33
1 თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი ლიტერატურის კითხვის გავლენა მეტყველების განვითარებაზე დაწყებით კლასში დაწყებითი საფეხურის პედაგოგის მედეა ურუშაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2018-1019წ.

თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

  • Upload
    others

  • View
    7

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

1

თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა-ლიცეუმი

მწიგნობართუხუცესი

ლიტერატურის კითხვის გავლენა მეტყველების განვითარებაზე დაწყებით კლასში

დაწყებითი საფეხურის პედაგოგის მედეა ურუშაძის პედაგოგიური პრაქტიკის

კვლევის ანგარიში

2018-1019წ.

Page 2: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

2

სარჩევი

შესავალი---------------------------------------------------------------------------

თავი I

1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა---------------------------------------------

1.2 კვლევის მიზანი---------------------------------------------------------------

1.3 კვლევის ამოცანები-----------------------------------------------------------

თავი II

პრობლემის აქტუალობა----------------------------------------------------------

თავი III

ლიტერატურული მიმოხილვა--------------------------------------------------

თავი IV

4.1კვლევის მეთოდოლოგია-----------------------------------------------------

4.2 სამიზნე ჯგუფი----------------------------------------------------------------

4.3 შერჩევა-------------------------------------------------------------------------

4.4გამოკითხვის მეთოდები-----------------------------------------------------

თავი V

შედეგების ანალიზი--------------------------------------------------------------

5.1მოსწავლეთა კითხვარის ანალიზი-------------------------------------------

5.2 მშობელთა კითხვარის ანალიზი--------------------------------------------

5.3 მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფის ანალიზი---------------------------------

5.4 ჩართული დაკვირვების შედეგები------------------------------------------

Page 3: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

3

თავი VI

6.1 სავარაუდო ინტერვენციები------------------------------------------------

6.2 ინტერვენციების შეფასება--------------------------------------------------

6.3ინტერვენციებით განხორციელებული შედეგები-----------------------

თავი VII

7.1კვლევის მიგნებები---------------------------------------------------------------

7.2რეკომენდაციები------------------------------------------------------------------

7.3კვლევის თვითკრიტიკა----------------------------------------------------------

თავი VIII

8.1კვლევის ვადები-----------------------------------------------------------------

8.2ბიბლიოგრაფია ------------------------------------------------------------------

8.3 დანართები ----------------------------------------------------------------------

თავი IX

რეფლექსია-------------------------------------------------------------------------

Page 4: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

4

შესავალი

ნაშრომი ეკუთვნის თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმ

„მწიგნობართუხუცესის“ დაწყებითი საფეხურის პედაგოგ მედეა ურუშაძეს.ჩვენი

სკოლის I კლასებში სწავლობს 116 მოსწავლე. 63-ვაჟი და 53 გოგონა .

მეტყველებაში არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების დასადგენად ჩატარდა

კვლევა. კვლევის რეკომენდაციები დაეხმარება მსგავსი პრობლემით

დაინტერესებულ კოლეგებს.ნაშრომი შედგება 9 თავისაგან. I თავში მოცემულია

საკვლევი საკითხის მიმოხილვა,კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები. II თავი

ეხება პრობლემის აქტუალობას.III თავში განხილულია ლიტერატურული

მიმოხილვა,IV თავში კი კვლევის მეთოდოლოგია.Vთავში წარმოდგენილია კვლევის

საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი , VI თავში განხილულია- სავარაუდო

ინტერვენციები. VII თავი ეხება კველევის მიგნებებს . VIII თავში მოცემულია

ბიბლიოგრაფია და დანართები. IX თავი ეთმობა რეფლექსიას.

თავი I

1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა

კვლევის საფუძველი გახდა კათედრის სხდომაზე დაფიქსირებული მოსაზრება

პირველ კლასელათა მეტყველების პრობლემაზე.მიუხედავად იმისა რომ არცერთ

მოსწავლეს არ უფიქსირდება მეტყველების პრობლემა სამედიცინო კუთხით,

კოლეგების თქმით ბავშვებს არ აქვთ საჭირო სიტყვათა მარაგი,უჭირთ სწორ დროში

მეტყველება და აზრის გადოცემა გამართული წინადადებით. მსგავსი პრობლემა

არსებობს ჩემს კლასში, კერძოდ მოსწავლეების მეტყველებაში შეინიშნება

ხანგძლივი პაუზები, ერთი და იგივე სიტყვების ხშირი გამეორება და ასევე

წინადადების დაწყება უმნიშვნელო სიტყვებით „ისა რა ქვია“, „ჰოდა“. შესაბამისად

გადავწყვიტე გამომეკვლია რა შეიძლება ყოფილიყო გამომწვევი მიზეზები და

მომეძებნა პრობლემის გადაჭრის გზები.პრობლემის გამომწვევი მიზეზები შეიძლება

იყოს :

მოსწავლეები მეტ დროს უთმობენ სატელევიზიო გადაცემებს,კომპიუტერულ

ან მობილურ თამაშებს ვიდრე ადამინებთან კომუნიკაციას.

მოსწავლეეებისთვის ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა და შემდგომ

მათი განხილვა ნაკლებ სასიამოვნოა ვიდრე ვირტუალური თამაშები,რაც ხსნის

სიტყვათა მარაგის სიმწირეს.

Page 5: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

5

მოსწავლეები სასწავლო ტექსტებს სწავლობენ ზედაპირულად მოვალეობის

მოხდის მიზნით, არ ახდენენ წაკითხულის შესახებ მსჯელობას

მასწავლებელთან, მშობლებთან ან თანატოლებთან.

ოჯახის დამოკიდებულება წიგნიერებისა და გამართული მეტყველების

მიმართ არასრულფასოვანია.

1.2 კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია დაწყებითი კლასის მოსწავლეებში(კონკრეტულად პირველი

კლასის მოსწავლეებში)სასწავლო პროცესში მეტყველებასთან დაკავშირებული

პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა და მოცემული პრობლემის

გადაჭრის ოპტიმალური გზების მოძიება, რომლებიც აამაღლებს მოსწავლეებში

ლიტერატურის კითხვის სურვილს,გაამდიდრებს მათ სიტყვათა მარაგს და

გააუმჯობესებს მოსწავლეთა მეტყველებას,რაც მათი მაღალი აკადემიური მოსწრების

საწინდარია.

1.3 კვლევის ამოცანები

დაკვირვება თითოეული მოსწავლის მეტყველებაზე

მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვა

ფოკუს ჯგუფის შექმნა მასწავლებელთათვის და დისკუსიის გზით პრობლემის

გამომწვევი მიზეზებისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება .

მონაცემთა ანალიზი

შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია.

II თავი

2.1 პრობლემის აქტუალობა

სწორი და გამართული მეტყველება ადამიანის განვითარების ერთ-ერთი

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან აზროვნება ენა და მეტყველება მჭიდროდაა

ერთმანეთთან დაკავშირებული.წიგნიერებისა და სწორი მეტყველების უნარჩვევის

ჩამოყალიბება ეხმარება მოსწავლეს წინსვლასა და მაღალი აკადემიური მოსწრების

მიღებაში.

Page 6: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

6

მას შემდეგ, რაც კათედრაზე გაჟღერდა მოსწავლეებში არსებული მეტყველების

პრობლემის შესახებ და ეს პრობლემა ანალოგიურად ეხებოდა ჩემს კლასსაც,

გადავწყვიტე საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე მეწარმოებინა კვლევა არსებულ

საკითხთან დაკავშირებით და მომეძებნა პრობლემის გაუმჯობესების გზები.რა

საკვირველია პრობლემის მოგვარების პირველი საფეხურია მოძებნო პრობლემის

გამომწვევი მიზეზები.პრაქტიკული კვლევის წარმოება გულისხმობს არა მხოლოდ

მიზეზების დადგენას, არამედ კოლეგებისთვის მოსაზრებების გაზიარებას,

გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას და საბოლოოდ სასურველი შედეგის

მიღწევას. მიღებული შედეგების გააანალიზება გამოააშკარავებს პრობლემის

გამომწვევ მიზეზებს და ნათელს გახდის საჭირო ქმედებებს, რომლის

განხორციელების შემთხვევაშიც ამაღლდება ლიტერატურის კითხვის

მოტივაცია,გაუმჯობესდება მოსწავლეთა მეტყველება. ჩატარებული კვლევა და

მოცემული რეკომენდაციები კი დაეხმარება კოლეგებს ვისაც მსგავსი პრობლემა

გააჩნია თავის კლასში.

