6
G H ნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნ – ნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნ ნნნ-ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნ, ნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ. “ნნნნნნ ნნნნნნნნ, ნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნ, ნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ. ნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნნ, ნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნ ნნ ნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნ ნნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნ ნნ ნნნნნ ნნ ნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნნნნნნნ”,- ნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნ (1, 176) ნნნნნნნ 30 ნნნნ ნნნ. ნნნნ ნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ. ნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნ, ნნნნ ნნნ ნნნნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნ. ნნნნნნ ნნნნნნნ – ნნნნნნ-ნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნ-ნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ. Mნნნნ ნნნნნნნნნნნნ 1928 ნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნ-ნნნნ ნნნნნნნნნნ “ნნნნნნნ ნნნნნნნნ”. ნნნნნნ ნნნ ნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნნ, ნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნ ნნნნ. ნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნ (ნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნ ნნნ ნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნ). ნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ. Aნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნ. ნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნ.ნ. ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ – “ნნნნ ნნნნნნნნნნნნ”, ნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნ ნნნნნნნნნნნნ. Gნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნნ. ნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნ ნნ ნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ, ნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნ, ნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნ ნნნნნნ. Aნნ ნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნ

ნესტან კუტივაძე გიორგი ლეონიძე – სულხან საბა ორბელიანის ცხოვრებისა

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ნესტან კუტივაძე გიორგი ლეონიძე – სულხან საბა ორბელიანის ცხოვრებისა

G H ნესტან კუტივაძე

გიორგი ლეონიძე – სულხან საბა ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარი

გიორგი ლეონიძის წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში აღიარებულია და მეტ-ნაკლებად სათანადოდაც არის წარმოჩენილი მისი მოღვაწეობის ყველა პლანი, მათ შორის მეცნიერული საქმიანობაც. “გიორგი ლეონიძის, როგორც მკვლევრის პროფილი, განპირობებულია მისთვის ყველაზე საყვარელი ობიექტით, ქართული მწერლობის შესწავლით. ამ თვალსაზრისით მისი ლიტერატურული ნაღვაწი არა მარტო მრავალრიცხოვანი, არამედ მნიშვნელოვანია და მის გამოკვლევებს გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, ვინც კი ძველი თუ ახალი ქართული მწერლობის შესწავლით არის დაინტერესებული”,- წერდა სარგის ცაიშვილი (1, 176) თითქმის 30 წლის წინ. დრომ ეს შეფასება უცილობლად დაადასტურა. მწერლის შემოქმედება დღესაც აქტუალურია, ხოლო მის გამოკვლევებში, წერილებსა და ესეებში გამოთქმული შეხედულებები ანგარიშგასაწევი და საყურადღებო.

გიორგი ლეონიძე – სულხან-საბა ორბელიანის ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი და შემოქმედების მკვლევარია. Mმისი რედაქტორობით 1928 წელს გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა”. ტექსტს წინ უძღოდა ვრცელი გამოკვლევა ავტორის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ასევე, ერთვოდა ორბელიანთა გენეალოგიური შტოს რუკა. კრებულს წამძღვარებული ჰქონდა რამდენიმე ეპიგრაფი (მამუკა ბარათაშვილისა და ორი უცნობი პოეტის ლექსები და მემატიანის მცირე უწყება). მათში ნათლად აირეკლებოდა თანამედროვეთა თუ შემდგომი თაობის წარმომადგენელთა დამოკიდებულება საქართველოს უთვალსაჩინოესი შვილისადმი. Aამ ეპიგრაფებში განსხვავებული რაკურსით წარმოდგებოდა სულხანის დამსახურება საკუთარი ქვეყნის წინაშე. ავტორი ამ მხატვრული სამკაულით წიგნის დასაწყისშივე გამოყოფდა ს.ს. ორბელიანის სხვადასხვა თვისებას – “უცხო პიიტიკოსობას”, სიბრძნეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის პერიპეტიებში მის გარკვეულობას.

