593
დილარიანი თხზულება პეტრე ლარაძისა გამოცემა მართა ივანეს ასულისა კნ. შალიკაშვილისა თბილისი მსწრაფ-მბეჭდავი არ. ქუთათელაძისა, ნიკ ქუჩა №21 1903 წ. წინასიტყვაობა „ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ – სარგის თმოგველსა... მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ – მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ შეუშრომელსა“. რა დიადი კლასიკური თხზულება დაკარგულა საქართველოს შავ-ბნელ ისტორიულ ხანებში სარგის თმოგველისაგან შედგენილი და „დილარიანად“ წოდებული, ამას გვეუბნება ზემოთ მოყვანილი უკვ- დავი შოთა რუსთველის ლექსი. დიდებული პოეტი ჩახრუხაძეც დიდის ქება-ხოტბით იხსენიებს ამ ჩინებულ თხზულებას: „მოუბარისა მის მდუღარისა დილარგეთისგან აღშფოთებულად“. ცხადია, დაკარგვა ამგვარ თხზულებისა არ ასვენებდათ გულ-შე- მატკივარ მამულისშვილებს. თვით ანტონ კათალიკოსამდე, გვგონია, არ მოუხწევია ამ წიგნს და რუსთველს ლექსისა და ქართლის ცხოვრების ნათქვამის დაგვა- რად ამბობს ეს კათალიკოსი: „სარგის... ესეცა შოთაებრი არს კაცი. სიბრძნის მოყვარე, ფილოსოფოს, გამომთქმელ, რიტორ მშვენიერ, პოლიტიკოს საქებელ, თვით შოთა იტყვის: „დილარგეთს უქია მას, საქებარს, ესე თქმულია მათთვის მიზეზთა“. ამიტომაც საკვირველი არაა, რომ „დილარიანის“ აღდგენის ჰაზ- რით ყოფილიყვნენ შეპყრობილნი ქართველი მამულისშვილნი და ქვეყნის გულშემატკივარნი. ჰაზრით დატრიალდა მეფე ერეკლეს ჟამს, თუმცა კი ამ დროს მრავალნი საქმენი აწუხებდნენ მოწინავე- მესვეურთ, როგორც ჰბძანებს თვით კათალიკოზი ანტონიც: „მო- ვაცალე თავი ჩემი ყოველსავე ზრუნვასა, ხოლო ვერ მოვაცალე იგი ზრუნვასადმი საქართველოის“. პეტრე ლარაძე ამ საქმეს მშვენიერად ასურათებს ლექსით:

დილარიანი თხზულება პეტრე ლარაძისა გამოცემა 1903 წ.dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/5861/3/dilariani-1903.pdf ·

  • Upload
    others

  • View
    8

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • დილარიანი

    თხზულება

    პეტრე ლარაძისა

    გამოცემა

    მართა ივანეს ასულისა კნ. შალიკაშვილისა

    თბილისი

    მსწრაფ-მბეჭდავი არ. ქუთათელაძისა, ნიკ ქუჩა №21

    1903 წ.

    წინასიტყვაობა

    „ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,

    აბდულ მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,

    დილარგეთ – სარგის თმოგველსა... მას ენა დაუშრომელსა,

    ტარიელ – მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ შეუშრომელსა“.

    რა დიადი კლასიკური თხზულება დაკარგულა საქართველოს

    შავ-ბნელ ისტორიულ ხანებში სარგის თმოგველისაგან შედგენილი და

    „დილარიანად“ წოდებული, ამას გვეუბნება ზემოთ მოყვანილი უკვ-

    დავი შოთა რუსთველის ლექსი.

    დიდებული პოეტი ჩახრუხაძეც დიდის ქება-ხოტბით იხსენიებს

    ამ ჩინებულ თხზულებას:

    „მოუბარისა მის მდუღარისა დილარგეთისგან აღშფოთებულად“.

    ცხადია, დაკარგვა ამგვარ თხზულებისა არ ასვენებდათ გულ-შე-

    მატკივარ მამულისშვილებს.

    თვით ანტონ კათალიკოსამდე, გვგონია, არ მოუხწევია ამ წიგნს

    და რუსთველს ლექსისა და ქართლის ცხოვრების ნათქვამის დაგვა-

    რად ამბობს ეს კათალიკოსი:

    „სარგის... ესეცა შოთაებრი არს კაცი.

    სიბრძნის მოყვარე, ფილოსოფოს, გამომთქმელ,

    რიტორ მშვენიერ, პოლიტიკოს საქებელ,

    თვით შოთა იტყვის: „დილარგეთს უქია მას,

    საქებარს, ესე თქმულია მათთვის მიზეზთა“.

    ამიტომაც საკვირველი არაა, რომ „დილარიანის“ აღდგენის ჰაზ-

    რით ყოფილიყვნენ შეპყრობილნი ქართველი მამულისშვილნი და

    ქვეყნის გულშემატკივარნი. ჰაზრით დატრიალდა მეფე ერეკლეს

    ჟამს, თუმცა კი ამ დროს მრავალნი საქმენი აწუხებდნენ მოწინავე-

    მესვეურთ, როგორც ჰბძანებს თვით კათალიკოზი ანტონიც: „მო-

    ვაცალე თავი ჩემი ყოველსავე ზრუნვასა, ხოლო ვერ მოვაცალე იგი

    ზრუნვასადმი საქართველოის“.

    პეტრე ლარაძე ამ საქმეს მშვენიერად ასურათებს ლექსით:

  • „არ იყო ქართველთა შორის წიგნი-ყე „დილარიანი“,

    ამას იტყოდა ყოველი – მოხუცი, ბერი, ჭკვიანი,

    იყო თამარის დროისა, ვინ მეფედ ჰგებდა სვიანი,

    მუნ დღიდან არღა გვასმია, ვართო მით ჭმუნვანიანი...

    მეფე ერეკლეს გმირსა, მებრძოლთ მაწრწუნ-მატირსა სწადდა თვის დროსა,

    რათა ესე ამბავი ექმნათ წიგნად შენართავნი მისგან დაზრდილ მოყმეთა;

    მაშინ უცალება, საქმის გარემოება არ მაძლევდა ჟამებსა,

    აწ მასთან ზრდილმან, მწიგნობრობითა მჭმუნვილმან, ხელ ვყავ მის ნაბრძანებსა“.

    1795 წელს თბილისმი შემოდის აღა-მახმად-ხანი და პირველა-

    დვე ცეცხლს უკიდებს სალაყბოზედ მდგარს სამეფო წიგნთ-საცავს,

    რომელშიაც, წიგნების გარდა, საქართველოს სამეფო ოქმნი და გუჯარ-

    ნი დაკრძალულ და რომლის გამგეც იყო მეფის მწიგნობარი

    პეტრე ლარაძე. მალე თვით მეფე ერეკლე მიიცვალა, საქვეყნო სა-

    ქმენი დაწყნარდა, გამეფდა გიორგი XIII და პეტრე ლარაძეც

    იცლის მისთვის, რათა შეასრულოს ანდერძი ერეკლესი: იგი სთხზავს

    ახალ „დილარიანს“, მაგრამ ეწვევა მას მეფის ძე იოანე, სტაცებს ამ

    თხზულებას და ზედ თავის სახელს აწერს... პეტრე ლარაძეს მეორედ

    მიუღია, როგორც თვითონვე ამბობს, „მრავალი ღვაწლი და შრომა

    ამბის მოგონებასა და შეწყობაზედ“ და უფრო უკეთესი „დილარიანი“

    შეუდგენია“.

