8
კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ ფერმერების საყურადღებოდ! გვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო რეჟისორია აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას” გრძელდება ლინა ბარათაშვილის მოგონება ანა კალანდაძეზე გრიპის სეზონი დაიწყო ხარაგაულში, ცაშეკრულას კანიონზე „ჩემ ხარაგაულზე” ზეწოლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში აისახა 3 გვ. 6 გვ. 5 გვ. 4 გვ. 3 გვ. 2 გვ. დღეს ნომერშია განცხადებები ამინდი 7-8 გვ. 8 გვ. 2 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2 ნოემბრის მორიგ სხდომაზე განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართ- ველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების შესა- ხებ ინფორმაციას; გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუშაობის ანგარიშს, ადგილობ- რივი ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების კუთხით გაცემული ფინანსური დახმარების ათვისების შედეგებს. დეპუტატები მოისმენენ გამარტივებული შესყიდვე- ბით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას. შემცირდება თუ არა ხარაგაულში ა(ა)იპ-ების დაგეგმილი ხარჯები ხარაგაულის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ-ებს, შესაძლოა, წლის ბოლომ- დე დაგეგმილი ხარჯების შემცირება მოუხდეთ. ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ცხრა თვის ბიუჯეტის გეგმა-შესრულების განხილვისას ისაუბრეს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარ- ლამ ჭიპაშვილის თქმით, ბიუჯეტის შესრულების კუთხით საგანგაშო არაფერია და ბიუჯეტის ცალკეული მუხლების, მაგალითად ჯარიმების, შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული. დეპუტატი იური ლურსმანაშვილი დაინტერესდა, თუ რა ღონისძი- ებები გატარდება, რომ შემსუბუქდეს დეფიციტით გამოწვეული ტვირთი. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, „წელს ეს დანაკლისი უნდა აღმოიფხვრას და- გეგმილი ხარჯების შემცირების ხარჯზე. ყველას დააკლდება ცოტა რა- ღაცები. ხელფასები არავის უნდა დავაკლოთ. დანარჩენი ყველა ხარჯი უნდა შევამციროთ. წავალთ იმ გზითაც, რომ დაგეგმილის შესავსებად მივმართოთ თანხა ნაშთიდან.“ საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯ- დომარე თორნიკე ავალიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის დამტ- კიცებისას ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო დაგეგმილი ხარჯებით, გარდა „სათნოების სახლისა“ და „ისტორიული მუზეუმის“ დირექტორებისა. „მაშინ ვამბობდი, რომ რვა თვის ხარჯებს ეყოფოდა 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი თანხა, - აღნიშნა ბიუროს სხდომაზე თორნიკე ავალიშვილმა, - შემდგომ თვეებში ბიუჯეტში შეგვქონდა ცვლი- ლება და, იმის მიუხედავად, რომ ივლისიდან თვიური შემოსავლები შემცირდა, ა(ა)იპ-ებს დაფინანსებას ვუზრდიდით. რატომ?“ ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, „ა(ა)იპ-ებმა აუცილებელი და- მატებითი ვალდებულებები აიღეს, ყველა ვალდებულება წარდგენილია საკრებულოსთვის და საკრებულომ მათ მხარი დაუჭირა.“ საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, 2015 წლის ბი- უჯეტი ნაკლებად იყო ორიენტირებული ღონისძიებებზე და ძირითადად ხელფასები იყო დაგეგმილი. ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიშს საკრებუ- ლოს 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილავენ. ხარაგაულში 14 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ მშენებელი ორგანიზაცია შპს „მშენებელი 2004“ გამარტივებული შესყიდვით, ერთ პირთან მოლა- პარაკების გზით, შეარჩია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიასა და მშენებელი ორგანიზაციის დირექტორ ზურაბ აბესაძეს შორის 2015 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ხარაგაულის 14 საწოლიანი მრავალპ- როფილიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013 ლარი დაიხარჯება. საავადმყოფო ამბულატორიის გვერდით, გ. დევდარიანის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, სავარაუდოდ, 2016 წლის ივლისში დასრულდება. ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილია სადემონტაჟო სამუშაოები. ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით აშენდება კარკასი. იანვრიდან დაიწყება შიდა მოპირკეთება, აპრილიდან ფასადის მოპირკეთება, მაისიდან - გარე კომუნიკაციების მოწესრიგება. მომავალი წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები, მაისის შუა რიცხვებიდან - დანადგარებისა და აღჭურვილობის მონტაჟი. მაისი-ივლისის პერიოდში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა. საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013 ლარი დაიხარჯება ამბების აკიდო ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ ნოემ- ბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში გამართავს საჯარო საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ფერმერებსა და აგ- რობიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ვიწვევთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მცხოვრებ გამრჯე ფერმერებსა და მეწარმეებს, რომლებიც დაინტერესე- ბულნი არიან ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობითა და სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების შექმნით. 2 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე შეხვედრა გაიმართება მოლითის ადმინისტ- რაციული ერთეულის შენობაში; 15:00 სთ. - საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში; 3 ნოემბერს - 12:00 სთ.-ზე კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში; 15:00 სთ. - დაბა ხარაგაული, მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში; 4 ნოემბერს - 12:00 სთ. ხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში; 15:00 სთ. - ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია: 595 85 83 80; 599 85 26 01. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური თხუთმეტი წარჩინებული ხარაგაულელი მეათეკლასელი პერსონალური კომპიტერით დაჯილდოვდა. მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართ- ველოს მასშტაბით ჯილდოვდებიან საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან კომპიტერებით დაჯილდოვდნენ მეათეკლასელები: გოგა აბაშიძე (ხარაგაულის 2 საჯარო სკოლა); კესო შარიქაძე (ხარაგაულის 2 საჯარო სკოლა); ანა მაღრაძე (ვახანის საჯარო სკოლა); მინდია გორგაძე (ბორითის საჯარო სკოლა); ლილი მუმლაძე (ბორითის საჯარო სკოლა); სოფიკო ტაბატაძე (ხევის საჯარო სკოლა); რომა გრიგალაშვილი (ხევის საჯაროს სკოლა); ნინო ლომიძე (ხუნევის საჯარო სკოლა); ბექა გელაშვილი (ხუნევის საჯარო სკოლა); მარიამ ლომიძე (ხუნევის საჯარო სკოლა); ლუკა თაბუკაშვილი (ხარაგაულის 3 საჯარო სკოლა); გიორგი ნიქაბაძე (ხარაგაულის 3 საჯარო სკოლა); ამანდა ხვედელიძე (ხარაგაულის 3 საჯარო სკოლა); ერეკლე გამრეკელაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა); გირშელ გამრეკელაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა). 30 ოქტომბერი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb 37 (657) www.chkh.org

დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

ფერმერების საყურადღებოდ!

გვ. 2

ირინე ჩხეიძე საუკეთესო რეჟისორია

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას” გრძელდება

ლინა ბარათაშვილის მოგონება ანა კალანდაძეზე

გრიპის სეზონი დაიწყო

ხარაგაულში, ცაშეკრულას კანიონზე

„ჩემ ხარაგაულზე” ზეწოლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში აისახა

3 გვ.

6 გვ.

5 გვ.

4 გვ.

3 გვ.

2 გვ.

დღესნომერშია

განცხადებები

ამინდი

7-8 გვ.

8 გვ.

2 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზეხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2 ნოემბრის მორიგ

სხდომაზე განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართ-ველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების შესა-ხებ ინფორმაციას; გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუშაობის ანგარიშს, ადგილობ-რივი ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების კუთხით გაცემული ფინანსური დახმარების ათვისების შედეგებს. დეპუტატები მოისმენენ გამარტივებული შესყიდვე-ბით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.

შემცირდება თუ არა ხარაგაულში ა(ა)იპ-ების დაგეგმილი ხარჯები

ხარაგაულის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ-ებს, შესაძლოა, წლის ბოლომ-დე დაგეგმილი ხარჯების შემცირება მოუხდეთ. ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ცხრა თვის ბიუჯეტის გეგმა-შესრულების განხილვისას ისაუბრეს.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარ-ლამ ჭიპაშვილის თქმით, ბიუჯეტის შესრულების კუთხით საგანგაშო არაფერია და ბიუჯეტის ცალკეული მუხლების, მაგალითად ჯარიმების, შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული.

დეპუტატი იური ლურსმანაშვილი დაინტერესდა, თუ რა ღონისძი-ებები გატარდება, რომ შემსუბუქდეს დეფიციტით გამოწვეული ტვირთი.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, „წელს ეს დანაკლისი უნდა აღმოიფხვრას და-გეგმილი ხარჯების შემცირების ხარჯზე. ყველას დააკლდება ცოტა რა-ღაცები. ხელფასები არავის უნდა დავაკლოთ. დანარჩენი ყველა ხარჯი უნდა შევამციროთ. წავალთ იმ გზითაც, რომ დაგეგმილის შესავსებად მივმართოთ თანხა ნაშთიდან.“

საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯ-დომარე თორნიკე ავალიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის დამტ-კიცებისას ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო დაგეგმილი ხარჯებით, გარდა „სათნოების სახლისა“ და „ისტორიული მუზეუმის“ დირექტორებისა. „მაშინ ვამბობდი, რომ რვა თვის ხარჯებს ეყოფოდა 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი თანხა, - აღნიშნა ბიუროს სხდომაზე თორნიკე ავალიშვილმა, - შემდგომ თვეებში ბიუჯეტში შეგვქონდა ცვლი-ლება და, იმის მიუხედავად, რომ ივლისიდან თვიური შემოსავლები შემცირდა, ა(ა)იპ-ებს დაფინანსებას ვუზრდიდით. რატომ?“

ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, „ა(ა)იპ-ებმა აუცილებელი და-მატებითი ვალდებულებები აიღეს, ყველა ვალდებულება წარდგენილია საკრებულოსთვის და საკრებულომ მათ მხარი დაუჭირა.“

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, 2015 წლის ბი-უჯეტი ნაკლებად იყო ორიენტირებული ღონისძიებებზე და ძირითადად ხელფასები იყო დაგეგმილი.

ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიშს საკრებუ-ლოს 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილავენ.

ხარაგაულში 14 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ მშენებელი ორგანიზაცია შპს „მშენებელი 2004“ გამარტივებული შესყიდვით, ერთ პირთან მოლა-პარაკების გზით, შეარჩია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიასა და მშენებელი ორგანიზაციის დირექტორ ზურაბ აბესაძეს შორის 2015 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ხარაგაულის 14 საწოლიანი მრავალპ-როფილიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013 ლარი დაიხარჯება.

საავადმყოფო ამბულატორიის გვერდით, გ. დევდარიანის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, სავარაუდოდ, 2016 წლის ივლისში დასრულდება.

ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილია სადემონტაჟო სამუშაოები. ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით აშენდება კარკასი. იანვრიდან დაიწყება შიდა მოპირკეთება, აპრილიდან ფასადის მოპირკეთება, მაისიდან - გარე კომუნიკაციების მოწესრიგება. მომავალი წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები, მაისის შუა რიცხვებიდან - დანადგარებისა და აღჭურვილობის მონტაჟი. მაისი-ივლისის პერიოდში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა.

საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013

ლარი დაიხარჯება

ამბების აკიდო

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ ნოემ-ბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში გამართავს საჯარო საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ფერმერებსა და აგ-რობიზნესის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ვიწვევთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მცხოვრებ გამრჯე ფერმერებსა და მეწარმეებს, რომლებიც დაინტერესე-ბულნი არიან ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნით.

2 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე შეხვედრა გაიმართება მოლითის ადმინისტ-რაციული ერთეულის შენობაში;

15:00 სთ. - საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში;3 ნოემბერს - 12:00 სთ.-ზე კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის

შენობაში;15:00 სთ. - დაბა ხარაგაული, მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო

დარბაზში;4 ნოემბერს - 12:00 სთ. ხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში;15:00 სთ. - ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია: 595 85 83 80; 599 85 26 01.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური

თხუთმეტი წარჩინებული ხარაგაულელი მეათეკლასელი პერსონალური კომპიტერით დაჯილდოვდა.

მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართ-ველოს მასშტაბით ჯილდოვდებიან საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან კომპიტერებით დაჯილდოვდნენ მეათეკლასელები:

გოგა აბაშიძე (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა);კესო შარიქაძე (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა);ანა მაღრაძე (ვახანის საჯარო სკოლა);მინდია გორგაძე (ბორითის საჯარო სკოლა);ლილი მუმლაძე (ბორითის საჯარო სკოლა); სოფიკო ტაბატაძე (ხევის საჯარო სკოლა);რომა გრიგალაშვილი (ხევის საჯაროს სკოლა);ნინო ლომიძე (ხუნევის საჯარო სკოლა);ბექა გელაშვილი (ხუნევის საჯარო სკოლა);მარიამ ლომიძე (ხუნევის საჯარო სკოლა);ლუკა თაბუკაშვილი (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა);გიორგი ნიქაბაძე (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა);ამანდა ხვედელიძე (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა);ერეკლე გამრეკელაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა);გირშელ გამრეკელაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა).

30 ოქტომბერი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb№37 (657)

www.chkh.org

Page 2: დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

2 xtvb [fhfufekb 30 ოქტომბერი, 2015 წ.