Gგიორგი ლეონიძე გამოკვლევაში ყურადღებას ამახვილებს საბას ცხოვრებისა და შემოქმედების თითქმის ყველა მონაკვეთზე. მასში მხოლოდ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით კი არ ლაგდება კომენტირებული ფაქტები, არამედ ორბელიანის ცხოვრება და მოღვაწეობა გააზრებულია, როგორც ჯამი ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორთა მთელი კომპლექსისა, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება ყველაზე შორეულ წინაპარსაც, ჩვენს თვალსაწიერში რომ ხვდება. Aამ ტიპის ნარკვევის შესაქმნელად გიორგი ლეონიძეს შრომატევადი საარქივო მუშაობა აქვს გაწეული. იგი იცნობს იმ დროისათვის გამოჩენილი მკვლევრების: ალ. ცაგარელის, თ. ჟორდანიას, ალ. ხახანაშვილის, მ. მთვარელიშვილის, კ. კეკელიძის შეხედულებებს; იშველიებს მ. თამარაშვილის “კათოლიკობის ისტორიას საქართველოში”, ვახუშტის, ვახტანგ VI-ის, საბას სხვა თანამედროვეთა ცნობებს, კათოლიკე მისიონერების ჩანაწერებს, საქართველოს ისტორიის ქრონიკებსა და მატიანეებში დაცულ დოკუმენტებს.

სულხან-საბა ორბელიანზე საუბრისას, მწერალი დეტალურად აღწერს ბაგრატოვანთა სამეფო კარის ცხოვრებას, შაჰნავაზის კარის შესახებ ახდენს ევროპელი მოგზაურის შარდენის შთაბეჭდილებების ვრცელ ციტაციას, რის შემდეგაც დასძენს, რომ “სულხან ორბელიშვილს, როგორც დიდ ფეოდალს, მეფეთა ნათესავს, ოჯახის პირმშოს, ბრწყინვალე ენციკლოპედიური განათლება

Page 2: ნესტან კუტივაძე გიორგი ლეონიძე – სულხან საბა ორბელიანის ცხოვრებისა

უნდა მიეღო. Lლექსიკონის შესავლიდან ჩანს, რომ მას ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება”(2, XXXV). Aასე ხაზგასმით სულხანზე, როგორც არისტოკრატთა წრეში განსწავლულ ენციკლოპედისტზე, წერა 1928 წელს, იმ დროს, როცა მთელი სერიოზულობით ისმოდა კითხვა: საჭიროა თუ არა, ფართო საზოგადოებრიობას მიეწოდოს კლასიკური მწერლობა და, თუ საჭიროა, რა დოზით, იოლი არ იყო. იგი ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებას და მეცნიერულ კეთილსინდისიერებას, რომლის გარეშეც ვერასდროს დაიწერება ღირებული გამოკვლევები.

გიორგი ლეონიძეს მიაჩნდა, რომ სულხანის ნიჭის რეალიზება, მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა, “რადგან შემდეგში სახელმწიფო საქმეებმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ აღარ მისცა სახსარი მუშაობისა” (იქვე).

გიორგი ლეონიძისათვის, სულხანი, უპირველეს ყოვლისა, არის “პირველი სახელმწიფო კაცი თავისი ეპოქისა”, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა თავის თანამედროვე საქართველოზე. მისი თქმით, ორბელიანმა ისეთივე როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში, როგორიც XVII საუკუნის საფრანგეთში რიშელიემ და მაზარინიმ. ცხადია, “პირველი სახელმწიფო კაცის” ცხოვრება მშვიდი, მხოლოდ მწიგნობრობით დატვირთული ვერ იქნებოდა, ამდენად ბუნებრივია, რომ კრიტიკოსმაც გვერდი არ აუარა საბას ცხოვრების წინააღმდეგობებს. საქვეყნო ტკივილმა იგი აიძულა, ამბოხებოდა ნაზარალიხანს ისტორიის საბედისწერო ჟამს, ასევე, პირადმა თუ სამშობლოს ბედუკუღმართობამ განაცდევინა, ვახტანგ VI-ის სამეფო კარიდან განდევნის სიმწარე, რაც იმდროისათვის უცნობი ფაქტი იყო, ლეონიძე შეეცადა ობიექტურად, სათანადო არგუმენტების მოხმობით წარმოესახა ეს უმძიმესი დღეები. ავტორმა ფართო საზოგადოებრიობას მიაწოდა მანამდე უცნობი დოკუმენტები, დახატა ისტორიის დანარჩენ პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტები.

