31
2014 წწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწ 2014 წწწწ

Final Version Final Report 2014 Pp Geo

  • Upload
    isfed

  • View
    183

  • Download
    12

Embed Size (px)

DESCRIPTION

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიშის ქართული პრეზენტააცია

Citation preview

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების არჩევნების მონიტორინგისსაბოლოო ანგარიში

2014 წელი

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები

დონორები:

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო

განვითარების სააგენტო (USAID)

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”

სადამკვირვებლო მისიის ეტაპები

წინასაარჩევნო პერიოდი

არჩევნების დღე

არჩევნების შემდგომი პერიოდი

წინასაარჩევნო პერიოდის სადამკვირვებლო მისია და დაკვირვების

მეთოდოლოგია

I ტური

პერიოდი: 2014 წლის აპრილი-ივნისიმასშტაბი : 73 საარჩევნო ოლქი დამკვირვებლების რაოდენობა: 73 გრძელვადიანი

დამკვირვებელი

II ტური

პერიოდი: 2014 წლის ივნისი-ივლისიმასშტაბი: 28 საარჩევნო ოლქიდამკვირვებლების რაოდენობა: 28 გრძელვადიანი

დამკვირვებელი

წინასაარჩევნო პერიოდის სადამკვირვებლო მისია და დაკვირვების

მეთოდოლოგიადაკვირვების ძირითადი მიმართულებები:

• ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;• საარჩევნო ადმინისტრაციების და საარჩევნო სუბიექტების

საქმიანობა;• პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება;• ამომრჩეველთა სიების ფორმირება;• ზეწოლა/მუქარა და მოსყიდვა; • პარტიების მიერ გამართული საჯარო შეხვედრების

მონიტორინგი;• პარტიების მიერ ამომრჩევლებისათვის მიცემული ძირითადი

დაპირებების მონიტორინგი.

წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები

წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით

წინასაარჩევნოდ გამოვლენილი დარღვევების შედარება 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო

არჩევნებთან

2012 2013 2014

73

1711

53

14

5

48

7 612

37

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ზეწოლა/მუქარა

ფიზიკური ძალადობა

ამომრჩევლის მოსყიდვა

საკანონმდებლო რეფორმასაარჩევნო კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებშიგანხორციელებული ცვლილებების დადებითი მხარეები:

მერების/გამგებლების არჩევნებისთვის 50%+1 ბარიერის დადგენა;

ყველა საკრებულოს ასარჩევად 4% ბარიერის დაწესება; თვითმმართველ თემში პროპორციული წესით ასარჩევ

დეპუტატთა რაოდენობის 15-მდე გაზრდა; საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობის გამოყოფის

ვალდებულება, რომელიც ყველა ამომრჩევლისათვის იქნება ხელმისაწვდომი;

პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსების აკრძალვა, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული;

პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, პოლიტიკური პარტიების წახალისება მათთვის დაფინანსების გაზრდის გზით.

საკანონმდებლო რეფორმაგანხორციელებული ცვლილებების უარყოფითი მხარეები:

• ინტერფრაქციულმა ჯგუფმა არ გაითვალისწინა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წარდგენილი რეკომენდაციები, რაც პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა;

• საინიციატივო ჯგუფებს აეკრძალათ მერის/გამგებლის კანდიდატის დასახელების უფლება;

• გაუქმდა ამომრჩეველთა ბიომეტრული რეგისტრაციის მოთხოვნა;

• შემოღებულ იქნა მერების/გამგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი;

• არ იქნა განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი.

საარჩევნო ადმინისტრაცია - ცესკო პოზიტიური ასპექტები:

ინფორმაციის დაუბრკოლებლად გაცემა;

ამომრჩეველთა ინფორმირება;

თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობის ზრდა.

ძირითადი შენიშვნები:

ცესკოს არათანმიმდევრულობა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით;

ქორეპისკოპოს იაკობის კანონსაწინააღმდეგო ნიშნების შემცველი აგიტაციის სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება ცესკოს მიერ;

ცესკოს უარი არჩევნების დღეს დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი

კომისია კომისიის მუშაობის უარყოფითი მხარეები:

o გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა ხშირ შემთხვევებში და მათი მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა;

o კომისიის წევრების უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო აგიტაციაში;

o შემაჯამებელი ანგარიშის წარმოუდგენლობა იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა კომისიის მუშაობამ წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ან დარღვევების პრევენციაზე.

