6
აააააააა აააააააააააა ა(ა)აა ააააააააააააააააააა აააააააა აა ააააააააააა ააააააააააა ააააააა აააააააააააა, აააააააა-ააააააააა მმმმმმმმმმმ 2013 მმმმ 27 მმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ: ,, კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკ: ,,კკკკკ 1. კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ (კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკ, 1995, NN 31-33, კკკკკ 668) 29 კკკკკკ 1 1 კკკკკკ კკკკკკკკ კკკკკ. მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ 1. კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკ კკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკ 1.1 კკკკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკ ,,...კკკკკკკკკკ-კკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკ კკკკკ ...კკკკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ" კკკკკკკკკკ. კკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკ კკ კკკკ, კკკ ,,კკკკკ კკკკკკკკ...კკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკ", კკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკ კკკკ კკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკ კკკკკკკკკკკკ- კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკ, კკკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკკ. კკ კკკკკ, კკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკ 2009- 2010 კკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკ, კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ, კკკკკკკ-კკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკ, კკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკ ,,კკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკ" კკ კკკკკკკკკკკ კკკკ კკ კკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკ კკკკკ კკ კკკკკკკკკ (კკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკ კკ. კკკკკკ: კკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ. 2009/2010 კკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკკკ, კკ.331-379). 1

ავთანდილ დემეტრაშვილი

Embed Size (px)

DESCRIPTION

ავთანდილ დემეტრაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები

Citation preview

Page 1: ავთანდილ დემეტრაშვილი

ავთანდილ დემეტრაშვილი

ა(ა)იპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორ-ემერიტუსი

მოსაზრებანი 2013 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტში პარლამენტართა ჯგუფის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციის გადასინჯვის

საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ

კონსტიტუციის გადასინჯვის პირველი საკანონმდებლო ინიციატივა:

,, კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე:

,,მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, NN 31-33, მუხლი 668) 29 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრებანი

1. ეს წინადადება უარყოფითად უნდა შეფასდეს შემდეგ მოსაზრებათა გამო

1.1 არადამაჯერებელია ავტორთა მიერ მოცემული კანონპროექტის მიღების მიზნად განმარტებით ბარათში ,,...სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთა შორის ...უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობის" დასახელება. პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ,,ყველა ადამიანი...კანონის წინაშეა თანასწორი", მაგრამ ყოველი სახელმწიფო თანამდებობის პირის როლი და მდგომარეობა სახელმწიფო მექანიზმში განისაზღვრება მისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსით, ფუნქციებითა და კონკრეტული უფლებამოსილებით. ამ მხრივ, როგორც ვენეციის კომისია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 2009-2010 წელს მომზადებულ პროექტებზე დაწერილ სამივე დასკვნაში აღნიშნავს, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობები მმართველობის საჯარო სექტორის განსაკუთრებულ ნაწილს შეადგენენ, ამ თანამდებობის პირები ,,ფლობენ სახელმწიფო სუვერენიტეტის ნაწილს" და სახელმწიფოს აქვს ამ პირების მიმართ ლეგიტიმური უფლება მოითხოვოს განსაკუთრებული ნდობა და ერთგულება (ვენეციის კომისიის დასკვნების ქართულენოვანი ტექსტი იხ. წიგნში: ავთანდილ დემეტრაშვილი. 2009/2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში, გვ.331-379).

1.2 ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს გარკვეული მოვალეობები გააჩნია ორივე სახელმწიფოს მიმართ, რაც შეიძლება ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი გახდეს. ამიტომ , როგორც ვენეციის კომისია ამბობს, ამ თანამდებობათა დაკავებისათვის ერთმოქალაქეობის ცენზის დადგენა ლოგიკური, ლეგიტიმური და გამართლებულია.

1.3 თქმულიდან გამომდინარე 29-ე მუხლის 11 პუნქტი არ უნდა გაუქმდეს. სასურველია ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვა გავრცელდეს აგრეთვე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვა წევრებზეც.

