78
1 დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR) საპროექტო წინადადება თბილისი, 2012

გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

1

დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და

გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)

საპროექტო წინადადება

თბილისი, 2012

Page 2: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

2

პროექტი “საქართველოში დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ქიმიკატების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) განხორციელების მხარდაჭერა” ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრენინგებისა და კვლევების ინსტიტუტის (UNITAR) ტექნიკური დახმარებით და “ქიმიურ ნივთიერებათა საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) სწრაფი დაწყების პროგრამის სატრასტო ფონდის (QSP TF) ფინანსური მხარდაჭერით.

Page 3: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

3

შინაარსი შესავალი ....................................................................................................................................... 6

შემაჯამებელი რეზიუმე............................................................................................................... 9

1. დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის მიზნები ......................................................................................................................................... 23

2. დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის განხორციელების სამართლებრივი ასპექტები ...................................................................... 25

2.1 არსებული ან ახალი ინსტრუქციები და კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს PRTR პროტოკოლის მოთხოვნების შესრულებას.................................. 25

2.2 შესამუშავებელი კანონმდებლობის შემუშავების გრაფიკი ................................... 33

2.3 გარემოსდაცვითი ანგარიშგების ის არსებული მოთხოვნები, რომლებიც უნდა გაუქმდეს, შეიცვალოს ან მოექცეს PRTR-ის ანგარიშგების სქემაში .................... 35

3. ანგარიშგების მოთხოვნები და პროცედურები ემისიების წერტილოვანი წყაროებისთვის ........................................................................................................................... 36

3.1 ტექნიკური ტერმინების განმარტება .......................................................................... 36

3.2 ეროვნული რეესტრის მასშტაბი .................................................................................. 37

3.2.1 ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებზეც საქართველოში მოხდება ანგარიშგება .................................................................................................................. 38

3.2.2 გადაწყვეტილების მიღება წერტილოვანი/დიფუზური წყაროების ჩართვის შესახებ .......................................................................................................................... 42

3.2.3 საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი, რომლებზეც მოხდება ანგარიშგება ეროვნულ რეესტრში ................................................................................................... 44

3.3 PRTR-ში მოცემული ნივთიერებების ჩამონათვალის გადახედვის, მასში ნივთიერებების დამატებისა ან ამოღების პროცედურები ..................................... 46

3.4 საწარმოების/წყაროების ანგარიშგების განმსაზღვრავი კრიტერიუმები და ზღვრები ........................................................................................................................... 46

3.5 ანგარიშგებისგან განთავისუფლებული საწარმოები ან წყაროები ....................... 47

3.6 კონფიდენციალურობის მოთხოვნების მართვა ....................................................... 48

3.6.1 კონფიდენციალურობის მოთხოვნების მიღების, განხილვის და დაკმაყოფილების / უარყოფის პროცედურები .......................................................... 48

3.6.2 PRTR-ის მონაცემთა ბაზაში კონფიდენციალური ინფორმაციის ნაცვლად ზოგადი მონაცემების შეყვანის პროცედურა .............................................................. 49

3.7 ანგარიშგების ფორმაში შესაყვანი მონაცემები ......................................................... 50

3.8 ემისიის შეფასების მეთოდები ..................................................................................... 52

3.9 ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის დახმარების გაწევა ........ 54

Page 4: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

4

3.9.1 ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოების უზრუნველყოფა ინფორმაციით, ინსტრუქციებითა და სწავლებით .................................................... 54

3.9.2 დახმარების გაწევა ანგარიშგების პირველი ციკლის განმავლობაში .................... 55

4. ემისიის დიფუზური და ანგარიშგებიდან განთავისუფლებული წყაროები ................... 57

4.1 დიფუზური წყაროების განმარტება ........................................................................... 57

4.2 ნიადაგის დაბინძურება ................................................................................................ 57

4.3 არაწერტილოვანი, დიფუზური და ანგარიშგებიდან განთავისუფლებული წყაროებიდან წარმოქმნილი ემისიების გაანგარიშების პროცედურები .............. 57

4.4 PRTR- ის ზოგად მონაცემთა ბაზაში აღნიშნული ემისიების მოცულობების შეტანის პროცედურები და ფორმატი ........................................................................ 59

5. PRTR-ის მონაცემთა მართვის სისტემა ................................................................................... 60

5.1 PRTR-ის სისტემის მოთხოვნები პროგრამული და საინჟინრო უზრუნველყოფის მიმართ, პროგრამული და საინჟინრო უზრუნველყოფის კონფიგურაცია და სპეციფიკაციები .............................................................................................................. 60

6. ეროვნული რეესტრის ადმინისტრირება ................................................................................ 62

6.1 მონაცემთა შეგროვებისა და მართვის ინსტიტუციური პასუხისმგებლობები ... 62

6.1.1 ქვემოთ მოცემულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი უწყებებისა და პროცედურების სპეციფიკაცია ...................................................................................... 62

6.1.2 მონაცემთა შეგროვებისა და მართვის სამუშაოებისთვის კადრების შერჩევა და მათი სწავლება ................................................................................................................... 65

6.1.3 მონაცემთა შეგროვებისა და მართვის სამუშაოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი................................................................................... 65

6.2 მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების ინსტიტუციური პასუხისმგებლობები ........................................................................................................................................... 66

6.2.1 ქვემოთ მოცემულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი უწყებებისა და პროცედურების სპეციფიკაცია: ..................................................................................... 66

6.2.2 მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გავრცელების მექანიზმები ....................................................................................................................... 69

6.2.3 მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების სამუშაოებისთვის კადრების შერჩევა და მათი სწავლება ............................................................................................................ 70

6.2.4 მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების სამუშაოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი................................................................................... 70

6.3 მონაცემთა შეგროვების, მართვის, ანალიზისა და გარცელების პროცედურებისთვის საჭირო ბიუჯეტი .................................................................... 71

6.4 PRTR ეროვნული სისტემის კოორდინაცია და ამოქმედება ................................... 71

7. ეროვნულ დონეზე განხორციელების სამუშაო გეგმა .......................................................... 73

7.1 ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების პირველი ციკლის მოსამზადებელი სამუშაოები ...................................................................................................................... 75

Page 5: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

5

8. შემოწმების პროცედურები ....................................................................................................... 77

8.1 ეროვნული PRTR სისტემის პერიოდული შემოწმებისა და განახლების პროცედურები და პასუხისმგებლობა ........................................................................ 77

9. PRTR სისტემის შემდგომი განვითარების რეკომენდაციები .............................................. 78

9.1 PRTR სისტემაში შესატანი დამატებითი ელემენტები ............................................ 78

9.2 PRTR სისტემის შესაძლო დამატებითი გამოყენება ................................................. 78

Page 6: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

6

შესავალი საქართველო ეკონომიკური აღმავლობის გზას ადგას. შესაბამისად, იზრდება ქვეყანაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა, რაც ამ ნივთიერებების ეკოლოგიურად უსაფრთხო მართვის აუცილებლობას ქმნის. გარემოში მოხვედრილი დამაბინძურებლები აზიანებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებისა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასება/შემცირებისათვის აუცილებელია გარემოში მოხვედრილი დამაბინძურებლების შესახებ ინფორმაციის მოგროვების და დამუშავების ეფექტური სისტემის არსებობა. საქართველოს მთავრობას საერთაშორისო შეთანხმებებზე ხელმოწერით აღებული აქვს რიგი ვალდებულებები, როგორც გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების შექმნისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების აღრიცხვის, ასევე საზოგადოებისათვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია შემდეგი ხელშეკრულებები:

• სტრატეგიული მიდგომა ქიმიკატების საერთაშორისო მართვისადმი (SAICM);

• გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია);

• ორჰუსის კონვენციის ოქმი დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრის (PRTR) შესახებ;

• ვენის კონვენცია ოზონის შრის დაცვის შესახებ და მონრეალის ოქმი;

• გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია;

• ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვებისა და განთავსების შესახებ;

• როტერდამის კონვენცია საშიში ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ;

• სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ. საქართველო SAICM-ის განვითარების პროცესში აქტიურად ჩაერთო 2006 წლიდან, მისი მიღებისთანავე. SAICM არის ნებაყოფლობითი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ქმნის პოლიტიკურ ჩარჩოს იოჰანესბურგის სამოქმედო გეგმის (WSSD) შესრულების მცდელობათა მხარდასაჭერად. მისი ძირითადი მიზანია ქიმიკატების რაციონალური მართვა მათი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში იმისათვის, რომ 2020 წლისათვის ქიმიკატების წარმოება/გამოყენებისას მინიმუმამდე შემცირდეს მათი უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. 2003 წლის 21 მაისს საქართველომ, ორჰუსის კონვენციის მხარეების ექსტრაორდინარულ შეხვედრაზე, რომელიც მოეწყო მინისტრთა მე-V კონფერენციის – გარემო ევროპისათვის _ ფარგლებში, ხელი მოაწერა ოქმს დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრის (PRTR) შესახებ, რითაც, საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა 351 ქვეყანას და 1 2003 წელს, კიევში ოქმს ხელი მოაწერეს შემდეგმა ქვეყნებმა: სომხეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო,

Page 7: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

7

ევროკომისიასთან ერთად, გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ქვეყნებში აღნიშნული რეესტრების შექმნის საჭიროებაზე.

შესაბამისად, საქართველოში ეროვნული რეესტრის დანერგვა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, მეორე მხრივ კი გარემოზე ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული ზემოქმედების შემცირებას. 2009 წელს საქართველოში ეროვნული რეესტრის დანერგვის და ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების შესაძლებლობის შესაფასებლად დაიწყო პროექტი: “საქართველოში დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერება და ქიმიკატების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) განხორციელების მხარდაჭერა”. პროექტ განახორციელა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრენინგებისა და კვლევების ინსტიტუტის (UNITAR) ტექნიკური დახმარებით და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნა ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო კონფერენციის (ICCM) მიერ “ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სწრაფი დაწყების პროგრამის სატრასტო (QST TF) ფონდიდან. ეროვნული რეესტრის შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის2 ზედამხედველობით (ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობა იხილეთ დანართ II-ში). პროექტი მიზნად ისახავდა:

• დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის მოდელის შემუშავებას;

• საზოგადოების სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის (სახელმწიფო სტრუქტურები, მეწარმეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ა.შ.) ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ჩატარებას

გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბია და მონტენეგრო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაჯიკეთი, მაკედონია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.

2 სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო-კვლევითი, მომხმარებელთა ჯგუფები და ინდუსტრია. სულ 35 წევრი.

რა არის დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრი (PRTR)?

PRTR არის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია გარემოს სამივე მედიაში (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) გაშვებული და/ან გადატანილი პოტენციურად საშიში ქიმიური ნივთიერებების და დამაბინძურებლების რაოდენობის და ბუნების შესახებ.

რეესტრის ძირითადი მიზანია:

• საზოგადოებისათვის გარემოში გაშვებული და/ან გადატანილი დამაბინძურებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

• გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების ხელშეწყობა.

Page 8: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

8

დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისa და გადატანის რეესტრის და SAICM-ის შესახებ.

ინიციატივა მოიცავდა ორ ძირითად კომპონენტს: პირველი კომპონენტი განხორციელდა 6 თანმიმდევრულ ფაზად და შედგებოდა დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრის შემუშავებაზე მიმართული აქტივობებისგან:

1. დამაბინძურებელთა გარემოში გაშვებისა და მათი გადატანის ეროვნული რეესტრის ძირითადი მიზნების განსაზღვრა;

2. საქართველოში არსებული, ეროვნული რეესტრის რელევანტური ინფრასტუქტურის შეფასება;

3. ეროვნული რეესტრის საკვანძო ელემენტების გამოკვეთა;

4. საპილოტე პროექტის განხორციელება;

5. საპროექტო წინადადების საბოლოო სახით შემუშავება;

6. დამასრულებელი სემინარის ჩატარება ეროვნული რეესტრის მოდელის საზოგადოებისათვის წარდგენისა და მისი დანერგვის მიზნით;

მეორე კომპონენტი მოიცავდა ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს დაინტერესებული ჯგუფებისათვის - სამთავრობო სექტორი, მრეწველობა, საზოგადოება. პროექტის საბოლოო შედეგია საპროექტო წინადადება, რომელშიც წარმოდგენილია ეროვნული რეესტრის ყველა მახასიათებელი, ტექნიკური საკითხების ჩათვლით. დოკუმენტში გათვალისწინებულია დაინტერესებულ მხარეთა (ხელისუფლება, მრეწველობა და საზოგადოება) შეხედულებები და ინტერესი. საპროექტო წინადადება წარედგინება სახელმწიფო უწყებებს განსახილველად და დასამტკიცებლად. საპროექტო წინადადება მომზადდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისა და შემუშავებული დოკუმენტების საფუძველზე, რომლებზეც იმუშავეს CENN-ის თანამშრომლებმა და ასევე შემდეგმა ექსპერტებმა: ელისო ბარნოვი, ირაკლი ლეგაშვილი, ალვერდ ჩანქსელიანი, ნოე მეგრელიშვილი, თამუნა გუგუშვილი, შალვა ნინიძე და ლევან კარანაძე. დოკუმენტში გათვალისწინებულია ეროვნული საკოორდინაციო ჯუფის3 შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები და კომენტარები. საბოლოო საპროექტო წინადადება განხილული და გასწორებულ იქნა UNITAR-ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ. შეხვედრების გარდა, ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის წევრები პროექტის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას იღებდნენ სპეციალურად შექმნილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით. პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული ვებ-გვერდიდან PRTR information website4, რომელიც მომზადდა პროექტის ფარგლებში და მოიცავს პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს. ელექტრონული გვერდი ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოების, რაც უზრუნველყოფს პროექტის გამჭვირვალობას.

3 ჩატარდა ჯგუფის სამი შეხვედრა: 2009 წლის 22-23 სექტემბერს, 2010 წლის 8-9 სექტემბერს და 2011 წლის 20 დეკემბერს. 4 ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე.

Page 9: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

9

შემაჯამებელი რეზიუმე წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს პროექტის “საქართველოში დამაბინძურებელთა გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ქიმიკატების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) განხორციელების მხარდაჭერა” საბოლოო დოკუმენტს. საპროექტო წინადადების მიზანია დამაბინძურებელთა გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის მოდელის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილია ეროვნული რეესტრის ყველა მახასიათებელი, ტექნიკური საკითხების ჩათვლით, ასევე გამოკვეთილია საქართველოში ეროვნული რეესტრის ამოქმედებისათვის საჭირო ქმედებები და შემუშავებულია ეროვნული რეესტრის განხორციელების გეგმა. ამისათვის, კი დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებაა საჭირო. დღესდღეობით საქართველოში არ მოიპოვება უტყუარი ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების შესახებ. ეს განპირობებულია როგორც მონიტორინგის, ასევე აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემაში არსებული ხარვეზებით. შედეგად, ქვეყანაში არ არის გამოკვეთილი დაბინძურების ცხელი წერტილები, შეფასებული დაბინძურების წყაროები5 და დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება მოსახლეობაზე. აღნიშნული ინფორმაციის გარეშე რთულია ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარება და გარემოსდაცვითი რისკების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ქვეყანაში დღესდღეობით არსებული სისტემა გარემოს მხოლოდ ორ მედიაში – ჰაერი და წყალი – წერტილოვანი დაბინძურების წყაროებიდან გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვა-ანგარიშგებას მოიცავს. თუმცა, ნარჩენები და დიფუზური დაბინძურების ისეთი წყაროები, როგორიცაა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და სადრენაჟო ჩამდინარე წყლების ჩაშვებით გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია. შესაბამისად, ამ ტიპის დაბინძურების შეფასების და აღრიცხვის გარეშე ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის შესახებ სურათი სრული ვერ იქნება. აღნიშნული გარემოება გათვალისწინებულია წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილ ეროვნული რეესტრის მოდელში. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ეროვნული რეესტრი ვერ მოიცავს ანგარიშგებას დაბინძურების ყველა წყაროდან (ნიადაგი და დიფუზური წყაროები საწყის ეტაპზე არ იქნება შეტანილი), დაგეგმილია, ეტაპობრივად ასეთი ანგარიშგების დანერგვა ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. გარემოს დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს ეროვნული რეესტრის შექმნის პროცესს და იქნება პასუხისმგებელი მის განხორციელებასა და მართვაზე. ეროვნულ PRTR–ში ანგარიშგება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ სექტორიდან, რომლებიც ზეწოლას ახდენენ გარემოზე. ეს ჩამონათვალი მოიცავს: ენერგეტიკის სექტორს, ლითონის წარმოებას და დამუშავებას, ქიმიურ მრეწველობას, მინერალური ნედლეულის გადამამუშავებელ მრეწველობას, ქიმიურ მრეწველობას, ნაჩენების და ჩამდინარე წყლების მართვას, ქაღალდისა და ხის მასალის წარმოებას და

5 იგულისხმება, რომ არ არის შეფასებული დაბინძურების ყველა წყარო

Page 10: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

10

დამუშავებას, შინაური ცხოველის ინტენსიურ მოშენებასა და აკვაკულტურას, ცხოველურ და მცენარეულ ნაწარმს კვების მრეწველობიდან. ამავე დროს განახლებას საჭიროებს წერტილოვანი წყაროებიდან გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების გათვლის მეთოდოლოგიები, მათი საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით და შესამუშავებელია სახელმძღვანელო დოკუმენტები (მრეწველობის სექტორების მიხედვით) ოქმის II დანართში წარმოდგენილ 86 ნივთიერებაზე (ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი იხილეთ დანართ I–ში) ანგარიშგების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია ასევე ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის აწყობა. ეროვნულ PRTR–ში ანგარიშგება განხორციელდება როგორც წერტილოვანი, ასევე დიფუზური წყაროებიდან; იგი მოიცავს აგრეთვე ინფორმაციას ამჟამად საქართველოს კანონმდებლობით ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ქიმიურ ნივთიერებებზე6 და PRTR პროტოკოლში წარმოდგენილ 86 ქიმიურ ნივთიერებაზე. საწყის ეტაპზე ანგარიშგება განხორციელდება, როგორც ელექტრონულად, ასევე ხელით შევსებული ფორმებით და იქნება ულიმიტო, რაც უზრუნველყოფს სრული ინფორმაციის შეგროვებას7. ანგარიშგება ძირითადად განხორცილედება გათვლის მეთოდებით, ლაბორატორიული ანალიზის მეთოდების მაღალი ღირებულების გამო8. გათვლები განხორციელდება გარემოს დაცვის სამინსიტროს და საერთაშორისო ექპერტების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე. PRTR–ის მონაცემებს გამოითვლიან თავად საწარმოები, შეავსებენ ანგარიშგების ფორმებს და შევსებულ ფორმებს წარუდგენენ გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტს. გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები შეამოწმებენ საწარმოების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში უკან დაუბრუნებენ საწარმოს შესასწორებლად და შესწორებული ინფორმაციის თავიდან წარსადგენად. ყველა ის მონაცემი, რომელიც შემოწმების შემდეგ მიიჩნევა სწორად, სპეციალისტების მიერ შეტანილი იქნება MySQL მონაცემთა ბაზის სერვერზე და გამოყენებული იქნება ეროვნული PRTR–ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის PRTR–ის ვებ–გვერდზე და ნაბეჭდი სახით (წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე). ამ პროცესს უხელმძღვანელებს გარემოს დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის და ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების სამმართველოები. საქართველოში ამჟამად არ ხორციელდება ანგარიშგება დიფუზური დაბინძურების წყაროებიდან (გამონაკლისს წარმოადგენს ავტოტრანსპორტი). PRTR–ში 5 წლის განმავლობაში მოხდება ამ ტიპის ანგარიშგების დანერგვა. დიფუზური დაბინძურების წყაროებიდან ანგარიშგება მოიცავს: არასანიტარულ და არალეგალურ ნაგავსაყრელებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ნიადაგის დაბინძურებას, ავტოტრანსპორტს (არსებული ანგარიშგების გაუმჯობესება). ამ ტიპის წყაროებიდან ანგარიშგების განხორცილება საჭიროებს პასუხისმგებელი უწყების გამოკვეთას, თანამედროვე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდოლოგიების და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას, რომელთა საფუძველზეც მოხდება

6 საწყის ეტაპზე. 7 3 წლის შემდეგ დადგინდება ანგარიშგების რელევანტური ზღვრები. 8 ლაბორატორიული ანალიზები ჩარადება გარკვეულ შემთხვევებში.

Page 11: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

11

დიფუზური წყაროების შეფასება და შესაბამისი ანგარიშგება და ტრენინგების და სემინარების ჩატარებას პასუხისმგებელი უწყების თანამშრომლებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებობს ეროვნული რეესტრის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. თუმცა, აღნიშნული ინფრასტრუქტურა არაეფექტურია, იგი არ მოიცავს დაბინძურების დიფუზურ წყაროებს, ნარჩენებსა და ნიადაგის დაბინძურებას. აღნიშნული ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს ეროვნული რეესტრის ამოქმედებამდე. ამავდროულად, უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო აქტები ნარჩენებზე, ნიადაგის დაბინძურებაზე, ოქმის II დანართში წარმოდგენილ 86 ნივთიერებაზე და დაბინძურების დიფუზური წყაროებიდან ანგარიშგების განსახორციელებლად. გარემოს დაცვის სამინისტრომ და საწარმოებმა უნდა განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები ეროვნული PRTR–ის განსახორციელებლად. ამისათვის საჭირო იქნება რიგი ტრენინგების ჩატარება (მეტი დეტალებისთვის იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი). უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს და საწარმოების თანამშრომლებს უკვე აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება ანგარიშგების განხორცილების კუთხით, რაც კარგი საფუძველია შემდგომი უნარების განსავითარებლად. საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული PRTR–ის შესაქმნელად, მისი შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის9 დამატებითი თანხების10 მოძიებაა საჭირო. ამისათვის საჭირო ფინანსური რესურსები (მიახლოებითი სიდიდე) დოკუმენტის შემდგომ თავებშია გამოკვეთილი.

