32
რეზო რუსიეშვილი, ტარიელ უშარიძე, ვასილ მოთიაშვილი მცირეკონტურიან სათიბებში შეფუთული სენაჟის დამზადება, მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (რეკომენდაცია) თბილისი, 2016 წელი

მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

  • Upload
    others

  • View
    13

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

რეზო რუსიეშვილი, ტარიელ უშარიძე, ვასილ მოთიაშვილი

მცირეკონტურიან სათიბებში შეფუთული სენაჟის

დამზადება, მცირე მექანიზაციის ტექნიკური

საშუალებების გამოყენებით

(რეკომენდაცია)

თბილისი, 2016 წელი

Page 2: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

2

რეკომენდაცია განკუთვნილია საოჯახო და ფერმერული მეურნეობებისათვის, რომელთაც

ჰყავთ 5 სულამდე ფური და ფლობენ 1-2 ჰა მიწის ნაკვეთს, აგრეთვე სოფლის მეურნეობაში

ცხოველის საკვების დამზადებით დასაქმებული სპეციალისტებისა და აგროსაინჟინრო

მიმართულებების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

რეცენზენტები: ლევან თორთლაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ამბროსი ჭკუასელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი.

რედაქტორი: რევაზ მახარობლიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

Page 3: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

3

ტერმინების განმარტება

ანაერობული – ჰერმეტულად დახშული, უჰაერო სივრცე, სადაც ვერ აღწევს ჟანგბადი.

აერობული – ჰაერიანი, ჟანგბადიანი გარემო

ბალახოვანი საკვები – სხვადასხვა ბალახისაგან ერთობლივად დამზადებული საკვები.

ვეგეტაციური ფაზა – ვეგეტაციური პერიოდი - 1) წლის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც

მცენარე იზრდება, მრავლდება. 2) დრო, რომელიც აუცილებელია

მცენარის განვითარების სრული ციკლის გასავლელად.

კაროტინი – მოყვითალო, მონარინჯისფერო პიგმენტი, რომელიც მნიშვნელოვანი

რაოდენობით შედის სტაფილოში, პომიდორში, აგრეთვე კვერცხის

გულში და რძეში, ცხოველის ღვიძლში გარდაიქმნება А ვიტამინად.

პროტეინი – მარტივი ცილა, ფუძე, რომელზედაც იგება ცხოველის, ან მცენარის

ცალკეული ორგანიზმის უჯრედები.

საკვები ერთული – საკვების რაოდენობა, რომელიც თავისი ყუათიანობით შეესაბამება 1

კგ საშუალო ხარისხის შვრიის მარცვალს. (1კგ შვრიის მარცვალი

ეტალონია 1 საკვები ერთეულის).

სასენაჟე მასა – მინდორში მოთიბული ბალახისგან ფიზიოლოგიური სიმშრალის

(45....55%) ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახის მასა.

საკვები ბაზა – მეცხოველეობისათვის საჭირო საკვების მარაგი და მისი მიღების ის

წყარო, რომელიც გააჩნია მეურნეს, რეგიონს, ან ქვეყანას.

საწყისი ნედლეული – ნედლი მასალა, რომელიც საჭიროა რომელიმე პროდუქტის

დასამზადებლად, სასოფლო-სამეურნეო ნედლეული, ჩვენს

შემთხვევაში, ბალახი, რომლიდანაც მზადდება სენაჟი.

Page 4: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

4

შესავალი

მეცხოველეობის განვითარების ტემპებისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდა,

პირველ რიგში, დამოკიდებულია მყარი საკვები ბაზის არსებობაზე, რაც უზრუნველყოფს

ცხოველის საჭირო რაოდენობის, ხარისხიანი საკვებით მომარაგებას.

მეცხოველეობაში ძირითადად გამოიყენება მცენარეული წარმოშობის (უხეში, წვნიანი,

კონცენტრირებული) საკვები, რომელიც მზადდება ბალახების ვეგეტაციური განვითარების

შემჭიდროებულ ვადებში.

ბალახოვანი საკვები, მისი რაოდენობა, ხარისხი და თვითღირებულება წარმოადგენს იმ

ძირითად მაჩვენებლებს, რომელზეც დამოკიდებულია მეცხველეეობის დარგის შემდგომი

ინტენსიფიკაცია, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების გაზრდა და ერთეული

პროდუქტების წარმოებაზე საკვების დანახარჯების შემცირება.

საკვების შემჭიდროებულ ვადებში დამზადება შეიძლება არსებული ხერხებისა და

მეთოდების სრულყოფის, ან ახალი ტექნოლოგიების დამუშავებისა და წარმოებაში დანერგვის

გზით.

სენაჟის დამზადების ტექნოლოგიისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავების

პრობლემები, სათიბების დიდი მასივებისათვის გადაჭრილია და წარმატებით გამოიყენება

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ პრობლემის შემადგენელი ნაწილია, მცირე კონტურიან

ნაკვეთებში შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგიისა და ტექნიკური

საშუალებების დამუშავება, მცირე მექანიზაციის ბაზაზე.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის 2013

გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტით განსაზღვრული

შესასრულებელი ამოცანები, ამ პრობლემის გადაჭრის პირველი მცდელობაა და აქტუალურია

ისეთი საოჯახო და ფერმერული მეურნეობებისათვის, რომელთაც ჰყავთ 5 სულამდე ფური და

აქვთ მცირე კონტურიანი (1-2 ჰა) სათიბი ნაკვეთი.

ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის

შედეგების გამოყენებით დამუშავდა, წარმოდგენილი “მცირე კონტურიან სათიბებში

შეფუთული სენაჟის დამზადება, მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით”

რეკომენდაცია.

პროექტის ძირითადი შედეგია, სტაციონარული ტიპის, შეფუთული სენაჟის საწნეხ-

საფუთავი დანადგარი (პატენტი GE P2009 4870 B). რომლის ექსპერიმენტლი კვლევით

გამოვლენილი ნაკლის, მაღალპროფესიული დონის საკონსტრუქტორო ორგანიზაციაში

დაზუსტებითა და სათანადო ქარხანაში დამზადების შემდეგ, შეიძლება წარმოებაში დანერგვა.

Page 5: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

5

1.ზოგადი საკითხები

1.1. საქართველოს მეცხოველეობისა და საკვები ბაზის თავისებურებები

საქართველოში ტრადიციულად გავრცელებულია მცირე სულადობის მერძეული ფერმები.

2010 წლის მდგომარეობით 10 სულამდე ფური ჰყავდათ საოჯახო და ფერმერული

მეურნეობების 59% -ს. ასეთი მდგომარეობაა ისეთ რეგიონებში, სადაც სოფლის მეურნეობის

ძირითადი დარგებია სუბტროპიკული კულტურები, მევენახეობა, მეხილეობა და ქვეყნის

მთიანი ზონა, ხოლო მეცხოველეობის საკვები ბაზისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები,

როგორც წესი, მცირე კონტურიანია, მათი 35...40% კი ფერდობებზეა განლაგებული. ამის

მაგალითია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლის

მიხედვით საქართველოში მრავალწლიანი ბალახების ნათესები შეადგენდა 1980 წელს – 96,9

ათას ჰა-ს, ერთწლიანი ბალახებისა -125,9 ათას ჰა-ს. 2013 წელს მრავალწლიანი ბალახების

ნათესები შეადგენდა 9,3 ათას ჰა, ერთწლლიანი ბალახებისა – 0,9 ათას ჰა-ს.

აღნიშნულიდან ჩანს, რომ ცხოველისათვის ზამთრის საკვების დასამზადებელი, ასევე

მწვანე საკვებად გამოსაყენებელი ბალახის მისაღები ფართობები მკვეთრად შემცირებულია. რაც

მთავარია, მიწების პრივატიზაციის შედეგად კიდევ უფრო შემცირდა კერძო მფლობელობაში

არსებული სათიბების ფართობები. აქედან ცხადია რა მნიშვნელობა ენიჭება მცირე კონტურიან

ნაკვეთებში საკვების დამზადების ტექნოლოგიისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავებას,

მანქანათა კომპლექსების შექმნასა და წარმოებაში დანერგვას.

მცირე კონტურიან სათიბებში ფერმერი საკვებს ძირითადად ამზადებს ხელის იარაღების

(ცელი, ფოცხი, ფიწალი) გამოყენებით. ამ დროს საკვები მზადდება აგროტექნიკური წესებისა და

ვადების დარღვევით და მიიღება დაბალი ხარისხის თივა, ხოლო სენაჟის დამზადება

დანაწევრებული ნაკვეთების, რელიეფური პირობებისა და დამზადების თანამედროვე

ტექნოლოგიების გამოყენების თავისებურებების გამო, მძლავრი, მაღალმწარმოებლური,

მობილური ტიპის საკვების დასამზადებელი ტექნიკის გამოყენებით შეუძლებელია.

დღის წესრიგში დგება საკვების რესურსების შეზღუდულ პირობებში, მცირე მექანიზაციის

ტექნიკური საშუალებებით, მაღალი კვებითი ღირებულების საკვების თანამედროვე

ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადება.

მეცხოველეობისათვის მყარი საკვები ბაზის შექმნის მნიშვნელოვანი პირობაა ახალი,

პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი მაღალხარისხოვანი საკვების დამზადება,

რომელიც უზრუნველყოფს სათიბის ერთეული ფართობიდან მაქსიმალური რაოდენობის

საკვები ერთეულის (ს.ე.) მიღებასა და შენახვის პროცესში მის არანაკლებ 90% -ის ზღვრებში

შენარჩუნებას ყველა მაჩვენებლით. ასეთ საკვებად მიჩნეულია ბალახებისაგან დამზადებული,

შედარებით ახალი სახის საკვები – სენაჟი.

1.2. სენაჟი და მისი მნიშვნელობა

მეცხოველეობის საჭირო რაოდენობის, მაღალი კვებითი ღირებულების საკვებით

მომარაგება შეიძლება, საკვების დამზადების ისეთი სრულყოფილი მეთოდებით შეცვლით,

რომლებიც უზრუნველყოფენ დამზადებისას საკვების საყუათო ნივთიერებების დანაკარგების

მნიშვნელოვნად შემცირებას, აგრეთვე ცხოველის კვების მრავალკომპონენტიანი რაციონის

მონოსაკვებით ჩანაცვლებას.

Page 6: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

6

ამ მოთხოვნებს პასუხობს სენაჟი, რომელიც არის ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში მოთიბული,

მინდორში 45...55% ტენიანობამდე შემჭკნარი და 350.. 400კგ/ მ3 სიმკვრივემდე დაწნეხილი

ბალახებისაგან ანაერობულ პირობებში დაკონსერვეული საკვები.

სურ. 1. თივის დამზადება ხელის იარაღების გამოყენებით

საკვების კლასიფიკაციის მიხედვით სენაჟი, როგორც 40% - ზე მეტი ტენიანობის პროდუქტი

წვნიანი საკვებია, მაგრამ რადგანაც იგი მზადდება იმავე ნედლეულისაგან, რითაც თივა და

ცხოველის კვების რაციონშიც მას ცვლის, მეცხოველეობაში დამკვიდრდა, როგორც უხეში

საკვები. სენაჟის დამზადება დაიწყეს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, აშშ-სა და კანადაში,

ხოლო შემდეგ გავრცელდა ევროპის ქვეყნებში.

