ფუტკარი და მტრედი

Preview:

Citation preview

ფუტკარი და მტრედი

ჯაფისაგან დაღლილი ფუტკარი წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა.ახლო ხეზე დედა

მტრედი იჯდა.

თვალი შეასწრო ფუტკრის გაჭირვებას,აფრინდა,მოგლიჯა ნეკერჩხლის დიდი

ფოთოლი და ჩაუგდო წყალში.

ფუტკარი ზედ შეჯდა და წყალმა ნაპირზე გამორიყა.

ფუტკარმა გაიშრო მზეზე სველი ფრთები,აფრინდა და მხიარული

ბზუილით გასწია თავისი სკისაკენ.

გავიდა რამდენიმე დღე.ბარტყებისათვის საჭმლის ზიდვით დაღლილი მტრედი ხეზე იჯდა და

თვლემდა. ამ დროს მონადირე მიეპარა,ამოეფარა ჩირგვსა და დაუმიზნა თოფი.

ამას თვალი მოჰკრა ახლო ყვავილზე მჯდომმა ფუტკარმა,აფრინდა,სწრაფად მოუარა მონადირეს უკნიდან და მარჯვენა ხელზე უკბინა სწორედ იმ დროს,როცა ჩახმახს აცემინებდა .მონადირეს

სიმწრისაგან ხელი აუკანკალდა და მტრედს ტყვია ასცდა.

დასასრული

როგორ გადაარჩინა მტრედმა ფუტკარი?

როგორ გადაუხადა ფუტკარმა სამაგიერო?

ახლა კი ჩემო პატარებო, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ :

რა ჩანს იგავში,რისი თქმა სურს ამით მწერალს?

აბა ,სცადეთ!

ჩამოწერეთ ის ანდაზები (აფორიზმები), რაც ამ იგავის კითხვისას გაგახსენდათ.

წარმატებას გისურვებთ.

გამოცანა

ერთი მუშა მწერი არის,სასარგებლო მეტად,

მის გემრიელ და ტკბილ ნობათსგაჭმევს ხშირად დედა;

თუკი ახლოს მიეკარე,

გიჩხვლეტს მწარე ნესტარს.

დაწყებითი კლასის

თამუნა

ფიფია

მასწავლებელი

2015 წელი

Recommended