9 აღნიშნული სისტემა უნდა მოიცავდეს ანგარიშგებას ოქმით განსაზღვრულ 86 ნივთიერებაზე 10 დამატებითი დაფინანსების მოძიება საჭიროა შემდეგი საქმიანობების განსახორციელებლად: სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცება, ტრენინგების და სემინარების ჩატარება აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლობებისა და მეწარმეებისათვის, პროგრამული და საინჟინრო უზრუნველყოფა და შესაბამისი ტრენინგები და ა.შ.

Page 12: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

12

ქვემოთ წარმოდგენილია ეროვნული რეესტრის მოდელის, გამოკვეთილი საჭიროებების და განხორციელების სამუშაო გეგმის მოკლე აღწერა:

დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის მიზნები

დადგენილი იქნა ეროვნული რეესტრის შემდეგი მიზნები:

• საზოგადოებისათვის გარემოში გაშვებული და გადატანილი დამაბინძურებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

• ქიმიკატების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) განხორციელების ხელშეწყობა

• დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება

• დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რაოდენობრივი განსაზღვრა ეროვნულ და ადგილობრივ (ლოკალურ) დონეზე

• კონკრეტული ნივთიერებების გარემოში გაშვების ტრენდის შეფასება

• გარემოს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება

• სუფთა წარმოების დანერგვისა და დაბინძურების აღკვეთის კუთხით მრეწველობის საქმიანობის ხელშეწყობა

• ეკოლოგიური რისკის შესამცირებლად შესაძლებლობების გამოვლენა

• ანგარიშგების მოთხოვნების ინტეგრირება და ჰარმონიზება

• საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა

• საზოგადოების ჩართვა და მათი ინტერესის გაზრდა გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებისადმი დეტალებისთვის იხილეთ თავი 1

დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის განხორციელების სამართლებრივი ასპექტები

არსებული კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების განხორციელებას:

• კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

o ინსტრუქცია “დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების

Page 13: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

13

წარმოების წესის შესახებ”

• წყლის შესახებ საქართველოს კანონი

o ინსტრუქცია “წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ”

• კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

• კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

o კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ

• კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ

კანონები და საკანონმდენლო აქტები, რომლებიც უნდა შემუშავდეს ან შეიცვალოს:

• კანონი ნარჩენების შესახებ

o შესაბამისი ინსტრუქცია/კანონქვემდებარე აქტი ნარჩენებზე ანგარიშგების წარმოების წესების შესახებ

• გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება 86 ქიმიურ ნივთიერებაზე ანგარიშგების განხორციელების შესახებ

o ინსტრუქციები ინდუსტრიის სექტორების მიხედვით გარემოში 86 დამაბინძურებლის გაშვებისა და ნარჩენების გადატანის შესახებ

• ინსტრუქციები/კანონქვემდებარე აქტები დიფუზური წყაროებიდან დაბინძურებაზე ანგარიშგების განხორციელების შესახებ

• ინსტრუქცია/კანონქვემდებარე აქტი ნიადაგის დაბინძურებაზე ანგარიშგების განხორციელების შესახებ

• წყლის გამოყენების შესახებ სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის მოდიფიცირება

დეტალებისთვის იხილეთ თავი 2.1

ანგარიშგების მოთხოვნები და პროცედურები ემისიების წერტილოვანი წყაროებისთვის

Page 14: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

14

ეროვნულ რეესტრში ანგარიშგება განხორციელდება:

• ოქმის II დანართში წარმოდგენილ 86 დამაბინძურებელსა და ნივთიერებათა კატეგორიაზე

• საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ანგარიშგებას დაქვემდებარებული 56 ნივთიერების ჩაშვებისას წყალში

• საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ანგარიშგებას დაქვემდებარებული ნივთიერებების: მტვრის, დანარჩენი მყარი ნივთიერებების, გოგირდის დიოქსიდის, აზოტის ოქსიდების, ნახშირჟანგის, ნახშირწყალბადების, დანარჩენი აირადი და თხევადი ნივთიერებებისა და ნახშირორჟანგის გაშვებისას ჰაერში

• ნარჩენების – ტიპისა და რაოდენობის მიხედვით - გადატანის შემთხვევაში

• ემისიის წერტილოვანი წყაროებიდან (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად)

• ემისიის დიფუზური წყაროებიდან – სასოფლო-სამეურნეო მიწები11, მეცხოველეობის ფერმები ზედაპირული და ნარჩენი წყლების ჩაშვების არაორგანიზებული სისტემით, არასანიტარული და უკანონო ნაგავსაყრელები.

ეროვნულ რეესტრში ანგარიშგება განხორციელდება შემდეგი სექტორებიდან: • ენერგეტიკის სექტორი • ლითონის წარმოება და დამუშავება • მინერალური ნედლეულის გადამამუშავებელი მრეწველობა • ქიმიური მრეწველობა • ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მართვა • ქაღალდისა და ხის მასალის წარმოება და დამუშავება • შინაური ცხოველის ინტენსიური მოშენება და აკვაკულტურა • ცხოველური და მცენარეული ნაწარმი კვების სექტორიდან

• სხვა საქმიანობა

ეროვნულ რეესტრში გამოყენებული იქნება შემდეგი პროცედურები:

• ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების დანერგვიდან ყოველ 3 წელიწადში გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალს

11 პესტიციდებით, ჰერბიციდებითა და სასუქით დაბინძურება

Page 15: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

15

• საწყის ეტაპზე (პირველი 3 წლის განმავლობაში) PRTR–ის ოქმში წარმოდგენილი ჩამონათვალიდან არ მოხდება ნივთიერების ამოღება

• ეროვნული რეესტრის დანერგვიდან 3 წლის განმავლობაში ანგარიშგება იქნება ულიმიტო

• ანგარიშგება ნარჩენებზე (საწყის ეტაპზე) განხორციელდება

o 1,000 კგ-ზე მეტი არასახიფათო

o 100 კგ-ზე მეტი სახიფათო

ნარჩენების ობიექტის ტერიტორიის გარეთ გატანის შემთხვევაში (საანგარიშო წლის მანძილზე).

• ეროვნულ რეესტრში ანგარიშგებიდან არ მოხდება არც ერთი ობიექტის გათავისუფლება, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა ინფორმაციაც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კონფიდენციალურია

o ობიექტებს მიენიჭებათ კონფიდენციალურობის სტატუსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავები 3.6.1. და 3.6.2.)

ანგარიშგების ფორმაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი მონაცემები:

წყილის რესურსები:

• ობიექტის საკონტაქტო ინფორმაცია, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა, საქმიანობა და ადგილმდებარეობა

• წყალაღების წყარო და მოცულობა

• წყალში ჩაშვებული ნივთიერებების დასახელება, ხარისხი და რაოდენობა (ტ/წელ)

• წყალაღების მიზანი და პროდუქცია

• წინა წლებთან შედარებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემცირება და წყლის დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები

• სამუშაო დღეების რაოდენობა და ობიექტის წარმადობა

• ინფორმაცია ნარჩენი წყლების გაწმენდის, გადამუშავების და ავარიული დაბინძურების შესახებ

ჰაერი:

• ობიექტის საკონტაქტო ინფორმაცია, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა, საქმიანობა და ადგილმდებარეობა

• ნივთიერებების დასახელება და რაოდენობა (ტ/წელ)

Page 16: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

16

• გამოშვებული პროდუქციის ან მომსახურეობის სახეობა და რაოდენობა, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების რაოდენობის შესაფასებლად გამოყენებული ანალიზური ან გათვლის მეთოდი

• წინა წელთან შედარებით ჰაერში გაფრქვევების შემცირების მაჩვენებელი

• წინა წლებთან შედარებით ჰაერში გაფრქვევების რაოდენობის შემცირება და ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები

• სამუშაო დღეების რაოდენობა და ობიექტის წარმადობა

• ინფორმაცია ავარიული დაბინძურების შესახებ

ნარჩენები:

• ობიექტის საკონტაქტო ინფორმაცია, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა, საქმიანობა და ადგილმდებარეობა

• საქართველოს ფარგლებში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადატანილი ნარჩენების ტიპი, რაოდენობა და შემადგენლობა

• ნარჩენების რაოდენობრივი განსაზღვრისათვის გამოყენებული შეფასების ან გაზომვის მეთოდი და წინა წელთან შედარებით წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობის შემცირება

• ინფორმაცია ავარიული დაბინძურების შესახებ და ნარჩენების შემცირების მეთოდები

• გამოშვებული პროდუქციის ან მომსახურეობის სახეობა და რაოდენობა, თანამშრომელთა რაოდენობა, სამუშაო დღეთა და სამუშაო საათების რაოდენობა

დეტალებისთვის იხ. თავი 3.7.

ემისიების მოცულობების ზუსტად განსაზღვრის მიზნით უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს შემდეგი:

• წერტილოვანი დაბინძურების წყაროებიდან ჰაერში გაფრქვეული და წყალში ჩაშვებული დამაბინძურებლებისა და ობიექტის ტერიტორიიდან გატანილი ნარჩენების რაოდენობის გაანგარიშების სახელმძღვანელო დოკუმენტები (ოქმში წარმოდგენილი ჩამონათვალის მიხედვით)

• დიფუზური წყაროებიდან ჰაერისა და წყლის დაბინძურების შესაფასებელი სახელმძღვანელო დოკუმენტები

• გამომუშავებული და ნარჩენი წყლების სტანდარტული მოცულობების განსაზღვრის სახელმძღვანელო დოკუმენტები (თანამედრვე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდოლოგიის საფუძველზე)

• ნიადაგის დაბინძურების შეფასების სახელმძღვანელო დოკუმენტი12

12 ანგარიშგება განხორცილედება მხოლოდ “ნიადაგის დამუშავების” და “სიღრმული გაჟღენთვის” შემთხვევაში.

Page 17: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

17

• ექსპერტების მიერ ტრენინგების ჩატარება სამინისტროს თანამშრომლებისათვის აღრიცხვა/ანგარიშგების ახალი სისტემის დასაუფლებლად

• ექსპერტების მიერ ტრენინგების და სემინარების ჩატარება მეწარმეებისათვის აღრიცხვა/ანგარიშგების ახალი სისტემის დასაუფლებლად. დეტალებისთვის იხ. თავი 3.8.

ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოების დახმარება:

• გარემოში გაშვებული დამაბინძურებლებისა და გადატანილი ნარჩენების აღრიცხვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება მრეწველობის თითოეული სექტორისათვის

• საინფორმაციო ფურცლებისა და ბუკლეტების შემუშავება და დარიგება, რომლებშიც განმარტებული იქნება ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების მოთხოვნები

• ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოებისათვის სემინარების13 ჩატარება PRTR–ის სისტემის მნიშვნელობასა და სარგებელზე

• ტრენინგების ჩატარება ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოებისათვის აღრიცხვა/ანგარიშგების ახალი სისტემის შესახებ

• PRTR–ის ელექტრონული გვერდის შექმნა

• გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ საინფორმაციო ცენტრების შექმნა ან თანამშრომლების გამოყოფა, რომლებიც ანგარიშგებას დაქვემდებარებულ საწარმოებს დაეხმარებიან ეროვნულ რეესტრში დამაბინძურებლების შესახებ ანგარიშგების განხორციელებაში.

დეტალებისთვის იხ. თავი 3.9.1. და 3.9.2.

ემისიის დიფუზური წყაროები

დიფუზური წყაროების ჩამონათვალი:

• არასანიტარული და არალეგალური ნაგავსაყრელები

• ავტოტრანსპორტი

• სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – პესტიციდებით, ჰერბიციდებით და სასუქებით დაბინძურება

13 გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, თუმცა, სამინისტროს შეუძლია ამ საქმიანობაში ჩართოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

Page 18: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

18

• მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების ჩაშვებით

• ნიადაგის დაბინძურება – მხოლოდ “ნიადაგის დამუშავების” და “სიღრმული გაჟღენთვის” შემთხვევაში

დიფუზური წყაროებიდან ემისიების გაანგარიშების პროცედურები:

• დიფუზური წყაროებიდან წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების შეფასების თანამედროვე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდების გამოყენება

• სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება, რომელსაც გამოიყენებს ემისიის დიფუზური წყაროებიდან გამოწვეული წყლისა და ჰაერის დაბინძურების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება

• ემისიის დიფუზური წყაროებიდან გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების გამოკვეთა

• ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული დამაბინძურებლების აღრიცხვის მეთოდების სრულყოფა14;

• ემისიის დიფუზური წყაროებიდან გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება.

დიფუზური წყაროებიდან ემისიების მონაცემების ეროვნულ რეესტრში შეტანის პროცედურები:

• პრიორიტეტული დიფუზური წყაროების გამოკვეთა, რომლებზეც განხორციელდება ანგარიშგება

• დიფუზური წყაროებიდან გაშვებულ დამაბინძურებლებზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ ანგარიშგების განხორციელება სტატისტიკური, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე

• სტატისტიკური მონაცემების გაერთიანება გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მონაცემებსა და ემისიის ფაქტორებთან. მონაცემების სტატისტიკური მეთოდებით დამუშავების შედეგად ცალკეული დიფუზური წყაროებიდან გაშვებული დამაბინძურებლების სრული მოცულობის მიღება

• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ინფორმაციის მოპოვება არასანიტარული და უკანონო ნაგავსაყრელების შესახებ. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების ნიმუშების ანალიზის ჩატარება მონაცემების სიზუსტის ასამაღლებლად

• შესაბამის უწყებებს შორის სათანადო კოორდინაციის განხორციელება

14 ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული დამაბინძურებლების რაოდენობის აღრიცხვის სიზუსტის გასაზრდელად ასეთი ტიპის გათვლებისას მოხმარებული საწვავის რაოდენობასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს მომუშავე ავტომობილების რეალური რაოდენობა, გარბენი, ავტოპარკის დეტალური შემადგენლობა, კატალიზური გარდამქმნელების ეფექტურობა და ა.შ.

Page 19: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

19

დეტალებისთვის იხ. თავი 4.4. და 6.3.

ეროვნული რეესტრის მონაცემების მართვის სისტემა

ეროვნულ რეესტრში მონაცემთა შეყვანის, დამუშავებისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის საჭირო პროგრამული და საინჟინრო უზრუნველყოფა:

• პროგრამული უზრუნველყოფა:

o MySQL მონაცემთა ბაზების სერვერი;

o ბაზები და WEB სერვერები;

o PostgreSQL სერვერი და PostGIS-ის მონაცემთა ბაზა გეოგრაფიული მონაცემების ვებ-გვერდზე ასახვისათვის.

• ყველა მონაცემი თავსებადი უნდა იყოს GIS–ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან

• საინჟინრო უზრუნველყოფა:

o HP Work Station ტიპის თანამედროვე კომპიუტერი, რომლის აპარატურული მახასიათებლები დააკმაყოფილებს 24 საათიან სამუშაო რეჟიმს;

o ადმინისტრატორი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზების და WEB სერვერის მუშაობას და შესაბამისი პროგრამების (სკრიპტების) შემუშავებას.

დეტალებისთვის იხ. თავი 5.

ეროვნული რეესტრის ადმინისტრირება

ინსტიტუციური პასუხისმგებლობები

საწარმოები პასუხისმგებელი არიან:

• ეროვნულ რეესტრში ანგარიშგებას დაქვემდებარებული დამაბინძურებლების რაოდენობის გაანგარიშებასა და ინფორმაციის შესაბამის ფორმებში შეყვანაზე

• გარემოს დაცვის სამინისტროში ინფორმაციის წარდგენაზე

• წარდგენილ ინფორმაციაში შეცდომების გასწორებაზე

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია:

Page 20: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

20

• PRTR-ის მონაცემების გამოყენებაზე

• PRTR-ის ელექტრონული გვერდის განახლებაზე

• PRTR-ის ინფორმაციის გავრცელებაზე

• PRTR-ის წლიური ანგარიშის მომზადებაზე

• გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია:

o საწარმოებიდან მონაცემთა შეგროვებაზე

o მიღებული მონაცემების სისწორის შემოწმებაზე

o მონაცემების ეროვნული რეესტრის მონაცემთა ბაზაში შეყვანაზე

o მონაცემების ანალიზზე

o PRTR-ის მონაცემთა ბაზის წარმოებაზე

ეროვნული რეესტრის მონაცემებთან დაკავშირებული პერსონალი, სწავლება, პროგრამული და საინჟინრო უზრუნველყოფა და ბიუჯეტი:

• 4 თანამედროვე კომპიუტერი

• გარემოს დაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელი, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ეროვნული რეესტრის მონაცემების შეგროვებასა და მართვაზე

• დამატებითი ბიუჯეტი, რომელიც საჭიროა ახალი თანამშრომლის ხელფასისთვის, აუცილებელი პროგრამული და საინჟინრო უზრუნველყოფისა და ტრენინგებისთვის

• MySQL მონაცემთა ბაზების სერვერი

• ბაზები და WEB სერვერები

• PostgreSQL სერვერი და PostGIS-ის მონაცემთა ბაზა გეოგრაფიული მონაცემების ვებ-გვერდზე ასახვისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავი 6.3.

ეროვნულ დონეზე განხორციელების სამუშაო გეგმა

Page 21: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

21

ეროვნულ დომეზე განხორციელების სამუშაო გეგმა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: 1. აუცილებელი კანონმდებლობის შემუშავება და ამოქმედება (2012 – 2015) 2. გარემოსდაცვითი ანგარიშგების მოთხოვნების შემუშავება/ცვლილება (2013 – 2014) 3. PRTR-ის მონაცემთა ბაზის წარმოება (2012 – 2014)

ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების პირველი ციკლის მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

1. ინფრასტრუქტურის მოწყობა (2012 – 2013) 2. ხელმძღვანელობა და სწავლება (2012 – 2015) 3. მონაცემების შეგროვება/შემოწმება (2012 – 2015) 4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისათვის (2012 – 2014)

დეტალებისთვის იხ. თავი 7.

შემოწმების პროცედურები

გარემოს დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს, გამოსცემს და გაავრცელებს ეროვნული რეესტრის წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს:

• აღრიცხვა/ანგარიშგების სისტემის მოკლე აღწერას

• PRTR-ის შეჯამებულ, წლიურ მონაცემებს

• წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზს გარემოს დაცვის სამინისტრო ასევე შეიმუშავებს განხორცილების ანგარიშს, რომელიც:

• წარედგინება PRTR–ის ბიუროს 3 წელიწადში ერთხელ • მოიცავს შემდეგ საკითხებს: მიღწეული პროგრესი, მიზნები, შეზღუდვები და ნაკლოვანებები, რომლებიც გააჩნია ეროვნული სისტემას

საქართველოში • წარმოადგენს საფუძველს PRTR სისტემის ცვლილებების განხორციელებისა და გაუმჯობესებისათვის

ორივე ანგარიშს გამოსცემს გარემოს დაცვის სამინისტრო და ისინი ხელმისაწვდომი იქნება როგორც PRTR–ის ვებ–გვერდზე, ასევე ნაბეჭდი სახით.

Page 22: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

22

დეტალებისთვის იხ. თავი 8.1.

PRTR სისტემის შემდგომი განვითარების რეკომენდაციები

PRTR-ის სისტემის დანერგვიდან 5 წლის განმავლობაში მოხდება შემდეგი საკანონმდებლო ელემენტების ეტაპობრივი შემოღება:

• ნარჩენების რაოდენობის გაანგარიშებისა და ანგარიშგების პროცედურების ოფიციალური ინსტრუქციების შემუშავება და ამოქმედება

• 86 ქიმიურ ნივთიერებაზე ანგარიშგების განსახორციელებლად კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და ამოქმედება

• გარემოში 86 დამაბინძურებლის გაშვებასა და ნარჩენების გადატანაზე ანგარიშგების ოფიციალური ინსტრუქციების შემუშავება და ამოქმედება

• დიფუზური დაბინძურების წყაროებიდან გარემოში დამაბინძურებლების გაშვებაზე ანგარიშგების ოფიციალური ინსტრუქციების შემუშავება და ამოქმედება

• ეროვნულ რეესტრში ნიადაგის დაბინძურებაზე ანგარიშგების განხორციელების ოფიციალური ინსტრუქციების შემუშავება და ამოქმედება PRTR-ის სისტემის შესაძლო დამატებითი გამოყენება:

• ხელშეწყობა სათბურის აირების მონიტორინგში კლიმატის ჩარჩო კონვენციის მესამე ეროვნული შეტყობინებისათვის;

• საქართველოში დაბინძურების გრძელვადიანი ტენდენციების გამოვლენა და შერბილება;

• წყლის ავარიული დაბინძურების არსებული მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება;

• ინვესტორების დახმარება საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში. დეტალებისთვის იხ. თავი 9.1. და 9.2.

