20
1 შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით პროგრამის ხელმძღვანელი: შალვა ახრახაძე პროგრამა დამტკიცებულია: „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის ბრძანებით (№15. 03 / 12 / 2013). პროგრამა მოდიფიცირებულია: „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის ბრძანებით (№28. 04 / 04 / 2014).

შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

1

შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი“

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში

პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში

სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით

პროგრამის ხელმძღვანელი: შალვა ახრახაძე

პროგრამა დამტკიცებულია: „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის

ბრძანებით (№15. 03 / 12 / 2013).

პროგრამა მოდიფიცირებულია: „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის

ბრძანებით (№28. 04 / 04 / 2014).

Page 2: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

2

სარჩევი პროგრამის მიზნები ..............................................................................................................................................3

პროგრამაზე დაშვება ............................................................................................................................................3

სწავლების შემდგომი საფეხური ........................................................................................................................4

დასაქმების სფერო ................................................................................................................................................4

სწავლის შედეგები ................................................................................................................................................5

სასწავლო კომპონენტები .....................................................................................................................................8

ძირითადი სასწავლო კურსები .......................................................................................................................8

სპეციალობის სასწავლო კურსები ............................................................................................................... 11

სამაგისტრო ნაშრომი .................................................................................................................................... 12

სასწავლო გეგმა .................................................................................................................................................. 14

სწავლების მეთოდოლოგია .............................................................................................................................. 15

შეფასების სისტემა ............................................................................................................................................. 15

კომპეტენციების ჩამონათვალი ....................................................................................................................... 17

შედეგების რუკა ................................................................................................................................................. 18

ადამიანური რესურსი ....................................................................................................................................... 18

მატერიალური რესურსი ................................................................................................................................... 18

დანართები .......................................................................................................................................................... 19

დანართი №2 ................................................................................................................................................... 19

დანართი №3 ................................................................................................................................................... 20

Page 3: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

3

პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ფინანსისტები,

რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით შეძლებენ ეფექტურად, ეფექტიანად და

ხარისხიანად განახორციელონ მმართველობითი ფუნქციები. აღნიშნულის მიღწევის მიზნით

კურსდამთავრებულებს ექნებათ:

კონცეპტუალური, სისტემური და სტრატეგიული ხედვის, მიზნების ჩამოყალიბების უნარი;

სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ერთეულებისათვის გრძელვადიანი და

მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბების, განხორციელების გზების დადგენისა და

კონტროლის უნარი;

ღრმა თეორიული ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი საფინანსო დარგის

მიმართულებებში, როგორებიცაა: კორპორაციული ფინანსები, აღრიცხვა და აუდიტი,

ბიუჯეტირება და კონტროლი, ინვესტიციების მართვა, ფინანსური კონტროლი და შეფასება;

კვლევითი პროექტების განხორციელების უნარი;

ადამიანური რესურსის მართვისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების ეფექტურად

წარმართვის უნარი;

კონკურენტულ, დინამიურ და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის, მიზნის

ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

მმართველობითი ფუნქციებისა და როლების, როგორებიცაა: დაგეგმვა, ორგანიზება,

ლიდერობა, კონტროლი, ინფორმაციის მართვა, გადაწყვეტილების მიღება,

განხორციელებისათვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენების უნარი;

დარგობრივი და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პროგრამაზე დაშვება

1. პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე

პირი, რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდას და უნივერსიტეტის

მიერ განსაზღვრულ გამოცდას;

2. მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი

განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პირები გარდა

ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ

და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის

შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში

და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნებს;

3. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით სარგებლობს მობილობის უფლებით და წარმატებით გაივლის

უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

4. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რაც უნდა

დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით ან ინგლისური ენის გამოცდის შედეგებით.

Page 4: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

4

სწავლების შემდგომი საფეხური

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების

შემდეგ საფეხურზე დოქტორანტურაში.

დასაქმების სფერო

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისადმი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს

მიერ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩატარდა საჯარო და კერძო სექტორის შრომის

ბაზრის კვლევა (იხ. დანართი №1). კვლევამ გამოავლინა აღნიშნული სპეციალობის

კურსდამთავრებულთა დასაქმების ფართო სპექტრი:

ფინანსური დირექტორი;

აუდიტისა და ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;

ბიუჯეტის მართვის სამმართველოსა და დაგეგმვის უფროსი;

პროექტის ფინანსური მენეჯერი;

კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი – ბანკირი;

საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი – რისკების მენეჯერი;

ფინანსური დეპარტამენტი – ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი;

დაკრედიტების სამსახური – ექსპერტი;

შიდააუდიტის დეპარტამენტი – ანალიტიკოსი, აუდიტორი;

ინვესტორებთან ურთიერთობისა და ფინანსური რესურსების მოზიდვის დეპარტამენტი –

ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი;

ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტი – მენეჯერი;

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დეპარტამენტი – ოფიცერი.

ასევე დადგინდა ის მოთხოვნები, რომლებიც ზემოაღნიშნული პოზიციების დასაკავებლად

არის საჭირო და რაც საფუძვლად დაედო პროგრამის სწავლის შედეგებს. შესაბამისად, პროგრამის

კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა, სხვადასხვა სფეროს

ცოდნის ინტეგრაციისა და კვლევების ჩატარების უნარი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით,

გუნდური მუშაობისა და გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობა,

ახალი სტრატეგიების დანერგვის უნარი, წარმატებით შეძლებს დასაქმებას როგორც ზემოთ

ჩამოთვლილ პოზიციებზე, ასევე შესაბამისი დეპარტამენტებისა და სამსახურების

ხელმძღვანელებად.

