9
mfxacademy.com სავაჭრო ტერმინალთან მუშაობა 2013 www.mfx.ge

MFX Group Georgia - MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

Embed Size (px)

DESCRIPTION

MFX Group - ფორექს ბროკერი მსოფლიოს 30 ქვეყანაში და უკვე საქართველოში! "საუკეთესო მიკრო ბროკერი 2013", და "საუკეთესო სასწავლო პროგრამა ფორექსზე 2013" ჯილდოების მქონე. ისწავლეთ, როგორ გადმოწეროთ და იმუშავოთ ტერმინალზე MetaTrader - ფუნქციები, შესაძლებლობები, ვარიაციები.

Citation preview

Page 1: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

სავაჭრო ტერმინალთან მუშაობა

2013

www.mfx.ge

Page 2: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

ტერმინალის გადმოწერა

ანგარიშის გახსნის შემდგომ, შედით თქვენს პირად კაბინეტში. მარცხენა პანელზე იხილავთ შემდეგ ჩამონათვალს: ამოირჩიეთ ცხრილიდან სავაჭრო პლატფორმები, Торговые Платформы (რუს) Trading Platforms (ინგ)

გაეცანით თითო პლატფორმის სპეციფიკასა და შესაძლებლობებს, და გადმოწერეთ სასურველი.

იმისათვის, რომ ყოველთვის იყოთ ბაზრის ცვლილებების საქმის კურსში - შეგიძლიათ აგრეთვე გადმოწეროთ პროგრამა თქვენს Ipod-ზე ან ტელეფონზე.

იმისათვის რომ ისარგებლოთ ტერმინალით, არ დაგავიწყდეთ MFX Group-ის პირად კაბინეტში სპეციალური ანგარიშის შექმნა. კომპანია გაძლევთ არჩევანს შემდეგი ანგარიშების შორის: სტანდარტი, მიკრო, ECN, CFD, Strict, MetaTrader5, MetaTrader5 Demo და სეგრეგირებული ანგარიშები. დეტალურად გაეცანით თითოული ანგარიშის სპეციფიკას და მოთხოვნებს.

თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად ივაჭროთ რამოდენიმე ანგარიშით, ასე რომ ამოირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღები იქნება ამ წუთას.

როგორც ხედავთ, ვალუტის შეყვანა ხდება დოლარში, ევროში და ლარში.

ამოარჩიეთ „მხარი“, და დააჭირეთ ღილაკს „ანგარიშის გახსნა“, Open New Account.

Page 3: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

თქვენ შექმნით ახალ ანგარიშს, თავისი ნომრით და პაროლით, რომელიც უნდა მიიღოთ რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე SMS-ის სახით. ზუსტად ეს Login და Password უნდა გამოიყენოთ MetaTrader-ში ანგარიშის იდენტიფიკაციის დროს, და არა თქვენი კაბინეტის მონაცემები.

შემდგომ სასურველ ანგარიშზე ხდება თანხის შემოტანა. ამისათვის, ამოირჩიეთ ცხრილიდან სასურველი ანგარიში, გადახდის სისტემა და სადეპოზიტო თანხა, თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ შემოიტანოთ თანხა MasterForex საფულეში, რომლიდანაც შემდგომ შიდა გადარიცხვებით გადაიტანთ თანხას სხვა ანგარიშებზე სრულიად უფასოდ.

იმისათვის რომ მიიღოთ მონაწილეობა აქციაში Welcome Bonus, გააკეთეთ აპლიკაცია მანამდე სანამ დაიწყებთ MetaTrader-ზე ვაჭრობას.

Page 4: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

ტერმინალი MetaTrader

სავაჭრო ტერმინალი MetaTrader არის იდეალური სამუშაო ინსტრუმენტი ტრეიდერისთვის რომელსაც სურს „ფორექსი“-ს სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობა. აღნიშნული პლატფორმა საკმაოდ პოპულარულია როგორც მისი ფუნქციონალობისა და მოხმარების სიმარტივის, ასევე ანალიზის და სავალუტო ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობის პროგნოზირების გამო. მისი ფუნქციონალური შესაძლებლობები ეხმარებიან სავალუტო კურსების დინამიჯუს ღრნა ანალიზში, ავტომატური ტრეიდინგის პროგრამების შექმნა, ტესტირება და გამოყენებაში, აგრეთვე საინვესტიციო ანგარიშების მართვაში.

Page 5: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

გავეცნოთ ტერმინალის ძირითად განყოფილებებს

1. ფანჯარა Market Watch

ტერმინალის ამუშავებისას აღნიშნული ფანჯარა უნდა იყოს გახსნილი, მაგრამ თუ რაღაც მიზეზების გამო ის დაიხურა ან თქვენ დახურეთ - ამ შემთხვევაში მისი გახსნა შესაძლებელია შემდეგი ფუნქციების გამოყენებით: View => Market Watch

აქ თქვენ იხილავთ არსებულ სავალუტო კოტირებებს.

განვიხილოთ საჭირო სავალუტო წყვილის მოძებნისა და არჩევის საშუალებები:

1. ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკით ფანჯარა „Market Watch”-ის თავისუფალ სივრცეზე, და ვირჩევთ „Symbols”.

2. იხსნება ფანჯარა რამოდენიმე folder-ით. ჩვენ გვჭირდება folder-ი „Forex”.

3. იქ ჩვენ ვირჩევთ საჭირო სავალუტო წყვილს, და ვაჭერთ „ჩვენება“-ზე (Show)

4. აღნიშნული წყვილი ჩნდება ფანჯარა Market Watch-ში.