Page 23: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

23

1. დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის მიზნები

საქართველოში ქიმიურ ნივთიერებების მართვის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზის და ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფისა15 და ბენეფიციარის16 მიერ 2009 წლის 22-23 სექტემბრის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიკვეთა ეროვნული რეესტრის შემდეგი მიზნები:

o საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის ძირითად ნაკლოვანებას ამ კუთხით ინფორმაციის სიმცირე წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ეროვნული რეესტრის ერთ-ერთ მიზანია:

• ქვეყნის მასშტაბით დამაბინძურებელთა გარემოში გაშვებისა და გადატანის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

o ეროვნულმა საკოორდინაციო ჯგუფმა მოიწონა UNITAR-ის სახელმძღვანელო დოკუმენტში წარმოდგენილი მიზნები და ისინი საქართველოში ეროვნული რეესტრის მიზნებად მიიჩნია. ქვემოთ წარმოდგენილია მიზნების ჩამონათვალი:

• დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება;

• დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რაოდენობრივი განსაზღვრა ეროვნულ და ადგილობრივ (ლოკალურ) დონეზე;

• კონკრეტული ნივთიერებების გარემოში გაშვების ტრენდის შეფასება;

• გარემოს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება;

• საზოგადოებისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

• სუფთა წარმოების დანერგვისა და დაბინძურების აღკვეთის კუთხით მრეწველობის საქმიანობის ხელშეწყობა;

• ეკოლოგიური რისკის შესამცირებლად შესაძლებლობების გამოვლენა;

• ანგარიშგების მოთხოვნების ინტეგრირება და ჰარმონიზება;

• საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

• საზოგადოების ჩართვა და მათი ინტერესის გაზრდა გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესებისადმი.

ეროვნულმა საკოორდინაციო ჯგუფმა ასევე მიზანშეწონილად ჩათვალა შემდეგი მიზნის დამატება:

• ქიმიკატების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) განხორიცლების ხელშეწყობა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაინტერესებული მხარეების მიერ გამოკვეთილი მიზნები მიიღწევა ეტაპობრივად, ქვეყანაში PRTR–ის სისტემის დანერგვიდან 5 წლის განმავლობაში.

15 ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფი შედგება 35 წევრისგან, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო უწყებებს

(სამინისტროებს), არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამრეწველო ობიექტებსა და სამეცნიწრო ინსტიტუტებს. 16 საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო

Page 24: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

24

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრი წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებების გაშვების და/ან გადატანის შესახებ რეგულარული და სანდო ინფორმაციის მიღებისა და ამ ინფორმაციის დაინტერესებულ და/ან ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებამდე მიტანის საშუალებას.

Page 25: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

25

დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის განხორციელების სამართლებრივი ასპექტები

1.1 არსებული ან ახალი ინსტრუქციები და კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს PRTR პროტოკოლის მოთხოვნების შესრულებას

არსებული კანონმდებლობა და ინსტრუქციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეროვნული რეესტრის ფუნქციონირებას:

• კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

o ინსტრუქცია “დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ”

• წყლის შესახებ საქართველოს კანონი

o ინსტრუქცია “წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ”

• კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

• კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

o კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ

• კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის აღრიცხვა/ანგარიშგება ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა17 და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად18. ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 23), განასხვავებენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ოთხ სახეს:

• ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან;

• ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან;

• ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან;

• ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებიდან.

17 კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს 18 საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება ¹667, 24.09.08

Page 26: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

26

თუმცა, გაფრქვევათა აღრიცხვას დაქვემდებარებულია მხოლოდ დაბინძურების სტაციონარული წყაროს მქონე ობიექტები. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა მოიცავს:

• გაფრქვევათა თვითმონიტორინგს;

• გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემას.

ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონის საფუძველზე გამოცემული იქნა ინსტრუქცია “დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ”. აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს, რომლითაც რეგულირდება საწარმოების მიერ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა და ანგარიშგება. ინსტრუქციის თანახმად, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს:

• გაფრქვევათა გაზომვას/შეფასებას;

• გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას;

• გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგი. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი ხორციელდება პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის (პად-1, პად-2, პად-3) ფორმების საფუძველზე. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა ხდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით. ეს მეთოდებია:

• დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი. ეს მეთოდი ეფუძნება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენას სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით;

• დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდი, რომლის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით.

ზემოთ აღნიშნული სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის ნუსხა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა დადგენილია დებულებით: “დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში

Page 27: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

27

გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ.”19 მეთოდიკა მომზადდა როგორც, ძველ საბჭოურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ასევე IPCC (Intergovernmental Panel on Climate Change) მეთოდიკისა და გაფრქვევათა ინვენტარიზაციის სახელმძღვანელოს (CORINAIR_Co-oRdination d`INformation Environmental AIR) გამოყენებით. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნების თანახმად ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერი სუბიექტი ვალდებულია გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მავნე ნივთიერებების ემისიის სახელმწიფო აღრიცხვის შევსებული ფორმა ყოველი წლის 15 თებერვლამდე. ამ ფორმების შევსებისა და წარდგენის მიზანია მავნე ნივთიერებების ემისიების სახელმწიფო აღრიცხვის განხორციელება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წერტილოვანი წყაროების მქონე ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოების ჩამონათვალს ყოველწლიურად განსაზღვრავს გარემოს დაცვის სამინიტრო და ამტკიცებს გარემოს დაცვის მინისტრი. აღნიშნული ჩამონათვალი გამოყენებული უნდა იქნეს ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების განსახორციელებლად. საქართველოს კანონი წყლის შესახებ და საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ წყალში ჩაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება “წყლის შესახებ”20 და “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”21 საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს კანონი წყლის შესახებ ავალდებულებს ყველა წყალმოსარგებლეს

19 დამტკიცებული 2003 წლის 28 ივლისს, გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით ¹67 20 საქართველოს კანონი წყლის შესახებ ძალაშია 1997 წლის 25 ნოემბრიდან. კანონი, ძირითადად, შეიცავს დებულებებს ზედაპირული წყლების დაცვის შესახებ და არ ეხება მიწისქვეშა და სანაპირო წყლების დაცვის საკითხებს. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო ნებართვები ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღებასა და ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვებაზე. თუმცა, ნებართვები წყალაღებაზე კანონის მიღებისთანავე გაუქმდა. ნებართვები ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვებაზე, რომელიც გათვალისწინებული იყო კანონის პირველ ვარიანტში, შეჩერებულ იქნა 2010 წლამდე აღნიშნული კანონში შეტანილი ცვლილებით, 2007 წელს კი აღნიშნული ნებართვა საერთოდ გაუქმდა. 2005 წლის საგადასახადო კოდექსის თანახმად გაუქმდა გარემოს დაბინძურების, მათ შორის, წყლის დაბინძურების, გადასახადი. წყლის კანონმდებლობა მნიშვნელოვნად განვითარდა 1997 წლის შემდეგ. თუმცა, ცვლილებები არ აისახა კანონში წყლის შესახებ. მაგალითად, 2005 წლის კანონმა ლიცენზირბისა და ნებართვების შესახებ მნიშვნელოვნად შეამცირა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ისეთი სენსიტიური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებენ მართვასა და კონტროლს. ამჟამად საერთაშორისო დონორების დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონზე წყლის შესახებ.

21 საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მიღებულია 2009 წლის 11 დეკემბერს. მან შეცვალა კანონი სტატისტიკის შესახებ, მიღებული 1997 წლის 12 დეკემბერს.

Page 28: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

28

დადგენილი ფორმით22 აწარმოოს წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია (პად-4, პად-5, პად-6), რომელიც წარმოადგენს საფუძველს სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოებისთვის. წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა ყოველწლიურად 15 თებერვლამდე წარედგინება გარემოს დაცვის სამინისტროს. საწარმო ვალდებულია წყალსარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს გარემოს დაცვის სამინისტროს. გარემოს დაცვის სამინისტრომ წყლის შესახებ და ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად შეიმუშავა ინსტრუქცია - “წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ”. ინსტრუქცია დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის23 მიერ (ბრძანება ¹63, 2004.11.03). სახელმწიფო აღრიცხვას დაქვემდებარებულ წყალმოსარგებლეთა ნუსხა განისაზღვრება24 საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. აღნიშნული ჩამონათვალი გამოყენებულ უნდა იქნეს ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების განსახორციელებლად.

კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“25 არეგულირებს ნებართვებისა და ლიცენზების გაცემას, განსაზღვრავს ლიცენზიებისა და ნებართვების სახეებს, ადგენს მათი გაცემის, შეცვლისა და გაუქმების წესს. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის ქვეშ შეიქმნა რიგი ნებართვებისა, რომლებიც არეგულირებენ დამაბინძურებლების მონიტორინგს, გაშვებასა და გადატანას: გარემოზე ზემოქმედების ნებართვა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შესახებ, რომელიც ამჟამად შეჩერებულია. კანონის თანახმად, ლიცენზიის/ნებართვის გამცემს უფლება აქვს გააკონტროლოს ნებართვის პირობების შესრულება. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და ადგენს იმ პირობებს რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის/ქმედების განხორციელებისათვის. დადგენილ ვადაში

22 წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ

დამტკიცებული და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული პად (პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია) ფორმებით

23 ამჟამად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ¹71, 01.02.2010.

24 ინსტრუქცია წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ, მუხლი 1, პარაგრაფი 2

25 მიღებულია 2005 წლის 24 ივნისს

Page 29: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

29

ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ამავე დროს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს განესაზღვრება ვადა შესაბამისი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა კვლავ გასამმარგება. იმ შემთხვევაში, თუ 22-ე და 34-ე მუხლების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კანონი ასევე ავალდებულებს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი, განსაზღვრავს აღნიშნულ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სახეს და საზოგადოებისათვის და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს. კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“26 შემუშავდა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის ქვეშ. იგი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ეკოლოგიურ ექპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალს, აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის, ნებართვის გასაცემად ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის სამართლებრივ საფუძვლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სასჯელი ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის უნებართვოთ განხორციელების და საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევით განხორციელების შემთხვევაში, კერძოდ:

• გარემოზე ზემოქმედების ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის უნებართვოთ განხორციელებისას დამრღვევს ეკისრება ჯარიმა 7,000-დან 10,000 ლარის ფარგლებში;

• საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევით განხორციელებისას დამრღვევი ჯარიმდება 5,000 ლარით.

საქმიანობისთვის, რომელიც ეკოლოგიურ ექსპერტიზას არ საჭიროებს, სავალდებულოა გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დაცვა. გარემოსდაცვითი რეგლამენტების დარღვევის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელს ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება.

26 მიღებულია 2007 წლის 14 დეკემბერს

Page 30: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

30

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის ¹184 დადგენილება “შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე”. დადგენილება შემუშავებულია “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს შეზღუდულად ბრუნვადი მასალების რეგულირების ნებართვას. დადგენილების თანახმად, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო ამგვარი მასალების მხოლოდ ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვებს გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიც. დადგენილების დანართებში მოცემულია რეგულირებას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების სახეების ჩამონათვალი. ესენია: როტერდამის კონვენციის27 დანართ III-ში და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახიფათო ქიმიური ნივთიერებები; მონრეალის ოქმის28 A, B, C და E დანართებში განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები; ბაზელის კონვენციის29 დანართ I და II-ში განსაზღვრული ნარჩენები და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის 1 თებერვლის 259/93 დებულების30 წითელ, ყვითელ და მწვანე სიებში შემავალი ნარჩენები. დებულება შეჩერებულია 2012 წლის 1 თებერვლამდე. კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ მიღებულ იქნა 1994 წლის 12 მაისს. კანონის ერთ-ერთი მიზანია აღკვეთოს ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის საშუალებათა გამოყენების უარყოფითი შედეგები, რომლებიც საფრთხეს უქმნის თვით ნიადაგს, ადამიანის ჯანმრთელობას, ფლორას და ფაუნას. ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ბუნებრივი გარემოს დაცვს მიზნით კანონი ადგენს ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების ნორმებსა და სტანდარტებს.

კანონის თანახმად, აკრძალულია:

• ყოველგვარი ქმედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგის თვისებებს;

• სასუქების, ქიმიური მელიორანტებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, რომლებიც არ არის გამოცდილი ქვეყანაში, არა აქვს გავლილი შესაბამისი

27 როტერდამის კონვენცია ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ. მიღებულია როტერდამში 1998 წელს, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2006 წლის 1 დეკემბერს.

28 ოქმი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ – ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციის ოქმი. მიღებულია მონრეალში 1987 წელს, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2000 წლის 14 ივნისს.

29 ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებსა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ. მიღებულია ბაზელში 1989 წელს, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 1999 წლის 4 მაისს.

30 ევროგაერთიანებაში და მის ფარგლებს გარეთ ნარჩენების გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ

Page 31: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

31

ნიადაგურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და არ არის შემოწმებული, რეგისტრირებული და ნებადართული შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ;

• ნიადაგის ყოველგვარი გაჭუჭყიანება და დანაგვიანება. საქართველოს არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დამაბინძურებლების ნიადაგში გაშვების აღრიცხვა-ანგარიშგებას. შესამუშავებელი და შესაცვლელი კანონმდებლობა:

• კანონი ნარჩენების შესახებ

ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების სფეროებისგან განსხვავებით, საქართველოში არ არის მიღებული კანონი ნარჩენების შესახებ და შესაბამისად, არ მოქმედებს ნარჩენების სახელმწიფო აღრიცხვის ცენტრალიზებული სისტემა. თუმცა აღსანიშნავია, რომ “ნარჩენების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტში ჩადებულია მოთხოვნები, რომლითაც დარეგულირდება აღნიშნული საკითხი. კანონის პროექტის თანახმად, საწარმოები ვალდებულები იქნებიან ყოველწლიურად წარმოადგინონ ინფორმაცია წარმოქმნილი ნარჩენის რაოდენობის, კატეგორიის, განთავსებისა და ტერიტორიის გარეთ გატანის შესახებ. ამგვარად, დღესდღეობით ნარჩენების სფეროში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც საწარმოები ვალდებულები იქნებიან წარმოადგინონ ანგარიში ობიექტის გარეთ გატანილი ნარჩენების შესახებ. ახალმა კანონმა ნარჩენების შესახებ უნდა განსაზღვროს საწარმოების ვალდებულებები არღიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებით და შესაბამისი წესები31.

• კანონქვემდებარე აქტი ნარჩენების შესახებ

გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუქცია ნარჩენების რაოდენობის განსაზღვრისა და ანგარიშგების პროცედურების შესახებ თანამედროვე მეთოდოლოგიების საფუძველზე.

• კანონქვემდებარე აქტი/გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებულება 86 ნივთიერებაზე ანგარიშგების განხორციელების შესახებ

გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კანონქვემდებარე აქტი/ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც საწარმოებს დაეკისრებათ PRTR–ის ოქმში განსაზღვრულ 86 დამაბინძურებელზე ანგარიშგების ვალდებულება.

• ოფიციალური ინსტრუქციები/სახელმძღვანელოები ინდუსტრიის სექტორების მიხედვით გარემოში 86 დამაბინძურებლის გაშვებასა და ნარჩენების გადატანის შესახებ

საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდოლგიების საფუძველზე უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს გარემოში32 PRTR პროტოკოლის II დანართში განსაზღვრული

31 კანონის ამოქმედებამდე ანგარიშგება იქნება ნებაყოფლობითი და ვერ შექმნის საწარმოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რეალურ სურათს.

32 წყალი, ჰაერი, ნიადაგი.

Page 32: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

32

დამაბინძურებლების გაშვებისა და ნარჩენების გადატანის აღრიცხვის33 ოფიციალური ინსტრუქციები ან სახელმძღვანელოები ინდრუსტრიის სექტორების მიხედვით.

• კანონქვემდებარე აქტი დიფუზური წყაროებიდან ემისიებზე ანგარიშგების შესახებ

ეროვნული რეესტრის ამოქმედებიდან 5 წლის მანძილზე უნდა შემუშავდეს კანონქვემდებარე აქტები/ოფიციალური ინსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ დიფუზური წყაროების შეფასებას და ანგარიშგებას ამ წყაროებიდან დამაბინძურებლების გაშვებაზე:

• არასანიტარული და არალეგალური ნაგავსაყრელები

• სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – პესტიციდებით, ჰერბიციდებით და სასუქებით დაბინძურება

• მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების ჩაშვებით

კანონქვემდებარე აქტები/ოფიციალური ინსტრუქციები უნდა შემუშავდეს თანამედროვე მეთოდოლოგიების საფუძველზე დიფუზური წყაროების შეფასებისა და გარემოში ემისიების გათვლების უზრუნველსაყოფად. მათში აგრეთვე განსაზღვრული უნდა იყოს ამ პროცესზე პასუხისმგებელი უწყებები ან დეპარტამენტები.

• კანონქვემდებარე აქტი ნიადაგის დაბინძურებაზე ანგარიშგების შესახებ

აუცილებელია შემუშავდეს კანონქვემდებარე აქტი ან ოფიციალური ინსტრუქცია “ნიადაგის დამუშავების” და “სიღრმული გაჟღენთვის” შემთხვევაში ნიადაგის დაბინძურებაზე ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების შესახებ. კანონქვემდებარე აქტი უნდა შემუშავდეს თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების საფუძველზე.

• წყალმოხმარების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმის მოდიფიცირება საჭიროა წყალმოხმარების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ინსტრუქციაში მოცემული კოდიფიკატორისა და ნივთიერებათა ჩამონათვალის სრულყოფა, კერძოდ:

• ამოღებული უნდა იქნეს ფორმაში მითითებული მუხლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ (1772), ვინაიდან აღნიშნული მუხლი გაუქმებულია;

• ამოღებული უნდა იქნეს შემდეგი წინადადება: “მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა უზრუნველყოფილია სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად”;

• ამოღებული უნდა იქნეს გრაფები წყალმოხმარების ლიცენზიის შესახებ, ვინაიდან ამ ტიპის ლიცენზია გაუქმებულია;

• უნდა მოხდეს “წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის შესახებ ინსტრუქციაში” წარმოდგენილი კოდების (განსაკუთრებით მდინარეების).

33 ტექნოლოგიურ პროცესებზე დაყრდნობით

Page 33: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

33

კორექტირება და ახალი კოდების დამატება. გამომდინარე იქიდან, რომ კოდიფიკატორები შემუშავებულია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, ცვილილებების და დამატებების შეტანა რთულ პროცედურებს საჭიროებს. ამისათვის უნდა შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლის მოხედვითაც სტატისტიკის დეპარტამენტთან შეთანხმებით მოხდება კოდების გადახედვა და ახალი კოდების დამატება. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმაში და მისი შევსების ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანა და ახალი ინსტრუქციების შემუშავება შესაძლებელია მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბრძანებებში შესაბამისი ცვლილების შეტანის საფუძველზე. უნდა დაიხვეწოს ანგარიშგებას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი.

• საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის ¹184 დადგენილება “შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე”

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ამჟამად შეჩერებული ნებართვის ამოქმედება უზრუნველყოფს მეტი ინფორმაციის მიღებას გარკვეული ტიპის ნარჩენების საწარმოების ტერიტორიიდან გატანის შესახებ.

1.2 შესამუშავებელი კანონმდებლობის შემუშავების გრაფიკი შესამუშავებელი კანონმდებლობა უნდა შეიქმნას 5 წლის განმავლობაში შემდეგი თანმიმდევრობით:

• ნარჩენების შესახებ კანონის ამოქმედება იგეგმება34 2012 წლიდან

• წყალმოხმარების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმის შეცვლა უნდა მოხდეს 2012 წელს

• საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის ¹184 დადგენილების “შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” უნდა ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან35;

• კანონქვემდებარე აქტი/ოფიციალური ინსტრუქცია ნარჩენების რაოდენობის განსაზღვრისა და ანგარიშგების პროცედურების შესახებ უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს 2014 წლის დასაწყისიდან;

• კანონქვემდებარე აქტი (გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებულება) 86 ქიმიურ ნივთიერებაზე ანგარიშგების შესახებ უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს PRTR–ის სისტემი შექმნის პროექტის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში;

34 გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 35 დადგენილების პარაგრაფი 3-ის თანახმად დადგენილების მოქმედება შეჩერებულია 2012 წლის 1 თებერვლამდე

Page 34: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

34

• ოფიციალური ინსტრუქცია/სახელმძრვანელო ინდუსტრიის სექტორების მიხედვით გარემოში 86 დამაბინძურებლის გაშვებისა და ნარჩენების გადატანის შესახებ უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს PRTR–ის სისტემის შექმნის პროექტის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში;

• კანონქვემდებარე აქტები/ოფიციალური ინსტრუქციები დიფუზური წყაროებიდან ემისიებზე ანგარიშგების შესახებ უნდა შემუშავდეს საქართველოში PRTR–ის სისტემის შექმნის პროექტის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში;

• კანონქვემდებარე აქტი ან ოფიციალური ინსტრუქცია “ნიადაგის დამუშავების” და “სიღრმული გაჟღენთვის” შემთხვევაში ნიადაგის დაბინძურებაზე საქართველოს ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების შესახებ უნდა შემუშავდეს საქართველოში PRTR–ის სისტემის შექმნის პროექტის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში.

