36
1 2 0 1 5 დეკემბერი

Diogene Catalogue december 2015

Embed Size (px)

DESCRIPTION

 

Citation preview

Page 1: Diogene Catalogue december 2015

1

2

0

1

5დ

ეკე

მბ

ერ

Page 2: Diogene Catalogue december 2015

2

Page 3: Diogene Catalogue december 2015

4.00d5.90d

10.00d14.90d

9.00d12.90d

ჯულიან ბარნსი დროის ხმაური, 202 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) ბიოგრაფიული რომანის „დროის ხმაური“ მთავარი გმირი დიდი რუსი კომპო-

ზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. სტალინის ეპოქაში ცხოვრება სამუდამო კვალს ტოვებს ხელოვანზე, რომელიც ცდილობს, ნე-ბისმიერ ფასად გადაირჩინოს თავი და ღირებული მუსიკა შექმ-

ნას. რეჟიმი, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოც-ხლესაც და შემოქმედის მისწრაფებებსაც, წიგნის მთავარ გმირს კონფორმიზმისკენ, ყველაზე მთავარის დათმობისკენ უბიძგებს.

არის კი სხვა გზა „დროის ხმაურში“?

ზვიად რატიანი შენთვის შეიძლება, 60 გვ.

„შენთვის შეიძლება“ ზვიად რატიანის მეექვსე პოეტური კრებულია.

ქართული ლექსი - XX საუკუნე, 544 გვ.შეადგინა ზვიად რატიანმა

ეს წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლე-ვია. სწორედ გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან

მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი, ეს გზა კი ყოველთ-

ვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამ-

დეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის

მთელი სიგრძე-სიგანით დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.

სიახლეები

ეს წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. სწორედ

გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან მასში, მეტ-ნაკლები სის-

რულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩე-

ნილი, ეს გზა კი ყოველთვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური

თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამ-

დეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე

ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის მთელი სიგრძე-სიგანით და-

ნახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.

ქართული ლექსიXX საუკუნე

შეადგინა ზვიად რატიანმა

ქართ

ულ

ი ლექსი

XX საუკუ

ნე

ISBN 978-9941-11-511-0

ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) ბიოგრაფიული რომანის „დროის

ხმაური“ მთავარი გმირი დიდი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. სტა-

ლინის ეპოქაში ცხოვრება სამუდამო კვალს ტოვებს ხელოვანზე, რომელიც ცდი-

ლობს, ნებისმიერ ფასად გადაირჩინოს თავი და ღირებული მუსიკა შექმნას. რე-

ჟიმი, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლესაც და შემოქმედის

მისწრაფებებსაც, წიგნის მთავარ გმირს კონფორმიზმისკენ, ყველაზე მთავარის

დათმობისკენ უბიძგებს. არის კი სხვა გზა „დროის ხმაურში“?

ჯუ

ლიან ბარ

ნსიდ

რო

ის ხმაური

ჯულიან ბარნსი

დროის ხმაური

Page 4: Diogene Catalogue december 2015

4

იტალო კალვინო უხილავი ქალაქები, 142 გვ.იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა

იტალო კალვინოს (1923-1985) „უხილავი ქალაქები“ ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია მარკო პოლოს წარმოსახვითი საუბრები ყუბილაი ყაენთან.სახელგანთქმული მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუ-წერს ყაენს და ქმნის ფანტასტიკურ სურათებს უცნაური ქალაქე-ბისა, სადაც ქუჩები კალითაა მოკირწყლული, შენობებს ვერც-ხლის გუმბათები ამშვენებს, სასახლეებს კი ზღვის ნიჟარებით ინკრუსტირებული ხვეული კიბეები აქვთ, სადაც გარეგნობითა თუ ქცევით უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა თვისებებით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან.

ჯონ ფაულზი ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი, 622 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ

დიდი ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის (1926-2005) რომანი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფსიქოლოგიური დრამის ბრწყინვალე ნიმუში და თანამედროვე ლიტერატურის შედევრია. მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება. დარვინის იდეებით გატაცებული ახალგაზრდა არისტოკრატი, რომელიც მდიდარი კომერსანტის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებს, შემთხვევით გადაეყრება ყველას მიერ ცოდვილად შერაცხულ ქალს, თავისი ნებით რომ აღუმართავს კედელი საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს შორის. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეხვედრა ახალგაზრდა კაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდება...18.00d

24.90d

8.00d9.90d

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ გაერთიანებული უცხოენო-ვანი ლიტერატურა პირველად გამოიცემა ქართულად. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს ნახავთ, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატე-ბითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით – ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა.

Page 5: Diogene Catalogue december 2015

5

10.00d13.90d

10.00d14.90d

15.00d19.90d

ჯულიან ბარნსი ინგლისი, ინგლისი, 352 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

„ინგლისი, ინგლისი“ ცნობილი ბრიტანელი მწერ-ლის, ჯულიან ბარნსის (1946) რომანია, რომელიც, კრიტიკოსთა აღიარებით, პოსტმოდერნული, სატირული და ანტიუტოპიური

ლიტერატურის ნიმუშს წარმოადგენს. რა უფრო მნიშვნელოვა-ნია თანამედროვე სამყაროში – ორიგინალი თუ ასლი? სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება სიმულაციური პროცესებით

გატაცებამ? შესაძლებელია თუ არა წარსულის გამოგონება და გამოგონილი ტრადიციებით ცხოვრება? – ქვეყანაში, სადაც

ასეთი კითხვები ბუნებრივად ჩნდება, რომანის მთავარი გმირი, მართა კოკრინი ბედნიერებას ეძებს.