საქართველოში სენაჟის დამზადება დაიწყო 1965 წლიდან, მაგრამ სენაჟის დამზადების

ტრადიციული ტექნოლოგიის სირთულეებისა და ჩვენი აზრით, საქართველოს მეცხოველეობასა

და საკვებ ბაზასთან შეუსაბამობის მიზეზით რამდენიმე წელიწადში შეწყდა.

შეფუთულლი სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, სენაჟის

დამზადების ტემპი მთელ მსოფლიოში იზრდება, ამჟამად შეფუთული სენაჟი, დამზადებული

მოცულობითი საკვების მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტია.

სენაჟის გამოყენება მსხვილფეხა ცხოველისა და ცხვრის კვებაში იძლევა, საკვების

დამზადების პრინციპულად ახალი ტექნოლოგიის დანერგვის საშუალებას.

სენაჟი კვებითი ღირებულებით, თითქმის არ განსხვავდება მწვანე ბალახისაგან. საყუათო

ნივთიერებების დანაკარგები თივის დამზადებისა და შენახვისას შეადგენს 35...50% -ს,

ბალახიდან სილოსის დამზადებისას – 25...30%-ს, ხოლო სენაჟის დამზადებისას – 10...12%-ს.

პარკოსანი ბალახებისაგან დამზადებული 1 კგ სენაჟი შეიცავს 0,4 საკვებ ერთეულს, 55 გრ

პროტეინს და 40 მგრ კაროტინს.

სენაჟი მზადდება უფრო სრულყოფილლი მეთოდებით ვიდრე თივა, რაც საშუალებას

იძლევა ერთი ჰა სათიბიდან მივიღოთ 1000...1500 საკვები ერთეულით მეტი, ვიდრე თივის

Page 7: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

7

დამზადებისას და 300...400 საკვები ერთეულით მეტი სილოსთან შედარებით. სენაჟის

თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სილოსისა და თივის.

სენაჟს თავისი თვისებებით შუალედური მდგომარეობა უკავია თივასა და სილოსს შორის.

თუ თივა მზადდება ბალახის 18...20% ტენიანობამდე გაშრობით, სასილოსე მასის ტენიანობა

65% -ზე მეტია, ხოლო სენაჟისათვის გამოიყენება მინდორში მოთიბული და 45...55%

ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახი, ან ბალახების ნარევი.

გერმანელი მეცნიერების მონაცემებით 1 ტ ბალახის, ფურის საკვებად მწვანე მასის სახით

გამოყენებისას მიიღება 333 კგ რძე, სენაჟით კვებისას 262 კგ, სილოსით კვებისას – 224 კგ,

ხელოვნურად (აქტიური ვენტილაციის გამოყენებით) გამშრალი თივით -190 კგ, ხოლო

ბუნებრივად გამშრალი თივით – 80 კგ რძე.

მეცხოველეობის ფერმებისათვის მოცულობითი საკვების დამზადების ხარისხისა და

მნიშვნელობისადმი მიძღვნილი ლიტერატურის ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ

დასკვნა, რომ სენაჟის დამზადება წარმოადგენს ბალახოვანი საკვების დამზადების ერთ-ერთ

ყველაზე ეფექტურ ხერხს. სენაჟის საყუათო ნივთიერებებს მცოხნავი ცხოველი უფრო იოლად

ითვისებს, ვიდრე თივისა და სილოსის საყუათო ნივთიერებებს. ასე მაგალითად: სამყურასაგან

დამზადებულ სენაჟიდან ცხოველი ითვისებს საყუათო ნივთიერებების 60,8 % -ს, ხოლო იმავე

ნედლეულიდან დამზადებული სილოსისა და თივიდან სათანადოდ - 56,4 და 56,9%, ასეთივე

მდგომარეობაა უჯრედანას შემთხვევაში.

14...18ლ წველადობის ფურების რაციონში, სენაჟით შეიძლება თივისა და სილოსის

მთლიანად, ხოლო ძირნაყოფების (ჭარხალი) ნაწილობრივ შეცვლა, მიღებული რძის ხარისხისა

და რაოდენობის შემცირების გარეშე. მსხვილფეხა პირუტყვის 9...11 თვის ასაკის მოზარდებში

10 კგ სენაჟისა და 1,1 კგ კონცენტრატით შედგენილი რაციონით, ცოცხალი მასის საშუალო

სადღეღამისო მატება 850....880 გრამია.

ძირნაყოფების, სილოსისა და თივის სენაჟით შეცვლით, 1 ც რძის წარმოებაზე დახარჯული

საკვების ღირებულება მცირდება 28%-ით.

სენაჟი მეცხოველეობის საკვები ბაზის განმტკიცებისათვის პერსპექტიულია,

განსაკუთრებით, საკვები კულტურების შეზღუდული რესურსების მქონე მეურნეო ბებისათვის

1.3. რისგან მზადდება ხარისხიანი სენაჟი

სენაჟის ხარისხი დამოკიდებულია მრავალ ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა საწყისი

ნედლეულის ქიმიური შედგენილობა, საკვები კულტურების ვეგეტაციური განვითარების ფაზა,

ბალახის მოთიბვის დრო და სასენაჟე მასის დაწნეხის, შეფუთვისა და შენახვის პირობები.

როგორც ცნობილია, პარკოსანი ბალახებიდან თივის დამზადებისას დანაკარგები

მინდორში 50%-მდეა, ამის გამო პარკოსანი ბალახებიდან თივის დამზადება, მზის სხივების

პირდაპირი ზემოქმედების პირობებში თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ბალახის მინდორში

18...20% ტენიანო-ბამდე გაშრობისას ფოთლები და ყვავილები იმტვრევა და ცვივა, მაშინ, როცა

ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები და ყვავილები კი მცენარის მთლიანი მასის ნახევარს

შეადგენს და შეიცავს 80% პროტეინს. იმის გამო, რომ პარკოსან ბალახებში შაქრის შემცველობა

დაბალია, მისგან სუფთა სახით ხარისხიანი სილოსის დამზადება კონსერვანტების გამოყენების

გარეშე ძნელი, ან შეუძლებელია.პარკოსანი ბალახები მიეკუთვნებიან ძნელად დასასილოსებელ

კულტურებს.

Page 8: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

8

სენაჟი შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ბალახისაგან, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი

ხარისხის სენაჟი მიიღება მრავალწლიანი პარკოსანი ბალახებისაგან: იონჯა, ესპარცეტი, სამყურა

და პარკოსან-მარცვლოვანი ბალახების ნარევისაგან.

სენაჟის, როგორც ნებისმიერი სხვა სახის საკვების ხარისხი დამოკიდე- ბულია საწყისი

ნედლეულის (ბალახის) ხარისხზე. დაკონსერვებული საკვების კვებითი ღირებულება

ყოველთვის დაბალია საწყის ნედლეულთან შედარებით. დაკონსერვებისას საკვებისა და მისი

საყუათო ნივთიერებების დანაკარგების მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ

რამდენადაც მცირეა ეს დანაკარგები, იმდენად მაღალია დაკონსერვების შედეგი.

სენაჟის დამზადების პროცესში ძირითადი ამოცანაა სათიბების ერთეული ფართობიდან

მიღებული სასენაჟე მასის საწყის ნედლეულში არსებული საყუათო ნივთიერებების,

შესაძლებლად მაქსიმალურად შენარჩუნება, ხოლო დაკონსერვებისა და შენახვის პროცესის

მინიმალური დანაკარგებით ჩატარება.

ასეთი შედეგების მიღება შესაძლებელია ბალახების ოპტიმალური ვეგეტაციური

განვითარების ფაზაში მოთიბვისა და სასენაჟე მასის მომზადების პროცესის ტექნოლოგიური

მოთხოვნების დაცვით ჩატარების შემთხვევაში.

პარკოსანი ბალახების აღება იწყება კოკრის წარმოქმნისას და მთავრდება ყვავილობის

დაწყების ფაზაში. მარცვლეული ბალახების აღებისას ოპტიმალურია თავთავის წარმოქმნის

დაწყების ფაზა. ამ პერიოდში ბალახი ხასიათდება დიდი შეფოთვლითა და მაღალი

ყუათიანობით და შეიცავს მცირე რაოდენობის უჯრედანას, ხოლო ყვავილისა და თავთავის

წარმოქმნისა და დამთავრების ფაზების გავლის შემდეგ მცენარეში იწყება საყუათო

ნივთიერებების უკუგადინება გამრავლების ორგანოებში: თავთავში, კოკრებსა და

თანაყვავილედში, სადაც ყალიბდება მარცვალი და მნიშვნელოვნად მცირდება მისი კვებითი

ღირებულება.

ბალახის განვითარების ფაზას განსაზღვრავენ მინდორში, მოსავლის აღების წინ. ბალახის

განვითარების ფაზის დასაწყისად ითვლება ის პერიოდი, როცა ბალახის კოკრის, ან თავთავის

წარმოქმნა დაწყებულია ბალახდგომის არა უმეტეს 25%-ში, ხოლო სრულია, როცა მოიცავს 60%-

ს. ვეგეტაციის ხანგრძლივობა მრავალწლიანი ბალახებისათვის 7...12 დღეა, იონჯისა და

სამყურასათვის 15...25 დღემდე. ამ ფაზაში ბალახი შეიცავს მეტ პროტეინს და ნაკლებ

უჯრედანას. ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში სენაჟის საყუათო ნივთიერებების ცხოველის მიერ

მონელება-შეთვისება 70...72%, მაშინ, როცა ბალახის ყვავილობის ფაზაში აღებისას იგი 50...60%-

ია.

1.4.სასენაჟე მასის დაკონსერვების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები

სასენაჟე მასის დაკონსერვებას ხელს უწყობს სამი ძირითადი ფაქტორი: ბალახის

უჯრედების ფიზიოლოგიური სიმშრალე; საცავში დაწნეხილ სასენაჟე მასაში ნახშირორჟანგის

წარმოქმნა და დასილოსების პროცესთან შედარებით, მცირე რაოდენობის ორგანული მჟავების

დაგროვება. სენაჟის დასამზადებლად ვარგისი საწყისი ნედლეულის ფიზიოლოგიური

სიმშრალე დგება: მარცვლოვანი ბალახებისათვის 40...55%, ხოლო პარკოსანი ბალახებისათვის

45...55% ტენიანობამდე შეჭკნობისას.

ზოგადად სასენაჟე მასის მინდორში შეჭკნობის ოპტიმალურ ტენიანობად მიღებულია

45...55%. ამ ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახების დაკონსერვება ხდება მცენარის უჯრედებში,

Page 9: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

9

წყლის იმ არასაკმარისი რაოდენობის არსებობის გამო, რომელიც ბაქტერიათა უმრავლესობას

ესაჭიროება ინტენსიური განვითარებისათვის და ვერ იღებს მას ბალახის უჯრედების

ფიზიოლოგიური სიმშრალის გამო. ოპტიმალური ტენიანობისას ბალახის უჯრედშიგა წყლის

შეკავება უჯრედების მიერ ხდება 5,5....6,0მპა (550...600ნ/სმ2) ძალით, ხოლო ბაქტერიების

უმრავლესობის შეწოვის ძალა 5,0...5,5 მპა(500...550 ნ/სმ2 ).

