3

Click here to load reader

იგავ არაკები ეზოპე

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: იგავ არაკები ეზოპე

ორი ათასზე მეტი წლის წინ საბერძნეთში ცხოვრობდა მწერალი ეზოპე, რომელიც განთქმული იყო

თავისი მშვენიერი, ბრძნული იგავებით – სიბრძნის მარგალიტებითა და ცხოვრებისეული

გაკვეთილებით აღსავსე ამბებით. თუმცა, ყველა იგავი როდი ეკუთვნის ეზოპეს: ზოგი მათგანი

უძველესი თქმულებაა, ოღონდ მის მიერ შეკრებილი და ახლებურად ნაამბობი. ეზოპეს იგავები

თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღესაც ისევე პოპულარულია, როგორც ოდესღაც.

მოცურავე ბიჭი

ბიჭი მდინარეში ბანაობდა და წყალმა წაიღო.

მიშველეთ ,ყვიროდა გულგახეთქილი.გზად კაცმა გამოიარა და ბიჭს ლანძღვა დაუწყო,ფრთხილად

უნდა მოქცეულიყავიო.

–––ჯერ გადამარჩინე და მერე რამდენიც გინდა მლანძღეო,––უთხრა ბიჭმა.

არაკი გვასწავლის: ნუკი რისხავ.სიკეთე ჰქმენიო.

ტოროლა ტოროლა მახეში გაება და ატირდა:

–საწყალო ჩემო თავო, რა უბედური ხარ.ოქრო შენ არ მოგიპარავს და ვერცხლი,ერთი ბეწო პურის

მარცვლისათვის გერგო ამოდენა სასჯელიო.

არაკი იმაზეა თქმული,ვინც მცირე გამორჩენას ეძებს და დიდ ზარალს კი წააწყდება ხოლმე.

ქვრივი და ქათამი

ერთ ქვრივს ქათამი ჰყავდა.დღეში თითო კვერცხს დებდა.დედაბერმა იფიქრა: მოდი,ამ ქათამს

ბლომად ქერს ვაჭმევ და კვერცხის დებასაც ერთიორად მოუმატებსო.ასეც მოიქცა,მაგრამ ქათამი

ძალზე გასუქდა და ორს კი არა ერთ კვერცხსაც აღარ დებდა.

შეგონება:ვინც სიხარბით ბევრს ეპოტინება,ხშირად მცირესაც კარგავს ხოლმე.

მკვეხარა კაცი

ერთი კაცი იყო.უცხო ქვეყნებში იხეტიალა და შინ რომ დაბრუნდა,ტრაბახს მოჰყვა.ამ ქვეყანაში ეს

მოვიმოქმედე და იმ ქვეყანაში ისო.

–როდოსში ისე ვიცეკვე,მსგავსი არაფერი უნახავს არავისო.მოწმეები დღესაც ბევრი მყავსო.

–თუ მართალს ამბობ,ამას მოწმეები რად უნდა? აგერ როდოსიც და აი შენი ცეკვაც,ჰა ბურთი და ჰა

მოედანიო,– უთხრა ერთმა კაცმა მკვეხარას.

არაკი გვასწავლის: სიტყვა ფუჭია უსაქმოდო.

ერთ დღეს კურდღელმა გაიგო, რომ მონადირეები სანადირო კურდღელი ტყეში დიდი პოპულარობით

სარგებლობდა. მასთან მეგობრობა ყველას სიამოვნებდა და ბევრი სხვა ცხოველი ამაყობდა

კურდღელთან მეგობრობით.

Page 2: იგავ არაკები ეზოპე

ძაღლებით აპირებდნენ ტყეში კურდღლებზე სანადიროდ წასვლას.კურდღელი შეშინდა და იმ

მეგობრების ძებნა დაიწყო, რომლებიც მას გაქცევაში დაეხმარებოდნენ. პირველად კურდღელი

ცხენთან მივიდა და სთხოვა დახმარებოდა გაქცევაში. ცხენმა უარი უთხრა:– დღეს ძალიან

მნიშვნელოვანი საქმე მოსაგვარებელი, დარწმუნებული ვარ სხვა მეგობრებს ეცლებათ შენთვის და

პრობლემა არ შეგექმნება – უთხრა მან კურდღელს.