უმბერტო ეკო მტრის ხატის შექმნა, 350 გვ.იტალიურიდან თარგმნეს: ხათუნა ცხადაძემ,

დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა

თქვენ წინაშეა უმბერტო ეკოს ესეების კრებული „მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები“. შემთხვევითი იმიტომ, რომ

კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია „შეკვეთით“, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე სხვადასხვა

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამი-

ანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია

ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბ-როს, ანუ თავადაც იხალისოს და მკითხველიც გაართოს.

პიერ პაოლო პაზოლინი ქუჩის ბიჭები, 240 გვ.იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის

პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) „ქუჩის ბიჭები“ 1955 წელს გამოვიდა და ერთბაშად დაიპყრო მკითხველი, თუმცა რომა-ნი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში

უჩივლეს. რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდი-ნარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და

ომის შემდეგდროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი.

ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა და ამისთვის ისინი არაფერს ერიდებიან…

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 6: Diogene Catalogue december 2015

6

ჰერმან ბროხი მთვარეულები, 850 გვ.გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ

„მთვარეულები“ დიდი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886-1951) პირველი ფილოსოფიური რომანი-ტრილოგიაა. მწერალმა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანიის მაგალითზე, მოახერხა არა მხოლოდ აღეწერა და გაეანალიზებინა ეპოქათა ცვლის მტკივნეული პრო-ცესი, არამედ წინასწარ განეჭვრიტა ის ახალი რეალობა, რო-მელიც ევროპულ ფასეულობათა შეუქცევადი ცვლის შედეგად დადგებოდა. ამან, უდავო ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად, რომანი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად აქცია.

მაიკლ ონდააჩი ინგლისელი პაციენტი, 344 გვ.ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჩადუნელმა

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობ-ლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამ-ნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადა-მიანის ამბავია. „ინგლისელი პაციენტისთვის“ მაიკლ ონდააჩის ბუკერის პრემია მიენიჭა. წიგნი კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც მის მიხედვით ფილმი გადაიღეს.

10.00d14.90d

15.00d19.90d

კურტ ვონეგუტი სასაკლაო 5, 220 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

„სასაკლაო 5“ კურტ ვონეგუტის ყველაზე ცნობილი რომანია. ცენ-ზურის მიუხედავად, წიგნი ერთხმად აღიარეს მკითხველებმაც და კრიტიკოსებმაც. ავტორის მონათხრობი, ერთი მხრივ, მოიცავს XX საუკუნის დრამატულ ისტორიულ ფაქტებს და, მეორე მხრივ, არარსებული პლანეტა ტრალფამადორის ცხოვრების აღწერას. რომანის მთავარი გმირი ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვი-ლები… პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს, მის თავს ყოვლად უჩვეულო, ფანტასტიკური ამბები ხდება.

10.00d14.90d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 7: Diogene Catalogue december 2015

7

9.00d11.90d

15.00d19.90d

10.00d19.90d

სალმან რუშდი ჯოზეფ ანტონი, 846 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

1989 წლის 14 თებერვალს სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორ-მა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯა-

თო... ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი „ეშმაკეული აიები“ ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა

მიმართულიო. ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა, ერთთა-

ვად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხ-სენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა – ასე მოევლი-

ნა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი.

ელის მანრო ძვირფასი სიცოცხლე, 284 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევ-რისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში

ეჭვი არავის შეჰპარვია, გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია – ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს

დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომა-ნების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან

ხოლმე. მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდ-ნენ, რომ 2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ

მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო. „ძვირფასი სიცოცხ-ლე“ ავტორის ბოლო კრებულია.

სალმან რუშდი ეშმაკეული აიები, 758 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

ზამთრის ერთ დილას, გარიჟრაჟზე, ტერორისტების მიერ გა-ტაცებული თვითმფრინავი ლამანშის თავზე აფეთქდა. ნამსხ-ვრევებსა და ათას უსარგებლო ნივთს შორის ორი ადამიანი

მოფრინავს – მთელს ჰინდუსტანში სახელგანთქმული მსახიობი ჯაბრაილ ფარიშტა და მავანი სალადინ ჩამჩა, 1001 ხმის პატრონს

რომ ეძახდნენ... ერთმანეთს ებღაუჭებიან, მოფრინავენ, მოიმ-ღერიან, მერე კი ზღვაში ჩაინთხლევიან და, რაღაც სასწაულით

გადარჩენილებს, ტალღები ალბიონის დათოვლილ სანაპიროზე გამორიყავს... ჯაბრაილს წმინდანის ბაკი ადგას თავზე, სალადინ

ჩამჩა კი ერთ რაღაც გაბანჯგვლულ, ფლოქვებიან, რქოსან არსე-ბად ქცეულა. ვიღაცამ უეჭველად კეთილისა და ბოროტის დაუს-

რულებელი ბრძოლის ასპარეზზე გამოსაყვანად არჩია ისინი...

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 8: Diogene Catalogue december 2015

8

მილან კუნდერა ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, 380 გვ.ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ – მილან კუნდერას ყველაზე ცნო-ბილი რომანი – 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომ-ლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულის-ხმობს.

ფილიპ როთი ამერიკული პასტორალი, 612 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკ-ში ნამდვილი ვარსკვლავია. იგი თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვო-ბის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნე-ბის მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს და წარმატებული, ყოველმ-ხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...