    „ესე სხვა ახალ შევამკევ, ვით მტილი ყვავილოვანი

    იგი იმასა არა ჰგავს, ვით ვარდსა გოგშო თავმსხვილ ეკლიანი;

    ეს არის დიდად ნაღვაწი, ჩემგან ქმნილ „დილარიანი“

    ხელმწიფებითა მაღალი, ლომ-გული მკლავ მყარიანი“.

    აქედან ითვალისწინებ სვე-ბედს „დილარიანისას“, ხოლო როცა

    გულდასმით ათვალიერებ ამ ვრცელ ტომს, წინ გიდგებათ მრავალ

    გზით გამოცდილი, მრავალგან ყოფილი და ბევრ ზნე-ჩვეულებათა

    მცოდნე მეფის მწიგნობარი ლარაძე, ჰაზრთა მესვეური თავის დროისა

    და სასიქადულო მწერალი, რომელიც დიდის ნიჭით და ხელოვნებით

    ხან „ჩახრუხაულით“, ხან მშვენიერ პროზით, ხან „ყარიბულის“

    ლექსით, ხან შაირულ ტაეპით, ხან ფისტიკაურის თქმით გვიამ-

    ბობს დილარ ხელმწიფის ანუ დილარ მძლეველის ნაქშარს ამ-

    ბებს. გაკვირვებული ხართ ავტორის ვრცელი ცოდნით მითოლო-

    გიის და სხვა ერთა ზნე-ჩვეულებების, რაიც შეუკოკბნია თავის თხზუ-

    ლებაში. ამიტომ ბევრს არა ჰსჯერა, რომ ეს თხზულება სარგის

    თმოგველის კლასიკური „დილარიანი“ არ იყოს, რომელიც ვითომდა

    მოეპაროს ლარაძეს...

    პეტრე ლარაძეს ხანგრძლივი ცხოვრება შეკავშირებულია შესა-

    ნიშნავ ეპოქასთან მეფის ირაკლის, შემდეგ მეფის გიორგის და ბო-

    ლოს, გარეული ბატონიშვილების ამბოხებაში, იგი იქმნა დატყვევებულ

    სურამში კაპიტან ბარტნეევის მიერ და გაიგზავნა ბატონიშვილებთან

  • ერთად პეტერბურგს. პეტერბურგშიაც გადახვეწილთა შორის ის არის

    საყვარელი მწერალი, მელექსე და ნუგეში, რადგან საქართველოშიაც

    იყო საუკეთესო წარმომადგენელი სასიქადულო ლიტერატურულ ეპო-

    ქისა, რომელსაც, მის გარდა, ამშვენებდნენ დავით გურამიშვილი, ბე-

    სიკ გაბაშვილი, კათალიკოზი ანტონ, ბერი ხელაშვილი, მეფის ძე

    ვახტანგ, სოლომონ მდივანბეგო, საათნავა, იოანე გეგეჭკორი, ნა-

    შოძღვრალი გაბაშვილი, „კატის ომის“ ავტორი, ცუკია ბერი დავით

    და სხვანი მრავალნი. ამ თანამედროვე კალმოსანთა შორის

    პეტრე ლარაძე გურამიშვილს თუ ჩამოურჩება, თვარა სხვებს ზევიდან

    დაჰყურებს და არის სპილო თავის ეპოქის ენით, ლექსთა წყობით და

    შემეცნება-ნიჭით.

    გარდა „დილარიანისა“ მას დაუწერია ვრცელი ტომი ლექსებისა

    და უწოდებია „წიგნი მრავალ-ფერ ყვავილოვანი“. ამასთან შეუთხზავს

    მშვენიერი პოემა ალექსანდრე მაკედონელზედ, რომელიც პეტერბურგს

    ყოფილა დასტამბული და ხელ-საგოგმანებლად ჰქონიათ ქართველ ოჯა-

    ხებში. იგი ეხლა ბიბლიოგრაფიულ ნაშთად ითვლება. პეტრე ლა-

    რაძე „მრავალ-ფერ ყვავილოვანის“ შესახებ ასე ამბობს:

    „ერთს წიგნი „დილარიანი“,

    ერთი თვით ესე შევმზადე

    და ათგან ერთი შევკრიბნე

    ჰამბავი საწადელები,

    ბრძენთაგან სანაქებლები,

    შევუმკე ლექსნათელები,

    შაირნი სასურველები“...

    მართლაც რომ სასურველნი ლექსნი ამკობენ ამ მშვენიერ წიგნს:

    მშვენიერის ენით არის გალექსილი საქართველოს ისტორია თამარის

    დრომდე, მას მოსდევენ მრავალნი ვარდ-ბულბულ, სიყვარულ-

    სა და ბუნების სიმშვენიერეზედ, მერე მოთავსებულან მრავალი ტკბი-

    ლი საღმთო ლექსნი და იამბიკონნი ჯვარზედ, საუფლო დღსასწაუ-

    ლებზედ და საქართველოს ყველა წმიდანებზედ სათითაოდ... ბევრნი

    ამ ლექსთაგანნი პროფესორს დავით ჩუბინაშვილს შეუტანია თავის

    ქრისტომატიაში.

    თავის ნაწარმოებს პეტრე აწერდა ხოლმე: „ყარიბ პეტრე

    ლარაძე“ , „ტანჯულ პეტრე“ . მისი ლიტერატურული ეპოქა

    მჭიდროდ შეკავშირებულია ჩვენზედ მახლობელ ლიტერატურული ეპო-

    ქასთან, რომელსაც ამშვენებდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალექსან-

    დრე ჭავჭავაძე და თვით ვახტანგ-გრიგოლ ორბელიანები... ენა, ლი-

    ტერატურული სტილი-ქნარი ძაფ აღებით მოსდევდა ჩვენს ქვეყანაში

    და ეპოქებად კავშირდებოდა, მარტო დღეს მოიპოებიან ისეთნი, რო-

    მელთაც უსაძირკვლოდ რაიმეს სწადიანთ...

    დაიბადა პეტრე ლარაძე, როგორც სჩანს მის მამა გიორგი დე-

    კანოზის ანდერძიდგან, თეიმურაზის დროს; დანამდვილებით კი

    არ ვიცით, როდის. ხოლო გარდაცვალების შესახებ მათ საოჯახო

  • ჟამნში ასეთი წარწერა ვპოვე (ს. დიდ-ეგრისს): „კაცი იგი ღვთისა

    ყარიბი პეტრე ლარაძე გიორგის ძე, მზრუნველი და მამა სახლისა

    გარდაიცვალა 24 თებერვალს, ჟამსა მეათესა შუადღის უკან 1837

    წელს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი უფლისა მიერ ღვთისა ჩვენისა.

    ამინ“.

    თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ჰყოლია მას ცოლი თუ არა, არა

    სჩანს. ამბობენ, სურათი მისი იყოო, მაგრამ ვერ ვპოვეთ და მის სა-

    ბადლოდ მოვათავსეთ ლარაძიანთ გვარის წარმომადგენე-

    ლის ივანე იოსების ლარაძის სურათი.