ამგვარად, სასენაჟე მასის ოპტიმალური ტენიანობისას უჯრედშიგა წყალი ბაქტერიების

უმრავლესობისათვის ძნელი შესაღწევია. ამის შედეგად სენაჟში მჟავას წარმოქმნა, სილოსთან

შედარებით, შეზღუდულია და სუსტად ვითარდებიან ლპობისა და ერბომჟავური ბაქტერიები,

რაც ხელს უწყობს საყუათო ნივთიერებების შენარჩუნებას, მაგრამ იგი იოლი შესაღწევია

სხვადასხვა სოკოვანი ობისათვის, რომლის შეწოვის ძალა 22,0... 29,5 მპა (2200...2950ნ /სმ2)

აღწევს.

ობის განვითარება შესაძლებელია აერობულ პირობებში. მისი განვითარების შეზღუდვა კი

შეიძლება მხოლოდ სასენაჟე მასის ჰაერისაგან საიმედოდ იზოლირებულ გარემოში შენახვით.

დაწნეხილ სასენაჟე მასაში რჩება გარკვეული, ზოგჯერ 20% -მდე რაოდენობის ჰაერი, მაგრამ იგი

მცენარის უჯრედების სუნთქვისას ჩქარა იხარჯება. ამ დროს წარმოქმნილი ნახშირორჟანგი კი

ავსებს საკვების ნაწილაკებს შორის არსებულ თავისუფალ არეს. ასეთ არეში ობი ვერ

ვითარდება, ხოლო ჰაერის ახალი ნაკადის შეღწევის გარეშე წყდება უჯრედების სუნთქვა და

იზღუდება სასენაჟე მასის ტემპერატურის 37℃ -ზე მეტად გაზრდის გამომწვევი ბაქტერიების

განვითარების შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია ბალახის შეჭკნობის ხარისხის სწორად განსაზღვრა. თუ შემჭკნარი

ბალახის აღებას დავიწყებთ ოპტიმალურზე მაღალი ტენიანობისას, პროცესი დაიწყება ბალახის

არასრული დასილოსების პრინციპით, რაც მიღებული საკვების დაბალი ხარისხის გამო,

არასასურველია. თუ ბალახი შეჭკნება 40% -ზე ნაკლებ ტენიანობამდე, მნიშვნელოვნად

გაიზრდება ბალახის მინდორში დაყოვნების დრო, რითაც იზრდება, როგორც საყუათო

ნივთიერებების, ასევე მექანიკური დანაკარგები. რაც მთავარია, ასეთი ტენიანობის საკვები

ცუდად იტკეპნება და იზრდება მისი ტემპერატურა, თუ იგი გადააჭარბებს დასაშვებ ზღვარს,

გამოიწვევს სასენაჟე მასის ჩახურებას და გაფუჭებას. სასენაჟე მასის ტემპერატურის მიხედვით

განისაზღვრება მისი დატკეპნის ხარისხი. ტემპერატურის განსაზღვრა შეიძლება სასენაჟე მასაში

80...100 მმ სიღრმეზე ჩადებული თერმომეტრით, ან ტენისა და ტემპერატურის საზომი

ხელსაწყო WILE- 26-ით. სასენაჟე მასის ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს 37℃. დაუშვებელია

სასენაჟე მასად დაბალი ტენიანობის (ვთქვათ 25...30%) და წვიმის შედეგად 40..55%

ტენიანობამდე დასველებული ბალახის გამოყენება, რადგან შეჭკნობისას ბალახი პირველად

კარგავს თავისუფალ, ხოლო შემდეგ სუსტად ბმულ წყალს. სწორედ ამ წყალს იყენებენ

მიკროორგანიზმები სასიცოცხლო პროცესებისათვის.

სასენაჟე მასაში რჩება მიკრო-ორგანიზმებისათვის შეუღწევადი ბმული წყალი. ბალახის

ჭკნობის პროცესში იზრდება მცენარის უჯრედების ტენშეკავების ძალა, რომელიც აჭარბებს

ბაქტერიების შეწოვის ძალას, იქმნება არეს ფიზიოლოგიური სიმშრალის პირობები, ხოლო

წვიმაში მოხვედრილ, ნაწილობრივ გამშრალ ბალახში მიმდინარეობს სხვა პროცესები. წვიმის

წყალი ზედაპირული და თავისუფალი წყალია, რომელიც ხელსაყრელია მიკროორგანიზმების

განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ წვიმის წყლით დასველებული ბალახის

ტენიანობა შეიძლება შეესაბამება შემჭკნარი სასენაჟე მასის ტენიანობას, ამ მასის დაკონსერვება

არ შეიძლება, ვინაიდან ამ დროს ბალახის ფიზიოლოგიური სიმშრალის არეს მიღწევა

შეუძლებელია.

Page 10: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

10

არც წვიმიან ამინდში მოთიბული ბალახის დატყლეჟაა რეკომენდებული, ვინაიდან წვიმის

წყალი, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სიგრძეზე გახლეჩილი პარკოსანი ბალახის ღეროს

ბოჭკოებიდან გამორეცხავს საყუათო ნივთიერებებს, დანაკარგები ამ დროს 10% -მდე იზრდება.

თუ ღვარეულებში ბალახის ტენიანობა მაღალია (55..60% -ზე მეტი) საჭიროა მისი

გადაბრუნება, ან ნაწვერალზე გაშლა. ეს უნდა მოხდეს წვიმის გადაღებიდან 1,5...2,0 საათის

შემდეგ, როცა მოთიბული ბალახის ზედაპირიდან ტენი აორთქლდება.

სასენაჟე ბალახის მოთიბვა შეიძლება რამდენიმე სქემით:

მოთიბვა და ნათიბში დაწყობა;

მოთიბვა დატყლეჟა და ნათიბში დაწყობა;

მოთიბვა, დატყლეჟა და ღვარეულებად დაწყობა.

როგორც ნათიბში, ასევე ღვარეულებში, ბალახი უნდა დაეწყოს თანაბარი სისქით.

ღვარეულის სიმკვრივე საკვების ასაღები კომბაინის მუშაობის გაადვილების მიზნით, არ უნდა

აღემატებოდეს 1 გრძივ მეტრზე 6 კგ-ს, ხოლო სხვა მანქანებით მუშაობისას – 1 გრძივ მეტრზე 3

კგ –ს.

პარკოსანი და პარკოსან-მარცვლოვანი ბალახების ნარევი მოთიბვის დროს უნდა

დაიტყლიჟოს, რათა დაჩქარდეს მათი ჭკნობის პროცესი. ახალმოთიბული პარკოსანი ბალახების

დატყლეჟით კი, ღეროს ბოჭკოების გასწვრივ გახლეჩით იზრდება ტენის აორთქლების

ზედაპირი და ფოთოლი და ღერო თანაბრად შრება. ეს განსაკუთრებით საჭიროა

მაღალმოსავლიან სათიბებში პარკოსანი და პარკოსან-მარცვლოვანი ბალახების გათიბვისას.

დაუტყლეჟავი პარკოსანი ბალახის მასა შრება არათანაბრად, ვინაიდან ფოთლების

ტენიანობა ნაკლებია, ვიდრე ღეროსი, ამიტომ ბალახის გადაბრუნებისა და მოფოცხვა-

შეგროვების დროს ფოთლები და ყვავილები, რომლებიც მცენარის ღეროს 40% -მდე შეჭკნობისას

30% და ნაკლებ ტენიანობამდეა გამშრალი, იმტვრევა და ცვივა. ფოთლებში პროტეინი და

კაროტინი მეტია, ვიდრე ღეროში და ნაკლებია უჯრედანა, ე.ი. ფოთლებისა და ყვავილების

ჩაცვენისას მცირდება მოსავლის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლები.

ცხრილში 1 წარმოდგენილია, ახალმოთიბული იონჯის დატყლეჟილი და დაუტყლეჟავი

ღეროების ტენის ცვლის დინამიკა

ცხრილი 1.

შეჭკნობის დრო, სთ

9 11 13 15 17 19 21

ტენიანობა

%

დატყლეჟილი

79,2 59,6 56,7 50,1 47,5 43,5 36,5

დაუტყლეჟავი

79,2 65,0 64,0 63,0 61,6 60,2 58,8

დატყლეჟილი ბალახის ცვრის ზემოქმედებით დატენიანების თავიდან აცილების მიზნით,

ღამით ნათიბში დატოვება არასასურველია. ამიტომ დღის განმავლობაში მოთიბული და

ოპტიმალურ ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახი დღის ბოლომდე უნდა დაკონსერვდეს.

მინდორში, შემჭკნარი ბალახის გადაბრუნება და აჩეჩვა იწყება შეჭკნობის ხარისხის

მიხედვით. რამდენადაც ჩქარა მიმდინარეობს მცენარიდან ტენის აორთქლება, იმდენად

მაღალია მიღებული საკვების ხარისხი და იკარგება საყუათო ნივთიერებების , განსაკუთრებით

ნახშირწყლების ნაკლები რაოდენობა. ბალახის შეჭკნობის პროცესის დაჩქარება შეიძლება მისი

რამდენჯერმე გადაბრუნებით.

Page 11: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

11

ბალახს პირველად გადააბრუნებენ მოთიბვიდან არაუგვიანეს 1....2 საათის შემდეგ,

შემდგომ კი ყოველ 2...3 საათში, საჭიროების მიხედვით.

შემჭკნარი ბალახი უნდა დაიკუწოს 30....50 მმ სიგრძეზე, ამავე დროს მასში 30 მმ სიგრძის

ნაკუწი უნდა იყოს არანაკლებ 75%, მხოლოდ ასეთ ზომაზე დაკუწული სასენაჟე მასა იძლევა,

საცავში კარგად დატკეპნისა და თვითჩახურებისაგან დაცვის საშუალებას.

ბალახის კვებითი ღირებულება დამოკიდებულია არა მარტო მისი მოთიბვის ვეგეტაციური

ფაზის ვადებზე, არამედ მოთიბვის დროზეც. ბალახის თიბვას იწყებენ ადრე დილით. ამ დროს

ბალახში მაღალია კაროტინის შემცველობა, 6 –დან 9 საათის შემდეგ იგი მცირდება, ხოლო

საღამოს ისევ იწყებს ზრდას. დილისა და დღის სხვა საათებში კაროტინის შემცველობის

განსხვავება ბალახში შეადგენს 40..50%-ს, გარდა ამის, ბალახის შეჭკნობის ინტენსივობა დილის

საათებში გათიბვისას 2,5....3,0 –ჯერ მეტია დღის ცხელ საათებში გათიბვასთან შედარებით.

ბალახი უნდა გაითიბოს 4....6 სმ სიმაღლეზე, ქვემოთ გადახრა აფერხებს ბალახის შემდგომ

ვეგეტაციას, ხოლო ბალახის გადაჭრის სიმაღლის 1,0 სმ-ით გაზრდით მოსავლიანობა მცირდება

5...7% -ით.

1.5. როგორ განვსაზღვროთ შემჭკნარი ბალახის ტენიანობა

არსებობს მინდორში, ახალმოთიბული ბალახის ტენიანობის განსაზღვრის რამდენიმე

ხერხი:

1. მოხერხებულია და სწრაფად შეიძლება ბალახის ტენიანობის განსაზღვრა, როგორც

მინდორში, ასევე საკვების საცავში დატკეპნილ სასენაჟე მასაში, ფინური ფირმის FARMCOMP-

ის ციფრული ტენსაზომით WiLE-26 (სურ.2.ა, ბ, გ).