შემდეგ კურდღელი კამეჩთან მივიდა და სთხოვა ძაღლებისგან დაეცვა იგი. კამეჩმა უთხრა:– ვწუხვარ

ძვირფასო მეგობარო. დღეს საღამოს მნიშვნელოვანი პაემანი მაქვს, ვერ გადავდებ. აი, მგონი ჩვენი

მეგობარი თხა უარს არ გეტყვის დახმარებაზე –მიასწავლა კამეჩმა.კურდღელი თხასთანაც მივიდა. თხა

დაფიქრდა, მაგრამ შეეშინდა, რომ ძაღლები მასაც ფიზიკურ ზიანს მიაყენებდნენ და უთხრა:

– ვწუხვარ მე არ შემიძლია, რომ დაგეხმარო. ცხვართან მიდი იქნებ იმან გიშველოს რაიმე.

კურდღელი ცხვართანაც მივიდა. ცხვარმა უთხრა:

–დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი, რომ შემეძლოს. მემგონი შენთვისაც ცნობილია, რომ მეძებრებს

ადვილად შეუძლიათ, როგორც კურდღლის ასევე ცხვრის დაგლეჯვაც. არ ვიცი რა ვქნა.

ამ დროს მეძებრები უკვე ახლოს იყვნენ კურდღელთან. და ამ უკანასკნელმა ძალა და მხნეობა

მოიკრიფა და თავისი საოცარი სისწრაფის წყალობით სასწაულებრივად დაუსხლტა მდევრებს

ხელიდან.

მორალი: კურდღელი კარგი ტიპი იყო, ყველას სიამოვნებდა მასთან მეგობრობა, მაგრამ მათგან კარგი

მეგობრობის გაწევა ვერავინ შეძლო. კარგი მეგობრობის გაწევა ყველას შეუძლია, მაგრამ როცა

ამისათვის პირადი დროის, სურვილების შეწირვა და მხვერპლის გაღება არის საჭირო ბევრი ადამიანი

იხევს უკან. მაგრამ ეს ნადვილი მეგობრობა უკვე აღარაა.ცხოვრებაშიც შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა

ამოიცნობს თავისი თავი კურდღელის როლში და დაინახოს მასში ამ ისტორიის სხვა მონაწილეებიც.

ეს ფაქტია. თუმცა , თუ ეს მოხდება გულს ნუ გაიტეხავთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტოც კი

შეგწევთ ძალა იმისა, რომ ცრუ მეგობრების გარეშეც დაძლიოთ ცხოვრების სირთულეები, როგორც ეს

კურღელმა გააკეთა . . .

მტრედი

ერთხელ მტრედს მოსწყურდა,კედელზე მიხატული წყლით სავსე ფიალა დაინახა,ნამდვილი

ეგონა,წყურვილს მოვიკლავო,იფიქრა.გაქანდა და კედელს შეასკდა.წყურვილის მოკვლისა რა

მოგახსენოთ და ფრთამოტეხილი კი ჩამოვარდა მიწაზე.

არაკი ამბობს:ბრმად გადადგმული ნაბიჯი კაცს დაღუპავსო.

ირემი და ლომი

ირემი ადამიანებს გაურბოდა და ერთ გამოქვაბულს მიადგა.გამოქვაბულში ლომი იყო და ირემს თავს

დააცხრა.მომაკვდავმა ირემმა თქვა:

––დახეთ ჩემს უბედურებას,ადამიანს გავექეც და მძვინვარე მხეცს კი ჩავუვარდი ხახაშიო.

ხშირად პატარა საფრთხეს გაურბის კაცი და დიდს კი წააწყდებაო,––ამბობს არაკი.

კუ და არწივი

კუ არწივს ეხვეწებოდა:ფრენა მასწავლეო.არწივი ეუბნებოდა: როგორ იქნება,სად კუ და სად

ფრენაო.კუ მაინც თავისას იძახდა:ფრენას როგორ ვერ შევძლებო.

რა ექნა არწივს?კუს ბრჭყალები ჩაავლო,ჰაერში აიტაცა და მერე გაუშვა:აჰა ,იფრინეო.კუ აბა რას

იფრენდა!ჩამოვარდა და დაიმტვრა.

გიჟი მიუშვი ნებასა,თვით შეეყრება სნებასაო,––ამაზეა ნათქვამი.

Page 3: იგავ არაკები ეზოპე