42
პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური სოციოლოგია'' ეს არის ჩემი კონსპექტი პიოტრ შტომპკას ,,ვიზუალური სოციოლოგიის'' მიხედვით .იმედი აქვს, რაიმეთი დაგეხმარებათ:) Monday, April 4, 2011 თავები წიგნიდან 1,2,3,4,5,6, 7(ამოცანები) თავები წიგნიდან 1,2,3,4,5,6, 7(ამოცანები) (კონსპექტი) 1. სამყაროს ვიზუალურობა და ვიზუალური წარმოსახვა 1.1 ვიზუალური წარმოდგენა სამი ისტორიული ეპოქა: ორალური, ვერბალური და ვიზუალური. 1) ორალური ეპოქა ურთიერთობა მიმდინარეობს პირისპირ. ადამიანების ურთიერთობაში დომინირებს პირადი შეტყობინება.საუბრებს შორის, ისინი აკეთებენ განმარტებას. ურთიერთობენ საზოგადოების განსაზღვრულ ნაწილთანადამიანებთან, რომლებსაც ახლოს იცნობენ. 2) ვერბალური ეპოქა ჩნდება წერილი, რათა დაფიქსირდეს ინფორმაცია და ეს გაზიარებულ იქნეს ფართო საზოგადოებასთან.ურთიერთობის წრე აღარაა შემოსაზღვრული( ურთიერთობენ უცნობ, არაახლობელ ადამიანებთანაც). წერილი და ბეჭდვა,ამ დროს,საზოგადოებისთვის უჩვეულოდ მნიშვნელოვანი,მთავარი ფაქტორებია.

პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

  • Upload
    others

  • View
    11

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური სოციოლოგია''

ეს არის ჩემი კონსპექტი პიოტრ შტომპკას ,,ვიზუალური სოციოლოგიის'' მიხედვით .იმედი აქვს,

რაიმეთი დაგეხმარებათ:)

Monday, April 4, 2011

თავები წიგნიდან 1,2,3,4,5,6, 7(ამოცანები)

თავები წიგნიდან 1,2,3,4,5,6, 7(ამოცანები)

(კონსპექტი)

1. სამყაროს ვიზუალურობა და ვიზუალური წარმოსახვა

1.1 ვიზუალური წარმოდგენა

სამი ისტორიული ეპოქა: ორალური, ვერბალური და ვიზუალური.

1) ორალური ეპოქა

ურთიერთობა მიმდინარეობს პირისპირ. ადამიანების ურთიერთობაში დომინირებს პირადი

შეტყობინება.საუბრებს შორის, ისინი აკეთებენ განმარტებას. ურთიერთობენ საზოგადოების

განსაზღვრულ ნაწილთან– ადამიანებთან, რომლებსაც ახლოს იცნობენ.

2) ვერბალური ეპოქა

ჩნდება წერილი, რათა დაფიქსირდეს ინფორმაცია და ეს გაზიარებულ იქნეს ფართო

საზოგადოებასთან.ურთიერთობის წრე აღარაა შემოსაზღვრული( ურთიერთობენ უცნობ,

არაახლობელ ადამიანებთანაც). წერილი და ბეჭდვა,ამ დროს,საზოგადოებისთვის უჩვეულოდ

მნიშვნელოვანი,მთავარი ფაქტორებია.

Page 2: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

3) ვიზუალური ეპოქა

ამ დროს, ყურადღებას უფრო მეტად იპყრობს გამომეტყველება( ის გადასცემს ინფორმაციას,

ესთეტიკურ შეგრძნებებს, ცოდნას, ფასეულობას), ოღონდ ცნობიერად და არა ქვეცნობიერად.

მათი წაკითხვა ტექსტის მსგავსად შეიძლება.

სურათზე ასახული სახეების გავრცელებასთან ერთად, ქრება დროისა და სივრცის საზღვრები.

ემილ ზოლა: ''არ შეიძლება, რაიმეს სიმართლეში დარწმუნდე, თუ ეს ფოტოზე არაა აღბეჭდილი ''

,,მსოფლიო ერთი დიდი სპექტაკლი ხდება''.

ჩვენი ცხოვრების დარგების უმეტესობას,ფოტოსურათები არეგულირებენ. ინფორმაციული

წარწერების ნაცვლად,წარმოიშვა იკონოგრამები( ინფორმაციის მატარებელი

ნახატები,გამოსახულებები), რომლებიც აჩვენებს აკრძალვებს, საგზაო ნიშნებს– მოძრაობის

დასარეგულირებლად; მართავენ მგზავრებს აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე და

ტურისტებს, ქალაქის ქუჩებში.

ასეთი სახით,გარესამყაროს აღქმა უფრო და უფრო მეტად ხდება ფოტოსურათების საშუალებით.

,,ვიზუალური წარმოსახვა– ვიზუალური სამყაროსა და ამ სამყაროში, ჩვენი ადგილის

რეფლექსური და კრიტიკული გააზრებაა.

2.სოციოლოგია ფოტოგრაფიაში და ფოტოგრაფია სოციოლოგიაში

Page 3: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად აღმოცენდა.1839 წელს ოგიუსტ კონტი

წერს ,,პოზიტიური ფილოსოფიის კურსის'' ბოლო ფრაგმენტებს, სადაც პირველადაა შეტანილი

ტერმინი ,,სოციოლოგია'', ახალი მეცნიერული დარგის აღსანიშნავად.იმავე წელს აღმოჩენილ

იქნა ფოტოგადაღების ორი ხერხი: საფრანგეთში, ლუი დაგერისა და ნისეფორ ნიეპსის, ინგლისში

კი უილიამ ტალბოტის მიერ .

(დანარჩენი ტექსტი ფოტოგრაფიის განვითარებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების

დათარიღება, პერიოდიზაციაა)

3. საზოგადოება ობიექტივში

ფოტოსურათებიდან ორი მთავარი მიზნის რეალიზებას ვცდილობთ:

1) ფოტოსურათზე აღბეჭდილ დეტალებში ჩაღრმავება( მათი დაწვრილებით შესწავლა),

იმისთვის რომ საზოგადოების არსებობის თავისებურებები ავხსნათ, გამოვააშკარაოთ. ეს არ არის

უბრალოდ ფოტოსურათის აღწერა.როგორც ტიმოთი კარი წერს: ვიზუალური სოციოლოგი

ობიექტების გარეგნული მხარით ინტერესდება და ცდილობს გამოააშკარავოს, რაც დამალულია;

რითაც კარი ეხმიანება სოციოლოგიაში ფართოდ გავრცელებულ გამონათქვამს: ,,როცა რაღაცის

გარეგნული მხარე უკავშირდება სოციოლოგიურ ახსნა–განმარტებას, შეიძლება ითქვას, რომ

ვიზუალური სოციოლოგის დავალება შესრულებულია''.

2) არის მეორე მიზანიც, უფრო ამბიციური და უფრო ძნელი. ჩვენ გვინდა, ფოტოგრაფირებული

ხატის(ფოტოსურათის) მეშვეობით, გავხსნათ(გამოვიკვლიოთ) საზოგადოებრივი ცხოვრების,

კულტურის ან საზოგადოებრივი სტრუქტურის არსებული კანონზომიერებები. საუბარი ეხება

არსებული, რეგულარული, განმეორებადი დამოკიდებულებების გამოვლინებებს,

საზოგადოებრივ მოვლენებს შორის.

Page 4: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

სოციოლოგიის ვიზუალური მონაცემები.

ვიზუალური მონაცემებია ყველა საგანი, ხალხი, ადგილები, შეტყობინებები ან სიტუაციები,

რომლებიც ადამიანის თვალმა შეიძლება აღიქვას.ვიზუალური სოციოლოგიისთვის არსებობს

მხოლოდ ვიზუალური მონაცემები, რომლებიც ადამიანის მოქმედებასთანაა

დაკავშირებული;უფრო ზუსტად კი ისინი, რომლებზეც ადამიანმა ან ადამიანთა ჯუფმა თავისი

ქმედების ან ყოფნის კვალი დატოვა. ეს ვიზუალური სოციოლოგიის ინტერესის სფეროდან

გამორიცხავს ბუნების მდიდარ სახეებს( ბუნების სურათებს).

მთიანი პეიზაჟის ულამაზეს ხედები, მზის ჩასვლა–ოკეანის ზემოთ, ტროპიკული ტყის მხეცები,

საზოგადოების შესახებ, არაფერს გვეუბნება (მსგავსი ფოტოები ვიზუალური სოციოლოგიის

შესწავლის საგანი არ გახდება, თუ მათზე ადამიანის ქმედების კვალი არ იქნება აღმოჩენილი).

როცა სურათზე, მთაზე თხილამურებით მოსრიალეების დაშვება იქნება ასახული, ოკეანეზე თუ

გემს შევნიშნავთ, ცხოველები კი სახლის ახლოს, გალიაში აღმოჩნდებიან, აქ უკვე ადამიანის

არსებობის კვალს ვხედავთ; ამ შემთხვევაში, შეგვიძლია სურათი შევისწავლოთ მაშინაც კი, როცა

ფოტოზე ადამიანის კვალიც კი არაა.

მთავარი საზოგადოებრივი კონტექსტი

თავდაპირველად, ისინი რომლებიც ყოველი ადამიანის საბაზო ეგზისტენციალურ

მახასიათებლებად ითვლებიან, მათი ბიოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე: სახლი,

სამსახური( მათ რიცხვში ითვლება ტექნიკაც),მოხმარება( მოხმარების საგნები),მოგზაურობა(

სივრცეში გადანაცვლება), ავადმყოფობა, სიკვდილი.

შემდეგ მოდიან ისინი, რომლებიც ხალხთა კულტურების უმრავლესობაში გვხვდება– ეს

ადამიანური ყოფაცხოვრების განუყოფელი ნაწილია: განათლება( აღზრდა), რელიგია,

პოლიტიკა, მეცნიერება( შეცნობა), ხელოვნება, დასვენება( გართობა), სპორტი,ომი და ბუნებრივი

კატასტროფები. ეს კონტექსტები ერთიანდებიან შვიდი ასპექტის ქვეშ: პირადობის განცდა, მათი

მოქმედება, ურთიერთქმედება( და საზოგადოებრივი ურთიერთობა),კოლექტიურობა( და მისი

სტრუქტურა), კულტურა და გარესამყარო( ბუნება).

Page 5: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

ფოტოზე ასახული ადამიანის აღწერა : სქესი,ასაკი,რასა, სიმაღლე,ფიგურა, ფიზიკური ძალა,

სახის გამომეტყველება, ტანსაცმელი,ვარცხნილობა,სხეულის ორნამენტაცია, მოხატულობა(

ტატუ,მაკიაჟი),პოზა, ჟესტი. შემდეგ გავიგებთ პიროვნების ჰიგიენის შესახებ;შევნიშნავთ

სისუფთავეს, მოწესრიგებულობას ან პირიქით, მოუწესრიგებლობასა და ჭუჭყს.

უნდა შევნიშნოთ გამოვლენილი სიმბოლოები, რომლებიც ფოტოზე ასახული ხალხის წრეზე(

რომელსაც ისინი ეკუთვნიან) მეტყველებენ. პირველ რიგში, საზოგადოებრივი სტატუსის

სიმბოლოები– ტოგა, კოსტუმი, გაერთიანებული კაბა, ჰალსტუხი, ბიჟუტერია, ასევე პრესტიჟის

გამომსახველი სიმბოლოები– ორდენი, წოდების ნიშნები. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევნიშნოთ, რა

მდგომარეობაშია ის ახლა( ფოტოზე).მაგ., შესაბრალისი, მოუწესრიგებელი, ჭუჭყიანი

გარეგნული სახე, ალოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ; ასევე ხასიათის

გამოვლინებები მაგ., ექსცენტრული,თუ ტანსაცმლის ჩაცმის ნორმებიდან გადაუხვია.

ირვინგ გოფმანი: ,, ჩვენი შესაძლებლობა , დასკვნა გამოვიტანოთ თვალების,თავის და სხეულის

მიდამოებში არსებული მიკროსკოპული ნიუანსებით, არაჩვეულებრივია''.

ინტერაქციის სახეებია– კონტაქტები, შეხება, ურთიერთობა, საუბარი.

