67
1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო “საქართველოში საველოსიპედო ტრანსპორტის განვითარებისა და სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნის შესახებ“ (განსახილველ წინადადებათა კრებული) თბილისი, 2015

საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

1

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

“საქართველოში საველოსიპედო ტრანსპორტის განვითარებისა და სათანადო საკანონმდებლო ბაზის

შექმნის შესახებ“

(განსახილველ წინადადებათა კრებული)

თბილისი, 2015

Page 2: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

2

გადაადგილდი ველოსიპედით !

დოკუმენტი შედგენილია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სპეციალური ტრანსპორტის

სამსახურის მიერ სათანადო საერთაშორისო სტრუქტურებთან თანამშრომლობის კვალობაზე და

ევროპის ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით. ის ძირითადად ბაზირებულია

გერმანიის ტრანსპორტის ფედერალური სამინისტროს მიერ შემუშავებულ - ველოტრანსპორტის

განვითარების ეროვნულ გეგმაზე და შეძლებისდაგვარად ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.

დოკუმენტის საბოლოო მიზანია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და ინფრასტრუქტურის

შესაქმნელად საჭირო საფუძვლებისა და წინაპირობების შემუშავება. იგი გულისხმობს ამ

დოკუმენტის ფართო განხილვას და შევსებას როგორც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ისევე

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით და არსებული

გამოცდილების გაზიარებით.

Page 3: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

3

სარჩევი

წინასიტყვაობა .......................................................................................................................................................... 5

განვითარების გეგმის მიზნების განსაზღვრა .................................................................................................. 7

1. ველოტრანსპორტის ხელშეწყობა: გრძელვადიანი ინტეგრირებული სატრანსპორტო

პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ................................................................................... 11

დავუბრუნოთ ქალაქს სიცოცხლე ................................................................................................................... 13

მცირე სივრცის გამოყენება ............................................................................................................................... 14

წვლილი გარემოს დაცვაში ............................................................................................................................... 14

ველოსიპედი აუმჯობესებს ჯანმრთელობას ................................................................................................ 15

მომსახურებისა და სარგებლობის სფერო ...................................................................................................... 17

2. ველოსიპედის გამოყენება ყოველდღიურ საგზაო მოძრაობაში: მიმზიდველი, საიმედო და

მოხერხებული ტრანსპორტი ................................................................................................................................ 18

მიზნები ................................................................................................................................................................ 19

ველოტრანსპორტის ყოველდღიური გამოყენება ქალაქში გადაადგილებისას .................................... 20

ველოტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა ............................................................................ 21

მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული სტრატეგიები ........................................................................... 22

ზომები .................................................................................................................................................................. 23

3. ველოტურიზმი: ქვეყნის სტატუსის ამაღლება ............................................................................................. 33

საწყისი პოზიცია ................................................................................................................................................ 33

მიზნები ................................................................................................................................................................ 34

Page 4: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

4

ზომები .................................................................................................................................................................. 35

საგზაო ინფრასტრუქტურა ............................................................................................................................... 35

ველომარშრუტების ქსელი ............................................................................................................................... 36

მარშრუტი EuroVelo ........................................................................................................................................... 37

საგზაო მაჩვენებლები ........................................................................................................................................ 38

სამთო საველოსიპედო ტურიზმი ................................................................................................................... 38

სასტუმროსა და რესტორნის მომსახურების ბიზნესის წარმოება ............................................................. 38

ველოსიპედის პარკირებისთვის საჭირო სადგომები .................................................................................. 40

საკოორდინაციო ცენტრი .................................................................................................................................. 40

3. გაერთიანება საერთო სატრანსპორტო ქსელში; ველოსიპედის გამოყენების შესაძლებლოების

გაზრდა ..................................................................................................................................................................... 40

საწყისი მდგომარეობა ....................................................................................................................................... 40

მიზნები ................................................................................................................................................................ 41

გადაწყვეტილება და ზომები ........................................................................................................................... 42

4. ველოტრანსპორტის განვითარების ეფექტური საკოორდინაციო გეგმა და ხელშეწყობა ................. 44

საწყისი მდგომარეობა ....................................................................................................................................... 44

მიზნები ................................................................................................................................................................ 45

გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები .................................................................................................. 45

5. ველოტრანსპორტის დაფინანსება: საბიუჯეტო საკითხები ................................................................... 47

საწყისი მდგომარეობა ....................................................................................................................................... 47

დაფინანსების წყარო .......................................................................................................................................... 48

6. სამართლებრივი ჩარჩოების დადგენა / მოწესრიგება: ხაზგასმა ახალ აქცენტებზე ........................... 48

საწყისი მდგომარეობა ....................................................................................................................................... 48

მიზნები ................................................................................................................................................................ 49

საგზაო მოძრაობის წესები ................................................................................................................................ 49

7. უსაფრთხოების ზომების დახვეწა ............................................................................................................... 50

საწყისი პირობები ............................................................................................................................................... 50

ავტომობილის მძღოლის პასუხისმგებლობა ................................................................................................ 52

ავტოსკოლებში მართვის სწავლებისას ‘’ველოსიპედისტების“ თემატიკის ჩართვა ............................. 53

კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ველოსიპედისტების მიმართ: უსაფრთხოების თემატიკა ... 53

Page 5: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

5

ველოსიპედისტების სატრანსპორტო პასუხიმგებლობა ............................................................................. 54

ტრანსპორტის სფეროში ბავშვთა და მოზარდთა განათლების დონის ამაღლება .................................. 54

ინსტრუქტორების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ................................................................... 56

ველოსიპედისტებში პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება და კანონსაწინააღმდეგო

მოქმედებების აღმკვეთი ღონისძიებები ........................................................................................................ 56

მიზნები ................................................................................................................................................................ 57

პასუხიმგებლობით ქმედება სატრანსპორტო მოძრაობისას ....................................................................... 58

საიმედო სატრანსპორტო საშუალებები ......................................................................................................... 58

ველოსიპედის ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება ................................................................... 59

საიმედო გზები ............................................................................................................................................... 59

ველოსატრანსპორტო ქსელის განვითარება .............................................................................................. 60

8. კვლევებისა და დაგროვილი გამოცდილების შედეგების გათვალისწინება ...................................... 61

წინასიტყვაობა

ჯანმრთელობის გაუმჯობესების, გარემოს დაცვისა და სოციალური სფეროს გაჯანსაღების

თვალსაზრისით, ველოტრანსპორტის, როგორც სასარგებლო სატრანსპორტო საშუალების

მნიშვნელობა, ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადოდ შეფასებული. შესაბამისად,

ველოტრანსპორტის განვითარების გეგმის მთავარი მიზანია ინტეგრირებული სატრანსპორტო

პოლიტიკის ფარგლებში ველოტრანსპორტის შესაძლებლობებისა და უპირატესობების წარმოჩენა

და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პოტენციალის მიზანმიმართულად გამოყენება.

Page 6: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

6

არსებული გეგმის წარდგენით, ქვეყნის ხელისუფლება ხაზს უსვამს თავის პოლიტიკურ ნებას, მხარი

დაუჭიროს ველოტრანსპორტის, როგორც ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილის განვითარებას.

სახელმწიფოსა და სხვადასხვა დაინტერესებული ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით, გეგმაში

მოცემული ღონისძიებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მომავალ წლებში ველოტრანსპორტის

გამოყენების პირობები მკვეთრად გაუმჯობესდეს. გეგმაში მოცემული ღონისძიებათა პაკეტების

ეტაპობრივად რეალიზირება და გავრცობა შესაძლებელია მხოლოდ სახელისუფლებო

სტრუქტურების, დაინტერესებული ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების მჭიდრო

თანამშრომლობის გზით. ველოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობის გეგმა ორგანულად უნდა

იყოს ინტეგრირებული და კომპლექსურად შერწყმული ეკონომიკურ, საფინანსო-საგადასახადო,

სატრანსპორტო, ეკოლოგიის, ჯანდაცვის, ტერიტორიული განვითარების დაგეგმვისა და ტურიზმის

დაგეგმვის პოლიტიკასთან. აქცენტი უნდა გაკეთდეს არა პრობლემის მოგვარების ერთ კონკრეტულ

მიმართულებაზე, არამედ ღონისძიებათა ფართო სპექტრზე, რომელშიც ჩართული იქნებიან

საზოგადოების სხვადასხვა სფეროები და რომლებიც შემუშავდებიან მუნიციპალიტეტებთან

ინტენსიური დიალოგის მეშვეობით. ამ მოქმედებათა მხარდაჭერა ასევე უზრუნველყოფს

მოსახლეობაში სამოქალაქო აზროვნების განვითარებას, რაც გარკვეულწილად განაპირობებს

მოქალაქეების მიერ ეკოლოგიურად უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალების არჩევას და

სატრანსპორტო ქცევებისადმი საპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

ველოტრანსპორტის სფეროში ეტაპობრივი და მიზანმიმართული პოლიტიკა, ამ ეკოლოგიურად

სუფთა სატრანსპორტო საშუალების რიცხობრიობის გაზრდის თვალსაზრისით, მოსახლეობის

მზარდ ჩართულობას გამოიწვევს. ამიტომ ხელისუფლების მონაწილეობის გარდა, საჭიროა აქტიური

საყოველთაო ხელშეწყობა ველოტრანსპორტის შემდგომი განვითარებისთვის. მიზნის მიღწევა

გაცილებით გაადვილდება იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები

ლოზუნგს - „გადაადგილდი ველოსიპედით“ თავის პირად გამოწვევად აქცევენ.

განვითარების გეგმის მეშვეობით სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანია ფართო საზოგადოებრივი

დიალოგის ინიცირება, რომელიც მიმართული იქნება ველოტრანსპორტის განვითარების ახალი

გზებისა და ინიციატევების შემუშავებისკენ, ასევე საზოგადოებაში ველოტრანსპორტის მიმართ

უფრო კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნისკენ.

Page 7: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

7

განვითარების გეგმის მიზნების განსაზღვრა

განვითარების გეგმის მიზანს, ველოტრანსპორტისთვის კეთილგანწყობილი ატმოსფეროს

შექმნასთან ერთად, ამ სფეროში ახალი მიმართულებებისა და სტრატეგიების შემუშავება

წარმოადგენს. ველოტრანსპორტის განვითარების გეგმის ადრესატები, როგორც პოლიტიკური,

საქმიანი და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები, ასევე ცალკეული მოქალაქეები

არიან, რომლებიც საგზაო მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. არსებული გეგმის

წარდგენით, აღმასრულებელი ხელისუფლება ველოტრანსპორტის განვითარების საქმეში

აქტიური ხელშემწყობისა და მოდერატორის ფუნქციებს იტვირთავს.

ველოტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის შემდგომი მოქმედებების და საერთო ძალების

ოპტიმიზაციას, ველოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობის ზომების სისტემურად

დაგეგმვა და განხორციელება განაპირობებს. ამასთანავე აუცილებელია, რომ სატრანსპორტო

პოლიტიკაში ველოსიპედი სრულფასოვან სატრანსპორტო საშუალებად იქნას განხილული. ეს

ყოველივე მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების

მჭიდრო თანამშრომლობის გზით მიიღწევა. თუმცაღა, და ამას მოწმობს მოწინავე ქვეყნების

გამოცდილება, ველოტრანსპორტისადმი ხელშეწყობის საქმეში ძირითადი დატვირთვა

ადგილობრივ მმართველობებზე მოდის.

ველოტრანსპორტის განვითარების ეროვნული გეგმა ველოტრანსპორტის პოტენციალის

სრულფასოვნად გამოყენების ხელშეწყობას უნდა ითვალისწინებდეს. მომავალ წლებში

ველოტრანსპორტი ყველა სატრანსპორტო კონცეფციის დაგეგმარების პროცესის განუყოფელ

ნაწილად უნდა იქცეს და ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების განვითარებისა და

განაშენიანების გეგმებში განუხრელად ფიგურირებდეს. შესაბამისად, აუცილებელია

რეგიონალურმა და ადგილობრივმა მმართველობებმა ველოტრანსპორტის განვითარების

თვალსაზრისით ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

ველოტრანსპორტს მთელი სპექტრი უპირატესობებისა გააჩნია: ის უზრუნველყოფს

მობილურობას ასაკისდა მიუხედავად, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას,

მომგებიანია ეკონომიკურად, ეკოლოგიურია, არ არის ხმაურიანი და არ საჭიროებს დიდ

Page 8: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

8

ფართობს. ასევე ველოტრანსპორტი ზრდის ქვეყნის სხვა და სხვა რეგიონის ტურისტულ

მიმზიდველობას. გარდა აღნიშნულისა, ველოტრანსპორტის მხარდაჭერა უზრუნველყოფს

სამუშაო ადგილების გაჩენას ველოსიპედის გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში, რაც

ხელს უწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას.

მობილურობა ქალაქისთვის ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორია. ამიტომ,

ინტეგრირებული სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიზანია ქალაქებში მობილურობისა

და გადაადგილების ეკონომიურობის ხელშეწყობა. ყველა სატრანსპორტო სისტემის თანაბარ

პირობებში მოქცევა და ერთ ქსელში გაერთიანება, ქალაქებს სწორედ მობილურობის

ამაღლების საშუალებას აძლევს. ამავე დროს, მოკლე დისტანციებზე გადაადგილებისთვის

ავტომობილის ჩასანაცვლებლად ყველაზე დიდი პოტენციალი ველოსიპედს გააჩნია.

აღმასრულებელი ხელისუფლების მიზანია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობის

ერთეულებმა ველოსიპედი პერსონალურ ავტომობილთან და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან

ერთად თანასწორუფლებიან სატრანსპორტო საშუალებად აღიქვან და რეგიონული

განვითარების გეგმაში ველომიმოსვლის ინტეგრაციას ხელი შეუწყონ. ველოტრანსპორტის

წილის გაზრდით, ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზნები მიიღწევა, როგორიცაა

გარემოს დაცვა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ველოტრანსპორტის განვითარების პრობლემატიკა, ყველაზე მწვავედ მჭიდროდ დასახლებულ

პუნქტებში დგას. ამ სფეროში კანონმდებლობა სხვა ტიპის დაგეგმარების მეთოდების

შემუშავების საშუალებას უნდა იძლეოდეს. ევროპის ქვეყნებში აპრობირებული

ქალაქთმშნებლობის კომპაქტური სტრუქტურები, რომლებიც თანამედროვე სატრანსპორტო

მოთხოვნებს ითვალისწინებენ, ველოსიპედისტებისთვის საუკეთესო გარემოს წარმოადგენენ.

ადგილობრივ დონეზე ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე და შემდგომი დაგეგმარების

გზით, უნდა შემუშავდეს ისეთი მიზნობრივი პროექტები, რომლებიც ყურადღებას

ველოტრანსპორტის განვითარების პროგრამებზე და მათი შესრულების ვადებზე

გაამახვილებენ. ფინანსურ ჭრილში მსგავსი მოდელური პროექტების არსებული გამოცდილება

ცხადყოფს, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციების გამართვა და

მოსახლეობის ფართო წრეების ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისად, ადგილობრივმა

მმართველობებმა პროექტების გეგმარების საწყის ეტაპზევე საზოგადოების რელევანტური

ჯგუფები უნდა მიიზიდონ.

Page 9: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

9

ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის ასამაღლებლად, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი

სეგმენტი ველოტურიზმია. ევროკავშირის ქვეყნებში ის ტურიზმის სფეროს ერთერთ ყველაზე

ეკონომიკურად მომგებიან სექტორად განიხილება. კერძოდ, გერმანიაში ველოტურიზმს

წლიურად 5 მილიარდამდე ევროს მოგება მოაქვს. შესაბამისად, სწორი დაგეგმარებისა და

გაძღოლის შემთხვევაში, ველოტურიზმს საქართველოშიც დიდძალი შემოსავლის მოტანა

შეუძლია.

ველოტურიზმის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გრძელ დისტანციებზე

გადასაადგილებლად საველოსიპედო ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნაა, რომელიც

პერსპექტივაში ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს. მნიშვნელოვანია ასევე ველოტურიზმის

რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, რისთვისაც საჭიროა ტურისტული

ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ველოსიპედისტთა კავშირების

მხრიდან ერთიანი პოზიციის შეჯერება.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა გზა, სადაც ველოსიპედით გადაადგილება ნებადართულია,

იქნება ეს ველოტრასა, ველოსიპედისთვის განკუთვნილი ზოლი, ქუჩა (რომელზეც

შეზღუდულია მოძრაობის სიჩქარე) თუ სხვა ობიექტი, გაერთიანდეს ერთ საერთო

სატრანსპორტო ქსელში.

ველოგზების მშენებლობისა და მათი საგზაო ნიშნებით აღჭურვის პარალელურად,

მნიშვნელოვანია ველოსიპედების პარკინგების კომპლექსებისა და ველო-მომსახურების

ცენტრების კეთილმოწყობა. გზების დაგეგმარების დროს გასათვალისწინებელია

ველოსიპედის პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილები და შემნახველი კამერები. ასევე,

გზები უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებითა და გეოგრაფიული

დასახელებების მანიშნებლებით, რომლებიც ველოსიპედით მოსარგებლეს დანიშნულების

ადგილამდე ყველაზე ოპტიმალური გზით მიიყვანს. საჭიროა, საზოგადოებრივი

ტრანსპორტის, სადგურებისა და გაჩერებების მოდერნიზაცია, რათა ველოსიპედის გადატანა

მგზავრისთვის მოხერხებული გახდეს.

ხელისუფლების სხვა და სხვა დონეზე კოორდინაცია, ველოტრანსპორტის განვითარების

ეფექტური სისტემების შემუშავების წინაპირობაა. მმართველობის პრაქტიკულად ყველა

დონეზე ძირითადი მიზანი - ველოტრანსპორტის გრძელვადიან განვითარებაზე

ორიენტირებული ერთიანი ჩარჩო კონცეფციის შემუშავებაა. ამ მხრივ, განსაკუთრებული

Page 10: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

10

პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამხარეო ადმინისტრაციებს

ეკისრებათ.

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების მხრივ მნიშვნელოვანია თავიანთი

კომპეტენციების ფარგლებში ველოტრანსპორტის განვითარების მეტი ხელშეწყობა და მასთან

დაკავშირებული საკითხების ადმინისტრაციულ ორგანოებში მოგვარება. პირველ რიგში,

საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტში საველოსიპედო ინფრასტრუქტურის განვითარებისთან

დაკავშირებული საკითხების უფრო მეტად ასახვა, რაც მომავალში ამ სფეროს

განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მმართველობის ყველა დონეზე

უპრიანია ტრანსპორტის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან სხვადასხვა

საველოსიპედო ინფრასრტუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდის მიზნით

მუშაობის გააქტიურება. აუცილებლობას წარმოადგენს სხვადასხვა ფონდების დაარსება,

რომლებიც საველოსიპედო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იქნებიან მიმართული. ასევე

შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ გარკვეული სეგმენტებიდან მიღებული გადასახადების

ნაწილის მიმართვა ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე

(საგულისხმოა გერმანიის ტრანსპორტის მუნიციპალური ფინანსირების კანონის მაგალითი,

სადაც ნავთობპროდუქტების მოპოვებისა და ტრანსპორტირებიდან შემოსული თანხების

ნაწილი პირდაპირი გზით სატრანსპორტო გზების მშენებლობაზე და მათ რეაბილიტაციაზე

მიდის. ყოველივეში უშუალოდ იგულისხმება საველოსიპედო გზებიც).

