუქნისკენ შებრუნდა და

დაიყვირა:

- მამა! ბალთაზარ! აქეთ, აქეთ!

ბალთაზარი დუქნიდან გარეთ გამოვარდა.

- ჩაიბარე ეს შენი ქალი‚ მიმადლოდე‚ რომ დახრჩობას გადავარჩინე; კინაღამ ზღვაში

გადაჰყვა იმ სანდომიანი შესახედაობის ახალგაზრდა კაცს. აი‚ ხომ ხედავ‚ რომ უკვე

მეორედ ვიხსენი შენი ქალიშვილი‚ ის კი მაინც გამირბის. თუმცა მის სიჯიუტეს მალე

მოეღება ბოლო‚ - თქვა და ხმამაღლა გაიცინა‚ - ერთ საათში აქ ვიქნები. კარგად

გახსოვდეს ჩვენი შეთანხმება!

ბალთაზარმა მდაბლად დაუკრა თავი პედროს და ქალი ჩამოართვა.

მხედარმა დეზი ჰკრა ცხენს და გაქუსლა.

მამა-შვილი დუქანში შევიდნენ. გუტიერე უღონოდ დაეშვა სკამზე და თავი ხელებში

ჩარგო.

ბალთაზარმა კარი მოხურა და დუქანში ბოლთას ცემა დაიწყო. თან რაღაცას

აღელვებით და გაცხარებით ლაპარაკობდა‚ მაგრამ არავინ უსმენდა. ბალთაზარს

ასეთივე წარმატებით შეეძლო ექადაგა თაროებზე შემოწყობილი გამომხმარი

ჩიქვებისა და კიბორჩხალებისთვის.

„ის წყალში გადავარდა‚ - ფიქრობდა ქალიშვილი და იხსენებდა იხტიანდრის სახეს‚ -

საცოდავი! ჯერ ოლსენი‚ შემდეგ ზურიტასთან ეს უაზრო შეხვედრა; როგორ გაბედა‚

რომ საპატარძლო მიწოდა. ახლა ყველაფერი გათავდა‚ დაიღუპა...“

გუტიერე ტიროდა. ებრალებოდა იხტიანდრი - უბრალო‚ მორცხვი ყმაწვილი კაცი.

განა შეიძლებოდა ბუენოს-აირესის ფუქსავატ‚ ბაქია ყმაწვილებთან მისი შედარება?

„რაღა ვქნა ახლა‚ - ფიქრობდა გუტიერე‚ - იხტიანდრს მივბაძო და ზღვაში

გადავვარდე? თავი დავიხრჩო?“

ბალთაზარი კი ლაპარაკს აღარ ამთავრებდა.

- გესმის თუ არა‚ გუტიერე, გავღატაკდებით. ყველაფერი‚ რასაც შენ აქ‚ დუქანში

ხედავ‚ ზურიტასია. ჩემი აქ ამის მეათედიც არ იქნება. მარგალიტებს ზურიტასგან

სადალალოდ ვიღებთ. მაგრამ თუ შენ ერთხელ კიდევ უარით გაისტუმრებ‚ მთელ

ქონებას ჩამომართმევს და ჩემთან საქმეს აღარ დაიჭერს. ეს ხომ გაკოტრებაა! სრული

გაკოტრება! გეყოფა‚ ჭკუით მოიქეცი! მოხუცი მამა მაინც შეიბრალე!

- ბარემ ესეც თქვი: და მას ცოლად გაჰყევიო. არა! - მკვახედ მოუჭრა გუტიერემ.

Page 77: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- დასწყევლოს ღმერთმა‚ - წამოიყვირა გაცეცხლებულმა ბალთაზარმა‚ - თუ ასეა‚

მაშინ... მაშინ... მე კი არა‚ თვითონ ზურიტა მოგივლის! - და მოხუცმა ინდიელმა კარი

გაიჯახუნა და ლაბორატორიაში შევიდა.

ურჩხულებთან ბრძოლა

იხტიანდრს‚ როდესაც ზღვაში გადაეშვა‚ დროებით დაავიწყდა მიწიერი

ბედუკუღმართობები. ცხელი და შემხუთველი მიწის შემდეგ წყლის სიგრილემ

დაამშვიდა და გამოაცოცხლა. ის მჩხვლეტავი ტკივილებიც გაუნელდა. ჭაბუკი

ღრმად და თანაბრად სუნთქავდა. მისთვის საჭირო იყო კარგი დასვენება. ცდილობდა

არ ეფიქრა იმაზე‚ რაც მიწაზე მოხდა.

იხტიანდრს უნდოდა‚ რაღაც ეკეთებინა‚ ემოძრავა‚ მაგრამ რას მოჰკიდოს ხელი? ბნელ

ღამეებში მაღალი კლდიდან წყალში გადაშვება უყვარდა‚ ფსკერამდე უცებ რომ

ჩადიოდა. მაგრამ ახლა შუადღე იყო და ზღვაზე მეთევზეთა ნავების შავი ძირები

ლაპლაპებდნენ.

- „აი‚ რას ვიზამ. ურიგო არ იქნება‚ მღვიმე წესრიგში მოვიყვანო“‚ - გაიფიქრა

იხტიანდრმა.

ყურეში აღმართულ სალ კლდეში დიდთაღიანი მღვიმე იყო‚ საიდანაც ზღვის

სიღრმისკენ დამრეცად დაშვებული მშვენიერი წყალქვეშა ვაკე ჩანდა. დიდი ხანია მას

აქეთ‚ რაც იხტიანდრმა ეს ადგილი აირჩია. მაგრამ სანამ იქ მოეწყობოდა‚ საჭირო იყო

მღვიმის ძველ ბინადართა - რვაფეხა ურჩხულების მრავალრიცხოვანი ოჯახების

გამოსახლება.

იხტიანდრმა სათვალე გაიკეთა‚ გრძელი‚ ოდნავ მოკაუჭებული‚ ბასრი დანით

შეიარაღდა და უშიშრად მიცურდა მღვიმესთან. მღვიმეში შესვლა ძალზე საშიში იყო.

მან მტრების გარეთ გამოტყუება გადაწყვიტა. ხელში გრძელი ჭვილთი დაიჭირა. ეს

ჭვილთი დიდი ხნის წინათ ჰქონდა შენიშნული ჩაძირულ ნავთან. იხტიანდრმა

ჭვილთი მღვიმეში მიმოატარა. ამ უცნობი საგნის მღვიმეში შემოტანით უკმაყოფილო

ურჩხულები აფუსფუსდნენ. თაღის კიდეებზე გამოჩნდა მათი გრძელი‚ კლაკნია

საცეცები. ისინი ფრთხილად უახლოვდებოდნენ ჭვილთს. მაგრამ ვიდრე

მიუახლოვდებოდნენ‚ იხტიანდრი ჭვილთს აქეთ გამოსწევდა. ეს თამაში რამდენიმე

წუთს გრძელდებოდა. აი‚ თაღის კიდეზე უკვე ათობით საცეცი აფუსფუსდა ისე‚

როგორც მედუზა-გორგონას[10] თმა. ბოლოს‚ მოთმინებიდან გამოსულმა ერთმა

უზარმაზარმა ბებერმა რვაფეხამ გადაწყვიტა‚ თავხედ მომხდურს როგორმე

გასწორებოდა. ნაპრალიდან გამოძვრა‚ მტრისკენ დინჯად გაცურა და თან‚

იხტიანდრის დასაშინებლად‚ ფერს იცვლიდა. იხტიანდრმა გვერდზე გაცურა‚

ჭვილთი დააგდო და საბრძოლველად გაემზადა. მან იცოდა‚ რა ძნელი იყო

ადამიანისთვის ორი ხელით ბრძოლა იმ დროს‚ როდესაც მოწინააღმდეგეს რვა

Page 78: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

გრძელი ფეხი ჰქონდა. რვაფეხას ერთი ფეხის მოჭრას ვერ მოასწრებ‚ რომ შვიდი

დანარჩენი ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს. ჭაბუკი ცდილობდა‚ დანა

რვაფეხასთვის პირდაპირ მუცელში ჩაეკრა. მან ურჩხული ახლო მოუშვა‚ შემდეგ

უეცარი ნახტომით კლაკნია საცეცებს შუა გორგალში სწორედ რვაფეხას თავთან

მიიჭრა.

ეს უჩვეულო ხერხი ყოველთვის მოულოდნელი იყო რვაფეხასთვის. გაივლიდა

არანაკლები ოთხი წამისა‚ სანამ ცხოველი მოასწრებდა თავისი საცეცების აწევას და

მტრის ირგვლივ შემოხვევას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ჭაბუკი ასწრებდა

რვაფეხა მუცლის გაფატვრას‚ გულის განგმირვას და სამოძრაო ნერვების გადაკვეთას.

ვეებერთელა საცეცები‚ რომლებიც გარს შემოხვეოდნენ მის სხეულს‚ უცებ

უსიცოცხლოდ გაიშლებოდა და დუნედ ძირს ეშვებოდა.

- ეს ერთი!

იხტიანდრმა ისევ აიღო ჭვილთი. ახლა მისკენ ორი რვაფეხა ერთსა და იმავე დროს

გამოცურდა. ერთი მათგანი პირდაპირ იხტიანდრისკენ მოემართებოდა‚ მეორე კი

ცდილობდა, ზურგიდან დასხმოდა თავს. სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა.

იხტიანდრი მედგრად ეკვეთა იმ რვაფეხას‚ მის წინ რომ იყო‚ მაგრამ‚ სანამ მოკვლას

მოასწრებდა‚ მეორე რვაფეხა კისერზე შემოეხვია. ჭაბუკმა ურჩხულის ფეხი სწორედ

თავის კისერთან სწრაფად გადაჭრა. შემდეგ მეორე რვაფეხასკენ შებრუნდა და ყველა

საცეცი შეათალა. დასახიჩრებული რვაფეხა ნელი რხევით დაეშვა ფსკერზე.

იხტიანდრი კი ამ დროს მის წინ მყოფ მეორე რვაფეხას გაუსწორდა.

- ესეც სამი‚ - განაგრძობდა თვლას იხტიანდრი.

მაგრამ იძულებული გახდა‚ ბრძოლა დროებით შეეწყვიტა. მღვიმედან რვაფეხათა

მთელი გუნდი გამოცურდა. დაღვრილმა სისხლმა კი წყალი აამღვრია. ამ მეწამულ

ბურუსში უპირატესობა‚ შესაძლებელია‚ რვაფეხათა მხარეს ყოფილიყო‚ რადგან მათ

შეხების საშუალებით შეეძლოთ მტრის ადგილმდებარეობის აღმოჩენა‚ იხტიანდრი

კი ვერაფერს ხედავდა. ბრძოლის ადგილს წმინდა წყლისკენ ცურვით გაეცალა და იქ

სისხლისფერი ნისლიდან გამოცურებული კიდევ ერთი რვაფეხა მოკლა.

ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

როდესაც უკანასკნელი რვაფეხაც გამოასალმა სიცოცხლეს და წყალი დაიწმინდა‚

იხტიანდრმა დაინახა‚ რომ ფსკერზე ურჩხულთა მკვდარი სხეულები და მოძრავი

მოკვეთილი საცეცები ეყარა. ჭაბუკი მღვიმეში შევიდა. იქ კიდევ დარჩენილიყო

რამდენიმე მუჭისტოლა რვაფეხა. იხტიანდრს უნდოდა ისინიც დაეხოცა‚ მაგრამ

შეებრალა. - მათი მოშინაურება უნდა ვცადო. ასეთი დარაჯები რომ მყავდეს‚ ცუდი

როდი იქნება.

Page 79: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚
Page 80: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

დაიწყო. ამას გარდა‚ იმდენი მოახერხა‚ რომ დრუნჩით მაინცდამაინც მაგიდის ფეხს

დაეჯახა და გადააბრუნა. ვაზები ძირს გადმოყარა. ეს რომ მიწაზე მომხდარიყო‚

ვაზები დაიმტვრეოდა. აქ კი ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა‚ თუ არ ჩათვლით

კიბორჩხალას შიშს‚ რომელიც არაჩვეულებრივი სისწრაფით გვერდულად გაიქცა

კლდისკენ.

„რა უხეში ხარ“‚ - გაიფიქრა იხტიანდრმა. მაგიდა მღვიმეში ღრმად შედგა და ვაზებს

დასწვდა.

შემდეგ დელფინს მოეხვია და ისე განაგრძო მასთან მუსაიფი:

- დარჩი აქ‚ ჩემთან‚ ლიდინგ.

მაგრამ დელფინმა მალე დაიწყო თავის აქეთ-იქით ქიცინი. დიდხანს წყალქვეშ ყოფნა

არც მას შეეძლო. ჰაერი მისთვის აუცილებელი იყო. დელფინმა ფარფლები მოიქნია

და მღვიმედან გამოცურდა.

- ლიდინგსაც არ შეუძლია ჩემთან წყალქვეშ ცხოვრება‚ - მწუხარედ გაიფიქრა

იხტიანდრმა‚ როდესაც მღვიმეში მარტო დარჩა‚ - მხოლოდ თევზები თუ გაძლებენ

ჩემთან. მაგრამ ვაი‚ რომ ისინი სულელები და თან მხდალები არიან...

და ქვის საწოლზე წამოწვა. მზე ჩავიდა. მღვიმეში ჩამობნელდა. იხტიანდრს წყლის

მსუბუქი მოძრაობა არწევდა.

დღისით განცდილი მღელვარებისა და მუშაობისგან დაქანცულ იხტიანდრს მალე

თვლემა მოერია.

ახალი მეგობარი

ოლსენი დიდ კარჭაპში იჯდა და წყალში იყურებოდა. ის იყო, მზე ჰორიზონტიდან

ამოიწვერა და ირიბი სხივებით ფსკერამდე გაანათა პატარა ყურეს გამჭვირვალე

წყალი. თეთრსილიან ფსკერზე რამდენიმე ინდიელი დახოხავდა. დროდადრო ისინი

სულის მოსაბრუნებლად ზედაპირზე ამოცურდებოდნენ‚ შემდეგ კი ისევ წყალში

ეშვებოდნენ. ოლსენი ფხიზლად ადევნებდა თვალს მაძიებლებს. მიუხედვად იმისა‚

რომ ადრიანი დილა იყო‚ უკვე ცხელოდა. „მოდი‚ ერთი მეც გავგრილდე - ერთი-

ორჯერ ჩავყვინთავ“‚ - გაიფიქრა მან‚ ტანთ სასწრაფოდ გაიხადა და წყალში გადახტა.

ოლსენს წინათ არასდროს უყვინთავს‚ მაგრამ ახლა გაუტკბა და დარწმუნდა‚ რომ

ნაჩვევ ინდიელებზე მეტ ხანს შეუძლია წყალში დაჰყოს. ოლსენი მაძიებლებს

შეუერთდა და ამ ახალმა საქმიანობამ მალე გაიტაცა.

მესამედ რომ ჩაეშვა‚ შეამჩნია‚ რომ ორი ინდიელი‚ ფსკერზე მუხლებით რომ იდგნენ‚

ფეხზე წამოიჭრნენ და ზედაპირზე ისეთი სისწრაფით ამოცურეს‚ გეგონებოდა,

ზვიგენი ან ბართევზა მოსდევთო. ოლსენმა მოიხედა. მისკენ რაღაც უცნაური არსება‚

Page 81: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

კაც-ბაყაყი‚ სწრაფად მოცურავდა. მას ვერცხლისფერი ქერცლი ჰქონდა‚ ვეებერთელა

თვალები გადმოეკარკლა და ბაყაყის თათებს ამოძრავებდა. თათებს ბაყაყურადვე

უკუიქნევდა და მძლავრი ბიძგებით მოიწევდა.

სანამ ჩაჩოქილი ოლსენი წამოდგომას მოასწრებდა‚ ურჩხული უკვე მასთან იყო და

თავისი ბაყაყური თათით ხელი დაუჭირა. შეშინებულმა ოლსენმა ის მაინც შეამჩნია‚

რომ ამ საოცარ არსებას ლამაზი სახე ჰქონდა‚ რასაც მხოლოდ გადმოკარკლული

თვალები აუშნოებდნენ. ამ უცნაურ არსებას‚ ეტყობა‚ დაავიწყდა‚ რომ ის წყალქვეშ

იყო და რაღაცაზე დაიწყო ლაპარაკი. ოლსენმა სიტყვები ვერ გაიგონა. იგი მხოლოდ

ბაგეების მოძრაობას ხედავდა. უცნობ არსებას ორივე თათით მაგრად ეჭირა ოლსენის

ხელი. ოლსენმა ფეხების მძლავრი მოძრაობით ფსკერი დატოვა და თავისუფალი

ხელის მოსმით ზედაპირზე სწრაფად ამოცურდა. ურჩხულიც ხელშეუშვებლად თან

ამოჰყვა. ზედაპირზე ამოსვლისას ოლსენი კარჭაპზე ავიდა. ბაყაყისთათებიან ნახევარ

კაცს ისე ჰკრა ხელი‚ რომ მან წყალში ტყაპანი მოადინა. კარჭაპში მსხდომი

ინდიელები წყალში გადახტნენ და ნაპირისკენ მოუსვეს.

მაგრამ იხტიანდრი ისევ მიუახლოვდა ნავს და ოლსენს ესპანურად მიმართა:

- მომისმინეთ‚ ოლსენ‚ მინდა გუტიერეს ამბავი გკითხოთ.

ამ სიტყვებმა წყალქვეშ შეხვედრაზე ნაკლებ როდი გააოცა ოლსენი. ოლსენი მამაცი‚

ღონიერი კაცი იყო. თუ ამ უცნობმა არსებამ იცის მისი სახელი და გუტიერესაც

იცნობს‚ მაშ ის ადამიანი ყოფილა და არა ურჩხული.

- გისმენთ‚ - უპასუხა ოლსენმა.

იხტიანდრი ავიდა ნავზე და ქიმზე ფეხმორთხმით ჩამოჯდა‚ ხელები კი გულზე

ჯვარედინად დაიწყო.

„სათვალე ჰქონია“‚ - გაიფიქრა ოლსენმა, როცა უცნობის ლაპლაპა და თან

გადმოკარკლული თვალები ყურადღებით შეათვალიერა.

- ჩემი სახელია იხტიანდრი. გახსოვთ‚ ერთხელ თქვენთვის მანიაკი ამოვიღე ზღვის

ფსკერიდან.

- კი მაგრამ‚ მაშინ თქვენ ადამიანის თვალები და ხელები გქონდათ.

იხტიანდრს გაეცინა და თავისი ბაყაყისებრი თათები აქეთ-იქით გაიქნია.

- ამის მოცილება ადვილად შეიძლება‚ - მოკლედ მოუჭრა ოლსენს.

- მეც ასე ვფიქრობდი.

სანაპირო კლდეებს ამოფარებული ინდიელები ამ მუსაიფს ცნობისმოყვარეობით

უთვალთვალებდნენ‚ თუმცა სიტყვების გარჩევა არ შეეძლოთ.

Page 82: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- თქვენ გიყვართ გუტიერე? - ჰკითხა იხტიანდრმა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ.

- დიახ‚ მიყვარს‚ - უბრალოდ უპასუხა ოლსენმა.

იხტიანდრმა მძიმედ ამოიხვნეშა.

- იმასაც უყვარხართ?

- იმასაც ვუყვარვარ.

- კი მაგრამ‚ იმას ხომ მეც ვუყვარვარ?

- ეს მისი საქმეა‚ - ოლსენმა მხრები აიჩეჩა.

- როგორ თუ მისი საქმეა? ის ხომ თქვენი საცოლეა?

ოლსენს სახეზე გაკვირვება გამოეხატა და იხტიანდრს წეღანდელივით დინჯად

უთხრა:

- არა‚ ის ჩემი საცოლე არ არის.

- ტყუით! - აენთო იხტიანდრი‚ - მე თვითონ გავიგონე, შავგვრემანმა ცხენოსანმა კაცმა

რომ უთხრა გუტიერეს‚ საპატარძლო ქალი ხარო.

- ჩემი?

იხტიანდრი დაიბნა. არა‚ იმ შავგვრემან კაცს არ უთქვამს, რომ გუტიერე ოლსენის

საპატარძლოა, მაგრამ ხომ არ შეიძლება‚ ახალგაზრდა ქალი იმ არასასიამოვნო,

შავგვრემანი‚ ხნიერი კაცის საცოლე იყოს? ნუთუ ხდება ასე? ის შავგვრემანი კაცი‚

ალბათ‚ მისი ნათესავია... იხტიანდრმა გადაწყვიტა გამოკითხვა სხვა მხრიდან

დაეწყო.

- აქ რას აკეთებდით? მარგალიტს ეძებდით?

- უნდა გამოვტყდე‚ რომ რაღაც არ მომწონს ეგ თქვენი დაკითხვები‚ - მოღუშვით

უპასუხა ოლსენმა‚ - თქვენ შესახებ ზოგი რამ რომ არ ვიცოდე გუტიერესგან‚ ნავიდან

გადაგაგდებდით. ჩვენი საუბარიც ამით დამთავრდებოდა. დანისკენ თვალი ნუ

გიჭირავთ. სანამ წამოდგებოდეთ‚ ნიჩბით გაგიპობთ მაგ თავს‚ მაგრამ საჭიროდ მაინც

არ მიმაჩნია დაგიმალოთ‚ რომ აქ მართლაც მარგალიტს ვეძებდი.

- დიდ მარგალიტს‚ რომელიც ზღვაში გადავისროლე? გუტიერემ ხომ არ გითხრათ?

ოლსენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

იხტიანდრს გაუხარდა.

Page 83: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- აი‚ ხომ ხედავთ. აკი ვუთხარი კიდეც‚ რომ თქვენ უარს არ იტყოდით იმ

მარგალიტზე. ვთხოვდი‚ მიეღო მარგალიტი და თქვენთვის გადმოეცა. მან უარი თქვა

და ახლა თქვენ თვითონვე ეძებთ.

- ეს იმიტომ‚ რომ ახლა ის ოკეანის კუთვნილებაა და არა - თქვენი. და თუ ვიპოვე‚

დავალებული არავისგან არ ვიქნები.

- ასე გიყვართ მარგალიტი?

- მე ქალი არ ვარ‚ რომ ზიზილპიპილოები მიყვარდეს‚ - უპასუხა ოლსენმა.

- მაგრამ შეიძლება მარგალიტის... როგორ ითქმის? ჰო‚ გაყიდვა‚ - გაიხსენა

იხტიანდრმა მისთვის ძნელად გასაგები სიტყვა და განაგრძო: - ბევრი ფულის აღება.

თანხმობის ნიშნად ოლსენმა კვლავ თავი დაუქნია.

- მაშ‚ თქვენ ფული გყვარებიათ!

- ბოლოს და ბოლოს‚ რა გინდათ ჩემგან? - უკვე აღშფოთებით შეეკითხა ოლსენი.

- მინდა ვიცოდე‚ რატომ გასაჩუქრებდათ გუტიერე მარგალიტებით? თქვენ ხომ მისი

ცოლად შერთვა გინდოდათ?

- არა‚ არც მიფიქრია გუტიერეს ცოლად შერთვა‚ - უპასუხა ოლსენმა‚ - თუნდაც

მეფიქრა‚ გვიანღაა‚ გუტიერე სხვისი ცოლია.

იხტიანდრი გაფითრდა და ხელი ხელში ჩაავლო ოლსენს.

- ნუთუ იმ შავგვრემანი კაცის? - შიშით იკითხა.

- ჰო‚ ის პედრო ზურიტას ცოლია.

- მაგრამ იმას ხომ... მეგონა‚ მე ვუყვარდი‚ - ჩუმად თქვა იხტიანდრმა.

ოლსენმა თანაგრძნობით შეხედა იხტიანდრს. შემდეგ დინჯად გააბოლა

მოკლეტარიანი ჩიბუხი და უთხრა:

- დიახ‚ მეც მეგონა‚ რომ მას თქვენ უყვარდით‚ მაგრამ თქვენ ხომ მის თვალწინ

გადავარდით შუა ზღვაში და თავი დაიხრჩვეთ? ყოველ შემთხვევაში, ის ასე

ფიქრობდა.

იხტიანდრმა გაკვირვებით შეხედა ოლსენს. მას არასოდეს უთქვამს გუტიერესთვის‚

რომ წყალქვეშ ცხოვრება შეუძლია. აზრადაც არ მოსვლია‚ თუ კლდიდან ზღვაში მის

გადახტომას ქალი თვითმკვლელობად ჩათვლიდა.

- გუშინღამ ვნახე გუტიერე‚ - განაგრძო ოლსენმა‚ - თქვენმა დაღუპვამ ძალზე შეაწუხა‚

მის სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალიო.

Page 84: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- მაინც‚ ასე უცებ რატომ გათხოვდა? ის ხომ... მას ხომ მე შევუნარჩუნე სიცოცხლე?

დიახ‚ დიახ! დიდი ხანია ვფიქრობდი‚ რომ გუტიერე ჰგავდა იმ ქალს‚ რომელიც

ოკეანეში იხრჩობოდა. მე ის ნაპირზე გამოვიყვანე და თვითონ კი ქვებს მოვეფარე.

მერე ის შავგვრემანი კაციც მოვიდა‚ - დანახვისთანავე ვიცანი - და დაარწმუნა

გუტიერე‚ მე გადაგარჩინეო.

- გუტიერემ ყველაფერი მიამბო‚ - უპასუხა ოლსენმა‚ - მან ახლაც არ იცის‚ ვინ

გადაარჩინა დახრჩობას‚ ზურიტამ თუ იმ უცნობმა არსებამ‚ რომელმაც მის თვალწინ

გაიელვა‚ როდესაც გონს მოვიდა. რატომ არ უთხარით‚ რომ თქვენ გადაარჩინეთ?

- ჩემთვის ამის თქმა უხერხული იყო. ამასთან‚ სანამ ზურიტა არ დავინახე‚ თვითონაც

არ ვიყავი დარწმუნებული‚ რომ სწორედ გუტიერე იყო ჩემგან გადარჩენილი. მაინც

საკვირველია‚ როგორ დათანხმდა ცოლობაზე‚ - ეკითხებოდა იხტიანდრი.

- როგორ მოხდა... - წყნარად ჩაილაპარაკა ოლსენმა‚ - თვითონაც არ ვიცი‚ ეს როგორ

მოხდა.

- მიამბეთ‚ რაც იცით‚ - სთხოვა იხტიანდრმა.

- მე ღილების ქარხანაში ვმუშაობ ნიჟარების მიმღებად. გუტიერე იქ გავიცანი.

ნიჟარები მოჰქონდა. მამა აგზავნიდა ხოლმე‚ როდესაც თვითონ არ ეცალა. ასე

გავიცანით ერთმანეთი. დავმეგობრდით. ხანდახან ნავსადგურში ვხვდებოდი‚

ვსეირნობდით ზღვის სანაპიროზე. მან თავისი გულის დარდი გამიზიარა. მითხრა‚

მდიდარი ესპანელი მთხოულობსო.

- ზურიტაზე ამბობდა?

- დიახ‚ ზურიტაზე. გუტიერეს მამა‚ ინდიელი ბალთაზარი ამ ქორწინების დიდი

მოსურნე იყო და ყოველმხრივ ცდილობდა ქალის დაყოლიებას. ცდილობდა‚ რომ მას

უარი არ ეთქვა ასეთი სახარბიელო საქმროსთვის.

- რითია მერე სახარბიელო ის საძაგელი‚ მყრალი ბებერი? - თავი ვერ შეიკავა

იხტიანდრმა.

- ბალთაზარისთვის ზურიტა საუცხოო სასიძოა. მით უმეტეს‚ რომ ბალთაზარს კარგა

ბლომად ფული ემართა ზურიტასი. იმას კი ადვილად შეეძლო ბალთაზარის

გაკოტრება‚ თუ გუტიერე უარს ეტყოდა ცოლობაზე. წარმოიდგინეთ‚ როგორ უნდა

ეცხოვრა გუტიერეს. ერთი მხრივ‚ საქმროს მომაბეზრებელი არშიყობა და‚ მეორე

მხრივ‚ მამის მუდმივი ჩხუბი‚ საყვედურები და მუქარა.

- მერედა გუტიერემ რატომ არ გააგდო ზურიტა? თქვენ ასეთი ზორბა‚ ღონიერი კაცი

ხართ და რატომ არ სცემეთ ზურიტა?

ოლსენს გაეცინა და თან გაუკვირდა კიდეც. იხტიანდრი სულელი არ არის და ასეთ

კითხვებს კი იძლევა‚ სად აღიზარდა ნეტავი?

Page 85: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ეს არც ისე ადვილია‚ როგორც გგონიათ‚ - უპასუხა ოლსენმა‚ -ზურიტასა და

ბალთაზარის დასაცავად ფეხზე დადგებოდა პოლიცია‚ კანონი და სამართალი‚ -

იხტიანდრმა მაინც ვერაფერი გაიგო‚ რას ნიშნავდა ეს სიტყვები, - ერთი სიტყვით‚

ამის გაკეთება არ შეიძლებოდა‚ - დაასრულა ოლსენმა.

- მაშ‚ რატომ არ გაიქცა გუტიერე?

- გაქცევა უფრო ადვილი იყო. გადაწყვიტა კიდეც‚ მამას როგორმე გაქცეოდა. ხელის

შეწყობაც შევპირდი. დიდი ხანია‚ რაც ბუენოს-აირესიდან ჩრდილო ამერიკაში

წასვლას ვაპირებდი და შევთავაზე‚ ჩემთან ერთად წამოსულიყო.

- ცოლად გინდოდათ შეგერთოთ? - შეეკითხა იხტიანდრი.

- რა უცნაური ვინმე ხართ‚ - ღიმილით უპასუხა ოლსენმა‚ - აკი გითხარით‚ რომ

მეგობრები ვიყავით-მეთქი. შემდეგ რა მოხდებოდა‚ არ ვიცი...

- მერედა‚ რატომ არ გაემგზავრეთ?

- იმიტომ‚ რომ გზის ფული არ გვქონდა.

- ნუთუ „გოროკსით“ მგზავრობა ასე ძვირია?

- „გოროკსიო“‚ „გოროკსით“ მგზავრობა მხოლოდ მილიონერებს შეუძლიათ‚ რას

ამბობთ‚ იხტიანდრ‚ მთვარიდან ხომ არ ჩამოფრენილხართ?

იხტიანდრი შეცბა‚ გაწითლდა. გადაწყვიტა‚ ისეთს არაფერს ვკითხავ‚ რაც ოლსენს

გააგებინებს‚ რომ უბრალო რამეებში ვერ ვერკვევიო.

- ფული სატვირთო-სამგზავრო გემით წასასვლელადაც არ გვყოფნიდა. მერედა‚

ჩასვლის შემდეგ ხომ ხარჯები მოგველოდა. სამუშაო ქუჩაში კი არ ყრია.

იხტიანდრს უნდოდა‚ რაღაც კიდევ ეკითხა‚ მაგრამ თავი შეიკავა.

- და‚ აი‚ მაშინ გადაწყვიტა გუტიერემ‚ გაეყიდა თავისი მარგალიტის მანიაკი.

- რომ მცოდნოდა! - წამოიყვირა იხტიანდრმა და თავისი წყალქვეშა განძი მოაგონდა.

- რა?

- არაფერი‚ ისე... განაგრძეთ ოლსენ.

- ყველაფერი მზად იყო გასაქცევად.

- მერე მე... ეს როგორ? მაპატიეთ‚ ესე იგი‚ ჩემს მიტოვებასაც აპირებდა?

- ყოველივე ეს მაშინ მოხდა‚ როდესაც თქვენ ჯერ არც იცნობდით ერთმანეთს. შემდეგ

კი‚ რამდენადაც ვიცი‚ უნდოდა გაეფრთხილებინეთ. შესაძლებელია‚ ჩვენთან ერთად

Page 86: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მგზავრობაც შემოეთავაზებინა. ბოლოს და ბოლოს‚ თუ აქ ვერ მოახერხებდა

თქვენთან მოლაპარაკებას‚ ყოველივეს გზიდან მოგწერდათ.

- კი მაგრამ‚ რატომ მაინცდამაინც თქვენთან და არა ჩემთან? თქვენთან თათბირობდა‚

გასამგზავრებლად თქვენთან ერთად ემზადებოდა!

- მე მას წელიწადზე მეტია‚ ვიცნობ და თქვენ კი...

- ილაპარაკეთ‚ ილაპარაკეთ და ჩემს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

- მაშ‚ ასე! - ყველაფერი მზად იყო‚ - განაგრძო ოლსენმა‚ - მაგრამ ამ დროს თქვენ

გუტიერეს თვალწინ წყალში გადავარდით და ზურიტაც შემთხვევით გადაეყარა

გუტიერეს‚ როცა მასთან ერთად იყავით. დილაადრიან‚ ქარხანაში წასვლამდე‚ მე

გუტიერეს გავუარე‚ - წინათაც ხშირად მოვქცეულვარ ასე. მე ბალთაზარი თითქოს

კარგი თვალით მიყურებდა. შესაძლებელია‚ ჩემი მუშტების ეშინოდა‚ ან კიდევ‚

შეიძლება‚ მეორე სასიძოდ მთვლიდა‚ თუ ზურიტა გუტიერეს ჯიუტობით

გაბეზრდებოდა. ყოველ შემთხვევაში‚ ბალთაზარი ხელს არ გვიშლიდა და მხოლოდ

გვთხოვდა‚ რომ ზურიტას ერთად არ დავნახვებოდით. რასაკვირველია‚ მოხუც

ინდიელს ეჭვიც არ ჰქონდა აღებული ჩვენს გეგმებზე. იმ დილით გუტიერესთვის

მინდოდა მეცნობებინა‚ რომ გემის ბილეთები ნაყიდი მაქვს და ღამის ათი

საათისთვის მზად ყოფილიყო. ბალთაზარი კარში მომეგება. ის აღელვებული იყო. -

გუტიერე შინ არ არის‚ და... საერთოდ შინ არაა‚ - მომახალა ბალთაზარმა. - ნახევარი

საათია‚ რაც ჩვენს სახლს ზურიტა ახალი‚ პრიალა ავტომობილით მოადგა. როგორ

მოგწონთ‚ ჰა? - წამოიყვირა ბალთაზარმა. - ავტომობილი იშვიათი მოვლენაა ჩვენს

ქუჩაში‚ მით უმეტეს‚ თუ ავტომობილი შენს სახლთან მოსრიალდება. მე და გუტიერე

ქუჩაში გავცვივდით. ზურიტა უკვე ავტომობილიდან გამოსულიყო და გუტიერეს

ბაზრამდე წაყვანა და უკან მოყვანა შესთავაზა. მან იცოდა‚ რომ გუტიერე ბაზარში იმ

დროს მიდიოდა. გუტიერემ შეხედა პრიალა მანქანას. თვითონვე გესმით‚ რა

ცთუნებაა ეს ახალგაზრდა ქალისთვის, მაგრამ გუტიერე მიხვედრილია და მან

ზრდილობიანად უთხრა უარი. - თუ გინახავთ ასეთი ჯიუტი ქალი! - წყრომით

წამოიყვირა ბალთაზარმა‚ მაგრამ იმ წუთსვე გადაიხარხარა‚ - ზურიტა არ დაბნეულა‚

- მე ვხედავ‚ რომ თქვენ მორცხვობთ‚ - უთხრა‚ - ნება მიბოძეთ‚ მე დაგეხმაროთ‚ - ხელი

სტაცა და ავტომობილში ჩასვა. გუტიერემ ისღა მოასწრო, დაეძახა: მამა! და მათი

კვალიც გაქრა - მე მგონია‚ უკან აღარ დაბრუნდებიან. ზურიტამ‚ ალბათ‚ შინ წაიყვანა‚

- დაამთავრა ამბავი ბალთაზარმა. ეტყობოდა‚ მომხდარი ამბით ძალზე კმაყოფილი

იყო. - თვალწინ ქალი მოგტაცეს‚ თქვენ კი ასე დამშვიდებით და თითქმის

სიამოვნებით ყვებით ამას? - აღშფოთებით ვუთხარი ბალთაზარს. - რად უნდა

ვწუხდე‚ - გაუკვირდა ბალთაზარს‚ - სხვა კაცი რომ იყოს‚ კიდევ ჰო‚ ზურიტას კი

დიდი ხანია‚ ვიცნობ. რაკი ძუნწმა ზურიტამ ავტომობილისთვის ფული არ დაიშურა‚

ჩანს‚ გუტიერე ძალიან მოსწონს და‚ რადგან თან წაიყვანა‚ ჯვარსაც დაიწერს. ჩემი

შვილისთვის კი სწორედ გაკვეთილია: ნუ იქნება ჯიუტი. მდიდარი ხალხი ქუჩაში არ

Page 87: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ყრია. სატირალიც არაფერი აქვს. ზურიტას ქალაქ პარანას მახლობლად გასიენდა აქვს.