    აზნაურ ლარაძეთ გვარი უბრალო რამ არ ყოფილა. მათს ერთს

    გუჯარში ასე სწერია: „ოდეს დიდმან ეგროს აღაშენა სამეგრელოს

    სახელსა თვისსა ზედა ქალაქი და უწოდა ეგრისი, რომელსაც დღეს

    უწოდებენ ოდიშად და წინაპარნი ნათესავნი მათნი გადმოსახ-

    ლებულხართ სამეფოთა ადგილთა მცირე სომხეთის და საბარათიანოსა

    შინა, სადაც გაქვთ სოფლები მთასა და ბარში და ერთს თქვენ სო-

    ფელს ძველისა შთაშომავლობისა თქვენისა სახელი ეწოდების დიდ-

    ეგრისი, რომელშიაც არის თქვენი სასაფლაო საყდრები“ და სხვ...

    ამავე გუჯარში ჩამოთვლილია მამულ-დედული აზ. ლარაძეთა:

    მეფე თეიმურაზს უჩუქებია თბილისში ხარების ეკლესიასთან სახლე-

    ბი. სასახლე ლარაძიანთ ჰქონიათ სუფნიშანთან. სოფელ ელფიაში

    (კოჯრის ახლო) წილი, სოფლები: ირაგა, თხილნარა, ჯიგრაშენი და სხ.

    ს. ჯიგრაშენი ყოფილა დაშენებული ფარვანას ტბის თავზედ,

    მის ნანგრევებზედ დღეს კროები მოსახლობენ. ეს მხარე ტბებით

    სავსეა და საქართველოს საუკეთესო კუთხეა, სადაც დუხაბორებიც და-

    სახლებულან ნანგრევებზედ, უწინ არტანუჯად უნდა იყოს ცნობილი და

    პეტრეც აქედგან უწოდებს თავსა თვისსა „არტანუჯელად“.

    ამ ბლომა მამულებიდან ლარაძიანთ დღეს მარტო დიდი – ეგ-

    რისიღა შეჰრჩენიათ; თვით ეს დიდებული გვარიც გალეულა. მეფე

    თეიმურაზის დროს კარის მოძღვრად ყოფილა დეკანოზი გიორგი

    ლარაძე, კაცი ბრძენი, რაიცა სჩანს მის მშვენიერ ანდერძიდან.

    ამას ჰყოლია ოთხი ვაჟი შვილი: დავით, იოანნე, იოსებ და პეტრე

    (პოეტი). დეკანოზი გიორგი ასე უბნობს თავის ანდერძში შვი-

    ლებთან: „ჰეა ფრიად სასურველნო და გულისა ჩემისა საყვარელ-

    ნო შვილნო! ისმინეთ სიტყვანი მოხუცებულის მამის თქვენისანი და

    დაისხენით გულთა შინა თქვენთა თხრობილნი უძლურთა ბაგეთა ჩემ-

    თა“. შემდეგ ამისა ამავე ანდერძში შვილებს ვალდებულად ჰსდის

    რათა „უყვარდეთ ერთმანეთი მტკიცეთ, ერთმანეთს არ გაეყარნენ;

    რომელი ძმაც გავიდეს და ოჯახის ერთობა დაარღვიოს, მას წილს

    ნუ მოსცემენ და რომელმაც ინდომოს დადგომა, შეიტკბეთ, ვითარცა

    თავი თქვენი და რაიცა უჯობდეს ოჯახსა თქვენსა და ტკბილსა ძმო-

    ბასა, ეგრე ჰყოფდეთო. ერთსა სახლისაგან თქვენისა ნუ გამოაკლებთ

    ხლებად მეფესა და მსახურებდინ ყოვლითა კრძალულებითა“ და სხ...

  • პეტრეს, უმცროს ძმას, შეუსრულებია ანდერძი და აკი კი-

    დენაც უმსახურნია სამეფო კარსა. სამნი ძმანი პეტრეთურთ უძეოდ

    გადაგებულან, ხოლო ერთს ძმას იოსებს დაჰრჩენია ვაჟი ივანე, რომ-

    ლის სურათიც აქაა მოთავსებული. ივანეს სწავლა მიუღია კეთილ-

    შობილთ სკოლაში, (აწ პირველი გიმნაზია თბილისს). მერე თარჯი-

    მანად უმსახურნია ქუთაისში საგუბერნიო სამმართველოში. აქ შეურ-

    თავს აბაშიძიანთ ქალი და მერე დასახლებულა მამა-პაპეულ მამულს

    ეგრისში. გარდაცვლილა მოხუცებაში 1892 წელს 3-ს აპრილს,

    ვაჟი არ დაჰშთენია, ჰყოლია ხოლო ქალი, აწ პატივცემული მართა

    ქვრივი კნეინა შალიკაშვილისა; ამ უკანასკნელსა ძე არ ჰყავს და

    სცხოვრობს თავის მამა-პაპეულ დიდ-ეგრისში.

    ილევა ლარაძეთ გვარი, მაგრამ პატივცემულმა მართა შა-

    ლიკაშვილისამ საუკუნოდ ჰქმნა სახსოვარი ამ პატივცემულ გვარისა,

    რადგან ინება გამოცემა პეტრე ლარაძის თხზულებათა. დილარიანს

    ზედ მოჰყვება „წიგნი მრავალ-ფერ ყვავილოვანი“ და ქართველობას

    მუდმივ ეხსომება საუკეთესო მწერალი.

    კნეინა მართა ივანეს ასული მარტო ამ საუკუნო ძეგლს არა

    სტოვებს თავისი გვარის სახსოვრად: იგი სიკვდილის შემდეგ საზო-

    გადო საქმეს უტოვებს მამა-პაპათა ქველობით ნაშოვნ მამულს დიდ-

    ეგრისსაც.

    დიდი არაა ეს დალოცვილი მამული, სულ 700 დესეტინაა,

    მაგრამ ქართველობას დიდ სამსახურს გაუწევს თრიალეთი, სადაც

    მდებარეობს ეს მამული, გახდა გერმანელთა და სხვა უცხო ხალხ-

    თათვის ყველის წარმოებით ჯიბის ოქროთი გამტენ სახსრად. გო-

    ლანდია, შვეიცარია, ფილანდია, და ან რომელი მხარე განათლებულ

    ევროპისა არ აცხოვრებს თავის მკვიდრთ რძის ნაწარმოებით! ოქროს

    ფასი აქვს და ქართველებისთვის კი იგი ფუჭი კაკალია! თუ

    არ შეისწავლა კაცმა ეს დარგი წარმოებისა, ისე ცდა ამაოა.

    საუკუთესო ყველის წარმოების სასწავლებელი მოთავსდება დიდ-

    ეგრისში. მამულისავე შემოსავალი გაისტუმრებს ხარჯს; მხოლოდ

    ეს მეყველეობის სასწავლებელი უნდა შეიქმნას ნაწილი წინამძღვარი-

    ანთ კარის სამეურნეო სასწავლებლისა. იქ სწავლა დამთავრებულთ

    შეუძლიანთ ეს დარგი მეურნეობისა შეისწავლონ დიდ-ეგრისში და გა-

    უწიონ ყველის წარმოების ცოდნით დიდი შემწეობა დაქვეითებულ

    ქართველ მეურნეობასა... ჩემი რჩევა, როგორც მოძღვრისა, ესაა პა-

    ტივცემულ კნეინა მართასადმი და, ვგონებ, არც სხვები დაგვიწუნებენ

    ამ რჩევას...