ველოტრანსპორტის განვითარებისთვის უმთავრეს ამოცანას საკანონმდებლო ბაზის შექმნა

წარმოადგენს, რომელშიც ველოტრანსპორტი, როგორც სრულფასოვანი სატრანსპორტო

საშუალება, ცალკე პუნქტად იქნება წარმოდგენილი. ეს საკანონმდებლო ბაზა

ორიენტირებული იქნება საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებზე და ველოტრანსპორტის

ფართოდ გამოყენების მხარდასაჭერად საგზაო მოძრაობის წესების ოპტიმიზაციას

მოემსახურება.

ველოტრანსპორტის განვითარებასა და ველოსიპედების რაოდენობის მატების პარალელურად,

ველოტრანსპორტის გამოყენების უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების აუცილებლობაც

იზრდება. უსაფრთხოების ზომების სწორად დანერგვისას შესაძლებელია ველოსიპედით

მოსარგებლეთა უბედური შემთხვევების რიცხვის მკვეთრი შემცირება. ხშირ შემთხვევაში

საგზაო ინციდენტების მიზეზს საგზაო ნიშნების არარსებობა და გზების ველოსიპედით

Page 11: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

11

მოძრაობისთვის შეუსაბამობა წარმოადგენს. ველოტრანსპორტის უსაფრთხოების

რეგულაციები წესების დაცვას უნდა ავალდებულებდეს როგორც მოძრაობის მონაწილე ყველა

სუბიექტს, ასევე იმ ორგანოებს, რომელთა მმართველობის ზონაში ხდება ველოტრანსპორტით

გადაადგილება და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოძრაობის უსაფრთხოებაზე. მკაფიოდ

უნდა იქნას განსაზღვრული კონკრეტულ გზაზე მოსიარულე ველოსიპედისტთა ასაკის ზედა

და ქვედა ზღვარი. რა ტიპის და რა ტექნიკური მახასიათებლების ველოსიპედს შეუძლია

კონკრეტულ გზაზე გადაადგილება, რომელი მანათებლების გამოყენებაა მიზანშეწონილი და

ა.შ.

ტექნიკურად გამართული ველოსიპედი უსაფრთხო გადაადგილების ძირითად წინაპირობას

წარმოადგენს. ველოსიპედის და ველოსიპედის მისაბმელის საიმედოობა ყოველთვის უნდა

შეესაბამებოდეს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. ასევე აუცილებელია

უსაფრთხოების მოთხოვნების ამაღლება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან,

განსაკუთრებით - სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებთან მიმართებაში.

საკანონმდებლო ჩარჩოების გაუმჯობესების კვალდაკვალ, ველოსიპედისტის

უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა მაღალხარისხიან და გამართულ ინფრასტრუქტურას

ენიჭება.

ველოტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის და ველოტრანსპორტის მიმართ

კეთილგანწობილი ატმოსფეროს შექმნისთვის, მნიშვნელოვანია სააგიტაციო საქმიანობა და

საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია. ამრიგად, საჭიროა საინფორმაციო კამპანიის

სწორად და პროფესიონალურად დაგეგმვა. ველოტრანსპორტის განვითარების გეგმების

შემუშავებისას, მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული სუბიექტის იდეებისა და

კონცეფციების მოსმენა.

1. ველოტრანსპორტის ხელშეწყობა: გრძელვადიანი ინტეგრირებული

სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი

უკანასკნელ ხანს ველოსიპედი ნამდვილ აღორძინებას განიცდის. ევროპის რიგ ქვეყნებში

ველოსიპედის გამოყენება დაკავშირებულია მოსახლეობის გარკვეული ფენების ცხოვრების

ყოველდღიურ საჭიროებებთან, იქნება ეს საქმიანი გადაადგილება თუ დასასვენებელი გასეირნება.

Page 12: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

12

სხვა და სხვა მუნიციპალიტეტები და ადგილობრივი მმართველობები ხელს უწყობენ

ველოტრანსპორტის განვითარებას, ვინაიდან ის სტიმულირებს ადამიანების მობილურობას,

აუმჯობესებს ეკოლოგიურ ვითარებასა და ცხოვრების ხარისხს. შესაბამისად, ურბანული და

რეგიონული სატრანსპორტო დაგეგმარებისას, აღმასრულებელი ორგანოები სულ უფრო ხშირად

ითვალისწინებენ ველოსიპედის ინფრასტრუქტურის მშენებლობის აუცილებლობას.

ველოსიპედი განსაკუთრებით ეფექტურია მოკლე მანძილზე გადაადგილებისას. გერმანიის

ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, სტატისტიკურად, ავტომობილით მოკლე მანძილებზე

გადაადგილების ნახევარი (50%) 6კმ-დე მანძილზე მოდის, 40%-ისა 5 კმ-ზე და დანარჩენი კი 3 კმ-მდე

მანძილზე.* დადგენილია, რომ იმ ადგილებში, სადაც მაღალი სიმჭიდროვეა, შესაძლებელია ამ

გადაადგილებების 30%-დე ველოსიპედებზე გადანაწილება. შესაბამისად, ველოტრასების ქსელის

შექმნა და ველოსიპედით გადაადგილების წილის ზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს ავტომობილების

გამოყენების საჭიროებას როგორც დასვენების დროს, ისევე, მაგალითად, საყიდლებზე

მოგზაურობისას.

გარდა ამისა, ველოსიპედი მოსახლეობის ყველა ფენისთვის მისაღებ სატრნასპორტო საშუალებას

წარმოადგენს და ხელს უწყობს საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის სოციალურ

ურთიერთჩართულობას.

ყოველივედან გამომდინარე, სატრანსპორტო პოლიტიკის გრძელვადიანი გეგმარებისას საჭიროა იმ

კონცეფციების გათვალისწინება, რომლებიც ეკონომიკური, გარემოს დაცვისა და სოციალური

მოთხოვნების თვალსაზრისით ოპტიმალური შედეგების მომტანია.

სატრანსპორტო პოლიტიკის კომპლექსური დაგეგმვისას, ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას

ველოსიპედით ტრანსპორტის სხვა სახეობათა მაქსიმალური ჩანაცვლება წარმოადგენს. ჩვეულებრივ,

ტრანსპორტის განვითარების ეროვნული გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, ამოცანა

მოითხოვს სატრანსპორტო ურთიერთობის მაღალი მობილურობის მიღწევას და ტრანსპორტით

გამოწვეული დატვირთვის შემცირებას. ამ პრინციპით აგებული სატრანსპორტო პოლიტიკა ოთხ

ძირითად მიმართულებას ეფუძვნება:

ქალაქის ურბანული დაგეგმარებისას საგზაო მოძრაობის განტვირთვა და სატრანსპორტო

სისტემების ეფექტურობის ზრდა;

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წილის ზრდა (გადანაწილება);

სინერგიული ეფექტით ქსელის გაუმჯობესება და დაგეგმვა (ინტეგრაცია);

Page 13: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

13

გარემოზე ტრანსპორტის მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, ინოვაციური

ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება.

მოცემულ სისტემაში ველოტრანსპორტი სრულფასოვან ტრანსპორტად ითვლება. თუმცა,

ავტომობილიდან ველოსიპედზე გადასვლა ბუნებრივად მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ველო-

ინფრასტრუქტურა იმდენად მიმზიდველი იქნება, რომ ველოსიპედისტებს დამაჯერებლად,

კომფორტულად და სწრაფად გადაადგილება შეეძლებათ.

* საგზაო უსაფრთხოების ჩეხი სპეციალისტის, ირჟი ბენდლის მონაცემებით, სტატისტიკურად

ევროპაში საავტომობილო გადაადგილებების 30% სამ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მოდის, ხოლო

50% ხუთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე.

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ქალაქებსა და რეგიონებში

ბევრ ქალაქსა და რეგიონში მოსახლეობა სუფთა ჰაერისა და თავისუფალი სივრცის ნაკლებობას

განიცდის, რაც ძირითადად ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდითაა

გაპირობებული. მიუხედავად ავტომობილების ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებისა,

ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდა, ასევე ზრდის ხმაურსა და გამონაბოლქვს, რაც თავის მხრივ

ნორმალურ ცხოვრებას ართულებს. ამას გარდა, პარკირებული ავტომობილები დიდ ტერიტორიებს

იკავებენ. ქალაქების უმრავლესობის მთავარ ქუჩებში ავტოტრანსპორტი დომინირებს, შესაბამისად,

ქუჩების გამოყენება სხვა მიზნებისთვის (ფეხით მოსიარულეთათვის, საბავშვო თამაშებისთვის) ვერ

ხორციელდება. ზოგადად, გადატვირთული დასახლებული ქუჩები ცხოვრების საერთო ხარისხზე

უარყოფით გავლენას ახდენენ. დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო გადატვირთვა ის

ძირითადი მიზეზია, რის გამოც ევროპის ქვეყნებში მრავალი ოჯახის ქალაქგარეთ, ანდაც

გარეუბნებში საცხოვრებლად გადასვლის ტენდენცია აღინიშნება.

დავუბრუნოთ ქალაქს სიცოცხლე

ველოტრანსპორტის მხარდაჭერის მტკიცე და თანმიმდევრული პოლიტიკა ხელს უწყობს ხმაურისა

და გამონაბოლქვის შემცირებას და, შესაბამისად, ეს დადებითი ცვლილებები სიცოცხლეს უბრუნებს

ქალაქს. თუკი ქალაქში საცხოვრებლად მიმზიდველი სივრცეა, ‘’ქალაქიდან გაქცევის“ ტენდენცია

Page 14: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

14

შესაძლოა მნიშვნელოვნად შესუსტდეს. ველოტრანსპორტის წახალისება და პროგრესული

სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქს სუნთქვის მისცემს საშუალებას და ცხოვრების ხარისხს აამაღლებს.

მცირე სივრცის გამოყენება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიცხვის შემცირების ხარჯზე შესაძლებელი ხდება ქალაქის

ქუჩებისა და სივრცეების სხვა მიზნებისთვის გამოყენება. ყოველივე კი ნიშნავს ურბანული

ღირებულებების ზრდას და, შესაბამისად, კერძო ინვესტიციების მოზიდვასა და საცხოვრებელი

ტერიტორიების მოდერნიზაციას.

ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის უპირატესობა ისიც არის, რომ

ქალაქის დაგეგმვის თვალსაზრისით, შედარებით პატარა სივრცეს, ანუ 5-10-ჯერ ნაკლებ ადგილს

მოითხოვს, ვიდრე ავტომანქანა. იმისთვის, რომ სრულად ვისარგებლოდ ამ უპირატესობებით,

აუცილებელია საერთო სატრანსპორტო პოლიტიკის, ტერიტორიების დაგეგმვისა და ურბანული

განვითარების ხანგრძლივვადიანი გეგმარების პროცესში ველოტრანსპორტის ჩართვა.

ამ პერსპექტივაში ქუჩების ხელახალი დაგეგმარება, გარდა იმისა, რომ ველოსიპედისტების

ინტერესებს ითვალისწინებს, ქალაქის იერსახესაც აუმჯობესებს; იზრდება სივრცე ფეხით

მოსიარულეთათვის, იხსნება კვების ობიექტები და ა.შ., ეს ყოველივე დადებითად მოქმედებს

ქალაქში ცხოვრების ხარისხსზე.

წვლილი გარემოს დაცვაში

ველოსიპედით მგზავრობა გადაადგილების ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა შესაძლებლობას

წარმოადგენს. ავტოტრანსპორტის ველოსიპედით ჩანაცვლება ხელს უწყობს მავნე გამონაბოლქვის

შემცირებას ატმოსფეროში, ისევე როგორც წაახალისებს ენერგიის წყაროების დაზოგვას. გარდა

აღნიშნულისა, ველოსიპედი არ ქმნის ხმაურს და იკავებს პატარა სივრცეს.

სატრანსპორტო საშუალებებისგან გამოწვეული ხმაურის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად

ამცირებს ქალაქში ცხოვრების ხარისხს. ქუჩების უმრავლესობა გადატვირთული სატრანსპორტო

მოძრაობის გამო ერთობ ხმაურიანია, რაც ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

Page 15: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

15

ველოტრანსპორტის განვითარებისა და ავტომობილების რაოდენობის შემცირების შედეგად,

მოსალოდნელია ხმაურის დონის შემცირებაც. ველოტრანსპორტის პოლიტიკის გამომუშავება,

სატრანსპორტო პოლიტიკის სფეროების გადახედვას და შესაბამისი საერთო სატრანსპორტო

კონცეფციის განხორციელებას მოითხოვს. ამ მხრივ, ძირითადი განსახორციელებელი ღონისძიებებია:

პრიორიტეტების (მიზნების) სწორად დასახვა, მოძრაობის წესების სათანადოდ რეგულირება,

კომპეტენტური ორგანოების მიერ არსებული შესაძლებლობების გადახედვა, სატრანსპორტო ნაკადის

შემცირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, შიდასაქალაქო სატრანსპორტო

ავტოსადგომების მართვა და სიჩქარის შეზღუდვის (ლიმიტირებული 30 კმ.სთ) ზონების შექმნა.

ამ მიზნის მიღწევაში საგრძნობი წვლილის შეტანა ველოსატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას

შეუძლია. ემისიების შემცირების თვალსაზრისით, ველოტრანსპორტის პოტენციალი ხშირად

სათანადოდ ვერ ფასდება, რადგან ველოსიპედი პირველ რიგში მოკლე დისტანციაზე

გადაადგილების საშუალებად აღიქმება. თუმცა ავტომობილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირ

შემთხვევაში გამოიყენება 6 კმ-მდე გადაადგილებისათვისაც. და ეს მაშინ, როდესაც მოკლე

დისტანციაზე მგზავრობა განსაკუთრებით ზრდის საწვავის მოხმარების ხარჯს. ასევე

გასათვალისწინებელია, რომ ცივი ძრავით გადაადგილება განსაკუთრებით მავნეა. შესაბამისად,

ავტომობილის ველოტრანსპორტით ჩანაცვლების ხარჯზე, ხდება CO2 ემისიის შემცირება, რაც

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ უკანასკნელს.

ველოსიპედი აუმჯობესებს ჯანმრთელობას

ჩინეთში, ჩეხეთში, დანიაში, ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები განუხრელად

ცხადყოფენ, რომ აქტიური ველოსიპედისტები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ ვიდრე სხვა

მოქალაქეები, და რომ ველოსიპედით გადაადგილებასთან დაკავშირებულ რისკებს, როგორც წესი,

გადაწონიან ხოლმე ველოსიპედთან დაკავშირებული დადებითი ეფექტები.

მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინი, დიაბეტი, ჭარბი წონა - იმ დაავადებების მოკლე

ჩამონათვალია, რომლებიც დღევანდელ ცივილიზაციას ახასიათებენ. დადასტურებულია, რომ

რეგულარული ფიზიკური აქტივობა (დღის მანძილზე მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში)

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ამცირებს. შესაბამისად, ცხოვრების ჯანსაღი სტილის

დასამკვიდრებლად ისეთ ფიზიკურ აქტივობებთან ერთად, როგორიცაა ფეხით ხანგრძლივი

Page 16: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

16

სიარული, სირბილი და ცურვა, საუკეთესო საშუალებას ველოსიპედით მოძრაობა წარმოადგენს.

დადასტურებულია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ველოსიპედით სარგებლობა აუმჯობესებს

ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას (არტერიულ წნევას, პულსს, სხეულის წონის პრობლემებს,

გულ-სისხლძარღვთა სისტემას). ველოსიპედის უპირატესობას ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ მისი

შეძენა გაცილებით ამცირებს ვარჯიშთან დაკავშირებულ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ფიტნეს-

ცენტრებში გაწევრიანება.

დღევანდელ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მწვავედ დგას მოზარდთა უმოძრაო ცხოვრების

წესით გამოწვეული სიმსუქნისკენ მიდრეკილება. სპეციალური გამოცემები მოწმობენ, რომ ბავშვები

და მოზარდები მეტწილ დროს შენობებში ატარებენ, იკვებებიან არასწორედ და ცხოვრების პასიურ

სტილს ეწევიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მიეცეთ საკმარისი შესაძლებლობა

მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვებისთვის. მოცემული ამოცანა ვერ შესრულდება დახურულ

სივრცესა და აუცილებელი სოციალური კონტაქტების გარეშე.

ველოსიპედით მოძრაობა გადაადგილების ერთობ დინამიური ფორმაა - ამ დროს მოქმედებაშია

კუნთების 1/3-დან 1/6 %-მდე. მინიმალური ინტენსივობის დატვირთვის შედეგად პრევენციულად

მიიღწევა გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან დაცვა.

დანიაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც კვირაში

მინიმუმ 3 საათს უთმობენ ველოსიპედით მოძრაობას, სიკვდილიანობა 40%- ით დაბალია იმათთან

შედარებით, ვინც ველოსიპედით იშვიათად ან არასოდეს სარგებლობს. გარდა ამისა, ველოსიპედით

მოძრაობა სხვა სახის დინამიური დატვირთვის მსგავსად, დადებითად მოქმედებს ისეთი ტიპის

რისკ-ფაქტორებზე, როგორიცაა არტერიული წნევის ცვალებადობა, ლიპიდური ცვლის

(ქოლესტერინის) დარღვევები, გაცხიმოვნება, მეტაბოლიზმი და დიაბეტი.

ველოსიპედით გადაადგილების მორიგ მნიშვნელოვან ასპექტს ის გარემოებაც წარმოადგენს, რომ მას

დინამიური დატვირთვის სხვა ფორმებისთვის (მაგალითად სირბილისთვის) არდამახასიათებელი

უპირატესობებიც გააჩნია: ველოსიპედი იკავებს სხეულის წონას და დატვირთვა თანაბრად

გადანაწილდება. შესაბამისად, იზოგება მუხლის, თეძოსა და ტერფის სახსრები. ველოსიპედით

გადაადგილებისას არა მხოლოდ სახსრების განტვირთვა ხდება, არამედ ამავდროულად

ხორციელდება სახსრებისთვის (განსაკუთრებით ართროზით დაავადებისას) სასარგებლო

მოძრაობაც. ველოსიპდეით დატვირთვა სასარგებლოა იმ პიროვნებებითვისაც, რომლებსაც მუხლის

არეში აქვთ ტრავმა გადატანილი.