4. ფოტოგრაფია როგორც სხვა მეთოდების დამატება სოციოლოგიაში

1)კრიტიკული რეალიზმი. როლან ბარტი: ''ფოტოგრაფიის შემთხვევაში, ჩვენ ვერასოდეს

უარვყოფთ იმას, ფოტოზე აღბეჭდილი ობიექტი აქ იყო. კერ ტეშას( ფოტოგრაფი) ფოტოსურათზე

(1915 წ.) აღბეჭდილია პოლონელი ჯარისკაცების ჯგუფი, რომელიც მდელოზე ისვენებს.აქ

არაფერია უჩვეულო, იმის გამოკლებით, რასაც ვერცერთი რეალისტური ნახატი ვერ მოგვცემდა–

Page 6: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

ეს არის რწმენა (დარწმუნებულობა) იმისა, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ აქ. რასაც მე აქ ვხედავ,

არც მოგონებაა,არც წარმოსახვა, არც შიშველი მახას( გოიას ნახატი) ნაკუწ–ნაკუწ აღდგენაა;ანუ ეს

არ მაძლევს იმას რასაც ხელოვნების შედევრი მომცემდა,მაგრამ მაძლევს წარსული დროის

რეალობის სურათს.ერთდროულად წარსულიცაა და რეალობაც''.

ედვარდ ვესტონი: ''მხოლოდ დიდი ძალისხმევით შეიძლება კამერას ვაიძულოთ რომ მოიტყუოს,

ბუნებით ის პატიოსანი მედიუმია( შუამავალი,გამტარი, ინფორმაციის გადამცემი)''.

მარკუს ბენქსი: ,, თანამედროვე, კლასიკურად უხილავი, კამერებიც კი,რომლებიც გამოიყენება

ბანკებში– დაკვირვებისთვის, გზებზე– სიჩქარის გადაჭარბების დასაფიქსირებლად, თვალები

ცაში– რომლებიც ვერტმფრენიდან, ტერიტორიას ათვალიერებენ,ერევიან საზოგადოებაში და

განსაზღვრავენ საზოგადოების თვალსაზრისს''.

სუზენ ზონტაგი: ,, ფოტოგრაფია, ჩვეულებრივ, რეალობის შეცნობის საშუალებად ითვლება. ის

მტკიცებულებას წარმოადგენს. როცა ჩვენ ფოტოსურათს გვაჩვენებენ, ყოველგვარი ეჭვი

გვეფანტება და ყოყმანს ვწყვეტთ. თუ რაიმე მოხდა,ფოტო უტყუარ მტკიცებულებად ითვლება''.

პიოტრ შტომპკა: ამ წიგნში მე შუალედურ პოზიციას დავიკავებ,რომელიც შეიძლება შევაფასოთ

როგორც კრიტიკული რეალიზმი. ვთვლი,რომ სურათი ყოველთვის რაღაცის საბუთად ითვლება,

რათაცას წარმოადგენს, ასახავს რაღაც მოვლენას ან საზოგადოებრივ კანონზომიერებებს. ისევე

როგორც ელიზაბეთ ჩაპლინი, ვთვლი რომ არ არსებობს გავლენა,რომელსაც საზოგადოების

გამომძიებელი ყურადღებას არ მიაქცევს. ფოტოგრაფია საზოგადოების მიერ

კონსტრუირდება.დიდი ხნის წინ მოხდა იმის აღიარება,რომ ფოტოგრაფიის

მეშვეობით,შეიძლება საზოგადოების შესახებ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ,

რომელიც გამომძიებელმა თითქმის ან საერთოდ არ იცოდა''.

თუ ფოტოაპარატი ადამიანის თვალის თავისებური გაგრძელებაა, მაშინ მისი შესრულებულ

ოპერაციებს ჩვეულებრივ ენაზე შეიძლება ''ხედვა'' და ,,,ყურება'' ვუწოდოთ. ხედვა( დანახვა)

რაღაც არსებულის გარედან, პასიური დაკვირვებაა.ყურება– ყურადღების აქტიურად

კონცენტრირებაა რაღაცაზე,რომელიც ღირებულია სუბიექტური ან კულტურული

კრიტერიუმებით.

როცა სურათს ვიძიებთ და ვაანალიზებთ, აუცილებელია მის სამ შრეს მივაქციოთ ყურადღება:

ა) იმას რასაც ასახავს– სიტუაციას ან საგანს;

ბ) სუბიექტივიზმი და ფოტოზე აღბეჭდილის კულტურული ორიენტაცია.;

Page 7: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

გ) ფოტოზე აღბეჭდილების სუბიექტური ან კულტურული( მისი კულტურისთვის

დამახასიათებელი) რეაქციები,რომლებიც გამოიხატებე იმაში,თუ როგორები ჩანან ისინი

სურათზე.

დაკვირვება

როცა ჩვენ ფოტოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მას მივიჩნევთ დაკვირვების ერთ–ერთ დამხმარე

მეთოდად. ჩვენ შეგვიძლია, შიდა დაკვირვებასთან გვქონდეს საქმე, გავხდეთ საზოგადოების

წევრეები( ინსაიდერები),ან დავაკვირდეთ სხა საზოგადოების წევრებს( როგორც აუტსაიდერები).

შიდა დაკვირვებისას, გამომძიებელი შედის გამოსაძიებელ ჯგუფში,ასრულებს სახასიათო

ფუნქციას,ბაძავს მათი ცხოვრების ჩვეულ წესებს, ადათებს, სწავლობს ადგილობრივ ენას ან

ტექნოლოგიას.ამის შედეგადჯგუფის წევრები მას თავისიანად იღებენ, რის გამოც მისი

დაკვირვება ,,შეუმჩნეველი'' რჩება,რაც მას თავისუფლებას აძლევს, დააკკვირდეს

ფარულკანონზომიერებებს. ხანდახან,ეს გამოძიება რამოდენიმე თვეს ან წელიწადს მოითხოვს.

საზოგადოება იმ გამომძიებლის წინ იხსნება,რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში

ყურადღებით აკვირდება და არა გამვლელის სწრაფი თვალის შევლებისას.გამოსაძიებელი

საზოგადოების წევრებს შორის დიდ დროის გატარების შემდეგ, ფოტოგრაფი სწავლობს, რისი

გადაღება ღირს, სად ხდება უფრო ღრმა( სიღრმისეული) და არა ზედაპირული დრამა და როგორ

შეიძლება ამ დრამის სინათლის შუქზე გამოტანა.

რობერტ სარა: ,,თუ შენი სურათი არასაკმარისად კარგია, ჩანს საკმარისად ახლოს არ მისულხარ''.

ანა ბოხძევიჩი ასე აღწერს სოფია როდეტის მიერ ფოტოგადაღებების პროცესს: ის ეძებდა

ქოხებს,სადაც იმედოვნებდა,რომ ძველი ნივთები იქნებოდა.ის სახლის პატრონებს ეუბნებოდა:–

გამარჯობათ, მე თქვენთან ფოტოების გადასაღებად მოვედი. ეს ისეთი სურათებია, რომლებშიც

ფულს არ გადაიხდით, მათ წმინდა მამა დაათვალიერებს.

ჯეიკობ რისი(XX საუკუნის დასაწყისი) უფრო ინტიმურ, ახლო ურთიერთობებს იღებდა. ის არ

ეკითხებოდა ხალხს ნებართვას და მოქმედებდა პრინციპით–,,დააწკაპუნე და გაიქეცი''.

შედგენილობის ანალიზი– ეტაპები:

1) გამოსაძიებელი ამოცანის ნათელი დეფინიცია( განსაზღვრება);

Page 8: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

2) ისეთი ობიექტის ამორჩევა, რომელიც მოსალოდნელია წარმოადგენდეს ფოტო

მასალას,განსაზღვრული ანალიზისათვის;

3) სურატების არჩევა;

4) ფოტოგრაფიული მასალის კოდირების პროტოკოლის( წესების ერთობლიობის) დაყენება,

მოწყობა. ფოტოზე აღბეჭდილის სქესი, ასაკი,კანის ფერი, ტანსაცმლის სტილი( დასავლური თუ

ეგზოტიკური), გაერმოცვა( ქალაქელები ან სოფლელები), ტექნოლოგია( სამუშაოს ხელით

შესასრულებელი საგნები და ინსტრუმენტები ან თანამედროვე მოწყობლობები) ან რიტუალი ან

წესის შესრულება( მაგიური და რელიგიური ქმედება);

5) სურათების კოდირება( რათა სუბიექტურობას თავი ავარიდოთ);

6)რაოდენობრივი ანალიზი– ფოტოსურათებზე აღბეჭდილ ყოველ კატეგორიაში სიხშირის

განსაზღვრება;

7) დასკვნის ფორმულირება.

5 თავი. ფოტოგრაფიული სახე, როგორც ინტერპრეტაციის საგანი

ფოტოგრაფიამ უნდა გააფართოვოს ჩვენი ფანჯარა სოციალურ სამყაროში.მაგრამ როგორც ნიუ

იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში,ფოტოგალერეის კურატორმა ჯონ შარკოვსკიმ

შენიშნა– ეს ფანჯარაა, მაგრამ, ამასთანავე, სარკეცაა.სარკე, რომელშიც ის ფოტოს იღებს,მისი

კულტურა,ეპოქა,უპირატესობა, განზრახვა და მოტივაცია.როგორც ხუმრობით ამტკიცებს

სლავიმირ მაგალი, ჩვენ ფოტოს ვიღებთ არსში არა ობიექტივის გავლით( როცა თვითონ

დასახელება მიგვანიშნებს ფოტოს ობიექტურობაზე),არამედ ფოტოგრაფის ინდივიდუალური და

საზოგადოებრივი კავშირების პრიზმის გავლით)''.

Page 9: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

როგორც სახეს, ფოტოგრაფის მიერ მოცემულს, არ შეუძლია თვითონ ისაუბროს თავის

თავზე.მისგან ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო, ინტერპრეტაცია, შემადგენლობის გაშიფვრა,

მოვლენის, ვიზუალური წარმოდგენის ამოხსნა.

ფოტო განიხილება სამი ასპექტით, ესენია ავტორი,სახე (აღბეჭდილი სახე) და აუდიტორია.

5.1. ჰერმენევტიკული ანალიზი

ხალხმა მალევე გააცნობიერა,რომ ერთი ობიექტის სურათს არავინ იღებს ერთნაირად.

ფოტოგრაფია ითვლება მოწმედ არა მხოლოდ იმისა, რა არის ფოტოზე წარმოდგენილი, არამედ

იმისაც,რომ პიროვნება აკვირდება არა მხოლოდ რეგისტრაციას, არამედ სამყაროს შეაფასებასაც

/სუზენ ზონტაგი/.თუ ჩვენ ამ ასპექტს გავითვალისწინებთ, მაშინ უნდა დავსვათ ასეთი

კითხვები: ვინ გადაიღო სურათი? რომელი საზოგადოებრივი როლით გადაიღო მან ეს (

რეპორტიორის, მხატვრული–ფოტოგრაფის, მოყვარული ფოტოგრაფის, ტურისტის, ოჯახის

წევრის, ეთნოგრაფის და ა.შ.) ?როგორ სიტუაციაში იმყოფებოდა ის? რატომ გადაიღო მან ეს, რა

მიზნით, რა მოსაზრებით? ვისთვის გადაიღო სურათი, ვისი მისამართითაა ეს

გზავნილი?გადასაღები ობიექტის არჩევისას, რა მოტივით ხელმძღვანელობდა? რა ცოდნა

გამოიყენა ფოტოგრაფირებული სფეროს ან პიროვნების შესახებ, რა სტერეოტიპები, მტრული

დამოკიდებულება, სიმპათიები ან ანტიფატიები თამაშობდნენ როლს ობიექტის გადაღებისას?

რომელი საზოგადოებრივი პოზიციიდან– კლასობრივი, ასაკობრივი, სქესთან დაკავშირებული,

კულტურული, რასობრივი, ეთნუკური– იხედება სურათის ავტორი? ფოტოგრაფირებისას, რა

ტექნიკური ცოდნაა გამოყენებული? ასეთი და მსგავსი კითხვები ხდება სურათის

ჰერმენევტიკული ანალიზის საგანი.

ერთ–ერთ დამხმარე ხერხად, გადამღების განზრახვის ინტერპრეტაციისას, ითვლება ემპათია–

საკუთარი თავის სურათის ავტორის როლში წარმოდგენა,იმ პოზიციაში,რომლიდანაც მან ეს

გადაიღო.

Page 10: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

პრობლემა, რომელსაც ვერსად გავექცავით, არის ის რომ ჩვენ თვითონ ვართ სუბიექტურები

ჩვენი განზრახვებით, მოტივებით, ცოდნის მარაგით, სტერეოტიპებით, უკმაყოფილებით,

გამოცდილებით.მათგან გათავისუფლება, ბუნებრივია, შეუძლებელია, თუმცა ემპათიის

დებულებად ითვლება გააზრებული კრიტიკული ძალისხმევა ჩვენი წინასწარი შეგონების

(წინარწმენის) აღმოსაფხვრელად.

დროდადრო საუბრობენ ,,ორმაგი ჰერმენევტიკის'': ინტერპრეტატორისა და ინტერპრეტაციის

ობიექტის ჰერმენევტიკის აუცილებლობაზე.