IIIთავი

3.1ლიტერატურული მიმოხილვა

გამართული მეტყველება

ზოგადად ადამიანს შეუძლია ლამაზად აზროვნება,მაგრამ არ შეუძლია საკუთარი

აზრების აზრების ასევე ლამაზად გადმოცემა.ბევრი ადამიანისთვის ეს მოვლენა

გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს.ხშირია როცა პიროვნების გაუმართავი

საუბრის მიღმა გარკვეული დორის შემდეგ ინტელექტის საოცარი მარაგი

აღმოჩნდება ხოლმე,თუმცა ამის ღმოჩენას სჭირდება დრო,რომლის ნაკლებობაც სულ

უფრო თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფორმაციით დატვირთულ XXI საუკუნეში.

მოსწავლეებს ლაპარაკის დროს ჩვევად აქვთ უმნიშვნელო სიტყვების „ისა“-ს ხშირად

გამოყენება,ზოგი კი რის თქმასაც უნდა აპირებდეს ყველაფერს „ისა რა ქვია“-თი ან

„ჰოდა“-თი იწყებს.კითხვის და ლაპარაკის დროს ზოგი მრავალჯერ უბრუნდება

ერთსა და იმავეს,იწყებენ წინადადებას,შემდეგ შუაში წყვეტენ და ისევ იმავეს

იმეორებენ,რაც უკვე თქვეს.ზოგიერთ კი მეტყველებისას დიდ პაუზებს

აკეთებს,რადგან ვერ პოულობს საჭირო სიტყვებს,მწირი ლექსიკის გამო.

Page 7: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

7

კითხვის მნიშვნელობა

ლექსიკის სიმდიდრეს კი ლიტერატურის კითხვა უზრუნველყოფს.როგორც

ინტერნეტ გაზეთ mastsavlebeli.ge-ზე სტატიაში „კითხვის მნიშვნელობა „

ვკითხულობთ , ნათქვამია- განათლების სპეციალისტები თანხმდებიან იმის შესახებ

,რომ ბავშვის ლექსიკის ძირითადი ნაწილის განვითარება სწავლების პროცესში არ

ხდება,ბევრი მკვლევარი დარწმუნებულია რომ სწორედ კითხვა და არა ზეპირი

მეტყველება ახდენს მეტ ზეგავლენას ლექსიკურ სიმდიდრეზე.

როგორც ირინა სამსონია ამბობს მის წიგნში “წიგნიერება“ კარგი მკითხველის

უმთავრესი მახასიათებელი თავისუფლად კითხვაა.ეს იმას ნიშნავს რომ მკითხველი

ავტომატურად შიფრავს და კითხულობს სიტყვებს,აჯგუფებს ან განაცალკევებს მათ

ისე რომ გაუადვილდეს მთლიანია წინადადების აზრის გაგება.

წიგნში გზამკვლევი მასწავლებლებისთვის ამოვიკითხავთ რომ ენის ცოდნა და

მეტყველების კარგი უნარი უმნიშვნელოვანესია აკადემიური წარმატებისა და

სწავლისათვის.ენა კომუნიკაციის ბაზას წარმოადგენს.კითხვა,წერა,მოსმენა და

ლაპარაკი ენის შემადგენელი ფორმებია.კითხვის საშუალებით ივსება ადამიანის

სამეტყველო ბაზა.თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ წიგნიერება ბავშვს ჩვილობის

ასაკიდანვე უნდა შევაყვაროთ.ამ მოსაზრებას არა ერთი მკვლევარი ამტკიცებს.

დაწყებითი ემერჯენტული წიგნიერება

არსებობს სტატია და ვიდეო რგოლი „დაწყებითი ემერჯენტული წიგნიერება“ ,

რომელშიც მკაფიოდ არის ნათქვამი რომ კითხვას და მასთან არსებულ პრობლემებს

განსაკუთრებულად ყურადღება დაწყებითი საფეხურის ოსწავლეებში უნდა

მიექცეს.თუ ბავშვს მივცემთ კითხვის მაგალითს მაშინ მასაც გაუჩნდება ინტერესი

კითხვისა,წერისა და კითხვისადმი განწყობილი ბავშვი კი ფლობს მრავალფეროვან

სიტყვის მარაგს და მეტყველებაც დახვეწილია.

მოსწავლეთა განვითარების თეორიები

პედაგოგებისთვის კარგად არის ცნობილი გარდნერის „მრავალმხრივი ინტელექტის“

თეორია.მასწავლებლის მოვალეობაა ისეთი სასწავლო აქტივობები დაგეგმოს

,რომელიც ბავშვის უნარებს სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს.ამ

შემთხვევაში რადგან მეტყველებაზე ვაკეთებთ აქცენტს ლინგვისტურ ენობრივი

ინტელექტის გასავითარებლად სასურველი იქნება მოსწავლეებს ვათამაშოთ

სიტყვებთან დაკავშირებული თამაშები,მოვაწყოთ დებატები,დისკუსია წაკითხული

Page 8: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

8

ლიტერატურის შესახებ და ასევე ვაწარმოებინოთ დღიური.მოსწავლეებთან ერთად

დავათვალიეროთ და აღვწეროთ მარტივი დეტალებით არაგადატვირთული

სურათები.ავუხსნათ მოსწავლეებს ყოველი ახალი სიტყვის მნიშვნელობა და დღის

განმავლობაში ხშირად გამოვიყენოთ ის სხვადასხვა კონტექსტში.

IV თავი

4.1კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის სამიზნე ჯგუფი:

1.სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ პირველი კლასის მოსწავლეები.

2. .სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა.

მშობლები.

3. .სკოლა-ლიცეუმ“ მწიგნობართუხუცესის“დაწყებით კლასებში შემსვლელი

პედაგოგები.

4.2 შერჩევა

3.შერჩევა.- სრული შერჩევით შეირჩა 23 მოსწავლე და 23 მშობელი. მიზნობრივი

შერჩევით შეირჩა 10 მასწავლებელი.

4.3 გამოკითხვის მეთოდები:

1.რაოდენობრივი-ანკეტირება

ანკეტირება გამოვიყენე მოსწავლეებისა და მშობელთათვის.კითხვები იყო

დახურული,ღია და ანონიმური, რადგან ანონიმურობა მეტად უწყობს ხელს

გულწრფელობას.შესაბამისად მიღებული პასუხები მეტად ზუსტი და სანდოა.

რაოდენობრივი კვლევის მიზანი იყო დამედგინა მოსწავლეთა და მშობელთა

დამოკიდებულება წიგნიერებაზე , თავისუფალი დროის მართვასა და მოსწავლე

მშობელს შორის არსებულ კომუნიკაციაზე.

2.თვისობრივი:

1.ფოკუს ჯგუფი.- აღნიშნული მეთოდი გამოვიყენე მასწავლებლებთან რათა მიმეღო

პასუხი რამდენად ხშირია პრაქტიკაში მეტყველებასთან დაკავშირებული

Page 9: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

9

სირთულეები,რა მიზეზები მიაჩნდათ პრობლემის გამომწვევ ფაქტორად და რა

მეთოდებს მიმართავდნენ ისინი პრობლემის გასაუმჯობესებლად.

თვისებრივი კვლევის მიზანი იყო მასწავლებლების მხრიდან იმ პრაქტიკის შესწავლა

და გაზიარება რომელსაც ისინი მიმართავენ კითხვის ტექნიკის დასახვეწად ან

სიტყვათა მარაგის გასამდიდრებლად.

3.ჩართული დაკვირვება.- კვლევის დაწყებისთანავე დავიწყე დაკვირვება

მოსწავლეთა მეტყველებაზე.ვინიშნავდი მიზეზებს თუ რა ახდენდა გავლენას

მეტყველების დროს წარმოქმნილ პაუზებზე.ჩანაწერები შემდგომ დამეხმარებოდა

ინტერვენციების დაგეგმვაში.