Page 5: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

5

სწავლის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებიდან და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან

გამომდინარე განისაზღვრა პროგრამის სწავლის შედეგები:

ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს შემდეგი საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა:

მოთხოვნისა და მიწოდების განსაზღვრისა და საფასო ცვლილების კანონები, არასაფასო

ფაქტორებით გამოწვეული წონასწორული მდგომარეობის ცვლილებები და მათი შესაძლო

შედეგები; მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიკურობის კანონზომიერებები და სპეციფიკა;

ელასტიკურობის თეორიის პრაქტიკული მნიშვნელობა; მომხმარებელთა ქცევის

ფაქტორები და თავისებურებები, მომხმარებლის ოპტიმალური არჩევანისა და გამოხატული

უპირატესობის თეორია; რისკები და მიკროეკონომიკაში რისკის გარემოში

გადაწყვეტილებების მიღების ტექნიკა; წარმოებისა და დანახარჯების თეორიები, მათი

ურთიერთკავშირი და რეალობასთან მიმართება; სახელმწიფო პოლიტიკით გამოწვეული

სარგებლისა და ზარალის შეფასების მეთოდები;

ფინანსური ანგარიშგების შედგენის მეთოდოლოგია. საერთაშორისო ფინანსური

ანგარიშგების დღევანდელი მოდელები, მათ შორის განსხვავება და სამომავლო

განვითარების პერსპექტივები. საბაზრო, საპროცენტო, სავალუტო, საკრედიტო,

საოპერაციო, სადაზღვევო - გაზომვის, მიტიგაციის და კონტროლის მექანიზმები.

ფინანსური ბაზრების მუშაობის სტრუქტურა, ფინანსურ ბაზრებზე არსებული

ინსტრუმენტები, მათი ანალიზი, მიმზიდველი და რისკიანი მახასიათებლები, გამოყენების

პირობები და შეფასების მექანიზმები. ფინანსური ინსტიტუტების ძლიერი და სუსტი

მხარეების დადგენა და შესაბამისი საინვესტიციო და სხვადასხვა ფინანსური ტიპის

გადაწყვეტილების მიღება. ასევე, ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი თანამედროვე ფინანსური

ინსტიტუტების შინაარსი/დანიშნულება, აგებულება და განვითარების ტენდენციები;

ბუღალტერული აღრიცხვა და გატარებები. ინვესტიციის ტიპების, აქციებისა და

ვალდებულებების ტიპების, ტრანზაქციის ეტაპების, სასაქონლო მარაგების აღრიცხვის

მეთოდების, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტების,

ფიქსირებული აქტივების ცვეთის აღრიცხვის მეთოდების, ნაღდი ფულის კონტროლის

მეთოდების, ფინანსური ანგარიშების, უწყისების მომზადების მეთოდები და მათი

გამოყენება;

ეკონომიკაში საბანკო დაწესებულების როლის (როგორც მიკრო, ასევე მაკრო), მონეტარულ

თეორიის, მომხმარებლებთან და საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების,

რეგულაციების, წესების და საკითხების სისტემური ცოდნა. ასევე: საბანკო სფეროს

მარეგულირებელი გარემო და რეგულირების ინსტრუმენტები, სხვადასხვა წყაროდან

მიღებული შემოსავლებისა და ხარჯვის მართვა, ეკონომიკური ღირებულების გაანგარიშება

და ლიკვიდურობის დაგენა, საბანკო საქმიანობის ანალიზი გლობალურ ასპექტში;

საინვესტიციო პორტფელის შეფასება და მისი მართვის თეორიული და პრაქტიკული მხარე.

ფულადი ნაკადების დისკონტირება და საინვესტიციო შესაძლებლობების ალტერნატიული

მოდელები;

ორგანიზაციული თეორია და მისი თავისებურებები, სამუშაოს კმაყოფილებისა და

განწყობის თეორია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მათზე მოქმედი სიტუაციური

ფაქტორები, გუნდის ფორმირება და მართვის წესები, ორგანიზაციული სტრუქტურა და

მისი ფორმირების წესები, კონფლიქტების ტიპები და მათი მართვა, მოლაპარაკების

ტექნიკა. ორგანიზაციული კულტურა, პიროვნული თვისებები და ღირებულებები

ორგანიზაციაში და აღნიშნული ღირებულებების ზეგავლენა ორგანიზაციაზე;

Page 6: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

6

მარკეტინგული სტრატეგიის პროცესის ფორმირება, განხორციელება და კონკურენტული

პოზიციონირება. სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების გასაზღვრა,

მიღებული შედეგების შეფასება და პროცესის მონიტორინგი. კონკურენტული

უპირატესობის იდენტიფიცირება და შენარჩუნება. სისტემური და სტრატეგიული

გადაწყვეტილებების მიღება მარკეტინგულ მიქსთან, ფასწარმოქმნასთან, ბრენდირებასთან

და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.;

კვლევის მეთოდები (სტატისტიკური ანალიზი, წრფივი ოპტიმიზაციის ძირითადი

საკითხები, სიმულაციური ანალიზი, კვლევის ტექნიკა, მონაცემთა შეგროვების,

დახარისხებისა და ანალიზის მეთოდები, მენეჯერული და ფინანსური მოდელირების

გამოყენება, აკადემიური წერის ძირითადი ცნებები და ტერმინები, წერითი ნაშრომების

ფორმები და სახეები და ა.შ.);

ბიზნესის წარმოების სამართლებრივ გარემოს აქტუალური საკითხები, სამეწარმეო

ურთიერთობების მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტები,

კომპანიების შექმნის და გარდაქმნის წესი, კონტრაქტის არსი, დადების წესი და სახეები,

ვალდებულების შესრულების და შესრულების უზრუნველყოფის სპეციფიკა,

საგადასახადო ურთიერთობები, შრომითი და სავაჭრო ურთიერთობები, გაკოტრების

პროცედურის სპეციფიკა.

წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები;

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

მიკროეკონომიკური პროცესების პროგნოზირება, ელასტიკურობის კოეფიციენტის,

წარმოების დანახარჯების, მომხმარებლისა და მწარმოებლის ნამეტებისა და სხვა

მიკროეკონომიკური პარამეტრების გაანგარიშება;

ბიზნესგარემოს ანალიზი, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და მომხმარებლების ანალიზი;

ფინანსური ანგარიშებისა და უწყისების ანალიზი და შეფასება, წარმოებისა და მომსახურე

კომპანიის შიდაფინანსური ინფორმაციის გამოყენება ხარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტირებისა

და გადაწყვეტილების მიღებისთვის, კომპანიის ფინანსური ღირებულების შეფასება,

კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასის ზრდა, დივიდენდების პოლიტიკა და სასესხო

რესურსების მართვა, ფინანსური ბაზრების ანალიზი, საკრედიტო-საინვესტიციო

პროექტების სიღრმისეული ანალიზი, საინვესტიციო პორტფელების მართვა, კომპანიის

შერწყმებისა და შესყიდვების ანალიზი, საინვესტიციო პროექტების სწრაფი დამუშავება,

ფინანსური ანგარიშგება, რისკების მართვა, კომპანიის ფინანსური რესურსების სწორად

წარმართვა;

სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა, ოპერაციული პრობლემების იდენტიფიცირება,

პრობლემების მიზეზების სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენება, გუნდური მუშაობა,

გუნდის მართვა, ორგანიზაციის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა, ქმედებების ლოგიკური

დაჯგუფება და მათი ურთიერთკავშირი (ლოგიკური დიაგრამები), კალენდარული გეგმის

შედგენა, პროექტის რისკების ანალიზი და მართვა;

მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება, ბაზრის სეგმენტაცია, ფასწარმოქმნის

სტრატეგიების განსაზღვრა;

კვლევის მეთოდების შერჩევა და კვლევის ჩატარება, მენეჯერული და ფინანსური

მოდელების გამოყენება, მონაცემთა ანალიზი და კვლევა, სისტემის კვლევა და სათანადო

რეკომენდაციების შემუშავება;

ბიზნესის სფეროში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გაანალიზებისა და შესაბამისი

გადაწყვეტილებების მიღება;

ბიზნესში დამქირავებელთან ეფექტიანი კომუნიკაცია, პირისპირ საქმიანი კომუნიკაციისას

კონტექსტუალური კრიტიკული კომუნიკაცია;

Page 7: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

7

გ) დასკვნის უნარი

ბიზნესის გარემოს შეფასება და ანალიზი;

მოვლენების პრაქტიკული შეფასების საფუძველზე ეკონომიკური გადაწყვეტილებების

მიღება;

ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტებზე დაყრდნობით შესაბამისი

გადაწყვეტილებების მიღება, საინვესტიციო და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება,

კაპიტალის სტრუქტუირების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, ორგანიზაციის რისკის

მადის შესაფერისი ბიზნესგადაწყვეტილებები, კომპანიის ფინანსური სტრატეგიული

მიმართულებების, ორგანიზაციის ფინანსური ბიუჯეტირების დაგეგმვა, შექმნა, მართვა და

კონტროლი;

ორგანიზაციული სისტემის კრიტიკული შეფასება და არგუმენტირებული დასკვნების

გაკეთება, რაც ეხმარება მას შეიმუშაოს სისტემის გაუმჯობესების გზები და ახალი

მეთოდები, პროექტების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტიდან ოპტიმალურის შერჩევა;

სტატისტიკური შეფასებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და პროგნოზების

გაკეთება და დასაბუთება, ერთმანეთისაგან რეალური და არარეალური მტკიცებულებების

გარჩევა, ლოგიკური უსწორობების აღმოჩენა და გასწორება, ნაშრომის შეჯამება;

დ) კომუნიკაციის უნარი – სხვადასხვა სახის მონაცემთა წყაროებთან მუშაობა, სხვადასხვა სახის

სტატისტიკური კითხვარების დიზაინი და მონაცემების შეგროვება / გავრცელება, სტატისტიკური

ცხრილების, გრაფიკების, მოდელების ინტერპრეტაცია სპეციალისტებისა და

არასპეციალისტებისათვის, დისკუსია მონაცემებისა და მოდელების სხვადასხვა სახის შესახებ,

კორპორაციული თუ პირადი ბიზნესამოცანების მისაღწევად ეფექტური ტაქტიკების განვითარება,

ეფექტურად წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, ბიზნესკომუნიკაციის ჭრილში კრიტიკული

და კრეატიული აზროვნება, ლიტერატურის მოძიება და სწორად გამოყენება;

ე) სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა, გაცნობიერება და დამოუკიდებლად

მუშაობა, საკუთარი მიღწევების ობიექტურად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროების სწორად

განსაზღვრა, საჭირო ლიტერატურის, სამეცნიერო სტატიების, სასწავლო „ქეისების“

დამოუკიდებლად მოძიება და მათი ანალიზი, საკუთარი დროის რაციონალური განაწილება

დასახული მიზნების მისაღწევად, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით კონკრეტული

დისციპლინის ასათვისებლად საჭირო რესურსების დადგენა, კვლევაზე დაყრდნობილი

მაღალპროფესიული პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;

ვ) ღირებულებები – ორგანიზაციული კულტურისა და ღირებულებების გათავისება:

პასუხისმგებლობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ორგანიზებულობა,

პუნქტუალობა, კონფიდენციალურობა და ინფორმაციის შენახვა; კვლევის წარმოების დროს

ეთიკური ნორმების დაცვა; საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების ცოდნა და

დაცვა.

Page 8: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

8

სასწავლო კომპონენტები

სასწავლო კურსები დაყოფილია 2 ჯგუფად: ძირითადი და სპეციალობის. ასევე პროგრამით

გათვალისწინებულია სამაგისტრო ნაშრომი. თითოეული ნაწილის დატვირთვა შესაბამისად

შეადგენს:

ძირითადი – 68 ECTS კრედიტი;

სპეციალობის – 26 ECTS კრედიტი;

სამაგისტრო ნაშრომი – 26 ECTS კრედიტი.

ძირითადი სასწავლო კურსები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება

კურსის ძირითადი მიზანია, პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით ბუღალტრული

გატარებების მომზადების, სხვადასხვა ტიპის დარიცხვის მეთოდების, კომპანიის აქტივებისა და

ვალდებულების აღრიცხვის შესწავლა და ფინანსური უწყისების მომზადება, რომელიც თავის

მხრივ გამოიყენება მენეჯმენტის მიერ დაგეგმვის, გადაწყვეტილებების მიღების და შედეგების

შეფასებისთვის, ხოლო აქციონერების მხრიდან საკუთარი ინვესტიციების შეფასებისათვის. გარდა

ამისა დეტალურად შეისწავლება/გაანალიზდება მთელი რიგი, ფინანსური კოეფიციენტები

რომლებიც გამოიყენება კომპანიის შედეგების ანალიზისათვის.

