10
11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 1/10 View in browser XIII გამოცემა 22 ოქტომბერი - 5 ნოემბერი, 2020 მიმდინარე გამოცემის თემები ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნების აღიარებასთან დაკავშირებით ვიდეო ფაბრიკაციები და დეზინფორმაცია საპრლამენტო არჩევნების ირგვლივ ანტი-დასავლური პოლიტიკური პარტიები და მათი ბრძოლის ველი საქართველოში პოლიტიკის უახლესი მოვლენები არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს - ქართული ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ

მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 1/10

View in browser

XIII გამოცემა

22 ოქტომბერი - 5 ნოემბერი, 2020

მიმდინარე გამოცემის თემებიბოიკოტი საპარლამენტო არჩევნების აღიარებასთანდაკავშირებითვიდეო ფაბრიკაციები და დეზინფორმაცია საპრლამენტოარჩევნების ირგვლივანტი-დასავლური პოლიტიკური პარტიები და მათიბრძოლის ველი საქართველოში

პოლიტიკის უახლესი მოვლენები

არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს - ქართული ოპოზიციური პარტიები2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ

Page 2: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 2/10

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ცესკო-ს მხრიდან პირველადი მონაცემებისმიხედვით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნებისთვის” ხმების 48%-ის მინიჭებითდასრულდა. მეორე ადგილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიკავა (ერთიანინაციონალური მოძრაობის ლიდერობით) ხმების 27%-ით. ეს მონაცემები,მაჟორიტარული არჩევნების შედეგებთან ერთად, ფაქტიურად გარანტიებს უქმნის“ქართულ ოცნებას”, რომ საქართველოსთვის რეკორდული, მესამე ვადითდააკომპლექტოს მთავრობა. თუმცა, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმაერთხმად განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავდარეალობას და მთელი რიგი ხარვეზებით მოხდა არჩევნების წარმართვა, პროცესებმაპარლამენტს გარეთ გადაინაცვლა. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა1%-იანი ბარიერი, პარლამენტში შესვლასა და მანდატების მიღებაზე უარი განაცხადა.ასევე, ისინი ერთხმად ითხოვენ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებშიარჩევნების ხელახლა ჩატარებას და სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, პერიოდულადმასობრივი აქციების გამართვაც დააანონსეს (პირელი დიდი აქცია დედაქალაქისცენტრში 8 ნოემბერსაა დაგეგმილი).

ცესკო-ს მიერ წინასწარი მონაცემების გამოცხადების შემდეგ, საარჩევნო თემატიკაზემომუშავე ყველაზე ავტორიტეტულმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED),წარადგინა საარჩევნო პროცესის შეფასების საკუთარი ანგარიში და პარალელურიხმების დათვლის (PVT) შედეგები. ISFED-ის ანგარიშში ვხვდებით საარჩევნოპროცედურების დარღვევის და შედეგების მანიპულაციის არაერთ ფაქტს “შედეგებისშეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებშიდისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდაამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევასწარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნადაჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზედაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არგამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს… PVT ანალიზიაჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმინდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნოადმინისტრაციის მხრიდან” - ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიში. მაშინ, როდესაც ცესკო-მ “ქართულ ოცნებას” ხმების 48.23% მიანიჭა, ISFED-ის პარალელური ხმის დათვლისმიხედვით მმართველი ძალის მიღებული ხმების რაოდენობა 45.8%-ს შეადგენდა(ცდომილების მაქსიმალური ზღვარი 0.7%).