Page 17: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

17

თანამედროვე ველოსიპედის ტექნიკური მონაცემების დონე პრაქტიკულად ყველა აქტუალური

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, ველოსიპედით გადაადგილება

ნებისმიერი ინდივიდის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო დატვირთვის ფორმას წარმოადგენს.

მხარს ვუჭერთ რა ველოტრანსპორტს, როგორც სატრანსპორტო საშუალების ერთ-ერთ სახეობას, ჩვენ

არა მხოლოდ სასარგებლო და ჯანსაღი, არამედ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის

პოპულარიზაციას ვახდენთ.

მომსახურებისა და სარგებლობის სფერო

ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების ეკონომიკური მნიშვნელობა არა მხოლოდ მის

ყიდვა-გაყიდვასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან და შეკეთებასთანაა დაკავშირებული, არამედ იმ

კომპლექსურ საქმიანობასთან, რაც მომსახურების სფეროს მრავალდარგობრივად განვითარების

შესაძლებლობას გულისხმობს. იმისდა მიუხედავად, რომ ველოსიპედის მომსახურებისა და

რემონტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე მოთხოვნა ამ სექტორში ნაკლებია, ვიდრე სხვა

სატრანსპორტო საშუალებებზე, ველოტრანსპორტის მზარდი გამოყენება მოთხოვნის რეგულირების

ახალ სფეროს ქმნის, რომლის წლიური შემოსავლები საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრებით

განისაზღვრება.

მაგალითისთვის, ისეთ საკვანძო პუნქტებში, როგორიცაა სადგურები და ტურისტული ცენტრები -

ველოსიპედის გაქირავების მომსახურება საინტერსო ეკონომიკურ სეგმენტს წარმოადგენს

(გერმანიაში მსგავსი სერვისების წლიური ბრუნვა 2,5 მილიარდ ევროს აღწევს).

ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე მნიშვნელოვან სეგმენტს ასევე ველოკურიერების სამსახური

იკავებს. შემოთავაზებების სპექტრი გულისხმობს კურიერების მომსახურებას ფოსტის ადგილზე

მიწოდებით და რეგიონებს შორის გადაზიდვების უზრუნველყოფით. ველოკურიერითვის

პრიორიტეტულად მიწოდების სისწრაფე, საიმედოობა, მოქნილობა, მომხმარებლის მოთხოვნებზე

სწრაფი რეაგირება ითვლება. შვეიცარიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, სხვა კურიერულ

მომსახურებებთან შედარებით, ველოკურიერის მიერ მიწოდების დრო 2-3 -ჯერ უფრო ნაკლებია.

გერმანიაში ველო-კურიერული სააგენტო 110 ქალაქში არსებობს. ამ ქვეყანაში ველოკურიერული

გზავნილების საბაზრო წილი საერთო ციფრის 1,5%, ხოლო ბრუნვის წილი 1,4%-ს შეადგენს.

Page 18: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

18

ამასთანავე, იმისდა მიუხედავად, რომ ასეთი საწარმოების უმრავლესობა მცირე ზომისაა და მინი-

საწარმოებს წარმოადგენს, ზოგიერთი სააგენტოს ბრუნვა მილიონ ევრომდე აღწევს.

1997 წლიდან ბერლინში ზაფხულის სეზონში (აპრილი-ოქტომბერი) ფუნქციონირებს ველო-ტაქსების

სამსახური, რომლის 40 ტაქსის ყოველდღიურად 1700 მგზავრი გადაყავს. დღესდღეობით ველო-

ტაქსების აღჭურვა ელექტროძრავებითაცაა შესაძლებელი.

2. ველოსიპედის გამოყენება ყოველდღიურ საგზაო მოძრაობაში: მიმზიდველი,

საიმედო და მოხერხებული ტრანსპორტი

ველოსიპედით სარგებლობა, მიუხედავად მისი მობილურობისა და ხელსაყრელობისა ყოველდღიურ

ცხოვრებაში გამოსაყენებლად (სამსახურსა თუ სკოლაში სასიარულოდ, ასევე საყიდლებზე

წასასვლელად და თავისუფალ დროს გასასეირნებლად), ბევრ შემაფერხებელ გარემოებებთანაა

დაკავშირებული. ამის მიზეზი სხვდასხვაა:

საქალაქო და სატრანსპორტო დაგეგმარების საერთო სისტემაში ველოტრანსპორტი

სექტორულად იგეგმება ხოლმე და იშვიათად განიხილება როგორც თანაბარმნიშვნელოვანი

ინტეგრირებული ტრანსპორტის სახეობა. საზოგადოებრივ დონეზე ხშირად მიუწვდომელია

ინფორმაცია ფინანსური წყაროების არსებობის შესახებ. ამას გარდა, ურბანიზაციის პროცესში

შეიმჩნევა დასახლებებს შორის მანძილის ზრდის ტენდენცია, რაც ხელს უშლის ველოსიპედის

გამოყენებას;

ველოტრანსპორტის ქსელების გეგმარებისას, შესაბამის უწყებებს შორის არასრულყოფილი

თანამშრომლობა ხშირად გამხდარა ველოტრანსპორტის ქსელების არაეფექტურად

განხორციელებისა და მათი შემდგომი არასრულფასოვანი გამოყენების მიზეზი. სამწუხაროდ,

ჯერ არ არის შემუშავებული რაიმე ტიპის სტანდარტი, რომელიც ეფექტურად იმუშავებდა ამ

პრობლემების მოსაწესრიგებლად. ასევე ხშირად დგება ხოლმე ადმინიტრაციული

ორგანოების კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხიც;

ველოტრანსპორტის, როგორც ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისევე როგორც

ინტეგრირებული სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილის დადებითი ეფექტი ვერ ფასდება

Page 19: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

19

ხოლმე სათანადოდ. ხშირად ის განიხილება, როგორც კონკურენტული ტრანსპორტის

სახეობა, რომელიც მგზავრებს ართმევს ავტობუსსა და მეტროს;

არ არის ჯეროვნად შემუშავებული ველოსიპედის პარკირების მარტივი და საიმედო

საშუალებები. ეს განსაკუთრებით პრობლემურია მჭიდრო დასახლებებში, სადაც ხშირია

ვანდალიზმი და ქურდობები;

შესამუშავებელია საინფორმაციო პოლიტიკა ველოტრანსპორტის ირგვლივ. ამ მხრივ,

საკომუნიკაციო სტრატეგია იმიჯის შექმნის იდეას (ველოტრანსპორტი, როგორც ‘’საფირმო

პროდუქტი’’) ითვალისწინებს.

მიზნები

ყოველდღიურ საგზაო მოძრაობაში ველოტრანსპორტის წილის გასაზრდელად, აუცილებელია

მოცემული წინააღმდეგობების აღმოფხვრა. ადგილობრივი მმართველობების მხრივ, საჭიროა

განვითარდეს ყოვლისმომცველი სტრატეგია და ველოტრანსპორტი იქნას განხილული, როგორც

ერთიანი სისტემა. კომპეტენტურმა ორგანოებმა სტრატეგიული მიზნები ადგილობრივი პირობების

გათვალისწინებით უნდა შეიმუშავონ (ტრანსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესება,

ადმინისტრაციულ დონეზე ველოტრანსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინება)

და განსაზღვრონ მაჩვენებლები, რომელთა მეშვეობითაც დასახული მიზნები მიიღწევა.

გადაწვეტის სტრატეგიები: ველოტრანსპორტი, როგორც სისტემა

ყოველდღიურ საგზაო მოძრაობაში ველოტრანსპორტის პოტენციალის გასაზრდელად,

ველოსიპედით მგზავრობა სწრაფი, საიმედო და მოხერხებული უნდა გახდეს. ამასთანავე ეს უნდა

მოხდეს ისეთ გარემოში, რომელშიც ველოსიპედი ‘’ნორმალურ’’ ტრანსპორტის სახეობად ჩაითვლება.

ყოველივესთვის არსებით წინაპირობას ველოსიპედისთვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურის

ჩამოყალიბება წარმოადგენს, თუმცა როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ეს არ არის საკმარისი

ველოტრანსპორტის პოტენციალის სრული და ეფექტური გამოყენებისთვის. სისტემის სხვა

Page 20: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

20

მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტებს ველოტრანსპორტის მომსახურების სფეროს შექმნა,

კომუნიკაციების დახვეწა და საზოგადოებასთან მუშაობა წარმოადგენს.

ველოტრანსპორტის ყოველდღიური გამოყენება ქალაქში გადაადგილებისას

ურბანულ პირობებში ველოსიპედის გამოყენებისას გასათვალისწინებელი ასპექტებია:

ველოტრანსპორტის მდგომარეობა და როლი ურბანული და სატრანსპორტო დაგეგმვის

საერთო სისტემაში; ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად მომგებიანი ტრანსპორტის

გათვალისწინება გრძელვადიანი ურბანული განვითარების მოდელის ჩარჩოებში;

ხელშემწყობი წინაპირობების შექმნა შესაბამისი სატრანსპორტო პოლიტიკის სტრატეგიული

მიზნების რეალიზაციისთვის.

ველოსიპედის შენახვა საცხოვრებელ ადგილზე/სიახლოვეში

ველოსიპედის შესანახი საკმარისი სივრცის არსებობა, რომელიც საიმედოდ იქნება დაცული

ქურდობისგან და არახელსაყრელი კლიმატური პირობებისგან, ზრდის მსგავსი

საცხოვრებელი ფართის მოთხოვნადობას. უკანასკნელ წლებში ამ გარემოებას განუხრელად

ითვალისწინებენ ევროპული სამშენებლო კომპანიები.

ველოტრანსპორტის ქსელების დაგეგმვა

ყოველმხრივ საიმედო, განიერი და კომფორტული ველოტრანსპორტის ქსელებისა და

ველოტრასების არსებობა.

ველოტრანსპორტი და ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მოკლე დისტანციებზე მობილობის გაუმჯებესების მიზნით, ადგილობრივ საზოგადოებრივ

ტრანსპორტში ველოსიპედის სადგომების გათვალისწინება.

ველოსიპედის მომსახურებასთან დაკავშირებული ცენტრები

ველოსიპედის გამოყენების გაადვილების მიზნით, საინფორმაციო და მომსახურების

სტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება.

ველოსიპედით გადაადგილებისას ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების გათვალისწინება

მგზავრობა სასწავლებელში:

Page 21: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

21

ხელს უწყობს შეგნებული არჩევანის გაკეთებას ეკოლოგიურად სუფთა

ტრანსპორტის სასარგებლოდ, როგორც სასკოლო აღზრდის პროგრამის

გამოყენებით, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექნის გზით.

მგზავრობა სამსახურში:

ემსახურება ველოსიპედით მგზავრობისას მობილობის გაზრდას, ცხოვრების

ჯანსაღი წესის დანერგვას.

მგზავრობა საყიდლებზე:

ემსახურება ველოსიპედის გამოყენებით პროდუქტის შეძენისა და

ტრანსპორტირების პროცესის გაადვილებას.

მგზავრობა თავისუფალ დროს:

ემსახურება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.

ველოტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა

ველოტრანსპორტის გამოყენების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, საჭიროა შემდეგი ელემენტების

შემცველი განვითარების გეგმის შემუშავება:

მიზანმიმართულობა

პრიორიტეტების სია

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს პირველ რიგში და რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ;

პასუხისმგებელ პირთა შერჩევა გეგმის განსახორციელებლად

ეფექტური რეალიზაციისთვის აუცილებელია კომპეტენტური პირების შერჩევა;

ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომელთა შერჩევა

ამა თუ იმ ადმინისტრაციის სისტემაში სათანადო სამუშაო სტრუქტურების ჩამოყალიბება და

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;

ღონისძიებების გრაფიკი და შუალედური აღრიცხვები

გრაფიკის შედგენა არა მხოლოდ აადვილებს ადმინისტრაციული ზომების შემუშავებას,

არამედ როდესაც სასურველი ეფექტი არ არის მიღწეული და ამის საჭიროება არსებობს,

დამატებით რეგულირების შესაძლებლობასაც ქმნის.

Page 22: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

22

მომხმარებელთა ჯგუფებთან კომუნიკაციის კონცეფცია

ღონისძიებათა სისტემის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ელემენტია გადაწვეტილებების

შეთანხმება იმ უწყებებთან, რომლებსაც ეს პროცესი უშუალოდ ეხება. რეკომენდებული

ორგანიზაციული ფორმაა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელსაც მოსახლეობის

ინტერესთა გათვალისწინება დაეკისრება (საჭირო იქნება საბჭოს უფლებამოსილებათა

ფარგლების განსაზღვრა).

მიზნების რეალიზაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი

ღონისძიებების რეალიზაციისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას პერმანენტული და

გარანტირებული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ინვესტიციების მოზიდვა უნდა ხდებოდეს

დროულად. ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული

საექსპლოატაციო ხარჯები.

მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული სტრატეგიები

ველოტრანსპორტით ყოველდღიური მიმოსვლის პროცესი ორიენტირებულია მიზნობრივ ჯგუფებზე

და მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას, რომელიც ველოსიპედით გადაადგილების უპირატესობებსა

და დადებით ეფექტებს გამოაშკარავებს. ეს მაჩვენებლებია:

მგზავრობა სასწავლებელში

საჭიროა მიზანმიმართული ქმედება, რათა უსაფრთხოების მიზნით სკოლების სიახლოვეს

შემცირდეს ტრანსპორტის ნაკადები და მოწაფეებისთვის ველოსიპედით გადაადგილება იყოს

მოსახერხებელი.

სკოლაში დამოუკიდებლად სიარული ხელს უწყობს ბავშვის ორიენტაციის

გაუმჯობესებას და, შესაბამისად, საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას.

ველოსიპედით ყოველდღიური მგზავრობა, გზების საიმედოობის გარდა მოითხოვს

სატრანსპორტო აღზრდას (ინფორმირებას). ბავშვების ველოსიპედით

დამოუკიდებლად გადაადგილებისას, მშობლებს აღარ უწევთ მათი სკოლაში

მანქანით მიყვანა;

Page 23: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

23

ჩვენს დროში, როდესაც უმოძრაობა უარყოფითად აისახება ბავშვების

ჯანმრთელობაზე, ველოსიპედით გადაადგილება წარმოადგენს კარგ

შესაძლებლობას ბავშვის გაჯანსაღებისთვის და ხელს უწყობს მისი კონცენტრაციის

უნარის გაუმჯობესებას. სწავლის შემდგომი ფიზიკური დატვირთვა ველოსიპედით

სახლში დაბრუნებისას, ასევე ეხმარება მოზარდს განტვირთვაში და დაგროვილი

აგრესიის დაძლევაში.

მგზავრობა სამსახურში

დაწესებულებები და საწარმოები უდაო სარგებელს ნახულობენ თავიანთი თანამშრომლების

ველოსიპედით მგზავრობის ხელშეწყობით. თანამშრომლები იშვიათად აცდენენ სამსახურს

ავადმყოფობის გამო და უკეთესად ასრულებენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

თანამშრომლებს, რომლებიც ველოსიპედით მგზავრობენ, ნაკლები დრო ეხარჯებათ როგორც

საცობებში, ისევე ავტოსადგომზე თავისუფალი ადგილის ძებნაში;

ველოსიპედისტებისთვის მიზანშეწონილია გარკვეული წახალისებებისა (მათ შორის საგადასახადო)

და შეღავათების დაწესება.

მგზავრობა საყიდლებზე

ველოსიპედისტებს მაღაზიაში ნაკლები თანხა ეხარჯებათ, ვიდრე ავტომობილისტ მყიდველებს.

თუმცა, ვინაიდან ველოსიპედისტები მოკლე მანძილზე მარტივად გადაადგილდებიან და უფრო

ხშირად სტუმრობენ სავაჭრო ცენტრებს, პოტენციურად საუკეთესო კლიენტებს სწორედ ისინი

წარმოადგენენ.

ზომები

ველოტრანსპორტის სისტემაში შემუშავებული სტრატეგიების რეალიზაცია, სხვადასხვა სახის

ზომების მიღებას საჭიროებს. ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ

ველოსიპედისტის საჭიროებებს გასვლის პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე მოძრაობისას,

შემდეგია:

Page 24: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

24

ურბანისტული და სატრანსპორტო დაგეგმარების თანაბარი პირობები;

საცხოვრებელ სახლთან და დანიშნულების ადგილას ველოსიპედის პარკირების

შესაძლებლობა;

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ადგილობრივი საზოგადოებრივი

ტრანსპორტით ველოსიპედის ტრანსპორტირების „მიბმა“;

ისეთი მომსახურების შეთავაზება, რომელიც ყველა ხსენებული მიზნობრივი ჯგუფისთვის

ველოტრანსპორტით სარგებლობის სტიმულირებას გამოიწვევს.

ცალკეული ზომები დაჯგუფებულია 4 სამოქმედო ველად:

დაგეგმარების წინაპირობები და ინფრასტრუქტურის მომზადება;

საზოგადოებასთან კონსულტაცია და მომხმარებლის მოტივაცია;

კომუნიკაცია და დაინტერესებული ჯგუფების ინფორმირება;

საორგანიზაციო (განსაკუთრებით სამართლებრივი და ფინანსური) ჩარჩოების შემუშავება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ველოსიპედის ხმარებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებათა ჩამონათვალი

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

დაგეგმარების

წინაპირობები და

სათანადო

ინფრასტრუქტურა

ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა

არსებული მდგომარეობის შეფასება და

ველოტრანსპორტის განვითარების

ხელშეწყობისთვის საერთო გეგმის შედგენა;

ქალაქების სატრანსპორტო განვითარების გეგმაში

ველოტრანსპორტის ინტეგრაცია

ქალაქების ცენტრებისა და ცენტრალური

რაიონების შესაბამისი ინფრასტრუქტურით

უზრუნველყოფა, მოკლე დისტანციებზე

გადასაადგილებლად მობილობის გაუმჯობესება

ველოკლიმატის გაუმჯობესების მიზნით,

პროფესიონალურ, მიზნობრივ ჯგუფებზე

მუნიციპალიტეტები

Page 25: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

25

საზოგადოებასთან

ურთიერთობა და

მომხმარებელთა

მოტივაცია

კომუნიკაცია და

მოქმედი სუბიექტების

ინფორმირება

საორგანიზაციო

ჩარჩოები

ორიენტირებული სამუშაოების გატარება

ველოტრანსპორტის განხრით საკონტაქტო

ორგანოს (შესაბამისი კადრებით

უზრუნველყოფილი პასუხისმგებელი პირი ან

სამსახური) ჩამოყალიბება

ველოტრანსპორტის დაგეგმარებაში მონაწილე

ყველა სუბიექტის კონსტრუქციული

თანამშრომლობა

ველოტრანსპორტის სფეროში ხარისხის მართვის

სახელმძღვანელოს შედგენა

რეგულარული რაიონული შეჯიბრებების

გამართვა - „საუკეთესო საველოსიპედო რაიონი

(კომუნა)“

ადგილობრივი ადმინისტრაციებისთვის

„სამოქმედო ანბანის“ შედგენა საფინანსო და

ორგანიზაციული საკითხების ირგვლივ

სამშენებლო კანონმდებლობაში ცვლილებების

შეტანა, მისი ადაპტაცია ველოტრანსპორტის

განვითარების კუთხით

ერთიანი კომუნალური მშენებლობების

გეგმარებისას ველოტრანსპორტის ქსელების

განმტკიცება.