ეკონომიკური ანალიზი მენეჯერთათვის

კურსის მიზანია შეასწავლოს მაგისტრანტებს მენეჯერული ეკონომიკის ძირითადი მეთოდები და

მოდელები; ჩამოუყალიბოს მაგისტრანტებს ანალიტიკური ეკონომიკური აზროვნება; შეასწავლოს

მათ მიკროეკონომიკური ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება

გადაწყვეტილებების მიღებისა და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში.

აკადემიური წერა

კურსის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს აკადემიური წერის უნარები. კურსი აგებულია

თანამედროვე საერთაშორისო ნორმებისა და კრიტერიუმების მიხედვით. სტუდენტები

საფუძვლიანად სწავლობენ მეთოდებსა და ხერხებს, რომლებიც აუცილებელია სამაგისტრო

თეზისებისა და კვლევის ანგარიშის მოსამზადებლად. საამისოდ განსაკუთრებული ყურადღება

ეთმობა შემდეგი კომპეტენციების გამომუშავებას: კურსის გავლის შედეგად სტუდენტს უნდა

შეეძლოს ნაშრომის ტექნიკურად გამართვა-გაფორმება; დარგზე ორიენტირებული კვლევის

(მონაცემების შეგროვება-დამუშავება) მეთოდოლოგიის გამოყენება, სამეცნიერო ლიტერატურის

კრიტიკული მიმოხილვა, აკადემიური ნორმების დაცვით არგუმენტირებული მსჯელობის

წარმართვა, სხვადასხვა აკადემიური ჟანრის ტექსტის შექმნა, არაპროფესიონალური ქმედების -

პლაგიატის-აღკვეთა.

საგადასახადო და ბიზნეს სამართალი

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შესძინოს ბიზნეს საქმიანობისთვის აუცილებელი

საგადასახადო სამართლის მარეგულირებელ ნორმების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების

უნარი. აღნიშნული კურსი უზრუნველყოფს სწავლების თანმედროვე მეთოდების გამოყენებით

Page 9: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

9

ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების იმ საკითხების სიღრმისეულ შესწავლას, რომლებიც

წარმოიშვება ბიზნესის წარმოების პროცესში.

ამ თვალსაზრისით კურსის სწავლებისას განხილული იქნება სამართლისა და ეკონომიკის

პრობლემური საკითხები, სამართლის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულება,

ბიზნესის წარმოების სამართლებრივი მექანიზმები.

რაოდენობრივი ანალიზი ბიზნესისათვის

კურსის მიზანია მაგისტრანტებს შეასწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის

ფუნდამენტური ცნებები და მეთოდები და მათი გამოყენებები ყოველდღიურ ცხოვრებაში და

ბიზნესის წარმოებაში.

მენეჯერული აღრიცხვა და ბიუჯეტირება

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ორგანიზაციის წარმატებისათვის აუცილებელი

სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის საჭირო ფაქტორების

იდენტიფიცირებისა და მართვის საშუალებები; დაანახოს სტუდენტს ორგანიზაციის

წარმატებისათვის მიკრო დონეზე არსებული ფაქტორების კავშირი სტრატეგიულ მიზნებთან და

შესაბამისად მისცეს საშუალება სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ელემენტების

ინდენტიფიცირებისა და მართვის. კურსი მიმართულია ორგანიზაციის საწარმო და სერვის

პროცესებში არსებული ხარჯების დადგენა, ანალიზსა და გაანგარიშებაზე. რაოდენობრივი და

ხარისხობრივი ინფორმაციის მოძიებაზე, რაც დაეხმარება ორგანიზაციის მმართველებს

ფინანსების დაგეგმვაში, როგორც სტრატეგიულ ასევე საოპერაციო დონეზე ხარჯების,

შემოსავლების, ფულადი სახსრების და ინვესტიციების პროგნოზირების ინსტრუმენტების

გამოყენებით. მენეჯერული აღრიცხვა გამიზნულია კომპანიის შიდა მომხმარებლებზე.

ანგარიშგება შეიძლება იყოს მორგებული ინფორმაციის მომხმარებლებზე და ძირითადად

გამოიყენება ხარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიული/საოპერაციო გადაწყვეტილებების

მიღებისათვის. დეტალურად შეისწავლება ხარჯების გამომწვევი ფატორები, ნულოვანი მოგების

წერტილის გაანგარიშება და მენეჯერული გადაწყვეტილებებისათვის გამოყენება.

ორგანიზაციული ქცევა

კურსის მიზანია, ორგანიზაციულ კონტექსტში, ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევის

გაანალიზება და გაგება. ორაგნიზაციული ქცევის თეორიებისა და პრაქტიკის

ურთიერშესაბამისობაში დანახვა და შემეცნება; პროდუქტიულობის, მოტივაციის, გაცდენის და

სხვადასხვა ქცევების შესწავლა, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და სათანადო რეაგირება.

სტუდენტები, ასევე შეისწავლიან მეთოდებს თუ როგორ ჩავანაცვლოთ სამსახურეობრივი სტრესი

კმაყოფილებით. ორგანიზაციულ პროდუქტიულობაზე ინდივიდებისა და ჯგუფის ქცევის

ზეგავლენის ანალიზი. ეფექტური ორაგანიზაციული სტრუქტურის, დიზაინის, კულტურის როლი

და ზეგავლენა ინდივიდის ქცევაზე. ლიდერობის და მოტივაციის თეორიების სამუშაო გარემოში

გამოყენება.

სტრატეგიული ბიზნესკომუნიკაცია

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიების

შემუშავება და მათი პრაქტიკაში წარმატებით გამოყენების მეთოდები; განუვითაროს მათ

Page 10: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

10

ინტერპერსონალური და გუნდური კომუნიკაციის უნარები. კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად

თემებს: ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგია, წერითი და ზეპირი (ვერბალური და

არავერბალური) კომუნიკაცია, ეფექტური პრეზენტაცია, ინდივიდუალური, ჯგუფური და

ლიდერული კომუნიკაცია.