სურ. 2. ტენსაზომი WiLE-26

ბ გ ა

Page 12: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

12

ამავე ხელსაწყოთი შეიძლება დაწნეხილ სასენაჟე მასაში ტემპერატურის გაზომვა. WILE-26–

ის პარამეტრებია: ტენის გაზომვის დიაპაზონი 13....70%, მასა 1 კგ, კვების წყარო 9 ვ ძაბვის

ელემენტი, სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი – 15/ + 55. ჭიLE-26 შედგება ტენის საზომი ორი

და ტემპერატურის საზომი ერთი ზონდისაგან.

1.W-251 (სიგრძე 45 სმ) ბარდანაში ტენიანობის გასაზომი ზონდი; (ა.)

2. W-252 ნათიბში ბალახის ტენიანობის გასაზომი თეფშური ზონდი;(ბ.)

3. W-653 ტემპერატურის საზომი ზონდი.(გ.)

2. დაკოკრების ფაზაში მოთიბული პარკოსანი ბალახის ტენიანობის გაზომვა შეიძლება

განმეორებითი გაზომვის მეთოდით: ამ დროს ეყრდნობიან ბალახის ვეგეტაციური

განვითარების ფაზის მონაცემებს.

დაკოკრების ფაზაში ბალახის ტენიანობა შეადგენს 80...82%-ს, ყვავილობის დაწყების

ფაზაში - 75.....80%, სრული ყვავილობის ფაზაში–70%-ს. მარცვლოვანი ბალახები თავთავის

წარმოქმნის ფაზაში შეიცავს 65....70% ტენს.

როგორც ჩანს, სასურველი ტენიანობის მისაღწევად ახალმოთიბულმა ბალახმა უნდა

დაკარგოს თავისი საწყისი მასის 45....50%.

პრაქტიკულად ტენიანობას განსაზღვრავენ ასეთი მიმდევრობით: დოლბანდგადაკრულ

ჩარჩოზე გაშლიან ნათიბში სხვადასხვა ადგილზე აღებულ 10 კგ, ვეგეტაციის ზემოთაღნიშნულ

ფაზებში ახალმოთიბული ბალახის ისეთი სისქის ფენას, როგორიც იყო ნათიბში.

ბალახი დასაკონსერვებლად მზად ითვლება, როცა მისი მასა 4,5....5,5 კგ გახდება.

მაგალითად, თუ დოლბანდგადაფარებულ ჩარჩოზე დაწყობილი 75% ტენიანობის ბალახის

საწყისი მასა 10 კგ –დან დაიწევს 6,2 კგ –მდე, ნიშნავს, რომ ტენიანობა 60% -ია, 5,5 კგ –მდე - 55%,

5,0 კგ-მდე -50%. 75% ტენიანობის ბალახიდან ყოველი 1 ტ 60% ტენიანობამდე შემჭკნარი

სასენაჟე მასის მისაღებად საჭიროა 1,6ტ ბალახი.

3. ბალახის ტენიანობის განსაზღვრა ემპირიული ფორმულის გამოყენებით:

ექსპერიმენტული კვლევების შედეგების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე

მიღებული ემპირიული ფორმულით:

t=Wo−W

𝐾𝑜−(𝑇𝑜−𝑇)

შეიძლება, კონკრეტულ პირობებში მოთიბული ბალახის მინდორში ოპტიმალურ

ტენიანობამდე შეჭკნობისათვის საჭირო დროის t (სთ) განსაზღვრა.

სადაც: W0 – ახალმოთიბული ბალახის საწყისი ტენიანობა,%;

W – ტექნოლოგიით გათვალიწინებული ოპტიმალური (45...55%) ტენიანობა, %;

T0 – მოცემული რეგიონის საკვების დამზადების დღეებში დაფიქსირებული,

გარემოს მაქსიმალური ტემპერატურა (0C);

T – ბალახის მოთიბვის დროს გაზომილი გარემოს ტემპერატურა (0C).

Page 13: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

13

ექსპერიმენტული კვლევით დადგენილი კოეფიციენტები k 0=4,3, =0,15.

მაგალითი შემდეგი მონაცემებისათვის: W0=77%, W=52%, k0=4,3; =0,15; T0=400C;

T=360C;; აქედან t=6,76 სთ, რაც ექსპერიმენტული კვლევის შედეგებისაგან 3,5% განსხვავდება.

4. ბალახის ტენიანობის განსაზღვრა ორგანოლეპტიკური მეთოდით შეიძლება 5....6%

სიზუსტით. ბალახი, რომლის ტენიანობა 50%-ია, ხელში შეკუმშვისას ზომიერად დრეკადია

რბილია, ფოთლები არ იმტვრევა და დაგრეხისას წვენს არ უშვებს.

1.6. როგორ შევაფასოთ დამზადებული სენაჟის ხარისხი

სენაჟის ხარისხის შეფასებისას იყენებენ საკვების ისეთ ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს,

როგორიცაა: სენაჟის ფერი, სუნი და სტრუქტურა.

სასენაჟე მასის საწყისი ნედლეულისაგან დამოკიდებულებით სენაჟი შეიძლება იყოს

სხვადასხვა შეფერილობის: მოყვითალო-მომწვანო, ყავისფერი და მუქი ყავისფერი. შავი, რუხი,

ყვითელი ფერი მიუთითებს, რომ დამზადების პროცესში სენაჟი ჩახურდა.

კარგი ხარისხის სენაჟს აქვს თივის სასიამოვნო სუნი. უხარისხო სენაჟს აქვს ძმრის,ან

დამძაღებული ზეთის სუნი. კარგი ხარისხის სენაჟში მთლიანადაა შენარჩუნებული მცენარის

სტრუქტურა, ხოლო უხარისხოში იგი დარღვეულია და ხელითშეხებისას ტოვებს ჭუჭყიან

ლაქას.

მაღალი ხარისხის სენაჟი არ შეიცავს ერბომჟავას, ხოლო რძემჟავას წილი მჟავების საერთო

რაოდენობაში 60....70% და მეტია.

მცოხნავი ცხოველის კვებისას, სენაჟი კვებისწინა მომზადებას არ საჭიროებს, ხოლო ღორის

კვებისას ამზადებენ სენაჟის პასტას.

სენაჟის სადღეღამისო ნორმა რაციონში: ფურისათვის არის 15....25 კგ; მსხვილფეხა

ცხოველის ერთწლამდე ასაკის მოზარდისათვის - 8....10 კგ; ერთ წელზე უხნესი მსხვილფეხა

ცხოველის მოზარდისათვის – 10...15 კგ; ცხვრისათვის – 2...4 კგ; ღორისათვის - 0,5...2,0 კგ.

2. სენაჟის დამზადების ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები

2.1. სენაჟის დამზადების არსებული, ტრადიციული ტექნოლოგია

სენაჟის დამზადების არსებული ტექნოლოგია,მეურნეობის ტექნიკური ბაზის

მდგომარეობის, აგრეთვე კლიმატურ - ეკონომიკური პირობების მიხედვით, შედგება შემდეგი

ოპერაციებისაგან:

ბალახის მოთიბვა (პარკოსნების დატყლეჟით);

მოთიბული ბალახის ნათიბში დატოვება, ან ღვარეულებად დაწყობა;

შემჭკნარი სასენაჟე მასის ღვარეულებიდან აღება , დაკუწვა,

ტრანსპორტზე დატვირთვა და ტრანსპორტირება;

სასენაჟე მასის საცავში ჩაყრა და დატკეპნა;

სასენაჟე მასის ჰერმეტულად დახურვა.

ცხრილში 2 მოტანილია სენაჟის ტრადიციული ტექნოლოგიით დასამზადებლად საჭირო

მანქანების ნუსხა.

Page 14: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

14

ცხრილი 2

ტექნოლოგიური ოპერაცია

მანქანის დასახელება

ბალახის მოთიბვა (პარკოსნების დატყლეჟვა) და

ნათიბში დაწყობა

სათიბელა-სატყლეჟელა

მოთიბული ბალახის გადაბრუნება ასაჩეჩ-საბრუნებელი, ან ფოცხი

შემჭკნარი ბალახის ღვარეულებად დაწყობა ფოცხი

შემჭკნარი ბალახის ღვარეულებიდან აკრეფა,

დაკუწვა და ტრანსპორტზე დატვირთვა

შემგროვებელ-საქუცმაცებელი

სასენაჟე მასის მიტანა და საცავში ჩაყრა. თვითმცლელი მანქანა,ან

სატრაქტორო ლაფეტი

სასენაჟე მასის კოშკში ჩატვირთვა სასენაჟე მასის ტრანსპორტი-

ორ სატვირთველი

სასენაჟე მასის ტრანშეაში მოსწორება და დატკეპნა. ტრაქტორი

ტრადიციული ტექნოლოგიით სენაჟის დამზადებისას მნიშვნელოვანია საცავის ტიპის

შერჩევა და აშენება.

ნებისმიერი სახის საკვების საცავმა (ტრანშეა, კოშკი) უნდა უზრუნველყოს საკვების ჰაერისა

და ატმოსფერული ნალექებისაგან საიმედო დაცვა.

იმის მიხედვით თუ როგორია მიწისქვეშა წყლების განლაგების დონე, ტრანშეა შეიძლება

აშენდეს მიწისზედა, მიწაში ნახევრად ჩაღრმავებული, ან ჩაღრმავებული.

სურ.3. სასენაჟე ტრანშეა:

ა. მიწისზედა,სასენაჟე ტრანშეა - ხედი , ბ. სასენაჟე მასის დატკეპნა ტრაქტორით.

ტრანშეას (სურ.3 ა) სიგანე შეიძლება იყოს 8...18 მ. სიღრმე – 2,5…...…3,5 მ, სიგრძე – 30...100

მ, ტევადობა 500...3000ტ.

სასენაჟე მასის კარგად დატკეპნისა და მზა საკვების ამოღების პროცესის მექანიზებულად

შესასრულებლად ტრანშეას გვერდით კედლებს აყენებენ 60 -იანი დახრით. ტრანშეაში სასენაჟე

მასის შეტანას იწყებენ ტორსული მხრიდან თვითმცლელი მანქანების გამჭოლად გატარებით, ან

გვერდითი კედლებიდან ჩაყრით. საცავში სასენაჟე მასას ანაწილებენ ფენებად და იწყებენ მძიმე

ტრაქტორით საცავის ავსებამდე განუწყვეტლად ტკეპნას (სურ.3 ბ).

ა ბ

Page 15: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

15

ტრანშეა უნდა შეივსოს 3...4 დღის განმავლობაში, ამისათვის საჭიროა მასში

ყოველდღიურად 60...75 სმ სისქის ფენის სასენაჟე მასის შეტანა და ავსების შემდეგ მისი

ჰერმეტულად დახურვა. (სურ.4).