მედია გარემო

მაუწყებლების მიერ წინასარჩევნო კამპანიის თავისუფლად და ; საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გაშუქება

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის 2 ;შემთხვევა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით . კრიტიკულ მედიაზე მეტი ხელმისაწვდომობა

14

ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ ქალ დეპუტატთა წარმომადგენლობა და გენდერული

დისბალანსი

მაჟორიტარული

პროპორციული

8%

15%

92%

85%

კაცი ქალი

მერი

გამგებელი

0

1

12

58

არჩევნების დღე - I ტურიმონიტორინგის არეალი:

1030 საარჩევნო უბანი

o 300 PVT უბანი მთელი საქართველოს მასშტაბითo 349 PVT უბანი ქალაქ თბილისშიo სრული დაფარვა (372 უბანი) 11 თვითმმართველ ქალაქში o 9 შშმპ პირებისთვის ადაპტირებული უბანი ქალაქ თბილისში

სადამკვირვებლო მისია:

o 1030 მოკლევადიანი დამკვირვებელიo 73 ოლქის დამკვირვებელიo 80 მობილური ჯგუფიo 20 იურისტი - ინცინდენტების ცენტრიo 20 ოპერატორი - PVT/SMS ცენტრი

ამომრჩეველთა აქტივობა

ბათილი ბიულეტენების მაღალი მაჩვენებელი და ხარვეზები შემაჯამებელ

ოქმებშიარჩევნების დღეს გამოვლინდა 2 მნიშვნელოვანი ტენდენცია:

I- ბათილი ბიულეტენების მაღალი მაჩვენებელი

• ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელმა მთელი საქართველოს მასშტაბით 5% შეადგინა;

• ბათილი ბიულეტენების 10%-ზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 13%-ზე;

• 66 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელმა 14 პროცენტზე მეტი შეადგინა;

• ბათილი ბიულეტენების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა საგარეჯოს ოლქში, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

ბათილი ბიულეტენების მაღალი მაჩვენებელი და ხარვეზები შემაჯამებელ

ოქმებში

II - ასობით საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ხარვეზი და დარღვევა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში:

• 500-ზე მეტ შემაჯამებელ ოქმს აკლდა სავალდებულო რეკვიზიტები;

• 500-ზე მეტ შემაჯამებელ ოქმში არ იყო დაცული ბალანსი;

• 50-ზე მეტ შემაჯამებელ ოქმში გადაკეთებული იყო მონაცემები;

• ყველაზე მეტი ხარვეზი შემაჯამებელ ოქმებში დაფიქისრდა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და ქალაქ თბილისში.

არჩევნების დღე- II ტურიმონიტორინგის არეალი:

o 350 PVT უბანი ქალაქ თბილისშიo ყველა (390) უბანი 4 თვითმმართველ ქალაქსა (რუსთავი, მცხეთა,

გორი, ოზურგეთი) და 7 ადგილობრივ თემში (ხონი, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა, ლანჩხუთი, ხულო, ახმეტა)

o 7 საარჩევნო ოლქში (ბათუმი,ფოთი, ქობულეთი, თელავი, ყვარელი, მარტვილი,თიანეთი) დაკვირვება მობილური ჯგუფების მეშვეობით

სადამკვირვებლო მისია:

• 740 მოკლევადიანი დამკვირვებელი• 21 ოლქის დამკვირვებელი• 32 მობილური ჯგუფი• 15 იურისტი - ინცინდენტების ცენტრი• 15 ოპერატორი - PVT/SMS ცენტრი

ამომრჩეველთა აქტივობა

ამომრჩეველთა აქტივობის შედარება პირველ და მეორე ტურებში

თვითმმართველ ქალაქებში

თბილისი რუსთავი მცხეთა გორი ოზურგეთი

37% 36%

55%

35%

49%

34% 34%

47%40%

51%

I ტური II ტური

I და II ტური: არჩევნების დღის და შემდგომი პერიოდის დარღვევები და

საჩივრები

დარღვევა - 398 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში - 91

საერთო ჯამში 274 დარღვევასთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა 236 საჩივარი:

საუბნო საარჩევნო კომისიაში - 23 საოლქო საარჩევნო კომისიაში - 213

დარღვევები, რომლებზეც ყველაზე მეტი საჩივარი იქნა წარდგენილი

• შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა;• ბათილი ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა ხელმოწერების

რაოდენობის შეუსაბამობა;• შემაჯამებელი ოქმის უკანონოდ გადაკეთება;• საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ

წარმოება/შევსება;• არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა;• მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა;• დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა;• არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე;• საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა, სხვა.

საუბნო და საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის შედეგები

საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი 23 საჩივრიდან:

• დაკმაყოფილდა - 9• არ დაკმაყოფილდა - 14 და გადეცა საოლქო საარჩევნო

კომისიებს

საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი 213 საჩივრიდან:

• დაკმაყოფილდა - 88• ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 63 • არ დაკმაყოფილდა - 51• განუხილველად დარჩა - 11

სასამართლოში წარდგენილი 3 საჩივრიდან 1 დაკმაყოფილდა.