ავტორი– ეს პერსონაჟია, რომელიც უშუალოდ უხილავია, თითქოს ფოტოგრაფირებული სახის

კულისების უკან იმყოფება. მაგრამ თვითონ გამოსახულებაზე,ისეთზე , რომლითაც სოციოლოგი

ინტერესდება, ცენტრალურ ფიგურად ითვლება ხალხი.ისინი, ასევე, ასრულებენ ზოგიერთ

პირადულ ქმედებას, რომელსაც სუბიექტური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ინტერპრეტაციის საგნად

შეგვიძლია ეს სუბიექტური მნიშვნელობის მატარებელი ქმედებები ვაქციოთ.

ჰერმენევტიკული მათოდით შეგვიძლია მივუდგეთ არა მხოლოდ ავტორს,არამედ ფოტოზე

აღბჭდილ ხალხსაც. ისინიც გამოცანას წარმოადგენენ პასუხზე,რომლის მისაღებადაც მსგავსი

კითხვები უნდა დავსვათ:ვინ არიან ისინი? როგორი ურთიერთობა აქვთ სურათის ავტორთან?

როგორია მათი საზოგადოებრივი პოზიციები ან როლები? რას აკეთებენ? რას უყურებენ?

როგორია მათი განზრახვა და მოტივი? იციან მათ ფოტოგრაფის იქ ყოფნისა და იმის შესახებ,რომ

მათ უღებენ? ისინი ბუნებრივად იქცევიან თუ პოზირებენ? რისი ჩვენება და რისი დაფარვა

სურთ?

ჩვენ უნდა გვახსოვდეს,რომ ხალხის სახის, მოტივაციის, ჩანაფიქრის, განზრახვის ძიებისას,

ჩვენი ჰერმენევტიკული ინტერპრეტაცია ყოველთვის იქნება ნაწილობრივი და განსაზღვრული

სახით, ზედაპირული.

ირვინგ გოფმანს მოჰყავს მაგალითი: ფოტო, რომელზეც ვხედავთ წყვილს,რომელიც

იუველირული მაღაზიის წინ დგას და ბიჟუტერიას ათვალიერებს.''ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ჯონი

და მერი სხვადასხვა იუველირულ მაღაზიებში დადიან, ბროშის საძებნელად იმის სანაცვლოდ,

რომელიც მერიმ დაკარგა ჯინთან მიღებაზე,გასულ კვირას;ან იმას რომ ისინი უბრალოდ დროს

კლავენფელინის ახალი ფილმის სეანსის წინ''.

Page 11: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

თვითონ სახე,როგორც წესი, არ გვაძლევს კონკრეტულ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას,

გავაკეთოთ საერთო აბსტრაქტული ინფერენცია.

5.2. სემიოტიკური ინტერპრეტაცია

სემიოტიკა თავისთავად წარმოადგენს ანალიტიკური ინსტრუმენტებით( რომლებიც

ემსახურებიან წარმოდგენილი სახის ნაწილებად დაშლასა და იმის გამოძიებას, თუ როგორ

ფუნქციონირებს ყოველი მათგანი უფრო ფართო მნიშვნელობის სისტემასთან ურთიერთობისას)

სავსე ყუთს.

აუცილებელია გამოვიყენოთ გაგება, რომელიც ზუსტად ასახავს ამ სახის მიერ მოტანილ

მნიშვნელობას.

სემიოტიკის საბაზო გაგებად ითვლება ნიშანი. ''სემიოტიკა– ეს არის მეცნიერება,

საზოგადოებაში, ნიშნების ფუნქციონირების შესახებ''.

ვიზუალური ანთროპოლოგიის დღიურში არის ცვლადების სია, რომლებსაც შეუძლიათ, იყონ

შეძლებულობის( მატერიალური მდგომარეობის) ნიშან–მაჩვენებლები სოფლის ბუნებაში:

''ეკონომიკური ცვლადები'': ა) ჭიშკარი, სახლამდე მოსასვლელი გზები; ბ) ლაქწასმული ფოსტის

ყუთი ზედ წაწერილი გვარით; გ) სახლთან მიერთებული ტელეფონის ხაზი; დ) სახლთან

მიერთებული ელექტროსადენები; ე) კედლების და სახურავის მდგომარეობა; ვ) ეზოს,

ყვავილნარის და ბოსტნის მდგომარეობა; ზ) სახლის ახლოს მოწყობილი მეურნეობის სახე; თ)

ჭიშკართან მდგარი სატვირთოები ან ავტომობილები.

Page 12: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

''კულტურული და ფსიქოლოგიური ცვლადები'': ა) სახლის მოვლილობის ხარისხი; ბ)

დეკორატიული ფერწერა; გ) ფარდები ფანჯრებზე,ოთახის ფერები; დ) ბაღში ინდივიდუალური

განსაკუთრებულობის გამოხატვა: ყვავილების სიმრავლე.

ეს ყველაფერი––– ნიშან–მაჩვენებლები, ეკონომიკური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური

ცოდნა უჩვენებს, რომ მათსა და სახლის პატრონებს შორის კანონზომიერი დამოკიდებულება

არსებობს.

5.3. სტრუქტურული ინტერპრეტაცია

ასეთი ანალიზი ამტკიცებს რომ დაკვირვებადი( და ფოტოზე დაფიქსირებული) სოციალური

სიტუაციები,მოვლენები, შეტყობინებები ქაოტური და შემთხვევითი კი არაა,არამედ

თავისთავად წარმოადგენს განსაზღვრული, დაკვირვებისაგან დაფარულისაზოგადოებრივი

სტრუქტურის ემანაციას. ასეთი სტრუქტურები განსაზღვრავენ სოციალური სიტუაციების და

მოვლენების ფორმას; განსაზღვრავენ და შემოსაზღვრავენ იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს

საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყველაფერი არაა დასაჯერებელი და შესაძლებელი.

სტრუქტურა ეს რაღაც მთლიანის ელემენტებს შორის არსებული ურთიერთობის ბადეა(

სისტემაა). საზოგადოებრივი სტრუქტურა– ეს საზოგადოებრივ სისტემებს შორის არსებული

ბადეა. მე ელემენტების ოთხ სახეს გამოვყოფ.

პირველ რიგში, ადამიანურ ქმედებას. ის იზოლაციაში კი არ ხდება, არამედ სხვა ხალხტან

კავშირში. ასეთი კავშირის ელემენტარული ტიპია– ინტერაქცია( ან მისი კლასიკური მაგალითი:

Page 13: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

საუბარი); აქედანაა, მრავალმხრივი და რთული კავშირების ბადე, რომელსაც მე განვსაზღვრავ,

როგორც ინტერაქციას.

საზოგადოებრივი სტრუქტურის შემადგენელი მეორე ელემენტია– საზოგადოებრივი წესები:

ნორმები, ფასეულობები, ცხოვრებისეული მაგალითები. არც ისინი ხდებიან იზოლაციაში,

არამედ რთულ კომპლექსებთან კავშირში: ჩვეულებები, მორალი, კანონები.

მესამე: საზოგადოებრივი სისტემის შემადგენელი ელემენტებია: იდეები, მრწამსის გავრცელება,

ხედვა, განდიდება და ა.შ. მათ განსხვავებული დამუკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, მაგ.,

კონსესუსი, როცა ისინი კოლექტივის წევრებად იყოფიან, დისონანსი, როცა თანაბრად არ

ერთდებიან( ერთსულოვნა შეთანხმდებიან) , ან კამათი, როცა ისინი კონტესტაციის საგნებად

ითვლებიან. ისინი ყალიბდებიან რთული კომპლექსების სახით: მსოფლმხედველობად,

დოქტრინებად, იდეოლოგიებად,თეოლოგიებად, მითებად, მეცნიერულ ცოდნად.

და ბოლოს, საზოგადოებრივი სისტემის შემადგენელი მეოთხე ელემენტი– ეს არის

ცხოვრებისეული შესაძლებლობები: სიმდიდრე, მფლობელობა, განათლება, პრესტიჟი,

ჯანმრთელლობა და ა.შ.

5.4. დისკურსული ინტერპრეტაცია

აქამდე, განმარტებებში, ჩვენ განვიხილეთ ფოტოგრაფირებული სახე, როგორც ინფორმაციის

მომცემი ნიშანი,ორი მიდგომით. პირველ რიგში, მისი ავტორის პოზიციიდან,იმ სუბიექტური

მნიშვნელობის ასახსნელად, რომელიც მან სურათში ჩადო. ეს ჰერმენევტიკული

ინტერპრეტაციაა. ჩვენ ყურადღების კონცენტრაცია მოვახდინეთ თვითონ სახეზე, თავიდან

Page 14: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

მნიშვნელობის ფორმალურ შიგთავსზე, შემდეგ კი ამ მნიშვნელობის შემადგენლობაზე.ამას

სემიოტიკური და სტრუქტურული ანალიზი შეისწავლის. მაგრამ რჩება მესამე ასპექტი– სახის და

შესაბამისად აუდიტორიის აღქმა. აღქმული სახე და ინსტიტუციები, რომლებიც შემოსაზღვრავენ

აღქმას, თუნდაც აღქმაში, შუამავლად ითვლებოდა.

შტურკენისა და კარტრაიტის აზრით, მნიშვნელობები შექმნილია რთულ საზოგადოებრივ

ურთიერთობებში, რომელშიც თვიტონ სახისა და ავტორის გარდა მონაწილეობს ორი ელემენტი:

1) რა სახით აკეტებს ინტერპრეტაციას ან წარმოადგენს სახეს მიმღები და 2) როგორია

კონტექსტი,რომელშიც ეს (საინტერპრეტირებელი) სახე მიიღეს(…). მნიშვნელობა შექმნილია

გავლენით თუ საიდან, როდის, სად და ვინ მიიღო ეს(საინტერპრეტირებელი) სახეები.

ანალიზს, რომელიც ყურადღებას აქცევს მიმღების ასპექტს, ჩვენ დისკურსულ ინტერპრეტაციას

ვუწოდებთ.

‘’ფოტოს მნიშვნელობა განისაზღვრება იმათ მიერ ვინც ის გადაიღო და მათ მიერაც ვინც ის

დაათვალიერა. ორივე მხარეს შეაქვს თავისი საზოგადოებრივი პოზიცია და ინტერესები’’.

კითხვები,რომელსაც ადვილად ვერ გადაწყვეტ: როგორ შეიძლება დარმუნდეს

ინტერპრეტატორი,რომ ეს ნამდვილად ამას ნიშნავს?დამტკიცება შეუძლებელია, ყველაზე დიდი,

რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს მიმღების დარწმუნებაა, რომ ეს ინტერპრეტაცია წარმატებულია

/რიჩარდ ჰოგარტი/.

6 თავი. ვიზუალური სოციოლოგიის თეორიული ასპექტები

Page 15: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

ყველა, ვინც ფოტოს იღებს ან ფოტოსურათებს ათვალიერებს, ამას განსაზღვრული, მისაღები და

მეტ–ნაკლებად გააზრებული წინაპირობით აკეთებს. მაგ,რა და როგორ გადაიღოს, ან

განსაზღვროს, ფოტოსურათზე აღბეჭდილი რა მოვლენა ან საგანი იქნება უფრო საინტერესო,

შთაბეჭდილების მომხდენი ან ლამაზი.შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგრაფი ფოტოზე აღბეჭდილი

სამყაროსაგან იღებს ,,უბრალო თეორიის'' განსაზღვრებას,ეს კი მის მოქმედებებზე გავლენას

ახდენს. ეს ეხება, როგორც მოყვარულებს,ისე პროფესიონალებსაც.

პიერ ბურდეს აზრით: ,,ფოტოგრაიის ტექნოლოგიების განვითარება და მათი ძირითადი არსიც

კი ყველაფრის ობიექტურად აღბეჭდვისაკენ მიისწრაფის. ფაქტიურად, ფოტოსურათების

უსასრულო რაოდენობიდან, ყოველი საზოგადოებრივი ჯგუფი ირჩევს ფოტოს ობიექტების,

ფოტოგს სახეების და კომპოზიციების ერთობლიობის დასრულებულ და სრულიად

განსაზღვრულ დარგს ''. ეს შემთხვევით კი არ ხდება, არამედ ,,უბრალო თეორიიდან''

გამომდინარე; ფოტოგრაფიის მიერ მიღებული ფილოსოფიით,რომლის თანახმადაც, მხოლოდ

ზოგიერთი ობიექტი და შემთხვევაა გადაღების ღირსი.

როცა ფოტოს ინტერპრეტაცია და შესრულება გამოძიების მიზნითაა წამოწყებული ,,უბრალო

თეორიის'' ნაცვლად, წარმოიქმნება, როგორც გამომძიებლების მიერ მიღებული წინაპირობების

წყარო, სრულიად განსაზღვრული და გაცნობიერებულად მიღებული მეეცნიერული თეორიები.