ამ გასიენდას „დოლორესი“ ეწოდება. იქ ცხოვრობს დედამისი. ჩემი გუტიერეც იქ

წაიყვანა.

- მერედა‚ არ სცემეთ ბალთაზარი? - შეეკითხა იხტიანდრი.

- თქვენ რომ დაგიჯეროთ‚ ჩხუბის მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებ‚ - უპასუხა ოლსენმა‚

- უნდა გამოვტყდე‚ ერთხანს მინდოდა კიდეც‚ ბალთაზარი ერთი კარგად

დამელილავებინა‚ მაგრამ გადავწყვიტე‚ რომ ამით საქმეს უფრო წავახდენდი.

ვფიქრობდი‚ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული-მეთქი. წვრილმანებს აქ არ

გამოვედევნები. როგორც უკვე ვთქვი‚ გუტიერეს ნახვა მაინც მოვახერხე.

- გასიენდა „დოლორესში“?

- დიახ.

- და თქვენ არ მოკალით ის არამზადა ზურიტა და არ გაათავისუფლეთ გუტიერე?

-ისევ ცემასა და‚ ასე განსაჯეთ‚ მკვლელობასაც მირჩევთ? ვინ წარმოიდგენდა‚ რომ

თქვენ ასეთი სისხლმოყვარული ხართ?

- მე სისხლმოყვარული არ ვარ‚ - წამოიძახა თვალცრემლიანმა იხტიანდრმა‚ - მაგრამ

ეს ხომ საშინელებაა!

ოლსენს შეებრალა იხტიანდრი.

- მართალი ხართ‚ იხტიანდრ‚ - უთხრა ოლსენმა‚ - ზაურიტა და ბალთაზარი უღირსი

ადამიანები არიან. ისინი დიდ გულისწყრომასა და ზიზღს იმსახურებენ. ცემის

ღირსებიც არიან‚ მაგრამ ცხოვრება ბევრად რთულია‚ ვიდრე ეს თქვენ

წარმოგიდგენიათ. ზურიტასგან გაქცევაზე გუტიერემ თავადვე თქვა უარი.

- თავად? - არ დაიჯერა იხტიანდრმა.

- დიახ‚ თვითონ.

- რატომ?

- ჯერ ერთი‚ ის დარწმუნებულია‚ რომ თქვენ მის გამო თავი დაიხრჩვეთ. თქვენი

დაღუპვა გუტიერეს ძალზე აწუხებს. როგორც ჩანს‚ იმ საბრალოს ძალიან უყვარდით.

ჩემი ცხოვრება დამთავრებულია‚ ოლსენ! - მითხრა მან‚ - ახლა აღარაფერი არ მინდა.

ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. არაფერი არ მესმოდა‚ როდესაც ზურიტას

მოყვანილმა მღვდელმა ჯვარი დაგვწერა. არაფერი არ ხდება ღვთის განგების

გარეშეო‚ - ასე თქვა მღვდელმა‚ როცა თითზე ნიშნობის ბეჭედი წამომაცვა. ის კი‚ რაც

ღმერთმა შეაერთა‚ ადამიანმა არ უნდა გათიშოს. ზურიტასთან ბედნიერი არ ვიქნები‚

მაგრამ მეშინია‚ ღვთის რისხვა არ დამატყდეს და მას ვერ მივატოვებო.

Page 88: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- მაგრამ ეს ხომ სისულელეა! რომელი ღმერთი? მამა ამბობს‚ რომ ღმერთი

ბავშვებისთვის გამოგონილი ზღაპარიაო‚ - წამოიძახა იხტიანდრმა‚ - ნუთუ თქვენ ვერ

გადაარწმუნეთ?

- სამწუხაროდ‚ გუტიერეს სჯერა ეს ზღაპარი. მისიონერებმა მოასწრეს მისი

მგზნებარე კათოლიკედ გადაქცევა. რამდენიც არ ვეცადე‚ რწმენაზე ხელი ვერ

ავაღებინე. დამემუქრა‚ შენთან აღარ ვიმეგობრებ‚ თუ საყდარზე და ღმერთზე კიდევ

დამიწყებ ლაპარაკსო. სხვა რა ჩარა იყო‚ უნდა მეცადა. გასიენდაში კი დროც არ

მქონდა მის დასარწმუნებლად. რამდენიმე სიტყვის თქმაც ძლივს შევძელი. აი‚ კიდევ

რა მითხრა გუტიერემ. ჯვრისწერის შემდეგ ზურიტას სიცილით წამოუძახია: ესეც

ასე‚ ამ ერთ საქმეს მოვრჩი. ჩიტი დავიჭირე და გალიაში მყავს‚ ახლა თევზი უნდა

დავიჭირო და‚ გუტიერეს აუხსნა‚ რა თევზზე იყო ლაპარაკი. გუტიერემ კი მითხრა‚

ზურიტა ბუენოს-აირესში „ზღვის ეშმაკის“ დასაჭერად მიემგზავრება‚ და გუტიერე

მაშინ მილიონერის ცოლი გახდება. თქვენ ხომ არა ხართ ის „ზღვის ეშმაკი“? თქვენ

ხომ კარგად შეგიძლიათ წყალქვეშ უვნებლად ყოფნა‚ თქვენ არ აშინებთ მარგალიტის

მაძიებლებს?

- სიფრთხილის გრძნობა ნებას არ აძლევდა იხტიანდრს‚ რომ ოლსენისთვის თავისი

საიდუმლოება გაემხილა. ამის ახსნას‚ სულ ერთია‚ ის ვერ შეძლებდა. კითხვაზე

არაფერი უპასუხა და პირიქით‚ თვითონ შეეკითხა.

- მაინც რად უნდა ზურიტას „ზღვის ეშმაკი“?

- პედროს უნდა‚ „ზღვის ეშმაკი“ მარგალიტების მაძიებლად გამოიყენოს და‚ თუ

თქვენ ხართ ის „ზღვის ეშმაკი“‚ გაფრთხილდით.

- გმადლობთ გაფრთხილებისთვის‚ - უთხრა ჭაბუკმა.

იხტიანდრს ეჭვადაც არ მოსდიოდა‚ რომ მისი საქმიანობა სანაპნიროზე ყველასთვის

იყო ცნობილი და მასზე ჟურნალ-გაზეთებშიც წერილებს წერდნენ.

- ასე არ შემიძლია‚ - თქვა იხტიანდრმა‚ - მე უნდა ვნახო გუტიერე‚ თუნდაც ეს მასთან

უკანასკნელი შეხვედრა იყოს. ქალაქი პარანა? დიახ‚ ვიცი. იქით მიმავალი გზა აღმა

მიჰყვება მდინარე პარანას. მაგრამ როგორ მივიდე იქიდან გასიენდა

„დოლორესამდე“?

ოლსენმა ყველაფერი აუხსნა.

იხტიანდრმა მაგრად ჩამოართვა ხელი ოლსენს.

- მაპატიეთ‚ მტრად მიმაჩნდით‚ მაგრამ მოულოდნელად მეგობარი შევიძინე.

მშვიდობით. გუტიერეს საძებნელად მივდივარ.

- ახლავე? - ღიმილით შეეკითხა ოლსენი.

Page 89: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- დიახ‚ ერთ წუთსაც არ დავკარგავ‚ - უპასუხა იხტიანდრმა. წყალში გადახტა და

ნაპირისკენ გასცურა.

ოლსენმა მხოლოდ თავი გააქნია.

ნაწილი მეორე

გზაში

იხტიანდრი სწრაფად გაემზადა სამგზავროდ. ნაპირზე დამალული კოსტიუმი და

ფეხსაცმელები ამოიღო და თასმით‚ რომელზედაც დანა ეკიდა‚ ზურგზე დაიკრა.

გაიკეთა სათვალე‚ ხელთათმანები და გზას გაუდგა.

რიო-დე-ლა-პლატას ყურეში ბევრი საოკეანო გემი და ხომალდი‚ ორანძიანი ნავი და

კარჭაპი იდგა. მათ შორის პატარა ორთქლის საკაბოტაჟო კატარღები დაძრწოდნენ.

ქვემოდან მათი ძირები იმ წყლის ხოჭოებს ჰგავდნენ‚ რომლებიც ზედაპირზე

ყოველმხრივ მოძრაობენ. ღუზის ჯაჭვები და ტროსები ფსკერიდან წყალქვეშა ტყის

წვრილი ღეროებივით მაღლა მიემართებოდნენ. ყურეს ფსკერი კი ათასგვარი

ნაყარნუყარით იყო მოფენილი: რკინის ჯართით‚ ქვანახშირის ხენჯით‚ რეზინის

მილების ნაგლეჯებით‚ იალქნის ნახევებით‚ ბიდონებით‚ აგურებით‚ ბოთლის

ნამსხვრევებით‚ კონსერვის ქილებით‚ ნაპირთან ახლო კი ძაღლებისა და კატების

მძორით.

ზედაპირს ნავთობის თხელი ბრკე გადაკვროდა. მზე ჯერ არ ჩასულიყო‚ მაგრამ აქ

მომწვანო-რუხი ბინდი მაინც იდგა. მდინარე პარანას სილა-შლამი მოჰქონდა და

ყურეში წყალს ამღვრევდა.

გემების ამ ლაბირინთში იხტიანდრს‚ შესაძლო იყო‚ გზა აბნეოდა‚ მაგრამ კომპასად იმ

მდინარის სუსტ დინებას იყენებდა‚ რომელიც ყურეს ერთვოდა. „საკვირველია‚ რა

უსუფთაოები არიან ადამიანები!“ - ფიქრობდა ის და ზიზღით ათვალიერებდა

ფსკერს‚ რომელიც სანაგვეს უფრო მოაგონებდა. აქ სუნთქვა ისევ უჭირდა‚ როგორც

ადამიანს შეხუთულ ოთახში.

ფსკერზე რამდენიმე ადგილას‚ იგი ადამიანების გვამებსა და ცხოველების ჩონჩხებს

წააწყდა. ერთ გვამს ქალა გაჩეხილი ჰქონდა‚ ხოლო ყელზე ქვაგამობმული თოკი

მოუჩანდა. ცხადია‚ აქ ვიღაცის ბოროტმოქმედება იმალებოდა. იხტიანდრი

ჩქარობდა‚ რომ ეს საზარელი ადგილი სწრაფად გაეცურა.

Page 90: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

რაც უფრო ზევით მიიწევდა ყურეში‚ მით უფრო იგრძნობოდა შემხვედრი დინება.

ცურვა თანდათან ძნელდებოდა. ოკეანეშიც არის დინებები‚ მაგრამ იქ ისინი

იხტიანდრს ეხმარება. ჭაბუკი კარგად იცნობდა მათ და‚ როგორც ზურგის ქარს‚ ისე

იყენებდა. აქ მხოლოდ ერთი შემხვედრი დინება იყო. იხტიანდრი გამოცდილი

მცურავი იყო და ბრაზდებოდა‚ რომ წინ ასე ნელა მიიწევდა.

უცებ რაღაცამ ისე ჩაუქროლა‚ რომ კინაღამ მას შეეხო. ეს იყო ღუზა‚ რომელიც გემმა

ჩამოუშვა. „როგორც ჩანს‚ აქ ცურვა მთლად უფათერაკო არ იქნება“‚ - გაიფიქრა

იხტიანდრმა და მიიხედ-მოიხედა. უცებ დაინახა‚ რომ უზარმაზარი გემი ის-ის იყო

უნდა დასწეოდა.

იხტიანდრი უფრო ღრმად ჩაეშვა წყალში და‚ როდესაც გემის ძირმა თავზე გადაუარა‚

ხელით ჩაებღაუჭა. საპინები რკინას ხორკლოვან მასად შემოჰკვროდნენ და ზედ

დაკიდება შეიძლებოდა. ამ მდგომარეობაში წოლა სულაც არ იყო მოხერხებული‚

მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ საფარველქვეშ იმყოფებოდა. გემის მიერ გატაცებული წინ

სწრაფად მიცურავდა.

დელტა დამთვრდა და გემმა მდინარე პარანაში შეცურა. მდინარის წყალს დიდძალი

შლამი მოჰქონდა. ამ მტკნარ წყალში იხტიანდრი მძიმედ სუნთქავდა. ხელები

დაუბუჟდა‚ მაგრამ გემს მაინც არ შორდებოდა. „რა სამწუხაროა‚ რომ ამჯერად

ლიდინგთან ერთად არ წამოვედი“‚ - გაიხსენა თავისი დელფინი. მაგრამ დელფინი

მდინარეში შეიძლებოდა მოეკლათ. მთელ გზას ლიდინგი წყალქვეშ ხომ ვერ

იცურებდა?! იხტიანდრს კი ეშინოდა მდინარის ზედაპირზე გამოჩენის‚ სადაც მეტად

დიდი მოძრაობა იყო.

იხტიანდრს მეტისმეტად დაეღალა ხელები. ამას გარდა‚ ძალიან მოშივდა‚ რადგან

მთელი დღე არაფერი ეჭამა. სხვა გზა არ იყო‚ უნდა შეჩერებულიყო. გემს

ჩამოსცილდა და ფსკერზე ჩაეშვა.

წყლის სიღრმეში ხშირი ბინდი იწვა. იხტიანდრმა ლამიანი ფსკერი მიათვალიერ-

მოათვალიერა და ვერც ბრტყელი და ვერც ხამანწკიანი ნიჟარები ვერ იპოვა. მასთან

ახლოს მდინარის თევზები დასრიალებდნენ‚ მაგრამ ჭაბუკმა მათი ჩვევები არ იცოდა

და ზღვის თევზებზე უფრო ცელქი და მარდი ეჩვენებოდა. მათი დაჭერა ძნელი იყო.

მხოლოდ დაღამების შემდეგ‚ როდესაც თევზებს დაეძინათ‚ იხტიანდრმა ერთი კარგა

მოზრდილი ქარიყლაპიას დაჭერა შეძლო. მისი ხორცი მაგარი იყო და მლაშე გემო

დაჰკრავდა‚ მაგრამ მოშიებული ჭაბუკი მთელ-მთელ ნაჭრებს ძვლიანად ხარბად

ყლაპავდა.

საჭირო იყო დასვენება. ამ მდინარეში შეიძლებოდა მშვიდად გამოძინება‚ რადგან აქ

არც ზვიგენისა და არც რვაფეხას შიში არ იყო, მაგრამ ზომები მაინც უნდა მიეღო‚ რომ

ძილის დროს მდინარის დინებას ქვევით არ წაეღო. იხტიანდრმა ფსკერზე რამდენიმე

ქვა მოძებნა‚ მიაგორა ისინი მწკრივად და ერთ ქვაზე ხელმოჭიდებული დაწვა.

Page 91: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

დიდხანს არ ეძინა. იგრძნო‚ რომ გემი უახლოვდებოდა. იხტიანდრმა თვალი გაახილა

და სასიგნალო ფარნები დაინახა. გემი ქვემოდან მოდიოდა. ჭაბუკი სწრაფად

წამოიწია და გემის მოსაჭიდებლად მოემზადა‚ მაგრამ ეს იყო მოტორიანი ნავი‚

რომელსაც ბრტყელი ძირი ჰქონდა. იხტიანდრი მაინც შეეცადა ფსკერს მოკიდებოდა

და კინაღამ ხრახნის ქვეშ მოჰყვა.

რამდენიმე გემმა ჩაიარა ქვევით‚ დინების მიმართულებით‚ სანამ იხტიანდრი

შეძლებდა‚ მდინარეზე აღმა მიმავალ სამგზავრო გემს აჰკიდებდა.

ასე მიაღწია მან ქალაქ პარანამდე და ამგვარად მისი მოგზაურობის პირველი ნაწილი

დამთავრდა‚ მაგრამ რჩებოდა ყველაზე ძნელი - მიწისზედა ნაწილი.

დილაადრიანად იხტიანდრმა ქალაქის ხმაურიანი ნავსადგურიდან ერთი უდაბური

ადგილისკენ გასცურა. ფრთხილად მიიხედ-მოიხედა და ნაპირზე გამოვიდა. მოიხსნა

სათვალე და ხელთათმანები‚ ნაპირზე სილაში ჩაფლა‚ კოსტიუმი მზეზე გააშრო და

გამოეწყო. დაჭმუჭნილ კოსტიუმში ის მაწანწალას ჰგავდა‚ მაგრამ ამას აბა რას

დაგიდევდათ!

იახტიანდრი‚ როგორც ოლსენმა ასწავლა‚ მარჯვენა ნაპირს გაჰყვა და თან შემხვედრ

მეთევზეებს ეკითხებოდა‚ ხომ არ იცით‚ სად არის პედრო ზურიტას გასიენდა

„დოლორესიო“. მებადურები ეჭვის თვალით ათვალიერებდნენ მას და უარის ნიშნად

თავს აქნევდნენ.

საათი საათს მისდევდა‚ სიცხე თანდათან მატულობდა. ძებნა კი არანაირ შედეგს არ

იძლეოდა. მიწაზე‚ უცნობ ადგილებში იხტიანდრს საერთოდ არ შეეძლო გზის

გაკვლევა. პაპანაქება სიცხე ჰქანცავდა‚ თავბრუ ეხვეოდა და აზროვნება უჭირდა.

გამოსაცოცხლებლად რამდენჯერმე ტანთ გაიძრო და წყალში გადაეშვა.

ბოლოს‚ დღის ოთხ საათზე‚ იღბლად ერთი მოხუცი შეხვდა‚ რომელიც

შეხედულებით მოჯამაგირეს ჰგავდა. იხტიანდრს რომ მოუსმინა‚ მოხუცმა თავი

დაუქნია და უთხრა:

- იარე‚ აი‚ ასე‚ სულ ამ გზით‚ მინდორ-მინდორ. მიადგები ერთ დიდ გუბურას და

ხიდზე გახვალ. მერე ადი პატარა გორაკზე და იქ იქნება შენი ულვაშა ქალბატონი

დოლორესიც.

- რატომ ულვაშა? „დოლორესი“ ხომ გასიენდაა!

- ჰო‚ გასიენდაა, მაგრამ გასიენდას მოხუც დიასახლის დოლორესს ეძახიან.

დოლორესი პედრო ზურიტას დედაა‚ მსუქანი‚ დიდულვაშა დედაბერი. არ იფიქრო

მოჯამაგირედ დაუდგე‚ ცოცხლად შეგჭამს. ნამდვილი კუდიანია. ამბობენ‚ ზურიტამ

ახალგაზრდა ცოლი მოიყვანაო. სიცოცხლეს გაუმწარებს დედამთილი‚ - ამბობდა

ენად გაკრეფილი გლეხი.

Page 92: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

„ეს გუტიერეა ზურიტას ახალგაზრდა ცოლი“‚ - გაიფიქრა იხტიანდრმა.

- შორს არის აქედან? - ჰკითხა მან.

მოხუცმა მზეს გახედა და უპასუხა:

- საღამომდე მიხვალ.

იხტიანდრმა მადლობა გადაუხადა მოხუცს და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა პურისა და

სიმინდის ყანების გაყოლებით მიმავალ გზას. სწრაფად სიარულისგან მალე

დაღლილობა იგრძნო. გზა დაუსრულებელი, თეთრი ლენტივით გაჭიმულიყო.

პურის ყანებს ცვლიდა მაღალი‚ ხშირბალახიანი საძოვრები‚ სადაც ცხვრის ფარა

გაშლილიყო.

იხტიანდრი დაღლილობისგან ძალ-ღონეს კარგავდა. გვერდებში სულ უფრო მეტად

გრძნობდა მწველ ტკივილს. თან წყურვილიც სტანჯავდა‚ ირგვლივ კი წვეთი წყალი

არსად იყო. „გუბურას მაინც წავაწყდე სადმე“‚ - ფიქრობდა იხტიანდრი. ლოყები‚

თვალები ჩაუვარდა და მძიმედ სუნთქავდა. შიოდა‚ მაგრამ რა უნდა ეჭამა აქ? შორს,

მდელოზე ფარა ბალახობდა‚ რომელსაც მწყემსი და ძაღლები სდარაჯობდნენ.

ყორეზე ატმისა და ფორთოხლის ხეებზე მწიფე ნაყოფმსხმოიარე ტოტები ეკიდა. აქ

ისე არაა‚ როგორც ოკეანეში. აქ ყველაფერი სხვისია‚ ყველაფერს თავისი მცველი

ჰყავს. მხოლოდ ლაღი ფრინველები არ ეკუთვნიან არავის. ფრინავენ და გაჰკივიან

გზის გასწვრივ‚ მაგრამ ვინ დაიჭერს? შეიძლება კი მათი დაჭერა? იქნებ ისინიც ვინმეს

ეკუთვნიან? აქ‚ ამ წყალსატევებს‚ ბაღებსა და ცხვრის ფარებს შორის ადვილია

შიმშილითა და წყურვილით სიკვდილი.

იხტიანდრმა მისკენ მომავალი‚ ზურგზე ხელებდაწყობილი მსხვილი კაცი დაინახა.

ტანთ თეთრი‚ ბრჭყვიალაღილებიანი კიტელი ეცვა‚ თავზე თეთრი ქუდი ეხურა.

- მითხარით‚ შორს არის აქედან გასიენდა „დოლორესი“? - შეეკითხა იხტიანდრი.

კაცმა ეჭვის თვალით შეათვალიერა იხტიანდრი.

- მერე შენ რა გესაქმება? საიდან მოდიხარ?

- ბუენოს-აირესიდან.

კიტელიანმა კაცმა ყურები ცქვიტა.

- მე იქ ერთი ვინმე უნდა ვნახო‚ - დაუმატა იხტიანდრმა.

- აბა‚ ერთი ხელები მაჩვენე‚ - უთხრა მსხვილმა კაცმა.

ამან იხტიანდრი გააკვირვა‚ მაგრამ რადგან ცუდს არაფერს მოელოდა‚ ხელები

გაუწოდა. კაცმა ჯიბიდან „სამაჯურები“ ამოიღო და საკეტი უცებ გაატკაცუნა

იხტიანდრის ხელებზე.

Page 93: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ხომ ჩამივარდი ხელში‚ - წაილუღლუღა ბრჭყვიალაღილებიანმა კაცმა‚ იხტიანდრს

ხელი წაჰკრა და დაუყვირა: იარე! მე მიგიყვან „დოლორესამდე“.

- ხელბორკილი რატომ დამადეთ? - ჰკითხა განცვიფრებულმა იხტიანდრმა‚ თან

აწეულ ხელებზე სამაჯურები შეათვალიერა.

- ლაპარაკი აქ ზედმეტია! - მკაცრად შეუყვირა კაცმა‚ - აბა‚ წინ გასწი!

იხტიანდრმა თავი დახარა და წალასლასდა. კიდევ კარგი‚ უკან არ დააბრუნეს. ვერ

გაიგო‚ რა მოუვიდა. რა იცოდა‚ რომ წინა ღამეს მეზობელ ფერმაში ძარცვა-

მკვლელობა მოხდა და ახლა პოლიცია დამნაშავეებს ეძებდა. ვერც იმას ხვდებოდა‚

რომ დაჭმუჭნილ კოსტიუმში მას საეჭვო შეხედულება ჰქონდა. იხტიანდრის ბედი

საბოლოოდ იმანაც გადაწყვიტა‚ რომ პოლიციელს გაურკვეველი პასუხი მისცა

თავისი მოგზაურობის მიზნის შესახებ.

პოლიციელს პატიმარი უახლოეს სოფელში მიჰყავდა‚ რომ იქიდან პარანის

საპყრობილეში გაეგზავნა.

იხტიანდრმა მხოლოდ ერთი რამ გაიგო: თავისუფალი აღარ იყო. მისი მოგზაურობა

სამწუხაროდ შეფერხდა. გადაწყვიტა‚ რადაც უნდა დასჯდომოდა‚ მიეცემოდა თუ არა

საშუალება‚ თავისუფლება მოეპოვებინა.

წარმატებით კმაყოფილმა ტანმრგვალმა პოლიციელმა გრძელი სიგარა გააბოლა. ის

ფეხდაფეხ მიჰყვებოდა იხტიანდრს და ბოლქვად აშვებულ კვამლში ხვევდა.

იხტიანდრს სული ეხუთებოდა.

- ხომ შეიძლება არ გააბოლოთ? სუნთქვა მიჭირს‚ - მიუბრუნდა ის თავის ბადრაგს.

- რა-ო? მთხოვეთ‚ არ გავაბოლო? ხა-ხა-ხა! - გაეცინა პოლიციელს და მთელი სახე

დაუნაოჭდა‚ - ხედავთ‚ რა ნაზი ვინმე ყოფილა! - კიდევ ერთხელ შეაბოლა სახეში და

მერე დაუყვირა: - გასწი!

ჭაბუკი ბრძანებას დაემორჩილა.

ბოლოს იხტიანდრმა გუბე დაინახა. ზედ ვიწრო ხიდი იყო გადებული. მან უნებლიეთ

ნაბიჯს აუჩქარა.

- ნუ გეჩქარება შენს დოლორესთან! - დაუყვირა ჩამრგვალებულმა პოლიციელმა.

ხიდზე შედგნენ. შუა ხიდს რომ მიატანეს‚ იხტიანდრი უცებ მოაჯირზე გადაიზნიქა

და წყალში გადაეშვა.

პოლიციელი ამას ხელშებორკილი კაცისგან არაფრით არ მოელოდა. სამაგიეროდ‚ არც

იხტიანდრი მოელოდა იმას‚ რაც მეორე წამში პოლიციელმა მოიმოქმედა. იხტიანდრს

პოლიციელიც გადაჰყვა. შეეშინდა‚ ვაითუ დამნაშავე დაიხრჩოსო. უნდოდა‚

ცოცხლად მიეყვანა დანიშნულების ადგილას. ხელბორკილიანად დამხრჩვალ

Page 94: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

პატიმარს დიდი დავიდარაბის გამოწვევა შეეძლო. პოლიციელი ისე სწრაფად მიჰყვა

იხტიანდრს‚ რომ მოასწრო‚ თმაში ხელი ჩასჭიდა და აღარ უშვებდა. მაშინ

იხტიანდრმა თმის დაკარგვის საფრთხის მიუხედავად‚ პოლიციელი ფსკერზე

ჩაითრია. მალე იგრძნო‚ როგორ გაშალა პოლიციელმა თითები და თმას ხელი უშვა.

იხტიანდრმა რამდენიმე მეტრი გვერდზე გაცურა და წყლიდან თავი ამოყო‚ რომ

დაენახა‚ ამოცურა თუ არა პოლიციელმა. პოლიციელი იქვე ფართხალებდა. დაინახა

თუ არა იხტიანდრის თავი‚ დაუყვირა:

- დაიხრჩობი‚ არამზადავ! ჩემკენ გამოცურე!

„ეს მართლაც კარგი აზრია‚“ - იფიქრა იხტიანდრმა და უცებ წამოიყვირა:

- მიშველეთ! ვიხრჩობი... - და ფსკერისკენ ჩაეშვა.

მერე წყლის სიღრმიდან უთვალთვალებდა‚ როგორ ყვინთავდა პოლიციელი მის

საძებრად და‚ ბოლოს‚ რაკი პატიმრის გადარჩენის იმედი დაკარგა‚ ნაპირისკენ

გაცურა.

„ახლა კი წავა“‚ - გაიფიქრა იხტიანდრმა, მაგრამ პოლიციელი არ მიდიოდა. ალბათ‚

გადაწყვიტა‚ გვამთან ახლოს დარჩენილიყო‚ სანამ საგამომძიებლო ორგანოები

მოვიდოდნენ. ის‚ რომ დამხრჩვალი გუბის ფსკერზე ეგდო‚ პოლიციელის აზრით‚

საქმის ვითარებას სრულებითაც არ ცვლიდა.

ამ დროს ხიდზე ტომრებით დატვირთულ ჯორზე მჯდომი კაცი გადმოდიოდა.

პოლიციელმა გლეხს უბრძანა ტომრები ჩამოეყარა და უახლოეს საპოლიციო უბანში

ბარათი წაეღო. საქმე იხტიანდრისთვის ცუდ მიმართულებას იღებდა. ამასთან‚

გუბურაში წურბელები იყო. ისინი ტანზე ეკვროდნენ და იხტიანდრი ვერ ასწრებდა

მათ მოცილებას. ყოველივე ეს წყნარად უნდა ეკეთებინა‚ რომ მდორე წყალში

ტალღები არ გამოეწვია და პოლიციელის ყურადღება არ მიეპყრო.

ჯორიანი გლეხი ნახევარ საათში უკანვე დაბრუნდა‚ ხელი გზისკენ გაიშვირა. მერე

ჯორს თავისი ტომრები ზურგზე შეაწყო და საჩქაროდ იქაურობას გასცილდა.

ხუთიოდე წუთის შემდეგ ნაპირს სამი პოლიციელი მიუახლოვდა. ორს თავზე

გადებული ნავი‚ ერთს კი ბარჯი და ნიჩაბი მოჰქონდა.

ნავი წყალში ჩაუშვეს და დაიწყეს დამხრჩვალის ძებნა. იხტიანდრს ძებნისა არ

ეშინოდა. მისთვის ეს თითქმის თამაში იყო. ის მხოლოდ ადგილს ინაცვლებდა.

გუბურას მთელი ფსკერი ხიდის სიახლოვეს მთლიანად გადაჩხრიკეს ბარჯით‚ მაგრამ

გვამი მაინც ვერ აღმოაჩინეს.

პოლიციელმა‚ რომელმაც იხტიანდრი დააპატიმრა‚ გაკვირვებისგან ხელები გაშალა.

იხტიანდრს ეს ართობდა კიდეც, მაგრამ მალე საქმე ცუდად წაუვიდა. პოლიციელებმა

თავისი ბარჯით შლამის ნისლი დააყენეს. წყალი აიმღვრა. ახლა იხტიანდრს მკლავის

Page 95: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

გაშვერის მანძილზეც არ შეეძლო რამის გარჩევა. ეს კი სახიფათო იყო‚ რაც მთავარია‚

ჟანგბადით ღარიბ წყალში ლაყუჩებით სუნთქვა უჭირდა. ამას შლამიც დაემატა.

იხტიანდრს სული ეხუთებოდა‚ ლაყუჩებში სულ უფრო და უფრო მეტ წვას

გრძნობდა. მეტის ატანა აღარ შეეძლო და უნებლიე კვნესა აღმოხდა. პირიდან

რამდენიმე ბუშტუკი გამოუშვა. რა უნდა ექნა? გუბურიდან უნდა ამოსულიყო‚ სხვა

საშველი არ იყო. უნდა გამოსულიყო‚ რაც არ უნდა მოსვლოდა. რა თქმა უნდა‚

იმწამსვე ხელს სტაცებენ‚ - შეიძლება ეცემათ კიდეც და საპყრობილეში გაეგზავნათ‚

მაგრამ მისთვის ახლა სულ ერთი იყო. იხტიანდრი ბარბაცით წავიდა იქით‚ საითაც

წყალი თხელდებოდა და ზედაპირზე თავი ამოჰყო.

- ა-ა-ა-ა! - უცხო ხმით დაიღრიალა პოლიციელმა და ნავის ჭვინტიდან წყალში

გადახტა‚ რათა რაც შეიძლება სწრაფად მიეცურა ნაპირამდე

- დიდება შენდა‚ ღმერთო! - წამოიყვირა მეორემ და ნავის ფსკერზე ჩაიკეცა.

ნაპირზე დარჩენილი ორი პოლიციელი ჩურჩულით ლოცულობდნენ‚

გაფითრებულები კანკალებდნენ და ცდილობდნენ‚ ერთმანეთის ზურგს

აფარებოდნენ.

იხტიანდრი არ მოელოდა ამას. მათი შიშის მიზეზს უცებ ვერ მიხვდა. შემდეგ

გაახსენდა‚ რომ ესპანელები ღვთისმოსავები არიან. ალბათ‚ პოლიციელებმა

წარმოიდგინეს‚ რომ საიქიოდან მოსულს ხედავდნენ. იხტიანდრმა გადაწყვიტა‚

კიდევ უფრო შეეშინებინა ისინი. კბილები დაკრიჭა და თვალები გადაატრიალა. მერე

საშინელი ხმით დაიღმუვლა და ნელი ნაბიჯით გასწია ნაპირისკენ. ჭაბუკი განზრახ

ნელა გავიდა გზაზე და ზომიერი ნაბიჯით გასცდა იქაურობას.

არც ერთ პოლიციელს ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. ცრუმორწმუნეობამ და

მოჩვენების შიშმა ხელი შეუშალა‚ სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ.

ეს „ზღვის ეშმაკია“!

პედრო ზურიტას დედა - დოლორესი ერთი ჩასუქებული, ლოხი დედაბერი იყო.

მოკაუჭებული ცხვირი და წინგამოშვერილი ნიკაპი ჰქონდა. ხშირი ულვაში მის სახეს

უცნაურ და არასასიამოვნო შეხედულებას აძლევდა. ქალის სწორედ ამ იშვიათმა

სამკაულმა შეუნარჩუნა მას ამ არემარეში „ულვაშა დოლორესის“ მეტსახელი.

როდესაც შვილი ახალგაზრდა ცოლით მასთან მივიდა‚ დედაბერმა მოურიდებლად

აათვლიერ-ჩაათვალიერა გუტიერე. დოლორესი‚ უპირველეს ყოვლისა‚ ნაკლს ეძებდა

ხოლმე ადამიანში. გუტიერეს სილამაზემ გააოცა დედაბერი‚ თუმცა ეს არაფრით

გამოუმჟღავნებია. რას იზამ‚ ასეთი იყო ულვაშა დოლორესი. სამზარეულოში ფიქრის

შემდეგ დაასკვნა‚ რომ გუტიერეს სილამაზე ნაკლია.

Page 96: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

როცა თავის ვაჟთან მარტო დარჩა‚ დედაბერმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და

უთხრა:

- კარგია, მეტისმეტად კარგია! - და ამოხვნეშის შემდეგ დაუმატა: - დავიდარაბას

აიკიდებ ასეთი მზეთუნახავის გადამკიდე... ცხადია‚ ჯობდა‚ ესპანელი ქალი

შეგერთო‚ - ისევ დაფიქრდა და განაგრძო‚ - ამაყიცაა. ხელები კი ფუნჩულა და ნაზი

აქვს. ერთი უქნარა ვინმე იქნება.

- მოვდრკეთ‚ არაფერია‚ - უპასუხა პედრომ და სამეურნეო ანგარიშებში ჩაეფლო.

დოლორესმა დაამთქნარა და‚ რადგან არ უნდოდა შვილისთვის ხელი შეეშალა‚ ბაღში

გავიდა‚ რომ საღამოს გრილი ჰაერით ესუნთქა. ულვაშა დოლორესს მთვარიან ღამეში

ოცნება უყვარდა.

ბაღი მიმოზის ნაზი სურნელით ფშვინავდა. მთვარის შუქზე მთის თეთრი შროშანები

ციმციმებდნენ‚ ოდნავ შესამჩნევად ირხეოდნენ დაფნისა და ფიკუსის ფოთლები.

დოლორესი ტვიებს შორის‚ სკამზე ჩამოჯდა და ოცნებაში წავიდა. აგერ‚ იმ მეზობელ

ნაკვეთს შეისყიდის‚ წმინდამატყლიან ცხვარს მოაშენებს‚ ახალ ფარდულებს ააშენებს.

- თქვენი გაწყვეტა იქნა! - გაჯავრებით წამოიყვირა დედაბერმა და ლოყაზე ხელი

შემოიკრა‚ - ეს მუმლი და ქინქლა წყნარად ჯდომის საშუალებას არ აძლევენ კაცს.

ცა ღრუბლებით შეუმჩნევლად დაიფარა და მთელი ბაღი ბინდბუნდში გაეხვია.

ჰორიზონტზე მკაფიოდ აღიბეჭდა ღია ცისფერი ზოლი - ქალაქ პარანას სინათლეების

ანარეკლი.

უცებ დაბალ ყორეზე ადამიანის თავი დაინახა. ვიღაცამ ბორკილებიანი ხელები

მაღლა ასწია და ბაღში ფრთხილად გადმოხტა.

დედაბერს შეეშინდა. „ბაღში კატორღელი გადმოძვრა“‚ - გადაწყვიტა მან. უნდოდა

დაეყვირა‚ მაგრამ შიშით ვერ შეძლო. წამოდგომა და გაქცევა სცადა‚ მაგრამ მუხლები

ეკეცებოდა. სკამიდან ვერ წამომდგარიყო‚ ისე ადევნებდა თვალს.

ხელბორკილიანი კაცი კი ფრთხილად გამოძვრა ბუჩქებს შორის‚ სახლს მიუახლოვდა

და ფანჯრებში შეიხედა.

და უცებ - ანდა‚ ვინ იცის‚ შეიძლება დედაბერი სმენამაც მოატყუა‚ - კატორღელმა

ჩუმად დაიძახა:

- გუტიერე!