ნარკვევში საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს პოეტს თითქმის არასდროს ღალატობს ჟანრის გრძნობა, მშრალ ფაქტებზე დაყრდნობით წერს და ასაბუთებს თავის შეხედულებებს, მაგრამ ზოგჯერ მაინც იჩენს თავს პოეტური აღმაფრენა და პათეტიკური ინტონაცია. სწორედ, ამგვარად გადმოგვცემს იგი სულხანის განდეგილობის ფაქტს. “რა ტანჯვამ, რა ჭრილობამ მიიყვანა დიდი ორბელიშვილი დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ბჭეებთან 1698 წლის 18 მარტს, იმ ახალი გაზაფხულის დღეს, როცა გარეჯის უდაბნოც კი სიცოცხლით ხარობდა? რა მოულოდნელია ეს ტრაღიკული აქტი. მონაზონის ჩოხაში იმოსება “განახლების” ადამიანი, რომლის გენიალური შემოქმედება “სიბრძნე სიცრუისა” სავსეა ეროტიული განცდებით, შხამიანი ირონიით ქრისტიანული ფანატიზმისა და საეკლესიო ცხოვრების შესახებ”,-წერს პოეტი(2, LVIII). Gგ. ლეონიძე არ იზიარებს ამ ფაქტის ალ. ხახანაშვილისა და კ. კეკელიძისეულ ახსნას. მათგან განსხვავებით, ლეონიძემ სულხანის ბერობა მეუღლის გარდაცვალების გამო გადადგმულ ნაბიჯად კი არ მიიჩნია, არამედ ისტორიული გარემოებით ახსნა. ჩათვალა, რომ გადაჰყვა საუკუნის გრძნობას და გახდა “ისტორიული მსხვერპლი”. Gგ. ლეონიძე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მას, მდიდარ და უშვილო ფეოდალს, ქონების დიდი ნაწილი არ შეეწირა მონასტრისათვის. თუ ეს მოსაზრება მაინც სავარაუდოა, ცნობილია სულხანის მიერ მონასტრის აღდგენა-მშენებლობაში შეტანილი ინტელექტუალური წვლილი. ამდენად, ბუნებრივია, რომ ლეონიძემ დაგვიხატა არა დაღლილი და განდგომილი ბერი, არამედ საეკლესიო მოღვაწე, რომელმაც მემკვიდრეებს “გარიგებული და რიგიანი სავანე მიაბარა”.

გ. ლეონიძემ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო საბას სარწმუნოებრივი აღმსარებლობის საკითხს და იმ ნაწერებს, რომლებიც, კ. კეკელიძის შეფასებით, “ლათინურიდან არიან გადმოთარგმნილი და მიზნად აქვთ შეათვისებინონ

2

Page 3: ნესტან კუტივაძე გიორგი ლეონიძე – სულხან საბა ორბელიანის ცხოვრებისა

მკითხველს ელემენტარული მორალური დებულებანი კათოლიკობისა” (2, LXXVIII). ეს საკითხი რომ სიღრმისეულად გაეანალიზებინა, გ. ლეონიძე, მ. თამარაშვილის ამავე სახელწოდების წიგნზე დაყრდნობით, შეეხო კათოლოკობის ისტორიას საქართველოში, აღნიშნა, რომ იმ პერიოდში კათოლიკობა და ევროპელობა იდენტური ცნებები იყო და საბას კათოლიკობაც პოლიტიკური და ეროვნული მოტივებით აიხსნებოდა, თუმცა საბა ნარკვევის ავტორმა პრინციპულ კათოლიკედაც მოიხსენია. პრობლემის ამგვარ ჭრილში გადატანას ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი (მ. ღაღანიძე), სავსებით მართებულად, საკითხის ცალმხრივად წარმოჩენად თვლის. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ თემაზე მსჯელობას არც გიორგი ლეონიძე გაურბის და დასკვნებსაც იმის შესაბამისად აკეთებს, რის საშუალებასაც ხელთ არსებული დოკუმენტები აძლევს.

ცხადია, რომ მკვლევარი საგანგებოდ შეეხო საბას შემოქმედებით საქმიანობას და განსაკუთრებით იგავ-არაკთა კრებულს “სიბრძნე სიცრუისას”. საერთოდ, გ. ლეონიძემ საბას ლიტერატურული მოღვაწეობა ორ, საერო და ეკლესიურ, პერიოდად დაყო, “ქილილასა და დამანას” თარგმნისა და რედაქტირების ხანა კი არ მიიჩნია ორგანულად, რადგან იგი მეფის ბრძანებით შესრულდა. ეს უკანასკნელი შეხედულება ნაკლებ დამაჯერებლად გვეჩვენება. “სიბრძნე სიცრუისას” ავტორისათვის “ქილილასა და დამანას” თარგმანსა და რედაქტირებაზე მუშაობა შემოქმედებითად ისეთივე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო, როგორც იმ თხზულებებზე, რომლებიც მეფის დავალებით არ შექმნილა.