ანკეტირება 4/1/2

მშობელთა/მოსწავლეთა კვლევის ეტაპზე გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევა.

კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი. შერჩევის

მოცულობა: 23 პირველი კლასის მოსწავლე და 23 პირველ კლასელის მშობელი.

სკოლის/კლასის

დასახელება სამიზნე ჯგუფი

ინტერვიუს

რაოდენობა

1 სკოლა-ლიცეუმი

მწიგნობართუხუცესი,

I კლასი

მოსწავლეები 23

2 სკოლა-ლიცეუმი

მწიგნობართუხუცესი, მშობლები 23

ცხრილ-ში მოცემული სამიზნე ჯგუფებთან განხორციელდა პირისპირ ინტერვიუ

წინასწარ შემუშავებული კითხვარით.(იხ. დანართი 1,დანართი 2)

1.კითხვარი, რომელიც მშობლებისთვის იყო განკუთვნილი მოიცავდა, როგორც

დახურულ ასევე ღია ტიპის კითხვებს.მშობლებს მივაწოდე ინსტრუქცია თუ როგორ

და სად უნდა დაეფიქსირებინათ პასუხები.

2.კითხვარი მოსწავლეებისთვის შედგებოდა მხოლოდ დახურული კითხვებისგან.

3. დაწყებითი კლასის მასწავლებლების ფოკუს ჯგუფი.

Page 10: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

10

მასწავლებლების დამოკიდებულების შესწავლის მიზნით გამოყენებულ იქნა

თვისებრივი კვლევის მეთოდი ფოკუსური ჯგუფი, იგივე ფოკუსირებული დისკუსია,

რომელიც წარმოადგენს თვისებრივი კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც ადამიანთა

ჯგუფს ესმევა კითხვები მათი აღქმების, მოსაზრებების, შეხედულებებისა და

დამოკიდებულების შესახებ რაიმე საკითხის კონცეფციის, იდეის ან რაიმე იდეის

შესახებ. კითხვების დასმა ხდება ინტერაქტიულ ჯგუფში, სადაც მონაწილეებს აქვთ

უფლება ესაუბრონ ჯგუფის სხვა წევრებს.

ფოკუსური ჯგუფი შედგებოდა 10 მონაწილისაგან. მონაწილეები იყვნენ სკოლა-

ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის „დაწყებითი კლასის მასწავლებლები. ჯგუფურ

დისკუსიას ვუძღებოდი მე.თავდაპირველად მივესალმე ჯგუფის წევრებს,მოვიპოვე

მათგან ინფორმაციული თანხმობა ,მოვახდინე აუდიო ჩაწერა და შემდგომ ჩანაწერის

ანალიზი.

ფოკუსური ჯგუფის გაიდი (იხ დანართი 3)

V თავი

შედეგების ანალიზი

5.1მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფის ანალიზი

მასწავლებლებმა აღნიშნეს რომ მოსწავლეებს აღენიშნებათ ხანგრძლივი პაუზები

საუბრისას,ისინი დიდხანს ფიქრობენ საჭირო სიტყვებზე, რათა გადმოსცენ საკუთარი

სათქმელი,ხშირად იმეორებენ ერთი და იგივე სიტყვებს,წინადადების დაწყებისას

ხმარობენ სიტყვებს „ისა რა ქვია“ „ჰოდა“...

10 დან 9 მასწავლებელი ანუ აბსოლიტური უმრავლესობა კითხვისადმი ინტერესის

გასავითარებლად ქმნის კითხვის ატმოსფეროს. ისინი კითხვის ატმოსფეროს

შესაქმნელად ითვალისწინებენ მოსწავლეთა განწყობას და საკითხავ მასალას

უკავშირებენ სასწავლო თემას.

მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად ესაუბრებიან წაკითხულის ირგვლივ.

მასწავლებლები თვლიან რომ აუცილებელია წახალისდეს მოსწავლე, რომელიც

კითხულობს წიგნებს და მოხდეს ამის კლასში აღნიშვნა.მოსწავლემ უნდა გააზიაროს

შთბეჭდილება და კლასელებთან ერთად განიხილოს მის მიერ წაკითხული

წიგნი,თუმცა ამ აქტივობის განხორციელება ყოველდღიურად არ ხდება.

მასწავლებლები ასევე თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე თვლიან, რომ მათი

Page 11: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

11

დაკვირვებით მოსწავლეები, რომლებიც კითხულობენ ნაკლებს უფრო მეტად აქვთ

მეტყველების პრობლემა ვიდრე მათ ვინც უფრო მეტს კითხულობს ეს აისახება მათი

სიტყვების მარაგში, წინადაებების სწორად წარმოთქმაში,აზრის გადმოცემაში და ა.შ.

როგორც აღმოჩნდა მასწავლებლებისთვის ყველაზე მეტად დანერგილი პრაქტიკა,

რითიც მოსწავლე ახერხებს საკუთარი შთაბეჭდილების გაზიარებას არის ის რომ

მოსწავლე გამოდის კლასში და ყვება მის მიერ წაკუთხული წიგნის შესახებ,

კლასელებს უზიარებს შთაბეჭდილებას, ემოციებს და მათან ერთად განიხილავს

მათთვის საინტერესო საკითხებს.

მასწავლებლები ბავშვებს/მოსწავლეებს წიგნების შესახებ ინფორმაციას უმეტესად

წინასწარ მომზადებული ჩამონათვალის სახით აწვდიან, სადაც მათი ასაკისთვის

შესაბამისი წიგნებია ჩამოწერილი და მოსწავლეს შეუძლია აქედან ამოირჩიოს, რაც

უნდა. რამდენიმე მასწავლებელმა აღნიშნა რომ ბავშვებისთვის წიგნების შერჩევისას

ისინი განსხვავებულ პრაქტიკას მიმართავენ. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად

განიხილავს რამდენიმე წიგნს, უხსნის მათ ძირითად თემას თუ რაზეა ეს ამბავი, რა

არის მისი მთავარი აზრი, ვინ არიან გმირები და შემდეგ მოსწავლეები თვითონ

იღებენ გადაწყვეტილებას წაიკითხონ თუ არა შეათავაზებული წიგნი.

გამოიყო სხვადასხვა ქმედება, რომელსაც მასწავლებელი იყენებს, როდესაც მოსწავლე

არ ამჟღავნებს წიგნის კითხვის სურვილს:

ვინც კითხვის სურვილს ამჟღავნებს თვის გმირი ხდება / „მკითხველის

ჯილდო “/სიგელები გადაეცემა.

კითხვის საათზე ირჩევენ ( უმრავლესობით ) წასაკითხ წიგნს. კითხულობენ

კლასში განიხილავენ და თუ ტექსტი საშუალებას იძლევა როლებად

ანაწილებენ.

სთავაზობენ წაიკითხონ წიგნი მოკლე მონაკვეთებად და ინდივიდუალურად

განიხილონ.

მონაწილეობა მიიღონ სიტვაციურ თამაშებში .

მონაწილეობა პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში მონაწილეობა ზღაპრების

კოლექტიურ თხზვაში.

ტექსტის ილუსტრაცია

მასწავლებლები კითხვის მექანიზმის განვითარებისთვის იყენებენ წიგნის

გაფორმებას წაკითხულის მიხედვით. აწყობენ შექმნილი წიგნების გამოფენას.თუმცა

მიუხედავად მასწავლებლის იერ განხორციელებული ბევრი აქტივობისა აღმოჩნდა

Page 12: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

12

რომ 10 დან 7 მასწავლებელს კლასში არ აქვს მოწყობილი საკლასო ბიბლიოთეკა.

ხოლო ვისაც აქვს მოწყობილი მათი ბიბლიოთეკა ძირითადად

ენციკლოპედიებსმოიცავს.

მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ უმეტესად ხვდებიან ისეთ პრობლემას, როდესაც

მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი აზრის მეტყველებით გამოხატვა (ექსპრესიული

მეტყველების დარღვევა ). ისინი აღნიშნავენ რომ ამის ძირითედი მიზეზია არის

მოსწავლეების მწირი სიტყვების მარაგი, ასევე ის რომ არასწორ დროში

მეტყველებნ.მოსწავლეები გაკვეთილზე იზეპირებენ ტექსტებს და ცდილობენ ასე

გამოასწორონ თავიანთი პრობლემა.თუმცა საფიქრებელია რომ ამ ასაკში ეს პრობლემა

არის ასაკობრივი განვითარების მახასიათებელი,შესაძლოა ეს მართლაც სიტყვათა

მარაგის არქონის გამო იყოს გამოწვეული,მაგრამ მეტყველების(ექსპრესიული)

დარღვევა მოცემულ სიტუაციაში არაფერ შუაშია.

მასწავლებლებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფის შედეგად დადგინდა რომ ისინი

მიმართავენ ერთფეროვან მეთოდებს ახლად შესწავლილი სიტყვების

დასამახსოვრებლად და მოსწავლეებში კითხვის სურვილის აღსაძვრელად.

5.2 მოსწავლეთა კითხვარის ანალიზი

კვლევის შედეგებმა გვაჩვენა რომ 10 გამოკითხული მოსწავლიდან საშუალოდ 7 -ს

უყვარს წიგნის კითხვა.

მიუხედვად იმისა რომ მოსწავლეთა უმრავლესობას უყვარს წიგნის კითხვა,

გამოკითხული დაწყებითი კლასის მოსწავლეები თავიუსფალ დროს კომპიუტერით

და მობილურით თამაშს უთმობენ. რესპოდენტების 39% სახლში კომპიუტერით

70%

30%

უყვარს წიგნის კითხვა არ უყვარს წიგნის კითხვა

Page 13: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

13

თამაშობს ხოლო 30% მობილურით. მხოლოდ 9% უთმობს წინგის კითხვას

თავისუფალ დროს. ასევე საინტერესოა რომ იგივე რესპოდენტებისთვის ყველაზე

სასურველი აქტივობა სახლში ყოფნის დროს მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშია

(48%) ხოლო შემდეგი სასურველი ქმედება კი კომპიუტერული თამაშები (35%) ამ

შემთხვევაშიც წიგნის კითხვის სურვილი მინიმალურია და მას მხოლოდ

გამოკითხულების 13% ასახელებს. აქ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა რომ

მოსწავლეებს უყვართ, როცა ისმენენ წაკითხულს,ეს მათთვის საინტერესოა,თუმცა

ასაკიდან გამოდინარე ისინი ჯერ კიდევ ახდენენ სიტყვების დეკოდირებას,არ არიან

გაწაფულნი კითხვაში, რაც იმას ნიშნავს რომ კითხვის პროცესი არ არის მათთვის

სასიამოვნო,დიდი ძალისხმევა სჭირდებათ წასაკითხად,შესაბამისად თავისუფალ

დროს ამჯობინებენ აკეთონ ის საქმე, რომელიც მეტად მარტივი და სასიამოვნოა

მათთვის.

კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ ბავშვები წიგნს უმეტესად კვირაში ერთხელ ან შაბათ

კვირას კითხულობენ. მხოლოდ 4-მა ბავშმა განაცხადა რომ წიგნის კითხვას ის დროს

ყოველ დღე უთმობს. ბავშვების სრულ უმრავლესობას ყოველთვის ან იშვიათად

მაინც უჭირს ტექსტის აზრის გაგება და მათი 61% დასახმარებლად არავის არ

მიმართავს. ხოლო 39 პროცენტისთვის დამხმრედ დედა ან ბებია მოიაზრება. თუმცა

აღსანიშნავია რომ უცხო სიტყვის შეხვედრის შემთხვევაში ბავშვების სრული

უმრავლესობა განმარტებას სთხოვს მასწავლებელს. სავარაუდოდ ეს იმის გამოა რომ

ძირითადად ბავშვებს კითხვა სკოლაში უწევთ..

39%

30%

22%

9%

35%

4%

13%

48%

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

რას აკეთებეს

რა უნდა რომ

გააკეთოს

Page 14: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

14

კვლევისათვის ჩანაწერების კეთების დროს მოსწავლეებს ვთხოვე დაეხასიათებინათ

თუ როგორი იყო მათთვის საინტერესო გაკვეთილი. ამ შემთხვევაში რაიმე ერთი

კონკრეტული ფორმა მკვეთრად არ გამოკვეთილა და ჩანს რომ ბავშვების ინტერესს

თანაბრად იწვევს სხვადასხვაგვარი აქტივობები,როგორიცაა როლური

თამაშები,სიტყვებში ზედმეტი ასოების აღმოჩენა, სიტყვებით წინადადებების

შედგენა,მასწავლებლის მიერ მოთხრობების კითხვა საინტერესო ინტონაციით,

თუმცა დამოუკიდებელი კითხვა არ დომინირებდა.შესაბამისად მოსწავლეთა

კითხვარში შეტანილი მსგავსი შინაარსის კითხვაზე ასეთი სურათი გამოიკვეთა.

5.3 მშობელთა კითხვარის ანალიზი

კვლევის კითხვარი ძირითადად მოითხოვდა იმის გაგებას თუ რამდენად ხშირია

მშობლისა და შვილის კომუნიკაცია,რამდენად არიან დაინტერესებულნი მშობლები

მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებით,რამდენად ყვებიან და საუბრობენ

წაკითხული ლიტერატურის სესახებ,რამდენად აკვირდებიან ბავშვების მეტყველებას

და რას აკეთებენ არსებული პრობლემების გასამარტივებლად.

გამოკითხული მშობლების უმრავლესობა საკუთარ შვილთან თავისუფალი დროის

1-2 საათს ატარებს. ისინი სხვადასხვა აქტივობებიოთ კავდებიან . ყველაზე მეტად

30%

35%

26%

9%

ჩემთვის საინტერესო ქართულის გაკვეთილი

როცა მე ვკითხულობ

როცა მსწავლებელი

გვიკითხავს

როცა განვიხილავთ

მოთხრობას და ვმსჯელობთ

საერთოდ არ მომწონს

ქართულის გაკვეთილი არ

არის საინტერესო

Page 15: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

15

პოპულარობით სარგებლობს შვილთან ერთად პარკში სეირნობა ამის შემდეგ მოდის

კომპიუტერული თამაშები. წიგნის კითხვას და ხატვა- ძერწვას 3-4 ადამიანი

ასახელებს 23 მშობლიდან.

სავარაუდოა რომ პარკში სეირნობისას ბავშვი ძირითადად მოძრაობითი

აქტივობებით იქნება დაკავებული,მშობელთან ბავშვის კომუნიკაცია იქნება მოკლე

დიალოგის ფარგლებში.ბავშვი მშობელთან ატარებს მინიმალურ დროს და ამ დროსაც

მათ შორის ვერბალური კომუნიკაცია ხანმოკლეა.

წიგნებს მშობლები თავის ბავშვებთან ერთად კვირაში 3 ჯერ და უფრო იშვიათად

კითხულობენ. ყოველ საღამოს წიგნის კითხვას გამოკითხული მშობლებიდან

მხოლოდ 4 ასახელებს. მშობლების 39% ამბობს რომ მათი შვილი უპირატესობას

ტელევიზორის ყურებას ანიჭებს. მხოლოდ 13% ამბობს რომ მათი შვილი წაკითხულს

უზიარებს.

52%

17% 13% 9% 9%

პარკში

სეირნობა

კომპიუტერის

თამაში

წიგნის კითხვა გასართობ

ცენტრში

მივდივართ

ვძერწავთ/

ვხატავთ

Page 16: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

16

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მშობლები არ ერევიან მათი შვილების

წიგნიერებაში,როცა ხედავენ რომ ბავშვები საკუთარი ინიციატივით კითხულობენ

რაიმეს არ ინტერესდებიან წაკითხულის შინაარსით, გმირებისა და საყვარელი

პერსონაჟების შესახებ არ ხდება განიხილვა მშობელსა და ბავშვს შორის, აქ კიდევ

ერთხელ მტკიცდება ვარაუდი რომ თუ ბავშვი დაკავებულია ეს საკმარისია,მათთან

საუბარი ისევ შეზღუდულია.მეტიც საერთოდ არ ღებულობენ მონაწილეობას

ბავშვისათვის ლიტერატურის შერჩევაში. მშობლები მხოლოდ ზოგჯერ განიხილავენ

წიგნების შინაარს ბავშვებთან ერთად. გამოკითხული მშობლების უმრავლესობა

არაფერს არ იყენებს ბავშვისათვის კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად და კითხვის

უნარ-ჩვევის გასამტკიცებლად.