სურ. 4. ტრანშეას სასენაჟე მასით შევსების სადღეღამისო ნორმისა (სმ) და სავსე ტრანშეას

დახურვის სქემა

სასენაჟე მასით სავსე ტრანშეას ხურავენ პოლიეთილენის აფსკით და აყრიან 15… 20 სმ

სისქის მიწის ფენას. ტრანშეას უარყოფითი მაჩვენებლებია:

ა) სასენაჟე მასის ჩატვირთვის, ამოღების და დარიგებისათვის დიდია შრომითი

დანახარჯები;

ბ) აქვს დიდი თავისუფალი ზედაპირი (0,5 მ2/მ3), რითაც ძნელდება საცავის ჰაერისაგან

იზოლაცია. დიდია შენახვის პროცესში საკვების დანაკარგები (10%-მდე);

გ) საკვების საცავის აშენება ჯდება ძვირი, დიდი ტევაადობისაა (ტრანშეა არანაკლებ 500ტ,

კოშკი - 400ტ), დიდია მათი გამოსყიდვის ვადები;

ტრანშეა და კოშკი რეკომენდებულია სათიბების დიდი მასივებისა და დიდი სულადობის

ფერმებისათვის. 500 ტ ტევადობის ტრანშეა გათვალისწინბულია არანაკლებ 150 სულიანი

მსხვილფეხა საქონლის ფერმისათვის და ტექნოლოგიით გათვალისწინებულ ვადებში ასავსებად

საჭიროებს ყოველდღიურად 100...150 ტ სასენაჟე მასას.

კოშკი შედარებით სრულყოფილი ტიპის საკვების საცავია, მაგრამ მისი აშენება 1,3...1,5 –ჯერ

ძვირი ჯდება ტრანშეასთან შედარებით.

სასენაჟე კოშკის (მაგალითად ბს-9,15 ბელორუსი) (სურ.5) ექსპლუატაციის გამოცდილებამ

აჩვენა, რომ მისი გამოყენება მიზანშეწონილია 400 სულიანი მსხვილფეხა საქონლის ფერმებში.

რეკომენდებულია ფერმაში არანაკლებ 2 კოშკის აგება, რაც ამარტივებს კოშკში სასენაჟე მასის

ჩატვირთვას, მისი დაცლისა და საკვების დარიგების მექანიზაციის პროცესებს.

Page 16: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

16

სურ.5. სასენაჟე კოშკი: ა. საერთო ხედი, ბ. სქემა

1. ტრანსპორტიორი, 2. კაბელი, 3.გამოსატვირთავი შახტა, 4.განმტვირთავი,

5. გამოსატვირთავი სარკმელი, 6. მანაწილებელი, 7. სამფეხა, 8. გუმბათი,

9. დეფლექტორი, 10. ბეტონის ბლოკი, 11. ჩასატვირთავი მილი, 12.კოშკის ტანი,

13. მართვის პულტი, 14. დენკვეთი, 15. დამიწების კონტური, 16. ჯალამბარი.

2.2. შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი, პროგრესული ტექნოლოგია

სენაჟის დამზადების არსებული,ტრადიციული ტექნოლოგიის ერთ-ერთი სუსტი რგოლი,

რაც საყოველთაოდ აღიარებულია, საკვების საცავია. როგორც პრაქტიკული გამოცდილებით

დასტურდება, ტრანშეა (ნაწილობრივ კოშკიც) სრულად არ აკმაყოფილებს სენაჟის დამზადების

არსებულ ტექნოლოგიასა და ექსპლუატაციის მოთხოვნებს, რაც პირდაპირ აისახება

დამზადებული საკვების ხარისხზე.

რთულია დიდი ტევადობის ტრანშეას სასენაჟე მასით 3...4 დღეში ავსება, დღე-ღამეში 18

საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ტკეპნა, ჰერმეტულად დახურვა და შენახვა, ტრანშეადან

საკვების ხარჯვის პროცესში, გახსნილი ზედაპირის ჰაერთან შეხებისგან დაცვა და სხვა.

საზღვარგარეთის ქვეყნებში ინტენსიური კვლევებია ჩატარებული სენაჟის დამზადების

ტექნოლოგიის სრულყოფის მიზნით.

სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგია, რომელმაც ფართო გამოყენება ჰპოვა, დაწნეხილი

საკვების პოლიმერულ მასალაში შეფუთვა და შენახვაა.

ტრადიციული, ტრანშეის ტიპის საკვების საცავთან შედარებით, პოლიმერულ მასალაში

შეფუთული საკვების დამზადების ტექნოლოგიის უპირატესობა ისაა, რომ მინიმალურია

საკვებში არსებული საყუათო ნივთიერებების დანაკარგები, ვინაიდან შექმნილია, ბალახის

მაღალი კვებითი ღირებულებების ფაზაში, შემჭიდროვებულ ვადებში მოთიბვისა და შეჭკნობის

ა ბ

Page 17: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

17

პირობები, ხოლო მექანიკური დანაკარგები უმნიშვნელოა იმის გამო, რომ ოპტიმალურ

ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახი ჯერ კიდევ ინარჩუნებს დრეკადობას, არ იმტვრევა და არც

ცვივა.

ასეთ პირობებში დამზადებული და შენახული საკვები მაღალი ხარისხისაა, რაც ცხოველის

სრულყოფილი კვების გარანტიაა.

მსოფლიოს განვითარებული მეცხოველეობის ქვეყნებში გამოიყენება პოლიმერულ

მასალაში, შეფუთული სენაჟის დამზადების რამდენიმე ხერხი:

რულონებში დაწნეხილი და პოლიეთილენის აფსკსში შეფუთული სენაჟის დამზადება

და შენახვა;

დაწნეხილი რულონის პოლიმერულ ტომარაში შეფუთვა და შენახვა;

დაკუწული სასენაჟე მასის პოლიმერულ ტომარაში შეფუთვა და შენახვა.

შეფუთული სენაჟის დამზადების ამ ურთიერთ განსხვავებულ ხერხებს გააჩნია

განსხვავებული ტექნოლოგიები და საექსპლუატაციო თავისებურებები, მაგრამ მათ აერთიანებთ

ერთი საერთო შედეგი - მაღალი ხარისხის საკვები და მექანიზაციის დონე. პოლიმერული

მასალების გამოყენებით საკვების დამზადების პროცესს ვერ აფერხებს ცუდი ამინდი.

საკვების დამზადების პროცესის შეჩერება, დანაკარგების გარეშე შეიძლება ხელსაყრელი

ამინდის დადგომამდე.

პოლიეთილენის აფსკსში შეფუთული სენაჟის დამზადების არსი და უპირატესობა არის ის,

რომ ბალახის მოთიბვიდან შეფუთვამდე საჭირო დრო მინიმუმამდეა დაყვანილი, ვინაიდან

პოლიეთილენის აფსკში შეფუთული თითოეული რულონი წარმოადგენს შეფუთულ მინისაცავს

და მისი ცალ-ცალკე შეფუთვა, ან ცხოველის საკვებად გამოყენება არ არის დაკავშირებული

არსებული, ტრადიციული ტექნოლოგიით გათვალისწინებულ ზემოთაღწერილ

შეზღუდვებთან.

შეფუთული სენაჟის რულონებში` დაწნეხისა და ჰერმეტულად შეფუთვის შემდეგ, მასში

წყდება მცენარის უჯრედების სუნთქვა და არასასურველი მიკრობიოლოგიური პროცესები.

დამზადებული საკვები საყუათო ნივთიერებებით ახლოსაა საწყის ნედლეულთან.

სენაჟის რულონებში დამზადებისა და პოლიმერულ ტომრებში შეფუთვის პროცესი,

შეფუთული სენაჟის რულონებში შეფუთვის ტექნოლოგიისაგან განსხვავდება, მხოლოდ

დასკვნითი ოპერაციებით, დაწნეხილი რულონი ინდივიდუალურად შეფუთვის ნაცვლად,

სპეციალური ვალცებიანი საწნეხი მანქანით, მიმდევრობით იდება და ინახება თავისივე

დიამეტრის მქონე პოლიმერულ ტომარაში. რულონისა და პოლიმერული ტომრის დიამეტრები

1,5 მ-ია, პოლიმერული ტომრის სიგრძე 31 ან 60 მ. 60 მ-ის სიგრძის პოლიმერულ ტომარაში

თავსდება 43 რულონი, ანუ 28...30 ტ სენაჟი.

შეფუთული სენაჟის დამზადების მესამე ხერხი – დაქუცმაცებული სასენაჟე მასის

პოლიმერულ ტომარაში მოქცევა შეიძლება სპეციალური წნეხ-საფუთავით. მინდორში

შემჭკნარი სასენაჟე მასა აიღება თვითმავალი კომბაინით, დაქუცმაცდება და იგზავნება,

ცხოველის სადგომთან გამართულ პოლიმერულ ტომარასთან, იცლება წნეხ-საფუთავის მიმღებ

ბუნკერში და იწნეხება პოლიმერულ ტომარაში. პოლიმერულ ტომარაში ჩაწნეხილი სასენაჟე

მასის სიმკვრივე აღწევს 650 კგ/მ3

Page 18: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

18

სურ. 6. ა. შეფუთული სენაჟის რულონები; ბ. პოლიმერული ტომრები.

საკვების დაკონსერვების პროცესში გამოიყოფა დიდი რაოდენობის გაზები, რომელიც უნდა

გამოიდევნოს პოლიმერულლი ტომრის ავსებისა და პერმეტიზაციის შემდეგ. პოლიმერული

ტომრის სიგრძეზე, 2...3 ადგილას აყენებენ სპეციალურ სასუნთქავ სარქველებს, რომელთაც

კეტავენ ტომრიდან ჰაერის გამოშვების შემდეგ.

შეფუთული სენაჟის დასამზადებელ მანქანათა კომპლექსში პირველი და მნიშვნელოვანი

რგოლია სათიბელა, ამიტომ მისი შერჩევა და განსაკუთრებით სამუშაოდ გამზადება

განსაზღვრავს ბალახის საწყისი ხარისხის შენარჩუნებას.

ჩაწოლილი და აბურდული ბალახის გასათიბად რეკომენდებულია დისკური (როტორული)

სათიბელას გამოყენება, პარკოსანი, ან პარკოსან-მარცვლოვანი ბალახნარევის გასათიბად

უმჯობესია ვალცებიანი სათიბელა - სატყლეჟელა, რომელიც პარკოსანი ბალახების ღეროებს

სიგრძეზე დახლეჩით ზრდის ტენის აორთქლების ზედაპირს და გაათანაბრებს ბალახის ღეროს,

ფოთლებისა და ყვავილების შეჭკნობისათვის საჭირო დროს.

მარცვლოვანი ბალახების გასათიბად საჭიროა თითებიან - სეგმენტებიანი სათიბელების

გამოყენება (სურ.7.).

Page 19: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

19

სურ.7. ბალახის მოთიბვისა და პოლიმერლ ტომარაში შეფუთვის ტექნოლოგიური პროცესის

სქემა:

1. ბალახის მოთიბვა სათიბელა-სატყლეჟელათი;

2. ბალახის აჩეჩვა-გადაბრუნება ფოცხით;

3. 45...55% ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახის ღვარეულებად დაწყობა ფოცხით;

4. ღვარეულებიდან ბალახის წნეხ- ამკრეფით აკრეფა და დაწნეხა;

5. დაწნეხილი რულონების ვალცებიანი საწნეხით პოლიმერულ ტომარაში ჩაწნეხა.