„ესეც შენი ლამაზი ქალი. კატორღელებთან ჰქონია ნაცნობობა. ვინ იცის‚ ამ

მზეთუნახავმა მე და ჩემი შვილი დაგვხოცოს კიდეც‚ გაძარცვოს გასიენდა და

კატორღელთან ერთად გაიქცეს“‚ - ფიქრობდა დოლორესი.

Page 97: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

დედაბერი გუტიერესადმი უცებ ღრმა სიძულვილმა და ნიშნის მოგების მწარე

სურვილმა შეიპყრო. ამან ძალა შეჰმატა. სწრაფად წამოხტა და შინ გაიქცა.

- ჩქარა! - ჩურჩულით უთხრა შვილს დოლორესმა‚ - ბაღში კატორღელი გადმოძვრა და

გუტიერეს ეძახდა.

პედრო ისე სწრაფად გაექანა‚ თითქოს სახლი ცეცხლის ალში ყოფილიყო გახვეული.

ხელი სტაცა ბილიკზე დაგდებულ ნიჩაბს და სახლს ირგვლივ შემოურბინა.

კედელთან იდგა ხელებშებორკილი უცნობი კაცი‚ რომელსაც ტანთ ჭუჭყიანი‚

დაჭმუჭნილი კოსტიუმი ეცვა და ფანჯარაში იყურებოდა.

- დალახვროს ეშმაკმა! - წაიბუტბუტა ზურიტამ და ნიჩაბი ჭაბუკს თავში ჩასცხო.

ჭაბუკი უხმოდ დაეცა მიწაზე.

- გათავდა! - ჩუმად წარმოთქვა ზურიტამ.

- გათავდა... - დაუდასტურა შვილს ადევნებულმა დოლორესმა ისეთი კილოთი‚

თითქოს ზურიტას შხამიანი მორიელი გაესრისოს.

ზურიტამ დედას შეხედა.

- რა უნდა ვუყოთ?

- გუბურაში ჩავაგდოთ‚ - წასჩურჩულა დედაბერმა‚ - გუბე ღრმაა.

- ამოტივტივდება.

- ქვა მივაბათ‚ დაიცა‚ ახლავე...

დედაბერმა შინ შეირბინა და ტომარას დაუწყო ძებნა‚ რაშიც მოკლულს

მოათავსებდნენ‚ მაგრამ ჯერ კიდევ დილით ყველა ტომარა წისქვილში გაგზავნა

ხორბლით‚ მერე ბალიშის პირი და გრძელი თოკი მოძებნა.

- ტომრები შინ არ გვქონია‚ - უთხრა შვილს‚ - აი‚ ბალიშის პირში ჩაყარე ქვები და

თოკით ხელბორკილზე გამოაბი...

ზურიტამ თავი დაუქნია‚ გვამი მხრებზე მოიგდო და ბაღის ბოლოს‚ პატარა

გუბურისკენ წაათრია.

- სისხლით არ მოითხვარო‚ - წასჩურჩულა დოლორესმა‚ რომელიც ბალიშის პირითა

და თოკით უკან მისდევდა შვილს.

- არაფერია‚ გამირეცხავ‚ - უპასუხა პედრომ და ჭაბუკს თავი უფრო დაბლა დაუწია‚

რომ სისხლს მიწაზე ედინა.

Page 98: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

გუბურასთან ზურიტამ ბალიშის პირი სწრაფად აავსო ქვებით‚ ჭაბუკის ხელებს

მაგრად მიაბა და გვამი გუბურაში გადააგდო.

- ახლა ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო‚ - თქვა პედრომ და ცას შეხედა‚ - წვიმას

აპირებს. დილისთვის სისხლის კვალს მორეცხავს.

- გუბურაში... სისხლისგან წყალი ვარდისფრად ხომ არ შეიღებება? - იკითხა ულვაშა

დოლორესმა.

- არა. გამდინარე გუბურაა. ო-ო‚ წყეულიმც იყავ! - თქვა ხრინწიანი ხმით ზურიტამ და

ერთ-ერთ ფანჯარას მუშტი მოუქნია მუქარით‚ მერე სახლისკენ წავიდა.

- ესეც შენი ლამაზი ქალი‚ - წაიდუდუნა დედაბერმა და შვილს აედევნა.

* * *

გუტიერეს მეზონინში მიუჩინეს ოთახი. ამ ღამით ძილი გაუტყდა. ჰაერი შეხუთული

იყო. ეს მუმლიც არ ასვენებდა. თავში ნაღვლიანი ფიქრები უტრიალებდა.

ვერც იხტიანდრის დავიწყება შეძლო და ვერც მისი სიკვდილის წუთებისა. ქმარი არ

უყვარდა. დედამთილი ეზიზღებოდა და ამ დროს ასეთ ულვაშა ბებრუხანასთან უნდა

ეცხოვრა.

იმ ღამეს გუტიერეს იხტიანდრის ხმა მოესმა. სახელით ეძახდა მას. რაღაც ხმაური‚

ვიღაცეების ხმადაბალი ლაპარაკი მოდიოდა ბაღიდან. გუტიერემ გადაწყვიტა‚ მაინც

არ მეძინებაო და ბაღში გავიდა.

მზე ჯერ არ ამოსულიყო. ბაღში განთიადის ბინდი იდგა. ღრუბლები გაფანტულიყო‚

ბალახსა და ხეებზე ცვარი ბრწყინავდა. გუტიერეს მსუბუქი ხალათი ეცვა‚

ფეხშიშველა მიდიოდა ბალახში. უცებ შეჩერდა და მიწას ყურადღებით დააკვირდა.

ბილიკზე‚ მისი სარკმლის გასწვრივ‚ სილა სისხლით იყო დასვრილი. იქვე

გასისხლიანებული ნიჩაბი ეგდო.

„აქ ღამით რაღაც ბოროტმოქმედება ჩაუდენიათ. თუ არა‚ მაშ‚ საიდან გაჩნდა ეს

სისხლის კვალი?“

გუტიერე უნებლიეთ გაჰყვა სისხლის კვალს‚ რომელმაც ის გუბურამდე მიიყვანა.

„იქნებ ამ გუბურაშია ჩამალული ბოროტმოქმედების უკანსკნელი კვალი?“ - გაიფიქრა

მან და შიშით დააშტერდა გუბურას მომწვანო ზედაპირს.

წყლის სიღრმიდან მას იხტიანდრის სახე შემოჰყურებდა. საფეთქელზე კანი გაჭრილი

ჰქონდა. სახეზე ტანჯვისა და‚ ამავე დროს‚ სიხარულის გრძნობა აღბეჭდვოდა.

გუტიერე თვალმოუშორებლივ დასჩერებოდა დამხრჩვალ იხტიანდრს. „ნუთუ

ჭკუაზე შევიშალე?“ - გაიფიქრა ქალმა.

Page 99: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

უნდოდა გაქცეულიყო‚ მაგრამ წასვლა არ შეეძლო‚ თვალი ვერ მოეცილებინა

იხტიანდრისთვის.

იხტიანდრის სახე კი წყლიდან ნელა იწევდა მაღლა. უკვე ზედაპირზე გამოჩნდა და

წყალიც შეირხა. იხტიანდრმა გუტიერეს შებორკილი ხელები გაუწოდა‚ პირველად

მიმართა მას შენობით და სუსტი ღიმილით უთხრა:

- გუტიერე! ჩემო ძვირფასო გუტიერე‚ მე ძლივს... - მაგრამ სათქმელი ვერ დაასრულა.

გუტიერემ თავში იტაცა ხელი და შიშისგან შეჰყვირა:

- გამშორდი‚ დამეკარგე‚ ბედკრულო მოჩვენებავ! მე ხომ ვიცი‚ რომ შენ მკვდარი ხარ.

მაშ‚ რატომ გამომეცხადე?

- არა‚ არა‚ გუტიერე‚ მე მკვდარი არ ვარ‚ - საჩქაროდ უპასუხა მოჩვენებამ‚ - მე არ

დავმხრჩვალვარ. მაპატიე... მე დაგიმალე... თვითონაც არ ვიცი‚ ასე რატომ მოვიქეცი...

ნუ წახვალ‚ მომისმინე. მე ცოცხალი ვარ. აბა შეეხე ჩემს ხელებს...

ვაჟმა შებორკილი ხელები გაუწოდა. გუტიერე კი თვალს არ აშორებდა მას.

- ნუ გეშინია‚ ცოცხალი ვარ... მე შემიძლია წყალქვეშ ცხოვრება. მე არ ვგავარ სხვა

ადამიანებს. მხოლოდ მე შემიძლია წყალქვეშ ცხოვრება. მე არ დავმხრჩვალვარ მაშინ‚

ზღვაში რომ გადავეშვი. იმიტომ გადავეშვი‚ რომ ჰაერზე სუნთქვა მიმძიმდა.

იხტიანდრი შეტორტმანდა და ისევ სხაპასხუპით და არეულად განაგრძო:

- მე გეძებდი შენ‚ გუტიერე. წუხელ შენმა ქმარმა თავში ბარი დამკრა‚ როდესაც შენს

ფანჯარასთან მოვედი. მერე გუბურაში ჩამაგდო და წყალში მოვსულიერდი. ქვებიანი

ტომრის მოხსნა შევძელი‚ მაგრამ ამის... - იხტიანდრმა ბორკილზე ანიშნა‚ - მოხსნა ვერ

შევძელი...

გუტიერე თანდათან რწმუნდებოდა‚ რომ მის წინ მოჩვენება კი არა‚ ცოცხალი

ადამიანი იყო.

- ხელები რატომღა გაქვს შებორკილი? - ჰკითხა მან.

- შემდეგ გიამბობ ყველაფერს. გავიქცეთ ერთად‚ გუტიერე‚ იქ მამაჩემთან შევაფარებთ

თავს‚ იქ ვერავინ მოგვძებნის... მე და შენ ერთად ვიცხოვრებთ... აბა‚ ხელი მომკიდე‚

გუტიერე... ოლსენმა მითხრა‚ რომ მე „ზღვის ეშმაკს“ მეძახიან‚ მაგრამ მე ხომ

ადამიანი ვარ‚ მაშ‚ რატომ გეშინია ჩემი?

იხტიანდრი გუბურიდან სულ გალუმპული გამოვიდა და უღონოდ დაეშვა ბალაზე.

გუტიერე მისკენ დაიხარა და ხელი მოჰკიდა.

- ჩემო საცოდავო ბიჭო‚ - უთხრა მან.

Page 100: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- რა სასიამოვნო შეხვედრაა! - გაისმა უცებ დამცინავი ხმა.

მოიხედეს და იქვე ახლოს ზურიტა დაინახეს.

გუტიერესი არ იყოს‚ ამ ღამით არც ზურიტას სძინებია. გუტიერეს ყვირილზე ბაღში

გამოვიდა და მთელი მათი საუბარი მოისმინა. როდესაც ზურიტამ გაიგო‚ რომ მის

წინაშე „ზღვის ეშმაკია“‚ რომლის ხელში ჩაგდებას ასე დიდხანს და უშედეგოდ

ცდილობდა‚ გაუხარდა. ჯერ უნდოდა‚ იხტიანდრი „მედუზაზე“ წაეყვანა‚ მაგრამ

დაფიქრების შემდეგ გადაწყვიტა სხვაგვარად მოქცეულიყო.

- იხტიანდრ‚ შენ ვერ შეძლებ ექიმ სალვატორთან გუტიერეს წაყვანას‚ რადგან

გუტიერე ჩემი ცოლია. ვეჭვობ‚ თვითონაც შეძლოთ უკან დაბრუნება. პოლიცია

გელოდებათ.

- მაგრამ მე ხომ არაფერი დამიშავებია! - წამოიყვირა ჭაბუკმა.

- უდანაშაულოდ პოლიცია ხალხს ასეთი საუცხოო სამაჯურებით არ აჯილდოებს.

რაკი ხელში ჩამივარდით‚ ჩემი ვალია‚ პოლიციას გადაგცეთ.

- ნუთუ ამას ჩაიდენთ? - აღშფოთებით შეეკითხა გუტიერე ქმარს.

- ვალდებული ვარ‚ ასე მოვიქცე‚ - უპასუხა პედრომ მხრების აჩეჩვით.

გუტიერე ქმართან მივიდა‚ ხელი ხელზე მოჰკიდა და ალერსით უთხრა:

- გაუშვით‚ გთხოვთ. მე თქვენ წინაშე დამნაშავე არ ვარ...

ლოდორესს შეეშინდა‚ ვაითუ ჩემი შვილი ცოლმა დაიყოლიოსო და ხელების ქნევით

იყვირა:

- პედრო‚ არ დაუჯერო!

- მე უძლური ვარ‚ როცა ქალი მთხოვს‚ - თავაზიანად უპასუხა ზურიტამ‚ - თანახმა

ვარ.

- ცოლის შერთვა ძლივს მოასწრო და უკვე დედაკაცის ფეხქვეშ მოექცა‚ - ბუზღუნებდა

ბებრუხანა.

- დამაცადე‚ დედა! ახალგაზრდა‚ ჩვენ გადავხერხავთ მაგ თქვენს ბორკილებს‚

ჩაგაცმევთ უფრო წესიერად და „მედუზაზე“ წაგიყვანთ. რიო-დე-ლა-პლატაში

შეგიძლიათ ნავის ჭვინთიდან ზღვაში გადახტეთ და გასცუროთ იქით‚ საითაც

მოგეპრიანებათ. მაგრამ ერთი პირობით: გუტიერე უნდა დაივიწყოთ. შენ კი‚

გუტიერე‚ თან წაგიყვან. ასე უფრო უშიშრად იქნები.

- თქვენ უკეთესი ყოფილხართ‚ ვიდრე მე ვფიქრობდი‚ - გულწრფელად უთხრა

გუტიერემ.

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა საიტმა: www.ChiaturaINFO.GE

https://www.facebook.com/groups/ELLIB/

Page 101: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზურიტამ კმაყოფილებით გადაიგრიხა ულვაშები და ცოლს თავი დაუკრა.

დოლორესი კარგად იცნობდა თავის შვილს‚ მაშინვე მიხვდა‚ რომ მას რაღაც

ვერაგული განზრახვა ჰქონდა‚ მაგრამ თამაში რომ გაეგრძელებინა‚ განგებ

წაიბუტბუტა:

- მოაჯადოვა! ჰო‚ ფეხქვეშ გაეგე ახლა!

სრული სვლით!

- სალვატორი ხვალ ჩამოდის. ციებამ შემაფერხა‚ მე და შენ კი სალაპარაკო ბევრი

გვაქვს‚ - ეუბნებოდა ქრისტო ბალთაზარს. ის ბალთაზარის დუქანში იჯდა‚ -

მომისმინე‚ ძმაო‚ ყურადღებით მომისმინე და სიტყვას ნუ გამაწყვეტინებ‚ რომ არ

დამავიწყდეს‚ რაც უნდა გითხრათ.

ქრისტო გაჩუმდა‚ აზრი მოიკრიბა და განაგრძო:

- ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ ზურიტასთვის. ის ჩვენზე მდიდარია‚ მაგრამ მას უნდა‚

ყველაზე მდიდარი იყოს‚ უნდა „ზღვის ეშმაკი“ დაიჭიროს...

ბალთაზარი შეტოკდა.

- ჩუმად‚ ძმაო‚ ჩუმად‚ თორემ დამავიწყდება‚ რისი თქმაც მინდა. ზურიტას უნდა‚

„ზღვის ეშმაკი“ მონად გაიხადოს. იცი შენ‚ რა არის „ზღვის ეშმაკი“? ეს საუნჯეა. ეს

ულევი სიმდიდრეა. „ზღვის ეშმაკს“ შეუძლია ზღვის ფსკერზე მარგალიტების

მოგროვება‚ ბევრი‚ საუკეთესო მარგალიტების ამოტანა წყლიდან. მაგრამ „ზღვის

ეშმაკს“ განა მარტო მარგალიტის მოპოვება შეუძლია! ზღვის ფსკერზე ბევრი

ჩაძირული გემია აურეცხელი განძეულით. მას შეუძლია ჩვენთვის მოიპოვოს

ყოველივე ეს! მე ვამბობ ჩვენთვის და არა ზურიტასთვის. იცი თუ არა‚ ძმაო‚ რომ

იხტიანდრს გუტიერე უყვარს?

ბალთაზარს უნდოდა რაღაც ეთქვა‚ მაგრამ ქრისტომ არ დააცალა.

- ჩუმად იყავი და ისე მისმინე. მე არ შემიძლია ლაპარაკი‚ როცა სიტყვას მაწყვეტინებ.

დიახ‚ იხტიანდრს გუტიერე უყვარს. მე აბა რა დამემალება‚ როდესაც ეს შევიტყე‚

ვთქვი: კეთილი-მეთქი‚ დაე იხტიანდრს კიდევ უფრო შეუყვარდეს გუტიერე. ის

უკეთესი ქმარი და სიძე იქნება‚ ვიდრე ზურიტა. გუტიერესაც უყვარს იხტიანდრი.

სულ თვალყურს ვადევნებდი მათ‚ მაგრამ ხელს არ ვუშლიდი. რა მოხდა‚ ერთმანეთს

შეხვდნენ-მეთქი.

ბალთაზარმა ამოიოხრა‚ მაგრამ ძმას სიტყვა მაინც არ გააწყვეტინა.

- ეს ყველაფერი როდია‚ ძმაო. აბა ყური დამიგდე. მე მინდა გაგახსენო ის‚ რაც

მრავალი წლის წინათ მოხდა. ერთხელ შენს ცოლს ვახლდი‚ - მას აქეთ შემდეგ ოცი

Page 102: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

წელი გავიდა‚ - როდესაც ის მშობლებისგან ბრუნდებოდა. გახსოვს‚ მთებში დედის

დაკრძალვაზე რომ გაემგზავრა? გზაში შენი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც

გარდაიცვალა. მაშინ ყველაფერი არ მითქვამს შენთვის. მოგერიდე. ახლა გეტყვი. შენი

ცოლი გზაში მართლაც გარდაიცვალა‚ მაგრამ ბავშვი ცოცხალი იყო‚ თუმცა ძალიან

სუსტი არსება გამოდგა. ეს მოხდა ინდიელების სოფელში. ერთმა დედაბერმა მითხრა‚

რომ მათ მახლობლად ცხოვრობს დიდი სასწაულმოქმედი ღმერთი სალვატორი...

ბალთაზარმა ყურები ცქვიტა.

- იმ ქალმა მირჩია‚ ბავშვი სალვატორთან წამეყვანა და ის სიკვდილისგან იხსნიდა...

მეც კეთილ რჩევას დავუჯერე და ბავშვი სალვატორს მივუყვანე. სიკვდილისგან

იხსენით-მეთქი‚- ვუთხარი. სალვატორმა ბავშვი ხელში აიყვანა. მერე თავი გადააქნია

და თქვა: ძნელია ამისი ხსნაო და სადღაც გაიყვანა. საღამომდე ველოდებოდი.

დაღამებისას ვიღაც ზანგი გამოვიდა და მითხრა: ბავშვი გარდაიცვალაო. მეც

წამოვედი.

- ჰოდა‚ ასე‚ - განაგრძო ქრისტომ‚ - სალვატორმა ზანგის პირით მაცნობა‚ რომ ბავშვი

გარდაიცვალა. ახალშობილ ბავშვს‚ შენს შვილს‚ ხალი შევნიშნე. კარგად მახსოვს‚

როგორი იყო ეს ხალი‚ - შემდეგ ქრისტომ განაგრძო: - ამ ცოტა ხნის წინ იხტიანდრი

ვიღაცამ კისერში დაჭრა. როდესაც ჭრილობას ვუხვევდი‚ ქერცლის საყელო

გადავუღეღე და სწორედ ისეთივე ხალი დავინახე‚ როგორიც შენს შვილს ჰქონდა.

ბალთაზარმა ფართოდ გახელილი თვალებით შეხედა ქრისტოს და აღელვებულმა

ჰკითხა:

- შენ ფიქრობ‚ იხტიანდრი ჩემი შვილია?

- ჩუმად‚ ძმაო‚ ჩუმად და მისმინე. დიახ‚ მე ასე ვფიქრობ. მე მგონია‚ სალვატორმა

სიმართლე არ თქვა. შენი შვილი არ მომკვდარა და სალვატორმა მისგან შექმნა „ზღვის

ეშმაკი“.

- ო-ო! - წამოიყვირა ბალთაზარმა აღელვებით‚ - როგორ გაბედა! ჩემი საკუთარი

ხელით მოვკლავ სალვატორს!

- ჩუმად! სალვატორი შენზე ძლიერია. ესეც არ იყოს‚ შესაძლოა‚ ვცდებოდე. ოცი წელი

გავიდა მას შემდეგ. კისერზე ხალი შეიძლება სხვა კაცსაც ჰქონდეს. იხტიანდრი იქნებ

არის‚ მაგრამ ეგებ არც იყოს შენი შვილი. აქ სიფრთხილეა საჭირო. სალვატორთან

წახვალ და ეტყვი‚ იხტიანდრი ჩემი შვილია-თქო. მე მოწმედ დაგიდგები. მოსთხოვ‚

შვილი დაგიბრუნოს. თუ არ მოგცა‚ ეტყვი‚ ბავშვების დასახიჩრებისთვის

სასამართლოში გიჩივლებ-თქო. იქნებ შეშინდეს. თუ სასამართლოში ვერ შევძელით

დამტკიცება‚ რომ იხტიანდრი შენი შვილია‚ მაშინ ის გუტიერეს შეირთავს; გუტიერე

ხომ შენი ნაშვილებია. შენ მაშინ ცოლზე და შვილზე დარდობდი და‚ გახსოვს‚ ეს

ობოლი გუტიერე მე გამოგიძებნე...

Page 103: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ბალთაზარი სკამიდან წამოხტა. ახლა ის დუქანში ისე აბორგდა‚ რომ თავის

კიბორჩხალებსა და ნიჟარებს აქეთ-იქიდან ეხლებოდა.

- ჩემო შვილო! ჩემო შვილო! ო‚ რა უბედურებაა!

- რატომაა უბედურება? - გაუკვირდა ქრისტოს.

- აქამდე სიტყვა არ გაგაწყვეტინე და ყურადღებით გისმენდი. ახლა შენ მომისმინე.

სანამ შენ გაციებდა‚ გუტიერე ცოლად გაჰყვა პედრო ზურიტას.

ამ ახალმა ამბავმა ქრისტო გააოცა.

- იხტიანდრი კი‚ ჩემი საცოდავი შვილი... - ბალთაზარმა თავი ჩაქინდრა‚ - იხტიანდრი

ზურიტას ხელშია.

- შეუძლებელია! - შეეპასუხა ქრისტო.

- ჰო‚ ჰო‚ იხტიანდრი ახლა „მედუზაზეა“. დღეს დილით ზურიტა მოვიდა ჩემთან.

დაგვცინოდა‚ მასხრად გვიგდებდა და გვლანძღავდა. თქვა‚ რომ ჩვენ მას

ვატყუებდით. წარმოიდგინე‚ უჩვენოდ‚ თვითონ დაიჭირა იხტიანდრი. ახლა ჩვენ

აღარაფერს მოგვცემს. მე თვითონაც არ გამოვართმევ ფულს. განა შეიძლება საკუთარი

შვილი გაყიდო?

ბალთაზარი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. ქრისტო უკმაყოფილოდ უყურებდა ძმას.

სასწრაფოდ რამე უნდა ეღონათ‚ მაგრამ ბალთაზარს ამ საქმეში სარგებლობაზე უფრო

ვნების მოტანა შეეძლო. თვითონ ქრისტოსაც დიდად არ სწამდა იხტიანდრისა და

ბალთაზარის ნათესაობა. მართალია‚ ქრისტომ ნახა ახალშობილის ხალი‚ მაგრამ ეს

განა უდავო დამამტკიცებელი საბუთია? როდესაც ქრისტომ იხტიანდრის კისერზე

ხალი დაინახა‚ გადაწყვიტა‚ გამორჩენის მიზნით ესარგებლა ამ მსგავსებით. როგორ

შეეძლო წარმოედგინა‚ რომ ბალთაზარი ასე გულმართლად შეხვდებოდა მის

ნაამბობს. სამაგიეროდ‚ ახალმა ამბავმა‚ რომელიც მას ბალთაზარმა შეატყობინა‚

ქრისტო შეაშინა.

- ახლა ცრემლების დრო არ არის. უნდა ვიმოქმედოთ. ხვალ დილაადრიან ჩამოდის

სალვატორი. ვაჟკაცურად გეჭიროს თავი. მზის ამოსვლისას ჯებირებთან მელოდე.

იხტიანდრი უნდა ვიხსნათ, მაგრამ ფრთხილად‚ სალვატორს არ უთხრა‚ რომ შენ

იხტიანდრის მამა ხარ. საით წავიდა ზურიტა?

- არ უთქვამს‚ მაგრამ‚ მგონია‚ ჩრდილოეთით. ზურიტა დიდი ხანია‚ რაც პანამის

ნაპირებისკენ წასვლას აპირებდა.

ქრისტომ თავი დაუქნია.

- მაშ‚ დაიმახსოვრე‚ ხვალ დილით‚ მზის ამოსვლამდე ნაპირზე უნდა იყო. ფეხი არ

მოიცვალო‚ თუნდაც საღამომდე მოგიწიოს ცდა.

Page 104: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ქრისტო საჩქაროდ წავიდა. მთელი ღამე ფიქრობდა სალვატორთან მოსალოდნელ

შეხვედრაზე. საჭირო იყო როგორმე თავის გამართლება.

სალვატორი გარიჟრაჟზე ჩამოვიდა. ქრისტომ‚ მისალმების შემდეგ‚ მწუხარებისა და

ერთგულების გამომხატველი სახე მიიღო და ექიმს უთხრა.

- უბედურება შეგვემთხვა... ბევრჯერ გავაფრთხილე იხტიანდრი‚ რომ ყურეში არ

ეცურა....

-რა დაემართა? - მოუთმენლად იკითხა სალვატორმა.

- მოიტაცეს და ორანძიანი გემით წაიყვანეს... მე...

სალვატორმა მაგრად ჩაბღუჯა ხელებით ქრისტოს მხრები და თვალებში ჩააშტერდა.

ეს ერთ წამს გრძელდებოდა. ამ გამომცდელმა მზერამ ქრისტოს უნებლიეთ შეუცვალა

სახე. სალვატორმა წარბი შეიკრა‚ რაღაც წაიბუტბუტა, მერე ქრისტოს ხელი უშვა და

საჩქაროდ ჩაილაპარაკა:

- დაწვრილებით შემდეგ მიამბეთ.

სალვატორმა ზანგს დაუძახა. რამდენიმე სიტყვა ქრისტოსთვის გაუგებარ ენაზე

უთხრა‚ მერე ინდიელს მიუბრუნდა და ბრძანა:

- მომყევი!

სალვატორი ნამგზავრი იყო‚ მაგრამ სახლიდან ისე გავიდა‚ არც დაუსვენია და არც

ტანსაცმელი გამოუცვლია. მან ბაღს მიაშურა. ქრისტო ძლივს ეწეოდა. მესამე

კედელთან ორი ზანგი წამოეწია.

- იხტიანდრს ერთგული ძაღლივით ვდარაჯობდი‚ - უთხრა ქრისტომ‚ რომელსაც

ჩქარი სიარულისგან სული ეხუთებოდა‚ - მაგრამ სალვატორი მას არ უსმენდა. ექიმი

უკვე აუზთან იდგა და მოუთმენლად აბაკუნებდა ფეხებს‚ სანამ წყალი აუზისკენ

გახსნილ რაბში გადიოდა.

- მომყევი‚ - ისევ უბრძანა სალვატორმა და მიწისქვეშა კიბეს ჩაჰყვა. ქრისტო და ორი

ზანგი უკან მიჰყვებოდნენ.. სალვატორი კიბის რამდენიმე საფეხურს ახტებოდა.

ეტყობოდა‚ კარგად იცნობდა ამ მიწისქვეშა ლაბირინთს.

ქვედა ბაქანზე რომ დაეშვა‚ სალვატორს აღარ გადა-უბრუნებია ამომრთველი‚

როგორც ეს პირველად ჩაიდინა‚ სიბნელეში ხელით მოსინჯა და მარჯვენა კედელში

დატანებული კარი გააღო‚ ბნელ ტალანს გაჰყვა. აქ საფეხურები უკვე არ იყო და

სალვატორმა ფეხს კიდევ უფრო აუჩქარა.

„უცებ რომ რაიმე მახეში გავება და ჭაში დავიხრჩო“‚ - ფიქრობდა ქრისტო და

ცდილობდა‚ სალვატორს წამოსწეოდა. დიდხანს მიდიოდნენ ასე. ბოლოს ქრისტომ

იგრძნო‚ რომ იატაკი ძირს დამრეცად ეშვებოდა. ხანდახან ქრისტოს ეჩვენებოდა‚ რომ

Page 105: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚
Page 106: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

სალვატორი კაპიტნის ბოგურაზე იდგა და თვალმოუ-შო-რებლივ დასჩერებოდა

ოკეანეს.

არაჩვეულებრივი ტყვე

ზურიტამ იხტიანდრს ხელბორკილი გადაუქლიბა‚ ახალი კოსტიუმი ჩაიცვა და ნება

დართო‚ თან წამოეღო სილაში ჩამალული სათვალე და ხელთათმანები. მაგრამ‚

როგორც კი ავიდა „მედუზას“ გემბანზე‚ ორმა ინდიელმა‚ ზურიტას ბრძანებით‚

ჭაბუკს ხელი სტაცა და ტრიუმში ჩასვა. ბუენოს-აირესთან ზურიტა სანოვაგის

მოსამარაგებლად ცოტა ხნით შეჩერდა. მან მოინახულა ბალთაზარი‚ ბაქიაობა

დაიწყო‚ ხედავ‚ ბედმა როგორ გამიღიმაო‚ და ცურვა განაგრძო ნაპირის გასწვრივ‚

რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით. ის სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაპირის

გავლით მარგალიტის ძიებას კარიბის ზღვაში აპირებდა.

გუტიერე კაპიტნის კაიუტაში შეიყვანა. ზურიტა არწმუნებდა მას‚ რომ იხტიანდრი

მან რიო-დე-ლა-პლატას ყურეში გაუშვა‚ მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. საღამოს

გუტიერემ ყვირილი და კვნესა გაიგონა‚ რომელიც ტრიუმიდან ისმოდა. გუტიერემ

იხტიანდრის ხმა იცნო. ზურიტა ამ დროს გემბანზე იყო. გუტიერემ სცადა

გამოსულიყო კაიუტიდან‚ მაგრამ კარი დაკეტილი აღმოჩნდა. მან მუშტით ბრახუნი

დაიწყო‚ მაგრამ ხმაურს არავინ გამოეპასუხა.

ზურიტა საშინელ ლანძღვა-გინებას მოჰყვა იხტიანდრის ყვირილის გაგონებაზე.

კაპიტნის ბოგურიდან ქვემოთ დაეშვა და ინდიელ მეზღვაურებთან ერთად ტრიუმში

ჩავიდა. ტრიუმში საშინლად შეხუთული ჰაერი იდგა და ბნელოდა.

- რა გაყვირებს? - უხეშად ჰკითხა ზურიტამ.

- მე... სული მეხუთება‚ - გაიგონა მან იხტიანდრის ხმა‚ - უწყლოდ ცხოვრება არ

შემიძლია. აქ ისეთი შეხუთული ჰაერია‚ გამიშვით ზღვაში. აქ დილამდე ვერ მივატან.

ზურიტამ ტრიუმის სარქველი მიაჯახუნა და გემბანზე ამოვიდა.

„მართლაც‚ არაფერი მოუვიდეს“‚ - შეშფოთებით გაიფიქრა ზურიტამ‚ იხტიანდრის

სიკვდილი ხელს სრულებითაც არ აძლევდა.

მისი ბრძანებით ტრიუმში კასრი ჩაიტანეს და მეზღვაურებმა წყალი ჩაზიდეს.

- ესეც შენი აბაზანა‚ - უთხრა ზურიტამ იხტიანდრს‚ - იცურავე! ხვალ დილით კი

ზღვაში გაგიშვებ.

იხტიანდრმა საჩქაროდ ჩაყვინთა კასრში. კარში მდგომი ინდიელი მატროსები ამ

ბანაობას გაოცებით შესცქეროდნენ. მათ ჯერ არ იცოდნენ‚ რომ „მედუზას“ ეს ტუსაღი

თვით „ზღვის ეშმაკი“ იყო.

Page 107: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- გემბანზე ადით! - დაუყვირა ზურიტამ მათ.

კასრში ცურვა შეუძლებელი იყო. კაცი წელშიც ვერ გასწორდებოდა. იხტიანდრი

ოთხად უნდა მოკეცილიყო‚ რომ წყალში ჩაეყურყუმალავებინა. ამ კასრში ოდესღაც

შაშხს ინახავდნენ. წყალს მყრალი სუნი ასდიოდა. იხტიანდრი ოდნავ უკეთ

გრძნობდა თავს.

ზღვის ზედაპირზე ამ დროს სამხრეთ-აღმოსავლეთის გრილი ქარი ქროდა და

ორანძიანი ხომალდს სულ უფრო შორს‚ ჩრდილოეთისკენ მიაქანებდა.

ზურიტა დიდხანს იდგა კაპიტნის ბოგურაზე და მხოლოდ განთიადისას შევიდა

კაიუტაში. ცოლი დიდი ხნის დაძინებული ეგონა‚ მაგრამ ის ვიწრო მაგიდასთან

სკამზე ჩამომჯდარიყო და თავი ხელებში ჩაერგო. ზურიტას შემოსვლისთანავე

გუტიერე წამოდგა და ზურიტამ ჭერზე ჩამოკიდებული მბჟუტავი ლამპის სუსტ

სინათლეზე მისი მიბნედილი და მოღუშული სახე დაინახა.

- თქვენ მე მომატყუეთ‚ - ყრუდ უთხრა მან.

ცოლის მრისხანე სახის დანახვაზე ზურიტამ უხერხულობა იგრძნო და‚ უნებლიე

სიწითლე რომ დაეფარა‚ ულვაშები გადაიგრიხა და ხუმრობით უთხრა:

- იხტიანდრმა „მედუზაზე“ დარჩენა ირჩია‚ რომ უფრო ახლოს იყოს თქვენთან.

- სტყუით! თქვენ საზიზღარი‚ საშინელი კაცი ხართ. მე თქვენ მძულხართ‚ - გუტიერემ

უცებ ხელი სტაცა დანას‚ რომელიც კედელზე ეკიდა და ზურიტას მოუქნია.

- ოჰო! - ჩაილაპარაკა ზურიტამ. ის გუტიერეს სწრაფად სწვდა ხელში და ისე მაგრად

მოუჭირა‚ რომ გუტიერემ დანა ხელიდან გააგდო.

ზურიტამ დანას ფეხი გაჰკრა‚ ცოლს ხელი გაუშვა და უთხრა:

- აი‚ ასე სჯობს. თქვენ ძალიან აღელვებული ხართ. ცოტა წყალი მოსვით.

ზურიტა კაიუტიდან გამოვიდა‚ გასაღები გააჩხარუნა და გემბანზე ავიდა.

აღმოსავლეთი ვარდისფერს იკრავდა‚ მსუბუქი ღრუბლები კი‚ ჰორიზონტს იქით

ჩამალული მზისგან განათებული‚ ცეცხლის ენებს წააგავდა. დილის ქარი‚ მარილიანი

და გრილი‚ იალქნებს აფრიალებდა. ზღვაზე თოლიები დაფრინავდნენ‚ ზედაპირზე

მოცქრიალე თევზებს უთვალთვალებდნენ. ზურიტა გემბანზე სიარულს

განაგრძობდა.

- არა უშავს‚ მოვდრეკ როგორმე‚ - გაიფიქრა გუტიერზე.

შემდეგ მეზღვაურებს მიუბრუნდა და ხმამაღლა ბრძანა‚ იალქნები დაეშვათ. ღუზაზე

მდგარი „მედუზა“ ტალღებზე ქანაობდა.

Page 108: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- მოიტათ ჯაჭვი და ტრიუმში დამწყვდეული კაციც ამოიყვანეთ‚ - გასცა

განკარგულება ზურიტამ. უნდოდა‚ რაც შეიძლება‚ ჩქარა გამოეცადა‚ როგორი

მარგალიტის მაძიებელი იქნებოდა იხტიანდრი. „თან ზღვა გამოაცოცხლებს კიდეც“‚ -

ფიქრობდა იგი.

ორმა ინდიელმა იხტიანდრი გემბანზე ამოიყვანა. ის დაქანცული გამოიყურებდა.

იხტიანდრმა მიიხედ-მოიხედა. ის ქიმიდან სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით‚

ბიზან-ანძასთან იდგა. უცებ ქიმისკენ გაექანა და‚ ის იყო‚ გადასახტომად მოიხარა‚

რომ თავში ზურიტას მძიმე მუშტი მოხვდა. ჭაბუკი უგონოდ დაეცა გემბანზე.