„ჩემ ხარაგაულზე“ ზეწოლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში აისახა

მეტი კულტურული ღონისძიება სოფლებში პირველი გვერდიდან

რამდენად ეფექტურია სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა

დეპუტატთა მოთხოვნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ შეისწავლა, რამდენად მიზნობრივად გამო-იყენეს სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა ბიუჯეტიდან მიღებული თანხები. კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძის ინფორმაციით, მან კოლეგებთან ერთად ხარაგაულში, კიცხსა და ვარძიაში ყველა ოჯახი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისივე თქმით, 2014 და 2015 წლებში გაცე-მული თანხებით ბენეფიციართა ნაწილმა გარკვეული სამუშაო შეასრულა. უმეტესობას ან საერთოდ არაფერი გაუკეთებია, ან მხოლოდ სამშენებლო მასალები შეიძინეს. „ასეთი სახით ამ პროგრამის გაგრძელება არაეფექტუ-რია. თანხის ნაწილი წყალშია გადაყრილი, - აღნიშნა ბიუროს სხდომაზე გივი თხელიძემ, - შეიძლება ოჯახს გარკვეული პრობლემა მოუგვარდა, მაგრამ სახლზე სახურავი ისევ არ აქვს. ჩემი მოსაზრებით, პირველი კატეგორიის ბენეფიციარები უნდა დაკმაყოფილდნენ. შეიძლება სამშენებლო მასალა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეუძინოს გამგეობამ.“

სკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძის თქმით, ბორითის ადმინისტრაციული ორგანოს სოფლებიდან მისთვის ცნობილია სტიქიით დაზარალებული რამდენიმე ოჯახი, რომელთაც მიღებული თანხით არაფერი გაუკეთებიათ, - ზოგმა ვალი გაისტუმრა, ზოგმა ბავშვებს რაღაც უყიდა და ა. შ.

დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, რამდენიმე ოჯახმა თუ ვერ გამო-იყენა მიზნობრივად თანხა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამა არაეფექ-ტურია. მისი მოსაზრებით, ზედმეტი ხარჯი იქნება სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის მასალების შეძენა და, შესაძლოა, სამშენებლო მასალებიც არაეფექტურად და არამიზნობრივად გამოიყენონ.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, უნდა განისაზღვ-როს მოქმედი პროგრამის ეფექტიანობა და კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდეს მის გასაუმჯობესებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეპუტატმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვას.

სოციალურ საკითხთა კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაციები:პირველი კატეგორიის ბენეფიციარებს ანუ ხანძრის, მეწყერის, სახლის

მთლიანად განადგურების და საცხოვრებლად გამოუსადეგარ მდგომარე-ობაში ყოფნის შემთხვევაში, დახმარება დაუყონებლივ უნდა გაიცეს. მეორე და მესამე კატეგორიის ბენეფიციარების მდგომარეობის შესასწავლად გამ-გეობის შესაბამის კომისიაში უნდა ჩაერთონ არქიტექტორი და მშენებელი, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ შესრულებული სამუშაოს ოდენობას და ბენეფიციართან გააფორმებენ ოქმს თავიანთი ვალდებულებების შეს-რულების შესახებ.

მაგალითად, მესამე კატეგორიის ბენეფიციარს სახლის გასამაგრებლად თუ ესაჭიროება 1 200 ლარი, მუნიციპალიტეტი დააფინანსებს 500 ლარით, დანარჩენი სამუშაო მან თვითონ უნდა შეასრულოს. უნდა ავუხსნათ მო-სახლეობას, რომ მუნიციპალიტეტი მთლიან სამუშაოს ვერ დააფინანსებს. კომისიის გადაწყვეტილებით, სასურველი იქნება, პირველ რიგში იმ ოჯახების დახმარება, რომლებმაც უკვე დაიწყეს სამუშაოები.

ამ რეკომენდაციებს საკრებულოს წევრები 2 ნოემბერს სხდომაზე განი-ხილავენ.

ხარაგაულის ბიუჯეტის ცხრა თვის შემოსულობების გეგმა 87,9 პროცენტით შესრულდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში განისაზღვრა 7732.9 ათ. ლა-რით. ფაქტობრივად მიღებულია 6798,4 ათ. ლარი. გეგმა შესრულებულია 87.9 პროცენტით.

საკუთარი შემოსულობების ცხრა თვის გეგმა განისაზღვრა 1095.2 ათ. ლარით. ფაქტობრივად მობილიზებულია 950.9 ათ. ლარი. გეგმა შესრულე-ბულია 86.8 პროცენტით. გეგმის შესრულებას დააკლდა 144.3 ათ. ლარი.

გადასახადებიდან მუნიციპალიტეტს დაგეგმილი 214,4 ათ. ლარიდან მი-ღებული აქვს 364,9 ათ. ლარი. მათ შორის საწარმოთა ქონების გადასახადი - 60,5 ათ. ლარი, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი - 0,1 ათ. ლარი და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გვ. 4

რეგიონულ მედიაზე ზეწო-ლის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია:

ბოლო ორი წლის მანძილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხე-ლისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონულ მედიაზე ზეწოლის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მუდმივად გამოხატავდა პოზიციას იმ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც შესაძლებელი იყო ინფორმაციის გადამოწმება. ვთვლით, რომ რე-გიონებში ჟურნალისტებზე ზეწო-ლის ფაქტები საფრთხის შემცველ ტენდენციად ყალიბდება. ამ ტენ-დენციის შენარჩუნების შემთხვევაში, რეგიონულ მედიას მნიშვნელოვნად შეეშლება ხელი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჯეროვ-ნად გაშუქებაში.

რეგიონულ მედიაზე და რეგი-ონებში მომუშავე ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ინფორმაცია მედიაში გავრცე-ლებულ ცნობებზე დაყრდნობით შეაგროვა. ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები გაესაუბრნენ რეგიონალური მედიის რამდენიმე წარმომადგენელს. ბუნებრივია, ამ მასშტაბის მოკვლევა არ გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ ჟურ-ნალისტებზე ზეწოლისა ან მათთ-ვის საქმიანობაში ხელის შეშლის ყველა ფაქტი. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები ცხად-ყოფს, რომ თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს კარგად არ აქვთ გააზრებული დამოუკიდებე-ლი მედიის როლი და კრიტიკულ ჟურნალისტურ მასალებზე ხშირად არაადეკვატურად რეაგირებენ.

მოკვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად ზეწოლის ადრესატები კა-

ხეთისა და აჭარის რეგიონის ჟურ-ნალისტები ხდებოდნენ. ზეწოლის ფაქტები ასევე დაფიქსირდა გუ-რიაში, იმერეთში, სამეგრელოში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

იმერეთითანამდებობის პირების მხრი-

დან ზეწოლის მცდელობაზე საუბ-რობს გამოცემა „ჩემი ხარაგა-ულიც.” 2014 წლის დეკემბერში საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართ-ველოს” თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა მუნიციპალური გაზეთის „ახალი ხარაგაულის” მეშ-ვეობით გაზეთი „ჩემი ხარაგაული” ტენდენციურ გამოცემად მოიხსენა, რომელიც „ემსახურება ვიწრო პარტიულ ჯგუფს, კერძოდ ნოდარ ებანოიძესა და მის რესპუბლიკურ პარტიას,“ რასაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გაზეთის რე-დაქტორს, ლაურა გოგოლაძეს, ვარლამ თავზარაშვილსა და ხარა-გაულის გამგებელს, კობა ლურს-

მანაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

● „საერთაშორისო გამჭვირვა-ლობა - საქართველო“ ანგარიშში მოხსენიებული შეხვედრის ამსახ-ველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ „ჩემი ხარაგაულის“ ვებგვერდზე chemikharagauli.com ვიდეო გამო-ქვეყნებულია სათაურით „რატომ მიაჩნია „ჩემი ხარაგაული“ გამგე-ბელს დასაჯარიმებელ გაზეთად“ (რედ.)

● „საერთაშორისო გამჭვირვა-ლობა - საქართველო“ აგრძელებს ქვეყანაში მედია გარემოზე დაკ-ვირვებას და აქტიურ თანამშრომ-ლობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ მედიასაშუალებებთან. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებსა და მედია ორგა-ნიზაციებზე ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მიუღე-ბელია ხელისუფლების წარმო-

მადგენლების, საჯარო მოსამსა-ხურეებისა და სხვადასხვა სახის პოლიტიკურ აქტივობებში ჩართუ-ლი პირების მხრიდან ჟურნალის-ტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნე-ბისა და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან მედიასთან აგრესიული დამოკიდებულება ცუდ მაგალითს აძლევს ადგილობ-რივი მუნიციპალიტეტებისა და მთავრობების წარმომადგენლებს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მე-დიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და მკაცრი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდე-ლობის ყველა ფაქტზე, რათა რეგიონებში ჟურნალისტებზე ზე-წოლის შემთხვევები ტენდენციად არ ჩამოყალიბდეს.

transparency.ge

ხარაგაულის შემოქმედებითი კოლექტივები მაღალი საშემსრუ-ლებლო დონით გამოირჩევიან, - აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალ-გაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ საკრებუ-ლოს ბიუროს მორიგ სხდომაზე. ირინე ჩხეიძემ, მუშაობის ანგარიშის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა კულტურის სამსახურისგან და-გეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე.

მისი ინფორმაციით, ამ სამ-სახურს 2015 წელს სპორტული ღონისძიებებისათვის გამოეყო 10 000 ლარი, ახალგაზრდული ღო-ნისძიებებისათვის - 20 000 ლარი.

სპორტული დარბაზის მწყობრ-ში ჩადგომის შემდეგ წელიწადში რამდენჯერმე ტარდება სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები. მათ შორის გამორჩეულია „მხიარუ-ლი სტარტები“, რომელშიც მონაწი-ლეობდა მუნიციპალიტეტის 21 სა-ჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლე. სექტემბერში „მხიარული სტარტები“ გაიმართა ორგანიზაციებს შორის, ახლო მომავალში იგეგმება ადმი-ნისტრაციულ ერთეულებს შორის. სამომავლოდ საჭიროა „მხიარუ-ლი სტარტებისათვის“ ინვენტარის განახლება.

წელს კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა მინი ფეხ-ბურთის ჩემპიონატი ორგანიზაციებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, კალათბურთის ჩემპიონა-ტი, შეჯიბრი სამაგიდო თამაშებში

და მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში. აღინიშნა ველოსიპე-დის საერთაშორისო დღე.

სამსახურის უშუალო ხელშეწყო-ბითა და დაფინანსებით ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონის-ძიება: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში სპორტული ღონისძიებები ბორითის სკოლის მონაწილეობით, „თავგადასავალ-თა მაძიებლები“, ქუჩის კალათბურ-თის ჩემპიონატი ახალგაზრდულ გუნდებს შორის, შალვა შარიქაძის სახელობის ტურნირი ჭიდაობაში, ფრენბურთის ტურნირი ადმინისტ-რაციულ ერთეულებს შორის.

აპრილში ჩატარდა ინტელექტუ-ალური თამაში „რა? სად? როდის?“ ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის. ტრადიციულად აღინიშნა „ინტელექტის დღე,“ რომელშიც მო-ნაწილეობდა 19 საჯარო სკოლის 114 მოსწავლე.

გაზაფხულზე კულტურის სამსა-ხურის ორგანიზებით ხარაგაულში ჩატარდა პროექტ „იმერეთის ხმის“ შესარჩევი ტური, რომელშიც მონა-წილეობდა 35 კონკურსანტი. დასკ-ვნით ტურში გაიმარჯვა და ტიტული „იმერეთის ხმა“ მოიპოვა სალომე კვირიკაშვილმა.

სამსახურის ორგანიზებით აღი-ნიშნა წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვანი თარიღი:

3 იანვარი - საახალწლო კონ-ცერტი მუნიციპალიტეტის შემოქმე-დებითი ძალების მონაწილეობით,

7 იანვარი - საშობაო ალილო, 14 იანვარი - ქართული თეატრის დღე, 3-8 მარტი - დედისა და

ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები, შეხვედრა არაქართველ ქალბატონებთან, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე და სხვ.

რამდენიმე წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩარ-თული საგანმანათლებლო პროექ-ტში „ეტალონი.“ მონაწილეთა შერ-ჩევაში მონაწილეობს კულტურის სამსახური და საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

ნოემბერში ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საჯარო სკოლები ჩაერთვებიან მხიარულთა და საზ-რიანთა კონკურსში, რომელიც გაიმართება იმერეთის მასშტაბით.

წლის ბოლომდე დაგეგმილია რამდენიმე საინტერესო პროექტი. წლევანდელი წელი გამოირჩეოდა ღონისძიებების სიმრავლით, მრა-ვალფეროვნებით და შემოქმედები-თი კოლექტივების წარმატებებით,“ - აღნიშნულია გამგეობის კულტუ-რის სამსახურის ანგარიშში.

ბიუროს წევრ მარინე ვეფხვაძის თქმით, „გამგეობის კულტურის სამ-სახური ყველაფერს აკეთებს ხარა-გაულის კულტურული ცხოვრების გასაუმჯობესებლად.“

ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, „საჭიროა მეტი აქტივობა სოფ-ლებში.“

ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულის შემოქმედებითი კო-ლექტივების მთავარი მიზანია, ემსახურონ ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტს, მეტი გასვლითი ღონისძი-ება ჩაატარონ სოფლებში, ვიდრე სხვადასხვა რეგიონში.“

ამბების აკიდო

Page 3: დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

3xtvb [fhfufekb30 ოქტომბერი, 2015 წ.

ირინე ჩხეიძე საუკეთესო რეჟისორია

მუზეუმმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს უმასპინძლა

ხარაგაულში, ცაშეკრულას კანიონზე

ხარაგაულის შემოსასვლელში, – ციხის ყელიდან ცაშეკრულას კანიონამდე, – ტურ-თამაშები ჩატარდა. ღონისძიების ორგანი-

ზატორია ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი (ხელმძღვანელი მამუკა

ჭიპაშვილი).ტურ-თამაშებში გამგეობისა

და კულტურის ცენტრის გუნდები მონაწილეობდნენ. „ღონისძი-

ების მიზანი არ არის მხოლოდ თამაში. იმის მიუხედავად, რომ ხარაგაულში დავიბადე და გავი-ზარდე, ეს ულამაზესი ადგილები პირველად მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ვნახე. ცაშეკრულა რქმე-ვია ამ ადგილს, სადაც საოცარი კანიონია,“ – აღნიშნა მამუკა ჭიპაშვილმა ტურ-თამაშების დაწ-ყებამდე.