მუნიციპალიტეტები,

ველოსიპედისტთა

კავშირები

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები

Page 26: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

26

საცხოვრებელ ადგილზე ველოტრანსპორტის პარკირება (შენახვა)

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

დაგეგმარების

წინაპირობები და

ინფრასტრუქტურის

წარდგენა

კომუნიკაცია და

მოქმედი სუბიექტების

ინფორმირება

საორგანიზაციო

ჩარჩოები

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობებისას

ველოპარკების შესაბამისი მოთხოვნების

(ადვილი წვდომა, შესაბამისი ფართი,

დაცულობა) გათვალისწინება

მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში

პარკირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის

(ქუჩებში სპეციალური ველოსადგომების)

მოწყობა

მშენებლობების მარეგულირებელი ორგანოების

შემოწმება/განვითარება

მუნიციპალიტეტებისთვის

სამოქმედო სახელმძღვანელოს („საუკეთესო

გამოცდილება“) შედგენა

ველოინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის

ნებართვის გაცემის პროცედურის გამარტივება

მუნიციპელიტეტებს შორის

საუკეთესო გამოცდილების გაცვლა

ფონდების გაზრდისთვის გათვალისწინებული

ფინანსირება/სუბვენცია

მუნიციპალიტეტები/

სამშენებლო

კომპანიები

ბინათმესაკუთრეები/სა

მშენებლო

კომპანიები/მუნიციპალ

იტეტები

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები

Page 27: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

27

ველოტრანსპორტის ქსელის დაგეგმარება

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

დაგეგმარების

წინაპირობები და

ინფრასტრუქტურის

წარდგენა

საორგანიზაციო

ჩარჩოები

არსებული გზების ტექნიკური მდგომარეობის

ანალიზი და სავარაუდო საველოსიპედო გზების

ოპტიმიზაცია

ველოტრანსპორტის გზების იერარქიზაცია/

ველომარშრუტებისა და ძირითადი მარშრუტების

განსაზღვრა

პრიორიტეტების დადგენა და სამშენებლო

გრაფიკების განსაზღვრა

ყოველდღიური და ტურისტული

გადაადგილების გასამარტივებლად ველოგზების

ერთ ქსელში მოქცევა

ველოტრანსპორტის ძირითადი და სათადარიგო

მარშრუტების განსაზღვრისას კომუნებს შორის

კომპეტენციების განსაზღვრა

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები

ველოტრანსპორტით გადაადგილებისთვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

დაგეგმარების

წინაპირობები და

ინფრასტრუქტურის

წარდგენა

ტურისტული მოთხოვნილებების

გათვალისწინებით, საველოსიპედო

კომპლექსების სფეროში ძირითადი

პრიორიტეტების განსაზღვრა და

პასუხისმგებლობის გადანაწილება რაინებისა და

მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებს შორის

სუსტი რგოლების გამოვლენა და მათ

აღმოსაფხვრელად პრიორიტეტების

განსაზღვრა/სატრანსპორტო უსაფრთხოების

თვალსაზრისით კომპეტენციების გადანაწილება

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები

Page 28: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

28

ველოინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და

შესაბამისი საგზაო ნიშნებით გზების

უზრუნველყოფა

სადგურებისა და გაჩერებების შესაბამისი

ინფრასტრუქტურით აღჭურვა

ველომარშრუტის სიახლოვეს, სამშენებლო

სამუშაოების შემთხვევაში, უსაფრთხო

ალტერნატიული გზით უზრუნველყოფა

საველოსიპედო კომპლექსებზე ავტომობილების

პარკირებისა და სხვა დანიშნულებით

გამოყენების აკრძალვა

ველოგაქირავების პუნქტებით უზრუნველყოფა

საინფორმაციო უზრუნველყოფა

მუნიციპალიტეტები

საზოგადოებასთან

ურთიერთობა და

მომხმარებელთა

მოტივაცია

კომუნიკაცია და

მოქმედი სუბიექტების

ინფორმირება

ახალი ველოგზების გამოყენებისთვის

მომხმარებელთა მოტივაციის მიზნით,

ველორუქებისა და ბროშურების დამზადება

ველოტრანსპორტის სფეროში არსებული

სიახლეების რეგულარული გაშუქება

საგზაო რეგულაციების განახლებისას,

ველოტრანსპორტის საჭიროებების

გათვალისწინება

პასუხისმგებელ პირთა (მუნიციპალიტეტები,

პოლიცია) მიმართ საინფორმაციო კამპანიის

გატარება ახალი ველომარშრუტებისა და საგზაო

ნიშნების წარდგენით

ველოტრანსპორტის ექსპლუატაციის

სახელმძღვანელოს შექმნა (ჰოლანდიაში

არსებული სახელმძღვანელო -

"ველოტრანსპორტი A -დან Z-მდე" მაგალითზე)

მუნიციპალიტეტები

Page 29: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

29

ველოტრანსპორტის მომსახურების ცენტრები

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

საზოგადოებასთან

ურთიერთობა და

მომხმარებელთა

მოტივაცია

საორგანიზაციო

ჩარჩოები

მომხმარებლის ინფორმირება და კონსულტაციის

გაწევა

ველოსიპედის სწრაფი შეკეთება, მობილური

სარემონტო სამსახური, ველოსამრეცხაო და სხვა

მომსახურებები ველოსადგურებზე

ქურდობისგან პრევენციის მიზნით,

სავალდებულო და სტანდარტიზირებული

კოდირება

ველოგაქირავების პუნქტები/

ველოსკოლები მსურველთათვის

ველომარშრუტის არჩევისას,

კონსულტაციები და რეკომენდაციების გაცემა

ტურისტულ ცენტრებში/ველომარშრუტების

ელექტრონული ვერსიით უზრუნველყოფა

პირველ ეტაპზე, სახელმწიფოს ხელშეწყობა

(დოტაცია) ველოსადგურების აგებისას და ა.შ.

მუნიციპალიტეტები,

სავაჭრო

დაწესებულებები,

კერძო სუბიექტები

მუნიციპალიტეტები,

სავაჭრო

დაწესებულებები,

კომერციული

ორგანიზაციები

პოლიცია, სადაზღვევო

კომპანიები

კერძო სუბიექტები

მუნიციპალიტეტები,

ტურიზმის ოფისები

მუნიციპალიტეტები

განსაკუთრებული მოთხოვნები მოსწავლეებისთვის ველოსიპედით გადაადგილებისას

Page 30: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

30

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

დაგეგმარების

წინაპირობები და

ინფრასტრუქტურის

წარდგენა

საზოგადოებასთან

ურთიერთობა და

მომხმარებელთა

მოტივაცია

გზებზე არსებული ხარვეზების გამოვლენა და

შესაბამისი ზომების მიღება

სკოლებისკენ მიმავალი გზების უსაფრთხოების

ამაღლება

სასწავლებლებთან ველოსიპედების შენახვისთვის

განკუთვნილი ადგილების მოწყობა

ველოტრანსპორტის საჭიროებებისთვის,

სასწავლებლებისკენ მიმავალი გზების

ადაპტირება

საბავშვო ველოსიპედებისადმი მოთხოვნების

შესახებ მშობლების ინფორმირება

სასწავლებლებისკენ მიმავალი ყველაზე

უსაფრთხო მარშრუტების შესახებ,

მშობლებისთვის

რეკომენდაციების გაცემა

სასწავლებლების ველოსიპედის სარემონტო

სახელოსნოებით აღჭურვა

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები,

სასწავლებლები

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები,

სასწავლებლები

მუნიციპალიტეტები,

სასწავლებლები

სასწავლებლები

განსაკუთრებული მოთხოვნები სამსახურებში ველოსიპედით გადაადგილებისთვის

Page 31: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

31

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

დაგეგმარების

წინაპირობები და

ინფრასტრუქტურის

წარდგენა

საზოგადოებასთან

ურთიერთობა და

მომხმარებელთა

მოტივაცია

კომუნიკაცია და

მოქმედი სუბიექტების

ინფორმირება

ველოსიპედისთვის მოსახერხებელი მისასვლელი

გზები ორგანიზაციებისა და დაწესებულებების

სიახლოვეს და ველოსიპედის გამოყენების

გასაუმჯობესებლად მიღებული ზომები

ველოსიპედის მოსახერხებელი პარკირების

ადგილები ორგანიზაციებსა და

დაწესებულებებთან

დაწესებულებების ველოსიპედის სარემონტო

სახელოსნოებით აღჭურვა

დაწესებულებების შხაპებითა და ტანსაცმლის

გამოსაცვლელი ოთახებით აღჭურვა

ქალაქის მასშტაბით ველოკურიერების სისტემის

დანერგვა

მარშრუტების ინდივიდუალური აღწერილობა

ძირითადი საცხოვრებელი კომპლექსებიდან

სამუშაო ადგილამდე

თანამშრომლების ველოსადგომებისთვის

განკუთვნილი შეღავათიანი აბონემენტებით

აღჭურვა

ველოსიპედით მოსარგებლე

თანამშრომელთათვის სამსახურებრივი

ველოსიპედების შეძენა და მათი ფინანსური

სტიმულირება

ველოსიპედისადმი კეთილგანწყობილი

ლოზუნგების გამოყენებით (მაგალითად, „ჩვენ

მივესალმებით ველოსიპედს“) პერიოდული

კონკურსების გამართვა

მუნიციპალიტეტები,

მსხვილი

ორგანიზაციები

მუნიციპალიტეტები,

მსხვილი

ორგანიზაციები

მსხვილი

ორგანიზაციები,

კომპანიები

მუნიციპალიტეტები,

მსხვილი

ორგანიზაციები,

კომპანიები

მსხვილი

ორგანიზაციები

მუნიციპალიტეტები,

მსხვილი

ორგანიზაციები,

კომპანიები

მუნიციპალიტეტები

განსაკუთრებული მოთხოვნები ველოსიპედით საყიდლებზე გადაადგილებისთვის

Page 32: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

32

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

დაგეგმარების

წინაპირობები და

ინფრასტრუქტურის

წარდგენა

საზოგადოებასთან

ურთიერთობა და

მომხმარებელთა

მოტივაცია

კომუნიკაცია და

მოქმედი სუბიექტების

ინფორმირება

საორგანიზაციო

ჩარჩოები

შეძენილი პროდუქტის ველოსიპედით

ტრანსპორტირებისთვის საჭირო

მოწყობილობების (საბარგული, მისაბმელი)

არსებობა

პარკირებისთვის საკმარისი მოცულობის

ტერიტორიების მოსახერხებელ ადგილებზე

მოწყობა და მათი შესაბამისი აღჭურვა

ველოსიპედის ეკიპირების შემნახველი

კარადებით სავაჭრო ცენტრების უზრუნველყოფა

ველოსიპედის დამატებითი აღჭურვილობის

(საბარგულები, საბავშვო სავარძლები) გაქირავება

ველოსიპედის მომსახურების ცენტრები

ველოსიპედის გაქირავების პუნქტები

საყიდლებზე სასიარულოდ ველოტრანსპორტის

გამოყენების მნიშვნელობის თაობაზე სავაჭრო

ცენტრების ინფორმირება

საავტომობილო პარკირებისგან მიღებული

შემოსავლის ნაწილის ველოპარკირების

ადგილების კეთილმოწყობის მიზნით გამოყენება

ველოგაქირავების

ცენტრები/მაღაზიები,

სავაჭრო

დაწესებულებები

მუნიციპალიტეტები

სავაჭრო

დაწესებულებები,

მუნიციპალიტეტები

სავაჭრო

დაწესებულებები,

მუნიციპალიტეტები

სავაჭრო

დაწესებულებები,

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები,

კერძო სუბიექტები

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები

განსაკუთრებული მოთხოვნები თავისუფალ დროს ველოტრანსპორტის გამოყენებისას

Page 33: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

33

მოქმედების არეალი ზომები შემსრულებლები

დაგეგმარების

წინაპირობები და

ინფრასტრუქტურის

წარდგენა

ქალაქებში მწვანე, უსაფრთხო მარშრუტების

განვითარება და მათი საგზაო ნიშნებით აღჭურვა

დანიშნულების ადგილებზე პარკირების

ადგილების მოწყობა და შესაბამისად აღჭურვა

ველოსიპედით გადაადგილებისთვის

განკუთვნილი სამარშრუტებო გეგმების

შემუშავება

ცენტრალურ წერტილებში ველოსიპედის

გაქირავების პუნქტების გახსნა

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტები,

კერძო სუბიექტები

3. ველოტურიზმი: ქვეყნის სტატუსის ამაღლება

საწყისი პოზიცია

უკანასკნელ წლებში ველოტურიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ევროპის ქვეყნებში

დასვენების არც ერთ სხვა სახეობას არ აქვს ისეთი მზარდი მაჩვენებელი, როგორიც ველოტურიზმს.

ველოტურიზმის მდგომარეობის გაანალიზებისას, გერმანიის ფედერალური ტრანსპორტის

სამინისტროს მიერ მოყვანილია საორიენტაციო მონაცემები, რომლებიც ველოტურიზმის

განვითარების პერსპექტივების ოპტიმისტურ სურათს იძლევიან:

თავისუფალ დროს ველოსიპედით მგზავრობა - ყველაზე პოპულარული საქმიანობაა

(65%), ცურვასთან (63%), ფეხბურთთან (57%) და სათხილამურო სპორტთან (50%)

შედარებით.

ველოტურისტები, როგორც წესი, ჩერდებიან მაღალი დონის სასტუმროებში და

სტატისტიკურად 20 %-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე სხვა, საშუალოსტატისტიკური

ტურისტები. მიუხედევად ამ მაჩვენებლებისა, ველოტურიზმის სერვისის დონე

გაუმჯობესებას საჭიროებს.

Page 34: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

34

ამ სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემებია:

გზების მდგომარეობა

ისეთი განვითარებული ქვეყანაც კი როგორიც გერმანიაა, უკანასკნელ წლებამდე საველოსიპედო

გზების უმეტესობაზე (შორი დანიშნულების 125 საველოსიპედო გზა ჯამში 38 ათას კილომეტრს

მოიცავს) სათანადო მიმზიდველი ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდიდა. ფედერალური

მიწები თანდათანობით გამოიმუშავებდნენ განვითარებისა და მომსახურების ხარისხის

უზრუნველყოფის კონცეფციას. ყოველივეს მიზანს ცალკეული რეგიონული მარშრუტებისა და

გზების ერთთან დაკავშირება წარმოადგენდა. გერმანიის გამოცდილების მაგალითზე შესაძლოა

გარკვეული განზოგადოებების მოხდენა:

საგზაო მანიშნებლები

შორი დანიშნულების გზებზე საგზაო მანიშნებლები ხშირად საკმაოდ განსხვავდებოდა

ერთმანეთისგან, რაც ფედერალური მიწების განსხვავებული ისტორიული განვითარებით და

გარკვეული ფინანსური მისაზრებებით (არათანაბარი ეკონომიკური განვითარება) აიხსნებოდა. ამ

მხრივ, უპრიანი იქნება საქართველოშიც შემუშავდეს მანიშნებლების ერთიანი სისტემა, რისთვისაც

მისასალმებელი იქნებოდა მსგავსი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებთან

თანამშრომლობა.

მომსახურება

შორ მანძილებზე ველოსიპედით მგზავრობა ბევრად კომფორტული იქნება, თუკი ტურისტებს

მომსახურების ფართო სპექტრით სარგებლობის საშუალება ექნებათ. ეს ყოველივე პირველ რიგში

კარგი ხარისხის სასტუმროებისა და კვების ობიექტების არსებობას გულისხმობს.

მიზნები

ველოტურიზმის ხელშეწყობა ზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ის დასვენების აქტიურ და

ჯანსაღ ფორმას წარმოადგენს, პასუხობს საზოგადოების ფართო წრეების მოთხოვნებს გარემოს

Page 35: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

35

გაუმჯობესებაზე. ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით, ველოტურიზმის პოტენციალის

განვითარებაში რეგიონული ადმინისტრაციებისა და ტურისტული ინდუსტრიის განსაკუთრებული

ინტერესი უნდა არსებობდეს. თუმცა, ველოტურიზმის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში

მოსაყვანად, პირველ რიგში აუცილებელია უახლოეს წლებში ველოტურზმის მომსახურეობის

ხარისხის გაუმჯობესება. ველოტურიზმის სფეროში წარმატების მიღწევა გაცილებით გაადვილდება,

თუკი რეგიონული ადმინისტრაციები, ტურისტული კომპანიები, სარესტორნო და სასტუმრო

ბიზნესის წარმომადგენლები, სატრანსპორტო სააგენტოები და საველოსიპედო კლუბები ერთად

იმუშავებენ ამ მიზნის მისაღწევად.

ზომები

საველოსიპედო გზები შორ მანძილებზე:

საველოსიპედო საგზაო ინფრასტრუქტურა ველოსიპედისტების მაღალ დონეზე მომსახურებას უნდა

უზრუნველყოფდეს, იყოს მიმზიდველი და კომფორტული. შორ მანძილზე გადაადგილებისას,

მნიშვნელოვან კრიტერიუმს სატრანსპორტო უსაფრთხოება წარმოადგენს, რომელიც სპეციალური

მანიშნებელი მოწყობილობის გარეშე, გადატვირთულ საავტომობილო გზებზე ველოტრანსპორტის

მოძრაობას გამორიცხავს.

საგზაო ინფრასტრუქტურა

საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაიგეგმოს ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით, რათა

მათ მარტივად და უსაფრთხოთ შეძლონ ბავშვების ტრანსპორტირება;

საველოსიპედო გზა უნდა იყოს საკმარისად ფართო იმისთვის, რომ უსაფრთხოდ

ერთდროულად რამდენიმე ველოსიპედისტმა იმგზავროს. მათ უნდა შეეძლოთ გასწრება და

ორმხრივი მოძრაობის დროს შემხვედრი მოძრაობის განხორციელება;

საგზაო გადაკვეთები უნდა იყოს მოხერხებული;

Page 36: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

36

ველომარშრუტები შეძლებისდაგვარად, ტურისტებისთვის მაქსიმალურად საინტერესო და

მიმზიდველი ლანდშაფტისა და ღირსშესანიშნაობების ფონზე უნდა გადიოდნენ;

ველოტრანსპორტი შეძლებისდაგვარად უნდა „მიებას“ საზოგადო სარგებლობის ტრანსპორტს

(სადაც ველოსიპედების ტრანსპორტირება ნებადართულია), რათა ველოსიპედისტებმა

მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ. აქ იგულისხმება ველოსიპედის

გადაზიდვის შესაძლებლობების გაუმჯობესება რეგიონებში.