ჯეკ კერუაკი გზაზე, 488 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჭილაძემ ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძ-რაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემ-დეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენ-დარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინ-გლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.

10.00d14.90d

9.00d11.90d

9.00d11.90d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 9: Diogene Catalogue december 2015

9

7.00d9.90d

10.00d15.90d

3.00d9.90d

ბოჰუმილ ჰრაბალი ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, 310 გვ.ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა

„ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი

მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს

იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა). იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხა-

ნაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყ-ნად ორი რამ აღელვებს – ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი

ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება – მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა

მთელი მონდომებით.

ჩაკ პალანიკი მებრძოლთა კლუბი, 264 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

„მებრძოლთა კლუბი“ – ჩაკ პალანიკის პირველი რომანი – 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999-ში დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით

ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო. „არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც „მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ

სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული... ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე

ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. „მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა,

როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და,

როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ“.

მარგარეტ ეტვუდი ბრმა მკვლელი, 868 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ

რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) ამ საუკუნეში პირველი ბუკერის პრემია მიენიჭა. ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი 2000 წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის,

სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს გავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად

აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია...

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 10: Diogene Catalogue december 2015

10

ჯონ ბენვილი ზღვა, 226 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნაბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომა-ნისთვის „ზღვა“. „ზღვა“ ხანში შესული მაქს მორდენის მონათხ-რობია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარე-ბულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო – ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

სემუელ ბეკეტი მოლოი, 296 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსენიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი – ჯეიმზ ჯოისთან ერთად – მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიელი მწერალია. „მოლოი“ – ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი – ფრანგულად დაიწერა და 1951 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზ-მა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.

რადიარდ კიპლინგი კიმი, 442 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა – მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ – ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზ-რის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ად-გილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია – ირლან-დიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოსწრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები.

3.00d9.90d

3.00d11.90d

3.00d9.90d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 11: Diogene Catalogue december 2015

11

3.00d11.90d

3.00d9.90d

3.00d9.90d

ჯულიან ბარნსი ფლობერის თუთიყუში, 280 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

„რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ

ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მო-იძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა

და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯი-უტობთ, თავს არ ვანებებთ“. ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ფლობერის

შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრ-მავდება და მათზე მსჯელობს. ეს წიგნი შეიძლება გუსტავ ფლო-ბერის უჩვეულო ფორმის ბიოგრაფიად ჩაითვალოს, შეიძლება

– ერთი ახირებული კაცის მსჯელობად მწერლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნამდვილი ლიტერატურაა.

გ. კ. ჩესტერტონი მოთხრობები მამა ბრაუნზე, 398 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (1874-

1936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი

მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით

ლეგენდარულ ბეიკერსტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტო-ქეობას. ჩესტერტონი – მისი კლასიკად ქცეული სენტენციებისა

და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით – არა მხოლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.

რომენ გარი თეთრი ძაღლი, 304 გვ.ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო

მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევ-დონიმია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა

გონკურის პრემია, რომელიც – წესის მიხედვით – ავტორს მხო-ლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო. „თეთრი ძაღ-

ლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია – რეალური ამბავი, თუ რო-

გორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანე-ბისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ

შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 12: Diogene Catalogue december 2015

12

პოლ ოსტერი, ჯ. მ. კუტზეე

აქ და ახლა – წერილები (2008-2011), 332 გვ.

ინგლისურიდან თარგმნეს ქეთი ქანთარიამ და ირმა ტაველიძემ

მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კით-

ხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი

და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვ-

დნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი

მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა

წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან

კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის

წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ

წიგნშია წარმოდგენილი.

პიტერ კერი ძარცვა, 404 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა, რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთ აფრიკელმა ჯონ კუტ-ზეემ – თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედ-როვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა. პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა. 2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავსტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის ამბავია. ყველასგან დავიწყებული მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის.3.00d

11.90d

1.00d9.90d

8.00d11.90d

ედით უორტონი, უმანკოების ხანა, 428 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა „უმანკოების ხანა“ ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც „სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთ-ხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელან-დის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 13: Diogene Catalogue december 2015

13

10.00d13.90d

უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში, 548 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

„დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანები-

დან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგო-ნილ „იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ

წიგნს – გამომცემლის დაჟინებით – „სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. „დროშები

მტვერში“ – ავტორისეული სახელწოდებით და სრულად – მხო-ლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ – 1973-ში

გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში

ვითარდება.

დიოგენეს ბიბლიოთეკა

7.00d9.90d

ჯ. მ. კუტზეე სირცხვილი, 300 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყვე-

ლაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. წიგნის

მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბა-

ვი მჟღავნდება.

9.00d11.90d

ჰენრი მილერი კირჩხიბის ტროპიკი, 420 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ

„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექს-

ცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში

პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავ-ტორის მონოლოგია. წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამო-

იცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფი-

ულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რო-მანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის

ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა.

Page 14: Diogene Catalogue december 2015

10.00d14.90d

10.00d14.90d

ფილიპ როთი პორტნოის სინდრომიმაგარი ყდა, 340 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი – ფილიპ როთი (1933) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბ-მული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.

სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერი-კული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა.