6.1

ფოტოგრაფია და სოციოლოგიური თეორია

სოციოლოგი, რომელიც ვიზუალური სოციოლოგიის თეორიას ამტკიცებს ან ფოტოგრაფი,

როგორც ფოტოს ინტერპრეტატორი, დასკვნებს საკუთარი თეორიული მრწამსიდან 1)

საზოგადოებასთან ურთიერთობისას მიღებული ონტოლოგიური წინაპირობებიდან და 2)

ეპისტომოლოგიური წინაპირობიდან აკეთებს, იმ ურთიერთობაში, რომელიც შეესაბამება

საზოგადოების შეცნობის ხერხებს. ასეთი თეორიული მრწამსი განსაზღვრავს, პირველ რიგში,

იმას რომ ფოტოგრაფია შეცნოის საშუალებად გამოიყენება და მეორე,რომ საჭიროა ღია

ფოტოგრაფირება ან ინტერპრეტაცია.

როგორც ჰოვარდ ბეკერი წერს: ჩვენ არ ვიღებთ იმას, რაც ჩვენთვისაა საინტერესო. ის რასაც,

თეორიის მიხედვით, მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არის შესასწავლ ობიექტთან

ურთიერთობისას გადაღებული ვიზუალური მასალა . თავის ჯერზე, როცა თეორიას

ყურადღებას აქცევენ; მხედველობაში მიიღება თეორია ვიზუალური კატეგორიიდან, რომლის

Page 16: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

მიხედვითაც ვიგებთ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ დავაფიქსიროთ ეს

მოვლენები, რომელი ასპექტები მოვნიშნოთ და რომლებზე არ გავამახვილოთ ყურადღება და

გამოვრიცხოთ. მხოლოდ თეორიას შეუძლია ნათელი მოჰფინოს მაყურებელთა( აუდიტორიის)

შთაბეჭდილებას ,,სოციოლოგიურ ვიზუალურ მონაცემებში''. ამავე დროს ვიზუალური სამყაროს

განსხვავებულ თეორიას შეუძლია ეს სამყარო სრულიად სხვანაირად წარმოადგინოს.

''ვიზუალური მოვლენის ანალიზი შემოსაზღვრულია მიღებული თეორიული ჩარჩოებით''.

ფოტოგრაფია მხოლოდ იმ თეორიით არ ინსპირირდება, რომელიც უჩვენებს მას, რა და როგორ

გადაიღოს; არამედ შეუძლია თვითონაც მოახდინოს გავლენა თეორიაზე. სოციოლოგიურ

თეორიებთან ურთიერთობისას,არსებულ და სოციოლოგების მიერ გაკეთებულ ფოტომასალას

ორმაგი როლის შესრულება შეუძლია: პირველ შემთხვევაში, ევრისტიკული (ევრისტიკა Sci.Gk. <

heuriskō "ვპოულობ" გამოკვლევისა და სწავლების ხერხები, რომელთა მიხედვითაც ჭეშმარიტება

უნდა გამომჟღავნდეს სათანადო მისახვედრი კითხვების დახმარებით.

Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი) –ახალი ჰიპოთეზების შემთავაზებელი აზროვნების ახალი

კატეგორიების, ვერბალური ფურმულირების უფრო ნათლად გამომსახველი.ასეთი ხერხით მას

თეორიის გამდიდრება და განვითარება შეუძლია. მეორე შემთხვევაში, ის შემმოწმებლის,

დამამტკიცებლის როლს ასრულებს, რომელიც ემპირიულ მასალებს წარმოადგენს; ჰიპოთეზას

ამტკიცებს ან უარყოფს.ის თეორიის ჩარჩოებშია ფორმულირებული.

თვითონ, ფოტოგრაფიული სახის არსი, როგორც ადამიანის თვალის გაგრძელება, ვარაუდს

გამოთქვამს, რომ ფოტოგრაფიას ამ ორივე როლის თამაში, მხოლოდ განსაზღვრულ თეორიასთან

ურთიერთობისას შეუძლია.არსებობენ თეორიები, რომლებისთვისაც ფოტოგრაფიის ამ როლებს

შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეთ მცირე მნიშვნელობაც კი.

რა მახასიათებლებს უნდა ფლობდეს სოციოლოგიური თეორია, რომ ფოტოგრაფიაში

გამოსაყენებლად სრულუფლებიანი( უფლებამოსილი) გახდეს? სოციოლოგიის ისტორიაში

არსებობს მთავარი დაყოფა, ასე ვთქვათ, პირველ და მეორე სოციოლოგიად;ამას ქრონოლოგიური

და ანალიტიკური საფუძველი აქვს. ყველაზე ადრეული კლასიკური სოციოლოგია ოგიუსტ

კონტის, ჰერბერტ სპენსერისა და კარლ მარქსისა იყო. ყველაზე ადრინდელია დიდი

საზოგადოებრივი სისტემების( ორგანიზმების) , რომლებიც საკუთარ სპეციფიკურ დონეზე

იყვნენ ჩამოყალიბებული, თეორია. ასეთ სისტემებს მიეწერება განსაკუთრებული

მახასიათებლები, რომლებია არ დაიყვენება პიროვნების მახასიათებლებამდე და

კანონზომიერებებზე.

მათი მოღვაწეობა დაყოფილია თავისებური მოსაზრებებით; მიზნით და მიმართულებით,

რომლებიც საზოგადოებრივ ევოლუციას ან საზოგადოებრივ განვითარებას განასახიერებენ.

თანამედროვე სოციოლოგიაში, პირველი სოციოლოგიის გაგრძელებად ითვლება მაგ., ტალკოტ

Page 17: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

პარსონსის სტრუქტურულ–ფუნქციონალური ანალიზი ან საზოგადოებრივი

სისტემებისთეორიების სხვა ნაირსახეობები.

მეორე სოციოლოგია გაჩნდა ანტიშემოსაზღვრულობისა( შემოუსაზღვრელობის) და

ანტიევოლუციური გარდატეხის ადგილას, რომელსაც ბიძგი მაქს ვებერმა მისცა. სოციოლოგიის

საგანი ხდება ხალხის მოქმედება ან ყოფა, მინიჭებული მნიშვნელობებით და განსაკუთრებული

საზოგადოებრივი მოღვაწეობა (რომელსაც გვიანი ინტერაქცია ეწოდა), რომელშიც ხალხი

ერთმანეთთან (ურთიერთ)თანაზიარ კონტაქტებს ამყარებს. საზოგადოებრივი სახეები( ჯგუფები,

გაერთიანებები, ერები, სახელმწიფო და ა,შ.) განასახიერებენ ემანაციას ან ხალხის მასობრივი ან

კოლექტიური მოღვაწეობის მყარ, მდგრად, გამძლე ეფექტს. როგორც ტომას ლუმანი ამობს:

,,ადამიანური ცხოვრება ეს მოქმედებათა ჯაჭვია. იმის დამოუკიდებლად, თუ რა შეიძლება კიდევ

რა შეიძლება იყოს ის, უპირველესად დაკავშირებულია პიროვნებების მიერ მეტ–ნაკლებად

წარმატებით რეალიზებული პროექტების სეკვენციასთან. ასე რომ, მოღვაწეობა წარმოადგენს

თავის სუბიექტურ მიღწევებს ან მარცხს. მას აქვს მნიშვნელობა, როგორც პროექტისა,

მონაპოვრისა ან მარცხისა პიროვნებებისათვის, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული

და ასევე ბუნებრივად, ყველა სხვისთვის, რომლებზეც ისინი გავლენას ახდენენ ამა თუ იმ

ხერხით(...) ნებისმიერი საზოგადოებრივი მეცნიერება დაფუძნებულია მისი გამოძიების

ობიექტის იმ ფუნდამენტალურ და კონსტიტუციურ

შემადგენლობაზე, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანური ელემენტარული ყოველდღიური

მოქმედებების მნიშვნელობა(..). ''

შედეგად სოციოლოგიის საბაზო მეთოდებით ხდება მოქმედების ანალიზი, განსაკუთრებულ

შემთხვევებში კი მათთან კავშირში მყოფი ფსიქოლოგიური ან კულტურული მნიშვნელობის

მიღება. ბუნებრივი გარეგნული ახსნა–განმარტების ნაცვლად ყალიბდება გაგება– მოქმედების

ჰერმენევტიკული(ჰერმენევტიკა [ბერძ. hermēneutikē] - მეთოდი, რომლითაც ადგენენ

ლიტერატურული ძეგლების, ძველი ხელნაწერების ნამდვილობას, მათ წარმოშობას, ისტორიას.

Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი (აქ): მოქმედების წარმოშობის და მისი მიზეზის კვლევა ) ან

სტრუქტურული ინტერპრეტაცია.

თანამედროვე სოციოლოგიაში, მეორე სოციოლოგია დომინირებული მიმართულება ხდება. ის

ისეთ მიმართულებებსაც აერთიანებს, როგორიცაა ფლორიან ზნანეცკოვის ჰუმანისტური

სოციოლოგია, ჯორჯ მიდის სიმბოლური ინტერაქციონიზმი, ალფრედ შუტცის

ფენომენოლოგიური სოციოლოგია, ირვინგ გოფმანის დრამატურგიული სოციოლოგია ან

ჰაროლდ გარფინკელის ეთნომეთოდოლოგია.

ასე რომ, თუ ჩვენ თეორიულ ინსპირაციას ( ინსპირაციაL. inspiratio 1. ვინმესთვის რაიმე

მოქმედების, აზრის, თვალსაზრისის შთაგონება. 2. ვისიმე შეგულიანება, წაქეზება. Source: უცხო

სიტყვათა ლექსიკონი) ვიზუალური სოციოლოგიისათვის, ყველაზე მეტად მას მეორე

სოციოლოგიაში აღმოვაჩენთ. მას შეუძლია წარმოადგინოს ხალხი, მათი მოქმედებები და

ადამიანური საქმიანობის მატერიალური ეფექტები. პირველი სოციოლოგია,ამ სამი

კატეგორიიდან, არცერთის შესწავლით არ იყო დაკავებული. მისი მახასიათებელი საგნები იყო:

Page 18: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

საზოგადოებრივი ორგანიზმები, სისტემები, მათი ფუნქციონირება, სიმაღლე, ან განვითარება–

აბსტრაქტული კონსტრუქციები, გააზრების დონეზე, თეორიულად განსხვავებული.მათი

გამოძიების მეთოდებით, ფოტოგრაფია ვერანაირ მონაცემებს ვერ გვაწვდის. სრულიად

განსხვავებული მიდგომაა მეორე სოციოლოგიაში.

ჩვენ შეგვიძლია ფოტოზე აღვბეჭდოთ საერთაშორისო კორპორაციების რეკლამა, როგორც

გლობალიზაციის გამოვლინება, ქარხნის მბოლავი მილები, როგორც ინდუსტრიალიზაციის

გამოვლინება, ცათამბჯენები, როგორც პაუპერიზაციის(პაუპერიზაცია - მშრომელთა მასობრივი

გაღატაკება ექსპლუატაციაზე დაფუძნებული კლასობრივი საზოგადოების პირობებში.Source:

უცხო სიტყვათა ლექსიკონი) გამოვლინება. შეგვიძლია შევნიშნოთ,რითი არიან დაკავებული

ყოველდღიური ცხოვრების შემსწავლელი თეორიები, ესენია: ადამიანების ქმედება და

ინტერაქცია, ასევე გარესამყარო ,,ცხოვრების სამყარო''.

არსებობს სოციოლოგიური თეორიების კიდევ ერთი დაყოფა,რომელიც მოცემულ კონტექსტში

მთავარია. ესენია მიკრო და მაკროშკალის თეორიები. პირველის შესწავლის საგნად ითვლება

დიდი ობიექტები: ერი, მთავრობა,არმია,ქალაქი,პარტია,საზოგადოება, ორგანიზაცია და ა.შ.

მეორე ყურადღების კონცენტრირებას შედარებით პატარა ზომის ობიექტრებზე ახდენს: პატარა

ჯგუფებზე, ლოკალურ თემებზე (იგულისხმება თემი).

ადამიანის თვალსა და ფოტოაპარატის ობიექტივს თავისი შემოსაზღვრული შკალები აქვთ,

რომლითაც ისინი წარმოადგენენ ან არეგისტრირებენ მონაცემებს; მთელ ხალხს ვერ დაინახავ,

არამედ მოქალაქეს, სახელმწიფოს კი ვერა– მხოლოდ ჩინოვნიკებს, არმიას კი ვერა, მხოლოდ

ჯარისკაცს და ა.შ.

ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ სოციოლოგიურ თეორიებს შორის არიან ისეთები, რომლებიც

ვიზუალურ სოციოლოგიას იყენებს და ამავდროულად, თვითონ გამოიყენებიან ვიზუალური

სოციოლოგიის მიერ.

ფოტო, მტკიცებულებად რომ იქნას გამოყენებული, უნდა აკმაყოფილებდეს სამ მოთხოვნას, რაც

ნიშნავს: ა) ეკუთვნოდეს მეორე სოციოლოგიას, ანუ ქმედების სოციოლოგიას, ბ) ეკუთვნოდეს

ყოველდღიური ცხოვრების სოციოლოგიას და გ) მოქცეულ იქნას მიკროსოციოლოგიის

ჩარჩოებში.

სოციოლოგიური თეორიებიდან, სამი თითქმის სრულიად ასრულებს ამ მოთხოვნებს, ესენია:

ალფრედ შუტცის ფენომენოლოგიური სოციოლოგია, ჰაროლდ გარფინკელის

ეთნომეთოდოლოგია და ირვინგ გოფმანის დრამატურგიული სოციოლოგია. პირველის საგნად

ითვლება ,,ყოვლედღიური ცხოვრების სამყარო'',მეორის საგნად ,,საზოგადოებრივი წესრიგი,

ჩვეულებრივ მუდმივად არსებულსაზოგადოებაში'', მესამე თეორიის საგნად კი–

,,ინტერაქციული წესრიგი''. განვიხილოთ ეს სამი თეორია.

Page 19: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

6.2 ფენომენოლოგიური ტიპოლოგია

ალფრედ შუტცი( 1899–1959) წარმოშობით ავსტრიელი,რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება

შეერთებულ შტატებში გაატარა, ფენომენოლოგიური სოციოლოგიის წამყვან წარმომადგენლია.

მისი შრომები ედმუნდ ჰასლერის ფილოსოფიური კონცეფციისა და მაქს ვებერის

სოციოლლოგიური თეორიის სინთეზისს მცდელობად ითვლება.მან ვებერიდან აიღო თეზისი,

კონსტიტუციურ საზოგადოებაში ადამიანური საქმიანობის როლზე. ჰასლერთან ,,ცხოვრების

სამყაროს'' იდეა განმარტების ცენტრალური ობიექტი ხდება; ხალხი, თავისი მოქმედებით,,

ცხოვრების სამყაროს'' განსაზღვრავს და სწორედ ეს მოქმედება აძლევს ორიენტაციას ამ სამყაროს.

,, ყოველდღიური ცხოვრების სამყარო– ეს ერთდროულად სცენაცაა და ჩვენი ქმედებებისა და

ინტერაქციის საგანიც(...).ჩვენ ვმუშაობთ და ვფუნქციონრებთ არა მხოლოდ ჩვენს საზღვრებში,

არამედ ამ სამყაროსთან ურთიერთობაშიც.ჩვენი მოძრაობა მიმართულია ამ სამყაროს შიგნით,

ამოდიფიცირებს ან ცვლის მის საგნებსა და ურთიერთდამოკიდებულებას''.

შუტცის თქმით; ,, ჩვენ უნდა ამოვხსნათ, რა კეთდება რეალურ სამყაროში და არა რამოდენიმე

გავარჯიშებული ექსცენტრიული ადამიანის პირად ცხოვრებაში''. ყოველი პიროვნება ქმნის

თავის საკუთარ ცხოვრების სამყაროს. მის ფორმას სამი ფაქტორი განსაზღვრავს: 1) სიტუაციური

გარემოება, 2) პირადი გამოცდილება და 3) ცოდნის მარაგი.

ხერხებად, რომლებითაც მნიშვნელობები განიმარტება, შუტცი ასახელებს შენიშვნებს,

მაჩვენებლებს, ნიშნებს და სიმბოლოებს. შენიშვნები, ეს ხშირი ,,სუბიექტური მოგონებებია'',

რომლებიც შეიძლება ისევ მნიშვნელოვანი იყოს პიროვნების მოქმედებებში;დროებით

გამოხატული სხვა მოქმედებებში მაგ., სანიშნე დახურულ წიგნში, ამოჭრილი ნიშანი(

ჭდე)ხეზე,რომელიც წყაროსკენ წასასვლელ მიმართულებას უჩვენებს და ა.შ. მაჩვენებლები – ეს

საგნებოი ან მოვლენებია, რომლებიც კანონზომიერად არიან დაკავშირებული სხვა საგნებთან ან

მოვლენებთან. მაგ., ელვა, როგორც ქუხილის მომასწავლებელი, კვამლი, როგორც ცეცხლის

მანიშნებელი, კვალი ტყეში, როგორც,იქ, ცხოველების არსებობის მტკიცებულება, სახის

ფერმკრთალობა, როგორც ანემიის მაჩვენებელი და ა.შ. ნიშნები – ეს საგნები ან რაღაც ხერხეიბა,

სპეციალურად შექმნილი, სხვისთვის რაღაც გზავნილის გადასაცემად. ნიშნები რომ

კომუნიკაციას ემსახურონ, გადამცემმა და მიმღებმა ისინი ერთნაირი მნიშვნელობებით უნდა

გაიგონ. სიმბოლოები – ეს შეიძლება იყოს რელიგიური, მაგიური, მხატვრული,პოეტური,

ლოგიკური და ასევე მეცნიერული.

სოციოლოგმა ყოველთვის უნდა უპასუხოს ორ კითხვას: რას ნიშნავს საზოგადოებრივი სამყარო

ჩემთვის, დამკვირვებლისთვის? და რას ნიშნავს ეს საზოგადოებრივი სამყარო დასაკვირვებელი

პიროვნებებისათვის, რომლებიც ამ სამყაროში საქმიანობენ და რა უნდათ მას( სამყაროს) თქვას

თავისი ქმედებებით? ''

სურათმა შეიძლება აჩვენოს ა) მოქმედი პირების ქმედებების სახე, სიძნელის სხვადასხვა მხარე, ბ)

სხეულის მოძრაობები– სიმშვიდის მდგომარეობა,მოძრაობა,მოქმედება, დ) ცხოვრების სამყაროს

საშუალებები,ხალხის მიერ გამოყენებული სხვადასხვა სახის საგნები, ე) მოქმედი პიროვნებების

Page 20: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

სიტუაციური გარემოება, შეძლებისდაგვარად განსაზღვრული საგნებით,მათი პერცეფცია და

ორიენტაცია, ვ) დამხმარე ცოდნის მარაგი ,რომლითაც შეიძლება განსაზღვრო სირთულის

ხარისხი ან ქმედების პროფესიონალურობა, ზ) ფოტოზე ასახული აზრობრივი( შინაარსის

მატარებელი) სიგნალები,მაჩვენებლები და სიმბოლოები., თ)კომუნიკაციის აქტი, ადამიანებს

შორის, ურთიერთქმედების პროცესში: სხეულის ექსპრესია, ჟესტი, გრიმასა, სახის

გამომეტყველება და ა.შ. ი) კულტურული რეცეპტების დისონანსი კულტურის

წარმომადგენლებსა და აუტსაიდერებს შორის, რათა ნაპოვნი იქნას ქაოტურობის( ქაოსის),

დაუკავშირებლობის,ალოგიკურობის გამომსახველი სცენები.

6.3 ეთნომეთოდოლოგია

როგორც ზიგმუნდ ბაუტმანი ამტკიცებს, სწორედ შუტცმა შექმნა ,,ეთნომეთოდოლოგიის

თეორიული წინაპირობა, პოსტულირებული როგორც ემპირიული გამოძიებისა''.

ეთნომეთოდოლოგია

იკვლევს არჩეული მოქმედების მიმართულებებს, მნიშვნელობას რომელიც ამ მოქმედებას

მიენიჭა, და ის გზები, რომლითაც გაგებები ,,მიღებულია” და მეტ-ნაკლებად

ექსპლიციტურია(ექსპლიციტური E. explicit Fr. explicite L. explicitus გამორკვეული, წესრიგში

მოყვანილი აშკარად, განსაზღვრულად, არაორაზროვნად გამოხატული)

. ეთნომეთოდოლოგია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარე (კულტურული და ნორმატიული

დეტერმინაცია) ასევე შიდა (ფსიქოლოგიური დეტერმინაცია) სტრუქტურაზე ნაწილობრივი

უარის თქმა და ურთიერთქმედების პროცესის მაგივრად ისეთი გაგების შემოტანა, რომლის

მიხედვითაც ქცევის მიმდინარეობის დიდი მრავალფეროვნებაა ხელმისაწვდომი (ამიტომ მისი

წინასწარგანჭვრეტა შეუძლებელია) წყარო: http://www.nplg.gov.ge

ეთნომეთოდოლოგიის წყაროდ შეიძლება დავასახელოთ ფლორიან ზნანეცკის და ტალკოტ

პარსონსის შრომები. ეთნომთოდოლოგიის შემქმნელმა ჰაროლდ გარფინკელმა, ჰარვარდში

სწავლის შემდეგ, პროფესიულინ ცხოვრების დიდი ნაწილი,პენსიამდე, გაატარა კალიფორნიის

ლოს ანჟელესის უნივერსიტეტში, სადაც მძლავრი და გავლენიანოი მეცნიერული სკოლა შექმნა.

Page 21: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

1967 წელს მან გამოაქვეყნა პროგრამული შრომა,რომელიც ჯერ ამერიკელი, შემდეგ კი მსოფლიოს

სოციოლოგების ფართო თეორიული დებატებისთემა გახდა.ოცდათხუთმეტიან წლებში მან

სკოლის მიღწევები შეაჯამა თავისი მოსწავლის ანა როულსის რედაქციით დამოცემულ წიგნში.

ეთნომეთოდოლოგიამ მძლავრი გამოძახილი ჰპოვა სოციოლოგიურ სამყაროში, რადგან ის მის(

სოციოლოგიის) დამაარსებელ დისციპლინებს, ამოცანებს,როლებს და მეთოდებს ეხება.

ეთნომეთოდოლოგია გამოდის,როგორც რადიკალური კრიტიკა სოციოლოგიისა, რომელიც

აბსტრაქტულ გაგებებსა და მოდელებზეა დაფუძნებული. ისეთ სოციოლოგიაში, რომელსაც

გარფინკელი ფორმალურ ანალიზს უწოდებს, საზოგადოება წარმოდგენილია როგორც

განცალკევებული პიროვნებების მასა და მათი ქმედებების ქაოსი, რომელშიც წესრიგი მხოლოდ

სოციოლოგს შეაქვს, რომელიც რეაგირებას ახდენს პიროვნებების შესახებ ინფორმაციებზე,

თავისი აბსტრაქტული გაგებითა და ჰიპთეზით.

,,საზოგადოებრივი სამყარო აღიქმება როგორც პრინციპულად მოუწესრიგებელი; წესრიგი კი

ერთპიროვნულად დამყარებული შეიძლება იქნას,მეცნიერული მეთოდის გამოყენების

შედეგად''.

ეთნომეთოდოლოგია განსაკუთრებულყურადღებას აქცევს საზოგადოებრივი წესრიგის

დარღვევას. ამას გარფინკელი ,,წყვეტას'' უწოდებს.ამაში იგულისხმება ანარქია, ქაოსი,

დისონანსი საზოგადოებრივი სიტუაციების ჩარჩოებში ან პარადოქსულობა, შეუსაბამობა,

განსაზღვრული მოქმედებების დევიაცია( ნორმიდან გადახრა).

ეთნომეთოდოლოგიის წარმომადგენლებმა ჯეროვნად შეაფასეს ფოტოგრაფიის

შესაძლებლობები და გამოიყენეს ის თავიანთ გამოძიებაში. ფოტოგრაფიის საშუალებით

შეუძლიათ აჩვენონ: ა) რას აკთებს ხალხი,მოცემულ სიტუაციებში, წესრიგის დამყარების

მიზნით,ბ) როგორი საზოგადოებრივი სიტუაციის ჩარჩოებში მოქმედებენ ისინი;გ) როგორ

გამოიყურებიან განსხვავებული საზოგადოებრივი სცენებ, წესრიგის დარღვევის მომენტში:

ანარქია ქუჩაში, პანიკა თეატრში, პარადოქსული კონტრასტები და ა.შ. დ) როგორ ხდება

საზოგადოებაში, თაობების შემდეგ, პრაქტიკების რეპროდუქცია, რა შეიძლება იყოს შემჩნეული

ფოტოსერიაში, რომელიც სხვადასხვა დროსაა გადაღებული და უჩვენებენ ტიპიური

ეთნომეთოდოლოგიის მგავსებას ან იდენტურობას.

