21
სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს (GIPA) სსსსსსსსს სსსსსს სსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს სსსსსს სსსსსსსს 7/20/2009 ს. სსსსსსს

რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

Embed Size (px)

DESCRIPTION

საკურსო ნაშრომი

Citation preview

Page 1: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების გაშუქებასაკურსო ნაშრომი

გრიგოლ მახარაძე7/20/2009ქ. თბილისი

Page 2: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

სარჩევი

მოკლე ანოტაცია..........................................................................................- 3 -

თავი I შესავალი...........................................................................................- 5 -

პრობლემის დასმა.........................................................................................................................- 5 -

კვლევის მიზანი...............................................................................................................................- 6 -

კვლევის ჰიპოთეზა.........................................................................................................................- 6 -

კვლევის მეთოდი და საზღვრები...............................................................................................- 6 -

თავი II ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესის მოკლე მიმოხილვა (საკანონმდებლო მხარე)............................................................- 8 -

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი...........- 8 -

ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები..................- 10 -

თავი III კვლევის თეორიული ჩარჩო............................................................- 12 -

Agenda setting...................................................................................................................................- 12 -

ინდექსის თეორია.........................................................................................................................- 12 -

კვლევის კითხვები.......................................................................................................................- 12 -

თავი IV ანალიზი.........................................................................................- 14 -

თავი V კვლევის შედეგები..........................................................................- 18 -

დასკვნები....................................................................................................................................... - 18 -

რეკომენდაციები..........................................................................................................................- 18 -

ბიბლიოგრაფია..........................................................................................- 20 -

2რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 3: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

მოკლე ანოტაცია

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების მწირი შემოსავლების პირობებში საბიუჯეტო პროცესების ეფექტური წარმართვა და საჯარო სახსრების ოპტიმალური ხარჯვა დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს წარმოუდგენელია მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის გამართული წარმართვა კი მხოლოდ მედიის აქტიური ჩართვითაა შესაძლებელი.

ნაშრომში განხილულია მედიის, როგორც კარგი მართველობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტის როლი ადგილობრივ თვითმმართველობებში საბიუჯეტო პროცესების წარმართვაში. ის ხელს უწყობს მოქალაქეთა და საჯარო მოხელეთა შორის კომუნიკაციის პროცესს, შეუძლია საჯარო დღის წესრიგში პრობლემების დასმა, ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულების გრძნობის განვითარებას და საჯარო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობას.

ადგილობრივი თვითმმართველობა ქართული ეროვნული მედიისთვის არაპოპულარული თემაა. ერთადერთი გამონაკლისია თბილისი, რომელიც მხოლოდ პოლიტკიურ პროცესებთან მჭიდრო კავშირისა და დიდი მოცულობის ბიუჯეტის გამო ხდება სატელევიზიო თუ ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში.

სწორედ ამიტომ ნაშრომში აქცენტი გაკეთებულია რეგიონულ პრესაზე, როგორც ერთადერთ პერიოდულ მედია-საშუალებაზე, რომელიც დაკავებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესების გაშუქებით.

კვლევის მიზანია რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების გაშუქების შესწავლა. ამ მიზნით გაანალიზებულ იქნა 2 რეგიონული გაზეთის 30 სტატია, რომლებიც აშუქებდა ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესებს ეხებოდა.

ნაშრომში საბიუჯეტო პროცესების გაშუქება წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო კალენდართან კავშირში. მოკლედ მოხმობილია საკანონმდებლო მასალა, რომელიც არეგულირებს მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, შესრუსლებისა და კონტროლის წესებს. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია საკანონმდებლო ჩამონათვალი იმ უფლებამოსილებებისა, რომელთა დაფინანსება შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობას.

კვლევის თეორიულ მასალად აღებულია მედია თეორიები Agenda setting და ინდექსის თეორია, მოკლედ ახსნილია მათი არსი და მათ მიხედვით შედგენილა საკვლევი კითხვები, რომელთან პასუხობს წარმოდგენილი ნაშრომი. კითხვების ანალიზის შედეგად გამოტანილია დასკვნები და შესაბამისი რეკომენდაციები

3რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 4: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

ადგილობრივი მედიის მიერ საბიუჯეტო პროცესების უფრო კვალიფიციურად გაშუქების მიზნით.

4რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 5: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

თავი I შესავალი

პრობლემის დასმა

მედია დიდ როლს ასრულებს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში მედია გავლენას ახდენს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგზე. უზრუნველყოფს საჯარო ორგანოების საქმიანობისა და საჯარო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობას.