- არ უნდა ჩქარობდეთ‚ - დარიგებით უთხრა ზურიტამ.

ამ დროს რკინის ჩხარაჩხურიც მოისმა და მეზღვაურმა ზურიტას გადასცა გრძელი‚

წვრილი ჯაჭვი‚ რომელიც სალტით ბოლოვდებოდა.

ზურიტამ ეს სალტე უგონოდ დაგდებულ ჭაბუკს წელზე ქამარივით შემოაკრა და

ბოქლომით ჩაკეტა. მერე მეზღვაურებს მიმართა:

- ახლა წყალი დაასხით თავზე.

ჭაბუკი მალე მოვიდა გონს და შეშფოთებით დახედა ჯაჭვს‚ რომელზედაც მიებათ.

- ასე ვერსად გამეპარები‚ - განუმარტა ზურიტამ‚ - ზღვაში გაგიშვებ. ჩემთვის უნდა

ეძებო მარგალიტიანი ნიჟარები. რაც უფრო მეტ მარგალიტს იპოვი‚ მით უფრო მალე

გაგათავისუფლებ‚ ხოლო თუ ამას არ იზამ‚ ტრიუმში ჩაგკეტავ და შენს კასრში

იჯდები. გაიგე? თანახმა ხარ?

იხტიანდრმა თავი დაუქნია.

ის მზად იყო ზურიტასთვის ზღვის მთელი საუნჯე მოეზიდა‚ ოღონდაც ჩქარა

ჩაეყვინთა ზღვის სუფთა წყალში.

გუტიერეს კაიუტა გემის მეორე მხარეს იყო. ზურიტას არ უნდოდა‚ რომ მას ჯაჭვით

დაბმული იხტიანდრი დაენახა.

იხტიანდრი ზღვაში ჩაუშვეს. ნეტავ ამ ჯაჭვის გაწყვეტა შეიძლებოდეს! მაგრამ ის

ძალიან მაგარი იყო. იხტიანდრი თავის ხვედრს დამორჩილდა. დაიწყო

მარგალიტიანი ნიჟარების შეგროვება და გვერდზე დაკიდებულ დიდ ტომარაში

ჩაყრა. რკინის სალტე გვერდებში უჭერდა‚ სუნთქვას უძნელებდა. მიუხედავად ამისა‚

თავს თითქმის ბედნიერად გრძნობდა იმ შეხუთული ტრიუმისა და მყრალი კასრის

შემდეგ.

მეზღვაურები ხომალდის ქიმიდან ჯერ არნახულ სანახაობას გაოცებით უყურებდნენ.

წუთი წუთს მისდევდა‚ მაგრამ ზღვის ფსკერზე დაშვებული კაცი ამოსვლაზე არც

Page 109: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ფიქრობდა. პირველ ხანებში ზედაპირზე ბუშტუკები ჩნდებოდა‚ მაგრამ მალე ისინიც

შეწყდა.

- ზვიგენმა შემსანსლოს‚ თუ იმის მკერდში იოტის ოდენა ჰაერი იყოს დარჩენილი.

ეტყობა‚ წყალში ისე გრძნობს თავს‚ როგორც თევზი‚ - განცვიფრებით ამბობდა

მოხუცი მაძიებელი და წყალში იყურებოდა. ზღვის ფსკერზე მკაფიოდ მოჩანდა

მუხლებზე მხოხავი ჭაბუკი.

- შეიძლება ეს თვით „ზღვის ეშმაკია“? - ჩუმად ჩაილაპარაკა მეზღვაურმა.

- ვინც უნდა იყოს‚ კაპიტან ზურიტას ერთობ კარგი ვინმე უპოვია‚ - გამოეპასუხა

შტურმანი‚ - ერთი ასეთი მაძიებელი ათ კაცს შეენაცვლება.

შუადღე იყო‚ როცა იხტიანდრმა ჯაჭვი მოსწია‚ რომ მაღლა აეყვანათ. ჩანთა

ნიჟარებით აევსო. საჭირო იყო მისი დაცლა‚ რომ კვლავ განეგრძო მარგალიტის ძებნა.

მეზღვაურებმა მარგალიტის არაჩვეულებრივი მაძიებელი სწრაფად ამოიყვანეს

გემბანზე. ყველას უნდოდა‚ ჩქარა ენახა ძიების შედეგი.

ჩვეულებრივ‚ მარგალიტიან ნიჟარებს რამდენიმე დღეს ხელს არ ახლებენ‚ რომ

სიპინები დალპეს‚ - მაშინ უფრო იოლია მარგალიტების ამოღება‚ - მაგრამ ახლა

მეზღვაურებისა და თვითონ ზურიტას მოუთმენლობა მეტად დიდი იყო და ყველანი

ერთად შეუდგნენ დანებით ნიჟარების გახსნას.

როდესაც მეზღვაურებმა მუშაობა დაასრულეს‚ ყველანი ერთად აყაყანდნენ. გემბანზე

უჩვეულო აგზნება მეფობდა. შეიძლება იხტიანდრს ბედმა გაუღიმა‚ კარგ ადგილს

მიაგნო‚ მაგრამ იმან‚ რაც მან ზღვაში ერთი ჩაშვებით მოიპოვა‚ ყოველგვარ

მოლოდინს გადააჭარბა. ამ მარგალიტებში ორი ათეული მეტად მძიმე წონის‚

საუცხოო ფორმის და ფერისა იყო. პირველივე ძიებამ ზურიტას დიდი სიმდიდრე

შესძინა. ერთი მოზრდილი მარგალიტით შეეძლო მშვენიერი‚ ახალი ორანძიანი ნავი

ეყიდა. ზურიტას სიმდიდრისკენ გზა გაკაფული ჰქონდა. მისი ოცნება შეიძლება

ასრულებულიყო.

ზურიტა ხედავდა‚ რა ხარბად დასცქეროდნენ მეზღვაურები მარგალიტებს და არ

მოეწონა. მარგალიტები საჩქაროდ თავის ჭილის ქუდში ჩაყარა და თქვა:

- საუზმის დროა. შენ კი იხტიანდრ‚ კარგი მაძიებელი ყო-ფი-ლხარ. ერთი

თავისუფალი კაიუტა მაქვს და იქ მოგათავსებ. სული არ შეგეხუთება. შენთვის

თუთიის დიდ აუზს გავაკეთებინებ. თუმცა შეიძლება‚ არც კი დაგჭირდეს‚ რადგან

ყოველდღე ზღვაში იქნები. მართალია‚ ჯაჭვით დაბმული‚ მაგრამ რას იზამ?

უამისოდ შენს კიბორჩხალებთან ჩაყვინთავ და უკან აღარ დამიბრუნდები.

იხტიანდრს არ უნდოდა ზურიტასთან ლაპარაკი‚ მაგრამ რა ექნა? რახან ამ გაუმაძღარ

კაცს ჩაუვარდა ტყვედ‚ საჭირო იყო ისეთ ბინაზე ეფიქრა‚ სადაც გაეძლებოდა.

Page 110: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- აუზი მყრალ კასრს სჯობს‚ - უთხრა ზურიტას იხტიანდრმა‚ - მაგრამ რომ არ

გავიგუდო‚ წყალი ხშირად უნდა ცვალოთ.

- მაინც როგორ? - შეეკითხა ზურიტა.

- ყოველ ნახევარ საათში‚ - უპასუხა იხტიანდრმა‚ - კიდევ უკეთესია‚ თუ წყალი

გამდინარე იქნება.

- ეჰე‚ შენ უკვე ყოყოჩობა დამიწვე‚ შეგაქეს და უკვე მოთხოვნა წამოაყენე‚ ჭირვეულობ.

- ეს ჭირვეულობა არაა‚ - იწყინა ჭაბუკმა‚ - მე... უნდა გაიგოთ‚ თუ დიდ თევზს

სათლში ჩადებთ‚ მალე მოკვდება. თევზი წყალში ჟანგბადით სუნთქავს. მე ხომ დიდი

თევზი ვარ‚ - ღიმილით დაუმატა იხტიანდრმა.

- ჟანგბადისა მე არა გამეგება რა. თევზები წყლის გამოუცვლელობით რომ იხოცებიან‚

ეს კი ვიცი. თითქოს მართალი უნდა იყო‚ მაგრამ ხალხი რომ ვიქირაო აუზში

გამუდმებით წყლის სატუმბავად‚ ძალიან ძვირი დამიჯდება‚ მარგალიტებზე უფრო

ძვირი. გავღატაკდები.

იხტიანდრმა მარგალიტის ფასი არ იცოდა. არც ის იცოდა‚ რომ ზურიტა მეზღვაურებს

გროშებს უხდიდა. ჭაბუკმა დაიჯერა ზურიტას სიტყვები და წამოიძახა:

- თუ ჩემი შენახვა თქვენთვის ხელსაყრელი არაა‚ ზღვაში გამიშვით! - და იხტიანდრმა

ოკეანეს გახედა.

- ერთი ამას დამიხედე! - გადაიხარხარა ზურიტამ.

- გთხოვთ! ჩემი ნებით მოგიტანთ მარგალიტებს. დიდი ხანია‚ რაც აი‚ ამდენი ნიჟარა

დავაგროვე‚ - და იხტიანდრმა ხელით მუხლებამდე სიმაღლე აჩვენა‚ -

გლუვზედაპირიანები‚ თანაბარი და რჩეული მარგალიტები. თითოეული სიდიდით

ცერცვის ოდენა... ყველას თქვენ მოგცემთ‚ ოღონდ გამათავისუფლეთ.

ზურიტას სუნთქვა შეეკრა.

- ყბედობ‚ - სცადა მშვიდად ეპასუხა.

- ჯერ არასდროს და არავისთვის ტყუილი არ მითქვამს‚ - გაცხარდა იხტიანდრი.

- სადაა შენი საუნჯე? - ჰკითხა ზურიტამ‚ რომელიც უკვე მღელვარებას ვეღარ

ფარავდა.

- წყალქვეშა მღვიმეში‚ ლიდინგის მეტმა არავინ იცის‚ სადაც არის.

- ვინაა ეს ლიდინგი?

- ჩემი დელფინია.

Page 111: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

„ოჰო! ეს მართლაც დიდი ცთუნებაა‚ - ფიქრობდა ზურიტა‚ - თუ ეს სიმართლეა‚ - და

უნდა ვიფიქროთ‚ რომ ის არ ცრუობს‚ მაშინ ეს ხომ ყველაფერს აღემატება‚ რისი

წარმოდგენაც მე შემიძლია. უთვალავი სიმდიდრის პატრონი გავხდები.

როტშილდები და როკფილერები‚ ჩემთან შედარებით‚ ღარიბებად გამოჩნდებიან.

იქნებ‚ გავუშვა? მის პატიოსან სიტყვას ვენდო?“

მაგრამ ზურიტა საქმიანი კაცი იყო და ჩვეულებად არ ჰქონდა‚ ვინმეა სიტყვას

ნდობოდა. დაფიქრდა‚ რა გზა აერჩია‚ რომ იხტიანდრის საუნჯე უფრო ადვილად

ჩაეგდო ხელში. „გუტიერემ რომ სთხოვოს‚ იხტიანდრი უარს არ ეტყვის და საუნჯეს

მოიტანს“.

- შესაძლოა‚ გაგიშვა‚ - უთხრა ზურიტამ‚ - მაგრამ რამდენიმე ხანს ჩემთან მოგიწევს

დარჩენა. დიახ‚ საამისო მიზეზი მაქვს. ვფიქრობ‚ თვითონვე არ ინანებ ამ დაყოვნებას.

ჯერჯერობით კი‚ თუმცა უნებური‚ მაგრამ მაინც ჩემი სტუმარი ხარ. მინდა ისე

მოგაწყო‚ რომ უხერხულობა არ იგრძნო. შეიძლება აუზის ნაცვლად‚ რაც ძალიან

ძვირი დაჯდება‚ რკინის დიდ გალიაში ჩაგსვა. გალია დაგიცავს ზვიგენისაგან და იმ

გალიით ჩაგიშვებ წყალში.

- კი მაგრამ‚ ჩემთვის ჰაერზე ყოფნაცაა საჭირო.

- მერე რა‚ დროგამოშვებით ამოგიყვანთ. ეს უფრო იაფი დაჯდება‚ ვიდრე აუზში

წყლის ტუმბვა. ერთი სიტყვით‚ ყველაფერს ისე მოვაწყობთ‚ რომ კმაყოფილი

დარჩები.

ზურიტა საუცხოო გუნებაზე იყო და ამიტომაც გაუგებარი ამბავი მოხდა:

განკარგულება გასცა‚ მეზღვაურებისთვის საუზმეზე თითო ჭიქა არაყი მიეცათ.

იხტიანდრი ისევ ტრიუმში ჩაიყვანეს‚ - აუზი ჯერ მზად არ იყო. ზურიტამ

მღელვარებით გამოაღო კაპიტნის კაიუტის კარი‚ იქვე შეჩერდა და გუტიერეს

მარგალიტებით სავსე ქუდი აჩვენა.

- მე კარგად მახსოვს ჩემი დაპირება‚ - თქვა ღიმილით‚ - ყველა ცოლს უყვარს

მარგალიტი‚ უყვარს საჩუქრები. ბევრი მარგალიტის მოსაპოვებლად კი საჭიროა‚

მარჯვე მაძიებელი გყავდეს. აი‚ რატომ დავატყვევე იხტიანდრი. დახე‚ ეს სულ ერთ

დილასაა მოპოვებული.

გუტიერემ ცალი თვალით გადახედა მარგალიტებს. ძლივს შეიკავა თავი‚ რომ

გაკვირვებისგან უნებლიეთ არ წამოეყვირა. ზურიტამ ეს შეამჩნია და კმაყოფილმა

ჩაიცინა...

- შენ იქნები ყველაზე მდიდარი ქალი არგენტინაში‚ შესაძლოა‚ მთელ ამერიკაშიც.

ყველაფერი უხვად გექნება. ისეთ სასახლეს აგიშენებ‚ მეფეებსაც შეშურდებათ. ახლა

კი‚ მომავლის საწინდრად‚ მიიღე ჩემგან ამ მარგალიტების ნახევარი.

Page 112: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- არა‚ არც ერთი ამ მარგალიტებიდან არ მინდა. ეს ბოროტებითაა მოპოვებული‚ -

მკვახედ უპასუხა გუტიერემ‚ - გთხოვთ‚ თავი დამანებოთ.

ზურიტა დარცხვენილი და განაწყენებული იყო. ასეთ პასუხს არ ელოდა.

- ორ სიტყვას კიდევ გეტყვით; თქვენ ხომ გინდათ‚ - ზურიტა „თქვენობით“

ლაპარაკზე გადავიდა‚ რათა ნათქვამისთვის მეტი მნიშვნელობა მიეცა‚ - რომ

იხტიანდრი გავათავისუფლო?

გუტიერემ უნდობლად შეხედა ზურიტას‚ თითქოს ცდილობდა გამოეცნო‚ კიდევ რა

ახალი ვერაგობის ჩადენას აპირებდა.

- მერედა‚ რა გნებავთ? - ცივად ჰკითხა ქალმა.

- იხტიანდრის ბედი თქვენს ხელთაა. საკმარისია‚ უბრძანოთ იხტიანდრს‚ რომ იგი

„მედუზაზე“ ამოიტანს იმ აურაცხელ მარგალიტს‚ სადღაც წყალქვეშ რომ ინახავს‚ მე

კი მას შემდეგ გავათავისუფლებ.

- კარგად დაიმახსოვრეთ‚ რასაც გეტყვით. თქვენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. თქვენ

მიიღებთ მარგალიტს და ისევ დააბამთ იხტიანდრს ჯაჭვით. ეს ისეთივე სიმართლეა‚

როგორც ის‚ რომ მე ვარ ცოლი ქვეყნად ყველაზე გაიძვერა და ფიცის გამტეხი კაცისა.

კარგად დაიმახსოვრეთ და ნუღარასოდეს ეცდებით‚ თქვენს ბნელ საქმეებში მეც

ჩამითრიოთ. ისევ გთხოვთ‚ თავი დამანებოთ.

სალაპარაკო აღარაფერი იყო. თავის კაიუტაში მარტო დარჩენილმა მარგალიტები

ცალკე პარკში ჩაყარა. მერე სკივრში ფრთხილად ჩადო‚ დაკეტა და გემბანზე ამოვიდა.

ცოლთან ჩამოვარდნილი უთანხმოება სულაც არ აწუხებდა. თავი დიდებით მოსილ

კაცად მიაჩნდა.

ზურიტა კაპიტნის ბოგურაზე ავიდა და სიგარა გააბოლა. მომავალ სიმდიდრეზე

ფიქრი გულს სასიამოვნოდ უძგერებდა. მუდამ ფრთხილი და გამჭრიახი‚ ამჯერად

ვერ ამჩნევდა‚ რომ მეზღვაურები რატომღაც ერთად შეჯგუფულიყვნენ და რაღაცაზე

ჩურჩულებდნენ.

მიტოვებული „მედუზა“

ზურიტა ფოკ-ანძის წინ ჭვინთთან იდგა. შტურმანის ნიშანზე პედროს უცებ

რამდენიმე მეზღვაური მივარდა. მართალია, იარაღი მათ არ ჰქნდათ, მაგრამ ბლომად

იყვნენ. თუმცა ზურიტას ხელში ჩაგდება არც ისე იოლი აღმოჩნდა. იგი დაუსხლტა ამ

ბრბოს, რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა და შემდეგ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ზურგით

ჭვინთის ძგიდეზე გადაყირავდა.

Page 113: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მეზღვაურებმა თავის მსხვერპლს ხელი კვნესით უშვეს და გემბანზე დაეყარნენ.

ზურიტა წელში გაიმართა და მუშტებით დაიწყო მეზღვაურების თავდასხმების

მოგერიება. არასოდეს ის რევოლვერს არ იშორებდა, მაგრამ იერიში ისე

მოულოდნელი იყო, რომ ბუდიდან მისი ამოღება ვეღარ მოასწრო; ზურიტა ნელა

იხევდა ფოკ-ანძისკენ და უცებ ვანტებზე მაიმუნის სისწრაფით დაიწყო აძრომა.

ერთმა მეზღვაურმა ფეხში სტაცა ხელი, მაგრამ ზურიტამ მეორე თავისუფალი ფეხი

ჩაჰკრა თავში და დარეტიანებული მეზღვაური გემბანზე დაეცა. ზურიტამ მაინც

მოასწრო მარსამდე ასვლა, იქ ჩამოჯდა და თან საშინლად ილანძღებოდა. ახლა

შედარებით უშიშრად იგრძნო თავი. მერე რევოლვერი იძრო და მეზღვაურებს

ჩამოსძახა:

- პირველს, რომელიც გაბედავს ჩემთან ამოსვლას, ტყვიით თავს გავუხვრეტ!

ქვევით მეზღვაურებს ერთი ყაყანი აეტეხათ. თათბირობდნენ, როგორ

მოქცეულიყვნენ.

- კაპიტნის კაიუტაში თოფებია! - ყვიროდა შტურმანი, - წავიდეთ, კარი შევამტვრიოთ!

რამდენიმე მეზღვაური ტრიუმისკენ გაიქცა.

„დავიღუპე, - ფიქრობდა ზურიტა, - მომკლვენ!“

ზღვისკენ გადაიხედა, თითქოს მოულოდნელ დახმარებას იქ ეძებსო და თვალებს არ

დაუჯერა, როცა დაინახა წყალქვეშა ნავი, რომელიც ოკეანის ტალღებს მოაპობდა. იგი

„მედუზას“ არაჩველუბრივი სისწრაფით უახლოვდებოდა.

„ნეტა არ ჩაეშვას წყალში, - ფიქრობდა ზურიტა, - ბოგირზე ხალხი დგას და ნუთუ ვერ

შემამჩნევენ, გვერდით ჩამივლიან?“

- მიშველეთ! ჩქარა! მკლავენ! - მთელი ძალით დაიყვირა ზურიტამ.

წყალქვეშა ნავზე მყოფებმა ის აშკარად დაინახეს. ნავი სვლის შეუჩერებლად

პირდაპირ „მედუზასკენ“ მიიჩქაროდა.

ტრიუმიდან უკვე გამოჩნდნენ შეიარაღებული მეზღვაურები. ისინი გემბანზე

გამოეფინნენ, მაგრამ უცებ შეყოყმანდნენ. „მედუზას“ შეიარაღებული წყალქვეშა ნავი

უახლოვდებოდა. ალბათ, სამხედრო იყო. ამ დაუპატიჟებელი მოწმეების თვალწინ

ზურიტას მოკვლა ახლა შეუძლებელი იყო.

ზურიტა გამარჯვებას ზეიმობდა, მაგრამ მისი ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა. წყალქვეშა

ნავის ბოგირზე ბალთაზარი და ქრისტო იდგნენ. მათ მხარს ვიღაც მაღალი კაცი

უმშვენებდა. ამ კაცს არწივის ნისკარტივით ცხვირი და გამოხედვა ჰქონდა. ნავის

ბაქნიდან ზურიტას მან ხმამაღლა შესძახა:

Page 114: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- პედრო ზურიტა! დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოთ მოტაცებული იხტიანდრი!

გაძლევთ ხუთი წუთის ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგ შენს ხომალდს

ჩავძირავთ.

„მოღალატეები! - გაიფიქრა ზურიტამ და მძულვარედ გახედა ქრისტოსა და

ბალთაზარს, - მაგრამ საკუთარი თავის დაკარგვას მაინც იხტიანდრის დაკარგვა

სჯობია“.

- ახლავე მოგიყვანთ, - გასცა პასუხი ზურიტამ და ვანტებზე ცოცვით ძირს ჩამოვიდა.

მეზღვაურები მიხვდნენ, რომ დროა თავს უშველონ. საჩქაროდ კანჯოები წყალში

ჩაუშვეს, ზღვაში გადაცვივდნენ და ნაპირს ცურვით მიაშურეს. ყოველი მათგანი

მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა.

ზურიტამ ტრაპი ჩაირბინა და კაიუტაში შევარდა, მარგალიტებიანი პარკი უბეში

ჩაიტენა და ღვედებსა და თავშალს ხელი დასტაცა. მერე იმ კაიუტის კარი გააღო,

სადაც გუტიერე იმყოფებოდა, ქალი ხელებით აიტაცა და გემბანზე გამოიყვანა.

- იხტიანდრი შეუძლოდაა. თქვენ მას კანჯოში ნახავთ, - თქვა ზურიტამ ისე, რომ

გუტიერესთვის ხელი არ გაუშვია. მერე ჭვინთთან მიირბინა და ქალი კანჯოში ჩასვა.

კანჯო წყალში სწრაფად ჩაუშვა და მერე თვითონაც შიგ ჩახტა.

წყალქვეშა ნავი კანჯოს ვეღარ დაედევნებოდა. წყალი ძალიან მარჩხი იყო, მაგრამ

გუტიერემ წყალქვეშა ნავის ბაქანზე ბალთაზარს მოჰკრა თვალი.

- მამა, იხტიანდრს უშველე! ის არის... - მაგრამ სათქმელი ვერ დაამთავრა, ზურიტამ

პირში თავშალი ჩასჩარა და შეეცადა, ღვედით როგორმე ხელებიც შეეკრა.

- ქალს ხელი უშვით! - გასძახა ზურიტას სალვატორმა, როცა ამ ძალადობას თვალი

მოჰკრა.

- ეს ქალი ჩემი ცოლია და არავის არ აქვს ნება, ჩემს საქმეებში ჩაერიოს, - ყვირილითვე

უპასუხა ზურიტამ და ნიჩბები სწრაფად აამუშავა.

- არავის აქვს ნება, ქალს ასე მოექცეს, - გაბრაზებით დაუყვირა სალვატორმა.

მაგრამ ზურიტა ნიჩბების მოსმას მაინც განაგრძობდა.

სალვატორმა რევოლვერი ესროლა. ტყვია კანჯოს ჭვინთში მოხვდა.

ზურიტამ გუტიერე ხელში აიყვანა და დაიძახა:

- აბა, ერთი კიდევ მესროლეთ!

გუტიერე, რაც შეეძლო, იბრძოდა.

- დიდი არამზადა ვინმეა, - ჩაილაპარაკა სალვატორმა და რევოლვერი ძირს დაუშვა.

Page 115: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ბალთაზარი წყალქვეშა ნავის ბოგირიდან გადაეშვა და შეეცადა, კანჯოს ცურვით

დასწეოდა, მაგრამ ზურიტა უკვე ახლოს იყო ნაპირთან. ის გულმოდგინედ უსვამდა

ნიჩბებს. კანჯო ტალღამ სწრაფად გარიყა სილიან ნაპირზე. პედრომ ხელი სტაცა

გუტიერეს და ლოდებს იქით გაუჩინარდა.

როდესაც ბალთაზარი დარწმუნდა, რომ ზურიტას ვერ დაეწეოდა, ისევ ხომალდისკენ

გაცურა და ღუზის ჯაჭვით გემბანზე ავიდა. მერე ტრაპით ქვევით ჩავიდა და

იხტიანდრს დაუწყო ძებნა. ბალთაზარმა მთელი ხომალდი დაიარა, ტრიუმშიც

ჩავიდა. ხომალდზე ძე ხორციელი არ იყო.

- იხტიანდრი ხომალდზე არ არის! - გასძახა სალვატორს ბალთაზარმა.

- მაგრამ ის ცოცხალია და უსათუოდ სადმე აქ უნდა იყოს! გუტიერემ თქვა:

იხტიანდრი იქ არისო... იმ ავაზაკს ხმა რომ არ ჩაეწყვეტინებინა, გვეცოდინებოდა, სად

გვეძებნა, - თქვა ქრისტომ.

მან ზღვის ზედაპირი მოათვალიერა და წყლიდან ამოშვერილი ანძების წვეროები

შეამჩნია. ალბათ აქ ცოტა ხნის წინ ხომალდი ჩაიძირა. ვინ იცის, იქნებ ამ დაღუპულ

ხომალდზე იმყოფება იხტიანდრი?

- შესაძლოა, ზურიტამ იხტიანდრი ამ ჩაძირული ხომალდის საუნჯის საძებნელად

ჩაგზავნა. - თქვა ქრისტომ.

ბალთაზარი გემბანზე დაგდებულ სალტიან ჯაჭვს დასწვდა.

- ზურიტა, ცხადია, ამ ჯაჭვით უშვებდა ზღვაში იხტიანდრს. უჯაჭვოდ გაექცეოდა.

არა, არ შეიძლება, რომ იხტანდრი ამ ჩაძირულ ხომალზე იყოს.

- ზურიტას ვძლიეთ, მაგრამ იხტიანდრი მაინც ვერ ვიპოვეთ, - თქვა სალვატორმა

ჩაფიქრებით.

ჩაძირული ხომალდი

ზურიტას მდევრებმა არ იცოდნენ, რაც ამ დილით „მედუზაზე“ მოხდა.

მეზღვაურები მთელი ღამე თათბირობდნენ და დილისთვის ასეთი გადაწყვეტილება

მიიღეს: პირველ შესაფერ შემთხვევისთანავე თავს დასხმოდნენ ზურიტას და

მოეკლათ, ხოლო იხტიანდრი ხომალდიანად ხელთ ეგდოთ.

დილაადრიან ზურიტა კაპიტნის ბოგირზე იდგა. ქარი ჩადგა. „მედუზა“ ნელა

მიიწევდა წინ საათში არა უმეტეს სამი კვანძის სიჩქარით.

Page 116: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზურიტა რაღაც წერტილს აკვირდებოდა ოკეანეზე. დურბინდში მან ჩაძირული

ხომალდის რადიოანძები გაარჩია. წყლის ზედაპირზე კი მოტივტივე მაშველი

რგოლი შეამჩნია.

მან განკარგულება გასცა, კანჯო ჩაეშვათ და რგოლი და-ეჭი-რათ.

როდესაც რგოლი ამოიღეს, ზურიტამ ზედ წარწერა „მა-ფალ-დუ“ წაიკითხა.

- ნუთუ „მაფალდუ“ ჩაიძირა? - გაუკვირდა ზურიტას.

მისთვის ცნობილი იყო ეს დიდი, ამერიკული საფოსტო-სამგზავრო ხომალდი. ასეთ

ხომალდზე დიდძალი განძეული უნდა ყოფილიყო. „რა იქნება, რომ იხტიანდრმა

ჩაძირული გემიდან ეს განძეული ამოზიდოს? მაგრამ ჩასწვდება კი ჯაჭვი? საეჭვოა...

უჯაჭვოდ რომ ჩავუშვა, უკან აღარ დაბრუნდება...“

ზურიტა ჩაფიქრდა. სიხარბე და იხტიანდრის დაკარგვის შიში ერთმანეთს ებრძოდა.

„მედუზა“ ნელა უახლოვდებოდა წყლიდან ამოშვერილ ანძებს. მეზღვაურები ქიმთან

შეჯგუფდნენ. ქარი ჩადგა. „მედუზა“ გაჩერდა.

- ერთხანს მე „მაფალდუზე“ ვმსახურობდი, - თქვა ერთმა მეზღვაურთაგანმა, - ერთობ

დიდი და კარგი გემია, მთელი ქალაქისოდენაა, მგზავრები კი მდიდარი ამერიკელები

არიან.

„უეჭველია, „მაფალდუ“ ისე ჩაიძირა, რომ თავისი დაღუპვის ამბავი რადიოთი

ვერავის აცნობა, - ფიქრობდა ზურიტა, - ან შესაძლოა, რადიოსადგური

დაზიანებულიც იყო, თორემ ირგვლივ მდებარე ყველა ნავსადგურიდან

მოცვივდებოდნენ აქ სწრაფმავალი კატარღები, გლისერები, ორჩხომელები,

ხელისუფლების წარმომადგენლები, კორესპონდენტები, ფოტოგრაფები,

კინოოპერატორები, ჟურნალისტები და მყვინთავებიც კი. დაყოვნება არ შეიძლება.

იხტიანდრის უჯაჭვოდ ჩაშვება უნდა გავბედო. სხვა გზა არ არის, მაგრამ როგორ

ვაიძულო, რომ უკანვე დაბრუნდეს?! ან თუ გავბედავ, ხომ არ აჯობებს, იხტიანდრი

თავისი თავის გამოსასყიდად იმ მარგალიტების მოსატანად გავგზავნო? მაგრამ

მართლა ასე ძვირფასია ის საუნჯე, სადღაც რომ შეუნახავს? ვინ იცის, იქნებ

იხტიანდრი აზვიადებს?“

არა, ზურიტამ უეჭველად უნდა შეირჩინოს ეს საუნჯეც და „მაფალდუსთან“ ერთად

ზღვაში დანთქმული განძეულიც. მარგალიტის საუნჯე ხომ მაინც ვერსად წაუვა,

იხტიანდრის მეტი სხვა ვინ მიაგნებს?! ოღონდ თვითონ იხტიანდრი ჰყავდეს ხელში.

„მაფალდუს“განძეული კი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში კი არა, რამდენიმე საათის

შემდეგაც მისთვის მიუწვდომელი გახდეს.

Page 117: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

„მაშ ასე, ჯერ „მაფალდუ“, - გადაწყვიტა ზურიტამ და ბრძანა, ღუზა ჩაეშვათ. შემდეგ

თავის კაიუტაში ჩავიდა, რაღაც ბარათი დაწერა და ამ ქაღალდით იხტიანდრთან

შევიდა.

- იხტიანდრ, კითხვა თუ იცი? გუტიერემ ბარათი გამოგიგზავნა.

იხტიანდრმა სწრაფად გამოართვა ქაღალდი და წაიკითხა:

„იხტიანდრ! ერთი ეს თხოვნა ამისრულე, აქვე, „მედუზას“ გვერდით, ჩაძირული

გემია, ჩაეშვი ზღვაში და ამომიტანე იმ ხომალდიდან ყველაფერი, რაც კი რამ

ძვირფასი ნახო. ზურიტა უჯაჭვოდ გაგიშვებს, მაგრამ, იცოდე, უკან უნდა დაბრუნდე.

გააკეთე ჩემთვის ეს, იხტიანდრ და მალე მიიღებ თავისუფლებას. გუტიერე“.

იხტიანდრს არასოდეს მიეღო გუტიერეს წერილი და ამიტომ მის ხელს არ იცნობდა.

მას ძალიან გაუხარდა, მაგრამ წამით ჩაფიქრდა. იქნებ ეს ზურიტას ვერაგობაა?

- რატომ გუტიერემ თვითონ არ მთხოვა? - შეეკითხა იხტიანდრი და წერილზე

მიუთითა.

- შეუძლოდაა, - უპასუხა ზურიტამ, - მაგრამ როგორც კი დაბრუნდები, ინახულებ.

- რად უნდა ეს განძეული გუტიერეს? - ისევ უნდობლად იკითხა იხტიანდრმა.

- ნამდვილი ადამიანი რომ იყო, ასეთ შეკითხვებს არ მომცემდი. აბა, რომელ ქალს არ

სურს, რომ ლამაზად ეცვას და ძვირფასი სამკაულები ატაროს? ყოველივე ამისთვის კი

ფულია საჭირო. ჩაძირულ გემში ბევრი ფულია. ახლა ის არავის კუთვნილება არ არის

და რატომ არ უნდა მოიპოვო გუტიერესთვის? მთავარია, იპოვო ოქროს ფული. იქ

უნდა იყოს საფოსტო ტყავის ჩანთები. ამას გარდა, მგზავრებს ექნებოდათ ოქროს

ნავთები, ბეჭდები...

- იქნებ ფიქრობთ, რომ გვამებს დავუწყებ ჩხრეკას? - აღშფოთებით შეეკითხა

იხტიანდრი, - იცით, მე თქვენი არ მჯერა. გუტიერე ხარბი ქალი არ არის, ასეთ საქმეზე

არ გამგზავნიდა...

- დალახვროს ეშმაკმა! - გაბრაზებით წამოიყვირა ზურიტამ, რადგან ხედავდა, რომ

მისი ვარაუდი ჩაიფუშებოდა, თუ იხტიანდრს ვერ დაარწმუნებდა.

ამიტომ ზურიტამ თავი შეიკავა. ვითომ კეთილად გაიცინა და უთხრა:

- როგორც ვხედავ, შენი მოტყუება არც ისე ადვილია. შენთან ისევ გულახდილობა

სჯობს. მაშ, მომისმინე, გუტიერეს კი არ უნდა, რომ „მაფალდუს“ ოქრო ჰქონდეს,

არამედ - მე. ამას ხომ მაინც დამიჯერებ?

იხტიანდრს უნებლიეთ გაეღიმა.

- მჯერა!

Page 118: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ჰოდა, ძალიან კარგი! ხედავ, როგორ თანდათან გჯერა ჩემი?! მაშ შევთანხმდებით

კიდეც. დიახ, ოქრო მე მინდა, და თუ „მაფალდუზე“ იმდენი აღმოჩნდება, რამდენიც

შენი მარგალიტის საუნჯე ღირს, როგორც კი იმ ოქროს მომიტან, მაშინვე გაგიშვებ

ოკეანეში. მაგრამ უბედურება ისაა, რომ მე და შენ მაინცდამაინც ვერ ვენდობით

ერთმანეთს. ვშიშობ, უჯაჭვოდ რომ ჩაგიშვა, წყალში ჩაყვინთავ და...

- თუ სიტყვას მოგცემთ, რომ დავბრუნდები, დავბრუნდები კიდეც.

- მე ჯერ შემთხვევა არ მქონია, ამაში დავრწმუნებულიყავი. შენ მე გძულვარ და არც

გამიკვირდება, თუ სიტყვას არ შეასრულებ, მაგრამ გუტიერე გიყვარს და, რასაც ის

გთხოვს, ვიცი, შეასრულებ. მართლა თუ არა? ამიტომ იმას მოველაპარაკე და, რა თქმა

უნდა, მისი სურვილია, რომ გაგათავისუფლო. ამიტომაც დაწერა ეს ბარათი და

გადმომცა, რომ შენთვის თავისუფლებისკენ გზა გაეკაფა. ახლა ხომ გაიგე?

ყველაფერი, რასაც ზურიტა ამბოდა, იხტიანდრს დამაჯერებლად ეჩვენებოდა, მაგრამ

მან ვერ შეამჩნია, რომ ზურიტა გათავისუფლებას ჰპირდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა

ნახავდა, რომ „მაფალდუზე“ იმდენი ოქრო აღმოჩნდა, რამდენიც მისი მარგალიტის

საუნჯე ღირდა.

„ეს სიმდიდრეები რომ ერთმანეთს შევადარო, - მსჯელოდა თავისთვის ზურიტა, -

იხტიანდრმა უნდა მომიტანოს ის თავისი მარგალიტებიც და მაშინ ჩემს ხელში

აღმოჩნდება „მაფალდუს“ ოქრო, მარგალიტის საუნჯე და თვითონ იხტიანდრიც“.