ველომარშრუტების ქსელი

2000-იანი წლების დასაწყისში გერმანული ტურისტული ორგანიზაციები მივიდნენ შეთანხმებამდე,

რომ შექმნილიყო ველომარშრუტების ნაციონალური ქსელი (D-Netz), რომელიც 12 რეგიონულ

საქალაქთაშორისო საველოსიპედო გზას გააერთიანებდა. ეს ქსელი ძირითადად ტურისტების

გადაადგილებას ემსახურება, თუმცა ყოველდღიური სამგზავრო საშუალების სახით, მისი საქალაქო

სატრანსპორტო მოძრაობაში გამოყენებაცაა შესაძლებელი. საქალაქთაშორისო მარშრუტები სათანადო

დონეზე აღჭურვას საჭიროებენ. ისინი გარანტირებულად კარგ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდნენ

და ლანდშაფტურ ფონს უნდა გასდევდნენ. ქსელი (D-Netz) 10 200 კმ. სიგრძისაა და მთელი გერმანიის

ტერიტორიას მოიცავს ალპებიდან ზღვის სანაპირომდე და რაინიდან ოდერ-ნეისამდე. მარშრუტების

დაახლოებით 95% სპეციალურ რეგიონულ საველოსიპედო გზებზე გადის და ერთმანეთთან ერთი

ქსელითაა დაკავშირებული. თითოეულ შორი დისტანციის ველომარშრუტს რეგიონთან

დაკავშირებული სახელწოდება გააჩნია.

იმავე „ოდერ-ნეისის ველომარშრუტის“ მოდელის მაგალითზე სასურველი იქნებოდა საქართველოში

მსგავსი ქსელის შემუშავება და ერთიან სატრანსპორტო ინფრასტუქტურაში ინტეგრირება. ამ მხრივ

აუცილებელია სტრატეგიის შემუშავება მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობის კოორდინაციის,

მართვისა და ექსპლუატაციის თვალსაზრისით. ქსელის მშენებლობაში როგორც საჯარო, ასევე კერძო

სექტორის მონაწილეობა პროექტის წარმატებულობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

რეგიონებში საველოსიპედო გზების მშენებლობის სწორად წარმართვის შემთხვევაში,

მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-სტრუქტურული ეფექტია მოსალოდნელი. ველოტურიზმი (და,

შესაბამისად, ტურისტული მომსხურება) რეგიონებში ხელს შეუწყობს დასაქმებასა და საშუალო

Page 37: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

37

საწარმოების განვითარებას და იმავდროულად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკოლოგიური

გარემოს გაუმჯობესებაში.

მარშრუტი EuroVelo

პროექტი ‘’ევროველო’’ ევროპის ველოსიპედისტების ფედერაციის (ECF)* მიერ შემუშავდა და

პროგრამა Interreg-ის ფარგლებში ევროპის რეგიონული განვითარების ფონდის (ERDF) მიერ

დაფინანსდა. „ევროველოს“ მიზანია ევროპის ქვეყნებში (დღესდღეობით ამ პროექტში

გაწევრიანებული არიან ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია

და დიდი ბრიტანეთი) არსებული და დაგეგმილი საველოსიპედო მარშრუტების ერთიან ქსელში

მოქცევა, რაც ჯამში 70 ათას კილომეტრს მოიცავს. დროთა განმავლობაში, რეგიონში ტურისტული

პოტენციალის ასამაღლებლად, სასურველი იქნებოდა საქართველოს თანამშრომლობა მეზობელ

ქვეყნებთან „ევროველოს“ მაგალითზე ერთიანი რეგიონული საველოსიპედო ქსელი შექმნის

თაობაზე.

* 1983 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის ძირითადი მიზანია მოახდინოს ველოსიპედის, როგორც

გადაადგილების ჯანსაღი და უსაფრთხო საშუალების პოპულარიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად ECF

ატარებს კვლევებს ველოგადაადგილების, გარემოსა და უსაფრთხოების საკითხებზე; აწვდის

შესაბამის ინფორმაციას და ხელს უწყობს ორგანიზაციის წევრებს ველოტრანსპორტის

განსავითარებლად როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; ზრუნავს ორგანიზაციის

წევრების ინფორმირებულობაზე და გათავისებაზე ველოტრანსპორტის განვითარების საკითხებში.

პროექტის განხორციელება სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობას გულისხმობს. ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

ზემოაღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია 2012 წლიდან, რის საფუძველზეც იზიარებს

ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ველოინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ველოსიპედით

გადაადგილების საკითხებში, ამყარებს საჭირო კავშირებს უცხო ქვეყნების წარმომდგენლებთან და

სარგებლობს ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით, რათა არსებული

გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტის

განვითარებას მოახმაროს.

Page 38: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

38

საგზაო მაჩვენებლები

ველომარშრუტების კარგად ამოცნობადი, ერთმნიშვნელოვანი და მარტივად გასაგები საგზაო

ნიშნებით აღჭურვა, მათი ტექნიკური გამართულობის მინიმალურ აუცილებლობას წარმოადგენს.

ტურისტული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ევროპის ქვეყნებში მსგავსი ნიშნების

უნიფიკაციაზე ზრუნავენ.

საველოსიპედო მარშრუტებზე საგზაო მაჩვებელების დამონტაჟებას წინ უნდა უსწრებდეს სათანადო

კვლევების ჩატარება. უპრიანია შეიქმნას გზის მაჩვენებლების ერთიანი ინტეგრირებული სისტემა

შორ მანძილებზე გადაადგილებისთვის. ამ ყოველივეს განსახორციელებლად საჭიროდ გვესახება

შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური

თანამშრომლობა.

სამთო საველოსიპედო ტურიზმი

მიმზიდველი, სოციალურად და ეკოლოგიურად ხელსაყრელი ველომარშრუტების გეგმარება

გარემოს დაცვის ინსტიტუტებისა და სხვა დაინტერესებული პირების (ფეხით მოსიარულე

ტურისტები, საცხენოსნო სპორტის მოყვარულები...) ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. სამთო

საველოსიპედო ტურიზმის განსავითარებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი რეკომენდაციების

გათვალისწინება, რის შედეგად შემუშავდება გზებისა და სატრანსპორტო კვლევის მექანიზმი. სამთო

საველოსიპედო ტურიზმის სტანდარტების დასამკვიდრებლად, საჭირო იქნება ერთი მხრივ გარემოს

დაცვის საკითხებით დაკავებული უწყებებისა და მეორე მხრივ, ტურიზმის განვითარების

ორგანიზაციების თანამშრომლობა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.

სასტუმროსა და რესტორნის მომსახურების ბიზნესის წარმოება

შორ მანძილებზე ველომარშრუტების მიმზიდველობას, მოცემულ მარშრუტებზე

ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი სასტუმროებისა და კვების ობიექტების არსებობა

განაპირობებს. ევროპის ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ თანამედროვე ველოტურისტები

რესტორნისა და სასტუმროს ბიზნესისთვის საინტერესო მომხმარებლებად ითვლებიან, რადგან ამ

Page 39: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

39

კატეგორიას ძირითადად მაღალშემოსავლიანი ტურისტები წარმოადგენენ. შესაბამისად, დაგეგმილი

ველომარშრუტების შესახებ, საჭიროა რესტორნისა და სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენელთა

ინფორმირება და დაინტერესება.

საველოსიპედო კავშირების დაარსება, ველოტურიზმის ხელშეწყობა

გერმანიის საველოსიპედო ასოციაციამ (ADFC), პროექტის “Bett&Bike” (‘’ღამისთევა და ველოსიპედი’’)

ფარგლებში მთელი გერმანიის მასშტაბით ველოსიპედისტებისადმი მეგობრულად განწყობილი

ობიექტების ხარისხის კრიტერიუმები ჩამოაყალიბა და მათი მშენებლობა წაახალისა. ამჟამად,

ველოტურისტებს გერმანიაში 2900 ასეთი ობიექტის შემოთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. ეს

ობიექტები აღნიშნულია სპეციალური ამოსაცნობი ნიშნით და მოიძიება სხვადასხვა ცნობარებში.

“Bett&Bike”-ის ტურისტული ბუკლეტი და ვებ-გვერდი ველოტურის დაგეგმვისას მოსახერხებელი

სასტუმროებისა და რესტორნების შერჩევის შესაძლებლობას იძლევა. აქვეა ინფორმაცია რეგიონში

ველოტურიზმის მარშრუტებზე, ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, ადგილობრივ საზოგადოებრივ

ტრანსპორტზე (რკინიგზის, ავტობუსების, წყლის ტრანსპორტის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია

ველოსიპედის გადატანა) და ა.შ. ამ დროისთვის ეს კატალოგი როგორც ქვეყანაში, ასევე მის

ფარგლებს გარეთ, გერმანიის ტურიზმის მარკეტინგული საქმიანობის განუყოფელ ნაწილს

წარმოადგენს.

მოცემული სფეროს განვითარების მიზნით, ADFC ახდენს ასევე ტურისტული ობიექტების რეკლამას.

ყოველივე, გზამკვლევებისა და რუქების გავრცელებას, ჟურნალებში განცხადებების განთავსებას,

ტურისტულ ბაზრობებზე და სხვა ღონისძიებებზე პრეზენტაციების მოწყობას გულისხმობს.

შემოთავაზებულ მომსახურებაში შედის ასევე დასასვენებელი ადგილები, სათამაშო მოედნები,

სარემონტო პუნქტები და სხვა.

ველოტურისტებისთვის შემოთავაზებებს ცენტრალიზებული ‘’ცხელი ხაზიც’’ იძლევა.

გერმანიის მაგალითზე უპრიანი იქნება მსგავსი, ელექტრონული ვერსიით აღჭურვილი კატალოგების

საქართველოში დაბეჭდვა და არსებულ ტურისტულ ოფისებში დარიგება.

ასევე, მისასალმებელი იქნებოდა საქართველოში საველოსიპედო კლუბების დაარსებისა და

გაძლიერებასადმი ხელშეწყობა. ისინი საუკეთესო მოკავშირეები იქნებიან ველოტურიზმის

პოპულარიზაციის, მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირების საქმეში.

Page 40: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

40

ველოსიპედის პარკირებისთვის საჭირო სადგომები

შორ მანძილზე ველოტრასების ტექნიკური აღჭურვილობა, ისევე როგორც ველოსიპედის

პარკირებისთვის საჭირო სადგომები, ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას ითვალისწინებს.

ველოსიპედისტებს უნდა შეეძლოთ დატოვონ თავიანთი ველოსიპედები ისეთ ადგილზე, სადაც

ისინი ქურდობისგან და არასასურველი კლიმატური პირობებისგან იქნებიან დაცული.

ველოსიპედებისა და მათი ბარგის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა დაცვითი კომპლექსების

(საველოსიპედო სადგურების) ან საველოსიპედო ბოქსების მოწყობა, რომლებიც ჩამკეტი

მექანიზმებით იქნებიან აღჭურვილი. ველოსადგომები შესაძლოა განთავსდეს სადგურებში,

საინფორმაციო ცენტრებსა და სხვა ადგილებში.

საკოორდინაციო ცენტრი

სამარშრუტო ქსელების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ადგილებზე საკოორდინაციო

ცენტრების დაარსება. პერსპექტივაში მათ მთავარ მიზანს მარშრუტების დეტალური დაგეგმვა,

ადგილზე კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა, მარშრუტების შესახებ ტურისტების

ინსტრუქტაჟი და სხვა მსგავსი საქმიანობა წარმოადგენს. მსგავსი საკოორდინაციო ცენტრების

მშენებლობა, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტიდან უნდა

დაფინანსდეს.

3. გაერთიანება საერთო სატრანსპორტო ქსელში; ველოსიპედის გამოყენების

შესაძლებლოების გაზრდა

საწყისი მდგომარეობა

ველოტრანსპორტის ქმედითი გაერთიანება გადაადგილების სხვა საშუალებებთან, მისი

ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემაში გაწევრიანების ძირითადი შემადგენელია.

შესაბამისად, ინტეგრირებული სატრანსპორტო „ჯაჭვების“ შესაქმნელად, აუცილებელია

ველოსიპედის „მიბმა“ ტრანსპორტის სხვა საშუალებებთან (ველოსიპედის პარკირების, მისი

Page 41: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

41

დაქირავების, ავტობუსით, მატარებლით გადატანის შესაძლებლობა და სხვა). ამ მხრივ, არსებობს

გარკვეული პრობლემური საკითხებიც:

გაჩერებები/სადგურები

ველოსიპედით გადაადგილების თვალსაზრისით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი ხშირად არ

არსებობს გამაფრთხილებელი სისტემები და სპეციალური საგზაო მაჩვენებლები. ასევე

საკმარისი ზომის ველოსადგომები, რომლებიც ქურდობისგან და არასასურველი კლიმატური

პირობებისგან სათანადოდ დაიცავენ ველოსიპედებს;

მომსახურება სადგურებზე

დიდ სადგურებზე, პრობლემურია ხოლმე პარკირებული ველოსიპედების დაცვა, მათი

ქირაობის შესაძლებლობა, ასევე საინფორმაციო უზრუნველყოფა უცხოელი

ტურისტებისთვის.

ველოსიპედების ტრანსპორტირება

ველოსიპედების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატანა ნებადართულია მხოლოდ

გარკვეულ საათებში და არ არსებობს ერთიანი სისტემა ფასებისა და ტარიფების შესახებ.

მატარებლებში ველოსიპედის შეტანაც პრობლემურია ვაგონების კარებების სივიწროვისა და

პლატფორმების დაბალი განლაგების გამო. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს პასუხისმგებელ

პირთა გულგრილობა იმ მიზნობრივი ჯგუფების მიმართ, რომლებიც პრაქტიკულად

ყოველდღიურად სარგებლობენ ველოსიპედით. თანაც, ხშირად ველოსიპედი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონკურენტად აღიქმება და არა მის ორგანულ დამატებად.

მიზნები

Page 42: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

42

„ეკოლოგიური კავშირის“ (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეები,

ველოსიპედისტები) განვითარებისთვის შემდეგი ღონისძიებების ჩატარებაა მიზანშეწონილი:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში ყველა სახის ტრანსპორტის კავშირის

შესაძლებლობების გათვალისწინება;

არსებული შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება მაღალი

სტანდარტების მისაღწევად.

მოცემული მიზნების განსახორციელებლად აუცილებელია ველოსიპედის, როგორც გონივრული

ალტერნატივის გამოყენება და ამით ყოველდღიური მგზავრობისას ძრავიანი ინდივიდუალური

ტრანსპორტის ჩანაცვლება. 5 კმ. მანძილზე ველოსიპედით გადაადგილება გაცილებით მარტივი და

ეკონომიურია, ვიდრე ავტომობილით.

ველოტრანსპორტი საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად ერთიანი ჯაჭვის ნაწილი ხდება. მისი

ტრანსპორტირების შესაძლებლობა (ავტობუსის, მეტროს და სხვა ტრანსპორტის საშუალებით)

ზრდის ველოსიპედის მომხმარებელთა სპექტრს, რაც სურვილის შესაბამისად კუთვნილი

ველოსიპედის სხვადასხვა ადგილებში გამოყენების შესაძლებლობას გულისხმობს. ხოლო მათთვის,

ვისაც ხელი არ მიუწვდება ველოსიპედის შეძენაზე, ველოცენტრები ველოსიპედის დაქირევების

საშუალებას აძლევენ.

გადაწყვეტილება და ზომები

სადგურებისა და გადასაჯდომი პუნქტების ინტეგრაცია ველოსიპედების ქსელებთან

გადასაჯდომი პუნქტები (სადგურები) ის ადგილებია, სადაც ველოსიპედისტებს საზოგადოებრივ

ტრანსპორტზე გადაჯდომა შეუძლიათ. გადასაჯდომი პუნქტი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ

მათთან მიღწევა ველოსიპედისტებს სწრაფად და მარტივად შეეძლოთ. ასევე, გადასაჯდომ

პუნქტებში მარტივად უნდა ინახოს საჭირო ველომარშრუტების რუქები. გადასაჯდომი პუნქტების

ზონები და შესაბამისი მარშრუტები შესაბამისი სივრცითი, ტოპოგრაფიული და ურბანული გარემოს

შესაბამისად ყალიბდება.

მომსახურება სადგურზე და სხვა გადასაჯდომ პუნქტებზე.

Page 43: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

43

სადგურები და გადასაჯდომი პუნქტები ველოსიპედის უსაფრთხო პარკირების (დაცული

ქურდობისა და არასასურველი კლიმატური პირობებისგან) შესაძლებლობას უნდა იძლეოდნენ.

აგრეთვე, სადგურები და გადასაჯდომი პუნქტები შემდეგი სერვისებით უნდა იყვნენ აღჭურვილი:

ველოსიპედების გაქირავება;

სათადარიგო ნაწილების, აქსესუარების შეძენა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;

ინფორმაციით უზრუნველყოფა;

აუცილებლობის შემთხვევაში ველოსიპედის ტრანსპორტირება;

სხვა ტიპის მომსახურება.

ამგვარად, უფუნქციო სადგურები კვლავ შეიძლება დაიტვირთოს და ზემოჩამოთვლილი

ფუნქციებით ახალი პერსონალი დასაქმდეს.

სადგურებისა და სხვა გადასაჯდომი პუნქტების მოწყობა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული კომპლექსების თავისუფალი დაგეგმარება ყველა საგზაო

მონაწილისთვის, განსაკუთრებით კი ველოსიპედისტებისთვის მობილობის მნიშვნელოვან

კრიტერიუმს წარმოადგენს. ეს ყოველივე გულისხმობს:

სადგურების წინა მოედნებზე: გადასასვლელების თავისუფალ დაგეგმარებას ქუჩებსა და

პლატფორმებზე. თუ ამის მოწყობა შეუძლებელია მიწის დონეზე, აუცილებელია კიბეების

გასწვრივ (ფიცრის) ბილიკების დამზადება, რომლებიც გაამარტივებენ ველოსიპედის

გადატანას. ალტერნატივას შესაძლოა სათანადო ზომის ლიფტები წარმოადგენდეს;

პლატფორმების კიდეებზე: პლატფორმიდან ვაგონამდე გადასვლის გამარტივების

მიზნით, საჭიროა პლატფორმის სიმაღლის ვაგონის დონესთან გათანაბრება;

მატარებლის სადგურებზე: საჭიროა ვაგზლის ინფრასტრუქტურის ველოტრანსპორტის

ქსელთან ოპტიმალური ინტეგრირება. მნიშვნელოვანია, რომ ვაგზალი

ველოტრანსპორტისთვის არ აღიქმებოდეს, როგორც ბარიერი.

ინფორმაცია სადგურებზე: გადასაჯდომ პუნქტებზე აუცილებელია საორიენტაციო

სისტემების ორგანიზება, რაც აადვილებს შესასვლელი და გასასვლელი გზების პოვნას.