ბალახის მინდორში შეჭკნობის პროცესზე დაკვირვებით დადგენილია, რომ

მოთიბული ბალახის შეჭკნობის პროცესის დაჩქარების ფაქტორია არა მარტო მზის სხივების

ზემოქმედება, არამედ ბალახის მასის ინტენსიური განიავება. ღრუბლიან ამინდში ნიავი (ქარი)

ითვლება ბალახის შრობის ერთ-ერთ ფაქტორად, ამიტომ მისი რეგულარული აჩეჩვა -

გადაბრუნება ხარისხიანად შემჭკნარი ბალახის დამზადებისას აუცილებელი ოპერაციაა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებულია ბალახის ასაჩეჩ-საბრუნებელი მანქანის, ან

ფოცხის გამოყენებით აჩეჩვა - გადაბრუნება.

ამ ღონისძიებით ბალახის შეჭკნობის პროცესი შეიძლება 15...20% -ით დაჩქარდეს

(ღრუბლიან ამინდში 50%-მდე).

Page 20: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

20

ყველაზე დიდი მოთხოვნები წაეყენებათ იმ მანქანებს, რომლებიც გამოიყენება საბოლოოდ,

ოპტიმალურ ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახის დასამუშავებლად, ასეთია ფოცხი და წნეხ-

ამკრეფი მანქანები. სწორედ ამ ეტაპზე მცენარის ფოთლები ძალიან მგრძნობიარეა მანქანების

სამუშაო ორგანოების აქტიური ზემოქმედების მიმართ.

ცნობილია როტაციული და თითებიან-ბორბლებიანი ფოცხები. მათ შორის ყველა

პარამეტრით: ღირებულება, ხანგამძლეობა, მცენარესთან და ნიადაგთან კონტაქტი,

მწარმოებლურობა, ენერგიის ხარჯი ბორბლებიან-თითებიანი ფოცხები ჯობს როტორულ

ფოცხებს.

შეფუთული სენაჟის დამზადებისას მნიშვნელოვანია რულონებში დაწნეხილი სასენაჟე

მასის ტექნოლოგიური მოთხოვნებით გათვალისწინებულ, 350....400კგ/მ3 სიმკვრივემდე

დაწნეხა, რაც საკვებს იცავს დაობებისაგან და ამცირებს დამზადებული საკვების ხარისხის

დაქვეითების ალბათობას ერთი წლის განმავლობაში (სურ.8).

სურ.8. შეფუთული სენაჟის დამზადება

ა. შემჭკნარი ბალახის აკრეფა და დაწნეხა რულონური წნეხამკრეფით;

ბ. რულონის შეფუთვა პოლიეთილენის აფსკით;

გ. შეფუთული რულონის გადატანა სატაცით.

ა ბ

Page 21: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

21

თანამედროვე სასენაჟე მასის ამკრეფ - საწნეხი მანქანებიდან, საექსპლუატაციო

მაჩვენებლებით გამოირჩევიან კომბინირებული საწნეხკამერიანი მანქანები. წნეხ-ამკრეფის

მუშაობისას შრომატევად პროცესად ითვლება დაწნეხილი რულონის ხეზით შეკვრა. ამ

სამუშაოს შესასრულებლად ფერმერები ირჩევენ დაწნეხილი რულონის ბადით შესაკრავი

მოწყობილობით აღჭურვილ წნეხ-ამკრეფის მოდელს.

ცხრილში 3 წარმოდგენილია სენაჟის არსებული,ტრადიციული ტექნოლოგიით ტრანშეაში

შენახვისა და პოლიეთილენის ტარაში დამზადებული სენაჟის ზოგიერთი პარამეტრის

შედარებითი შეფასება:

ცხრილი 3

პარამეტრები შედარება

საყუათო ნივთიერებების დანაკარგები მინდვრიდან

საკვებურამდე ეტაპებზე

შეფუთული სენაჟი 8-12%;

ტრანშეაში შენახული სენაჟი 25%

ერთეული ფართობიდან ნატურალური საკვების

გამოსავლის გაზრდა

28%

რძის წარმოების გაზრდა ერთეული ფართობიდან 52%

დიზელის საწვავის ეკონომია 44%

საჭირო ტექნიკის ნომენკლატურის შემცირება 33%

შრომის მწარმოებლურობის გაზრდა 50%

კონცენტრირებული საკვების ეკონომია (ცხოველის

პროდუქტიულობისგან დამოკიდებულოებით)

20-50%

დღეისათვის, სათიბების დიდ მასივებში, საკვების დასამზადებელი მანქანების

საერთაშორისო ბაზარზე, არსებობს შეფუთული სენაჟის ამკრეფ-საწნეხი და ერთ მანქანაში

გაერთიანებული ამკრეფ-საწნეხ-საფუთავი მანქანების ფართო არჩევანი.

2.3 შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგია, მცირე კონტურიანი

სათიბებისათვის

საზღვარგარეთის ქვეყნებში სათიბების დიდ მასივებში მოთიბული და შემჭკნარი სასენაჟე

მასის ღვარეულებიდან ასაღებად, როგორც წესი, იყენებენ მობილური ტიპის რულონურ წნეხ-

ამკრეფებს და საფუთავ მანქანებს, რომლებიც ხასიათდებიან დიდი გაბარიტული ზომებით,

მწარმოებლურობითა და მუშაობენ ვაკეზე განლაგებულ სათიბებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის მქონე

მეურნეობათა 75,2%-ს აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები მიწის ნაკვეთი და ჰყავთ 4....5 ფური, ზემოთ

აღნიშნული შეფუთული სენაჟის ასაღები რულონური წნეხ-ამკრეფი და საფუთავი მანქანების

გამოყენება შეუძლებელია. ამის გამო ასეთი მეურნეობებისათვის, დგება მცირე მექანიზაციის

ბაზაზე, მაღალი კვებითი ღირებულების შეფუთული სენაჟის თანამედროვე ტექნოლოგიის

გამოყენებით დამზადების საკითხი.

მცირეკონტურიან ნაკვეთებში, შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგია მცირე

მექანიზაციის ბაზაზე, შეიძლება გაიყოს ორ ეტაპად:

Page 22: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

22

მინდორში შესასრულებელი სამუშაოები: ბალახის მოთიბვა ოპტიმალურ

ტენიანობამდე შეჭკნობა, აკრეფა და დაწნეხის ადგილზე მიტანა;

სტაციონარულ პირობებში შესასრულებელი სამუშაოები: სასენაჟე მასის დაქუცმაცება,

დაწნეხა, ჰერმეტულად შეფუთვა და შენახვა.

შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიის საწყისი ოპერაციის, ბალახის მოსათიბად

შევირჩიეთ იტალიური წარმოების მოტობლოკი – BCS P.S.A. სათიბელათი (სურ. 9).

სურ.9 მოტობლოკი BCS P.S.A. სათიბელათი.

მოტობლოკით შეიძლება ფერდობების, ხეხილის, ვენახის, ციტრუსების რიგთაშორისებისა

და სხვა შესაძლო ადგილების გათიბვა .

მას აქვს 5 კვტ სიმძლავრის, ბენზინით მომუშავე ძრავა, სიმძლავრის ასართმევი ლილვი და

მისაბმელი ურიკა. ცხრილში 4 წარმოდგენილია მოტობლოკ BCS S.P.A-ს ტექნიკური

მახასიათებლები.

ცხრილი 4

ტექნიკური მახასიათებლები სათიბელა მისაბმელი ურიკა

სიგრძე, მმ 1600 2710

სიგანე, მმ 1200 1150

სიმაღლე, მმ- 1000 650

სათიბელას მოდების განი, მმ 1150 -

მწარმოებლობა, ჰა/სთ 0,3 -

ტვირთამწეობა, კგ -- 350

Page 23: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

23

ბალახის საქუცმაცებელი “Кубанец“-ი გამოიყენება ყველა სახის წვნიანი საკვების, მ.შ.

ბალახის დასაქუცმაცებლად.

სურ. 10 ბალახის საქუცმაცებელი“ Кубанец“-ი

ტექნიკური მახასიათებლები:

დაქუცმაცებული ბალახის ზომა, მმ --------------- 2 - 15

სამუშაო რეჟიმი ----------------------------------------- ხანგრძლივი

მოთხოვნილი სიმძლავრე, კვტ --------------------- 2,0

ელექტროძრავას ბრუნვის სიხშირე, ბრ/წთ ----- 3000

გაბარიტული ზომები, მმ --------------------------- 400 – 95 - 1300

მწარმოებლობა, კგ/სთ ------------------------------- 300

მასა, კგ --------------------------------------------------- 45

Page 24: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

24

3. შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარი

3.1. შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის დანიშნულება, აგებულება და

სამუშაო პროცესი

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის (პატენტი GE P2009 4870 B)

დანიშნულებაა მცირე კონტურიან სათიბებში შეფუთული სენაჟის დამზადება, მცირე

მექანიზაციის ბაზაზე, სადაც სათიბების დიდ მასივებში სამუშაოდ რეკომენდებული, დიდ

გაბარიტიანი და დიდი მწარმოებლურობის მანქანების გამოყენება შეუძლებელია.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის სტაციონარულ პირობებში გამოყენება

შეიძლება, როგორც ცხოველის სადგომთან, ასევე მინდორში, ტრაქტორის სიმძლავრის

ასართმევი ლილვით აძვრით (სურ. 11.)

სურ. 11. შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი ექსპერიმენტული დანადგარი, სქემა.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის ძირითადი კვანძები და ნაწილებია: 1.

ამძრავი; 2. შნეკი; 3. შნეკის გარსაცმი; 4. ბუნკერი; 5. უძრავი კამერა; 6. მოძრავი კამერა; 7.

მიმმართველი; 8. გორგოლაჭები; 9.ლარტყა; 10. მუხრუჭი; 11. ზამბარა; 12-16. ჭანჭიკები; 13.

უღელაკი; 14. მოძრავი ლოყა; 15. უძრავი ლოყა; 17. ფრიქციული ხუნდები 18; ანჯამი; 19.

პოლიეთილენის ტარა; 20. საკეტი; 21-22. უძრავი კამერის ნაწილები.

სასენაჟე მასის საწნეხი სამუშაო ორგანოს შერჩევისას, არჩევანი გაკეთდა შნეკზე, რომელიც

დგუშიან, ვალცებიან, რულონურ და სხვა სახის სამუშაო ორგანოებთან შედარებით გამოირჩევა

კონსტრუქციული სიმარტივით და მაღალი საიმედოობით. სამუშაო პროცესის შესრულებისას

ორი ოპერაცია: სასენაჟე მასის დაწნეხა და შეფუთვა მიმდინარეობს ერთ დანადგარში,

Page 25: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

25

ერთდროულად, უწყვეტ ნაკადად, რის გამოც შესაძლებელია ცილინდრული ფორმის

დაწნეხილი სასენაჟე მასის ბარდანის სიგრძისა და სიმკვრივის რეგულირება.

დანადგარის დაპროექტებას საფუძვლად დაედო აკადემიკოს რ. მახარობლიძის თეორიული

კვლევებით დამუშავებული, დაწნეხილი ბალახეული მასის სასურველი სიმკვრივის მისაღებად

საჭირო სამუშაო ორგანოს გეომეტრიული, კინემატიკური და დინამიკური პარამეტრების

საინჟინრო გაანგარიშების საფუძვლები.

სურ.12. შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი ექსპერიმენტული დანადგარი,საერთო ხედი.