ოპერაციათა მენეჯმენტი

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტთა მომზადებას ოპერაციული პროცესების სწორად

განხორციელებისათვის მმართველობით საქმიანობაში. იგი წარმოადგენს თეორიულ და პრატიკულ

საფუძველს ბიზნეს-ოპერაციების რაციონალურად, ოპტიმალურად დაგეგმვა-ორგანიზებასა და

განხორციელებაში, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მოიპოვოს კონკურენტული

უპირატესობა ბაზარზე. ოპერაციული მართვა წარმოადგენს მმართველობითი გადაწყვეტილებების

მიღების შესახებ დისციპლინას, რომელიც გამიზნულია შიდა ორგანიზაციული პროცესების

ეფექტური და ეფექტიანი მართვისთვის.

კორპორაციული ფინანსები

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს კორპორაციული ფინანსების მართვის მეთოდები,

მოდელები და ხელი შეუწყოს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ყურადღება

გამახვილებულია და დეტალურად შეისწავლება ორგანიზაციის ფინანსური რესურსების სწორად

შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებასა და ფულის

დროითი ღირებულებების გაანგარიშებაზე. საინვესტიციო პროექტების მომგებიანობის, ამონაგების

პერიოდის და კოეფიციენტების გაანგარიშებაზე, გაანალიზების პროცესებსა და მიდგომებზე.

პროექტების მართვა

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს პროექტის დაგეგმვა, განხორციელება,

კონტროლი და მონიტორინგი. განხილულია პროექტის სასიცოცხლო ციკლი და თვითოეულ

ეტაპთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა სამუშაოს მოცულობის გასნსაზღვრა, შრომის

ორგანიზება, რისკების მართვის პროცისი, სამუშაოს კონტროლი და რეპორტინგი.

კვლევის მეთოდები

კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტს ბიზნესისა და ფინანსების სფეროში კვლევის პოპულარული

მეთოდები; შესძინოს საბაზო კომპეტენციები კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და კრიტიკული

ანალიზისათვის; გამოუმუშავოს კვლევის გეგმისა და ანგარიშის მომზადების უნარ-ჩვევები,

გაუღრმავოს წყაროების მოძიებისა და წყაროებთან მუშაობის უნარ-ჩვევები. კურსი

ორიენტირებულია შეასწავლოს სტუდენტს ის საკითხები, რომელიც აუცილებელია ბიზნეს

კვლევის დაგეგმვის და განხორციელებისთვის.

მარკეტინგული სტრატეგია და ანალიზი

კურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს გამოიმუშავონ მარკეტინგული გადაწყვეტილების

მიღების უნარები. ასევე სტუდენტებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ მარკეტინგული პრინციპების

ცოდნა ძირითადი მარკეტინგული პრობლემების იდენტიფიკაციის, სტრატეგიის განსაზღვრის,

ანალიზისა და დასკვნების გამოტანის მიზნით. კურსი დაფუძნებულია რეალურ ბიზნეს

სიტუაციებზე, რომელთა შესწავლისას სტუდენტები განიხილავენ კომპანიაში არსებულ

Page 11: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

11

მარკეტინგულ სიტუაციებს და გამოიმუშავებენ რეკომენდაციებს მოცემული სიტუაციის

გაუმჯობესებისაკენ.

სტრატეგიული მენეჯმენტი

კურსის მიზანია: სხვადასხვა ბიზნესის სიტუაციური ანალიზების განხილვისა და შესწავლის

შედეგად სტუდენტს გამოუმუშავოს ბიზნეს სტრატეგიის ფორმულირების, შერჩევის და დანერგვის

უნარი; სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის და მნიშვნელოვანი კომპონენტების შესწავლა,

გააზრება და პრაქტიკული აპლიკაცია, სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის გაანალიზება, რათა

ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელდეს ორგანიზაციის მოკლევადიანი და გრძელვადიანი

სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესი.

სპეციალობის სასწავლო კურსები

ფინანსური ინსტიტუტები და საბანკო საქმე

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს მსოფლიო საფინანსო სექტორების

(საინვესტიციო ფონდების, ფასიანი ქაღალდების ბირჟების, საბანკო სექტორის და ე.წ fintech

კომპანიების) საქმიანობის შინაარსი და თავისებურებანი, ასევე საფინანსო სექტორის მიერ

გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტები და მათ წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და

ახალი ტენდენციები. ასევე კურსის მიზანია სხვა და სხვა მიმართულებების სინთეზური ანალიზი,

როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საფინანსო სექტორის საქმიანობა და მათი ზედამხედველობა,

რათა შედეგად სტუდენტს გადასცეს ცოდნა, რომელიც აუცილებელია ფინანსური ინსტიტუტების

მოწყობის ანალიზისთვის

საინვესტიციო გადაწყვეტილებები და ფინანსური პორტფელის მენეჯმენტი

საგანი მოიცავს ფინანსურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ დისციპლინათა ფართო სპექტრს -- მ/შ

ფასიანი ქაღალდების ფასწარმოქმნის პრინციპები, რისკის შეფასება და სტატისტიკურად

მოსალოდნელი ამონაგების გამოთვლის მოდელები, კომპანიების შეფასების პრინციპები,

საინვესტიციო პორტფელის შექმნის, მართვისა და რისკების კონტროლის პრაქტიკული მეთოდები.

ფინანსური ანალიზი

ფინანსური უწყისების და ანგარიშების მნიშვნელობა განპირობებულია მათი გამოყენების

მრავალფეროვნებით, როგორც ანალიზის საშუალება, მენეჯერის მუშაობის შეფასების საშუალება,

პრობლემების დროულად იდენტიფიცირების შესაძლებლობა და სხვა. კურსის ფარგლებში

სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და ექნებათ უნარი გაანალიზონ თუ რა და რატომ დგას რიცხვების

უკან და მოახდინოდ მათი მართებული და საგულდაგულო ინტერპრეტაცია. ფინანსური

ანგარიშგების კრიტიკული ანალიზი, სტუდენტს მისცემს არამხოლოდ სტანდარტული

კოეფიციენტების დათვლის საშუალებას, არამედ ფინანსური ანგარიშების სუსტი წერტილების

გამოვლენის შესაძლებლობას, რაც საბოლოო ასახვას ჰპოვებს ეფექტური ბიზნეს სტრატეგიებისა და

გამართული ბიზნეს მოდელების შემუშავებაში.