მაგრამ იხტიანდრს საიდან უნდა სცოდნოდა, რას ფიქრობდა ზურიტა. ის ენდო

ზურიტას და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დათანხმდა.

ზურიტამ შვებით ამოისუნთქა.

„არ მომატყუებს“, - გაიფიქრა და მერე თქვა:

- ჩქარა წავიდეთ!

იხტიანდრი სწრაფად ავიდა გემბანზე და ზღვაში გადაეშვა.

მეზღვაურებმა დაინახეს, რომ იხტიანდრი შეუბოჭავი გადახტა ზღვაში და იმწამსვე

მიხვდნენ, რომ ის „მაფალდუს“ ჩაძირული განძეულისთვის მიდიოდა. ნუთუ მარტო

ზურიტა დაეპატრონება „მაფალდუს“ სიმდიდრეს? მეტი დაყოვნება აღარ

შეიძლებოდა და ისინიც თავს დაესხნენ ზურიტას.

იმ დროს, როდესაც გემის ეკიპაჟი ზურიტას ხელში ჩაგდებას ცდილობდა,

იხტიანდრი ჩაძირულ გემს ათვალიერედა.

გემბანის ზედა უზარმაზარი სარქველიდან ჭაბუკმა ქვევით, ტრაპისკენ გაცურა.

ტრაპი დიდი სახლის კიბეს ჰგავდა. იქიდან ვრცელ დერეფანში ამოყო თავი, სადაც

თითქმის ბნელოდა. მხოლოდ ღია კარიდან ატანდა სუსტი ნათელი.

Page 119: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

იხტიანდრი ერთ-ერთ ღიად დარჩენილ კარში შესრიალდა და სალონში აღმოჩნდა.

დიდი, მრგვალი ილუმინატორები მკრთალად ანათებდა ვეებერთელა დარბაზს,

რომელიც რამდენიმე ასეულ ადამიანს დაიტევდა. იხტიანდრი მდიდრულად

მორთულ ჭაღზე ჩამოჯდა და იქაურობას თვალი მოავლო. ეს იყო საშინელი

სანახაობა. ხის სკამები და პატარა მაგიდები ჭერქვეშ ქანაოდნენ. პატარა ესტრადაზე

თავახდილი როიალი იდგა. იატაკი რბილი ნოხებით იყო მოფენილი. წითელი ხისგან

მოფიცრული და გალაკული კედლები აქა-იქ დაბრეცილიყო. იქ კი, კედელთან

პალმები იდგა.

იხტიანდრი ჭაღს მოშორდა და პალმებისკენ გაცურა. უცებ გაოცებული შეჩერდა. მის

პირდაპირ მოცურავდა ვიღაც კაცი და მის მოძრაობას იმეორებდა. „სარკეა“, - მიხვდა

იხტიანდრი. ამ უშველებელ სარკეს მთელი კედელი ეკავა და სალონის შიგა

მოწყობილობას წყალში ბუნდოვნად ირეკლავდა.

განძეულობის იქ ძებნას არანაირი აზრი არ ჰქონდა. იხტიანდრი დერეფანში

გამოცურდა. ერთი გემბანით ქვევით დაეშვა და ისეთსავე შესანიშნავ და ვეებერთელა

სადგომში შეცურდა, როგორიც სალონი იყო, - ალბათ, რესტორანში. ბუფეტის

თაროებზე, დახლზე და იატაკზე ეყარა ღვინით სავსე ბოთლები, კონსერვის ქილები

და კოლოფები. წყლის წნევას საცობები ბოთლებში ჩაეგდო, თუნუქის ქილები კი

დაეჭყლიტა. ჭურჭლის ნაწილი მაგიდაზე დარჩენილიყო, მეორე ნაწილი კი,

ვერცხლის დანა-ჩანგლებით, იატაკზე მიმოფანტულიყო.

იხტიანდრმა კაიუტები ჩამოიარა.

კაიუტები ამერიკული კომფორტის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით იყო

მოწყობილი, მაგრამ არც ერთი გვამი არ უნახავს. მხოლოდ მესამე გემბანის ერთ-ერთ

კაიუტაში დაინახა გასიებული გვამი, რომელიც ჭერთან ირწეოდა.

„ალბათ კანჯოებით უშველეს თავს“, - ფიქრობდა იხტიანდრი.

მაგრამ, როცა უფრო ქვევით ჩავიდა, სადაც მესამე კლასის მგზავრები იყვნენ, ჭაბუკს

თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა. კაიუტებში დარჩენილიყვნენ კაცები,

ქალები, ბავშვები; თეთრები, ჩინელები, ზანგები და ინდიელები.

როგორც ჩანდა, გემის ეკიპაჟმა ყველაზე ადრე პირველი კლასის მდიდარი მგზავრები

გადაარჩინა, დანარჩენები კი ბედის ანაბარა მიატოვა. ზოგ კაიუტაში იხტიანდრმა

ვერც შეაღწია: კარები გვამებით იყო ჩაჭედილი. ეტყობოდა, თავგზააბნეული ხალხი

თავს დამტყდარი უბედურების დროს ერთმანეთს აწვედოდა, გასასვლელთან

იჭედებოდა, ერთმანეთს ხელს უშლიდა და ამით გადარჩენის უკანასკნელ

საშუალებას თავადვე ისპობდა.

Page 120: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

გრძელ დერეფანში ნელა ირხეოდნენ გვამები. წყალი ღიად დარჩენილ

ილუმინატორებში მოედინებოდა და დასიებულ გვამებს ნელა არწევდა. იხტიანდრი

შეზარა ამ სანახაობამ და საჩქაროდ გაეცალა ამ წყალქვეშა სასაფლაოს.

„ნუთუ გუტიერემ არ იცოდა, რა ჯოჯოხეთში მგზავნიდა? - ფიქრობდა იხტიანდრი, -

ნუთუ შეეძლო მისთვის, იხტიანდრისთვის დაევალებინა, რომ დამხრჩვალთა

ჯიბეები ეჩხრიკა და მათი ჩემოდნები გაეხსნა? არა, გუტიერე ამას არ იკადრებდა.

ცხადია, ისევ გავები ზურიტას მახეში. ზედაპირზე ავცურდები, - გადაწყვიტა

იხტიანდრმა, - და მოვითხოვ, თითონ გუტიერემ დამიდასტუროს ეს სურვილი“.

ჭაბუკი თევზივით დასრიალებდა დაუსრულებელი გასასვლელებით გემბანიდან

გემბანზე. მალე ზედაპირზეც ამოვიდა და „მედუზასკენ“ გაცურა.

- ზურიტა! - დაიძახა მან, - გუტიერე!

მაგრამ პასუხს არავინ იძლეოდა, დადუმებული „მედუზა“ ტალღებზე ქანაობდა.

„სად დაიკარგნენ ყველანი? - ფიქრობდა ჭაბუკი, - კიდევ რას აპირებს ზურიტა?“

იხტიანდრი ფრთხილად მიცურდა „მედუზასთან“ და გემბანზე ავიდა.

- გუტიერე! - ისევ დაიყვირა.

- ჩვენ აქ ვართ! - გაიგონა ზურიტას ხმა, რომელიც ძლივს ისმოდა ნაპირიდან.

იხტიანდრმა მოიხედა და დაინახა ზურიტა, რომელიც სანაპიროზე იდგა და

ბუჩქებიდან ფრთხილად იყურებოდა.

- გუტიერე ავად გახდა! აქეთ მოცურდი, იხტიანდრ! - ყვიროდა ზურიტა.

გუტიერე ავად ყოფილა. ახლავე უნდა ნახოს. იხტიანდრი წყალში ჩახტა და

ნაპირისკენ გასცურა.

ის იყო ჭაბუკი წყლიდან გამოვიდა, რომ გუტიერეს ყრუ ხმა მოესმა:

- ზურიტა ტყუის! თავს უშველე, იხტიანდრ!

ჭაბუკი სწრაფად შებრუნდა და წყალში ჩაიმალა. როდესაც ნაპირიდან შორს გაცურა,

ზედაპირზე ამოვიდა. უკან მოიხედა და ხედავს, ნაპირზე რაღაც თეთრმა გაიელვა.

ვინ იცის, იქნებ გუტიერე მის გათავისუფლებას ლამობდა. შეხვდებიან კი ოდესმე

ისინი ერთმანეთს?

იხტიანდრმა სწრაფად შეცურა გაშლილ ზღვაში. შორს პატარა გემი მოჩანდა.

ქაფშემოვლებული გემი წყალს წვეტიანი ჭყინტით ჭრიდა და სამხრეთისკენ

მიემართებოდა. „შორს ადამიანებისგან!“ - გაიფიქრა იხტიანდრმა, ღრმად ჩაყვინთა

და წყალში გაუჩინარდა.

Page 121: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ნაწილი მესამე

ახლადმოვლენილი მამა

წყალქვეშა ნავით ასეთი უიღბლო მოგზავრობის შემდეგ ბალთაზარი მეტად ცუდ

გუნებაზე იყო. იხტიანდრი ვერ იპოვეს, ზურიტა კი გუტიერესთან ერთად სადღაც

გადაიკარგა.

- წყეული თეთრები! - ბუზღუნებდა თავის დუქანში მჯდომი მოხუცი, - ჩვენი

ადგილებიდან აგვყარეს და თავის მონებად გვაქციეს. ჩვენს ბავშვებს ასახიჩრებენ და

ჩვენს ქალებს იტაცებენ. უნდათ ჩვენი სინსილა გააქრონ.

- გამარჯობა, ძმაო! - მოესმა ამ დროს ბალთაზარს ქრისტოს ხმა, - ახალი ამბავი

მოგიტანე, ცხელ-ცხელი ამბავი! იხტიანდრი გამოჩნდა.

- რაო?! - ბალთაზარი უცებ წამოდგა, - მითხარი ჩქარა ყველაფერი!

- გეტყვი, ოღონდ სიტყვას ნუ გამაწყვეტინებ, თორემ იცოდე, დამავიწყდება, რისი

თქმაც მინდა. იხტიანდრი გამოჩნდა. მაშინ აკი სწორად ვთქვი, ის ჩაძირულ გემზე

იყო.

- სადაა ახლა? სალვატორთან?

- სალვატორთან.

- წავალ სალვატორთან და მოვთხოვ, ჩემი შვილი დამიბრუნოს.

- არა, არ მოგცემს! - შეესიტყვა ბალთაზარს ქრისტო, - სალვატორმა იხტიანდრს

ოკეანეში ცურვა აუკრძალა. ხანდახან ჩუმად ვუშვებ ხოლმე...

- მომცემს ჩემს შვილს! თუ არ მომცა, მოვკლავ სალვატორს. წამო, წავიდეთ.

ქრისტომ შიშისგან ხელები გაასავსავა.

- ხვალამდე მაინც მოითმინე. სალვატორისგან ძლივს ავიღე ნებართვა, რომ

„შვილიშვილის“ სანახავად მოვსულიყავი. ისეთი ეჭვიანი გახდა, როცა გიცქერის,

გულში თითქოს დანებს გიყრის. გთხოვ, ხვალამდე დაიცადო.

- კარგი. მაშ, ხვალ მოვალ სალვატორთან. ახლა კი ყურესთან წავალ. იქნებ ჩემს შვილს

ზღვაში, შორიდან მაინც მოვკრა თვალი.

მთელი ღამე ბალთაზარი ყურესთან კლდეზე იჯდა და ტალღებს ჩასჩურჩულებდა.

ზღვა ღელავდა. სამხრეთის ცივი ქარი მძვინვარებდა, ქაფს აცლიდა ტალღის

Page 122: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ზედაპირს და კლდეებზე აბნევდა. სანაპიროზე ტალღები ქუხდა, გრიალებდა. ცაზე

ღრუბლები დაქროდნენ და მთვარე შიგ ხან ყვინთავდა და ხან ისევ გამოანათებდა.

ბალთაზარი ცდილობდა, მაგრამ აქაფებულ ოკეანეში ვერაფერს ხედავდა. ირიჟრაჟა.

ბალთაზარი კი ისევ უძრავად იჯდა ნაპირთან, კლდეზე. ოკეანე ჯერ მუქი იყო,

შემდეგ გარუხდა, მაგრამ მაინც ისეთივე უდაბური და უკაცრიელი იყო.

უცებ ბალთაზარი შეკრთა. მისმა თვალებმა ტალღებზე რაღაც მუქი და მოქანავე

საგანი შეამჩნია. ადამიანია? იქნებ დამხრჩვალია? არა, ის მშვიდად წევს ზურგზე და

ხელები თავზე აქვს შემოდებული. ნუთუ ის არის?

ბალთაზარი არ შემცდარა. ეს იხტიანდრი იყო.

ბალთაზარი ადგა, ხელები მკერდზე მიიჭირა და დაიყვირა:

- იხტიანდრ! შვილო! - და მაღლა აწეული ხელებით ზღვაში გადაეშვა.

კლდიდან ზღვაში გადავარდნილმა ბალთაზარმა, რაც შეიძლება ღრმად ჩაყვინთა და,

როდესაც მაღლა ამოცურა, ზედაპირზე აღარავინ იყო. ბალთაზარი თავგანწირული

ებრძოდა ტალღებს, კვლავ ჩაყვინთა, მაგრამ უშველებელმა ტალღამ გაიტაცა, ჯერ

კარგად გადააყირავა, მერე კი ნაპირზე გარიყა და ყრუ გუგუნით ისევ უკანვე

გაგორდა.

ამოლუმპული ბალთაზარი ფეხზე წამოდგა, ტალღებს გახედა და ერთი მძიმედ

ამოიოხრა.

- ნუთუ მომეჩვენა?

როდესაც მზემ და ქარმა ბალთაზარს სამოსი ტანზე შეაშრო, იმ კედლისკენ გაემართა,

რომელიც სალვატორის სამფლობელოს იცავდა, და რკინის ჭიშკარზე დააკაკუნა.

- ვინ არის? - შეეკითხა ზანგი გადაწეული ჩიკორიდან.

- ექიმთან მოვედი, დიდი საქმე მაქვს.

- ექიმი არავის იღებს, - უპასუხა ზანგმა და ჩიკორი ისევ გადმოსწია.

ბალთაზარი განაგრძობდა კაკუნსა და ყვირილს, მაგრამ ჭიშკარს არავინ უღებდა.

კედლის მიღმა მხოლოდ ძაღლების გაავებული ყეფა ისმოდა.

- დამაცა, წყეულო ესპანელო! - დაემუქრა ბალთაზარი ექიმს და ქალაქში წავიდა.

სასამართლოს შენობის ახლოს იყო ერთი პულკერია[11], რომელსაც „პალმას“

ეძახდნენ. ეს პულკერია ერთ დაბალ, ძველებური ქვის სქელკედლებიან თეთრ

შენობაში იყო მოთავსებული. შესასვლელის წინ ზოლიანი ტილოთი გადახურული

პატარა ჩარდახი მიეშენებინათ და იქ მაგიდები დაედგათ. ზედ კაქტუსებიანი

ლურჯი ლარნაკები იდგა. ჩარდახზე მხოლოდ საღამოობით იწყებოდა სიცოცხლე.

Page 123: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

საზოგადოება დღისით გრილ, დაბალჭერიან ოთახებში ყოფნას ამჯობინებდა.

პულკერია თითქოს სასამართლოს განყოფილებას წარმოადგენდა. სასამართლოს

სხდომის დროს აქ მოდიოდნენ მოსარჩელეები, მოპასუხეები, მოწმეები და

დაუპატიმრებელი ბრალდებულნი. აქვე, ღვინისა წრუპვაში კლავდნენ ისინი დროს,

სანამ მათი ჯერი მოატანდა. ცქვიტი ბიჭუნა, რომელიც განუწყვეტლივ მიმორბოდა

სასამართლოს შენობასა და „პალმას“ შორის, აცნობებდა მათ, რა ხდებოდა

სასამართლოში. ეს კარგად იყო მოწყობილი. აქეთ მოედინებოდნენ საეჭვო საქმეთა

მჩარხავები და ცრუმოწმეებიც, რომლებიც ხალხს თავიანთ სამსახურს აშკარად

სთავაზობდნენ.

თავისი დუქნის გამო ბალთაზარი ბევრჯერ იყო „პალმაში“ ნამყოფი. მან იცოდა, რომ

აქ შეიძლებოდა შეხვედროდა საჭირო კაცს, რომელიც თხოვნას დაუწერდა. ამიტომ

წამოვიდა ახლაც აქეთ.

მან ჩქარა გაიარა ჩარდახი, შევიდა გრილ ვესტიბიულში, სიამით ჩაისუნთქა გრილი

ჰაერი, მერე შუბლზე ოფლი მოიწმინდა და მის ირგვლივ მოფუსფუსე ბიჭს ჰკითხა:

- ლარა ხომ არ მოსულა?

- დონ ფლორეს დე ლარა მობრძანდა და თავის ადგილას ზის, - ცოცხლად მიუგო

ბიჭმა.

ის, ვისაც ამ მყვირალა სახელს, დონ ფლორეს დე ლარას უწოდებდნენ, ოდესღაც

სასამართლოს წვრილი მოხელე იყო. მერე ქრთამისთვის დაითხოვეს და ახლა ბევრი

კლიენტი ჰყავდა: ყველა, ვისაც კი საეჭვო საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, ამ

მოხერხებულ კაცს სიამოვნებით მიმართავდა. ერთ დროს ბალთაზარსაც ჰქონია

მასთან საქმე.

ლარა მაგიდას უჯდა ფართორაფიან, გოთურ ფანჯარასთან. მაგიდაზე ღვინით სავსე

ტაგანი იდგა და ქაღალდებით გაბერილი წითელი პორტფელი იდო. ერთობ

გაქუცული, წენგოსფერი კოსტიუმის ჯიბეზე ყოველთვის მზადმყოფი მუდმივი

კალამი მიემაგრებინა. ლარა ტანმსხვილი, სუფთად პირგაპარსული, მელოტი და

ლოყებღაჟღაჟა, ცხვირწითელა ამპარტავანი კაცი იყო. ფანჯრიდან შემოჭრილი ნიავი

აქა-იქ შერჩენილ ჭაღარა თმას უწეწავდა. თვით სასამართლოს თავმჯდომარესაც არ

შეეძლო მასზე უფრო მედიდურად კლიენტების მიღება.

ბალთაზარს რომ შეხედა, თავი დაუდევრად დაუქნია, ხელით დაწნულ სკამზე

მიუთითა და უთხრა:

- დაბრძანდით, რაზე გარჯილხართ? ღვინოს ხომ არ მიირთმევთ? პულკეს?

ჩვეულებრივ, სამასპინძლოს ის უკვეთავდა, გადახდით კი კლიენტი იხდიდა.

ბალთაზარს მისი სიტყვები თითქოს არ გაუგონიაო, ისე დაიწყო:

Page 124: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- თქვენთან დიდი საქმე მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ლარა.

- დონ ფლორეს დე ლარა, - შეუსწორა სიტყვა შუაკაცმა და ღვინო მოსვა.

ბალთაზარმა არც ამ შესწორებას მიაქცია ყურადღება.

- რაში მდგომარეობს თქვენი საქმე?

- შენც იცი, ლარა...

- დონ ფლორეს დე...

- ეს ოინბაზობა ახალბედებისთვის შემოინახე, თუ შეიძლება! - მწყრალად შეჰყვირა

ბალთაზარმა, - აქ სერიოზული საქმეა.

- მაშ, ჩქარა მოყევი, - უკვე სხვა ხმით თქვა ლარამ.

- „ზღვის ეშმაკს“ თუ იცნობ?

- პატივი არ მქონია, პირადად გამეცნო, სმენით კი ბევრი მომისმენია, - ჩვეულებრივი

მედიდურობით უპასუხა ლარამ.

- ჰოდა, ის, ვისაც „ზღვის ეშმაკს“ ეძახიან, ჩემი შვილია, იხტიანდრი.

- ეს შეუძლებელია! - წამოიყვირა ლარამ, - ბალთაზარ, ცოტა მეტი ხომ არ

გადაგიკრავს?

ინდიელმა მაგიდას მუშტი დაარტყა.

- გუშინდელს აქეთ პირში არაფერი ჩამსვლია ორიოდე ყლუპი ზღვის წყლის გარდა.

- მით უარესი.

- ვითომ ჭკუიდან შევიშალე? არა, სრულ ჭკუაზე ვარ. მაშ, გაჩუმდი და ისე მისმინე.

და ბალთაზარმა ლარას მთელით ავისი ამბავი გადაუშალა. ლარა ხმისამოუღებლად

უსმენდა ინდიელს. მისი ჭაღარა წარბები სულ მაღლა-მაღლა იძაგრებოდა. ბოლოს

თავი ვერ შეიკავა, სულ გადაავიწყდა მთელი თავისი ოლიმპიური სიდიადე, მსუქანი

მუშტი მაგიდას დაჰკრა და წამოიყვირა:

- დასწყევლოს ეშმაკმა!

თეთრწინსაფრიანმა და ჭუჭყიანხელსახოციანმა ბიჭმა მაშინვე მიირბინა.

- რას მიბრძანებთ?

- ორი ბოთლი ჩაციებული სოტერნი, - მერე ბალთაზარს მიუბრუნდა და უთხრა: -

ჩინებულია! საუცხოო საქმეა! ნუთუ ყოველივე ეს შენ მოიგონე? თუმცა

გამოგიტყდები, ამ საქმეში ყველაზე სუსტი ადგილი შენი მამობაა.

Page 125: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- როგორ, მაშ, ეჭვი გეპარება? -ბალთაზარი ბრაზით წამოწითლდა.

- კარგი, კარგი, ნუ ჯავრობ, ბერიკაცო. მე ხომ, როგორც ვექილი, ისე გეუბნები; ეს

საბუთები, საფუძვლიანობის თვალსაზრისით, სასამართლოსთვის მოისუსტებს,

მაგრამ ამ საქმესაც შეიძლება რამე ეშველოს. დიახ! შეგიძლია, დიდძალი ფული

შეიძინო.

- მე შვილი მინდა და არა - ფული, - შეესიტყვა ბალთაზარი.

- ფული ყველას სჭირდება, განსაკუთრებით იმათ, ვისი ოჯახიც ისე მატულობს,

როგორც შენი, - დამრიგებლურად წარმოთქვა ლარამ და თვალის ეშმაკური

მოჭუტვით განაგრძო: - ყველაზე ძვირფასი და საიმედო მთელ ამ საქმეში არის ის,

რომ ჩვენ შევძელით გაგვეგო, რა ცდებსა და ოპერაციებს აწარმოებდა სალვატორი. აქ

შეიძლება ისეთი ნაღმების შეწყობა, რომ იმ ოქროს ტომარა სალვატორს პესეტები ისე

დასცვივდეს, როგორც ქარიშხლის დროს გადამწიფებული ფორთოხლები - ხეს.

ბალთაზარმა ოდნავ დააკარა პირი ღვინოს, რომელიც ლარამ დაუსხა და უთხრა:

- მე ჩემი შვილი მინდა, სასამართლოსთვის ასეთი განცხადება უნდა დამიწერო.

- არა და არა! არავითარ შემთხვევაში! - თითქმის შიშით წამოიძახა ლარამ, - ასეთი

დასაწყისი საქმეს წაახდენს. საქმის ეს მხარე ბოლოსთვის უნდა მოვიტოვოთ.

- მაშ, რას მირჩევ? - ჰკითხა ბალთაზარმა.

- პირველი, - ლარამ მსხვილი თითი მოკეცა, - ჩვენ გავუგზავნით სალვატორს ერთობ

ფაქიზი გამოთქმებით შედგენილ ბარათს. ვაცნობებთ, რომ ვიცით ყველა მისი

უკანონო ოპერაციებისა და ცდების ამბავი და, თუ უნდა, რომ ეს საქმე არ

გავახმაუროთ, საკმაოდ დიდი თანხა, ასი ათასი მაინც უნდა გადაგვიხადოს, დიახ,

ასი ათასი! ეს იაფია.

ლარამ გამომცდელად გადახზედა ბალთაზარს. ინდიელს შუბლზე კოპები შეეკრა და

ხმას არ იღებდა.

- მეორე, - განაგრძო ლარამ, - ხსენებულ თანხას როცა მივიღებთ, და უსათუოდ

მივიღებთ, პროფესორ სალვატორს გავუგზავნით მეორე ბარათს, შედგენილს კიდევ

უფრო ფაქიზი გამოთქმებით. შევატყობინებთ, რომ გამოჩნდა იხტიანდრის

ნამდვილი მამა და რომ ჩვენ ამისთვის უდავო, დამამტკიცებელი საბუთები გვაქვს.

მივწერთ, რომ მამას უნდა თავისი შვილი დაიბრუნოს და არ დაერიდება ძიების

აღძვრას სასამართლოს წინაშე, სადაც შესაძლებელია გამომჟღავნდეს ისიც, თუ

როგორ დაასახიჩრა სალვატორმა იხტიანდრი. თუ სალვატორს სურს სასამართლოს

ძიება აიცილოს და ბავშვი თავისთან დაიტოვოს, მაშინ ჩვენ მიერ ნაჩვენებ პირებს,

ნაჩვენებ ადგილას და დროს უნდა გადაუხადოს მილიონი დოლარი.

Page 126: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მაგრამ ბალთაზარი მას უკვე აღარ უსმენდა. ბოთლს ხელი სტაცა და უნდოდა ამ

შუაკაცისთვის თავში ეთხლიშა. ლარას ჯერ არასდროს ენახა ასე გამძვინვარებული

ბალთაზარი.

- ნუ ბრაზობ! მოიცა, გეხუმრე. ბოთლი დადგა! - შეჰყვირა ლარამ და შეშინებულმა

მოტვლეპილ თავზე ხელი დაიფარა, - შენ! შენ! - ყვიროდა გაცეცხლებული

ბალთაზარი, -შენ მირჩევ, ღვიძლი შვილი გავყიდო. უარი ვთქვა იხტიანდრზე? ნუთუ

გული არა გაქვს? შენ კაცი კი არა, მორიელი ხარ, ღრიანკალი, ანდა შენთვის

სრულებით უცხოა მამობრივი გრძნობები!

- ხუთი! ხუთი! ხუთი! - დაიყვირა თავის მხრივ უკვე გაბრაზებულმა ლარამ, - ხუთი

მამობრივი გძნობა! ხუთი ვაჟიშვილი მყავს! ხუთი დიდ-პატარა ეშმაკუნა, ხუთი

მჭამელი! ვიცი, მესმის, ვგრძნობ! შენიც ვერსად წაგვივა. მხოლოდ მოთმინება იქონიე

და საქმე ბოლომდე მოისმინე.

ბალთაზარი დამშვიდდა. ბოთლი მაგიდაზე დადგა, თავი ჩაღუნა და ლარას შეხედა.

- მაშ კარგი, ილაპარაკე!

- მაშ ასე! სალვატორი მილიონს გადაიხდის. ეს იხტიანდრის მზითევი იქნება. ამავე

დროს, რა თქმა უნდა, აქედან მეც რაღაც წილი მერგება, ჩემი გარჯისა და გამოგონების

საავტორო უფლებისა - რაღაც ასი ათასამდე. მე და შენ მოვრიგდებით. სალვატორი

მილიონს გადაიხდის. ამის თავდები მე ვიქნები. როგორც კი გადაიხდის...

- სასამართლოში აღვძრავ ძიებას.

- ცოტა მოთმინება კიდევ იქონიე. ჩვენ შევთავაზებთ გაზეთების ყველაზე მსხვილი

კონცერნების გამომცემლებს და რედაქტორებს, გადაგვიხადონ, ვთქვათ, ასე ოცი,

ოცდაათი ათასი. წვრილმანი ხარჯებისთვის გამოგვადგება. სენსაციური

ბოროტმოქმედების შეტყობინებისთვის შესაძლებელია კიდევ გვერგოს რამე

პოლიციის საიდუმლო თანხებიდანაც. ასეთი საქმეებით ხომ პოლიციის აგენტებს

შეუძლიათ კარიერა გაიკეთონ. როდესაც სალვატორის საქმიდან გამოვწურავთ

ყველაფერს, რის გამოწურვაც შეიძლება, მაშინ ინებე და წადი სასამართლოში,

იღაღადე იქ შენი მამობრივი გრძნობები და დაე, თვით თემიდა იყოს შენი შემწე, იმან

მოგიპოვოს უფლება, რათა მამაშვილურად ჩაიკრა გულში შენი საყვარელი ვაჟი.

ლარამ ღვინო გადაკრა, შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა და გამარჯვებული სახით

გადახედა ბალთაზარს.

- ახლა რას იტყვი?

- საჭმელს ვერ ვეკარები, ღამით არ მძინავს. შენ კი მირჩევ, საქმე დაუსრულებლად

ვაჭიანურო, - დაიწყო ბალთაზარმა.

Page 127: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- მერედა რისთვის? - შეაწყვეტინა ლარამ, - აბა, დაფიქრდი, რისთვის?

მილიონებისთვის? მი-ლი-ო-ნე-ბის-თვის! ნუთუ აღარაფერი გესმის? ოცი წელი ხომ

გაძელი უიხტიანდროდ?

- გავძელი. ახლა კი... ერთი სიტყვით დაწერე სასამართლოში შესატანი განცხადება.

- ამას ჭკუა სულ დაკარგვია! - წამოიძახა ლარამ, - გამოერკვიე, გამოფხიზლდი, გონს

მოდი, ბალთაზარ! გაიგე! მილიონები! ფულები! ოქრო! ამქვეყნად ყველაფერი

შეგიძლია იყიდო. საუკეთესო თამბაქო, ავტომობილი, ორი ორანძიანი ხომალდი, აი,

ეს პულკერია...

- დამიწერე სასამართლოში შესატანი თხოვნა, თორემ სხვას მივმართავ, - მტკიცედ

განუცხადა ბალთაზარმა.

ლარა მიხვდა, რომ მეტი შესიტყვება უნაყოფო იქნებოდა და თავი გაიქნია. მერე ერთი

ამოიოხრა, წითელი პორტფელიდან ქაღალდი ამოიღო, ჯიბიდან კი მუდმივი კალამი

იძრო.

რამდენიმე წუთში უკვე მზად იყო სასამართლოში შესატანი საჩივარი სალვატორზე,

რომელმაც უკანონოდ მიითვისა და დაასახიჩრა ბალთაზარის ვაჟი.

- უკანასკნელად გეუბნები: გონს მოდი-მეთქი, - უთხრა ლარამ.

- აქ მომეცი, - უთხრა ინდიელმა და საჩივრისკენ ხელი გაიშვირა.

- მთავარ პროკურორს მიართვი. იცნობ? - არიგებდა კლიენტს ლარა და თან ცხვირში

დუდუნებდა: ნეტა კიბეზე წაიბორძიკო და ფეხი მოიტეხო!

პროკურორის ოთახიდან გამოსული ბალთაზარი დიდ, თეთრ კიბეზე ზურიტას

შეეჩეხა.

- აქ რას დაწრიალებ? - შეეკითხა ზურიტა და ეჭვით შეხედა ინდიელს, -იქნებ ჩემზე

შეიტანე საჩივარი?

- ახი იქნება, რომ ყველაზე შევიტანო საჩივარი, - უპასუხა ბალთაზარმა. მას

მხედველობაში ესპანელები ჰყავდა, - სად მალავ ჩემს ქალიშვილს?

- როგორ ბედავ ჩემთან „შენობით“ ლაპარაკს? - აენთო ზურიტა, - ჩემი ცოლის მამა

რომ არ იყო, კარგად გაგჯოხავდი.

ზურიტამ უხეშად ჩამოიცილა ბალთაზარი, კიბეზე აირბინა და მუხის დიდი კარი

გამოაღო.

იურიდიული კაზუსი

Page 128: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ბუენოს-აირესის პროკურორს იშვიათი სტუმარი ეწვია: ადგილობრივი საკათედრო

ტაძრის წინამძღვარი‚ ეპისკოპოსი ხუან დე გარსილასო.

პროკურორი მსხვილი‚ პატარა‚ მკვირცხლი‚ ქონმორეულთვალებიანი‚ მოკლედ

შეკრეჭილი‚ შეღებილთმიანი და პატარა ულვაშიანი კაცი იყო. თავისი სავარძლიდან

ის უცებ წამოდგა და ეპისკოპოსს მიესალმა. მასპინძელმა ძვირფასი სტუმარი

ფრთხილად ჩასვა თავისი საწერი მაგიდის პირდაპირ დადგმულ მძიმე‚

ტყავგადაკრულ სავარძელში.

ეპისკოპოსსა და პროკურორს შორის ძალიან მცირე მსგავსება იყო. პროკურორის

ღაჟღაჟა, ხორციან სახეს სქელი ტუჩები და განიერი‚ მსხალივით ცხვირი ამშვენებდა.

თითები მოკლე მორებს მოგაგონებდათ‚ ღილები კი მრგვალ მუცელზე‚ ყოველ წუთს

მზად იყვნენ ასაწყვეტად‚ რადგან ძალა აღარ შესწევდათ შეეკავებინათ მისი ქონის

რხევადი სტიქია.

ეპისკოპოსის სახე კი განსაცვიფრებული იყო სიგამხდრითა და ფერმიხიდლობით...

ხმელი‚ კეხიანი ცხვირი‚ წვეტიანი ნიკაპი და თხელი‚ თითქმის ლურჯი ბაგეები მას

ტიპური იეზუიტის შესახედაობას აძლევდა. მოსაუბრეს ეპისკოპოსი თვალებში

არასოდეს უყურებდა‚ მაგრამ‚ მიუხედავად ამისა‚ მაინც ფხიზლად ადევნებდა

თვალს. ეპისკოპოსის გავლენა მრევლში დიდი იყო და სასულიერო საქმეებიდან

დიდი ხალისით აიშვებდა ხოლმე თავს‚ რათა რთული პოლიტიკური თამაშისთვის

გაეწია ხელმძღვანელობა. მასპინძელთან მისალმების შემდეგ‚ ეპისკოპოსმა დიდად

როდი დააყოვნა‚ თავისი სტუმრობის მიზანზე გადავიდა.

- მინდა გავიგო‚ - ჩუმად შეეკითხა ეპისკოპოსი‚ - რა მდგომარეობაშია პროფესორ

სალვატორის საქმე.

- მაშ‚ თქვენც დაინტერესებული ბრძანდებით ამ საქმით‚ თქვენო

უსამღვდელოესობავ? - თავაზიანად წამოიძახა პროკურორმა‚ - დიახ‚ ეს

განსაკუთრებული პროცესია! - შემდეგ მაგიდიდან სქელი საქაღალდე აიღო‚ საქმე

გადაფურცლა და განაგრძო: - პედრო ზურიტას დაბეზღებით‚ პროფესორ

სალვატორთან ჩხრეკა მოვახდინეთ‚ ზურიტას განცხადება რომ სალვატორი

ცხოველებზე არაჩვეულებრივ ოპერაციებს აწარმოებდა‚ დადასტურდა. სალვატორის

ბაღებში იყო მახინჯ ცხოველთა ნამდვილი ფაბრიკა. ეს რაღაც განსაცვიფრებელია.

სალვატორი‚ მაგალითად...

- ჩხრეკის შედეგებს გაზეთებიდან ვიცნობ‚ - რბილად შეაწყვეტინა ეპისკოპოსმა‚ - რა

ზომები მიიღეთ პირადად სალვატორის მიმართ? დააპატიმრეთ?

- დიახ‚ დავაპატიმრეთ. ამას გარდა‚ ნივთიერი საბუთებისა და მამხილებელი მოწმის

სახით ქალაქში გადმოვიყვანეთ ახალგაზრდა კაცი‚ სახელად იხტიანდრი‚ იგივე

„ზღვის ეშმაკი“. ვინ იფიქრებდა‚ რომ ცნობილი „ზღვის ეშმაკი“‚ რომელმაც ამდენი

დრო დაგვაკარგვინა‚ სალვატორის სამხეცის ერთ-ერთი საოცრებათაგანი

Page 129: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

აღმოჩნდებოდა. ახლა ექსპერტები‚ უნივერსიტეტის პროფესორები აწარმოებენ ყველა

ამ საოცრების შესწავლას. რა თქმა უნდა‚ ჩვენ არ შეგვეძლო მთელი სამხეცის‚ ყველა ამ

ცოცხალი ნივთიერი საბუთის ქალაქში გადმოყვანა. იხტიანდრი კი მოვიყვანეთ და

სასამართლოს შენობის სარდაფში მოვათავსეთ. მან ბევრი საზრუნავი გაგვიჩინა.

წარმოიდგინეთ‚ მისთვის დიდი აუზის მოწყობა დაგვჭირდა‚ რადგან უწყლოდ ვერ

ძლებს. მართლაც‚ უიმისოდ თავს ცუდად გრძნობდა. ცხადია‚ სალვადორმა რაღაც

არაჩვეულებრივი ცვლილება მოახდინა მის ორგანიზმში‚ რამაც ჭაბუკი ადამიან-

ამფიბიად გადააქცია. ამ საკითხს ახლა ჩვენი სწავლულები არკვევენ.