აუცილებელი კანონმდებლობის შემუშავების გრაფიკი

ცხრილი 1. აუცილებელი კანონმდებლობის შემუშავების გრაფიკი

კანონმდებლობა შემუშავების და ამოქმედების პერიოდი

2012 PRTR + 136

PRTR + 2

PRTR + 3

PRTR + 4

PRTR + 5

კანონი ნარჩენების შესახებ

დადგენილება “შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოებისა და ტრანსპორტირების შესახებ”

წყალმოხმარების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმის მოდიფიცირება

ოფიციალური ინსტრუქცია ნარჩენების რაოდენობის განსაზღვრისა და ანგარიშგების პროცედურების შესახებ

საკანონმდებლო აქტი 86 ქიმიურ ნივთიერებაზე ანგარიშგების შესახებ

ოფიციალური ინსტრუქცია გარემოში 86 დამაბინძურებლის გაშვებისა და ნარჩენების გადატანის შესახებ

ოფიციალური ინსტრუქციები დიფუზური წყაროებიდან ემისიებზე ანგარიშგების შესახებ

ოფიციალური ინსტრუქცია ნიადაგის დაბინძურებაზე საქართველოს ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების შესახებ

36 ეროვნული რეესტრის შემოღებიდან 1 წელიწადში

Page 35: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

35

1.3 გარემოსდაცვითი ანგარიშგების ის არსებული მოთხოვნები, რომლებიც უნდა გაუქმდეს, შეიცვალოს ან მოექცეს PRTR-ის ანგარიშგების სქემაში

ანგარიშგების არსებული მოთხოვნებში შესატანია შემდეგი ცვლილებები:

• ელექტრონული ანგარიშგების შემოღება.

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა გარემოს დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების გაუქმების შემდეგ. გამონაკლისი (ფორმების ხელით შევსება) დაშვებული უნდა იქნეს იმ რეგიონებისათვის, სადაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი. ფორმების ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით უნდა შემუშავდეს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (სახელმწიფოს ვალდებულება), რომლის საფუძველზეც ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტები წარადგენენ შევსებულ ფორმებს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში. თითოეულ სუბიექტს ექნება თავისი უნიკალური პაროლი, რომლის საშუალებითაც მას შეეძლება ელექტრონულ გვერდზე შესვლა, ფორმების შევსება და მათი გაგზავნა გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში. გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი დაადასტურებს ფორმების მიღებას.

• ანგარიშგების ინტეგრირებული ფორმების შემოღება.

ასეთი ფორმები უკვე შემუშავებულია (იხ. დანართი III) PRTR–ის ოქმისა და არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

Page 36: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

36

2. ანგარიშგების მოთხოვნები და პროცედურები ემისიების წერტილოვანი წყაროებისთვის

2.1 ტექნიკური ტერმინების განმარტება საწარმო – ნიშნავს ერთ ან მეზობელ ტერიტორიებზე არსებულ ერთ ან მეტ ობიექტს, რომელსაც ფლობს ან ამუშავებს ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი. კომპეტენტური უწყება – ნიშნავს ეროვნული ხელისუფლების ორგანოს ან ორგანოებს, ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს ან ორგანოებს, რომელსაც მხარე აკისრებს დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრის (PRTR) სისტემის მართვას. დამაბინძურებელი – ნიშნავს ნივთიერებას ან ნივთიერებათა ერთობლიობას, რომელიც შეიძლება მავნე იყოს გარემოსა ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის მისი თვისებებიდან გამომდინარე და გარემოში მისი განთავსების შედეგად. გაშვება – ნიშნავს ადამიანის საქმიანობის შედეგად დამაბინძურებლის გარემოში მოხვედრას უნებლიედ თუ გამიზნულად, რეგულარულად თუ არარეგულარულად, დაღვრის, გაფრქვევის, ჩაშვების, გაჟღენთვის, ნაგავსაყრელზე განთავსების ან გაწმენდის გარეშე ნარჩენი წყლების საკანალიზაციო სისტემაში გაშვების გზით. ტერიტორიიდან გატანა – ნიშნავს დამაბინძურებლებისა ან ნარჩენების ტრანსპორტირებას საწარმოს ფარგლებს გარეთ მათი განთავსებისა ან უტილიზაციის მიზნით; დაბინძურებული ნარჩენი წყლების გატანას გაწმენდის მიზნით. დიფუზიური წყაროები - ნიშნავს მრავალრიცხოვან მცირე ან გაფანტულ წყაროებს, საიდანაც შესაძლებელია დამაბინძურებლების გაშვება ნიადაგში, ჰაერსა ან წყალში და რომელთა ერთობლივი ზემოქმედება გარემოს კომპონენტებზე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, ხოლო ანგარიშგება თითოეული ასეთი წყაროდან – არაპრაქტიკული. ნარჩენი - ნიშნავს ნივთიერებებს ან საგნებს, რომლებიც:

(ა) განთავსებულია ან უტილიზებული;

(ბ) განსაზღვრულია განსათავსებლად ან უტილიზაციისთვის; ან

(გ) ეროვნული კანონმდებლობის თანახმად უნდა განთავსდეს ან მოხდეს მათი უტილიზაცია.

სახიფათო ნარჩენები – ნიშნავს ნარჩენებს, რომლებიც ითვლება სახიფათოდ ეროვნული კანონმდებლობის თანახმად. სხვა ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც არ არის სახიფათო37

37 ორჰუსის კონვენციის ოქმი დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრის (PRTR) შესახებ

Page 37: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

37

2.2 ეროვნული რეესტრის მასშტაბი PRTR ოქმი საქმიანობების 64 სფეროს, 86 დამაბინძურებელ ნივთიერებასა და ნივთიერებათა კატეგორიებს მოიცავს, რომლებიც შესაბამისად ოქმის I და II დანართებშია წარმოდგენილი. ოქმის II დანართი შემდეგი საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულ დამაბინძურებელ ნივთიერებებს აერთიანებს:

• გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია;

• სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ;

• როტერდამის კონვენცია ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ;

• კონვენცია ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის საზღვაო გარემოს დაცვის შესახებ;

• საერთაშორისო კონვენცია გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ;

• კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ;

• EC დირექტივა დაბინძურების ინტეგრირებული თავიდან აცილების და კონტროლის შესახებ (IPPC) / დამაბინძურებლების გაფრქვევის ევროპული რეესტრი (EPER);

• წყლის რესურსების შეხახებ ევროკავშირის ჩარჩო დირექტივა. II დანართში წარმოდგენილი ჩამონათვალი ყველა ძირითად დამაბინძურებელ ნივთიერებას მოიცავს - სათბურის აირებს, ოზონ-დამშლელ ნივთიერებებს, მძიმე მეტალებს, პესტიციდებს, დამჟანგველების პრეკურსორებს და მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს. მასში გაერთიანებულია ნივთიერებების ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფები, როგორებიცაა საერთო ორგანული ნახშირბადი, ჰალოგენიზირებული ორგანული ნაერთები, ფენოლები, მყარი ნაწილაკები (PM10), დიოქსინები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, ციანიდები, ფტორიდები, არამეთანური აქროლადი ორგანული ნაერთები, პერფტორნახშირწყალბადები, ჰიდროქლორფტორნახშირწყალბადები და სხვა დამაბინძურებელები. თავის მხრივ ამ ჯგუფებმა შეიძლება ათასობით ცალკეული ნივთიერება მოიცვას. ოქმში წარმოდგენილი ნივთიერებების ნაწილი მკაცრ შეზღუდვას ექვემდებარება, აკრძალულია ან თანდათანობით ამოიღება ხმარებიდან საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად. ეროვნულ რეესტრში ანგარიშგება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნივთიერებებზეც შეიძლება განხორციელდეს. (იხილეთ თავი 3.3 – PRTR–ში მოცემული ნივთიერებების ჩამონათვალის გადახედვის, მასში ნივთიერებების დამატების ან ამოღების პროცედურები).

Page 38: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

38

3.2.1 ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებზეც საქართველოში მოხდება ანგარიშგება

2010 წლის 9 სექტემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ეროვნულ რეესტრში ანგარიშგება შემდეგი ნივთიერებების მიხედვით განხორციელდება:

ნივთიერებები, რომლებზეც დღესდღეობით წარმოებს ანგარიშგება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

შესაბამისად, წყალსა და ჰაერში ანგარიშგება განხორციელდება შემდეგ პარამეტრებსა და დამაბინძურებლებზე:

წყლის რესურსები _ ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარება (ჟბმ20), ნავთობპროდუქტები, შეწონილი ნაწილაკები და 56 ქიმიური ნივთიერება (იხ. ცხრილი)

ცხრილი 2. ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებზეც განხორციელდება

ანგარიშგება წყალში მათი ჩაშვების შემთხვევაში

კოდი

ნივთიერების დასახელება კო

დი

ნივთიერების დასახელება

01 ალუმინი 29 ნიტრიტები

02 აზოტი საერთო 30 კალა

03 ამონიუმის აზოტი 31 გოგირდორგანული ნაერთები

04 ანილინი 32 პესტიციდები

05 აცეტონი 33 როდანიდები

06 ბორი 34 ვერცხლისწყალი

07 ბენზოლი 35 ტყვია

08 ვანადიუმი 36 სზან

09 ბისმუტი 37 ვერცხლი

10 ჰიდრაზინი 38 გოგირდწყალბადი

11 ჰიდროქინონი 39 გოგირდნახშირბადი

12 დიქლორეთანი 40 სულფატები

13 რკინა 41 სტიბიუმი

14 ცხიმები, ზეთები 42 სკიპიდარი

15 კადმიუმი 43 ტეტრაეთილტყვია

16 კობალტი 44 ტანინი

17 ქსანტოგენატი 45 არომატული ნახშირწყალბადები

18 კაპროლაქტამი 46 ფენოლები

19 კარბამიდი 47 ფტორი

20 მაგნიუმი 48 ფლოტორეაგენტები

21 მანგანუმი 49 ფორმალდეჰიდები

Page 39: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

39

კოდი

ნივთიერების დასახელება

კოდი

ნივთიერების დასახელება

22 სპილენძი 50 ფოსფორი საერთო

23 მეთანოლი 51 ფურფუროლი

24 მოლიბდენი 52 ქლორიდები

25 დარიშხანი 53 ქრომი

26 მონოეთანოლამინი 54 ციანიდები

27 ნიკელი 55 თუთია

28 ნიტრატები 56 ეთილენგლიკოლი

ატმოსფერული ჰაერი:: ცხრილი 3. ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებზეც განხორციელდება ანგარიშგება

ატმოსფერულ ჰაერში მათი გაშვების შემთხვევაში

N ნივთიერების დასახელება

1 მტვერი

2 დანარჩენი მყარი ნივთიერებები

3 გოგირდის დიოქსიდი

4 აზოტის ოქსიდები

5 ნახშირჟანგი

6 ნახშირწყალბადები

7 დანარჩენი აირადი და თხევადი ნივთიერებები

8 ნახშირორჟანგი

კანონმდებლობაში გასათვალისწინებელი ნივთიერებები

PRTR ოქმის II დანართში წარმოდგენილი 86 ნივთიერება:

სათბურის აირები, მჟავური წვიმების გამომწვევი დამაბინძურებლები, ოზონ-დამშლელი ნივთიერებები, მძიმე ლითონები, სტოკჰოლმის კონვენციით რეგულირებადი მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, კანცეროგენული ნივთიერებები.

ეროვნულ რეესტრში ოქმით განსაზღვრულ 86 ნივთიერებაზე ანგარიშგების განხორციელების შესაძლებლობის და საჭიროების დასაბუთება:

o PRTR–ში გარემოში გაშვებულ დამაბინძურებლებზე ანგარიშგება ძირითადად გათვლის მეთოდებით (ტექნოლოგიურ პროცესზე დაყრდნობით) ხორციელდება და არ არის სავალდებულო ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. საქართველოში, ოქმის II დანართში განსაზღვრულ ნივთიერებებზე ანგარიშგების

Page 40: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

40

შემოტანის შემთხვევაში საწარმოებს არ დასჭირდებათ ძვირადღირებული აპარატურის შეძენა, არამედ გათვლები შესაბამისი მეთოდოლოგიების და ინსტრუქციების მიხედვით განხორციელდება.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მეთოდოლოგიების შემუშავება (თარგმნა/ადაპტირება) და ინსტრუქციების დამტკიცება, ასევე მეწარმეებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისათვის ტრენინგების და სემინარების ჩატარება ანგარიშგების ახალი სისტემის დასაუფლებლად. აღნიშნული საქმიანობების განსახორციელებლად დამატებითი დაფინანსების მოძიება იქნება საჭირო (სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები).

ამგვარად, ეროვნულ რეესტრში ოქმით განსაზღვრულ 86 ნივთიერებაზე ანგარიშგების განხორციელება მეწარმეებისათვის დიდ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული და მძიმე ტვირთად არ დააწვება მათ;

o დღესდღეობით საქართველოს არც ერთი უწყება არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუ რომელი ნივთიერებები და რა დანიშნულებით გამოიყენება ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია ქვეყნისათვის პრიორიტეტული დამაბინძურებლების ჩამონათვალის შედგენა;

ოქმში წარმოდგენილი ჩამონათვალი კარგი საწყისი ბაზაა ანგარიშგების დასაწყებად. ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების დანერგვიდან სამი წლის თავზე სტატისტიკური ინფორმაციის დაგროვებასთან ერთად შესაძლებელი იქნება ქვეყნისათვის პრიორიტეტული ნივთიერებების ჩამონათვალის გამოკვეთა;

o ოქმში წარმოდგენილი ჩამონათვალის მიხედვით ანგარიშგების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას38;

o ოქმში წარმოდგენილ სახიფათო ნივთიერებებზე ანგარიშგების განხორციელება მნიშვნელოვანია მათზე სტატისტიკური ინფორმაციის დაგროვების კუთხით, როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე რეგიონების, ქალაქების და ობიექტების მიხედვით;

o ოქმში წარმოდგენილ სახიფათო ნივთიერებებზე ანგარიშგების განხორციელება ხელს შეუწყობს მეწარმეების ინფორმირებულობის დონის გაზრდას.

ნარჩენები

ეროვნულ რეესტრში ანგარიშგება განხორციელდება ნარჩენების ტიპების _ სახიფათო39/არასახიფათო – და რაოდენობის მიხედვით. სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში დამატებით მითითებული იქნება ნარჩენების შემადგენლობა. ანგარიშის

38 აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს იმ საერთაშორისო პროტოკოლებით რეგულირებად ნივთიერებებს, რომლებზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია, კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ, სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ; როტერდამის კონვენცია ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ, საერთაშორისო კონვენცია გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ.

39 საქართველოს კანონმდებლობით (კანონი “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ”, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი), სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება:

ბაზელის კონვენციის I დანართით დადგენილი, კონტროლსა და განსაკუთრებულ განხილვას დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდებიან ამავე კონვენციის მე-3 დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის ¹259/93 დებულებით დადგენილი “ნარჩენების ყვითელი სიითა” და “ნარჩენების წითელი სიით” განსაზღვრული ნარჩენები.

Page 41: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

41

წარმოდგენა მოხდება ნარჩენების ობიექტის ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში მათი შემდგომი განთავსებისა40 და/ან რეციკლირების41 მიზნით. ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში არ არის მიღებული კანონი ნარჩენების შესახებ, ანგარიშგებას დაქვემდებარებული ნარჩენების ჩამონათვალის შედგენისას ვისარგებლეთ PRTR ოქმის მოთხოვნებით.

ოქმის მიხედვით ნარჩენების გადატანის42 შესახებ ანგარიშგება შესაძლოა განხორციელდეს კონკრეტული დამაბინძურებლების ან ნარჩენების ტიპების მიხედვით. ნარჩენების ტიპების მიხედვით ანგარიშგების სისტემა, კონკრეტული დამაბინძურებლების მიხედვით ანგარიშგების სისტემისგან განსხვავებით საწარმოებისთვის ნაკლებად ხარჯიანია. ამავე დროს ასეთი სისტემა მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში და გამოიყენება ბაზელის კონვენციაშიც, რომლის მხარესაც საქართველო წარმოადგენს. შესაბამისად, საწყის ეტაპზე, ეროვნულ რეესტრში ანგარიშგება უმჯობესია განხორციელდეს ნარჩენების ტიპების მიხედვით. ეს გულისხმობს ანგარიშგებას ნარჩენების რაოდენობის და სახეობის (სახიფათო/არასახიფათო) შესახებ, მათი ობიექტის ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში საბოლოო განთავსების ან რეციკლირების მიზნით.

40 პროტოკოლის III დანართის (ნაწილი A) მიხედვით განთავსების პროცესებს განეკუთვნება შემდეგი პროცესები:

განთავსება მიწაში ან მიწაზე; ნიადაგის დამუშავება; სიღრმული გაჟღენთვა; ზედაპირულ წყალსატევებში განთავსება; სპეციალურად მოწყობილი ნაგავსაყრელები; ჩაშვება წყალში ზღვების/ოკეანეების გარდა; ჩაშვება ზღვებში/ოკეანეებში ზღვის ფსკერის ჩათვლით; ბიოლოგიური დამუშავება, რომელიც ამ დანართის სხვა ნაწილში არ არის განსაზღვრული, რასაც მოყვება იმ საბოლოო კომპონენტების და ნარევების წარმოშობა, რომელთა განთავსება მოხდება დანართის ამ ნაწილში აღწერილი რომელიმე ხერხით;

ფიზიკო-ქიმიური დამუშავება, რომელიც ამ დანართის სხვა ნაწილში არ არის განსაზღვრული, რასაც მოყვება იმ საბოლოო კომპონენტების და ნარევების წარმოშობა, რომელთა განთავსება მოხდება დანართის ამ ნაწილში აღწერილი რომელიმე ხერხით;

წვის პროცესები ხმელეთზე; წვის პროცესები ზღვაზე; მუდმივი დასაწყობება; ამ ნაწილში განსაზღვრული ოპერაციების ჩატარებამდე ერთგვაროვანი ან არაერთგვაროვანი ნარევების მიღება. ამ ნაწილში განსაზღვრული ოპერაციების ჩატარებამდე ხელახალი შეფუთვა ამ ნაწილში განსაზღვრული ოპერაციების ჩატარებამდე დასაწყობების შეყოვნება

41 პროტოკოლის III დანართის (ნაწილი B) მიხედვით რეციკლირების პროცესებს განეკუთვნება შემდეგი პროცესები: საწვავის ან სხვა საშუალების გამოყენება ენერგიის მისაღებად (გარდა პირდაპირი წვის პროცესებში) გამხსნელის აღდგენა/რეგენერაცია იმ ორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა, რომელიც არ წარმოადგენენ გამხსნელებს ლითონებისა და ლითონის ნაერთების რეციკლირება/აღდგენა სხვა არაორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა მჟავეებისა და ფუძეების რეგენერაცია დაბინძურების შემცირებისათვის გამოყენებული კომპონენტების აღდგენა კატალიზატორების კომპონენტების აღდგენა ნარჩენი ზეთის ხელმეორედ გამოხდა ან მათი სხვაგვარად გამოყენება ნიადაგის დამუშავება სასოფლო-სამეურნეო ან ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ამ ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი აღდგენითი პროცესიდან დარჩენილი მასალის გამოყენება ამ ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი აღდგენითი პროცესების შედეგად მიღებული ნარჩენების გაცვლა ამ ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი პროცესისთვის განკუთვნილი მასალების აკუმულირება.

42 ოქმის მიხედვით ნარჩენების გადატანის ქვეშ იგულისხმება მათი გატანა ობიექტის ტერიტორიის გარეთ

Page 42: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

42

თუმცა, არსებობს გარკვეული ხარვეზებიც, ვინაიდან ასეთი მიდგომის შემთხვევაში არ გვექნება ზუსტი ინფორმაცია ნარჩენების შემადგენლობის და შესაბამისად ობიექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახიფათო ნარჩენებთან მიმართებაში. შესაბამისად, საჭიროა კომბინირებული მეთოდის გამოყენება. რაც გულისხმობს, საწყის ეტაპზე, ეროვნულ რეესტრში, არასახიფათო ნარჩენების შემთხვევაში ანგარიშგების განხორციელებას ნარჩენების ტიპის და რაოდენობის მითითებით, ხოლო სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში კი დამატებით ნარჩენების შემადგენლობის მითითებით. იმისათვის, რომ საწარმოებმა შეძლონ ასეთი ტიპის ანგარიშგების განხორციელება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მეთოდოლოგიების შემუშავება (თარგმნა/ადაპტირება) და ინსტრუქციების დამტკიცება, ასევე მეწარმეებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისათვის ტრენინგების და სემინარების ჩატარება ანგარიშგების ახალი სისტემის დასაუფლებლად. აღნიშნული საქმიანობების განსახორციელებლად დამატებითი დაფინანსების მოძიება იქნება საჭირო (სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები).