რისკების მართვა

Page 12: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

12

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს სიღრმისეულად შეასწავლოს ფინანსური რისკებს

აღმოჩენის, გაზომვის და მართვის მეთოდები. აგრეთვე სტუდენტებს გააცნოს რისკის ჭრლიში

მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე არსებულ სტანდარტები. სასწავლო კურსში განხილულია საბაზრო,

საპროცენტო, საკრედიტო, ოპერაციული, ლიკვიდობის და სხვა რისკ კატეგორიების მოდელირების

და შეფასების მეთოდები.

სამაგისტრო ნაშრომი

სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენდეს დამოუკიდებელი კვლევის ანგარიშს, რომლის

კვლევის საგანი დაკავშირებულია ბიზნესის ადმინისტრირების ფინანსების დარგთან და მიზნად

ისახავს ამ დარგში ცოდნის გაფართოვებას და გაღრმავებას, მოქმედი ბიზნეს–კომპანიის

საქმიანობის შესწავლას, არსებული პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით კვლევის ჩატარებას,

მიღებული შედეგების ანალიზს, დასკვნების მკაფიოდ და დასაბუთებულად ჩამოყალიბებას,

პრობლემის გადაჭრის გზებისა და გეგმების შემუშავებას.

სამაგისტრო ნაშრომის მიზანია მოახდინოს სტუდენტის მიერ პროგრამის ფარგლებში

მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია და გაღრმავება. მასში ასახული უნდა იყოს ის თეორიული და

მეთოდოლოგიური საფუძველი, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც სტუდენტს

აქვს მიღებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დროს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა

საშუალებას აძლევს სტუდენტს კონკრეტული კომპანიის ბაზაზე უფრო ღრმად შეისწავლოს და

დაამუშაოს ის საკითხები, რომლებიც მისთვის განსაკუთრებული კვლევის ინტერესს წარმოადგენს

და ამავე დროს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება კომპანიის საქმიანობაში.

სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში სტუდენტი ვალდებულია ჰქონდეს საკვლევ

კომპანიაში რეგულარული ვიზიტები და წინასწარ შეთანხმებული ფორმით ჩართული იყოს მის

საქმიანობაში, რაც მას მისცემს საშუალებას მიიღოს კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული

გამოცდილება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო

უნივერსიტეტს“ სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმებული აქვს მემორანდუმები თანამშრომლობის

შესახებ (იხ. დანართი №3).

სამაგისტრო ნაშრომის თემას, სტუდენტის მიერ საკვლევი კომპანიის არჩევას და სამაგისტრო

ნაშრომის ხელმძღვანელს წინაწარ ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი სკოლის საბჭოს

შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე. სტუდენტი თავისუფალია საკვლევი კომპანიის

არჩევანში. უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტს საკვლევი კომპანიის შერჩევის პროცესში.

სამაგისტრო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს სიახლის სავალდებულო მოთხოვნას (უნდა

იკვლევდეს ახალ ფაქტორებს, მოვლენებს, თანმიმდევრულ სქემებს და განაზოგადებდეს არსებულ

თეზისებს სხვადასხვა პოზიციებისა და მიდგომების გამოყენებით).

სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხდება რექტორის ბრძანებით დამტკიცებული კომისიის წინაშე.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვა კანონიერად მიიჩნევა, როდესაც დაცვას ესწრება კომისიის წევრთა 2/3

მაინც.

დაცვის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 40 წუთი, საიდანაც 15 წუთი ეთმობა ნაშრომის

პრეზენტაციას, ხოლო დარჩენილი დრო კითხვა-პასუხს.

ნაშრომის პრეზენტაციისას ავტორი:

აღნიშნავს ნაშრომის რელევანტურობას, ორიგინალურობასა და სიახლეს;

აღნიშნავს ნაშრომის მიზანსა და ამოცანებს;

მოკლედ წარმოადგენს ნაშრომის შინაარსს;

მოკლედ წარმოადგენს მის მიერ ჩატარებულ კვლევასა და შედეგებს;

Page 13: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

13

წარმოადგენს ნაშრომის ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ნაშრომის საჯარო დაცვისას წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის ტექსტის წაკითხვის ან

ტექსტის სლაიდებიდან წაკითხვის ნაცვლად რეკომენდებულია ზეპირად გადმოცემა.

პრეზენტაციის ვიზუალური მასალა მაღალი ხარისხის უნდა იყოს (სლაიდებში ბევრი ტექსტი არ

უნდა იყოს შეტანილი; გარეკანი ძალიან პატარა არ უნდა იყოს; ერთი სლაიდი ბევრ გრაფიკულ

გამოსახულებას ან ცხრილებს არ უნდა შეიცავდეს). ნაშრომის პრეზენტაცია უნდა შეესაბამებოდეს

დადგენილ წესებსა და პროცედურებს. თუ პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა,

კომისიის თავმჯდომარეს აქვს უფლება პრეზენტაცია ერთი გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს.

ნაშრომი ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, რაც დეტალურად გაწერილია

სილაბუსში.

Page 14: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

14

სასწავლო გეგმა

სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა ორი წელი და მოიცავს 120 ECTS კრედიტს.

აკადემიური წელი იყოფა სამ ტრიმესტრად. ტრიმესტრების ხანგრძლივობაა: I, III, IV, V - 14 კვირა;

II – 10 კვირა; VI – 17 კვირა. პირველი ხუთი ტრიმესტრი ეთმობა სასწავლო კურსებს, ხოლო ბოლო

მეექვსე ტრიმესტრი – სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.