5. იმისათვის რომ იხილოთ ამ წყვილის ფრაფიკი, აუცილებელია დააჭიროთ მას მაუსის მარჯვენა ღილაკით და ამოარჩიოთ „გრაფიკის ფანჯარა“ (Chart Window)

Page 6: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

2. ფანჯარა „ნავიგატორი“ (Navigator)

აქ თქვენ იხილავთ სავაჭრო ინსტრუმენტებს.

3. Terminal-ის ფანჯარა

ეს არის მთავარი ფანჯარა, რომელშიც იმყოფება რამოდენიმე მნიშვნელოვანი ჩანამატი:

3.1. „ვაჭრობა“ – Trade.

აღნიშნულ ქვესექციაში იწერება ჩვენი დეპოზიტი, ავტომატურად ითვლება და იწერება გირავნობა და თანხის ნარჩენი. პროგრამა ახორციელებს თქვენთვის ყველა საჭირო გათვლებს. აქვე აღნიშნულია ინფორმაცია სავალუტო წყვილის შესახებ, რომელზეც თქვენ გახსენით გარიგება, გახსნის დრო, ყიდვის-გაყიდვის ფასი, პოზიციის მოცულობა და გამომუშავებული თანხა. სხვა ოფციები შეგიძლიათ დაამატოთ ან წაშალოთ თქვენი შეხედულებისამებრ,

აღნიშნული სექცია მოიცავს სავალუტო წყვილებთან მუშაობისათვის შექმნილ უამრავ ინსტრუმენტს. როგორც ხედავთ, მენიუს თითო პუნქტი არის გასაშლელი და საერთო ჯამში მოიცავს 50-ზე მეტ სკრიპტებს, მრჩეველებს და ინდიკატორებს. შემოთავაზებული ინსტრუმენტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თქვენ უფრო გაგიადვილდებათ ტრენდების აღმოჩენა, შესვლისა და გამოსვლის წერტილების პროგნოზირება და ანალიზი, და ბევრი სხვა ფუნქცია. თქვენ შეგიძლიათ ერთჯერადად რამოდენიმე ინსტრუმენტის გამოყენება და უფრო მეტი არასტანდარტული ინსტრუმენტების პოვნა MT4-ის ინდიკატორების უფასო ბაზაში (Custom Indicators) ან თავად გაწეროთ ისინი ენაზე MQ14. ინსტრუმენტების გარდა, შეგიძლიათ იპოვოთ ან გაწეროთ მრჩეველები და ექსპერტები.

Page 7: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

3.2. ანგარიშის (ტრანსაქციების) ისტორია (History)

3.3. “ახალი ამბები“ (News)

დროის ეკონომიის მიზნით ყველა მნიშვნელოვანი მსოფლიო ამბები, რომელიც შესაძლოა კოტირებებზე იმოქნედოს, მომენტალურად შემოდის ტერმინალში და ჩნდება ამ ქვესექციაში.

3.4. Mailbox

Page 8: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

ბროკერის ყველა წერილი ახალი სერვისის, აქციების და ბონუსების აღწერით, ასევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩნდება ამ ქვესექციაში. აგრეთვე აქ ინახება თქვენი Login-ი და პაროლი. უსაფრთხოებაზე შეგიძლიათ არ იღელვოთ, რადგანაც გასავალი და შემომავალი ინფორმაცია იშიფრება 128-ბიტიანი გასაღებებით, რაც წარმოადგენს ეფექტურ საშუალებად სავაჭრო უსაფრთხოებისა და მონაცემების კონფიდენციალობის შესანარჩუნებლად.

4. „გრაფიკების ფანჯარა“

ძირითადი, და ყველაზე მნიშვნელოვანი ფანჯარა ტერმინალში, სადაც შესაძლოა ერთდროულად იყოს ასახული რამოდენიმე გრაფიკი. გრაფიკი - ტრეიდერის ძირითადი ინსტრუმენტია. მასზე ტრეიდერს შეუძლია გააკეთოს ანალიზები, გამოთვლები, პროგნოზები. ზუსტად აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის საჭირო ინსტრუმენტები.

თითო სავალუტო კურსი აღინიშნება გრაფიკში 9 პერიოდით (დროის მოცულობით)

1 წუთი-5 წუთი-15წუთი-1საათი-4საათი-დღე-კვირა-თვე

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, როგორ იცვლება სავალუტო წყვილი თითო პერიოდში.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ოპერაციის შესრულების სახეობა ყოველი გარიგებისთვის. სულ ასეთი სამია, დაუყოვნებლივი შესრულების ჩათვლით (instant execution). არ დაგავიწყდეთ სავაჭრო ორდერები, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ სრულყოფილაი და უსაფრთხო ვაჭრობის წარმართვაში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ან რამოდენიმე საბაზრო, გადადებული და სტოპ-ორდერები, და ასევე Trailing Stop და Take Profit.

Page 9: MFX Group Georgia -  MetaTrader ტერმინალზე მუშაობა

mfxacademy.com

იმისათვის რომ შეასწოროთ ან დახუროთ გარიგება - დააჭირეთ სასურველ გარიგებაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და ამოირჩიეთ სასურველი ფუნქცია.

აღნიშნულ დოკუმენტში იყო ახსნილი ტერმინალთან მუშაობის საბაზისო საკითხები. ამასთან ერთად, არსებობს უამრავი დამატებითი საკითხი, რომელსაც კომპანია MFX Group Georgia ასწავლის თავისი კურსის „ტრეიდინგი - პროფესიაა“ ფარგლებში.

ჩაწერის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართოთ:

MFX Group Georgia ჭავჭავაძის გამზ. 34, ბიზნეს ცენტრი „პიქსელი“, მე-6 სართული ტ: 2 158 999 E-mail: [email protected] Web: www.mfx.ge ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10.00-დამ 19.00-მდე.