ამძრავი 1 (სურ.11) დანიშნულია შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის

სამუშაო ორგანოს – შნეკის ასაძრავად და შედგება: ელექტყროძრავას, რედუქტორისა და

მართვის პულტისაგან. ელექტროძრავას სიმძლავრეა 5,5 კვტ, ბრუნვის სიხშირე – 1450 ბრ/წთ,

რედუქტორის ბრუნვის სიხშირე, გამომავალ ლილვზე 72 ბრ/წთ-ია, ამძრავი შნეკთან

დაკავშირებულია ქუროთი.

სურ.13. ელექტროამძრავი მართვის პულტით და სამუშაო ორგანო შნეკი

ა ბ

Page 26: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

26

შნეკი 2 (სურ.11) – შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის ძირითადი სამუშაო

ორგანოა. მისი დანიშნულებაა, სასენაჟე მასის მიმღები ბუნკერიდან 4 მოძრავ კამერაში 6

სასენაჟე მასის მიწოდება და დაწნეხა. შნეკი ცილინდრული ფორმისაა და აქვს ცვალებადი ბიჯი,

ბიჯის ზომა იცვლება 350, 320, 270, 260 მმ ზღვრებში. შნეკის სამუშაო ბრუნვის სიჩქარეა 72

ბრ/წთ, დიამეტრი 350 მმ, სიგრძე 1300 მმ. შნეკი ჩასმულია 400 მმ დიამეტრის გარსაცმში.

შნეკის გარსაცმზე მიდუღებულია სასენაჟე მასის მიმღები ბუნკერი 4, ხოლო მის გასწვრივ

გაგრძელებაზე დამაგრებულია, მისადგმელი ცილინდრული ფორმის, შნეკის გარსაცმის 3

დიამეტრის უძრავი კამერა 5.

შეფუთული სენაჟის დამზადების საწყის ეტაპზე, უძრავ კამერაზე 5 წამოაცვამენ

პოლიეთილენის ტარას 19 და მოძრავ კამერას 6.

მოძრავ კამერაში 6 (სურ.14 ბ) უძრავი კამერიდან 5 (სურ.14 ა), შნეკის 2 დაწოლის შედეგად,

სასენაჟე მასით შევსების მიხედვით, შედის პოლიეთილენის ტარა 19, რომლის შევსების

პროცესში წარმოიქმნება ამ კამერის ფორმისა და გაბარიტული ზომების ბარდანა. მოძრავი

კამერა 6 წარმოადგენს სიგრძეზე სამ ნაწილად გაჭრილ ცილინდრს და შედგება 11-ე სურათის 21

და 22 პოზიციების ფორმის ნაწილებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან სახსრულადაა

შეერთებული ანჯამებით 18 და აწყობილ მდგომარეობაში ქმნის ცილინდრული ფორმის

კამერას, რომელიც ჩაკეტილია საკეტით 20. მოძრავი კამერის დიამეტრი არის 430 მმ, სიგრძე –

600 მმ. მოძრავი კამერის ერთი მხარე დახშულია, რომელზეც დამაგრებულია ლარტყა 9.

სურ 14 – ა. უძრავი კამერა; მოძრავი კამერა:

ბ. დახურულ მდგომარეობაში; გ. გახსნილ მდგომარეობაში.

მუხრუჭი 10 (სურ 15) - დანიშნულებაა, დაწნეხის პროცესში ლარტყაზე 9, წინასწარ

მოდებული სამუხრუჭე ძალის ზემოქმედებით, მოძრავ კამერაში 6, სასენაჟე მასის დაწნეხის

სიმკვრივის რეგულირება.

მუხრუჭი დანადგარის უძრავი კამერის 6 დახშულ ძროსთან, გარედან დაკავშირებულია

ლარტყით 9, რომლის მეორე მხარე მოქცეულია ფრიქციულ ხუნდებს 17 შორის.

სამუშაო პროცესის დაწყების წინ ჭანჭიკები 12 და 16 ამოხრახნილია და ფრიქციული

ხუნდები 17 და ლარტყა 9 თავისუფალია სამუხრუჭე ძალის დაწოლიდან.

ჭანჭიკის 16 უღელაკში 13 ჩახრახნით ზამბარები 17 შეიკუმშება და გაიზრდება სამუხრუჭე

ძალის დაწოლა ფრიქციულ ხუნდებზე და სათანადოდ ლარტყაზე, რაც მოძრავ კამერაში 6,

სასენაჟე მასით შევსების პროცესში არსებულ ბარდანაში, გამოიწვევს სიმკვრივის, სამუხრუჭე

ძალის დაწოლის პროპორციულად გაზრდას.

ა ბ გ

Page 27: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

27

სურ.15. მუხრუჭი. ა.-წინხედი; ბ.-გვერდხედი.

ჭანჭიკის 12 და უძრავ ლოყაში 15 ჩახრახნით, ფრიქციული ხუნდები 17 და ლარტყა 9

განთავისუფლდება ზამბარების 11 დაწოლისაგან.

დამუხრუჭების ძალის ზემოქმედებით, უძრავ კამერაში 6, პოლიეთილენის ტარაში 19

დაწნეხილი სასენაჟე მასის, ოპტიმალური სიმკვრივის სიდიდის პროროპციული

დამუხრუჭების ძალა იცვლება ექსპერიმენტით დადგენილ, 3,5...4,0 კნ_ის ზღვრებში.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის სამუშაო პროცესი მიმდინარეოს

შემდეგნაირად: სასენაჟე მასის მიმღებ ბუნკერში 4 (სურ.11) ჩაყრილი, 45.. 55% ტენიანობამდე

შემჭკნარი და დაქუცმაცებული სასენაჟე მასა, ამძრავის 1 ჩართვის შემდეგ, შნეკით 2 მიეწოდება

უძრავ კამერაში 5 და იწყება მისი პოლიეთილენის ტარაში 19 დაწნეხის პროცესი.

პოლიეთილენის ტარა 19, სასენაჟე მასით შევსების მიხედვით, შიგნიდან აწვება მოძრავი

კამერის 6 დახშულ ძროს და გადაადგილებს მას მიმმართველებზე 7 დაყენებული

გორგოლაჭებით 8. ლარტყა 9, რომელიც მუხრუჭის ფრიქციული ხუნდებით 17

დამუხრუჭებულია, წინასწარ დადგენილი სამუხრუჭე ძალით, ცდილობს ამ ძალის დაძლევას,

რაც ზრდის დაწნეხილი სასენაჟე მასის სიმკვრივეს. სამუხრუჭე ძალის დაძლევის შემდეგ

მოძრავ კამერაში 6 გადასული პოლიეთილენის ტარა 19, უცვლელი სამუხრუჭე ძალით

აგრძელებს შევსებასა და მოძრავი კამერის 6 მიმმართველებზე გადაადგილებას მანამ, სანამ

გამოვა უძრავი კამერის 5 არედან.

მოძრავი კამერის 6, უძრავი კამერის არედან გამოსვლა იმის ნიშანია, რომ ბარდანა შეივსო,

დაიწნეხა არანაკლებ 400 კგ/მ3 სიმკვრივემდე და შეიფუთა პოლიეთილენის ტარაში 19.

ოპერატორი გახსნის მოძრავი კამერის 6 ჩამკეტს 20 და იღებს დაწნეხილ და შეფუთულ

ბარდანას (სურ.16), ამოწმებს მის ჰერმეტულობას და გზავნის შენახვის ადგილზე, ხოლო მოძრავ

კამერას 6 დააბრუნებს საწყის მდგომარეობაში.

ექსპერიმენტული კვლევით მიღებული შედეგებით პოლიეთილენის ტარაში,

დაქუცმაცებული სასენაჟე მასის 3,5...4,0 კნ სამუხრუჭე ძალით დაწნეხისას, სიმკვრივე

იცვლებოდა 385...428 კგ/მ3 ზღვრებში, რაც დაუქუცმაცებელ სასენაჟე მასასთან შედარებით

20...25%-%-ით მეტია. ამავე დროს არ შეფერხებულა სასენაჟე მასაში პოლიეთილენის ტარაში

ჩაწნეხისა და დაწნეხილი ბარდანას გახსნილი მოძრავი კამერიდან ამოღების პროცესი,რასაც

ადგილი ჰქონდა დაუქუცმაცებელი სასენაჟე მასის დაწნეხისას.

ა ბ

Page 28: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

28

დაწნეხილი ბარდანის ზომებია: დიამეტრი 430 მმ,სიგრძე 600 მმ, მასა 27..35კგ, რაც ორი

ფურის კვების რაციონით განსაზღვრული დღეღამური ნორმაა, დანადგარს აქვს ბარდანის

სიგრძისა და მასის რეგულირების საშუალება.

დანადგარის მწარმოებულობა 80 კგ/სთ-ია.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის ექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა, რომ

იგი მუშაუნარიანია, ნაკლად უნდა ჩაითვალოს სამუხრუჭე სისტემის არასტაბილური მუშაობა

რაც ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად, ასახულია შეფუთული სენაჟის საწნეხ- საფუთავი

დანადგარის, ექსპერიმენტული კვლევისას გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით

კორექტირებულ პროექტში.

ცხრილში 5 წარმოდგენილია შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი ექსპერიმენტული

დანადგარის, კვლევით მიღებული შედეგებით შესწორებული პარამეტრები.

ცხრილი 5

ექსპერიმენტული დანადგარის

პარამეტრები

დანადგარის ექსპერიმენტული

კვლევით მიღებული შედეგებით

შესწორებული პარამეტრები

შნეკის ხვიის დიამეტრი, მმ 350 400

შნეკის გარსაცმის დიამეტრი, მმ 400 450

შნეკის სიგრძე, მმ 1300 1330

მოძრავი კამერის დიამეტრი, მმ 430 470

მოძრავი კამერის სიგრძე, მმ 600 600

შნეკის ბიჯი, მმ 350

320

270

260

370

330

270

260

ელექტროძრავას დადგმული

სიმძლავრე, კვტ 5,5 5,5

შნეკის ბრუნვის სიხშირე, ბრ/წთ 72 90

მწარმოებლურობა, კგ/სთ 80 127

სურ.16.პოლიეთილენის ტარაში შეფუთული ბარდანა

Page 29: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

29

3.2. შეფუთული სენაჟის საფუთავი ტარის მასალის შერჩევა და პარამეტრების დადგენა

სოფლის მეურნეობაში პოლიეთილენის აფსკის გამოყენება, განსაკუთრებით გაიზარდა

შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიის დამუშავებისა და წარმოებაში დანერგვის

შემდეგ.

სხვადასხვა პირობებში ჩატარებული ცდებით დადგენილია, რომ პოლიეთილენის აფსკში

შეფუთული ბალახოვანი საკვების ფერმის ტერიტორიაზე, საძროხესთან ახლოს კომპაქტურად

შენახვისას გამოირიცხება საკვების ის დანაკარგები, რომელსაც ადგილი აქვს ფერმიდან

დაცილებული საცავებიდან (კოშკი, ტრანშეა) დაკონსერვებული საკვების მოტანის დროს.

პოლიეთილენის აფსკში შეფუთული საკვების შენახვა შეიძლება ნებისმიერ ადგილზე,

მოხერხებულია მისი გამოყენება წლის ნებისმიერ დროს.

შეფუთული ბალახოვანი საკვების დამზადების ტექნოლოგიით განსაზღვრულია რულონის

შეფუთვის პირობები, კერძოდ რულონი უნდა შეიფუთოს დაწნეხიდან არაუგვიანეს ორი

საათისა, რათა მასში თერმოფილური ბაქტერიების განვითარების შედეგად არ დაიწყოს

საკვების თვითჩახურების პროცესი.