მატარებლებზე, შესაბამისი ვაგონების კარებებზე სათანადოდ უნდა იყოს განთავსებული

სტიკერები - ‘’ველოსიპედისტებისთვის’’.

Page 44: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

44

ველოსიპედის ტრანსპორტირება

ველოსიპედის ტრანსპორტირება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა იყოს მარტივი

და ეკონომიური. შესაბამისად, ყველა სახის ტრანსპორტი ველოსიპედის ფიქსირებისთვის სათანადო

მოწყობილობებით უნდა აღიჭურვოს. ამასთან, ველოსიპედის ტრანსპორტირების შესაძლებლობა არ

უნდა აისახებოდეს მგზავრობის ტარიფზე.

ავტობუსებსა თუ მეტროს ვაგონებში, აუცილებელია ველოსიპედებისთვის სპეციალური ადგილების

გამოყოფა, რომლებიც არც თუ ისე დიდ ფართობს იკავებენ. რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტს,

ასევე უნდა არსებობდეს ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ადგილები. ამ ადგილებში

მოსახერხებელი იქნება ‘’ასაწევი’’ დასაჯდომი სავარძლების გამოყენება.

საინფორმაციო მხარდაჭერა

იმისათვის, რომ მგზავრმა მოგზაურობის ოპტიმალურად დაგეგმვა და განხორციელება შეძლოს,

აუცილებელია ფლობდეს მაქსიმალურ ინფორმაციას გზაზე მოძრაობის გრაფიკის, ველოსიპედისა და

ბარგის გადატანის შესახებ. მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მგზავრებისთვის,

ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში უნდა მოიძიებოდეს.

4. ველოტრანსპორტის განვითარების ეფექტური საკოორდინაციო გეგმა და ხელშეწყობა

საწყისი მდგომარეობა

ველოტრანსპორტის ხელშეწყობა და დაგეგმვა სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ

ამოცანას წარმოადგენს. ამას განაპირობებს სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა

სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებში, განსაკუთრებით კი ადგილობრივ დონეზე.

ქმედითუნარიანი სისტემის შექმნა სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ პირების ეფექტურ

თანამონაწილეობასა და თანამშრომლობას გულისხმობს. შესაბამისად, ველოტრანსპორტის

განვითარების ნაციონალური გეგმის შემუშავებისას, ერთიანი ძალისხმევაა აუცილებელი.

Page 45: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

45

უპრიანი იქნება, თუკი მოცემულ საკითხებზე საერთო ხელმძღვანელობას და პროცესის

მონიტორინგს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სპეციალური ტრანსპორტის სამსახური განახორციელებს.

(შეთანხმდეს)

საწყის ეტაპზე რამდენიმე აქტუალური საკითხის არსებობა გვესახება, რომლებიც შეიძლება

შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობის ფარგლების / ზონების განსაზღვრა;

რეგიონულ ერთეულებთან კოორდინაცია;

ველოტრანსპორტის აღრიცხვა/სტატისტიკა და დაგეგმვისა და გადაწყვეტილების

მიღების პროცესში მისი შედეგების გამოყენება.

მიზნები

ზემოთ მოყვანილი მოსაზრებებიდან გამომდინარე, ველოტრანსპორტის ყოველდღიურ ცხოვრებაში

გამოყენების დაგეგმვა და ამ პროცესის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განსაკუთრებული აქტუალობის

მქონე თემად გვესახება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ველოტრანსპორტის ხელშეწყობისა და

განვითარების გეგმების ასახვა საკანონმდებლო ინიციატივებსა და სახელისუფლებო

გადაწყვეტილებებში. სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, განსაკუთრებული

მნიშვნელობისაა ველოტრანსპორტის ინტეგრაცია ურბანული დაგეგმარებისას, ხოლო საგზაო

სამშენებლო პროექტების განხორციელებისას, საველოსიპედო ბილიკებისა და სადგომების

გათვალისწინება.

მნიშვნელოვანია ასევე კომპეტენციების გადანაწილების ეფექტური რეგულირება და მართვა,

დაფინანსების გამჭვირვალობა და ველოტრანსპორტის პოლიტიკაში მოსახლეობის ჩართულობა.

გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები

სხვადასხვა დონეზე უწყებათშორისი თანამშრომლობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან და იმავდროულად

რთულ ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, ასეთი სტრატეგია შეიძლება განხორციელდეს

Page 46: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

46

ეტაპობრივად და გრძელვადიან პერსპექტივაზე იყოს ორიენტირებული. გადაწყვეტილებების

ზოგადი სტრატეგია იმ ინსტრუმენტების განვითარებაზე უნდა იყოს მიმართული, რომლებიც

კოორდინაციის ზრდას და სხვადასხვა დონეზე ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებას გამოიწვევენ.

ამ პერსპექტივაში ადმინისტრაციული ერთეულების უპირველესი ამოცანებია:

ველოტრანსპორტის განვითარებისთვის მუშა ჯგუფების ჩამოყალიბება;

სამეცნიერო ჯგუფების მხარდაჭერა და სათანადო კვლევითი პროექტების წახალისება;

სტატისტიკური კვლევების კოორდინაცია (თანამშრომლობა უწყებებს შორის);

კვლევების აქტუალური შედეგების (საუკეთესო პრაქტიკა) განხილვა;

ველოტრანსპორტის ინტეგრირება სხვა სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებებთან;

იერარქიათა და უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნა სახელმწიფო დონეზე სათანადო

სფეროებში;

ადმინისტრაციულ დონეზე ველოტრანსპორტის ხელშეწყობა;

ინტეგრირებული გრძელვადიანი პროექტების შექმნა;

საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება საგზაო ნიშნების შემოღებისას;

ველოტრანსპორტის ქსელის გაფართოება (მაგალითად, თანამშრომლობა სავაჭრო

ობიექტებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, კერძო ორგანიზაციებთან);

გამოცდილების რეგულარული გაზიარება, საკონსულტაციო თემები (დაფინანასება,

კოორდინაციის დაგეგმვა მესამე პირებთან და სხვა);

სემინარებისა და კოლოქვიუმების გამართვა;

კონკურსების გამართვა და ჯილდოების გადაცემა.

სატრანსპორტო სფეროს განვითარების გეგმები (რეგიონული, სივრცითი დაგეგმარების პროექტები,

განვითარების ადგილობრივი გეგმები):

რეგიონთაშორისი მარშრუტების დაგეგმვა;

ველოსიპედისტის სათანადო ქცევის კოდექსის დახვეწა;

ადგილზე საკოორდინაციო ჯგუფების (კომისიების) შექმნა;

ველოტრანსპორტის დაგეგმვის ღონისძიებებში მოქალაქეთა ჩართულობა;

ფინანსური კონტრიბუციების გამჭვირვალობა და მხარდაჭერა;

Page 47: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

47

ურბანული განვითარების პროექტებში ველოტრანსპორტის ჩართვა;

სამოქალაქო ინიციატივებისა და გაერთიანებების აქტიური მონაწილეობა;

თანამშრომლობა საწარმოებთან, სასწავლო დაწესებულებებთან;

ყველა დონეზე ინფორმაციის გაცვლა.

5. ველოტრანსპორტის დაფინანსება: საბიუჯეტო საკითხები

საწყისი მდგომარეობა

ველოტრანსპორტის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა, პირველ ყოვლისა სახელისუფლებო

ინსტანციების საზრუნავია. შესაბამისად, ცენტრალური, სამხარეო თუ ადგილობრივი

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სახსრების გამოყოფა ველოტრანსპორტის ქსელის

განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. გერმანიაში, ველოტრანსპორტის

განვითარების გეგმის წარდგენის (2002 წ.) კვალობაზე, ფედერალური ბიუჯეტიდან ამ მიზნისთვის

გამოყოფილი თანხების რაოდენობა გაორმაგდა. ამ მხრივ, ფედერალურმა მთავრობამ მნიშვნელოვანი

წვლილი შეიტანა საველოსიპედო გზების გაუმჯობესებისა და მშენებლობის საქმეში და ხაზი გაუსვა

საკუთარი პასუხიმგებლობის ხარისხს. იმავდროულად, სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ერთგვარ

სიგნალად იქცა ტერიტორიული ერთეულებისთვის, რომ მათაც გაეორმაგებინათ საკუთარი

ძალისხმევა და ხელი შეეწყოთ ველოტრანსპორტის განვითარებისთვის საკუთარი კომპეტენციების

ფარგლებში.

ამ ყოველივეს წინ უსწრებდა გერმანიის ტრანსპორტის, მშენებლობებისა და საცხოვრებელი

ფონდების ფედერალური სამინისტროს მიერ 90-მდე ტერიტორიულ ერთეულში ჩატარებული

გამოკითხვა, თუ რა საშუალებებით შეიძლებოდა ველოტრანსპორტისადმი ფინანსური მხარდაჭერის

განხორციელება. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი - „საველოსიპედო კავშირი“, რომელმაც მოამზადა შემდეგი

რეკომენდაციები:

ტერიტორიულმა ერთეულებმა უზრუნველყონ ველოტრანსპორტის განვითარებისთვის

გამიზნული ფინანსირების ტრანსპარენტულობა

ფინანსირების არსებული წყაროები მიემართოს დანიშნულების მიხედვით

Page 48: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

48

ტერიტორიულმა ერთეულებმა სრულებით გამოიყენონ თავიანთი საორგანიზაციო

საშუალებები კანონის - „ტრანსპორტის მუნიციპალური ფინანსირების შესახებ“ ფარგლებში

სამშენებლო კომპანიებმა, ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციების

ზედამხედველობის ქვეშ, ითანამშრომლონ რეგიონული და ინტერ-რეგიონული

საველოსიპედო ქსელების შესაქმნელად

ფედერალური ბიუჯეტიდან გამოიყოს საჭირო სახსრები საველოსიპედო და მოტორიზებული

სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ქალაქის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საველოსიპედო კომპლექსების

ქსელურ გეგმარებასა და მშენებლობას. ყოველივეს ზედამხედველობა შესაბამისმა

ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განახორციელონ

ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაუწიონ ზედამხედველობა

სოფლად და ტყედ გამავალ საველოსიპედო მარშრუტების გაუმჯობესებასა და მშენებლობას.

დაფინანსების წყარო

კანონის - „ტრანსპორტის მუნიციპალური ფინანსირების შესახებ“ ფარგლებში, გერმანიის

ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაეწესებინა საგანგებო გადასახადები ნავთობისა

და ნავთობპროდუქტების წარმოებასა და ექსპორტზე და ამრიგად შემოსული თანხები ეკოლოგიური

ტრანსპორტის განვითარების საჭიროებებზე მიემართა. ეს ყოველივე ისეთი საველოსიპედო

კომპლექსების მშენებლობასა და კეთილმოწყობას გულისხმობს, როგორებიც - საველოსიპედო

ბილიკები, საგზაო ნიშნების სისტემა, შუქნიშნების სისტემა, პარკირების კომპლექსები და

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დამაკავშირებელი კვანძებია.

6. სამართლებრივი ჩარჩოების დადგენა / მოწესრიგება: ხაზგასმა ახალ აქცენტებზე

საწყისი მდგომარეობა

ველოტრანსპორტის განვითარების უმთავრეს ამოცანად ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა

გვესახება, რომელიც გაითვალისწინებს დადგენილ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს და

Page 49: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

49

სადაც ველოსიპედი სრულფასოვან სატრანსპორტო საშუალებად წარმოჩინდება. საკანონმდებლო

ბაზა ასევე მიმართული იქნება საგზაო მოძრაობის წესების ოპტიმიზაციაზე საველოსიპედო

ტრანსპორტის ფართოდ გამოყენების თვალსაზრისით.

ველოტრანსპორტის განვითარებისა და რიცხვობრივობის ზრდის პარალელურად იზრდება

ველოტრანსპორტის გამოყენების უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების აუცილებლობა.

უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დანერგვა მკვეთრად შეამცირებს უბედური შემთხვევების

რაოდენობას. ხშირ შემთხვევაში საგზაო ინციდენტების მიზეზი, საგზაო ნიშნების არარსებობა და

გზების ველოტრანსპორტით მოძრაობის პირობებისადმი შეუსაბამობაა. ველოტრანსპორტის

უსაფრთხოების რეგულაციები მოძრაობის ყველა სუბიექტს დაავალდებულებს წესების დაცვას,

ხოლო მმართველ ორგანოს, რომლის მმართველობის ზონაშიც ხდება ველოტრანსპორტით

გადაადგილება, დაეკისრება პასუხისმგებლობა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფაზე. მკაფიოდ

უნდა იქნას განსაზღვრული, თუ რა ასაკის ადამიანებს ექნებათ გადაადგილების უფლება (როგორც

ზედა, ისე ქვედა ზღვარი) კონკრეტულ გზაზე, რა ტიპის და ტექნიკური მახასიათებლების

ველოსიპედს შეუძლია გადაადგილება საველოსიპედო გზის ამა თუ იმ მონაკვეთში, რა დამცავი

აღჭურვილობის და მანათობლების გამოყენებაა ნებადართული და ა.შ.

მიზნები

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მოცემული საკითხის რეგულირება საწყის სტადიაზეა,

სრულიად აშკარაა, რომ ველოტრანსპორტთან დაკავშირებული ვითარება საჭიროებს ამ პროცესის

გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას, რათა ველოსიპედით მგზავრობა ისეთივე უსაფრთხო

და სამართლებრივად მოწესრიგებული იყოს, როგორც ეს სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვისაა

განსაზღვრული. შესაბამისად, სამართლებრივი ბაზის შექმნასთან ერთად, სათანადო

ადმინისტრაციულ პროცესებში ჩაბმას ადგილობრივი სატრანსპორტო დაგეგმარებისა და

ტრანსპორტის კონტროლის ორგანოებიც საჭიროებენ.

საგზაო მოძრაობის წესები

საგზაო მოძრაობის წესების შემუშავებისას და ადმინისტრაციული რეგულირებისას, საგზაო და

სატრანსპორტო კვლევების გერმანულმა საზოგადოებამ, შეიმუშავა რიგი რეკომენდაციებისა,

რომლებიც ორ ძირითად იდეას დაეფუძვნენ:

Page 50: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

50

სატრანსპორტო მოძრაობის განმსაზღვრელი რეგულაციების სატრანსპორტო და სამშენებლო-

ტექნიკური გამოყენების პირობებისგან გამიჯვნა (მაგალითისთვის, მკაცრად განსაზღვრული

ზომებისა და გამოყენების ჩარჩოების გაბათილება/უარის თქმა)

ტრანსპორტის გეგმარებისა და მართვის ადგილობრივი ორგანოებისთვის მეტი

თავისუფლების მინიჭება (ველოსატრანსპორტო კომპლექსების სიფართის შესახებ

შეზღუდვების მოხსნა და ა.შ.)

ამავე რეგულაციების მიხედვით, ველობილიკების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,

თუ ფეხით მოსიარულეთათვის იქნება საკმარისი სივრცე. ასეთის არარსებობის შემთხვევში კი

საველოსიპედო სავალის მოწყობა გზების იმ სპეციალურ მონაკვეთებზე, სადაც მოძრაობს ავტობუსი.

(გამოიძებნოს ხერხები, თუ როგორ მოერგოს ყოველივე ქართულ რეალობას). ახალი რეგულაციების

შემოღებით, გერმანიაში მეტი თავისუფლება მიეცა ცალმხრივ ქუჩებზე ველოსიპედების შემხვედრი

მიმართულებით მოძრაობას (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამ ქუჩებზე ავტობუსებისა და

სატვირთო მანქანების ინტენსიური მოძრაობა აღინიშნება). ჯამში, ეს რეგულაციები გათვლილია

საგზაო მოძრაობის ყველაზე „სუსტი“ წევრების (მათ შორის ველოსიპედისტების) დასაცავად.

ყოველივემ გაამარტივა დასახლებებისთვის სპეციალური ზონების შექმნა, სადაც მაქსიმალური

ნებადართული სიჩქარე 30 კმ. საათშია.

7. უსაფრთხოების ზომების დახვეწა

საწყისი პირობები

ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების არჩევისას, განსაკუთრებული როლი

უსაფრთხოების ასპექტებს მიეკუთვნებათ. შესაბამისად, ველოსიპედის გამოყენებისას

უსაფრთხოების ზომების დახვეწა საერთო სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს

და ველოტრანსპორტის განვითარების ერთიანი ნაციონალური გეგმის მთავარ ამოცანას

წარმოადგენს. მოწინავე ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ველოტრანსპორტის სათანადო

რეგულირება და საერთო სატრანსპორტო უსაფრთხოების ზრდა პირდაპირ ურთიერთკავშირშია.

გემრანიაში, ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის რამდენიმე საგანგებოდ შერჩეულ ქალაქში, 8 წლის

Page 51: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

51

განმავლობაში ველოტრანსპორტის წილი საერთო სატრანსპორტო ნაკადში 3 დან 5 პროცენტამდე

გაიზარდა, ხოლო უბედურ შემთხვევათა რაოდენობა მოცემულ პერიოდში, მკვეთრად შემცირდა.

მსგავსი სურათი შეინიშნება ჰოლანდიის ქალაქებშიც.

თუ ჩვენ ტრანსპორტს, როგორც სისტემას განვიხილავთ, არსებული უბედური შემთხვევებიც

შეიძლება სისტემის ხარვეზად ჩაითავლოს. შესაბამისად, ცენტრალური ხელისუფლებისა და

ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ვალდებულებაა, შემუშავდეს ისეთი უსაფრთხოების

ზომები, რომლებიც ველოსიპედისტთა დაცულობას განაპირობებენ.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ ის ველოსიპედისტები დგანან, რომლებიც სამოძრაოდ

ველოსიპედისთვის იმთავითვე არგათვალისწინებულ გზებს ირჩევენ. ხშირ შემთხვევაში ეს

დაკავშირებულია გზის დამოკლების სურვილთან, ასევე სწრაფ გადაადგილებასთან

ველოსიპედისთვის არგათვალისწინებულ ჩქაროსნულ გზებზე. ხშირ შემთხვევაში, საველოსიპედო

გზის არასათანადოდ მოწყობა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქმნის იმ საფრთხეებს,

რომლებიც სავალალოდ აისახებიან ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები (იხ. თავი - „ველოტრანსპორტი საქართველოში:

ანალიზი, უპირატესობები და პერსპექტივები“) ცხადყოფენ, რომ საქართველოშიც საკმაოდ მაღალია

ველოსიპედისტთა ბრალეულობით მომხდარ უბედურ შემთხვევათა წილი, რაც თავის მხრივ

მიუთითებს საგზაო წესებისა და სათანადო ინფრასტრუქტურის შესაბამისად კორექტირებისა და

მოწესრიგების აქტუალურობაზე. ამავე დროს, მსგავსი უბედური შემთხვევების დინამიკის ანალიზი

ადასტურებს, რომ საერთო სატრანსპორტო უსაფრთხოების ამაღლება ავტომატურად არ იძლევა

საველოსიპედო გადაადგილების უსაფრთხოების გარანტიას.

