დაბა წაღვერის მიმდებარე ......• ტყე და...

Preview:

Citation preview

დაბა წაღვერის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ჩანჩქერი“

„დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიის გადამწვარი ტყის

ბიოაღდგენითი პროცესები“

კვლევაზე მუშაობდნენ: • ნინო გელაშვილი

• ქეთი გელაშვილი

• ირაკლი გოგოლაძე

• ნუცა თედიაშვილი

• ანი ჯაღიაშვილი კვლევის ხელმძღვანელი: ირაკლი გულედანი

საქართველოს ტყეები

საქართველოს ეროვნული საგანძური

საქართველოს ტყეები

დაბა წაღვერი, 2008 წლის აგვისტოში გადამწვარი ტყე

ჩვენი კვლევი ობიექტი

დაბა წაღვერი, 2008 წლის აგვისტოში გადამწვარი ტყე

ტყის როლი

• ტყე და ბუნების დაცვა

• მთის ტყეების და

წყლისა და ნიადაგის დაცვა.

ისინი არეგულირებენ

მდინარეთა რეჟიმებს

• ტყე და ადამიანის

ჯანმრთელობის დაცვა

• ტყე და ჰავა

• ტყე და ქარი

საქართველოს ტყეები

• საქართველოს ტერიტორიის ფართობი: 6.95 მლნ. ჰა.

• ტყით დაფარული ტერიტორიის ფართობი: 40%

• 1 ჰექტარ ტყეში მერქნის საშუალო მარაგი: 163 მ3

• 97% დიდი დაქანების ფერდობებზეა განფენილი

• 3% დაბლობი ტყეები

ნიადაგი და ჰუმუსი

• ტყე და ნიადაგი

• ნიადაგი და ჰუმუსის შემცველობა

• ნიადაგის სტრუქტურის სიმტკიცე

• ნარევი ბალახები და ნიადაგის სტრუქტურის სიმტკიცე

დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიის ტყეების დახასიათება

• მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, გუჯარეთის ხეობაში

• კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი

• მიეკუთვნება მცირე კავკასიონის

პროვინციის თრიალეთის ფლორისტულ

რაიონს

• აღრიცხულია მცენარეთა 1650-მდე სახეობაა. მათგან 40-მდე სახეობა საქართველოს, 110-მდე კავკასიის ენდემი

• მცენარეულობის სარტყლიანობა: კოლხური ტიპის

კვლევის მიზანი

დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დამწვარი ტყის დღევანდელი ბიოაღგენითი პროცესები -

ნიადაგის ფენის და მცენარეული საფარის მდგომარეობა.

კვლევის მეთოდიკა

კვლევის მეთოდი: ბრაუნ-ბლანკეს მეთოდი, რომელიც გულისხმობს შესასწავლი ცენოზის კვადრატების შერჩევას (მინიმუმ 3 კვადრატი). თითოეული კვადრატი შეადგენადა 100 მ2.

შერჩეულ იქნა სამ-სამი (100 მ2 ფართობის) საკვლევი ფართობი დამწვარი და ჯანსაღი ტყის უბნებიდან

დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორია, არჩეული გამოსაკვლევი კვადრატები, ჯანსაღი ტყის მასივი

დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორია, არჩეული

გამოსაკვლევი კვადრატები, გადამწვარი

ტყის მასივი

ნიადაგის ჰუმუსის შეფასება

გადამწვარი ტერიტორიის ნიადაგის სინჯების ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ ნიადაგის მჟავიანობა მერყეობდა pH=4,5-6,2 (I ნაკვეთი (დ.1) - pH=5,2; II ნაკვეთი (დ.2) - pH=4,5; III ნაკვეთი (დ.3) - pH=6,2), ხოლო ზოგადი მარილიანობა (NaCl, MgCl2,

CaCl2, NaNO3, KNO3, Mg(NO3)2, Na2SO4, K2SO4, MgSO4, CaSO4) საშალოდ >0,15 (I ნაკვეთი (დ.1) - >0,15; II ნაკვეთი (დ.2) - >0,1; III ნაკვეთი (დ.3) - >0,1)

0

2

4

6

8

10

12

14

I ნაკვეთი II ნაკვეთი III ნაკვეთი

დამწვარი ტყე

ნორმალური ტყე

მჟავიანობა შესწავლილ ნაკვეთებზე

დაუზიანებელი ტყის შერჩეულ საკვლევ ფართობებზე გამოვლინდა შემდეგი: მჟავიანობა მერყეობდა pH=6,4-6,8 (I ნაკვეთი (ნ.1) - pH=6,4; II ნაკვეთი (ნ.2) - pH=6,6; III ნაკვეთი (ნ.3) - pH=6,8), ხოლო ზოგადი მარილიანობა (NaCl, MgCl2, CaCl2, NaNO3, KNO3, Mg(NO3)2, Na2SO4, K2SO4, MgSO4, CaSO4) საშალოდ >0,1 (I ნაკვეთი (ნ.1) - >0,1; II ნაკვეთი (ნ.2) - >0,08; III ნაკვეთი (ნ.3) -

>0,08).

0

0.1

0.2

0.3

0.4

0.5

I ნაკვეთი II ნაკვეთი III ნაკვეთი

დამწვარი ტყე

ნორმალური ტყე

მარილიანობა შესწავლილ ნაკვეთებზე

მცენარეული საფარველის სახეობრივი მრავალფეროვნების შეფასება

სახეობრივი მრავალფეროვნება -ფიტოცენოზის მნიშვნელოვანი მახასიათებელი

ჩატარებული საველე კვლევების შედეგად ველზე ჩვენს მიერ მოხდა რამდენიმე ექსპერიმენტული ნაკვეთის აღწერა (სულ 6 ნაკვეთი), სადაც განისაზღვრა მცენარეული საფარის სტრუქტურა და პროექციული დაფარულობა.

შედეგების ანალიზი

დასკვნები და რეკომენდაციები

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დამწვარი ტყის ბიო-აღდგენითი პროცესები კანონზომიერად მიმდინარეობს. რაც აიხსნება რამოდენიმე გარემოებით:

• ხანძრის დროს გადარჩა და არ დაიწვა ნიადაგის ჰუმუსი, რითაც ნიადაგმა შეინარჩუნა აერაციისა და წყლის კაპილარული ბრუნვის უნარი, რაც სასიცოცხლო პირობას უქმნის ნიადაგის მიკროფლორას, რომლებიც დიდ როლს თამაშბენ ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრაში;

• ნიადაგის ზედაპირზე არსებული ბიომასის დაწვამ გამოიწვია ნიადაგის ორგანული და არაორგანული მინერალებით გამდიდრება, რაც აისახა ბალახოვანი საფარის ინტენსიური ზრდით. ყოველივე ამან, კი შეაფერხა ეროზიული პროცესების განვითარება;

• ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელმა მეზოფილურმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ბიოაღდგენითი პროცესების კანონზომიერად განვითარებას.

გმადლობთ ყურადღებისათვის!

Recommended