მისივე ინფორმაციით, გე-ომორფოლოგი, პროფესო -რი გიორგი დვალაშვილი ხა-რაგაულში იკვლევს ბუნების ძეგლებს. „ვაჩვენეთ ეს ადგილი, ძალიან მოეწონა და გვითხრა, რომ ცაშეკრულას კანიონი შეიძ-ლება იყოს ერთ-ერთი საჩვენე-ბელი ადგილი ტურისტებისთ-ვის, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ აქ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.“

მამუკა ჭიპაშვილის თქმით, დიდი შანსია, რომ მუზეუმის რენო-ვაციის პროექტში, რომელიც ით-ვალისწინებს მოკლე ტურისტულ მარშრუტსაც, ხანდების ცაშეკრუ-ლას კანიონამდე მისასვლელი

ბილიკი ჩაერთოს.გუნდებს ღონისძიების ბოლოს

სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ – ღონისძიების ორგანიზატორებმა თამაშის დაწყებისას გადაღებული ფოტოები დაბეჭდილი და ჩარჩო-ში ჩასმული დაახვედრეს.

გამგეობის გუნდის წევრ მარი ხარატიშვილისთვის ეს ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყო. „ტურ-თამაშები სახალისო და საინტერესო გამოვიდა. კარგი იყო, რომ ბოლოს მეგობრობამ გაიმარჯვა,“ – ამბობს მარი.

კულტურის ცენტრის გუნდის წევრ დავით კვირიკაშვილს არ ეგონა, თუ ხარაგაულში ასეთი ადგილი იყო. „ყოველთვის კარგ ღონისძიებებს ატარებს მამუკა ჭიპაშვილი და დღევანდელი დღეც ლამაზი და კარგია, – სახა-ლისოც გამოვიდა და გაცნობითი ხასიათისაც. ძალიან ორიგინა-ლური იყო, ბოლოს დაბეჭდილი და ჩარჩოში ჩასმული ფოტოები რომ დაგვახვედრა,“ – ამბობს დავითი.

გვერდი მოამზადანინო კაპანაძემ

გორის მუნიციპალიტეტის მე-რიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, 11-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გორში სახალხო თეატრების ფესტივალი „გორი-2015“ გაიმართა. ფესტივალ-ში მონაწილეობდნენ სამტრედიის, საგარეჯოს, საჩხერის, წყალტუბოს, ბორჯომის, ბაღდათის, ჩოხატა-ურისა და ხელვაჩაურის სახალხო თეატრები. ფესტივალი შეაფასა

ჟიურიმ თეატრთმცოდნეებისა და კრიტიკოსების - ნიკა წულუკიძის, ლელა ოჩიაურისა და ლაშა ჩხარ-ტიშვილის შემადგენლობით.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ წარდგენილი იყო ოთხ ნომინა-ციაზე: საუკეთესო სცენოგრაფია (მხატვარი გაიოზ შუბითიძე); საუკე-თესო მეორეხარისხოვანი როლი (პელაგია - ლუიზა კიკნაძე); საუკე-

თესო რეჟისორი (ირინე ჩხეიძე) და საუკეთესო სპექტაკლი.

გორის სახალხო თეატრების ფესტივალზე „გორი-2015“ ცხრა სახალხო თეატრის რეჟისორუ-ლი ნამუშევრიდან ჟიურიმ საუკე-თესოდ ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ მიიჩნია, ხოლო საუკე-თესო რეჟისორად - ირინე ჩხეიძე.

„ფესტივალში მონაწილე ყველა თეატრმა განსაკუთრებული და

არაჩვეულებრივი ერთი კვირა აჩუ-ქა გორს და გორელ მაყურებელს,“ - აღნიშნა ფესტივალის დახურვაზე ორგანიზატორმა, რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ.

ჟიურის წევრის, ლელა ოჩია-ურის თქმით, მისთვის აღმოჩენა იყო ბევრი თეატრი. „ყველაზე მთავარია, რომ სახალხო თეატ-რის მსახიობები ხართ ადამიანები, რომელთაც შეგიძლიათ სხვა სამუ-შაოს, თქვენი ცუდი და კარგი ამბე-ბის შემდეგ მიხვიდეთ თეატრში და შექმნათ მშვენიერი სპექტაკლები. ჩემთვის მართლა დღესასწაული იყო ეს ფესტივალი, რომელიც მომავალში უნდა გაგრძელდეს,“ - აღნიშნა ლელა ოჩიაურმა.

ჟიურის წევრ ლაშა ჩხარტიშვი-ლი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო თეატრის მსახიობები სრულიად უანგაროდ ემსახურე-ბიან საქმეს და ეს არის თეატ-რისადმი დიდი სიყვარული, რაც ჩანდა თითოეულ სპექტაკლში.

ფესტივალის დახურვისას დიდი სიურპრიზი ელოდა პელაგიას რო-ლის შემსრულებელ ლუიზა კიკ-ნაძეს. ის მაყურებლის სიმპატიის პრიზით დაჯილდოვდა. ლუიზა კიკნაძემ მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და ჟიურის. „განსაკუთრებული მად-ლობა რეჟისორ ირინე ჩხეიძეს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგად ხარაგაულის სახალხო

თეატრს იცნობენ არა მარტო სა-ქართველოში, არამედ უცხოეთში,“ - აღნიშნა ლუიზა კიკნაძემ.

საუკეთესო რეჟისორის ნომი-ნაციაზე ირინე ჩხეიძესთან ერთად წარდგენილი იყვნენ საგარეჯოსა და ბორჯომის სახალხო თეატ-რების რეჟისორები - ნიკოლოზ საბაშვილი და ზაზა კიკნაველიძე.

„დიდი მადლობა ამ ბედნიერი წუთებისათვის. ამისთვის ღირს წვალება, რომელსაც სპექტაკლის მომზადებისას ვხვდებით. დიდი მადლობა ჩვენი თეატრის დასის წევრებს, რომელთა გარეშე ამ წარ-მატებას ვერ მივაღწევდით. თეატრის საქმიანობა ფესტივალებზე ფასდება და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელო-ვანი და ფასეულია, რომ ასეთი კომპეტენტური თეატრთმცოდნეები აფასებდნენ გორის სახალხო თეატ-რების ფესტივალს,“ - აღნიშნა ირინე ჩხეიძემ დაჯილდოების შემდეგ.

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი უახლოეს ხანში „დარისპანის გა-საჭირს“ წარადგენს თბილისში, დედაქალაქში მცხოვრები ხარა-გაულელებისთვის და არა მარტო მათთვის. წარმატებები ვუსურვოთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.

ფოტოზე: ხარაგაულის სახალ-ხო თეატრის დასი დაჯილდოების შემდეგ

ათამდე განსაკუთრებული სა-ჭიროების მქონე ხარაგაულელი მოზარდი თავის თანატოლებთან, მშობლებთან და მასწავლებლებ-თან ერთად ხარაგაულის ისტო-რიულ მუზეუმს ესტუმრნენ.

„მაკლეინის ასოციაცია ბავშვე-ბისთვის“ მხარდაჭერით ისტორიულ მუზეუმთან ერთად მოვაწყვეთ ერ-თობლივი ღონისძიება, - ამბობს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“-ს ხელმ-ძღვანელირუსუდან გურგენიძე, - ასეთი სახით მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან საჭირო და აუცილებელია.“

ხარაგაულის ისტორიული მუზე-უმის დირექტორმა ნინო დიდიძემ სტუმრებს ბუნებისა და ეთნოგრაფიის განყოფილება დაათვალიერებინა და აჩვენა ფილმი ბუნების შესახებ. მოზარდებმა გაცნობითი თამაშით ერ-თმანეთი გაიცვნეს და შემდეგ სურვი-ლის მიხედვით ზოგმა ხატვა დაიწყო, ზოგმა ძერწვა. მუზეუმში მათ ასაწყობი მასალა დაახვედრეს, რითაც შექმნეს ექსპონატების ფოტოასლები.

ხუთი წლის ანდრიას დედა დარეჯან კავილაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დიდი მნიშვ-

ნელობა აქვს ურთიერთობას თანა-ტოლებთან და მათი ინტერესების გათვალისწინებას.

მუზეუმის ყველა სტუმარი მოზარ-დი დასაჩუქრდა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს რუსუდან გურგენიძემ გადასცა წიგნები, რომე-ლიც ხელის მოტორიკის განვითა-რებას შეუწყობს ხელს. ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები სტუმრებს ტორტით გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიებაში ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის ადგილობრივი ხე-ლისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Page 4: დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

4 xtvb [fhfufekb 30 ოქტომბერი, 2015 წ.

ამბების აკიდო გიწვევთ გამოფენაზე

მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ჯანმრთელობისათვის

მიწაზე ქონების გადასახადი - 304,3 ათ. ლარი. ფაქტობრივად მიღებული გადასახადები, გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით, გაზრდილია 308,7 ათასი ლარით.

სხვა შემოსავლების ცხრა თვის გეგმა განისაზღვრა 880,8 ათ. ლარით. ფაქტობრივად კი მიღებულია 574,6 ათ. ლარი, - დაგეგმილზე 306,2 ათასი ლარით ნაკლები.

იკლო ბანკიდან მისაღები პროცენტების ოდენობამ და დაგეგმილი 45,0 ათასი ლარის ნაცვლად მიღებულია მხოლოდ 30,7 ათასი ლარი. ასევე არ შესრულდა მოსაკრებელის გეგმა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათ-ვის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო შემოსავალი დაგეგმილი ჯარიმებიდან 281,2 ათასი ლარის ოდენობით. ამ სახეში დაგეგმილი 750,0 ათასი ლარიდან შემოსულია მხოლოდ 468,8 ათასი ლარი, - გეგმა შესრუ-ლებულია 62,5 პროცენტით.

რაც შეეხება იჯარიდან და ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან შემო-სულობების გეგმებს, შესრულებულია როგორც ცხრა თვის, ასევე წლიური გეგმაც.

9 თვის ბიუჯეტი პროცენტებშიხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან, ცხრა თვის

მონაცემებით, გაწეულია 7483,5 ათასი ლარი ხარჯი. აქედან 2543,1 ათა-სი ლარი გაწეულია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერებით, ხოლო 4940,4 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებით, აქედან:

შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია 1083,8 ათასი ლარი (21,9 %), შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 80,3 ათასი ლარი (1,6 %), მივ-ლინების ხარჯების ანაზღაურებაზე 9,1 ათასი ლარი (0,2 %); საოფისე ხარჯების გაწევაზე 105,3 ათასი ლარი (2,1 %), წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურებაზე 6,4 ათასი ლარი (0,1 %); სატრანსპორტო ხარჯე-ბის ანაზღაურებაზე 87,5 ათასი ლარი (1,8 %), სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებაზე 187,2 ათასი ლარი (3,8 %); სუბსიდირებაზე 2672,6 ათასი ლარი (54,1 %), მიმდინარე გრანტებზე 178,1 ათასი ლარი (3,6 %); სოციალურ უზრუნველყოფაზე 363,6 ათასი ლარი (7,4 %), არაფინანსური აქტივების ზრდაზე 160,5 ათასი ლარი (3,2 %).

16 100 ლარი სარეზერვო ფონდიდან2015 წლის ცხრა თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარეზერვო

ფონდიდან (72,0 ათ. ლარი) გამოიყო 16,1 ათ. ლარი, აქედან:-6,0 ათ. ლარი გამოიყო დაბა ხარაგაულში მოქალაქეთა უსაფრთხოების

დაცვის მიზნით ქუჩების მიმდებარედ არსებული ხმელი ხეების მოსაჭრელად და მიიმართა ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ (პარკები და სკვერები) სუბსიდირების ხარჯებში;

-10,1 ათ. ლარი გამოიყო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებში ჩხერში, საღანძილეში, ვანში, სხლითში, ზარანსა და ისლარში ღვარცოფისაგან დაზიანებული გზების გასაწმენდად.

გზებისა და ხიდების მშენებლობაზეხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის ცხრა თვეში

გზების მშენებლობა, რეკონსტრუქციის მოვლა-შენახვის ხარჯები, დაგეგმილი 1468,5 ათ. ლარიდან, დახარჯულია 1292,9 ათ. ლარი. გზების რეაბილი-ტაცია ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის №39 განკარგულებით - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და დახარჯულია 1221,5 ათ. ლარი. აქედან:

კიცხი-ხიდარის გზის რეაბილიტაციაზე - 655,3 ათ. ლარი;ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციაზე - 539,9 ათ. ლარი;ბორითი-მარიამწყარო-ღორეშის გზის რეაბილიტაციაზე - 26,3 ათ. ლარი;საკუთარი სახსრებით გზების რეაბილიტაციაზე დახარჯულია 71,4 ათ.

ლარი; დახრეშვასა და გაწმენდით სამუშაოებზე - 56,5 ათ. ლარი, გზების ასფალტობეტონით დაფარვაზე - 4,4 ათ. ლარი.

9,5 ათ. ლარი მოხმარდა მიკროავტობუსის სუბსიდირებას. მესამე და მეოთხე კვარტალში მიკროავტობუსის სუბსიდირების ნაცვლად მიკროავ-ტობუსი დაიქირავეს. პროგრამაზე - „მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა“ - წლიური 4,5 ათ. ლარიდან ფაქტობრივად მიიმართა 0,8 ათ. ლარი.

ხიდებისა და ბოგირების შეკეთებაზე 2015 წლის ცხრა თვეში უნდა გაწეულიყო 53,1 ათ. ლარი, ფაქტობრივად შესრულდა 49,4 ათ. ლარის სამუშაო. აქედან 41,4 ათ. ლარი საკუთარი სახსრების ხარჯზე და 8,0 ათ. ლარი - გასული წლის სახელმწიფო ფონდების სახსრების ნაშთიდან მოხმარდა სოფელ მაქათუბანში მშენებარე ხიდს, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დაიწყო.