განსაკუთრებული რისკის ჯგუფს 18 წლამდე ასაკის მოზარდები და ხანში შესული ადამიანები

წარმოადგენენ. ბავშვებთან დაკავშირებული ინციდენტების მიზეზებია:

ცხოვრობენ ან თამაშობენ ისეთ ადგილებში, რომლებიც არ წარმოადგენენ ბავშვებისთვის

უსაფრთხო გარემოს (როგორც სათამაშო მოედნები და პარკებია);

მანქანის მძღოლები არ ითვალისწინებენ ურბანული დასახლებების სპეციფიკას, სიჩქარის

ლიმიტს და ასევე იმ გარემოებას, რომ ბავშვების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები

Page 52: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

52

სრულად ვერ აფასებენ მიმდინარე საგზაო სიტუაციისას უსაფრთხო მოძრაობის პირობებსა და

შესაძლო შედეგებს.

ხანდაზმულ ადამიანებს რაც შეეხება (ევროპაში ეს ველოსიპედისტთა სულ უფრო მზარდი ჯგუფია),

უბედურ შემთხვევათა მიზეზი მათი არასათანადო ფიზიკური კონდიციებია. გერმანიაში არსებული

სტატისტიკით, დაღუპულ ველოსიპედისტთა მესამედზე მეტი 65 წლის ასაკზე მეტის ხანშიშესული

ხალხია.

ყოველივედან გამომდინარე, უნდა შემუშავდეს უსაფრთოხების კონცეფცია, რომელიც მიზნად

სატრანსპორტო სექტორში ველოსიპედისტების (განსაკუთრებით, ბავშვების, მოზარდებისა და

ხანდაზმულების) უსაფრთხოების ზომების გაზრდას დაისახავს. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს

სკოლებში ბავშვებისა და მოზარდების განათლებას საგზაო მოძრაობისას უსაფრთხოების

საკითხებზე.

ავტომობილის მძღოლის პასუხისმგებლობა

ავტომობილების მძღოლების შედარებით დაბალსიჩქარიანი საგზაო მოძრაობა, ერთ-ერთ

უმნიშვნელოვანეს ხელშემწყობ ელემენტს წარმოადგენს ველოტრანსპორტისთვის დადებითი

გარემოს შესაქმნელად. ამ მხრივ, აუცილებელია საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის

ველოსიპედის სარგებლიანობის განმარტება. საგზაო მოძრაობის მონაწილეებიდან ყველაზე მეტად

დაცულნი ავტომანქანის მძღოლები არიან და იმავდროულად სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე

დიდ საფრთხეს ველოსიპედისტებისთვის. შესაბამისად, რისკის ფაქტორის ზრდა დაკავშირებულია

მანქანის სიჩქარესთან. ჯამში, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობა;

არასწორი გასწრება;

ველოსიპედისტის გაჩერებულ მანქანასთან მიახლოებისას, ავტომობილისტის მიერ კარის

უყურადღებოდ გაღება.

ის მძღოლიც, რომელიც სათანადოდ იცავს საგზაო მოძრაობის წესებს უნდა აცნობიერებდეს, რომ

მისი სატრანსპორტო საშუალების მასამ და სიჩქარემ, შესაძლოა ველოსიპედისტის მიერ დაშვებული

შეცდომისას ამ უკანასკნელის სიცოცხლე იმსხვერპლიოს. ამიტომ, საჭიროა ავტომობილისტთა

ინსტრუქტირება და მათთვის ველოსიპედისტების ტიპიური, ხშირად არასწორი ქმედებების გაცნობა,

Page 53: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

53

რათა მათ საკუთარი ფრთხილი ქცევით შეძლონ ველოსიპედისტების მიერ დაშვებული შეცდომების

კომპენსირება. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს უნდა დაეთმოთ, რადგან მათი ველოსიპედით

მოძრაობის ტრაექტორია შესაძლოა ყოველთვის ვერ გათვალოს ავტომობილის მძღოლმა.

შესაბამისად, თითოეული მძღოლი მზად უნდა იყოს მოძრაობის სიჩქარის შემცირებისა და

დამუხრუჭებისთვის.

ავტოსკოლებში მართვის სწავლებისას ‘’ველოსიპედისტების“ თემატიკის ჩართვა

ავტოსკოლებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩარჩოებში, აუცილებლად უნდა იყოს

განხილული ველოსიპედთან დაკავშირებული საკითხები. ძირითადი აქცენტი ველოსიპედისტებთან

მიმართებაში სწორი ქცევის წესებზე უნდა გაკეთდეს, ვინაიდან სწორედ ისინი უნდა სარგებლობდნენ

გასწრებისა და გზის დათმობის პრიორიტეტით. ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევების

მიხედვით, ხშირად მძღოლები არ არიან ინფორმირებული, რომ 10 წლის ასაკამდე ბავშვები,

ველოსიპედით მოძრაობისას ვალდებულნი არიან ისარგებლონ ტროტუარით. ამ წესის არცოდნა

ცუდი ხილვადობისას მოსახვევებში და გზაჯვარედინებზე, ხშირად სახიფათო სიტუაციების შექმნას

იწვევს. ეს საკითხები შეიძლება დაემატოს თეორიულ კურსს პირობითი სახელწოდებით - ‘’საგზაო

მოძრაობის სხვა მონაწილენი“. თანაც, აქცენტირება მხოლოდ ბავშვ-ველოსიპედისტებზე არ უნდა

გაკეთდეს. განსაკუთრებული ყურადღება მთლიანობაში ველოსიპედისტების, როგორც ბავშვების,

ისე მოზარდებისა და მოზრდილების, ტიპიურ და ხშირად არასწორ ქცევის წესებზე უნდა

გამახვილდეს. ველოსიპედისტებსა და ავტომობილის მძღოლებს შორის კონფლიქტური

სიტუაციების სწორი ანალიზი, მნიშვნელოვნად იმოქმედებს მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ველოსიპედისტების მიმართ: უსაფრთხოების თემატიკა

გერმანიაში რიგი ორგანიზაციებისა, ისეთები როგორებიცაა „გერმანიის ტრანსპორტის

უსაფრთხოების საბჭო“, ან „სრულიად გერმანული საავტომობილო კლუბი“, ფიზიკურ პირებს

უსაფრთხოების საკითხებში ტრეინინგებსა და პროგრამებს სთავაზობენ. ეს პროგრამები, რომლებიც

გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროს მიერაა შემუშავებული, ხელს უწყობენ სატრანსპორტო

მოძრაობის მონაწილეებს შორის კეთილგანწყობილი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, საერთო

Page 54: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

54

უსაფრთხოების ამაღლებას. ასეთ სასწავლო ტრეინინგებში ჩართვა შესაძლოა იყოს წახალისებული,

მაგალითად, მონაწილეებისთვის სადაზღვევო პაკეტებში შეღავათების დაწესებით. მართალია, ამ

შემთხვევაში საჭირო იქნება შეღავათაიანი დაზღვევების ხელსაყრელობაში სადაზღვევო კომპანიების

დარწმუნება.

ველოსიპედისტების სატრანსპორტო პასუხიმგებლობა

უბედური შემთხვევების რისკი ხშირად ველოსიპედისტების ქცევის სხვადასხვა ასპექტებთანაა

დაკავშირებული. მხოლოდ ველოსიპედისტებს, რომლებიც განუხრელად იცავენ საგზაო მოძრაობის

წესებს და ძალუძთ სწორად შეაფასონ მოძრაობის სხვა მონაწილეთა სატრანსპორტო ქცევა, შეუძლიათ

საგრძნობლად შეამცირონ რისკები. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის

სათანადო ზომები უნდა განხორციელდეს შემდგომ სფეროებში:

ბავშვთა და მოზარდთა განათლება სატრანსპორტო საკითხებში (ასაკის შესაბამისად);

პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება;

ველოსიპედისტების ცნობიერების დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლება.

ტრანსპორტის სფეროში ბავშვთა და მოზარდთა განათლების დონის ამაღლება

საგზაო მოძრაობის სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ბავშვებისა და მოზარდების

ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია მათი სათანადო სატრანსპორტო

განათლება. ყოველივეს განხორციელება როგორც მშობლების დახმარებით, ასევე ბაღებსა და

სკოლებში სწავლებითაა შესაძლებელი. გერმანიაში ჩატარებული რიგი კვლევითი პროექტებისა,

მიზნად ველოტრანსპორტის უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტების შესწავლას ისახავდა. ამ

კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო

გარემოს გაუმჯობესება, ბავშვებისა და მოზარდების შემდეგ საკითხებზე კონცენტრირებას

მოითხოვდა:

ადრეული ასაკიდანვე ბავშვის მიერ ველოსიპედით საავტომობილო გზის გადაკვეთის წესების

დაცვის აუცილებლობის გათავისება:

Page 55: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

55

ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება სათანადო მოსამზადებელი წვრთნების საშუალებით

(მაგალითად, ბავშვის გავარჯიშება ორთვალა ან სამთვალა თვითმგორავით) ადრეულ ასაკშივე

ხდება. ეს ვარჯიშები მართვისთვის საჭირო უნარების (სიჩქარის შენელების, წონასწორობის

შენარჩუნებისა და დამუხრუჭების) განვითარებას უწყობენ ხელს. მცირე ავარიები ასეთი საგორავების

გამოყენების შედეგად, ბევრად ნაკლებ დაზიანებებს იწვევენ, ვიდრე ველოსიპედი. კვლევების

მიხედვით, საგორავების გამოყენება ბავშვებში მოტორიკის განვითარებასაც უწყობს ხელს.

სკოლაში ველოსიპედით სიარული:

გერმანიაში ჩატარებულმა მშობელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ველოსიპედით სარგებლობას ჯერ

კიდევ დაბალი კლასის მოსწავლეებს აჩვევენ. იმისათვის, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც

შენარჩუნდეს, აუცილებელია პირველივე კლასიდან არსებობდეს ველოსიპედის სასწავლო კურსები,

რათა შემდგომში ბავშვებმა დამოუკიდებლად და დამაჯერებლად შეძლონ საგზაო მოძრაობის

პროცესში მონაწილეობის მიღება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, აუცილებელია პრაქტიკული

მეცადინეობების განხორციელებაც. გერმანულ სკოლებში შემუშავებულია სპეციალური

გაკვეთილები, რომლებიც საგზაო მოძრაობის პროცესში ბავშვების ინტეგრირებაზე ზრუნავენ.

ბუნებრივია, მშობლების როლი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ბავშვმა უსაფრთხოდ

იმგზავროს ველოსიპედით სკოლაში.

ველოსიპედით გადაადგილება მხოლოდ ჩაფხუტით

ჩაფხუტის ტარების მნიშვნელოვან ფაქტორს ის გარემოება წარმოადგენს, რომ დაცემის შემთხვევაში

ჩაფხუტი ველოსიპედისტს თავის ტრავმისგან იცავს.

არსებული „საველოსიპედო“ ტრადიციებიდან და შესაბამისი კანონმდებლობების

თავისებურებებიდან გამომდინარე, მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია (ავსტრალია, კანადა,

ჩეხეთი, ფინეთი, ისლანდია, ახალი ზელანდია, შვედეთი და აშშ) ჩაფხუტის ტარება აუცილებელი.

ისეთ ქვეყნებში, როგორც დანია და ჰოლანდიაა (სადაც ჩაფხუტის ტარება არ არის აუცილებელი)

ველოსიპედისტთა დაზიანებებისა და ფატალური შედეგების დაბალ პროცენტს, სპეციალისტები ამ

ქვეყნებში არსებულ მაღალ საველოსიპედო კულტურას, სათანადო განათლებასა და დახვეწილ

ინფრასტრუქტურას მიაწერენ.

Page 56: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

56

გერმანიაში ამ ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის თავისებურებების და შესაბამისი ორგანოების

მიერ კონტროლის განხორციელების სირთულის გამო, ჩაფხუტის ტარება არ წარმოადგენს

სავალდებულო წესს. ამიტომ, ამ ქვეყნის ხელისუფლება აქცენტს ადრინდელი ასაკიდან ბავშვების

სათანადო განათლებაზე და ჩაფხუტის ტარების აუცილებლობასთან მიმართებაში მოქალაქეების

თვითშეგნებაზე აკეთებს. ბავშვისთვის ჩაფხუტის ტარება ბუნებრივ პროცესად იქცევა, თუკი

მშობელი თავად ატარებს ჩაფხუტს და მასაც ჩაფხუტის ტარებას პატარა ასაკიდანვე მიაჩვევს.

სკოლებში შესაბამისი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, სადაც აქცენტი ჩაფხუტის გამოყენების

აუცილებლობაზე იქნება გაკეთებული და მისი ტარება სკოლებში სავალდებულოდ გამოცხადდება.

როგორც გერმანული გამოცდილება გვიჩვენებს, შესაბამისი სასკოლო ღონისძიებებისას, სკოლების

დირექციებსა და მშობლებს შორის ასეთი ტიპის შეთანხმებები ხშირია. ჩაფხუტის შეძენისას

ყურადღება უნდა მიექცეს მის ზომას, მოხერხებულობას, ასევე იმ გარემოებას, რომ ჩაფხუტი არ

აბრკოლებდეს ხილვადობასა და სმენადობას.

ინსტრუქტორების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

ინსტრუქტორთა კადრების მომზადების დროს, აუცილებელია ყურადღება დაეთმოს

‘’სატრანსპორტო აღზრდის’’ თემატიკას. მათი კვალიფიკაციის ამაღლებისას, უნდა დამუშავდეს

ისეთი თემები, როგორიცაა ‘’ველოსიპედის გამოყენება ადრეულ ასაკში’’. მნიშვნელოვანია, რომ

მსგავსი პროექტების დაფინანსებაში აქტიურად ჩაერთონ რაიონული ადმინისტრაციები.

სასურველია ასევე, მოცემულ პროცესებში სკოლების სრული უმრავლესობის ჩართულობა და, რაც

მთავარია, სკოლის ბიუჯეტი სატრანსპორტო აღზრდის ხარჯზე არ უნდა იზოგებოდეს.

ველოსიპედისტებში პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება და კანონსაწინააღმდეგო

მოქმედებების აღმკვეთი ღონისძიებები

ველოსიპედისტებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობა დღემდე პრობლემას

წარმოადგენს. დღესდღეობით, ამ კუთხით, არ არსებობს საგანმანათლებლო კოორდინირებული

პროგრამა. პასუხისმგებელმა ორგანოებმა უნდა წამოიწყონ ამ მხრივ ქმედითი ზომების გატარება.

წესის დამრღვევი ველოსიპედისტების მიმართ უნდა გატარდეს შესაბამისი სანქციები და

Page 57: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

57

დაკისრებული ჯარიმები პირდაპირპროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს ველოსიპედისტების

მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ გადაცდომებს.

მიზნები

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდი და ხანდაზმული ველოსიპედისტების

უსაფრთხოებას, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ მომატებული რისკების შემცველ ჯგუფებს.

მათი უსაფრთხოების მიზნით შემდეგი ზომები უნდა გატარდეს:

გაუმჯობესდეს სატრანსპორტო გარემო და გაკეთდეს აქცენტირება საგზაო მოძრაობის

მონაწილეთა ერთობლივ პასუხისმგებლობაზე

განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებების ხარისხისა და გზების უსაფრთხოების

ხარისხის ზრდა.

ველოსიპედისტებში „უსაფრთხოების ზრდა“, ბუნებრივია, უბედურ შემთხვევათა რიცხვის საგრძნობ

კლებაში უნდა აისახებოდეს. თანაც, ყოველივე უნდა განხორციელდეს ველოსიპედისტთა საერთო

რაოდენობის ზრდის პირობებში. იდეაში, ველოსიპედისტთა რაოდენობის ზრდამ, სატრანსპორტო

მოძრაობის სხვა მონაწილეთა პასუხისმგებლობის (სიფრთხილის) ზრდაც უნდა გამოიწვიოს. ეს

ყოველივე მიღწევადია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის ველოსიპედისადმი მეგობრული

დამოკიდებულების სტიმულირებით.

სტრატეგიული მიზნები და მისაღები ზომები

ველოსიპედისტთა უსაფრთხოების განმტკიცებისადმი მიმართული სტრატეგია უსაფრთხოების

ზრდის ყოვლისმომცველ ღონისძიებათა შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს. ყოველივე, ერთი მხრივ,

გულისხმობს საველოსიპედო ინფრასტრუქტურაში არსებული სუსტი წერტილების

იდენტიფიკაციასა და აღმოფხვრას და, მეორე მხრივ, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა

პასუხიმგებლობის განმტკიცებას, მათი სატრანსპორტო საშუალებების მონაცემებისა და საფრთხის

შემცველი რისკების გათვალისწინებით.

Page 58: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

58

ასევე მნიშვნელოვანია უბედურ შემთვევათა დინამიკის ანალიზი და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი

ზომების გამომუშავება ისეთი რელევანტური ასპექტების გათვალისწინებით, როგორებიცაა

ინცინდენტების ადგილმდებარეობა, გამომწვევი მიზეზები და დაზარალებულ ველოსიპედისტთა

ასაკობრივი ჯგუფები. მთლიანობაში ეს მუშაობა შესაბამისი უწყებებიდან მიღებულ სტატისტიკურ

მონაცემებს უნდა ეყრდნობოდეს.

პასუხიმგებლობით ქმედება სატრანსპორტო მოძრაობისას

როგორც ითქვა, უსაფრთხოების თვალსაზრისით საერთო სატრანსპორტო სისტემაში სახელმწიფოს

პასუხიმგებლობა საგზაო მოძრაობის ცალკეული მონაწილეების (ავტომანქანებისა და

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, ფეხით მოსიარულეები, მოტოციკლეტისტები,

ველოსიპედისტები) საერთო პასუხისმგებლობას არ უნდა გამორიცხავდეს. რასაკვირველია,

ველოსიპედისტები სათანადოდ უნდა მოეკიდნონ საგზაო მოძრაობის წესების შესრულებას და

გაიზიარონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი წვლილი

უნდა შეიტანოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხში: სათანადოდ დაიცვას საგზაო

მოძრაობის წესები და სხვის მიერ ჩადენილი შეცდომების განეიტრალებას, საკუთარი სიფრთხილის

ხარჯზე ეცადოს. სატრანსპორტო აღზრდის სფეროში ჩატარებული კამპანია, მიზნობრივ ჯგუფთა

სპეციფიკის გათვალისწინებით, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისადმი უნდა იყოს მიმართული.

ეს ყოველივე უდაოდ ხელს შეუწყობს სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და საერთო სატრანსპორტო

კლიმატის გაუმჯობესებას.