    „დილარიანის“ გამოცემის ხელმძვანელობა იკისრა პატივცემულ

    მოსე ჯანაშვილმა, რომლის აზრი შესახებ „დილარიანისა“, როგორც

    ფრიად დიდმნიშვნელოვან ისტორიულ წყაროისა, იბეჭდება „ქარ-

    თველთა მატიანეში“ („მოამბე“, 1903 წ. ივნ.)

  • მღვდელი ზაქარია გულისაშვილი.

    1903 წელს 10 აპრილს.

    ს. დიდ-გომარეთი.

    მღვდელი ზაქარია გულისაშვილი.

    1903 წელს 10 აპრილს.

    ს. დიდ-გომარეთი.

    პირველი შესავალი წიგნისა

    დილარიანისა,

    რომელნი არიან შაირად და ყარიბულად ლექს ტკბილად.

    შაირი

    ოდეს სული, ღვთით მთავარი, იქცეოდა ზედა წყალთა,

    სულ არსისა შესამკობლად განმჰსჭვრეტდა საღმრთო თუალთა,

    ყოველთ ცხოველთ, მოზარდთ მცენართ, ბუნებისა სცემდა

    ძალთა,

    განაგებდა უნაკლულოდ ცად სამყაროს, ხმელ, ზღვებ, წყალთა,

    ვინ მოიგონენ პირველად მეორე ნათლის დასები,

    შენვე განსაზღვრე ზღვა-ხმელი, კვლა არსნი რავდენ ასები,

    იგი ზენანი მნათობნი, შვენებით დაუნასები,

    ხილულნი ესე ყოველნი ჩვენთვის ჰქმენ, არ გვართვ ფასები;

    რომელმან პირველ დაჰბადა მეორენი ნათელი მალნი,

    სულად შეჰქმნა ალად ცეცხლის უხორცონი ზეცის ძალნი,

    ექვს-ექვს ფრთენი ხერუვიმნი და სერაბიმ მრავალ თვალნი,

    საყდარნი და უფლებანი, ქებად ღვთისა დაუმცხრალნი,

    მთავრობა, მთავარ ანგელოს, ძალნი და ხელმწიფებანი,

    უჰამრავ, მიუწთომელნი, ანგელოსთ იგი კრებანი,

    რომელთ გარემო საყდრისა აქვსთ მდგომობისა ნებანი,

    მათ ტკბილი, დაუცხრომელი, შვენისთ სამობის ქებანი.

    ხმობენ: „წმინდა არს სავაოთ, ღმერთი სამობით ერთი და,

    უფალთ მთავარი ძლიერი, მეფე ქვე-ზეციერთი და,

    უცნაურ, მიუწთომელი, მექმ უნივთო ნივთი ერთი და,

    დაუცხრომელად საქები უსიტყვთ და სიტყვიერთი და;

    მათ მეორეთა ნათელთა, ვიტყვი, ქმნას არა ხელითა,

    არამედ ბადა სიტყვითა, საღმრთოთა მბრძანებელითა,

    მომწოდებელი არსებად საქმითა საკვირველითა,

    აღავსებს, აშვებს თვისისა ნათლითა მიმფენელითა;

    მის პირველისა ნათლისგან მეორენი ჰნათლდებიან,

    გარდასცემენ ერთი ერთსა, სავსებას არ აკლდებიან,

  • წამის ყოფით ბრძანებისა, რასაცა ვით შეხვდებიან,

    კისკისად აღსრულებასა შეტრფობით ესწრაფებიან.

    სდგანან პირველის გარემო მეორე მწყობრ ნათელნი და,

    ხმა-ტკბილად წმინდა არსების მეტყველნი, მგალობელნი და,

    სამ დასად კრძალვით სამობის დიდებით მაქებელნი და,

    თითონი სამ-სამ ხარისხად ძრწოლით ყე მმადლობელნი და.

    მხილველმან უწყის პირველმან მეორეთა მათ ქმნილება,

    სხვებრ უცნაურ არს გამოთქმა და მათი მიწთომილება,

    ზესთა ძალისა ხილულთა არს იგი შემკობილება,

    მას მასველობას(?) უპყრია უსხეულო განწყობილება.

    იგივე იგი იგიობს პირველისავე წესითა,

    მას ეტრფინ მყოფნი ყოველნი, უდიდეს უკნინესითა,

    მყოფი უჟამო ჟამი და ხელმწიფობითა ზესითა

    არს განმგებელი ყოველთა გონების უაღრესითა.

    წამის ყოფით სცავს და მართებს და განაგებს არსსა სრულსა,

    ნუ ვინ ჰგონებს მისს წინაშე რაცა ვითა დაფარულსა,

    ზღვის ქვიშათა აღმრიცხველობს, ცას ვმზერთ მისგან განკარ-

    გულსა.

    მას ვსასოებთ, იგი ღირს გვყოფს საუკვდაო სიხარულსა.

    შენ უხილაო ბუნებავ, გამოთქმად ზესთა ზესებო,

    ერთო არსებავ ნამდვილად, ყოვლთ არსთა უაღრესებო,

    სამ გვამოვანად ცნობილო, მიწთომად უუღრმესებო,

    ყოველთა ცხოველთ და მცენართ კეთილად დამაწესებო,

    უჟამოდ დაუბადებო, თვით ყოვლთა მექმო-მბადებო,

    სრულად კეთილთა მაკეთო, თვით ყოვლად კეთილ ცხადებო,

    რაცა გენებოს, მყის თანად აწესებ, შეამზადებო,

    ღირს მყავ სინანულს, გენუკვი, ცოდვას ნუ განმიკვლადებო,

    ნათელო ყოვლად სატრფოო, ბრძენთა მიწთომად ბნელოდა,

    ჟამო უჟამოვ ჟამებთა, უცთურათ დაცამსხმელოდა,

    სრულ არსთა მოძრაობისა კეთილად განმგებელოდა,

    მნათობთა გამო ნათლისა ქვეყანად მომფენელოდა,

    უჰრულოვ თვალო, ზღვის უფსკრულს ქვიშათა აღმრიცხვე-

    ლოდა,

    ვარსკვლავთა მკრთოლვარებისა თვის-თვისად მიმნიჭველოდა,

    უხილავ, უცნოვ, მიუწთომ, სახიერ უშურველოდა,

    აქათით ხრწნადით უკუდავის ცხოვრების მომცემელოდა,

    სამობავ, ერთო ხელმწიფევ, კვლავ ერთ ბუნებავ ტკბილოდა,

    ექვს ფრთოვანებულს საყდარსა დიდებით დაფუძვნულოდა,

    ერთ ნებავ, ერთი უფლებავ, მარად მყოფ, არა ცვლილოდა,

    შენსა მას ტკბილსა სასძლოსა, გთხოვ, მარჯვნივ მაადგილოდა.