- მე სალვატორის ბედი უფრო მაინტერესებს‚ - ისევ ჩუმად ჩაილაპარაკა ეპისკოპოსმა‚

- რომელი მუხლით აძლევთ პასუხისგებაში? თქვენი აზრი როგორია? მიუსჯიან

რამეს?

- სალვატორის საქმე იშვიათი იურიდიული კაზუსია‚ - უპასუხა პროკურორმა‚ -

გამოგიტყდებით‚ ჯერ არ გადამიწყვეტია‚ რომელ მუხლს მივაკუთვნო ეს დანაშაული.

რა თქმა უნდა‚ ყველაზე იოლი იქნებოდა‚ სალვატორისთვის ბრალი დაგვედო

უკანონო ვივისექციების კეთებასა და იმ დასახიჩრებაში‚ რომელიც მან ამ ჭაბუკს

მიაყენა...

- თქვენ ფიქრობთ‚ რომ სალვატორის ყველა ეს მოქმედება დანაშაული არ არის?

- არის ანდა იქნება‚ მაგრამ როგორი? - განაგრძობდა პროკურორი‚ - ჩემთან

შემოსულია კიდევ ერთი განცხადება - ვიღაც ინდიელი ბალთაზარისა. ის ამტკიცებს‚

რომ იხტიანდრი მისი შვილია. მართალია‚ დამამტკიცებელი საბუთები მოისუსტებს‚

მაგრამ ეს ინდიელი მაინც შეიძლება გამოვიყენოთ‚ როგორც მამხილებელი მოწმე იმ

შემთხვევაში‚ თუ ექსპერტები დაადგენენ‚ რომ იხტიანდრი მართლაც მისი შვილია.

- ასე რომ‚ უკეთეს შემთხვევაში სალვატორს შეიძლება დააბრალოთ მხოლოდ საექიმო

წესდების დარღვევა და მხოლოდ იმისთვის გაასამართლოთ‚ რომ ბავშვს მშობლის

ნებართვის გარეშე გაუკეთა ოპერაცია?

-ამას შეიძლება დასახიჩრებაც დაემატოს. ეს უფრო სერიოზული საქმეა, მაგრამ ამ

საქმეში არის ერთი გამამართლებელი გარემოება. ექსპერტები‚ - მართალია‚ ეს არ

არის მათი საბოლოო აზრი‚ - მაინც ფიქრობენ‚ რომ ნორმალურ ადამიანს აზრადაც არ

მოუვიდოდა ასე დაემახინჯებინა ცხოველები და ასეთი არაჩვეულებრივი

ოპერაციები ეკითებინა. ექსპერტების მიერ სალვატორი შესაძლებელია ცნობილი

იქნეს შეურაცხად ადამიანად‚ როგორც სულით ავადმყოფი.

ეპისკოპოსი ჩუმად იჯდა‚ თხელი ტუჩები მოეკუმა და მაგიდის კუთხეს

დაყრდნობოდა. შემდეგ ძალიან ჩუმად თქვა:

- თქვენგან ამას არ მოველოდი.

Page 130: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- რას‚ თქვენო უსამღვდელოესობავ? - შეეკითხა საგონებელში ჩავარდნილი

პროკურორი.

- თქვენც კი‚ მართლმსაჯულების დამცველი‚ თითქოს ამართლებთ სალვატორის

მოქმედებას და მის ოპერაციებში ხედავთ ერთგვარ მიზანშეწონილობას.

- კი‚ მაგრამ‚ რა არის აქ ცუდი?

- და გეძნელებათ დანაშაულის განსაზღვრა. ეკლესიური სამსჯავრო‚ ესე იგი,

ზეციური სამსჯავრო სალვატორის მოქმედებას სხვაგვარად უყურებს. ნება მიბოძეთ,

დაგეხმაროთ და რჩევა მოგცეთ.

- გთხოვთ‚ - თქვა გაწბილებულმა პროკურორმა.

ეპისკოპოსმა წყნარად დაიწყო ლაპარაკი‚ შემდეგ ხმას თანდათან აუწია და ისე

ალაპარაკდა‚ როგორც მქადაგებელ-მამხილებელი.

- თქვენ ამბობთ‚ რომ სალვატორის მოქმედებას მიზანშეწონილობა არ აკლია? თქვენ

მიგაჩნიათ‚ რომ მის მიერ დასახიჩრებულმა ცხოველებმა და ადამიანებმა‚ პირიქით‚

მიიღეს ერთგვარი უპირატესობაც კი‚ რომელიც მათ არ გააჩნდათ? რას ნიშნავს

ყოველივე ეს? ნუთუ შემოქმედმა ღმერთმა არ გააჩინა ადამიანი სრულყოფილად?

ნუთუ პროფესორ სალვატორის რაღაცნაირი ჩარევა იყო საჭირო‚ რომ ადამიანის

სხეულს სრულქმნილი სახე მისცემოდა?

თავდახრილი პროკურორი უძრავად იჯდა. ეკლესიის წინაშე თვითონვე აღმოჩნდა

ბრალდებულის მდგომარეობაში. ამას არაფრით არ მოელოდა.

- ნუთუ დაგავიწყდათ‚ რა წერია საღვთო წერილში‚ „დაბადებაში“? აბა‚ გადაშალეთ

თავი პირველი‚ ოცდამეექვსე მუხლი: „ და თქვ ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად და

მსგავსად ჩვენდა“ და შემდეგ ოცდამეშვიდე მუხლი: „და შექმნა ღმერთმა კაცი ხატად

თვისად“. სალვატორი კი ბედავს შერყვნას ეს ხატება და მსგავსება და თქვენ‚ თქვენც

კი! - ეს მიზანშეწონილ რამედ მიგაჩნიათ.

- მაპატიეთ‚ წმინდა მამაო... - ამის თქმაღა შესძლო პროკურორმა.

- ხომ მიიჩნია ღმერთმა თავისი ქმნილება სრულყოფილად? - შთაგონებით

განაგრძობდა ეპისკოპოსი‚ - დასრულებულად? თქვენ კარგად გახსოვთ ადამიანური

კანონები‚ მაგრამ ივიწყებთ ღვთიურ კანონებს. გაიხსენეთ დაბადებიდან‚ იმავე

პირველი თავის ოცდამეთერთმეტე მუხლი: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი

რაოდენნი ქმნა და აჰა‚ კეთილი ფრიად“. თქვენს სალვატორს კი ჰგონია‚ რომ საჭიროა

რაღაც შეასწოროს‚ გადააკეთოს‚ დაამახინჯოს‚ რომ ადამიანები უნდა იყვნენ

წყალხმელეთა ცხოველები - და ყოველივე ეს თქვენ მახვილგონივრულად და

მიზანშეწონილად გეჩვენებათ. განა ეს ღვთის გმობა არაა? მკრეხელობა არაა?

წაბილწვა არაა? თუ ჩვენში სამოქალაქო კანონები აღარ სჯიან ვინმეს

Page 131: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

სარწმუნოებრივი დანაშაულისთვის? რა იქნება‚ რომ თქვენ შემდეგ ყველამ იმეოროს:

„დიახ‚ ადამიანი ცუდად გაუჩენია ღმერთს. ადამიანი გადასაკეთებლად ექიმ

სალვატორს უნდა გადავცეთო?“ განა ეს სარწმუნოების საზარელი შებღალვა არ არის?

ღმერთი ყველაფერს თავისგან გაჩენილს კარგად თვლიდა - ყველა თავის ქმნილებას.

სალვატორი კი იწყებს ცხოველების თავების გადადგმას‚ ღვთისთვის ჭეშმარიტად

ბილწი ურჩხულების გაჩენას‚ თითქოს შემოქმედს დასცინისო და თქვენ გიჭირთ‚

სალვატორის მოქმედებაში დანაშაული იპოვოთ.

ეპისკოპოსი გაჩუმდა. ის კმაყოფილი იყო იმ შთა-ბეჭდი-ლებით‚ რაც მისმა სიტყვამ

გამოიწვია. მერე ისევ ხმადაბლა ალაპარაკდა‚ მაგრამ ხმას თანდათან იმაღლებდა:

- მე ვთქვი‚ რომ სალვატორის ბედი უფრო მაინტერესებს, მაგრამ განა შეიძლია

უგულებელვყო იხტიანდრის ბედი? ამ სულიერს ხომ ქრისტიანული სახელიც არა

აქვს‚ რადგან იხტიანდრი ბერძნულად „ადამიანი-თევზია“ და სხვა არაფერი. თუნდაც

თვითონ იხტიანდრი უდანაშაულო იყოს‚ თუნდაც ჭაბუკი მხოლოდ მსხვერპლს

წარმოადგენდეს‚ მაინც ღვთის საძულველი‚ წამბილწველი არსებაა. მარტო თავისი

არსებობითაც კი შეუძლია აღშფოთება გამოიწვიოს‚ ადამიანს ცოდვილი აზრები

მოჰგვაროს‚ აცდუნოს ყველანი დიდიდან პარამდე. ორჭოფობა გამოიწვიოს სუსტ

მორწმუნეთა შორის. იხტიანდრი არ უნდა არსებობდეს! ყველას სჯობდა‚ რომ ის

უფალს ეხმო თავისთან‚ რომ ეს უბედური ჭაბუკი მომკვდარიყო თავისი

დასახიჩრებული ბუნების არასრულყოფილების შედეგად‚ - ეპისკოპოსმა

მრავალმნიშვნელოვნად შეხედა პროკურორს‚ - ყოველ შემთხვევაში‚ ის დამნაშავედ

უნდა იქნეს ცნობილი‚ განიდევნოს‚ თავისუფლება აღეკვეთოს. იმასაც ხომ მიუძღვის

ზოგ რამეებში ბრალი! მებადურებს თევზებს სტაცებდა‚ აფუჭებდა მათ ბადეებს და

ბოლოს‚ ხომ გახსოვთ‚ ისე დააშინა ისინი‚ რომ მებადურებმა თევზის ჭერას თავი

ანებეს და ქალაქი უთევზოდ დარჩა. უღმერთო სალვატორი და მისი ხელით

შექმნილი სისაძაგლე - იხტიანდრი - თავხედური გამოწვევაა ეკლესიისა‚ ღვთისა და

ცისა! და ეკლესია იარაღს არ დაყრის‚ სანამ ისინი მოსპობილი არ იქნებიან.

ეპისკოპოსი განაგრძობდა თავის მამხილებელ სიტყვას. პროკურორი იჯდა

დაძლეული‚ თავჩაღუნული. არც კი ცდილა შეეწყვიტა მკაცრი სიტყვების ეს

ნიაღვარი.

როდესაც ბოლოს ეპისკოპოსმა სიტყვა დაასრულა‚ პროკურორი წამოდგა‚ მასთან

მივიდა და ყრუ ხმითს უთხრა:

- როგორც ქრისტიანი‚ ჩემს შეცდომას თან მოვიტან სააღმსარებლოში‚ რომ

მომიტევოთ. როგორც თანამდებობრივი პირი კი‚ მადლობას მოგახსენებთ იმ

დახმარებისთვის‚ რაც აღმომიჩინეთ. სალვატორის დანაშაული ახლა ჩემთვის

ნათელია‚ მას მსჯავრი დაედება და დაისჯება კიდეც. ვერც იხტიანდრი აიცილებს

მართლმსაჯულების მახვილს.

Page 132: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

გენიალური შეშლილი

ექიმი სალვატორი სასამართლო პროცესმა ვერ გატეხა. საპატიმროში მშვიდად იყო და

თავი გულდაჯერებულად ეკავა. გამომძიებლებს და ექსპერტებს‚ როგორც მოზრდილ

ბავშვებს‚ ქედმაღლური შემწყნარებლობით ელაპარაკებოდა.

მისი ბუნება უმოქმედობას ვერ იტანდა. ბევრს წერდა და საპატიმროს საავადმყოფოში

რამდენიმე ბრწყინვალე ოპერაციაც ჩაატარა. მის პაციენტთა რიცხვში იყო აგრეთვე

საპატიმროს ზედამხედველის ცოლი. ავთვისებიანი სიმსივნე მას სიკვდილს უქადდა.

სალვატორმა სიცოცხლე სწორედ იმ დროს შეუნარჩუნა‚ როდესაც

კონსულტაციისთვის მოწვეულმა ექიმებმა უარი თქვეს დახმარებოდნენ და

განაცხადეს‚ მედიცინა აქ უძლურიაო.

დადგა გასამართლების დღე. დარბაზი დასწრების ყველა მსურველს ვეღარ იტევდა.

ხალხი დერეფნებში შეჯგუფულიყო‚ შენობის წინ მოედანი გაეჭედა და ღია

ფანჯრებში იყურებოდნენ. ბევრი ცნობისმოყვარე სასამართლოს შენობის წინ მდგარ

ხეებზე ასულიყო.

სალვატორმა მშვიდად დაიკავა თავისი ადგილი საბრალმდებო სკამზე. თავი ისეთი

ღირსებით ეჭირა‚ რომ უცხო ვინმეს შეიძლება ჰგონებოდა‚ ეს კაცი ბრალდებული კი

არა‚ მოსამართლეაო. სალვატორმა დამცველზე უარი განაცხადა.

მას ასეულობით ხარბი თვალი უცქეროდა‚ მაგრამ მისი დაჟინებული მზერისთვის

თვალის გასწორება ბევრს არ შეეძლო.

არანაკლებ ინტერესს იწვევდა იხტიანდრიც‚ მაგრამ ის დარბაზში არ იყო. უკანასკნელ

დღეებში იხტიანდრი თავს ცუდად გრძნობდა‚ თითქმის მთელ დროს წყლიან აუზში

ატარებდა‚ რომ მომაბეზრებელ ცნობისმოყვარეებს როგორმე დამალვოდა.

სალვატორის საქმეში იხტიანდრი მხოლოდ ბრალდების მოწმე იყო‚ უკეთ რომ

ვთქვათ‚ ერთ-ერთი ნივთიერი საბუთი‚ როგორც ამას პროკურორი ამბობდა.

ბრალდების საქმე თვითონ იხტიანდრის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ‚

ცალკე‚ სალვატორის პროცესის შემდეგ უნდა მოესმინათ.

პროკურორი ასე იმიტომ მოიქცა‚ რომ ეპისკოპოსი სალვატორის საქმეს აჩქარებდა‚

იხტიანდრის დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთების კვლევა კი დიდ დროს

მოითხოვდა. პროკურორის აგენტები პულკერია „პალმაში“ საქმიანად‚ მაგრამ

ფრთხილად აგროვებდნენ მოწმეებს იმ პროცესისთვის‚ რომელშიც იხტიანდრი‚

როგორც ბრალდებული უნდა გამოსულიყო. თუმცა ეპისკოპოსმა არა ერთხელ

გადაუკრა სიტყვა პროკურორს‚ საუკეთესო გამოსავალი ის იქნება‚ თუ

ბედუკუღმართი იხტიანდრის სულს უფალი ჩაიბარებსო. ასეთი აღსასრული

Page 133: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

საუკეთესო დადასტურება იქნებოდა იმისა‚ რომ ადამიანის ხელს შეუძლია მხოლოდ

შერყვნას ღვთისგან შექმნილი არსება.

სამმა სწავლულმა ექსპერტმა‚ უნივერსიტეტის პროფესორებმა‚ თავისი დასკვნა

წაიკითხეს. სასამართლოს აუდიტორია ცდილობდა‚ ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვოდა

ამ დასკვნიდან. უდიდესი გულისყურით ისმენდა სწავლულთა აზრს.

- სასამართლოს მოთხოვნით‚ - დაიწყო სიტყვა ხანში შესულმა პროფესორმა შეინმა‚

სასამართლოს მთვარმა ექსპერტმა‚ - ჩვენ შევამოწმეთ ცხოველები და ჭაბუკი

იხტიანდრი‚ რომელთაც პროფესორმა სალვატორმა ოპერაციები გაუკეთა თავის

ლაბორატორიაში. ჩვენ დავათვალიერეთ მისი პატარა‚ მაგრამ კარგად მოწყობილი

ლაბორატორიები და საოპერაციო ოთახები. პროფესორი სალვატორი თავის

ოპერაციებში იყენებდა ქირურგიული ტექნიკის არა მხოლოდ უკანასკნელი სიტყვის

მიხედვით შექმნილ სრულყოფილ იარაღებს‚ როგორიცაა ელექტროდანები‚

გამოუსნებოვნებული ულტრაიისფერი სხივები და სხვა ამგვარი‚ არამედ ისეთ

ინსტრუმენტებსაც‚ რომელიც ჯერ არ არის ქირურგებისთვის ცნობილი. ალბათ ისინი

დაამზადეს მისივე მითითებებით. მე დიდხანს არ შევჩერდები პროფესორ

სალვატორის მიერ ცხოველებზე ჩატარებულ ცდებზე. ეს ოპერაციები წარმოადგენს

თავის განზრახვით უზომოდ კადნიერსა და შესრულებით ბრწყინვალე ოპერაციებს:

ქსოვილებისა და მთელი ორგანოების გადანერგვა‚ ორი ცხოველის ერთმანეთთან

მიკერება‚ წყალხმელეთის ორმაგად მსუნთქავი ცხოველის‚ წყლის ან ხმელეთის

ერთმაგად მსუნთქავ ცხოველად გადაქცევა და პირიქით‚ დედლების მამლებად

გარდაქმნა და გაახალგაზრდავების ახალი მეთოდები. სალვატორის ბაღში ჩვენ

ვნახეთ ბავშვები და მოზრდილები‚ რამდენიმე თვიდან თოთხმეტი წლის ასაკამდე‚

რომელნიც ინდიელთა სხვადასხვა ტომებს ეკუთვნოდნენ.

- რა მდგომარეობაში ნახეთ ბავშვები? - შეეკითხა პროკურორი.

- ბავშვები ყველანი ჯანმრთელნი და სიცოცხლით სავსენი არიან. ისინი ცელქობდნენ

ბაღში‚ თამაშობდნენ‚ ბევრი მათგანი სალვატორმა სიკვდილისგან იხსნა. ინდიელებს

ძალიან სჯერათ მისი და ბავშვები მიჰყავდათ მეტად შორიდან - ალიასკიდან

ცეცხლოვან მიწამდე: ესკიმოსები‚ იაგანები‚ აპაჩები‚ ტაულიპანგები‚ სანაპანები‚

ბოტოკუდები‚ პანოები‚ არაუკანელები.

დარბაზში ვიღაცის გმინვა გაისმა.

- ყველას თავიანთი ბავშვები სალვატორთან მიჰყავდა.

პროკურორი ვერ ისვენებდა. ეპისკოპოსთან მუსაიფის შემდეგ‚ როდესაც მისმა

აზრებმა ახალი მიმართულება მიიღეს‚ არ შეეძლო მშვიდად მოესმინა სალვატორის ეს

ქება-დიდება და ექსპერტს შეეკითხა:

- როგორ ფიქრობთ‚ სალვატორის ოპერაციები სასარგებლო და მიზანშეწონილი იყო?

Page 134: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარე‚ მკაცრი შესახე-დაო-ბის ჭაღარა კაცი‚ იმის

შიშით‚ ვაითუ ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცესო‚ საქმეში საჩქაროდ ჩაერია:

- სასამართლოს არ აინტერესებს ექსპერტის პირადი შეხედულება სამეცნიერო

საკითხებზე. გთხოვთ‚ განაგრძოთ. რა მოგცათ არაუკანელი ტომის ჭაბუკის‚

იხტიანდრის გასინჯვამ?

- მისი სხეული დაფარული იყო ხელოვნური ქერცლით‚ - განაგრძობდა ექსპერტი‚ -

რომელიც რაღაც უცნობი‚ მაგრამ მეტად გამძლე ნივთიერებისგან არის

დამზადებული. ამ ნივთიერების ანალიზი ჯერ დამთავრებული არ არის. წყალში

იხტიანდრი ხანდახან განსაკუთრებულ მძიმე ფლინგტლასის მინებიან სათვალეს

ხმარობდა. ამ მინაში სხივის გარდატეხის მაჩვენებელი თითქმის ორს უდრის. ეს

საშუალებას აძლევდა მას‚ კარგად დაენახა წყალქვეშ ყველაფერი. როდესაც

იხტიანდრს ქერცლი გავხადეთ‚ ორივე ბეჭებქვეშ აღმოვუჩინეთ ათი სანტიმეტრის

დიამეტრის მრგვალი ნაჩვრეტები‚ რომლებიც ზვიგენის ლაყუჩების მსგავსი ხუთი

ბრტყელი ზოლივით იყო დაფარული.

დარბაზში გაკვირვების ყრუ წამოძახილი გაისმა.

- დიახ‚ - განაგრძო ექსპერტმა‚ - თუმცა ეს წარმოუდგენელია‚ მაგრამ იხტიანდრს აქვს

ადამიანის ფილტვები და‚ ამავე დროს‚ ზვიგენის ლაყუჩები. ამიტომ შეუძლია მას

იცხოვროს ხმელეთზეც და წყალქვეშაც.

- ადამიანი-ამფიბია? - ირონიულად შეეკითხა პროკურორი.

- დიახ‚ რამდენადმე ადამიანი-ამფიქია ანუ ორცხოველი.

- კი‚ მაგრამ‚ საიდან აღმოაჩნდა იხტიანდრს ზვიგენის ლაყუჩები? - შეეკითხა

თავმჯდომარე.

ექსპერტმა ფართოდ გაშალა ხელები და უპასუხა:

- ეს გამოცანაა‚ რისი ახსნაც შეიძლება‚ თვითონ პროფესორმა სალვატორმა ისურვოს.

ჩვენი აზრი ასეთია: ჰეკელის ბიოლოგიური კანონის მიხედვით‚ ყოველი ცოცხალი

არსება თავისი განვითარების პერიოდში იმეორებს ყველა იმ ფორმას‚ რომელიც

განვლო ცოცხალი არსების ამა თუ იმ სახეობამ საუკუნეთა მანძილზე დედამიწაზე

ცხოვრების პერიოდში. შესაძლებელია‚ დარწმუნებით ითქვას‚ რომ ადამიანი

წარმოიშვა ისეთი წინაპრისგან‚ რომელიც თავის დროზე ლაყუჩებით სუნთქავდა.

პროკურორი სკამიდან წამოდგა‚ მაგრამ თავმჯდომარემ ხელით ანიშნა‚

გაჩერებულიყო.

- განვითარების მეოცე დღეს ადამიანის ჩანასახში აღინიშნება ოთხი ერთმანეთის უკან

მდებარე სალაყუჩე ნაკეცი‚ მაგრამ უფრო მოგვიანებით ადამიანის ჩანასახში

სალაყუჩე აპარატი გარდაიქმნება. ლაყუჩის პირველი რკალი გადაიქცევა სმენის

Page 135: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

არხად‚ თავის სასმენი ძვლებით‚ და ევსტახის ლულად; ლაყუჩების რკალის ქვედა

ნაწილი კი ქვედაყბად ვითარდება, მეორე რკალი - ენისქვეშა ძვლის მორჩებად‚ მესამე

რკალი კი - ხორხის ფარისებრ ხრტილად. ჩვენ არ გვგონია‚ რომ პროფესორმა

სალვატორმა შეძლო იხტიანდრის განვითარების შეჩერება მის ჩანასახობრივ

პერიოდში. მეცნიერებამ‚ მართალია‚ იცის შემთხვევები‚ როდესაც მოზრდილ

ადამიანსაც კი ლაყუჩის ხვრელი ყბის ქვეშ შეუხორცებელი რჩება. ეს ეგრეთ

წოდებული კისრის ფისტულებია. მაგრამ‚ რა თქმა უნდა‚ ლაყუჩების ამ ნაშთებით

წყალქვეშ ცხოვრება შეუძლებელია. ჩანასახის არანორმალური განვითარების დროს

ორში ერთი რამ უნდა მომხდარიყო - ან ლაყუჩები განაგრძობდნენ განვითარებას‚

მაგრამ სმენის ორგანოსა და სხვა ანატომიურ ცვლილებათა ანგარიშზე. მაშინ

იხტიანდრი გარდაიქმნებოდა ურჩხულად‚ ნახევრად თევზისა და ნახევრად კაცის

განუვითარებელი თავით, ან ეს პროცესი უნდა დაეძლია ადამიანის ნორმალურ

განვითარებას‚ მაგრამ ლაყუჩების მოსპობის ანგარიშზე. იხტიანდრი კი ნორმალურად

განვითარებული ადამიანია‚ კარგი სმენა აქვს‚ სავსებით განვითარებული ქვედა ყბა

და ნორმალური ფილტვები. ამას გარდა‚ მას აქვს სავსებით ჩამოყალიბებული

ლაყუჩები. როგორ მოქმედებენ სახელდობრ ეს ლაყუჩები და ფილტვები‚ როგორ

ურთიერთდამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან ისინი‚ პირიდან და

ფილტვებიდან გადის წყალი ლაყუჩებში‚ თუ წყალი ამ ლაყუჩებში იხტიანდრის

სხეულზე ლაყუჩების მრგვალ ნაჩვრეტს ზევით აღმოჩენილი პატარა ხვრელიდან

შედის‚ ეს არ ვიცით. ამ საკითხებზე შეგვეძლო გვეპასუხა იმ შემთხვევაში‚ თუ ჩვენ

ანატომიურ გაკვეთას ჩავატარებდით. ვიმეორებ‚ ეს არის ამოცანა‚ რისი პასუხიც

თვითონ პროფესორმა სალვატორმა უნდა მოგვცეს. პროფესორმა სალვატორმა‚ ასევე‚

უნდა განგვიმარტოს‚ როგორ გაჩნდნენ აგუარის მსგავსი ძაღლები‚ უცნაური‚

არაჩვეულებრივი ცხოველები და წყალხმელეთა მაიმუნები‚ იხტიანდრის ეს

ორეულები.

- როგორია თქვენი საერთო დასკვნა? - შეეკითხა თავმჯდომარე ექსპერტს.

პროფესორმა შეინმა‚ რომელსაც როგორც სწავლულს და ქირურგს‚ დიდი სახელი

ჰქონდა მოხვეჭილი‚ გულახდილად თქვა:

- გამოგიტყდებით‚ რომ მე ამ საქმისა არაფერი გამეგება. შემიძლია ვთქვა‚ რომ ის‚

რასაც პროფესორი სალვატორი აკეთებდა‚ ძალუძს მხოლოდ გენიოსს. ცხადია‚

სალვატორმა თავი ისე დახელოვნებულად იგრძნო ქირურგიაში‚ რომ გადაწყვიტა‚

რომ შეუძლია დაშალოს და ააწყოს თავისი სურვილისამებრ, ერთმანეთს შეუგუოს

ცხოველებისა და ადამიანის სხეულები და‚ თუმცა მან საქმით ბრწყინვალედ

განახორციელა ყოველივე ეს‚ მაინც მის ასეთ გამბედაობას და ფართო ჩანაფიქრს...

შეშლილობამდე აღარაფერი უკლია.

სალვატორმა ზიზღით ჩაიცინა.

Page 136: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მან არ იცოდა‚ რომ ექსპერტებმა მისი ხვედრის შესამსუ-ბუ-ქებლად გადაწყვიტეს

წამოეჭრათ საკითხი შეშლილად აღიარებისა‚ რათა შესაძლებელი გამხდარიყო

საპატიმროს რეჟიმის საავადმყოფოს რეჟიმით შეცვლა.

- მე არ ვამტკიცებ‚ რომ ის გიჟია‚ - განაგრძო ექსპერტმა‚ როცა სალვატორის ღიმილი

შეამჩნია‚ - მაგრამ‚ ყოველ შემთხვეაში‚ ბრალდებული მოთავსებულ უნდა იქნას

სულით ავადმყოფთა სანატორიუმში და ხანგრძლივად იმყოფებოდეს ექიმი

ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ.

- შეურაცხადობის საკითხი სასამართლოს მიერ წამოჭრილი არ ყოფილა. სასამართლო

განიხილავს ამ ახალ გარემოებას‚ - თქვა თავმჯდომარემ‚ - პროფესორო სალვატორ‚

ხომ არ გსურთ განმარტება მოგვცეთ ექსპერტებისა და პროკურორის ზოგიერთ

კითხვაზე?

- დიახ‚ - უპასუხა სალვატორმა‚ - განმარტებას მოგცემთ‚ მაგრამ‚ დაე‚ ეს იყოს ჩემი

საბოლოო სიტყვაც.

ბრალდებულის სიტყვა

სალვატორი მშვიდად წამოდგა და სასამართლოს დარბაზს თვალი ისე მოავლო‚

თითქოს ვიღაცას ეძებდა. მაყურებელთა შორის სალვატორმა შენიშნა ბალთაზარი‚

ქრისტო და ზურიტა. პირველ რიგში კი თვითონ ეპისკოპოსი იჯდა. სალვატორმა

რამდენიმე ხანს შეაჩერა მზერა მასზე და სახეზე ოდნავი ღიმილი აღებეჭდა. შემდეგ

დარბაზი ყურადღებით შეათვალიერა და თვალით ვიღაცას დაუწყო ძებნა.

- დარბაზში ვერ ვხედავ დაზარალებულს‚ - წარმოთქვა ბოლოს სალვატორმა.

- დაზარალებული მე ვარ! - წამოიყვირა ბალთაზარმა და ადგილიდან წამოხტა.

ქრისტომ სახელოზე მოქაჩა ძმას და ადგილზე დასვა.

- რომელ დაზარალებულზე ლაპარაკობთ? - ჰკითხა თავმჯდომარემ‚ - თუ თქვენ მიერ

დასახიჩრებული ცხოველები გყავთ მხედველობაში‚ სასამართლომ არ სცნო საჭიროდ

მათი აქ მოყვანა. იხტიანდრი კი‚ ადამიანი-ამფიბია‚ აქ‚ სასამართლოს შენობაში

იმყოფება.

- მე მხედველობაში მყავს უფალი ღმერთი‚ - მშვიდად და სერიოზულად მიუგო

სალვატორმა.

ამ პასუხის გაგონებაზე თავმჯდომარე შეცბუნებული გადაწვა სავარძლის

საზურგეზე. „ნუთუ სალვატორი ჭკუაზე შეცდა? ან იქნებ‚ საპატიმრო რომ აიცდინოს‚

თავი შეშლილად უნდა მოგვაჩვენოს?“

- ამით რისი თქმა გსურთ? - შეეკითხა თავმჯდომარე.

Page 137: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ვფიქრობ‚ სასამართლოსთვის ნათელია‚ - უპასუხა სალვატორმა‚ - ვინ არის ამ

საქმეში მთავარი და ერთადერთი დაზარალებული. ცხადია‚ მხოლოდ უფალი

ღმერთი. სასამართლოს აზრით‚ მე ღმერთის მოქმედების სფეროში შევიჭერი და ჩემი

ოპერაციებით ძირი გამოვუთხარე მის ავტორიტეტს. ის კმაყოფილი იყო თავისი

ქმნილებებით და‚ აი‚ მოდის ვიღაც ექიმი და ამბობს: ეს ცუდადაა გაკეთებული‚ ეს

გადაკეთებას მოითხოვს. და იწყებს ღვთის ქმნილებათა ხელახლა, თავისებურად

გარდაქმნას...

- ეს ნამდვილი მკრეხელობაა! მოვითხოვ‚ ბრალდებულის სიტყვა ოქმში შეიტანოთ‚ -

თქვა პროკურორმა შეურაცხყოფილი კაცის სახით.

სალვატორმა მხრები აიჩეჩა.

- მე გადმოგცემთ საბრალდებო აქტის მხოლოდ არსს. განა ამაში არ მდგომარეობს

მთელი ჩემი დანაშაული? მე წავიკითხე საქმე. თავდაპირველად ბრალს მდებენ‚ რომ

ვითომ ვივისექციებს ვაწარმოებდი და ცხოველებს ვასახიჩრებდი. ახლა კიდევ ერთი

ბრალდება - მკრეხელობა. საიდან დაქროლა ქარმა? საკათედრო ტაძრის მხრიდან ხომ

არა?

სალვატორმა ეპისკოპოსს გადახედა.

- თქვენ თვითონ შეჰქმენით ეს პროცესი‚ რომელსაც უჩინარად ესწრებიან

ბრალმდებლის მხარეზე უფალი ღმერთი‚ როგორც დაზარალებული‚ საბრალდებო

სკამზე კი ჩემთან ერთად ზის ჩარლზ დარვინი‚ როგორც ბრალდებული. შეიძლება‚

ჩემი სიტყვით ერთხელ კიდევ გავაცხადოთ ზოგი ამ დარბაზში მსხდომთაგანი‚

მაგრამ განვაგრგძობ მტკიცებას‚ რომ ცხოველთა ორგანიზმი და თვით ადამიანისაც არ

არის სრულქმნილი და მოითხოვს ზოგიერთ შესწორებას. მე ვიმედოვნებ‚ რომ ამ

დარბაზში მყოფი საკათედრო ტაძრის წინამძღვარი‚ ეპისკოპოსი ხუან დე გარსილასო

ამას დაადასტურებს.

ამ სიტყვებმა მთელი დარბაზის განცვიფრება გამოიწვია.

- ცხრაას თხუთმეტში‚ სანამ ფრონტზე გავემგზავრებოდი‚ - განაგრძობდა

სალვატორი‚ - მცირედი შესწორების შეტანა მომიწია პატივცემული ეპისკოპოსის

ორგანიზმში. ამოვჭერი მას აპენდიქსი‚ ბრმა ნაწლავის ეს ზედმეტი და საზიანო

დანამატი. როცა ის საოპერაციო მაგიდაზე იწვა‚ ჩემს სასულიერო პაციენტს‚ მახსოვს‚

საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა ღვთის ხატებისა და მსგავსების იმ დასახიჩრების

წინააღმდეგ‚ რომელსაც მე ჩემი დანით ვაწარმოებდი ეპისკოპოსის სხეულის ნაწილის

ამოჭრის დროს. იყო თუ არა ასე? - შეეკითხა სალვატორი ეპისკოპოსს და დაჟინებით

მიაჩერდა.

ხუან დე გარსილასო უძრავად იჯდა. მხოლოდ მკრთალ ღაწვებზე ბაცმა

ვარდისფერმა გადაჰკრა და წვრილი თითები ოდნავ აუკანკალდა.

Page 138: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- გარდა ამისა‚ ხომ მქონდა აგრეთვე მეორე შემთხვევა მაშინ‚ როდესაც ჯერ კიდევ

კერძო პრაქტიკას ვეწეოდი და გაახალგაზრდავების ოპერაციებს ვაკეთებდი.

მოუმართავს თუ არა ჩემთვის თხოვნით‚ რომ გამეყმაწვილებინა‚ პატივცემულ

პროკურორს სენიორ აუგუსტო დე...

სალვატორის ამ სიტყვების წარმოთქმის დროს პროკურორს უნდოდა პროტესტი

განეცხადებინა‚ მაგრამ მისი სიტყვები საზოგადოების სიცილ-ხარხარმა ჩაახშო.

- გთხოვთ‚ თემას არ გადაუხვიოთ‚ - მკაცრად უთხრა თავმჯდომარემ.

- ეს თხოვნა ბევრად უფრო მართებული იქნებოდა თვით სასამართლოს მიმართ‚ -

მიუგო სალვატორმა‚ - ეს კითხვა ასე სასამართლომ დასვა და არა მე. ნუთუ ზოგ-ზოგი

აქ არ დააშინა ამ აზრმა‚ რომ ყველა აქ დამსწრენი გუშინდელი მაიმუნები‚ თუნდაც

თევზები არიან‚ რომელთაც ლაპარაკისა და სმენის შესაძლებლობა მიეცათ‚ რადგან

მათი ლაყუჩების რკალები მეტყველებისა და სმენის ორგანოებად გარდაიქმნენ? და

თუ მაიმუნები და თევზები არა‚ მათი შთამომავლები ხომ მაინც არიან‚ - სალვატორი

პროკურორს მიუბრუნდა‚ რომელსაც მოუთმენლობის ნიშნები ემჩნეოდა და უთხრა: -

დამშვიდდით! აქ ვინმესთან კამათს ან ლექციების კითხვას ევოლუციის თეორიაზე

არ ვაპირებ. - მცირე პაუზის შემდეგ სალვატორმა ისევ განაგრძო: - უბედურება ის კი

არ არის‚ რომ ადამიანი ცხოველისგან წარმოიშვა‚ არამედ ის‚ რომ ცხოველობა არ

მიატოვა... არ მიატოვა უხეშობა‚ ბოროტება‚ უგუნურება. ჩემი სწავლული კოლეგა

ტყუილად გაშინებდათ თქვენ. მას შეეძლო არ ელაპარაკა ჩანასახის განვითარებაზე.

მე არ მიმიმართვს არც ჩანასახზე ზეგავლენისთვის‚ არც ცხოველთა შეჯვარებისთვის.