ეუთო/ოდირის 1 ნოემბერს გაკეთებული პირველადი შეფასების მიხედვით:“საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადადძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზეზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა დასახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთიასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”. ამერიკის საელჩომსაქართველოში, გაიზიარა ეუთო/ოდირის შეფასება, თუმცა გამოხატა საკუთარიპოზიციაც, რომ “ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობისდარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა დასაარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ

Page 3: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 3/10

შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობსსაქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.” 2 ნოემბერს, ასევეგანცხადება გაავრცელა “ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) “საარჩევნოოქმების დისბალანსი, უბნებზე ამომრჩეველთა დაშინების ფართოდ გავრცელებულიშემთხვევები, შედეგების გამოცხადების დაყოვნება, და წინასაარჩევნო პროცესშისახელმწიფო რესურსების გამოყენების საყოველთაო განცდა, აუფერულებს იმმიღწეულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გაუმჯობესებულ ადმინისტრაცულპროცედურებს რასაც საქართველომ მიაღწია 2020 წლის 31 ოქტომბრისარჩევნებისთვის”.

მას შემდეგ რაც ცესკო-მ საკუთარ ვებგვერდზე ატვირთა შემაჯამებელი ოქმებისელექტრონული ფორმები, სოციალური ქსელები წალეკა არასწორად და ხარვეზებითშევსებული ოქმების სურათებმა, სადაც ძირითადად ასახული იყო არჩევნებზე მისულიამომრჩევლების რაოდენობასა და საბოლოდ დაფიქსირებულ ოქმებს შორის არსებულიდისბალანსი. არაერთმა პოლიტიკოსმა გამოთქვა პროტესტი, რომ ამა თუ იმ უბანზე,ოქმების მიხედვით მიღებული ხმების რაოდენობა არ შეესაბამებოდა მათ რეალურმხარდაჭერას და ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ მიღებული ხმების ოდენობა იყონაკლები ვიდრე უბანზე რეგისტრირებული მათი ოჯახის წევრთა რაოდენობა.მაგალითისთვის ISFED-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის 92-ე უბანზე ფიქრია ჩიხრაძეს შემაჯამებელ ოქმში 0 ხმა ეწერა, მაშინ, როდესაც მას 47ამომრჩეველმა მისცა ხმა ამ უბანზე. ასევე მკვეთრად შეუსაბამო იყო სხვა პარტიებისადა მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რეალური რაოდენობაშემაჯამებელ ოქმში ასახულ რიცხვებთან.

3 ნოემბერს კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა საკუთარი შეფასება, სადაც ისინი117 უბნის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახლა გადათვლასითხოვდნენ, ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერისრაოდენობის შეუსაბამობის გამო. ოპოზიციურ პარტიის “ევროპული საქართველოს”მონაცემების მიხედვით კი, 3847 უბნის შემაჯამებელი ოქმებიდან პროპორციულნაწილში დისბალანსი ფიქსირდებოდა 1175 მათგანში (30.55%), ხოლომაჯორიტარული ოქმებიდან 2007-ში (52.17%). სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ისმიხედვით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა გაბათილებული ბიულეტენებისუპრეცედენტოთ მაღალი რაოდენობა - 146,192, რაც ასევე აჩენს ეჭვებს ცესკო-სმუშაობასთან დაკავშირებით.

4 ოქტომბერს, გავლენიანმა არასამათავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს 2020 წლისსაპარლამენტო არჩევნების საერთო შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ “საქართველოსმთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებისშესაბამისად ჩატარება. მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორისყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო”. ტექსტში ასევევკითხულობთ: “წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარისახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთაპატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყოე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანისდაკავება მოჰყვა”. და ბოლოს: “2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა

Page 4: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 4/10

დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისსტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის”.

8 ნომებერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ფართომასშტაბიანიაქცია გაიმართა, სადაც ცესკო-ს თავდჯდომარისა და საარჩევნო ადმინისტრაციისგადადგომას, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკური პატიმრებისგანთავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციაზე შეკრებილებმა, მთავრობას მათიმოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საღამოს 8 საათადე მისცეს ვადა. ვადისამოწურვისა და მთავრობის მხრიდან საპასუხო ქმედებების განუხორციელებლობისშემდეგ, ათასობით მომიტინგემ რუსთაველიდან ცესკო-ს მიმართულებითმშვიდობიანი მარშირება დაიწყო. მას შემდეგ, რაც მომიტინგეების მცირე ნაწილმაცესკო-ს შენობას მიაღწია, რომელსაც დიდი რაოდენობით საპოლიციო და სპეციალურიდანიშნულების ძალები იცავდნენ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება წყლის ჭავლითდაეშალათ პროტესტანტები. ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სახელმწიფოს მხრიდანწყლის ჭავლის გამოყენება, უკანონო ქმედებად შეაფასეს, მისი არაპროპორციულობისდა მომიტინგეების წინასწარ გაფრთხილების სავალდებულო პროტოკოლის დარღვევისგამო. ლომჯარიას განცხადებით, წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაშიც კი, თუკიპროტესტი რჩება კანონის ფარგლებში, სახელმწიფოს არ აქვს უფლება გამოიყენოსძალისმიერი მეთოდები. რამოდენიმე საათის შემდეგ, ღამის 1 საათზე, პოლიციამხელმეორედ გამოიყენა წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა მომიტინგეებისდასაშლელად. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ადგილზე გამოიყენებოდა ცრემლსადენიგაზიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შედეგად დაშავდა რამდენიმე მომიტინგე დაჟურნალისტი. კორონავირუსით ინფიცირების კრიტიკულად გაზრდილი შემთხვევებისდა საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საპოლიციო ძალებისმხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება განსაკუთრებით არაპროპორციული და არასაჭიროქმედება იყო. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენებიდან მალევე, ოპოზიციურმა ძალებმა,მომიტინგეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროტესტის მომდევნო დღესგაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. შემდეგი საპროტესტო აქცია გაიმართება 9ნოემბერს 6 საათზე, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ამოქმედდა კომენდანტისრეჟიმი, რაც მოქალაქეებს საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე გარეთ გასვლასუზღუდავს.

ანტი-დასავლური პოლიტიკური პარტიები და მათი ბრძოლის ველისაქართველოში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალურ მედიაში პროდასავლურიპარტიები ბევრად მეტს აქტიურობდნენ, მეტი ადამიანის შემოკრება მოახერხეს და მეტიფული დახარჯეს, ვიდრე ანტიდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. DFRLab-მაშეადარა ოთხი ანტი-დასავლური პარტიის ვირტუალური აქტივობა არჩევნებშიმონაწილე სხვა პარტიების აქტივობას. ჩვენ შევადარეთ თითოეული გვერდისაუდიტორია და გაირკვა, რომ პროდასავლურ პარტიებს ბევრად უფრო დიდი ჯამურიაუდიტორია ჰყავთ, ვიდრე ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლურ პარტიებს. შედარებითმცირე ვირტუალური აუდიტორია შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მათი

Page 5: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 5/10

კონტენტი მომხმარებლებისთვის მიმზიდველი არაა, ან ეს გვერდები სოციალურმედიაში აქტიურობას პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ.

DFRLab-მა ასევე შეისწავლა, როგორ იზრდებოდა ამ გვერდების აქტიურობა არჩევნებისმოახლოებასთან ერთად. 2020 წლის მარტი-მაისისა და ივნის-აგვისტოს პერიოდებისშედარება აჩვენებს, რომ პარტიების უმრავლესობა ფეისბუქზე კიდევ უფროგააქტიურდა. ქართული მარშის პოსტების რაოდენობა ივნის-აგვისტოში წინაპერიოდთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის საგრძნობლადჩამორჩა სხვა პარტიებს. ორივე შერჩეულ პერიოდში ყველაზე მეტი პოსტი ევროპულსაქართველოს ჰქონდა გამოქვეყნებული.