გარე განათების სუბსიდირება გაიზარდაკომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია-ექსპ-

ლუატაციაზე 2015 წლის ცხრა თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბი-უჯეტიდან, გათვალისწინებული 774,2 ათ. ლარიდან, დახარჯულია 748,1 ათ. ლარი;

დასუფთავების ღონისძიებების სუბსიდირებაზე, დაგეგმილი 398,6 ათ. ლარიდან, დახარჯულია 390,2 ათ. ლარი;

მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქციაზე (პროექტის შედგენა) - 0,9 ათ. ლარი;

წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე, დაგეგმილი 191,0 ათ. ლარიდან, დაფინანსებულია 185,7 ათ. ლარი. აქედან, საკუთარი სახსრებით შესრუ-ლებულია 10,8 ათ. ლარის სამუშაო და სახელმწიფო ფონდების სახსრებით - რეგიონალური განვითარების ფონდიდან - 174,9 ათ. ლარის სამუშაო, რომელიც მთლიანად მოხმარდა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსა და მის მიმდებარე ქუჩებზე (დევდარიანის, გურამიშვილის, ჭიპაშვილის) წყალმომარაგების სისტემის მოწყობას;

გარე განათების სუბსიდირებაზე გაწეულია 135,4 ათ. ლარი, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე - 3,4 ათ. ლარი. ეს ხარჯები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 42,6 ათ. ლარით.

კეთილმოწყობის ღონისძიებებზე დაიხარჯახარაგაულის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონის-

ძიებების დასაფინანსებლად მიმდინარე წლის ცხრა თვეში, გვ. 6

მეორე გვერდიდან

გრიპი მწვავე ვირუსული დაავა-დებაა, რომელიც უეცრად იწყება - მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით.

გრიპის სამი ტიპი არსებობს - A, B და C. ყველაზე ფართოდ გავრ-ცელებულია A ტიპის ვირუსი, რო-მელსაც ასობით ქვეტიპი გააჩნია.

გრიპის ძირითადი სიმპტომე-ბია: მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსზე მეტი), თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი.

თუ გრიპისათვის დამახასი-ათებელი ერთი სიმპტომი მაინც დაგეწყებათ, დაუყოვნებლივ მი-მართეთ ექიმს.

გრიპს ხშირად ერთვის გართუ-ლებებიც: ყურის ანთება, პნევმონია (ფილტვის ანთება) და ა. შ.

გრიპის ვირუსის გართულების რისკ-ჯგუფში არიან: გულის, სასუნ-თქი სისტემის ქრონიკული და სისხ-ლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე ადამიანები, შაქრიანი დი-აბეტით დაავადებულები, ბავშვები და ხანდაზმულები, ორსულები. ამ კატეგორიის ადამიანებს იმუ-ნური ფონი დაქვეითებული აქვთ, დაბალი იმუნიტეტის შემთხვევაში კი გრიპის ვირუსის გართულება ადვილად ხდება.

ადამიანს გრიპის ვირუსი და-ავადებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს გადაეცემა. დაავადებული ადამიანის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ვირუსი ჰაერში ვრცელ-დება, რაც ჯანმრთელთა დაავადე-ბის მიზეზი ხდება.

ადამიანი შეიძლება დაავადდეს იმ შემთხვევაშიც, თუ დაბინძურე-ბულ ზედაპირთან ხელის შეხების შემდეგ იმავე ხელით ცხვირ-პირის ან თვალის მიდამოს შეეხება. რო-გორც კვლევებით დადგინდა, ზე-დაპირებზე მოხვედრილი გრიპის ვირუსი ადამიანის დაინფიცირების უნარს 2-8 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.

გრიპისგან თავდაცვის წესები საკმაოდ მარტივია და მათი გათ-ვალისწინება მხოლოდ გრიპის ვირუსისგან კი არა, მრავალი

სხვა გადამდები დაავადებისგანაც დაგვიცავს.

ერიდეთ გრიპით დაავადებულ-თან ახლო კონტაქტს. ავადმყოფ-თან ერთ მეტრზე მეტად მიახლო-ებისას გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ნიღაბი.

გრიპის პროფილაქტიკის მთა-ვარი და ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო და მას შემდეგ მისი შემადგენლობა ყოველწ-ლიურად ახლდება. საქართვე-ლოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წელს რეკომენდაციას უწევს სამკომპონენტიან ვაქცინას, რომელიც სამი ტიპის ვირუსს - B ვირუსსა და A ტიპის ვირუსის ორ ქვეტიპს მოიცავს.

ვაქცინას უკუჩვენებები თითქ-მის არ გააჩნია და ყველასთვისაა რეკომენდირებული, - განსაკუთ-რებით ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანების-თვის. ვაქცინაციის შემდეგ იმუნი-ტეტი ერთი წლის განმავლობაში გვიცავს. ამიტომ დაავადებისაგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა საჭირო.

ლელა კაციტაძეხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თანაშემწე

18-20 ნოემბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“, გაიმართება სოფლის

მეურნეობის, კვების, სასმელების, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების მე-15 საერთა-

შორისო გამოფენა.გამოფენაზე ვიწვევთ ფერმე-

რებს, აგრარულ სექტორში და-საქმებულ პირებსა და მეწარმეებს.

ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს სოფლის მეურ-ნეობის სამინისტრო.

დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაციის მი-საღებად მიმართეთ გამგებლის წარმომადგენლებს თქვენს ტერი-ტორიულ ერთეულებში, ან სოფ-ლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს.

საკონტაქტო მონაცემები: 595 05 48 08; 595 85 83 80

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) თანამ-შრომლები ვიმყოფებოდით ვახანის, მოლითის, მარელისის და ლეღვა-ნის საჯარო სკოლებსა და სკოლამ-დელი აღზრდის დაწესებულებებში.

დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ ისაუბრა C-ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზებზე, განვითარებაზე, დიაგ-ნოსტიკასა და მკურნალობაზე, განმარტა C-ჰეპატიტის ელიმინა-ციის პროგრამის მნიშვნელობა და აგრეთვე სახელმწიფოსა და ადგი-

ლობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამების შესახებ.

ექიმმა-პარაზიტოლოგმა ნინო ყიფშიძემ და პარაზიტოლოგიის ექიმის თანაშემწემ ნინო ღამბაში-ძემ გამოიკვლიეს ვახანის, მოლი-თის, მარელისისა და ლეღვნის საჯარო სკოლების I-IV კლასის მოსწავლეები და ამავე სოფლების საბავშვო ბაღების აღსაზრდელები პარაზიტოლოგიურ დაავადებათა აღმოჩენის მიზნით.

ექიმმა-პროფილაქტიკოსმა თა-თია ბლუაშვილმა ჩაატარა ლექცია-

საუბარი ჰიგიენის მნიშვნელობაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებ-თან, ასევ ჩაატარა სკოლებისა და ბაღების მონიტორინგი სანიტა-რულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

ეპიდემიოლოგიის თანაშემწე ლელა კაციტაძე გაესაუბრა მა-ღალი კლასების მოსწავლეებს გაცივებისა და გრიპის გამომწვევ მიზეზებზე, მათი თავიდან აცილე-ბის საშუალებებზე და გადასცა მათ საინფორმაციო ბუკლეტები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ასევე იკვლევს საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხა-რისხს. აღებული წყლის ნიმუშები გადავაგზავნეთ ქუთაისის ლაბო-რატორიაში.

ჩვენი სამსახური მადლობას უხდის სკოლის დირექტორებსა და საბავშვო ბაღების გამგეებს თანამშრომლობის, გამოჩენილი გულისხმიერებისა და გაწეული დახმარებისათვის.

ცირა სხილაძეხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის საზოგადოებასთან

ურთიერთობის სპეციალისტი

გრიპის სეზონი დაიწყო

Page 5: დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

5xtvb [fhfufekb30 ოქტომბერი, 2015 წ.

ანა

ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკ-ტიონის მსგავსად, საქართველოში მას სახელით მოიხსენიებენ - ანა. ეს პოეტის დიდებული შემოქმედების აღიარება და მისდამი მკითხველის დიდი სიყვარულის დასტურია.

ერმა მის სახელს ლამაზი ეპი-თეტი დაუკავშირა - დედოფალი! დიახ, ანა კალანდაძე პოეზიის დე-დოფალია, ქართულ პოეზიაში მისი ბრწყინვალების დარად, არც ერთი პოეტი ქალი არ შემოსულა.

დამერწმუნეთ, ძნელია დედო-ფალთან ნაცნობობა, - მე მქონდა ეს ბედნიერება. უდიდესი მოკრძალება, თაყვანისცემა, რიდი გეუფლება მასთან შეხვედრისას, მაგრამ ანა კალანდაძეს განგებამ დიდ ნიჭთან ერთად, უდიდესი თავმდაბლობისა და სათნოების ნიჭიც უბოძა. ეს კი ის არის, რაც მასთან ყოფნის დროს განთავისუფლებდა კომპლექსე-ბისგან.

ფაქიზად ვინახავ სულში პოეტთან შეხვედრების ბედნიერ წუთებს. არ შემიძლია არ გავიხსენო ანა კალან-დაძის შეხვედრა თბილისის მე-12 სკოლის მოსწავლეებთან. ეს სკოლა ჩემთან მეგობრობდა და მქონდა ბედნიერება, პოეტის საღამოზე მათი სტუმარი ვყოფილიყავი.

ახლაც თვალწინ მიდგას ქალბა-ტონი ანა თვალებგაბრწყინებული, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის სიყვარულით გარემოცული.

ინტერესი დიდი იყო, როგორი იყო პოეტის ბავშვობა, შემოქმედე-ბის დასაწყისი, თითოეული ლექსის ისტორია.

ანა საუბრობდა წყნარად, გულ-ში ჩამწვდომი ხმით. სიყვარულით ისაუბრა მშობლიურ ხიდისთავზე. აქ დაიბადა მოსამსახურეების ოჯახში. დედა პედაგოგი იყო, მამა - პრო-ვიზორი. მამა ქუთაისში მუშაობდა, ოჯახიც იქ ცხოვრობდა, მაგრამ ანა ყოველ ზაფხულს ხიდისთავში ატა-რებდა. სოფელში ცხოვრობდა მისი მამიდა ნარო. მან მთელი ცხოვრება მშობლიურ კერაზე გაატარა. ეს კეთილშობილი ქალბატონი ძმისშ-ვილებს, მათ შორის პატარა ანას, უღვივებდა მშობლიური კერის სიყ-ვარულს. ჩემი ბავშვობა უფერული იქნებოდა, ხიდისთავში გატარებული უბედნიერესი დღეები რომ არაო, - ბრძანა ქალბატონმა ანამ.

პირველი შთაგონებაც ხიდისთავ-ში წვევია. ზაფხულის ერთ საღამოს ბავშვები ძველებური ფართოაივ-ნიანი ოდის წინ ეზოში ისხდნენ და დიდი გულისყურით უსმენდნენ ფოცია მამიდას. იგი მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლი-და თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. ზაფხულს მშობლიურ სოფელში ატარებდა. უეცრად ყვე-ლას ყურადღება მიიპყრო საოცარმა ნათელმა, - მთვარე ამოდიოდა, სავსე ბადრი მთვარე და მისი სი-ნათლე მთათა წვერებს ეფინებოდა. ბავშვები მოაჯადოვა ამ საოცრებამ, ყურადღება გაეფანტათ... მამიდამ იგრძნო, რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე ნანახმა და შე-ეკითხა, - მშვენიერია, არა?! მამიდამ ბავშვებს მეორე დილისთვის ნანახის აღწერა სთხოვა.

ეს ის ნათება იყო, რომელმაც პატარა ანას სულში პოეზიის ნაპერწ-კალი აანთო, ჩაუქრობელი და მარა-დიული. ანას დილისთვის ორსტრო-ფიანი ლექსი მზად ჰქონდა. ლექსს „ბადრი მთვარე“ დაარქვა. მამიდას ძალზე გაუხარდა თურმე, მოუწონა, მერე კი შინაურებსაც წაუკითხა. სიხა-რული აცისკროვნებდა პატარა ანას თვალებს. შემდეგ ლექსი სკოლის გაზეთშიც მოხვდა. დედამ „გამცაო“, - ღიმილით გვითხრა პოეტმა.

-ლიტერატურაში ჩემი გზის დამ-ლოცავი მამიდაჩემი გახლდათო, - განაცხადა ქალბატონმა ანამ. გარდა ამისა, მას დიდი როლი მიუძღვის პოეტის სულიერი ცხოვრების წარ-მართვაში.

ერთი მამიდა მშობლიური კუთ-ხის სიყვარულს უღვივებდა გულში, მეორე - შემოქმედებაში სტიმულს აძლევდა, ნამდვილად ბედნიერი დამთხვევაა.

ანა საერთოდ არ საუბრობდა თა-ვის ლექსებზე, არც ხმამაღლა კით-ხულობდა. საღამოზე კი იძულებული იყო, გაემხილა ცალკეული ლექსების ისტორია. ხიდისთავში მისი სახლის წინ მდგარ თუთას შთაუგონებია „ლამის სახლში შემოვიდეს თუთა“.

„დამილოცეთ, ძმებო“ - ამ ლექსის შთაგონება ხიდისთავმა, იქაურმა მარანმა მისცა.

ისიც შევიტყვეთ, - ბოშა და იეზიდი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, როცა მათზე ლექსებს წერდა.