საიმედო სატრანსპორტო საშუალებები

ტექნიკურად გამართული და ფუნქციონალურად სრულყოფილი ველოსიპედი უსაფრთხო

მგზავრობის ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა. ამის საპირისპიროდ, რისკის დიდ ფაქტორს

არასაიმედო, გაუმართავი ველოსიპედი წარმოადგენს, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგის

მიზეზიც გახდეს. ამიტომ ჯარიმები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევებს (მათ

შორის ტექნიკურად გაუმართავი ველოსიპედების მფლობელებს) ეკისრებათ, არ უნდა განვიხილოთ

როგორც ჩინოვნიკური ძალმომრეობის გამოხატულება, არამედ როგორც უსაფრთხო მგზავრობის

Page 59: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

59

ერთგვარი გარანტია. საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილემ ჯარიმა უნდა აღიქვას, როგორც ‘’ultima

ratio” – „უკანასკნელი/მკაფიო არგუმენტი“ სატრანსპორტო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

ველოსიპედის რეგულარული პროფილაქტიკა და ტექნიკური დათვალიერება ისევე მნიშვნელოვანია,

როგორც ჩაფხუტისა და შორიდან შესამჩნევი ტანსაცმლის (უსაფრთხოების ჟილეტის) ტარება.

ცხადია, უსაფრთხოების მოთხოვნები არა მხოლოდ ველოსიპედისტების, არამედ სხვა

სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართაც უნდა ვრცელდებოდეს.

ველოსიპედის ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება

ველოსიპედისა და ველოსიპედის მისაბმელის ტექნიკური უსაფრთხოება იმ აღჭურვილობის ხარჯზე

უნდა გაიზარდოს, რომელიც თანამედროვე დონის უსაფრთხოების მოთხოვნებს შეესაბამება

(მაგალითისთვის, მუშა მუხრუჭი, 12 ვოლტიანი გამნათებელი სისტემის გამოყენებაზე ნებართვა,

ბავშვების გადასაყვანად საჭირო მისაბმელის მიერთება და სხვა). გარდა აღნიშნულისა, წესრიგში

უნდა იყოს მოყვანილი სარკეების სისტემა და ველოსიპედისტებს ნება უნდა დაერთოთ გამოიყენონ

ისეთი ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ვიდეოკამერა, აკუსტიკური შეტყობინებები (ინფორმაცია),

ინფრაწიტელი ტექნიკა დ ა.შ.

საიმედო გზები

ველოსიპედისტები, ისევე როგორც საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები, მოსახერხებელ და

საიმედო პირობებში უნდა გადაადგილდებოდნენ. თუმცა, ველოტრანსპორტის

ინფრასტრუქტურისთვის არ არის აუცილებელი დამოუკიდებელი ველოტრასების არსებობა.

ყურადღება უნდა მიექცეს საიმედო პარკირებისთვის გასატარებელი ზომების რეალიზაციასა და

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ტრანსპორტირების შესაძლებლობას.

გერმანიაში არსებული ინფრასტრუქტურის მაგალითზე ირკვევა, რომ არსებობს მთელი რიგი

ველოტრანსპორტის კომპლექსებისა, რომლებიც მომხმარებელს ველოტრანსპორტის გამოყენების

საუკეთესო პირობებს უქმნის. შემუშავებულია რეკომენდაციები, სადაც გზების მშენებლობის

სხვადასხვა ფორმები და პარამეტრებია აღწერილი. ქალაქებში (სადაც მთავარი როლი განკუთვნილი

აქვს პროექტს - ‘’ქალაქი ველოსიპედისტებისთვის’’) ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ

ველოსიპედისტებისთვის ეფექტიანი ხელშეწყობა მხოლოდ სათანადო ველოსატრანსპორტო

Page 60: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

60

ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ ინფრასტრუქტურის არარსებობის

შემთხვევებში განსხვავებული სურათი შეინიშნება. მიზეზები და ფორმები სხვადასხვაა: ხშირად

აღინიშნება გამჭოლი ველოსატრანსპორტო ქსელების, ანდაც შესაძლებელი მარშრუტების

მაჩვენებლების უხარვეზო სისტემის არქონა. ზოგიერთ ქუჩებზე მოწყობილი კომპლექსები არ

აკმაყოფილებენ ველოსიპედისტთა მოთხოვნებს, შესაბამისად ისინი არ ან ვერ იყენებენ მოცემულ

კომპლექსებს. ასევე არ ხდება გზების მშენებლობასთან დაკავშირებული წესების დაცვა, რასაც

მივყავართ გარკვეულ ნეგატიურ შედეგებამდე, დაწყებული საავარიო სიტუაციების შექმნით და

დამთავრებული უბედური შემთხვევებით.

ველოსატრანსპორტო ქსელის განვითარება

ძირითად იდეას, რომელიც საფუძვლად უდევს ველოტრანსპორტის კომპლექსების განვითარების

რეკომენდაციებს, ველოტრანსპორტის ქსელის ისეთი ორგანიზება წარმოადგენს, რომელიც ხელს

შეუწყობს ველოსიპედის, როგორც სრულფასოვანი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას.

ამისთვის საჭიროა ველოსატრანსპორტო ქსელების მოწყობა ადგილობრივ, რეგიონალურ და

რეგიონთაშორის დონეზე. ძირითადად, ასეთი ქსელები ქალაქის რაიონებისა და უბნების გამჭოლი

მოძრაობის საფუძველზე იქმნება. ქსელების დასამუშავებლად, აუცილებელია ველოტრანსპორტის

ირგვლივ არსებული ვითარებისა და სამომავლო მიზნების ანალიზი. აუცილებელია გავმიჯნოთ

მოკლევადიანი ღონისძიებები (მაგალითად, ცალმხრივი ქუჩების გამოყენება, ჩიხებთან

მანიშნებლების დაყენება, გადასასვლელების ორგანიზება და ა.შ.) და საშუალოვადიანი

პერსპექტივები (სამშენებლო ღონისძიებები, რომლებიც როგორც წესი, სწრაფი მოძრაობის ქუჩებზე

საველოსიპედო ბილიკებისა და ზოლების გამოყოფას გულისხმობენ). ყოველივესთან მიმართებაში,

მნიშვნელოვან ელემენტს მაჩვენებლების მწყობრი სისტემა წარმოადგენს. ასევე, ველოგზების

მაგისტრალთან სიახლოვეში მშენებლობა, ველოსიპედის უსაფრთხო გამოყენების შესაძლებლობას

მნიშვნელოვნად გაზრდის.

გერმანიაშიც კი, ხშირ შემთხვევაში ველოსიპედისტები სავალ ნაწილს ავტომობილისტებთან იყოფენ,

რაც სივრცის სიმწირით, ახალი გზების ნაკლებობით, ანდაც არსებული გზების

რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების არქონითაა გამოწვეული. საგზაო მოძრაობის

ნორმებით გათვალისწინებული სატრანსპორტო ნაკადების შემცირება, რომელთა რეალიზაცია

Page 61: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

61

ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკისრებათ, გზებზე უბედური შემთხვევების კლების წინაპირობას

წარმოადგენს.

8. კვლევებისა და დაგროვილი გამოცდილების შედეგების გათვალისწინება

სატრანსპორტო მობილობის შესწავლისას მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს და

ველოტრანსპორტის მოთხოვნილებებისა და მისი განვითარების ხელშეწყობის ნებისმიერ ასპექტს

ითვალისწინებდეს. აქტუალური და პრობლემური საკითხების ჩამოთვლისა და დახასიათების

გარდა, კვლევა მათი გადაწყვეტის გზებსაც უნდა შეიცავდეს. საუბარია სატრანსპორტო პოლიტიკაში

სხვადასხვა კონცეფციების მომზადებასა და მათ დასანერგად საჭირო ღონისძიებებზე,

შესამუშავებელ კანონმდებლობაზე და პერსპექტივაში შემდგომი განვითარებისთვის ჩასატარებელ

კვლევებზე. ახალმა კვლევებმა ინტეგრირებულ სატრანსპორტო პოლიტიკაში ველოტრანსპორტის

როლის გაძლიერებას უნდა შეუწყონ ხელი.

გერმანიაში საველოსიპედო ფედერაციის (Bund Deutscher Radfahrer) სახსრებით, ჩატარდა რიგი

კვლევებისა, რომელთა ინიციატორები იყვნენ:

ტრანსპორტის, მშენებლობისა და საცხოვრებელი ფონდების ფედერალური სამინისტრო

(ფედერალურ საგზაო უწყებასთან ერთად)

გარემოს, ბუნების დაცვისა და რეაქტორების უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო

(გარემოს დაცვის ფედერალურ უწყებასთან ერთად)

განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო (რაინლანდის

ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობის უწყებასთან (TÜV Rheinland)) ერთად.

კვლევები მიზნად ისახავდნენ:

ველოტრანსპორტის მნიშვნელობისა და როლის განსაზღვრას

სპეციფიკური ჯგუფების განსაზღვრას ( ბავშვები, ხანშიშესულები)

ტექნიკური საკითხების განსაზღვრას ( უსაფრთხოებისა და ეკიპირების სტანდარტების

დაწესება)

Page 62: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

62

ველოგზების კოორდინაციას და საერთო სატრანსპორტო სისტემაში (მათ შორის

გრძელმანძილიან მარშრუტებსა და გზებზე) ინტეგრირებას

ველოტრანსპორტის პოტენციალის განსაზღვრას და ქალაქების ინტეგრირებულ

სატრანსპორტო სისტემაში დაგეგმარებას

ქალაქებში ველოსიპედისტებისთვის მოსახერხებელი უბნების ინფრასტრუქტურულ

კეთილმოწყობას

ხარვეზების გამოსავლენად სიტუაციური ანალიზის ჩატარებას, მათი აღმოფხვრის გზების

განსაზღვრას

საგზაო მოძრაობაში ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხო მონაწილეობას

დამცავი საშუალებების გამოყენების სტიმულირებას

გზებზე საკვანძო პუნქტების ინფრასტრუქტურულად სრულყოფას

სატრანსპორტო-ტექნიკური თვალსაზრისით ველოტრანსპორტის კომპლექსების შეფასებას

ცალმხრივი და ორმხრივი მოძრაობისას ქუჩებში სატრანსპორტო უსაფრთხოებას

გაჩერებებზე საველოსიპედო ინფრასტრუქტურის გამართულობის ანალიზს

ველოგზების და საფეხმავლო გზების ჰარმონიზაციას

ველოსატრანსპორტო კომპლექსების მიმზიდველობის შეფასებას

ველოტრანსპორტის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალების

პოპულარიზაციას

სხვადასხვა სამოდელო პროექტებს (მაგალითად, გარკვეულ ქალაქებში ეკოლოგიურად

სუფთა მგზავრობა საყიდლებზე, ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის

მოხერხებული, მობილური ქალაქის განვითარება)

ველოტრანსპორტის ყოველდღიური გამოყენებისას მოქმედი ფაქტორების და მოტივების

ანალიზს.

ველოტრანსპორტი საქართველოში: ანალიზი, უპირატესობები და პერსპექტივები.

დღევანდელ საქართველოში, სადაც 900 ათასამდე სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული,

სულ უფრო მზარდი ინტენსივობით დგება გარემოს დაცვის საკითხი. ნახშირორჟანგის გაზის - CO2-

Page 63: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

63

ის გამოყოფა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილია,

სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ,

ველოსიპედის დადებითი როლი სათანადოდაა დასაფასებელი. ევროპის ქვეყნების გამოცდილება

ცხადყოფს, რომ ველოსიპედი, როგორც ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის განუყოფელი

ნაწილი, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს არა მხოლოდ მგზავრების მობილურობას,

არამედ ეკოლოგიური მდგომარეობის საგრძნობლად გაჯანსაღებას. რეგიონებში, რომლებიც

გამოირჩევიან მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, სადაც განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული მავნე ეფექტები (საცობები, ხმაური, მავნე

ნივთიერებების გამონაბოლქვი), ველოტრანსპორტი მნიშვნელოვნად ზრდის სატრანსპორტო

სისტემის ეფექტურობას და ამცირებს გარემოზე ტრანსპორტის მავნე ზემოქმედებას.

ველოტრანსპორტს, სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, მაღალი ეფექტურობა და

დაბალი ღირებულება გააჩნია, რაც სატრანსპორტო სექტორში ხარჯების შემცირების შესაძლებლობას

იძლევა და, ამდენად, მოკლე დისტანციებზე მიზანშეწონილ და ეფექტურ ალტერნატივას

წარმოადგენს.

მიზნებისა და ძირითადი პოზიციების განსაზღვრა

უკანასკნელ წლებში ველოსიპედით გადაადგილება ერთობ პოპულარული გახდა. ველოსიპედის

გამოყენება გამართლებულია როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ასევე თავისუფალ და

დასვენების დროსაც. ველოსიპედის გამოყენება ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ხელს უწყობს

ხალხის მობილურობას, აუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს და ცხოვრების პირობებს.

ველოტრანსპორტის სათანადო სფეროებში უფრო ფართოდ გამოყენება, როგორც საჯარო, ისე კერძო

სექტორის დაინტერესებისა და მხარდაჭერის საგანს უნდა წარმოადგენდეს.

ველოტურიზმი ეროვნული ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთ მზარდ სფეროდ და ხელშემწყობ

ფაქტორად გვესახება. ის მიმზიდველობას მატებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ამას გარდა,

ველო-ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს სამუშაო ადგილების გაჩენასა და

მოსახლეობის დასაქმებას.

არსებული ძალისხმევის მიუხედავად, ველო-ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ

აღიარებული და ვერ უწევს მეტოქეობას სხვა ფართოდ გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

Page 64: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

64

განვითარების გეგმის მიზანს ასევე წარმოადგენს სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში

ველოსიპედის, როგორც გონივრული ალტერნატივის გამოყენების წახალისება არა მხოლოდ

თავისუფალ დროსა და დასვენებისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ველოტრანსპორტის

აქტიური გამოყენება ხელს შეუწყობს ქალაქის განტვირთვასა და გარემოს ეფექტურ დაცვას.

ღონისძიებათა პაკეტის საერთო ნაწილში აუცილებელია იმ ფაქტორებზე საუბარი, რომლებიც

უზრუნველყოფენ (განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის) ველოსიპედით

გადაადგილებისას უსაფრთხოების ზომების უწყვეტად გაუმჯობესებას.

ველოტრანსპორტის უსაფრთხოდ გამოყენების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია დაგეგმილი

ზომების სისტემატურად განხორციელება. შესაბამისად, საველოსიპედო ინფრასტრუქტურის

განვითარებასთან ერთად, საჭიროა აღმასრულებელი სახელისუფლებო სტრუქტურების, ძალოვანი

უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების

ჩართულობა და ურთიერთქმედება.

ჯამში, მოცემული მიზნის მიღწევა მხოლოდ საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი

ძალისხმევითაა შესაძლებელი.

უპირველესი მნიშვნელობის ამოცანებია:

ველოსიპედი გახდეს ინტეგრირებული სატრანსპორტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი,

გრძელვადიანი მობილურობის სამაგალითო მოდელი;

სათანადოდ იყოს გათვალისწინებული ტრანსპორტის ურბანული და ტერიტორიული

განვითარებისა სხვა და სხვა კონცეფცია.

ყოველივე ნათლად ჩანს ევროპული ქვეყნების მაგალითზე. ჰოლანდიაში ველოსიპედის

მომხმარებელთა რაოდენობა ზოგადად 27% შეადგენს, ხოლო ცალკეულ ქალაქებში 40% აღწევს.

შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უსაფრთხოების ზომების დახვეწასთან ერთად,

მნიშვნელოვანია უახლოეს წლებში საქართველოში ველოტრასპორტის მომხმარებელთა რიცხვის

საგრძნობლად გაზრდა.

Page 65: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

65

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მმართველობათა პასუხისმგებელმა პირებმა ხელი

შეუწყონ ველოტრანსპორტთან დაკავშირებული კონკრეტული და სამომავლო მიზნების

სრულყოფილად განსაზღვრას და განხორციელებას. მიზანმიმართულად წარმოჩინდეს

ველოტრანსპორტის, როგორც სატრანსპორტო სისტემის განუყოფილი ნაწილის დადებითი მხარეები.

მოკლე და საშუალოვადიანი მიზნების განსაზღვრისას, აუცილებელია, უკვე მოსამზადებელ ეტაპზე,

რეალურად შეფასდეს მოცემული მიზნის მისაღწევად არსებული შესაძლებლობები და გაკეთდეს

გარკვეული ეკონომიკური გათვლები. კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე სახელმწიფო

სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ აღნიშნული

პროცესის მონიტორინგსა და კონტროლს.

საქართველოში ველოტრანსპორტით სარგებლობის საკანონმდებლო მოწესრიგების

აქტუალურობაზე, ბოლო წლებში ველოსიპედისტების მონაწილეობით მომხდარი საგზაო

შემთხვევების სტატისტიკაც მეტყველებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით,

(ინახოს წერილი. სამმართველო, დეპარტამენტი) 2006-2013 წლებში 197 საგზაო შემთხვევის დროს

დაშავდა 195 და დაიღუპა 14 ადამიანი. (არითმეტიკულად არ გამოდის)

საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირება (ბოლოსიტყვაობა)

ველოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების, არამედ

საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ერთობლივ და კოორდინირებულ საქმიანობას წარმოადგენს.

ამიტომ, საველოსიპედო ტრანსპორტის განვითარების ნაციონალური გეგმის წარდგენით,

ხელისუფლება მოუწოდებს ვრცელი დისკუსიის წამოწყებისკენ, რომელიც ველოტრანსპორტთან

დაკავშირებულ მრავალ ასპექტს მოიცავს. ცალკეული წინადადებები, ზომები და რეკომენდაციები

წინაპირობაა ველოსიპედის გამოყენების პერსპექტივების განსასაზღვრავად. შესაბამისად, მსგავსი

დისკუსიის წარმართვა, პირველ რიგში ხელს შეუწყობს:

Page 66: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

66

მოსახლეობის სრულფასოვნად ინფორმირებულობას

სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ჩართულობას

ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების განვითარებას

გრძელვადიანი სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

დიალოგის გამართვა თემაზე „საქართველოში საველოსიპედო ტრანსპორტის განვითარების

ნაციონალური გეგმა“ (ინტერნეტ-სივრცეში ელექტრონული ვერსიის განთავსებით)

შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურების მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოების

წარმომადგენელთა შორის ურთიერთკონსულტაციების წახალისება; მხარეების მიერ

რეკომენდაციების შემუშავება

უცხოელი ექსპერტების მოწვევით სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება.

კომუნიკაცია და თანამონაწილეობა „საქართველოში საველოსიპედო ტრანსპორტის განვითარების

ნაციონალური გეგმის“ განხორციელებაში გადამწყვეტ ფაქტორად გვესახება.

Page 67: საქართველოს ეკონომიკისა ტრანსპორტის სააგენტო … transporti/Final Sept'15.pdf · 1 საქართველოს

67