მედიის აქტიური მუშაობა ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებას, რაც, თავის მხრივ ზრდის მოქალაქეთა მიერ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შანსს და ამცირებს მოქალაქეობრივ ინდიფერენტიზმსა და ნიჰილიზმს. მეორეს მხრივ, ინფორმირებული მოქალაქე ფლობს ბერკეტებს, რომლებითაც აიძულებს საჯარო თანამდებობის პირებს გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები და გადაწყვეტილებები მიიღონ არა ერთპიროვნულად, არამედ ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაყრდნობით.

ამგვარად, მედიას შეუძლია გახდეს კარგი მმართველობის (good governance) გარანტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის მონაწილეობით გადაწყვეტილებების მიღების სისტემის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს არა თვითმმართველობის ორგანოთა უფლებას, არამედ მოქალაქეთა უფლებას. ამ უფლების ეფექტური განხორციელება არ ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმატებულ მუშაობას, არამედ მოქალაქეთა აქტიურ პარტიციპაციას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ამ პროცესის წარმმართველი, შესაძლოა, იყოს მედია, რომელსაც დადებითი როლის შესრულება შეუძლია. ის ხელს უწყობს მოქალაქეთა და საჯარო მოხელეთა შორის კომუნიკაციის პროცესს, შეუძლია საჯარო დღის წესრიგში პრობლემების დასმა, ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულების გრძნობის განვითარებას და საჯარო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობას.

საჯარო ფინანსების ხარჯვაზე მონიტორინგი სამოქალაქო აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოქალაქეთაგან ამოღებული გადასახადები თუ მოსაკრებლები ოპტიმალურად უნდა გამოყენებოდეს თემსა თუ მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების მწირი შემოსავლების პირობებში საბიუჯეტო პროცესების ეფექტური წარმართვა და საჯარო სახსრების ოპტიმალური ხარჯვა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

5რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 6: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

ქართული ეროვნული მედია საშუალებები არ ინტერესდებიან ადგილობრივ თვითმმართვეობებში მიმდინარე პროცესებით. ერთადერთი გამონაკლისია თბილისი, რომელიც მხოლოდ პოლიტკიურ პროცესებთან მჭიდრო კავშირისა და დიდი მოცულობის ბიუჯეტის გამო ხდება სატელევიზიო თუ ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში.

ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ რეგიონებში მიმდინარე პროცესების ერთადერთი ”თვითმხილველი” რეგიონული პრესაა. საბიუჯეტო პროცესების შესაბამისი გაშუქების შემთხვევაში სწორედ მას შეუძლია გახდეს საფუძველი მოქალაქეთა ინფომირებულობის ამაღლებისა და მათი ადგილობრივ საბიუჯეტო პროცესებში ჩართვისა.

კვლევის მიზანი

რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების გაშუქების შესწავლა.

კვლევის ჰიპოთეზა

შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ რეგიონული მედია მხოლოდ ნაწილობრივ, ამასთან ზედაპირულად აშუქებს ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებს.

ზემოაღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ადგილობრივი მედიამფლობელების მცირე ინტერესი თვითმმართველობის საკითხებისადმი, ასევე ის, რომ ჟურნალისტები, შესაძლოა, არ იცნობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონდებლობას და არ ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია საბიუჯეტო თემების გარშემო.

კვლევის მეთოდი და საზღვრები

კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით, გამოქვეყნებული მასალების ანალიზის მეშვეობით.

კვლევისთვის შეირჩა 2 რეგიონული გაზეთი კლასტერული მეთოდის გამოყენებით (1 გაზეთი 1 რეგიონიდან):

”სამხრეთის კარიბჭე” - ვრცელდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის,ახალქალაქის, ადგიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ბორჯომის მუნიციპალიტეტები)

”გურიის მოამბე” - ვრცელდება გურიაში (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები).

6რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 7: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

კვლევის დროითი არეალი მოიცავს 5 თვიან პერიოდს 2009 წლის თებერვლიდან 2009 წლის ივნისის ჩათვლით. მოცემულ პერიოდში საკვლევ გაზეთებში გამოქვეყნდა სულ 148 სტატია, რომელთაგან 30 აშუქებდა ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესებითვის მნიშვნელოვან მოვლენებს.

კვლევის ფარგლებში გაანალიზებულ იქნა 30 სტატია.

7რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 8: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

თავი II ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესის მოკლე მიმოხილვა (საკანონმდებლო მხარე)

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსულობების, მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისაგან.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი

ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესი მოიცავს ბიუჯეტის პროექტის (1) მომზადებასა, წარდგენას, (2) განხილვასა, დამტკიცებას, (3) შესრულებას, (4) ანგარიშგებასა და კონტროლს.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო პროცესი 2 წლის განმავლობაში გრძელდება. იგი იწყება საბიუჯეტო წლის დასაწყისამდე 10 თვით ადრე ბიუჯეტის მომზადებით და მთავრდება საბიუჯეტო წლის მომდევნო წელს - არა უგვიანეს 1 მაისისა - ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებით.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესი იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 10 თვით ადრე. მზადდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ყველა შემოსულობისა და გადასახდელის დასაბუთებული გაანგარიშებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ამოწმებს საბიუჯეტო განაცხადებს და ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს, და წარუდგენს შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანო ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების პარამეტრების შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავდება ბიუჯეტის პროექტი.

საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 45 დღისა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები აზუსტებენ ბიუჯეტის პროექტს

8რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 9: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

და განსახილველად წარუდგენენ წარმომადგენლობით ორგანოს (საკრებულოს).

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

ბიუჯეტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის საკრებულოში განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც.

საბიუჯეტო წლის დაწყებამდე საკრებულო საჯაროდ იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ, მაგრამ შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

საკრებულოს შეუძლია არ დაამტკიცოს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანოები 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენენ ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლობითი ორგანო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს, აღმასრულებელი ორგანოებს უფლება ეძლევათ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები გაწიონ თვეში წინა წლის ასიგნებების მოცულობის ერთი მეთორმეტედის ოდენობით.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასურლებელი ორგანო პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებაზე. ის თითოეულ მხარჯავ დაწესებულებას აწვდის ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი ასიგნების შესახებ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ყოველი მომდევნო თვის შესრულების განხილვისას თუ აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის პროგნოზირებული შემოსავლები და გრანტები განიცდის 10 პროცენტზე მეტ დანაკლისს ან გადაჭარბებას, აღმასრულებელმა ორგანომ საკრებულოს უნდა წარუდგინოს ბუჯეტში ცვლილების პროექტი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებსა ან გადასახდელებზე, აუცილებელია დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა.

9რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 10: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ანგარიშგება და კონტროლი

საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, ამ მიზნით კვარტალში ერთხელ მაინც, იგი ახდენს დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის შეფასებას. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ამტკიცებს შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება საკრებულოს უშუალო ზედამხედველობით წელიწადში ერთხელ.

საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან 2 თვის ვადაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადგრე მაინც. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ არაუგვიანეს 1 მაისისა უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აუდიტორილი დასკვნა და შესრულების ანგარიში უნდა გადაეგზავნოს საქართველოს კონტროლის პალატას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები

ადგილობრივი თვითმმართელობის საბიუჯეტო სახსრები შესაძლოა, მიმართული იყოს ექსკლუზიური, დელეგირებული ან ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების დასაფინანსებლად. თვითმმმართველობის საკუთარი შემოსულობებიდან ფინანსდება მხოლოდ ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი ანუ ექსკლუზიური უფლებამოსილებების ცოდნა ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანია, რათა მათ მიერ დღის წესრიგში დასმული პრობლემები წარმოადგენდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ზრუნვის საგანს.

თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია:

იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების, მიწის

რესურსების, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა

თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება

10რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 11: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების დადგენა; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება

თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება; ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება

მიწათსარგებლობის დაგეგმვა, სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა; საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება

გარე ვაჭრობის რეგულირება; გარე რეკლამის განთავსების რეგულირება; შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება; ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია

ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა; ქუჩების დასუფთავება, განათება, სანიაღვრე მეურნეობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და უტილიზაცია; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და მოსახლეობის ინფორმირება

სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება; სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების საქმიანობის ხელშეწყობა

11რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 12: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

თავი III კვლევის თეორიული ჩარჩო

კვლევისას, ნაწილობრივ, გამოყენებული იყო Agenda setting-ისა და ინდექსის მედია თეორიები.