აუდიტორიის სიდიდე ავტომატურად არ უტოლდება მომხმარებელთა ჩართულობას.მაგალითისთვის, გირჩის ფეიჯი პოლიტიკურ პარტიათა Facebook გვერდებს შორისსიდიდით მეორეა, თუმცა მასზე მეტი ჩართულობა შედარებით პატარა გვერდებსჰქონდათ. 2020 წლის მარტიდან აგვისტოს ბოლომდე 12-ვე გვერდმა ერთად 330 000ინტერაქცია დააგროვა, მათგან მხოლოდ 5.5% მოდის ჯამურად თავისუფალსაქართველოზე, პატრიოტთა ალიანსსა და ქართულ იდეაზე.

საინტერესო მაჩვენებელია ასევე interaction rate (ინტერაქციის მაჩვენებელი),რომელიც გამოითვლება ინტერაქციების საერთო რაოდენობის ფეიჯის გამომწერთარაოდენობაზე გაყოფით. 2 ანტიდასავლურ პარტიას, ქართულ მარშსა და ქართულ

Page 6: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 6/10

იდეას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ (5.02 და 1.44), რაც იმას აღნიშნავს, რომშესაძლოა, მათ ცოტა მომხმარებელი ჰყავდეთ, თუმცა ისინი სხვა პარტიებისმხარდამჭერებზე მეტად აქტიურობენ პარტიის პოსტებზე.

სტატია სრულად წაიკითხეთ აქ.

დეზინფორმაციის მონიტორინგი

ოპოზიციური პარტიის ლიდერის გაყალბებული ციტატა. 20 ოქტომბერს ფეისბუქგვერდმა „მევახშეთა ლიგა“ გამოაქვეყნა რუსთავში პარტია „ლელოს“ მაჟორიტარობისკანდიდატის გრიგოლ გეგელიას სავარაუდო ციტატა, რომელიც ერთი და იმავე სქესისმქონე პირებს შორის ქორწინებას უჭერდა მხარს. პოსტს თანდართული ჰქონდაკომენტარი: „გეი მევახშეების ხმა პარლამენტში“. რეალურად, გეგელია და მისი პარტიაეწინააღმდეგებიან ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებას და სამართლებრივგარანტიებს ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების შესახებ. გრიგოლგეგელიამ „მითების დეტექტორთან“ კომენტარში დაადასტურა, რომ მისი ციტატაგაყალბებულია და ის ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგება. გვერდის მიერყალბი ციტატის გავრცელება მიზნად ისახავდა საზოგადოების ჰომოფობიურ ნაწილზეგავლენის მოხდენას.

საქართველოს პრეზიდენტის ყალბი ციტატა გაუვრცელეს. 23 ოქტომბერს ფეისბუქმომხმარებელის სოფო კემულარიას ძველი, 2018 წლის პოსტი სოციალურ ქსელშიგავრცელდა. პოსტი შეიცავდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილსფოტოზე გაკეთებულ წარწერას: „ყველაზე ძალიან მეზიზღება ღარიბი ქართველები. ს.ზურაბიშვილი“. მსგავსი ციტატა პრეზიდენტის სახელით არ იძებნება ღია წყაროებში.ასევე, პოსტი არ უთითებს წყაროს, თარიღს ან სხვა დეტალებს, რაც ციტატის არსებობასდაადასტურებდა. პოსტი ფეისბუქზე ტროლების და იმ ანგარიშების მიერ გავრცელდა,რომლებიც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიარიან.

ვიდეოფაბრიკაცია საქართველოს მმართველი პარტიის თავჯდომარეზე. 21ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა „ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო: გაავრცელავიდეო, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს

Page 7: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 7/10

„აჭარლები ჩემს თვალში რაღაც გამოთაყვანებული თუ რაღაც“. „მითების დეტექტორმა“გამოავლინა, რომ ვიდეო ფაბრიკაციულია და ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა„გამოთაყვანებული“ იმ საზოგადოებას უწოდა, რომელიც შესაძლოა დაბალი ხარისხისსერიალების და გადაცემების ყურების შედეგად ჩამოყალიბდეს. ვიდეოფაბრიკაციახულოს მერის არჩევნებამდე 2019 წელსაც ვრცელდებოდა და წინასაარჩევნო კონტრ-კამპანიის ნაწილი იყო.

ბანკში მომხდარი ყაჩაღობის დაკავშირება ენმ-სთან. 21 ოქტომბერს შეიარაღებულიადამიანი შეიჭრა ზუგდიდის საქართველოს ბანკის შენობაში, მძევლები აიყვანა დაგამოსასყიდი მოითხოვა. ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია ოპოზიციურიპარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღმოჩნდა, რამაც წარმოშვაფეისბუქ კამპანია, რომელიც მომხდარ ინციდენტს ენმ-ს უკავშირებდა და ამისმიზეზად ქვეყნაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ასახელებდა. „მითებისდეტექტორმა“ გამოავლინა 17 პროსახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციური ფეისბუქანგარიში და მედია საშუალება, ასევე 4 ანტილიბერალური და პრორუსულიანგარიშები, რომლებიც იდენტური შინაარსის გზავნილებს ავრცელებდნენ. მათ ჯამში13 დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნეს. „მითების დეტექტორმა“ ასევე აღმოაჩინა 2ოპოზიციური გვერდი, რომელიც ზუგდიდის ინციდენტს ხელისუფლებასუკავშირებდა.

დაფოტოშოპებული სქრინშოტი გამოიყენეს მტკიცებისთვის, თითქოს ოპოზიციურიმედია საზოგადოებას ატყუებს. ფეისბუქ პოსტი Travel Georgia ამტკიცებდა, რომგამოააშკარავეს ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხი“, რომელიც ოკლაჰომისძარცვის ფოტოს იყენებდა, რათა საზოგადოება ქვეყანაში არსებული კრიმინალურისიტუაციის შესახებ შეცდომაში შეეყვანა. რეალურად, ფოტო, რომელიც გვერდმაგამოიყენა, დაფოტოშოპებულია და მასზე „მთავარი არხის“ ლოგო და დამატებითიწარწერებია გაკეთებული. „მთავარ არხს“ ოკლაჰომის ძარცვის ფოტო თავისსიუჟეტებში და ახალ ამბებში არ გამოუყენებია. „მთავარის“ ავთენტური სიუჟეტიასახავს კრიმინალურ შემთხვევას საქართველოდან. ფოტომანიპულაციის გავრცელებაკი მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური მედიისდისკრედიტაციას.

გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა

ირაკლი კობახიძის წინასაარჩევნო ბრალდებები ოპოზიციისმიმართ

26 ოქტომბერს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების"ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიცია დაადანაშაულამმართველი პარტიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ისეთი პროგრამებისგამოყენებით, როგორიცაა Deepfake. "გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურიოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით,როგორიცაა, მაგალითად, Deepfake... პროგრამების მეშვეობით ადამიანისვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები

Page 8: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 8/10

სოციალურ ქსელებში შეიძლება, განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნებისდღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს"-განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ოპონენტიპოლიტიკოსები და მათი მედია საშუალებები შეპყრობილი არიან ექსტრემისტულიზრახვებით, შესაბამისად, საქართველოში კრიმინალის გაზრდილი მაჩვენებლისშესახებ ყალბი ამბების გავრცელებას ახდენენ.