    ყარიბული

  • ერთ ბუნებავ, ერთარსო, ყოველთა დამაარსო, უმიზეზო

    მამაო,

    სიტყვისა თვით მშობელო, საუკუნეთ მპყრობელო, სხვის

    ცნობა არს ამაო,

    სული შენგან გამოსვლით მრწამს ძისაგან მოცემით, უცებთ

    თქმა არ მგამაო,

    ამით მწვალებელთ დასებს შევმოსავ ჭმუნვის ფლასებს, ვარ-

    ცხვნი მალ, ერთ წამაო.

    სამ გვამად სამ პირებით გესავ არ დამცირებით, ერთ ღვთა-

    ებით დიდებულს,

    შეურწყმელს, შეურევნელსა, ნისტორისგან უცნობელს, ანგე-

    ლოზთაგან ქებულს,

    სევეროზ, დიოსკორეს დავაყრი თავზე სკორეს, და ყოველთ

    მათთა კრებულს –

    არიოს, ევნომიოს, ევტუქ, მაკედონიოსს, პეტროზსა განქი-

    ქებულს;

    სახელ სდებდა ქრისტედ თავს, იტყოდა ბოროტი ავს, სვი-

    მონ მოგვი წყეული,

    იგ სამარიტლობდა, ეშმაკის მძლით გველობდა, პეტრეს მიერ

    ძლეული,

    კირინთოს ნიკოლაოს, მარკიონ ქარმან ჰგაოს, უღმრთო მათი

    სხეული,

    სხვა მანის მონტანოსი, ვით იტყოდა ანოსი, ბილწ თქმანი

    მათეული;

    ნავატი და აეტი, ევსევის თავსა კეტი, ევდუქსი მწვალე-

    ბელნი,

    აპოლინარი ბილწი და საბელიოს ლირწი, თეოდორით მგმო-

    ბელნი,

    დიოდორ ხარსოსელი, ტიმოთე ეშმაკთ ქსელი, მართლის რჯუ-

    ლის გამრყვნელნი,

    ესე ეშმაკის პირნი, ორიგენისებრ მტირნი, წვალების საფუ-

    ძველნი

    განსდევნა ქრისტეს ძალმან, მან უჰრულომან თვალმან,

    ეგოდენნი მგმობარნი,

    საღმრთოს სჯულის მოძღვარნი, ქნარ ხმა-ტკბილად მხმობარ-

    ნი, არნ მათნი დამამხობარნი;

    ჰყვავის მართალი რჯული, მოციქულთაგან თქმული, ანგე-

    ლოზთ საქებარნი,

    დავადგრეთ მათსა წესსა და კეთილს უაღრესსა ვიქმნეთ

    სურვით მტრფობარნი.

    ძე უჟამოდ შობილი, მამის სიტყვად ცნობილი, მისსავე

    თანასწორად

    სული თვით მამისაგან, გამოსვლით არ ძისაგან, ვირწმუნოთ

  • არა ჭორად,

    ესრეთ არ მრწმენნი კდემით იქმნენ თავსა ქვის ცემით, და-

    ვფლათ ქვათა იქვე გორად,

    სამობას ერთარსობით თაყვანის ვცემდეთ ქებით, მგმობელნი

    ვაქოთ შორად.

    ვადიდოთ მამა ძითა და სულითა წმინდითა, ერთი ღმერთი

    სამობით,

    ესე წმინდათ თქმულიცა, სად მამა-ძე სულიცა ქებით, ანგელთ

    გალობით,

    მამა უშობელიდა, ძისათვის მშობელიდა, ჟამისა უჟამობით,

    სული მამისა მიერ გამოსვლით გვფარავს ძლიერ, თაყვანის

    ვცემ მადლობით.

    სიტყვა ღვთისა ბუნებით ორით გვრწამს, აღსარებით ღვთად

    და კაცად ქებულად,

    ღვთაებით უვნებელად, ყოვლად შეუხებელად, და კაცობით

    ვნებულად.

    ორთა მოქმედებათა, ღვთისა და კაცთ ნებათა, ვხედავ აღსრუ-

    ლებულად,

    კაცთა ბუნების დახსნად, ადამისა გამოხსნად, ესე ჰყო დიდებულად.

    ქალწული დედად ღვთისა, გვრწამს მშობელად ღვთის სი-

    ტყვისა მარიამ უბიწოდა,

    რომლისა ძისა შიშით და წმინდის ჯვარის ნიშით, ბილწი

    სამოელ სძრწოდა,

    ჯოჯოხეთი ჰქოთებდა, სატანა მძლედ გოდებდა, მართალთ

    სულთ რა უწოდა,

    იუდა განმცემელი, ვერცხლისა მიმღებელი, უხსნელად მუნ

    იწოდა.

    ესე მართლ-აღსარება, რომელსა შვიდი კრება ამტკიცებს-

    ანამდვილებს,

    შეტკბობით შევიყვაროთ, უზაკველის გზას ვიაროთ, მათ ათ

    ორთაგან წვრთილებს,

    ვლიდეთ აღდგომასა, მარჯვენით წარდგომასა, ვრიდოთ მარ-

    ცხნივ დასჯილებს,

    ვიღვაწოთ გზა კეთილი, წმინდათ მამათ კვეთილი, ვიშვებდეთ

    მათსა ჩრდილებს.

    შაირი

    სოფელი თვისსა მიმყოლსა მისცემს შვებასა აროდეს,

    მალედ ამწარებს მყის თანად, თუ ოდეს რა უხაროდეს,

    მით სიყვარული სოფლისა, სჯობს, ვინცა დაეზაროდეს,

    დასთმოს ყოვლითურთ, ვიდრემდის ცხოვრება დაემწაროდეს.

    მრჩობლსავე შინა ქებულან, საწუთოს მოძულენიდა,

    ვისცა ჰქონია გონება, ზესთ არსთა აღმავლენიდა,

  • იგი არს ყოვლთა სატრფობი, ამას ხმობს ყოვლი ბრძენიდა,

    მას საუკუნოდ საკვირვოდ, სულისა მოსალხენიდა.

    მრავალნი ვიცით, გვსმენიან, სოფლით კიდეგან ქმნილები,

    რომელთა ქება ღაღადებს, დას-დასად აღბეჭდილები,

    საწუთოს არად შემრაცხნი, გამცუდნი, გამაწბილები,

    ვინანთა სულსა სასძლოსა ნათლად აქვთ იგ ადგილები.

    ესე არ ყოვლთა დასატევ, ვიეთმე შესაყვარები,

    უხვებ მეორეც საქები, მასთანვე შესაწყნარები;

    მესამე გუნდთა რა დრონი აქვსთ, კეთილ განატარები,

    მათცა ხმა ესმასთ მარჯვენით, კურთხევის სანეტარები;

    არს მეოთხეცა ხარისხი, სარწმუნოებით სრულებთა,

    სიმართლით მქცევნი იხილვენ ედემის ხილთა სხმულებთა;

    მეხუთე ხარისხს მდგომელნი, თუ ჰყოფენ წმინდათ თქმუ-

    ლებთა,

    მრწამს, შევლენ ედემს საშვებელს, მათთვის მზათ კარ გან-

    ხმულებთა;

    მეექვსე მოხარისხენი, სოფლის მიმყოლნი გულითა,

    გულის თქმისაებრ მავალნი, მღვიძარებითა ჰრულითა,

    არად შემრაცხნი მეორის, ხორცის მოყვარეს სჯულითა,

    რა ვსთქვა, მან ჰკურნოს გოლგოთას გვერდით ლახვრითა

    წყლულითა.