Agenda setting

Agenda setting-ის თეორიის თანახმად, მასმედია უდიდეს გავლენას ახდებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რადგანაც თავად წყვეტს, რომელი ინფორმაციაა ყურადღების ღირსი და შესაბამისად, რამდენი დრო დაუთმოს მას. agenda setting- ის აქსიომაა მასმედიის შესაძლებლობა, მედიის დღის წესრიგი საზოგადოების დღის წესრიგად აქციოს. ის აუდიტორიას უთითებს თუ რა ფაქტზე იფიქროს კონკრეტულად. agenda setting არის თეორია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ახალ ამბებს გაზარდონ საკითხის პრიორიტეტულობა.

ინდექსის თეორია

ინდექსის თეორიის მიხედვით, ჟურნალისტები ახალი ამბების მომზადებისას მეტწილად ეყრდნობიან ოფიციალურ წყაროებს. მოსახლეობა კი ექცევა მედიისა და ”მედიაში მოსაუბრე” პოლიტიკური პერსონების გავლენის ქვეშ. ინდექსის თეორიის შესაბამისად, საზოგადოებრივი ცნობიერება უმეტესწილად არის მედიაში გაბატონებული ოფიციალური წყაროების შეხედულებების გავლენის ქვეშ.

კვლევის კითხვები

ამ თეორიების საფუძველზე, კვლევის ჩატარებისას, მიზნად იყო დასახული პასუხების მიღება შემდეგ კითხვებზე:

1. არის თუ არა გამიჯნული ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტების მიერ დაფინანსებული მოვლენების გაშუქება?

2. რა საკითხებს უთმობს მედია ძირითად დროს? 3. რა ტიპის სტატიები სჭარბობს: ინფორმაციული, ანალიტიკური,

ინტერვიუები?4. რა საბიუჯეტო ”დღის წესრიგია” მედიის მიერ შემოთავაზებული?5. რა ტიპის წყაროებია დომინანტური?6. რამდენად ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მიერ

დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის გაშუქება (მაგ. დასუფთავების სამსახური, არქივი და ა.შ.)?

7. რამდენად შეესაბამება სტატიების შინაარსი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობას?

12რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 13: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

8. ხდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეების, დაინტერესებული მხარეების წერილების გამოქვეყნება საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით?

13რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 14: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

თავი IV ანალიზი

კვლევის კონკრეტული კითხვების ანალიზამდე უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი საჯარო ფინანსები არცთუ ისე პოპულარული თემაა მედიისთვის. 2009 წლის თებერვლიდან ივლისამდე მას მთლიანი მოცულობის დაახლოებით მეხუთედი ეკავა (30 სტატიია 148-დან) ყველაზე ხშირად გაშუქებული თემებია პოლიტიკური მოვლენები, ადგილობრივი პოლიტიკოსების კომენტარები მიმდინარე მოვლენებზე, ასევე განათლების სისტემა, სკოლა და სპორტული სამყარო.

1. არის თუ არა გამიჯნული ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტების მიერ დაფინანსებული მოვლენების გაშუქება?

სტატიებში მკვეთრადაა გამიჯნული ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტების მიერ დაფინანსებული მოვლენების გაშუქება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მოვლენაზე თხრობას მუდამ ახლავს წინადადება, რომ ესა თუ ის ღონისძიება დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ. ასევე, ხშირად გამოიყენება ფრაზები: ”საპრეზიდენტო პროგრამა”, ”სამთავრობო პროგრამა” და სხვა. ხშირია ტერმინ ”ცენტრალური ბიუჯეტის” გამოყენების შემთხვევებიც. თუმცა, ეს უკანასკნელი არ არის ზუსტი ტერმინი და მის ნაცვლად ”სახელმწიფო ბიუჯეტი” უნდა გამოიყენებოდეს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე კომენტარს აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი. მაგ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ინტერვიუ საკრებულოს თავმჯდომარესთან ან გამგებელთან. ეს ნეგატიურად უნდა შეფასდეს ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლებების საქმიანობის გამიჯვნის თვალსაზრისით.

2. რა საკითხებს უთმობს მედია ძირითად დროს?

სიახლე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ 14

საჯარო დღის წესრიგში პრობლემის დასმა 14

დახარჯული თანხების მონიტორინგი 2

ყველაზე ხშირად პრესაში არსებული სიახლეების და მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ იწერება. მეტად მცირეა იმსტატიების რაოდენობა, რომლებიც ბიუჯეტიდან უკვე დაფინნანსებულ მოვლენებს ეხება და მათ ეფექტურობაზე მსჯელობს.

3. რა ტიპის სტატიები სჭარბობს?

14რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 15: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

ანალიტიკური სტატიები მნიშვნელოვან უმცირესობაშია. სტატიების უმეტესობა ან ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება, ან ინტერვიუს წარმოადგენს, ანუ იმ ტიპის ნამუშევარია, რაც ჟურნალისტის მხრიდან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. საკვლევ მასალაში არ აღმოჩენილა ჟურნალისტური გამოძიების არცერთი შემთხვევა.

4. რა საბიუჯეტო ”დღის წესრიგია” მედიის მიერ შემოთავაზებული?

სტატიათა ნაწილი საჯარო დღის წესრიგში გარკვეულ პრობლემას სვამს. ეს სტატიები წარმოადგენენ მოთხოვნას, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააფინანსოს ამ სტატიაში დასმული ესა თუ ის პრობლემა. საბიუჯეტო დღის წესრიგის შეგენაში მონაწილეობა მედიის მხრიდან მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ სტატიათა მიერ წამოჭრილი პრობლემები ხშირად არ ემთხვევა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს.

სტატია ითხოვს, დაფინანსდეს:

15რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 16: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

ყველაზე ხშირად ”ლობირებული” პრობლემაა წყლის მიწოდება, რაც კანონით არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციას, ასევე სპორტული კლუბების დაფინანსება თვითმმართველობისთვის ნებაყოლობითი უფლებამისილებაა, მაშინ, როცა გზა, რომელიც საჯარო ხელისუფლების ერთ-ერთ უპირველეს ფუნქციას წარმოადგენს, მხოლოდ ერთხელ გახდა ადგილობრივი მედიის ყურადღების საგანი.

5. რა ტიპის წყაროებია დომინანტური?

წყაროების მხრივ, ერთი შეხედვით, გაშუქება დაბალანასებულია და მასში ყველა დაინტერესებული ჯგუფია ჩართული, თუმცა ინდექსის თეორიის მიხედვით დომინანტური როლი საჯარო ხელისუფლებას აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, გარკვეულწილად, აკონტროლოს საზოგადოებრივი აზრი.

16რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 17: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

6. რამდენად ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის გაშუქება (მაგ. დასუფთავების სამსახური, არქივი და ა.შ.)?

ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების საქმიანობა, ფაქტობრივად, არ შუქდება. არის რამდენიმე გამონაკლისი: ბიბლიოთეკა (2-ჯერ), სამუსიკო სკოლა და საბავშვო ბაღი (თითოჯერ). სტატიები, რომლებიც ამ დაწესებულებებს ეხებოდა, არ ასახავდნენ მხარჯავი დაწესებულებების დანახარჯებს, მათი მიზანი იყო ამ დაწესებულებათა პრობლემების წარმოჩენა. სტატიების ბოლოს გამოთქმულია იმედი, რომ ზემოაღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება გაიზრდება.

7. რამდენად შეესაბამება სტატიების შინაარსი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობას?

სტატიების შინაარსი შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობას ტერმინოლოგიურ ნაწილში. საკითხების ზედაპირული გაშუქების გამო სტატიებში იშვიათადაა გამოყენებული სპეციფიკური ტერმინები. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, საბიუჯეტო ”დღის წესრგიში” მედია ცდილობს, დააყენოს საკითხები, რომლებიც მოსახლეობისთვის მართლაც წარმოადგენს პრიორიტეტულ პრობლემებს, მაგრამ არ არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური გამგებლობის ქვეშ (მაგ. წყლის მიწოდების საკითხი).

8. ხდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეების, დაინტერესებული მხარეების წერილების გამოქვეყნება საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით?

საკვლევ მასალაში არ გამოვლინებულა დაინტერესებული ჯგუფების მიერ მედიაში საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, გამოქვეყნებული წერილები თუ სხვა. ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო საკითხებზე არ მიმდინარეობს ღია საზოგადოებრივი დისკუსია.

17რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 18: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

თავი V კვლევის შედეგები

დასკვნები

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კვლევის ჰიპოთეზა გამართლდა

მედია ზედაპირულად აშუქებს საბიუჯეტო პროცესს

მედიის მიერ გაშუქებული მოვლენები ტიპოლოგიურად საკმაოდ მწირია. ამავდროულად, მედია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციის გადაცემით, რასაც ის ადგილობრივი ხელისუფლებისაგან იღებს. ერთადერთი გამონაკლისი მოსახლეობისგან ინტერვიუების აღებაა. იშვიათად გამოიყენება დაინტერესებული ჯგუფებისა და დარგში მომუშავე არასამათავრობო თუ სათემო ორგანიზაციების ხელთ არსებული მონაცემები.