3.2.2 გადაწყვეტილების მიღება წერტილოვანი/დიფუზური წყაროების ჩართვის შესახებ

საწყის ეტაპზე, ეროვნულ რეესტრში ანგარიშგება განხორციელდება: დაბინძურების წერტილოვანი წყაროებიდან; ნაწილობრივ დიფუზური წყაროებიდან - ავტოტრანსპორტიდან43 ატმოსფერულ ჰაერში გაშვებულ დამაბინძურებლებზე44.

ამჟამად, საქართველოში გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვა-ანგარიშგება ძირითადად დაბინძურების წერტილოვანი წყაროებიდან ხდება. დაბინძურების დიფუზურ წყაროებს შორის გამონაკლისს მხოლოდ ავტოტრანსპორტი წარმოადგენს. დაბინძურების წერტილოვანი წყაროები:

მოქმედი კანონმდებლობით45 დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა ინსტრუმენტული46 და საანგარიშო47 მეთოდებით ხდება. წყალში ჩაშვებული დამაბინძურებლების ბუნების და რაოდენობის - კი მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზის მეთოდებით.

43 საქართველოში ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული დამაბინძურებლების რაოდენობის აღრიცხვა ხორციელდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ქვეყანაში წლის განმავლობაში მოხმარებული საწვავის (როგორც ბენზინი, ასევე დიზელი) რაოდენობისა და ხვედრითი გაფრქვევის კოეფიციენტის საშუალებით

44 უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრეს წყაროს ავტოტრანსპორტის სექტორი წარმოადგენს. მასზე ქვეყნის ურბანიზებული გარემოს ჰაერის დაბინძურების 90%-ზე მეტი მოდის.

45 საქართველოს “კანონი წყლის შესახებ”, “კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” 46 ინსტრუმენტული მეთოდი ეფუძნება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენას სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით

47 საანგარიშო მეთოდი - დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენას საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით

Page 43: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

43

ჰაერში გაშვებული დამაბინძურებლების გაანგარიშების მეთოდიკა საბჭოურ და თანამედროვე მეთოდიკათა ერთობლიობას წარმოადგენს და შესაბამისად განახლებას საჭიროებს. წყალში ჩაშვებული დამაბინძურებლების განსაზღვრისას საწარმოების უმეტესობა მოძველებულ აპარატურას იყენებს, რაც ამცირებს გაზომვის სიზუსტეს. ახალი აპარატურის შეძენა კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი რესურსიც საწარმოებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ.

საჭიროა:

წერტილოვანი დაბინძურების წყაროებიდან ჰაერში და წყალში გაშვებული დამაბინძურებლების გათვლის (ტექნოლოგიურ პროცესზე დაყრდნობით) თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის განხილვა/დანერგვა და ოფიციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს, როგორც დღევანდელი კანონმდებლობით, ასევე ოქმით რეგულირებადი 86 ნივთიერების გათვლის მეთოდოლოგიას;

საერთაშორისო და ადგილობრივი (სამეცნიერო წრეები, არასამთავრობო სექტორი) ექსპერტების მიერ ტრენინგების და სემინარების ჩატარება გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და მეწარმეებისათვის აღრიცხვა-ანგარიშგების ახალი სისტემის დასაუფლებლად.

აღნიშნული საქმიანობების განსახორციელებლად დამატებითი დაფინანსების მოძიება იქნება საჭირო.

დაბინძურების დიფუზური წყაროები: დღესდღეობით, საქართველოში არ ხდება დაბინძურების დიფუზური წყაროების შეფასება და ამ წყაროებიდან გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვა48. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემა არ მოიცავს ინფორმაციას გარემოს დიფუზური წყაროებიდან დაბინძურების შესახებ (გამონაკლისს ავტოტრანსპორტი წარმოადგენს49). ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ დაბინძურების დიფუზური წყაროები, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა (სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების ჩაშვებით), არასანიტარული და არალეგალური ნაგავსაყრელები გარემოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია. შესაბამისად, ამ ტიპის წყაროებიდან გამოწვეული დაბინძურების შეფასების გარეშე ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სრული ვერ იქნება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დიფუზური წყაროების შეფასების და ამ წყაროებიდან გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვის დაწყება. საჭიროა:

დიფუზური წყაროებიდან წყლის რესურსების და ატმოსფერული ჰაერის და ნიადაგის (მათ შორის ნარჩენებით გამოწვეული) დაბინძურების შეფასების

48 ამ სახის კვლევების ჩატარება სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობაა 49 ავოტრანსპორტიდან გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვა ხდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წლის განმავლობაში მოხმარებული საწვავის რაოდენობის (ბენზინი და დიზელი) შესახებ და ემისიის კოეფიციენტის საშუალებით.

Page 44: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

44

თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის განხილვა და დანერგვა;

სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც იხელმძღვანელებს დიფუზური წყაროებიდან - სასოფლო-სამეურნეო სავარგულები50, მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების ჩაშვებით, არასანიტარული და არალეგალური ნაგავსაყრელები - წყლის რესურსების და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი უწყება;

დიფუზური დაბინძურების წყაროებიდან გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების გამოკვეთა;

ავტოტრანსპორტიდან გარემოში მოხვედრილი დამაბინძურებლების აღრიცხვის მეთოდიკის დახვეწა51;

საერთაშორისო და ადგილობრივი (სამეცნიერო წრეები, არასამთავრობო სექტორი) ექსპერტების მიერ ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება დიფუზური წყაროებიდან გამოწვეული დაბინძურების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების თანამშრომლებისათვის, ამ ტიპის წყაროებიდან დაბინძურების შეფასების კუთხით.

აღნიშნული საქმიანობების განსახორციელებლად დამატებითი დაფინანსების მოძიება იქნება საჭირო.

3.2.3 საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი, რომლებზეც მოხდება ანგარიშგება ეროვნულ რეესტრში

2009 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) სამრეწველო სექტორების წილი შემდეგნაირადაა განაწილებული: ცხრილი 4. მშპ-ში სამრეწველო სექტორების წილის განაწილება საქმიანობის სფერო მშპ, %

დამამუშავებელი მრეწველობა 7.3

მშენებლობა 5.3

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება 2.6

სამთომოპოვებითი მრეწველობა 0.6

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დღესდღეობით განვითარებული საქმიანობების სფეროებს შორის წყლის რესურსების დაბინძურების მხრივ მაღალი მაჩვენებლებით ელექტროენერგიის წარმოება და წყალკანალი გამოირჩევა. სამრეწველო სექტორებიდან ზედაპირული წყლების ხარისხზე განსაკუთრებით ძლიერ ზეგავლენას

50 პესტიციდებით, ჰერბიციდებით და სასუქებით დაბინძურება 51 ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული დამაბინძურებლების რაოდენობის აღრიცხვის სიზუსტის გასაზრდელად,

მოხმარებული საწვავის რაოდენობასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს მომუშავე ავტომობილების რეალური რიცხვი, გარბენი, ავტოპარკის დეტალური შემადგენლობა, კატალიზური გარდამქმნელების ეფექტურობა და ა.შ.

Page 45: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

45

სასარგებლო წიაღისეულის და ნავთობის გადამუშავება, ასევე კვების მრეწველობა ახდენენ. ატმოსფერული ჰაერი კი საქართველოში ძირითადად ავტორანსპორტიდან52, ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობიდან და ენერგეტიკის სექტორიდან წარმოებული ატმოსფერული გაფრქვევებით ბინძურდება. მოქმედი კანონმდებლობით53 ეკონომიკის ყველა დარგი, რომელიც ზეწოლას ახდენს გარემოზე, ვალდებულია წარმოადგინოს ანგარიში წყალსა და ჰაერში გაშვებული დამაბინძურებლების შესახებ. ვინაიდან, PRTR ოქმის I დანართში წარმოდგენილი საქმიანობების სფეროების ჩამონათვალი ეკონომიკის ყველა დარგს მოიცავს, ეროვნულ რეესტრში, ანგარიშგება ამ ჩამონათვალის მიხედვით განხორცილედება. ცხრილი 5. საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი, რომლებზეც ეროვნულ რეესტრში

მოხდება ანგარიშგება

საქმიანობა

1 ენერგეტიკის სექტორი

2 ლითონის წარმოება და დამუშავება

3 მინერალური ნედლეულის გადამამუშავებელი მრეწველობა

4 ქიმიური მრეწველობა

5 ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მართვა

6 ქაღალდისა და ხის მასალის წარმოება და დამუშავება

7 შინაური ცხოველის ინტენსიური მოშენება და აკვაკულტურა

8 ცხოველური და მცენარეული ნაწარმი კვების სექტორიდან

9 სხვა საქმიანობა54

თუმცა, დღესდღეობით კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება სრულად ვერ ხერხდება55, რაც განპირობებულია ანგარიშმგები სუბიექტების აღრიცხვაზე აყვანის პროცედურის56 და ანგარიშის წარმოდგენაზე კონტროლის მექანიზმის არაეფექტურობით. 52 ავტოტრანსპორტზე ქვეყნის ურბანიზებული გარემოს გარემოს ჰაერის დაბინძურების 90%-ზე მეტი მოდის 53 კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ”, ინსტრუქცია “დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე

ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ”; “წყლის შესახებ საქართველოს კანონი” ინსტრუქცია “წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ”

54 სხვა საქმიანობა • წინასწარი დამუშავების საწარმოები (რეცხვა, გათეთრება, ბამბის დამუშავება) ან ქსოვილის და ძაფის ღებვა • მთრიმლავი ქარხნები ტყავისა და ტყავის მასალისთვის • მოწყობილობები მასალების და საგნების ზედაპირების დასამუშავებლად ან იმ პროდუქცისთვის, სადაც

გამოყენებულია ორგანული გამხსნელები, კერძოდ მოპირკეთებისთვის, ქიმიური ბეჭდვისთვის, საიზოლაციო შრით დაფარვისთვის, საპოხის მოსაცილებლად, წყალგაუმტარობისთვის, გრანულირებისთვის, დაგრუნტვისთვის, წმენდისთვის ან გასაჟღენთად

• მოწყობილობები ნახშირბადის (ანტრაციტის) ან ელექტროგრაფიტის წარმოებისთვის წვის ან გრაფიტიზაციის საშუალებით

• გემების მშენებლობის, დაგრუნტვისა და გრუნტის მოსაცილებელი მოწყობილობები. 55 2010 წელს აღრიცხული და იდენტიფიცირებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების 2,355 სტაციონარული ობიექტი, ანგარიში კი დაახლოებით 900 ობიექტმა წარმოადგინა 56 ანგარიშვალდებული საწარმოების ნუსხა განისაზღვრება გარემოს დაცვის სამინისტროს და მტკიცდება მინისტრის მიერ.

Page 46: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

46

2.3 PRTR-ში მოცემული ნივთიერებების ჩამონათვალის გადახედვის, მასში ნივთიერებების დამატებისა ან ამოღების პროცედურები

ეროვნულ რეესტრში არსებული ნივთიერებების ჩამონათვალი უნდა გადაიხედოს 3 წლის შემდეგ. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ნათელი გახდება, თუ რამდენად შეესაბამება ეს ნივთიერებები და ზღვრები საქართველოს სინამდვილეს. საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ ქიმიური ნივთიერებების გარემოში გაშვების წერტილოვანმა წყაროებმა შესაძლოა ვერ გადალახონ PRTR–ის ოქმში დადგენილი ზღვრები. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავი 4.4. ნივთიერებების ჩამონათვალის გადახედვა უნდა განახორციელოს გარემოს დაცვის სამინისტრომ. 3 წლის შემდეგ აღნიშნული პროცედურა ყოველწლიურად უნდა განმეორდეს. მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებადი ნივთიერებების ჩამონათვალი უნდა გაერთიანდეს PRTR-ის ოქმში მოცემულ 86 ნივთიერების სიასთან. სიის განხილვის დროს გარემოს დაცვის სამინისტროს შეუძლია ახალ სიას დაუმატოს სხვა ნივთიერებებიც. საწყის ეტაპზე (პირველი 3 წლის განმავლობაში) ეროვნული რეესტრის ნივთიერებათა ჩამონათვალიდან არ უნდა მოხდებს ნივთიერებების ამოღება.

2.4 საწარმოების/წყაროების ანგარიშგების განმსაზღვრავი კრიტერიუმები და ზღვრები

საწყის ეტაპზე, ეროვნულ რეესტრში ანგარიშგება იქნება ულიმიტო, როგორც:

მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებადი ნივთიერებების

ასევე PRTR ოქმში წარმოდგენილი 86 ნივთიერების შემთხვევაში.

ქიმიურ ნივთიერებებზე საქართველოსთვის რელევანტური ანგარიშგების ზღვრების დადგენამდე (ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების დანერგვიდან 3 წლის განმავლობაში), რეკომენდებულია ულიმიტო ანგარიშგების განხორციელება. ეს უზრუნველყოფს, 3 წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოსთვის რელევანტური ზღვრების დადგენას ქიმიურ ნივთიერებებზე ანგარიშგების განსახორციელებლად. როგორც საპილოტე პროექტმა აჩვენა, საწარმოებმა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ვერ გადალახონ PRTR-ის ოქმში მითითებული ზღვრები და, შესაბამისად, არ განახორციელონ ანგარიშგება ამ ნივთიერებების მიხედვით. ამიტომ მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე ულიმიტო ანგარიშგების შემოღება. გამონაკლისს ნაჩენებზე ანგარიშგება წარმოადგენს (იხ. ქვემოთ). ანგარიშგება ნარჩენებზე უნდა განხორციელდეს (საწყის ეტაპზე)

• 1,000 კგ-ზე მეტი არასახიფათო

• 100 კგ-ზე მეტი სახიფათო

ნარჩენების ობიექტის ტერიტორიის გარეთ გატანის შემთხვევაში (საანგარიშო წლის განმავლობაში).

Page 47: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

47

მონაცემები აღებულია ნარჩენების შესახებ საქართველოს კანონპროექტიდან. საწარმოს ტერიტორიიდან ნარჩენების გატანის შესახებ ანგარიშგება უნდა განხორციელდეს ნარჩენების შესახებ საქართველოს კანონპროექტის მოთხოვნების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს PRTR სისტემის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასთან. PRTR ოქმის მე-7 მუხლის (a, iii) პუნქტის თანახმად ნარჩენების გადატანის შესახებ ანგარიშგება წარმოებს იმ შემთხვევაში თუ სახიფათო ნარჩენების რაოდენობა აჭარბებს 2 ტონას, ხოლო სხვა ნარჩენი (არასახიფათო) 2,000 ტ-ს წელიწადში. აღნიშნული ზღვრები, საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარე, ვერ იქნება გამოყენებული გადატანილი ნარჩენების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენის კრიტერიუმად, რადგან, ამ შემთხვევაში ანგარიშმგები სუბიექტების უმრავლესობა ანგარიშგების მოთხოვნის მიღმა დარჩება. ეროვნული რეესტრში ანგარიშგების დანერგვიდან 3 წლის თავზე, ქვეყანაში ობიექტის გარეთ გატანილი ნარჩენების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დაგროვების შემდეგ, აღნიშნული ზღვრები უნდა გადაიხედოს ოქმში წარმოდგენილ ზღვრებთან შესაბამისობის კუთხით.

2.5 ანგარიშგებისგან განთავისუფლებული საწარმოები ან წყაროები არც ერთი საწარმო არ თავისუფლდება ანგარიშგებიდან, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებიც ფლობენ კონფიდენციალურ ინფორმაციას57 (იხ. 3.6). გამომდინარე იქიდან, რომ PRTR–ის მიზანია საქართველოში დამაბინძურებლების გარემოში გაშვების სრული სურათის შექმნა, მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება ყველა საწარმოსგან. სამი წლის შემდეგ, საწარმოების ჩამონათვალი გადაიხედება და ის საწარმოები, რომელთა გავლენაც გარემოზე უმნიშვნელოა გათავისუფლდება ანგარიშგებისგან. ანგარიშგებისგან ამგვარად გათავისუფლებული საწარმოების ანგარიშგების საკითხი გადაიხედება ყოველ 3 წელიწადში. საწყის ეტაპზე ანგარიშგებიდან უნდა განთავისუფლდეს დაბინძურების შემდეგი წყაროები:

• დაბინძურების დიფუზური წყაროები (ავტოტრანსპორტის გარდა)

• ნიადაგის დაბინძურება

თუმცა, აუცილებელია ემისიის დიფუზური წყაროების შეფასებისა და ამ წყაროებიდან დამაბინძურებლების გაშვების შესახებ ანგარიშგების შემოღება საქართველოში ეროვნული რეესტრის შექმნიდან 5 წლის განმავლობაში:

• არასანიტარული და არალეგალური ნაგავსაყრელები

• სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – პესტიციდებით, ჰერბიციდებით და სასუქებით დაბინძურება

• მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების ჩაშვებით

57 ეს მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

Page 48: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

48

ასევე აუცილებელია ნიადაგის დაბინძურების შეფასების მეთოდების შემუშავება და ინსტრუქციის დამტკიცება “ნიადაგის დამუშავების” და “სიღრმული გაჟღენთვის” შემთხვევაში საქართველოში ეროვნული რეესტრის შექმნიდან 5 წლის განმავლობაში.

2.6 კონფიდენციალურობის მოთხოვნების მართვა ეროვნულ რეესტრში ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხები განხილული უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2.6.1 კონფიდენციალურობის მოთხოვნების მიღების, განხილვის და დაკმაყოფილების / უარყოფის პროცედურები

საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს კონფიდენციალური ინფორმაციის ტიპებს და ინფორმაციისათვის ასეთი სტატუსის მინიჭების პროცედურებს. საქართველოში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით არსებობს ოთხი ტიპის საიდუმლო ინფორმაცია: სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება (მუხლი 27). დადგენილია მკაფიო პროცედურები ინფორმაციისათვის სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებისათვის. ამ სტატუსის დოკუმენტებზე დასმულია სპეციალური შტამპი (გრიფი), რომელზეც აღინიშნება საიდუმლოების სტატუსი, გამსაიდუმლოებელი ორგანო და საიდუმლოების ვადა (კომერციული საიდუმლოება უვადოა). გადაწყვეტილება რაიმე ინფორმაციის გასაიდუმლოების ან მის გასაიდუმლოებაზე უარის თქმის შესახებ შედის საჯარო რეესტრში (ანუ ღიაა საზოგადოებისათვის, მუხლი 31). არსებობს ინფორმაციის ჩამონათვალი, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია (მათ შორის ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროებათა შესახებ, რაც ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება, მუხლი 42). ამავე დროს ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა (მუხლი 272). საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას. ინფორმაცია, რომელიც ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, წარმოადგენს მის პერსონალურ მონაცემებს და მათი ღიაობის საკითხი თავად ამ პირის მიერ წყდება (მუხლები 27 და 271). დაცულია აგრეთვე დოკუმენტის შემსრულებელ საჯარო მოხელეთა ვინაობა, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა (აღმასრულებლის პრივილეგია, მუხლი 29). ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხი განსაზღვრულია სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონშიც. კერძოდ, სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად

Page 49: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

49

სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი დაკვირვების ერთეულის (იურიდიული პირის) იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა (მუხლი 12. სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში ასევე განსაზღვრულია შემთხვევები, როდესაც ხდება საჯარო დაწესებულებაში დაცული პერსონალური მონაცემების ან კომერციულ საიდუმლოებად მიკუთვნებული ინფორმაციის გაცემა. კერძოდ, მუხლი 371-ის თანახმად: საჯარო დაწესებულება ვალდებულია სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა საჯარო დაწესებულებაზე ცნობის სახით გასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჯარო დაწესებულებისათვის საკითხის გადასაწყვეტად, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია. წერილობით თანხმობაში პირს მითითებული უნდა ქონდეს, რომ იგი გამოხატავს თანხმობას, რომ საჯარო დაწესებულებამ, რომლისგანაც იგი ითხოვს საკითხის გადაწყვეტას, თავად გამოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულებიდან. კონფიდენციალობის მოთხოვნა ვერ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული საწარმოების PRTR-თან დაკავშირებული მონაცემების გამოუქვეყნებლობას. აქედან გამომდინარე, ეროვნული რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

2.6.2 PRTR-ის მონაცემთა ბაზაში კონფიდენციალური ინფორმაციის ნაცვლად ზოგადი მონაცემების შეყვანის პროცედურა

საქართველოს კანონმდებლობის თანახად, გარემოსა და იმ საშიშროებებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. თუმცა, არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და იმ ინფორმაციას, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს კონფიდენციალურად. ამიტომ, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ითვლება კონფიდენციალურად. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შეძლებს კონფიდენციალური ინფორმაციიდან გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყოფას. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონფიდენციალურობის მოთხოვნას გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების გაშვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ეკონომიკური საქმიანობის ყველა სუბიექტი ექვემდებარება ანგარიშგებას. თუმცა, ეროვნული რეესტრის ამოქმედებამდე აუცილებელია კონფიდენციალობის საკითხის შესწავლა და იმ შემთხვევების დაზუსტება, როდესაც დასაშვები იქნება კონფიდენციალობის მოთხოვნა. აუცილებელია ამ პროცესში დაინტერესებული და ზემოქმედების ქვეშ მყოფი მხარეების ჩართვა. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალობის საკითხის გადაჭრა ვერ მოხერხდა, ეროვნული რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებამ უნდა აწარმოოს მონაცემთა ბაზები, რომლებშიც იქნება შეტანილი როგორც კონფიდენციალური, ასევე არაკონფიდენციალური მონაცემები და მოამზადოს PRTR-ის საჯარო ინფორმაცია სიაში არსებული დამაბინძურებლების საერთო მოცულობების მითითებით. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ კომპანიამ წარმოადგინოს

Page 50: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

50

დასაბუთებული მტკიცებულება იმისა, რომ გარკვეული ინფორმაციის გამოქვეყნება მას კომერციულ ზიანს მიაყენებს. ასევე, შემუშავებულ უნდა იქნეს სახელმძღვანელო კონფიდენციალობის მოთხოვნების პირობების შესახებ. სახელმძღვანელო უნდა შემუშავდეს იმ თანამედორვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, რომლებიც ამჟამად გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში. სასურველია გამოყენებული იქნეს ქიმიურ ნივთიერებათა რეგისტრაციის, შეფასების, დაშვებისა და შეზღუდვის ევროპული (REACH) სისტემის ელემენტები.