გიორგი ლეონიძემ სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისას” მისი შემოქმედების მწვერვალი, “განახლების ხანის” უნიკუმი” უწოდა. ყურადღება გაამახვილა ნაწარმოების მხატვრულ და მსოფლმხედველობრივ ღირებულებაზე. საგანგებოდ გამოყო დათარიღებისა და ორიგინალობის საკითხები.

როგორც ცნობილია, ალ. ცაგარელი, ალ. ხახანაშვილი და ნ. მარი გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ “სიბრძნე სიცრუისა” დაიწერა საბას ევროპიდან დაბრუნების შემდეგ. განსხვავებული იყო კ. კეკელიძის პოზიცია. იგი თვლიდა, რომ საბამ კრებული სიჭაბუკეში დაწერა, ჯერ კიდევ ბერად შედგომამდე (ძირითადად ეს თვალსაზრისია გაზიარებული ლიტერატურათმცოდნეთა მიერ). გ. ლეონიძემ არამარტო გაიზიარა კეკელიძის შეხედულება, არამედ არგუმენტებითაც გაამყარა იგი. გამოთქვა მოსაზრება, რომ კრებული ვახტანგის აღზრდის პერიოდში მის საწრთვნელად უნდა იყოს დაწერილი, ჯუმბერში კი ვახტანგი შეიძლება იგულისხმებოდეს, რაც უდავოდ საინტერესო შეხედულებაა, რომელსაც ამყარებს კრებულის დათარიღების მისეული ვერსიაც.

გ. ლეონიძე თვლის, რომ წიგნი პოლიტიკური სატირის თამამი ნიმუშია, ამასთან, თავისი მკვეთრი სარკაზმით, დაცინვით, ფრივოლური სურათებითა და ეროტიკული ელემენტებით არის ანტირელიგიური კლასიკური სატირა ქართულ სამღვდელოებაზე, რის გამოც მას დევნა უნდა განეცადა, თუმცა მაინც პოპულარული იყო XVIII-XIX საუკუნეებში. “მაგრამ გამარჯვებული წიგნის ავტორი დამარცხდა. ეკლესიის ოპოზიციონერი და მწარე სატირიკოსი მალე შეუდგა ქრისტიანულ სინანულს”,–წერს ავტორი (2, CLXXXVII). კრიტიკოსის აზრით, სწორედ ამიტომ გაჩნდა წიგნის სათაურში “თქმული ჟამსა სიჭაბუკისა მისისა”, რითაც იგი ხაზს უსვამდა თავის ახალგაზრდულ შეცდომას. თუ საბას ცხოვრების წინააღმდეგობებსა და მის შეურიგებელ ბუნებას გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, ამგვარ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.

კრებულის ორიგინალობის საკითხიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლება იყო სპეციალისტთათვის და მის ირგვლივ ბევრი საინტერესო გამოკვლევაა დღეს უკვე დაწერილი, მაგრამ 20-იან წლებში სულხან-საბა

3

Page 4: ნესტან კუტივაძე გიორგი ლეონიძე – სულხან საბა ორბელიანის ცხოვრებისა

ორბელიანის შემოქმედება მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესწავლილი და ამ პრობლემის წამოჭრაც უდავოდ ღირებული იყო.

ლეონიძემ იგავ-არაკების კრებულის ორიგინალობაზე საუბრისას გამოყო ის პასაჟები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის ამ ტიპისა თუ განსხვავებული ხასიათის ტექსტთან ავლენს ნათესაობას, არც უცხოური იგავების ანალოგების პრობლემას აუარა გვერდი და საგანგებო განსჯის საგნად აქცია. მწერალმა მართებულად გადაჭრა ეს პრობლემა. ორბელიანის შემოქმედების არაერთ მკვლევარს აღუნიშნავს, რომ “სიბრძნე სიცრუისას” ნოველათა და იგავ-არაკთა უმრავლესობა არ ისაზღვრება კონკრეტული ეროვნული ლოკალით. “ამ სიუჟეტების გავრცელების ქრონოლოგია შორეულ წარსულში იკარგება, ხოლო არეალი-ძველი აღმოსავლეთიდან ევროპულ სამყარომდე. სწორედ ეს მოარული სიუჟეტები აქცია საბამ თავისი ეპოქის ქართული საზოგადოების თვითგაგების, თვითმხილებისა და თვითშეგნების გამოხატვის ფორმად”(3, 189), რასაც ხაზს უსვამდა ნარკვევის ავტორიც. აქვე, საგანგებოდ გვინდა შევნიშნოთ, რომ ამ თემაზე წერისას კარგად გამოჩნდა გ. ლეონიძის, როგორც მეცნიერის, ფართო თვალსაწიერი და აზროვნების სიღრმე.