39%

26%

22%

13%

ჩემი შვილი უპირატესოპბას

ტელევიზორის ყურებას ანიჭებს

ჩემი შვილი დამოუკიდებლად

კითხულობს მე არ ვერევი

ძილის წინ წიგნის კითხვა ჩვენი

რიტუალია

მიზიარებს წაკითხულის შესახებ

შთაბეჭდილებას

Page 17: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

17

გარდა იმისა რომ მშობლის ინტერესში ნაკლებად შედის აუმაღლოს შვილს

კითხვისადმი მოტივაცია და განუმტკიცოს ის,ასევე ნათლად გამოჩნდა

რომ,მშობლისათვის მისაღებია ბავშვი თანამედროვე ტექნოლოგიებთან ატარებდეს

მეტ დროს ვიდრე წიგნთან.გამოკითხული მშობლების დაკვირვებით მათი შვილები

არჩევანის შემთხვევაში,თავისუფალ დროს კომპიუტერის თამაშს ამჯობინებენ ვიდრე

წიგნის კითხვას, აღსანიშნავია ის რომ მშობლები დადებითად ამტკიცებენ მათი

შვილების ამ ქცევას, რადგან როდესაც მათ საქმე აქვთ და დაკავებულნი არიან,

ბავშვებს გასაჩერებლად აძლევენ პლანშეტებსა და მობილურებს რათა საქმის

კეთებაში ხელი არ შეეშალოთ.

74%

17%9%

არაფერს არ ვიყენებ საჩუქარი ფულს ვუხდით თითო წაკითხულ

წიგნში

39%

30%

17%

13%თითქმის ყოველდღე

ყოველი სიტყვის გაგებისას

იშვიათად

არ დავკვირვებივარ

Page 18: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

18

ფაქტია რომ ის საჭირო და აუცილებელი კონტაქტი, რაც უნდა არსებობდეს მშობელსა და

ბავშვს შორის დღეს ჩაანაცვლა ტექნიკამ,ბავშვების ვერბალური კომუნიკაციის ძირითადი

ნაწილი სკოლაში სასწავლო ტექსტების შესწავლისას ხდება,შესაბამისად მასწავლებელს

უხდება შეასრულოს ორმაგი ფუნქცია და რაც შეიძლება მეტი მრავაფეროვანი აქტივობა

გამოიყენოს,რომელიც ხელს შეუწყობს ლიტერატურის კითხვასა და შემდგომ არსებული

შესწავლილი სიტყვების მეტყველებაში დანერგვას.

VI თავი

6.1 სავარაუდო ინტერვენციები

მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის 5

ვარიანტი

მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. რაც

გულისხმობს მათ შორის ხშირ კომუნიკაციას , აზრების გაცვლას, ბავშვზე

მორგებული რეკომენდაციების ერთობლივად შემუშავებასა და

განხორციელებას.

დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უცხო სიტყვების დამახსოვრება-

გააზრებისთვის სახალისო აქტივობების შეთავაზება. ლიტერატურის გაცნობა.

მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით კითხვისა და მეტყველების

განვითარებისთვის ისეთი აქტივობის დანერგვა, რომლის შესრულებაც

მოითხოვს კომპიუტერსა და მობილურს. პროგრამა “plickers”

მოსწავლეთა დღიურის წარმოება წერითი მეტყველების განვითარებისთვის.

რაც გულისხმობს სასწავლო პროცესში მასწავლებლის მხრიდან

მოსწავლეებისთვის დღიურის წარმოების აქტივობის შეთავაზებას.

საკლასო ბიბლიოთეკის შექმნა და ლიტერატურული კვირეულების დაწესება.

6.2 ინტერვენციების შეფასება

მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ჩავატრე შეხვედრები მშობლებთან,სადაც დაწვრილებით განვიხილე

მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემა და ავუხსენი მათ თუ რამდენად დიდი

გავლენა აქვს ლიტრატურის კითხვას მოსწავლეების სიტყვათა მარაგზე. მივეცი

Page 19: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

19

მშობლებს რეკომენდაციები რომ დღის განმავლობაში ხშირად ესაუბრონ

შვილებს,განიხილონ მომხდარი მოვლენები,ყოველ საღამოს წაიკითხონ თუნდაც

მცირე ზომის ლიტერატურული მოთხრობები და განიხილონ მათი შინაარსი,არ

დატოვონ უცხო სიტყვები ახსნის გარეშე.თუკი სიამოვნებთ ფილმების ერთად

ყურება აუცილებლად მოაყოლონ ბავშვებს რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ ეს

ფილმი.ასევე ვუთხარი რომ დღესდღეობით ტექნოლოგიების არსებობამ შეამცირა

ადამიანებს შორის ვერბალური კომუნიკაცია და სასურველი იქნება თუ ადრეული

ასაკიდანვე დავიწყებთ ზრუნვას მოსწავლეთა კარგი და დახვეწილი მეტყველების

განვითარებისთვის,გარდა ამისა წიგნიერება არა მხოლოდ მეტყველების

გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ ხდება მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების

გავითარება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათ წარმატებებს ცხოვრებაში.

დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის იმ სახალისო აქტივობების შეთავაზება

რომლებიც ხელს უწყობს უცხო სიტყვების დამახსოვრება- გააზრებას. ლიტერატურის

გაცნობა.

დაწყებითი კლასების კათედრაზე,კოლეგებს გავუზიარე სასწავლო-

მეთოდოლოგიური რესურსების კრებული,სადაც სხვადასხვა აქტივობაა

შემოთავაზებული უცხო სიტყვების დასამახსოვრებლად და

გასააზრებლად.მაგალითად როგორიცაა:სიტყვის ცნების რუკა,სიტყვის ვერბალური

და ვიზუალური ასოციაციების სქემა,სიტყვის პირამიდა,სიტყვის

გამომძიებელი,სიტყვის აბლაბუდა და ა.შ „სიტყვის რუკა“ და „ცნების რუკა“

ეფექტური სტრატეგიებია კითხვის სწავლების პირველ ეტაპზე.ეს სტრატეგიები ხელს

უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,წაკითხულის გაგება-გააზრებას. „სიტყვის

რუკის“ სქემა შედგება ოთხი ნაწილისაგან: ამ სიტყვის განმარტება ლექსიკონიდან, ამ

სიტყვის განმარტება მოსწავლის მიერ,თვითონ ამ სიტყვის დასახელება და

ნახატი.როგორც ვიცით 6-7 წლის მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული

აზროვნება,ამიტომ სიტყვის ვიზუალიზაცია ტავისივე შესრულებული ნახატით მათ

გაუადვილებთ სიტყვის აღქმას.

მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით კითხვისა და მეტყველების

განვითარებისთვის ისეთი აქტივობის დანერგვა, რომლის შესრულებაც მოითხოვს

კომპიუტერსა და მობილურს. პროგრამა “plickers”

მოსწავლეთა და მშობელთა კითხვარების გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა რომ

მოსცავლეებს ძალიან მოსწონთ მობილურთან და კომპიუტერთან

კონტაქტი.პროგრამა plickers საჭიროებს მობილურისა და კომპიუტერის

Page 20: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

20

დაკავშირებას.მასწავლებელს შეუძლია ნებისიერი სახის ტექსტისა თ ტესტის შექმნა

ამ პროგრამის საშუალებით და მობილურის დახმარებით სწორი პასუხების

დადგენა,რომელიც ეკრანზე მოსწავლეთა გვარების გამწვანება გაწითლებით

მჟღავნდება.

მოსწავლეთა დღიურის წარმოება წერითი მეტყველების განვითარებისთვის.