6.4 დრამატურგიული სოციოლოგია

მესამე კონცეფცია,რომელსაც სოციოლოიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,არის ირვინდ

გოფმანის,ამერიკელი მეცნიერის, ბერკლის უნივერსიტეტისა და, სიცოცხლის ბოლომდე,

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის ეგრეთ წოდებული დრამატურგიული

თეორია.როგორც ზუსტად შენიშნა ჩარლზ ლემერტმა: ,,მისი სოციოლოგია იყო, განსაზღვრული

არსით, ტელევიზუალური''. გადატანითი მნიშვნელობით, გოფმანი ,,ადამიანური ნიუანსების

მიკროსკოპს'' წარმოადგენს.

Page 22: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

,,გამომძიებელმა უნდა განასახიეროს საზოგადოებრივი სიტუაცია, როგორც ბუნებრივი

მოხერხებული პუნქტი, საიდანაც ის უყურებს მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ინტერაქციები– ზუსტად ეს, რაც კეთდება შეუჩერებლივ ,,საზოგადოებრივ სიტუაციებში ანუ

ისეთ ვითარებაში, რომელშიც ორი ან მეტი პიროვნება ფიზიკურად ურთიერთქმედებს''.

დრამატურგიული მიდგომა

სოციოლოგიური მოდელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სუბიექტურზე,

ინდივიდუალურზე - ადამიანთა სოციალურ ქმედებებზე. ასეთ მოდელში საზოგადოება

წარმოადგენს „სცენას, რომელიც დასახლებულია ცოცხალი მსახიობებით“. სოციალური

სამყაროს ეს სურათი ითვალისწინებს სოციალური ურთიერთქმედების ინდივიდუალურ

ასპექტს და ადამიანის უნარს - შეიტანოს სუბიექტური აზრები, მნიშვნელობები და

ინტერპრეტაციები კონკრეტულ სოციალურ სიტუაციებში, რომლებშიც ის მონაწილეობს. დ.მ-ის

თანახმად, კვლევის ობიექტს წარმოადგენენ ინდივიდები, როგორც სოციალური როლების

შემსრულებლები. დ. მ. დაკავშირებულია ერვინ გოფმანის (Erving Goffman), ცნობილი ამერიკელი

სოციოლოგის, სიმბოლური ინტერაქციონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის

სახელთან. დ.მ-ის არსი ისაა, რომ სოციალური ცხოვრება, კერძოდ, ინდივიდების ურთქმედებები

გაანალიზებულია თეატრთან ანალოგიების, მასთან დაკავშირებული მეტაფორების გამოყენების

საშუალებით. დ.მ. სოციალურ ურთიერთქმედებას შეისწავლის ისე, თითქოს მასში მონაწილე

ინდივიდები მსახიობები არიან სცენაზე, შესაბამისი დეკორაციებითა და რეკვიზიტებით. დ.მ-ის

მოდელის გამოყენება სოციალური ურთიერთქმედების ეფექტური შესწავლის საშუალებას

იძლევა. იდეა, რომ მთელი სამყარო არის სცენა და ყველა ადამიანი მსახიობია, არახალია. მას

დიდი ხნის ისტორია აქვს, დაწყებული ანტიკური პერიოდიდან. თანამედროვე სოციოლოგიაში

ეს საკითხი ყველაზე ღრმად ე. გოფმანმა შეისწავლა. იგი თვლის, რომ სოციალური ცხოვრების

ყოველდღიურობა სიტუაციური, ხანმოკლე კონტაქტებისაგან შედგება. ადამიანები

ურთიერთქმედების პროცესში გარკვეულ სპექტაკლს დგამენ ერთმანეთისთვის (ანუ თამაშობენ

ერთმანეთის წინაშე) და ცდილობენ შთაბეჭდილებების „დრამატურგიულ დადგმას“. მსგავსად

მსახიობებისა სცენაზე, სოციალური აქტორები სოციალური როლების შესრულებისას

ცდილობენ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ მათთან ურთიერთობაში ჩაბმულ

ინდივიდებზე და დააკმაყოფილონ მათი მოლოდინი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

იმ საშუალებებს, რომლებიც განაპირობებენ სოციალური როლების შესრულებას, აგრეთვე

შთაბეჭდილებების შექმნასა და კონტროლს. დ.მ-ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტებია:

1. მაყურებლისათვის გათვალისწინებული თამაში (როლის შესრულება), ერთმანეთის წინაშე

როლების თამაში განსაზღვრავს კომუნიკაციის ხარისხს თანამედროვე საზოგადოებაში.

აქტორები ცდილობენ, ისე შეასრულონ თავიანთი როლები, რომ სხვებზე საუკეთესო

შთაბეჭდილება მოახდინონ და ის შემდეგშიც შეინარჩუნონ. „შთაბეჭდილების შექმნის“ პოცესი

დ.მ-ის მთავარი არგუმენტია. 2. დ.მ-ის გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა წარმოდგენა იმ

Page 23: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

საშულებებზე, რომლებსაც კომუნიკაციის მონაწილეები იყენებენ (ლინგვისტური კომუნიკაცია,

სხეულის, ჟესტების, გარეგნობის - პიროვნებათაშორისი კომუნიკაციის სიმბოლური საფუძვლის -

ენა, საგნობრივი გარემოს შექმნა, მოქმედების ადგილის განსაზღვრა და ა.შ.). ამ საშუალებებს

ადამიანები იმისთვის იყენებენ, რომ სიტუაცია გააკონტროლონ და „კარგი თამაშის“

შთაბეჭდილება შექმნან. დრამატურგიული ტერმინოლოგიით, ეს არის სცენური წარმოდენის

(სანახაობის) „წინა პლანის“ (ანუ „ფასადის“) შექმნა. 3. იქ, სდაც არის „წინა პლანი,“ აუცილებლად

უნდა იყოს „კულისებსმიღმა წარმოდგენა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოდუნება, დასვენება,

ნიღბების მოხსნა და ბუნებრივად მოქცევა. როგორც თეატრში, ისე სოციალური ცხოვრების

სხვადასხვა სიტუაციაში არსებობს მკაფიო განსხვავებები „წინა პლანსა“ (თავად სცენასა) და

„უკანა პლანს“ (კულისებსმიღმა წარმოდგენას) შორის. შესაბამისად, როგორც მსახიობების, ისე

სოციალური აქტორების მოქმედებები სცენაზე და კულისებს მიღმა განსხვავებულია.

სოციალური აქტორები ცდილობენ, შეინარჩუნონ ფასადი და გარეშე თვალს დაუმალონ

კულისებსმიღმიერი რეალური სურათი. თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები უამრავ

განსხვავებულ როლს თამაშობენ. სხვადასხვა სიტუაციისა და ურთირთქმედების დროს ისინი

ხშირად განსხვავებულ საშუალებებს იყენებენ. როგორც თეატრში, ყოვედღიურ ცხოვრებაშიც

სხვადასხვა მონაწილის „პარტიები“, როლები შეიძლება ერთნაირი იყოს, მაგრამ სხვადასხვა

ოსტატობით შესრულდეს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიქტურ მხარეს, იგი

განაპირობებს როლების შესრულების ხარისხს. ამგვარად, სოციალური როლები თეატრალური

როლების ანლოგიურია (წყარო: www.nplg.gov.ge).

7. თავი მეცადინეობა ვიზუალურ წარმოსახვაში

ვიზუალური წარმოსახვის შესწავლა წიგნიდან არ შეიძლება; ისევე როგორც არ შეიძლება

ისწავლო საზღვაო ციგურებზე სრიალი, მხოლოდ სერფინგისტის სახელმძღვანელოს მიხედვით,

იალქნების ქვეშ ცურვა, საიალქნო სპორტის სახელმძღვანელოს სურათების თვალიერებით

Page 24: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

(სურათზე დაკვირვებით) და სურათი გადაიღო,მხოლოდ ფოტოგრაფიის სახელმძღვანელოზე

დაყრდნობით. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გაგებას, პრაქტიკას მოითხოვს.

ვიზუალური წარმოსახვის ინტერპრეტაცია

1) ვიწყებთ წარმოდგენილი ფოტოების ინტერპრეტაციით,რამდენადაც ასეთი პროცედურა

ყველაზე ადვილია რეალიზაციისთვის და არ საჭიროებს არავითარ განსაკუთრებულ ტექნიკურ

საშუალებას.

ხელმძღვანელს მოაქვს რაიმე რთული საზოგადოებრივი სიტუაციის ფოტო, მდიდარი

სოციოლოგიური შემადგენლობით( მონაწილეების დიდი რაოდენობა, მკაფიო

ინტერაქციულობით,ჩაჭერილი გარშემო არსებული ხედის(გარემოს) ფართო პლანში)–

წარმოდგენილი გარემოცვის ფართო პლანში. შემდეგ, სტუდენტებთან ერთად, აკეთებს მის

ინტერპრეტაციას.

ყოველმა სტუდენტმა უნდა დაწეროს (მკაფიოდ, გარკვევით) ერთი გვერდი იმის შესახებ, თუ რა

დაინახა მან სურათზე. წარმოდგენა და დისკუსია ამ მოხსენებებისა უჩვენებს წარმოდგენების

სუბიექტივიზმს, მიკერძოებულობას.

ამ დავალების სახესხვაობაში, სტუდენტებმა თვითონ, დამოუკიდებლად, უნდა მოძებნონ

მსგავსი ფოტოები (პრესაში, საკუთარი ფოტოალბომების კოლექციაში) და დაწვრილებით

აღწერონ ისინი; შემდგომში კი განიხილონ სხვა სტუდენტებთან ერთად.

კითხვები, რომლებიც, ჩვეულებრივ, განხილვისას წარმოიშვება ხოლმე:

– როგორია სურათის დენოტაცია, რას წარმოადგენს ის?

Page 25: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

– როგორია კონოტაცია: რა ასოციაციებს იწვევს?

– როგორი ტიპის ნიშნებია სურათზე?

– ურთიერთქმედების რომელი ფორმების შემჩნევა შეიძლება?

– წარმოადგენს თუ არა ფოტო მასზე აღბეჭდილი სახეების რაიმე იდეას, მრწამსს?

– ახდენს თუ არა ფოტოზე ხალხი რაიმე წესის, ნორმატიული სახეების, ფასეულობების

რეალიზაციას?

– წარმოიშობა თუ არა უთანასწორობის ან სხვა საზოგადოებრივი შრეების ფორმა?

2) სტუდენტებს მოაქვთ რამოდენიმე ათეული ოჯახური ფოტო, რომლებზეც ისინი ახლობლების

გარემოცვაში არიან აღბეჭდილი.

– ჩვენ ერთ–ერთ მათგანს იმ სურათის ჩვენებას ვთხოვთ, რომელზეც იგი ყველაზე მეტად

გრძნობს საკუთარ თავს( თვლის რომ,მისი ჩვეული სახე ყველაზე კარგადაა წარმოდგენილი). სხვა

სტუდენტებს კი ვთხოვთ, აიღონ ფოტო, რომელზეც მათი კოლეგა უფრო მეტად შეესაბამება მათ

წარმოდგენაში არსებულ მის სახეს( მახასიათებლებს, წარმოდგენას ამ პიროვნებაზე). იქნება თუ

არა ეს ერთი და იგივე ფოტო? რითი განსხვავდებიან ისინი? რა შეიძლება ითქვას ჩვენს შესახებ

სხვების და საკუთარ წარმოდგენებს შორის განსხვავებაზე?

– როცა სურათებზე არის სხვა ხალხი,გარდა, სტუდენტისა, სურათზე მათი განლაგებით,

ტანსაცმლთ, გარემოცვით და ა.შ. ვცდით, მათ გამოცნობას: ვინ ვინ არის, რა ადგილს იკავებენ

Page 26: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

ისინი ოჯახში, რა პროფესიის წარმომადგენლები არიან. ამ მოსაზრებებს ვადარებთ სტუდენტის

აღწერას; თან ვაანალიზებთ იმ დასკვნებს, რომლებიც მცდარი აღმოჩნდა.

– ვცდილობთ, განვსაზღვროთ, როგორ სიტუაციებში, რომელ საზოგადოებრივ კონტექსტში

გადაიღეს ფოტოები: იყო ეს შვებულება, მოგზაურობა, ზეიმები თუ განსაკუთრებული ოჯახური

მოვლენა? ჩვენს დასკვნებს სტუდენტის აღწერასტთან ვადარებთ( იმ სტუდენტის, ვისაც ფოტო

ეკუთვნის).

3) სტუდენტებს მოაქვთ არდადეგებისას, მოგზაურობის დროს და ქუჩურ სიტუაციებში

გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ისინი აღბეჭდილი არიან სხვა უცნობ ხალხს შორის,

ქუჩაში, მოედანზე და ა.შ. ვცდილობთ მათ ჰერმენევტიკულ ანალიზს.