#

სასწ

ავლ

ო კ

ურ

სის

დას

ახელ

ება

სასწ

ავლ

ო კ

ურ

სის

კოდ

წინა

რეკ

ვიზ

იტ

კრედ

იტ

ი (

EC

TS)

საათ

ობ

რი

ვი

დატ

ვირ

თვა

(მათ

შო

რი

ს,

საკო

ნტაქ

ტო

)

I II

I სე

მესტ

რი

II ს

ემეს

ტრ

III

სემე

სტრ

IV ს

ემეს

ტრ

V ს

ემეს

ტრ

VI

სემე

სტრ

ძირითადი სასწავლო კურსები

1 ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება B1 - 6 150 (42) 6

2 ეკონომიკური ანალიზი

მენეჯერთათვის B2 - 6 150 (42) 6

3 რაოდენობრივი ანალიზი

ბიზნესისათვის B5 - 6 150 (42) 6

4 აკადემიური წერა B3 - 4 100 (21) 4

5 საგადასახადო და ბიზნეს სამართალი B4 - 4 100 (30) 4

6 სტრატეგიული ბიზნესკომუნიკაცია B8 - 4 100 (30) 4

7 კვლევის მეთოდები B13 B3; B5 5 125 (30) 5

8 ორგანიზაციული ქცევა B7 - 3 75 (21) 3

9 ოპერაციათა მენეჯმენტი B9 B5 6 150 (42) 6

10 კორპორაციული ფინანსები B10 B1 6 150 (42) 6

11 მარკეტინგული სტრატეგია და

ანალიზი B14 - 3 75 (21) 3

12 პროექტების მართვა B11 - 4 100 (21) 4

13 მენეჯერული აღრიცხვა და

ბიუჯეტირება B6 B1 7 175 (42) 7

14 სტრატეგიული მენეჯმენტი B15 B2; B4; B7; B9;

B14 4 100 (21) 4

სპეციალობის სასწავლო კურსები

15 ფინანსური ინსტიტუტები და საბანკო

საქმე S1 B10 6 150 (30) 6

16 საინვესტიციო გადაწყვეტილებები და

ფინანსური პორტფელის მენეჯმენტი S2 B10 10 250 (56) 10

17 ფინანსური ანალიზი S3 B1 4 100 (21) 4

18 რისკების მართვა S4 B5; B10 6 150 (42) 6

19 სამაგისტრო ნაშრომი* MR 26 650 (176) 26

სულ

22 13 18 21 20 26

53 67

120

*სამაგისტრო ნაშრომის განსახორციელებლად დაიშვება სტუდენტი, რომელსაც დაგროვებული აქვს 94 ECTS კრედიტი „ბიზნესის

ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში“.

Page 15: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

15

სწავლების მეთოდოლოგია

პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე თითოეული სასწავლო კურსისთვის შერჩეულია

შესაბამისი სწავლების მეთოდები, შესასწავლი მასალის შინაარსისა და მისაღწევი სწავლის

შედეგების გათვალისწინებით. სასწავლო კურსის სილაბუსები იძლევა დეტალურ ინფორმაციას

გამოყენებული სწავლების მეთოდების შესახებ. ზოგადად, სწავლების არსებული მეთოდებიდან

ძირითადი დატვირთვა მოდის: ლექცია, პრაქტიკული, სამუშაო ჯგუფში მუშაობა,

დამოუკიდებელი სამუშაო, პროექტზე მუშაობა, დისკუსიები და ა.შ.

ასევე სილაბუსებით დადგენილია ის აქტივობები, რომელსაც სტუდენტი უნდა

ახორციელებდეს სწავლების პროცესში, რათა მიღწეულ იქნას პროგრამით დადგენილი სწავლების

შედეგები. მაგ., რელევანტური მასალის მოძიება (ელექტრონული და ბეჭდური), ლიტერატურის

მიმოხილვა, წაკითხული მასალის ანალიზი და შეჯამება, პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრა,

მზარდი სირთულის მცირე მოცულობის კვლევის წარმოება, პრობლემის გადაჭრისას ჯგუფური

მუშაობა, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება (ინდივიდუალურად და ჯგუფურად), სხვათა

სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა.

შეფასების სისტემა

სტუდენტთა შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ

სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი

მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება (სასწავლო კურსების

შემთხვევაში);

მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი

წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში (სამაგისტრო ნაშრომის

შემთხვევაში).

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ

სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან

აქვს შესასწავლი (სასწავლო კურსების შემთხვევაში).

მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის

უფლებას (სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში).

მოცემული შეფასების სისტემით ფასდება როგორც საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო

კომპონენტები, ასევე სამაგისტრო ნაშრომი.

Page 16: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

16

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი

სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.

სასწავლო კურსები ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებით, ხოლო სამაგისტრო

ნაშრომი ფასდება ერთჯერადად დასკვნითი შეფასებით.

დაუშვებელია სასწავლო კურსებისთვის კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი

ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება

დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსში შეფასება (FX)–ის მიღების შემთხვევაში:

დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან

არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით

შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო

კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს

უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

შეფასების ფორმებში დაწესებულია შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:

შუალედურ შეფასებაში - MIDMIN = MID*35%, სადაც MIDMIN -ით აღნიშნულია შუალედური

შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ხოლო MID -ით შუალედური შეფასების

მაქსიმალური ქულა. თუ სტუდენტის შუალედური შეფასები < MIDMIN -ზე, მაშინ ის არ დაიშვება

დასკვნით შეფასებაზე და მან საგანი უნდა შეისწავლოს ახლიდან.

დასკვნითი შეფასებაში - FINMIN = FIN*20%, სადაც FINMIN -ით აღნიშნულია დასკვნითი შეფასების

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ხოლო FIN -ით დასკვნითი შეფასების მაქსიმალური ქულა.

თუ სტუდენტის დასკვნითი შეფასება < FINMIN -ზე, მაშინ მას ერთჯერადად ეძლევა დამატებით

გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.

პროგრამით დადგენილი სასწავლო კურსების სილაბუსებში მოცემულია შეფასების კომპონენტები,

მეთოდი და კრიტერიუმები. შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) დადგენელია შეფასების

თითოეულ ფორმის და კომპონენტის ხვედრითი წილი (შესაძლებელია, გამოსახული იყოს

პროცენტებში) საბოლოო შეფასებაში.