მე ქირურგი ვარ‚ ჩემი ერთადერთი იარაღი დანაა და‚ როგორც ქირურგს‚ მიხდებოდა

ხალხისთვის დახმარება აღმომეჩინა‚ მემკურნალა მათთვის. ავადმყოფების

ოპერაციების დროს მე ხშირად მჭირდებოდა ქსოვილებისა და ჯირკვლების

გადანერგვა. სწორედ ამ მეთოდის გასაუმჯობესებლად დავიწყე ცდების წარმოება

ცხოველთა ქსოვილების გადანერგვაზე.

ჩემს ლაბორატორიაში ხანგრძლივ დაკვირვებას ვაწარმოებდი ოპერაციაგაკეთებულ

ცხოველებზე. ვცდილობდი‚ გამერკვია‚ შემესწავლა‚ რა ემართებოდათ ორგანოებს‚

რომლებიც გადამქონდა ახალ და ზოგჯერ უჩვეულო ადგილზე. დაკვირვებების

დამთავრების შემდეგ ცხოველებს ბაღში ვუშვებდი. ასე წარმოიშვა ეს ჩემი ბაღი-

მუზეუმი. განსაკუთრებით გამიტაცა ერთმანეთთან შორს მდგომ ცხოველთა შორის

ქსოვილების გაცვლისა და გადანერგვის პრობლემამ, მაგალითად‚ თევზებსა და

ძუძუმწოვართა შორის და‚ პირიქით. მე აქაც მივაღწიე იმას‚ რაც სწავლულები

საერთოდ შეუძლებლად მიიჩნევენ. მერედა‚ რა არის აქ არაჩვეულებრივი? იმას‚ რასაც

მე დღეს ვაკეთებ‚ ხვალ რიგითი ქირურგები გააკეთებენ. პროფესორ შეინისთვის

ალბათ ცნობილია გერმანელი ქირურგის‚ ზაურბრუზის უკანასკნელი ოპერაციები.

მან შეძლო დაავადებული ბარძაყი წვივით შეეცვალა.

- იხტიანდრზე რას იტყვით? - შეეკითხა ექსპერტი.

Page 139: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- დიახ‚ იხტიანდრი ჩემი სიამაყეა. იხტიანდრის ოპერაციის დროს სიძნელე მხოლოდ

ტექნიკაში როდი იყო. მე უნდა შემეცვალა ადამიანის ორგანიზმის მთელი მუშაობა.

ექვსი მაიმუნი დაიღუპა წინასწარ ოპერაციებზე‚ სანამ მიზანს მივაღწევდი‚ და

შევძელი ბავშვისთვის ოპერაცია ისე გამეკეთებინა‚ რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში

არ ჩამეგდო.

- რაში მდგომარეობს ეს ოპერაცია? - შეეკითხა თავმჯდომარე.

- მე გადავუნერგე ბავშვს ნორჩი ზვიგენის ლაყუჩები და ამით შესაძლებლობა მიეცა‚

იცხოვროს როგორც მიწაზე‚ ისე წყალში.

დამსწრე საზოგადოებაში გაკვირვების წამოძახილები გაისმა. გაზეთების

კორესპონდენტები‚ რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ‚ ტელეფონებს

მისცვივდნენ‚ რომ ეს ახალი ამბავი რედაქციებისთვის ეცნობებინათ.

- ცოტა მოგვიანებით შევძელი უფრო დიდი წარმატებისთვის მიმაღწია. ჩემი

უკანასკნელი ნამუშევარი წყალხმელეთა მაიმუნია‚ რომელიც თქვენ უკვე ნახეთ და

რომელსაც შეუძლია‚ განუსაზღვრელად დიდხანს იცხოვროს‚ როგორც მიწაზე‚ ისე

წყალშიც და ყოველივე ეს მის ჯანმრთელობას არანაირ ზიანს არ მიაყენებს.

იხტიანდრს კი უწყლოდ შეუძლია გაძლოს არა უმეტეს სამი-ოთხი დღე-ღამისა.

დიდხანს უწყლოდ დედამიწაზე ყოფნა მისთვის მავნებელია. ფილტვები გადაეღლება

და ლაყუჩებიც გაუშრება‚ რის შედეგადაც იხტიანდრი გვერდებში მჩხვლეტავ

ტკივილებს გრძნობს. სამწუხაროდ‚ ჩემი არყოფნის დროს‚ იხტიანდრმა ჩემ მიერ

დადგენილი რეჟიმი დაარღვია. ის ძალიან დიდხანს რჩებოდა ჰაერზე‚ გადაქანცა

ფილტვები და სერიოზული ავადმყოფობა განუვითარდა. წონასწორობა მის

ორგანიზმში დარღვეულია და მეტი წილი წყალქვეშ უნდა გაატაროს. ადამიანი-

ამფიბიასგან ის ადამიან-თევზად იქცა.

- ნება მიბოძეთ‚ შეკითხვა მივცე ბრალდებულს‚ - სთხოვა პროკურორმა

თავმჯდომარეს‚ - საიდან დაებადა სალვატორს აზრი‚ შეექმნა ადამიანი-ამფიბია და

რა მიზნებით ხელმძღვანელობდა?

- აზრი იგივეა. ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება. მართალია‚ ევოლუციური

განვითარების პროცესში მან დიდი უპირატესობანი მიიღო თავის ცხოველურ

წინაპართან შედარებით‚ მაგრამ ამასთან‚ ბევრი ისეთი რამ დაკარგა‚ რაც მას

ცხოველური განვითარების უმდაბლეს სტადიაში გააჩნდა. დიახ‚ წყალში ცხოვრება

ადამიანს დიდ უპირატესობას მიანიჭებდა. რატომ არ უნდა დავუბრუნოთ ადამიანს

ეს შესაძლებლობა? ცხოველთა განვითარების ისტორიიდან ჩვენ ვიცით‚ რომ

დედამიწის ყველა ცხოველი და ფრინველი წარმოიშვა წყლის ცხოველებისგან‚

რომლებიც ოკეანეებიდან ამოვიდნენ. ჩვენ ვიცით ისიც‚ რომ ზოგი მიწისზედა

ცხოველი ისევ წყალს დაუბრუნდა. დელფინი ერთ დროს თევზი იყო. მერე

ხმელეთზე ამოვიდა. გახდა ძუძუმწოვარა ცხოველი‚ მაგრამ შემდეგ ისევ წყალში

Page 140: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

დარჩა. როგორც ვეშაპი‚ დელფინიც ფილტვებით სუნთქავს. შეიძლება‚

დავხმარებოდით დელფინს‚ რომ ორმაგ მსუნთქავ ამფიბიად ქცეულიყო. ამას

იხტიანდრი მთხოვდა. მაშინ მისი მეგობარი დელფინი ლიდინგი შეძლებდა მასთან

ერთად ჰაერზე დიდხანს დარჩენილიყო. მე ვაპირებდი დელფინისთვის ასეთი

ოპერაციის გაკეთებას. პირველ თევზს ადამიანთა შორის და პირველ ადამიანს

თევზთა შორის‚ იხტიანდრს‚ არ შეიძლებოდა მარტოობა არ ეგრძნო. მაგრამ მათ

შემდეგ სხვა ადამიანებსაც რომ შეეღწიათ ოკეანეში‚ ცხოვრება სულ სხვანაირი

გახდებოდა. მაშინ ადამიანები ადვილად დაიმორჩილებდნენ მძლავრ სტიქიას -

წყალს.

თქვენ იცით‚ რა სტიქიაა ეს‚ რა ძალაა? თქვენ იცით‚ რომ ოკეანის ფართობი უდრის

სამას სამოცდაერთ მილიონ ორმოცდაათი ათას კვადრატულ კილომეტრს.

დედამიწის ზედაპირის შვიდ მეათედზე მეტი წყლის უდაბნოა, მაგრამ ეს უდაბნო‚

თავისი გამოულეველი საკვები მარაგით და საწარმოო ნედლეულით დაიტევდა

მილიონობით‚ მილიარდობით ადამიანს. სამას სამოცდაერთ მილიონ კვადრატულ

კილომეტრზე მეტი მხოლოდ ზედაპირია‚ მაგრამ ადამიანებს ხომ შეუძლიათ

რამდენიმე წყალქვეშა სართულად განლაგდნენ. მილიარდობით ადამიანი

შეუვიწროვებლად და ერთმანეთის შეუწუხებლად მოთავსდებოდნენ ოკეანეში.

ახლა მისი ძალა იკითხეთ! თქვენ იცით‚ რომ ოკეანის წყლები შთანთქავენ მზის

სითბოს ენერგიას‚ რომლის ძალოვანებაც სამოცდაცხრამეტ მილიარდ ცხენის ძალას

უდრის. თუ არა ჰაერში სითბოს უკუცემა და სხვა თბოდანაკარგები‚ ოკეანე დიდი

ხნის წინათ ადუღდებოდა. პრაქტიკულად ეს ენერგია ულევი მარაგია. როგორ

იყენებს მერე მას ხმელეთზე მცხოვრები კაცობრიობა? თითქმის სრულებით ვერ

იყენებს.

ახლა ზღვების ძალას არ იკითხავთ? მხოლოდ გოლფსტრიმი ფლორიდის

დინებასთან ერთად საათში ოთხმოცდათერთმეტ მილიარდ ტონა წყალს ამოძრავებს.

ეს სამი ათასჯერ მეტი წყალია‚ ვიდრე დიდ მდინარეს მიაქვს. და ეს მხოლოდ ერთი

ზღვის დინებაა! როგორ იყენებს მას ხმელეთზე მცხოვრები კაცობრიობა? თითქმის

ვერ იყენებს.

ახლა ტალღებისა და მოქცევის ძალა იკითხეთ! თქვენ იცით‚ რომ ტალღების მიერ

მიყენებული დარტყმა ეთანაბრება ოცდათვრამეტ ათას კილოგრამს‚ ოცდათვრამეტ

ტონას ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. ტალღების მაღლა ასროლა აღწევს

ორმოცდასამ მეტრს და ამ დროს ტალღას შეუძლია ასწიოს მილიონ კილოგრამამდე

წონა‚ მაგალითად‚ კლდის ნამტვრევები. მოქცევები კი სიმაღლით თექვსმეტ მეტრს‚

ესე იგი ოთხსართულიანი სახლის სიმაღლეს აჭარბებს და მერე როგორ იყენებს

კაცობრიობა ამ ძალებს? თითქმის ვერ იყენებს.

ხმელეთზე მცხოვრებ ცოცხალ არსებებს არ ძალუძთ ზედაპირიდან ძალიან მაღლა

ასვლა და ვერ აღწევენ ვერც მის ძალზე დიდ სიღრმეებს. ოკეანეში ყველგან

Page 141: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

სიცოცხლეა - ეკვატორიდან პოლუსებამდე‚ ზედაპირიდან თითქმის ათი

კილომეტრის სიღრმემდე.

როგორ ვიყენებთ ჩვენ ოკეანის ამ უსასრულო სიმდიდრეს? ვთევზაობთ‚ მე ვიტყოდი‚

თევზს ვიჭერთ ოკეანის მხოლოდ ყველაზე ზემო აფკიდან‚ ხოლო სიღრმეებს

ვტოვებთ გამოუყენებლად. ვაგროვებთ ღრუბლებს‚ მარჯნებს‚ მარგალიტებს‚

წყალმცენარეებს - აი‚ ესაა ყველაფერი.

ჩვენ წყალქვეშ რაღაც მუშაობას ვეწევით. ვდგამთ საყრდენებს ხიდებისა და

საგუბრებისთვის‚ ამოგვაქვს ჩაძირული გემები‚ - და სხვა არაფერი. მაგრამ ამასაც

დიდის გაჭირვებით ვაკეთებთ‚ ხშირად ადამიანის სიცოცხლის ფასად. საწყალი

მიწიერი ადამიანი‚ რომელიც მეორე წამში უკვე იღუპება წყალში. ეს რა მუშაობაა?

სხვა საქმე იქნებოდა‚ რომ ადამიანს წყალქვეშ უსკაფანდროდ და საჟანგბადო

მოწყობილობის გარეშე სიცოცხლე და მუშაობა შეეძლოს.

რამდენ საუნჯეს აღმოაჩენდა მაშინ ის წყალში! აი‚ თუნდაც იხტიანდრი. ის

მეუბნებოდა... მაგრამ ვშიშობ‚ ადამიანის ხარბი დემონი არ გავაღიზიანო. ზღვის

ფსკერიდან იხტიანდრს ჩემთან იშვიათი ლითონებისა და ქანების ნიმუშები

მოჰქონდა. ო! ნუ ღელავთ‚ სულ პაწაწინა ნიმუშები‚ მაგრამ ოკეანეში მათი ბუდობები

შესაძლოა‚ ძალიან დიდიც იყოს.

ახლა ჩაძირულ საუნჯეებს აღარ იკითხავთ?

გაიხსენეთ თუნდაც საოკეანო გემი „ლუზიტანია“. 1916 წლის გაზაფხულზე ის

გერმანელებმა ირლანდიის ნაპირებთან ჩაძირეს. განძეულობის გარდა‚ რაც ათას

ხუთას დაღუპულ მგზავრს გააჩნდა‚ „ლუზიტანიაზე“ იყო ას ორმოცდაათი მილიონი

დოლარის ოქროს ფული და ოქროს ზოდები‚ სულ ორმოცდაათი მილიონი დოლარის

ღირებულების (დარბაზში წამოძახილები გაისმა). ამას გარდა‚ „ლუზიტანიაზე“

ინახებოდა ორი კოლოფი ბრილიანტი‚ რომელიც ამსტერდამში უნდა ჩაეტანათ.

ბრილიანტთა შორის იყო ერთი საუკეთესოთაგანი მსოფლიოში‚ სახელწოდებით

„ხალიფა“‚ რამდენიმე მილიონად ღირებული. რა თქმა უნდა‚ ადამიანი‚ თუნდაც

იხტიანდრის მსგავსიც‚ დიდ სიღრმეში ვერ ჩაეშვება. ამისთვის საჭირო იქნებოდა

ისეთი ადამიანის შექმნა (გაისმა პროკურორის აღშფოთებული წამოძახილი)‚

რომელიც მაღალ წნევას ღრმა წყალში მცხოვრებ თევზივით აიტანდა. აქაც ვერაფერს

ვხედავ შეუძლებელს‚ მაგრამ ყველაფერი ერთად ხომ არ იქნება?!

- თქვენ‚ მგონია‚ ყოვლისშემძლე ღვთის თვისებებს იჩემებთ‚ - შენიშნა პროკურორმა.

სალვატორმა ყურადღება არ მიაქცია ამ შენიშვნას და ისევ განაგრძო:

- ადამიანს რომ წყალში ცხოვრება შეეძლოს‚ მაშინ ოკეანის ათვისება‚ მისი

სიღრმეების ათვისება წინ გოლიათური ნაბიჯებით წავიდოდა. ზღვა აღარ

Page 142: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

წარმოგვიდგებოდა ისეთ მკაცრ სტიქიად‚ რომელიც ადამიანთა მსხვერპლს

მოითხოვს. არ დაგვჭირდებოდა დამხრჩვალ ადამიანთა გამოტირება.

დარბაზში ყველა დამსწრეს ეჩვენებოდა‚ რომ კაცობრიობის მიერ დაპყრობილ

წყალქვეშა ქვეყანას უკვე ხედავდა. ხედავდა‚ რა სარგებლობას უქადდა ხალხს

ოკეანის დამორჩილება. თავმჯდომარემაც კი ვერ შეიკავა თავი და ჰკითხა:

- მაშ‚ რატომ არ გამოაქვეყნეთ თქვენი ცდების შედეგები?

- მე არ ვჩქარობდი საბრალდებო სკამზე მოხვედრას‚ - უპასუხა სალვატორმა

ღიმილით‚ - ამას გარდა‚ ვშიშობდი‚ რომ ჩემი აღმოჩენები ჩვენი საზოგადოებრივი

წყობის პირობებში სარგებლობის მაგივრად ვნებას მოიტანდა. იხტიანდრის ირგვლივ

ბრძოლა უკვე გაჩაღდა. ვინ შურიანმა დამაბეზღა? აი‚ ზურიტამ‚ რომელმაც

იხტიანდრი მომპარა. ზურიტას კი მას ალბათ გენერლები და ადმირალები

წაართმევენ‚ რომ ადამიანმა-ამფიბიამ სამხედრო გემები ჩაძიროს. არა‚ მე არ შემეძლო

იხტიანდრი და‚ საერთოდ‚ იხტიანდრები იმ ქვეყნის კუთვნილებად მექცია‚ სადაც

ბრძოლა და სიხარბე უდიდეს აღმოჩენებს ბოროტად იყენებს‚ რითაც უფრო მეტ

ტანჯვას აყენებენ ადამიანს. მე ვფიქრობ‚ ამ...

სალვატორი გაჩუმდა‚ კილო მკვეთრად იცვალა და ისე განაგრძო:

- სხვათა შორის‚ ამის შესახებ არ ვილაპარაკებ‚ თორემ შეშლილად ჩამთვლიან‚ - და

მან ექსპერტს ღიმილით გადახედა. - არა‚ მე უარვყოფ პატივს‚ რომ გიჟი ვიყო‚

თუნდაც გენიალური გიჟი. მე არა ვარ გიჟი‚ არც მანიით ვარ შეპყრობილი. განა მე არ

განვახორციელე ის‚ რაც მინდოდა? მთელი ჩემი ნამუშევარი საკუთარი თვალებით

ნახეთ და თუ თქვენი შეხედულებით ეს მოქმედება დანაშაულებრივია‚

გამასამართლეთ კანონის მთელი სიმკაცრით. მე შეწყნარებას არ ვითხოვ.

საპატიმროში

ექსპერტებს‚ რომელთაც იხტიანდრი შეამოწმეს‚ ყურადღება უნდა მიექციათ ჭაბუკის

არა მხოლოდ ფიზიკური თვისებებისთვის‚ არამედ მისი გონებრივი

განვითარებისთვისაც.

- რომელი წელია ახლა? რა თვეა? რიცხვი? კვირის რა დღეა? - ეკითხებოდნენ

ექსპერტები და ყველა ამ კითხვაზე იხტიანდრი ერთსა და იმავე პასუხს ამგვარად

იძლეოდა:

- არ ვიცი.

მას პასუხის გაცემა უჭირდა სრულიად ჩვეულებრივ კითხვებზე‚ მაგრამ

არანორმალური არსება მაინც არ ეთქმოდა. მან ბევრი რამ არ იცოდა თავისი

არსებობის და აღზრდის პირობების თავისებურებათა გამო. ის თითქოს დიდ ბავშვად

Page 143: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

დარჩენილიყო. ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ‚ რომ „იხტიანდრი

ქმედუუნაროა“‚ რაც მას ათავისუფლებდა სასამართლოს წინაშე

პასუხისმგებლობისგან. იხტიანდრის ბრალდების საქმე სასამართლომ შეწყვიტა და

მასზე მეურვეობა დააწესა. ორმა კაცმა გამოთქვა სურვილი‚ რომ იხტიანდრის

მეურვედ ყოფილიყო - ზურიტამ და ბალთაზარმა.

სალვატორი მართალი იყო‚ როდესაც ამტკიცებდა‚ რომ ზურიტამ ის შურის გამო

დააბეზღა‚ მაგრამ ზურიტა მხოლოდ იხტიანდრის დაკარგვისთვის არ იძიებდა შურს

სალვატორზე. ზურიტა სხვა მიზანს ისახავდა. მას იხტიანდრის ისევ ხელში ჩაგდება

უნდოდა და ცდილობდა‚ მისი მეურვე გამხდარიყო. ზურიტამ არ დაიშურა ათობით

ძვირფასი მარგალიტი და სასამართლოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები მოისყიდა.

ახლა ზურიტა მიზანთან ახლოს იყო.

ბალთაზარი ამტკიცებდა‚ მე მამა ვარო‚ და მეურვეობის უფლების მისთვის გადაცემას

ითხოვდა‚ მაგრამ მას ბედი არ სწყალობდა. მიუხედავად ლარას ყოველგვარი ცდისა‚

ექსპერტებმა განაცხადეს‚ რომ მხოლოდ ერთ-ერთი მოწმის‚ ქრისტოს‚ ჩვენების

საფუძველზე არ შეუძლიათ დაადასტურონ‚ რომ იხტიანდრი და ბალთაზარის ამ ოცი

წლის წინათ დაბადებული შვილი ერთი და იგივე პირია. ამასთან‚ ქრისტო

ბალთაზარის ძმა იყო და ამიტომ ექსპერტებს გულში რწმენას ვერ უნერგავდა.

ლარამ არ იცოდა‚ რომ ამ საქმეში ჩარეული იყვნენ ეპისკოპოსი და პროკურორი.

ბალთაზარი‚ როგორც დაზარალებული და აგრეთვე მამა‚ რომელსაც შვილი მოჰპარეს

და დაუსახიჩრეს‚ სასამართლოს მხოლოდ პროცესის დროს სჭირდებოდა. მაგრამ

ბალთაზარის მამობის დადასტურება და იხტიანდრის მისთვის დაბრუნება

სასამართლოს და ეკლესიის ვარაუდში სულ არ შედიოდა. საჭირო იყო

იხტიანდრისგან გათავისუფლება.

ქრისტო ძმასთან გადასახლდა და მისი დარდი არ ასვენებდა. ბალთაზარი კრინტსაც

არ ძრავდა‚ არც ძილი და არც ჭამა არ აგონდებოდა. ხან მოულოდნელად

აღეგზნებოდა‚ დუქანში კედლებს აქეთ-იქით აწყდებოდა და გაჰყვიროდა: ჩემო

შვილო‚ ჩემო შვილო! ასეთ წუთებში ესპანელებს ლანძღავდა ყოველნაირი

სალანძღავი სიტყვით‚ რაც კი მისთვის ცნობილ ყველა ენაზე აგონდებოდა.

ერთხელ ასეთი შეტევის შემდეგ ბალთაზარმა მოულოდნელად გამოუცხადა

ქრისტოს:

- აი‚ რა‚ ძმაო. წავალ საპატიმროში. ჩემს საუკეთესო მარგალიტებს დარაჯებს მივცემ‚

რომ ნება მომცენ‚ იხტიანდრი ვინახულო. მოველაპარაკები და მიხვდება‚ რომ მე მისი

მამა ვარ. არ შეიძლება‚ შვილმა მამა არ იცნოს. მასში ჩემი სისხლი ალაპარაკდება.

ქრისტო ბევრს ეცადა დაეშლევინებინებინა ძმისთვის ეს განზრახვა‚ მაგრამ არაფერმა

გასჭრა. ბალთაზარი ურყევი იყო. იგი საპატიმროში წავიდა და იქ დარაჯების

დაყოლიებას შეეცადა. ტიროდა‚ ფეხებში უვარდებოდა‚ ემუდარებოდა და‚ როდესაც

Page 144: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

საპატიმროს ალაყაფის კარიდან შიდა სადგომამდე გზა მარგალიტებით მოჰფინა‚

როგორც იქნა‚ იხტიანდრის საკნამდე მიაღწია.

მომცრო საკანში შუქი ხარიხებიანი ვიწრო სარკმლიდან ატანდა. შიგ ჰაერი

შეხუთული და მყრალი იყო. ციხის გუშაგები წყალს აუზში იშვიათად ცვლიდნენ და

თავს სრულიად არ იწუხებდნენ‚ რომ იატაკზე მიმოფანტული დამპალი თევზი

გაეტანათ‚ თევზი‚ რომლითაც ისინი არაჩვეულებრივ პატიმარს ასაზრდოებდნენ.

კედელთან‚ სარკმლის გასწვრივ‚ რკინის აუზი იდგა.

ბალთაზარი აუზთან მივიდა და წყლის მუქ ზედაპირს დახედა‚ რომელიც

იხტიანდრს ფარავდა.

- იხტიანდრ! - ჩუმად თქვა ბალთაზარმა‚ - იხტიანდრ... - კიდევ ერთხელ დაუძახა

იხტიანდრს.

წყლის ზედაპირი ალიცლიცდა‚ მაგრამ ჭაბუკი წყლიდან მაინც არ გამოჩენილა.

ბალთაზარი მცირე ხანს კიდევ დაელოდა. შემდეგ აკანკალებული ხელი თბილ

წყალში ჩაჰყო და ბიჭს შეეხო.

აუზიდან იხტიანდრის სველი თავი გამოჩნდა. მხრებამდე მაღლა ამოიწია და იკითხა:

- ვინ ხართ? რა გნებავთ?

ბალთაზარი მუხლებზე დაეცა‚ ხელები მისკენ გაიშვირა და სხაპასხუპით

ალაპარაკდა:

- იხტიანდრ! მამაშენი შენთან მოვიდა. შენი ნამდვილი მამა. სალვატორი შენი მამა

არაა. სალვატორი ავი კაცია. ეს მან დაგასახიჩრა... იხტიანდრ‚ იხტიანდრ‚ აბა‚ ერთი

შემომხედე‚ ნუთუ მამას ვერ ცნობ?

ჭაბუკს ხშირი თმიდან მკრთალ სახეზე წყალი ნელ-ნელა სდიოდა და ნიკაპიდან ძირს

წვეთავდა. ის სევდიანად და ოდნავ გაკვირვებული უყურებდა მოხუც ინდიელს.

- მე თქვენ არ გიცნობთ‚ - უპასუხა ჭაბუკმა.

- იხტიანდრ! - დაიყვირა ბალთაზარმა‚ - აბა‚ კარგად შემომხედე‚ - და მოხუცმა

ინდიელმა იხტიანდრის თავს ხელი უცებ მოჰხვია‚ მიიზიდა და გაშმაგებით დაუწყო

კოცნა‚ თან ცრემლად იღვრებოდა.

იხტიანდრმა ამ მოულოდნელი ალერსისგან თავის დასაცავად აუზში თქაფანი

დაიწყო‚ რის შედეგადაც გადმოსული წყალი ქვის იატაკზე დაიღვარა.

ამ დროს ვიღაცის ხელი საყელოში სწვდა ბალთაზარს‚ ჰაერში ასწია და კუთხისკენ

მიაგდო. ბალთაზარი იატაკს დაასკდა და თავი ქვის კედელს მიარტყა.

Page 145: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

როცა ბალთაზარმა თვალები გაახილა‚ დაინახა‚ რომ თავს ზურიტა წამოსდგომოდა.

მარჯვენა ხელი მას მაგრად მოემუშტა‚ მარცხენა ხელში რაღაც ქაღალდი ეჭირა და

დიდი ამბით აფრიალებდა.

- ხედავ? ეს ბრძანებაა‚ რომ მე იხტიანდრის მეურვედ ვარ დანიშნული. მდიდარი

შვილის ძებნა სხვაგან მოგიწევს‚ ამ ჭაბუკს კი ხვალ დილით მე წავიყვან. გაიგონე?

მიწაზე გაშხლართული ბალთაზარი ყრუდ და მუქარით აბუზღუნდა, მაგრამ მეორე

წამს ფეხზე წამოხტა‚ მტერს ველური ყვირილით მიეჭრა და წააქცია.

ინდიელმა ზურიტას ქაღალდი ხელიდან გამოსტაცა‚ პირში ჩაიტენა და ესპანელს

ცემა დაუწყო. საკანში საშინელი ბრძოლა გაჩაღდა.

საპატიმროს დარაჯი‚ რომელსაც ხელში გასაღები ეჭირა და კართან იდგა‚ თავის

ვალდებულებად თვლიდა‚ მტკიცე ნეიტრალიტეტი დაეცვა. ორივე მებრძოლისგან

მას კარგა ბლომად ქრთამი ჰქონდა აღებული და არ უნდოდა მათთვის ხელი შეეშალა.

მაგრამ როცა ზურიტამ მოხუცის დახრჩობა დააპირა‚ დარაჯი აწრიალდა:

- არ დაახრჩო!

მაგრამ გაფითრებულმა ზურიტამ დარაჯის გაფრთხილებას ყური არ ათხოვა და

ბალთაზარს ცუდი დღე დაადგებოდა‚ საკანში ახალი პირი რომ არ შესულიყო.

- შესანიშნავია! ბატონი მეურვე კარგად ვარჯიშობს თავისი სამეურვეო უფლებების

განსახორციელებლად! - მოისმა ამ დროს სალვატორის ხმა‚ - თქვენ კი რაღას

უყურებთ‚ ნუთუ არ იცით‚ რა არის თქვენი მოვალეობა? - ისე უყვირა დარაჯებს‚

თითქოს ციხის უფროსი ის ყოფილიყოს.

სალვატორის შეყვირებამ იმოქმედა. დარაჯები მოჩხუბრებს გასაშველებლად

მივსცვივდნენ.

ხმაურზე სხვა დარაჯებიც მოვიდნენ და ჩქარა ზურიტა და ბალთაზარი სხვადასხვა

მხარეს წაათრიეს.

ზურიტას შეეძლო თავი გამარჯვებულად ჩაეთვალა‚ მაგრამ დამარცხებული

სალვატორი მაინც თავის მოქიშპეებზე ძლიერი იყო. აქაც კი‚ ამ საკანში‚ პატიმრის

მდგომარეობაში მყოფი სალვატორი მოვლენებისა და ხალხის მართვის სადავეს

ხელიდან არ უშვებდა.

- გაიყვანეთ საკნიდან მოჩხუბრები‚ - უბრძანა სალვატორმა დარაჯებს‚ - მინდა‚

იხტიანდრთან მარტო დავრჩე.

დარაჯები ბრძანებას დაემორჩილნენ. მიუხედვად წინააღმდეგობისა და ლანძღვა-

გინებისა‚ ზურიტა და ბალთაზარი გარეთ გაიყვანეს. საკნის კარი სწრაფად მიიხურა.

Page 146: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

როცა დერეფანში ხმაური მიწყნარდა‚ სალვატორი აუზთან მივიდა და იხტიანდრს‚

რომელსაც წყლიდან თავი ამოეყო‚ უთხრა:

- ამოდი‚ იხტიანდრ! მინდა კიდევ ერთხელ გაგსინჯო.

ჭაბუკი დაემორჩილა.

- აი‚ ასე‚ - განაგრძობდა სალვატორი‚ - აბა‚ შუქისკენ მოიწიე და ისუნთქე... უფრო

ღრმად. კიდევ... არ ისუნთქო... ასე...

სალვატორი მკერდზე თითს ხანგამოშვებით უკაკუნებდა იხტიანდრს და მის

წყვეტილ სუნთქვას ისმენდა.

- სული გეხუთება?

-ჰო‚ მამა‚ - თქვა იხტიანდრმა.

- შენი ბრალია‚ - უპასუხა სალვადორმა‚ - ჰაერზე ამდენხანს ყოფნა შენთვის არ

შეიძლებოდა.

იხტიანდრმა თავი ჩაღუნა და ჩაფიქრდა. მერე უცებ თავი ასწია‚ თვალი სალვატორს

გაუსწორა და ჰკითხა:

- მითხარი‚ რატომ არ შეიძლება? რატომაა‚ რომ ეს ყველასთვის შეიძლება და ჩემთვის

კი არა?

სალვატორს ფარული ყვედრებით სავსე მზერისთვის თვალის გასწორება უფრო

უმძიმდა‚ ვიდრე სასამართლოს შეკითხვებზე პასუხის გაცემა‚ მაგრამ თავს მოერია.

- იმიტომ‚ რომ შენ გაქვს ის‚ რაც არც ერთ ადამიანს არა აქვს: წყალში ცხოვრების

უნარი. იხტიანდრ‚ შენთვის რომ არჩევანი მოეცათ‚ იყო ისეთი‚ როგორიც ყველანი

არიან და გეცხოვრა დედამიწაზე‚ ან მხოლოდ წყალქვეშ‚ მითხარი‚ რომელს

აირჩევდი?

- არ ვიცი... - ჩაფიქრების შემდეგ უთხრა ჭაბუკმა. მისთვის ერთნაირად ძვირფასი იყო

წყალქვეშა ქვეყანა და დედამიწა‚ გუტიერე... მაგრამ გუტიერე მისთვის

დაკარგულია... - ახლა მე ოკეანეს ვირჩევდი‚ - თქვა ჭაბუკმა.

- შენ უფრო ადრე გააკეთე არჩევანი‚ იხტიანდრ‚ იმით‚ რომ შენივე გაუგონრობით

დაარღვიე შენი ორგანიზმის წონასწორობა. ახლა შენ მხოლოდ წყალქვეშ შეძლებ

ცხოვრებას.

- მაგრამ არა ამ საშინელ‚ ბინძურ წყალში‚ მამა. აქ მე მოვკვდები. მე ოკეანეში მინდა

ყოფნა.

სალვატორმა კინაღამ ამოიგმინა.

Page 147: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- იხტიანდრ‚ მე ყველაფერს გავაკეთებ‚ რომ ჩქარა გაგათავისუფლო ამ საპატიმროდან.

გამხნევდი!

და სალვატორმა ჭაბუკს მხარზე ხელი გამამხნევებლად მოუთათუნა და თავის

საკანში გავიდა.

სალვატორი ვიწრო მაგიდასთან‚ ტაბურეტზე ჩამოჯდა და ღრმა ფიქრებში ჩაიძირა.

როგორც ყოველ ქირურგს‚ მარცხი მასაც განუცდია. სანამ საკუთარი შეცდომების

შედეგად სრულყოფილებას მიაღწევდა‚ მისი დანის ქვეშ დაღუპულ ადამიანთა

რიცხვი არც ისე მცირე იყო‚ მაგრამ არასდროს არ უფიქრია ამ მსხვერპლთა ბედზე.

დაიღუპნენ ათეულები‚ გადარჩნენ ათასეულები. ეს არითმეტიკა მას სავსებით

აკმაყოფილებდა.

მაგრამ იხტიანდრის ბედისთვის თავს პასუხისმგებლად თვლიდა. იხტიანდრი მისი

სიამაყე იყო. ეს ჭაბუკი მას უყვარდა‚ როგორც თავისი საკუთარი ნახელავი. ამას

გარდა‚ ის შეეჩვია იხტიანდრს და შვილივით უყვარდა. ახლა კი იხტიანდრის

ავადმყოფობა და მისი შემდგომი ბედი აწუხებდა‚ ახალ საზრუნავს უჩენდა

სალვატორს.

საკნის კარზე დააკაკუნეს.

- შემოდით‚ - გასძახა სალვატორმა.

- ხომ არ შეგაწუხებთ‚ ბატონო პროფესორო? - ჩუმად იკითხა ციხის ზედამხედველმა.

- სრულიადაც არა‚ - უპასუხა სალვატორმა და ფეხზე წამოდგა‚ - როგორ გრძნობენ

თავს ცოლი და ბავშვი?

- გმადლობთ‚ მშვენივრად. სიდედრთან გავგზავნე. აქედან შორს‚ ანდებში...

- ჰო‚ მთის ჰაერი მოუხდებათ‚ - უპასუხა სალვატორმა.

ზედამხედველი არ გადიოდა. სალვატორთან ისე მივიდა‚ რომ ცალი თვალი კარისკენ

ეჭირა‚ და ჩუმად უთხრა:

- პროფესორო! ცოლის გადარჩენას თქვენ უნდა გიმადლოდეთ. მე ისე მიყვარს ის‚

როგორც...

- მადლობას ნუ მიხდით. ეს ჩემი მოვალეობაა.

- არ მინდა თქვენგან დავალებული დავრჩე‚ - უპასუხა ზედამხედველმა‚ - მაგრამ

მარტო ეს არ არის საქმე. მართალია‚ დიდი განათლების კაცი არ ვარ‚ მაგრამ გაზეთებს

მაინც ვკითხულობ და ვიცი‚ ვინც არის პროფესორი სალვატორი. არ შეიძლება იმის

დაშვება‚ რომ ასეთი კაცი საპატიმროში მაწანწალებთან და ავაზაკებთან ერთად

იმყოფებოდეს.

Page 148: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- ჩემმა სწავლულმა მეგობრებმა‚ - ჩაილაპარაკა ღიმილით სალვატორმა‚ - ვგონებ‚

მიაღწიეს იმას‚ რომ‚ როგორც შეშლილი‚ სანატორიუმში მომათავსონ.

- საპატიმროს სანატორიუმი ხომ იგივე საპატიმროა‚ - შეესიტყვა ზედამხედველი‚ -

თითქმის უარესიც. ავაზაკების ნაცვლად თქვენ ირგვლივ გიჟები იქნებიან.

სალვატორი გიჟებს შორის! არა‚ არა‚ არ შეიძლება‚ რომ ეს მოხდეს.