– რა შეიძლება ვიფიქროთ ამ ხალხზე? ვინ არიან, რა არის მათი პროფესია, საიდან მოდიან, საით

მიემართებიან?

– რომელ ქვეყანაშია გადაღებული ფოტო? როგორია ადგილობრივი კულტურის დანახული

ნიშნები ?

– რომელ სოციალურ კონტექსტში იმყოფება სურათზე აღბეჭდილი ხალხი: გართობა, კვება(

საკვების მოხმარება), სამსახური, მუშაობის პროცესი?

4) სტუდენტებს მოაქვთ ღია ბარათები( სხვადასხვა ადგილების გამოსახულებით) საოჯახო

კოლექციიდან; უკეთესია იყოს ძველი, გასული წლების და თუ ეს შესაძლებელია, ვნახოთ ამ

ადგილების, ცოტა ხნის წინ გადაღებული, სურატები. დისკუსიაში სტუდენტები განსაზღვრავენ,

როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს( ან გამოიყურება) ეს ადგილები დღეს; რა შეიცვალა.

Page 27: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

– შეიძლება ძველი სურათების ახლანდელ სიტუაციებთან შედარებისას შენიშნული

კონკრეტული განსხვავებების სიის შედგენა.

– შესაძლებელია თუ არა სოციალური დინამიკის მიმართული ტენდენციის რაიმე

კანონზომიერების დადგენა?

5) ყველა სტუდენტმა უნდა მოინახულოს ფოტოების გამოფენა, მაგალითად <>, ფოტოსურათების

გალერეა გაზეთში <> ან სხვებში, რომელშც შედის( ჩართულია) რეპორტიორული სურათები ან

ფოტოგრაფიული ესსე.

– აუცილებელია ერთი ფოტოს არჩევა, რომელმაც ყველაზე ძლიერი, შოკისმომგვრელი

შთაბეჭდილება მოახდინა (ბარტის punktum) და თავისი არჩევნის დასაბუთება, ერთგვერდიანი

ესსეს სახით.

– აუცილებელია ერთი ფოტოს არჩევა, რომელიც, სტუდენტის აზრით, ყველაზე დიდ

სოციოლოგიურ ინფორმაციას( ბარტის stadium) ატარებს და საკუთარი არჩევნის დასაბუთება

ერთგვერდიანი რეცენზიის სახით.

ამავე დავალებაში, სტუდენტებს შეიძლება რეკომენდაცია მიეცეთ, გამოფენების მონახულების

ნაცვლად, რომელიმე ილუსტრირებული ჟურნალის ბოლო ნომერი დაათვალიერონ და თვითონ

აირჩიონ ერთი ფოტო,რომელიც მისთვის ყველაზე მეტად შოკისმომგვრელია და რჩება მის

მეხსიერებაში; შემდეგ ისეთი, რომელიც ყველაზე მეტ ინფორმაციას ატარებს. სტუდენტები

თავიანთ არჩევანს ხსნიან( განმარტავენ) ერთგვერდიანი რეცენზიით, რომელიც, არჩეულ

ფოტოებთან ერთად, საერთო განსჯისთვის იქნება წარმოდგენილი.

Page 28: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

6) ყოველმა სტუდენტმა უნდა დაათვალიეროს <> გაზეთების ფოტონ გელერეა ან <> სურათების

ალბომი, ინტერნეტში ; ან შეუძლით, მოიტანონ ამონაჭრები სხვა ილუსტრირებული

ჟურნალებიდან.

– აუცილებელია სამი სურათის არჩევა, რომლებიც კარგად ასახავენ ისეთ სოციოლოგიურ

გაგებებს, როგორიცაა სნობიზმი, დემონსტრაციული მოხმარება, სიმდიდრე, სიღარიბე, საშუალო

კლასი.

– აუცილებელია სამი სურათის არჩევა, რომლებიც ასახავენ ისეთ სოციოლოგიურ გაგებებს,

როგორიცაა შოვინიზმი, ჯგუფური ლოიალურობა, კოლექტიური იგივეობა.

7) სტუდენტები მიიღებან რამოდენიმე ფოტოს, ამოჭრილს ილუსტრირებული ჟურნალებიდან,

ქვეშ მინაწერის (თანდართული ინფორმაციის) გარეშე.

– მათ ყოველ ფოტოს უნდა გაუკეთონ ქვეშ მინაწერი ან მოკლე კომენტარი.თავიდან ეს უნდა

განიხილოს სტუდენტებთან ერთად, დისკუსიის დროს, შემდეგ კი შეედაროს ორიგინალში

არსებულ ქვეშ მინაწერებს ან კომენტარებს, რომ განისაზღვროს, რომელი მათგანი აღმოჩნდება

უფრო მეტად ზუსტი.

– თუ ფოტოზე დაფიქსირებულია რაიმე სახის სოციალური სიტუაცია, რაიმე ხდება; მაშინ ჩვენ

ვცდილობთ, აღვიდგინოთ რა მოხდა ადრე და რა შეიძლება მოხდეს. ეს კი იმას ნიშნავს რომ

აუცილებელია აღვწეროთ შემთხვევა( ამბავი) თხრობით და დროის მომენტში; სტუდენტების

ინტერპრეტაციებს ვადარებთ დისკუსიაში.

8) სტუდენტებმა უნდა მოიტანონ ფოტოები ქალების სამი სხვადასხვა ჟურნალიდან,რომლებზეც

ქალები არიან აღბეჭდილი. დისკუსიისას განვიხილავთ მსგავს საკითხებს:

Page 29: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

– გამოირჩევიან ეს ფოტოები ჟურნალის თემატიკასთან დამოკიდებულებით? (მაგალითად

განთავსებულები <>-ში <>-სა და <>–ში ).

– ქალურობის რა სტერეოტიპებია ასახული მათზე?

– ვიპოვით თუ არა მათზე რაიმე ახალს, გამომდინარე ქალური სახის სტერეოტიპებიდან?

9) სტუდენტებმა უნდა მოიტანონ ფოტოები სამი სხვადასხვა ილუსტრირებული ჟურნალიდან,

რომელზეც წარმოდგენილია მამაკაცების გამოსახულებები.

–გამოირჩევიან ეს ფოტოები ჟურნალის თემატიკასთან დამოკიდებულებით? (მაგალითად

განთავსებულები <>–სა და <>–ში)?

– ვიპოვით თუ არა მათში მამაკაცურობის სტერეოტიპებს?

– მამაკაცურობის რაიმე სახის ახალი სტერეოტიპული სახეები ხომ არაა რეკლამირებული?

ამ დავალებების სია– ეს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში რეკლამირებულ სურათებშ

გამოსახული ქალურობის და მამაკაცურობის სტერეოტიპების ანალიზია; გასაგები აზრით, ქალსა

და მამაკაცზე ახალი შეხედულებების შესახებ.

10) სტუდენტებმა უნდა მოიტანონ ამონაჭრები ილუსტრირებული ჟურნალებიდან, რომლებიც

უჩვენებს საზოგადოებრივი ცხოვრების, ბიზნესის ან პოლიტიკის ,,უმაღლეს სფეროებს’’.

Page 30: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

– სხეულის ენის,მიმიკისა და პოზიციის როგორი ელემენტები ითვლებიან ფოტოგრაფირებულის

მაღალი სტატუსის– სიმდიდრის, დიდების, ძალაუფლების– ნიშნებად?

– ტანსაცმლის, გარეგნული სახის, სურათზე შემჩნეული რეკვიზიტების როგორი ელემენტები

ითვლებიან, მოცემულ გარემოში, სნობიზმის გამოვლინებად, ცოტა ხნის წინ გამდიდრებულის

ცხოვრების სტილად?

აქტიური ფოტოგადაღება

აქ ჩვენ გადავდივართ ფოტოგრაფიული მეთოდების გამოყენებაზე. საკუთარი გადაღებული

ფოტოების გზით ან დასაწყისში მოცემულ ზე უფრო რთულ ფოტოგრაფიულ პროექტებზე.

სტუდენტებს ვაცნობთ ხელობის( იგულისხმება ფოტოს გადაღება) ელემენტარულ

საფუძვლებს,მოყვარულის ხარისხში.

ფოტოგრაფიული სერიები

1) სტუდენტებმა უნდა გადაიღონ სამ სურათამდე, რომლებიც ახდენს რაიმე სოციალური გაგების

ილუსტრირებას.

გაგებების მაგალითები:

Page 31: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

– რიტუალი,

– მარგინალი,

– რიგი,

– პატარა ჯგუფი,

– საჩვენებელი მოხმარება,

– ხალხი(ბრბო),

– აუდიტორია,

– საუბარი,

– საზოგადოებრივი სანქციები,

2) სტუდენტებმა უნდა გადაიღონ ან იპოვონ ფოტო, რომელიც მათი აზრით, ,,პოლონურ

ხასიათს’’ წარმოადგენს( ეს სასწავლო კურსი გამიზნული იყო პოლონელი სტუდენტებისთვის),

რომელიც შეიძლება განთავსებული იყოს პოლონეთის შესახებ გამოცემული ფოტოალბომების

გარეკანზე( წერო ბუდეში, ტელეგრაფის ანძაზე. გლეხი,რომელიც გუთანს მიჰყვება უკან,

ვარშავის ცენტრი, მაგნატების სასახლეები( აქ: მდიდრული სახლები, ან კიდევ რაიმე).

სტუდენტების დისკუსიის დროს, შედარება ხდება ასეთი ტიპის ალბომების გარეკანზე

განთავსებულ ფოტოებს შორის.

Page 32: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

ავტორისეული ,,პოლონური ხასიათის’’ როგორი სტერეოტიპები არის დაფარული ამ

სურათებში?

3) სტუდენტებმა უნდა გადაიღონ 5–10 სურათამდე( ფოტოგრაფიული მინი ესსე) მიცემულ

თემაზე; შემდეგ კი მოხსენების შესავალშ ახსნას ობიექტის რაკურსის და ა.შ.არჩევის მიზეზი.

თემების მაგალითები:

– გლობალიზაცია შენს საცხოვრებელ ადგილას( ქალაქშ, სოფელში);

– ქუჩის( ქუჩაში არსებული) რეკლამების აგრესიულობა;

– ორი სამყარო: სიმდიდრე და სიღარიბე, დიდ ქალაქში;

– კონტრასტი: ცენტრი და გარეუბნები, დიდ ქალაქში;

– უსახლკარობა და სოციალური მარგინალიზაცია;

– მოწყალების შეგროვება ქალაქის ქუჩებში;

– ქუჩის მუსიკოსები;

– ტურისტები, ძეგლებს შორის;

– შობა: სამი ასპექტი– რელიგიური,ოჯახური, კომერციული;

– სააღდგომო დღესასწაულების რიტუალი და წესები;

Page 33: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

– აღმდგარი რელიგიურობა;

– ახალი ადათები: წმინდა ვალენტინის დღე, ჰელოუინი;

– გარდაცვლილების ქელეხების დღე: ხშირი და სახალხო( საჯარო) მოვლენა;

– სასაფლაო: საფლავსზედა ძეგლები, როგორც გარდაცვლილის ,,ფასადი’’( გოფმანისეული

გაგებით განხილვა);

– ცირკი მოვიდა;

– ხალხი და ძაღლები;

– ავტომობილი, როგორც კულტის ობიექტი;

– გმირების ძეგლები: ვის წარმოადგენენ, რომელი ეპოქიდან; მათი სხეულების ენა;

– აღმოფხვრილი ფოლკლორი: სახალხო სეირნობა, რეზერვისტების მიერ დემობილიზაციის

მოხდენა, ფანები;

– საფეხბურთო სტადიონის სუბკულტურა;

– სექტები და ახალგაზრდული სუბკულტურა, მაგალითად: ჰარი კრიშნა, პანკები, ჰიპ–ჰოპი;

– სოციალური დეგრადაცია: ალკოჰოლიზმი და ნარკომანია;

Page 34: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

– სუპერმარკეტები, როგორც ცივილიზაციის მომხმარებლობის მოწმობა;

– სიბერე დიდ ქალაქში;

– პოლიტიკური კონტესტაცია( ქუჩური პოლიტიკა);

– უნივერსიტეტის( ანუ უნივერსიტეტული) რიტუალი;

– სოციალური მასების ტანჯვა( ბრბო, ჭყლეტა);

– ცივილიზაციის ნაკლი( მანკიერება): ჭუჭყი, უწესრიგობა, ვანდალიზმი;

– ადამიანური ბუნებრივი გარემოს დანგრევა, დარღვევა;

– ,,ეგზოტიკური’’ პროფესიები და საქმიანობა;

– მოდის ტენდენციები უნიფორმით: ტანსაცმელი, ვარცხნილობები, მაკიაჟი;

– კულტურული გადმონაშთები: რიგები მომხმარებლურ ცივილიზაციაში;

პატარა ფოტოპროექტები

სინთეტიკური ავტოპორტრეტი

Page 35: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

ყოველმა სტუდენტმა, თვითონ ან ვინმეს დახმარებით, უნდა შეასრულოს საკუტარი ფოტო ისეთ

პოზაში, ისეთ ტანსაცმელში

, ისეთ გარემოში, ისეთ რეკვიზიტებთან ერთად, რომლებიც მისი აზრით, ყველაზე უკეთესი

სახით ასახავს მისი ხასიათის თვისებებს, ინტერესებს, გატაცებებს. შემდეგ ეს სურათები სხვა

სტუდენტების განსჯის საგანი გახდება.