როგორც ვიცით ზეპირმეტყველების გარდა არსებობს წერითი მეტყველება,წერითი

მეტყველების დროს,მოსწავლე ფიქრობს,რამდენჯერმე გულში წარმოთქვამს

მოსაზრებას რომლის დაწერასაც აპირებს,ალაგებს აზრს და წაკითხვის შემთხვევაში

ნათელი ხდება რა არის არასწორი. შეცდომები მოსწავლისთვის თვალსაჩინოა და

პირადად ცდილობს მათ გამოსწორებას.დღიურის წერა არ საჭიროებს სასწავლო

ტექსტების დაზეპირებას,ეს პროცესი სახალისოა და ისე ეხმარება მოსწავლეს რომ

თვითონ ბავშვი ვერც ხვდება.

საკლასო ბიბლიოთეკის შექმნა და ლიტერატურული კვირეულების დაწესება.

გამომდინარე იქიდან რომ ჩემი მიზანია მოსწავლეებში აღვძრა კითხვის სურვილი და

ამ კუთხით დავეხმარო მოსწავლეებს მეტყველების განვითარებაში,ვფიქრობ საჭიროა

დავაარსო საკლასო ბიბლიოთეკა,რომელშიც იქნება ილუსტრირებული წიგნები

მოსწავლეთა ყურადღების მისაქცევად,მოკლე შინაარსის აღწერით გამოვიწვევ

ინტერესს რათა ესა თუ ის მოთხრობა წაიკითხოს ბავშვმა,ყოველი კვირის პარასკევ

დღეს კი ყველა მოსწავლე ისაუბრებს წაკითხულის შესახებ,დაამზადებს

ილუსტრაციებს,გააკეთებს მოკლე ჩანაწერებს და წლის ბოლოს მოვაწყობთ ჩვენი

ბიბლიოთეკის გამოფენას.

6.3 ინტერვენციებით განხორციელებული შედეგები

მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებამ მშობელი

მეტად ჩართო მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.ისინი აქტიურად ესაუბრებოდნენ

ბავშვებს წაკითხული ლიტერატურის გარშემო,წასახალისებლად იყენებდნენ

სხვადასხვა სახის ჯილდოს და ბავშვების კითხვის ტექნიკა ბევრად

გაუმჯობესდა.შესაბამისად გაუმჯობესდა მათი მეტყველება აზრის გადმოცემისას.

დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის იმ სახალისო აქტივობების

შეთავაზებამ,რომლებიც ხელს უწყობს უცხო სიტყვების დამახსოვრება- გააზრებას

გამოიწვია სწავლის მოტივაცია მოსწავლეებში,ისინი უფრო აქტიურად ეზებდნენ

სახელმძღვანელოებში,სხვადასხვა უცხო ტექსტებში უცნობ სიტყვებს,შესწავლილი

Page 21: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

21

სქემების დახმარებით იმახსოვრებდნენ მათ მნიშვნელობას, რაც მკვეთრად აისახა

მათ მეტყველებაზე.

მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით კითხვისა და მეტყველების

განვითარებისთვის plickers პროგრამის გამოყენებამ დიდი ენთუზიაზმი გამოავლინა

მოსწავლეებში.თამაშით სწავლება ძალიან სახალისო და სასიამოვნო აღმოჩნდა

მათთვის.მონდომებით კითხულობდნენ გამზადებულ ტესტებს ,ცდილობდნენ

პირველობას სწორი პასუხების დაფიქსირებაში და ხშირად ითხოვდნენ ამ პროგრამის

გამოყენებას გაკვეთილზე.საბოლოო ჯამში მოსწავლეებმა ვერც კი შენისნეს

რამდენად კარგად აითვისეს ახალი სიტყვები და შემდგომ დანერგეს ყოველღიურ

მეტყველებაში.

მოსწავლეები ყოველდღიურად აწარმოებდნენ დღიურებს,აკეთებდნენ მოკლე

ჩანაწერებს დღის შესახებ,წერდნენ თუ რა იყო სახალისო ან საწყენი დღის

განმავლობაში.მოსწავლეებს განუვითარდათ თვითშეფასების უნარი,ხშირად

ასწორებდნენ საკუთარ შეცდომებს და სწორი ფორმით ახდენდნენ შეცდომის

ჩანაცვლებას.მოსწავლეთა საკლასო წერის ნამუშევრები ბევრად დაიხვეწა და აღარ

დომინირებდა ის შეცდომები რომლებიც ინტერვენციების ჩატარებამდე

ფიქსირდებოდა.

საკლასო ბიბლიოთეკის დაარსებამ,ეტაპობრივად ყველა მოსწავლე ჩართო კითხვის

პროცესში,აამაღლა სასწავლო მოტივაცია.მოსწავლეები სიხარულით კითხულობდნენ

მცირე ზომის მოთხრობებს,აკეთებდნენ ჩანახატებს,აფორმებდნენ მათ მიერ

დამზადებული წიგნის გარეკანს და სიხარულით ელოდნენ გამოფენის დღეს.

VII თავი

7.1 კვლევის მიგნებები

ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია ვთქვა რომ მოსწავლეებში არსებული

მეტყველების პრობლემების გამომწვევი მიზეზები იყო:

ნაკლები დროის დათმობა ლიტერატურის კითხვისადმი.

მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ვერბალური კომუნიკაციის დეფიციტი.

მასწავლებლებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა.

Page 22: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

22

კოლეგებს შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა.

მრავაფეროვანი აქტივობების ნაკლებობა უცხო სიტყვების გასამტკიცებლად

და შემდგომ მეტყველებაში დასანერგად.

კველევა ჩატარებული იყო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების

გასაუმჯობესბელად.განხორციელებული ქმედებების დახმარებით გაუმჯობესდა

მოსწავლეთა მეტყველება,ამაღლდა კითხვისადმი მოტივაცია,რაც შეიძლება ითქვას

რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის მოსწავლეთა სიტყვათა მარაგს.კვლევის

გაზიარება საკუთარ კოლეგებთან დაეხმარებათ მათ პირადად ჩაატარონ მსგავსი

სახის კვლევა მათთვის აქტუალურ სასწავლო პრობლემაზე.

7.2 რეკომენდაციები

ჩატარებული კვლევის საფუძველზე სასურველია მოსწავლეთა ინტერესის

აღსაძვრელად გაკვეთილზე დაიგეგმოს კითხვისა და სიტყვათა მარაგის

გასაუმჯობესებლად მრავალფეროვანი აქტივობები და გამოყენებული იქნეს

რეკომენდირებული სიტყვის ცნებისა და იდეების რუკის სქემები.

მასწავლებლის მხრიდან წახალისებული იქნას მოსწავლეთა დღიურის

წარმოება.ლიტერატურულ კვირეულებში მონაწილეობის მიღება და მონაწილეთა

სიგელებით დაჯილდოება.

მშობელსა და მასწავლებელს შორის გაგრძელდეს აქტიური კომუნიკაცია კვირის

განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ (რამდენად ხშირი იყო მათ

შორის ვერბალური კომუნიკაცია,რა დრო დაუთმო მოსწავლემ კომპიუტერულ

ტექნიკაკს , და ა.შ)და მომდევნო ნაბიჯების ერთბლივად დაგეგმარება.

მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი გარემოს შექმნა,მეტი სასწავლო

ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის ამა თუ იმ აქტივობის შესახებ.

7.3 კვლევის თვითკრიტიკა

კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია ამავე კლასის სხვა პედაგოგებს,საინტერესო

იქნებოდა კვლევა ჩატარებულიყო უცხო ენების საგნებში, რათა უკეთესად

გამოვლენილიყო რამდენად კარგად ითვისებენ მოსწავლეები უცხო სიტყვებს და რა

ინსტრუმენტებს იყენებენ მასწავლებლები შედეგის მისღებად.