    ცხრას წელს მწირობით უცხოს თემს ცხოვრება გამწარე-

    ბულმან,

    დავჰყავ ვაებით, ვითმინენ გლახ დრონი ვალალებულმან,

    ყოველთა სანუგეშოთა მოსპობით მძლედ მოკლებულმან,

    მრავალთა სამწუხაროთა ჟამებთა ყე შესწრებულმან;

    მუნ მაიძულეს, მაწვიეს თვით ცხებულთ შთამო-სირებმან,

    თქმად ლექსთა ამბავ რეულთა, თუ გწადსო გრიდონ ძვირებმან,

    ვიყავ მარადად მჭმუნვარე, ვსთქვი: ნუ თუ დამსთმონ ჭირებმან,

    მრავლისა იძულებითა, ხელმწიფეს თხოვა ხშირებმან,

    რაცა გულს სწადდა ხელ-ყოფად, თქმად პირველ სატრფი-

    ალები,

    არა ნება მცეს მთხოველთა, ეგ არსო სხვათა ვალები,

    არნ ეგებრნიო წერილნი, მიდებით დანაკრძალები,

    ამისთვის ვწუხდი, მტირალმან ღაწვნი ცრემლითა ვალები.

    დრო განრყვნილი, იცით, ერთა მიიზიდავს, მიიბირებს,

    მის პირველსა სამიჯნუროს ვერღა ნახვენ მავალს ხშირებს,

    გულს მისცემენ კეკლუცთ ტრფობას, არ ჰრიდებენ თავსა

    ჭირებს,

    ზოგთა შეჰყრის საყვარელთა, ზოგთა ხილვას დაუძვირებს;

    სურვილისა ასპარეზსა ბურთს არბევენ, ნავარდობენ,

    გულოვანნი ყმა ჭაბუკნი შვენიერთა აშიკობენ,

    სიშორისა ვერ დამთმობნი, შორით გულსა დაიდნობენ,

  • არად უჩანთ გაჭრა, ხელ-ქმნა, მხეცთა თანა ველადობენ;

    ესე ვითარსა ჟამებსა მას პირველ სატრფიალოსა,

    არღა მოხედვენ, მისდევენ ღაწვ ლალსა, ბროლ ფიქალოსა;

    მის პირველისთვის დავნატრი, ვინ თავი გაისალოსა,

    სოფლის ამაოდ ბრუნვასა გაშორდეს გაეცალოსა.

    ღელვა-გვემულსა განწირულს დამირთვეს ესე თხოვანი,

    განმწარებულსა მწირობით მაქვნდა ცრემლისა თოვანი,

    ვეღარ წაუველ, ვერა ვქმენ ვერ სადა გზისა პოვანი,

    მენუკვებდეს დაწერად ბერი თუ ახალ წლოვანი.

    არ იყო ქართველთა შორის წიგნი ყე დილარიანი,

    ამას იტყოდა ყოველი, მოხუცი, ბერი, ჭკვიანი,

    იყო თამარის დროსა, ვინ მეფედ ჰგებდა სვიანი,

    მუნ დღიდგან არღა გვასმია, ვართო მით ჭმუნვა ვიანი.

    მსმენელნო, ნუ დამგმობთ, მრეკელთა, თქმულ არს, კარი

    განეღების,

    რაზომ იყოს ანგაარი, მთხოვარ ერთხელც ეღირსების,

    დაკარგული მოძიებით, თქვენც გასმიათ, იპოვების,

    მაშ რა მეყო, მაიძულეს, ვიმუშაკე მათის ნების.

    ყარიბული

    ხელი მივაპყარ კალამს, თავს ვერღა დაიმალავს გმირი,

    ყოვლად ქებული,

    ჩოგნის თამაშობა, მოედანს ბურთაობა, რა ჰყოს მოსწრაფე-

    ბული,

    შემოკრბით ყრმა და ბერი, შემზადებულ არს სერი, მსმენელ-

    თათვის დაგებული,

    ლექს ჰამბით შემკობილსა აქ განიცდით მკობილსა, ეგე მსმე-

    ნელთ კრებული.

    მეფეს ირაკლი გმირსა, მებრძოლთ მაძრწუნ-მატირსა, სწადდა

    თვისსა დროებსა,

    რათა ესებრ ჰამბავნი ექმნათ წიგნთ შენართავნი, მისგან და-

    ზრდილ მოყმებსა,

    მაშინ უცალოება, საქმის გარემოება, არ მაძლევდა ჟამებსა,

    აწ მასთანვე ზრდილმან, მწირობითა ჭმუნვილმან, ხელ-ვჰყავ

    მის წაბრძანებსა;

    არ მივხედე ჭმუნვას, გლახ ყარიბობის ზრუნვას, მივეც ხე-

    ლი წერასა,

    ვინც ისმენდა – იშვებდა, გულითა იხარებდა, სთმობდენ ყო-

    ველს მღერასა,

    გაეწყვნენ, იკითხიდვენ, მისთვის ხანსა დაზმიდნენ, ჰყოფდენ

    ხშირად მზერასა,

    მაგრამ ყარიბის გული იყო ათას გზის წყლული, შვებას

  • ვგრძნობდი ვერასა,

    ექვსას აღაჯს უშორეს გასტყორცა მინდორს სწორეს

    დრკუმან სვემან წყეულმან;

    ვიტყოდი, რა ვყო მწირმან, სანიადაგოდ მტირმან, ბედისაგან

    ძლეულმან,

    თვით დღეცა ჩემთვის ღამე იყო, მეყო რაღამე, მძლო ჭირმან

    ასეულმან,

    თუ ვერ ჰპოვოს მკურნალი, ანუ კეთილ წამალი, რა გლახ-

    მე ჰყოს სნეულმან!

    ვინადგან ესრეთ სენი მამძიმებდა ულხენი, შორ ქმნა თვის-

    თა ტომებთა,

    სევდისა დასასხნელად მაქვდა წერა ყე ხელად, ჰამბავთა რთვა

    ლექსებთა,

    შექცევად მათ მთხრობელთა, და კითხვით ცრემლთა მღვრელ-

    თა, ჭაბუკთ ახალ მოყმებთა,

    განსატარებლათ დროთა, სხვის არას სააზროთა, ვსძულობდ

    ჟამთა უქმებთა;

    ესე ირწმუნეთ, მსმენნო, გონება მაღალ ბრძენნო, მაქვნდა

    გულს სხვა არადა.

    უქმობის დასახსნელი არს შრომა საფუძველი, თუ ვინ შეი-

    ყვარადა,

    დავიდევ ესე გულსა, უცხოებითა წყლულსა, საჭურველ ზუჩ

    ფარადა,

    ვსწერდი არ დაყოვნებით, ჭმუნვისა ხელოვნებით, ჰე განვერი

    ჩქარადა!