1

Page 2: ავთანდილ დემეტრაშვილი

კონსტიტუციის გადასინჯვის მეორე საკანონმდებლო ინიციატივა

,, კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცხვლილებებis შეტანის თაობაზე"

მუხლი 1

,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N 62, 05.11.2010, მუხ. 379) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის 33 პუნქტით განსაზღვრული 811 მუხლი ამოღებულ იქნას და ამ პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:"

ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრებანი

1. უპირობოდ უჭერ მხარს ახალი რედაქციის 811 მუხლის კონსტიტუციის ტეხსტიდან ამოღებას და მოქმედის დატოვებას შემდეგ მოსაზრებათა გამო

1.1 ამით იზრდება პარლამენტის საკანონმდებლო სუვერენიტეტი და მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის ეფექტურობა.

1.2 ნებისმიერი კანონის მიღების ,,მიბმა" მთავრობისადმი ნდობის საკითხზე წარმოადგენს მთავრობის მიერ პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში უხეშ ჩარევას;

1.3 ამ პროცედურის გამოყენებით იზრდება ნაჩქარევად (ერთი მოსმენით), სერიოზული საჯარო განხილვის გარეშე და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობის გარეშე, ნაკლებად გააზრებულკი კანონების მიღების ალბათობა;

1.4 კანონპროექტის ერთი მოსმენით არმიღების შემთხვევაში პარლამენტმა კონსტიტუციით განსაზღვრული უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი უნდა განახორციელოს, რაც ამ მუხლით დადგენილი დამახინჯებული პროცედურის გათვალისწინებით პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამო პარლამენტის უმრავლესობისათვის არასასურველი კანონი მაინც მიღებულად ჩაითვლება.

1.5 მოცემული ცვლილების უდავოდ პოზიტიური შედეგი იქნება მოქმედი 811 მუხლის ძალაში დატოვება, რომელიც ავალდებულებს პრემიერ-მინისტრს მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში ნდობის მისაღებად წარსდგეს პარლამენტის წინაშე.

2. პირველი მუხლის 39-ე მუხლით განსაზღვრული 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41 თუ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში პარლამენტი ვერ მოახერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას, ეს ჩაითვლება უნდობლობის საკითხის აღძვრად და გაგრძელდება კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. თუ პარლამენტმა იმავე მუხლის მე-2-მე-4

2

Page 3: ავთანდილ დემეტრაშვილი

პუნქტებით დადგენილ ვადებში უნდობლობა ვერ გამოუცხადა მთავრობას, ამ ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს".

ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრებანი

ამ ინიციატივის განხორციელების აზრი, დანიშნულება და საჭიროება ჩემთვის გაუგებარია, ვინაიდან:

2.1 იმდენად რთული მოქმედებების სქემაა გათვალისწინებული, რომ ძნელად დასადგენია, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს დაითხოვოს პარლამენტი უნდობლობის პირველივე ეტაპებზე (არ დაასახელა პრეზიდენტისათვის წარსადგენი პრემიერის კანდიდატურა, ვერ გადალახა პრეზიდენტის აღმასრულებელი ვეტო), თუ (როგორც პროექტშია) აღნიშნული 81-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები სრულად უნდა ამოიწუროს;

2.2 ამ სადამსჯელო პროცედურის განხორციელებისას ინიციატორებს ბიუჯეტი დაავიწყდათ, შესაბამისად, ქვეყანა სულ ცოტა 4-6 თვე წინა წლის ბიუჯეტით და ნდობაშელახული მთავრობით უნდა იცხოვროს, რაც უცხოა თანამედროვე სახელმწიფოებისათვის;

2.3 და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - რატომ უნდა დაისაჯოს პარლამენტი, რომელშიც არსებობს უმრავლესობა და პრეზიდენტის ვეტოს გადალახვისათვის 3/5-ის უმრავლესობის შექმნა ,,ვერ ხერხდება" ?

2.4 აქ ჩადებული მექანიზმი იგივეა, რაც გაუქმებულ 811 მუხლში - დათხოვნის შიშით პარლამენტი დაამტკიცებს უმრავლესობისათვის მიუღებელ სახელმწიფო ბიუჯეტს, რითაც ილახება პარლამენტის საკანონმდებლო სუვერენიტეტი და ამ შემთხვევაში გაუმართლებლად იზრდება მთავრობის როლი.