ძალზე საინტერესო იყო პო-ეტის შემოქმედებითი პროცესის გაცნობა. ნაფიქრალი მაშინვე არ გადმოჰქონდა ქაღალდზე. ლექს-ზე თურმე დიდხანს ფიქრობდა, გონებაში წერდა და ხვეწავდა. დას-რულებულ სახესაც იქვე აძლევდა. ლექსზე ფიქრი შეიძლება თვეობით გაგრძელებულიყო, დასაწერად ვერ მოეცალა პოეტს, მაგრამ არასოდეს

დავიწყებია. ის კი არა, გონებაში რამდენიმე ვარიანტი იწერებოდა, საბოლოოს შეარჩევდა და სწო-რედ ის გადმოჰქონდა ქაღალდზე. თურმე შეეძლო, ერთდროულად რამდენიმე ლექსზე ეფიქრა, მაგრამ ერთმანეთში არასოდეს არევია. ყველა ცალ-ცალკე ვითარდებოდა. სამუშაო პროცესში მარტო უნდა ყოფილიყო. წერით მხოლოდ შინ წერდა.

კითხვაზე, თუ რატომ არ უყვარს ლექსზე საუბარი, პოეტმა ასე უპა-სუხა, - ის, რაც შენთვის ყველაზე სანუკვარია, მასზე საუბარს რატომ-ღაც ყოველთვის გაურბიხარ და ერიდებიო.

იმ დღეს თვითონ არ წაუკით-ხავს ლექსი, მაგრამ სამაგიეროდ, ერთმანეთს ეცილებოდნენ ნორჩი დეკლამატორები ანა კალანდაძის ლექსების წაკითხვაში.

„ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,

ლამის თავზე გადამისვას ხელი, დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს

მუდამ ხე მაღალი,

ხე ზურმუხტისფერი...”იქვე ჩნდებოდა წმინდა ნინოს ხა-

ტება, - მოდიოდა ნინო სანატრელი ვაზის ჯვრით.

„ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდადა როდესაც ბაღში ვარდი

ყვაოდნენ,თოვლი იყო ჯავახეთის მთათა

ზედადა ტყეებში ქარიშხლები

ბღაოდნენ.”გამოჩნდა განუმეორებელი ბოშა

ქალი.„და რა ქალი, ხელის გულზე

სატარები,რა თვალები, ელვის ცეცხლის

დამჭერი.”ერთხელ კიდევ ვიგრძენით პო-

ეტის მიერ დანახული საოცარი თავმდაბლობა მეფე დავითის, -

„ფეხი დამადგით, გულზე და-მადგით

ფეხი ყოველთა, „წყალობა ჰყავით”

საქართველოის ყოვლისშემძლემა

ვისურვე დავით”.იმ დღეს პოეტისგან არა, მაგრამ

მაინც ითქვა მთავარი სათქმელი... ის, რომ პოეტის სახელს ერთი უკვ-დავი ლეგენდა ამშვენებს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ომი ახალი დამთავრებული იყო. მწე-რალთა კავშირის დარბაზში, მაჩაბ-ლის ქუჩაზე, მწერალთა თავყრილო-ბაზე, ახალგაზრდა, გურული გოგონა წარუდგენიათ. დარბაზში ისხდნენ ომგადატანილი, ომგამოვლილი ადამიანებიც, რომლებსაც სახეზე ეტ-ყობოდათ სასტიკი წლების კვალი. ამ ადამიანებს მკაცრი სახეები ჰქონდათ და ალბათ სკეპტიკურად იყვნენ განწ-ყობილნი გოგონას მიმართ.

ალბათ გასაგებია, - ეს გოგონა იყო 22 წლის ანა კალანდაძე, თბი-ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. როდესაც მან კითხვა დაიწყო, მოხდა საოცრება, - უეც-რად გათბა დარბაზი, შეიცვალა სკეპტიკური სახეები, სიმშვიდე და კმაყოფილება დაეუფლათ. ანამ ახალი სამყარო მოიტანა მსმენე-ლებთან, თითქმის მივიწყებული, პირველყოფილი სიწმინდით სავსე სამყარო; მონატრებული, სიმშვიდისა და სიყვარულის დამამკვიდრებელი სამყარო. ეს იყო პოეტის ახალი თვალთახედვა.

სწორედ იმ დღეს დაიბადა პოეტი ანა კალანდაძე, რომლის ლექსები ხელნაწერებით ვრცელდებოდა. იმავე თავყრილობაზე გადაწყდა, სასწრაფოდ გამოცემულიყო ანა კალანდაძის პოეტური კრებული, მაგრამ პოეტს მკაცრი ოპონენტები გამოუჩნდნენ, გააკრიტიკეს უიდეო და აპოლიტიკური ლექსებისთვის. მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გამო-ვიდა მისი პოეტური კრებული.

ისევ პოეტის საღამოს დავუბ-რუნდეთ. ანამ სამახსოვრო ფო-ტოები გადაიღო ჩვენთან და მოსწავლეებთან. იმ პერიოდში გაზეთ „დედას“ რედაქტორი ვი-ყავი. ანა კალანდაძის ლექსებს მთელი გვერდი დავუთმე. ლექსებს ჩემეული ტექსტიც დავურთე, აი, ისიც: უსაზღვროდ დიდი სინაზე და სიფაქიზე, სულის იშვიათი სილამა-ზე, ენით უთქმელი მხატვრულობა, ჰარმონიულობა და მუსიკალობა, აზრის ბრწყინვალება, გულითა-დობა, ქართული სული, - და კიდევ ბევრი უთქმელი ეპითეტი, - აი, რა არის ანა კალანდაძის პოეზია. და როცა სულს წყაროს წყალივით მოსწყურდება ლექსი, მწყურვალი-ვით ვეწაფებით ჭეშმარიტ პოეზიას, - ანას პოეზიას.

ძალიან ლამაზ ბილიკს მივყა-ვართ პოეტი ქალის სამფლობე-ლოში.

და დგას იგი, - პოეზიის დედოფა-ლი, ღვთიური ნიჭით მირონცხებული, ბავშვივით ფაქიზი, კდემამოსილი და სათნო. თვითონ საოცარი, გაოცებუ-ლი თვალებით შესცქერის ქართულ ცას და ლოცვასავით ჩურჩულებს, „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო.“ მერე ბაგეებს სიყვარულით აღმო-ხდება ალერსი „საქართველოო, ლამაზო“ და მისი სილამაზით, ოშკით და ზარზმით, ბებერი ტაოს სიდიადით აღფრთოვანებულს, ცრემლები დაუს-ველებს სახეს.

რად ტირის დედოფალი ანა? „ეს სიხარულის ცრემლებია,

როდი ვტირივარ?!“ - გვამშვიდებს პოეტი ქალი.

დღეს ყველაზე მეტად სული-ერება გვჭირდება. სულს სჭირდება საზრდო.

პოეზია შესანიშნავი სალბუნია სუ-ლის. პოეზიამ უნდა გადაგვავიწყოს წუთისოფლის ორომტრიალი, დარ-

დი და ცრემლი.მოდით, შევიდეთ ანას სათნოების

სახლში, მის პოეტურ სამფლობე-ლოში, სადაც „ზღაპარს გვიამბობს ჭადარი“ და „მზეს უმღერიან ჩიტები.“

ქალბატონ ანას გაზეთ „დედას“ ნომერი გადავეცი. მადლობა გადა-მიხადა.

იგი ყველაფერს თვალყურს ადევ-ნებდა, რაც ქართულ მწერლობაში ხდებოდა. ერთხელ მითხრა, თქვენ შემოქმედებას ვიცნობო. ეს უბედნი-ერესი წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში. დიდებული პოეტის ყურადღება ჩემთვის დიდი პატივი იყო.

მე და პოეტ ეკა ბაქრაძეს გადა-წყვეტილი გვქონდა ანა კალანდაძის მოწვევა ჩვენს ლიტერატურულ სალონში. გვინდოდა, პოეტისთვის ჯეროვანი პატივი მიგვეგო. ქალ-ბატონი ანა იების ბილიკით უნდა აგვეყვანა სცენაზე... შევთანხმდით შეხვედრაზე, მაგრამ პოეტის ავადმ-ყოფობამ შეგვიშალა ხელი.

ანა დიდებული პოეტი და არაჩ-ვეულებრივი, თავმდაბალი ადამიანი იყო. კარგი იქნება, მსგავსი თავმდაბ-ლობა ახალგაზრდა შემოქმედებსაც თუ ექნებათ. პოეტმა მათ მოთმინება და გულმოდგინება ურჩია.

ანა კალანდაძემ ღირსეულად იცხოვრა, მან მოკრძალებით ატარა პოეზიის დედოფლის გვირგვინი. იგი ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან.

თითქოს ბუნებამაც გამოიტირა მისი წასვლა. როგორც პოეტი წერს ლექსში „მოდიოდა ნინო მთებით“, მისი დაკრძალვის დღეს თბილისში „ქარიშხლები ბღაოდნენ“.

პოეზიის დედოფალი მთაწმინ-დაზე ამაღლდა. ეს იყო ქართველი ერის ნება.

ლინა ბარათაშვილიპოეტი, საქართველოს

დამსახურებული ჟურნალისტი,ხარაგაულის საპატიო მოქალაქე

ფოტოზე: ანა კალანდაძე, ლინა ბარათაშვილი, აზა კაციტაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან პროექტ „ეტალონის“ შესარჩევი ტურის მონაწილე 113 მოსწავლიდან 25 გამარჯვებული გამოვლინდა.

ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი კულტურის საკითხებში დავით ჩადუ-ნელი განმარტავს, რომ კონკურსის პირობის თანახმად, შემდგომ ეტაპზე ყველა სკოლიდან ერთი გამარჯვებუ-ლი გადავიდა.

„ეტალონის“ მორიგ ტურში ჩაერთ-ვებიან:

ნინო ჭყოიძე (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა);

ნონა მაჭავარიანი (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა);

სოფო შველიძე (ხარაგაულის სასუ-ლიერო გიმნაზია);

რომან სახვაძე (უბისა);ანა მაღრაძე (ვახანი);გიორგი სებისკვერაძე (ღორეშა);საბა გრიგალაშვილი (ხევი);სოსო გოგოლაძე (ბორითი);მარიამ შარიქაძე (ლეღვანი);თამარ ლომიძე (ხუნევი);მარიამ ფცქიალაძე (მარელისი);გიორგი მდინარაძე (კიცხი);მარიამ ბერიშვილი (ვარძია);გიორგი ლურსმანაშვილი (ვაშ-

ლევი);მარიამ ბერაძე (ხიდარი);ანა კვინიკაძე (წიფა);გიორგი შუბითიძე (ნადაბური);ქეთევან დვალი (წყალაფორეთი);მარიამ ლომსაძე (საღანძილე);ფერიდე ბერაძე (ბორი);ქეთევან ცხადაძე (მოლითი);ვლადიმერ მაღრაძე (ლაშე);ფატი შათირიშვილი (ზვარე);გია ლომიძე (ვერტყვიჭალა);მარიამ მაქაძე (ბაზალეთი).მომდევნო ეტაპში გადასულთაგან

30 ქულიდან 24 ქულა მოაგროვა წი-ფის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კვინიკაძემ, 22 ქულა – სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე სოფო შველიძემ, 20-20 ქულა – ბორისა და მოლითის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფე-რიდე ბერაძემ და ქეთევან ცხადაძემ.

კონკურსის შემდეგი ეტაპი, „ეტა-ლონის“ ორგანიზატორთა ხელმძღ-ვანელობით, 3 ნოემბერს ხარაგაულში ჩატარდება.

ვუსურვებთ „ეტალონის“ ხარაგა-ულელ მონაწილეებს შემდგომ წარ-მატებებს.

ანა კვინიკაძე - ყველაზე

წარმატებული

17 ოქტომბერს დაიწყო და პირველ ნოემბერს დასრულდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური. ოლიმპიადა სკოლებში ტარდება და მასში ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებების მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები მონაწი-ლეობენ. ოლიმპიადა უკვე ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რუსულ ენაში, ფიზიკაში, გერმანულ ენაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში.

31 ოქტომბერს 10:00 საათზე ეროვ-ნული სასწავლო ოლიმპიადის პირვე-ლი ტური ჩატარდება გეოგრაფიაში, 14 საათზე - ფრანგულში, პირველ ნოემბერს 10:00 საათზე - ქიმიაში.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგის, თინა-თინ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ოლიმპიადაში ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის ყველა საშუალო სკოლაა ჩართული.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდებს ეროვნული ცენტრი ატარებს. შედეგები ამავე ცენტ-რის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

მიმდინარეობს ოლიმპიადა

Page 6: დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

6 xtvb [fhfufekb 30 ოქტომბერი, 2015 წ.

ამბების აკიდოგამოყოფილი 428,9 ათ. ლარიდან, ათვისებულია 411,2 ათ. ლარი. აქედან 221,5 ათ. ლარი დაიხარჯა რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მოხმარდა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადისა და ცენტრალური პარ-კის რეაბილიტაციას (219,1 ათ. ლარი) და მშენებარე საავადმყოფოს ეზოს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრასტრუქტურის მოწესრიგების საპროექტო სამუშაოებს (2,4 ათ. ლარი).

189,5 ათ. ლარი მოხმარდა პარკებისა და სკვერების სუბსიდირებას, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს 119,5 ათ. ლარით აღემატება. გასული წლის ცხრა თვეში პარკებისა და სკვერების სუბსიდირე-ბაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 70,0 ათ. ლარი დაიხარჯა.

განათლების დაფინანსება ადგილობრივ ბიუჯეტშიხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განათლებაზე მიმდინარე

წლის ცხრა თვეში, გათვალისწინებული 977,9 ათ. ლარიდან, დახარჯულია 847,3 ათ. ლარი.

სკოლამდელი განათლების დაფინანსებაზე, დაგეგმილი 776,9 ათ. ლა-რიდან, ათვისებულია 660,9 ათ. ლარი. აქედან სუბსიდირებაზე, დაგეგმილი 647,5 ათ. ლარიდან, ათვისებულია 600,0 ათასი ლარი.