    ვისცა გასმიათ ძველად, ოდიშის დამფუძვნელად, ეგროს

    ქართლოსის ძმობით,

    რომელი ნევბროთ გმირის, მისის სახლის არ მცირის, იყო

    ცხად არს მოთხრობით,

    მას ეგროსისა სირით, აღმონორჩილმან ძირით, ვის მცნობენ

    ყარიბობით,

    გვარითა ლარაძემ, აზიას სახელ ზემან, წიგნი ესე მკობი-

    ლით;

    კვალად ეს ყარიბული, ახლად შემოღებული, ლექსი გვა-

    რად ტკბილიდა,

    თვით ჩემგან შეწყობითა, იქმნა მოგონებითა, ტურფათ შე-

    წყობილიდა,

    სხვასა არავის სადა ეს გვარი განეცხადა, ნუ ვის აქვს ქადი-

    ლიდა,

    სახსოვრად ჩემდა ესე აქარე განვაწესე, წარვალ ვით აჩრდი-

    ლიდა.

    თუ ვინ სტირთ მოყვარენი, ანუ გონება ბრძენნი, ამა ყა-

    რიბულს გვარსა,

  • გაეწყვნეთ, იწყოთ წერა, ქაღალდზედ თხზვა და მზერა, იტყო-

    დეთ ლექსსა მტკბარსა,

    მაშინ მომიგონებდეთ, რა ლექსსა შეჰკონებდეთ, ყარიბს

    ტკბილ მოუბარსა,

    თუ ჰყოთ ყე სეფურობა, სცანთ ვითარი აქვს მკობა თქვენსა

    მას საუბარსა.

    დავშვერ არ დასამალად, ამა წიგნს შესავალად ვაკმავე ესე,

    თქმანი,

    აწ დილარის ქებანი, სიმხნე გულოვნებანი, ვსთქვნე მძლედ

    მოჭირვებანი.

    სხვათა შესაწევნელად, მწუხარების დამხსნელად, ვით თავს

    იდვა შრომანი.

    იგ სასტიკნი ბრძოლანი, კიდის კიდე მოვლანი, საქებელად

    საკმანი.

    თავი პირველი

    წიგნი პირველი ჰამბისა მის, რომელსა უწოდებენ მსმენელთა

    საამოსა ამას მოთხრობასა დილარიანად.

    შაირი

    ჰგებდა აბაშეთს დილარ მძლე, ხელმწიფე გვირგვინოსანი,

    ღვთისა მიერის დიდებით სკიპტროსან გვირგვინოსანი,

    მზეებრ ოთხ კიდეთ სახელით განფენილ, მრავალ ყმოსანი,

    ვის მორჩილებდენ მეფენი, მის საუკუნოს დროსანი.

    ახალ მოყმე, ბრძენი, უხვი და მფლობელი ზღვა და ხმელთა,

    გულოვანი, მხნე უებრო, მჯობი ყოვლთა თვითმპყრობელთა,

    მოსამართლე, მშვიდ, მდაბალი, მოწყალე ქვეშევრდომილთა,

    თვით მოძულე ბოროტისა, შემაძრწუნი გვრარძნილ მსვლელთა.

    მშვენიერებით მდიდარი, უმეტეს ყოვლთა სახისა,

    მისთა მჭვრეტელთა მალხენი, მსგავსად მის მეფარახისა,

    ყოველთ სიტყვიერთ საქები, ცხოველთ, მცენართ და ხისა,

    მოშორვებულთა საკმავოდ მიმცემი ოხვრა-ახისა.

    ბრძოლის ჟამს თვით მარსისა იყო ბურჯით დამცემელი,

    მისსა ძალსა ბრძენთა ბრძენი ვერ იქნების მიმწთომელი,

    მკდოვან ქმნილთა გამდიდრველი, დავრდომილთა სულთა მდგმე-

    ლი,

    ჭირვეულთა შემბრალველი, რგებად მათდა უშრომელი.

    ყარიბული

    ესე აბაშთ მპყრობელი, მტერთა რისხვით მსპობელი, მო-

    ყვარეთ გულთ ლხინები,

  • ერთგულთა მადიდები, ბრძოლათ არ დამრიდები, უხვად სისხლ

    მადინები,

    ყმა, ახალ მოყმე, ტკბილი, შვენიერ ალვებრ ზრდილი, მნა-

    ხავთ არ მომწყინები,

    იყო აბაშთა ლომად, რაზმებთა წინამძღოლად, ყმათა მხნედ

    მადგინები.

    ჯერეთ წვერ ვარდ განუშლელი, სრას შვებით მიმომსვლელი,

    მართ ხილვად საწადელი,

    მისსა მხილველს ყოველი, ნახული სხვა ცხოველი, ავიწყის

    ადრინდელი,

    მოყვასთა თვალთ ნათელი, წყლულთ ემპლასტრად მამთელი,

    მონათა მამებრ მზრდელი,

    იგ კინამოდ მრხეველი, სურნელებისა მფშვენი, გმირობის სა-

    ფუძველი.