Page 23: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

23

VIII თავი

8.1 კვლევის ვადები

აქტივობა

იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი

პრობლემის

იდენტიფიცირება X

კვლევის სავარაუდო

გეგმის შემუშავება X

შეხვედრა მშობლებთან

/გამოკითხვა X

გამოკითხვის ანალიზი X

შეხვედრა ფოკუს

ჯგუფთან გამოკითხვა X

გამოკითხვის ანალიზი X

მოსწავლეთა კითხვარის

შედგენა დამუშავება X

გაკითხვა X მიღებული შედეგების

ანალიზი X

სავარაუდო

ინტერვენციების

განხილვა

X

ინტერვენციების

განხორციელება X X X

ინტერვენციების

შედეგების ანალიზი X

კვლევის ასახვა შეჯამება X

Page 24: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

24

8.2 ბიბლიოგრაფია და დანართები

ბიბლიოგრაფია

ქართული ენის სწავლების მეთოდიკა-ნათელა მაღლაკელიძე.(2004წ)

სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსები კრებული კითხვისა და წერის

სწავლებისათვის დაწყებით საფეხურზე.(Georgia primary education project)

რამდენიმე ეფექტური სტრატეგია და სავარჯიშო მეტყველების

განვითარებისთვის.

კომუნიკაცია ენა და მეტყველება.

კითხვის მნიშვნელობა.

კითხვის ეფექტური მეთოდები-ემერჯენტული წიგნიერება.

სტატიების ლინკები

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---

0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-

00&cl=CL2.5&d=HASH01fd4aa0a83a773cd2cdfe70.5.3.2&gt=1

https://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/1102001073

https://www.aura.ge/111-arsi/691-gamartuli-metkveleba.html

http://mastsavlebeli.ge/?p=2563

https://www.scribd.com/document/331148683/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1

%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-

%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-

%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98

https://www.scribd.com/doc/189518422/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%

98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-

%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%

E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-

%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%

E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-

%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-

%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-

%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90

https://www.youtube.com/watch?v=4iS5Hnk69Dw

Page 25: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

25

დანართები:

დანართი N1

ლიტერატურის კითხვის გავლენა მეტყველების განვითარებაზე

გამარჯობა, მე ვარ ------მედეა ურუშაძე. მე ვატარებ რაოდენობრივ კვლევას რომლის

მიზანია შეისწავლოს კითხვის როლი მეტყველების განვითარებაში. კვლევის

მონაწილეების შერჩევა ხდება მიზნობრივად. გამოკითხულთა პასუხები

გაანალიზდება ჯამურად და თქვენი ინდივიდუალური აზრი არსად გაჟღერდება.

თქვენი გულწრფელი პასუხები დაგვეხმარება საკვლევ საკითხებზე რეალური

წარმოდგენის შექმნაში.

კვლევაში თქვენი მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ინტერვიუზე თანხმობის

შემთხვევაშიც კი თქვენ შეგიძლიათ არ უპასუხოთ თქვენთვის არასასურველ

ნებისმიერ შეკითხვას. ინტერვიუ გაგრძელდება, დაახლოებით, 5-6 წუთი.

F - რესპონდენტის შესარჩევი კითხვები

F 1. რესპონდენტის ასაკი

----------------------წლის (მიუთითეთ ზუსტი ასაკი და შემოხაზეთ შესაბამისი შუალედი)

18 წლამდე 0 დაასრულეთ

18-24 წლის 1

განაგრძეთ

25-34 წლის 2

35-44 წლის 3

45-54 წლის 4

55-64 წლის 5

65 წლის და მეტის 6

F 2. გთხოვთ მითხრათ რამდენი შვილი გყავთ ? (ერთი პასუხი)

Page 26: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

26

ერთი 1 განაგრძეთ

ორი 2

სამი 3

სამზე მეტი 4

არცერთი 5 დაასრულეთ

F 3. რესპონდენტის სქესი

მდედრობითი 1

მამრობითი 2

A - ძირითადი კითხვები

A1. გთხოვთ მითხრათ დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ უშუალოდ თქვენს

შვილთან თამაშს? (ერთი პასუხი)

ერთ საათზე ნაკლები 1

1-2 საათი 2

2-3 საათი 3

A2. რას აკეთებთ თქვენ და თქვენი შვილი ერთად ყოფნის დროს ? (ერთი პასუხი)

ვთამაშობთ სათამაშოებით 1

ვთამაშობთ კომპიუტერულ თამაშებს 2

ვსეირნობთ ეზოში/პარკში 3

Page 27: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

27

ვკითხულობთ წიგნებს 4

A3. გთხოვთ მითხრათ რა სიხშირით / პერიოდულობით კითხულობთ წიგნებს

თქვენ და თქვენი შვილი ერთად ?? (ერთი პასუხი)

ყოველ საღამოს 1

კვირაში 3 ჯერ 2

კვირაში ორჯერ 3

უფრო იშვიათად 4

არ ვიცი/უარი პასუხზე 99

A4. გთხოვთ მითხრათ რომელ დებულებას ეთანხმებით ? (რამდენიმე პასუხი)

ძილის წინ წიგნის კითხვა ჩვენი რიტუალია 1

ჩემი შვილი დამოუკიდებლად კითხულობს მე არ ვერევი 2

ყოველთვის მიზიარებს შთაბეჭდილებას წაკითხულის შესახებ 3

ჩემი შვილი უპირატესობას ტელევიზორის ყურებას ანიჭებს 4

5

A5. გთხოვთ მითხრათ ერევით თუ არა ლიტერატურის შერჩევის პროცესში თქვენი

შვილისთვის?

დიახ 1

არა 2

Page 28: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

28

A6. გთხოვთ მითხრათ რა კრიტერიუმებით არჩევთ წიგნებს ბავშვისთვის?

ვითვალისწინებ მის ინტერეს რა სფერო აინტერესებს უფრო 1

სკოლაში რასაც გადიან იმის მიხედვით 2

მე რაც ვიცი რომ კარგი და საინტერესოა 3

A7. გთხოვთ მითხრათ წიგნის წაკითხვის შემდეგ რამდენად ახერხებთ ამ წიგნის

გახილვას ბავშვთან ერთად ? (ერთი პასუხი)

ყოველთვის ვაწყობთ განხილვებს წაკითხვის შემდეგ 1

ხან განვიხილავთ ხან არა 2

უფრო იშვიათად ვახერხებთ განხილვას 3

ვკითხულობთ და კითხვის დროს ვსაუბრობთ, ცალკე დროს განხილვას

არ ვუთმობთ

4

არ განვიხილავთ,მთავარია ბავშვმა წაიკითხა 99

A8. რას აკეთებთ კითხვის წახალისებისთვის ? (წაუკითხეთ. ერთი პასუხი)

ბავშვმა იცის რომ თუ წაიკითხავს წიგნს- საჩუქარს მიიღებს 1

ფულს ვუხდით თითო წაკითხულ წიგნში 2

არაფერს არ ვიყენებ 3

99

Page 29: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

29

A.9 არჩევანის შემთხვევაში თქვენი შვილი კოპიუტერსა და წიგნს შორის რომელს

უფრო ანიჭებს

უპირატესობას ? (ჩაინიშნეთ ყველა შესაძლო პასუხი)

წიგნის კითხვა 1

კოპმიუტერი 2

A10. გთხოვთ მითხრათ რომელ დებულებას ეთანხმებით (ერთი პასუხი)

თავისუფალ დროს ჩემი შვილი ტელეფონით, კომპიუტერით თამაშობს 1

როცა ბევრი საქმე მაქვს ვაძლევ ხოლმე გასაჩერებლად 2

კითხვა უყვარს, მაგრამ ვირტუალური თამაში მეტად სახალისო და

სასიამოვნოა ბავშვისთვის

3

ეზოში ბავშვებათან თამაშს მირჩევნია სახლში ვუყურებდე როგორ

თამაშობს კომპიუტერათან

4

99

A11. გთხოვთ მითხრათ რომდენად ხშირად გისვამთ ბავშვი კითხვას სხვადასხვა

სიტყვის მნიშნველობის ახსნის შესახებ (ერთი პასუხი)

თითქმის ყოველდღე 1

ყოველი უცნობის სიტყვის გაგებისას 2

ძალიან იშვიათად 3

არ დავკვირვებივარ 4

99

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!!!