ბორის სკოლა-ინტერნატის სუბსიდირებაზე 2015 წლის 9 თვეში დაიხარჯა 104,5 ათ. ლარი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სუბსიდირებაზე - 81,9 ათ. ლარი;

წელს ხარაგაულის ბიუჯეტიდან რელიგია არ დაფინანსებულა

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, დაგეგმილი 1297,2 ათ. ლა-რის ნაცვლად, 1196,3 ათ. ლარით დაფინანსდა. სპორტის განვითარებაზე 452,8 ათ. ლარიდან დახარჯულია 443,6 ათ. ლარი. აქედან სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე - 3,5 ათ. ლარი, სპორტის განვითარებისა და მუნიციპალური მართვის ცენტრის სუბსიდირებაზე - 174,0 ათ. ლარი, ტუ-რიზმის ცენტრის დაფინანსებაზე - 96,1 ათ. ლარი და საფეხბურთო კლუბის, ,,ჩხერიმელა-2009“ სუბსიდირებაზე - 170,0 ათ. ლარი.

კულტურის განვითარებაზე, დაგეგმილი 724,7 ათ. ლარიდან, დახარჯუ-ლია 712,5 ათ. ლარი, აქედან:

სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე დაიხარჯა 72,7 ათ. ლარი,ხალხური შემოქმედების სახლის სუბსიდირებაზე - 62,0 ათ. ლარი,კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე - 212,0 ათ. ლარი,ცენტრალური ბიბლიოთეკის სუბსიდირებაზე - 156,7 ათ. ლარი. ცენტ-

რალური ბიბლიოთეკისათვის შენობის რეაბილიტაციაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯა 91,7 ათ. ლარი,

ისტორიული მუზეუმის სუბსიდირებაზე - 72,0 ათ. ლარი,ლიტერატურული თეატრის სუბსიდირებაზე - 45,4 ათ. ლარი,ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობაზე - 33,5 ათ.

ლარი, მათ შორის გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ სუბსიდირებაზე - 31,8 ათ. ლარი;

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაზე - 6,7 ათ. ლარი.რელიგიის დაფინანსებაზე მიმდინარე წლის ცხრა თვეში თანხები არ

გაცემულა.

მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე გაიხარჯახარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა-

სა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ცხრა თვეში დაგეგმილი, 547,8 ათ. ლარიდან, ათვისებულია 512,4 ათ. ლარი. საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დახარჯულია 82,5 ათ. ლარი.

სოციალურ პროგრამებზე დაგეგმილი 459,0 ათ. ლარიდან ათვისებულია 429,9 ათ. ლარი, აქედან, - უფასო სასადილოს სუბსიდირებაზე - 73,7 ათ. ლარი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სხვადასხვა სოცი-ალური ფენის მოსახლეობის ერთჯერად დახმარებებზე - 308,8 ათ. ლარი, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებაზე - 22,5 ათ. ლარი, სტი-ქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად - 23,4 ათ. ლარი, ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვაზე - 1,5 ათ. ლარი.

ეფექტურად გაიხარჯა თუ არა თანხა მოლითის საბავშვო ბაღის რემონტზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე ქო-ნების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მუნიციპალიტეტისგან გამარ-ტივებული შესყიდვებით შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. კომისიის თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილის განმარტებით, მან შეისწავლა შპს „ტუკასგან“ 2015 წლის აგვისტოში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შესრულებული სამუშაოები ხარაგაულის №1, №2 და მოლითის საბავშვო ბაღებში. ამ პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 64 725 ლარი.

შალვა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები მაღალ დონეზე და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შესრულდა ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღში.

ხარაგაულის №2 საბავშვო ბაღში შესრულებული სარემონტო სამუშაოები ემთხვევა შედგენილ სახარჯთაღრიცხო პროექტს. შესრულებული სამუშაოს ხარისხი საშუალოდ დამაკმაყოფილებელია, - აღნიშნულია კომისიისგან მომზადებულ ანგარიშში.

რაც შეეხება მოლითის საბავშვო ბაღში შესრულებულ სარემონტო სამუშა-ოებს, ანგარიშის თანახმად, 4,3 კვმ კედლის კერამიკული ფილები არ არის გაკრული. კომისიის ინფორმაციით, ეს გამოიწვია პროექტში მითითებული კედლების ნგრევისა და ამოშენების კვადრატულობის ზუსტი რაოდენობის ცდომილებამ, რაც, კომისიის წევრთა აზრით, დასაშვებია. შესასწორებელია გამსვლელი საკანალიზაციო მილის დახრილობა სამზარეულოში. სხვა შეს-რულებული სამუშაო ხარჯთაღრიცხვის იდენტურია, თუმცა ხარისხი დაბალია.

კომისიამ ასევე შეამოწმა 2015 წელს ნადაბურში, ციცქიურის უბანში, ი/მ „რ. კოპაძისგან“ შესრულებული გზის ნაპირსამაგრი ე.წ. გაბიონის მოწყობის პროექტი. კომისიისგან მომზადებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი კარგად და საიმედოდ არის განხორციელებული.

კომისიამ „საუკეთესოდ“ შეაფასა ხიდარში სარიტუალო სახლის გადა-ხურვის სამუშაოები, რომელიც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესრულა.

კომისია განაგრძობს 2014-2015 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტისგან გამარტივებული შესყიდვების წესით - ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესრულებული პროექტების მონიტორინგს.

მეოთხე გვერდიდან

სექტემბერში ხარაგაულის სა-კათედრო ტაძრის მშენებლობის შესაწირი შემოიტანეს:

1. მარინა ხვედელიძე და ჯუმ-ბერ იჩქიტიძე - სახელობითი ჩუ-ქურთმის - 300 ლ.

2. გია სახვაძე (გერმანიიდან), სახელობითი ჩუქურთმის - 100 ლ.

3. ქავთარაძე ანნა (თბილისი), სახელობითი შუქურთმის - 10 ლ.

4. ფხაკაძე ლარისა (ხარა-გაულ), სახელობითი ჩუქურთმის - 20 ლ.

5. ავალიშვილი თორნიკე (ხა-რაგაული), სახელობითი ჩუქურთ-მის - 270 ლ.

6. აიპ „ხარაგაულდასუფთავე-ბის“ თანამშრომლები - 79 ლ.

7. აიპ „ხარაგაულკეთილმოწ-ყობის“ თანამშრომლები - 62 ლ.

8. ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები -123 ლ. - მათი შემოწირული თანხით მომზადდა საქართველოს ერთ-ერთი კათალიკოს პატრიარ-

ქის მელქისედეკის ხატი, რომელიც განთავსებულია მშენებარე ტაძრის საკურთხევლის ჩრდილოეთი კედ-ლის ბარელიეფზე,

9. ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშ-რომლები -13 ლ.

10. ხარაგაულის საზ. ჯანმრთე-ლობის დაცვის ცენტრის თანამშ-რომლები - 21 ლ

11. საიდუმლო შემოწირულობა (ხარაგაული) - 50 ლ.

სექტემბერში შემოწირულობათა არც ერთი ყუთი არ გახსნილა. რკინიგზის სადგურზე განთავსე-ბული ყუთი მეორედ გატყდა და გაიძარცვა. ამ დღეებში ცნობი-ლი გახდა, რომ ტაძრის ეზოში განთავსებული ყუთი გატეხეს და ფული გაიტაცეს. ეს ერთ-ერთი გამიზნული პროვოკაციული ქმე-დებაა მათი მხრიდან, ვინც ტაძრის მშენებლობას ხელს უშლის.

ტაძრის მშენებლობის ხელმ-ძღვანელობა მადლობას უხდის ყველას, ვინც შესაწირი გაიღო,

გვეხმარება და უხარია ამ ტაძ-რის აშენება. ღმერთი იყოს მათი მფარველი!

სახელობითი ჩუქურთმების შემომწირავთა საყურადღებოდ შემიძლია განვაცხადო, რომ ყვე-ლა შემოწირულობა თითქმის შესრულებულია და შესაბამის ადგილზეც არის განთავსებული. თუ ყველა მათგანი დღემდე ვერ განთავსდა ინტერნეტში, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ხა-რაჩოების გამო მათი სრულყო-ფილი გადაღება ვერ მოხერხდა. შემოსული შემოწირულობებიდან ყველა შეკვეთა შესრულებული და გამოქვეყნებული იქნება.

გუმბათის პირა თაღებისა და ნავების ქარგილები რომ გადა-ვაბეტონოთ, ამისათვის საჭირო ცემენტის შეძენის საშუალება კე-თილ ადამიანთა მხარდაჭერით გვაქვს. ასევე კეთილ ადამიანთა შრომითი მონაწილეობით პირვე-ლად გადაბეტონებასაც მალე შევ-ძლებთ. სრული გადახურვისათვის საჭირო თანხების მოძიებასაც შევძ-ლებთ და მალე გუმბათი დაიდგ-მება, რომელიც გასულ წელსაც შეიძლებოდა დამთავრებულიყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკრე-ბულოსგან ორჯერ გამოყოფილი ერთი და იგივე სუბსიდია 32 ათასი ლარი დროულად რომ მიგვეღო. ჩვენ კი ტაძრის მშენებლობის დასრულებას მათი მონაწილეობის გარეშეც შევძლებთ.

პატივისცემით,ცეზარ ბუბულაშვილი

ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი

ოთხშაბათობით, ხარაგაულის

სამლოცველოში

ხარაგაულის ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარის, მამა ანტონის (სულ-თანიშვილი), ლოცვა-კურთხევით, ოთხშაბათობით, 17 საათზე, ხარა-გაულის სამლოცველოში ანდრია პირველწოდებულისადმი სავედ-რებელი პარაკლისი აღევლინება.

„მოგეხსენებათ, რომ ხარა-გაულთან და მთა რკინისჯვარ-თან დაკავშირებულია ანდრია პირველწოდებულის სახელი. მისი ნაკვალევია ამ ადგილებში და ხარაგაული განსაკუთრებულ მფარველობას გრძნობს მისგან. გადავწყიტეთ, აღვავლინოთ პა-რაკლისი და მეოხება ვთხოვოთ წმიდა ანდრიას,“ - აღნიშნა მამა ანტონმა 25 ოქტომბერს წირვის შემდეგ ქადაგებისას.

მამა ანტონის ინფორმაციით, საფრანგეთში მცხოვრები ზესტა-ფონელი მრევლის შემოწირულო-ბით ხარაგაულის სამლოცველო სახლს ანდრია მოციქულის ძვირ-ფასი ხატი შეემატება.

„თქვენი სურვილისამებრ ხატს ოჯახებში მივაბრძანებთ,“ - აღნიშნა მამა ანტონმა.

მისივე ინფორმაციით, „კვირას, პირველ ნოემბერს, ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესიაში აღი-ნიშნება ტაძრის აღდგინების დღე. ეს დღე მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე ) დააწესა. მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) მოიწონა ეს ტრადიცია და წირვის შემდეგ ლაშის ტაძარში პარაკლისს მეუფე მელქისედეკი აღავლენს.“

ნინო კაპანაძე

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას“ გრძელდება

26 ოქტომბერს შენი დაბადების დღეა. დაბადების დღეს გილო-ცავთ. 42 წელი შეგისრულდა, შვილო, როინ. შვიდი თვე გავიდა, რაც ჩვენგან წახვედი და სამუდამო სასუფეველი დაიმკვიდრე ზეცაში. ყველგან გეძებ, შვილო, მაგრამ შენ კი არსად ჩანხარ. როგორ მი-ხაროდა შენი ბედნიერება. ძალიან კარგი ოჯახი შექმენი. შეგხარო-დით, შვილო, შენ და შენს ლამაზ ცოლ-შვილს. ნაადრევი გამოდგა ჩემი სიხარული. უზომო დარდ-მა და გაუსაძლისმა მონატრებამ შემიცვალა ყველაფერი. სიცოცხ-ლეზე უზომოდ შეყვარებულს, უბოროტოს, ადამიანების მოყვა-რულს, დიდხანს უნდა გეცხოვრა ბედნიერად. შენ კი ნაადრევად დატოვე ეს წუთისოფელი. დაბა-დების დღეს გილოცავთ, შვილო როინ. მოვალთ შენს საფლავზე შენი ცოლ-შვილი, და, მეგობრები, მეზობლები და უახლოესი ნათე-სავები. აგინთებთ სანთლებს და შევთხოვთ უფალს, რომ ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი და უკვდავი სული.

დედა ნაირა, მამა ნუგზარი, მეუღლე დუსია, შვილები: ანი, ნუგო და თამარი, შენი დაიკო

ფიქრია ოჯახით

როინ ბერაძის ხსოვნას

Page 7: დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

7xtvb [fhfufekb30 ოქტომბერი, 2015 წ.

დომნა კალანდაძის მოგონება

ჩემო მონატრებულო კორა და გიორგი, ათი წელი გავიდა უთქვე-ნოდ. ათმა წელმა ვერ გაანელა ის ტკივილი, რაც 2005 წლის 31 ოქ-ტომბერს თავს დაგვატყდა თქვენს საყვარელ ადამიანებს, ჩემებო...

ჩემო კორა, ჩემო გიორგი, ჩემო მართლა გულალალო და რჩეულო მეგობრებო, როგორ მე-ნატრებით და მენანებით. როგორი ბედნიერი ვიქნებოდი, თქვენი გახ-სენება ასე რომ არ მჭირდებოდეს...

მეათედ დგება 31 ოქტომბერი უთქვენოდ. მოდის აუტანელი ტკივილით. არასოდეს განელდე-ბა ჩვენი მეგობრობა, არასოდეს

ამოიშლება ჩემი გულიდან თქვენ-დამი სიყვარული, თქვენი ძმობა, თქვენი სახე, ხმა, სიცილი. სულ ჩემს თვალწინ ხართ... კორა, შენი დაძახებული „ნანიკო“ მენატრება. გიორგი, შენ კი ნანულის მეძახდი. ღმერთო, სიტყვები არ მყოფნის. თქვენ ხომ არ იცით, რა ძნელია უთქვენობა.

ეს არ უნდა გამოგვეცადა. წლებმა ვერ გაანელა ტკივილი და მონატრება და უთქვენობის განცდა. მენატრებით და უზომოდ მიყვარხართ. ჩემს გულში ხართ სიკვდილამდე.