როცა საცავში საკვების ტემპერატურა აჭარბებს 370C, საკვებში მკვეთრად ეცემა საყუათო

ნივთიერებების, განსაკუთრებით ცილის, ცხოველის მიერ მონელება-შეთვისება. პრაქტიკულად

მთლიანად იკარგება კაროტინი, ვიტამინი C და სხვა. ამიტომ საკვების გარანტირებულად

შენახვის მიზნით, საფუთავ მასალას წაეყენება, საკვებში ჰაერის მოხვედრის შეზღუდვის

მოთხოვნა.

აღმოჩნდა, რომ პოლიეთილენის აფსკი, დროთა განმავლობაში ჰაერს ატარებს, რის გამოც

შენახვის ხანგრძლივობის მიხედვით, საკვების დაცვის მიზნით, რულონს ან ბარდანას ფუთავენ

3...4 ფენა აფსკით. ფენათა რაოდენობა დამოკიდებულია ბალახის სახეზე, მის ტენიანობაზე და

რულონების ან ბარდანების დაწყობის, შენახვის პირობებსა და ხანგრძლივობაზე.

ამ ღონისძიების დანიშნულებაა რულონში ჰაერის შეღწევის შესაძლებლობის შეზღუდვა.

პოლიმერულ ტომარაში სენაჟის დამზადება გავრცელებულია აშშ და კანადაში და

გამოყენებას პოულობს ევროპის ქვეყნებში. საკვების დამზადების ეს მეთოდი საჭიროებს

პოლიმერული მასალისაგან დამზადებული სასენაჟე მასის მისაწოდებელ საწნეხ ვალცებიან

მანქანებს. პოლიმერული ტომრის სიგრძე 70 მ –ზე მეტია, დიამეტრი - 1,5...2,7 მ. მასში თავსდება

160 ტონამდე სენაჟი.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება პოლიეთილენის აფსკში შეფუთული საკვების,

ძირითადად სენაჟის რულონებში დამზადება. საკვების დამზადების ამ ხერხის გამოყენება

დაიწყეს შვედეთში.

თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როცა საკვების რულონებსა და ბარდანებს

ფუთავენ რამდენიმე ფენიან პოლიეთილენის აფსკით, რომელიც ჰაერგაუმტარია და შიგა მხარეს

აქვს წებვადი ზედაპირი, შესაძლებელია მაქსიმალური ჰერმატიზაციის მიღწევა. იყენებენ 0,025

მმ სისქის პოლიეთილენის აფსკს 70% -მდე გაწელვის უნარით.

პოლიეთილენის აფსკის ჰერმეტულობა ძირითადად დამოკიდებულია გარემოს ჰაერის

ტემპერატურაზე. რაც მეტად თბება რულონი მზის სხივების ზემოქმედებით, მით მეტია მისი

ჰაერგამტარობა. პოლიეთილენის აფსკის სხვადასხვა ფერი სხვადასხვანაირად რეაგირებს თბურ

გამოსხივებაზე, რის გამოც რულონის ტემპერატურაც განსხვავებულია. მუქი ფერის აფსკი

მეტად ცხელდება, რაც ზრდის მის ჰაერგამტარობას, ამიტომ საჭიროა აფსკი იყოს თეთრი, ან ღია

Page 30: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

30

მწვანე ფერის. ცდებით დადგენილია, რომ რულონის 3...4 ფენა პოლიეთილენის აფსკით

შეფუთვა ჰერმეტიზაციისათვის საკმარისია.

ბარდანას შესაფუთავი პოლიეთილენის ტარის ზომები დამოკიდებულია შეფუთული

სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის მოძრავი კამერის პარამეტრებზე (დიამეტრი, სიგრძე).

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის მოძრავი კამერის ზომებია: დიამეტრი 0,43 მ,

სიგრძე 0,6 მ. მოძრავი კამერის ეს ზომები განისაზღვრება შნეკისა და გარსაცმის დიამეტრებით

(350 მმ, 400 მმ), რომლებიც უზრუნველყოფენ სასენაჟე მასის ტექნოლოგიის მოთხოვნებით

გათვალისწინებულ არანაკლებ 350....400 კგ/მ3 სიმკვრივეზე დაწნეხას, ხოლო მიღებული

ბარდანას მასა შეესაბამება 1 - 2 ფურის სადღეღამისო რაციონში გათვალისწინებული სენაჟის

მაქსიმუმს.

შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიის მანქანათა კომპლექსი, არ განიხილება

სენაჟის საფუთავი პოლიეთილენის მასალის გარეშე.

პოლიეთილენის აფსკის ხარისხი განსაზღვრავს შეფუთული სენაჟის დამზადების

ტექნოლოგიის ძირითადი მოთხოვნის შესრულებას,კერძოდ სენაჟის საწყისი ხარისხის

შენარჩუნებას,არა ნაკლებ ერთი წლის განმავლობაში.

უხარისხო საფუთავი მასალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეფუთული სენაჟის

დამზადების ტექნოლოგიის არსის სრული დისკრედიტაცია, ამიტომ სჭირდება

განსაკუთრებული მიდგომა სენაჟის საფუთავი პოლიეთილენის აფსკის დამამზადებელი

ფირმის შერჩევას.

შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის (სურ.12.) წარმოებაში დასანერგად

საჭირო ეტაპების გავლის შემდეგ,სტაბილური დამუხრუჭების ძალის მისაღწევად

აუცილებელია დანადგარის სამუხრუჭე სისტემის 10 (სურ.11) და ზოგიერთი პარამეტრის

(ცხრ.3)

კორექტირება და სენაჟის საფუთავი პოლიეთილენის ტარის 19 დამამზადებელი ფირმის

შერჩევა, რაც უზრუნველყოფს შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის გამართულ

მუშაობას.

Page 31: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

31

ლიტერატურა

1. მეურნეობათა დაჯგუფება მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობის

მიხედვით. – საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტი, 2006 წლის მონაცემები.

2. საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახური “საქართველოს სოფლის მეურნეობა”

2010 – სტატისტიკური პუბლიკაციები: მეცხოველეობა, განყოფილება 2; მემცენარეობა

განყოფილება 3; თბილისი 2014.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს ტრანსფორმაცია: დამოუკიდებლობის 20

წელი. EL – LAთ - 2012 “ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია, “თბილისი”.

4. რ.მახარობლიძე – “ექსპერიმენტის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდები, სასოფლო-

სამეურნეო ტექნიკის საკითხებში”. თბილისი, 1974.

5. რ.რუსიეშვილი – “სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგია” საქართველოს

ზოოვეტუნივერსიტეტის შრომები, ტ .LX ,თბილისი, 2002.

6. რ.რუსიეშვილი, ტ.უშარიძე – “მცირე კონტურიან ნაკვეთებში შეფუთულლი სენაჟის

დამზადების ტექნოლოგიის დანერგვის საკითხისათვის”, სმმ აკადემიის მოამბე, ტ.8 2008,

თბილისი.

7. რ.რუსიეშვილი, ტ.უშარიძე – “შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიისა და

ტექნიკური საშუალებების გამოყენების პერსპექტივები” – საქსმმესკ-ის შრომები, თბილისი,

2005.

8. რ.რუსიეშვილი, ტ.უშარიძე - “დაწნეხილი სასენაჟე მასის ბარდანის შესაფუთად საჭირო

მასალის მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა’. საქსმმესკ-ის შრომები, თბილისი, 2007.

9. რ.რუსიეშვილი – “საკვების დამზადების პერსპექტიული ტექნოლოგია საქართველოს

პირობებისათვის.” სმმ აკადემიის მოამბე, ტ.22, თბილისი, 2008;

10. რ.მახარობლიძე, რ.რუსიეშვილი, ტ.უშარიძე, ნ.ბუჩუკური – “შეფუთული სენაჟის საწნეხ-

საფუთავი დანადგარის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები”. საქსმმესკ-ის შრომები.

თბილისი, 2010;

11. რ.რუსიეშვილი, ტ.უშარიძე, ნ.ბუჩუკური – “შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი

დანადგარის ენერგეტიკული შეფასება”. საქსმმესკი, თბილისი 2010;

12. რ.რუსიეშვილი, ვ.მოთიაშვილი, ტ.უშარიძე - “შეფუთული სენაჟის დამზადების

ტექნოლოგია მცირე მექანიზაციის ბაზაზე” - სმმა, საერთაშორისო კონფერენცია. თილისი,

2014.

13. რ.რუსიეშვილი, რ.მახარობლიძე, ტ.უშარიძე, ვ.მოთიაშვილი – “მცირე კონტურიან

ნაკვეთებში შეფუთული სენაჟის დამზადების ტექნოლოგიისა და ტექნიკური საშუალებების

ექსპერიმენტული კვლევის შედეგები”. სმმ აკადემია, საერთაშორისო კონფერენცია,

თბილისი, 2015

14. Богданов Г.А., Привало О.В. –«Сенаж и силос» -М.»Колос»1983

15. Гимер Р.С., Овчинский Б.В. –« Элементы численного анализа и математической обработки результатов опыта» - Государственное издательство Физико-математической литературы, М.

16. Демидович Б.П., Марон И.А., Шувалова Э.З. – «Численние методы анализа», главная редакция Физико-математической литературы», М.1967

17. Махароблидзе Р.М.б ДЗирквадзе Ю.С., Русиешвили Р. Ш. – «Теория уплотнения растительных материалов шнековыми рабочими органами», Международный научный журнал «Проблемы механики, №3, 2003, тбилиси

Page 32: მცირეკონტურიან სათიბებში ... sajaro... · 2016-11-09 · ღეროები ისევ ნედლია, ფოთლები

32

სარჩევი

ტერმინების განმარტება ............................................................................................................................... 3

შესავალი .......................................................................................................................................................... 4

1.ზოგადი საკითხები ..................................................................................................................................... 5

1.1. საქართველოს მეცხოველეობისა და საკვები ბაზის თავისებურებები ..................................... 5

1.2. სენაჟი და მისი მნიშვნელობა ............................................................................................................ 5

1.3. რისგან მზადდება ხარისხიანი სენაჟი ............................................................................................. 7

1.4.სასენაჟე მასის დაკონსერვების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები ............................... 8

1.5. როგორ განვსაზღვროთ შემჭკნარი ბალახის ტენიანობა............................................................ 11

1.6. როგორ შევაფასოთ დამზადებული სენაჟის ხარისხი ................................................................ 13

2. სენაჟის დამზადების ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები ................................................ 13

2.1. სენაჟის დამზადების არსებული, ტრადიციული ტექნოლოგია .............................................. 13

2.2. შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი, პროგრესული ტექნოლოგია ................................ 16

2.3 შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგია, მცირე კონტურიანი

სათიბებისათვის....................................................................................................................................... 21

3. შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარი ......................................................................... 24

3.1. შეფუთული სენაჟის საწნეხ-საფუთავი დანადგარის დანიშნულება, აგებულება და

სამუშაო პროცესი ..................................................................................................................................... 24

3.2. შეფუთული სენაჟის საფუთავი ტარის მასალის შერჩევა და პარამეტრების დადგენა ........ 29

ლიტერატურა ............................................................................................................................................... 31