– აღგიქვამენ თუ არა ისინი ასე, ან სხვანაირად; როგორც აღიქვამ საკუთარ თავს?

– რამ გააკვირვა ისინი?

– რას ელოდნენ?

სარკული პორტრეტი

სტუდენტი ფოტოაპარატს ვინმე ნაცნობს,ოჯახის წევრს აძლევს და სთხოვს, მას ისეთ გარემოში,

პოზაში და ტანსაცმელში გადაუღოს, რომ მათში ყველაზე უკეთ იყოს ასახული იყოს ასახული

ფოტოზე აღბეჭდილის პიროვნება. დისკუსია თავს უყრის ასეთ გამოსახულებას, თავისი ხედვის

შესაბამისობაში.

Page 36: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

ნატურმორტი

სტუდენტმა უნდა შეკრიბოს, ტავის ოთახში, რაც შეიძლება მეტი საგანი, რომლებიც მისთვის

ფასეული, მთავარი და გამოსადეგია. შემდეგ იღებს ასეთ ნატურმორტს და სთავაზობს

დისკუსიისთვის; თან სხვებს უხსნის, ეს რა საგნებია და მისთვის რა მნიშვნელობას ატარებს.

სცენის დადგმა

სტუდენტმა, კოლეგებთან ერთად, ორგანიზება უნდა გაუკეთოს , დადგას პატარა სოციალური

სიტუაცია და გადაიღოს ის.

სიტუაციის მაგალითებია: მისალმება, გაცნობა, კამათი,მეცნიერული დისკუსია.

შემდეგ, სხვა სტუდენტებთან დისკუსიისას, გააანალიზოს სცენის მონაწილეების სხეულის

პლასტიკა, ჟესტი, მიმიკა, პოზა.

– ახდენს თუ არა ის ბუნებრივ შთაბეჭდილებას?

– რა გასცემს მის ხელოვნურობას

რით განსხვავდება ჩვენი, ნამდვილი სიტუაციებისაგან მიღებული, შთაბეჭდილებები ? აქ

შეიძლება დავიხმაროთ მსგავსი სიტუაციის რეპორტიორული დაუდგმელი ფოტო.

Page 37: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

იგივე სავარჯიშოს სახესხვაობა- სხეულის პლასტიკის რომელიმე სახელმძღვანელოს

გამოყენებით (მაგალითად: არჩეული სიტუაციის ფოტოგრაფიული აღქმა, წარმოდგენილ

სურათზე). ფოტოს შესრულების შემდეგ ვახდენთ მის ინტერპრეტაციას, რომელიც მოყვანილია

სახელმძღვანელოში და ვიწყებთ დისკუსიას ,,მსახიობებთან'', რომლებიც ამ სცენაში

თამაშობდნენ. ვარკვევთ განიცდიდნენ ისინი თუ არა იგივე გრძნობებს, სახელმძღვანელოში

აღწერილი ჟესტების და პოზების გამეორებისას.

ამ პროექტის კიდევ ერთი სახესხვაობა- ეს არის

ირვინგ გოფმანისეული დრამატურგიული მიდგომა არჩეული ფოტოტოგრაფიულ

ილუსტრაციასთან ( მაგალითად, კავშირის ნიშნები, საკუთარი თავის წარმოდგენა, სახის

წარმოდგენა,განსხვავებული ტიპების გაერთიანება და ა.შ.).

ექსპერიმენტი- ჩაშლა

კოლეგების გარემოცვაში, სტუდენტიარტარებს ჩაშლის ექსპერიმენტს, ჰაროლდ გარფინკელის

მოსაზრების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ის ყოფაქცევის( საქციელის) ან სიტყვიერი რეაქციის

რომელიმე აბსურდული ფორმით დაარღვევს ინტერაქციის მოსალოდნელ მსვლელობას. სხვა

სტუდენტი ექსპერიმენტის მონაწილეების,მნიშვნელობის არ მქონე, რეაქციებს ფოტოზე

აფიქსირებს( სასურველია საფარიდან ან ძლიერი ტელეობიექტივიდან) და შემდეგ ცდილობს მათ

,,განორმალურებას'', სიტუაციის გამართლებას.

Page 38: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

რიტუალების რეგისტრაცია

სტუდენტმა უნდა შეასრულოს ქორწილის, ნათლობის, ოჯახის წევრის ან ვინმე უცხოს პირველი

ზიარების კადრების ფოტოსერია. შემდეგ საოჯახო არქივში უნდა იპოვნოს მსგავსი სიტუაციების

ამსახველი ფოტოები: მშობლების ქორწილის, თავისი პირველი ზიარების და ა.შ. ამ ფოტოებზე

დაკვირვებამ, დისკუსიის თანხლებით, უნდა გამოავლინოს ერთის მხრივ წარსული,

რიტუალების სიძველე, მეორე მხრივ კი- სიახლე, შესავალი საზოგადოებრივ წინაპირობების

ცვლასთან ერთად. ალტერნატიული მასალა შეიძლება გახდეს ცნობილების

ქორწილების(მაგალითად სამეფო ოჯახის), ან ცნობილებისა და მდიდრების ქორწილის

სურათები პრესიდან. ამ შემთხვევაში, ინტერპრეტაციის აქცენტი შეიძლება გაკეთდე რიტუალის

უნივერსალურობაზე, მაქსიმალურად უტრირებულისა საჯარო ცერემონიების შემთხვევაში,

მაგრამ ხარისხობრივად მსგავსი იმისა,რაც უბრალო ხალხის ოჯახებში ხდება.

დამშვიდობება და შეხვედრები

სტუდენტმა უნდა შეასრულოს ფოტოების სერია, რომელიც წარმოადგენს ახლობლების

დამშვიდობებისა და შეხვედრის ტიპიურ კადრებს, აეროპორტში ,რკინიგზის სადგურებში და

ა.შ.). განსხვავდება თუ არა ადამიანური რეაქციები იქიდან გამომდინარე,რა დროს დაშორდნენ

და რა საფრთხე მოელით მათ?

სპორტის ან კინოს ვარსკვლავებთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიების ან სადღესასწაულო

დახვედრის ფოტოებმა, პრესიდან, შედარებითი მასალის სამსახური შეუძლიათ გასწიონ.

Page 39: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

გამოსაძიებელი მიზანი- ემოციის იმ უნივერსალური ფორმების დაჭერა,რომელიც

დაშორებასთან და დაბრუნებასტანაა დაკავშირებული.

განვრცობილი ფოტოპროექტები

ფოტოგრაფიული ავტოპორტრეტი

სტუდენტს ევალება, გააკეთოს 12-15 ფოტოიანი სერია, რომელიც, ყველაზე უკეთ, წარმოაჩენს მის

იგივეობას, ვიდ ითვლება, რითია დაინტერესებული, ვისთან მეგობრობს. შემდეგ ეს სერია

განიხილება სტუდენტების მიერ, რათა გაიხსნას განსხვავება მისი საკუთარი და სხვების

მოსაზრებებისა.

ყოველდღიური ციკლი

სტუდენტმა უნდა გააკეთოს ქალაქის სხვადასხვა ადგილების( ქუჩები,გამოცოცხლებული

გზაჯვარედინი, მოედანი, სავაჭრო ცენტრისა და რესტორნის შესასვლელები) ფოტოსერია, ღის

სხვადასხვა დროს. შემდეგ სტუდენტები, დისკუსიის თანხლებით, ცდილობენ , ფოტოების

Page 40: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

მიხედვით განსაზღვრო დღიური ციკლის ნამდვილობა, რომელსაც ემორჩილება

საზოგადოებრივი ცხოვრება.

გაგრძელებადი ციკლი

სტუდენტმა, სემესტრის ან სასწავლო წლის განმავლობაშჳ, უნდა შეასრულოს ერთი და იგივე

ადგილების( ქალაქის ქუჩების,მოედნების, რაიონების, გლეხების მეურნეობის) ფოტოსერია,

წლის სხვადასხვა დროს. შემდეგ სტუდენტები ერთობლივი დისკუსიით ცდილობენ, ფოტოების

მიხედვით განნსაზღვრონ ქალაქური ციკლის ნამდვილობა, რომელსაც საზოგადოებრივი

ცხოვრება ემორჩილება.

ფოტოგრაფიული გამოკვლევა

სტუდენტმა უნდა მოამზადოს რამოდენიმე ან რამოდენიმე ათეული ფოტო, რომელზეც ის

წარმოადგენს თავსის საცხოვრებელი ადგილის( ქალაქის, სოფლის, კვარტალის ან რაიონის) ან

თავისი გარემოს( სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, სტუდენტური კულტურის, სასწავლო

წლის დასაწყისში მოწყობილი დღესასწაულის, უნივერსიტეტული ცხოვრების) მთელ

ფოტოგრაფიულ სახეს.

Page 41: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

დანახული ფასეულობები

სტუდენტმა,სემესტრის ან წლის განმავლობაში,უნდა გააკეთოს რამოდენიმე ან რამოდენიმე

ათეული ფოტოსაგან შემდგარი სერია, რომელზეც ასახული იქნება მის მიერ არჩეული რაიმე

ფასეულობა, მაგალითად; სილამაზე,სიკეთე,სამართლიანობა, სიუხვე, ღირსება, მეგობრობა,

სიყვარული, დახმარება, ნდობა, ლოიალურობა. რას აღნიშნავენ ეს ფასეულობები? როგორია

მათი გამოხატულება,რეალიზება, კონკრეტიზირება ყოველდღიურ, დაკვირვებად,

საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

ეგზოტიკური ჩვეულება

სტუდენტმა, არდადეგების, მოგზურობის ან საზღვარგარეთ მგზავრობის დროს, უნდა გააკეთოს

ფოტოების სერია იქაური ჩვეულებების, ნანახი საზოგადოების ცხოვრების წესის, თავისუფალი

დროის გატარებისა და ა.შ. შესახებ.

დაწინაურებული ფოტოპროექტი

სტუდენტები,რამოდენიმე დღით, პატარა სოფელში მიემგზავრებიან.თავიდან ისინი გარემოს

საერთო ფოტოგრაფიულ კვლევას ატარებენ ; შემდეგ კი აკეთებენ ფოტოსერიას, რომელმაც უნდა

Page 42: პიოტრ შტომპკა ,,ვიზუალური ......სოციოლოგია და ფოტოგრაფია თითქმის ერთდროულად

ასახოს ამ გაერთიანებისა და საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ხუთზე მეტი ტიპიური

კონტექსტი( მაგ., ოჯახი და მეურნეობა, მინდორში მუშაობა, რელიგია, მრევლი, გართობა,

ავადმყოფობა).

სტუდენტები, თავიდან, განიხილავენ ფოტოეს, შემდეგ კი, ფოტოგრაფიის გამოყენებით,

ატარებენ ინტერვიუს მოსახლეობასთან. იქ ყოფნის ბოლოს, ინტერვიუ ტარდება ადგილობრივი

საზოგადოების მოწვეულ წარმომადგენლებთან.

- სტუდენტი, სემესტრის ან სასწავლო წლის განმავლობაში, აკეთებს ფოტოგრაფიულ

მონოგრაფიას, რომელთანაც ის მჭიდროდაა დაკავშირებული( მაგ., სტუდენტური საერთო

საცხოვრებელი, სპორტული კლუბი, სტუდენტური გაერთიანება, რელიგიური ამხანაგობა,

სექტები). დაკვირვების შესავალში,კულტურული ანთროპოლოგის მსგავსად, ის

დოკუმენტირებას უკეთებს აქტივობების სხვადასხვა გამოვლინებას; თან ცდილოს ჩაიჭიროს ამ

გაერთიანებების ცხოვრების წესის, იდეალების, მიბაძვის მაგალითების, ადატებისა და ზნე-

ჩვეულებების მახასიათებლები. ბოლოს, ის გადაღებულ ფოტოებს წარუდგენს გაერთიანების

წევრებს, მათთან ჯგუფური ან ინდივიდუალურიინტერვიუს პრიცესში ან კოლეგებს,ჯგუფში

დისკუსიისას.