ეს გამოკვლევა იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში რამდენიმე ქართული ხალხური ზღაპრისა და საბას იგავ-არაკის საინტერსო ტიპოლოგიური ანალიზია მოცემული. ავტორმა ამ მიზნით ერთმანეთის გვერდით წარმოადგინა იგავ-არაკები და მათი ფოლკლორული ანალოგები. საერთოდ, ამგვარი ანალიზი თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისთვის უფრო ნიშანდობლივია. ეს მეთოდი კარგად აჩვენებს ავტორის ჩარევის ხარისხსა და თვისებას. მისი გამოყენება კი უცილობლად მკვლევრის აკადემიზმზე მიგვანიშნებს. ’’... ქართულ ზღაპრებს ორბელიანის ხელში დიდი რედაქციული დამუშავება განუცდიათ. ტრადიციული ფაბულები მან გააცოცხლა თავისი ინტელექტუალური სიმახვილით, დაკვირვებით, გამოცდილებით – ეპოქის გემოვნებისა და განწყობის მიხედვით”,- წერს გ. ლეონიძე (2, CCIV), რაც, ასევე, ლიტერატურათმცოდნეთა მიერ გაზიარებული შეხედულებაა.

კრებული დღევანდელი თვალსაზრისითაც აკადემიური გამოცემაა. მას ახლავს ტერმინთა და უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საგანთა საძიებელი, გამოცემების, თარგამანებისა და ხელნაწერი ვარიანტების ნუსხა, რომელშიც შედის კერძო პირთა კუთვნილებანიც. ამ ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ “სიბრძნე სიცრუისას” ხელნაწერი ვარიანტები ჰქონიათ პაოლო იაშვილსა და თავად გიორგი ლეონიძეს, თუმცა ავტორი არ აკონკრეტებს ძირითადად რომელ გამოცემას ეყრდნობა თავად.

გიორგი ლეონიძის ეს ნარკვევი რამდენჯერმე დაისტამბა (1938, 1949, 1957, 1958, 1959, 2004), რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოკვლევაა და დღესაც მაღალ შეფასებას იმსახურებს. “გიორგი ლეონიძის ნარკვევი ფარული ემოციითაა დაწერილი, მაგრამ მასში უთუოდ ჭვივის სევდა იმის გამო, თუ რაოდენი შელახვა და შეურაცხყოფა შეხვდა თანამემამულეთაგან საბას, - მლოცველს და მოღვაწეს, ვისაც არაფრით და არასოდეს უღალატია სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის”,- წერს მ. ღაღანიძე (4,164). მეცნიერის ამ მოსაზრებას ჩვენც სავსებით ვიზიარებთ.

გიორგი ლეონიძემ შექმნა სულხან-საბა ორბელიანის მრავალი პლასტის შემცველი პორტრეტი, აღადგინა ორმაგი სახით აღბეჭდილი ეპოქის სურათი. მართალია, ნარკვევში ისტორიული და ბიოგრაფიული მოვლენების რეკონსტრუქცია მატიანეებითა და თანამედროვეთა ჩანაწერებით ხდება, მაგრამ საბუთდება იგავ-არაკებით, რადგან დროის ტკივილი, იმპულსები და შეგრძნებები მათი საშუალებით განზოგადებულად განიცდება, კონკრეტული ამბიდან ლიტერატურულ ღირებულებას იძენს და დღეს ისტორიულ დოკუმენტებზე ზუსტად აჩევნებს XVII–XVIII საუკუნეთა ვნებათაღელვას, რისი წარმოჩენაც არაჩვეულებრივი ნიჭიერებითა და ოსტატობით შეძლო XX

4

Page 5: ნესტან კუტივაძე გიორგი ლეონიძე – სულხან საბა ორბელიანის ცხოვრებისა

საუკუნის ერთ-ერთმა, ასევე, თვალსაჩინო პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, რომელმაც ნარატიულ ტექსტთან ერთად შთამომავლობას “განახლების ადამიანის” შთამბეჭდავი პოეტური ხატიც დაუტოვა.

დამოწმებული ლიტერატურა:1. სარგის ცაიშვილი, წინამორბედნი და თანამედროვენი, თბ., 1986.2. სულხან საბა ორბელიანი, სიბრძნე-სიცრუისა, გიორგი ლეონიძის

რედაქციით, ტფ., 1928.3. ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I, თბ., 1984.4. მერაბ ღაღანიძე, წიგნში, გიორგი ლეონიძე, სულხან საბა ორბელიანი,

თბ., 2004.

5