თქვენი ნანა კიკნაძე

მეუღლე ეთერი, შვილები და-ვით, გიორგი, ვარლამ ზუმბაძეები, ძმა გიზო, რძლები ნაილი, ნაზი, ნელი, მარი, ძმისშვილი ინგა, შვილიშვილები თენგიზი, გიორგი, ქეთევანი, ლაშა, საბა, მარიამი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალათენგიზი ვარლამის ძე ზუმბაძე

დაიკრძალა 29 ოქტომბერს ბაზალეთში.

ა(ა)იპ ხარაგაულის ე. კიკნა-ძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები თანაუგრძნობენ ამავე გაერთიანების მუსიკის მას-წავლებელს ლეილა წიქარიშვილს მეუღლის

იური ღონღაძისგარდაცვალების გამო.

მაყვალა ფერაძე, ლაურა, პა-ატა, თამარ გოგოლაძეები ოჯახე-ბით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ოჯახის უახ-ლოესი ნათესავი

თენგიზ ზუმბაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ბორითის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე-ები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი შორენა ტაბატაძე თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ეკა ბარბაქაძეს და ნინო ჩიხლაძეს დედამთილისა და ბებიის

ელენე კიკნაველიძისგარდაცვალების გამო.

შვილები: ტარიელი, მაყვალა, მანანა, ამირანი, რძლები მზია ცხოვრებაძე, ლალი ვეფხვაძე, სოფო ხაჩიძე, ელისო ბასილაძე, ანი სისვაძე, შვილიშვილები: დათო, ზურა, გია, თამუნა, ალიკა, მარიკა, თამთა, თინიკო, თეონა, სიძეები: ჯემალი კოჩაძე, გია კეკელიძე, აკაკი ჯირკელიძე, ტატო კარსანიძე, გურამ დოლიძე, და ნორა, დისშვი-ლები, შვილთაშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გალაქტიონ (ნოდარი) ალექსანდრეს ძე მაღრაძედაიკრძალა 18 ოქტომბერს

ლეღვანში.

წიფის საჯარო სკოლის ად-მინისტრაცია, პედკოლექტვი და ტექპერსონალი ვუსამძიმრებთ ამავე სკოლის პედაგოგებს მარინა ჩიტაძეს და თემური გაჩეჩილაძეს ბიძის

გუგული ჩიტაძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ლეილა წიქარიშვილს მეუღლის

იური ღონღაძისგარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის ად-მინისტრაცია, პედკოლექტვი და ტექპერსონალი ვუსამძიმრებთ ამავე სკოლის პედაგოგებს გია ღამბაშიძეს და ჯილდა მახაროპუ-ლოს ბიძის

გუგული ჩიტაძისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის მეოთ-ხე და მეცხრე კლასების მოსწავ-ლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელები ფრიდონ ხიჯაკაძე და მზია კოჩაძე თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეებს სალომე, ბექა და გოგიტა გოგოლიძეებს საყვარელი ბაბუის

ზურაბ სარალიძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ბორითის საბავშვო ბაღის თა-ნამშრომლები თანაუგრძნობენ მუსიკის მასწავლებელს ლალი წიქარიშვილს მეუღლის

იური ღონღაძისგარდაცვალების გამო.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონა-ლი უსამძიმრებენ მერი არევაძეს და მალხაზი გელაშვილს რძლისა და ბიცოლას

დალი ლომიძისგარდაცვალების გამო.

მეზობლები: მურთაზი ტაბა-ტაძე, ჯიმშერი ტაბატაძე, ირინა ცხვედაძე, მათიკო სხილაძე, ცი-ცინო მაღრაძე, ბესო ლაცაბიძე, ნაზი ფერაძე, ნატო ბარბაქაძე, მანანა გაბუნია, ცირა მაღრაძე, ნაირა შარიქაძე, ციური გაჩეჩი-ლაძე, რეზო არევაძე, ეკა ფერაძე, ციალა მაღრაძე, სულიკო შარი-ქაძე ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალავახტანგი (ბახულო) ბიჭიკოს ძე

მაღრაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

დემური არევაძე, ნაზი კაპანაძე, ნანი ჩარკვიანი, ჯემალი მაღლა-კელიძე, მედიკო სამხარაძე თა-ნაუგრძნობენ ცისანა, ნელი, გივი, ლაშა, ნინო მაღრაძეებს შვილის, მეუღლის, მამის, ძმის

ვახტანგი მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ბეჟანი კალანდაძე ოჯახით იუწ-ყება, რომ გარდაიცვალა

თენგიზი ზუმბაძედა თანაუგრძნობს განსვენებუ-

ლის ოჯახს.

თამაზი და თემური ჭიპაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

თენგიზი ზუმბაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ცოლისდა მერი ბერაძე, ცო-ლისდიშვილები გელა, გოჩა ბუაჩიძეები, გურამ ანდრეიჩუკი ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა შესანიშნავი პიროვნება

თენგიზ ვარლამის ძე ზუმბაძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

თამარ, ქეთევან და გიგა ლაცა-ბიძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ოლეგი ღონღაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ბორის საჯარო სკოლა-პანსი-ონის კოლექტივი იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი, ყოფილი თანამშრომე-ლი, ღირსეული ქალბატონიმარგო მაღლაფერიძე-ნიქაბაძე

და თანაუგრძნობს განსვენებუ-ლის ოჯახს.

ბორითის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექ-ტივი და ტექნიკური პერსონალი თანაგრძნობას უცხადებენ ამავე სკოლის პედაგოგს ეკატერინე ბარბაქაძეს და ბიბლიოთეკარს დალი ბარბაქაძეს დედამთილის და მძახლის

ელიკო კიკნაველიძე-ჩიხლაძისგარდაცვალების გამო.

ნორა შერგელაშვილი ოჯახით დიდ მწუხარებას და სინანულს გამოთქვამს უკეთილშობილესი ადამიანის, თანაკლასელის

თენგიზ ზუმბაძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაგრძნობას უცხადებს მის მეუღ-ლეს, შვილებს, რძლებსა და შვილიშვილებს.

ბაზალეთში მცხოვრები მეზობ-ლები ზური, მამია, დარეჯან, გია ლომსაძეები, გურამ გოგია ოჯახე-ბით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თენგიზ ზუმბაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ა(ა)იპ ხარაგაულის ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესე-ბულებათა გაერთიანების თანამშ-რომლები თანაუგრძნობენ ამავე გაერთიანების თანამშრომელს, მოლითის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელს თამარ ღონღაძეს მამის

ოლეგი ღონღაძისგარდაცვალების გამო.

ჯემალი, გოჩა, ზაზა კვირიკაშ-ვილები ღრმა მწუხარებას გამო-თქვამენ

თენგიზი ზუმბაძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ მის ოჯახს.

დათო თიკანაშვილი, კახა მდინარაძე, შალვა, გოგილა ლომსაძეები, გოგა ლაცაბიძე სამ-ძიმარს ვუცხადებთ ცისანა ლურს-მანაშვილს, ნელი ხარაიშვილს, ნინო, გივიკო, ლაშა მაღრაძეებს, მადონა თაბუკაშვილს შვილის, მეუღლის, ძმის, მამისა და მამამ-თილის

ვახტანგი მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ბესო ტაბატაძე, რამაზი ფერაძე, დათო არევაძე, თამაზი მაღრაძე, ნიკა მაღლაკელიძე დიდი გულის-ტკივილით სამძიმარს ვუცხადებთ ცისანა ლურსმანაშვილს, ნელი ხარაიშვილს, ნინო, გივიკო, ლაშა მაღრაძეებს, მადონა თაბუკაშვილს შვილის, მეუღლის, ძმის, მამისა და მამამთილის

ვახტანგი მაღრაძისგარდაცვალების გამო.

თინა ამანათოვი, ნანი მანჯა-ვიძე, ნანა დარბაიძე, ნათელა ქურდაძე, ნათელა ფარულავა ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ ცისანა ლურსმანაშვილს, ნელი ხარაიშ-ვილს, ნინო, გივიკო, ლაშა მაღ-რაძეებს, მადონა თაბუკაშვილს შვილის, მეუღლის, ძმის, მამისა და მამამთილის

ვახტანგი მაღრაძისგარდაცვალების გამო.

სანამ შემეძლო, სიკეთე ვთესედა სიყვარული ზომაზე მეტი,არ გამიცვლია არავინ

ვერცხლზე,ალბათ იმიტომ მფარავდა

ღმერთი.ახლა, როდესაც მე

ვალმოხდილი,გზას გავუყვები ქვეშეთის

ეტლით,არ მოგერიდოს ხსენება ჩემი,გჯეროდეს, აუგს ვერავინ

გეტყვის.ეს ლექსი თითქოს შენზე დაუწე-

რიათ, ჩვენო საყვარელო დედა. დიახ, დედა. არ გვერიდება შენი სახელის ხსენების. შენი შვილე-ბისა და ახლობლების გულში ისეთი წმინდა კვალი დატოვე, რომ ყველას გვეამაყები. ამი-ტომ შევიკრიბეთ შენს საფლავზე შენი შვილმონაგარი, დაგინთეთ წმინდა სანთლები და ღმერთს შევავედრეთ შენი სპეტაკი სული. შენი გარდაცვალებიდან 20 წელი

გავიდა, მაგრამ შენი ხსოვნა, ის ტკივილი და განცდა, რომელიც შენი გარდაცვალებით დაგვიტოვე, ჯერ არ გაგვნელებია.

მძიმე სენით დაავადებული, ექიმმა საავადმყოფოდან რომ დაგვითხოვა, მაშინ მივხვდით, რომ ჩვენს უსაყვარლეს დედას მალე დავშორდებოდით. სახლ-ში დაბრუნებულმა მოუხმე ჩვენს ახლობელს, ავთოს და სთხოვე შენთვის უკანასკნელად ემღერა სიმღერა „დედაზე,“ რომელსაც ხშირად ამღერებდი ხოლმე. ბევრი ხვეწნის შემდეგ ძლივს დაითანხმე და ოთახში, სადაც შენი შვილმო-ნაგარი ვიყავით შეკრებილნი, შენი საწოლის ირგვლივ გაისმა ფან-დურის ხმა და სევდიანი სიმღერა დედაზე. მღეროდა და ტიროდა ავთო, ვტიროდით ჩვენ, ტიროდი შენ. და ასე დასრულდა ეს სევდი-ანი სიმღერა:

„ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,

ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.“ჩვენ აღარ ვართ ძლიერები

უშენოდ, დედა. ისევ გვჭირდება შენი რჩევა-დარიგება. გვენატრები, უსაშველოდ გვენატრები. ვიდრე შენი შვილები და შვილთაშვილები იარსებებენ, შენს სახელს დავიწყე-ბა არ უწერია.

შვილები: ნარგიზი, ციცინო, ჟუჟუნა, სიძეები,

შვილიშვილები

სევდა ჩემი სამოსელი გახდა,მერე სევდას დაემატა ქარი,ისე ძლიერ დაგვენანე, ლევან,ყველა ფერი შეიცვალა შავით.შენში ალბათ ანგელოზი იჯდადა ამიტომ მოგვენატრე ასე,თვალხატულა მეგობარი იყავ,მუდამ სუფთა,

სიყვარულით სავსე.არც კი ვიცით,

რატომ მოხდა ასე,დამნაშავეს ვიცი, დასჯის ღმერთი,თვალზე ცრემლი

განუწყვეტლივ მოგვდის,ჩვენს ბავშვობას

გამოაკლდი ერთი.მოგვენატრე,

ვერ გივიწყებთ, ლევან,ჩემს სიტყვებში

ჩავაქსოვე გრძნობა,ისევ მჯერა სასწაულის, ძმაო,ისევ მჯერა, ჩვენთან

მალე მოხვალ.მე წარსულში ვერ გიხსენებ,

რა ვქნა,ღვთისმოყვარეს მე მაქვს

უფლის შიში,მხოლოდ ერთს ვთხოვ,

ამისრულოს ნატვრადა სიკეთე გაგვიღვივოს სულში.

თამარ ლომიძეხუნევის საჯარო სკოლის

მეცხრე კლასის მოსწავლე

გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი მანჯავიძის

ხსოვნას

ლევანი ლომიძის ხსოვნას

გეძახი, ლევან

ვაშლევის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ამავე სკოლის დირექტორს ქეთი-ნო ლურსმანაშვილს ბიძაშვილის

თამაზ ლურსმანაშვილისგარდაცვალების გამო.

მოლითის საექიმო ამბულატო-რია უსამძიმრებს ნელი ხარაიშვი-ლის მეუღლის

ვახტანგი მაღრაძისგარდაცვალების გამო.

Page 8: დაჯილდოვდნენ ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-657-2015w.pdfგვ. 2 ირინე ჩხეიძე საუკეთესო

8 xtvb [fhfufekb 30 ოქტომბერი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ხარაგაულელი სპორტსმენების

წარმატება

დ. ხარაგაული30.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +16ºC, ღამე +10ºC;31.10 - მზიანი დარი, დღე +16ºC,

ღამე +10ºC;01.11 - მზიანი დარი, დღე +16ºC,

ღამე +9ºC;02.11 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +7ºC;03.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +7ºC;04.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +6ºC.

ბორითი30.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +14ºC, ღამე +8ºC;31.10 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +8ºC;01.11 - მზიანი დარი, დღე +12ºC,

ღამე +6ºC;02.11 - მზიანი დარი, დღე +13ºC,

ღამე +6ºC;03.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +6ºC;04.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +6ºC.

კიცხი30.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +15ºC, ღამე +9ºC;31.10 - მზიანი დარი, დღე +15ºC,

ღამე +8ºC;01.11 - მზიანი დარი, დღე +15ºC,

ღამე +8ºC;02.11 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა, დღე +13ºC, ღამე +6ºC;03.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +6ºC;04.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +5ºC.