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნებამაგარი ყდა, 408 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ 25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერა-ტურაში გამოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყ-ნებულ სადებიუტო რომან „სრულ გასხივოსნებას“ ჯონ აპდაიკმა „გამაოგნებელი წიგნი“ უწოდა. ეს არის გამქრალი ებრაული და-სახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნა-ური და სასაცილო ენით.

სერია „ამერიკელები“

14

Page 15: Diogene Catalogue december 2015

15

ამერიკელები

5.00d12.90d

5.00d12.90d

5.00d12.90d

თომას პინჩონი ლოტ 49-ის გამოცხადებამაგარი ყდა, 224 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატუ-რაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. მწერლის

შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნი-

ვერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი. „ლოტ 49-ის გამოცხადება“ – რომანი, რომელიც პოსტმო-დერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორ-

ნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია – პინჩო-ნის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.

ჰანტერ ს. თომპსონი ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში მაგარი ყდა, 216 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

„ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით

– „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგ-დებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთა-ვარი გმირის – რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში,

ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.

უილიამ ბეროუზი ჯანქიმაგარი ყდა, 216 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

უილიამ ბეროუზი (1914-1997), ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგ-თან ერთად, ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და

მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. „ჯანქი“ ბეროუზის პირველი გამოქვეყნებუ-ლი რომანია. ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი – ერთგვარი რეპორტაჟი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის გა-

მოცდილებაა აღწერილი.

Page 16: Diogene Catalogue december 2015

16

ამერიკელები

10.00d16.90d

10.00d12.90d

6.00d11.90d

ვუდი ალენი თანამდევი მოვლენებიმაგარი ყდა, 164 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „თანამდევი მოვლენები“ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ვუდი ალენის (1935) იუმორისტული კრებულია, რომელიც განსხვავებული ფორმისა და თემატიკის ჩვიდმეტი ტექსტისაგან შედგება. პროფესორ ნიდელმანის მოსა-გონარს, მსჯელობას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის დიალოგების სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერ-თიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა.

სოლ ბელოუ ჰენდერსონი, წვიმის მეფემაგარი ყდა, 562 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვ-ნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ – ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი – 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექ-ტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფ-რიკაში მიემგზავრება.

სილვია პლათი ზარხუფიმაგარი ყდა, 296 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმ-კვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.

Page 17: Diogene Catalogue december 2015

17

ამერიკელები

3.00d11.90d

8.00d14.90d

7.00d14.90d

ჯეკ კერუაკი დჰარმის მაწანწალებიმაგარი ყდა, 300 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკე-ლად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან და-კავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩი-ნე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ,

ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვე-რავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი

თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის

სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს.

ჯოის კეროლ ოუტსი შავი წყალიმაგარი ყდა, 154 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ

რომანი „შავი წყალი“ 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ

მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. „ჩაპაკვიდიკის ინცი-დენტს“ ეხმიანება – 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას,

როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა

ქალი კი დაიღუპა.

კურტ ვონეგუტი სარწეველა ფისოსათვისმაგარი ყდა, 360 გვ.

ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

დოქტორი ფელიქს ჰონიკერი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებაშია ჩაფლუ-ლი და მისი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების დამღუპველი შედეგები ნაკლებად აღელვებს. იგი ერთი მეტად სახიფათო გა-მოგონების ავტორია, რომელსაც „ყინული-9“ ჰქვია. „ყინული-9“

მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდინარესა თუ ნაკადულში მოხვედრისას წყალს ყინულად აქცევს და საფრ-თხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეს გამოგონება ჰონიკერის

მემკვიდრეთა ხელში ხვდება, მათ კი ანგარება ამოძრავებთ...

Page 18: Diogene Catalogue december 2015

18

ამერიკელები

8.00d14.90d

10.00d14.90d

10.00d14.90d

ჯეფრი იუჯინიდისი თვითმკვლელი ქალწულებიმაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

„თვითმკვლელი ქალწულები“ ჯეფრი იუჯინიდისის პირველი რო-მანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვ-ნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერი-კელი მოზარდების – ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარ-მოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.

პოლ ოსტერი ილუზიების წიგნიმაგარი ყდა, 422 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ პროფესორი დევიდ ზიმერი ღრმა დეპრესიით იტანჯება მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფის შედეგად მეუღლე და შვილები დაკარგა. შემთხვევით იგი ნახულობს ფილმს მუნჯი კინოს ერთ დროს ცნობილი მსახიობის ჰექტორ მანის მონაწილეობით, რომელიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. ზიმერი იწყებს მოგზაურობას ამერიკასა და ევროპაში, რათა მოიძიოს იშვიათი ფილმები მანის მონაწილეობით და მსახიობის შესახებ წიგნი დაწეროს. ერთ დღეს იგი უცნაურ წერილს იღებს, რომლიდანაც იტყობს, რომ მსახიობი ჰექტორ მანი ცოცხალია და მასთან შეხ-ვედრა სურს...

სტივენ კინგი კერიმაგარი ყდა, 280 გვ.ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ

„კერი“ სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლი-ტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ – დედის რე-ლიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში – თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას – კე-რიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდე-ლობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებ-რივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური...

Page 19: Diogene Catalogue december 2015

19

ამერიკელები

10.00d16.90d

თრუმენ კეპოუტი ხელის აუკანკალებლადმაგარი ყდა, 368 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. „ახალი ჟურნალისტიკის“ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი „ხელის

აუკანკალებლად“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს – 1959 წ. კანზასში

ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს – და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდე-

ლობაა.

12.00d16.90d

ჯონ აპდაიკი ბრაზილიამაგარი ყდა, 374 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო – რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი – შემთხვევით

გაიცნობს იზაბელს – ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვ-

ნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთ-ლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწ-

ყვეტენ – ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. გამოცდა კი – თან სრუ-ლიად მოულოდნელი – წინ არაერთია. ჯონ აპდაიკის (1932-2009)

„ბრაზილია“ თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია.

Page 20: Diogene Catalogue december 2015

20

სხვა თარგმანები

10.00d34.90d

ორჰან ფამუქი ნივთების უმანკოებამაგარი ყდა, სუპერი. 260 გვ.თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა

წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, სახ-ლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგა-რაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში „უმანკოების მუზეუმს“ და მუზე-უმის კატალოგადაც გვევლინება.

დენის ლიჰეინი წყეულთა კუნძული, 320 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა

1954 წლის ზაფხულში სასამართლოს აღმასრულებლები ტედი დენიელსი და ჩაკ აულე შეურაცხად დამნაშავეთა საავადმყოფო „ეშკლიფში“ ჩადიან, რათა გაარკვიონ ერთ-ერთი პაციენტის – შვილების მკვლელ რეიჩელ სოლენდოს უცნაური გაუჩინარების ამბავი. საავადმყოფო კუნძულზე მდებარეობს, რომელსაც ხალხი „წყეულთა“ კუნძულს ეძახის. ამოვარდნილი გრიგალი რამდენიმე დღით წყვეტს კუნძულს გარე სამყაროსაგან. იქ გამომწყვდეული ტედი ნელ-ნელა ხვდება, რომ „ეშკლიფში“ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... რომანის მიხედვით 2010 წელს მარტინ სკორსეზემ გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

ტრეისი შევალიე გოგონა მარგალიტის საყურით, 238 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ ისტორიული რომანების ავტორს, ამერიკელ მწერალ ტრეისი შე-ვალიეს (1962) საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც დიდი ჰოლანდიელი მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატის შექმნის საინ-ტერესო ვერსიას გვთავაზობს. ისტორიის მოსათხრობად მწერალ-მა ორიგინალურ მხატვრულ ხერხს მიმართა: ამბავს თვით ვერ-მეერის ნახატზე გამოსახული მშვენიერი გოგონა გვიყვება. არავინ იცის, ვინ არის აღბეჭდილი ამ ტილოზე, მაგრამ გმირის მონათხ-რობი იმდენად საინტერესო, ცოცხალი და გრძნობებით დატვირ-თულია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი მართ-ლაც ასე იყო. 2003 წელს რომანის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსენი ასრულებს.

10.00d13.90d

10.00d13.90d

Page 21: Diogene Catalogue december 2015

21

15.00d19.90d

ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი712 გვ.

თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა

30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია, რომელიც, ძირითადად, 1970-80-იან წლებში ვითარდება. რო-

გორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთა-ვარი გმირი სტამბოლია – ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა

უბადრუკი უბნებით.

ორჰან ფამუქი სტამბოლი540 გვ.

თურქულიდან თარგმნა თამარ ალფენიძემ

„სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. „ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს

კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადე-ბის ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია,

თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შე-

მიყვარდა კიდეც“. 10.00d13.90d

სხვა თარგმანები

10.00d15.90d

ორჰან ფამუქი სხვა ფერები, 694 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა

„სხვა ფერები“ ორჰან ფამუქის ჩანაწერების კრებულია. ეს ჩანა-

წერები წლების მანძილზე, მწერლის რომანების პარალელურად იქმნებოდა. ისევე, როგორც ტექსტების ფორმა (ესე, სტატია,

საჯარო გამოსვლა, ინტერვიუ, მოთხრობა...) მათი თემატიკაც განსხვავებულია: კულტურათა დაპირისპირება, ისტორია, პოლი-ტიკა, რელიგია, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა... ამ მასშტაბურ თემებზე მსჯელობა წიგნის მხოლოდ ნაწილია. აქვეა

ჩანაწერები, რომლებიც ყოფით და, შესაძლოა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო ამბებს ეხება. მაგალითად, როგორ დაანება

მწერალმა თავი მოწევას, ან რა ახირებები აქვს მაჯის საათებთან დაკავშირებით.

Page 22: Diogene Catalogue december 2015

22

ორჰან ფამუქი გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი174 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ია ბერსენაძემ „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ რომანის ხე-ლოვნების შესახებ დაწერილი ესეების კრებულია.

3.00d9.90d

7.00d9.90d

8.00d14.90d

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა), 510 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ

„სამის გამორჩევა“ ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, „მსროლელის“, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე – „პატიმარზე“, „ჩრდილების ქალბატონზე“ და „სიკვდილზე“ ამახვილებინებს. „სამის გამორჩევა“ სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენა-ზე მოგვითხრობს – როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 1 (მსროლელი), 294 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარუ-ლებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხ-რობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი – ყველა სამყაროს შემაკავში-რებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერ-ვალს უწოდებს. „მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევა-მოსილი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს.

სხვა თარგმანები

Page 23: Diogene Catalogue december 2015

23

სტივენ კინგი ჯოილენდი, 316 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა

ხანში შესული დევინ ჯონსი ახალგაზრდობის ამბებს იხსენებს: „21 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ვაჟიშვილი გახლდით და ლიტერატურუ-

ლი მისწრაფებები მქონდა... დანჯღრეული „ფორდიც“ მყავდა (ვე-რაფერს ვიტყვი, რადიო კარგად უმუშავებდა), შიგადაშიგ თვითმ-კვლელობაზე ფიქრებს მივეცემოდი ხოლმე, გული კი გაბზარული მქონდა“. მთავარი გმირის ცხოვრება 1973 წლის ზაფხულში სამუ-დამოდ იცვლება. არდადეგებზე ჯონსი მუშაობას გასართობ პარკ

„ჯოილენდში“ იწყებს. „ჯოილენდი“ სხვა მსგავსი პარკებისგან არაფრით გამორჩეული იქნებოდა, რომ არა მის ერთ-ერთ პავი-ლიონში მომხდარი შემზარავი მკვლელობა და მასთან დაკავში-

რებული უცნაურობები, რომლებიც ჯონსს მოსვენებას არ აძლევს. 7.00d9.90d

10.00d14.90d

სტივენ კინგი მისტერ მერსედესი, 612 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს თამარ წილოსანმა,

თამარ ხინჩაგაშვილმა და ნათია სოყურაშვილმა

ამ რომანში კინგი კლასიკურ დეტექტიურ სიუჟეტს სთვაზობს მკითხველს, რაც ჟანრობრივი სიახლეა მის შემოქმედებაში. ნა-

წარმოებში მოქმედება 21-ე საუკუნის აშშ-ში ხდება. გადამდგარი დეტექტივი ჰოჯიზი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს მასობრივი

მკვლელობის გაუხსნელი საქმე, ნელ-ნელა იძირება სულიერ დეპრესიაში. მოულოდნელად ფოსტით წერილი მოდის, რომელიც

სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის. ეს წერილი ნამდვილი გამოწვე-ვაა ყოფილი პოლიციელისთვის. ჰოჯიზი გადაწყვეტს, რომ ენერ-გიულად იმოქმედოს და აღარ დაუშვას მორიგი სისხლისღვრა...

10.00d12.90d

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები I), 330 გვ.სტივენ კინგი ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები II), 314 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

„ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბე-დი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირ-

ჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინ-ტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს.

წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამ-ყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა

და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგი-ლიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“

პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს...

სხვა თარგმანები

10.00d12.90d

Page 24: Diogene Catalogue december 2015

24

5.00d7.90d

ფრენი და ზუი, 184 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

ჯერომ სელინჯერის „ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ. რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარესამყაროს-თან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონას-წორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორი-თა და სითბოთი აღწერს.

5.00d7.90d

ჭერი ასწიეთ დურგლებო და სიმორი, შესავალი, 262 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ლელა დუმბაძემ

„ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამ-ბავია. ბადი გლასი აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესა-ვალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ უფროსი ძმის, სიმორის შესახებ. სელინჯერის სხვა წიგნის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

10.00d14.90d

სტივენ კინგი წელიწადის დრონი, 712 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ „წელიწადის დრონი“ ოთხი მცირე რომანისაგან შედგენილი კრებულია. „რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმ-როდან“, „ნიჭიერი მოწაფე“, „გვამი“ და „სუნთქვის მეთოდი“ განსხვავდება კინგის სხვა წიგნებისგან და ერთი ჟანრის ფარგ-ლებს სცილდება. „წელიწადის დრონის“ ოთხი რომანიდან სამის მიხედვით ცნობილი ფილმებია გადაღებული.

სხვა თარგმანები

Page 25: Diogene Catalogue december 2015

25

7.00d9.90d

ჯულიან ბარნსი დასასრულის განცდა, 210 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

„დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან

ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა. ლონდონის ერთ-ერთ

სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები

მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ

უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო,

ბევრ უცნაურობას მალავს.

3.00d9.90d

პ. გ. ვუდჰაუსი ვუსტერთა გვარის ღირსება, 214 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

„ვუსტერთა გვარის ღირსება“ ინგლისელი მწერლის პელემ

გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) რომანებისა და მოთხრობების სახელგანთქმული სერიის ნაწილია. ამ ისტორიების მთავარი

გმირები ინგლისელი ჭკუამხიარული არისტოკრატი ბერტი ვუს-ტერი და მისი ყოვლისმცოდნე, მუდამ აუღელვებელი მსახური

ჯივზია. „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ვუდჰაუსის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. პირველის („დაიკიდე, ჯივზ!“)

მსგავსად, ამ წიგნშიც ბრწყინვალე ინგლისური იუმორითაა მოთ-ხრობილი მორიგ ხათაბალას გადაყრილი ბერტი ვუსტერისა და

მხსნელად მოვლენილი ჯივზის ამბავი.

7.00d9.90d

პ. გ. ვუდჰაუსი ეგრე გააგრძელე, ჯივზ! 246 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

„ეგრე გააგრძელე, ჯივზ!“ პ. გ. ვუდჰაუსის მოთხრობების კრებუ-ლია. ეს მოთხრობები ინგლისელი მწერლის ყველაზე ცნობილი

გმირების – ჯივზისა და ვუსტერის შესახებ შექმნილი სერიის ნაწი-ლია და მეოცე საუკუნის იუმორისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. კრებული ათ მოთხრობას აერთიანებს. როგორც ზოგა-

დად ამ სერიის წიგნებში, აქაც მთხრობელი დარდიმანდი ბერტი ვუსტერია, რომელიც დაუზარებლად ჰყვება თავს გადამხდარ

ამბებს. ვუსტერი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რა ადვილად შეიძლება გაიჩარხოს ერთი შეხედვით ყოვლად უიმედო საქმე, როცა მსახუ-რად ისეთი ჭკუის კოლოფი გყავს, როგორიც ჯივზია. ამ კრებულ-

შივე შედის მოთხრობა, რომელშიც ამბავს თავად ჯივზი ყვება.

სხვა თარგმანები

Page 26: Diogene Catalogue december 2015

26

5.00d9.90d

10.00d14.90d

ზოია ფირზადი შევეგუებით, 522 გვ.სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში გაერთიანებულია რომანი „შევეგუებით“ და მოთხრობები. აღსა-ნიშნავია, რომ რომანი „შევეგუებით“ ირანში გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა – მწერლის შემოქმედებაში ორი საკით-ხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინა-ლურ გააზრებას გვთავაზობს რომანი „შევეგუებით“) და სხვადასხ-ვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში (რომლის ღრმა და დელიკატურ ასახვასაც წარმოადგენს სამი მოთხრობა საერთო სათაურით „აღდგომამდე ერთი დღე რჩება“).

რომენ გარი ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება 230 გვ., ფრანგულიდან თარგმნა ლია დარაშვილმა რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდო-ნიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამო-ცემული რომანისთვის მიიღო. „ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება“ ხანში შესული ფრანგი ბიზნესმენის, ჟაკ რენიესა და ოცდაორი წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავია – სიყ-ვარულის, რომელსაც, ერთი შეხედვით, მომავალი არ აქვს.

3.00d9.90d

ერნესტო ჩე გევარა მოტოციკლისტის დღიური, 340 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამე-დიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. „მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავ-სე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ... 2004 წელს უოლტერ სალესმა „მოტოციკლისტის დღიურის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

სხვა თარგმანები

Page 27: Diogene Catalogue december 2015

27

8.00d11.90d

დანიელ პენაკი სკოლის სევდა, 280 გვ.ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ეს წიგნი ავტობიოგ-რაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს,

რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მასწავლებელ-მა. „სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა,

მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხ-ლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდე-ბი, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში,

პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდე-ბიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში.

5.00d19.90d

ელიზაბეტ კენდელი ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზამაგარი ყდა, სუპერი, 552 გვ.

ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა

და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხვე-ლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში

ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის – მელიტონ ბალანჩივაძის, დედის – მარიას, დის – თამა-რისა და ძმის – ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი

ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები

პარალელურადაა მოთხრობილი.

8.00d10.90d

მარკ ბელასენი, ოლგა შავერნე აუტისტი ბავშვი (სახელმძღვანელო მშობლებისთვის), 310 გვ.

როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავი-

სებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი? ეს წიგნი სახელმ-ძღვანელოა მშობლებისთვის და ეხება ამ და სხვა პრობლემებს, რომლებსაც მშობლები და პროფესიონალები ყოველდღიურად

აწყდებიან ბავშვის მოვლის, მკურნალობისა და სწავლების დროს.

სხვა თარგმანები

Page 28: Diogene Catalogue december 2015

28

10.00d14.90d

კარლ გუსტავ იუნგი ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს 324 გვ.

წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებ-ლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რე-ლიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთი-ანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის. ორივე ნაშრომი ქართულად პირველად ითარგმნა.

32.00d64.90d

ჯორჯ ბელჩი, მაიკლ ბელჩი რეკლამა და პრომოცია856 გვ.

ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. წიგნში განხილულია ძირი-თადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის – წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგ-რირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნო-ლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს.

40.00d59.90d

დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა 612 გვ.

მრავალმხრივი და თანამედროვე „საზოგადოებასთან ურთიერ-თობა: სტრატეგია და ტაქტიკა“ ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს და დაეუფლონ სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობაში იხმარება თანა-მედროვე მსოფლიოში. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი ტექ-ნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას.

სხვა თარგმანები

Page 29: Diogene Catalogue december 2015

29

1.00d9.90d

ჰენრი მ. ლევინი, პატრიკ ჯ. მაკივანი დანახარჯები – ეფექტიანობის ანალიზი, 388გვ.

შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება

ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხია. ეს ნაშრომი სწო-რედ ამ საჭიროებას ეხმიანება და განკუთვნილია განათლების

სფეროს სპეციალისტების, გადაწყვეტილებების მიმღებების, მკვლევრების, სტუდენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი

სფეროს პროგრამებისა თუ პროექტების შეფასებით დაინტერე-სებული ადამიანებისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მათ შედეგზე ორიენტირებული და გონივრული საგანმანათლებლო

ინიციატივების დაგეგმვასა და შეფასებაში.

3.00d5.00d

3.00d5.00d

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (ორ ტომად)

პირველი ტომი (ა-მ) 204 გვ., მეორე ტომი (მ-ჰ) 180 გვ.

სამაგიდო წიგნი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის! პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ლექსიკონი დაეხმარება

მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და გა-ნუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს. ლექსი-კონი შეადგინა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების

ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლო-გიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა.

სხვა თარგმანები

Page 30: Diogene Catalogue december 2015

30

საბავშვო და საყმაწვილო

20.00d29.90d

ა. ა. მილნი ვინი ფუუჰიზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი. დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი. 336 გვ.

„ვინი ფუუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. წიგნის გამოცემიდან თითქმის 50 წლის შემდეგ ერნესტ შეპარდმა გააფერადა პირვანდელი შავ-თეთრი ნახატები, რათა ისინი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ბავშვებისათვის. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუ-უჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.

3.00d9.90d

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ.

ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარუ-ლის გაზომვა არც ისე ადვილია. ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

2.00d4.90d

მარტა ალტესი არრა! დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, 32 გვ.

რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგ-რამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... „არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკო-ლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთ-ვნილი. წიგნი ქართულად გია ჭუმბურიძემ თარგმნა.

Page 31: Diogene Catalogue december 2015

31

საბავშვო და საყმაწვილო

3.00d9.90d

3.00d10.90d

3.00d9.90d

3.00d7.90d

გაბრიელ ვენსანი ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

გაბრიელ ვენსანი ქუჩის მუსიკოსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

„ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ და „ქუჩის მუსიკოსები“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია.

მთავარი გმირები – თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობ-რები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწ-

ლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვ-

რობის კლასიკადაა აღიარებული. 2014 წელს ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ოსკარის“ ნომინანტი გახდა.

ბარბარა რაიდი კოტრიალა ლექსებიდიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი,

32 გვ.

„კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასი-კური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხ-მეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის – ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების

მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

ვერნერ ჰოლცვართი, ვოლფ ერლბრუხი პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო,

ვინ უქნა თავზედიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

„პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთ-ქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო, ტრადიციული

საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით ამხიარულებს.

Page 32: Diogene Catalogue december 2015

32

საბავშვო და საყმაწვილო

5.00d10.90d

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრე პიერი და მთვარე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ.

„პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედის-თვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის – ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარობა როგორც პატარებში, ისე დიდებში.

3.00d9.90d

სელმა მანდინი უთვალავი კოცნაფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

„როგორია კოცნა?“ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოც-ნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ არის კითხვებისა და პასუხებისგან შედგე-ნილი წიგნი და განკუთვნილია იმ პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ. ორი პატარა ადამიანის დიალოგი სელმა მანდინის მიერაა ილუსტრირებული. ეს მთელ მსოფლიოში პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარე-ლი და, ხშირად, პირველი წიგნია.

5.00d7.90d

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი წიგნიერი მგელიდიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღ-მოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართუ-ლი. მგელმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კითხვა ეს-წავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა. ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.

Page 33: Diogene Catalogue december 2015

33

საბავშვო და საყმაწვილო

2.00d9.90d

2.00d4.90d

თეა თოფურია პარადიის არდადეგებიდიდი ფორმატი, მაგარი ყდა, ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები,

76 გვ.

„პარადიის არდადეგები“ თეა თოფურიას საბავშვო წიგნია, რო-მელიც ორი მოთხრობისგან შედგება. წიგნის სათაურად პირვე-

ლი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი. მეორე მოთხრობა – „მოდრეიფე სოფელი“ – პირველის გაგრძელებაა.

ლელა ცუცქირიძე გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი

თინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები, 44 გვ.

„გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი“ სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხი-

არული ზღაპარია.

2.00d4.90d

თეა ლომაძე წერილი ბოთლშინანა სამანიშვილის ილუსტრაციები, 80 გვ.

მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ

ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის.

გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად მანამ, სანამ ქალაქში უცნაური ამბები დაიწყება…

Page 34: Diogene Catalogue december 2015

34

საბავშვო და საყმაწვილო

14.00d17.90d

ასტრიდ ლინდგრენი პეპი გრძელწინდამაგარი ყდა, 340 გვ. ინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები, ეთერ კუბლაშვილის თარგმანი

პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა – კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლან-დელი მეფის ქალიშვილი – მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყ-ვარლესი გმირია. ეს წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

14.00d19.90d

ასტრიდ ლინდგრენი სახურავის ბინადარი კარლსონიმაგარი ყდა, 456 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები. ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი

„დიოგენე“ გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის – ასტ-რიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის მხიარული ამბე-ბის სრულ ვერსიას ერთ წიგნად. ახალი გამოცემა ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.

10.00d12.90d

ასტრიდ ლინდგრენი ყაჩაღის ასული რონიამაგარი ყდა, 212 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, თამარ ჩიქოვანის თარგმანი

ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღ-სავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების – მანამდე მოსისხლე მტრების – შერიგება და დამეგობრება.

Page 35: Diogene Catalogue december 2015

35

საბავშვოსაბავშვო და საყმაწვილო

10.00d25.00d

5.00d9.90d

მიხაელ ენდე დაუსრულებელი ამბავი ასმათ ფარჯიანის თარგმანი. ორიგინალური

გაფორმება, ფერადი შრიფტი, მაგარი ყდა, სუპერი. 538 გვ.

საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (1929-1995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია.

ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი ათობით ენაზეა ნათარგმნი. ამ წიგნში აღწერილი საოცარი სამყარო უკვე რამდენიმე ათწლე-

ულია, ბავშვებსა და უფროსებს ერთნაირად აღელვებს.

სიუ ტაუნსენდი „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“, 292 გვ. ხათუნა ბასილაშვილის თარგმანი

სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა – ხან ფაბრი-კის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს „ედრიან

მოულის საიდუმლო დღიური“ გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა. სიუ

ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კო-ნან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედე-ბა ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული

ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი.

Page 36: Diogene Catalogue december 2015

.ge