სააკაშვილის მიერ პანდემიის რისკების უგულებელყოფა დაწინასაარჩევნო მასობრივი მობილიზაციის წახალისება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღეიზრდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს აქციების გამართვასსაქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისიპარტია მზადაა არჩევნებისთვის მასობრივი მობილიზაციის მოსახდენად და მათიმოსამზადებელი ეტაპები სწორედ მთელ საქართველოში მიმდინარე აქციებს მოიცავს.იგი აკრიტიკებს მმართველ პარტიას იმის გამო, რომ კოვიდ პანდემიას ეფექტურად ვერგაუკლავდა, ხოლო ის თავად უგულებელყოფს კორონას შემთხვევების ზრდასსაქართველოში და მოუწოდებს ხალხს შეუერთდნენ მიმდინარე აქციებს. „ივანიშვილსტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამასყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს. ჩვენ მზად ვართ მასობრივიმობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენიშემდგომი აქციები. საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერივერ შეაჩერებს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას!“-აღნიშნა სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) გამოაქვეყნა ივლისი-აგვისტოსგამოცემა ანაგრიშების სერიიდან - “დეზინფომეტრი”, რომელიც საქართველოშიგავრცელებულ პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას აანალიზებს. ანაგრიშიააშკარავებს კრემლისა და მისი გავლენის აგენტების მიერ საქართველოშიგავრცელებულ ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებს, მათი გავრცელებისწყაროებს და ასევე, საქართველოს ონლაინ სივრცეში დეზინფორმაცია/პროპაგანდისმასშტაბს და ტენდენციებსაც ასახავს. ანაგრიში სხვადასხვა თემატიკასთანდაკავშირებულ ნარატივებსა და მესიჯებს 8 კატეგორიად გამოჰყოფს. ანგარიშისრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა(რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მეოთხეგამოცემა გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს პოლიტიკის უახლეს მოვლენებს დაეკონომიკურ ურთიერთობების ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის,სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

29 ოქტომბერს სამოქალაქო იდეამ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად, ორგანიზება

Page 9: მ ი მ დ ი ნ ა რ ე - Grass · 2020/11/16  · 22 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - 5 ნ ო ე მ ბ ე რ ი , ... ბ ო ი კ ო ტ ი ს ა

11/16/2020 საქართველოს გუშაგი: XIII გამოცემა

https://preview.mailerlite.com/t8k1y5/1551262660979328933/t4e8/ 9/10

გაუწია მეორე ვებინარს სამხრეთ კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ომისშედეგებზე. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ომის მონაწილექვეყნებიდან და ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ყარაბაღის საკითხზემუშაობენ. მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტშისხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო აქტორების მონაწილეობასა და მთიანიყარაბაღის დავის გრძელვადიან შედეგებზე კავკასიის რეგიონში.

მედიის განვითარების ფონდმა ‘ფორსეტ’-თან ერთად, Bellingcat-სა და Facebook-თანპარტნიორობით, Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით და DigitalCommunication Network-თან პარტნიორეობით მოაწყო გლობალური ღონისძიება -Hacking the Fake News. გლობალურმა ჰაკათონმა გამოავლინა 3 გამარჯვებულიგუნდი, რომლებიც მათი პროექტებისთვის 3 ათასი დოლარის ოდენობის პრიზსმიიღებენ.

მედიის განვითარების ფონდმა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის ყოველწლიურიანგარიში გამოაქვეყნა. ის მოიცავს 2019 წლის მონაცემებს და ერთი მხრივ,სამაუწყებლო მედიის დეკლარირებულ შემოსავლებს იკვლევს, ხოლო, მეორე მხრივ,მედიასაშუალებებში რეკლამირებისა და ინფორმაციის გავრცლებისთვის საბიუჯეტოსახსრების გამოყოფას. მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ონლაინ პლატფორმა On.ge ‘Georgia Watch Brie�ng’-ის მედია პარტნიორი გახდა.On.ge დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უკვე წლებია აშუქებს. მედიაპლატფორმა თავს მოუყრის Georgia Watch Brie�ng-ის ყველა გამოცემას.

იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ

გამოწერა

ეს საინფორმაციო ბიულეტენი არის პროექტის "ქართული არასამთავრობოორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება მტრული საგარეო ზეგავლენის წინააღმდეგ"ნაწილი. პროექტი ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამაTRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის EMERGING DONORS CHALLENGE PROGRAM-ის მიერ.