მოლითი30.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +13ºC, ღამე +6ºC;31.10 - მზიანი დარი, დღე +12ºC,

ღამე +6ºC;01.11 - მზიანი დარი, დღე +11ºC,

ღამე +4ºC;02.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +4ºC;03.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +4ºC;04.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC.

amindi

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

16-18 ოქტომბერს საგარეჯოში გაიმართა გიორგი გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ ხარაგაულის სპორტის მართვისა და განვითა-რების მუნიციპალური ცენტრის მოჭიდავეები (მწვრთნელები რე-ვაზ შერგელაშვილი, ანზორ მაღრაძე).

ტურნირის ჩემპიონი 69 კგ წო-ნით კატეგორიაში გახდა ევსემი შველიძე. მეორე ადგილი 58 კგ. წონით კატეგორიაში დაიკა-

ვა შოთა თაბაგარმა. დავით გე-ლაშვილი მესამე ადგილზე გავიდა 50 კგ. წონით კატეგორიაში.

მწვრთნელ რევაზ შერგელაშ-ვილის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები თბილისიდან, რუსთავიდან, გორი-დან, ყვარელიდან, გურჯაანიდან და საქართველოს სხვა მუნიციპა-ლიტეტებიდან. რევაზ შერგელაშ-ვილი ხარაგაულელ სპორტსმენთა შედეგებით კმაყოფილია. შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგა-ულელ მოჭიდავეებს.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ წინა ნომერში გამოქვეყნებულ თამარ გაჩეჩილაძის წერილში „შინ წასვლა არავის უნდოდა“ გამორჩენილია ერთი აბზაცი: „ამ სიმღერით პატარა მარი

მანჯავიძე „იმერეთის ხმის“ ფესტივა-ლის ლაურეატი გახდა. ამჯერად კი იგი ვასილ კიკნაძესთან ერთად წარსდგა მაყურებლის წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურა.“

დაზუსტება

დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ეკა ქველაძეს და გიორგი შავგულიძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ულევ სიყვარულს, სიხარულს, შვილ-თა სიმრავლეს და მყარი ქართული ოჯახის შექმნას. უფალი ფარავდეს და წყალობდეს მათ ოჯახს.

ხარაგაულის ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

დაბადების დღეს ვულოცავთ სა-მუსიკო სკოლის დირექტორს ქალბა-ტონ ლალი ალექსიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, ოჯახურ ბედნიერებას და ღმერთის მფარველობას.

სამუსიკო სკოლის კოლექტივი

ვულოცავთ ქალბატონ მაია მაღრა-ძესა და ბატონ ვასილ ვეფხვაძეს დიდ ოჯახურ ბედნიერებას, - ორი ვაჟკაცის დაქორწინებას და ოჯახში ერთდ-როულად ორი ნანატრი ქალიშვილის შემობრძანებას.

ვუსურვებთ გიორგი ვეფხვაძესა და მარიამ გრიგოლიას, ლაშა ვეფხვაძე-სა და გვანცა თაყაძეს ტრადიციული ქართული ოჯახის შექმნას, წმინდა სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, შვილთა სიმრავლეს.

ძვირფასო პატარძლებო, უფალ-მა წყალობა არ დაიშურა თქვენს მიმართ და გარგუნათ ღირსეულად აღზრდილი ვაჟკაცების მეუღლეობა, სითბო-სიყვარულით გამორჩეული დედამთილ-მამამთილის რძლობა. მწამს, თქვენი ქართველქალობით კიდევ უფრო ამაღლდება ბჭენი მაია მაღრაძისა და ვასილ ვეფხვაძის ფუ-ძემყარი კერიისა. გიწინამძღვროთ დედაღვთისმშობელმა.

სიყვარულით, ლემა ბერაძე და ნუგზარ ლომსაძე ოჯახით

ვარძიის საჯარო სკოლის დირექ-ტორს, მომავალ თაობაზე მზრუნველ, ნიჭიერ და ერუდირებულ პიროვნებას, ბატონ ჯამბულ ხიჯაკაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს.

ბატონო ჯამბულ, დიდი მადლობა ჩვენზე გაწეული ამაგისათვის. დიდ-ხანს გემოღვაწოთ მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. გისურვებთ ოჯახურ ბედნიერებას და ნაყოფიერ მოღვაწე-ობას. უფლის მფარველობა არ მოგკ-ლებოდეთ.

„ხმა გაქვთ ისეთი, რომ შეუძახოთ,მთებიც კი ნისლებს გადაიყრიან, მკლავი გაშალოთ? -

მოვლენ მოყვასნიდა როგორც ხიდზე, გადაივლიან.რომ გაიღიმებთ, წვიმა გადიღებს,შუბლს შეიკრავთ და...

მოვა შხაპუნა,ვაჟკაცი ხართ და კიდეც მოილხენთ,ხმალსაც მოიქნევთ მამაპაპურად.“

ვარძიის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები და

მოსწავლეთა მშობლები

ვულოცავთ ციური ლომიძეს 70 წლის იუბილეს. ვუსურვებთ სიხა-რულს, სიყვარულს, ბედნიერ სიბერეს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. დიდხანს გეცოცხლოს, ფუტ-კარივით მშრომელო ოჯახის ბურჯო, მუდამ ჩვენთვის მზრუნველო, ყველა გარშემომყოფთათვის ერთგულო და დაუზარელო ადამიანო. არ მოგკლე-ბოდეს უფლის მფარველობა.

შვილები დათო, ოლიკო, ნანა ციცქიშვილები, რძალი მარინა

გრიგალაშვილი, სიძე პაატა გამცემლიძე, შვილიშვილები

თამარი და გიორგი კაკაურიძეები, ნინო და კესო გამცემლიძეები,

ალიკა და მიშიკო ციცქიშვილები

დიდი სიყვარულით ვულოცავთ გულო და გელა გამცემლიძეებს შვი-ლიშვილის, სოფო და ზურაბ კაპანა-ძეებს შვილის, ანასტასიას - ძამიკოს დაბადებას. ვუსურვებთ პატარა მათეს ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას. გაზრდილიყოს სასახელო ვაჟკაცი. ფარავდეს უფალი.

ვენერა კიკნაძე, ნანა ნებიერიძე ოჯახებით

ვულოცავთ გაბედნიერებას გოჩა ბააკაშვილს. ვუსურვებთ მტკიცე, ლა-მაზი ქართული ოჯახის შექმნას. იყავით მუდამ ბედნიერები.

ნუგზარ პავლაძე ოჯახით

ვულოცავთ ვარძიის საჯარო სკოლის მასწავლებელს გოჩა ბააკაშვილს ბედ-ნიერებას. ვუსურვებთ თავის რჩეულთან, ნათია გოგნაძესთან ერთად ულევ სიყვარულს, სიხარულს, სიმრავლეს, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას.

ვარძიის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები და

კლასის ხელმძღვანელი ლალი ხარაზიშვილი

ვულოცავთ ლუიზა კიკნაძეს და ნიკო წიკლაურს შვილიშვილის შეძე-ნას. ვუსურვებთ პატარა ნიკოლოზ წიკ-ლაურს ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერ და ლამაზ მომავალს.

ხარაგაულის ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

უაღრესად სპეტაკ პიროვნებას, ჭკუის საკითხავ კაცს, სულიკო დვალს ვულოცავთ 85 წლის იუბილეს. ვუსურ-ვებთ დიდხანს სიცოცხლეს შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებ-თან ერთად.

ვეტერანთა კავშირი

80 წლის იუბილეს ვულოცავთ ომისა და შრომის ვეტერანს შაქრო (ზაქარია) სახვაძეს. ვუსურვებთ დიდ-ხანს სიცოცხლეს, ღვთის წყალობას თავის შვილმომავალთან ერთად. დაე, 100 წლისთავსაც შემართებით შეხვედროდეს.

ხარაგაულის ომისა და შრომის ვეტერანთა კავშირი

ხარაგაულის №2 საშუალო სკოლის 1972 წელს კურსდამთავრებულები და-ბადების დღეს ვულოცავთ კლასელებს: მარინა დევდარიანს, დალილა ლო-ლაძეს, მერაბ ლომსაძეს და არჩილ ვეფხვაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ღვთის წყალობას და ულევ სიხარულს თავიანთ ოჯახებ-თან ერთად.

თანაკლასელები

80 წლის იუბილეს ვულოცავთ უნგრეთის ბრძოლების აქტიურ მონა-წილეს შაქრო (ზაქარია) სახვაძეს. ვუ-სურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს, გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას.

თანაპოლკელები: ანზორ ზარდიაშვილი, მიშა ბათიაშვილი,

სერგეი აკოფოვი კახეთიდან

ვულოცავთ ელგუჯა ხარაიშვილს შვილიშვილის დემეტრე ხარაიშვილის დაბადებას. ვუსურვებთ პატარა დემეტ-რეს ჯანმრთელობას, ლაღ ბავშვობასა და ბედნიერ მომავალს.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ჩვენი სკოლის თანამშ-რომელს ინგა გელაშვილს შვილიშ-ვილის ლუკა ფოჩხუას ამქვეყნად მოვლინებას. ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცს სიხარულს, ბედნიერებას, კარგ მომავალს, უფლის მფარველობას.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ნიკო წიკლაურს და ლუიზა კიკნა-ძეს ვულოცავთ შვილიშვილის ამქვეყ-ნად მოვლინებას. ღმერთმა სასახელო კაცი გაზარდოს პატარა ნიკოლოზი. უფალი იყოს მისი და მისი ოჯახის მფარველი.

მორთულა ნადირაძე ოჯახით

ვულოცავთ მაია მაღრაძეს და ვასო ვეფხვაძეს შვილების გიორგი ვეფხვაძისა და მარიამ გრიგოლიას, ლაშა ვეფხვაძისა და გვანცა თაყაძის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორ-წინებულებს შვილთა სიმრავლეს, დიდ სიყვარულს, სიხარულს და ბედნიერე-ბას. ღმერთმა დაგლოცოთ, დაგიფა-როთ და გაგაძლიეროთ.

ციცო და ვიტალი ხარაძეები

გაბედნიერებას გილოცავთ ჩვე-ნო უსაყვარლესო თინათინ. თქვენს რჩეულ პაატა ცხადაძესთან ერთად გისურვებთ მარადიულ სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს და ღვთის მფარ-ველობას. შენ თვითონ ხარ უდიდესი ბედნიერება და სიხარული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გიცნობს.

ფიზიკურად და სულიერად ულა-მაზესს, ჭკვიანსა და განათლებულს, თბილს, ყურადღებიანსა და მზრუნ-ველს, ჩვენზე გაწეული სიკეთისთვის უფალი გადაგიხდის.

დიდი სიყვარულით, ნაზი ბებო და მარიამ ჩაჩანიძე

ვულოცავთ ვერტყვიჭალის სა-ბავშვო ბაღის აღმზრდელს ბაბო ბლუაშვილს შვილის ბედნიერებას. ვუსურვებთ თამაზ ლურსმანაშვილს და ჟანა ბერაძეს შვილთა სიმრავლეს, ულევ სიხარულს, სიყვარულს და ღვთის მფარველობას.

ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის თანამშრომლები

ვულოცავთ 70 წლის იუბილეს ჩვენს საყვარელ ბებოს ციური ლო-მიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ღვთის მფარველობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

დაე, კიდევ მრავალ წელს არ მოკლებოდეს, ბებო, თქვენი გამრჯე და კეთილი ხელი თქვენს ოჯახსა და ახლობლებს.

შვილიშვილები ნინო და კესო გამცემლიძეები

სკოლა, რომელიც ცხოვრების გზაზე უშვებს თავის აღზრდილებს, რომლებიც წარჩინებით და წარმა-ტებით აგრძელებენ ცხოვრების გზას, მეტად ეამაყება. საამაყოა ბორის საჯარო სკოლისთვის იმ კურსდამ-თავრებულთა წარმატებები, რომ-ლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში წარჩი-ნებით ჩაირიცხენ: მარიამ ხიჯაკაძე - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახე-ლობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოც. პოლიტ. ფაკულტეტზე 70%-ანი დაფინანსებით; მარიამ არჩვაძე - სოხუმის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე; ნათია ოკრიბელაშვილი - ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმ-წიფო უნივერსიტეტი; ნათია ბერაძე - ალასანიას უნივერსიტეტის ჟურნა-ლისტიკის ფაკულტეტი.

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავ-რებულებს და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ სწავლაასა და პირად ცხოვრებაში.

ბორის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

მადლობა ყურადღებისთვისუღრმეს მადლობას ვუხდი აფთიაქის 36/6 ხელმძღვანელს თამარ სხილაძეს და

მისი აფთიაქის ფარმაცევტებს კლიენტებისადმი ყურადღებიანი მოპყრობისათვის. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ციცო და არსენა სხილაძეებს ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს მათი ოჯახები.

პატივისცემით, ლიანა შალვას ასული ორთოიძე

იყიდება

პატარა ხარაგაულში იყიდება კერ-ძო სახლი ეზოთი, საცხოვრებელი ფართი 200 კვმ. მისამართი: ელისო ჭიპაშვილის ქ. №1. ფასი 8 ათასი აშშ დოლარი. ტელ.: 551 285 275

იყიდება სამოსახლო ნაკვეთი პა-ტარა ხარაგაულში, ძველ საავადმ-ყოფოსთან, ყველა კომუნიკაციით, ხე-ხილით. დაგვიკავშირდით ტელეფონი 514 15 12 12 (გოჩა).

იყიდება ერთოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. №56-ში. ბუნებრივი აირით. ფასი შეთანხმებით. მსურველები დაგვიკავშირდით

ტელ.: 593 75 33 01 (მალხაზი).

ვულოცავთ ბედნიერებას ვარძიის საჯარო სკოლის პედაგოგ გოჩა ბააკაშვილს თავის რჩეულ ნათია გოგნაძესთან ერთად. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას,ულევ სიხარულს. აკვანთა სიმრავლეს. ეცხოვროთ ლამაზად თავისუფალ საქართველოში.

ვარძიის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი