33
1 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი - გიორგი ზვიადაძე თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „ნატოს და გაეროს როლი 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი: ვახტანგ მაისაია თბილისი - 2018

21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

1

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის

დოქტორანტი - გიორგი ზვიადაძე

თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი

„ნატოს და გაეროს როლი 21-ე საუკუნის საერთაშორისო

სისტემაში“

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა

დოქტორი: ვახტანგ მაისაია

თბილისი - 2018

Page 2: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

2

შესავალი

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ისტორიაში აქამდე

არნახული დინამიზმის ნიშნით გამოირჩევა. საფრანგეთის რევოლუციის თანმხლები

მოვლენების შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა ესოდენ

მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ძვრები ყველა იმ სფეროში, რომელიც

განსაზღვრავს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ხასიათს, თანაც

გასათვალისწინებელია რომ ეს ძვრები დროის მეტად მოკლე შუალედში მოხდა,

რამაც საერთაშორისო ურთიერთობის სისტემის განვითარებას ნახტომისებური და

ძნელად პროგნოზირებადი ხასიათი მისცა. ამ სისტემაში მრავალი ტენდენციის

პროგნოზირება, რომელიც დღეს მოქმედებს რამოდენიმე წლის წინ

წარმოუდგენელიც კი იყო. ცვლილებების მასშტაბურობა და სისწრაფე

შესაძლებელია იმის მაჩვენებელი იყოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა

სისტემა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება და ჯერ არ მიუღია ჩამოყალიბებული სახე.

თუმცა საკმარისი საფუძველი არსებობს ჩამოვაყალიბოთ ძირითად პრინციპებად თუ

როგორი არ იქნება საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა:

- ის არ იქნება მშვიდობიანი და უკონფლიქტო, როგორც ამას ზოგიერთი

ლიბერალი თუ ნეოლიბერალი ანალიტიკოსი მიიჩნევდა ,,ცივი ომის“ დასრულების

შემდეგ. შესაბამისად სამხედრო ძალა კვლავ დიდ როლს შეასრულებს

საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში;

- საერთაშორისო წესრიგს არ ემუქრება ერი-სახელმწიფოს (ნატიონ-სტატე),

როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის უმნიშვნელოვანესი სუბიექტის

გაქრობა. ინტეგრაციული პროცესების შემდგომი გაღრმავება არ იქნება ეროვნული

სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი შეზღუდვის მიზეზი;

- მსოფლიო არ იქნება მრავალპოლუსიანი მასში რამოდენიმე მეტ-ნაკლებად

ერთნაირი ძალის პოლიტიკური ცენტრის არსებობის თვალსაზრისით,

არამედ “მრავალპარტნიორული”, როგორცAმას აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის

წევრები უწოდებენ (ქლინთონი, ბაიდენი). ახლო მომავალში საერთაშორისო

ურთიერთობათა სისტემის ყველა გადამწყვეტ სფეროში კვლავ გაგრძელდება

დასავლეთის ცალსახა დომინირება.

ამავე დროს საერთაშორისო ურთიერთობათა დღევანდელი სისტემაში შეიძლება

გამოიყოს შემდეგი პოზიტიური მახასიათებლებიც:

- ცვლილებების ფორსირებული ტემპი - დღეს საერთაშორისო ურთიერთობათა

სისტემის ყველა რგოლის ტრანსფორმაცია უფრო სწრაფად ხდება ვიდრე ოდესმე

კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა ეს პოზიტიურ მომენტებთან ერთად გარკვეულ

სირთულეებსაც ქმნის ამ სისტემის უკონფლიქტო ფუნქციონირებისათვის;

Page 3: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

3

- ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს ერთის მხრივ იმას, რომ ეს

ცვლილებები მოიცავენ მთელ დედამიწას, მეორეს მხრივ იმას, რომ მის სხვადასხვა

კუთხეებში მიმდინარე მოვლენები არნახულ ზეგავლენას ახდენენ ერთმანეთზე,

მესამე მხრივ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ყველა

ელემენტი და ყველა სფერო განიცდის ძირფესვიან ცვლილებებს. ეს ცვლილებები

თავის მხრივ არსებით უკუგავლენას ახდენენ საერთაშორისო ურთიერთობათა

სისტემის ხასიათზე მთლიანად. მათ გარეშე შეუძლებელია ამ სისტემის

სრულფასოვანი აღწერა.

თანამედროვე ეპოქაში არსებული ტენდენციები მნიშვნელოვანწილადაა

განსაზღვრული იმ ძვრებით, რომელსაც გასულ დეკადაში ჰქონდა ადგილი და

რომელმაც მოიცვა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და

სამხედრო სფეროები:

პოლიტიკური სფერო: ამ სფეროში ცვლილებები უპირველეს ყოვლისა

გამოიხატება “ცივი ომის” ხანის ბიპოლარული დაპირისპირების დასრულებით,

ხოლო მოგვიანებით პროცესთა იმგვარი დინამიკით, რომელმაც ფაქტობრივად

გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შედეგად ინსტიტუციონიზირებული

საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის გადასინჯვა. ძირეულად იცვლება

საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, კერძოდ, ნატო თანდათანობით ხდება

მსოფლიო წესრიგზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია (ამასთან მოსალოდნელი არ

არის გაეროს როლის სრული დეგრადაცია, თუმცაღა ის კვლავ შეარულებს

რამდენადმე შეზღუდულ, მაგრამ მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო

ურთიერთობათა სისტემაში). კიდევ ერთი ბოლო დროინდელი ტენდენციაც

შეიმჩნევა, რაც გამოიხატება დასავლეთის გლობალური გავლენის შემდგომი

გაძლიერებით.

გეოპოლიტიკური სფერო: აქ მომხდარი ცვლილებები ვლინდება ევრაზიის

კონტინენტზე ძალთა ბალანსის ძირეული შეცვლით, დასავლეთის ინსტიტუტების

განვრცობით და გაფართოებადი ევროპის დაბადებით, აგრეთვე ტრადიციული

კონფლიქტების დარეგულირებით და ახალი კონფლიქტების წარმოშობით.

ამასთან ირკვევა, რომ ევროპასა და აშშ-ს გარეშე არ გააჩნია რესურსები ამ

კონფლიქტების დარეგულირებისათვის და ევრაზიის დასავლეთ და სამხრეთ-

დასავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. გეოპოლიტიკურ

ძვრებს შორის უნდა გამოიყოს კომუნიკაციათა ახალი გლობალური ქსელების

შექმნაც, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას.

ტექნოლოგიური სფერო: ტექნოლოგიური ხასიათის ძვრები გამოიხატება

ინფორმაციის საშუალებებში ყოველდღიური რევოლუციური მოზღვავებით,

რომელიც მნიშვნელოვან ხასიათს ახდენს პოლიტიკური ხელისუფლების ხასიათზე,

Page 4: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

4

აგრეთვე არნახული წარმატებებით კომუნიკაციური ტექნოლოგიების და კოსმოსის

ათვისების სფეროში.

სამხედრო სფერო: მოცემულ გეოპოლიტიკურ ტრანზიციაში განვითარებული

სამხედრო ხასიათის გლობალური ცვლილებები განისაზღვრება, როგორც

პოლიტიკური და გეოსტრატეგიული, ისე ტექნოლოგიური და ეკონომიკური

ფაქტორებით. განვითარების თანამედროვე დონეზე შეუძლებელია

განვითარებული სამხედრო სექტორის შექმნა განუვითარებელი სამოქალაქო

სექტორის პირობებში (როგორც ამას საბჭოთა კავშირის შემთხვევაში ჰქონდა

ადგილი). აქედან გამომდინარეობს სამხედრო სფეროში დასავლეთის

დომინირებადი როლი, რომელიც გარკვეულწილად ბალანსირებულია რუსეთის

სტრატეგიული ბირთვული პოტენციალით. განადგურების საშუალებებთან ერთად

სამხედრო ძალის განმსაზღვრელად აგრეთვე მიჩნეულია მართვისა და დაზვერვის

უპირველეს ყოვლისა კოსმოსური საშუალებები. XXI საუკუნის 20-იანი წლებისათვის

მოსალოდნელი ახალი ტექნოლოგიური რევოლუცია სამხედრო სფეროში,

ძირეულად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას საბრძოლო მოქმედებათა ხასიათზე. 1

ნატოს და გაეროს როლი 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში

1990 წლიდან მოყოლებული გეოპოლიტიკური ტრანზიციის პირობებში, როდესაც

საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა ანარქიული რეჟიმის პირობებში

ვითარდებოდა, ხოლო ორპოლუსიანი სამყაროს გაქრობამ გამოიწვია გარკვეული

ქაოსი ახალი პოლარულობის გამოკვეთის საქმეში (განსაკუთრებით ევროპის

კონტინენტზე), ძალთა ბალანსის კონკრეტულ მახასიათებლებზე ნაკლებად იყო

შესაძლებელი საუბარი არა მხოლოდ გლობალურ, არამედ რეგიონალურ

მასშტაბებში. უკვე ამ ეტაპზე, დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით,

გარკვეული სახის წონასწორობის მაკონტროლირებელი მექანიზმის ზოგად

მოდელად შეიძლება განიხილებოდეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა:

1) ტრანსრეგიონალურ ფარგლებში-1999 წლის 19 ნოემბერს სტამბოლში ეუთო-ს

ეგიდით მიღებული ~ევროპის უსაფრთხოების ქარტია. სწორედ აღნიშნულ

დოკუმენტში შემუშავებული მექანიზმები შეიძლება მივიჩნიოთ ევროპაში

პოლიტიკური ეკვილიბრიუმის მარეგულირებელ ერთგვარ გარანტიად. ამისათვის

მოვიყვანოთ ქარტიის რამოდენიმე თავში ჩადებული დებულებათა ციტირება.

კერძოდ, ქარტიის პირველი თავის მე-8 პუნქტის მიხედვით: თითოეული წევრ-

ქვეყანას გააჩნია თანასწორი უფლება უსაფრთხოებისათვის. ჩვენ კვლავ

1 Buzan, B., Kelstrup, M., Lemaitre, P., Tromer, E. and Waever, O. The European Security Order Recast:

Scenarios for the Post-Cold War Era, London: Pinter Publishers, 1990.

Page 5: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

5

ვადასტურებთ თითოეული სახელწიფოსათვის მინიჭებულ უფლებას თავისუფლად

აირჩიონ ან შეცვალონ თავიანთი უსაფრთხოების პირობები, მათ შორის

სამოკავშირეო ხელშეკრულებების მეშვეობით, მათი ევოლუციის განვითარების

ფარგლებში. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ყველა

დანარჩენს ამ მხრივ და არ განამტკიცონ თავიანთი უსაფრთხოება სხვათა ხარჯზე.

ეუთო-ს ფარგლებში არცერთი სახელმწიფოს, სახელმწიფოთა კოალიციას ან

ორგანიზაციას არ შეეძლება აიღონ ცალმხრივი პასუხისმგებლობა ეუთო-ს

რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების საქმეში ან განიხილონ ეუთო-

ს რეგიონის რომელიმე ნაწილი თავისი გავლენის სფეროდ. 2

2) რეგიონალურ ფარგლებში-პარიზის 1990 წლის ნოემბერს გაფორმებული

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება და

განსაკუთრებით კი ე.წ. ,,სამხრეთის და ჩრდილოეთის“ ფლანგური ზონები. მათი

მეშვეობით ფაქტიურად ხორციელდება სამხედრო ბალანსის მიღწევა და

კონტროლი ორ ისეთ რეგიონში, როგორებიცაა-შავი ზღვის და ბალტიის აუზები.

თუმცაღა როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები მოწმობენ, უკვე აშკარად

შეიმჩნევა ანატაგონიზმის ნიშნები ~ევრაზიულ ბლოკს~ (რუსეთ-ბელორუსიის

ალიანსი, "შანხაის თანამშრომლობის ორგნაიზაცია", "ევრაზიული ეკონომიკური

კავშირი") და ,,ატლანტისტების ბლოკს“ (აშშ-ს და ნატო-ს უნისონი) შორის, რაც

გამოიკვეთა კიდევაც სწორედ რეგიონალურ დონეებზე-შავი ზღვის აუზის რეგიონში

(1999 წლის მარტ-აპრილის თვეში ბალკანეთის და აგვისტო-ოქტომბრის თვეში

კავკასიის სუბრეგიონებში).

ზემოთმოყვანილი ორი გლობალურად ისტორიული ფაქტორის (ეუთოს ეგიდით

მიღებული "ევროპის უსაფრთხოების ქარტია" და ცალკე დოკუმენტი "ევროპაში

ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება") გათვალისწინებით

შეიძლება განისაზღვროს, რომ ადგილი აქვს ე.წ. "პოსტ-მოდერნისტული"

პერიოდის დადგომას, რომელიც, განსხვავებული იქნება ადრეულ ეპოქებში

არსებულ ძალთა ბალანსის კონცეფციისაგან, სადაც განყენებულად მოქმედებდნენ

ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ რეჟიმში საგარეო და საშინაო პოლიტიკის

ელემენტები. სწორედ ამ ეტაპზე იცვლება თვით სახელმწიფოებრიობის ცნებაც ანუ

დასავლური პოლიტიკური აზრის მიხედვით "ერი-სახელმწიფოს"' კლასიკური

პოლიტიკური აღქმა. ზოგად პლანში შეიძლება გამოვყოთ "ერი-სახელმწიფოს"

ეკონომიკური ჩამოყალიბებისა და განვითარების სამი ეტაპი: აგრარარული

მეურნეობის და მრეწველობის ეტაპი პრე-მოდერნისტულ ეპოქაში, სამრეწველო

წარმოების ბუმი მოდერნისტულ ეპოქაში და საინფორმაციო ეკონომიკის და

სერვისის დომინანტობის ფაქტორი პოსტ-მოდერნისტულ ეპოქაში. პოსტ-

2 რ. არტი, რ. ჯერვისი. ,,საერთაშორისო პოლიტიკა - მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები“ -

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2011.

Page 6: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

6

მოდერნისტულ პერიოდში სახელმწიფო ყველაზე მაღლა აყენებს ინდივიდის

თავისუფლებას და ლიბერალურ ფასეულობებს, რითაც აიხსნება კიდევაც ამ

ეპოქისთვის დამახასიათებელი ომის "არალეგალურობა". ომი, ამ შემთხვევაში,

არის კოლექტიური ქმედება და არა ერთეული აქტორების ხვედრი.3

აქვე გამოსაყოფია თვით "ერი-სახელმწიფოს" განსაზღვრებაც. პრე-

მოდერნისტული ტიპის ერი არ წარმოადგენს სრულყოფილ პოლიტიკურ აქტორს.

ამ პერიოდში სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტს, დაკარგული აქვს მონოპოლია

ხელისუფლებაზე და ქაოსს და არასტაბილურობას აქვს ადგილი (სომალის

შემთხვევა); მოდერნისტული ტიპის ერი უფრო ჩამოყალიბებულია და

ნაციონალისტურადაა გაჟღენთილი. ეროვნული სუვერენიტეტი და მონოპოლია

სამართალსა და ხელისუფლებაზე მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

საერთაშორისო არენაზე დღის წესრიგში დგას მსოფლიო წესრიგის და

ეკვილიბრიუმის საკითხები (გასული საუკუნის 20-30-იანი წლები არის ამის ნათელი

ნიმუში); პოსტ-მოდერნისტულ ტიპის ერის შემთხვევაში სუვერენიტეტის რაობა

სახეშეცვლილია, როგორც სამართლებრივი არსებობის ფორმა და თვით ერებს

შორის არსებობს ერთგვარი კონსენსუსი განხორციელდეს ჩარევა საშინაო

პოლიტიკის საკითხებში. ასეთი ტიპის ერს წარმოადგენს ევროკავშირი.

ამიტომაც გასაკვირია არ არის რომ პოსტ-ცივი ომის შემდგომი გეოპოლიტიკური

ტრანზიციის შედეგად წარმოიქმნა მარგინალური პოლარულობის ტენდენცია და

შეიქმნა ქაოსის ნიშნები, რომლებიც სულ მცირე შეიძლება 15 წლის განმავლობაში

შენარჩუნდეს. აქედან გამომდინარე, მძლავრი რეგიონალიზაციის და მერყევი

ჰეგემონობის (ფრაგილე ჰეგემონყ) ფონზე, განსხვავებულად აღიქმება თვით

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი, რომელიც თავის მხრივ

დამოკიდებულია ეკონომიკური და სოციალური დინამიკაზე. დიხოტომიური

ფორმულის გაჩენა Geoeconomics versus Geopolitics (გეოეკონომიკა გეოპოლიტიკის

წილ) სავსებით ამართლებს მოცემული წესრიგის კონტურებს.

1990-2001 წლების გეოპოლიტიკური ტრანზიციის შედეგად წარმოიშვა ახალი

მსოფლიო წესრიგის კონტურების წარმოჩენის პერსპექტივა, რაც გამოიკვეთა

რამოდენიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლადების ცვლილებებით.

აღნიშნული ცვლადები შეადგენდნენ წინა 1945-1990 წლების ბიპოლარული

სისტემის და გეოპოლიტიკური დუალიზმის უცვლელ და მათ შემადგენელ

ნაწილებს. ფაქტიურად ორ ერთმანეთთან "მონათესავე" და დაახლოებული

სამეცნიერო-პრაქტიკული მიმდინარეობა - გეოპოლიტიკა და საერთაშორისო

პოლიტიკა (ან საერთაშორისო ურთიერთობები) გაემიჯნა ერთმანეთს და

ვითარდებოდნენ სავსებით დამოუკიდებლად, თუმცაღა ზოგიერთ შემთხვევაში

3 Huntington, S.P. - ,,The Clash of Civilizations and Remaking of the World Order” 1996.

Page 7: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

7

თანასინქრონულად. ამ მხრივ გამოსაყოფია განვიხილოთ პოლიტიკური

ეპიცენტრიზმის ფარგლებში საერთაშორისო პროცესების მიმდინარეობის დინამიკა

და მსოფლიოს პოლიტიკური მოვლენების განხილვა გეოპოლიტიკური

მოდელირებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სისტემის შედარებით ანალიზის

დონეზე, მით უფრო გლობალურ დონეზე - პოლარულობის ელემენტის

გამოყენების მეშვეობით, სადაც ხდებოდა საერთაშორისო ურთიერთობების

სისტემის და გეოპოლიტიკური მონაკვეთის სინქრონიზაცია ან დისჰარმონიზაცია.

გეოპოლიტიკური მოდელირების განსაზღვრა შესაბამისი დროითი-ისტორიული

ფაზების მიხედვით განხორციელდება სათანადო გეოპოლიტიკური კონცეფციებისა

და თეორიების მიხედვით, რომლებიც ასახავენ იმ რეალიებს და პროცესებს, რაც

ვითარდებოდა "ცივი ომის" პერიოდში. ორი ფაქტორის ვექტორის დაფიქსირებით -

დროისა და სივრცის (მხედველობაშია სამეცნიერო მიმდინარეობები)

განხორციელდება "ცივი ომის" განხილვა ცალკე გეოპოლიტიკური და ცალკე

საერთაშორისო ურთიერთობათა გადასახედიდან.

რაც შეეხება მიმდინარე ახალი გეოპოლიტიკური პოლარულობის ჩამოყალიბების

პროცესს და (რომლის ათვლის წერტილიც დაიწყო 2001 წლის 11 სექტემბერს) "ცივი

ომის" პერიოდის გეოპოლიტიკური ცვლადების ცვლილებებს, გამოსაყოფია

შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორები:

• იდეოლოგიური დიქოტომიზმი, რაც დამახასიათებელი იყო "ცივი ომის" პერიოდში

და შეადგენდა ძირითად საფუძველს მსოფლიო პოლიტიკური კლიმატის

განსაზღვრისას, მხედველობაშია კომუნიზმი-მარქსიზმი და ლიბერალიზმი,

თანდათანობით იცვლება მე-19 საუკუნის ძალთა ბალანსისთვის დამახასიათებელი

შემდომი მახასიათებლებით - ნაციონალიზმითა და კოსმოპოლიტიზმის

დიქოტომიით. ამას გარდა, მთავარი ონტოლოგიური საფუძველი დაპირისპირებისა

და ადაპტაციის მოდელირებისას მსოფლიო პოლიტიკურ ავანსცენაზე, გამოიხატება

კულტურულ-რელიგიური ფასეულობათა ერთიანი პარამეტრირებით და არა

გეოპოლიტიკური ან ეროვნული კონიუნკტურული ინტერესებით;

• ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალი მსოფლიო წესრიგის აქტორებად

განიხილებიან არა ერი-სახელმწფოები, არამედ ისეთი გეოპოლიტიკური

სუბიექტები, როგორებიც არიან ცივილიზაციები (ერთ-ერთი სამეცნიერო

განმარტების მიხედვით კი ცივილიზაცია - ეს არის ხალხთა კულტურული

ერთიანობის უმაღლესი ფორმა ან მეგაკულტურა, რომელსაც გააჩნია ფართო

მახასიათებელთა სპექტრი, ხალხთა თვითმყოფადობის კულტურული

განსაზღვრისათვის. თუმცაღა ცივილიზაციას უკვე ამ ეტაპისთვის გააჩნია გარკვეული

სახის გეოპოლიტიკური დატვირთვაც - კერძოდ, ევრო-ატლანტიკური სივრცისა და

დასავლური ცივილიზაციის სახით). ამიტომაც აღნიშნული გეოპოლიტიკური

ტრანსფორმაციას ენიჭება უდიდესი გავლენა ახალი მეგაპოლიტიკური აზროვნების

Page 8: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

8

ჩამოყალიბების საქმეში, რაც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა 21-ე საუკუნის

გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისათვის (ამ კონტექსტში გასასხსენებელია

მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთა ლიგის შექმნისას დემოკრატიული სახელმწიფოს

იდეის შეემოტანა და ლიბერალური ფასეულობების განვრცობა პლანეტარულ

მასშტაბებში). აქვე გასათვალისწინებელია ეთნო-ტექტონიკაზე და ცივილიზაციურ

თვითმყოფადობის რელევანტურობაზე პლანეტარული კლიმატური მაჩვენებლების

და პირობების შეცვლა და მათი უშუალო ზეგავლენა მათზე (კერძოდ, კავკასიის

რეგიონში ე.წ "დათბობის" პროცესის ინიციირებისას შეიცვალა კლიმატური

პირობები, სუბ-კონტინენტალური ზაფხულის ჰავა შეიცვალა უკვე

კონტინენტალურით)

• გლობალიზაციის ფენომენის გამოჩენით საერთაშორისო ურთიერთობათა

სისტემაში, რაც ნეოლიბერალისტური მიმდინარეობის პირმშოა,

მრავალკომპლექსური ახალი მსოფლიო წესრიგის (არა მონდიალისტური

სტრუქტურის) ერთ-ერთ საყურადღებო ასპექტს წარმოადგენს გეოეკონომიკური

პარამეტრების (გეოცივილიზაციურთან ერთად) დომინანტობა გეოპოლიტიკურ და

გეოსტრატეგიულ აზროვნებაზეDდა მთლიანად ერთიანი, როგორც საერთაშორისო

პოლიტიკური, ისე გეოპოლიტიკური სტრუქტურის გარდაქმნა ერთმანეთთან

პარალელურად და სინქრონულად მიმდინარე ეკონომიკურ, სამხედრო-

პოლიტიკურ, ეთნო-ცივილიზაციურ და კულტურულ-რელიგიურ პროცესებთან

მსოფლიოს მასშტაბებში. ამიტომაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მომავალი

მსოფლიო გეოპოლიტიკური სტრუქრურა იქნება მრავალიარუსიანი და

მრავალკომპლექსიანი.4

• "ცივი ომის" შემდგომ პერიოდში, რომელიც ცნობილია როგორც 90-იანი წლების

ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ტრანზიცია, გამოიკვეთა ერთობ საინტერესო

ფენომენი, კერძოდ, პოსტ-იმპერიული ლეგიტიმურობის პროცესი, როდესაც

ანაქრონიზირებული "იმპერიის" ლეგიტიმურობა (მე-17-18 საუკუნეებში

ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკური ფენომენი დიდ და მთავარ როლს თამაშობდა

მე-19 და მე-20 საუკუნეების საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემებში) გადაეცემა

მეორე სუბიექტს, რომელიც თავის მხრივ ხდება პირველის ტრადიციების

გამგრძელებელი და სხვა პოლიტიკური აქტორების გამაერთიანებელი ძალა.

ბიპოლარული სისტემის გაქრობის შემდეგ, საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური

ლეგიტიმურობა (ტრანზიციის დასრულებისას გეოსტრატეგიული მიზნების და

ამოცანების შერწყმა, გეოსივრცული პასიონარიზმის ფარგლებში, შესაბამისი

ტრანსფორმაციის გზით, ერთი გავლენის ცენტრისა მეორე გავლენის ცენტრის მიერ)

გადაეცა არა რუსეთის ფედერაციას, არამედ აშშ-ს. სწორედ აშშ-ს აგრესიული

იმპერიული სტრატეგიის მეშვეობით განხორციელდა ახალი მსოფლიო წესრიგის 4 Huntington, S.P. - ,,The Clash of Civilizations and Remaking of the World Order” 1996.

Page 9: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

9

კონტურების გამოკვეთა. რამოდენიმე ხანში კი აშშ შეითავსებს იმ ყველა

გეოპოლიტიკური სახის პარამეტრებს და მახასიათებლებს, რასაც თავის დროზე

ავითარებდა სსრკ (მხედველობაშია "სივრცული გაფართოების" სტრატეგია -

სასიცოცხლო ინტერესების დაცვის საბაბით და გლობალიზაციის იდეოლოგიური

კლიშის მორგება). ამის ერთგვარ ვერიფიკაციას აკეთებს ცნობილი ამერიკელი

პოლიტოლოგი და გეოპოლიტიკოსი ზბიგნევ ბზჟეზინსკი, როდესაც მოჰყავს

საინტერესო მაგალითი იმისა, თუ რამდენჯერ იმეორებდა 2002 წლის თებერვლაში

“დიდი პროლეტარების ლიდერი” ვლადიმერ ლენინის ცნობილ სიტყვებს: “ვინც

ჩვენს გვერდით არ დგას ის ჩვენი მტერია” აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერაყის

კამპანიის დაწყებისას. ამიტომაც ახალი მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი

წარიმართება ამერიკული სუბ-ეთნიკური ცივილიზაციის მიმართ გამოხატულ

ანტიპატიების ფარგლებში. უკვე ამ ეტაპზე გამოიყოფა ტრანს-ატლანტიკური

თანამშრომლობის ეროზიის ნიშნები, რაც კიდევ უფრო მეტად “გაიდგამს” თავის

ფესვებს (იგივე თუნდაც ერაყის კრიზისის მაგალითზე). ამიტომაც ატლანტისტური

მსოფლმხედველობის, რომელიც გადაიქცა ამერიკული სუბცივილიზაციის (თუმცაღა

შესაძლოა ამერიკული სუბ-ცივილიზაცია გაემიჯნოს დასავლურს. ამ ბოლოს

ასოცირება მოხდება ძირითადად დასავლეთ ევროპის კონტინენტალური

სახელმწიფოებთან დიდი ბრიტანეთის გარდა) ერთგვარ იდეური პასიონარიზმისა

და კულტუროლოგიური გამოხატულების სინონიმად, გაბატონება გამოიწვევს სხვა

მსოფლმხედველობითი სისტემების რეანიმირებას – თუნდაც იგივე ისლამური

ინტეგრიზმის სახით, რომელიც ისლამური ფუნდამენტალიზმის ერთგვარ

გეოპოლიტიკურ პლატფორმას შეადგენს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რეალიზმის მიმდევარი მრავალი მკვლევარი

წინასწარმეტყველებდა ნატოს გარდუვალ დაშლას და გაეროს ტრანსფორმაციას

ახალ უსაფრთხოების მოდელად. მიუხედავად ამგვარი პროგნოზებისა, ალიანსმა

შეძლო ტრანსფორმირება ახალ უსაფრთხოების ორგანიზაციად, რომელმაც

ჩაატარა წარმატებული სამხედრო და სამშვიდობო ოპერაციები ბალკანეთსა და

ავღანეთში, დასახა ამოცანები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და

კიდევ უფრო მოახდინა პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობების

ინსტიტუციონალიზაცია. ასეთივე ეფექტურად მომქმედი ახალ გეოპოლიტიკური

ტრანზიციის პირობებში აღმოჩნდა გაერო, რომელმაც წარმატებით შეძლო ახალ

რეალიებთან ადაპტირება და გარკვეული მწვავე საერთაშორისო პრობლემების

ლოკალიზება (ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული

კონსესუსის მიღწევა და ენერგეტიკული პოლიტიკის გატარება საერთაშორისო

ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში).

1990-იანი წლების დასაწყისიდან მსოფლიო სისტემის უსაფრთხოება

დაკავშირებული იყო ძველი ბიპოლარული სისტემის ახალი თანამშრომლობითი

Page 10: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

10

სისტემით შეცვლასთან. ამის შემდეგ უნდა შექმნილიყო “პან ევროპული” და

გლობალური თანამშრომლობითი უსაფრთხოების რეჟიმი, რომელიც უნდა

გამკლავებოდა ახალ გამოწვევებს. საწყის ეტაპზე ეს როლი უნდა შეესრულებინა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციას, მაგრამ იგი

წარუმატებელი აღმოჩნდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ნატოს და გაეროს

თანამშრომლობითი უსაფრთხოების მოდელის შექმნის აუცილებლობა, რომლის

არაერთგვარი აპრობაცია განხორციელდა ავღანეთსა და კოსოვოში სამშვიდობო

ოპერაციების განხორციელებისას.

ბერლინის კედლის დაშლისა და ბიპოლარული სამყაროს რღვევის შემდეგ

დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება, სადაც დომინირებდა აშშ-ს

უნიპოლარული მოდელი, რომელმაც არ გაამართლა და 21-ე საუკუნის დასაწყისში

შეიქმნა ერთგვარი “გეოპოლიტიკური ვაკუუმი”, რომლის დროსაც განვითარდა

მსოფლიო საზოგადოებისთვის საშიში ტენდენციები. მან განაპირობა ის გარემოება,

რომ ნატო გადაიქცა რეგიონულიდან გლობალური დონის მოთამაშე აქტორად და

დაიწყო თავისი სტრატეგიული მიდგომების გადახედვა ე.წ. “არა მე-5 მუხლით”

გათვალისწინებული ვალდებულებებით მოქმედება. გაეროს წინაშეც დაისახა ახალი

პრობლემების ნუსხა, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ

საერთოდ ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ფორმატში.

სწორედ ზემოთმოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, ნატო და გაერო

შეეცადნენ კოორდინირება მოეხდინათ აღნიშნული ადაპტაციის პროცესისათვის

(სწორედ ამაზე მეტყველებს ნატოს და გაეროს გენერალური მდივნების შეხვედრა

ნიუ-იორკში 2009 წლის თებერვალში), რათა განევითარებინათ ახალი

სტრატეგიული სახის თანამშრომლობითი შეთანხმებები უსაფრთხოებისა და

თავდაცვის საკითხებში.

ევროატლანტიკური უსაფრთხოების სამხედრო და არასამხედრო განზომილება

საერთაშორისო სისტემაში უსაფრთხოება ეს არის სახელმწიფოსა და

საზოგადოების შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი იდენტურობისა და

ცხოვრების დამოუკიდებლობა. უსაფრთხოების დინამიკა წარმოიშვება

საფრთხეებისა და რისკების ურთიერთქმედების შედეგად, რომლის მთავარ არსს

წარმოადგენს გადარჩენა. უსაფრთხოებას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს

საზოგადოების ბედი, როგორც მათი პირადი უსაფრთხოება, ასევე მათი ადამიანური

ბუნება. თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში უსაფრთხოების მთავარ აქტორს

წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფო, რის იდეალურ ტიპსაც წარმოადგენს ერი-

სახელმწიფო, სადაც ეთნიკური და კულტურული საზღვრები გაიგივებულია

ტერიტორიულ და პოლიტიკურ საზღვრებთან. (დანია, იაპონია) მიუხედავად ამისა

Page 11: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

11

ერები და სახელმწიფოები ერთმანეთს ვერ შეესაბამება მრავალ ასპექტში. ამის

ნათელ დასტურს წარმოადგენს საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია, სამხრეთ აფრიკა

და ა.შ. ერი არის უსაფრთხოების ანალიზის მნიშვნელოვანი ელემენტი. როგორც

ჩვენთვის ცნობილია, საერთაშორისო სისტემა არის ანარქიული, სადაც

უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტს წარმოადგენენ ერები და

სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგენს

სახელმწიფოს მთავარ ასპექტს.

საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოებას განსაზღვრავს ხუთი მთავარი

სექტორი: სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციეტალური და გარემოს

დაცვის სექტორები.

1. სამხედრო უსაფრთხოების სექტორი უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისა და

თავდასხმის სისტემების ფუნქციონირებას.

2. პოლიტიკური უსაფრთხოების სექტორი უზრუნველყოფს სახელმწიფოს

ორგანიზაციულ სტაბილურობას, ასვე სამთავრობო და იდეოლოგიური

ლეგიტიმურობის მხარდაჭერას.

3. ეკონომიკური უსაფრთხოების სექტორი პასუხისმგებელია საფინანსო და საბაზრო

ურთიერთობების მდგრად განვითარებასა და სახელმწიფოს ეკონომიკურ

კეთილდღეობაზე.

4. სოციეტალური უსაფრთხოების სექტორი ორიენტირებულია საზოგადოების ენის,

კულტურის, ეროვნული იდენტურობისა და წეს-ჩვეულებების დაცვაზე.

5. გარემოს დაცვის სექტორი ზრუნავს გარემოს დაცვაზე, როგორც ლოკალურ ასევე

პლანეტარულ დონეზე.5

ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი სექტორიდან ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს

სამხედრო სექტორი, რადგან სწორედ იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს ქცევას

შეიარაღებული თავდასხმებისა თუ საფრთხეების დროს.

ნატოს როლი ცივი ომისა და პოსტ ცივი ომის საერთაშორისო სისტემაში

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული სპეციალისტები 1000-მდე

სახელმწიფოთაშორისო სამხედრო-პოლიტიკურ ხელშეკრულებასა და ალიანსს

ითვლიან. ზოგი მათგანი ხანმოკლე იყო, ზოგიც _ ხანგრძლივი. დიდი

უმრავლესობა აგრესიული ბუნებითა და მიზნებით გამოირჩეოდა. ასეთი კავშირების

5 Buzan, B., Kelstrup, M., Lemaitre, P., Tromer, E. and Waever, O. The European Security Order Recast:

Scenarios for the Post-Cold War Era, London: Pinter Publishers, 1990.

Page 12: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

12

ლოგიკური და გარდაუვალი შედეგი ომის დაწყებაა. ამ მდიდარ ქრონიკებსა და

ნუსხებში აბსოლუტურად უნიკალურია ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების

ორგანიზაცია, ანუ ნატო, როგორც მას ჩვეულებრივ ვუწოდებთ. იგი უპრეცედენტოა

სიცოცხლისუნარიანობით, სამხედრო-პოლიტიკური ანატომიით, ფუძემდებელი

პრინციპებითა და ფასეულობებით.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) ჩამოყალიბდა

1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების

ხელმოწერასთან ერთად, ათი ევროპული და ორი ჩრდილო-ამერიკული

დამფუძნებელი ქვეყნის-ბელგიის, დანიის, ისლანდიის, იტალიის, კანადის,

ნორვეგიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ლუქსენბურგის, ჰოლანდიის,

გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ.

დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა

კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. (ჩჰაპინალ A.ჩ.2000.)

ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს დაეცვათ საკუთარი

თავისუფლება

და უსაფრთხოება ერთობლივად, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო

საშუალებებით. ჩრდილოეთ ამერიკის ჩართვა დსავლეთ ევროპის დაცვის საქმეში

ცალსახად მოწმობდა, რომ დასავლეთ ევროპაზე პოლიტიკური ან სამხედრო

ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა წარუმარტებლობისთვის იქნებოდა განწირული.

ნატო-ს საქმიანობა დაფუძნებულია ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულებაში

ჩამოყალიბებულ პრინციპებზე:

1. ნატო იცავს მისი წევრების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას

პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით, გაეროს წესდების

შესაბამისად;

2. ნატო არის დემოკრატიის, პირადი თავისუფლებისა და კანონის

უზენაესობის ფასეულობებით გაერთიანებულ სახელმწიფოთა კავშირი,

რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ ფასეულობების დაცვა

ნებისმიერი ხელყოფისაგან;

3. ნატო-ს ძირითად სამოქმედო პრინციპს წარმოადგენს კოლექტიური

თავდაცვის პრინციპი, მოცემული ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-

5 მუხლში, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული

თავდასხმა ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება როგორც

თავდასხმა ყველა მოკავშირეზე და აქედან გამომდინარე, მოითხოვს

Page 13: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

13

კოლექტიურ თავდაცვით მოქმედებებს;

4. ნატო არის ფორუმი, სადაც წევრი სახელმწიფოები თათბირობენ და

იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს მათ უსაფრთხოებასთან

დაკავშირებულ საკითხებზე.

5. ნატო არის სამთავრობოთაშორისი ორგანიზაცია, რომლის შიგნითაც

წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტსა და

დამოუკიდებლობას;

6. ნატო არის ტრანსატლანტიკური კავშირის გამოხატულება, რომელიც

აერთიანებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებას;

7. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში ჩადებულია პოლიტიკური

თანამშრომლობის, წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კონფლიქტთან

შეუთავსებელობის პრინციპი;

8. ნატო ახორციელებს უსაფრთხოების პოლიტიკას წევრ სახელმწიფოთა

ინდივიდუალური და კოლექტიური სამხედრო შესაძლებლობების მუდმივი

განვითარებისა და შენარჩუნების მეშვეობით;

9. ალიანსი რჩება ღიად ახალი წევრებისათვის. ეს უნდა იყვნენ ქვეყნები

რომლებსაც აქვთ ნება და სურვილი წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური ა

რეალის უსაფრთხოებაში, რომლებიც იზიარებენ ევროატლანტიკურ ფასეულობე

ბს და რომელთა მიღებასაც წევრი სახელმწიფოები ერთხმად უჭერენ მხარს.6

ნატომ თვალნათლივ დაამტკიცა საკუთარი ეფექტურობა ,,ცივი ომის“ წლებში,

მშვიდობიანი მეთოდებით შეძლო დაეჩქარებინა, როგორც ბერლინის კედლისა და

ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის გაქრობა, ასევე საბჭოთა იმპერიის კრახი

და მის ნანგრევებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შექმნა. XXI საუკუნეში კი უკვე

გაფართოებული და კიდევ უფრო გაძლიერებული ნატო წარმატებით უმკლავდება

ახალ, სრულიად სპეციფიკურ, გლობალურ თუ რეგიონულ გამოწვევებს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა

გამიჯნული აღმოჩნდა იდეოლოგიური და პოლიტიკური ბარიერებით. 1947

და 1952 წლებს შორის მარშალის გეგმით მოხდა მნიშვნელოვანი

6 ნიკა ჩიტაძე - ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის

მთავარი გარანტი. თბილისი 2007 წ.