ზედამხედველმა ხმას დაუწია და ჩურჩულით განაგრძო:

- მე ყველაფერი მოვიფიქრე: ოჯახი ტყუილ-ბრალოდ კი არ გამიგზავნია მთებში. ახლა

თქვენ გაგაპარებთ და თვითონაც მივიმალები. ეს სამუშაო მეზიზღება‚ მაგრამ რა

მექნა‚ გაჭირვებამ აქ შემომაგდო. მე ვერ მიპოვიან‚ თქვენ კი... თქვენ გაემგზავრებით

ამ დაწყევლილი ქვეყნიდან. ქვეყნიდან‚ სადაც საქმეებს მღვდლები და ვაჭრები

განაგებენ. და‚ აი‚ კიდევ‚ რა მინდოდა მეთქვა თქვენთვის‚ - განაგრძო მან მცირე

ყოყმანის შემდეგ‚ - სამსახურებრივი საიდუმლოება‚ სახელმწიფო საიდუმლოება

უნდა გავცე...

- შეგიძლიათ არ გასცეთ‚ - შეაწყვეტინა სალვატორმა.

- კი‚ მაგრამ... არ შემიძლია... უწინარეს ყოვლისა‚ არ შემიძლია იმ საშინელი ბრძანების

შესრულება‚ რომელიც მივიღე. სინდისი მთელი სიცოცხლე გამაწამებდა. მაგრამ თუ

გავცემ ამ საიდუმლოებას‚ სინდისი არ შემაწუხებს. თქვენ ისე ბევრი გააკეთეთ

ჩემთვის‚ ისინი კი... არანაირ მოვალეობას მე არ ვგრძნობ უფროსების წინაშე. იმ

უფროსების წინაშე‚ რომელნიც ცდილობენ‚ დანაშაულში მეც ჩამითრიონ.

- ნუთუ? - მოკლედ შეეკითხა სალვატორი.

- დიახ. გავიგე‚ რომ იხტიანდრს არ მისცემენ არც ბალთაზარს და არც მეურვე

ზურიტას. თუმცა ზურიტას ქაღალდი უკვე აქვს‚ მაგრამ ზურიტაც მიუხედავად უხვი

ქრთამებისა‚ ვერ მიიღებს მას‚ იმიტომ‚ რომ... გადაწყვიტეს‚ იხტიანდრი მოკლან.

სალვატორი ოდნავ შეირხა.

- მაშ ასე?! განაგრძეთ!

- დიახ. იხტიანდრის მოკვლა უნდათ და ამას ყველაზე მეტი დაჟინებით ეპისკოპოსი

მოითხოვდა‚ მიუხედავად იმისა‚ რომ ერთხელაც არ წამოსცდენია სიტყვა „მოკვლა“.

შხამი მომცეს. ციანიტი უნდა იყოს. ამაღამ იხტიანდრის აუზის წყალს შხამი უნდა

შევურიოთ. საპატიმროს ექიმი უკვე მოსყიდულია. ის დაადგენს‚ რომ იხტიანდრი

დაღუპა თქვენ მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ‚ რის შედეგადაც ის ამფიბიად იქცა. თუ

ბრძანება არ შევასრულე‚ მკაცრად მომექცევიან და მე ხომ ოჯახი მაქვს... შემდეგ ისინი

მეც მომკლავენ და ეს არავის ეცოდინება. მე მთლიანად მათ ხელში ვარ. წარსულში

დანაშაული მქონდა... მცირედი... თითქმის შემთხვევითი... სულ ერთია‚ გადავწყვიტე

გავიქცე და საამისოდ ყველაფერი მზად მაქვს‚ მაგრამ არ შემიძლია‚ იხტიანდრის

Page 149: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

მოკვლა არ მინდა. ორივეს ხსნა - თქვენი და იხტიანდრისაც - ასე მოკლე ვადაში

ძალზე ძნელია‚ თითქმის შეუძლებელიც‚ მაგრამ მარტო თქვენი ხსნა შემიძლია. მე

ყველაფერი მოვისაზრე. იხტიანდრი მეცოდება‚ მაგრამ თქვენი სიცოცხლე უფრო

საჭიროა. თქვენი ხელოვნებით თქვენ შეგიძლიათ სხვა იხტიანდრი შექმნათ‚ მაგრამ

მეორე სალვატორს ქვეყანაზე ვერავინ გააჩენს.

სალვატორი ზედამხედველთან მივიდა‚ ხელი ჩამოართვა და უთხრა:

- მადლობელი ვარ‚ მაგრამ ამ მსხვერპლის მიღება არ შემიძლია. შესაძლოა‚

დაგიჭირონ და პასუხისგებაში მიგცენ.

- არანაირი მსხვერპლი! ყველაფერი მოფიქრებული მაქვს.

- მოითმინეთ. მე ეს მსხვერპლი არ შემიძლია მივიღო ჩემთვის... მაგრამ თუ

იხტიანდრს იხსნით‚ ჩემთვის ეს იმაზე მეტი იქნება‚ ვიდრე ჩემი გათავისუფლება. მე

ჯანმრთელი ვარ‚ ღონიერი და ყველგან ვიპოვი მეგობრებს. ისინი დამეხმარებიან‚

რომ აქაურობას თავი დავაღწიო და გავთავისუფლდე. იხტიანდრის ხსნა კი

დაუყოვნებლივ არის საჭირო.

- ამას ვიღებ‚ როგორც თქვენს ბრძანებას‚ - თქვა ზედამხედველმა.

როდესაც ის საკნიდან გავიდა‚ სალვატორმა ღიმილით ჩაილაპარაკა:

- ასე სჯობს. დაე‚ ეს განხეთქილების ვაშლი ნურავის ნუ ერგება.

სალვატორმა ოთახში გაიარ-გამოიარა და მერე ჩუმად ჩაილაპარაკა: საწყალი ბიჭი.

მაგიდასთან მივიდა‚ რაღაც დაწერა‚ შემდეგ კარს მიუახლოვდა და დააკაკუნა.

- დამიძახეთ საპატიმროს ზედამხედველს.

როცა ზედამხედველი მოვიდა‚ სალვატორმა უთხრა:

- ერთი სათხოვარი კიდევ მაქვს. ხომ არ შეგიძლიათ საქმე ისე მომიწყოთ‚ რომ

იხტიანდრი ვინახულო‚ - უკანასკნელად ვინახულო?

- ამაზე ადვილი აბა‚ რა უნდა იყოს?! უფროსებიდან აქ არავინაა. მთელი საპატიმრო

ჩემს განკარგულებაშია.

- ჩინებულია! ჰო‚ მართლა‚ კიდევ ერთი თხოვნა მაქვს.

- მთლიანად თქვენს განკარგულებაში ვარ.

- თუ იხტიანდრს გაათავისუფლებთ‚ ამით ჩემთვის ძალიან ბევრს გააკეთებთ.

- პროფესორო‚ მე თქვენგან ისე ვარ დავალებული...

Page 150: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- დავუშვათ‚ რომ ჩვენ ბარიბარში ვართ‚ - გააწყვეტინა სიტყვა სალვატორმა‚ - მაგრამ

მე შემიძლია და მინდა თქვენს ოჯახს დავეხმარო. აი‚ ბარათი‚ აქ მხოლოდ

მისამართია და ერთი ასო: „შ“ - სალვატორი. მიდით ამ მისამართზე. ის ერთგული

კაცია‚ და თუ თქვენთვის საჭირო იქნება დროებით თავი შეაფაროთ‚ ანდა‚ ვინ იცის‚

იქნებ ფულიც დაგჭირდეთ...

- კი‚ მაგრამ...

- არავითარი მაგრამ. ჩქარა წამიყვანეთ იხტიანდრთან.

იხტიანდრს გაუკვირდა‚ როცა სალვატორი მის საკანში შევიდა. ჭაბუკს თავის დღეში

არ ენახა ის ასე დარდიანი და ნაზი‚ როგორიც ახლა იყო.

- იხტიანდრ‚ ჩემო შვილო‚ - უთხრა სალვატორმა‚ - შესაძლოა‚ ჩვენ უფრო ადრე

დავშორდეთ ერთმანეთს‚ ვიდრე ვფიქრობდი და‚ შესაძლოა‚ დიდი ხნითაც. შენი

ბედი მაწუხებდა. ათასი საშიშროება გემუქრება. თუ აქ დარჩები‚ შეიძლება დაიღუპო‚

უკეთეს შემთხვევაში‚ ზურიტას ან რომელიმე მისი მსგავსი მტაცებლის ტყვე იქნები.

- შენ რაღა მოგივა‚ მამა?!

- სასამართლო‚ რა თქმა უნდა‚ პატიმრობას მომისჯის და ციხეში ჩამსვამენ‚ სადაც‚

ალბათ‚ ორი წელი და‚ შეიძლება‚ მეტხანსაც მომიწიოს ჯდომა. იმ დროის

განმავლობაში‚ სანამ მე ციხეში ვიქნები‚ შენ უშიშარ ადგილზე უნდა იმყოფებოდე‚

და‚ რაც შეიძლება აქედან შორს. ასეთი ადგილი არის‚ მაგრამ აქედან ის ძალიან

შორსაა‚ სამხრეთ ამერიკის მეორე მხარეს - დასავლეთით‚ წყნარ ოკეანეში‚ ტუამოტუს

ანუ დაბალ კუნძულებზე. იქამდე მისვლა ეგრე ადვილი არ იქნება‚ მაგრამ გზის

ყოველგვარი ხიფათი იმასთან შედარებით‚ რაც შინ‚ ლა-პლატას ყურეში‚ მოგელის‚

არაფერია. და მაინც‚ იმ კუნძულზე მისვლა უფრო ადვილია‚ ვიდრე ცბიერი მტრის

ბადეებისა და მახეებისგან თავის დაღწევა.

აბა‚ რომელი გზა დაგისახო? შეგიძლია‚ გაემართო დასავლეთით და სამხრეთ

ამერიკას ჩრდილოეთიდან ან სამხრეთიდან შემოუარო. ორივე გზას აქვს თავისი

ღირსებაც და ნაკლიც. ჩრდილოეთის გზა ცოტა უფრო გრძელია. ამას გარდა‚ თუ ამ

გზას აირჩევდი‚ პანამის არხით ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში უნდა გაცურო

და ეს კი სახიფათოა. ვინ იცის‚ იქნებ კიდევაც დაგიჭირონ‚ განსაკუთრებით რაბებში‚

ანდა მცირე გაუფრთხილებლობის შედეგად შეიძლება გემმა გაგსრისოს. არხი არც ისე

განიერია და არც ღრმაა. მისი ყველაზე დიდი სიგანე ოთხმოცდათერთმეტი მეტრია.

სიღრმე კი - თორმეტ-ნახევარი. უახლოესი კონსტრუქციის‚ ღრმად ჩამჯდარი

საოკეანო გემები აქ ხერხემლით თითქმის ფსკერს ეხებიან.

სამაგიეროდ‚ მთელი გზა თბილ წყალში იცურებდი. ამას გარდა‚ პანამის არხიდან

დასავლეთისკენ სამი დიდი საოკეანო გზა მიემართება: ორი - ზელანდიისკენ‚ ერთი -

ფიჯის კუნძულებისკენ და კიდევ იქით. საშუალო გზას თუ აირჩევ და გემებსაც

Page 151: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

თვალყურს ადევნებ‚ შეგიძლია ერთ მათგანს ხელით ჩაეჭიდო და თითქმის მიაღწევ

იმ ადგილამდე. ასეა თუ ისე‚ ახალი ზელანდიისკენ გამართული გზა ტუამოტუს

არქიპელაგის ზოლის გავლას გულისხმობს‚ ოღონდ ოდნავ ჩრდილოეთისკენ გასვლა

დაგჭირდება.

გზა სამხრეთი ნაპირიდან უფრო ახლოა‚ მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ იქ სამხრეთის ცივ

წყლებში მოგიწევს ცურვა‚ მოტივტივე ყინულების საზღვართან‚ განსაკუთრებით

მაშინ‚ თუ ცეცხლოვან მიწაზე ჰორნის კონცს ირგვლივ შემოუვლი. ეს კონცხი

სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი სანაპიროა. მაგელანის სრუტე კი მეტად

ქარიშხლიანია. შენთვის ის‚ რა თქმა უნდა‚ ისე საშიში არ არის‚ როგორც

ხომალდებისა და გემებისთვის‚ მაგრამ მაინც სახიფათოა. იალქნიანი

ხომალდებისთვის ერთ დროს ის ნამდვილი სასაფლაო იყო. აღმოსავლეთით ეს

სრუტე განიერია‚ დასავლეთით - ვიწრო‚ კლოდვანი და მომცრო კუნძულებით

მოფენილი. დასავლეთის უძლიერესი ქარები წყალს აღმოსავლეთისკენ ერეკება‚

მაშასადამე‚ შენს შემხვედრად. ასეთ მორევში კაცი წყალქვეშაც კი შეიძლება

დაიმტვრეს.

ამიტომ‚ გირჩევ‚ გზა დაიგრძელო და ჰორნის კონცხს შემოუარო‚ მაგელანის სრუტის

გადაცურვას ეს სჯობია. ოკეანის წყალი თანდათანობით ცივდება და‚ იმედი მაქვს‚

მას თანდათან შეეგუები და კარგად იქნები. საზრდოს მარაგზე ზრუნვა არ

დაგჭირდება‚ ის ყოველ წუთს შენს ხელთ იქნება ისევე‚ როგორც წყალი.

ბავშვობიდანვე ზღვის წყლის სმას შეჩვეული ხარ და შენს ჯანმრთელობას ეს

სრულიადაც არ დააზიანებს.

გზის გაგნება ჰორნის კონცხიდან ტუამოტუს კუნძულებამდე შენთვის უფრო ძნელი

იქნება‚ ვიდრე პანამის არხიდან. ჰორნის კონცხის ჩრდილოეთით არ არის ისეთი

საოკეანო გზები‚ რომ გემების დიდი მოძრაობა იყოს. მე გაგაცნობ ზუსტ გრძედსა და

განედს. შენ განსაზღვრავ მათ საგანგებო ხელსაწყოებით‚ რომელნიც‚ ჩემი შეკვეთით‚

შენთვის არის დამზადებული. მაგრამ ეს ხელსაწყოები‚ ცოტა არ იყოს‚ დაგამძიმებენ

და ხელს შეგიშლიან‚ რომ თავისუფლად იმოძრაო...

- მე თან ლიდინგს წავიყვან. ტვირთს ზურგით ის წამოიღებს. განა შემიძლია‚

ლიდინგს დავშორდე? ალბათ‚ ის ახლაც დარდობს ჩემზე.

- ვინ იცის‚ ვინ ვისზე უფრო დარდობს‚ - ისევ გაეღიმა სალვატორს‚ - მაშ ასე‚

ლიდინგი. ჩინებულია‚ ტუამოტუს კუნძულებამდე მიატან. მხოლოდ მარჯნის

განცალკევებული კუნძულის მოძებნა დაგჭირდება. აი‚ ნიშნებიც. მასზე აღმართული

ანძა‚ ანძაზე კი ფლუგერის სახით გამოყვანილი დიდი თევზია. დამახსოვრება ძნელი

არ არის. შეიძლება ამ კუნძულის ძებნას მთელი თვე მოანდომო ან იქნებ‚ ორიც‚ ან

სამი‚ მერე რა უშავს. წყალი იქ თბილია და ხამანწკებიც ბლომადაა.

Page 152: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

სალვატორმა იხტიანდრი მოთმინებით მოსმენას მიაჩვია. მაგრამ როდესაც ის თავის

ახსნა-განმარტრებებში ამ ადგილამდე მივიდა‚ იხტიანდრმა ვერ მოითმინა.

- მერე რას ვიპოვი იქ‚ იმ თევზ-ფლუგერიან კუნძულზე?

- მეგობრებს‚ ერთგულ მეგობრებს‚ მათ ზრუნვასა და ალერსს‚ - უპასუხა სალვატორმა‚

- იქ ცხოვრობს ჩემი ძველი მეგობარი‚ - მეცნიერი არმან ვილბუა‚ ფრანგი‚ ცნობილი

ოკეანოგრაფი. მე დიდი ხნის წინათ გავიცანი და დავუმეგობდრი მას‚ როცა ევროპაში

ვიყავი. არმან ვილბუა მეტად საინტერესო კაცია‚ მაგრამ ახლა დრო არ მაქვს‚ ეს

გიამბო. იმედი მაქვს‚ თვითონ გაიცნობ და გაიგებ მის ამბავსაც‚ რომელმაც ის წყნარ

ოკეანეში განცალკავებულ კუნძულზე დაასახლა. მაგრამ მარტოხელა კაცი როდია. ის

ცოლთან ერთად ცხოვრობს. ერთი სათნო‚ კეთილი ქალია. ქალ-ვაჟი მათ იმ

კუნძულზე შეეძინათ. ქალი ჩვიდმეტი წლისა თუ იქნება‚ ვაჟი კი - ოცდახუთის.

ჩემი წერილებით ისინი შენ კარგად გიცნობენ და დარწმუნებული ვარ‚ ისე

მიგიღებენ‚ როგორც მკვიდრ... - სალვატორს ენა წაუბორძიკდა‚ - რა თქმა უნდა‚

დროის მეტი წილის წყალში გატარება მოგიწევს‚ მაგრამ მეგობრული

შეხვედრებისთვის და საბაასოდ‚ შეგიძლია დღეში რამდენიმე საათით ნაპირზე

გამოსვლაც. შეიძლება‚ ჯანმრთელობა ისევ გაგიუმჯობესდეს და წინანდებურად

შეძლო ჰაერზე ისევე დიდხანს ყოფნა‚ როგორც წყალში.

შენ კი არმან ვიბლუას უცვლელი თანაშემწე იქნები სამეცნიერო მუშაობაში‚

ოკეანოგრაფიის საქმეში. ის‚ რაც შენ ოკეანესა და მის ბინადრებზე იცი‚ ათეულ

პროფესორს ეყოფოდა‚ - სალვატორს გაეცინა‚ - ის საოცარი ექსპერტები

სასამართლოში შაბლონურად გეკითხებოდნენ‚ დღეს რა დღეა‚ რა თვე‚ რა რიცხვიო

და შენც პასუხს ვერ აძლევდი. ვერ პასუხობდი მხოლოდ იმიტომ‚ რომ ყველაფერი ეს

შენთვის ინტერესმოკლებული კითხვები იყო. მათ რომ ეკითხათ‚ თუნდაც წყალქვეშა

დინებაზე‚ წყლის ტემპერატურებზე‚ ლა-პლატას ყურესა და მის ახლომახლო

წყლებში სიმლაშის შესახებ‚ შენი პასუხებიდან მთელი სამეცნიერო ტომის შედგენა

შეიძლებოდა. რამდენად მეტი რამ შეგიძლია გაიგო და შემდეგ ეს ცოდნა ხალხს

გადასცე‚ თუ შენი წყალქვეშა ექსკურსიების ხელმძღვანელი ისეთი გამოცდილი კაცი

და ბრწყინვალე მეცნიერი იქნება‚ როგორიც არმან ვილბუაა! თქვენ ორნი‚ მე ამაში

დარწმუნებული ვარ‚ ოკეანოგრაფიაში ისეთ ნაშრომს შექმნით‚ რომლებიც ამ

მეცნიერების განვითარებაში მთელი ეპოქა იქნება‚ ქვეყნიერებას გააოცებს. შენი

სახელი არმან ვილბუას სახელის გვერდით იქნება მოხსენიებული. მე მას კარგად

ვიცნობ და ამას თვითონვე მოისურვებს. შენ დიდ სამსახურს გაუწევ მეცნიერებას და

ამით მთელ კაცობრიობასაც.

მაგრამ თუ აქ დარჩები‚ გაიძულებენ‚ ემსახურო უმეცარ‚ ანგარებით აღსავსე

ადამიანთა ქვენა გრძნობებს. დარწმუნებული ვარ‚ ატოლას სუფთა და გამჭვირვალე

წყლებსა და არმან ვილბუას ოჯახში შენ წყნარ ნავსაყუდელს იპოვი და ბედნიერიც

იქნები.

Page 153: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

კიდევ ერთს გირჩევ: როგორც კი ოკეანეში აღმოჩნდები - ეს კი შესაძლოა‚ ამაღამაც

მოხდეს‚ - წყალქვეშა გვირაბით დაუყოვნებლივ შინ გასცურე‚ იქ ახლა მხოლოდ

ერთგული ჯიმია‚ გამოართვი სანავიგაციო ინსტრუმენტები‚ დანა და რაც

დაგჭირდეს. მერე ლიდინგი მოძებნე და გზას გაუდექი‚ სანამ ოკეანეს მზე

გაანათებდეს.

მშვიდობით‚ იხტიანდრ! არა‚ ნახვამდის!

სალვატორი იხტიანდრს გადაეხვია და მაგრად აკოცა. მერე ჭაბუკს ღიმილით მხარზე

ხელი მოუთათუნა და უთხრა:

- ასეთი ვაჟკაცი არსად დაიკარგება! - და ოთახიდან სწრაფად გავიდა.

გაპარვა

ოლსენი ის იყო ღილების ფაბრიკიდან დაბრუნდა და სადილად დაჯდა‚ რომ კარზე

ვიღაცამ დააკაკუნა.

- ვინ არის? - დაიძახა ოლსენმა უკმაყოფილოდ‚ რომ ხელი შეუშალეს.

- კარი გაიღო და ოთახში გუტიერე შემოვიდა.

- გუტიერე! შენ? აქ საიდან გაჩნდი? - წამოიყვირა გაკვირვებულმა და გახარებულმა

ოლსენმა‚ თან სკამიდან წამოდგა.

- გამარჯობა‚ ოლსენ! - უთხრა გუტიერემ‚ - განაგრძე სადილობა‚ - და კარზე

მიყრდნობილმა გუტიერემ თქვა:

- აღარ შემიძლია ქმართან და დედამისთან ცხოვრება... ზურიტა ისე გათავხედდა‚ რომ

ხელით შემეხო. მე გამოვიქეცი‚ სულ წამოვედი‚ ოლსენ.

ამ ახალმა ამბავმა ოლსენს სადილი შეაწყვეტინა.

- აი‚ ახალი ამბავიც ამას ჰქვია‚ - წამოიძახა‚ - დაჯექი! ფეხზე ძლივს დგახარ. მაინც‚ ეს

როგორ? შენ არ ამბობდი‚ რაც ღმერთმა შეაკავშირა‚ ადამიანმა არ უნდა გათიშოსო?

უნდა გასცილდე? მით უკეთესი. ამ ამბავმა ძალიან გამახარა. მამას დაუბრუნდი?

- მამამ არაფერი იცის. ზურიტა მამასთან მიპოვიდა და ისევ წამიყვანდა. ერთ

ამხანაგთან ვარ.

- შემდეგ... შემდეგ რას აპირებ?

- ქარხანაში ვიმუშავებ. ოლსენ‚ ერთი რამ უნდა გთხოვო‚ დამეხმარე‚ რომ ქარხანაში

სამუშაოდ მოვეწყო... სულ ერთია‚ რა სამუშაოც უნდა იყოს.

Page 154: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

ოლსენმა თავი მწუხარედ გააქნია.

- ახლა ეს ძალიან ძნელია... თუმცა მე‚ რა თქმა უნდა‚ ვეცდები‚ - და ცოტა ხნის ფიქრის

შემდეგ. დაუმატა: - შენი ქმარი რას იტყვის?

- ჩემთვის ის აღარ არსებობს.

- ჰო‚ მაგრამ შენი ქმარი ხომ მოისურვებს გაიგოს‚ სად იმყოფება მისი ცოლი.

- მერე რა... თუ ასეა‚ კანადაში‚ ალასკაზე გავემგზავრები...

- გრენლანდიაში‚ ჩრდილოეთ პოლუსზე! - და ოლსენმა ახლა სერიოზულად უთხრა: -

მოდი‚ ერთი კარგად ავწონ-დავწონოთ ეს საქმე. შენი აქ დარჩენა სახიფათოა.

თვითონაც დიდი ხანია ვფიქრობ‚ აქედან წავიდე. რა მომარბენინებდა აქ‚ ლათინურ

ამერიკაში? აქ ჯერ კიდევ ძლიერია სამღვდელოება. ვწუხვარ‚ რომ მაშინ ვერ

მოვახერხეთ გაქცევა. ზურიტამ მოასწრო და შენი თავი მომტაცა. ჩვენი ბილეთები და

ფულიც ამგვარად დაიკარგა. ახლა‚ ალბათ‚ ჩემი არ იყოს‚ არც შენა გაქვს ევროპამდე

გემით სამგზავრო ფული. მაგრამ ჩვენთვის ხომ აუცილებელი არ არის‚ რომ

პირდაპირ ევროპაში გავემგზავროთ? თუ ჩვენ‚ - მე ვამბობ „ჩვენო“‚ იმიტომ‚ რომ მე

შენ არ მიგატოვებ‚ სანამ უხიფათო ადგილას არ იქნები‚ - თუ ჩვენ მეზობელ

პარაგვაიმდე ან‚ კიდევ უკეთესი‚ ბრაზილიამდე მივაღწიეთ‚ მაშინ ზურიტას

გაუჭირდება შენი კვალის პოვნა და‚ ამგვარად‚ საკმაო დროც გვექნება‚ შტატებში‚

ანდა ევროპაში გასამგზავრვებლად მოვემზადოთ... იცი‚ რომ ექიმი სალვატორი

იხტიანდრთან ერთად საპატიმროშია?

- იხტიანდრი? გამოჩნდა თუ? რატომ არის საპატიმროში გამომწყვდეული? შეიძლება

ვინახულო? - მიაყარა ოლსენს კითხვები გუტიერემ.

- ჰო‚ იხტიანდრი საპატიმროშია და‚ შეიძლება ისევ ზურიტას მონად იქცეს. რაღაც

უაზრო სასამართლო პროცესი მოაწყვეს‚ უაზრო ბრალდებები წაუყენეს სალვატორსა

და იხტიანდრს.

- ეს საშინელებაა! არ შეიძლება როგორმე ვიხსნათ?

- მე მუდამ ვცდილობდი ამას‚ თუმცა უშედეგოდ. მაგრამ მოულოდნელად ჩვენს

მოკავშირედ თვითონ საპატიმროს ზედამხედველი აღმოჩნდა. იხტიანდრი ამაღამ

უნდა გავათავისუფლოთ. ეს-ეს არის ორი მოკლე ბარათი მივიღე‚ ერთი

სალვატორისგან და მეორეც საპატიმროს ზედამხედველისგან.

- მე იხტიანდრის ნახვა მინდა‚ - თქვა გუტიერემ. - შეიძლება‚ მეც შენთან ერთად

წამოვიდე?

ოლსენი ჩაფიქრდა.

- მგონია‚ რომ არა‚ - უპასუხა მან‚ - შენთვის ისა სჯობს‚ რომ იხტიანდრი არ ინახულო.

Page 155: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

- რატომ?

- იმიტომ‚ რომ იხტიანდრი ავადაა‚ როგორც ადამიანი‚ მაგრამ როგორც თევზი‚

ჯანსაღადაა.

- ვერაფერი გამიგია...

- იხტიანდრს ჰაერით სუნთქვა უკვე აღარ შეუძლია. ჰოდა‚ რა იქნება‚ რომ ისევ

გნახოს? მისთვის ეს ძალიან მძიმედ გადასატანი იქნება და შესაძლებელია‚

შენთვისაც. იხტიანდრი მოინდომებს შენს ხშირად ნახვას‚ ეს კი მას საბოლოოდ

დაღუპავს.

გუტიერემ თავი ჩაღუნა.

- ჰო‚ თითქოს მართალი უნდა იყო... - თქვა ფიქრის შემდეგ.

- მას და ყველა დანარჩენ ადამიანებს შორის გაჩნდა ერთი გადაულახავი ზღუდე -

ოკეანე. იხტიანდრი განწირულია. ამიერიდან წყალი ხდება მისი ერთადერთი

მშობლიური სტიქია.

- კი მაგრამ‚ როგორღა იცხოვრებს იქ? მარტოდმარტო უსაზღვრო ოკეანეში‚ თევზებსა

და ზღვის ურჩხულებს შორის?

-ის ბედნიერი იყო თავის წყალქვეშა ქვეყანაში‚ სანამ...

გუტიერე გაწითლდა.

- და ახლა‚ რაღა თქმა უნდა‚ ვერ იქნება ისე ბედნიერი‚ როგორც წინათ.

- გაჩუმდი‚ ოლსენ‚ - თქვა მწუხარებით გუტიერემ.

- მაგრამ დრო ყველაფერს კურნავს. შესაძლოა‚ ხელახლა იპოვოს დაკარგული

სიმშვიდე და ასე იცხოვრებს ის თევზებსა და ზღვის ურჩხულებს შორის. ხოლო თუ

ზვიგენმა დღე არ მოუსწრაფა‚ სიბერემდე მიატანს და გაჭაღარავებასაც მოესწრება...

სიკვდილი? სიკვდილი ყველგან ერთნაირია...

ღამდებოდა. ოთახში თითქმის ჩამობნელდა.

- დროა‚ - თქვა ოლსენმა და ფეხზე წამოდგა.

გუტიერეც ადგა.

- არ შეიძლება‚ შორიდან მაინც შევხედო? - შეეკითხა გუტიერე.

- რა თქმა უნდა‚ შეიძლება‚ თუ შენს იქ ყოფნას არ გაამჟღავნებ.

- კარგი. პირობას გაძლევ.

Page 156: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

უკვე ბნელოდა‚ როდესაც წყლის მზიდავის ტანსაცმელში გამოწყობილი ოლსენი

საპატიმროს ეზოში შევიდა კორონელ დიასის მხრიდან.

- სად მიდიხარ?

- „ეშმაკისთვის“ ზღვის წყალი მიმაქვს‚ - უპასუხა ოლსენმა‚ როგორც ეს საპატიმროს

ზედამხედველმა ასწავლა.

ყველა დარაჯმა იცოდა‚ რომ საპატიმროში არაჩვეულებრივი პატიმარი - „ზღვის

ეშმაკი“ იყო მოთავსებული. ეს „ეშმაკი“ ზღვის წყლით ავსებულ აუზში იჯდა‚ რადგან

მტკნარ წყალს ვერ იტანდა. დროდადრო მას ამ ზღვის წყალს უცვლიდნენ. წყალი

ფორანზე დადგმული კასრით მოჰქონდათ ხოლმე.

ოლსენი საპატიმროს შენობასთან მივიდა და კუთხეში შეუხვია‚ სადაც სამზარეულო

და მოსამსახურეებისთვის საპატიმროში შესასვლელი კარი იყო. ზედამხედველმა

ყველაფერი მოამზადა. დარაჯები‚ რომლებიც ჩვეულებრივ დერეფანსა და

შესასვლელთან იდგნენ‚ სხვადასხვა მიზეზებით აქეთ-იქით გაგზავნ-გამოგზავნა და

იხტიანდრი ზედამხედველის თანხლებით თავისუფლად გამოვიდა საპატიმროდან.

- აბა‚ ჩახტი ჩქარა კასრში! - უთხრა ზედამხედველმა.

იხტიანდრს არ დაუყოვნებია.

- წავედით!

ოლსენმა სადავეები მოზიდა და საპატიმროს ეზოდან გავიდა. მერე ავენი ლა

ალვარით აუჩქარებლად გაემართა და რიტეროს საბარგო სადგურს ჩაუარა.

მათ კვალდაკვალ‚ შორიახლოს‚ ქალის აჩრდილი გამოკრთოდა.

როცა ოლსენი ქალაქიდან გავიდა‚ ღამე იყო‚ უკვე ბნელდებოდა. გზა ზღვის პირს

ჩასდევდა. ქარი ძლიერდებოდა. ტალღები ნაპირს ეხეთქებოდნენ და ხმაურით

ქვებზე იმსხვრეოდნენ.

ოლსენმა მიიხედ-მოიხედა. გზაზე არავინ ჩანდა‚ მხოლოდ შორიდან სწრაფად

გამოქანებული ავტომობილის ფარები ბრწყინავდნენ. „სჯობს ჩაიაროს“.

გუგუნითა და თვალისმომჭრელი შუქის ელვარებით მანქანა ქალაქისკენ გაქანდა და

სადღაც შორს გაუჩინარდა.

„დროა!“ - ოლსენი მობრუნდა და გუტიერეს ანიშნა‚ რომ ღორღს ამოფარებოდა. მერე

კასრზე დააკაკუნა და დაიძახა:

- მოვედით! ამოძვერი!

Page 157: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

კასრიდან იხტიანდრის თავი გამოჩნდა‚ იქეთ-აქეთ მიიხედ-მოიხედა‚ მერე კასრიდან

სწრაფად ამოძვრა და მიწაზე გადმოხტა.

- გმადლობთ‚ ოლსენ‚ - უთხრა ჭაბუკმა და სველი ხელით გოლიათს ხელი მაგრად

ჩამოართვა.

იხტიანდრს თითქოს სული ეხუთებაო‚ ხშირ-ხშირად სუნთქავდა.

- არაფრის‚ მშვიდობით! ფრთხილად იყავი‚ ნაპირთან ახლოს ნუ მიცურდები‚ ხალხს

მოერიდე‚ რომ ისევ ტყვედ არ ჩავარდე.

ოლსენმაც კი არ იცოდა‚ რა ბრძანება ჰქონდა მიღებული იხტიანდრს სალვატორისგან.

- ჰო‚ ჰო‚ - სულშეგუბებით თქვა იხტიანდრმა‚ - შორს‚ შორს გავცურავ‚ მარჯნის

კუნძულებისკენ‚ სადაც არც ერთი გემი არ მიდის. გმადლობთ‚ ოლსენ! - და ჭაბუკი

გაიქცა.

უკვე ტალღებთან მისულმა მოიხედა და დაიყვირა:

- ოლსენ‚ ოლსენ! თუ ოდესმე გუტიერე ნახოთ‚ ჩემგან მოკითხვა გადაეცით და

უთხარით‚ რომ მუდამ‚ მუდამ მემახსოვრება.

ჭაბუკი ზღვაში გადაეშვა და დაიყვირა:

- მშვიდობით‚ გუტიერე! - და წყალში ჩაყვინთა.

- მშვიდობით‚ იხტიანდრ... - ჩუმად უპასუხა გუტიერემ‚ რომელიც ღორღნარს

მოფარებოდა.

ქარი ისე გაძლიერდა‚ რომ კაცს ფეხზე დგომა უჭირდა‚ ზღვა ბორგავდა‚ სილა

ნაპირზე შიშინებდა და ქვები ხმაურობდა.

ვიღაცამ გუტიერეს ხელზე ხელი მოუჭირა.

- წავიდეთ‚ გუტიერე! - უთხრა ალერსით ოლსენმა.

და გუტიერე შარაგზაზე გაიყვანა.

ქალმა ერთხელ კიდევ მიხედა ზღვას‚ მერე ოლსენის ხელს დაეყრდნო და ქალაქისკენ

წავიდა.

* * *

სალვატორმა სასჯელი მოიხადა‚ შინ დაბრუნდა და ისევ სამეცნიერო მუშაობას

შეუდგა. რაღაც შორეული მგზავრობისთვის ემზადება.

ქრისტო ისევ მასთან განაგრძობს მუშაობას.

Page 158: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚
Page 159: წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა საიტმა · ახალგაზრდა მაძიებლებს‚

[3] გურონა - ამერიკელ ინდიელთა ტომი (ავტორის შენიშვნა).

[4] კონრად გესნერი - XVI საუკუნის გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი. დაწერა „წიგნი

ცხოველების შესახებ“. მის გავლენას დიდხანს განიცდიდნენ ნატურალისტები

(ავტორის შეიშვნა).

[5] ლიდინგ - ინგლისურად „წამყვანი“ (ავტორის შენიშვნა).

[6] აგავა - მცენარე წვნიანი‚ მსუქანი ფოთლებით. მისი ბოჭკოებისგან ქსოვილს

ამზადებენ‚ წვენისგან კი - „პულკეს“‚ რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა საყვარელი

სასმელია (ავტორის შენიშვნა).

[7] ტრიტონი - ბერძნული მითოლოგიით‚ ზღვის ტალღის ღმერთია. ზღვის ნიჟარის

ბუკში სულის ბერვით ის ზღვის ღელვას ან იწვევდა‚ ან წყვეტდა. ხშირად მას

დელფინზე მჯდომს გამოსახავდნენ (ავტორის შენიშვნა).

[8] გაუჩო - პამპასებში მცხოვრები ნახევრადველური მწყემსების ტომი. მეტისები

არიან‚ რომლებშიც ინდიელთა სისხლი ჭარბობს, ძალიან კარგი ცხენოსნები (ავტორის

შენიშვნა).

[9] 1810 წლის 25 მაისს ლა-პლატას პროვინციებში შეიქმნა რევოლუციური კავშირი

„ხუნუტ“‚ რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლება დააპატიმრა‚ დროებითი

მთავრობა გამოაცხადა და ესპანეთის სახელმწიფოს გამოეყო (ავტორის შენიშვნა).

[10] მედუზა-გორგონა - მითიური არსება გრძელ‚ გველებშემოვლებული თმით.

[11] პულკერია - სამიკიტნო (ავტორის შენიშვნა).

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა საიტმა: www.ChiaturaINFO.GE

https://www.facebook.com/groups/ELLIB/