2.7 ანგარიშგების ფორმაში შესაყვანი მონაცემები ეროვნული რეესტრის საფუძველს ანგარიშგების არსებული სისტემა წარმოადგენს. ეს მიდგომა, ერთი მხრივ, თავიდან აგვაცილებს ორმაგ ანგარიშგებას და მეორე მხრივ, ამჟამად მოქმედი სისტემის თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებთან მიახლოების საშუალებას მოგვცემს. ამჟამად მოქმედი სისტემისა და ოქმის მოთხოვნებიდან გამომდინარე ეროვნულ რეესტრში მოხდება შემდეგი ინფორმაციის შეგროვება: წყლის რესურსები: ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს ობიექტის ადგილმდებარეობას

ობიექტის დასახელება, საფოსტო ინდექსი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი

წყალსამეურნეო უბანი: აუზი ან ქვეაუზი

საკუთრების ფორმა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

ძირითადი საქმიანობის სახე

წყალმომარაგების წყაროს დასახელება: მიწისქვეშა/ზედაპირული

წყალაღების და წყალჩაშვების ადგილმდებარეობა: მანძილი შესართავიდან ან კოორდინატები.

მომავალში: საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაციის მისაღებად და GIS მონაცემთა ბაზაში შესატანად, აუცილებელია, კოორდინატების დადგენისას GPS-ის გამოყენება, მათ შორის წყალაღების და წყალჩაშვების წერტილების კოორდინატებისაც

ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს მიერ წყლის რესურსების დაბინძურების ხარისხს

წყალში ჩაშვებული ნივთიერების დასახელება და რაოდენობა (ტ/წელ)

ჩამდინარე წყლის ხარისხის კატეგორია, მაგ. ნორმატიულად სუფთა, გაწმენდის გარეშე (არსებული ინსტრუქციის მიხედვით დაადგენილი კოდიფიკატორის მიხედვით)

აღებული წყლის ხარისხის კატეგორია, რაოდენობა (ათასი მ3/წელ)

რა დანიშნულებით ხდება წყლის გამოყენება

გამოშვებული პროდუქციის ან მომსახურეობის სახეობა და რაოდენობა

წყალში ჩაშვებული ქიმიური ნივთიერების რაოდენობრივი განსაზღვრისათვის გამოყენებული ლაბორატორიული ანალიზის ან გათვლის მეთოდი

Page 51: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

51

წინა წელთან შედარებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემცირება

სხვა ინფორმაცია

ინფორმაცია ავარიული დაბინძურების შესახებ

ინფორმაცია ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემის არსებობის შესახებ

ჩამდინარე წყლის გასაწმენდად გამოყენებული მეთოდები

გამწმენდ ნაგებობათა საპროექტო სიმძლავრე

სამუშაო დღეთა და სამუშაო საათების რაოდენობა

გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს წყლის რესურსების დაბინძურების შემცირებას

აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს კოდებით, ისე როგორც ეს განსაზღვრულია ინსტრუქციაში წამოდგენილ კოდიფიკატორებში. ატმოსფერული ჰაერი: ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს ობიექტის ადგილმდებარეობას

ობიექტის დასახელება, საფოსტო ინდექსი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი

საკუთრების ფორმა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

ძირითადი საქმიანობის სახე

მომავალში: საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაციის მისაღებად და GIS მონაცემთა ბაზაში შესატანად, აუცილებელია, კოორდინატების დადგენისას GPS-ის გამოყენება.

ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხს

• ნივთიერების დასახელება და რაოდენობა (ტ/წელ)

• მოხვედრილი გამწმენდ მოწყობილობაში

• დაჭერილი

• დაჭერილიდან გამოყენებული

• სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა

• საანგარიშო წელს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმა

• გამოშვებული პროდუქციის ან მომსახურეობის სახეობა და რაოდენობა, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების რაოდენობის შესაფასებლად გამოყენებული ანალიზური ან გათვლის მეთოდი

• წინა წელთან შედარებით გაფრქვევების შემცირების მაჩვენებელი

სხვა ინფორმაცია

• ინფორმაცია ავარიული დაბინძურების შესახებ

• საწარმოს მიერ გამოყენებული გამწმენდი საშუალებები

• გამწმენდ ნაგებობათა საპროექტო სიმძლავრე

• თანამშრომელთა რაოდენობა, სამუშაო დღეთა და სამუშაო საათების რაოდენობა

Page 52: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

52

• გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის შემცირებას

ნარჩენები58: ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს ობიექტის ადგილმდებარეობას

ობიექტის დასახელება, საფოსტო ინდექსი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი

საკუთრების ფორმა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

ძირითადი საქმიანობის სახე

ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს მიერ ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ხარისხს

ნარჩენის გადატანა ქვეყნის ფარგლებში – განთავსების ან რეციკლირების მიზნით

ნარჩენის გადატანა ქვეყნის გარეთ:

განთავსების თუ რეციკლირების მიზნით

ნარჩენების მიმღები სუბიექტი – საწარმოს სახელწოდება, მისამართი, საბოლოო განთავსების ან აღდგენის ფაქტიური ადგილის მითითებით

ნივთიერების ტიპი – სახიფათო/არასახიფათო

რაოდენობა (ტ/წელ)

სახიფათო ნარჩენების შემადგენლობა

ნარჩენების რაოდენობრივი განსაზღვრისათვის გამოყენებული შეფასების ან გაზომვის მეთოდი

წინა წელთან შედარებით წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობის შემცირება

სხვა ინფორმაცია

ინფორმაცია ავარიული დაბინძურების შესახებ

გამოშვებული პროდუქციის ან მომსახურეობის სახეობა და რაოდენობა, თანამშრომელთა რაოდენობა, სამუშაო დღეთა და სამუშაო საათების რაოდენობა

გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირებას

2.8 ემისიის შეფასების მეთოდები

წყლის რესურსები

დღეისათვის წყალაღების და წყალჩაშვების მოცულობის რაოდენობრივი გათვლა წყალმზომით, ან “საბჭოთა კავშირის” დროს დადგენილი ნორმების მიხედვით – “სამშენებლო წესები და ნორმები”; СЭВ ВНИИ ВОДГЕО “укрупненные нормы водопотребления и водоотведения для различных отрослей промышленности” და სხვ. წარმოებს. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოო ტექნოლოგიები ვითარდება და 58 ანგარიშგებას წარადგენენ ის საწარმოები, რომლებიც გადააჭარბებენ ეროვნული რეესტრისათვის ნარჩენების გადატანის შესახებ დადგენილი ანგარიშგების ზღვარს

Page 53: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

53

შესაბამისად იცვლება წყალმოხმარების ნორმები, აღნიშნული მეთოდოლოგია უკვე მოძველებულია და გადახედვას საჭიროებს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ჩამდინარე წყლების ხარისხობრივი (დამაბინძურებელი ნივთიერებები და რაოდენობა) მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით ხდება.

ატმოსფერული ჰაერი

ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ხვედრითი კოეფიციენტების განსაზღვრის მეთოდიკა59, ქვეყანაში არსებული (გარდამავალი) ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს საბჭოურ და თანამედროვე მეთოდიკათა ერთობლიობას. მეთოდიკა ემყარება როგორც, ძველ საბჭოურ დოკუმენტაციას, ისე IPCC (Intergovernmental Panel on Climate Change) მეთოდიკისა და გაფრქვევათა ინვენტარიზაციის სახელმძღვანელოს (CORINAIR_Co-oRdination d`INformation Environmental AIR). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამჟამად წყალსა და ჰაერში გაშვებული დამაბინძურებლების შეფასება, ძირითადად, საბჭოთა მეთოდოლოგიის გამოყენებით ხორციელდება. ამავდროულად, წყალში ჩაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვა (მოქმედი კანონმდებლობის თანახმად) შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული მეთოდებით. არ ხდება დიფუზური წყაროებითა და ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურების, ისევე, როგორც ნიადაგების დაბინძურების, შეფასება. დაბინძურების წყაროებიდან ემისიების შეფასებისას, ეროვნული რეესტრის კონტექსტის შესაბამისი პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა შემდეგი სამუშაოების განხორციელება:

• ჰაერში გაფრქვეული და წყალში ჩაშვებული დამაბინძურებლებისა და ობიექტის ტერიტორიიდან გატანილი ნარჩენების რაოდენობის გაანგარიშების (ტექნოლოგიური პროცესის საფუძველზე) ოფიციალური სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება ინდუსტრიის ცალკეული სექტორებისათვის;

• დიფუზური წყაროებიდან ჰაერისა და წყლის დაბინძურების შეფასების სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება;

• გამომუშავებული და ნარჩენი წყლების სტანდარტული მოცულობების განსაზღვრის სახელმძღვანელოს შემუშავება თანამედროვე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ინდუსტრიის ცალკეული სექტორებისათვის;

• ნიადაგის დაბინძურების შეფასების სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება “ნიადაგის დამუშავების” და “სიღრმული გაჟღენთვის” შემთხვევაში;

• ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების (არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორი) მიერ ტრენინგების ჩატარება გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებისათვის აღრიცხვა/ანგარიშგების ახალი სისტემის დასაუფლებლად;

59 “დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის

განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ.” დამტკიცებულია 2003 წლის 28 ივლისს, გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით ¹67.

Page 54: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

54

• გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ ტრენინგების და სემინარების ჩატარება მეწარმეებისათვის (ინდუსტრიის სექტორების მიხედვით) აღრიცხვა/ანგარიშგების ახალი სისტემის დასაუფლებლად.

2.9 ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის დახმარების გაწევა

2.9.1 ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოების უზრუნველყოფა ინფორმაციით, ინსტრუქციებითა და სწავლებით

ეროვნული რეესტრის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია შემდეგი სამუშაოების ჩატარება:

• გარემოში გაშვებული დამაბინძურებლებისა და გადატანილი ნარჩენების აღრიცხვის ოფიციალური სახელმძღვანელოების (საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდოლოგიის საფუძველზე) შემუშავება ინდუსტრიის ცალკეული სექტორებისათვის და მათი დამტკიცება;

• საინფორმაციო ფურცლებისა და ბუკლეტების შემუშავება და დარიგება, რომლებშიც განმარტებული იქნება ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების მოთხოვნები. აღნიშნული მასალები უნდა დარიგდეს საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონებში, სადაც საწარმოებს, შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ;

• ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოებისათვის სემინარების60 ჩატარება PRTR–ის სისტემის მნიშვნელობასა და სარგებელზე და მათთვის PRTR–ის ელექტრონული გვერდის გაცნობა;

• ტრენინგების ჩატარება ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოებისათვის აღრიცხვა/ანგარიშგების ახალი სისტემის შესახებ. ტრენინგები უნდა ჩაატარონ ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა (არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორი);

• PRTR–ის ელექტრონული გვერდის შექმნა61, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციასა და რესურსებს:

o ანგარიშგების მოთხოვნები, პროცედურები, სახელმძღვანელოები, კანონმდებლობა, ჯარიმები, ანგარიშგებას დაქვემდებარებული დამაბინძურებლები და ხშირად დასმული შეკითხვები;

o ინტერაქტიური დახმარება გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებთან ელექტრონული ფოსტის გაგზავნის საშუალებით;

o PRTR–თან დაკავშირებული მოვლენების, ტრენინგებისა და სემინარების კალენდარი საწარმოების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის;

o PRTR–ის თანამშრომლების/ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია;

o მულტიმედია – სატელევიზიო და რადიო გადაცემები, ნაბეჭდი მასალები (სოციალური რეკლამა, სტატიები, პრეს-რელიზები, საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები, და ა.შ.)

60 გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, თუმცა, სამინისტროს შეუძლია ამ საქმიანობაში ჩართოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები

61 დღეს არსებული PRTR–ის საინფორმაციო ვებ–გვერდის საფუძველზე, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: www.prtr-georgia.org

Page 55: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

55

o მომავალში შემუშავდება ვებ–გვერდი, რომელსაც ექნება საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი PRTR–ის საძიებო სისტემა.

• გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ საინფორმაციო ცენტრების შექმნა ან თანამშრომლების გამოყოფა, რომლებიც ანგარიშგებას დაქვემდებარებულ საწარმოებს დაეხმარებიან ეროვნულ რეესტრში დამაბინძურებლების შესახებ ანგარიშგების განხორციელებაში. აღნიშნული საინფორმაციო ცენტრები ან თანამშრომლები ანგარიშგებას დაქვემდებარებულ საწარმოებს შესთავაზებენ მრავალფეროვან მასალას (ელექტრონული ანგარიშგების მოთხოვნები, ანგარიშგების მოთხოვნების ანკეტა, ანგარიშგების მოთხოვნების მოკლე მიმოხილვა, ანგარიშგებასთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვები, ანგარიშგების სამართლებრივი მოთხოვნები, ემისიების გაანგარიშების სახელმძღვანელო, დიფუზური ემისიების სახელმძღვანელო და სხვ.).

2.9.2 დახმარების გაწევა ანგარიშგების პირველი ციკლის განმავლობაში ანგარიშგების პირველი ციკლის განხორციელების დროს გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის დახმარება:

• ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოებისათვის უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

o სატელევიზიო და რადიო სოციალური რეკლამა ანგარიშგების ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით

o რეკლამა ბეჭდურ მედიაში და პრეს-რელიზები ანგარიშგების ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით

o საგაზეთო სტატიები, სატელევიზიო და რადიო სიუჟეტები ეროვნული რეესტრის მნიშვნელობასა და საქართველოში მისი განხორციელების შესახებ

o ცნობიერების ამაღლების კამპანია ინტერნეტის საშუალებით PRTR–ის ახალი ელექტრონული გვერდის პოპულარიზაციის მიზნით

o საინფორმაციო სემინარების ორგანიზება და ჩატარება საწარმოების თანამშრომლებისათვის PRTR–ის დადებითი მხარეების წარმოჩენისა და საქართველოს ეროვნულ რეესტრთან დაკავშირებით დასმულ კითხვეზე პასუხის გაცემის მიზნით

o PRTR-თან დაკავშირებული საინფორმაციო ფურცლები და ბუკლეტები

• დახმარება გაეწევათ საწარმოებს ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების განხორციელებისათვის მომზადების პროცესში:

o გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაატარებს ტრენინგებს საწარმოების მფლობელებისა და თანამშრომლებისათვის შემდეგ საკითხებზე:

o ანგარიშგების ახალი მოთხოვნები

o ანგარიშგებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამის შესწავლა

o გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი საინფორმაციო ცენტრების/საინფორმაციო ოფიცრების საკონტაქტო ინფორმაცია62

62 ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ელ.გვერდი და საფოსტო მისამართი

Page 56: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

56

ხელმისწვდომი იქნება საწარმოებისათვის ინტერნეტისა და ნაბეჭდი მასალების (საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები, და ა.შ.) საშუალებით.

o ინტერაქტიური დახმარება PRTR–ის ელექტრონული გვერდის საშუალებით.

Page 57: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

57

3. ემისიის დიფუზური და ანგარიშგებიდან განთავისუფლებული წყაროები

3.1 დიფუზური წყაროების განმარტება დიფუზური წყაროები - ნიშნავს მრავალრიცხოვან მცირე ან გაფანტულ წყაროებს, საიდანაც შესაძლებელია დამაბინძურებლების გაშვება ნიადაგში, ჰაერსა ან წყალში და რომელთა ერთობლივი ზემოქმედება გარემოს კომპონენტებზე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, ხოლო ანგარიშგება თითოეული ასეთი წყაროდან – არაპრაქტიკული. საქართველოს ეროვნული რეესტრის კონტექსტში დიფუზური წყაროები მოიცავს შემდეგს:

• არასანიტარული და არალეგალური ნაგავსაყრელები

• ავტოტრანსპორტი

• სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – პესტიციდებით, ჰერბიციდებით და სასუქებით დაბინძურება

• მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების ჩაშვებით

3.2 ნიადაგის დაბინძურება დღესდღეობით საქართველოში არ მოიპოვება სისტემატიზირებული ინფორმაცია ნიადაგის დაბინძურების შესახებ. ამავე დროს არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო მოთხოვნა ნიადაგში გაშვებულ დამაბინძურებლებზე ანგარიშგების განხორციელების შესახებ. შესაბამისად, ამ სახის ამგარიშგება არ ხორციელდება. ევროკავშირის ქვეყნებში (E-PRTR) ნიადაგის დაბინძურების შესახებ ანგარიშგება მხოლოდ “ნიადაგის დამუშავების” (მაგალითად, ნიადაგში თხევადი ან შლამისებური ნარჩენების ბიოდეგრადაცია) და “სიღრმული გაჟღენთვის” (მაგ. ჭაბურღილებში ნაქაჩი ნარჩენების გაჟღენთვა, ბუნებრივად წარმოქმნილი მარილოვანი გუმბათები) შემთხვევაში წარმოებს. ვინაიდან საქართველო ევროკავშირთან ჰარმონიზაციით არის დაინტერესებული, მიზანშეწონილია, საქართველოს ეროვნულ რეესტრშიც ანგარიშგება ნიადაგის დაბინძურების შესახებ მხოლოდ “ნიადაგის დამუშავების” და “სიღრმული გაჟღენთვის” შემთხვევაში მოხდეს. ამ სახის ანგარიშგება არ განხორციელდება ეროვნული რეესტრის ამოქმედების საწყის ეტაპზე, არამედ რეესტრის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში.

3.3 არაწერტილოვანი, დიფუზური და ანგარიშგებიდან განთავისუფლებული წყაროებიდან წარმოქმნილი ემისიების გაანგარიშების პროცედურები

დღესდღეობით, საქართველოში არ ხდება დაბინძურების დიფუზური წყაროების უმრავლესობის შეფასება და ამ წყაროებიდან გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების

Page 58: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

58

აღრიცხვა63. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემა არ მოიცავს ინფორმაციას გარემოს დიფუზური წყაროებიდან დაბინძურების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად წარმოებს ანგარიშგება64 ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული დამაბინძურებლების შესახებ, აუცილებელია ამ ანგარიშგების სიზუსტის გაზრდა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ დიფუზური წყაროები – სოფლის მეურნეობა (სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების ჩაშვებით), არასანიტარული და არალეგალური ნაგავსაყრელები – გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია. ამ ტიპის წყაროებიდან გამოწვეული დაბინძურების შეფასების გარეშე ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სრული ვერ იქნება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად, დიფუზური წყაროების შეფასების და ამ წყაროებიდან გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვის დაწყება. 5 წლის ვადაში ეროვნულ რეესტრში უნდა მოხდეს ანგარიშგება შემდეგი დიფუზური წყაროებიდან გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების შესახებ:

• არასანიტარული და არალეგალური ნაგავსაყრელები

• სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – პესტიციდებით, ჰერბიციდებით და სასუქებით დაბინძურება

• მეცხოველეობის ფერმები არაორგანიზებული სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების ჩაშვებით

• ნიადაგის დაბინძურების შეფასება, კერძოდ “ნიადაგის დამუშავების” და “სიღრმული გაჟღენთვის” შემთხვევებში

აღნიშნულ დიფუზურ წყაროებზე ანგარიშგების განხორციელების პარალელურად აუცილებელია შემდეგი სამუშაოების ჩატარება:

• დიფუზური წყაროებიდან წყლის, ჰაერისა და ნარჩენებით დაბინძურების შეფასების თანამედროვე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდების გამოყენება;

• ისეთი სახელმძღვანელოს შემუშავება და დამტკიცება, რომელსაც გამოიყენებს ემისიის დიფუზური წყაროებიდან გამოწვეული წყლისა და ჰაერის დაბინძურების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება;

• ემისიის დიფუზური წყაროებიდან გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების გამოკვეთა;

• ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული დამაბინძურებლების აღრიცხვის მეთოდების სრულყოფა65;

• ემისიის დიფუზური წყაროებიდან გაშვებული დამაბინძურებლების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება ამ წყაროებიდან დაბინძურების შეფასების საკითხებზე

63 ამ სახის კვლევების ჩატარება სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობაა 64 საქართველოში ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული დამაბინძურებლების რაოდენობის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ქვეყანაში წლის განმავლობაში მოხმარებული საწვავის (როგორც ბენზინი, ასევე დიზელი) რაოდენობისა და ხვედრითი გაფრქვევის კოეფიციენტის საშუალებით.