Page 14: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

14

რესურსების მიწოდება ომისაგან გაცამტვერებული დასავლეთ ევროპის

ეკონომიკური რეკონსტრუქციისა და სტაბილიზაციისთვის. სწორედ იმავე დროს

ასპარეზზე გამოდის ნატო-ც, როგორც კოლექტიური თავდაცვის გარანტია

ნებისმიერი სახის აგრესიისაგან დემოკრატიული განვითარებისა და

ეკონომიკური ზრდის დასაცავად. აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჰარი

ტრუმენის სიტყვებით მარშალის გეგმა და ნატო ერთი კაკლის ორი ნატეხი იყო.

1950-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო მდგომარეობამ და კორეის ომის

კულმინაციამ დაადასტურა საბჭოთა კავშირის ექსპანსიონისტური პოლიტიკიდან

მომდინარე საფრთხე. ამ ფაქტმა უბიძგა ნატო-ს ყველა წევრ

ქვეყანას გაეორმაგებინათ მათი ძალისხმევა კოლექტიური თავდაცვისთვის

აუცილებელი სამხედრო სტრუქტურების გასაძლიერებლად. ევროპული

მთავრობების მოთხოვნით განთავსებული ამერიკული შეიარაღებული ძალების

ყოფნამ ევროპის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირი დაარწმუნა, რომ ნებისმიერი

აგრესია მისი მხრიდან წარუმატებელი იქნებოდა.

მეტიც, ნატო გახდა მიმზიდველი ორგანიზაცია სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც

მოგვიანებით ასევე შეუერთდნენ ალიანსს – საბერძნეთი და თურქეთი

1952 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 1955 წელს და ესპანეთი

1982 წელს. ნატო-

ს დამსახურებით, დასავლეთ ევროპამ და ჩრდილოეთ ამერიკამ, არა მხოლო

დ ერთობლივად დაიცვეს საკუთარი დამოუკიდებლობა, არამედ მიაღწიეს

სტაბილურობის უპრეცედენტო დონეს, რამაც შექმნა ევროპაში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საფუძველი. თავის მხრივ,

ევროპის ეკონომიკური სტაბილურობა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა

ცივი ომის დამთავრებისა და გახლეჩილი ევროპის გამთლიანების წინა პირობა

გახდა.

ცივი ომისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის ბლოკების დაპირისპირების

დასრულებასთან ერთად გაქრა მიზეზები, რომელთა გამოც შეიქმნა ნატო.

მნიშვნელოვანწილად შეიცვალა თანამედროვე გამოწვევების ბუნებაც.

სკეპტიციზმის მიუხედავად ალიანსი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა არა

მხოლოდ ცივი ომის წლებში, არამედ მის შემდეგაც. ნატო-მ დაამტკიცა, რომ ის

არის ერთ-

ერთი ყველაზე ეფექტური თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაცია

უსაფრთხოების სფეროში, რომლის წევრებისა და პარტნიორების რაოდენობა

მუდმივად იზრდება.

ცივი ომის დასრულებას მოყვა ნატო-ს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი

მოვლენების მთელი სერია. 1990 წელს პირველად ნატო-მ თანამშრომლობა

შესთავაზა საბჭოთა კავშირს და სხვა არაწევრ ევროპულ ქვეყნებს. ეს მოხდა -

Page 15: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

15

ატლანტიკური საბჭოს სესიაზე ივნისში, როდესაც საგარეო საქმეთა

მინისტრებმა გამოაქვეყნეს ე.წ. შეტყობინება ტურნბერიდან (შოტლანდია). ერთი

თვის შემდეგ, ლონდონში, ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა

ხელი მოაწერეს ლონდონის დეკლარაციას, რომელშიც მოკავშირეები

გამოხატავდნენ მათ მტკიცე გადაწყვეტილებას ალიანსის ტრანსფორმაციის

თაობაზე. დეკლარაცია შედგებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის

ქვეყნებთან პოლიტიკურ და სამხედრო სფეროში ფართო თანამშრომლობის, ასევე

ფორმალური დიპლომატური ურთიერთობების დამყარებისთვის გამიზნული

სხვადასხვა წინადადებებისაგან. მომდევნო წლის ნოემბრის დასაწყისში

სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა გამოაქვეყნეს რომის დეკლარაცი

მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის, რომელმაც წამოაყენა ყოფილი საბჭო

თა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკურ და

უსაფთხოების საკითხებზე ურთიერთობათა ინსტიტუციონალიზაციის წინადადება.

დეკლარაციამ ასევე საფუძველი დაუდო ჩრდილო-ატლანტიკური

თანამშრომლობის

საბჭოს, რომლის პირველი შეკრება 1991 წლის იანვარში შედგა. მისი სესიის

მნიშვნელოვანი შედეგი იყო დიალოგის, პარტნიორობისა და

თანამშრომლობისათვის დეკლარაციის მიღება.

ბრიუსელის სამიტი 1994 წლის დასაწყისში გამოვიდა უსაფრთხოებისა

და სტაბილურობის გაძლიერების ინიციატივით, რომელიც ცნობილია როგორც

პარტნიორობა მშვიდობისათვის. პარტნიორი ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური

თანამშრომლობის საბჭოდან და სახელმწიფოები ევროპის უსაფრთხობისა და

თანამშრომლობის კონფერენციიდან (მომავალი ეუთო), მოწვეულები იყვნენ

პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში ჩართვისათვის.

1997 წელს, სინტრაში (პორტუგალია) მოხდა ჩრდილო-ატლანტიკური

თანამშრომლობის საბჭოს ჩანაცვლება ევროატლანტიკური პარტნიორობის

საბჭოთი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრიც საქართველო გახდა და

რომლის მთავარი მიზანი იყო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ახალ სტ

ადიაზე გადაყვანა.

იმავე წელს, მადრიდის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოთა ლიდერებმა

სათავე დაუდეს ნატო-ს განვითარების ახალ ფაზაზე გადასვლას. ჩეხეთმა,

პოლონეთმა და უნგრეთმა მოწვევა მიიღეს ნატო-ში გაწევრიანებისათვის

მოლაპარაკების დასაწყებად. დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი და

ოფიციალურად ჩამოყალიბდა ნიადაგი უკრაინასთან პარტნიორობისათვის.

1999 წლის აპრილში ვაშინგტონი მასპინძლობდა ნატო-ს მეთხუთმეტე

სამიტს უმაღლეს დონეზე, რომლითაც აღინიშნა ალიანსის ორმოცდამეათე

Page 16: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

16

წლისთავი. სამიტის მსვლელობისას სამი კანდიდატი ქვეყანა – პოლონეთი,

უნგრეთი და ჩეხეთი – ალიანსის წევრი გახდა. სამიტმა წამოაყენა

სტრატეგიული მნიშვნელობის ახალი ინიციატივები, როგორიცაა გაწევრიანების

სამოქმედო გეგმა, გამიზნული პრეტენდენტი ქვეყნების ხელშეწყობისთვის. სამიტი

ასევე აღსანიშნავია ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღების გამო,

რომელიც აღწერს ცვალებად უსაფრთხოების გარემოს და განსაზღვრავს ნატო-ს

ახალ როლს XXI საუკუნეში.

ნატო-ს მომდევნო სამიტი 2002 წლის ნოემბერში, პრაღაში, გაიმართა.

სამიტზე ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და

სლოვენია ოფიციალურად მიიწვიეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების

დასაწყებად. სამიტმა მიიღო გადაწყვეტილებები საერთაშორისო ტერორიზმის

წინააღმდეგ ბრძოლისა და ალიანსის სამხედრო პოტენციალის

ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით (პრაღის ვალდებულება პოტენციალის

შესახებ).

2004 წლის ივნისში, სტამბოლში, სტრატეგიული მნიშვნელობის სამიტი

შედგა. ამ სესიაზე ალიანსი მიესალმა მის შვიდ ახალ წევრს, რომელთა

ჩათვლითაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოთა საერთო რიცხვმა ოცდაექვსს მიაღწია.

გარდა გაფართოების პროცესისა, ალიანსმა ფოკუსირება მოახდინა პარტნიორობის

პროგრამებზე ისეთ პრიორიტეტულ რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია

და ცენტრალური აზია. ამასთან, მან მიიღო გადაწყვეტილებები დიალოგის

გასაძლიერებლად შვიდ ხმელთაშუა ზღვისპირა პარტნიორ ქვეყანასთან და ე.წ.

10 ფართო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი ინიცი

ტივით გამოვიდა.

ევროპის რუკაზე (აქ პოლიტიკური გეოგრაფიის კონტექსტში იგულისხმება

დასავლეთ, ცენტრალური, ჩრდილო, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ

ევროპის რეგიონები) 90-იან წლებში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა

ტრანზიციამ თავისი მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ძალთა ბალანსის

განსაზღვრაში. ამ ფაქტორმა დააჩქარა ერთიანი ევროპული სახელმწიფოს

ჩამოყალიბების ეტაპი და ევროპა მოექცა გლობალიზაციის პროცესის

ქარტეხილში. თუკი ჩვენ შემოვიღებთ გლობალიზაციის ძალიან ზოგადს

პოლიტოლოგიურ განმარტებას ანუ, როდესაც სიტყვა

გლობალიზაცია/გლობალისტიკა ნიშნავს: "სახელმწიფოთა ინტეგრაციას

კავშირების, კომუნიკაციების და ვაჭრობის მეშვეობით, რათა შეიქმნას

ჰოლისტიკური, ერთიანი გლობალური სისტემა და რომელიც დააკავშირებს

ერთმანეთთან ხალხებს ერთიანი ბედის ქვეშ". ამ მხრივ საუბარია ევროპული

გლობალისტიკური პარადგიმის ქვეშ ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე, როგორიცაა

- პანევროპიზმი. პანევროპიზმის მოდელური სისტემა წარმოადგენს ევროპის

Page 17: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

17

კონტინენტზე (მხედველობაშია გეოპოლიტიკური კონტინენტალიზმი და არა

გეოგრაფიული დეტერმინანტული ცნება) არსებული ყველა ინტეგრაციული

ქვესისტემების საერთო ნაკრებს. ფაქტიურად პანევროპიზმი წარმოადგენს ევროპის

მასშტაბში გეოპოლიტიკური სინერგეტიკის იმპულსური პასიონარიზმის შედეგს,

როდესაც ხორციელდება სხვდასხვა პოლიცენტრული ძალების ცენტრების

გაერთიანება ერთიან სიმბოლურ ადგილმდებარეობაში (ევრაზიული პარამეტრების

მიხედვით) ან ნომოკრატიაში.

პანევროპიზმის ფენომენი პოლიტიკურ კონტექსტში უკავშირდება ისეთი მძლავრი

რეგიონული “ორგანიზაციის” ჩამოყალიბებასთან, როგორიცაა ევროპაში

უსაფრთხოებისა და თანამშროომლობის ორგანიზაცია (ეუთო) (თუმცა იურიდიული

გაგებით ეუთო მრავალმხრივი პოლიტიკური ფორუმია და არა ხელშეკრულებაზე

დაფუძნებული ორგანიზაცია). ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლების

დასაწყისში, საბჭოთა კავშირ-ამერიკის დეტანტის საწყის ეტაპზე, წამოიჭრა იდეა,

შექმნილიყო ევროპის კონტინენტზე ისეთი დონის გაერთიანება ან მოძრაობა,

რომელიც მსოფლიო მოვლენების მაშინდელ ეპიცენტრში ანუ გეოპოლიტიკური

ბიფურკაციის წერტილში, დაარეგულირებდა არსებული გლობალურ პრობლემებს.

ჰელსინკის კონფრენეციის მოსამზადებელ პროცესში, 1972 წელს, დაარსდა

გაერთიანება სახელწოდებით - ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის

კონფერენცია, რომელიც დე-იურედ 1975 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. იმ დროს

ჰელსინკის საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბნენ ევროპის 33 სახელმწიფოს

ლიდერები (მათ შორის აშშ-ს და კანადის ლიდერებიც). ეუთო-ს საწესდებო

პირობად იქცა სამი ძირითადი სამართლებრივი პრინციპი:

• ტერიტორიული მთლიანობა

• საზღვრების ურღვევობა

• ადამიანის და ეროვნულ უმცირესაობათა უფლებათა დაცვა

შემდგომში აღნიშნული სამი პრინციპი იქცა საერთაშორისო სამართლის

შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. ეუთო გახდა გაერთიანება, რომელიც

ახორციელებდა სამეთვალყურეო სტრუქტურის როლს დასავლეთ-აღმოსავლეთის

დაძაბულობის შენელების პროცესის დროს ევროპაში. 1990 წლამდე შედგა

გაერთიანების უმაღლესი დონის ორი სამიტი: მადრიდის და კოპენჰაგენის

ფორუმები. გაერთიანების მთავარ კონცეპტუალურ შინაარს შეადგენდა

„ჰოლისტური“(ერთიანი) ევროპული უსაფრთხოების მოდელი, იგივე

გლობალისტიკური/გლობალიზაციის პარადიგმული სისტემა (მოგვიანებით მას

ეწოდა მიხეილ გორბაჩოვის "საერთო ევროპული სახლის" მოდელი), რომელიც

პირველ ეტაპზე მოიცავდა გეოგრაფიულ არეალს ატლანტიკიდან ურალის

მთებამდე, ხოლო შემდგომში გაფართოვდა ვანკუვერ-ვლადივოსტოკის

Page 18: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

18

არეებისაკენ. "ცივი ომის" დროს არსებული პრიორიტეტების მკვეთრი შეცვლა

(არსებული მთავარი სამი პრინციპის ეგიდით) მოხდა 1990 წელს ბერლინის კედლის

რღვევის შედეგად, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია უარყოფითი და ევროპული

უსაფრთხოებისათვის საშიში პრობლემები: ეთნოკონფლიქტები, ეთნიკური წმენდა,

ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა და ა.შ. უკვე ევროპის

თანამშრომლობის და უშიშროების თათბირის მესამე (ჰელსინკის) და მეოთხე

(ბუდაპეშტის) შეხვედრებზე წამოიჭრა აქტუალური საკითხი არსებული რეალიების

გათვალისწინებით ახალი ქმედუნარიანი ინსტიტუტების ჩამოყალიბების თაობაზე,

მისი განვითარება მიმდინარე ფორუმთან შედარებით სუბრეგიონული,

ინტეგრაციული პარამეტრებით განსაზღვრული გაერთიანებათა გაძლიერების

ფონზე (მაგალითად, ევროკავშირი, შედარებით სუსტი, მაგრამ გარკვეულწილად

ინსტიტუციონალიზირებული სტრუქტურა). თათბირი, როგორც ბიპოლარული

შეფერილობის გაერთიანება, კარგავდა აქტუალობას. ამიტომაც 1995 წლის პირველ

იანვარს ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის თათბირი გადაკეთდა

ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციად. სიმართლე რომ

ითქვას, ამით ფაქტიურად მოისპო რეგიონული მასშტაბით "ცივი ომის" ეპოქა,

რადგანაც ნატო-ს და ვარშავის პაქტის წევრების მიერ დაარსებულმა გაერთიანებამ

სულ სხვა ფუნქციები შეიძინა. ორგანიზაციამ, რომლის შტაბ-ბინა ევროპის შუაგულში

- ვენაში განთავსდა, მიიღო ინსტიტუციონალური სახე: დაარსდა უმაღლესი საბჭო,

გენერალური სამდივნო, კონფლიქტოლოგიის ცენტრი, ადამიანის და ეროვნულ

უმცირესობათა დაცვის სამოქალაქო ბიურო, რეგიონული უსაფრთხოების ფორუმი

და ა.შ. 1996 წლის ლისაბონის 53 წევრ-სახელმწიფოს უმაღლეს ხელმძღვანელთა

შეხვედრამ შეიმუშავა კონკრეტული მიდგომები ევროპაში უსაფრთხოების

პირობების მისაღწევად (მაგალითად, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო

ჯარების განლაგების თაობაზე ერთობლივი კონსენსუსის მიღწევის საკითხი). ამას

გარდა, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები განიარაღების პროცესის აქტივიზაციისთვის.

მაგრამ, საერთო ჯამში, ძირითადი სამი პრინციპის პრიორიტეტულობა კვლავაც

აუცილებელი დარჩა.

ნეოატლანტისტური გეოპოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები (ბარი

ბუზანი, ოლე ვაევერი, მორტენ კელსტრაფი), რომლებსაც ეთანხმდებოდნენ

ნეომონდიალისტური წრეების მკვლევარებიც (პიერ ლემაიტერი და ელიზაბეთ

ტრომერი) განსაზღვავდნენ ევროპის პოლიტიკური პრინციპით დაყოფის 4

ვარიანტს:

• ევროპული გაერთიანება (ძირითადში დასავლეთ ევროპის ბაზაზე);

• ევროპა პორტუგალიიდან პოლონეთის ჩართვით (არა-ევროპული სუპერ-

სახელმწიფოს მონაწილეობით, მხედველობაშია აშშ-ს და რუსეთის ფედერაციის-

ყოფილი სსრკ-ს ევროპული იდენტურობიდან გამორიცხვის ფაქტორი);

Page 19: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

19

• ევროპა ატლანტიკიდან ურალის მთებამდე (შარლ დე გოლის და მიხეილ

გორბაჩოვის მოდელი);

• ევროპა ვანკუვერიდან (კანადა) ვლადივოსტოკამდე (რუსეთის ფედერაცია) ანუ

დღევანდელი ეუთო-ს ევროპული სისტემა.7

თითოეული პარადიგმა არის რეალური მოდელი, მაგრამ ისინი გასხვავდებიან

ერთმანეთისაგან გეოგრაფიული, კულტურული, ისტორიულიდა პოლიტიკური

ელემენტების ნაირსხვაობით. თუმცაღა თითოეული მათგანი მოიცავს პოლიტიკურ,

ისევე როგორც ისტორიულ-გეოგრაგიულ დეტერმინანტებს.

ერთ-ერთ ასეთ ქვესისტემად შეიძლება მიჩნეული იქნას ევრო-ატლანტიკური

სივრცის პარამეტრი. ევრო-ატლანტიკური სივრცე როგორც ასეთი,

გეოპოლიტიკური, უფრო სწორედ კი გეოსტრატეგიული ერთიანობა წარმოიშვა

1997 წლის 30 მაისს ქ. სინტრაში (პორტუგალია), როდესაც ჩრდილოატლანტიკური

თანამშრომლობის საბჭო (ნაქსი) გადაკეთდა ევრო-ატლანტიკურ

თანამშრომლობის საბჭოდ (ეაპსი). სინტრაში გამართულ ნატო-ს და პარტნიორ

ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტზე (საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე)

მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული

ორგანიზაციის შექმნა არის თვისობრივად ახალი ნაბიჯი, რომლის მიზანია უფრო

დინამიური და მრავალმხრივი პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის

ჩამოყალიბება. ამავე დროს მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება "პარტნიორობა

მშვიდობისათვის" პროგრამის "გაღრმავების" თაობაზე, რომელსაც ეაპს-ის

ფარგლებში ინდივიდუალური ხასიათი უნდა მიენიჭებინა პარტნიორი ქვეყნების

ნატოს_თან თანამშრომლობისათვის. ამიერიდან აქცენტი კეთდებოდა ცალკეული

ქვეყნების სპეციფიურ ინტერესებსა და ე.წ "თვითდიფერენციაციის" პრინციპებზე, რაც

იმას გულისხმობდა, რომ პარტნიორებს თვითონ უნდა განესაზღვრათ

თანამშრომლობის დონე და მისი შინაარსობრივი მხარე.

სწორედ აღნიშნული პრინციპები და რეალიები დაედო საფუძვლად ეაპს-ის საბაზო

დოკუმენტს, რომელიც მიღებულ იქნა სინტრაში მინისტრთა ზემოხსენებულ

შეხვედრაზე. დოკუმენტში კერძოდ აღნიშნულია, რომ: "ეაპსი წაარმოადგენს

პარტნიორობის ახალ მექანიზმს, რომელიც მოიცავს როგორც გაფართოებულ

პოლიტიკურ განზომილებას, ასევე პრაქტიკულ თანამშრომლობას PფP-ის

(პარტნიორობა მშვიდობისათვის) ფარგლებში. იგი სრულიად გაითვალისწინებს და

შეავსებს ეუთო-სა და სხვა ისეთი შესაბამისი ორგანიზაციების საქმიანობას,

როგორიცაა ევროკავშირი, დასავლეთ ევროპული კავშირი და ევროპის საბჭო".

7 Buzan, B., Kelstrup, M., Lemaitre, P., Tromer, E. and Waever, O. The European Security Order Recast:

Scenarios for the Post-Cold War Era, London: Pinter Publishers, 1990.

Page 20: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

20

რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, მხედველობაშია ფართო პოლიტიკური

კონსულტაციების წარმოება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ

შორისაა: კრიზისული სიტუაციების მართვა, რეგიონული პრობლემები,

შეიარაღებაზე კონტროლი, ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის

გაუვრცელებლობა, საერთაშორისო ტერორიზმი, თავდაცვის პოლიტიკა და

სტრეტაგია და ა.შ. ამ კონტექსტში ახალი ელემენტის სახით მითითებულია, რომ

"პარტნიორთა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ალიანსთან პირდპირი

პოლიტიკური ურთიერთობების (ინდივიდუალურად ან შეზღუდული ფორმატის

ჯგუფებით) განხორციელება". ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საბაზო დოკუმენტში

დაფიქსირებულია სპეციალური რეგიონული ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა, რაც

კიდევაც აღესრულა ე.წ "კავკასიის მუშა ჯგუფის" შექმნის სახით.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეაპსი თავის საქმიანობაში ეყრდნობა ორ

მთავარ პრინციპს:

• პოლიტიკურ კონსულტაციებს

• თვითდიფერენციაციის პრეფერირებას

ეაპსის გეოსტრატეგიული სივრცის მოდელი დაეფუძნა ევროპის პოლიტიკური

პრინციპით დაყოფის მესამე ვარიანტს ანუ მოდელს ატლანტიკიდან ურალის

მთებამდე და მასში გაერთიანდნენ ნატო-ს და პარტნიორი სახელმწიფოები.

თუმცაღა როგორც შემდგომმა პროცესებმა დაგვანახა ევრო-ატლანტიკური

ინტეგრაციის მოდელი შეესაბამება მეორე ვარიანტს - პორტუგალიიდან

პოლონეთამდე გეოპოლიტიკურ სივრცეს.

ამ მხრივ აღვნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ნატო-ს გაფართოების ერთ-ერთ

მნიშვნელოვან თემას უსაფრთხოება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ "ცივი

ომი" ისტორიას ჩაბარდა, ევროპას და საერთოდ დასავლეთის ცივილაზაციას ჯერ

კიდევ აწუხებს აღმოსავლეთიდან ანუ ევრაზიიდან მუდმივად არსებული საფრთხის

კომპლექსი. ეს ხედვა ძალზე ორიგინალურად გამოვლინდა გეოპოლიტიკის ერთ-

ერთი თვალსაჩინო ბრიტანელი კლასიკოსის სერ ჰალფორდ მაკინდერის

შრომებში. ევროპის განვითარება მან დაუკავშირა პასუხს იმ გამოწვევაზე,

რომელსაც აღმოსავლეთიდან მომთაბარე ურდოების შემოსევა უქმნიდა ევროპას

საუკუნეების განმავლობაში. მისივე თეორიით, ევროპის უსაფრთხოების გარანტია

მხოლოდ იმ შემთხვევაში არის უზრუნველყოფილი, თუკი მისი გავლენის სფერო

მოიცავს ე.წ "ჰართლენდს" (მიწის გულს, რომელიც ფაქტიურად ყოფილ საბჭოთა

კავშირის მიერ კონტროლირებადი სივრცე იყო) იმ ნაწილს, რომელიც

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპას წარმოადგენს და გრძელდება

აღმოსავლეთისაკენ. ეს მიწა გადაჭიმულია ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე (დუნაის

აუზის ჩათვლით), მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, შუა აზიისა და ტიბეტის გავლით

Page 21: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

21

მონღოლეთს. "ის ვინც აკონტროლებს ამ მიწებს, ბატონობს ჰართლენდზე, ვინც

ბატონობს ჰართლენდზე - ბატონობს მსოფლიო კუნძულზე (ევრაზია) და

შესაბამისად მსოფლიოზე". რაც შეეხება ჰართლენდის აღმოსავლეთ ევროპულ

ნაწილს იგი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მისი კონტროლი ზღვის საშუალებითაა

შესაძლებელი და იგი ხელმისაწვდომია დიდი საზღვაო პოტენციალის მქონე

სახელმწიფოებისათვის. სივრცე კავკასიიდან მონღოლეთამდე კი მხოლოდ რთული

სახმელეთო გზებით არის დაკავშირებული ევროპასთან.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გეოპოლიტიკურ შეხედულებებზე უდიდესი

გავლენა იქონია ამერიკელმა მეცნიერმა ნიკოლას სპაიკმენმა. მან შემოიტანა ე.წ

"რიმლენდის" ცნება. იგი წარმოადგენს ნახევარმთვარისებურ გეოგრაფიულ

სივრცეს ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე. მის შუა არის მოქცეული ჰართლენდი,

რომელიც აღარ შეიცავს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის ტერიტორიებს.

სპაიკმენის აზრით მსოფლიო ბატონობას განაპირობებს სწორედ ამ რიმლენდზე

კონტროლი (აღსანიშნავია, რომ მასში შედის მთლიანად მცირე, სამხრეთი და

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია).

გეოპოლიტიკურმა ხედვამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მნიშვნელოვანი

ცვლილებები განიცადა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ამერიკელი მეცნიერის

სოლ კოენის მოდელი, რომლის შესაბამისადაც მსოფლიო ბატონობა დაყოფილია

ორ გეოსტრატეგიულ სამყაროს შორის:

1) ვაჭრობაზე დამყარებული საზღვაო-სანაოსნო ზონა (აშშ, დასავლეთ ევროპა,

აფრიკა, ავსტრალია);

2) ევრაზიული კონტინენტური ზონა (ყოფილი საბჭოთა კავშირი, ცენტრალური და

აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით).

რაც შეეხება ნატო-ს შემდგომ გაფართოების პროცესს, რომელიც პირველ რიგში

მოიაზრება, როგორც ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების უცილობელი ფაქტი.

ამიტომაც ევროატლანტიკური სივრცე წარმოადგენს პანევროპიზმის პროცესის

განუყოფელ ნაწილს, სადაც ასევე გაერთიანებული უნდა იქნას ევრაზიული სივრცე

(საუბარია - ევრაზია-ატლანტიკური თანამშრომლობითი უსაფრთხოების სისტემაზე

და იგი უშუალოდ არის დაკავშირებული მის განმტკიცებასთან.)

დღესდღეობით ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდ

ება იმისაგან, რასაც იგი 1989 წელს წარმოადგენდა. ალიანსი აღარ არის ის

სტრუქტურა, რომელმაც უზრუნველყო დასავლეთ ევროპის თავდაცვა ცივი ომის

ოთხ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში და აღარც ის, რომელიც

მეთვალყურეობდა გარდამავალ პროცესებს ევროპაში ადრეულ 90-იან წლებში.

ნატო-ს განვითარება არავითარ შემთხვევაში არაა შემთხვევითობა ან ისტორიის

Page 22: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

22

კაპრიზი. ნატო-ს წარმატების გასაღები არის მისი უცვლელი ფასეულობები და

პრინციპები, რომლებსაც იგი დღემდე ემყარება.

ნატო არაა მხოლოდ ალიანსი კოლექტიური თავდაცვისათვის, არამედ

ის საერთო ფასეულობების გაერთიანებას წარმოადგენს. მუდმივად ცვალებადი

საფრთხეების პირობებში სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა

პატივისცემის და კანონის უზენაესობის ფასეულობები აერთიანებენ და

აკავშირებენ ყველა წევრ სახელმწიფოებს.

ნატო მოიცავს გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების

ტრანსატლანტიკურ ძალისხმევას. ალიანსი აკავშირებს ევროპასა

და ჩრდილოეთ

ამერიკას, აბალანსებს სხვადასხვა ეროვნულ ინტერესებს სტაბილურობისა და

მშვიდობისათვის.

ცივი ომის განმავლობაში ნატო-ს უმთავრესი როლი, გასაგები მიზეზების

გამო, იყო მისი წევრების დაცვა საბჭოთა ექსპანსიონისტური საფრთხისაგან.

საბჭოთა კავშირის დაშლით გაქრა ალიანსის ტრადიციული მოწინააღმდეგე,

რომელმაც განაპირობა უსაფრთხოების გარემოს გადაფასება და ალიანსის როლის

ხელახალი განსაზღვრა.

1999 წელს გამოქვეყნებულმა ნატო-ს ახალმა სტრატეგიულმა

კონცეფციამ დაახასიათა გლობალური უსაფრთხოების რისკები, როგორც

მრავალმხრივი და ძნელადპროგნოზირებადი. ალიანსის ძირითადი ამოცანები

ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

1. იყოს სტაბილურობის ბაზისი მთელს ევრო-ატლანტიკურ არეალში;

2. იყოს ფორუმი კონსულტაციებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე;

3. იყოს შემაკავებელი და დამცველი ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს

წინააღმდეგ აგერსიის ყოველგვარი საფრთხისა;

4. ხელი შეუწყოს კონფლიქტების ეფექტურ პრევენციასა და კრიზისების

მოწესრიგებას;

5. განახორციელოს პარტნიორობა და დიალოგი ევრო-ატლანტიკური არეალის

ქვეყნებთან.

ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ასევე აღნიშნავს, რომ

უსაფრთხოების გარემოს ცვლილება ძირითადად პოზიტიურია. თუმცა,

ამავდროულად, სახელმწიფოები აღმოჩნდნენ სხვა რისკებისა და

არასტაბილურობის წყაროების პირისპირ, როგორებიცაა: ეთნიკური

კონფლიქტები, ადამიანის უფლებათა ხელყოფა, პოლიტიკური არასაიმედოობა

Page 23: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

23

და ეკონომიკური კრიზისი. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ბირთვული,

ბიოლოგიური და ქიმიური იარაღების გავრცელების საფრთხე. მომდევნო წლებში,

განსაკუთრებით შეერთებულ შტატებზე 2001 წლის 11 სექტემბრს

განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, ნატო-მ

მოახდინა გლობალური ტერორისტული საფრთხისა და ქმედუუნარო

სახელმწიფოებთან დაკავშირებული რისკების გადაფასება და მათ

უსაფრთხოების პრიორიტეტთა ნუსხის სათავეში მიუჩინა ადგილი.

ნატოს ტრანსფორმაცია რეგიონულიდან გლობალურ-პოლიტიკურ

გაერთიანებად

1990-იანი წლების გადასახედიდან ვერავინ იტყვის, რომ საბჭოთა კავშირის

დაშლა მისთვის მოულოდნელი არ იყო და ამ ეპოქალურ მოვლენას ვინმე

მომზადებული დახვდა. ყოველ შემთხვევაში, ნატოს წევრ-ქვეყნებში 1991 წლის

ზაფხულ-შემოდგომაზე აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა და შეშფოთებაც

საბჭოთა კავშირის გაურკვეველ მომავალთან დაკავშირებით. ყველას აწუხებდა

მთავარი კითხვა: რა ბედი ელის სსრკ-ს ბირთვულ შეიარაღებას და ვის ხელში

შეიძლება მოხვდეს ეს არსენალი? ამ კონტექსტში შეიძლება გავიხსენოთ 1991 წლის

ივნისში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის _ ჯორჯ ბუშის უფროსის _ ვიზიტი ჯერ კიდევ

საბჭოთა უკრაინაში და მისი გამოსვლა კიევში, სადაც მან საჯაროდ დაუჭირა მხარი

საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. იმავე წლის 7-8 ნოემბერს რომში გამართულ

ნატოს სამიტზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აშკარად იკითხება

რჩევა „საბჭოთა ხალხებს შორის საერთო საფუძვლის შენარჩუნების“ შესახებ.

საყურადღებოა, რომ ეს სამიტი გაიმართა „ბელოვეჟის ხელშეკრულების“

ხელმოწერამდე (ანუ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაშლამდე) ზუსტად ერთი

თვით ადრე. ასე რომ, ალბათ, საფუძველს მოკლებული არ არის ის მოსაზრება,

რომ დასავლეთი იმ პერიოდში პრიორიტეტს ანიჭებდა საბჭოთა კავშირის

შენარჩუნებას, თუმცა _ შეკვეცილი სახით, ანუ ბალტიისპირეთის გამოკლებით. რა

თქმა უნდა, ნატოში კარგად ესმოდათ, რომ საბჭოთა კავშირის დიდი სახეცვლილება

ახალ ამოცანებსა და მიზნებს აყენებდა ალიანსის წინაშე. კერძოდ, დღის წესრიგში

დგებოდა ყოფილ სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებთან პარტნიორული

ურთიერთობების დამყარება. სწორედ ამიტომ 1991 წელს შეიქმნა ჩრდილო-

ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო, რომელიც ნატოსა და მისი ახალი

პარტნიორების საქმიანი თავყრილობებისა და სამოქმედო პროგრამების პირველი

ერთობლივი მექანიზმი უნდა გამხდარიყო.

ასეა თუ ისე, ნატო აღმოჩნდა ფაქტის წინაშე, რომელზეც თავისი დაარსების

დღიდან ოცნებობდა. მაგრამ, როდესაც ოცნება რეალობად იქცა... რა ბედი ელოდა

რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ტერიტორიებზე განლაგებულ

ბირთვულ იარაღს? შენარჩუნდებოდა მისი ერთიანი სისტემა, თუ იგი ცალკეული,

Page 24: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

24

დასავლეთისათვის ჯერ კიდევ უცნობი დამოუკიდებელი ქვეყნების, ან სულაც

ექსტრემისტების ხელში აღმოჩნდებოდა? იმავე დროს, ყოფილ იუგოსლავიაში, შუა

აზიაში, კავკასიასა და მოლდოვაში თავი იჩინა სისხლიანმა ეთნოპოლიტიკურმა

კონფლიქტებმა. რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული დაპირისპირების საგანი

ხდებოდა ყირიმი და იქ განლაგებული შავი ზღვის ფლოტი. ყველა, ვინც ამ

კონფლიქტებში თავს დაჩაგრულად გრძნობდა, ნატოს „მიადგა“ დახმარებისათვის.

ნატოში კი სრულიად არ იყვნენ მზად ამგვარი პრობლემების მოსაგვარებლად. ასეთ

სარისკო და არაპროგნოზირებად ვითარებას ზოგი დასავლეთში, ალბათ, ისევ

ბრეჟნევის სსრკ-ს ამჯობინებდა.

ახალი ისტორიული ვითარება ნატოსთან ღრმად გააზრებულ ქმედებას

მოითხოვდა. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ახალ პარტნიორებთან საერთო

ენის გამონახვა, მათი ჩართვა თანამშრომლობის ერთიან სისტემაში. ამის პირველი

მცდელობა გახლდათ ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს

ფარგლებში მიღებული „დიალოგის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის“

გეგმები, რომლებიც მაგალითია იმისა, თუ როგორ ეტაპობრივად ხდებოდა

პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება ნატოსა და პარტნიორებს შორის.

უპირველეს ყოვლისა, დაიწყო ერთობლივი პოლიტიკური კონსულტაციების

ჩატარება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ერთ-ერთი პირველთაგანი შეუერთდა ჩრდილო-

ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, თუმცა ეს ინიციატივა მოსკოვში

თავიდანვე კრიტიკულად აღიქმებოდა, როგორც ნატოს პოლიტიკური და

სამხედრო გავლენის აღმოსავლეთით გაფართოების ინსტრუმენტი.

სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის

ქვეყნებმა ღიად და აქტიურად დაიწყეს საუბარი ნატოში გაწევრიანების შესახებ.

ნატოში კარგად ესმოდათ, რომ, მიუხედავად რუსეთის უარყოფითი

დამოკიდებულებისა, ამ ქვეყნების სწრაფვას ალიანსში გაწევრიანებისაკენ

სჭირდებოდა ადექვატური რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იყო

გამორიცხული, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, თავისი უშიშროების

უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სხვა ორიენტაციისა და შესაძლებლობების

ძიებას დაიწყებდა.

აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით 1994 წლის დასაწყისში ნატომ მიიღო

და პარტნიორებს შესთავაზა აშშ-ს ახალი ინიციატივა _ „პარტნიორობა

მშვიდობისათვის“ პროგრამა (პმპ). მართალია, პმპ არ გულისხმობდა ნატოს

კოლექტიური უშიშროების გავრცელებას პარტნიორებზე, მაგრამ იგი მაინც

პასუხობდა აღმოსავლეთ ევროპის რიგ სახელმწიფოთა მოთხოვნებს ნატოში

გაწევრიანების შესახებ, რადგან საშუალებას აძლევდა ამ რეგიონის ყველა

Page 25: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

25

დაინტერესებულ ქვეყანას უშუალოდ ნატოსთან ეთანამშრომლა პრაქტიკული

მიმართულებებით. პმპ-ის, ე.წ. ჩარჩო დოკუმენტის, მე-8 პუნქტის მიხედვით, ნატო

გამოთქვამდა მზადყოფნას ჩაეტარებინა კონსულტაციები ამ პროგრამის ნებისმიერ

წევრთან იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი ჩათვლიდა, რომ მის ტერიტორიულ

მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას უშუალო

საფრთხე ემუქრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით და

ახალი სტრატეგიის გააზრებისათვის ეს პმპ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება

იყო, რადგან იგი გარკვეულწილად ითვალისწინებდა ნატოს უსაფრთხოების

გარანტიების გავრცელებას პარტნიორ ქვეყნებზე. თუმცა ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ შორს

იყო კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპისაგან, რომელიც უმთავრესად

ჩამოყალიბებულია ნატოს 1949 წლის დამფუძნებელი ხელშეკრულების ცნობილ მე-

5 პუნქტში. ნატოში კარგად ესმოდათ, რომ ალიანსის გაფართოება ანტიდასავლურ

და რევანშისტულ განწყობილებებს გამოიწვევდა რუსეთში. მიუხედავად ამისა,

მიიჩნევდნენ, რომ ნატოში გაწევრიანებული და სტაბილური ევროპა თავისთავად

დადებით გარემოს შექმნიდა რუსეთის მეზობლად, რაც შესაბამისად იმოქმედებდა

ამ უკანასკნელის დემოკრატიულ განვითარებაზე. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე,

კეთდებოდა დასკვნა, რომ საერთო ჯამში ნატოს გაფართოება რუსეთის

ინტერესებშიც უნდა ყოფილიყო.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პმპ გახლდათ ნატოს მთავარი სტრატეგიული

მიზნის – ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის _ შექმნის ერთ-ერთი

ეფექტური ინსტრუმენტი. უსაფრთხოების ამ ახალი არქიტექტურის მშენებლობაში,

ნატოს აზრით, მონაწილეობა უნდა მიეღო „ცივი ომის“ პერიოდში

დაპირისპირებული ბანაკების ყველა წევრს, რომლებიც ამიერიდან, საერთო

ინტერესების გარდა, საერთო დემოკრატიული ფასეულობების ირგვლივ უნდა

გაერთიანებულიყვნენ. ბუნებრივია, ამ პროცესის მთავარ ლოკომოტივად ნატო

მოიაზრებოდა.

ნატოს ტრანსფორმაციის ფრიად მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებულია

ალიანსის 1997 წლის მადრიდის სამიტთან. ამ სამიტზე ჩამოყალიბდა პრინციპული

მიდგომები ისეთი მთავარი საკითხებისადმი, როგორებიც გახლდათ ალიანსის შიდა

სტრუქტურული ცვლილებები, მის რიგებში ახალი წევრების მიღება, ასევე,

პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. კერძოდ, ნატოს

შიდასტრუქტურული რეფორმა, ტრადიციული თავდაცვითი მექანიზმის განმტკიცების

გარდა, ითვალისწინებდა ალიანსის ფარგლებს მიღმა სხვადასხვა სახის ოპერაციის

ჩატარების შესაძლებლობას. ეს კი, საბოლოო ჯამში, ნიშნავდა ნატოს

უსაფრთხოების სფეროს გაფართოებას, რაც პირდაპირ კავშირში იყო პარტნიორი

ქვეყნების საგარეოპოლიტიკურ ინტერესებთან. ეს ნამდვილად რევოლუციური

მიდგომა იყო ნატოს ფილოსოფიაში. სამიტზე გაკეთდა განცხადება ალიანსში

Page 26: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

26

ახალი წევრების – პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის _ მოწვევის შესახებ. ეს

ნაბიჯი საბოლოოდ უსვამდა წერტილს ევროპაში ცივი ომისდროინდელ ძალთა

ბალანსს და უმკვიდრებდა ნატოს კონტინენტზე უსაფრთხოების მთავარი გარანტის

როლს. ამასთანავე, ალიანსი ადასტურებდა მტკიცე გადაწყვეტილებას უახლოეს

წლებში კვლავ მოეწვია თავის რიგებში „ის ქვეყნები, რომლებსაც ექნებათ სურვილი

და იმის უნარი, რომ იკისრონ ნატოს წევრობასთან დაკავშირებული მოვალეობები

და პასუხისმგებლობა, რაც თავისთავად უნდა პასუხობდეს ალიანსის საერთო

პოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს ისევე, როგორც ევროპის უშიშროებისა

და სტაბილურობის საქმეს“.

საერთო ჯამში, ბალკანეთში განვითარებულმა მოვლენებმა უდიდესი გავლენა

იქონია ნატოს ტრანსფორმაციისა და ახალ რეალობებთან ადაპტირების პროცესზე.

საწყის ეტაპზე ნატოს სამხედრო ჩარევამ ბოსნიაში, რაც იძულებითი ნაბიჯი იყო,

მნიშვნელოვნად დაძაბა ურთიერთობა ალიანსსა და რუსეთს შორის. ასეთ დაძაბულ

ვითარებაში ნატომ შეძლო დაერწმუნებინა რუსეთი ჩართულიყო ბოსნიის

სამშვიდობო პროცესში და გაეგზავნა თავისი სამხედრო შენაერთები

საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში მონაწილეობის მისაღებად.

1998_99 წლებში ყოფილ იუგოსლავიაში, ამჯერად კოსოვოში, განვითარებულმა

მოვლენებმა შემდგომი ძლიერი ბიძგი მისცა ნატოს შიდა სტრუქტურების

ტრანსფორმაციას და, საერთოდ, ალიანსის ფილოსოფიის ახლებურად გააზრებას.

კოსოვოს კონფლიქტი სწრაფად მოექცა ნატოს ყურადღების ცენტრში, რადგან

აღნიშნული პრობლემა რეალურ საფრთხეს უქმნიდა მთელი ბალკანეთის

ნახევარკუნძულის სტაბილურობას. ნატოს წინაშე წარმოიშვა დილემა: როგორ უნდა

მოქცეულიყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი იმ შემთხვევაში, თუკი

საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლა იუგოსლავიის ხელმძღვანელობაზე შედეგს

არ გამოიღებდა და ეს უკანასკნელი გააგრძელებდა კოსოველი ალბანელების

დევნასა და რეპრესიებს? ნათელი იყო, რომ რაღაც ეტაპზე დადგებოდა სამხედრო

ძალის გამოყენების საკითხი.

ნატოში იმასაც კარგად აცნობიერებდნენ, რომ გაეროს გვერდის ავლით კოსოვოს

კრიზისის მოგვარების მცდელობა „რუსეთის დაკარგვის“ ტოლფასი შეიძლება

ყოფილიყო. ყოველივე ამის გამო, ძალის გამოყენება-არგამოყენებას შორის

პრინციპული არჩევანის გაკეთებას დიდი პოლიტიკური ნება და მოკავშირეთა

მტკიცე სოლიდარობა სჭირდებოდა.

მას შემდეგ, რაც კრიზისის პოლიტიკური მოგვარების მრავალმა მცდელობამ, მათ

შორის გაერო-სა და ეუთო-ს ფორმატით, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, 1999

წლის 24 მარტს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო-საჰაერო ოპერაციის

დაწყების შესახებ. ნატოს სამხედრო ოპერაციის მთავარ მიზნად დასახელდა

Page 27: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

27

იუგოსლავიის სამხედრო პოტენციალის შესუსტება და, აქედან გამომდინარე,

კოსოვოში ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების მასშტაბების შემცირება.

ნატოს გადაწყვეტილება _ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო

ძალის გამოყენება _ იყო ახალი ეტაპის დასაწყისი ალიანსის 50-წლიან ისტორიაში.

ამ ნაბიჯს თვისობრივი ცვლილება შეჰქონდა არა მარტო ალიანსის ფილოსოფიაში,

არამედ საერთაშორისო სამართალშიც. ნატო პრაქტიკულად განაცხადს აკეთებდა

იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი არ უნდა იყოს იმუნიტეტი

კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად.

ამგვარი მეტად რთული ვითარებისა და დილემების ფონზე 1999 წლის

გაზაფხულზე ვაშინგტონში გაიმართა ნატოს საიუბილეო სამიტი, რომელმაც პასუხი

გასცა უაღრესად პრინციპულ კითხვებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა

სამიტზე მიღებულ ნატოს განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას. მასში

განხილულია ის ღრმა ცვლილებები, რომლებიც მოხდა ევრო-ატლანტიკურ

სივრცეში 1991 წლის შემდეგ, ანუ ნატოს წინა სტრატეგიული კონცეფციის მიღების

შემდგომ პერიოდში. გაკეთდა დასკვნა, რომ თანამედროვე ეტაპზე ნატომ უნდა

იზრუნოს არა მხოლოდ თავის უშიშროებაზე, არამედ მთელი ევრო-ატლანტიკური

რეგიონის სტაბილურობაზე. კონცეფციაში გაშუქდა ალიანსის მიერ XXI საუკუნის

უსაფრთხოების სისტემის ხედვა და აღინიშნა, რომ ალიანსი განიხილავს თავის

უსაფრთხოებას ფართო გაგებით როგორც სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური,

სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორების ერთიანობას.

განსაკუთრებით საყურადღებოა კონცეფციის ის ნაწილი, რომელშიც საუბარია

ნატოს უშიშროების ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა ტერორიზმი, საბოტაჟი,

ორგანიზებული დანაშაული და ალიანსისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის

რესურსების ბლოკირება. დღეს ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული აქტუალობა

შეიძინა რუსეთის პოლიტიკის ფონზე, რომელიც გეოპოლიტიკური მიზნებით იყენებს

თავის მდიდარ ენერგეტიკულ რესურსებს.

კონცეფციაში ჩამოყალიბდა თანამედროვე ხედვა კრიზისული სიტუაციების

მართვის მიმართაც. კერძოდ, ნატომ, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ერთად, იკისრა კონფლიქტების პრევენციული ღონისძიებების განხორციელება,

ხოლო კრიზისული ვითარების დროს _ მათი მოგვარება საერთაშორისო

სამართლის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით კონცეფციის შემდგომ პასაჟში (48-

ე მუხლი) გატარებულია აზრი იმის თაობაზე, რომ ნატოს დამოუკიდებლადაც

შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში სამშვიდობო

ოპერაციების წარმოების შესახებ. კონცეფციაში ხაზგასმით აღინიშნა ევრო-

ატლანტიკურ კონტექსტში რუსეთის მნიშვნელობა. „ძლიერი, სტაბილური და

მრავალმხრივი თანამშრომლობა ნატოსა და რუსეთს შორის უმნიშვნელოვანესი

ფაქტორია ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობისათვის“, – ნათქვამია

Page 28: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

28

დოკუმეტში, ხოლო თანამშრომლობის ერთერთ მექანიზმად დასახელებულია

ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი.

ამ გადაწყვეტილების უზრუნველყოფით ნატომ დაიწყო ტრანსფორმაციის პროცესი

და იგი მოგვევლინა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის როლში. მას არ

დასჭირვნია ხანგრძლივად გამოეყენებინა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5

მუხლი, რაგდან ატლანტიკურმა ალიანსმა შეერთებულ შტატებთან ერთად 2001

წლის ოქტომბერში დაიწყო “ომი ტერორიზმზე” და “მშვიდობის განმტკიცების”

ოპერაციები. არსებული დროისათვის ნატოს წვლილი იყო ლიმიტირებული. იგი

მხოლოდ შემოიფარგლებოდა საზღვაო და საჰაერო ოპერაციებით. მან გაგზავნა

ლოგისტიკუტი მიზნებისათვის სადესანტო რადარული თვითმფრინავი, ხოლო

საზღვაო კუთხით მას უნდა დაეცვა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით საზღვაო

ზოლის უსაფრთხოება.

ნატოს, როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის მთავარი საზრუნავი არის

თავისი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიების დაცვა შეიარაღებული

თავდასხმებისაგან. მას ქონდა დიდი მზაობა 1990 წელს დახმარებოდა გაეროს

სამშვიდობოებს ბალკანეთში. ნატოს ლეგიტიმური ქმედება “სივრცის გარეთ” და

პერიფერიების გასწვრივ გახდა არასასიამოვნო სამართლებრივი განსჯის საგანი.

ანალოგიურ დისკუსიას ადგილი ქონდა კოსოვოს კრიზისის დროს, კერძოდ, ნუთუ

ქონდა ალიანსს უფლება გამოეყენებინა ძალა გაეროს უშიშროების საბჭოს

ნებართვის გარეშე. “9/11” ტერორისტულ აქტზე ნატოს პასუხი გახდა დისკუსიის

საკითხი, რამაც გამოიწვია ნატოს მაშინდელი გენერალური მდივნის ლორდ

რობერტსონის შეშფოთება. ლორდ რობერტსონმა 2002 წლის მარტში გამართა

მრავალი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს შეგუება უსაფრთხოების

ხელყოფასთან და მისი შესაძლებლობა იმოქმედოს საკუთარი საზღვრებიდან

შორს, წარმოადგენს მის ლოგიკურ გარგძელებას სამხრეთ აღმოსავლეთ

ევროპაში.

2002 წლის მაისის რეიკიავიკის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ფორმალურად დაადასტურეს ნატოს ტრანსფორმაცია რეგიუნული აქტორიდან

გლობალურ მოთამაშედ. ასევე მათ აღნიშნეს, რომ ალიანსი წინ აღუდგება

საფრთხეებს რათა დცული იქნას წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება. ერთი

წლის შემდეგ ლორდ რობერტსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2002 წლის მაისის

გადაწყვეტილება მოითხოვს, რომ ნატომ უნდა გადადგას ნაბიჯები ტრადიციული

დავების წინააღმდეგ და “სივრცის გარეთ” დებატები გამოაცხადოს

დასრულებულად. 2003 წლის აგვისტოში ნატომ გაგზავნა ავღანეთში

საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალები. ეს სწორედ ის მოვლენა იყო,

როდესაც ნატოს ხელმძღვანელობით წარმოებული სამშვიდობო ოპერაცია შორს

იყო მისი ტერიტორიებიდან ანუ ევრო-ატლანტიკური სივრციდან. ნატოს მხრიდან

Page 29: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

29

წინასწარი მოქმედებები არის მისი საკუთარი თავდაცვის ნაწილი. ლორდ

რობერტსონი სრულიად დამაჯერებლად უჭერდა მხარს ბუშის ადმინისტრაციის

პოზიციას საკუთარი რავდაცვის კონცეფციის ფართოდ გამოყენებასთან

დაკავშირებით, რომელიც თავისთავად გულისხმობს წინასწარ პრევენციულ ზომებს,

რომელიც წარმოადგენს ნატოს მიდგომას ტერორისტული საფრთხეების

წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ნატო ყოველთვის იყენებდა ამ მომენტს,

კერძოდ პრეემპტიულ ქმედებებს მის მხრიდან ადგილი ქონდა კოსოვოში 1999

წელს.

XXI საუკუნეში განახლებულმა ნატომ რეალურად 2001 წლის 11 სექტემბერს

შეაბიჯა. ნიუ-იორკში ცნობილი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ნატომ, პირველად

თავისი 50-წლიანი არსებობის მანძილზე, აამოქმედა ალიანსის დამფუძნებელი

,,ვაშინგტონის ხელშეკრულების“ მე-5 პუნქტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია

კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპი ფორმულით: ,,ყველა ერთისათვის, ერთი

ყველასათვის“. ეს სიმბოლური ნაბიჯი იყო, მაგრამ აშშ-ს პოლიტიკური და

მორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი. საერთაშორისო

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ნატოს ერთ-ერთიბუმთავრესი ამოცანაა.

სწორედ ამიტომ 2002 წელს ალიანსის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ იგი

იბრძოლებს ტერორიზმის წინააღმდეგ იქ და მაშინ, როდესაც იგი ამას საჭიროდ

ჩათვლის. იმავე წელს ნატოს სამიტზე პრაღაში (ტრანსფორმაციის სამიტი)

განხორციელდა ალიანსის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული და პოლიტიკური

ცვლილებები, რომელთა მიზანია ახალი საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური

მოქმედება. კერძოდ, სამიტზე იღებენ გადაწყვეტილებას ნატოს რეაგირების

ძალების (Nato Response Forse) შექმნის შესახებ, ამტკიცებენ ტერორიზმის

წინააღმდეგ თავდაცვისათვის სამხედრო კონცეფციას (Mილიტარყ ჩონცეპტ ფორ

Dეფენცე აგაინსტ თერრორისმ).

2003 წლიდან ნატო მოქმედებას იწყებს ერაყში, სადაც იგი საწყის ეტაპზე

დახმარებას უწევს საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში პოლონელ

ჯარისკაცებს. იმავე წელს ნატოს ხელმძღვანელობით ავღანეთში აქტიურ

მოქმედებას იწყებენ საერთაშორისო უშიშროებისა და მხარდაჭერის ძალები

(International Security Assistance Force).

ნატო, რომელიც 1949 წელს დასავლეთ ევროპის დასაცავად შეიქმნა, დღეს თავისი

მოქმედების არეალით უკვე გასცდა ევრო-ატლანტიკურ სივრცეს და იგი სულ უფრო

გლობალურ მასშტაბებს იძენს. ნატო აქტიურ დიალოგს აწარმოებს ხმელთაშუა

ზღვის ქვეყნებთან (ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, მავრიტანია, მაროკო, ტუნისი,

ალჟირი). ალიანსში სერიოზული განსჯის საგანია სტრატეგიული ურთიერთობების

დამყარება იაპონიასთან, ინდოეთსა და ავსტრალიასთან. ნატოსთან მჭიდროდ

თანამშრომლობენ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკები, მათ შორის,

Page 30: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

30

დასავლეთისათვის ყველაზე პრობლემური – სერბეთი. ნატოს მისიების გეოგრაფია

ფართოვდება, იგი უკვე მოიცავს ავღანეთს, პაკისტანს, დარფურს (სუდანი) თუ ერაყს.

ნატო რეაგირებს იქ, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა რეალურ საფრთხეშია.

კოსოვოში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების საერთო რაოდენობიდან (40.000)

20 ათასი ნატოს წევრი 24 ქვეყნის წარმომადგენელია. ისინი მოქმედებენ გაეროს,

ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან ერთად, უზრუნველყოფენ რა

რეგიონის სტაბილურობას.

ერაყში ნატოს დღეისათვის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი

პოლიციისა და სამხედრო პერსონალის მომზადებაში. ამ ოპერაციაში

მონაწილეობას იღებს ალიანსის ყველა 26 წევრი ქვეყანა. მაგრამ ყველაზე დიდი

გამოცდა და გამოწვევა ნატოსთვის დღეს ავღანეთია. ვითარება ამ ქვეყანაში კვლავ

რთული და დაძაბულია. 2006 წლის რიგის სამიტზე და შემდგომ ფორუმებზე ნატომ

მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ

ოპერაციის წარმატება. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ავღანეთში დამატებით გააგზავნეს 7

ათასი ჯარისკაცი, აქედან ნახევარი აშშ-მ. ისინი არა მხოლოდ ანეიტრალებენ

თალიბებსა და ალ-ქაიდას ტერორისტებს, არამედ წვრთნიან ავღანეთის

შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას. იმაზე, თუ როგორ წარიმართება და

დასრულდება უაღრესად რთული მისია ავღანეთში, ბევრად იქნება დამოკიდებული

ნატოს ავტორიტეტი. ალიანსის ავტორიტეტზე კი მნიშვნელოვნად არის

დამოკიდებული საერთაშორისო სტაბილურობა და უსაფრთხოება.

გაეროსა და ნატოს თანამშრომლობა საერთაშორისო სისტემაში უსაფრთხოების

უზრუნველყოფის კუთხით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ნატო, რომლებიც

თანამშრომლობენ 1990 წლიდან, ინაწილებენ საერთაშორისო მშვიდობისა და

უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებას თავიანთი კომპეტენციის

სფეროების მიხედვით. თანამშრომლობა და კონსულტაციები ნატოსა და გაეროს

სპეციალიზებულ დაწესებულებებს შორის მიმდინარეობს ისეთ საკითხებზე

როგორიცაა: კრიზისების მართვა, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა,

ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, განაღმვითი სამუშაოები,

სამოქალაქო საგანგებო მდგომარეობების დაგეგმვა, მშვიდობისა და

უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიარაღებაზე კონტროლი და მათი

გაუვრცელებლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

2008 წლის სექტემბერში გაერომ და ნატომ ჩამოაყალიბეს თანამშრომლობის და

კონსულტაციების განვითარების გეგმა ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე

ეფექტურად რეაგირების მიზნით. ნატოს, გაეროს და მის სპეციალიზებულ

Page 31: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

31

სააგენტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან

ელემენტს საერთაშორისო ოპერაციების და კრიზისების მართვის განვითარების

საქმეში.

გაერო წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების ბირთვს, რომლის

ფარგლებშიც მოქმედებს ნატო. ეს პრინციპი დაცულია ნატოს დამფუძნებელ

შეთანხმებაში. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებმა მოქმედების მანდატი

მიანიჭეს ნატოს ოპერაციებს ბალკანეთში და ავღანეთში, ასევე ნატოს საწვრთნელ

მისიას ერაყში. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იუგოსლავიაზე საჰაერო

დარტყმების განხორციელებისას ნატოს არ ჰქონია უშიშროების საბჭოს სანქცია. მისი

მოქმედებების ლეგიტიმაცია მოხდა ნაწილობრივ ეხ პოსტ ფაცტო უშიშროების

საბჭოს მიერ 1244(1999) რეზოლუციის მიღებით, რომელმაც კოსოვოში ნატოს

საერთაშორისო ძალების განლაგება დააკანონა.

ნატომ აგრეთვე მხარი დაუჭირა გაეროს ეგიდით ჩატარებულ ოპერაციებს, მათ

შორის მან აღმოუჩინა ლოგისტიკური დახმარება გაეროს ეგიდით წარმოებულ

აფრიკული კავშირის სამშვიდობო ოპერაციებს დარფურში, სუდანში და სომალიში.

ნატომ 2005 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შემდგომ დახმარება გაუწია გაეროს

მიერ ჩატარებულ კატასტროფის აღმოფხვრის ოპერაციებს პაკისტანში; გაეროს

მეთვალყრეობის ქვეშ ჩაიტანა სავაჭრო გემებმა მსოფლიო კვების პროგრამის

ჰუმანიტარული დახმარება სომალიში.

ნატოს გენერალური მდივანი რეგულარულად აბარებს ანგარიშს გაეროს

გენერალურ მდივანს ნატოს ეგიდით ჩატარებული ოპერაციების მიმდინარეობის

შესახებ და ასევე ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხვა ძირითადი

გადაწყვეტილებების შესახებ კრიზისის მოგვარების სფეროში და ტერორიზმთან

ბრძოლის საქმეში. Bბოლო წლებში თანამშრომლობითი შეხვედრები და მაღალი

დონის ვიზიტები უფრო გახშირდა. გაეროს ხშირად იწვევენ ნატოს

მინისტერიალებზე დასასწრებად.

2008 წლის სექტემბერში, ათწლეულზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

თანამშრომლობის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ამ ორი

ორგანიზაციის გენერალური მდივნები შეთანხმდნენ შეემუშავებინათ

გაფართოებული კონსულტაციებისა და თანამშრომლობის ჩარჩო. ეს გულისხმობს

რეგულარულ გაცვლა-გამოცვლასა და დიალოგს მაღალ და სამუშაო დონეებზე

პოლიტიკური და ოპერატიული საკითხების შესახებ. მზარდი თანამშრომლობა

მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი

საფრთხეებისა და გამოწვევების აღმოფხვრას. ამ ჩარჩოს ფარგლებში, კიდევ

უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა ნატოსა და გაეროს შორის საერთო

ინტერესის საკითხებზე, მათ შორის კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლის

Page 32: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

32

სფეროში, ტრენინგებში და წრთვნებში, შესაძლო სიტუაციების დაგეგმვასა და

მხარდაჭერაში, ოპერატიულ კოორდინაციასა და მხარდაჭერაში, განვითარდება

პრაქტიკული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს ორივე ორგანიზაციის

კონკრეტულ მოქმედებათა სფეროს, პროცედურებსა და შესაძლებლობებს.

თანამშრომლობით შეხვედრებს ადგილი აქვს გაეროს სხვა სტრუქტურებშიც,

როგორიცაა გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ორგანიზაცია და

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ორგანიზაცია. ნატოს

ექსპერტები მონაწილეობენ გაეროს სხვა სტრუქტურების მიერ გამართულ

ღონისძიებებში.

ნატოს ასევე აქტიური წვლილი შეაქვს გაეროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის

კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ჩამოყალიბდა გაეროს Uუშიშროების საბჭოს 1373-

ე რეზოლუციის საფუძველზე 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე

განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ და მონაწილეობს

კომიტეტის სპეციალურ შეხვედრებში, სადაც თავს უყრის ამ პროცესის მონაწილე

საერთაშორისო, რეგიონალურ და სუბრეგიონალურ ორგანიზაციებს. საკუთარ

კომიტეტებში ნატო და გაერო ატარებენ ორმხრივ ბრიფინგებს ტერორიზმის

წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. ნატო ასევე ვალდებულებას

იღებს დაიცვას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სტრატეგია.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ნატო არის

რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაცია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნედ, მისი

აქტივობები გასცდა ჩრდილო ატლანტიკურ საზღვრებს და ნატო მოგვევლინა,

როგორც გლობალური სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მთავარი

მიზანია წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1) რ. არტი, რ. ჯერვისი. ,,საერთაშორისო პოლიტიკა - მუდმივი ცნებები და

თანამედროვე საკითხები“ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

2011 წ.

2) ე.გვენეტაძე ი.რუხაძე - ,,ნატო (NATO) საერთაშორისო ურთერთობებში“

თბილისი - 2009 წ.

Page 33: 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემაში“ · 3 - ცვლილებების გლობალურობა - გულისხმობს

33

3) ნიკა ჩიტაძე - ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო მშვიდობისა

და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თბილისი 2007 წ.

4) თომას მ. მაგშტადტი, გავიგოთ პოლიტიკა (იდეები, ინსტიტუტები და

საკითხები) ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა, თბილისი -2010 წ.

5) Buzan, B., Kelstrup, M., Lemaitre, P., Tromer, E. and Waever, O. The European

Security Order Recast: Scenarios for the Post-Cold War Era, London: Pinter

Publishers, 1990.

6) Huntington, S.P. - ,,The Clash of Civilizations and Remaking of the World Order”

1996.

7) The Euro-Atlantic Security System in the 21st Century - From Cooperation to

Crisis, Zięba Ryszard, Springer International Publishing AG, 2018.

8) ) NATO's Evolution : From Conventional to Hybrid Warfare, Dervishi Lejdi, 2016.