2.5 გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შედეგად შეიძლება მივიღოთ შემდეგი სურათი : გავიდა თითქმის 6 თვე, ბიუჯეტი არ არის, პარლამენტი შეიძლება კიდევ ორი-სამი თვე ვერ შეიკრიბოს და არც ის არის გამორიცხული ახალმა პარლამენტმა ბიუჯეტი კვლავ არ დაამტკიცოს. შედეგად მივიღებთ წმინდა წყლის ინსტიტუციურ კრიზისს, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს.

2.6 თქმულის გათვალისწინებით არ უჭერ მხარს ახალი რედაქციის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ მე-41 პუნქტის ჩამატებას.

3. პირველი მუხლის 44-ე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრებანი

ეს ინიციატივა განხილულ უნდა იქნეს მესამე ინიციატივის იმ ნაწილთან ერთად, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვისა და პრეზიდენტის ვეტოს გადალახვისათვის კვორუმს 3/4-იდან, 2/3-მდე დაწევას ადგენს.

3.1 კატეგორიულად არ ვეთანხმები კონსტიტუციის გადასინჯვისათვის ე.წ. ორმაგი ვოტუმისა და 3-თვიანი ინტერვალის გაუქმებას.

3.1.1 განხილვის არსებული ერთთვიანი ვადა ვერ უზრუნველყოფს საფუძვლიან განხილვაში ხელისუფლების წყაროს- ხალხის ჩართულობას საქართველოში და საექსპერტო დასკვნების მომზადებას, თუნდაც ვენეციის კომისიის მიერ;

3

Page 4: ავთანდილ დემეტრაშვილი

3.1.2 3-თვიანი ინტერვალი და ორმაგი ვოტუმი სერიოზული საფუძველია გაუაზრებული და ნაჩქარევად მიღებული კონსტიტუციური ნორმების მიღების თავიდან ასაცილებლად.

3.2 თქმულის გათვალისწინებით არ ვეთანხმები 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის 44 პუნქტით დადგენილი იმ ნორმის გაუქმებას, რომელიც ადგენს კონსტიტუციის გადასინჯვის ე.წ. ორმაგ ვოტუმს სამთვიანი ინტერვალით.

4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.ამ კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-14, მე-16-21-ე , 24-ე -35-ე, 39-ე და 44-ე პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან".

ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრებანი

საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ოქტომბერშია დანიშნული, ეს არის მორიგი არჩევნები, ამიტომ არასერიოზულად მეჩვენება ( თუ რა თქმა უნდა ამ ჩანაწერს რაიმე პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს) ახალი რედაქციის ტექსტიდან სიტყვების ,,ოქტომბრის მორიგი"-ს ამოღება.

მესამე საკანონმდებლო ინიციატივა

,,კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 120109020, 09/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.001.016004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს"

ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრებანი

1. ეს ინიციატივა უნდა იყოს განხილული მეორე საკანონმდებლო ინიციატივის იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ახალი რედაქციით დადგენილი გადასინჯვის წესს განსაზღვრავს (2/3 და ე.წ. ორმაგი ვოტუმი სამთვიანი ინტერვალით).

1.1 ტრანზიციის ეტაპზე და თავისი დემოკრატიული ორგანიზაციის ძიებაში მყოფი საქართველოსათვის კონსტიტუციის ხშირი ცვლა არასასურველი, მაგრამ ობიექტური მოთხოვნაა;

1.2. კონსტიტუციის ლეგიტიმურობისა და ქმედუნარიანობის ხარისხი უწინარესად მის შემუშავება-მიღებაში ხელისუფლების წყაროს - ხალხის უშუალო ან თავისი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობა განსაზღვრავს;

1.3 ვეთანხმები წინადადებას 3/4 მხარდამჭერთა ნორმის გაუქმებას და ამ კვორუმის 2/3 დაყვანას. ვთვლი, რომ პარლამენტში ხალხის წარმომადგენელთა ეს რაოდენობა (სულ

4

Page 5: ავთანდილ დემეტრაშვილი

ცოტა 100 დეპუტატი) მეტ-ნაკლებად ადექვატურად უნდა ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ პრეფერენციებს.

1.4 იგივე მოსაზრებით ვეთანხმები პრეზიდენტის ვეტოს გადალახვისათვის 2/3 დადგენას.

თქმულის გათვალისწინებით ვეთანხმები კონსტიტუციის გადასინჯვისა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის კვორუმის 3/4-იდან 2/3-მდე დაყვანას.

5