65 ავტოტრანსპორტიდან გაფრქვეული დამაბინძურებლების რაოდენობის აღრიცხვის სიზუსტის გასაზრდელად ასეთი ტიპის გათვლებისას მოხმარებული საწვავის რაოდენობასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს მომუშავე ავტომობილების რეალური რაოდენობა, გარბენი, ავტოპარკის დეტალური შემადგენლობა, კატალიზური გარდამქმნელების ეფექტურობა და ა.შ.

Page 59: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

59

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ (არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორი).

3.4 PRTR- ის ზოგად მონაცემთა ბაზაში აღნიშნული ემისიების მოცულობების შეტანის პროცედურები და ფორმატი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში არ ხდება მონაცემების შეგროვება დიფუზური წყაროებიდან გაშვებული დამაბინძურებლების შესახებ. ამჟამად ხორციელდება მხოლოდ ავტოტრასპორტის მიერ გაფრქვეული ემისიების შეფასება (აღნიშნული ემისიები გამოითვლება მოხმარებული საწვავის საფუძველზე). თუმცა, საქართველოს გარემოს დაბინძურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დაბინძურების ისეთ დიფუზურ წყაროებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, რომელიც იყენებს პესტიციდებს, ჰერბიციდებსა და სასუქებს; მეცხოველეობის ფერმები; არასანიტარული და უკანონო ნაგავსაყრელები და ტრანსპორტი. პირველ რიგში, აუცილებელია ანგარიშგებას დასაქვემდებარებელი პრიორიტეტული დიფუზური წყაროების გამოკვეთა, რაც შესაძლებელია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან კონსულტაციების გზით. პრიორიტეტული დიფუზური წყაროების გამოვლენის შემდეგ პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა დაიწყონ ანგარიშგების განხორციელება ერთი ან მეტი წყაროდან გაშვებულ დამაბინძურებლებზე სტატისტიკური, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე. ისეთი დიფუზური წყაროები, როგორიცაა ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა შეიძლება შეფასდეს სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე; მაგ. ავტომანქანების რაოდენობა; თითოეული წყაროს მიერ მოხმარებული საწვავი; წარმოებული, იმპორტირებული და მოხმარებული პესტიციდების, ჰერბიციდების და სასუქების რაოდენობა; შინაური ცხოველის თითოეოული ტიპის რაოდენობა; და ა.შ. მეტი სიზუსტისათვის სტატისტიკური მონაცემები უნდა გაერთიანდეს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მონაცემებსა და ემისიის ფაქტორებთან. მონაცემების სტატისტიკური მეთოდებით დამუშავების შედეგად მიიღება ცალკეული დიფუზური წყაროებიდან გაშვებული დამაბინძურებლების სრული მოცულობა. ინფორმაცია არასანიტარული და უკანონო ნაგავსაყრელების შესახებ მოპოვებული უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან; მაგალითად, ზუსტი ადგილმდებარეობა, მოცულობა, განთავსებული ნარჩენების სრული რაოდენობა, მანძილი ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებამდე და სხვ. ბევრად უფრო ძნელია არასანიტარული ნაგავსაყრელებიდან გაშვებული დამაბინძურებლების მოცულობის დადგენა. სიზუსტის ასამაღლებლად უნდა ჩატარდეს ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების ნიმუშების ანალიზი. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მონაცემთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და PRTR-ის მონაცემთა ბაზის წარმოებაზე პასუხისმგებელ უწყებას შორის, აუცილებელია მათ შორის კარგი კოორდინაციის არსებობა. ეს საკითხი დაწვრილებით განხილულია თავი 6.3-ში.

Page 60: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

60

4. PRTR-ის მონაცემთა მართვის სისტემა

4.1 PRTR-ის სისტემის მოთხოვნები პროგრამული და საინჟინრო უზრუნველყოფის მიმართ, პროგრამული და საინჟინრო უზრუნველყოფის კონფიგურაცია და სპეციფიკაციები

ეროვნულ რეესტრში მონაცემთა შეყვანის, დამუშავებისა და ვებ-გვერდზე წარმოდგენისათვის შესაბამისი მონაცემთა ბაზების და აპარატურის შეძენა იქნება საჭირო, რაც დამატებითი დაფინანსების მოძიებას საჭიროებს (დონორი ორგანიზაციები). ეროვნული PRTR–ის გამართული მუშაობისთვის საჭიროა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება და გამოყენება. ყველა მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს სტანდარტიზებული. საჭიროა შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება:

• MySQL მონაცემთა ბაზების სერვერი66;

o ინტერნეტში ჩართული ბაზები და WEB სერვერები, რომლებსაც აქვთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა;

o PostgreSQL სერვერი და PostGIS-ის მონაცემთა ბაზა გეოგრაფიული მონაცემების ვებ-გვერდზე ასახვისათვის;

o ყველა მონაცემი თავსებადი უნდა იყოს GIS–ის პრორგამულ უზრუნველყოფასთან.

ეროვნული რეესტრის სათანადოდ მუშაობისათვის საჭიროა შესაბამის უწყებებში შემდეგი საინჟინრო უზრუნველყოფის არსებობა:

• HP Work Station ტიპის თანამედროვე კომპიუტერი, რომლის აპარატურული მახასიათებლები დააკმაყოფილებს 24 საათიან სამუშაო რეჟიმს;

• ადმინისტრატორი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზების და WEB სერვერის მუშაობას და შესაბამისი პროგრამების (სკრიპტების) შემუშავებას.

მონაცემთა შეყვანა და დამუშავება უნდა მოხდეს MySQL მონაცემთა ბაზებში. ოპერაციულ სისტემებთან თავსებადობის კუთხით MySQL მონაცემთა ბაზას აქვს გარკვეული უპირატესობა Microsoft office Acsses-თან შედარებით. კერძოდ: MySQL შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე, მაგ: Windows ან UNIX, ხოლო Microsoft office Acsses-ს აქვს შეზღუდვა Windows-ის გარდა სხვა ოპერაციული სისტემების გამოყენებისას. აღნიშნული ბაზები მოქნილია და ადვილად მართვადი, ასევე იძლევა საჭიროების შემთხვევაში ახალი ნივთიერებების და საქმიანობების სფეროების დამატების საშუალებას. აღნიშნული ბაზები განთავსებული უნდა იყოს ბაზების სერვერზე. სერვერის დაცულობის მიზნით უმჯობესია, რომ იგი არ იყოს ჩართული ინტერნეტში. მეორე კომპიუტერზე კი უნდა განთავსდეს WEB სერვერი. შესაძლოა ორივე ეს სერვერი იყოს ერთ კომპიუტერზე. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერვერების დაცულობის მიზნით უმჯობესია მათი ცალ-ცალკე განთავსება.

66 მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ენიჭება MYSQL მონაცემთა ბაზას, Microsoft Access მონაცემთა ბაზის გამოყენებაც შესაძლებელია.

Page 61: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

61

სერვერების განთავსება უნდა მოხდეს HP Work Station ტიპის თანამედროვე კომპიუტერზე, რომლის აპარატურული მახასიათებლები დააკმაყოფილებს 24 საათიან სამუშაო რეჟიმს. ბაზების და WEB სერვერის მუშაობა უნდა უზრუნველყოს ადმინისტრატორმა, ისევე როგორც შესაბამისი პროგრამების (სკრიპტების) შემუშავება. პროგრამული ენა უნდა აირჩეს პროგრამისტის მიერ, სავარაუდოდ PHP, რომელიც ბაზაზე ოპერაციების შესრულების საშუალებას მოგვცემს. შემუშავებულ კომპიუტერულ პროგრამას უნდა შეეძლოა საინფორმაციო ნაკადიდან PRTR–თან დაკავშირებული ინფორმაციის შერჩევა. ამით აცილებული იქნება ორმაგი ანგარიშგების საჭიროება. გეოგრაფიული მონაცემების ვებ-გვერდზე ასახვისათვის სასურველია გამოყენებულ იქნეს PostgreSQL სერვერი და PostGIS-ის მონაცემთა ბაზა. გარემოს დაცვის სამინისტროში არსებული სიტუაცია:

• წყლის დაცვის სამმართველოში შემუშავდა მონაცემების დამუშავების Microsoft office Acsses ბაზა. არსებული ბაზის მოცულობა 80 MB-ია, მასში წარმოდგენილია ინფორმაცია 2000 წლიდან დღემდე;

• ატმოსფერული ჰაერის სამმართველოში მონაცემების დამუშავება ხდება Microsoft Office Excel ბაზაში. არსებული ბაზა მოიცავს მონაცემებს 2004 წლიდან დღემდე. ერთი წლის ბაზის მოცულობა დაახლოებით – 2 MB-ია;

• ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოში მონაცემთა მოგროვების და ბაზაში შეყვანის სისტემა ჯერ-ჯერობით აწყობილი არ არის.

მონაცემების საბოლოოდ ვებ-გვერდზე წარმოდგენისათვის აუცილებელია, რომ Microsoft office Excel ბაზა, რომლითაც სარგებლობს ატმოსფერული ჰაერის სამმართველო შეიცვალოს და მოხდეს ყველა ბაზის ჰარმნიზება MySQL მონაცემთა ბაზაში. მთელი ინფორმაცია ძველი მონაცემთა ბაზებიდან გადატანილი უნდა იქნეს ახალში MySQL–ის ტექნიკური ექსპერტების დახმარებით.

Page 62: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

62

5. ეროვნული რეესტრის ადმინისტრირება

5.1 მონაცემთა შეგროვებისა და მართვის ინსტიტუციური პასუხისმგებლობები

5.1.1 ქვემოთ მოცემულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი უწყებებისა და პროცედურების სპეციფიკაცია

• მონაცემთა შეგროვება;

PRTR-თან დაკავშირებული ყველა მონაცემი საწარმოების მიერ წარედგინება გარემოს დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტს. ეროვნულ რეესტრში მონაცემთა67 მოგროვებასა და მართვაზე პასუხისმგებელი ორგანო გარემოს დაცვის სამინისტრო იქნება68. მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციაა გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების ხელმძღვანელობა. საწარმოები ვალდებულები იქნებიან წარადგინონ ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში და/ან წყალში საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გაშვებული დამაბინძურებლების რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში. საწყის ეტაპზე ინფორმაციის წარდგენა წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ იქნება ნებაყოფლობითი (ნარჩენების შესახებ კანონის ამოქმედებამდე). გარდა ამისა, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ამჟამად შეჩერებული ნებართვის ამოქმედება უზრუნველყოფს მეტი ინფორმაციის მიღებას გარკვეული ტიპის ნარჩენების საწარმოების ტერიტორიიდან გატანის შესახებ. პასუხუსმგებლობის გადანაწილება სხვადასხვა რგოლებს შორის მოხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად:

• ანგარიშვალდებული სუბიექტი69 შეავსებს და წარადგენს სახელმწიფო აღრიცხვის ფორმებს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში შესათანხმებლად და დასამტკიცებლად. ფორმა ანგარიშვალდებული სუბიექტის მიერ დამოწმებული იქნება ბეჭდით და ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომელიც პასუხისმგებელია ანგარიშის შედგენასა და მასში მოცემული მონაცემების სისწორეზე, აგრეთვე დადგენილი ადრესატებისათვის დროულად წარმოდგენაზე

• გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი გადაამოწმებს ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს. შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუბრუნებს მას

67 წერტილოვანი და დიფუზური წყაროებიდან 68 არასამთავრობო სექტორის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არ იქნებიან უშუალოდ ჩართული მონაცემთა შეგროვებაში, თუმცა მათი ცოდნა და გამოცდილება გამოყენებულ იქნება გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების გათვლის მეთოდოლოგიებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების, ტრენინგების და სემინარების ჩატარების პროცესში, და ა.შ.

69 როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითი ანგარიშგების შემთხვევაში.

Page 63: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

63

ანგარიშვალდებულ სუბიექტს შესასწორებლად და დადასტურებს (ბეჭდითა და ხელმოწერით) მხოლოდ შესწორებულ ფორმას

• გარემოს დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი აღრიცხვის ფორმები დამუშავდება ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს, წყლის რესურსების მართვის სამმართველოსა და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს თანამშრომლების მიერ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

• მონაცემთა შემოწმება და ხარისხის კონტროლი;

ეროვნულ რეესტრში მონაცემების შეგროვება ამჟამად არსებული სისტემის საფუძველზე მოხდება: მოქმედი სისტემის ფარგლებში, სახელმწიფო ანგარიშგებას დაქვემდებარებული საწარმოები ანგარიშგების ფორმებს ავსებენ ხელით70 და წარადგენენ გარემოს ინტერგირებული მართვის დეპარტამენტში. PRTR სისტემის დანერგვიდან 3 წლის განმავლობაში მასში ანგარიშგება უნდა განხორცილედეს, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ხელით შევსებული ფორმებით. გამონაკლისი უნდა დაიშვას ისეთ რეგიონებზე (ანუ მოხდეს, მხოლოდ ხელით შევსებული ფორმების წარდგენა), სადაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი. გარემოს ინტერგირებული მართვის დეპარტამენტი ამოწმებს მონაცემებს (ფორმებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე) და ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით. არასწორი მონაცემების წარდგენაში ეჭვმიტანილი საწარმოების ადგილზე შემოწმება უნდა მოხდეს მხოლოდ დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში. მონაცემების შემოწმება ასევე შესაძლებელია მათი შედარებით ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივებთან, ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკურ რეგლამენტთან და ემისიების ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან. აღნიშნული ნორმატივები სრულდება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად. ანალოგიური პარამეტრები ისეთი საქმიანობებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან გარემოსდაცვით

70 ინსტრუქციის თანახმად ფორმის ფანქრით შევსება დაუშვებელია

საწარმო

გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი

წყლის რესურსების მართვის სამმართველო

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთერებების მართვის

სამმართველო

ჰაერის დაცვის სამმართველო

Page 64: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

64

ნებართვას, განსაზღვრულია გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებში. გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების პირობებსა და მოთხოვნებს აკონტროლებს და ახორციელებს ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი71 და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინსპექცია და ბუნებრივი რესურსების სააგენტო. თუმცა, გარემოსდაცვით ინსპექციას შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია. ორივე უწყება საჭიროებს პოტენციალის ამაღლებას, როგორც საკადრო, ასევე ტექნიკური რესურსების ზრდის კუთხით. გარდა ამისა, ამ ორ უწყებას თითქმის ერთი და იგივე პასუხისმგებლობები აქვს, რაც გამოწვეულია სამინისტროს ახლახანს განხორციელებული რეორგანიზაციით.

• შეცდომების გასწორება;

მიღებული ინფორმაციის სისწორეს ასევე ამოწმებს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო, წყლის რესურსების მართვის სამმართველო და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო. იმ შემთხვევაში, თუ გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი ან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო, წყლის რესურსების მართვის სამმართველო და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო აღმოაჩენს შეცდომას წარმოდგენილ ფორმებში, ისინი უკავშირდებიან ანგარიშვალდებულ სუბიექტს და სთხოვენ მას მონაცემების გადამოწმებას და გასწორებას. ანგარიშვალდებული სუბიექტი ასწორებს შეცდომებს და უგზავნის შესწორებულ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტს.

• დახმარების უზრუნველყოფა მონაცემების შეფასებაში;

შემუშავებული უნდა იქნეს PRTR-ის მონაცემების შეფასების სახელმძღვანელო. იგი უნდა განთავსდეს PRTR-ის ელექტრონულ გვერდზე ან იყოს ხელმისაწვდომი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა გამოყოს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რომლებიც დაეხმარებიან საწარმოებს PRTR-ის მონაცემების შეფასებაში. საწარმოების მესაკუთრეებისა და თანამშრომლებისათვის უნდა ჩატარდეს ტრენინგები და საინფორმაციო სემინარები.

• მონაცემთა შეყვანა;

მონაცემების შემოწმების, დამოწმების და შეცდომების გასწორების შემდეგ, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის თანამშრომელს შეჰყავს მიღებული ინფორმაცია სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც აანალიზებს და ამუშავებს მონაცემებს და:

• ათავსებს მათ PRTR–ის ელექტრონულ გვერდზე;

• ამზადებს ისეთ დოკუმენტებს, როგორიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფქვევების ყოველწლიური ანგარიში და წყალსარგებლობის ყოველწლიური მაჩვენებლების კრებული. ნარჩენების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ

71 გარემოს დაცვის სამინისტრო

Page 65: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

65

გამოითვლება ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნის წლიური მაჩვენებლებიც.

აღნიშნული ანგარიშები გამოსაქვეყნებლად საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ეგზავნება.

• მონაცემთა ბაზის წარმოება. PRTR-ის მონაცემთა ბაზის მართვასა და წარმოებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო, კერძოდ, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი.

5.1.2 მონაცემთა შეგროვებისა და მართვის სამუშაოებისთვის კადრების შერჩევა და მათი სწავლება

ეროვნული რეესტრის მონაცემების მართვა და შეგროვება და გადამოწმება უნდა განახორციელონ გარემოს დაცვის სამინისტროს 3 თანამშრომელმა/სპეციალისტმა, რომლებიც მუშაობენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოში (1 თანამშრომელი თოთოეულ სამმართველოში). კიდევ ერთი თანამშრომელი – ადმინისტრატორი - დაინიშნება გარემოს ინეგრირებული მართვის დეპარტამენტში მონაცემთა ბაზებისა და WEB სერვერის მუშაობის უზრუნველსაყოფად, ასევე შესაბამისი პროგრამების (სკრიპტების) შესამუშავებლად. გარდა ამისა, აუცილებელია ტრენინგების ჩატარება შემდეგი ჯგუფებისათვის:

• საწარმოების მფლობელები და თანამშრომლები

• სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ ანგარიშგების ახალ მოთხოვნებთან

5.1.3 მონაცემთა შეგროვებისა და მართვის სამუშაოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი

ქვემოთ მოცემულია მონაცემთა შეგროვებისა და მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული მოთხოვნები:

• HP Work Station ტიპის72 4 თანამედროვე კომპიუტერი, რომლის აპარატურული მახასიათებლები დააკმაყოფილებს 24 საათიან სამუშაო რეჟიმს;

• ინტერნეტში ჩართული WEB სერვერი, რომელიც იმუშავებს 24 საათიანი რეჟიმით;

• გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის 4 თანამშრომელი73, რომლებიც პასუხუსმგებელი იქნებიან PRTR-ის მონაცემთა შეგროვებასა და მართვაზე:

o ერთი ადმინისტრატორი, რომელიც იმუშავებს გარემოს ინეგრირებული მართვის დეპარტამენტში და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზებისა და WEB

72 იგივე კომპიუტერები გამოყენებულ იქნება მონაცემთა ანალიზისა და გავრცელებისთვის, 7.2.3. 73 იგივე თანამშრომლები იქნებიან ჩართული მონაცემთა ანალიზსა და გავრცელებაში, 7.2.3.

Page 66: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

66

სერვერის მუშაობას, ასევე შესაბამისი პროგრამების (სკრიპტების) შემუშავებას;

o 3 სპეციალისტი, რომლებიც იმუშავებენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოში, წყლის რესურსების მართვის სამმართველოსა და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოში (1 თანამშრომელი თოთოეულ სამმართველოში) მონაცემთა შეგროვებისა და გადამოწმების კუთხით.

5.2 მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების ინსტიტუციური პასუხისმგებლობები

5.2.1 ქვემოთ მოცემულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი უწყებებისა და პროცედურების სპეციფიკაცია:

• მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;

ყველა მონაცემი შეგროვდება და გაანალიზდება გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში. ეროვნული რეესტრისთვის მონაცემთა ანალიზი უნდა განხორციელდეს ნივთიერებების, დამაბინძურებლების, ემისიის წყაროების (წერტილოვანი, დიფუზური), გარემოს (წყალი, ჰაერი, ნიადაგი და ნარჩენები), რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით. სრულყოფილი ანალიზის ჩასატარებლად აუცილებელია, რომ ყველა მონაცემი თავსებადი იყოს GIS–თან. მონაცემთა ანალიზის აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ეროვნული რეესტრის მიზნების74 მიღწევას:

• დამაბინძურებლების გაშვებისა და გადატანის ძირითადი წყაროების გამოვლენა;

• ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე დამაბინძურებლების გაშვებისა და გადატანის რაოდენობრივი შეფასება;

• გარემოში ცალკეული დამაბინძურებლების გაშვების ტენდენციის შეფასება/დაკვირვება;

• გარემოდაცვითი “ცხელი წერტილების” გამოვლენა;

• საზოგადოებისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

• სუფთა წარმოების დანერგვისა და დაბინძურების პრევენციის წახალისება;

• გარემოსდაცვითი რისკების შემცირების შესაძლებლობების გამოვლენა;

• ანგარიშგების მოთხოვნების სრულყოფა და ჰარმონიზება;

• საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა;

• გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართულობისა და დაინტერესების ზრდა;

74 ეროვნული რეესტრის მიზნები განისაზღვრა 2009 წლის 22-23 სექტემბერს ჩატარებულ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე.

Page 67: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

67

• “ქიმიურ ნივთიერებათა საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) განხორციელების ხელშეწყობა.

• მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გავრცელება; გარემოს დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი უნდა იყოს PRTR–თან დაკავშირებული ინფორმაციის ფართო საზოგადოებისათვის და დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდებაზე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ელექტრონული, ასევე ნაბეჭდი ფორმით. ნაბეჭდი ვერსია უნდა შეიცავდეს აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის მოკლე აღწერას: მის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საფუძვლებს, ინფორმაციას ანგარიშგებას დაქვემდებარებული სექტორებისა და ნივთიერებების შესახებ, ემისიის წყაროებსა და გარემოს შესახებ და ა.შ. ინფორმაცია დალაგებული უნდა იყოს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით. დოკუმენტი აგრეთვე უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზს: დაბინძურების “ცხელი წერტილები” და ძირითადი წყაროები, დაბინძურების ცვლილების ტენდენცია წლების მიხედვით (რეგიონები, ქალაქები და ძირითადი დამაბინძურებლები) და სხვ. PRTR-ის მონაცემების ვებ-გვერდზე განთავსება საუკეთესო საშუალებაა ფართო მასებისათვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. შესაბამისად, საჭიროა PRTR-ის ნაბეჭდი დოკუმენტების შექმნა და გავრცელება. გარდა ამისა, ინფორმაცია PRTR-ის ვებ-გვერდისა და მასზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ უნდა გავრცელდეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ამ ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს ეროვნულ რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება, შეუძლია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს. მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და ვადებში75.

• მონაცემთა გამოყენება: გარემოს დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი უნდა იყოს PRTR–ის მონაცემების გამოყენებაზე. PRTR–ის მონაცემებს მრავალგვარი გამოყენება აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარისთვის – ხელისუფლებისთვის, საზოგადოებისთვის და ინდუსტრიისთვის.

75 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 37, 38 და 40.

Page 68: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

68

ხელისუფლება

PRTR მოიცავს მრავალმხრივ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს: ვინ უშვებს გარემოში პოტენციურად სახიფათო ქიმიურ ნივთიერებებს? რომელი დამაბინძურებლები ხვდება გარემოში? რა რაოდენობის დამაბინძურებლებია გაშვებული დროის რა პერიოდში? გარემოს რომელ კომპონენტშია გაშვებული დამაბინძურებლები და რომელი ნივთიერება მოხვდება ჰაერში, წყალში ან ნიადაგში? რა გეოგრაფიული გავრცელება აქვს დამაბინძურებლების ემისიას? აქედან გამომდინარე, PRTR-ს შეუძლია მნიშვნელოვნად დაემხაროს ხელისუფლებას გარემოსდაცვითი მართვის ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.

ინდუსტრია

ეროვნული რეესტრი ინდუსტრიას საშუალებას მისცემს შეადაროს და შეაჯამოს მონაცემები სხვადასხვა საწარმოებიდან გაშვებული/გადატანილი დამაბინძურებლების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ სუფთა წარმოების დანერგვას და ნარჩენების გადამუშავებით მიღებული მასალების გამოყენებას. ემისიის წყაროსთან ემისიების შესახებ მონაცემების სისტემატური შედარების შედეგად კომპანიები შეძლებენ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, როგორიცაა ალტერნატიული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების კონტროლის გაუმჯობესება, აღჭურვილობის ეფექტურობის ამაღლება, წარმოების პროცესების სრულყოფა და წერტილოვანი წყაროებიდან წარმოქმნილი ემისიების შემცირება.

საზოგადოება

ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ქიმიური საშიშროების პოტენციური რისკის ქვეშ, აქვთ უფლება ჰქონდეთ ინფორმაცია აღნიშნული რისკის შესახებ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება და მიიღოს ზომები და/ან მოითხოვოს შესაბამისი ზომების გატარება. კარგად ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება შეეცდება დაეხმაროს ხელისუფლებას და წარმოებას გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სწარმოო ობიექტებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც გათვითცნობიერებული არიან გარემოსდაცვით საკითხებში შეძლებენ საკუთარი თავისა და სამუშაო ადგილების დაცვას ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული შესაძლო უბედური შემთხვევებისგან. ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს გარემოს მდგომარეობისა და ადამიანის ჯანმრთელობის/უსაფრთხოების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში.

Page 69: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

69

5.2.2 მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გავრცელების მექანიზმები

• მონაცემების გავრცელების/ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მექანიზმები;

გარემოს დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისათვის და დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე. იგი ასევე პასუხისმგებელი უნდა იყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ისეთი მექანიზმის მუშაობაზე, როგორიცაა PRTR–ის ელექტრონული გვერდი. PRTR-თან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების ძირითად მექანიზმს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ელექტრონული გვერდი უნდა წარმოადგენდეს. ელექტრონულ გვერდს უნდა ჰქონდეს შემდეგი თვისებები:

• მრავალეროვანი (ინგლისური და ქართული)

• PRTR-ის საძიებო სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს განახორციელოს ძებნა დამაბინძურებლის, გარემოს, ემისიის წყაროს, საწარმოსა და რეგიონის მიხედვით

• ხელმისაწვდომობა (ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე)

• PRTR-თან დაკავშირებული კანონმდებლობისა და ანგარიშგების მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის არსებობა

ვინაიდან, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, მნიშვნელოვანია ინფორმაციის ნაბეჭდი სახით გავრცელების მექანიზმის არსებობაც. ნაბეჭდი სახით მომზადებულ დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ინფორმაცია (რომელიც მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის სამინისტროში):

• აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის მოკლე აღწერა

• სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლები

• ინფორმაცია ანგარიშგებას დაქვემდებარებული სექტორებისა და ნივთიერებების შესახებ

• ინფორმაცია ემისიის წყაროებისა და გარემოს შესახებ. ინფორმაცია დალაგებული უნდა იყოს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით. დოკუმენტი აგრეთვე უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზს: დაბინძურების “ცხელი წერტილები” და ძირითადი წყაროები, დაბინძურების ცვლილების ტენდენცია წლების მიხედვით (რეგიონები, ქალაქები და ძირითადი დამაბინძურებლები) და სხვ.

• PRTR-ის წლიური ანგარიშის სპეციფიკაცია

PRTR-ის წლიური ანგარიში საშუალებას მისცემს გარემოს დაცვის სამინისტროს გაავრცელოს PRTR–თან დაკავშირებული ინფორმაცია, გამოყოს დაბინძურების “ცხელი წერტილები” და ძირითადი წყაროები, განსაზღვროს დაბინძურების ცვლილების

Page 70: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

70

ტენდენცია წლების მიხედვით (რეგიონები, ქალაქები და ძირითადი დამაბინძურებლები) და სხვ. წლიური ანგარიში განთავსდება PRTR-ის ელექტრონულ გვერდზე (ელექტრონული ფორმით) და ხელმისაწვდომი იქნება ნაბეჭდი სახით წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. PRTR-ის წლიური ანგარიშის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავი 8.1.

5.2.3 მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების სამუშაოებისთვის კადრების შერჩევა და მათი სწავლება

მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების ტრენინგი შემდეგი კომპიუტერული პროგრამების დასაუფლებლად:

• MySQL მონაცემთა ბაზები;

• ინტერნეტში ჩართული ბაზები და WEB სერვერები;

• GIS-თან დაკავშირებული პროგრამები: MapServer - MS4W 3.0.3 ან PostgreSQL 9.1.2-1 ან PostGIS 1.5.3 ან OpenLayers 2.11. 5. ან QuantumGIS 1.7.2;

• GIS მონაცემთა ბაზა ელექტრონულ გვერდზე გეოგრაფიული ინფორმაციის დასადებად.

მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა შემდეგი კადრები76:

• გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა დაინიშნოს 1 თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების პროცედურების მართვას;

• 3 სპეციალისტი, რომლებიც იმუშავებენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოში, წყლის რესურსების მართვის სამმართველოსა და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოში (1 თანამშრომელი თოთოეულ სამმართველოში), პასუხისმგებელი იქნებიან PRTR–ის მონაცემებია ანალიზზე.

5.2.4 მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების სამუშაოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი

მონაცემთა ანალიზისა და გავრცელების პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის გარემოს დაცვის სამინისტრო აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი აპარატურით:

• HP Work Station ტიპის77 4 თანამედროვე კომპიუტერი, რომლის აპარატურული მახასიათებლები დააკმაყოფილებს 24 საათიან სამუშაო რეჟიმს;

76 იგივე თანამშრომლები იქნებიან ჩართული მონაცემთა შეგროვებასა და მართვაში, 7.1.2 და 7.1.3. 77 იგივე კომპიუტერები გამოყენებულ იქნება მონაცემთა შეგროვებისა და მართვისთვის, 7.1.3.

Page 71: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

71

• ინტერნეტში ჩართული WEB სერვერი, რომელიც იმუშავებს 24 საათიანი რეჟიმით.

5.3 მონაცემთა შეგროვების, მართვის, ანალიზისა და გარცელების პროცედურებისთვის საჭირო ბიუჯეტი

ახალი თანამშრომლების ხელფასებისთვის, კომპიუტერული პროგრამებისა და აპარატურის (კომპიუტერები) შესაძენად და ტრენინგების ჩასატარებლად საჭირო ბიუჯეტი დაყოფილია ორ ნაწილად: საწყისი ხარჯები და მიმდინარე ხარჯები

• საწყისი ხარჯები საჭირო კომპიუტერული პროგრამებისა და აპარატურის შესყიდვას დაახლოებით 5,000 – 10,000 აშშ დოლარი დასჭიდება. საჭირო იქნება ასევე თანამშრომლების ტრენინგის ხარჯების გათვალისწინებაც. ზუსტი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი იქნება დეტალური ტექნიკური დავალების (ToR) შემუშავების შემდეგ, PRTR სისტემის ამოქმედებამდე78.

• მიმდინარე ხარჯები გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში მომუშავე ადმინისტრატორის თვიური ხელფასი იქნება დაახლოებით 360 აშშ დოლარი.

5.4 PRTR ეროვნული სისტემის კოორდინაცია და ამოქმედება ეროვნული PRTR სისტემის შემუშავებისათვის აუცილებლია PRTR მონაცემთა ბაზისთვის საჭირო ინფორმაციის (სტატისტიკური და სხვ.) მოწოდებაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობა. კერძოდ, ეს ეხება ისეთ მონაცემებს, რომლებიც არ არის ასახული საწარმოების მიერ მოწოდებულ ანგარიშში, როგორიცაა მონაცემები დაბინძურების დიფუზური წყაროების შესახებ. დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია განისაზღვროს, თუ რომელი წყაროდან უნდა იქნეს ესა თუ ის მონაცემი მოპოვებული. მაგალითად, სტატისტიკური მონაცემები გარემოში გაშვებული პესტიციდებისა და სასუქების შესახებ შეიძლება მიღებული იქნეს პესტიციდებისა და სასუქების იმპორტისა და გამოყენების მაჩვენებლების საფუძველზე. მონაცემების მიღება შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან (სსიპ). ნებართვების მოქმედი სისტემები ასევე შეიძლება იქნეს გამოყენებული მონაცემების შესაგროვებლად და მიღებული მონაცემების გადასამოწმებლად. მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობებისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების შემოწმების შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნეს საწარმოების მიერ

78 ეს თანხა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, საკითხებზე, რომელთა გათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია

Page 72: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

72

ემისიების ზღვრულად დასაშვები ნორმების დაცვისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის შესამოწმებლად. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვები შეიძლება იყოს საწარმოების ტერიტორიიდან გარკვეული ტიპის ნარჩენების გატანის შესახებ ინფორმაციის წყარო. აუცილებელია იმ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა, რომლებიც ფლობენ PRTR მონაცემთა ბაზისთვის საჭირო ინფორმაციას. ამიტომ, სასურველია PRTR–ის სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევლენ ყველა ამ უწყებების წარმომადგენლები და უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის კოორდინაციას, მონაცემთა ფორმატის შეთანხმებას და ა.შ. სამუშაო ჯგუფს ზედამხედველობას გაუწევს PRTR–ის ეროვნული პასუხისმგებელი პირი, რომელიც დაინიშნება PRTR სისტემის ამოქმედების შემდეგ და რომლის უფლებამოსილებაც განსაზღვრული იქნება კანონით.

Page 73: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

73

6. ეროვნულ დონეზე განხორციელების სამუშაო გეგმა ქვემოთ მოცემულია საქართველოში ეროვნული რეესტრის განხორციელების სამუშაო გეგმა ცხრილი 6. ეროვნულ დონეზე განხორციელების გეგმა

ქმედება პასუხისმგებელი უწყება პერიოდი

(წელი)

1. აუცილებელი კანონმდებლობის შემუშავება და ამოქმედება

1.1. კანონი ნარჩენების შესახებ საქართველოს პარლამენტი 2012

1.2. დადგენილება შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოებისა და ტრანსპორტირების შესახებ (ამოქმედება)

საქართველოს პარლამენტი 2012

1.3. წყალმოხმარების სახელმწიფო სტატისტიკური არღიცხვის ფორმის შეცვლა გარემოს დაცვის სამინისტრო 2012

1.4. კანონქვემდებარე აქტი 86 ქიმიურ ნივთიერებაზე ანგარიშგების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2014

1.5. ოფიციალური ინსტრუქცია გარემოში 86 დამაბინძურებლის გაშვებისა და ნარჩენების ტრანსპორტირების შესახებ

გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2014

1.6. ოფიციალური ინსტრუქცია ნარჩენების რაოდენობის განსაზღვრისა და ანგარიშგების პროცედურების შესახებ

გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2014

1.7. ოფიციალური სახელმძღვანელო ემისიის დიფუზიურ წყაროებზე ანგარიშგების წარმოების შესახებ

გარემოს დაცვის სამინისტრო 2012- 2015

1.8. ოფიციალური სახელმძღვანელო ნიადაგის დაბინძურებაზე ანგარიშგების წარმოების შესახებ

გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2015

2. გარემოსდაცვითი ანგარიშგების მოთხოვნების შემუშავება/ცვლილება

Page 74: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

74

ქმედება პასუხისმგებელი უწყება პერიოდი

(წელი)

2.1. ელექტრონული ანგარიშგების შემოღება გარემოს დაცვის სამინისტრო 2013-2014

2.2. წერტილოვანი წყაროებიდან გარემოში გაშვებული დამაბინძურებლების გათვლის თანამედროვე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდის შემუშავება და შესაბამისი ოფიციალური ინსტრუქციების მიღება

გარემოს დაცვის სამინისტრო 2013-2014

2.3. პრიორიტეტულად დასახელებულ დიფუზურ წყაროებზე ანგარიშგების დაწყება გარემოს დაცვის სამინისტრო 2013-2014

3. PRTR-ის მონაცემთა ბაზის წარმოება

3.1. ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა გარემოს დაცვის სამინისტრო 2012

3.2. პერსონალის ტრენინგი PRTR–ის ოპერირებასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები 2012-2013

3.3. მეწარმეების სწავლება საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები 2012-2014

3.4. პასუხისმგებელი უწყებებიდან მონაცემთა შეგროვების სისტემის ორგანიზება PRTR-ის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი 2012-2013

Page 75: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

75

6.1 ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების პირველი ციკლის მოსამზადებელი სამუშაოები ცხრილი 7. ეროვნულ რეესტრში ანგარიშგების პირველი ციკლის მოსამზადებელი სამუშაოები

ქმედება პასუხისმგებელი უწყება პერიოდი

(წელი)

1. ინფრასტრუქტურის მოწყობა

1.1. საჭირო აღჭურვილობის შეძენა და დამონტაჟება გარემოს დაცვის სამინისტრო 2012

1.2. PRTR კომპიუტერული პროგრამის შექმნა გარემოს დაცვის სამინისტრო 2012

1.3. PRTR-ის ელექტრონული ვებ–გვერდის შექმნა გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2013

2. ხელმძღვანელობა და სწავლება

2.1. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების ტრენინგი PRTR–ის ოპერირებასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტზე

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები 2012-2013

2.2. PRTR-ის საინფორმაციო ცენტრების შექმნა/სპეციალური თანამშრომლების დანიშვნა გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2014

2.3. საინფორმაციო კამპანია საწარმოებისათვის ანგარიშგების ახალი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით

გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2014

2.4. საწარმოების თანამშრომლების ტრენინგი ანგარიშგების ახალი მოთხოვნებისა და ანგარიშგებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამის შესასწავლად გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2015

2.5. PRTR-ის ელექტრონული გვერდის საშუალებით ონ-ლაინ დახმარების სისტემის დანერგვა

გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2014

Page 76: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

76

ქმედება პასუხისმგებელი უწყება პერიოდი

(წელი)

3. მონაცემების შეგროვება/შემოწმება

3.1. უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნა პასუხისმგებელი უწყებებიდან ინფორმაციის შეგროვების პროცესის ხელშეწყობის მიზნით

გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2013

3.2. საწარმოების მიერ მოწოდებული ინფრომაციის გადამოწმება გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-2015

4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისათვის

4.1. ინფორმაციის განთავსება PRTR-ის ელექტრონული ვებ–გვერდზე გარემოს დაცვის სამინისტრო 2012-

4.2. წყალმოხმარების წლიური ანგარიშის, წერტილოვანი წყაროებიდან მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევის წლიური ანგარიშის და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების წლიური ანგარიშის მომზადება

გარემოს დაცვის სამინისტრო 2014-

Page 77: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

77

7. შემოწმების პროცედურები

7.1 ეროვნული PRTR სისტემის პერიოდული შემოწმებისა და განახლების პროცედურები და პასუხისმგებლობა

ეროვნული PRTR სისტემის შემოწმება მოხდება როგორც ყოველწლიური, ასევე ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მომზადებული განხორციელების ანგარიშის საშუალებით. ორივე ანგარიში ფართოდ გავრცელდება ადგილობრივი და საერთაშორისო79 ქსელების საშუალებით80. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს აღრიცხვის-ანგარიშგების სისტემის მოკლე აღწერას: მის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საფუძვლებს, ინფორმაციას ანგარიშგებას დაქვემდებარებული სექტორებისა და ნივთიერებების შესახებ, ემისიის წყაროებსა და გარემოს შესახებ და ა.შ. ინფორმაცია დალაგებული უნდა იყოს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით. დოკუმენტი აგრეთვე უნდა მოიცავდეს წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზს: დაბინძურების “ცხელი წერტილები” და ძირითადი წყაროები, დაბინძურების ცვლილების ტენდენცია წლების მიხედვით (რეგიონები, ქალაქები და ძირითადი დამაბინძურებლები) და სხვ. წლიური ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს, რომლებიც მათი განახორციელების მიზნით მხედველობაში უნდა მიიღოს PRTR–ის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც ელექტრონული (ვებ–გვერდზე), ასევე ნაბეჭდი სახით (წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე). განხორციელების ანგარიში, უნდა მომზადდეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ სამ წელიწადში ერთხელ. ეს ანგარიში უნდა შეიქმნას PRTR–ის ბიუროს მიერ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე. ანგარიშში გამოკვეთილი უნდა იყოს შემდეგი საკითხები: მიღწეული პროგრესი, მიზნები, შეზღუდვები და ნაკლოვანებები, რომლებიც გააჩნია ეროვნულ სისტემას საქართველოში. განხორციელების ანგარიშის მიზანია PRTR–ის ბიუროსთვის (რომელსაც ანგარიში წარედგინება) საქართველოს PRTR–ის სისტემის შესახებ სრული სურათის შექმნა. განხორციელების ანგარიში საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც PRTR–ის ვებ–გვერდზე, ასევე ნაბეჭდი სახით (წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე).

79 მაგალიად, CENN–ის ელექტრონული ქსელი 80 ორჰუსის კონვენციის ვებ–გვერდი და ელექტრონული ფოსტა

Page 78: გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR)cenn.org/wssl/programs/Georgia_PRTR_Final_Report_GEO.pdf ·

78

8. PRTR სისტემის შემდგომი განვითარების რეკომენდაციები

8.1 PRTR სისტემაში შესატანი დამატებითი ელემენტები ვინაიდან საქართველოს ეროვნული რეესტრის სტრუქტურა მოიცავს PRTR-ის თანამედროვე სისტემის ყველა ელემენტს, ამ ეტაპზე შეუძლებელია დამატებითი ელემენტების გამოკვეთა. ეროვნული რეესტრის დანერგვიდან 5 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობასთან, სერთაშორისო ექსპერტებთან, ანგარიშგებას დაქვემდებარებულ საწარმოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, შესაძლებელია დამატებული იქნეს ახალი ელემენტები.

8.2 PRTR სისტემის შესაძლო დამატებითი გამოყენება

PRTR სისტემის შესაძლო დამატებითი გამოყენების სახეებია:

• დახმარება სათბურის აირების მონიტორინგში კლიმატის ჩარჩო კონვენციის მესამე ეროვნული შეტყობინებისათვის;

• საქართველოში დაბინძურების გრძელვადიანი ტენდენციების გამოვლენა და შერბილება;

• დახმარება გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტურობის შეფასებაში;

• წყლის ავარიული დაბინძურების არსებული მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება;

• დახმარება საგანგებო სიტუაციების დაგეგმვაში;

• დახმარება დაბინძურების პრევენციის, გამოსწორებისა და ხელახალი გამოყენების ტექნოლოგიების შემუშავებაში;

• ინვესტორების დახმარება საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში;

• დახმარება ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული კონვენციების შესრულებაში. მათ შორის შემდეგი კონვენციების: გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია); როტერდამის კონვენცია ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ; შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენცია; კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ.