24
.ge გამომცემლობა დიოგენე“ საგულდაგულოდ მოემზადა ფესტივალისთვის _ ახალი წიგნები, ორიგინალური სუვენირები, საჩუქრები და სადღესასწაულო ფასები ! გადავწყვიტეთ, წიგნის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი მოვუწყოთ და დიოგენეს“ წიგნებზე სრულიად დაუჯერებელ, გრანდიოზულ ფასდაკლებას გთავაზობთ: _ 50 % ამ კატალოგში ის ფასებია მითითებული, რომლებიც მხოლოდ წიგნის ფესტივალზე, 2012 წლის 24-27 მაისს იქნება ძალაში. ჩვენთან ბევრ ახალ წიგნს ნახავთ, ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, მსოფლიო ბესტსელერებს. გაეცანით კატალოგს და გამოიყენეთ არაჩვეულებრივი წიგნების არაჩვეულებრივ ფასად ყიდვის შანსი ! იმისათვის, რომ დიოგენესწიგნების ყიდვის პროცესი ფესტივალის დღეებში კიდევ უფრო სახალისო იყოს, მრავალფეროვანი საჩუქრები მოგიმზადეთ _ ფინჯანი- კროსვორდი, ნამდვილი მკითხველის მაისური, მხიარული ზურგჩანთა... საჩუქრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კატალოგის ბოლო გვერდზე ნახავთ. თბილისის წიგნის XIV ფესტივალზე სპეციალური კატალოგი 2012

Diogene Catalogue Small

  • Upload
    adm9519

  • View
    348

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Diogene Catalogue Small

.ge

გამომცემლობა ”დიოგენე“ საგულდაგულოდ

მოემზადა ფესტივალისთვის _ ახალი წიგნები, ორიგინალური სუვენირები, საჩუქრები და სადღესასწაულო ფასები !

გადავწყვიტეთ, წიგნის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი მოვუწყოთ და ”დიოგენეს“ წიგნებზე სრულიად დაუჯერებელ, გრანდიოზულ ფასდაკლებას გთავაზობთ: _ 50 %

ამ კატალოგში ის ფასებია მითითებული, რომლებიც მხოლოდ წიგნის ფესტივალზე, 2012 წლის 24-27 მაისს იქნება ძალაში. ჩვენთან ბევრ ახალ წიგნს ნახავთ, ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, მსოფლიო ბესტსელერებს. გაეცანით კატალოგს და გამოიყენეთ არაჩვეულებრივი წიგნების არაჩვეულებრივ ფასად ყიდვის შანსი !

იმისათვის, რომ ”დიოგენეს“ წიგნების ყიდვის

პროცესი ფესტივალის დღეებში კიდევ უფრო სახალისო იყოს, მრავალფეროვანი საჩუქრები მოგიმზადეთ _ ფინჯანი-კროსვორდი,

”ნამდვილი მკითხველის

მაისური“, მხიარული ზურგჩანთა... საჩუქრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კატალოგის ბოლო გვერდზე ნახავთ.

გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

თბილისის წიგნის

XIV ფესტივალზე

სპეციალური კატალოგი

2012

Page 2: Diogene Catalogue Small

”მებრძოლთა კლუბი“ _ ჩაკ პალანიკის პირველი რომანი _ 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999 წელს დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით იმავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.

”არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც ”მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული.

”მებრძოლთა კლუბში“ გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. ”მებრძოლთა კლუბი~ ცარიელი სიტყვები არაა. ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. ”მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ“.

ჩაკ პალანიკიმებრძოლთა კლუბი

264 გვ.ნიკა სამუშიას თარგმანი

დიოგენეს ბიბლიოთეკა

8lari

”გამომცემლობა დიოგენე“ წარმოგიდგენთ წიგნების ახალ

სერიას, სახელწოდებით ”დიოგენეს ბიბლიოთეკა“. ამ სერიაში

გაერთიანებულია მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა.

”დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ავტორთა და ნაწარმოებთა დიდი ნაწილი

პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს შეხვდებით, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით _ ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა. სპეციალურად წიგნის ფესტივალისთვის

”დიოგენეს ბიბლიოთეკის“ პირველი 7 წიგნი დაიბეჭდა.

ედით უორტონი პირველი მწერალი ქალია, რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს რომან ”უმანკოების ხანისათვის“.

რომანი ძველი ნიუ-იორკის ცხოვრებას ასახავს. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ

მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც ”სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის

შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

ედით უორტონიუმანკოების ხანა

426 გვ.ანი კოპალიანის თარგმანი

8lari

”სტამბოლი“ 2003 წელს გამოქვეყნდა. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ცნობილი რომანისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ”ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც. ხანდახან თავს უბედურად ვგრძნობ, რომ დავიბადე დაქუცმაცებული იმპერიის ნანგრევებსა და მტვერში, სიღარიბისა და სევდისაგან გახუნებულ და დანგრეულ სტამბოლში _ ამ დროს კი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ გამიმართლა“.

ორჰან ფამუქისტამბოლი _ მოგონებები და ქალაქი

540 გვ.თამარ ალფენიძის თარგმანი

10lari

Page 3: Diogene Catalogue Small

.ge

პელემ გრენვილ ვუდჰაუსიდაიკიდე, ჯივზ!

272 გვ.გია ჭუმბურიძის თარგმანი

იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინგლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრების მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვუდჰაუსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ვუდჰაუსი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შესახებ მათ შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლიტერატურაში ისევე ცნობილები არიან, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. ”დაიკიდე, ჯივზ!“ ამ სერიის ერთ-ერთი წიგნია.

lari7

უილიამ ფოლკნერიდროშები მტვერში

548 გვ.ზაზა ჭილაძის თარგმანი

”დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომელშიც მოქმედება მწერლის მიერ გამოგონილ

”იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს _ გამომცემლის დაჟინებით _ ”სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. ”დროშები მტვერში“ _

ავტორისეული სახელწოდებით და სრულად _ მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ _ 1973-ში გამოიცა.

ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება. 10

lariპოლ ოსტერიმისნის ღამე

324 გვ.ქეთი ქანთარიას თარგმანი

სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. თვეების შემდეგ ის ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია _ და აი აქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგადგმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია (თავის ლამის უსხეულო არსებობასთან შედარებით), ყველა როლი ცხოვრებაში _ განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი _ ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას. 8

lari უმბერტო ეკო, კარდინალი მარტინირა სწამს მას, ვისაც არ სწამს

144 გვ.ხათუნა ცხადაძის თარგმანი

”რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“ _ უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის წერილობითი დიალოგი _ 1996 წელს იტალიაში გამოიცა. საერო კულტურის დიდოსტატი და ეკლესიის

მთავარი თანამედროვე ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებზე მსჯელობენ. თანამედროვე აპოკალიფსი საერო და ქრისტიანული თვალთახედვით; ადამიანის

სიცოცხლის ზღვარი; ქალებისთვის დადგენილი შეზღუდვები; მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ეთიკური სირთულეები _ ამ თემებზე საუბრობენ უმბერტო ეკო და

კარლო მარია მარტინი. მათ დიალოგს ცნობილი იტალიელი ინტელექტუალების გამოხმაურება მოჰყვა. მათი წერილები ასევე შედის წიგნში. 5

lari

Page 4: Diogene Catalogue Small

ასტრიდ ლინდგრენიყაჩაღის ასული რონია

მაგარი ყდა, 212 გვ.7-12 წლის ბავშვებისათვისილონ ვიკლანდის ილუსტრაციებითამარ ჩიქოვანის თარგმანი

ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიასა და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში. ბავშვების მეგობრობას მათი ოჯახების _ მანამდე მოსისხლე მტრების _ შერიგება მოჰყვა.

საბავშვო

ასტრიდ ლინდგრენიპეპი გრძელწინდა

მაგარი ყდა, 340 გვ. 7-12 წლის ბავშვებისათვისინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები, ეთერ კუბლაშვილის თარგმანი

პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა _ კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლანდელი მეფის ქალიშვილი _ მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ეს წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

8lari

ასტრიდ ლინდგრენისახურავის ბინადარი კარლსონი

მაგარი ყდა, 456 გვ.7-12 წლის ბავშვებისათვის

ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი

”დიოგენე“ გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის _ ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის უსასრულოდ მხიარულ ამბებს. წიგნი ორიგინალის ილუსტრაციებითაა

გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.

8lari

ასტრიდ ლინდგრენიჩვენც სალტკროკელები ვართ

მაგარი ყდა, 272 გვ.8-13 წლის ბავშვებისათვისჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი, ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები

ივნისის ერთ მშვენიერ დღეს მოაგარაკეების ოჯახი კუნძულ სალტკროკისაკენ გაემგზავრა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო ლამაზად, საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობს. 8

lari ასტრიდ ლინდგრენიძმები ლომგულები

მაგარი ყდა, 232 გვ.6-12 წლის ბავშვებისათვის

ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, თამარ ჩიქოვანის თარგმანი

საბავშვო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნი ორი ძმის _ ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. ამ ზღაპარში

ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს _ მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი

ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

8lari

8lari

Page 5: Diogene Catalogue Small

.ge

მარტა ალტესიარრა!

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები32 გვ.

4-7 წლის ბავშვებისათვის

რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას

ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია...

”არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და

მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

გაბრიელ ვენსანიქუჩის მუსიკოსები

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

5lari

გაბრიელ ვენსანიერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.4-7 წლის ბავშვებისათვის

”ქუჩის მუსიკოსები“ და ”ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები _ თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული.

5lari

3lari

Page 6: Diogene Catalogue Small

ბარბარა რაიდიკოტრიალა ლექსები

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი32 გვ.4-7 წლის ბავშვებისათვის

„კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის _ ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

საბავშვო

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრეპიერი და მთვარე

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა32 გვ.4-7 წლის ბავშვებისათვის

„პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის _ ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარულობა როგორც პატარებში, ისე დიდებში. 8

lari

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემიაბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა32 გვ.

4-7 წლის ბავშვებისათვის

ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და

დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის გაზომვა არც ისე ადვილია.

ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები

მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

5lari

8lari

Page 7: Diogene Catalogue Small

.ge

ვოლფ ერლბრუხი, ვერნერ ჰოლცვართიპატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც

უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა28 გვ.

4-7 წლის ბავშვებისათვის

„პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო,

ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით

ამხიარულებს. სიმართლის გარკვევის სურვილით შეპყრობილი პატარა თხუნელა წიგნის გამოსვლისთანავე გახდა

თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი.

სელმა მანდინი უთვალავი კოცნა

ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 28 გვ.

„როგორია კოცნა?“ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა

გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი საბავშვო წიგნია და ძირითადად განკუთვნილია იმ

პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ.

ორი პატარა ადამიანის დიალოგი სელმა მანდინის მიერაა ილუსტრირებული. ეს წიგნი ბევრ ქვეყანაში ბესტსელერად

იქცა. „უთვალავი კოცნა“ პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და, ხშირად, პირველი წიგნია. 5

lari

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეიწიგნიერი მგელი

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 28 გვ.4-7 წლის ბავშვებისათვის

„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა.

ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.

7lari

7lari

Page 8: Diogene Catalogue Small

თეა თოფურიაპარადიის არდადეგები

დიდი ფორმატი, მაგარი ყდაია გიგოლაშვილის ილუსტრაციები

76 გვ.

ეს წიგნი ორი მოთხრობისგან შედგება. სათაურად პირველი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი, ხოლო მეორე მოთხრობა _

„მოდრეიფე სოფელი“ _ პირველის გაგრძელებაა.

ეკი პატარა გოგონაა, რომლის მშობლებიც ბევრს მოგზაურობენ და მისთვის ვერასდროს იცლიან. მორიგი მოგზაურობისას ეკი

დედ-მამასთან ერთად სასტუმრო „ჩექმებიან კატაში“ დაბინავდება, სადაც უცნაური ამბები ხდება. იმავე სასტუმროში ცხოვრობენ

პარადიის მკვიდრები. ეს ქალაქი გეოგრაფიის არც ერთ წიგნში არ არის მოხსენიებული. პატარა გოგონას ახალი მეგობრები ჰყავს _

ნამცხვრების ცხობის დიდოსტატი მოლაპარაკე ძაღლი ფრედერიკი, გენერალი გაჩერდიარგაინძრე, კეთილი ორმოცფეხა და სხვა პარადიელები, რომლებთან ერთადაც თავს უჩვეულო ამბები

გადახდება.

„მოდრეიფე სოფელში“ მოთხრობილია, როგორ აღმოაჩინეს გემ „წმინდა მარკოზის“ მეზღვაურებმა პარადია და როგორ დააარსეს მსოფლიოში ყველაზე უცნაური, გემებზე გაშენებული „მოდრეიფე

სოფელი“. წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

გამომცემლობა ”დიოგენე“ წარმოგიდგენთ ასტრიდ

ლინდგრენის პრემიის ნომინანტს საქართველოდან თეა თოფურიას და მის საბავშვო წიგნებს.

საბავშვო

თეა თოფურიაგასაღვიძებელი ზღაპრები ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები168 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის

”ეს ზღაპრები იმათთვისაა, ვისაც ძილი უყვარს და ამის გამო სკოლაში უგვიანდება. იკითხება დილაუთენია, ხმამაღლა და მკაფიოდ“ _ ასე იწყება ეს მხიარული კრებული, რომელიც 25 ზღაპრისაგან შედგება.

6lari

7lari

Page 9: Diogene Catalogue Small

.ge

ლელა ცუცქირიძეგუდანდარას და გუდუ-გუდუს

თავგადასავალი თინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები

44 გვ.

ეს წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული ზღაპარია,

რომელიც და-ძმისა და თოვლის კაცუნების მეგობრობაზე მოგვითხრობს.

თეა ლომაძეწერილი ბოთლში

ნანა სამანიშვილის ილუსტრაციები80 გვ.

7-12 წლის ბავშვებისათვის

მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრთა ნაწილი მარიამის

მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, მეორე ნაწილი კი _ ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ

ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის.

პატარა გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად, სანამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება... 3

lari

თეა ლომაძეპალომა _ უცნაური მეფის ასული ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 152 გვ.8-13 წლის ბავშვებისათვის

ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე, მაგრამ ყველა პრინცესა რომ ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთია ერთი პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ერთადერთი ასული _ პალომა. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა მისი საქციელი, მანაც სასახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო თავგადასავალი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი და მგრძნობიარე მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით _ მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა.

წიგნის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური გამოცემა რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებითაა გაფორმებული. 8

lari

4lari

Page 10: Diogene Catalogue Small

10

სპორტისაყმაწვილო ენციკლოპედიადიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა96 გვ.

ეს ენციკლოპედია სპორტის მთელ მრავალფეროვნებას ასახავს. გაეცნობით სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმოშობისა და განვითარების, მათი წესების ჩამოყალიბების ისტორიას, ოლიმპიურ მოძრაობას. სათითაოდ არის დახასიათებული სპორტის ინდივიდუალური და გუნდური სახეობები, აგრეთვე ისეთი სახეობები, რომლებსაც საგანგებო აღჭურვილობა სჭირდება.ეს ენციკლოპედია ერთნაირად საინტერესოა ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

საბავშვო

საქართველოს ატლასი მოზარდთათვის. ბუნება და კულტურადიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა52 გვ.

ეს წიგნი 8-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა. ის საქართველოს ბუნების, კულტურის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების შესახებ მოგვითხრობს. უამრავი ფოტო, ნახატი, რუკა და სხვა თვალსაჩინოება, ზუსტი მეცნიერული ინფორმაცია, უნიკალური მასალა და უახლესი აღმოჩენები წიგნს ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის საინტერესოს ხდის.

რას ნიშნავს „ირის იბერიკა“?

როდის გამოუშვეს საქართველოში პირველი ქაღალდის ფული?

სად აღმოაჩინეს პირველი ევრაზიელების ნაკვალევი?

ვინ იყვნენ უსტაბაშები?

როგორები არიან ზარნაშო და ჩხურუშტი?

რა განსხვავებაა ჩურჩხელასა და ჯანჯუხს შორის?

პასუხს ყველა კითხვაზე ამ ატლასში იპოვით!8lari

მუსიკასაყმაწვილო ენციკლოპედია

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა96 გვ.

ამ ენციკლოპედიაში გაეცნობით მუსიკას, როგორც ხელოვნების უნივერსალურ დარგს; ბევრ რამეს შეიტყობთ კლასიკური, თანამედროვე

და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის შესახებ; ნახავთ, რა ჟანრებად და მიმდინარეობებად იყოფა მუსიკა; ამოიკითხავთ საინტერესო ცნობებს

ინსტრუმენტული და საოპერო მუსიკის, საკრავებისა და მათი ისტორიის შესახებ.

მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი, ფოტოებითა და ნახატებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების

მკითხველს დააინტერესებს.

10lari3

lari

Page 11: Diogene Catalogue Small

11

.ge

ჯერომ სელინჯერიკლდის პირზე, ჭვავის ყანაში...

292 გვ.გია ჭუმბურიძის თარგმანი

უცხოენოვან წიგნებს შორის ცოტაა ისეთი, ქართულად რამდენჯერმე რომ ეთარგმნოთ. სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ ასეთი ბედნიერი გამონაკლისია. 1951 წელს გამოქვეყნებული

რომანი პირველად ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა 60-იან წლებში (წიგნს „თამაში ჭვავის ყანაში“ ერქვა), ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი გია ჭუმბურიძის თარგმანი გამოიცა. ჭელიძისეულ ვარიანტთან

შედარებით ახალ თარგმანში მთავარი გმირის _ 17 წლის ჰოლდენ კოლფილდის მეტყველება (40-იანი წლების ამერიკული სლენგი) მეტადაა დაახლოებული სასაუბრო ენას.

სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას

ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ _ ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად

გადახვევა და დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

პროზა

ჯერომ სელინჯერიცხრა მოთხრობა 268 გვ. ვახტანგ ჭელიძის, თამარ ჯაფარიძის, გია ბერაძის თარგმანები

ჯერომ სელინჯერის ”ცხრა მოთხრობა“ პირველად 1953 წელს გამოიცა.

მოთხრობების უმეტესობა ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია.

”ბანანათევზის ამინდი“,

”ძღვნად ესმეს“ და სხვ. ჯერ კიდევ სამოციან წლებში

ითარგმნა ქართულად. წიგნში შესული თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება.

”ცხრა მოთხრობა“ სელინჯერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია.

5lari

ჯერომ სელინჯერიფრენი და ზუი

184 გვ.გია ჭუმბურიძის თარგმანი

ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შესახებ

შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ

ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ.

ადამიანური ურთიერთობები, კონფლიქტი გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და

გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს.

5lariჯერომ სელინჯერი

ჭერი ასწიეთ, დურგლებო!სიმორი _ შესავალი 264 გვ.ვახტანგ ჭელიძის და ლელა დუმბაძის თარგმანები

წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო!“ და

”სიმორი _ შესავალი“

მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან: ”ცხრა მოთხრობასა“ და

”ფრენი და ზუისთან“.

”ჭერი ასწიეთ, დურგლებო!“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია,

რომელიც აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.

”სიმორი _ შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ, სიმორის _ უფროსი ძმის

შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. სელინჯერის სხვა წიგნის _ ”ფრენისა

და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია. 5lari

5lari

Page 12: Diogene Catalogue Small

12

უმბერტო ეკოვარდის სახელი 744 გვ.

„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის _ უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.

მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ.

წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

2011 წელს „ვარდის სახელის“ თარგმანისთვის ხათუნა ცხადაძემ ლიტერატურული პრემია „გალა“ მიიღო.

პროზა

13lari

Page 13: Diogene Catalogue Small

1�

.ge

რობერტ მუზილი სამი ქალი

224 გვ.

სამი მოთხრობისაგან შემდგარი წიგნი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის

შედევრად ითვლება. მოთხრობები თენგიზ პატარაიამ თარგმნა. წიგნს ახლავს დავით

დავლიანიძის ბოლოსიტყვაობა.

„მათთვის, ვინც ინტელექტუალურ თავგადასავალს ეძებს“; „უთვისებო კაცი“ მკითხველისგან ისეთსავე გაბედულებას ითხოვს, როგორსაც მოსალოდნელი ხიფათი და სიძნელეები მსოფლიოს გარშემო მოგზაურისგან; „უკიდურესად ირონიული და ამასთან უტოპიური...“ _ ასე აფასებდნენ რობერტ მუზილის ამ რომანს ავტორის თანამედროვენი.მუზილი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა „უთვისებო კაცზე“, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. 1930-1940-იან წლებში ტექსტი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა. 1952 წელს რომანი ორ ტომად გამოიცა და ფართო საზოგადოების ყურადღებაც ამის შემდეგ მიიპყრო.

„უთვისებო კაცის“ თარგმანისათვის მაია ბადრიძეს ლიტერატურული პრემია „გალა“ მიენიჭა.

რობერტ მუზილი უთვისებო კაცი მეორე ნაწილი496 გვ.

რობერტ მუზილი უთვისებო კაცი პირველი ნაწილი680 გვ.

13lari

13lari

3lari

Page 14: Diogene Catalogue Small

1�

ორჰან ფამუქიუმანკოების მუზეუმი 712 გვ.ეკა ახვლედიანის თარგმანი

ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. „რობერტ კოლეჯის“ დამთავრების შემდეგ არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.

„უმანკოების მუზეუმი“ ორჰან ფამუქის ბოლო რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა.

30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია _ ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

„უმანკოების მუზეუმის“ წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა _ ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.

პროზა

13lari

Page 15: Diogene Catalogue Small

1�

.ge

ყურბან საიდიალი და ნინო 272 გვ.მაია მირიანაშვილის თარგმანი

რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება.

წიგნი პირველად 1937 წელს გამოიცა ვენაში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გარემოებათა წყალობით კვლავ აღმოჩნდა ყურად–ღების ცენტრში და ახლა მსოფლიო ბესტსელერების სიაშია.

მილან კუნდერაშეუცნობელი

222 გვ.ნანა იაშვილის თარგმანი

მილან კუნდერა _ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეხი რომანისტი 1929 წელს ბრნოში დაიბადა.

უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა კინოს ფაკულტეტზე განაგრძო. 1968 წელს

კუნდერა საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობდა, რის გამოც

მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად მწერალს კი პუბლიკაცია აეკრძალა. 1979 წელს მილან კუნდერას

ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან

კუნდერა ფრანგულად წერს. 2000 წელს გამოქვეყნებული „შეუცნობელი“ მწერლის ბოლო რომანია.

5lari

ბორის ვიანიგულსაგლეჯი 246 გვ.პაატა ჯავახიშვილის თარგმანი

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და საინტერესო შემოქმედის _ ბორის ვიანის „გულსაგლეჯი“ 1953 წელს გამოქვეყნდა და ომისშემდგომ ფრანგულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

4lari

ნიკოლას სპარკსიდღიური

208 გვ.თამარ ჯაფარიძის თარგმანი

„დღიური“ ნიკოლას სპარკსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და

დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია, ნიკოლას სპარკსი კი _ ხმაურიანი დებიუტის წყალობით _ სხვადასხვა თაობისა

და გემოვნების მკითხველის საყვარელ მწერლად იქცა. ამ წიგნისა და მისი ავტორის არნახულ პოპულარულობას ხელი

მის მიხედვით 2004 წელს გადაღებულმა ფილმმაც შეუწყო.

5lari

4lari

Page 16: Diogene Catalogue Small

1�

პენაკირომანივით საკითხავი

238 გვ. ია ბერსენაძის თარგმანი

ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ,

არამედ შევაყვაროთ. ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი

ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის

სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით

საკითხავია“, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

პროზა

კენ კიზი...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა 412 გვ.ზაზა ჭილაძის თარგმანი

XX საუკუნის ლეგენდარული რომანი, რომლის მიხედვით სახელგანთქმულმა მილოშ ფორმანმა ხუთი მთავარი „ოსკარის“ მფლობელი ფილმი გადაიღო.

7lari

პატრიკ ზიუსკინდისუნამო

336 გვ.ნატალია ნადირაშვილისა და ეკა რაისნერის თარგმანი

„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია.

მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან-ბატისტ გრენუი _ რომანის მთავარი გმირი _ გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც

კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც

გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც საბოლოოდ

სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.

5lari

ჟან ჟენენოტრ-დამ-დე-ფლერი 480 გვ.გიორგი კახაბერის თარგმანი

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. იგი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა. მარგინალი, შეშლილი, მამათმავალი, გენიოსი _ ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. პირველ პირში დაწერილი რომანი უსიუჟეტოა. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალისტების ცხოვრებას აღწერს. აქ ჟარგონს დახვეწილი პოეტური შედარებები ცვლის, ინტიმური სცენების დეტალურ აღწერას კი – ღრმა ფილოსოფიური რეფლექსია.

7lari

5lari

Page 17: Diogene Catalogue Small

1�

.ge

გელა ჩქვანავაჭიანჭველები

260 გვ.

გელა ჩქვანავას კრებულში ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი 13 მოთხრობა შევიდა,

რომლებიც ავტორმა საგულდაგულოდ შეარჩია და წიგნად აქცია. მოთხრობების ნაწილი სხვადასხვა

დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.

გელა ჩქვანავა თანამედროვე ქართველი მწერალია, რომელმაც ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო და ქართველი და უცხოელი ლიტერატორების ყურადღება დაიმსახურა. ცხოვრების სტილისა და შემოქმედებითი პრინციპების გამო ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. გამომცემლობა

”დიოგენე“ ამ კატალოგში

გელა ჩქვანავას სამ წიგნს წარმოგიდგენთ.

გელა ჩქვანავადაუმთავრებელი ამბავი

280 გვ. 5 ლარი

„დაუმთავრებელი ამბავი“ ომზე დაწერილი მოთხრობების კრებულია. წიგნის მთავარი,

ყველაზე ვრცელი მოთხრობის გმირი ყოფილი ბოევიკია, რომელიც მოგონებებით ცოცხლობს

და რომლისთვისაც ომი ჯერ არ დამთავრებულა. ის ებრძვის სურვილს, ომის სასტიკი კანონით

გაუსწორდეს უსამართლობის ჩამდენთ.

ამ მოთხრობების, ისევე როგორც გელა ჩქვანავას ბევრი სხვა ნაწარმოების კითხვისას ნათლად

იგრძნობთ, რას ნიშნავს, როცა ნამდვილი მწერალი ომს „შიგნიდან“ ხედავს და აღწერს.

5lari

გელა ჩქვანავასოდგარენელი შ 204 გვ.5 ლარი

კრებული ოთხი მოზრდილი მოთხრობისაგან შედგება. „მონადირე“, „სოდგარენელი შ“, „აგარაკზე“ და „ნიკო“ გელა ჩქვანავას ძველი მოთხრობებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მთელი წიგნი სასპენსის ეფექტზეა აგებული. ძნელია განსაზღვრო, სად ხდება მოქმედება _ აქ ზღაპრული და რეალური სამყარო ბუნებრივად იკვეთება, დრამატულ ეპიზოდებს კი ხშირად კომიკური სცენები ცვლის.

5lari

5lari

ქართველი ავტორები

Page 18: Diogene Catalogue Small

1�

კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე 324 გვ.

კრებულში „კონკიას ღამე“ შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა. ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით წიგნი ძალზე მრავალფეროვანია. მოთხრობებს წინ უძღვის ესე „სიტყვა და წიგნი“. თანამედროვე ქართული ეპისტოლარული პროზის შესანიშნავი ნიმუშია „საოჯახო ქრონიკა“. სხვა მოთხრობებში მოქმედება ხდება საქართველოში განვითარებული ისტორიული და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე. გმირები ძირითადად ჩვენი თანამედროვეები არიან. ავტორი დიდი ფსიქოლოგიური სიზუსტით ხატავს მათ პორტრეტებს.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მოთხრობა „გლობალიზაცია“. მთავარი გმირია მოხუცი ქართველი გლეხი. იგი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების ამბავს, რომელიც წარიმართა საქართველოში განვითარებული ისტორიული მოვლენების ფონზე _ საქართველოს გასაბჭოებიდან 90-იანი წლების ჩათვლით _ და მთლიანად ამ მოვლენებთანაა გადაჯაჭვული.

ამ კრებულისთვის კოტე ჯანდიერს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა.

ქართველი ავტორები

თამთა მელაშვილიგათვლა

72 გვ.

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას

ხდებოდეს. წიგნში არც კონკრეტული თარიღია ნახსენები და არც რაიმე გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე

პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა

დასათაურებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ომის ფონზე ხდება, აქ არსად ისმის ქვემეხების გრიალი, დაჭრილი ჯარისკაცების გმინვა და პატრიოტული შეძახილები. ქართული ენისთვის უჩვეულო სინტაქსური კონსტრუქციის მიუხედავად, მწერლის ენა ზედმიწევნით

მარტივია.

2011 წელს წიგნი ლიტერატურული პრემია „საბათი“ აღინიშნა.

2012 წლის გაზაფხულზე „გათვლა“ გერმანულ ენაზე გამოიცა შვეიცარიაში.

3lari

5lari

Page 19: Diogene Catalogue Small

1�

.ge

ზაალ სამადაშვილიავტოპორტრეტი წიგნების ფონზე

158 გვ.

„ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს.

„მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად „ზაალ სამადაშვილის“ ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით

ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო _ ვინ არის ის ვიღაც? ჯონ

ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი...“

გურამ მეგრელიშვილიმოდელი 18/12

220 გვ.

თანამედროვე ქართული პროზის მკითხველთათვის გურამ მეგრელიშვილის სახელი უკვე კარგად ნაცნობია. მიუხედავად

იმისა, რომ მწერალი საკმაოდ ახალგაზრდაა, იგი უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია. მის პროზას მკითხველის ინტერესთან ერთად არც ლიტერატურული კონკურსების ჟიურის ყურადღება აკლია.

გურამ მეგრელიშვილი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კონკურსის ნომინანტი თუ გამარჯვებული. რომანში „მოდელი 18/12“ მწერალი მისთვის ჩვეული მსუბუქი სტილით ხლართავს

ნახევრად დეტექტიურ, ნახევრად ფანტასტიკურ ისტორიას.

5lari

გურამ მეგრელიშვილიადამიანის ქალაქი 268 გვ.4 ლარი

„ადამიანის ქალაქი“ გურამ მეგრელიშვილის მოთხრობების კრებულია, რომელიც შვიდ მოთხრობას აერთიანებს. მოცულობის გათვალისწინებით, რამდენიმე მოთხრობას შეიძლება მცირე რომანიც ეწოდოს.

კრებული სტილის თვალსაზრისით და თემატურად ძალზე მრავალფეროვანია. ამ შედარებით პატარა წიგნში თავმოყრილია ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილ ტექსტები, თანამედროვე თბილისური ყოფის ამსახველი სახალისო ისტორიები, სამეცნიერო ფანტასტიკა. წიგნის გმირები: წმინდანები, ავაზაკები, შეშლილები, გლეხები, ლოთები, თბილისელი კრიმინალები იმ რთული, თუმცა სახალისო თამაშის ნაწილს წარმოადგენენ, რომლის წესებსაც მწერალი მოთხრობიდან მოთხრობამდე ცვლის და რომლის მეშვეობითაც მკითხველის გაუნელებელ ინტერესს ინარჩუნებს. 4

lari

4lari

Page 20: Diogene Catalogue Small

20

დავით წერედიანისვანური სიმღერების კვალდაკვალ

108 გვ.

წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც დავით წერედიანმა შეკრიბა და თარგმნა.

ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანისავე

შესავალი წერილი. „სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში, ჩემი

სუბიექტური მიდრეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბობენ, სადაც ლირიკის ხმა უფრო

მკაფიოდ ისმის...“

ქართველი ავტორები

ვახუშტი კოტეტიშვილი, თედო სახოკიაქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები112 გვ.

ამ პატარა კრებულში შესულია „უწმაწური“ ხალხური ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები, ხატოვანი სიტყვა-თქმანი, რომლებიც ქართული ენის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას ბევრისთვის მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს.

3lari 3

lari

Page 21: Diogene Catalogue Small

21

.ge

ალექსანდრ ფლორენსკითბილისური ანბანი56 გვ.

ცნობილი რუსი მხატვრის _ ალექსანდრ ფლორენსკის „თბილისური ანბანი“ უჩვეულო წიგნია. ეს არის თბილისის სხვადასხვა ქუჩისა და უბნის გრაფიკული ჩანახატები, რომლებიც ქართული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. ანბანის თითოეულ ასოს თითო ჩანახატი შეესაბამება. მაგალითად, ასო გ-ზე გაბრიაძის თეატრია გამოსახული, ასო ც-ზე კი – ცხრა ძმის ქუჩა.

ალექსანდრ ფლორენსკი თბილისს შესანიშნავად იცნობს და წლის გარკვეულ დროს საქართველოში ატარებს. მის ჩანახატებში ვერ შეხვდებით ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და ადგილებს, რომლებიც სარეკლამო ბუკლეტებს ამშვენებს. ფლორენსკის თბილისური ტოპოგრაფია ძალიან განსხვავებული და მოულოდნელია. მხატვარი ქალაქის ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ და ხშირად შეუმჩნეველ ადგილებს განსაკუთრებული კუთხით წარმოგვიჩენს. ეს არის ნამდვილი, ცოცხალი თბილისი, ძველი ქალაქის ყოველდღიურობა, რომელიც დეტალების სიმშვიდით გიზიდავს და გაჯადოებს.

8lari

Page 22: Diogene Catalogue Small

22

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი 372 გვ. შეადგინა თამარ ბეროზაშვილმა

ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია.

ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს.

დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონისაზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა 640 გვ.ხათუნა მაისაშვილის, მაია გოგოლაძის, თამარ წილოსანის თარგმანი

თანამედროვე, მთელ მსოფლიოში პოპულარული საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითად ცნებებსა და მეცნიერულ მეთოდებს განიხილავს. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას.

21lari

თამაზ ვასაძე ვეფხისტყაოსანი

კომენტირებული ტექსტი და ანალიტიკური

გზამკვლევი ლიტერატურის შემსწავლელთა და

მოყვარულთათვის

376 გვ.

ცნობილი ქართველი ლიტერატორი თამაზ ვასაძე არაერთი პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორია.

მისი ამ წიგნის ამოცანაა, „ვეფხისტყაოსნის“ კვლევა მიუახლოვდეს ნაწარმოების კითხვის, უშუალო აღქმის

ცოცხალ პროცესს, რაც გულისხმობს მხატვრულ რეალობაში თანდათანობით შესვლას, ამ რეალობის

თავისებურებათა და კანონზომიერებათა შეცნობას, პოემის „ენის“ დაუფლებას.

წიგნი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, ქართული ლიტერატურის შემსწავლელი

სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და რუსთაველის პოემით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის.

6lari

7lari

Page 23: Diogene Catalogue Small

.geსუვენირები

გამომცემლობა ”დიოგენე“ ფესტივალის დღეებში

წიგნებთან ერთად ორიგინალურ სუვენირებს გთავაზობთ. სუვენირები, რა თქმა უნდა, იყიდება, მაგრამ წიგნის მოყვარულები მათ საჩუქრადაც მიიღებენ

”დიოგენესგან“.

ორიგინალური დიზაინის ჭიქის სადგამი

50 თეთრი

საჩუქრად – 10 ლარის წიგნების

ყიდვის შემთხვევაში

ნაჭრის ჩანთა

3 ლარი

საჩუქრად _ 30 ლარის

წიგნების ყიდვის

შემთხვევაში

ფინჯანი-კროსვორდი

5 ლარი

საჩუქრად _ 50 ლარის წიგნების

ყიდვის შემთხვევაში

”ნამდვილი მკითხველის მაისური“

მაისურის წინა მხარეს იკითხება:

”მთავარია სურვილი“, უკანა მხარეს კი _

”წიგნისთვის დრო მოიძებნება!“

10 ლარი

საჩუქრად _ 80 ლარის წიგნების

ყიდვის შემთხვევაში

10 ლარი

საჩუქრად _ 100 ლარის წიგნების

ყიდვის შემთხვევაში

ხელით მოხატული მხიარული ზურგჩანთა

ლეპთრეიუნიკალური დიზაინ-პროდუქტი, რომელიც წიგნის კითხვის თუ ნოუთბუქზე მუშაობის პროცესს

”გაგიგემრიელებთ“.

60 ლარი

საჩუქრად _ 300 ლარის წიგნების ყიდვის შემთხვევაშიwww.facebook.com/diogenebookstore

წიგნის მაღაზია ”დიოგენე“

თბილისი, აფაქიძის ქ. 9

(სპორტის სასახლის გვერდით)

221 33 21 (29), 218 37 87

გეპატიჟებით წიგნის მაღაზია ”დიოგენეში“,

რომელიც 2011 წლის მაისში გაიხსნა.

ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მოვიპოვეთ კულტურული ცენტრის რეპუტაცია.

გახდით ”დიოგენეს“ მუდმივი სტუმარი და

აღმოაჩინეთ:

საინტერესო ქართული და უცხოური გამოცემები

ინტერიერის საავტორო დიზაინი და სასიამოვნო გარემო

ჩაის/ყავის კუთხე

შეხვედრები მწერლებთან, პოეტებთან, ლიტერატორებთან _ ყოველ პარასკევს

ახალი წიგნების პრეზენტაციები

მუსიკალური საღამოები

”დიოგენეს კინოკლუბი“ _ კარგი ფილმები

ყოველ ხუთშაბათს

”ბავშვთა კლუბი“ _ წიგნის კითხვის

პოპულარიზაციის პროექტი

”მოგზაურთა კლუბი“ _ ქართველ მწერალთა

სახლ-მუზეუმების დათვალიერება _ ამ ერთდღიან ტურებს თანამედროვე მწერლები უძღვებიან.

ჩვენთან პირველი შენაძენისთანავე ყველა კლიენტი

საჩუქრად იღებს დაგროვების ბარათს, რომელზეც

შემდგომ გადახდილი თანხის 10% ერიცხება.

დაგროვილი ქულებით ჩვენს მაღაზიაში ნებისმიერი

წიგნის ყიდვა შეიძლება. გარდა ამისა, გვაქვს

20, 50 და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები.

მოკლედ, თუ ჯერ არ გვიცნობთ,

გამოეშურეთ ჩვენკენ:

Page 24: Diogene Catalogue Small

2