დანართი N2

Page 30: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

30

კითხვარი სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესის დაწყებითი კლასის

მოსწავლეებისთვის

მოგესალმებით!მე ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში

არსებული მეტყველების პრობლემების გასაუმჯობესებლად.თქვენი როგორც

მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.არ არის საჭირო კითხვარზე

სახელის და გვარის დაწერა.

1.შემოხაზეთ თქვენი სქესი.

ა)მდედრობითი ბ) მამრობითი

2.გიყვართ თუ არა კითხვა?

ა)დიახ ბ) არა გ) ძალიან არა

3.რას აკეთებ სახლში თავისუფალ დროს?

ა)ვთამაშობ კომპიუტერს ბ) ვკითხულობ გ)ვთამაშობ მობილურს დ)ვუყურებ ფილმს

4.რას აკეთებენ მშობლები თავისფალ დროს?

ა)კითხულობენ ბ) მობილურით არიან დაკავებულნი გ) უყურებენ ტელევიზორს

5.რამდენად ხშირად კითხულობ სახლში?

ა) ყოველ შაბათ-კვირას ბ) კვირაში ერთხელ გ) სახლში საერთოდ არ ვკითხულობ

6.ვინ გეხმარება კითხვისას?

ა)ბებია ბ) არავინ გ) დედა დ) უფროსი და ან ძმა

7.გიჭირს თუ წაკითხულის შინაარსის გაგება?

ა)ყოველთვის ბ) იშვიათად გ) არასდროს

8.ვის მიმართავ დახმარებისთვის როცა უცხო სიტყვა გხვდება,ან გესმის?

ა)მასწავლებელს ბ) მშობელს გ) არავის ვეკითხები დ) არ მაინტერესებს უცხო

სიტყვის მნიშვნელობა

Page 31: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

31

9.ჩემთვის საინტერესოა ქრთულის გაკვეთილი

ა) როცა ვკითხულობთ ბ) როცა მასწავლებელი გვიკითხავს გ) როცა განვიხილავთ

რომელიმე მოთხრობას და ვმსჯელობთ. დ)საერთოდ არ მომწონს ქართულის

გაკვეთილი, არ არის საინტერესო.

10.თავისუფალ დროს მირჩევნია

ა) ეზოში ვეთამაშო მეგობრებს ბ) წავიკითხო საინტერესო წიგნი გ) ვითამაშო

კომპიუტერით ან მობილურით.

დანართი N3

ფოკუს ჯგუფის გაიდი

გამარჯობა მე ვარ მედეა ურუშაძე.მე ვატარებ პრაქტიკულ კვლევას, რომლის მიზანია

შეისწავლოს, თუ რა გავლენა აქვს ლიტერატურის კითხვას მეტყველების

განივითარებაზე. გამოკითხულთა პასუხები გაანალიზდება,თქვენი

ინდივიდუალური აზრი არსად გაჟღერდება და გულწრფელი პასუხები დამეხმარება

საკვლევ საკითხზე რეალური წარმოდგენის შექმნაში.

1.გთხოვთ მითხრათ გყავთ თუ არა კლასში მოსწავლეები, რომელთაც თვლით რომ

აქვთ მეტყველების პრობლემა და რაში გამოიხატება ეს პრობლემა?

2.კონკრეტულად რომელს სიტყვებს იმეორებენ ბავშვები საუბრის დაწყებისას?

3.რამდენად მდიდარია მოსწავლეთა სიტყვის მარაგი?

4.როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს მიზეზი მწირი სიტყვათა მარაგისა?

5.მოსწავლეთა ინტერესის გასავითარებლად ქმნით თუ არა კითხვის ატმოსფეროს და

როგორ აკეთებთ ამას?

6.რამდენად ხშირად ესაუბრებით მოსწავლეს წაკითხული ირგვლივ?

7.რა ფორმით ახერხებს მოსწავლე თქვენთვის წაკითხულის გაზიარებას?

8.რა ფორმით აწვდით მოსწავლეს ინფორმაციას ახალი წასაკითხი წიგნისა თ

მოთხრობის შესახებ?

Page 32: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

32

9.როგორ იქცევით როცა მოსწავლე არ ამჟღავნებს კითხვის სურვილს?

10.გაქვთ თუ არა მოწყობილი საკლასო ბიბლიოთეკა?

11.რას მოიცავს თქვენი ბიბლიოთეკა?

12.რა ხერხს მიმართავთ მეტყველების გაუმჯობესებისთვის?

მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!

რეფლექსია

შერჩეული კვლევის ჩატარება განაპირობა კათედრის სხდომაზე გაჟღერებულმა

პრობლემამ პირველკლასელთა მეტყველების პრობლემისა და სიტყვათა მარაგის

სიმწირის შესახებ.კვლევის მიზანი იყო პირველი კლასის მოსწავლეებში არსებული

მეტყველების პრობლემების შესწავლა და პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური

გზების დადგენა. კვლევის მიღბული შედეგები კათედრის სხდომაზე გავუზიარე

კოლეგებს,რაც დაეხმარება მათ მსგავს სიტუაციაში საჭირო აქტივობებისა და

ქმედებების დაგეგმარებაში,როგორც მოსწავლეებთან ასევე მათ

მშობლებთან.კოლეგებისგან მივიღე უკუკავშირი,ამომწურავად ვუპასუხე მათ მიერ

დასმულ შეკითხვებს,მივიღე რეკომენდაციები,ერთ-ერთი იმის შესახებ რომ

უმჯობესი იქნებოდა მეტად დაწვრილებით მესაუბრა მეტყველების დარღვევასა და

ვერბალურ კომუნიკაციის შორის განსხვავების შესახებ,რადგან მეტყველების

პრობლემა ზოგადი გამონათქვამია და შეიძლება მოხდეს ტერმინის არასწორი

აღქმა.პრაქტიკული კვლევის პროცესში შედეგებიდან გამომდინარე

ვითვალისწინებდი რეკომენდაციებს და ვაპირებ მომავალშიც

გავითვალისწინო,როგორც კვლევის ასევე კოლეგების მიერ გამოთქმული

რეკომენდაციები.ამ საკითხზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო

აღმოჩნდა,შესაბამისად ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა და აქტიურად

ვითანამშრომლო როგორც კოლეგებთან ასევე მოსწავლეთა მშობლებთან.ხანრგძლივი

მუშაობის შედეგად კი მიზანი მეტად იქნება მიღწეული.

Page 33: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა ლიცეუმი ...muschool.edu.ge/.../2019/06/კვლევა-მედეა-ურუშაძე.pdf3

33

კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობში და გრძელდებოდა

ოთხი თვის მანძილზე.(თებერვალი-მაისი)

კვლევის წარმოებისას მოვახდინე როგორც მოსწავლეთა და მშობელთა ასევე

მასწავლებელთა გამოკითხვა.მასწავლებლებთან ჩავატარე ფოკუს ჯგუფი და

მოვახდინო აუდიო ჩანაწერი,ხოლო ბავშვებთან და მათ მშობლებთან ანკეტირება

ჩავატარე წერილობით.ანონიმურობა სამივე შემთხვევაში იყო

დაცული.გამოყენებულია თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები.

მონაცემთა ანალიზისა და ინტერვენციების განხორციელების შედეგად

გამოყენებული იყო მრავალფეროვანი მეთოდები სიტყვების

დასამახსოვრებლად,მეტად დიდი ყურადღება დაეთმო საკლასო ბიბლიოთეკას,

მშობლები მეტად ჩაერთნენ მათი შვილების სასკოლო ცხოვრებაში,გაითვალისწინეს

რეკომენდაციები, აქტიურად ახალისებდნენ ბავშვის კითხვის მცდელობასა და

შემდეგ მისი შინაარსის შესახებ მშჯელობას,ამ ყოველივემ კი გაიზარდა მოსწავლეთა

ინტერესი წიგნიერების მიმართ, აქტიურმა კითხვამ გაზარდა მოსწავლეთა სიტყვათა

მარაგი,რაც აისახა ბავშვებზე ვერბალური კომუნიკაციისას. მოსწავლეებში

წიგნიერების დონის ამაღლება და დახვეწილი მეტყველება ერთ-ერთი მთავარი

პირობაა მოსწავლეთა წარმატებული მომავლისათვის.