    ჰამბავი

    იყო უგანძლიერებულესი და უდიდებულესი ხელმწი-

    ფე, ყოველთა დიდ შემძლეთა სკიპტროსან-გვირგვინოსანთა

    თვით მპყრობელთა მეფეთა უზესთაესი, ქვეყანასა აბაშეთისასა,

    დილარ, ხელმწიფე სახელ-დებული, რომელიცა მას ჟამსა მე-

    ფობისა თვისისასა შარავანდედსა ოთხსავე კიდესაგან მფენე-

    ლობდა და ყოვლისა ქვეყანისა მეფენი და მონარხნი უძრწო-

    დენ ძალსა მისსა და მზესა მისსა ჰფუცავდეს. დიდი იყო ყო-

    ველთა ხელმწიფეთა და მეფეთა შორის. სახელი მისისა სი-

    ბრძნისა, მოსამართლოებისა, სიყმე-გულოვნობისა, სიუხვისა,

    მოწყალებისა, სიმდაბლისა და მშვენიერებისა, რომელსა არა-

    ვინ მძლეველთა მებრძოლთაგანი განერინებოდა, ხელთაგან

    თვისთა უძლეველი, რომელიცა მრავალთა სახელოვანთა ბრძო-

    ლათა შინა ათას გზის დაფნისა გვირგვინითა განდიდებულ

    იყო და რომლისათვის უწოდეს დილარ-მძლეველი. ესე ვი-

    თარად სახელოვანსა მას ხელმწიფეს ახლდენ ერთ ათეულნი

    ასნი ვაზირნი და ათორმეტნი ურჩეულესნი მათსა ყოველთა

    სიბრძნითა და მეცნიერებითა გამოცდილნი და ვარსკვლავთ

    მრიცხველობისა ხელოვნებათა ზედ-მიწევნით სრულნი, კუ̂ლა

    მონებდეს სრულითა სიყვარულითა და სიცოცხლის შეწირვი-

    თა ათორმეტნი უპირველესნი სპასალარნი ერთ ათეულთავე

    ასოთა სპასპეტითა, რვა ერგასითა ბევრითა, ათასითა რჩეული-

    თა გუნდითა გულოვნითა, ჭაბუკთა ყოველთა საბრძოლველი-

    თა საჭურჭლითა განწყობილნი; ყოველნი კიდენი განიგებოდეს

    კეთილად და ყოველთა საქებელითა განგებითა ათორმეტთა

    მათ უპირველესთა სპასალართაგან სამხედრონი და სამამაცონი

    წესნი, გარნა სხვებრ სამოქალაქონი განკარგულნი ათასთა

  • მათ უპირველესთა ათორმეტთა ვაზირთაგან შეიმკოდეს, რომ-

    ლითა ესრეთ დატკბობილ იყო ჟამსა მას დიდისა მის სამო-

    ნარხოსა ერი, რომელ თვინიერ განცხრომისა და შვებისა არა

    რა იპოებოდა გულსა მათსა ურვა, არა იქნებოდა არა ვითარი-

    მე მძლავრება, არცა უსამართლოება, არცა ერთი ერთისადმი

    მეშურნოება, არცა მკრეხველობა, არცა რომელთამე კერძოთა

    კერძოთა გზათა ზედა და ეგრეთვე სამოქალაქოთა განსაგე-

    ბელთა სავაჭროთა ნივთთა ზედა, საზომთა ანუ საწონთა მოკლება

    ანუ მომატება, გარე ბრძანებისა დიდისა დილარ მძლეველისა,

    მათ რომე ყოველსა წელიწადსა შინა ერთ გზის დასდვის

    ბრძანება ყოველსა ნივთსა ზედა ნირისა, ვითარ იგი ითხოვ-

    და შემთხვევა წლისა მის, რომლისა გამო იყო დიადი იაფობა

    წესდებულებითა ესე ვითარითა, და ესრეთ ყოველნივე იყვნენ

    სიყვარულსა და ერთი ერთისადმი სიხარულსა შინა. დიდსა მას

    ხელმწიფესა დილარ მძლეველს აქუნდა ფლობასა თვისსა ხუთ-

    გზის ასეული ქალაქი, ჩინებული, შემკობილი ყოვლითა შვე-

    ნიერებითა და კეთილობითა, გარნა უპირველესი მათ შორის,

    გვირგვინოსანი და დედა-კათედრი, რომელსაცა უწოდებდეს

    მარგარიტისა ქალაქად, იყო, და ყოვლად კეთილად რასმე შე-

    ნებული, რომელსაცა უვიდოდეს ოთხნი უდიდესნი მშვენიერნი

    და დამტკბარნი მდინარენი, მრავალ გვარითა გემოვანითა თევ-

    ზითა სავსენი, და უვლიდეს ყოვლისა მის ქალაქისა შუკა ქულ-

    ბაქთა საშუალ, ყოველთა ქუჩათა ვრცლად თლილისა მარმა-

    რილოსა არხითა, ძვირფასად ხელოვნებულითა, ვრცელთა გარე

    მობაგებულთა, რომელთა შინა მოქმედებდეს მრავალთა ქვე-

    ყანათა დრომონნი, რომლისა გამო დიდად განდიდებულ იყვნეს

    მოქალაქენი მისნი, სადაცა სცხოვრებდეს ექვს-გზის ერგასისა

    ბევრისა მამაკაცი, კიდე მათ სხვათა ქალაქთა, რომელთა შინა

    მკვიდრობდნენ ერგასის ბევრისა ერნი. იყო უდიდებულესისა

    მის მონარხისა საბრძანებელი ოთხსავე კიდესა ზედა, სიგრძით

    გინა სიგანით ასისა შვიდეულისა სავალი, მალე მსრბოლითა

    ჰუნითა ცვლით მსვლელთა, ხოლო ქვეყანა იგი იყო სავსე

    ერითა, ვითარ ქვიშა ზვისა, მით, რომელ ზესთა ბრძენი თვით

    მპყრობელი იგი მათი კეთილ-განკარგულებითა და მოსამარ-

    თლეობითა უმეტესად ამრავლებდა მათ, ზრდიდა ვითარ იგი

    ყე მამა მშობელი შვილთა თვისთა; და ყოველნი იგი ერნი სა-

    ბრძანებელისა მისისანი სიყრმესავე მისსა შინა განისწავლებო-

    დეს ყოვლისა სამამაცოსა და სამხედროსა წესითა და საჭურ-

    ველისა ხმარებითა და მსგავსადვე სიბრძნითა და მეცნიერება-

    თა ყოვლისა ხელოვნებისათა; არა იყო სახელმწიფო ხარკი

    სამონარხოსა მას და ყოველსა წელიწადში ერთ-გზის მიეცე-

    მოდა ყოველსა სულსა ოქრო ერთი, წონითა ექვს ათეული-

    სა დანგისა, ჭედილი სახლთა დილარ მძლეველისათა სადღე-

  • გრძელოდ მეფობისა მათისა. აქუნდა ჩვეულება ხელმწიფი-

    სა მას დილარ მძლეველსა, რომელ დღესა შობისა მისი-

    სასა წელიწადსა ერთ გზის გარდაიხდის მაემნობა დიდი და

    გასცის დიადი დიდთა და მცირეთა ზედა კუალად აქუნდა

    წესად, რომე სამსა წელსა შინა ერთ გზის გამოსცვლის

    მხედრობა იგი განწესებული და ახალი დაადგინის, თვი-

    ნიერ სპასალარისა, მათ და ნამსახურთა განუტევებდის სა-

    ხლთა მათთა ნიჭითა მრავლითა; და სპასპეტნი იგი, ოდეს

    გამოიცვლებოდეს სნეულებისა ძალით ანუ მოხუცებულობისა

    გამო, – სნეულნი სახლთა შინა სამეფოთა მოივლებოდეს ყოვ-

    ლითა პატივისცემითა ხელოვანთა მკურნალთაგან სრულისა

    სახელმწიფოს წარსაგებელითა, და მოხუცებულთა მიეცემოდა

    წლისა როჭიკად ორი ათასი განწესებული იგი ოქროჲ საუკუ-

    ნოდ და სახესაცა დილარ მძლეველისასა ოქროსა ძვირფასად

    მოჭვილსა მკერდსა დამოჰკიდებდეს, რომელიცა იყო დიდად

    პატივცემულ მათ შორის. აქუნდა დილარ მძლეველსა შემოსა-

    ვალი ოქროისა, ლითონთაგან ვეცხლი და ოქროჲ, ვითა ტყე-

    თა ხეთა ფურცელი, და იყო ესრეთსა განცემასა და სიუხვესა

    შინა, რომე, თუ სთქვა, ცა სწვიმდა ერსა ზედა ოქროსა და

    ვერცხლსა, და იყვნენ ყოველნივე განცხრომასა და ზესთა სიხა-

    რულსა, იყო სმა-ნადიმობა, პურობა, ნადირობა, ასპარეზო-

    ბა, აშფაშაგობა და ბურთაობა; ჰქონდა კუ ̂ლა სამოქალაქო სათამაშონი: მუსიკობა, სახიობა, ცეკვა, როკვა, შუშპარ, ბას-

    ტა ბუქნა, მუშაითობანი, კუ̂ლა წარმოდგენანი მრავალ გვარნი

    და საცთურებელნი მოჩვენებანი. ესე ვითარისა დღეთა და

    ტკბობასა შინა დილარ იშვებდა ყმათა თვისთა ზედა და ერნი

    მას შესტრფოდეს ყოვლითა ერთგულებითითა სურვილითა.

    შაირი

    ტკბილად სჭვრეტდა ყმათა თვისთა, ერნი სურვით მას

    შესტრფოდეს,

    სულსა სძღვნიდეს სამსახურად, ჭვრეტისათვის