საჩივრებში დაფიქსირებული ძირითადი მოთხოვნები

დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა საარჩევნო კომისიების 290 წევრს, მათ შორის 105 საუბნო კომისიის თავმჯდომარეს.

• შენიშვნა დაკისრებულ იქნა 155 შემთხვევაში;

• გაფრთხილება დაკისრებულ იქნა 86 შემთხვევაში;

• ხელფასის დაკავებას ადგილი ჰქონდა 49 შემთხვევაში, აქედან 5 შემთხვევაში მოხდა ხელფასის სრულად დაკავება.

1 შემთხვევაში დაკისრებულ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

შემაჯამებელი ოქმის ბათილობა მოთხოვნილ იქნა 38 შემთხვევაში, თუმცა არცერთი არ დაკმაყოფილდა, ხოლო კენჭისყრის შედეგების გადათვლა 8 შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

კენჭისყრის შედეგების ბათილობა მოთხოვნილ იქნა 15 შემთხვევაში, რაც 2 შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

1 შემთხვევაში „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი გადასატანი ყუთი.

I და II ტურის საჩივრების განხილვის შედეგად გამოვლენილი პრობლემები/ტენდეციები

საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, კერძოდ, ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა განხილვის პროცესს და დაეფიქსირებინა პოზიცია.

მიუხედავად ამისა, გამოვლინდა რიგი პრობლემები/ტენდეციები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები:

• საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე, განსაკუთრებით შემაჯამებელი ოქმების შედგენა/გაცემასთან დაკავშირებით;

• შემაჯამებელი ოქმების არასწორად შედგენა;

• ხშირ შემთხვევებში საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებები მათ მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგენილი იყო საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვის შედეგად;

I და II ტურის საჩივრების განხილვის შედეგად გამოვლენილი პრობლემები/ტენდეციები • საოლქო კომისიები საჩივრების განხილვის დროს თავს

არიდებდნენ მტკიცებულებების სრულფასოვან გამოკვლევას, კერძოდ მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლის ნაცვლად ეყრდნობოდნენ მხოლოდ კომისიის წევრების ახსნა-განმარტებას;

• მთელ რიგ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული;

• რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონის არაერთგვაროვან გამოყენებას საოლქო კომისიების მხრიდან;

• საოლქო კომისიები უპირატესობას ანიჭებდნენ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, ვიდრე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;

• „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიმართ არაკონსტრუქციული დამოკიდებულება გამოიჩინეს თერჯოლის და ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიებმა.

რეკომენდაციები საარჩევნო სისტემა

• დროულად დაიწყოს განხილვები საარჩევნო სისტემის შესარჩევად;

• საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დაინტერესებული მხარეები შეძლებენ საკუთარი რეკომენდაციების წარდგენას და განხილვებში მონაწილეობის მიღებას.

საარჩევნო ადმინისტრაცია

• მოხდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გადახედვა. უპირატესობა უნდა მიენიჭოს წევრების პროფესიული ნიშნით შერჩევას;

• სასურველია შემცირდეს კომისიის წევრთა რაოდენობა;

• სასურველია, სავალდებულო გახდეს ყველა დონის კომისიის წევრისთვის საარჩევნო სერთიფიკატის ქონა;

• მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სათანადოდ მომზადებას.

რეკომენდაციები ამომრჩეველთა სიები

• სრულყოფილი კარდაკარის ჩატარება და ბიომეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით სიების შედგენა;

• ხელისუფლებამ, ცესკომ, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით, უნდა იფიქროს ხმის მიცემის ალტერნატიულ საშუალებებზე.

  გენდერი

• პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული კანონმდებლობის რეფორმირება და ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას;

• გენდერული კვოტირების ნორმის გადახედვა და სავალდებულო კვოტირებაზე მსჯელობის დაწყება.

რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობა

• გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საარჩევნო კოდექსში არსებული ბუნდოვანი ნორმების დასახვეწად;

• საინიციატივო ჯგუფებს უნდა მიეცეთ უფლება დაასახელონ მერობის/გამგებლობის კანდიდატები;

• შეიზღუდოს საჯარო მოსამსახურეების მონაწილეობა აგიტაციაში, კერძოდ, დავიწროვდეს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პოლიტიკური თანამდებობის პირთა წრე;

• დაზუსტდეს საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები, რაც გამორიცხავს მომავალში საარჩევნო კომისიების მიერ აღნიშნული ნორმების არასწორად გამოყენებას და საჩივრების განხილვის გარეშე დატოვებას.

გმადლობთ ყურადღებისათვის !