მედია არ აკეთებს პროცესების ანალიზს

ძალიან მცირეა იმ სტატიების რაოდენობა, სადაც მედია საშუალება ცდილობს, შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა. ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, დახარჯულ თანხებს. ასევე არსად ხდება იმის გაანალიზება, თუ რა შედეგებს მოიტანს ბიუჯეტში დაგეგმილი ხარჯები.

მედია ვერ სთავაზობს საზოგადოებას საბიუჯეტო დღის წესრიგს

ამ კუთხით მედიის აქტიურობა ყველაზე მეტად შეიმჩნევა, თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, ხშირად ის ისეთ პრობლემებს ”წარუდგენს” ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს მოსაგვარებლად, რაც მათ უფლებამოსილებებში არ შედის.

მედია ხელს არ უწყობს საბიუჯეტო თემების გაშემო დისკუსიას

მედიაში არ არის რეპრეზენტირებული სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები და არასამათვრობო თუ სათემო ორგანოზაციები, მოქალაქეები. არ იბეჭდება სადისკუსიო და პოლემიკური წერილები. არ გაშუქებულა საკრებულოს არცერთი სხდომა, რომელზეც იქნებოდა კამათი, ან მსჯელობა საბიუჯეტო საკითხების იგვლივ.

რეკომენდაციები

საბიუჯეტო პროცესების თანმიმდევრული გაშუქება

მედია უნდა მიყვეს საბიუჯეტო კალენდარს და ეცადოს, მაქსიმალურად გააშუქოს ყველა მოვლენა, რაც კი ბიუჯეტის მომზადებას, დამტკიცებასა და შესრულებას ეხება. მათ შორის ბიუჯეტის პროექტები, ექსპერტების მოსაზრებები, საკრებულოს სხდომები, ბიუჯეტის განხილვის პროცედურები, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები და სხვა.

18რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 19: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

დისკუსიის წახალისება

მედია უნდა იყოს ინიციატორი საბიუჯეტო თემების გარშემო გამჭვირვალე დისკუსიისა. მას შეუძლია, წამოჭრას საკითხები სადავოდ, ამავე დროს, დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლები სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიუჯეტის გარშემო პოლემიკის გასამართად. ამავე დროს, მედია მეტ დროს უნდა უთმობდეს ანალიტიკურ სტატიებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს.

წყაროების დივერსიფიკაცია

ინდექსის თეორიის თანახმად, თუ მედიაში მხოლოდ ოფიციალური პირების რეპრეზენტაცია ხდება, საზოგადოება ექცევა მათი მოსაზრებების გავლენის ქვეშ. ამიტომაც მედიამ უნდა მოახდინოს წყაროების დივერსიფიკაცია., მაქსიმალურად ჩართოს სხვადასხვა ჯგუფები მოვლენათა გაშუქების პროცესში და ისარგებლოს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით.

19რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე

Page 20: რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

ბიბლიოგრაფია

1. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ; 2005 წ, 16 დეკემბერი

2. საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ; 2006 წ, 24 მაისი

3. ”საქართველოს საბიუჯეტო სისტემა (გზამკვლევი)”; ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”, თბილისი, 2007 წ.

4. სოციოლოგიური კვლევის მეთოდები” სალექციო კურსი 2008-2009; მ. სეხნიაშვილი, GIPA

5. ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის კომენტარები” ა. სვანიშვილი, მ. ჯიბუტი, 2006 წ; Urban Institute

6. ”ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები”; სალექციო კურსი 2008-2009; ა. სვანიშვილი; GIPA

7. ”მედია სირცის პლურალიზმის პრობლემები საქართველოში”; მალხაზ სალდაძე, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, პოლიტიკის ანგარიში, 2009 წ. მარტი

8. ”ქართული მედია აგვისტოს კრიზისამდე, აგვისტოს კრიზისისას და აგვისტოს კრიზისის შემდეგ”; თამარ ჩიქოვანი, თამარ მამეიშვილი, ნინო ცინცაძე; თბილისი, 2009

9. ”ჰომოსექსუალობის/ჰომოსექსუალების რეპრეზენტირება ქართულ მასმედიაში”; ეკა აღდგომელაშვილი; ILGA-Europe

20რეგიონული მედიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესების

გაშუქება;

გრიგოლ მახარაძე