ასევე უნივერსიტეტის ნორმატიული დოკუმენტებით განისაზღვრება პედაგოგის

ვალდებულება შეფასების მეთოდის შესაბამისად სტუდენტს წინსწრებით მიაწოდოს ინფორმაცია

შეფასების კრიტერიუმების შესახებ და განუმარტოს მიღებული ქულის ფორმირების გზა.

Page 17: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

17

კომპეტენციების ჩამონათვალი

1. ზოგადი კომპეტენციები

1.1. ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

1.2. კომუნიკაციის უნარი (წერილობითი, ვერბალური) მშობლიურ და უცხო ენაზე;

1.3. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

1.4. პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;

1.5. თვითგანვითარების უნარი;

1.6. დასახული მიზნის მიღწევის უნარი;

1.7. გუნდური მუშაობის უნარი;

1.8. დროის მართვის უნარი;

1.9. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

1.10. ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;

1.11. კრიტიკულობა და კრეატიულობა.

2. დარგობრივი კომპეტენციები

2.1. ბიზნესის მამოძრავებლების სიღრმისეული ცოდნა, მათი მომგებიანობის დინამიკა და

რეგულარული გარემოს ცოდნა;

2.2. ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

2.3. საკანონმდებლო ბაზის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება;

2.4. ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშების მომზადება;

2.5. ფინანსურ მოდელებთან და პროექციებთან მუშაობის უნარი;

2.6. ბიუჯეტირება და კონტროლი;

2.7. საბანკო საქმის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება;

2.8. კვლევის მეთოდების ცოდნა და კვლევის ჩატარების უნარი;

2.9. ბუღალტერიის წარმოება;

2.10. აუდიტორული მეთოდოლოგიის გამოყენების უნარი;

2.11. პროექტებისა და პროდუქტების განვითარების სხვადასხვა ინიციატივის მართვის უნარი;

2.12. გაყიდვების ტექნიკის, პროდუქტების მართვის, კლიენტთა მოზიდვისა და მომსახურების

უნარი;

2.13. სამუშაოს ორგანიზების, დაგეგმვის უნარი და მართვის უნარი;

2.14. ანგარიშგების უნარი.

Page 18: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

18

შედეგების რუკა

ცოდნა და

გაცნობიერება

ცოდნის

პრაქტიკაში

გამოყენება

დასკვნის

უნარი

სწავლის

უნარი

კომუნიკაციის

უნარი ღირებულებები

B1 × × × × ×

B2 × × × × ×

B3 × × × × × ×

B4 × × × ×

B5 × × × × ×

B6 × × × × ×

B7 × × × × ×

B8 × × × × × ×

B9 × × × × ×

B10 × × × ×

B11 × × ×

B13 × × × × × ×

B14 × × ×

B15 × × × × × ×

S1 × × ×

S2 × × × × ×

S3 × × ×

S4 × × ×

MR × × × × × ×

ადამიანური რესურსი

პროგრამას ახორციელებს კვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი (იხ. დანართი

№2). აკადემიური პერსონალი შერჩეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

უნივერსიტეტის „აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების დებულების“

შესაბამისად.

მატერიალური რესურსი

პროგრამის სათანადოდ და ეფექტურად განხორციელებას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს

შესაბამისი მატერიალური რესურსით. უნივერსიტეტის მფლობელობაშია: თანამედროვე

სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა, ინვენტარი, ტექნიკა, ბიბლიოთეკა და სხვ.

ბიბლიოთეკის ბეჭდური და ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის

სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.

Page 19: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

19

დანართები

დანართი №2

აკადემიური და მოწვეული პერსონალი

აკადემიური პერსონალი:

1. ავთანდილ გაგნიძე - პროფესორი, რაოდენობრივი ანალიზი ბიზნესისათვის, ეკონომიკური

ანალიზი მენეჯერთათვის, კვლევის მეთოდები

2. აკაკი ხელაძე - ასოცირებული პროფესორი, ორგანიზაციული ქცევა

3. ირაკლი ხომასურიძე – ასისტენტ-პროფესორი, რისკების მართვა

4. დავით წიკლაური - ასისტენტ-პროფესორი, მარკეტინგული სტრატეგია და ანალიზი

მოწვეული პერსონალი:

1. დევი ხვედელიანი - საგადასახადო და ბიზნეს სამართალი

2. გიორგი ბიგანიშვილი - ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება

3. შალვა ახრახაძე - ფინანსური ინსტიტუტები და საბანკო საქმე, ფინანსური ანალიზი

4. ვასილ რევიშვილი – საინვესტიციო გადაწყვეტილებები და ფინანსური პორტფელის მენეჯმენტი

5. ჯეფრი სილვერმანი - აკადემიური წერა

6. ონისე ალფენიძე - კვლევის მეთოდები

7. ნათია ზედგინიშე ჯიშკარიანი – სტრატეგიული მენეჯმენტი

8. ალექსანდრე ჯეჯელავა – სტრატეგიული მენეჯმენტი

9. ილია რევია – პროექტების მართვა

10. გიორგი გაგნიძე –მენეჯერული აღრიცხვა და ბიუჯეტირება, ფინანსური ანალიზი

11. ზურაბ მაისურაძე – სტრატეგიული ბიზნეს კომუნიკაცია

12. თამარ ლაბარტყავა - ოპერაციათა მენეჯმენტი

13. ანტონ ლომინაძე - კორპორაციული ფინანსები

14. ვახტანგ ბაბუნაშვილი – ფინანსური ინსტიტუტები და საბანკო საქმე

15. დავით ასლანშვილი – კორპორაციული ფინანსები

16. ირაკლი ხვედელიძე – აკადემიური წერა

17. თამარ ბრეგვაძე – კვლევის მეთოდები

Page 20: შპს „საქართველოს ბანკის ... · 2019-05-15 · 4 სწავლების შემდგომი საფეხური სამაგისტრო

20

დანართი №3

მემორანდუმები თანამშრომლობის შესახებ

სს „საქართველოს ბანკი“

სს „m2 უძრავი ქონება“

სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“

სს „ჯორჯიან ქარდი“

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“